„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საინვესტიციო ფონდების შესახებ“
- „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-02
ბიუროს ნომერი 331
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის
ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 30.10.2019, სარეგისტრაციო კოდი: 080090020.05.001.019627) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ნ“
ქვეპუნქტი:
„ა.ნ) საინვესტიციო ფონდი;“.
2. მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს ეროვნული ბანკი – ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“,
„ა.დ“, „ა.ე“, „ა.ვ“, „ა.ზ“, „ა.თ“, „ა.ლ“, „ა.მ“ და „ა.ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული
პირებისთვის;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქყვეყნებიდან ორი თვის შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „საინვესტიციო ფონდების შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით და აღნიშნული კანონპროექტით
გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების
მარეგულირებელი ჩარჩოს იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელება აუცილებელია „საინვესტიციო
ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული ახალი
მარეგულირებელი ჩარჩოს შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად იმპლემენტაციისათვის.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, საინვესტიციო ფონდებს დაეკისრება „ფულის გათეთრებისა და
ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული ანგარიშვალდებული პირის ვალდებულება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებებით, საინვესტიციო ფონდებს
დაეკისრებათ ანგარიშვალდებული პირის ვალდებულება, რაც ხელს შეუწყობს
საინვესტიციო ფონდების ბაზარზე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან ან/და
ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებული პოტენციური რისკების პრევენციას.
ამასთან, საინვესტიციო ფონდების მიერ აღნიშნული ვალდებულების სათანადოდ
შესრულებაზე ზედამხედველობას განახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან ორი თვის შემდეგ. ამასთან,
კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არ არის.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი, ფინანსური შედეგის თვალსაზრისით, გავლენას მოახდენს საინვესტიციო
ფონდებზე, რომლებსაც კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით
მოუწევთ გარკვეული ხარჯების გაწევა.
კერძოდ, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საინვესტიციო ფონდს, როგორც ანგარიშვალდებულ პირს, დაეკისრება ვალდებულება,
განახორციელოს შემდეგი პრევენციული ღონისძიებები: განახორციელოს კლიენტის
იდენტიფიკაცია და სანდო და დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით მისი ვერიფიკაცია;
განახორციელოს ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული
ზომები სანდო წყაროზე დაყრდნობით მისი ვერიფიკაციისთვის; დაადგინოს საქმიანი
ურთიერთობის მიზანი და განზრახული ხასიათი; და განახორციელოს საქმიანი
ურთიერთობის მონიტორინგი. ზემოხსენებული მოქმედებების განხორციელების
ვალდებულება საინვესტიციო ფონდს დაეკისრება შემდეგ შემთხვევებში: კლიენტთან
(ინვესტორთან) საქმიანი ურთიერთობის დამყარებისას; ერთჯერადი გარიგების
დადებისას, თუ ერთჯერადი გარიგების თანხა ან დაკავშირებული გარიგებების ჯამური
თანხა 15 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 15 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება; ფულადი
სახსრების ერთჯერადი გადარიცხვისას, თუ ერთჯერადი გარიგების თანხა ან
დაკავშირებული გარიგებების ჯამური თანხა 3 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 3 000
ლარის ეკვივალენტს აღემატება; პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით
მოპოვებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან ამ კანონის მოთხოვნებთან
მათ შესაბამისობაში ეჭვის შეტანისას.
აღსანიშნავია, რომ კანონი ავალდებულებს ანგარიშვალდებულ პირს, ფულის გათეთრებისა
და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნებთან
შესაბამისობის უზრუნველსაყოფად დანერგოს შიდა კონტროლის ისეთი პოლიტიკა,
წესები, სისტემები და მექანიზმები, რომლებიც მისი საქმიანობის ხასიათის, მოცულობისა
და მასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების
რისკების პროპორციულია. ამ მიზნით, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის
დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2
პუნქტი ანგარიშვალდებულ პირს აკისრებს ვალდებულებას დაამტკიცოს შიდა
ინსტრუქცია, რომლითაც სხვა საკითხებთან ერთად უნდა განისაზღვროს, მათ შორის,
შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელი პირის ან
სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და თანამშრომელთა უფლებები და
მოვალეობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ფულის გათეთრებისა და
ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კანონმდებლობასთან შესაბამისობის
უზრუნველყოფა საინვესტიციო ფონდს დააკისრებს ადმინისტრაციულ ტვირთს და
იქონიებს მასზე ფინანსურ ეფექტს, რაც ძირითადად დაკავშირებული იქნება შესაბამისობის
უზრუნველყოფით დაკავებული თანამშრომლ(ებ)ის შრომის ანაზღაურებასთან.
რაც
შეეხება
კანონპროექტით
გათვალისწინებული
საზედამხედველო
უფლებამოსილებების ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებას, ამ შემთხვევაში ფულის
გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის
სფეროში ეროვნული ბანკის საზედამხედველო სუბიექტებს ემატება ახალი სუბიექტი საინვესტიციო ფონდი. თუმცა, რთულია წინასწარ შეფასდეს, გამოიწვევს თუ არა (ან/და რა
ოდენობით) აღნიშნული დამატებითი რესურსების მობილიზების აუცილებლობას,
ვინაიდან პრაქტიკულად არ არსებობს საინვესტიციო ფონდების ზედამხედველობის
კუთხით საქართველოში რაიმე გამოცდილება (დღემდე ეროვნულ ბანკში არც ერთი
საინვესტიციო ფონდი არ არის დარეგისტრირებული) და წინასწარ ვერც ის შეფასდება, თუ
რა რაოდენობის საინვესტიციო ფონდების დაფუძნების შესახებ განაცხადი წარედგინება
ეროვნულ ბანკს „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონის საფუძველზე და რამდენი
საინვესტიციო ფონდი იარსებებს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ
საშუალოვადიან პერიოდში. შესაბამისად, ამ ეტაპზე ეროვნული ბანკის მიერ აღნიშნული
ფუნქციების განხორციელება იგეგმება არსებული რესურსების ფარგლებში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს დამატებით გადასახადებს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელს;
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს
ეროვნული ბანკი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი.
საქართველოს მთავრობა.