„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
14.06.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, ვანო ზარდიაშვილი, ანრი ოხანაშვილი, გიორგი ხატიძე, დავით მათიკაშვილი, ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ოთარ ჩრდილელი
ნომერი
#07-3/197/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 30 ✗ 13
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-18
ბიუროს ნომერი 173

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.06.2014, სარეგისტრაციო კოდი: 140070000.05.001.017468) 522-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სააგენტოს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მოსამსახურე ატარებს შესაბამისი წესით დადგენილ ფორმის ტანსაცმელს. მას ეძლევა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და სპეციალური ჟეტონი, რომელთა ნიმუშებს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი, 2018 წ. გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონში ცვლილების შეტანის მიზეზი გახდა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში საქართველოს შსს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლის ნიმუშების შექმნასა და გამოყენებასთან დაკავშირებით სამართლებრივი ნორმის არარსებობა და ასევე კანონის დებულებების „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს შსს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლის ნიმუშების შექმნისა და გამოყენების შესახებ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში განსაზღვრა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების ნიმუშების შემუშავების, გამოყენებისა და დამტკიცების ერთიანი სამართლებრივი მექანიზმის მიხედვით, რომელსაც ითვალისწინებს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი პროექტის მიხედვით საქართველოს შსს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მოსამსახურე ატარებს შესაბამისი წესით დადგენილი ფორმის ტანსაცმელს. მას ეძლევა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და სპეციალური ჟეტონი, რომელთა ნიმუშებს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. კანონით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება არ იწვევს სამინისტროსთვის დამატებითი ფინანსების გამოყოფას ბიუჯეტიდან და ამ ფუნქციებს იგი განახორციელებს დამტკიცებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. კანონით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება არ იწვევს სამინისტროსთვის დამატებითი ფინანსების გამოყოფას ბიუჯეტიდან და ამ ფუნქციებს იგი განახორციელებს დამტკიცებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება რაიმე გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, გიორგი ხატიძე, ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ოთარ ჩრდილელი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი მუხლის რედაქცია რომელშიდაც შედის ცვლილება მუხლი 44. სახელმწიფო სახანძრო დაცვისა და მუნიციპალური სახანძრო დაცვის პირადი შემადგენლობები 1. საქართველოს მოქალაქე სააგენტოში სამუშაოდ მიიღება და მსახურობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის მოთხოვნების შესაბამისად. 2. სააგენტოს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მოსამსახურე ატარებს შესაბამისი წესით დადგენილი ფორმის ტანსაცმელს. მას ეძლევა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და სპეციალური ჟეტონი, რომელთა ნიმუშებს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 3. სააგენტოს და მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების იმ პირადი შემადგენლობების სამუშაო დროის ხანგრძლივობას, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ხანძრის ჩაქრობის მოქმედებებს და ატარებენ საავარიო-სამაშველო სამუშაოებს, განსაზღვრავენ, შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობის თანახმად. 4. მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის მიერ სამსახურის გავლის წესს, მის საშტატო რიცხოვნობას და სტრუქტურას ადგენენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები სააგენტოსთან შეთანხმებით. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღნიშნული პირადი შემადგენლობა ატარებს დადგენილი ფორმის ტანსაცმელს, რომელიც ეძლევა უფასოდ, ნორმის ფარგლებში.