„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.02.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი, სოფიო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ხატიძე, ივლიანე წულაია ლევან, გოგიჩაიშვილი, გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/15/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 89 ✗ 20
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ალტერნატიული წინადადება
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 5
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 2
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
ინიციირებული ვარიანტი (2)
სხდომაზე განსახილველი პროექტი (1)
✓ 22 ✗ 86
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (5)
სხდომაზე განსახილველი პროექტი (2)
✓ 93 ✗ 21
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (6)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-06
ბიუროს ნომერი 26

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ თავი I ძირითადი დებულებები მუხლი 1. კანონის მიზანი ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) სტატუსს, მისი საქმიანობის ძირითად პრინციპებს, ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს, სააგენტოს საქმიანობის კონტროლისა და ზედამხედველობის ფორმებს და სხვა საკითხებს. მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიება - სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო მიზნებისთვის საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, ასევე იმ ტერიტორიაზე, სადაც არ ვრცელდება საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების მეშვეობით გადაცემული სატელეკომუნიკაციო ნაკადის მონიტორინგი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, თავდაცვისუნარიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, მართლწესრიგის, სამეცნიეროეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით. ბ) ინდივიდუალური კონტრსადაზვერვო მიზნებისთვის მონიტორინგის ღონისძიება საქართველოს ტერიტორიის - სადაზვერვო ფარგლებს და გარეთ, კონკრეტული საკომუნიკაციო აღჭურვილობის ტექნიკური იდენტიფიკატორის მეშვეობით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით გადაცემული საკომუნიკაციო შეტყობინებების მონიტორინგი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, თავდაცვისუნარიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, მართლწესრიგის, სამეცნიეროეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით. გ) ფარული მეთვალყუროების ღონისძიებები: გ.ა) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის "ა-ე" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები; გ.ბ) "კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის "ა-გ" თვალთვალის ღონისძიებები; ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ელექტრონული გ.გ) ამ კანონით გათვალისწინებული სტრატეგიული და ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიებები; დ) კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის მეშვეობით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაჭერა კომუნიკაციის მიმდინარეობისას ან მისი დასრულებისთანავე კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ან არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით ე) კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა - წინასწარ განსაზღვრული არქიტექტურითა და დადგენილი ინტერფეისებით, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაჭერა უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის მიმდინარეობისას ან მისი დასრულებისთანავე, ავტორიზებული პირის სასადგურე და ქსელურ ინფრასტრუქტურაზე შესაბამისი აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების განთავსებით/მონტაჟით; ვ) კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ნახევრად-სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა - ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაჭერა უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის მიმდინარეობისას ან მისი დასრულებისთანავე ავტორიზებული პირის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე შესაბამისი აპარატურული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების დროებითი ან მუდმივი განთავსებით/მონტაჟით; ზ) კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა - ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაჭერა უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის მიმდინარეობისას ან მისი დასრულებისთანავე ავტორიზებული პირის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე დაერთების გარეშე, სპეციალური ტექნიკური და პროგრამული საშუალებების გამოყენებით; თ) ავტორიზებული პირი - "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზებული პირი; ი) "კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის "ა" ქვეპუნქტით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კონტროლის ელექტრონული სისტემა (შემდეგში კონტროლის ელექტრონული სისტემა) - ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც იძლევა: ი.ა. ობიექტების ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემის მიერ ინიციირებულ ბრძანებათა ზედამხედველი მოსამართლისთვის მიწოდების, აღნიშნულ ბრძანებათა გამიჯვნის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ინიციირებულ ბრძანებათა გადაგზავნის შესაძლებლობას; ი.ბ. ზედამხედველი მოსამართლის მიერ "კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის 144 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში და საფუძვლით ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1437 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში და საფუძვლით ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების შეჩერების შესაძლებლობას; კ) კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემა - ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა უფლებამოსილი ორგანოს იდენტიფიკატორის ერთობლიობა, მონიტორინგის აქტივაციის შესახებ რომელიც სისტემის მიერ ინიციირებულ უზრუნველყოფს ობიექტის ბრძანებათა ტექნიკური ლოგირების მონაცემების კრიპტოგრაფული მეთოდების გამოყენებით დამუშავებას, მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემის მიერ აღსრულებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემების ავტომატურ მიწოდებას ზედამხედველი მოსამართლისთვის, კრიპტოგრაფიული მეთოდების გამოყენებით დამუშავებას, ამ მონაცემების მიღებული შედეგების ავტომატურ შედარებას და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე განხორციელებული ქმედებების ლოგირების მონაცემების პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის გადაგზავნას; ლ) ელექტრონული კომუნიკაციის მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემა - ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების ლოგირების მონაცემების და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების ავტომატურ მიწოდებას ზედამხედველი მოსამართლისთვის, აღნიშნული მონაცემების გამიჯვნას და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის და "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მესამე პუნქტის "ა" ქვეპუნქტის საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაციის ლოგირების მონაცემების და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის გადაგზავნას. მ) გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა - წინასწარ დადგენილი არქიტექტურითა და ინტერფეისებით მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის რეალურ დროში განსაზღვრა მაქსიმალურად შესაძლო სიზუსტით ავტორიზებული პირის სასადგურე ან/და ქსელურ ინფრასტრუქტურაზე შესაბამისი პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფის საშუალებების განთავსებით/მონტაჟით. ნ) გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა - მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის რეალურ დროში განსაზღვრა მაქსიმალურად შესაძლო სიზუსტით ავტორიზებული პირის სასადგურე ან/და ქსელურ ინფრასტრუქტურაზე დაერთების გარეშე სპეციალური ტექნიკური ანდა პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენებით. ო) გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემა - ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის შესახებ ინიციირებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემების კრიპტოგრაფული მეთოდების გამოყენებით დამუშავებას, აღსრულებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემების ავტომატურ მიწოდებას ზედამხედველი მოსამართლისთვის, მეთოდების გამოყენებით დამუშავებას, ამ მონაცემების კრიპტოგრაფიული მიღებული შედეგების ავტომატურ შედარებას და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განხორციელებული ქმედებების ლოგირების მონაცემების პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის გადაგზავნას. მუხლი 3. საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო 1. საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში. 2. სააგენტო არის სპეციალური დანიშნულების დაწესებულება. სააგენტო ასევე წარმოადგენს განსაკუთრებული რეჟიმის სტატუსის მქონე დაწესებულებას. 3. სააგენტო შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან. სააგენტოს საქართველოს სახელმწიფო შეიძლება ჰქონდეს ტერიტორიული ორგანოები. 4. სააგენტოს დებულებას ამტკიცებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. 5. დაუშვებელია სააგენტოს საქმიანობაში სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების და თანამდებობის პირების უკანონო ჩარევა. 6. სააგენტო და მისი თანამდებობის პირები უფლებამოსილი არიან სააგენტოს სამართლებრივ აქტებზე, ბლანკებზე, ბეჭდებზე და შტამპებზე სრული სახით გამოიყენონ საქართველოს სახელმწიფო გერბი. 7. სააგენტო უფლებამოსილია მის საქმიანობაში ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებისას მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს და შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები, ელექტრონული ხელმოწერა. დოკუმენტზე ელექტრონულ ხელმოწერას აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. 8. სააგენტოს უფლება აქვს, ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას, მის მიერ დამუშავებულ მატერიალურ დოკუმენტებზე პირადი ხელმოწერა შეასრულოს ფაქსიმილიეს გამოყენებით. ფაქსიმილიეს გამოყენებით შესრულებულ ხელმოწერას აქვს პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. მუხლი 4. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, საქართველოს სხვა კანონები, სააგენტოს დებულება, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტები და სხვა ნორმატიული აქტები. 2. სახელმწიფო სააგენტოსა და უსაფრთხოების მის მოსამსახურეებზე სამსახურის შესახებ" ვრცელდება "საქართველოს კანონი, საქართველოს ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები ამ კანონით გათვალისწინებული თავისებურებების შესაბამისად. 3. სააგენტოს საქმიანობაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის, 101 და 102 მუხლები და მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის მოქმედება. მუხლი 5. სააგენტოს დამოუკიდებლობის გარანტიები 1. სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად ასრულებს მისთვის დაკისრებულ ამოცანებს. 2. დაუშვებელია სააგენტოს საქმიანობაში სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების და თანამდებობის პირების უკანონო ჩარევა. 3. სააგენტოს უფროსის კანდიდატურის შერჩევა ხორციელდება ამ კანონის შესაბამისად შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ. 4. სააგენტოს მოსამსახურე თავის სამსახურებრივ საქმიანობაში დამოუკიდებელია. იგი არ შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესისა. 5. სააგენტოს ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იქნეს ცალკე ორგანიზაციული კოდით. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სააგენტოსთვის განკუთვნილი ხარჯების შემცირება წინა წლის შესაბამის მოცულობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ სააგენტოს წინასწარი თანხმობით. 6. სამართლებრივ აქტებს, რომელიც ეხება ფარული საგამოძიებო მოქმედების და ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელებას, ამ ღონისძიებათა განხორციელების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გაცნობას, დამუშავებას, შენახვას, გაცემას და განადგურებას კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურისა და შესაბამისი ინტერფეისების განსაზღვრის, ასევე ინფორმაციული აქტივების მართვის წესებს, კერძოდ, მათი აღწერის, კლასიფიცირების, წვდომის, გაცემის (გამოქვეყნების), შეცვლისა და განადგურების წესებს, იღებს სააგენტოს უფროსი. ამ აქტების გაუქმებისა და მასში ცვლილების შეტანის უფლება აქვს სააგენტოს უფროსს. 7. სააგენტოს საერთაშორისო წარმოადგენს სააგენტოს უფროსი. და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობებში 8. სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი სახელით დებს უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებებს. მუხლი 6. სააგენტოს საქმიანობის ძირითად პრინციპები სააგენტოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: ა) საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითა და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და პატივისცემა; ბ) კანონიერება; გ) დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი; დ) საქმიანობის ღია და ფარული მეთოდების ერთობლიობა; ვ) კონსპირაცია; ზ) ერთიანობა და ცენტრალიზაცია. თავი II სააგენტოს ამოცანები და უფლებამოსილებები მუხლი 7.სააგენტოს ამოცანები სააგენტოს ამოცანებია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილი ორგანოს მომართვის საფუძველზე, სპეციალური ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით, ფარული მეთოდებით საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, თავდაცვისუნარიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, მართლწესრიგის და სამხედრო პოტენციალის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა შესახებ ინფორმაციის და სისხლის სამართლის საქმეზე ფაქტობრივი მონაცემების მოპოვება და ამ მიზნით ისეთი ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც უკავშირდება: ა.ა) სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებას და ჩაწერას; ა.ბ) კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოპოვებას; ა.გ) კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვებას; ა.დ) გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრას; ა.ე) საფოსტო სატელეგრაფო გზავნილთა კონტროლს; ა.ვ) ფარულ აუდიო ან/და ვიდეო ჩაწერას, ფოტო გადაღებას; ბ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; გ) სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საინფორმაციო- ტექნოლოგიური უზრუნველყოფა. მუხლი 8. სააგენტოს უფლებამოსილებები 1. კანონის მე-7 მუხლის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელების მიზნით სააგენტო უფლებამოსილია: ა) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე, განახორციელოს: ა.ა) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის "ა-დ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები; ა.ბ) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები; ა.გ) "კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებები და ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებები; ბ) ამ კანონით დადგენილი წესით მოიპოვოს და გასცეს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები; გ) ამ კანონით დადგენილი წესით განხორციელოს სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიებები; დ) ამ კანონით დადგენილი წესით განხორციელოს ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიებები; 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით სააგენტო უფლებამოსილია: ა) იქონიოს კომუნიკაციის შინაარსისა და მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა ამ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად; ბ) იქონიოს გეოლოკაციის მონაცემების რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა ამ კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად; გ) შექმნას მომხმარებელის და ელექტრონული კომუნიკაციების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ცენტრალური ბანკი ამ კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად; დ) შეიძინოს, შექმნას და კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს აღნიშნულ ღონისძიებათა განხორციელებისთვის აუცილებელი ტექნიკური, პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფის საშუალებები; ე) სასყიდლით ან უსასყიდლოდ წერილობითი შეთანხმებით საფუძველზე იყენებდეს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა, აგრეთვე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას; ვ) კონსპირაციის მიზნით მოამზადოს და გამოიყენოს დოკუმენტები, რომლებშიც შენიღბულია სააგენტოს ცალკეულ მოსამსახურეთა ვინაობა, ქვედანაყოფების დასახელება, ქონება; ზ) განახორციელოს "ოპერატიულ-სამძებრო" საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის "ა-ბ," "ე," "ზ" და "ლ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. 3. სააგენტო უფლებამოსილია ავტორიზებული პირის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვენებისა და ვალდებულებების შესრულების კონტროლის მიზნით განახორციელოს ავტორიზებული პირის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის აუდიტი. 4. სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საინფორმაციო- ტექნოლოგიური უზრუნველყოფის მიმართულებით: ა) განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ტექნოლოგიური მომსახურება და შიდაუწყებრივი საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფა; ბ) შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციოს სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ჩაატაროს ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) აუდიტი; გ) უზრუნველყოს სასაზღვრო ტექნოლოგიების განვითარება და სასაზღვრო გამტარი პუნქტების საინფორმაციო-ტექნოლოგიური მომსახურება; დ) საქართველს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით უზრუნველყოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ბირთვული, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოება; ე) უფლებამოსილ ორგანოებთან კოორდინაციით უზრუნველყოს ბირთვული, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოება ქვეყნის ტერიტორიაზე; ვ) განახორციელოს საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გამოყოფილი რადიო სიხშირეების მართვა კონტროლი და უსაფრთხოება; ზ) განახორციელოს კომპიუტერული მონაცემების ექსპერტიზა, ასევე შეიმუშავის და სააგენტოს ნორმატიული აქტით დაამტკიცოს საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას კომპიუტერულ მონაცემებთან პირველადი მოპყრობის და მათი საექსპერტო კვლევის წესები; თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს ელექტრონული კომუნიკაციების მონიტორინგის სისტემების დამზადების, იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია და ამ მიზნით სააგენტოს ნორმატიული აქტით განსაზღვროს ლიცენზიის მოპოვების წესი და პირობები; ი) განახორციელოს ამ კანონით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 9. კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა 1. ელექტრონული საკომუნიკაციო გადაცემული კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვებას სააგენტო ახორციელებს სტაციონარული, ნახევრადსტაციონარული ან არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით. 2. კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის ქონის მიზნით სააგენტო უფლებამოსილია: ა) ავტორიზებული პირის სასადგურე და ქსელურ ინფრასტრუქტურაზე, საჭიროების შემთხვევაში, უსასყიდლოდ გადაჭერის მენეჯმენტის სისტემა განათავსოს/დაამონტაჟოს ან/და მასთან მართლზომიერი დაკავშირებული/მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები; ბ) მოსთხოვოს ავტორიზებულ პირს ჰქონდეს მისი ინფრასტრუქტურის მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაციის შინაარსისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემისთვის რეალურ დროში მიწოდების ტექნიკური სტაციონარული შესაძლებლობა ტექნიკური კომუნიკაციის შესაძლებლობით რეალურ განსაზღვრული დროში მოპოვების არქიტექტურისა და ინტერფეისების შესაბამისად; გ) ნორმატიული აქტით განსაზღვროს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურა და შესაბამისი ინტერფეისები. 3. იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის სასადგურე ან ქსელური ინფრასტრუქტურა არ იძლევა კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის ორგანიზების საშუალებას, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ნახევრად-სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენების მოპოვების ნახევრად-სტაციონარული შესახებ. კომუნიკაციის შესაძლებლობის ქონის რეალურ მიზნით დროში სააგენტო უფლებამოსილია: ა) ავტორიზებული პირის სასადგურე ან/და ქსელურ ინფრასტრუქტურაზე, საჭიროების შემთხვევაში, უსასყიდლოდ განათავსოს/დაამონტაჟოს სათანადო აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები; ბ) ნორმატიული აქტით განსაზღვროს ნახევრად-სტაციონალური ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით გადაცემული კომუნკაციის შინაარისისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მოპოვების წესი და პროცედურა. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ან ზედამხედველ მოსამართლეს ნახევრად-სტაციონალური ტექნიკური შესაძლებლობის ორგანიზების შესახებ. 5. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას, "კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებას სააგენტო იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ვრცელდება საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია ახორციელებს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით; 6. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას, "კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებას სააგენტო ახორციელებს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ან/და არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით. 7. ამ კანონის მე-15-ე მუხლით გათვალისწინებულ სტრატეგიული და ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიებებს სააგენტო ახორციელებს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით. მუხლი 10. გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის ტექნიკური შესაძლებლობა 1. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარული საგამოძიებო მოქმედებას და "კონტრდაზვევრითი საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებას სააგენტო ახორციელებს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სტაციონარული ან არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობების გამოყენებით; 2. მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის ქონის მიზნით, სააგენტო ქმნის გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს: ა) სსიპ "112"-ში განხორციელებული შეტყობინების ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოლოკაციის რეალურ დროში, ავტომატურ რეჟიმში, მაქსიმალურად შესაძლო სიზუსტით განსაზღვრის შესაძლებლობას; ბ) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების და "კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების, ასევე "ოპერატიულსამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მესამე პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების აღსრულების მიზნით, მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის შესახებ ბრძანების ინიციირებით მისი გეოგრაფიული ლოკაციის რეალურ დროში მაქსიმალურად შესაძლო სიზუსტით განსაზღვრის შესაძლებლობას. 3. გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სტაციონარული სისტემის შექმნის მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია: ა) ჰქონდეს იმ ავტორიზებული პირის სასადგურე და ქსელური ინფრასტრუქტურიდან, რომელიც ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას გეოლოკაციის მონაცემების რეალურ დროში მიღების ელემენტებთან შესაძლებლობა უსასყიდლოდ და ამ მიზნით ინფრასტრუქტურის განათავსოს/დამონტაჟოს სათანადო აღნიშნულ აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები. ბ) დაადგინოს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის არქიტექტურა და ტექნიკური მოთხოვნები. მუხლი მაიდენტიფიცირებელი 11. მომხმარებლის და ელექტრონული კომუნიკაციის მონაცემების ცენტრალური ბანკი 1. მომხმარებლის და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემის მიზნით სააგენტო ქმნის მომხმარებლის და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ცენტრალურ ბანკს. 2. მონაცემთა ცენტრალური ბანკის შექმნის მიზნით სააგენტო უფლებამოსილია: ა) ჰქონდეს დისტანციური წვდომა ავტორიზებული პირის მომხმარებლებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ბაზებზე და განახორციელოს მათი კოპირება და შენახვა; ბ) განსაზღვროს კოპირების ტექნიკური აღსრულების წესი და პროცედურა; გ) მოსთხოვოს ავტორიზებულ პირს მომხმარებლის და კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვა იმ ვადით, რაც აუცილებელია კოპირების პროცესის ტექნიკური აღსრულებისთვის. მუხლი 12.სააგენტოს ექსკლუზიური კომპეტენცია ამ კანონის მე-7 მუხლის "ა.ა.-ა.ე" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელება, ასევე მე-8 მუხლის პირველი პუნქტის "ა.ა”, ა.გ”," "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, მე-2 პუნქტის "ა-გ" ქვეპუნქტებით, მე-9-11 მუხლებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები განეკუთვნება სააგენტოს ექსკლუზიურ კომპეტენციას. დაუშვებელია ანალოგიური უფლებამოსილების, ფუნქციებისა და ამოცანების მქონე სხვა სახელმწიფო ორგანოს შექმნა და ფუნქციონირება ქვეყნის ტერიტორიაზე. თავი III ფარული მეთვალყუროების ღონისძიებების განხორციელება და მომხმარებლის და კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვა და გაცემა მონაცემთა ცენტრალური ბანკიდან მუხლი 13. ფარული მეთვალყუროების ღონისძიებების განხორციელების საფუძველი სააგენტოს მიერ ფარული მეთვალყურეობის ღონისძიების განხორციელების საფუძველია: ა) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI1 თავით შესაბამისად გაცემული მოსამართლის განჩინება ან პროკურორის მოტივირებული დადგენილება გადაუდებელი წესით ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების შესახებ; ბ) "კონტრდაზვევრითი საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12-14 მუხლების შესაბამისად გაცემული საქართველოს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ბრძანება ან სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილება გადაუდებელი წესით ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების შესახებ; გ) ამ კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად გაცემული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ბრძანება სტრატეგიული ან ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების შესახებ. მუხლი 14. ფარული მეთვალყუროების ღონისძიებების განხორციელების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავება, შენახვა, განადგურება და გადაცემა 1. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, შენახვას, განადგურებას და გაცემას სააგენტო ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; 2. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, შენახვას, განადგურებას და გაცემას სააგენტო ახორციელებს "კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-142 და 143 მუხლებით დადგენილი წესით. 3. სტრატეგიული და ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, შენახვას, განადგურებას და გაცემას სააგენტო ახორციელებს "კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-142 და 143 მუხლებით დადგენილი წესით. მუხლი 15. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვა და გაცემა მონაცემთა ცენტრალური ბანკიდან 1. სააგენტო უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემი შეინახოს არაუმეტეს 12 თვის ვადით. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ვადის გაგრძელება შესაძლებელია 3 თვით საქართველოს მთავარი პროკურორის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიმართვის საფუძველზე უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლის განჩინებით. 3. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადის გაგრძელება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ: ა) გამოცხადებულია საგანგებო ან საომარი მდგომარეობა და მომხმარებლის ან ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შეგროვება მნიშვნელოვანია ამ პირობების აღმოსაფხვრელად ან მათთან დაკავშირებული დანაშაულის გამოძიებასთან; ბ) სახეზეა ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ განსაზღვრული ტერორისტული საქმიანობის რეალური რისკი; საქართველოს კანონით გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს ან ტერიტორიულ მთლიანობას ექმნება რეალური და მყისიერი ან უახლეს მომავალში მკაფიოდ იდენტიფიცირებადი საფრთხე; დ) გარკვეულ ვითარებაში კონკრეტული დანაშაულის გამოძიება (პასუხისმგებელ პირთა დადგენა) ან/და პრევენცია შესაძლებელია მხოლოდ მაინდენტიფიცირებელი მონაცემების შეგროვებით; 4. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულივადის გაგრძელება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირობების საფუძვლიანობას. მოსამართლე უნდა დარწმუნდეს, რომ არსებობს საკმარისი ინფორმაცია/მტკიცებულებები ამ ფაქტებისა და რისკების დასადასტურებლად. 5. მომხმარებლის და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადის გაგრძელების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, საქართველოს მთავარი პროკურორის ან საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის შუამდგომლობა წარედგინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს, რომელიც საკითხს იხილავს წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. საკითხის განხილვა ხდება დახურულ სასამართლო სხდომაზე ზეპირი მოსმენით. 6. ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილი შუამდგომლობა, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების გარდა, უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის გაგრძელების შესახებ დასაბუთებას (შესაბამის საფუძველსა და ინფორმაციაზე/მტკიცებულებებზე კონკრეტული მითითებით); ბ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ზუსტ ფარგლებს (მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კონკრეტული სახეების გათვალისწინებით ან პირთა შესაბამისი ჯგუფის მიმართ, რომელიც თავის მხრივ მკაფიოდ იდენტიფიცირებადი უნდა იყოს როგორც ტექნიკურად, ისე შინაარსობრივად); გ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ზუსტ ვადას; 7. ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის შენახვის გაგრძელების შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე ამოწმებს პროპორციულობას, ანუ იმ საკითხს, თუ რამდენად გადაუდებელი და აუცილებელია მოთხოვნილი ღონისძიება იმ ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, რომელიც წარმოდგენილია შუამდგომლობის ავტორების მიერ. 8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლე უფლებამოსილია გასცეს თანხმობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილებულია ამ მუხლის მოთხოვნები. თუ მოსამართლე ჩათვლის, რომ სახეზე არ არის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საფუძვლები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და ინფორმაცია არ ადასტურებენ წარდგენილ მოთხოვნას ან თუ შუამდგომლობა წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, ასევე იმ შემთხვევაში თუ შუამდგომლობის წარდგენის ფორმალური მოთხოვნები არ არის დაცული, შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდება. დაუშვებელია ხელახლა იმავე საფუძვლით ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობის წარდგენა, თუ მოსამართლემ უკვე უარი თქვა მის დაკმაყოფილებაზე. 9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლე უფლებამოსილია გასცეს თანხმობა ინფორმაციის შენახვის გაგრძელების შესახებ იმაზე მცირე ვადით ან იმ ვადით, რომელიც მოთხოვნილია შუამდგომლობაში. მოსამართლე უფლებამოსილია გასცეს თანხმობა ინფორმაციის შენახვის გაგრძელების შესახებ იმ ფარგლებში შუამდგომლობაში ან იმაზე მცირე (მაიდენტიფიცირებელი ფარგლებში ვიდრე მონაცემების ეს განსაზღვრულია კონკრეტული სახეების გათვალისწინებით ან პირთა შესაბამისი ჯგუფის მიმართ, რომელიც თავის მხრივ მკაფიოდ იდენტიფიცირებადი უნდა იყოს როგორც ტექნიკურად, ისე შინაარსობრივად). 10. ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის შენახვის გაგრძელების პროცედურა ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ მოპოვებულ ინფორმაციაზე და არ მოიცავს იმ ინფორმაციას, რომელიც უნდა იქნას მოპოვებული სამომავლოდ. 11. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გამოთხოვა გარდა ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, უფლებამოსილი ორგანოდან წარმოებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით და „კონტრდაზვერ ითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 147 მუხლით დადგენილი წესით. 12. სააგენტო ქმნის ელექტრონულ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს სსიპ "112"ში განხორციელებული შეტყობინების ინიციატორი საკომუნიკაციო აღჭურვილობის მომხმარებლის შესახებ მონაცემების ავტომატურ მიწოდებას სსიპ "112"-სთვის. მუხლი ღონისძიებების 16. სტრატეგიული და ინდივიდუალური მონიტორინგის განხორციელება 1. სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების საფუძველია საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლის ბრძანება სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების შესახებ. 2. სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების გამოყენებისთვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილი წარმომადგენელი შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს. შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს: ა) დასაბუთებას, რომ ღონისძიების შედეგად შესაძლოა გამოვლენილ იქნეს მონაცემები იმ ფაქტებისა და მოვლენების (ან მათი ნიშნების) შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის ან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას; ბ) დასაბუთებას, რომ სტრატეგიული განხორციელება გამოწვეულია გადაუდებელი მონიტორინგის საზოგადოებრივი წარმოადგენს თანაზომიერ საშუალებას მიზნის მისაღწევად; ღონისძიების საჭიროებით და გ) დასაბუთებას, რომ ამ პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები პრაქტიკულად ვერ მოიპოვება სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების გარეშე; დ) იმ შინაარსობრივი იდენტიფიკატორების დეტალურ აღწერას, რომელთა გამოყენებითაც უნდა განხორციელდეს ელექტრონული კომუნიკაციის ქსელებით გადაცემული იმ საკომუნიკაციო შეტყობინებების გამოვლენა, რომლებიც შეიცავენ ამ პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს; ე) მოთხოვნას ღონისძიების განხორციელების პერიოდის შესახებ. 3. მოსამართლე სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების შესახებ შუამდგომლობას განიხილავს მისი მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა დახურულ სასამართლო სხდომაზე, სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობით და გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება: ა) გასცემს ბრძანებას სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების შესახებ; ბ) გამოიტანს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 4. მოსამართლის ბრძანებაში უნდა მიეთითოს, რომ დასტურდება მე-2 პუნქტის "ა"-"გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა. ბრძანებაში ასევე უნდა მიეთითოს: ა) ბრძანების რეკვიზიტები - ნომერი; შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის სახელი და გვარი, ხელმოწერა (მათ შორის ელექტრონული) საიდუმლოების აღმნიშვნელი გრიფი; ბ) პირი, რომელმაც მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა; გ) განკარგულება სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების შესახებ; დ) შინაარსობრივი იდენტიფიკატორების დეტალური აღწერა, რომელთა გამოყენებითაც უნდა განხორციელდეს სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიება; ე) დროის რა მონაკვეთში (დაწყებისა და დასრულების თარიღისა და დროის მითითებით) უნდა განხორციელდეს სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიება; ვ) საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, როგორც უფლებამოსილი ორგანო, რომელმაც უნდა შეასრულოს ბრძანება; ზ) სპეციალური სამსახურის დასახელება, რომელსაც უნდა გაეცნოს და გადაეცეს ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია. 5. ნებართვა სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების შესახებ გაიცემა იმ ვადით, რაც აუცილებელია მისი მიზნის მისაღწევად, მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა. აღნიშნული ვადის გაგრძელება შეიძლება მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, თითოეულ ჯერზე იმავე წესით და საფუძველით, რაც დადგენილია თავდაპირველი ბრძანებისთვის. 6. ინდივიდუალური მონიტორინგის განხორციელების საფუძველია "კონტრდაზვევრითი საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის 12-14 მუხლებით დადგენილი წესით გაცემული მოსამართლი ბრძანება ან სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილება ინდივიდუალური მონიტორინგის განხორციელების შესახებ. თავი IV სააგენტოს მიერ კანონის აღსრულების მიზნით გამოყენებული ღონისძიებები მუხლი 17. კონტროლი და პასუხისმგებლობა სააგენტო აკონტროლებს ავტორიზებული პირის მიერ "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ „ჟ“ „რ“ ქვეპუნქტებით, სააგენტოს ნორმატიული აქტებით და სახელმძღვანელო მითითებებით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შესრულებას. აღნიშნული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს ავტორიზებული პირების დაჯარიმებას ამ კანონის 25-ე მუხლით დადგენილი წესით. მუხლი 18. აუდიტი 1. ავტორიზებული პირის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების კონტროლის მიზნით, სააგენტოს უფროსს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზებული პირის საინფორმაციოტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის აუდიტის ჩატარების შესახებ. გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს აუდიტის განხორციელებაზე უფლებამოსილი პირის ვინაობა და აუდიტორული შემოწმების საკითხი. 2. აუდიტორი უფლებამოსილია შეამოწმოს შემოწმების საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტები მათი განთავსების ადგილზე, გადაიღოს დოკუმენტების ასლები, სპეციალური ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებებით შეამოწმოს ავტორიზებული პირის აპარატურული ან/და ქსელური ინფრასტრუქტურა, მოსთხოვოს ავტორიზებული პირის წარმომადგენლებს ინფორმაცია და ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებები შესამოწმებელ საკითხთან დაკავშირებით. 3. აუდიტზე უფლებამოსილი პირი დამტკიცებული ფორმით ადგენს აუდიტის დასკვნას. დასკვნაში უნდა მიეთითოს: აუდიტის ჩატარების დღე, დრო და ადგილი; აუდიტის ჩატარების საფუძველი; ავტორიზებული პირის მხრიდან აუდიტზე დამსწრე პირის ვინაობა; შემოწმებული დოკუმენტაციის ჩამონათვალი, თუ ისინი ადგილზე შემოწმდა; შემოწმებული აპარატურული ან/და ქსელური ინფრასტრუქტურა და შემოწმების მიზნით გამოყენებული აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები; მიღებული ზეპირი ახსნა-განმარტებების მიმოხილვა (მათი წერილობით მიწოდების შემთხვევაში წერილობითი მასალა უნდა დაერთოს აქტს); დასკვნა, რომელშიც აღინიშნება გამოვლენილი დარღვევები და შეუსაბამობები; რეკომენდაციები და სახელმძღვანელო მითითებები, ამგვარის არსებობის შემთხვევაში; აუდიტის ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის და ავტორიზებული პირის (მისი წარმომადგენლის), ხოლო მის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში - სულ ცოტა ორი დამსწრის ხელმოწერა. 4. თუ მოთხოვნებისა აუდიტის და დასკვნის გარეშეც ვალდებულებების საკმარისი დარღვევის მტკიცებულებები შესახებ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე იწყება ადმინისტრაციული წარმოება დამრღვევი პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, რაც ეცნობება დამრღვევს. 5. თუკი აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ დამრღვევი პირის ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით განსაზღვრული დანაშაულის ნიშნებს, სააგენტო აუდიტის მასალებს დაუყოვნებლივ წარუდგენს საგამოძიებო ორგანოს და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას შესაბამისი რეაგირებისთვის. მუხლი 19. პასუხისმგებლობა 1. სააგენტო უფლებამოსილია "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის პ) და ჟ) ქვეპუნქტებით, სააგენტოს ნორმატიული აქტებით მოთხოვნების და და სახელმძღვანელო ვალდებულებების მითითებებით შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებული ავტორიზებული პირი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობისთვის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, დაჯარიმოს 30 000 ლარის ოდენობით. 2. ავტორიზებული პირის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა 90 000 ლარის ოდენობით. 3. ავტორიზებული პირის მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა 200 000 ლარის ოდენობით. 4. ავტორიზებული პირის მესამედ დაჯარიმების შემდეგ, მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან მესამედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, მეოთხედ დაჯარიმება იწვევს ავტორიზაციის ავტომატურ შეჩერებას. სააგენტო აცნობებს ელექტრონული კომუნიკაციების კომისიას ავტორიზებული პირის მეოთხედ დაჯარიმების და ავტორიზაციის ავტომატური შეჩერების შესახებ. კომისია უზრუნველყოფს ავტორიზაციის შეჩერების რეგისტაციას ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში „ელექტრონული კომინიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. 5. გაფრთხილებისა და დაჯარიმების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება მიიღება მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. გადაწყვეტილების მიღების თაობაზე წერილობით ეცნობება პირს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში. 6. ჯარიმის გადახდა უნდა მოხდეს ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების დამრღვევისთვის ჩაბარებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში. ჯარიმა ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 7. დამრღვევის მიერ შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის დაკისრების გადაწყვეტილების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსიტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო სააგენტოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. თავი V სააგენტოს სისტემა და ორგანიზაცია მუხლი 20. სააგენტოს უფროსის დანიშვნა და გათავისუფლება 1. სააგენტოს უფროსს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. სააგენტოს უფროსის კანდიდატი შეირჩევა სპეციალური კომისიის მიერ, რომელიც შედგება შვიდი წევრისგან. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიან: ა) საქართველო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი - სპეციალური კომისიის თავმჯდომარე; ბ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე (კომისიის წევრად ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე); გ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; დ) საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე; ე) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; ვ) საქართველოს სახალხო დამცველი; ზ) საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი; 3. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი შეარჩევს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს უფროსობის არანაკლებ სამ კანდიდატს. წარდგენილ კანდიდატებს კომისიის სხდომაზე ერთდროულად ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. სპეციალური კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის ხმას. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, განმეორებით ეყრება კენჭი საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ ამჯერადაც ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ან ვერ გამოვლინდა საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ერთი კვირის ვადაში სპეციალურ კომისიას წარუდგენს სხვა კანდიდატურებს. პროცედურა მეორდება სააგენტოს უფროსის კანდიდატის დამტკიცებამდე. 4. სპეციალური კანდიდატურას საქართველოს კომისიის მიერ სახელმწიფო დამტკიცებულ სააგენტოს უფროსის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს. 5. სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს არანაკლებ 30 წლის, უმაღლესი განათლების, ქმედუნარიანი, საკომუნიკაციო ან ინფორმაციულ ტექნოლოგიებში შესაბამისი გამოცდილების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სამართალდამცავ ორგანოში მუშაობის სულ ცოტა 2 წლის გამოცდილება და რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. სააგენტოს უფროსის თანამდებობა არ შეიძლება დაიკავოს საქართველოს მოქალაქემ, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 6. სააგენტოს უფროსი სამსახურის უფროსის წარდგინებით პრემიერ-მინისტრის მიერ თანამდებობიდან თავისუფლდება, თუ: ა) შეუწდა საქართველოს მოქალაქეობა; ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენი; გ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოცხადდა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; დ) დაიკავა მისთვის შეუთავსებელი თანამდებობა ან ახორციელებს შეუთავსებელ საქმიანობას; ე) გადადგა თანამდებობიდან; ვ) გარდაიცვალა; ზ) ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ასრულებს მისთვის კანონით, სააგენტოს დებულებით ან სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვულ უფლებამოსილებებს; თ) ჯეროვნად ვერ ასრულებს მისთვის კანონით, სააგენტოს დებულებით ან სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვულ უფლებამოსილებებს. მუხლი 21. სააგენტოს უფროსი და მისი მოადგილეები 1.სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი. 2. სააგენტოს უფროსი: ა) აწესრიგებს სააგენტოს კომპეტენციის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ამ საკანონმდებლო აქტით; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; დ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; ვ) შეიმუშავებს წინადადებებს სააგენტოს დაფინანსებისა და მატერიალურ- ტექნიკური უზრუნველყოფის, მათ შორის სააგენტოს ბიუჯეტის შესახებ და შესაბამის პროექტებს წარუდგენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს სახსრებს და ქონებას; თ) ქმნის კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებს; ი) წარმოადგენს სააგენტოს საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობებში; კ) მოსამსახურეებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანიჭებს სახელმწიფო კომპეტენციის ფარგლებში სპეციალურ წოდებებს; ლ) საქართველოს წაახალისებს და კანონმდებლობის დისციპლინურ შესაბამისად პასუხისმგებლობას აკისრებს მოსამსახურეებს. შუამდგომლობს სამსახურის უფროსთან სააგენტოს მოსამსახურის სახელმწიფო ჯილდოზე წარსადგენად; მ) სამსახურის უფროსის თანხმობით ამტკიცებს სააგენტოს შიდა სტრუქტურას, საშტატო ნუსხასა და მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს საქართველოს კანონმდებლოთ დადგენილი წესით; ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სააგენტოს უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები. 4. სააგენტოს უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს სააგენტოს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. 5. სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება სააგენტოს დებულებით, სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტებით და სხვა ნორმატიული აქტებით. 6) სააგენტოს უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში ახალი უფროსის დანიშვნამდე, სააგენტოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების სხვაგვარად შეუძლებლობის შემთხვევაში, სააგენტოს უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე. მუხლი 22. სააგენტოს უფროსის თანამდებობრივი შეუთავსებლობა სააგენტოს უფროსის თანამდებობა შეუთავსებელია საჯარო ან კერძო სამსახურში ნებისმიერ თანამდებობასთან. სააგენტოს უფროსს უფლება არა აქვს ახორციელებდეს რაიმე ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა. არ შეიძლება სააგენტოს უფროსი იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან სხვაგვარად მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. მუხლი 23. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კომპეტენცია 1. ამ კანონის მიზნებისთვის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი: ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს უფროსის კანდიდატურას ამ კანონის 20-ე მუხლით დადგენილი წესით; ბ) სააგენტოს უფროსის წარდგინებით ნიშნავს სააგენტოს უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს; გ) ამტკიცებს სააგენტოს დებულებას, განსაზღვრავს მის ძირითად სტრუქტურას და სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების კომპეტენციას; 2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. მუხლი 24. სააგენტოს მოსამსახურე 1. სააგენტოს მოსამსახურე არის საჯარო მოსამსახურე. 2. სააგენტოს მოსამსახურეს შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფო სპეციალური წოდება. 3. სააგენტოს შეიძლება ჰყავდეს ღია და ფარულ შემადგენლობაში მყოფი მოსამსახურეები. 4. თუ სააგენტოს მოსამსახურე თეორიულ-პრაქტიკული სწავლების მიზნით მონაწილეობას მიიღებს სააგენტოს მიერ შეთავაზებულ სპეციალური მომზადების პროგრამაში და ეს პროგრამა სააგენტოს მიერ ფინანსდება, მოსამსახურესა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მას უფლება არა აქვს, საკუთარი ინიციატივით გათავისუფლდეს სამსახურიდან ამ პროგრამის დასრულებიდან 2 წლის განმავლობაში. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ მოსამსახურე სააგენტოს აუნაზღაურებს მისი თეორიულ-პრაქტიკული სწავლებისთვის გაწეულ ხარჯებს. თავი VI კონტროლი და ზედამხედველობა სააგენტოს საქმიანობაზე მუხლი 25. საპარლამენტო კონტროლი 1. სააგენტოს საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს პარლამენტი საპარლამენტო კონტროლის ფორმების გამოყენებით, ხოლო იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობასთან - საპარლამენტო კონტროლი ხორციელდება საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის მეშვეობით, ამ მუხლით განსაზღვრულ ფარგლებში და დადგენილი წესით. 2. სააგენტო ყოველწლიურად წარუდგენს ნდობის ჯგუფს სტატისტიკურ და გაწეული საქმიანობის განზოგადებულ ანგარიშს. მუხლი 26.პრემიერ-მინისტრის კონტროლი 1. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. 2. სააგენტო ყოველწლიურად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სტატისტიკურ და მის მიერ გაწეული საქმიანობის განზოგადებულ ანგარიშს. მუხლი 27. ზედამხედველი მოსამართლის კონტროლი ზედამხედველი მოსამართლე ახორციელებს სააგენტოს მიერ "კონტრდაზვევრითი საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის "ა" ქვეპუნქტით "კონტრდაზვერვითი გათვალისწინებული საქმიანობის შესახებ" ღონისძიებების საქართველოს აღსრულებას კანონის მე-147 და მუხლის საფუძველზე მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორცილებული აქტივობების კონტროლს "კონტრდაზვევრითი საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის 146 მუხლით დადგენილი წესით და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მუხლი 28. სასამართლო კონტროლი სამსახურის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირადი ცხოვრებისა და საკომუნიკაციო შეტყობინებათა ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვასთან ექვემდებარება სასამართლო კონტროლს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 29. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კონტროლი პერსონალურ მონაცემთა დაცვს ინსპექტორი აკონტროლებს სააგენტოს მიერ სისხლის სამართლი საპროცესო კოდექსის 136-ე და 1433 მუხლის საფუძველზე, ასევე "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობს" შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძვლზე განხორციელებულ ქმედებებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 351 მუხლით დადგენილი წესით და ტექნიკური უსაფრთხოების სამსახურის საშუალებების გამოყენებით. მუხლი კონტროლი 30. საქართველოს სახელმწიფო 1. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. 2. ამ კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული სტატისტიკური და გაწეული საქმიანობის განზოგადებულ ანგარიშის პრემიერ-მინისტრთან წარდგენამდე, სააგენტოს უფროსი ამ სტატისტიკურ და განზოგადებულ ანგარიშს წარუდგენს სამსახურის უფროსს. მუხლი 31. საფინანსო საბიუჯეტო კონტროლი სააგენტოს მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების გამოყენებასა და ხარჯვას აკონტროლებს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. თავი VII სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და დაფინანსება მუხლი 32. სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და დაფინანსება 1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) სახელმწიფო საბიუჯეტო ასიგნებები. ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისთვის დადგენილი საფასური; გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები; დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; ე) საჩუქრის და შემოწირულობის სახით მიღებული შემოსავლები; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. სააგენტოს ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იქნეს ცალკე პროგრამული/ორგანიზაციული კოდით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისთვის საფასურის განაკვეთები, ასევე საფასურის გადახდის, მისი გადახდისგან განთავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და პირობები განისზღვრება საააგენტოს ნორმატიული აქტით. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება სააგენტოს მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას, ასევე შესაძლებელია მოხმარდეს სამსახურის სისტემის განვითარებას. სააგენტოს სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.. 5. სააგენტოს წარმომადგენლობითი ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 33. სააგენტოს ქონება 1. სააგენტოს საკუთარი მიზნების განსახორციელებლად და ფუნქციების შესასრულებლად აქვს ქონება, რომლის შექმნის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 2. სააგენტოს ქონება შედგება ძირითადი და საბრუნავი საშუალებების, აგრეთვე სხვა მატერიალური და არამატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური რესურსებისგან, რომლებიც აისახება საგენტოს დამოუკიდებელ ბალანსზე. თავი IX გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი მუხლი 34. გარდამავალი დებულებანი 1. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 31 მარტამდე უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა. 2. სამსახურმა: ა) 2017 წლის 31 მარტამდე დაამტკიცოს სააგენტოს დებულება ბ) საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის მიერ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ასიგნებებით გაფორმებულ სატელეკომუნიკაციო და კავშირგაბმულობის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებში შემსყიდველად განსაზღვროს სააგენტო. 3. სააგენტომ: ა) 2017 წლის 31 მარტამდე უზრუნველყოს დღეს მოქმედი იმ სამართლებრივი აქტების შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება რომელიც ეხება ფარული საგამოძიებო მოქმედების ღონისძიების განხორციელებას, ამ ღონისძიებათა განხორციელების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გაცნობას, დამუშავებას, შენახვას, გაცემას და განადგურებას კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურისა და შესაბამისი ინტერფეისების განსაზღვრას; ბ) 2019 წლის 31 მარტამდე უზრუნველყოს გეოლოკაციის რეალურ რეჟიმში განსაზღვრის სიტემის და ამ კანონის მე-15 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული სისტემის ამოქმედებისთვის საჭირო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. გ) 2017 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოფს ამ კანონის მე-2 მუხლის „ი“ „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კონტროლის ელექტრონული სისტემების ამოქმედებას ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებებთან მიმართებით. დ) 2017 წლის 31 მარტამდე უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებამდე ამ კანონის მე-2 მუხლის „ი“ „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კონტროლის ელექტრონული სისტემების ამოქმედებას ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან მიმართებით. ე) 2019 წლის 31 მარტამდე შექმნას ის ელექტრონული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საკომუნიკაციო სსიპ „112“-ში აღჭურვილობის მიწოდებას სსიპ „112“-სთვის. განხორციელებული მომხმარებლის შეტყობინების შესახებ მონაცემების ინიციატორი ავტომატურ ვ) 2017 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს სამსახურიდან ქონების (მათ შორის, უძრავი ქონება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სხვა ქონება) მიღება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 4) სააგენტო, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი წარმოიშობა და იურიდიული პირის სტატუსს იძენს დებულების დამტკიცების მომენტიდან. 