„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.02.2020
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ბანკი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/453/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საინვესტიციო ფონდების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-03-02
ბიუროს ნომერი 331

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №8-9, 21.02.1998, გვ. 8) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. აკრძალულია მოსაკრებლებთან დაკავშირებული საკითხების მოსაკრებლების შესახებ კანონმდებლობის გარდა სხვა კანონმდებლობით მოწესრიგება. ეს წესი არ ვრცელდება საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის მოსაკრებელზე, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი: „პ) საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის მოსაკრებელი;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ორი თვის შემდეგ. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით და აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების მარეგულირებელი ჩარჩოს იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელება აუცილებელია „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული ახალი მარეგულირებელი ჩარჩოს შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად იმპლემენტაციისათვის. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით, „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებებით, განისაზღვრება ახალი მოსაკრებელი - კერძოდ, საინვესტიციო ფონდების ავტორიზაციის მოსაკრებელი, რომლის ოდენობასა და გადახდის წესსაც დაადგენს „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ ახალი კანონი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან ორი თვის შემდეგ. ამასთან, კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არ არის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან კანონპროექტით განისაზღვრება ახალი მოსაკრებელი, კერძოდ საინვესტიციო ფონდების ავტორიზაციის მოსაკრებელი, რომელიც გადაიხდევინება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ავტორიზაციის მოსაკრებლის ოდენობა, რომელიც არის ერთჯერადი გადასახდელი, განისაზღვრება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონის პროექტით და შეადგენს 5000 ლარს. აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო კომპანიის ავტორიზაციის შემთხვევაში, მოსაკრებელს გადაიხდის თავად განმცხადებელი კომპანია, ერთობლივი საინვესტიციო ფონდის შემთხვევაში კი - მისი აქტივების მმართველი კომპანია. რაც შეეხება ზემოაღნიშნული ცვლილებებით გამოწვეულ ფინანსურ შედეგებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, დამატებით ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ წინასწარ შეუძლებელია შეფასდეს, თუ რა რაოდენობის ავტორიზაციის განაცხადი წარედგინება საზედამხედველო ორგანოს საშუალოვადიან პერიოდში. დღემდე, არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, არც ერთ საინვესტიციო ფონდს ეროვნულ ბანკში არ გაუვლია რეგისტრაცია. შესაბამისად, რთულია ამ ნაწილში სახელმწიფო ბიუჯეტზე კანონპროექტის ფინანსური გავლენის მოცულობისა და მასშტაბის წინასწარ განსაზღვრა. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი, ფინანსური შედეგის თვალსაზრისით, გავლენას მოახდენს პირებზე, რომელთაც სურთ მოიპოვონ საინვესტიციო ფონდის ავტორიზაცია „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონის შესაბამისად. კერძოდ, ამ პირებს მოუწევთ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდა ბიუჯეტში. ავტორიზაციის მოსაკრებლის ოდენობა, რომელიც არის ერთჯერადი გადასახდელი, განისაზღვრება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონის პროექტით და შეადგენს 5000 ლარს. აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო კომპანიის ავტორიზაციის შემთხვევაში, მოსაკრებელს გადაიხდის თავად განმცხადებელი კომპანია, ერთობლივი საინვესტიციო ფონდის შემთხვევაში კი - მისი აქტივების მმართველი კომპანია. რაც შეეხება ზემოაღნიშნული ცვლილებებით გამოწვეულ ფინანსურ შედეგებს გადამხდელ პირებზე, დამატებით ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ წინასწარ შეუძლებელია შეფასდეს, თუ რა რაოდენობის ავტორიზაციის განაცხადი წარედგინება საზედამხედველო ორგანოს საშუალოვადიან პერიოდში. დღემდე, არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, არც ერთ საინვესტიციო ფონდს ეროვნულ ბანკში არ გაუვლია რეგისტრაცია. შესაბამისად, რთულია ამ ნაწილში კანონპროექტის ფინანსური გავლენის მოცულობისა და მასშტაბის წინასწარ განსაზღვრა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი ითვალისწინებს ახალ მოსაკრებელს საინვესტიციო ფონდების ავტორიზაციისათვის. ავტორიზაციის მოსაკრებლის ოდენობა, რომელიც არის ერთჯერადი გადასახდელი, განისაზღვრება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონის პროექტით და შეადგენს 5000 ლარს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ბანკი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა