„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“
- „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 104 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-05-23
ბიუროს ნომერი 407
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი,
No19-20, 30.05.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, შეზღუდული
შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა
საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი
დაწესებულებები, სასწავლო – საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები – ყველა
სარჩელზე;‘‘.
2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და თავშესაფრის მაძიებელი,
შესაბამისად, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის
მინიჭებასთან და საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებულ საჩივრებზე;“
3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. საქართველოს C4 კატეგორიის ვიზის გაცემისათვის დადგენილი სახელმწიფო
ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი,
რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მოითხოვს საერთაშორისო დაცვას.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადება განაპირობა „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“
საქართველოს კანონის
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან
ტერმინოლოგური
თვალსაზრისით
შესაბამისობაში
მოყვანის
აუცილებლობამ. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მე3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თავშესაფრის პროცედურა არის სამართლებრივი
პროცესი, რომელიც მოიცავს ამ კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო
უწყებების მიერ განხორციელებულ ქმედებებს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის
მომენტიდან საერთაშორისო დაცვის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე,
მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ამასთან ამავე
კანონპროექტის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ თავშესაფრის მაძიებელს წარმოადგენს
უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც საერთაშორისო დაცვაზე
განცხადებით მიმართა ნებისმიერ სახელმწიფო უწყებას
და რომლის მიმართ
სამინისტროს არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული ან რომლის მიმართ სასამართლო
გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძალაში; „საერთაშორისო დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად
საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა წარმოადგენს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე
პირის მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი, ზეპირი ან წერილობითი ფორმით
გამოხატული ნება საქართველოში საერთაშორისო დაცვის მიღებაზე, ხოლო ამავე
მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთაშორისო დაცვა თავშესაფრის
პროცედურაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ლტოლვილის, ჰუმანიტარული
სტატუსის მქონე ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა ამ
კანონით დადგენილი წესით.
აღნიშნულის გათვალისწინებით „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს
კანონი ტერმინოლოგიური თვალსაზრისით შესაბამისობაში არის მოსაყვანი
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან.
სწორედ ეს გახდა საფუძველი მომზადებულიყო „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი.
ეს კანონპროექტი გამომდინარეობს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტიდან და წარმოადგენს მის თანმდევ კანონპროექტს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“
საქართველოს კანონის „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ: „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „პ“ ქვეპუნქტში მოცემული ტერმინის
„ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი“ ტერმინით „თავშესაფრის
მაძიებელი“ შეცვლა, ხოლო ტერმინი „ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე
პირად ცნობა“ - ტერმინით „საერთაშორისო დაცვა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „პ“ ქვეპუნქტში შედის ცვლილება და ყალიბდება
შემდეგი რედაქციით:
„პ) იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და თავშესაფრის მაძიებელი,
შესაბამისად იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის
მინიჭებასთან და საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებულ საჩივრებზე;“
ამასთან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლს ემატება
მე-8 პუნქტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს C4 კატეგორიის ვიზის გაცემისათვის
დადგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება უცხოელი ან
მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე
მოითხოვს საერთაშორისო დაცვას.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს კანონმდებლობა აღარ იცნობს
ტერმინს „ინვალიდი“. კანონპროექტის თანახმად, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტში ტერმინი
„ინვალიდები“ ჩასწორდა სამართლებრივად სწორი ტერმინით „შეზღუდული
შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები“.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე, რომლებიც
ექცევიან წარმოადგენილი კანონპროექტის მოქმედების სფეროში, კერძოდ, პირი
გათავისუფლდება საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო
ბაჟის გადახდისაგან შესაბამისად იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის
სტატუსის მინიჭებასთან ან საერთაშორისო დაცვის საკითხთან დაკავშირებით
საჩივრებზე. ამასთან, საქართველოს C4 კატეგორიის ვიზის გაცემისათვის დადგენილი
სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე
პირი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მოითხოვს საერთაშორისო
დაცვას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
ან
სხვა
სახის
კანონპროექტის მიღება არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
ორგანიზაციებში
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
კანონპროექტის მიღება არ
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
საქართველოს
ორგანიზაციებში
საქართველოს
ორმხრივ
და
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან\და საერთაშორისო ორგანიზაცია\დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისი
თანმდევი კანონპროექტები მომზადებულია საქართველოში გაეროს ლტოლვილთა
უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან\და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი რედაქცია,
სადაც წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად შედის ცვლილება
მუხლი 5. შეღავათები სახელმწიფო ბაჟში
1. საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან
თავისუფლდებიან:
ა) ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა
მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის
სამართლებრივი ურთიერთობიდან;
ბ) მოსარჩელენი – სარჩელებზე, რომლებიც გამომდინარეობს საავტორო, აგრეთვე
აღმოჩენის, გამოგონების, რაციონალიზატორული წინადადებებისა და სამრეწველო
ნიმუშების უფლებებიდან;
გ) მოსარჩელენი – სარჩელებზე ალიმენტების გადახდევინების შესახებ;
დ) ფიზიკური და იურიდიული პირები – მათზე იმ დოკუმენტების გაცემისათვის,
რომლებიც დაკავშირებულია სისხლის სამართლისა და ალიმენტის საქმეებთან;
ე) მოსარჩელენი – სარჩელებზე ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომელიც მიყენებულია
დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით;
ვ) ფიზიკური პირები – სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებულ საკასაციო
საჩივრებზე დანაშაულის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ამოღების
სისწორის შესახებ;
