„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.02.2020
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ბანკი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/453/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საინვესტიციო ფონდების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 70 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-02
ბიუროს ნომერი 331

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 23-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 მუხლი: „მუხლი 231 საინვესტიციო ფონდები 1. საინვესტიციო ფონდი არის საწარმო, რომელიც „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულია ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ან საინვესტიციო კომპანიის სახით. 2. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საინვესტიციო ფონდის მართვასა და ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საქმიანობა, აგრეთვე საინვესტიციო ფონდისათვის დეპოზიტარული მომსახურების გაწევა განიხილება ფინანსურ მომსახურებად. 3. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის მიერ მიღებული მოგება და ზარალი განიხილება ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ერთეულის ერთობლივი საინვესტიციო ფონდის გარეშე თითოეული მფლობელის მიერ მიღებულ მოგებად და ზარალად, მის მფლობელობაში არსებული ერთეულის ღირებულების პროპორციულად. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელისათვის ამ ნაწილის საფუძველზე მიკუთვნებული ზარალი არ უნდა აღემატებოდეს ერთეულის მფლობელის მიერ საინვესტიციო ფონდში განხორციელებული შენატანის ოდენობას. 4. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია თითოეული ერთეულის მფლობელისთვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ბანკის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით, გახსნას საინვესტიციო ანგარიში და აწარმოოს ერთეულის მფლობელის მოგებისა და ზარალის აღრიცხვა. 5. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელის მიერ ერთეულის რეალიზაციით ან გამოსყიდვით მიღებული ნამეტი შემოსავალი მცირდება იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ეს ნამეტი შემოსავალი გათვალისწინებულია ამავე ერთეულის მფლობელის დასაბეგრ შემოსავალში ამ მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე. 6. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელები დამოუკიდებლად ახორციელებენ საგადასახადო ანგარიშგებას. ერთობლივ საინვესტიციო ფონდსა და მის აქტივების მმართველ კომპანიას არ ეკისრება ამ კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო აგენტის ვალდებულება. 7. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელის მიერ ან მისი სახელით „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქმიანობის განხორციელება ერთეულის მფლობელისთვის არ წარმოშობს მუდმივ დაწესებულებას საქართველოში. 8. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის მიერ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქმიანობის ფარგლებში განაწილებული მოგება და ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხარჯები/განაცემები მოგების გადასახადით არ იბეგრება. 9. საინვესტიციო კომპანიის მიერ ფიზიკურ პირის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და შემოსავლების მიმღების ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება. 10. საინვესტიციო კომპანიის მიერ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქმიანობის ფარგლებში ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხარჯები/განაცემები გათავისუფლებულია მოგების გადასახადისგან. 11. საინვესტიციო კომპანიის მიერ მოგების განაწილება, თუ დივიდენდის მიმღებია არარეზიდენტი ან ფიზიკური პირი, იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად: ა) 15%-იანი განაკვეთით, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) 5%-იანი განაკვეთით, თუ საინვესტიციო კომპანია ინვესტირებას ახორციელებს მხოლოდ საბანკო დეპოზიტებსა ან/და ფინანსურ ინსტრუმენტებში, გარდა რეზიდენტი საწარმოსგან მიღებული მოგების განაწილების შემთხვევისა; 12. მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულია საინვესტიციო კომპანიის მიერ არარეზიდენტისთვის ან ფიზიკური პირისთვის მოგების განაწილება, თუ შემოსავალი, რომლიდანაც ხორციელდება დივიდენდის გადახდა: ა) არ მიეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს; ბ) მიეკუთვნება რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებულ შემოსავალს; გ) მიეკუთვნება რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებულ შემოსავალს ან ამ ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალს; დ) მიეკუთვნება საქართველოს მთავრობის ან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებულ ნამეტ შემოსავალს ან ამ ფასიანი ქაღალდებიდან ან კომერციულ ბანკში განთავსებული დეპოზიტიდან პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალს. 13. არარეზიდენტის ან ფიზიკურ პირის მიერ საინვესტიციო ფონდის ერთეულის მიწოდებით ან გამოსყიდვით მიღებული ნამეტი შემოსავალი იბეგრება: ა) 15%-იანი განაკვეთით, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) 5%-იანი განაკვეთით, თუ საინვესტიციო ფონდი ინვესტირებას ახორციელებს მხოლოდ საბანკო დეპოზიტებსა ან/და ფინანსურ ინსტრუმენტებში, გარდა საინვესტიციო ფონდის მიერ რეზიდენტი საწარმოს წილებში/აქციებში ინვესტირების (წილის/აქციის ფლობის) შემთხვევისა; 14. საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულია შემოსავალი, რომელიც მიღებულია: ა) საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული საინვესტიციო ფონდის ერთეულის რეალიზაციით. ბ) საინვესტიციო ფონდის ერთეულის რეალიზაციით ან საინვესტიციო ფონდის ერთეულის გამოსყიდვით, თუ საინვესტიციო ფონდის ინვესტირებას ახორციელებს მხოლოდ საქართველოს საქართველოს მთავრობის კომერციულ ან/და ბანკებში განთავსებულ საერთაშორისო ფინანსური დეპოზიტებში ინსტიტუტის ან მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში ან რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებულ და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებულ სასესხო ფასიან ქაღალდებში. 15. ამ მუხლის მე-12 ნაწილით მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული მოგების თანხის იდენტიფიცირებისათვის ითვლება, რომ საინვესტიციო კომპანიის მიერ დივიდენდის განაწილებისას პირველ რიგში ეს თანხა გაიცემა. 16. ამ მუხლის მე-2-მე-15 ნაწილების მიზნებისათვის, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქოლგისებური ფონდის თითოეული ქვეფონდი განიხილება როგორც დამოუკიდებელი საინვესტიციო ფონდი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდებისათვის დაბეგვრის გამჭვირვალე, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებული ჩარჩოს შექმნის საჭიროებით. აუცილებელია, რომ საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებდეს იმ სპეციფიკას, რაც ზოგადად ახასიათებს საინვესტიციო ფონდების დაბეგვრის მოდელებს მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში და ამით ქმნიდეს კონკურენტულ ჩარჩოს ქვეყანაში საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარებისათვის. არსებითი მნიშვნელობისაა, რომ საინვესტიციო ფონდის საშუალებით ინვესტირებამ ინვესტორი არ ჩააყენოს იმაზე უარეს მდგომარეობაში, რომელშიც იგი იქნებოდა პირდაპირი ინვესტირების შემთხვევაში. აღნიშნული განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იურიდიული პირის სტატუსის არმქონე, სახელშეკრულებო წარმონაქმნის სახით ჩამოყალიბებული საინვესტიციო ფონდებისათვის, რომლებიც დაბეგვრის მიზნებისათვის უნდა განიხილებოდნენ როგორც გამჭვირვალე/ტრანსფარენტული და არ ექვემდებარებოდნენ დამოუკიდებლად დაბეგვრას მოგების გადასახადით. მოსალოდნელია, რომ საინვესტიციო ფონდების ინვესტორები გახდებიან საქართველოს კაპიტალის ბაზრების განვითარების პროცესის მნიშვნელოვანი მონაწილეები, რადგან ისინი პოტენციურად წარმოადგენენ კაპიტალის ბაზარზე „მოთხოვნის მხარის“ მნიშვნელოვან კომპონენტს. შესაბამისად, კანონპროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას და ამ ბაზარზე საინვესტიციო ფონდების აქტიურ მოღვაწეობას. თავის მხრივ, განვითარებული და გამჭვირვალე კაპიტალის ბაზარი ხელს შეუწყობს სტაბილურ ეკონომიკურ ზრდასა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ზემოხსენებული პრობლემის გადასაჭრელად და საინვესტიციო ფონდებისათვის კონკურენტული და გამჭვირვალე საგადასახადო ჩარჩოს შესაქმნელად, აუცილებელია საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით, შეიქმნება საინვესტიციო ფონდების დაბეგვრის გამჭვირვალე ჩარჩო, რომელიც ხელს შეუწყობს საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების გააქტიურებას საქართველოში და იქონიებს დადებით გავლენას საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით შემოთავაზებულ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგეს ისეთი ჩარჩოს ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს, სულ მცირე, საინვესტიციო ფონდებისა და მათი ინვესტორებისთვის დაბეგვრის თვალსაზრისით ნეიტრალური მოდელის ჩამოყალიბებას და ერთი და იმავე შემოსავლის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებას. კერძოდ, საინვესტიციო ფონდის საშუალებით ინვესტიციის განხორციელებისას ინვესტორს არ უნდა დააწვეს იმაზე მეტი საგადასახადო ტვირთი, ვიდრე ეს პირდაპირი ინვესტიციის შემთხვევაში იქნებოდა. მაგალითად, როდესაც ინვესტორებისთვის გადახდილი დივიდენდები საინვესტიციო ფონდის მიერ მიღებულია იმგვარი ინვესტიციების საშუალებით, რომლებზეც გავრცელდებოდა შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმი პირდაპირი ინვესტირების შემთხვევაში (მაგალითად, ინვესტიციები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებულ სასესხო ან წილობრივ ფასიანი ქაღალდები, საბანკო დეპოზიტებში, სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში, აგრეთვე უცხოურ აქტივებში, რომლებიდან მიღებული შემოსავალიც არ იბეგრება ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან ფიზიკური პირებისა და არარეზიდენტებისათვის), ასეთ შემთხვევებში დაბეგვრის მარეგულირებელმა წესებმა უნდა უზრუნველყოს შეღავათიანი საგადასახადო პირობების გავრცელება უშუალოდ ინვესტორებზეც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიული პირის ფორმით ჩამოყალიბებული საინვესტიციო ფონდებისათვის (საინვესტიციო კომპანიებისთვის) კანონპროექტით შემოთავაზებულია ე. წ. შემოსავლის ნაწილობრივი მიკუთვნების მოდელი, რომლის თანახმადაც, საინვესტიციო კომპანიის მიერ მოგების განაწილებისას, ცალკეულ შემთხვევებში, გაითვალისწინება, თუ საიდან იქნა აღნიშნული მოგება მიღებული. შესაბამისად, მოგების გადასახადით არ დაიბეგრება ფიზიკური პირებისა და არარეზიდენტებისათვის მოგების განაწილება საინვესტიციო კომპანიის მიერ, თუკი ეს მოგება: მიღებულია უცხოური წყაროდან; ან მიეკუთვნება რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებულ შემოსავალს; ან მიეკუთვნება რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებულ შემოსავალს ან ამ ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალს; ან მიეკუთვნება საქართველოს მთავრობის ან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებულ ნამეტ შემოსავალს ან ამ ფასიანი ქაღალდებიდან ან კომერციულ ბანკში განთავსებული დეპოზიტიდან პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალს. აღსანიშნავია, რომ, საინვესტიციო კომპანიების მიერ მოგების განაწილების სხვა შემთხვევებზე ჩვეულებრივად გავრცელდება საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის რეგულირება და ისინი მოგების გადასახადის გადახდისგან შეიძლება გათავისუფლდნენ საერთო წესების საფუძველზე, სხვა რეზიდენტი საწარმოების ანალოგიურად. ყველა სხვა შემთხვევაში, როდესაც მოგების განაწილება არ არის გათავისუფლებული, საინვესტიციო კომპანიის მიერ მოგების განაწილება, თუ დივიდენდის მიმღებია არარეზიდენტი ან ფიზიკური პირი, დაიბეგრება ზოგადი წესის მიხედვით 15%-იანი განაკვეთით. აღნიშნულიდან გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც საინვესტიციო კომპანია ინვესტირებას ახორციელებს მხოლოდ საბანკო დეპოზიტებში ან/და ფინანსურ ინსტრუმენტებში (აქციები, წილები, ობლიგაციები და სხვ.). ასეთ შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის განაკვეთი შეადგენს 5 პროცენტს (გარდა საინვესტიციო კომპანიის მიერ რეზიდენტ საწარმოში წილის ფლობით მიღებული დივიდენდების განაწილების, რაზეც გავრცელდება დაბეგვრის 15%-იანი განაკვეთი). საინვესტიციო კომპანიისგან განსხვავებით, ერთობლივ საინვესტიციო ფონდზე, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს, არამედ სახელშეკრულებო სქემაა, გავრცელდება სრული ტრანსპარენტულობისა და მიკუთვნების რეჟიმი, რაც შესაბამისობაშია მის სამართლებრივ ფორმასთან და შესაბამის საერთაშორისო გამოცდილებასთან. კერძოდ, ერთობლივი ფონდის ინვესტორებს სრულად უნდა მიეკუთვნოს შემოსავლის წყარო და მახასიათებლები; ერთობლივი საინვესტიციო ფონდის მიერ მიღებული მოგება და ზარალი განიხილება ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ერთეულის თითოეული მფლობელის მიერ ერთობლივი საინვესტიციო ფონდის გარეშე მიღებულ მოგებად და ზარალად, მის მფლობელობაში არსებული ერთეულის ღირებულების პროპორციულად. ამ მიზნით, კანონპროექტით შემოთავაზებული ერთობლივი ფონდის ინვესტორთა საინვესტიციო ანგარიშის კონტროლის მექანიზმი (investor account tracking mechanism), რათა უზრუნველყოფილ იქნეს თითოეული ინვესტორისათვის მიკუთვნებული შემოსავლის სათანადოდ დაბეგვრა (მაგ., საშემოსავლო გადასახადით ფიზიკური პირებისათვის). ერთობლივი ფონდის აქტივების მმართველ კომპანიას დაეკისრება ვალდებულება, რომ აწარმოოს ერთობლივი ფონდის ინვესტორთა ანგარიშები, თუმცა ამ შემთხვევაში არც აქტივების მმართველი კომპანია და არც ერთობლივი ფონდი არ იქნება საგადასახადო აგენტი და ინვესტორები საგადასახადო ანგარიშგებას განახორციელებენ დამოუკიდებლად. კანონპროექტი ითვალისწინებს სპეციალურ რეგულირებას საინვესტიციო ფონდის ერთეულის (წილის) მიწოდებით ან გამოსყიდვით მიღებული ნამეტი შემოსავლების დაბეგვრისათვის. კერძოდ, ნამეტი შემოსავალი ფიზიკურ პირსა და არარეზიდენტს დაებეგრება 15%-იანი განაკვეთით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საინვესტიციო ფონდი ინვესტირებას ახორციელებს მხოლოდ საბანკო დეპოზიტებსა ან/და ფინანსურ ინსტრუმენტებში, დაბეგვრის განაკვეთი იქნება 5% (გარდა საინვესტიციო ფონდის მიერ რეზიდენტი საწარმოს წილებში/აქციებში ინვესტირებისა, რა დროსაც ნამეტი დაიბეგრება 15%-ით). საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან გათავისუფლდება ნამეტი შემოსავლის მიღება, თუკი საინვესტიციო ფონდის ერთეულები დაშვებულია სავაჭროდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე ან/და საინვესტიციო ფონდი ინვესტირებას ახორციელებს ისეთ ინსტრუმენტებში, რომლებზეც ვრცელდება შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმები (დეპოზიტები ან საქართველოს მთავრობის ან/და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები ან რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები). ყველა სხვა შემთხვევაში, საინვესტიციო ფონდის ერთეულის რეალიზაციით ან გამოსყიდვით მიღებულ ნამეტ შემოსავალზე ჩვეულებრივად გავრცელდება საგადასახადო კოდექსის 82-ე და 99-ე მუხლების რეგულირება და ეს შემოსავლები მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან შეიძლება გათავისუფლდეს საერთო წესების შესაბამისად. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არ არის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტით შემოთავაზებული დაბეგვრის რეჟიმი მიემართება იმ საინვესტიციო ფონდებსა და ამ ფონდების ინვესტორებზე რომლებიც საქმიანობას განახორციელებენ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონპროექტის საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ დღემდე, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ეროვნული ბანკის მიერ არც ერთი სუბიექტი არ ყოფილა რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდად, რაც ართულებს იმის განსაზღვრას და პროგნოზირებას, თუ რა რაოდენობის და რა ზომის აქტივების მქონე საინვესტიციო ფონდები იარსებებს საშუალოვადიან პერიოდში და, შესაბამისად, რამდენად მატერიალური იქნება სახელმწიფო ბიუჯეტზე წინამდებარე კანონპროექტის გავლენა. ამასთან, ხაზი უნდა გაესვას, რომ საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარებასთან ერთად, გაზრდილი ეკონომიკური აქტივობა კაპიტალის ბაზარზე გრძელვადიან პერსპექტივაში გაზრდის საბიუჯეტო შემოსავლებს და მთლიანობაში დადებითად აისახება ბიუჯეტზე. მნიშვნელოვანია, ასევე, რომ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონპროექტის განვითარება დროში განვსაზღვროთ. ეს დაგვეხმარება, რომ შევაფასოთ თუ რა მნიშვნელობის ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს პროექტმა, როგორც ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ასევე ზოგადად ეკონომიკაზე და ასევე გამოკვეთოს დარგობრივად რიგი გარემოებები, რომლებიც ამგვარი განვითარების ხელმშემწყობია. თავდაპირეველად ნაკლებად მოსალოდნელია ღია საინვესტიციო ფონდებზე (ასევე ინტერვალურ საინვესტიციო ფონდებზე) მაღალი მოთხოვნის დაფიქსირება. ასეთი ტიპის ფონდები, ზოგადად უფრო საცალო ინვესტორებზე ან ისეთ ბაზრებზეა გათვლილი, სადაც ლიკვიდურობა მაღალია. ასევე ღია ტიპის ფონდები უფრო მკაცრად არიან რეგულირებული და ჭირდებათ ლიკვიდობის ყოლვედღიური დაკმაყოფილება. ჩვენი არალიკვიდური ბაზრის პირობებში კი, ეს არ არის შესაძლებელი. შესაბამისად ღია ფონდებთან შედარებით, თავადაპირველად, მოსალოდნელია დახურულ ფონდებზე უფრო მაღალი მოთხოვნის დაფიქსირება. ამგვარი ფონდები კი, გარდა იმისა, რომ თავად არიან ნაკლებად ლიკვიდურები, არალიკვიდურ აქტივებშიც აბანდებენ სახსრებს. შედეგად ასეთი ტიპის დახურული ფონდები მიდრეკილნი არიან გრძელვადიან (საშუალოდ 5-დან 10 წლამდე) საინვესტიციო ჰორიზონტზე. იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს საინვესტიციო ფონდების ბაზარი, საშუალო საინვეტიციო ჰორიზონტად (პერიოდი, როდესაც საინვესტიციო ფონდი განხორციელებს თავის საინვესტიციო სტრატეგიას და ინვესტორები მოახდენენ მოგების რეალიზებას) სასურველია ავიღოთ დახურული ფონდისათვის თვისობრივი საინვესტიციო ჰორიზონტი, რაც, როგორც ზემოთ ვახსენეთ, საშუალოდ 5-დან 10 წლამდე პერიოდს წარმოადგენს. ეს პერიოდი ეფუძნება რიგ გარემოებებს, რომელთაგან ერთ-ერთი ლიკვიდურობისა და ინვესტირებადი აქტივების ზრდაა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, სახელმწიფოს მხრიდან, სახელმწიფო სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოშვების სტრატეგიაც. სახელმწიფო ე.წ. ბენჩმარკ ბონდების გამოშვებას უფრო და უფრო მნიშვნელოვან როლს ანიჭებს1, შესაბამისად ინსტრუმენტები, რომლებშიც შესაძლებელი იქნება თავდაპირველად დივერსიფიცირებული დაბანდება გრძელვადიანი დაფარვის რიცხვი ექნებათ. გარდა ამისა სხვა მაღალი მოცულობის სასესხო ფასიანი ქაღალდებიც გამოირჩევიან საშუალოდ 5-წლიანი დაფარვის რიცხვით2. ზემოხსენებული ფაქტორებიდან და იქიდან გამომდინარე, რომ დღეს არ გაგვაჩნია არანაირი მონაცემი პროგნოზის გაკეთებისათვის, შესაძლოა დავასკვნათ, რომ საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარებას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გრძელვადიან პერიოდში უფრო დადებითი შედეგი უნდა ქონდეს ვიდრე პროექტის მიღებიდან საშუალოვადიან პერიოდში. პროექტით განსაზღვრული კონკრეტული საგადასახადო რეჟიმების ზეგავლენის შესაფასებლად ქვემოთ წარმოდგენილი იქნება მსჯელობა კანონპროექტით გათვალისწინებულ იმ ცვლილებებზე, რაც განასხვავებს შემოთავაზებულ დაბეგვრის რეჟიმს არსებული ჩარჩოსაგან და, ამ თვალსაზრისით, პოტენციურად რა გავლენა შეიძლება იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე საშუალოვადიან პერიოდში. თავდაპირველად განხილული იქნება ერთობლივ საინვესტიციო ფონდებთან, შემდეგ კი საინვესტიციო კომპანიებთან დაკავშირებით შემოთავაზებული ცვლილებები, ხოლო შემდეგ - უშუალოდ ინვესტორების მიერ თავიანთი წილის რეალიზაციით მიღებული ნამეტის დაბეგვრის საკითხები. როგორც უკვე აღინიშნა, კანონპროექტი ადგენს იურიდიული პირის სტატუსის არმქონე საინვესტიციო ფონდების (ერთობლივი საინვესტიციო ფონდების) დაბეგვრის ტრანსპარენტულ რეჟიმს, რომლის მიხედვითაც ერთობლივი ფონდის ინვესტორებს სრულად მიეკუთვნება ფონდის მიერ მიღებული შემოსავლის წყარო და მახასიათებლები და, შედეგად, ერთობლივი საინვესტიციო ფონდის მიერ მიღებული მოგება და ზარალი განიხილება ერთობლივი 1 მთავრობის ვალის მართვის სტრატეგია 2019-2021 წლებისათვის „https://www.gcsd.ge/upload/GCSD_web_GEO_3e825cc6.pdf “ 2 დაშვებული ფასიანი ქაღალდების ნუსხა „https://www.gcsd.ge/upload/GCSD_web_GEO_3e825cc6.pdf“ საინვესტიციო ფონდის ერთეულის თითოეული მფლობელის მიერ ერთობლივი საინვესტიციო ფონდის გარეშე ინდივიდუალურად მიღებულ მოგებად და ზარალად (შესაბამისად, ფიზიკური პირები მათთვის მიკუთვნებულ მოგებაზე დაიბეგრებიან საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით, ხოლო იურიდიული პირები - რეზიდენტი საწარმოების გარდა, რომლებიც ე.წ. ესტონური მოდელით იბეგრებიან – მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთით). დაბეგვრის ტრანსპარენტულობა გულისხმობს, მათ შორის, იმასაც, რომ ერთობლივი საინვესტიციო ფონდი თავად არ დაიბეგრება მოგების გადასახადით და მას არც გადასახადის წყაროსთან დაკავების ვალდებულება არ დაეკისრება ინვესტორებისათვის განაწილებულ მოგებაზე. ამასთან ერთად, საკუთარი წილის გასხვისების ან გამოსყიდვის შემთხვევაში, ინვესტორს უფლება ექნება ნამეტი შემოსავალი შეამციროს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც იგი უკვე გათვალისწინებული იყო ინვესტორის დასაბეგრ შემოსავალში, მისთვის ერთობლივი საინვესტიციო ფონდის მოგებისა და ზარალის მიკუთვნების შედეგად. ზემოაღნიშნულისგან განსხვავებით, მოქმედი კანონმდებლობით (კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის შესაბამისად), ამხანაგური ტიპის წარმონაქმნები იბეგრებიან მოგების გადასახადით (განაკვეთი - 15%), საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით. ამასთან, ამხანაგობის წევრი დამატებით იბეგრებიან ამხანაგობიდან მათთვის მიკუთვნებულ შემოსავლებზე, საშემოსავლო ან მოგების გადასახადით (შესაბამისად, 20%-იანი ან 15%-იანი განაკვეთით)3. თავის მხრივ, ამხანაგობას ეკისრება ვალდებულება წყაროსთან დაბეგროს მისი წილის მფლობელი ფიზიკური პირისათვის განაწილებული შემოსავალი. რაც შეეხება ამხანაგობაში წილის რეალიზაციით მიღებული ნამეტის დაბეგვრას, მოქმედი დაბეგვრის რეჟიმი არ ითვალისწინებს ამხანაგური ტიპის საზოგადოების მონაწილეებისათვის უფლებას, შეამცირონ წილის რეალიზაციით ან გამოსყიდვით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი. შესაბამისად, ფიზიკური პირები ნამეტზე იბეგრებიან სრულად, 20%-იანი განაკვეთით, ხოლო იურიდიული პირები (რეზიდენტი საწარმოების გარდა, რომლებიც ე.წ. ესტონური მოდელით იბეგრებიან) – 15%-იანი განაკვეთით. მაშასადამე, შემოთავაზებული კანონპროექტის საფუძველზე, ამხანაგური ტიპის წარმონაქმნების ერთ კატეგორიაზე, კერძოდ ერთობლივ საინვესტიციო ფონდებზე, არ გავრცელდება საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის რეგულირება, რითაც თავიდან იქნება აცილებული საინვესტიციო ფონდის მიერ მიღებული შემოსავლის ორმაგი დაბეგვრა (ჯერ - მოგების გადასახადით ფონდის დონეზე 15%-იანი განაკვეთით, შემდეგ, საშემოსავლო ან მოგების გადასახადით ინვესტორების დონეზე, 20%-იანი ან 15%-იანი განაკვეთით). აგრეთვე, საინვესტიციო ფონდის ინვესტორებს ექნებათ შესაძლებლობა, წილის რეალიზაციისას ან გამოსყიდვისას ნამეტის მიღების შემთხვევაში შეიმცირონ საშემოსავლო ან მოგების გადასახადი იმ ოდენობით, რაც მათ უკვე დაეკისრათ ფონდის გავლით მიღებული შემოსავლებისთვის. ყოველივე ზემოაღნიშნული პოტენციურად გავლენას იქონიებს ამ ტიპის წარმონაქმნებისაგან და მათი მონაწილეებისგან სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების მოცულობაზე. ხოლო თუ ვიმსჯელებთ იმ კუთხით, რომ დღემდე ამგვარი სუბიექტები არ დარეგისტრირებულან, შემოთავაზებული ტრანსპარენტული რეჟიმი, მიუხედავად იმისა, რომ 3 გარდა იმ პირებისა, რომლებიც არ იბეგრებიან მოგების გადასახადის ახალი, ე.წ. ესტონური მოდელის მიხედვით (იხ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის მე-9 ნაწილი). სუბიექტს საგადასახადო ტვირთს უმცირებს, სახელმწიფო საბიუჯეტო შემოსავალზე დადებით ზეგავლენას იქონიებს. იურიდიული პირის სტატუსის მქონე საინვესტიციო ფონდის (საინვესტიციო კომპანიის) შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, კანონპროექტი ადგენს შემოსავლის ნაწილობრივი მიკუთვნების მოდელს, რომლის თანახმადაც, საინვესტიციო კომპანიის მიერ მოგების განაწილებისას, ცალკეულ შემთხვევებში, გაითვალისწინება, თუ საიდან იქნა აღნიშნული მოგება მიღებული. კერძოდ, მოგების გადასახადით არ დაიბეგრება ფიზიკური პირებისა და 4 არარეზიდენტებისათვის მოგების განაწილება საინვესტიციო კომპანიის მიერ, თუკი ეს მოგება: მიღებულია უცხოური წყაროდან; ან მიეკუთვნება რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებულ შემოსავალს; ან მიეკუთვნება რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებულ შემოსავალს ან ამ ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალს; ან მიეკუთვნება საქართველოს მთავრობის ან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებულ ნამეტ შემოსავალს ან ამ ფასიანი ქაღალდებიდან ან კომერციულ ბანკში განთავსებული დეპოზიტიდან პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალს. გარდა ამისა, საინვესტიციო კომპანია არ დაიბეგრება არც საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით5. რაც შეეხება საინვესტიციო კომპანიის წილის მფლობელების დაბეგვრას დივიდენდის გადასახადით, კანონპროექტი ადგენს, რომ საინვესტიციო კომპანიის მიერ ფიზიკურ პირის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ დაიბეგრება და შემოსავლების მიმღების ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.6 ამასთან, შემოთავაზებული მოდელი ითვალისწინებს საინვესტიციო კომპანიის მიერ განაწილებული მოგების დაბეგვრას მოგების გადასახადით, თუ მოგება განაწილდა არარეზიდენტზე ან ფიზიკურ პირზე7, 15%-იანი და 5%-იანი განაკვეთებით. კერძოდ, 5%-იანი განაკვეთი იმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუკი საინვესტიციო კომპანია ინვესტირებას ახორციელებს მხოლოდ საბანკო დეპოზიტებში ან/და ფინანსურ ინსტრუმენტებში. ყველა სხვა შემთხვევაში საინვესტიციო კომპანია არარეზიდენტზე ან ფიზიკურ პირზე მოგების განაწილებისას დაიბეგრება 15%-იანი განაკვეთით. 4 რაც შეეხება რეზიდენტ საწარმოებს, მათზე მოგების განაწილება საერთოდ არ იბეგრება მოგების გადასახადით არც მოქმედი საგადასახადო კოდექსის საფუძველზე (იხ. საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი). 5 ეს დაბეგვრის ობიექტებია: გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის; უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა; კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი. 6 რაც შეეხება რეზიდენტ საწარმოებს, ისინი საერთოდ არ იბეგრებიან დივიდენდის გადასახადით არც მოქმედი საგადასახადო კოდექსის შესაბამისად (იხ. საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის მე-2 ნაწილი). 7 რეზიდენტ საწარმოებთან დაკავშირებით იხ. მე-2 შენიშვნა. ზემოაღნიშნულისგან განსხვავებით, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, რეზიდენტი საწარმოები არარეზიდენტებისათვის და ფიზიკური პირებისათვის განაწილებულ მოგებაზე იბეგრებიან მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთით, აგრეთვე, დაბეგვრის ობიექტია არა მხოლოდ განაწილებული მოგება, არამედ გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის; უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა; საგადასახადო კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი. ამასთან, განსხვავებით კანონპროექტით შემოთავაზებული მოდელისგან, მოქმედი კანონმდებლობით, მოგების გადასახადისგან არ თავისუფლდება საწარმო იმ შემთხვევაში, როდესაც განაწილებული მოგება მიღებულია უცხოური წყაროდან, ან მიეკუთვნება რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებულ შემოსავალს, ან მიეკუთვნება რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებულ შემოსავალს ან ამ ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალს.8 აგრეთვე, დივიდენდის მიღებისას, ფიზიკური პირები და არარეზიდენტები იბეგრებიან 5%-ით, რომლის წყაროსთან დაკავების ვალდებულება აკისრია დივიდენდის გამცემს (კომპანიას). შესაბამისად, საინვესტიციო კომპანიებსა და მათ ინვესტორებს მოქმედი საგადასახადო რეჟიმით დაეკისრებოდათ უფრო მეტი ტვირთი, ვიდრე ამას კანონპროექტი ითვალისწინებს, რაც პოტენციურად გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების მოცულობაზე. სიახლეს წარმოადგენს აგრეთვე საინვესტიციო ფონდის ინვესტორთა (ერთეულის მფლობელთა) მიერ თავიანთი ერთეულების (წილების) რეალიზაციით ან გამოსყიდვით მიღებული ნამეტი შემოსავლის დაბეგვრის შემოთავაზებული ჩარჩო. ზემოთ უკვე იქნა აღნიშნული, რომ ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ინვესტორის მიერ ერთეულის რეალიზაციით ან გამოსყიდვით მიღებული ნამეტი შემოსავალი მცირდება იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ეს ნამეტი შემოსავალი გათვალისწინებულია ამავე ინვესტორისათვის ფონდის გავლით მიკუთვნებულ დასაბეგრ შემოსავალში. თუმცა, კანონპროექტი სხვა კუთხითაც ადგენს განსხვავებულ რეგულირებას ნამეტი შემოსავლების დაბეგვრაზე. კერძოდ, კანონპროექტით, არარეზიდენტის ან ფიზიკურ პირის მიერ საინვესტიციო ფონდის (ერთობლივი საინვესტიციო ფონდი ან საინვესტიციო კომპანია) ერთეულის მიწოდებით ან გამოსყიდვით მიღებული ნამეტი შემოსავალი იბეგრება 15%-იანი განაკვეთით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი საინვესტიციო ფონდი ინვესტირებას ახორციელებს მხოლოდ საბანკო დეპოზიტებსა ან/და ფინანსურ ინსტრუმენტებში (გარდა საინვესტიციო ფონდის მიერ რეზიდენტი საწარმოს წილის/აქციის ფლობისა) – 5%-იანი განაკვეთით. დამატებით, კანონპროექტი ითვალისწინებს ერთეულის რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლის გათავისუფლებას დაბეგვრისაგან, თუკი საინვესტიციო ფონდის ერთეულები დაშვებულია სავაჭროდ ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე ან თუკი საინვესტიციო ფონდი ინვესტირებას ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებულ დეპოზიტებში ან საქართველოს მთავრობის ან/და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში ან რეზიდენტი იურიდიული 8 უფრო დაწვრილებით იხ. საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილი. პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებულ და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებულ სასესხო ფასიან ქაღალდებში. ზემოხსენებულისგან განსხვავებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ფიზიკური პირის მიერ მიღებული ნამეტი შემოსავალი იბეგრება საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით, ხოლო არარეზიდენტის (იურიდიული პირის შემთხვევაში) მიერ მიღებული ნამეტი - მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთით. რაც შეეხება დაბეგვრისგან გათავისუფლების საფუძვლებს, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ნამეტი შემოსავლის გათავისუფლებას დაბეგვრისგან იმ საფუძვლით, რომ საწარმო კონკრეტული ტიპის აქტივებში ახდენს ინვესტირებას.9 შესაბამისად, საინვესტიციო ფონდების ინვესტორებს მოქმედი საგადასახადო რეჟიმით ერთეულების რეალიზაციისას ან გამოსყიდვისას დაეკისრებოდათ უფრო მეტი საგადასახადო ტვირთი, ვიდრე ამას კანონპროექტი ითვალისწინებს, რაც პოტენციურად გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების მოცულობაზე. ხოლო თუ ვიმსჯელებთ იმ კუთხით, რომ დღემდე ამგვარი სუბიექტები არ დარეგისტრირებულან, შემოთავაზებული ტრანსპარენტული რეჟიმი, მიუხედავად იმისა, რომ სუბიექტს საგადასახადო ტვირთს უმცირებს, სახელმწიფო საბიუჯეტო შემოსავალზე დადებით ზეგავლენას იქონიებს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტით შემოთავაზებული დაბეგვრის რეჟიმი მიემართება იმ საინვესტიციო ფონდებსა და ამ ფონდების ინვესტორებზე, რომლებიც საქმიანობას განახორციელებენ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონისპროექტის საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ დღემდე, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ეროვნული ბანკის მიერ არც ერთი სუბიექტი არ ყოფილა რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდად, რაც ართულებს იმის განსაზღვრას, თუ რა რაოდენობის საინვესტიციო ფონდები იარსებებს, როგორც საზედამხედველო სუბიექტები, საშუალოვადიან პერიოდში და, შესაბამისად, რამდენად მატერიალური იქნება შესაბამის პირებზე წინამდებარე კანონპროექტის გავლენა. 9 რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული ერთეულის (წილის) რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლის დაბეგვრისგან გათავისუფლებას, აღნიშნულს უკვე ითვალისწინებს მოქმედი საგადასახადო კოდექსი (იხ. საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „უ3“ ქვეპუნქტი, 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ3“ ქვეპუნქტი). აღნიშნულის მიუხედავად, ხაზი უნდა გაესვას კანონპროექტით გათვალისწინებულ იმ ცვლილებებს, რაც განასხვავებს შემოთავაზებულ დაბეგვრის რეჟიმს არსებული ჩარჩოსაგან და, ამ თვალსაზრისით, პოტენციურად რა გავლენა შეიძლება იქონიოს მომავალში დასაფუძნებელ საინვესტიციო ფონდებსა და მათ ინვესტორებზე. შემოთავაზებული კანონპროექტის საფუძველზე, ერთობლივი საინვესტიციო ფონდები არ დაიბეგრებიან მოგების გადასახადით და, შესაბამისად, მათზე არ გავრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის რეგულირება ამხანაგური ტიპის წარმონაქმნებზე, რითაც თავიდან იქნება აცილებული საინვესტიციო ფონდის მიერ მიღებული შემოსავლის ორმაგი დაბეგვრა (ჯერ - მოგების გადასახადით ფონდის დონეზე 15%-იანი განაკვეთით, შემდეგ, საშემოსავლო ან მოგების გადასახადით ინვესტორების დონეზე, 20%-იანი ან 15%-იანი განაკვეთით). კანონპროექტით, ერთობლივი საინვესტიციო ფონდის მიერ მიღებული მოგება და ზარალი მიეკუთვნება ინვესტორებს (pass-through) და მათვე დაეკისრებათ ვალდებულება, ინდივიდუალურად უზრუნველყონ გადასახადის (ფიზიკური პირის შემთხვევაში, საშემოსავლო გადასახადის, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - მოგების გადასახადის) გადახდა საინვესტიციო ფონდიდან მიკუთვნებული მოგებისა და ზარალის მიხედვით. შესაბამისად, თავად ფონდს ან მისი აქტივების მმართველ კომპანიას საგადასახადო აგენტის ფუნქცია არ დაეკისრება და მათ არ მოუხდებათ აღნიშნული ფუნქციის შესრულებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ტვირთის ზიდვა10. აგრეთვე, ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ინვესტორებს ექნებათ შესაძლებლობა, წილის რეალიზაციისას ან გამოსყიდვისას შეიმცირონ დასაბეგრი ნამეტი შემოსავალი იმ ოდენობით, რაც მათ უკვე მიეკუთვნათ და დაებეგრათ საინვესტიციო ფონდიდან მოგების სახით. ყოველივე ზემოაღნიშნული ზეგავლენას იქონიებს ამხანაგური ტიპის წარმონაქმნებისა და მათი მონაწილეების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი გადასახადების მოცულობაზე. იურიდიული პირის სტატუსის მქონე საინვესტიციო ფონდის (საინვესტიციო კომპანიის) შემთხვევაში, ერთობლივი საინვესტიციო ფონდისგან განსხვავებით, კანონპროექტი ადგენს შემოსავლის მხოლოდ ნაწილობრივი მიკუთვნების მოდელს, რომლის თანახმადაც, საინვესტიციო კომპანიის მიერ მოგების განაწილებისას, ცალკეულ შემთხვევებში გაითვალისწინება, თუ საიდან იქნა აღნიშნული მოგება მიღებული. კერძოდ, მოგების გადასახადით არ დაიბეგრება ფიზიკური პირებისა და არარეზიდენტებისათვის მოგების განაწილება საინვესტიციო კომპანიის მიერ, თუკი ეს მოგება: მიღებულია უცხოური წყაროდან; ან მიეკუთვნება რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებულ შემოსავალს; ან მიეკუთვნება რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებულ შემოსავალს ან ამ ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალს; ან მიეკუთვნება საქართველოს მთავრობის ან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებულ ნამეტ შემოსავალს ან ამ ფასიანი ქაღალდებიდან ან 10 თუ რა ვალდებულებები ეკისრება საგადასახადო აგენტს, დაწვრილებით მითითებულია საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2-მე-3 ნაწილებში. კომერციულ ბანკში განთავსებული დეპოზიტიდან პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალს. გარდა ამისა, საინვესტიციო კომპანია არ დაიბეგრება არც საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით. მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ საინვესტიციო კომპანიის მიერ ფიზიკურ პირის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ დაიბეგრება და შემოსავლების მიმღების ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება. აღნიშნული ცვლილება გაათავისუფლებს ინვესტორებს დივიდენდის გადახდასთან დაკავშირებული საგადასახადო ტვირთისგან, ხოლო თავად დივიდენდის გამცემს (კომპანიას) - საგადასახადო აგენტის ვალდებულების შესრულების ადმინისტრაციული ტვირთისგან. კანონპროექტით შემოთავაზებული მოდელით, საინვესტიციო კომპანიის მიერ არარეზიდენტზე ან ფიზიკურ პირზე მოგების განაწილება დაიბეგრება მოგების გადასახადით, 15%-იანი და 5%იანი განაკვეთებით. კერძოდ, 5%-იანი განაკვეთი, ნაცვლად ამჟამად მოქმედი 15%-ისა, იმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუკი საინვესტიციო კომპანია ინვესტირებას განახორციელებს მხოლოდ საბანკო დეპოზიტებში ან/და ფინანსურ ინსტრუმენტებში. ყველა სხვა შემთხვევაში საინვესტიციო კომპანია არარეზიდენტზე ან ფიზიკურ პირზე მოგების განაწილებისას დაიბეგრება 15%-იანი განაკვეთით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი ცვლილებები ზეგავლენას იქონიებს საინვესტიციო კომპანიებისა და მათი წილის მფლობელების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი გადასახადების მოცულობაზე. კანონპროექტი აგრეთვე ითვალისწინებს საინვესტიციო ფონდების ინვესტორების მიერ კუთვნილი წილის (ერთეულის) გამოსყიდვითა და რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლის დაბეგვრის მარეგულირებელ წესებს. კერძოდ, ფიზიკური პირის მიერ საინვესტიციო ფონდის (ერთობლივი საინვესტიციო ფონდი ან საინვესტიციო კომპანია) ერთეულის მიწოდებით ან გამოსყიდვით მიღებული ნამეტი შემოსავალი დაიბეგრება 15%-იანი განაკვეთით, ნაცვლად ამჟამად მოქმედი 20%-ისა, არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში კი - 15%-ით.11 ამასთან, იმ შემთხვევაში, თუკი საინვესტიციო ფონდი ინვესტირებას განახორციელებს მხოლოდ საბანკო დეპოზიტებსა ან/და ფინანსურ ინსტრუმენტებში (გარდა საინვესტიციო ფონდის მიერ რეზიდენტი საწარმოს წილის/აქციის ფლობისა), ნამეტი შემოსავალი ინვესტორს დაებეგრება 5%იანი განაკვეთით, ნაცვლად ფიზიკური პირებისათვის მოქმედი 20%-იანი განაკვეთისა და იურიდიული პირებისათვის მოქმედი 15%-იანი განაკვეთისა. გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს ერთეულის რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლის გათავისუფლებას დაბეგვრისაგან, თუკი საინვესტიციო ფონდის ერთეულები დაშვებულია სავაჭროდ ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე ან თუკი საინვესტიციო ფონდი ინვესტირებას ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებულ დეპოზიტებში ან საქართველოს მთავრობის ან/და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში ან რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებულ და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ 11 რაც შეეხება რეზიდენტ საწარმოებს, ისინი იბეგრებიან ე.წ. ესტონური მოდელის მიხედვით და, შესაბამისად, არ იხდიან მოგების გადასახადს აქტივების რეალიზაციით მიღებულ ნამეტ შემოსავალზე (იხ. საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილი). ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებულ სასესხო ფასიან ქაღალდებში. ზემოხსენებული ცვლილებები ზეგავლენას იქონიებს საინვესტიციო ფონდების ინვესტორების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი გადასახადების მოცულობაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით იცვლება მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების ოდენობა და მათი განსაზღვრის პრინციპი საინვესტიციო ფონდებსა და საინვესტიციო ფონდების ინვესტორებთან მიმართებით. კერძოდ, იურიდიული პირის სტატუსის მქონე საინვესტიციო ფონდები (საინვესტიციო კომპანიები) მოგების გადასახადით დაიბეგრებიან მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტით (განაწილებული მოგება). შესაბამისად, არსებული რეჟიმისგან განსხვავებით, მათ არ დაეკისრებათ მოგების გადასახადის გადახდა შემდეგი დაბეგვრის ობიექტებზე: გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის; უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა; კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი. აღსანიშნავია, რომ განაწილებული მოგების გადასახადის განაკვეთი იმ საინვესტიციო კომპანიებისათვის, რომლებიც ინვესტიციებს ახორციელებენ მხოლოდ დეპოზიტებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებში, იქნება 5%, ნაცვლად არსებული 15%ისა, დანარჩენ შემთხვევებში კი - კვლავ 15 პროცენტი (მაგ., მოძრავ ან უძრავ ქონებაში ინვესტირებისას). აგრეთვე, კანონპროექტი განსაზღვრავს კონკრეტულ საფუძვლებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მოგების განაწილება არ დაიბეგრება, კერძოდ: შემოსავალი, რომლიდანაც ხორციელდება დივიდენდის, გადახდა, არ მიეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს; მიეკუთვნება რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებულ შემოსავალს; მიეკუთვნება რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებულ შემოსავალს ან ამ ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალს; მიეკუთვნება საქართველოს მთავრობის ან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებულ ნამეტ შემოსავალს ან ამ ფასიანი ქაღალდებიდან ან კომერციულ ბანკში განთავსებული დეპოზიტიდან პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალს. გარდა ზემოაღნიშნულისა, არსებული რეგულირებისგან განმასხვავებელია ისიც, რომ საინვესტიციო კომპანიის მიერ ინვესტორებისათვის განაწილებული დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ დაიბეგრება და არც ინვესტორის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება. რაც შეეხება იურიდიული პირის სტატუსის არმქონე საინვესტიციო ფონდს (ერთობლივ საინვესტიციო ფონდს), იგი არ დაექვემდებარება დაბეგვრას მოგების გადასახადით საერთოდ და მის ნაცვლად მოგების ან საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრებიან უშუალოდ ინვესტორები (შესაბამისად, 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთით ფიზიკური პირები და 15%-იანი მოგების გადასახადის განაკვეთით იურიდიული პირები12). შესაბამისად, ერთობლივ საინვესტიციო ფონდებზე არ გავრცელდება საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის რეგულირება, რომელიც ამხანაგური ტიპის საზოგადოებებს განიხილავს მოგების გადასახადის გადამხდელად საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით13. ამდენად, ყველა შემოსავალი და ხარჯი, რომელსაც მიიღებს/გასწევს ერთობლივი საინვესტიციო ფონდი, მიეკუთვნება მის ინვესტორებს, რომელთაც დაეკისრებათ დამოუკიდებლად ანგარიშგების ვალდებულება საგადასახადო ორგანოს წინაშე. იცვლება საინვესტიციო ფონდის წილის (ერთეულის) რეალიზაციით ან გამოსყიდვით მიღებული ნამეტის დაბეგვრის წესიც. კანონპროექტის თანახმად, ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ინვესტორის მიერ ერთეულის რეალიზაციით ან გამოსყიდვით მიღებული ნამეტი შემოსავალი მცირდება იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ეს ნამეტი შემოსავალი გათვალისწინებულია ამავე ინვესტორისათვის ერთობლივი საინვესტიციო ფონდის გავლით მიკუთვნებულ დასაბეგრ შემოსავალში. აგრეთვე, კანონპროექტით, არარეზიდენტის ან ფიზიკურ პირის მიერ საინვესტიციო ფონდის (ერთობლივი საინვესტიციო ფონდი ან საინვესტიციო კომპანია) ერთეულის მიწოდებით ან გამოსყიდვით მიღებული ნამეტი შემოსავალი დაიბეგრება 15%-იანი განაკვეთით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი საინვესტიციო ფონდი ინვესტირებას განახორციელებს მხოლოდ საბანკო დეპოზიტებსა ან/და ფინანსურ ინსტრუმენტებში (გარდა საინვესტიციო ფონდის მიერ რეზიდენტი საწარმოს წილის/აქციის ფლობისა) – 5%-იანი განაკვეთით. დამატებით, კანონპროექტი ითვალისწინებს ერთეულის რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლის გათავისუფლებას დაბეგვრისაგან, თუკი საინვესტიციო ფონდის ერთეულები დაშვებულია სავაჭროდ ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე ან თუკი საინვესტიციო ფონდი ინვესტირებას ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებულ დეპოზიტებში ან საქართველოს მთავრობის ან/და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში ან რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებულ და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებულ სასესხო ფასიან ქაღალდებში. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: 12 გარდა იმ სუბიექტებისა, რომლებიც იბეგრებიან ე.წ. ესტონური მოდელის შესაბამისად და, ამდენად, მოგების გადასახადს იხდიან საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით. 13 განაწილებული მოგება; გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის; უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა; საგადასახადო კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი. კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებისას მიმოხილული იქნა ირლანდიისა და ლუქსემბურგის გამოცდილება. აღსანიშნავია, რომ ეს ქვეყნები გამოირჩევა საინვესტიციო ფონდების მაღალი კონცენტრაციით და განვითარებული კაპიტალის ბაზრებით. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ბანკი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.