„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“
- „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 100 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-05-23
ბიუროს ნომერი 407
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის,
პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის
წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„საქართველოს
მოქალაქეთა
და
საქართველოში
მცხოვრებ
უცხოელთა
რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის
პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №1920, 30.07.96, გვ. 28) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დროებითი ბინადრობის მოწმობა ასევე გაიცემა საერთაშორისო დაცვის მქონე
პირზე „საერთაშორისო დაცვის შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“
2. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე გაცემული დროებითი ბინადრობის
მოწმობა შეიძლება ადასტურებდეს მის მოქალაქეობას, ვინაობას, საქართველოს
ტერიტორიაზე საცხოვრებელ ადგილს და სტატუსს.“
3. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ლტოლვილზე გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობის მოქმედების ვადაა
3 წელი. ჰუმანიტარული სტატუსის მქონე ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირზე
დროებითი ბინადრობის მოწმობა გაიცემა ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ
მყოფი პირის სტატუსის მოქმედების ვადით.“
4. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ბინადრობის მოწმობის მისაღებად საერთაშორისო დაცვის მქონე პირი
ვალდებულია
წარადგინოს
მხოლოდ
საერთაშორისო
დაცვის
ფარგლებში
მისთვის მინიჭებული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და ფოტოსურათები.“
5. III1 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი III1. საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში სტატუსის მქონე
მოქალაქეობის არმქონე ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო
პასპორტის, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტისა და ლტოლვილის სამგზავრო
დოკუმენტის გაცემის წესი“.
6. 201 მუხლის:
ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1
„1 . საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე ან ჰუმანიტარული
სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტი (შემდგომ − სამგზავრო პასპორტი) და
ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი (შემდგომ − სამგზავრო დოკუმენტი) არის მათი
პირადობისა და მოქალაქეობრივი მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტები,
როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. სამგზავრო პასპორტის
ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე გაცემის შემთხვევაში, ამ დოკუმენტზე დაიტანება
აღნიშვნა მისი მფლობელის სტატუსის შესახებ.“;
ბ) 21 და 22 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1
„2 . სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა ლტოლვილის სტატუსის მქონე პირზე მისი
საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილებისა და საქართველოში
შემოსვლის მიზნით.
22. ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე
პირის სამგზავრო პასპორტი ვარგისია ლტოლვილის ან ჰუმანიტარულის სტატუსის მქონე
პირის გასასვლელად საქართველოდან საზღვარგარეთის ყველა სახელმწიფოში, გარდა
თავისი მოქალაქეობის ან ადრინდელი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყნისა, ასევე გარდა იმ
სახელმწიფოებისა, რომლებშიც მისი და მისი ოჯახის წევრების მდგომარეობა არ ითვლება
უსაფრთხოდ.“;
გ) 22 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 პუნქტი:
3
„2 . სამგზავრო პასპორტი გაიცემა საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის
არმქონე ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე მისი საქართველოდან გასვლის,
საზღვარგარეთ გადაადგილებისა და საქართველოში შემოსვლის მიზნით.“;
დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეზე პასპორტს, საქართველოში
სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე
სამგზავრო პასპორტს და ლტოლვილის სტატუსის მქონე პირზე სამგზავრო დოკუმენტს
გასცემს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით.“.
7. 202 მუხლის:
ა) 72 და 73 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2
„7 . საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე ან ჰუმანიტარული
სტატუსის მქონე პირი სამგზავრო პასპორტის, ხოლო ლტოლვილის სტატუსის მქონე პირი
სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად პირადობის მოწმობის ნაცვლად წარადგენს
ბინადრობის მოწმობას.
3
7 . სამსახურებრივი პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად პირს,
ხოლო სამგზავრო პასპორტის მისაღებად - ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს, არ
მოეთხოვება მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის
წარდგენა.“;
ბ) 83 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„83. თუ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე არასრულწლოვან პირზე
სამგზავრო დოკუმენტის ან სამგზავრო პასპორტის გასაცემად ვერ ხერხდება ორივე
კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა იმ
მიზეზით, რომ ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენელი იმყოფება არასრულწლოვნის
დევნის ქვეყანაში, არასრულწლოვანი მარტოხელა მშობლის შვილია, მეორე კანონიერი
წარმომადგენელი გარდაცვლილია, მხარდამჭერის მიმღები ან უგზო-უკვლოდ
დაკარგულია და ამ გარემოებების დადასტურება ვერ ხერხდება სათანადო
დოკუმენტებით, მათ მაგივრად შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა
სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა.“;
8. 204 მუხლის:
ა) 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე სამგზავრო
პასპორტი გაიცემა 2 წლის ვადით, ხოლო ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებზე - 1
წლის ვადით. თუ პირზე გაცემული ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვამდე
დარჩენილია ამ პუნქტით განსაზღვრულზე ნაკლები ვადა, სამგზავრო პასპორტი გაიცემა
ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადით.“.
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ვერ მოხერხდა
პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა (მათ შორის ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის
სამგზავრო პასპორტი) და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის დაინტერესებული
პირისთვის გადაცემა, აღნიშნული დოკუმენტები სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ
სამსახურში ინახება 1 წლის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ პასპორტი,
სამგზავრო პასპორტი (მათ შორის ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო
პასპორტი) და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი უქმდება და ნადგურდება
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“
9. 205 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
„9. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს
პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის შეცვლის, მათი
მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების დამატებითი საფუძვლები.“.
10. 2014 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ
არასრულწლოვან ლტოლვილზე სამგზავრო
დოკუმენტის ან
ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე სამგზავრო პასპორტის გაცემისას ვერ ხერხდება
ორივე კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის
წარდგენა იმის გამო, რომ მეორე კანონიერი წარმომადგენელი არასრულწლოვნის დევნის
ან სერიოზული ზიანის მიყენების საფრთხის შემცველ ქვეყანაში იმყოფება,
არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი, ის გარდაცვლილია ან
უგზო-უკვლოდ დაკარგულია ან იგი 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ
ქმედუუნაროდ ცნო და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა და ამ გარემოების
სათანადო დოკუმენტით დადასტურება ვერ ხერხდება, მის მაგივრად შეიძლება
წარდგენილ იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული
შესაბამისი ცნობა.“
მუხლი 2
ამ კანონის გამოქვეყნებიდან 90 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის
სამინისტრომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში,
ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებზე სამგზავრო პასპორტის გაცემისათვის
აუცილებელი საორგანიზაციო ღონისძიებების გატარება.
მუხლი 3
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის
პირველი-მე-8 და მე-10 პუნქტებისა.
2. ამ კანონის პირველი-მე-8 და მე-10 პუნქტები ამოქმედდეს 2016 წლის 1
სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის,
პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის
წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
წარმოდგენილი
კანონპროექტის
მომზადება
განაპირობა
„საქართველოს
მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის
(ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“
საქართველოს კანონის „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან
ტერმინოლოგიური
თვალსაზრისით
შესაბამისობაში
მოყვანის
აუცილებლობამ. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მე-3
მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ თავშესაფრის მაძიებელს წარმოადგენს უცხოელი ან
მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა
ნებისმიერ სახელმწიფო უწყებას
და რომლის მიმართ სამინისტროს არ აქვს
გადაწყვეტილება მიღებული ან რომლის მიმართ სასამართლო გადაწყვეტილება არ არის
შესული კანონიერ ძალაში. ამავე კანონის პროექტის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის
თანახმად, საერთაშორისო დაცვას წარმოადგენს თავშესაფრის პროცედურაზე
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე
ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა ამ კანონით დადგენილი
წესით, ხოლო ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთაშორისო დაცვის მქონე
პირი არის ლტოლვილი, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე ან დროებითი დაცვის ქვეშ
მყოფი პირი.
„ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის შესაბამისად კი
განსაზღვრულია აღნიშული დოკუმენტის
ლტოლვილებზე გაცემის ვალდებულება
მხოლოდ ლტოლვილზე. კონვენცია არ შეიცავს რამე მითითებას ჰუმანიტარული
სტატუსის მქონე პირზე მსგავსი დოკუმენტის გაცემის შესაძლებლობის შესახებ. ამასთან,
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების მიხედვით,
სამგზავრო დოკუმენტი უნდა გაიცეს მხოლოდ „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს
1951 წლის კონვენციის შესაბამისად ლტოლვილად აღიარებულ პირებზე. აქედან
გამომდინარე, არსებობს ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებზე სხვა სახის
დოკუმენტის გაცემის საჭიროება.
ამასთან, ეს კანონპროექტი ერთმანეთისგან განასხვავებს ლტოლვილზე და
ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე გასაცემ სამგზავრო დოკუმენტს. კერძოდ,
ლტოლვილზე გაიცემა „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის
27-ე და 28-ე მუხლებით განსაზღვრული ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი, ხოლო
ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე - ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის
სამგზავრო პასპორტი, რომლის ფორმას და გაცემის წესს ადგენს საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ „სახელმწიფო
სერვისების განვითარების სააგენტო“.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ასევე გასათვალისწინებელია, რომ „საერთაშორისო
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად ლტოლვილზე ან
ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე გაიცემა როგორც დროებითი ბინადრობის
მოწმობა,
ასევე
„ლტოლვილის
სამგზავრო
დოკუმენტი“
ლტოლვილზე
და
„ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტი“ ჰუმანიტარული
სტატუსის მქონე პირზე. რაც შეეხება დროებითი დაცვის ქვეშ მყოფ პირს, მასზე გაიცემა
მხოლოდ დროებითი ბინადრობის მოწმობა.
აღნიშნულის გათვალისწინებით „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში
მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და
საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი
ტერმინოლოგიური თვალსაზრისით შესაბამისობაში არის მოსაყვანი „საერთაშორისო
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან.
ამასთან, კანონში საჭიროა ახალი ტერმინის - „პასპორტით სარგებლობის“ დამატება, რაც გამოწვეულია იმით, რომ ტერმინი „ფლობა“ კანონსა და საქართველოს
იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებულ
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და
რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო
პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესში“ გამოყენებულია იმგვარად, რომ
იგი არ გულისხმობს მოქალაქეზე ფიზიკურად დოკუმენტის გადაცემას და მის მიერ ამ
დოკუმენტის გამოყენებას. შესაბამისად, საჭიროა ახალი ტერმინის შემოტანა, რომელიც
განსაზღვრავს მოქალაქის მიერ მისთვის გადაცემული დოკუმენტით ფაქტობრივად
სარგებლობის შემთხვევას.
გარდა აღნიშნულისა, კანონის 205 მუხლით განსაზღვრულია პასპორტისა და
სამგზავრო დოკუმენტის შეცვლის საფუძვლები: სახელისა და/ან გვარის შეცვლა,
ჩანაწერებში უზუსტობათა დადგენა, ვიზებისთვის განსაზღვრული ფურცლების გახარჯვა
ან გამოყენებისთვის უვარგისობა, აგრეთვე მათი დაკარგვა. პრაქტიკაში არსებობს
პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის შეცვლის საჭიროება სხვა მოტივებითაც, თუმცა,
საკანომდებლო ვაკუუმის გამო აღნიშნული ვერ ხერხდება ან განმცხადებელი თავის
წერილობით მოთხოვნაში შეგნებულად უთითებს სხვა, სინამდვილესთან შეუსაბამო,
მიზეზს (მაგ. დოკუმენტის დაკარგვა). აღნიშნული უფლებამოსილება დადგენილია ამავე
კანონით
პირადობის/ბინადრობის
მოწმობებთან
მიმართებაშიც,
რის
გამოც,
მიზანშეწონილია, კანონში შემდგომი ცვლილების გარეშე, საქართველოს იუსტიციის
მინისტრს მიეცეს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, დაადგინოს პასპორტის,
სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის შეცვლის, მათი მოქმედების
შეჩერებისა და გაუქმების დამატებითი საფუძვლები.
სწორედ ეს გახდა საფუძველი მომზადებულიყო „საქართველოს მოქალაქეთა და
საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის)
მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი.
ეს კანონპროექტი გამომდინარეობს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტიდან და წარმოადგენს მის თანმდევ კანონპროექტს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია „საქართველოს მოქალაქეთა და
საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის)
მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს
კანონის „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან
შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ: „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში
მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და
საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში
მოცემული ტერმინი „ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი“ იცვლება
ტერმინით „საერთაშორისო დაცვის მქონე პირი“, ასევე ტერმინი „ლტოლვილის ან
ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტი“ - ტერმინებით
„ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი“ და „ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის
სამგზავრო პასპორტი“.
კანონპროექტის მიზანს ასევე წარმაოდგენს „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“
გაეროს 1951 წლის კონვენციის მოთხოვნებთან საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისობაში მოყვანა, ასევე, საკანონმდებლო დონეზე საქართველოს მოქალაქის
პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის შეცვლის, მათი
მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების მექანიზმების დახვეწა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, „საქართველოს მოქალაქეთა და
საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის)
მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს
კანონში ტერმინი „ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი“ იცვლება
ტერმინით „საერთაშორისო დაცვის მქონე პირი“.
კანონპროექტის მიხედვით, აღნიშნულ კანონში ტერმინი „ლტოლვილის ან
ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტი“ იცვლება ტერმინებით
„ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი“ და „ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის
სამგზავრო პასპორტი“.
კანონპროექტის თანახმად, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე, ნაცვლად
„ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციით განსაზღვრული
სამგზავრო
დოკუმენტისა,
საჭიროების
შემთხვევაში,
გაიცემა
საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული სამგზავრო პასპორტი. ჰუმანიტარული სტატუსის
მქონე პირებზე სამგზავრო პასპორტი გაიცემა 1 წლის ვადით. თუ პირზე გაცემული
ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია ამ პუნქტით განსაზღვრულზე
ნაკლები ვადა, სამგზავრო პასპორტი გაიცემა ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადით.
პროექტით ახალი რედაქციით ყალიბდება 204 მუხლის პირველი პუნქტი, სადაც
ფრაზა: ერთდროულად ერთზე მეტი პასპორტით ფლობა“ იცვლება „ერთდროულად
ერთზე მეტი პასპორტით სარგებლობით“. ეს ცვლილება საშუალებას მისცემს პირს, რომ
საკუთარი სურვილით პასპორტის შეცვლის შემთხვევაში ახალი დოკუმენტის მიღებამდე
(ჩაბარებამდე) არ გააუქმოს წინა დოკუმენტი და, ამავდროულად, ახალი დოკუმენტი
დაუმზადდეს არა 1 წლის, არამედ 10 წლის მოქმედების ვადით. აქვე ზუსტდება ტერმინის
- „სარგებლობის“ შინაარსი, რომლის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის პასპორტით
სარგებლობა ნიშნავს პასპორტის მიღებაზე უფლებამოსილი პირისათვის დამზადებული
პასპორტის გადაცემას.
