„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
14.06.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, ვანო ზარდიაშვილი, ანრი ოხანაშვილი, გიორგი ხატიძე, დავით მათიკაშვილი, ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ოთარ ჩრდილელი
ნომერი
#07-3/197/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-18
ბიუროს ნომერი 173

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ტყის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28(35), 1999 წელი, მუხ. 148) 109-ე მუხლის მე-1 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ტყის დაცვის მუშაკი ატარებს სპეციალურ ფორმის ტანსაცმელს შესაბამისი თანამდებობრივი განმასხვავებელი ნიშნებით რომელთა ნიმუშებს და გამოყენების წესს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან წინასწარი კონსულტაციებისა და საბჭოს მიერ გაცემული ჰერალდიკური ექსპეტიზის დადებითი დასკვნის საფუძველზე შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი, 2018 წ. გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს ტყის კოდექსი“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონში ცვლილების შეტანის მიზეზი გახდა „საქართველოს ტყის კოდექსი“ საქართველოს კანონში ტყის დაცვის მუშაკის სპეციალური ფორმის ტანსაცმლის ნიმუშების შექმნასა და გამოყენებასთან დაკავშირებით სამართლებრივი ნორმის არარსებობა და ასევე კანონის დებულებების „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია ტყის დაცვის მუშაკის სპეციალური ფორმის ტანსაცმლის ნიმუშების შესახებ კანონში არსებული ნორმის განსაზღვრა ჰერალდიკური ნიშნების ნიმუშების შემუშავების, გამოყენებისა და დამტკიცების ერთიანი სამართლებრივი მექანიზმის მიხედვით, რომელსაც ითვალისწინებს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი პროექტის მიხედვით ტყის დაცვის მუშაკის სპეციალური ფორმის ტანსაცმლის ნიმუშების შექმნის, მათი დამტკიცებისა და გამოყენების წესი საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან წინასწარი კონსულტაციებისა და საბჭოს მიერ გაცემული ჰერალდიკური ექსპეტიზის დადებითი დასკვნის საფუძველზე მტკიცდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მიერ. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. კანონით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება არ იწვევს სამინისტროსთვის დამატებითი ფინანსების გამოყოფას ბიუჯეტიდან და ამ ფუნქციებს იგი განახორციელებს დამტკიცებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. კანონით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება არ იწვევს სამინისტროსთვის დამატებითი ფინანსების გამოყოფას ბიუჯეტიდან და ამ ფუნქციებს იგი განახორციელებს დამტკიცებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება რაიმე გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, გიორგი ხატიძე, ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ოთარ ჩრდილელი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს ტყის კოდექსი“ საქართველოს კანონის მოქმედი მუხლის რედაქცია სადაც შედის ცვლილება მუხლი 109. ტყის დაცვის მუშაკის სტატუსი 1. ტყის დაცვის მუშაკი ატარებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სპეციალური ფორმის ტანსაცმელს შესაბამისი თანამდებობრივი განმასხვავებელი ნიშნებით. 2. ტყის დაცვის მუშაკს უფლება აქვს: ა) აღკვეთოს და აიცილოს ამ კოდექსის მოთხოვნათა დარღვევები; ბ) შეამოწმოს ფიზიკური და იურიდიული პირების ტყითსარგებლობის დოკუმენტები; გ) შეადგინოს ოქმი საქართველოს ტყის კანონმდებლობის დარღვევების შესახებ; დ) ტყის პროდუქტების მოპოვების კანონიერების დადგენის მიზნით გააჩეროს სატრანსპორტო საშუალებები და მოახდინოს მათი დათვალიერება; ე) ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს ხე-ტყისა და ტყის სხვა რესურსების ჩამორთმევა ტრანსპორტირების, შენახვისა და პირველადი გადამუშავების ადგილებზე; ვ) შეაჩეროს, შეწყვიტოს და აკრძალოს ტყითმოსარგებლეთა სამეურნეო ან სხვა საქმიანობა, თუ იგი არ შეესაბამება ტყითსარგებლობის დოკუმენტს; ზ) ატაროს სამსახურებრივი საშტატო იარაღი; თ) თუ პირი სადაოდ არ ხდის მის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს, ნებაყოფლობით აანაზღაურებინოს სახელმწიფო ტყის ფონდისათვის მიყენებული ზიანი. 3. ტყის დაცვის მუშაკი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხს აგებს: ა) ტყის მდგომარეობასა და მის არადანიშნულებისამებრ გამოყენებაზე; ბ) საქართველოს ტყის კანონმდებლობის დარღვევაზე.