„საინვესტიციო ფონდების შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საინვესტიციო ფონდების შესახებ“
- „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-02
ბიუროს ნომერი 331
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საინვესტიციო ფონდების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. კანონის მიზანი, რეგულირების საგანი და მოქმედების სფერო
1. ამ კანონის მიზანია საქართველოში საინვესტიციო ფონდების ბაზრის
განვითარება, შესაბამისი წესების დადგენა და თავისუფალი კონკურენციის
უზრუნველყოფა, აგრეთვე, საინვესტიციო ფონდების შექმნისა და მათ მიერ
საქმიანობის განხორციელების მარეგულირებელი წესებისა და ინვესტორთა
ინტერესების დაცვის სამართლებრივი საფუძვლების დადგენა.
2. ეს კანონი ვრცელდება:
ა) საქართველოში დაფუძნებულ საინვესტიციო ფონდებზე, აგრეთვე უცხოურ
საინვესტიციო ფონდებზე, რომელთა ერთეულების შეთავაზება წარმოებს
საქართველოში;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო ფონდების აქტივების
მმართველ კომპანიებზე;
გ) საქართველოში დაფუძნებულ აქტივების მმართველ კომპანიებზე, იმის
მიუხედავად, დაფუძნებულია თუ არა საქართველოში მათი მართვის ქვეშ მყოფი
საინვესტიციო ფონდები;
დ) სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც ჩართული არიან ამ პუნქტის
„ა“
ქვეპუნქტით
განსაზღვრული
საინვესტიციო
ფონდების
აქტივების
ინვესტირებასთან, მართვასთან, შენახვასთან, ადმინისტრირებასთან, აღრიცხვარეგისტრაციასთან დაკავშირებულ საქმიანობაში.
3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:
ა)
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკებისა
და
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებზე, უცხო ქვეყნის ეროვნულ, რეგიონალურ და
ადგილობრივ ორგანოებზე და დაწესებულებებზე, რომლებიც სოციალური
უზრუნველყოფის ან საპენსიო სისტემების ფონდებს მართავენ;
ბ) ჰოლდინგურ კომპანიებზე;
გ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „არასახელმწიფო
საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრულ საპენსიო სქემებზე;
დ) საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებზე;
ე)
სექიურიტიზაციისათვის
განკუთვნილი
სპეციალური
მიზნის
მქონე
წარმონაქმნებზე;
ვ)
საქართველოს ეროვნულ ბანკსა და უცხო ქვეყნის ცენტრალურ ბანკებზე
(სპეციალიზებულ დეპოზიტართან დაკავშირებული მოთხოვნების გარდა).
4. აკრძალულია საქართველოში ამ კანონით გათვალისწინებული რომელიმე
საქმიანობის
განხორციელება
საზედამხედველო
ორგანოს
მიერ
გაცემული/მინიჭებული ლიცენზიის, ავტორიზაციის, აღიარების ან რეგისტრაციის
გარეშე, გარდა ამ კანონით განსაზღვრული გამონაკლისებისა.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) დაგროვებითი ერთეული - საინვესტიციო ფონდის ერთეული, რომლის მიმართ
ხორციელდება მოგების კაპიტალიზაცია და მოგება არ ექვემდებარება განაწილებას;
ბ) საშემოსავლო ერთეული - საინვესტიციო ფონდის ერთეული, რომლის კუთვნილი
მოგებაც პერიოდულად ნაწილდება და არ ხორციელდება ამ მოგების კაპიტალიზაცია;
გ) ერთეული - ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც წარმოადგენს აქციას/წილს
საინვესტიციო კომპანიაში ან პაის ერთობლივ საინვესტიციო ფონდში;
დ) ერთეულის მფლობელი - პირი, რომელსაც ეკუთვნის ერთეული/ერთეულები
საინვესტიციო ფონდში;
ე) ფულადი ბაზრის ინსტრუმენტი - ფულად ბაზარზე გამოყენებული ლიკვიდური
ინსტრუმენტები, რომელთა ზუსტი ღირებულების დადგენა შესაძლებელია ნებისმიერ
დროს;
ვ) პირი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონმდებლობით
გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ერთობლივი
საინვესტიციო ფონდი), რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს;
ზ) ფილიალი - აქტივების მმართველი კომპანიის ან საინვესტიციო კომპანიის
წარმომადგენლობა, რომელსაც არ გააჩნია იურიდიული
პირის სტატუსი და
რომელიც ახორციელებს საქმიანობას აქტივების მმართველი კომპანიის ან
საინვესტიციო კომპანიის უფლებამოსილების ფარგლებში;
თ) კონტროლი - მშობელ და შვილობილ საწარმოებს შორის ურთიერთობა,
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, აგრეთვე
მსგავსი ურთიერთობა ნებისმიერ პირს და საწარმოს შორის; ამ ქვეპუნქტის
მიზნებისათვის, შვილობილი საწარმოს შვილობილი საწარმო ასევე ითვლება ამ
საწარმოებს ზემოთ მდგომი მშობელი საწარმოს შვილობილ საწარმოდ;
ი) მჭიდრო კავშირი - ორი ან ორზე მეტი ფიზიკური ან იურიდიული პირის კავშირი:
ა) წილის ფლობით, რაც გულისხმობს საწარმოს კაპიტალის ან ხმის უფლების 20%-ის
ან მეტის ფლობას, პირდაპირ ან კონტროლის მეშვეობით;
ბ) კონტროლით; ან
გ) ერთსა და იმავე პირთან მუდმივად არსებული კონტროლის ურთიერთობით;
კ) მნიშვნელოვანი წილი - საწარმოს კაპიტალის ან ხმის უფლების 10%-ის ან მეტის
პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობა ან საწარმოს მართვაზე მნიშვნელოვანი
გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მიუხედავად საწარმოს კაპიტალში წილის ან
ხმის უფლების ოდენობისა;
ლ) საზედამხედველო ორგანო - საქართველოს ეროვნული ბანკი;
მ) უცხოური საზედამხედველო ორგანო - ორგანო, რომელიც უცხო ქვეყანაში მოქმედი
კანონმდებლობით უფლებამოსილია გასცეს საინვესტიციო ფონდების/აქტივების
მმართველ კომპანიების საქმიანობის ნებართვა და ზედამხედველობა გაუწიოს მათ
საქმიანობას;
ნ) საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდი – საინვესტიციო ფონდი,
რომელიც ავტორიზებული ან რეგისტრირებულია ამ კანონის შესაბამისად;
ო) საქართველოში დაფუძნებული აქტივების მმართველი კომპანია - აქტივების
მმართველი კომპანია, რომელიც ლიცენზირებული ან რეგისტრირებულია ამ კანონის
შესაბამისად;
პ) საინვესტიციო ფონდი - კოლექტიური საინვესტიციო სქემა, რომელიც
ინვესტორებისგან იზიდავს კაპიტალს, აღნიშნული კაპიტალის განსაზღვრული
საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად ინვესტორების სასარგებლოდ ინვესტირების
მიზნით;
ჟ) დახურული საინვესტიციო ფონდი - საინვესტიციო ფონდი, რომლის ერთეულის
მფლობელებს არ აქვთ უფლება საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციამდე მოითხოვონ
საკუთარი ერთეულ(ებ)ის გამოსყიდვა, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ
არ არის განსაზღვრული;
რ) ღია საინვესტიციო ფონდი - საინვესტიციო ფონდი, რომლის ერთეულის
მფლობელებს უფლება აქვთ მოითხოვონ საკუთარი ერთეულ(ებ)ის გამოსყიდვა,
პირდაპირ ან არაპირდაპირ საინვესტიციო ფონდის აქტივებიდან, სადამფუძნებლო
დოკუმენტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად;
ს) ინტერვალური საინვესტიციო ფონდი - საინვესტიციო ფონდი, რომლის
ერთეულის მფლობელებს უფლება აქვთ მოითხოვონ საკუთარი ერთეულ(ებ)ის
გამოსყიდვა, პირდაპირ ან არაპირდაპირ საინვესტიციო ფონდის აქტივებიდან,
სადამფუძნებლო დოკუმენტით გათვალისწინებული პროცედურითა და სიხშირით,
მაგრამ სულ მცირე წელიწადში ერთხელ;
ტ) პროსპექტი - ემისიის პროსპექტი, რომელიც შედგენილია ამ კანონის 66-ე მუხლის
შესაბამისად და ასახავს საინვესტიციო ფონდის ერთეულების შესახებ დეტალურ
ინფორმაციას;
უ) ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია - დოკუმენტი, რომელიც
შედგენილია ამ კანონის 67-ე მუხლის შესაბამისად და ასახავს საინვესტიციო ფონდის
ერთეულების შესახებ საკვანძო ინფორმაციას;
ფ) ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი - საზედამხედველო ორგანოს მიერ
ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი (UCITS ან გაუთვითცნობიერებელი
ინვესტორების საინვესტიციო ფონდი), რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს
საჯარო შეთავაზება;
ქ) უცხოური საინვესტიციო ფონდი - საინვესტიციო ფონდი, რომელიც არ არის
საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდი;
ღ) აღიარებული საინვესტიციო ფონდი - საზედამხედველო ორგანოს მიერ
საქართველოში საჯარო შეთავაზების განხორციელებაზე უფლებამოსილად
აღიარებული უცხოური საინვესტიციო ფონდი;
ყ) რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი - საზედამხედველო ორგანოს მიერ
რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი, რომელიც მხოლოდ კერძო შეთავაზების
განხორციელებაზეა უფლებამოსილი;
შ) შეთავაზება - პირდაპირ ან არაპირდაპირ, საინვესტიციო ფონდის ერთეულების
გასხვისების ნებისმიერი ცდა ან მათი განთავსება, შემდეგი პირების ინიციატივით ან
სახელით: აქტივების მმართველი კომპანია, იმ საინვესტიციო ფონდის ერთეულებთან
მიმართებით, რომელსაც იგი მართავს; ან საინვესტიციო კომპანია, საკუთარ
ერთეულებთან მიმართებით;
ჩ) საჯარო შეთავაზება - საინვესტიციო ფონდის ერთეულების 20-ზე მეტი
გაუთვითცნობიერებელი ინვესტორისთვის ან წინასწარ განუსაზღვრელი რაოდენობის
პირებისთვის შეთავაზება;
ც) კერძო შეთავაზება - საინვესტიციო ფონდის ერთეულების ნებისმიერი ისეთი
შეთავაზება, რომელიც არ წარმოადგენს საჯარო შეთავაზებას;
ძ)
გაუთვითცნობიერებელი
ინვესტორების
საინვესტიციო
ფონდი
საზედამხედველო ორგანოს მიერ ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი (გარდა
UCITS-ისა), რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს საჯარო შეთავაზება;
წ) ქოლგისებური ფონდი - საინვესტიციო ფონდი, რომელიც დაყოფილია
ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ რამდენიმე ქვეფონდად;
ჭ) ქვეფონდი - ქოლგისებური ფონდის დამოუკიდებელი ნაწილი, რომელთან
დაკავშირებითაც კაპიტალის მოზიდვა, მართვა და აღრიცხვა წარმოებს
დამოუკიდებლად;
ხ) დამოუკიდებელი ფონდი - საინვესტიციო ფონდი, რომელიც არ წარმოადგენს
ქოლგისებურ ფონდს ან ქვეფონდს;
ჯ) მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში კოლექტიური ინვესტირების ფონდი (შემდგომში
- UCITS) - ამ კანონის საფუძველზე ავტორიზებული ღია საინვესტიციო ფონდი,
რომლის ერთადერთი მიზანია საჯარო შეთავაზების გზით მოზიდული კაპიტალის
კოლექტიური ინვესტირება ამ კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით
განსაზღვრულ მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში ან ლიკვიდობის მქონე სხვა
ფინანსურ აქტივებში და რომელიც
მოქმედებს რისკის დივერსიფიცირების
პრინციპის საფუძველზე;
ჰ) აქტივების მმართველი კომპანია - იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს
საინვესტიციო ფონდების მართვას (კოლექტიური პორტფელის მართვა);
ჰ1) ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია - აქტივების მმართველი
კომპანია, რომელიც ლიცენზირებულია საზედამხედველო ორგანოს მიერ,
საინვესტიციო ფონდების მართვის მიზნით;
ჰ2) რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანია - აქტივების მმართველი
კომპანია, რომელიც რეგისტრირებულია საზედამხედველო ორგანოს მიერ,
რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდების მართვის მიზნით;
ჰ3) უცხოური აქტივების მმართველი კომპანია - აქტივების მმართველი კომპანია,
რომელსაც უცხოური საზედამხედველო ორგანოს მიერ მინიჭებული აქვს
საინვესტიციო ფონდების მართვის საქმიანობის ნებართვა;
ჰ4) აღიარებული აქტივების მმართველი კომპანია - უცხოური აქტივების მმართველი
კომპანია, რომელიც აღიარებულია საზედამხედველო ორგანოს მიერ საქართველოში
ავტორიზებული ან/და რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდების მართვის
მიზნით;
ჰ5) საინვესტიციო ფონდის მართვა (კოლექტიური პორტფელის მართვა) - ამ კანონის
25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული
ფუნქციებიდან სულ მცირე ერთ-ერთის განხორციელება;
ჰ6) ერთობლივი საინვესტიციო ფონდი - საინვესტიციო ფონდი, რომელიც
დაფუძნებულია როგორც სახელშეკრულებო სქემა, იურიდიული პირის შეუქმნელად;
ჰ7) საინვესტიციო კომპანია - საინვესტიციო ფონდი, რომელიც დაფუძნებულია
იურიდიული პირის სახით;
ჰ8) შერწყმა:
ჰ8.ა) ერთი ან მეტი საინვესტიციო ფონდის ან ქვეფონდის („გადამცემი საინვესტიციო
ფონდი“) მიერ, რომელიც/რომლებიც წყვეტს არსებობას ლიკვიდაციის გარეშე, ყველა
აქტივისა და ვალდებულების სხვა არსებული ფონდის ან ქვეფონდისთვის („მიმღები
საინვესტიციო ფონდი“) გადაცემა, იმის სანაცვლოდ, რომ გადამცემი საინვესტიციო
ფონდის ან ქვეფონდის ერთეულების მფლობელებზე გაიცეს მიმღები საინვესტიციო
ფონდის ერთეულები და, შესაბამის შემთხვევაში, ფულადი ანაზღაურება;
ჰ8.ბ) ორი ან მეტი საინვესტიციო ფონდის ან ქვეფონდის („გადამცემი საინვესტიციო
ფონდები“) მიერ, რომლებიც წყვეტენ არსებობას ლიკვიდაციის გარეშე, ყველა აქტივისა
და ვალდებულების მათ მიერ ახლად დაფუძნებული საინვესტიციო ფონდისთვის ან მისი
ქვეფონდისთვის („მიმღები საინვესტიციო ფონდი“) გადაცემა, იმის სანაცვლოდ, რომ
გადამცემი საინვესტიციო ფონდების ერთეულების მფლობელებზე გაიცეს მიმღები
საინვესტიციო ფონდის ერთეულები და, შესაბამის შემთხვევაში, ფულადი ანაზღაურება;
ჰ8.გ) ერთი ან მეტი საინვესტიციო ფონდის ან ქვეფონდის („გადამცემი საინვესტიციო
ფონდი“) მიერ, რომელიც/რომლებიც აგრძელებს არსებობას ვალდებულებების
შესრულებამდე, წმინდა აქტივების იმავე საინვესტიციო ფონდის ქვეფონდისთვის, მათ
მიერ შექმნილი საინვესტიციო ფონდისთვის ან სხვა არსებული საინვესტიციო
ფონდისთვის ან ქვეფონდისთვის („მიმღები საინვესტიციო ფონდი) გადაცემა;
ჰ9) სადამფუძნებლო დოკუმენტი - ერთობლივი საინვესტიციო ფონდის წესები ან
საინვესტიციო კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტი (წესდება);
ჰ10) სპეციალიზებული დეპოზიტარი - იურიდიული პირი, რომელიც ამ კანონის
შესაბამისად ასრულებს საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარის
ფუნქციებს;
ჰ11) ჰოლდინგური კომპანია - ერთ ან რამდენიმე სხვა კომპანიაში წილის მფლობელი
კომპანია, რომლის კომერციული მიზანია ბიზნეს სტრატეგი(ებ)ის განხორციელება
შვილობილი ან დაკავშირებული კომპანიების მეშვეობით ან წილობრივი
მონაწილეობით, რათა გაზარდოს მათი ღირებულება გრძელვადიან პერსპექტივაში,
და ამავდროულად კომპანია მოქმედებს საკუთარი ინტერესებისათვის და მისი
აქციები დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე; ან კომპანიის დაფუძნების
ძირითადი მიზანი არ არის ინვესტორებისთვის მოგების გენერირება საკუთარი
შვილობილი ან ასოცირებული კომპანიების გაყიდვის მეშვეობით, რასაც ადასტურებს
მისი წლიური ანგარიში ან სხვა ოფიციალური დოკუმენტაცია;
ჰ12) აქტივების წმინდა ღირებულება - ღირებულება, რომელიც გამოითვლება
გაანგარიშების დროს საინვესტიციო ფონდის (ქვეფონდის) აქტივების საერთო
ღირებულებისგან ამ საინვესტიციო ფონდის (ქვეფონდის) ვალდებულებების ჯამური
ოდენობის გამოკლებით;
ჰ13) ერთეულის წმინდა ღირებულება - ღირებულება, რომელიც გამოითვლება
საინვესტიციო ფონდის (ან ქვეფონდის) აქტივების წმინდა ღირებულების ამ
ღირებულების გაანგარიშების დროს გამოშვებული ერთეულების რაოდენობაზე
გაყოფით; თუ საინვესტიციო ფონდს გამოშვებული აქვს რამდენიმე კლასის
ერთეული, სხვადასხვა კლასის ერთეულების წმინდა ღირებულება შეიძლება იყოს
განსხვავებული
საინვესტიციო
ფონდის
სადამფუძნებლო
დოკუმენტით
განსაზღვრული წესების შესაბამისად;
ჰ14) გაუთვითცნობიერებელი ინვესტორი - ნებისმიერი პირი, რომელიც არ არის
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
გათვითცნობიერებული ინვესტორი;
ჰ15) გათვითცნობიერებული ინვესტორი - ნებისმიერი პირი, რომელიც წარმოადგენს
გათვითცნობიერებულ ინვესტორს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად;
ჰ16) ხანგრძლივი მატარებელი - ნებისმიერი ინსტრუმენტი (მათ შორის
ელექტრონული), რომელიც აძლევს ინვესტორს მისთვის პირადად მიწოდებული
ინფორმაციის შენახვის საშუალებას, ამ ინფორმაციის გამოყენებისათვის საჭირო
დროის განმავლობაში, იმგვარად, რომ უზრუნველყოფილია ინფორმაციის
ხელმისაწვდომობა და უცვლელად რეპროდუცირების შესაძლებლობა;
ჰ17) მმართველი ორგანო - „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად განსაზღვრული მმართველი ორგანო;
ჰ18) გამოსყიდვა - ერთეულების გამოსყიდვა მათი გაუქმებით, სააქციო საზოგადოების
ფორმით დაფუძნებული საინვესტიციო კომპანიის შემთხვევაში აგრეთვე
ერთეულების (აქციების) შესყიდვა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი შეზღუდვების ფარგლებში;
ჰ19) ინვესტორი - საინვესტიციო ფონდის ერთეულის/ერთეულების არსებული ან
პოტენციური მფლობელი;
ჰ20) ინვესტორი ფონდი - საინვესტიციო ფონდი ან მისი ქვეფონდი, რომელიც
ახორციელებს საკუთარი აქტივების სულ მცირე 85%-ის ინვესტირებას
სხვა საინვესტიციო ფონდში ან მის ქვეფონდში (ინვესტიციის მიმღებ ფონდში);
ჰ21) ინვესტიციების მიმღები ფონდი - საინვესტიციო ფონდი ან მისი ქვეფონდი,
რომელშიც ამ პუნქტის „ჰ20“ ქვეპუნქტის შესაბამისად ინვესტიციას ახორციელებს სხვა
საინვესტიციო ფონდი ან მისი ქვეფონდი;
ჰ22) რეორგანიზაცია - საწარმოს რეორგანიზაცია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად;
ჰ23) სექიურიტიზაციისათვის განკუთვნილი სპეციალური მიზნის მქონე წარმონაქმნი
- წარმონაქმნი, რომლის ერთადერთ მიზანსაც წარმოადგენს სექიურიტიზაციის და
სხვა დამხმარე საქმიანობის განხორციელება, რომელიც ემსახურება აღნიშნული
მიზნის მიღწევას;
ჰ24) ფინანსური ინსტრუმენტი - ფინანსურ ინსტრუმენტებს მიეკუთვნება შემდეგი
უფლებები ან/და ხელშეკრულებები (გარდა საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი
აქტით განსაზღვრული გამონაკლისებისა):
ჰ24.ა) ფასიანი ქაღალდები;
ჰ24.ბ) ერთეული საინვესტიციო ფონდში;
ჰ24.გ) ფულადი ბაზრის ინსტრუმენტები;
ჰ24.დ)ოფციონები, ფიუჩერსები, სვოპები, საპროცენტო განაკვეთზე მიბმული
ფორვარდული გარიგებანი და სხვა დერივატები, რომლებიც უკავშირდება ფასიან
ქაღალდებს, ვალუტებს, საპროცენტო განაკვეთებს, დერივატივებს, ფინანსურ ინდექსებს
ან ფინანსურ ინდიკატორებს და რომლებზეც ანგარიშსწორება წარმოებს საბაზისო
აქტივის მიწოდებით ან ფულადი სახით;
ჰ24.ე)ოფციონები, ფიუჩერსები, სვოპები, ფორვარდები და სხვა დერივატივები, რომლებიც
უკავშირდება საქონელს და ითვალისწინებს ფულად ანგარიშსწორებას სავალდებულო
წესით ან ერთ-ერთი მხარის ინიციატივის საფუძველზე (გარდა დეფოლტის ან
ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევებისა);
ჰ24.ვ) ოფციონები, ფიუჩერსები, სვოპები და სხვა დერივატივები, რომლებიც უკავშირდება
საქონელს და რომლებზე ანგარიშსწორებაც შესაძლებელია საბაზისო აქტივის
მიწოდებით, თუკი აღნიშნული ინსტრუმენტები ივაჭრება საფონდო ბირჟზე;
ჰ24.ზ) ოფციონები, ფიუჩერსები, სვოპები, ფორვარდები და სხვა დერივატივები (გარდა
„ჰ24.ვ“ ქვეპუნქტით
განსაზღვრული ინსტრუმენტებისა), რომლებიც უკავშირდება
საქონელს და რომლებზე ანგარიშსწორებაც შესაძლებელია საბაზისო აქტივის
მიწოდებით, თუკი აღნიშნული ინსტრუმენტები არ არის განკუთვნილი კომერციული
მიზნებისათვის და მათ სხვა ფინანსური ინსტრუმენტების მახასიათებლები გააჩნია;
ჰ24.თ) საკრედიტო რისკის გადასაცემად განკუთვნილი დერივატივები;
ჰ24.ი) კონტრაქტები ფასთა შორის სხვაობაზე;
ჰ24.კ) ოფციონები, ფიუჩერსები, სვოპები, საპროცენტო განაკვეთზე მიბმული
ფორვარდული გარიგებანი და სხვა დერივატივები, რომლებიც უკავშირდება კლიმატურ
ცვლადებს, ტვირთის გადაზიდვის ტარიფებს, ინფლაციის მაჩვენებლებს ან სხვა
ოფიციალურ ეკონომიკურ სტატისტიკას და რომლებიც ითვალისწინებს ფულად
ანგარიშსწორებას
სავალდებულო წესით ან ერთ-ერთი მხარის ინიციატივის
საფუძველზე (გარდა დეფოლტის ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევებისა);
ფინანსურ ინსტრუმენტებს ასევე მიეკუთვნება სხვა დერივატივები, რომლებიც
უკავშირდება იმ აქტივებს, უფლებებს, ვალდებულებებს, ინდექსებსა და ინდიკატორებს,
რომლებიც არ არის განსაზღვრული ამ ქვეპუნქტით, თუ ამ ხელშეკრულებებს გააჩნია სხვა
ფინანსური დერივატივების მახასიათებლები, მათ შორის იმის მიხედვით, ივაჭრება თუ
არა ისინი საფონდო ბირჟაზე.
2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის
შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული
მნიშვნელობა.
მუხლი 3. ვადების ათვლა და საზედამხედველო ორგანოსათვის დოკუმენტების
წარდგენის წესი
1. ამ კანონით განსაზღვრული ვადების ათვლისას არ გაითვალისწინება პერიოდი,
რომლის განმავლობაშიც განმცხადებელს საზედამხედველო ორგანოს მითითებით უნდა
წარმოედგინა განაცხადის განხილვისათვის საჭირო დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია.
ასეთ შემთხვევაში, განაცხადის განხილვის ვადის დინება განახლდება შესაბამისი
საბუთის ან ინფორმაციის წარდგენისთანავე.
2. ამ კანონის შესაბამისად საზედამხედველო ორგანოსათვის წარსადგენი უცხო ქვეყნის
მიერ
გაცემული
დოკუმენტები
უნდა
იყოს
აპოსტილით
დამოწმებული
ან ლეგალიზებული, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
შემთხვევებისა.
თავი II
საინვესტიციო ფონდები
მუხლი 4. საინვესტიციო ფონდის არსი
1. საინვესტიციო ფონდად მიიჩნევა ნებისმიერი პირი ან სქემა, თუ იგი აკმაყოფილებს
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ ან რამდენიმე პირობას:
ა) პირს ან სქემას არ გააჩნია ჩვეულებრივი სამეწარმეო ან ინდუსტრიული საქმიანობის
განხორციელების მიზანი;
ბ) პირი ან სქემა აერთიანებს ინვესტორებისგან მოზიდულ კაპიტალს, მისი ინვესტირების
შედეგად ინვესტორებისთვის საერთო მოგების გენერირების მიზნით;
გ) პირის ან სქემის ერთეულების მფლობელებს, კოლექტიურად, არ გააჩნიათ
ყოველდღიური კონტროლის განხორციელების უფლება. ის გარემოება, რომ ერთ ან
რამდენიმე, მაგრამ არა ყველა, ერთეულის მფლობელს მინიჭებული აქვს ყოველდღიური
კონტროლის განხორციელების უფლება, არ გულისხმობს, რომ პირი ან სქემა არ არის
საინვესტიციო ფონდი.
2. საინვესტიციო ფონდის აქტივები შესაძლებელია დაიყოს საინვესტიციო პოლიტიკით
ან/და სხვა ნიშნით ერთმანეთისაგან განსხვავებულ, დამოუკიდებელ საინვესტიციო
ნაწილებად,
რომლებიც მიიჩნევა ქვეფონდებად. საინვესტიციო ფონდების
მარეგულირებელი ნორმები აგრეთვე ვრცელდება მათ შესაბამის ქვეფონდებზე, როგორც
დამოუკიდებელ საინვესტიციო ფონდებზე, ამ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ
შემთხვევებში. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საკუთარი
უფლებამოსილებები საინვესტიციო ფონდის ქვეფონდთან როგორც დამოუკიდებელ
საინვესტიციო ფონდთან მიმართებით.
3. გარდა მოქმედი კანონმდებლობით ქვეფონდებისათვის დაწესებული სხვა
მოთხოვნებისა, საქართველოში დაფუძნებული ქოლგისებური საინვესტიციო ფონდის
ქვეფონდებზე ვრცელდება შემდეგი წესები:
ა) დაუშვებელია ქვეფონდის აქტივების გამოყენება ან მათ მიმართ აღსრულების
ღონისძიებების გამოყენება სხვა ქვეფონდების ვალდებულებების შესასრულებლად ან
სხვა ქვეფონდების ერთეულის მფლობელების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად;
ბ) თითოეული ქვეფონდის მიმართ აღრიცხვა წარმოებს ქოლგისებური ფონდის სხვა
ქვეფონდებისგან დამოუკიდებლად;
გ) ქოლგისებური
ფონდის აქტივების მმართველი კომპანია ან ქოლგისებური
საინვესტიციო კომპანია უფლებამოსილია ქვეფონდთან დაკავშირებით ქმედებები
განახორციელოს ისე, როგორც დამოუკიდებელ ფონდთან მიმართებით, თუ ამ კანონით
ან მის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი
აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი;
დ) ქვეფონდის სასარგებლოდ შეძენილი ნებისმიერი უფლება, რომელიც შესაბამისი
კანონმდებლობის ან წესების საფუძველზე ექვემდებარება რეგისტრაციას, უნდა
დარეგისტრირდეს იმ ქვეფონდის სახელზე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უფლების
შეძენა;
ე) თითოეული ქვეფონდის ერთეულის მფლობელს აქვს უფლება გადავიდეს სხვა
ქვეფონდში ქოლგისებური ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტით განსაზღვრული
პირობებითა და წესით.
4. არავის აქვს უფლება გამოიყენოს ტერმინი „საინვესტიციო ფონდი“,
„საინვესტიციო კომპანია“, „კოლექტიური საინვესტიციო სქემა“, „კოლექტიური
საინვესტიციო ფონდი“, „UCITS“, „კერძო კაპიტალის ფონდი“, „ვენჩურული
კაპიტალის ფონდი“ ან სხვა სიტყვათწყობა ამ ტერმინების გამოყენებით,
საზედამხედველო ორგანოს მიერ ამ კანონის შესაბამისად გაცემული ავტორიზაციის,
რეგისტრაციის ან აღიარების გარეშე.
მუხლი 5. საინვესტიციო ფონდების სახეები
1. საქართველოში საინვესტიციო ფონდი შესაძლებელია დაფუძნდეს საინვესტიციო
კომპანიის ან ერთობლივი საინვესტიციო ფონდის სახით.
2. საინვესტიციო ფონდი საინვესტიციო კომპანიის სახით შესაძლოა არსებობდეს
სააქციო საზოგადოების ფორმით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად. დახურული სახის რეგისტრირებული საინვესტიციო კომპანია
შესაძლებელია ასევე არსებობდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების
ან კომანდიტური საზოგადოების ფორმით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად.
3. თუ საინვესტიციო კომპანიამ დანიშნა აქტივების მმართველი კომპანია, ასეთი
ფონდის
ხელმძღვანელობითი
და
წარმომადგენლობითი
უფლებამოსილების
განმახორციელებელ პირს წარმოადგენს აქტივების მმართველი კომპანია.
4. საინვესტიციო ფონდი ერთობლივი საინვესტიციო ფონდის სახით უნდა
დაფუძნდეს სახელშეკრულებო სქემად, რომელსაც მართავს და წარმოადგენს
შესაბამისი უფლებამოსილების მქონე აქტივების მმართველი კომპანია.
5. საინვესტიციო ფონდს შესაძლოა
მართავდეს მხოლოდ ერთი აქტივების
მმართველი კომპანია.
6. ამ კანონით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით, საინვესტიციო
ფონდი შესაძლებელია ჩამოყალიბდეს როგორც დახურული, ინტერვალური ან ღია
საინვესტიციო ფონდი.
7. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია, ამ კანონის შესაბამისად,
სამართლებრივი აქტის საფუძველზე დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები
საინვესტიციო ფონდებთან მიმართებით, საინვესტიციო ფონდის ფორმის,
საინვესტიციო პოლიტიკის, საქმიანობის საგნის ან სხვა კრიტერიუმის მიხედვით.
მუხლი 6. საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდები და უცხოური
საინვესტიციო ფონდები
1. პირს, რომელსაც აქვს საქართველოში რეგისტრაციის ან მართვის ადგილი, ეკრძალება
საინვესტიციო ფონდის საქმიანობის განხორციელება ამ კანონის შესაბამისად
საინვესტიციო ფონდად ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გარეშე.
2. ამ კანონის შესაბამისად საქართველოში საინვესტიციო ფონდი უნდა დაფუძნდეს
როგორც:
ა) ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი (UCITS ან გაუთვითცნობიერებელი
ინვესტორების საინვესტიციო ფონდი); ან
ბ) რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი.
3. ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდს უფლება აქვს განახორციელოს საჯარო
შეთავაზება ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. რეგისტრირებულ საინვესტიციო
ფონდს უფლება აქვს განახორციელოს მხოლოდ კერძო შეთავაზება.
4. რეგისტრირებულ საინვესტიციო ფონდს არ შეიძლება ჰყავდეს 20-ზე მეტი
გაუთვითცნობიერებელი ინვესტორი. იმ შემთხვევაში, თუ გაუთვითცნობიერებელი
ინვესტორების რაოდენობა რეგისტრირებულ საინვესტიციო ფონდში 20-ს გადააჭარბებს,
იგი, არა უგვიანეს სამი თვის ვადაში, უნდა გარდაიქმნას ავტორიზებულ საინვესტიციო
ფონდად. გარდაქმნა არ მოითხოვება, თუ გადაჭარბება რეგისტრირებული საინვესტიციო
ფონდის ბრალით არ არის გამოწვეული და იგი სამი თვის ვადაში უზრუნველყოფს
გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების რაოდენობის დასაშვებ ზღვრამდე შემცირებას.
5. ერთი და იმავე რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის მართვის ქვეშ
მყოფი
რეგისტრირებული
საინვესტიციო
ფონდების
გაუთვითცნობიერებელი
ინვესტორების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20-ს. იმ შემთხვევაში, თუ
აღნიშნულ საინვესტიციო ფონდებში გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების საერთო
რაოდენობა 20-ს გადააჭარბებს, რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანია
ვალდებულია, არა უგვიანეს სამი თვის ვადაში, გარდაიქმნას ლიცენზირებულ აქტივების
მმართველ კომპანიად. გარდაქმნა არ მოითხოვება, თუ გადაჭარბება რეგისტრირებული
აქტივების მმართველი კომპანიის ბრალით არ არის გამოწვეული და იგი სამი თვის
ვადაში უზრუნველყოფს გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების რაოდენობის დასაშვებ
ზღვრამდე შემცირებას.
6. თუკი, ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში,
რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი ან რეგისტრირებული საინვესტიციო კომპანია
დადგენილ ვადაში ვერ უზრუნველყოფს კანონმდებლობასთან შესაბამისობას ამავე
პუნქტების შესაბამისად, საზედამხედველო ორგანო აუქმებს მის რეგისტრაციას.
7. უცხოურ საინვესტიციო ფონდს უფლება აქვს განახორციელოს საჯარო შეთავაზება
საქართველოში მხოლოდ ამ კანონის შესაბამისად საზედამხედველო ორგანოს მიერ მისი
აღიარების შემთხვევაში. უცხოური საინვესტიციო ფონდი საქართველოში კერძო
შეთავაზების განხორციელებამდე ვალდებულია შეთავაზების თაობაზე აცნობოს
საზედამხედველო ორგანოს, საზედამხედველო ორგანოს მიერ განსაზღვრული ფორმით.
8. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს
უცხოური საინვესტიციო ფონდის ერთეულების საქართველოში შეთავაზების
მარეგულირებელი წესი.
მუხლი 7. ერთობლივი საინვესტიციო ფონდი
1. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ერთეულების გამოშვებით დაგროვებული
და ერთობლივი საინვესტიციო ფონდის აქტივების ინვესტირებით შეძენილი
აქტივები არის ერთეულების მფლობელთა საერთო საკუთრება. ეს აქტივები არ
წარმოადგენს აქტივების მმართველი კომპანიის ან სპეციალიზებული დეპოზიტარის
საკუთრებას და არ გაითვალისწინება ნებისმიერი ასეთი პირის სალიკვიდაციო მასაში
მათ წინააღმდეგ გადახდისუუნარობის ან ლიკვიდაციის საქმის წარმოების დაწყების
შემთხვევაში.
2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ერთობლივი
საქმიანობის (ამხანაგობის) და საერთო საკუთრების მარეგულირებელი წესები არ
ვრცელდება ამ კანონის შესაბამისად დაფუძნებული ერთობლივი საინვესტიციო
ფონდების საქმიანობაზე.
3. აქტივების მმართველი კომპანია ერთობლივი საინვესტიციო ფონდის აქტივებით
გარიგებებს ახორციელებს ერთობლივი საინვესტიციო ფონდის
ერთეულების
მფლობელების საერთო ინტერესებისათვის.
4. ერთობლივი
საინვესტიციო
ფონდის
ერთეულების
მფლობელების
ინტერესებისათვის შეძენილი უფლება ან ვალდებულება, რომელიც შესაბამისი
კანონმდებლობის ან წესების საფუძველზე ექვემდებარება რეგისტრაციას, უნდა
დარეგისტრირდეს ერთობლივი საინვესტიციო ფონდის სახელზე. ქოლგისებური
ფონდის შემთხვევაში რეგისტრაცია შეიძლება აგრეთვე განხორციელდეს მისი
ქვეფონდის სახელზე.
5. ერთეულის მფლობელი პერსონალურად არ აგებს პასუხს აქტივების მმართველი
კომპანიის
მიერ
ერთობლივი
საინვესტიციო
ფონდისათვის
აღებული
ვალდებულებებისთვის.
ერთეულის
მფლობელის
პასუხისმგებლობა
ამ
ვალდებულებების შესრულებასთან მიმართებით შემოიფარგლება მხოლოდ მის მიერ
ერთობლივი საინვესტიციო ფონდის აქტივებში განხორციელებული შენატანით.
6. აქტივების მმართველი კომპანია არ აგებს პასუხს ერთობლივი საინვესტიციო
ფონდის
ვალდებულებებისათვის,
რომლებიც
წარმოშობილია
მოქმედი
კანონმდებლობისა და საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტის
შესაბამისად.
7. ერთობლივი საინვესტიციო ფონდი არ აგებს პასუხს აქტივების მმართველი
კომპანიის, სპეციალიზებული დეპოზიტარის ან ერთეულის მფლობელების
ვალდებულებებისათვის. ერთობლივი საინვესტიციო ფონდი პასუხს აგებს მხოლოდ
მისი ერთეულის მფლობელებისა და კრედიტორების წინაშე არსებული საკუთარი
ვალდებულებებისათვის.
8. მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი მითითება
საინვესტიციო
ფონდის
მიერ
ქმედების
განხორციელების
ან
მისი
განხორციელებისგან თავის შეკავების შესახებ ერთობლივი საინვესტიციო ფონდის
შემთხვევაში ჩაითვლება მისი აქტივების მმართველ კომპანიაზე მითითებად.
9. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ერთობლივ საინვესტიციო
ფონდთან დაკავშირებული ამ მუხლის დებულებები, აგრეთვე ვრცელდება
ქოლგისებური ფონდის ქვეფონდებზე.
მუხლი 8. საინვესტიციო კომპანია
1. საინვესტიციო კომპანიას ეკრძალება განახორციელოს სხვა საქმიანობა, გარდა
საკუთარი პორტფელის მართვასთან დაკავშირებული საქმიანობისა, ამ კანონის 25-ე
მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად.
2. იმ შემთხვევაში, თუ საინვესტიციო კომპანია საქართველოში დაფუძნებულია
ქოლგისებური ფონდის სახით, ერთეულების მფლობელთა საერთო კრება არ არის
უფლებამოსილი გადაწყვიტოს საკითხები, რომლებიც ეხება მხოლოდ კონკრეტული
ქვეფონდის აქტივებს ან მისი ერთეულების მფლობელებს. ამ შემთხვევაში, ხმის მიცემის
უფლება აქვთ მხოლოდ შესაბამისი ქვეფონდის ერთეულების მფლობელებს.
3. ღია ან ინტერვალური საინვესტიციო კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტში
ნებადართული კაპიტალის და საინვესტიციო კომპანიის აქციების ოდენობის მითითება
სავალდებულო არ არის. ამგვარი საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტი
შესაძლებელია უთითებდეს მაქსიმალურ თანხას, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია
აქციების გამოშვება.
4. ღია ან ინტერვალურ საინვესტიციო ფონდებზე არ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“
საქართველოს კანონით ან/და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტით განსაზღვრული შემდეგი წესები:
ა) აქციების გამოშვებისა და მასთან დაკავშირებული გადახდების განხორციელების
წესები;
ბ) კაპიტალის გაზრდის ან შემცირების და შესაბამისი ინფორმაციის გასაჯაროების წესები;
გ) აქციათა სავალდებულო მიყიდვის წესები;
დ) აქციონერების უპირატესი შესყიდვის უფლებების მარეგულირებელი წესები;
ე) სატენდერო შეთავაზების განხორციელების წესები.
მუხლი 9. საინვესტიციო ფონდის დაფუძნება
1. ავტორიზებული ან რეგისტრირებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ამ
კანონის შესაბამისად დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის
სადამფუძნებლო დოკუმენტს ამტკიცებს აქტივების მმართველი კომპანია. ერთობლივი
საინვესტიციო ფონდი საინვესტიციო ფონდის საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ
საზედამხედველო ორგანოს მიერ მისი ავტორიზაციის/რეგისტრაციის მომენტიდან.
2. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული საწარმოს
საინვესტიციო კომპანიად ავტორიზების ან რეგისტრაციისათვის აუცილებელია მისი
ხმის უფლების მქონე ყველა აქციონერის/პარტნიორის გადაწყვეტილება, თუ
საწარმოს სადამფუძნებლო დოკუმენტით სხვა რამ არაა გათვალისწინებული.
საინვესტიციო კომპანია საინვესტიციო ფონდის საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ
საზედამხედველო
ორგანოს
მიერ
მისი
ამ
კანონის
შესაბამისად
ავტორიზაციის/რეგისტრაციის მომენტიდან.
მუხლი 10. საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტი
1. ავტორიზებული
ან
რეგისტრირებული
საინვესტიციო
ფონდი
იქმნება
სადამფუძნებლო დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს საინვესტიციო
ფონდის მართვისა და ადმინისტრირების წესებს, საინვესტიციო მიზნებს, ერთეულების
შეთავაზების პირობებს და წარმოადგენს საინვესტიციო ფონდისათვის სავალდებულო
დოკუმენტს.
2. საქართველოში
დაფუძნებული
საინვესტიციო
ფონდის
სადამფუძნებლო
დოკუმენტი არ უნდა შეიცავდეს დებულებას, რომელიც:
ა) ეწინააღმდეგება ამ კანონს ან საქართველოს კანონმდებლობის ნებისმიერ
დებულებას ან წესს;
ბ) აშკარად არასამართლიანია ზოგადად ერთეულის მფლობელების ან რომელიმე
კლასის ერთეულის მფლობელების ინტერესებთან მიმართებით.
3. საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო
დოკუმენტი უნდა უთითებდეს, არის თუ არა საინვესტიციო ფონდი:
ა) UCITS, გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების
საინვესტიციო ფონდი ან
რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი;
ბ) ღია, ინტერვალური ან დახურული საინვესტიციო ფონდი;
გ) დამოუკიდებელი ფონდი ან ქოლგისებური ფონდი;
დ) ინვესტიციის მიმღები ფონდი;
ე) ინვესტორი ფონდი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, საქართველოში
დაფუძნებული საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტი უნდა შეიცავდეს,
სულ მცირე, შემდეგ მონაცემებს/ინფორმაციას:
ა) საინვესტიციო ფონდის, მათ შორის მისი ქვეფონდების (ასეთის არსებობისას),
სახელწოდებას;
ბ) საინვესტიციო ფონდის საინვესტიციო პოლიტიკის/სტრატეგიის აღწერას, მათ
შორის რომელ აქტივებში აპირებს საინვესტიციო ფონდი ინვესტიციის
განხორციელებას, აგრეთვე ინფორმაციას სამიზნე ინვესტორების თაობაზე;
გ) გამოსაშვები ერთეულებისა და მათთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობების
აღწერას;
დ) საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის წესსა და პროცედურას, მათ შორის,
ერთობლივი საინვესტიციო ფონდის შემთხვევაში, ინფორმაციას, საჭიროებს თუ არა
საინვესტიციო ფონდის ნებაყოფლობითი ლიკვიდაცია ერთეულების მფლობელების
თანხმობას;
ე) ერთობლივი საინვესტიციო ფონდის, აგრეთვე იმ საინვესტიციო კომპანიის
შემთხვევაში, რომელსაც დანიშნული ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია,
აქტივების მმართველი კომპანიის ჩანაცვლების პირობებს და, ჩანაცვლებისას,
ინვესტორთა დაცვის გარანტიებს;
ვ) საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტში ცვლილებების შეტანის
პროცედურებს.
ზ) დახურული საინვესტიციო ფონდის შემთხვევაში, მისი საქმიანობის ვადას.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის გარდა,
ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტი ასევე უნდა
შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) შეზღუდვებს, რომელთა ფარგლებშიც დასაშვებია თითოეული ერთეულის
მფლობელის მიერ განხორციელებული შენატანის გამოყენება საინვესტიციო ფონდის
საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯებისათვის (მათ შორის აქტივების მმართველ
კომპანიასთან და სპეციალიზებულ დეპოზიტართან დაკავშირებული ხარჯებისათვის),
საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით;
ბ) საინვესტიციო ფონდის საქმიანობის მიზნებისთვის წლიურად ნებადართული
ხარჯების (მათ შორის, აქტივების მმართველი კომპანიასთან და სპეციალიზებულ
დეპოზიტართან
დაკავშირებული
ხარჯების)
მაქსიმალურ
ოდენობას,
საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით;
გ) სპეციალიზებული დეპოზიტარის ჩანაცვლების პირობებს და, ჩანაცვლებისას,
ინვესტორთა დაცვის გარანტიებს;
დ) ერთეულების გამოსყიდვის პროცედურასა და პირობებს;
ე) საინვესტიციო ფონდის აქტივების ღირებულების შეფასების მეთოდოლოგიას.
6. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტში ცვლილების
შეტანა
საჭიროებს
საზედამხედველო
ორგანოს
წინასწარ
თანხმობას.
განსახორციელებელი ცვლილება უნდა გამოქვეყნდეს წინასწარ საჯაროდ, რა
შემთხვევაშიც იგი ძალაში შეიძლება შევიდეს არა უადრეს გამოქვეყნებიდან ორი თვის
გასვლისა. გამოქვეყნება სავალდებულო არაა, თუკი ცვლილების შესახებ ინფორმაცია
ყველა ერთეულის მფლობელს მიეწოდება ხანგრძლივი მატარებლის საშუალებით. ასეთ
შემთხვევაში, ცვლილება ძალაში შეიძლება შევიდეს არა უადრეს ყველა ერთეულის
მფლობელისათვის შეტყობინებიდან 30 დღის გასვლისა. ამ პუნქტიდან გამონაკლისებს
სამართლებრივი აქტის საფუძველზე ადგენს საზედამხედველო ორგანო.
7. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს
დამატებითი მოთხოვნები საინვესტიციო ფონდების სადამფუძნებლო დოკუმენტთან,
მათ შორის მასში მისათითებელ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
მუხლი 11. საინვესტიციო ფონდების ერთეულები და მათი ღირებულება
1. საინვესტიციო ფონდს შეუძლია, მისი სადამფუძნებლო დოკუმენტისა და ამ კანონის
მოთხოვნების შესაბამისად, გამოუშვას სხვადასხვა კლასის ერთეულები. ღია და
ინტერვალური ტიპის საინვესტიციო ფონდებმა შეიძლება გამოუშვან განსხვავებული
უფლება-მოვალეობების მქონე ერთეულები, იმ პირობით რომ განსხვავებული უფლებამოვალეობები ეხება მხოლოდ:
ა) მოგების კაპიტალიზაციას (დაგროვებითი ერთეულები) მოგების განაწილების
(საშემოსავლო ერთეულები) ნაცვლად;
ბ) ხარჯებს, საფასურებს და საკომისიოებს, რომლებიც შესაძლებელია გამოიქვითოს
საინვესტიციო ფონდის ქონებიდან (აქტივებიდან) ან რომლებიც გადასახდელია
ერთეულების მფლობელების მიერ ფონდში გაწევრიანებისას ან ფონდიდან გასვლისას; ან
გ) ვალუტას, რომელშიც გამოიხატება ერთეულების ფასი ან ღირებულება ან/და
ხორციელდება გადახდები.
2.
კომანდიტური საზოგადოების სამართლებრივი ფორმით ჩამოყალიბებული
საინვესტიციო კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტით შესაძლებელია განისაზღვროს
შეზღუდული პარტნიორების (კომანდიტების) განსხვავებული უფლება-მოვალეობანი,
რაც შეიძლება უკავშირდებოდეს მათ მიერ განსახორციელებელი შენატანის ოდენობასა
და ვადას, მოგების განაწილებას, ხმის მიცემას ან წესდებით დადგენილ სხვა პირობას.
3. ერთეულების გამოშვება ხდება მათი გამოშვების ფასით. ღია და ინტერვალური
საინვესტიციო ფონდის ერთეულების გამოშვების ფასი განისაზღვრება შესაბამისი
კლასის ერთეულის წმინდა ღირებულებით, რასაც შესაძლებელია დაემატოს გამოშვების
საკომისიო საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტით გათვალისწინებული
პროცედურის შესაბამისად.
4. ავტორიზებულ ან რეგისტრირებულ საინვესტიციო ფონდში შენატანი შეიძლება
განხორციელდეს როგორც ფულადი, ასევე არაფულადი სახით. არაფულადი შენატანის
განხორციელება არ უნდა არღვევდეს მოქმედი კანონმდებლობით, საინვესტიციო ფონდის
სადამფუძნებლო დოკუმენტითა და პროსპექტით (არსებობის შემთხვევაში)
ნებადართული ინვესტიციებისათვის დადგენილ შეზღუდვებს.
5. დაუშვებელია ავტორიზებული
საინვესტიციო ფონდის მიერ ერთეულების
გამოშვება, დადგენილ ვადაში საინვესტიციო ფონდისათვის გამოშვების ფასის შესაბამისი
ოდენობის გადახდის გარეშე. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ერთეულების ბონუსად
განაწილებაზე.
6. დახურული საინვესტიციო ფონდის ერთეულების გამოშვება აქტივების წმინდა
ღირებულებისგან განსხვავებულ ფასში დასაშვებია ქვემოთ ჩამოთვლილი პირობების
შესაბამისად:
ა) გამოშვების ფასის განსაზღვრის პირობები უნდა გადაწყდეს ერთეულების
მფლობელების საერთო კრებაზე, სულ მცირე კრებაზე წარმოდგენილი ხმების ორი
მესამედის უმრავლესობით, თუ სადამფუძნებლო დოკუმენტით უფრო მაღალი
უმრავლესობა არ არის დადგენილი; ან
ბ) ფონდის ერთეულები დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე ან, სადამფუძნებლო
დოკუმენტის შესაბამისად, ფონდის ერთეულები საფონდო ბირჟაზე უნდა იქნეს
დაშვებული ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთო კრების
გადაწყვეტილების მიღებიდან 12 თვეში.
7. ღია საინვესტიციო ფონდის ერთეულის წმინდა ღირებულება დადგინდება და
გამჟღავნდება ერთეულების გამოშვების ან გამოსყიდვის თითოეულ დღეს, მაგრამ
არანაკლებ ორ კვირაში ერთხელ. დახურული საინვესტიციო ფონდის ერთეულის წმინდა
ღირებულება დადგინდება და გამჟღავნდება ერთეულების გამოშვების ან გამოსყიდვის
თითოეულ დღეს, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ. ინტერვალური ტიპის
საინვესტიციო ფონდის ერთეულის წმინდა ღირებულება დადგინდება და გამჟღავნდება
ერთეულების გამოშვების ან გამოსყიდვის თითოეულ დღეს, სადამფუძნებლო
დოკუმენტით დადგენილი სიხშირით, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ.
მუხლი 12. საინვესტიციო ფონდში ერთეულებზე საკუთრების უფლების
დადასტურება და საკუთრების გადაცემა
1. ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის მიერ გამოშვებული
ერთეული წარმოადგენს ფინანსურ ინსტრუმენტს და მასზე საკუთრების უფლება
რეგისტრირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ავტორიზებული/რეგისტრირებული
ერთობლივი
საინვესტიციო
ფონდის
ერთეულის მფლობელთა რეესტრს აწარმოებს აქტივების მმართველი კომპანია ან
საინვესტიციო კომპანია, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი
კომპანია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მესამე პირთან დადებულია შეთანხმება
რეესტრის წარმოების ფუნქციის დელეგირების შესახებ მარეგულირებელი
კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ერთეულის მფლობელის საკუთრება ერთეულზე დასტურდება საინვესტიციო
ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრში ჩანაწერით ან ნომინალური
მფლობელის ჩანაწერით.
4. საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრი უნდა შეიცავდეს
შემდეგ ინფორმაციას:
ა) თითოეული ერთეულის მფლობელის სახელს და მისამართს; ერთეულების
ნომინალურ მფლობელობაში გადაცემის შემთხვევაში ნომინალური მფლობელის
სახელსა და მისამართს;
ბ) თითოეული ერთეულის მფლობელის ან ნომინალური მფლობელის სახელზე
რეგისტრირებული შესაბამისი კლასის ერთეულების რაოდენობას;
გ) თითოეული ერთეულის მფლობელის ან ნომინალური მფლობელის სახელზე
ერთეულების რეგისტრაციის თარიღს;
დ) თითოეული კლასის გამოშვებული ერთეულების რაოდენობას.
5. საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრის შექმნასა და
წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ რეესტრის
მონაცემები იყოს სრული, სწორი და განახლებული.
6. საინვესტიციო ფონდის პროსპექტი უნდა უთითებდეს იმ პირ(ებ)ის სახელს,
რომელსაც ევალება ამ საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრის
შექმნა და წარმოება.
7. საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელი უფლებამოსილია რეესტრში მის
სახელზე რეგისტრირებული ერთეულ(ებ)ი გადასცეს საკუთრებაში მესამე პირს ან
ნომინალურ მფლობელობაში შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსურ ინსტიტუტს.
რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის ერთეულის საკუთრებაში გადაცემა
დასაშვებია მხოლოდ საინვესტიციო ფონდის ან/და მისი სახელით მოქმედი
აქტივების მმართველი კომპანიის წინასწარი თანხმობის საფუძველზე. ამ წესის
დარღვევით განხორციელებული საინვესტიციო ფონდის ერთეულის გადაცემას
იურიდიული ძალა არ გააჩნია.
8. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აქციონერთა
რეესტრის წარმოების წესები არ ვრცელდება სააქციო საზოგადოების სამართლებრივი
ფორმით დაფუძნებულ საინვესტიციო კომპანიებზე. ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტები
არ ვრცელდება ამ კანონის საფუძველზე შეზღუდული პასუხისმგებლობის ან
კომანდიტური
საზოგადოების
ფორმით
ჩამოყალიბებულ
საინვესტიციო
კომპანიებზე.
9. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია შეიმუშავოს საინვესტიციო ფონდის
ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებული წესები ამ
კანონის შესაბამისად.
თავი III
საინვესტიციო ფონდების ავტორიზაცია, რეგისტრაცია და აღიარება
მუხლი 13. UCITS-ის და გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების საინვესტიციო
ფონდების ავტორიზაციის პირობები
1. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის მიზნით, ლიცენზირებული
აქტივების მმართველი კომპანია საზედამხედველო ორგანოს წარუდგენს განაცხადს,
რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიის გადაწყვეტილებას ამ კანონის მე-9
მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;
ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტს;
გ) პროსპექტს;
დ) ინვესტორთათვის განკუთვნილ საკვანძო ინფორმაციას;
ე) ინფორმაციას სპეციალიზებულ დეპოზიტართან დადებული შეთანხმების შესახებ;
ვ) ავტორიზაციის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.
2. საინვესტიციო კომპანიის ავტორიზაციის მიზნით, განმცხადებელი კომპანია ან
განმცხადებლის მიერ დანიშნული ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია
საზედამხედველო ორგანოს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა
რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ კომპანია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს
კანონის საფუძველზე რეგისტრირებული სააქციო საზოგადოებაა;
ბ) კომპანიის აქციონერთა/პარტნიორთა გადაწყვეტილებას ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2
პუნქტის შესაბამისად;
გ) სადამფუძნებლო დოკუმენტს (კომპანიის წესდებას), სადამფუძნებლო დოკუმენტში
შეტანილი ცვლილებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით;
დ) პროსპექტს;
ე) ინვესტორთათვის განკუთვნილ საკვანძო ინფორმაციას;
ვ) ინფორმაციას სპეციალიზებულ დეპოზიტართან დადებული შეთანხმების შესახებ;
ზ) კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პირების შესახებ ინფორმაციასა და
დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს მათ შესაფერისობას, საინვესტიციო ფონდის
პრუდენციული და ჯანსაღი მართვის საჭიროების გათვალისწინებით;
თ) ინფორმაციას მესამე პირებთან დადებულ დელეგირების შეთანხმებათა შესახებ ამ
კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად (არსებობის შემთხვევაში);
ი) კომპანიის მმართველი ორგანოს წევრების შესახებ ინფორმაციას და დოკუმენტაციას,
რაც ადასტურებს მათ საკმარისად კარგ რეპუტაციასა და საკმარის გამოცდილებას;
კ) დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს რომ განმცხადებელ კომპანიას აქვს საკუთარი
კაპიტალი სულ მცირე 300,000 (სამასი ათას) ლარის ოდენობით. საზედამხედველო
ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს ავტორიზებული
საინვესტიციო კომპანიისათვის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულზე უფრო მაღალი
საკუთარი კაპიტალის ოდენობის განსაზღვრის წესი, საინვესტიციო კომპანიის აქტივების
საერთო მოცულობის პროპორციულად;
ლ) კომპანიის საქმიანობის პროგრამას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას, მათ შორის, იმის
შესახებ თუ როგორ აპირებს კომპანია ამ კანონით მისთვის დაკისრებული
ვალდებულებების შესრულებას;
მ) ინფორმაციასა და დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს რომ კომპანიის
რეგისტრაციისა და მართვის ადგილი მდებარეობს საქართველოში;
ნ) კომპანიის ბოლო ფინანსური წლის აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას ან, იმ
შემთხვევაში, თუ ბოლო აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების თარიღიდან
ავტორიზაციის განცხადების წარდგენის თარიღამდე 6 თვეზე მეტია გასული, ნახევარი
წლის აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას. იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზაციის
მაძიებელი
ლიცენზიის
მისაღებად
საზედამხედველო
ორგანოს
მიმართავს
დაფუძნებიდან არაუგვიანეს ნახევარი წლისა, იგი წარადგენს მხოლოდ მიმდინარე
ბალანსს და შესაბამის შენიშვნებს (არააუდიტირებულს);
ო) ავტორიზაციის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.
3. განმცხადებელი კომპანია არ წარადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“-„ლ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტებს, თუ მას დანიშნული ჰყავს
ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია. ამ შემთხვევაში, ლიცენზირებული
აქტივების მმართველი კომპანია, კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების
გარდა, საზედამხედველო ორგანოს წარუდგენს განმცხადებელ კომპანიასთან დადებულ
აქტივების მართვის ხელშეკრულებას.
4. საინვესტიციო
ფონდების
ავტორიზაციის
დამატებით
მოთხოვნებს
სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრავს საზედამხედველო ორგანო.
მუხლი 14. საინვესტიციო ფონდის რეგისტრაციის პირობები
1. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის რეგისტრაციის მიზნით, აქტივების მმართველი
კომპანია საზედამხედველო ორგანოს წარუდგენს განაცხადს, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) აქტივების მმართველი კომპანიის გადაწყვეტილებას ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი
პუნქტის შესაბამისად;
ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტს;
გ) სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.
2. საინვესტიციო კომპანიის რეგისტრაციის მიზნით, განმცხადებელი კომპანია ან
განმცხადებლის მიერ დანიშნული აქტივების მმართველი კომპანია საზედამხედველო
ორგანოს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა
რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ კომპანია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს
კანონის საფუძველზე რეგისტრირებულია, როგორც სააქციო საზოგადოება, შეზღუდული
პასუხისმგებლობის საზოგადოება ან კომანდიტური საზოგადოება;
ბ) კომპანიის აქციონერთა/პარტნიორთა გადაწყვეტილებას ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2
პუნქტის შესაბამისად;
გ) სადამფუძნებლო დოკუმენტს, მასში შეტანილი ცვლილებების (ასეთის არსებობის
შემთხვევაში) გათვალისწინებით;
დ) კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პირების შესახებ ინფორმაციას და
დოკუმენტებს/ინფორმაციას, რომლებიც ადასტურებს მათ შესაფერისობას, საინვესტიციო
ფონდის პრუდენციული და ჯანსაღი მართვის საჭიროების გათვალისწინებით;
ე) კომპანიის მმართველი ორგანოს წევრების შესახებ ინფორმაციას და დოკუმენტებს,
რომლებიც ადასტურებს მათ საკმარისად კარგ რეპუტაციასა და საკმარის გამოცდილებას;
ვ) ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს რომ კომპანიის
რეგისტრაციისა და მართვის ადგილი მდებარეობს საქართველოში;
ზ) სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.
3. განმცხადებელი კომპანია არ წარადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ დოკუმენტაციას, თუ მას დანიშნული ჰყავს აქტივების მმართველი
კომპანია. ამ შემთხვევაში, აქტივების მმართველი კომპანია, კანონმდებლობით
განსაზღვრული დოკუმენტების გარდა, საზედამხედველო ორგანოს წარუდგენს
განმცხადებელ კომპანიასთან დადებულ აქტივების მართვის ხელშეკრულებას.
4. რეგისტრირებული საინვესტიციო კომპანია, აგრეთვე აქტივების მმართველი კომპანია
მისი მართვის ქვეშ მყოფი თითოეული რეგისტრირებული ერთობლივი საინვესტიციო
ფონდისათვის, ვალდებულია საზედამხედველო ორგანოს მიაწოდოს შემდეგი
ინფორმაცია, საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრული
პერიოდულობით:
ა) რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რაოდენობის
შესახებ განახლებული ინფორმაცია, იმის მითითებით, თუ ინვესტორთა რომელ
კატეგორიას (გაუთვითცნობიერებელ თუ გათვითცნობიერებულ ინვესტორებს)
მიეკუთვნებიან ისინი;
ბ) საინვესტიციო ფონდის საინვესტიციო სტრატეგიაში განხორციელებული ცვლილების
(ასეთის არსებობისას) შესახებ ინფორმაცია;
გ) იმ ინსტრუმენტების/აქტივების შესახებ ინფორმაცია, რომლებითაც საინვესტიციო
ფონდი ძირითადად ახორციელებს ვაჭრობას და საინვესტიციო ფონდის საქმიანობის
ძირითადი სფეროებისა და კონცენტრაციის შესახებ ინფორმაცია.
5. რეგისტრირებული
საინვესტიციო
ფონდი
შესაძლებელია
გარდაიქმნას
ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდად, საინვესტიციო ფონდების ავტორიზაციისათვის
დადგენილი საერთო წესების საფუძველზე. საინვესტიციო ფონდისათვის ავტორიზაციის
მინიჭებასთან ერთად საზედამხედველო ორგანო აუქმებს მის რეგისტრაციას.
6. საფინანსო
სექტორის
სტაბილურობისა
და
ჯანსაღი
ფუნქციონირების
უზრუნველყოფის მიზნით საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი
აქტის საფუძველზე განსაზღვროს რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდების
რეგისტრაციისა და საქმიანობის განხორციელების დამატებითი მოთხოვნები.
მუხლი 15. უცხოური საინვესტიციო ფონდის აღიარების პირობები
1. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია აღიაროს უცხოური საინვესტიციო
ფონდი საქართველოში საჯარო შეთავაზების განხორციელებაზე უფლებამოსილად,
თუკი კმაყოფილდება, სულ მცირე, შემდეგი პირობები:
ა) იმ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, სადაც უცხოური საინვესტიციო ფონდი
არის
დაფუძნებული,
ნებადართულია
მისი
ერთეულების
შეთავაზება
განუსაზღვრელი რაოდენობის გაუთვითცნობიერებელი ინვესტორებისათვის;
ბ) უცხო სახელმწიფო, სადაც უცხოური საინვესტიციო ფონდი არის დაფუძნებული,
არ შედის ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) მიერ დამტკიცებულ
არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ქვეყნებისა და ტერიტორიების ნუსხაში;
გ) საზედამხედველო ორგანოსა და შესაბამის უცხოურ საზედამხედველო ორგანოს
შორის არსებობს შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ;
დ) საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში,
უცხოურ საინვესტიციო კომპანიას ან, თუკი უცხოური საინვესტიციო ფონდი
ერთობლივი ფონდია, მის აქტივების მმართველ კომპანიას საქართველოში
დაფუძნებული აქვს ფილიალი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად ან დანიშნული ჰყავს მუდმივი წარმომადგენელი.
2. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია, სამართლებრივი აქტით დაადგინოს
უცხოური საინვესტიციო ფონდების საქართველოში აღიარებისა და საქმიანობის
განხორციელების დამატებითი პირობები. ასეთი პირობები შესაძლებელია, მათ
შორის, აწესებდეს ავტორიზებული საინვესტიციო ფონდების მიმართ მოქმედი
მარეგულირებელი ჩარჩოს ეკვივალენტურ მოთხოვნებს.
3. საზედამხედველო
ორგანო
უფლებამოსილია
სამართლებრივი
აქტით
განსაზღვროს წესი, რომლის საფუძველზეც აღიარებული საინვესტიციო ფონდები
გათავისუფლდებიან ამ კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ მოთხოვნათა
შესრულებისგან, თუკი უცხო ქვეყნის კანონმდებლობა, რომლებსაც ისინი
ექვემდებარებიან, ადგენს საქართველოში არსებული მარეგულირებელი ჩარჩოს
ეკვივალენტურ მოთხოვნებს; ეს წესი შეიძლება ეხებოდეს პროსპექტის შედგენასთან
და გავრცელებასთან, ინვესტორთათვის განკუთვნილ საკვანძო ინფორმაციასთან,
წლიურ და ნახევარწლიურ ანგარიშებთან დაკავშირებული მოთხოვნებს, ასევე
უცხოური საინვესტიციო ფონდების საქმიანობის სხვა პირობებს.
მუხლი 16. საინვესიტიციო ფონდად ავტორიზაციაზე, რეგისტრაციასა და
აღიარებაზე უარის თქმა
1. საზედამხედველო ორგანო არ დააკმაყოფილებს განაცხადს საინვესტიციო
ფონდის ავტორიზაციის გაცემაზე, რეგისტრაციაზე ან აღიარებაზე ქვემოთ
ჩამოთვლილი რომელიმე საფუძვლის არსებობის შემთხვევაში:
ა) განაცხადი ან წარდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია არ შეესაბამება ამ კანონით
ან/და მის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული
სამართლებრივი აქტით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) აქტივების მმართველი კომპანიის ან იმ საინვესტიციო კომპანიის მმართველი
ორგანოს წევრებს, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია,
არ აქვთ საკმარისად კარგი რეპუტაცია ან არ გააჩნიათ საკმარისი გამოცდილება, მათ
შორის
იმ
საინვესტიციო
სტრატეგიასთან
დაკავშირებით,
რომელსაც
განახორციელებს
საინვესტიციო
ფონდი
მისი
ავტორიზაციის/რეგისტრაციის/აღიარების შემთხვევაში;
გ) სპეციალიზებულ დეპოზიტარს არ გააჩნია საკმარისი რესურსი ან
შესაძლებლობა, რათა გაუწიოს მომსახურება იმ საინვესტიციო ფონდს, რომლის
ავტორიზაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადიც წარედგინა საზედამხედველო
ორგანოს;
დ)
უცხოურ
საინვესტიციო
ფონდს,
რომლის
აღიარებაც
მოითხოვება,
სამართლებრივად აქვს შეზღუდული ერთეულების შეთავაზება მისი დაფუძნების
ქვეყანაში;
ე) განაცხადის წარმდგენი უცხოური აქტივების მმართველი კომპანია არ არის
უფლებამოსილი მართოს ის ფონდი, რომლის ავტორიზაციასაც იგი ითხოვს;
ვ) მჭიდრო კავშირმა, რომელიც არსებობს, ერთი მხრივ, განმცხადებელ კომპანიას ან
აქტივების მმართველ კომპანიასა და, მეორე მხრივ, ნებისმიერ სხვა ფიზიკურ თუ
იურიდიულ პირს შორის, ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობამ (ან მისმა
აღუსრულებლობამ), რომლის მოქმედება ვრცელდება ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ
ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, შესაძლოა შეაფერხოს საზედამხედველო ორგანოს
მიერ საზედამხედველო ფუნქციების ეფექტური განხორციელება;
ზ) არსებობს საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების
შესახებ განაცხადზე უარის თქმის სხვა საფუძვლები „საქართველოს ეროვნული
ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.
2. საზედამხედველო
ორგანო
ვალდებულია
განაცხადთან
დაკავშირებით
გადაწყვეტილება მიიღოს განაცხადის მიღებიდან ერთი თვის ვადაში. განაცხადის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, საზედამხედველო ორგანო
დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს განმცხადებელს დასაბუთებულ უარს.
განაცხადის განხილვის დამატებით წესებსა და შესაბამის პროცედურას
სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საზედამხედველო ორგანო.
მუხლი 17. საინვესტიციო ფონდთან დაკავშირებული ცვლილებების განხორციელება
1. საინვესტიციო ფონდი ან მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია
ვალდებულია წინასწარ შეატყობინოს საზედამხედველო ორგანოს საინვესტიციო
ფონდთან დაკავშირებული ნებისმიერი არსებითი ცვლილების განხორციელების
შესახებ, თუკი ცვლილება ეხება საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის,
რეგისტრაციის ან აღიარების პირობებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ცვლილების განხორციელება
დასაშვებია, თუკი საზედამხედველო ორგანო შეტყობინების მიღებიდან ერთი თვის
ვადაში არ აცნობებს განმცხადებელს ცვლილების განხორციელებაზე უარის თქმის
შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს
ერთი თვის ვადით, თუკი საზედამხედველო ორგანო წინასწარ აცნობებს
განმცხადებელს აღნიშნულის თაობაზე.
3. ამ მუხლის შესაბამისად შეტყობინების განხორციელების, აგრეთვე მისი
განხილვის წესს სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საზედამხედველო ორგანო.
მუხლი 18. საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების
რეესტრი
1.
საზედამხედველო ორგანო ვალდებულია შექმნას და აწარმოოს ყველა
ავტორიზებული, აღიარებული და რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის,
აგრეთვე ყველა ლიცენზირებული, რეგისტრირებული და აღიარებული აქტივების
მმართველი კომპანიის რეესტრი და თავისი ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით
საჯარო გახადოს მათ შესახებ ამ მუხლითა და საზედამხედველო ორგანოს წესებით
განსაზღვრული ინფორმაცია.
2.
თითოეულ საინვესტიციო ფონდსა და მის თითოეულ ქვეფონდს რეესტრში უნდა
მიენიჭოს უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი.
3.
რეესტრი უნდა მოიცავდეს თითოეული საინვესტიციო ფონდის სახელწოდებას,
მითითებას მის სტატუსზე (ავტორიზებული, რეგისტრირებული თუ აღიარებულია),
საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველ კომპანიაზე (არსებობის შემთხვევაში),
აგრეთვე ინფორმაციას ავტორიზებული ან რეგისტრირებული საინვესტიციო
ფონდის მიმართ ლიკვიდაციის მიმდინარეობის შესახებ.
4. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია, „საჯარო რეესტრის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად, რეგისტრაციის მიზნით დაეყრდნოს ამ მუხლით
გათვალისწინებულ საზედამხედველო ორგანოს მიერ წარმოებულ რეესტრს.
თავი IV
აქტივების მმართველი კომპანია
მუხლი 19. აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობა
1. პირს, რომელსაც საქართველოში აქვს რეგისტრაციის ან მართვის ადგილი, ეკრძალება
კოლექტიური პორტფელის მართვა, ამ კანონის შესაბამისად აქტივების მმართველ
კომპანიად ლიცენზირების ან რეგისტრაციის გარეშე.
2. პირს ეკრძალება საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდის მართვა, ამ
თავის შესაბამისად საზედამხედველო ორგანოს მიერ მისი ლიცენზირების,
რეგისტრაციის ან აღიარების გარეშე.
3. არავის აქვს უფლება გამოიყენოს ტერმინი „აქტივების მმართველი კომპანია“,
„აქტივების მმართველი“ ან სხვა სიტყვათწყობა ამ ტერმინების გამოყენებით,
საზედამხედველო ორგანოს მიერ ამ კანონის შესაბამისად გაცემული შესაბამისი
ლიცენზიის, რეგისტრაციის ან აღიარების გარეშე.
4. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტის საფუძველზე
დაადგინოს წესი, რომლითაც განისაზღვრება აქტივების მმართველი კომპანიების მიერ
საქმიანობის განხორციელების დამატებითი წესები და პირობები.
მუხლი 20. აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების პირობები
აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის ლიცენზიის მოსაპოვებლად ლიცენზიის
მაძიებელმა საზედამხედველო ორგანოს უნდა წარუდგინოს, „ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული
დოკუმენტების გარდა, შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები:
ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა
რეესტრიდან,
რომელიც
ადასტურებს,
რომ
ლიცენზიის
მაძიებელი
დარეგისტრირებულია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან
სააქციო საზოგადოება;
ბ) ლიცენზიის მაძიებლის წესდება, მასში შეტანილი ცვლილებების (ასეთის არსებობის
შემთხვევაში) გათვალისწინებით;
გ) ლიცენზიის მაძიებლის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პირების შესახებ
ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს მათ შესაფერისობას, აქტივების
მმართველი კომპანიის პრუდენციული და ჯანსაღი მართვის საჭიროების
გათვალისწინებით;
დ) ლიცენზიის მაძიებლის მმართველი ორგანოს წევრების შესახებ ინფორმაცია და
დოკუმენტები, რაც ადასტურებს მათ საკმარისად კარგ რეპუტაციასა და საკმარის
გამოცდილებას;
ე) საქმიანობის პროგრამა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას, მათ შორის, იმის შესახებ თუ
როგორ აპირებს ლიცენზიის მაძიებელი ამ კანონით მისთვის დაკისრებული
ვალდებულებების შესრულებას;
ვ) ინფორმაციას მესამე პირებთან დადებულ დელეგირების შეთანხმებათა შესახებ ამ
კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად (არსებობის შემთხვევაში);
ზ) დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს, რომ ლიცენზიის მაძიებელ კომპანიას აქვს
საკუთარი კაპიტალი სულ მცირე 300,000 (სამასი ათასი) ლარის ოდენობით;
საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს
ლიცენზირებული
აქტივების
მმართველი
კომპანიისათვის
ამ
ქვეპუნქტით
გათვალისწინებულზე უფრო მაღალი საკუთარი კაპიტალის ოდენობის განსაზღვრის
წესი, მისი მართვის ქვეშ მყოფი საინვესტიციო ფონდის/ფონდების აქტივების საერთო
მოცულობის პროპორციულად;
თ) ლიცენზიის მაძიებლის ბოლო ფინანსური წლის აუდიტირებული ფინანსური
ანგარიშგება ან, იმ შემთხვევაში, თუ ბოლო აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების
თარიღიდან ლიცენზიის განცხადების წარდგენის თარიღამდე 6 თვეზე მეტია გასული,
ნახევარი წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. იმ შემთხვევაში, თუ
ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად საზედამხედველო ორგანოს მიმართავს
დაფუძნებიდან არაუგვიანეს ნახევარი წლისა, იგი წარადგენს მხოლოდ მიმდინარე
ბალანსს და შესაბამის შენიშვნებს (არააუდიტირებულს);
ი) ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ლიცენზიის მაძიებლის
რეგისტრაციისა და მართვის ადგილი მდებარეობს საქართველოში.
მუხლი 21. აქტივების მმართველი კომპანიის რეგისტრაციის პირობები
1. აქტივების მმართველი კომპანიის რეგისტრაციის მიზნით, განმცხადებელი კომპანია
საზედამხედველო ორგანოს წარუდგენს ამ კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრულ
ინფორმაციასა და დოკუმენტებს (იმავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
დოკუმენტების
გარდა),
აგრეთვე
სარეგისტრაციო
მოსაკრებლის
გადახდის
დამადასტურებელ დოკუმენტს.
2. რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანია შესაძლებელია გარდაიქმნას
ლიცენზირებულ აქტივების მმართველ კომპანიად, აქტივების მმართველი კომპანიის
ლიცენზირებისათვის დადგენილი საერთო წესების საფუძველზე. აქტივების მმართველი
კომპანიისათვის ლიცენზიის მინიჭებასთან ერთად საზედამხედველო ორგანო აუქმებს
მის რეგისტრაციას.
მუხლი 22. უცხოური აქტივების მმართველი კომპანიის აღიარების პირობები
1. უცხოური აქტივების მმართველი კომპანია უფლებამოსილია, დამატებითი
ლიცენზირების გარეშე, საზედამხედველო ორგანოსგან მინიჭებული აღიარების
საფუძველზე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაარსებული
ფილიალის მეშვეობით დააფუძნოს საინვესტიციო ფონდი საქართველოში ან/და მართოს
საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდი. აღიარების მოსაპოვებლად
უცხოურმა აქტივების მმართველმა კომპანიამ საზედამხედველო ორგანოს უნდა
წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტები:
ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა
რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ კომპანიას საქართველოში დაარსებული აქვს
ფილიალი;
ბ)
დოკუმენტი,
რომელიც
ადასტურებს,
რომ
განმცხადებელს
უცხოური
საზედამხედველო ორგანოს მიერ აქვს მინიჭებული შესაბამისი საქმიანობის ნებართვა;
გ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ფილიალისათვის ხელმისაწვდომია
საკმარისი ოდენობის საკუთარი კაპიტალი (თუკი უცხოური აქტივების მმართველი
კომპანია გეგმავს აქტივების მართვის მომსახურება გაუწიოს საქართველოში
ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდს ან/და განახორციელოს ამ კანონის 25-ე მუხლის მე4 პუნქტით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე დამატებითი საქმიანობა);
დ) ფილიალის წარმომადგენელი და ხელმძღვანელი პირ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია და
დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მათ საკმარისად კარგ რეპუტაციასა და საკმარის
გამოცდილებას;
ე) საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა
ინფორმაცია/დოკუმენტები.
2. უცხოური აქტივების მმართველი კომპანიის აღიარებისას, საზედამხედველო ორგანო
უფლებამოსილია განსაზღვროს საინვესტიციო ფონდის ტიპები, რომელთა მართვაც
შეეძლება უცხოურ აქტივების მმართველ კომპანიას საქართველოში.
3. განმცხადებლის
მოთხოვნის
საფუძველზე,
საზედამხედველო
ორგანო
უფლებამოსილია განსაზღვროს დამატებითი საქმიანობები ამ კანონის 25-ე მუხლის მე-4მე-5 პუნქტების შესაბამისად, რომელთა საქართველოში განხორციელება აღიარების
საფუძველზე შეეძლება უცხოურ აქტივების მმართველ კომპანიას, თუკი ამ საქმიანობებს
მოიცავს უცხოური საზედამხედველო ორგანოს მიერ გაცემული საქმიანობის ნებართვა.
4. შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, ამ კანონით განსაზღვრული
ნებისმიერი მითითება ლიცენზირებულ აქტივების მმართველ კომპანიაზე აგრეთვე
გულისხმობს მითითებას აღიარებული აქტივების მმართველი კომპანიის საქართველოში
რეგისტრირებულ ფილიალზეც.
მუხლი 23. აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე,
რეგისტრაციაზე ან აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლები
1. საზედამხედველო ორგანო არ დააკმაყოფილებს განაცხადს აქტივების მმართველი
კომპანიის საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე, რეგისტრაციაზე ან აღიარებაზე ქვემოთ
ჩამოთვლილი რომელიმე საფუძვლის არსებობის შემთხვევაში:
ა) განაცხადი ან/და წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება ამ კანონის ან მის
საფუძველზე საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით
დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) მჭიდრო კავშირმა, რომელიც არსებობს, ერთი მხრივ, განმცხადებელ კომპანიას და,
მეორე მხრივ, ნებისმიერ სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შორის, ან/და უცხო
ქვეყნის კანონმდებლობამ (ან მისმა აღუსრულებლობამ), რომლის მოქმედება
ვრცელდება ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე,
შესაძლოა შეაფერხოს საზედამხედველო ორგანოს მიერ საზედამხედველო
ფუნქციების ეფექტური განხორციელება;
გ) უცხოური აქტივების მმართველი კომპანიის შემთხვევაში, უცხო ქვეყანა, სადაც
აქტივების მმართველი კომპანია არის დაფუძნებული, შედის ფინანსური ქმედების
სპეციალური
ჯგუფის
(FATF)
მიერ
დამტკიცებულ
არაკოოპერირებად
(არამოთანამშრომლე) ქვეყნებისა და ტერიტორიების ნუსხაში;
დ) უცხოური აქტივების მმართველი კომპანიის შემთხვევაში, საზედამხედველო
ორგანოსა და შესაბამის უცხოურ საზედამხედველო ორგანოს შორის არ არსებობს
შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ;
ე) არსებობს აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის,
რეგისტრაციის ან აღიარების შესახებ განაცხადზე უარის თქმის სხვა საფუძვლები
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
შესაბამისად.
2. საზედამხედველო ორგანო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება აქტივების
მმართველი კომპანიის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის, რეგისტრაციის, აღიარების
ან მასზე უარის თქმის შესახებ განაცხადის მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, საზედამხედველო
ორგანო დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს განმცხადებელს დასაბუთებულ
უარს. აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციისა და
აღიარების დამატებით წესებსა და შესაბამის პროცედურას სამართლებრივი აქტით
განსაზღვრავს საზედამხედველო ორგანო.
მუხლი 24. აქტივების მმართველ კომპანიასთან დაკავშირებული ცვლილებების
განხორციელება
ამ
კანონის
მე-17
მუხლით
განსაზღვრული
მოთხოვნები,
შესაბამისი
თავისებურებების გათვალისწინებით, აგრეთვე ვრცელდება ამ კანონის შესაბამისად
ლიცენზირებულ ან რეგისტრირებულ აქტივების მმართველ კომპანიებზე.
მუხლი 25. აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობა
1. ამ კანონის შესაბამისად დაფუძნებული საინვესტიციო ფონდის მართვისას, აქტივების
მმართველი კომპანია უნდა ასრულებდეს შემდეგ ფუნქციებს:
ა) პორტფელის მართვა;
ბ) რისკების მართვა.
2. საინვესტიციო ფონდის მართვისას, აქტივების მმართველმა კომპანიამ დამატებით
შესაძლებელია განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილი ფუნქციები:
ა) ადმინისტრირება:
ა.ა) საინვესტიციო ფონდის მართვისთვის საჭირო სამართლებრივი და საბუღალტრო
მომსახურება;
ა.ბ) ინვესტორებთან კომუნიკაცია და მათ შეკითხვებზე პასუხის გაცემა;
ა.გ) შეფასება და ფასის დადგენა, მათ შორის საგადასახადო დეკლარირება;
ა.დ) რეგულაციებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
ა.ე) ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოება;
ა.ვ) მოგების განაწილება;
ა.ზ) ერთეულების გამოშვება და გამოსყიდვა;
ა.თ) ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიშსწორება;
ა.ი) ჩანაწერების წარმოება და შენახვა;
ბ) ერთეულების შეთავაზება;
გ) საინვესტიციო ფონდის (გარდა UCITS-ისა) აქტივებთან დაკავშირებული საქმიანობა,
კერძოდ მომსახურება, რომელიც საჭიროა აქტივების მმართველი კომპანიის ფიდუციური
ვალდებულებების შესასრულებლად, ობიექტების/შენობა-ნაგებობების მართვა, უძრავი
ქონების ადმინისტრირება, კაპიტალურ სტრუქტურასთან, საწარმოო სტრატეგიასთან და
დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით კონსულტაციის გაწევა, შერწყმასთან და
შესყიდვასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა და სხვა მომსახურება, რომელიც
დაკავშირებულია საინვესტიციო ფონდის და იმ კომპანიების თუ სხვა აქტივების
მართვასთან, რომლებშიც საინვესტიციო ფონდმა განახორციელა ინვესტიცია.
3. რეგისტრირებულ აქტივების მმართველ კომპანიას ეკრძალება ამ მუხლის პირველი და
მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულის გარდა სხვა საქმიანობის განხორციელება.
4. ლიცენზირებულ აქტივების მმართველ კომპანიას ეკრძალება ამ მუხლის პირველი და
მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ძირითადი და ამ პუნქტით გათვალისწინებული
დამატებითი საქმიანობის გარდა სხვა საქმიანობის განხორციელება. ლიცენზირებული
აქტივების მმართველი კომპანიის დამატებით საქმიანობას შესაძლოა წარმოადგენდეს:
ა) საინვესტიციო პორტფელების, მათ შორის საპენსიო ფონდების/სქემების პორტფელების
მართვა, ინდივიდუალურად ინვესტორთა მიერ დისკრეციულად მინიჭებული
უფლებამოსილების საფუძველზე;
ბ) საინვესტიციო რჩევის მიცემა;
გ) საინვესტიციო ფონდების ერთეულების შენახვა და ადმინისტრირება.
5. აღიარებულ აქტივების მმართველ კომპანიას ეკრძალება ამ მუხლის პირველი და მე2 პუნქტებით გათვალისწინებული ძირითადი და ამ მუხლის მე-4 პუნქტით
გათვალისწინებული დამატებითი საქმიანობის გარდა საქართველოში სხვა საქმიანობის
განხორციელება. აღიარებულ აქტივების მმართველ კომპანიას, საკუთარი ფილიალის
მეშვეობით, უფლება აქვს განახორციელოს საქართველოში ამ მუხლის მე-4 პუნქტით
განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე დამატებითი საქმიანობა, თუკი აღნიშნულს
ითვალისწინებს უცხოური აქტივების მმართველი კომპანიის აღიარების შესახებ
საზედამხედველო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
6. აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით
განსაზღვრული დამატებითი საქმიანობის განხორციელებისას, დაიცვას საბროკერო
მომსახურების გაწევისათვის ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით
განსაზღვრული მოთხოვნები.
მუხლი 26. აქტივების მმართველი კომპანიის ფუნქციების დელეგირება
1. ამ კანონის შესაბამისად ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების
მმართველი კომპანია უფლებამოსილია განახორციელოს მესამე პირზე საკუთარი ერთი
ან რამდენიმე ფუნქციის დელეგირება, წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, იმ
შემთხვევაში, თუ სრულდება შემდეგი პირობები:
ა) აქტივების მმართველი კომპანია საკუთარი ფუნქციის/ფუნქციების მესამე პირისთვის
დელეგირებამდე სულ მცირე 10 დღით ადრე ატყობინებს საზედამხედველო ორგანოს
ამგვარი დელეგირების თაობაზე;
ბ) აქტივების მმართველ კომპანიას შეუძლია დაასაბუთოს, რომ დელეგირებას გააჩნია
ობიექტური საფუძველი;
გ) დელეგირება არ უქმნის საფრთხეს აქტივების მმართველი კომპანიის ეფექტურ
ზედამხედველობასა და, კერძოდ, მის მიერ ინვესტორების საუკეთესო ინტერესების
სასარგებლოდ მოქმედების;
დ) მესამე პირზე აქტივების მმართველი კომპანიის მიერ შესაბამისი ფუნქციების
დელეგირება გათვალისწინებულია საინვესტიციო ფონდის პროსპექტში ან, ასეთის
არარსებობისას, საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტში;
ე) პორტფელის მართვის ან რისკების მართვის დელეგირებისას, დელეგირება
ხორციელდება მხოლოდ ისეთ პირზე, რომელსაც აქვს აქტივების მართვის
უფლებამოსილება და ექვემდებარება სათანადო ზედამხედველობას;
ვ) პორტფელის მართვის ან რისკების მართვის დელეგირებისას, თუკი დელეგირება
ხორციელდება უცხო ქვეყანაში დაფუძნებულ პირზე, არსებობს საზედამხედველო
ორგანოსა და შესაბამისი ქვეყნის უცხოურ საზედამხედველო ორგანოს შორის
თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმება;
ზ) აქტივების მმართველი კომპანია ინარჩუნებს მესამე პირისთვის ნებისმიერ
დელეგირებულ ფუნქციასთან/ფუნქციებთან დაკავშირებით მითითებების გაცემისა და
ხელშეკრულების დაუყოვნებლივ შეწყვეტის უფლებას;
თ) პორტფელის მართვის ან რისკების მართვის ფუნქციების დელეგირება არ
ხორციელდება:
თ.ა) სპეციალიზებულ დეპოზიტარზე ან დელეგირების საფუძველზე მოქმედ
სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციის შემსრულებელ პირზე; ან
თ.ბ) ნებისმიერ მესამე პირზე, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს ინტერესთა
კონფლიქტი აქტივების მმართველ კომპანიასთან ან ერთეულის მფლობელებთან, გარდა
იმ შემთხვევისა, როდესაც დელეგირებას ახორციელებს რეგისტრირებული აქტივების
მმართველი კომპანია და მესამე პირს ფუნქციურად და იერარქიულად აქვს
განცალკევებული პორტფელის მართვის ან რისკების მართვის ფუნქციები სხვა,
პოტენციურად ინტერესთა კონფლიქტის წარმომშობი საქმიანობისგან, იგი სათანადოდ
მართავს და აკონტროლებს პოტენციურ ინტერესთა კონფლიქტს და ამგვარი პოტენციური
ინტერესთა კონფლიქტი გამჟღავნებულია ერთეულის მფლობელებისთვის.
ი) იმ ფუნქცი(ებ)ის სპეციფიკის გათვალისწინებით, რომელთა დელეგირება უნდა
განხორციელდეს, პირს, რომელზეც ხდება ფუნქცი(ებ)ის დელეგირება, შეუძლია მათი
შესრულება და გააჩია შესაბამისი კვალიფიკაცია.
2. საკუთარი ფუნქცი(ებ)ის მესამე პირზე ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად
დელეგირება არ ახდენს გავლენას აქტივების მმართველი კომპანიის ან სპეციალიზებული
დეპოზიტარის პასუხისმგებლობაზე.
3. დაუშვებელია აქტივების მმართველმა კომპანიამ მესამე პირზე ყველა მნიშვნელოვანი
ფუნქციის დელეგირება მოახდინოს და თავად ფუნქციების გარეშე დარჩეს.
4. ამ მუხლის მოთხოვნები, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, ასევე
ვრცელდება, ავტორიზებულ/რეგისტრირებულ საინვესტიციო კომპანიაზე, რომელსაც
დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია.
5. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს ის
შემთხვევები, როდესაც აქტივების მმართველი კომპანიის მიერ საკუთარი ფუნქციების
დელეგირების განხორციელებისთვის საჭირო იქნება საზედამხედველო ორგანოს
თანხმობა.
მუხლი 27. აქტივების მმართველი კომპანიის ვალდებულებები
1. ამ კანონის შესაბამისად ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების
მმართველი კომპანია ვალდებულია:
ა) მოქმედებდეს კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად, პროფესიონალურად და
მხოლოდ
საინვესტიციო
ფონდისა
და
მისი
ინვესტორების
საუკეთესო
ინტერესებისათვის;
ბ) შეიმუშაოს და მუდმივად ახორციელებდეს რისკების მართვის პოლიტიკასა და
პროცედურებს;
გ) შეიმუშაოს შიდა კონტროლის მექანიზმები საინვესტიციო ფონდის აქტივების მოქმედი
კანონმდებლობისა და საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტის
შესაბამისად ინვესტირების უზრუნველსაყოფად;
დ) ფუნქციურად და იერარქიულად განაცალკევოს რისკების მართვის ფუნქცია
საოპერაციო ფუნქციისგან, მათ შორის პორტფელის მართვისგან;
ე) ჰქონდეს საქმიანობის უწყვეტობის გეგმა;
ვ) მიიღოს ყველა გონივრული ზომა ინტერესთა კონფლიქტის ასარიდებლად და, თუ მისი
არიდება შეუძლებელია, გამოავლინოს, მართოს, გააკონტროლოს და, თუ საჭიროა,
გაამჟღავნოს ასეთი ინტერესთა კონფლიქტი, საინვესტიციო ფონდსა და მისი
ერთეულების მფლობელებზე ინტერესთა კონფლიქტის უარყოფითი ზეგავლენის
პრევენციის მიზნით;
ზ) ყველა ინვესტორს მოეპყროს სამართლიანად;
თ) შეიმუშაოს საინვესტიციო ფონდის აქტივებისა და ვალდებულებების სათანადოდ და
სწორად შეფასების უზრუნველსაყოფად საჭირო პროცედურები;
ი) ჰქონდეს საკმარისი ინფორმაცია იმ აქტივების შესახებ, რომელთა შესყიდვასაც
განიზრახავს ან რომელიც უკვე შეისყიდა საინვესტიციო ფონდის სახელით;
კ) დაადგინოს შესაბამისი პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს
საინვესტიციო გადაწყვეტილებების საინვესტიციო ფონდის მიზნებთან, საინვესტიციო
სტრატეგიასა და რისკის ლიმიტებთან შესაბამისობას;
ლ) დაიცვას საინვესტიციო ფონდის ინტერესები მესამე პირების, მათ შორის
სპეციალიზებული დეპოზიტარის, წინაშე, და აღძრას სარჩელი მესამე პირის წინააღმდეგ
საინვესტიციო ფონდის სახელით, თუ ამგვარი ვალდებულების განუხორციელებლობით
შესაძლებელია ზიანი მიადგეს ფონდს ან მის ინვესტორებს;
მ) უზრუნველყოს ერთეულის მფლობელების რეგისტრაცია და ამგვარი რეესტრის
წარმოება ამ კანონის და საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით დადგენილი
წესების შესაბამისად;
ნ) საზედამხედველო ორგანოსა და ინვესტორებს წარუდგინოს პერიოდული ანგარიშები
საინვესტიციო ფონდის საქმიანობის შესახებ, საზედამხედველო ორგანოს მიერ
განსაზღვრული ფორმატითა და დადგენილ ვადაში;
ო) ჰქონდეს პორტფელთან დაკავშირებული თითოეული ტრანზაქციის, შესყიდვებისა და
გამოსყიდვების დროულად და სათანადოდ აღრიცხვისთვის სათანადო ელექტრონული
სისტემები;
პ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს სპეციალიზებულ დეპოზიტარს საინვესტიციო ფონდის
მართვასთან დაკავშირებით კანონმდებლობის ნებისმიერი მოთხოვნის დარღვევის
შესახებ;
ჟ) ჩამოაყალიბოს შესაბამისი პროცედურები ინვესტორების საჩივრებზე დროულად და
სწორად რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის დარღვევის შემთხვევაში, როდესაც
აქტივების მმართველი კომპანია არ აღძრავს საინვესტიციო ფონდის სახელით სარჩელს
ნებისმიერი მესამე პირის წინააღმდეგ, ერთეულის მფლობელი უფლებამოსილია მის
ნაცვლად და საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის სასარგებლოდ, თავისი სახელით
შეიტანოს სარჩელი აღნიშნული მოთხოვნის განსახორციელებლად. იგი მიიჩნევა
სათანადო მოსარჩელედ, თუ აქტივების მმართველი კომპანია შესაბამისი წერილობითი
მოთხოვნის მიღებიდან 90 დღის განმავლობაში არ აღძრავს სარჩელს მესამე პირის
წინააღმდეგ. თუ აღნიშნულ ვადაში აქტივების მმართველი კომპანია წერილობით
უპასუხებს ერთეულის მფლობელის მოთხოვნას, ეს უკანასკნელი მიიჩნევა სათანადო
მოსარჩელედ, თუ აქტივების მმართველი კომპანია ვერ დაადასტურებს, რომ დავა
საჭიროებს სადავო საკითხთან მიმართებით არაპროპორციულად დიდ ხარჯებს ან დავამ
შესაძლებელია სხვაგვარად დააზიანოს საინვესტიციო ფონდის ინტერესები. იმ
შემთხვევაში, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს ერთეულის მფლობელის სარჩელს,
აქტივების მმართველი კომპანია ვალდებული იქნება აუნაზღაუროს ერთეულის
მფლობელს სარჩელთან დაკავშირებული, კეთილგონიერების ფარგლებში გაწეული
სასამართლოს გარეშე ხარჯები, ადვოკატის ხარჯების ჩათვლით. აქტივების მმართველი
კომპანია თავისუფლდება ამ ხარჯების ანაზღაურების მოვალეობისაგან, თუ იგი
დაამტკიცებს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება საინვესტიციო ფონდისთვის საზიანო
აღმოჩნდა. თუ ერთეულის მფლობელი მიჩნეულ იქნა არასათანადო მოსარჩელედ ან მისი
სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ერთეულის მფლობელს ეკისრება საინვესტიციო ფონდის ან
აქტივების მმართველი კომპანიების მიერ კეთილგონიერების ფარგლებში გაწეული
პროცესუალური ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტი აგრეთვე ვრცელდება, შესაბამისი თავისებურებებისა და
ამ მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, ავტორიზებულ და რეგისტრირებულ
საინვესტიციო კომპანიებზე, რომლებსაც არ დაუნიშნავთ აქტივების მმართველი
კომპანია.
4. თუ საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით სხვაგვარად არ არის
დადგენილი, ამ მუხლის პირველი პუნქტი („ა“, „ვ“-„ზ“ და „ლ“-„ნ“ ქვეპუნქტების გარდა)
არ ვრცელდება რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდების მართვისას.
მუხლი 28. ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიის ანაზღაურების
პოლიტიკა
1. ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია შეიმუშავოს და
დანერგოს იმგვარი ანაზღაურების პოლიტიკა და პრაქტიკა, რომელიც შეესაბამება და
ხელს უწყობს რისკების ჯანსაღ და ეფექტურ მართვას. ამგვარი პოლიტიკა და პრაქტიკა არ
უნდა უწყობდეს ხელს ისეთი რისკების აღებას, რომელიც არ შეესაბამება საინვესტიციო
ფონდის რისკების პროფილსა და სადამფუძნებლო დოკუმენტს და, აგრეთვე, არ უნდა
უშლიდეს ხელს აქტივების მმართველი კომპანიის მიერ საინვესტიციო ფონდის და მისი
ინვესტორების საუკეთესო ინტერესებისათვის მოქმედებას.
2. ანაზღაურების პოლიტიკა და პრაქტიკა უნდა ვრცელდებოდეს იმ თანამშრომლებზე,
რომელთა პროფესიული საქმიანობაც არსებით ზეგავლენას ახდენს აქტივების
მმართველი კომპანიის ან შესაბამისი საინვესტიციო ფონდის რისკის პროფილზე.
3. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები აგრეთვე, შესაბამისი თავისებურებების
გათვალისწინებით, ვრცელდება ავტორიზებულ საინვესტიციო კომპანიაზე, რომელსაც
დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია.
მუხლი 29. აქტივების მმართველი კომპანიისათვის საინვესტიციო ფონდის მართვის
უფლებამოსილების შეწყვეტა
1. აქტივების მმართველი კომპანიისათვის საინვესტიციო ფონდის მართვის
უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) აქტივების მართვის უფლებამოსილების შეწყვეტა აქტივების მართვის ხელშეკრულების
ან/და საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად;
ბ) აქტივების მმართველი კომპანიისთვის ლიცენზიის, რეგისტრაციის ან აღიარების
გაუქმება;
გ) აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ ლიკვიდაციის ან გადახდისუუნარობის
საქმის წარმოების დაწყება;
დ) საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილება, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
2. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია შეუწყვიტოს აქტივების მმართველ
კომპანიას ერთი ან რამდენიმე საინვესტიციო ფონდის, მათ შორის ქვეფონდის, მართვის
უფლებამოსილება იმ შემთხვევაში, თუ აქტივების მმართველი კომპანია არღვევს ამ
კანონით, საფინანსო სექტორის მარეგულირებელი სხვა კანონებით, მათ საფუძველზე
გამოცემული სამართლებრივი აქტებით ან მითითებით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან
აშკარა საფრთხეს უქმნის საინვესტიციო ფონდს ან ინვესტორებს. საინვესტიციო
კომპანიის მიერ დანიშნული აქტივების მმართველი კომპანიისათვის ამ პუნქტის
შესაბამისად უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, საზედამხედველო ორგანო
შესაბამის გადაწყვეტილებას წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს რეგისტრაციის
მიზნით.
3. იმ შემთხვევაში, თუ აქტივების მმართველ კომპანიას აქტივების მართვის
უფლებამოსილება შეუწყდა საკუთარი ინიციატივით ან უფლებამოსილების ვადის
ამოწურვის საფუძვლით, იგი ვალდებულია საქმიანობა გააგრძელოს ახალი აქტივების
მმართველი კომპანიის დანიშვნამდე. აქტივების მმართველი კომპანიის მიერ ამ დროის
განმავლობაში გაწეული მომსახურება ანაზღაურდება უფლებამოსილების შეწყვეტამდე
პერიოდში მოქმედი აქტივების მართვის ხელშეკრულების ან სადამფუძნებლო
დოკუმენტის პირობების შესაბამისად.
4. საინვესტიციო ფონდისთვის ახალი აქტივების მმართველი კომპანიის დანიშვნა
საჭიროებს საზედამხედველო ორგანოს წინასწარ თანხმობას. იმ შემთხვევაში, თუკი ერთ
თვეში არ დაინიშნა ახალი აქტივების მმართველი კომპანია, საზედამხედველო ორგანო
უფლებამოსილია გააუქმოს საინვესტიციო ფონდის ავტორიზაცია, რეგისტრაცია ან
აღიარება.
მუხლი 30. ლიცენზირებული/რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის
რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. აქტივების მმართველი კომპანიის რეორგანიზაცია დაიწყება საზედამხედველო
ორგანოს წინასწარი თანხმობის გაცემის შემდეგ.
2. აქტივების მმართველი კომპანიის პარტნიორთა/აქციონერთა საერთო კრება
უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აქტივების მმართველი კომპანიის
ლიკვიდაციის შესახებ მხოლოდ მას შემდგომ, რაც მოხდება ყველა იმ საინვესტიციო
ფონდის (ქვეფონდის) ლიკვიდაცია, რომლებსაც ის მართავს ან თუკი მათი მართვის
უფლება გადაეცემა სხვა აქტივების მმართველ კომპანიას.
3. აქტივების მმართველმა კომპანიამ საზედამხედველო ორგანოს 10 დღის ვადაში უნდა
წარუდგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება და
ამავდროულად გააკეთოს განაცხადი ლიცენზიის ან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
განაცხადის წარდგენასთან ერთად აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია
დაადასტუროს, რომ განხორციელდა მის მიერ მართული ყველა საინვესტიციო ფონდის
ლიკვიდაცია ან ისინი სამართავად გადაეცა სხვა აქტივების მმართველ კომპანიას.
მუხლი 31. აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციის განხორციელების წესი
1. აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზიის ან რეგისტრაციის გაუქმებისას ხდება
სუბიექტის ლიკვიდაცია, გარდა ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული
შემთხვევისა. ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს საზედამხედველო ორგანოს მიერ
დანიშნული პირი, რომელზეც გადადის სუბიექტის ყველა ორგანოს (მათ შორის
აქციონერთა/პარტნიორთა საერთო კრებისა და მმართველი ორგანოს) სრული
უფლებამოსილება. ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება აქტივების
მმართველი კომპანიის მიმართ მიმდინარე აღსრულება.
2. აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაცია წარმოებს ამ კანონისა და
საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია საზედამხედველო ორგანოს წინაშე.
3. ლიცენზიის ან რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის დაწყებისა და
ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილება
ფორმდება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით, რომელიც
ქვეყნდება საზედამხედველო ორგანოს ვებგვერდზე და „საქართველოს საკანონმდებლო
მაცნეში“.
4. ლიკვიდატორი ვალდებულია „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და
საზედამხედველო ორგანოს ვებგვერდზე გამოაქვეყნოს განცხადება სუბიექტის
ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე, ამ გადაწყვეტილების
ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში. ეს განცხადება განმეორებით უნდა გამოქვეყნდეს
პირველი გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში. კრედიტორებმა ლიკვიდატორს განცხადების
მეორედ გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უნდა წარუდგინონ დასაბუთებული
წერილობითი მოთხოვნა თავიანთი კრედიტორული მოთხოვნის ოდენობისა და
საფუძვლების მითითებით.
5. ლიკვიდატორს უფლება აქვს, შეწყვიტოს:
ა) გარიგება აქტივების მმართველი კომპანიის თანამშრომლის დაქირავების შესახებ;
ბ) ხელშეკრულებები იმ მომსახურების შესახებ, რომლის განხორციელებაშიც აქტივების
მმართველი კომპანია მონაწილეობდა;
გ) აქტივების მმართველი კომპანიის ნებისმიერი ვალდებულება, როგორც უძრავი
ქონების მოიჯარისა, თუ მეიჯარეს (რომელიც 60 დღით ადრე უნდა იქნეს
გაფრთხილებული იმის თაობაზე, რომ აქტივების მმართველი კომპანია აპირებს
გამოიყენოს საიჯარო შეთანხმების გაუქმების უფლება) არა აქვს მოთხოვნა საიჯარო
გადასახდელზე, გარდა იმ თანხისა, რომელიც დაირიცხა შეთანხმების გაუქმების
თარიღისათვის და არ მოითხოვს მისი გაუქმების შედეგად წარმოქმნილი ზარალის
ანაზღაურებას.
6. ლიკვიდატორი უფლებამოსილია ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პირის აქტივები
(გარდა ამ კანონის 32-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული აქტივებისა)
საჯარო აუქციონზე გაყიდოს ან საზედამხედველო ორგანოსთან შეთანხმებით აირჩიოს
მათი რეალიზაციის სხვა ფორმა, აგრეთვე აღნიშნულ აქტივებზე მოთხოვნის უფლება
გადასცეს კრედიტორებს რიგითობის მიხედვით, აქტივებზე მოთხოვნის უფლება
გადასცეს საფინანსო სექტორის წარმომადგენელს ან სხვა პირს და ორგანიზება გაუწიოს
ვალდებულებათა გადაცემას. თუ აქტივების/ვალდებულებების გადაცემისას საჭიროა
კრედიტორის/მოვალის თანხმობა, კრედიტორი/მოვალე ვალდებულია განაცხადოს
თანხმობა ან უარი აქტივის/ვალდებულების სხვა პირისათვის გადაცემის თაობაზე
ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში. ლიკვიდატორის მიერ დადგენილი ვადის
გასვლის შემდეგ, ასეთი თანხმობა ავტომატურად გაცემულად ჩაითვლება. თანხმობა
საჭირო არ არის, თუ აქტივების/ვალდებულებების გადაცემისას არ იცვლება ამ
აქტივების/ვალდებულებების მიმართ არსებული პირობები.
7. შემძენის, მათ შორის, ამ მუხლით დადგენილი წესით აქტივების ნატურით მიმღების,
საკუთრებაში ქონების გადასვლის შედეგად უქმდება მასზე არსებული ყველა სანივთო და
ვალდებულებითი უფლება.
8. ლიკვიდატორი უფლებამოსილია სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო
გახადოს ლიკვიდატორის დანიშვნამდე 1 წლის განმავლობაში სუბიექტის სახელით
განხორციელებული ქმედება ან გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამის
შედეგად დაკავშირებულმა პირებმა აქტივების მმართველი კომპანიის ხარჯზე მიიღეს
ქონებრივი სარგებელი ან ისარგებლეს რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან
შეღავათით, რამაც გამოიწვია სუბიექტისათვის ან/და მისი კრედიტორებისათვის ზიანის
მიყენება.
9. აქტივების
მმართველი
კომპანიის
ლიკვიდაციის
დაწყების
თაობაზე
გადაწყვეტილებას საზედამხედველო ორგანო იმავე დღეს წარუდგენს მარეგისტრირებელ
ორგანოს რეგისტრაციის მიზნით.
მუხლი 32. აქტივების მმართველი კომპანიის აქტივების კრედიტორებზე განაწილება
და ლიკვიდაციის დასრულება
1. აქტივების მმართველი კომპანიის სალიკვიდაციო მასა შედგება ლიკვიდაციის
დაწყების თაობაზე საზედამხედველო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების
ძალაში შესვლის მომენტისათვის აქტივების მმართველი კომპანიის კუთვნილი
აქტივებისგან, აგრეთვე ლიკვიდაციის პროცესში შეძენილი აქტივებისაგან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სალიკვიდაციო მასაში არ
გაითვალისწინება აქტივები, რომლებიც არ არის აქტივების მმართველი კომპანიის
საკუთრება და მიეკუთვნება მისი კლიენტის აქტივებს (მათ შორის, აქტივები, რომლებსაც
აქტივების მმართველი კომპანია ფლობს როგორც ნომინალური მფლობელი).
3. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული აქტივების რესტიტუცია ხდება
ლიკვიდატორის მიერ სხვა ფინანსურ ინსტიტუტში გახსნილ ანგარიშზე აღნიშნული
აქტივების გადატანით. ამ მიზნით, შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტს შეარჩევს
ლიკვიდატორი.
4. თუ, იმ ანგარიშებზე, რომლებიც გამოიყენება კლიენტების აქტივების ერთობლივად
აღსარიცხად, არსებული აქტივების ერთობლიობა არ არის საკმარისი სრულად
რესტიტუციისათვის, იგი განაწილდება შესაბამის კლიენტებს შორის მათი უფლებების
პროპორციულად.
5. აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციის დროს ფინანსური გირავნობის
მოგირავნეს აქვს ფინანსური გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი
დაკმაყოფილების უფლება. აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციის დროს
კრედიტორთა მოთხოვნები სალიკვიდაციო მასიდან უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი
თანამიმდევრობით:
ა) საზედამხედველო ორგანოს მოთხოვნები, ლიკვიდატორის დანიშვნასთან და
ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და
ანაზღაურება, აგრეთვე ვალდებულებები, რომლებიც წარმოეშვა აქტივების მმართველ
კომპანიას ლიცენზიის ან რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ;
ბ) უზრუნველყოფილი კრედიტორები, უზრუნველყოფის ღირებულების ფარგლებში
(გარდა ფინანსური გირავნობით, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი
მოთხოვნებისა და ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
მოთხოვნებისა);
გ)
საბიუჯეტო
დავალიანებები,
მათ
შორის,
საგადასახადო
გირავნობით
უზრუნველყოფილი მოთხოვნები;
დ) დანარჩენი მოთხოვნები აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ (გარდა ამ პუნქტის
„ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა);
ე) აქტივების მმართველი კომპანიის სასესხო ვალდებულებები მისი პირდაპირი და
არაპირდაპირი მფლობელების მიმართ;
ვ) აქტივების მმართველი კომპანიის სხვა ვალდებულებები მისი პირდაპირი და
არაპირდაპირი მფლობელების მიმართ;
თ) დაგვიანებით წარდგენილი მოთხოვნები.
6. თუ არსებული თანხა საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული
მოთხოვნების სრულად დასაფარავად, ყველა შესაბამისი მოთხოვნა უნდა დაიფაროს ამ
რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად.
7. ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა
დაკმაყოფილების შემდეგ. ლიკვიდატორი უფლებამოსილია დაიწყოს მომდევნო რიგის
მოთხოვნების დაკმაყოფილება, თუ წინა რიგის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად
არსებობს საკმარისი ფულადი სახსრები და ამით წინა რიგის მოთხოვნათა
დაკმაყოფილებას ზიანი არ ადგება. კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების
შემდეგ დარჩენილი აქტივები (სახსრები), არსებობის შემთხვევაში, გადანაწილდება
აქტივების მმართველი კომპანიის პარტნიორებზე/აქციონერებზე, მათი კუთვნილი
წილის პროპორციულად.
8. ლიკვიდაციის დასრულებამდე ლიკვიდაციის პროცესში მყოფ პირზე ვრცელდება ამ
კანონის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა
და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები.
9. საზედამხედველო ორგანო ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე
გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელსაც იმავე
დღეს წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს სუბიექტის ლიკვიდაციის დასრულების
რეგისტრაციისა და მისი შესაბამისი რეესტრიდან ამოღების მიზნით.
თავი V
სპეციალიზებული დეპოზიტარი
მუხლი
33.
ავტორიზებული
საინვესტიციო
ფონდის
სპეციალიზებული
დეპოზიტარის ფუნქციების შესრულებაზე უფლებამოსილი პირები
1. ავტორიზებული საინვესტიციო კომპანია, აგრეთვე აქტივების მმართველი
კომპანია მისი მართვის ქვეშ მყოფი თითოეული ავტორიზებული ერთობლივი
საინვესტიციო ფონდისათვის, ვალდებულია უზრუნველყოს სპეციალიზებული
დეპოზიტარის დანიშვნა ამ კანონის შესაბამისად.
2. სპეციალიზებული
დეპოზიტარი
უნდა
დაინიშნოს
წერილობითი
ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული ხელშეკრულება, მათ შორის, უნდა
არეგულირებდეს იმ ინფორმაციის მიწოდების საკითხებს, რომელიც აუცილებელია
სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ საკუთარი ფუნქციების ამ კანონის
შესაბამისად შესრულებისთვის.
3. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარი უნდა
იყოს საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკი ან საქართველოს
კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებული სხვა იურიდიული პირი,
რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს ფინანსური ინსტრუმენტების შენახვის
მომსახურება. დამატებით მოთხოვნებს სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს
საზედამხედველო ორგანო. ეს მოთხოვნები შეიძლება ეხებოდეს საკუთარ კაპიტალს,
პერსონალის გამოცდილებას, ტექნიკურ და პროგრამულ უზრუნველყოფას ან
ნებისმიერ სხვა საკითხს, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს საზედამხედველო ორგანო ამ
კანონის აღსრულებისათვის.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირების გარდა, საინვესტიციო
ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციის განხორციელების უფლება აქვს
საქართველოს ეროვნულ ბანკს.
5. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს
აქტივების მმართველ კომპანიას/საინვესტიციო კომპანიასა და სპეციალიზებულ
დეპოზიტარს
შორის
დადებულ
ხელშეკრულებაში
გასათვალისწინებელი
მინიმალური ინფორმაცია.
მუხლი 34. სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციები და პასუხისმგებლობა
1. საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარი უნდა მოქმედებდეს
კანონმდებლობის შესაბამისად და ასრულებდეს დეპოზიტარული მომსახურების
ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს.
2. საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია:
ა) შეინახოს და აღრიცხოს საინვესტიციო ფონდის კუთვნილი ფინანსური
ინსტრუმენტები, აგრეთვე აღრიცხოს საინვესტიციო ფონდის სხვა აქტივები,
რომელთა შენახვა სპეციალიზებულ დეპოზიტარს არ შეუძლია მარეგულირებელი
წესებისა და კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) უზრუნველყოს საინვესტიციო ფონდის ფულადი ნაკადის სათანადო კონტროლი;
კერძოდ, უზრუნველყოს, რომ ინვესტორების მიერ ან მათი სახელით ერთეულების
შესყიდვისას განხორციელებული ყველა გადახდა მიღებულია და საინვესტიციო
ფონდის ფულადი სახსრები განთავსებულია საქართველოში ან უცხოეთში
ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში საინვესტიციო ფონდის სახელზე ან
საინვესტიციო ფონდის სასარგებლოდ მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიის ან
სპეციალიზებული დეპოზიტარის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე; თუკი
საბანკო ანგარიშები სპეციალიზებული დეპოზიტარის სახელზეა გახსნილი,
დაუშვებელია ასეთ ანგარიშებზე სპეციალიზებული დეპოზიტარის საკუთარი
სახსრების ან იმ კომერციული ბანკის სახსრების განთავსება, სადაც გახსნილია
აღნიშნული საბანკო ანგარიშები;
გ) უზრუნველყოს, რომ საინვესტიციო ფონდის მიერ ერთეულების გამოშვება,
გაყიდვა, გამოსყიდვა და გაუქმება შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას,
საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტსა და პროსპექტს;
დ) უზრუნველყოს, რომ საინვესტიციო ფონდის ერთეულების ღირებულების
გამოთვლა წარმოებს კანონმდებლობის, საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო
დოკუმენტისა და პროსპექტის შესაბამისად;
ე) შეასრულოს აქტივების მმართველი კომპანიის ან საინვესტიციო კომპანიის
ინსტრუქციები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი ეწინააღმდეგება
კანონმდებლობას, საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტსა და
პროსპექტს;
ვ) უზრუნველყოს, რომ საინვესტიციო ფონდის აქტივებით განხორციელებულ
ტრანზაქციებში,
საინვესტიციო
ფონდის
მიმართ
ნებისმიერი
გადახდა
განხორციელდეს ჩვეულებრივ ვადებში;
ზ)
უზრუნველყოს,
რომ
საინვესტიციო
ფონდის
მოგების
გამოყენება
მოხდესკანონმდებლობის, საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტისა
და პროსპექტის შესაბამისად;
თ) დაუყოვნებლივ აცნობოს საზედამხედველო ორგანოს, თუკი, მის ხელთ არსებული
ინფორმაციის საფუძველზე, აქტივების მმართველი კომპანიის ან საინვესტიციო
ფონდის ქმედებები არსებითად არღვევს ამ კანონის, მის საფუძველზე გამოცემული
სამართლებრივი აქტის, საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტის ან
პროსპექტის მოთხოვნებს;
ი) შეასრულოს სხვა ფუნქციები საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი
აქტებისა და დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად.
3. სპეციალიზებული დეპოზიტარი პასუხს აგებს საინვესტიციო ფონდისა და
ერთეულების მფლობელების წინაშე, მის მიერ ან, ამ კანონის 38-ე მუხლით
გათვალისწინებულ შემთხვევაში, მესამე პირის მიერ მიყენებული ზიანისთვის.
4. ფინანსური ინსტრუმენტის დაკარგვის შემთხვევაში, სპეციალიზებული
დეპოზიტარი ვალდებულია დაუყონებლივ დაუბრუნოს იდენტური სახის
ფინანსური ინსტრუმენტი საინვესტიციო ფონდს ან საინვესტიციო ფონდის სახელით
მოქმედ აქტივების მმართველ კომპანიას ან აანაზღაუროს დამდგარი ზიანი.
სპეციალიზებული დეპოზიტარი პასუხს არ აგებს, თუკი დაამტკიცებს, რომ
დანაკარგი გამოიწვია დაუძლეველმა ძალამ, რომელიც არ ექვემდებარებოდა მის
კონტროლს და დამდგარი შედეგი გარდაუვალი იქნებოდა, მიუხედავად ყველა
გონივრული ძალისხმევისა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა,
სპეციალიზებული დეპოზიტარი აგრეთვე პასუხისმგებელია საინვესტიციო ფონდისა
და ერთეულების მფლობელთა წინაშე ყველა იმ ზიანისათვის, რომელიც
გამოწვეულია ამ კანონით დადგენილი ვალდებულებების მის მიერ განზრახი ან
გაუფრთხილებელი დარღვევის შედეგად.
6. ამ მუხლის მე-4-მე-5 პუნქტებით განსაზღვრული პასუხისმგებლობა არ
იზღუდება სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ საკუთარი ფუნქციების მესამე
პირზე დელეგირებით.
7. დაუშვებელია
ამ
მუხლის
მე-4-მე-5
პუნქტებით
განსაზღვრული
პასუხისმგებლობის გამორიცხვა ან შეზღუდვა შეთანხმების საფუძველზე.
8. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს
პირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სპეციალიზებული დეპოზიტარი ამ
მუხლის მე-2 პუნქტით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად.
მუხლი 35. გულისხმიერების ვალდებულება და ინტერესთა კონფლიქტი
1. საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია
იმოქმედოს
კეთილსინდისიერად,
სამართლიანად,
პროფესიონალურად,
დამოუკიდებლად და მხოლოდ საინვესტიციო ფონდისა და მისი ერთეულების
მფლობელების ინტერესების სასარგებლოდ.
2. დაუშვებელია საინვესტიციო ფონდთან მიმართებით ერთი და იმავე პირმა
იმოქმედოს როგორც აქტივების მმართველმა კომპანიამ და სპეციალიზებულმა
დეპოზიტარმა. დაუშვებელია ერთი და იმავე პირმა იმოქმედოს როგორც
საინვესტიციო კომპანიამ და სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა.
3. სპეციალიზებულ დეპოზიტარს ეკრძალება საინვესტიციო კომპანიასთან ან
საინვესტიციო ფონდის სახელით მოქმედ აქტივების მმართველ კომპანიასთან
დაკავშირებით განახორციელოს ნებისმიერი ისეთი საქმიანობა, რომელმაც
შესაძლებელია ინტერესთა კონფლიქტი წარმოქმნას, ერთი მხრივ, სპეციალიზებულ
დეპოზიტარსა და, მეორე მხრივ, საინვესტიციო ფონდს, მისი ერთეულების
მფლობელებს ან აქტივების მმართველ კომპანიას შორის. აღნიშნული არ ეხება იმ
შემთხვევას,
როდესაც
სპეციალიზებულ
დეპოზიტარს
ფუნქციურად
და
იერარქიულად განცალკევებული აქვს საკუთარი დეპოზიტარული ფუნქციები სხვა,
პოტენციურად ინტერესთა კონფლიქტის წარმომშობი საქმიანობისგან, ის
სათანადოდ მართავს და აკონტროლებს პოტენციურ ინტერესთა კონფლიქტს და
ამგვარი პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი გამჟღავნებულია ერთეულების
მფლობელებისთვის.
4. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს
პირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სპეციალიზებული დეპოზიტარი ამ
მუხლით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად.
მუხლი 36. საინვესტიციო ფონდების აქტივების სპეციალიზებული დეპოზიტარის
აქტივებისგან განცალკევება
1. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია საინვესტიციო ფონდის აქტივები
განცალკევებული ჰქონდეს საკუთარი და სხვა კლიენტების აქტივებისგან.
დაუშვებელია
სპეციალიზებული
დეპოზიტარის
ან
მისი
ფუნქციების
შემსრულებელი მესამე პირის მფლობელობაში არსებული საინვესტიციო ფონდის
აქტივების მიმართ აღსრულების ღონისძიებების გამოყენება სპეციალიზებული
დეპოზიტარის ან მისი ფუნქციების შემსრულებელი მესამე პირის მიმართ არსებული
მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, აგრეთვე აღნიშნული აქტივების შეტანა
სპეციალიზებული დეპოზიტარის ან მისი ფუნქციების შემსრულებელი მესამე პირის
სალიკვიდაციო მასაში მათ წინააღმდეგ გადახდისუუნარობის, ლიკვიდაციის საქმის
წარმოების ან სხვა ანალოგიური რეჟიმის დაწყების შემთხვევაში.
2. სპეციალიზებულ დეპოზიტარს ან მისი ფუნქციების შემსრულებელ მესამე პირს
ეკრძალება მასთან შენახული საინვესტიციო ფონდის აქტივების საკუთარი
მიზნებისთვის გამოყენება, საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით
განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევების გარდა. აქტივების გამოყენება მოიცავს
აქტივებით განხორციელებულ ნებისმიერ ტრანზაქციას, მათ შორის, მათ გადაცემას,
დაგირავებას, გაყიდვას და გასესხებას.
მუხლი 37. სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ საინვესტიციო ფონდის აქტივების
შენახვა და აღრიცხვა
1. საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია შეინახოს
საინვესტიციო ფონდის კუთვნილი ყველა ფინანსური ინსტრუმენტი, რომელთა
აღრიცხვა შესაძლებელია დეპოზიტართან გახსნილი ფინანსური ინსტრუმენტების
ანგარიშზე
ან
რომელთა
მიწოდება
შესაძლებელია
სპეციალიზებული
დეპოზიტარისთვის მატერიალური ფორმით.
2. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ყველა
ფინანსური ინსტრუმენტი, რომელთა აღრიცხვა შესაძლებელია დეპოზიტართან
გახსნილი ფინანსური ინსტრუმენტების ანგარიშზე, ყოველთვის აღირიცხოს
საინვესტიციო
ფონდის
(ქვეფონდის)
სახელზე
გახსნილ
სეგრეგირებულ
ანგარიშებზე,
იმგვარად,
რომ
აღნიშნული
ფინანსური
ინსტრუმენტები
იდენტიფიცირებადი იყოს როგორც საინვესტიციო ფონდის კუთვნილი აქტივები.
3. ნებისმიერ სხვა აქტივთან მიმართებით, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის
პირველი და მე-2 პუნქტები, სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია
აქტივების მმართველი კომპანიის ან საინვესტიციო კომპანიის მიერ წარდგენილი და,
საჭიროების შემთხვევაში, სხვა წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის
საფუძველზე შეამოწმოს და დაადასტუროს, რომ საინვესტიციო ფონდი აქტივების
მესაკუთრეა. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია აწარმოოს იმ აქტივების
აღრიცხვა და შემდგომ შესაბამისი ჩანაწერების განახლება, რომლებზეც
საინვესტიციო ფონდის საკუთრების უფლება დასტურდება.
4. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია მიაწოდოს აქტივების მმართველ
კომპანიას/საინვესტიციო კომპანიას, წერილობითი ხელშეკრულებით შეთანხმებული
სიხშირით, საინვესტიციო ფონდის ყველა აქტივის ამომწურავი ნუსხა.
მუხლი 38. სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ ფუნქციების დელეგირება
1. სპეციალიზებულ დეპოზიტარს ეკრძალება, ამ კანონის 37-ე მუხლის
პირველი-მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების გარდა, ამ კანონით
გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა ფუნქციის მესამე პირზე დელეგირება.
2. სპეციალიზებული დეპოზიტარი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი
პუნქტით ნებადართული ფუნქციების დელეგირება მოახდინოს მესამე პირზე ან
პირებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ფუნქციების დელეგირება არ ხდება ამ კანონის ან მის საფუძველზე გამოცემული
სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნებისგან თავის არიდების მიზნით;
ბ) სპეციალიზებულ დეპოზიტარს შეუძლია დაასაბუთოს, რომ დელეგირებას
ობიექტური საფუძველი გააჩნია;
გ) სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა სათანადო წინდახედულობა და გონიერება
გამოიჩინა მესამე პირის შერჩევისას და მასზე გარკვეული ფუნქციების
დელეგირებისას.
სპეციალიზებული
დეპოზიტარი
აგრეთვე
ვალდებულია
იმოქმედოს სათანადო წინდახედულობითა და გონიერებით მესამე პირისა და მესამე
პირზე დელეგირებული ფუნქციების შესრულების პერიოდული შემოწმებისა და
მონიტორინგისას;
დ) სპეციალიზებული დეპოზიტარი უზრუნველყოფს, რომ მესამე პირი მუდმივად
აკმაყოფილებდეს ყველა შემდეგ პირობას:
დ.ა) მესამე პირის სტრუქტურა და კვალიფიკაცია მისთვის შესანახად მინდობილი
საინვესტიციო ფონდის აქტივების მახასიათებლებისა და კომპლექსურობის
ადეკვატური და პროპორციულია;
დ.ბ)
მესამე პირი შესაბამის იურისდიქციაში ექვემდებარება პრუდენციულ
რეგულირებას,
მათ
შორის
მინიმალური
კაპიტალის
მოთხოვნებს,
და
ზედამხედველობას,
აგრეთვე
პერიოდულ
გარე
აუდირებას
იმის
დასადასტურებლად, რომ ფინანსური ინსტრუმენტები მასთან ინახება;
დ.გ) მესამე პირი სპეციალიზებული დეპოზიტარის კლიენტების აქტივებს საკუთარი
და სპეციალიზებული დეპოზიტარის აქტივებისგან განაცალკევებს იმგვარად, რომ
ნებისმიერ
დროს
იყოს
შესაძლებელი
მათი,
როგორც
კონკრეტული
სპეციალიზებული
დეპოზიტარის
კლიენტების
აქტივების,
აშკარად
იდენტიფიცირება;
დ.დ) მესამე პირის წინააღმდეგ გადახდისუუნარობის, ლიკვიდაციის საქმის
წარმოების სხვა ანალოგიური რეჟიმის შემთხვევაში, მასთან შენახული საინვესტიციო
ფონდის აქტივები არ არის ხელმისაწვდომი მესამე პირის კრედიტორებზე
გასანაწილებლად ან მათ სასარგებლოდ რეალიზაციისთვის;
ე) მესამე პირი დაიცავს ამ კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 35-ე-36-ე მუხლებითა
და 37-ე მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ ვალდებულებებსა და
შეზღუდვებს.
3. მესამე პირს, რომელზეც სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა მოახდინა ამ მუხლის
შესაბამისად საკუთარი ფუნქციების დელეგირება, ეკრძალება აღნიშნული
ფუნქციების სხვა პირზე დელეგირება, დელეგირებისათვის ამ კანონით
გათვალისწინებული წესების დაცვის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი
თავისებურებების გათვალისწინებით, მოქმედებს ამ კანონის 34-ე მუხლის მე-6
პუნქტი.
4. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს
კანონით განსაზღვრული ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემისგან ან
უცხო ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემისგან მომსახურების
მიღება არ წარმოადგენს სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ საკუთარი
ფუნქციების დელეგირებას.
5. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს
სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების დელეგირებასთან დაკავშირებული
დამატებითი პირობები.
მუხლი 39. სპეციალიზებული დეპოზიტარის უფლებამოსილების შეწყვეტის
საფუძვლები
1. სპეციალიზებულ დეპოზიტარს საინვესტიციო ფონდისათვის დეპოზიტარული
მომსახურების გაწევის უფლებამოსილება შეუწყდება:
ა) სპეციალიზებულ დეპოზიტართან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტისას,
ხელშეკრულების პირობებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, გარდა
სპეციალიზებულ დეპოზიტარად იმავე პირის ხელახალი დანიშვნისა;
გ) საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისას;
დ) ლიკვიდაციის ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებისას;
ე) საზედამხედველო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ
მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
2. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია შეუწყვიტოს სპეციალიზებულ
დეპოზიტარს ერთი ან რამდენიმე საინვესტიციო ფონდისთვის, მათ შორის
ქვეფონდისათვის, მომსახურების გაწევის უფლებამოსილება, თუ სპეციალიზებული
დეპოზიტარი არღვევს ამ კანონით, საფინანსო სექტორის მარეგულირებელი სხვა
კანონებით, მათ საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტებით ან მითითებით
განსაზღვრულ მოთხოვნებს ან აშკარა საფრთხეს უქმნის საინვესტიციო ფონდს ან
ინვესტორებს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე
სპეციალიზებული დეპოზიტარისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში,
იგი ვალდებულია გააგრძელოს საქმიანობა ახალი სპეციალიზებული დეპოზიტარის
დანიშვნამდე.
გაწეული
მომსახურება
ანაზღაურდება
უფლებამოსილების
შეწყვეტამდე პერიოდში მოქმედი დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულების
პირობების შესაბამისად.
4. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდისთვის ახალი სპეციალიზებული
დეპოზიტარის დანიშვნა საჭიროებს საზედამხედველო ორგანოს წინასწარ
თანხმობას. თუ ერთ თვეში არ დაინიშნა ახალი სპეციალიზებული დეპოზიტარი,
საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია გააუქმოს საინვესტიციო ფონდის
ავტორიზაცია.
თავი VI
გამოსყიდვის პროცესი
მუხლი 40. ერთეულების გამოსყიდვა, შენატანების დაბრუნება
1. ღია საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელებს უფლება აქვთ ნებისმიერ
დროს მოითხოვონ თავიანთი ერთეულების გამოსყიდვა საინვესტიციო ფონდის ან
მისი შესაბამისი ქვეფონდის აქტივებიდან. გამოსყიდვა ხორციელდება ერთეულის
წმინდა ღირებულებით, გამოსყიდვის საკომისიოს გამოკლებით (ასეთის არსებობის
შემთხვევაში).
2. ინტერვალური საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელებს უფლება აქვთ
მოითხოვონ თავიანთი ერთეულების სადამფუძნებლო დოკუმენტით განსაზღვრული
სიხშირით, მაგრამ სულ მცირე წელიწადში ერთხელ, გამოსყიდვა. გამოსყიდვა
ხორციელდება ერთეულის წმინდა ღირებულებით, გამოსყიდვის საკომისიოს
გამოკლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. დახურული საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელებს უფლება აქვთ
მოითხოვონ თავიანთი ერთეულების გამოსყიდვა საინვესტიციო ფონდის
ლიკვიდაციისას, ამ კანონის, მის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოს მიერ
გამოცემული სამართლებრივი აქტისა და საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო
დოკუმენტის შესაბამისად.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში,
ერთეულის გამოსყიდვას უთანაბრდება, თუკი საინვესტიციო ფონდი ან/და მისი
სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია უზრუნველყოფს, რომ
ერთეულის მფლობელს აქვს შესაძლებლობა გაასხვისოს საფონდო ბირჟაზე
საკუთარი ერთეული ისეთ ფასად, რომელიც მნიშვნელოვნად არ განსხვავდება
ერთეულის წმინდა ღირებულებისგან.
5. ერთეულის გამოსყიდვა უნდა განხორციელდეს ფულადი ანაზღაურებით.
არაფულადი ფორმით ერთეულის გამოსყიდვა დასაშვებია საინვესტიციო ფონდის
ლიკვიდაციისას, ერთეულის მფლობელის თანხმობით, აგრეთვე საზედამხედველო
ორგანოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში.
6. ერთეულების გაყიდვისა და გამოსყიდვის ფასის გამოქვეყნების სიხშირე
რეგულირდება ამ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი
აქტით.
მუხლი 41. ერთეულების გამოსყიდვის პროცესის შეჩერება
1. საქართველოში დაფუძნებულ ღია ან ინტერვალურ საინვესტიციო ფონდს ან/და
მისი სახელით მოქმედ აქტივების მმართველ კომპანიას უფლება აქვს დროებით
შეაჩეროს ერთეულების გამოსყიდვის პროცესი, ამ მუხლით დადგენილი წესის
შესაბამისად.
2. ერთეულების გამოსყიდვა შეიძლება შეჩერდეს საინვესტიციო ფონდის
სადამფუძნებლო დოკუმენტით გათვალისწინებული წესების შესაბამისად და
მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც გარემოებები მოითხოვს ამგვარ
შეჩერებას და იგი გამართლებულია ერთეულის მფლობელთა ინტერესების
გათვალისწინებით.
ავტორიზებული
საინვესტიციო
ფონდის
შემთხვევაში,
ერთეულების გამოსყიდვის დროებით შეჩერების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა
ეცნობოს საზედამხედველო ორგანოს. ერთეულების გამოსყიდვის შეჩერების შესახებ
გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუშვებელია ერთეულების გამოსყიდვაზე
განცხადებების დაკმაყოფილება.
3. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს საინვესტიციო ფონდის
მიერ ერთეულების გამოსყიდვის პროცესის დროებით შეჩერება, თუ ეს აუცილებელია
ერთეულების მფლობელების ინტერესების დასაცავად ან ფინანსური სექტორის
სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
4. ამ მუხლის შესაბამისად ერთეულების გამოსყიდვის პროცესი შესაძლებელია
შეჩერდეს არაუმეტეს სამი თვის ვადით. ერთეულების გამოსყიდვის პროცესის
შეჩერების ვადის გახანგრძლივება ექვს თვემდე ვადით დასაშვებია საზედამხედველო
ორგანოს თანხმობით.
5. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს
ერთეულების გამოსყიდვის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებული პირობები.
მუხლი 42. ერთეულების გამოსყიდვის პროცესის განახლება
1. საინვესტიციო ფონდის ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი
კომპანიის გადაწყვეტილების შესაბამისად ერთეულების გამოსყიდვის შეჩერების
შემთხვევაში, ერთეულების გამოსყიდვა განახლდება დადგენილი ვადის გასვლისას
ან საინვესტიციო ფონდის / აქტივების მმართველი კომპანიის გადაწყვეტილების
საფუძველზე. ერთეულების გამოსყიდვის პროცესის განახლების შესახებ
დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საზედამხედველო ორგანოს.
2. საზედამხედველო ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე შეჩერებული ერთეულების
გამოსყიდვის
პროცესი
განახლდება
დადგენილი
ვადის
გასვლისას
ან
საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილებით.
თავი VII
საინვესტიციო ფონდების შერწყმა
მუხლი 43. საინვესტიციო ფონდების შერწყმის მარეგულირებელი ზოგადი
დებულებები
1. საინვესტიციო ფონდების შერწყმა შესაძლებელია ამ კანონის მე-2 მუხლის
პირველი პუნქტის „ჰ8“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი ფორმით.
2. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდ(ებ)ის შერწყმისათვის აუცილებელია
საზედამხედველო ორგანოს წინასწარი თანხმობა. რეგისტრირებული საინვესტიციო
ფონდების შერწყმა საჭიროებს საზედამხედველო ორგანოსათვის წინასწარ
შეტყობინებას, რომლის განხორციელების წესსაც სამართლებრივი აქტით ადგენს
საზედამხედველო ორგანო.
3. რეგისტრირებული
საინვესტიციო
ფონდი
შესაძლებელია
შეერწყას
ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდს, თუკი მიმღები საინვესტიციო ფონდი არის
ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი.
4. დაუშვებელია ღია და დახურული საინვესტიციო ფონდების შერწყმა,
ინტერვალური საინვესტიციო ფონდის ღია ან დახურულ საინვესტიციო ფონდებთან
შერწყმა, ასევე არსებითად განსხვავებული საინვესტიციო პოლიტიკის მქონე
ფონდების შერწყმა.
5. ერთობლივი საინვესტიციო ფონდი შესაძლებელია შეერწყას სხვა ერთობლივ
საინვესტიციო ფონდს.
ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ქვეფონდი
შესაძლებელია შეერწყას იმავე საინვესტიციო ფონდის ქვეფონდს ან სხვა ერთობლივი
საინვესტიციო ფონდს ან მის ქვეფონდს.
6. საინვესტიციო კომპანია შესაძლებელია შეერწყას სხვა საინვესტიციო კომპანიას.
საინვესტიციო კომპანიის ქვეფონდი შესაძლებელია შეერწყას იმავე საინვესტიციო
კომპანიის ქვეფონდს ან სხვა საინვესტიციო კომპანიას ან მის ქვეფონდს.
7. სამეწარმეო
კანონმდებლობით
განსაზღვრული
მეწარმე
სუბიექტთა
რეორგანიზაციის მარეგულირებელი დებულებები გამოიყენება საინვესტიციო
კომპანიებთან მიმართებით, თუ ამ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული
სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
8. საინვესტიციო ფონდების გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა) დაუშვებელია.
9. საზედამხედველო
ორგანო
უფლებამოსილია
სამართლებრივი
აქტის
საფუძველზე დაადგინოს შერწყმის მარეგულირებელი წესები ამ თავით
გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
10. შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, ამ თავში საინვესტიციო
ფონდზე ნებისმიერი მითითება აგრეთვე მოიცავს მის შესაბამის ქვეფონდ(ებ)ს.
მუხლი 44. საზედამხედველო ორგანოს მიერ შერწყმაზე თანხმობის გაცემა
1. საინვესტიციო ფონდების შერწყმაზე თანხმობის მისაღებად საზედამხედველო
ორგანოს უნდა წარედგინოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ამ კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი შერწყმის პირობების პროექტი;
ბ) მიმღები საინვესტიციო ფონდის პროსპექტისა და ინვესტორთათვის განკუთვნილი
საკვანძო ინფორმაციის განახლებული ვერსია ან, ამგვარი დოკუმენტების
არარსებობის შემთხვევაში, მიმღები საინვესტიციო ფონდის განახლებული
საინვესტიციო სტრატეგია;
გ) გადამცემი საინვესტიციო ფონდ(ებ)ისა და მიმღები საინვესტიციო ფონდის
თითოეული სპეციალიზებული დეპოზიტარის განცხადება იმის შესახებ, რომ მათ
შეამოწმეს ამ კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული ინფორმაციის ამ კანონთან და შერწყმაში მონაწილე შესაბამისი
საინვესტიციო ფონდების სადამფუძნებლო დოკუმენტთან შესაბამისობა;
დ) ამ კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის შესახებ ინფორმაცია, რომელიც
უნდა მიაწოდოს გადამცემმა საინვესტიციო ფონდ(ებ)მა და მიმღებმა საინვესტიციო
ფონდმა საკუთარი ერთეულების მფლობელებს.
2. საზედამხედველო
ორგანო
უფლებამოსილია
მოითხოვოს
გადამცემი
საინვესტიციო ფონდ(ებ)ისა და მიმღები საინვესტიციო ფონდის ერთეულების
მფლობელებისთვის წარსადგენი ინფორმაციის შეცვლა ან განმარტება.
3. თუ საზედამხედველო ორგანო მიჩნევს, რომ წარდგენილი ინფორმაცია
არასრულია,
ის
უფლებამოსილია
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მოითხოვოს
დამატებითი ინფორმაციის წარდგენა.
4. თუ საინვესტიციო ფონდების შერწყმის შედეგად ფუძნდება ახალი საინვესტიციო
ფონდი ან საჭიროა სადამფუძნებლო დოკუმენტის ან პროსპექტის ცვლილება,
საზედამხედველო ორგანოს ამ მუხლის პირველი პუნქტით წარსადგენ
ინფორმაციასთან ერთად აგრეთვე უნდა წარედგინოს ახალი საინვესტიციო ფონდის
დაფუძნების შესახებ განცხადება ან შესაბამისად სადამფუძნებლო დოკუმენტის ან/და
პროსპექტის ცვლილებაზე თანხმობის მიღების შესახებ განცხადება.
5. საზედამხედველო ორგანო შერწყმაზე თანხმობის გაცემის ან უარის თქმის შესახებ
გადაწყვეტილებას იღებს განცხადების მიღებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 45. შერწყმის პირობების პროექტი
1. გადამცემი საინვესტიციო ფონდ(ებ)ი და მიმღები საინვესტიციო ფონდი
ვალდებული არიან შეადგინონ შერწყმის პირობების პროექტი, რომელიც უნდა
ასახავდეს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას:
ა) შერწყმაში ჩართული საინვესტიციო ფონდები და შერწყმის ფორმა;
ბ) შერწყმის საფუძველი და დასაბუთება;
გ) შერწყმის მოსალოდნელი გავლენა გადამცემი და მიმღები საინვესტიციო
ფონდების ერთეულის მფლობელებზე;
დ) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გაცვლის კოეფიციენტის გამოთვლის
თარიღისათვის არსებული აქტივებისა და, შესაბამის შემთხვევაში, ვალდებულებების
შეფასების კრიტერიუმები;
ე) გადამცემი საინვესტიციო ფონდ(ებ)ისა და მიმღები საინვესტიციო ფონდის
ერთეულების გაცვლის კოეფიციენტის გამოთვლის თარიღი და მეთოდი;
ვ) შერწყმის დასრულების დაგეგმილი თარიღი;
ზ) აქტივების გადაცემისა და ერთეულების გაცვლის მიმართ მოქმედი წესები;
თ) ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ8.ბ“ ან „ჰ8.გ“ ქვეპუნქტებით
განსაზღვრული შერწყმის განხორციელებისას, ახლად დაფუძნებული მიმღები
საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტი.
2. შერწყმის პირობების პროექტი შესაძლებელია ადგენდეს, რომ გადამცემი
საინვესტიციო ფონდ(ებ)ის ერთეულების მფლობელებზე დამატებით გაიცემა
შესაბამისი ოდენობის ფულადი ანაზღაურება. ანაზღაურება უნდა განხორციელდეს
მიმღები საინვესტიციო ფონდის მიერ გამოშვებული ერთეულების გადამცემი
საინვესტიციო ფონდის ერთეულების მფლობელთათვის გადაცემასთან ერთად.
3. გადამცემი საინვესტიციო ფონდ(ებ)ისა და მიმღები საინვესტიციო ფონდის
სპეციალიზებული დეპოზიტარები (არსებობის შემთხვევაში) ვალდებული არიან
შეამოწმონ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული ინფორმაციის ამ კანონთან და შერწყმაში მონაწილე შესაბამისი
საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტთან შესაბამისობა.
მუხლი 46. შერწყმის შესახებ ინვესტორებისთვის ინფორმაციის მიწოდება
1. გადამცემი საინვესტიციო ფონდ(ებ)ი და მიმღები საინვესტიციო ფონდი
ვალდებული არიან შერწყმის შესახებ სათანადო და ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ
ერთეულების მფლობელებს, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა მიიღონ
ინფორმირებული გადაწყვეტილება თავიანთ ინვესტიციაზე შერწყმის გავლენისა და
ამ კანონის 47-ე და 48-ე მუხლებით განსაზღვრული უფლებებით სარგებლობის
შესახებ.
2. შერწყმის შესახებ ინფორმაცია ერთეულის მფლობელებს უნდა წარედგინოს
საზედამხედველო ორგანოსგან შერწყმის განხორციელებაზე თანხმობის მიღების
შემდგომ, არაუგვიანეს 30 დღით ადრე ერთეულების გამოსყიდვის ან გაცვლის
მოთხოვნის უფლებით სარგებლობის უკანასკნელ თარიღამდე, ამ კანონის 48-ე
მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუკი შერწყმაში მონაწილე
ყველა საინვესტიციო ფონდი რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდია,
ინფორმაცია ერთეულის მფლობელებს უნდა წარედგინოს საზედამხედველო
ორგანოსათვის შერწყმის განხორციელებაზე შეტყობინების შემდეგ, ამ პუნქტით
დადგენილი წესის შესაბამისად.
3. ერთეულების მფლობელთათვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს
შემდეგს:
ა) შერწყმის საფუძველსა და დასაბუთებას;
ბ) შერწყმის შესაძლო გავლენას ერთეულის მფლობელებზე, მათ შორის, ნებისმიერი
არსებითი
განსხვავების
არსებობას
საინვესტიციო
პოლიტიკასთან
და
სტრატეგიასთან,
ხარჯებთან,
მოსალოდნელ
შედეგებთან,
პერიოდულ
ანგარიშგებასთან, მომგებიანობის შესაძლო შემცირებასთან მიმართებით და,
შესაბამის შემთხვევაში, თვალსაჩინო გაფრთხილებას ინვესტორთათვის, რომ მათ
მიმართ მოქმედი საგადასახადო რეჟიმი შესაძლებელია შეიცვალოს შერწყმის
შედეგად;
გ) შერწყმასთან დაკავშირებით ერთეულების მფლობელების უფლებების შესახებ
ინფორმაციას, მათ შორის, დამატებითი ინფორმაციის მიღების უფლების,
დამოუკიდებელი აუდიტორის ან სპეციალიზებული დეპოზიტარის ანგარიშის
ასლის მიღების უფლების, ამ კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
ერთეულების გამოსყიდვის ან გაცვლის მოთხოვნის უფლების შესახებ, ამ უფლების
განხორციელების ვადის მითითებით;
დ) შერწყმასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებსა და შერწყმის
დასრულების დაგეგმილ თარიღს;
ე) მიმღები საინვესტიციო ფონდის ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო
ინფორმაციის დოკუმენტის ასლს.
4. საინვესტიციო ფონდების შერწყმის მიმდინარეობისა და ვადების შესახებ
ინფორმაცია, მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა წარედგინოს შერწყმაში მონაწილე
საინვესტიციო ფონდების თითოეულ ერთეულის მფლობელსა და საზედამხედველო
ორგანოს.
მუხლი 47. შერწყმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება
1. საინვესტიციო კომპანიის შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ერთეულის
მფლობელების საერთო კრება, თუ საინვესტიციო კომპანიის სადამფუძნებლო
დოკუმენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ერთობლივი საინვესტიციო
ფონდის შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ერთეულის მფლობელების
საერთო კრება ერთობლივი საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტით
განსაზღვრულ შემთხვევაში.
2. შერწყმის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა საერთო კრებაზე
დამსწრე ხმის უფლების მქონე ერთეულის მფლობელთა ხმების არანაკლებ სამი
მეოთხედი, თუ საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტით უფრო
დაბალი ზღვარი არ არის განსაზღვრული.
მუხლი 48. ერთეულების გამოსყიდვა შერწყმისას
1. გადამცემი საინვესტიციო ფონდ(ებ)ისა და მიმღები საინვესტიციო ფონდის
ერთეულის მფლობელებს უფლება აქვთ, ყოველგვარი საკომისიოს გადახდის გარეშე
(გარდა ინვესტიციის გატანასთან დაკავშირებული ხარჯებისა), მოითხოვონ
თავიანთი ერთეულების გამოსყიდვა ან, თუკი ეს შესაძლებელია, მათი გადაცვლა
სხვა ერთეულებზე მსგავსი საინვესტიციო პოლიტიკის მქონე საინვესტიციო ფონდში,
რომელსაც მართავს იგივე აქტივების მმართველი კომპანია ან ნებისმიერი სხვა
აქტივების მმართველი კომპანია, რომელსაც აქტივების მმართველ კომპანიასთან
აკავშირებს საერთო მმართველობა ან კონტროლი ან მნიშვნელოვანი წილის
პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლება ამოქმედდება გადამცემი
საინვესტიციო ფონდ(ებ)ის და მიმღები საინვესტიციო ფონდის ერთეულის
მფლობელებისთვის ამ კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად შერწყმის შესახებ
ინფორმაციის მიწოდებისთანავე და უქმდება ერთეულების გაცვლის კოეფიციენტის
გამოთვლის თარიღამდე 5 სამუშაო დღით ადრე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, საზედამხედველო ორგანო
უფლებამოსილია მოითხოვოს შერწყმაში მონაწილე ღია ან ინტერვალური
საინვესტიციო ფონდებისგან ერთეულების გამოსყიდვის ან განთავსების დროებითი
შეჩერება, აგრეთვე დართოს ნება შერწყმაში მონაწილე ღია ან ინტერვალურ
საინვესტიციო ფონდებს, დროებით შეაჩერონ
ერთეულების გამოსყიდვა ან
განთავსება, თუკი ეს გამართლებულია ერთეულის მფლობელთა ინტერესებით.
მუხლი 49. შერწყმის დასრულება
1. შერწყმა დასრულებულად ითვლება ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით
გათვალისწინებული შედეგების დადგომისას.
2. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ8ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შერწყმას აქვს შემდეგი შედეგები:
ა) მიმღებ საინვესტიციო ფონდს გადაეცემა გადამცემი საინვესტიციო ფონდ(ებ)ის
ყველა აქტივი და ვალდებულება;
ბ) გადამცემი საინვესტიციო ფონდ(ებ)ის ერთეულის მფლობელები ხდებიან მიმღები
საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელები და, შესაბამის შემთხვევაში, მათ
მიეცემათ შერწყმის პირობებით განსაზღვრული ფულადი ანაზღაურება;
გ) შერწყმის დასრულებისას გადამცემი საინვესტიციო ფონდ(ებ)ი წყვეტს არსებობას.
3. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ8.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შერწყმას აქვს შემდეგი შედეგები:
ა) ახლად დაფუძნებულ მიმღებ საინვესტიციო ფონდს გადაეცემა გადამცემი
საინვესტიციო ფონდ(ებ)ის ყველა აქტივი და ვალდებულება;
ბ) გადამცემი საინვესტიციო ფონდ(ებ)ის ერთეულის მფლობელები ხდებიან ახლად
დაფუძნებული მიმღები საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელები და,
შესაბამის შემთხვევაში, მათ მიეცემათ შერწყმის პირობებით განსაზღვრული
ფულადი ანაზღაურება;
გ) შერწყმის დასრულებისას გადამცემი საინვესტიციო ფონდ(ებ)ი წყვეტს არსებობას.
4. ამ
კანონის
მე-2
მუხლის
პირველი
პუნქტის
„ჰ8.გ“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ შერწყმას აქვს შემდეგი შედეგები:
ა) მიმღებ საინვესტიციო ფონდს გადაეცემა გადამცემი საინვესტიციო ფონდ(ებ)ის
წმინდა აქტივები;
ბ) გადამცემი საინვესტიციო ფონდ(ებ)ის ერთეულის მფლობელები ხდებიან მიმღები
საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელები; და
გ) გადამცემი საინვესტიციო ფონდი განაგრძობს არსებობას ვალდებულებების
ამოწურვამდე.
5. ამ მუხლის შესაბამისად დასრულებული შერწყმის ბათილად ცნობა
დაუშვებელია.
მუხლი 50. შერწყმის ხარჯები
შერწყმის პროცესის მომზადებასთან ან დასრულებასთან დაკავშირებული
სამართლებრივი, საკონსულტაციო ან ადმინისტრაციული ხარჯების გადახდა არ
შეიძლება დაეკისროს გადამცემ საინვესტიციო ფონდ(ებ)ს, მიმღებ საინვესტიციო
ფონდს ან მათი ერთეულის ნებისმიერ მფლობელს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
საინვესტიციო ფონდს დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია.
თავი VIII
ავტორიზებული საინვესტიციო ფონდების მიერ ინვესტიციების განხორციელება და
სესხის აღება ან გაცემა
მუხლი 51. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდების მიერ
განხორციელებასა და სესხთან დაკავშირებული მოთხოვნები
ინვესტიციების
1. ამ თავით განისაზღვრება ავტორიზებული საინვესტიციო ფონდების მიერ
ინვესტიციების განხორციელების, აგრეთვე სესხის აღებისა და სესხის გაცემის წესები.
