„ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ" (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „ნდობის ჯგუფის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 85 ✗ 19
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 88 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 92 ✗ 2
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
ინიციირებული ვარიანტი (2)
სხდომაზე განსახილველი პროექტი (1)
✓ 20 ✗ 87
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
სხდომაზე განსახილველი პროექტი (2)
✓ 91 ✗ 19
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (5)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-06
ბიუროს ნომერი 26
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
"ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ"
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1."ოპერატიულ-სამძებრო
საქმიანობის
შესახებ"საქართველოს
კანონში
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის:
ა) მეორე პუნქტის "თ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"თ)
ელექტრონული
კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელი
მონაცემი
-
"ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ62 პუნქტით
გათვალისწინებული მონაცემები;"
ბ)
მე-2
პუნქტის
„კ“
ქვეპუნქტის
შემდეგ
დაემატოს
შემდეგი
შინაარსის"ნ"
ქვეპუნქტები:
ნ) ავტორიზებული პირი - "ელექტრონული კომუნიკაცის შესახებ" საქართველოს
კანონის შესაბამისად ავტორიზებული პირი."
2. მე-6 მუხლის მე-41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"41. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის "ა.ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული მასალა უნდა განადგურდეს
ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიების
დაუყოვნებლივ.
მასალას
ამ
შეწყვეტიდან
ანადგურებს
6
თვის
გასვლის
ოპერატიულ-სამძებრო
შემდეგ,
ღონისძიების
განხორციელების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოში წარმდგენი პროკურორი
შესაბამისი განჩინების გამომტანი მოსამართლის მონაწილეობით, რის თაობაზე შედგენილი
ოქმი დასტურდება მათი ხელმოწერით. აღნიშნული მასალის განადგურების შესახებ
შესაბამისი
პროკურორის
და
მოსამართლის
ხელმოწერით
დადასტურებული
ოქმი
გადაეცემა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და აისახება ფარული საგამოძიებო
მოქმედებების რეესტრში."
3. მე-7 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"3. უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ძებნისას; ბრალდებულის ან მსჯავრდებულის
შესაბამის სახელმწიფო ორგანოში წარსადგენად ძებნისას, თუ ის თავს არიდებს მისთვის
შეფარდებული იძულებითი ღონისძიების გამოყენებას ან დანიშნული სასჯელის მოხდას;
დანაშაულის შედეგად დაკარგული ქონების ძებნისას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის
განმახორციელებელ ორგანოს უფლება აქვს:
ა) ავტორიზებული პირიდან ან საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოდან
გამოითხოვოს:
ა.ა. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით დადგენილი წესით.
ა.ბ) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI1 თავით დადგენილი წესით
მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ
სააგენტოს მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოლოკაციის რეალურ დროში
განსაზღვრის მოქმედების განხორციელების შესახებ.
გ) მე-31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"31. ამ მუხლის მე-2 პუნქტის "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულსამძებრო ღონისძიება მოსამართლის მიმართ ასევე შეიძლება ჩატარდეს უზენაესი
სასამართლოს
თავმჯდომარის
განჩინებით
საქართველოს
მთავრი
პროკურორის
მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე;"
მუხლი 2.
2019 წლის 30 მარტამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - ოპერატიულ
ტექნიკურმა დეპარტამენტმა უზრუნველყოს გეოლოკაციის რეალურ რეჟიმში განსაზღვრის
სიტემის ამოქმედებისთვის საჭირო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3.
1.
