„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“
- „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს თავდაცვის ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 68 ✗ 2
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-18
ბიუროს ნომერი 173
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილებები:
1 . 59- ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სასამართლოს მანდატური სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას
ატარებს სამსახურებრივ ფორმას და სამკერდე ნიშანს. სასამართლოს მანდატურის
სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშებს „სახელმწიფო
მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამტკიცებს
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.“
2 . 74- ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მოსამართლე საქმის სასამართლო განხილვაში მონაწილეობს განსაკუთრებული
ჩაცმულობით და თანამდებობრივი განმასხვავებელი ნიშნით, რომელსაც „სახელმწიფო
მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამტკიცებს
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ქუთაისი,
2018 წ.
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე”
საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონში ცვლილების შეტანის მიზეზი გახდა სასამართლოს მანდატურის
სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელთან, სამკერდე ნიშანთან და სასამართლოს
ხელისუფლების სიმბოლოებთან დაკავშირებით „საერთო სასამართლოების შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში დღესდღეობით მოქმედი ნორმების „სახელმწიფო
მნიშვნელობის
სიმბოლოების
შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტთან
შესაბამისობაში მოყვანა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივი
ფორმის ტანსაცმლის, სამკერდე ნიშნისა და სასამართლოს ხელისუფლების
სიმბოლოების დამტკიცებისა და გამოყენების შესახებ მოქმედი საკანონმდებლო ნორმები
გასწორდეს და დაექვემდებაროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების ნიმუშების
შემუშავების, გამოყენებისა და დამტკიცების ერთიან სამართლებრივ მექანიზმს,
რომელსაც ითვალისწინებს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
პროექტის მიხედვით სასამართლოს მანდატურის ფორმის ტანსაცმლის, სამკერდე
ნიშნისა და სასამართლოს ხელისუფლების სიმბოლოების ნიმუშები და მათი გამოყენების
წესი და პირობები „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისადб მტკიცდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
დამატებით
ხარჯებს.
კანონით
გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება არ იწვევს საბჭოსთვის დამატებითი
ფინანსების
გამოყოფას
ბიუჯეტიდან
და
ამ
ფუნქციებს
დამტკიცებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.
იგი
განახორციელებს
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
დამატებით
ხარჯებს.
კანონით
გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება არ იწვევს საბჭოსთვის დამატებითი
ფინანსების
გამოყოფას
ბიუჯეტიდან
და
ამ
ფუნქციებს
იგი
განახორციელებს
დამტკიცებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც
ვრცელდება კანონპროექტი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
მრავალმხრივ
მრავალმხრივ
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით
მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, გიორგი ხატიძე, ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ოთარ
ჩრდილელი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საერთო სასამართლოების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის მოქმედი მუხლების რედაქცია რომელშიდაც შედის
ცვლილება
„მუხლი 59. სასამართლოს მანდატური, სასამართლოს მანდატურის
სამსახური
1. საქართველოს საერთო სასამართლოს და საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს აპარატების სტრუქტურებში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს
სასამართლოს მანდატურის სამსახური, რომლის ამოცანაა სასამართლოსა და
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის
უზრუნველყოფა, სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
შენობების დაცვა, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა
ფუნქციების განხორციელება.
2. სასამართლოების მანდატურის სამსახურების საქმიანობის საერთო
ხელმძღვანელობასა და კონტროლს ახორციელებს უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარე.
3. სასამართლოს მანდატური არის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისად
სასამართლოს თავმჯდომარე ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
მდივანი.
4. სასამართლოს მანდატურად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს
ქმედუნარიანი მოქალაქე 22 წლის ასაკიდან, თუ იგი ფლობს სახელმწიფო ენას და აქვს
სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის შესაბამისი ჯანმრთელობის
მდგომარეობა. სასამართლოს მანდატურად სამსახურის ზღვრული ასაკი 50 წელია.
5. სასამართლოს მანდატურად არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი.
6. სასამართლოს მანდატური სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას
ატარებს სამსახურებრივ ფორმას და სამკერდე ნიშანს. სასამართლოს მანდატურის
სამსახურებრივ ფორმას და სამკერდე ნიშანს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭო.“
„მუხლი 74. სასამართლო ხელისუფლების სიმბოლოები და მათი დამტკიცების
წესი
1.
სასამართლო
ხელისუფლების
სიმბოლოებია
მოსამართლის
თანამდებობრივი განმასხვავებელი ნიშნები, რომლებსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
2.
მოსამართლე
საქმის
სასამართლო
განხილვაში
მონაწილეობს
განსაკუთრებული ჩაცმულობით და თანამდებობრივი განმასხვავებელი ნიშნით,
რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
3. მოსამართლეს ეძლევა მისი თანამდებობის დამადასტურებელი პირადობის
მოწმობა, რომელსაც ხელს აწერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. უზენაესი
სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობის დამადასტურებელ პირადობის
მოწმობას ხელს აწერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.“