2. თუ ამ კანონის IX თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამ თავით
განსაზღვრული წესები ვრცელდება UCITS-ის ფორმით ჩამოყალიბებულ ინვესტორ
ფონდებზეც.
3. შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, ამ თავის საფუძველზე
საინვესტიციო ფონდებისათვის განსაზღვრული წესები ასევე ვრცელდება
ქოლგისებური საინვესტიციო ფონდის თითოეულ ქვეფონდზე. ასეთ შემთხვევაში,
ქოლგისებური საინვესტიციო ფონდის თითოეული ქვეფონდი ჩაითვლება
დამოუკიდებელ საინვესტიციო ფონდად.
მუხლი 52. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდებისთვის ნებადართული
ინვესტიცია და სესხი
1. თუ ამ კანონით ან მის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოს მიერ
გამოცემული სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ავტორიზებული
საინვესტიციო ფონდის აქტივების ინვესტირება შესაძლებელია ნებისმიერ აქტივში ან
ფინანსურ ინსტრუმენტში, საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტისა
და პროსპექტის შესაბამისად, რომლებიც უნდა განსაზღვრავდეს:
ა) იმ აქტივების/ფინანსური ინსტრუმენტების აღწერას (კატეგორიას), რომლებშიც
საინვესტიციო ფონდმა შეიძლება განახორციელოს ინვესტირება;
ბ) საინვესტიციო ფონდის აქტივების წილს, რომლის ფარგლებშიც დასაშვებია
ინვესტირება შესაბამისი აღწერილობის (კატეგორიის) აქტივებში/ფინანსურ
ინსტრუმენტებში;
გ) ნებადართული ტრანზაქციების აღწერას;
დ) საინვესტიციო ფონდის მაქსიმალური რისკის პოზიციას თითოეულ
პირთან/პირთა ჯგუფთან მიმართებით;
ე) საინვესტიციო ფონდისთვის პირზე/პირთა ჯგუფზე საკუთრების/ფლობის ან
კონტროლის მაქსიმალურ ნებადართულ კონცენტრაციას;
ვ) მოთხოვნებს საინვესტიციო ფონდთან ან აქტივების მმართველ კომპანიასთან
მჭიდრო კავშირში მყოფ პირებთან (მათ შორის, აქტივების მმართველი კომპანიის
მართვის ქვეშ მყოფ საინვესტიციო ფონდებთან) დადებული გარიგებებისათვის;
ზ) რისკების მართვასთან დაკავშირებულ სხვა მოთხოვნებს.
2. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის მიერ სესხის აღება დასაშვებია მხოლოდ
საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტისა და პროსპექტის შესაბამისად,
რომლებიც უნდა განსაზღვრავდეს:
ა) საინვესტიციო ფონდის აქტივების ღირებულების მაქსიმალურ პროცენტულ
ოდენობას, რომლის სესხად აღებაც დასაშვებია;
ბ) სესხის აღების ნებადართულ მეთოდს, სესხის სახეობასა და ვადას.
3. თუ საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით სხვა
რამ არ არის დადგენილი, ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდს ეკრძალება გასცეს
სესხი, იმოქმედოს თავდებად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი ფორმით იტვირთოს
ვალდებულება მესამე პირთა სასარგებლოდ. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება
საინვესტიციო ფონდის მიერ ფინანსურ ინსტრუმენტებსა და საბანკო დეპოზიტებში
ინვესტირებაზე, აგრეთვე ამ კანონის 55-ე მუხლით განსაზღვრული პორტფელის
ეფექტურად მართვის ტექნიკის გამოყენებაზე.
4. ავტორიზებული
საინვესტიციო
ფონდის
ქვეფონდმა
არ
შეიძლება
განახორციელოს ინვესტირება იმავე საინვესტიციო ფონდის სხვა ქვეფონდში, თუ
საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით დადგენილი წესებით სხვა რამ
არ არის გათვალისწინებული.
5. ავტორიზებულმა საინვესტიციო ფონდმა ან ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის
სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ უნდა დანერგოს რისკების
მართვის იმგვარი პროცესი, რომლის მეშვეობითაც მას ნებისმიერ დროს შეეძლება
მონიტორინგი გაუწიოს და შეაფასოს აღებული რისკები და მათი წილი ავტორიზებული
საინვესტიციო ფონდის მთლიანი პორტფელის რისკის პროფილში. კერძოდ, მან არ უნდა
იხელმძღვანელოს მხოლოდ ან პირდაპირ საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოს მიერ
მინიჭებული საკრედიტო რეიტინგით.
6. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაუწესოს
დამატებითი მოთხოვნები ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდებს ნებადართული
ინვესტიციების განხორციელებასთან, სესხის აღებასთან ან გაცემასთან, ასევე
საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიცირებასთან დაკავშირებით.
მუხლი 53. UCITS-ისათვის ნებადართული ინვესტიციები და გარიგებები
1. UCITS-ს უფლება აქვს განახორციელოს ინვესტიცია მხოლოდ ქვემოთ
ჩამოთვლილ აქტივებში ან ფინანსურ ინსტრუმენტებში:
ა) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
ლიცენზირებულ საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული მიმოქცევადი ფასიანი
ქაღალდები და ფულადი ბაზრის ინსტრუმენტები;
ბ) უცხო ქვეყანაში მოქმედ საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული მიმოქცევადი
ფასიანი ქაღალდები და ფულადი ბაზრის ინსტრუმენტები, თუკი აღნიშნული
საფონდო ბირჟა შეყვანილია საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით
განსაზღვრულ სიაში, საქმიანობას ახორციელებს რეგულარულად, არის აღიარებული
და ხელმისაწვდომია საჯაროდ;
გ) ახლად გამოშვებული მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდები, თუკი ემისიის პირობები
შეიცავს ვალდებულებას, რომ წარდგენილი იქნება განაცხადი ფასიანი ქაღალდების
ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საფონდო ბირჟაზე
სავაჭროდ დაშვების თაობაზე და საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების სავაჭროდ
დაშვება უზრუნველყოფილია გამოშვებიდან ერთი წლის ვადაში;
დ) UCITS-ის მიერ გამოშვებული ერთეულები ან მისი ეკვივალენტი სხვა
საინვესტიციო ფონდების ერთეულები, მიუხედავად იმისა, დაფუძნებულია თუ არა
ეს უკანასკნელი საქართველოში, თუკი:
დ.ა) საზედამხედველო ორგანოს შეფასებით, შესაბამისი კანონმდებლობის
საფუძველზე ჩამოყალიბებული სხვა საინვესტიციო ფონდი ექვემდებარება
ზედამხედველობას, რომელიც UCITS-ისათვის განსაზღვრული ზედამხედველობის
ეკვივალენტურია, ამასთან უზრუნველყოფილია საზედამხედველო ორგანოებს
შორის თანამშრომლობა;
დ.ბ) სხვა საინვესტიციო ფონდის ერთეულების მფლობელების დაცვის დონე UCITSის ერთეულების მფლობელების დაცვის
დონის ეკვივალენტურია, კერძოდ
აქტივების სეგრეგაციის, სესხის აღებისა და გაცემის მარეგულირებელი წესები ამ
კანონის შესაბამისი მოთხოვნების ექვივალენტურია;
დ.გ) სხვა საინვესტიციო ფონდის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა ხდება
ყოველწლიურ და ნახევარწლიურ ანგარიშებში, საანგარიშო პერიოდის მიხედვით
აქტივებისა და ვალდებულებების, შემოსავლისა და ოპერაციების შეფასების მიზნით;
და
დ.დ) UCITS-ის ან მისი ეკვივალენტი სხვა საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო
დოკუმენტის შესაბამისად, საინვესტიციო ფონდს უფლება არა აქვს განახორციელოს
საკუთარი აქტივების არაუმეტეს 10%-ზე მეტის ინვესტირება სხვა UCITS-ის ან სხვა
საინვესტიციო ფონდის ერთეულებში;
ე) კომერციულ ბანკებში განთავსებული მოთხოვნამდე დეპოზიტები ან ვადიანი
დეპოზიტები, რომელთა ვადიანობა არ აღემატება 12 თვეს, იმ პირობით, რომ
კომერციული ბანკი ლიცენზირებულია საქართველოში ან, უცხოური ბანკი
საზედამხედველო ორგანოს შეფასებით, ექვემდებარება რეგულირებას, რომელიც
საქართველოს კანონმდებლობით კომერციული ბანკებისათვის დადგენილი
რეგულირების ეკვივალენტურია;
ვ) დერივატივები (მათ შორის, მათი ეკვივალენტი ფინანსური ინსტრუმენტები,
რომლებიც ითვალისწინებს ფულად ანგარიშსწორებას), რომლებიც ივაჭრება ამ
პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საფონდო ბირჟაზე ან არასაბირჟო
(OTC) ფინანსური დერივატივები, თუკი:
ვ.ა) დერივატივი ნაწარმოებია ამ პუნქტით განსაზღვრული ინსტრუმენტებიდან, ან
ფინანსური ინდექსებიდან, საპროცენტო განაკვეთებიდან, უცხოური ვალუტის
გაცვლითი კურსებიდან ან უცხოური ვალუტიდან, რომლებშიც UCITS-ს შეუძლია
განახორციელოს
ინვესტიცია
საკუთარი
სადამფუძნებლო
დოკუმენტით
გათვალისწინებული საინვესტიციო მიზნების შესაბამისად;
ვ.ბ) არასაბირჟო (OTC) დერივატივების მხარეები ექვემდებარებიან პრუდენციულ
ზედამხედველობას და განეკუთვნებიან საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი
აქტით დადგენილ შესაბამის კატეგორიებს; და
ვ.გ) არასაბირჟო (OTC) დერივატივი ექვემდებარება ყოველდღიურ სანდო და
დადასტურებად შეფასებას და მისი გაყიდვა, ლიკვიდაცია ან დახურვა
ურთიერთგაქვითვის შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია ნებისმიერ დროს,
სამართლიან ფასად, UCITS-ის ინიციატივით;
ზ) ფულადი ბაზრის ინსტრუმენტები, რომლებიც არ არის დაშვებული სავაჭროდ ამ
პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ რომელიმე საფონდო ბირჟაზე, თუკი
ამ ინსტრუმენტების ემისია ან მათი ემიტენტი ექვემდებარება ინვესტორებისა და
დანაზოგების დაცვის მიზნით რეგულირებას, და ეს ინსტრუმენტები:
ზ.ა) გამოშვებულია ან გარანტირებულია საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, უცხო ქვეყნის ან
საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა პირის
მიერ;
ზ.ბ) გამოშვებულია ისეთი ემიტენტის მიერ, რომლის მიმოქცევადი ფასიანი
ქაღალდებიც დაშვებულია სავაჭროდ ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით
განსაზღვრულ საფონდო ბირჟაზე;
ზ.გ) გამოშვებულია ან გარანტირებულია ისეთი ემიტენტის მიერ, რომელიც
ექვემდებარება პრუდენციულ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად, ან ისეთი ემიტენტის მიერ, რომელიც, საზედამხედველო ორგანოს
შეფასებით, ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობის ეკვივალენტურ
რეგულირებას; ან
ზ.დ) გამოშვებულია სხვა ემიტენტის მიერ, რომელიც მიეკუთვნება საზედამხედველო
ორგანოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შესაბამის კატეგორიას, იმ პირობით,
რომ ამ ინსტრუმენტებში ინვესტიცია დაცულია ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ინვესტიციების ეკვივალენტურად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აქტივებისა და ფინანსური
ინსტრუმენტების გარდა, UCITS-ს უფლება აქვს:
ა) განახორციელოს თავისი აქტივების არაუმეტეს 10%-ის ინვესტირება ისეთ
მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში ან ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებში, რომლებიც
არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის პირველი პუნქტით;
ბ) ფლობდეს დამხმარე ხასიათის ლიკვიდურ აქტივებს.
3. UCITS-ს ეკრძალება ძვირფასი ლითონების ან მათი შესაბამისი სერთიფიკატების
შეძენა.
4. დერივატივებთან დაკავშირებული რისკის საერთო პოზიცია UCITS-ისათვის არ უნდა
აღემატებოდეს მისი პორტფელის საერთო წმინდა ღირებულებას. რისკის პოზიციის
გამოთვლისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ძირითადი აქტივების მიმდინარე
ღირებულება, კონტრაჰენტის რისკი, ბაზრის სამომავლო ცვალებადობა და პოზიციების
დახურვისათვის განკუთვნილი ვადა.
5. საინვესტიციო კომპანიის სახით დაფუძნებულ UCITS-ს უფლება აქვს შეიძინოს
მოძრავი და უძრავი ქონება ან/და არამატერიალური აქტივი, რომლებიც
აუცილებელია
საინვესტიციო
კომპანიის
მიერ
საკუთარი
საქმიანობის
განსახორციელებლად.
6. ამ მუხლით განსაზღვრულ მიმოქცევად ფასიან ქაღალდებად ჩაითვლება შემდეგი
ინსტრუმენტები:
ა) აქციები კომპანიებში და აქციის ეკვივალენტი სხვა ფასიანი ქაღალდები
(წილობრივი ფასიანი ქაღალდები);
ბ) ობლიგაციები და სხვა სასესხო ფასიანი ქაღალდები;
გ) სხვა მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდები, რომლებიც იძლევა ნებისმიერი ასეთივე
მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდის შეძენის უფლებას პირველადი შესყიდვის ან
გაცვლის გზით.
მუხლი 54. UCITS-ის მიერ საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიცირება
1. UCITS-ს ეკრძალება განახორციელოს საკუთარი აქტივების 5%-ზე მეტის ინვესტირება
ერთი და იმავე ემიტენტის მიერ გამოშვებულ მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში ან
ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებში. ერთსა და იმავე კომერციულ ბანკში განთავსებული
დეპოზიტები არ უნდა აჭარბებდეს UCITS-ის აქტივების 20%-ს.
2. UCITS-ის მიერ არასაბირჟო დერივატივის ხელშეკრულებაში კონტრაჰენტის მიმართ
აღებული რისკის პოზიცია არ უნდა აჭარბებდეს UCITS-ის აქტივების 10%-ს, თუკი
კონტრაჰენტი ამ კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით
განსაზღვრული კომერციული ბანკია, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში - აქტივების 5%-ს.
3. UCITS-ს უფლება არ აქვს გააერთიანოს ინვესტიციები მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში,
ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებში, დეპოზიტებსა და არასაბირჟო დერივატივის
ხელშეკრულებიდან გამომდინარე რისკის პოზიციებში იმგვარად, რომ აღნიშნულმა
გამოიწვიოს მისი აქტივების 20%-ზე მეტის ერთ პირში ინვესტირება.
4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მიუხედავად, UCITS–ს შეუძლია
განახორციელოს ინვესტირება საკუთარი აქტივების 100%-მდე ოდენობით სხვადასხვა
მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში და ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებში, რომლებიც
გამოშვებული ან გარანტირებულია საქართველოს მთავრობის, ავტონომიური
რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, უცხო ქვეყნის ან იმ
საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, რომლის წევრიცაა საქართველო. ასეთ შემთხვევაში
UCITS-ის ერთეულის მფლობელები დაცული უნდა იყვნენ იმ UCITS-ის ერთეულის
მფლობელების ეკვივალენტურად, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი და მე-3
პუნქტების მოთხოვნებს. ამ პუნქტით გათვალისწინებული UCITS-ის პორტფელი უნდა
შედგებოდეს მინიმუმ ექვსი სხვადასხვა ემისიის ფარგლებში გამოშვებული მიმოქცევადი
ფასიანი ქაღალდებისგან, თითოეული ემისიის მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში
განხორციელებული ინვესტიცია კი არ უნდა აჭარბებდეს UCITS-ის საერთო აქტივების
30%-ს.
5. UCITS-ს უფლება აქვს შეიძინოს ამ კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“
ქვეპუნქტით განსაზღვრული UCITS-ის ან მისი ეკვივალენტი სხვა საინვესტიციო ფონდის
მიერ გამოშვებული ერთეულები, თუკი თითოეულ ფონდში განხორციელებული
ინვესტიციის ოდენობა არ აჭარბებს საკუთარი აქტივების 20%-ს. საინვესტიციო ფონდის
ერთეულებში (გარდა UCITS-ის ერთეულებისა) განხორციელებული ინვესტიციის
ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საკუთარი აქტივების 30%-ს.
6. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების მიუხედავად, საზედამხედველო ორგანო
უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს დეტალური წესები და
განსაზღვროს პირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს UCITS ამ მუხლით
გათვალისწინებული დივერსიფიკაციის ვალდებულებების შესრულების მიზნებისათვის.
მუხლი 55. UCITS-ის მიერ პორტფელის ეფექტურად მართვის ტექნიკის გამოყენება
1. UCITS-ს უფლება აქვს გამოიყენოს სხვადასხვა ტექნიკა და ინსტრუმენტები მიმოქცევად
ფასიან ქაღალდებთან და ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებთან დაკავშირებით, იმ
პირობებისა და შეზღუდვების შესაბამისად, რომლებიც დადგენილია საზედამხედველო
ორგანოს სამართლებრივი აქტით, თუკი ეს ტექნიკა და ინსტრუმენტები გამოიყენება
პორტფელის ეფექტურად მართვის მიზნით.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ოპერაციების განხორციელებამ არ უნდა გამოიწვიოს
UCITS-ის მიერ სადამფუძნებლო დოკუმენტითა და პროსპექტით დადგენილი
საინვესტიციო მიზნებიდან გადახვევა.
მუხლი 56. UCITS-ის მიერ სესხის აღება და სესხის გაცემა
1. UCITS-ს უფლება არ აქვს აიღოს სესხი, გარდა უცხოური ვალუტის შესაძენად
დადებული ჯვარედინი (back-to-back) სესხის ხელშეკრულებისა და ამ მუხლის მე-2
პუნქტით განსაზღვრული გამონაკლისებისა.
2. UCITS-ს შეუძლია აიღოს სესხი, თუ:
ა) სესხი მოკლევადიანია და მისი ოდენობა არ აღემატება UCITS-ის აქტივების 10%-ს; ან
ბ) სესხის აღება ემსახურება საინვესტიციო კომპანიის ფორმით დაფუძნებული UCITS-ის
მიერ საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი უძრავი ქონების
შეძენას და სესხის ოდენობა არ აღემატება UCITS-ის აქტივების 10%-ს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნებადართული
სესხების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს UCITS-ის აქტივების 15%-ს.
4. ამ კანონის 53-ე მუხლისა და 55-ე მუხლის შეუზღუდავად, UCITS-ს ეკრძალება გასცეს
სესხი, იმოქმედოს თავდებად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი ფორმით იტვირთოს
ვალდებულება მესამე პირთა სასარგებლოდ. აღნიშნული არ ართმევს უფლებას UCITS-ს,
განახორციელოს ინვესტიცია საბანკო დეპოზიტებში ამ კანონის შესაბამისად, შეიძინოს
მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდები, ფულადი ბაზრის ინსტრუმენტები ან ამ კანონის 53-ე
მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული
ინსტრუმენტები, რომლებიც სრულად გადახდილი არ არის.
თავი IX
ინვესტიციის მიმღები და ინვესტორი UCITS-ის სტრუქტურა
მუხლი 57. ინვესტიციის მიმღები და ინვესტორი UCITS
1. ამ თავით განისაზღვრება ინვესტიციების მიმღები საინვესტიციო ფონდებისა და
ინვესტორი ფონდების სტრუქტურა და საქმიანობის წესი, თუკი ეს საინვესტიციო
ფონდები ამავდროულად ჩამოყალიბებული არიან UCITS-ის ფორმით, გარდა ამ
მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული გამონაკლისისა.
2. ინვესტორი UCITS (ამ თავის მიზნებისათვის, ინვესტორი ფონდი) არის UCITS ან
მისი ქვეფონდი, რომელიც, საზედამხედველო ორგანოს თანხმობის საფუძველზე,
უფლებამოსილია განახორციელოს საკუთარი აქტივების სულ მცირე 85%-ის
ინვესტირება ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ სხვა UCITS-ში ან მის
ქვეფონდში (ამ თავის მიზნებისათვის, ინვესტიციის მიმღები ფონდი).
3. ინვესტორი ფონდი შეიძლება ფლობდეს, ერთ ან მეტ ქვემოთ ჩამოთვლილ აქტივს
ან ფინანსურ ინსტრუმენტს საკუთარი აქტივების 15%-მდე ოდენობით:
ა) დამხმარე ხასიათის ლიკვიდური აქტივები;
ბ) დერივატივები, რომლებიც შეიძლება იქნეს გამოყენებული მხოლოდ ჰეჯირების
მიზნით, ამ კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 53-ე მუხლის მე4 პუნქტისა და 55-ე მუხლის შესაბამისად;
გ) მოძრავი ან უძრავი ქონება ან/და არამატერიალური აქტივი, რომლებიც
აუცილებელია საქმიანობის განხორციელებისთვის, თუკი ინვესტორი ფონდი
საინვესტიციო კომპანიაა.
4. ინვესტორი ფონდი ვალდებულია გაიანგარიშოს დერივატივებთან მიმართებით
საკუთარი საერთო რისკის პოზიცია ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის
შესაბამისად საკუთარი პირდაპირი რისკის პოზიციასთან ერთ-ერთი შემდეგი
მაჩვენებლის გაერთიანებით:
ა) დერივატივებთან მიმართებით ინვესტიციის მიმღები ფონდის რეალური რისკის
პოზიცია,
ინვესტორი
ფონდის
მიერ
ინვესტიციის
მიმღებ
ფონდში
განხორციელებული ინვესტიციის პროპორციულად; ან
ბ) დერივატივებთან მიმართებით ინვესტიციის მიმღები ფონდის პოტენციური
მაქსიმალური საერთო რისკის პოზიცია, მისი სადამფუძნებლო დოკუმენტის
შესაბამისად, ინვესტორი ფონდის მიერ ინვესტიციის მიმღებ ფონდში
განხორციელებული ინვესტიციის პროპორციულად.
5.
ინვესტიციის მიმღები ფონდი არის ამ კანონის შესაბამისად ავტორიზებული
UCITS ან მისი ეკვივალენტი სხვა საინვესტიციო ფონდი, რომელიც აკმაყოფილებს ამ
კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს,
აგრეთვე UCITS-ის ან ასეთი საინვესტიციო ფონდის ქვეფონდი, თუკი:
ა) მისი სულ მცირე ერთი ერთეულის მფლობელი არის ინვესტორი ფონდი;
ბ) იგი თავად არ არის ინვესტორი ფონდი;
გ) იგი არ ფლობს ინვესტორი ფონდის ერთეულებს.
მუხლი 58. ინვესტორი ფონდის მიერ ინვესტიციის მიმღებ ფონდში ინვესტიციის
განხორციელებაზე თანხმობის გაცემა
1. ამ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ლიმიტის გადაჭარბებით
ინვესტიციის
მიმღებ
ფონდში
ინვესტიციის
განხორციელება
საჭიროებს
საზედამხედველო ორგანოს წინასწარ თანხმობას. ამ მიზნით, ინვესტორმა ფონდმა
ან/და მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ უნდა მიმართოს
საზედამხედველო ორგანოს და წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) ინვესტიციის მიმღები ფონდისა და ინვესტორი ფონდის სადამფუძნებლო
დოკუმენტები;
ბ) ინვესტიციის მიმღები ფონდისა და ინვესტორი ფონდის პროსპექტები და
ინვესტორებისთვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაციის დოკუმენტები;
გ) ინვესტიციის მიმღებ ფონდსა და ინვესტორ ფონდს შორის დადებული შეთანხმება
ან აქტივების მმართველი კომპანიის შიდა წესები ამ კანონის მე-60 მუხლის პირველი
პუნქტის შესაბამისად;
დ) შესაბამის შემთხვევაში, ერთეულის მფლობელებისათვის მისაწოდებელი
ინფორმაცია ამ კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;
ე) თუკი ინვეტიციის მიმღებ ფონდსა და ინვესტორ ფონდს ჰყავთ სხვადასხვა
სპეციალიზებული დეპოზიტარი, სპეციალიზებულ დეპოზიტარებს შორის ამ
კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადებული შეთანხმება
ინფორმაციის გაცვლის შესახებ;
ვ) თუკი ინვესტიციის მიმღებ ფონდსა და ინვესტორ ფონდს ჰყავთ სხვადასხვა
აუდიტორი, აუდიტორებს შორის ამ კანონის 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
დადებული შეთანხმება ინფორმაციის გაცვლის შესახებ.
2. თუ ინვესტიციის მიმღები ფონდი დაფუძნებულია საქართველოს ფარგლებს
გარეთ, ინვესტიციის განხორციელების შესახებ ინვესტორი ფონდის განაცხადს თან
უნდა დაერთოს შესაბამისი უცხოური საზედამხედველო ორგანოს დასტური,
რომლის თანახმადაც ინვესტიციის მიმღები ფონდი ან მისი შესაბამისი ქვეფონდი
აკმაყოფილებს ამ კანონის 57-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. საზედამხედველო ორგანო განმცხადებელს თანხმობის გაცემის ან თანხმობის
გაცემაზე უარის თქმის შესახებ ატყობინებს განცხადების მიღებიდან 15 სამუშაო
დღის ვადაში.
4. საზედამხედველო
ორგანო
უფლებამოსილია
სამართლებრივი
აქტის
საფუძველზე დაადგინოს ამ მუხლით გათვალისწინებული თანხმობის გაცემის
პროცედურა და დამატებითი მოთხოვნები.
მუხლი 59. ინვესტორი ფონდის მიერ ერთეულის მფლობელებისათვის ინფორმაციის
მიწოდება
1. ინვესტორი ფონდი, რომელიც საქმიანობს ამ კანონის შესაბამისად (მათ შორის
როგორც სხვა ინვესტიციის მიმღები ფონდის ინვესტორი ფონდი) და სურს
ინვესტიციის განხორცილება სხვა ინვესტიციის მიმღებ ფონდში ამ კანონის 54-ე
მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ლიმიტის გადაჭარბებით, ვალდებულია თავის
ერთეულის მფლობელებს მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) განცხადება, რომლის მიხედვითაც საზედამხედველო ორგანომ გასცა თანხმობა
ინვესტორი ფონდის მიერ ინვესტიციის მიმღებ ფონდში ინვესტირებაზე;
ბ) ინვესტორი ფონდისა და ინვესტიციის მიმღები ფონდის ინვესტორებისთვის
განკუთვნილი საკვანძო ინფორმაციის დოკუმენტები;
გ) თარიღი, როდესაც ინვესტორი ფონდი აპირებს ინვესტიციის მიმღებ ფონდში
ინვესტიციის განხორციელებას ან, თუკი უკვე განახორციელა ინვესტიცია, როდესაც
ინვესტიციის ოდენობა გადააჭარბებს ამ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით
დადგენილ ლიმიტს;
დ) განცხადება, რომლის მიხედვითაც ერთეულის მფლობელებს აქვთ უფლება, ამ
პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში
მოითხოვონ ერთეულების გამოსყიდვა, საკომისიოს გადახდის გარეშე (ინვესტიციის
გატანასთან დაკავშირებული ხარჯების გარდა).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ერთეულის
მფლობელებს უნდა მიეწოდოთ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ თარიღამდე სულ მცირე 30 დღით ადრე. ამ ვადის გასვლამდე
ინვესტორ ფონდს არ აქვს უფლება განახორციელოს ინვესტიცია ინვესტიციის
მიმღები ფონდის ერთეულებში ამ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი
ლიმიტის გადაჭარბებით.
მუხლი 60. ინვესტორი ფონდისა და ინვესტიციის მიმღები ფონდების
მარეგულირებელი ზოგადი დებულებები
1. ინვესტიციის მიმღები ფონდი ვალდებულია მიაწოდოს ინვესტორ ფონდს ყველა
დოკუმენტი და ინფორმაცია, რათა ინვესტორმა ფონდმა შეძლოს ამ კანონითა და
საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით დადგენილი მოთხოვნების
შესრულება. ამ მიზნით, ინვესტორი ფონდი ინვესტიციის მიმღებ ფონდთან დებს
შესაბამის შეთანხმებას. თუკი ინვესტიციის მიმღებ და ინვესტორ ფონდებს მართავს ერთი
და იგივე აქტივების მმართველი კომპანია, ასეთი შეთანხმება შეიძლება ჩანაცვლდეს
აქტივების მმართველი კომპანიის შიდა წესებით.
2. ინვესტორ ფონდს ეკრძალება ამ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი
ლიმიტის გადაჭარბებით ინვესტიციის მიმღებ ფონდში ინვესტიციის განხორციელება, ამ
მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეთანხმების ძალაში შესვლამდე.
აღნიშნული შეთანხმება ხელმისაწვდომი უნდა იყოს
ყველა ერთეულის
მფლობელისათვის მოთხოვნის საფუძველზე და საფასურის გადახდის გარეშე. .
3. საარბიტრაჟო შესაძლებლობათა პრევენციის მიზნით, ინვესტიციის მიმღებმა და
ინვესტორმა ფონდებმა უნდა მიიღონ სათანადო ზომები საკუთარი აქტივების წმინდა
ღირებულების გაანგარიშებისა და გამოქვეყნების დროთა კოორდინირებისათვის.
4. თუკი ინვესტიციის მიმღები ფონდი, ამ კანონის 41-ე მუხლის შესაბამისად, საკუთარი
ინიციატივით ან საზედამხედველო ორგანოს მოთხოვნით დროებით შეაჩერებს
ერთეულების განთავსების ან გამოსყიდვის პროცესს, მისი თითოეული ინვესტორი
ფონდი უფლებამოსილია იმავე ვადით შეაჩეროს საკუთარი ერთეულების განთავსება ან
გამოსყიდვა. ასეთ შემთხვევაში, ინვესტორ ფონდზე არ ვრცელდება ამ კანონის 41-ე
მუხლით დადგენილი შეზღუდვები.
5. ინვესტიციის მიმღები ფონდის ლიკვიდაციისას, ასევე უნდა განხორციელდეს
ინვესტორი ფონდის ლიკვიდაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინვესტორ ფონდს
საზედამხედველო ორგანო მისცემს თანხმობას, რომ მან:
ა) საკუთარი აქტივების სულ მცირე 85%-ის ინვესტიცია განახორციელოს სხვა
ინვესტიციის მიმღებ ფონდში; ან
ბ) შეიტანოს თავის სადამფუძნებლო დოკუმენტში ცვლილება, რომლის თანახმადაც
შესაძლებელი გახდება ინვესტორი ფონდის გარდაქმნა ისეთ საინვესტიციო ფონდად
(UCITS-ად), რომელიც არ წარმოადგენს ინვესტორ ფონდს.
6. ინვესტიციის მიმღები ფონდის სხვა UCITS-თან შერწყმისას ან, უცხო ქვეყანაში
დაფუძნებული ინვესტიციის მიმღები ფონდის შემთხვევაში, მისი გაყოფისას უნდა
განხორციელდეს ინვესტორი ფონდის ლიკვიდაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
საზედამხედველო ორგანო ინვესტორ ფონდს მისცემს თანხმობას, რომ მან:
ა) გააგრძელოს საქმიანობა როგორც ინვესტიციის მიმღები ფონდის ან მისი შერწყმის ან
გაყოფის შედეგად წარმოქმნილი სხვა UCITS-ის ინვესტორმა ფონდმა. იმ შემთხვევაში,
თუკი საზედამხედველო ორგანო არ გასცემს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
თანხმობას, ინვესტიციის მიმღები ფონდი ვალდებულია ინვესტორ ფონდს მისცეს
შესაძლებლობა გამოისყიდოს საკუთარი ერთეულები ინვესტიციის მიმღები ფონდის
შერწყმის ან დაყოფის დასრულებამდე;
ბ) საკუთარი აქტივების სულ მცირე 85%-ის ინვესტიცია განახორციელოს სხვა
ინვესტიციის მიმღებ ფონდში, რომელიც არ წარმოქმნილა შერწყმის ან გაყოფის შედეგად;
ან
გ) შეიტანოს თავის სადამფუძნებლო დოკუმენტში ცვლილება, რომლის თანახმადაც
შესაძლებელი გახდება ინვესტორი ფონდის გარდაქმნა ისეთ საინვესტიციო ფონდად
(UCITS-ად), რომელიც არ წარმოადგენს ინვესტორ ფონდს.
მუხლი 61. ინვესტორი ფონდისა და ინვესტიციების მიმღები ფონდის
სპეციალიზებული დეპოზიტარი და აუდიტორი
1. იმ შემთხვევაში, თუკი ინვესტორ ფონდსა და ინვესტიციის მიმღებ ფონდს
დანიშნული ჰყავთ სხვადასხვა სპეციალიზებული დეპოზიტარი, სპეციალიზებულმა
დეპოზიტარებმა, მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, უნდა
დადონ ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება. დაუშვებელია შეთანხმების ძალაში
შესვლამდე ინვესტორი ფონდის მიერ ინვესტიციის მიმღები ფონდის ერთეულებში
ინვესტიციის განხორციელება.
2. ინვესტორი ფონდისა და ინვესტიციის მიმღები ფონდის სპეციალიზებულ
დეპოზიტარს, ამ თავითა და მის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოს მიერ
გამოცემული სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისას,
დარღვეულად არ ჩაეთვლება ინფორმაციის კონფიდენციალობისა და მონაცემთა დაცვის
მარეგულირებელი კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით დაწესებული მოთხოვნები.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები და
წესები, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, აგრეთვე ვრცელდება
ინვესტორი ფონდისა და ინვესტიციების მიმღები ფონდის აუდიტორებზე.
4. ინვესტიციის მიმღები ფონდის სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა დაუყოვნებლივ
უნდა აცნობოს საზედამხედველო ორგანოს, ინვესტორ ფონდს და, შესაბამის შემთხვევაში,
ინვესტორი ფონდის აქტივების მმართველ კომპანიასა და სპეციალიზებულ
დეპოზიტარს, თუკი ინვესტიციის მიმღებ ფონდთან დაკავშირებით აღმოაჩენს იმგვარ
დარღვევას, რომელმაც შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს ინვესტორ ფონდზე.
5. აუდიტორული დასკვნის შედგენისას, ინვესტორი ფონდის აუდიტორი ვალდებულია
გაითვალისწინოს ინვესტიციის მიმღები ფონდის აუდიტორული დასკვნა. ინვესტორი
ფონდის აუდიტორმა აუდიტორულ დასკვნაში უნდა გააკეთოს მითითება ინვესტიციის
მიმღები ფონდის აუდიტორულ დასკვნაში გამოვლენილი დარღვევებისა და ინვესტორ
ფონდზე მათი გავლენის შესახებ.
მუხლი 62. ინვესტორი ფონდის ვალდებულებები
1. ინვესტორი ფონდი ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია
ვალდებულია განახორციელოს ეფექტური კონტროლი ინვესტიციის მიმღები ფონდის
საქმიანობაზე, ინვესტიციის მიმღები ფონდისგან, მისი აქტივების მმართველი
კომპანიისგან (არსებობის შემთხვევაში), სპეციალიზებული დეპოზიტარისგან და
აუდიტორისგან მიღებული ინფორმაციისა და დოკუმენტების საფუძველზე, გარდა იმ
შემთხვევისა როდესაც არსებობს ამ ინფორმაციის ან დოკუმენტების სისწორეში ეჭვის
შეტანის საფუძველი.
2. ინვესტორი ფონდის, მისი აქტივების მმართველი კომპანიის (არსებობის შემთხვევაში)
ან მათი სახელით მოქმედი ნებისმიერი სხვა პირის მიერ ინვესტიციის მიმღები ფონდის
ერთეულებში ინვესტირებასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი საკომისიო ან
სხვა ფულადი სარგებელი უნდა მიეკუთვნოს ინვესტორი ფონდის აქტივებს.
მუხლი 63. ინვესტიციის მიმღები ფონდის ვალდებულებები
1. ინვესტიციის მიმღები ფონდი ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი
კომპანია ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საზედამხედველო ორგანოს
ყოველი ინვესტორი ფონდის შესახებ, რომელიც მის ერთეულებში ახორციელებს
ინვესტირებას.
2. დაუშვებელია ინვესტორი ფონდისათვის ინვესტიციის მიმღები ფონდის
ერთეულებში ინვესტირებისთვის ან ერთეულების გამოსყიდვისათვის ნებისმიერი სახის
საკომისიოს გადახდის დაკისრება.
3. ინვესტიციის მიმღებმა ფონდმა ან/და მისი სახელით მოქმედმა აქტივების
მმართველმა კომპანიამ დროულად უნდა გახადოს ხელმისაწვდომი ინვესტორი
ფონდისათვის ან/და მისი სახელი მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიისთვის,
აგრეთვე ინვესტორი ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის, აუდიტორისა და
საზედამხედველო ორგანოსათვის შესაბამისი კანონმდებლობითა და სადამფუძნებლო
დოკუმენტით მოთხოვნილი ინფორმაცია.
თავი X
საინვესტიციო ფონდების ერთეულების შეთავაზება
მუხლი 64. საინვესტიციო ფონდების ერთეულების შეთავაზება
1. აქტივების მმართველი კომპანია ან/და საინვესტიციო კომპანია, რომელსაც
დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია, ვალდებულია უზრუნველყოს,
რომ ინვესტორებთან ერთეულების შეთავაზების მიზნით განხორციელებული
ნებისმიერი
კომუნიკაცია
ნათლად
იქნეს
იდენტიფიცირებული,
როგორც
შეთავაზებისათვის განკუთვნილი და თანაბარმნიშვნელოვნად აღწერდეს ერთეულების
შეძენასთან დაკავშირებულ რისკებსა და სარგებელს. ამგვარი კომუნიკაცია უნდა იყოს
სწორი, გასაგები და არ უნდა იყოს შეცდომაში შემყვანი. ერთეულების შეთავაზების
ფარგლებში განხორციელებული კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს საინვესტიციო ფონდის
შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს პროსპექტში ან
ინვესტორთათვის განკუთვნილ საკვანძო ინფორმაციაში წარმოდგენილ ინფორმაციას ან
აკნინებდეს მის მნიშვნელობას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომუნიკაცია უნდა შეიცავდეს
მითითებას იმის შესახებ, რომ, არსებობის შემთხვევაში, ხელმისაწვდომია პროსპექტი და
ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია. აგრეთვე, კომუნიკაცია უნდა
უთითებდეს, თუ სად, როგორ ან რა ენაზეა აღნიშნული დოკუმენტების მოპოვება ან
გაცნობა ინვესტორთათვის შესაძლებელი.
3. თუ საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომუნიკაცია
საქართველოს ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს ქართულ ენაზე.
თავი XI
ინვესტორებისთვის ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებული ვალდებულებები
მუხლი 65. საინვესტიციო ფონდის პროსპექტის, ინვესტორთათვის განკუთვნილი
საკვანძო ინფორმაციისა და პერიოდული ანგარიშების გამოქვეყნების ვალდებულება
1. ამ კანონის საფუძველზე ავტორიზებული/აღიარებული საინვესტიციო კომპანია,
აგრეთვე აქტივების მმართველი კომპანია მისი მართვის ქვეშ მყოფი თითოეული
ავტორიზებული/აღიარებული
ერთობლივი
საინვესტიციო
ფონდისათვის,
ვალდებულია შეადგინოს და გამოაქვეყნოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პროსპექტი;
ბ) ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია;
გ) წლიური ანგარიში თითოეული ფინანსური წლისათვის;
დ) ნახევარწლიური ანგარიში ფინანსური წლის პირველი ექვსი თვისათვის.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები ვალდებული არიან წარუდგინონ
ინვესტორებს, მათი მოთხოვნის საფუძველზე და ყოველგვარი საფასურის გადახდის
გარეშე, პროსპექტი და წლიური/ნახევარწლიური ფინანსური ანგარიშები. პროსპექტი
ინვესტორებს შესაძლებელია მიეწოდოს ხანგრძლივი მატარებლის ან ვებგვერდის
მეშვეობით. მოთხოვნის საფუძველზე, პროსპექტი ინვესტორებს უნდა მიეწოდოს
მატერიალური ფორმით და საფასურის გადახდის გარეშე.
3. წლიური
და ნახევარწლიური ანგარიშები ხელმისაწვდომი უნდა იყოს
ინვესტორებისთვის პროსპექტით და ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო
ინფორმაციით გათვალისწინებული წესით. წლიური და ნახევარწლიური ანგარიშები
მატერიალური ფორმით უნდა მიეწოდოს ინვესტორებს მათი მოთხოვნის საფუძველზე
და ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე.
4. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ამ
მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების შედგენისა და
გამოქვეყნების მარეგულირებელი წესები.
5. თუ საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტები
შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.
მუხლი 66. ავტორიზებული/აღიარებული საინვესტიციო ფონდის პროსპექტის
შედგენა და მასში გასათვალისწინებელი ინფორმაცია
1. ამ კანონის საფუძველზე ავტორიზებული/აღიარებული საინვესტიციო ფონდის
პროსპექტი უნდა შეიცავდეს შეთავაზებული ინვესტიციისა და მასთან
დაკავშირებული რისკების ინვესტორის მიერ შესაფასებლად საჭირო ინფორმაციას.
პროსპექტში ნათლად და ადვილად გასაგები ენით უნდა იყოს ახსნილი
საინვესტიციო
ფონდის
რისკის
პროფილი,
იმ
ინსტრუმენტებისგან
დამოუკიდებლად, რომლებშიც ხორციელდება ინვესტირება.
2. პროსპექტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, მკაფიო და არ
უნდა იყოს შეცდომაში შემყვანი. პროსპექტის დამტკიცება არ უნდა იქნეს მიჩნეული
როგორც საზედამხედველო ორგანოს რეკომენდაცია ან დასკვნა პროსპექტის
შინაარსის სისწორის ან მასში აღწერილი ინვესტიციების ღირებულების შესახებ.
3. ავტორიზებული/აღიარებული საინვესტიციო ფონდის პროსპექტი უნდა
მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას:
ა) საინვესტიციო ფონდის, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, აქტივების მმართველი
კომპანიის სახელს, დაფუძნების თარიღსა და ხანგრძლივობას (თუკი საინვესტიციო
ფონდი ან აქტივების მმართველი კომპანია შეზღუდული ხანგრძლივობით არის
დაფუძნებული);
ბ) ქოლგისებური ფონდის შემთხვევაში, შესაბამის ქვეფონდებზე მითითებას;
გ) მითითებას, თუ სად შეიძლება გაეცნოს ინვესტორი საინვესტიციო ფონდის
სადამფუძნებლო დოკუმენტს, თუკი იგი პროსპექტზე თანდართული არ არის, და
პერიოდულ ანგარიშგებებს;
დ) ერთეულის მფლობელებისთვის რელევანტურ მოკლე მიმოხილვას საინვესტიციო
ფონდთან დაკავშირებული დაბეგვრის სისტემის მოქმედების შესახებ;
ე) იმ პირთა შესახებ ინფორმაციას, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საინვესტიციო
ფონდის წლიურ ანგარიშში ასახული ფინანსური ინფორმაციის აუდირებაზე ამ
კანონის 68-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად;
ვ) აქტივების მმართველი კომპანიის ან/და საინვესტიციო კომპანიის მმართველი
ორგანოს წევრთა ვინაობას, დაკავებული პოზიციის მითითებით;
ზ) ინფორმაციას აქტივების მმართველი კომპანიის ან/და საინვესტიციო კომპანიის
კაპიტალის შესახებ;
თ) დეტალურ ინფორმაციას ერთეულების ტიპების და ძირითადი მახასიათებლების
შესახებ, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, მითითებას საფონდო ბირჟაზე, სადაც
ერთეულები დაშვებულია სავაჭროდ;
ი) ერთეულების გამოშვებისა და განთავსების პირობებსა და პროცედურას;
კ) ერთეულების გამოსყიდვის პირობებსა და პროცედურას,
ინფორმაციას იმ
გარემოებათა შესახებ, რომელთა არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია
შეჩერებული იქნეს ერთეულთა გამოსყიდვის პროცესი; აგრეთვე, ქოლგისებური
ფონდის შემთხვევაში, ერთეულის მფლობელის მიერ ერთი ქვეფონდიდან სხვა
ქვეფონდში გადასვლის პირობებსა და პროცედურას;
ლ) საინვესტიციო ფონდის მოგების განსაზღვრისა და გამოყენების წესებს;
მ) საინვესტიციო ფონდის საინვესტიციო მიზნებისა და პოლიტიკის აღწერას (მათ
შორის, არის თუ არა საინვესტიციო ფონდი კონცენტრირებული რომელიმე
ეკონომიკურ სექტორში ან გეოგრაფიულ რეგიონში ინვესტირებაზე), აგრეთვე
საინვესტიციო პოლიტიკასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს და მითითებას იმ
ტექნიკაზე, ინსტრუმენტებზე ან სესხის აღების უფლებაზე, რომლებიც შეიძლება
იქნეს გამოყენებული საინვესტიციო ფონდის მართვისას;
ნ) საინვესტიციო ფონდის აქტივების ღირებულების შეფასების წესებს;
ო) ინფორმაციას საინვესტიციო ფონდის ერთეულების გამოშვების/განთავსებისა და
გამოსყიდვის ფასების განსაზღვრის შესახებ, მათ შორის, მათთან დაკავშირებულ
საკომისიოებსა და ხარჯებს;
პ)
ინფორმაციას
საინვესტიციო
ფონდის
მიერ
აქტივების
მმართველი
კომპანიისათვის, სპეციალიზებული დეპოზიტარისათვის ან მესამე პირებისათვის
გასაცემი ანაზღაურების გაანგარიშებისა და ოდენობის, აგრეთვე მათთვის
ასანაზღაურებელი ხარჯების შესახებ; საინვესტიციო კომპანიის შემთხვევაში, ასევე
ინფორმაციას
მმართველი ორგანოს წევრებისათვის გასაცემი ანაზღაურების
გაანგარიშებისა და ოდენობის, აგრეთვე მათთვის ასანაზღაურებელი ხარჯების
შესახებ;
ჟ) ინფორმაციას სპეციალიზებული დეპოზიტარისა და იმ პირების შესახებ,
რომლებიც დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე ასრულებენ
საინვესტიციო ფონდის ფინანსური ინსტრუმენტების შენახვისა და აღრიცხვის
ფუნქციას;
რ) არსებობის შემთხვევაში, ინფორმაციას წარსულში საინვესტიციო ფონდის
შემოსავლიანობის შესახებ;
ს) ტიპური ინვესტორების პროფილის აღწერას, რომელთათვისაც განკუთვნილია
საინვესტიციო ფონდი;
ტ) ინფორმაციას შესაძლო საკომისიოებისა და ხარჯების თაობაზე (ამ პუნქტის „ო“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა), რომელთა გადახდა შესაძლოა
დაეკისროს, ერთი მხრივ, ერთეულის მფლობელებს და, მეორე მხრივ, საინვესტიციო
ფონდს;
უ) საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით
განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის პროსპექტში
მითითება აუცილებელი არ არის, თუ საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო
დოკუმენტი, რომელიც თან ერთვის პროსპექტს, უკვე შეიცავს ამგვარ ინფორმაციას.
5. საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტი პროსპექტის განუყოფელი
ნაწილია და თან უნდა ერთოდეს მას. სადამფუძნებლო დოკუმენტის პროსპექტზე
თანდართვა აუცილებელი არ არის, თუკი ინვესტორი ინფორმირებულია, რომ მას
მოთხოვნის შემთხვევაში გაეგზავნება აღნიშნული დოკუმენტი ან ეცნობება ადგილი,
სადაც შეუძლია მისი გაცნობა.
6. პროსპექტში წარმოდგენილი ძირითადი ინფორმაცია უნდა იქნეს განახლებული.
ავტორიზებული
საინვესტიციო
ფონდის
პროსპექტში
ცვლილება
უნდა
განხორციელდეს ამ კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით.
მუხლი 67. ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაციის დოკუმენტი
1. ამ კანონის საფუძველზე ავტორიზებული ან აღიარებული საინვესტიციო
კომპანია, აგრეთვე აქტივების მმართველი კომპანია მისი მართვის ქვეშ მყოფი
თითოეული ავტორიზებული ან აღიარებული ერთობლივი საინვესტიციო
ფონდისათვის, ვალდებულია შეადგინოს ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო
ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი. იგი უნდა შეიცავდეს საინვესტიციო ფონდის
ძირითადი მახასიათებლების შესახებ სათანადო ინფორმაციას, რომელიც მიეწოდება
ინვესტორებს, რათა მათ შეძლონ შეთავაზებული საინვესტიციო პროდუქტის
რისკიანობის შეფასება და ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღება.
2. ინვესტორებისთვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია დაწერილი უნდა იყოს
ლაკონური და არატექნიკური ენით. იგი წარმოდგენილი უნდა იყოს ერთგვაროვანი
ფორმატით, რომელიც იძლევა შედარების საშუალებას და არის გასაგები
გაუთვითცნობიერებელი ინვესტორებისთვის.
3. ინვესტორებისთვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია უნდა იყოს სწორი და არ
უნდა იწვევდეს ინვესტორის შეცდომაში შეყვანას, აგრეთვე უნდა შეესაბამებოდეს
პროსპექტის შესაბამის ნაწილებს. ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო
ინფორმაცია უნდა შეიცავდეს
შემდეგ მონაცემებს საინვესტიციო ფონდთან
დაკავშირებით სხვა დოკუმენტებზე მითითების გარეშე:
ა) საინვესტიციო ფონდის სახელწოდებას, აგრეთვე შესაბამისი საზედამხედველო
ორგანოს დასახელებას;
ბ) საინვესტიციო ფონდის საინვესტიციო პოლიტიკისა და მიზნების მოკლე აღწერას;
გ) ინფორმაციას წარსულში საინვესტიციო ფონდის შემოსავლიანობის შესახებ ან,
შესაბამის შემთხვევაში, შემოსავლიანობის სცენარებს;
დ) ინფორმაციას საკომისიოებისა და ხარჯების შესახებ;
ე) ინვესტიციის რისკიანობისა და მომგებიანობის პროფილს, მათ შორის საინვესტიციო
ფონდში ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ
სათანადო მითითებებსა და გაფრთხილებებს;
ვ) ინფორმაციას შეთავაზებულ ინვესტიციასთან დაკავშირებით დამატებითი
ინფორმაციის მიღების ადგილისა და ფორმის შესახებ, მათ შორის პროსპექტის, წლიური
და ნახევარწლიური ანგარიშების ყოველგვარი საფასურის გარეშე ნებისმიერ დროს
მიღების ადგილსა და მეთოდს, ასევე თუ რა ენაზეა აღნიშნული ინფორმაცია
ხელმისაწვდომი.
4. ინვესტორთათვის
განკუთვნილი
საკვანძო
ინფორმაცია
წარმოადგენს
წინასახელშეკრულებო ინფორმაციას. დაუშვებელია პირისათვის სამოქალაქო
პასუხისმგებლობის დაკისრება მხოლოდ ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო
ინფორმაციის, მათ შორის მისი ნებისმიერი თარგმანის, საფუძველზე, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც მასში მითითებული ინფორმაცია შეცდომაში შემყვანია,
არასწორია ან არ შეესაბამება პროსპექტის შესაბამის ნაწილებს. ინვესტორთათვის
განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია უნდა შეიცავდეს აღნიშნულთან დაკავშირებულ
მკაფიო გაფრთხილებას.
5. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები, რომლებიც პირდაპირ ან
არაპირდაპირ, სხვა პირების საშუალებით, ახორციელებენ ავტორიზებული ან
აღიარებული საინვესტიციო ფონდის ერთეულების ინვესტორთათვის მიყიდვას,
ვალდებული არიან ერთეულის შესყიდვამდე ინვესტორებს დროულად მიაწოდონ
ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია.
6. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები, რომლებიც არ ახორციელებენ
პირდაპირ ან არაპირდაპირ, სხვა პირების საშუალებით, ავტორიზებული ან
აღიარებული საინვესტიციო ფონდის ერთეულების ინვესტორებისათვის მიყიდვას,
ვალდებულები არიან ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია
მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდონ ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალს ან სხვა
პირებს, რომლებიც ჰყიდიან ერთეულებს ან აძლევენ რჩევას ინვესტორებს ფონდის
ერთეულებში ინვესტიციის განხორციელების შესახებ. ამ პუნქტით განსაზღვრულ
შუამავალ პირებს ეკისრებათ ვალდებულება ერთეულის შესყიდვამდე მიაწოდონ
კლიენტებს ან პოტენციურ კლიენტებს ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო
ინფორმაცია.
7. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირებს უფლება აქვთ
ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია ინვესტორებს მიაწოდონ
ხანგრძლივი მატარებლის ან ვებგვერდის მეშვეობით. მოთხოვნის საფუძველზე,
ინვესტორებს აღნიშნული ინფორმაცია უნდა მიეწოდოთ მატერიალური ფორმით.
ინფორმაციის მიღებისათვის ინვესტორს საფასური არ გადახდება.
8. ინვესტორთათვის
განკუთვნილი
საკვანძო
ინფორმაცია
უნდა
იყოს
განახლებული. ინფორმაციის ცვლილება საჭიროებს საზედამხედველო ორგანოს
წინასწარ თანხმობას.
მუხლი 68. წლიური და ნახევარწლიური ანგარიშების შედგენისა და გამოქვეყნების
ვალდებულება
1. ამ კანონის საფუძველზე ავტორიზებული ან აღიარებული საინვესტიციო
კომპანია, აგრეთვე აქტივების მმართველი კომპანია მისი მართვის ქვეშ მყოფი
თითოეული ავტორიზებული ან აღიარებული ერთობლივი საინვესტიციო
ფონდისათვის, ვალდებულია შეადგინოს და გამოაქვეყნოს წლიური და
ნახევარწლიური ანგარიშები იმ პერიოდის დასრულებიდან, რომელსაც ისინი ეხება,
შემდეგ ვადებში:
ა) წლიური ანგარიშის შემთხვევაში - ხუთ თვეში;
ბ) ნახევარწლიური ანგარიშის შემთხვევაში - ორ თვეში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წლიური
ანგარიშის გამოქვეყნების ვადა UCITS-ისათვის შეადგენს ოთხ თვეს.
3. წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს საბალანსო უწყისს ან აქტივებისა და
ვალდებულებების ანგარიშგებას, ფინანსური წლის შესაბამის დეტალურ მოგებაზარალის ანგარიშს, ფინანსური წლის განმავლობაში განხორციელებული
საქმიანობის ანგარიშსა და სხვა ინფორმაციას, რომელიც გათვალისწინებულია
საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით ან, მისი მნიშვნელობიდან
გამომდინარე, შესაძლებლობას მისცემს ინვესტორებს ინფორმირებულად შეაფასონ
საინვესტიციო ფონდის საქმიანობის განვითარება და შედეგები.
4. წლიური ანგარიში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის
გარდა, უნდა მოიცავდეს:
ა) ფინანსური წლის განმავლობაში აქტივების მმართველი კომპანიისა და
საინვესტიციო კომპანიის მიერ პერსონალისთვის გადახდილ, ფიქსირებულ და
ცვლად ანაზღაურებად დაყოფილ, ჯამურ ანაზღაურებას, აგრეთვე, მიმღები პირების
რაოდენობას და, არსებობის შემთხვევაში, საინვესტიციო ფონდის მიერ უშუალოდ
გადახდილ თანხებს, წარმატების საკომისიოს ჩათვლით;
ბ) ანაზღაურების ჯამურ ოდენობას, ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით
განსაზღვრული თანამშრომლების კატეგორიების მიხედვით;
გ) გაცემული ანაზღაურებისა და სარგებლის დაანგარიშების მეთოდის აღწერას;
დ) ამ კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ანაზღაურების
პოლიტიკაში შეტანილ არსებით ცვლილებებს.
5. წლიურ და ნახევარწლიურ ანგარიშებში წარმოდგენილი ფინანსური ინფორმაცია
მომზადებული უნდა იყოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის
შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების ან იმ ქვეყანაში
მოქმედი სტანდარტების შესაბამისად, სადაც დაფუძნებულია საინვესტიციო ფონდი.
6. წლიურ ანგარიშში წარმოდგენილი ფინანსური ინფორმაციის აუდიტი უნდა
განხორციელდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი წესით. აღიარებული საინვესტიციო ფონდის
შემთხვევაში, საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ნება დართოს აქტივების
მმართველ კომპანიას ან საინვესტიციო კომპანიას, წლიური ანგარიშის აუდიტი
განხორციელდეს საინვესტიციო ფონდის დაფუძნების ადგილას მოქმედი წესების
მიხედვით, თუკი ეს წესები შეესაბამება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს.
მუხლი 69. საინვესტიციო ფონდის ერთეულების გამოშვების, განთავსებისა და
გამოსყიდვის ფასის გამოქვეყნების ვალდებულება
ამ კანონის საფუძველზე ავტორიზებულმა/აღიარებულმა საინვესტიციო კომპანიამ ან
ავტორიზებული/აღიარებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდის აქტივების
მმართველმა კომპანიამ, ყოველი ერთეულის გამოშვების, განთავსების ან
გამოსყიდვის დროს უნდა გამოაქვეყნოს საინვესტიციო ფონდის ერთეულების
გამოშვების, განთავსებისა და გამოსყიდვის ფასები. ღია საინვესტიციო ფონდის
შემთხვევაში ასეთი სახის ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს მინიმუმ ყოველ ორ
კვირაში. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ეს პერიოდულობა გაზარდოს
ერთ თვემდე, თუ ამგვარი გადაწყვეტილება არ დააზარალებს ერთეულების
მფლობელთა ინტერესებს.
მუხლი
70.
ავტორიზებული
საინვესტიციო
ფონდების
აუდიტორის
ვალდებულებები
1. თითოეულ ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდს უნდა ჰყავდეს დამოუკიდებელი
აუდიტორი, რომელიც აკმაყოფილებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და
აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
2. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის აუდიტორს ნიშნავს აქტივების მმართველი
კომპანია. საინვესტიციო კომპანიის აუდიტორს ნიშნავს საინვესტიციო კომპანიის
ერთეულის მფლობელთა საერთო კრება, თუ ეს უფლება სადამფუძნებლო დოკუმენტის
შესაბამისად გადაცემული არ არის საინვესტიციო კომპანიის სამეთვალყურეო
საბჭოსათვის.
3. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის ან იმ საწარმოს აუდიტორმა, რომელსაც
კავშირი
აქვს
ავტორიზებული
საინვესტიციო
ფონდის
საქმიანობასთან,
დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს
საზედამხედველო ორგანოს ავტორიზებულ
საინვესტიციო ფონდთან ან აღნიშნულ საწარმოსთან დაკავშირებული ნებისმიერი
გარემოების
ან
გადაწყვეტილების
შესახებ,
რომელიც
ცნობილი
გახდა
აუდიტორისათვის საკუთარი ფუნქციის შესრულებისას და რომელმაც შეიძლება
გამოიწვიოს:
ა) საინვესტიციო ფონდის ან აღნიშნული საწარმოს მიერ ავტორიზაციის, ლიცენზიის
ან
რეგისტრაციის
პირობების
ან
მისი
საქმიანობის
მომწესრიგებელი
კანონმდებლობის მოთხოვნათა მნიშვნელოვანი დარღვევა;
ბ) საინვესტიციო ფონდის ან აღნიშნული საწარმოს უწყვეტი ფუნქციონირების
შეფერხება; ან
გ) ანგარიშების დადასტურებაზე უარის თქმა ან დათქმების გაკეთება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება ინფორმაციის
მიწოდების თაობაზე აუდიტორს აგრეთვე ეკისრება იმ შემთხვევაში, თუკი მისთვის
შესაბამისი ინფორმაცია ცნობილი გახდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ
პირთან კონტროლის ურთიერთობით დაკავშირებულ საწარმოში საკუთარი
ფუნქციების შესრულებისას.
5. საზედამხედველო
ორგანო
უფლებამოსილია
მოსთხოვოს
აუდიტორს
საინვესტიციო ფონდის საქმიანობის აუდიტთან დაკავშირებით ნებისმიერი ისეთი
ინფორმაციის წარდგენა, რომელიც საზედამხედველო ორგანოს ესაჭიროება
საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად ან ერთეულის მფლობელების
ინტერესების დაცვისთვის. აუდიტორი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეასრულოს
საზედამხედველო ორგანოს მოთხოვნა.
6. აუდიტორს არ ჩაეთვლება დარღვეულად რაიმე ვალდებულება და არ დაეკისრება
პასუხისმგებლობა საინვესტიციო ფონდის, მისი ერთეულების მფლობელების,
კრედიტორების ან სხვა დაინტერესებული პირ(ებ)ის წინაშე, იმ საფუძვლით, რომ იგი
ასრულებდა ამ კანონით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.
7. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია მოსთხოვოს აქტივების მმართველ
კომპანიას ან საინვესტიციო კომპანიას, რომელსაც არ ჰყავს დანიშნული აქტივების
მმართველი კომპანია, საინვესტიციო ფონდის აუდიტორთან დადებული
ხელშეკრულების შეწყვეტა, თუკი აუდიტორის მიერ დარღვეულია ამ კანონის,
საფინანსო სექტორის მარეგულირებელი სხვა კანონებით, „ბუღალტრული
აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მათ
საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოთხოვნები.
თავი XII
ავტორიზებული საინვესტიციო ფონდების შეფასება
მუხლი 71. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდების აქტივების შეფასების
მოთხოვნები
1. აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს, რომ თითოეული
ავტორიზებული საინვესტიციო ფონდისათვის, რომელსაც იგი მართავს, დადგენილი
იყოს საინვესტიციო ფონდის აქტივების დამოუკიდებელი შეფასებისათვის
საქართველოს
კანონმდებლობითა
და
სადამფუძნებლო
დოკუმენტით
განსაზღვრული შესაფერისი და თანმიმდევრული პროცედურები.
2. საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტი უნდა ადგენდეს აქტივების
შეფასებისა და ერთეულების წმინდა ღირებულების გამოთვლის მარეგულირებელ წესებს.
3. აქტივების მმართველმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, საქართველოს
კანონმდებლობისა და საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტის
შესაბამისად, თითოეული საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის ერთეულის წმინდა
ღირებულების გამოთვლა და ერთეულის მფლობელთათვის გამჟღავნება.
4. შეფასების პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს, რომ აქტივების შეფასება და
ერთეულების წმინდა ღირებულების გამოთვლა წარმოებდეს ამ კანონის მე-11 მუხლის მე7 პუნქტით დადგენილი სიხშირით.
5. ერთეულის მფლობელებს უნდა ეცნობოთ შეფასებისა და გამოთვლების შედეგები,
საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტით გათვალისწინებული წესით.
6. აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს, რომ შეფასება
განახორციელოს:
ა) თავად აქტივების მმართველმა კომპანიამ იმ პირობით, რომ შეფასების პროცესი
ფუნქციონალურად დამოუკიდებელია პორტფელის მართვისგან, ხოლო ანაზღაურების
პოლიტიკა და სხვა ღონისძიებები უზრუნველყოფს ინტერესთა კონფლიქტის მართვას და
თანამშრომლებზე არასათანადო ზეგავლენის პრევენციას; ან
ბ) გარე შემფასებელმა, რომელიც წარმოადგენს აქტივების მმართველი კომპანიისგან,
საინვესტიციო ფონდისგან და მათთან მჭიდრო კავშირში მყოფი პირებისგან
დამოუკიდებელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.
7. აქტივების
მმართველი
კომპანია
ვალდებულია
წინასწარ
შეატყობინოს
საზედამხედველო ორგანოს გარე შემფასებლის დანიშვნის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ
გარე შემფასებელი არ შეესაბამება ამ მუხლის მე-8 პუნქტის ან ამ კანონის საფუძველზე
საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილ
მოთხოვნებს, საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს ახალი გარე
შემფასებლის დანიშვნა.
8. გარე შემფასებელი უნდა იყოს პირი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია,
საკმარისი ცოდნა და გამოცდილება საინვესტიციო ფონდის აქტივების შეფასებისათვის.
9. გარე შემფასებელს ეკრძალება შეფასების ფუნქციის მესამე პირზე დელეგირება.
10. აქტივების მმართველი კომპანია პასუხისმგებელია საინვესტიციო ფონდის
აქტივების სათანადო შეფასებაზე, აქტივების წმინდა ღირებულების გამოთვლაზე და
მის გამოქვეყნებაზე. გარე შემფასებლის დანიშვნა ზეგავლენას არ ახდენს აქტივების
მმართველი კომპანიის პასუხისმგებლობაზე საინვესტიციო ფონდისა და მისი
ინვესტორების წინაშე.
11. გარე შემფასებელი პასუხისმგებელია აქტივების მმართველი კომპანიის წინაშე
საკუთარი
ვალდებულებების
შეუსრულებლობის
შედეგად
განზრახ
ან
გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანისათვის.
12. აქტივების მმართველი კომპანიისათვის ამ მუხლით განსაზღვრული წესები ასევე
ვრცელდება ავტორიზებულ საინვესტიციო კომპანიაზე, რომელსაც არ დაუნიშნავს
აქტივების მმართველი კომპანია.
13. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს
ავტორიზებული საინვესტიციო ფონდების აქტივებისა და ერთეულების შეფასების
დამატებითი მარეგულირებელი წესები.
თავი XIII
საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაცია
მუხლი 72. საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაცია
1. საზედამხედველო ორგანოს მიერ საინვესტიციო ფონდისათვის ავტორიზაციის ან
რეგისტრაციის გაუქმება არის საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის საფუძველი, გარდა
ამ კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. ქოლგისებური
ფონდის ქვეფონდის ლიკვიდაციის საფუძველია აგრეთვე აღნიშნული ქვეფონდის
საქმიანობის ვადის ამოწურვა, თუკი, საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო
დოკუმენტის მიხედვით, ქვეფონდის საქმიანობის ვადა ქოლგისებური ფონდის
საქმიანობის ვადაზე ნაკლებია.
2. ამ კანონის მე-80 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე საინვესტიციო
ფონდისათვის ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გაუქმებისას საინვესტიციო ფონდის
ლიკვიდატორია აქტივების მმართველი კომპანია ან, იმ საინვესტიციო კომპანიისათვის,
რომელსაც არ დაუნიშნავს აქტივების მმართველი კომპანია, საინვესტიციო კომპანიის
მიერ დანიშნული პირი, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი შემთხვევისა.
3. ამ კანონის მე-80 მუხლის „გ“-„ლ“ ქვეპუნქტების საფუძველზე საინვესტიციო
ფონდისათვის ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გაუქმებისას საინვესტიციო ფონდის
ლიკვიდატორს ნიშნავს საზედამხედველო ორგანო.
4. თუკი, ამ კანონის 73-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, აქტივების
მმართველი კომპანია ან საინვესტიციო კომპანია არ წარუდგენს საზედამხედველო
ორგანოს ლიკვიდაციის გეგმას ან საზედამხედველო ორგანო უარს იტყვის მის
დამტკიცებაზე, საინვესტიციო ფონდის ლიკვიდატორს დანიშნავს საზედამხედველო
ორგანო.
5. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია თავად დანიშნოს საინვესტიციო
ფონდის ლიკვიდატორი, თუკი ლიკვიდაციის წარმოებისას დარღვეულია საქართველოს
კანონმდებლობის ან/და საზედამხედველო ორგანოს მიერ დამტკიცებული ლიკვიდაციის
გეგმის პირობები.
6. საზედამხედველო ორგანოს მიერ ლიკვიდატორის დანიშვნის შემთხვევაში,
საინვესტიციო ფონდთან მიმართებით აქტივების მმართველი კომპანიისა და
საინვესტიციო ფონდის ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება გადაეცემა
ლიკვიდატორს. ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია საზედამხედველო ორგანოს
წინაშე.
7. ამ თავის შესაბამისად ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება
საინვესტიციო ფონდის ან მისი ქვეფონდის მიმართ მიმდინარე აღსრულების ყველა
ღონისძიება.
8. საინვესტიციო ფონდებზე არ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს
კანონითა და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი გადახდისუუნარობისა და ლიკვიდაციის პროცედურები. საზედამხედველო
ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს საინვესტიციო ფონდების
ლიკვიდაციის მარეგულირებელი წესები ამ კანონის შესაბამისად.
9. ლიკვიდაციის დასრულებამდე ლიკვიდაციის პროცესში მყოფ საინვესტიციო
ფონდზე ვრცელდება ამ კანონის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები.
10. საინვესტიციო კომპანიის ლიკვიდაციის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილებას
საზედამხედველო ორგანო იმავე დღეს წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს
რეგისტრაციის მიზნით.
11. ამ თავით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდების ლიკვიდაციის
მარეგულირებელი წესები, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, ასევე
ვრცელდება ქოლგისებური ფონდის ქვეფონდის ლიკვიდაციაზე.
მუხლი 73. ლიკვიდაციის გეგმის დამტკიცება
1. საინვესტიციო ფონდი ან მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია
ვალდებულია, ამ კანონის მე-80 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საზედამხედველო
ორგანოსათვის ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გაუქმების თხოვნით მიმართვისას,
საზედამხედველო ორგანოს დასამტკიცებლად წარუდგინოს საინვესტიციო ფონდის
ლიკვიდაციის გეგმა. ლიკვიდაციის გეგმა უნდა განსაზღვრავდეს ლიკვიდაციის
პროცესში განსახორციელებელ ნაბიჯებს, ერთეულების მფლობელების ინტერესების
მაქსიმალურად გათვალისწინებით და უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ მონაცემებსა
და დოკუმენტაციას:
ა) გადაწყვეტილებას საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის შესახებ;
ბ) საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის საჭიროების საფუძვლებს და შეფასებას, თუ
რამდენად არის საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაცია ერთეულის მფლობელების
ინტერესებში;
გ) საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციისათვის განსაზღვრული ხარჯების მაქსიმალურ
ოდენობას;
დ) ერთეულის მფლობელების სახელებს, მისამართებსა და მათი იდენტიფიცირებისთვის
საჭირო სხვა ინფორმაციას;
ე) ერთეულის მფლობელების კუთვნილი ერთეულების რაოდენობას, კლასსა და
ღირებულებას;
ვ) მონაცემებს საინვესტიციო ფონდის კუთვნილი აქტივების შესახებ;
ზ) საინვესტიციო ფონდის კრედიტორების წინაშე არსებული დავალიანების ოდენობას;
თ) ლიკვიდაციის პროცესის სავარაუდო ხანგრძლივობას და მისი მიმდინარეობისას
ერთეულის მფლობელებისთვის ინფორმაციის მიწოდების საშუალებებს;
ი) საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას.
2. საინვესტიციო ფონდი ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია
ვალდებულია საინვესტიციო ფონდის საქმიანობის ვადის ამოწურვამდე არა უგვიანეს
ერთი თვისა საზედამხედველო ორგანოს წარუდგინოს ლიკვიდაციის გეგმა, რომელიც
უნდა შეიცავდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“-„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ
ინფორმაციას.
3. წარმოდგენილი ინფორმაციის დადასტურების მიზნით, საზედამხედველო ორგანო
უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი მონაცემების ან დოკუმენტების წარდგენა,
შეფასების განხორციელება ან სპეციალური აუდიტის ჩატარება, განახორციელოს
ადგილზე შემოწმება, მოითხოვოს აქტივების მმართველი კომპანიის ან საინვესტიციო
კომპანიის მმართველი ორგანოს წევრებისგან, აგრეთვე, აუდიტორული ფირმებისგან,
მათი წარმომადგენლებისგან
და მესამე პირებისგან წერილობითი ან ზეპირი
განმარტებები წარდგენილ დოკუმენტებთან/ინფორმაციასთან დაკავშირებით.
4. იმ შემთხვევაში, თუ საინვესტიციო ფონდის ლიკვიდატორი საზედამხედველო
ორგანოს მიერ ამ კანონის 72-ე მუხლის მე-3-მე-5 პუნქტების შესაბამისად დანიშნული
პირია, საზედამხედველო ორგანოსთვის ლიკვიდაციის გეგმის წარდგენის ვალდებულება
ეკისრება აღნიშნულ პირს. ამგვარად წარდგენილი ლიკვიდაციის გეგმა უნდა მოიცავდეს,
სულ მცირე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“-„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ
მონაცემებსა და დოკუმენტაციას.
5. საზედამხედველო ორგანო ვალდებულია ლიკვიდაციის გეგმის დამტკიცების
საკითხი გადაწყვიტოს განაცხადის მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
6. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ლიკვიდაციის გეგმის
დამტკიცებაზე, თუ:
ა) ლიკვიდაციის გეგმის დამტკიცების განაცხადში მითითებული მონაცემები და
წარდგენილი დოკუმენტები არ ასახავს ლიკვიდაციის ყველა გარემოებას სრულად,
მკაფიოდ და ცალსახად; ან
ბ) საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაცია არ შეესაბამება ამ კანონის მოთხოვნებს.
მუხლი 74. ლიკვიდაციის პროცესის ხანგრძლივობა
1. საინვესტიციო
ფონდის
ლიკვიდაცია
დაიწყება
საინვესტიციო
ფონდის
ავტორიზაციის/რეგისტრაციის გაუქმებისთანავე და დასრულდება ამ კანონის 77-ე
მუხლის
მე-2
პუნქტის
შესაბამისად
ლიკვიდაციის
დასრულების
შესახებ
საზედამხედველო ორგანოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის გამოცემით.
2. ღია ან ინტერვალური ტიპის საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაცია დასრულდება
ლიკვიდაციის პროცესის დაწყებიდან ექვსი თვის ვადაში. დახურული საინვესტიციო
ფონდის ლიკვიდაცია დასრულდება ლიკვიდაციის პროცესის დაწყებიდან თორმეტი
თვის ვადაში.
3. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია, ლიკვიდატორის მოთხოვნის
საფუძველზე
ერთჯერადად
გაახანგრძლივოს
საინვესტიციო
ფონდის
ლიკვიდაციისათვის დადგენილი ვადა, არა უმეტეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით
დადგენილი ვადით, თუკი ეს აუცილებელია საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის
პროცესის დასასრულებლად და ერთეულის მფლობელთა ინტერესების დასაცავად.
მუხლი 75. ლიკვიდაციის პროცესის წარმოება
1. დაუშვებელია საინვესტიციო ფონდის ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების
მმართველი კომპანიის მიერ საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის შესახებ
გადაწყვეტილების მიღების ან საინვესტიციო ფონდის საქმიანობის ვადის ამოწურვის
შემდეგ ერთეულების განთავსება ან გამოსყიდვა. იგივე წესი მოქმედებს
საზედამხედველო ორგანოს მიერ საინვესტიციო ფონდისათვის ამ კანონის მე-80 მუხლის
„გ“-„ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით ავტორიზაციის ან
რეგისტრაციის გაუქმებისას. ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობისას ერთეულების
გამოსყიდვა
განხორციელდება
მხოლოდ
საზედამხედველო
ორგანოს
მიერ
დამტკიცებული ლიკვიდაციის გეგმისა და ამ კანონით განსაზღვრული მოთხოვნების
შესაბამისად.
2. ლიკვიდატორი უფლებამოსილია განახორციელოს ისეთი ქმედებები, საინვესტიციო
ფონდის ლიკვიდაციის გეგმისა და სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად,
რომლებიც აუცილებელია საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციისთვის, აქტივების
განკარგვისთვის და კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის. საკუთარი
უფლებამოსილების განხორციელებისას ლიკვიდატორი ვალდებულია გაითვალისწინოს
საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელების ინტერესები.
3. ამ კანონის 31-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6-მე-8 პუნქტებით განსაზღვრული
დებულებები, ამ თავის თავისებურებების გათვალისწინებით, ვრცელდება საინვესტიციო
ფონდის ლიკვიდაციის წარმოებაზე.
მუხლი 76. აქტივების განაწილება
1. საინვესტიციო ფონდის ლიკვიდატორი ვალდებულია გაანაწილოს საინვესტიციო
ფონდის აქტივები საინვესტიციო ფონდის კრედიტორებსა და ერთეულების
მფლობელებს შორის ამ მუხლის შესაბამისად. საინვესტიციო ფონდის ერთეულის
მფლობელებს ანაზღაურება მიეცემათ მათი კუთვნილი ერთეულების წმინდა
ღირებულების მიხედვით, გამოსყიდვის საკომისიოს გადახდის გარეშე, ამ მუხლის მე-2
პუნქტით განსაზღვრული კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.
2. ფინანსური
გირავნობის
მოგირავნეს
აქვს
ფინანსური
გირავნობით
უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება. საინვესტიციო
ფონდის ნებისმიერი სხვა ვალდებულება დაკმაყოფილდება შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) საზედამხედველო ორგანოს მოთხოვნები, ლიკვიდატორის დანიშვნასთან და
ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და
ანაზღაურება, აგრეთვე ვალდებულებები, რომლებიც წარმოეშვა საინვესტიციო ფონდს
ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ;
ბ) უზრუნველყოფილი კრედიტორები, უზრუნველყოფის ღირებულების ფარგლებში
(გარდა ფინანსური გირავნობით, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი
მოთხოვნებისა და ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
მოთხოვნებისა);
გ)
საბიუჯეტო
დავალიანებები,
მათ
შორის,
საგადასახადო
გირავნობით
უზრუნველყოფილი მოთხოვნები;
დ) დანარჩენი მოთხოვნები საინვესტიციო ფონდის მიმართ (გარდა ამ პუნქტის „ე“ და „ვ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა);
ე) საინვესტიციო ფონდის სასესხო ვალდებულებები მისი პირდაპირი და არაპირდაპირი
მფლობელების მიმართ;
ვ) საინვესტიციო ფონდის სხვა ვალდებულებები მისი პირდაპირი და არაპირდაპირი
მფლობელების მიმართ;
ზ) დაგვიანებით წარდგენილი კრედიტორთა მოთხოვნები.
3. თუ არსებული აქტივები საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული
მოთხოვნების სრულად დასაფარავად, ყველა შესაბამისი მოთხოვნა უნდა დაიფაროს ამ
რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად.
4. ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა
დაკმაყოფილების შემდეგ. ლიკვიდატორი უფლებამოსილია დაიწყოს მომდევნო რიგის
მოთხოვნების დაკმაყოფილება, თუ წინა რიგის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად
არსებობს საკმარისი აქტივები და ამით წინა რიგის მოთხოვნათა დაკმაყოფილებას ზიანი
არ ადგება.
მუხლი 77. ლიკვიდაციის პროცესის დასრულება და ლიკვიდაციის ანგარიშის
წარდგენა
1. ლიკვიდატორი ვალდებულია წარუდგინოს საზედამხედველო ორგანოს საბოლოო
საბალანსო ანგარიში და საკუთარი სალიკვიდაციო ქმედებების შესახებ ანგარიში
საინვესტიციო ფონდის მიმართ არსებული ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებიდან ან/და
ყველა აქტივის გასხვისებიდან ერთი თვის ვადაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის მიღების შემდეგ
საზედამხედველო
ორგანო
გამოსცემს
ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის დასრულების შესახებ.
3. საინვესტიციო კომპანიის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე
გამოცემულ
ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ
აქტს
საზედამხედველო ორგანო იმავე დღეს წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს
საინვესტიციო კომპანიის ლიკვიდაციის დასრულების რეგისტრაციისა და მისი
შესაბამისი რეესტრიდან ამოღების მიზნით.
თავი XIV
საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების რეგულირება და
ზედამხედველობა
მუხლი 78. საზედამხედველო ორგანოს უფლებამოსილება
1. საზედამხედველო ორგანოს უფლება აქვს, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის
შესაბამისად საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში:
ა) მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი პირისგან ინფორმაცია/დოკუმენტები (მათ შორის,
კონფიდენციალური);
ბ) განახორციელოს საინვესტიციო ფონდისა და აქტივების მმართველი კომპანიის
ადგილზე შემოწმება;
გ) მოითხოვოს ცალკეულ ქმედებათა განხორციელების შეწყვეტა, თუკი ეს ქმედებები
ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
დ) აქტივების მმართველი კომპანიის ან საინვესტიციო კომპანიის მმართველი ორგანოს
წევრს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება და მოითხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით
გადაყენება ან გათავისუფლება;
ე) დანიშნოს დროებითი ადმინისტრატორი საინვესტიციო ფონდში ან აქტივების
მმართველ კომპანიაში ამ კანონის 79-ე მუხლის შესაბამისად;
ვ) დააკისროს პირს სანქციები;
ზ) გამოაქვეყნოს ინფორმაცია დამრღვევი პირისა და მის მიერ ჩადენილი დარღვევის
შესახებ;
თ) გასცეს და გააუქმოს საინვესტიციო ფონდის ავტორიზაცია, რეგისტრაცია ან აღიარება;
ი) გასცეს და გააუქმოს აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზია, რეგისტრაცია ან
აღიარება;
კ) გასცეს სავალდებულო წერილობითი მითითებები;
ლ) გამოსცეს სამართლებრივი აქტები;
მ) განახორციელოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
2. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია, სამართლებრივი აქტის საფუძველზე
დაადგინოს წესები ამ თავით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების
განსახორციელებლად.
მუხლი 79. საზედამხედველო ორგანოს მიერ დროებითი ადმინისტრატორის
დანიშვნა
1. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია, პროპორციულობის პრინციპის
გათვალისწინებით, დანიშნოს ლიცენზირებულ აქტივების მმართველ კომპანიაში,
აღიარებული აქტივების მმართველი კომპანიის ფილიალში ან ავტორიზებულ
საინვესტიციო
კომპანიაში
დროებითი
ადმინისტრატორი,
თუკი
სახეზეა
საზედამხედველო ორგანოს მითითებების შეუსრულებლობა, კანონმდებლობის
მოთხოვნათა მნიშვნელოვანი დარღვევა ან/და პირი დროებით ვერ ასრულებს
საინვესტიციო
საქმიანობასთან
დაკავშირებულ
ფუნქციებს.
დროებითმა
ადმინისტრატორმა შესაძლებელია განახორციელოს უფლებამოსილება აქტივების
მმართველი კომპანიის / საინვესტიციო კომპანიის მმართველი ორგანოს წევრებთან
ერთად ან ჩაანაცვლოს ისინი.
2. დროებითი ადმინისტრატორის უფლებამოსილებებს მისი დანიშვნის შესახებ
გადაწყვეტილების მიღებისას განსაზღვრავს საზედამხედველო ორგანო. აქტივების
მმართველი კომპანიის ან საინვესტიციო კომპანიის შემთხვევაში, ამგვარი
უფლებამოსილება შესაძლებელია მოიცავდეს მმართველი ორგანოს ზოგიერთ ან ყველა
უფლებამოსილებას.
3. საზედამხედველო ორგანოს უფლება აქვს ნებისმიერ დროს და ნებისმიერი
საფუძვლით გადააყენოს დროებითი ადმინისტრატორი, აგრეთვე შეცვალოს მისი
დანიშვნის
პირობები.
დროებითი
ადმინისტრატორი
ანგარიშვალდებულია
საზედამხედველო ორგანოს წინაშე.
4. დროებითი ადმინისტრატორის უფლებამოსილება წყდება:
ა) მისი დანიშვნის ვადის ამოწურვისას;
ბ) საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილებით;
გ) აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზიის/აღიარების ან საინვესტიციო ფონდის
ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში.
მუხლი 80. საზედამხედველო ორგანოს მიერ საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის,
რეგისტრაციის ან აღიარების გაუქმება
საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია გააუქმოს საინვესტიციო ფონდის
ავტორიზაცია, რეგისტრაცია ან აღიარება ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე
გარემოების არსებობისას:
ა) ამოიწურა საინვესტიციო ფონდის საქმიანობის ვადა მისი სადამფუძნებლო
დოკუმენტის შესაბამისად;
ბ) საინვესტიციო ფონდმა ან მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ
საზედამხედველო ორგანოს წარუდგინა თხოვნა საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის,
რეგისტრაციის
ან
აღიარების
გაუქმების
შესახებ,
საინვესტიციო
ფონდის
სადამფუძნებლო დოკუმენტისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) საინვესტიციო ფონდმა ან მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ
საინვესტიციო ფონდის ავტორიზაცია, რეგისტრაცია ან აღიარება მოიპოვა
საზედამხედველო ორგანოსათვის მცდარი ინფორმაციის წარდგენის ან სხვა უკანონო
ქმედების განხორციელების საფუძველზე;
დ) საინვესტიციო ფონდი აღარ აკმაყოფილებს ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან
აღიარების პირობებს;
ე) საინვესტიციო ფონდმა ან მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ
არაერთგზის ან უხეშად დაარღვია ამ კანონით, საფინანსო სექტორის მარეგულირებელი
სხვა კანონებით, მათ საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტით ან მითითებით
განსაზღვრული მოთხოვნა/მოთხოვნები;
ვ) საინვესტიციო ფონდი არ ახორციელებს საქმიანობას ავტორიზაციის მიღებიდან,
რეგისტრაციიდან ან აღიარებიდან 12 თვის განმავლობაში ან შეწყვიტა საქმიანობა 6 თვეზე
მეტი ვადით;
ზ) აქტივების მმართველი კომპანიის ან სპეციალიზებული დეპოზიტარის
უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ არ იქნა დანიშნული სათანადო შემცვლელი ამ
კანონის შესაბამისად;
თ) საინვესტიციო ფონდი გახდა გადახდისუუნარო;
ი) სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საინვესტიციო ფონდისთვის საქმიანობის
უფლების ჩამორთმევის შესახებ;
კ) უფლებამოსილმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება საინვესტიციო ფონდის
ლიკვიდაციის შესახებ;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევა.
მუხლი 81. საზედამხედველო ორგანოს მიერ აქტივების მმართველი კომპანიის
ლიცენზიის, რეგისტრაციის ან აღიარების გაუქმება
საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია გააუქმოს აქტივების მმართველი კომპანიის
ლიცენზია, რეგისტრაცია ან აღიარება ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე
გარემოების არსებობისას:
ა) აქტივების მმართველმა კომპანიამ საზედამხედველო ორგანოს წარუდგინა თხოვნა
ლიცენზიის, რეგისტრაციის ან აღიარების გაუქმების შესახებ;
ბ) აქტივების მმართველმა კომპანიამ ლიცენზია, რეგისტრაცია ან აღიარება მოიპოვა
საზედამხედველო ორგანოსათვის მცდარი ინფორმაციის წარდგენის ან სხვა უკანონო
ქმედების განხორციელების საფუძველზე;
გ) აქტივების მმართველი კომპანია აღარ აკმაყოფილებს ლიცენზირების, რეგისტრაციის
ან აღიარების პირობებს;
დ) აქტივების მმართველმა კომპანიამ არაერთგზის ან უხეშად დაარღვია ამ კანონით,
საფინანსო სექტორის მარეგულირებელი სხვა კანონებით, მათ საფუძველზე გამოცემული
სამართლებრივი აქტებით ან მითითებით განსაზღვრული მოთხოვნა/მოთხოვნები;
ე) აქტივების მმართველი კომპანია არ ახორციელებს საქმიანობას ლიცენზიის,
რეგისტრაციის ან აღიარების მოპოვებიდან 12 თვის განმავლობაში ან შეწყვიტა საქმიანობა
6 თვეზე მეტი ვადით;
ვ) სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება აქტივების მმართველი კომპანიისათვის
საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ;
ზ) აქტივების მმართველი კომპანია გახდა გადახდისუუნარო;
თ) უფლებამოსილმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება აქტივების მმართველი კომპანიის
ლიკვიდაციის შესახებ;
ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევა.
მუხლი
82.
საზედამხედველო
ორგანოს
მიერ
სანქციების
დაკისრების
უფლებამოსილება
1. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია „საქართველოს ეროვნული ბანკის
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის ან
საზედამხედველო ორგანოს წერილობითი მითითების დარღვევის გამო პირს (მათ შორის,
ორგანიზაციაში დასაქმებულ პირს) დააკისროს სანქცია ფულადი ჯარიმის სახით
საზედამხედველო ორგანოს მიერ სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და
ოდენობით.
2. ამ მუხლის შესაბამისად განსაზღვრული სანქცია უნდა იყოს პროპორციული,
შეესაბამებოდეს დარღვევის სერიოზულობასა და სიმძიმეს ან/და საინვესტიციო ფონდის
აქტივებისათვის მიყენებულ ზარალს ან შექმნილ საფრთხეს, ასევე ითვალისწინებდეს
დარღვევის გავლენას ინვესტორთა ინტერესებზე.
თავი XV
ავტორიზაციის მოსაკრებელი
მუხლი 83. ავტორიზაციის მოსაკრებლის ოდენობა და მისი გადახდის წესი
1. საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციას ახორციელებს საზედამხედველო ორგანო.
2. საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის მოსაკრებელი შეადგენს 5000 (ხუთი ათასი)
ლარს.
3. ავტორიზაციის მოსაკრებლის გადახდევინება ხორციელდება ნაღდი ან უნაღდო
ანგარიშსწორებით.
4. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება არსებული წესის მიხედვით.
5. ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნული ვალუტით ბანკებში, დადგენილი
ფორმის ქვითრის გაცემით.
6. ავტორიზაციის მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს
კანონით დადგენილი წესით.
7. ამ კანონით დადგენილი წესით ავტორიზაციაზე უარის თქმის შემთხვევაში,
გადახდევინებული მოსაკრებელი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
თავი XVI
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 84. არსებული საინვესტიციო ფონდების რეგულირება
პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის ახორციელებენ
საინვესტიციო ფონდის ან აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობას,
ვალდებული არიან ამ კანონის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში მიმართონ
საზედამხედველო ორგანოს ამ კანონთან თავიანთი საქმიანობის შესაბამისობის
უზრუნველყოფის მიზნით. საზედამხედველო ორგანოსათვის მიმართვის შემდეგ
პირს უფლება აქვს განახორციელოს საქმიანობა საზედამხედველო ორგანოს
შესაბამისი
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის
ამოქმედებამდე.
მუხლი 85. ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული პირების საფირმო
სახელწოდება
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მეწარმეთა და არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულ პირს უფლება აქვს
გამოიყენოს თავის საფირმო სახელწოდებაში ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით ან მე19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ტერმინი, თუკი პირმა ეს საფირმო
სახელწოდება დაარეგისტრირა ამ კანონის ამოქმედებამდე.
მუხლი 86. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები
საზედამხედველო ორგანომ ორი თვის ვადაში უზრუნველყოს შემდეგი
სამართლებრივი აქტების გამოცემა:
ა) საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის/რეგისტრაციის/აღიარების წესი;
ბ) აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების/რეგისტრაციის/აღიარების წესი;
გ) სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის წესი;
დ) პროსპექტისა და ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაციის
დოკუმენტის შედგენის წესი;
ე) მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდების კოლექტიური ინვესტირების ფონდის (UCITS-ის)
საქმიანობის წესი.
მუხლი 87. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად
გამოცხადებული ნორმატიული აქტი
ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საინვესტიციო
ფონდების შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 24 ივლისის კანონი (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 16.08.2013, სარეგისტრაციო კოდი:
240080000.05.001.017035).
მუხლი 88. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის 86-ე მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ორი
თვის შემდეგ.
2. ამ კანონის 86-ე მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საინვესტიციო ფონდების შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
დღესდღეობით საქართველოში მოქმედებს 2013 წელს მიღებული კანონი „საინვესტიციო
ფონდების შესახებ“, რომელიც ბოლომდე არ ასახავს საუკეთესო საერთაშორისო
პრაქტიკას და საჭიროებს ძირეულ ცვლილებებს. აგრეთვე, კანონს აკლია სიცხადე, იგი
არაამომწურავად
არეგულირებს
საინვესტიციო
ფონდების
საქმიანობასთან
დაკავშირებულ რიგ საკითხებს, რაც აფერხებს საინვესტიციო ფონდების დაარსების და
მათი სრულყოფილად ფუნქციონირების პროცესს.
არსებული კანონმდებლობა საჭიროებს შესაბამისობაში მოყვანას 2014 წელს
საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით
გათვალისწინებულ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის 2009/65/EC
დირექტივასთან, რომელიც არეგულირებს მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში
კოლექტიური ინვესტიციების განსახორციელებლად შექმნილ საინვესტიციო ფონდს
(UCITS).
ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ მოქმედი კანონმდებლობა დაუახლოვდეს ფასიანი
ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) მიერ დადგენილ
პრინციპებს,
რომლებიც
საინვესტიციო
ფონდების
რეგულირებას
შეეხება.1
გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული პრინციპების დანერგვის ვალდებულება ასევე
გამომდინარეობს ასოცირების შესახებ შეთანხმების 116-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან.
საქართველოს ეროვნული ბანკი IOSCO-ს ასოცირებული წევრი გახდა 2018 წელს,
სამომავლოდ კი იგეგმება მუდმივი წევრის სტატუსის მოპოვება, რაც ეროვნულ ბანკს
მისცეს შესაძლებლობას შეუერთდეს IOSCO-ს წევრებს შორის გაფორმებულ
ურთიერთგაგების მემორანდუმს ინფორმაციის გაცვლისა და ურთიერთდახმარების
შესახებ.
კანონპროექტი, ერთი მხრივ, ეფუძნება საერთაშორისოდ მოქმედ ძირითად პრინციპებსა
და რეგულირების მოდელებს, ხოლო, მეორე მხრივ, მასში გათვალისწინებულია
საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების დონე და ქვეყნის სხვა
მახასიათებლები. კანონპროექტის ძირითადი ამოცანაა, დაწესდეს პრინციპებზე
დაფუძნებული მიდგომა საინვესტიციო ფონდების ბაზრის მონაწილე სუბიექტთან
(საინვესტიციო ფონდები, აქტივების მმართველი კომპანიები, სპეციალიზებული
ი ხ . ფა ს ი ა ნ ი ქ ა ღ ა ლდე ბ ი ს რ ე გ უ ლი რ ე ბ ი ს მ ი ზ ნ ე ბ ი და პ რ ი ნ ც ი პ ე ბ ი , 24-ე -28ე
პ რ ი ნ ც ი პ ე ბ ი , ფა ს ი ა ნ ი
ქ ა ღ ა ლდე ბ ი ს
კ ომ ი ს ი ე ბ ი ს
ს ა ე რ თა შ ო რ ი ს ო
ორგ ა ნ ი ზა ც ი ა
(IOSCO),
2017
წ ლი ს
მა ისი,
შ ე მ დე გ
მ ი ს ა მ ა რ თზ ე :
1
https://www.iosco.org/library/pubdocs/pdf/IOSCOPD561.pdf.
დეპოზიტარები, აუდიტორები) მიმართებით, რაც დაეფუძნება გამჭვირვალე და ცხად
მარეგულირებელ წესებს.
აგრეთვე, გასათვალისწინებელია, რომ გამჭვირვალე, საერთაშორისო სტანდარტებთან
დაახლოებული ჩარჩოს პირობებში, ახალი მონაწილის - საინვესტიციო ფონდის არსებობა და ფუნქციონირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში კაპიტალის
ბაზრის განვითარებას. საინვესტიციო ფონდები წარმოადგენენ მნიშვნელოვან
ინსტიტუციურ ინვესტორებს კაპიტალის ბაზარზე. გარდა ამისა, საინვესტიციო
ფონდების მიერ ემიტირებული ინსტრუმენტები (ერთეულები) ასევე შეიძლება გახდეს
სხვა ინსტიტუციური ინვესტორების ინტერესის ობიექტი. მათ შორის, უნდა აღინიშნოს,
რომ ე.წ. ღია საფონდო ინსტრუმენტები (რომელთა ემისიასაც საინვესტიციო ფონდები
ახორციელებენ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
მიეკუთვნება სწორედ იმ ინსტრუმენტებს, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს
საპენსიო აქტივების ინვესტირება.
კანონპროექტის მომზადებისას, UCITS-ის მარეგულირებელი დირექტივის გარდა, ასევე
გათვალისწინებული იქნა ევროკავშირში მოქმედი ალტერნატიული საინვესტიციო
ფონდების აქტივების მმართველი კომპანიების შესახებ დირექტივის (AIFMD) ცალკეული
მოთხოვნებიც. მართალია, საქართველოსათვის სავალდებულო არ არის აღნიშნულ
დირექტივასთან დაახლოება, თუმცა, ვინაიდან იგი აყალიბებს საერთო ევროპულ ჩარჩოს
ყველა არა-UCITS (ე.წ. ალტერნატიული) საინვესტიციო ფონდებისა და მათი აქტივების
მმართველი კომპანიებისათვის, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ კანონპროექტში
ასახულიყო მნიშვნელოვანი პრინციპები და დებულებები აღნიშნული დირექტივიდანაც.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ კაპიტალის ბაზრის
განვითარებისთვის მნიშვნელოვანია არსებული კანონმდებლობის ფუნდამენტური
ცვლილება, რათა სამართლებრივი ჩარჩო შეესაბამებოდეს ამ კუთხით აღიარებულ
საერთაშორისო პრაქტიკას და იყოს გამჭვირვალე, ევროკავშირში მოქმედ შესაბამის
დირექტივებზე დაყრდნობით, მომზადდა საინვესტიციო ფონდების ახალი
კანონპროექტი.
კანონპროექტის მიღების გარეშე, საქართველო ვერ შეძლებს სრულად შეასრულოს
ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ დაუახლოოს საკუთარი
კანონმდებლობა მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში კოლექტიური ინვესტიციების
განსახორციელებლად შექმნილი საწარმოს (UCITS) შესახებ დირექტივას, შეთანხმების
ძალაში შესვლიდან 6 წლის ვადაში (2020 წლის 1 სექტემბრამდე).
ასევე, კანონპროექტის მიღების გარეშე, საქართველო სრულად ვერ დანერგავს ფასიანი
ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) მიერ შემუშავებულ,
საინვესტიციო ფონდების მარეგულირებელ პრინციპებს.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, დაიხვეწება საინვესტიციო ფონდების
მარეგულირებელი ქართული კანონმდებლობა და იგი დაუახლოვდება ევროკავშირსა და
IOSCO-ს წევრ ქვეყნებში მოქმედ პრინციპებსა და ჩარჩოს. გამჭვირვალე ჩარჩოს
არსებობის პირობებში, გამარტივდება საქართველოში საინვესტიციო ფონდებისა და
აქტივების მმართველი კომპანიების დაარსება და მათი ფუნქციონირება. აგრეთვე,
კანონპროექტი საშუალებას მისცემს უცხოურ საინვესტიციო ფონდებსა და აქტივების
მმართველ კომპანიებს, რომ მოიპოვონ აღიარება და ამგვარად განახორციელონ
საქმიანობა საქართველოში.
საინვესტიციო
ფონდების
კანონმდებლობის
დაახლოება
ევროკავშირის
კანონმდებლობასთან უზრუნველყოფს არა მხოლოდ ინვესტორთა დაცულობის
ხარისხის გაზრდას, არამედ
წარმოადგენს წინაპირობას საერთაშორისო ბაზრის
მონაწილეების მხრიდან საქართველოს მიმართ მეტი ნდობისა და დაინტერესებისთვის.
თავის მხრივ, განვითარებული საინვესტიციო ფონდების ბაზრის არსებობა ქვეყანაში
გაზრდის მოთხოვნას საინვესტიციო პროდუქტებსა და სერვისებზე, რაც გამოიწვევს
კაპიტალის ბაზარზე ემიტენტების, შუამავლებისა და ინვესტორების უფრო მეტ
აქტიურობას და, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით წესრიგდება
საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების საქართველოში
დაფუძნებასთან და მართვასთან, აგრეთვე მათ მიერ ინვესტიციების განხორციელებასთან
დაკავშირებული ურთიერთობები. კანონპროექტის საფუძველზე ასევე განისაზღვრება
პირობები, რომლებიც, თანაბარი მოპყრობის პრინციპის გათვალისწინებით,
დაარეგულირებს უცხოური საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი
კომპანიების საქმიანობას საქართველოში.
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
კანონპროექტით
შემოთავაზებული
საზედამხედველო ჩარჩო მოიცავს შემდეგ სუბიექტებს: 1) საინვესტიციო ფონდი,
რომელიც დაფუძნებულია საქართველოში; 2) აქტივების მმართველი კომპანია (მისი
დაფუძნების ადგილის მიუხედავად), რომელიც მართავს საქათველოში დაფუძნებულ
საინვესტიციო ფონდს; 3) საქართველოში დაფუძნებული აქტივების მმართველი
კომპანია, იმის მიუხედავად, არის თუ არა საქართველოში დაფუძნებული მისი მართვის
ქვეშ მყოფი საინვესტიციო ფონდი; 4) უცხოური საინვესტიციო ფონდი, რომელიც
ახორციელებს ერთეულების შეთავაზებას საქართველოში, აგრეთვე მისი აქტივების
მმართველი კომპანია; 5) სხვა პირები (სპეციალიზებული დეპოზიტარები, აუდიტორები
და სხვ.), რომლებიც ახორციელებენ კანონპროექტით გათვალისწინებული საინვესტიციო
ფონდების აქტივების ინვესტირებასთან, მართვასთან, შენახვა-ადმინისტრირებასთან
დაკავშირებულ საქმიანობას.
კანონპროექტით განსაზღვრული მარეგულირებელი ჩარჩო არ ვრცელდება საჯარო
დაწესებულებებზე, რომლებიც მართავენ სოციალური უზრუნველყოფის ან/და საპენსიო
სისტემების ფონდებს, ჰოლდინგურ კომპანიებზე, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“
საქართველოს
კანონითა
და
„არასახელმწიფო
საპენსიო
დაზღვევისა
და
უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საპენსიო სქემებზე,
საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებზე და სხვა წარმონაქმნებზე, რომელთა
საქმიანობა თავისი შინაარსით არ წარმოადგენს კანონპროექტით დარეგულირებულ
საქმიანობას ან რომლებიც ექვემდებარება სპეციალურ საკანონმდებლო მოწესრიგებას.
კანონპროექტის შესაბამისად, ნებისმიერი სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც
დაფუძნებულია საქართველოში და ახორციელებს საინვესტიციო ფონდის საქმიანობას,
უნდა იქნეს რეგისტრირებული ან ავტორიზებული საზედამხედველო ორგანოს
(საქართველოს ეროვნული ბანკის) მიერ. საინვესტიციო ფონდი ითვლება საქართველოში
დაფუძნებულად, თუკი იგი ავტორიზებული ან რეგისტრირებულია საზედამხედველო
ორგანოს მიერ. სავალდებულოა საინვესტიციო ფონდის ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კანონპროექტის მოთხოვნათა შესაბამისად, თუ პირს აქვს საქართველოში რეგისტრაციის
ან მართვის ადგილი, იმის მიუხედავად, არიან თუ არა საინვესტიციო ფონდის
ინვესტორები საქართველოს რეზიდენტები ან შედგება თუ არა ფონდის პორტფელი
საქართველოში არსებული აქტივებისაგან. აღნიშნულისგან განსხვავებით, უცხოურ
საინვესტიციო ფონდზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები შესაძლებელია
გავრცელდეს იმ შემთხვევაში, თუკი მისი ერთეულების შეთავაზება2 წარმოებს
საქართველოში.3
კანონპროექტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოში
დაფუძნებულ საინვესტიციო ფონდს უფლება აქვს განახორციელოს საქმიანობა
(მოიზიდოს სახსრები, განახორციელოს ინვესტიცია ან/და მართოს საინვესტიციო
პორტფელი) მხოლოდ საზედამხედველო ორგანოს (საქართველოს ეროვნული ბანკის)
მიერ მინიჭებული ავტორიზაციის ან რეგისტრაციის საფუძველზე. ამასთან, უცხოური
საინვესტიციო ფონდი, რომელიც ახორციელებს საკუთარი ერთეულების საჯარო
შეთავაზებას საქართველოში, ვალდებულია მიმართოს საზედამხედველო ორგანოს და
მოიპოვოს აღიარება, ხოლო კერძო შეთავაზების განხორციელების შემთხვევაში წინასწარ
შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე საზედამხედველო ორგანოს.4
კ ა ნ ო ნ პ რ ო ე ქ ტ ი თ , შ ე თა ვ ა ზ ე ბ ა გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ უ ლი ა რ ო გ ო რ ც პ ი რ და პ ი რ ა ნ
ა რ ა პ ი რ და პ ი რ ,
ს ა ი ნ ვ ე ს ტი ც ი ო
ფო ნ დი ს
ე რ თე უ ლე ბ ი ს
გა სხვ ისების
ნ ე ბ ი ს მ ი ე რ ი ც და ა ნ მ ა თი გ ა ნ თა ვ ს ე ბ ა , შ ე მ დე გ ი პ ი რ ე ბ ი ს ი ნ ი ც ი ა ტ ი ვ ი თ
ა ნ
ს ა ხ ე ლი თ : ა ქ ტ ი ვ ე ბ ი ს
მ მ ა რ თვ ე ლი
კ ომ პ ა ნ ი ა , ი მ
ს ა ი ნ ვ ე ს ტი ც ი ო
ფო ნ დი ს
ე რ თე უ ლე ბ თა ნ
მ ი მ ა რ თე ბ ი თ , რ ო მ ე ლს ა ც
იგი
მ ა რ თა ვ ს ; ა ნ
ს ა ი ნ ვ ე ს ტ ი ც ი ო კ ო მ პ ა ნ ი ა , ს ა კ უ თა რ ე რ თე უ ლე ბ თა ნ მ ი მ ა რ თე ბ ი თ .
3
ა ღ ნ ი შ ნ უ ლი
მ ი დგ ო მ ა
შე ე ს ა ბა მ ე ბა
ე ვ როკ ა ვ შ ი რშ ი
მ ო ქ მ ე დი
ა ლტ ე რ ნ ა ტ ი უ ლი ს ა ი ნ ვ ე ს ტ ი ც ი ო ფო ნ დე ბ ი ს მ ე ნ ე ჯ ე რ თა მ ა რ ე გ უ ლი რ ე ბ ე ლი
დი რ ე ქ ტ ი ვ ი ს მ ო თხ ო ვ ნ ა ს ა ც : infra 6, ე ვ რ ო პ ი ს პ ა რ ლა მ ე ნ ტ ი ს ა და ს ა ბ ჭ ო ს 2011
წ ლი ს 8 ი ვ ნ ი ს ი ს 2011/61/EU დი რ ე ქ ტ ი ვ ი ს მ ე -2 მ უ ხ ლი ს პ ი რ ვ ე ლი პ უ ნ ქ ტ ი ს „გ “
ქ ვ ე პ უნ ქ ტ ი .
4
ი მ ი ს გ ა ნ ს ა ს ა ზ ღ ვ რ ა დ , ხ ო რ ც ი ე ლდე ბ ა თუ ა რ ა უ ც ხ ო უ რ ი ს ა ი ნ ვ ე ს ტ ი ც ი ო
ფო ნ დი ს
ე რ თე უ ლე ბ ი ს
ს ა ქ ა რ თვ ე ლო შ ი
შ ე თა ვ ა ზ ე ბ ა ,
მ ხ ე დვ ე ლო ბ ა შ ი
შ ე ი ძ ლე ბ ა ი ქ ნ ე ს მ ი ღ ე ბ უ ლი რ ო გ ო რ ც შ ე თა ვ ა ზ ე ბ ი ს ა დრ ე ს ა ტ ე ბ ი ს წ რ ე
(მ ა გ ., ა რ ი ა ნ თუ ა რ ა ა დრ ე ს ა ტ ე ბ ი ს ა ქ ა რ თვ ე ლო ს რ ე ზ ი დ ე ნ ტ ი პ ი რ ე ბ ი ), ი ს ე
შ ე თა ვ ა ზ ე ბ ი ს გ ა ნ ხ ო რ ც ი ე ლე ბ ი ს ა დგ ი ლი ა ნ /და ს ა შ უ ა ლე ბ ე ბ ი და მ ა თი
კ ა ვ შ ი რი
ს ა ქ ა რ თვ ე ლო ს თა ნ .
ა გ რ ე თვ ე ,
როგ ორც
უკ ვ ე
ა ღი ნ ი შ ნ ა ,
შ ე თა ვ ა ზ ე ბ ა გ უ ლი ს ხ მ ო ბ ს ე რ თე უ ლე ბ ი ს გ ა ს ხ ვ ი ს ე ბ ი ს ნ ე ბ ი ს მ ი ე რ ც და ს
ა ნ
მა თ
გ ა ნ თა ვ ს ე ბ ა ს ,
პ ი რ და პ ი რ ი
ა ნ
ა რ ა პ ი რ და პ ი რ ი
გ ზ ი თ.
ს ა ი ნ ვ ე ს ტ ი ც ი ო ფო ნ დი ს ა ნ მ ი ს ი ა ქ ტ ი ვ ე ბ ი ს მ მ ა რ თვ ე ლი კ ო მ პ ა ნ ი ი ს
ი ნ ი ც ი ა ტ ი ვ ი თ.
შ ე ს ა ბ ა მ ი ს ა დ,
თუ
ს ა ქ ა რ თვ ე ლო ს
მ ო ქ ა ლა ქ ე
ა ნ
ს ა ქ ა რ თვ ე ლო შ ი და ფუ ძ ნ ე ბ უ ლი კ ო მ პ ა ნ ი ა მ ხ ო ლო დ თა ვ ი ს ი ი ნ ი ც ი ა ტ ი ვ ი თ
2
სამართლებრივი სიცხადის მიზნებისათვის, კანონპროექტით დგინდება საინვესტიციო
ფონდის დეფინიცია. კერძოდ, საინვესტიციო ფონდად ჩაითვლება კოლექტიური
საინვესტიციო სქემა, რომელიც ინვესტორებისგან იზიდავს კაპიტალს, აღნიშნული
კაპიტალის განსაზღვრული საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად ინვესტორების
სასარგებლოდ ინვესტირების მიზნებისთვის. ამასთანავე, კანონპროექტი ადგენს იმ
კრიტერიუმებს, რომლებიც გაითვალისწინება კონკრეტული პირის ან სქემის
საინვესტიციო ფონდად დაკვალიფიცირების მიზნით, კერძოდ: 1) გააჩნია თუ არა პირს ან
სქემას ჩვეულებრივი სამეწარმეო ან ინდუსტრიული საქმიანობის განხორციელების
მიზანი5; 2) აერთიანებს თუ არა პირი ან სქემა ინვესტორებისგან მოზიდულ კაპიტალს,
მისი ინვესტირების შედეგად ინვესტორებისთვის მოგების გენერირების მიზნით; 3)
გააჩნიათ თუ არა პირის ან სქემის ერთეულების მფლობელებს, კოლექტიურად, პირის ან
სქემის საქმიანობაზე ყოველდღიური კონტროლის განხორციელების საშუალება.
აღსანიშნავია, რომ, კანონპროექტით, სავალდებულო არ არის ზემოაღნიშნული სამივე
კრიტერიუმის სრულად დაკმაყოფილება, პირის ან სქემის საინვესტიციო ფონდად
მიჩნევისათვის. ამდენად, არ გამოირიცხება სხვა სახის წარმონაქმნის ან სქემის
საინვესტიციო ფონდად დაკვალიფიცირება, თუკი იგი დააკმაყოფილებს კანონპროექტით
განსაზღვრულ საინვესტიციო ფონდის დეფინიციას და, დამკვიდრებული სავაჭრო
ჩვეულებების თანახმად, შეიძლება მიჩნეულ იქნეს საინვესტიციო ფონდად.6
კანონპროექტი საქართველოში დაფუძნებულ ფონდებს, სამიზნე ინვესტორთა წრის
მიხედვით, ჰყოფს ორ ძირითად კატეგორიად: ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდებად
(რომლებსაც უფლება აქვთ განახორციელონ საჯარო შეთავაზება, საზედამხედველო
ორგანოს მიერ მინიჭებული ავტორიზაციის საფუძველზე) და რეგისტრირებულ
საინვესტიციო ფონდებად (რომლებსაც უფლება აქვთ განახორციელონ მხოლოდ კერძო
შეთავაზება, საზედამხედველო ორგანოში რეგისტრაციის საფუძველზე). კანონპროექტის
თანახმად, განსხვავებულია ავტორიზებული და რეგისტრირებული ფონდების
რეგულირების მასშტაბი. რეგისტრირებული ფონდები არ ექვემდებარებიან ისეთივე
შეზღუდვებს, როგორც ავტორიზებული ფონდები და საზედამხედველო მოთხოვნებიც
შ ე ი ს ყ ი დი ს უ ც ხ ო უ რ ი ს ა ი ნ ვ ე ტ ი ც ი ო ფო ნ დი ს ე რ თე უ ლე ბ ს , ა მ გ ვ ა რ უ ც ხ ო უ რ
ს ა ი ნ ვ ე ს ტ ი ც ი ო ფო ნ დე ბ ზ ე და ა ქ ტ ი ვ ე ბ ი ს მ მ ა რ თვ ე ლ კ ო მ პ ა ნ ი ე ბ ზ ე ე ს
კ ა ნ ო ნ ი ა რ გ ა ვ რ ც ე ლდე ბ ა .
ჩ ვ ე უ ლე ბ რ ი ვ ს ა მ ე წ ა რ მ ე ო და ი ნ დუ ს ტ რ ი უ ლ ს ა ქ მ ი ა ნ ო ბ ა დ ი თვ ლე ბ ა ,
ი მ გ ვ ა რი
ბ ი ზნ ე ს
ს ტრა ტე გ ი ი ს
გ ა ნ ხ ო რ ც ი ე ლე ბ ა , რ ო მ ე ლი ც
მ ოი ც ა ვ ს
შ ე მ დე გ
მ ა ხ ა ს ი ა თე ბ ლე ბ ს :
i) კ ო მ ე რ ც ი უ ლი
ს ა ქ მ ი ა ნ ობ ა ,
რ ო მ ე ლი ც
გ უ ლი ს ხ მ ო ბ ს შ ე ძ ე ნ ა ს , რ ე ა ლი ზ ა ც ი ა ს , ა ნ / და ს ა ქ ო ნ ლი ს ა ნ ნ ი ვ თი ს
გ ა ც ვ ლა ს და / ა ნ ა რ ა ფი ნ ა ნ ს უ რ ი მ ო მ ს ა ხ უ რ ე ბ ი ს მ ი წ ო დე ბ ა , ა ნ
ii) ს ა მ რ ე წ ვ ე ლო ს ა ქ მ ი ა ნ ო ბ ა , რ ო მ ე ლშ ი ც შ ე დი ს ს ა ქ ო ნ ლი ს წ ა რ მ ო ე ბ ა ა ნ
მ შ ე ნ ე ბ ლო ბ ა , ა ნ iii) ზ ე მ ო თ ა ღ ნ ი შ ნ უ ლი მ ა ხ ა ს ი ა თე ბ ლე ბ ი ს კ ო მ ბ ი ნ ა ც ი ა .
მ ა გ ., ს ა ი ნ ვ ე ს ტ ი ც ი ო
ფო ნ და დ , ჩ ვ ე უ ლე ბ რ ი ვ , ა რ
ჩ ა ი თვ ლე ბ ა
ი ს ე თი
ს ა წ ა რ მ ო , რ ო მ ლი ს ძ ი რ ი თა დი ს ა ქ მ ი ა ნ ო ბ ა ც ა ა ს ა ქ ო ნ ლი თ ვ ა ჭ რ ო ბ ა ა ნ
პ რ ო დუ ქ ც ი ი ს წ ა რ მ ო ე ბ ა .
6
ა ღ ნ ი შ ნ უ ლთა ნ და კ ა ვ შ ი რ ე ბ ი თ და წ ვ რ ი ლე ბ ი თ ი ხ . ე ვ რ ო პ ი ს ფა ს ი ა ნ ი
ქ ა ღ ა ლდე ბ ი ს ა
და
ბ ა ზრე ბ ი ს კ ომ ი ს ი ი ს
(ESMA) მ ი ე რ შ ე მ უ შ ა ვ ე ბ უ ლი
ს ა ხ ე ლმ ძ ღ ვ ა ნ ე ლო რ ე კ ო მ ე ნ და ც ი ე ბ ი : Guidelines Guidelines on key concepts of the AIFMD
5
(13.08.2013, ESMA/2013/611).
მათთან მიმართებით შედარებით დაბალია. აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ
რეგისტრირებული ფონდები განკუთვნილია, უპირატესად, გათვითცნობიერებული
ინვესტორებისათვის, რომლებიც უფრო ნაკლებად არიან მოწყვლადი საინვესტიციო
რისკებისადმი, ვიდრე საცალო ინვესტორები.
კანონპროექტით, საჯარო შეთავაზებად ითვლება საინვესტიციო ფონდის ერთეულების
20-ზე მეტი გაუთვითცნობიერებელი (საცალო) ინვესტორისთვის ან წინასწარ
განუსაზღვრელი რაოდენობის პირებისთვის შეთავაზება7; თავის მხრივ, კერძო
შეთავაზებას წარმოადგენს ყველა ისეთი შეთავაზება, რომელიც არ არის საჯარო
შეთავაზება. საჯარო შეთავაზების წესებისაგან თავის არიდების პრევენციის მიზნით,
კანონპროექტი აგრეთვე ადგენს, რომ რეგისტრირებულ საინვესტიციო ფონდს არ უნდა
ჰყავდეს ერთდროულად 20-ზე მეტი გაუთვითცნობიერებელი (საცალო) ინვესტორი.
გარდა ამისა, ერთი და იმავე რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის
მართვის
ქვეშ
მყოფი
რეგისტრირებული
საინვესტიციო
ფონდების
გაუთვითცნობიერებელი (საცალო) ინვესტორების საერთო რაოდენობა არ უნდა
აღემატებოდეს
20-ს.
ზემოხსენებული
შეზღუდვები
მიზნად
ისახავს
გაუთვითცნობიერებელი (საცალო) ინვესტორების დაცვასა და იმის უზრუნველყოფას,
რომ საცალო ინვესტორებისგან მასობრივად თანხების მოზიდვის მსურველი
საინვესტიციო ფონდი ან/და აქტივების მმართველი კომპანია ექვემდებარებოდეს
გამჭვირვალობისა და პრუდენციული რეგულირების მკაცრ მოთხოვნებს.
სამართლებრივი
ფორმის
მიხედვით,
კანონპროექტით
გათვალისწინებულია
საინვესტიციო ფონდის ორი ტიპი: საინვესტიციო კომპანია (რომელსაც იურიდიული
პირის სტატუსი გააჩნია) და ერთობლივი ფონდი (რომელიც იურიდიული პირის
სტატუსის არმქონეა). აღნიშნული კლასიფიკაცია შეესაბამება როგორც მოქმედი
კანონმდებლობით (კერძოდ, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით)
გათვალისწინებულ მიდგომას, ისე საერთაშორისო პრაქტიკას.8
კანონპროექტის მიხედვით, საინვესტიციო კომპანია საქართველოში შესაძლებელია
დაფუძნდეს როგორც სააქციო საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის
საზოგადოება ან კომანდიტური საზოგადოება. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ
სუბიექტებს გააჩნიათ იურიდიული პირის სტატუსი, კანონპროექტი არ აკისრებს მათ
ვალდებულებას, ჰყავდეთ აქტივების მმართველი კომპანია. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ
გ ა უ თვ ი თც ნ ო ბ ი ე რ ე ბ ლა დ ი თვ ლე ბ ა ი ნ ვ ე ს ტ ო რ ი , რ ო მ ე ლი ც ა რ მ ი ე კ უ თვ ნ ე ბ ა
გ ა თვ ი თც ნ ო ბ ი ე რ ე ბ უ ლი
ი ნ ვ ე ს ტორე ბ ი ს
კ ა ტე გ ორი ა ს
„ფა ს ი ა ნ ი
ქ ა ღ ა ლდე ბ ი ს ბ ა ზ რ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ “ ს ა ქ ა რ თვ ე ლო ს კ ა ნ ო ნ ი ს მ ე -2 მ უ ხ ლი ს 57-ე
პ უ ნ ქ ტ ი ს მ ი ხ ე დვ ი თ .
8
ი ხ . ე ვ რ ო პ ი ს პ ა რ ლა მ ე ნ ტ ი ს ა და ს ა ბ ჭ ო ს 2011 წ ლი ს 8 ი ვ ნ ი ს ი ს 2011/61/EU
დი რ ე ქ ტ ი ვ ა ა ლტ ე რ ნ ა ტ ი უ ლი ს ა ი ნ ვ ე ს ტ ი ც ი ო ფო ნ დე ბ ი ს მ ე ნ ე ჯ ე რ ე ბ ი ს ა და
2003/41/EC და 2009/65/EC დი რ ე ქ ტ ი ვ ე ბ ი ს ა და (EC) No 1060/2009 და (EU) No 1095/2010
რ ე გ უ ლა ც ი ე ბ ი ს ც ვ ლი ლე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ (OJ L 174, 1.7.2011, p. 1), მ ე -2 მ უ ხ ლი ს მ ე -2
პ უ ნ ქ ტ ი ს „ბ “ ქ ვ ე პ უ ნ ქ ტ ი ; ე ვ რ ო პ ი ს პ ა რ ლა მ ე ნ ტ ი ს ა და ს ა ბ ჭ ო ს 2009 წ ლი ს 13
ი ვ ლი ს ი ს
2009/65/EC დი რ ე ქ ტ ი ვ ა
მ ი მ ოქ ც ე ვ ა დ
ფა ს ი ა ნ
ქ ა ღ ა ლდე ბ შ ი
კ ო ლე ქ ტ ი უ რ ი
ი ნ ვ ე ს ტი ც ი ე ბ ი ს
გ ა ნ ს ა ხ ო რ ც ი ე ლე ბ ლა დ
შე ქ მ ნილ
ს ა წ ა რ მ ო ს თა ნ
(UCITS) მ ი მ ა რ თე ბ ი თ კ ა ნ ო ნ ე ბ ი ს , რ ე გ უ ლა ც ი ე ბ ი ს ა და
ა დმ ი ნ ი ს ტ რ ა ც ი უ ლი დე ბ უ ლე ბ ე ბ ი ს
კ ო ო რ დი ნ ა ც ი ი ს
შ ე ს ა ხ ე ბ , პ ი რ ვ ე ლი
მ უ ხ ლი ს მ ე -3 პ უ ნ ქ ტ ი .
7
საინვესტიციო კომპანია მიიღებს გადაწყვეტილებას აქტივების მმართველი კომპანიის
დანიშვნის
შესახებ,
ეს
უკანასკნელი
გახდება
საინვესტიციო
კომპანიის
ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი ფუნქციების განმახორციელებელი
უფლებამოსილი პირი.
რაც შეეხება ერთობლივ საინვესტიციო ფონდს, იგი წარმოადგენს იურიდიული პირის
სტატუსის არმქონე წარმონაქმნს, რითაც გარკვეულწილად ემსგავსება საქართველოს
სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის)
ინსტიტუტს. აღნიშნულის მიუხედავად, არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებებიც:
ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ინვესტორები არ აგებენ სოლიდარულად პასუხს
საინვესტიციო ფონდის სახელით აღებული ვალდებულებებისათვის და მათი
პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მათ მიერ საინვესტიციო ფონდის აქტივებში
განხორციელებული შენატანით; ერთობლივი ფონდი აღჭურვილია სამოქალაქო
უფლებაუნარიანობით
და
შეიძლება
გამოვიდეს
მხარედ
სამართლებრივ
ურთიერთობებში; ამასთან, ვინაიდან ერთობლივი ფონდი იურიდიული პირის
სტატუსის არმქონეა, სავალდებულოა, რომ მას ჰყავდეს აქტივების მმართველი კომპანია.
სწორედ აქტივების მმართველი კომპანია აფუძნებს ერთობლივ ფონდს და ახორციელებს
მისი სახელით ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს.
როგორც ერთობლივი ფონდი, ისე საინვესტიციო კომპანია შესაძლებელია იქნეს
დაფუძნებული ავტორიზებული ან რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის სახით - ე.
ი. განახორციელოს საჯარო ან კერძო შეთავაზება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან კომანდიტური საზოგადოების
ფორმით ჩამოყალიბებული კომპანია, კანონპროექტის მიხედვით, შესაძლებელია
არსებობდეს მხოლოდ როგორც რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი და მას არ
შეუძლია განახორციელოს ერთეულების (წილების) საჯარო შეთავაზება. აღნიშნული
განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ, ტრადიციულად, ეს საწარმოები განიხილებიან ე.
წ. დახურულ საზოგადოებებად, რომლებიც არ არიან ორიენტირებული საჯარო
შეთავაზების გზით კაპიტალის გაზრდაზე, აგრეთვე მათი წილები, სააქციო
საზოგადოების აქციებისგან განსხვავებით, არ ექვემდებარება ვაჭრობას საფონდო
ბირჟაზე და არ არის საჯაროდ მიმოქცევადი.9
საერთაშორისო პრაქტიკა და უცხო ქვეყნების გამოცდილება აგრეთვე ერთმანეთისგან
განასხვავებს ღია და დახურულ საინვესტიციო ფონდებს, რაც გაზიარებულია
წარმოდგენილი კანონპროექტითაც.10 კანონპროექტით, საინვესტიციო ფონდი ჩაითვლება
ღიად, თუკი მის ინვესტორებს ნებისმიერ დროს უფლება აქვთ მოითხოვონ საკუთარი
ერთეულ(ებ)ის გამოსყიდვა საინვესტიციო ფონდისგან. ღია ფონდების კატეგორიას
ი ხ . ი . ბ უ რ დუ ლი , ს ა ა ქ ც ი ო ს ა მ ა რ თლი ს ს ა ფუ ძ ვ ლე ბ ი , პ ი რ ვ ე ლი ტ ო მ ი , გ ვ . 266271 (2010).
10
Ibid, ე ვ რ ო პ ი ს პ ა რ ლა მ ე ნ ტ ი ს ა და ს ა ბ ჭ ო ს 2011 წ ლი ს 8 ი ვ ნ ი ს ი ს 2011/61/EU
დი რ ე ქ ტ ი ვ ი ს
მ ე -2 მ უ ხ ლი ს
მ ე -2 პ უ ნ ქ ტ ი ს
„ა “ ქ ვ ე პ უ ნ ქ ტ ი ; ფა ს ი ა ნ ი
9
ქ ა ღ ა ლდე ბ ი ს
კ ომ ი ს ი ე ბ ი ს
ს ა ე რ თა შ ო რ ი ს ო
ორგ ა ნ ი ზა ც ი ი ს
(IOSCO) ა ნ გ ა რ ი შ ი FR02/2018 ღ ი ა ფო ნ დე ბ ი ს ლი კ ვ ი დუ რ ო ბ ი ს ა და რ ი კ ი ს
მ ა რ თვ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ (Open-ended Fund Liquidity and Risk Management – Good Practices and Issues
for Consideration), გ ვ . 6-7.
მიეკუთვნება, მათ შორის, მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში კოლექტიური ინვესტირების
ფონდი (UCITS), რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობით11 არის მოწესრიგებული და
რომლის ანალოგიც, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში,
შემოთავაზებულია კანონპროექტით. ღია საინვესტიციო ფონდს შეუძლია მუდმივად
განათავსოს (გაყიდოს) და, ინვესტორთა მოთხოვნის საფუძველზე, ვალდებულია
მუდმივად გამოისყიდოს საკუთარი ერთეულები. აღნიშნულის გამო მიიჩნევა, რომ,
საინვესტიციო კომპანიის შემთხვევაში, ღია საინვესტიციო ფონდს აქვს ცვლადი
კაპიტალი (variable capital).12 საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ღია
საინვესტიციო კომპანიის მიმართ არ ვრცელდება სამეწარმეო კანონმდებლობით
განსაზღვრული რიგი მოთხოვნები, რაც უკავშირდება საწარმოს წესდებაში
ნებადართული კაპიტალის ოდენობის დაფიქსირებას, ახალი აქციების გამოშვებას,
კაპიტალის შემცირებას და სხვ.13 აღსანიშნავია, რომ ღია საინვესტიციო ფონდი
ერთეულების განთავსებასა და გამოსყიდვას ახორციელებს ერთეულის წმინდა
ღირებულების შესაბამისად განსაზღვრული ფასით, რომელიც გამოითვლება
საინვესტიციო ფონდის აქტივების წმინდა ღირებულების ამ ღირებულების
გაანგარიშების დროს გამოშვებული ერთეულების რაოდენობაზე გაყოფით.
ღია საინვესტიციო ფონდებისაგან განსხვავდება დახურული საინვესტიციო ფონდები,
რომლებსაც ლიკვიდაციამდე, როგორც წესი, არ ეკისრებათ ერთეულების გამოსყიდვის
ვალდებულება, რაც ამ ტიპის ფონდების ნაკლებად ლიკვიდურობას განაპირობებს.
გამონაკლის შემთხვევებში, შესაძლებელია დაშვებული იყოს ინვესტორის მიერ
საკუთარი
ერთეულის
გამოსყიდვა
დახურული
საინვესტიციო
ფონდის
ლიკვიდაციამდეც, თუკი ეს გათვალისწინებულია ან/და ნებადართულია მოქმედი
კანონმდებლობის ფარგლებში (მაგ., წილის ან აქციის გამოსყიდვა „მეწარმეთა შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად). ამასთან, დახურულ ფონდებზე არ ვრცელდება ღია
ფონდებისათვის დამახასიათებელი შეზღუდვები ერთეულის გამოშვებისა და
გამოსყიდვის ღირებულების ფასის განსაზღვრის შესახებ. დახურული ტიპის
საინვესტიციო კომპანიაზე სრულად ვრცელდება სამეწარმეო კანონმდებლობით
გათვალისწინებული მოთხოვნები.
გარდა ღია და დახურული ფონდებისა, კანონპროექტი, მოქმედი კანონის მსგავსად, ასევე
ითვალისწინებს ინტერვალური საინვესტიციო ფონდის არსებობასაც, რომელიც
საკუთარი მახასიათებლებით ემსგავსება როგორც ღია, ისე დახურულ საინვესტიციო
ფონდს. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონის მე-2 მუხლის
Supra 6, ე ვ რ ო პ ი ს პ ა რ ლა მ ე ნ ტ ი ს ა და ს ა ბ ჭ ო ს 2009 წ ლი ს 13 ი ვ ლი ს ი ს 2009/65/EC
დი რ ე ქ ტ ი ვ ა .
12
კ ა ნ ო ნ პ რ ო ე ქ ტ ი ს თა ნ ა ხ მ ა დ , ე რ თე უ ლი ს გ ა მ ო ს ყ ი დვ ა ს უ თა ნ ა ბ რ დე ბ ა ,
თუ კ ი ს ა ი ნ ვ ე ს ტ ი ც ი ო ფო ნ დი ა ნ /და მ ი ს ი ს ა ხ ე ლი თ მ ო ქ მ ე დი ა ქ ტ ი ვ ე ბ ი ს
მ მ ა რ თვ ე ლი კ ო მ პ ა ნ ი ა უ ზ რ უ ნ ვ ე ლყ ო ფს , რ ო მ ე რ თე უ ლი ს მ ფლო ბ ე ლს ა ქ ვ ს
შ ე ს ა ძ ლე ბ ლო ბ ა გ ა ა ს ხ ვ ი ს ო ს ს ა ფო ნ დო ბ ი რ ჟ ა ზ ე ს ა კ უ თა რ ი ე რ თე უ ლი ი ს ე თ
ფა ს ა დ , რ ო მ ე ლი ც მ ნ ი შ ვ ნ ე ლო ვ ნ ა დ ა რ გ ა ნ ს ხ ვ ა ვ დე ბ ა ე რ თე უ ლი ს წ მ ი ნ და
ღ ი რ ე ბ უ ლე ბ ი ს გ ა ნ (მ ე -40 მ უ ხ ლი ს მ ე -4 პ უ ნ ქ ტ ი ).
13
მ ს გ ა ვ ს მ ი დგ ო მ ა ს ი ზ ი ა რ ე ბ ს ე ვ რ ო კ ა ვ შ ი რ ი ს კ ა ნ ო ნ მ დე ბ ლო ბ ა ც , მ ა თ
შ ო რ ი ს ე ვ რ ო პ ი ს პ ა რ ლა მ ე ნ ტ ი ს ა და ს ა ბ ჭ ო ს 2017 წ ლი ს 14 ი ვ ნ ი ს ი ს 2017/1132
დი რ ე ქ ტ ი ვ ა ს ა კ ო რ პ ო რ ა ც ი ო ს ა მ ა რ თლი ს ც ა ლკ ე უ ლი ა ს პ ე ქ ტ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ ,
მ უ ხ . 2(2), 44(2).
11
მე-4 პუნქტის მიხედვით, ინტერვალურია ფონდი, რომელიც უწყვეტად ახორციელებს
პაის განთავსებას ფონდის წესებით განსაზღვრული დროის ინტერვალში მისი
გამოსყიდვის ვალდებულებით. თუმცა, კანონპროექტით შემოთავაზებული დეფინიცია
აკონკრეტებს ინტერვალური ფონდების მიერ ერთეულის გამოსყიდვის პერიოდულობას
და განსაზღვრავს, რომ ასეთი ტიპის ფონდის ერთეულ(ებ)ის ნებისმიერ მფლობელს
უფლება აქვს მოითხოვოს საკუთარი ერთეულ(ებ)ის გამოსყიდვა სადამფუძნებლო
დოკუმენტით გათვალისწინებული პროცედურითა და სიხშირით, მაგრამ სულ მცირე
წელიწადში ერთხელ მაინც. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მოთხოვნა, რომლებიც
კანონპროექტით დაწესებულია ღია საინვესტიციო ფონდებისათვის, აგრეთვე
ვრცელდება ინტერვალურ საინვესტიციო ფონდებზეც (იხ. კანონპროექტის მე-8 მუხლის
მე-3-მე-4 პუნქტები, მე-11 მუხლის პირველი პუნქტი და მე-3 პუნქტები).14
აღსანიშნავია, რომ გამონაკლის შემთხევებში შეიძლება შეჩერდეს ერთეულების
გამოსყიდვა, რაც უნდა განხორციელდეს საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო
დოკუმენტით გათვალისწინებული წესების შესაბამისად და მხოლოდ ისეთ შემთხვევაში,
როდესაც გარემოებები მოითხოვს ამგვარ შეჩერებას და იგი გამართლებულია
ერთეულების მფლობელების ინტერესებით.15 ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის
შემთხვევაში, ერთეულების გამოსყიდვის დროებით შეჩერების თაობაზე დაუყოვნებლივ
უნდა ეცნობოს საზედამხედველო ორგანოს. ერთეულების გამოსყიდვის შეჩერების
შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუშვებელია ერთეულების გამოსყიდვაზე
განცხადებების დაკმაყოფილება.
საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, კანონპროექტი აგრეთვე ითვალისწინებს
საინვესტიციო ფონდების კატეგორიზაციას დამოუკიდებელ და ქოლგისებურ
საინვესტიციო ფონდებად. ქოლგისებური საინვესტიციო ფონდის მთლიანი
საინვესტიციო პორტფელი დაყოფილია რამდენიმე, ერთმანეთისაგან განცალკევებულ
პორტფელად (ქვეფონდად), რომლებიც, როგორც წესი, განსხვავდება ერთმანეთისგან
შ ე და რ ე ბ ი ს ა თვ ი ს ,
იხ.
ე ვ როპ ი ს
ფა ს ი ა ნ ი
ქ ა ღ ა ლდე ბ ი ს ა
და
ბ ა ზ რ ე ბ ი ს კ ო მ ი ს ი ი ს (ESMA) და ს კ ვ ნ ა - ESMA/2013/413. ა ღ ნ ი შ ნ უ ლი და ს კ ვ ნ ი ს
მ ი ხ ე დვ ი თ , ი ს ე თი ს ა ი ნ ვ ე ს ტ ი ც ი ო ფო ნ დე ბ ი , რ ო მ ლე ბ ი ც ა ხ ო რ ც ი ე ლე ბ ე ნ
ე რ თე უ ლე ბ ი ს
გ ა მ ო ს ყ ი დვ ა ს
ს ულ მ ც ი რ ე
წ ე ლი წ ა დშ ი
ე რ თხ ე ლ მ ა ი ნ ც ,
ა ლტ ე რ ნ ა ტ ი უ ლი
ს ა ი ნ ვ ე ს ტი ც ი ო
ფო ნ დე ბ ი ს
მ ე ნ ე ჯ ე რ თა
დი რ ე ქ ტ ი ვ ი ს
მ ი ზ ნ ე ბ ი ს ა თვ ი ს , უ ნ და
ჩ ა ი თვ ა ლო ნ
ღი ა
ს ა ი ნ ვ ე ს ტი ც ი ო
ფო ნ დე ბ ა დ
(ა ღ ს ა ნ ი შ ნ ა ვ ი ა , რ ო მ ხ ს ე ნ ე ბ უ ლი დი რ ე ქ ტ ი ვ ა ს ა ი ნ ვ ე ს ტ ი ც ი ო ფო ნ დე ბ ს
მ ი ჯნ ა ვ ს ღი ა
და და ხ უ რ უ ლ ს ა ი ნ ვ ე ს ტ ი ც ი ო ფო ნ დე ბ ა დ და
ც ა ლკ ე ა რ
გ ა მ ო ჰ ყ ო ფს ი ნ ტ ე რ ვ ა ლუ რ ი ფო ნ დი ს ტ ი პ ს ).
15
მ ა გ ., ს ა ფო ნ დო ბ ი რ ჟ ა , ს ა და ც ს ა ი ნ ვ ე ს ტ ი ც ი ო ფო ნ დი ს ე რ თე უ ლე ბ ი
და შ ვ ე ბ უ ლი ა ს ა ვ ა ჭ რ ო დ , და ხ უ რ უ ლი ა ს ა გ ა ნ გ ე ბ ო ს ი ტ უ ა ც ი ი ს გ ა მ ო და ა რ
ხ ო რ ც ი ე ლდე ბ ა
ვ ა ჭ რობ ა ;
ა ნ
რ ო დე ს ა ც
ქ ვ ე ყ ა ნ ა ში
ა რი ს
ი მ გ ვ ა რი
პ ო ლი ტ ი კ უ რ ი , ს ა მ ხ ე დრ ო , ე კ ო ნ ო მ ი კ უ რ ი
ა ნ
ს ა ი ნ ვ ე ს ტი ც ი ო
ფო ნ დი ს
კ ო ნ ტ რ ო ლს მ ი ღ მ ა ა რ ს ე ბ უ ლი მ ო ვ ლე ნ ა , რ ო მ ე ლი ს დრ ო ს ა ც ტ ე ქ ნ ი კ უ რ ა დ ვ ე რ
მ ო ხ დე ბ ა
ს ა ი ნ ვ ე ს ტი ც ი ო
ფო ნ დი ს
ე რ თე უ ლე ბ ი ს
გ ა მ ო ს ყ ი დვ ა . დი დი
ბ რ ი ტ ა ნ ე თი ს ს ა ფი ნ ა ნ ს ო ს ე ქ ტ ო რ ი ს ზ ე და მ ხ ე დვ ე ლი ს (FCA) გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ი ს
თა ნ ა ხ მ ა დ , მ ხ ო ლო დ ს ა ი ნ ვ ე ს ტ ი ც ი ო ფო ნ დი ს ა ქ ტ ი ვ ე ბ ი ს რ ე ა ლი ზ ა ც ი ა ს თა ნ
და კ ა ვ შ ი რ ე ბ უ ლი ს ი რ თუ ლე ე ბ ი ა ნ დრ ო ე ბ ი თი ლი კ ვ ი დო ბ ი ს პ რ ო ბ ლე მ ა ,
შ ე ს ა ძ ლო ა , ა რ ი ყ ო ს ს ა კ მ ა რ ი ს ი ს ა ფუ ძ ვ ე ლი ა მ გ ვ ა რ ი შ ე ჩ ე რ ე ბ ი ს თვ ი ს
(და წ ვ რ ი ლე ბ ი თ
იხ.
შ ე მ დე გ
მ ი ს ა მ ა რ თზ ე :
14
https://www.handbook.fca.org.uk/handbook/COLL/7/2.pdf).
საინვესტიციო პოლიტიკის, სამიზნე ინვესტორების ან სხვა მახასიათებლის მიხედვით.16
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით იკრძალება ქვეფონდის აქტივების გამოყენება ან
იძულებითი აღსრულება ქოლგისებური ფონდის სხვა ქვეფონდ(ებ)ის ვალდებულებების
შესასრულებლად, რათა მაქსიმალურად იქნეს დაცული თითოეული ქვეფონდის
ინვესტორთა ინტერესები.
კანონპროექტით დგინდება ავტორიზებული (საჯარო) და რეგისტრირებული (კერძო)
საინვესტიციო
ფონდების
საქართველოში
დაფუძნების
პროცედურა,
ასევე
განისაზღვრება უცხოური საინვესტიციო ფონდების აღიარების წესები. ერთობლივი
ფონდის დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აქტივების მმართველი კომპანია,
რომელიც თავადვე ამტკიცებს საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტს.17
ამასთან, ერთობლივ საინვესტიციო ფონდს შეუძლია საქმიანობა განახორციელოს
მხოლოდ
აქტივების
მმართველი
კომპანიის
განცხადების
საფუძველზე
საზედამხედველო ორგანოს მიერ მისი ავტორიზაციის ან რეგისტრაციის მომენტიდან (მე9 მუხლის პირველი პუნქტი). ერთობლივი ფონდისგან განსხვავებით, საინვესტიციო
კომპანიის
დაფუძნების
შესახებ
გადაწყვეტილებას
იღებენ
მისი
პარტნიორები/აქციონერები.
კერძოდ, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული
სააქციო საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან
კომანდიტური საზოგადოების ხმის უფლების მქონე პარტნიორებმა შეიძლება მიიღონ
გადაწყვეტილება კომპანიის საინვესტიციო ფონდად გარდაქმნის შესახებ. ამ
შემთხვევაში, განცხადებას საინვესტიციო კომპანიის ავტორიზაციის ან რეგისტრაციის
თაობაზე საზედამხედველო ორგანოს წარუდგენს თავად კომპანიის უფლებამოსილი
პირი ან აქტივების მმართველი კომპანია (მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი).18 საინვესტიციო
კომპანიას უფლება აქვს შესაბამისი საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ
საზედამხედველო ორგანოს მიერ მისი ავტორიზაციის ან რეგისტრაციის მომენტიდან.
ერთობლივი ფონდის ავტორიზაციის მოპოვების მიზნით, აქტივების მმართველი
კომპანია საზედამხედველო ორგანოს წარუდგენს გადაწყვეტილებას ერთობლივი
საინვესტიციო ფონდის დაფუძნების თაობაზე, საინვესტიციო ფონდის წესებს
(სადამფუძნებლო დოკუმენტს), ემისიის პროსპექტს, ინვესტორთათვის განკუთვნილ
საკვანძო ინფორმაციის შემცველ დოკუმენტს, ასევე ინფორმაციას სპეციალიზებულ
დეპოზიტართან დადებული შეთანხმების შესახებ, რომელმაც შესაბამისი მომსახურება
უნდა გაუწიოს ერთობლივ ფონდს. საინვესტიციო კომპანიის ავტორიზაციის მიზნით,
საზედამხედველო ორგანოს წარედგინება ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან,
ქ ვ ე ფო ნ დე ბ ი ს
ა რს ე ბ ობ ა ს
ი თვ ა ლი ს წ ი ნ ე ბ ს
როგ ორც
მ ი მ ოქ ც ე ვ ა დ
ფა ს ი ა ნ ქ ა ღ ა ლდე ბ შ ი კ ო ლე ქ ტ ი უ რ ი ი ნ ვ ე ს ტ ი ც ი ე ბ ი ს გ ა ნ ს ა ხ ო რ ც ი ე ლე ბ ლა დ
შ ე ქ მ ნ ი ლი
ს ა წ ა რმ ოს
(UCITS)
მ ა რ ე გ უ ლი რ ე ბ ე ლი
დი რ ე ქ ტ ი ვ ა
(ი ხ .
დი რ ე ქ ტ ი ვ ი ს პ ი რ ვ ე ლი მ უ ხ ლი ს მ ე -2 პ უ ნ ქ ტ ი ს ბ ო ლო წ ი ნ ა და დე ბ ა ), ი ს ე
ა ლტ ე რ ნ ა ტ ი უ ლი ს ა ი ნ ვ ე ს ტ ი ც ი ო ფო ნ დე ბ ი ს მ ე ნ ე ჯ ე რ ე ბ ი ს დი რ ე ქ ტ ი ვ ა ც (ი ხ .
დი რ ე ქ ტ ი ვ ი ს მ ე -4 მ უ ხ ლი ს პ ი რ ვ ე ლი პ უ ნ ქ ტ ი ს „ა “ ქ ვ ე პ უ ნ ქ ტ ი ).
17
შ დრ . Supra 6, ე ვ რ ო პ ი ს პ ა რ ლა მ ე ნ ტ ი ს ა და ს ა ბ ჭ ო ს 2009 წ ლი ს 13 ი ვ ლი ს ი ს
2009/65/EC დი რ ე ქ ტ ი ვ ი ს მ ე -5 მ უ ხ ლი ს მ ე -2 პ უ ნ ქ ტ ი ს პ ი რ ვ ე ლი წ ი ნ ა და დე ბ ა .
18
შ დრ . Supra 6, ე ვ რ ო პ ი ს პ ა რ ლა მ ე ნ ტ ი ს ა და ს ა ბ ჭ ო ს 2009 წ ლი ს 13 ი ვ ლი ს ი ს
2009/65/EC დი რ ე ქ ტ ი ვ ი ს მ ე -5 მ უ ხ ლი ს მ ე -2 პ უ ნ ქ ტ ი ს მ ე ო რ ე წ ი ნ ა და დე ბ ა .
16
აქციონერების/პარტნიორების გადაწყვეტილება საინვესტიციო ფონდად კომპანიის
გარდაქმნის შესახებ, კომპანიის წესდება, ემისიის პროსპექტი, ინვესტორთათვის
განკუთვნილი საკვანძო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი, მინიმალური კაპიტალის
ოდენობის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, კომპანიის მმართველი ორგანოს
წევრებისა19
და
მნიშვნელოვანი
წილის
მფლობელების
შესაფერისობის
დამადასტურებელი დოკუმენტები, ინფორმაცია სპეციალიზებულ დეპოზიტართან
დადებული შეთანხმების შესახებ, რომელმაც შესაბამისი მომსახურება უნდა გაუწიოს
საინვესტიციო კომპანიას, და სხვა.
ზემოაღნიშნულისგან განსხვავებით, კანონპროექტი ადგენს საინვესტიციო ფონდის
(ერთობლივი საინვესტიციო ფონდი ან საინვესტიციო კომპანია) რეგისტრაციის
გამარტივებულ პროცედურას. კერძოდ, კანონპროექტის საფუძველზე, საინვესტიციო
ფონდის რეგისტრაციის მიზნებისათვის არ მოითხოვება სპეციალიზებული
დეპოზიტარის დანიშვნა, მინიმალური კაპიტალის არსებობა (საინვესტიციო
კომპანიისათვის), ასევე ემისიის პროსპექტის მომზადება. ამასთანავე, კანონპროექტით,
საზედამხედველო ორგანოს ენიჭება უფლებამოსილება, დააწესოს დამატებითი
მოთხოვნები საინვესტიციო ფონდების რეგისტრაციისათვის, თუკი ეს ემსახურება
ფინანსური ბაზრების სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზანს. აღნიშნული
შეესაბამება ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO)
მიერ დადგენილ პრინციპებსა და შემოთავაზებულ რეკომენდაციებს.20
კანონპროექტი ასევე ადგენს აღიარების სპეციალურ მექანიზმს იმ უცხოური
საინვესტიციო ფონდებისათვის, რომელთაც სურთ საქართველოში საჯარო შეთავაზების
განხორციელება. საამისოდ, უცხოური საინვესტიციო ფონდი უნდა აკმაყოფილებდეს
სულ მცირე შემდეგ პირობებს: იმ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, სადაც უცხოური
საინვესტიციო ფონდი არის დაფუძნებული, ნებადართული უნდა იყოს მის მიერ
გამოშვებული ერთეულების საჯარო შეთავაზება; უცხო სახელმწიფო, სადაც უცხოური
საინვესტიციო ფონდი არის დაფუძნებული, არ უნდა შედიოდეს ფინანსური ქმედების
სპეციალური
ჯგუფის
(FATF)
მიერ
დამტკიცებულ
არაკოოპერირებად
(არამოთანამშრომლე) ქვეყნებისა და ტერიტორიების ნუსხაში; კანონმდებლობა, რომლის
მიხედვითაც დაფუძნებული არის უცხოური საინვესტიციო ფონდი, უნდა ადგენდეს
ავტორიზებული საინვესტიციო ფონდების მარეგულირებელი ჩარჩოს ეკვივალენტურ
მოთხოვნებს; საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ
შემთხვევაში, უცხოურ საინვესტიციო კომპანიას ან, თუკი უცხოური საინვესტიციო
ფონდი ერთობლივი ფონდია, მის აქტივების მმართველ კომპანიას საქართველოში
19
ი გ უ ლი ს ხ მ ე ბ ი ა ნ
დი რ ე ქ ტ ო რ ე ბ ი
და
ს ა მ ე თვ ა ლყ უ რ ე ო ს ა ბ ჭ ო ს
წ ე ვ რე ბ ი
(ი ხ . კ ა ნ ო ნ პ რ ო ე ქ ტ ი ს მ ე -2 მ უ ხ ლი ს პ ი რ ვ ე ლი პ უ ნ ქ ტ ი ს „ჰ 17“ ქ ვ ე პ უ ნ ქ ტ ი ).
20
ი ხ . ფა ს ი ა ნ ი ქ ა ღ ა ლდე ბ ი ს კ ო მ ი ს ი ე ბ ი ს ს ა ე რ თა შ ო რ ი ს ო ო რ გ ა ნ ი ზ ა ც ი ი ს
(IOSCO) მ ი ე რ და დგ ე ნ ი ლი
ფა ს ი ა ნ ი
ქ ა ღ ა ლდე ბ ი ს
მ ა რ ე გ უ ლი რ ე ბ ე ლი
კ ა ნ ო ნ მ დე ბ ლო ბ ი ს
მ ი ზნ ე ბ ი ს ა
და
პ რი ნ ც ი პ ე ბ ი ს
ი მ პ ლე მ ე ნ ტ ა ც ი ი ს
შ ე ფა ს ე ბ ი ს მ ე თო დო ლო გ ი ა (Methodology For Assessing Implementation of the IOSCO Objectives
and Principles of Securities Regulation), გ ვ . 176-184, 2017 წ ლი ს მ ა ი ს ი ; ფა ს ი ა ნ ი
ქ ა ღ ა ლდე ბ ი ს კ ო მ ი ს ი ე ბ ი ს ს ა ე რ თა შ ო რ ი ს ო ო რ გ ა ნ ი ზ ა ც ი ი ს (IOSCO) 2009 წ ლი ს
ი ვ ნ ი ს ი ს ს ა ბ ო ლო ო ა ნ გ ა რ ი შ ი hedge fund-ე ბ ი ს რ ე გ უ ლი რ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ (Hedge
Funds Oversight).
დაფუძნებული უნდა ჰქონდეს ფილიალი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად ან დანიშნული ჰყავდეს მუდმივი წარმომადგენელი.
საინვესტიციო ფონდების გარდა, კანონპროექტი აგრეთვე ადგენს აქტივების მმართველი
კომპანიების მარეგულირებელ სამართლებრივ ჩარჩოს. კანონპროექტის თანახმად,
აქტივების მმართველი კომპანია განმარტებულია როგორც იურიდიული პირი, რომელიც
ახორციელებს საინვესტიციო ფონდების მართვას, ე. ი. კოლექტიური პორტფელის
მართვას, რაც მოიაზრებს საინვესტიციო ფონდის პორტფელის ან/და რისკების მართვას
(კანონპროექტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ და „ჰ5“ ქვეპუნქტები). ამდენად,
კანონპროექტი ერთმანეთისაგან განასხვავებს კოლექტიური პორტფელის მართვას,
რომელიც საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების
მარეგულირებელ ჩარჩოს ექვემდებარება, ინდივიდუალური პორტფელის მართვისაგან,
რომელზეც „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება. აღნიშნული გამიჯვნა შეესაბამება
ევროკავშირის დირექტივის მოთხოვნებსაც.21
ინდივიდუალური
პორტფელის
მართვა,
კოლექტიურისგან
განსხვავებით,
შესაძლებელია განახორციელოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალმა (მაგ.,
საბროკერო კომპანია ან ბანკი). ინდივიდუალური პორტფელის მართვად ჩაითვლება
პირის მიერ საინვესტიციო ფონდის პორტფელის მართვა დელეგირებული
უფლებამოსილების საფუძველზე, კანონპროექტის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“
ქვეპუნქტის შესაბამისად, აგრეთვე საბროკერო კომპანიის მიერ კლიენტის პორტფელის
მართვა ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის ფარგლებში. დამატებით,
კანონპროექტით, ლიცენზიის მქონე აქტივების მმართველ კომპანიასაც ენიჭება უფლება,
როგორც დამხმარე საქმიანობა, განახორციელოს ინდივიდუალური პორტფელების
მართვაც, თუმცა ასეთ შემთხვევაში მასზე გავრცელდება საბროკერო მომსახურების
გაწევისათვის ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული
მოთხოვნები (კანონპროექტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი).22
კანონპროექტის თანახმად, აქტივების მმართველი კომპანია, რომელიც დაფუძნებულია
საქართველოში და ახორციელებს საქმიანობას, უნდა იყოს ლიცენზირებული ან
რეგისტრირებული საზედამხედველო ორგანოს მიერ. აქტივების მმართველი კომპანია
ითვლება საქართველოში დაფუძნებულად, თუკი იგი ლიცენზირებული ან
რეგისტრირებულია საზედამხედველო ორგანოს მიერ. სავალდებულოა აქტივების
მმართველი კომპანიის ლიცენზირება ან რეგისტრაცია კანონპროექტის მოთხოვნათა
შესაბამისად, იმ პირისათვის, რომელსაც აქვს საქართველოში რეგისტრაციის ან მართვის
შ დრ . ე ვ რ ო პ ი ს პ ა რ ლა მ ე ნ ტ ი ს ა და ს ა ბ ჭ ო ს 2014 წ ლი ს 15 მ ა ი ს ი ს 2014/65/EU
დი რ ე ქ ტ ი ვ ა ფი ნ ა ნ ს უ რ ი ი ნ ს ტ რ უ მ ე ნ ტ ე ბ ი ს ბ ა ზ რ ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ (MiFID), მ ე -4
მ უ ხ ლი ს
პ ი რ ვ ე ლი პ უ ნ ქ ტ ი ს
მ ე -8 ქ ვ ე პ უ ნ ქ ტ ი , პ ი რ ვ ე ლი და ნ ა რ თი ს
A
ს ე ქ ც ი ი ს მ ე -4 ქ ვ ე პ უ ნ ქ ტ ი ; Supra 6, ე ვ რ ო პ ი ს პ ა რ ლა მ ე ნ ტ ი ს ა და ს ა ბ ჭ ო ს 2009
წ ლი ს 13 ი ვ ლი ს ი ს 2009/65/EC დი რ ე ქ ტ ი ვ ი ს მ ე -6 მ უ ხ ლი ს მ ე -2 პ უ ნ ქ ტ ი , მ ე -3
პ უ ნ ქ ტ ი ს „ა “ ქ ვ ე პ უ ნ ქ ტ ი , მ ე -4 პ უ ნ ქ ტ ი ; ე ვ რ ო პ ი ს პ ა რ ლა მ ე ნ ტ ი ს ა და ს ა ბ ჭ ო ს
2011 წ ლი ს 8 ი ვ ნ ი ს ი ს 2011/61/EU დი რ ე ქ ტ ი ვ ი ს მ ე -6 მ უ ხ ლი ს მ ე -2 პ უ ნ ქ ტ ი , მ ე -4
პ უ ნ ქ ტ ი ს „ა “ ქ ვ ე პ უ ნ ქ ტ ი , მ ე -6 პ უ ნ ქ ტ ი .
21
22
Ibid.
ადგილი, იმის მიუხედავად, არის თუ არა საქართველოში დაფუძნებული მისი მართვის
ქვეშ მყოფი საინვესტიციო ფონდი.
კანონპროექტის თანახმად, აქტივების მმართველი კომპანიებისათვის, რომლებიც
ახორციელებენ მხოლოდ რეგისტრირებული (არასაჯარო) საინვესტიციო ფონდების
მართვას, არ არის სავალდებულო ლიცენზიის მოპოვება და საკმარისია საზედამხედველო
ორგანოს მიერ მათი მხოლოდ რეგისტრაცია. რეგისტრირებული აქტივების მმართველი
კომპანიები, შემოთავაზებული კანონპროექტით, დაექვემდებარებიან ნაკლებად მკაცრ
მოთხოვნებს ლიცენზირებულ აქტივების მმართველ კომპანიასთან შედარებით. თუმცა,
ასეთი ტიპის აქტივების მმართველ კომპანიებს არ ექნებათ რეგისტრირებული
საინვესტიციო ფონდების გარდა სხვა სახის საინვესტიციო ფონდების მართვის უფლება
(იხ. კანონპროექტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტი).
რაც შეეხება უცხოური აქტივების მმართველი კომპანიის მიერ საქართველოში
საქმიანობის განხორციელების პირობებს, კანონპროექტი ითვალისწინებს სავალდებულო
აღიარების მექანიზმს, თუკი უცხოური აქტივების მმართველი კომპანია მართავს
საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდს(კანონპროექტის 22-ე მუხლის
პირველი პუნქტი).23 ასეთ შემთხვევაში, უცხოურმა აქტივების მმართველმა კომპანიამ
საქართველოში საქმიანობა უნდა განახორციელოს ფილიალის საშუალებით.
აღსანიშნავია, რომ, თანაბარი მოპყრობის პრინციპზე დაყრდნობით, ლიცენზირებული
აქტივების მმართველი კომპანიების მიმართ კანონპროექტით გათვალისწინებული
მოთხოვნები აგრეთვე ვრცელდება უცხოური აქტივების მმართველი კომპანიის მიერ
საქართველოში დაფუძნებულ ფილიალზეც.
შემოთავაზებული კანონპროექტით, საქართველოში საქმიანობის განმახორციელებელ
აქტივების მმართველ კომპანიას ეძლევა უფლება, მოახდინოს საკუთარი ერთი ან
რამდენიმე ფუნქციის მესამე პირზე დელეგირება (გადაბარება) და ამასთან ერთად
განისაზღვრება მოთხოვნები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს ასეთ შემთხვევაში.
ფუნქციათა დელეგირებით აქტივების მმართველ კომპანიას ეძლევა შესაძლებლობა
გაზარდოს საკუთარი საქმიანობის ეფექტურობა. თუმცა, მეორე მხრივ, დელეგირება არ
უნდა ისახავდეს მიზნად აქტივების მმართველი კომპანიის მიერ კანონით დაკისრებული
ვალდებულებებისგან თავის არიდებას და არ უნდა აზარალებდეს ინვესტორთა
ინტერესებს. აღსანიშნავია, რომ აქტივების მმართველი კომპანია უშუალოდ, საკუთარი
ბრალის
მიუხედავად,
აგებს
პასუხს
დელეგირებული
უფლებამოსილების
განხორციელებისას მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით ან უმოქმედობით
გამოწვეული ზიანისათვის, რაც შეესაბამება დირექტივის მოთხოვნას და აგრეთვე
თანხვედრაშია ქართულ სამართალში დამკვიდრებულ მიდგომებთანაც.24
ა ღ ნ ი შ ნ უ ლი
მ ი დგ ო მ ა
შე ე ს ა ბა მ ე ბა
ე ვ როკ ა ვ შ ი რშ ი
მ ო ქ მ ე დი
ა ლტ ე რ ნ ა ტ ი უ ლი ს ა ი ნ ვ ე ს ტ ი ც ი ო ფო ნ დე ბ ი ს მ ე ნ ე ჯ ე რ თა მ ა რ ე გ უ ლი რ ე ბ ე ლი
დი რ ე ქ ტ ი ვ ი ს მ ი დგ ო მ ა ს ა ც : supra 6, ე ვ რ ო პ ი ს პ ა რ ლა მ ე ნ ტ ი ს ა და ს ა ბ ჭ ო ს 2011
წ ლი ს 8 ი ვ ნ ი ს ი ს 2011/61/EU დი რ ე ქ ტ ი ვ ი ს მ ე -2 მ უ ხ ლი ს პ ი რ ვ ე ლი პ უ ნ ქ ტ ი ს „ა “
და „ბ “ ქ ვ ე პ უ ნ ქ ტ ე ბ ი .
24
Supra 6, ე ვ რ ო პ ი ს პ ა რ ლა მ ე ნ ტ ი ს ა და ს ა ბ ჭ ო ს 2009 წ ლი ს 13 ი ვ ლი ს ი ს 2009/65/EC
დი რ ე ქ ტ ი ვ ი ს მ ე -13 მ უ ხ ლი ს მ ე -2 პ უ ნ ქ ტ ი ; ე ვ რ ო პ ი ს პ ა რ ლა მ ე ნ ტ ი ს ა და
ს ა ბ ჭ ო ს 2011 წ ლი ს 8 ი ვ ნ ი ს ი ს 2011/61/EU დი რ ე ქ ტ ი ვ ი ს მ ე -20 მ უ ხ ლი ს მ ე -3
23
აქტივების მმართველი კომპანია ფიდუციური (ნდობითი) ვალდებულებით აღჭურვილი
სუბიექტია, რომელიც უნდა იყოს დამოუკიდებელი საკუთარ საქმიანობაში,
მოქმედებდეს კეთილსინდისიერად, პროფესიული სტანდარტების შესაბამისად და იმ
რწმენით, რომ მისი ქმედებები ემსახურება საინვესტიციო ფონდისა და ინვესტორების
საუკეთესო
ინტერესებს;
იგი
ვალდებულია
ყველა ინვესტორს
მოეპყროს
სამართლიანად(კანონპროექტის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტები).
როგორც
ხელმძღვანელობითი
და
წარმომადგენლობითი
ფუნქციების
განმახორციელებელი, აქტივების მმართველი კომპანია იცავს საინვესტიციო ფონდის
ინტერესებს მესამე პირთა წინაშე, მათ შორის აღძრავს სარჩელებს. იმ შემთხვევაში, თუკი
ის დაუსაბუთებლად იტყვის უარს მესამე პირის მიმართ საინვესტიციო ფონდის
მოთხოვნის განხორციელებაზე, ერთეულის მფლობელს ეძლევა ე. წ. დერივაციული
სარჩელის აღძვრის უფლება, რაც მიზნად ისახავს უმცირესობაში მყოფი ერთეულის
მფლობელთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვას.25
კანონპროექტი ასევე დეტალურად განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც აქტივების
მმართველ კომპანიას უწყდება უფლებამოსილება, განახორციელოს საინვესტიციო
ფონდის მართვა. ეს საფუძვლებია: აქტივების მართვის უფლებამოსილების შეწყვეტა
აქტივების მართვის ხელშეკრულების ან/და საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო
დოკუმენტის შესაბამისად; აქტივების მმართველი კომპანიისთვის ლიცენზიის,
რეგისტრაციის ან აღიარების გაუქმება; საზედამხედველო ორგანოს შესაბამისი
გადაწყვეტილება, თუკი აქტივების მმართველი კომპანია არღვევს საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნებს ან აშკარა საფრთხეს უქმნის საინვესტიციო ფონდს ან მის
ინვესტორებს. საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, აქტივების მმართველი
კომპანია, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა საკუთარი ინიციატივით ან
ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო, ვალდებულია გააგრძელოს საქმიანობა ახალი
აქტივების მმართველი კომპანიის დანიშვნამდე. გარდა ამისა, კანონპროექტით
დადგენილია ვალდებულება, რომ საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტი
შეიცავდეს აქტივების მმართველი კომპანიის ცვლილებისას ინვესტორთა დაცვის
საკმარის გარანტიებს (მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი). ამასთან, ახალი
აქტივების მმართველი კომპანიის დანიშვნა საჭიროებს საზედამხედველო ორგანოს
თანხმობას.26
კანონპროექტით დგინდება რეზიდენტი აქტივების მმართველი კომპანიების
ლიკვიდაციის სპეციალური ჩარჩო, რომლის მიზანია უზრუნველყოფილი იქნეს
კომპანიის ლიკვიდაციისას მისი მართვის ქვეშ მყოფი საინვესტიციო ფონდების, აგრეთვე
აქტივების მმართველი კომპანიის კლიენტების აქტივების სხვა ფინანსური
ინსტიტუტისათვის სამართავად დროული გადაცემა და სალიკვიდაციო მასაში შემავალი
აქტივების კრედიტორებისათვის განაწილება. ლიკვიდაციას წარმართავს სპეციალური
ექსპერტიზით აღჭურვილი, საზედამხედველო ორგანოს მიერ დანიშნული პირი,
პ უ ნ ქ ტ ი . ი ხ . ა გ რ ე თვ ე ს ა ქ ა რ თვ ე ლო ს ს ა მ ო ქ ა ლა ქ ო კ ო დე ქ ს ი ს 396-ე მ უ ხ ლი .
25
შ დრ . „მ ე წ ა რ მ ე თა შ ე ს ა ხ ე ბ “ ს ა ქ ა რ თვ ე ლო ს კ ა ნ ო ნ ი ს 46-ე მ უ ხ ლი ს მ ე -5
პ უ ნ ქ ტ ი და 53-ე მ უ ხ ლი ს მ ე -5 პ უ ნ ქ ტ ი .
26
შ დრ . Supra 6, ე ვ რ ო პ ი ს პ ა რ ლა მ ე ნ ტ ი ს ა და ს ა ბ ჭ ო ს 2009 წ ლი ს 13 ი ვ ლი ს ი ს
2009/65/EC დი რ ე ქ ტ ი ვ ი ს მ ე -5 მ უ ხ ლი ს მ ე -6 პ უ ნ ქ ტ ი .
რომელზეც გადადის ლიკვიდაციაში მყოფი სუბიექტის ყველა ორგანოს სრული
უფლებამოსილება. ლიკვიდატორი ვალდებულია, საზედამხედველო ორგანოს მიერ
აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან
10 დღის ვადაში გამოაქვეყნოს შესაბამისი განცხადება, რითაც კრედიტორებს ეცნობება
ლიკვიდაციის დაწყების თაობაზე. აღნიშნული განცხადება უნდა გამოქვეყნდეს
განმეორებით, პირველი განცხადების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში. იმ კრედიტორთა
მოთხოვნები, რომლებიც არ წარუდგენენ ლიკვიდატორს დასაბუთებულ წერილობით
მოთხოვნას განცხადების მეორედ გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში, ჩაითვლება
დაგვიანებულ მოთხოვნად და დაკმაყოფილდება ყველა დანარჩენი კრედიტორი
დაკმაყოფილების შემდეგ.
პირველ რიგში, სალიკვიდაციო მასიდან დაიფარება
ლიკვიდაციის ხარჯები, ხოლო შემდეგ - სხვა მოთხოვნები, რიგითობის შესაბამისად.
დარჩენილი სახსრები გადანაწილდება აქტივების მმართველი კომპანიის პარტნიორებზე,
მათი კუთვნილი წილის პროპორციულად.
აქტივების მმართველი კომპანიის გარდა, კანონპროექტი შეიცავს მნიშვნელოვან
ცვლილებებს ავტორიზებული (საჯარო) საინვესტიციო ფონდების სპეციალიზებულ
დეპოზიტართან მიმართებით, რომლის მიერ შესასრულებელი ფუნქციები იყოფა ორ
ძირითად ნაწილად: საინვესტიციო ფონდის კუთვნილი ფასიანი ქაღალდების შესანახად
მიღება და საინვესტიციო ფონდის საქმიანობაზე ზედამხედველობა.27 კანონპროექტით,
სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციის განმახორციელებელი შეიძლება იყოს
კომერციული ბანკი ან სხვა ფინანსური ინსტიტუტი, რომელსაც აქვს უფლება ფლობდეს
კლიენტის ფასიან ქაღალდებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. გარდა
ამისა, დირექტივით გათვალისწინებულ მიდგომაზე დაფუძნებით, საინვესტიციო
ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციის შესრულების უფლება მიენიჭება
ცენტრალურ ბანკსაც (საქართველოს ეროვნულ ბანკს).28
სპეციალიზებული დეპოზიტარს ეკისრება ვალდებულება შეინახოს, როგორც
კასტოდიანმა (ნომინალურმა მფლობელმა), საინვესტიციო ფონდის კუთვნილი
ფინანსური ინსტრუმენტები, რომელთა აღრიცხვა შესაძლებელია დეპოზიტართან
გახსნილი ფინანსური ინსტრუმენტების ანგარიშზე ან რომელთა სპეციალიზებული
დეპოზიტარისთვის მატერიალური ფორმით მიწოდება შესაძლებელია (მაგ., აქციები და
ობლიგაციები, რომლებიც არსებობს არამატერიალიზებული ან მატერიალური ფორმით).
სხვა აქტივებთან მიმართებით, დეპოზიტარმა უნდა შეამოწმოს პერიოდულად, რომ
საინვესტიციო ფონდს მათზე მოპოვებული აქვს საკუთრების უფლება დადგენილი
წესით. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია მიაწოდოს აქტივების მმართველ
კომპანიას, წერილობითი ხელშეკრულებით შეთანხმებული სიხშირით, საინვესტიციო
ფონდის ყველა აქტივის ამომწურავი ნუსხა. შემოთავაზებული კანონპროექტით,
ნებადართულია ზემოაღნიშნული ფუნქციის დელეგირება მესამე პირზე (მაგ., უცხოურ
ფინანსურ ინსტიტუტზე, რომლის საშუალებითაც დეპოზიტარი ფლობს და ინახავს
ვ ი ნ ა ი და ნ
რ ე გ ი ს ტ რ ი რ ე ბ უ ლი
(კ ე რ ძ ო ) ს ა ი ნ ვ ე ს ტ ი ც ი ო
ფო ნ დე ბ ი
ნ ა კ ლე ბ ა დ ა რ ი ა ნ რ ე გ უ ლი რ ე ბ უ ლი , კ ა ნ ო ნ პ რ ო ე ქ ტ ი ა რ ი თხ ო ვ ს მ ა თთვ ი ს
ს პ ე ც ი ა ლი ზ ე ბ უ ლი დე პ ო ზ ი ტ ა რ ი ს ს ა ვ ა ლდე ბ უ ლო და ნ ი შ ვ ნ ა ს .
28
Supra 6, ე ვ რ ო პ ი ს პ ა რ ლა მ ე ნ ტ ი ს ა და ს ა ბ ჭ ო ს 2009 წ ლი ს 13 ი ვ ლი ს ი ს 2009/65/EC
დი რ ე ქ ტ ი ვ ი ს 23-ე მ უ ხ ლი ს მ ე -2 პ უ ნ ქ ტ ი ს „ა “ ქ ვ ე პ უ ნ ქ ტ ი .
27
ფონდის კუთვნილ ფასიან ქაღალდებს), თუმცა ამ შემთხვევაში მესამე პირის
მოქმედებებზე სპეციალიზებული დეპოზიტარი პირდაპირ და უშუალოდ აგებს პასუხს.
სპეციალიზებული
დეპოზიტარისათვის
შესანახად
გადაცემული
აქტივები
ექვემდებარება დეპოზიტარის კუთვნილი აქტივებისგან სეგრეგაციას (განცალკევებას) და
იკრძალება მათი აღსრულება სპეციალიზებული დეპოზიტარის ან მისი ფუნქციების
შემსრულებელი მესამე პირის მიმართ არსებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად,
აგრეთვე აღნიშნული აქტივების შეტანა სპეციალიზებული დეპოზიტარის ან მისი
ფუნქციების შემსრულებელი მესამე პირის სალიკვიდაციო მასაში მათ წინააღმდეგ
გადახდისუუნარობის ან ლიკვიდაციის საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში.
კანონპროექტი სპეციალიზებულ დეპოზიტარს აკისრებს მკაცრ პასუხიმგებლობას
მისთვის შესანახად მიბარებული ფასიანი ქაღალდების დაკარგვისათვის და
გამონაკლისად ადგენს მხოლოდ ისეთ შემთხვევას, როდესაც დანაკარგი გამოიწვია
დაუძლეველმა ძალამ, რომელიც არ ექვემდებარებოდა დეპოზიტარის კონტროლს და
დამდგარი შედეგი გარდაუვალი იქნებოდა, მიუხედავად ყველა გონივრული
ძალისხმევისა (კანონპროექტის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტი).
რაც შეეხება სპეციალიზებული დეპოზიტარის კონტროლის ფუნქციებს, ეს ფუნქციები,
დირექტივაზე დაფუძნებით, მოიცავს შემდეგს: საინვესტიციო ფონდის ფულადი
ნაკადების კონტროლს, ერთეულების (აქციების) ემისიისა და გამოსყიდვის
კანონმდებლობასთან
შესაბამისობის
უზრუნველყოფას,
აქტივების
წმინდა
ღირებულების გამოთვლის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფას,
აქტივების მმართველი კომპანიის მიერ განხორციელებული ტრანზაქციების
მონიტორინგს და სხვ. სპეციალიზებულ დეპოზიტარს ეკისრება ვალდებულება,
დაუყოვნებლივ აცნობოს საზედამხედველო ორგანოს, თუკი, მის ხელთ არსებული
ინფორმაციის საფუძველზე, აქტივების მმართველი კომპანიის ან საინვესტიციო ფონდის
ქმედებები არსებითად არღვევს კანონმდებლობის მოთხოვნებს. სპეციალიზებული
დეპოზიტარი ზედამხედველობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს ასრულებს
უშუალოდ და მას არ აქვს მესამე პირზე აღნიშნულ ფუნქციათა დელეგირების უფლება.
დეპოზიტარი პასუხს აგებს კონტროლის ფუნქციების განზრახ ან გაუფრთხილებლად
არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანისათვის, საერთო წესების შესაბამისად.
აღსანიშნავია,
რომ,
ინტერესთა
კონფლიქტის
გამოსარიცხად,
იკრძალება
სპეციალიზებული დეპოზიტარისა და აქტივების მმართველი კომპანიის ფუნქციების
ერთი პირის მიერ შეთავსება. სპეციალიზებულ დეპოზიტარს აგრეთვე ეკრძალება
საინვესტიციო ფონდთან ან აქტივების მმართველ კომპანიასთან მიმართებით ისეთი
საქმიანობის განხორციელება, რომელმაც შესაძლებელია ინტერესთა კონფლიქტი
წარმოქმნას, ერთი მხრივ, სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და, მეორე მხრივ,
საინვესტიციო ფონდს, მისი ერთეულების მფლობელებს ან აქტივების მმართველ
კომპანიას შორის, თუკი დეპოზიტარი არ დაიცავს ინტერესთა კონფლიქტის მართვის
შესახებ მოთხოვნებს (კანონპროექტის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტი).
კანონპროექტით განისაზღვრება სპეციალიზებული დეპოზიტარის უფლებამოსილების
შეწყვეტის საფუძვლები, კერძოდ: სპეციალიზებულ დეპოზიტართან დადებული
ხელშეკრულების შეწყვეტა; აქტივების მმართველი კომპანიის შეცვლა; სპეციალიზებული
დეპოზიტარისათვის მინიჭებული საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება; საზედამხედველო
ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილება, თუკი სპეციალიზებული დეპოზიტარი არღვევს
საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს ან აშკარა საფრთხეს უქმნის საინვესტიციო
ფონდს
ან
ინვესტორებს.
საქმიანობის
უწყვეტობის
უზრუნველსაყოფად,
სპეციალიზებული
დეპოზიტარი,
რომელსაც
უფლებამოსილება
შეუწყდა
ხელშეკრულების შეწყვეტის ან აქტივების მმართველი კომპანიის ცვლილების გამო,
ვალდებულია გააგრძელოს საქმიანობა ახალი სპეციალიზებული დეპოზიტარის
დანიშვნამდე. გარდა ამისა, კანონპროექტით დადგენილია ვალდებულება, რომ
ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტი შეიცავდეს
სპეციალიზებული დეპოზიტარის ცვლილებისას ინვესტორთა დაცვის საკმარის
გარანტიებს (მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი). როგორც აქტივების მმართველი
კომპანიის შემთხვევაში, ახალი სპეციალიზებული დეპოზიტარის დანიშვნაც საჭიროებს
საზედამხედველო ორგანოს თანხმობას.29
კანონპროექტი ადგენს საინვესტიციო ფონდების შერწყმის მარეგულირებელ დეტალურ
ჩარჩოს, რომელიც მოიცავს შერწყმის შემდეგ სამ კატეგორიას: ერთი ან ერთზე მეტი
საინვესტიციო ფონდის (ე. წ. „გადამცემი ფონდი“) მიერთება სხვა, მანამდე არსებულ
საინვესტიციო ფონდთან (ე. წ. „მიმღები ფონდი“), ყველა აქტივისა და ვალდებულების
გადაცემის გზით, რასაც მოსდევს გადამცემი ფონდის გაუქმება; ორი ან ორზე მეტი
საინვესტიციო ფონდის (ე. წ. „გადამცემი ფონდი“) გაერთიანება, ახლად დაფუძნებულ
საინვესტიციო ფონდისათვის (ე. წ. „მიმღები ფონდი“) ყველა აქტივისა და
ვალდებულების გადაცემის გზით, რასაც მოსდევს გადამცემი ფონდების გაუქმება;
შერწყმის მესამე ფორმა მოიცავს როგორც პირველი, ისე მეორე ფორმის შერწყმის ნიშნებს,
იმ განსხვავებით, რომ გადამცემი ფონდი/ფონდები მიმღებ ფონდს არ გადასცემს საკუთარ
ვალდებულებებს, არამედ გადასცემს მხოლოდ წმინდა აქტივებს (ე. ი. აქტივების იმ
ოდენობას, რომელიც აღემატება ვალდებულებებს) და აგრძელებს არსებობას დარჩენილი
ვალდებულებების დაფარვამდე.
შერწყმის განსახორციელებლად, სავალდებულოა საზედამხედველო ორგანოსათვის
წინასწარი თანხმობა, რისთვისაც საზედამხედველო ორგანოს უნდა წარედგინოს
შერწყმის შეთანხმების პროექტი, მიმღები საინვესტიციო ფონდის პროსპექტის
განახლებული ვერსია (პროსპექტის არარსებობისას, განახლებული საინვესტიციო
სტრატეგია), შერწყმის ფარგლებში ინვესტორთათვის გასამჟღავნებელი ინფორმაცია და
სხვა დოკუმენტები. შერწყმის განხორციელებაზე თანხმობის მიღების შემთხვევაში,
გადამცემი და მიმღები საინვესტიციო ფონდები (ან მათი შესაბამისი აქტივების
მმართველი კომპანიები) ვალდებული არიან მიაწოდონ ინვესტორებს სრული
ინფორმაცია შეთავაზებული შერწყმის შესახებ, რათა ინვესტორებმა შეძლონ შერწყმის
დადასტურების ან უარყოფის შესახებ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღება ან/და
მოითხოვონ საკუთარი ერთეულების გამოსყიდვა, გამოსყიდვის საკომისიოს გადახდის
ვალდებულების გარეშე. შერწყმის დასრულებისას, შერწყმის მსურველი საინვესტიციო
ფონდების ერთეულის მფლობელები ხდებიან მიმღები საინვესტიციო ფონდის
29
Supra 22.
ერთეულის მფლობელები, ხოლო მიმღებ საინვესტიციო ფონდს გადაეცემა შერწყმის
მსურველი ფონდის ყველა აქტივი და ვალდებულება ან/და მხოლოდ წმინდა აქტივები,
მესამე ფორმის შერწყმის შემთხვევაში.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ავტორიზებული (საჯარო) ფონდების მიერ
ინვესტიციების განხორციელებისა და სესხის აღების/გაცემის მარეგულირებელ წესებს.
კანონპროექტი ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდებს აკისრებს ვალდებულებას,
დანერგოს რისკების მართვის პროცესი და პორტფელის აქტივების კრედიტუნარიანობის
შეფასებისას არ იხელმძღვანელოს მხოლოდ ან პირდაპირ საკრედიტო სარეიტინგო
სააგენტოს მიერ მინიჭებული საკრედიტო რეიტინგით. UCITS-თან მიმართებით,
დირექტივის შესაბამისად, კანონპროექტი ჩამოთვლის იმ ლიკვიდურ აქტივებს,
რომლებში ინვესტირების უფლებაც UCITS-ს აქვს მინიჭებული. ეს აქტივები მოიცავს,
ძირითადად, საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებულ ფასიან ქაღალდებს და ფულადი
ბაზრის ინსტრუმენტებს (მაგ., სახაზინო ობლიგაციები), მოკლევადიან საბანკო
დეპოზიტებს, სხვა UCITS-ების მიერ გამოშვებულ ერთეულებს, ფინანსური დერივატივის
ინსტრუმენტებს, არასაბირჟო ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებს, რომლებიც
გამოშვებულია საქართველოს ან უცხო ქვეყნის სახელმწიფოს სახელით ან სხვა
კვალიფიციური სუბიექტის მიერ.
კანონპროექტით, ავტორიზებულ ფონდს სესხის აღების უფლება აქვს მხოლოდ
სადამფუძნებლო დოკუმენტით განსაზღვრულ შემთხვევაში, რომელიც უნდა
განსაზღვრავდეს საინვესტიციო ფონდის აქტივების ღირებულების მაქსიმალურ
პროცენტულ ოდენობას, რომლის სესხად აღებაც დასაშვებია, აგრეთვე სესხის აღების
ნებადართულ მეთოდს, სესხის სახეობასა და ვადას. აღსანიშნავია, რომ ეს შეზღუდვა არ
ეხება UCITS-ის მიერ სესხის აღებას, რაც, დირექტივაზე დაყრდნობით, კანონპროექტით
ცალკე არის დარეგულირებული. კერძოდ, ნებადართულია UCITS-ის მიერ სესხის აღება
შემდეგ შემთხვევებში: უცხოური ვალუტის შეძენა ე. წ. back-to-back სესხის საშუალებით;
მოკლევადიანი სესხის აღება, არაუმეტეს საკუთარი აქტივების 10%-მდე ოდენობით; და
სესხის აღება საოპერაციო საქმიანობისათვის აუცილებელი უძრავი ქონების შესაძენად,
არაუმეტეს საკუთარი აქტივების 10%-მდე ოდენობით.30
ავტორიზებულ (საჯარო) ფონდებს, ზოგადად, ეკრძალებათ ასევე სესხის გაცემა ან
თავდებად/გარანტად დადგომა მესამე პირთა სასარგებლოდ. აღნიშნული შეზღუდვა,
ერთი მხრივ, შეესაბამება დირექტივით UCITS-ისათვის დადგენილ აკრძალვას, ხოლო,
მეორე მხრივ, თანხვედრაშია ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიის
(ESMA) რეკომენდაციებთანაც სესხის გამცემ საინვესტიციო ფონდებთან მიმართებით.31
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ, კანონპროექტით, სესხის გაცემის შეზღუდვა არ
ვრცელდება ფინანსურ ინსტრუმენტებსა საბანკო დეპოზიტებში ინვესტირებაზე,
აგრეთვე პორტფელის მართვის ისეთი ტექნიკის გამოყენებაზე, როგორიცაა ფასიანი
ქაღალდების სესხების ოპერაციები (52-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 56-ე მუხლის მე-4 პუნქტი).
Supra 6, ე ვ რ ო პ ი ს პ ა რ ლა მ ე ნ ტ ი ს ა და ს ა ბ ჭ ო ს 2009 წ ლი ს 13 ი ვ ლი ს ი ს
დი რ ე ქ ტ ი ვ ი ს 83-ე მ უ ხ ლი ს პ ი რ ვ ე ლი და მ ე ო რ ე პ უ ნ ქ ტ ე ბ ი .
30
31
2009/65/EC
Opinion on key principles for a European framework on loan origination by funds (11.04.2016,
ESMA/2016/596), პ ა რ . 30 და მ ო მ დე ვ ნ ო პ ა რ ა გ რ ა ფე ბ ი .
დირექტივაზე
დაფუძნებით,
კანონპროექტით
განისაზღვრა
UCITS-ისათვის
საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციის მოთხოვნები, რაც საინვესტიციო
რისკების კონცენტრაციის თავიდან აცილებას ემსახურება.32 აღნიშნული მოთხოვნები
მდგომარეობს შემდეგში: UCITS-ს არ აქვს უფლება განახორციელოს საკუთარი აქტივების
5%-ზე მეტის ინვესტირება ერთი და იმავე ემიტენტის მიერ გამოშვებულ ფასიან
ქაღალდებში ან ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებში; საბანკო დეპოზიტების შემთხვევაში
შესაბამისი ლიმიტი შეადგენს 20%-ს; სხვა UCITS-ში ან მსგავსი ტიპის საინვესტიციო
ფონდში ინვესტირებული თანხა არ უნდა აჭარბებდეს საკუთარი აქტივების 20%-ს, ხოლო
მთლიანად საინვესტიციო ფონდებში განხორციელებული ინვესტიციები - საკუთარი
აქტივების 30%-ს. გარდა ამისა, UCITS-ს ეკრძალება ინვესტიციების კონცენტრაცია ერთ
საწარმოში საკუთარი აქტივების 20%-ზე მეტი ოდენობით. აღნიშნული შეზღუდვა
მოიცავს ინვესტიციებს ფასიან ქაღალდებში, ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებში, საბანკო
დეპოზიტებსა და არასაბირჟო დერივატივის ინსტრუმენტებში.
ზემოხსენებული ლიმიტები დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით არ ვრცელდება
სპეციალური სტატუსის მქონე Feeder UCITS-ებზე (ინვესტორი UCITS), რომლებსაც,
საგამონაკლისო წესით, აქვთ უფლება განახორციელონ საკუთარი აქტივების სულ მცირე
85%-ის ინვესტირება სხვა UCITS-ში (Master UCITS).33 აღნიშნული გამონაკლისის დაწესება
გამართლებულია იმდენად, რამდენადაც ინვესტიცია ხორციელდება ისეთ ფონდში,
რომელიც თავად აკმაყოფილებს დივერსიფიკაციის მოთხოვნებს და ამავდროულად არ
წარმოადგენს ინვესტორ ფონდს (57-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი). ინვესტორი
ფონდის ერთეულის მფლობელების დაცვის მიზნით, ნებისმიერი ინვესტიცია სხვა
UCITS-ში, რომელიც აღემატება დადგენილ ლიმიტს (საკუთარი აქტივების 20%-ს),
საჭიროებს
საზედამხედველო
ორგანოს
წინასწარ
თანხმობას.
საამისოდ,
საზედამხედველო ორგანოს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები: ინვესტიციის
მიმღები ფონდისა და ინვესტორი ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტები; ინვესტიციის
მიმღები ფონდისა და ინვესტორი ფონდის პროსპექტები და ინვესტორებისთვის
განკუთვნილი საკვანძო ინფორმაციის დოკუმენტები; ინვესტიციის მიმღებ ფონდსა და
ინვესტორ ფონდს შორის, აგრეთვე აღნიშნული ფონდების სპეციალიზებულ
დეპოზიტარებსა და აუდიტორებს შორის დადებული შეთანხმება ინფორმაციის გაცვლის
თაობაზე. ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებათა გაფორმების მიზანია,
გაუადვილოს ინვესტორ ფონდს მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება.
ერთ-ერთ ასეთ ვალდებულებას წარმოადგენს ინვესტორი ფონდის მიერ ინვესტიციის
მიმღები ფონდის საქმიანობაზე ეფექტური კონტროლის განხორციელება. გარდა ამისა,
ინვესტიციის მიმღები ფონდის სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა დაუყოვნებლივ უნდა
აცნობოს საზედამხედველო ორგანოს, ინვესტორ ფონდს ან, შესაბამის შემთხვევაში,
რ ა ც შ ე ე ხ ე ბ ა ს ხ ვ ა ს ა ი ნ ვ ე ს ტ ი ც ი ო ფო ნ დე ბ ს , მ ი უ ხ ე და ვ ა დ ი მ ი ს ა , რ ო მ
კ ა ნ ონ პ როე ქ ტი
თა ვ ა დ
ა რ
გ ა ნ ს ა ზღვ რა ვ ს
მ ა თთა ნ
და კ ა ვ შ ი რ ე ბ ი თ
პ ო რ ტ ფე ლი ს
დი ვ ე რ ს ი ფი კ ა ც ი ი ს
დე ტ ა ლუ რ
ვ ა ლდე ბ უ ლე ბ ე ბ ს ,
ს ა ზ ე და მ ხ ე დვ ე ლო
ორგ ა ნ ოს
ე ნიჭ ე ბა
უ ფლე ბ ა მ ო ს ი ლე ბ ა
და ა დგ ი ნ ო ს
შე ს ა ბა მის ი
მ ო თხ ო ვ ნ ე ბ ი
კ ა ნ ო ნ ქ ვ ე მ დე ბ ა რ ე
ნ ო რ მ ა ტ ი უ ლი
ა ქ ტი ს
ს ა ფუ ძ ვ ე ლზ ე (52-ე მ უ ხ ლი ს მ ე -6 პ უ ნ ქ ტ ი ).
33
ი ხ . დი რ ე ქ ტ ი ვ ი ს 58-ე -67-ე მ უ ხ ლე ბ ი (Supra 6, ე ვ რ ო პ ი ს პ ა რ ლა მ ე ნ ტ ი ს ა და
ს ა ბ ჭ ო ს 2009 წ ლი ს 13 ი ვ ლი ს ი ს 2009/65/EC დი რ ე ქ ტ ი ვ ა ).
32
აქტივების მმართველ კომპანიასა და ინვესტორი ფონდის სპეციალიზებულ
დეპოზიტარს, თუკი ინვესტიციის მიმღებ ფონდთან დაკავშირებით აღმოაჩენს იმგვარ
დარღვევას, რომელმაც შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს ინვესტორ ფონდზე.
ამასთანავე, ინვესტორი ფონდის აუდიტორმა აუდიტორულ დასკვნაში უნდა გააკეთოს
მითითება ინვესტიციის მიმღები ფონდის აუდიტორულ დასკვნაში გამოვლენილი
დარღვევებისა და ინვესტორ ფონდზე მათი გავლენის შესახებ.
კანონპროექტი ითვალისწინებს ინვესტორი ფონდის ინვესტორების დაცვის დამატებით
მექანიზმს UCITS-ისათვის ვალდებულების დაკისრებით, მიაწოდოს საკმარისი
ინფორმაცია ერთეულების მფლობელებს ინვესტიციის მიმღებ ფონდში საკუთარი
აქტივების 20%-ზე მეტი ოდენობით ინვესტირებამდე, კერძოდ: განცხადება იმის
თაობაზე, რომ საზედამხედველო ორგანომ გასცა თანხმობა ინვესტორი ფონდის მიერ
შესაბამის ინვესტიციის მიმღებ ფონდში ინვესტიციის განხორციელებაზე; ინვესტორი
ფონდისა და ინვესტიციის მიმღები ფონდის ინვესტორებისთვის განკუთვნილი საკვანძო
ინფორმაციის დოკუმენტები; თარიღი, როდესაც ინვესტორი ფონდი აპირებს
ინვესტიციის მიმღებ ფონდში ინვესტიციის განხორციელებას ან, თუკი უკვე
განახორციელა ინვესტიცია, როდესაც ინვესტიციის ოდენობა გადააჭარბებს დადგენილ
ლიმიტს; განცხადება, რომლის მიხედვითაც ერთეულის მფლობელებს აქვთ უფლება,
კანონპროექტის შესაბამისი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიღებიდან 30 დღის
განმავლობაში მოითხოვონ ერთეულების გამოსყიდვა, საკომისიოს გადახდის გარეშე
(ინვესტიციის გატანასთან დაკავშირებული ხარჯების გარდა).
გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, რათა ინვესტორებს ჰქონდეთ შესაძლებლობა
მიიღონ გაცნობიერებული გადაწყვეტილება საინვესტიციო ფონდების ერთეულებში
ინვესტირების შესახებ, კანონპროექტი ადგენს მინიმალური დოკუმენტების
ჩამონათვალს, რომელთა გამჟღავნების ვალდებულებაც ეკისრება საჯარო შეთავაზების
განმახორციელებელ
საინვესტიციო
ფონდებს
(საქართველოში
დაფუძნებულ
ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდებს და საზედამხედველო ორგანოს მიერ
აღიარებულ უცხოურ საინვესტიციო ფონდებს). ეს დოკუმენტებია: ინვესტორთათვის
განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია, პროსპექტი, წლიური და ნახევარწლიური
ანგარიშები. აღნიშნული დოკუმენტები ინვესტორებს შესაძლებელია მიეწოდოს
ხანგრძლივი მატარებლის ან ვებგვერდის მეშვეობით, ხოლო ინვესტორის მოთხოვნისას
აუცილებელია მათი მიწოდება მატერიალური ფორმით, საფასურის გადახდის
ვალდებულების გარეშე.
კანონპროექტით, ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია წარმოადგენს
წინასახელშეკრულებო ინფორმაციას, რომელიც ერთეულის გაყიდვამდე უნდა
მიაწოდოს საინვესტიციო ფონდმა ან მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა
კომპანიამ ინვესტორებს ან ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალს, თუკი შუამავალი
ერთეულების განთავსებას (პირველად გაყიდვას) საინვესტიციო ფონდისგან ან
აქტივების მმართველი კომპანიისგან დამოუკიდებლად ახორციელებს. გარდა ამისა,
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალს ეკისრება, მიაწოდოს საკვანძო ინფორმაცია
საკუთარ კლიენტებს ან პოტენციურ კლიენტებს. საკვანძო ინფორმაცია დაწერილი უნდა
იყოს ლაკონური და არატექნიკური ენით და უნდა შეიცავდეს საინვესტიციო ფონდის
ძირითადი მახასიათებლების შესახებ სათანადო მონაცემებს. აღნიშნული განასხვავებს
საკვანძო ინფორმაციას პროსპექტისაგან, რომელიც უნდა შეიცავდეს უფრო დეტალურ და
მოცულობით ინფორმაციას საინვესტიციო ფონდის ერთეულებისა და ინვესტიციასთან
დაკავშირებული რისკების შესახებ. ამიტომაც, პირს მხოლოდ მაშინ დაეკისრება
სამოქალაქო პასუხისმგებლობა საკვანძო ინფორმაციის დოკუმენტის არასწორად
შედგენასთან დაკავშირებით, თუკი მასში მოყვანილი ინფორმაცია შეცდომაში შემყვანია,
არასწორია ან არ შეესაბამება პროსპექტის შესაბამის ნაწილებს.
პროსპექტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, მკაფიო და არ უნდა
იყოს შეცდომაში შემყვანი. ამასთანავე, პროსპექტის დამტკიცება არ უნდა იქნეს
მიჩნეული როგორც საზედამხედველო ორგანოს რეკომენდაცია ან დასკვნა პროსპექტის
შინაარსის სისწორის ან მასში აღწერილი ინვესტიციების ღირებულების შესახებ.
კანონპროექტით დაწვრილებით არის განსაზღვრული ის ინფორმაცია, რომელიც
წარმოდგენილი უნდა იყოს პროსპექტში (66-ე მუხლის მე-3 პუნქტი). ამასთანავე,
სავალდებულო არ არის პროსპექტში იმ მონაცემების მითითება, რომლებიც ასახულია
პროსპექტზე თანდართულ საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტში.
როგორც პროსპექტში, ისე სადამფუძნებლო დოკუმენტში ცვლილების შეტანა საჭიროებს
საზედამხედველო ორგანოს თანხმობას.34 გარდა ამისა, შესატანი ცვლილება
გამჟღავნებული უნდა იყოს წინასწარ ინვესტორებისათვის, რათა მათ შეძლონ თავიანთ
ინვესტიციასთან დაკავშირებით ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება (66-ე
მუხლის მე-7 პუნქტი, მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი).
საჯარო შეთავაზების განმახორციელებელმა ფონდებმა ასევე უნდა მოამზადონ და
გამოქვეყნონ წლიური და ნახევარწლიური ანგარიშები. ანგარიშებში ფინანსური
ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და
აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად,
ხოლო უცხოური ფონდის შემთხვევაში - შესაბამის ქვეყანაში მოქმედი საბუღალტრო
სტანდარტების შესაბამისად, სადაც დაფუძნებულია უცხოური საინვესტიციო ფონდი.
წლიურ ანგარიშში გამჟღავნებული ინფორმაცია უნდა იქნეს აუდირებული მოქმედი
კანონმდებლობით დადგენილი წესით. კანონპროექტით განსაზღვრულია, რომ
ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის აუდიტორი უნდა იყოს დამოუკიდებელი პირი,
რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და
აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. აუდიტორმა დაუყოვნებლივ
უნდა აცნობოს საზედამხედველო ორგანოს საინვესტიციო ფონდთან დაკავშირებული
ნებისმიერი ისეთი გარემოების ან გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ცნობილი გახდა
აუდიტორისათვის საკუთარი ფუნქციის შესრულებისას და რომელმაც შეიძლება
გამოიწვიოს
საინვესტიციო
ფონდის
მიერ
კანონმდებლობის
მოთხოვნათა
მნიშვნელოვანი დარღვევა, მისი უწყვეტი ფუნქციონირების შეფერხება ან აუდიტორის
მიერ ანგარიშის დადასტურებაზე უარის თქმა.35
შ დრ . Supra 22.
შ დრ ., Supra 6, ე ვ რ ო პ ი ს პ ა რ ლა მ ე ნ ტ ი ს ა და ს ა ბ ჭ ო ს 2009 წ ლი ს
2009/65/EC დი რ ე ქ ტ ი ვ ი ს 106-ე მ უ ხ ლი ს პ ი რ ვ ე ლი პ უ ნ ქ ტ ი .
34
35
13 ი ვ ლი ს ი ს
ინვესტორების მიერ საინვესტიციო ფონდიდან საკუთარი ინვესტიციის დროული
გატანისა და მიღებული უკუგების რეალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით,
კანონპროექტით ასევე დგინდება საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო
ფონდების ლიკვიდაციის მომწესრიგებელი სპეციალური ჩარჩო. ამ ჩარჩოთი
განისაზღვრება ლიკვიდაციის დაწყების საფუძვლები, ლიკვიდატორის დანიშვნა,
ლიკვიდაციის წარმოების მარეგულირებელი დებულებები და აქტივების განაწილების
წესები. საინვესტიციო ფონდის კუთვნილი აქტივების ლიკვიდაციისას განაწილდება
ერთეულების მფლობელებზე (ინვესტორებზე) მას შემდეგ, რაც სრულად
დაკმაყოფილდება ყველა რიგის კრედიტორთა მოთხოვნები.
საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის საფუძველია საზედამხედველო ორგანოს მიერ
მისთვის მინიჭებული ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გაუქმება, თუკი სახეზეა ქვემოთ
ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი გარემოება: ამოიწურა საინვესტიციო ფონდის საქმიანობის
ვადა მისი სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად; საინვესტიციო ფონდმა ან მისი
სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ საზედამხედველო ორგანოს
წარუდგინა თხოვნა საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გაუქმების
შესახებ; საინვესტიციო ფონდმა ან მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა
კომპანიამ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია მოიპოვა საზედამხედველო ორგანოსათვის
მცდარი ინფორმაციის წარდგენის ან სხვა უკანონო ქმედების განხორციელების
საფუძველზე; საინვესტიციო ფონდი აღარ აკმაყოფილებს ავტორიზაციის ან
რეგისტრაციის პირობებს; საინვესტიციო ფონდმა ან მისი სახელით მოქმედმა აქტივების
მმართველმა კომპანიამ არაერთგზის ან უხეშად დაარღვია კანონმდებლობით
განსაზღვრული მოთხოვნა/მოთხოვნები; საინვესტიციო ფონდი არ ახორციელებს
საქმიანობას ავტორიზაციის მიღებიდან, რეგისტრაციიდან ან აღიარებიდან 12 თვის
განმავლობაში ან შეწყვიტა საქმიანობა 6 თვეზე მეტი ვადით; აქტივების მმართველი
კომპანიის ან სპეციალიზებული დეპოზიტარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ
დროულად არ იქნა დანიშნული სათანადო შემცვლელი; საინვესტიციო ფონდი გახდა
გადახდისუუნარო; სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საინვესტიციო ფონდისათვის
საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ; უფლებამოსილმა ორგანომ (მაგ.,
სასამართლომ) მიიღო გადაწყვეტილება საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის შესახებ.
კრედიტორთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპიდან გამომდინარე, ლიკვიდაციის
დაწყებისთანავე წყდება საინვესტიციო ფონდის ან მისი ქვეფონდის მიმართ მიმდინარე
ყველა აღსრულების ღონისძიება. იმ შემთხვევაში, თუ ლიკვიდაცია არის
ნებაყოფლობითი, ლიკვიდაციას წარმართავს თავად აქტივების მმართველი კომპანია ან
საინვესტიციო კომპანიის მიერ დანიშნული პირი. სხვა შემთხვევაში ლიკვიდატორს
ნიშნავს საზედამხედველო ორგანო. საზედამხედველო ორგანოს მიერ დანიშნულ
ლიკვიდატორზე გადადის ლიკვიდაციაში მყოფი სუბიექტის ყველა ორგანოს სრული
უფლებამოსილება. ლიკვიდატორი ვალდებულია უზრუნველყოს ლიკვიდაციის
დაწყების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება და კრედიტორთა ინფორმირება იმავე
წესების შესაბამისად, რომლებიც ვრცელდება აქტივების მმართველი კომპანიის
ლიკვიდაციაზე.
აღსანიშნავია, რომ ლიკვიდაციის წარმოებისას საინვესტიციო ფონდს ეკრძალება ახალი
ერთეულების განთავსება (გაყიდვას) ან არსებული ერთეულების გამოსყიდვა.
ერთეულების გამოსყიდვა დასაშვებია მხოლოდ კრედიტორთა მოთხოვნების
დაკმაყოფილების შემდეგ. ამასთან, ერთეულის მფლობელებს არ დაეკისრებათ
გამოსყიდვის საკომისიოს გადახდა. გამოსყიდვა წარმოებს ერთეულის წმინდა
ღირებულების მიხედვით, ფულადი ანაზღაურების ფორმით, თუმცა, ინვესტორის
თანხმობის არსებობისას, ნებადართულია არაფულადი ფორმით გამოსყიდვაც.
ლიკვიდაცია დასრულდება საინვესტიციო ფონდის მიმართ არსებული ყველა
მოთხოვნის დაკმაყოფილების ან/და საინვესტიციო ფონდის კუთვნილი ყველა აქტივის
გასხვისების
შემდეგ,
რასთან
დაკავშირებითაც
საზედამხედველო
ორგანოს
ლიკვიდატორი წარუდგენს შესაბამის ანგარიშს. ლიკვიდაციის დასრულების შემდეგ
საინვესტიციო ფონდი წყვეტს არსებობას.
კანონპროექტით გათვალისწინებულია ცალკე თავი, რომელიც ეთმობა საზედამხედველო
ორგანოს ზოგად უფლებამოსილებებს საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების
მმართველი კომპანიების რეგულირების სფეროში. მარეგულირებელი ჩარჩოს
აღსრულების მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი ექსპერტიზისა და კომპეტენციის
მქონე ორგანოს (მოცემულ შემთხვევაში - საქართველოს ეროვნულ ბანკს) გააჩნდეს
სათანადო ინსტრუმენტები, რომლებიც უნდა მოიცავდეს საზედამხედველო
სუბიექტებისგან ინფორმაციის გამოთხოვის, მათი ადგილზე შემოწმების, სავალდებულო
წერილობითი
მითითებების
გაცემის,
სანქციების
დაკისრებისა
და
სხვა
უფლებამოსილებებს. აღნიშნული თანხვედრაშია როგორც დირექტივით განსაზღვრულ
მოთხოვნებთან, ისე ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის
(IOSCO) პრინციპებთან.36
ერთ-ერთი საზედამხედველო ინსტრუმენტი, რომლის გამოყენების უფლებაც
კანონპროექტით ენიჭება საზედამხედველო ორგანოს, არის ლიცენზირებულ აქტივების
მმართველ კომპანიაში ან ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდში (საინვესტიციო
კომპანიაში)
დროებითი
ადმინისტრატორის
დანიშვნა.
აღსანიშნავია,
რომ
ადმინისტრატორის დანიშვნას მოქმედი კანონმდებლობა უკვე ითვალისწინებს ფასიანი
ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეებთან, კერძოდ საბროკერო კომპანიებთან,
ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან, საფონდო ბირჟასთან და ცენტრალურ
დეპოზიტართან მიმართებით.37 საინვესტიციო კომპანიაში ან აქტივების მმართველ
კომპანიაში დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის საფუძველია საზედამხედველო
სუბიექტის მიერ საზედამხედველო ორგანოს მითითებების შეუსრულებლობა,
Supra 18, ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კანონმდებლობის
მიზნებისა და პრინციპების იმპლემენტაციის შეფასების მეთოდოლოგია
(Methodology For Assessing Implementation of the IOSCO Objectives and Principles
of Securities Regulation), გვ. 155-163; Supra 6, ევროპის პარლამენტისა და საბჭოს
2009 წლის 13 ივლისის 2009/65/EC დირექტივის 98-ე მუხლი.
36
იხ. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე
მუხლის მე-2 პუნქტი.
37
კანონმდებლობის მოთხოვნათა მნიშვნელოვანი დარღვევა ან/და საინვესტიციო
საქმიანობასთან დაკავშირებული ფუნქციების დროებით შეუსრულებლობა. დროებითი
ადმინისტრატორის დანიშვნისას საზედამხედველო ორგანო ხელმძღვანელობს
პროპორციულობის პრინციპით და ითვალისწინებს, მიიღწევა თუ არა იგივე მიზანი სხვა
საზედამხედველო ინსტრუმენტის (მაგ., პირისათვის სანქციის დაკისრება, მითითების
მიცემა, მმართველი ორგანოს წევრისათვის ხელმოწერის უფლების შეჩერება)
გამოყენებით.
საზედამხედველო
ორგანოს
გადაწყვეტილებით,
დროებითმა
ადმინისტრატორმა შესაძლებელია განახორციელოს უფლებამოსილება სუბიექტის
მმართველი ორგანოს (დირექტორატი და სამეთვალყურეო საბჭო) წევრებთან ერთად ან
ჩაანაცვლოს ისინი.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც საზედამხედველო
ორგანო, საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების
რეგულირებისას იხელმძღვანელებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ზოგადი კომპეტენციებით, რომელიც
მათ შორის მოიცავს საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების
ზედამხედველობასაც38. ამ თვალსაზრისით, შემოთავაზებულ საკანონმდებლო
ცვლილებათა პაკეტი მიზნად ისახავს, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს
კანონისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის ფარგლებში შეიქმნას საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი
კომპანიების ეფექტური საზედამხედველო ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს, ერთი
მხრივ, ბაზრის მონაწილეთა მიერ გამჭვირვალე, წინასწარ განჭვრეტადი წესების
საფუძველზე საქმიანობის წარმართვას, ხოლო, მეორე მხრივ, შექმნის წინაპირობას მათი
ჯანსაღი ფუნქციონირებისათვის.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი დაკავშირებულია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N1268
განკარგულებით დამტკიცებული „ერთი მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური
ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის
ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის“
განხორციელებასთან.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან ორი თვის შემდეგ. ამასთან,
კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არ არის.
იხ. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტი.
38
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, ეროვნული ბანკის მიერ პირზე სანქციის (ჯარიმის) დაკისრების
შემთხვევაში
(ჯარიმის
სახელმწიფო
ბიუჯეტის
სასარგებლოდ
გადახდის
ვალდებულებას უშუალოდ ადგენს „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ცვლილება, რომელიც შემოთავაზებულია
წინამდებარე საკანონმდებლო პაკეტით). ამასთან, ვინაიდან დარღვევის შესაბამისი
სუბიექტები, დარღვევის აღწერილობა და ასევე სანქციის ოდენობა დაკონკრეტდება
საზედამხედველო ორგანოს მიერ დადგენილი წესებით (რომლებიც კანონპროექტის
მიღების შემდეგ შემუშავდება), რთულია წინასწარ ზედმიწევნით განისაზღვროს, თუ რა
მოცულობის გავლენას მოახდენს ამ თვალსაზრისით კანონპროექტი სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ასევე, საინვესტიციო ფონდის ან აქტივების მმართველი კომპანიის მიერ გადახდილი
მოსაკრებელიც მოახდენს გარკვეულ გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე. კერძოდ, კანონპროექტი, ითვალისწინებს საინვესტიციო ფონდის
ავტორიზაციის მოსაკრებელს, რომლის ოდენობაა 5000 ლარი („მოსაკრებლების სისტემის
საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებებით,
საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის მოსაკრებელი წარმოადგენს საერთოსახელმწიფოებრივ მოსაკრებელს, შესაბამისად იგი გადაიხდევინება სახელმწიფო
ბიუჯეტში).
გარდა
ამისა,
შემოთავაზებულია
ცვლილება
„სარეგისტრაციო
მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის თანახმადაც საინვესტიციო
ფონდის რეგისტრაციის მოსაკრებლად განისაზღვრა 2000 ლარი, ხოლო აქტივების
მმართველი კომპანიის რეგისტრაციის მოსაკრებლად - ასევე 2000 ლარი, რაც მოახდენს
გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე („სარეგისტრაციო
მოსაკრებლების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო მოსაკრებელი
გადაიხდევინება სახელმწიფო ბიუჯეტში).
რაც შეეხება აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზიის მოსაკრებელს, აღნიშნული
უკვე არის განსაზღვრული „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს
კანონით (მოსაკრებლის ოდენობა - 3000 ლარი) და ამ კუთხით ცვლილება ზემოაღნიშნულ
კანონში შემოთავაზებული არ არის. ამასთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია, რომ
მოქმედი კანონმდებლობა აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზიას იცნობს
მხოლოდ „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის
ფარგლებში (თუმცა, ხსენებული კანონის საფუძველზე ლიცენზირებულ აქტივების
მმართველ კომპანიას მხოლოდ საპენსიო სქემების მართვის უფლება გააჩნია).
შემოთავაზებული საკანონმდებლო პაკეტით, ცვლილება შედის „არასახელმწიფო
საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ კანონში და უქმდება ის ნორმები,
რომლებიც აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირებას ითვალისწინებს და მის
სანაცვლოდ აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების წესი განისაზღვრება
„საინევსტიციო ფონდების შესახებ“ კანონით. შესაბამისად, „ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მითითება აქტივების მმართველ
კომპანიაზე, წინამდებარე კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, ჩაითვლება
საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველ კომპანიაზე მითითებად.
აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო კომპანიის ავტორიზაციის ან რეგისტრაციის
შემთხვევაში, მოსაკრებელს გადაიხდის თავად განმცხადებელი კომპანია, ერთობლივი
საინვესტიციო ფონდის შემთხვევაში კი - მისი აქტივების მმართველი კომპანია.
აქტივების მმართველი კომპანიის რეგისტრაციის ან ლიცენზირების შემთხვევაში
მოსაკრებელს გადაიხდის თავად განმცხადებელი კომპანია.
რაც შეეხება ზემოაღნიშნული ცვლილებებით გამოწვეულ ფინანსურ შედეგებს
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, დამატებით ხაზი უნდა გაესვას იმ
ფაქტს, რომ წინასწარ შეუძლებელია შეფასდეს, თუ რა რაოდენობის ავტორიზაციის,
რეგისტრაციის ან ლიცენზიის განაცხადი წარედგინება საზედამხედველო ორგანოს
საშუალოვადიან პერიოდში. დღემდე, არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, არც ერთ
საინვესტიციო ფონდს და არც ერთი აქტივების მმართველ კომპანიას ეროვნულ ბანკში არ
გაუვლია რეგისტრაცია ან მიუღია ლიცენზია. შესაბამისად, რთულია ამ ნაწილში
სახელმწიფო ბიუჯეტზე კანონპროექტის ფინანსური გავლენის მოცულობისა და
მასშტაბის წინასწარ განსაზღვრა.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
საშუალოვადიან პერიოდში კანონპროექტის მიღებამ არ უნდა მოახდინოს გავლენა
სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ეს
განპირობებულია
იმ
გარემოებით,
რომ
საინვესტიციო
ფონდების
რეგისტრაცია/ავტორიზაცია, აგრეთვე მათი საქმიანობის ზედამხედველობა ეროვნული
ბანკის საზედამხედველო ფუნქციას წარმოადგენს, ხოლო ეროვნული ბანკი საკუთარი
(არასაბიუჯეტო) სახსრების მეშვეობით ახორციელებს ამ საქმიანობას. რაც შეეხება
კანონპროექტის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სასამართლოებისათვის
დამატებითი განსახილველი საქმეების არსებობას, იმ გარემოების გათვალისწინებით,
რომ აქამდე არცერთი საინვესტიციო ფონდი არ იყო რეგისტრირებული, რთულია რაიმე
პროგნოზის გაკეთება ამგვარი ზეგავლენის მოცულობაზე. გარდა ამისა, მიზანშეწონილია
იმ დაშვების გაკეთება, რომ თავდაპირველად საშუალოვადიან პერიოდში, როდესაც
საინვესტიციო ფონდების ბაზარი ჩამოყალიბების პროცესში იქნება, დავის წამომჭრელი
საკითხები არ დადგება დღის წესრიგში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტით შემოთავაზებული საზედამხედველო ჩარჩო ანაცვლებს „საინვესტიციო
ფონდების შესახებ“ მოქმედ კანონს, რომელიც განსაზღვრავს საზედამხედველო ორგანოს
მიერ საინვესტიციო ფონდების რეგისტრაციისა და მათ მიერ საქმიანობის
განხორციელების წესებს. რაც შეეხება აქტივების მმართველ კომპანიებს, ხსენებული
კანონი ადგენს, რომ აქტივების მმართველ კომპანიას უნდა გააჩნდეს საქმიანობის
შესაბამისი ლიცენზია. ამდენად, შემოთავაზებული კანონპროექტი არ ითვალისწინებს
ისეთი სფეროს რეგულირებას, რომელიც უკვე არ არის რეგულირებადი: საქართველოში
დაფუძნებული საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების მიერ
საქმიანობის განხორციელება საჭიროებს საზედამხედველო ორგანოს წინასწარ
თანხმობას, მათი რეგისტრაციის (საინვესტიციო ფონდის შემთხვევაში) ან
ლიცენზირების (აქტივების მმართველი კომპანიის შემთხვევაში) საშუალებით.
ამჟამად მოქმედ სუბიექტებთან მიმართებით კანონპროექტის პოტენციური ფინანსური
ზეგავლენის თაობაზე უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე „საინვესტიციო ფონდების შესახებ“
არსებული კანონის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოში არ დარეგისტრირებულა
არც ერთი ადგილობრივი საინვესტიციო ფონდი, აგრეთვე საქართველოში არ არსებობს
არც ერთი იურიდიული პირი, რომელიც სპეციალურად საინვესტიციო ფონდების
მართვის მიზნით იქნებოდა ლიცენზირებული.
რაც შეეხება იმ საინვესტიციო ფონდებს, რომლებიც უცხო ქვეყანაში არიან
დაფუძნებული, შემოთავაზებული კანონპროექტი მათთან მიმართებით აწესებს
არსებული კანონმდებლობისგან განსხვავებულ რეჟიმს, ვინაიდან არსებული კანონი
„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საერთოდ არ შეიცავს რეგულირებას საქართველოში
საქმიანობის განმახროციელებელი უცხოური საინვესტიციო ფონდების შესახებ (მაგ., არ
მოითხოვს ასეთი ფონდების მიერ აღიარების მოპოვებას). თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ,
კანონპროექტის ამოქმედების შემდეგაც, იმ უცხოურ საინვესტიციო ფონდებს, რომლებიც
არ ახორციელებენ პირთა ფართო წრეზე თავიანთი ერთეულების შეთავაზებას (ე.ი. არ
ახორციელებენ საჯარო შეთავაზებას), დაეკისრებათ მხოლოდ მინიმალური ტვირთი კერძოდ, მათ დაეკისრებათ შეთავაზების შესახებ საზედამხედველო ორგანოსათვის
მხოლოდ შეტყობინების ვალდებულება.
რაც შეეხება უცხო ქვეყანაში დაფუძნებულ აქტივების მმართველ კომპანიებს,
გასათვალისწინებელია, რომ მათ მიერ საქართველოში აქტივების მართვის საქმიანობის
განხორციელება არსებული კანონმდებლობით არის რეგულირებული, როგორც
საბროკერო საქმიანობა, გამომდინარე იქიდან, რომ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის
შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მოქმედი რედაქცია საბროკერო
საქმიანობის ერთ-ერთ სახედ მიიჩნევს კლიენტების საინვესტიციო პორტფელების
მართვას. უცხოურ საბროკერო კომპანიებთან მიმართებით რელევანტურია ეროვნული
ბანკის პრეზიდენტის მიერ 2018 წლის 5 ივლისის №145/04 ბრძანებით დამტკიცებული
„საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესი“, რომლის თანახმად,
უცხოური საბროკერო კომპანია, რომელსაც სურს საქართველოში განახორციელოს
საბროკერო საქმიანობა, ვალდებულია წინასწარ მიმართოს ეროვნულ ბანკს აღნიშნულის
თაობაზე და დაადასტუროს, რომ მას დაარსებული აქვს ფილიალი „მეწარმეთა შესახებ“
კანონის შესაბამისად და აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც მოქმედებს
საქართველოში ლიცენზირებული საბროკერო კომპანიების მიმართ. თუმცა, დღემდე
საქართველოს ეროვნულ ბანკში არ დარეგისტრირებულა არც ერთი უცხოური კომპანია,
რომელსაც სურვილი ექნებოდა საქართველოში განეხორციელებინა აქტივების მართვის
ან/და სხვა საბროკერო საქმიანობა .
კანონპროექტით, ქართულ კანონმდებლობაში ჩნდება საინვესტიციო ფონდის ახალი სახე
- მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში კოლექტიური ინვესტირების მიზნით შექმნილი
საწარმო
(UCITS),
რომლის
კონცეფციაც
ევროკავშირის
კანონმდებლობაზე
(დირექტივაზე) არის დაფუძნებული. UCITS არის ავტორიზებული საინვესტიციო
ფონდის ერთ-ერთი სახეობა, რომლის მთავარი განმასხვავებელი სხვა სახის
საინვესტიციო ფონდებისგან არის მისი საინვესტიციო პოლიტიკა (ახორციელებს
ინვესტირებას ლიკვიდურ ინსტრუმენტებში); აღსანიშნავია, რომ UCITS არის
სტანდარტიზირებული, ნაკლებრისკიანი პროდუქტი, რის გამოც თავად ამ ფონდის
საქმიანობაც ნაკლებ რისკებთან და შესაბამისად ნაკლებ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტი არ ავალდებულებს ბაზრის მონაწილე
სუბიექტებს, დააფუძნონ ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი UCITS-ის ფორმით. რაც
შეეხება მოქმედ კანონმდელობას, იგი საერთოდ არ ადგენს UCITS-ის მარეგულირებელ
ჩარჩოს. შესაბამისად, UCITS-ის დაფუძნება მთლიანად კერძო პირთა ინიციატივაზე
იქნება დამოკიდებული და მათ ექნებათ არჩევანი, შექმნან ავტორიზებული
საინვესტიციო ფონდი არა-UCITS-ის ფორმითაც, რომელზეც არ გავრცელდება UCITS-ის
ვალდებულებები. ამიტომაც, ამ თვალსაზრისით რთულია მოსალოდნელი ფინანსური
ზეგავლენის შეფასება ან/და შედარების გაკეთება დღეს არსებულ ვითარებასთან.
კანონპროექტით დაზუსტებული და დაკონკრეტებულია რიგი მოთხოვნებისა,
რომლებიც უნდა დაიცვან ბაზრის მონაწილეებმა (აქტივების მმართველმა კომპანიებმა,
საინვესტიციო ფონდებმა, სპეციალიზებულმა დეპოზიტარებმა და აუდიტორებმა),
რომლებიც კანონპროექტის საფუძველზე განახორციელებენ პოტენციურად საქმიანობას.
აღნიშნულმა შესაძლებელია ცალკეულ შემთხვევებში აუცილებელი გახადოს დამატებითი
დანახარჯების გაწევა შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. მაგალითად, კანონპროექტი
ადგენს დეტალურ წესებს, რომლებიც უნდა დაიცვან აქტივების მმართველმა კომპანიებმა
და სპეციალიზებულმა დეპოზიტარებმა თავიანთი ფუნქციების დელეგირებისას, რამაც
შეიძლება მოახდინოს გავლენა აღნიშნული სუბიექტების მიერ გაწეული მომსახურების
ღირებულებაზე. აღსანიშნავია, რომ, კანონპროექტის მიხედვით, სპეციალიზებული
დეპოზიტარის ვალდებულება მოიცავს არა მხოლოდ ფინანსური ინსტრუმენტების
შენახვის მომსახურებას, როგორც ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს, არამედ
საინვესტიციო ფონდის კუთვნილი ყველა აქტივის აღრიცხვას და მათზე ინფორმაციის
შენახვას, აგრეთვე საინვესტიციო ფონდის საქმიანობაზე ზედამხედველობას, რაც
დამატებით ფინანსურ და ადამიანურ რესურსებთანაა დაკავშირებული (სპეციალიზებული
დეპოზიტარის ამ დამატებითი ფუნქციების შესახებ დაწვრილებით იხ. კანონპროექტის 34ე მუხლის მე-2 პუნქტი, 37-ე მუხლის მე-3-მე-4 პუნქტები). თუმცა, ამ სფეროში
საქართველოში არსებული მწირი გამოცდილების გათვალისწინებით, რთულია წინასწარ
შეფასდეს, თუ რა ოდენობის ხარჯებთან იქნება დაკავშირებული სპეციალიზებული
დეპოზიტარის მიერ კანონპროექტის მოთხოვნათა შესაბამისად მომსახურების
განხორციელება.
კანონპროექტი აზუსტებს დეპოზიტარის ვალდებულებებს ინტერესთა კონფლიქტის
თვალსაზრისითაც და მიუთითებს, რომ სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია
იმოქმედოს
კეთილსინდისიერად,
სამართლიანად,
პროფესიონალურად,
დამოუკიდებლად და მხოლოდ საინვესტიციო ფონდისა და მისი ერთეულების
მფლობელების ინტერესების სასარგებლოდ. ასევე, სპეციალიზებულ დეპოზიტარს,
ზოგადად, ეკრძალება საინვესტიციო კომპანიასთან ან საინვესტიციო ფონდის სახელით
მოქმედ აქტივების მმართველ კომპანიასთან დაკავშირებით განახორციელოს ნებისმიერი
ისეთი საქმიანობა, რომელმაც შესაძლებელია ინტერესთა კონფლიქტი წარმოქმნას, ერთი
მხრივ, სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და, მეორე მხრივ, საინვესტიციო ფონდს, მისი
ერთეულების მფლობელებს ან აქტივების მმართველ კომპანიას შორის. ყოველივე
ზემოაღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს დეპოზიტარის მომსახურების ხარჯების ზრდა.
აღსანიშნავია, რომ, კანონპროექტით, საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული
დეპოზიტარის ფუნქცია შეიძლება განახორციელოს ლიცენზირებულმა ფინანსურმა
ინსტიტუტმა, რომელსაც აქვს უფლება განახორციელოს ფინანსური ინსტრუმენტების
შენახვის მომსახურება. ამ კუთხით, კანონპროექტი არ შეიცავს სიახლეს, ვინაიდან
მოქმედი კანონმდებლობითაც მხოლოდ ლიცენზირებულ ფინანსურ ინსტიტუტებს აქვთ
უფლება იყვნენ საინვესტიციო ფონდის დეპოზიტარი და მიიღონ შესანახად
საინვესტიციო ფონდის კუთვნილი ფინანსური ინსტრუმენტები. თუმცა, განსხვავებულ
რეგულირებას ადგენს კანონპროექტი იმ ნაწილში, სადაც საუბარია, საგამონაკლისოდ,
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული
დეპოზიტარის ფუნქციის შესაძლო განხორციელებაზე. თუმცა, მაღალი ალბათობით, ეს
ცვლილება ვერ იქონიებს მნიშვნელოვან ფინანსურ გავლენას საქართველოს ეროვნულ
ბანკზე, რადგან საინვესტიციო ფონდისათვის სპეციალიზებული დეპოზიტარის
მომსახურების მიწოდება არ იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
რეგულარულად განსახორციელებელი საქმიანობა.
გარდა ამისა, კანონპროექტით მკაცრდება საინვესტიციო ფონდების ერთეულების
საჯარო შეთავაზების წესები. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობით, საინვესტიციო
ფონდის ერთეულების საჯარო შეთავაზებად ითვლება წინადადება არანაკლებ 100
გაუთვითცნობიერებელი ინვესტორისათვის ან წინასწარ დაუზუსტებელი რაოდენობის
პირთათვის ემიტენტის სახელით ერთეულების პირდაპირი ან არაპირდაპირი მიყიდვის
შესახებ, ხოლო კანონპროექტის მიხედვით 20-ზე მეტი გაუთვითცნობიერებელი
ინვესტორისათვის ერთეულების შეთავაზება უკვე წარმოადგენს საჯარო შეთავაზებას.
აგრეთვე,
საჯარო
შეთავაზებას
გაუთანაბრდება
შემთხვევა
(პროექტით
გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა), როდესაც საინვესტიციო ფონდის
გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების საერთო რაოდენობა გადააჭარბებს 20-ს.
კანონპროექტით, ასეთ შემთხვევაში საინვესტიციო ფონდს დაეკისრება ვალდებულება
მოიპოვოს ავტორიზაცია და დააკმაყოფილოს დამატებითი მოთხოვნები. შესაბამისად, იმ
საინვესტიციო ფონდებს, რომლებსაც მოქმედი რედაქციის ფარგლებში არ
ჩაეთვლებოდათ განხორციელებულად საჯარო შეთავაზება, მოუწევთ ემისიის
პროსპექტის მომზადება და კანონპროექტით დადგენილი სხვა ვალდებულებების
შესრულება. ამასთან, კანონპროექტი განსაზღვრავს დამატებით ვალდებულებას
ავტორიზებული (საჯარო) ფონდების მიერ საკვანძო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის
მომზადების შესახებ, რასაც მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ცალკეული მიმართულებით ამსუბუქებს
კანონმდებლობის მოთხოვნებს და პირებს ხარჯების დაზოგვის საშუალებას მისცემს.
მაგალითად, ცალკეული კატეგორიის აქტივების მმართველ კომპანიებს (კერძოდ,
რეგისტრირებული, არასაჯარო საინვესტიციო ფონდების აქტივების მმართველ
კომპანიებს) აღარ მოეთხოვებათ ლიცენზიის ქონა, არამედ მათ შეეძლებათ, უფრო
გამარტივებული
მოთხოვნების
(მათ
შორის,
კაპიტალთან
დაკავშირებული
მოთხოვნების) დაკმაყოფილების საფუძველზე განახორციელონ შესაბამისი საქმიანობა.
კანონპროექტი ითვალისწინებს საინვესტიციო ფონდების შერწყმის მარეგულირებელ
წესებს და, კონკრეტულად, ავტორიზებული საინვესტიციო ფონდების შერწყმას
უქვემდებარებს
საზედახედველო
ორგანოს
წინასწარ
თანხმობას,
ხოლო
რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდების შერწყმას - საზედამხედველო
ორგანოსათვის შეტყობინებას, რაც დამატებითი ტვირთი იქნება შერწყმის მსურველი
პირებისთვის (განსაკუთრებით - ავტორიზებული საინვესტიციო ფონდებისთვის) და
გაზრდის შერწყმის ტრანზაქციულ ხარჯებს. ასევე, შერწყმის განხორციელებამდე,
შერწყმის მონაწილეებმა უნდა შეადგინონ შერწყმის პირობების პროექტი (შეთანხმება),
რომელიც უნდა მოიცავდეს, მათ შორის, შერწყმის საფუძველსა და დასაბუთებას.
შერწყმის მონაწილეებს ეკისრებათ ვალდებულება, საზედამხედველო ორგანოსგან
შერწყმაზე თანხმობის მიღების / საზედამხედველო ორგანოსათვის შეტყობინების
შემდეგ, მიაწოდონ სრულყოფილი ინფორმაცია ინვესტორებს განსახორციელებელი
შერწყმის თაობაზე. ინვესტორებს უფლება აქვთ, დაგეგმილი შერწყმის თაობაზე
ინფორმაციის მიღების შემდეგ, მოითხოვონ კუთვნილი ერთეულების გამოსყიდვა,
გამოსყიდვის საკომისიოს გადახდის გარეშე, რაც, ცხადია, ფინანსურ ეფექტს იქონიებს
როგორც ინვესტორებზე, ისე შესაბამის საინვესტიციო ფონდზე. აგრეთვე, შერწყმაში
მონაწილე ფონდებზე და მათ ინვესტორებზე ფინანსურ გავლენას იქონიებს
კანონპროექტის ის ჩანაწერიც, რომლის თანახმადაც, თუკი საინვესტიციო ფონდს
მართავს აქტივების მმართველი კომპანია, მასვე, და არა სხვა დაინტერესებულ პირებს
(საინვესტიციო ფონდს და ინვესტორს) დაეკისრება შერწყმის ხარჯების დაფარვის
ვალდებულება.
კანონპროექტი ადგენს ინვესტორი და ინვესტიციის მიმღები UCITS-ების
მარეგულირებელ ჩარჩოს. როგორც ზემოთ აღინიშნა, UCITS არის მიმოქცევად ფასიან
ქაღალდებში კოლექტიური ინვესტირების მიზნით შექმნილი საწარმო (UCITS), რომლის
კონცეფციაც ევროკავშირის კანონმდებლობაზე (დირექტივაზე) არის დაფუძნებული.
კანონპროექტით შემოთავაზებულია ინვესტორი და ინვესტიციის მიმღები UCITSებისთვის, აგრეთვე მათი სპეციალიზებული დეპოზიტარებისა და აუდიტორებისათვის
დამატებითი ინფორმაციის გაცვლისა და მიწოდების, აგრეთვე კონტროლის
ვალდებულებები (ინვესტორი ფონდი ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების
მმართველი კომპანია ვალდებულია განახორციელოს ეფექტური კონტროლი
ინვესტიციის მიმღები ფონდის საქმიანობაზე, ინვესტიციის მიმღები ფონდისგან, მისი
აქტივების მმართველი კომპანიისგან, სპეციალიზებული დეპოზიტარისგან და
აუდიტორისგან მიღებული ინფორმაციისა და დოკუმენტების საფუძველზე), რაც
აღნიშნულ სუბიექტებს დააკისრებს დამატებით ადმინისტრაციულ ტვირთს და მასთან
დაკავშირებულ ხარჯებს (იხ. კანონპროექტის 57-ე-63-ე მუხლები).
აღსანიშნავია, რომ, კანონპროეტის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, შესაძლებელია
საზედამხედველო ორგანოს მიერ დადგინდეს დამატებითი მოთხოვნები საინვესტიციო
ფონდებთან მიმართებით, საინვესტიციო ფონდის ფორმის, საინვესტიციო პოლიტიკის,
საქმიანობის საგნის ან სხვა კრიტერიუმის მიხედვით. დამატებითი მოთხოვნები
შეიძლება დაწესდეს, უპირატესად, გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების დაცვის
მიზნებიდან გამომდინარე და შეიძლება შეეხებოდეს, მაგალითისათვის, საინვესტიციო
ფონდების ან/და მათი აქტივების მმართველი კომპანიების მიერ ინვესტორებისათვის
ინფორმაციის დამატებით გამჟღავნებას, რამაც შეიძლება წარმოშვას ანგარიშგებასთან
დაკავშირებული დამატებითი ხარჯები. ამასთან, წინასწარ რთულია დამატებითი
მოთხოვნების დაკისრებით გამოწვეული ფინანსური ეფექტის შეფასება, რადგან
სხვადასხვა ეტაპზე შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა რისკები, რომელთა წინასწარ
განსაზღვრა შეუძლებელია.
ზემოაღნიშნულის გარდა, საზედამხედველო ორგანოს დამატებით უფლებამოსილებას
ითვალისწინებს კანონპროექტის სხვადასხვა მუხლი, მათ შორის: მე-10 მუხლის მე,7
პუნქტი, რომლის თანახმადაც საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია
სამართლებრივი აქტით დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები საინვესტიციო ფონდების
სადამფუძნებლო დოკუმენტთან, მათ შორის მასში მისათითებელ ინფორმაციასთან
დაკავშირებით; მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმადაც საინვესტიციო
ფონდების ავტორიზაციის დამატებით მოთხოვნებს სამართლებრივი აქტის საფუძველზე
განსაზღვრავს საზედამხედველო ორგანო. აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს
სუბიექტისათვის დამატებითი ადმინისტრაციული ტვირთის დაკისრება.
კანონპროექტი ავტორიზებულ/აღიარებულ საინვესტიციო ფონდებს აკისრებს
გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, რომელთა შესრულებაც
ფინანსურ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. კერძოდ, ავტორიზებული/აღიარებული
საინვესტიციო კომპანია, აგრეთვე აქტივების მმართველი კომპანია მისი მართვის ქვეშ
მყოფი თითოეული ავტორიზებული/აღიარებული ერთობლივი საინვესტიციო
ფონდისათვის, ვალდებულია შეადგინოს და გამოაქვეყნოს შემდეგი დოკუმენტები:
პროსპექტი; ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია; წლიური ანგარიში
თითოეული ფინანსური წლისათვის; ნახევარწლიური ანგარიში ფინანსური წლის
პირველი ექვსი თვისათვის. აღნიშნული დოკუმენტები ინვესტორებს უნდა მიეწოდოს,
მათი მოთხოვნის შემთხვევაში, მატერიალური ფორმითაც. კანონპროექტი ადგენს
პროსპექტსა და ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაციის დოკუმენტში
წარმოსადგენ ინფორმაციას, აგრეთვე აწესებს მათი განახლების ვალდებულებას.
საინვესტიციო ფონდს ან მისი აქტივების მმართველ კომპანიას ეკისრება ვალდებულება,
ინვესტიციის განხორციელებამდე მიაწოდოს ინვესტორს საკვანძო ინფორმაციის
დოკუმენტი, აგრეთვე უზრუნველყოს ამავე დოკუმენტით ფასიანი ქაღალდების ბაზრის
შუამავალი. ამ ვალდებულებების შესრულება დამატებით შრომით და მატერიალურ
რესურსს მოითხოვს და, შესაბამისად, დამატებით ხარჯებსაც.
დამატებით ადმინისტრაციულ ტვირთს აკისრებს აუდიტორებს კანონპროექტის
დებულებები, რომლებიც ავალდებულებს ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის ან იმ
საწარმოს აუდიტორს, რომელსაც კავშირი აქვს ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის
საქმიანობასთან, დაუყოვნებლივ აცნობოს საზედამხედველო ორგანოს ავტორიზებულ
საინვესტიციო ფონდთან ან აღნიშნულ საწარმოსთან დაკავშირებული ნებისმიერი
გარემოების ან გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ცნობილი გახდა აუდიტორისათვის
საკუთარი ფუნქციის შესრულებისას და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საინვესტიციო
ფონდის ან აღნიშნული საწარმოს მიერ ავტორიზაციის, ლიცენზიის ან რეგისტრაციის
პირობების ან მისი საქმიანობის მომწესრიგებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა
მნიშვნელოვანი დარღვევა, საინვესტიციო ფონდის ან აღნიშნული საწარმოს უწყვეტი
ფუნქციონირების შეფერხება ან ანგარიშების დადასტურებაზე უარის თქმა ან დათქმების
გაკეთება. გარდა ამისა, საზედამხედველო ორგანოს ენიჭება უფლებამოსილება
მოსთხოვოს აუდიტორს საინვესტიციო ფონდის საქმიანობის აუდიტთან დაკავშირებით
ნებისმიერი ისეთი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც საზედამხედველო ორგანოს
ესაჭიროება საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად ან ერთეულის
მფლობელების ინტერესების დაცვისთვის. ყოველივე ზემოაღნიშნულმა შეიძლება
გამოიწვიოს საინვესტიციო ფონდისათვის აუდიტის მომსახურების ხარჯების გაზრდა,
აგრეთვე თავად აუდიტორისათვის - დამატებითი ხარჯები თანამშრომელთათვის.
ზემოაღნიშნულის გარდა, კანონპროექტი საინვესტიციო ფონდებსა და მათი აქტივების
მმართველ კომპანიებს (არსებობის შემთხვევაში) უწესებს დამატებით რიგ
ვალდებულებებს, რაც შესაბამის ფინანსურ შედეგებთან და ტრანზაქციულ
დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის: ავტორიზებულმა/აღიარებულმა
საინვესტიციო კომპანიამ ან ავტორიზებული/აღიარებული ერთობლივი საინვესტიციო
ფონდის აქტივების მმართველმა კომპანიამ, ყოველი ერთეულის გამოშვების,
განთავსების ან გამოსყიდვის დროს უნდა გამოაქვეყნოს საინვესტიციო ფონდის
ერთეულების გამოშვების, განთავსებისა და გამოსყიდვის ფასები (ღია საინვესტიციო
ფონდის შემთხვევაში ასეთი სახის ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს მინიმუმ ყოველ ორ
კვირაში); ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდს უნდა გააჩნდეს მისი აქტივების
დამოუკიდებელი
შეფასებისათვის
საქართველოს
კანონმდებლობითა
და
სადამფუძნებლო დოკუმენტით განსაზღვრული შესაფერისი და თანმიმდევრული
პროცედურები. ამასთან, აქტივების შეფასება უნდა განახორციელოს თავად
საინვესტიციო ფონდმა / აქტივების მმართველმა კომპანიამ (რა შემთხვევაშიც შეფასების
პროცესი ფუნქციონალურად დამოუკიდებელი უნდა იყოს პორტფელის მართვისგან,
ხოლო ანაზღაურების პოლიტიკა და სხვა ღონისძიებები უზრუნველყოფდეს ინტერესთა
კონფლიქტის მართვას და თანამშრომლებზე არასათანადო ზეგავლენის პრევენციას) ან
გარე შემფასებელმა, რომელიც უნდა წარმოადგენს აქტივების მმართველი კომპანიისგან,
საინვესტიციო ფონდისგან და მათთან მჭიდრო კავშირში მყოფი პირებისგან
დამოუკიდებელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს. საინვესტივიო ფონდი / აქტივების
მმართველი კომპანია ვალდებულია წინასწარ შეატყობინოს საზედამხედველო ორგანოს
გარე შემფასებლის დანიშვნის შესახებ; აქტივების მმართველი კომპანია ან/და
საინვესტიციო კომპანია, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი
კომპანია, ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ინვესტორებთან ერთეულების
შეთავაზების მიზნით განხორციელებული ნებისმიერი კომუნიკაცია ნათლად იქნეს
იდენტიფიცირებული,
როგორც
შეთავაზებისათვის
განკუთვნილი
და
თანაბარმნიშვნელოვნად აღწერდეს ერთეულების შეძენასთან დაკავშირებულ რისკებსა
და სარგებელს. ამგვარი კომუნიკაცია უნდა იყოს სწორი, გასაგები და არ უნდა იყოს
შეცდომაში შემყვანი; ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდს ეკრძალება გასცეს სესხი,
იმოქმედოს თავდებად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი ფორმით იტვირთოს
ვალდებულება მესამე პირთა სასარგებლოდ; ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის
ქვეფონდმა არ შეიძლება განახორციელოს ინვესტირება იმავე საინვესტიციო ფონდის
სხვა ქვეფონდში, თუ საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით დადგენილი
წესებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ავტორიზებულმა საინვესტიციო ფონდმა
ან ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა
კომპანიამ უნდა დანერგოს რისკების მართვის იმგვარი პროცესი, რომლის მეშვეობითაც
მას ნებისმიერ დროს შეეძლება მონიტორინგი გაუწიოს და შეაფასოს აღებული რისკები
და მათი წილი ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის მთლიანი პორტფელის რისკის
პროფილში; ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია
შეიმუშავოს და დანერგოს იმგვარი ანაზღაურების პოლიტიკა და პრაქტიკა, რომელიც
შეესაბამება და ხელს უწყობს რისკების ჯანსაღ და ეფექტურ მართვას; ღია ან
ინტერვალური ტიპის საინვესტიციო ფონდი ვალდებულია, საზედამხედველო ორგანოს
მოთხოვნის შემთხვევაში, დროებით შეაჩეროს ერთეულების გამოსყიდვის პროცესი, თუ
ეს აუცილებელია ერთეულების მფლობელების ინტერესების დასაცავად ან ფინანსური
სექტორის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. საკუთარი ინიციატივით ერთეულების
გამოსყიდვის შეჩერებისას, საინვესტიციო ფონდი საზედამხედველო ორგანოს
ატყობინებს დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც გადაწყვეტს გამოსყიდვის პროცესის
განახლებას; საინვესტიციო ფონდი ან მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი
კომპანია ვალდებულია წინასწარ შეატყობინოს საზედამხედველო ორგანოს
საინვესტიციო ფონდთან დაკავშირებული ნებისმიერი არსებითი ცვლილების
განხორციელების შესახებ, თუკი ცვლილება ეხება საინვესტიციო ფონდის
ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების პირობებს
კანონპროექტით დგინდება საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციისას მარეგულირებელი
ჩარჩო, რომელიც საინვესტიციო ფონდის ნებაყოფლობითი ლიკვიდაციის შემთხვევებში
საინვესტიციო
ფონდს
აკისრებს
ვალდებულებას
წინასწარ
წარუდგინოს
საზედამხედველო ორგანოს ლიკვიდაციის გეგმა. თავის მხრივ, წარმოდგენილი
ინფორმაციის დადასტურების მიზნით, საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია
მოითხოვოს დამატებითი მონაცემების ან დოკუმენტების წარდგენა, შეფასების
განხორციელება ან სპეციალური აუდიტის ჩატარება, განახორციელოს ადგილზე
შემოწმება, მოითხოვოს აქტივების მმართველი კომპანიის ან საინვესტიციო კომპანიის
მმართველი ორგანოს წევრებისგან, აგრეთვე, აუდიტორული ფირმებისგან, მათი
წარმომადგენლებისგან და მესამე პირებისგან წერილობითი ან ზეპირი განმარტებები
წარდგენილ დოკუმენტებთან/ინფორმაციასთან დაკავშირებით. როგორც ლიკვიდაციის
გეგმის მომზადება, ისე საზედამხედველო ორგანოს მითითების შესრულება დამატებითი
ინფორმაციის მიწოდების ან შემოწმების ჩატარების თაობაზე მოითხოვს შესაბამის
ფინანსურ რესურსებს (აუდიტორის, შემფასებლის და სხვა ხარჯები). გარდა ამისა,
საინვესტიციო ფონდზე ფინანსური გავლენა შეიძლება იქონიოს ლიკვიდატორისათვის
დაკისრებულმა ვალდებულებამ, წარუდგინოს საზედამხედველო ორგანოს საბოლოო
საბალანსო ანგარიში და საკუთარი სალიკვიდაციო ქმედებების შესახებ ანგარიში
საინვესტიციო ფონდის მიმართ არსებული ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებიდან ან/და
ყველა აქტივის გასხვისებიდან ერთი თვის ვადაში (ლიკვიდატორის მომსახურების
ხარჯის თვალსაზრისით).
მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავებულ რეგულირებას შეიცავს კანონპროექტი იმ
ნაწილში, რაც უკავშირდება საინვესტიციო ფონდის რეგისტრაციისა და ავტორიზაციის
მოსაკრებლის დაწესებას. მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საინვესტიციო
ფონდების მიერ მოსაკრებლის გადახდას საქმიანობის დასაწყებად, შემოთავაზებული
საკანონმდებლო
პაკეტი
(წინამდებარე
კანონპროექტი
და
„სარეგისტრაციო
მოსაკრებლების შესახებ“ კანონის პროექტი) კი განსაზღვრავს მოსაკრებელს 5000 ლარის
ოდენობით საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციისათვის და 2000 ლარის ოდენობით საინვესტიციო ფონდის რეგისტრაციისათვის. აღნიშნული ფინანსურ ზეგავლენას
იქონიებს საქართველოში საინვესტიციო ფონდის დაფუძნების მსურველ პირებზე.
აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირებისა და რეგისტრაციის მოსაკრებლის
ოდენობასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი კანონმდებლობა (კერძოდ,
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ კანონი) ადგენს საბროკერო
საქმიანობის ლიცენზიის მოსაპოვებლად მოსაკრებელს 5000 ლარის ოდენობით, ხოლო
აქტივების მმართველი კომპანიის სალიცენზიო მოსაკრებელი განსაზღვრულია 3000
ლარის ოდენობით. ამასთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია, რომ მოქმედი
კანონმდებლობა აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზიას იცნობს მხოლოდ
„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის
ფარგლებში (თუმცა, ხსენებული კანონის საფუძველზე ლიცენზირებულ აქტივების
მმართველ კომპანიას მხოლოდ საპენსიო სქემების მართვის უფლება გააჩნია).
შემოთავაზებული საკანონმდებლო პაკეტით, ცვლილება შედის „არასახელმწიფო
საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ კანონში და უქმდება ის ნორმები,
რომლებიც აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირებას ითვალისწინებს და მის
სანაცვლოდ აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების წესი განისაზღვრება
„საინევსტიციო ფონდების შესახებ“ კანონით. შესაბამისად, თუკი, არსებული
კანონმდებლობის ფარგლებში, საინვესტიციო ფონდების აქტივების მართვის ფუნქციის
შესრულება შეეძლო საბროკერო კომპანიებს (რომლის სალიცენზიო მოსაკრებელია 5000
ლარი), კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ ეს ფუნქცია გადაეცემა სპეციალურად
ლიცენზირებულ სუბიექტს - აქტივების მმართველ კომპანიას (რომლის სალიცენზიო
მოსაკრებელი იქნება 3000 ლარი). სწორედ ამიტომაც, „ლიცენზიებისა და ნებართვების
შესახებ“ კანონით დადგენილი ვალდებულება აქტივების მმართველი კომპანიის
სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის თაობაზე, კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ,
გავრცელდება საინვესტიციო ფონდების აქტივების მმართველ კომპანიებზე. რაც შეეხება
აქტივების მმართველი კომპანიის სარეგისტრაციო მოსაკრებელს (ე. ი. რეგისტრირებული
აქტივების მმართველი კომპანიის სტატუსის შესაძენად გადასახდელ მოსაკრებელს), მისი
ოდენობა იქნება 2000 ლარი, „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს
კანონში განსახორციელებელი ცვლილებების თანახმად. რაც კიდევ უფრო ნაკლებია,
ვიდრე საბროკერო კომპანიის ან აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზიისათვის
დადგენილი მოსაკრებლის ოდენობები. ხსენებული ცვლილებები მოსაკრებლის
ოდენობაში ფინანსურ გავლენას იქონიებს აქტივების მართვით დაინტერესებულ
სუბიექტებზე.
მნიშვნელოვანია, რომ, კანონპროექტით, საზედამხედველო ორგანოს ენიჭება უფლება,
დამრღვევ პირს (მათ შორის, ორგანიზაციაში დასაქმებულ პირს) დააკისროს სანქცია
ფულადი ჯარიმის სახით საზედამხედველო ორგანოს მიერ დადგენილი წესითა და
ოდენობით, რაც შესაბამისად იქონიებს ფინანსურ გავლენას სანქციადაკისრებულ
პირებზე. ამასთან, ვინაიდან დარღვევის სუბიექტები, დარღვევის აღწერილობა და ასევე
სანქციის ოდენობა დაკონკრეტდება საზედამხედველო ორგანოს მიერ დადგენილი
წესებით (რომლებიც კანონპროექტის მიღების შემდეგ შემუშავდება), რთულია წინასწარ
ზედმიწევნით განისაზღვროს, თუ რა მოცულობის გავლენას მოახდენს ამ
თვალსაზრისით კანონპროექტი შესაბამის პირებზე.
სანქციის დაკისრების გარდა, საზედამხედველო ორგანოს აქვს უფლება, გამოიყენოს სხვა
საზედამხედველო ზომებიც, მათ შორისაა დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნა
საზედამხედველო სუბიექტში, რაც იქონიებს ფინანსურ ეფექტს ამ უკანასკნელზე.
კერძოდ, დროებითი ადმიისტრატორი შეიძლება დაინიშნოს ლიცენზირებულ აქტივების
მმართველ კომპანიაში, აღიარებული აქტივების მმართველი კომპანიის ფილიალში ან
ავტორიზებულ საინვესტიციო კომპანიაში დროებითი ადმინისტრატორი, თუკი სახეზეა
საზედამხედველო ორგანოს მითითებების შეუსრულებლობა, კანონმდებლობის
მოთხოვნათა მნიშვნელოვანი დარღვევა ან/და პირი დროებით ვერ ასრულებს
საინვესტიციო
საქმიანობასთან
დაკავშირებულ
ფუნქციებს.
დროებითმა
ადმინისტრატორმა შესაძლებელია განახორციელოს უფლებამოსილება აქტივების
მმართველი კომპანიის / საინვესტიციო კომპანიის მმართველი ორგანოს წევრებთან
ერთად ან ჩაანაცვლოს ისინი. მაშასადამე, დროებითმა ადმინისტრატორმა შეიძლება
ერთპიროვნულად
განახორციელოს
სუბიექტის
ხელმძღვანელობითი
და
წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, რაც უდავოდ იქონიებს ეკონომიკურ და
ფინანსურ გავლენას საზედამხედველო სუბიექტზე.
რაც
შეეხება
კანონპროექტით
გათვალისწინებული
უფლებამოსილებების
საზედამხედველო ორგანოს (ეროვნული ბანკის) მიერ განხორციელებას, ამ ეტაპზე
ეროვნული ბანკის მიერ მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულება იგეგმება
არსებული რესურსების ფარგლებში. კერძოდ, როგორც უკვე აღინიშნა, კანონპროექტი არ
ითვალისწინებს ისეთი სფეროს რეგულირებას, რომელიც უკვე არ არის რეგულირებადი
მოქმედი კანონმდებლობით („საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონითა
და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონით). გარდა ამისა, ისიც უნდა აღინიშნოს,
რომ დღემდე, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ეროვნული ბანკის მიერ არც ერთი
საინვესტიციო ფონდი და არც ერთი აქტივების მმართველი კომპანია არ ყოფილა
რეგისტრირებული/ლიცენზირებული და, შესაბამისად, არ არსებობს საზედამხედველო
პრაქტიკა, რაც ართულებს იმის განსაზღვრას, თუ რა რაოდენობის საზედამხედველო
სუბიექტები ჩამოყალიბდება/დაფუძნდება საშუალოვადიან პერიოდში კანონპროექტის
საფუძველზე და მოითხოვს თუ არა მათთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ
განსახორციელებელი ფუნქციები იმ მოცულობის ძალისხმევასა და დატვირთულობას,
რომ აუცილებელი გახდეს დამატებითი რესურსების მობილიზება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, ეროვნული ბანკის მიერ პირზე სანქციის (ჯარიმის) დაკისრების
შემთხვევაში
(ჯარიმის
სახელმწიფო
ბიუჯეტის
სასარგებლოდ
გადახდის
ვალდებულებას უშუალოდ ადგენს „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ცვლილება, რომელიც შემოთავაზებულია
წინამდებარე საკანონმდებლო პაკეტით). ამასთან, დარღვევის შესაბამისი სუბიექტები,
დარღვევის აღწერილობა და ასევე სანქციის ოდენობა დაკონკრეტდება საზედამხედველო
ორგანოს მიერ დადგენილი წესებით (რომლებიც კანონპროექტის მიღების შემდეგ
შემუშავდება).
გარდა ამისა, შემოთავაზებული საკანონმდებლო პაკეტი („საინვესტიციო ფონდების
შესახებ“ კანონის პროექტი და „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ კანონის
პროექტი) განსაზღვრავს საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციისათვის მოსაკრებელს 5000
ლარის ოდენობით და საინვესტიციო ფონდის რეგისტრაციისათვის მოსაკრებელს 2000
ლარის ოდენობით.
რაც შეეხება აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირებისა და რეგისტრაციის
მოსაკრებლებს, ამ შემთხვევაში ლიცენზიის მსურველ აქტივების მმართველ კომპანიაზე
გავრცელდება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ კანონის
არსებული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც აქტივების მმართველი კომპანიის
სალიცენზიო მოსაკრებელი განსაზღვრულია 3000 ლარის ოდენობით. რაც შეეხება
აქტივების მმართველი კომპანიის სარეგისტრაციო მოსაკრებელს (ე. ი. რეგისტრირებული
აქტივების მმართველი კომპანიის სტატუსის შესაძენად გადასახდელ მოსაკრებელს), მისი
ოდენობა იქნება 2000 ლარი, „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს
კანონში განსახორციელებელი ცვლილებების თანახმად.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს
ასოცირების შესახებ შეთანხმების 122-ე და 323-ე მუხლებიდან, რომელთა თანახმად,
„საქართველო მოახდენს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას წინამდებარე
შეთანხმების XV-A დანართში მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან და
საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან, ამავე დანართის დებულებების
შესაბამისად“. ასოცირების შესახებ შეთანხმების ამავე დანართის D ნაწილით,
საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება თავისი კანონმდებლობა დაუახლოვოს 2009
წლის 13 ივლისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/65/EC დირექტივას „მიმოქცევად
ფასიან ქაღალდებში კოლექტიური ინვესტიციების განსახორციელებლად შექმნილ
საწარმოსთან (UCITS) მიმართებაში, კანონების, რეგულაციებისა და ადმინისტრაციული
დებულებების კოორდინაციის შესახებ“.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
2009 წლის 13 ივლისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/65/EC დირექტივა
„მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში კოლექტიური ინვესტიციების განსახორციელებლად
შექმნილ საწარმოსთან (UCITS) მიმართებაში, კანონების, რეგულაციებისა და
ადმინისტრაციული დებულებების კოორდინაციის შესახებ“.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღეს ბელგიის ფასიანი
ქაღალდების ბაზრის საზედამხედველო ორგანოს (FSMA) წარმომადგენლებმა,
საქართველოს ეროვნულ ბანკთან გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების
ფარგლებში. კანონპროექტის შემუშავებაში, USAID-ის მხარდაჭერით, ასევე წვლილი
შეიტანა G4G-ის (Governing for Growth in Georgia) პროექტის ფარგლებში დაქირავებულმა
ექსპერტმა. გარდა ამისა, ინვესტორთა საბჭოს მიერ ორგანიზებული პერიოდული
შეხვედრების ფარგლებში, კანონპროექტზე მუშაობის პროცესში აქტიურად იყვნენ
ჩართული ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეები და იურიდიული ფირმები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
კანონპროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნა ესტონეთის, ლიტვის,
ირლანდიისა და ავსტრიის შესაბამისი კანონმდებლობა საინვესტიციო ფონდებისა და
აქტივების მმართველი კომპანიების რეგულირების სფეროში.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს
ეროვნული ბანკი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.