ეს
კანონი,
გარდა
პირველი
მუხლის
მე-3
პუნქტის
„ა“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული „ოპერატიულ-სამძებრო“ საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის
მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
„ოპერატიულ-სამძებრო“ საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 30 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
2016 წლის 14 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო
გადაწყვეტილება, რომლითაც არაკონსტიტუციურად ცნო ფარული მიყურადების
განხორციელების არსებული საკანონმდებლო რეგულაციები. შესაბამისად, საქართველოს
პარლამენტი დაავალდებულა შეიმუშაოს და მიიღოს ისეთი საკანონმდებლო რეგულაციები,
რომლებიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით
აღიარებული ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. აღნიშნული ვალდებულების
შესრულების მიზნით შემუშავებულ იქნა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის
ოპერატიულ-ტექნიკური
სააგენტოს
შესახებ“
კანონის
პროექტი,
რომლიდანაც
გამომდინარეობს წარმოდგენილი პროექტის მომზადება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია აღმოფხვრას კანონის პრაქტიკაში ამოქმედების შედეგად
გამოვლენილი ნაკლოვანებები და გაზარდოს სამართალდამცავი ორგანოების ეფექტურობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით
ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებების
სახეებს
ემატება
გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა. წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს
ცვლილებას კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტში, სადაც ჩნდება ჩანაწერი, რომ
უგზო-
უკვლოდ დაკარგული პირის ძებნისას; ბრალდებულის ან მსჯავრდებულის შესაბამის
სახელმწიფო
ორგანოში
წარსადგენად
ძებნისას,
თუ
ის
თავს
არიდებს
მისთვის
შეფარდებული იძულებითი ღონისძიების გამოყენებას ან დანიშნული სასჯელის მოხდას;
დანაშაულის შედეგად დაკარგული ქონების ძებნისას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის
განმახორციელებელ ორგანოს უფლება აქვს ავტორიზებული პირიდან ან საქართველოს
ოპერატიულ-ტექნიკური
სააგენტოდან
გამოითხოვოს
ელექტრონული
კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელი მონაცემები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე
მუხლით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI1 თავით
დადგენილი წესით მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საქართველოს
ოპერატიულ-ტექნიკურ
სააგენტოს
მობილური
საკომუნიკაციო
აღჭურვილობის
გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის მოქმედების განხორციელების შესახებ.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
ამ
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებული
ხარჯების
დაფინანსების
წყაროა
სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილის
საპროგნოზო მაჩვენებლების გაზრდას. 2018 წლისათვის დაგეგმილია გეოლოკაციის
რეალურ დროში განსაზღვრის ღონისძიების განხორციელებისათვის
ტექნიკური და
პროგრამული საშუალებების შეძენა სავარაუდო ღირებულებით 15 000 000 ლარი, ხოლო,
მომდევნო წლებში მისი ექსპლოატაციისთვის საჭირო იქნება დამატებითი ხარჯები.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება
მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის და მოსაკრებლის დაწესებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივებთან.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანი-
ზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი მომზადდა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით
შესაბამისი კანონპროექტების მომზადების მიზნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან
შექმნილი
სამუშაო
ჯგუფის
ფარგლებში,
რომელშიც
შედიოდნენ
საქართველოს
პარლამენტის
წევრები,
აღმასრულებელი
და
სასამართლო
ხელისუფლების
წარმომადგენლები, აგრეთვე არასამთავარობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტების შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, არჩილ
თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი, სოფიო კილაძე, ვანო
ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი
ხატიძე, ივლიანე წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი, გურამ მაჭარაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია,
არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი, სოფიო
კილაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე,
გიორგი ხატიძე, ივლიანე წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი, გურამ მაჭარაშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება
მუხლი 1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა
1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა არის ამ კანონით დადგენილი სახელმწიფო ორგანოების
სპეციალური სამსახურების მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ღია თუ ფარული მეთოდით
ჩატარებული
ღონისძიებების
თავისუფლებების, იურიდიული
სისტემა,
რომლის
მიზანია
ადამიანის
პირის უფლებების, საზოგადოებრივი
უფლებებისა
და
უშიშროების დაცვა
დანაშაულებრივი და სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
2. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პირის გამოკითხვა – ოპერატიული მუშაკის ან გამომძიებლის პირადი გასაუბრება ფიზიკურ
პირთან, რომელმაც რაიმე იცის გამოსაკვლევი შემთხვევის ან მასთან დაკავშირებულ პირთა შესახებ
(გამოკითხვა ნებაყოფლობითია და გამოსაკითხ პირს არ აფრთხილებენ ცრუ ჩვენების მიცემისათვის
ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.
ოპერატიული მუშაკი ან გამომძიებელი გამოკითხვის შესახებ დადგენილი წესით ადგენს პატაკს,
რომელიც გასაცნობად არ წარედგინება გამოკითხულ პირს);
ბ) ცნობების შეგროვება – ოპერატიული მუშაკის ან გამომძიებლის მიერ კრიმინალისტიკური,
ოპერატიულ-სამძებრო ან ინფორმაციის შენახვის სხვა წყაროდან იმ ფაქტობრივი მონაცემების
ოფიციალურად მოპოვება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ამ კანონის მე-3 მუხლით
გათვალისწინებულ ამოცანათა შესასრულებლად;
გ) ვიზუალური კონტროლი – ოპერატიული თვალთვალი, რომელიც კონსპირაციულად ტარდება
ოპერატიული მუშაკის, გამომძიებლის ან ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს მიერ უშუალოდ ან
ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით;
დ) საკონტროლო შესყიდვა – ოპერატიული მუშაკის, გამომძიებლის ან ოპერატიულ-სამძებრო
ორგანოს მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე საგნის ან ნივთიერების შეძენა ანდა შეძენის
სიტუაციის შექმნა (მისი გასაღების ან მოხმარების მიზნის გარეშე);
ე) კონტროლირებადი მიწოდება – დანაშაულის გასახსნელად, დანაშაულის ჩამდენი პირის
გამოსავლენად
საქართველოს
ფარგლებში
(ხოლო
საერთაშორისო
ხელშეკრულებით
გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს ფარგლებს გარეთაც), საქართველოს ფარგლებს
გარედან საქართველოში ან საქართველოს გავლით ნივთიერი მტკიცებულების ან ისეთი საგნის
კონტროლირებადი გადაადგილება, რომლის თავისუფალი რეალიზება კანონით აკრძალული ან
შეზღუდულია;
ვ) პიროვნების იდენტიფიკაცია (გაიგივება) – შესამოწმებელი პირის ან ბრალდებულის დადგენა
დაქტილოსკოპიური კარტოთეკის, შემთხვევის ადგილზე დატოვებული კვალის, სუნის ან
გამონაყოფის მიხედვით;
ზ) საგნებისა და დოკუმენტების გამოკვლევა – საგნებისა და დოკუმენტების გამოკვლევა
ვიზუალურად ან ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით, რაც არ ითვლება ექსპერტის დასკვნად;
თ ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები − „ ელექტრონული
კომუნიკაციების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -8 მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული
შემდეგი ინფორმაცია : კომუნიკაციის წყაროს კვალის დადგენისა და იდენტიფიცირებისათვის
საჭირო მონაცემები ; კომუნიკაციის ადრესატის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები ;
კომუნიკაციის თარიღის , დროისა და ხანგრძლივობის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები
; კომუნიკაციის სახის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები ; მომხმარებლის კომუნიკაციის
აღჭურვილობის ან შესაძლო აღჭურვილობის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები ;
მობილური კომუნიკაციის აღჭურვილობის ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებისათვის საჭირო
მონაცემები ;
ი) საიდუმლო თანამშრომელი (კონფიდენტი) – 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი ფიზიკური პირი,
რომელიც ნებაყოფლობით, კონტრაქტის საფუძველზე თანამშრომლობს ოპერატიულ-სამძებრო
ორგანოსთან ან გამომძიებელთან და ასრულებს კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს;
კ) კონსპირაციული ორგანიზაციის შექმნა – ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს ან გამომძიებლის მიერ
დანაშაულებრივ ფორმირებაში შესაღწევად ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის
ორგანიზაციის შექმნა.
მუხლი 6. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების დაცვის
სამართლებრივი გარანტიები ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაში 2 +
1. აკრძალულია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება იმ ამოცანის მისაღწევად,
რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ კანონით.
2. პირს , რომელსაც მიაჩნია , რომ მის მიმართ განხორციელებულ ოპერატიულ - სამძებრო
ღონისძიებას მოჰყვა მისი უფლებებისა და თავისუფლებების უკანონო შეზღუდვა , შეუძლია
ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების კანონიერება გაასაჩივროს შესაბამის ზემდგომ სახელმწიფო
ორგანოში , პროკურორთან ან სასამართლოში . განხორციელებული ოპერატიულ - სამძებრო
ღონისძიების უკანონოდ ცნობა ქმნის ამ ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით დაუშვებელ
მტკიცებულებად ცნობის საფუძველს . ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების კანონიერების
მტკიცების ტვირთი ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების განმახორციელებელ ორგანოს ეკისრება .
3. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს (საჯარო მოსამსახურეებს)
ეკრძალებათ
ფარული
მონაწილეობა
საქართველოს
საკანონმდებლო,
აღმასრულებელი
და
სასამართლო ხელისუფლებების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი
წარმომადგენლობითი
ორგანოების,
საქართველოს
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოების საქმიანობაში. აკრძალულია ფარული მონაწილეობა ოფიციალურად რეგისტრირებული
საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების, რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობაში,
თუ ეს საქმიანობა მიზნად არ ისახავს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან
ძალადობით შეცვლას, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას, ტერიტორიული მთლიანობის
დარღვევას, ანდა თუ ეს ორგანიზაციები არ ეწევიან ომის ან ძალადობის პროპაგანდას, არ აღვივებენ
ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია
საქართველოს მთავარი პროკურორის თანხმობა.
4. ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია , რომელიც არ ეხება
პირის დანაშაულებრივ საქმიანობას , მაგრამ შეიცავს ცნობებს მისი პირადი ცხოვრების შესახებ , არ
შეიძლება გახმაურდეს ან გამოყენებულ იქნეს რაიმე მიზნით . ასეთი ინფორმაციის შენახვა
დაუშვებელია
და
იგი
დაუყოვნებლივ
უნდა
განადგურდეს
.
აღნიშნული
ინფორმაციის
განადგურების შესახებ ეცნობება საქართველოს მთავარ პროკურორს და სასამართლოს , რომლის
სამოქმედო ტერიტორიაზედაც განხორციელდა ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიება , ან
სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით .
41. ამ კანონის მე -7 მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ - სამძებრო
ღონისძიების შედეგად მოპოვებული მასალა უნდა განადგურდეს ოპერატიულ - სამძებრო
ღონისძიების შეწყვეტიდან 6 თვის გასვლის შემდეგ , დაუყოვნებლივ . ამ მასალას ანადგურებს
ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების განხორციელების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოში
წარმდგენი პროკურორი შესაბამისი განჩინების გამომტანი მოსამართლის მონაწილეობით , რის
თაობაზე შედგენილი ოქმი დასტურდება მათი ხელმოწერებით . აღნიშნული მასალის განადგურების
შესახებ შესაბამისი პროკურორისა და მოსამართლის ხელმოწერებით დადასტურებული ოქმი
გადაეცემა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს , ფარული საგამოძიებო მოქმედების
შედეგად მოპოვებული ინფორმაციის / პერსონალური მონაცემების განადგურების კომისიას და
აისახება ფარული საგამოძიებო მოქმედებების სასამართლო რეესტრში .
5. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს (საჯარო მოსამსახურის) მიერ
ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებებისა და თავისუფლებების უკანონო შეზღუდვა იწვევს
პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 7. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ცნება
1. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება არის ამ კანონით დადგენილი წესით უფლებამოსილი
სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის მოქმედება, რომელიც თავისი კომპეტენციის
ფარგლებში უზრუნველყოფს ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ამოცანათა შესრულებას.
2. ამ ამოცანათა შესასრულებლად ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი
ორგანოების მიერ ღიად ან კონსპირაციის წესების დაცვით გამოიყენება:
ა) პირის გამოკითხვა;
ბ) ცნობების შეგროვება და ვიზუალური კონტროლი;
გ) საკონტროლო შესყიდვა;
დ) კონტროლირებადი მიწოდება;
ე) საგნებისა და დოკუმენტების გამოკვლევა;
ვ) პიროვნების იდენტიფიკაცია (გაიგივება);
ზ) დაკავებულის, დაპატიმრებულისა და მსჯავრდებულის კორესპონდენციის ცენზურა;
თ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მოპოვება ;
ი) (ამოღებულია - 01.08.2014, N2635);
კ) დადგენილი წესით დანაშაულებრივ ჯგუფში საიდუმლო თანამშრომლის ან ოპერატიული
მუშაკის ჩართვა;
ლ) დადგენილი წესით კონსპირაციული ორგანიზაციის შექმნა.
მ) ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგი – გლობალურ საინფორმაციო ქსელში (ინტერნეტში)
მიმდინარე ღია და
დახურული ხასიათის
ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება და მათში
მონაწილეობა, ასევე უკანონო კომპიუტერული მონაცემის მიღების სიტუაციის შექმნა, რომელიც
ემსახურება დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობის დადგენას. [(ძალადაკარგულია ის ნორმატიული
შინაარსი, რომელიც უკავშირდება იმავე ნორმის
სიტყვებს
,,ინტერნეტურთიერთობებზე
დაკვირვება” ) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24
ოქტომბრის
გადაწყვეტილე ბა № 1 /2/519 - ვებგვერდი , 30.10.2012წ.]
3. ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოს
შეუძლია ელექტრონული
კომუნიკაციის კომპანიიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI1 თავით
დადგენილი წესით მოიპოვოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები
შემდეგ შემთხვევებში : უგზო - უკვლოდ დაკარგული პირის ძებნისას ; ბრალდებულის ან
მსჯავრდებულის შესაბამის სახელმწიფო ორგანოში წარსადგენად ძებნისას , თუ ის თავს არიდებს
მისთვის შეფარდებული იძულებითი ღონისძიების გამოყენებას ან დანიშნული სასჯელის მოხდას ;
დანაშაულის შედეგად დაკარგული ქონების ძებნისას.
31. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებები
მოსამართლის
მიმართ
ასევე
შეიძლება
ჩატარდეს
უზენაესი
სასამართლოს
თავმჯდომარის ბრძანებით საქართველოს მთავარი პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის
საფუძველზე.
4. (ამოღებულია - 01.08.2014, N2635).
5. (ამოღებულია - 01.08.2014, N2635).
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღონისძიებების ჩამონათვალი შეიძლება შეიცვალოს ან
შეივსოს მხოლოდ ამ კანონით.
7. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებისას დგება ოქმი, რომელშიც აისახება, თუ რა
პირობებში იქნა გამოყენებული ტექნიკური საშუალებები. ოქმი მიღებულ მასალებთან ერთად
ინახება ამ კანონით დადგენილი წესების დაცვით.
8. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თანამდებობის პირი პირადად
მონაწილეობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღონისძიებების ჩატარებაში, ამასთან, მას
უფლება აქვს გამოიყენოს კონკრეტული დარგის სპეციალისტების, აგრეთვე ცალკეულ პირთა
ნებაყოფლობითი ღია ან ფარული დახმარება.