კანონპროექტით კანონის 205 მუხლს ემატება ნორმა, რომლის თანახმად,
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შესაძლებელი გახდება დადგინდეს
პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის შეცვლის, მათი
მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების დამატებითი საფუძვლები.
გარდა ზემოაღნიშნულისა, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში
მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და
საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონ 202
მუხლის 83 პუნქტში და 2014 მუხლის მე-3 პუნქტი ემატება ტერმინი „სერიოზული ზიანი“.
ეს ცვლილება გამომდინარეობს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტის მე-15 და მე-19 მუხლებიდან. კერძოდ: მოცემული კანონპროექტის მე-15
მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ლტოლვილის სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც
არის უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი და რომელიც იმყოფება
წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება
გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური
ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ
სურს ამგვარი შიშიდან გამომდინარე დაბრუნდეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში ან
ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით. ხოლო მე-19 მუხლის პირველი პუნქტის
გათვალისწინებით, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის
არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის მე15 მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ რომლის მიმართაც არსებობს საფუძველი
ვარაუდისთვის,
რომ
წარმოშობის
ქვეყანაში
დაბრუნებისას
პირი
დადგება
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებული სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
პროექტის მიღება გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კანონპროექტის თანახმად, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე
პირზე, ნაცვლად „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციით
განსაზღვრული სამგზავრო დოკუმენტისა, საჭიროების შემთხვევაში, გაიცემა
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
სამგზავრო
პასპორტი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე გასაცემი
სამგზავრო პასპორტის დამზადებისა და გაცემის ხარჯები ანაზღაურდება სსიპ
„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ბიუჯეტიდან, ისევე როგორც
ლტოლვილის სტატუსის მქონე პირზე გასაცემი სამგზავრო დოკუმენტის დამზადებისა და
გაცემის ხარჯები ამჟამად ანაზღაურდება სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოს“ ბიუჯეტიდან.
2016 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსით
სარგებლობს 1363 პირი, აქედან:
235 პირი - ლტოლვილის სტატუსი „prima facie” საფუძველზე
140 პირი - ლტოლვილის სტატუსი ინდივიდუალური განხილვის საფუძველზე
988 პირი - ჰუმანიტარული სტატუსი.
დღეის მდგომარეობით, ლტოლვილის სტატუსის მქონე პირზე გასაცემი სამგზავრო
დოკუმენტის დამზადებისა და გაცემის ხარჯები ანაზღაურდება სსიპ „სახელმწიფო
სერვისების განვითარების სააგენტოს“ ბიუჯეტიდან.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე 988 პირზე გასაცემი
იქნება სამგზავრო პასპორტი, რომლის დამზადებისა და გაცემის ხარჯები ანაზღაურდება
სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გაზრდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო
კონტროლს ქვეშ მყოფი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“
ბიუჯეტის ხარჯს ერთჯერადად დაახლოებით 35 000 ლარის ოდენობით, ხოლო შემდგომ
საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების რაოდენობიდან გამომდინარე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე, რომლებიც
ექცევიან წარმოადგენილი კანონპროექტის მოქმედების სფეროში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
ან
კანონპროექტის მიღება არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს.
სხვა
სახის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
ორგანიზაციებში
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
საქართველოს
ორგანიზაციებში
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
კანონპროექტის მიღება არ
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან\და საერთაშორისო ორგანიზაცია\დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისი თანმდევი
კანონპროექტები მომზადებულია საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი
კომისრის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან\და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის,
პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის
წესის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, სადაც
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად შედის ცვლილება
მუხლი 11
1. საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის პირადობის
დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტებია:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
ბ) ბინადრობის მოწმობა.
2. ბინადრობის მოწმობა არის მუდმივი და დროებითი.
3. დროებითი ბინადრობის მოწმობა ასევე გაიცემა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული
სტატუსის მქონე პირზე „ ლტოლვილის ა და ჰუმანიტარული სტატუს ებ ის შესახებ “
საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
4.უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა არის მისი მფლობელის პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემასთან დაკავშირებული
საკითხები რეგულირდება „ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული
ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით.
6. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა არის მისი მფლობელის პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
მუხლი 12
1. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს
მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს.
2. ბინადრობის მოწმობა ადასტურებს საქართველოში მცხოვრები უცხოელის
მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს საქართველოს ტერიტორიაზე.
3. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე გაცემული დროებითი
ბინადრობის მოწმობა ადასტურებს მის მოქალაქეობას, ვინაობას, საქართველოს
ტერიტორიაზე საცხოვრებელ ადგილს და სტატუსს.
4. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა ადასტურებს საქართველოში მყოფი პირის
მოქალაქეობას, ვინაობასა და სტატუსს.
მუხლი 15
1. ბინადრობის მოწმობის რეკვიზიტებია:
ა) სახელი;
ბ) გვარი;
გ) დაბადების თარიღი;
დ) დაბადების ადგილი;
ე) პირადი ნომერი;
ვ) ფოტოსურათი, რომელსაც უნდა დაესვას სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის
გერბიანი ბეჭედი;
ზ) მოქალაქეობა;
თ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება;
ი) პირადი ხელმოწერა;
კ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;
ლ) რელიეფური ბეჭედი;
მ) მოწმობის გაცემის თარიღი;
ნ) მისამართი;
ო) რეგისტრაციის თარიღი;
პ) მოწმობის მოქმედების ვადა.
2. დროებითი ბინადრობის მოწმობის მოქმედების ვადა განისაზღვრება ბინადრობის
ნებართვის ვადით, ხოლო მუდმივი ბინადრობის მოწმობისა – 5 წლით.
3. ლტოლვილზე გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობის მოქმედების ვადაა 3 წელი.
მუხლი 17
1. ბინადრობის მოწმობის მისაღებად პირი ვალდებულია წარადგინოს სხვა სახელმწიფოს
მოქალაქეობის
ან
მოქალაქეობის
არქონის
დამადასტურებელი
დოკუმენტი,
ფოტოსურათები და საქართველოში კანონიერად ცხოვრების დამადასტურებელი
დოკუმენტი.
11. დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს ქართულად ნათარგმნი, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლების სახით. სააგენტო
უფლებამოსილია მიიღოს უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი ქართულენოვანი
თარგმანის გარეშე, თუ იგი შეიცავს უცხოელის პერსონალურ მონაცემებს ლათინური
ტრანსლიტერაციით.
2. ბინადრობის მოწმობის მისაღებად ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე
პირი ვალდებულია წარადგინოს მხოლოდ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის
დამადასტურებელი დოკუმენტი და ფოტოსურათები.
3. ბინადრობის მოწმობის მისაღებად ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების
წარდგენა სავალდებულო არ არის , თუ სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზა შეიცავს
შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას .
თავი III1
. საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში სტატუსის მქონე
მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის, სამსახურებრივი სარგებლობის
პასპორტისა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო
დოკუმენტის გაცემის წესი
მუხლი 201
1. საქართველოს მოქალაქის პასპორტი (შემდგომში – პასპორტი) არის საქართველოს
მოქალაქის პირადობის და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი როგორც
საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.
11 . საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო
პასპორტი (შემდგომ − სამგზავრო პასპორტი) და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული
სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტი (შემდგომ − სამგზავრო დოკუმენტი) არის
მათი პირადობისა და მოქალაქეობრივი მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტები
როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მისი ფარგლების გარეთ.
12. საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი არის
საქართველოს მოქალაქის პირადობის, მოქალაქეობისა და სტატუსის დამადასტურებელი
დოკუმენტი როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.
საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტებია: დიპლომატიური პასპორტი
და სამსახურებრივი პასპორტი.
2. პასპორტი საქართველოს კუთვნილებაა და გაიცემა საქართველოს მოქალაქეებზე მათი
საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში
შემოსვლის მიზნით.
21 . სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე
პირზე (თუ ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს არ აქვს პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ასეთი დოკუმენტის მოპოვება შეუძლებელია) მისი
საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილებისა და საქართველოში
შემოსვლის მიზნით.
22. სამგზავრო დოკუმენტი ვარგისია ლტოლვილის გასასვლელად საქართველოდან
საზღვარგარეთის ყველა სახელმწიფოში, გარდა თავისი მოქალაქეობის ან ადრინდელი
მუდმივი საცხოვრებელი ქვეყნისა, ასევე გარდა იმ სახელმწიფოებისა, რომლებშიც მისი და
მისი ოჯახის წევრების მდგომარეობა არ ითვლება უსაფრთხოდ.
3. საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეზე პასპორტს, საქართველოში
სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე სამგზავრო პასპორტს და ლტოლვილის ან
ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე სამგზავრო დოკუმენტს გასცემს სააგენტო
ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით.
3 1. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე პასპორტს გასცემს სააგენტოს
ტერიტორიული სამსახური. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს,
პასპორტის მიღების მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს
დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.
4. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი პასპორტის ბლანკებით
უზრუნველყოფს სააგენტო.
5. საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტს გასცემს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით
საქართველოს
მოქალაქის
სამსახურებრივი
სარგებლობის
პასპორტს
გასცემს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტროს მიერ დამუშავებული მონაცემების საფუძველზე ბიომეტრიული
მონაცემების შემცველობით საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის
პასპორტის დამზადებას უზრუნველყოფს სააგენტო, ხოლო მფლობელისთვის მის
გადაცემას − სააგენტო ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
51. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ სააგენტოსგან მიღებული , ამ კანონით
გათვალისწინებული, მკაცრი აღრიცხვის ბლანკების შენახვისა და აღრიცხვის წესი
განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით .
52. (ამოღებულია).
6. სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა პასპორტის გაცემისათვის ამ
კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ( სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო
დოკუმენტის გაცემისას არ გამოიყენება ამ კანონის 202 მუხლის 78 პუნქტით
გათვალისწინებული დოკუმენტების ელექტრონული ფორმით წარდგენის წესი).
მუხლი 202
1. საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს პასპორტი.
1 1. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის მიღების უფლების მქონე პირთა წრე და მისი
გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური პასპორტს გასცემს დაინტერესებული პირის მიერ ამ
კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს ან დაჩქარებული
წესით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში. საზღვარგარეთ
საქართველოს
დიპლომატიურ
წარმომადგენლობაში
ან
საკონსულო
დაწესებულებაში
წარდგენილი განცხადების საფუძველზე ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე
პასპორტი გაიცემა მისი წარდგენიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ბიომეტრიული მონაცემების
შემცველობით პასპორტი − მისი წარდგენიდან 45 დღის ვადაში.
21. ამ მუხლის 81 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო
გადაწყვეტილებას იღებს განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში, ხოლო იმავე პუნქტის
„ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 3 დღის ვადაში.
3. პასპორტის გაცემისას დაუშვებელია ამ კანონით გაუთვალისწინებელი დამატებითი
დოკუმენტების მოთხოვნა.
4. პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს სრულწლოვან და
ქმედუნარიან საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე არასრულწლოვნის წარმომადგენელს.
41. პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აგრეთვე აქვს 14 წლის
ასაკს მიღწეულ არასრულწლოვან პირს , თუ მას მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქის
პირადობის მოწმობა .
5. (ამოღებულია).
6. (ამოღებულია).
7. დაინტერესებული პირი პასპორტის მისაღებად განცხადება-ანკეტასთან ერთად
წარადგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას, ფოტოსურათს და
მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს.
7 . საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც მიიღო საქართველოს მოქალაქის
პასპორტი ან პირადობის მოწმობა, ან რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ერთხელ მაინც აქვს
გავლილი რეგისტრაცია, უფლება აქვს, მიიღოს საქართველოს მოქალაქის პასპორტი საქართველოს
მოქალაქის პირადობის მოწმობის წარდგენის გარეშე.
72 . საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი სამგზავრო პასპორტის და
1
ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად
პირადობის მოწმობების ნაცვლად წარადგენენ ბინადრობის მოწმობებს.
73 . სამსახურებრივი პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად პირი არ
წარადგენს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს.
7 4. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს (მათ შორის, არასრულწლოვან საქართველოს
მოქალაქეს, რომლის კანონიერი წარმომადგენელი ასევე საზღვარგარეთ იმყოფება) უფლება აქვს,
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ერთობლივი ბრძანებით ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ
შემთხვევაში წარმომადგენლის მეშვეობით მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს,
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ
წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას პასპორტის მიღების მოთხოვნით. აღნიშნული
წარმომადგენლობა უნდა დადასტურდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
75. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოს საგარეო
საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით
განსაზღვრულ შემთხვევაში ფოსტის მეშვეობით მიმართოს საქართველოს საგარეო
საქმეთა
სამინისტროს
ან
საზღვარგარეთ
საქართველოს
დიპლომატიურ
წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას პასპორტის მიღების მოთხოვნით.
76. ამ მუხლის მე -7 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა
სავალდებულო არ არის , თუ სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზა შეიცავს შესაბამის
დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას .
77. ამ მუხლის 76 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება განცხადება - ანკეტასთან ერთად
წარსადგენი დოკუმენტების საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და
საკონსულო დაწესებულებებისათვის წარდგენაზე , რომლებიც არ არიან დაკავშირებული
სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან .
7 8 . საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც მიღებული აქვს
საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა ან რომელიც
რეგისტრირებულია ამ კანონით დადგენილი წესით, ასევე 14 წელს მიღწეულმა
საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს არასრულწლოვანმა მოქალაქემ, რომელსაც
მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა და რომელთა
იდენტიფიცირებაც შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის
საშუალებით,
პასპორტის
მისაღებად
განცხადება-ანკეტა
და
საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები შეიძლება წარადგინონ
ელექტრონული ფორმით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი
წესით.
8. არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე პასპორტი გაიცემა მისი კანონიერი
წარმომადგენლების ან მხარდამჭერის მიერ სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან
საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული თანხმობის საფუძველზე.
თანხმობა შეიძლება გამოიხატოს წერილობით, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს
სანოტარო წესით. თანხმობა შეიძლება ასევე გამოიხატოს სააგენტოს უფლებამოსილი
პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით.
81. პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის მიერ ამ მუხლის მე8 პუნქტით განსაზღვრული წესით გამოხატული თანხმობა საკმარისია მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ:
ა) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია;
ბ) არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი;
გ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ ცნობილია მხარდაჭერის
მიმღებად;
დ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ
დაკარგულად ან გამოცხადებულია გარდაცვლილად;
ე) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მეორე კანონიერი
წარმომადგენლისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის
თაობაზე;
ვ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;
ზ) მეორე კანონიერ წარმომადგენელს მძიმე ავადმყოფობის გამო არ შეუძლია ნების
გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით;
თ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია და ამოწურულია მისი
ადგილსამყოფლის დადგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა;
ი) არასრულწლოვნის საქართველოდან დროებით გასვლა საჭიროა მისი მკურნალობის
მიზნით ან აუცილებელია მისი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის და
მეორე
კანონიერი
წარმომადგენლის
ადგილსამყოფელი
უცნობია
ან
იგი
არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგოდ არ იძლევა პასპორტის
გაცემაზე ნებართვას.
82. 16-დან 18-წლამდე არასრულწლოვანს, თუ იგი იმყოფება რეგისტრირებულ
ქორწინებაში, პასპორტის მისაღებად არ ესაჭიროება კანონიერი წარმომადგენლის
თანხმობა.
8 . თუ არასრულწლოვან ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე სამგზავრო
დოკუმენტის გაცემისას ვერ ხერხდება ორივე კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით
დამოწმებული თანხმობის წარდგენა იმის გამო, რომ მეორე კანონიერი წარმომადგენელი
არასრულწლოვნის დევნის ქვეყანაში იმყოფება (მხოლოდ ლტოლვილის სტატუსის მქონე
პირისათვის), არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი ან ის
გარდაცვლილია, მხარდაჭერის მიმღებია ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია და ამ გარემოების
სათანადო დოკუმენტით დადასტურება ვერ ხერხდება, მის მაგივრად შეიძლება წარდგენილ იქნეს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა.
3
84. საზღვარგარეთ მყოფი არასრულწლოვნისათვის (14 წლის ასაკს მიღწეული
პირისათვის) პასპორტის მისაღებად პირადობის მოწმობის წარდგენა სავალდებულო არ
არის.
8 5. ამ მუხლის 8 1 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში
არასრულწლოვანზე პასპორტი გაიცემა სააგენტოს სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის
რეგისტრაციის სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირის დასაბუთებული წერილობითი
გადაწყვეტილების საფუძველზე.
8 6 . სხვა სახელმწიფოს ნოტარიუსის ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ დამოწმებული
თანხმობა ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი
პასპორტის გაცემაზე საქართველოს უფლებამოსილმა ორგანოებმა შეიძლება მიიღონ
ლეგალიზებისა და აპოსტილით დამოწმების გარეშე.
9. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემისა და გაფორმების, მათ
გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების დაინტერესებული
მხარისთვის გაცნობის, აგრეთვე პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის
დაინტერესებული მხარისთვის გადაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანებით, ხოლო ამ უფლებამოსილებათა ან/და მათ განსახორციელებლად საჭირო
ცალკეულ მოქმედებათა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან
საკონსულო დაწესებულების მიერ განხორციელების წესი, ვადები და ფარგლები − ასევე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ერთობლივი ბრძანებით.
9 1. არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე პასპორტის გაცემაზე მისი კანონიერი
წარმომადგენლების ან მხარდამჭერის მიერ სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო
თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული წერილობითი თანხმობის ან სააგენტოს
უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატული
თანხმობის ფორმას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
10. (ამოღებულია - 20.09.2013, №1265).
მუხლი 204
1. ბიომეტრიული პასპორტის მოქმედების ვადაა 10 წელი, ხოლო 18 წლამდე პირზე
გაცემული ბიომეტრიული პასპორტისა – 3 წელი. ერთდროულად ერთზე მეტი პასპორტის
ფლობის შემთხვევაში მეორე და ყოველი მომდევნო პასპორტის, აგრეთვე ბიომეტრიული
მონაცემების შემცველობის გარეშე გაცემული პასპორტის მოქმედების ვადაა 1 წელი.
11 . სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადაა 2 წელი.
12 . სამგზავრო პასპორტი გაიცემა 2 წლის ვადით. თუ პირზე გაცემული ბინადრობის
ნებართვის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 2 წელზე ნაკლები, სამგზავრო პასპორტი
გაიცემა ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადით.
