„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
14.06.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, ვანო ზარდიაშვილი, ანრი ოხანაშვილი, გიორგი ხატიძე, დავით მათიკაშვილი, ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ოთარ ჩრდილელი
ნომერი
#07-3/197/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 69 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-18
ბიუროს ნომერი 173

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე-5 მუხლიდან ამოღებულ იქნას მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი. 2. მე-51 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ბ1 ქვეპუნქტი: „ბ1) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების დროშებისა და ალმების ნიმუშებს, „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“ 3. მე-9 მუხლის მე-4-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი (შემდგომში – გენერალური შტაბი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი და ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიულ მართვას. 5. გენერალური შტაბის დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 6. გენერალურ შტაბს ხელმძღვანელობს გენერალური შტაბის უფროსი, რომელიც არის საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო მრჩეველი და პასუხისმგებელია ამ მუხლის მე-7 პუნქტით გენერალური შტაბისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაზე. 7. გენერალური შტაბი: ა) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადებას, განვითარებას და მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას; ბ) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიულ და სამობილიზაციო მზადყოფნას; გ) საომარი მდგომარეობის დროს ახორციელებს სამხედრო ძალების მართვას; დ) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების მართვის სისტემის განვითარებას; ე) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვის მომზადების პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს კანონმდებლობის სრულყოფის საკითხებთან დაკავშირებით; ზ) ახორციელებს სამხედრო თანამშრომლობას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად; თ) შეიმუშავებს საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმებს; ი) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარუდგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბიუჯეტო მოთხოვნებს და რეკომენდაციებს თანხების განაწილების შესახებ; კ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარუდგენს მოთხოვნებს საქართველოს შეიარაღებული ძალების შეიარაღებით, სამხედრო ტექნიკითა და სხვა მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფისათვის; ლ) ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივ ხარჯვას; მ) განსაზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების, წვრთნისა და სწავლების გეგმებს; ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას; ო) უზრუნველყოფს შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და სხვა მატერიალური საშუალებების საქართველოს შეიარაღებული ძალების სახეობებზე განაწილებას; პ) შეიმუშავებს სამობილიზაციო გეგმებს; ჟ) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების მზაობის, განვითარების სრულყოფისათვის აუცილებელი პროგრამებისა და გეგმების განხორციელებას; რ) ატარებს ღონისძიებებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული მოკლე- და გრძელვადიანი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით; ს) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნასა და განვითარებას; ტ) უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა მიერ სამხედრო სამსახურის კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლას; უ) უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა შესაბამის სამხედრო ქვედანაყოფებში სამსახურისათვის განაწილებას; ფ) წარადგენს სამხედრო მოსამსახურეებს სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებში შესაბამისი განათლების მისაღებად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად; ქ) ადგენს სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით სამხედრო თანამდებობათა ნუსხას; ღ) აწესებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ყოველი სამხედრო თანამდებობისათვის; ყ) განსაზღვრავს სამხედრო-სარეზერვო სამსახურის გავლის დროსა და ადგილს; შ) ახორციელებს კანონმდებლობითა და გენერალური შტაბის დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი, 2018 წ. გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონში ცვლილების შეტანის მიზეზი გახდა „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში საქართველოს სამხედრო ძალების დროშებისა და ალმების ნიმუშების შექმნას, დამტკიცებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული სამართლებრივი ნორმების „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს სამხედრო ძალების დროშებისა და ალმების, დამტკიცებასა და გამოყენებასთან დაკავშირებელი დებულებების განსაზღვრა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების ნიმუშების შემუშავების, გამოყენებისა და დამტკიცების ერთიანი სამართლებრივი მექანიზმის მიხედვით, რომელსაც ითვალისწინებს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი პროექტის მიხედვით საქართველოს მთავრობა ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების დროშებისა და ალმების ნიმუშებს, „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. კანონით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება არ იწვევს სამინისტროსთვის დამატებითი ფინანსების გამოყოფას ბიუჯეტიდან და ამ ფუნქციებს იგი განახორციელებს დამტკიცებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. კანონით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება არ იწვევს სამინისტროსთვის დამატებითი ფინანსების გამოყოფას ბიუჯეტიდან და ამ ფუნქციებს იგი განახორციელებს დამტკიცებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება რაიმე გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, გიორგი ხატიძე, ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ოთარ ჩრდილელი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი მუხლების რედაქცია რომელშიდაც შედის ცვლილება მუხლი 5. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები თავდაცვის სფეროში 1. საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, არის საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. 2. საქართველოს პრეზიდენტი: ა) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების სტრუქტურას და საჯარისო წესდებებს ან განსაზღვრავს საჯარისო წესდებების დამტკიცებაზე უფლებამოსილ პირს; ბ) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების დროშებსა და ალმებს; გ) ანიჭებს სახელმწიფო ჯილდოებსა და უმაღლეს სამხედრო წოდებებს; დ) საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში აცხადებს საომარ მდგომარეობას, სათანადო პირობების არსებობისას დებს ზავს და არა უგვიანეს 48 საათისა შეაქვს ეს გადაწყვეტილებები საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად; ე) ომიანობის თუ მასობრივი არეულობის,ქვეყნის ტერიტორი-ული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა და შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფების და ეპიდემიების დროს ან სხვა შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, აცხადებს საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში და ეს გადაწყვეტილება არა უგვიანეს 48 საათისა შეაქვს საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად; ვ) იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალის შემოყვანის, გამოყენების და გადაადგილების შესახებ და დაუყოვნებლივ წარუდგენს ასეთ გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად; ზ) დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს თავდაცვის სფეროში; თ) საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს სამხედრო დოქტრინის და სამხედრო ძალების აღმშენებლობის კონცეფციის პროექტებს; თ1) საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტს; ი) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების აღმშენებლობის, გამოყენებისა და მობილიზაციის გეგმებს, აგრეთვე ქვეყნის ეკონომიკის სამობილიზაციო გეგმებს; კ) ამტკიცებს ქვეყნის ტერიტორიის სამხედრო-ოპერატიულ გეგმებს; ლ) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების დისლოკაციის და სამხედრო ობიექტების განლაგების გეგმებს; მ) გასცემს ბრძანებებს სამხედრო ძალების მიერ საომარი მოქმედებების წარმოებაზე; ნ) ამტკიცებს იარაღისა და სამხედრო ტექნიკის განვითარების სახელმწიფო პროგრამებს; ო) იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ტერიტორიაზე მობილიზაციის გამოცხადების შესახებ; პ) ამტკიცებს საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის გეგმას. მუხლი 9. საქართველოს სამხედრო ძალების ხელმძღვანელობა და მართვა 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არის საქართველოს შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მართვის ორგანო და პასუხისმგებელია მათ მომზადებაზე, განვითარებაზე და მათთვის დაკისრებული თავდაცვითი ამოცანების შესრულებაზე. 2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასა და მართვაზე პასუხისმგებელია თავდაცვის მინისტრი, რომელიც არის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი და კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, სამინისტროს სამოქალაქო ოფისის მეშვეობით უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტით სამინისტროსთვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებას. 3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ფუნქციებია: ა) საქართველოს პარლამენტის მიერ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელების მიზნით საქართველოს შეიარაღებული ძალების საერთო ხელმძღვანელობა; ბ) საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის წარმართვა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; გ) თავდაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მათ განუხრელ დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა; დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლიტიკური ხელმძღვანელობის განხორციელება; ე) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შეიარაღებული ძალების მზაობის, განვითარებისა და სრულყოფისათვის აუცილებელი პროგრამებისა და გეგმების შემუშავება; ვ) ქვეყნის მოკლე- და გრძელვადიანი საგარეო საფრთხეების განსაზღვრა და შეიარაღებული ძალების მიერ შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების გეგმების შემუშავება; ზ) საქართველოს შეიარაღებული ძალების მზაობისათვის საჭირო მატერიალურფინანსური პროექტების შემუშავების უზრუნველყოფა; თ) კომპეტენციის ფარგლებში თავდაცვის ბიუჯეტისა და მატერიალური ფასეულობების მიზნობრივ ხარჯვასა და გამოყენებაზე ზედამხედველობა; ი) თავდაცვის პოლიტიკის გეგმების შემუშავება და მათ განხორციელებაზე კონტროლის უზრუნველყოფა; კ) შესაბამისი ზომების მიღება შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობისა და მომზადებისათვის საჭირო სამხედრო-საბრძოლო აღჭურვილობით უზრუნველსაყოფად; ლ) ქვეყნის თავდაცვითი ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების განვითარების გეგმების შემუშავება; მ) ქვეყნის თავდაცვითი პოლიტიკის განხორციელებისათვის სამხედრო-პოლიტიკური განათლებისა და საკადრო პოლიტიკის პროგრამების შემუშავება-განხორციელების უზრუნველყოფა; ნ) საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გეგმებისა და სამხედრო სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავება; ო) სამინისტროს სადაზვერვო პოლიტიკის განსაზღვრა და მისი სამოქალაქო კონტროლის განხორციელება; პ) სამხედრო მოსამსახურეთა მიერ სამხედრო სამსახურის გავლის სახეების შემუშავება და მათ მიერ სამსახურის კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლაზე კონტროლის უზრუნველყოფა; ჟ) შეიარაღებული ძალების რეზერვის შექმნის პოლიტიკის განსაზღვრა; რ) სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების განმტკიცების მიზნით შეიარაღებული ძალებისა და საზოგადოების თანამშრომლობისათვის ხელის შეწყობა; ს) სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო, სოციალური უზრუნველყოფის ღონისძიებათა სისტემის განვითარება; ტ) სამხედრო მოსამსახურეთა გამაჯანსაღებელ-პროფილაქტიკური ცენტრების შექმნისა და განვითარებისათვის ხელის შეწყობა; უ) თავდაცვის რესურსების მართვის უზრუნველყოფა. 31. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს წარუდგენს ინფორმაციას განსახორციელებელი არასაიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 (ორ მილიონ) ლარს, ხოლო შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 4 000 000 (ოთხ მილიონ) ლარს, აგრეთვე წელიწადში არანაკლებ ერთხელ წარუდგენს მოხსენებას სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ. 4. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი (შემდგომში – გაერთიანებული შტაბი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი და ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიულ მართვას. 5. გაერთიანებული შტაბის დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. 6. გაერთიანებულ შტაბს ხელმძღვანელობს გაერთიანებული შტაბის უფროსი, რომელიც არის საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო მრჩეველი და პასუხისმგებელია ამ მუხლის მე-7 პუნქტით გაერთიანებული შტაბისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაზე. 7. გაერთიანებული შტაბი: ა) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადებას, განვითარებას და მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას; ბ) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიულ და სამობილიზაციო მზადყოფნას; გ) საომარი მდგომარეობის დროს ახორციელებს სამხედრო ძალების მართვას; დ) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების მართვის სისტემის განვითარებას; ე) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვის მომზადების პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს კანონმდებლობის სრულყოფის საკითხებთან დაკავშირებით; ზ) ახორციელებს სამხედრო თანამშრომლობას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად; თ) შეიმუშავებს საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმებს; ი) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარუდგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბიუჯეტო მოთხოვნებს და რეკომენდაციებს თანხების განაწილების შესახებ; კ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარუდგენს მოთხოვნებს საქართველოს შეიარაღებული ძალების შეიარაღებით, სამხედრო ტექნიკითა და სხვა მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფისათვის; ლ) ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივ ხარჯვას; მ) განსაზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების, წვრთნისა და სწავლების გეგმებს; ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას; ო) უზრუნველყოფს შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და სხვა მატერიალური საშუალებების საქართველოს შეიარაღებული ძალების სახეობებზე განაწილებას; პ) შეიმუშავებს სამობილიზაციო გეგმებს; ჟ) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების მზაობის, განვითარების სრულყოფისათვის აუცილებელი პროგრამებისა და გეგმების განხორციელებას; რ) ატარებს ღონისძიებებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული მოკლე- და გრძელვადიანი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით; ს) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნასა და განვითარებას; ტ) უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა მიერ სამხედრო სამსახურის კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლას; უ) უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა შესაბამის სამხედრო ქვედანაყოფებში სამსახურისათვის განაწილებას; ფ) წარადგენს სამხედრო მოსამსახურეებს სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებში შესაბამისი განათლების მისაღებად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად; ქ) ადგენს სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით სამხედრო თანამდებობათა ნუსხას; ღ) აწესებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ყოველი სამხედრო თანამდებობისათვის; ყ) განსაზღვრავს სამხედრო-სარეზერვო სამსახურის გავლის დროსა და ადგილს; შ) ახორციელებს კანონმდებლობითა და გაერთიანებული შტაბის დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 8. საომარი მდგომარეობის გამოცხადების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია გადადის საქართველოს სამხედრო ძალების შემადგენლობაში. 9. სამხედრო ძალების სახეობები, სტრუქტურა და ხელმძღვანელობის წესი დადგენილია კანონით.