5) ამ კანონით დადგენილი წესით სააგენტოს უფროსის დანიშვნამდე სააგენტოს უფროსის მოვალეობას ასრულებს ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 6) ამ კანონით დადგენილი წესით სააგენტოს უფროსი დანიშნული უნდა იქნას ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში. 7) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ ამ კანონის ამოქმედების მომენტიდან ჩაითვალოს სააგენტო. 8) ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების მიღებამდე იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული შესაბამისი სამართლებრივი აქტები. 9) ამ კანონის საფუძველზე სააგენტოს მიერ ხელშეკრულებების დადებამდე იურიდიულ ძალა ინარჩუნებს ამ კანონის ამოქმედებამდე დადებული შესაბამისი ხელშეკრულებები. 10) ამ კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სისტემების შექმნამდე, სსიპ "112"-ში განხორციელებული შეტყობინების ინიციატორი საკომუნიკაციო აღჭურვილობის მომხმარებლის და მობილური საკომუნკაციო აღჭურვილობის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება განხორციელდეს მომხმარებლის და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ცენტრალური ბანკიდან. 11) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხოციელებამდე ხორციელდება ამ მუხლის მე-3 ფარული საგამოძიებო მოქმედებებზე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის კონტროლი შესაბამისად შექმნილი ელექტრონული სისტემით. 12) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოამზადოს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელშც აისახება ამ კანონიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილებიბი, ხოლო „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანამდე სააგენტოს დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს ასიგნებებიდან. მუხლი 35. დასკვნითი დებულებანი კანონით გათვალისწინებული 1. ეს კანონი, გარდა მე-5 მუხლის მე-5 პუნქტისა მე-7 მუხლის „ა.დ“ ქვეპუნქტისა, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებისა, მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, მე-3 პუნქტისა, მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, „ბ-ე“ ქვეპუნქტებისა, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, მე-9 მუხლის მე-3-მე-5 პუნქტებისა, მე-10 მუხლისა, მე-13 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა, მე-14 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა, მე16 მუხლისა, მე-4 და მე-5 თავებისა, 32-ე და 35-ე მუხლებისა, და 38-ე მუხლის მე-2 პუნქტისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის მე-7 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტები, მე-3 პუნქტი, მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „ბ-ე“ ქვეპუნქტები, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები, მე-9 მუხლის მე-3-მე-5 პუნქტები, მე-13 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები, მე-14 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, მე-16 მუხლი, მე-4 და მე-5 თავები, 32-ე და 35-ე მუხლები ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან. 3. ამ კანონის მე-7 მუხლის „ა.დ“ ქვეპუნქტი, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-10 მუხლი და მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 30 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: 2016 წლის 14 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არაკონსტიტუციურად ცნო ფარული მიყურადების განხორციელების არსებული საკანონმდებლო რეგულაციები. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი დაავალდებულა შეიმუშაოს და მიიღოს ისეთი საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია ფარული საგამოძიებო მოქმედებების და ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების განხორციელების სისტემის რეფორმირება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული ძირითადი პრინციპების და მითითებების შესაბამისად. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართვლოს ოპერატიულტექნიკური სააგენტო, რომელიც: - ისარგებლებს დამოუკიდებლობის ადეკვატური გარანტიებით; - არ ექნება საგამოძიებო, სადაზვერვო ან კონტრსადაზვერვო ფუნქციები და ამ თვალსაზრისით არ იქნება პროფესიულად დაინტერესებული, მოიპოვოს მეტი ინფორმაცია; - როგორც დამოუკიდებელი და პროფესიული ინტერესის არ მქონე ორგანო, უზრუნველყოფს ფარული საგამოძიებო მოქმედებების და ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების განხორციელებისთვის აუცილებელი ტექნიკური ინფრასტრუქტურის შექმნას, მომსახურებას, შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებისა და ინსტრუქციების შემუშავებას, დამტკიცებას და მათ აღსრულებას; - როგორც დამოუკიდებელი და პროფესიული ინტერესის არ მქონე ორგანო, უზრუნველყოფს უფლებამოსილი საგამოძიებო, სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო ფუნქციების მქონე ორგანოების მიერ შესაბამისი საკანონმდებლო პროცედურებით დადგენილი წესით მიმართვის საფუძველზე ფარული საგამოძიებო მოქმედებების, ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების და სტრატეგიული და ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიებების განხორციელებას. სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად შეასრულებს მისთვის დაკისრებულ ამოცანებს. დაუშვებელი იქნება სააგენტოს საქმიანობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების და თანამდებობის პირების უკანონო ჩარევა. კანონით გარანტირებული იქნება სააგენტოს მოსამსახურის დამოუკიდებლობა თავის სამსახურებრივ საქმიანობაში. სააგენტოს ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ცალკე ორგანიზაციული კოდით. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სააგენტოსთვის განკუთვნილი ხარჯების შემცირება წინა წლის შესაბამის მოცულობასთან შედარებით შესაძლებელი იქნება მხოლოდ სააგენტოს წინასწარი თანხმობით. სააგენტო არის სპეციალური დანიშნულების, განსაკუთრებული რეჟიმის სტატუსის მქონე დაწესებულებას, რომლის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითა და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და პატივისცემა, კანონიერება; დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი; საქმიანობის ღია და ფარული მეთოდების ერთობლიობა; კონსპირაცია; ერთიანობა და ცენტრალიზაცია. დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტოს უფროსის კანდიდატის შერჩევა განხორციელდება 7 წევრისგან დაკომპლექტებული სპეციალური კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ: ა) საქართველო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი - სპეციალური კომისიის თავმჯდომარე; ბ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, რომელსაც კომისიის წევრად დანიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე; გ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; დ) საქართველოს თავმჯდომარე; პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ე) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; ვ) საქართველოს სახალხო დამცველი; ზ) საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი შეარჩევს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს უფროსობის არანაკლებ სამ კანდიდატს. წარდგენილ კანდიდატებს კომისიის სხდომაზე ერთდროულად ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. სპეციალური კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის ხმას თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, განმეორებით ეყრება კენჭი საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ ამჯერადაც ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ან ვერ გამოვლინდა საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ერთი კვირის ვადაში სპეციალურ კომისიას წარუდგენს სხვა კანდიდატურებს. პროცედურა მეორდება სააგენტოს უფროსის კანდიდატის დამტკიცებამდე. საკონკურსო კომისიის მიერ დამტკიცებულ სააგენტოს უფროსის კანდიდატურას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. სააგენტოს უფროსის თანამდებობა შეუთავსებელი იქნება საჯარო ან კერძო სამსახურში ნებისმიერ თანამდებობასთან. სააგენტოს უფროსს უფლება არა ექნება ახორციელებდეს რაიმე ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა. სააგენტოს უფროსი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან სხვაგვარად მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსსა და სააგენტოს უფროსს შორის კომპეტენციათა მკაფიო გამიჯვნის მიზნით, დეტალურად რეგულირდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა და სააგენტოს უფროსის უფლებები და მოვალეობები. კერძოდ, სამსახურის უფროსის უფლებამოსილება შემოიფარგლება: საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული სააგენტოს უფროსობის კანდიდატურის წარდგენით; სააგენტოს უფროსის წარდგინებით სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების დანიშვნით და ასევე სააგენტოს დებულების დამტკიცებით, რომლითაც განისაზღვრება სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია. თავის მხრივ, სააგენტოს უფროსი: ა) მოაწესრიგებს სააგენტოს კომპეტენციის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ამ საკანონმდებლო აქტით; აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს უფროსი დაამტკიცებს იმ ტექნიკურ რეგლამენტებს და ინსტრუქციებს, რომლებიც განსაზღვავენ რეალურ დროში საკომუნიკაციო შეტყობინებების მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურას, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების და ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების განხორციელების, ისევე როგორც აღნიშნული ღონისძიებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების, შენახვის, გაცემის და განადგურების წესებს. გ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; დ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს; ე) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს დებულების პროექტს; სამსახურის უფროსს ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მოსამსახურეებს, მათ შორის, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს სახსრებს და ქონებას; თ) ქმნის კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებს; ი) წარმოადგენს ურთიერთობებში; სააგენტოს კ) მოსამსახურეებს სპეციალურ წოდებებს; თავისი საერთაშორისო კომპეტენციის და სხვა ფარგლებში ორგანიზაციებთან ანიჭებს სახელმწიფო ლ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენციის ფარგლებში წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს მოსამსახურეებს. შუამდგომლობს სამსახურის უფროსთან სააგენტოს მოსამსახურის სახელმწიფო ჯილდოზე წარსადგენად; მ) ამტკიცებს სააგენტოს შიდა სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ნ) სამსახურის უფროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს; ო) განახორციელებს უფლებამოსილებებს. საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა სააგენტო კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილი ორგანოს მომართვის საფუძველზე, სპეციალური ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით, ფარული მეთოდებით საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, თავდაცვისუნარიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, მართლწესრიგის და სამხედრო პოტენციალის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა შესახებ ინფორმაციისა და სისხლის სამართლის საქმეზე ფაქტობრივი მონაცემების მოპოვების მიზნით განახორციელებს ღონისძიებებს, რომლებიც უკავშირდება სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებას და ჩაწერას, კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოპოვებას, კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვებას, გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრას, საფოსტო სატელეგრაფო გზავნილთა კონტროლს, ფარულ აუდიო ან/და ვიდეო ჩაწერას, ფოტო გადაღებას, ინდივიდუალურ და სტრატეგიულ მონიტორინგს. ამასთან, სააგენტოს ფუნქცია იქნება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებებს როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, ისე კოტრდაზვერვითი მიზნებისთვის ემატება გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა, ასევე ინდივიდუალური და სტრატეგიული მონიტორინგი მხოლოდ კონტრდაზვერვითი მიზნებისთვის. სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიება განიმარტება, როგორც სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო მიზნებისთვის საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, ასევე იმ ტერიტორიაზე, სადაც არ ვრცელდება საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების მეშვეობით გადაცემული სატელეკომუნიკაციო ნაკადის მონიტორინგი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, თავდაცვისუნარიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, მართლწესრიგის, სამეცნიერო-ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით. ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიება კი განიმარტება, როგორც სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო მიზნებისთვის საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, კონკრეტული საკომუნიკაციო აღჭურვილობის ტექნიკური იდენტიფიკატორის მეშვეობით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით გადაცემული საკომუნიკაციო შეტყობინებების მონიტორინგი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, თავდაცვისუნარიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, მართლწესრიგის, სამეცნიეროეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით. მნიშვნელოვნად იცვლება და ფართოვდება სააგენტოს საქმიანობის კონტროლის ინსტიტუციური და ტექნოლოგიური მექანიზმები. კერძოდ, წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტში შემავალი „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შესაბამისად სააგენტოს მიერ კონტრდაზვერვითი მიზნებისთვის ფარული მიყურადების, ე.წ. ელექტრონული თვალთვალის განხორციელებისას გათვალისწინებულია კოლტროლის ელექტრონული სისტემა. შემოდის ზედამხედველი მოსამართლის ინსტიტუტი, რომელიც გააკონტროლებს და ზედამხედველობას გაუწევს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების აღსრულებას. ზედამხედველი მოსამართლე განისაზღვრება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით და აღნიშნული ფუნქციის განხორციელება დაეკისრება უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს. ღონისძიებების განხორციელებას ზედამხედველი მოსამართლე გააკონტროლებს კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ღონისძიების განხორციელების სამართლებრივი საფუძვლის შემოწმებით. სააგენტოს მონიტორინგის სისტემის მიერ ინიციირებული ყველა ბრძანება მიეწოდება ზედამხედველ მოსამართლეს კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. მოსამართლე შეამოწმებს ბრძანების ინიციირების სამართლებრივ საფუძვლს და ამავე სისტემის მეშვეობით შესაძლებლობა ექნება შეაჩეროს ღონისძიების აღსრულება, თუ მას არ გაუცია ნებართვა ამ ღონისძიების ჩატარებაზე ან კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოდგენილი არ არის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების ელექტრონული ასლი გადაუდებელი წესით ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების შესახებ. კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ინიციირებულ/განხორციელებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემების სამართლებრივ საფუძვლებთან შედარებით. კონტროლის სპეციალური სისტემა უზრუნველყოფს უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემის მიერ ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის შესახებ ინიციირებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემების კრიპტოგრაფული მეთოდების გამოყენებით დამუშავებას, მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემის მიერ აღსრულებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემების ავტომატურ მიწოდებას ზედამხედველი მოსამართლისთვის, ამ მონაცემების კრიპტოგრაფიული მეთოდების გამოყენებით დამუშავებას და მიღებული შედეგების ავტომატურ შედარებას. მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ზედამხედველი მოსამართლე ასევე უზრუნველყოფს მომხმარებლის და კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლს, რომელთა საფუძველია „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოთხოვა, მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით. აღნიშნული სისტემა უზრუნველყოფს ბანკში განხორციელებული აქტივობების სამართლებრივი საფუძვლების და შესაბამისი ლოგირების მონაცემების მიწოდებას ზედამხედველი მოსამართლისთვის, მათ გამიჯვნას და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის იმ ქმედებების შესახებ მონაცემების გადაგზავნას, რომელთა განხორციელების საფუძველია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლი და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მესამე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. ზედამხედველი მოსამართლე ასევე უფლებამოსილი იქნება მოსთხოვოს სააგენტოს წერილობითი ახსნა-განმარტებები კონტროლის პროცესში გამოვლენილ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით და მიღებული ახსნა-განმარტებების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების ინიციირების შესახებ. ზედამხედველი მოსამართლის ინსტიტუტის შემოღება უზრუნველყოფს ე.წ. პარალელური წვდომის აღმოფხვრას, ვინაიდან კანონით ამომწურავად იქნება მითითებული ფარული მიყურადების შემთხვევები და გარანტირებული იქნება ადეკვატური კონტროლის მექანიზმები. შესაბამისად, სრულად იქნება შესრულებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნა პარალელური წვდომის გამორიცხვასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, მათი კონტროლი განხორციელდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ ასევე აღნიშნული სისტემების გამოყენებით. კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიების - სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადების და ჩაწერის - კონტროლს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი განახორციელებს: ა) კონტროლის ელექტრონული სისტემით; ბ) კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით; გ) მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების საფუძვლის კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით). ამგვარად, კონტროლის აღნიშნული სისტემების ძირითადი არქიტექტურის მიხედვით, რომელთა მარეგულირებელ საიდუმლო სამართლებრივ აქტებთან ინსპექტორის დაშვება კანონით იქნება გარანტირებული, უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემის მიერ გაცემული ბრძანებები და მართლზომიერი მენეჯმენტის სისტემის მიერ აღსრულებული ქმედებების ლოგირების მონაცემები სრულად მიეწოდება ზედამხედველ მოსამართლეს, დამუშავდება, გაიმიჯნება და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან გადაიგზავნება მხოლოდ ის სამართლებრივი საფუძვლები და ლოგირების მონაცემები, რომლებიც ასახავენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლის საფუძველზე განხორციელებულ აქტივობებს. შესაბამისად, ზედამხედველი მოსამართლე კონტროლს გაუწევს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებებს, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს. ამასთან, ვინაიდან ზედამხედველ მოსამართლეს მიეწოდება სრული ინფორმაციული მასივი, იგი შეძლებს, დაინახოს და გაეცნოს ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს და შესაბამის ლოგირების მონაცემებს, თუმცა, კონტროლის მიზნებისთვის შემოიფარგლება მხოლოდ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების განხორციელების კონტროლით და კონტროლის ფარგლებში მისი შეჩერების შესაძლებლობით. კავშირგაბმულობის არხიდან/კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოხსნისა ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებას ინსპექტორი გააკონტროლებს მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების საფუძვლის კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით), რომლის ფარგლებშიც მას უფლება ექნება, შევიდეს სააგენტოს შეზღუდული დაშვების არეალებში და მიმდინარე რეჟიმში დააკვირდეს უფლებამოსილი ორგანოების მიერ საქმიანობის განხორციელებას; გაეცნოს სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელ, მათ შორის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ სამართლებრივ დოკუმენტებს და ტექნიკურ ინსტრუქციებს; მიიღოს ინფორმაცია ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიზნებისთვის გამოყენებული ტექნიკური ინფრასტრუქტურის შესახებ და განახორციელოს აღნიშნული ინფრასტრუქტურის შემოწმება; მოითხოვოს ახსნა-განმარტებები სააგენტოს ოფიცალური პირებისგან ინსპექტირების პროცესში გამოვლენილ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით. და ფიქსაციის მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი განახორციელებს მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ასევე მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით). წარმოდგენილი კანონით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კონტროლის გარდა, სააგენტოს საქმიანობაზე, ასევე, გათვალისწინებულია საპარლამენტო, პრემიერ-მინისტრის, სასამართლო და საფინანსო-საბიუჯეტო კონტროლი. სააგენტოს საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს პარლამენტი საპარლამენტო კონტროლის ფორმების გამოყენებით, ხოლო იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობასთან - საპარლამენტო კონტროლი ხორციელდება საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის მეშვეობით. სააგენტო ყოველწლიურად წარუდგენს ნდობის ჯგუფს სტატისტიკურ და გაწეული საქმიანობის განზოგადებულ ანგარიშს. სააგენტო ასევე ანგარიშვლადებული იქნება პრემიერ-მინისტრის წინაშე და ყოველწლიურად წარუდგენს სტატისტიკურ და განზოგადებულ ანგარიშს მის მიერ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ. წარმოდგენილი კანონპროექტით იცვლება მომხმარებლის და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ვადები, რითაც ზედმიწევნით სრულდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნა, რომ ასეთი მონაცემების შენახვა განხორციელდეს გამოძიების ფუნქციისგან დისტანცირებული, ამ თვალსაზრისით პროფესიულად არდაინტერესებული, ამასთან, დამოუკიდებლობის მყარი და საკმარისი გარანტიებით აღჭურვილი და ეფექტურად კონტროლირებადი ორგანოს მიერ 2 წელზე ნაკლები ვადით შენახვა. წარმოდგენილი პროექტით სააგენტო უფლებამოსილი იქნება მომხმარებლის და სატელეფონო კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირება მოახდინოს არაუმეტეს 12 თვის ვადით, ინტერნეტ-კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირება კი - არაუმეტეს 6 თვის ვადით. ამასთან, კანონით განისაზღვრება კოპირებისთვის კანონით გათვალისწინებული ვადის 3 თვის ვადით გაგრძელების შესაძლებლობა საქართველოს მთავარი პროკურორის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიმართვის საფუძველზე უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლის განჩინებით. მეტაინფორმაციის შენახვის 12-თვიან ვადას ითვალისწინებს შვედეთისა და ესტონეთის კანონმდებლობებიც. ასევე ყურადსაღებია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს 2016 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება, სადაც მიეთითა, რომ „მონაცემთა შენახვა მიზანმიმართულად მძიმე დანაშაულთან საბრძოლველად და მკაფიოდ გაწერილი - თუ რა კატეგორიის მონაცემები უნდა იქნეს შენახული და რა ვადით, კონკრეტულად ვის და კომუნკაციის რომელ საშუალებებს შეეხება ეს - არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობასა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს.“. პროექტით ასევე გათვალისწინებულია სააგენტოს მიერ ისეთი ელექტრონული სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს სსიპ „112“-ში განხორციელებული შეტყობინების ინიციატორი საკომუნიკაციო აღჭურვილობის მომხმარებლის შესახებ მონაცემების ავტომატურ მიწოდებას სსიპ „112“-სთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ „სასამართლო კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ის სამსახურის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებზე წვდომის აუცილებლობას . . ბუნებრივია, რომ სამაშველო სამსახურს უნდა ჰქონდეს ასეთ ინფორმაციაზე ეფექტური და დროული ხელმისაწვდომობა“. თუმცა, ვიდრე აღნიშნული სისტემის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა მოხდება, კანონპროექტი ითვალისწინებს სსიპ "112"-ში განხორციელებული შეტყობინების ინიციატორი საკომუნიკაციო აღჭურვილობის მომხმარებლის და მობილური საკომუნკაციო აღჭურვილობის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სააგენტოს მომხმარებლის და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ცენტრალური ბანკიდან. „ელექტრონული სააგენტო კომუნიკაციების შესახებ“ კანონის შესაბამისად ავტორიზებულ პირებს ნორმატიული აქტებით და სახელმძღვანელო მითითებებით განუსაზღვრავს მოთხოვნებს და ვალდებულებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას. აღნიშნული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს ავტორიზებული პირების დაჯარიმებას კანონით დადგენილი წესით. ავტორიზებული პირის მიერ კანონმდებლობით შესრულების გათვალისწინებული კონტროლის გადაწყვეტილება მიზნით, ავტორიზებული მოთხოვნებისა სააგენტოს პირის უფროსს და ვალდებულებების უფლება აქვს მიიღოს საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის აუდიტის ჩატარების შესახებ. სააგენტოს წარმომადგენელი - აუდიტორი უფლებამოსილია შეამოწმოს შემოწმების საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტები მათი განთავსების ადგილზე, გადაიღოს დოკუმენტების ასლები, სპეციალური ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებებით შეამოწმოს ავტორიზებული პირის აპარატურული ან/და ქსელური ინფრასტრუქტურა, მოსთხოვოს ავტორიზებული პირის წარმომადგენლებს ინფორმაცია და ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებები შესამოწმებელ საკითხთან დაკავშირებით. თუკი აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ დამრღვევი პირის ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით განსაზღვრული დანაშაულის ნიშნებს, სააგენტო აუდიტის მასალებს დაუყოვნებლივ წარუდგენს საგამოძიებო ორგანოს და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას შესაბამისი რეაგირებისთვის. სააგენტო უფლებამოსილია მითითებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ავტორიზებული პირი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობისთვის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, დაჯარიმოს კანონით განსაზღვრული ოდენობით. დამრღვევის შეუსრულებლობის მიერ ჯარიმის შემთხვევაში დაკისრების გადაწყვეტილების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიურო სააგენტოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. პროექტი ითვალისწინებს გარდამავალ დებულებებს, რომელშიც ამომწურავად არის მითითებული კონკრეტული ვადები, რომელთა დაცვითაც სხვადასხვა უწყებებმა და თანამდებობის პირებმა უნდა უზრუნველყონ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულ ვადაში მოხდეს მისი აღსრულება და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: ამ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი და ასევე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ოპერატიულტექნიკური სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთარი შემოსავლები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნა, რომელსაც უფლება ექნება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამრღვევთა მიმართ გამოიყენოს ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები. ამ პროექტით გათვალისწინებულია სანქციები ფულადი ჯარიმების სახით, აგრეთვე, გათვალისწინებულია ლიცენზიების მოსაკრებლის შემოღება. ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას იქონიებს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურთან დაკავშირებული დამატებითი ღირებულების გადასახადი. კანონპროექტის მიღებას გავლენა ექნება ასევე სააგენტოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო მიიღებს შემოსავალს ხელშეკრულებების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან, ასევე სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილ საფასურს და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა შემოსავლებს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილის ცვლილებას. კანონპროექტით გათვალისწინებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნა. ნაწილობრივ სააგენტო დაფინანსდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის დამტკიცებული ასიგნებებიდან. 2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდას გამოიწვევს სააგენტოში ახალი ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა; სულ დაახლოებით 500 000 ლარის ოდენობით და დაახლოებით 40 ახალი საშტატო ერთეულით. 2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდას გამოიწვევს სააგენტოში ახალი ადმინისტრაციული ერთეულების უზრუნველყოფა (800 000 ლარი); გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის (15 000 000 ლარი) და სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების ტექნიკური და პროგრამული საშუალებების შეძენა (3 000 000 ლარი); ახალი ადმინისტრაციული შენობა, მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობა (15 000 000 ლარი). 2019 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდას გამოიწვევს სააგენტოში ახალი ადმინისტრაციული ერთეულების უზრუნველყოფა; ახალი ადმინისტრაციული შენობის ექსპლოატაცია; სულ დაახლოებით 1 300 000 ლარი, რომელსაც დაემატება გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის ტექნიკური და პროგრამული საშუალებების ექპლოატაციის ხარჯები. აგრეთვე, ელექტრონული ამ კანონპროექტით სისტემის გათვალისწინებული კონტროლის და საქართველოს მოწყობა ექსპლუატაცია სპეციალური უზენაესი სასამართლოსთვის გამოიწვევს ხარჯების გაზრდას დაახლოების 260 000 ლარის ოდენობით და დაახლოებით 5 ახალ საშტატო ერთეულით 2017 წელში. ხოლო, მომდევნო წლებში მისი ექსპლოატაციის ხარჯები შეადგენს ყოველწლიურად დაახლოებით 100 000 ლარს (5 საშტატო ერთეულის ხელფასი). აღნიშნული სისტემის გამართვაზე პასუხისმგებელია სააგენტო. ამ კანონპროექტით დამატებითი ვალდებულებები ესაზღვრებათ სხვა მხარჯავ დაწესებულებებს, რაც დამატებით საბიუჯეტო ხარჯებს არ გამოიწვევს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღებას ფინანსური შედეგები ექნება იმ პირებზე, რომლებიც არ შეასრულებენ სააგენტოს მიერ დადგენილ სტანდარტებს სატელეკომუნიკაციო სფეროში და მოუწევთ შესაბამისი ჯარიმების გადახდა. კანონპროექტის მიღებას ფინანსური შედეგები ექნება იმ პირებზე, რომლებიც ისარგებლებენ სააგენტოს მომსახურებით და მათ მოუწევთ შესაბამისი საფასურის გადახდა. კანონპროექტის მიღებას ფინანსური შედეგები ექნება იმ პირებზე, რომლებიც დაინტერესებულნი იქნებიან ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ლიცენზიის აღებით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმის დაწესებას, რომელიც დიფერენცირებულია დარღვევის სიმძიმის მიხედვით. კანონპროექტი ითვალისწინებს სააგენტოს მომსახურების საფასურის დაწესებას, სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისთვის საფასურის განაკვეთები, ასევე საფასურის გადახდის, მისი გადახდისგან განთავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და პირობები განისზღვრება საააგენტოს ნორმატიული აქტით. კანონპროექტის კანონმდებლობით მიხედვით დადგენილი სააგენტო წესით უფლებამოსილი გასცეს ხდება ელექტრონული საქართველოს კომუნიკაციების მონიტორინგის სისტემების დამზადების, იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია და ამ მიზნით სააგენტოს ნორმატიული აქტით განსაზღვროს ლიცენზიის მოპოვების წესი და პირობები; ლიცენზიის ოდენობა „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ კანონის თანახმად განისაზღვრება 200 ლარით. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივებთან. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საკანონმდებლო პაკეტის მომზადების მიზნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ სქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აგრეთვე არასამათვარობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაიმართა არაერთი შეხვედრა, რომელზეც ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნის, ფუნქციონირების და სხვა ამ სააგენტოს ამოქმედებასთან დაკავშირებულ სხვა პრინციპულ საკითხებზე გაიმართა მსჯელობა. კანონპროექტის მომზადებისას ჩატარდა საფუძვლიანი კვლევა როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, ასევე საქართველოს პარლამენტის აპარატის კვლევითი დეპარტამენტის მიერ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით და სტატუსით ფუნქციონირებს ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორცილებელი ორგანო სხვადახვა ევროპულ ქვეყნებში. აღნიშნული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ გერმანიაში ფარული მიყურადების განხორციელების უფლება აქვს - ფედერალური დაზვერვის სამსახურს; ინგლისში - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს; აშშ-ში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, საფრანგეთში - უსაფრთხოების სპეციალური სამსახურს; ესტონეთში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტების შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი, სოფიო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ხატიძე, ივლიანე წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი, გურამ მაჭარაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი, სოფიო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ხატიძე, ივლიანე წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი, გურამ მაჭარაშვილი.