13 . საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირისათვის, რომელიც
ფლობდა მუდმივი ბინადრობის მოწმობას „მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის
დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების
ძალაში შესვლამდე, სამგზავრო პასპორტის მოქმედების ვადაა 5 წელი.
2. (ამოღებულია) .
3. (ამოღებულია) .
4. (ამოღებულია) .
5. პასპორტისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს
სასამართლოს განჩინებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით
დადგენილი წესით. პასპორტისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების
შეჩერების შესახებ, აგრეთვე პასპორტისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის
მოქმედების შეჩერების ღონისძიების გაუქმების თაობაზე შესაბამისი შეტყობინების
საფუძველზე აღნიშვნა კეთდება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.
6. საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერება გულისხმობს პირის
საქართველოდან გასვლის ან საზღვარგარეთ გადაადგილების უფლების შეზღუდვას.
7. თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ვერ მოხერხდა პასპორტის,
სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის დაინტერესებული
პირისთვის გადაცემა, აღნიშნული დოკუმენტები სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ
სამსახურში ინახება 1 წლის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ პასპორტი,
სამგზავრო პასპორტი და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი უქმდება და ნადგურდება
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 205
1. პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის შეცვლა ხდება პირის შუამდგომლობის
საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესით, შემდეგ შემთხვევებში:
ა) სახელის, გვარის შეცვლისას;
ბ) ჩანაწერებში უზუსტობათა დადგენისას;
გ) ვიზებისათვის განსაზღვრული ფურცლების გახარჯვისას;
დ) გამოყენებისთვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება) ან დაკარგვისას.
2. სახელის, გვარის შეცვლისას, აგრეთვე ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას პასპორტის
შეცვლის დროს, როცა პასპორტი გაიცემა ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში
პირადობის მოწმობის გაცემის გარეშე, შუამდგომლობას დაერთვის ამ გარემოებათა
დამადასტურებელი საბუთები (სახელის, გვარის შეცვლის მოწმობის პირი, დაბადების,
ქორწინების მოწმობის პირი და სხვა).
21. ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული საბუთების წარდგენა სავალდებულო
არ არის , თუ სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში
არსებულ ინფორმაციას .
22. ამ მუხლის 2 1 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება შუამდგომლობისთვის დასართავი
საბუთების საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო
დაწესებულებებისათვის წარდგენაზე , რომლებიც არ არიან დაკავშირებული სააგენტოს
ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან .
3. გამოსაცვლელი პასპორტი, რომელიც შეიცავს მოქმედ საკონსულო ვიზას, ახალ
პასპორტთან ერთად უბრუნდება მფლობელს.
4. (ამოღებულია).
5. ახალი პასპორტის გაცემის დღიდან დაკარგული პასპორტი ძალადაკარგულად
ითვლება.
6. პასპორტი, რომელშიც თვითნებურად არის შეტანილი შესწორებები ან შეიმჩნევა
გაყალბება, დაშლა და სხვა, უნდა ჩამოერთვას მფლობელს.
7. პირები, რომლებიც თვითნებურად შეიტანენ შესწორებებს, გააყალბებენ პასპორტს ან
სხვაგვარად დაარღვევენ ამ კანონით დადგენილ წესს, პასუხს აგებენ კანონმდებლობის
შესაბამისად.
8. არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე პასპორტის გაცემაზე ამ კანონის 20 2 მუხლის მე8 და 9 1 პუნქტების შესაბამისად გამოხატული თანხმობის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის
ან მხარდამჭერის მიერ გახმობის შემთხვევაში საქართველოში მყოფ არასრულწლოვანზე ან
მხარდაჭერის მიმღებზე გაცემული პასპორტი უქმდება.
მუხლი 2014
1. იმ პირზე, რომელიც 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და
რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, პასპორტი გაიცემა მისი კანონიერი
წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან
საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული, წერილობითი
თანხმობის ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით
სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით
გამოხატული თანხმობის საფუძველზე.
2. ერთ-ერთი მშობლის ამ კანონის 202 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესით
გამოხატული თანხმობა, იმავე მუხლის 81 პუნქტში მითითებული შემთხვევების გარდა,
საკმარისია, თუ მეორე მშობელი 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ
ცნო და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა.
3. თუ არასრულწლოვან ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე
სამგზავრო დოკუმენტის გაცემისას ვერ ხერხდება ორივე კანონიერი წარმომადგენლის
სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა იმის გამო, რომ მეორე კანონიერი
წარმომადგენელი არასრულწლოვნის დევნის ქვეყანაში იმყოფება (მხოლოდ ლტოლვილის
სტატუსის მქონე პირისათვის), არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი
წარმომადგენელი, ის გარდაცვლილია ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია ან იგი 2015 წლის 1
აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და მისი ინდივიდუალური შეფასება არ
მომხდარა და ამ გარემოების სათანადო დოკუმენტით დადასტურება ვერ ხერხდება, მის
მაგივრად შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ
გაცემული შესაბამისი ცნობა.