„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.05.2016
ავტორი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/486/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 102 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-05-23
ბიუროს ნომერი 407

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 040200010.05.001.016538) 90-ე მუხლის მე-3 პუნქტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საზღვარგარეთ მომხდარ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ადგენს მხოლოდ საქართველოს მოქალაქის, მისი არასრულწლოვანი შვილის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირისა და საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიმართ.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადება განაპირობა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან ტერმინოლოგიური თვალსაზრისით შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობამ. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთაშორისო დაცვას წარმოადგენს თავშესაფრის პროცედურაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა ამ კანონით დადგენილი წესით. ამ კანონის პროექტის მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთაშორისო დაცვის მქონე პირი არის ლტოლვილი, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირი. აღნიშნულის გათვალისწინებით „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი ტერმინოლოგიური თვალსაზრისით შესაბამისობაშია მოსაყვანი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან. სწორედ ეს გახდა საფუძველი მომზადებულიყო „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი. ეს კანონპროექტი გამომდინარეობს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან და წარმოადგენს მის თანმდევ კანონპროექტს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ: „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის კანონის 90-ე მუხლის მე-3 პუნქტში პუნქტში მოცემული ტერმინი „ლტოლვილი ანდა ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი“ იცვლება ტერმინით „საერთაშორისო დაცვის მქონე პირი“. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის კანონის 90-ე მუხლის მე-3 პუნქტში ტერმინი „ლტოლვილი ანდა ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი“ იცვლება ტერმინით „საერთაშორისო დაცვის მქონე პირი“ ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე, რომლებიც ექცევიან წარმოადგენილი კანონპროექტის მოქმედების სფეროში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტის მიღება არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან\და საერთაშორისო ორგანიზაცია\დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისი თანმდევი კანონპროექტები მომზადებულია საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან\და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, სადაც წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად შედის ცვლილება მუხლი 90. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ დასადგენი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები 1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ამ თავით განსაზღვრული წესით ადგენს იურიდიული მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტებს: ა) პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების ფაქტს; ბ) პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში გარდაცვალების ფაქტს; გ) პირის დაბადების რეგისტრაციის ფაქტს; დ) პირის გარდაცვალების რეგისტრაციის ფაქტს. 2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია დაადგინოს საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი. 3. საზღვარგარეთ მომხდარ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ადგენს მხოლოდ საქართველოს მოქალაქის, მისი არასრულწლოვანი შვილის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირისა და საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიმართ. 4. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია დაადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები საქართველოში მცხოვრები იმ პირის მიმართ, რომლის მოქალაქეობრივი სტატუსი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ განცხადების განხილვის მომენტისთვის გაურკვეველია, თუმცა არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირს შეიძლება დაუდგინდეს საქართველოს მოქალაქეობა. 5. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღება ან დაკარგული საბუთის აღდგენა შეუძლებელია ან დაკავშირებულია არათანაბარზომიერ ხარჯებსა და ძალისხმევასთან.