„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“
- „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 100 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-05-23
ბიუროს ნომერი 407
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
6
1. VII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
6
„თავი VII
ადმინისტრაციული სამართალწარმოება საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან
თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით
24
მუხლი 21 . სასამართლოსთვის მიმართვა
საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან თავშესაფრის მიცემის საკითხთან
დაკავშირებულ დავაზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს
საერთაშორისო დაცვის მქონე პირს ან თავშესაფრის მაძიებელს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისთვის გასაგებ ენაზე, შესაბამისი ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისთვის ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში.
25
მუხლი 21 . საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან თავშესაფრის მიცემის საკითხთან
დაკავშირებული დავების გადაწყვეტის წესი
1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან
თავშესაფრის მიცემის საკითხთან დაკავშირებულ დავას განიხილავს და
გამოტანილ
გადაწყვეტილებას მხარეებს უგზავნის სარჩელის სასამართლოში წარდგენიდან 2 თვის
ვადაში.
2. სააპელაციო საჩივარი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე შეიტანება გადაწყვეტილების გამომტან რაიონულ
(საქალაქო) სასამართლოში, მხარისათვის მისი გადაცემიდან 15 დღის ვადაში. მოსამართლე
სააპელაციო საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო
სასამართლოს.
3. სააპელაციო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს სააპელაციო
საჩივრის განხილვას.
4. სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს
სააპელაციო საჩივრის შეტანიდან 1 თვის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.“.
2. 2142 მუხლის:
ა) პირველი და მეორე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას
საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში
მოთავსების ან დროებით განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ.
2. დროებით განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ შუამდგომლობა სასამართლოს
წარედგინება უცხოელის დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა.“
ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს 21 და 22 ნაწილები და ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„21 დრობოთ განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ
შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება უცხოელის დროებით განთავსების ცენტრში
მოთავსების ვადის გასვლამდე 48 საათით ადრე.
22 დროებით განთავსების ცენტრში მოთავსებული თავშესაფრის მაძიებელის
უცხოელის დროებით განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ შუამდგომლობა
სასამართლოს წარედგინება უცხოელის მიერ თავშესაფრის მოთხოვნის რეგისტრაციიდან 48
საათის განმავლობაში.“
გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მოსამართლე საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი
განთავსების ცენტრში მოთავსების ან დროებით განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის
გაგრძელების საკითხს განიხილავს და ბრძანებას გამოსცემს შუამდგომლობის წარდგენიდან
24 საათის განმავლობაში.”
დ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში
მოთავსების, დროებით განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების ან
უცხოელისთვის ალტერნატიული ზომის შეფარდების შესახებ მოსამართლის ბრძანება
შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში ამ თავით დადგენილი წესით.
მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
წარმოდგენილი
კანონპროექტის
მომზადება
განაპირობა
„საქართველოს
ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის“ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტთან ტერმინოლოგიური თვალსაზრისის შესაბამისობაში მოყვანის
აუცილებლობამ. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მე-3
მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა წარმოადგენს
უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი, ზეპირი ან
წერილობითი ფორმით გამოხატული ნება საქართველოში საერთაშორისო დაცვის მიღებაზე,
ხოლო ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთაშორისო დაცვა - თავშესაფრის
პროცედურაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ლტოლვილის, ჰუმანიტარული
სტატუსის მქონე ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა ამ კანონით
დადგენილი წესით.
აღნიშნულის გათვალისწინებით „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო
კოდექსი“ ტერმინოლოგიური თვალსაზრისით შესაბამისობაშია მოსაყვანი „საერთაშორისო
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2124 მუხლის მოქმედი
რედაქციის თანახმად, ლტოლვილის სტატუსის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების,
შეწყვეტის ან გაუქმების ან თავშესაფრის მიცემის საკითხთან დაკავშირებულ დავაზე
რაიონული (საქალაქო) სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს ლტოლვილის სტატუსის
ან ჰუმანიტარული სტატუსის მაძიებელს ან თავშესაფრის მაძიებელს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისთვის გასაგებ ენაზე, შესაბამისი ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისთვის ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში.
„ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის 28 ივლისის კონვენციის მე-16
მუხლის შესაბამისად:
„1. ყველა ლტოლვილს აქვს ნებისმიერი ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე
სასამართლოებისათვის მიმართვის უფლება.
2. ყველა ლტოლვილი ხელშეკრულების დამდები სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც
მისი ჩვეული საცხოვრებელი ადგილია, მისი მოქალაქეობის მსგავსი მდგომარეობით
ისარგებლებს სასამართლოსათვის მიმართვის უფლების კერძოდ, იურიდიული დახმარებისა
და სასამართლო ხარჯების დაფარვისაგან გათავისუფლების საკითხებში cautio judicatum solvi.
3. ყველა ლტოლვილს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, გარდა მისი ადრინდელი
საცხოვრებელი ქვეყნისა, მე-2 პუნქტში აღნიშნულ შემთხვევებში ექნება იგივე გარემო,
როგორიც აქვთ მისი ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის მოქალაქეებს.“
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი და მე-3
ნაწილებით დადგენილია სასამართლოში სარჩელის აღძვრის ზოგადი წესები. აღნიშნული
ნორმების თანახმად, სასამართლოში „სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით“,
„სარჩელი
სასამართლოს
უნდა
წარედგინოს
შესაბამისად
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული
გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული
გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში“.
ზემოაღნიშნული მიზეზები საფუძვლად დაედო „საქართველოს ადმინისტრაციულ
საპროცესო კოდექსი“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტის მომზადებას.
კანონპროექტის მომზადების საფუძველს ასევე წარმოადგენს „უცხოელთა და
მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა საქართველოდან გაძევების მიზნით
უცხოელის დაკავების ვადის გაგრძელების და თავშესაფრის მაძიებელი უცხოელის დაკავების
პროცედურა.
სწორედ ეს გახდა საფუძველი მომზადებულიყო „საქართველოს ადმინისტრაციულ
საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი.
ეს კანონპროექტი გამომდინარეობს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტიდან და წარმოადგენს მის თანმდევ კანონპროექტს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
წარმოდგენილი
კანონპროექტის
მიზანია
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
საპროცესო კოდექსის“ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან
შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ: „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის“
6
VII თავში ტერმინოლოგია „ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება, შეწყვეტა
ან გაუქმება“ იცვლება ტერმინით „საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა“, ასევე ტერმინი
„ლტოლვილის სტატუსის ან ჰუმანიტარული სტატუსის მაძიებელი“ - ტერმინით
„საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა“. ამასთან, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან
თავშესაფრის მიცემის საკითხთან დაკავშირებულ დავაზე რაიონული (საქალაქო)
სასამართლოსთვის მიმართვის წესების საქართველოს მიერ რატიფიცირებულ საერთაშორისო
ხელშეკრულებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და ამ მიზნით სასამართლოსათვის
მიმართვის ვადის 15 დღიდან 1 თვემდე გაზრდა, რითაც საქართველოში თავშესაფრის
მაძიებლები სასამართლოსათვის მიმართვის თვალსაზრისით საქართველოს მოქალაქეების
თანაბარი უფლებებით ისარგებლებენ. ამ ცვლილების შედეგად საქართველოს
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი შესაბამისობაში მოვა „ლტოლვილთა სტატუსის
შესახებ“ გაეროს 1951 წლის 28 ივლისის კონვენციასთან.
წარმოდგენილი კანონის პროექტის მიზანს ასევე წარმოადგენს დაადგინოს
საქართველოდან გაძევების მიზნით დაკავებული უცხოელისთვის დაკავების ვადის
გაგრძელებისა და თავშესაფრის მაძიებელი უცხოელის დაკავების მიზნით სასამართლოში
წარმოებისათვის შესაბამისი საპროცესო ნორმები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, „საქართველოს ადმინისტრაციულ
6
საპროცესო კოდექსის“ VII თავში ტერმინოლოგია „ლტოლვილის ან ჰუმანიტარული
სტატუსის მინიჭება, შეწყვეტა ან გაუქმება“ იცვლება ტერმინით „საერთაშორისო დაცვის
მოთხოვნა“, ასევე ტერმინი „ლტოლვილის სტატუსის ან ჰუმანიტარული სტატუსის
მაძიებელი“ - ტერმინით „საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა“.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 2124 მუხლში შედის ცვლილება,
რომლითაც საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან თავშესაფრის მიცემის საკითხთან
დაკავშირებულ დავაზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს
საერთაშორისო დაცვის მქონე პირს ან თავშესაფრის მაძიებელს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისთვის გასაგებ ენაზე, შესაბამისი ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისთვის ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში, ნაცვლად
დღეს მოქმედი 15 დღისა.
საქართველოდან გაძევების მიზნით დაკავებული უცხოელისთვის დაკავების ვადის
გაგრძელებისა და თავშესაფრის მაძიებელი უცხოელის დაკავების მიზნით, დადგინდა
სასამართლოში წარმოებისათვის შესაბამისი საპროცესო ნორმები. ამ მიზნით, კანონპროეტი
ითვალისწინებს შემდეგ ცვლილებებს:
2142-ე მუხლის პირველი მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილების ახალი
ფორმულირებით განისაზღვრა სასამართლოს მიერ საქართველოდან გაძევების მიზნით
უცხოელის დროებით განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ
ბრძანების
გამოცემის
უფლებამოსილება,
აღნიშნული
მოთხოვნით
წარდგენილი
შუამდგომლობის განხილვის ვადა და აღნიშნული ბრძანების გასაჩივრების მექანიზმი, ხოლო
ამავე მუხლში 21 ნაწილის დამატებით განისაზღვრა, რომ დრობოთ განთავსების ცენტრში
მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება
უცხოელის დროებით განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გასვლამდე 48 საათით ადრე.
2142-ე მუხლს ემატება 22 ნაწილი, რომლის საფუძველზეც დგინდება, რომ დროებით
განთავსების ცენტრში მოთავსებული თავშესაფრის მაძიებელი უცხოელის დროებით
განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება
უცხოელის მიერ თავშესაფრის მოთხოვნის რეგისტრაციიდან 48 საათის განმავლობაში.“
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე, რომლებიც ექცევიან
წარმოადგენილი კანონპროექტის მოქმედების სფეროში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტის მიღება არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან\და საერთაშორისო ორგანიზაცია\დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისი თანმდევი
კანონპროექტები მომზადებულია საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი
კომისრის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან\და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის“ იმ მუხლების მოქმედი რედაქცია,
სადაც წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად შედის ცვლილება
6
თავი VII
ადმინისტრაციული სამართალწარმოება ლტოლვილის სტატუსის ან ჰუმანიტარული
სტატუსის მინიჭებასთან, შეწყვეტასთან ან გაუქმებასთან ან თავშესაფრის მიცემასთან
დაკავშირებით
24
მუხლი 21 . სასამართლოსთვის მიმართვა
ლტოლვილის სტატუსის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის ან
გაუქმების ან თავშესაფრის მიცემის საკითხთან დაკავშირებულ დავაზე რაიონული
(საქალაქო) სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს ლტოლვილის სტატუსის ან
ჰუმანიტარული სტატუსის მაძიებელს ან თავშესაფრის მაძიებელს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისთვის გასაგებ ენაზე, შესაბამისი ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისთვის ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში.
25
მუხლი 21 . ლტოლვილის სტატუსის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების,
შეწყვეტის ან გაუქმების ან თავშესაფრის მიცემის საკითხის გადაწყვეტის წესი
1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო ლტოლვილის სტატუსის ან ჰუმანიტარული
სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის ან გაუქმების ან თავშესაფრის მიცემის საკითხთან
დაკავშირებულ დავას განიხილავს და გამოტანილ გადაწყვეტილებას მხარეებს უგზავნის
სარჩელის სასამართლოში წარდგენიდან 2 თვის ვადაში.
2. სააპელაციო საჩივარი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე შეიტანება გადაწყვეტილების გამომტან რაიონულ
(საქალაქო) სასამართლოში, მხარისათვის მისი გადაცემიდან 15 დღის ვადაში. მოსამართლე
სააპელაციო საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო
სასამართლოს.
3. სააპელაციო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს სააპელაციო
საჩივრის განხილვას.
4. სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს
სააპელაციო საჩივრის შეტანიდან 1 თვის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მუხლი 2142. მოსამართლის ბრძანება საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის
დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ
1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას
საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში
მოთავსების შესახებ.
2. შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება უცხოელის დაკავებიდან არაუგვიანეს 48
საათისა.
3. მოსამართლე საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების
ცენტრში მოთავსების საკითხს განიხილავს და ბრძანებას გამოსცემს შუამდგომლობის
წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში.
4. მოსამართლე უფლებამოსილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცეს
ბრძანება უცხოელისთვის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლით განსაზღვრული დროებითი
განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის შეფარდების შესახებ.
5. საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში
მოთავსების ან უცხოელისთვის ალტერნატიული ზომის შეფარდების შესახებ მოსამართლის
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში ამ თავით დადგენილი წესით.
მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას.