„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ" (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „ნდობის ჯგუფის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 84 ✗ 20
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ალტერნატიული წინადადება
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 92 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
ინიციირებული ვარიანტი (2)
სხდომაზე განსახილველი პროექტი (1)
✓ 20 ✗ 86
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (5)
სხდომაზე განსახილველი პროექტი (2)
✓ 94 ✗ 21
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (6)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-06
ბიუროს ნომერი 26
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის
უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
საქართველოს
„დ1)
მოსამსახურეები;“.
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურის
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
სისტემის
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური
სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან, რომელის თანახმადაც იქმნება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული
პირი - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“
და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებთან
წარმოდგენილი პროექტის შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ1“
ქვეპუნქტის დათქმა უწყებისთვის სპეციალური კანონმდებლობით საკითხების
დარეგულირების კუთხით, გავრცელდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის სისტემის მოსამსახურეებზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯებისდაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი, ან სხვა სახის გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივებთან.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი მომზადდა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით
შესაბამისი კანონპროექტების მომზადების მიზნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან
შექმნილი
სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც შედიოდნენ საქართველოს
პარლამენტის
წევრები,
აღმასრულებელი
და
სასამართლო
ხელისუფლების
წარმომადგენლები, აგრეთვე არასამთავარობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტების შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია,
არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი, სოფიო
კილაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე,
გიორგი ხატიძე, ივლიანე წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი, გურამ მაჭარაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა
ბესელია, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი,
სოფიო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან
ფოფხაძე, გიორგი ხატიძე, ივლიანე წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი, გურამ მაჭარაშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც)
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 11. საჯარო მოსამსახურეები, რომლებზეც არ ვრცელდება ამ კანონის
მოქმედება
1. ამ კანონის მოქმედება, გარდა ამ მუხლის 1 1 და 1 2 პუნქტებით
გათვალისწინებული
შემთხვევებისა,
არ
ვრცელდება
სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის პირზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრზე, მუნიციპალიტეტის
გამგებელზე/მერზე, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილეზე,
მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მოადგილეზე, გამგეობის/მერიის სტრუქტურული
ერთეულის ხელმძღვანელსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელზე.
11. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრზე ვრცელდება ამ კანონის პირველი–მე-6,
მე-9, მე-10, 38-ე, 39-ე, 391, 411, 66-ე და 121-ე მუხლების მოქმედება. სახელმწიფოპოლიტიკური თანამდებობის პირზე, გარდა ამ პუნქტით გათვალისწინებული მუხლებისა,
ვრცელდება ამ კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება.
12. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილეზე, მუნიციპალიტეტის
გამგებლის/მერის
მოადგილეზე,
გამგეობის/მერიის
სტრუქტურული
ერთეულის
ხელმძღვანელსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელზე ვრცელდება
ამ კანონის პირველი–მე-6, მე-9, მე-10, 37-ე−39-ე, 39 1, მე-40, 41-ე, 41 1, 66-ე, 69-ე და 121-ე
მუხლების მოქმედება. მუნიციპალიტეტის გამგებელზე/მერზე ვრცელდება ამ პუნქტით
გათვალისწინებული მუხლების მოქმედება, გარდა ამ კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტისა.
2. ამ კანონის მოქმედება ამ პუნქტში ჩამოთვლილ მოსამსახურეებზე ვრცელდება
მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური
კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ეს მოსამსახურეები
არიან:
ა)
საქართველოს კონსტიტუციის , აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების
კონსტიტუციების საფუძველზე არჩეული
,
დანიშნული
და
დამტკიცებული თანამდებობის პირები ;
ბ) მოსამართლეები;
გ) პროკურორები;
გ1) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების
პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეები, აგრეთვე
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს
მოსამსახურეები;
დ1) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეები;
ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მოსამსახურეები ;
ვ) (ამოღებულია);
ზ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეები;
ზ1) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები;
ზ2) სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის
მოხელეები;
თ) სამხედრო მოსამსახურეები;
ი) დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლები;
კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური
მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები ;
ლ) (ამოღებულია);
მ) სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური
წოდების მქონე მოსამსახურეები;
ნ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეები;
ო) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო
ჯარების თანამშრომლები / მოსამსახურეები .
3. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით
გაუთვალისწინებელ მოხელეებზე, თუ ამ კატეგორიის მოსამსახურეთა სტატუსის შესახებ
საკანონმდებლო აქტებითა და ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო
ჯარების თანამშრომელთა / მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესი“ მტკიცდება
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით. ამ წესით განისაზღვრება აღნიშნულ
თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხები, მათ
შორის, თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების, სამსახურის
გავლის, ატესტაციის, კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების ფორმებისა და
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების წესები და საფუძვლები. ამ
კანონის მოქმედება ამ პუნქტით გათვალისწინებულ თანამშრომლებზე/მოსამსახურეებზე
ვრცელდება
მხოლოდ
იმ
შემთხვევებში,
თუ
სამხედრო
მოსამსახურეებთან
ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობით და ამავე პუნქტში მითითებული
წესით სხვაგვარად არ რეგულირდება შესაბამისი სამსახურებრივი ურთიერთობები .