„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“
- „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 99 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-05-23
ბიუროს ნომერი 407
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი1.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ
უმაღლესი საბჭოს უწყებები, No12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 1872 მუხლი ამოღებულ იქნეს.
2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 208. რაიონული (საქალაქო)
სამართალდარღვევათა საქმეები
სასამართლოს
განსჯადი
ადმინისტრაციულ
რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 42 1 და 42 2 მუხლებით, 43-ე მუხლის
მე-2 ნაწილით, 44-ე–44 3, 44 5, 44 7–44 12, 45-ე−46 1, 48-ე, 49-ე, 50 1–55 4, 56-ე, 57-ე–59-ე, 59 2, 59 3,
მე-60, 60 3, 61-ე, 61 1, 63-ე, 63 1−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 71 1, 72 1–78-ე, 79 1–81-ე, 82 1−82 2, 84-ე–86-ე,
87 1−87 3, 88-ე–89 3, 91 2, 94-ე, 95-ე, 99-ე, 100 1, 100 2, 103 1, 104-ე და 105 1 მუხლებით,
127 1 მუხლის მე-5 ნაწილით, 128 1–128 5, 143-ე, 144-ე, 144 10, 145-ე, 146 1, 148-ე, 150-ე–151-ე, 152ე, 152 2–153 1 და 153 3–153 5 მუხლებით, 153 6 მუხლის მე-2 ნაწილით, 154-ე−154 2, 155 1–156-ე,
157 1–158 1, 159-ე, 159 1, 159 4–159 10, 163-ე, 164-ე, 164 4, 165 1–165 3, 166-ე და 167-ე მუხლებით,
171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 171 1, 172-ე, 172 4–172 6, 173-ე, 173 4–173 7, 173 9, 173 12 და
174 1 მუხლებით, 174 15 მუხლის მე-4 ნაწილით, 175 1, 175 2, 177 8, 177 9, 177 11, 177 12, 178-ე, 179 1–
179 3, 180-ე და 181-ე მუხლებით, 181 1 მუხლის მე-2 ნაწილით, 182-ე, 183-ე, 187-ე–187 1, 189-ე,
192-ე, 195-ე, 196 3, 196 6, 197 1 და 197 2 მუხლებით.“.
3. 252-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კოდექსის 45-ე, 48-ე, 49-ე, 50 1, 51-ე−56-ე, 57-ე−59-ე, 59 2−მე-60, 60 3−61 1, 63-ე−65-ე, 66ე−69-ე, 69 4, 69 5, 71-ე, 72 1−78-ე, 79 1−81-ე, 82 1, 82 2, 84-ე−86-ე, 88-ე−89 3, 91 2, 92 1, 94-ე, 95-ე, 96 1,
96 2, 96 4, 98 1, 99-ე, 100 1, 100 2, 103-ე–104-ე, 105 1, 134-ე, 135-ე, 143-ე, 144-ე, 145-ე, 146 1, 148ე−152-ე, 152 2−153 1, 153 3−154 2, 156-ე, 157 1–158-ე, 164-ე, 164 4, 165-ე, 165 1, 166-ე, 167-ე და 170-ე
მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 172-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 172 4, 173-ე–173 2, 173 6,
173 7, 173 9, 174-ე–174 2, 175-ე−175 2, 177 1, 177 8, 177 9, 179 2, 180-ე–183 1, 185-ე–185 2, 187-ე−187 1,
189-ე, 192-ე, 195-ე, 196 3 და 197 1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული
პირის დასწრება სავალდებულოა. თუ ეს პირი თავს არიდებს შინაგან საქმეთა ორგანოს ან
ადმინისტრაციული სასამართლოს (მოსამართლის) გამოძახებით გამოცხადებას, იგი შეიძლება
იძულებით იქნეს მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ.“.
დ) 262-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კოდექსის 42 1 და 42 2 მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით და
175 2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები
განიხილება 1 დღე-ღამის ვადაში, ამ კოდექსის 142-ე, 153 3, 154-ე, 174 1 და 174 2 მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები – 3 დღის ვადაში,
ხოლო ამ კოდექსის 50 1, 51 1, 51 3, 53 3, 55-ე, 55 2, 55 3, 55 5, 58 2, 59 2, 61-ე, მე-80 და 81-ე
მუხლებით, 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 88-ე, 91 2, 92 1, 94-ე, 95-ე, 96 1, 96 2, 96 4, 98 1,
99-ე, 100 1, 100 2, 103-ე, 104-ე, 105 1, 107 1, 141-ე, 143-ე−144 1, 144 3−144 5, 144 10, 145-ე, 146 1, 148-ე–
150 1, 151 1, 152-ე, 152 2−153-ე, 154 1, 154 2, 156-ე−158 1, 159-ე, 159 1, 159 5–159 9, 163-ე, 164-ე, 167-ე,
170-ე, 174-ე, 175-ე, 177 1, 179 1, 180-ე–183 1, 185-ე–185 2, 187-ე−187 1, 189-ე, 192-ე, 195-ე, 196 3, 196 6
და 197 1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები –
7 დღის ვადაში.“
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
წარმოდგენილი
კანონსი
პროექტის
მომზადება
განაპირობა
საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობამ. „საერთაშორისო
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი არ იცნობს ისეთ ზედმეტი
ბიუროკრატიული მექანიზმების მქონე დებულებებს, როგორიცაა: განცხადების წინასწარ
განხილვა, პირის თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის
თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, განცხადების არსებითად განხილვაზე უარის თქმის
შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების გადაცემა ან თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციის
ცნობის გაცემა და განცხადების შემდგომი არსებითი განხლვა ლტოლვილის ან
ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების
მიზნით.
სწორედ ეს გახდა საფუძველი მომზადებულიყო „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტი.
ეს კანონპროექტი გამომდინარეობს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტიდან და წარმოადგენს მის თანმდევ კანონპროექტს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, საერთაშორისო დაცვაზე
შესაბამისი განცხადებით მიმართვის საფუძველზე, პირი ყოველგვარი წინასწარი განხილვის
გარეშე რეგისტრირდება თავშესაფრის მაძიებლად და მის მიმართ იწყება საერთაშორისო
დაცვის მინიჭებისათვის, კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საფუძვლის შესწავლა
შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1872 მუხლის ეს
რედაქცია გამომდინარეობდა „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“
საქართველოს კანონიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც თავშესაფრის პროცედურა
ხორციელდებოდა შემდეგი წესით: პირის მიერ თავშესაფრის მინიჭების თაობაზე
განცხადებით მიმართვის შემდეგ, სამინისტრო ახორციელებდა განცხადების პირველად
შესწავლას და იღებდა გადაწყვეტილებას ამ პირის თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციის
თაობაზე. პირის თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციის თაობაზე მხოლოდ დადებითი
გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში და შემდგომ ხდებოდა განცხადების არსებითი
განხილვა და შესაბამისი სტატუსის მინიჭებაზე ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე
შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაჩნდა საჭიროება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 1872 მუხლის სახით
გაჩენილიყო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის
მქონე პირად ცნობის შესახებ პირის რეგისტრაციაზე უკანონოდ უარის თქმის შემთხვევაში.
წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 1872 მუხლი ამოღებულ უნდა იქნეს, ვინაიდან
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, უცხოელის ან
მოქალაქოების არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით შესაბამისი
განცხადებით სამინისტროსადმი მიმართვისთანავე, იგი ავტომატურად რეგისტრირდება
თავშესაფრის მაძიებლად და პირის მიმართ ხორციელდება თავშესაფრის პროცედურა
შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
პროექტის მიღება არ გამოიწვევს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
დამატებითი
სახსრების
გამოყოფას
საქართველოს
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ვინაიდან
კანონპროექტით
გათვალისწინებული
საქართველოს
ადმინისტრაციულ
2 მუხლი არის მკვდარი ნორმა, რომლის გამოყენებაც
სამართალდარღვევათა კოდექსის 187
არასდროს არ მომხდარა.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს რაომე ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე, რომლებიც
ექცევიან წარმოადგენილი კანონპროექტის მოქმედების სფეროში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტის მიღება არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან\და საერთაშორისო ორგანიზაცია\დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისი თანმდევი
კანონპროექტები მომზადებულია საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის
წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან\და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ იმ მუხლების მოქმედი
რედაქცია, სადაც წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად შედის ცვლილება
მუხლი 1872 . ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირად ცნობის შესახებ პირის
რეგისტრაციაზე უკანონოდ უარის თქმა
ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირად ცნობის შესახებ პირის
რეგისტრაციაზე უკანონოდ უარის თქმა − გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან ორმოცდაათ
ლარამდე.
მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეები
რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 42 1 და 42 2 მუხლებით, 43-ე მუხლის
მე-2 ნაწილით, 44-ე–44 3, 44 5, 44 7–44 12, 45-ე−46 1, 48-ე, 49-ე, 50 1–55 4, 56-ე, 57-ე–59-ე, 59 2, 59 3,
მე-60, 60 3, 61-ე, 61 1, 63-ე, 63 1−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 71 1, 72 1–78-ე, 79 1–81-ე, 82 1−82 2, 84-ე–86-ე,
87 1−87 3, 88-ე–89 3, 91 2, 94-ე, 95-ე, 99-ე, 100 1, 100 2, 103 1, 104-ე და 105 1 მუხლებით,
127 1 მუხლის მე-5 ნაწილით, 128 1–128 5, 143-ე, 144-ე, 144 10, 145-ე, 146 1, 148-ე, 150-ე–151-ე, 152ე, 152 2–153 1 და 153 3–153 5 მუხლებით, 153 6 მუხლის მე-2 ნაწილით, 154-ე−154 2, 155 1–156-ე,
157 1–158 1, 159-ე, 159 1, 159 4–159 10, 163-ე, 164-ე, 164 4, 165 1–165 3, 166-ე და 167-ე მუხლებით,
171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 171 1, 172-ე, 172 4–172 6, 173-ე, 173 4–173 7, 173 9, 173 12 და
174 1 მუხლებით, 174 15 მუხლის მე-4 ნაწილით, 175 1, 175 2, 177 8, 177 9, 177 11, 177 12, 178-ე, 179 1–
179 3, 180-ე და 181-ე მუხლებით, 181 1 მუხლის მე-2 ნაწილით, 182-ე, 183-ე, 187-ე–187 2, 189-ე,
192-ე, 195-ე, 196 3, 196 6, 197 1 და 197 2 მუხლებით.
მუხლი 252. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები
1. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს,
მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი;
საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს
მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის
მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს
მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და
დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის
განხილვის გადადების თაობაზე.
1 1 . ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 125 2 მუხლით და 125 3 მუხლის მე-4 და მე-5
ნაწილებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
ჩადენისას
ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმა) პირს შესაძლოა შეეფარდოს მის დაუსწრებლადაც.
აღნიშნულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს ამ მუხლის
პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები უნდა განემარტოს
წერილობით.
2. ამ კოდექსის 45-ე, 48-ე, 49-ე, 50 1, 51-ე−56-ე, 57-ე−59-ე, 59 2−მე-60, 60 3−61 1, 63-ე−65-ე, 66ე−69-ე, 69 4, 69 5, 71-ე, 72 1−78-ე, 79 1−81-ე, 82 1, 82 2, 84-ე−86-ე, 88-ე−89 3, 91 2, 92 1, 94-ე, 95-ე, 96 1,
96 2, 96 4, 98 1, 99-ე, 100 1, 100 2, 103-ე–104-ე, 105 1, 134-ე, 135-ე, 143-ე, 144-ე, 145-ე, 146 1, 148ე−152-ე, 152 2−153 1, 153 3−154 2, 156-ე, 157 1–158-ე, 164-ე, 164 4, 165-ე, 165 1, 166-ე, 167-ე და 170-ე
მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 172-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 172 4, 173-ე–173 2, 173 6,
173 7, 173 9, 174-ე–174 2, 175-ე−175 2, 177 1, 177 8, 177 9, 179 2, 180-ე–183 1, 185-ე–185 2, 187-ე−187 2,
189-ე, 192-ე, 195-ე, 196
3
და 197
1
მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული
პირის დასწრება სავალდებულოა. თუ ეს პირი თავს არიდებს შინაგან საქმეთა ორგანოს ან
ადმინისტრაციული სასამართლოს (მოსამართლის) გამოძახებით გამოცხადებას, იგი შეიძლება
იძულებით იქნეს მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ.
3. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სხვა შემთხვევებიც,
როცა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის გამოცხადება საქმის გადამწყვეტ
ორგანოში (თანამდებობის პირთან) სავალდებულოა.
მუხლი 262. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის ვადები
1.
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
საქმეებს
უფლებამოსილი
ორგანო
(თანამდებობის პირი) განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და სხვა
მასალების მიღებიდან თხუთმეტი დღის ვადაში.
11. ამ კოდექსის 45-ე, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 3 დღის ვადაში. ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმის განმხილველი რაიონული (საქალაქო) სასამართლო ზეპირ
განხილვას იწყებს დაუყოვნებლივ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების სხვა მასალების მიღებისთანავე,
თუ პირის მიმართ გამოყენებულია ადმინისტრაციული დაკავება და ამოწურული არ არის
ადმინისტრაციული დაკავების ვადა.
2. ამ კოდექსის 42 1 და 42 2 მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით და
175 2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები
განიხილება 1 დღე-ღამის ვადაში, ამ კოდექსის 142-ე, 153 3, 154-ე, 174 1 და 174 2 მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები – 3 დღის ვადაში,
ხოლო ამ კოდექსის 50 1, 51 1, 51 3, 53 3, 55-ე, 55 2, 55 3, 55 5, 58 2, 59 2, 61-ე, მე-80 და 81-ე
მუხლებით, 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 88-ე, 91 2, 92 1, 94-ე, 95-ე, 96 1, 96 2, 96 4, 98 1,
99-ე, 100 1, 100 2, 103-ე, 104-ე, 105 1, 107 1, 141-ე, 143-ე−144 1, 144 3−144 5, 144 10, 145-ე, 146 1, 148-ე–
150 1, 151 1, 152-ე, 152 2−153-ე, 154 1, 154 2, 156-ე−158 1, 159-ე, 159 1, 159 5–159 9, 163-ე, 164-ე, 167-ე,
170-ე, 174-ე, 175-ე, 177 1, 179 1, 180-ე–183 1, 185-ე–185 2, 187-ე−187 2, 189-ე, 192-ე, 195-ე, 196 3, 196 6
და 197 1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები –
7 დღის ვადაში.
21 . ( ამოღებულია – 25.03.2013, №453 ).
3. საქართველოს საკანონმდებლო აქტით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის სხვა ვადებიც.