„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.02.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი, სოფიო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ხატიძე, ივლიანე წულაია ლევან, გოგიჩაიშვილი, გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/15/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 84 ✗ 21
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ალტერნატიული წინადადება
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 93 ✗ 3
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
ინიციირებული ვარიანტი (2)
სხდომაზე განსახილველი პროექტი (1)
✓ 20 ✗ 84
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (5)
სხდომაზე განსახილველი პროექტი (2)
✓ 95 ✗ 20
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (6)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-06
ბიუროს ნომერი 26

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1.„საქართველოს საქართველოს კანონში სახელმწიფო (საქართველოს უსაფრთხოების საკანონმდებლო სამსახურის მაცნე შესახებ“ (www.matsne.gov.ge), 15.07.2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.05.001.017864) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1) მე-2 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან. სამსახურში შეიძლება შეიქმნას ტერიტორიული ორგანოები. სამსახურის მმართველობის სფეროში შეიძლება შედიოდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი.“ ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. სამსახურს უფლება აქვს, ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას, მის მიერ დამუშავებულ მატერიალურ დოკუმენტებზე პირადი ხელმოწერა შეასრულოს ფაქსიმილიეს გამოყენებით. ფაქსიმილიეს გამოყენებით შესრულებულ ხელმოწერას აქვს პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.“. 2) მე-6 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქართველოს საკანონმდებლო აქტით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს.“. ბ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) თავისი კომპენტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის მოსამსახურეებს, მათ შორის, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს, სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფროსის მოადგილეებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;“. გ) მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს მოსამსახურეებს, წარადგენს მათ სახელმწიფო ჯილდოზე, ასევე იყენებს პირთა მიმართ ამ კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ წახალისების ფორმებს;“. დ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე) შესაბამისი შერჩევის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფროსს“. 3) მე-9 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურის უფროსი ან მისი მოადგილე ვალდებულია წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 აპრილისა, საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში.“. 3) მე-12 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1. უზრუნველყოს დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულ პირთა. დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსება;“. ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შენიშვნა ამოღებული იქნას. 3) 28-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურეს და დამხმარე მოსამსახურეს უფლება აქვთ, ეკავოთ სხვა თანამდებობა და ასრულებდნენ სხვა ანაზღაურებად სამუშაოს იმავე დაწესებულებაში ან სხვაგან, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს ან სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.“. ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს არ ეზღუდებათ სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება.“. 4. 31-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოსამსახურე საგამოძიებო ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის, სამსახურის გენერალური ინსპექციის სათანადო დასკვნის ან სამსახურის შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე, სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის მომენტიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო მოსამსახურე სასამართლო განჩინების საფუძველზე, სამსახურის უფროსის ბრძანებით დროებით უნდა იქნეს გადაყენებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის მომენტიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.”. 5) 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის გამო;“. 6) 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპნუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1)სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან მისი მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის დროს.“. 7) 36 ემუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 36. წახალისების ფორმები“. ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, სამსახურისთვის დახმარების გაწევის ან სამსახურთან დაკავშირებული სხვა გარემოების გამო, პირის ან მისი ოჯახის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა „ე“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებული წახალისების ფორმები.“ 8) 39-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურში, მის მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში განსაკუთრებულ ან სამსახურის შემთხვევებში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ცალკეულ სამსახურის აქტით, სტრუქტურულ უფროსის განსაზღვრული ერთეულებში, ინდივიდუალური ვადით შეიძლება გამოცხადდეს მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი. მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმის დროს მოსამსახურეები იმყოფებიან მათთვის გათვალისწინებულ სამუშაო ადგილებზე. მოსამსახურეს სამუშაო ადგილის დატოვება შეუძლია მხოლოდ უშუალო უფროსის ნებართვით.“. 9) 42-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახური ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლებიდან.“. 10) 50-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურის გენერალური ინსპექცია დამოუკიდებელია. დაუშვებელია სამსახურის გენერალური ინსპექციის საქმიანობაში სამსახურის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის, სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან თანამდებობის პირის ჩარევა. სამსახურის გენერალური ინსპექცია ანგარიშვალდებულია უშუალოდ სამსახურის უფროსის წინაშე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას. 3. სამსახურის გენერალური ინსპექციის უფლებამოსილება ვრცელდება სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებზე, ასევე სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე.“. მუხლი 2. 1. სამსახურმა: ა) 2017 წლის 31 მარტამდე უზრუნველყოს საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსათვის საბალანსო მონაცემების მიხედვით გადასაცემი ქონების (მათ შორის, უძრავი ქონება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სხვა ქონება) განსაზღვრა და საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოსთვის გადაცემა; ბ) საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ შესაბამისი ტექნიკური ხელშეკრულებების სააგენტოს გაფორმებამდე შეუფერხებელი საქართველოს გამართული და ოპერატიულ- ფუნქციონირებისათვის განახორციელოს საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საჭირო უწყვეტი და სხვა მომსახურებით (მათ შორის, საწვავის მიწოდება, კომუნალური მომსახურება, კავშირგაბმულობის მომსახურება, ინტერნეტის მომსახურება, დასუფთავების მომსახურება, მოსამსახურეთა ჯანმეთელობის დაზღვევა და სხვა მომსახურება) უზრუნველყოფა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე; გ) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ასიგნებებით გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების ტექნიკური საფუძველზე დეპარტამენტისთვის კანონმდებლობით დადგენილი სააგენტოსთვის გადაცემა. უზრუნველყოს სამსახურისთვის, ან ოპერატიულ- შეძენილი ან შესაძენი საქონლის საქართველოს წესით საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური დ) 2017 წლის 31 მარტამდე დაამტკიცოს სააგენტოს დებულება. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა ამოქმედდეს ამოქმედდეს 2017 წლის 30 მარტიდან. 2. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე: ა) ზოგადიინფორმაციაკანონპროექტისშესახებ ა.ა) კანონპროექტისმიღებისმიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია „ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით. კერძოდ, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო იფუნქციონირებს, როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რაც შესაბამის გამომდინარე ცვლილებებს საჭიროებს წარმოდგენილ პროექტში. ა.ბ) კანონპროექტისმიზანი: კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი კანონის პროექტის შესაბამისობაში მოყვანა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.გ) კანონპროექტისძირითადიარსი: კანონპროექტის უსაფრთხოების თანახმად, სამსახურის ცვლილება შესახებ“ შედის საქართველოს „საქართველოს კანონის სახელმწიფო შესაბამის ნორმებში, რომლითაც შესაძლებელი გახდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, როგორც საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულების მმართველობის სფეროში შედიოდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ასევე ზუსტდება სამსახურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ტექნიკური საკითხი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებაარ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი მომზადდა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით შესაბამისი კანონპროექტების მომზადების მიზნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილი პარლამენტის სამუშაო ჯგუფის წევრები, ფარგლებში, აღმასრულებელი რომელშიც და შედიოდნენ სასამართლო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, აგრეთვე არასამთავარობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი, სოფიო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ხატიძე, ივლიანე წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი, გურამ მაჭარაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი, სოფიო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ხატიძე, ივლიანე წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი, გურამ მაჭარაშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება მუხლი 2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემა, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოებას. 2. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოებისაგან. 3. სამსახურის დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 4. სამსახური და მისი თანამდებობის პირები უფლებამოსილი არიან, სამსახურის სამართლებრივ აქტებზე, ბლანკებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე სრული სახით გამოიყენონ საქართველოს სახელმწიფო გერბი. 5. სამსახურს უფლება აქვს, ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს და შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი (მათ შორის, საარქივო მასალა), აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები, ელექტრონული ხელმოწერა, ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. დოკუმენტზე ელექტრონულ ხელმოწერას, აგრეთვე ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერას აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. მუხლი 6. სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები 1. სამსახურის საქმიანობის მიმართულებებს წარმართავს და სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი. 2. სამსახურის უფროსი: ა) აწესრიგებს სამსახურის კომპეტენციის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ამ საკანონმდებლო აქტით; გ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მოსამსახურეებს, მათ შორის, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეთა კანდიდატურებს; ვ) მოსამსახურეებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანიჭებს სამხედრო და სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს; ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს მოსამსახურეებს, წარადგენს მათ სახელმწიფო ჯილდოზე; თ) ქმნის კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებს; ი) წარმოადგენს სამსახურს საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობებში; კ) ამტკიცებს სამსახურის მოსამსახურის ფიცის ტექსტს; ლ) ამტკიცებს სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსს; მ) ადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის რეჟიმს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებისთვის; ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები. 4. სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 5. სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება სამსახურის დებულებით, სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებით და სხვა ნორმატიული აქტებით. 6. სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება უწყდებათ სამსახურის ახალი უფროსის დანიშვნისთანავე. მუხლი 9. სამსახურის უფროსის ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა 1. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის წინაშე. სამსახურის უფროსი, როგორც საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემის ხელმძღვანელი, ანგარიშვალდებულია აგრეთვე საქართველოს მთავრობის წინაშე. 2. სამსახურის უფროსი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 აპრილისა, საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. 3. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებულია დაესწროს საქართველოს პარლამენტის, მისი კომიტეტისა და კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს შესაბამის სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. მას მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს საქართველოს პარლამენტმა, კომიტეტმა, კომისიამ. 4. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია შეაფასოს სამსახურის უფროსის მიერ გაწეული საქმიანობა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებით დაამტკიცოს შესაბამისი რეკომენდაციები და წინადადებები. მუხლი 12. სამსახურის უფლებამოსილება 1. სამსახური პრევენციული ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) სახელმწიფო უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად განახორციელოს ამ კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, ვინაობის დადგენის მიზნით შეუმოწმოს პირს პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ პირმა ჩაიდინა სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული დანაშაული ან ჩაიდენს მას, ან თუ ასეთი შემოწმება დაკავშირებულია მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან; ბ) მიიღოს გადაუდებელი ზომები ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, გაუწიოს მას პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება; გ) გააფრთხილოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები იმ შესაძლო ქმედებათა შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამის უწყებებთან ერთად მიიღოს ზომები საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობათა პირადი და ქონებრივი უსაფრთხოების, აგრეთვე საქართველოს საზღვრების გარეთ საქართველოს დაწესებულებებისა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; ე) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ღონისძიებათა უსაფრთხოების უზრუნველყოფაში; ვ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოს სახელმწიფოს სამობილიზაციოგამწვევი პუნქტებისა და ოპერატიულ-მმართველობითი შტაბების უსაფრთხოება და მზადყოფნა; ზ) უზრუნველყოს სამსახურის სრული სამობილიზაციო მზადყოფნა; თ) მიიღოს და რეგისტრაციაში გაატაროს ინფორმაცია სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ დანაშაულთა საქმეების შესახებ, აღრიცხოს ასეთ დანაშაულთა ჩამდენი პირები; ი) საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებსა და დაინტერესებულ უწყებებს აცნობოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ; კ) ღია და ფარული წყაროებიდან მოიპოვოს ინფორმაცია, განახორციელოს მიღებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება; ლ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით უზრუნველყოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ბირთვული, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოება; მ) უზრუნველყოს მასობრივი განადგურების იარაღის უკანონო ბრუნვის თავიდან აცილება, გამოვლენა და აღკვეთა. 2. სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების წინაშე მდგარ საფრთხეებზე რეაგირების მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს გამოძიება, დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ და დამნაშავე პირთა ძებნა-დაკავება; ბ) კანონით დადგენილი წესით განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, აგრეთვე საგამოძიებო და ფარული საგამოძიებო მოქმედებები. შენიშვნა: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 32-ე ნაწილით განსაზღვრული სახელმწიფო ორგანო, რომელიც უშუალოდ სამსახურის უფროსს ექვემდებარება, იმავე კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს მხოლოდ მოსამართლის მიერ დადგენილი წესით გამოცემული განჩინების, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში – პროკურორის მოტივირებული დადგენილების საფუძველზე; გ) პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანოებთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში; დ) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში გამოიყენოს სახელმწიფო ორგანოს, ფიზიკური და იურიდიული პირების (გარდა უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებისა) კუთვნილი: დ.ა) კავშირგაბმულობის საშუალებები – შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან აუცილებელი კომუნიკაციის დასამყარებლად; დ.ბ) სატრანსპორტო საშუალებები – შემთხვევის ადგილზე მისასვლელად, დანაშაულის აღსაკვეთად ან/და დანაშაულის ჩამდენი პირის ან დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირის დასაკავებლად. შენიშვნა: ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახური ვალდებულია კავშირგაბმულობის საშუალებებისა და სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს აუნაზღაუროს მათთვის მიყენებული ზიანი; ე) უზრუნველყოს კომპიუტერული მონაცემებისა და ტექნიკური აღჭურვილობის საექსპერტოკრიმინალისტიკური გამოკვლევა. 3. სამსახური კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიმართულებით თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) განახორციელოს კონტრდაზვერვითი საქმიანობა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ორგანიზაციების საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დაზვერვითი საქმიანობის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, აგრეთვე მიიღოს საჭირო ზომები სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; ბ) სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს სამხედრო ძალებში განახორციელოს კონტრდაზვერვითი საქმიანობა. 4. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) კანონით განსაზღვრულ უწყებებთან ერთად განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; ბ) სახელმწიფო სამინისტროსთან დაცვის სპეციალურ კოორდინაციით, სამსახურთან და ოპერატიულად საქართველოს უზრუნველყოს შინაგან საქმეთა სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტის და სახელმწიფო ორგანოს უმაღლესი თანამდებობის პირების, აგრეთვე საქართველოში ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირის, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის, საქართველოში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის და სხვა მნიშვნელოვანი პირის დაცვა; გ) თავისი სახელით დადოს უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება. 5. სამსახური მასში შემავალი დანაყოფების ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფის, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების და დაკვირვების ელექტრონული საშუალებების ბრუნვის კონტროლის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) უზრუნველყოს სამსახურის დანაყოფებთან გამართული უწყებრივი კავშირი; ბ) გზებსა და შენობების გარე პერიმეტრზე, სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამონტაჟოს/განათავსოს, აგრეთვე გამოიყენოს სამსახურის ან/და სხვის მფლობელობაში არსებული დამონტაჟებული ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკა. 6. სამსახურის საქმიანობის განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტებით. გამოყენებული მეთოდები და საშუალებები ზიანს არ უნდა აყენებდეს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, არ უნდა ლახავდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, არ უნდა აზიანებდეს გარემოს. მუხლი 28. სამსახურებრივი შეუთავსებლობა და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება 1. სამსახურის სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს უფლება არა აქვს: ა) ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობის გარდა; ბ) ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა დაწესებულებაში, უცხო ქვეყნის ორგანოში/დაწესებულებაში. 2. სამსახურის მოხელეს, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირისა, უფლება აქვს, შეთავსებით ეკავოს სხვა თანამდებობა და ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს მხოლოდ იმავე დაწესებულებაში. 3. სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურეს და დამხმარე მოსამსახურეს უფლება აქვთ, ეკავოთ სხვა თანამდებობა და ასრულებდნენ სხვა ანაზღაურებად სამუშაოს იმავე დაწესებულებაში ან სხვაგან, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. 4. სამსახურის მოხელეს, მათ შორის, სამსახურის სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს, არა აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება. მას შეუძლია ფლობდეს მხოლოდ აქციებსა და წილს. მუხლი 31. მოსამსახურის თანამდებობიდან დროებით გადაყენება 1. მოსამსახურე სასამართლოს განჩინების, საგამოძიებო ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის, სამსახურის გენერალური ინსპექციის სათანადო დასკვნის ან სამსახურის შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე, სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის მომენტიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. 2. თანამდებობიდან დროებით გადაყენებული მოსამსახურე გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს იმავე თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – მის ტოლფას თანამდებობაზე. მუხლი 32. მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის წესი 1. მოსამსახურე სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის გამო; დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო; ე) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო; ვ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო, მისი თანხმობის შემთხვევაში; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამო; თ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო; ი) მოქალაქეობის შეცვლის გამო; კ) სხვა დაწესებულებაში გადასვლის გამო; ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად; მ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების გამო; ნ) გარდაცვალების გამო; ო) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით. 2. მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. მუხლი 33. სამსახურის მოხელის კადრების განკარგულებაში აყვანა 1. სამსახურის მოხელე, მათ შორის, სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის დროს. 2. კადრების განკარგულებაში აყვანილ სამსახურის მოხელეს შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება. 3. კადრების განკარგულებაში აყვანილი სამსახურის მოხელე კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად. მუხლი 36. მოსამსახურის წახალისება 1. სამსახურებრივი კეთილსინდისიერი მოვალეობის სანიმუშოდ სამსახურისათვის, შესრულებისათვის, განსაკუთრებული სირთულის ხანგრძლივი ან და მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის მოსამსახურის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფულადი პრემიის მიცემა; გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; დ) სამსახურის სიგელით დაჯილდოება; ე) სამკერდე ნიშნით დაჯილდოება; ვ) სამსახურის მედალიონით დაჯილდოება; ზ) სამსახურის მედლით დაჯილდოება; თ) მორიგი წოდების ვადამდე მინიჭება; ი) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; კ) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება; ლ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა. 2. მოსამსახურის მიმართ შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა. 3. მოსამსახურის წახალისების უფლება აქვს საამისოდ უფლებამოსილ პირს. 4. პირის მიერ სამსახურისთვის დახმარების გაწევისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა „ე“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებული წახალისების ფორმები. 5. მოსამსახურეთა წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი. მუხლი 39. მოსამსახურის სამუშაო დრო 1. მოსამსახურისთვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე. 2. სამსახურში ან მის ცალკეულ სტრუქტურულ ერთეულებში, განსაკუთრებულ შემთხვევებში, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, განსაზღვრული ვადით შეიძლება გამოცხადდეს მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი. მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმის დროს მოსამსახურეები იმყოფებიან მათთვის გათვალისწინებულ სამუშაო ადგილებზე. მოსამსახურეს სამუშაო ადგილის დატოვება შეუძლია მხოლოდ უშუალო უფროსის ნებართვით. 3. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა ექსტრემალური ვითარების დროს სამსახური გადადის მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე. მუხლი 42. სამსახურის დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა 1. სამსახური ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 2. თუ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის მოსამსახურე სახელმწიფო ან პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას იყენებს, ამ სატრანსპორტო საშუალებას საწვავით უზრუნველყოფს სამსახური სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით დადგენილი წესით. მუხლი 50. მოსამსახურის საქმიანობის შიდა კონტროლი 1. მოსამსახურის საქმიანობას აკონტროლებს სამსახურის გენერალური ინსპექცია. 2. სამსახურის გენერალური ინსპექცია დამოუკიდებელია. დაუშვებელია სამსახურის გენერალური ინსპექციის საქმიანობაში სამსახურის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის ან თანამდებობის პირის ჩარევა. სამსახურის გენერალური ინსპექცია ანგარიშვალდებულია უშუალოდ სამსახურის უფროსის წინაშე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას. 3. სამსახურის გენერალური ინსპექციის უფლებამოსილება ვრცელდება სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებზე. 4. სამსახურის გენერალური ინსპექცია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ავლენს სამსახურში მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტებს და ახდენს სათანადო რეაგირებას; ბ) აკონტროლებს სამსახურში შემავალი დანაყოფების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას, ამოწმებს მათ მიერ მატერიალური და ფინანსური რესურსების განკარგვის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას; გ) ადგენს მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ხელშემწყობ მიზეზებს და ახორციელებს ღონისძიებებს მათი თავიდან აცილებისთვის, ავლენს სამსახურში შემავალი დანაყოფების საქმიანობაში არსებულ დარღვევებსა და ნაკლოვანებებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს აღმოჩენილი ხარვეზების და მათი მიზეზების აღმოსაფხვრელად; დ) ასრულებს სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათა განხორციელებისას დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში სამსახურის გენერალური ინსპექცია შესაბამის მასალებს დაუყოვნებლივ გადასცემს საქართველოს მთავარ პროკურატურას.