„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
14.06.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, ვანო ზარდიაშვილი, ანრი ოხანაშვილი, გიორგი ხატიძე, დავით მათიკაშვილი, ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ოთარ ჩრდილელი
ნომერი
#07-3/197/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 67 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-18
ბიუროს ნომერი 173

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 18.05.2015, სარეგისტრაციო კოდი: 100110000.05.001.017757) 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მოსამსახურის სპეციალური ფორმის ტანსაცმლის (უნიფორმის), განმასხვავებელი ნიშნებისა და ემბლემების ნიმუშებს, ასევე მათი გამოყენების წესს ამტკიცებს მინისტრი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი, 2018 წ. გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონში ცვლილების შეტანის მიზეზი გახდა „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლის (უნიფორმის), განმასხვავებელი ნიშნებისა და ემბლემების ნიმუშების შექმნასა და გამოყენებასთან დაკავშირებით სამართლებრივი ნორმის არარსებობა და ასევე კანონის დებულებების „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლის (უნიფორმის), განმასხვავებელი ნიშნებისა და ემბლემების ნიმუშების შესახებ კანონში არსებული ნორმის განსაზღვრა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების ნიმუშების შემუშავების, გამოყენებისა და დამტკიცების ერთიანი სამართლებრივი მექანიზმის მიხედვით, რომელსაც ითვალისწინებს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი მოსამსახურის სპეციალური ფორმის ტანსაცმლის (უნიფორმის), განმასხვავებელი ნიშნებისა და ემბლემების ნიმუშებს, ასევე მათი გამოყენების წესს ამტკიცებს მინისტრი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. კანონით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება არ იწვევს სამინისტროსათვის დამატებითი ფინანსების გამოყოფას ბიუჯეტიდან და ამ ფუნქციებს იგი განახორციელებს დამტკიცებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. კანონით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება არ იწვევს სამინისტროსათვის დამატებითი ფინანსების გამოყოფას ბიუჯეტიდან და ამ ფუნქციებს იგი განახორციელებს დამტკიცებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება ვალდებულების აღებას. არ იწვევს სახელმწიოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება რაიმე გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, გიორგი ხატიძე, ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ოთარ ჩრდილელი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი მუხლის რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება მუხლი 23. მოსამსახურის სპეციალური ფორმის ტანსაცმელი (უნიფორმა) 1. მოსამსახურე სამსახურებრივ უფლებამოსილებას, როგორც წესი, სპეციალური ფორმის ტანსაცმლით (უნიფორმით) ახორციელებს. 2. მოსამსახურის სპეციალური ფორმის ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშებს, განმასხვავებელ ნიშნებსა და ემბლემებს ამტკიცებს მინისტრი.