„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.02.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი, სოფიო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ხატიძე, ივლიანე წულაია ლევან, გოგიჩაიშვილი, გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/15/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 84 ✗ 21
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ალტერნატიული წინადადება
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
II მოსმენა
✓ 89 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 2
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
ინიციირებული ვარიანტი (2)
სხდომაზე განსახილველი პროექტი (1)
✓ 20 ✗ 87
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (5)
სხდომაზე განსახილველი პროექტი (2)
✓ 92 ✗ 19
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (6)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-06
ბიუროს ნომერი 26

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლის 1."პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის: ა) "ფ" და „ქ“" ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო (შემდგომში სააგენტო) - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების განმახორციელებელი ორგანო, რომელიც ექსკლუზიურად ახორციელებს ამ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს; ქ) კონტროლის ელექტრონული სისტემა - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისტემა; ბ) „ღ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ“ და „შ“ ქვეპუნქტები: „ყ) გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემა - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისტემა. შ) კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემა - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისტემა.“. 2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის "შ" და „ჩ“ ქვეპუნქტები: „ყ) მომხმარებლის კონტროლის და ელექტრონული ელექტრონული სისტემა კომუნიკაციის - მონაცემთა "ოპერატიულ-ტექნიკური ცენტრალური ბანკის სააგენტოს შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "ლ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისტემა. შ) ავტორიზებული პირი - „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზებული პირი. 3. მე-20 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამართალდამცავი ორგანოს მიერ მოთხოვნილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის ან მისი ჩატარების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინების ერთი ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, აგრეთვე სამართალდამცავი ორგანოს მიერ სასამართლოს ნებართვის გარეშე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ან უკანონოდ ცნობის შესახებ მოსამართლის განჩინების ერთი ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიეწოდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. 4. ავტორიზებულმა პირმა სამართალდამცავი ორგანოსათვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით დადგენილი წესებით შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაცემის შესახებ უნდა აცნობოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მათი გადაცემიდან 24 საათში.“. 4. 261 მუხლი ამოღებული იქნეს; 5. 351 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების - სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადების და ჩაწერის - განხორციელების კონტროლს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ახორციელებს: ა) კონტროლის ელექტრონული სისტემით, მონაცემთა დამუშავების საფუძვლის მეშვეობით, მონაცემთა კანონიერების შემოწმებით; ბ) კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემის დამუშავების საფუძვლის კანონიერების შემოწმებით; გ) მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების საფუძვლის კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით) ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: 31. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების, ასევე „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას ინსპექტორი აკონტროლებს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით და მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით); გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები: 41. სააგენტოს უფლებამოსილია: შემოწმების (ინსპექტირების) განხორციელებისას ინსპექტორი ა) შევიდეს სააგენტოს შეზღუდული დაშვების არეალებში და მიმდინარე რეჟიმში დააკვირდეს უფლებამოსილი ორგანოების მიერ საქმიანობის განხორციელებას; ბ) გაეცნოს სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელ, მათ შორის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ სამართლებრივ დოკუმენტებს და ტექნიკურ ინსტრუქციებს; გ) მიიღოს ინფორმაცია ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიზნებისთვის გამოყენებული ტექნიკური ინფრასტრუქტურის შესახებ და განახორციელოს აღნიშნული ინფრასტრუქტურის შემოწმება; დ) მოითხოვოს ახსნა-განმარტებები სააგენტოს მოსამსახურეებისგან ინსპექტირების პროცესში გამოვლენილ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით; ე) ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 42. სააგენტოს მოსამსახურეები ვალდებული არიან ითანამშრომლონ ინსპექტორთან ან/და ინსპექტორის აპარატის უფლებამოსილ პირთან და სრულად მიაწოდონ მას მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტები, ისევე როგორც მისცენ ახსნა-განმარტებები ინსპექტირების პროცესში გამოვლენილ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით. დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე-138-ე მუხლით და 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებებზე განხორციელებული კონტროლის შედეგების შესახებ ანგარიშს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი წელიწადში ერთხელ წარუდგენს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს. კონტროლის შედეგების სტატისტიკური ინფორმაცია აისახება ასევე ინსპექტორის ყოველწლიურ ანგარიშში.“. მუხლი 2. 1. 2017 წლის 30 მარტამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - ოპერატიულტექნიკურმა დეპარტამენტმა უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული კონტროლის ელექტრონული სისტემის, კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემის და მომხმარებლის და ელექტრონული კომუნიკაციის მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემების ამოქმედება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით. 2. 2019 წლის 30 მარტამდე საჯარო სამართლის იურიდიულ პირმა - ოპერატიულტექნიკურმა დეპარტამენტმა უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემის ამოქმედება. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტისა და პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალსიწინებული "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 351 მუხლის 31 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთნავაე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტი და პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალსიწინებული "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 351 მუხლის 31 პუნქტი, ამოქმედდეს 2019 წლის 30 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების და ჩაწერის ფარული საგამოძიებო მოქმედების კონტროლის ორ-ეტაპიანი სისტემა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის კონტროლის მიზანია სისტემის ფარული რეფორმირება საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული ძირითადი პრინციპების და მითითებების შესაბამისად. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ახლებურად აყალიბებს კონტროლის იმ მექანიზმებს, რომლებიც გამოიყენება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტროლის მიზნით. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ორეტაპიანი კონტროლის სისტემის ნაცვლად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების და ჩაწერის ფარული საგამოძიებო მოქმედების კონტროლის მიზნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი გამოიყენებს კონტროლის „ელექტრონულ სისტემას“, რომლის მეშვეობითაც მას მიეწოდება უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემის მიერ ინიციირებული ბრძანებები. ინსპექტორი შეამოწმებს ბრძანების ინიციირების სამართლებრივ საფუძველს და ამავე სისტემის მეშვეობით შესაძლებლობა ექნება შეაჩეროს ღონისძიების აღსრულება, თუ აღნიშნული სამართლებრივი საფუძველი (მოსამართლის განჩინება) მასთან წარმოდგენილი არ არის, ან თუ იგი არ შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. აღნიშნულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას ინსპექტორი გააკონტროლებს ასევე კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემის მიერ იდენტიფიკატორის აქტივაციის შესახებ ინიციირებულ ბრძანებათა კრიპტოგრაფული მეთოდების გამოყენებით დამუშავებას, ობიექტის ტექნიკური ლოგირების მონაცემების მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემის მიერ აღსრულებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემების ავტომატურ მიწოდებას ზედამხედველი მოსამართლისთვის, ამ მონაცემების კრიპტოგრაფიული მეთოდების გამოყენებით დამუშავებას და მიღებული შედეგების ავტომატურ შედარებას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების - კავშირგაბმულობის არხიდან/კომპიუტერული საგამოძიებო სისტემიდან მოქმედების ინფორმაციის განხორციელებას მოხსნისა ინსპექტორი და ფიქსაციის გააკონტროლებს ფარული მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების საფუძვლის კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით). მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი განახორციელებს მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით და მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით). კანონში ჩნდება კონკრეტული ჩანაწერი იმის შესახებ, რომ შემოწმების (ინსპექტირების) განხორციელებისას ინსპექტორი უფლებამოსილია: ა) შევიდეს სააგენტოს შეზღუდული დაშვების არეალებში და მიმდინარე რეჟიმში დააკვირდეს უფლებამოსილი ორგანოების მიერ საქმიანობის განხორციელებას; ბ) გაეცნოს სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელ, მათ შორის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ სამართლებრივ დოკუმენტებს და ტექნიკურ ინსტრუქციებს; გ) მიიღოს ინფორმაცია ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიზნებისთვის გამოყენებული ტექნიკური ინფრასტრუქტურის შესახებ და განახორციელოს აღნიშნული ინფრასტრუქტურის შემოწმება; დ) მოითხოვოს ახსნა-განმარტებები სააგენტოს მოსამსახურეებისგან ინსპექტირების პროცესში გამოვლენილ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით; სააგენტოს მოსამსახურეები ვალდებული არიან ითანამშრომლონ ინსპექტორთან და სრულად მიაწოდონ მას მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტები, ისევე როგორც მისცენ ახსნა-განმარტებები ინსპექტირების პროცესში გამოვლენილ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით. გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის, როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედების ან ოპერატიული ღონისძიების, განხორციელებას ინსპექტორი აკონტროლებს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით და მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით). ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯებისდაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი, ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივებთან. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანი-ზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი მომზადდა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით შესაბამისი კანონპროექტების მომზადების მიზნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც შედიოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აგრეთვე არასამთავარობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტების შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი, სოფიო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ხატიძე, ივლიანე წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი, გურამ მაჭარაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი, სოფიო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ხატიძე, ივლიანე წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი, გურამ მაჭარაშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) პერსონალური მონაცემი (შემდგომ − მონაცემი) − ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ იდენტიფიცირებადია, როდესაც ან იდენტიფიცირებად შესაძლებელია მისი ფიზიკურ იდენტიფიცირება პირს. პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებე ლი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით ; ბ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი − მონაცემი, რომელიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, მდგომარეობასთან, პროფესიულ სქესობრივ კავშირში ცხოვრებასთან, გაწევრებასთან, ნასამართლობასთან, ჯანმრთელობის ადმინისტრაციულ პატიმრობასთან, პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, პირთან საპროცესო შეთანხმების დადებასთან, განრიდებასთან, დანაშაულის მსხვერპლად აღიარებასთან ან დაზარალებულად ცნობასთან, აგრეთვე ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები, რომლებიც ზემოაღნიშნული ნიშნებით ფიზიკური პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა; გ) ბიომეტრიული მონაცემი − ფიზიკური, ფსიქიკური ან ქცევის მახასიათებელი, რომელიც უნიკალური და მუდმივია თითოეული ფიზიკური პირისათვის და რომლითაც შესაძლებელია ამ პირის იდენტიფიცირება (თითის ანაბეჭდი, ტერფის ანაბეჭდი, თვალის ფერადი გარსი, თვალის ბადურის გარსი (თვალის ბადურის გამოსახულება), სახის მახასიათებელი); გ1) გენეტიკური მონაცემი − მონაცემთა სუბიექტის უნიკალური და მუდმივი მონაცემი გენეტიკური მემკვიდრეობის ან/და დნმ-ის კოდის შესახებ, რომლითაც შესაძლებელია ამ პირის იდენტიფიცირება; დ) მონაცემთა დამუშავება − ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება; ე) მონაცემთა ავტომატური დამუშავება − მონაცემთა ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით დამუშავება; ე1) მონაცემთა ნახევრად ავტომატური დამუშავება − მონაცემთა ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით და არაავტომატური საშუალებებით დამუშავება; ვ) მონაცემთა სუბიექტი − ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება; ზ) თანხმობა − მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა განსაზღვრული მიზნით დამუშავებაზე ზეპირად, სა ტელეკომუნიკაციო ან სხვა შესაბამისი საშუალებით გამოხატული ნებაყოფლობითი თანხმობა, რომლითაც შესაძლებელია ნათლად დადგინდეს მონაცემთა სუბიექტის ნება ; თ) მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა − მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა განსაზღვრული მიზნით დამუშავებაზე გამოხატული ნებაყოფლობითი თანხმობა, რომელსაც მონაცემთა სუბიექტმა ხელი მოაწერა ან სხვაგვარად აღნიშნა წერილობით ან მასთან გათანაბრებული ფორმით ; ი) მონაცემთა დამმუშავებელი − საჯარო დაწესებულება, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას; კ ) უფლებამოსილი პირი − ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ამუშავებს მონაცემებს მონაცემთა დამმუშავებლისათვის ან მისი სახელით; ლ ) მონაცემთა მიმღები − კერძო ან საჯარო დაწესებულება, ფიზიკური ან იურიდიული პირი, კერძო ან საჯარო სექტორის თანამშრომელი, რომელსაც გადაეცა მონაცემები, გარდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისა; მ ) მესამე პირი − ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება, გარდა მონაცემთა სუბიექტისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისა, მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირისა; ნ ) ფაილური სისტემა − მონაცემთა სტრუქტურიზებული წყება, რომელშ იც ისინი დალაგებული და ხელმისაწვდომია კონკრეტული კრიტერიუმის მიხედვით; ო ) ფაილური სისტემის კატალოგი − ფაილური სისტემის სტრუქტურისა და შინაარსის დეტალური აღწერილობა; პ ) ფაილურ სისტემათა კატალოგებ ის რეესტრი − რეესტრი, რომელიც უზრუნველყოფს არსებული ფაილური სისტემების დეტალურ აღრიცხვას; ჟ ) მონაცემთა დაბლოკვა − მონაცემთა დამუშავების დროებით შეჩერება ; რ ) მონაცემთა დეპერსონალიზაცია − მონაცემთა იმგვარი მოდიფიკაცია , რომ შეუძლებელი იყოს მათი დაკავშირება მონაცემთა სუბიექტთან ან ასეთი კავშირის დადგენა არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას , ხარჯებსა და დროს საჭიროებდეს; ს ) საიდენტიფიკაციო ნომერი − პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი ან კანონით განსაზღვრული, ფიზიკურ პირთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლითაც შესაძლებელია ფაილური სისტემიდან ( სადაც საიდენტიფიკაციო ნომერი ასევე დამუშავებულია) მონაცემთა მოძიება ან გამჟღავნება; ტ ) პერსონალურ პასუხისმგებელია მონაცემთა მონაცემთა დაცვის დაცვის ინსპექტორი − მარეგულირებელი თანამდებობის პირი, კანონმდებლობის რომელიც შესრულების ზედამხედველობაზე; უ ) პირდაპირი მარკეტინგი − ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებით საქონლის, მომსახურების, დასაქმების ან დროებითი სამუშაოს შეთავაზება; ფ) უფლებამოსილი ორგანო − საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 32-ე ნაწილით განსაზღვრული ორგანო; ქ) კონტროლის ელექტრონული სისტემა − ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემის მიერ გაცემულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემების კრიპტოგრაფიული მეთოდების გამოყენებით დამუშავებას, მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემის მიერ განხორციელებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემების ავტომატურ მიწოდებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისათვის, ამ მონაცემების კრიპტოგრაფიული მეთოდების გამოყენებით დამუშავებას და მიღებული შედეგების ავტომატურ შედარებას; ღ) მონაცემთა ბანკების კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემა − ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს უფლებამოსილი ორგანოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 83 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კოპირებულ მონაცემთა ბანკებში განხორციელებული აქტივობების ლოგირების მონაცემების ავტომატურ მიწოდებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისათვის. მუხლი 20. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისათვის შეტყობინების ვალდებულება 1. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია ფაილური სისტემის შექმნამდე და მასში ახალი კატეგორიის მონაცემთა შეტანამდე წერილობითი ან ელექტრონული ფორმით შეატყობინოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ამ კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია. 2. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია შეატყობინოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ამ კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციაში ცვლილების შეტანის შესახებ ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 30 დღისა. 3. სამართალდამცავი ორგანოს მიერ მოთხოვნილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის ან მისი ჩატარების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინების ერთი ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, აგრეთვე სამართალდამცავი ორგანოს მიერ სასამართლოს ნებართვის გარეშე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ან უკანონოდ ცნობის შესახებ მოსამართლის განჩინების ერთი ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, განჩინების გამოტანიდან 24 საათში გადაეცემა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. 4. ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიამ სამართალდამცავი ორგანოსათვის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი გადაცემა ხორციელდება ინფორმაციის არ რეალურ მონაცემების დროში გადაცემის მიწოდების (როდესაც ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით) შესახებ უნდა აცნობოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მათი გადაცემიდან 24 საათში მუხლი 261. ფარული საგამოძიებო მოქმედების ინფორმაციის/პერსონალური მონაცემების განადგურების კომისია + შედეგად მოპოვებული 1. ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით მიღებული განჩინებების, აგრეთვე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის განადგურების შესახებ ყოველი კვარტალის ბოლოს ეცნობება საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის/პერსონალური მონაცემების განადგურების კომისიას. 2. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის/პერსონალური მონაცემების განადგურების კომისია შედგება 7 წევრისაგან. კომისიის შემადგენლობაში შედიან: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე (კომისიის წევრად ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე), საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე (კომისიის წევრად ნიშნავს საქართველოს მთავარი პროკურორი), საქართველოს სახალხო პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო დამცველი, საქართველოს ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. კომისიის 2 წევრს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან ირჩევს საქართველოს პარლამენტი. კომისიის თავმჯდომარეა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. 3. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის/პერსონალური მონაცემების განადგურების კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული დებულებით. 4. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის/პერსონალური მონაცემების განადგურების კომისიას პროკურატურა და სასამართლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1438 მუხლით განსაზღვრული მასალის და „ოპერატიულსამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის განადგურებისთანავე აცნობებენ მათი განადგურების შესახებ. პროკურატურიდან და სასამართლოდან მიღებული ინფორმაციისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 14310 მუხლით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრის ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე კომისია ყოველწლიურად აქვეყნებს ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოპოვებული მასალების განადგურების შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას განადგურების შემთხვევათა რაოდენობის, კლასიფიკაციის, საფუძვლების და სხვა მონაცემების მიხედვით. მუხლი 351. ფარული საგამოძიებო მოქმედებების და უფლებამოსილი ორგანოს მონაცემთა ბანკებში განხორციელებული აქტივობების კონტროლი + 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების − სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის − განხორციელებაზე ზედამხედველობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ახორციელებს: ა) კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, მონაცემთა დამუშავების საფუძვლის კანონიერების შემოწმებით; ბ) ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებაზე ელექტრონული თანხმობის გაცემით; გ) მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით). 2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე−138-ე მუხლებით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ახორციელებს სასამართლოს, პროკურატურის და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედარებით და მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით). 3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საგამოძიებო ინსპექტორი მოქმედებაზე ზედამხედველობას ახორციელებს მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით). 4. უფლებამოსილი ორგანოს მონაცემთა ბანკებში განხორციელებულ აქტივობებზე ზედამხედველობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ახორციელებს მონაცემთა ბანკების კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით და მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით). 5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე−138-ე მუხლებით და 143 1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებებზე განხორციელებული კონტროლის შედეგების შესახებ ანგარიშს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წელიწადში ორჯერ წარუდგენენ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს.