„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.02.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი, სოფიო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ხატიძე, ივლიანე წულაია ლევან, გოგიჩაიშვილი, გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/15/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 86 ✗ 21
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 93 ✗ 2
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
ინიციირებული ვარიანტი (2)
სხდომაზე განსახილველი პროექტი (1)
✓ 20 ✗ 83
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
სხდომაზე განსახილველი პროექტი (2)
✓ 93 ✗ 17
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (5)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-06
ბიუროს ნომერი 26

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს კანონში "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" შევიდეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის "ღ" ქვეპუნქტი: "ღ) ელექტრონული კომუნიკაციების მონიტორინგის სისტემა: ღ.1. რეალურ დროში ინფორმაციის მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის შემადგენელი პროგრამული ან/და აპარატურული კომპონენტი (მათ შორის უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემის ან და მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემის პროგრამული ან/და აპარატურული კომპონენტი); ღ.2. კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის ფარული მოპოვების მიზნით შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალება; ღ.3. GSM პასიური მონიტორინგის სისტემა." 2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი: "121 ელექტრონული კომუნიკაციების მონიტორინგის სისტემების დამზადების, იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია;"
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან, რომელის თანახმადაც იქმნება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ კანონპროექტის "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ლიცენზიების სახეთა ჩამონათვალს ემატება ელექტრონული კომუნიკაციების მონიტორინგის სისტემების დამზადების, იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია, რომლის გაცემის უფლებამოსილება ექნება ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯებისდაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი, ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივებთან. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი მომზადდა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით შესაბამისი კანონპროექტების მომზადების მიზნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილი პარლამენტის სამუშაო ჯგუფის წევრები, ფარგლებში, აღმასრულებელი რომელშიც და შედიოდნენ სასამართლო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, აგრეთვე არასამთავარობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტების შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტების ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი, სოფიო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ხატიძე, ივლიანე წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი, გურამ მაჭარაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტების ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი, სოფიო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ხატიძე, ივლიანე წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი, გურამ მაჭარაშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ლიცენზია – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება: ა.ა) სარგებლობის ლიცენზია – ლიცენზიის სახეობა, რომლითაც პირს ენიჭება ამ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო რესურსებით სარგებლობის უფლება. სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით, გარდა ამ კანონითა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, და უკავშირდება ობიექტს. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია დაყოს სარგებლობის ლიცენზია ან/და მთლიანად ან ნაწილი გადასცეს სხვა პირს, მათ შორის, მემკვიდრეობით; ა.ბ) საქმიანობის ლიცენზია – ლიცენზიის სახეობა, რომლითაც პირს ენიჭება ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება. საქმიანობის ლიცენზია გაიცემა მაძიებლის მიერ კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების შემდეგ და უკავშირდება სუბიექტს. საქმიანობის ლიცენზიის მემკვიდრეობით ან სხვა სახით გადაცემა დაუშვებელია; ბ) გენერალური ლიცენზია – უფლება, როდესაც პირს შეუძლია ერთიანი ზოგადი ლიცენზიის საფუძველზე განახორციელოს მსგავსი ტიპის საქმიანობები და ვალდებული არ არის ცალ-ცალკე მოიპოვოს თითოეული საქმიანობის ლიცენზია; გ) სპეციალური ლიცენზია – უფლება, როდესაც პირს შეუძლია განახორციელოს რომელიმე ვიწრო საქმიანობა ლიცენზირებადი საქმიანობის ზოგადი სახეობიდან და ვალდებულია წარმოადგინოს მხოლოდ სპეციალური სალიცენზიო პირობების დამაკმაყოფილებელი ფაქტობრივი გარემოებები. ლიცენზიის მაძიებელს შეუძლია განახორციელოს სპეციალური ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა ისე, რომ არ მოიპოვოს საქმიანობათა უფრო ფართო წრის მარეგულირებელი ლიცენზია; დ) სალიცენზიო მოწმობა – ლიცენზიის ფლობის დამადასტურებელი საბუთი; ე) ნებართვა – ამ კანონით გათვალისწინებული, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით ქმედების განხორციელების უფლება, რომელიც უკავშირდება ობიექტს და ადასტურებს ამ განზრახვის კანონით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას. შესაძლებელია ნებართვის გადაცემა სხვა პირისთვის, თუ ეს კანონით არ არის აკრძალული ან ნებართვა არსობრივად არ არის დაკავშირებული მის მფლობელთან; ვ) სანებართვო მოწმობა – ნებართვის ფლობის დამადასტურებელი საბუთი; ზ) ლიცენზიის მაძიებელი – ლიცენზიის მიღების მსურველი პირი; თ) ნებართვის მაძიებელი – ნებართვის მიღების მსურველი პირი; ი) ლიცენზიის გამცემი – ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კანონით დადგენილი წესით გასცემს ლიცენზიას; კ) ნებართვის გამცემი – ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კანონით დადგენილი წესით გასცემს ნებართვას; ლ) სხვა ადმინისტრაციული ორგანო – ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კანონმდებლობის თანახმად ვალდებულია დაადგინოს კანონმდებლობით განსაზღვრული დამატებითი სალიცენზიო და სანებართვო პირობების დამაკმაყოფილებელი ფაქტობრივი გარემოებები. დადგენის პროცედურაზე ვრცელდება ამ კანონით ლიცენზიისა და ნებართვის გაცემისათვის დადგენილი წესები და პრინციპები; მ) ერთი სარკმლის პრინციპი – ადმინისტრაციული წარმოების წესი, როდესაც ლიცენზიის ან ნებართვის გამცემი თავად უზრუნველყოფს დამატებითი სალიცენზიო ან სანებართვო პირობების სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადასტურებას. დამატებითი სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დადასტურება დაკავშირებული უნდა იყოს ლიცენზიის ან ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებასთან. ამ პირობების დამადასტურებელი ფაქტობრივი გარემოებების მოპოვება უშუალოდ უნდა ემსახურებოდეს ლიცენზიის ან ნებართვის მიღების მიზანს; ნ) უწყებრივი სალიცენზიო რეესტრი – მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ლიცენზიების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების თაობაზე; ო) უწყებრივი სანებართვო რეესტრი – მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ნებართვების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების თაობაზე; პ) ლიცენზიის მფლობელი – პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ისარგებლოს რესურსით, ან სხვა ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება; ჟ) ნებართვის მფლობელი – პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული ქმედება, ან სხვა ნებართვის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს სანებართვო ქმედების განხორციელების უფლება; რ) სალიცენზიო მოსაკრებელი – ერთჯერადი სავალდებულო გადასახდელი საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში, რომელსაც ლიცენზიის მაძიებელი იხდის კანონით დადგენილი ოდენობით, მისთვის კანონით განსაზღვრული ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებისათვის. სალიცენზიო მოსაკრებლით გაითვალისწინება ლიცენზიის გაცემის ადმინისტრირების ხარჯები; ს) სანებართვო მოსაკრებელი – ერთჯერადი სავალდებულო გადასახდელი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ან შესაბამისი ადგილობრივი თვით-მმართველი ერთეულის ბიუჯეტში (თუ ნებართვას გასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო), რომელსაც ნებართვის მაძიებელი იხდის კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ (თუ ნებართვას გასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო) დადგენილი ოდენობით, მისთვის კანონით განსაზღვრული სანებართვო ქმედების განხორციელების უფლების მინიჭებისათვის. სანებართვო მოსაკრებლით გაითვალისწინება ნებართვის გაცემის ადმინისტრირების ხარჯები; ტ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი; უ) სალიცენზიო პირობები – კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად და ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას; ფ) სანებართვო პირობები – კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით დადგე-ნილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას; ქ) მშენებლობის ნებართვა – განსხვავებული იერარქიული ნებართვა, რომელიც ნებართვის მაძიებელთა ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა; II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება; III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. აღნიშნულ სტადიებზე ვრცელდება ამ კანონით ნებართვის გაცემისათვის განსაზღვრული წესები და პრინციპები. (ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე განიხილება, როგორც არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება, ხოლო არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი შეიძლება განხილული იქნეს, როგორც არქიტექტურული პროექტი).