„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საინვესტიციო ფონდების შესახებ“
- „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-02
ბიუროს ნომერი 331
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი, მუხ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. პირველი მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ეს კანონი აწესრიგებს ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებასა და
მიმოქცევასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ფასიანი ქაღალდების
ბაზარზე საფონდო ბირჟების, ცენტრალური დეპოზიტარების, ფასიანი ქაღალდების
რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიებისა და ბროკერების საქმიანობის წესებსა და
პასუხისმგებლობას, აგრეთვე დამატებით მოთხოვნებს იმ საწარმოთა საქმიანობის წესისა
და პასუხისმგებლობის მიმართ, რომელთა ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება და
გაყიდვაც ხორციელდება.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. ეს კანონი არ ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდების ერთეულების ემისიისა და საჯარო
შეთავაზების განხორციელებაზე, რაც რეგულირდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“
საქართველოს კანონით.“.
2. მე-2 მუხლის:
ა) 54-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„54. ფინანსური ინსტიტუტი – იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაა ფინანსური
მომსახურების განხორციელება და რომელიც მოქმედებს კომერციული ბანკის, სადაზღვევო
ორგანიზაციის, გადამზღვეველი კომპანიის, საინვესტიციო ბანკის, საფონდო ბირჟის,
ცენტრალური დეპოზიტარის, საბროკერო კომპანიის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის,
საკრედიტო კავშირის, საინვესტიციო ფონდის, აქტივების მმართველი კომპანიის ან
საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სახით. საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია
გააფართოოს და განმარტოს ფინანსური ინსტიტუტების ჩამონათვალი;“;
ბ) 55-ე და 56-ე პუნქტები ამოღებულ იქნეს;
გ) 59-ე და მე-60 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
3. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საინვესტიციო ფონდის ერთეულების საჯარო შეთავაზების განხორციელების
წესები განისაზღვრება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის
საფუძველზე.“.
4. 91 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება კომერციულ ბანკებზე, რომელთა
საქმიანობა რეგულირდება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონით, აგრეთვე საინვესტიციო ფონდებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება
„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
5. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:
„11. ეს მუხლი არ ვრცელდება საინვესტიციო ფონდებზე, რომელთა საქმიანობა
რეგულირდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
6. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:
„10. ეს მუხლი არ ვრცელდება საინვესტიციო ფონდებზე, რომელთა საქმიანობა
რეგულირდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
7. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. ეს მუხლი არ ვრცელდება ღია და ინტერვალურ საინვესტიციო ფონდებზე, რომელთა
საქმიანობა რეგულირდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად.“.
8. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
„9. ეს მუხლი არ ვრცელდება ღია და ინტერვალურ საინვესტიციო ფონდებზე, რომელთა
საქმიანობა რეგულირდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად.“.
9. მე-19 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. საინვესტიციო ფონდის ერთეულებით გარიგებისას მათზე საკუთრების უფლების
წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა განისაზღვრება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
10. 23-ე მუხლის „ვ“’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) მართოს კლიენტების, მათ შორის, საპენსიო სქემების, საინვესტიციო პორტფელები
და ფასიანი ქაღალდებით ოპერაციებისათვის გამოყოფილი სახსრები, კოლექტიური
პორტფელის მართვის გარდა.“.
11. მე-40 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს, თუ ის არ არის ცენტრალური დეპოზიტარის
ლიცენზიის მფლობელი, ეკრძალება ყოველგვარი საქმიანობა, გარდა ფასიანი ქაღალდების
რეგისტრატორობისა, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის
დელეგირებული საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებისა და
საინვესტიციო ფონდების ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოებისა, თუკი მასთან
საინვესტიციო ფონდს ან აქტივების მმართველ კომპანიას დადებული აქვს შეთანხმება
რეესტრის წარმოების ფუნქციის დელეგირების შესახებ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ორი თვის შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „საინვესტიციო ფონდების შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით და აღნიშნული კანონპროექტით
გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების
მარეგულირებელი ჩარჩოს იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით.
მოქმედი კანონმდებლობით, საინვესტიციო ფონდებთან და აქტივების მმართველი
კომპანიების რეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს სხვადასხვა
საკანონმდებლო აქტი, მათ შორის „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს
კანონი. შემოთავაზებული ცვლილებები, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს
კანონის სახით, ითვალისწინებს ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებას, რომელიც
საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად ჩამოაყალიბებს საინვესტიცო
ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების მიერ საქმიანობის განხორციელების
პრინციპებსა და წესებს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
განხორციელება აუცილებელია „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტით გათვალისწინებული ახალი მარეგულირებელი ჩარჩოს შეუფერხებლად და
დაუბრკოლებლად იმპლემენტაციისათვის.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონი
შესაბამისობაში მოვა „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი
ცვლილებებით, საინვესტიციო ფონდების ერთეულების (აქცია, წილი ან პაი) შეთავაზებაზე
აღარ გავრცელდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონი,
ვინაიდან აღნიშნულ საკითხს სრულად მოაწესრიგებს „საინვესტიციო ფონდების შესახებ“
საქართველოს კანონი. შესაბამისად, საინვესტიციო ფონდების მიერ ემიტირებული
ერთეულები
(ფინანსური
ინსტრუმენტების)
საჯარო
ფასიან
ქაღალდებად
დაკვალიფიცირდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონის
პროექტით განსაზღვრული ავტორიზებული საინვესტიციო ფონდები ახორციელებენ
ერთეულების საჯარო შეთავაზებას, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონის
მიზნებისათვის ავტორიზებული საინვესტიციო ფონდები ჩაითვლება საჯარო ფასიანი
ქაღალდების ემიტენტებად. თუმცა, შემოთავაზებული კანონპროექტით, რათა „ფასიანი
ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონი შესაბამისობაში მოვიდეს „საინვესტიციო ფონდების
შესახებ“ კანონის პროექტთან, აგრეთვე თავიდან იქნეს აცილებული ორმაგი რეგულირება,
ცალკეული დებულებები ანგარიშვალდებულ საწარმოებთან და საჯარო ფასიან
ქაღალდებთან დაკავშირებით არ გავრცელდება ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდებზე.
კერძოდ, საინვესტიციო ფონდებზე არ გავრცელდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის
შესახებ“ კანონის ის დებულებები, რომლებიც ეხება ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ
წლიური და ნახევარწლიური ანგარიშების მომზადებას; ანგარიშვალდებულ საწარმოში
აუდიტის კომიტეტის შექმნას1; საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების
წარმოშობას, შეცვლასა და შეწყვეტას. გარდა ამისა, ღია და ინტერვალურ საინვესტიციო
ფონდებზე არ გავრცელდება სატენდერო შეთავაზებებთან და მნიშვნელოვანი შენაძენის
გამჟღავნებასთან დაკავშირებული ნორმები, რაც ასევე შესაბამისობაშია „საინვესტიციო
ფონდების შესახებ“ კანონის პროექტთან და ევროკავშირის სამართალთან2.
კანონპროექტით, ცვლილება შედის საბროკერო საქმიანობათა ჩამონათვალში, კერძოდ
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი
ჩამოყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის თანახმადაც, „საინვესტიციო ფონდების
შესახებ“ კანონის პროექტისა და ევროკავშირში მოქმედი დირექტივების შესაბამისად,
საბროკერო კომპანიის არ ექნება აქტივების მმართველი კომპანიის ძირითადი ფუნქციის,
კოლექტიური პორტფელის მართვის, განხორციელების უფლება (ე.წ. collective portfolio
management). ამის ნაცვლად, საბროკერო კომპანიას შეეძლება ინდივიდუალური
საინვესტიციო პორტფელების მართვა კლიენტებთან დადებული შეთანხმებების
საფუძველზე (ე.წ. discretionary portfolio management).
დაბოლოს, ცვლილება შედის „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონის მე-40
მუხლის მე-9 პუნქტში, რომლის მიხედვითაც ფასიანი ქაღალდის რეგისტრატორის
ფუნქციებს დაემატება ახალი, საინვესტიციო ფონდების ერთეულის მფლობელთა
რეესტრის წარმოება, თუკი აქტივების მმართველი კომპანია ან საინვესტიციო კომპანია
გადაწყვეტს ამ ფუნქციის დელეგირებას ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორზე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
იხ. 2006 წლის 17 მაისის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2006/43/EC დირექტივა წლიური
ანგარიშებისა და კონსოლიდირებული ანგარიშების კანონით დადგენილი აუდიტის
განხორციელების შესახებ, 39(3)(ბ) მუხლი.
2 იხ. ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 15 დეკემბრის 2004/109/EC დირექტივა იმ
ემიტენტთა გამჭვირვალობის მოთხოვნების ჰარმონიზაციის შესახებ, რომელთა ფასიანი ქაღალდები
დაშვებულია სავაჭროდ რეგულირებულ ბაზარზე, 1(2) მუხლი.
1
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან ორი თვის შემდეგ. ამასთან,
კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არ არის.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი, ფინანსური შედეგის თვალსაზრისით, გავლენას მოახდენს ემიტენტებზე
(საინვესტიციო ფონდებზე), რომლებსაც, კანონპროექტის ამოქმედებამდე, საჯარო
შეთავაზებად ჩაეთვლებოდათ ერთეულების შეთავაზება არანაკლებ 100 პირისათვის ან
წინასწარ
დაუზუსტებელი
რაოდენობის
პირთათვის
(გათვითცნობიერებული
ინვესტორების გარდა), ხოლო, ცვლილებების მიხედვით, აღიშნული რაოდენობრივი
ზღვარი ჩამოვიდა 20-მდე. კანონპროექტის ამოქმედების შედეგად, აღნიშნულ ემიტენტებს
(საინვესტიციო ფონდებს), რომლებსაც მოქმედი რედაქციის ფარგლებში არ
ჩაეთვლებოდათ განხორციელებულად საჯარო შეთავაზება, დაეკისრებათ ვალდებულება,
20-ზე მეტი გაუთვითცნობიერებელი ინვესტორისათვის ერთეულების შეთავაზების
შემთხვევაში, მოამზადონ ემისიის პროსპექტი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონის
მოთხოვნათა დაცვით.
კანონპროექტით, საჯარო შეთავაზების განმახორციელებელ საინვესტიციო ფონდებს აღარ
დაეკისრებათ აუდიტის კომიტეტის შექმნის ვალდებულება, რაც მათ გაათავისუფლებს
შესაბამისი ფინანსური ტვირთისაგან. კერძოდ, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“
კანონის 91 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ანგარიშვალდებული საწარმოს
სამეთვალყურეო საბჭოში იქმნება აუდიტის კომიტეტი, რომელმაც უნდა გააკონტროლოს
ემიტენტის ფინანსური ანგარიშგების უტყუარობა, უზრუნველყოს შიდა კონტროლის
სისტემის ეფექტიანობა და შიდა აუდიტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
დამოუკიდებლობა, წარმართოს გარე აუდიტორთან ურთიერთობა. აუდიტის კომიტეტი
არის სამეთვალყურეო საბჭოს ქვეკომიტეტი და დაკომპლექტებულია მხოლოდ
სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისგან. აუდიტის კომიტეტს ხელმძღვანელობს
სამეთვალყურეო საბჭოს ის წევრი, რომელიც არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს
კანონის 131 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დამოუკიდებელი პირი. მაშასადამე,
საინვესტიციო ფონდს არ დაეკისრება ვალდებულება, გასწიოს დამატებითი ხარჯები, რაც
უკავშირდება აუდიტის კომიტეტის წევრთა შრომის ანაზღაურებას.
ფინანსური ეფექტი ექნება საინვესტიციო ფონდებზე „ფასიანი ქაღალდების ბაზრის
შესახებ“ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ფასიანი ქაღალდის რეესტრის
წარმოების წესების არგავრცელებას. შედეგად, შემოთავაზებული ცვლილებით, საჯარო
შეთავაზების განმახორციელებელ საინვესტიციო ფონდებს, რომლებიც ჩამოყალიბებულნი
არიან სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით, როგორც საინვესტიციო კომპანია,
და არ ჰყავთ დანიშნული აქტივების მმართველი კომპანია, შეეძლებათ თავად აწარმოონ
ერთეულების მფლობელთა რეესტრი და არ მოუწევთ დამოუკიდებელი, ლიცენზირებული
ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დაქირავება.3 რაც შეეხება ერთობლივ
საინვესტიციო ფონდებს, აგრეთვე იმ საინვესტიციო კომპანიებს (სააქციო საზოგადოებებს),
რომლებსაც დანიშნული ეყოლებათ აქტივების მმართველი კომპანია, მათი ერთეულების
რეესტრის წარმოების ვალდებულება, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონის
საფუძველზე, ექნება თავად აქტივების მმართველ კომპანიას. შესაბამისად, მათთან
მიმართებით, კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილება, დიდი ალბათობით, არ
იქნება ფინანსური შედეგების მომტანი, ვინაიდან ლიცენზირებულ რეგისტრატორს
ჩაანაცვლებს ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია.
აგრეთვე, ღია და ინტერვალური საინვესტიციო ფონდების შემთხვევაში, ინვესტორები
გათავისუფლდებიან მნიშვნელოვანი შენაძენის გამჟღავნების ვალდებულებისაგან, რაც
გაათავისუფლებს
მათ
ანგარიშგებასთან
დაკავშირებული
ადმინისტრაციული
ტვირთისაგან და ხარჯებისგან. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობით, პირი ან პირთა
ჯგუფი ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის
შესახებ ატყობინებს საქართველოს ეროვნულ ბანკს, ემიტენტსა და საფონდო ბირჟას,
რომელზედაც ხდება ამ ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა; ფასიანი ქაღალდების
მნიშვნელოვანი შენაძენის შესახებ შეტყობინება უნდა მოხდეს ამ ფაქტის დადგომიდან 15
რაც შეეხება სხვა სამართლებრივი ფორმით, გარდა სააქციო საზოგადოებისა, დაფუძნებულ მეწარმე
სუბიექტებს (შპს, კომანდიტური საზოგადოება), მათთან მიმართებით „ფასიანი ქაღალდების ბაზრის
შესახებ“ კანონის მე-11 მუხლი რელევანტური საერთოდ არაა, ვინაიდან მათი წილები არ
წარმოადგენს ფასიან ქაღალდებს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.
3
დღის ვადაში, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით უფრო მცირე
ვადა არ არის გათვალისწინებული; ამასთან, თუ საქართველოს ეროვნული ბანკი ან
საფონდო ბირჟა აღმოაჩენს, რომ პირმა საქართველოს ეროვნულ ბანკს, ემიტენტს ან
შესაბამის საფონდო ბირჟას არ შეატყობინა ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის
შესახებ, საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია პირს შეუჩეროს პარტნიორთა უახლოეს
კრებაზე მის მფლობელობაში არსებულ ანგარიშვალდებული საწარმოს 10%-ზე მეტ
აქციაზე ხმის გამოყენების უფლება („ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონის მე-14
მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტები). კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ,
ხსენებული ვალდებულებები ღია და ინტერვალური საინვესტიციო ფონდების
მნიშვნელოვანი წილის შემძენებზე აღარ გავრცელდება.
რაც შეეხება, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონის ფარგლებში, წლიური და
ნახევარწლიური ანგარიშების მომზადების მოთხოვნებისგან იმ ანგარიშვალდებული
საწარმოების (საინვესტიციო ფონდების) გათავისუფლებას, რომლებიც ახორციელებენ
ერთეულების საჯარო შეთავაზებას „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონის
შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ აღნიშნულს არ ექნება ხელშესახები ფინანსური ეფექტი
საინვესტიციო ფონდებისათვის, ვინაიდან ანგარიშების მომზადებისა და აუდირების
ეკვივალენტური
ვალდებულებები
საჯარო
შეთავაზების
განმახორციელებელი
საინვესტიციო ფონდებისათვის დადგინდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონით.
აღსანიშნავია, რომ, კანონპროექტით, ღია ან ინტერვალურ საინვესტიციო ფონდებზე არ
გავრცელდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლით დადგენილი
ნებაყოფლობითი სატენდერო შეთავაზების განხორციელების წესები. აღნიშნული მუხლის
თანახმად, პირს, რომელსაც სურს შეიძინოს ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი
ქაღალდების 10%-ზე მეტი სატენდერო შეთავაზების გზით, ეკისრება ვალდებულება
წინასწარ წარუდგინოს ინფორმაცია სატენდერო შეთავაზების გაკეთების თაობაზე
საქართველოს ეროვნულ ბანკს, აგრეთვე გამოაქვეყნოს ინფორმაცია შესაბამის ბეჭდვით
ორგანოში. ფასიანი ქაღალდების მფლობელთათვის წინადადება ან რეკომენდაცია
სატენდერო შეთავაზების უარყოფის ან სატენდერო შეთავაზებაზე თანხმობის შესახებ,
აგრეთვე სატენდერო მიწვევა უნდა გაკეთდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
დადგენილი წესის შესაბამისად. ზემოაღნიშნული ვალდებულებების სატენდერო
შეთავაზების განხორციელების მსურველი პირის მიმართ არგავრცელება გაათავისუფლებს
ამ პირს დამატებითი ადმინისტრაციული ტვირთისგან და დაკავშირებული ხარჯებისგან,
აგრეთე გაამარტივებს ფასიანი ქაღალდებით ოპერაციების განხორციელებას.
ფინანსური ზეგავლენა შეიძლება იქონიოს საბროკერო კომპანიებისათვის კანონპროექტით
შემოთავაზებულმა ცვლილებამ, რომლის მიხედვითაც საბროკერო კომპანიებს აღარ
შეეძლებათ აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის განხორციელება, ანუ
კოლექტიური პორტფელის მართვა (თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, არსებული
ინფორმაციით, საქართველოში ლიცენზირებული არც ერთი საბროკერო კომპანია ამჟამად
არ არის დაკავებული კოლექტიური პორტფელის მართვით).
ასევე, ფინანსურ ზეგავლენას იქონიებს კანონპროექტი ფასიანი ქაღალდების
რეგისტრატორებზე, ვინაიდან ისინი, როგორც წესი, ვეღარ განახორციელებენ
საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოების ფუნქციას და მათ
ნაცვლად ამ ფუნქციას შეასრულებს აქტივების მმართველი კომპანია/საინვესტიციო
კომპანია. აღნიშნულიდან გამონაკლისია შემთხვევა, როცა აქტივების მმართველი
კომპანია/საინვესტიციო კომპანია გადაწყვეტს რეესტრის წარმოების ფუნქციის ფასიანი
ქაღალდების რეგისტრატორზე დელეგირებას. ხსენებულთან მიმართებით, უნდა
აღინიშნოს, რომ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი წარმოადგენს ლიცენზირებულ
სუბიექტს, რომელიც ემიტენტისგან დამოუკიდებელი პირია და აღრიცხავს ინფორმაციას
ფასიანი ქაღალდების მფლობელებისა და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით
განხორციელებული
ოპერაციების
შესახებ,
ასევე
უზრუნველყოფს
ემიტენტს
კორპორაციული მოქმედებების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციით (ფასიანი
ქაღალდის მფლობელთა სიით). კანონპროექტით, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი
ვეღარ გაუწევს საინვესტიციო ფონდებს აღნიშნულ მომსახურებას და, შესაბამისად, ვეღარ
მიიღებს შესაბამის ანაზღაურებას ემიტენტისგან, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს
საინვესტიციო ფონდს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ დღეს არცერთი საინვესტიციო
ფონდი არ არის რეგისტრირებული.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს დამატებით გადასახადებს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელს;
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს
ეროვნული ბანკი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.