„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.02.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი, სოფიო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ხატიძე, ივლიანე წულაია ლევან, გოგიჩაიშვილი, გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/15/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 84 ✗ 21
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 93 ✗ 2
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
ინიციირებული ვარიანტი (2)
სხდომაზე განსახილველი პროექტი (1)
✓ 21 ✗ 83
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
სხდომაზე განსახილველი პროექტი (2)
✓ 93 ✗ 18
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (5)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-06
ბიუროს ნომერი 26

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექ ტი საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 09.11.2009, მუხ. 200) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-131 მუხლი: „მუხლი 131 საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტი 1. საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტი შეიძლება გამოიცეს საქართველოს საკანონმდებლო აქტით და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. მასში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე: ა) ზოგადიინფორმაციაკანონპროექტისშესახებ ა.ა) კანონპროექტისმიღებისმიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით. კერძოდ, ამ კანონპროექტის მიხედვით გათვალისწინებულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ ნორმატიული აქტების გამოცემა არა მხოლოდ საკანონმდებლო, არამედ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე, რაც შესაბამის გამომდინარე ცვლილებებს საჭიროებს წარმოდგენილ პროექტში. ა.ბ) კანონპროექტისმიზანი: კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი კანონის პროექტის შესაბამისობაში მოყვანა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.გ) კანონპროექტისძირითადიარსი: კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლითაც შესაძლებელი გახდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, როგორც საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ნორმატიული აქტი გამოიცეს მთავრობის დადგენილების საფუძველზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის ვალდებულებებს. მიღებაარ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი მომზადდა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით შესაბამისი კანონპროექტების მომზადების მიზნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც შედიოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აგრეთვე არასამთავარობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი, სოფიო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ხატიძე, ივლიანე წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი, გურამ მაჭარაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი, სოფიო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ხატიძე, ივლიანე წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი, გურამ მაჭარაშვილი.