„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“
- „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 102 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-05-23
ბიუროს ნომერი 407
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
მუხლი 1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 313)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) 25-ე მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„1. ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს
მიცემული აქვს თავშესაფარი საქართველოში ან არის საერთაშორისო დაცვის მქონე პირი
საქართველოში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო
სახელმწიფო მოითხოვს.“
ბ) 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. საექსტრადიციო პროცედურების მწარმოებელი პროკურორი ვალდებულია
ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს წერილობითი ფორმით, მისთვის გასაგებ ენაზე
განუმარტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთაშორისო დაცვის
მოთხოვნის და თავშესაფრის პროცედურაზე ხელმისაწვდომობის უფლება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადება განაპირობა „სისხლის სამართლის სფეროში
საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის „საერთაშორისო დაცვის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტთან
ტერმინოლოგიური
თვალსაზრისით
შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობამ. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთაშორისო დაცვას
წარმოადგენს თავშესაფრის პროცედურაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და
ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის
უფლებების დაცვა ამ კანონით დადგენილი წესით. ამავე კანონის პროექტის მე-3 მუხლის „ლ“
ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთაშორისო დაცვის მქონე პირი არის ლტოლვილი,
ჰუმანიტარული სტატუსის მქონე ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირი.
აღნიშნულის გათვალისწინებით „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო
თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ტერმინოლოგიური თვალსაზრისით
შესაბამისობაშია მოსაყვანი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან.
ამასთან, პირისათვის თავშესაფრის მინიჭების პროცედურების პარალელურად,
შესაძლებელია მის მიმართ ასევე მიმდინარეობდეს ექსტრადიციის პროცედურა. შესაბამისად,
არგაძევების ვალდებულებიდან გამომდინარე, საექსტრადიციო პროცედურის მწარმოებელი
ორგანო, ამ შემთხვევაში, მოკლებულია შესაძლებლობას აღასრულოს ექსტრადიცია
განმცხადებლისთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხის საბოლოოდ
გადაწყვეტამდე.
დღეის მდგომარეობით მოქმედი „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების“
შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა
სამინისტრო პირის განცხადებას თავშესაფრის მინიჭების თაობაზე განიხილავს
რეგისტრაციიდან 6 თვის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება შესაძლებელია არაუმეტეს 3 თვით.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2124 მუხლის თანახმად,
სამინისტროს უარი დაინტერესებული პირის მიერ შესაბამის რაიონულ (საქალაქო)
სასამართლოში საჩივრდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
კანონმდებლობით დადგენლი წესით მისთვის ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში (წარმოდგენილი
საკანონმდებლო პაკეტით ეს ვადა 30 დღემდე გრძელდება). რაიონული (საქალაქო)
სასამართლო სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავს სარჩელის
წარდგენიდან 2 თვის ვადაში. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება
გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის მისი გადაცემიდან 15 დღის ვადაში.
სააპელაციო სასამართლოში საკითხის განიხილვისა და გადაწყვეტილების მიღების
მაქსიმალური ვადაა საჩივრის წარდგენიდან 1 თვე.
რაც შეეხება საექსტრადიციო პროცედურას, პირის დაკავების შემთხვევაში, საექტრადიციო
პატიმრობის მაქსიმალური ვადა შეადგენს 9 თვეს, რომლის ამოწურვის შემდეგაც პირი
დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ექვემდებარება.
საქართველოს კანონმდებლობის ზემომითითებული ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე,
პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც პირი, რომლის მიმართაც განიხილება
ექსტრადიციის საკითხი, ბოროტად სარგებლობს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის
მინიჭებასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურების ხანგრძლივობით და
ექსტრადიციის პროცედურის ბოლო ეტაპზე ითხოვს სტატუსის მინიჭებას. შესაბამისად,
სახელმწიფო იწყებს სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დროში გაჭიანურებული
სამართლებრივი
პროცედურის
აღსრულებას,
პარალელურად
კი
იძულებულია
უზრუნველყოს საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი პირის საპატიმრო დაწესებულებიდან
გათავისუფლება. ამასთან, საკმაოდ ხშირია გათავისუფლების შემდეგ ამ პირთა მიმალვის
შემთხვევები, რის გამოც, თუ არ მიიღება გადაწყვეტილება პირისათვის ლტოლვილის ან
ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების შესახებ, შეუძლებელი ხდება ექსტრადიციის
პროცედურის წარმატებით დასრულება. საექსტრადიციო პროცედურის მიმდინარეობის
შემთხვევაში ამგვარი დაბრკოლება სახელმწიფოს უზღუდავს შესაძლებლობას შეასრულოს
საერთაშორისო ვალდებულება - კანონის დაცვით, სათანადო საფუძვლების არსებობისას,
მოახდინოს მომთხოვნ სახელმწიფოში პირის ექსტრადიცია.
მაგალითისათვის, 2014 წელს თავშესაფრის მინიჭება მოითხოვა ექსტრადიციას
დაქვემდებარებულმა თხუთმეტმა პირმა. მათგან ერთმა ძებნილმა თავშესაფარი მოითხოვა
დაკავებიდან მერვე თვეს, ერთმა - დაკავებიდან მეშვიდე თვეს, ექსტრადიციას
დაქვემდებარებულმა შვიდმა პირმა - დაკავებიდან მეექვსე თვეს, ხოლო დანარჩენებმა დაკავებიდან მესამე და მეხუთე თვეს. 2015 წელს თავშესაფარი მოითხოვა 16 პირმა. ამ
პირთაგან ერთმა თავშესაფარი მოითხოვა დაკავებიდან მერვე თვეს, ათმა - დაკავებიდან
მეექვსე თვეს, სამმა პირმა - დაკავებიდან მეხუთე თვეს, ხოლო ორმა - დაკავებიდან მესამე და
მეოთხე თვეს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საექსტრადიციო პატიმრობის შეზღუდული
ვადის გამო ზემომითითებულ პირთა უმრავლესობა დღეის მდგომარეობით საპატიმრო
დაწესებულებებიდან
გათავისუფლებულია,
ხოლო
მათგან
ექსტრადიციას
დაქვემდებარებული 8 პირი მიმალვაში იმყოფება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ამ
პირთაგან რამდენიმეს საბოლოოდ უარი ეთქვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის
მინიჭებაზე, შეუძლებელია მათთან მიმართებით საექსტრადიციო პროცედურის დასრულება.
აღნიშნული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფოს
პრობლემა ექმნება საექსტრადიციო/გაძევების პროცედურების ეფექტიანად აღსრულებაში.
დღეისთვის თავშესაფრის მაძიებელთა შეზღუდული შესაძლებლობა - სრულფასოვნად
ისარგებლონ საერთაშორისო აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული
უფლებებით, დიდწილად სამართლებრივი სისტემისა და სახელმწიფო ენის არცოდნით და
უფასო იურიდიული დახმარების არასაკმარისი ხელმისაწვდომობით არის განპირობებული.
ამიტომ აუცილებელია, რომ პირს, რომელსაც სურს მიიღოს თავშესაფარი, მისთვის გასაგებ
ენაზე, წერილობით განემარტოს ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, რათა იგი
სათანადოდ იყოს ინფორმირებული და, სურვილის შემთხვევაში, კანონით დადგენილ ვადაში
მოითხოვოს თავშესაფარი.
სწორედ ეს გახდა საფუძველი მომზადებულიყო „სისხლის სამართლის სფეროში
საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი.
ეს კანონპროექტი გამომდინარეობს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტიდან და წარმოადგენს მის თანმდევ კანონპროექტს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო
თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის „საერთაშორისო დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ: „სისხლის სამართლის
სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის კანონის 25-ე
მუხლის პირველ პუნქტში მოცემული ტერმინი „ლტოლვილი ანდა ჰუმანიტარული სტატუსი“
იცვლება ტერმინით „საერთაშორისო დაცვის მქონე პირი“.
ამასთან, აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის
სრულყოფა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშირისო თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს კანონში იმ შინაარსის ცვლილებების განხორციელება, რომლებიც, ერთი მხრივ, არ
შეზღუდავს პირის უფლებას, დაუბრკოლებლად მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა და სრულად
ისარგებლოს შესაბამისი საერთაშორისო აქტებითა და შიდა კანონმდებლობით მისთვის
გარანტირებული უფლებებით, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას,
სათანადო საფუძვლების არსებობისას, ეფექტიანად აღასრულოს პირის მიმართ ექსტრადიციის
პროცედურა. მოცემული პროცედურების დახვეწის კვალდაკვალ, ასევე მნიშვნელოვანია,
გაუმჯობესდეს თავშესაფრის მიღების მსურველ პირთა სამართლებრივი მდგომარეობაც და
მათთვის გარანტირებულ იქნეს წერილობით, გასაგებ ენაზე, საჭირო დოკუმენტაციის მიღების
შესაძლებლობა, რაც პირდაპირ კავშირშია ამ კატეგორიის პირთა მიერ საკუთარი უფლებამოვალეობების სრულფასოვან განხორციელებასთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, „სისხლის სამართლის სფეროში
საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის კანონის 25-ე მუხლის
პირველ პუნქტში ტერმინი „ლტოლვილი ანდა ჰუმანიტარული სტატუსი“ იცვლება ტერმინით
„საერთაშორისო დაცვის მქონე პირი“. ამასთან, 25-ე მუხლს მე-4 პუნქტის სახით ემატება
„საერთაშორისო
დაცვის
შესახებ“
საქართველოს
კანონპროექტიდან
გამომდინარე
ვალდებულება,
რომლის
მიხედვითაც
საექსტრადიციო
პროცედურების
მწარმოებელი
პროკურორი ვალდებულია ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს
წერილობითი ფორმით, მისთვის გასაგებ ენაზე განუმარტოს საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის და თავშესაფრის პროცედურაზე
ხელმისაწვდომობის უფლება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
პროექტის მიღება არ გამოიწვევს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
დამატებითი
სახსრების
გამოყოფას
საქართველოს
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე, რომლებიც ექცევიან
წარმოადგენილი კანონპროექტის მოქმედების სფეროში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტის მიღება არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან\და საერთაშორისო ორგანიზაცია\დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისი თანმდევი
კანონპროექტები მომზადებულია საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის
წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან\და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის
შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, სადაც წარმოდგენილი
კანონპროექტის თანახმად შედის ცვლილება
მუხლი 25. ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის სტატუსი, ამნისტია, შეწყალება
1. ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს
მიცემული აქვს თავშესაფარი საქართველოში ან მინიჭებული აქვს ლტოლვილის ანდა
ჰუმანიტარული სტატუსი საქართველოში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექსტრადიციას
მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.
2. ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება
პირის გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით ამნისტირებულია და საქართველოს აქვს
იურისდიქცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით.
3. ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ პირის მიმართ იმ დანაშაულთან დაკავშირებით,
რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება მისი გადაცემა, გამოცემულია შეწყალების აქტი.