„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“
- „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს თავდაცვის ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-18
ბიუროს ნომერი 173
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 10.05.2010, მუხ. 150) მე-6 მუხლის მე-2
პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. სამსახურს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და
თავისი სახელწოდებით, ასევე საკუთარი სიმბოლოები, რომელთა ნიმუშებს და
გამოყენების წესს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო
საბჭოსთან წინასწარი კონსულტაციებისა და საბჭოს მიერ გაცემული ჰერალდიკური
ექსპეტიზის დადებითი დასკვნის საფუძველზე შეიმუშავებს და ნორმატიული აქტით
ამტკიცებს სამსახურის უფროსი.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ქუთაისი,
2018 წ.
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონში ცვლილების შეტანის მიზეზი გახდა „საქართველოს დაზვერვის
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში სამსახურის ბეჭდისა და სიმბოლოების
ნიმუშების შექმნასა და გამოყენებასთან დაკავშირებით სამართლებრივი ნორმის
არარსებობა და ასევე კანონის დებულებების „სახელმწიფო მნიშვნელობის
სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ
რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია სამსახურის ბეჭდისა და სიმბოლოების
ნიმუშების შექმნისა და გამოყენების შესახებ დებულების განსაზღვრა ჰერალდიკური
ნიშნების ნიმუშების შემუშავების, გამოყენებისა და დამტკიცების ერთიანი
სამართლებრივი მექანიზმის მიხედვით, რომელსაც ითვალისწინებს „სახელმწიფო
მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
პროექტის მიხედვით სამსახურის ბეჭდისა და სიმბოლოების ნიმუშების
შექმნის, მათი დამტკიცებისა და გამოყენების წესი საქართველოს პარლამენტთან
არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან წინასწარი კონსულტაციებისა და
საბჭოს მიერ გაცემული ჰერალდიკური ექსპეტიზის დადებითი დასკვნის
საფუძველზე მტკიცდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
დამატებით
ხარჯებს.
კანონით
გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება არ იწვევს სამსახურისათვის
დამატებითი
ფინანსების
გამოყოფას
ბიუჯეტიდან
და
ამ
ფუნქციებს
იგი
განახორციელებს დამტკიცებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
გათვალისწინებული
არ
გამოიწვევს
ფუნქციების
დამატებით
განხორციელება
ხარჯებს.
კანონით
არ
იწვევს
სამსახურისათვისდამატებითი ფინანსების გამოყოფას ბიუჯეტიდან და ამ ფუნქციებს
იგი განახორციელებს დამტკიცებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც
ვრცელდება კანონპროექტი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით
მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, გიორგი ხატიძე, ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ოთარ
ჩრდილელი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი
მუხლის რედაქცია სადაც შედის ცვლილება
მუხლი 6. სამსახურის საქმიანობისა და უფლებამოსილების
ფარგლები
1. სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის
წინაშე. სამსახურის
უფლებამოსილება,
ორგანიზება, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტიები განსაზღვრულია
ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.
2. სამსახურს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით
და თავისი სახელწოდებით, ასევე საკუთარი სიმბოლოები.
3. სამსახურის ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი.
4. სამსახური თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს
საზღვრებს გარეთ, აგრეთვე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თავისი
კომპეტენციის ფარგლებში.
5. სამსახური ამზადებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს
სადაზვერვო ინფორმაციას მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე.
6. სამსახური თავისი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით:
ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ეროვნული
სადაზვერვო პროგრამიდან გამომდინარე, შეიმუშავებს სადაზვერვო დავალებებს;
ბ) შეიმუშავებს და ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობის უსაფრთხოებისა და
განვითარებისათვის აუცილებელ სპეციალურ პროგრამებს;
გ) ნებაყოფლობით, ღიად ან კონფიდენციალურად თანამშრომლობს პირებთან;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის
მეთოდურ, ორგანიზაციულ, ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებებს როგორც
თავის ქვედანაყოფებში, ისე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და
საკონსულო დაწესებულებებში. ამ მიზნით იგი ახორციელებს როგორც ოპერატიულ,
ისე საინჟინრო-ტექნიკურ ღონისძიებებს;
ე) თავისი მოსამსახურეების, ოპერატიული ინფორმაციის წყაროების,
საინფორმაციო და კავშირგაბმულობის სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის
მიზნით იყენებს ოპერატიულ, ოპერატიულ-ტექნიკურ და საინჟინრო-ტექნიკურ
ღონისძიებათა აუცილებელ კომპლექსს;
ვ) აუცილებლობის შემთხვევაში ახორციელებს თავისი დოკუმენტაციის,
საკადრო შემადგენლობის, ქვედანაყოფების, შენობა-ნაგებობებისა და სატრანსპორტო
საშუალებების შენიღბვასა და დაშიფვრას, მათ შორის, სხვადასხვა დოკუმენტის,
სატრანსპორტო საშუალების სანომრე და სხვა ამოსაცნობი ნიშნების გამოყენებით;
ზ) კონსპირაციის მიზნით, სადაზვერვო საქმიანობის აუცილებლობიდან
გამომდინარე, ქმნის სხვადასხვა სამართლებრივი ფორმის ორგანიზაციებს;
თ)
თავისი
კომპეტენციის
ფარგლებში
უზრუნველყოფს
საკუთარ
უსაფრთხოებას, კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან იცავს თავის მოსამსახურეებს,
ოპერატიული ინფორმაციის წყაროებს, ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებებს, შენობანაგებობებსა და საინფორმაციო მონაცემთა ბაზას;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო
საქმიანობას;
კ) ახორციელებს საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას;
ლ) სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებს ოპერატიულ,
ოპერატიულ-ტექნიკურ, საინჟინრო-ტექნიკურ, რადიოელექტრონულ და სხვა
სპეციალურ საშუალებებს;
მ) სადაზვერვო ინფორმაციის დასაცავად სხვა მეთოდებთან ერთად ქმნის ან/და
იყენებს კრიპტოგრაფიულ სისტემებს და შიფრებს;
ნ) სადაზვერვო საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარე, საწარმოებთან,
დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან (მიუხედავად მათი სამართლებრივი
ფორმისა) დებს ხელშეკრულებებს;
ო) თავისი ქონების, ობიექტების, ინფორმაციისა და მოსამსახურეთა დაცვის
უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობს საქართველოს სხვა სახელმწიფო
სტრუქტურებთან;
პ) დამტკიცებული რიცხოვნობისა და ორგანიზაციული სტრუქტურის
ფარგლებში ქმნის აუცილებელ ქვედანაყოფებს,
სპეციალური მომზადების,
სამეცნიერო-კვლევით, სამედიცინო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებს, არქივს,
უშვებს სპეციალურ გამოცემებს;
ჟ) სამსახურის ისტორიული და მეცნიერული ღირებულების მქონე
დოკუმენტებს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად განსაიდუმლოების შემდეგ მუდმივი შენახვისათვის გადასცემს საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ეროვნულ არქივს;
რ) რეგიონალურ და გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებზე
თანამშრომლობს უცხო ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან.
7. სამსახურის დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს მონაცემებს მისი საკადრო
შემადგენლობისა და იმ პირების ან/და ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც
სამსახურთან კონფიდენციალურად თანამშრომლობენ (თანამშრომლობდნენ),
აგრეთვე სამსახურის მიერ გამოყენებული მეთოდებისა და საშუალებების შესახებ,
ინახება სამსახურის არქივში და განსაიდუმლოებას არ ექვემდებარება. გამონაკლისია
ამ კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
8. თავისი საქმიანობის განხორციელებისას სამსახური უფლებამოსილია
შეიძინოს, შექმნას და დაამზადოს სპეციალური დანიშნულების მოწყობილობები და
სისტემები და ექსპლუატაცია გაუწიოს მათ.
9. სამსახური აგრეთვე ახორციელებს სხვა საქმიანობას, რომელიც პირდაპირ
გამომდინარეობს ამ კანონიდან.