„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“
- „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს თავდაცვის ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 63 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-18
ბიუროს ნომერი 173
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის
(პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ. 14) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა
სასურსათო ულუფა ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია და ფორმის ტანსაცმელი.,
რომელთა ნიმუშებს და ტარების წესს საქართველოს პარლამენტთან არსებული
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან წინასწარი კონსულტაციებისა და საბჭოს მიერ
გაცემული ჰერალდიკური ექსპეტიზის დადებითი დასკვნის საფუძველზე შეიმუშავებს
და ამტკიცებს საქართველოს თადაცვის მინისტრი.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ქუთაისი,
2018 წ.
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე”
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონში ცვლილების შეტანის მიზეზი გახდა „სამხედრო მოსამსახურის
სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში სამხედრო მოსამსახურეთათვის ფორმის
ტანსაცმლის ნიმუშების შექმნასა და გამოყენებასთან დაკავშირებით სამართლებრივი
ნორმის არარსებობა და ასევე კანონის დებულებების „სახელმწიფო მნიშვნელობის
სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ
რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია სამხედრო მოსამსახურეთათვის ფორმის
ტანსაცმლის ნიმუშების შექმნისა და გამოყენების შესახებ დებულების განსაზღვრა
ჰერალდიკური ნიშნების ნიმუშების შემუშავების, გამოყენებისა და დამტკიცების
ერთიანი სამართლებრივი მექანიზმის მიხედვით, რომელსაც ითვალისწინებს
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
პროექტის მიხედვით სამხედრო მოსამსახურეთათვის ფორმის ტანსაცმლის
ნიმუშების შექმნის, მათი დამტკიცებისა და გამოყენების წესი საქართველოს
პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან წინასწარი
კონსულტაციებისა და საბჭოს მიერ გაცემული ჰერალდიკური ექსპეტიზის დადებითი
დასკვნის საფუძველზე მტკიცდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
დამატებით
ხარჯებს.
კანონით
გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება არ იწვევს სამინისტროსთვის
დამატებითი
ფინანსების
გამოყოფას
ბიუჯეტიდან
და
ამ
ფუნქციებს
იგი
განახორციელებს დამტკიცებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
დამატებით
ხარჯებს.
კანონით
გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება არ იწვევს სამინისტროსთვის
დამატებითი
ფინანსების
გამოყოფას
ბიუჯეტიდან
და
ამ
ფუნქციებს
იგი
განახორციელებს დამტკიცებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც
ვრცელდება კანონპროექტი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით
მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, გიორგი ხატიძე, ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ოთარ
ჩრდილელი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი
მუხლის რედაქცია სადაც შედის ცვლილება
მუხლი 12. მატერიალური უზრუნველყოფა
1. სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე.
2. სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, სანიმუშო
დისციპლინისა და საბრძოლო მომზადებაში წარჩინებული მაჩვენებლებისათვის
სამხედრო მოსამსახურეს წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო
და/ან მატერიალური დახმარება, ხოლო სამხედრო სწავლებებში მონაწილეობისას
სამივლინებო ხარჯების გარდა მიეცემა ყოველდღიური ანაზღაურება საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა
სასურსათო ულუფა ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია და ფორმის ტანსაცმელი.
31. ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული სასურსათო ულუფის შესაბამისი
ფულადი კომპენსაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სავალდებულო
სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეს არ მიეცემა.
4. ამოღებულია
5. ამოღებულია
6. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკერს მიეცემა
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შრომის ანაზღაურება, თუ ის
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეა და სამხედრო უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა ამ კანონით დადგენილი წესით,
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.