„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.02.2020
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ბანკი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/453/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საინვესტიციო ფონდების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-02
ბიუროს ნომერი 331

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შევიდეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი წიგნის პირველი კარის მეორე თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის III ქვეთავი: „III. ერთობლივი საინვესტიციო ფონდი, საინვესტიციო ფონდის ქვეფონდი მუხლი 491. ერთობლივი საინვესტიციო ფონდი 1. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის მოწყობისა და სტრუქტურის საკითხები განისაზღვრება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ერთობლივი საინვესტიციო ფონდი არის ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს. 2. ერთობლივ საინვესტიციო ფონდს სასამართლოში ან სასამართლოსგარეშე ურთიერთობებში წარმოადგენს მისი აქტივების მმართველი კომპანია. მუხლი 492. საინვესტიციო ფონდის ქვეფონდი (ქვეფონდი) 1. ქოლგისებური ფონდის ქვეფონდი არის ქოლგისებური ფონდის (საინვესტიციო კომპანიის ან ერთობლივი საინვესტიციო ფონდის) დამოუკიდებელი ნაწილი, რომლის მოწყობისა და სტრუქტურის საკითხები განისაზღვრება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საინვესტიციო ფონდის ქვეფონდი არ არის იურიდიული პირი. 2. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ქვეფონდს სასამართლოში ან სასამართლოსგარეშე ურთიერთობებში წარმოადგენს ერთობლივი საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველი კომპანია. 3. საინვესტიციო კომპანიის ქვეფონდს სასამართლოში ან სასამართლოსგარეშე ურთიერთობებში წარმოადგენს საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან აქტივების მმართველი კომპანია, თუკი იგი დანიშნულია საინვესტიციო კომპანიის მიერ.“. 2. 930-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 930. ცნება 1. ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად. 2. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ ერთობლივ საინვესტიციო ფონდზე არ ვრცელდება ამ თავით განსაზღვრული წესები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ორი თვის შემდეგ. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით და აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდების მარეგულირებელი ჩარჩოს იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების განხორციელება აუცილებელია „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული ახალი მარეგულირებელი ჩარჩოს შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად იმპლემენტაციისათვის. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. შესაბამისობაში მოვა ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ერთობლივი საინვესტიციო ფონდი წარმოადგენს იურიდიული პირის სტატუსის არმქონე წარმონაქმნს, რითაც გარკვეულწილად ემსგავსება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ინსტიტუტს. აღნიშნულის მიუხედავად, არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებებიც: ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ინვესტორები არ აგებენ სოლიდარულად პასუხს საინვესტიციო ფონდის სახელით აღებული ვალდებულებებისათვის და მათი პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მათ მიერ საინვესტიციო ფონდის აქტივებში განხორციელებული შენატანით; ერთობლივი ფონდი აღჭურვილია სამოქალაქო უფლებაუნარიანობით და შეიძლება გამოვიდეს მხარედ სამართლებრივ ურთიერთობებში. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ცვლილება ხორციელდება წარმოდგენილი კანონპროექტით. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის პირველი წიგნის პირველი კარის მეორე თავს ემატება III ქვეთავი, რომელიც აწესრიგებს ერთობლივი საინვესტიციო ფონდის სამართლებრივ სტატუსს. კანონპროექტით ზუსტდება, რომ ერთობლივი საინვესტიციო ფონდი არის ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს. ამასთან, მიეთითება, რომ ერთობლივ საინვესტიციო ფონდს სასამართლოში ან სასამართლოსგარე ურთიერთობებში წარმოადგენს მისი აქტივების მმართველი კომპანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის პირველი წიგნის პირველი კარის მეორე თავისათვის დამატებული III ქვეთავით აგრეთვე განისაზღვრება საინვესტიციო ფონდის ქვეფონდის სამართლებრივი ბუნება. ქოლგისებური საინვესტიციო ფონდის მთლიანი საინვესტიციო პორტფელი შესაძლოა დაყოფილი იყოს რამდენიმე, ერთმანეთისაგან განცალკევებულ პორტფელად (ქვეფონდად), რომლებიც, როგორც წესი, განსხვავდება ერთმანეთისგან საინვესტიციო პოლიტიკის, სამიზნე ინვესტორების ან სხვა მახასიათებლის მიხედვით. შესაბამისად, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ადგენს, რომ ქვეფონდი წარმოადგენს ქოლგისებური ფონდის დამოუკიდებელ ნაწილს, რომელთან დაკავშირებითაც კაპიტალის მოზიდვა, მართვა და აღრიცხვა წარმოებს დამოუკიდებლად. აღსანიშნავია, რომ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, უფლებებისა და ვალდებულებების რეგისტრაცია შესაძლებელია ქვეფონდის სახელზე. ამასთან, იკრძალება ქვეფონდის აქტივების გამოყენება ან იძულებითი აღსრულება ქოლგისებური ფონდის სხვა ქვეფონდ(ებ)ის ვალდებულებების შესასრულებლად, რათა მაქსიმალურად იქნეს დაცული თითოეული ქვეფონდის ინვესტორთა ინტერესები. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისათვის დამატებული 492 მუხლი დაადგენს, რომ ქოლგისებური ფონდის ქვეფონდი არის ქოლგისებური ფონდის (საინვესტიციო კომპანიის ან ერთობლივი საინვესტიციო ფონდის) დამოუკიდებელი ნაწილი, რომლის მოწყობისა და სტრუქტურის საკითხები განისაზღვრება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საინვესტიციო ფონდის ქვეფონდი არ არის იურიდიული პირი. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ქვეფონდს სასამართლოში ან სასამართლოსგარეშე ურთიერთობებში წარმოადგენს ერთობლივი საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველი კომპანია, ხოლო საინვესტიციო კომპანიების შემთხვევაში, ქვეფონდს სასამართლოში ან სასამართლოსგარეშე ურთიერთობებში წარმოადგენს საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან აქტივების მმართველი კომპანია, თუკი იგი დანიშნულია საინვესტიციო კომპანიის მიერ. სიცხადისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებებით დაზუსტება, რომ საინვესტიციო ფონდზე (ერთობლივი საინვესტიციო ფონდი), რომელიც დაფუძნებულია და საქმიანობს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, არ გავრცელდება სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობა) მარეგულირებელი დებულებები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან ორი თვის შემდეგ. ამასთან, კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არ არის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ფინანსური შედეგის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია კანონპროექტით შემოთავაზებული დებულება, რომლის თანახმად „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ ერთობლივ საინვესტიციო ფონდზე არ გავრცელდება ამხანაგობის მარეგულირებელი წესები. აღნიშნული გავლენას მოახდენს ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ინვესტორებზე (ერთეულის მფლობელებზე), ვინაიდან მათ არ დაეკისრებათ პირადი პასუხისმგებლობა საინვესტიციო ფონდის სახელით აღებული ვალდებულებებისათვის და, შესაბამისად, არ აგებენ პასუხს სოლიდარული წესით (იხ. სამოქალაქო კოდექსის 937-ე მუხლის პირველი ნაწილი). გარდა ამისა, ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ინვესტორებზე ფინანსურ გავლენას მოახდენს ის ფაქტიც, რომ ინვესტორებზე არ გავრცელდება სამოქალაქო კოდექსის 933ე მუხლი. აღნიშნული მუხლის თანახმად, ამხანაგობაში წილი ქონების ან უფლების სახით არ შეიძლება გადაეცეს მესამე პირს ხელშეკრულების სხვა მონაწილეთა თანხმობის გარეშე, აგრეთვე ამხანაგობის მონაწილეებს აქვთ მესამე პირისათვის გადასაცემი წილის უპირატესი შესყიდვის უფლება. აღნიშნულის შედეგად, შემცირდება ინვესტორის მიერ კუთვნილი ერთეულების გასხვისებასთან დაკავშირებული ტრანზაქციული დანახარჯები და ინვესტორს მიეცემა შესაძლებლობა, საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს საინვესტიციო ფონდში თავისი წილი (ერთეული). და ბოლოს, მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივ საინვესტიციო ფონდზე არ გავრცელდება სამოქალაქო კოდექსის ის რეგულირება, რომელიც კრძალავს ხელშეკრულებიდან მონაწილის გასვლის უფლების შეზღუდვას ან გაუქმებას. აღნიშნულისგან განსხვავებით, ერთობლივი საინვესტიციო ფონდი შეიძლება იყოს დახურული ტიპის, რაც ნიშნავს იმას, რომ ინვესტორებს უფლება არ აქვთ საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციამდე მოითხოვონ თავიანთი წილების გამოსყიდვა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს დამატებით გადასახადებს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს; გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ბანკი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.