„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“
- „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს თავდაცვის ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-18
ბიუროს ნომერი 173
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1
1.
ეს
კანონი
აწესრიგებს
საქართველოში მოქმედი
სახელმწიფო
მნიშვნელობის
სიმბოლოების დადგენისა და გამოყენების წესს.
2. ეს კანონი არ ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებსა და აფხაზეთის და
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სიმბოლოებზე. მათი გამოყენების წესი საქართველოს
კონსტიტუციის შესაბამისად განისაზღვრება ორგანული კანონით.
მუხლი 2
კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
1. სახელმწიფო სიმბოლო - სახელმწიფოს გერბი, სახელმწიფოს დროშა და სახელმწიფოს
ჰიმნი;
2. სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო:
ა) საჯარო დაწესებულების ემბლემა;
ბ) საჯარო დაწესებულების დროშა და დროშების ერთობლიობა;
გ) საჯარო დაწესებულების
დროშების და სიმბოლოების ერთობლიობა;
დ) საჯარო დაწესებულების
ინსიგნია;
ე) სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდო;
ვ) საქართველოს სახელმწიფო სამხედრო და სპეციალურ დანიშნულების დაწესებულების
სპეციალური ფორმის ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუში, სამხედრო და სპეციალური წოდების
განმასხვავებელი ნიშანი, სამხედრო ძალების სახეობის, სამხედრო დანაყოფის და ქვედანაყოფის
განმასხვავებელი ნიშანი.
ზ) მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა.
თ) საქართველოს სახელმწიფო ფულის ნიშანი;
ი) საქართველოს მოქალაქის პასპორტი, პირადობის (ბინადრობის) მოწმობა;
კ) საჯარო დაწესებულების ბლანკის ნიმუში, რომელზეც გამოსახულია სახელმწიფო და
სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები;;
ლ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი ან სხვა ოფიციალური
დოკუმენტი,
სიმბოლოები;
რომელზეც
გამოსახულია
სახელმწიფო
და
სახელმწიფო
მნიშვნელობის
3. სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიება:
ა) სამხედრო აღლუმი;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის ფიცის დადება;
გ)
საქართველოს
ტერიტორიაზე
გამართული
სარიტუალო,
საერთაშორისო,
სადღესასწაულო ღონისძიება, რომელსაც საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს;
4. ემბლემა – საჯარო დაწესებულების (საჯარო დაწესებულების სისტემაში შემავალი
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ან საჯარო დაწესებულების სისტემაში
შემავალი/საჯარო დაწესებულების მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული
პირის)
საქმიანობის
და
უფლებამოსილებების
პირობითი
სიმბოლური
გამოსახულება, რომელიც შექმნილია საერთაშორისოდ დამკვიდრებული ჰერალდიკური
ნორმების დაცვით;
5. ინსიგნია - საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის,
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის,
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობისა და
უფლებამოსილებების პირობითი სიმბოლური გამოსახულება: დროშა, სამკერდე მედალიონი,
კვერთხი;
6. დროშების ერთობლიობა - ერთი მხრივ, საჯარო დაწესებულების, ხოლო მეორე მხრივ საჯარო დაწესებულების სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ან
საჯარო დაწესებულების სისტემაში შემავალი/საჯარო დაწესებულების მმართველობის სფეროში
მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის იერარქიული ურთიერთდამოკიდებულების
სიმბოლური გადმოცემა დროშების საშუალებით;
7. სახელმწიფო ჯილდო - ორდენი, მედალი, რომელიც განისაზღვრება კანონით;
8. უწყებრივი ჯილდო - მედალი, მედალიონი, სამკერდე ნიშანი, სიგელი, დიპლომი,
რომელიც მტკიცდება საჯარო დაწესებულების შესაბამისი სამართლებრივი აქტით ამ კანონის მე3 მუხლით დადგენილი წესით;
9. საჯარო დაწესებულება - „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3
მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაწესებულება.
თავი II. სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცება, აღმართვა, გამოფენა და გამოსახვა
მუხლი 3
1. სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, აგრეთვე მისი აღმართვის, გამოფენისა და
გამოსახვის
წესს
ამტკიცებს
საჯარო
დაწესებულება
ან
მისი
ხელმძღვანელი,
ხოლო
მუნიციპალიტეტის შემთხვევაში - წარმომადგენლობითი ორგანო შესაბამისი სამართლებრივი
აქტით საერთაშორისოდ დამკვიდრებული ჰერალდიკური ნორმების გათვალისწინებით.
სიმბოლოს
გამოსახულებისა
და
სიმბოლოს
შინაარსობრივი
დატვირთვის
ურთიერთშესაბამისობის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის
სახელმწიფო
საბჭოსთან
კონსულტაციების
(შემდგომში
შედეგად,
-
,,ჰერალდიკის
ჰერალდიკის
სახელმწიფო
სახელმწიფო
საბჭო“)
წინასწარი
საბჭოს
მიერ
განხორციელებული/გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე.
2. სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, საჯარო
სამართლის იურიდიული პირის
სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, აგრეთვე მისი
აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესს ამტკიცებს მინისტრი ამ მუხლის პირველი პუნქტით
დადგენილი წესით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესი არ ვრცელდება სახელმწიფო ფულის
ნიშანსა და სახელმწიფო ჯილდოზე. სახელმწიფო ფულის ნიშნის გაფორმებასა და დიზაინს
ეროვნული ბანკის საბჭო შეიმუშავებს და ამტკიცებს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ მიღებული
ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
4. მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების
სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე სპეციალური
დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების,
თავდაცვის სამინისტროს ფორმის
ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუში დადგენილი წესით თანხმდება ჰერალდიკის სახელმწიფო
საბჭოსთან.
მუხლი 4
1. სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს შეთანხმების მიზნით საჯარო დაწესებულების
ხელმძღვანელი (მუნიციპალიტეტის შემთხვევაში - მუნიციპალიტეტის მერი) წერილობით
მიმართავს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს,
2. მიმართვას თან უნდა ერთვოდეს:
ა) შესაბამისი საჯარო დაწესებულების
სრული
სახელწოდება,
ხოლო
თუ
იგი
სხვა
დაწესებულების სისტემაში შემავალი საჯარო დაწესებულებაა - ამ დაწესებულების სრული
სახელწოდებაც.
ბ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთვის მიმართვის საფუძველი;
გ) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს გამოსახულების პროექტი;
დ) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს აღწერილობა.
3. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო უფლებამოსილია საჯარო დაწესებულებისგან მოითხოვოს
დამატებითი დასაბუთება. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია
მონაწილეობა მიიღოს
პროექტის განხილვაში და განხილვისას საკუთარი ინიციატივით წარმოადგინოს დამატებითი
მონაცემები.
4. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო შესათანხმებლად წარდგენილ სახელმწიფო მნიშვნელობის
სიმბოლოს აფასებს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
კრიტერიუმების მიხედვით.
5. ჰერალიდკის სახელმწიფო საბჭო წარდგენილი პროექტის შეთანხმების თაობაზე დასკვნას
იღებს პროექტის წარდგენიდან ერთ თვეში. თუ ამ ვადაში საბჭოს მიერ დასკვნა
არ იქნა
გაცემული, პროექტი ითვლება შეთანხმებულად, რის შემდეგაც ამ კანონის მე-3 მუხლით
გათვალისწინებული
ხელმძღვანელი
პირი
ან
ორგანო
უფლებამოსილია
დაამტკიცოს
სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო.
6. საჯარო დაწესებულების მოქმედი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს ცვლილების
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმება ხდება ამ მუხლის პირველი-მე-5 პუნქტებით
გათვალისწინებული წესით. ამასთან, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
პირობებისა, წარდგენილ უნდა იქნეს ცვლილების დასაბუთება.
მუხლი 5
სახელმწიფო სიმბოლოებთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის,
გამოფენისა და გამოსახვის წესი თანხმდება ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან.
მუხლი 6
დაუშვებელია სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს სხვა საჯარო დაწესებულების
სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოდ ან მის საფუძვლად გამოყენება გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც საჯარო დაწესებულება სხვა დაწესებულების სისტემაში შემავალი, მისი მმართველობის
სფეროში მოქმედი ან ამ დაწესებულების მიერ დაფუძნებული დაწესებულებაა.
მუხლი 7
1. საჯარო დაწესებულება სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცებიდან 5 დღის
ვადაში სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცების შესახებ სამართლებრივ აქტს
უგზავნის ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს, რომელიც საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს მას 3
სამუშაო დღის ვადაში.
2. საჯარო დაწესებულება უზრუნველყოფს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს
დამტკიცების შესახებ სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებას საქართველოს საკანონმდებლო
მაცნეს ვებ-გვერდზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 8
1. დაუშვებელია დადგენილი წესით ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული
და სახელმწიფო დაწესებულების მიერ დამტკიცებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს
ნიმუშისა და მისი ნებისმიერი პარამეტრის ცვლილება, სახეცვლილი, დაზიანებული, ნიმუშისგან
განსხვავებული შესაბამისი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს გამოსახვა, აღმართვა ან
გამოფენა.
2. დაზიანებული ან სახეცვლილი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო ჩამოიხსნება და
აღარ აღიმართება/გამოიფინება/გამოისახება.
თავი III. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 9
1. ამ კანონის ამოქმედებამდე დამტკიცებული ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები, გარდა სახელმწიფო ფულის
ნიშნისა და იმ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებისა, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე
შეთანხმებულია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან, ამ კანონით დადგენილი წესით, ხელახლა
უნდა დამტკიცდეს 2022 წლის 1 იანვრამდე.
2. ამ კანონის ამოქმედებამდე დამტკიცებული სიმბოლოების ცვლილების საჭიროების
შემთხვევაში, სიმბოლო უნდა დამტკიცდეს ხელახლა, ამ კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 10
დაევალოს საქართველოს მთავრობას 3 თვის ვადაში შეიმუშაოს და დაამტკიცოს
,,სახელმწიფო სიმბოლოებთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის,
გამოფენისა და გამოსახვის წესი“, და ,,სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის,
გამოფენისა და გამოსახვის წესი“.
მუხლი 11
ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 01 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
ქუთაისი,
2018 წ.
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
“სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ”
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზი გახდა ქვეყანაში ერთიანი სამართლებრივი მექანიზმის
არარსებობა, რომელიც დაარეგულირებდა სახლმწიფოში მოქმედი სიმბოლოების
ჰერალდიკური თვალსაზრისით გამართული დიზაინის შექმნის, დამტკიცებისა და
გამოყენების წესს.
მოუწესრიგებელი
ვითარებაა
სახელმწიფო
დაწესებეულების
სიმბოლოებთან
დაკავშირებით. უწყებების სიმბოლიკა ჰერალდიკური თვასაზრისით არ ავლენს
არავითარ სტილისტურ თუ ჰერალდიკურ ნათესაობას, არ ქმნის შთაბეჭდილებას, რომ
ერთი ქვეყნის სხვადასხვა უწყების განმასხვავებელი ნიშნებია. უმრავლეს შემთხვევაში
დარღვეულია ჰერალდიკის კანონები; გარდა ქართული წარწერისა არ ჩანს სხვა
გამაერთიანებელი დეტალი და ძნელი წარმოსადგენი ხდება, რომ ისინი ერთი ქვეყნის
სახელმწიფო უწყებების სიმბოლოებია;
უწყებრივ სიმბოლიკაში მსჯელობის საგანია იყოს თუ არ ემბლემა ორენოვანი ან რა
პრინციპით ენიჭებათ ამა თუ იმ ენას პრიორიტეტი; აღსანიშნავია, რომ ხშირად ხდება
სუბიექტური
გადაწყვეტილელების
მიღება;
კერძოდ,
სახელმწიფო
უწყების
ხელმძღვანელის ცვლილების შემდეგ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, პირადი
მოსაზრებებით ხორციელდება უწყებრივი სიმბოლოების ცვლილება, რომლითაც
უნიფორმების, უნიფორმის ატრიბუტიკისა
თუ სხვა ცვლილებებისას ხშირად ხდება
ელემენტარული ჰერალდიკური მოთხოვნების დარღვევა, არ ექცევა ყურადღება
ჰერლდიკური ნიშნებისა და სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესებს და ხშირად
სახელმწიფო ღონისძიებებზე არ ღირსი პატივით ხდება სახელმწიფო სიმბოლოების
გამოსახვა, აღმართვა და გამოფენა (აღლუმები, ინაუგურაცია, სხვდასხვა საერთაშორისო
ღონისძიება).
ასევე აუცილებელია საქართველოს მოქალაქის პასპორტის, პირადობის მოწმობის,
დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების, მართვის მოწმობების და სახელმწიფოს მიერ
გაცემული
სხვა
დოკუმენტების
ერთიან
სისტემაში
მოქცევა.
სამწუხაროდ,
ეს
დოკუმენტებიც არ არის ერთიანი დიზაინის. მხატვრული სახე და ესთეტიკა ძალიან
განსხვავდება ერთმანეთისაგან და არ ჩანს საქართველოს სახელმწიფო. აღნიშნულის
საფუძველზე, მიზანშეწონილია შეიქმნას სახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუმენტების
ერთიანი სახე.
ვინაიდან ფულის ნიშნების დიზაინი წარმოადგენს მხატვრული და ესთეტიური
საშუალებებით სახელმწიფოებრიობის კონცენტრირებულ გამოხატულებას, რომელიც
წარმოაჩენს ქვეყანას ისტორიული, პოლიტიკური, კულტურული, ტერიტორიული და
სამართლებრივი თვასაზრისით, სავალებულოა მისი მხატვრული გამოსახულება
შესაბამისობაში
იყოს
სახელმწიფოებრიობის
სწორად
წარმოჩენის
ესთეკისათან.
დღესდღეობით ქვეყანაში მოქმედებს სხვადასხვა ღირებულების ფულის ნიშნების
მხატვრული სახე. ეროვნულ ბანკათან ერთად, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს
მონაწილეობით, მნიშვნელოვანია მოწესრიგდეს და ერთ ოჯახად ჩამოყალიბდეს
სახელმწიფოში მოქმედი ფულის ნიშნების ნიმუშები, როგორც სახელმწიფოში მოქმედი
სხვა ჰერალდიკური ნიშნები და სიმბოლოები.
ყოველივეს
გათვალისწინებით,
სამართლებრივი
სტრუქტურა
მიზანშეწონილია
სახელმწიფო
ქვეყანაში
შეიქმნას
ერთიანი
დაწესებულებებისთვის,
რომელიც
შესაძლებელს გახდის მოვიდეს შესაბამისობაში თანამედროვე ჰერალდიკურ ნორმებთან
სახელმწიფოში მოქმედი ყველა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დიზაინი და
მათი გამოყენება დაექვემდებაროს ასევე საერთაშორისო ჰერალდიკურ მოთხოვნებს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია შემუშავდეს ისეთი ერთიანი სამართლებრივი
მექანიზმი,
რომელიც
მაქსიმალურად
შესაძლებელს
გახდის
დარეგულირდეს
დღესდღეობით არსებული მთელი რიგი ხარვეზები და შეუსაბამობები სახელმწიფო
მნიშვნელობის
სიმბოლოების
შექმანასთან
დამტკიცებასთან
და
გამოყენებასთან
დაკავშირებით.
აღსანიშნავია,
რომ
ადგილობრივი
თვითმმართველობის
კოდექსში
ასახულმა
სამართლებრივმა მექანიზმმა შესაძლებელი გახადა ადგილობრივი მუნიციპალური
სიმბოლიკა შესაბამისობაში მოსულიყო ჰერალდიკის თანამედროვე ნორმებთან და
სტანდარტებთან, დაქვემდებარებოდა საერთო ჰერალდიკურ პროცესს ქვეყანაში.
წარმოდგენილი
კანონპროექტის
მიზანია
მსგავსი
სამართლებრივი
მექანიზმის
შემოთავაზება
ტიპის
ქვეყანაში
და
სხვა
მოქმედ
შესაბამისი
სახელმწიფო
მნიშვნელობის სიმბოლოებთან მიმართებაში.
ა.გ.) კანონპროექტის ძირითადი არსი
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
ზოგადი დებულებებით განსაზღვრულია პროექტის ძირითადი რეგულირების სფერო და
კანონის მიზნებისთვის მოცემულია ტერმინთა განმარტებები. მეორე თავი ადგენს
სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცების, აღმართვის, გამოფენისა და
გამოსახვის წესს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო მოქმედ სახელმწიფო მნიშვნელობის
სიმბოლოებს საქართველოს პარლამენტთან
არსებულ
ჰერალდიკის სახელმწიფო
საბჭოსთან წინასწარი კონსულტაციებითა და საბჭოს მიერ გაცემული დადებითი
დასკვნის საფუძველზე ამტკიცებს სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი ან
თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო. დადგენილია საბჭოსთვის
წარსადგენი
დოკუმენტების
განსაზღვრულია
ნუსხა,
დასკვნის
გაცემის
ვადა
და
პროცედურა.
მნიშვნელოვანი სახელმწიფო ღონისძიებების ჩატარებისას საბჭოს
მონაწილეობის ფორმა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
დამატებით
ხარჯებს.
კანონით
გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება არ იწვევს ჰერალდიკის საბჭოსათვის
დამატებითი ფინანსების გამოყოფას ბიუჯეტიდან და ამ ფუნქციებს იგი განახორციელებს
დამტკიცებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
დამატებით
ხარჯებს.
კანონით
გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება არ იწვევს ჰერალდიკის საბჭოსათვის
დამატებითი ფინანსების გამოყოფას ბიუჯეტიდან და ამ ფუნქციებს იგი განახორციელებს
დამტკიცებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც
ვრცელდება კანონპროექტი.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში;
კანონპროექტის
მომზადებისას
ჩატარდა
კონსულტაციები
აღმასრულებელი
ხელისუფლების დაწესებულებებთან და საქართველოს ეროვნულ ბანკათან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით
მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, გიორგი ხატიძე, ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ოთარ
ჩრდილელი.