„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საინვესტიციო ფონდების შესახებ“
- „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-02
ბიუროს ნომერი 331
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 26.04.2002, მუხ. 43) მე-7 მუხლის 11 პუნქტს
დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:
„ვ) აქტივების მმართველი კომპანიის რეგისტრაცია – 2 000 ლარი;
ზ) საინვესტიციო ფონდის რეგისტრაცია – 2 000 ლარი.“;
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ორი თვის შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტის მომზადებით და აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული
საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების მარეგულირებელი ჩარჩოს
იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელება
აუცილებელია „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით
გათვალისწინებული ახალი მარეგულირებელი ჩარჩოს შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად
იმპლემენტაციისათვის.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი
შესაბამისობაში მოვა „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი
ცვლილებებით, განისაზღვრება სარეგისტრაციო მოსაკრებლის ორი ახალი სახე - კერძოდ,
საინვესტიციო ფონდის სარეგისტრაციო მოსაკრებელი და აქტივების მმართველი კომპანიის
სარეგისტრაციო მოსაკრებელი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან ორი თვის შემდეგ. ამასთან, კანონპროექტით
უკუძალა გათვალისწინებული არ არის.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
ვინაიდან კანონპროექტით განისაზღვრება ორი ახალი სარეგისტრაციო მოსაკრებელი საინვესტიციო ფონდის სარეგისტრაციო მოსაკრებელი და აქტივების მმართველი კომპანიის
სარეგისტრაციო მოსაკრებელი. აღნიშნული მოსაკრებლები ერთჯერადი გადასახდელებია და
გადაიხდევინება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ - რეგისტრირებული საინვესტიციო
ფონდის სარეგისტრაციო მოსაკრებელი 2000 ლარის ოდენობით და რეგისტრირებული აქტივების
მმართველი კომპანიის სარეგისტრაციო მოსაკრებელი - ასევე 2000 ლარის ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო კომპანიის რეგისტრაციის შემთხვევაში, მოსაკრებელს
გადაიხდის თავად განმცხადებელი კომპანია, ერთობლივი საინვესტიციო ფონდის შემთხვევაში
კი - მისი აქტივების მმართველი კომპანია. აქტივების მმართველი კომპანიის რეგისტრაციის
შემთხვევაში მოსაკრებელს გადაიხდის თავად განმცხადებელი კომპანია.
რაც შეეხება ზემოაღნიშნული ცვლილებებით გამოწვეულ ფინანსურ შედეგებს სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, დამატებით ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ წინასწარ
შეუძლებელია შეფასდეს, თუ რა რაოდენობის განაცხადი წარედგინება საზედამხედველო
ორგანოს საშუალოვადიან პერიოდში საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი
კომპანიების რეგისტრაციის თაობაზე. დღემდე, არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, არც
ერთ საინვესტიციო ფონდს და არც ერთი აქტივების მმართველ კომპანიას ეროვნულ ბანკში არ
გაუვლია რეგისტრაცია ან მიუღია ლიცენზია. შესაბამისად, რთულია ამ ნაწილში სახელმწიფო
ბიუჯეტზე კანონპროექტის ფინანსური გავლენის მოცულობისა და მასშტაბის წინასწარ
განსაზღვრა.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე;
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი, ფინანსური შედეგის თვალსაზრისით, გავლენას მოახდენს პირებზე, რომელთაც
სურთ განახორციელონ საინვესტიციო ფონდის ან აქტივების მმართველი კომპანიის
რეგისტრაცია „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონის შესაბამისად. კერძოდ, ამ პირებს
მოუწევთ შესაბამისი სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდა ბიუჯეტში. აღნიშნული
მოსაკრებლები ერთჯერადი გადასახდელებია და გადაიხდევინება სახელმწიფო ბიუჯეტის
სასარგებლოდ - რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის სარეგისტრაციო მოსაკრებელი 2000
ლარის ოდენობით და რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის სარეგისტრაციო
მოსაკრებელი - ასევე 2000 ლარის ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო კომპანიის რეგისტრაციის შემთხვევაში, მოსაკრებელს
გადაიხდის თავად განმცხადებელი კომპანია, ერთობლივი საინვესტიციო ფონდის შემთხვევაში
კი - მისი აქტივების მმართველი კომპანია. აქტივების მმართველი კომპანიის რეგისტრაციის
შემთხვევაში მოსაკრებელს გადაიხდის თავად განმცხადებელი კომპანია.
რაც შეეხება ზემოაღნიშნული ცვლილებებით გამოწვეულ ფინანსურ შედეგებს გადამხდელ
პირებზე, დამატებით ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ წინასწარ შეუძლებელია შეფასდეს, თუ
რა რაოდენობის განაცხადი წარედგინება საზედამხედველო ორგანოს საშუალოვადიან პერიოდში
საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების რეგისტრაციის თაობაზე.
დღემდე, არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, არც ერთ საინვესტიციო ფონდს და არც ერთი
აქტივების მმართველ კომპანიას ეროვნულ ბანკში არ გაუვლია რეგისტრაცია ან მიუღია
ლიცენზია. შესაბამისად, რთულია ამ ნაწილში კანონპროექტის ფინანსური გავლენის
მოცულობისა და მასშტაბის წინასწარ განსაზღვრა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი ითვალისწინებს ახალ სარეგისტრაციო მოსაკრებლებს რეგისტრირებული
საინვესტიციო ფონდებისა და რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიების
რეგისტრაციისათვის. ორივე შემთხვევაში, სარეგისტრაციო მოსაკრებლის ოდენობა, რომელიც
არის ერთჯერადი გადასახდელი, განისაზღვრება „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“
კანონში ცვლილების პროექტით და არის 2000 ლარი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული
ბანკი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.