ზ) სოციალური დაზღვევის ორგანოები და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოები
რეგრესულ სარჩელებზე ზიანის მიმყენებლის მიერ დაზარალებულზე გაცემული
დახმარების ან პენსიის გადახდევინების შესახებ, ხოლო სოციალური უზრუნველყოფის
ორგანოები – აგრეთვე სარჩელებზე არასწორად მიღებული დახმარებებისა და პენსიების
შესახებ;
თ ) მოსარჩელე – დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების
შესახებ სარჩელზე ;
ი) მხარეები – საკასაციო საჩივრებზე განქორწინების საქმეების შეწყვეტის შესახებ;
კ) შინაგან საქმეთა ორგანოები, როგორც მოსარჩელეები – სარჩელებზე იმ პირების
ძებნასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რომლებიც თავს
არიდებენ ალიმენტებისა და სხვა მსგავსი თანხების გადახდას;
ლ) საგადასახადო ორგანოები – ყველა საქმეზე; სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო და
სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები, –
სარჩელებზე მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახადების
ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხების დაბრუნების შესახებ, აგრეთვე
განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე;
მ) ინვალიდები, ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები,
სასწავლო – საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები – ყველა სარჩელზე;
მ 1 ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული
პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია
საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე;
ნ) მოსარჩელენი – სარჩელებზე ისტორიული, მხატვრული და სხვა ფასეულობის
უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ;
ო) მხარეები – სარჩელებზე მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ, რომელიც
მიყენებულია ფიზიკური პირის უკანონოდ გასამართლების, მისი სისხლის სამართლის
პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით უკანონოდ
დაპატიმრების ან დაპატიმრების სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ
დადების შედეგად;
პ ) იძულებით გადაადგილებული პირები , ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის
მქონე პირები – საჩივრებზე მათი იძულებით გადაადგილებულ პირად , ლტოლვილ ის
ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირად არცნობის შესახებ ;
ჟ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო,
საქართველოსგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი,
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული
პირი
–
ნავთობისა
და
გაზის
სახელმწიფო
სააგენტო,
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები: დაცული ტერიტორიების
სააგენტო, ეროვნული სატყეო სააგენტო, გარემოს ეროვნული სააგენტო, აგრეთვე აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი – აჭარის სატყეო სააგენტო გარემოს დაცვასა და
ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებულ საქმეებზე;
რ) ვეტერანები, რომლებმაც „ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ”
საქართველოს კანონის მოთხოვნათა დასაცავად მიმართეს სასამართლოს;
ს) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო –
სახელმწიფო ქონების განკარგვასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ
სადავო საკითხებზე;
ს 1) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული
სააგენტო – სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე;
ტ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე –
სარჩელზე მიწის დაცვის წესების შეუსრულებლობისა და მიწის კანონმდებლობის სხვა
დარღვევების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად
ბიუჯეტში თანხების გადახდევინების შესახებ
უ ) დაწესებულებები ( ორგანიზაციები ), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ
სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე ;
ფ ) არქიტექტორულ - სამშენებლო ინსპექციები , როგორც მოსარჩელეები ან
მოპასუხეები , საქართველოს კანონმდებლობით მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ
საკითხებზე .
ქ ) მშობელი ან არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენელი , როგორც მოსარჩლე –
სარჩელზე არასრულწლოვნის უფლებების დარღვევის ან მისთვის მიყენებული
ქონებრივი თუ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე .
ღ) საქართველოს ეროვნული ბანკი/საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის
სააგენტო – ყველა სარჩელზე;
ყ) ლიკვიდაციაში მყოფი კომერციული ბანკები, მზღვეველი და არასაბანკო
სადეპოზიტო დაწესებულებები – საკრედიტო კავშირები – კომერციული ბანკების,
მზღვეველისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის – საკრედიტო
კავშირებისათვის დაუფარავი სესხების, სესხების პროცენტებისა და სხვა დებიტორული
დავალიანებების დაბრუნებაზე აღძრულ ყველა სარჩელზე;
შ ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის
სამსახური – „ ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ “ საქართველოს კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევებში ;
ჩ ) მოსარჩელე – უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის
შესახებ აღძრულ სარჩელებზე .
ც) მოსარჩელე – თანამდებობის პირთა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და
რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე აღძრულ სარჩელებზე.
ძ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო,
როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე – სარჩელებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების თაობაზე;
ძ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კონკურენციის სააგენტო, როგორც
მოსარჩელე ან მოპასუხე – სარჩელებზე კონკურენციის შესახებ საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების თაობაზე;
წ ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო , როგორც მოსარჩელე – ნორმატიულ
აქტებთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე;
ჭ ) საქართველოს კულტურის , ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო , მისი
ტერიტორიული ორგანოები , ასევე მისი მმართველობის სფეროში შემავალი სხვა
ორგანოები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე , არქეოლოგიურ ობიექტებზე და
კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში კანონის დარღვევით წარმოებული
მიწის , სამშენებლო და სხვა სამუშაოების საკითხებზე ;
ხ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო − სარჩელებზე
სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულის წარმომადგენლობისას ;
ჯ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე
მომუშავე სამთავრობო კომისია, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე, – საქართველოს
კანონმდებლობით მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე;
ჰ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო – სამოქალაქო აქტის ჩანაწერისა და
იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს
გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საკითხებთან დაკავშირებით.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საერთო სასამართლოების მიერ
შეტანილ კონსტიტუციურ წარდგინებაზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდევინება.
3. (ამოღებულია).
4. (ამოღებულია).
5. სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, თუ
ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო შეთანხმებით, რომლის მონაწილეც არის
საქართველო.
6. (ამოღებულია).
7. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ვიზის მოქმედების
ვადის
გაგრძელებისათვის
დადგენილი
სახელმწიფო
ბაჟის
გადახდისაგან
თავისუფლდება უცხოელი − საქართველოს მოკლევადიანი დიპლომატიური ან
სპეციალური ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში.