„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“
- „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს თავდაცვის ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-18
ბიუროს ნომერი 173
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში (პარლამენტის უწყებანი, №002, 9.03.1996, გვ. 15) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1 . მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) „ნორმატიული აქტებით ამტკიცებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურის შინაგანაწესს, სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების დებულებებს,
სამსახურის
სტრუქტურული
დანაყოფების
ან/და
მათი
ქვედანაყოფების
სახელმძღვანელო და სამსახურის საქმიანობის ცალკეული მიმართულებების
მარეგულირებელ წესდებებსა და ინსტრუქციებს; სამსახურის თანამშრომლებისა და
სამსახურის წინაშე დამსახურებისთვის სხვა პირების წახალისების მიზნით აწესებს
უწყებრივ ჯილდოებს და ამტკიცებს მათი გადაცემის წესს; უწყებრივი ჯილდოების
ნიმუშები მტკიცდება „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად“.
2 . 103 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 103. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფორმა
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე ატარებს
სპეციალური ფორმის ტანსაცმელს, რომელთა ნიმუშებს და ტარების წესს ამტკიცებს
სამსახურის უფროსი. სპეციალური ფორმის ტანსაცმლის ნიმუშები და ატრიბუტიკა
მტკიცდება „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ქუთაისი,
2018 წ.
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონში ცვლილების შეტანის მიზეზი გახდა „სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში მოსამსახურეთა ფორმის
ტანსაცმლისა და განმასხვავებელი ნიშნების, ასევე უწყებრივი ჯილდოების ნიმუშების
შექმნასა და გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული სამართლებრივი ნორმის
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტით გათვალისწინებულ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და განმასხვავებელი ნიშნების,
ასევე უწყებრივი ჯილდოების ნიმუშების შექმნისა და გამოყენების შესახებ
დებულებების განსაზღვრა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების ნიმუშების
შემუშავების, გამოყენებისა და დამტკიცების ერთიანი სამართლებრივი მექანიზმის
მიხედვით, რომელსაც ითვალისწინებს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
პროექტის მიხედვით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის
მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და განმასხვავებელი ნიშნების, ასევე
უწყებრივი ჯილდოების ნიმუშების შექმნის, მათი დამტკიცებისა და გამოყენების წესი
საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან
წინასწარი კონსულტაციებისა და საბჭოს მიერ გაცემული დადებითი დასკვნის
საფუძველზე მტკიცდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
მიერ.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
დამატებით
ხარჯებს.
კანონით
გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება არ იწვევს სამსახურისათვის
დამატებითი
ფინანსების
გამოყოფას
ბიუჯეტიდან
და
ამ
ფუნქციებს
იგი
განახორციელებს დამტკიცებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
დამატებით
ხარჯებს.
კანონით
გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება არ იწვევს სამსახურისათვის
დამატებითი
ფინანსების
გამოყოფას
ბიუჯეტიდან
და
ამ
ფუნქციებს
იგი
განახორციელებს დამტკიცებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც
ვრცელდება კანონპროექტი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით
მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, გიორგი ხატიძე, ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე,
ოთარ ჩრდილელი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის მოქმედი მუხლების რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება
მუხლი
7.
სახელმწიფო
დაცვის
სპეციალური
სამსახურის
უფროსის
კომპეტენცია
1. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის
უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი:
ა)
ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ
სამსახურს;
ბ)
ნორმატიული აქტებით ამტკიცებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურის შინაგანაწესს, სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების დებულებებს,
სამსახურის
სტრუქტურული
დანაყოფების
ან/და
მათი
ქვედანაყოფების
სახელმძღვანელო და სამსახურის საქმიანობის ცალკეული მიმართულებების
მარეგულირებელ წესდებებსა და ინსტრუქციებს; სამსახურის თანამშრომლებისა და
სამსახურის წინაშე დამსახურებისთვის სხვა პირების წახალისების მიზნით აწესებს
უწყებრივ ჯილდოებს და ამტკიცებს მათი გადაცემის წესს;
გ) განსაზღვრავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის
მოადგილისა
და
სამსახურის
სტრუქტურული
დანაყოფის
უფროსის
უფლებამოსილებებს;
დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის
უფროსის მოადგილეს (მოადგილეებს);
ე)
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის
ხელმძღვანელებთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან
ათავისუფლებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს;
ვ)
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო
დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების ხელმძღვანელებს და სხვა
თანამშრომლებს;
ზ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სამსახურში იღებს მოქალაქეებს;
თ) კანონით დადგენილი წესით ანიჭებს სპეციალურ წოდებებს, პოლკოვნიკის
წოდების ჩათვლით;
ი)
წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სახელმწიფო
დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს;
კ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტებს; კანონითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით
გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას;
ლ)
აუცილებლობის შემთხვევაში, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში
გამოსცემს ერთობლივ ბრძანებასა და სხვა აქტს;
მ)
კანონით დადგენილი წესით განკარგავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურის ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს;
ნ)
ცალკეულ შემთხვევაში სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში
მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვის მიზნით ადგენს პერსონალურ
თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს;
ო) ორგანიზებას უწევს სამსახურის თანამშრომელთა ოპერატიულ, საბრძოლო და
სპეციალურ მომზადებას, ამ მიზნით ამტკიცებს შესაბამის პროგრამებს, ინდივიდუალურსამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სპეციალურ ნორმატივებსა და სახელმძღვანელო
სტანდარტებს, ამტკიცებს სამსახურის პასუხისმგებელ პირთა მორიგეობის განრიგს და
დაცვითი ღონისძიებების გეგმებს, განსაზღვრავს სამსახურის სტრუქტურული
დანაყოფების სამუშაო რეჟიმს, პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული
ამოცანების შესრულებისთვის;
პ)
წარმოადგენს სახელმწიფო
დაცვის სპეციალურ სამსახურს შესაბამის
საერთაშორისო ორგანიზაციებში;
ჟ) სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა,
აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტით განსაზღვრული
რეესტრით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს გასცემს
ნებართვებს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში
შემოტანისა და საქართველოდან გატანის შესახებ, რის თაობაზედაც ეცნობება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.
3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება, ინსტრუქცია
და მითითება სავალდებულოა სახელმწიფო დაცვის სპეციალური
ამსახურის მთელი სისტემისა და თანამდებობის პირებისათვის.
4. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში
მის მოვალეობას მისივე ბრძანებით ასრულებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურის უფროსის მოადგილე.
მუხლი 103. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფორმა
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე ატარებს სპეციალური
ფორმის ტანსაცმელს. ტანსაცმლის ფორმა დგინდება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით.