„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“
- „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს თავდაცვის ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 67 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-18
ბიუროს ნომერი 173
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 219)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლს დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„11 . პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომლის ნიმუშს და
გამოყენების წესს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო
საბჭოსთან წინასწარი კონსულტაციებისა და საბჭოს მიერ გაცემული ჰერალდიკური
ექსპეტიზის დადებითი დასკვნის საფუძველზე შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი.“
2. მე-91 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პრობაციის ოფიცერს სახელმწიფოს ხარჯზე შეიძლება მიეცეს სამსახურებრივი
ფორმის ტანსაცმელი, რომელთა ნიმუშებს და გამოყენების წესს საქართველოს
პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან წინასწარი
კონსულტაციებისა და საბჭოს მიერ გაცემული ჰერალდიკური ექსპეტიზის დადებითი
დასკვნის საფუძველზე შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა
და პრობაციის მინისტრი.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ქუთაისი,
2018 წ.
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონში ცვლილების შეტანის მიზეზი გახდა „არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში არასაპატიმრო
სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოქმედი
სიმბოლოს, ასევე პრობაციისა და თავისუფლების შეზღუდვის ოფიცრების
სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშების შექმნასა და გამოყენებასთან
დაკავშირებით მოქმედ სამართლებრივ აქტში ნორმის არარსებობა და ასევე კანონის
დებულებების „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტით გათვალისწინებულ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და
პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოქმედი სიმბოლოს, ასევე პრობაციისა და
თავისუფლების შეზღუდვის ოფიცრების სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის
ნიმუშების შექმნისა და გამოყენების შესახებ შესახებ მოქმედ სამართლებრივ აქტში
ასახვა და შესაბამისი დებულების განსაზღვრა ჰერალდიკური ნიშნების ნიმუშების
შემუშავების, გამოყენებისა და დამტკიცების ერთიანი სამართლებრივი მექანიზმის
მიხედვით, რომელსაც ითვალისწინებს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
პროექტის მიხედვით არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის
ეროვნული სააგენტოს მოქმედი სიმბოლოს, ასევე პრობაციისა და თავისუფლების
შეზღუდვის ოფიცრების სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშების შექმნის,
მათი დამტკიცებისა და გამოყენების წესი საქართველოს პარლამენტთან არსებული
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან წინასწარი კონსულტაციებისა და საბჭოს მიერ
გაცემული ჰერალდიკური ექსპეტიზის დადებითი დასკვნის საფუძველზე მტკიცდება
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
დამატებით
ხარჯებს.
კანონით
გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება არ იწვევს სამინისტროსათვის
დამატებითი
ფინანსების
გამოყოფას
ბიუჯეტიდან
და
ამ
ფუნქციებს
იგი
განახორციელებს დამტკიცებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
დამატებით
ხარჯებს.
კანონით
გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება არ იწვევს სამინისტროსათვის
დამატებითი
ფინანსების
გამოყოფას
ბიუჯეტიდან
და
ამ
ფუნქციებს
იგი
განახორციელებს დამტკიცებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც
ვრცელდება კანონპროექტი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით
მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, გიორგი ხატიძე, ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე,
ოთარ ჩრდილელი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს
კანონის მოქმედი მუხლების რედაქცია სადაც შედის ცვლილება
მუხლი 4. პრობაციის ეროვნული სააგენტო
1. პრობაციის ეროვნული სააგენტო არის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირი. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება განისაზღვრება
დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი.
2. პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი,
რომელსაც
თანამდებობაზე
ნიშნავს
და
თანამდებობიდან
ათავისუფლებს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი.
3. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე
ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან შეთანხმებით.
4. პრობაციის ეროვნული სააგენტოს საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას
ამტკიცებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის მინისტრთან შეთანხმებით.
5. პრობაციის ეროვნული სააგენტო ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
და
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული
სხვა
შემოსავლებიდან.
6. პრობაციის ეროვნული სააგენტოს სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს
და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.
7.
თავისუფლების
შეზღუდვის
დაწესებულების
შინაგანაწესსა
და
სარეაბილიტაციო პროგრამებს ამტკიცებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.
მუხლი 91. პრობაციის ოფიცერი
1. პრობაციის ოფიცერი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც
ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და აქვს უმაღლესი განათლება.
2. პრობაციის ოფიცერი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ
პირში – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში გადის პრობაციის
ოფიცრის სპეციალურ სასწავლო კურსს, რომლის დასრულებისას აბარებს შესაბამის
გამოცდას.
3. პრობაციის ეროვნული სააგენტო პრობაციის ოფიცერს დანიშვნისთანავე
უზრუნველყოფს სამსახურებრივი ბეჭდით.
4. პრობაციის ოფიცერს სახელმწიფოს ხარჯზე შეიძლება მიეცეს დადგენილი
ნიმუშის ფორმის სამსახურებრივი ტანსაცმელი.
მუხლი 92. თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერი
1. თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე,
რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და აქვს უმაღლესი განათლება.
2. თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის
იურიდიულ პირში – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში გადის
სპეციალურ სასწავლო კურსს, რომლის დასრულებისას აბარებს შესაბამის გამოცდას.
3. პრობაციის ეროვნული სააგენტო თავისუფლების შეზღუდვის
ოფიცერს
დანიშვნისთანავე უზრუნველყოფს სამსახურებრივი ბეჭდით.
4. თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერს სახელმწიფოს ხარჯზე შეიძლება მიეცეს
დადგენილი ნიმუშის ფორმის სამსახურებრივი ტანსაცმელი.
5. დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვის მიზნით თავისუფლების შეზღუდვის
ოფიცერს შეიძლება ჰქონდეს სპეციალური საშუალებები − ხელკეტი და ხელბორკილი,
რომელთა გაცემისა და გამოყენების წესს განსაზღვრავს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის მინისტრი.