2008 წლის მეორე ნახევარში ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ.
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2009-04-06
ბიუროს ნომერი 64
📜 ტექსტი
ანგარიში
საქართველოს სახალხო დამცველის
საანგარიშო მოხსენება საქართველოში
ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის
შესახებ
2008 წლის მეორე ნახევარი
www.ombudsman.ge
1
სარჩევი
სარჩევი
1. შესავალი გვ.4
2. სახალხო დამცველისა და მისი აპარატის საქმიანობა გვ.8
• სტატისტიკური მონაცემები გვ.18
3. სამართლიანი სასამართლო გვ.20
4. აღმასრულებელი ხელისუფლება და ადამიანის უფლებები გვ.33
• სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა გვ. 33
• პირობით ვადამდე გათავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო
მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა გვ.80
• შეწყალება გვ.102
• შინაგან საქმეთა სამინისტრო (პოლიცია) გვ.108
• პროკურატურა გვ.112
• წამების აკრძალვა გვ.128
• სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულება გვ. 135
• კარგი მმართველობა გვ. 144
5.
•
•
•
•
•
•
•
•
•
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები გვ.151
გამოხატვის თავისუფლება გვ.151
შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება გვ.180
პოლიტიკური დევნა გვ.194
მდგომარეობა რელიგიის თავისუფლების კუთხით გვ.205
ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის შესახებ გვ. 224
დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა გვ.229
ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები აფხაზეთში გვ.268
ტრეფიკინგის პრობლემა საქართველოში გვ.271
ძალადობა ოჯახში გვ. 275
6. სოციალურ–ეკონომიკური უფლებები გვ.281
• საკუთრების უფლება გვ.281
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობა გვ.290
• ბავშვის უფლებები გვ.309
• მრავალშვილიანი და მარტოხელა დედები გვ.331
• საარსებო შემწეობა გვ.337
• შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურება
გვ.344
7. სახალხო დამცველი და მისი აპარატი გვ.350
• სახალხო დამცველი და კანონი სახალხო დამცველის შესახებ გვ.350
• სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები გვ.354
2
სარჩევი
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებები გვ.366
საქართველოს სახალხო დამცველის სამოქალაქო განათლების ცენტრის
აქტივობები გვ. 369
პროექტები გვ.376
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო გვ.384
დანართი #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული
მდგომარეობა გვ.467
დანართი #3 შინაგან საქმეთა სამინისტრო (პოლიცია) გვ.687
დანართი #4 პროკურატურა გვ. 854
დანართი #5 წამების აკრძალვა გვ. 906
დანართი #6 სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულება გვ. 924
დანართი #7 კარგი მმართველობა გვ. 937
დანართი #8 გამოხატვის თავისუფლება გვ.952
დანართი #9 შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება გვ.964
დანართი #10 პოლიტიკური დევნა გვ.978
დანართი #11 მდგომარეობა რელიგიის თავისუფლების კუთხით გვ.1006
დანართი # 12 დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა გვ.1017
დანართი #13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და
ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ– საქართველოს
საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში გვ.1026
დანართი #14 საკუთრების უფლება გვ.1069
დანართი #15 ბავშვის უფლებები გვ.1093
დანართი #16 საარსებო შემწეობა გვ.1098
დანართი #17 შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის
ანაზრაურება გვ.1101
დანართი #18 სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები გვ.1107
დანართი #19 სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებები გვ1148
3
შესავალი
შესავალი
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის
საანგარიშო მოხსენებას 2008 წლის მეორე ნახევარში - 1 ივლისიდან 31 დეკემბრამდე
პერიოდში
საქართველოს
ტერიტორიაზე
ადამიანის
უფლებათა
და
თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ. ტრადიციულად, გარდა საანგარიშო
პერიოდისა, მოხსენებაში კიდევ ერთხელ არის ჩამოთვლილი ადამიანის უფლებების
დარღვევის ის ფაქტები, რომლებიც განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევდა წინა
პერიოდში და რომლებზეც დღემდე არ მომხდარა სათანადო რეაგირება. ასევე
ჩამოთვლილია და გაანალიზებულია ის დარღვევებიც, რომლებიც საანგარიშო
პერიოდის შემდეგ, მოხსენების პარლამენტში შეტანამდე პერიოდში მოხდა და
რომლებიც ნათლად ასახავს, რომ მთელ რიგ სფეროებში ადამიანის უფლებათა
სისტემატური და მიზანმიმართული დარღვევის ტენდენცია კვლავ გრძელდება.
ისევ სერიოზულ პრობლემად რჩება ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და
ბალანსის მექანიზმების არარსებობა. მიუხედავად არაერთი განცხადებისა, არაფერი
გაკეთებულა პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირებისა და პარლამენტის
უფლებამოსილების გაზრდის კუთხით. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი,
რომ არანაირი წინსვლა არ იგრძნობა სასამართლოს დამოუკიდებლობის
მიმართულებით, რაც არის სამართლიან სასამართლოზე საქართველოს მოქალაქეთა
უფლების დარღვევის უშუალო წყარო.
2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს
ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად დაიბომბა და დაიღუპა მშვიდობიანი
მოსახლეობა, საოკუპაციო ჯარებისა და სხვადასხვა შეიარაღებული ფორმირებების
წევრების მხრიდან ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის,
ძარცვის, მოროდიორობის, ადამიანების მძევლად აყვანის, გაუპატიურების, წამებისა
და მონური შრომის ფაქტებს. მოხსენებაში აღწერილია არაერთი შემთხვევა, როდესაც
ოკუპანტები სრულიად შეგნებულად წვავდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის
საცხოვრებელ სახლებს, ჩატარდა ეთნიკური წმენდა ცხინვალის რეგიონში,
ათეულობით ათასი ადამიანი იქცა დევნილად, რომელთა უფლებები დღემდე
ირღვევა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ვერ ახერხებენ ოკუპირებულ
ტერიტორიებზე საკუთარ სახლებში დაბრუნებას, არამედ იმის გამოც, რომ მათ
დღემდე არ მიუღიათ დევნილის სტატუსი და მათ მიმართ გაწეული დახმარება
ხშირად არ არის საკმარისი.
ამის პარალელურად ჩვენს შეშფოთებას იწვევს ბოლო დროს გამოვლენილი ფაქტები,
როდესაც საქართველოს მოქალაქე ეთნიკური ოსებს პოლიციის წარმომადგენლები
იბარებენ და უწყობენ დაკითხვებს მათი წარმომავლობის, მათი ნათესაური თუ სხვა
სახის კავშირების შესახებ ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ.
4
შესავალი
საანგარიშო პერიოდში კვლავ სერიოზულად იზღუდებოდა სიტყვის თავისუფლება.
მრავალი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველომ
2008 წელს ამ სფეროში მკვეთრი უკანდახევა განიცადა წინა პერიოდთან შედარებით.
გრძელდება საკუთრების უფლების დარღვევა და არაფერი მომხდარა საკუთრების
დარღვეული უფლებების აღსადგენად, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ
არაერთხელ „აღიარა“ ამ სფეროში დაშვებული „შეცდომები“.
კვლავ გრძელდება პოლიტიკური ოპოზიციის დევნა, რამაც მკვეთრად გამოხატული
ტენდენციის ხასიათი მიიღო 2007 წლის მეორე ნახევრიდან. დღემდე პოლიტიკური
ოპოზიციის წევრებისა თუ მხარდამჭერების ცემისა და დევნის არც ერთი საქმე არ
არის გამოძიებული, რაც ხელისუფლების პოლიტიკური ნების ნათელი
გამოხატულებაა.
ამავე ტენდენციის გამოვლინებაა ის ფაქტიც, რომ მიუხედავად არაერთი მიმართვისა,
საქართველოს პარლამენტისგან ვერ მივიღეთ პასუხი ჩვენს მოთხოვნაზე - შეიქმნას
პარლამენტის საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიძიებს 2007 წლის 4 ნოემბერს
საქართველოს შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებული
თათბირის მასალებს. თათბირზე, რომელსაც ესწრებოდნენ მაშინდელი გენერალური
პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, შსს
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დათა
ახალაია და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, დაიგეგმა საპროტესტო მიტინგების
მონაწილეთა ცემის, მათთვის ნარკოტიკების ჩადებისა თუ სხვადასხვა მეთოდებით
დევნის პოლიტიკა. კიდევ ერთხელ ვაცხადებ - მზად ვარ კომისიას წარვუდგინო ამ
თათბირთან დაკავშირებული მტკიცებულებები. პარლამენტის საგამოძიებო
კომისიის შექმნა და 4 ნოემბრის თათბირის გამოძიება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა
ერთხელ და სამუდამოდ გაეცეს პასუხი კითხვას - რატომ მიიღო ადამიანის
უფლებების დარღვევამ მიზანმიმართული პოლიტიკის ხასიათი და ვინ გეგმავს და
ახორციელებს ამ პოლიტიკას.
საანგარიშო პერიოდში პოლიტიკური ოპოზიციის დევნის ნათელი მაგალითია
ლეიბორისტული პარტიის გლდანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის,
არჩილ ბენიძის სისხლის სამართლის საქმე. საქმის შესწავლის შედეგად ნათლად
გამოჩნდა, რომ არჩილ ბენიძე არის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი და
პოლიტიკური პატიმარი. ჩვენს მიერ შესწავლილი საქმეებიდან ასევე ნათლად ჩანს,
რომ ევროსაბჭოს მიერ განსაზღვრული პოლიტიკური პატიმრის დეფინიციას
სრულად აკმაყოფილებენ ნორა არღვლიანი, ასევე მაია თოფურია, თემურ
ჟორჟოლიანი და მათთან ერთად გასამართლებული სხვა 11 პირი, ასევე არაერთი
პირი, რომელთა დაპატიმრება 2007 წლის ოქტომბერ-ნოემბრის საპროტესტო
გამოსვლებთან იყო დაკავშირდებული და რომელთა საქმეებიც შესაბამისი პერიოდის
მოხსენებებშია განხილული.
კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება ადამიანთა წამება, წამების საქმეების
არაეფექტური გამოძიება ან გამოძიებაზე საერთოდ უარის თქმა. გამოძიებას დღემდე
არაფერი გაუკეთებია 2008 წლის იანვარში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო
5
შესავალი
პოლიციაში ექიმ გოჩა ეხვაიას წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის
ფაქტზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ გოჩა ეხვაიას წამებაში უშუალოდ
მონაწილეობდნენ სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა და მისი მოადგილე
მეგის ქარდავა. ასევე არ არის გამოძიებული საანგარიშო პერიოდში - 2008 წლის 17
აგვისტოს - ბათუმში სერჟანტ როინ შავაძის წამებისა და მკვლელობის საქმე.
საანგარიშო პერიოდის საგანგაშო ტენდენციაა ადამიანების მოტაცებისა და
გაუჩინარების ფაქტები. ყველანაირი საფუძველი არსებობს ვამტკიცოთ, რომ დავით
ცინდელიანის უგზოუკვლოდ გაქრობა პოლიციასთან არის დაკავშირებული - იგი
პოლიციამ 2008 წლის 16 აგვისტოს დააკავა ქუთაისში. იგივე ეჭვი მაღალი
ალბათობით არსებობს იმავე პერიოდში ზუგდიდში უგზო-უკვლოდ დაკარგულ
პაატა ქარდავასთან დაკავშირებითაც.
კვლავ პრობლემაა პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტების გამოძიება, რაც
ადამიანთა მსხვერპლით დასრულდა. კვლავ გამოუძიებელია 2006 წლის 27 მარტს
ციხის ამბოხის დროს ძალის გადაჭარბებული გამოყენების ფაქტი, რასაც შვიდი
ადამიანის სიკვდილი და რამდენიმე ათეული ადამიანის დაჭრა მოჰყვა;
არავინ დაისაჯა 2006 წლის 2 მაისს თბილისში, პოლიციის მიერ მოწყობილ
ჩასაფრებაში მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის
მკვლელობის გამო (წინამდებარე მოხსენებაში ვრცლად არის მოცემული ამ საქმის
ანალიზი და წარმოჩენილია საქმეში არსებული დარღვევები);
2008 წლის 8 მაისს თბილისში პოლიციის თანამშრომელმა ვახტანგ აბუაშვილმა
ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა 32 წლის გიორგი გამცემლიძე. მკვლელს 2009 წლის
16 იანვრის განაჩენით მიესაჯა 2 წლით რეალური და 2 წლით პირობითი
თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის (სიცოცხლის მოსპობა
გაუფრთხილებლობით) პირველი ნაწილით. ამ საქმის შესწავლის შედეგად გვაქვს
საფუძველი ვამტკიცოთ, რომ საქმე გვაქვს განზრახ მკვლელობასთან. გამოძიებამ და
სასამართლომ კი ტრადიციულად (შდრ. სანდრო გირგვლიანის საქმე, 2006 წლის
მეორე ნახევრის მოხსენება) ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დამნაშავე
პოლიციელისთვის ადეკვატური სასჯელი აეცილებინათ.
ბოლო წლებში სახალხო დამცველის მოხსენებებს წითელ ხაზად გასდევს ადამიანის
უმთავრესი უფლების - სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უფლების დარღვევა
საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში. სამწუხაროდ, ამ სფეროში რაიმე
წინსვლაზე ლაპარაკი პრაქტიკულად შეუძლებელია. უცვლელი რჩება მიზეზებიც,
რაც ყოველწლიურად რამდენიმე ათეული პატიმრის სიკვდილს იწვევს საქართველოს
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში: ეს არის ადმინისტრაციის უყურადღებობა
პაციენტი პატიმრების მიმართ, ზერელე დიაგნოზები, არასწორი და არაადეკვატური
მკურნალობა ან ხშირად მკურნალობაზე საერთოდ უარის თქმა. 2008-2009 წლის
განმავლობაში ამ პრობლემაზე საქართველოს ხელისუფლებას ხაზგასმით მიუთითა
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომაც.
6
შესავალი
და ბოლოს, სამწუხარო ტენდენციაა ისიც, რომ საქართველოს პარლამენტი კვლავ არ
ახდენს რეაგირებას ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე, რითიც ნებსით
თუ უნებლიედ ახდენს ადამიანის უფლებათა დარღვევების წახალისებას.
სოზარ სუბარი,
საქართველოს სახალხო დამცველი
7
სახალხო დამცველისა და მისი აპარატის საქმიანობა
სახალხო დამცველისა და მისი აპარატის საქმიანობა
(ღონისძიებები)
„გამოკითხულთა 50,8% მიიჩნევს რომ ადამიანის უფლებათა დაცვაზე ყველაზე
მეტად პასუხისმგებელია სახალხო დამცველი, ხოლო 41,6%–ს აზრით სასამართლო,
33%-ის აზრით პასუხისმგებელია პრეზიდენტი. მიღებული სურათი გვიჩვენებს, რომ
ადამიანის უფლებებზე პასუხისმგებლობა ძირითადად გადანაწილებულია
სახალხლო
დამცველზე,
სასამართლოზე
და
პრეზიდენტზე,
24%–სთვის
პასუხისმგებლობა მიეწერება პარლამენტსაც, ყველაზე დისტანცირებული ამ
პასუხისმგებლობისგან არის პროკურატურა (9,70%), სამინისტროები (12,6%) და
ყველაზე
პოლიცია
(19.2%).
სახალხლო
დამცველისადმი
მოლოდინი
ფართომასშტაბიანია, მის მიმართ საზოგადოება ყველაზე მეტად მგრძნობიარე და
ყურადღებიანია, სახალხლო დამცველი გაცილებით უფრო რელევანტური ფიგურაა
ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ვიდრე პარლამენტი და
პრეზიდენტი.“
სამინისტროები
12,60%
პრეზიდენტი
33,30%
პოლიცია 19,20%
პროკურატურა
9,70%
პარლამენტი
24,10%
სასამართლო
41,60%
სახალხო
დამცველი 50,80%
როდესაც საკითხი ეხება ადამიანის უფლებებს, მოსახლეობის ნახევრზე მეტი (58%)
სრულიად ან ძირითადად ენდობა სახალხო დამცველის ოფისს. სხვა სახელმწიფო
ორგანოებს შორის, პრეზიდენტსა და პოლიციას აქვს შედარებით მაღალი
მაჩვენებელი, თუმცა ცალკე აღებული თითოეულისადმი ნდობის დონე არ არის
მაღალი.1
1
„საბაზისო კვლევა საქართველოში ადამიანის უფლებათა ცნობადობის დონის შესახებ, “სახალხო
დამცველის ოფისის შესაძლებლობათა გაძლიერება საქართველოში” რაოდენობრივი კვლევის
ანგარიში განხორციელებული საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტის (IPM)
მიერ; გამოკითხულია 2000 ადამიანი (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, გორი, რუსთავი).
კვლევა განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „ სახალხო დამცველის აპარატის
გაძლიერება“ ფარგლებში.
8
სახალხო დამცველისა და მისი აპარატის საქმიანობა
„სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის
პირველი
პუნქტის
თანახმად,
„საქართველოს
სახალხო
დამცველი
ზედამხედველობას უწევს საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვას, ავლენს მათი დარღვევის ფაქტებს, ხელს უწყობს
დარღვეული უფლებების აღდგენას“.
საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველი თავის საქმიანობას სწორედ აღნიშნულზე
ორიენტირებით ახორციელებდა. იღებდა და განიხილავდა მოქალაქეთა საჩივრებს
ადამიანის უფლებათა ყველა სფეროსთან დაკავშირებით, დარღვევის აღმოჩენის
შემთხვევაში უგზავნიდა რეკომენდაციებსა და მიმართვებს შესაბამის სახელმწიფო
უწყებებს. ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესწავლის მიზნის მონიტორინგს
ახორციელებდა დახურული ტიპის ყველა ინსტიტუციაში. საქართველოს
პარლამენტში შესაბამის კომიტეტებს წარუდგინა საკანონმდებლო წინადადებები.
საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა 3 სარჩელი გარკვეული მუხლების
არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით.
9
სახალხო დამცველისა და მისი აპარატის საქმიანობა
საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობა და საქმიანობის პროცესში
აღმოჩენილი ფაქტები საჯარო და ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის.
ამ მიზნით სახალხო დამცველი ახდენს საზოგადოების პერიოდულ ინფორმირებას
ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობასთან დაკავშირებით. 2008 წლის 28
მარტს სასტუმრო „თბილისი მარიოტის“ დიდ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა
საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის
შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2007 წლის პირველი და მეორე ნახევრის
საანგარიშო მოხსენების პრეზენტაცია. ამავე წლის 15 ივლისს, სახალხო დამცველმა
საქართველოს პარლამენტში წარადგინა საანგარიშო მოხსენება საქართველოში, 2007
წელს, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ.
2008 წლის 30 დეკემბერს, სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტში
წარადგინა საანგარიშო მოხსენება საქართველოში, 2008 წლის პირველ ნახევარში
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ.
ზოგადი მდგომარეობის აღწერის გარდა სახალხო დამცველი წარმოადგენს თემატურ,
სპეციალურ მოხსენებებს. კერძოდ, 2008 წლის 13 სექტემბერს სახალხო დამცველმა
წარმოადგინა შუალედური მოხსენება რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე.
ანგარიშში აღწერილია კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება, კონფლიქტის
მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები, ჯანდაცვის სისტემის
დანაკარგები (ინფრასტრუქტურა და ადამიანური რესურსები) და დევნილთა
მდგომარეობა.
2008 წლის 9 აგვისტოს სახალხო დამცველის ოფისში სახალხო დამცველის აპარატის
წევრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემადგენლობით გაიხსნა
სამოქალაქო დახმარების შტაბი, რომელიც ათასობით დევნილს დაეხმარა. 9-11
აგვისტოს კონფლიქტის ზონიდან იძულებით გადაადგილებული პირები
აკითხვადნენ სახალხო დამცველის ოფისს და შტაბის წევრები მათ უწევდნენ
დახმარებას საკვები პროდუქტებით, მედიკამენტებითა და ტანსაცმლით. 11
აგვისტოდან მოხდა დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილების აღრიცხვა და
შტაბის წევრები დახმარებას მათ უკვე ადგილებზე უწევდნენ. სახალხო დამცველის
აპარატთან ერთად ჰუმანიტარული დახმრების შტაბის მუშაობას კოორდინაციას
უწევდნენ არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანება „ხალხისა და ქვეყნისათვის”
წევრები და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი”.
სახალხო დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების
ინსტიტუტთან“ ერთად შემოვლითი გზებით 16 ტონა სურსათი შეიტანა ატენის
ხეობაში. ამ დროისთვის ატენის ხეობაში თავს აფარებდა სხვადასხვა დათვლით 20დან 40 ათასამდე დევნილი. ხეობაში ფაქტობრივად გამოლეული იყო ყველანაირი
სურსათი და მედიკამენტები და მათი მომარაგება ვერ ხერხდებოდა, რადგან
ცენტრალურ გზებს რუსეთის ჯარები აკონტროლებდნენ. ამ დახმარებამ სულზე
მიუსწრო მოსახლეობას და დევნილებს და მათ ერთგვარი ამოსუნთქვის საშუალება
მისცა.
2008 წლის 10 ოქტომბერს, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან
დაკავშირებით, სახალხო დამცველმა სპეციალური მოხსენება წარმოადგინა.
10
სახალხო დამცველისა და მისი აპარატის საქმიანობა
მოხსენება ეყრდნობა სახალხო დამცველთან არსებული ადამიანის უფლებათა
საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, რომელიც
სახალხო დამცველის ინიციატივით 2006 წლის იანვარში შეიქმნა და მას შემდეგ
რეგულარულად ამოწმებს ადამიანის უფლებათა მდგომარეობას ფსიქიატრიულ
დაწესებულებებში,
ხანდაზმულთა
სახლებსა
და
ბავშვზე
ზრუნვის
დაწესებულებებში.
იმავე წლის 26 ივნისს, წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღეს,
სახალხო დამცველის ოფისში გაიმართა დისკუსიას თემაზე - „ერთად წამების
წინააღმდეგ“.
ღონისძიების ძირითადი მიზანი იყო წამების კუთხით არსებული სიტუაციის
ანალიზი, ცოდნის გაღრმავება, წამების აღმოსაფხვრელად
დისკუსიების
სტიმულირება და საქართველოში წამების მსხვერპლთა რეაბილიტაცია.
სახალხო დამცველთან ერთად ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ევროპის
კომისიის წარმომადგენლობა საქართველოში, ეუთოს მისია საქართველოში, გაეროს
განვითარების პროგრამა, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის
ოფისი საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაციები: ციხის საერთაშორისო
რეფორმა, გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში, საქართველოს ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაცია, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ და
წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი.
***
საანგარიშო
პერიოდში
გაიხსნა
წარმომადგენლობის ოფისი მარნეულში.
სახალხო
დამცველის
რეგიონული
***
აღსანიშნავი და მისასალმებელია, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის
ეროვნული ინსტიტუტების საერთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტის მიერ,
სახალხო დამცველს კომიტეტის სრულუფლებიანი წევრის აკრედიტაცია მიენიჭა,
რასთან დაკავშირებითაც 2008 წლის 21 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის
ოფისში გაიმართა პრეზენტაცია.
ადამიანის უფლებათა დამცველი ეროვნული ინსტიტუტის გაწევრიანება გაეროს
ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების საერთაშორისო
საკოორდინაციო კომიტეტში ხდება სააპელაციო ქვეკომიტეტის რეკომენდაციის
საფუძველზე, რომელიც წინასწარ აფასებს ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნული ადამიანის
უფლებათა
დაცვის
ინსტიტუტის
საქმიანობას
“პარიზის
პრინციპებთან”
მიმართებაში.
თანამშრომელთა
კვალიფიკაციის
ასამაღლებელი
საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.
ტრენინგები
როგორც
***
11
სახალხო დამცველისა და მისი აპარატის საქმიანობა
სახალხო დამცველი თანამშრომლობს როგორც საქართველოში არსებულ, ისე მის
ფარგლებს გარეთ მოქმედ უფლებადამცველ ინსტიტუტებთან. კერძოდ:
2008 წლის 29 მარტს სახალხო დამცველის ოფისში სახალხო დამცველმა ხელი
მოაწერა მემორანდუმს არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე
მუხლთან“ ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ.
მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს სახალხო დამცველის სტრატეგიის
ფარგლებში,
რომელიც
არასამთავრობო
ორგანიზაციებთან
მჭიდრო
თანამშრომლობას და სამოქალაქო სექტორის განვითარების ხელშეწყობას
ითვალისწინებს.
ზემოაღნიშნულის გარდა, 2008 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს სახალხო
დამცველმა და ლიტვის რესპუბლიკის ბავშვთა უფლებების დაცვის კონტროლიორმა
რიმანტე შალაშევიჩიუტესმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას თანამშრომლობის
შესახებ.
შეთანხმება თერთმეტი მუხლისგან შედგება და მასში ზედმიწევნით არის გაწერილი
თანამშრომლობის სახეები და ფორმები.
* * *
„სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის
მესამე
პუნქტის
თანახმად,
„საქართველოს
სახალხო
დამცველი
ეწევა
საგანმანათლებლო საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის
სფეროში“.
2008 წლის მეორე ნახევარში სახალხო დამცველმა გამართა სამი შეხვედრა სკოლის
მოსწავლეებსა და სტუდენტებთან.
ამ მიზნით 2008 წლის 11 დეკემბერს სახალხო დამცველის ოფისში გაიმართა საზეიმო
ღონისძიება, რომელზეც კონკურსში _ „ღირსება და სამართლიანობა ყველასათვის“,
გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.
კონკურსი სახალხო დამცველის აპარატის სამოქალაქო განათლების ცენტრისა და
საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ერთობლივი პროექტი იყო და მასში
საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებმა IX-XII კლასების მოსწავლეებმა მიიღეს
მონაწილეობა. 430 ნაშრომი კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა.
ასევე, 2008 წლის 7 ივლისიდან – 6 აგვისტომდე, სახალხო დამცველის ბავშვის
უფლებათა ცენტრის ინიციატივითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)
საქართველოს წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით
საქართველოს
სხვადასხვა რეგიონიდან შეკრებილმა 30-მდე 13-15 წლის მოსწავლეემ დაისვენა
საზაფხულო საგანმანათლებლო-გასართობი ბანაკში, სახელწოდებით „ჩვენი
თვალით-2“.
12
სახალხო დამცველისა და მისი აპარატის საქმიანობა
ბანაკის მიზანი იყო ბავშვებში სამოქალაქო ცნობიერების გაძლიერება, მათში
ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებების დამკვიდრება ადამიანის, მათ შორის,
ბავშვთა უფლებების ძირითადი პრინციპების გაცნობის გზით.
2008 წლის სექტემბერში, დუბლინში, ევროპის ბავშვთა ომბუდსმენების ყრილობაზე,
საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა ცენტრმა წარმოადგინა
ინფორმაცია აგვისტოს მოვლენების შემდეგ სამაჩაბლოს რეგიონში მცხოვრები
ბავშვების მდგომარეობის შესახებ.
სახალხო დამცველის ოფისის შეფასებით, სხვა პრობლემებთან ერთად, ამ ბავშვების
აბსოლუტური უმრავლესობა გადატანილი ომით იყო ტრავმირებული და
ფსიქოლოგების პროფესიულ დახმარებას საჭიროებდა. ომით დაზარალებულ
ბავშვებთან პროფესიონალ ფსიქოლოგთა რამდენიმე ჯგუფი მუშაობდა, თუმცა
ქვეყანას ამ სფეროში კვალიფიციური კადრების საკმარისი რაოდენობა არ ჰყავდა.
სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა ცენტრის ორგანიზებით ნორვეგიის
მთავრობამ ომის შედეგად დაზარალებული ბავშვების ფსიქორეაბილიტაციაზე
მომუშავე ქართველი ფსიქოლოგისთვის ათდღიანი ტრენინგი ჩაატარა.
ტრენინიგი 2008 წლის 7-17 დეკემბერს, ნორვეგიის ქალაქ ბერგენის კრიზისული
ფსიქოლოგიის ცენტრში და მისი თემა იყო „კრიზისული ინტერვენცია ომით
ტრავმირებული ბავშვებისთვის“. პროექტს ფინანსური მხარდაჭერა ნორვეგიის
საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაუწია.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა ფსიქოლოგებმა, რომლებსაც ომით
ტრავმირებულ ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება აქვთ და სამაჩაბლოდან დევნილ
ბავშვებს ახლდნენ პოლონეთში აგვისტოსა და სექტემბერში.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ ფსიქოლოგები განაგრძობენ მუშაობას
სამაჩაბლოს ბავშვებთან. ამასთან ერთად, პროექტის მეორე საფეხურის მიხედვით,
ისინი ტრენინგებს ჩაუტარებენ იმ მასწავლებლებს, რომლებსაც ყოველდღიური
კავშირი აქვთ სამაჩაბლოს რეგიონის არასრულწლოვნებთან.
საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის თანამშრომლებისთვის ჩატარდა
კვალიფილაციის ასამაღლებელი კურსები ადამიანის უფლებათა სხვადასხვა
სფეროსთან დაკავშირებით როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
***
IREX/”აი-ეი-თი-ფი”-ს პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები:
2008 წელს დაატრენიგა 1 854 ადამიანი.
დატრენიგებული მომხმარებლებიდან:
ვინ
რაოდენობა
%
13
სახალხო დამცველისა და მისი აპარატის საქმიანობა
სტუდენტი
მასწავლებელი
სახ.
სტ.
წარმომადგენელი
ბიბლიოთეკარი
არასამთავრობო
სტუქტურის
წამომადგენელი
ბიზნესმენი
მედია
უმუშევარი
საგანმანათლებლო
სფეროს
წამომადგენელი
სხვა
სულ
876
60
47.25
3.24
48
2.59
19
1.02
20
1.08
28
28
32
1.51
1.73
24
1.29
744
1854
40.13
100.00
7 609 მოქალაქე ესტუმრა 2008 წელს ცენტრს ინტერნეტითა და კომპიუტერით
სარგებლობისათვის.
2008 წელს ჩაატარებული ტრენინგი და აქტივობები:
კომპიუტერის საწყისებში - 32
ინტერნეტის საწყისებში - 34
ვებ დიზაინი - 5
სპეციალიზირებული (საოფისე პროგრამები: MS Word, MS Excell, Adobe Photoshop,
PowerPoint, სემიანრები და პრესენტაციები, ონლაინ ფორუმები) – 104
თბილისის ცენტრმა მიერ სულ 175 ტრენიგი და ღონისძიება განახორციელა.
თბილისის ცენტრის ისევე, როგორც ზოგადად „აი-ეი-თი-ფი პროგარმის“ მიზნობრივ
ჯგუფებში შედიან: არასამთავრობო, სამთავრობო, მედიცინის და საგანმანათლებლო
სექტორის წარმომადგენლები, ბიზნესმენები, ბიბლიოთეკარები, სტუდენტები,
ჟურნალისტები, ანუ საზოგადოების ის სეგმენტი, რომელსაც
პოზიტიური
ცვლილების განხორციელება შეუძლია. აგრეთვე უმუშევრები. 2008 წლის აგვისტოს
მოვლენების გათვალისწინებით პროექტის სამიზნე ჯგუფებს დაემატა იძულებით
გაადაადგიებული პირები.
თბილისი ცენტრი 2008 წლის მანძილზე მასპინძლობას უწევდა UMCOR-ის მიერ
ჩატარებულ ინგლისურის გაკვეთილებს.
გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის
გაძლიერება“ ფარგლებში განხორციელდა შემდეგი ღონიძიებები:
2008
წლის
განმავლობაში
ტოლერანტობის
ცენტრის
კოორდინაციით
რეგულარულად იმართებოდა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების
საბჭოებისა და მათი კომიტეტების სამუშაო შეხვედრები, ასევე მათი შეხვედრები
14
სახალხო დამცველისა და მისი აპარატის საქმიანობა
სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების
წარმომადგენლებთან.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში რელიგიურ უმცირესობათა საბჭოს მიერ
შეუმუშავებულ იქნა რელიგიათა საბჭოს სოციალური დოქტრინის ტექსტი.
სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭოm, საქართველოს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ეროვნული უმცირესობების
არჩევის შესახებ რეკომენდაციით მიმართა sაქართველოს პრეზიდენტსა და
პარლამენტს.
ეთნიკური უმცირესობების საბჭომ უმცირესობათა საკითხების ეროვნული ცენტრის
მხარდაჭერით გამართა მრგვალი მაგიდა საქართველოში მცხოვრები ქურთი
მოსახლეობის უფლებების დაცვისა და მათი ინტეგრაციის შესახებ. შეხვედრას
ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და
სპორტის, იუსტიციის სამინისტროების, თბილისის მერიის, საზოგადოებრივი
მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოსა და უმცირესობათა საკითხების ევროპული
ცენტრის
წარმომადგენლები.
განისაზღვრა
სამომავლო
თანამშრომლობის
კონკრეტული გზები.
სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსა da
უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრიs თანამშრომლობით 2008 წლის
აპრილში გაიმართა მრგვალი მაგიდა ბოშებისა და მათი უფლებების დაცვის
საკითხებთან დაკავშირებით.
2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ეთნიკურ
და რელიგიურ უმცირესობათა საბჭოების წარმომადგენლები შეხვდნენ არჩევნებში
მონაწილე პოლიტიკური პარტიებისა და ბლოკების წარმომადგენლებს (კერძოდ,
ბლოკი
„ტრადიციონალისტები“,
ქრისტიან–დემოკრატიული
პარტია,
გაერთიანებული ოპოზიცია, ნაციონალური მოძრაობა, ლეიბორისტული პარტია და
რესპუბლიკური პარტია), გაეცნენ მათ საარჩევნო პროგრამებს, უმცირესობათა
საკითხებისა და პრობლემებისადმი მათ დამოკიდებულებას. საბჭოების წევრები
შეხვდნენ ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ლევან
თარხნიშვილს და განხილეს არჩევნებში უმცირესობათა მონაწილეობასთან
დაკავშირებული საკითხები და პრობლემები.
ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლები შეხვდნენ განათლებისა და
მეცნიერების მინისტრს, გია ნოდიას. განხილულ იქნა ეროვნულ უმცირესობათა
დაცვის
ჩარჩო
კონვენციის
ფარგლებში
საბჭოს
მიერ
შემუშავებული
რეკომენდაციების განხორციელების საკითხები. განათლების მინისტრთან შეხვედრა
გამართეს ასევე რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე განიხილეს
სკოლებში რელიგიის სწავლების საკითხები.
2008 წლის 1 მაისს ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოსა და
ებრაელ ქალთა
ორგანიზაცია „ლეა-ს” თანამშრომლობით გაიმართა მრგვალი მაგიდა ჰოლოკოსტის
შესახებ.
15
სახალხო დამცველისა და მისი აპარატის საქმიანობა
2008 წლის 26 ივნისს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შემწყნარებლობისა
და სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭოსა და საქართველოს სახალხო დამცველთან
არსებულ
ეთნიკურ
უმცირესობათა
საბჭოს
მიერ
ხელი
მოეწერა
ურთიერთდახმარების და თანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმის
ფარგლებში ორივე მხარე იღებს ვალდებულებებს ითანამშრომლონ საქართველოში
ტოლერანტული
გარემოს
განვითარებისა
და
განმტკიცების,
ეთნიკური
უმცირესობების უფლებების დაცვისა და
საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი
ინტეგრაციის ხარისხის ამაღლებისათვის.
საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი
მუდმივად ახორციელებდა მედია მონიტორინგს უმცირესობათა საკითხებთან
დაკავშირებით, ასევე უმცირესობათა უფლებებთან დაკავშირებული მდგომარეობის
მონიტორინგს საქართველოს რეგიონებში, დახმარებას უწევდა სახალხო დამცველის
აპარატს ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა უფლებებთან დაკავშირებული
ანგარიშების მომზადებაში.
2008 წელს გამოიცა ჟურნალ “სოლიდარობის” ექვსი ნომერი (N22, N 23, N24, N25, N26
და N27), რომელიც 2008 წელს ახალი ფორმატით გამოდის, მასში ტოლერანტობისა
და ინტეგრაციის თემატიკის გარდა განხილულია ასევე ადამიანის უფლებებთან,
სოციალურ თანასწორობასა და დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებულ
მთელი რიგი საკითხები. გაიმართა ჟურნალის პრეზენტაცია თბილისის, ქუთაისის,
ბათუმის და ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ჟურნალში განხილულ
თემებთან დაკავშირებით 2008 წლის განმავლობაში ტოლერანტობის ცენტრის
ორგანიზებით ქუთაისსა და ბათუმში გაიმართა 3–3 შეხვედრა და დისკუსიები
ადგილობრივი არასამთავრობი სექტორისა და მედიის წარმომადგენელთა
მონაწილეობით. დისკუსიებზე განხილულ იქნა სხვადასხვა თემები, მათ შორის
დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხები, მედიის თავისუფლება,
ტოლერანტობის სხვადასხვა ასპექტები. 2008 წლის მეორე ნახევარში გამოიცა
სპეციალური ნომერი რუსეთ–საქართველოს ე.წ. „აგვისტოს ომთან“ და დევნილთა
პრობლემებთან
დაკავშირებულ
საკითხებზე.
გამოცემა
ასევე
ითარგმნა
აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე და დარიგდა ჯავახეთსა და ქვემო ქართლში.
“აგვისტოს ომის“ შედეგად წარმოქმნილი ჰუმანიტარული პრობლემებისა და
დევნილების
თანადგომის
შესახებ
გაიმართა
რელიგიათა
საბჭოს
წარმომადგენლებისა და ევროპის ეკლესიათა კონფერენციის გენერალური მდივნის
შეხვედრა, რომელზეც იმსჯელეს ჰუმანიტარული დახმარების კოორინირებულად
გაწევის შესაძლებლობზე.
ტოლერანტობის ცენტრის მიერ ჩატარებულ იქნა ტოლერანტობის დღისადმი
მიძღვნილი
უფროსკლასელთა
სტატიების
კონკურსი
„მრავალეთნიკური
საქართველო“. საუკეთესო ნაშრომები გამოიცა კრებულად. 2008 წლის 17 ნოემბერს
გაიმართა დაჯილდოვების ცერემონია და გამარჯვებულებს გადაეცათ პრიზები.
ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი ბანერები განთავსებულ იქნა თბილისსა და
გორში.
16
სახალხო დამცველისა და მისი აპარატის საქმიანობა
2008 წლის გაზაფხულზე განხორციელდა სახალხო დამცველის სამოქალაქო
განათლების ცენტრის ქუთაისისა და ბათუმის ოფისების ტექნიკური აღჭურვა და
ამოქმედება.
2008 წლის გაზაფხულზე ქუთაისისა და ბათუმის სამოქალაქო განათლების
ცენტრებში ჩატარდა სახალხო დამცველის რამდენიმე შეხვედრა ადგილობრივი
არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლებთან. განხილულ იქნა
ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები.
საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის სამოქალაქო განათლების ცენტრის
ქუთაისისა და ბათუმის ოფისებში რეგულარულად იმართებოდა სტუდენტური
დისკუსიები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ.
მომზადდა და დაიბეჭდა საინფორმაციო ბუკლეტები სახალხო დამცველის
სამოქალაქო
განათლების
ცენტრისა
და
ბიბლიოთეკის
შესახებ.
ბიბლიოთეკებისათვის შეძენილ იქნა უახლესი ლიტერატურა ადამიანის უფლებათა
დაცვის სფეროში.
საანგარიშო პერიოდში დაიწყო საზოგადოებრივი კვლევა ადამიანის უფლებათა
ცოდნის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს სახალხო დამცველის აპარატს
ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო პოლიტიკის უკეთ
შემუშავებაში.
2008 წელს ჩატარდა ორი სემინარი ადმინისტრაციულ სამართალში იმერეთისა და
აჭარის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთათვის.
2008 წელს შესაბამისი დარგების კვალიფიციური ექსპერტების მონაწილეობით
სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისათვის გაიმართა სამი თემატური
სემინარი ადმინისტრაციულ სამართალთან, შრომის სამართალსა და სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტთან დაკავშირებულ პრობლემატურ
საკითხებზე.
პროექტის ფარგლებში მომზადდა და გამოიცა შემდეგი პუბლიკაციები :
• „ეთნოსები საქართველოში“ და „რელიგიები საქართველოში“ ;
• „ლათინურ–ქართული იურიდიული ლექსიკონი“;
• „ადამიანის უფლებათა სფეროში ძირითადი საერთაშორისო სამართლებრივი
აქტების კრებული“ (ორი ტომი).
გაწეული შრომისა და დახმარებისთვის სახალხო დამცველი განსაკუთრებულ
მადლობას უხდის: სამოქალაქო შტაბის ორგანიზატორებსა და აქტიურ წევრებს,
ბიზნეს ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რელიგიურ და ეთნიკურ
საბჭოებსა და თბილისის ყველა მოქალაქეს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს
დევნილთა დახმარების საქმეში.
17
სტატისტიკური მონაცემები
სტატისტიკური მონაცემები - 2008 წლის 2 ნახევარი
მოქალაქეთა მომართვების (საჩივრების) დინამიკა
3000
2659
2500
2000
1500
2350
1669
1504
1000
500
0
2007 წლის
2007 წლის
1 ნახევარი
წლის
2 ნახევარი 2008
1 ნახევარი
2008 წლის
2 ნახევარი
მომართვების განაწილება თბილისისა და რეგიონულ
ოფისებს შორის - 2008წ. 2 ნახევარი
250
თბილისი
რეგიონები
2100
18
სტატისტიკური მონაცემები
მოქალაქეთა საჩივრების რაოდენობა დაწესებულებებთან
მიმართებაში - 2008წ. 2 ნახევარი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია
800
სამინისტროები
ეროვნული უშიშროების საბჭო
600
მმართველობისა და
პრემიერ მინისტრის აპარატი
400
თვითმმართველობის ორგანოები
200
პროკურატურა
პარლამენტი
0
სასამართლო ხელისუფლება
ფიზიკური პირები
მატერიალური დახმარების
სხვა სახელმწიფო ორგანიზაციები
მოთხოვნა
არასახელმწიფო ორგანიზაციები
საჩივრების პროცენტული განაწილება შინაარსის
მიხედვით - 2008წ. 2 ნახევარი
4%
მართლმსაჯულების სფერო
(61%)
სოციალურ-ეკონომიკური და
კულტურული უფლებები
(28%)
ადმინისტრაციული
სამართლის საკითხები (5%)
თავისუფლებისა და
თანასწორობის საკითხები (6%)
7%
23%
66%
19
სამართლიანი სასამართლო
სამართლიანი სასამართლო
საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ
ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს
სასამართლოს.“
სასამართლოსადმი
მიმართვის
უფლება
მოიცავს
უფლებას
სამართლიან
სასამართლოზე, რაც თავისთავად შემდეგ ოთხ ძირითად პირობას უნდა
აკმაყოფილებდეს:
1. ხელმისაწვდომობას თითოეული მოქალაქისათვის;
2. მიუკერძოებლობას;
3. ობიექტურობას;
4. სასამართლო უნდა იყოს ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტია.
სასამართლოს
ხელმისაწვდომობა
მოიცავს
ნებისმიერი
პირის
მიერ
სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას, თუ ის მოექცევა სახელმწიფოს
იურისდიქციის ქვეშ და მიიჩნევს, რომ დარღვეულია მისი უფლებები და
თავისუფლებები. საქართველოს კონსტიტუციის ეს დანაწესი გულისხმობს, რომ
ნებისმიერ პირს, რომელსაც მიაჩნია, რომ დარღვეულია მისი უფლება ან
თავისუფლება,
შეუძლია
სასამართლოსთვის
მიმართვა
განსაკუთრებული
ბარიერების გარეშე; ანუ აღნიშნული მუხლით ყველა პირისათვის გარანტირებულია
მისი უფლებების დაცვის შესაძლებლობა სასამართლო ხელისუფლებით.
ნებისმიერი საკანონმდებლო დათქმა, რომ ამა თუ იმ უფლების დარღვევის
შემთხვევაში პირს არ აქვს სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, კონსტიტუციის
საწინააღმდეგოა. მიუხედავად ამისა, საქართველოს რამდენიმე საკანონმდებლო აქტი
არ იძლევა საშუალებას, პირმა თავისი უფლების დასაცავად მიმართოს
სასამართლოს.
აღნიშნული
დებულებები
სახალხო
დამცველის
მიერ
გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, თუმცა ამ უკანასკნელის მიერ
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, აღნიშნული
პრობლემა ანგარიშის ამ ნაწილშიც მოვიხსენიოთ.
ასეთ აქტებს განეკუთვნება საქართველოს კანონის "სოციალური დახმარების შესახებ"
22-ე მუხლის მე-2 პუნქტი და საქართველოს ორგანული კანონის „საქარველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 39–ე მუხლის 1–ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
საქართველოს კანონი „სოციალური დახმარების შესახებ“
„სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის
თანახმად: "2. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია,
აგრეთვე საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი დონე და ფულადი
სოციალური დახმარების ოდენობა არ საჩივრდება."
20
სამართლიანი სასამართლო
საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ უფლებებში სოციალური დაცვის
უფლება პირდაპირ არ არის მოხსენიებული, მაგრამ კონსტიტუციის 39-ე მუხლის
მიხედვით, ეს უფლება თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციური
პრინციპებიდან. ამის დასტურია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
პრაქტიკა, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ
"მოსარჩელეთა
მოთხოვნები
შეეხებოდა მათი იმ კატეგორიის სოციალური უფლებების დაცვას, რაც მართალია,
ცალკე არ იყო გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციით, მაგრამ
თავისთავად
გამომდინარეობდა მისი
პრინციპებიდან. საქართველოს
კონსტიტუციის 39-ე მუხლის ძალით, ,,საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს
ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს,
თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ
თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან.”
სოციალური დაცვის (უზრუნველყოფის) უფლება გარანტირებულია მთელი რიგი
საერთაშორისო დოკუმენტებით. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის
22-ე მუხლით აღიარებულია: "ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს
სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკური,
სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და
საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს
სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც
აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი
განვითარებისათვის."2
მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში პირდაპირ არ წერია იმის შესახებ, რომ
სოციალური დაცვის უფლება სახელმწიფოს მხრიდან აღიარებულია, ის მაინც
კონსტიტუციური ხასიათის მატარებელი პრინციპია. საქართველოს კონსტიტუციის
პრეამბულიდან ცალსახად სჩანს, რომ საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა,
შექმნან სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.
მოქალაქეთა სოციალური დაცვა სახელმწიფოს მოვალეობას წარმოადგენს და ის,
როგორც ვალდებულება, ისე უნდა განვიხილოთ და არა, როგორც სახელმწიფოს
მხრიდან კეთილი ნების გამოვლინება.
ნებისმიერი სამართლებრივი აქტი, რომელიც სოციალური დაცვის საკითხის
დარეგულირებას შეეხება, უნდა მივიჩნიოთ უფლების მარეგულირებელ აქტად, ანუ,
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნებისმიერი აქტი, რომელიც სოციალური დაცვის საკითხს
არეგულირებს, განსაზღვრავს მისი გამოთვლისა და განსაზღვრის წესს, მის ოდენობას
და ა.შ., უფლების განხორციელების მარეგულირებელ აქტს წარმოადგენს.
თუ უფლების მარეგულირებელი აქტის გასაჩივრება დაუშვებლად არის მიჩნეული
და უფლების განსახორციელებლად გამოცემული აქტი თავად არღვევს მას, სადავო
ნორმის მიხედვით, შეუძლებელია, ამ შემთხვევაში მივმართოთ სასამართლოს, მაშინ,
როდესაც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი სწორედ რომ
2
თბილისი, 2008 წლის 18 აპრილი, NN1/1/126, 129, 158.
21
სამართლიანი სასამართლო
ჩვენი უფლებების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას აცხადებს
გარანტირებულად.
საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს შესახებ" 39–ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი
სასამართლოსადმი მიმართვის უფლება კონსტიტუციით დაცულია არა მარტო
საერთო სასამართლოების შემთხვევაში, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი
მიმართვის დროსაც. სხვაგვარად რომ ვთქვათ, 42–ე მუხლის პირველი პუნქტით
დაცული სფერო საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლებასაც იცავს.
ამავდროულად, საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს შესახებ" 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არ აძლევს
საშუალებას ყველა პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ დარღვეულია მისი უფლებები და
თავისუფლებები, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
კერძოდ, აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ პირების ჩამონათვალს, რომელთაც
უფლება აქვთ, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური
სარჩელით ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის
თაობაზე.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი
მიმართვის უფლება აქვს:
•
•
•
საქართველოს მოქალაქეებს;
საქართველოში მცხოვრებ სხვა ფიზიკურ პირებს;
საქართველოს იურიდიულ პირებს.
აღნიშნული დებულებებით საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლება
არ აქვთ იმ ფიზიკურ პირებს, რომლებიც არ ცხოვრობენ საქართველოში და არ არიან
საქართველოს
მოქალაქეები,
თუმცა
შეიძლება
მოექცნენ
საქართველოს
იურისდიქციის ქვეშ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ექცევიან საქართველოს
იურისდიქციის ქვეშ, თუმცა არ არიან რეგისტრირებულნი საქართველოში, როგორც
საქართველოს იურიდიული პირები.
საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: „1. ყოველ
ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს
სასამართლოს.“ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება განმტკიცებულია ადამინის
უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე–6
მუხლითაც.
სასამართლოსადმი მიმართვის უფლება სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ყველა
იმ პირისათვის, რომელიც მისი იურისდიქციის ქვეშ ექცევა. ასეთ პირებს კი
განეკუთვნებიან როგორც მისი მოქალაქეები, ასევე მოქალაქეობის არმქონე პირები და
სხვა სახელმწიფოს მოქალაქეები, იურიდიული პირები, მიუხედავად იმისა, არიან
თუ არა ისინი რეგისტრირებულნი (მცხოვრებნი) საქართველოში. ამ შემთხვევაში
განმსაზღვრელია მათი საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მოქცევის ფაქტი.
22
სამართლიანი სასამართლო
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენცია
(პირველი მუხლი) სწორედ იურისდიქციის ქვეშ მოქცევას უკავშირებს ამავე
კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დაცვას. (მაღალი ხელშემკვრელი
მხარეები თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში ყველასათვის უზრუნველყოფენ ამ
კონვენციის I თავში განსაზღვრულ უფლებებსა და თავისუფლებებს.)
ამავდროულად, ამავე კონვენციის მე–16 მუხლით დადგენილია ის შეზღუდვები,
რომლებიც შეიძლება, უცხო ქვეყნის პირებს დაუწესდეს. ეს შეზღუდვები შეეხება
კონვენციის მე–10, მე–11 და მე–14 მუხლებს და ის არ ვრცელდება მე–6 მუხლზე.
გამომდინარე აქედან, საქართველო ვალდებულია, უზრუნველყოს საქართველოს
იურისდიქციის ქვეშ მოქცეული ყველა პირი იმ უფლებებითა და თავისუფლებებით,
რომლებიც აღიარებულია ევროპული კონვენციით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2004 წლის 6 აპრილის განჩინებით
უარი უთხრა საქმის არსებითად განსახილველად მიღებაზე საფრანგეთის
მოქალაქეებს და აღნიშნა:
,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 39-ე
მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო
სასამართლოში
ნორმატიული
აქტის
ან
მისი
ცალკეული
ნორმების
კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ
იმ უცხოელ მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში. სასარჩელო
განცხადებაში მითითებული ათი მოსარჩელიდან კი ორი - ალექსი ნებიერიძე და
მარინა მაღალაშვილი საფრანგეთის მოქალაქეებია, რომლებიც ცხოვრობენ
საფრანგეთში.
აქედან გამომდინარე, ა. ნებიერიძე და მ. მაღალაშვილი ვერ ჩაითვლებიან
მოსარჩელეებად და, მაშასადამე არც მათი რწმუნებული ზურაბ ინაშვილი არაა
უფლებამოსილი
წარმოადგინოს
ისინი
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოში. როცა თავად მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი სუბიექტი, მაშინ
მის მიერ დანიშნული წარმომადგენელიც არაუფლებამოსილად უნდა ჩაითვალოს.“
სადავო აქტის აღნიშნულმა დანაწესმა უფლება წაართვა საფრანგეთის მოქალაქეებს,
კონსტიტუციის 21–ე მუხლით აღიარებული უფლება დაეცვათ საკონსტიტუციო
სასამართლოში. მათ ეს უფლება სწორედ საქართველოში ჰქონდათ (საკუთრება
საქართველოში არსებობდა) და, შესაბამისად, ისინი ექცეოდნენ საქართველოს
იურისდიქიის ქვეშ.
ტერმინი
„საქართველოს
იურიდიული
პირი“
უცხოა
დღეს
მოქმედი
კანონმდებლობისთვის
და
მის
ნაცვლად
გამოიყენება
საქართველოში
რეგისტრირებული იურიდიული პირები, თუმცა სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ
საკონსტიტუციო
სასამართლოს
შესახებ“
ორგანულ
კანონში
მოცემული
23
სამართლიანი სასამართლო
ფორმულირება „საქართველოს იურიდიული პირები“ იმავე შინაარსის მატარებელია,
რაც საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირები.
საქართველოს კონსტიტუციის 45–ე მუხლის თანახმად:
მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი,
გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.“
„კონსტიტუციაში
მათი შინაარსის
ბუნებრივია, სასამართლოსადმი მიმართვის უფლება იმ უფლებათა კატეგორიას
განეკუთვნება, რომლებითაც როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებიც
სარგებლობენ.
სახალხო
დამცველმა
მიიჩნია,
რომ
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოსადმი მიმართვის უფლება ისევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სხვა
სახელმწიფოში მცხოვრები ფიზიკური და სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული
იურიდიული პირებისათვის, როგორც საქართველოს მოქალაქეთათვის და
საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირებისათვის, ხოლო სადავო აქტი
არ იძლევა კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული უფლებით
სარგებლობის შესაძლებლობას.
სასამართლო ბაჟი
სასამართლოზე
ხელმისაწვდომობა
თავის
თავში
მოიცავს
სახელმწიფოს
ვალდებულებას, უზრუნველყოს ყველა მოქალაქისთვის საშუალება, ხელმისაწვდომი
იყოს მათი უფლებების დაცვა სასამართლოს მიერ. თუმცა ეს ვალდებულება არ
ზღუდავს სახელმწიფოს, ისე მოაწყოს სასამართლო ხელისუფლება, რომ მასზე
მიმართვა გარკვეულ პროცედურებს (ფორმალობებს) დაუკავშიროს, რომლებიც არ
უნდა ზღუდავდეს უფლების რეალურ გამოყენებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ასეთ ფორმალობებს
წარმოადგენს სასამართლო ხარჯების საკითხი, რომლებიც გათვალისწინებულია
ამავე კოდექსის მე–5 თავით.
აღნიშნული კოდექსის 39–ე მუხლი განსაზღვრავს სახელმწიფო ბაჟის ოდენობას, რაც
სასამართლო ხარჯების შემადგენელი ნაწილია. ამავე კოდექსის 47–ე მუხლი 2007
წლის 27 ივლისამდე რედაქციით იძლეოდა შესაძლებლობას, სასამართლოს
მოქალაქე, მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, გაეთავისუფლებინა
სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. 2007
წლის 27 ივლისის ცვლილებით, შეიზღუდა მოსამართლის დისკრეცია და ის
დამოკიდებული გახდა მოსარჩელის ან მისი ოჯახის წევრების შემოსავალსა და ბაჟის
ოდენობაზე, ხოლო მოგვიანებით, 2008 წლის 17 იანვრის ცვლილებებით,
მოსამართლეს მხოლოდ უტყუარი მტკიცებულების წარდგენის საფუძველზე აქვს
უფლება, გაათავისუფლოს მოქალაქე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ
სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. აღნიშნული ცვლილებებით ბევრად
გართულდა სასამართლოზე მიმართვისათვის არსებული ფორმალური ბარიერები,
რაც არცთუ იშვიათად მოქალაქეთა მხრიდან მათი უფლებების სასამართლო წესით
დაცვაზე იძულებით უარის თქმას იწვევს.
24
სამართლიანი სასამართლო
უდანაშაულობის პრეზუმფცია
უდანაშაულობის პრეზუმფცია აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის მე–40
მუხლის პირველი პუნქტით. აღნიშნული უფლება ასევე აღიარებულია „ადამიანის
უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე–6
მუხლის მე–2 პუნქტითა და „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“
საერთაშორისო პაქტის მე–14 მუხლის მე–2 პუნქტით.
აღნიშნული უფლების დარღვევის ფაქტები მოყვანილია 2008 წლის პირველი
ნახევრის საპარლამენტო ანგარიშშიც, თუმცა ამ მხრივ მდგომარეობის არსებითი
ცვლილება მას შემდეგ არ მომხდარა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე
(www.police.ge) დღემდე ვხვდებით განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ამა
თუ იმ პირმა ჩაიდინა დანაშაული და ეს ძირითადად მტკიცებით ტონშია, რაც კვლავ
იწვევს კონკრეტული პირების უდანაშაულობის პრეზუმფციის ხელყოფას.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობაში უდანაშაულობის
პრეზუმფცია აღიარებულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითაც.
აღნიშნული კანონი ავალდებულებს საქმის მწარმოებელ თანამდებობის პირებსა და
ორგანოებს, დაიცვან პირთა უდანაშაულობის პრეზუმფცია. მიუხედავად ამისა, არის
შემთხვევები, როდესაც პირები საპროცესო დოკუმენტებში მოიხსენიებიან, როგორც
დანაშაულის ჩამდენები.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს
უდანაშაულობის პრეზუმფციის, როგორც უფლების დაცვის, ეფექტურ საშუალებას.
არცერთი საკანონმდებლო აქტი არ განსაზღვრავს მექანიზმს, თუ რომელი
სასამართლოს მეშვეობით და რომელი წარმოების წესით უნდა დაიცვას მისი უფლება
პირმა უდანაშაულობის პრეზუმფციაზე.
შესაბამისად, სახალხო დამცველი მიმართავს პარლამენტს წინადადებით,
უზრუნველყოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რათა
უზრუნველყოფილი იყოს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვისათვის ეფექტური
მექანიზმის ჩამოყალიბება.
დაცვის უფლება
დაცვის უფლებასთან მიმართებაში დღემდე პრობლემად რჩება მთელი რიგი
საკითხები, რასაც ცახდყოფს როგორც სამართალწარმოების პრაქტიკა, ასევე სახალხო
დამცველის აპარატში შემოსული განცხადებების შესწავლა.
ასეთ საკითხებს განეკუთვნება:
1. დამცველისათვის საქმის მასალების გაცნობის უფლება;
2. მოწმეთა თანაბარ პირობებში დაკითხვის უფლება;
25
სამართლიანი სასამართლო
საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის მე–3 პუნქტის თანახმად, „დაცვის
უფლება გარანტირებულია“. ეს უფლება ასევე განმტკიცებულია მთელი რიგი
საერთაშორისო დოკუმენტებით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად
თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლითა და სამოქალაქო და
პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით.
აღნიშნული უფლება მოიცავს მხარის უფლებასა და საშუალებას, დაიცვას თავი
პირადად ან/და მოწვეული ადვოკატის მეშვეობით. საქმის მასალების სრულყოფილი
გაცნობა ამ უფლების განხორციელების ერთ–ერთი წინაპირობაა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 84–ე მუხლის მე–3 ნაწილი
განსაზღვრავს დამცველის უფლებებს. აღნიშნული ნორმის „ო“ ქვეპუნქტი დამცველს
ანიჭებს უფლებას, საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოში გადაგზავნის
შემდეგ გაეცნოს საქმის ყველა მასალის ასლს და ნივთიერ მტკიცებულებებს. ამავე
ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტი დამცველს ანიჭებს უფლებას, პირისათვის ბრალდების
წაყენებისა და პირველი დაკითხვის შემდეგ გაეცნოს საქმის ყველა მასალას.
ერთი შეხედვით, აღნიშნული ნორმები, თითქოსდა, იდენტურ უფლებას იცავენ და
მათი განხორციელება დაცვის უფლებას კიდევ უფრო უნდა განავრცობდეს, თუმცა,
როგორც პრაქტიკა ცხადყოფს, სწორედ აღნიშნული ნორმების ინტერპრეტაცია ქმნის
პრობლემას დაცვის უფლების სრულყოფილი განხორციელებისათვის.
აღნიშნული მუხლის მე–3 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის დისპოზიცია დამცველს ანიჭებს
უფლებას, სრულად გაეცნოს საქმის მასალების ასლებს და ნივთიერ
მტკიცებულებებს, თუმცა ამავე ნორმის ჰიპოთეზის თანახმად, დამცველს ეს უფლება
მხოლოდ საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოში გადაგზავნის შემდეგ
ეძლევა. აღნიშნული კი დაცვის უფლების ეფეტურ განხორციელებას ხელს უშლის.
რაც შეეხება „ფ“ ქვეპუნქტს, მისი დისპოზიცია დამცველს აძლევს უფლებას, გაეცნოს
საქმის ყველა მასალას, თუმცა ღიად ტოვებს საკითხს, აქვს თუ არა უფლება
დამცველს, გადაიღოს საქმის მასალების ასლები. ამავე ნორმის ჰიპოთეზა
კუმულაციური ხასიათისაა და ორი გარემოების ერთობლიობას უკავშირებს
დამცველისათვის ამ უფლების წარმოშობას. ეს გარემოებებია: პირის ბრალდებულად
ცნობა და მისი პირველი დაკითხვა.
ამავდროულად აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის 311–ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით (2006 წლის 10 იანვრამდე
არსებული რედაქციით), პროცესის მწარმოებელი ორგანო (თანამდებობის პირი)
ვალდებული იყო, ბრალდების წაყენებისა და დამცველთან კონსულტაციისთანავე
დაუყოვნებლივ დაეკითხა ბრალდებული. 2006 წლის 10 იანვარს შესული
ცვლილებით, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
ვალდებულება უფლებამოსილებით შეიცვალა, ხოლო შემდეგ (2006 წლის 29
მაისიდან) საერთოდ ამოღებულ იქნა.
26
სამართლიანი სასამართლო
შესაბამისად, პროცესის მწარმოებელ ორგანოს (თანამდებობის პირს) უფლება აქვს,
საერთოდ არ დაკითხოს ბრალდებული, რაც კანონის შესაბამისად ართმევს უფლებას
ბრალდებულის დამცველს, გაეცნოს საქმის მასალებს.
შესაბამისად, აღნიშნული ნორმები, ისევე, როგორც მათი გამოყენების პრაქტიკა,
არცთუ
იშვიათად
იწვევს
დაცვის
უფლების
ხელყოფას.
აღნიშნულის
გათვალისწინებით,
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსში
უნდა
განხორციელდეს ცვლილებები და დამცველს უპირობოდ უნდა ქონდეს საქმის
მააალების გაცნობის უფლება, მას შემდეგ, რაც პირის მიმართ დაიწყება
სისხლისსამართლებრივი დევნა.
მოწმეთა თანაბარ პირობებში დაკითხვის უფლება
საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის მე–6 პუნქტის თანახმად: „ბრალდებულს
უფლება აქვს, მოითხოვოს თავისი მოწმეების ისეთსავე პირობებში გამოძახება და
დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს. აღნიშნული უფლება
განმტკიცებულია „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“
ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა და
„სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ პაქტის მე–14 მუხლის მე–3
პუნქტის e) ქვეპუნქტით. მართალია, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი
უდანაშაულობა, მაგრამ ყველა პირს უნდა მიეცეს საკუთარი თავის დაცვის
საშუალება. სწორედ ასეთ მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს ბრალდებულის
შესაძლებლობა, დაკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები ან დაკითხოს
საკუთარი მოწმეები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
აძლევს უფლებას ბრალდებულს, მოითხოვოს თავისი მოწმეების დაკითხვა, თუმცა,
მოქმედი საპროცესო კოდექსის ფარგლებში, რომელიც ინკვიზიციური ხასიათისაა,
დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობის (რომელიც მოწმეთა დაკითხვას
შეეხება) დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არცთუ იშვიათად ხდება.
სასამართლოები ამას ძირითადად ხსნიან მხარეთა მიერ პროცესუალური ნორმების
მოთხოვნათა დაუცველობით, თუმცა თავად აღნიშნული პროცესუალური ნორმებიც
საკმაოდ ბუნდოვანია და, ხშირ შემთხვევაში, სასამართლოს უარი უფრო ბრალდების
მხარის სასარგებლო მიკერძოებაზე მიუთითებს, ვიდრე უარის აუცილებლობაზე.
განსაკუთრებით აღსანიშნავია შუამდგომლობის განცხადების წესი. ერთი მხრივ,
სსსკ–ის 468–ე მუხლის პირველი ნაწილი მხარეს აძლევს უფლებას, შუამდგომლობა
დააყენოს უშუალოდ სასამართლო სხდომაზე, ხოლო მეორე მხრივ, ამავე კოდექსის
475–ე მუხლის მე–4 ნაწილი ავალდებულებს დაცვის მხარეს, მტკიცებულებები (მათ
შორის, მოწმის სახით დასაბარებელ პირთა სია) სასამართლოს წარუდგინოს
სასამართლო სხდომის დაწყებამდე არა უგვიანეს 5 დღისა. ბუნდოვანებას წარმოშობს
გამოთქმა „სასამართლო სხდომის დაწყებამდე“. იგი შეიძლება გაგებულ იქნეს,
როგორც ერთი კონკრეტული სამუშაო დღე, რომლის განმავლობაშიც ხდება საქმის
განხილვა, ან ზოგადად სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, როგორც ერთიანი
პროცესი. შესაბამისად, სასამართლოს უჩნდება ფორმალური საფუძველი, უარი
განაცხადოს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და მას აღნიშნულ ნორმაზე
დაყრდნობით მოუძებნოს სამართლებრივი საფუძველი.
27
სამართლიანი სასამართლო
დამცველის არჩევითობა
როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლი დაცვის
უფლებათან დაკავშირებით შემდეგი ჩანაწერით შემოიფარგლება: „დაცვის უფლება
გარანტირებულია“.
ამ მოკლე წინადადების არსი საკმაოდ ფართო და მრავლისმომცველია. საქართველოს
კოსტიტუციის 39–ე მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს
ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც
აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციური
პრინციპებიდან. კონსტიტუციის 39–ე მუხლის საფუძველზე, სწორედ 42–ე მუხლის
მე–3 ნაწილიდან გამომდინარეობს პირის უფლება, დაიცვას თავი პირადად, ან მის
მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით. აღნიშნული უფლება განმტკიცებულია
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული
კონვენციის მე–6 მუხლის მე–3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და „სამოქალაქო და
პოლიტიკური უფლებების შესახებ“ პაქტის მე–14 მუხლის მე–3 პუნქტის d)
ქვეპუნქტით. მიუხედავად იმისა, რომ პირი უზრუნველყოფილია ამ უფლებით, არის
შემთხვევები, როდესაც სასამართლო პირს უნიშნავს დამცველს იძულებით
(განსაკუთრებით იმ საქმეებზე, რომელთა განხილვაც ბრალდებულის დაუსწრებლად
ხდება), რაც ხშირად აღნიშნულ პირთა საფუძვლიან პრეტენზიებს იწვევს მათი
დაცვის უფლების დაცვასთან დაკავშირებით.
დაცვის უფლებასთან დაკავშირებით, პრობლემურია სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის კიდევ ერთი ჩანაწერი. სსსკ–ის 78–ე მუხლის მე–5 ნაწილის
თანახმად: „5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანხმობით, დამცველებად
შეიძლება დაშვებულ იქნენ უცხოელი ადვოკატები.“
აღნიშნული დებულება გარკვეულ წინააღმდეგობაში მოდის პირის უფლებასთან,
დაიცვას თავი მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით. მოქმედი სისხლის
სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის
მინისტრი ამავდროულად არის პროკურორი (სსსკ–ის 44–ე მუხლის მე–13 ნაწილი).
თავისთავად დამცველის მოწვევაზე პროკურორის თანხმობის აუცილებლობა დაცვის
უფლების ხელყოფაა და ეწინააღმდეგება როგორც კონსტიტუციას (42.3 მუხლი), ასევე
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის
მე–6 მუხლის მე–3 პუნქტის c) ქვეპუნქტს.
აღნიშნულმა საკითხმა პრობლემები შექმნა პრაქტიკაშიც, რასაც მოწმობს სახალხო
დამცველის მიერ შესწავლილი რუბენ, არმენ და ვაჰაგან ჩახალიანების საქმეც.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 12 თებერვლის #41 ბრძანებით უარი
ეთქვა განმცხადებელ გაიანე ჩახალიანს – მეუღლის და შვილების – რუბენ, არმენ და
ვაჰაგან ჩახალიანების მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე ფრანგი
ადვოკატის პატრიკ არაპიანის დამცველად დაშვებაზე. ბრძანების სამოტივაციო
ნაწილით
იუსტიციის
სამინისტრომ
ყოველგვარი
დასაბუთების
გარეშე
მიზანშეუწონლად მიიჩნია რუბენ, არმენ და ვაჰაგან ჩახალიანების დამცველად
პატრიკ არაპიანის დანიშვნა.
28
სამართლიანი სასამართლო
სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა რა ფრანგი ადვოკატის პატრიკ არაპიანის
რუბენ, არმენ და ვაჰაგან ჩახალიანების ადვოკატად დაშვების საკითხის კანონიერება,
მიაჩნია, რომ #41 ბრძანების მიღებით საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ
დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლით გარანტირებული დაცვის
უფლება და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა.
სსსკ–ის მე–11 მუხლის თანახმად, ,,სასამართლო და თანამდებობის პირი, რომლებიც
სისხლის სამართლის პროცესს ახორციელებენ, ვალდებულნი არიან ეჭვმიტანილი,
ბრალდებული და განსასჯელი უზრუნველყონ დაცვის უფლებით, განუმარტონ
უფლებები, მისცენ შესაძლებლობა, დაიცვან თავი კანონით ნებადართული ყველა
საშუალებით, უზრუნველყონ მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.“
იუსტიციის სამინისტრომ რუბენ, არმენ და ვაჰაგან ჩახალიანებს უსაფუძვლოდ
უთხრა უარი ადვოკატად ფრანგი ადვოკატის დანიშვნაზე. მიუხედავად იმისა, რომ
ჩახალიანების ინტერესებს იცავენ ადვოკატები ვოსკანიანი და როსტიაშვილი, მათ
ჰქონდათ უფლება, მათი ინტერესების დასაცავად ჩართულიყო უცხოელი ადვოკატი,
რადგან ჩახალიანებს მიაჩნდათ, რომ ეს აუცილებელი იყო მათი დაცვის უფლების
სრულფასოვნად განხორციელებისთვის და მიზნად არ ისახავდა პროცესის
გაჭიანურებას. რადგან გაიანე ჩახალიანის მიერ წარმოდგენილი ყველა საბუთი
აკმაყოფილებდა ადვოკატის დაშვების საკითხს, არ არსებობდა ფაქტობრივი და
სამართლებრივი საფუძვლები ფრანგი ადვოკატის დაშვებაზე უარის თქმის შესახებ
და იგი უნდა დაკმაყოფილებულიყო.
2008 წლის 7 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის N541
ბრძანებულებით
დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების თანახმად,
იუსტიციის სამინისტრო არის ორგანო, რომლის მმართველობის სფეროს
მიეკუთვნება სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება და წინასწარი
გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობა, ამავდროულად, კანონმდებლობით
დაკისრებული სხვა ამოცანების გადაწყვეტა და, მათ შორის, უცხოელი ადვოკატების
საქართველოს სასამართლოებში დამცველად დაშვების საკითხის გადაწყვეტა.
ჩახალიანების პრეცედენტი მოწმობს, რომ იუსტიციის სამინისტროსთვის როგორც
ბრალდების, ისე დაცვის საკითხების გადაწყვეტის მინიჭება არის ფუნქციათა
შეუთავსებლობა და, რადგან ამ ორგანოსთვის დომინანტია სისხლისსამართლებრივი
დევნა, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ დაირღვევა დაცვის უფლება, რისი ნათელი
მაგალითიცაა ჩახალიანების საქმე.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
რეკომენდაციით მიემართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არმენ, რუბენ და
ვაჰაგან ჩახალიანების დარღვეული დაცვის უფლების აღდგენის მიზნით დაეშვათ
ადვოკატად ფრანგი ადვოკატი პატრიკ არაპიანი.
აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ბატონმა დიმიტრი
ლორთქიფანიძემ წარადგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შეეხება სსსკ–ის
29
სამართლიანი სასამართლო
78–ე მუხლის მე–5 ნაწილის ამოღებას სსს კოდექსიდან, რასაც მივესალმებით და
იმედს გამოვთქვამთ, აღნიშნულ ცვლილებას დროულად მიიღებს პარლამენტი.
სასამართლო ხელისუფლების რეფორმირება
სასამართლო რეფორმა საქართველოს სახელმწიფოებრივი მშნებელობის მუდმივი
თანამგზავრი გახდა. 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის მიღებამ საფუძველი
ჩაუყარა სასამართლო სისტემის (ისევე, როგორც ხელისუფლების სხვა შტოების)
ახლებურ ფომირებას. კონსტიტუციის მაშინდელი რედაქციით, მეტნაკლებად იყო
დაცული წონასწორობა ხელისუფლების შტოებს შორის და მათ მიერ
ურთიერთგაწონასწორებაც და კონტროლიც, სამართლებრივი თვალსაზრისით,
ბევრად უკეთ იყო შესაძლებელი.
ამავე
პერიოდიდან
იწყება
სასამართლო
ხელისუფლების
საფუძვლიანი
რეფორმირება, რომლის დასრულების მოლოდინი უსასრულოდ გრძელდება.
საქართველოს მოქალაქეთა ნება, ცხოვრობდნენ სამართლებრივ სახელმწიფოში,
რომელიც თავის თავში მოიცავს სამართლიანი სასამართლოს არსებობას, ჯერ კიდევ
დარღვეულია.
სასამართლო ხელისუფლება განვითარების გარკვეულ ეტაპებზე სხვადასხვა ტიპის
პრობლემების მოზღვავებას გრძნობდა. მე–20 საუკუნის დასასრულსა და 21–ე
საუკუნის დასაწყისში სასამართლო სისტემა მეტნაკლებად თავისუფალი იყო
პოლიტიკური გავლენისაგან, თუმცა მასში კორუფციის მაღალი დონე იყო.
2003 წლის ნოემბერში, ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ განხორციელებულმა
რეფორმებმა, რომლებიც სასამართლო ხელისუფლებასაც შეეხებოდა, მკვეთრად
შეამცირა კორუფცია სასამართლო ორგანოებში, თუმცა სანაცვლოდ სასამართლო
პროკურატურის აბსოლუტური კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა. ასევე მაღალია
სასამართლო ხელისუფლებაზე პოლიტიკური გავლენაც.
შესაბამისად, სასამართლო სისტემის რეფორმირება დღემდე გრძელდება, თუმცა ამ
რეფორმას არ მივყავართ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოსკენ.
რეფორმის ერთ–ერთი ძირითადი მიმართულება უნდა შეეხოს ხელისუფლების სწორ
დანაწილებას და სასამართლოს, პროკურატურის, პოლიციისა და სხვა
სამართალდამცავი ორგანოების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ფორმალური ცვლილება ამ მიზნის მისაღწევად უკვე
გატარდა. 2006 წლის საკონსტიტუციო ცვლილებით პრეზიდენტი აღარ ნიშნავს
მოსამართლეებს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შემცირდა პრეზიდენტის მიერ
დანიშნულ წევრთა რაოდენობა. უფრო მეტიც, პრეზიდენტი აღარ თავმჯდომარეობს
იუსტიციის საბჭოს. ამ ვალდებულებას კისრულობს უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მას შემდეგ, რაც იუსტიციის
საბჭო ნიშნავს ყველა ქვედა ინსტანციის მოსამართლეს. თუმცა უზენაესი და
საკონსტიტუციო სასამართლოს დანიშვნის პროცედურები განსხვავებულია და
უცვლელი
რჩება.
მიუხედავად
ამ
ცვლილებებისა,
სასამართლოს
დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის კუთხით ფაქტობრივი ცვლილებები არ
მომხდარა.
30
სამართლიანი სასამართლო
მიმდინარე რეფორმების მიუხედავად, სამწუხაროდ, სასამართლო რჩება ერთ-ერთ
ყველაზე ნაკლებად სანდო საჯარო დაწესებულებად. მუდმივად მიდის განხილვა
სასამართლოთა მიუკერძოებლობის თემის გარშემო, თუმცა მოსამართლეებზე კვლავ
ხდება ზეწოლა აღმასრულებელი ხელისუფლების, განსაკუთრებით, პროკურატურის
მხრიდან. რამდენიმე საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმე ამის თვალსაჩინო
მაგალითი იყო, რომლებმაც შეულახა იმიჯი სასამართლოს. მათ შორის, რამდენიმე
მათგანის ანალიზი მოყვანილია აღნიშნული ანგარიშის შესაბამის თავებშიც
(მაგალითისთვის იხ. ლ.ჯანხოთელის, დ.გვენეტაძის, ბ.თირქიას საქმე პოლიციის
დანართში; მ.გაგნიძის, ო.ქუცნაშვილის, მ.ცერაძის, გ.სვინტრაძის, ზ.ნანობაშვილის,
პ.მარტინოვის საქმე პროკურატურის დანართში).
გამამართლებელი განაჩენები კვლავ
პრობლემატურ საკითხად რჩება. წინა
საანგარიშო პერიოდში აღვნიშნავდით, რომ საანგარიშო პერიოდის ბოლო თვეებსა და
მიმდინარე საანგარიშო პერიოდის დასაწყისში, ანუ 2008 წლის შუა პერიოდში,
ერთგვარად იმატა გამამართლებელ განაჩენთა რიცხვმა, თუმცა ეს ტენდენცია
შენარჩუნებული არ იქნა, რაც სამწუხაროა. სასამართლოები კვლავ ერიდებიან
გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
პრეზიდენტმა 2008 წლის შემოდგომაზე პარლამენტს, თავისი წლიური გამოსვლის
დროს, წარუდგინა ინიციატივა, რომლის ერთ-ერთ მთავარ ელემენტს წარმოადგენდა
დემოკრატიული რეფორმების ახალი ტალღა. აღნიშნული ინიციატივის ნაწილი
შეეხებოდა ახალი სისხლის სამართლის საპროცესო სისტემის მიღებას, რომელიც
მოიცავს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტსა და „გაუმჯობესებულ“ შესაბამის
სამართლებრივ პროცედურას. მსჯელობა ასევე შეეხებოდა ახალი სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტს.
გარდა ამისა, პრეზიდენტის ინიციატივა დამატებით მოიცავდა იუსტიციის უმაღლეს
საბჭოში პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლის შეყვანასა და მოსამართლეთა
უვადოდ დანიშვნას.
ეს უკანასკნელი ინიციატივები არ არის ახალი და წლების განმავლობაში
განიხილებოდა, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლებისა და
სამართლის სპეციალისტების მიერ.
უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლის შეყვანის საკითხი იუსტიციის
უმაღლეს საბჭოში განხილულ იქნა და ფორმალურად გადაწყდა 2008 წლის 5 ივლისს.
აღნიშნული ცვლილება უნდა შეფასდეს, როგორც პოზიტიური ნაბიჯი სასამართლო
რეფორმაში, თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფრო მეტად შემადგენლობითი
უნდა იყოს. ოპოზიციის ერთი წევრის შეყვანა, რა თქმა უნდა, ზრდის მოლოდინს
საბჭოს მუშაობის გამჭვირვალობისა, მაგრამ იმისთვის, რომ რეფორმა
უფრო
ეფექტური იყოს, საჭიროა სხვა ინსტიტუციების ჩართვაც (მაგ. ადვოკატთა
ასოციაციის წევრები).
31
სამართლიანი სასამართლო
აქვე აღსანიშნავია ვენეციის კომისიის მოსაზრებები, რომლებიც სწორედ აღნიშნულ
საკითხთან დაკავშირებით მოცემულია კომისიის 2007 წლის 22 ივნისის დასკვნაში
(CDL-AD(2007)028).
„32. თუმცა, იმისათვის, რომ იუსტიციის საბჭო პოლიტიკისაგან დაცული იყოს, მისი
წევრები არ უნდა იყვნენ პარლამენტის აქტიური წევრები. ვენეციის კომისია ასევე
უჭერს მხარს ამგვარი სტრუქტურების დეპოლიტიზირებას, მისი საპარლამენტო
კომპონენტის (კვოტის) კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის გზით. ამან უნდა
უზრუნველყოს ის, რომ სახელისუფლებო უმრავლესობა ვერ შეძლებს შეავსოს
ვაკანტური თანამდებობები მისი მხარდამჭერებით. კომპრომისი უნდა გამოიძებნოს
ოპოზიციასთან, რასაც უფრო მეტად შეუძლია დაბალანსებული და პროფესიონალური
დაკომპლექტების ხელშეწყობა.“
საქართველოს კონსტიტუციის 86–ე მუხლის მე–2 პუნქტის მიხედვით,
მოსამართლეები ინიშნებიან არანაკლებ 10 წლის ვადით. ამიტომ მოსამართლეთა
უვადოდ დანიშვნისთვის რაიმე ფორმალური ცვლილება კონსტიტუციაში
აუცილებელი არ არის. თუმცა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ზეპირი
განცხადების
მიხედვით,
კონკრეტული
ცვლილება
კონსტიტუციაში
ამ
მიმართულებით მაინც განხორციელდება. მიგვაჩნია, რომ მოსამართლეთა უვადო
დანიშვნა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, საჯარო დაკვირვების მაღალი
ხარისხით და აღნიშნული კანონმდებლობით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
მნიშვნელოვანია აქვე აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტმა პირველი
მოსმენით მიიღო ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. აღნიშნული
აქტის მეორე და მესამე მოსმენით მიღება გაურკვეველი ვადით არის გადადებული.
უნდა ითქვას, რომ საპროცესო კოდექსის პროექტი ნელ–ნელა შორდება იმ
კონცეფციას, რომელიც მისი შექმნის შესახებ იდეის დაბადებისას იქნა დასახული
მიზნად. მასში შეჯიბრებითი პროცესის ელემენტები ნელ–ნელა ქრება და
გარკვეულწილად ჩნდება ინკვიზიციური პროცესის ელემენტები, რაც ნამდვილად არ
უნდა იქნეს მიჩნეული წინ გადადგმულ ნაბიჯად.
32
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
აღმასრულებელი ხელისუფლება და ადამიანის
უფლებები
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული
მდგომარეობა
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესწავლა და
საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული
უფლებების დარღვევებზე რეაგირება ყოველთვის წარმოადგენდა საქართველოს
სახალხო დამცველის პრიორიტეტს. ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი და
მისი რწმუნებულები ახორციელებენ როგორც გეგმიურ, ისე არაგეგმიურ
მონიტორინგს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
საანგარიშო პერიოდში განხორციელდა 170 ვიზიტი სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში, ე.წ. არაგეგმიური მონიტორინგი, რომელიც გულისხმობს
მსჯავრდებულთა და პატიმართა, მათი ოჯახის წევრების განცხადებებზე, აგრეთვე
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე რეაგირებას.
აღნიშნული
ვიზიტების
დროს
სახალხო
დამცველის
რწმუნებულებმა
ინდივიდუალურად მოინახულეს შვიდასზე მეტი პატიმარი.
გეგმიური მონიტორინგის დროს (2009 წლის თებერვალ–მარტი), რომელიც
გულისხმობს
საქართველოში
არსებული
ყველა
სასჯელაღსრულების
დაწესებულების ვიზიტს და მათში არსებული მდგომარეობის, ინფრასტრუქტურის,
ძირითადი პრობლემების აღწერას, გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხებისა,
რომლებიც კომპეტენტური ორგანოების მხრიდან დაუყოვნებლივ რეაგირებას
საჭიროებს.3
დღესდღეობით უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს პატიმრების ჯანმრთელობის
დაცვა – სასჯელაღსრულების დაწესებულებათა სამედიცინო სისტემა კვლავ
ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. მანამ, სანამ აღნიშნული პრობლემა არ
მოგვარდება, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განთავსებული პირების
ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი მუდმივ საფრთხეში იქნება, რაც, უდავოდ, წამებისა
და არაადამიანური მოპყრობის ტოლფასია. ასევე წამებად, არაადამიანურ და
ღირსების
შემლახავ
მოპყრობად
უნდა
ჩაითვალოს
დაწესებულებების
უმრავლესობაში
არსებული
საყოფაცხოვრებო
და
სანიტარულ–ჰიგიენური
მდგომარეობა (იხ. დაწვრილებით დანართში).
3
იხ. დანართი: საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ სასჯელაღსრულების
დაწესებულებების გეგმიური მონიტორინგის შედეგები.
33
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
სწორედ აღნიშნული პირობების გამო პატიმართა მნიშვნელოვანი ნაწილი მძიმე
ავადმყოფია. ამას ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ ზოგიერთ დაწესებულებაში,
გადატვირთულობის გამო, ჯანმრთელი და ავადმყოფი პატიმრები ერთად არიან
განთავსებულნი. სახალხო დამცველის ან მისი რწმუნებულების მიმართვაზე
სხვადასხვა დაწესებულების ადმინისტრაცია სხვადასხვანაირად რეაგირებს.
ზოგიერთ შემთხვევაში ადმინისტრაცია შეძლებისდაგვარად დაუყოვნებლივ ახდენს
ავადმყოფი პატიმრის იზოლირებას ან მის გადაყვანას სამედიცინო დაწესებულებაში
(მაგ. რუსთავის N2 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულება,
რუსთავის N6 საპყრობილის საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება); სხვა
შემთხვევაში ადმინისტრაცია მხოლოდ ნაწილობრივ ან საერთოდ არ ასრულებს
სახალხო დამცველის მითითებას (მაგ. ქსნის N7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის
რეჟიმის
დაწესებულება);
დაბოლოს,
არის
დაწესებულებები,
სადაც,
გადატვირთულობის გამო, შეუძლებელია ავადმყოფი პატიმრების იზოლირება და
მათი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაც ვერ ხერხდება, თუნდაც
ადმინისტრაციას ამის სურვილი ჰქონდეს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის
ფაქტი, რომ ამ დაწესებულებებში ხშირად მხოლოდ თერაპევტის მომსახურებაა
ხელმისაწვდომი (მაგ. ხონის N9 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება;
ქ.ბათუმის N3 საპყრობილე და ქ.ზუგდიდის N4 საპყრობილე).
პატიმართა და მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის დაცვა
სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემები
აღნიშნულ მოხსენებაში ცალკე თავი აქვს დათმობილი სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების ხარისხს. უკვე მერამდენედ, სახალხო
დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს იმ კატასტროფული მდგომარეობის გამო, რაც
სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურშია შექმნილი.
„ალდაგი ბი–სი–აი“–სთან დადებული ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ, 2009
წლის თებერვლიდან, სასჯელაღსრულებების სამედიცინო დაწესებულებები მეტად
რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ – ისინი აღარ მარაგდება საჭირო
მედიკამენტებით, ხელი აღარ მიუწვდებათ სპეციალისტების კონსულტაციაზე.
სახალხო
დამცველის
რწმუნებულების
მიერ
დაფიქსირდა,
რომ
რიგ
დაწესებულებებში არ მოიპოვებოდა ყველაზე ხშირი მოხმარების მედიკამენტებიც კი,
თუმცა დაწესებულებების სამედიცინო პერსონალი მაინც ამტკიცებდა, რომ
მედიკამენტებით მომარაგება გამოსწორდა მას მერე, რაც ეს საკითხი დაბრუნდა
დეპარტამენტის
დაქვემდებარებაში.
თამამად
შეიძლება
ითქვას,
რომ
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განთავსებული პირების მდგომარეობა
საგანგაშოა და დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს.
იმ პირობებში, როდესაც სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული სამედიცინო
სამსახურები ვერ ახერხებენ ამდენი ავადმყოფის სათანადო მკურნალობას,
ლოგიკური იქნებოდა, პატიმრების ოჯახებისთვის მაინც მიეცათ საშუალება,
საკუთარი ხარჯებით ემკურნალათ თავიანთი ავადმყოფებისთვის, თუმცა იშვიათია,
სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა პატიმარს საკუთარი ხარჯებით მკურნალობის
34
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ნება დართოს. უმეტეს შემთხვევაში პატიმრის გადაყვანა სამკურნალო
დაწესებულებაში მანამ არ ხდება, სანამ მისი მდგომარეობა სერიოზულად არ
დამძიმდება.
გადაწყვეტილებაში ღავთაძე საქართველოს წინააღმდეგ4, ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლო ამგვარ პრაქტიკას კონვენციის მე–3 მუხლის დარღვევად
აფასებს და ამბობს: „სასამართლოს აზრით, კონვენციის მე–3 მუხლთან
შეუთავსებელია ის ფაქტი, რომ პატიმრის ჰოსპიტალიზაცია ხდებოდეს მხოლოდ
მაშინ, როდესაც ავადმყოფობის სიმპტომები თავიანთ პაროქსიზმს აღწევს (...).5
ასევე ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც მძიმე ავადმყოფი პატიმარი გადაჰყავთ
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში, თუმცა
მდგომარეობის ოდნავი გაუმჯობესების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აბრუნებენ
სასჯელაღსრულების დააწესებულებაში, რის შედეგადაც მისი მდგომარეობა კიდევ
უფრო რთულდება და სრული განკურნება თითქმის შეუძლებელი ხდება.
გადაწყვეტილებაში ღავთაძე საქართველოს წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლო სწორედ იმას საყვედურობს საქართველოს ხელისუფლებას,
რომ ავადმყოფი პატიმრის დაბრუნება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მის
სრულ განკურნებამდე ან იქამდე, სანამ მკურნალობის კურსის ჩატარება სამედიცინო
დაწესებულების გარეთაც არ იქნება შესაძლებელი, წამებისა და არაადამიანური
მოპყრობის ტოლფასია და წარმოადგენს ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად
თავისუფლებათა კონვენციის მე–3 მუხლის დარღვევას. სასამართლოს თქმით,
„სამკურნალო
დაწესებულებაში
განთავსებული
ავადმყოფი
პატიმრის
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნება თავისთავად არ წარმოადგენს
კონვენციის მე–3 მუხლის დარღვევას. მთავარია იმის გარკვევა, სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში დაბრუნებამდე პირს თუ ჩაუტარდა საჭირო და ადეკვატური
მკურნალობა, იყო თუ არა მისი დაწესებულებაში დაბრუნება გამართლებული მისი
ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და, დაბრუნების შემდეგ,
იმყოფებოდა თუ არა, საჭიროებისამებრ, სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.“6
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიაჩნია, რომ „მე–3 მუხლი
თავისუფლებააღკვეთილ პირებთან მიმართებაში სახელმწიფოს განსაკუთრებულ
ვალდებულებებს აკისრებს, კერძოდ, დარწმუნდეს, რომ ყველა პატიმარი იმყოფება
ადამიანის ღირსების შესაბამის პირობებში, რომ სასჯელის აღსრულების პირობები
პირს არ აყენებს იმაზე მეტ ტანჯვას, ვიდრე ეს თავისუფლების აღკვეთას ბუნებრივად
ახლავს თან, ხოლო რაც შეეხება პატიმრის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის
დაცვის გარანტიებს, ისინი ადეკვატურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, მათ
შორის, სათანადო მკურნალობის გზით. (...) ამგვარად, სათანადო მკურნალობის
არარსებობა და უფრო ზოგადად, ავადმყოფი ადამიანის არაადეკვატურ პირობებში
4
2009 წლის 3 მარტის გადაწყვეტილება.
5
პარ.96
6
პარ.90
35
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ყოფნა, პრინციპში, უკვე შეიძლება წარმოადგენდეს მე–3 მუხლის საწინააღმდეგო
მოპყრობას.“7
ამავე გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლო კიდევ უფრო შორს მიდის და
ზოგადი ხასიათის ვალდებულებას აკისრებს სახელმწიფოს. მისი განცხადებით,
„სახელმწიფო ვალდებულია, ლოგისტიკური და ფინანსური პრობლემების
მიუხედავად, სასჯელაღსრულების სისტემა იმგვარად მოაწყოს, რომ პატიმრების
ღირსეულ პირობებში ყოფნა გარანტირებული იყოს.“8
იმ ფონზე, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ უკვე რამდენიმე გადაწყვეტილება
გამოიტანა საქართველოს წინააღმდეგ,9 სადაც მსჯავრდებულთა არასათანადო
მკურნალობა საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებების პირობებში
წამებად და არაადამიანურ მოპყრობად არის შეფასებული, ხოლო ბევრი საქმე ჯერ
კიდევ განსახილველია, მივიჩნევთ, რომ დაუყოვნებლივ უნდა იქნეს შემუშავებული
კონკრეტული
მოქმედებების
გეგმა,
რომელიც
მიმართული
იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განთავსებულ პირთა ჯანმრთელობის
დაცვის სისტემის მკვეთრ გაუმჯობესებაზე.
მით უმეტეს, რომ ევროპულმა სასამართლომ, გადაწყვეტილებაში ღავთაძე
საქართველოს წინააღმდეგ, სახელმწიფოს პირდაპირ დააკისრა „იურიდიული
ვალდებულება (...), მინისტრთა კომიტეტის კონტროლის ქვეშ შეარჩიოს ზოგადი
და/ან,
საჭიროების
შემთხვევაში,
ინდივიდუალური
ღონისძიებები
შიდასამართლებრივ სისტემაში ინტეგრირებისათვის, რათა შეწყდეს სასამართლოს
მიერ კონსტატირებული დარღვევები და შეძლებისდაგვარად აღმოიფხვრას მათი
შედეგები“.
დემოკრატიული ქვეყნები ციხეს განიხილავენ, როგორც საზოგადოებიდან გარიყული
ინდივიდის საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის გასავლელ ეტაპს და სწორედ ამ
მიზნის გათვალისწინებით ხდება მსჯავრდებულის ცხოვრების პირობების
განსაზღვრა.
კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვითაც, სასჯელის მიზანი,
სამართლიანობის აღდგენასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების გარდა, არის
დამნაშავის რესოციალიზაცია. ამ უმნიშვნელოვანესი მიზნის მიღწევა კი იმ
პირობებში,
რომლებშიც
ქართველ
მსჯავრდებულებს
უწევთ
არსებობა,
შეუძლებელია. უფრო მეტიც, ადამიანი, რომელმაც ჩაიდინა ნაკლებად მძიმე,
საზოგადოებისთვის ნაკლებად საშიში დანაშაული, შეიძლება სასჯელაღსრულების
დაწესებულების პირობებში ჩამოყალიბდეს, როგორც ასოციალური, გაბოროტებული,
ფსიქიკადარღვეული ინდივიდი, რომელიც გაცილებით უფრო საშიში იქნება
საზოგადოებისათვის სასჯელის მოხდისა და გათავისუფლების შემდეგ, ვიდრე
თავისუფლების აღკვეთამდე.
7
პარ.76
8
იქვე
9
პოღოსიანი საქართველოს წინააღმდეგ; ღავთაძე საქართველოს წინააღმდეგ.
36
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე
ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ მათში განთავსებული პირების
ნაწილი წინასწარ პატიმრობაშია, რაც ნიშნავს, რომ ისინი სასამართლომ შეიძლება
უდანაშაულოდ ცნოს. თუნდაც დავუშვათ, რომ საქართველოს ხელისუფლება
თავისუფლების აღკვეთის მხოლოდ არქაულ დანიშნულებას – დასჯას – აღიარებს და
ივიწყებს რესოციალიზაციის მიზანს, გამოდის, რომ ადამიანი, რომელსაც
სასამართლოს მიერ გამართლებამდე წინასწარი პატიმრობა ჰქონდა განსაზღვრული,
სრულიად დაუმსახურებლად იმყოფებოდა არაადამიანურ და დამამცირებელ
პირობებში.
სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში
არსებული
მძიმე
მდგომარეობის
გათვალისწინებით, უაღრესად მნიშვნელოვანია ფსიქო–სოციალური პროექტების
არსებობა, რომლებიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა ძალადობის მსხვერპლი
მსჯავრდებულების რეაბილიტაციას. სამწუხაროდ, ამგვარი პროექტები მხოლოდ ორ
დაწესებულებაში
მოქმედებს
–
არასრულწლოვანთა
აღმზრდელობით
დაწესებულებაში ფუნქციონირებს წამების, ძალადობის და მკვეთრად გამოხატული
სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქორეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“
ფსიქორეაბილიტაციის კაბინეტი, სადაც მუშაობენ ფსიქოთერაპევტი და არტ–
თერაპევტი. იმავე არასამთავრობო ორგანიზაცია ქ.თბილისის N5 ქალთა და
არასრულწლოვანთა დაწესებულებაში ატარებს არტ–თერაპიის სეანსებს, სადაც
მსჯავრდებულები ჩართული არიან ინდივიდუალურ და ჯგუფურ ფსიქოთერაპიაში.
მდგომარეობა „ალდაგი ბისიაი“–სთან ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ რუსთავის
N6 დაწესებულების მაგალითზე10
2008 წლის 22 ოქტომბერს, სახალხო დამცველის აპარატიდან სად–ის ქ.რუსთავის #6
საპყრობილის, საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში გაიგზავნა
წერილობითი მიმართვა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სახალხო დამცველის
რწმუნებულებმა მოინახულეს მსჯავრდებული დავით ო., რომელსაც აწუხებდა
თირკმელები, წყლულოვანი დაავადება და პოსტოპერაციული ვენტრალური
თიაქარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვითხოვდით მსჯავრდებულის შემოწმებას
და ინფორმაციას, საჭიროებდა თუ არა იგი მსჯავრდებულთა და პატიმართა
სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას.
11 ნოემბერს წერილობით მივმართეთ იმავე დაწესებულების ადმინისტრაციას
მსჯავრდებულ დავით ო.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით,
რომელსაც ჰქონდა ძლიერი თავის ტკივილები და აღენიშნებოდა მხედველობის
დაქვეითება ორივე თვალში.
21 ნოემბერს ვითხოვდით ინფორმაციას, დაიგეგმა თუ არა მსჯავრდებულ ვალოდია
ო–ს გაყვანა ექოკარდიოსკოპიის ჩასატარებლად.
იმავე დღეს, ზ/აღნიშნულ დაწესებულებაში გაიგზავნა წერილობითი მიმართვა
მსჯავრდებულ შალვა მ–ს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით,
10
დაწვრილებით იხ. ჯანმრთელობის დაცვის თავში.
37
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
რომლითაც
ვითხოვდით
ინფორმაციას,
ოპერაციული მკურნალობის ჩატარება.
როდისთვის
დაიგეგმა
მისთვის
2008 წლის 17 დეკემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ
ქ.რუსთავის #6 საპყრობილის, საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში, სადაც
გაესაუბრნენ ამავე დაწესებულების მთავარ ექიმს დავით კირკიტაძეს. მისი
განცხადებით, მსჯავრდებულებს ზაქარია ქ–სა და პაატა რ–ს იმ დროს არ
უტარდებოდათ არანაირი მკურნალობა, ვინაიდან ალდაგი ,,ბი სი აი“ არ აფინანსებდა
მათ მკურნალობას.
2008 წლის 24 ნოემბერს სახალხო დამცველს #1164–08/2 განცხადებით მიმართა სად–
ის ქ.რუსთავის #6 საპყრობილის, საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში
განთავსებულმა მსჯავრდებულმა ნუგზარ ც–მ, სადაც იგი აღნიშნავდა, რომ თვეების
განმავლობაში ვერ იღებდა სამკურნალო პრეპარატებს. აღნიშნული საკითხის
გარკვევის მიზნით, 2008 წლის 9 დეკემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები
გაესაუბრნენ ამავე დაწესებულების ექიმ–ფტიზიატრს თ.მახარაძეს, რომელმაც
სახალხო დამცველის რწმუნებულის მიერ ჩამოთვლილ მედიკამენტებზე–
ბიოპაროქსი, ქაცვის ზეთი, 5 ნოკი, ექინასალი, ადენორიცი, კარსილი, ნო–შპა და
პრედუქტალი – განაცხადა, რომ აღნიშნული პრეპარატები იმ დროისთვის არ
გააჩნდა. ასევე აღნიშნა, რომ დაწესებულების სამედიცინო ნაწილში პრეპარატების და
ინვენტარის დეფიციტი იყო.
ზემოაღნიშნული წერილების პასუხად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის
ქ.რუსთავის #6 საპყრობილის, საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებიდან
სახალხო დამცველის აპარატში შემოდიოდა ერთი და იმავე შინაარსის წერილობითი
პასუხები, სადაც აღნიშნული იყო, რომ სასჯელაღსრულების სისტემისა და ალდაგი
,,ბი სი აი“–ს საკადრო და სხვა ორგანიზაციული საკითხების დარეგულირებამდე
დროებით შეუძლებელია მსჯავრდებულთა გაყვანა ქალაქის სამედიცინო
დაწესებულებაში სხვადასხვა დიაგნოსტიკური გამოკვლევებისა და მკურნალობის
ჩატარების მიზნით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და სს
„სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი“-ს შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
2007 წლის 26 ოქტომბერს დადებული №523 ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2007
წლის 1 ნოემბრიდან და მოქმედებს 2010 წლის 31 დეკემბრამდე.
აღნიშნული ხელშეკრულება დეტალურადა იყო განხილული 2008 წლის პირველი
ნახევრის
საქართველოს
სახალხო
დამცველის
საანგარიშო
მოხსენებაში
საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის
შესახებ (იხ. გვ. 137-163). ხელშეკრულების განხილვის შედეგად აღმოჩნდა, რომ
დოკუმენტის „შედგენის დროს დაშვებულია რიგი ხარვეზები და გვხვდება აშკარად
კანონსაწინააღმდეგო დებულებებიც, რითაც ილახება ადამიანის უფლებები,
განსაკუთრებით კი ადამიანის უფლება - ჯანმრთელობაზე“. საქართველოს სახალხო
დამცველმა მიზანშეწონილად მიიჩნია ხელშეკრულების გაუქმება შესაბამისი
კომპეტენტური ორგანოს მიერ და, კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნების
38
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
არსებობის დადასტურების შემთხვევაში, ადეკვატური ქმედებების განხორციელება
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ხელშეკრულების I ნაწილის (ხელშეკრულების საერთო პირობები) მე-12 პუნქტის 12.1
ქვეპუნქტის შესაბამისად, „ხელშეკრულების დამდებ არცერთ მხარეს არ აქვს უფლება
ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები“. იმავე ნაწილის 18.2 ქვეპუნქტის
შესაბამისად, ხელშეკრულების დამდები მხარე, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას
ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, „ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს
მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი.
აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა მიეწოდოს მეორე მხარეს გადაწყვეტილების
ძალაში შესვლამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე“. 18.4 ქვეპუნქტის შესაბამისად,
„ხელშეკრულების შეწყვეტა პირობების დარღვევის გამო არ ათავისუფლებს
მიმწოდებელს ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული
პასუხისმგებლობისაგან“.
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ექიმ–
ექსპერტთა ჯგუფის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის
მინისტრის 2007 წლის 1 აგვისტოს N 246 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ექიმ–ექსპერტთა
ჯგუფი არის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეული
(მუხლი 1), ხოლო ჯგუფი უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს
და თავმჯდომარის მოადგილეს პატიმართა უფლებების დაცვის და სოციალურ
საკითხთა დარგში (მუხლი 4, პუნქტი 6). იმავე ნორმატიული დოკუმენტის მე-2
მუხლის მიხედვით, ჯგუფის ამოცანებს წარმოადგენს სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში
მყოფ
(გარდა
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებისა) მსჯავრდებულთა
და პატიმართა მკურნალობა; პატიმართა კლინიკო–დიაგნოსტიკური გამოკვლევების
ჩატარება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა და სხვ, ხოლო ჯგუფის
ფუნქციებია, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, მაღალკვალიფიციური
სამედიცინო დახმარების გაწევა ავადმყოფი პატიმრებისათვის; იმ ღონისძიებათა
დაგეგმვა და განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს სამკურნალო–
დიაგნოსტიკური პროცესების, ჯგუფის მუშაობის მაჩვენებლების გაუმჯობესებას;
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პატიმართა პროფილაქტიკური
კომისიური შემოწმება; პატიმარ ავადმყოფთა კონსულტაციური და სადიაგნოსტიკო
მომსახურების ტიპის შერჩევა; საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო ჩვენების
მიხედვით ავადმყოფებისათვის მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა და დეპარტამენტის
ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მისი განხორციელება; საჭიროების შემთხვევაში,
დეპარტამენტისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებისათვის ქმედითი
დახმარების გაწევა.
,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26–ე მუხლის თანახმად:
მსჯავრდებულს უფლება აქვს უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო დახმარებით
და მომსახურებით;
39
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ამავე კანონის 38–ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად,
მსჯავრდებულს უტარდება გადაუდებელი მკურნალობა.“
„......დაავადებულ
ამავე კანონის, მე–40 მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით, „თუ მსჯავრდებულის
მკურნალობა არ შეიძლება განხორციელდეს სამკურნალო პუნქტში ან
ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებაში, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე
ახორციელებს მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურებას, იგი შეიძლება
გადაყვანილ იქნეს დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებაში ან საერთო
პროფილის საავადმყოფოში“.
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლში გადმოცემული
პრინციპების შესაბამისად, „პატიმრის, დაკავებულის ან დატყვევებულისათვის
სამედიცინო მომსახურების გაწევისას დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის
სუბიექტი ვალდებულია მისი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა და
მკურნალობა უზრუნველყოს ისეთივე ხარისხითა და სამედიცინო სტანდარტებით,
როგორითაც იმ ადამიანებისა, რომლებიც არ არიან პატიმრები, დაკავებულები ან
დატყვევებულები“.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის
ხელმძღვანელობა ვალდებული იყო, მიეღო შესაბამისი ზომები პატიმართა და
მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის დაცვისა და მათთვის ხარისხიანი მკურნალობის
უზრუნველსაყოფად. ამა თუ იმ ორგანიზაციასთან ხელშეკრულების დადების ან
მოშლის ტექნიკური პრობლემები არ უნდა ასახულიყო ადამიანების ჯანმრთელობისა
და სიცოცხლის უფლებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2008 წლის 29 დეკემბერს სახალხო დამცველმა
რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს
და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს დავით ჭაკუას,
დაუყოვნებლივ უზრუნველეყოთ ზემოაღნიშნული პრობლემის გადაჭრა და
მსჯავრდებულთათვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საანგარიშო პერიოდის ბოლო ორი თვის განმავლობაში
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იყო მედიკამენტების დეფიციტი. ზოგიერთი
დაწესებულების
სამედიცინო
ნაწილში
არ
ჰქონდათ
ანალგეტიკური,
ანტიჰისტამინური საშუალებები და ანტიბიოტიკები.
აღნიშნული რეკომენდაციის პასუხად, 2009 წლის 12 თებერვალს, სახალხო
დამცველის აპარატში შემოვიდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური
სამსახურის უფროსის რევაზ ჭარბაძის წერილი, სადაც აღნიშნული იყო,
სასჯელაღსრულების დეპარტამენტს შეძენილი ჰქონდა საჭირო მედიკამენტები და
ატარებდა საჭირო ღონისძიებებს სასჯელაღსრულების სისტემის დაწესებულებებში
განთავსებულ პირთა ჯანმრთელობის დაცვისა და შესაბამისი სამედიცინო
უზრუნველყოფის მიზნით.
წყლის დაბინძურება ქსნის N7 დაწესებულებაში
40
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
2007 წლის აპრილის თვეში სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მონიტორინგი
ჩაატარეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის #7 საერთო, მკაცრი და
საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებაში, სადაც მსჯავრდებულები აღნიშნავდნენ,
რომ წყალი, რომელიც მათ ეძლეოდათ არ იყო სასმელად ვარგისი და ამის გამო მათ
უმეტესობას ჰქონდა ინფექციური დაავადება დიზენტერია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, 2007 წლის 17 აპრილს სახალხო დამცველის
აპარატიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაიგზავნა წერილობითი
მიმართვა, რათა შეესწავლათ ქსნის #7 დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა,
ხოლო გატარებული ღონისძიებების შესახებ ეცნობებინათ კანონით დადგენილ
ვადაში.
2007 წლის 25 აპრილს სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან მივიღეთ პასუხი,
სადაც აღნიშნული იყო, რომ სასმელი წყალი, რომელიც დაწესებულებაში მოდიოდა
ვარგისი იყო გამოყენებისათვის და იგივე წყალი მიეწოდებოდა ქსნის
მოსახლეობასაც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის აპარატიდან საქართველოს
იუსტიციის მინისტრის მოადგილეს გივი მიქანაძეს გაეგზავნა წერილობითი
მიმართვა, მოეწოდებინა ინფორმაცია თუ რა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იყო
შექმნილი სად ქსნის #7 დაწესებულებაში და რა ზომები ტარდებოდა პატიმართა
ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნების და აღდგენის მიმართულებით.
2007 წლის 19 ივნისს, კვლავ სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან მივიღეთ
პასუხი, სადაც აღნიშნული იყო, რომ ქსნის #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
,,ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ არის“, ხოლო პაციენტ პატიმართა
ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებდა ამავე დაწესებულების ექიმი.
2009 წლის 5 თებერვალს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა გეგმიური
მონიტორინგი ჩაატარეს ქსნის #7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის
დაწესებულებაში, სადაც მსჯავრდებულებმა კვლავ აღნიშნეს, რომ წყალი, რომელიც
მათ მიეწოდებათ სასმელად უვარგისია, რის გამოც აქვთ ალერგიული რეაქციები და
კუჭ–ნაწლავის პრობლემები.
აღნიშნულის გადასამოწმებლად სახალხო დამცველის აპარატსა და სს სანიტარიისა
და ჰიგიენის ს/კ ინსტიტუტის ტესტირების ლაბორატორიას შორის დაიდო
ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის
#7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებაში სს სანიტარიისა და
ჰიგიენის ს/კ ინსტიტუტის ტესტირების ლაბორატორიის თანამშრომლებმა აიღეს
წყლის ოთხი ნიმუში და შეამოწმეს. მათ შეაფასეს ქსნის #7 საერთო, მკაცრი და
საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებაში არსებული წყალი და მოგვაწოდეს
შესაბამისი დასკვნა.
მათი შეფასებით: ,,მიღებული შედეგების მიხედვით, ქსნის #7 საერთო, მკაცრი და
საპყრობილის რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აღებული სასმელი
41
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
წყლის ოთხივე ნიმუში წარმოადეგნს ერთი ტიპის წყალს და მიეკუთვნება საშუალო
მინერალიზაციისა (317,0-327,30 მგ/ლ) და საშუალო სიხისტის წყლებს (3,35-3,5
მგ.ეკვ/ლ), რომელიც ძირითადად განპირობებულია კალციუმისა (61,2-63,13 მგ/ლ) და
მაგნიუმის (3,04-4,25 მგ/ლ) ჰიდროკარბონატებით (207,40-213,50 მგ/ლ). ახასიათებს
სულფატებისა
და
ქლორიდების
დაბალი
შემცველობა,
მიეკუთვნება
ჰიდროკარბონატული ტიპის კალციუმიან წყლებს. ორგანოლეპტიკური და
ეპიდემიური უსაფრთხოების ქიმიური (ამონიუმი, ნიტრიტები, ნიტრატები)
მაჩვენებლები დადგენილი ჰიგიენური ნორმის ფარგლებშია. საპყრობილეს
ტერიტორიაზე ონკანებიდან (გამოცდის ოქმი #332, #335) აღებულ ნიმუშებში
მომატებულია ჟანგვადობა, ოთხივე ნიმუშის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები არ
შეესაბამება დადგენილ ჰიგიენურ ნორმებს, განსაკუთრებით მაღალი დაბინძურებით
გამოირჩევა წლის ნიმუში (გამოცდის ოქმი #334), რომელიც აღებული იყო
საპყრობილეს საკნიდან, სადაც საერთო კოლიფორმების რაოდნეობამ 300 მლ-ში
შედაგინა 102 კწე (არ დაიშვება 300 მლ-ში). სასმელი წყლის ოთხივე ნიმუშის
მიკრობული დაბინძურება ძირითადად განპირობებულია ახალი ფეკალური
დაბინძურების მაჩვენებლის E. coli-ის არსებობით. რაც შეეხება ტექნიკური წყლის
ნიმუშს (გამოცდის ოქმი #335), მისი ქიმიური შემადგენილობა იდენტურია სასმელი
წყლის სხვა ნიმუშებისა და იგი არ წარმოადგენს ტექნიკურ წყალს“.
დასკვნის თანახმად: ,,კვლევის შედეგების მიხედვით, ქსნის #7 საერთო, მკაცრი და
საპყრობილის რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აღებული სასმელი
წყლის ოთხივე ნიმუში ხასიათდება მაღალი მიკრობული დაბინძურებით, რის გამოც
მათი სასმელად მოხმარება სათანადო გაუსნებოვნების გარეშე დაუშვებელია, წყლის
ფაქტორთან დაკავშირებული ნაწლავური ინფექციური დაავადებების მაღალი
რისკის გამო“.
,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 35–ე მუხლის მე–
4 პუნქტის თანახმად: სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაა: ა) სასჯელაღსრულებებში სანიტარული და
ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა; ბ) სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში
ჯანმრთელობასთან
დაკავშრებული
პრევენციული
ღონისძიებების განხორციელება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 247–ე მუხლის თანახმად,
სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოებების
შესახებ ინფორმაციის დამალვა ისჯება კანონით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქსნის #7 დაწესებულებაში განთავსებული
მსჯავრდებულების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დგას სერიოზული საფრთხის ქვეშ
და საჭიროებს სასწრაფო რეაგირებას. 2009 წლის 17 მარტს სახალხო დამცველმა
რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული
დახმარების საკითხთა მინისტრს ბატონ დიმიტრი შაშკინს, რომ დაუყოვნებლივ
შეწყდეს მსჯავრდებულთათვის აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული წყლის
მიწოდება, მის გაუსნებოვნებამდე და სასწრაფოდ იქნეს უზრუნველყოფილი
მსჯავრდებულთათვის სასმელად ვარგისი წყლის მიწოდება.
42
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
2007 წლის 25 აპრილს სახალხო დამცველის აპარატიდან სასჯელაღსრულების
დეპარტამენტში გაიგზავნა წერილობითი მიმართვა, რომლითაც ვითხოვდით ქსნის
#7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებაში შექმნილი
მდგომარეობის შესწავლას. მიღებული პასუხის თანახმად, დაწესებულებას
მიეწოდება იგივე წყალი, რაც ქსნის მოსახლეობას. აღნიშნულიდან გამომდინარეობს,
რომ
შესაძლებელია,
მოსახლეობისათვის
მიწოდებული
წყალიც
ასევე
დაბინძურებული იყოს.
შესაბამისად, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ბატონ ალექსანდრე
კვიტაშვილს, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ საკითხზე და
უზრუნველყოს ქსნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა.
დისციპლინური სასჯელები
სასჯელაღსრულების სისტემაში კიდევ ერთი
უმნიშვნელოვანესი პრობლემაა
პატიმრებისათვის დისციპლინური სასჯელების დაკისრების არსებული სისტემა.
აუცილებელია დასჯა მოექცეს უფრო მეტად ჩამოყალიბებულ და მკაფიო
კრიტერიუმებით განსაზღვრულ ჩარჩოებში. რასაკვირველია, სასჯელაღსრულების
დაწესებულების ადმინისტრაციას, უსაფრთხოებისა და დისციპლინის შენარჩუნების
მიზნებიდან გამომდინარე, უნდა ჰქონდეს საშუალება, გარკვეული სასჯელის ზომა
დააკისროს პატიმარს, რომელიც არღვევს დაწესებულების შინაგანაწესს, თუმცა
სასურველია, თუ ყოველი ასეთი სასჯელის დანიშვნისას დაცული იქნებოდა
პროპორციულობისა და მიზნობრიობის პრინციპი, ასევე ყოველი სასჯელი
დასაბუთებული
იქნებოდა
ინდივიდუალურად,
კონკრეტული
საქმის
გარემოებებიდან გამომდინარე. ზოგიერთ დაწესებულებაში რეჟიმის მცირედი
დარღვევისათვისაც კი პატიმარს 20 დღით ათავსებენ კარცერში (მაგ. ქსნის N7
საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებაში).
აღნიშნული პრობლემა მით უფრო მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ, რომ
პირობით ვადამდელი გათავისუფლების სისტემის სრულყოფილი ამუშავების
შემთხვევაში მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოხდის პერიოდში დაკისრებული
სასჯელები გათვალისწინებული იქნება კომისიის მიერ ამ მსჯავრდებულის
გათავისუფლების მოთხოვნის განხილვისას.
რეკომენდაცია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების საკითხთა მინისტრს: შემუშავდეს მსჯავრდებულის დასჯის წესები,
რომლებიც აუცილებელს გახდის ყოველი სასჯელის ინდივიდუალურ დასაბუთებას,
გადაცდომისა და სასჯელის პროპორციულობას და რომელთა დარღვევაც
თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საბაბი იქნება.
სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლების ურთიერთობა
მსჯავრდებულებთან
43
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
სახალხო
დამცველს
არაერთი
განცხადებით
მიმართავენ
სხვადასხვა
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულები და მათი
ოჯახის წევრები. ისინი აღნიშნავენ, რომ პატიმრებს მძიმე პირობებში უწევთ ყოფნა,
ხოლო ზოგიერთ დაწესებულებაში ადმინისტრაციის თანამშრომლები მათ ექცევიან
დამამცირებლად. ზემოაღნიშნული განსაკუთრებით ეხება ქსნის #7 საერთო, მკაცრი
და
საპყობილის
რეჟიმის
დაწესებულების
ადმინისტრაციას.
აღნიშნულ
დაწესებულებაში
განთავსებულ
მსჯავრდებულებს
სახალხო
დამცველის
რწმუნებულებისათვის არაერთხელ მიუწოდებიათ ინფორმაცია ადმინისტრაციის
მხრიდან უხეშ დამოკიდებულებაზე. აღნიშნული დასტურდება არამარტო
მსჯავრდებულების
გადმოცემით,
არამედ
თავად
სახალხო
დამცველის
რწმუნებულების
დაკვირვებითაც
–
მათთან
საუბარში
დაწესებულების
თანამშრომლები აგდებით და უხეშად მოიხსენიებენ მსჯავრდებულებს და ამბობენ,
რომ მათ დაიმსახურეს მძიმე პირობებში არსებობა. ქ.ქუთაისის #2 მკაცრი და
საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებაში, ხონის #9 საერთო და მკაცრი რეჟიმის
დაწესებულებაში, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში,
გეგუთის #8 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში განთავსებული
პატიმრებიც ხშირად აღნიშნავენ, რომ დაწესებულების თანამშრომლები მათ
გულგრილად და, ზოგ შემთხვევაში, უხეშადაც კი ექცევიან.
სასჯელაღსრულების სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და პატიმართა
რესოციალიზაციისთვის
განსაკუთრებული
ყურადღება
უნდა
მიექცეს
სასჯელაღსრულების ადმინისტრაციაში მომუშავე პერსონალის პროფესიონალიზმს
და მათ დამოკიდებულებას პატიმართა მიმართ.
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მომუშავე პერსონალი უნდა იცნობდეს
როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ასევე საერთაშორისო სტანდარტებს, რაც
მათ საშუალებას მისცემს, ჰქონდეთ წარმოდგენა, რა წესებით და სტანდარტებით
უნდა იხელმძღვანელონ.
პატიმრებთან მოპყრობის მინიმალური სტანდარტული წესები მიზნად ისახავს
პენიტენციურ დაწესებულებათათა სანიმუშო სისტემის აღწერას. მათი ამოცანაა, რომ
თანამედროვე
აზროვნებისა
და
დღესდღეობით
არსებულ
ყველაზე
დამაკმაყოფილებელ სისტემათა ძირითადი ელემენტების საფუძველზე წარმოაჩინოს
ის, რაც პატიმრებთან მოპყრობის საკითხში საყოველთაოდ აღიარებულია სწორად და
პრინციპულად.
წესი 47 (1): პერსონალი უნდა იყოს საკმაოდ განათლებული და განვითარებული. (2)
სამუშაოზე მიღებამდე ციხის პერსონალი უნდა მომზადდეს როგორც ზოგადი, ასევე
კონკრეტული ვალდებულებების შესასრულებლად, რის შემდეგაც მან უნდა ჩააბაროს
გამოცდები თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში. (3) მუშაობის დაწყების შემდეგ
და დაწესებულებაში თანამშრომლობის მთელი პერიოდის განმავლობაში
პენიტენციური სისტემის თანამშრომლებმა უნდა შეინარჩუნონ და აიმაღლონ
კვალიფიკაცია და დროის ხელსაყრელ შუალედებში, სამუშაო ადგილიდან
მოწყვეტის გარეშე გაიარონ მოსამზადებელი კურსები.
44
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
წესი 48: ციხის ყველა თანამშრომელი უნდა იქცეოდეს ისე, რომ სამაგალითო იყოს
პატიმრებისათვის და დაიმსახუროს მათი პატივისცემა.
ძნელია, ისაუბრო ზემოაღნიშნულ წესებზე მაშინ, როცა კერძო საუბარში სახალხო
დამცველის რწმუნებულებისათვის არაერთი დაწესებულების თანამშრომელს
უთქვამს, ციხეში რომ კარგი პირობები იყოს, პატიმრებს გარეთ გასვლა აღარ
მოუნდებათ და დანაშაულის რაოდენობა გაიზრდებაო. აღნიშნული, რბილად რომ
ვთქვათ, პრიმიტიული მიდგომაა და ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა ზედაპირული
წარმოდგენა აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებების ზოგიერთ თანამშრომელს
თავისუფლების აღკვეთის დანიშნულებასა და ზოგადად, ადამიანის უფლებებზე.
რეკომენდაცია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების საკითხთა მინისტრს: სასჯელაღსრულების დაწესებულებების ყველა
თანამშრომელს ჩაუტარდეს ტრენინგები როგორც პენიტენციურ სისტემასთან
დაკავშირებული საერთაშორისო აქტების თეორიული ცოდნის, ასევე მათ პრაქტიკაში
გამოყენების კუთხითაც.
თავის მხრივ, სახალხო დამცველი და მისი აპარატი სრულ მზადყოფნას აცხადებს,
ნებისმიერი სახის დახმარება აღმოუჩინოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მისი
თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაში ადამიანის, უფრო კონკრეტულად კი
თავისუფლებააღკვეთილი პირის უფლებათა ცოდნის საქმეში.
გარდა ყოველივე ზემოაღნიშნულისა, მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ
სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლებს, თავის მხრივ, საკმაოდ
მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა. რომ არაფერი ვთქვათ თავად სამუშაოს
სპეციფიკურობაზე, მათ საკმაოდ დაძაბული შრომის გრაფიკი და დაბალი ხელფასები
აქვთ. აქედან გამომდინარე, არსებობს რისკი, რომ მათი მძიმე სოციალური
მდგომარეობა, გადაღლილობა და ა.შ. აისახება მათ დამოკიდებულებაზე პატიმრების
მიმართ. ეს განსაკუთრებით შეეხებათ რიგით თანამშრომლებს.
სწორედ ზემოაღნიშნულის გამო სახალხო დამცველს მნიშვნელოვნად მიაჩნია
სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლების სოციალური და შრომითი
გარანტიების
გაუმჯობესება,
რაზეც,
გაზრდილი
ბიუჯეტის
პირობებში,
აუცილებლად უნდა იზრუნოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების საკითხთა სამინისტრომ.
სასჯელაღსრულების
მდგომარეობა
დაწესებულებების
სანიტარულ–ჰიგიენური
როგორც
დასაწყისშივე
აღვნიშნეთ,
სასჯელაღსრულების
მთელ
რიგ
დაწესებულებებში ჰიგიენის თვალსაზრისით იმდენად რთული მდგომარეობაა, რომ
უტოლდება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას. ზოგ დაწესებულებაში არ არის
აბანო,
სამზარეულოში
ანტისანიტარიაა,
საკნებში
სინესტეა,
ზოგიერთ
დაწესებულებაში არიან მღრნელები და ბაღლინჯოები (მაგ. ქ.ქუთაისის #2 საერთო,
მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულება, ქსნის #7 საერთო, მკაცრი და
45
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
საპყრობილის რეჟიმის დაწესებულება). განათება ხდება მბჟუტავი ნათურებით (მაგ.
ქ.ზუგდიდის #4 საპყრობილე).
ქ.რუსთავის #1 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში კარცერებში არსებული
ვითარება შეესაბამება არაადამიანურ და დამამცირებელ პირობებს. კარცერების
ადგილმდებარეობის გამო (შუაგულ ეზოში) ტემპერატურა სიცხეში ძალიან მაღლა
იწევს, დგება ფეკალური მასების სუნი, სიბინძურეა. არ ხდება ვენტილაცია და
პატიმრებისათვის სუნთქვა თითქმის შეუძლებელია.
ანალოგიური მდგომარეობა იყო რამდენიმე წლის წინ თბილისის N5
დაწესებულებაში, რის გამოც, წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა (CPT) 2003 წლის
ნოემბრისა და მაისის ვიზიტების ამსახველ ანგარიშში საქართველოს მთავრობას
აღნიშნული დაწესებულების კარცერების გაუქმების რეკომენდაცია მისცა.11
ანალოგიურია სახალხო დამცველის რეკომენდაციაც რუსთავის N1 საპყრობილის
კარცერებთან დაკავშირებით.12
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლისა და
წამების პრევენციის კომიტეტის (CPT) სტანდარტების გათვალისწინებით, ევროპის
საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2006 წლის 11 იანვარს მიიღო წევრი
სახელმწიფოებისათვის ევროპული ციხის წესების შესახებ რეკომენდაცია REC(2006)2,
რომლის
თანახმადაც,
,,პატიმრებისათვის
უზრუნველყოფილი
შენობა,
განსაკუთრებით კი საძინებელი კორპუსი, უნდა პასუხობდეს ადამიანის ღირსების,
პატივისა და შეძლებისდაგვარად ასევე, განმარტოების მოთხოვნებს. დაცული უნდა
იყოს ჯანმრთელობისა და ჰიგიენის მოთხოვნები, კლიმატური პირობებისა და
განსაკუთრებით ფართის ოდენობის, ჰაერის მოცულობის, განათების და
ვენტილაციის პირობების გათვალისწინებით.
აღნიშნული პრინციპი არ არის დაცული ქ.ქუთაისის #2 საერთო, მკაცრ და
საპყრობილის რეჟიმის, ქ.ზუგდიდის #3 საპყრობილის, ხონის #9 საერთო და მკაცრი
რეჟიმის, ქ.თბილისის #1 საპყრობილის რეჟიმის, ქ.ბათუმის #3 საპრობილის რეჟიმის
დაწესებულებებში.
,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის
თანახმად:
,,სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში
მსჯავრდებულისათვის
გამოყოფილი საცხოვრებელი სადგომი უნდა შეესაბამებოდეს სამშენებლო–ტექნიკურ
და სანიტარიულ–ჰიგიენურ ნორმებს და უზრუნველყოფდეს მსჯავრდებულის
ჯანმრთელობის შენარჩუნებას.“
პატიმრებთან მოპყრობის მინიმალური სტანდარტული წესები განსაზღვრავს, რომ
ყველა ადგილი, რომლითაც სარგებლობენ პატიმრები, განსაკუთრებით ყველა
საძინებელი ოთახი, სრულად უნდა პასუხობდეს სანიტარულ მოთხოვნებს. ამასთან,
სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს კლიმატურ პირობებს, განსაკუთრებით ამ
ოთახების სიმაღლეს, მინიმალურ ფართობს, განათებას და ვენტილაციას.
11
წამების საწინააღმდეგო კომიტეტის 2005 წლის 30 ივნისის ანგარიში, პარაგრაფი 11.
12
იხ. დანართი.
46
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
დაწესებულებებში, სადაც ცხოვრობენ და მუშაობენ პატიმრები, ფანჯრები უნდა
იყოს საკმარისი ზომის იმისათვის, რომ პატიმრებს შეეძლოთ კითხვა და მუშაობა
დღის შუქზე და უნდა იყოს ისე კონსტრუირებული, რომ უზრუნველყოს სუფთა
ჰაერის მიწოდება იმისდა მიუხედავად, არსებობს თუ არა ვენტილაციის ხელოვნური
სისტემა. ხელოვნური განათება საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ პატიმრებს
შეეძლოთ კითხვა და მუშაობა მხედველობის გაუარესების საფრთხის გარეშე.
სანიტარული მოწყობილობები საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ თითოეულმა
პატიმარმა შეძლოს თავისი ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მაშინ,
როდესაც ეს მას სჭირდება სისუფთავისა და წესიერების პირობებში.
საბანაო მოწყობლობანი და შხაპების რაოდენობა საკმარისი უნდა იყოს იმისთვის,
რომ ყოველ პატიმარს შეეძლოს და იყოს ვალდებული, იბანაოს ან მიიღოს შხაპი
შესაბამის ტემპერატურაზე (კლიმატის მიხედვით) და ისეთი სიხშირით, როგორც
ამას მოითხოვს ჰიგიენის საერთო პირობები, წლის პერიოდისა და გეოგრაფიული
რაიონის გათვალისწინებით, ანუ ზომიერი კლიმატის პირობებში - კვირაში ერთხელ
მაინც.
დაწესებულების ყველა იმ ნაწილში, რომლითაც პატიმრები რეგულარულად
სარგებლობენ, უნდა იყოს სათანადო წესრიგი და განსაკუთრებული სისუფთავე.
ყოველი პატიმარი უნდა იყოს უზრუნველყოფილი ცალკე საწოლით ადგილობრივი
და ეროვნული ნორმების შესაბამისად, აგრეთვე ცალკე თეთრეულით, რომელიც
გაცემის მომენტში უნდა იყოს სუფთა და სისუფთავის შენარჩუნების მიზნით ხშირად
იცვლებოდეს.
,,პატიმრობის მოხდის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება N362–ის მე–10 მუხლი განსაზღვრავს
პატიმართა მატერიალურ და საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფას, რომლის პირველი
ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, პატიმრები უზრუნველყოფილნი არიან
სამაგიდო ჭურჭლით და მოწყობილობებით (თეფში, კოვზი, ჭიქა).
სახალხო დამცველის რწმუნებულებთან საუბრისას პატიმრები აღნიშნავენ, რომ
ადმინისტრაციის მიერ არ მიეწოდებათ ჭურჭელი, კერძოდ, კოვზი და ჩანგალი. მათი
განმარტებით, აღნიშნულ ნივთებს ისინი ყიდულობენ დაწესებულების მაღაზიაში,
რომლის ღირებულებაც შეადგენს 3.5 ლარს. აღნიშნული ნივთები არის პლასტმასის
და მსჯავრდებულთა თქმით, მათი ცხელ კერძში გამოყენება იწვევს ჩანგალის და
კოვზის დნობას და აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულთა უმეტესობას
აქვს მიწებებული ან გადაბმული კოვზი. ისინი აღნიშნავენ, რომ კოვზისა და ჩანგლის
ღირებულებიდან გამომდინარე, ვერ ყიდულობენ აღნიშნულ ნივთებს ხშირად.
იმ დაწესებულებებში, სადაც ამანათით არ არის დაშვებული თეთრეულის შეგზავნა,
ხოლო ადმინისტრაცია ვერ უზრუნველყოფს პატიმართათვის თეთრეულის
მიწოდებას, სერიოზული პრობლემა ჩნდება. დაწესებულების მაღაზიაში ჩითის
თეთრეულის ღირებულებაა 20 ლარი, ე.წ. „ჟატის“ თეთრეულის – 40 ლარი, ხოლო
47
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
გადასაფარებლის – 25 ლარი. პატიმრები აღნიშნულთან დაკავშირებით სერიოზულ
უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
რასაკვირველია, ზოგიერთი სასჯელაღსრულების დაწესებულების სანიტარულ–
ჰიგიენური
მდგომარეობის
გაუმჯობესება
სერიოზულ
ხარჯებთანაა
დაკავშირებული, თუმცა აღნიშნულის განხორციელება ეტაპობრივად შესაძლებელია.
რეკომენდაცია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების
საკითხთა
მინისტრს:
სასჯელაღსრულების
დაწესებულების
სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი როგორც
საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ისე ევროპული ციხის წესების
შესახებ რეკომენდაციასა REC(2006)2, პატიმრებთან მოპყრობის მინიმალურ
სტანდარტულ წესებთან. ყურადღება მიექცეს პატიმართა უზრუნველყოფას იმ
საგნებით, რომლებსაც კანონმდებლობა ითვალისწინებს.
რეკომენდაცია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების საკითხთა მინისტრს: უმოკლეს ვადებში მოხდეს ქ.რუსთავის N1
დაწესებულებაში არსებული კარცერების დახურვა და აღნიშნული დანიშნულებით
სტანდარტებთან შესაბამისი ფართის გამოყენება.
გადატვირთულობა
,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე ნაწილის
თანახმად:
,,ერთ
მსჯავრდებულზე
საცხოვრებელი
ფართობის
ნორმა
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ უნდა იყოს 2კვ. მ–ზე, საპყრობილეში 2,5
კვ. მ–ზე, ქალთა დაწესებულებაში 3 კვ. მ–ზე, არასრულწლოვანთა აღმზრდელობით
დაწესებულებაში 3,5 კვ. მ–ზე, ხოლო სამკურნალო დაწესებულებაში – 3 კვ.მ–ზე
ნაკლები.“
მიუხედავად კანონის იმპერატიული მოთხოვნისა, სასჯელაღსრულების ზოგიერთ
დაწესებულებაში გადატვირთულობა კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2008 წლის 31 დეკემბრის პასუხის მიხედვით,
2008 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით, გადატვირთულობის პრობლემა დგას
შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში: ქ.რუსთავის N1 საერთო და მკაცრი
რეჟიმის დაწესებულება, ქ.რუსთავის N2 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის
დაწესებულება, ქ.რუსთავის N6 საპყრობილის საერთო და მკაცრი რეჟიმის
დაწესებულება, ქსნის N7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულება,
გეგუთის N8 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება, ხონის N9 საერთო და
მკაცრი რეჟიმის დაწესებულება, ქ.თბილისის N1 საპყრობილე, ქ.ბათუმის N3
საპყრობილე, ქ.ზუგდიდის N4 საპყრობილე. რაც შეეხება კვადრატულობას
თითოეულ პატიმარზე, ბევრი დაწესებულების ინფრასტრუქტურა არ შეესაბამება
კანონით დადგენილ ნორმებს. აღნიშნულის გამო ზოგიერთ დაწესებულებაში ერთად
არიან განთავსებული მისჯილი და მიუსჯელი პატიმრები.
48
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
წამების საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT) რეკომენდაციებშიც ხაზგასმულია
აღნიშნული პრობლემა: „CPT დარწმუნებულია რომ გადატვირთულობის კონტროლი
და მინიმუმი სტანდარტის 4მ2 ფართის უზრუნველყოფა ერთ პატიმარზე
შესაძლებელი იქნება, თუ პოლიტიკა მიმართული იქნება იქით რომ მოხდეს
პატიმრების რაოდენობაზე ლიმიტის დაწესება. კომიტეტი თვლის, რომ
არასაპატიმრო სასჯელი უფრო ხშირად უნდა იქნეს გამოყენებული განსაკუთრებით
ისეთ პერიოდში, როცა ეჭვმიტანილს არ აქვს შეფარდებული სასამართლოს
განაჩენით სასჯელი. არის ასევე მეორე აუცილებელი გასატარებელი ზომა, რაც ეხება
პატიმრების რეინტეგრაციას საზოგადოებაში.
CPT მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გააორმაგოს ციხის გადატვირთულობის
წინააღმდეგ ბრძოლა და იხელმძღვანელოს ევროსაბჭოს რეკომენდაციით REC 99(22),
რომელშიც აღნიშნულია გადატვირთულობასთან დაკავშირებით და ასევე 2003 წლის
რეკომენდაციით REC (2003)22, რომელიც პირობით განთავისუფლებას ეხება.
33. ციხის გადატვირთულობას პირდაპირი კავშირი აქვს პატიმრების ყოველდღიურ
საქმიანობასთან. ამ მიმართულებით უნდა ითქვას ისიც რომ მდგომარეობა
პატიმართა დასაქმების, სპორტული თუ საგანმანათლებლო პროგრამების არსებობის
თვალსაზრისით საპყრობილეებში არის სავსებით არადამაკმაყოფილებელი. ეს არის
პრობლემები, რომლებიც თვალნათელია საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში.
უფრო კონკრეტულად კი რაც შეეხებათ მიუსჯელ პატიმრებს მათი მდგომარეობა ამ
თვალსაზრისით კიდევ უფრო მძიმეა (მათ ყოველდღე საკანს გარეთ ვარჯიშის
საშუალებაც კი არ ეძლევათ და ამავდროულად შეზღუდულნი არიან 20 წუთით),
ვიდრე მისჯილი პატიმრებისა. თუ ამ ყოველივეს დავუმატებთ იმასაც რომ გარე
სამყაროსთან კავშირი შეზღუდულია ეს ყველაფერი ერთად ქმნის მკაცრ და
დესპოტურ რეჟიმს.“
რეკომენდაცია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების საკითხთა მინისტრს: ყურადღება გამახვილდეს წინასწარ პატიმრობაში
მყოფთა
სეირნობის
ხანგრძლივობაზე,
რათა
იგი
არ
იყოს
კანონით
გათვალისწინებულზე ნაკლები.
განათლება
პატიმართა
თვითგანვითარებისათვის
და
რესოციალიზაციისთვის
უმნიშვნელოვანესია მათი განათლება, მუშაობა და სხვადასხვა სარეაბილიტაციო
პროგრამებში ჩართვა, რაც დღეისათვის
სასჯელაღსრულების სისტემის
პრეროგატივას არ წარმოადგენს. პატიმრის რეაბილიტაცია უნდა იწყებოდეს მისი
საპატიმრო დაწესებულებაში განთავსების დღიდან. ევროპული ციხის წესების
შესახებ რეკომენდაცია REC(2006)2 -ის მიხედვით: ყოველი სასჯელაღსრულების
დაწესებულება
უნდა
ცდილობდეს,
რომ
პატიმრები
უზრუნველყოს
საგანმანათლებლო
პროგრამების
ხელმისაწვდომობით,
რომლებიც
იქნება
შეძლებისდაგვარად მრავალმხრივი და უპასუხებს პატიმართა ინდივიდუალურ
საჭიროებებს მათი მისწრაფებების გათვალისწინებით.
49
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს პატიმრებს, რომელთაც წერა-კითხვის და ანგარიშის
სწავლის საჭიროება აქვთ და რომელთაც აკლიათ საბაზისო და პროფესიული
განათლება.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს
საჭიროებების მქონე პატიმრების განათლებას.
ახალგაზრდა
და
სპეციალური
ყოველ დაწესებულებას უნდა ჰქონდეს ბიბლიოთეკა ყველა პატიმრის
სარგებლობისთვის,
რომელიც
სათანადოდ
იქნება
აღჭურვილი
როგორც
რეკრეაციული, ისევე საგანმანათლებლო რესურსებით, წიგნებით და სხვა
საშუალებებით.
აღნიშნული პრობლემა დგას სასჯელაღსრულების დაწესებულებების უმეტესობაში –
მიუხედავად ბიბლიოთეკების არსებობისა, მათში არსებული ლიტერატურა ხშირად
ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებსაც კი. რუსულენოვანი ლიტერატურა,
რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებების ბიბლიოთეკებში მოიპოვება,
ხშირად
ბევრად
უფრო
მაღალი
მხატვრული
ღირებულებისაა,
ვიდრე
ქართულენოვანი. ბიბლიოთეკებში არ არის ქართველი თუ უცხოელი კლასიკოსების
ნაწარმოებები, რომ არაფერი ვთქვათ თანამედროვე მწერლების ნაშრომებზე.
მონიტორინგის დროს ქ.რუსთავის #6 საპყრობილის, საერთო და მკაცრი რეჟიმის
დაწესებულებაში 2008 წლის 9 დეკემბერს ერთ–ერთმა მსჯავრდებულმა გამოთქვა
სურვილი, მიეღო უმაღლესი განათლება. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2008 წლის 29
დეკემბერს, წერილობით მივმართეთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის
სოციალური სამსახურის უფროსს ანტონ ქელბაქიანს. 2009 წლის 20 იანვარს
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილისგან ირინა
ცინცაძისგან მივიღეთ პასუხი, სადაც აღნიშნულია, რომ განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ
შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად განაგრძობს საქმიანობას
დაწესებულებებში უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
ასევე გვაცნობეს, რომ ამჟამად პატიმრებისათვის უმაღლესი განათლების მიღებისა
და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლის პროცედურები დაზუსტებული არ არის.
შესაბამისად, საკანონმდებლო ბაზის არსებობისას ნებისმიერ პატიმარს ექნება
შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს ერთიან ეროვნულ გამოცდებში და მიიღოს
უმაღლესი განათლება.
სახალხო დამცველის აპარატი დამატებით დაინტერესდა, რა ღონისძიებებში თუ
დოკუმენტებშია ასახული აღნიშნული სამუშაო ჯგუფის აქტიურობა, რის თაობაზეც
2009 წლის 9 მარტს წერილობით მიემართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზემოაღნიშნული ჯგუფის საქმიანობის
ამსახველი დოკუმენტაციის მიღების თაობაზე, რაზეც ჯერჯერობით პასუხი არ
მოგვიღია.
უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე დაწესებულებაში სარეაბილიტაციო და
საგანმანათებლო პროგრამების განხორციელება ვერ უზრუნველყოფს სისტემაში
50
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
არსებული
პრობლემის
გადაჭრას.
დღეისათვის
სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში არ არსებობს ერთიანი სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო
პროგრამა, ვინაიდან აღნიშნული მუდმივად ხორციელდება საერთაშორისო ან
არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებით და, როგორც წესი, ატარებს
ერთჯერად ხასიათს.
არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულების ადმინისტრაციის 2009 წლის
28 იანვრის წერილის მიხედვით, დაწესებულებაში ზოგად განათლებას ეუფლება 105
მსჯავრდებული, ხოლო პროფესიულ განათლებას – 20. 2008 წლის სექტემბრიდან
ფუნქციონირებს მინანქრის შემსაწავლელი წრე, რომელიც ექვსი თვე გაგრძელდება.
ამავე დაწესებულებაში შექმნილია ხატვის, გერმანული ენისა და კომპიუტერული
კურსების შემსწავლელი წრეები. თუმცა მონიტორინგის დროს სახალხო დამცველის
რწმუნებულებმა დააფიქსირეს, რომ კომპიუტერული კურსებისთვის მხოლოდ ორი
კომპიუტერი ჰქონდათ. ადმინისტრაციის განმარტებით, დანარჩენები შესაკეთებლად
იყო წაღებული.
რაც შეეხება ქ.თბილისის N5 ქალთა და არასრულწლოვანთა საერთო და
საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებას, მასში მიმდინარეობს საგანმანათლებლო
პროგრამა სსიპ თბილისის პროფესიული ცენტრის „სპექტრის“ მიერ, სადაც
მსჯავრდებულები
შეისწავლიან
მკერავის
და
გამომჭრელ
მოდელიორის
სპეციალობას. პროგრამაში ჩართულია 40 მსჯავრდებული ქალი.
ამავე დაწესებულებაში 2008 წლის 15 სექტემბრიდან ქალთა პროფესიული სწავლების
ცენტრის მიერ მიმდინარეობს პროექტი – მსჯავრდებულ ქალთა რეაბილიტაციის და
რესოციალიზაციის ხელშეწყობა პროფესიული სწავლების მეშვეობით „ქალი და
ბიზნესი“. სასწავლო კურსი დაამთავრა 69 მსჯავრდებულმა.
დასაქმება
,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის XII თავი განსაზღვრავს
მსჯავრდებულთა შრომით საქმიანობაში ჩაბმას. თუმცა, დღეის მდგომარეობით
არცერთი მსჯავრდებული არ არის ჩაბმული შრომით საქმიანობაში. სახალხო
დამცველის აპარატიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში
არსებულ ყველა დაწესებულებაში გაიგზავნა წერილობითი მიმართვა, რომლითაც
ვითხოვდით იფორმაციას, თუ რამდენი მსჯავრდებული იყო ჩაბმული შრომით
საქმიანობაში და რა საქმიანობას ეწეოდნენ ისინი. მიღებული პასუხებიდან ირკვევა,
რომ ზოგიერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებების ადმინისტრაცია შრომით
საქმიანობაში ჩაბმულ პატიმრებად სამეურნეო ნაწილში მომსახურე პატიმრებს
მოიაზრებს. მაგალითად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქალთა და
არასრულწლოვანთა N5 საერთო და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებიდან
მიღებული პასუხის თანახმად, სამეურნეო მომსახურებაში დასაქმებულია 13
მსჯავრდებული. კერძოდ, საცხოვრებელი კორპუსების ტერიტორიის ეზოს
დამლაგებლად, ამანათებში და საპატიმრო განყოფილებებში დამხმარე მუშებად.
ასევე, ქ.თბილისის N8 საპყრობილიდან მიღებულ პასუხში აღნიშნულია, რომ
შრომით საქმიანობაში ჩაბმულია 156 მსჯავრდებული, რომლებიც ირიცხებიან
51
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
სამეურნეო მომსახურებაში. ასევე, სასჯელაღსრულებების დაწესებულებებში არ
არის შესაბამისი პირობები მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობისთვის.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მსჯავრდებულის დასაქმება არავითარ
შემთხვევაში არ გულისხმობს მის სამეურნეო ნაწილში საქმიანობას, არამედ
წარმოადგენს ისევ და ისევ მსჯავრდებულის რესოციალიზაციის კომპონენტს და
გულისხმობს მის მიერ რომელიმე პროფესიის ათვისებას, რასაც იგი წარმატებით
გამოიყენებს სასჯელის მოხდის შემდგომ.
რეკომენდაცია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების საკითხთა მინისტრს: მსჯავრდებულთა განათლებისა და დასაქმების
საკითხების მოგვარება განსაზღვრულ იქნეს სამინისტროს პრიორიტეტად. შესაბამის
ორგანოებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საფუძველზე შემუშავდეს
სამოქმედო გეგმა, რომელშიც განსაზღვრული იქნება ზემოაღნიშნული საკითხების
მოგვარების მიზნით უახლოეს წლებში განსახორციელებელი აქტივობები და,
საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო ცვლილებები.
მსჯავრდებულების ურთიერთობა გარე სამყაროსთან
მსჯავრდებულთა ურთიერთობა ახლობლებთან
მნიშვნელოვანია, რომ თავისუფლების აღკვეთის პერიოდში მსჯავრდებულმა არ
გაწყვიტოს ურთიერთობა გარე სამყაროსთან, რათა სასჯელის მოხდის შემდეგ მან
საზოგადოებაში გაუცხოებულად არ იგრძნოს თავი და, შესაბამისად, თავისი
არაადეკვატურობით არ შეუქმნას საფრთხე ან თუნდაც დისკომფორტი გარშემო
მყოფთ. ასევე აღსანიშნავია მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების უფლებები,
რომელთაც პიროვნულად არაფერი დაუშავებიათ საზოგადოებისათვის, თუმცა იმის
გამო, რომ მათი ოჯახის წევრი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება,
არაპირდაპირ განიცდიან ამ უკანასკნელისათვის დაწესებული შეზღუდვების
შედეგებს.
დღესდღეობით „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48–ე მუხლის პირველი
პუნქტი ითვალისწინებს პირთა შეზღუდულ წრეს, რომლებთანაც მსჯავრდებულს
პაემნის უფლება აქვს. ეს განსაკუთრებით მიუღებელია საქართველოს რეალობაში,
სადაც ახლო ნათესავების წრე ძალიან ფართოა და არ შემოიფარგლება მხოლოდ
მეუღლით, მშობლებით, ბებიით, პაპით, შვილით, მშვილებელით, შვილობილით,
დით ან ძმით, როგორც ეს აღნიშნულ დისპოზიციაშია მითითებული. იქვე ვხვდებით
მითითებას იმ პირებზე, ვისთანაც მსჯავრდებული ცხოვრობდა და ეწეოდა საერთო
მეურნეობას პატიმრობამდე 2 წლის განმავლობაში. ამ უკანასკნელ შემთხვევაში
მიგვაჩნია, რომ თანაცხოვრების ვადის მითითება საჭიროებას არ წარმოადგენს.
2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი კანონმდებლობა მსჯავრდებულთათვის
ითვალისწინებდა გრძელვადიან პაემნებს, რომლებიც ერთადერთი საშუალებაა
მსჯავრდებულისა და მისი ოჯახის წევრებისათვის, მეტ–ნაკლებად შეინარჩუნონ ის
ურთიერთობა, რომელიც მათ პირის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
52
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
მოთავსებამდე ჰქონდათ და, თეორიულად, მისი გათავისუფლების შემდეგ უნდა
ჰქონდეთ.
პატიმრობის კოდექსის პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტშია
წარდგენილი და დღემდე განხილვაშია, ითვალისწინებდა გრძელვადიანი პაემნების
აღდგენას, თუმცა, როგორც სახალხო დამცველისთვის გახდა ცნობილი,
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
გამოვიდა ინიციატივით, რომ მსჯავრდებული, რომელიც სანიმუშოდ იქცევა,
ისარგებლებს შვებულებით. აღნიშნული ცვლილება, სახალხო დამცველის აზრით,
მისასალმებელია, თუმცა არსებობს საფრთხემ რომ ეს დარჩება ფორმალურ
ცვლილებად და მსჯავრდებულების უმეტესი ნაწილი ვერ ისარგებლებს
შვებულებით. შესაბამისად, ეს ცვლილება ვერ უზრუნველყოფს გრძელვადიანი
პაემნის
უფლებით
მისაღწევ
მიზანს,
რაც
წარმოადგენს
დამნაშავის
რესოციალიზაციას, მისი და მისი ოჯახის პირადი ცხოვრების უფლების
შენარჩუნებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი არ
აღიქვამს მსჯავრდებულთა შვებულებას გრძელვადიანი პაემნის ალტერნატივად და
მიაჩნია, რომ სამინისტროს ზემოაღნიშნული ინიციატივა უკავშირდება იმას, რომ
სამინიტრომ თავიდან აირიდოს გრძელვადიანი პაემნებისათვის საჭირო
ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების ვალდებულება.
რეკომენდაცია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების საკითხთა მინისტრს: განხილვაში დარჩეს პატიმრობის კოდექსით
გათვალისწინებული გრძელვადიანი პაემნები, წინასწარ დაიწყოს ზრუნვა შესაბამისი
ინფრასტრუქტურის შექმნაზე და წახალისების მიზნით, აღნიშნულს დაემატოს
შვებულების უფლება.
რეკომენდაცია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების
საკითხთა
მინისტრს:
მსჯავრდებულთა
სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში განთავსებისას მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული მათი
ოჯახების გეოგრაფიული მდებარეობა.
წინადადება საქართველოს პარლამენტს: „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს
კანონის 48–ე მუხლის პირველი პუნქტში შევიდეს შესაბამისი ცვლილებები და
გაფართოვდეს იმ პირთა წრე, რომელთაც უფლება ეძლევათ, ისარგებლონ
მსჯავრდებულთან პაემნით.
კომუნიკაციის უფლება
,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 50–ე მუხლის თანახმად,
მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს
წერილები, დადგენილი წესით და სასჯელაღსრულების დაწესებულების
ადმინისტრაციის კონტროლით ისარგებლოს საერთო სარგებლობის ტელეფონით,
თუ სასჯელაღსრულების დაწესებულებას ამისი ტექნიკური შესაძლებლობა აქვს.
თუმცა ქ.ზუგდიდის #4 საპყრობილეში ტელეფონით სარგებლობა შეუძლიათ
მხოლოდ სამეურნეო ნაწილში მომსახურე პატიმრებს, ვინაიდან ტელეფონის აპარატი
განთავსებულია ადმინისტრაციულ კორპუსში.
53
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
მართალია, ყველა დაწესებულებაში არსებობს სახალხო ფოსტის მომსახურება, მაგრამ
მონიტორინგის დროს გაირკვა, რომ ხშირ შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ
პატიმრები ან არ არიან ინფორმირებულები, ან არიან ინფორმირებულები და,
შესაბამისად, ვერც იყენებენ აღნიშნულ უფლებას. აღსანიშნავია, რომ ხონის #9
საერთო და მკაცრი საპყრობილის რეჟიმის დაწესებულების ადმინისტრაციამ
სახალხო დამცველის რწმუნებულებს განუმარტა, რომ დაწესებულებაში, სადაც გზის
არარსებობის გამო, ცხენის და ურმის მეშვეობით ააქვთ საკვები პროდუქტი, ფოსტის
მუშაობა წარმოუდგენელი იყო.
,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ,,სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში
ხდება
რადიოსა
და
ტელევიზიის
ტრანსლაცია.
მსჯავრდებულთათვის რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვების შესაბამისად,
მათ შეიძლება ჰქონდეთ პირადი რადიომიმღები, ტელევიზორი, ვიდეო ან აუდიო
მაგნიტოფონი, საბეჭდი საშუალება, თუ მათი გამოყენება არ არღვევს დაწესებულების
შინაგანაწესსა და სხვა მსჯავრდებულთა სიმშვიდეს.“ თუმცა სად ქ.თბილისის #7 და
#8 საპყრობილეებში და ქ.რუსთავის #6 საპყრობილეში პატიმრები ვერ სარგებლობენ
ამ უფლებით – #8 საპყრობილეში აქვთ მხოლოდ რადიომიმღებები, ხოლო #7
საპყრობილეში
არსებული
ტელევიზორებით
გადმოიცემა
DVD–ფლეიერი,
შესაბამისად, არ ხდება სატელევიზიო არხების ტრანსლაცია. ქ.რუსთავის #6
დაწესებულებაში ტელევიზორით და რადიოთი სარგებლობის უფლება აქვთ
მხოლოდ უვადო მსჯავრდებულებს.
რეკომენდაცია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების საკითხთა მინისტრს: მსჯავრდებულთათვის ხელმისაწვდომი გახდეს
კომუნიკაციის არსებული საშუალებებით სრულყოფილი სარგებლობა.
საპყრობილის
რეჟიმში
განთავსებული
პატიმრისთვის
ასევე
უაღრესად
მნიშვნელოვანია რადიოს ან ტელევიზორის ქონა, რაც მას საშუალებას აძლევს,
თვალი მიადევნოს მიმდინარე მოვლენებს. სამწუხაროა, რომ 21–ე საუკუნეში რადიოს
ან ტელევიზორის ქონა სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის
კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული, როგორც ამას „პატიმრობის შესახებ“
საქართველოს კანონის 92–ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი
განსაზღვრავს. ეს იწვევს ადმინისტრაციის მხრიდან რადიოს ან ტელევიზორის ქონის
უფლების ჩამორთმევის სასჯელის სახით გამოყენებას, თუმცა მსჯავრდებულის
დისციპლინური სასჯელის სახეები ამომწურავადაა ჩამოთვლილი „პატიმრობის
შესახებ“ საქართველოს კანონის 30–ე მუხლის მე–6 პუნქტში და მათ შორის რადიოს ან
ტელევიზორის ჩამორთმევა არ ფიგურირებს.
წინადადება საქართველოს პარლამენტს: „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს
კანონის 92–ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს
სიტყვები „ადმინისტრაციის ნებართვით“ და 51–ე მუხლის მე–2 პუნქტიდან
ამოღებულ იქნეს სიტყვები „მსჯავრდებულთათვის რეჟიმით გათვალისწინებული
შეზღუდვების შესაბამისად“, მით უმეტეს, რომ კანონით რეჟიმებს შორის განსხვავება
რადიოსა და ტელევიზორის ქონის უფლებაზე არ არის დადგენილი.
54
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
სახალხო დამცველისთვის კონფიდენციური მიმართვის უფლება
სასჯელაღსრულების დაწესებულებების ადმინისტრაციებიდან სახალხო დამცველის
აპარატში მსჯავრდებულთა და პატიმართა მიერ გამოგზავნილი განცხადებები
შემოდის გახსნილ მდგომარეობაში. აღნიშნული განცხადებები არის დაულუქავი და
თავფურცლად ახლავს სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის
ხელმოწერა.
,,სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–15 მუხლის
მიხედვით, ,,დაკავების, წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების შეზღუდვის
სხვა ადგილებში მყოფ პირთა მიერ საქართველოს სახალხო დამცველისათვის
გაგზავნილი განცხადებები, საჩივრები და წერილები კონფიდენციალურია, მათი
გახსნა და ცენზურა აკრძალულია; ისინი დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს
საქართველოს სახალხო დამცველს“.
„მსჯავრდებულთა და პატიმართა მიერ სასჯელაღსრულების
დაწესებულების
ადმინისტრაციის, მოსამსახურეთა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ან სხვა
სახელმწიფო
დაწესებულების უკანონო მოქმედების გასაჩივრების და მათი
საჩივრების განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს
იუსტიციის მინისტრის N 620 ბრძანების თანახმად, ,,ადმინისტრაციას ეკრძალება
შეაჩეროს ან შეამოწმოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის
წევრის, სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს,
საქართველოს
მიერ
რატიფიცირებული
ადამიანის
უფლებათა
დაცვის
საერთაშორისო
ხელშეკრულებების
საფუძველზე
შექმნილი
საერთაშორისო/არასამთავრობო
ორგანიზაციის,
იუსტიციის
სამინისტროს,
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, სახალხო დამცველის, დამცველის ან
პროკურორისათვის გაგზავნილი მსჯავრდებულთა კორესპოდენცია. ადმინისტრაცია
სამი
დღის
ვადისა
გადააგზავნოს
იგი
ვალდებულია
არა
უგვიანეს
დანიშნულებისამებრ. ეს განცხადებები და საჩივრები არ ექვემდებარება შემოწმებას
და დადგენილი წესით ეგზავნება ადრესანტს.“ (25.10.2006 N746)
ზემოაღნიშნულის გარდა, იმ შემთხვევებში, როცა უფლებების დარღვევა
სასჯელაღსრულების
დაწესებულების
თანამშრომლების
მხრიდან
ხდება,
წერილების დაულუქავად გამოგზავნა პატიმრებისათვის დამატებით საფრთხეს
წარმოადგენს. ასევე ჩნდება ეჭვის საფუძველი, რომ სახალხო დამცველთან
გამოგზავნილი წერილების გარკვეულმა ნაწილმა შეიძლება ადრესატამდე ვერც
მოაღწიოს.
2009 წლის 16 იანვარს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა იუსტიციის
მინისტრს ბატონ ზურაბ ადეიშვილს, უზრუნველეყო აღნიშნული პრობლემის
მოგვარება, თუმცა უნდა მივიჩნიოთ, რომ რეკომენდაცია არ იქნა გაზიარებული,
რადგან დღემდე არც პასუხი მიგვიღია (აღნიშნული სფერო დღეს უკვე სხვა
სამინისტროს დაქვემდებარებაშია) და არც პრობლემა მოგვარებულა – სახალხო
დამცველამდე მსჯავრდებულების საჩივრები და განცხადებები კვლავ გახსნილი
მოდის.
55
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
არასრულწლოვანი მსჯავრდებულები13
სახალხო დამცველი ხშირად ამახვილებს ყურადღებას არასრულწლოვანთა მიმართ
არსებული სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის ნაკლოვანებებზე. ამ კონტექსტში
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით,
საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოთხი შეწყალების აქტის შედეგად
გათავისუფლებული 1767 მსჯავრდებულიდან მხოლოდ 17 იყო არასრულწლოვანი.
მართალია, არასრულწლოვანი მსჯავრდებულები, როგორც წესი, უკეთეს პირობებში
იმყოფებიან, ვიდრე სრულწლოვნები, თუმცა, საბოლოო ჯამში, ის პირობები,
რომლებშიც მათ უწევთ სასჯელის მოხდა და, განსაკუთრებით, საგანმანათლებლო
პროგრამების სიმწირე, არანაირად არ უწყობს ხელს მათ რესოციალიზაციას და
საზოგადოების სრულყოფილ წევრებად ჩამოყალიბებას.
ჯერ კიდევ 2007 წლის 10 იანვრის საქართველოს იუსტიციის მინისტრის N6
ბრძანებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს დაევალა,
ქ.თბილისის ქალთა და არასრულწლოვანთა N5 საერთო და საპყრობილის რეჟიმის
სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში
შეექმნა
მდედრობითი
სქესის
არასრულწლოვან პატიმართა განყოფილება. ამავე ბრძანებით დეპარტამენტის
თავმჯდომარეს დაევალა, უმოკლეს ვადებში უზრუნველეყო მდედრობითი სქესის
არასრულწლოვან
პატიმართა
განთავსება
მოქმედი
კანონმდებლობით
გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის 1–ლი პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არასრულწლოვან
მსჯავრდებულებს ცალკე ათავსებენ.
2009 წლის 6 მარტს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრს.
რეკომენდაციას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ არ არსებობს
არასრულწლოვან გოგონათა აღმზრდელობითი დაწესებულება, სადაც კანონის
შესაბამისად
სასჯელს
უნდა
იხდიდნენ
არასრულწლოვანი
გოგონები.
რეკომენდაციასთან
დაკავშირებით
სასჯელაღსრულების,
პრობაციისა
და
იურიდიული
დახმარების
საკითხთა
სამინისტროს
საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სალომე მახარაძემ კომენტარი მისცა გაზეთ
„რეზონანსს“ სტატიაში – „ომბუდსმენმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა“. იმის
გამო, რომ თბილისის ქალთა და არასრულწლოვანთა N5 საერთო და საპყრობილის
რეჟიმის დაწესებულებას არ გააჩნია შესაბამისი აღმზრდელობითი დაწესებულება,
ამჟამად სასჯელის მოხდა გოგონებს უწევთ წინასწარ პატიმრობაში მყოფი
პირებისათვის გათვალისწინებულ საკნებში. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა
თბილისის N5 ქალთა და არასრულწლოვანთა დაწესებულების მონიტორინგისას
მოინახულეს არასრულწლოვანი მსჯავრდებულები გ.ყ, ნ.ს, და ს.ს. მათი
13
არასრულწლოვანი მსჯავრდებულების პრობლემების შესახებ დამატებით იხ. ბავშვის უფლებების
თავში.
56
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
გადმოცემით, მაშინ როდესაც ზემოხსენებული დაწესებულება გადატვირთულია,
მათ უწევთ სრულწლოვან პირებთან საკანში ერთად ყოფნა. არ ეძლევათ
სისუფთავისა და პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალება, რა სიხშირითაც ისინი მას
საჭიროებენ. გარდა ამისა, არ აქვთ განათლების მიღების საშუალება.
14 თებერვალს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დაათვალიერეს N12 საკანი,
სადაც სასჯელს იხდიან ზემოაღნიშნული არასრულწლოვანი გოგონები. საკანი არის
დაახლოებით 12–15 კვადრატული მეტრის, მწყობრიდან გამოსული წყლის ონკანის
გამო საკანში იყო ნესტი. ვერ ხერხდება საკნის სრულყოფილი ვენტილაცია და
საცხოვრებელში არის უსიამოვნო სუნი. პატიმრების გადმოცემით, საგანგაშო იყო ის
მდგომარეობაც, რომ საპყრობილეს არ გააჩნია მათთვის განკუთვნილი სასეირნო ეზო,
შესაბამისად, მსჯავრდებულები წლების მანძილზე ვერ სარგებლობენ სუფთა ჰაერზე
გასეირნების უფლებით. სასეირნო ეზოდ საპყრობილის ადმინისტრაცია იყენებს
საკნის ტიპის ოთახს, რომელიც არის დაახლოებით 15 კვადრატული მეტრის და
ჭერის ნაცვლად გადახურული აქვს ლითონის ბადე. აღნიშნული საკანი გამოიყენება,
როგორც სასეირნო ეზო, სადაც არასრულწლოვანი პატიმრები დღის განმავლობაში
გაჰყავთ 2 საათით, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ
ითვლება გასეირნებად. მაშინ როდესაც, ამ პატიმრებისათვის კანონით
განსაზღვრული დაწესებულების არსებობის პირობებში მათ ეკუთვნით მთელი დღის
განმავლობაში სუფთა ჰაერზე ყოფნა.
იმის გამო, რომ არ არსებობს „პატიმრობის შესახებ“ კანონმდებლობით
გათვალისწინებული არასრულწლოვან გოგონათა აღმზრდელობითი დაწესებულება,
ხოლო არასრულწლოვნებს ხშირად არ სურთ სრულწლოვან პატიმრებთან ერთად
ყოფნა საერთო რეჟიმში, არასრულწლოვანი პატიმრები სასჯელს იხდიან
საპყრობილის რეჟიმში, როგორც ყველაზე საშიში დამნაშავეები, რითაც მათი
მდგომარეობა ექვემდებარება იმაზე მეტ შეზღუდვას და სიმკაცრეს, ვიდრე ეს
კანონითაა გათვალისწინებული. აღნიშნული გარემოება თავისთავად მძიმე და
არაადამიანურ მდგომარეობაში აყენებს იმ არასრულწლოვან გოგონებს, რომლებიც
სასჯელს იხდიან თბილისის N5 დაწესებულებაში, რაც შეუსაბამობაში მოდის
როგორც პატიმრობის შესახებ კანონთან, ასევე გაეროს პატიმრებთან მოპყრობის
მინიმალურ სტანდარტებთან და გაეროს ბავშვის უფლებათა დაცვის კონვენციასთან.
უდავოა, რომ არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების არარსებობის
გამო, საპყრობილეში მათი წლების მანძილზე განთავსება ვერ ჩაითვლება
ადეკვატურად სასჯელის მოხდის მიზნებისათვის და, თავისთავად ცხადია, ეს არ
შეუწყობს ხელს მათში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემას.
როგორც მოგეხსენებათ, სისუფთავის, პირადი ჰიგიენის დაცვა, სუფთა ჰაერზე
გასეირნებისა
და
განათლების
მიცემის
უზრუნველყოფა,
მით
უფრო
არასრულწლოვანებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პატიმართა
ღირსების შენარჩუნების თვალსაზრისით. ამდენად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს
იმისათვის, რომ უპირველეს ყოვლისა შეიქმნას არასრულწლოვან გოგონათა
აღმზრდელობითი
დაწესებულება,
სადაც
მათ
შეექმნებათ
პირობები
განათლებისათვის,
ჯანმრთელობისა
და
ღირსების
შენარჩუნებისათვის.
57
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
აღსანიშნავია, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების
სამსახურის
სამინისტროს სასჯელაღსრულებითმა დეპარტამენტმა სახალხო
დამცველის
რეკომენდაციაში
მოყვანილი
ზემოაღნიშნული
ფაქტები
მედიასაშუალებებით უარყო და განაცხადა, რომ ომბუდსმენის რეკომენდაციაში
რამდენიმე
სერიოზული
უზუსტობა
იქნა
დაშვებული.
კერძოდ:
თითქოს ქალთა საპყრობილეში ადგილები გადატვირთულია, რის გამოც
არასრულწლოვანი გოგონები ზრდასრულ პატიმრებთან ერთად ერთ საკანში
იმყოფებიან. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების
სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის სალომე
მახარაძე
საგაზეთო
ინტერვიუში
აცხადებს:
„ჯერ ერთი, ქალთა N5 საპყრობილეში სულ 2 არასრულწლოვანი გოგონაა.
უზუსტობაა ასევე ისიც, თითქოს პატიმრებს სეირნობის საშუალება არ აქვთ. ციხის
ადმინისტრაცია ყოველდღიურად უზრუნველყოფს პატიმრების სეირნობას.
პატიმარი ქალები სასეირნოდ დადგენილ დროს გაჰყავთ. ომბუდსმენის მიერ
ონკანების შესახებ გაკეთებული განცხადებაც აბსურდულია, რადგან მსგავსი
პრობლემა საპყრობილეში საერთოდ არ ყოფილა. რაც შეეხება არასრულწლოვნების
გათავისუფლებას, გათავისუფლების მოთხოვნის წერილი შეწყალების კომისიაში
უნდა გაიგზავნოს და შესაბამისი გადაწყვეტილებაც სწორედ მათ უნდა მიიღონ.“
საყურადღებოა ის გარემოება, რომ სახალხო დამცველს არ განუცხადებია, რომ
ამჟამად თბილისის N5 ქალთა და არასრულწლოვანთა დაწესებულება
გადატვირთულია. მის რეკომენდაციაში საუბარია მხოლოდ იმ საგანგაშო ფაქტზე,
რომ როგორც ასეთი, არ არსებობს არასრულწლოვან გოგონათა აღმზრდელობითი
დაწესებულება, რის გამოც არასრულწლოვნებს უწევთ წინასწარი პატიმრობის
საკნებში სასჯელის მოხდა, ხოლო იმ შემთხვევებში, როდესაც საპყრობილე
გადატვირთულია, ან არასრულწლოვნებს თავად არ სურთ საერთო რეჟიმში
სრულწლოვან მსჯავრდებულებთან ერთად ყოფნა, პერიოდულად სრულწლოვან
პატიმრებს ათავსებენ არასრულწლოვან პატიმრებთან ერთად. 2009 წლის 14
თებერვლისათვის N12 საკანში, სადაც მოინახულეს სამი არასრულწლოვანი გოგონა,
ონკანი გამოსული იყო მწყობრიდან და კედელზე ჟონავდა წყალი, რის გამოც იყო
ნესტი და უსიამოვნო სუნი. 2009 წლის 20 მარტს ონკანი უკვე შეკეთებული იყო,
არასრულწლოვანთა თქმით, ონკანი დაახლოებით ერთი კვირის წინ შეაკეთეს.
რაც შეეხება ქალბატონ სალომე მახარაძის კომენტარს იმასთან დაკავშირებით, რომ
თითქოს N5 საპყრობილეში სულ ორი არასრულწლოვანი გოგონა იმყოფება არის
სიცრუე, რასაც ადასტურებს თბილისის ქალთა და არასრულწლოვანთა N5 საერთო
და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულების დირექტორის 4 მარტის წერილი, სადაც
ის აღნიშნავს, რომ მდედრობითი სქესის არასრულწლოვანთა საპატიმრო
განყოფილებაში სასჯელს იხდის ოთხი არასრულწლოვანი. 20 მარტის
მდგომარეობით 8 არასრულწლოვანია, 3 საკუთარი სურვილით იმყოფება
საპყრობილეში, მათგან ერთი სრულწლოვან მსჯავრდებულებთან ერთად, 1 საერთო
რეჟიმში, რადგან იქვე იმყოფება მისი დედა, 1 არასრულწლოვანი მსჯავრდებული 20
მარტს გათავისუფლდა პირობით ვადამდე ადრე, გარდა ამისა, 3 წინასწარ
პატიმრობაში მყოფი არასრულწლოვანი გოგონა ასევე იმყოფება სრულწლოვანებთან
ერთად.
58
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ქალბატონ სალომე მახარაძის კომენტარი იმის თაობაზე, რომ არასრულწლოვანმა
გოგონებმა საპყრობილიდან გათავისუფლების მოთხოვნით უნდა მიმართონ
შეწყალების კომისიას, განვმარტავთ – სახალხო დამცველმა თავის რეკომენდაციაში
მიუთითა, რომ მანამ სანამ არ მოხდება არასრულწლოვან გოგონათა
აღმზრდელობითი დაწესებულების შექმნა, სისხლის სამართლის კოდექსის 98–ე
მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კანონმდებლობით დადგენილი
პროცედურების შესაბამისად, უპირობოდ მოხდეს წარდგინებები უფლებამოსილი
სასამართლოსადმი
არასრულწლოვან
გოგონათა
პირობით
ვადამდე
გათავისუფლების საკითხის გადასაწყვეტად. ხსენებული სისხლის სამართლის
კოდექსის 98–ე მუხლით სასჯელისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების
უფლებამოსილება არ შედის შეწყალების კომისიის კომპეტენციაში და ის უშუალოდ
წარმოადგენს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების
სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის
კომპეტენციას. გასათვალისწინებელია, რომ შეწყალებისგან განსხვავებით პირობით
ვადამდე გათავისუფლება არის არა სასჯელის მოხდისგან უპირობო გათავისუფლება,
არამედ სასჯელის მოხდის ფორმის შეცვლა, რაც, პრობაციის სამსახურის ეფექტური
და გამართული მუშაობის პირობებში, შეწყალებისგან განსხვავებით უფრო მეტად
ქმნის სასჯელის მიზნების განხორციელების საშუალებას, რათა ისინი განიმსჭვალონ
მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
აღნიშნული კი, უფრო მეტად შეუწყობს ხელს მათ რესოციალიზაციას.
რაც შეეხება გასასეირნებელი ეზოს არარსებობის საკითხს, კიდევ ერთხელ
აღვნიშნავთ, რომ „პატიმრობის შესახებ“ მე–6 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულია
სასჯელაღსრულების დაწესებულებები და მათი სახეები. ხოლო ამავე მუხლის მე–4
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით: არასრულწლოვან მსჯავრდებულებს
(თოთხმეტიდან თვრამეტ წლამდე) ათავსებენ არასრულწლოვანთა აღმზრდელობით
დაწესებულებაში. რადგან არ არსებობს ასეთი დაწესებულება, შესაბამისად არ
არსებობს არასრულწლოვანი გოგონებისთვის განკუთვნილი ეზოც. ხოლო იმ
პირობებში, რა პირობებშიც არასრულწლოვან გოგონებს უხდებათ სასჯელის მოხდა,
უთანაბრდება მათ ფიზიკურ დასჯას, რაც თავის მხრივ შეესატყვისება სამოქალაქო
და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე–7 მუხლს და ყველა
პირის წამების, სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა
და
დასჯისაგან
დაცვის
შესახებ
კონვენციას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მინიმალური სტანდარტული წესები
არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ
(„პეკინური
წესები“)
არეგულირებს
სამართალდამრღვევებთან
მოპყრობას
გამასწორებელ
დაწესებულებებში.
კერძოდ,
26.4
პუნქტის
თანახმად:
„განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ ახალგაზრდა სამართალდამრღვევ
ქალებს... მათთვის გარანტირებული უნდა იყოს ისეთივე მოვლა, დახმარება,
მოპყრობა
და
პროფესიონალური
მომზადება,
როგორიც
ახალგაზრდა
სამართალდამრღვევი ვაჟებისთვისაა გათვალისწინებული. უზრუნველყოფილი
უნდა იყოს სამართლიანი მოპყრობა მათთან.“ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ
განსხვავებით თანატოლი ვაჟებისაგან, არასრულწლოვანი გოგონებისთვის თუნდაც
59
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
სეირნობის უფლებით სარგებლობა ვერ ჩაითვლება არასრულწლოვან ვაჟებთან
თანაბარ პირობებში ჩაყენებად, რადგან ისინი სასჯელს იხდიან არასრულწლოვანთა
აღმზრდელობით დაწესებულებაში, სადაც არასრულწლოვანი ვაჟები მთელი დღის
განმავლობაში
იმყოფებიან
სუფთა
ჰაერზე.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მინიმალური სტანდარტული წესები
არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ
(„პეკინური
წესები“)
28.1.
პუნქტის
შესაბამისად
კი:
,,გამასწორებელი
დაწესებულებიდან პირობით გათავისუფლება ხდება შესაბამისი ორგანოების მიერ,
რაც შეიძლება ფართო მასშტაბით და, რაც შეიძლება ადრეულ ვადებში.“
ბუნებრივია, იმ პირობებში, რა პირობებშიც დღეს სასჯელს იხდიან
არასრულწლოვანი გოგონები, შეუძლებელია საუბარი იმის შესახებ, რო
მ მათთან მოპყრობა სამართლიანია. აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველი კიდევ
ერთხელ გამოხატავს თავის ურყევ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ რაც
შეიძლება სწრაფად უნდა გადაწყდეს საკითხი არასრულწლოვან გოგონებზე იმ
საკანონმდებლო ნორმების გავრცელებისა, რაც გახდება მათი პატიმრობიდან
გათავისუფლების საფუძველი. დღემდე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და
იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან სახალხო დამცველს
ოფიციალური პასუხი ზემოაღნიშნულ რეკომენდაციაზე არ მიუღია. იმედს
გამოვთქვამთ, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაზიარებული იქნება და
შესაბამისად, არასრულწლოვნების სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე
გათავისუფლების
საკითხის
გადაწყვეტის
მოთხოვნით,
სასამართლოს
კომპეტენტური პირებისაგან წარედგინება შესაბამისი შუამდგომლობები.
ხანდაზმულობის ასაკის გამო სასჯელისაგან გათავისუფლება
,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67–ე მუხლი განსაზღვრავს
ხანდაზმულობის ასაკის გამო სასჯელისაგან გათავისუფლებას: ,,ხანდაზმულობის
ასაკს მიღწეული პირის გათავისუფლებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი
დანაშაულის სიმძიმე, ნასამართლობა, სასჯელის მოხდის ადგილებში მისი ქცევა,
შრომისადმი დამოკიდებულება, ოჯახური პირობები და ჯანმრთელობის
მდგომარეობა. სახალხო დამცველის აპარატი ამჟამად ცდილობს, ამომწურავი
ინფორმაცია მოიპოვოს აღნიშნულ საკითხზე, კერძოდ, რამდენად ხშირად ხდება
დეპარტამენტისთვის მიმართვა და რამდენად მოქმედებს „პატიმრობის შესახებ“
საქართველოს კანონის 67–ე მუხლი.
2009 წლის 4 მარტს სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან
გამოითხოვა ინფორმაცია ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული მსჯავრდებულების
შესახებ. 2009 წლის 20 მარტის პასუხის თანახმად, ამჟამად სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში სასჯელს იხდის ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული 12 ქალი და 62
მამაკაცი.
60
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2009 წლის 2 თებერვლის პასუხის მიხედვით,
საანგარიშო პერიოდში, ანუ 2008 წლის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში,
ხანდაზმულობის ასაკის გამო გათავისუფლება არ მომხდარა.
წინადადებები და რეკომენდაციები
წინადადებები საქართველოს პარლამენტს:
1.
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48–ე მუხლის პირველი პუნქტში
შევიდეს შესაბამისი ცვლილებები და გაფართოვდეს იმ პირთა წრე, რომელთაც
უფლება ეძლევათ, ისარგებლონ მსჯავრდებულთან პაემნით;
2. „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 92–ე მუხლის პირველი პუნქტის
„დ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ადმინისტრაციის ნებართვით“ და
51–ე მუხლის მე–2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მსჯავრდებულთათვის
რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვების შესაბამისად“, მით უმეტეს, რომ
კანონით რეჟიმებს შორის განსხვავება რადიოსა და ტელევიზორის ქონის
უფლებაზე არ არის დადგენილი.
რეკომენდაციები
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების
საკითხთა მინისტრს:
1. შემუშავდეს მსჯავრდებულის დასჯის წესები, რომლებიც აუცილებელს გახდის
ყოველი სასჯელის ინდივიდუალურ დასაბუთებას და გადაცდომისა და
სასჯელის პროპორციულობას და რომელთა დარღვევაც თანამშრომლის
დისციპლინური პასუხისმგებლობის საბაბი იქნება;
2. სასჯელაღსრულების დაწესებულებების ყველა თანამშრომელს ჩაუტარდეს
ტრენინგები
როგორც
პენიტენციურ
სისტემასთან
დაკავშირებული
საერთაშორისო აქტების თეორიული ცოდნის, ასევე მათ პრაქტიკაში გამოყენების
კუთხითაც.
3. მეტი ყურადღება გამახვილდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებების
თანამშრომლების სოციალური და შრომითი გარანტიების გაუმჯობესებაზე;
4. სასჯელაღსრულების დაწესებულების სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა
შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი როგორც საქართველოს კანონმდებლობის
მოთხოვნებთან, ისე ევროპული ციხის წესების შესახებ რეკომენდაციასა
REC(2006)2, პატიმრებთან მოპყრობის მინიმალურ სტანდარტულ წესებთან.
61
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ყურადღება მიექცეს პატიმართა უზრუნველყოფას იმ საგნებით, რომლებსაც
კანონმდებლობა ითვალისწინებს;
5. უმოკლეს ვადებში მოხდეს ქ.რუსთავის N1 დაწესებულებაში არსებული
კარცერების დახურვა და აღნიშნული დანიშნულებით სტანდარტებთან
შესაბამისი ფართის გამოყენება;
6. ყურადღება გამახვილდეს წინასწარ პატიმრობაში მყოფთა სეირნობის
ხანგრძლივობაზე, რათა იგი არ იყოს კანონით გათვალისწინებულზე ნაკლები;
7. მსჯავრდებულთა განათლებისა და დასაქმების საკითხების მოგვარება
განსაზღვრულ იქნეს სამინისტროს პრიორიტეტად. შესაბამის ორგანოებთან და
ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საფუძველზე შემუშავდეს სამოქმედო გეგმა,
რომელშიც განსაზღვრული იქნება ზემოაღნიშნული საკითხების მოგვარების
მიზნით უახლოეს წლებში განსახორციელებელი აქტივობები და, საჭიროების
შემთხვევაში, საკანონმდებლო ცვლილებები;
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების
საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს:
1. სასჯელაღსრულების დაწესებულების სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა
შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი როგორც საქართველოს კანონმდებლობის
მოთხოვნებთან, ისე ევროპული ციხის წესების შესახებ რეკომენდაციასა
REC(2006)2 და პატიმრებთან მოპყრობის მინიმალურ სტანდარტულ წესებთან,
კერძოდ, სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში უნდა ამუშავდეს
სამრეცხაოები,
მოწესრიგდეს
საშხაპეების
პრობლემა.
პატიმრები
უზრუნველყოფილნი
უნდა
იყვნენ
პირადი
მოხმარების
ჰიგიენური
საშუალებებითა და დალაქის მომსახურებით;
2. ყურადღება მიექცეს პატიმართა უზრუნველყოფას იმ საგნებით, რომლებსაც
კანონმდებლობა ითვალისწინებს.
3. სასჯელაღსრულების დაწესებულებების ბიბლიოთეკები უზრუნველყოფილ იქნეს
თანამედროვე საგანმანათლებლო სახელმძღვანელოებითა და მხატვრული
ლიტერატურით;
4. მსჯავრდებულთა
სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში
განთავსებისას
მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული მათი ოჯახების გეოგრაფიული
მდებარეობა;
5. მსჯავრდებულთათვის ხელმისაწვდომი გახდეს კომუნიკაციის არსებული
საშუალებებით სრულყოფილი სარგებლობა – რადიოსა და ტელევიზორის
საშუალებით მოხდეს სიხშირეებისა და ტელეარხების პირდაპირი ტრანსლაცია.
62
ჯანმრთელობის დაცვის საკითხები საქართველოს პენიტენციურ სისტემაში - 2008 წ.
ჯანმრთელობის დაცვის საკითხები საქართველოს
პენიტენციურ სისტემაში
2008 წელი
2008 წლის განმავლობაში, საქართველოს პენიტენციური სისტემაში სამედიცინო
მომსახურებას ახორციელებდა სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აი“.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და სს
სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაი“-ს შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
2007 წლის 26 ოქტომბერს დაიდო №523 ხელშეკრულება, რომელიც ძალაში შევიდა
2007 წლის 1 ნოემბრიდან და მოქმედების ვადა ხელშეკრულების მიხედვით
განისაზღვრა 2010 წლის 31 დეკემბრამდე. თვითონ ხელშეკრულება შეიცავდა უამრავ
ხარვეზსს და ნაკლოვანებას, რომელთა შესახებაც საუბარი იყო საქართველოს
სახალხო დამცველის 2008 წლის I ნახევრის საპარლამენტო მოხსენებაში.
რაც შეეხება ხელშეკრულების იმპლემენტაციას და პატიმართა მიმართ მიწოდებული
სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და ადეკვატურობას, ცალსახად შეიძლება
თქვას, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიის შესვლამ ციხეებში იმედი ვერ გაამართლა
და პატიმართა მომსახურება ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებითად არ
გაუმჯობესებულა. ზოგიერთ ასპექტში აღინიშნა უკუსვლაც კი. აღსანიშნავია, რომ
„ალდაგი ბი სი აი“–ს მენეჯმენტის მიერ განხორციელებული ქმედებებით
უკმაყოფილებას ვერ მალავენ არა მარტო პატიმრები, არამედ ჯანდაცვის
პროფესიონალებიც, რომლებიც ჩაბმული იყვნენ ჯანდაცვის მომსახურებათა
მიწოდების სისტემაში და სტრუქტურულად წარმოადგენდნენ სადაზღვევო
კომპანიის მიერ დაქირავებულ პირებს.
პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში თანამშრომელთა ხელფასების ზრდა არ
შეეხოთ ციხის ექიმებს. ისინი სიმბოლური ანაზღაურების ფასად აგრძელებდნენ
მუშაობას ე.წ. რისკის ზონაში. არ გაუმჯობესებულა ციხეთა მომარაგება სამედიცინო
დანიშნულების საგნებითა და მასალებით. რაც შეეხება მედიკამენტებით
უზრუნველყოფას, ამ მხრივ ხელშეკრულების მოქმედების დასაწყისში აღინიშნა
ერთგვარი პროგრესი, თუმცა ბოლო თვეებში ამ მხრივ სისტემაში წარმოიქმნა
უმწვავესი კრიზისი, როდესაც პაციენტები ვერ იღებდნენ მათი ჯანმრთელობის
მხარდასაჭერ სამკურნალწამლო საშუალებებს. შექმნილი ვითარების შეფასების
მიზნით, სასჯელაღსრულების დაწესებულებათა მთავარი ექიმები აღნიშნავდნენ,
რომ მოთხოვნილ მედიკამენტების რაოდენობასა და რეალურად მოწოდებულს
შორის ბალანსი საშუალოდ 40–50%–ის ფარგლებში მერყეობდა.
2009 წლის 1 თებერვლიდან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და ს.ს. „ალდაგი
„ბი სი აი“–ს შორის დადებული ხელშეკრულების მოქმედება შეწყდა.
ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზების გასარკვევად, საქართველოს სახალხო
დამცველმა, 2008 წლის 31 დეკემბერს კითხვით მიმართა სასჯელაღსრულების
63
ჯანმრთელობის დაცვის საკითხები საქართველოს პენიტენციურ სისტემაში - 2008 წ.
დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ბატონ დ. ჭაკუას და
ასევე სს „ალდაგი ბი სი აი“–ს გენერალურ დირექტორს, ბატონ ნ. გამყრელიძეს.
2009 წლის 2 თებერვალს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში შემოვიდა
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ქალბატონ ირინა
ცინცაძის საპასუხო წერილი (№10/811–927, 23.01.2009), რომლის მიხედვითაც ირკვევა,
რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დადებული №523 ხელშეკრულება,
სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და სს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი
აი“-ს შორის „ამჟამადაც ძალაშია“.
ქალბატონ ი.ცინცაძის წერილს თან ერთვის ხელშეკრულების დანართები (2008 წლის
29 თებერვლის ურთიერთშეთანხმების აქტი და 2008 წლის 15 ოქტომბრის
ურთიერთშეთანხმების აქტები, რომლითაც განხორციელდა ცვლილებების შეტანა
ხელშეკრულებაში
მხარეთა
შეთანხმების
საფუძველზე.
აღნიშნული
ურთიერთშეთანხმების აქტების საფუძველზე ერთ შემთხვევაში 2008 წლის 1
მარტიდან გაიზარდა სადაზღვევო პრემია (1 ლოტზე), ხოლო შემდგომი ცვლილების
სახით ხელშეკრულების „სპეციფიკური პირობების“ პირველ ნაწილს დაემატა
შემდეგი სახის 3.3.1.4. პუნქტი – „სადაზღვევო პრემიის ფარგლებში უზრუნველყოს
სახელმწიფოს და/ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული
ჯანდაცვის ეროვნული ან/და სხვა პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა,
შესაბამისი
კვალიფიციური
სამედიცინო
მომსახურებით
(პროგრამებით
გათვალისწინებული სამკურნალწამლო საშუალებებისა თუ ერთჯერადი სამედიცინო
მოხმარების საგნების დაზღვეულთათვის მიწოდების ორგანიზება და სხვა)“.
იმავე რიცხვით დათარიღებულ ურთიერთშეთანხმების აქტში საუბარი შეეხება
ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის მონაწილეობას პენიტენციური ჯანდაცვის
საკითხთა გადასაწყვეტად.
რაც შეეხება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან ს.ა.დ.–ისადმი
გაგზავნილ შეკითხვას – „ხელშეკრულების საერთო პირობების“ მე-4 პუნქტის
შესაბამისად
ხელშეკრულების
შესრულებაზე
კონტროლი
შესაძლებელია
განხორციელებულიყო ნებისმიერ ეტაპზე. გთხოვთ წარმოგვიდგინოთ აღნიშნული
კონტროლის მექანიზმები და კონტროლის შედეგად გამოვლენილი ტენდენციები;“ –
ქალბატონი ი.ცინცაძე პასუხობს, რომ „ინსპექტირების ჯგუფის მიერ ჩატარებულ
საქმიანობის ანგარიშს მოგაწვდით მოგვიანებით“. აღსანიშნავია, რომ შეპირებული
ანგარიში, წერილის გამოგზავნიდან 3 თვის გასვლის შემდეგაც არ არის მიღებული.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა 23 იანვრის მდგომარეობით ცალსახად
დააფიქსირა, რომ ხელშეკრულება „ამჟამადაც ძალაშია“ და არანაირი განმარტება არ
მოგვცა იმის შესახებ, იგეგმება თუ არა ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა.
ხელშეკრულების მიხედვით, ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილებას მხარეები
ერთმანეთს აცნობენ მინიმუმ 1 თვით ადრე – ხელშეკრულების საერთო პირობები,
პუნქტი 18.2).
რაც შეეხება საქართველოს სახალხო დამცველი სახელზე სს „ალდაგი ბი სი აი“– დან
მიღებულ საპასუხო წერილს (GEO 019 out. 28.01.09), იგი გამოგზავნილია 2009 წლის
64
ჯანმრთელობის დაცვის საკითხები საქართველოს პენიტენციურ სისტემაში - 2008 წ.
28 იანვარს და ხელს აწერს სადაზღვევეო კომპანიის გენერალური დირექტორი,
ბატინი ნ.გამყრელიძე. როგორც ხელშეკრულებიდან ირკვევა, „ხელშეკრულების
მხარეთა მიერ 2008 წლის 31 დეკემბერს გაფორმებულ იქნა შეთანხმების აქტი,
რომლითაც ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეთანხმებულ იქნა 2007 წლის 26
ოქტომბრის №523 ხელშეკრულების I ლოტით გათვალისწინებული მომსახურების
შეწყვეტა 2009 წლის 01 თებერვლიდან“.
აღნიშნულის
გათვალისწინებით
შეუძლებელია,
რომ
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტს არ სცოდნოდა აღნიშნული ინფორმაცია, როდესაც ხელშეკრულების
შეწყვეტიდან 5 დღით ადრე, ხელშეკრულების მოქმედების სტატუსი განმარტა,
როგორც – „ამჟამადაც ძალაშია“ და არაფერი უხსენებია 2008 წლის 31 დეკემბერს
გაფორმებულ იქნა შეთანხმების აქტის შესახებ. ამით, სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის მხრიდან დარღვეულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის
„სახალხო დამცველის შესახებ“ 23–ე მუხლის „1“, „2“ და „3“ პუნქტები და ასევე მე–18
მუხლის „ბ“ პუნქტი.
სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აი“–ს გენერალური დირექტორის წერილის
მიხედვით ირკვევა, რომ №523 ხელშეკრულებასთან მიმართებაში ხელშეკრულების
მხარეებს გაფორმებული აქვთ ექვსი ურთიერთშეთანხმების აქტი (მათგან
სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა წარმოადგინა მხოლოდ სამი).
რაც შეეხება სახალხო დამცველის შეკითხვას, მოეწოდებინათ ინფორმაცია
ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის მექანიზმებისა და შემსყიდველის
მხრიდან განხორციელებული კონტროლის შედეგად გამოვლენილი ტენდენციების
შესახებ, ნ.გამყრელიძე განმარტავს, რომ – „მოცემულ საკითხთან დაკავშირებით,
ვფიქრობთ, გაცილებით მართებული იქნება, მიმართოთ თავად შემსყიდველს –
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს,
ვინაიდან სწორედ მათ პრერპგატივას წარმოადგენს ხელშეკრულების მიხედვით
ინსპექტირების ჯგუფის მეშვეობით კონტროლის განხორციელება და იმის დადგენა,
თუ რამდენად დაცულია ხელშეკრულების მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები,
კერძოდ: მომსახურების ვადა, ფორმა და ხარისხი. ჩვენის მხრივ უნდა აღინშნოს, რომ
ინსპექტირების ჯგუფის მხრიდან სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბი სი აი“–ს
მიმართ უკმაყოფილება არ დაფიქსირებულა და თქვენს მიერ მოთხოვნილი ტიპის
ანგარიშს არ ვფლობთ“.
შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველისათვის, მის მიერ კანონით
მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში შეუძლებელი გახდა ინსპექტირების
ჯგუფის მუშაობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება. შესაბამისად უცნობია, იყო თუ
არა აღმოჩენილი და ცნობილი ხელშეკრულების მხარეებს შორის ის უამრავი
დარღვევები და ნაკლოვანებები, რომელთა შესახებაც ქვევით გვექნება საუბარი და
რომლებმაც უამრავი პატიმრის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა. რჩება
შთაბეჭდილება, რომ ინსპექტირების ჯგუფს ფაქტობრივად არც უმუშავია და
არაფერი გაუკეთებია და ამიტომაც არის მიუწვდობელი ინფორმაცია მისი მუშაობისა
და მის მიერ გაკეთებული დასკვნების შესახებ.
65
ჯანმრთელობის დაცვის საკითხები საქართველოს პენიტენციურ სისტემაში - 2008 წ.
სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაი“–ს პარალელურად, 2008 წლის განმავლობაში
პატიმართათვის გაწეული ჯანდაცვის მომსახურებათა საქმიანობაში ჩაბმული იყო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ექიმ–
ექსპერტთა ჯგუფი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 1 აგვისტოს N 246 ბრძანების –
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ექიმ–
ექსპერტთა ჯგუფის დებულების დამტკიცების თაობაზე“ შესაბამისად, აღნიშნული
ჯგუფი წარმოადგენს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სტრუქტურულ
ერთეულს, რომლის ამოცანებია: სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი
(გარდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა
სამკურნალო დაწესებულებისა) მსჯავრდებულთა და პატიმართა (შემდგომში –
პატიმართა) მკურნალობა; პატიმართა კლინიკო–დიაგნოსტიკური გამოკვლევების
ჩატარება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა; პატიმართა
სამედიცინო
რეაბილიტაცია;
პატიმართა
სამედიცინო–აბულატორიული
მომსახურება და სხვა. რაც შეეხება ჯგუფის ფუნქციებს, იმავე კანონქვემდებარე
აქტით განისაზღვრება, რომ ჯგუფის ფუნქცუაა: მოქმედი კანონმდებლობის
ფარგლებში მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევა ავადმყოფი
პატიმრებისათვის; იმ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება, რომლებიც ხელს
შეუწყობენ სამკურნალო–დიაგნოსტიკური პროცესების, ჯგუფის მუშაობის
მაჩვენებლების გაუმჯობესებას; სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ
პატიმართა პროფილაქტიკური კომისიური შემოწმება; პატიმარ ავადმყოფთა
კონსულტაციური და სადიაგნოსტიკო მომსახურების ტიპის შერჩევა; საჭიროების
შემთხვევაში სამედიცინო ჩვენების მიხედვით ავადმყოფებისათვის მკურნალობის
ტაქტიკის შერჩევა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მისი
განხორციელება;
და
საჭიროების
შემთხვევაში
დეპარტამენტისა
და
სასჯელაღსრულების დაწესებულებებისათვის ქმედითი დახმარების გაწევა.
ზემოთ აღნიშნული ფუნქციებისა და ამოცანების გათვალისწინებით, საქართველოს
სახალხო დამცველის აპარატიდან, 2008 წლის 31 დეკემბერს გაიგზავნა წერილი ექიმ–
ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელის, იუსტიციის უფროს ლეიტენანტის, ბატონ ზაზა
ლურსმანაშვილს სახელზე, რომლითაც ვითხოვდით ჯგუფის მიერ 2008 წლის
განმავლობაში გაწეული მუშაობის ანგარიშის წარმოდგენას. გარდა ამისა, სახალხო
დამცველმა ჯგუფისაგან მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი“ს შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2007 წლის 26 ოქტომბერს დადებული
№523
ხელშეკრულების
შესრულების
კონტროლის
დროს
გამოვლენილი
ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოწოდება.
ექიმ–ექსპერტთა ჯგუფის უფროსის, ბატონ ზ.ლურსმანაშვილის მიერ, სახალხო
დამცველის აპარატში გამოგზავნილი საპასუხო წერილის (N10/17-61. 27/01/2009)
მიხედვით ირკვევა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ექიმ–ექსპერტთა
ჯგუფი დაკომპლექტებულია 11 სპეციალისტისაგან. აღნიშნული სტრუქტურის მიერ
2008 წლის განმავლობაში საქმიანობები ხორციელდებოდა ექიმ–ექსპერტთა ჯგუფის
2008 წლის სამუშაო გეგმის შესაბამისად.
66
ჯანმრთელობის დაცვის საკითხები საქართველოს პენიტენციურ სისტემაში - 2008 წ.
სამუშაო გეგმა ითვალისწინებდა 9 ღონისძიებას: 1. მსჯავრდებულთა და პატიმართა
ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას; 2. მსჯავრდებულთა და პატიმართა
ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებისას მიღებული შედეგების შეჯამებასა და
ანალიზს; 3. ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ღონისძიების ჩატარება სახელმწიფო
პროგრამის ფარგლებში; 4. აივ ინფექცია/შიდსის საწინააღმდეგო ღონისძიებების
ჩატარება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში; 5. მსჯავრდებულთა და პატიმართა
სამკურნალო
დაწესებულებაში
სამედიცინო
დოკუმენტაციის
წარმოების
ხარისხიანობის შემოწმება; 6. მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო
დაწესებულების დაკომპლექტებისათვის მოთხოვნის მომზადება; 7. ექიმ–ექსპერტთა
ჯგუფის ექიმ–სპეციალისტების მიერ კონსულტაციების ჩატარება; 8. ექიმ–ექსპერტთა
უფროსის სახელზე შემოსული კორესპონდენციის განხილვა და პასუხის გაცემა და 9.
2009 წლის სამუშაო გეგმის შედგენა.
ექიმ–ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით
ირკვევა, რომ საანგარიშო პერიოდში ჯგუფის მიერ სისტემატურად ხდებოდა
მსჯავრდებულთა და პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება.
კონტროლზე იქნა აყვანილი 479 პაციენტი პატიმარი. სხვადასხვა პროფილის, მათ
შორის მოწვეული ექიმ–სპეციალისტების მიერ კონსულტირებულ იქნა 205 პაციენტი.
მათგან 24–ს ჩაუტარდა კლინიკურ–ლაბორატორიული და ინსტრუმენტული
გამოკვლევები, ხოლო 164–ს დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა. ჯგუფმა, აივ
ინფექციის გამოვლენის მიზნით, გამოკვლევა ჩაუტარა 400 პატიმარს, რა დროსაც
დაფიქსირდა 15 ახალი ინფიცირების შემთხვევა. ამ უკანასკნელთ, წელიწადში 2–3
ჯერ უტარდებოდათ გამოკვლევები. მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს,
სასჯელაღსრულების სისტამაში იმყოფება 72 აივ ინფიცირებული პირი, მათ შორის
30 დაავადებულია შიდსით და იმყოფება მაღალაქტიურ ანტირეტროვირუსულ
მკურნალობაზე.
ტუბერკულოზთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ექიმ–ექსპერტთა
ჯგუფის მიერ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით ტარდებოდა
მასიური სკრინინგი. ხდებოდა სამკურნალო საშუალებებით დაწესებულებათა
უწყვეტი
მომარაგება.
ტუბერკულოზის
ეროვნული
პროგრამის
(ტეპ)
სპეციალისტებთან ერთად ჩატარდა სასჯელაღსრულების დაწესებულებების 60
თანამშრომლის
(არასამედიცინო
პერსონალი)
ტრენინგი
ტუბერკულოზის
კონტროლის პროგრამის ელემენტების შესწავლის თვალსაზრისით. ჯგუფი
ორგანიზებას და კონტროლს უწევდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში
ტუბერკულოზის პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულებას,
აწარმოებდა სარეგისტრაციო ფორმების (TB-10/12. TB-01) ზედამხედველობას.
ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, 2008 წლის
პირველ კვარტალში მკურნალობაში ჩართეს 165, მეორე კვარტალში – 151, მესამე
კვარტალში – 168 და მეოთხე კვარტალში 96 პატიმარი (სულ 580 პირი).
ტუბ–კონტროლის ჯგუფი თვალყურს ადევნებდა სკრინინგს „DOTS“ პროგრამის
მიმდინარეობის ადგილებში.
67
ჯანმრთელობის დაცვის საკითხები საქართველოს პენიტენციურ სისტემაში - 2008 წ.
გამოკვლეულთა
საერთო რაოდ.
საეჭვო
მგბ(+)
მასიური
სკრინინგი
10860
შემოსვლის
სკრინინგი
17235
პასიური
სკრინინგი
2897
სულ
30992
1185
902
2492
4579
25
64
178
295
ჯგუფის
ხელმძღვანელის
მიერ
მოწოდებული
ინფორმაციის
მიხედვით,
ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის პროგრამაში ჩართული პატიმრების
გათავისუფლების შემთხვევაში ინფორმაციას აწვდიან ტუბერკულოზის ეროვნულ
ცენტრს.
ჯგუფის მხარდაჭერით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტუბერკულოზით
დაავადებულთა სამკურნალო დაწესებულების 1 ექიმი და 2 ექთანი გაიგზავნა
ტრენინგზე ქალაქ რიგის საერთაშორისო ტრენინგ ცენტრში და მომზადდნენ
პროგრამის მართვისათვის. ამავე დაწესებულებაში, წითელი ჯვრის საერთაშორისო
ორგანიზაციის მხარდაჭერით მიმდინარეობს ბიოქომიური ლაბორატორიის
რეაბილიტაცია.
ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამჟამად
მკურნალობის კურსს გადის 622 პაციენტი (ციფრი დინამიურია). 2008 წლის
განმავლობაში ჯგუფის მიერ პასუხი გაეცა 1152 შემოსულ კორესპონდენციას.
რაც შეეხება სახალხო დამცველის შეკთხვას, ჯგუფის მიერ საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და სს „სადაზღვევო კომპანია
ალდაგი ბისიაი“-ს შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2007 წლის 26
ოქტომბერს დადებული №523 ხელშეკრულების შესრულების კონტროლის დროს
გამოვლენილი ტენდენციებთან დაკავშირებით, ჯგუფის ხელმძღვანელმა გვიპასუხა,
რომ – „აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ჩატარებული
შემოწმებების ანგარიშს მოგაწვდით მოგვიანებით.“ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ
შეპირებული ინფორმაცია, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში დღემდე
(გასულია 3 თვე) არ შემოსულა.
68
სიკვდილობა პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში
სიკვდილობა პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით,
2008 წლის განმავლობაში საქართველოს ციხეებში (მათ შორის მსჯავრდებულთა და
პატიმართა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზით დაავადებულ
მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში) გარდაცვლილია სულ 94
პატიმარი.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, მესამე წელია სწავლობს სიკვდილობის
საკითხებს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის დაწესებულებებში, ავლენს
სიკვდილობის ძირითად მიზეზებსა და ტენდენციებს.
პენიტენციურ სისტემაში გარდაცვლილი პატიმრების რაოდენობის, მათი მიზეზების
და აღნიშნულთან დაკავშირებული საკითხების შესახებ სახალხო დამცველის
აპარატი შესწავლას აწარმოებდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
და
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ გვერდებზე გამოქვეყნებული
ინფორმაციების მიხედვით. ინფორმაციის დასაზუსტებლად ასევე დავეყრდენით
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის
სოციალური სამსახურის უფროსის, ბატონ ანტონ ქელბაქიანის მიერ მოწოდებულ
ინფორმაციას (N10/8/3–925. 30/01/2009) და ასევე საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის
ეროვნული ბიუროს უფროსის, ბატონ მამუკა მამალაძის მიერ მოწოდებულ
ინფორმაციას (N20/01/19–2684), რომელსაც თან ახლავს პენიტენციურ სისტემაში
გარდაცვლილ პატიმართა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნები.
აღსანიშნავია, რომ არც ერთი წყარო არ იძლევა სრულყოფილ ინფორმაციას. რაც
შეეხება იუსტიციის სამინისტროს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ვებ–
გვერდებზე არსებულ ინფორმაციებს, ისინი ხშირად არაფრის მთქმელია
გარდაცვალების რეალური მიზეზის (თუნდაც საორიენტაციო) გასარკვევად. შვიდ
შემთხვევაში, პატიმრის გარდაცვალების შესახებ იუსტიციის სამინისტროს საერთოდ
არ აქვს ინფორმაცია გამოქვეყნებული.
ამასთან, სხვა წყაროებთან შედარებისას აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილთა
ინიციალები ხშირად არასწორედაა მითითებული. ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში
უზუსტობებია დაშვებული გარდაცვლილის ასაკთან მიმართებაში. სამწუხაროდ
კვლავ გრძელდება ტენდენცია, როდესაც პატიმრის გარდაცვალების მიზეზად
ცხადდება მხოლოდ – „გულ–სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა“. აღნიშნულის
შესახებ ფართოდ იყო ლაპარაკი საქართველოს სახალხო დამცველის 2006 და 2007
წლების საპარლამენტო მოხსენებებში.
გვხვდება არასწორი დიაგნოზის არაერთი შემთხვევა, როდესაც გამოქვეყნებული
(თუნდაც წინასწარი) მიზეზი აბსოლუტურად შეუსაბამოა საბოლოო საექსპერტო
დიაგნოზთან.
ამის
მაგალითად
შეიძლება
მოვიყვანოთ
პრეს–რელიზში
გამოცხადებული ენდოტოქსიური შოკი და პერიტონიტი (როგორც სიკვდილის
69
სიკვდილობა პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში
მიზეზი), საბოლოო ჯამში კი სასამართლო ექსპერტიზა საერთოდ არ ამახვილებს
ყურადღებას პერიტონიტზე და სიკვდილის უშუალო მიზეზად ფილტვების ანთებას
ადგენს.
რა
თქმა
უნდა,
ასეთი
შემთხვევები
შეიძლება
მივაწეროთ
არაკვალიფიციურად დასმულ დიაგნოზებს და, შესაბამისად, არასწორ მკურნალობას,
რომელიც შესაძლოა პაციენტის სიკვდილის უშუალო მიზეზი გამხდარიყო, თუმცა ეს
უკანასკნელი უფრო ღრმა და ექსპერტულ შესწავლას მოითხოვს.
რაც შეეხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას,
ზემოთ აღნიშნული წერილის მიხედვით, პენიტენციურ სისტემაში სულ
გარდაცვლილია 94 პატიმარი. წერილის დანართთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს,
რომ გარდაცვლილ პატიმართა სახელი და გვარები ხშირად არასწორია, ასევე ხშირია
შემთხვევა, როდესაც არ არის სწორად მითითებული დაბადების თარიღი, არეულია
ნუმერაცია, რომლის მიხედვითაც სულ მცირე 3 პატიმრით მეტია გარდაცვლილი.
რაც შეეხება გარდაცვალების ადგილების მითითებას, სასჯელაღსრულების
დეპარტამენტი საერთოდ იგნორირებას უკეთებს სახალხო დამცველი მოთხოვნას,
რითაც არღვევს საქართველოს ორგანულ კანონს „სახალხო დამცველის შესახებ“.
გარდა ამისა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური სამსახურის
უფროსი იტყობინება, რომ – „ვინაიდან სამედიცინო დიაგნოზი წარმოადგენს
პაციენტის პირად საიდუმლოებას, აპტიმართა გარდაცვალების მიზეზების
გამოგზავნა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია“. ამ არგუმენტის გასამყარებლად კი
მოჰყავს საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“ 48–ე მუხლი.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტს გვინდა შევახსენოთ, რომ საქართველოს კანონი
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ არეგულირებს „სამართლებრივ ურთიერთობებს
დამოუკიდებელი
საექიმო საქმიანობის სუბიექტსა (ექიმს) და სახელმწიფო
ხელისუფლების ორგანოებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის“. შესაბამისად,
სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ვერანაირად ვერ იქნება განხილული, როგორც
„დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი“ (იხ. იმავე კანონის მე–5 მუხლის
„ვ“ ქვეპუნქტი, ასევე საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, მუხლი
33).
რაც შეეხება საქართველოს კანონის „საექიმო საქმიანობის შესახებ“ 48–ე მუხლს,
როგორც თავად ამ მუხლშივეა მითითებული, ამ შემთხვევაში მუხლი განსაზღვრავს
ექიმის და არა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ვალდებულებას, დაიცვას
პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პირადი ცხოვრების შესახებ
ინფორმაციის კონფიდენციალობა. თუმცა იმავე პუნქტში მითითებულია მკაფიოდ –
„გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. ამ
მხრივ კი საქართველოს ორგანული კანონი „სახალხო დამცველის შესახებ“ (რომელიც
იერარქიულად უფრო მაღლა დგას, ვიდრე საქართველოს კანონი), კერძოდ მისი მე–18
მუხლის „ბ“ პუნქტი ითვალისწინებს, რომ – შემოწმების ჩატარებისას საქართველოს
სახალხო დამცველს უფლება აქვს – „მოსთხოვოს და მიიღოს სახელმწიფო
ხელისუფლებისა და ადგილობირივი თვითმმართველობის ორგანოებს, სახელმწიფო
და არასახელმწიფო საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისაგან,
აგრეთვე თანამდებობის და იურიდიულ პირთაგან შემოწმებისათვის აუცილებელი
70
სიკვდილობა პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში
ყველა ცნობა, საბუთი და სხვა მასალა“. ამავე კანონის მე–20 მუხლის თანახმად,
„სახელმწიფო, კომერციულ ან კანონით დაცული სხვა საიდუმლოს შემცველი
ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველს გადაეცემა კანონით დადგენილი
წესით.“
გარდა ამისა, თუ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული
ინფორმაცია არ უნდა მიეწოდოს სახალხო დამცველს, საინტერესოა რომელი კანონით
ან ნორმით შეუძლიათ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
ინფორმაციის
მიღება
თავად
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის
წარმომადგენლებს (გარდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტებისა).
გარდა ამისა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იმავე სტრუქტურებს, წარსულში
არაერთხელ აქვთ მსგავსი ინფორმაცია (გარდაცვალების მიზეზების მითითებით)
მიწოდებული სახალხო დამცველის აპარატისათვის, ხოლო საქართველოს კანონის
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ მიერ დადგენილი კონფიდენციურობის ნორმა
ქვეყანაში კანონის ძალის მქონეა 1996 წლის 16 მაისიდან. აღნიშნულიდან
გამომდინარე სასჯელაღსრულების დეპარტამენტი თავად უხეშად არღვევდა კანონს.
მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის
ამ მოსაზრებას ვერ გავიზიარებთ და განვიხილავთ როგორც ხელოვნურ
დაბრკოლებას სახალხო დამცველის საქმიანობასთან მიმართებაში, რაც კარგად იციან
თავად სასჯელაღსრულების დეპარტამენტშიც.
მოტივი, თუ რატომ არ იძლევა სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ინფორმაციას,
გასაგებია: სახალხო დამცველის წინა მოხსენებებში ნათლად იყო ნაჩვენები, რომ
საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში ირღვევა ადამიანის ჯანმრთელობისა
და სიცოცხლის უფლება და ეს დასაბუთებული იყო სწორედ სასჯელაღსრულების
დეპარტამენტიდან მიღებული მასალების ანალიზის საფუძველზე. სამწუხაროდ,
ვითარება არც საანგარიშო პერიოდში გამოსწორდა და სწორედ ამიტომ ერიდება
დეპარტამენტი მსგავსი დასკვნების განმეორებას.
რაც შეეხება სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ
მოწოდებულ საექსპერტო დასკვნებს, აღსანიშნავია, რომ ისინი არასრულყოფილია.
ბიუროს მიერ არ იქნა მოწოდებული არც ერთი საექსპერტო დასკვნა, რომელიც
ასახავს დასავლეთ საქართველოს რეგიონში გარდაცვლილი პატიმრების შესახებ
ინფორმაციას.
იმჟამად მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 4 სექტემბრის
N705 ბრძანებით – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის
სახელობის სასამართლო ექსპერტიზის
ეროვნული ბიუროს დებულების
დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული (ძალადაკარგულია 2008 წლის 31
დეკემბრიდან) ექსპერტიზის ბიუროს დებულების მე–5 მუხლის მიხედვით, „ს)
იმერეთის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახური; ტ) აჭარის რეგიონალური
ექსპერტიზის სამსახური; უ)
მცხეთა-თიანეთის რეგიონალური ექსპერტიზის
განყოფილება;
ფ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ექსპერტიზის
განყოფილება;
ქ) ფოთის რეგიონალური ექსპერტიზის განყოფილება;
ღ)
71
სიკვდილობა პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში
კახეთის რეგიონალური ექსპერტიზის განყოფილება;
ყ)
სამცხე-ჯავახეთის
რეგიონალური ექსპერტიზის განყოფილება; შ) შიდა ქართლის რეგიონალური
ექსპერტიზის განყოფილება და ჩ) ქვემო ქართლის რეგიონალური ექსპერტიზის
განყოფილება“ – წარმოადგენდა ბიუროს სტრუქტურის ნაწილს, რის გამოც ზემოთ
აღნიშნული ფაქტს განვიხილავთ, როგორც საქართველოს სახალხო დამცველის
საქმიანობისათვის ხელის შეშლად.
გარდა აღნიშნულისა, საექსპერტო დასკვნებს აკლია ასევე ზოგიერთი ისეთი
გარდაცვლილი პატიმრის შესახებ დასკვნა, რომლებიც გარდაიცვალნენ თბილისი–
რუსთავის რეგიონში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.
ზემოთ განხილული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის შეჯერების შედეგად,
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ დათვლილ იქნა პატიმართა
სიკვდილის 99 და არა 94 შემთხვევა, როგორც ამას სასჯელაღსრულების
დეპარტამენტი აღნიშნავს!
აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ქალთა და არასრულწლოვანთა N5 საერთო
საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებიდან, ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთლობის
ცენტრში გადაყვანილმა მსჯავრდებულმა ლ.ნ.–მ, ფსიქიატრიულ საავადმყოფიში
შესვლიდან უახლოეს პერიოდში ჩაიდინა სუიციდი, თუმცა ლ.ნ. აღნიშნულ
დაწესებულებაში გადმოყვანილ იქნა როგორც პაციენტი და მისი გარდაცვლილთა
საერთო რიცხვში შეყვანა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია.
როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ, ზემოთ
მოხსენიებულ წყაროებზე დაყრდნობით გამოვლენილია 2008 წელს საქართველოს
პენიტენციურ სისტემაში მყოფი 99 პატიმრის სიკვდილის შემთხვევა. ცნობისათვის,
2007 წელს პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში მოკვდა 101 პატიმარი, ხოლო
2006 წელს – 92 პატიმარი. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში გარდაცვლილ
პატიმართა პროცენტული წილი საანგარიშო პერიოდის პირველ და მეორე ნახევარზე
შემდეგნაირად გამოიყურება:
წელი
2006
2007
2008
გარდაცვლილთა
რაოდენობა (აბს. რ)
89
101
99
წლის I ნახევარში
%
37
54
52
წლის II ნახევარში
%
63
46
48
როგორც ჩანს, ტენდენცია თითქმის ერთი და იგივე დონეზეა შენარჩუნებული.
2008 წლის განმავლობაში,
მოცემულია ცხრილში:
იანვ
5
თვეების
თებ მარტ აპრ
მაის
4
8
5
13
სულ I ნახევარში: 52
ივნ
16
მიხედვით
ივლ
9
სიკვდილობის
შემთვევები
აგვ
სექტ ოქტ ნოემ
8
6
8
7
სულ II ნახევარში: 48
დეკ
10
72
სიკვდილობა პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში
2008 წლის განმავლობაში, გარდაცვლილთა ასაკობრივი ჯგუფი მაქსიმალურია 21–30
წლამდე პირებში და 51–60 წლამდე პირებში.
გარდა ამისა, 20 წლამდე ასაკის ერთი პირია გარდაცვლილი (17 წლის), ხოლო 71
წელზე ზევით გარდაცვლილ პირთა ჯგუფში შედის 3 პატიმარი. მათ შორის ერთი 80
წლის იყო. გარდაცვლილ პატიმართა ასაკობრივი ჯგუფების სრული სპექტრი
მოცემულია ცხრილში:
გარდაცვლილ პატიმართა ასაკობრივი
ჯგუფები:
≥ 20
1
21-30
23
31-40
16
41-50
22
51-60
24
61-70
10
≤ 71
3
აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, მკვეთრად არის მომატებული
სიკვდილობის შემთხვევები 31–40 და 51–60 ასაკობრივ ჯგუფებში.
პატიმართა
გარდაცვალების
შემდეგნაირად გამოიყურება:
გარდაცვალების ადგილი (2008 წელი)
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო
დაწესებულება
ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოებში
N 8 საპყრობილე (გლდანი)
N 9 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებ
(ხონი)
ტუბერკულიოზით დაავადებულთა
სამკურნალო დაწესებულება
N 2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის
დაწესებულება (ქუთაისი)
N 1 საპყრობილე (თბილისი)
N 1 საერთო და მკაცრი რეჟიმის
სასჯელაღსრულების დაწესებულება (რუსთავი)
არასრულწლოვანთა
აღმზრდელობითი დაწესებულება
N 4 საპყრობილე (ზუგდიდი)
N 2 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის
დაწესებულება (რუსთავი)
N 7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის
დაწესებულება (ქსანი)
ქალთა და არასრულწლოვანთა N 5 დაწესებულება
N 3 საპყრობილე (ბათუმი)
ადგილების
65
7
4
3
1
2
2
2
4
4
5
8
6
12
7
7
1
1
1
1
1
1
8
3
სტატისტიკა
9
6
10
3
11
5
2
12
6
2
1
2
2
2
1
1
2
1
1
1
1
1
1
1
1
1
1
3
7
1
2
1
გათვალისწინებით,
1
1
1
1
1
73
სიკვდილობა პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში
N 6 საპყრობილე (რუსთავი)
N 8 დაწესებულება (გეგუთი)
ადგილი არ არის მითითებული
1
1
5
1
1
1
1
2
1
გასული წლის მსგავსად, პატიმრის სიკვდილის შემთხვევები მაქსიმალურია
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში. ამ მხრივ, ყველაზე
კრიტიკული წლის განმავლობაში ივნისის თვე იყო.
გარდაცვალების შემთხვევები თვეების მიხედვით
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულება:
12
იანვარი
10
თებერვალი
მარტი
8
აპრილი
მაისი
ივნისი
6
ივლისი
აგვისტო
4
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
2
დეკემბერი
0
1
მეორე ადგილი ამ მხრივ კვლავ ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოში გარდაცვალების
შემთხვევებს უკავია. მესამე ადგილზე კი თბილისში, გლდანში მდებარე სად–ის მე–8
საპყრობილეა. 5 შემთხვევაში, ჩვენს ხელთ არსებულ წყაროებში არ იყო მითითებული
გარდაცვალების ადგილი.
რაც შეეხება გარდაცვალების მიზეზების სპექტრს, ისევე, როგორც წინა წლებში
საკმაოდ მრავალფეროვანია. არის მიმართულებები, რომლებიც მკვეთრადაა
მომატებული 2008 წლებში, ხოლო ზოგიერთი ნოზოლოგიის, როგორც სიკვდილის
განმაპირობებელი მიზეზის როლი, რამდენადმე შემცირებულია.
74
სიკვდილობა პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში
გასული წლის მსგავსად, პენიტენციურ სისტემაში პაციენტთა სიკვდილის უშუალო
მიზეზი კვლავ ფილტვების ტუბერკულოზი და მისგან განპირობებული
ინტოქსიკაციაა.
ფილტვების
ტუბერკულოზის
შედეგად
განვითარებული
ინტოქსიკაცია, იმავე მიზეზის გამო განვითარებულ სუნთქვის უკმარისობასთან
ერთად, პატიმრის სიკვდილის მიზეზი გახდა 30.3% შემთხვევაში. სიკვდილის სხვა
შემთხვევათა საკმაოდ მნიშვნელოვან რიცხვში, ტუბერკულოზი გამოდის როგორც
თანმხლები პათოლოგია და ამძიმებს ძირითადი დაავადების მიმდინარეობას,
ხშირად სწორედ ტუბერკულოზის და სხვა ნოზოლოგიური ერთეულის
თანაარსებობა განაპირობებს სიკვდილს.
აქვე უნდა აღინიშნოს ტუბერკულოზის ფილტვის გარე ფორმები, რომლებმაც
პაციენტის სიკვდილი გამოიწვიეს. 2008 წლის სასამართლო–სამედიცინო
ექსპერტიზის დასკვნების მონაცემებით დაფიქსირდა წვრილი ნაწლავის
ტუბერკულოზი, ნერვული სისტემის ტუბერკულოზი, მსხვილი ნაწლავის
ტუბერკულოზი და ტუბერკულოზური პლევრიტი. აღსანიშნავია, რომ ნაწლავის
ტუბერკულოზის ერთ–ერთ
შემთხვევაში განვითარდა მსხვილი ნაწლავის
პერფორაცია, რის შედეგადაც განვითარებული დიფუზური პერიტონიტი და
ენდოტოქსიური შოკი პაციენტის სიკვდილის უშუალო მიზეზი გახდა.
ცალკე უნდა გამოიყოს ტუბერკულოზური მენინგიტი, რომელიც პაციენტის
გარდაცვალების უშუალო მიზეზი გახდა ოთხ შემთხვევაში.
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, პატიმართა გარდაცვალების უშუალო მიზეზი
გახდა 11 (11,1%) შემთხვევაში. გასულ წელს ანალოგიური მაჩვენებელი იყო 7,9%. ამ
მხრივ აღინიშნება მცირე მატება. საგულისხმოა, რომ მიოკარდიუმის ინფარქტით
გარდაცვალების შემთხვევათა უმეტესობა წლის პირველ ნახევარზე მოდის და
სტაბილურ პიკს აღწევს მარტი–მაისის პერიოდში.
გარდა გულის იშემიური დაავადებისა, კარდიოლოგიური დაავადებები პატიმარ–
პაციენტთა სიკვდილის უშუალო მიზეზი გახდა 3 შემთხვევაში.
ასევე მნიშვნელოვანია თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის შედეგად
განვითარებული სიკვდილის დინამიკა. 2008 წლის განმავლობაში, იშემიური და
ჰემორაგიული ინსულტი, სიკვდილის უშუალო მიზეზი გახდა 7 შემთხვევაში, მაშინ,
როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ინსულტით 5 პაციენტი გარდაიცვალა.
აქაც საქმე გვაქვს შემთხვევათა მატებასთან. საგულისხმოა, რომ ინსულტით
გარდაცვლილ პაციენტთა ძირითადი წილი მოდის 2008 წლის მეორე ნახევარზე.
2008 წლის ტენდენციად უნდა ჩაითვალოს ავთვისებიან სიმსივნეებით გარდაცვლილ
პაციენტთა რაოდენობის მკვეთრი მატება. 2007 წლის შემთხვევებთან შედარებით,
როდესაც
დაფიქსირდა
ონკოდაავადებით
და
შესაბამისად
სიმსივნური
ინტოქსიკაციის ფონზე პაციენტთა გარდაცვალების 5 შემთხვევა, 2008 წელს ეს
მაჩვენებელი გაორმაგდა და დაფიქსირდა ავთვისებიანი სიმსივნით ციხეში
გარდაცვალების 11 შემთხვევა. ამ ჯგუფის დაავადებებიდან ყველაზე უფრო ხშირად
გვხვდება წინამდებარე ჯირკვლის კიბო, რეტროპერიტონეული სივრცის სიმსივნე,
75
სიკვდილობა პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში
ასევე წვრილი და მსხვილი ნაწლავის კიბო, ფილტვის კიბო, ღვიძლის კარცინომა,
შარდის ბუშტის კიბო, ფარისებური ჯირკვლის კიბო, თავის ტვინის კიბო,
არაჰიჯკინსური ლიმფომა, და მხრის მიდამოს ანგიოსარკომა.
აღსანიშნავია, რომ 2006 წლიდან დღემდე, ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევები
ყოველწლიურად ორმაგდება. შესაბამისად: 2006 წელს ონკოდაავადებით
გარდაიცვალა 3 პაციენტი პატიმარი, 2007 წელს - 5, ხოლო 2008 წელს - 11 პაციენტი.
რეალური სურათის შესაქმნელად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ონკოდაავადებები
ასევე რამდენიმე შემთხვევაში შეგვხვდა, როგორც თანმხლები პათოლოგია, რა
დროსაც სიმსივნური ინტოქსიკაცია სიკვდილის განმაპირობებელი ერთ–ერთი
მიზეზი იყო. 2008 წელს ჩვენს მიერ ჩატარებული მონიტორინგის დროს გამოვლინდა
სიმსივნეებით დაავადებული არაერთი პაციენტი, რომელთა შემთხვევაში
ონკოლოგიური დაავადებას ჯერ არ მიუღწევია პიკისათვის, რის გამოც ისინი
სასჯელს იხდიან პენიტენციური სისტემის სხვადასხვა დაწესებულებებში.
2008 წელს, გასულ წლებთან შედარებით შემცირდა ფილტვების ანთებით (პნევმონია)
გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობა უდაოდ დადებით ტენდენციად უნდა
ჩაითვალოს. თუ 2007 წელს ფილტვების ანთების უშუალო მიზეზით გარდაიცვალა 14
პაციენტი, 2008 წელს პნევმონიით გარდაცვლილია 5 პატიმარი. რა თქმა უნდა,
აღნიშნული რიცხვი სანუგეშო ნამდვილად არ არის, თუმცა ამ მხრივ გარკვეული
პროგრესი აღინიშნება.
მეტად საგანგაშოა, რომ მწვავე ქირურგიული დაავადებით წელს პენიტენციურ
სისტემაში 5 პატიმარია დაღუპული. ყველა შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზია
მწვავე დიფუზური პერიტონიტი და მის ფონზე განვითარებული ენდოტოქსიური
შოკი. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს პერიტონიტით მოკვდა 4 პაციენტი. ყოველივე
ეს
გვაფიქრებინებს
პენიტენციურ
სისტემაში
ქირურგიული
სამსახურის
ორგანიზაციულ გაუმართაობაში. პაციენტები გვიან ხვდებიან ქირურგიულ
განყოფილებაში, შესაბამისად დაავადების გამოსავალი ხშირ შემთხვევაში
ფატალურია. პერიტონიტის დროული ამოცნობა ან თუნდაც მასზე ეჭვის მიტანა
ციხეში მომუშავე ნებისმიერ ექიმს უნდა შეეძლოს, რითაც თავიდან იქნება
აცილებული ამ გართულების განვითარების და პროგრესირების შემთხვევები.
2008 წელს პაციენტთა მიერ თვითმკვლელობის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. 2007 წლის
ანალოგიურ პერიოდში სუიციდის 6 შემთხვევა იქნა აღწერილი. შემთხვევათა
უმრავლესობაში, სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სიკვდილის
მიზეზი იყო მარყუჟზე ჩამოკიდება და მექანიკური ასფიქსია; ხოლო ერთ
შემთხვევაში პატიმარმა დიდი რაოდენობით ძლიერმოქმედი მედიკამენტების
მიღებით მოიკლა თავი.
აღსანიშნავია, რომ სუიციდისა და სუიციდის მცდელობის, ასევე ციხეებში არსებული
თვითდაზიანებების მაღალი რიცხვი პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია
საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ფსიქიატრიული დახმარების დონესთან. თუ
იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს მიერ ჩატარებული მონიტორინგის დროს,
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების გარდა არც ერთ სხვა
76
სიკვდილობა პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში
დაწესებულებაში არ მუშაობს ექიმი ფსიქიტრი ან საშუალო სამედიცინო პერსონალი
ფსიქიატრიაში
მუშაობის
გამოცდილებით,
ადვილი
წარმოსადგენია
ამ
მდგომარეობის შენარჩუნებას რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ჩვენს გაკვირვებას
იწვევს ისიც, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებათა მთავარი ექიმები თვითონ
აცხადებენ, რომ მათ ფსიქიატრი არ ესაჭიროებათ და ეს იმ ფონზე, როდესაც
დაწესებულებათა გარკვეულ ნაწილში 2008 წლის განმავლობაში კონსულტანტი
ფსიქიატრი საერთოდ არ შესულა.
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიღებული ტრავმებითა და დაზიანებებით
2008 წელს გარდაცვლილია ოთხი პატიმარი. ორ შემთხვევაში სიკვდილი განვითარდა
ელექტროტრავმის შედეგად. მონიტორინგის პერიოდში, რამდენიმე დაწესებულებაში
ჩვენ თვითონ დავაფიქსირეთ გაშიშვლებული ელექტროსადენები. მსგავსი
შემთხვევები წინა წლებშიც დაფიქსირდა. დანარჩენი ორი შემთხვევა მოდის ხონის
დაწესებულებიდან გაქცეული პატიმრების ლიკვიდაციაზე. გამოქვეყნებული
მონაცემებით, ერთი პატიმარი იმავე დღეს დაიღუპა ცეცხლსასროლი იარაღით
მიყენებული დაზიანებით, ხოლო მეორის გვამი მოგვიანებით იქნა აღმოჩენილი.
2008 წლის განმავლობაში, ვირუსული ჰეპატიტის აქტიური ფორმითა და ღვიძლის
ციროზით მოკვდა სამი პაციენტი, ხოლო საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა
ნაწილებიდან განვითარებული პროფუზული გასტროდუოდენური სისხლდენის და
მის ფონზე განვითარებული მწვავე ანემიით გარდაცვლილია ორი პაციენტი.
ცნობისათვის, ამ უკანასკნელი დიაგნოზით 2007 წელს 5 პაციენტია დაღუპული.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნის საფუძველზე ცნობილი გახდა,
რომ ქვემო კიდურების განგრენის და მის შედეგად განვითარებული ენდოტოქსემიით
გარდაცვლილია 1 პაციენტი. გარდა ამისა ასთმური სტატუსით – 2. ხოლო
ეპილეფსიური სტატუსით 1 პაციენტი.
77
მ იოკ ა რდიუმ ის
ინ ფა რქ ტი
ტრავმა, სროლა
ს უიციდი
მ ე ნ ინ გ ოე ნ ცე ფა ლიტ
პ ე რიტონ იტი
ციროზი/ჰეპატიტი
ს ის ხ ლდე ნ ა
ს ა ჭმ ლ.
მ ომ ნ . ტრა ქ ტ. ზე და /ნ
პ ნ ე ვ მ ონ ია
ა ს თმ ური ს ტა ტუს ი
ე პ ილე ფს იური ს ტა ტუს ი
ე ნ დოტე ქ ს ე მ ია
გ ა ნ გ რე ნ ის გ ა მ ო
უცნობია
4
5
4
5
ნოემბერი
დეკემბერი
7
11
ოქტომბერი
ინ ს ულტი
სექტემბერი
11
აგვისტო
ა ვ თვ ის ე ბ ია ნ ი
ს იმ ს ივ ნ ე ე ბ ი
ივლისი
3
ივნისი
გ ულის
და ა ვ ა დე ბ ე ბ ი
(გ ა რდა გ იდ)
მაისი
30
აპრილი
ფილტვ ე ბ ის
ტუბ ე რკ ულოზი
4
1
მარტი
5
თებერვალი
პენიტენციური სისტემის
დაწესებულებებში
პაციენტთა სიკვდილის
მიზეზები (2008 წ.)
იანვარი
სიკვდილობა პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში
8
5
13
16
9
8
6
8
7
10
4
1
6
6
4
1
2
1
2
2
1
1
1
1
1
2
1
2
1
1
1
2
1
1
2
1
1
2
1
1
1
1
2
1
2
1
1
2
3
1
1
1
1
1
1
2
3
2
5
2
1
1
3
2
1
1
1
1
2
1
1
1
1
1
1
5
პაციენტთა გარდაცვალების სრული
მიზედვით მოცემულია ცხრილში.
1
სპექტრი,
1
ნოზოლოგიებისა
2
1
და თვეების
ჩვენს ხელთ არსებული წყაროების შესწავლით, გარდაცვალების მიზეზის დადგენა
ვერ მოხერხდა 5 შემთხვევაში.
2008 წელს გარდაცვლილ პატიმართაგან აივ/შიდსი აღენიშნებოდა სამ პატიმარს.
ერთი შიდსიანი პატიმარი დაიღუპა 2008 წლის თებერვალში, ხოლო ორი პატიმარი ივლისში. აღსანიშნავია, რომ 2007 წელს მოკვდა აივ/შიდსით დაავადებული ოთხი,
ხოლო 2006 წელს - სამი პატიმარი.
მიუხედავად სახალხო დამცველის არაერთი გამოსვლისა და მიმართვისა, კვლავ
გრძელდება შიდსით დაავადებულ გარდაცვლილ პატიმართა მიმართ აშკარა
დისკრიმინაცია. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თუ სასამართლო–სამედიცინო
ექსპერტისათვის ცნობილია, რომ პაციენტი სიცოცხლეში დაავადებული იყო
აივ/შიდსით, ექიმები უარს ამბობენ გარდაცვლილის გვამის გაკვეთაზე.
78
სიკვდილობა პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში
აღნიშნულის რამდენიმე მაგალითი მოყვანილია საქართველოს სახალხო დამცველის
წინა წლების საპარლამენტო ანგარიშებში. მოგვყავს ერთი მაგალითი 2008 წლის
შემთხვევებიდან:
გარდაცვლილი პატიმარი გ.ი. 31 წლის. გარდაიცვალა სმჯავრდებულთა და
პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში. „ავადმყოფობის ისტორიის მიხედვით მას
დადგენილი აქვს შიდსის დიაგნოზი, ვინაიდან შიდსით გარდაცვლილი ავადმყოფის
გვამის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის მეთოდიკა და სათანადო
აღჭურვილობა არ არსებობს, ტარდება გვამის გარეგანი დათვალიერება. ...
ექსპერტიზის შედეგები:
1/ ვინაიდან არ ჩატარდა ი.გ.–ს გვამის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის წესით
გამოკვლევა მისი სიკვდილის მიზეზის დადგენა შეუძლებელია...
2/ ი.გ. – ს გვამზე აღენიშნებოდა დაზიანებები: უსწორო კიდეებიანი ჭრილობა
შუბლის არეში. ნაჩხვლეტი ჭრილობები ორივე ზედა კიდურზე. უსწორო კიდეებიანი
ჭრილობა განვითარებულია სიცოცხლის დროს სიკვდილის დადგომამდე 6–7 დღით
ადრე რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. ...
3/ ვინაიდან არ ჩატარდა ი.გ.–ს გვამის სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის წესით
გამოკვლევა, სისხლი, შარდი და შინაგანი ორგანოები ქიმიურ გამოკვლევაზე არ იქნა
აღებული.“
ალბათ მოყვანილი მაგალითის შემდეგ აშკარაა, რომ შიდსით დაავადებული პირის
ნაძალადევი სიკვდილის შემთხვევაში ჭეშმარიტების დადგენის შესაძლებლობა
მინიმალურია, რითაც ამ კატოგორიის პირები იმყოფებიან მაღალი რისკის ქვეშ და
განიცდიან აშკარა დისკრიმინაციას!
როგორც მოყვანილი ინფორმაციიდან ჩანს, საქართველოს პენიტენციური სისტემის
დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების მხრივ გაუმჯობესება თითქმის არ
მომხდარა, რასაც ადასტურებს სიკვდილობისა და ავადობის სპექტრი, რომელიც
თითქმის ანალოგიურია გასული წლების ანალოგიურ მაჩვენებლებთან მიმართებაში.
მიუხედავად კერძო სადაზღვევო კომპანიის შემოსვლისა, ამან მდგომარეობა
არსებითად ვერ შეცვალა და გარკვეულ სფეროებში აღინიშნა რეგრესი. აღნიშნულის
თქმის
საფუძველს
გვაძლევს
საქართველოს
პენიტენციური
სისტემის
დაწესებულებებში სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული ტოტალური
მონიტორინგი, რომელიც პირველად განხორციელდა. მონიტორინგის დროს
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჯანმრთელობის დაცვის საკითხებს და მათი
გადაწყვეტის პრაქტიკას 2008 წლის განმავლობაში.
79
პირობით ვადამდე გათავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა
პირობით ვადამდე გათავისუფლება და სასჯელის
მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით
შეცვლა
I.
საკანონმდებლო რეგულირება
მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის
მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის საკითხი რეგულირდება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, საქართველოს კანონით „პატიმრობის
შესახებ“, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 26 ივნისის #619
ბრძანებით „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის
დებულების დამტკიცების შესახებ“.
1.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არეგულირებს მსჯავრდებულის მიერ
პირობით ვადამდე გათავისუფლების პირობებს. კერძოდ, საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 72–ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: „პირობით ვადამდე
გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად
მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის
არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის
არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი
სასჯელის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი; დ) სამი მეოთხედი სასჯელისა,
რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე
გაათავისუფლეს, ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე6 ნაწილის საფუძველზე.“ გარდა ამისა ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად
„მსჯავრდებულის მიერ ფაქტობრივად მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ
უნდა იყოს ექვს თვეზე ნაკლები“.
აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ
მსჯავრდებულისთვის საჭირო აღარ არის დარჩენილი სასჯელის სრულად მოხდა და
მის მიერ მოხდილი სასჯელის ვადა აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 ნაწილით
გათვალისწინებულ მოთხოვნას, სასამართლოს შეუძლია, მსჯავრდებული პირობით
ვადამდე გაათავისუფლოს.
სისხლის სამართლის კოდექსის 73–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად:
„სასამართლოს შეუძლია ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების
აღკვეთით მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის დროს მისი ყოფაქცევის
გათვალისწინებით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სახის
სასჯელით. ამასთანავე, იგი შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს
დამატებითი სასჯელის მოხდისაგან (გარდა ქონების ჩამორთმევისა)“.
80
პირობით ვადამდე გათავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა
2. საქართველოს კანონი „პატიმრობის შესახებ“
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 68–ე მუხლი შეეხება დეპარტამენტის
იმ მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობას, რომელიც განიხილავს მსჯავრდებულის
შუამდგომლობას პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის
მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის შესახებ. აღნიშნული
მუხლი პირობითად შეიძლება დაიყოს ოთხ ნაწილად:
1. „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის თანახმად,
“დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისია სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის
პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის
უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის თაობაზე წარდგინებით მიმართავს
სასამართლოს”. მუდმივმოქმედი კომისია მხოლოდ შუალედური რგოლია
მსჯავრდებულსა და სასამართლოს შორის, რომელიც მსჯავრდებულის საქმის
მასალებზე დაყრდნობით განიხილავს მის შუამდგომლობას.
2. „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 68–ე მუხლი არეგულირებს პირობით
ვადამდე გათავისუფლების შესახებ დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიისათვის
მიმართვის წესს. კერძოდ, „დეპარტამენტის მუდმივმოქმედ კომისიას სასჯელის
მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის
უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს
მსჯავრდებული, მისი დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი, ახლო ნათესავი ან
სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი“.
3. „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 68–ე მუხლის მე–5 პუნქტი აღწერს იმ
პირობებს,
რომელთა
დაკმაყოფილების
შემთხვევაში
დეპარტამენტის
მუდმივმოქმედი
კომისია
უფლებამოსილია,
სასამართლოს
წარუდგინოს
მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი
ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის საკითხი. ეს პირობაა: მსჯავრდებული
სასჯელის მოხდის პერიოდში კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობებს.
გარდა აღნიშნული პირობისა, მუდმივმოქმედი კომისია მსჯავრდებულის პირადი
საქმის განხილვისას მხედველობაში იღებს მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ
პირობებს, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, მოხდილი სასჯელს და სხვა
გარემოებებს, რომლებიც დადებითად ახასიათებს მას.
4. დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის უარი, რომელიც პატიმრობის შესახებ“
საქართველოს კანონის 68–ე მუხლის მე–7 პუნქტის თანახმად, „უნდა იყოს
მოტივირებული“.
3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 26 ივნისის #619 ბრძანება
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობის წესი
განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 26 ივნისის #619
ბრძანებით.
აღნიშნული ბრძანების მიხედვით: დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის
სხდომები ტარდება თვეში ერთხელ; კომისიის წევრთა რაოდენობა განისაზღვრა
შვიდი წევრით; კომისიის სხდომის ჩატარებისას
ფორმდება ოქმი; კომისია
უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედი;
საკითხის ხელახალი განხილვა შესაძლებელია უარის თქმიდან 6 თვის გასვლის
შემდეგ;
დეპარტამენტის
მუდმივმოქმედი
კომისია
ხელმძღვანელობს
81
პირობით ვადამდე გათავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა
დამოუკიდებლობის,
პრინციპით.
კანონიერების,
გამჭირვალობისა
და
მიუკერძოებლობის
დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის პირველი სხდომა შედგა 2006 წლის
ივლისში.
II. პირობით ვადამდე გათავისუფლების სტატისტიკა
სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოპოვებული პირობით ვადამდე
გათავისუფლების სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სასჯელაღსრულების
დეპარტამენის მუდმივმოქმედმა კომისიამ 2006 წლის პირველი ივლისიდან 2008
წლის პირველ ოქტომბრამდე 1048 მსჯავრდებულის შუამდგომლობით მიმართა
სასამართლოს, რომელთაგან დაკმაყოფილდა 924, რაც საერთო რაოდენობის 96%–ს
შეადგენს.
2006 წლის პირველი ივლისიდან 2008 წლის პირველ ოქტომბრამდე სასამართლოს
წარედგინა სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის
შესახებ მხოლოდ 3 შუამდგომლობა, რომელთაგანაც სასამართლომ არც ერთი არ
დააკმაყოფილა.
2006 წლის ივლისიდან 2008 წლის დეკემბრის ჩათვლით მუდმივმოქმედ კომისიას
სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის შესახებ
შუამდგომლობით მიმართა მხოლოდ შვიდმა მსჯავრდებულმა, რომელთაგან
კომისიის მიერ არც ერთი არ იქნა დაკმაყოფილებული.
2006 წლის ივლისიდან 2008 წლის დეკემბრის ჩათვლით მუდმივმოქმედ კომისიას
პირობით ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა 4 294
მსჯავდებულმა, რომელთაგან დაკმაყოფილებული იქნა 1 377 მსჯავრდებულის
შუამდგომლობა, რაც საერთო რაოდენობის 32% შეადგენს. 2006 წელს კომისიას
შუამდგომლობით მიმართა 344–მა მსჯავრდებულმა, რომელთაგან დაკმაყოფილდა
59, ანუ 17%, 2007 წელს კომისიას მიმართა 1339–მა მსჯავრდებულმა – 271, ანუ 20%,
ხოლო 2008 წელს 2611–მა – დაკმაყოფილდა 1047, ანუ 40%.
როგორც სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, 2006 წელთან შედარებით მომდევნო
2007 და 2008 წლებში იმატა იმ მსჯავრდებულთა რაოდენობამ, რომელთა პირობით
ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობებიც მუდმივმოქმედი კომისიის მიერ
დაკმაყოფილებული იქნა. აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები მისასალმებელია,
თუმცა გაუგებრობას იწვევს ის ფაქტი, რომ მუდმივმოქმედი კომისიის მიერ
ზოგიერთ კომისიის სხდომაზე დაკმაყოფილებულია შუამდგომლობათა 60 და 80
პროცენტი, ხოლო ზოგიერთ სხდომაზე კი ან საერთოდ არ არის არც ერთი
შუამდგომლობა დაკმაყოფილებული, ან დაკმაყოფილებულია შუამდგომლობათა
მხოლოდ 5%. მაგალითად: მუდმივმოქმედი კომისიის მიერ 2008 წლის თებერვლის
სხდომაზე 687 შუამდგომლობიდან დაკმაყოფილდა 521, ასევე 2008 წლის დეკემბრის
სხდომაზე 526 შუამდგომლობიდან დაკმაყოფილდა 386, ხოლო 2008 წლის აპრილის
თვეში 336 შუამდგომლობიდან დაკმაყოფილდა 4, ასევე 2007 წლის სხდომაზე 126–
დან – მხოლოდ 1, იმავე წლის ივნისში 96–დან – 1. 2006 წლის ივლისის და აგვისტოს,
82
პირობით ვადამდე გათავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა
2007 წლის იანვრის, მარტის და სექტემბერის და 2008 წლის აგვისტოს
მუდმივმოქმედი კომისიის სხდომებზე არ იქნა არც ერთი მსჯავრდებულის პირობით
ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობა დაკმაყოფილებული.
III. დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის ოქმების
აღწერილობა
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ სასჯელაღსრულების
დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა 2006 წლის ივლისიდან 2009 წლის იანვრის
თვის ჩათვლით ყველა სხდომის ოქმი. ვინაიდან მსჯავრდებულები ძალიან
იშვიათად მიმართავენ მუდმივმოქმედ კომისიას სასჯელის მოუხდელი ნაწილის
უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის თაობაზე, სახალხო დამცველის აპარატის მიერ
განხორციელდა მხოლოდ პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედ
კომისიის სხდომის ოქმების შესწავლა. მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის ოქმების
ანალიზით შესაძლებელი ხდება, ზუსტად დადგინდეს ის მიმართულებები და
პრინციპები, რომლითაც მუდმივმოქმედი კომისია თავისი უფლებამოსილების
განხორციელებისას პრაქტიკაში ხელმძღვანელობს.
მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის ოქმებში, 2006 წლის ივლისიდან 2007 წლის
იანვრამდე, შემდეგი სახის ინფორმაცია იყო დაფიქსირებული:
1.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იმ დაწესებულების დასახელება,
სადაც მსჯავრდებული იხდის სასჯელს,
2.
მსჯავრდებულის სახელი გვარი, დაბადების წელი,
3.
ნასამართლობა,
4.
განაჩენის გამომტანი სასამართლოს დასახელება,
5.
სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმა, რომლის დარღვევის გამოც
მსჯავრდებული იხდის სასჯელს,
6.
სასჯელის ზომა,
7.
სასჯელის დასაწყისი, დასასრული და უკვე მოხდილი სასჯელის
ოდენობა;
8.
მსჯავრდებულის დასჯის ან წახალისების შესახებ ინფორმაცია და
ადმინისტრაციის მიერ მსჯავრდებულის დადებითად ან უარყოფითად
შეფასება,
9.
მოტივაცია იმის შესახებ, თუ რატომ დაკმაყოფილდა ან არ
დაკმაყოფილდა მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების
საკითხის სასამართლოს წინაშე წარდგენა;
დასაბუთების დროს ყურადღება არის გამახვილებული:
ა) სასჯელზე,
ბ) ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეზე,
გ) მსჯავრდებულის ნასამართლობაზე,
დ) ს/ა დაწესებულების დახასიათება,
10.
გადაწყვეტილება იმის თაობაზე, წარედგინოს თუ არა სასამართლოს
მსჯავრდებულის შესახებ პირობით ვადამდე გათავისუფლების
საკითხი, განსახილველად.
83
პირობით ვადამდე გათავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა
2007 წლის იანვრიდან მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის ოქმებში ფიქსირდება
შემდეგი ინფორმაცია:
1. სასჯელარსრულების დეპარტამენტის იმ დაწესებულების დასახელება, სადაც
მსჯავრდებული იხდის სასჯელს,
2. მსჯავრდებულის სახელი გვარი, დაბადების წელი, განათლება, ოჯახური
მდგომარეობა, საცხოვრებელი ადგილი,
3. ნასამართლობა,
4. განაჩენის გამომტანი სასამართლოს დასახელება,
5. სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმა, რომელიც დაარღვია
მსჯავრდებულმა,
6. სასჯელის ზომა,
7. სასჯელის დასაწყისი, დასასრული და უკვე მოხდილი სასჯელის ოდენობა,
8. მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის მოკლე აღწერილობა,
9. მსჯავრდებულის დასჯის ან წახალისების შესახებ ინფორმაცია და
ადმინისტრაციის მიერ მსჯავრდებულის დადებითად ან უარყოფითად
შეფასება,
10. მოტივაცია იმის შესახებ, თუ რატომ დაკმაყოფილდა ან არ დაკმაყოფილდა
მსჯავრდებულის
პირობით
ვადამდე
გათავისუფლების
საკითხის
სასამართლოს წინაშე წარდგენა. დასაბუთების დროს ყურადღება არის
გამახვილებული:
ა) დაწესებულების დახასიათებაზე,
ბ) ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეზე,
გ) სასჯელის მიზნის მიღწევაზე,
11. გადაწყვეტილება იმის თაობაზე, წარედგინოს თუ არა სასამართლოს
მსჯავრდებულის შესახებ პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი,
განსახილველად.
თუ მოვახდენთ მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის ოქმების შედარებას, ნათელი
გახდება, რომ 2007 წლის იანვრიდან სხდომის ოქმებს დაემატა მსჯავრდებულის
შესახებ შემდეგი სახის ინფორმაციები: განათლება, ოჯახური მდგომარეობა,
საცხოვრებელი ადგილი, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მოკლე აღწერილობა, რაც
კომისიის მუშაობის დადებით მხარედ უნდა იქნეს მიჩნეული.
ხოლო რაც შეეხება ოქმებთან დაკავშირებით მომხდარ ცვლილებათა უარყოფით
მხარეს, ის გამოიხატება მის სამოტივაციო ნაწილში, რომელიც 2007 წლის იანვრიდან
უფრო ზოგადი ხასიათის გახდა და მსჯავრდებულის პიროვნების ინდივიდუალურ
მოტივაციას, რასაც 2007 წლის იანვრამდე თუნდაც მცირეოდენი ფორმით, მაგრამ
მაინც იყო აღწერილი, საერთოდ აღარ ვხვდებით. აღნიშნული დიდ გაუგებრობას
იწვევს, ვინაიდან სწორედ 2007 წლის იანვრიდან დაიწყო კომისიამ სხდომის ოქმებში
მსჯავრდებულზე ისეთი ინფორმაციის შეტანა (განათლება, ოჯახური მდგომარეობა,
მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მოკლე აღწერილობა), რასაც მოტივაციის
ინდივიდუალიზაცია უნდა მოჰყოლოდა.
84
პირობით ვადამდე გათავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა
1. სამეურნეო სამსახურში მყოფი მსჯავრდებულების პრობლემა
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაანალიზებული სასჯელაღსრულების
დაწესებულების მუდმივმოქმედი კომისიის ოქმებით ირკვევა, რომ ხშირია
შემთხვევები, როდესაც მსჯავრდებულს მოხდილი აქვს საქართველოს სსკ 72–ე
მუხლით
დადგენილი
თავისუფლების
აღკვეთის
ვადა,
ირიცხება
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამეურნეო საქმიანობაში და ციხის
ადმინისტრაციის მიერ ხასიათდება დადებითად, კომისია უარს ეუბნება პირობით
ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ხაზგასასმელია
სწორედ მსჯავრდებულის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულების
სამეურნეო სამსახურში ჩარიცხვა, ვინაიდან სწორედ ის ფაქტი, რომ მსჯავრდებული
კეთილსინდისიერად
ასრულებს
თავის
მოვალეობას
სასჯელაღსრულების
დაწესებულების პირობებში და ადმინისტრაციის მიერ ხასიათდება დადებითად,
უნდა იყოს ის წინაპირობა, რის გამოც ასეთი მსჯავრდებულის შუამდგომლობა
მუდმივმოქმედი კომისიის მიერ იქნება დაკმაყოფილებელი და გადაეცემა
მოსამართლეს, ვინაიდან სასჯელაღსრულების დაწესებულების ძირითადი მიზანი
სწორედ მსჯავრდებულის რესოციალიზაციაა, რაც პირველ რიგში, უნდა
განხორციელდეს
მისი
დასაქმებით.
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის
მუდმივმოქმედი კომისიის მიერ 2006 წლის ივლისიდან 2008 წლის დეკემბრის
ჩათვლით განხილულ იქნა 209 ისეთი მსჯავრდებულის შუამდგომლობა, რომლებიც
ირიცხებიან
სამეურნეო
სამსახურში.
აღნიშნული
შუამდგომლობებიდან
დაკმაყოფილებულ იქნა მხოლოდ 60. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის
მუდმივმოქმედი კომისიის 2007 წლის 29 ივნისის სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #5 საპყრობილის იმ სამი მსჯავრდებულის
შუამდგომლობა, რომლებიც ირიცხებოდნენ დაწესებულების სამეურნეო სამსახურში
და კეთილსინდისიერად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას არ იქნა
დაკმაყოფილებული. აღსანიშნავია ერთი გარემოებაც – ზემოაღნიშნული სამი
მსჯავრდებულიდან, რომლებიც სამეურნეო სამსახურში
ირიცხებოდა, ერთი
მათგანი მსჯავრდებული გიორგი ჭ. ადმინისტრაციის მიერ წახალისებულია 5–ჯერ,
სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი არ ყოფილა და იმავე დაწესებულების
ადმინისტრაციის მიერ ხასიათდება დადებითად, მოხდილი აქვს სასჯელის 2/3.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის 2008 წლის 22
აპრილის სხდომის ოქმით ირკვევა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #10
საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების ბინადარის, პაატა გ.–ს შუამდგომლობა
ასევე არ დაკმაყოფილდა, თუმცა ეს მსჯავრდებულიც ირიცხებოდა სამეურნეო
სამსახურში, ადმინისტრაციის მიერ წახალისებულია სამჯერ (დასჯილი არ ყოფილა)
და მოხდილი აქვს სასჯელის ¾.
დასკვნის
სახით
შეიძლება
ითქვას,
რომ
მსჯავრდებულის
დასაქმება
ადმინისტრაციის სამეურნეო სამსახურში წამახალისებელი ფაქტორი უნდა იყოს მისი
პირობით ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, იმ
შემთხვევაში თუ:
1. მსჯავრდებულს მოხდილი აქვს სასჯელის კანონით დადგენილი ის ვადა,
რომლის გასვლის შემდეგაც იგი შეიძლება გათავისუფლდეს პირობით
ვადამდე;
85
პირობით ვადამდე გათავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა
2. მსჯავრდებული ირიცხება ადმინისტრაციის სამეურნეო სამსახურში;
3. მსჯავრდებული კეთილსინდისიერად ასრულებს ადმინისტრაციის მიერ
მასზედ დაკისრებულ მოვალეობას;
4. კეთილსინდისიერად მოვალეობის შესრულებისათვის სასჯელაღსრულების
დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ წახალისებულია (ან არ არის) და
ხასიათდება დადებითად.
2. მსჯავრდებული დედები და არასრულწლოვნები
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის
მუდმივმოქმედი
კომისიის
ოქმების
შესწავლით გაირკვა, რომ კომისიის მიერ არავითარი უპირატესობა არ ენიჭებათ
მსჯავრდებული დედების და არასრულწლოვნების შუამდგომლობებს, მათი
პირობით ვადამდე გათავისუფლების კუთხით.
მუდმივმოქმედი კომისიის 2008 წლის 17 მარტის სხდომის ოქმის თანახმად, არ
დაკმაყოფილდა ქალთა და არასრულწლოვანთა #5 საერთო და საპყრობილის რეჟიმის
დაწესებულების მსჯავრდებულის, წარსულში ნასამართლობის არმქონის, 1969 წელს
დაბადებულის, ქმარშვილიანი – 5 შვილის დედის, ხათუნა ს.–ს შუამდგომლობა
პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ იგი
ადმინისტრაციის მიერ ხასიათდებოდა დადებითად და ჩადენილი ჰქონდა ნაკლებად
მძიმე დანაშაული. ვფიქრობთ, იმ შემთხევებში, როდესაც საქმე ეხება ისეთ დედებს,
რომელთაც ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები, ან არიან მრავალშვილიანი დედები და
აკმაყოფილებენ საქართველოს სსკ 72–ე მუხლის მოთხოვნებს, კომისია ვალდებულია,
დააკმაყოფილოს მათი შუამდგომლობა პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე.
მცირეწლოვანი ან მრავალშვილიანი დედების ციხეში ყოფნა პრობლემურია იმ
თვალსაზრისითაც, რომ მათ შვილებზე აღარ ხდება ისეთი ზრუნვა და კონტროლის
განხორციელება, როგორც ეს საკუთარ დედას შეეძლო განეხორციელებინა.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის მიერ 2009 წლის 27
იანვრის სხდომაზე ასევე არ იქნა დაკმაყოფილებული 1992 წელს დაბადებული
არასრულწლოვანი გოგონას, ქალთა და არასრულწლოვანთა #5 საერთო და
საპყრობილის
რეჟიმის
დაწესებულების
მსჯავრდებულის
ნელი
ტ.–ს.
შუამდგომლობა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტს არ გააჩნია იმის პირობები,
რომ მსჯავრდებული გოგონები და ქალები მოთავსებული იყვნენ სხვადასხვა
საპატიმრო დაწესებულებებში, რაც უხეშად არღვევს გაეროს ბავშვთა უფლებათა
კონვენციის 37–ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტს და „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს
კანონის 22–ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს, რომელთა მიხედვით
ყოველი თავისუფლებააღკვეთილი ბავშვი (18 წლამდე პირი) უნდა განცალკევდეს
უფროსი მსჯავრდებულებისაგან.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის მიერ 2009 წლის 27
იანვრის სხდომაზე არ იქნა დაკმაყოფილებული 1991 წელს დაბადებული
არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების მსჯავრდებულის ჯაბა რ.–ს
შუამდგომლობა. ვფიქრობთ, იმის გამო, რომ არასრულწლოვნები იმყოფებიან ფრიად
განსაკუთრებული ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური განვითარების ეტაპზე
(გარდატეხის ასაკი), როდესაც ისინი ადვილად შეიძლება მოექცნენ სხვა პირების
გავლენის ქვეშ, ანუ თუ ისინი 18 წლის მიღწევის შემდეგ სასჯელის მოხდას
86
პირობით ვადამდე გათავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა
გააგრძელებენ სრულწლოვან, მათზე უფრო კრიმინალ მსჯავრდებულებთან, ისინი
სავარაუდოდ დაადგებიან კრიმინალურ კარიერას. გარდა ამისა არასრულწლოვნების
მიმართ სასჯელი გამოყენებულ უნდა იქნეს, როგორც უკიდურესი ზომა და
პირველივე შესაძლებლობისამებრ ისინი გათავისუფლებულნი უნდა იქნენ
სასჯელის მოხდისაგან (გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის 37–ე მუხლის „ბ“
ქვეპუნქტი).
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ თუ არასრულწლოვანი აკმაყოფილებს
საქართველოს
სსკ
72–ე
მუხლის
მოთხოვნებს,
კომისია
ვალდებულია
დააკმაყოფილოს მისი შუამდგომლობა პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე.
3. მსჯავრდებულის უარყოფითი დახასიათება
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის ოქმების შესწავლა–
ანალიზისას გაირკვა, რომ ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც იმ დაწესებულების
ადმინისტრაციის მიერ, სადაც მსჯავრდებული იხდის სასჯელს, იგი ხასიათდება
უარყოფითად, თუმცა დაკმაყოფილებული ყოფილა მისი შუამდგომლობა პირობით
ვადამდე გათავისუფლებაზე, რაც ფრიად გაუგებარია.
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 68–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად,
პირობით ვადამდე გათავისუფლების ერთ–ერთ მნიშვნელოვან წინაპირობად არის
მიჩნეული, რომ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში კეთილსინდისიერად
ასრულებდეს თავის მოვალეობას, ანუ ციხის ადმინისტრაციის მიერ იგი უნდა
ხასიათდებოდეს დადებითად.
აღნიშნული საკითხი გასათვალისწინებელია საქართველოს სსკ 39–ე მუხლის
კუთხითაც. კერძოდ, სასჯელის ერთ–ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს
მსჯავრდებულის რესოციალიზაცია, ანუ მასზე ციხის პირობებში ისეთი სახით
ზემოქმედების მოხდენა, რომ მოხდეს მისი გამოსწორება და იგი საზოგადოებას
დაუბრუნდეს, როგორც მისი სრულფასოვანი წევრი და ნაკლები იყოს იმის
ალბათობა, რომ იგი კვლავ ჩაიდენს დამნაშაულს. თუ არა მსჯავრდებულის მიერ
სასჯელის მოხდის პერიოდში მისი გამოსწორება, ანუ ადმინისტრაციის მიერ
დადებითად დახასიათება, სხვა უფრო მყარი ხასიათის არგუმენტი, რომ პირი
პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში აღარ ჩაიდენს დანაშაულს,
მუდმივმოქმედ კომისიას არ გააჩნია, ვინაიდან სწორედ მსჯავრდებულის
ადმინისტრაციაა ის დაწესებულება, რომელიც იცნობს მსჯავრდებულს, იცის მისი
პიროვნება და შეუძლია განსაზღვროს, თუ რამდენად დაცული იქნება საზოგადოება
მისი პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში. იმისათვის, რომ კომისია
დარწმუნდეს
რამდენად
საშიში
შეიძლება
იყოს
მსჯავრდებული
საზოგადოებისათვის, საჭიროა იგი გაესაუბროს მსჯავრდებულს და ამის შემდეგ
მოახდინოს მისი პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა.
ისეთი მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლება, რომლებიც ციხის
დაწესებულების მიერ ხასიათდება უარყოფითად, გამოიწვევს სხვა ისეთი
პატიმრების
საფუძვლიან
უკმაყოფილებას,
მათში
უთანასწორობისა
და
უსამართლობის გრძნობის ჩამოყალიბებას, რომლებიც კეთილსინდისიერად იხდიან
87
პირობით ვადამდე გათავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა
სასჯელს, თუმცა მათი შუამდგომლობა პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე
მუდმივმოქმედი კომისიის მიერ დაკმაყოფილებული არ იქნა.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის 2007 წლის 26
თებერვლის სხდომის ოქმის მიხედვით, მუდმივმოქმედმა კომისიამ დააკმაყოფილა
#1 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების მსჯავრდებულის ვლადიმერ ჩ.–ს
შუამდგომლობა პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე იმის მიუხედავად,
რომ იგი სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი იყო ერთხელ, წახალისებული არ
ყოფილა, დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ, სადაც იგი იხდიდა სასჯელს,
ხასიათდებოდა უარყოფითად და მოხდილი ჰქონდა სასჯელის ნახევარი.
მუდმივმოქმედი კომისიის მიერ 2007 წლის 26 თებერვლის სხდომაზე ასევე
დაკმაყოფილდა სასჯელაღსრულების დაწესებულების საერთო და მკაცრი რეჟიმების
დაწესებულების მსჯავრდებულის ვალტერ ც.–ს შუამდგომლობა, მიუხედავად იმისა,
რომ იგი ციხის ადმინისტრაციის მიერ ხასიათდებოდა უარყოფითად და მოხდილი
ჰქონდა სასჯელის მხოლოდ ნახევარი.
საინტერესოა აგრეთვე ამავე სხდომაზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #7
მკაცრი რეჟიმის დაწესებულების მსჯავრდებულის მამუკა თ.–ს შუამდგომლობის
დაკმაყოფილების ფაქტი, ვინაიდან მსჯავრდებული მამუკა თ. წარსულში იყო
ნასამართლევი, სასჯელის მოხდის პერიოდში ადმინისტრაციის მიერ დასჯილი იყო
ორჯერ და ხასიათდებოდა უარყოფითად. მიუხედავად ამისა მუდმივმოქმედი
კომისიის მიერ დაკმაყოფილდა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ მისი
შუამდგომლობა.
ჩვენს მიერ მოყვანილი სამი ფაქტი მხოლოდ მაგალითია იმისა, თუ როგორ ძნელი
გასაგებია
საზოგადოებისათვის
(დაინტერესებული
პირებისათვის)
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის მუშაობის ერთიანი
ხაზის (სტრატეგიის) დადგენა.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის ოქმების
გაანალიზებით დადგინდა საკმაოდ ბევრი ისეთი შუამდგომლობის დაკმაყოფილების
შემთხვევა, როდესაც მსჯავრდებული პირი სასჯელაღსრულების დაწესებულების
მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილია (ხშირად რამდენჯერმე)
დისციპლინური წესით, წახალისებული არ ყოფილა, ხასიათდება უარყოფითად და
მოხდილი აქვს სასჯელის მხოლოდ კანონით დადგენილი მინიმუმი. აშკარაა, რომ
ისეთ
უამრავ
სხვა
მსჯავრდებულებთან
მიმართებაში,
რომლებიც
კეთილსინდისიერად ასრულებენ მსჯავრდებულის მოვალეობას, პრობლემას არ
უქმნიან სასჯელაღსრულების ადმინისტრაციას სასჯელის მოხდის პერიოდში,
ირიცხებიან დაწესებულების სამეურნეო სამსახურში, სასჯელაღსრულების
დაწესებულების მიერ წახალისებულნი არიან და ხასიათდებიან დადებითად,
მოხდილი აქვთ სასჯელის 2/3–დი ან ¾–დი და ჩადენილი აქვთ იგივე (ან უფრო
ნაკლები) სიმძიმის დანაშაული, ადგილი აქვს მუდმივმოქმედი კომისიის მხრიდან
ასეთი მსჯავრდებულების აშკარა პრივილეგირებას.
88
პირობით ვადამდე გათავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა
ფრიად მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტი, რომ
მსჯავრდებული ციხის
დაწესებულების მიერ ხასიათდება დადებითად, მიუხედავად იმისა, რომ იგი
დასჯილი იყო სასჯელის მოხდის პერიოდში რამდენჯერმე, სასჯელი არ არის
გაქარწყლებული, ხოლო მუდმივმოქმედი კომისიის მიერ დაკმაყოფილდა ასეთი
მსჯავრდებულის შუამდგომლობა. მაგალითად, 2008 წლის 14 თებერვალის
მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის ოქმის თანახმად, მუდმივმოქმედმა კომისიამ
დააკმაყოფილა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #2 საერთო, მკაცრი და
საპყრობილის მსჯავრდებულის უჩა კ.–ს შუამდგომლობა. სხდომის ოქმის მიხედვით,
იგი სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილია ორჯერ, წახალისებული არ ყოფილა,
ხასიათდება დადებითად. ამავე სხდომის ოქმით ირკვევა, რომ ქალთა და
არასრულწლოვანთა #5 საერთო და საპყრობილის რეჟიმის სასჯელაღსრულების
დაწესებულების მსჯავრდებულის მაია გ.–ს შუამდგომლობა ასევე დაკმაყოფილდა
მუდმივმოქმედი კომისიის მიერ. სხდომის ოქმის მიხედვით სასჯელის მოხდის
პერიოდში დასჯილია 8–ჯერ, წახალისებული არ ყოფილა, ხასიათდება დადებითად.
ამავე სხდომის ოქმის მიხედვით, მუდმივმოქმედი კომისიის მიერ დაკმაყოფილდა
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის
დაწესებულების მსჯავრდებულის შუამდგომლობა. სხდომის ოქმის მიხედვით იგი
სასჯელის მოხდის, პერიოდში წახალისებული არ ყოფილა, დასჯილია 13–ჯერ,
ადმინისტრაციის მიერ ხასიათდება დადებითად.
ზემოაღნიშნული მაგალითები საფუძვლიან ეჭვს წარმოშობს იმის თაობაზე, რომ
დაწესებულების ადმინისტრაცია დაინტერესებული იყოს ზოგიერთი პატიმრის
პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის მუდმივმოქმედი კომისიის მიერ
დადებითად გადაწყვეტისა, და მიუხედავად იმისა, რომ იგი სასჯელის მოხდის
პერიოდში დასჯილი იყო რამდენჯერმე, მაინც ახასიათებს დადებითად. ვფიქრობთ,
ადმინისტრაცია ვალდებულია, მუდმივმოქმედი კომისიისათვის მსჯავრდებულის
დახასიათების წარდგენის დროს იყოს ობიექტური და არ დაუშვას არავითარი
ზეგავლენა პატიმრის ან მისი ნათესავების მხრიდან. მსჯავრდებული, რომელიც
რამდენჯერმე, იყო დასჯილი სასჯელის მოხდის პერიოდში და არ ასრულებს
კანონით
მასზე
დაკისრებულ
მოვალეობას,
არ
შეიძლება,
ჩაითვალოს
რესოციალიზებულად, შესაბამისად, ასეთი მსჯავრდებულის მუდმივმოქმედი
კომისიის
მიერ
პირობით
ვადამდე
გათავისუფლების
შუამდგომლობის
დაკმაყოფილება, ხოლო შემდგომ სასამართლოს მხრიდან მისი გათავისუფლება
გამოიწვევს საზოგადოების უსაფრთხოების ხელყოფას.
4. გადაწყვეტილების ერთხმად მიღება
სახალხო დამცველის აპარატის მიერ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის
მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობის (სხდომის ოქმების) ანალიზმა ცხადყო, რომ
ყველა მსჯავრდებულზე პირობით ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობის
დაკმაყოფილების ან უარის თქმის საკითხზე მუდმივმოქმედი კომისიის წევრები
გადაწყვეტილებას იღებენ ყოველთვის ერთხმად და არ ყოფილა მუდმივმოქმედი
კომისიის 2 წლიანი საქმიანობის მანძილზე ერთი შემთხვევაც კი, როდესაც
მუდმივმოქმედი კომისიის ერთ–ერთ წევრს (ხშირად კომისიას ესწრება 5 წევრი)
მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით
დაეფიქსირებინოს სხვა წევრების საწინააღმდეგო პოზიცია.
89
პირობით ვადამდე გათავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა
აღნიშნული საფუძვლიან ეჭვს იწვევს იმის თაობაზე, ტარდება თუ არა
მუდმივმოქმედი კომისიის სხდომები და ხომ არ ხდება კომისიის წევრების მიერ უკვე
შექმნილ პირობით ვადამდე გათავისუფლების დოკუმენტზე (სხდომის ოქმზე)
მხოლოდ მათი ხელისმოწერის დაფიქსირება. აღნიშნულ ეჭვს ამყარებს ასევე
მუდმივმოქმედი კომისიის 2008 წლის 15 მაისის სხდომის ოქმში გაპარული შეცდომა,
რომელიც ერთი სახისაა, რაც მიუთითებს ერთი მსჯავრდებულის სამოტივაციო
ნაწილის სხვა მსჯავრდებულებზე „კოპი–პეისტით“ - ავტომატურ – გადატანა–
გამოყენებაზე.
გარდა ამისა 2009 წლის 27 იანვარს მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა დაიწყო 15
საათზე და განიხილა 235 მსჯავრდებულის პირობთ ვადამდე გათავისუფლების
შუამდგომლობა. თუ მუდმივმოქმედი კომისია იმუშავებდა კანონით დადგენილ
დრომდე, 19 საათამდე, ანუ 235 მსჯავრდებულის საკითხს განიხილავდა 4 საათის
განმავლობაში,
მაშინ
თითოეული
მსჯავრდებულის
საქმის
განხილავას
მოანდომებდა ერთ წუთს, რაც წარმოუდგენელია.
თუ ვივარაუდებთ, რომ მუდმივმოქმედი კომისიის ხუთი წევრი წინასწარ, კომისიის
სხდომამდე, ეცნობა მსჯავრდებულის შესახებ პირობით ვადამდე გათავისუფლების
მასალებს, როგორც ეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი
კომისიის საქმიანობის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 26
ივნისის #619 ბრძანების მე–7 მუხლის პირველი ნაწილით არის გათვალისწინებული,
კერძოდ, მსჯავრდებულის პირადი საქმის მასალებს (საქართველოს იუსტიციის
მინისტრის 1999 წლის 29 დეკემბრის #370 ბრძანების თანახმად მსჯავრდებულის
პირადი საქმის პირველ ნაწილში ჩაიკერება: დაკავების ოქმი, დადგენილება
ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის შეფარდების შესახებ,
პირადი ჩხრეკის ოქმი, დაკავებულის ანკეტა, განაჩენები და სხვა) დახასიათებასთან
ერთად კომისიას წარუდგენს დაწესებულების დირექტორი, მაშინ თითოეული
კომიიის წევრი ვალდებულია, გაეცნოს თითოეულ მსჯავრდებულზე სულ ცოტა 10
გვერდს, რაც 235 მსჯავრდებულზე თითო კომისიის წევრზე გამოდის 2 350 გვერდი,
რაც სავარაუდოდ 10–12 ტომს შეადგენს, რის გასაცნობად და დასამუშავებლად
კომისიის წევრს სამი კვირიდან ერთ თვემდე ესაჭიროება, რაც ასევე
წარმოუდგენელია. აღნიშნული შესაძლებელია, თუ კომისიის წევრი არ ასრულებს,
სხვა საქმიანობას.
5. მსჯავრდებულის პიროვნება და ოჯახური პირობები – მუდმივმოქმედი კომისიის
მოტივაცია
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 68–ე მუხლის მე–6 ნაწილით
მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას
მუდმივმოქმედმა კომისიამ უნდა გაითვალისწინოს მსჯავრდებულის პიროვნება და
მისი ოჯახური პირობები. ამავე მუხლის მე–7 ნაწილის თანახმად, მუდმივმოქმედი
კომისიის უარი უნდა იყოს მოტივირებული.
ვფიქრობთ, აღნიშული საკითხის გარკვევა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ ფრიად
მნიშვნელოვანია, ვინაიდან კომისიის მიზანია, შეარჩიოს და პირობით ვადამდე
გაათავისუფლოს ისეთი პატიმრები, რომლებიც თავისი პიროვნებიდან გამომდინარე
90
პირობით ვადამდე გათავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა
არ გამოირჩევიან კრიმინალური თვისებებით ან აღარ გააჩნიათ მათ ეს თვისებები,
აქვს ოჯახი და ჰყავს ცოლ–შვილი.
მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის ოქმების ანალიზის თანახმად, იმ
მსჯავრდებულების შესახებ, რომელთაც პირობით ვადამდე გათავისუფლების
შუამდგომლობით მიმართეს მუდმივმოქმედ კომისიას, არაფერია ნათქვამი მათ
პიროვნებაზე: კერძოდ, მათ ოჯახურ ვითარებაზე, ოჯახის შემადგენლობაზე,
მატერიალურ მდგომარეობაზე, საბინაო პირობებზე, ოჯახის წევრთა რაოდენობაზე
და მათ ერთმანეთთან ურთიერთობაზე და სამსახურის დაწყების პერსპექტივაზე.
არასრულწლოვანი
ან
მოზარდი
მსჯავრდებულის
შემთხვევაში,
გარდა
ზემოაღნიშნული საკითხებისა, კომისია ვალდებულია გაარკვიოს ასევე მისი
დამოკიდებულება სწავლისა და შრომისადმი, საზოგადოებრივ დავალებათა
შესრულებისადმი, ურთიერთობა სხვა მსჯავრდებულებთან და თანატოლებთან.
მსჯავრდებულებზე,
რომელთა
პირობით
ვადამდე
გათავისუფლების
შუამდგომლობა კომისიის მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული, აღნიშნულია: „კომისიამ
არსებული მასალების, არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა ანალიზის და
შეფასების, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და დაწესებულების ადმინისტრაციის
მიერ მსჯავრდებულის დახასიათების გათვალისწინებით, ვერ გამონახა საკმარისი
მოტივაცია მის მიმართ აღნიშნული შეღავათის გავრცელებისათვის. კომისიას
მიიჩნია, რომ სასჯელის მიზანი (თავისუფლების აღკვეთის სახით) დღეისათვის
მიღწეული არ არის და ამ ეტაპზე მიზანშეუწონელია მისი პირობით ვადამდე
გათავისუფლების თაობაზე სასამართლოს წინაშე წარდგენა“.
თუ მუდმივმოქმედი კომისია აკმაყოფილებს მსჯავრდებულის შუამდგომლობას,
მაშინ იგი მიუთითებს: „კომისიამ არსებული მასალების, არსებითი მნიშვნელობის
გარემოებათა ანალიზის და შეფასების, ჩადენილი
დანაშაულის სიმძიმის და
დაწესებულების
ადმინისტრაციის
მიერ
მსჯავრდებულის
დახასიათების
გათვალისწინებით მიიჩნია, რომ სასჯელის მიზანი (თავისუფლების აღკვეთის
სახით) დღეისათვის მიღწეულია და ამ ეტაპზე მიზანშეწონილია მისი პირობით
ვადამდე გათავისუფლების თაობაზე სასამართლოს წინაშე წარდგენა“.
მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის ოქმებში მოცემული დასაბუთება, თუ რატომ
დაკმაყოფილდა ან არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულის პირობით ვადამდე
გათავისუფლების შუამდგომლობა, არის ძალიან მშრალი და შაბლონური და არ არის
ინდივიადუალური, როგორც ეს არის „პატიმრობის შესახებ“ კანონის 68–ე მუხლის
მე–5 და მე–6 ნაწილების მოთხოვნა. გარდა დანაშაულის ხასიათისა, მოსახდელი
სასჯელის ზომის და სასჯელის მოხდის პერიოდში მისი დასჯის, თუ წახალისების
ფაქტებისა, ყველა მსჯავრდებულზე (შალვა რამიშვილის გარდა) არის ერთი და იგივე
ტექსტი მოცემული.
6. მსჯავრდებულის ასაკი
მუდმივმოქმედი კომისიის მიერ საერთოდ არ არის ყურადღება გამახვილებული
მსჯავრდებულის ასაკზე. მართალია, კანონი იმპერიულად არ უთითებს
მსჯავრდებულის ასაკის გათვალისწინებაზე, მაგრამ ვფიქრობთ, მსჯავრდებულის
პიროვნების დახასიათებისას საჭიროა აგრეთვე მისი ასაკის გათვალისწინება.
91
პირობით ვადამდე გათავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა
მუდმივმოქმედი კომისიის მიერ 2007 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე არ იქნა
დაკმაყოფილებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #5 საპყრობილის 61 წლის,
უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე მსჯავრდებულის
შუამდგომლობა პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე, იმის მიუხედავად, რომ
მოხდილი ჰქონდა სასჯელის 4/5. ამავე სხდომაზე უარი ეთქვა სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის #4 საპყრობილის 65 წლის, ნასამართლობის არმქონე მსჯავრდებულს
პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე – მოხდილი ჰქონდა სასჯელის 3/4–დი.
მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის ოქმების შესწავლისას აღმოჩნდა აგრეთვე, რომ
მუდმივმოქმედი კომისიის მიერ 2006 წლის 28 სექტემბრის სხდომაზე არ იქნა
დაკმაყოფილებული 1936 წელს დაბადებული (70 წლის) #7 მკაცრი რეჟიმის
დაწესებულების
მსჯავრდებულის
შუამდგომლობა
პირობით
ვადამდე
გათავისუფლების თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ მას მოხდილი ჰქონდა
სასჯელის 3/4. მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ძირითადი
მოტივი იყო მისი წარსულში ნასამართლობა. თუმცა საქართველოს უზენაესი
სასამართლოს 2002 წლის 8 ოქტომბრის #202–დად განჩინების მიხედვით,
„წინანდელი ნასამართლობა, საქართველოს სსკ 72–ე მუხლის შესაბამისად, არ არის
მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შემზღუდავი გარემოება“.
მუდმივმოქმედი კომისიის 2008 წლის მაისის სხდომის ოქმის თანახმად, არ
დაკმაყოფილდა ქუთაისის #2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების
1930 წელს დაბადებული (79 წლის), ნასამართლობის არმქონის, ადმინისტრაციის
მიერ ექვსჯერ წახალისებული მსჯავრდებულის ბორის გ.–ს შუამდგომლობა
პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე, იმის მიუხედავად, რომ იგი ირიცხება
სამეურნეო სამსახურში და მოხდილი სასჯელით აკმაყოფილებს საქართველოს სსკ
72–ე მუხლით დადგენილ პირობებს.
მუდმივმოქმედი კომისიის მიერ ასევე არ დაკმაყოფილდა 2008 წლის ივნისის
სხდომაზე რუსთავის #1 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების
მსჯავრდებულის აკაკი ხ.–ს შუამდგომლობა პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე.
აკაკი ხ. არის 1929 წელს დაბადებული (80 წლის), ადმინისტრაციის მიერ ხასიათდება
დადებითად და ასევე მოხდილი სასჯელით აკმაყოფილებს საქართველოს სსკ 72–ე
მუხლით დადგენილ პირობებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, 70 წლის და მით უმეტეს 80 წლის
მოხუცის პირობით ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობა დაკმაყოფილებული
უნდა ყოფილიყო. მოხუცებული მსჯავრდებულების ციხის პირობებში ყოფნა, მისი
ასაკიდან გამომდინარე უნდა ჩაითვალოს არაადამიანურ, პატივისა და ღირსების
შემლახავ მოპყრობად, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე–17–ე
მუხლის მეორე პუნქტს.
„პატიმრობის შესახებ“ კანონის 67–ე მუხლის თანახმად, „ხანდაზმულობის ასაკს
მიღწეული (ქალები – 65 წლიდან, მამაკაცები – 70 წლიდან) მსჯავრდებული პირის
გასათავისუფლებლად მსჯავრდებული ან/და სასჯელაღსრულების დაწესებულების
92
პირობით ვადამდე გათავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა
დირექტორი, კანონით დადგენილი წესით, მსჯავრდებულის გათავისუფლების
შესახებ მიმართავს სასამართლოს“. თუმცა 2008 წლის ბოლო ექვსი თვის
განმავლობაში
ამგვარ
შემთხვევას
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის
მონაცემებით ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული ნორმის თანახმად, ვინაიდან
სასჯელაღსრულების დაწესებულებას მიმართული არ ქონდა სასამართლოსათვის,
მუდმივმოქმედი კომისია ვალდებულიც კი იყო დაეკმაყოფლებინა 70 წელს
გადაცილებულ
მსჯავრდებულთა
პირობით
ვადამდე
გათავისუფლების
შუამდგომლობა.
7. მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობის დახასიათების კონკრეტული მაგალითები
იმისათვის, რომ უფრო ნათელი გახდეს, თუ რამდენად არის ლოგიკურ აზრს
მოკლებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის მიერ
მიღებული გადაწყვეტილებები, ანუ რამდენად გაუგებარია, თუ რა კრიტერიუმით
ხელმძღვანელობს მუდმივმოქმედი კომისია მსჯავრდებულის პირობით ვადამდე
გათავისუფლების შუამდგომლობის დაკმაყოფილება არდაკმაყოფილების დროს,
მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს.
მაგალითი 1.
მუდმივმოქმედი კომისიის მიერ 2007 წლის 26 თებერვლის სხდომაზე
დაკმაყოფილებულ იქნა საქართველოს სსკ 260–ე მუხლის პირველი ნაწილით ორი
მსჯავრდებულის შუამდგომლობა (#9 საერთო და მკაცრი რეჟიმის პატიმარი ვახტანგ
მ. და #1 საერთო და მკაცრი რეჟიმის პატიმარი კახა მ.), რომლებიც სასჯელის მოხდის
პერიოდში დასჯილნი არიან ციხის ადმინისტრაციის მიერ და ხასიათდებოდნენ
უარყოფითად. მუდმივმოქმედი კომისიის იმავე შემადგენლობამ, 2007 წლის 29
ოქტომბერს, არ დააკმაყოფილა ქმარშვილიანი ქალბატონის, ირინა ბ.–ს
შუამდგომლობა, რომელსაც ჩადენილი ჰქონდა იმავე სახის დანაშაული, ციხის
ადმინისტრაციის მიერ იყო წახალისებული და ხასიათდებოდა დადებითად.
მაგალითი 2.
მუდმივმოქმედი კომისიის 2007 წლის 29 ოქტომბრის სხდომის ოქმის თანახმად,
კომისიამ დააკმაყოფილა #3 საპყრობილის პატიმრის, დაუოჯახებელი ირაკლი ა.–ს
შუამდგომლობა. ირაკლი ა. მუშაობდა საბაჟო დეპარტამენტის „დასავლეთის“
ინსპექტორად და ბრალი დაედო სახემწიფოსთვის 10058,58 აშშ დოლარის ზიანის
მიყენებაში. მას მოხდილი ჰქონდა სასჯელის 1/2–დი. იმავე სხდომის ოქმის
თანახმად, კომისიის მიერ არ დაკმაყოფილდა #9 საერთო და მკაცრი რეჟიმის
დაწესებულების მსჯავრდებულის, ცოლშვილიანი კობა შ.–ს შუამდგომლობა. კობა შ.
მუშაობდა რეგიონალური საბაჟო „აღმოსავლეთის“ ინსპექტორად და თავისი
საქმიანობით სახელმწიფოს მიაყენა 11 ლარის ზარალი. მას მოხდილი ჰქონდა
სასჯელის 2/3–დი.
მაგალითი 3.
მუდმივმოქმედი კომისიის 2007 წლის 29 ოქტომბრის სხდომაზე დაკმაყოფილდა
წარსულში ნასამართლევი ბრალდებულის, 45 წლის გრიგოლ ბ.–ს შუამდგომლობა,
პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე, რომელსაც ჩადენილი ჰქონდა ქურდობა,
ჯგუფურად, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. მოხდილი ჰქონდა სასჯელის
¾. ამავე სხდომაზე არ იქნა დაკმაყოფილებული წარსულში ნასამართლობის
93
პირობით ვადამდე გათავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა
არმქონის
60
წლის
სამსონ
ბ.–ს
შუამდგომლობა
პირობით
ვადამდე
გათავისუფლებაზე, რომელსაც ჩადენილი ჰქონდა ქურდობის მცდელობა,
ჯგუფურად და ასევე მოხდილი ჰქონდა სასჯელის ¾.
მაგალითი 4.
მუდმივმოქმედი კომისიის 2007 წლის 26 თებერვლის სხდომის ოქმის თანახმად,
დაკმაყოფილებულ იქნა წარსულში ნასამართლევი მოქალაქე ბარუსი წ.–ს
შუამდგომლობა პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე. იგი სასჯელს იხდიდა
ქურდობისათვის (მეორე ნაწილი) და მოხდილი ჰქონდა სასჯელის ¾. კომისიის მიერ
დღის შემდეგ შუამდგომლობად განხილულ იქნა მსჯავრდებულ ლაშა ა.–ს
შუამდგომლობა, რომელიც არ დაკმაყოფილდა, თუმცა ისიც სასჯელს იხდიდა
ქურდობისათვის (მეორე ნაწილი) და მოხდილი ჰქონდა სასჯელის ¾–დი და ასევე
იყო წარსულში ნასამართლევი.
მაგალითი 5.
მუდმივმოქმედი კომისიის 2007 წლის 30 აპრილის სხდომის ოქმის თანახმად,
დაკმაყოფილდა ნასამართლობის არ მქონე ლევან დ.-ს შუამდგომლობა პირობით
ვადამდე გათავისუფლებაზე. მან ჩაიდინა ქურდობა დამამძიმებელ გარემოებებში.
იგი ერთად ფარულად დაეუფლა 650 აშშ დოლარს, 97 ლარს, წნევის გასაზომ
აპარატს, მობილურ ტელეფონსა და ავტომობილის საბურავებს. იგი დაწესებულების
ადმინისტრაციის მიერ ხასიათდებოდა დადებითად და მოხდილი ჰქონდა სასჯელის
2/3. 2008 წლის 22 ნოემბერს განხილულ იქნა ნასამართლობის არ მქონე მარადი შ.-ს
შუამდგომლობა, რომელიც არ დაკმაყოფილდა. იგი ირიცხებოდა სამეურნეო
მომსახურებაში, წახალისებული იყო ორჯერ და ადმინისტრაციის მიერ
ხასიათდებოდა დადებითად. იგი სასჯელს იხდიდა 250 ლარის ღირებულების
ჭურჭლის ქურდობისათვის და მოხდილი ჰქონდა ასევე სასჯელის 2/3.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ფრიად გაუგებარია, თუ რა კრიტერიუმებით
ახდენს მუდმივმოქმედი კომისია მსჯავრდებულების შერჩევას და მათი პირობით
ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობების სასამართლოში გაგზავნას.
8. მსჯავრდებულ შალვა რამიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლების საქმე
მსჯავრდებულ შალვა რამიშვილს, ნასამართლობის არმქონეს, უმაღლესი
განათლებით, დაოჯახებულს, სამი შვილის მამას, ცნობილ ჟურნალისტს, თბილისის
საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 მარტის განაჩენით მიესაჯა 4 წლით
თავისუფლების აღკვეთა.
ამჟამად იგი სასჯელს იხდის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის #2
საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
შალვა რამიშვილს პირობით ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობის
დაკმაყოფილებაზე მუდმივმოქმედი კომისიის მიერ ორჯერ ეთქვა უარი.
პირველი უარის თქმის შემდეგ, მსჯავრდებულმა შალვა რამიშვილმა 2008 წლის 29
დეკემბერს მიმართა სახალხო დამცველს #0291–07/24 განცხადებით და ითხოვა, რომ
სახალხო დამცველს განახორციელებინა მისი პირობით ვადამდე ადრე
94
პირობით ვადამდე გათავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა
გათავისუფლების საკითხის განხილვის დროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის
მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობაზე ზედამხედველობა, ვინაიდან იგი თვლიდა,
რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის მიერ მისთვის
პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებაზე უარის თქმა „ყოვლად უკანონო და
დაუსაბუთებელი“ იყო.
2009 წლის 9 იანვარს სახალხო დამცველმა მიმართა სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის თავჯდომარეს დავით ჭაკუას და ითხოვა, მისთვის ეცნობებინა
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის იმ სხდომის
ჩატარების თარიღი, რომელზეც უნდა მომხდარიყო შალვა რამიშვილის პირობით
ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა.
2009 წლის 27 იანვარს საღამოს 18 საათზე, სახალხო დამცველის აპარატის
კანცელარიაში კურიერის მიერ ხელზე იქნა მოტანილი წერილი სასჯელაღსრულების
დეპარტამენტიდან,
რომლითაც
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის
მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე ანტონ ქელბაქიანი იტყობინება, რომ
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის
მუდმივმოქმედი
კომისიის
სხდომა,
რომელზეც მოხდებოდა შალვა რამიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლების
საკითხის განხილვა, ჩატარდებოდა 27 იანვარს 15 საათზე. ანუ იმის მიუხედავად,
რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2009 წლის 9 იანვარს ცნობილი იყო
სახალხო დამცველის სურვილის შესახებ მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის
თარიღის შეტყობინების თაობაზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან სახალხო
დამცველმა პასუხი მიიღო სხდომის გამართვიდან 3 საათის დაგვიანებით, რის გამოც
მან ვეღარ შესძლო ამ სხდომაზე დასწრება და კანონით მინიჭებული
უფლებამოსილების განხორციელება. სახალხო დამცველის სამი საათით გვიან
ინფორმირება იწვევს საფუძვლიან ეჭვს იმის თაობაზე, რომ მუდმივმოქმედი
კომისიის სხდომა საერთოდ არ ტარდება და არსებობს მხოლოდ „ქაღალდზე“.
აღნიშნულ ეჭვს ამყარებს ის ფაქტიც, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის
მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე
გათავისუფლების საკითხებს განიხილავს და თვეში ერთხელ იკრიბება, ხშირად ერთ
სხდომაზე საშუალოდ განიხილავს 300–დან 500–მდე მსჯავრდებულის განცხადებას,
რაც ნიშნავს, რომ 8 საათიანი სამუშაო რეჟიმის პირობებში, კომისია თითოეული
მსჯავრდებულის საკითხის განხილვას ანდომებს 50 წამიდან 90 წამამდე, ანუ
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის
მუდმივმოქმედი
კომისია
ერთი
მსჯავრდებულის პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების საკითხს განიხილავს
სავარაუდოდ 1 წუთის განმავლობაში, რაც სრულიად შეუძლებელია ვინაიდან ერთი
წუთის განმავლობაში კომისიის წევრებმა უნდა მოახერხონ მსჯავრდებული პირის
პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის სრულყოფილი შესწავლა და მისი
(მსჯავრდებულის) პიროვნებისათვის შესაფერისი დადებითი თუ უარყოფითი
გადაწყვეტილების მიღება.
სახალხო დამცველის ოფისში 2009 წლის 12 თებერვალს შემოვიდა მუდმივმოქმედი
კომისიის 2009 წლის 27 იანვრის სხდომის ის ოქმი, რომელზეც მოხდა შალვა
რამიშვილს პირობით ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობის განხილვა.
95
პირობით ვადამდე გათავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა
სხდომის ოქმის თანახმად, მისი პირობით ვადამდე გათავისუფლების
შუამდგომლობა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ არ დაკმაყოფილდა.
2009 წლის 27 იანვრის მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის ოქმის თანახმად,
მსჯავრდებულ შალვა რამიშვილის შუამდგომლობაზე უარის თქმის საფუძველი იყო
ის, რომ რამიშვილს ჩადენილი აქვს მძიმე დანაშაული, იგი „არ ინანიებს მის მიერ
ჩადენილ დანაშაულს [და] მიღწეული არ არის დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა
ამისა, მუდმივმოქმედი კომისიის თქმით, მსჯავრდებული რამიშვილი სასჯელის
მოხდის პერიოდში წახალისებული არ ყოფილა, რაც მთლიანობაში საფუძველს
აძლევს მუდმივმოქმედ კომისიას მისი პირობით ვადამდე გათავისუფლების
შუამდგომლობა არ დააკმაყოფილოს.
მუდმივმოქმედი კომისიის 2009 წლის 27 იანვრის სხდომის ოქმში მსჯავრდებულ
შალვა რამიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განიხილვა
მოცემულია ვრცლად – 56–57 გვერდზე. ჩვენს მიერ შესწავლილი და გაანალიზებული
მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის ოქმების შედარების საფუძველზე თამამად
შეიძლება ითქვას, რომ მსჯავრდებულ შალვა რამიშვილის პირობით ვადამდე
გათავისუფლების
შუამდგომლობის
დაუკმაყოფილებლობაზე
დიდი
იყო
ხელისუფლების დაინტერესება. ვინაიდან:
1. მუდმივმოქმედი კომისიის 2009 წლის 27 იანვრის სხდომის ოქმის მიხედვით,
შალვა რამიშვილი სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი იყო ორჯერ: 2007 წლის
23 თებერვალს ციხის დირექტორის #46 ბრძანებით გამოეცხადა „საყვედური“ და 2007
წლის 2 აპრილს ციხის დირექტორის #76 ბრძანებით გამოეცხადა „საყვედური“.
მუდმივმოქმედი კომისიის იმავე შემადგენლობამ 2008 წლის 23 ივნისს განიხილა
შალვა
რამიშვილის
პირველი
შუამდგომლობა
პირობით
ვადამდე
გათავისუფლებასთან დაკავშირებით. 2008 წლის 23 ივლისის სხდომის ოქმიდან არ
ჩანს, რომ 2007 წელს მსჯავრდებული რამიშვილი სასჯელაღსრულების
ადმინისტრაციის მიერ ორჯერ იყო დასჯილი, როგორც ეს არის 2009 წლის 27
იანვრის ოქმში დაფიქსირებული;
2. სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხილული არცერთი სხვა
4 295
მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობის (უარის ან
დაკმაყოფილების) დასაბუთება არ ყოფილა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ ასეთი
მოცულობით და დაწვრილებით მოცემული. მაგალითად, მუდმივმოქმედი კომისის
ოქმებში ნებისმიერ მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის
განხილვა არ არის ნახევარ გვერდზე მეტი, შალვა რამიშვილის პირობით ვადამდე
გათავისუფლების საკითხი კი მოიცავს ერთ გვერდსა და ნახევარს;
3. არცერთი სხვა მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების
მოტივაციაში არ არის მოხსენიებული საქართველოს სსკ 39–ე მუხლის მიზნებზე, ანუ
არ არის ყურადღება გამახვილებული იმაზე, რამდენად არის განმცხადებელი
მსჯავრდებული რესოციალიზირებული;
96
პირობით ვადამდე გათავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა
4. ასევე არცერთი სხვა მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების
მოტივაციაში არ არის მოხსენიებული, თუ რამდენად ინანიებს იგი მის მიერ
ჩადენილ დანაშაულს.
ზემოაღნიშნული აჩენს საფუძვლიან ეჭვს ვიფიქროთ, რომ მსჯავრდებულ შალვა
რამიშვილის შუამდგომლობის განხილვისას მუდმივმოქმედი კომისიის მიზანი იყო,
მკითხველი, ფართო საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ მისი გადაწყვეტილება
ცნობილი ჟურნალისტის, სამი შვილის მამის, შალვა რამიშვილის შუამდგომლობის
საკითხის
დაუკმაყოფილებლობის
შესახებ,
არის
დასაბუთებული
და
მოტივირებული.
თუმცა
მუდმივმოქმედი
კომისია
ვალდებული
იყო,
გაეთვალისწინებინა „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 68–ე მუხლის მე–6
ნაწილში მითითებული პირობები: 1. შალვა რამიშვილის ოჯახური მდგომარეობა.
კერძოდ ის, რომ იგი არის სამი მცირეწლოვანი (9 წლის, 6 წლის და 3 წლის) შვილის
მამა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2006 წლის 25 იანვრის #582–დად
განჩინებაში ცალსახად მიუთითა, რომ მოსამართლეს [მუდმივმოქმედ კომისიას] სხვა
პირობებთან ერთად უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ მსჯავრდებული
იყო ცოლშვილიანი; 2. მის მიერ მოხდილი სასჯელი. 2009 წლის იანვრისათვის მას
მოხდილი ჰქონდა სასჯელის 4/5, თუმცა კი პირობით ვადამდე გათავისუფლება მას
ეკუთვნოდა საქართველოს სსკ 72–ე მუხლის მესამე ნაწილის ბ) პუნქტის თანახმად
სასჯელის 2/3–ის მოხდის შემთხვევაში; 3. იგი არის ცნობილი ჟურნალისტი,
რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოში ჟურნალისტიკის
და ქართული სამაუწყებლო კულტურის განვითარებაში.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ:
1. იმის გათვალისწინებით, რომ მუდმივმოქმედი კომისიის მიერ დაკმაყოფილებულ
იქნა
სხვა,
შალვა
რამიშვილზე
უფრო
უარყოფითად
დახასიათებული
მსჯავრდებულების შუამდგომლობები, მისი შუამდგომლობაც მუდმივმოქმედი
კომისიის მიერ უნდა ყოფილიყო დაკმაყოფილებული;
2. შალვა რამიშვილი სრულად აკმაყოფილებს როგორც საქართველოს სსკ 72–ე
მუხლის, ასევე „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 68–ე მუხლში
მითითებული პირობებს;
3. შალვა რამიშვილს ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი და არ არის
საზოგადოებრივად საშიში;
4. შალვა რამიშვილი არის ცნობილი ჟურნალისტი,
რომლის პროფესიული
საქმიანობა
უფრო საჭირო იქნებოდა ქვეყნაში თავისუფალი სიტყვის
განვითარებისთვის მისი ციხის გარეთ ყოფნის შემთხვევაში;
შალვა რამიშვილმა 2008 წლის 17 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო
სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და „მოითხოვა საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2008 წლის 17
ოქტომბრის #7442 ბრძანებისა და ამავე დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის
2008 წლის 23 ივნისის სხდომის ოქმის იმ ნაწილის ბათილად ცნობა, რომლითაც
შალვა რამიშვილს უარი ეთქვა პირობით ვადამდე გათავისუფლების მიზნით
შესაბამისი სასამართლოსათვის წარდგენაზე; ასევე – დაევალოს აღნიშნულ კომისიას
ახალი
ადმინისტრაციულ–სამართლებრივი
აქტის
გამოცემა,
რომლითაც
97
პირობით ვადამდე გათავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა
დაკმაყოფილდება შალვა რამიშვილის შუამდგომლობა პირობით
გათავისუფლების მიზნით შესაბამისი სასამართლოსათვის წარდგენაზე“.
ვადამდე
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის
10 თებერვლის #3/2684–08 განჩინებით შეწყვეტილ იქნა შარვა რამიშვილის
სარჩელთან დაკავშირებული საქმის წარმოება, ვინაიდან იგი არ შედიოდა
სასამართლოს კომპეტენციაში და უნდა განეხილა სხვა კომპეტენტურ უწყებას.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოპოვებულ იქნა თბილისის საქალაქო
სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 სექტემბრის
#3/2218–07 გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე
მარიმა მაზანაშვილის სარჩელი. 2007 წლის 24 სექტემბრის #3/2218–07
გადაწყვეტილებით
ბათილად
იქნა
ცნობილი
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის 2007
წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება მარიმა მაზანაშვილის პირობით ვადამდე
გათავისუფლების შუამდგომლობაზე უარის თქმის ნაწილში და მუდმივმოქმედ
კომისიას დაევალა საქმის გარემოებების არსებითი შეფასების შედეგად გამოეცა
ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნულით,
სახეზე
გვაქვს
პირობით
ვადამდე
გათავისუფლების
შუამდგომლობის გასაჩივრების თაობაზე ორი სხვადასხა სახის სასამართლო
გადაწყვეტილება, ანუ ერთ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მოხდა პირობით
ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობის განხილვა, ხოლო მეორე (შალვა
რამიშვილის) შემთხვევაში სასამართლომ უარი თქვა საქმის განხილვაზე და
მოითხოვა საკითხი განეხილა სხვა კომპეტენტურ უწყებას. სამართლოს მხრიდან
საკითხის ამგვარი მიდგომა, ხელს შეუშლის ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის
დამკვიდრებას.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, უნდა დაკმაყოფილებულიყო მისი
პირობით ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობა.
აღსანიშნავია აგრეთვე, რომ 2007 წლის 27 ივნისის ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებულ განჩინების „რამიშვილი,
კოხრეიძე საქართველოს წინააღმდეგ“ მიხედვით, რომელიც საჯარო დოკუმენტია და
ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის, მათ შორის საქართველოს
ხელისუფლებისათვის, სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს სახელმწიფოს
პოზიცია იმის თაობაზე, რომ რამიშვილის ჩივილი საპყრობილეში გაუსაძლისი
პირობების შესახებ იყო არგუმენტაციას მოკლებული. სასამართლომ მიიჩნია, რომ
რამიშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამინურ მოპყრობას, რაც მჭიდრო
კავშირში იყო მისთვის კომპენსაციის საკითხთან. ზემოაღნიშნული საკითხი
თვრამეტი თვის განმავლობაში ცნობილი უნდა გამხდარიყო მოპასუხე მხარისთვის –
საქართველოს ხელისუფლებისათვის და შესაბამისად საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის
მუდმივმოქმედი
კომისიისათვის,
რაც
ავალდებულებდა
მუდმივმოქმედ
კომისიას,
გაეთვალისწინებინა მსჯავრდებულ შალვა რამიშვილის წინასწარი გამოძიების
98
პირობით ვადამდე გათავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა
პერიოდში არაადამიანური ციხის პირობებში ყოფნა, რაც აგრეთვე დადასტურებული
იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ და პირობით ვადამდე
გაეთავისუფლებინა.
IV. რეკომენდაციები
კანონის თანახმად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისია
სასამართლოს მხოლოდ თავის მოსაზრებას წარუდგენს, იგი არ უნდა იყოს
მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების „გამცხრილავი“ ინსტიტუტი.
მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლება მოსამართლის პრეროგატივაა
და მსჯავრდებულის გათავისუფლების საკითხს, კანონმდებლობის თანახმად, წყვეტს
მხოლოდ სასამართლო.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისია ვალდებულია ისეთი
მსჯავრდებულები, რომელნიც აკმაყოფილებენ საქართველოს სსკ 72 მუხლში
მითითებულ
და ქვემოთ ჩამოთვლილ პირობებს, დააკმაყოფილოს მათი
შუამდგომლობა
პირობით
ვადამდე
გათავისუფლებაზე
და
მასალები
განსახილველად გადასცეს სასამართლოს.
1. მსჯავრდებულები, რომლებიც არიან ნასამართლობის არმქონე და სასჯელს
იხდიან ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
2. მსჯავრდებულები, რომლებსაც მიღწეული აქვთ 60 წელი.
3. დედები, რომლებსაც ჰყავთ მცირეწლოვანი შვილი(ები).
4. მსჯავრდებულები,
რომლებსაც
ჯანმრთელობის
მდგომარეობიდან
გამომდინარი ესაჭიროებათ დიეტის დაცვა ან მედიკამენტური მკურნალობა.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2006 წლის 23 მარტის #439–აპ განჩინებით
სწორედ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას მიაქცია ყურადღება და არ
დააკმაყოფილა პროკურორის საკასაციო საჩივარი საქმის ხელახლა დაბრუნების და
სასამართლოს სხვა შემადგენლობით განხილვის თაობაზე.
5. ვინაიდან
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტს
არ
გააჩნია
ცალკე
დაწესებულება არასრულწლოვანი გოგონებისათვის, სადაც ისინი მოიხდიდნენ
სასჯელს, რის გამოც მათ უხდებათ სრულწლოვან მსჯავრდებულ ქალებთან ერთად
ყოფნა, რაც არღვევს გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის 37–ე მუხლის „გ“
ქვეპუნქტს და „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის პირველი
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს, საჭიროა მათი უპირობო პირობით ვადამდე
გათავისუფლება.
6. არასრულწლოვანი მოზარდი ბიჭები, რომელთაც შეუსრულდათ 18 წელი.
ვინაიდან ისინი 18 წლის შესრულების შემდეგ გადაყვანილ იქნებიან
სრულწლოვანთა ციხეში, რითაც იკარგება იმ რესოციალიზაციის პროგრამებით
გამოწვეული შედეგი, რომლებიც შესაძლოა განხორციელდა არასრულწლოვანთა
აღმზრდელობით დაწესებულებაში და არასრულწლოვანი ურთიერთობას იწყებს
მასზე გამოცდილ და საშიშ კრიმინალებთან, რომლებთან ურთიერთობითაც იგი
უმეტეს შემთხვევაში კრიმინალურ კარიერას შეიძლება დაადგეს.
7. 2006 წლის 26 ივნისის „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი
კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის
99
პირობით ვადამდე გათავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა
#619 ბრძანების თანახმად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი
კომისია ხელმძღვანელობს გამჭვირვალობის პრინციპით, რომელიც პირველ რიგში
გულისხმობს
განმცხადებელ
მსჯავრდებულსა
და
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის
მუდმივმოქმედ
კომისიას
შორის
ღია
კომუნიკაციას.
მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის გამჭვირვალობისათვის აუცილებელია,
მსჯავრდებულის ან მისი დამცველის (კანონიერი წარმომადგენელის) დასწრება
კომისიის სხდომაზე. აღნიშნულს ითხოვს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის
რუსთავის #2 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის სასჯელაღსრულების
დაწესებულების
310
მსჯავრდებულიც.
მუდმივმოქმედი
კომისიის
მიერ
მსჯავრდებულისათვის კითხვების დასმა იქნება ის „ღია კომუნიკაცია“ რასაც
გამჭვირვალობის პრინციპი გულისხმობს. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ვინაიდან
მსჯავრდებულს მუდმივმოქმედი კომისიისათვის მიმართვა შუამდგომლობაზე
უარის თქმის შემთხვევაში, 6 თვის გასვლის შემდეგ შეუძლია, მას უნდა მიეცეს ყველა
საშუალება
(პირადად
გასაუბრება),
დაამტკიცოს
მისი
შუამდგომლობის
დაკმაყოფილების აუცილებლობა.
8. სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ მსჯავრდებულები ნაკლებად
(საერთოდ არ) მიმართავენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედ
კომისიას სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის
შუამდგომლობით, რაც მიუთითებს მათ ნაკლებ ინფორმირებულობაზე.
მსჯავრდებულთა
ინფორმირებულობისათვის
აუცილებელი
იქნებოდა
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალურ სამსახურს უზრუნველყო
მსჯავრდებულებისათვის საქართველოს სსკ 73–ე მუხლის პირობების გაცნობა.
ვინაიდან დღეს საქართველოში პრაქტიკულად მოქმედებს მხოლოდ ორი
სასჯელის სახე: ჯარიმა და თავისუფლების აღკვეთა, მისასალმებელი იქნებოდა, თუ
მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ 73–ე მუხლის
საფუძველზე შეეცვლებოდა ჯარიმით.
9. 2008 წლის 30 დეკემბრის მონაცემების მიხედვით სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის
17
დაწესებულებიდან
10–ში
არსებობდა
პატიმართა
გადატვირთულობის პრობლემა. ვფიქრობთ, პატიმართა პირობით ვადამდე
გათავისუფლება დადებითად იმოქმედებდა ზემოაღნიშნულ პრობლემაზეც.
10. თუმცა საქართველოს კანონის „პატიმრობის შესახებ“ 68–ე მუხლის მე–6
ნაწილი
მიუთითებს,
რომ
დეპარტამენტის
მუდმივმოქმედი
კომისია
მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების მასალების წარდგენისას
მხედველობაში იღებს, „მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახური პირობებს, მის მიერ
ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, მოხდილი სასჯელს და სხვა გარემოებანი,
რომლებიც დადებითად ახასიათებს მას“, მაგრამ „მოხდილ სასჯელში“ არ
იგულისხმება კომისიის მიერ სასჯელის შეფასება. კანონმდებელი „მოხდილ
სასჯელში“ გულისხმობს, რომ კომისიის მიერ გათვალისწინებულ იქნეს
საქართველოს სსკ 72–ე მუხლის მესამე ნაწილის და სსკ 98–ე მუხლის პირველი
ნაწილის პირობები. სასჯელის შეფასება ვფიქროთ, მხოლოდ სასამართლოს
პრეროგატივა უნდა იყოს.
11. სასამართლოს მიერ პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის
განხილვისას მსჯავრდებულს უნდა მიეცეს საკუთარი აზრის გამოთქმის და
პოზიციის დაცვის საშუალება.
100
პირობით ვადამდე გათავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა
12. სასწრაფოდ უნდა შემუშავდეს და კანონში გაიწეროს დეპარტამენტის
მუდმივმოქმედი კომისიის მიერ მსჯავრდებულისათვის პირობით ვადამდე
გათავისუფლების შუამდგომლობაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისი გასაჩივრების
მექანიზმი.
13.
დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობაში მეტი
გამჭვირვალობის შეტანისათვის, კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ
საზოგადოების წარმომადგენლები - არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები,
საზოგადოებისთვის ცნობილი და ავტორიტეტული ადამიანები, რელიგიათა
წარმომადგენლები და ა.შ.
101
შეწყალება
შეწყალება
1. საკანონმდებლო რეგულირება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78–ე მუხლის პირველი ნაწილის
თანახმად,
„შეწყალებას
ახორციელებს
საქართველოს
პრეზიდენტი
ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ“.
„შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19
ივლისის #277 ბრძანებულებით რეგულირდება მსჯავრდებულთა შეწყალებასთან
დაკავშირებული საკითხები.
აღნიშნული ბრძანებულების მე–2 მუხლის თანახმად: „შეწყალების შესახებ
შუამდგომლობათა (თხოვნათა) წინასწარი განხილვისა და მსჯავრდებულთა
შეწყალების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებებათა
წარდგენის მიზნით იქმნება შეწყალების საკითხთა კომისია“, რომლის
შემადგენლობაში შედიან სახალხო დამცველი, პარლამენტის წევრები და
საზოგადოების წარმომადგენლები. ამავე მუხლის მესამე ნაწილი შეიცავს იმ
მსჯავრდებულ პირთა ჩამონათვალს, რომელთა მიმართაც შეწყალება არ გამოიყენება,
შესაბამისად შეწყალების კომისიის მიერ არ ხდება მათი განცხადების განხილვა.
ესენი არიან მსჯავრდებულები:
„ა) რომელსაც მიესაჯა უვადო პატიმრობა, თუ მას ფაქტობრივად არა აქვს
მოხდილი თავისუფლების აღკვეთის 25 წელი;
ბ) რომელიც სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთის სახით ორი ან მეტი
დანაშაულის ჩადენისათვის და მოხდილი არა აქვს დანიშნული სასჯელის ნახევარი;
გ) რომელსაც მსჯავრი დაედო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე
დანაშაულისათვის, მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით
და მოხდილი არა აქვს დანიშნული სასჯელის ნახევარი;
დ) რომელიც ადრე მსჯავრდებული იყო და ნასამართლობის გაქარწყლებამდე
ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და არა აქვს მოხდილი
დანიშნული სასჯელის ნახევარი;
ე) რომელიც პირველადაა მსჯავრდებული ხუთ წლამდე თავისუფლების
აღკვეთით და მოხდილი არა აქვს დანიშნული სასჯელის 1/3;
ვ) რომლის მიმართ ადრე გამოყენებულ იქნა ამნისტია ან შეწყალება და
ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი
დანაშაული;
ზ) რომელიც სასჯელს იხდის პირობითი მსჯავრდებისას სასამართლოს მიერ
დანიშნული
გამოსაცდელი
ვადის
განმავლობაში
ჩადენილი
განზრახი
დანაშაულისათვის;
თ) რომელიც სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა პირობით ვადამდე და
ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი
დანაშაული;
102
შეწყალება
ი) რომელსაც სასამართლოს მიერ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეცვლილი
აქვს უფრო მსუბუქი სასჯელით;
კ) რომელიც სასჯელის მოხდის ადგილიდან ხასიათდება უარყოფითად;
ლ) რომელიც არ ცნობს თავს დამნაშავედ, არ ინანიებს ჩადენილ დანაშაულს
და არ ითხოვს შეწყალებას.“ აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება, თუ
მსჯავრდებული არასრულწლოვანია ან არის რაიმე განსაკუთრებული გარემოება და
არსებობს შეწყალების საკითხთა კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილება.
ამავე #277 ბრძანებულების 2005 წლის 30 მაისს დაემატა მე–7 ნაწილი, რომლის
თანახმად
„საქართველოს
პრეზიდენტი
უფლებამოსილია,
შეწყალების
შუამდგომლობის (თხოვნის) განხილვის ნებისმიერ სტადიაზე და/ან ამ დებულებით
დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების
თაობაზე“. აღნიშნული ცვლილებით პრეზიდენტს შეუძლია, კომისიის გვერდის
ავლით, ყოველგვარი დადგენილი ნორმების დაცვის გარეშე, შეიწყალოს ნებისმიერი
მსჯავრდებული პირი, მიუხედავად მის მიერ მოხდილი სასჯელისა თუ ჩადენილი
დანაშაულის სიმძიმისა.
2. 2008 წელის ბოლოს განხორციელებული შეწყალებები
საქართველოს
პრეზიდენტის
მიერ
2008
წლის
ოქტომბერ–დეკემბერში
განხორციელდა ოთხი შეწყალება: 2008 წლის 20 ოქტომბერს შეწყალებულ იქნა 207
მსჯავრდებული, 2008 წლის 24 ნოემბერს – 144, 2008 წლის 17 დეკემბერს – 1280,
ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს – 135. სულ სასჯელაღსრულების
დაწესებულებებიდან
აღნიშნული
ოთხი
შეწყალების
საფუძველზე
გათავისუფლებულ იქნა 1767 პატიმარი.
3. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის ანალიზი
უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის აპარატის არაერთი
მოთხოვნისა,
საქართველოს
პრეზიდენტის
ადმინისტრაციის
ადამიანის
კონსტიტუციურ უფლებათა უზრუნველყოფის სამსახურის მიერ არ იქნა ჩვენთვის
მოწოდებული შეწყალების საკითხებთან დაკავშირებული მასალა, რითაც სახალხო
დამცველს ხელი შეეშალა საქართველოს კონსტიტუციითა და „სახალხო დამცველის
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილების
განხორციელებაში.
სახალხო დამცველის აპარატისათვის დღეს არსებული შეწყალების მასალების
ანალიზის საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ
მსჯავრდებულთა დიდი უმრავლესობა შეწყალებულ იქნა კომისიის გვერდის ავლით.
კერძოდ, 2008 წლის 24 ნოემბერს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ იქნა სულ 144
პატიმარი, რომელთაგან 49 წარდგენილ იქნა შეწყალების კომისიის მიერ
(სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია, სულ რამდენი პირი იქნა სულ კომისიის მიერ
წარდგენილი).
პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა შორის არის სისხლის
სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით (ნარკოტიკული
საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება,
შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება დიდი და განსაკუთრებით
103
შეწყალება
დიდი ოდენობით) მსჯავრდებული პირები. მაგალითად: იოსებ ჯ.–ს 2007 წლის
ნოემბერში მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ 260–ე მუხლის მეორე
ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო
დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება დიდი
ოდენობით). იგი შეწყალებულ იქნა 2008 წლის ნოემბერში. ანუ მოიხადა მხოლოდ
ერთი წელი; ვახტანგ გ.–ს 2006 წლის სექტემბერში სსკ 338-ე მუხლით (ქრთამის აღება)
მიესაჯა 11 წლით თ/ა და შეწყალებულ იქნა 2008 წლის ნოემბერში; გივი მ–ს 2007
წელს სსკ 260–ე მუხლის მესამე ნაწილით მიესაჯა 5 წლით თ/ა და შეწყალებულ იქნა
2008 წლის ნოემბერში. პრეზიდენტის მიერ შეწყალების კომისიის გვერდის ავლით
შეწყალებულ იქნენ აგრეთვე ლევან შ., რომელიც 6 წლიან სასჯელს იხდიდა
გაუპატიურების მცდელობისათვის და მოხდილი ჰქონდა მხოლოდ ერთი წელი და 3
თვე, ასევე ყაჩაღობისათვის მსჯავრდებული ზაზა ა., რომელსაც მოხდილი არ ჰქონდა
სასჯელის (9 წელი) ნახევარი.
ანალოგიური პრობლემა შეიქმნა 2008 წლის 17 დეკემბრის შეწყალებასთან
დაკავშირებითაც. კერძოდ, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით შეწყალებულ
იქნენ
ნარკოტიკების
გასაღებისათვის,
განზრახ
მკვლელობისათვის
და
გაუპატიურებისათვის მსჯავრდებული პირები. მაგალითად:
1. მსჯავრდებულ ზაზა ლ.–ს 2008 წლის 23 სექტემბერს მიესაჯა 6 წლით თ/ა სსკ 260-ე
მუხლის მესამე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან
პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა,
გადაგზავნა ან გასაღება განსაკუთრებით დიდი ოდენობით). მსჯავრდებულმა
გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ინახავდა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით (6.7345 გრ.) „ჰეროინი“;
2. მსჯავრდებულ ირმა ხ.–ს 2007 წლის 8 მაისს მიესაჯა 23 წლით თ/ა სსკ 260–ე
მუხლის მესამე ნაწილით. მან აზერბაიჯანში უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით
დიდი ოდენობით (40.909 გრ.) „ჰეროინი“ და საქართველოში შემოიტანა;
3. მსჯავრდებულ ელდარ გ.–ს 2006 წლის 13 მარტს მიესაჯა 12 წლით თ/ა სსკ 260–ე
მუხლის მესამე ნაწილით. მან თურქეთის რესპუბლიკაში უკანონოდ შეიძინა და
საქართველოში უკანონოდ შემოიტანა 557 აბი „სუბოტექსი“ და 1 აბი „ექსტაზი“;
4. მსჯავრდებულ ვიქტორ ა.–ს, ნასამართლეობის მქონეს 2007 წლის 5 დეკემბერს
მესაჯა 12 წლით თ/ა სსკ 260-ე მუხლის მესამე ნაწილით. გამოსაცდელი ვადის
პერიოდში უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით (27.9329 გრ.)
„ჰეროინი“, რომელიც გადაზიდა თბილისში და უკანონოდ ინახავდა;
5. გიორგი რ.–ს 2007 წლის 14 ივნისს მიესაჯა 4 წლით თ/ა გაუპატიურების
მცდელობისათვის;
6. გიორგი გ.–ს 2008 წლის 30 მაისს გაუპატიურების მცდელობისათვის მიესაჯა 4
წლით თ/ა;
7. მსჯავრდებულ ირაკლი ბ.–ს, წარსულში ნასამართლევს განზრახ მკვლელობის
მცდელობისათვის 2008 წლის 7 აპრილს მიესაჯა 5 წლით თ/ა;
8. მსჯავრდებულ ვახტანგ ბ.–ს 2008 წლის 18 ივლისს განზრახ მკვლელობის
მცდელობისათვის და ხულიგნობისათვის მიესაჯა 12 წლით თ/ა.
104
შეწყალება
თუმცა საქართველოს პრეზიდენტს კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული აქვს
უფლება ერთპიროვნულად გადაწყვიტოს მსჯავრდებულის შეწყალების საკითხი,
მაგრამ ამავდროულად შეწყალება გამოიყენება ინდივიდუალურად განსაზღვრულ
პირთა მიმართ, რაც გულისხმობს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი
დანაშაულის საშიშროების ხასიათი და ხარისხი, ადრინდელი ნასამართლობა,
სასჯელის მოხდის ვადა, მისი ყოფაქცევა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში,
ოჯახური პირობები და სხვა. გარდა ამისა, პრეზიდენტი შებოჭილი უნდა იყოს
ზნეობრივი ნორმებით, რაც მას ავალდებულებს, მსჯავრდებულთა შეწყალების დროს
გაითვალისწინოს
საზოგადოებრივი
უსაფრთხოება
და
საზოგადოებაში
სამართლიანობის გრძნობის არსებობა. თუ საქართველოს პრეზიდენტის მიერ
შეწყალებული იქნებიან გაუპატიურებისათვის, მკვლელობისათვის, ნარკოტიკული
საშუალების დიდი ოდენობით შენახვისათვის ნასამართლევი პირები, ეს ხელს
შეუწყობს ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობის გაუარესებას და საფრთხეს
შეუქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. ასევე გასათვალისწინებელია ის
გარემოება, რომ სტატისტიკური მონაცემებით საქართველოს მოქალაქეთა ყოველი
მეორასე ადამიანი სასჯელს იხდის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში.
შესაბამისად, დიდია საზოგადოებრივი დაინტერესება შეწყალების აქტის მიმართ.
თუ პრეზიდენტი შეიწყალებს მძიმე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის
მსჯავრდებულ პირებს, ხოლო ნაკლებად მძიმე და გაუფრთხილებლობითი
დანაშაულის ჩამდენი პირები დარჩებიან სასჯელაღსრულების სისტემაში, ეს
გამოიწვევს საზოგადოებაში უსამართლობის გრძნობის დამკვიდრებას, რაც, თავის
მხრივ, ხელს შეუშლის მოქალაქეთა სახელმწიფო ორგანოებისადმი ნდობის შექმნას.
სახალხო დამცველმა 2009 წლის 18 მარტს წერილით მიმართა საქართველოს
პრეზიდენტს შეწყალების საკითხებთან შექმნილი სიტუაციის გამო. სახალხო
დამცველმა წინადადებით მიმართა პრეზიდენტს ახალი შეწყალების კომისიის
შექმნის თაობაზე: „თავს ვალდებულად მივიჩნევ გაცნობოთ, რომ პატიმართა
შეწყალების სფეროში შეიქმნა სრული განუკითხაობა და ქაოსი. არსებული
შეწყალების კომისია გადაიქცა სრულ ფიქციად, რომლის მუშაობამაც ყოველგვარი
აზრი დაკარგა. კომისიის მიერ რეკომენდაციამიცემული პირები რჩებიან ისევ
საპატიმროებში, მაშინ როცა თავისუფლდებიან პატიმრები, რომელთაც ვინ და რატომ
მისცა რეკომენდაცია, გაუგებარია. ხშირია შემთხვევები, როცა შეწყალებაზე უარი
ეთქმებათ მსუბუქ დანაშაულში მსჯავრდებულთ და გარეთ გამოდიან მძიმე
დანაშაულში (ნარკოტიკების გასაღება, წამება და განზრახ მკვლელობა,
გაუპატიურება) მსჯავრდებულები. სწორედ ასეთი განუკითხაობისა და ქაოსის გამო
ამ სფეროში ფეხი მოიკიდა როგორც ჩვეულებრივმა, ისე პოლიტიკურმა კორუფციამ.
დამკვიდრდა პრაქტიკა, რომელიც, გარდა იმისა, რომ უსამართლო და ამორალურია,
აშკარად დანაშაულებრივ ხასიათს ატარებს.
საქართველოს
კანონმდებლობით
მსჯავრდებულის
შეწყალება
მხოლოდ
პრეზიდენტის პრეროგატივაა და ამ სფეროში არსებულ ვითარებაზეც
პასუხისმგებლობაც მთლიანად თქვენ გეკისრებათ. ვინაიდან პრობლემა უმწვავესია
და დაუყონებლივ მოგვარებას საჭიროებს, მოგმართავთ რეკომენდაციით, შექმნათ
რეალურად მოქმედი შეწყალების კომისია, რომელზეც მოახდენთ თქვენი
უფლებამოსილების დელეგირებას და დააკომპლექტოთ იგი იმ პირებით, რომელთაც
105
შეწყალება
ნამდვილად ენდობით და რომელთა აზრსაც რეალურად გაითვალისწინებთ. ასეთ
შემთხვევაში ნათელი და გამჭვირვალე იქნება სახელმწიფოს და პრეზიდენტის
პოლიტიკა მსჯავრდებულთა შეწყალების სფეროში, შეწყალების კომისიას კი
დაეკისრება რეალური პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და კანონის წინაშე“.
4. შეწყალების საკითხის რეგულირება დასავლეთის ქვეყნებში
შეწყალება
აშშ–ში:
შეწყალება
აშშ–ში
წარმოადგენს
პრეზიდენტისთვის
კონსტიტუციის მეორე თავით მინიჭებულ დისკრეციას, რომელიც არ ადგენს
ჩარჩოებს ამ უფლებამოსილების განხორციელებისას, თუმცა პრეზიდენტი
იზღუდება
აშშ–ის
იუსტიციის
დეპარტამენტის
მხრიდან.
იუსტიციის
დეპარტამენტში შედის განცხადება შეწყალების თაობაზე, რომელსაც განიხილავს
„შეწყალების იურისტი“ ინდივიდუალურად, შემდეგ უგზავნის პრეზიდენტს,
რომელიც ახდენს განმცხადებლის შეწყალებას. აშშ–ში, გარდა პრეზიდენტისა,
შტატის დონეზე შეწყალების უფლება აქვს მხარის გუბერნატორს. მაგალითად:
კალიფორნიის შტატში არსებობს სპეციალური კრიტერიუმები, რომელთაც უნდა
აკმაყოფილებდეს შესაწყალებელი მსჯავრდებული. ერთ–ერთი კრიტერიუმია, რომ
საჭიროა მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელის მოხდის
პერიოდში ეწეოდეს კანონმორჩილ ცხოვრებას, ანუ ციხის ადმინისტრაციის მიერ
ხასიათდებოდეს დადებითად. კალიფორნიის შტატის გუბერნატორის მიერ ხდება
საქმის მასალების ინდივიდუალური განხილვა და პირის შეწყალების საკითხი
დადებითად გადაწყდება, თუ მსჯავრდებული აკმაყოფილებს დადგენილ
კრიტერიუმებს.
შეწყალება გაერთიანებულ სამეფოში: გაერთიანებულ სამეფოში შეწყალება
წარმოადგენს დედოფლის პრეროგატივას, ამიტომ მას ასევე „სამეფო შეწყალებას“
უწოდებენ. დღეისათვის ინგლისის დედოფალს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია
შეიწყალოს პიროვნება, თუ ეს მას ურჩია შინაგან საქმეთა მინისტრმა ან შოტლანდიის
პირველმა მინისტრმა. შეწყალებას არ შეუძლია ნასამართლეობის მოხსნა, მხოლოდ
შეუძლია პიროვნების სასჯელისაგან გათავისუფლება.
შეწყალება საფრანგეთში: საფრანგეთში შეწყალება წარმოადგენს საფრანგეთის
პრეზიდენტის სრულ პრეროგატივას, რომელიც არ შეიძლება, გარეშე მექანიზმებით
შეიზღუდოს. პიროვნება მიმართავს პირდაპირ პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე,
შემდეგ საქმეში მონაწილე პროკურორი წარადგენს საქმის თაობაზე დასკვნას, შემდეგ
საქმე მიდის იუსტიციის სამინისტროში, სისხლის სამართლის საქმეთა და
შეწყალების დირექტორატში დამატებითი დასკვნის გასაკეთებლად. თუ პირს
მიანიჭეს შეწყალება, შეწყალებას ხელს აწერენ პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი,
იუსტიციის მინისტრი და სხვა მინისტრები, ვისაც შემხებლობა ჰქონდათ საქმესთან.
შეწყალება
შვეიცარიაში:
შვეიცარიაში
ფედერალური
დანაშაულისათვის
მსჯავრდებული პირების შეწყალების აქტის გამოცემა ეკისრება ფედერალურ კრებას
(პარლამენტს), სხვა დანარჩენი დანაშაულის ჩადენისას კი კანტონების
პარლამენტებია უფლებამოსილი, განიხილოს შეწყალების საკითხი. მთავრობას
უფლება აქვს, შეიწყალოს მხოლოდ წვრილმანი დანაშაულისათვის (Bagatelldelikte)
მსჯავრდებული პირები.
106
შეწყალება
დასკვნის სახით კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ მართალია,
კანონმდებლობით საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს, შეიწყალოს ნებისმიერი
პირი, მაგრამ ამავდროულად, შეწყალება გამოიყენება ინდივიდუალურად
განსაზღვრულ პირთა მიმართ, რაც გულისხმობს, რომ გათვალისწინებული უნდა
იქნეს ჩადენილი დანაშაულის საშიშროების ხასიათი და ხარისხი, ადრინდელი
ნასამართლობა, სასჯელის მოხდის ვადა, შესაწყალებელი პირის ყოფაქცევა
სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ოჯახური პირობები და სხვა, რათა
შეწყალებამ არ გამოიწვიოს: 1) საზოგადოებრივი წესრიგის უსაფრთხოებისთვის
ხელის შეშლა (შეწყალებულ იქნენ საზოგადოებრივად საშიში მსჯავრდებულები) და
2) მოსახლეობაში უსამართლობის გრძნობის ჩამოყალიბება, რაც გავლენას იქონიებს
ხელისუფლების ორგანოებისადმი ნდობაზე.
107
პოლიცია
პოლიცია
„გამოკითხულთა მხოლოდ 5,7% (112 ადამიანი) აღმოჩნდა დაკავებული
სამართალდამცავი ორგანოების მიერ.
პასუხი კითხვებზე:
დაკავების შემთხვევაში განგიმარტეს თუ არა თქვენი
პირველადი უფლებები, დაკავების მიზეზი და საფუძველი?
გამოკითხულთა იმ მცირედი ნაწილის პასუხების გაანალიზებისას, რომელთაც
შეხება ჰქონდათ სამართალდამცავ ორგანოებთან, აღმოჩნდა რომ ნახევარზე მეტს
(54,1%) დაკავებისას არ განუმარტეს პირველადი უფლებები, დაკავების მიზეზი და
საფუძველი.“
"პასუხი კითხვაზე: „დაკავების შემთხვევაში განგიმარტეს თუ არა თქვენი პირველადი
უფლებები?“ გამოკითხული 112 ადამიანიდან ვინც აღმოჩნდა დაკავებული
სამართალდამცავი ორგანოების მიერ, 45,9%–ს განუმარტეს პირველადი უფლებების
დაკავებისას, ხოლო 54,1%–ს არ განუმარტეს.
პასუხი კითხვაზე: „განგიმარტეს თუ არა დაკავების მიზეზი და საფუძველი?“
გამოკითხული 112 ადამიანიდან ვინც აღმოჩნდა დაკავებული სამართალდამცავი
ორგანოების მიერ, 65,1%–ს განუმარტეს დაკავების მიზეზი და საფუძველი, ხოლო
34,9%–ს არ განუმარტეს.“14
2008 წლის მეორე ნახევარში სახალხო დამცველს არაერთმა მოქალაქემ მიმართა
პოლიციის მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტზე, მათ შორის
დაკავებულებზე ფიზიკური ზეწოლისა და ძალადობის შესახებ (იხ. ბ.მაყაშვილის
საქმე; დ.კოდალაშვილის საქმე; ვ.ტეტუნაშვილის საქმე; გ. და ი.სახიაშვილის საქმე;
დ.ჯოლოხავას საქმე; ა.ჭანიას საქმე; თ.გორგიშელის საქმე). საქართველოს სახალხო
დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა
ქვეყანაში პოლიციის მხრიდან მოქალაქეთა დაკავების დროს მათი ცემის
შემთხვევები. საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა რამდენიმე ასეთი საქმე
და „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის
„გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისათვის
საქართველოს მთავარ პროკურორს გადაუგზავნა (იხ. ბესიკ თირქიას საქმე; ლაშა
ჯანხოთელის საქმე, დენის გვენეტაძის საქმე; სულხან ქობულაძის საქმე).
14
„საბაზისო კვლევა საქართველოში ადამიანის უფლებათა ცნობადობის დონის შესახებ, “სახალხო
დამცველის ოფისის შესაძლებლობათა გაძლიერება საქართველოში” რაოდენობრივი კვლევის
ანგარიში განხორციელებული საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტის (IPM)
მიერ; გამოკითხულია 2000 ადამიანი (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, გორი, რუსთავი).
კვლევა განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „ სახალხო დამცველის აპარატის
გაძლიერება“ ფარგლებში.
108
პოლიცია
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ,,დაუშვებელია
დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის ფიზიკური და
ფსიქიკური იძულება“. მართალია, ბოლო 2 წლის განმავლობაში საგრძნობლად იკლო
პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან დაკავებულთა მიმართ ძალადობის ფაქტებმა
როგორც დაკავების დროს, ისე პოლიციის დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ (ამას
მოწმობს თავად სახალხო დამცველის აპარატში არსებული მონიტორინგის ჯგუფის
მიერ შსს-ს განყოფილებებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორების
შემოწმების შედეგები), თუმცა აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში დასავლეთ
საქართველოში დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როცა სამართალდამცავები
ამეტებენ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებს და ძალადობენ დაკავებულებზე.
ყოველ ასეთ ფაქტზე, რომელიც ცნობილი ხდება სახალხო დამცველის
აპარატისათვის, ხდება სასწრაფო რეაგირება. აპარატის თანამშრომლები ნახულობენ
დაკავებულს, ართმევენ ახსნა-განმარტებას მომხდარზე, იღებენ სხეულის
დაზიანებებზე შედგენილ ოქმებს ან თავად ადგენენ ოქმს, საჭიროების შემთხვევაში
ინიშნება ალტერნატიული ექსპერტიზა ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის
დასადგენად, ახსნა-განმარტების ჩამორთმევა ხდება შემთხვევის შემსწრე პირებზეც
(ასეთის არსებობისას), ასევე ხდება ეჭვმიტანილის დაკავებაში მონაწილე
პოლიციელთა გამოკითხვა (თითქმის ყველა შემთხვევაში ისინი უარყოფენ
ძალადობის ფაქტს). მოპოვებული მასალები იგზავნება გენერალურ პროკურატურაში
გამოძიების დასაწყებად. ცალკეული გამონაკლისების გარდა მათ საფუძველზე იწყება
გამოძიება.
განსაკუთრებული
ყურადღება
უნდა
მიექცეს
ცეცხლსასროლი
იარაღის
არაადეკვატურ გამოყენებას პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის
განხორციელების დროს, რაც უშუალოდ უკავშირდება ადამიანის სიცოცხლისა და
ჯანმრთელობის უფლებას. კანონი პოლიციელს ანიჭებს იარაღის გამოყენების
უფლებას მხოლოდ უკიდურესი ღონისძიების სახით. ამ დროს მან უნდა დაიცვას
პროპორციულობისა და უკიდურესი აუცილებლობის პრინციპები. უკიდურესი
აუცილებლობის პრინციპი განმარტებულია, როგორც ცეცხლსასროლი იარაღის
გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა სხვა საშუალება უშედეგო
აღმოჩნდება ან მათი გამოყენებით სასურველი შედეგი ვერ მიიღწევა. პოლიციელთა
მხრიდან ძალის არაადეკვატური გამოყენების მაგალითია გიორგი გამცემლიძის საქმე
(იხ.დანართი).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური
ინფორმაციის თანახმად, შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის
მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში 2008 წლის 1
ივლისდან 31 დეკემბრის სულ შესახლებულ იქნა 13175 პირი, მათგან სხეულის
დაზიანებით - 3063, პოლიციის მიმართ პრეტენზია გამოთქვა - 27 პირმა, რომლებზეც
მასალები გადაგზავნილია საქართველოს მთავარ პროკურატურაში.
საქართველოს პრეზიდენტმა 2008 წლის 12 ივნისის #301 ბრძანებულებით დაამტკიცა
ადამიანთა წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის
ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი
საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ შექმნილი საქართველოში წამების,
109
პოლიცია
არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის
წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა. გეგმაში მითითებულია, რომ უნდა მოხდეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურის, იუსტიციის
სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის სამსახურების
ეფექტური და გამჭვირვალე საქმიანობის უზრუნველყოფა, მათი საქმიანობის შესახებ
საზოგადოების პერიოდული ინფორმირება.
აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული მიმართულებით ნაბიჯები არ გადადგმულა
შინაგან საქმეთა სამინისტროში. შსს-ში მოქმედი ადამიანის უფლებათა
სამმართველოს
საქმიანობის
შესახებ
ინფორმაცია
ხელმისაწვდომი
არაა
დაინტერესებული პირებისათვის. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ამ სტრუქტურულმა
ერთეულმა უზრუნველყოს მისი საქმიანობის გამჭვირვალობა და მოახდინოს
საზოგადოების ინფორმირება პერიოდული ანგარიშებით ან რაიმე სხვა ფორმით.
სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის ჯგუფის მიერ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების
იზოლატორებსა და პოლიციის განყოფილებებში; განხორციელებული
მონიტორინგის მონაცემები 2008 წლის მეორე ნახევრის (ივლისიდეკემბრის) მდგომარეობით
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მიერ 2008 წლის
მეორე ნახევარში კვლავ ხორციელდებოდა პოლიციის საქმიანობაზე კონტროლი,
ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების აღმოჩენა და მათზე რეაგირება. სახალხო
დამცველის აპარატის გამოძიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტში არსებული
მონიტორინგის ჯგუფი და სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს
რეგიონული
სამმართველო
ახორციელებდნენ
პოლიციის
რაიონული
განყოფილებების, ქვეგანყოფილებების, დროებითი მოთავსების იზოლატორებისა და
ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორის
მონიტორინგს, რა დროსაც ადამიანის გარანტირებული უფლებების დარღვევების
აღმოჩენის შემთხვევებში ხდებოდა მეყვსეული რეაგირება. მონიტორინგის ჯგუფების
მიერ წინასწარი დაკავების საკნების შემოწმებისას განსაკუთრებული ყურადღების
გამახვილება,
ისევე,
როგორც
გასული
წლების
განმავლობაში,
ხდება
სამართალდამცავთა მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლისა და სხვა
არაადამიანურ, ღირსებისშემლახველი მოპყრობის ფაქტებზე. ასევე მიმდინარეობს
კონტროლი პოლიციის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსით განსაზღვრული პროცესუალური ნორმების ზედმიწევნით შესრულებაზე.
2008 წლის ივლისი-დეკემბრის თვეებში სახალხო დამცველის აპარატის მონიტონგის
ჯგუფმა, თბილისის მასშტაბით, შსს დროებითი მოთავსების იზოლატორსა და
პოლიციის განყოფილებებში განახორციელა 36 ვიზიტი. საანგარიშო პერიოდში
განხორციელებული ვიზიტების შედეგად დაფიქსირდა ადამიანის უფლებათა და
პროცედურულ დარღვევათა 9 ფაქტი.
110
პოლიცია
საგულისხმოა, რომ თბილისის მასშტაბით მონიტორინგის ჯგუფის მიერ
მონახულებულ დაკავებულებს დროებითი მოთავსების იზოლატორში და პოლიციის
განყოფილებაში არცერთ შემთხვევაში არ აღენიშნებოდათ ფიზიკური დაზიანებები,
ამ პერიოდში მონიტორინგის შედეგად დაკავებულთა შესახებ ძირითადად
სარეგისტრაციო ჟურნალში არასრული ჩანაწერების ფაქტები ფიქსირდება.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის ჯგუფი „სახალხო
დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს
რეგიონებშიც ახორციელებდა დროებითი მოთავსების იზოლატორებისა და
პოლიციის განყოფილებების შემოწმებას (დმი–ების ტექნიკური აღწერილობა იხ.
დანართში).
2008 წლის მეორე ნახევარში საქართველოს რეგიონებში, შსს რაიონული
განყოფილებებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში განხორციელდა 72
ვიზიტი. ვიზიტების დროს გამოვლენილი იქნა ადამიანის უფლებათა და
პროცედურულ დარღვევათა 29 შემთხვევა (იხ. დანართი).
111
პროკურატურა
პროკურატურა
პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს გაერთიანება
2008 წლის 21 ოქტომბერს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით მოხდა
პროკურატურის რეორგანიზება და იგი ჩამოყალიბდა საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად.
აღნიშნულ ცვლილებამდე შესაბამის საკანონმდებლო აქტებში არ ყოფილა
გაკეთებული პირდაპირი მითითება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა
სისტემაში პროკურატურის დამოუკიდებელი ადგილის შესახებ. დღეს იგი
აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში შედის და ხელმძღვანელობს
იუსტიციის მინისტრი. საქართველოს პროკურატურის სისტემას კი ქმნიან:
საქართველოს მთავარი პროკურატურა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების
პროკურატურები,
ქ.თბილისის
პროკურატურა,
საოლქო
პროკურატურები, რაიონული პროკურატურები და კანონით განსაზღვრულ
შემთხვევაში - სპეციალიზებული პროურატურები.
საქართველოს პროკურატურას უშუალოდ უხელმძღვანელებს მთავარი პროკურორი,
რომელსაც იუსტიციის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
მიგვაჩნია, რომ ახალი ცვლილებებით მნიშვნელოვნად შესუსტდა საქართველოს
მთავარ პროკურატურაზე საპარლამენტო კონტროლი. იგი შემოიფარგლება მხოლოდ
იუსტიციის მინისტრის ინფორმაციის მოსმენით. „პროკურატურის შესახებ“
საქართველოს კანონის 49-ე მუხლი თანახმად, „ეს ინფორმაცია არ უნდა შეიცავდეს
სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, გარდა
საქართველოს
კანონმდებლობით,
აგრეთვე
საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულებებითა
და
შეთანხმებებით
პირდაპირ
გათვალისწინებული
შემთხვევებისა“. აღნიშნული შეზღუდვა ადრე მოქმედ კანონში არ იყო.
იქიდან გამომდინარე, რომ მთავარ პროკურორს აქვს ექსკლუზიური უფლებები,
რომლებშიც იუსტიციის მინისტრი ვერ ჩაერევა (თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს ქვემდგომ პროკურორებს, გამომძიებლებს და
პროკურატურის სხვა მუშაკებს; ნიშნავს სპეციალურად უფლებამოსილ პროკურორს,
რომელიც „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად განიხილავს კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი
სპეციალური სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
კონტრტერორისტული
ცენტრის
შუამდგომლობებს
ოპერატიულ-ტექნიკური
ღონისძიებების ჩატარების თაობაზე; ნიშნავს სპეციალურად უფლებამოსილ
პროკურორს, რომელსაც სასამართლოში შეაქვს განცხადება ორგანიზაციის
ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობის შესახებ; სასამართლოში შეაქვს სააპელაციო
საჩივარი მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესების მოთხოვნით; განსაზღვრავს
თავისი მოადგილეების, აგრეთვე პროკურატურის ორგანოებისა და მათი
112
პროკურატურა
სტრუქტურული დანაყოფების ფუნქციურ მოვალეობებსა და ა.შ), მნიშვნელოვანია,
მასზე გარკვეული ფორმით ხორციელდებოდეს საპარლამენტო კონტროლი.
იუსტიციის მინისტრმა გაინაწილა გენერალური პროკურორის ფუნქციები.
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“
ქვეპუნქტის თანახმად, „საქართველოს იუსტიციის მინისტრი კანონით დადგენილი
წესით ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას საქართველოს პრეზიდენტის,
საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარის,
საქართველოს
საერთო
სასამართლოების
მოსამართლის,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრის,
საქართველოს
მთავრობის
წევრის,
საქართველოს
სახალხო
დამცველის,
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, საქართველოს ეროვნული
ბანკის საბჭოს პრეზიდენტისა და წევრის, საქართველოს საგანგებო და
სრულუფლებიანი
ელჩისა
და
დესპანის,
პროკურორის,
პროკურატურის
გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი
სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან
გათანაბრებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენისას“.
ცვლილებამდე აღნიშნული ფუნქციით აღჭურვილი იყო გენერალური პროკურორი.
ახლებურად განისაზღვრა იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის წესი.
თუ აქამდე პარლამენტი ნიშნავდა გენერალურ პროკურორს, დღეს იუსტიციის
მინისტრს პრეზიდენტის თანხმობით ნიშნავს პრემიერ-მინისტრი და ათავისუფლებს
საქართველოს პრეზიდენტი. გამოდის, რომ იუსტიციის მინისტრი დანაშაულის
ჩადენის შემთხვევაში დევნას იწყებს იმ პირის მიმართ, რომელმაც იგი დანიშნა და
რომელიც მას ათავისუფლებს. აღნიშნულმა შეიძლება წარმოშვას ინტერესთა
კონფლიქტი, რაც მიზანშეუწონლად მიგვაჩნია.
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის
თანახმად, „იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული სისხლის სამართლის
პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპები კონფიდენციალურია. მათი შესრულება
სავალდებულოა ყველა ქვემდგომი პროკურორისათვის. პროკურატურის მუშაკის
მიერ სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპის შინაარსის
გახმაურება
გამოიწვევს
ამ
კანონით
გათვალისწინებულ
დისციპლინურ
პასუხისმგებლობას“. სისხლის სამართლის მატერიალური და საპროცესო
კანონმდებლობა ასეთი სახის დოკუმენტს არ იცნობს და მისი გასაიდუმლოების
მიზანი დასაბუთებული არ ყოფილა. ვფიქრობთ, სისხლის სამართლის პოლიტიკა ის
საკითხია, რომელიც საჯარო უნდა იყოს დაინტერესებული პირებისთვის, რათა
საზოგადოებას შეექმნას ნათელი წარმოდგენა სახელმწიფოს კურსზე ამ
მიმართულებით. სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპები არ
უნდა შეიცავდეს საგამოძიებო, ოპერატიულ-სამძებრო საკითხების შემცველ
ინფორმაციას, რომელიც შესაძლებელია, იყოს კონფიდენციალური.
როგორც წამების საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებლის მანფრედ ნოვაკის
2007 წლის დამატებით რეკომენდაციებშია (A/HRC/7/3/Add.2) მოცემული,
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო შიდა სახელმძღვანელო
113
პროკურატურა
რეკომენდაციები წამების, წამების მუქარისა და დამამცირებელი ან არაადამიანური
მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიების დაწყების სათანადო
წესის შესახებ. მანფრედ ნოვაკის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ დოკუმენტი
ხელმისაწვდომი არ აღმოჩნდა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.
2009 წლის 29 იანვარს სახალხო დამცველმა გამოითხოვა აღნიშნული ინფორმაცია
იუსტიციის მინისტრისგან. 2009 წლის 13 თებერვალს იუსტიციის მინისტრის
პირველი მოადგილისგან სახალხო დამცველმა მიიღო პროკურატურის შიდა
სახელმძღვანელო რეკომენდაციების შემცველი დოკუმენტი. თუმცა თანდართულ
წერილში საუბარია აღნიშნული დოკუმენტის კონფიდენციურობაზე. ამასთან, არაა
მითითებული მისი მიღების თარიღზე. სახალხო დამცველმა განმეორებით მიმართა
იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილეს, მიეთითებინათ აღნიშნული
დოკუმენტის დამტკიცების თარიღსა და მისი კონფიდენციურობის სამართლებრივ
საფუძველზე. გაურკვეველია როგორც ამ დოკუმენტის გასაიდუმლოების მიზანი,
ასევე, გულისხმობს თუ არა იგი იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებულ
სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებს. თუ მისი
კონფიდენციურობა ემყარება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8
მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნას, ის ვერ გავრცელდება ამ დოკუმენტზე, რადგან
კანონი მხოლოდ 2008 წლის 21 ოქტომბერს მიიღო საქართველოს პარლამენტმა,
მანფრედ ნოვაკს კი აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია 2006 წელს ჰქონდა.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით 2009 წლის 4 მარტს იუსტიციის მინისტრის
პირველმა მოადგილემ გამოუგზავნა წერილი სახალხო დამცველის მოადგილეს,
რომელშიც იგი მიუთითებს, რომ 2009 წლის 13 თებერვლის მის მიერ გამოგზავნილ
წერილში არაა საუბარი დოკუმენტის კონფიდენციურობაზე, არამედ მითითებულია,
რომ იგი სამსახურებრივი გამოყენებისთვისაა გამიზნული და, შესაბამისად,
იუსტიციის სამინისტრომ სახალხო დამცველს მიმართა თხოვნით, არ გაეცათ
დოკუმენტში მითითებული ინფორმაცია სხვა პირებისთვის. მიგვაჩნია, რომ
დოკუმენტის შიდაუწყებრივი ხასიათი არ უნდა განსაზღვრავდეს მის
კონფიდენციალურობას და შესაბამისად მაინც გაუგებარი რჩება აღნიშნული მოტივი
გასაიდუმლოებისთვის.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ვინაიდან სახელმძღვანელო პრინციპები, თავისი
შინაარსით, არ მიეკუთვნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ
საიდუმლო ინფორმაციათა წრეს, აღნიშნული დოკუმენტი საჯარო უნდა გახდეს.
წინადადება საქართველოს პარლამენტს: „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს
კანონიდან ამოღებულ იქნეს მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის გაერთიანების
შემდეგ გაუქმდა ადამიანის უფლებათა სამმართველო, რომელიც გენერალური
პროკურატურის სისტემაში შედიოდა სტრუქტურული ერთეულის სახით.
სამმართველოს ამოცანები იყო:
114
პროკურატურა
ა) პროკურატურის სისტემაში, აგრეთვე სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის
მოხდისას და სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებათა აღსრულებისას დაკავების,
წინასწარი პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთისა და თავისუფლების შეზღუდვის
სხვა ადგილებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის მონიტორინგი და
შესაბამისი რეაგირება; წამების, ღირსების შემლახავი და არაჰუმანური მოპყრობის და
დასჯის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება;
ბ) დაკავების, წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა
ადგილებში დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილ პირთა დაკავების კანონიერების
დაცვის უზრუნველყოფა;
გ) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ხელმყოფი ცალკეული
დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა;
დ) გენერალური პროკურატურისა და მისი სტრუქტურული დანაყოფების
თანამშრომლობის უზრუნველყოფა ადამიანის უფლებათა დამცველ სახელმწიფო
ორგანოებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ე) გენერალურ პროკურატურაში ადამიანის უფლებათა დამცველი სახელმწიფო
ორგანოებიდან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შემოსული
რეკომენდაციების, განცხადება-საჩივრების და მასალების შესწავლა და მათზე
სათანადო რეაგირება;
ვ) შემოსული რეკომენდაციების, განცხადება-საჩივრების და მასალების შესწავლის
საფუძველზე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გამოვლენილი დანაშაულების
და სხვა სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურად წარმართვის
მიზნით კონკრეტული წინადადებების შემუშავება და გენერალური პროკურატურის
ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ზ) ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების
პროკურატურების გამოცდილების შესწავლა, გაანალიზება და საქართველოს
პროკურატურის საქმიანობაში უახლესი მიღწევების დანერგვის უზრუნველყოფა;
თ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სასამართლოში
გენერალური პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა.
საქართველოს პრეზიდენტმა 2008 წლის 12 ივნისის #301 ბრძანებულებით დაამტკიცა
ადამიანთა წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის
ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი
საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ შექმნილი საქართველოში წამების,
არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის
წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა. გეგმაში მითითებულია, რომ უნდა მოხდეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურის, იუსტიციის
სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის სამსახურების
ეფექტური და გამჭვირვალე საქმიანობის უზრუნველყოფა, მათი საქმიანობის შესახებ
საზოგადოების პერიოდული ინფორმირება.
იუსტიციის მინისტრმა დაარღვია პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული
მოთხოვნა და ზემოაღნიშნულის ნაცვლად დებულებით გააუქმა ადამიანის
უფლებათა სამმართველო. წამების საწინააღმდეგო სამოქმედო გეგმაში მითითებული
მოთხოვნების დარღვევით ჩნდება გეგმის ეფექტურობასთან დაკავშირებით
საფუძვლიანი ეჭვი. შესაძლოა, მასში მითითებული გარკვეული ღონისძიებების
115
პროკურატურა
განხორციელების ნაცვლად მათი იგნორირება და საპირისპირო მოქმედებები
შემდგომშიც მოხდეს. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, მეტი ყურადღება გამახვილდეს
აღნიშნულ საკითხზე.
რეკომენდაცია იუსტიციის მინისტრს: ადამიანის უფლებათა სამმართველოს
თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში ადამიანის უფლებათა დაცვასთან
დაკავშირებით საკმაოდ ფართო უფლებამოსილებები ჰქონდა და, ვინაიდან მისი
გაუქმების
შემდეგ
იუსტიციის
სამინისტროში
აღნიშნული
ფუნქციების
განმახორციელებელი ახალი სტრუქტურული ერთეული აღარ არსებობს,
მიზანშეწონილად მიგვაჩნია, პროკურატურის ამოცანების უფრო ეფექტურად
განხორციელების
მიზნით,
შეიქმნას
ანალოგიური
ფუნქციების
მქონე
სტრუქტურული ერთეული.
პროკურატურის სისტემის რეფორმამ წარმოშვა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და
იურიდიული დახმარების სამსახურის იუსტიციის სამინისტროს სისტემიდან
გასვლის აუცილებლობა. ზემოაღნიშნული უწყებები გაერთიანდა და ჩამოყალიბდა
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროდ.
დადებითად
ვაფასებთ
აღნიშნულ
ცვლილებას,
რადგან
არ
შეიძლება
სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასჯელის აღსრულების, ასევე დაცვის
ფუნქცია ერთ სისტემაში იყოს გაერთიანებული.
თუმცა, ამავე დროს, გაუგებარია იურიდიული დახმარების სამსახურის
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებთან შეერთების მოტივი.
განმარტებით ბარათში კონკრეტულად არაფერია ნათქვამი აღნიშნულ საკითხზე.
იურიდიული დახმარების სამსახურის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრაზე
მსჯელობა აქტიურად მიმდინარეობდა 2004 წელს, როცა იუსტიციის სამინისტროში
შეიქმნა კომისია იურიდიული სამსახურის სტატუსის განსაზღვრისა და სტრატეგიის
შესამუშავებლად. კონკრეტული სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების შემდეგ
აღნიშნულის ინტეგრირება მოხდა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების
რეფორმის სტრატეგიის დოკუმენტთან. სტრატეგიის მიხედვით, იურიდიული
დახმარების სამსახური განისაზღვრა დამოუკიდებელ ორგანოდ, რომელსაც
ეყოლებოდა ex-officio მაღალი თანამდებობის პირებისგან შემდგარი ზედამხედველი
ორგანო (იუსტიციის მინისტრი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ა.შ).
სამწუხაროდ, 2007 წელს, კანონპროექტის საპარლამენტო განხილვების დროს, მისმა
ინიციატორებმა და საპარლამენტო კომიტეტებმა წარმოადგინეს იურიდიული
დახმრების სამსახურისთვის ახალი სტატუსი - შეუერთეს იუსტიციის სამინისტროს.
2008 წელს კი, იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის გაერთიანების შემდეგ,
იგი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამსახურებთან გაერთიანდა. სამსახურის
საქმიანობის
სახელმწიფო
კონტროლს
ახორციელებს
სასჯელაღსრულების,
პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო.
სასამართლო
სამედიცინო
ექსპერტიზის
ბიუროსთან
დაკავშირებით
კანონმდებლობაში განხორციელდა ცვლილება. 2008 წლის 31 ოქტომბრამდე
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიურო იუსტიციის სამინისტროს სისტემაში
ერთიანდებოდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით და მისი უშუალო
116
პროკურატურა
ხელმძღვანელი იყო იუსტიციის მინისტრი. ექსპერტიზის ბიუროს უფროსს ნიშნავდა
იუსტიციის მინისტრი. 2008 წლის 31 ოქტომბრის ცვლილებით მოხდა საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სასამართლო
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რეორგანიზაცია და ჩამოყალიბდა საჯარო
სამართლის იურიდიულ პირად – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო
ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროდ. ამჟამად მის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. დადებითად
ვაფასებთ ზემოაღნიშნულ ცვლილებას, რადგან იგი ქმნის ექსპერტიზის ბიუროს
დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მეტ გარანტიას. ექსპერტთა
გამოკვლევებსა და შესაბამის დასკვნებს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება
სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების პროცესში. მიზანშეწონილი არ
იქნებოდა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოსა და ექსპერტიზის წარმოების
უფლების მქონე ორგანოს ერთ სისტემაში გაერთიანება.
წამების საქმეებზე წინასწარი გამოძიების დაწყებაზე უარის თქმის
პრაქტიკა
სახალხო დამცველის წინა წლების საპარლამენტო მოხსენებებში ასახული იყო ისეთი
პრობლემა, როგორიცაა პროკურატურის მიერ წინასწარი გამოძიების დაწყებაზე
უარის თქმა. აღნიშნული ტენდენცია შეიმჩნევა 2008 წლის მეორე ნახევარშიც.
კერძოდ, სახალხო დამცველი საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ
საქმეში იკვეთება დანაშაულის ნიშნები, გამოძიების დაწყების მიზნით ,,სახალხო
დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის
თანახმად, სათანადო მასალებს უგზავნის საქართველოს მთავარ პროკურატურას. ეს
უკანასკნელი კი სხვადასხვა მოტივით უარს აცხადებს გამოძიების დაწყებაზე, რაც
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნების უხეში დარღვევაა.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (სსსკ) 261-ე მუხლი მიუთითებს, რომ
„დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი,
პროკურორი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულნი არიან დაიწყონ
წინასწარი გამოძიება“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2005 წლამდე მოქმედი სსსკ-ის 22-ე
მუხლის თანახმად, „დანაშაულის ნიშნების არსებობისას სისხლის სამართლის საქმეს
აღძრავდა მოკვლევის ორგანო, გამომძიებელი, პროკურორი ან მოსამართლე“, რაც
დღეს უკვე გაუქმებულია და პროკურორი ან პროკურორის თანხმობით
გამომძიებელი ვალდებულია დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა, თუ
საამისოდ არსებობს საკმარისი საფუძველი. ამავე კოდექსის 263-ე მუხლის თანახმად,
„წინასწარი გამოძიების დაწყების საფუძველია ცნობები დანაშაულის ჩადენის
შესახებ, რომლებიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს ფიზიკურმა ანდა
იურიდიულმა პირმა, სახელმწიფო ან თვითმმართველობისა და მმართველობის
ორგანოებმა, თანამდებობის პირმა, ოპერატიულ-სამძებრო ორგანომ, ბრალის
აღიარებით გამოცხადებულმა პირმა, ანდა ისინი მოძიებულია მასობრივი
ინფორმაციის საშუალებებით, აგრეთვე, უშუალოდ სისხლის სამართლის პროცესის
ორგანოს მიერ საქმის გამოძიებისას აღმოჩენილი ცნობები, გარდა იმ შემთხვევებისა,
როდესაც ამ ორგანოს წარმომადგენელი დანაშაულის თვითმხილველი ან
დაზარალებულია, სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას გამოვლენილი
ცნობები“.
117
პროკურატურა
დანაშაულის შესახებ ცნობის მიღების შემთხვევაში, პროკურორის მიერ გამოძიების
დაწყება იმპერატიული ვალდებულებაა. სსსკ-ის მე-18 მუხლის თანახმად,
გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე ვალდებულნი არიან, უტყუარად
დაადგინონ, მოხდა თუ არა დანაშაული, ვინ ჩაიდინა იგი და გაარკვიონ მტკიცების
საგნის ყველა სხვა გარემოება. საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს
ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. თუ გამოძიების ორგანო საგამოძიებო
მოქმედების ჩატარების შემდეგ ვერ დაადგენს დანაშაულის ნიშნებს, უნდა
გამოიტანოს დადგენილება საქმის შეწყვეტის შესახებ. სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის 395-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ან პროკურორი
ვალდებულია შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და წინასწარი
გამოძიება, როგორც კი წარმოიშვება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის
საფუძველი“. გამოძიების დაწყებაზე უარის თქმით პროკურორების მხრიდან ხდება
კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა.15 პროკურატურა ამგვარი ქმედებით იცილებს
გამოძიების დაწყების ვალდებულებას და აპელირებს სასამართლოზე, რითაც
არღვევს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობას.
სახალხო დამცველისგან გაგზავნილი მასალები ქმნის საფუძვლიან ეჭვს ჩადენილ
დანაშაულზე, თუმცა პროკურატურის უარი განპირობებულია სხვადასხვა მოტივით,
მაგალითად, როცა პროკურატურამ გამოძიება არ დაიწყო და აპელირებდა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის მე-4
ნაწილზე - „სასამართლოსათვის საქმის გადაცემის შემდეგ ყოველგვარი
შუამდგომლობა და საჩივარი წარედგინება უშუალოდ სასამართლოს“. საგულისხმოა,
რომ სახალხო დამცველის მიერ გაგზანილი ცნობა დანაშაულის ჩადენის შესახებ არც
შუამდგომლობაა და არც საჩივარი, რადგან სახალხო დამცველის აპარატი არ
წარმოადგენს მხარეს სისხლის სამართლის პროცესში. შესაბამისად, ზემოაღნიშნული
მუხლი არ ათავისუფლებს პროკურორს გამოძიების დაწყების ვალდებულებისგან;
ასევე, როცა პროკურატურა აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ სისხლის სამართლის
საქმე (რომლის შესწავლის შედეგად სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ იკვეთება
დანაშაულის ნიშნები გამოძიების ორგანოების მხრიდან) იხილება სასამართლოში და
სანამ არ დამთავრდება სასამართლო განხილვა, არ დაიწყებს გამოძიებას. არსებობს
მაღალი ალბათობა, რომ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ პროკურატურა
გამოძიებას არ დაიწყებს.
2009 წლის 13 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა მიიღო წერილი
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილისგან, თინა ბურჯალიანისგან,
თანდართული დოკუმენტით: „რეკომენდაციები წამების, წამების მუქარისა და
დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით წინასწარი
გამოძიების დაწყების სათანადო წესის შესახებ“. მართალია დოკუმენტი მხოლოდ
სარეკომენდაციო ხასიათისაა და არ წარმოადგენს სამართლებრივ აქტს, მაგრამ მასში
ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გაკეთებულია მითითება. კერძოდ,
დოკუმენტის მიხედვით, „ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებთან ეფექტური
ბრძოლა და დამნაშავე პირთა სისხლისსამართლებრივი დევნა გამოცხადებულია
15
იხ. დანართი, ი.მინდაძის საქმე, კ.გორდულავას საქმე.
118
პროკურატურა
საქართველოს
გენერალური
პროკურატურის
ერთ-ერთ
პრიორიტეტულ
მიმართულებად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რეკომენდირებულია: 1.
სსსკ-ის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის ყველა ცნობა, შეტყობინება
და ინფორმაცია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ, მიუხედავად მისი
საფუძვლიანობისა, უნდა ჩაითვალოს ცნობად დანაშაულის ჩადენის შესახებ. 2.
შესაბამისად, გამოძიების დაწყება სავალდებულოა და იგი უნდა დაიწყოს
დაუყონებლივ. გამოძიების დაუყოვნებელი დაწყება წამებისა და არაადამიანური
მოპყრობის კონტექსტში გულისხმობს გამომძიებლისა და პროკურორის მიერ
შესაბამის საგამოძიებო ღონისძიებათა განხორციელებას დანაშაულის შესახებ
ცნობების მიღებისთანავე“. ვფიქრობთ, აღნიშნული უნდა გავრცელდეს სხვა
დანაშაულებებზეც.
რეკომენდაცია საქართველოს მთავარ პროკურორს: პირად კონტროლზე აიყვანოს
ყველა იმ საქმის შესწავლა, როცა პროკურორებმა უკანონოდ უარი განაცხადეს
გამოძიების დაწყებაზე.
სისხლის სამართლის საქმეების არაეფექტური გამოძიება
სახალხო დამცველმა მისი საქმიანობის პერიოდში არაერთხელ მიმართა
პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით, მაგრამ ბევრი მათგანი დღემდე
გამოუძიებელია, რაც ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ პროკურატურაში გამოძიება
ატარებს ფორმალურ ხასიათს, იგი არაა სრულყოფილი და ობიექტური, არ ხდება
ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რათა დადგინდეს საქმეზე
ჭეშმარიტება. არაფექტური გამოძიების კარგი მაგალითია ე.წ. „კორტების საქმე“ (იხ.
დანართი). დღემდე არ გამოძიებულა ისეთი რეზონანსული საქმეები, როგორებიცაა
ე.წ. „ამბოხი“, ამირან რობაქიძის საქმე, მკვლელობის საქმეზე მტკიცებულებათა
ფალსიფიკაცია, გოჩა ეხვაიას წამების საქმე, როინ შავაძის წამებისა და მკვლელობის
საქმე და სხვ.
სახალხო დამცველმა სავარაუდო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის არაერთი
საქმის მასალა გაუგზავნა პროკურატურას გამოძიების დასაწყებად, მაგრამ საქმეებში
მითითებული არცერთი პიროვნება დღემდე არ დასჯილა. პროკურატურის მხრიდან
წამების ფაქტის გამოძიების ხანგრძლივობა აშკარად სცილდება გამოძიების
გონივრულ ვადებს.16
2007 წლის ნოემბერში, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მიერ დმი-ის
შემოწმებისას, დაკავებულ ვალერი ირემაძეს აღენიშნებოდა დაზიანებები და
პრეტენზიას გამოხატავდა პოლიციელთა მიმართ. მისი ჩვენებით, რუსთავის
საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების ქვეგანყოფილებაში ერთ-ერთმა
პოლიციელმა აღიარების მიღების მიზნით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
16
გოჩა ეხვაიას საქმე, მარტყოფის ბავშვთა სახლის აღსაზრდელების საქმე (სახალხო დამცველის 2008
წლის პირველი ნახევრის მოხსენება), ა.ბახუტოვის საქმე (სახალხო დამცველის 2007 წლის პირველი
მეორე ნახევრის მოხსენება), გოჩა და ხვიჩა მილდიანებისა და ლაშა ხორგუანის საქმე (სახალხო
დამცველის 2007 წლის პირველი ნახევრის მოხსენება), ე.წ. „შიშველი პატიმრების“ საქმე (2006 წლის
მეორე ნახევრის მოხსნება)
119
პროკურატურა
ვ.ირემაძემ აღნიშნული პოლიციელის ვინაობა არ იცოდა, მაგრამ შეეძლო მისი
ამოცნობა. სახალხო დამცველის აპარატიდან გაკეთდა მიმართვა პროკურატურაზე.
საქართველოს მთავარი პროკურატურის პასუხით ირკვევა, რომ 2007 წლის 25
დეკემბერს რუსთავის რაიონულ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სისხლის
სამართლის
საქმეზე
ვალერი
ირემაძის
წამების
ფაქტზე,
დანაშაული
1
გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 144 მუხლის მეორე ნაწილის
„ბ“ ქვეპუნქტით. 2007 წლის 26 დეკემბერს ვ.ირემაძე ცნობილი და დაკითხულ იქნა
დაზარალებულად. საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა რუსთავის საქალაქო
სამმართველოს პირველი განყოფილების ქვეგანყოფილების ყველა მუშაკი,
რომლებმაც უარყვეს ვ.ირემაძის წამების ფაქტი. ჩატარდა 3 ამოცნობა. თითოეულ
შემთხვევაში ამ უკანასკნელს ამოსაცნობად წარედგინა მის მიერ აღწერილი
გარეგნობის 3 პოლიციელი, თუმცა დაზარალებულმა აჩვენა, რომ არცერთი მათგანი
არ იყო ის პიროვნება, ვინც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. საქმეზე კვლავ
გრძელდება გამოძიება.
ვფიქრობთ, 1 წელი საკმაო დროა იმისთვის, რომ ზემოაღნიშნული საქმე
გამოძიებულიყო.
მაშინ,
როცა
ვ.ირემაძე
კონკრეტულად
მიუთითებდა,
ქვეგანყოფილების ერთ-ერთ პოლიციელზე.
„წამების, წამების მუქარისა და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის
ფაქტებთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიების დაწყების სათანადო წესის შესახებ
რეკომენდაციებში“ მითითებულია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
271-ე მუხლის თანახმად, გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს გონივრულ ვადებში.
წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეთა გამოძიების გონივრულ ვადად
უნდა განისაზღვროს ორი (2) თვე, რაც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში
შეიძლება გაგრძელდეს გამოძიების დამთავრებისათვის უმოკლესი ვადით.
წამებასთან მიმართებაში უნდა დამკვიდრდეს „ნულოვანი ტოლერანტობის“
პრინციპი, რისკენაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა გაეროს სპეციალურმა
მომხსენებელმა წამების საკითხებში.
აღკვეთის
მოთხოვნა
ღონისძიების
სახით
დაპატიმრების
დაუსაბუთებლად
სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის დაწყებამდე
უმრავლეს შემთხვევებში პროკურატურა ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულზე
სასამართლოს მიმართავდა შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების სახით
პატიმრობის გამოყენებაზე, რომელთა დიდი ნაწილი კმაყოფილდებოდა
სასამართლოს მიერ. თუმცა ბოლო წლების სტატისტიკა გვიჩვენებს აღკვეთის
ღონისძიების სახით დაპატიმრების შეფარდების შესახებ შუამდგომლობების კლების
ტენდენციას. მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობების
რიცხვი შემცირდა, არსებობს სხვა პრობლემა ამ საკითხთან მიმართებაში. საუბარია
პროკურატურის მხრიდან საფუძვლიანი დასაბუთების გარეშე აღკვეთის
ღონისძიების მოთხოვნაზე, ანუ, როცა გამოძიების ორგანო სასამართლოს მიმართავს
აღკვეთის
ღონისძიების
დაკმაყოფილების
შუამდგომლობით
ისე,
რომ
120
პროკურატურა
არგუმენტირებული არ არის, თუ რატომ უნდა შეეფარდოს კონკრეტულ საქმეზე
კონკრეტულ პიროვნებას ესა თუ ის ა/ღონისძიება. ეს პრობლემა განსაკუთრებით
თვალშისაცემია, როცა საქმე ეხება დაპატიმრების მოთხოვნას პროკურატურის
მხრიდან აღკვეთის ღონისძიების სახით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
151–ე მუხლის თანახმად (აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანი და
საფუძველი):
1. აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ
აარიდოს წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოს, აღიკვეთოს მისი შემდგომი
დანაშაულებრივი საქმიანობა, ხელი არ შეეშალოს სისხლის სამართლის საქმეზე
ჭეშმარიტების დადგენას, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება.
ბრალდებულს არ შეიძლება შეეფარდოს წინასწარი პატიმრობა ან აღკვეთის სხვა
ღონისძიება, თუ უფრო ნაკლებად შემზღუდავი აღკვეთის ღონისძიება
უზრუნველყოფს ამ ნაწილით გათვალისწინებულ მიზნებს.
2. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი შეიძლება იყოს დასაბუთებული
ვარაუდი, რომ პირი მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოზე, გაანადგურებს
მტკიცებულებებს, დაემუქრება პროცესის მონაწილეებს ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს.
3. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას
პროკურორი ვალდებულია, დაასაბუთოს მის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის
ღონისძიების სახის მიზანშეწონილობა და უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების
სახის გამოყენების შეუძლებლობა, ხოლო წინასწარი პატიმრობის ვადის
გაგრძელების შუამდგომლობის წარდგენისას – მოთხოვნილი ვადის აუცილებლობა.
4. სასამართლო უფლებამოსილია აღკვეთის ღონისძიების სახით პირს შეუფარდოს
პატიმრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შეუძლებელია სხვა უფრო მსუბუქი
აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით“.
ამავე კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,აღკვეთის
ღონისძიებისა და მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას
პროკურორი და სასამართლო ითვალისწინებენ წარდგენილი ბრალდების სიმძიმეს,
ბრალდებულის პიროვნებას, მის საქმიანობას, ასაკს, ჯანმრთელობას, ოჯახურ და
ქონებრივ მდგომარეობას, ბრალდებულის მიერ დაზარალებულისათვის მიყენებული
ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, პირის მიერ მისთვის შეფარდებული რომელიმე
აღკვეთის ღონისძიების დარღვევის ფაქტს და სხვა გარემოებებს.“
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 160–ე მუხლის პირველი ნაწილის
თანახმად, ,,პროკურორს ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელს, რომელიც პირს
წარუდგენს ბრალდებას და დაჰკითხავს, როგორც ბრალდებულს, შეუძლია ამ
კოდექსის 140-ე მუხლის შესაბამისად მიმართოს მოსამართლეს შუამდგომლობით
დაპატიმრების შესახებ ბრძანების გაცემის თაობაზე. თუ არსებობს საკმარისი
საფუძველი იმისათვის, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება
სასამართლოში,
გაანადგურებს
მტკიცებულებებს,
დაემუქრება
პროცესის
121
პროკურატურა
მონაწილეებს ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს, პროკურორი უფლებამოსილია დააკავოს
ბრალდებული და დაკავებიდან 24 საათის განმავლობაში მიმართოს სასამართლოს
შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ.“
უმეტეს შემთხვევაში პროკურატურის შუამდგომლობას პატიმრობის მოთხოვნის
შესახებ აქვს სტანდარტული ფორმა, კერძოდ აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების
გამოყენების აუცილებლობის დასასაბუთებლად გამოიყენება ზოგადი ფრაზები,
როგორიცაა ,,შესაძლოა მიემალოს გამოძიებასა და სასამართლოს“, ,,ზეწოლა
მოახდინოს დაზარალებულსა და მოწმეებზე“, ჩაიდინოს ახალი დანაშაული“,
,,გაანადგუროს მტკიცებულებები“, ,,ხელი შეუშალოს საქმეზე ჭეშმარიტების
დადგენას“ და არ ხდება იმის დაფიქსირება, თუ რაში შეიძლება გამოიხატოს
თითოეული მათგანი; ასევე, რა აძლევს პროკურატურას ვარაუდის საფუძველს, რომ
ხსენებული ქმედებები განხორციელდება ბრალდებულის მიერ. საყურადღებოა ის
გარემოებაც, რომ როცა სსსკ–ის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,
აღკვეთის ღონისძიებისა და მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის
გადაწყვეტისას პროკურორი და სასამართლო ითვალისწინებენ წარდგენილი
ბრალდების სიმძიმეს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში
პირველ რიგში
მიზანშეწონილი
იქნებოდა
საკმარისი
მტკიცებულებების
საფუძველზე
დაესაბუთებინა გამოძიების ორგანოს დაპატიმრების აუცილებლობა და შემდგომ
გაეთვალისწინებინა ბრალდების სიმძიმე.
რაც შეეხება ბრალდებულის მიმალვას, უნდა ითქვას, რომ არ გამოირიცხება პირის
მიმალვის შესაძლებლობა, თუ ამის საშუალება მას მიეცემა, მაგრამ შეიძლება
არსებობდეს სხვადასხვა დამაბრკოლებელი გარემოება პირის მიმალვისათვის.
მიმალვის საფრთხის არსებობის დასადგენად განხილული უნდა იქნეს კონკრეტული
საქმის ყველა გარემოება. პირველ რიგში, უნდა შემოწმდეს ის ფაქტორები, რომლებიც
ადამიანს აიძულებენ მიიმალოს, მიუხედავად იმ შედეგებისა და საშიშროებისა,
რომლებიც მას ასეთი ქმედების გამო ემუქრება. არ გამოირიცხება, რომ ეს იყოს
მკაცრი სასჯელი, რომელიც შესაბამის პირს შეიძლება შეეფარდოს ჩადენილი
დანაშაულისათვის, მაგრამ ევროპის სასამართლომ არაერთგზის განმარტა, რომ
მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირს შეიძლება შეეფარდოს მკაცრი სასჯელი, არ უნდა
დაედოს საფუძვლად პატიმრობის გაგრძელებას (იხ.საქმეები ,,მატნცნეტერი
ავსტრიის წინააღმდეგ“, ,,ლეტელიე შვეიცარიის წინააღმდეგ“, ,,იაგცი და სარგინი
თურქეთის წინააღმდეგ“ და ,,მიულერი საფრანგეთის წინააღმდეგ“). უფრო მეტიც,
საქმეში ,,მანსური თურქეთის წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა,
რომ ,,საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს“ განმცხადებლის მიმალვის
საფრთხის დასაბუთება ვერ შეძლო.
მიმალვის საფრთხის დასადგენად კარგი მაგალითი იქნებოდა პირის მიმალვის
განზრახვის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება (საქმეში ,,მაცნეტერი
ავსტრიის წინააღმდეგ“ გათვალისწინებულ იქნა სხვა ქვეყანაში გადარიცხული
თანხები და საზღვარგარეთ ვიზიტები, ისევე, როგორც სხვა კავშირები. იხ. აგრეთვე
საქმე ,,ჩესკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“, სადაც განმცხადებელმა
ნაცნობისგან ნდობით დიდი ოდენობით თანხა იშოვა, სხვა პირის პირადობის
მოწმობით მანქანა იყიდა და ყალბი პასპორტი მოიპოვა). პირის კავშირები
122
პროკურატურა
საზღვარგარეთ, რამაც შეიძლება იოლი გახადოს პირის მიმალვა, ან კავშირების
უქონლობა იმ ქვეყანასთან, რომელშიც საქმე აღიძრა, ასევე სხვა პრობლემები,
რომლებიც შეიძლება პირს ქვეყანასთან დაკავშირებით წარმოეშვას.
მითითება სასჯელის სიმკაცრეზე ან სხვა ზემოთ ხსენებულ ფაქტორებზე, როგორც
მიმალვის საფრთხეზე, თავისთავად არ შეიძლება ამართლებდეს თავისუფლების
აღკვეთას – დაპატიმრებას. საჭიროა, დამტკიცდეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია
ასეთი ფაქტორი (ან ფაქტორთა ერთობლიობა) კონკრეტულ გარემოებებში
საქმისათვის, გულმოდგინე განხილვის შედეგად შესაძლებელია, რომ არც ერთი
მათგანის არსებობა არ დადასტურდეს, ზოგიერთი დაუსაბუთებლად იქნეს
მიჩნეული, ზოგიერთი კი შეიძლება პირის რეალურ ქმედებებს ეწინააღმდეგებოდეს
(საქმეში ,,ლეტელიე
საფრანგეთის წინააღმდეგ“ განმცხადებლის მხრიდან არ
ყოფილა მიმალვის მცდელობა, როდესაც ის მანამდე ოთხი კვირით იყო
გათავისუფლებული) და შემდეგ განისაზღვროს, იძლევა თუ არა ეს გარემოება ან
გარემოებები იმის ვარაუდის საფუძველს, რომ პირი აპირებს მიმალვას.
არ არის გამორიცხული, რომ ცალკეულ პირებს არც კი ჰქონდეთ მიმალვის სურვილი,
ან ნაკლებად ფიქრობდნენ მიმალვაზე. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ადამიანის
ოჯახური მდგომარეობა, განსაკუთრებული ხასიათი, ზნეობა, სტატუსი და
ვალდებულებები, ქონებრივი მდგომარეობა, რომლის დატოვებაც მას მოუწევს, ასევე
გარანტიების ის ოდენობა, რომლითაც უზრუნველყოფილია სასამართლოს წინაშე
ადამიანის გამოცხადება. საფრთხე მთლიანობაში უნდა შეფასდეს და განიხილოს
მიმალვასთან დაკავშირებული ყველა ფაქტორი. ეჭვგარეშეა, რომ გადაწყვეტილება,
რომელიც დაფუძნებულია სტერეოტიპულ სიტყვებზე ყოველგვარი განმარტების
გარეშე, თუ რატომ არსებობს მიმალვის საფრთხე, არასოდეს იქნება შესაბამისობაში
ევროპის სასამათლოს პრაქტიკასთან.
უფრო მეტიც, იმ შემთხვევებთან დაკავშირებით, როდესაც მიმალვის საფრთხე
ერთადერთი საფუძველია პატიმრობის ვადის გაგრძელებისათვის, ევროპის
სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ
მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ბოლო
წინადადების (ნებისმიერი დაპატიმრებული ან დაკავებული პირი ამ მუხლის
პირველი პუნქტის „გ“ პარაგრაფის დებულებების შესაბამისად დაუყონებლივ
წარედგინება მოსამართლეს ან სხვა მოსამსახურეს, უფლებამოსილს განახორციელოს
სასამართლო ხელისუფლება და მას უფლება აქვს სასამართლო ჩატარდეს გონივრულ
ვადებში ან გათავისუფლდეს სასამართლომდე. გათავისუფლება შეიძლება
განპირობებული იყოს სასამართლოში მოსვლის გარანტიებით). მიზანია, ადამიანი
გათავისუფლდეს პატიმრობიდან და შეძლებისდაგვარად მოპოვებულ იქნეს
სასამართლოში
მისი
გამოცხადების
გარანტიები
(,,ვემჰოფი
გერმანიის
ფედერაციული რესპუბლიკის წინააღმდეგ“). ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ თუ ვერ
ხერხდება ასეთი გარანტიების მოპოვება ან მათი მოპოვება შეუსაბამოდ არის
მიჩნეული, იმ მიზნით, რომ არ მოხდეს პირის მიმალვა, ყველა საქმეში განხილული
უნდა იქნეს ნებისმიერი სხვა ღონისძიების (თავისუფლების აღკვეთის გარდა)
გამოყენების საკითხი.
123
პროკურატურა
მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის საფრთხე პირის თავისუფლების აღკვეთის
შესაძლო მიზეზად არის აღიარებული. სავსებით შესაძლებელია, ბრალდებულმა
გათავისუფლება მის მიმართ წარმოებული საქმის შესაფერხებლად გამოიყენოს იმოქმედოს მოწმეებზე, რათა არ დაუშვას მათ მიერ ჩვენების მიცემა, გააფრთხილოს
გამოძიების ქვეშ მყოფი სხვა პირები, ,,შეეკრას“ საქმეში გარეულ სხვა პირებს, რათა
მათ მისცენ მისთვის სასურველი ჩვენება, გაანადგუროს დოკუმენტები თუ სხვა
მტკიცებულებები ან მიმართოს სხვა ღონისძიებას გამოძიების შეცდომაში შესაყვანად.
მიუხედავად ამისა, ზემოთ მითითებული გარემოებები არ შეიძლება გამოყენებულ
იქნეს in abstracto. მათი გამყარების მიზნით უნდა არსებობდეს გარკვეული
ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც გახდებოდა დაპატიმრების რეალური
საფუძველი. აღსანიშნავია, რომ დაპატიმრება გამოძიების სხვადასხვა ეტაპის
(მაგალითად, ჩვენების ჩამორთმევა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები)
დასრულებასთან ერთად კარგავს დამაჯერებლობას და მისი ვადის გაგრძელება
დაუშვებელია, როცა ყველა საჭირო პროცედურა შესრულებულია. მიუხედავად
ამისა, ევროპის სასამართლო ყოველთვის მიიღებს მხედველობაში კონკრეტულ
საქმესთან დაკავშირებულ ფაქტებს, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება
ატარებდეს განსაკუთრებულ ხასიათს და ამართლებდეს თავისუფლების აღკვეთას
სასამართლო განხილვამდე.
დაპატიმრების ან მისი პატიმრობის ვადის გაგრძელება, როგორც დანაშაულის
აღკვეთის აუცილებლობა კანონიერ საფუძვლად ჩაითვლება, როდესაც შემდგომი
დანაშაულების ჩადენის საფრთხე რეალურია და განხორციელებული ღონისძიება
მართლზომიერია. აღნიშნულის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს საქმის
ყველა გარემოება, განსაკუთრებით კი, დაკავებულის პიროვნება და წარსული.
მნიშვნელოვანი იქნება ის ფაქტი, რომ პირი გამოძიების სტადიაში არსებული
დანაშაულის მსგავსი ან იმავე დანაშაულისათვის ადრეც იყო მსჯავრდებული, ისევე,
როგორც ის გარემოება, რომ პირის მიერ სავარაუდოდ ჩადენილია სხვა დანაშაულები
გამოძიების დაწყებასა და იმ დანაშაულისათვის (დანაშაულებისათვის) ბრალდების
წაყენებას შორის პერიოდში, რასთან დაკავშირებითაც პირის თავისუფლების
აღკვეთა მოითხოვება, თუმცა პირის ხანგრძლივი პატიმრობა ასეთ შემთხვევებში
არამართლზომიერად ჩაითვლება, როდესაც ჩადენილი დანაშაულების ერთმანეთთან
შედარება შეუძლებელია მათი ხასიათისა თუ სიმძიმის ხარისხის გამო.
ზემოაღნიშნულ პრობლემას ნათლად ასახავს ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს გადაწყვეტილება - გიორგი ნიკოლაიშვილი საქართველოს
წინააღმდეგ. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ 2004 წლის 2 და 8 აპრილისა და 2005
წლის 24 იანვრის სასამართლო გადაწყვეტილებები მის წინასწარ პატიმრობასთან
დაკავშირებით არ იყო მიზნობრივი. განმცხადებელი ეყრდნობოდა კონვენციის 5
მუხლის მე-3 პარაგრაფს, რომელიც შემდეგნაირადაა ჩამოყალიბებული:
„ნებისმიერი დაპატიმრებული ან დაკავებული პირი ამ მუხლის პირველი პუნქტის
„გ“ პარაგრაფის დებულებების შესაბამისად დაუყონებლივ წარედგინება
მოსამართლეს ან სხვა მოსამსახურეს, უფლებამოსილს განახორციელოს სასამართლო
ხელისუფლება და მას უფლება აქვს სასამართლო ჩატარდეს გონივრულ ვადებში ან
124
პროკურატურა
გათავისუფლდეს სასამართლომდე. გათავისუფლება შეიძლება განპირობებული
იყოს სასამართლოში მოსვლის გარანტიებით“.
მთავრობამ მის დასკვნაში საქმის დასაშვებობასთან დაკავშირებით, არ წარადგინა
მისი კომენტარები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
განმცხადებელი ასევე ჩიოდა ქვეყნის შიდა სასამართლოებზე, რომლებმაც ვერ
წარმოადგინეს ნათელი არგუმენტები, თუ რატომ იყო „მიმალვის ან ჭეშმარიტების
დადგენისთვის ხელის შეშლის საფრთხე“.
ასევე უჩიოდა სასამართლოებს,
რომლებიც მისი პატიმრობის შეფარდებისას დაეყრდნენ მკვლელობის საქმეზე
მიმდინარე წინასწარ გამოძიებას, რომელთან კავშირიც მას არ ჰქონია.
განმცხადებელმა ასევე დასვა კითხვის ნიშნის ქვეშ სასამართლოს 2005 წლის 24
იანვრის გადაწყვეტილება, რომელმაც მხარი დაუჭირა მისი პატიმრობის
გაგრძელებას საქმის გარემოებების ყოველგვარი დეტალური შესწავლის გარეშე.
ევროპის სასამართლომ მიუთითა, რომ 2004 წლის დაპატიმრების შესახებ ბრძანება
გაცემულ იქნა სტანდარტული ფორმით. იმის მაგივრად, რომ სასამართლოს
გადაწყვეტილება პატიმრობის გამოყენების შესახებ დაყრდნობოდა დამაჯერებლ
არგუმენტებს, მან გაიზიარა სტანდარტულ ფორმაში მითითებული აბსტრაქტული
პირობები. ამგვარი პრაქტიკა მიუთითებს ეროვნული ხელისუფლების მხრიდან
„სპეციალურ გულმოდგინების“ ნაკლებობაზე ევროკნვენციის მე-5 მუხლის მე-3
პარაგრაფის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება 2004 წლის 8 აპრილს დაშორდა
ევროკონვენციის მიზნებს: თავდაპირველი არგუმენტის გამეორების გარდა,
დააკანონა განმცხადებლის წინასწარი პატიმრობა იმ მკვლელობის საქმის გამოძიების
ინტერესებზე
მითითებით,
რომელსაც
არანაირი
კავშირი
არ
ჰქონდა
განმცხადებელთან და იმ პერიოდში მიმდინარეობდა განმცხადებლის ძმის მიმართ.
ეს შემთხვევა არამარტო არარელევანტური იყო გამცხადებლის პატიმრობის
მართლზომიერების დასაბუთების ნაწილში მე-5 მუხლის მე-3 პუნქტთან
მიმართებაში, არამედ იგი ასევე მოიცავდა 5 მუხლის პირველი პუნქტის
შემადგენლობასაც (ყოველ პიროვნებას აქვს თავისუფლებისა და უსაფრთხოების
უფლება“).
სააპელაციო
სასამართლოს
მითითება
განმცხადებლის
„არაგულწრფელობაზე“
იყო
ცარიელი
განცხადება,
საქმის
კონკრეტული
გარემოებებით დაუსაბუთებელი.
განხილვების შემდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლის საქმესთან
დაკავშირებით
დეტალურ
ფაქტებზე
მითითებისა
და
არასაპატიმრო
ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების განხილვის გარეშე,
ხელისუფლების ორგანოებმა გამოიყენეს რა სტერეოტიპული ფორმულა სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის პერეფრაზით, შეუფარდეს განმცხადებელს
პატიმრობა არასაკმარისი და არარელევანტური საფუძვლით. შესაბამისად, დაირღვა
ევროკონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პარაგრაფი.
125
პროკურატურა
სახალხო დამცველის აპარატში შესწავლილი იქნა არაერთი საქმე, რომელიც ეხებოდა
გამოძიების ორგანოს მიერ დაუსაბუთებლად აღკვეთის ღონისძიების სახით
დაპატიმრობის მოთხოვნას (მერაბ გაგნიძის საქმე; ომარ ქუცნაშვილის საქმე; მზია
ცერაძის საქმე; გიორგი სვინტრაძის საქმე; ზაზა ნანობაშვილის საქმე; პეტრე
მარტინოვის საქმე და სხვა). პროკურატურის მხრიდან აღკვეთის ღონისძიების
დაუსაბუთებლად მოთხოვნას აქვს მასობრივი ხასიათი, რაც უკვე საშიში ტენდენციაა
და საჭიროა მისი დროული აღმოფხვრა. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ პრობლემას
ქმნის არა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, არამედ მანკიერი
პრაქტიკა, რაც ბრალდებულთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკას ნათლად
წარმოაჩენს.
გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებაც, რომ სახალხო დამცველის აპარატმა
გამოითხოვა 2008 წლის მეორე ნახევარში გამოძიების ორგანოს (პროკურატურის)
მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოსადმი აღკვეთის ღონისძიების სახით
დაპატიმრების შუამდგომლობებისა და მათზე სასამართლო გადაწყვეტილებების
ასლები. ირკვევა, რომ ხსენებულ პერიოდში სასამართლოში სულ შევიდა 278
შუამდგომლობა დაპატიმრების მოთხოვნით, საიდანაც დაკმაყოფილდა 266 (95,5%), 5
არ დაკმაყოფილდა, ხოლო 7 ბრალდებულს შეეფარდა დაპატიმრება გირაოს
გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით.
რეკომენდაცია საქართველოს მთავარ პროკურორს: აღკვეთის ღონისძიების სახით
პატიმრობის მოთხოვნის დროს სავალდებულო გახდეს აღნიშნულის მოტივის
ნათლად დასაბუთება.
დასკვნა
როგორც მოხსენებიდან ჩანს, პროკურატურასთან დაკავშირებით კვლავ რჩება
პრობლემატური საკითხები, რომლებიც სასწრაფო გადაჭრას საჭიროებს.
მიზანშეწონილად მიგვაჩნია, სისტემაში აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრისა და
ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად ყურადღება გამახვილდეს ყოველ
კონკრეტულ დარღვევაზე და შემდგომში მათი პრევენციის მიზნით მოხდეს
სათანადო ღონისძიებების გატარება.
რეკომენდაციები და წინადადებები:
წინადადებები საქართველოს პარლამენტს:
1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან ამოღებულ იქნეს მე-8
მუხლის მე-3 პუნქტი;
2. იურიდიული დახმარების სამსახურის ფუნქციებიდან გამომდინარე, მისი
ობიექტურობის შენარჩუნების მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, იგი
ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, რომელზე
ზედამხედველიც იქნება პრემიერ-მინისტრი.
126
პროკურატურა
რეკომენდაცია იუსტიციის მინისტრს:
ადამიანის უფლებათა სამმართველოს თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში
ადამიანის
უფლებათა
დაცვასთან
დაკავშირებით
საკმაოდ
ფართო
უფლებამოსილებები ჰქონდა და, ვინაიდან მისი გაუქმების შემდეგ იუსტიციის
სამინისტროში
აღნიშნული
ფუნქციების
განმახორციელებელი
ახალი
სტრუქტურული ერთეული აღარ არსებობს, მიზანშეწონილად მიგვაჩნია,
პროკურატურის ამოცანების უფრო ეფექტურად განხორციელების მიზნით, შეიქმნას
ანალოგიური ფუნქციების მქონე სტრუქტურული ერთეული.
რეკომენდაციები საქართველოს მთავარ პროკურორს:
1. პირად კონტროლზე აიყვანოს ყველა იმ საქმის შესწავლა, როცა პროკურორებმა
უკანონოდ უარი განაცხადეს გამოძიების დაწყებაზე;
2. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის დროს სავალდებულო
გახდეს აღნიშნულის მოტივის ნათლად დასაბუთება;
3. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის დროს სავალდებულო
გახდეს აღნიშნულის მოტივის ნათლად დასაბუთება.
127
წამების აკრძალვა
წამების აკრძალვა
წამების ფაქტების გამოძიება
წამების წინააღმდეგ ბრძოლასა და მისი პრევენციისთვის უმთავრესად მიგვაჩნია
წამების ფაქტების ეფექტური და ობიექტური გამოძიება და დამნაშავეთათვის
ადეკვატური სასჯელის შეფარდება. წამების საკითხებზე გაეროს სპეციალური
მომხსენებლის პირველი რეკომენდაცია 2005 წელს საქართველოში ვიზიტის შემდეგ
სწორედ აღნიშნულს შეეხებოდა. იგი მიუთითებდა, რომ დაუსჯელობის სინდრომი
ქვეყანაში უნდა აღმოიფხვრას და საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი წამების
დანაშაული აუცილებლად უნდა უქნას გამოძიებული და დამნაშავეები –
გასამართლებულნი.
აღნიშნულ რეკომენდაციას სახალხო დამცველიც წლების განმავლობაში აძლევდა
საქართველოს ხელისუფლებას. მის განხორციელებას მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს
ქვეყანაში, რომელშიც მოქალაქეთა ურყევი ნებაა, დაამკვიდრონ დემოკრატიული
მმართველობა. ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, პროკურატურასა და სასამართლოს,
მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის ფონზე, მეტად ლოიალური
დამოკიდებულება აქვთ დამნაშავე საჯარო მოხელეების მიმართ. ამის ნათელი
დადასტურებაა ახალგორის ბავშვთა სახლის აღსაზრდელების წამების საქმე, როცა
პოლიციელები, რომლებიც არასრულწლოვანთა წამების (და კიდევ რამდენიმე სხვა)
მუხლით გასამართლდნენ, პირობითი მსჯავრით გათავისუფლდნენ საპროცესო
შეთანხმების საფუძველზე (იხ. სახალხო დამცველის 2007 წლის მეორე ნახევრის
მოხსენება).
პროკურატურის მხრიდან წამების ფაქტების გამოძიებათა გაჭიანურება აშკარად
სცილდება გამოძიების გონივრულ ვადებს. სახალხო დამცველმა სავარაუდო წამებისა
და არაადამიანური მოპყრობის არაერთი საქმის მასალა გაუგზავნა პროკურატურას
გამოძიების დასაწყებად, მაგრამ საქმეებში მითითებული არცერთი პიროვნება
დღემდე არ დასჯილა. კერძოდ:
1. ვ.ირემაძის საქმე (სახალხო დამცველის 2008 წლის მეორე ნახევრის მოხსენება,
პროკურატურის თავი). ვალერი ირემაძის ჩვენებით, რუსთავის საქალაქო
სამმართველოს პირველი განყოფილების ქვეგანყოფილებაში ერთ-ერთმა
პოლიციელმა აღიარების მიღების მიზნით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
ვ.ირემაძემ აღნიშნული პოლიციელის ვინაობა არ იცოდა, მაგრამ შეეძლო მისი
ამოცნობა. 2007 წლის 25 დეკემბერს რუსთავის რაიონულ პროკურატურაში
დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ვალერი ირემაძის წამების
ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 1441
მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. ვფიქრობთ, 1 წელი საკმაო დროა
იმისთვის, რომ ზემოაღნიშნული საქმე გამოძიებულიყო. მაშინ, როცა ვ.ირემაძე
კონკრეტულად მიუთითებდა, ქვეგანყოფილების ერთ-ერთ პოლიციელზე.
128
წამების აკრძალვა
2. გოჩა ეხვაიას საქმე, იგი ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში მიიყვანეს.
პოლიციის თანამშრომლებმა მისგან აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით
სასტიკად სცემეს და აწამეს. პოლიციის მიერ ნაცემი, ზუგდიდის
რესპუბლიკური საავადმყოფოს ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში მოხვდა.
3. როინ შავაძის საქმე, რომელიც სავარაუდოდ, საქმის
გამომდინარე, პოლიციის მიერ იქნა ნაწამები და მოკლული.
გარემოებებიდან
4. მარტყოფის ბავშვთა სახლის აღსაზრდელების საქმე (სახალხო დამცველის
2008 წლის პირველი ნახევრის მოხსენება), როცა მარტყოფის ბავშვთა სახლის
აღსაზრდელები ა.კ. და ხ.კ., უკანონო თავისუფლების აღკვეთის გარდა,
რუსთავის მთავარი სამმართველოს განყოფილებაში მიყვანიდან რამდენიმე
საათის განმავლობაში დაექვემდებარენ წამებას, ღირსებისშემლახავ და
დამამცირებელ მოპყრობას, რაც გამოიხატა მათ ცემაში, გინებასა და
დაშინებაში, რათა მათგან მიღებული ყოფილიყო ბ.შ.-ის მკვლელობის ფაქტის
აღიარება, ან რაიმე სახის ინფორმაცია ხსენებულ დანაშაულთან
დაკავშირებით, რაც შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
147-ე, 144′ და 1443-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს.
საქართველოს სახალხო დამცველმა მის ხელთ არსებული მასალები შემდგომი
რეაგირებისათვის გაუგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურორს,
განათლებისა და მეცნიერების მინისტრსა და გენერალური პროკურატურის
ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსს. ეს საქმე დღემდე არ
გამოძიებულა.
5. ა.ბახუტოვის საქმე (სახალხო დამცველის 2007 წლის მეორე ნახევრის
მოხსენება), ლაშა ჩოფიკაშვილი, ვისი განზრახ მკვლელობისთვის ა.ბახუტოვს
2007 წლის 24 აგვისტოს თელავის რაიონულმა სასამართლომ საპროცესო
შეთანხმების შედეგად ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა,
ცოცხალია და სოფელ ჯუღაანში, მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში
იმყოფება. პოლიციის მიერ სასტიკი წამებისა და ღირსების შემლახავი
მოპყრობის შედეგად ა.ბახუტოვმა და მისმა გერმა ირაკლი ციციშვილმა
აღიარეს დანაშაული, რომელიც ალექსი ბახუტოვს არ ჩაუდენია. სახალხო
დამცველის ჩარევის შემდეგ ა.ბახუტოვს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს
და სასჯელის ზომად განუსაზღვრეს მინიმალური, 1 წლით თავისუფლების
აღკვეთა ამ „დანაშაულისთვის“. ბახუტოვისა და ირაკლი ციციშვილის წამების
ფაქტი არ გამოუძიებიათ.
6. გოჩა და ხვიჩა მილდიანებისა და ლაშა ხორგუანის საქმე (სახალხო დამცველის
2007 წლის პირველი ნახევრის მოხსენება), როცა შსს სპეციალური
ოპერატიული დეპარტამენტის (სოდის) უფროსმა ერეკლე კოდუამ მის
მეგობარ გოგონასთან მობილურ ტელეფონზე ღამის ორ საათზე გაშვებული
ზარის გამო დააპატიმრებინა სამი უდანაშაულო ახალგაზრდა, რომლებიც
აწამეს და „ჩაუდეს“ ნარკოტიკები (სუბოტექსი) და ყუმბარები; პოლიციელებმა
ამ სამი პირის წინააღმდეგ მისცეს ცრუ ჩვენება, თითქოს ისინი მათ დაკავების
129
წამების აკრძალვა
დროს წინააღმდეგობას უწევდნენ; სოდში შექმნეს ყალბი მტკიცებულებები,
თითქოს ეს სამი პირი იყო კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი
დაჯგუფების წევრი; მიუხედავად ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და
სიცხადისა, არც ერაკლე კოდუას და არც სხვა დამნაშავე პირებისთვის პასუხი
არავის მოუთხოვია;
7. ე.წ. „შიშველი პატიმრების“ საქმე (2006 წლის მეორე ნახევრის მოხსნება), როცა
რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთავის #6 დაწესებულების პატიმრები
შიშვლები იმყოფებოდნენ კარცერში, სციოდათ და მათი ყოფა წამებისა და
არაადამიანური მოპყრობის ტოფასი იყო. დღემდე არც ერთი თანამშრომელი
არ დასჯილა.
დღემდე არ გამოძიებულა 2007 წლის 7 ნოემბერს საპროტესტო აქციის დროს
დაზარალებულთა საქმეები (იხ. სახალხო დამცველის 2008 წლის პირველი და მეორე
ნახევრის მოხსენებები – შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების თავი).
2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ შეინიშნა ახალი ტენდენცია, კერძოდ,
პიროვნებების უგზო-უკვლოდ გაუჩინარება. სახალხო დამცველმა აღნიშნულ
საკითხზე ყურადღება 2008 წლის პირველი ნახევრის საპარლამენტი მოხსენებაში
გაამახვილა (იხ.დ.ცინდელიანი საქმე; პ.ქარდავას საქმე, სახალხო დამცველის 2008
წლის პირველი ნახევრის მოხსენება). აღსანიშნავია, რომ
ზემოაღნიშნული
პიროვნებების ადგილსამყოფელი დღემდე კვლავ უცნობია.
პროკურატურა წამების ცალკეულ შემთხვევებზე არაეფექტური გამოძიებით
გარკვეულწილად ახდენს ამ ფაქტის იგნორირებას, რაც, საბოლოოდ, წამების
დანაშაულის წახალისებას ემსახურება და პოლიტიკის ხასიათს ატარებს.
წამების საწინააღმდეგო სამოქმედო გეგმა
პოზიტიურ ნაბიჯად მივიჩნევთ, რომ ადამიანთა წამებისა და სხვა სასტიკი,
არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული
ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭომ
შეიმუშავა საქართველოში წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების
შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2008-2009 წლების
სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 12 ივნისის #301
ბრძანებულებით დამტკიცდა.
მივესალმებით სამოქმედო გეგმის შემუშავებას, თუმცა, როგორც სახალხო დამცველი
2008 წლის I ნახევრის მოხსენებაშიც მიუთითებდა, ყურადღება უნდა გამახვილდეს
მასში არსებულ გარკვეულ ხარვეზებზე. კერძოდ:
1)
სამოქმედო გეგმაში არაა მითითებული წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის
სახელმწიფო ცენტრის შექმნა. წამება იმ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა
კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთა ობიქტები საგანგებო მზრუნველობას
საჭიროებენ. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციაზე საუბრობდა წამების
საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი მანფრედ ნოვაკი ჯერ კიდევ
130
წამების აკრძალვა
2005 წელს საქართველოს მთავრობისადმი მიცემულ თავის რეკომენდაციებში.
სახალხო დამცველს მნიშვნელოვნად მიაჩნია წამების მსხვერპლთათვის
აუცილებელი სარეაბილიტაციო და სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება.
მართალია არსებობს არასამთავრობო ორგანოების მიერ დაფუძნებული
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრები, მაგრამ მნიშვნელოვნად
მიგვაჩნია სახელმწიფომ აღნიშნული ფუნქციები თავის თავზეც აიღოს და
ჩადოს რესურსი.
2)
წამების პრევენციისთვის სახალხო დამცველს მიზანშეწონილად მიაჩნია
წამების
წინააღმდეგ
მებრძოლ
საერთაშორისო
ორგანიზაციებთან
რეგულარული, მჭიდრო კოორდინაცია და თანამშრომლობა (მათ შორის,
აქტიურად - ახლად შექმნილ გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტთან).
სახალხო დამცველის შეხედულებით, ზემოაღნიშნული სამოქმედო გეგმაში
უნდა იყოს გაწერილი და უნდა განისაზღვროს აღნიშნულზე პასუხისმგებელი
ორგანო. ასევე, თანამდებობის პირი, ვის წინაშეც ეს ორგანო იქნება
ანგარიშვალდებული.
სამოქმედო გეგმის დამტკიცება წამების წინააღმდეგ ბრძოლაში წინგადადგმული
ნაბიჯია, მაგრამ გეგმა შეიცავს ისეთ დებულებებს, რომელთა შესახებ განცხადებებსაც
ხელისუფლების წარმომადგენლები წლების განმავლობაში აკეთებდნენ და მათ
შესრულებას ჰპირდებოდნენ საზოგადოებას. კერძოდ:
1) დაუსჯელობის სინდრომის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება და ნულოვანი
ტოლერანტობის პოლიტიკის შემდგომი წარმართვა წამების, არაჰუმანური, სასტიკი
ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის მიმართ;
2) წამების ფაქტების ეფექტური გამოძიება;
3) დანაშაულის ჩამდენი პირის პასუხისგებაში მიცემა, სამართლიანი სასამართლოს
მოთხოვნათა შესაბამისად გასამართლება და ა.შ.
მიუხედავად არაერთი განცხადებისა, პოლიტიკა ამ სფეროში უცვლელი რჩება.
დანაშაულს, რომელიც აშკარად შეიცავს წამების ან არაადამიანური და
დამამცირებელი მოპყრობის ნიშნებს, პროკურატურა ნაკლებად მძიმე მუხლით
აკვალიფიცირებს, დაუსჯელობის სინდრომი კი კვლავ აქტუალურ პრობლემად
რჩება. ყოველივე ამის გამო სამოქმედო გეგმის ზემოაღნიშნული პუნქტები კვლავ
უშინაარსო დეკლარაციად რჩება. სახალხო დამცველმა სავარაუდო წამებისა და
არაადამიანური მოპყრობის არაერთი საქმის მასალა გაუგზავნა პროკურატურას
გამოძიების დასაწყებად, მაგრამ საქმეებში მითითებული არცერთი პიროვნება
დღემდე არ დასჯილა.
საქართველოს
პრეზიდენტის
მიერ
დამტკიცებულ
სამოქმედო
გეგმაში
მითითებულია, რომ უნდა მოხდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს
პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და
მონიტორინგის
სამსახურების
ეფექტური
და
გამჭვირვალე
საქმიანობის
უზრუნველყოფა, მათი საქმიანობის შესახებ საზოგადოების პერიოდული
ინფორმირება. იუსტიციის მინისტრმა დაარღვია პრეზიდენტის ბრძანებულებით
განსაზღვრული
მოთხოვნა
და
ზემოაღნიშნულის
ნაცვლად
იუსტიციის
131
წამების აკრძალვა
სამინისტროსა და პროკურატურის გაერთიანების შემდეგ დებულებით გააუქმა
ადამიანის უფლებათა სამმართველო, რომელიც გენერალური პროკურატურის
სისტემაში შედიოდა სტრუქტურული ერთეულის სახით.. წამების საწინააღმდეგო
სამოქმედო გეგმაში მითითებული მოთხოვნების დარღვევით, ჩნდება გეგმის
ეფექტურობასთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვი. შესაძლოა, მასში მითითებული
გარკვეული ღონისძიებების განხორციელების ნაცვლად მათი იგნორირება და
საპირისპირო მოქმედებიბი შემდგომშიც მოხდეს. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, მეტი
ყურადღება გამახვილდეს აღნიშნულ საკითხზე.
პროკურატურის ადამიანის უფლებათა სამმართველოს თავისუფლების შეზღუდვის
ადგილებში ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით საკმაოდ ფართო
უფლებამოსილებები ჰქონდა და ვინაიდან, მისი გაუქმების შემდეგ იუსტიციის
სამინისტროში
აღნიშნული
ფუნქციების
განმახორციელებული
ახალი
სტრუქტურული ერთეული აღარ არსებობს, მიზანშეწონილად მიგვაჩნია,
პროკურატურის ამოცანების უფრო ეფექტურად განხორციელების მიზნით შეიქმნას
ანალოგიური ფუნქციების მქონე სტრუქტურული ერთეული.
ვეთანხმებით სპეციალურ მომხსენებელს წამების საკითხებზე, რომ სსკ-ში წამების
დეფინიციასთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებები წინგადადგმული
ნაბიჯი იყო წამების წინააღმდეგ ბროლაში, თუმცა დეფინიციაში გარკვეული
ხარვეზები მაინც არსებობს. კერძოდ, იგი არ შეესაბამება 1984 წლის 10 დეკემბრის
,,წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და
დასჯის წინააღმდეგ” კონვენციის პირველი მუხლის მიერ მოცემულ განსაზღვრებას,
არ ითვალისწინებს წამების ჩადენას თანამდებობის პირის თანხმობით და აღნიშნულ
ქმედებას არ აძლევს შესაბამის კვალიფიკაციას. საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსი ასევე არ ითვალისწინებს წამების სპეციალურ სუბიექტს – თანამდებობის
პირს – სსკ-ის 1441 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტი შეიძლება
იყოს როგორც საჯარო მოხელე, ისე კერძო პირი (დეტალურად იხ. სახალხო
დამცველის 2008 წლის პირველი ნახევრის საპარლამენტო მოხსენება).
ადამიანთა წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის
ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი
საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი პრიორიტეტი პრევენციის
ეროვნული მოდელის შექმნა იყო.
პრევენციის ეროვნული მექანიზმის ჩამოყალიბების ვადა საქართველოსთვის 2007
წლის 22 ივნისს ამოიწურა. თუმცა, ვადის გაგრძელების შემდგომ, საკითხი კვლავ
გადაუჭრელია და საჭიროებს დაუყონებლივ რეაგირებას.
საბჭომ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრევენციის ეროვნული მექანიზმის
ფუნქციები მიენიჭებინა სახალხო დამცველისთვის. შემუშავდა კანონპროექტი,
სახალხო დამცველთან კონსულტაციების შემდეგ ყველა საკითხზე მოხდა შეთანხმება
ერთი პრინციპული საკითხის გარდა, კერძოდ, პრევენციის ეროვნული მექანიზმის
წევრების მიერ მათი ფუნქციების განხორციელების დროს აუდიო, ფოტო, ვიდეო ან
ნებისმიერი სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენების შესახებ. იუსტიციის
132
წამების აკრძალვა
სამინისტრომ დასაბუთების გარეშე უარი განაცხადა აღნიშნული დებულების
გათვალისწინებაზე კანონპროექტში, რომელსაც პარლამენტში წარადგენდა. აქედან
გამომდინარე, სახალხო დამცველი იტოვებს უფლებას, თავად წარადგინოს
საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება აღნიშნული დებულების
გათვალისწინებით.
წამებასთან დაკავშირებით მეტად მნიშვნელოვანია ექსპერტიზის საკითხი, რომლის
გამოკვლევებსა და დასკვნებს წიანსწარი გამოძიების პროცესში მეტად
მნიშვნელოვანი როლი აკისრია. წამების საკითხებზე გაეროს სპეციალური
მომხსენებლის მანფრედ ნოვაკის რეკომენდაცია საქართველოში 2005 წელს
ვიზიტის დროს იყო, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიურო არ
ყოფილიყო იმ ორგანოს დაქვემდებარების ქვეშ, რომელშიც პოლიცია ან
სასჯელაღსრულების დეპარტმანეტი ერთიანდებოდა. ასევე სასამართლოსთვის
თანაბარი ძალა ჰქონოდა როგორც სახელმწიფო ექპერტიზის დასკვნას, ისე კერძოს.
2008 წლის 31 ოქტომბრამდე საქართველოში იყო 2 სახელმწიფო ექსპერტიზის
ბიურო. კერძოდ, ერთი მათგანი შედიოდა იუსტიციის სამინისტროს
დაქვემდებარებაში (ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის
ეროვნული ბიურო) და მეორე - შინაგან საქმეთა სამინისტროსი. სასამართლო
სამედიცინო ექსპერტიზის ბიურო იუსტიციის სამინისტროში ერთიანდებოდა
საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით, თუმცა მისი უშუალო
ხელმძღვანელი იყო იუსტიციის მინისტრი. ექსპერტიზის ბიუროს უფროსს
ნიშნავდა იუსტიციის მინისტრი. 2008 წლის 31 ოქტომბრის ცვლილებით მოხდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რეორგანიზაცია და ჩამოყალიბდა
საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – ლევან სამხარაულის სახელობის
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროდ. მის უფროსს ამჟამად
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს
პრეზიდენტი.
სასამართლოსათვის თანაბარი ძალა აქვს როგორც სახელმწიფო, ისე ალტერნატიული
ექსპერტიზის დასკვნას. მათ შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში
საქართველოს კანონმდებლობით ყველა ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა
გადაწყდეს. მაგრამ აქ შეიძლება სხვა პრობლემა წარმოიშვას – გასათვალისწინებელია,
რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ექსპერტიზის ბიუროებში უფრო მეტი
ტექნიკური შესაძლებლობებია ექსპერტიზის სრულყოფილად ჩასატარებლად, ვიდრე
კერძო ბიუროებში.
წამებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ წამების მსხვერპლებმა მიიღონ
შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და რეაბილიტაცია. აღნიშნულის შესახებ
ცალკე რეგულაცია არ მოქმედებს. საქართველოში დაფუძნდა არასამთავრობო
ორგანიზაციების მიერ წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრები, მაგრამ
რეაბილიტაციის სახელმწიფო ცენტრი საქართველოში დღეს არ ფუნქციონირებს.
მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ყურადღება გამახვილდეს ამ საკითხზე და
133
წამების აკრძალვა
ჩამოყალიბდეს საბიუჯეტო სახსრებიდან დაფინანსებული და შესაბამისად
აღჭურვილი წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის სახელმწიფო ცენტრი.
134
სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულება
სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულება
სასამართლო
ხელისუფლების
ეფექტურობა
მის
მიერ
მიღებული
გადაწყვეტილებების აღსრულებაში გამოიხატება. სწორედ ამიტომ სასამართლო
ხელისუფლებისა და სასამართლო აქტებისადმი განსაკუთრებული პატივისცემის და
მისი განუხრელად შესრულების მოთხოვნები განმტკიცებულია საქართველოს
კონსტიტუციასა და სხვადასხვა კანონებში. კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2
პუნქტის შესაბამისად, „სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო
ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.“ სასამართლო
გადაწყვეტილების აღუსრულებლობა არღვევს კრედიტორის უფლებებსა და
კანონიერ ინტერესებს.
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის
კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ყველა ადამიანისათვის იცავს
სამართლიანი სასამართლოს უფლებას მისი სამოქალაქო-სამართლებრივი უფლებამოვალეობების განსაზღვრისას. სასამართლოსადმი მიმართვის უფლება არ არის
მხოლოდ თეორიული უფლება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების
მიღებაზე, არამედ გულისხმობს აგრეთვე გადაწყვეტილების აღსრულების კანონიერ
მოლოდინს. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო განმარტავს, რომ
აღსრულების პროცესი არის სამართალწარმოების შემადგენელი ნაწილი და უფლება
სასამართლოზე, როგორც პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოზე,
გულისხმობს ასევე აღსრულების პროცესის ხელმისაწვდომობასაც.17
ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის პირველი ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს
ტერიტორიული ორგანოების - სააღსრულებო ბიუროების წარმოებაში იყო 28 002
საქმე, აღნიშნულ პერიოდში სააღსრულებო ბიუროების მიერ აღსრულდა 17 023
საქმე.
აღსრულებულ საქმეთა პროცენტული მაჩვენებელი საქმეთა საერთო რაოდენობის
დაახლოებით 60%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებლები მოიცავს არა მხოლოდ
თანხის გადახდევინებას, არამედ სხვა კატეგორიის საქმეებსაც: გამოსახლებაშესახლება, სამუშაოზე აღდგენა, ალიმენტის გადახდევინება, სისხლის სამართლის
საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, განჩინება, დადგენილება
და ბრძანება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში, ადმინისტრაციულ სახდელის
დადების შესახებ გადაწყვეტილებათა აღსრულება და სხვა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, 2008 წლის პირველი ივლისიდან
2009 წლის პირველ იანვრამდე სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ აღსასრულებლად
17
იხ. მაგ. ევროპის სასამართლოს 2006 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება “აპოსტოლი საქართველოს
წინააღმდეგ“, „ბურდოვი რუსეთის წინააღმდეგ“
135
სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულება
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს
ტერიტორიული ორგანოების - სააღსრულებო ბიუროების წარმოებაში იყო 2 006
საქმე. აქედან აღნიშნულ პერიოდში აღსრულდა 559 საქმე.
ბიუჯეტის ან საბიუჯეტო ორგანიზაციების წინააღმდეგ აღსრულებულ საქმეთა
პროცენტული მაჩვენებელი ასეთი კატეგორიის საქმეთა საერთო რაოდენობის
დაახლოებით 28%-ს შეადგენს. წინა საანგარიშო პერიოდში (2008 წლის პირველი
იანვრიდან პირველ ივნისამდე) ბიუჯეტის ან საბიუჯეტო ორგანიზაციების
წინააღმდეგ აღსრულებულ საქმეთა პროცენტული მაჩვენებელი დაახლოებით 45%-ს
შეადგენდა. როგორც ვხედავთ, აღსრულებული საქმეებიდან ბიუჯეტისა და
საბიუჯეტო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული საქმეების მხოლოდ მცირე
ნაწილია აღსრულებული, რის გამოც სახალხო დამცველის აპარატში შემოსული
ბევრი საჩივარი და განცხადება სწორედ ამ კუთხით იყო მიმართული.
სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების სფეროში და ამ მხრივ ადამიანის
უფლებათა დაცვის თაობაზე შემოსულ განცხადებათა უმეტესობა ძირითადად
შეეხება სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას, სადაც მოვალე მხარე არის
სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულება, რომლებიც ფინანსდება სახელმწიფო
ბიუჯეტიდან და აქვს დავალიანებები მოქალაქეებისა და კერძო სამართლის
იურიდიული პირების (კრედიტორების) მიმართ წინა წლებში გაუცემელი
ხელფასების, პენსიების, იძულებითი განაცდურის სახით ან დაკისრებული აქვთ
სამსახურიდან დათხოვილი მოსამსახურეების სამსახურში აღდგენა, ახალი
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემა და სხვა.
უნდა აღინიშნოს, რომ კერძო სამართლის იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან
შედარებით,
„სააღსრულებო
წარმოებათა
შესახებ“
საქართველოს
კანონი
განსხვავებულად არეგულირებს თანხის გადახდევინების შესახებ სასამართლო
გადაწყვეტილებათა აღსრულებას საბიუჯეტო ორგანიზაციების მიმართ.
მოვალე კერძოსამართლებრივი სუბიექტის, მათ შორის, ფიზიკური პირების მიმართ
სასამართლო აღმასრულებელს უფლება აქვს, იძულებითი აღსრულების პროცესი
დაიწყოს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის
მოთხოვნათა შესაბამისად სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შვიდი
დღის ვადაში წინადადების შეუსრულებლობის მომენტიდან; ხოლო ფულის ან
ქონების
გადახდევინებისას წინადადების ჩაბარებასთან ერთად, სასამართლო
აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების აღწერას ან დაყადაღებას
კანონით დადგენილი წესით.
საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან თანხის იძულებით გადახდევინებისას სასამართლო
აღმასრულებელი ვალდებულია, იმოქმედოს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“
საქართველოს კანონის 92–ე და 921 მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად. საჯარო
სამართლის იურიდიული პირებს სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით
შესრულებისათვის ეძლევათ ერთი თვის, ხოლო საბიუჯეტო ორგანიზაციებს – სამი
თვის
ვადა.
აღნიშნული
ვადის
ამოწურვის
შემდეგ
აღმასრულებელი
უფლებამოსილია, დაიწყოს იძულებითი აღსრულება, თუმცა სახალხო დამცველის
136
სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულება
აპარატში განხილული საქმეებიდან ნათელი გახდა, რომ სახელმწიფო
დაწესებულებების, ასევე სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების მიმართ ასეთ
ღონისძიებებს სასამართლო აღმასრულებლები ვერ ახორციელებენ და ისინი
არაეფექტურია (აღნიშნული საკითხი ვრცლად განხილულია საქართველოს სახალხო
დამცველის 2007 წლის მეორე და 2008 წლის პირველი ნახევრების მოხსენებებში).
ამდენად, აღნიშნული კატეგორიის საქმეთა აღსრულების პროცესში, მოვალე
საბიუჯეტო
ორგანიზაციებს
და
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს
სააღსრულებო დეპარტამენტიდან ეგზავნებათ მხოლოდ წინადადებები სასამართლო
გადაწყვეტილების ნებაყოფლობით სამი თვის ვადაში შესრულების თაობაზე. ასევე,
ეგზავნებათ აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო ანგარიშების ნომრები და სხვა
რეკვიზიტები სასამართლო გადაწყვეტილებებით დაკისრებული თანხების შესაბამის
ანგარიშებზე ჩასარიცხად.
ხშირი იყო შემთხვევები, როცა აღსრულების ეროვნული ბიუროდან გაგზავნილ
წინადადებებს სასამართლო გადაწყვეტილებების ნებაყოფლობით აღსრულება არ
მოჰყოლია და ასეთი წინადადებები განმეორებით ეგზავნებოდათ მოვალე
სახელმწიფო დაწესებულებებს, მაგრამ უშედეგოდ.
მიუხედავად იმისა, რომ იძულებითი აღსრულების ღონისძიებებზე ვრცელდება
კანონით დადგენილი ვადები, რიგ შემთხვევებში, სასამართლო გადაწყვეტილებების
აღსრულების პროცესი დიდი ხნით ჭიანურდება და ხშირად სასამართლო
გადაწყვეტილებები
წლების
განმავლობაში
არის
აღუსრულებელი.
ასეთ
შემთხვევებში მოქალაქეები მომართავენ სახალხო დამცველს განცხადებებით და
აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო ორგანოებში არაფერი კეთდება სასამართლო
გადაწყვეტილებათა აღსრულებისათვის ან, რიგ შემთხვევებში, განხორციელებული
იძულებითი სააღსრულებო ღონისძიებები საერთოდ არაეფექტურია.
იძულებითი აღსრულების პროცესი არ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს.
მოვალის, მათ შორის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლის, სახელმწიფო
ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მოხელის მიერ სასამართლო
გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან მისი
შესრულებისათვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.
სასამართლო
გადაწყვეტილების
აღსრულების
პროცესში
სასამართლო
აღმასრულებელი ვალდებულია, მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების
სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები
და მოვალეობები, დაეხმაროს მათ უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.
სახელმწიფო დაწესებულებებისგან სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული
თანხის გადაუხდელობის შესახებ შემოსულ განცხადებებზე, განმცხადებლის
უფლებების დარღვევის დადგენის შემთხვევაში, საქართველოს სახალხო
დამცველისაგან სააღსრულებო ორგანოებს ეგზავნება რეკომენდაცია, რომ დროულად
გაატარონ იძულებითი აღსრულების ღონისძიებები და შეასრულონ მათზე კანონით
დაკისრებული ვალდებულებები.
137
სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულება
სასამართლო გადაწყვეტილების სწრაფი აღსრულება დამოკიდებულია სასამართლო
აღმასრულებლისაგან მიცემულ წინადადებაში მითითებულ დროზე და იძულებითი
აღსრულების ღონისძიებების დაწყებაზე, რომელიც, როგორც ზემოთ აღინიშნა,
საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის კანონით განხვავებულად არის განსაზღვრული –
იძულებითი აღსრულების პროცესი, თანხის გადახდევინების ნაწილში, შეიძლება
დაიწყოს მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი აღსრულების
შესახებ წინადადების მიცემიდან სამი თვის შემდეგ.
2008 წელს საბიუჯეტო (სახელმწიფო) ორგანიზაციების მიმართ სასამართლო
გადაწყვეტილებათა აღსრულებას განსაკუთრებით შეუწყო ხელი ამავე წლის
სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ასიგნებების გათვალისწინებამ. „2008 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-12 პუნქტის
მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის გამოყოფილ საბიუჯეტო
ასიგნებებში გათვალისწინებულ იქნა წინა წლებში საბიუჯეტო დაწესებულებებზე
წარმოქმნილ ვალდებულებათა, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილებათა
აღსრულებისათვის გადასახდელი თანხები 20 მილიონი ლარის ოდენობით, რაც
ორჯერ აღემატება წინა წლებში გათვალისწინებულ ასიგნებებს – 2007 წელს
გათვალისწინებული იყო 10 მილიონი ლარი. თანხის გადახდევინების თაობაზე
აღსრულებულ საქმეთა ძირითადი ნაწილი სწორედ აღნიშნული ასიგნებებიდან იქნა
დაფარული.
თანხის გადახდევინების თაობაზე აღსრულებულ საქმეთა ძირითადი ნაწილი
სწორედ
აღნიშნული
ასიგნებებიდან
იქნა
დაფარული.
სასამართლო
გადაწყვეტილებათა აღსრულებისათვის გათვალისწინებული ფონდიდან თანხების
განაწილებისას სახელმწიფოსაგან პრიორიტეტი მიენიჭა სწორედ წინა წლებში
გაუცემელი ხელფასების, პენსიების და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების
თაობაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას.
2008 წლის პირველ და მეორე ნახევარში სააღსრულებო ორგანოების მიერ
გატარებული ღონისძიებების მეშვეობით ფაქტობრივად მოგვარდა გასულ წლებში
გაუცემელი ხელფასების, პენსიების და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების
საკითხები. აღნიშნულს უდაოდ მოწმობს 2008 წლის პირველ ნახევარში
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილი რეკომენდაციების
გათვალისწინების სტატისტიკური მაჩვენებლები. აღნიშნულ პერიოდში მოცემულ
საკითხებზე გაგზავნილი რეკომენდაციებიდან დაკმაყოფილდა დაახლოებით 80 %.
2004–2005 წლებში სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან განხორციელდა
თანამშრომელთა მასობრივი დათხოვნები. ხშირად ასეთ დათხოვნებს საფუძვლად
ედებოდა ამ სახელმწიფო დაწესებულების ახლადდანიშნულ თანამდებობის პირთა
კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და მათი მხრიდან ირღვეოდა „საჯარო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც დამატებით მთელ რიგ გარანტიებს აწესებს
საჯარო მოხელეებისათვის და მათი უფლებების დაცვისათვის. შემდგომში,
საქართველოს საერთო სასამართლოებმა საჯარო მოხელეთა სამსახურებიდან
დათხოვნის არაერთი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი გააუქმეს.
138
სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულება
უფლებადარღვეულ მოსამსახურეთა სამსახურში აღდგენის თაობაზე (ზოგჯერ
სასამართლო გადაწყვეტილება მიღებულია არა მარტო სამსახურში აღდგენაზე,
არამედ ახალი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ)
მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესი თავისი
სპეციფიკით ყველაზე რთულია იმ სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების
პროცესებიდან, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა განიხილა ბოლო
პერიოდის განმავლობაში.
ერთი მხრივ, ასეთი პროცესის სირთულე განპირობებულია იმით, რომ
კანონმდებლობა, რომელიც მოქმედებს მითითებულ სფეროში, არასრულყოფილია
და მოითხოვს დახვეწას. კერძოდ, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს
კანონი არ მოიცავს იმ მექანიზმებს, რომლებიც, სასამართლო გადაწყვეტილების
ნებაყოფლობით აღუსრულებლობის შემთხვევაში, სასამართლო აღმასრულებელს
საშუალებას მისცემდა, გაეტარებინა კონკრეტული იძულებითი სააღსრულებო
ღონისძიებები.
სასამართლო
აღმასრულებლები
ასეთ
შემთხვევებში
შემოიფარგლებიან მხოლოდ წერილობითი მიმართვით, რომლითაც სახელმწიფო
ორგანოებისაგან და თანამდებობის პირებისაგან სასამართლო გადწყვეტილების და
სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნების ნებაყოფლობით შესრულებას მოითხოვენ.
ახალი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის თოაბაზე მიღებული
სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში სახელმწიფო ორგანოები
ხშირად არღვევენ ახალი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის
ერთთვიან ვადას და, რიგ შემთხვევებში, ახალ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ
აქტებს ისევ სხვადასხვა კანონდარღვევით გამოსცემენ.
აღნიშნულს ნათელჰყოფს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის
სამინისტროში 2005 წელს გამართული მოხელეთა ატესტაცია და ატესტაციის
საფუძველზე სამსახურიდან დათხოვილ (სამინისტროს ცენტრალური აპარატის) 30–
მდე
თანამშრომელის
სარჩელის
საფუძველზე
მიღებული
სასამართლო
გადაწყვეტილება, ასევე ამ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, სადაც
სასამართლო გადაწყვეტილების მოთხოვნები მოპასუხე საქართველოს სოფლის
მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ სხვაგვარად იქნა გაგებული და
შემდგომში კანონდარღვევით იქნა აღსრულებული (იხ.საქართველოს სახალხო
დამცველის 2008 წლის პირველი ნახევრის საპარლამენტო მოხსენება).
სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილი მდგომარეობა გახდა საქართველოს
მთავრობის სპეციალური სხდომის განსჯის საგანი, მაგრამ მიუხედავად ამისა,
უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეების დარღვეული უფლებები არ
აღდგენილა. სახალხო დამცველის რეკომენდაცია კი საქართველოს სოფლის
მეურნეობის სამინისტრომ არ გაითვალისწინა და გამოსცა ახალი ადმინისტრაციულ
სამართლებრივი აქტი მორიგი ატესტაციის ჩატარების შესახებ, რომელიც
განმცხადებლებმა ისევ გაასაჩივრეს სასამართლოში და დღეისათვის მხარეებს შორის
ისევ მიმდინარეობს ახალი სასამართლო პროცესი.
139
სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულება
სააღსრულებო
ფურცლის
მოთხოვნები
და
ახალი
ადმინისტრაციულ–
სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული
ერთთვიანი ვადა დაარღვია ასევე ქალაქ თბილისის მერიამ, რომელმაც თბილისის
სააღსრულებო ბიუროს 2008 წლის 11 აგვისტოს წინადადება ახალი
ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე შეასრულა 2008 წლის
22 დეკემბერს (იხ. აპოლონ გადელიას საქმე).
უნდა აღინიშნოს, რომ აპოლონ გადელიას სარჩელი ეხებოდა საქართველოს
პრეზიდენტისაგან 2004 წელს პირდაპირი განკარგვის წესით შეძენილი მიწის
ნაკვეთის გაფორმებაზე თბილისის მერიისაგან უარის თქმის კანონიერებას.
აღნიშნული საკითხი ჯერ კიდევ სასამართლო დავის დაწყებამდე, 2007 წლის
დასაწყისში განიხილა საქართველოს სახალხო დამცველმა და რეკომენდაციით
მიმართა ქალაქ თბილისის მერიას, გაეფორმებინა აპოლონ გადელიასათვის
მითითებული მიწის ნაკვეთი.
მოცემულ შემთხვევაში დაინტერესებული მხარის მიერ შესრულებული იყო მასზე
კანონით დაკისრებული მოვალეობები. მაგრამ თბილისის მერიისაგან სახალხო
დამცველის რეკომენდაცია თავის დროზე არ იქნა გაზიარებული.
მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო ორგანოების მხრიდან განხორციელებული ქმედებები
და კანონდარღვევები, რომლებიც ზემოთმოყვანილ საქმეებში იყო განხილული,
წარმოადგენენ არაჯეროვანი მმართველობის კლასიკურ მაგალითებს.
2005 წლიდან სახალხო დამცველის აპარატის წარმოებაშია მოქალაქე ელმირა ბ.–ს
საქმე სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობასთან დაკავშირებით.
სააღსრულებო ფურცლის თანახმად, მცირეწლოვანი რომან ე. აღსაზრდელად უნდა
იმყოფებოდეს დედასთან, ელმირა ბ–სთან.
სააღსრულებო ფურცელი 2005 წლიდან იმყოფებოდა ქვემო ქართლის სააღსრულებო
ბიუროს
წარმოებაში.
მთელი
ამ
დროის
განმავლობაში
სასამართლო
აღმასრულებლების და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან იყო არაერთი
მცდელობა, აღესრულებინათ სასამართლო გადაწყვეტილების მოთხოვნები, მაგრამ
სამწუხაროდ, მათ მიერ გარტარებული ღონისძიებები არაეფექტური და უშედეგო
აღმოჩნდა, რის გამოც წლების განმავლობაში ირღვეოდა რომან ე–ის დედის, ელმირა
ბ–ს უფლებები.
აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში მოვალე მხარე
და
მისი
ოჯახის
წევრები
უხეშად
არღვევდნენ
კანონს,
სხვადასხვა
არამართლზომიერი მეთოდებით ხელს უშლიდნენ აღსრულების პროცესში
მონაწილე უფლებამოსილ პირებს და არ ემორჩილებოდნენ სასამართლო
გადაწყვეტილების მოთხოვნებს.
ამ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება განსაკუთრებული იყო თავისი
სპეციფიკით, რადგან იძულებითი აღსრულების პროცესში გათვალისწინებული
140
სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულება
უნდა ყოფილიყო როგორც ელმირა ბ–ს, ასევე მცირეწლოვანი რომან ე–ს უფლებები,
მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები.
აღსრულების პროცესში 2005 წლიდან ჩართულები არიან სახალხო დამცველის
აპარატის
თანამშრომლები,
რომლებიც
უშუალოდ
ესწრებოდნენ
და
აკონტროლებდნენ ყველა სააღსრულებო მოქმედებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ
სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ბოლო ეტაპზე, 2009 წლის იანვარში,
საქმეში აქტიურად ჩაებნენ ქვემო ქართლის პროკურატურა და მარნეულის რაიონის
პოლიცია, რომელთა ძალისხმევით და ეფექტური მოქმედებით 2004 წლის 30
სექტემბრის სასამართლო გადაწყვეტილება სისრულეში იქნა მოყვანილი და
მცირეწლოვანი რომან ე. აღსაზრდელად გადაეცა დედას.
საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 15 ივლისის #210 კანონით ცვლილებები და
დამატებები შევიდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში
(ცვლილებები და დამატებები ამოქმედდა 2008 წლის პირველი ოქტომბრიდან).
შეიცვალა სააღსრულებო დეპარტამენტის ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმა
და განხორციელდა სააღსრულებო ორგანოების ახალი სისტემის ჩამოყალიბება.
ცვლილებების
განხორციელების
ძირითად
პროირიტეტს
წარმოადგენდა
აღსრულების სფეროში სრულყოფილი სამართლებრივი ბაზის შექმნა და
მითითებული სისტემის მუშაობის ეფექტურობის ამაღლება.
ახლებურად დარეგულირდა აღსრულების საფასურის გადახდისა და იძულებითი
აღსრულების ღონისძიებების დაწყების საკითხები. გარკვეული კატეგორიის
საქმეებზე კრედიტორები
გათავისუფლდნენ
წინასწარი
ხარჯის
გაღების
ვალდებულებისაგან.
მაგალითად,
საფასურის
წინასწარ
გადახდისა
და
დაკისრებისაგან თავისუფლდებიან კრედიტორები, რომელთაც აქვთ მოთხოვნა
სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე, საჯარო
სამართლის იურიდიული პირების მიმართ. იძულებითი აღსრულების საფასურის
წინასწარ გადახდისაგან გათავისუფლდნენ ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახების
მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები.
ზემოხსენებული საკითხი ერთ–ერთი სერიოზული პრობლემათაგანი იყო და ხშირად
იწვევდა
კრედიტორების
უფლებების
დარღვევას,
რადგან
სასამართლო
აღმასრულებლები უარს ამბობდნენ იძულებითი აღსრულების დაწყებაზე
კრედიტორებისაგან
აღსრულების
ხარჯების
წინასწარ
გადაუხდელობის
შემთხვევაში. სააღსრულებო ხარჯთაღრიცხვა კი არ იყო „სააღსრულებო წარმოებათა
შესახებ“ საქართველოს კანონის მე–10 მუხლის შესაბამისად გაანგარიშებული და არ
იყო დასაბუთებული კრედიტორისაგან მისი წინასწარ გადახდის საჭიროება.
აღსრულების ხარჯების წინასწარ გადაუხდელობის შემთხვევაში აღსრულების
დაწყებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა „სააღსრულებო წარმოებათა
შესახებ“ საქართველოს კანონის 26–ე მუხლის მეორე წინადადება, რომელიც
ჩამოყალიბებული იყო შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 26. სააღსრულებო მოქმედებების დაწყება
141
სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულება
სასამართლო აღმასრულებელი სააღსრულებო მოქმედებას იწყებს იძულებითი
აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო
ფურცლის საფუძველზე. სასამართლო აღმასრულებელს უფლება აქვს კრედიტორის
მიერ კანონით გათვალისწინებული წინასწარი ხარჯის გაუღებლობის შემთხვევაში
უარი თქვას გადაწყვეტილების აღსრულებაზე.“
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ, 2006 წლის 28 ნოემბრის
გადაწყვეტილებაში
„აპოსტოლი
საქართველოს
წინააღმდეგ“,
იმსჯელა
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის ზოგიერთი ნორმის
შესაბამისობაზე საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და ცალსახად მიუთითა,
რომ საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო, შეესრულებინა ადამიანის
უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის
პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება და აღესრულებინა კანონიერ
ძალაში შესული 2001 წლის 21 ნოემბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს
გადაწყვეტილება. შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე–
6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა.
მოგვიანებით, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს მითითებული
გადაწყვეტილება და ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტის რეკომენდაციები
საფუძვლად დაედო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში
სათანადო ცვლილებების და დამატებების განხორციელებას (იხ. „სააღსრულებო
წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის
შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 15 ივლისის #210–ე კანონი).
ცვლელებების შემდეგ 26–ე მუხლის მეორე წინანდადება ამოიღეს ნორმის
შემადგენლობიდან, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა მე–10 მუხლი და სხვა ნორმები.
კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღუსრულებლობის
გამო, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის
მე–6 მუხლის პირველი პუნქტის, მე–13 მუხლის და პირველი დამატებითი ოქმის
პირველი მუხლის დარღვევა დაადგინა ევროპის სასამართლომ შემდეგ საქმეებში: შპს
„იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ და შპს „ამატ–ჯი“ და მებაღიშვილი
საქართველოს წინააღმდეგ. ორივე საწარმოს სასარგებლოდ მიღებული სასამართლო
გადაწყვეტილებები 2001 წლიდან კანონიერ ძალაში იყო შესული, მაგრამ 2006
წლამდე იყო აღუსრულებელი.
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ 2009 წლის პირველ იანვრამდე
საქართველოს წინააღმდეგ გამოიტანა 28 გადაწყვეტილება. აქედან, 18 საქმეში
სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა
ევროპული კონვენციის და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა. 6 საქმეში
უფლებების დარღვევა სასამართლოს არ დაუდგენია, ხოლო 3 საქმე დღეისათვის არ
არის შესული კანონიერ ძალაში.
ევროპის
სასამართლოს
გადაწყვეტილებებიდან
აღსრულებულია
12
გადაწყვეტილება. აღუსრულებელია 4 საქმე, 2 საქმე არის ნაწილობრივ
აღსრულებული. ნაწილობრივ აღსრულებული სასამართლო გადაწყვეტილებები
142
სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულება
აღსრულებულია ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის
ანაზღაურების ნაწილში, აღსრულება მიმდინარეობს განმცხადებლებისათვის თანხის
გადახდის დაგვიანებით გამოწვეული საურავის გადახდის ნაწილში (ევროპის
სასამართლოს გადაწყვეტილებები და მათი აღსრულების მდგომარეობის შესახებ
ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ
ვებ–გვერდზე: www.justice.gov.ge ).
აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს ევროპული
სასამართლოს 2009 წლის 27 იანვრის საქმეზე (ხმიადაშვილი საქართველოს
წინააღმდეგ) დამტკიცებული მორიგების აღსრულების პროცესი.
143
კარგი მმართველობა
კარგი მმართველობა
,,სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა
და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს.
ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ
უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.”
(კონსტიტუციის მე–7 მუხლი)
კარგი და მოქნილი მმართველობა უპირველეს ყოვლისა გულისხმობს ფიზიკური და
კერძო სამართლის იურიდიული პირების დაცვას ადმინისტრაციულ ორგანოთა
ბიუროკრატიული თვითნებობისაგან. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყურადღების
მიღმა უნდა დარჩეს საჯარო ინტერესებისადმი პატივისცემის საკითხი. კარგი
მმართველობა თავის თავში გულისხმობს სწორედაც რომ კერძო და საჯარო
ინტერესების ურთიერთბალანსს და გაწონასწორებულობას.
აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში
უნდა არსებობდეს კერძო და საჯარო სექტორს შორის ურთიერთობების
მოწესრიგების დოკუმენტი. სწორედ ამ მიზნით, 1999 წლის 25 ივნისს საქართველოს
პარლამენტმა მიიღო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც 2000 წლის
პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში. ამ კოდექსით გათვალისწინებული ძირითადი
დებულებებისა და პრინციპების პრაქტიკაში სწორად დანერგვა ხელს შეუწყობს
ადმინისტრაციულ ორგანოთა ურთიერთობას სამართლის სხვა სუბიექტებთან და
ბევრად უფრო მოქნილსა და ეფექტურს გახდის მას. გარდა ამისა, ადმინისტრაციულ
ორგანოთა კანონის ნორმებით დასაბუთებული ქმედებები საზოგადოებაში,
მოქალაქეებში გაზრდის მათდამი ნდობას.
ჯეროვანი მმართველობა წარმოუდგენელია სამართლიანი პრინციპების გარეშე,
რითაც მმართველობის ორგანოები უნდა ხელმძღვანელობდნენ. საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს ხუთ ძირითად პრინციპს, რაც
განუხრელად უნდა დაიცვას მმართველობის თუ თვითმმართველობის ორგანოებმა
თავიანთი უფლებამოსილების განხორცილების პროცესში.
პრინციპი #1 კანონის წინაშე თანასწორობა
,,ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია
განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და
სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა,
წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი
ადგილისა“ (კონსტიტუციის მე–14 მუხლი). სწორედ ამ მუხლის დათქმიდან
გამომდინარეობს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი ადმინისტრაციულ
სამართალში. ეს ზოგადი დებულება გულისხმობს სახელმწიფო აპარატის მხრიდან
თვითნებობის აკრძალვას. იურიდიულ ლიტერატურაში მითითებულია, რომ
დასახელებული პრინციპიდან გამომდინარე, ,,დაუშვებელია არსებითად იდენტური
საქმის გარემოებების თვითნებურად არათანაბრად შეფასება და, პირიქით,
არსებითად არათანაბარი საქმის გარემოებების თვითნებურად თანაბარი შეფასება და
144
კარგი მმართველობა
აქედან გამომდინარე, უკანონო გადაწყვეტილების მიღება“.18 ამ პრინციპის ასახვა
ადმინისტრაციულ კოდექსში ემსახურება ადმინისტრაციულ–სამართლებრივი
ურთიერთობის
მონაწილეთა
უფლებების
დაცვას,
რამდენადაც
ავალებს
მმართველობის ორგანოებს, თანაბრად დაიცვან თითოეული მხარის უფლებები და
თავისუფლებები, კანონიერი ინტერესები და არ დაუშვან რაიმე ფორმით
დისკრიმინაცია ან უპირატესობის მინიჭება გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ზემოაღნიშნულის მიუხედავად, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი არ
შეიძლება გავიგოთ, როგორც ფაქტებისადმი დიფერენცირებული მიდგომის
აკრძალვა, ის არ მოითხოვს, ყველაფერი თანაბრად შევაფასოთ, ვინაიდან
ყოველდღიური ცხოვრების ფაქტობრივი გარემოებები მრავალფეროვანია და
შეუძლებელია ერთი საზომით გაზომვა; არ არსებობს აბსოლუტურად იდენტური
ფაქტები,
თითოეული
კონკრეტული
შემთხვევა
მისი
თავისებურებების
გათვალისწინებით შეფასებას მოითხოვს. კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის
არსი არსებითად ერთნაირი საქმის გარემოებების შემთხვევაში ერთნაირი
გადაწყვეტილების მიღებაში მდგომარეობს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ
საქმეთა
იდენტურობის
შემთხვევაში
ერთი
პირის
მიმართ
უკანონო
გადაწყვეტილების მიღება არ წარმოშობს მეორე პირის უფლებას იმავე სახის
გადაწყვეტილებაზე, ვინაიდან, როგორც ნათქვამია: ,,არ არსებობს თანასწორობა
უკანონობაში“. აღნიშნულის საილუსტრაციოდ, უნდა მოვიხმოთ ელმირა ბ.-ს საქმე,
რომელიც
დანართში
დაწვრილებით
არის
აღწერილი.
სასამართლომ
გადაწყვეტილებით დაადგინა, მხარეთა განქორწინების შემდეგ, მცირეწლოვან ბავშვს
უნდა ეცხოვრა დედასთან, ელმირა ბ.–სთან, თუმცა გადაწყვეტილება 7 წლის
განმავლობაში არ აღსრულდა. მხოლოდ სახალხო დამცველის აქტიური მუშაობით
მიმდინარე წლის 13 თებერვალს აღსრულდა იგი და ბავშვი დედას გადაეცა
აღსაზრდელად. ამავე გადაწყვეტილებით, ბავშვის მამას უფლება აქვს, ჰქონდეს
ურთიერთობა ბავშვთან კვირაში სამი დღე სამი საათის განმავლობაში.
ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროში ბავშვის მამის, ელშად ე–ის მიერ
სააღსრულებო ფურცლის წარდგენის შემდეგ, ზუსტად 6 სამუშაო დღეში ჩააბარა
აღმასრულებელმა ელმირა ბ–ას გაფრთხილება და კატეგორიულად სთხოვდა
დაუყოვნებლივ აღესრულებინა იგი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს
გადაწყვეტილებით დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაუდგენია. ყურადსაღებია ის
ფაქტი, რომ დღეის მდგომარეობით, ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან
გამომდინარე, მისი უპურატესი ინტერესის გათვალისწინებით არ არის
მიზანშეწონილი მისი მამასთან შეხვედრა, თუმცა არავის შეუძლია, მოსთხოვოს
სააღსრულებო ბიუროს, ისევე დაარღვიოს კანონი და დროულად არ შეასრულოს
მასზე დაკისრებული ვალდებულება, როგორც ამას 7 წლის განმავლობაში აკეთებდა,
როცა დედას, ელმირა ბ–ას არ გადასცემდა ბავშვს. სწორედ ქვემო ქართლის
სააღსრულებო ბიუროს გულგრილი დამოკიდებულების გამო გაჭიანურდა საქმის
აღსრულება ასე დიდხანს.
18
ად.სამ–ის სახელმძღ. ნ.წკეპლაძე; პ.ტურავა; გვ.2.
145
კარგი მმართველობა
პრინციპი #2 უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე
ანუ კანონიერების პრინციპი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული
ორგანოების საქმიანობის კანონიერების პრინციპს, რაც გულისხმობს მმართველობის
ორგანოთა კანონმდებლობის საფუძველზე შებოჭვას. მმართველობის ორგანოებს არა
აქვთ კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ რაიმე ქმდების განხორციელების უფლება.
კანონიერების პრინციპი თავის თავში მოიცავს კანონის უზენაესობის პრინციპს, რაც
უკრძალავს ადმინისტრაციულ ორგანოებს კანონისგან გადახვევას. კანონის
უზენაესობის პრინციპის უგულვებელყოფა იწვევს მმართველობითი ღონისძიების
რომელიც
მართლწინააღმდეგობას.
მმართველობითი
ღონისძიება,
ადმინისტრაციულმა
ორგანომ
უფლებამოსილების
გადამეტებით
ანუ
კანონდარღვევით განახორციელა, არ არის იურიდიული ძალის მქონე. შესაბამისად,
ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს კანონიერების პრინციპის დარღვევის
სამართლებრივ შედეგებს.
აღმასრულებელი ხელისუფლების ძირითადი ფუნქციაა სამართალგამოყენებითი ანუ
ნორმათშეფარდებითი საქმიანობა. კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე,
ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების ფარგლებს ქმნის ის ნორმატიული აქტი,
რომლის აღსრულებასაც ეს ქმედება ისახავს მიზნად. სამართლის ნორმის
სტრუქტურაც ამ პრინციპით არის აგებული. იგი ორი ნაწილისაგან შედგება: ნორმის
ამოქმედების წინაპირობები და სამართლებრივი შედეგები. სამართლის ნორმის
შეფარდებისას შემფარდებელმა ორგანომ აუცილებლად უნდა გამოიკვლიოს: რა
მოხდა ფაქტობრივად, რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე; მოიძიოს სათანადო ნორმა,
რომელსაც უკავშირდება იურიდიული შედეგის დადგომა; გაარკვიოს, შეესაბამება
თუ არა ფაქტი ფაქტობრივ შემადგენლობას; განსაზღვროს სამართლებრივი
შედეგები.
პარაქტიკაში არაერთი მაგალითი არსებობს ამ პრინციპების დარღვევისა, როცა
თვითმმართველობისა თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმოამდგენლები
არასაკმარისად იკვლევენ ფაქტობრივ გარემოებებს და არასწორად იყენებენ
სამართლის ნორმებს. ამის თვალსაჩინო მაგალითია გივი ათაბეგაშვილის საქმე
(ვრცლად იხ.დანართში), რომელსაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ
სამართლის ნორმების არასწორი შეფარდებით, აგრეთვე ფაქტობრივი გარემოებების
შეფასების გარეშე დაარიცხა ქონების გადასახადი, რითაც შეილახა მისი კანონიერი
უფლებები. თუმცა, უნდა ითქვას, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ
სრულად გაითვალისწინა სახალხო დამცველის რეკომენდაცია და არარად
გამოაცხადა თავისივე აქტი, რაც კარგი მმართველობის მაგალითია და ყოველი ასეთი
ქმედება მისასალმებელია ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან.
ამ მხრივ, აგრეთვე საინტერესოა თბილისი კალოუბნის ქ.#6–ის მესაკუთრეთა საქმე.
აღნიშნულ შემთხვევაში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ უხეშად
დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები და კალოუბნის ქ.#6–
ში დევნილთა დარეგისტრირების პროცესში არ ჩართო და არ მოუსმინა იმ პირებს,
რომლებიც პრეტენზიას აცხადებდნენ დასახელებულ ფართზე და სამინისტროს
წერილობით ატყობინებდნენ, რომ მიმდინარეობდა მათი საკუთრების უფლების
146
კარგი მმართველობა
რეგისტრაცია კალოუბნის ქ.#6–ში მდებარე არასაცხოვრებელ ფართზე. სამინისტროს
არამართლზომიერი ქმედებით დაირღვა მესაკუთრეთა უფლებები, თუმცა
დადებითად აღსანიშნავია, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ
გაითვალისწინა სახალხო დამცველის რეკომენდაცია და გაატარა სამართლებრივი
ღინისძიებები მათი უფლებების აღდგენის მიზნით (ვრცლად იხ.დანართი).
მიგვაჩნია,
რომ
როგორც
საკითხისადმი,
ასევე
სახალხო
დამცველის
რეკომენდაციების მიმართ ასეთი მიდგომა კარგ მმართველობაზე მიანიშნებს, რაც
დემოკრატიული ქვეყნის შენების საფუძველს ქმნის.
პრინციპი #3 დისკრეციული უფლებამოსილება
დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, მმართველობის ორგანოს ეძლევა
შესაძლებლობა, ალტერნატიული სამართლებრივი შედეგებიდან აირჩიოს ერთი
ყველაზე მისაღები საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან
გამომდინარე. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში არჩევანის ორი
შესაძლებლობა არსებობს – კონკრეტულ შემთხვევაში განახორციელოს თუ არა რაიმე
ღონისძიება ადმინისტრაციულმა ორგანომ ან მისაღები ღონისძიებებიდან რომელი
გამოიყენოს. მაგალითად, სახალხო დამცველი უფლებამოსილია, მისი კანონიერი
მოთხოვნის
შეუსრულებლობის
გამო
შეადგინოს
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმი ახსნა–განმარტების ან სხვა ინფორმაციის მიუღებლობის
შემთხვევაში ან ასეთი ინფორმაციის მიღებისათვის დადგენილი ვადის დარღვევის
გამო. თუმცა, აქვე მას გააჩნია დისკრეცია, რომ უმნიშვნელო ვადის გადაცილება
ჩათვალოს საპატიოდ და არ შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმი, ვინაიდან,
სამართლებრივი შედეგებიდან გამომდინარე, ასეთი მიდგომა მიიჩნიოს უფრო
ეფექტიანად. ზოგადად, ყველაზე ცუდად დისკრეციულ უფლებამოსილებას
პროკურატურა იყენებს ამა თუ იმ საქმის გამოძიების პრიორიტეტულობის
განსაზღვრის დროს და, რაც მთავარია, საპროცესო შეთანხმების შეთავაზების დროს.
ძალიან ხშირად დისკრეციული უფლებამოსილების ცნება და დანიშნულება
არასწორად არის გაგებული მმართველობის ორგანოების მხრიდან და ის აღიქმება,
როგორც თვითნებობისა და განუსაზღვრელი უფლებამოსილების კანონიერი
საფუძველი
ზოგიერთი
ჩინოვნიკისათვის.
სინამდვილეში
დისკრეციული
უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს
გადაწყვეტილება საკუთარი პასუხისმგებლობით. დისკრეცია სამართლიანი
გადაწყვეტილების მიღებას ისახავს მიზნად. ამ უფლებამოსილების მინიჭებით
ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა, კანონის ნორმის მიზნებისა და
კონკრეტული
გარემოებების
გათვალისწინებით
მიიღოს
კონკრეტული
შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილება. ამდენად, მმართველობის ორგანო
ვალდებულია გაიაზროს, რა მიზნის მისაღწევად მიენიჭა ეს უფლებამოსილება და
რომელი ფაქტობრივი გარემოებები გაითვალისწინოს. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა
შეაფასოს გარემოებანი და მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება.
დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ყურადღება უნდა
მიექცეს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს. დაუშვებელია
ცალმხრივი ინტერესის დაცვა ანუ ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც
ხელსაყრელია მხოლოდ ხელისუფლებისთვის ან რომელიმე კერძო პირისთვის.
147
კარგი მმართველობა
ყოველი კონკრეტული საკითხისადმი ასეთი მიდგომა საწინდარია ქვეყანაში კარგი,
ჯეროვანი მმართველობის ჩამოყალიბების და სამართლებრივი, დემოკრატიული
სახელმწიფოს მშენებლობისა.
პრინციპი #4 საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტა
საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის პრინციპი მმართველობითი საქმიანობის
ძირითადი პრინციპია. ფაქტობრივად, მასშია ასახული ადმინისტრაციული
წარმოების არსი. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე ნებისმიერ პირს უნდა
ჰქონდეს იმის გარანტია და რწმენა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ თავისი
უფლებამოსილება მიუკერძოებლად განახორციელა, წინააღმდეგ შემთხვევაში,
წარმოება აზრს მოკლებულია.
ამიტომაც დაცული უნდა იყოს პრინციპი ,,NEMO JUDEM IN CAUSA SUA” ანუ
,,არავინ შეიძლება იყოს მოსამართლე თავის საქმეში“. ეს კი იმას გულისხმობს, რომ
ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობას არ უნდა იღებდეს თანამდებობის
პირი, რომელსაც პირადი ინტერესი აქვს ანდა არსებობს გარემოება, რომელიც
ზეგავლენას მოახდენს საქმის გადაწყვეტაზე. ,,პირადი ინტერესი“ და ,,ზეგავლენის
მოხდენა“ დადგენილი უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. ზოგადად კი
იმას გულისხმობს, რომ გადაწყვეტილებას სარგებელი არ უნდა მოჰქონდეს მისთვის
ან ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავებისთვის.
პრინციპი #5 საქვეყნოობა და საჯაროობა
საქვეყნოობის პრინციპი მმართველობითი საქმიანობის გამჭირვალეობას ემსახურება,
რაც ასევე მნიშვნელოვანი პრინციპია ადმინისტრაციულ სამართალში. ინფორმაციის
საჯაროობა და განსაკუთრებით მისი დროული გაცემა განამტკიცებს საზოგადოების
ნდობას თავისი ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ. სწორედ ამ
პრინციპიდან გამომდინარე, დაინტერესებულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა,
გაეცნონ ადმინისტრაციული წარმოების მასალებს ანუ ადმინისტრაციულ ორგანოში
დაცულ საჯარო ინფორმაციას.
სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ
დებულებებს ინფორმაციის საჯაროობასთან დაკავშირებით მასობრივად არღვევენ
ადმინისტრაციული ორგანოები. განსაკუთრებით არ არის დაცული ვადები ანუ
დაინტერესებულ პირს ინფორმაცია არ გადაეცემა დაუყოვნებლივ, რისი კანონიერი
უფლებაც მას სწორედ ამ კოდექსით აქვს მინიჭებული. ამის მაგალითია არაერთი
საჩივარი სახალხო დამცველის აპარატში, რომელიც ინფორმაციის მიუღებლობას
ეხება, მაგალითად, ინა გუდავაძის საქმე და ფრენსის ჰანეველისა და სალფორდ
საქართველოს საქმე. განმცხადებლებმა არაერთი მოთხოვნის შემდეგაც ვერ მიიღეს
საჯარო ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის
რეგიონალური ცენტრიდან (საგადასახადო ინსპექცია). დასახელებულმა სამსახურმა
არ უპასუხა არც სახალხო დამცველის რეკომენდაციებს აღნიშნულ საქმეებთან
დაკავშირებით, რაც ცუდი მმართველობის თვალსაჩინო მაგალითია (ვრცლად
იხილეთ დანართში).
148
კარგი მმართველობა
საქვეყნოობისა და საჯაროობის პრინციპის დარღვევას ეხება, აგრეთვე, გელა
მთივლიშვილის საქმე, რომელსაც სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა
ხელოვნურად უქმნის პრობლემებს საჯარო ინფორმაციის მიღებაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, საჯარო
ინფორმაცია ეს არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა,
სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები),
ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან
მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული,
დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია. ამავე კოდექსის 35–ე
მუხლის მიხედვით, საჯარო დაწესებულება
ვალდებულია, შეიტანოს ამ
დაწესებულებაში არსებული საჯარო ინფორმაცია საჯარო რეესტრში. საჯარო
რეესტრში შეტანილი უნდა იქნეს საჯარო ინფორმაციაზე მითითება მისი მიღებიდან,
შექმნიდან, დამუშავებიდან ან გამოცემიდან 2 დღის ვადაში საჯარო ინფორმაციის
დასახელების, მიღების, შექმნის, დამუშავების, გამოცემის თარიღის, იმ ფიზიკური ან
იურიდიული პირის, საჯარო მოსამსახურის, საჯარო დაწესებულების დასახელების
მითითებით, რომლისგანაც შემოვიდა ან/და რომელსაც გაეგზავნა ეს ინფორმაცია.
ამავე კოდექსის 43–ე მუხლით განსაზღვრულია, რომ საჯარო დაწესებულება
ვალდებულია, შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს მხოლოდ ის მონაცემები,
რომელთა შეგროვების უფლებას მას პირდაპირ და უშუალოდ ანიჭებს კანონი და
რომლებიც
აუცილებელია
ამ
საჯარო
დაწესებულების
მიერ
საკუთარ
უფლებამოსილებათა განსახორციელებლად.
ამასთანავე საჯარო დაწესებულება ვალდებულია: „შეიმუშავოს და დანერგოს
მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და შემადგენლობის კანონით
განსაზღვრულ მიზნებთან და ვადებთან შესაბამისობის კონტროლის პროგრამა“.
მიუხედავად ზემოთ თქმულისა, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში
არაერთხელ აღინიშნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შემდეგში შშმ
პირები) საკითხებზე
სტატისტიკური მონაცემების არქონით გამოწვეული
სირთულეების შესახებ. მართლაც, რთულია, ობიექტურად განიხილებოდეს
ნებისმიერი შშმ პირის უფლების დარღვევის ფაქტი, თუ განხილვას საფუძვლად არ
უდევს სტატისტიკური მონაცემებით დასაბუთებული ზიანის მასშტაბი და
ზეგავლენა.
საქართველოს სახალხო დამცველი დაინტერესდა სტატისტიკის არქონის რეალური
მიზეზებით და სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გაწეული ძალისხმევით ამ
მიმართულებით.
ჩვენს კითხვებზე სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამების ბევრი
ხელმძღვანელისგან მივიღეთ სტანდარტული პასუხი: „სტატისტიკის შესახებ
სამინისტრო ინფორმაციას არ ფლობს“, კერძოდ:
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ
განხორციელებული რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის
149
კარგი მმართველობა
ფარგლებში, რომლის ბიუჯეტიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის N111/ნ ბრძანებით 5 996 754 ლარით იყო
განსაზღვრული, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო არ ფლობს
ინფორმაციას
„აღნიშნული
პროგრამის
ფარგლებში
უზრუნველყოფილი
სამედიცინო–სოციალური რეაბილიტაციის ხანგრძლივობის, ტიპის, მომსახურების
შესახებ“ (ამონარიდი ოფიციალური წერილიდან). აღნიშნული სტატისტიკური
ინფორმაციის ფლობა და დამუშავება წარმოადგენს სრულიად აუცილებელ
წინაპირობას ამავე სამინისტროს მიერ ჯანმრთელობისა და სოციალური
პროგრამების დაგეგმვისათვის. აგრეთვე, იმის განსასაზღვრად, თუ რამდენად
მიზანმიმართულად და ეფექტიანად იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტი ამ
მიმართულებით.
ზემოაღნიშნულის მსგავსად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამაინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტი არ
აწარმოებს ინფორმაციას „სამედიცინო დასკვნების გადასინჯვის თაობაზე“
(ამონარიდი ოფიციალური წერილიდან).
საქართველოს უზენასი სასამართლოს განცხადებით, „სტატისტიკური ანგარიშგების
დამტკიცებული ფორმები არ ითვალისწინებს ინფორმაციას
შშმ
სტატუსის
დადგენასთან დაკავშირებით გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების
რაოდენობის შესახებ“ (ამონარიდი ოფიციალური წერილიდან).
ჩვენს თხოვნაზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიმართ, მოეწოდებინა
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებული შშმ სტატუსის მქონე
პატიმრების მონაცემები ჩადენილი დანაშაულის, თარიღის, განმხილველი
სასამართლოს და მიღებული გადაწყვეტილების მითითებით, სასჯელაღსრულების
დეპარტამენტმა მოგვაწოდა ინფორმაცია ამ პირების მხოლოდ სახელების და
გვარების მითითებით.
ამდენად, მნიშვნელოვანია, მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა
საკითხების მართვაზე ყველა პასუხისმგებელი უწყების მიერ მნიშვნელოვანი
სტატისტიკური მონაცემების შეგროვება ამ სფეროში და აღნიშნული ინფორმაციის
გამოყენება გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოები
ჯეროვანი მმართველობის განსახორციელებლად ვალდებულნი არიან, იმოქმედონ
და დაიცვან კანონმდებლობით დადგენილი ნორმების მოთხოვნები. კანონები ხომ
სწორედ იმისათვის არსებობს, რომ ისინი უნდა დავიცვათ. ასეთი მიდგომა და
ყველას მიერ ამ დათქმის შესრულება კი ნებისმიერ ქვეყანაში სამართლებრივი
წესრიგის დამყარების საფუძველია. ადმინისტრაციული სამართალით აღიარებული
და დადგენილი პრინციპების დაცვა და პრაქტიკაში გატარება კარგი
მმართველობითი სისტემის შექმნის საწინდარია, რომელზეც უნდა აშენდეს და
მყარად დადგეს სამართლებრივი სახელმწიფო.
150
გამოხატვის თავისუფლება
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები
გამოხატვის თავისუფლება
საანგარიშო პერიოდში გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებული პრობლემები
მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა 2008 წლის პირველ ნახევარში არსებული
სირთულეებისაგან. ერთ–ერთი პრობლემა, რომელიც საანგარიშო პერიოდში
გამოიკვეთა, უკავშირდება საჯარო მოხელეების მიერ ჟურნალისტებისათვის
საქმიანობის განხორცილების დროს დაბრკოლებების შექმნას. მეორე მნიშვნელოვანი
საკითხი მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობას შეეხება.
საანგარიშო პერიოდი ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეაფასეს,
როგორც უკუსვლა მედიის თავისუფლების კუთხით. მედიის თავისუფლების
სფეროში მომუშავე ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ ,,რეპორტიორები საზღვრებს
გარეშე“ გამოაქვეყნა მსოფლიოში მედიის თავისუფლების რეიტინგი. აღნიშნული
მონაცემებით, საქართველომ 31,25 ქულით დაიკავა 120 ადგილი19. ეს მონაცემი
უკუსვლის მაჩვენებელია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2007 წელს
საქართველოს იმავე რეიტინგის მონაცემებით ეკავა 66–ე ადგილი20. ხსენებული
რეიტინგით საქართველოს უსწრებენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ისეთი
სახელმწიფოები, როგორებიცაა ტაჯიკეთი – 25,50 ქულა - 106–ე ადგილი; სომხეთი –
22,75 ქულა - 102–ე ადგილი; მოლდოვა – 21,38 ქულა და 98–ე ადგილი და უკრაინა –
19,25 ქულა - 87–ე ადგილი21.
მედიის
თავისუფლებას
დინამკაში
განიხილავს
მეორე
ავტორიტეტული
საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ფრიდომ ჰაუსი.“ 2006 წლის მეორეში ნახევარში
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს მედიაზე არაპირდაპირი
ზეწოლა შემცირდა. ეკონომიკურმა აღმავლობამ პოზიტიურად იმოქმედა მედიის
ფინანსურ მდგომარეობაზე. მიუხედავად ამისა, ვითარება მკვეთრად შეიცვალა 2007
წლის ნოემბრის თვეში, როდესაც ,,ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებით, სახელმწიფო
უკანონოდ შეიჭრა დამოუკიდებელ და ოპოზიციურ ტელევიზია ,,იმედში22.“ 2009
წლის 12 იანვარს, აღნიშნული ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ბოლო
ანგარიშის მიხედვით, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შეფასების კუთხით
საქართველომ შეინარჩუნა ,,ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნის სტატუსი. ისევე,
როგორც შარშან, საქართველომ მიიღო ოთხი ქულა. მიუხედავად ამისა,
საქართველომ
,,არჩევითი
დემოკრატიიდან“
გადაინაცვლა
,,არაარჩევითი
დემოკრატიის“ ქვეყნების რიგში.
საანგარიშო
პერიოდში
მედიის
თავისუფლებას
აფასებს
გავლენიანი
უფლებადამცველი ორგანიზაცია ,,Human Rights Watch.“ აღნიშნული ანგარიშის
19
http://www.rsf.org/article.php3?id_article=29031
20
http://www.rsf.org/article.php3?id_article=24025
21
http://www.rsf.org/article.php3?id_article=29031
22
http://www.freedomhouse.org/template.cfm?page=251&country=7398&year=2008
151
გამოხატვის თავისუფლება
მიმართ
ნდობა
არაერთხელ
გამოხატა
საქართველოს
ხელისუფლებამ.
უფლებადამცველი
ორგანიზაციის
შეფასებით,
მედიასივრცე
კვლავ
არაერთგვაროვანია – ბეჭვდითი მედია აქტიურია, მაგრამ საინფორმაციო
ტელემაუწყებლობა სულ უფრო იზღუდება, სავარაუდოდ, ხელისუფლების ზეწოლის
შედეგად. წლის განმავლობაში მხოლოდ საქართველოს საზოგადოებრივი არხი და
ხელისუფლების მხარდამჭერი კომპანია ,,რუსთავი–2“ მაუწყებლობდნენ ქვეყნის
მაშტაბით საინფორმაციო პროგრამებით.“23 ,,იმედმა“ საინფორმაციო გამოშვებები
მხოლოდ სექტემბერში განაახლა.
ცალკე თემაა ქართულ მედიაში სიძულვილის გამოხატვა ე.წ. Hate speech, რომელმაც
2008 წლის მეორე ნახევარში ქართულ მედიაში (განსაკუთრებით – ბეჭდურ მედიაში)
შეუქცევადი ხასიათი მიიღო.
გარდა მედიის თავისუფლების პრობლემებისა, საანგარიშო პერიოდში გამოჩნდა
გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სხვა ტენდენციაც – მოქალაქეებს, რომელთა
საქმიანობაც ჟურნალისტიკას არ უკავშირდება, გამოხატული მოსაზრებების გამო
გარკვეული პრობლემები შეექმნათ.
ახალი პრობლემების მაჩვენებელი გახდა რუსეთ–საქართველოს ომი და მისი გავლენა
ქართულ მედია საშუალებებზე.
საანგარიშო პერიოდში ძირითადი პრობლემები გვხვდება რეგიონულ დონეზე. ამის
მიზეზია ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ საბოლოოდ მოახდინა მედიასივრცეში
წამყვან
მედიასაშუალებებზე
კონტროლის
დაწესება.
თითქმის
ყველა
ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში საუბარია საქართველოში
მედიის მდგომარეობის გაუარესებაზე. ასევე შექმნილ რთულ ვითარებაზე საუბრობს
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს შესახებ 2009 წლის 25 თებერვალს
გამოქვეყნებულ ანგარიშში:
,,21 მაისის საპარლამეტო არჩევნების შემდგომი პერიოდი გამოიხატებოდა მედიის
თავისუფლების დასუსტებით. გვიანდელი ზამთრის პერიოდამდე დასუსტდა
დამოუკიდებელი მედიის მრავალფეროვნება, საიდანაც გამონაკლისს წარმოადგენს
ტელეკომპანია „კავკასია“. ივნისის ბოლოსთვის თითოეულმა მაუწყებელმა შეწყვიტა
თოქშოუებისა და ანალიტიკური პროგრამების გადაცემა. არასამთავრობო
ორგანიზაციების განცხადებით, ამის მიზეზი ხელისუფლების მხრიდან არსებული
ზეწოლაა. ამ პროგრამებში შედის „შვიდი დღე“, „პრაიმ ტაიმი“ და ა.შ. ტელეკომპანია
„იმედის“ დახურვის შემდეგ რადიო „იმედი“ რჩებოდა ერთადერთ მედია
საშუალებად, სადაც ოპოზიციური ხედვის გამოხატვა იყო შესაძლებელი.
რაც შეეხება ინტერნეტ სივრცის თავისუფლებას, აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების
ორგანოების მხრიდან არ ხდებოდა აკრძალვები, ელექტრონული ფოსტებისა და ე.წ.
„ჩეთ რუმების“ მონიტორინგი. როგორც ინდივიდებს, ასევე მათ ჯგუფებს ჰქონდათ
შესაძლებლობა, გამოეხატათ თავიანთი მოსაზრებები ელექტრონული ფოსტისა და
23
http://www.hrw.org/sites/default/files/related_material/Georgia_112408_FFP_Geo.pdf
152
გამოხატვის თავისუფლება
ინტერნეტ პორტალების მეშვეობით, ელექტრონული ფოსტის ხელმისაწვდომობა
მთელი წლის განმავლობაში გაიზარდა, თუმცა ცენტრალიზებული იყო ძირითადად
დედაქალაქის ფარგლებში. შეფასების თანახმად, მოსახლეობის მხოლოდ 11%
იყენებდა ელექტრონულ ფოსტას. აგვისტოს კონფლიქტის დროს რუსული კიბერ
შეტევების შედეგად ქართული ოფიციალური ელექტრონული გვერდები იყო
დაბლოკილი, ამასთან აღინიშნებოდა დაბრკოლებები მობილურ კავშირებში.
საომარი მოქმედებების დაწყების დროს საქართველოს ხელისუფლების მიერ
დაიბლოკა რუსული საკაბელო ტელევიზიები და ინტერნეტ პორტალები. 21
ოქტომბერს ხელისუფლების მიერ აღდგენილ იქნა რუსული საინფორმაციო
ინტერნეტ გვერდების ხელმისაწვდომობა, თუმცა რუსული საკაბელო ინფორმაციები
კვლავ დაბლოკილია. მიუხედავად ამისა, ამ უკანასკნელის მოპოვება სატელიტის
მეშვეობით შესაძლებელია.“ 24
ჟურნალისტების უსაფრთხოება შეიარაღებული კონფლიქტის დროს
2008 წლის აგვისტოში ქართულ – ოსური კონფლიქტის ზონაში საომარი
მოქმედებების შედეგად დაიღუპა სამი და დაიჭრა თოთხმეტი ჟურნალისტი.
კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწოდებული ინფორმაციის
თანახმად.
ფოტორეპორტიორი ალექსანდრე კლიმჩუკი და ტელეკომპანია „ალანიას“
საინფორმაციო სამსახურის რედაქტორი, ჟურნალ „ნიუსვიკის“ კორესპონდენტი გიგა
ჩიხლაძე 10 აგვისტოს ცხინვალში დახვრიტეს. ოსმა სეპარატისტებმა ტყვედ აიყვანეს
კლიმჩუკთან და ჩიხლაძესთან ერთად მყოფი კიდევ ორი კორესპონდენტი,
თბილისში გამომავალი ინგლისურენოვანი გაზეთის „მესინჯერის“ მთავარი
რედაქტორის მოადგილე, აშშ–ს მოქალაქე უინსტონ ფედერლი და ამერიკული
საინფორმაციო სააგენტოს ,,ასოშიეიტედ პრესის“ ჟურნალისტი თემურ კიღურაძე,
რომლებიც დაჭრილები იყვნენ.
12 აგვისტოს, რუსული ავიაციის მიერ ქალაქ გორის დაბომბვისას, დაიღუპა
ჰოლანდიის ტელევიზიის ოპერატორი ტანს ტორიმანსი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს 2008 წლის 5 დეკემბრის წერილის მიხედვით რუსეთის
სამხედრო ნაწილებისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის
უკანონო სამხედრო დაჯგუფებების წარმომადგენლებმა 2008 წლის 10 აგვისტოს
ცეცხლი გაუხსნეს ტელეკომპანია „კანალ თურქის“ ჟურნალისტებს ლევენტ
ოზთურქს და გურაი ერვინს, ასევე ტელეკომპანია NTV-ს ჟურნალისტებს ჰილმი
ჰასალოღლუსა და კუჰმარ სატკაიას, როდესაც ისინი ცხინვალში შესვლას
ცდილობდნენ. ოზურქმა და ერვინმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. თავდასხმის
შემდეგ, ჟურნალისტები რუსმა ჯარისკაცებმა მანქანიდან გადმოიყვანეს და
24
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში. 2008 Human Rights Report: Georgia. February 25, 2009
153
გამოხატვის თავისუფლება
ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ოზთურქმა და ერვინმა ადგილობრივ
საავადმყოფოში მიიღეს პირველადი დახმარება, რის შემდეგაც ისინი ჩრდილოეთ
ოსეთში, საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს, სადაც მათი
დაკითხვა
რამდენიმე
საათის
განმავლობაში
მიმდინარეობდა.
თურქულ
სატელევიზიო
არხსა და რუს ოფიციალურ პირებს შორის გამართული
მოლაპარაკებების შედეგად თურქი ჟურნალისტები 2008 წლის 13 აგვისტოს
გაათავისუფლეს.
თურქ ჟურნალისტს, ვეჩ დი ბასს რუსეთის სამხედრო ნაწილებისა და სამხრეთ
ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის უკანონო სამხედრო დაჯგუფებების
წარმომადგენლები მაშინ დაესხნენ, როდესაც მისი გადამღები ჯგუფი კარალეთში
არსებულ სიტუაციას იღებდა. მათ იარაღის მუქარით წაართვეს აპარატურა და
ავტომანქანა.
12 აგვისტოს რუსული ბომბდამშენების მიერ ქ.გორის დაბომბვის შედეგად
დაშავდნენ საბერძნეთის ტელეკომპანიის კორესპონდენტი ფილიოს სტანგოსი.
გადამღები ჯგუფიდან მძიმედ მხოლოდ ერთი ადამიანი დაიჭრა, თუმცა მის
სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამავე დღეს დაიჭრა ისრაელის ერთ–ერთი
გაზეთის ჟურნალისტი ცადოკ იეჰეზკელი. თბილისის ღუდუშაურის სახელობის
კლინიკაში 12 აგვისტოს მას ურთულესი ოპერაცია გაუკეთდა.
14 აგვისტოს, ღამით, რუსმა სამხედროებმა და ოსმა მოხალისეებმა გორის რაიონში
ჩეხი ჟურნალისტები გაძარცვეს. ჟურნალისტ მარეკ გურებას თქმით, შეიარაღებულმა
პირებმა კორესპოდენტებს ყველაფერი წაართვეს. რუს სამხედროებს ჩეხი
ჟურნალისტები ერთი საათი ჰყავდათ დაკავებული, რის შემდეგაც ისინი
გაათავისუფლეს.
ისრაელის გაზეთ „ჰაარეცის“ კორესპონდენტი ანშელია პფაფელიას
სამხედროებმა ავტომატის მუქარით მანქანიდან გადმოსვეს და გაძარცვეს.
რუსმა
14 აგვისტოს რუსული პოზიციებიდან გორის შესასვლელთან მყოფ საქართველოს
საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტს თამარ ურუშაძეს იმ დროს ესროლეს,
როდესაც ჟურნალისტი პირდაპირ ჩართვას ახორციელებდა. თამარ ურუშაძე
მარცხენა ხელში დაიჭრა.
15 აგვისტოს, ქარელის რაიონში, ოსი ეროვნების შეიარაღებულმა პირებმა გაძარცვეს
ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის თანამშრომლები. მათ თავს დაესხა
ოთხი შეიარაღებული პირი, რომლებიც ოსურად საუბრობდნენ. გაძარცვამდე
ჟურნალისტების მანქანას შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს.
შეიარაღებულმა პირებმა, სავარაუდოდ რუსმა ჯარისკაცებმა, გაძარცვეს ზუგდიდის
რადიო „ათინათი“ და სენაკის ტელეკომპანია „ეგრისი“, საიდანაც წაიღეს
ვიდეოკამერები და კომპიუტერული ტექნიკა.
154
გამოხატვის თავისუფლება
რუსულმა ავიაციამ გაანადგურა გორის ტელეანძა, რის გამოც მუშაობა შეწყვიტა
გორის ტელეკომპანია „თრიალეთმა“.
12 აგვისტოს რუსი სამხედროები შევიდნენ გორის ტელევიზიის სამაუწყებლო
სადგურში. ერთი თანამშრომელი მოკლეს და სამი დაჭრეს, გაანადგურეს სადგურის
აპარატურა.
8 სექტემბერს კარალეთის საგუშაგოსთან „საქართველოს ტერიტორიიდან სამხრეთ
ოსეთში შეღწევის“ ბრალდებით ოსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ იქნა პოლსკა–
TV–ს ორი ჟურნალისტი და მათი ქართველი მძღოლი. 9 საქტემბერს, პოლონეთის
მხარის ძალისხმევით, ჟურნალისტები გაათავისუფლეს. დარიუშ ბოჰეტკევიჩის
განცხადებით, ისინი ცხინვალის მილიციის შენობაში ჰყავდათ დაკავებული და მათ
შპიონაჟში ადანაშაულებდნენ.
2006 წლის 23 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო # 1738 რეზოლუცია,
რომლითაც დაიგმო კონფლიქტის ზონაში მომუშავე ჟურნალისტებზე თავდასხმა და
მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, აღეკვეთა მსგავსი შემთხვევები.
აღნიშნული რეზოლუციით უშიშროების საბჭომ კონფლიქტების მონაწილე ყველა
მხარეს მოუწოდა, პატივი სცენ ჟურნალისტების პროფესიულ დამოუკიდებლობას და
მათ უფლებებს. გაეროს უშიშროების საბჭომ #1738 რეზოლუციით ღრმა შეშფოთება
გამოხატა იმ ძალადობრივი ქმედებებთან დაკავშირებით, რაც მსოფლიოს სხვადასხვა
ცხელ წერტილში ხდება ჟურნალისტების მიმართ. ამავე რეზოლუციის მე–3 პუნქტის
შესაბამისად, კონფლიქტის დროს მედია აპარატურა წარმოადგენს სამოქალაქო
ობიექტს და დაუშვებელია მასზე თავდასხმა, თუკი იგი არ გამოიყენება სამხედრო
მიზნებისათვის.
კონფლიქტის ზონებში მომუშავე ჟურნალიტებთან დაკავშირებით მსოფლიო პრესის
თავისუფლების დღეს განცხადება გააკეთა იუნესკომ. განცხადებაში შეშფოთება არის
გამოთქმული იმასთან დაკავშირებით, რომ კონფლიქტის ზონებში მომუშავე
ჟურნალისტები განსაკუთრებით დაუცველები არიან. იუნესკომ მიიღო ქარტია ომის
ზონასა თუ სხვა სახიფათო ადგილას ჟურნალისტის მუშაობის თაობაზე. აღნიშნული
ქარტიის მე–8 პრინციპის თანახმად ჟურნალისტი მიჩნეულია სამოქალაქო პირად,
რაც გულისხმობს, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას სარგებლობს
ჟენევის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის 79–ე მუხლით გარანტირებული
სამართლებრივი დაცვით. ეს უკანასკნელი უპირველეს ყოვლისა გულისხმობს იმას,
რომ ჟურნალისტი ხელშეუხებელია, თუკი იგი არ მონაწილეობს სამხედრო
დაპირისპირებაში, არ ატარებს იარაღს და არ ეწევა დაზვერვით საქმიანობას.
იუნესკოს განმარტებით, ჟურნალისტი სამოქალაქო პირის სტატუსს ინარჩუნებს
ასევე კონფლიქტის ზონებში. იუნესკოს განმარტებით, საერთაშორისო სამართლის
ნორმების სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს კონფლიქტის ზონაში ჟურნალისტის
უფლებების ხელყოფა კონფლიქტის მონაწილე მხარის მიერ.
საერთაშორისო სამართალი იცავს კონფლიქტის დროს ჟურნალისტებს და მედია
აღჭურვილობას თავდასხმისაგან. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის
155
გამოხატვის თავისუფლება
,,რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ განმარტებით, არ შეიძლება მედიის ხელყოფა
კონფლიქტის ზონაში მაშინაც კი, როდესაც ეს უკანასკნელი გამოყენებულია
პროპაგანდის მიზნებისათვის. ორგანიზაციის ,,რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ –
განმარტებით, კონფლიქტის ზონაში მყოფი მედიის შეზღუდვა დასაშვებია თუკი იგი
მოუწოდებს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევისაკენ.
2005 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო #1438 რეზოლუცია,
რომელიც ეხება პრესის თავისუფლებასა და კონფლიქტის ზონაში მყოფი
ჟურნალისტების სამუშაო პირობებს. რეზოლუციის პირველ პუნქტში ხაზგასმულია
გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობაზე დემოკრატიულ საზოგადოებისა და
თითოეული ინდივიდისათვის. მე–2 პუნქტი ეხება იმ სახიფათო სამუშაო პირობებს,
რომლებსაც ხვდებიან კონფლიქტის ზონაში მომუშავე ჟურნალისტები. მე–3 მუხლში
ევროპის საბჭო სინანულს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ კონფლიქტის
ზონებში ხდება ჟურნალისტების მკვლელობა, თავისუფლების აღკვეთა და
გაუჩინარება. ევროპის საბჭო აღნიშნულ ქმედებებს აფასებს როგორც სასტიკ
აგრესიას, რომელიც მიმართულია მედიაში გამოხატვისა და ინფორმაციის
თავისუფლების წინააღმდეგ. ჟურნალისტისათვის თავისუფლების აღკვეთა და მისი
გატაცება ამცირებს საზოგადოების შესაძლებლობას მიიღოს ფასეული ინფორმაცია
კონფლიქტის
ზონაში
არსებული
მდგომარეობის
თაობაზე.
აღნიშნული
რეზოლუციის მე–15 მუხლით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა სთხოვს
ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, თვალყური მიადევნოს იმ ჟურნალისტების
საქმეებს, რომლებიც დააპატიმრეს იმ ტერიტორიაზე, სადაც ევროპის საბჭოს წევრი ან
დამკვირვებელი სახელმწიფო ახორციელებდა სამშვიდობო მისიას.
მედიის თავისუფლება შეიარაღებული კონფლიქტის დროს
რუსეთ–საქართველოს ომმა გამოხატვის თავისუფლების კუთხით ახალი
პრობლემები წარმოშვა. ომის, ასევე შემდგომ პერიოდში, საქართველოს
საზოგადოებრივი მაუწყებელი, ისევე, როგორც ,,რუსთავი–2“, ატარებდა
პროპაგანდისტულ საინფორმაციო პოლიტიკას. ეს გამოიხატებოდა დეზინფორმაციის
გავრცელებაში და რეალური ინფორმაციის დაფარვაში. ამ უკანასკნელის
თვალსაჩინო მაგალითია, როდესაც ქართული ტელევიზიები აცხადებდნენ, რომ
ქართული სამხედრო ნაწილები აკონტროლებდნენ ცხინვალის გარშემო სიმაღლეებს
და შესაბამისად იკვეთებოდა აზრი, რომ საფრთხე არ არსებობდა, ამ დროს კი
კონფლიქტის ზონაში არსებულ საქართველოს მიერ კონტროლირებად სოფლებში
რუსული სამხედრო ნაიწლები შედიოდნენ. შესაბამისად, ეს ინფორმაცია საფრთხეს
უქმნიდა მყოფ მოსახლეობას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მედია იქცა
,,სიძულვილის ენის“ გამტარად. ხელისუფლების სრული კონტროლი მსხვილ
ტელეკომპანიებზე ნათელი გახდა ამ პერიოდში – ისინი მხოლოდ იმ ინფორმაციას
და იმ სახით გადმოსცემდნენ, რომელიც, მათი აზრით, ემსახურებოდა
საზოგადოების ერთსულოვნების შენარჩუნებას. აღნიშნულის მოტივად ასევე ხშირად
სახელდებოდა ხალხის პანიკის თავიდან აცილება, თუმცა ზემოხსენებული
პრობლემა დღის წესრიგში იდგა მხოლოდ უშუალოდ საომარი მოქმედებების
მიმდინარეობისას.
156
გამოხატვის თავისუფლება
ხსენებული ტენდენცია უფრო აშკარა გახდა ომის შემდგომ პერიოდში, როდესაც
ხელისუფლების მიერ ომის დროს გადადგმულ მეტ–ნაკლებად საკამათო ნაბიჯებს
მედია რაც შეიძლება მომგებიანი კუთხით წარმოაჩენდა და უარს ამბობდა
ყოველგვარ კრიტიკული აზრის გადმოცემაზე. აღნიშნულ პერიოდში პრობლემები
შეექმნათ ასევე დამოუკიდებელ ტელეკომპანიებს. როგორც ,,ნიუ იორკ ტაიმსს“
ტელეკომპანია ,,კავკასიის“ მფლობელმა ნინო ჯანგირაშვილმა განუცხადა, 10
აგვისტოს, იმ დროს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ცეცხლის შეწყვეტასთან
დაკავშირებით განცხადებას აკეთებდა, ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლები
აცხადებდნენ, რომ ქართული სამხედრო ძალები კონტროლს ახორციელებდნენ
ცხინვალზე – თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დედაქალაქზე, ქართველი
ჯარისკაცები უკავშირდებოდნენ ტელეკომპანია „კავკასიას“ და აცნობებდნენ, რომ
რუსეთის მხარემ ისინი უკან დახია და თავს ტყეებს აფარებდნენ. ნინო
ჯანგირაშვილმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია თავს იკავებდა, გამოეცხადებინა ეს
ინფორმაცია ტელეკომპანიის დახურვისა და რუსეთის აგენტებად გამოცხადების
შიშის გამო – „ჩვენ ვეწეოდით თვითცენზურას პოლიტიკური დაშინების
საფუძველზე“25.
ომის გაშუქების კონტექსტში ტელეკომპანია ,,კავკასიის“ თემა განიხილა გავლენიანმა
უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ‘Human Rights Watch’-მა თავის ყოველწლიურ
ანგარიშში. ორგანიზაცია საეჭვოს უწოდებს საანგარიშო პერიოდში ,,კავკასიის“
სატელევიზიო ეთერის ორჯერ შეფერხებას. ‘Human Rights Watch’–ის მიხედვით, 2008
წლის 1 სექტემბერს ,,კავკასიის“ ეთერი გაითიშა მაშინ, როდესაც სამხრეთ ოსეთის
კონფლიქტის გამო საქართველოს ხელისუფლების მოქმედებების კრიტიკა ისმოდა
ეთერში.
,,Human Rights Watch“–ის ინფორმაციით, რელეკომპანია ,,კავკასიის“
დირექტორმა ეჭქვეშ დააყენა ეთერის გაწყვეტის ტექნიკური მიზეზებით ახსნა26.
რუსული მედიისა და ,,ru”დომეინის გათიშვა.
2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოში მაუწყებლობა შეწყვიტეს საზოგადოებრივ–
პოლიტიკური თემატიკის რუსულმა არხებმა. ასევე მომხმარებელმა უშუალო
ხელმისაწვდომობა დაკარგა ,,ru”დომეინით დაბოლოვებულ ინტერნეტ გვერდებზე.
21 აგვისტოს თბილისში გამომავალი ინგლისურენოვანი გაზეთის „The Financial“-ის
მთავარმა რედაქტორმა ზვიად ფოჩხუამ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტს აცნობა,
რომ რუსული ახალი ამბების საიტები მხოლოდ პროქსი სერვერების მეშვეობით
იხსნება; მისივე განცხადებით, რუსული საინფორმაციო ტელეარხები ტენდენციური
გაშუქების და პროპაგანდის გამო დაიბლოკა.27
25
26
27
http://www.nytimes.com/2008/10/07/world/europe/07georgia.html?pagewanted=2
http://www.hrw.org/sites/default/files/related_material/Georgia_112408_FFP_Geo.pdf გვ.5
იხ: http://media.ge/geo/page.php?m=news_detailed&id_numb=3821
157
გამოხატვის თავისუფლება
საერთაშრისო ორგანიზაციამ CPJ (ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი) დასკვნაში
,,პრესაზე თავდასხმა 2008 წელს – საქართველო“ მიუთითა, რომ ,,საქართველოს,
რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სამხედრო ძალების მიერ ხორციელდებოდა
ხელისშემშლელი
მოქმედებები
პრესის
მიერ
საკუთარი
საქმიანობის
განხორციელებაზე. კონფლიქტის მიმდინარეობისას
საქართველომ დაბლოკა
რუსეთის
სატელევიზიო
მაუწყებლობასა
და
საინფორმაციო
ინტერნეტ
საშუალებებზე შიდა ხელმისაწვდომობა. მათ შორის იყო დამოუკიდებელი
საინფორმაციო საშუალებები „გაზეტა“ და „ლენტა“, ასევე რუსულ ენაზე მაუწყებელი
„RTVi“. მოსკოვის რადიოსადგურის „ეხო მასკვის“ თანახმად, „RTVi“–ს მაუწყებლობა
საქართველოში შეწყდა მას შემდეგ, რაც მან გააშუქა ინტერვიუ, სადაც რუსეთის
საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მოუწოდებდა სააკაშვილს, უკან
დაეხია. არხის მაუწყებლობა აღდგა აგვისტოს ბოლოს.“28
რაც შეეხება ნიუ-იორკში დაფუძნებულ რუსულენოვან სატელევიზიო არხს RTVI–ს,
იგი რამდენიმე დღე საკაბელო სისტემაში გათიშული იყო, თუმცა ამ ტელეკომპანიის
მაუწყებლობა აღდგა 22 აგვისტოდან. დღემდე მაუწყებლობა შეწყვეტილი აქვთ
შემდეგ რუსულ ტელეკომპანიებს: ,,OPT”, ,,HTB” და ,,PTP”.
აღნიშნულ საკითხზე სახალხო დამცველს ახსნა–განმარტება მისცეს ,,კავკასუს
ონლაინის“ იურისტმა გიორგი ჭელიძემ, საკაბელო მაუწყებლის ,,აიეტის“
დირექტორის მოადგილემ ალექსანდრე ოჩიგავამ და საქართველოს საკაბელო
ტელევიზიების კავშირის ხელმძღვანელმა გურამ ბერუაშვილმა.
საკაბელო მაუწყებლის კომპანია „აიეტის“ დირექტორმა ალექსანდრე ოჩიგავამ
განაცხადა, რომ რუსული ტელეკომპანიების „პირველი არხის“, „როსიას“, „НТВ“, „Ren
TV”-ისა, და „TVC”-ს შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო „აიეტმა“ საომარი
მდგომარეობის
გამოცხადებასთან
დაკავშირებით.
აღნიშნულის
თაობაზე
„აიეტისათვის“ თხოვნით ან მოთხოვნით არ მიუმართავს საქართველოს
ხელისუფლებას. რუსული სატელევიზიო არხების გათიშვის მიზეზად მათ მიერ
ქართულ–რუსულ საომარი დაპირისპირების ტენდენციური გაშუქება დასახელდა.
საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის ხელმძღვანელმა გურამ
ბერუაშვილმა სახალხო დამცველს განუცხადა, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს
აღნიშნული ორგანიზაციის ოფისში შეიკრიბა ყველა საკაბელო ტელევიზიის
წარმომადგენელი.
მათ
მიიჩნიეს,
რომ
ქართულ–რუსულ
შეიარაღებულ
დაპირისპირებას რუსული მედია აშუქებდა ტენდენციურად და პატრიოტული
მოსაზრებებიდან გამომდინარე ერთსულოვნად მიიღეს გადაწყვეტილება რუსული
არხების – „პირველი არხის“, „როსიას“, “NTV”–ს, “Ren TV”–ს, “TVC”–ს, “RTVI”–ს –
გათიშვის, მომსახურების პაკეტიდან ამოღების თაობაზე. გურამ ბერუაშვილის
თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაზე ხელისუფლებას ზემოქმედება არ
მოუხდენია.
28
http://cpj.org/2009/02/attacks-on-the-press-in-2008-georgia.php, Attacks on the Press in 2008: Georgia
158
გამოხატვის თავისუფლება
“კავკასუს ონლაინის“ იურისტის გიორგი ჭელიძის განმარტებით, 2008 წლის 8
აგვისტოს, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან კონსულტაციების შედეგად,
მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის
შემცველი ვებ–გვერდების დროებითი შეზღუდვების თაობაზე. ასეთად მიჩნეულ
იქნა „ru“– დომენზე დაბოლოებული ყველა საიტი. გიორგი ჭელიძისათვის უცნობია,
არის თუ არა მომზადებული აღნიშნულ შეზღუდვასთან დაკავშირებით რაიმე
ნორმატიული აქტი.
მართალია ყველა ზემოაღნიშნული პირი თავინათ ახსნა–განმარტებებში აცხადებდა,
რომ საკუთარი მომხმარებლებისთვის რუსული მედიასაშუალებების გათიშვა მათივე
ინიციატივით მოხდა, მაგრამ როგორც საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა
რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, აღნიშნული
შეზღუდვის დაწესება მისი ინიციატივა იყო29. თემურ იაკობაშვილმა რუსული
მედიასაშუალებების გათიშვასთან დაკავშირებით განაცხადა: ,,ეს საჭირო იყო, რომ
ხალხი პანიკაში არ ჩავარდნილიყო“.30 აღნიშნული განცხადება და ,,კავკასუს
ონლაინის“ იურისტის გიორგი ჭელიძის განმარტება კომუნიკაციების ეროვნულ
კომისიასთან გამართული კონსულტაციების შესახებ იძლევა საფუძველს
ვივარაუდოთ, რომ მედიასაშუალებებისა და ვებ პორტალების გათიშვა
ნებაყოფლობით ხასიათს არ ატარებდა. ხელისუფლების წარმომადგენლები
დაკავშირებულნი იყვნენ ამ გადაწყვეტილებასთან. აღნიშნული პროცესი რომ
ხელისუფლებას უკავშირდება, ეს თითქმის ყველა გავლენიანი საერთაშორისო
ორგანიზაციის პოზიციაა (CPJ31, ,,Human Right’s Watch”-ი32 და ამერიკის სახელმწიფო
დეპარტამენტი33).
საქართველოს კონსტიტუციის 46–ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: [...]
საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს ქვეყანაში ან
მის რომელიმე ნაწილში შეზღუდოს კონსტიტუციის [...] 24-ე, [...] მუხლებში
ჩამოთვლილი უფლებანი და თავისუფლებანი. საქართველოს პრეზიდენტი
ვალდებულია არა უგვიანეს 48 საათისა ეს გადაწყვეტილება შეიტანოს პარლამენტში
დასამტკიცებლად.“
2008 წლის 9 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა N402 ბრძანებულება
,,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობისა და სრული
მობილიზაციის
გამოცხადების
შესახებ“,
ბრძანებულება
კონსტიტუციით
განსაზღვრულ ვადაში დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის დადგენილებით.
პრეზიდენტის
ბრძანებულებაში
არ
არის
მითითებული
საქართველოს
კონსტიტუციის 46–ე მუხლის შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციით
გათვალისწინებული რომელიმე უფლების შეზღუდვის თაობაზე. ეს ნიშნავს, რომ
მიუხედავად საომარი მდგომარეობის გამოცხადებისა, საქართველოს პრეზიდენტს
29
იხ: http://media.ge/geo/page.php?m=news_detailed&id_numb=3827
30
იხ: http://media.ge/geo/page.php?m=news_detailed&id_numb=3827
31
იხ: http://cpj.org/2009/02/attacks-on-the-press-in-2008-georgia.php, Attacks on the Press in 2008: Georgia
32
იხ: http://www.hrw.org/sites/default/files/related_material/Georgia_112408_FFP_Geo.pdf
33
იხ: http://www.state.gov/g/drl/rls/hrrpt/2008/eur/119080.htm
159
გამოხატვის თავისუფლება
ბრძანებულებით არცერთი უფლება არ შეუზღუდავს და საქართველოს
ხელისუფლებას არცერთი უფლებიდან გადახვევა არ უნდა მოეხდინა. ასევე არ
გამოცემულა დეკრეტი, რომელიც აღნიშნულ საკითხს შეეხებოდა. ამ ფონზე რუსული
მედიასაშუალებების გათიშვის გამართლება მაშინ არის შესაძლებელი, თუ
ბრძანებულება ან დეკრეტი სპეციალურად შეზღუდავდა ამ უფლებას, რადგან
შეზღუდვა არ შეიძლება, იყოს იმპლიციტური და ავტომატურად გამომდინარეობდეს
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან.
2008 წლის პირველ ნახევრში არსებული პრობლემები
სახალხო დამცველის 2008 წლის პირველი ნახევრის ანგარიშში გამოხატვის
თავისუფლების თავში ერთ–ერთ პრობლემად დასახელებული იყო ,,მაუწყებლობის
შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ხარვეზები, რის გამოც მედიაკომპანიებს,
რომლებიც საკაბელო და თანამგზავრული ქსელის გამოყენებით მაუწყებლობდნენ,
ესაჭიროებოდათ ლიცენზირება. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად სახალხო
დამცველმა საკანონმდებლო წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს. 2008
წლის 2 დეკემბერს საქართველოს სახალხო დაცველმა მიმართა საკონსტიტუციო
სასამართლოს და მოითხოვა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისი მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობა.
გარდა ამისა, სახალხო დამცველი ითხოვდა დროებითი საპარლამენტო კომისიის
შექმნას,
რომელიც
შეისწავლიდა
კომუნიკაციების
ეროვნული
კომისიის
თვითნებობის ფაქტებს. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც 2008 წლის პირველ
ნახევარში არსებულ პრობლემებზე საუბრისას ყურადღება იყო გამახვილებული,
მედიის მესაკუთრეების გამჭვირვალობას და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ამ პრომლემის გადაჭრის დამატებითი მექანიზმების შემოღებას შეეხებოდა.
აქვე აღნიშნული იყო მედიაში დასაქმებული პირების შრომის დაცვის დამატებითი
გარანტიების შემოღების აუცილებლობის შესახებ34. აღნიშნული პრობლემები
ქართულ მედიაში დღემდე გვხვდება.35 თუმცა ამ ეტაპზე პარლამენტის მხრიდან
სახალხო დამცველის არცერთ საკანონმდებლო წინადადებას რეაგირება არ
მოჰყოლია.
2008 წლის პირველ ნახევარში სახალხო დამცველი საქართველოს პროკურატურას
მიმართავდა რეკომენდაციით, გამოძიება ეწარმოებინა ჟურნალისტებზე არსებული
თავდასხმის ფაქტებზე; ასევე გამოეძიებინა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, ხოლო ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში – სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტები.36
34
საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენება საქართველოში ადამიანის უფლებათა
და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2008 წლის პირველი ნახევარი, გვ:105;
35
იხ: მანანა თოქმაჯიშვილის, ნინო ცხვარიაშვილისა და ეკატერინე კუპატაძის საქმეები
36
საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენება საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2008 წლის პირველი ნახევარი, გვ:106;
160
გამოხატვის თავისუფლება
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თვითნებობის ფაქტების შესწვლისა და
კომისიის შესაბამისი წევრების პასუხისგებაში მიცემის ნაცვლად, კომისიის
დათხოვნის შემდეგაც კი მისი ზოგიერთი წევრი კვლავაც ინარჩუნებს თანამდებობას.
2008 წლის 10 ოქტომბერს პარლამენტის წევრებმა პავლე კუბლაშვილმა, მურთაზ
ზოდელავამ, კახა ანჯაფარიძემ და ჩიორა თაქთაქიშვილმა საკანონმდებლო
ინიციატივით მიმართეს საქართველოს პარლამენტს ,,მაუწყებლობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.“
აღნიშნული ინიციატივა საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2008 წლის 19
დეკემბერს. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის მე–71
პუნქტის თანახმად, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ერთი წევრის
ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 3–3 წევრის დასახელების უფლება მოიპოვეს
საპარლამენტო უმრავლესობამ და იმ ფრაქციებმა, რომლებიც არ არიან
გაერთიანებული უმრავლესობაში ან პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრებმა.
აღნიშნული კანდიდატურების პარლამენტში წარდგენის უფლებამოსილება მიენიჭა
საქართველოს პრეზიდენტს.
კანონის გარდამავალი დებულებების შესაბამისად, უფლებამოსილება შეუწყდათ
კომისიის წევრებს. საქართველოს პრეზიდენტს დაევალა 10 დღის ვადაში
უზრუნველეყო კომისიის წევრების შესარჩევად კონკურსის გამოცხადება. კომისიის
წევრების დანიშვნამდე, კანონით პრეზიდენტს უფლებამოსილება მიენიჭა, კომისიის
წევრის უფლებამოსილების შესრულება დაეკისრებინა იმ პირისათვის, რომელსაც
აღნიშნული კანონის შესაბამისად შეუწყდა უფლებამოსილება.
კომისიის წევრებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ კომისიის წევრის
მოვალეობას ასრულებდა სამი პიროვნება: სოფიო ბრიტანჩუკი (კომისიის
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი), ზურაბ ნონიკაშვილი და კარლო
კვიტაშვილი. სხვა პიროვნებებთან ერთად წევრის უფლებემოსილების შესრულება არ
დაკისრებია კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს გიორგი არველაძეს.
საქართველოს პარლამენტმა ვაკანტურ თანამდებობებზე კარლო კვიტაიშვილი,
სოფიო ბრიტანჩუკი, აკაკი და ირაკლი მოსეშვილი დაამტკიცა.
სახალხო დამცველის 2007 წლის მეორე ნახევრის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ 2007
წლის 16 ნოემბრის საღამოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საიტზე ჩნდება
,,ტელეიმედთან“ დაკავშირებით მიღებული ორი გადაწყვეტილება. ერთი
გადაწყვეტილება დათარიღებულია 2007 წლის 7 ნოემბრით, ხოლო მეორე 2007 წლის
8 ნოემბრით (ამ უკანასკნელი გადაწყვეტილებით შეჩერდა ,,ტელეიმედის“
ლიცენზია).
პირველი
#672/18
გადაწყვეტილებით
,,ტელეიმედს“
ბადრი
პატარკაციშვილის
განცხადების
გავრცელებისათვის
დაეკისრა
როგორც
გაფრთხილება, ისევე ჯარიმა. ეს გადაწყვეტილება უკანონოა თუნდაც იმიტომ, რომ
ერთი ადმინისტრაციული აქტით დაუშვებელია ერთზე მეტი სანქციის დაკისრება.
ერთი დარღვევისათვის ,,ტელეიმედს“ უნდა დაკისრებოდა ჯერ მსუბუქი სახის
სანქცია – გაფრთხილება, ხოლო იმავე ან ახალი დარღვევის ხელახლა ჩადენის
შემთხვევაში, სხვა გადაწყვეტილებით – უფრო მკაცრი სანქცია – ჯარიმა.
161
გამოხატვის თავისუფლება
სახალხო დამცველის რწმუნებულის მიერ გამოთხოვილი დოკუმენტებიდან ირკვევა,
რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იმ სხდომის ოქმი, რომელზეც განხილულ
იქნა ბადრი პატარკაციშვილის განცხადება, დათარიღებულია 2007 წლის 7 ნოემბრის
18 საათითა და 00 წუთით. მაშინ, როცა ბადრი პატარკაციშვილის განცხადება
პირველად ,,ქრონიკის“ წამყვანმა მაგდა ანიკაშვილმა 18 საათსა და 28 წუთზე
წაიკითხა.
აღნიშნული სხდომის ოქმს და კომისიის გადაწყვეტილებას ხელს აწერს ზურაბ
ნონიკაშვილი. ეს პიროვნება იმ დროისათვის ასრულებდა კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობას. სამწუხაროა, რომ ოფიციალურ დოკუმენტში ყალბი მონაცემის
შეტანისათვის ამ დრომდე ზურაბ ნონიკაშვილს არანაირი პასუხისმგებლობა არ
დაკისრებია. უფრო მეტიც, მისთვის კომისიის წევრის მოვალეობის დაკისრებით
აღნიშნული პიროვნება გარკვეულწილად უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდა იმ
ადამიანებთან მიმართებაში, ვისაც 2008 წლის 19 დეკემბერს ,,მაუწყებლობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ კანონის
საფუძველზე შეუწყდა უფლებამოსილება.
საქართველოს მედიარუქა და რეგიონული მედია
საქართველოში ინტერნეტ პორტალ media.ge–ს მონაცემებით, საქართველოში 30
ტელევიზია (აქედან ცენტრალური ოფისი თბილისში აქვს შვიდს), 34
რადიოსადგური (თბილისში – 24) და 80 გაზეთია (თბილისში – 27).37 ასევე არსებობს
რამდენიმე დამოუკიდებელი ინტერნეტ გამოცემა, მაგრამ იმის გამო, რომ ინტერნეტი
თბილისშიც კი მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილისთვის არის ხელმისაწვდომი,
ხოლო რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების მიერ ინტერნეტით სარგებლობა
თითქმის არ ხდება, ეს გამოცემები ვერ ავსებს საინფორმაციო სივრცეს.
მიუხედავად იმისა, რომ მთელ რიგ რეგიონულ მედია ინარჩუნებს დამოუკიდებელ
საინფორმაციო პოლიტიკას, მათ რესურსების სიმწირის გამო არ აქვთ განვითარების
პერსპექტივა. ეს გამომდინარეობს რამდენიმე ფაქტორიდან: პირველი – მწირი
სარეკლამო ბაზარი რაც ხშირად იწვევს მედიამფლობელების გაკოტრებას. ამ
საფრთხის გამო მედიასაშუალებათა დიდი ნაწილი ფინანსდება საერთაშორისო
ორგანიზაციების მიერ გაცემული გრანტებით. აღნიშნული განსაკუთრებით
ტენდენციად იქცა რეგიონებში. ხშირად დაფინანსება არის მოკლევადიანი,
გარკვეული პერიოდით შემოსაზღვრული, რომლის გასვლის შემდეგაც მედია დგება
დახურვის საფრთხის წინაშე.
ამას გარდა ხშირად აღნიშნული გრანტები არის მიზნობრივი. მედიას არ ეძლევა
საშუალება დონორებთან პირდაპირი ურთიერთობის. ხშირად მედიასა და დონორს
შორის დგას შუამავალი არასამთავრობო ორგანიზაციის სახით, რაც დონორს
37
იხ: http://media.ge/geo/page.php?m=media_organizations
162
გამოხატვის თავისუფლება
ურთულებს რეგიონულ მედიაში არსებული პრობლემების სწორად აღქმას და მის
მიერ გამოყოფილი გრანტების ხარჯვის ეფექტურობას. წლების განმავლობაში
ადგილობრივი მედიის უმრავლესობის არსებობის უცვლელ წყაროდ დამკვიდრდა
სანეკროლოგო შეკვეთები, რომლებიც სარეკლამო ბაზრის სიმწირის პირობებში
წარმოადგენს რეგიონული ელექტრონული მედიის უმრავლესობის შემოსავლების
შეუცვლელ საშუალებას. მეორე მიზეზი არის რეგიონული მედიასაშუალებების
დაბალი ხელმისაწვდომობა (ტელევიზიებისა და რადიოსათვის ეს არის დაფარვის
ვიწრო ზონა, ხოლო გაზეთებისათვის – მცირე ტირაჟი, რომელიც მკითხველის
მოთხოვნის სიმწირითაა განპირობებული), რის გამოც იგი ვერ ახდენს მნიშვნელოვან
გავლენას საზოგადოებრივ აზრზე.
რეგიონული მედიის მხოლოდ მცირე ნაწილი ფინანსდება ადგილობრივი
ბიუჯეტიდან. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მიმართ ამგვარი გამოცემები
ლოიალურ პოზიციას გამოხატავენ, მათი გავრცელების არეალი საკმაოდ მცირეა.
ხშირად სამოქალაქო ბრუნვაში მათი გაშვება არც ხდება და საზოგადოების დიდი
ნაწილისათვის ამგვარი გამოცემები ხელმიუწვდომელია. თუმცა საზოგადოებას აქვს
ლეგიტიმური ინტერესი ამ გამოცემებში ასახული ინფორმაციისა. მაგალითად,
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ბიუჯეტი,
თვითმმართველობის
გადაწყვეტილებები, ადმინისტრაციული აქტები სწორედ ამგვარ გამოცემებში
იბეჭდება.
ადგილობრივი ხელისუფლება ხშირად ყიდულობს ეთერს ადგილობრივ
ტელევიზიაში, რაც ბიუჯეტიდან დაფინანსებული ღონისძიებების შესახებ
საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად. ეს გარემოება ხშირად არასწორად
არის აღქმული ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან და ითვლება, რომ ამის
გამო მათ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის უფლება აქვთ. საანგარიშო პერიოდში
მოხდა შემთხვევა, როდესაც ლაგოდეხის ტელეკომპანიის ხელმძღვანელი ლალი
ხუბულავა ლაგოდეხის მაჟორიტარ დეპუტატსა და საკრებულოს წარმომადგენლებს
ადანაშაულებდა იმ პროგრამის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაში, რომელიც
ფინანსდებოდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
აღნიშნული პროგრამის ირგვლივ შექმნილი დაძაბული სიტუაციის გამო,
ერთმანეთის მიყოლებით გადაცემის ჩამოშორდნენ წამყვანები ეკა კუპატაძე და
მარინა გოგოლაძე. მათი ახსნა–განმარტებებიდან ირკვევა, რომ ეკა კუპატაძის
განთავისუფლების მიზეზად დასახელდა შინაგანაწესის დარღვევა, რაც გამოიხატა
თბილისში გაეროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე დასწრებაში. არხის
გენერალური დირექტორის მიერ გათავისუფლების მიზეზად დასახელდა ის ფაქტი,
რომ წამყვანი ეკა კუპატაძე გადაცემის მსვლელობისას ხშირად არ აცხადებდა
სტუდიის ტელეფონის ნომრებს და ასევე გადაცემის მიმდინარეობისას არ სვამდა
წინასწარ მომზადებულ კითხვებს. ოფიციალური ახსნა–განმარტება შრომითი
ურთიერთობების შეწყვეტასთან დაკავშირებით ეკა კუპატაძეს არ მიუღია.
რაც შეეხება მარინა გოგოლაძეს, მისი გათავისუფლების მიზეზიმდგომარეობს
შემდეგში: გადაცემა „დიალოგის“ მიმდინარეობისას ეთერში დარეკა ევა ლომთაძემ,
რომელიც იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა
163
გამოხატვის თავისუფლება
კომისიის თავმჯდომარე და საყვედური გამოთქვა ჟურნალისტის მიერ დასმულ
შეკითხვებზე. ამ დროს სტუდიაში სტუმრად იმყოფებოდა ლაგოდეხის მაჟორიტარი
დეპუტატი გურამ კაკალაშვილი. როგორც არხის გენერალური დირექტორის ახსნა –
განმარტებიდან ირკვევა, 2008 წლის 21 სექტემბერს უცნობმა პიროვნებამ დარეკა
ტელეკომპანიაში და მოითხოვა მარიან გოგოლაძის გათავისულება და აღნიშნა, რომ
ეს გურამ კაკალაშვილის სურვილი იყო. ორივე ჟურნალისტი გადაცემიდან
წამოსვლას საკუთარ მიუკერძოებლობას უკავშირებს.
სარედაქციო დამოუკიდებლობის თვალსაზრისით მკვეთრი განსხვავებაა ბეჭდურ და
ელექტრონულ მედიას შორის. მაშინ, როდესაც ბეჭდური მედია უფრო მეტად
დამოუკიდებელი და კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ, რიგი ელექტრონული
მედიასაშუალება აშკარად ლოიალურია ადგილობრივი ხელისუფლებისადმი. ეს
გარემოება ძირითადად განპირობებულია იმით, რომ ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლები
ცდილობენ,
კარგი
ურთიერთობა
ჰქონდეთ
მედია
მფლობელებთან. ხშირად მედია მფლობელები თავად იკავებენ მაღალ
თანამდებობებს. აღნიშნული თავისთავად გავლენას ახდენს მედია საშუალების
სარედაქციო პოლიტიკაზე (მაგ. ტელეკომპანია ,,თრიალეთი“, ,,ოდიში“). თუმცა
არსებობს ისეთი დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, რომლებიც ცდილობენ
შეინარჩუნინ სარედაქციო დამოუკიდებლობა (მაგ: რადიო ,,ჰერეთი“, რადიო
,,ათინათი“ და ა.შ).
ზეწოლა ჟურნალისტებზე და მათი საქმიანობისათვის ხელშეშლა
2008 წლის მეორე ნახევარში ადგილი ჰქონდა ჟურნალიტებზე ზეწოლას.
სახელისუფლებო რესურსი მობილიზებული იყო ადგილობრივი დამოუკიდებელი
ჟურნალიტების მიმართ წნეხზე. აღნიშნული ვითარების გამომწვევი მიზეზი შემდეგი
გარემოებები გახდა: ხელისუფლებამ საბოლოოდ დაამყარა კონტროლი ეროვნულ
მედიასაშუალებებზე. ეს გარემოება ხელისუფლების ქვედა საფეხურზე მყოფი
საჯარო
მოხელეებისათვის
ჟურნალისტებთან
ურთიერთობის
პოლიტიკის
განმსაზღვრელი იყო.
გამოხატვის თავისუფლებას დემოკრატიულ საზოგადოებაში დიდი მნიშვნელობა
ენიჭება. ,,[...]თავისუფალი საზოგადოება შედგება თავისუფალი ინდივიდებისაგან,
რომლებიც ცხოვრობენ თავისუფალ ინფორმაციულ სივრცეში, თავისუფლად
აზროვნებენ,
აქვთ
დამოუკიდებელი
შეხედულებები
და
მონაწილეობენ
დემოკრატიულ პროცესებში, რაც აზრთა გაცვლა-გამოცვლასა და პაექრობას
გულისხმობს.“38 დემოკრატიის კონცეფცია ემყარება იდეათა პლურალიზმსა და მათი
გავრცელების თავისუფლებას.
გამოხატვის თავისუფლების განმარტებისას ადამიანის უფლებათა ევროპულმა
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ პრესა ასრულებს არსებით როლს დემოკრატიულ
38
,,საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს
პრეზიდენტის წინააღმდეგ“, პუნქტი: 13; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე
კოლეგიის გადაწყვეტილება, N2/2-389. ქ. ბათუმი, 2007 წლის 26 ოქტომბერი;
164
გამოხატვის თავისუფლება
საზოგადოებაში. პრესის ფუნქციაა, გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები
საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხზე ნებისმიერი ხერხით, რომელიც არ
ეწინააღმდეგება მის მოვალეობას და პასუხისმგებლობას.39 გარდა ამისა, არა მხოლოდ
პრესის ამოცანას წარმოადგენს საზოგადოებისათვის საინტერესო ინფორმაციის
გავრცელება, არამედ საზოგადოებასაც აქვს მისი მიღების უფლება. ამის გარეშე პრესა
მოკლებული იქნებოდა მისი სასიცოცხლო ფუნქციის – საზოგადოებრივი დარაჯის
(Public Watchdog) განხორციელების შესაძლებლობას.40
საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მათ
მიმართ მტრულ ქმედებად აღიქვამდნენ ნორმალურ ჟურნალისტურ აქტოვობას,
მაგალითად ისეთს, როგორიცაა საყოფაცხოვრებო პრობლემების თაობაზე
ჩვეულებრივი ადამიანებისაგან კომენტარის აღებას. ამგვარი ქმედება, რაც
წარმოადგენს ჟურნალისტის უფლებას, მოიპოვოს და გაავრცელოს საზოგადოებრივი
ინტერესის სფეროში არსებული ინფორმაცია, ერთ–ერთმა ადგილობრივმა
ჩინოვნიკმა, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ხმიადაშვილმა აღიქვა
პროვოკაციად, ჟურნალისტის მიერ მოსახლეობის მის წინააღმდეგ წაქეზებად. ამ
ფაქტს ,,ხალხის გაზეთის“ ჟურნალისტთან, თამარ ოქრუაშვილთან შეკამათება
მოჰყვა.
გამგებელი
ჟურნალისტისაგან
პროფესიული
საქმიანობის
განხორციელებისაგან თავის შეკავებას ითხოვდა.
ეს არის ტიპური შემთხვევა, რომელიც ნათლად ასახავს იმ გარემოს, რომელშიც
რეგიონული მედიის წარმომადგენლებს უწევთ მუშაობა. ჟურნალისტის იძულება,
თავი შეიკავოს ინფორმაციის მოპოვების ან გავრცელებისაგან, წარმოადგენს
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153–ე მუხლით (სიტყვის
თავისუფლების ხელყოფა) გათვალისწინებულ დანაშაულს.
გამოხატვის თავისუფლების სათანდოდ დაცვა ერთგვარი ტესტია დემოკრატიული
სახელმწიფოსთვის. ევროპის ადამიანის უფლებათას სასამართლომ განმარტა, რომ
,,გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთერთ უმნიშვნელოვანეს ქვაკუთხედს და პრესისათვის მინიჭებული გარანტიები
მეტად მნიშვნელოვანია.“41 ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია ის, თუ რა ტიპის
კომუნიკაცია
და
ღიაობა
აქვთ
საჯარო
მოხელეებს
ჟურნალისტებთან
ურთიერთობისას. იოჰანესბურგის პრინციპების პრეამბულის მე–4 ნაწილში
მითითებულია,
რომ
,,აზრის
გამოხატვისა
და
ინფორმაციის
მიღების
თავისუფლებები წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის ფასეულობებს, რათა
უზრუნველყოფილი იქნას დემოკრატიული საზოგადოების არსებობა, მისი
პროგრესი და კეთილდღეობა, ადამიანის სხვა უფლებებისა და ფუნდამენტური
თავისუფლებების გამოყენების შესაძლებლობა“.
39
De Haes and Gijsels v. Belgium, judgment of 24 February 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-I,
pp. 233-34, § 37
40
Thorgeir Thorgeirson v. Iceland, judgment of 25 June 1992, Series A no. 239, p. 28, § 63
41
Jersild v. Denmark, 1994 წლის 23 სექტემბერი, სერია A, # 298, პუნქტი 31–ე;
165
გამოხატვის თავისუფლება
გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს ინფორმაციის თავისუფლად, ყოველგვარი
ზეწოლის, მითითებების გარეშე მიღებისა და გავრცელების თავისუფლებას. ცხადია,
რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა ზეწოლის პირობებში შეუძლებელია
დამოუკიდებელი მედიის არსებობა. საქართველოს კონსტიტუციის 24–ე მუხლის მე–
2 პუქტში აღნიშნულია, რომ ,,მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია.“
ეს ნიშნავს, რომ ჟურნალისტები, როგორც საინფორმაციო საშუალებების
წარმომადგენლები, თავიანთ საქმიანობას განსაზღვრავენ საკუთარი შეხედულებების
შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რა დამოკიდებულება აქვთ საჯარო მოხელეებს მათ
საქმიანობასთან, ჟურნალისტები თავისუფალნი უნდა იყვნენ ყოველგვარი
ზეწოლისაგან, რათა სათანადოდ განახორციელონ საზოგადოების მიერ მათთვის
დაკისრებული ფუნქცია. ხოლო საჯარო მოხელეების მიერ ჟურნალისტების
მისამართით აგრესიის გამოხატვა ან მითითებები შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც
ზეწოლა საჯარო მოხელის იურისდიქციაში შემავალ ტერიტორიაზე მოქმედ მედია
საშუალებებზე.
საანგარიშო
პერიოდში
გამოიკვეთა
პრობლემა,
რომელიც
ეხებოდა
ჟურნალისტებისათვის გორის ადამინისტრაციული შენობის მიუწვდომლობას.
სახალხო დამცველმა განიხილა გელა მთივლიშვილისა და 4 სხვა ჟურნალისტის
საქმე, რომელიც აღნიშნულ პრობლემას შეეხებოდა. აღნიშნული საქმე იმითაც არის
აღსანიშნავი, რომ ადმინისტრაცულ შენობაში არშეშვებას დაცვის მხრიდან
ჟურნალისტების სიტყვიერი შეურაცხყოფა მოყვა, ამ მხრივ საინტერესოა, კიდევ
ერთი ჟურნალისტის საბა წიწიკაშვილის საქმე.
ჟურნალისტები აცხადებენ, რომ გამგეობის შენობის შესასვლელში მყოფი დაცვის
პოლიციის თანამშრომლებმა ისინი საშვის გარეშე შენობაში არ შეუშვეს. დაცვის
პოლიციის თანამშრომლების გაღიზიანება, მედიის წარმომადგენლების მოთხოვნამ
გამოიწვია - განემარტათ, რატომ არ აქვთ მოქალაქეებს სამხარეო ადმინისტრაციის და
გორის რაიონის გამგეობის შენობაში შესვლის უფლება სპეციალური ნებართვის
გარეშე. ერთ-ერთი მათგანი ჟურნალისტებს ცეცხლსასროლი იარაღის ხელში
თამაშით მოუაგვიახლოვდა და შენობის დატოვება უბრძანა. უარის მიღების შემდეგ
დაცვის პოლიციის თანამშორმელებმა ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა
მიაყენეს, ერთ–ერთი მათგანი კი კორესპონდენტების საცემადაც იწევდა. ამ ფაქტის
თვითმხილველები, გამგეობის საშვთა ბიუროს და სხვა თანამშრომლებიც გახდნენ.
დემოკრატია თავისთავად გულისხმობს აზრის გამოხატვის თავისუფლებას, მათ
შორის, მედიის საშუალებით, რასაც აღიარებს საქართველოს კონსტიტუციის 24–ე
მუხლი.42 ეს არის გამოხატვის თავისუფლების მოთხოვნა, რომელსაც ნებისმიერ
დემოკრატულობაზე პრეტენზიის მქონე საზოგადოებას წაეყენება. თავის მხრივ,
გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პირის უფლებაზე,
გონივრულ ფარგლებში მოიპოვოს ინფორმაცია. საქართველოს კონტიტუციის 41–ე
მუხლი აღიარებს უფლებას ნებიმიერმა დაინტერესებულმა სუბიექტმა მიიღოს
ინფორმაცია ოფიციალური წყაროებიდან. ოფიციალური წყაროდან ინფორმაციის
42
შეადარე: ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მოქალაქე რუსუდან ტაბატაძე
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. მეორე
კოლეგიის გადაწყვეტილება N 2/3/364, თბილისი, 2006 წლის 14 ივლისი;
166
გამოხატვის თავისუფლება
მიღების ერთ–ერთი ადგილი კი სწორედ საჯარო დაწესებულების შენობაა.
შესაბამისად,
მნიშვნელოვანია,
რომ
ჟურნალისტს
ჰქონდეს
საშუალება,
დაუბრკოლებლად შეძლოს შენობაში შესვლა. საჯარო მოხელეებს ეკისრებათ
ვალდებულება, ხელი შეუწყონ ჟურნალისტების მიერ საკუთარი საქმიანობის
წარმართვას.
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად: ,,პოლიციის
საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის,
ჰუმანიზმისა და საჯაროობის პრინციპებს. პოლიცია მოვალეა პატივი სცეს და
დაიცვას პიროვნების უფლებები და თავისუფლებები მიუხედავად მისი
მოქალაქეობრივი, სოციალური, ქონებრივი მდგომარეობისა, რასობრივი და
ეროვნული კუთვნილებისა, სქესისა, ასაკისა, განათლებისა, ენისა და სარწმუნოებისა,
პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა.“
ამავე კანონის მე-8 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად პოლიცია თავისი ამოცანების
განხორციელებისას მოვალეა, ,,მკაცრად დაიცვას მოქალაქის კანონიერი უფლებები
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას“; ამავე კანონის ,,გ“ ქვეპუნქტის
შესაბამისად, პოლიცია მოვალეა: ,,მოქალაქეებთან ურთიეთობისას მკაცრად დაიცვას
სამსახურებრივი ეთიკის ნორმები.“ ხოლო ,,საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევები საჯარო მოხელის სამსახურიდან
გათავისუფლების საფუძველია. ამავე კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“
ქვეპუნქტის
შესაბამისად,
დისციპლინურ
გადაცდომას
წარმოადგენს
ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების
დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად
იმისა, საქციელი სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ.
პოლიტიკური აზრის გამოხატვის შეზღუდვა
გამოხატვის თავისუფლება იცავს არა მარტო ჟურნალისტების უფლებებს, მიიღონ და
გაავრცელონ ინფორმაცია, არამედ იგი შეეხება ნებისმიერ პირს, რომელსაც სურს,
დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, მათ შორის პოლიტიკური შეხედულება
კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში. აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2008 წლის
ანგარიშში ,,2008 წელს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თაობა~ზე“ საუბარია იმ
პრობლემებზე, რომლებიც ექმნებათ ადამიანებს, მათ შორის, რიგით მოქალაქეებს
საკუთარი
პოლიტიკური
აზრის
გამოთქმისას.
კერძოდ:
,,საქართველოს
კონსტიტუციით უზრუნველყოფილია გამოხატვისა და პრესის თავისუფლება.
არსებობს სხვადასხვა განცხადებები, რომელთა მიხედვითაც ხელისუფლება
კრძალავდა ამ უფლებებს, რაც უფრო მეტად გამოიხატა მაისის საპარლამენტო
არჩევნების შემდეგ. ზოგადად, ადამიანები აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას
საჯაროდ და რეპრესიების გარეშე. თუმცა, კონკრეტულ პირთა ინფორმაციით, ისინი
თავს არიდებდნენ მგრძნობიარე საკითხებზე სატელეფონო საშუალებებით საუბარს
ხელისუფლების მხრიდან არსებული მოსმენების გამო.“
167
გამოხატვის თავისუფლება
საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა განიხილა ვახტანგ ქარელის საქმე,
რომელიც საუბრობდა, სწორედ პოლიტიკური მოსაზრების გამოთქმის შემდეგ მასზე
განხორციელებულ ზეწოლაზე43.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის
თანახმად, „ყველას აქვს უფლება სიტყვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს
ასევე პირის თავისუფლებას ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს და გაავრცელოს
ინფორმაცია და მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების
ჩარევის გარეშე და
მიუხედავად სახელმწიფო საზღვრებისა“.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი „ამ თავისუფლებათა განხორციელება,
რამდენადაც მას თან ახლავს ვალდებულებანი და პასუხისმგებლობა, შეიძლება
დაექვემდებაროს ისეთ ფორმალობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც
გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში
ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი
უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან
აცილებისათვის, ჯანმრთელობისათვის ან ზნეობის დაცვისათვის, სხვათა
რეპუტაციის ან უფლებათა დაცვისათვის, საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების
თავიდან აცილების ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და
მიუკერძოებლობის შენარჩუნებისათვის“.
სიტყვისა და აზრის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი
არსებითი საფუძველი და დემოკრატიული საზოგადოების პროგრესისა და
ცალკეული ადამიანის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პირობაა. აზრის
გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვან როლს ასრულებს დემოკრატიის
აღმშენებლობაში, ვინაიდან ამ უფლების გარეშე შეუძლებელია კონვენციით
გარანტირებული სხვა უფლებების განხორციელება.
,,სიძულვილის გამოხატვა“ ქართულ მედიაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი აცხადებს: ,,ამ
კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა
უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის,
რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების,
ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი
კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა.“
სიძულვილის ენა არცთუ ისე იშვიათი მოვლენაა ქართულ მედიაში. მიუხედავად
ამისა, სახალხო დამცველმა აღნიშნულ მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა ერთ
შემთხვევაზე, რომელიც უკავშირდება საჯარო პირს, საზოგადოებრივი მაუწყებლის
გენერალური დირექტორის მოადგილეს, გიორგი ჭანტურიას44. მით უმეტეს, რომ
43
იხ. ვახტანგ ქარელის და ზურაბ ტიელიძის საქმეები
44
იხ. გიორგი ჭანტურიას საქმე;
168
გამოხატვის თავისუფლება
აღნიშნულმა გამონათქვამმა ფართო საზოგადოებრივი გამოხმაურება ჰპოვა, მათ
შორის თავად საზოგადოებრივ არხზეც გამართულ დებატებშიც.
საქართველოს კონსტიტუციის 24–ე მუხლით აღიარებულია აზრის გამოხატვის
თავისუფლება, მათ შორის მედიის საშუალებით. ამავე დროს, აზრის გამოხატვის
თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს უშუალოდ 24-ე მუხლის მე–4 პუნქტში
მოცემული საფუძვლებით. ,,კონსტიტუცია იცავს აზრის გამოხატვისა და
გავრცელების პროცესს, მის შინაარსსა და ფორმებს, თუმცა, იმავდროულად, ამ
უფლებათა შეზღუდვის ფორმალურ და მატერიალურ პირობებსაც ადგენს“45 (იგივე
აზრი საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეებში ,,საქართველოს ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაცია და მოქალაქე რუსუდან ტაბატაძე საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ“ და ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ“ გაიმეორა).46
კონსტიტუციის 24–ე მუხლის მე–4 პუნქტი მოცემული საფუძვლებიდან კონკრეტულ
შემთხვევაში ყურადღება უნდა გამახვილდეს სხვათა უფლებებისა და ღირსების
დასაცავად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობაზე. მართალია,
ერთი მხრივ არსებობს ნებისმიერი პიროვნების გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ
მეორე მხრივ არსებობს პირთა ჯგუფებისა თუ კონკრეტული პირების ღირსების
უფლება, რომელიც ჩამოყალიბებულია საქართველოს კონსტიტუციის მე–17 მუხლში.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში პირის პატივისა და ღირსების უფლება პრევალირებს
გამოხატვის თავისუფლებაზე.
კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამ
ნორმის შესაბამისად, მთავარი ღირებულება არის ადამიანი, როგორც თვითმყოფადი,
თავისუფალი და სხვა ადამიანების თანასწორი სუბიექტი. ადამიანის ღირსების დაცვა
არის ის, რაც უპირობოდ ეკუთვნის ყველა ადამიანს სახელმწიფოსაგან. ღირსებაში
იგულისხმება სოციალური მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის
რესპექტირებაზე“.47
პატივისა და ღირსების უფლების შინაარსის განსაზღვრისას ყურადღება უნდა
მივაქცით საკუთრივ პირის ან პირთა ჯგუფის დამოკიდებულებას, რომელთა
უფლებაც კონკრეტულ შემთხვევაშია შელახული და თუ ისინი დამამცირებელ
მიმართვასთან ასოცირდება და თავისი შინაარსით წარმოადგენენ სიძულვილის
45
,,საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს
პრეზიდენტის წინააღმდეგ“, პუნქტი: 13; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე
კოლეგიის გადაწყვეტილება, N2/2-389. ქ. ბათუმი, 2007 წლის 26 ოქტომბერი;
46
შეადარე: ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მოქალაქე რუსუდან ტაბატაძე
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. მეორე
კოლეგიის გადაწყვეტილება N 2/3/364, თბილისი, 2006 წლის 14 ივლისი; ,,ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო,
მეორე კოლეგიის გადაწყვეტილება N 2/2/359, თბილისი, 2006 წლის “6 ივნისი”, პუნქტი პირველი;
47
,,საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს
პრეზიდენტის წინააღმდეგ“, პუნქტი: 30; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე
კოლეგიის გადაწყვეტილება, N2/2-389. ქ. ბათუმი, 2007 წლის 26 ოქტომბერი;
169
გამოხატვის თავისუფლება
გამოხატვას (Hate speech). სიძულვილის ენა წარმოადგენს გამოხატვის
თავისუფლებით ბოროტად სარგებლობას (ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ,,კუნენი–გერმანიის წინააღმდეგ“). ამგვარი
გამოხატვა ანგრევს ლიბერალურ ფასეულობებს და სახელმწიფოსაგან მოითხოვს
სათანადო რეაქციას მის აღსაკვეთად. საქართველოს სისხლის სამართლის
კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სანქციას სიძულვილის ენისათვის.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილის საჯარო
განცხადებები, სადაც ნახმარი იყო ტერმინები – ,,პიდარასტები“ და ,,ხეიბრები“ – მათ
შორის ისეთ კონტექსტში, რომ შეზღუდული შესაძლებლობის პირი არ შეიძლება
იყოს წამყვანი საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში, წარმოადგენს შეურაცხმყოფელ
გამონათქვამებს, რომლებიც, კონტექსტის გათვალისწინებით, შეუთავსებელია იმ
ინსტიტუტის მიზნებთან, რომელთანაც თანამდებობრივად დაკავშირებულია
აღნიშნული გამოხატვის ავტორი. საზოგადოებრივ მაუწყებელს ,,მაუწყებლობის
შესახებ“ კანონი აკისრებს ვალდებულებას, პროგრამებში ასახოს საზოგადოებაში
არსებული ეთნიკური, კულტურული, ენობრივი, რელიგიური, ასაკობრივი და
გენდერული მრავალფეროვნება (მე–16 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტი), გაითვალისწინოს
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესები (მე–16 მუხლის ,,კ“
ქვეპუნქტი),
სათანადო პროპორციით განათავსოს უმცირესობების შესახებ და
უმცირესობების მიერ მომზადებული პროგრამები (მე–16–ე მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტი).
მედია მფლობელები
ხელისუფლების ახლო ურთიერთობა მფლობელთან წარმოადგენს ელექტრონული
მედიის მართვის საუკეთესო საშუალებას. სატელევიზიო სადგურები გადადის
ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების ხელში, რომელთა მეშვეობითაც
მმართველი პოლიტიკური ჯგუფები აკონტროლებენ არხის სარედაქციო პოლიტიკას.
აღნიშნულ თემაზე სახალხო დამცველმა ყურადღება 2008 წლის პირველი ნახევრის
მოხსენებაში გაამახვილა48.სტუდია ,,მონიტორმა“ ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება
საქართველოში არსებულ ელექტრონული მედია საშუალებების საკუთრებასთან
დაკავშირებული პროცესების შესახებ. იგი შემდეგნაირად გამოიყურება.
ტელეკომპანია ,,რუსთავი–2“
2004 წლის 8 ივნისს ,,რუსთავი 2“-ის დირექტორმა ეროსი კიწმარიშვილმა
ტელეკომპანიის გაკოტრების საქმის დაწყების თხოვნით სასამართლოს მიმართა.
სასამართლომ 11 ივნისს გაკოტრების საქმის წარმოება გახსნილად გამოაცხადა. ეს
გადაწყვეტილება (რომლის შესახებაც არაფერი იცოდნენ ტელეკომპანიის
საკონტროლო პაკეტის მფლობელებმა ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა)
კიწმარიშვილმა იმავე დღეს საკუთარი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გამოაცხადა.
48
იხ. სახალხო დამცველის 2008 წლის პირველი ნახევრის საპარლამენტო მოხსენება; გვ 82
170
გამოხატვის თავისუფლება
გაკოტრების საფუძველი იყო კომპანიის სახელმწიფოსა და კომერციული ბანკების
მიმართ არსებული 9 მილიონი დავალიანება.
კანონის მიხედვით, გაკოტრების დაწყების შემდეგ, კომპანიის მფლობელები
გადაწყვეტილების მიღების უფლებას კარგავენ. ამ შემთხვევაშიც, ,,რუსთავი 2“-ის
მფლობელები ვეღარ ჩაერეოდნენ კომპანიის მართვაში და არსებობდა საფრთხე, რომ
დაკარგავდნენ არა მხოლოდ ტელევიზიას, არამედ ქონებასაც, რომლითაც
ტელევიზიის კრედიტები იყო უზრუნველყოფილი. ეს ქონება იყო ,,რუსთავი 2“-ის
მფლობელთა საცხოვრებელი სახლები და მათი საერთო ბიზნესი - ინტერნეტ
პროვაიდერი ,,ჯორჯია ონლაინი”. ჯარჯი აქიმიძე განმარტავს: ,,მთავრობას სურდა,
რომ მე და დათო დვალს საკონტროლო პაკეტი დაგვეთმო. ეს მოლაპარაკებები მაშინ
დასრულდა, როდესაც ,,რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა და 30%-ის
მეწილემ არხი გაკოტრებულად გამოაცხადა. ფაქტობრივად, ამის შემდეგ
იძულებულები გავხდით, რომ დაგვეთმო ჩვენი 60 პროცენტი, საკონტროლო პაკეტი
და წილი გადაგვეფორმებინა ქიბარ ხალვაშისათვის, რომელიც პირველად გავიცანით
ხელშეკრულების გაფორმების დროს, ცნობილი ნოტარიუსის ნინო გინტურის
ბიუროში"
,,რუსთავი 2“-ის მფლობელთა თავდაპირველი ჩანაცვლების ქრონოლოგია ასე
გამოიყურება: 2004 წლის 11 ივნისს გაკოტრების საქმე დაიწყო. 16 ივნისს 30-30%-ის
მფლობელებმა ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა წილი დათმეს. 25 ივნისს მსხვილ
გადამხდელთა ინსპექციის უფროსის საჩივრის საფუძველზე, მოსამართლე მამუკა
ნოზაძემ გაკოტრების საქმე შეწყვიტა. 28 ივნისს საკუთარი 30% ეროსი
კიწმარიშვილმაც გაყიდა და ტელევიზია ახალ პატრონს ქიბარ ხალვაშს ჩაბარდა.
ბიზნესმენ ქიბა ხალვაშს სატელევიზიო ბიზნესთან საერთო არასდროს ჰქონია,
სამაგიეროდ იგი იყო ხელისუფლების ერთ-ერთი გავლენიანი პირის, ირაკლი
ოქრუაშვილის ახლო მეგობარი. ვარდების რევოლუციის შემდეგ ირაკლი
ოქრუაშვილი ჯერ შიდა ქართლის გუბერნატორი იყო, შემდეგ - გენერალური
პროკურორი, შემდეგ - შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ - თავდაცვის მინისტრი და
ბოლოს - ეკონომიკის მინისტრი. ქიბარ ხალვაში დაწვრილებით ყვება, რომ მისი
მფლობელობის პერიოდში ტელეკომპანია „რუსთავი 2-ში“ საინფორმაციო
პოლიტიკას სრულად აკონტროლებდნენ და წარმართავდნენ მაღალი თანამდებობის
პირები, კერძოდ: გიორგი არველაძე, რომელიც ჯერ პრეზიდენტის ადმინისტრაციის
უფროსი იყო, შემდეგ კი ეკონომიკის მინისტრი; გიგი უგულავა - ქალაქ თბილისის
მერი; გიგა ბოკერია - საქართველოს პარლამენტის იურიდიულიკომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილე და სხვები.
მას შემდეგ, რაც ირაკლი ოქრუაშვილმა დატოვა ეკონომიკის მინისტრის პოსტი და
ოპოზიციაში გადავიდა, ქიბარ ხალვაში აიძულეს, დაეთმო თავისი წილი
ხელისუფლებაში მყოფი პირებისა და ხელისუფლებასთან დაახლოებული
ბიზნესმენების სასარგებლოდ. კერძოდ, თავდაპირველად მისი წილის მფლობელი
გახდა შპს ,,გეო-ტრანსი”. ერთი თვის შემდეგ, ,,რუსთავი 2“-ის 45% ნაციონალური
მოძრაობის წევრის, პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილის ინდუსტრიულ ჯგუფს ერგო,
ხოლო 55% ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებულ ფირმას – ,,დელგადო რესურსს”.
171
გამოხატვის თავისუფლება
აქვე უნდა ითქვას, რომ დავით ბეჟუაშვილი არა მხოლოდ საპარლამენტო
უმრავლესობის წევრია, არამედ არის გელა ბეჟუაშვილის ძმა, რომელიც იყო
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კურსელი, ხოლო ვარდების
რევოლუციის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, უშიშროების საბჭოს
მდივანი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ბოლოს საგარეო დაზვერვის უწყების
ხელმძღვანელი.
კიდევ ორი თვის შემდეგ, 2007 წლის 2 თებერვალს, ,,რუსთავი 2“-ის 55%-ს ამჯერად
მარშალის კუნძულებზე დაფუძნებული ფირმა ,,გეო მედია გრუპი” დაესაკუთრა.
ორივე ფირმა ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ
სამაუწყებლო კომპანიის მფლობელთა ნაწილის რეალური ვინაობა დაფარულია, რაც
საქართველოს
კანონმდებლობის
დარღვევაა,
მაგრამ
კომუნიკაციების
მარეგულირებელ კომისიას, რომელიც არის ამ სფეროს ზედამხედველი ორგანო, ეს
ფაქტი არ აწუხებს.
ბოლო ცვლილება კომპანიის დამფუძნებლებში რამდენიმე თვის წინ შევიდა. დღეს
ტელეკომპანია ,,რუსთავი 2"-ის 30% პროცენტი ეკუთვნის კომპანიის დირექტორს და
კომპანია ,,მაგისტილის" დამფუძნებელს
ირაკლი ჩიქოვანს, 40% – ,,გეომედია
გრუპს” და 30% - ბეჟუაშვილის კომპანია ,,საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს”.
ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მფლობელთა ისტორიიდან ნათლად ჩანს, რომ ამ
სფეროში მოქმედებს სახელმწიო რეკეტი, რომლის მიზანია ყველა ძირითადი
ტელეკომპანია ხელში ჩაიგდონ და გააკონტროლონ სახელმწიფოს მაღალი დონის
ჩინოვნიკებმა ან მათთან დაახლოებულმა ბიზნესმენებმა.
ტელეკომპანია ,,მზე“
ტელეკომპანია ,,მზე" 2002 წელს ზურაბ ზედგენიძის, ლევან ყუბანეიშვილის, კახი
ბექურის და ელდერ მდინარაძის მიერ დაფუძნდა. მოგვიანებით ტელევიზიის 15%
ვანო ჩხარტიშვილმა შეისყიდა.
2004 წლიდან ,,მზის” მეპატრონე პარლამენტარი და ნაციონალური მოძრაობის წევრი
დავით ბეჟუაშვილი ხდება. 2005 წლიდან ტელეკომპანიები ,,მზე“ და ,,რუსთავი 2“
ერთიანდებიან და ,,მზის“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი ქიბარ ხალვაშია.
ირაკლი ოქრუაშვილის ეკონომიკის მინისტრობიდან წასვლის შემდეგ, ქიბარ ხალვაშს
აქაც ატოვებინებენ წილს. ოფშორული კომპანია ,,გეომედია გრუპი“ და პარლამენტარ
დავით ბეჟუაშვილის
კომპანია ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“
ტელეკომპანია „მზეშიც“ზუსტად ისეთივე პროპორციით იყოფენ წილებს, როგორც
,,რუსთავი 2“-ში - 55% და 45%. სახელმწიფო რეკეტის კვალი, ტელეკომპანია
„მზესთან“ დაკავშირებითაც ნათლად ჩანს, თანაც მეთოდები და მოქმედი გმირებიც
უცვლელია.
172
გამოხატვის თავისუფლება
ტელეკომპანია ,,პირველი სტერეო“
ტელეკომპანიის დამფუძნებლებში ცვლილება 2006 წელს მოხდა. დამფუძნებლები
იყვნენ: დავით ზილფიმიანი და რამდენიმე ფიზიკური პირი. მფლობელების
ცვლილების შემდეგ ტელეკომპანიის 65 პროცენტის მფლობელი ,,ჯი-აი-ჯი”, ანუ
კვლავ ნაციონალური მოძრაობის წევრი, პარლამენტარი დავით ბეჟუაშვილი გახდა.
სახელმწიფო რეკეტის კვალი აქაც ნათლად ჩანს.
ტელეკომპანია ,,202“
ტელეკომპანია ,,202”-ს პრობლემები მისი მფლობელების შალვა რამიშვილისა და
დავით კოხრეიძის დაკავების შემდეგ დაიწყო. შალვა რამიშვილი და დავით
კოხრეიძე ფლობდნენ სტუდია ,,202“. ტელეკომპანია
ტვ - 33 სიხშირეზე
მაუწყებლობდა, რომელიც მათ ნაქირავები ჰქონდათ. თავად სიხშირის მფლობელი
იყო ვაჟა კილაძე, რომელმაც წილი გერმანელ ადვოკატს, პრინც ალტენბურგს
მიჰყიდა. ალტენბურგმა პროგრამების განახლება გადაწყვიტა. სხვადასხვა
სტუდიებთან ერთად გადაცემების პრეზენტაციაც გამართა, თუმცა, ორ კვირაში მან
სიხშირე გაყიდა. ამის შემდეგ ტვ 33-ს სახელი შეეცვალა და გახდა ტელეკომპანია
,,საქართველო”. ტელევიზიამ მფლობელი რამდენჯერმე შეიცვალა, 2008 წლის 2
თებერვალს ,,საქართველოს” მფლობელი გიორგი გეგეშიძე გახდა, რომელიც ამავე
დროს სარეკლამო კომპანიის ,,მაგისტილის” დამფუძნებელია. აღნიშნული არხი
სახელმწიფოს სრული კონრტროლის ქვეშაა. იგი ფაქტიურად თავდაცვის
სამინისტროს ინტერესების გამტარებელია და აშკარა პროპაგანდას ეწევა.
ტელეკომპანია ,,ევრიკა"
ტელეკომპანია ,,ევრიკა” კავშირგაბმულობის ყოფილი მინისტრის, ფრიდონ ინჯიას
და მისი თანამშრომლის ოთარ ჩხარტიშვილის საკუთრება იყო. დამფუძნებლებში
ჩანს ნაირა კვესელავა – დავით ინჯიას მეუღლე, მისივე ვაჟი - ილია ინჯია და ოთარ
ჩხარტიშვილი. ,,ევრიკამაც” სხვა ტელევიზიების ბედი გაიზიარა. მას ჯერ საერთო
ლიცენზია სპეციალიზებულ ლიცენზიად გადაუკეთეს, ხოლო შემდეგ, 2008 წლის 2
თებერვალს (იმავე დღეს, რა დღესაც ტელეკომპანია საქართველოს წილი
გადაიფორმა) ტელევიზიის მფლობელებში გიორგი
გეგეშიძის გვარი ჩნდება.
გეგეშიძის კუთვნილი წილი, როგორც წესი, 51% -ია. 49% ყოფილ მფლობელებს
დარჩათ.
ტეოეკომპანიების „202-ის“ და „ევრიკას“ შემთხვევაში სახელმწიფო რეკეტი ახალი
პირების კომპანია „მაგისტილისა“ და დავით გეგეშიძის სახელით ხორციელდება.
,,საქართველოს ხმა“
საქართველოს ხმის დირექტორი აცხადებს, რომ მათ 2006 წელს ტელევიზია 6 თვით
გააჩერეს ერთი შენობიდან მეორეში გადასვლის გამო, რის თაობაზეც კომისიას
წერილობით შეატყობინეს. კომისიამ გაუფრთხილებლად, ისე რომ პასუხი არ
173
გამოხატვის თავისუფლება
დაუბრუნა, გაუუქმა ლიცენზია ,,საქართველოს ხმას“. დღეს საქმეზე დავა უზენაეს
სასამართლოში მიმდინარეობს. ტელეკომპანია წაგების შემთხვევაში სტრასბურგში
ჩივილს აპირებს.
ტელეკომპანია ,,მე-9 არხი"
2004 წლის პირველ აპრილს ტელეკომპანია ,,მე-9 არხი“ დაიხურა. მისი ფაქტობრივი
და ერთადერთი მფლობელი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი იყო. 2005 წელს მთელი
ტექნიკა ,,მეცხრე არხიდან” ,,რუსთავი 2”- ში გადაიტანეს. ტელევიზია 4 წელია არ
მუშაობს, თუმცა მას მარეგულირებელმა კომისიამ ლიცენზია არ ჩამოართვა. სტუდია
რეპორტიორმა კითხვით მიმართა კომისიას, რაზეც მან უპასუხა, რომ ტელეკომპანია
,,მე-9 არხის” მიმართ არ არის გამოყენებული რაიმე სახის სანქცია. დღეს ,,მეცხრე
არხის“ 100 პროცენტიანი მეპატრონე არის ისევ ზემოთ ხსენებული ირაკლი ჩიქოვანი
– ,,მაგი სტილის” დამფუძნებელი და ,,რუსთავი 2”- ის გენერალური დირექტორი.
ბოლო მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილმა დაიბრუნა ,,მე-9 არხის“ ლიცენზია და
თავად აპირებს ახალი ტელევიზიის შექმნას
ტელეკომპანია ,,ალანია"
ტელეკომპანია ,,ალანია" 2005 წლიდან მაუწყებლობს ეთერში, ოღონდ ისე, რომ მას
როგორც ტელეკომპანიას, არც ორგანიზაციული ფორმა ჰქონია
და არც
მაუწყებლობის ლიცენზია. საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2007 წლის 23 თებერვალს,
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკრებულოში ჟურნალისტებთან
შეხვედრისას განაცხადა, რომ საღამოობით ტელეკომპანია ,,ალანიას“ უყურებს.
,,ალანია“, როგორც შპს დაფუძნდა 2007 წლის ივლისში, ანუ პრეზიდენტის ამ
განცხადებიდან 7 თვის შემდეგ. ხოლო უფლება მაუწყებლობის შესახებ მან მოიპოვა
2008 წლის 16 მაისს, ანუ მაუწყებლობის დაწყებიდან 3 წლის შემდეგ.
3 წლის მანძილზე, ,,ალანიას“ უყურებდა მთელი საქართველო, ცხინვალის
ჩათვლით, მაგრამ ამ კომპანიის არსებობას ვერ ამჩნევდა მარეგულირებელი კომისია.
ტელეკომპანია ,,ალანია“ 2007 წლიდან გაზეთ ტე ვე პროგრამაში მთელი კვირის
პროგრამებსაც აქვეყნებდა, მაგრამ ის მაინც უჩინარი რჩებოდა
კომისიის
წევრებისთვის.
სტუდია ,,მონიტორის” კითხვაზე ჩაატარა თუ არა მონიტორინგი შესაბამისმა
სამსახურმა პასუხად ეცნობათ, რომ ,,მონიტორინგის სამსახურის წინაშე არ დასმულა
ამოცანა ტელეკომპანია ,,ალანიას“ სატელევიზიო სიგნალების შემოწმების თაობაზე.
აქედან გამომდინარე, არანაირი ინფორმაცია ამის თაობაზე მონაცემთა ბაზაში არ
არის დაცული”.
რადიო უცნობთან ინტერვიუში კომუნიკაციების კომისიის იურიდიული
დეპარტამენტის უფროსმა კახი ყურაშვილმა ,,ალანიასთან“ დაკავშირებით განაცხადა:
"სტუდია ალანია თავის სამაუწყებლო პროდუქციას კაბელის მეშვეობით
ავრცელებდა. საკაბელო ქსელის ოპერატორები არიან აიეტი, გლობალ ერთი და
მრავალი სხვა. მაგრამ ის არ ითვლებოდა მაუწყებლად. აი ეს არის ძალიან
174
გამოხატვის თავისუფლება
მნიშვნელოვანი იურიდიული თავისებურება.
ჩემთან, როგორც იურიდიული
დეპარტამენტის უფროსთან, არც ერთი დოკუმენტი არ არის შემოსული იმასთან
დაკავშირებით, რომ ტელეკომპანია ,,ალანიას“ რაიმე რადიოსიხშირული რესურსი
ჰქონდა დაკავებული უკანონოდ.”
ტელეკომპანია ალანია დღეს იმ სიხშირეზე მაუწყებლობს რომლიც გამოყენების
უფლებაც ერთ დროს ტელეკომპანია "ობიქტივი" -ს ქონდა.
ტელეკომპანია ,,ობიექტივი’’
ტელეკომპანია ,,ობიექტივი“ 2001 წელს შეიქმნა, #499-ე ლიცენზია მოიპოვა და 35-ე
არხზე დაიწყო მაუწყებლობა. ძირითადად მხატვრულ ფილმებს უშვებდა. მისი
100%-ის
მეწილე ქეთევან ასათიანი იყო. ტექნიკური დირექტორის თქმით, ის
დაიბარეს კომუნიკაციების კომისიაში და უთხრეს წილი უნდა დათმო, წინააღმდეგ
შემთხვევაში პრობლემები შეგექმნებაო. ამის შემდეგ ასათიანმა 51% დიმიტრი
ქიტოშვილის მეზობელზე, ვინმე დავით კაკაურიძეზე გადააფორმა. კაკაურიძემ
ასათიანს დაპირებული თანხა არ გადაუხადა. ასათიანის წარმომადგენელმა მას
სასამართლოში უჩივლა. საქმე პირველ ინსტანციაში განიხილება. პარალელურად,
ქიტოშვილის გასამართლების შემდეგ, კაკაურიძემ წილი მიჰყიდა ვინმე
ჭარხალაშვილს, რომელმაც ეს წილი გადასცა ვინმე კვირიკაშვილს. კვირიკაშვილმა
ლიცენზია კომუნიკაციების კომისიას დაუბრუნა. მოგვიანებით ლიცენზია ამ
სიხშირეზე ტელეკომპანია „ალანიამ“ შეიძინა.
ეს შემთხვევაც არის მაუწყებლობის სფეროში არსებული სახელმწიფო რეკეტის
ნათელი და კლასიკური მაგალითი. რეკეტის განმახორციელებელი ორგანო, ისევე
როგორც მრავალ სხვა შემთხვევაში, არის კომუნიკაციების მარეგულირებელი
კომპანია, რომელიც ჩამოყალიბდა სახელმწიფო რეკეტისა და ცენზურის
განმახორციელებელ და სიტყვის თავისუფლების შემზღუდავ ორგანოდ.
ტელეკომპანია ,,ევროპა“
ტელეკომპანია ,,ევროპა“ ,,ქვემო ქართლის ტელეკომპანიის” ორად გაყოფის შედეგად
წარმოიქმნა და მას თბილისზე მაუწყებლობის ლიცენზია ერგო წილად. ,,ევროპის"
მთავარი მეწილე მოსკოველი ბიზნესმენი, თეიმურაზ შენგელია გახდა.
ტელეკომპანია ხელშეკრულებით ,,ევრონიუსის” ინფორმაციებს 2004 წელს 12
უშვებდა, უახლოეს მომავალში კი საკუთარი საინფორმაციო გადაცემის გაკეთებასაც
გეგმავდა.
2004 წლის 12 აგვისტოს ტელეკომპანია ,,ევროპამ” საქართველოს კომუნიკაციების
ეროვნულ კომისიას ოფიციალურად შეტყობინა, რომ იმ დღიდან მაუწყებლობას 38-ე
არხზე იწყებდა. მეორე დღეს, 13 აგვისტოს კი, კომუნიკაციების კომისიამ რომელსაც
დიმიტრი ქიტოშვილი ხელმძღვანელობდა, ,,ევროპის” წინააღმდეგ ლიცენზიის
შეჩერების თაობაზე საქმე აღძრა. ერთ თვეში, საქართველოს კომუნიკაციების
ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია ,,ევროპას” ლიცენზია გაუუქმა. საფუძველი ის
175
გამოხატვის თავისუფლება
იყო, რომ 18-19 აგვისტოს, ორი დღის განმავლობაში, ევროპას შეწყვეტილი ჰქონდა
ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა და არ მაუწყებლობდა.
მარეგულირებელმა კომისიამ, ისევე როგორც საქართველოს ხმის შემთხვევაში,
ისარგებლა შემთხვევით და ლიცენზია გაუუქმა, მაშინ როცა ამავე კომისიამ იგივე არ
გააკეთა „რუსთავი ორთან“ და „მე-9 არხთან“ დაკავშირებით. ამითაც ნათლად
გამოჩნდა, რომ კომისია არ იცავს კანონის წინაშე თანასწორობისა პრინციპს და თავის
საქმიანობაში პოლიტიკური მიზანშეწონილობით ხელმძღვანელობს.
ტელეკომპანია ,,მაესტრო“
7 ნოემბრის შემდეგ, სტუდია მაესტრომ რამდენიმე პროექტის დაწყება გადაწყვიტა,
მათ შორის „პროფესია ჟურნალისტიც” იყო.
როგორც სტუდიის ხელმძღვანელი მამუკა ღლონტი ამბობს, ამის შესახებ მან
ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს და იურისტებს კითხა:
დაარღვევდა თუ არა კანონს ასეთი გადაცემის ეთერში გაშვების შემთხვევაში.
,,ამ გადაცემაში ჩვენ ვაჩვენებდით არა მხოლოდ ინტერვიუს, არამედ ჟურნალისტის
მთელ ცხოვრებას. ინტერვიუ იყო ჟურნალისტის ცხოვრების შემადგენელი ნაწილი.
სწორედ ამ სცენარის შესახებ ვუამბეთ და კომისიამ გვიპასუხა, რომ ეს იყო სადაო
საკითხი და ესე უცბად ვერ გადაწყვეტდნენ ამას. გვირჩიეს, რომ თქვენ გააკეთეთ ეს
გადაცემა და თუ რამე დარღვევასთან გვექნება საქმე, ჩვენ დაგიკავშირდებით და
გეტყვით. არც მე ვიყავი წინააღმდეგი, რომ შეგვეწყვიტა გადაცემა თუ
კანონდარღვევასთან გვექნებოდა საქმე.”
გადაცემა 4 ჟურნალისტის ყოველდღიურ ცხოვრებას ეხებოდა. სიუჟეტის
დამთვრების შემდეგ ისინი იღებდნენ ინტერვიუებს საზოგადოებისთვის ცნობილ
ადამიანებისგან. გადაცემა ეთერში ორი თვე გადიოდდა. ამ ხნის განმავლობაში
სტუდია “მაესტროსათვის” არავის მიუმართავს, რომ კანონს არღვევდა.
,,ერთ დღესაც, მოულოდნელად, მოგვივიდა ცნობა რომ ადმინისტრაციული საქმის
წარმოება დაიწყო და მოულოდნელად მოგვცეს გაფრთხილება. ჩვენ ეს ამბავი
დავაკავშირეთ იმასთან, რომ ამავდროულად შეტანილი გვქონდა განაცხადი ახალ
ლიცენზიაზე. მათ არ სურდათ ახალი ლიცენზიის მოცემა და მოგვცეს გაფრთხილება,
რომ შემდეგ ამ ახალ ლიცენზიაზე, უარის თქმის საბაბი ჰქონოდათ.”
მამუკა ღლონტმა ახალ ლიცენზიაზე მოთხოვნა კომისიაში დეკემბრის თვეში
შეიტანა. კომისიას ამ მოთხოვნის განხილვისთვის ჰქონდა 30 დღიანი ვადა, რომელიც
არ დაიცვა და არც პასუხი შეატყობინა მაესტროს. 30 დღიანი ვადის დარღვევის
შემდეგ, 2008 წლის 20 მარტს მაესტროს გადაცემა ,,პროფესია ჟურნალისტის” ეთერში
გასვლის გამო შეეფარდა სანქცია და შემდეგ ეს სანქცია მაესტროსთვის ახალი
ლიცენზიის გაცემაზე უარის საფუძველი გახდა. ადვოკატი კომისიას ედავებოდა,
რომ მათ კანონით დადგენილ ვადაში მიეცათ პასუხი მაესტროსთვის ლიცენზიის
მიცემაზე, ეს სანქცია ვერ იმოქმედებდა (რადგან არ არსებობდა იმ მომენტისთვის) და
შედეგიც განსხვავებული იქნებოდა, ანუ მაესტრო ახალ ლიცენზიას მიიღებდაო.
176
გამოხატვის თავისუფლება
ტელეკომპანია ,,მაესტრომ“ მარეგულირებელ კომისიასთან სასამართლო პროცესი
წააგო. მამუკა ღლონტი სასამართლოს პარალელურად ბრძოლის სხვა მეთოდებსაც
იყენებდა. მან რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყო, შემდეგ ღია წერილით მიმართა
საქართველოს პრეზიდენტს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს
კონდოლიზა რაისს, დააფუძნა ჟურნალისტთა ასოციაცია, გადაიღო კლიპები სიტყვის
თავისუფლების თემაზე, შეხვდა საერთაშორისო ორგანიზაციებს. დემოკრატიზაციის
ახალი ტალღის ფონზე, მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და პოლიტიკური
გადაწყვეტილების შედეგად მიღებული ლიცენზია 2008 წლის 3 დეკემბერს
მოქმედებაში შევიდა.
ტელეკომპანია ,,იმედი“
2007 წლის 7 ნოემბერს, დაიწყო სახელისუფლებო გავლენისაგან თავისუფალი ერთერთი ბოლო ტელევიზიის ,,იმედის“ მესაკუთრეზე შეტევა. ,,იმედი“ 7 ნოემბრის
მოვლენებს პირდაპირ ეთერში აშუქებდა. სპეცსამსახურებმა და არალეგალური
შეიარაღებული ფორმირების წევრებმა საღამოს 8 სათისათვის ტელეკომპანია
დაარბიეს და მაუწყებლობა გათიშეს.
ჯერ კიდევ ზაფხულში, მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის
თანახმად, ტელეკომპანია „იმედის“ დამფუძნებელსა და მესაკუთრეს ბადრი
პატარკაციშვილს ხელისუფლებამ ტელევიზიის სანაცვლოდ ერთ მილიარდ
დოლარად შეფასებული საქართველოს რკინიგზა შესთავაზა, თუმცა ამ გარიგებაზე
პატარკაციშვილმა უარი თქვა. მისი გარდაცვალების შემდეგ ,,იმედმა“ მფლობელი
მაინც შეიცვალა. ჯერ კიდევ 2008 წლის თებერვლისთვის იმედის დამფუძნებელი იყო
სააქციო საზოგადოება ,,იმედი ა“. ,,იმედი ა-ს“
65% ეკუთვნოდა სააქციო
საზოგადოება GMGG-ის, ხოლო 65% შპს ,,უნივერსალს“. სს GMGG-ის 70%
მფლობელი გიორგი ჯაოშვილი იყო. გიორგი ჯაოშვილი პროკურატურის წინაშე
აღიარებდა, რომ სინამდვილეში ის აქციების ნომინალური მფლობელი იყო,
საკუთრება კი ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა. ბადრი პატარკაციშვილის
გარდაცვალების შემდეგ 2008 წლის თებერვალში მან თავისი წილი ჯოზეფ ქეის იგივე
სოსო კაკიაშვილს მიყიდა. 2008 წლის დეკემბერში მან გადაფორმების დეტალები
პრესკონფერენციაზე გაახმაურა.
,,ჩვენ წავედით მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე ნოტარიუსში, სადაც უკვე ყველა
დოკუმეტი გამზადებული იყო ხელმოსაწერად. ნოტარიუსის ეზოში იყვნენ დაცვის
თანამშრომლები, რომლებიც შენობაში არავის უშვებდნენ. შიგ შენობაში
იმყოფებოდნენ შსს-ს და სხვა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. მე
მაშინ ვუთხარი, რომ აქციები სასამართლოს მიერ დაყადაღებულია და ეს გარიგება იმ
თავითვე იქნებოდა ბათილი. ამაზე ნოტარიუსი დამეთანხმა და დაახლოებით ორი
საათის შემდეგ მოიტანეს 19 თებერვლით დათარიღებული სასამართლო
გადაწყვეტილება კომპანიის აქციებზე ყადაღის მოხსნის თაობაზე. მე განვუცხადე
ნოტარიუსს, რომ კომპანიის წესდების მიხედვით არ მქონდა აქციების გასხვისების
უფლება მანამ, სანამ სხვა აქციონერები არ მომცემდნენ ამის უფლებას. იქ დამსწრე
საზოგადოებამ მიმანიშნა რომ ეს საკითხი არ წარმოადგენს პრობლემას. მიღებული
177
გამოხატვის თავისუფლება
იქნა გადაწყვეტილება, რომ ერთი აქციის ფასი განსაზღვრულიყო 40 ლარით.
საბოლოოდ დოკუმენტში დაფიქსირდა GMGG-ის 70% ღირებულება 450 000 ლარი.
ამის შემდეგ მე იძულებული ვიყავი, ხელი მომეწერა აქციების ყიდვა-გაყიდვის
ხელშეკრულებისთვის".
პრესკონფერენციის შემდეგ გიორგი ჯაოშვილი რამდენიმე ტელეკამერის
თანდასწრებით
სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა სომხეთის
საზღვარზე
გადააცილა. პრესკონფერეციის დასრულებისას პატარკაციშვილების ადვოკატმა
პიტერ გოლდსმიტმა განაცხადა, რომ ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე
აპირებს, საქართველოს მთავრობას უჩივლოს.
დღეს საქართველოში ელექტრონული მედიის შემდეგი მეპატონეები გამოიკვეთა:
დავით ბეჟუაშვილი, ,,გეომედია გრუპი“, რომლის დამფუძნებელთა ვინაობა უცნობია
(,,რუსთავი 2“, ,,მზე“, ,,პირველი სტერეო“), და მაგისტილის დამფუძნებლები
სასამართლოში
ჩივიან:
,,ევროპა“,
,,საქართველოს
ხმა“,
,,ობიექტივი“.
ტელეკომპანიების „იმედის“, „რუსთავი 2-ის“ და „მზის“ ყოფილი მფლობელები ასევე
პროკურატურაში ჩივიან მათი წილების უკანონოდ წართმევის გამო და ითხოვენ
კუთვნილი ქონების უკან დაბრუნებას.
178
გამოხატვის თავისუფლება
რეკომენდაციები:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარ პროკურატურას:
• შესწავლილი იქნეს ჟურნალისტებზე მაკა წიკლაურზე და გიორგი გოგუაძეზე
თავდასხმის ფაქტები და დადგეს შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის
საკითხი.
•
შესწავლილი იქნეს ვახტან ქარელზე თავდასხმის ფაქტები და დადგეს
შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
•
შესწავლილ იქნას გორის ადმინისტრაციულ შენობაში 2008 წლის 15
დეკემბერს ჟურნალისტ საბა წიწიკაშვითან დაკავშირებით მომხდარი
ინციდენტი
ფაქტების
დადასტურების
შემთხვევაში,
დაიწყოს
დისციპლინური დევნა შესაბამისი პირების მიმართ.
•
შესწავლილი იქნეს გორის ადმინისტრაციულ შენობაში 2008 წლის
ნოემბერში ჟურნალისტ გელა მთვლიშვილთან, შორენა ღლონტთან, მარიკა
ვაჭარაძესთან, ნატა კოპაძესთან და თეა თედლიაშვილთან დაკავშირებით
მომხდარი ინციდენტი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, დაიწყოთ
დისციპლინური დევნა შესაბამისი პირების მიმართ.
წინადადებები საქართველოს პარლამენტს:
●
საქართველოს
პარლამენტმა
განახორციელოს
საკანონმდებლო
ცვლილება, რომლის მიხედვითაც სიძულვილის გამოხატვის შემცველი
ფრაზების ავტორებს დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა.
179
შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება
შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება
2008 წლის პირველ ნახევარში არსებული პრობლემები
სახალხო დამცველის 2008 წლის პირველი ნახევრის მოხსენებაში ყურადღება
ძირითადად გამახვილებული იყო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების
დაკისრებაზე შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით მოსარგებლე პირების მიმართ.
2008 წლის პირველ ნახევარში სასამართლო რეგულარულად აჯარიმებდა შეკრებისა
და მანიფესტაციის მონაწილეებს, რითიც ამჟღავნებდა შეუწყნარებლობას აღნიშნული
უფლების მიმართ. სასამართლოს შესაბამის დადგენილებებში არსებობდა ხარვეზი
როგორც შიდა სამართლის, ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოყენებასთან დაკავშირებით (იხ. სახალხო
დამცველის 2008 წლის I ნაწილის მოხსენება).
აღსანიშნავია პროკურატურის დამოკიდებულება იმ საქმეებთან დაკავშირებით,
რომლებზეც საუბარი იყო სახალხო დამცველის წინა მოხსენებებში. ამ მხრივ
სიმპტომატურია 7 ნოემბრის მოვლენებზე, ზუგდიდის ინციდენტსა და 2–7
ნოემბერის აქციის მონაწილეთა ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებზე დაწყებული
გამოძიებების მდგომარეობა. დღემდე არც ერთი აღნიშნული ფაქტი გამოძიებული არ
არის, რაც მიუთითებს კიდევ ერთ ტენდენციაზე – სრულ ინდიფერენტულობაზე
პროკურატურის
მხრიდან
აღნიშნული
უფლების
დარღვევის
მიმართ.
მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურამ არ გაითვალისწინა სახალხო დამცველის
არცერთი რეკომენდაცია, რომლებიც აღნიშნულ საკითხებს შეეხებოდა.49
წამების, არაადამიანური ან დამამცრიებელი მოპყრობის ან დასჯის საკითხებზე
გაერთიანებული ერების სპეციალური მომხსენებლის ბ–ნი მანფრედ ნოვაკის 2009
წლის 17 თებერვლის ანგარიშში საუბარია საქართველოს ხელისუფლების მიერ
გაეროსათვის მიწოდებულ ოფიციალურ ინფორმაციაზე, რომელიც ეხება 2007 წლის
ნოემბრის თვეში განვითარებულ მოვლენებს. კერძოდ, 2008 წლის ადამიანის
უფლებათა საბჭოს 27 და 28 თებერვლის წერილებით საქართველოს მთავრობამ
გაეროს განუცხადა, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის ინციდენტი წარმოადგენდა იმ
მოვლენათა შედეგს, რომლებიც განვითარდა საქართველოში 2007 წლის ნოემბრის
დასაწყისში. გამოყენებული ზომები მიმართული იყო საჯარო წესრიგისა და
ეროვნული უშიშროების დასაცავად და შესაბამისობაში იყო იმ საერთაშორისო
ნორმებსა და სტანდარტებთან, რომლებითაც დარეგულირებულია ზოგიერთი
უფლებისა და თავისუფლების შეზღუდვა.
სახალხო დამცველმა 2007 წლის მეორე ნახევრის ანგარიშში ვრცლად ასახა და
შეფასება მისცა 2007 წლის ნოემბერში მიმდინარე მოვლენებს. ხელისუფლების
49
იხ:,,საქართველოს
ახალგაზრდა
იურისტთა
ასოციაცია
და
ზაალ
ტყეშელაშვილი,
ნინო
ტყეშელაშვილი, მაია შარიქაძე, ნინო ბასიშვილი, ვერა ბასიშვილი და ლელა გურაშვილი საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ“. საქართველოს სახელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მეორე კოლეგიის გადაწყვეტილება, #2/2.180–183, თბილისი, 2002 წლის 5 ნოემბერი; პ:10
180
შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება
პოზიცია, რომ დემონსტრანტების მიმართ გამოყენებული საშუალებები იყო
აბსოლუტურ შესაბამისობაში საერთაშორისო ნორმებთან, რბილად რომ ვთქვათ,
გადაჭარბებულია. გამოყენებული საშუალებები არათუ შესაბამისობაში იყო
აღნიშნულ ნორმებთან, არამედ ხასიათდებოდა არაპროპორციულობით და, უმეტეს
შემთხვევაში, უკანონობით. სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები თვალყურს
ადევნებდნენ საპროტესტო აქციების მიმდინარეობას. 7 ნოემბერს აქციის დაშლისას
ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებულ გამოყენებას, დემოკრატიულ ფასეულობებსა
და კანონის უზენაესობაზე უარის თქმას, სისატიკეს, დევნას ქუჩებსა და შენობებში,
ასევე კანონის უხეშ დარღვევას, რაც გამოიხატება საქართველოს კანონმდებლობით
გაუთვალისწინებელი სპეციალური საშუალების – რეზინის ტყვიების გამოყენებაში.
ამასთან ერთად, ალტერნატიული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის
მიხედვით, მოხდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაც, რის შედეგადაც დაზიანდა
რიყის საპროტესტო აქციის სამი მონაწილე. 7 ნოემბრის მოვლენებმა არა მხოლოდ
ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევა გამოიწვია, არამედ სერიოზული
კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების
ქმედითობა, შელახა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი.
7 ნოემბრის მოვლენებს წინ უძღოდა სპორადული ხასიათის ინციდენტები, როდესაც
ძალადობრივი გზით ხდებოდა შეკრებისათვის ხელის შეშლა. თავდასხმები ხდებოდა
საპროტესტო აქციის მონაწილეებზე.50
სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ
საპროტესტო აქციის მონაწილეთა გადაადგილებისათვის. ამისათვის ისინი
კეტავდნენ გზებს, მძღოლებს ართმევდნენ მართვის მოწმობებს, 2 ნოემბერს
თბილისისაკენ მომავალ კოლონებს გზებზე უყრიდნენ უცნაური ფორმის
ლურსმნებს.
მგზავრებს
აკავებდნენ
და
გადაჰყავდათ
ნარკოლოგიურ
განყოფილებებში.
აღნიშნულ წერილებში არ არის საუბარი პოლიციელთა მიერ 2007 წლის 7 ნოემბრის
დილას მოშიმშილეთა დარბევაზე. კერძოდ, 7 ნოემბერს, დილას, 7:45 წუთზე,
მოშიმშილეები იმყოფებოდნენ პარლამენტის კიბეებზე და არა ტრანსპორტის
სამოძრაო ადგილას. პოლიციის თანამშრომლების გამოჩენისას აქციის მონაწილეები
ორგანიზებულად გადავიდნენ ტროტუარზე. პოლიციის წარმომადგენლებმა სცემეს
როგორც მოშიმშილეები, ისე აქციის მონაწილეები. ისინი ადგილზე მომუშავე
სხვადასხვა ტელევიზიის გადამღებ ჯგუფებს კამერებს ართმევდნენ და
ამსხვრევდნენ. დარბევას იღებდა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს 5-6 კამერა.
საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციით, 2007 წლის 7 ნოემბრის დილის 11
საათისთვის ოპოზიციის ლიდერებმა დაიწყეს მდგომარეობის ესკალაცია. ისინი
მოუწოდებდნენ ხალხს, გამოსულიყვნენ ქუჩებში, „დაედოთ ბოლო საქართველოს
მთავრობისთვის“ და აქეზებდნენ მათ, რათა შეჯახებოდნენ პოლიციას რუსთაველის
გამზირის დაბლოკვასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, შეუიარაღებელმა
პატრულის პოლიციამ შეძლო აღნიშნულის თავიდან არიდება. მესამე ჯერზე, აქციის
181
შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება
მონაწილეებმა „გაიმარჯვეს“, რის შედეგადაც პოლიციის ოფიცრების გარკვეული
რაოდენობა დაზიანდა და რამდენიმე პოლიციის მანქანა განადგურდა. აქციის
მონაწილეებმა, რომლებიც შეგულიანებულები იყვნენ ოპოციზიის ლიდერების
განცხადებებით, მიუახლოვდნენ რუსთაველის გამზირს, დაიწყეს ქვების სროლა
პოლიციელების მიმართულებით და მათი მანქანების მტვრევა. ვინაიდან წყლის
ჭავლი იყო არაეფექტური, პოლიციამ დაიწყო ცრემლსადენი გაზის გამოყენება,
რომელსაც ჰქონდა დროებითი ეფექტი პროტესტანტების დაშლისთვის. ბევრმა
დატოვა გამზირი, ზოგი კი დარჩა და პოლიციელებს ქვებსა და სხვა ნივთებს
ესროდა. ხელისუფლებისავე ინფორმაციით, მხოლოდ ამის შემდეგ პოლიციამ
გამოიყენა რეზინის ტყვიები, რათა თავიდან აერიდებინა ზოგიერთი ინდივიდის
თავდასხმა და დაეცვა პარლამენტის შენობა, რომელსაც მოუახლოვდა აქციის
მონაწილეთა ჯგუფები, რომლებიც ცდილობდნენ შენობაში შეჭრას. პოლიციამ
შეძლო რუსთაველის გამზირის გათავისუფლება აღნიშნული ზომების გამოყენების
შემდეგ.
აღნიშნული ინფორმაციაში დამახინჯებულია რეალობა და ფაქტები არასწორადაა
მოცემული. 7 ნოემბრის საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა რუსთაველის
პროსპექტის ტრანსპორტის სამოძრაო ადგილზე, სადაც არ დამტვრეულა არცერთი
ვიტრინა და აქციის მონაწილეები ხელაწეულები იდგნენ წყალსატყორცნ მანქანასთან.
აქცია არ ატარებდა ძალადობრივ ხასიათს და ძალადობის არც ერთი ფაქტი ამ
დროისთვის არ დაფიქსირებულა.51 უფრო გვიან, რიყესა და ტელეკომოპანია
,,იმედთან“ გამართულ აქციებს კი არათუ ძალადობრივი ხასიათი არ ჰქონია, არამედ
მათი მსვლელობისას გზის გადაკეტვაც კი არ მომხდარა.
შეკრების მეორე მცდელობისას, რუსთაველის პროსპექტზე, მრავალრიცხოვნების
გამო, აქციის მონაწილეთა გარკვეული ნაწილი ვერ დაეტია ტროტუარზე და
გადავიდა ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას. ამის გამო პოლიციამ მშვიდობიანი
აქციის მონაწილეების მიმართ გამოიყენა რეზინის ხელკეტები. ხაზგასმით შეიძლება
იმის თქმა, რომ ამ დროს არანაირ ძალადობას აქციის მონაწილეთა მხრიდან
პოლიციის ან სხვა პირთა მიმართ ადგილი არ ჰქონია. აქციის მონაწილეებს ხელები
ზემოთ ჰქონდათ აწეული, რითიც სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს ანიშნებდნენ,
რომ შეუიარაღებლები იყვნენ. აქციის მონაწილეთა წინა რიგებში ძირითათად
ახალგაზრდები შეინიშნებოდნენ. მცირე რაოდენობით, თუმცა იქვე იმყოფებოდნენ
შუახნის ქალბატონები.
რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ ავზიდან გამოშვებულ იქნა წყლის ჭავლი,
რომელმაც მხოლოდ აქციის იმ მონაწილეებზე მოახდინა გავლენა, რომლებიც
იმყოფებოდნენ წინა რიგებში. წნევის სიმცირის გამო წყლის ჭავლმა ვერ მოახერხა
რუსთაველის გამზირის ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას მყოფი აქციის
მონაწილეების დაშლა. ამის შემდეგ ჰაერში გაშვებულ იქნა დიდი რაოდენობით
მომწამვლელი აირი, ცრემლსადენი გაზი. ცრემლსადენი გაზის ზემოქმედების
შედეგად მოიწამლა აქციის მონაწილეთა უმრავლესობა. მიუხედავად იმისა, რომ
51
საპატრულო პოლიციის ავტონამქანების დაზიანება ცრემლსადენი გაზის გაშვებისა და საპროტესტო
აქციის მონაწილეთა რეზინის ხელკეტებით ცემის შემდეგ მოხდა.
182
შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება
რუსთაველის გამზირი სრულად იყო გაწმენდილი, ხოლო აქციის დაშლილი და
დაქსაქსული მონაწილეები სხვადასხვა მიმართულებით გარბოდნენ, შსს-ს
სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები კვლავ აგრძელებდნენ მათ
დევნას, სასტიკ ცემას. სპეცრაზმელები მისდევდნენ რუსთაველის გამზირიდან
გამოქცეულ დემონსტრანტებს, ძალით ამტვრევდნენ სასტუმროებისა და კერძო
სახლების კარებს, შედიოდნენ და ხელჯოხებით სცემდნენ იქ შეფარებულ
ადამიანებს.
რაც შეეხება პარლამენტის შენობაში შეჭრას, ხალხის შესვლა პარლამენტის შენობაში
განაპირობა თვითგადარჩენის ინსტინქტმა. ვინაიდან გაზი სწრაფად ვრცელდებოდა
შენობის ვესტიბიულშიც, ხალხი ავიდა მე-3 სართულზე. ჭიშკარის გახსნის
გადაწყვეტილება კი მიიღო პარლამენტის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ნინო
ბურჯანაძემ. რაც შეეხება ამავე დღეს რიყეზე განვითარებულ მოვლენებს, ამ
შემთხვევაში აქციის მონაწილეების მისამართით გაფრთხილება არ იქნა გაკეთებული
პოლიციის მხრიდან.
თბილისში 7 ნოემბერს არ დაფიქსირებულა არც ,,მოლოტოვის კოქტეილის“ და არც
სხვა რაიმე განსაკუთრებული საშუალების გამოყენების ფაქტი. მომიტინგეები
პოლიციის მხრიდან აგრესიისაგან თავს იმ საშუალებებით იცავდნენ, რაც
სპონტანურად მოხვდებოდათ ხელში. რასაკვირველია, დაფიქსირდა მომიტინგეების
მხრიდან სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების მიმართ გაუმართლებელი
სისასტიკის გარკვეული შემთხვევები, რაზეც მოხდა კიდეც სამართლებრივი
რეაგირება, თუმცა მსგავსი შემთხვევები არანაირად არ ამართლებს იმ ქმედებებს,
რასაც პოლიციამ და ხელისუფლების მიერ მობილიზებულმა სხვა ძალებმა, მათ
შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეცრაზმმა და თავდაცვის
სამინისტროს ნაწილებმა, მიმართეს მშვიდობიანი მანიფესტაციის დასარბევად.
ყველაზე აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ სამივე აღწერილ შემთხვევაში
მანიფესტაციას კი არ შლიდნენ, არამედ არბევდნენ. ხალხს გზებს უკეტავდნენ,
დასდევდნენ, მიზანი იყო მათი ცემა და ფიზიკური ზიანის მიყენება და არა ქუჩის
გაწმენდა ან სხვა კანონიერი მიზნები, რომლებიც მოხსენიებული იქნა აღწერილი
მოვლენების გასამართლებლად.
საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ,,იმ საქმეებს, სადაც პოლიციის მიერ
გადაჭარბებული ძალა იყო გამოყენებული, სწავლობს საქართველოს გენერალური
პროკურატურა.“52 მართალია, 2007 წლის 10 ნოემბერს დაიწყო წინასწარი გამოძიება
2007 წლის 7 ნოემბერს ქ.თბილისში, რუსთაველის გამზირსა და რიყის ტერიტორიაზე
განვითარებული მოვლენების შედეგად ცალკეულ მოქალაქეთა მიერ მიღებული
სხეულის დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118–ე
მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, მაგრამ
52
United Nations, General Assembly, Distr. General, A/HRC/10/44/Add.4 17 February 2009, Human Rights
Council, Tenth Session, Agenda item 3, Promotion and Protection of All Human Rights, Civil, Political, Economic,
Social and Cultural Rights, Including the Right to the Development. Report of the Special Rapporteur on torture and
other crucial, inhuman and degrading treatment or Punishment, Manfred Nowak Addendum, Summary of
Information, Including Information Cases Transmitted to Governments and Replies Received. p. 104-109;
183
შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება
დაზარელებულთა ნაწილს არ გააჩნია დაზარალებულის სტატუსი, ხოლო გამოძიება
დაწყებულია უფრო მსუბუქი კვალიფიკაციის მუხლით, ვიდრე ეს მტკიცებულებებს
შეესაბამებოდა. შესაბამისად, ეჭვქვეშ დგება გამოძიების ეფექტურობა და მიზანი. 7
ნოემბრიდან წლინახევრის გასვლის შემდეგ გამოძიებას, ფაქტობრივად, არაფერი
გაუკეთებია, რაც ცხადად
მეტყველებს, რომ გამოძიების მიზანი რეალობის
მიჩქმალვაა და არა შესწავლა და წარმოჩენა.
ხელისუფლების მიერ გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციისათვის მცდარი
ინფორმაციის მიწოდება კიდევ ერთხელ მიუთითებს მცდელობაზე, თავიდან
აიცილოს პასუხისმგებლობა და დაუსჯელი დატოვოს ის პირები, რომელთა
გადაწყვეტილებითაც მოხდა 7 ნოემბრის აქციის დარბევა.
წინა საანგარიშო პერიოდისგან განსხვავებით, 2008 წლის მეორე ნახევარში
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში არ მიუციათ საპროტესტო აქციის არცერთი
მონაწილე. თუმცა, მიუხედავად ამისა, არანაირი წინსვლა, ან რაიმე სახის ცვლილება
არ შეინიშნება 2007 წლის 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირსა და რიყეზე ცალკეულ
მოქალაქეთა სხეულის დაზიანების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებაში. საანგარიშო
პერიოდში შეინიშნებოდა ტენდენცია, როცა სამართალდამცავი ორგანოების
წარმომადგენლები საპროტესტო აქციის მიმდინარეობაში უსაფუძვლოდ ერეოდნენ
და შეკრების მონაწილეთა მიერ არჩეულ პროტესტის ფორმებს აკონტროლებდნენ.
თავი იჩინა ასევე ტრანსპორტისა და ხალხის სამოძრაო ადგილას წინასწარი
გაფრთხილების გამოყენებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა. ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოები უსაფუძვლოდ არ იღებდნენ გაფრთხილებებს,
ხოლო
სამართალდამცავი
ორგანოები
ხელს
უშლიდნენ
ამგვარი
53
,,არასანქციონირებული“ შეკრების სათანადო წარმართვას.
სახალხო დამცველმა საანგარიშო პერიოდში ყურადღება გაამახვილა ოთხ
შემთხვევაზე. ესენია ,,ჰელოუინის“ დარბევა, მოძრაობა ,,7 ნოემბრის მიერ“
ტელევიზიის შენობასთან გამართული აქცია ,,დააბიჯე მატყუარას“, დაჩი ცაგურიას
საქმე და ქობულეთში გამართული აქცია. სწორედ აღნიშნულ საქმეთა ანალიზის
საფუძველზე გამოიკვეთა ზემოხსენებული პრობლემები.
სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება
შეკრება–მანიფესტაციების
თავისუფლება
წარმოადგენს
დემოკრატიული
სახელმწიფოს მთავარ პოსტულატს, რომელსაც ეყრდნობა დემოკრატიული
მმართველობის კონცეფცია. მისი მთავარი მიზანი აზრისა და გამოხატვის
თავისუფლებაა.54 ,,სიტყვის თავისუფლება დიდი ხანია დემოკრატიული
საზოგადოების განუყოფელ და ძირითად ფუნქციონალურ ელემენტს მიეკუთვნება.
თუ შეკრების უფლებას გავიგებთ როგორც აზრის თავისუფლად გამოხატვის
თავისუფლებას, მასზეც იგივე შეიძლება ითქვას [...].“55
53
იხ. დაჩი ცაგურიას და ქობულეთის აქციის საქმეები
54
იხ: Freedom and Democracy Party (ÖZDEP) v. Turkey [GC], no. 23885/94, § 37, ECHR 1999-VIII;
55
იხ: ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ზაალ ტყეშელაშვილი, ნინო
ტყეშელაშვილი, მაია შარიქაძე, ნინო ბასიშვილი, ვერა ბასიშვილი და ლელა გურაშვილი საქართველოს
184
შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება
ეს აზრი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, როდესაც შეკრებამანიფესტაციის თავისუფლება ხალხის მიერ მმართველობაში ლეგიტიმური და
დასაშვები ჩარევის სახეს წარმოადგენს. ეს არის სამოქალაქო საზოგადოების
შესაძლებლობა, დააფიქსიროს საკუთარი პროტესტი, შეხედულება და პოზიცია ამა
თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ეს უფლება ,,ერთი მხრივ ემსახურება პიროვნების
თავისუფალ განვითარებას საზოგადოებში, მეორე მხრივ კი პოლიტიკური ნების
ჩამოყალიბებაზე ხალხის ზეგავლენის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი და,
შესაბამისად, დემოკრატიული ღიაობის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია.“56
საქართველოს კონსტიტუციის 25–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,
შეკრების თავისუფლება გულისხმობს ნებისმიერი ჯგუფის უფლებას, ნებისმიერი
მშვიდობიანი მიზნით57 შეიკრიბოს, საკუთარი სურვილის შესაბამისად, როგორც
ჭერქვეშ, ისე ღია ცის ქვეშ.
ამ მხრივ პოლიციას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ადამიანის უფლებების დაცვისა
და განხორციელების კუთხით. ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის
მიხედვით, საქართველოს პოლიცია უზრუნველყოფს ადამიანის უფლებებისა და
თავისუფლებების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.58 ამავე კანონის
მიხედვით, პოლიციის ამოცანაა: ,,ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებების
დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან“59 ამავე კანონში პოლიციის
პრინციპების ჩამონათვალში ვხვდებით ასეთ ჩანაწერს: ,,პოლიცია მოვალეა პატივი
სცეს და დაიცვას პიროვნების უფლებები და თავისუფლებები მიუხედავად მისი
[...]პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა“60. პოლიციის მოვალეობების
განსაზღვრისას კანონმდებელმა გაითვალისწინა კიდევ ერთი დებულება: პოლიცია
თავისი ამოცანების განხორციელებისას მოვალეა, მკაცრად დაიცვას მოქალაქის
კანონიერი უფლებები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას61 და ასევე
პარლამენტის წინააღმდეგ“. მეორე კოლეგიის გადაწყვეტილება, N 2/2/180-183, თბილისი, 2002 წლის 5
ნოემბერი; პ: 6;
56
ლევან იზორია, კონსტანტინე კორკელია, კონსტანტინე კუბლაშვილი, გია ხუბუა, ,,საქართველოს
კონსტიტუციის კომენტარები (ადამიანის ძირითადი უფლებები და ტავისუფლებები)“, თბილისი,
2005 წელი, ,,მერიდიანი“, გვ: 216;
57
,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ზაალ ტყეშელაშვილი, ნინო ტყეშელაშვილი,
მაია შარიქაძე, ნინო ბასიშვილი, ვერა ბასიშვილი და ლელა გურაშვილი საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ“. სასამართლო მეორე კოლეგიის გადაწყვეტილება, N 2/2/180-183, თბილისი, 2002 წლის 5
ნოემბერი; პ: 10;
58
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 1, პუნქტი პირველი;
59
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 2, ,,ა“ ქვეპუნქტი;
60
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 4, პუნქტი 2;
61
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 8, ქვეპუნქტი ა;
185
შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება
მოქალაქესთან
ნორმები.62
ურთიერთობისას
მკაცრად
დაიცვას
სამსახურებრივი
ეთიკის
ძირითადი პრობლემა რომელიც საანგარიშო პერიოდში წარმოიშვა უკავშირდება და
გამომდინარეობს ორი შემთხვევიდან63, როდესაც მანიფესტანტებმა მიმართეს
პროტესტის განსხვავებულ ფორმებს64, რაც სამართალდამცავებმა აღიქვეს, როგორც
საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა. არსებითად პრობლემას წარმოადგენს
სახელმწიფო ორგანოების მიერ შეკრება–მანიფესტაციის უფლებით დაცული
ქმედებების არასწორი გაგება. პროტესტის ამგვარად გამოხატვაზე პოლიცია
რეაგირებს, როგორც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაზე. ანუ საზოგადოებრივი
წესრიგის დაცვა უბრალოდ საბაბია იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს
შეკრებები და მანიფესტაციები. ამგვარ პრაქტიკას თუ განვაზოგადებთ, გვექნება
შესაძლებლობა გამოკვეთოთ ის პრობლემური მიმართულებები, რომელიც შეკრება
მანიფესტაციების უფლებით სარგებლობის შემთხვევაში ვლინდებოდა სააანგარიშო
პერიოდში და შემდგომ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის
მიხედვით, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება უნდა განვიხილოთ
გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში.65 ამ მხრივ ჩვენთვის მნიშვნელოვანია
სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე კასტელსი ესპანეთის წინააღმდეგ, სადაც
ევროსასამართლომ განაცხადა, რომ: ,,აზრის გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს
ისეთი განცხადებებისა და აზრების გამოთქმის უფლებასაც, რომლებიც
შეურაცხმყოფელი, აღმაშფოთებელი და შემაწუხებელია. დაცვას ექვემდებარება
ისეთი ინფორმაციები, რომლებიც შეურაცხყოფს, აღიზიანებს ან შოკს ჰგვრის
სახელმწიფოს ან საზოგადოების გარკვეულ ფენას.“66
ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად აქციის მონაწილეთა მოთხოვნებისა და მისი ფორმისა,
ადამიანებს აქვთ უფლება პროტესტის ნებისმიერი მშვიდობიანი ფორმით გამოხატონ
საკუთარი პოზიცია. მშვიდობიანი შეკრების უფლება დაცულია მიუხედავად იმისა,
თუ რა სახით ხდება მისი გამოხატვა.
62
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი8, ქვეპუნქტი გ;
63
იხ. საქმეები: აქცია ,,დააბიჯე მატყუარას“ და დაჩი ცაგურიას საქმე;
პირველ შემთხვევაში აქციის მონაწილენი პულვერიზატორის მეშვეობით ხატავდნენ
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ლევან ყუბანეიშვილის გამოსახულებას.
ტელეკომპანიის ვიდეომასალაში ნათლად ჩანს ფიზიკური ძალის გამოყენებით როგორ ართმევენ
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დემონსტრანტებს პულვერიზატორებს და ხელს უშლიან
საპროტესტო აქციის მიმდინარეობაში. ხოლო მეორე შემთხვევაში, აქციის მონაწილეებმა ტელევიზიის
შესასვლელ ჯებირზე ხელბორკილებით მიიჯაჭვეს ხელი. პოლიციის თანამშრომლებმა მათ მოხსნეს
ხელბორკილები და აქციის მონაწილეები გამოყარეს ტელევიზიის შენობიდან.
65
,,კონვენციის მე-11 მუხლი განხილულ უნდა იქნეს კონვენციის მე-10 მუხლის ფარგლებშიც. აზრთა
და გამოხატვის თავისუფლება არის გაერთიანების თავისუფლების ერთ-ერთი მიზანი, რომელიც
ასახულია მე-11 მუხლში“ (Freedom and Democracy Party (ÖZDEP) v. Turkey [GC], no. 23885/94, § 37, ECHR
1999-VIII).
64
66
ზურაბ ადეიშვილი ,,საყოველთაო უფლება და ქართული სამართალი“, ჟურნალი ,,თავისუფლება“,
N#9(21), სექტემბერი, 2003, გვ: 6;
186
შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტულ სამართალის
მიხედვით:
,,საქართველოს კონსტიტუცის
25-ე მუხლის
მე-3 პუნქტი
ითვალისწინებს ხელისუფლების მიერ შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტას
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო. შეწყვეტა კი
შესაძლებელი ხდება მხოლოდ ქმედების განხორციელების შემდგომ. ჯერ უნდა
დადასტურდეს, რომ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო და ამის შემდეგ არის
შესაძლებელი, გამოყენებულ იქნეს შეწყვეტის საშუალებები.“67
,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–7 მუხლის
მიხედვით: ,,გაფრთხილება არ არის სავალდებულო ცალკეული მოქალაქეებისათვის,
რომელთაც სურთ, თავისი შეხედულებების საჯაროდ გამოხატვა პლაკატებით,
ლოზუნგებით, ტრანსპარანტებით ან სხვა სახვითი საშუალებებით, მაგრამ არა აქვთ
უფლება ამისათვის გამოიყენონ შენობის შესასვლელები და კიბეები, გადაკეტონ გზის
სავალი ნაწილი, შეაფერხონ ტრანსპორტისა და ხალხის მოძრაობა.“
შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლების გააზრებისას მნიშვნელოვანი
ყურადღება უნდა მივაქციოთ აქციის ბუნებას, მის მიზნებსა და შესაძლო შედეგებს.
როდესაც აქცია სრულად აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, კანონის დანაწესის
მიზანი არ არის, შენობის კიბეებთან და შესასვლელთან დემოსტრაციების აკრძალვა.
მიზანი მიმართულია იქით, რომ ამგვარმა აქციამ სხვა ადამიანების კონკრეტული
შენობის მიმართულებით გადაადგილებას არ შეუშალოს ხელი. ადამიანის
უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ოია ატამანი თურქეთის წინააღმდეგ
განაცხადა:
,,გარკვეული
სახის
დემონსტრაციას
შეუძლია
გამოიწვიოს
საზოგადოებრივი ცხოვრების ჩვეული რიტმიდან ამოვარდნა, მათ შორის,
ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება. მაშინ, როდესაც დემონსტრანტები არ ჩადიან
ძალადობრივ აქტებს, მაგრამ უბრალოდ აფერხებენ ტრანსპორტის მოძრაობას,
მნიშვნელოვანია,
ხელისუფლებამ
გამოავლინოს
შემწყნარებლობა
ამგვარი
მშვიდობიანი შეკრების მიმართ, ვინაიდან აღნიშნული უფლება დაცულია ადამიანის
უფლებათა ევროპული კონვენციის მე–11 მუხლით და არ შეიძლება ამ უფლებას
მთლიანად დაეკარგოს ღირებულება“.68
2008 წლის 19 ნოემბერს ტელეკომპანია ,,კავკასიის“ საინფორმაციო გამოშვებაში
გავიდა სიუჟეტი, სადაც ასახულია საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ
გამართული საპროტესტო აქცია. აღნიშნული მანიფესტაცია ორგანიზებული იყო
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,შვიდი ნოემბრის“ მიერ. დემონსტრანტები
სპეციფიური ფორმით გამოხატავდნენ პროტესტს, კერძოდ, პულველიზატორის
მეშვეობით ხატავდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის,
ლევან ყუბანეიშვილის გამოსახულებას. ამ უკანასკნელს თან ახლდა წარწერა:
,,დააბიჯე მატყუარას.“ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს თუ როგორ ართმევენ
67
,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ზაალ ტყეშელაშვილი, ნინო ტყეშელაშვილი,
მაია შარიქაძე, ნინო ბასიშვილი, ვერა ბასიშვილი და ლელა გურაშვილი საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ“. საქართველოს სახელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მეორე კოლეგიის
გადაწყვეტილება, N 2/2/180-183, თბილისი, 2002 წლის 5 ნოემბერი; პ: 10;
68
Oya Ataman v. Turkey, no. 74552/01, §§ 38-42, ECHR 2006
187
შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დემონსტრანტებს პულველიზატორებს.
კადრში ასევე მოხვდა პოლიციელების მხრიდან მოძრაობა ,,შვიდი ნოემბრის“ ერთ–
ერთი წევრის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების ფაქტიც.
აქციაზე – „დააბიჯე მატყუარას“ –მონაწილეთა ის რაოდენობა არ იყო, რომელიც
შეძლებდა შესასვლელის მთლიანად ბლოკირებას. აქციის კადრებიდან კარგად ჩანს,
რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების რაოდენობა ბევრად აღემატება აქციის
მონაწილეებისას.
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით: პოლიციას დაკისრებული
მოვალეობების შესასრულებლად უფლება აქვს: ,,აღკვეთოს უკანონო მიტინგი,
დემონსტრაცია, პიკეტირება და სხვაგვარი აქცია, აგრეთვე მიმდინარე აქცია, თუ იგი
საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ადამიანის სიცოცხლესა და
ჯანმრთელობას,
საკუთრებას
და
კანონით
დაცულ
სხვა
უფლებებს,“69
,,სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას პოლიციელს უფლება აქვს
გამოიყენოს ფიზიკური იძულება [...]“70 ,,პოლიციელი ვალდებულია ფიზიკური
იძულების, [...] გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი, მისცეს საკმარისი
დრო, რათა მან შეასრულოს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნა [...].”71 რაც შეეხება
ფიზიკური ძალის გამოყენებას, ამავე კანონის მიხედვით: ,,პოლიციელს უფლება აქვს
გამოიყენოს ფიზიკური იძულება, [...] პირადი ან/და მოქალაქეთა უსაფრთხოების
დაცვის
უზრუნველსაყოფად,
დანაშაულის
ან/და
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
აღსაკვეთად,
დამნაშავისა
და
ადმინისტრაციული
72
სამართალდამრღვევის დასაკავებლად [...]“
იმისათვის, რომ განვსაზღვროთ, რამდენად იყო თითოეულ შემთხვევაში პოლიციის
მოთხოვნა კანონიერი, უნდა მოვახდინოთ კონკრეტული შემთხვევისა და
კანონმდებლობის ანალიზი.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით,
სამართალდარღვევას წარმოადგენს ,,სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების,
სიმბოლოების თვითნებური
შესრულება შენობათა ფასადებზე [...].“73 აქციის
„დააბიჯე მატყუარას“ შემთხვევაში კი აქციის მონაწილეები წარწერების შესრულებას
ცდილობდნენ ტელევიზიის ეზოში, ქვაფენილზე და მათ მცდელობაც კი არ ჰქონიათ,
თუნდაც კიბეებზე გაეკეთებინათ წარწერა.
მეორე შემთხვევაში, ,,ახალგაზრდული ფრონტის“ წარმომადგენელმა დაჩი ცაგურიამ
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის შიგნით ხელი მიიბა. მასთან ერთად შენობის
69
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი.
70
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–10 მუხლის პირველი პუნქტის პირველი
წინადადება.
71
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–10 მუხლის მე-2 პუნქტი.
72
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლი.
73
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150–ე მუხლი;
188
შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება
შიგნით იმყოფებოდა აქციის დაახლოებით ათამდე მონაწილე. ,,შეკრებებისა და
მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია იმ შენობების
ნუსხა, რომლის შიგნით დაუშვებელია შეკრების უფლებით სარგებლობა. კერძოდ,
,,აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება: საქართველოს პარლამენტის
შენობაში,
საქართველოს
პრეზიდენტის
რეზიდენციაში,
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს,
საქართველოს
უზენაესი
სასამართლოს,
სასამართლოების, პროკურატურის, პოლიციის, სასჯელთა აღსრულებისა და
სამართალდამცავი ორგანოების შენობებში, სამხედრო ნაწილებსა და ობიექტებში,
რკინიგზის სადგურებში, აეროპორტებში, საავადმყოფოებში, დიპლომატიურ
დაწესებულებებში და მათგან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე,
აგრეთვე
სამთავრობო
დაწესებულებების,
ადგილობრივი
მმართველობის
ორგანოების, შრომის უსაფრთხოების სპეციალური რეჟიმის ან შეიარაღებული
დაცვის მქონე საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შენობებში
დაუშვებელია ამ ობიექტების შესასვლელების სრული ბლოკირება.“74 როგორც
ვხედავთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა არ განეკუთვნება იმ შენობებს,
რომლებშიც კანონის თანახმად დაუშვებელია შეკრების გამართვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც ერთ, ისევე
მეორე შემთხვევაში პოლიციის მოთხოვნა კანონიერი არ იყო, რადგან, აქციის
მონაწილეები
კანონის სრული დაცვით მოქმედებდნენ. პოლიციის მიერ
გამოყენებულ ფიზიკურ იძულებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა და
პოლიციელებს არც ერთ შემთხვევაში არ ჰქონდათ შეკრება – მანიფესტაციების
უფლებით სარგებლობისთვის ხელშეშლის უფლება.
ამგვარ შემთხვევაში აქციის მონაწილეებს სრული უფლება აქვთ, არ დაემორჩილონ
სამართალდამცავთა უკანონო მოთხოვნებს.
საანგარიშო პერიოდის ბოლოს გამოიკვეთა საშიში ტენდენცია. მაგალითად, 2009
წლის 13 თებერვალს ქობულეთში გამართული აქციის დაშლა. ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებმა და პოლიციის წარმომადგენლებმა უხეშად
დაარღვიეს შიდა და საერთაშორისო სამართლის ნორმები და ყოვლად
დაუსაბუთებლად და უკანონოდ აღუკვეთეს პირთა ჯგუფს კონსტიტუციით
გარანტირებული შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლება. აღსანიშნავია,
რომ აქციის ორგანიზატორთა მხრიდან დაცული იყო ,,შეკრებებისა და
მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნა
გაფრთხილების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში შეტანის შესახებ.
მიუხედავად ამისა, პოლიციის წარმომადგენლებმა, აქციის მონაწილენი აიძულეს,
გადასულიყვნენ ტრანსპორტის სამოძრაო ადგილიდან და დაშლილიყვნენ.
ყველაზე ყურადსაღები აღნიშნულ შემთხვევებში არის ის ფაქტი, რომ პოლიციის
მაღალჩინოსნები აქციის დაშლის მიზეზად მის ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოს მხრიდან ,,არასანქციონირებულად“ გამოცხადებას ასახელებდნენ. ასეთი
განცხადება უკვე არღვევს კანონს, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო
74
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, მე–9 მუხლის პირველი პუნქტი;
189
შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება
სასამართლომ 2002 წლის 5 ნოემბრის (#2/2 180–183) გადაწყვეტილებით
არაკონსტიტუციურად ცნო ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის“ მე–8
მუხლის მე–5 პუნქტი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს
გაფრთხილების ,,არმიღების“ უფლებამოსილებას აძლევდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: ,,გაფრთხილება ზოგადად
გულისხმობს ხელისუფლების ინფორმირებას შეკრების ჩატარების თაობაზე
მხოლოდ იმ მიზნით, რომ ამ
უკანასკნელმა უზრუნველყოს ამ
უფლებით
სარგებლობის შესაძლებლობა, ანუ ეს ცალმხრივი ქმედებაა, რომელიც არცერთ
შემთხვევაში არ მოიცავს ხელისუფლებისაგან პასუხის მოლოდონის ვალდებულებას.
თავისთავად, როდესაც კანონმდებელი ხელისუფლებას აძლევს გაფრთხილების
არმიღების შესაძლებლობას, ვარაუდობს, რომ ხელისუფლება პრაქტიკულად უარს
ეუბნება კონკრეტულ პირებს ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობაზე, ანუ
ნებას არ აძლევს, ჩაატარონ შეკრება ან მანიფესტაცია.
ვინაიდან გაფრთხილების არმიღების ინსტიტუტი თავისთავად კონსტიტუციის
საწინააღმდეგოა, ბუნებრივია, არა აქვს მნიშვნელობა, რა საფუძვლით ხდება
გაფრთხილების არმიღება. რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლებას ასეთი
კონსტიტუციური უფლებამოსილება არ გააჩნია.“
შესაბამისად, სრულიად აბსურდულია პოლიციის წარმომადგენელთა მითითება
აქციის
სანქცირებულ
თუ
არასანქცირებულ
ხასიათზე.
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოები, ისევე, როგორც ხელისუფლება მთლიანად,
ზოგადად არ არის აღჭურვილი უფლებამოსილებით, პირთა ჯგუფის მიერ
ჩატარებული აქციის ან მანიფესტაციის რაიმე სახით სანქცირება მოახდინოს.
აღნიშნული ტენდეცია შესაძლებელია, გახდეს ერთ–ერთი ფუნდამენტური უფლების
შემდგომი კიდევ უფრო მეტად შეზღუდვის საფუძველი.
ტოლერანტობა და პოლიციის პოზიტიური ვალდებულება
საქართველოს კანონი ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ შეკრებას
განმარტავს როგორც მოქალაქეთა ჯგუფის შეკრებას ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგს
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის
გამოხატვის მიზნით.75 საქართველოს კონსტიტუციის 24–ე მუხლის მიხედვით, არ
არის განსაზღვრული შეკრების მიზანი. ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“
საქართველოს კანონმა თავისი მოქმედების არეალი შემოსაზღვრა მხოლოდ ისეთი
შეკრებით, რომლის მიზანსაც წარმოადგენს პროტესტის ან სოლიდარობის
გამოხატვა. ევროპის საბჭოს ისეთი უფლებადაცვითი ინსტიტუტისათვის,
როგორიცაა ადამიანის უფლებათა კომისარი, დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–11 მუხლის (შეკრების
თავისუფლება) კონტექსტში ყურადღება გაამახვილოს ისეთ შეკრებაზე, რომელიც
ტარდება გართობის მიზნით.
75
საქართველოს კანონი ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“, მუხლი 3, პუნქტი ,,ა“;
190
შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება
ამგვარად, საქართველოს კანონი ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“
აღნიშნულ უფლებას საქართველოს კონსტიტუციათან და ადამიანის უფლებათა
კონვენციასთან წინააღმდეგობრივად განმარტავს. ამის გამო სრულიად ბუნებრივია,
რომ წინამდებარე ფაქტების შეფასებისას გამოყენებული იქნება საქართველოს
კონსტიტუცია და საერთაშორისო აქტები, როგორც უპირატესი იურიდიული ძალის
მქონე სამართალი. ის გარემოება, რომ გართობის მიზნით ჩატარებულ შეკრებაზე არ
ვრცელდება ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, არ
ნიშნავს, რომ ამგვარი შეკრება მოკლებულია საქართველოს კონსტიტუციითა და
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დადგენილ დაცვის გარანტიებს.
შეკრებისა და მანიფესტაციების უფლებით სათანადო სარგებლობისთვის
სახელმწიფოს, პოლიციის სახით,76 მნიშვნელოვანი როლი ეკისრება. მისი ფუნქცია არ
შემოიფარგლება მხოლოდ აქციის მონაწილეთა მიერ საზოგადოებრივი წესრიგის
დარღვევის აღკვეთით, არამედ პოლიციას ეკისრება პოზიტიური ვალდებულება,77
უზრუნველყოს აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება და მათ მიერ საკუთარი
უფლებით სარგებლობის გარანტიები შექმნა. ,,მშვიდობიანი შეკრების ეფექტიანი
განხორციელება არ შეიძლება შემოიფარგლოს სახელმწიფოს მხოლოდ იმ
ვალდებულებით, რომ არ ჩაერიოს უფლების განხორციელებაში: მხოლოდ
ნეგატიური კონცეფცია არ იქნებოდა მე-11 მუხლის მოთხოვნების შესაბამისი. მე-8
მუხლის მსგავსად, მე-11 მუხლი ზოგჯერ მოითხოვს პოზიტიურ ღონისძიებებს,
რომლებიც უნდა განხორციელდეს თუნდაც კერძო პირებთან მიმართებით, რა თქმა
უნდა, თუ ამის საჭიროება წარმოიშვება.“78 მე-11 მუხლი იცავს შეკრებას, რომლის
დროსაც არსებობს შეკრების მოწინააღმდეგე დემონსტრანტთა მიერ ჩაშლის
რეალური
რისკი
და
მოსალოდნელი
ძალადობის
კონტროლს
ვერ
79
განახორციელებენ შეკრების ორგანიზატორები.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პოლიცია მოვალეა, ,,თავისი
კომპეტენციის ფარგლებში სათანადო დახმარება აღმოუჩინოს სახელმწიფოს სხვა
ორგანოებსა და მოქალაქეებს“80 და ,,უზრუნველყოს მშვიდობიანი მიტინგების,
დემონსტრაციების და მოქალაქეთა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა
უსაფრთხოება.“81
ზემოაღნიშნული ვალდებულების დარღვევის მაგალითია, 2008 წლის 31 ოქტომბერს
ერეკლეს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე ახალგაზრდული გასართობი
აქციის, ,,ჰელოუინის“82, დაარბევა. აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტრომ წინასწარი გამოძება
ქურდობისა და ნივთის დაზიანება ან
76
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 1, ქვეპუნქტი 2;
77
ოზგურ გუნდემი თურქეთის წინააღმდეგ (Özgür Gündem v. Turkey), 2000 წლის 16 მარტი, ECHR 2000III, 42-ე და 43-ე პუნქტები; ასევე, პლათფორმა ,,ექიმები სიცოცხლისათვის“ ავსტრიის წინააღმდეგ
(Plattform “Ärzte für dasLeben” v. Austria), 1988 წელი, Series A, no. 139, 32-ე პუნქტი.
78
Plattform “Arzte fur das Leben” v. Austria, საქმეზე გამოტანილი განაჩენი, 1988 წლის 21 ივნისი;
79
Christians against Racism and Fascism v. the United Kingdom.
80
იხ: ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 8, პუნქტი ,,ბ“;
81
იხ: ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 8, პუნქტი ,,ძ“;
82
იხ: ,,ჰელოუინის“ საქმე;
191
შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება
განადგურების მუხლებით დაწყო.83 აშკარაა, რომ გამოძიება დაწყებულია არასწორი
კვალიფიკაციით და აღნიშნულ საქმეში ასევე სახეზეა სისხლის სამართლის კოდექსის
161–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები შემდეგ გარემოებათა
გამო:
აღნიშნული უფლება, ისევე როგორც გამოხატვის თავისუფლება, ,,გამოიყენება
როგორც “კეთილგანწყობილი” ინფორმაციისა და იდეებისთვის, ასევე ისეთი
ინფორმაციისთვის, რომელიც წარმოადგენს შოკისმომგვრელს, შეურაცხმყოფელს,
დამრღვევს. ასეთია პლურალიზმის, ტოლერანტობის მოთხოვნები, რომელთა გარეშე
არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება“84 ნებისმიერ პირს, რაც არ უნდა
მიუღებლად მიაჩნდეს თემა, ან მონაწილეთა გამოხატვის ფორმები, რომლითაც
ხასიათდება კონკრეტული შეკრება, ეკისრება ვალდებულება ბოროტად ხელი არ
შეუშალოს მის მიმდინარეობას.
2008 წლის 31 ოქტომბერს ერეკლეს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე
ახალგაზრდული–გასართობი აქციის მონაწილენი შეკრებილნი იყვნენ ღია ცის ქვეშ
არაპოლიტიკური მიზნით, კონკრეტულმა ჯგუფმა კი მათ ხელი პირველ ეტაპზე
ხელი შუშალა, შემდეგ კი არ მისცა შესაძლებლობა გამოეყენებინათ მათთვის
კონსტიტუციით მინიჭებული უფლება. ხოლო პოლიციელთა მხრიდან ადგილი
ჰქონდა პოზიტიური ვალდებულების განუხორცილებელობას.
წინასწარი გაფრთხილების ერთ–ერთი მიზანი შეკრების ადგილზე პოლიციის
მობილიზებაა. ცხადია, რომ იმ ღონისძიების მონაწილეთა უსაფრთხოებაზე, რომლის
თაობაზეც არა მხოლოდ ინფორმირებულია ადგილობრივი თვითმმართველობა,
არამედ ეს უკანასკნელი თავად აფინანსებს ამგვარ შეკრებას, სახელმწიფო უნდა
იღებდეს პასუხისმგებლობას. სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება ირღვევა
მაშინ,
როდესაც
პოლიციელი
მოკლებულია
შესაძლებლობას,
აღკვეთოს
მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ რელიგიური ექსტრემისტების მხრიდან
ძალადობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამგვარი თავდასხმა პოლიციის
თანასწრებით ხდება.
რეკომენდაციები
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მთავარ პროკურორს
1. დადგინდეს იმ პოლიციელთა ვინაობა, რომლებიც მონაწილეობდნენ 2009 წლის
წლის 13 თებერვალს ქობულეთში გამართული აქციის დაშლაში. განხილულ იქნეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შს მთავარი სამმართველოს უფროსის
მოადგილის რამაზ გვარჯალაძის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ
და
საპროცედურო
საკითხთა
მუდმივმოქმედი
კომისიის
თავმჯდომარის ალეკო კაკაბაძისა და ყველა იმ პირის სისხლისსამართლებრივი
83
დანაშაული გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ა“
ქვეპუქტითა და 187–ე მუხლის პირველი ნაწილით;
84
იხ: Handyside v. the United Kingdom, judgment of 7 December 1976, Series A no. 24, p. 23, § 49, and Gerger v
Turkey [GC], no. 24919/94, § 46, 8 July 1999, unreported;
192
შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება
პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა ქმედებითაც აქციის მონაწილეებს უკანონოდ
შეეზღუდათ კონსტიტუციური უფლების განხორციელება.
2. დაიწყოს გამოძიება 2009 წლის 27 თებერვალს ქ.თბილისში, რუსთაველის
გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის დაშლის ფაქტზე. დადგინდეს
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
საპატრულო
პოლიციის
დეპარტამენტის დირექტორის გიორგი გრიგალაშვილისა და თბილისის საპატრულო
პოლიციის
მთავარი
სამმართველოს
უფროსის
გიორგი
გეგეჭკორის
პასუხისმგებლობის საკითხი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
2008 წლის 31 ოქტომბერს ქ.თბილისში, ერეკლეს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე
მომხდარ
ინციდენტთან
დაკავშირებით
დაიწყოს
შს
სამინისტროს
იმ
თანამშრომელთა დისციპლინური დევნა, რომლებმაც არ უზრუნველყვეს
მოქალაქეთა უფლების განხორციელება, შეკრებილიყვნენ ღია ცის ქვეშ
არაპოლიტიკური მოტივით.
საქართველოს პარლამენტს
,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის „ა“
და „ბ“ ქვეპუნქტებში შევიდეს ცვლილება, რათა მან მოიცვას როგორც პოლიტიკური,
ასევე არაპოლიტიკური მოტივით გამართული შეკრებები და მანიფესტაციები.
2008 წლის პირველი ნახევრის რეკომენდაციები:
შინაგან საქმეთა სამინისტროს
1. ეფექტური წინასწარი გამოძიება აწარმოოს ნანა ფაჟავასა და
,,თავისუფლების“ აქტივისტების თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით;
პარტია
2. ეფექტური წინასწარი გამოძიება აწარმოოს ირაკლი კაკულიას სახლზე თავდასხმის
ფაქტთან დაკავშირებით.
პროკურატურას
1. დაზარალებულად იქნეს ცნობილი 2007 წლის 7 ნოემბერს დაშავებული სამი პირი:
ვახტანგ ინასარიძე, გიორგი თევდორაშვილი და ნიკოლოზ დიდიშვილი.
2. მათ მიმართ ჩადენილი ქმედება გადაკვალიფიცირდეს 118–ე მუხლის მე–3
ნაწილიდან 117–ე მუხლის მე–7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
3. დადგეს ყველა იმ პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი,
ვინც 2008 წლის 7 ივნისს ოპოზიციური პარტიის აქტივისტებს ხელი შეუშალა
თბილისში გამგზავრებაში.
193
პოლიტიკური დევნა
პოლიტიკური დევნა
სახალხო დამცველმა 2007 წლის მეორე ნახევრისა და 2008 წლის პირველი ნახევრის
ანგარიშებში დეტალურად ისაუბრა პოლიტიკურ დევნასა და ქვეყანაში ამ კუთხით
არსებულ ტენდენციებზე. ორივე პერიოდი გამოირჩეოდა ხელისუფლებისადმი
ოპოზიციურად განწყობილი პირების დევნითა და მათ მიმართ რეპრესიების
გატარებით, ასევე ხშირი იყო მათზე თავდასხმისა და ფიზიკური შეურაცხყოფის
შემთხვევები. 2007 წლის მეორე ნახევარში განსაკუთრებით ხშირი იყო იმ პირთა
დევნის, ცემისა და დაპატიმრების შემთხვევები, რომლებიც მონაწილეობდნენ
ოქტომბერ-ნოემბრის საპროტესტო აქცია მანიფესტაციებში, ან რომლებიც
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრები ან აქტიური მხარდამჭერები იყვნენ.
2008 წლის პირველ ნახევარი გრძელდებოდა იგივე ტენდენცია, თუმცა ამ პერიოდში
განსაკუთრებით საგანგაშო მასშტაბი შეიძინა იმ პირთა სასტიკმა ცემამ, ვინც
პოლიტიკური ოპოზიციის აქტიური მხარდამჭერები იყვნენ 2008 წლის 21 მაისის
საპარლამენტო არჩევნების პერიოდში. შესაბამისად, პოლიტიკური დევნის
მსხვერპლი პირებიც შეიძლება პირობითად შემდეგ კატეგორიებად დავყოთ:
1. პირები, რომლებზეც 2007 წლის 7 ნოემბრამდე განხორციელდა მუქარისა და
ზეწოლის ფატები; ამ პერიოდში პირები ძირითადად თვალთვალზე, მათ
მიმართ განხორციელებულ მუქარაზე საუბრობდნენ. თუმცა, ამავე პერიოდში
ასევე ადგილი ჰქონდა ფიზიკური შეურაცხყოფის არაერთ ფაქტს (მაგ. ანდრო
ქიტიაშვილის საქმე85, პარლამენტის მაშინდელი წევრების ბეჟან გუნავასა და
ბიძინა გუჯაბიძის ცემის ფაქტი86, კობა ჭითანავას, ლუკა მაჭუტაძის, ბიჭიკო
მშვოდიბაძის, რატი მაისურაძისა და სხვათა საქმეები87); თითოეულ ამ ფაქტზე
დაიწყო წინასწარი გამოძიება, თუმცა არც ერთ მათგანზე არ დამდგარა
საბოლოო შედეგი.
2. პირები, რომლებიც 2007 წლის 7 ნოემბრამდე და შემდგომ პერიოდში
ადმინისტრაციული
და
სისხლისსამართლებრივი
წესით
დააკავეს.
სისხლისსამართლებრივი
წესით
პასუხისგებაში
მიცემული
პირების
უმრავლესობა სასჯელს იხდის ნარკოტიკული ნივთიერებებისა და იარაღის
უკანონო ბრუნვის გამო. არის ერთი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური
დისიდენტი დააპატიმრეს პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევისათვის,
(მაგ. ილია წურწუმია). დღემდე აღნიშნული პირების გარკვეული ნაწილი
რჩება
თავისუფლებააღკვეთილი.
მათ
წინააღმდეგ
წარდგენილი
მტკიცებულებები არადამაჯერებელია. სისხლის სამართლის საქმეში
არსებული გარემოებები ბადებს ეჭვს, რომ ადგილი ჰქონდა მტკიცებულებების
ფალსიფიცირებას. განაჩენთა უმრავლესობა ემყარება სწორედ ასეთი სახის
85
იხ. სახალხო დამცველის 2007 წლის მეორე ნახევრის საანგარიშო მოხსენება, გვ.12.
86
იხ. სახალხო დამცველის 2007 წლის მეორე ნახევრის საანგარიშო მოხსენება. „მანუჩარ პუტკარაძისა
და სხვათა საქმე, გვ. 375
87
იხ . სახალხო დამცველის 2007 წლის მეორე ნახევრის მოხსენება, გვ. 387, გვ. 389,
194
პოლიტიკური დევნა
მტკიცებულებებს. მაგ. რევაზ კლდიაშვილის, მერაბ რატიშვილის და სხვათა
საქმეები88.
3. 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში და
უშუალოდ არჩევნების შემდგომ მომხდარი თავდასხმის ფატები. ამ პერიოდში
არაერთ ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილ პირს მიაყენეს
ფიზიკური შეურაცხყოფა. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას
ძირითადად ოპოზიციის წარმომადგენლები ხდებოდნენ თავდასხმის
მსხვერპლი. სახალხო დამცველმა დააფიქსირა მხოლოდ ერთი შემთხვევა,
როდესაც აღნიშნულ წინასაარჩევნო პერიოდში თავდასხმის მსხვერპლი
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი გახდა (იხ. გვანცა
ხოსიტაიშვილის საქმე)89. საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, კი ფიზიკური
ანგარიშსწორების ობიექტი 14 ადამიანი გახდა. თავდასხმების ერთ–ერთი
მიზეზი ის იყო, რომ 2008 წლის ივნისის თვეში გაერთიანებული ოპოზიცია
გეგმავდა მიტინგის ჩატარებას, რათა დაეფიქსირებინა პოზიცია 2008 წლის 21
მაისს არჩეული პარლამენტის შეკრებასთან დაკავშირებით. თუმცა, არცერთი
საქმე ბოლომდე არ არის გამოძიებული, ნაწილზე კი გამოძიება შეწყდა.
შეწყვეტის საფუძველი, ყველა შემთხვევაში, დაზარალებულისათვის
მიყენებული ფიზიკური დაზიანებების მსუბუქი ხარისხი - სისხლის
სამართლის კერძო ბრალდების სახე და დანაშაულზე კერძო საჩივრის
არარსებობაა.
რეალურად თუ შევხედავთ სიტუაციას, დავინახავთ, რომ სამართალდამცავი
ორგანოები აშკარად ლოიალურ პოლიტიკას ატარებენ, როცა საქმე ოპოზიციური
აზრის მატარებელი პირების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს ეხება. ხშირად ეს
უმოქმედობასა და არაადეკვატურ დამოკიდებულებაში გამოიხატება. ამის ნათელი
მაგალითი იყო 2007 წლის ოქტომბრის თვეში მაშინდელ პარლამენტის წევრებზე
ბიძინა გუჯაბიძესა და ბეჟან გუნავაზე ზუგდიდში განხორციელებული თავდასხმა.
მაშინ, როდესაც სახეზე იყო სისხლის სამართლის დანაშაულის აშკარა ნიშნები,
სამართალდამცავი ორგანოები დამნაშავეთა მიმართ მხოლოდ ადმინისტრაციული
ღონისძიებების გატარების მოთხოვნით შემოიფარგლნენ.
უმეტეს შემთხვევაში საერთოდ არ ხდება დანაშაულზე ჭეშმარიტების დადგენა.
გამოძიება, როგორც წესი, მიმდინარეობს, თუმცა უშედეგოდ. საპარლამენტო
არჩევნების შემდეგ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფიზიკური ანგარიშსწორების ობიექტი
დროის ძალიან მოკლე პერიოდში 14 ადამიანი გახდა: მამუკა კვარაცხელია, რამინ
აბულაძე, დავით საზანიშვილი, ამირან იობაშვილი, ნუგზარ ხუცურაული, გიორგი
თავდგირიძე, გიორგი შერვაშიძე, ბორის ძანაშვილი, ლევან ჯღარკავა, ლევან
გვარჯალაძე, დავით მეტრეველი, იოსებ ბორცვაძე, ზურაბ გიგუაშვილი და ნონა
საღარეიშვილი. თითოეულ საქმეზე დაიწყო გამოძიება, თუმცა არცერთი საქმე
დღემდე გამოძიებული არ არის.
ამას ემატება ქმედების კვალიფიკაციის პრობლემაც. მაშინ, როდესაც აშკარაა ამა თუ
იმ ინციდენტის პოლიტიკური მოტივი, სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებას
აწარმოებენ საქართველოს სისხლის სამართლის 118-ე მუხლით (ჯანმრთელობის
88
იხ სახალხო დამცველის 2008 წლის პირველი ნახევრის საანგარიშო მოხსენება, გვ. 339,გვ. 342
89
იხ. სახალხო დამცველის 2008 წლის პირველი ნახევრის საანგარიშო მოხსენება, გვ. 364
195
პოლიტიკური დევნა
ნაკლებად მძიმე დაზიანება). გამოძიება დღემდე თავს არიდებს გაერთიანებული
ოპოზიციის აქტივისტების მიმართ განხორციელებული თავდასხმის კვალიფიკაციას
სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 პუნქტით. იგი ითვალისწინებს
სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადამიანის დევნისათვის სიტყვის,
აზრის, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. სისხლის
სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის თანახმად კი გათვალისწინებულია
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ადამიანთა თანასწორუფლებიანობის
დარღვევისათვის. მიუხედავად ამისა, გამოძიება თავს არიდებს იმის დაფიქსირებას,
რომ დანაშაული სწორედ პირის პოლიტიკურ მოსაზრებებს უკავშირდება. 2008 წლის
საპარლამენტო არჩევნების შემდგომ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, რიგ
შემთხვევაში, შეწყდა გამოძიება (ლევან ჯღარკავა, ბორის ძანაშვილი, დავით
მეტრეველი). ლევან გვარჯალაძის შემთხვევაში კი ძიება მის წინააღმდეგ
მიმდინარეობს. არცერთ დანარჩენ საქმეზე საბოლოო შედეგი არ დამდგარა.
2007 წლის 4 ნოემბერს გამართული საიდუმლო თათბირის თაობაზე დროებითი
საგამოძიებო კომისიის შექმნის წინადადებით სახალხო დამცველი 2008 წლის 30
დეკემბერს ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენების დასკვნით სიტყვაში გამოვიდა
და იქვე განაცხადა, რომ მზად არის, კომისიას ყველა მტკიცებულება გადასცეს.
კერძოდ, სახალხო დამცველის ხელთ არსებული ინფორმაციით, 2007 წლის 4
ნოემბერს, კვირა დღეს, საღამოს 9 საათზე ჩატარდა თათბირი შინაგან საქმეთა
მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში, რომელსაც ოცამდე მაღალი
თანამდებობის პირი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ თავად შინაგან საქმეთა
მინისტრი ვანო მერაბიშვილი, მაშინდელი გენერალური პროკურორი ზურაბ
ადეიშვილი, თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, შსს კონსტიტუციური
უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია და სხვები.
ვანო მერაბიშვილმა დამსწრეებს ოპოზიციასთან და მიტინგის მონაწილეებთან
ბრძოლის ტაქტიკა გააცნო. კერძოდ, უნდა შეედგინათ მიტინგებში მონაწილეთა
სიები და არცერთი მათგანი არ უნდა დარჩენილიყო გაულახავი. მისი თქმით, ეს
საქმე უკვე დაწყებული ჰქონდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს,
მაგრამ საჭირო იყო ამ ფრონტის გაშლა და მასში მეტი ადამიანის ჩართვა. ცემა უნდა
მომხდარიყო ძირითადად თირკმელებში და მუცელში, თუმცა, განსაკუთრებულ
შემთხვევებში, სახეშიც შეიძლებოდა. მიტინგის ზოგიერთი მონაწილისთვის,
განსაკუთრებით „მოშავო ტიპებებისთვის“, ნარკოტიკები უნდა ჩაედოთ, ოპოზიციის
მხარდამჭერ ბიზნესმენებს კი დავით კეზერაშვილი მიხედავდა.
მინისტრმა ცემის მოტივი შემდეგნაირად ახსნა: აქტიური მომიტინგეები
აუცილებლად დაიწყებენ „ბლატაობას“, ხოლო გალახული კაცი საქართველოში არის
„ჩმორი“ და მაშინვე კარგავს გავლენას. აი, ეს არის ის მოტივი, რომლის გამოც უნდა
მომხდარიყო პოლიტიკური ოპოზიციის აქტივისტებისა და ხელისუფლების
პოლიტიკით უკმაყოფილო ადამიანების ცემა.
ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ სახალხო დამცველის აპარატმა გააძლიერა
მონიტორინგი აქციების მიმდინარეობაზე. სახალხო დამცველმა გადადო თავისი
ვიზიტი საზღვარგარეთ. 7 ნოემბერს სახალხო დამცველი და მისი აპარატის
თანამშრომლები, რომლებიც თავადაც გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი, მთელი
დღე აკვირდებოდნენ, როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ შინაგან საქმეთა,
196
პოლიტიკური დევნა
იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმები, პოლიციის თანამშრომლები
და უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლები მშვიდობიან
მომიტინგეებს.
მას შემდეგ სახალხო დამცველმა უამრავი დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც 7 ნოემბრის
მიტინგის დარბევისა და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების ცემის
ფაქტების გამოძიებას ითხოვდა, მაგრამ ამაოდ. ამისთვის ღია წერილითაც მიმართა
პრეზიდენტს, ისაუბრა თავის საპარლამენტო მოხსენებაში. აპარატმა შეისწავლა და
გამოიძია არაერთი ფაქტი და მასალები რეაგირებისთვის გადაუგზავნა შინაგან
საქმეთა მინისტრს და გენერალურ პროკურორს, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი
იყო, არაფერი იქნა გამოძიებული.
სახალხო დამცველი მიჩნევს, რომ შს მინისტრთან 4 ნოემბერს ჩატარებული თათბირი
განსაკუთრებული შემთხვევაა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა მასობრივი დარღვევა და ზედმიწევნით შესწავლას საჭიროებს. ცემა
გამოცხადდა პოლიტიკად, დაიგეგმა და განხორციელდა კიდეც. ეს არის მიზეზი, თუ
რატომ სცემდნენ ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო ადამიანებს 2007 წლის
ოთხ ნოემბრამდეც და მას შემდეგაც, და ნათელი ახსნა იმისა, თუ რატომ არ ხდება
ათეულობით ასეთი ფაქტის გამოძიება.
საიდუმლო თათბირთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო
კომისიის შექმნის თხოვნით სახალხო დამცველმა პარლამენტის თავმჯდომარეს
დავით ბაქრაძეს 2009 წლის 12 იანვარს წერილობით მიმართა, თუმცა პასუხი დღემდე
არ მიუღია.
2009 წლის 16 თებერვალს სახალხო დამცველმა განმეორებით მიმართა საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით ბაქრაძეს 2007 წლის 4 ნოემბერს
გამართული საიდუმლო თათბირის თაობაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის
შექმნასთან დაკავშირებით.
სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო ხელისუფლება მკაცრ პოლიტიკას
ატარებს ოპოზიციურად განწყობილ პირთა მიმართ. დღემდე თავისუფლების
აღკვეთის ადგილებში სასჯელს იხდიან პირები, რომელთა წინააღმდეგ გამოტანილი
განაჩენები არ აკმაყოფილებს დადგენილ მტკიცების მინიმალურ სტანდარტს (იხ.
დანართი: ნორა კვიციანი – არღვლიანის, იგორ გიორგაძის პოლიტიკური კურსის
მომხრეების საქმე).
2008 წლის მეორე ნახევარში არსებული სიტუაცია არ გაუმჯობესებულა, ვინაიდან
პოლიტიკური დაპატიმრებების ტენდენციები გრძელდება. ამასთან, არის ახალი
შემთხვევებიც. ამის მაგალითია, ,,ლეიბორისტული პარტიის“ წევრის არჩილ ბენიძის
საქმე. იგი 2008 წლის 25 ივლისს, 20:20 წუთზე, თბილისში, ფანასკერტელის ქ. 9, ბინა
48–ში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების
დეპარტამენტის საგამოძიებო ნაწილის
გამომძიებელმა დავით გოგატაშვილმა
დააკავა.
197
პოლიტიკური დევნა
არჩილ ბენიძე არის საქართველოს ,,ლეიბორისტული პარტიის“ გლდანის რაიონული
ორგანიზაციის ხელმძღვანელი. იგი ეჭვმიტანილ იქნა ორგანიზებული ჯგუფის მიერ
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი
ოდენობით შემოსავლის მიღება.
არჩილ ბენიძეს წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა ეწურებოდა 2009 წლის 25
აპრილს, 2009 წლის 18 მარტს, ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე, არჩილ
ბენიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – შეიცვალა 2000 ლარიანი
გირაოთი. მაშინ, როცა საქმეზე გამოძიება დამთავრდა და სასამართლოს
განსახილველად გადაეგზავნა 2008 წლის 22 სექტემბერს და ექვსი თვის
განმავლობაში სასამართლოს შეეძლო, გამოეტანა საბოლოო გადაწყვეტილება.
აღნიშნული ფაქტიც მოწმობს ბრალდების უსაფუძვლობის გამო არჩილ ბენიძის
საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის პრობლემატურობას.
საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა რა არჩილ ბენიძის სისხლის
სამართლის საქმის მასალები, მიიჩნია, რომ საქმის გამოძიება წარიმართა
ტენდენციურად. კერძოდ, არჩილ ბენიძის სისხლის სამართლის საქმეში არსებული
მტკიცებულებები და ფაქტები არ აკმაყოფილებს იმ დანაშაულის შემადგენლობის
არც ობიექტურ და არც სუბიექტურ ნიშნებს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება.
საქმეში უაღრესად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბრალდების თანახმად,
დანაშაული ჩადენილია ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ჯგუფის ორგანიზატორად
სავარაუდოდ მოიაზრება ,,ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა
ნათელაშვილი, ,,სავარაუდოდ,“ ვინაიდან მასზე არც სისხლისსამართლებრივი
დევნაა დაწყებული და მოწმედაც არ დაკითხულა. მით უმეტეს, რომ გამოძიების
მიერ დაკმაყოფილდა არჩილ ბენიძის ადვოკატების შუამდგომლობა შალვა
ნათელაშვილის დაკითხვის თაობაზე, რაც სისრულეში არ ყოფილა მოყვანილი.
ნაცვლად იმისა, რომ სასამართლოს გამოესწორებინა გამოძიების ხარვეზი და
მოეხდინა შალვა ნათელაშვილის სასამართლო პროცესზე დაკითხვა, მან
დაუსაბუთებლად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა არჩილ ბენიძის ადვოკატების
შუამდგომლობა შალვა ნათელაშვილის სასამართლო პროცესზე დაკითხვის თობაზე.
საქმეში არსებობს არაერთი მსგავსი ხარვეზი. რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს,
რომ არჩილ ბენიძის, როგორც ლეიბორისტული პარტის წევრის მიმართ,
განხორციელდა პოლიტიკური დევნა. ( იხ. დანართი, არჩილ ბენიძის საქმე)
პოლიტიკური პატიმრობის კონკრეტული კრიტერიუმები გვხვდება ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეის 2004 წლის #1359 რეზოლუციაში აზერბაიჯანში
პოლიტიკური პატიმრების თაობაზე. ეს კრიტერიუმებია :
ა. დაპატიმრებამდე ადამიანი უნდა იყოს პოლიტიკურად აქტიური და მისი
დაპატიმრებით ხელისუფლებამ უნდა მიიღოს პოლიტიკური სარგებელი;
ბ. ადამიანები, რომლებიც შეგნებულად ან შეუგნებლად შეურაცხყოფენ
ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს;
გ. ადამიანები, რომელთა დაპატიმრებას საფუძვლად დაედო არაადეკვატური და
საკამათო მტკიცებულება და არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მოწმის ჩვენება,
რომლის გათვალისწინებითაც მოხდა პატიმრობის გამოყენება, ყალბია;
198
პოლიტიკური დევნა
დ. დაპატიმრებული ნათესაურ ან მეგობრულ ურთიერთობაში იმყოფება პირთან,
რომელიც აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ახორციელებდა;
იმისთვის, რომ პირი ჩაითვალოს პოლიტპატიმრად, იგი უნდა აკმაყოფილებდეს
რეზოლუციაში მოცემულ ერთ–ერთ კრიტერიუმს. როგორც ვხედავთ, არჩილ ბენიძის
შემთხვევაში, არსებობს ისეთი გარემოებები, რომლებიც შეესაბამება ზემოაღნიშნულ
კრიტერიუმებს. კერძოდ, არჩილ ბენიძე იყო პოლიტიკურად აქტიური – იგი იყო
,,ლეიბორისტული პარტიის“ გლდანის ოფისის ხელმძღვანელი. ხელისუფლებამ მისი
დაპატიმრებით ცდილობდა მიეღო პოლიტიკური სარგებელი – მისი მიზანი იყო
მოეხდინა პოლიტიკური პარტიის დისკრედიტაცია; გარდა ამისა, ვინაიდან საქმე
არაპირდაპირ
შეეხება
ბადრი
პატარკაციშვილის
მითითებულ
თანხებს
(დაწვრილებით იხ. დანართი: არჩილ ბენიძის საქმე), უნდა ვივარაუდოთ, რომ არჩილ
ბენიძის სისხლის სამართლის საქმე მოფიქრებული იყო, როგორც ბადრი
პატარკაციშვილის სისხლის სამართლის საქმის ნაწილი, რომელიც ამ უკანასკნელის
გარდაცვალების გამო შეწყდა. სავარაუდოდ, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ
არჩილ ბენიძის ბედი დღემდე გაურკვეველია და სასამართლო ვერ ახერხებს სისხლის
სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანას.
არჩილ ბენიძის შემთხვევაში მის დაპატიმრებას საფუძვლად დაედო არაადეკვატური
და საკამათო მტკიცებულებები და ამასთან, იგი იყო ოპოზიციური პოლიტიკური
პარტიის - ლეიბორისტული პარტიის აქტიური წევრი და მეგობრულ
ურთიერთობაში იმყოფებოდა პირთან, რომელიც აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას
ახორციელებს – შალვა ნათელაშვილთან.
სახალხო დამცველი განაგრძობს უკვე არსებული საქმეების დეტალურ შესწავლას,
რათა დადგინდეს, რამდენად ხდება ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში
პოლიტიკური დევნა (იხ. დანართში ნორა კვიციანი – არღვლიანისა და ტელმან
გასანოვის საქმეები).
ნორა კვიციანი–არღვლიანი კი, ფაქტობრივად იმის გამო, რომ მისი ძმის ემზარ
კვიციანისა და შვილის - ბაჩუკი არღვლიანის მიმართ გამოცხადებული ძებნა,
სახელმწიფოს მხრიდან ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა. იგი დღემდე რჩება
პოლიტპატიმრად.
კერძოდ, 2006 წლის 24 ნოემბერს სისხლის სამართლის #061933 საქმეზე შედგენილ
იქნა საბრალდებო დასკვნა ნორა ბექმურზას ასულ კვიციანი–არღვლიანის მიმართ და
მას ბრალი დაედო უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნაში, ცეცხლსასროლი
იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში;
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მის მართლზომიერ მფლობელობასა
და გამგებლობაში მყოფი დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო
მითვისებაში, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 223–ე
მუხლის პირველი ნაწილით, 236–ე მუხლის პირველი ნაწილით, 182–ე მუხლის მეორე
ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
199
პოლიტიკური დევნა
ისევე, როგორც არჩილ ბენიძის შემთხვევაში, ნორა კვიციანი – არღვლიანის სისხლის
სამართლის საქმეში არის მრავალი ხარვეზი:
მოწმეთა ჩვენებები – არც ერთი მოწმის ჩვენებით არ დასტურდება ნორა კვიციანი–
არღვლიანის მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რომლისთვისაც იგი იხდის
სასჯელს. აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესზე ორმა მოწმემ - თემურ
ჩხეტიანმა და ნაზი წულუკიძემ - არ დაადასტურეს გამოძიების ეტაპზე მიცემული
ჩვენება და ფაქტობრივად ნორა კვიციანის სასარგებლოდ მისცეს. ორი მოწმე
საერთოდ არ გამოცხადებულა. მეტიც, თემურ ჩხეტიანმა სასამართლოს სხდომაზე
განაცხადა, რომ წინასწარი გამოძიეძიებისთვის მიცემული ჩვენება ზეწოლის ქვეშ
იქნა მიცემული. ხოლო დანარჩენი მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებები იყო
არასაკმარისი, რომ სასამართლოს დადასტურებულად მიეჩნია ნორა კვიციანის მიერ
დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ამის შემდეგ თემურ ჩხეტიანი და ნაზი წულუკიძე დააპატიმრეს არსებითად
ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემისთვის, რის შემდეგაც, 28 მარტს, მათივე
განცხადების საფუძველზე, ისინი სასამართლოს მიერ ხელახლა დაიკითხნენ.
აღნიშნულ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია თემურ ჩხეტიანის მიერ განმეორებით
სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენება, სადაც მან განაცხადა, რომ მას პირადად
არ ჰქონია ხელახლა დაკითხვაზე განცხადების დაწერის სურვილი, განცხადება
დააწერინეს პოლიციის სამმართველოში. პოლიციელთა საუბრიდან მან გააკეთა
დასკვნა, რომ გაათავისუფლებდნენ პატიმრობიდან, თუ ისე იტყოდა, როგორც
პირველ ჩვენებაში ეწერა.
ანუ, თემურ ჩხეტიანმა ფაქტობრივად აღიარა, რომ მისი ბოლო ჩვენება შედეგი იყო
სამართალდამცავების მხრიდან დაპირების, რომ ჩვენების გადათქმის შემთხვევაში
იგი გათავისუფლდებოდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან. ამდენად,
ნორა კვიციანი–არღვლიანის საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებების ანალიზის
საფუძველზე ვასკვნით, რომ აღნიშნულ ჩვენებათა შეფასება მოხდა სსსკ–ის 132–ე
მუხლის90 მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან საბრალდებო დასკვნას და განაჩენს
საფუძვლად დაედო იმ ჩვენებები, რომლებიც არ წარმოადგენდა დასაშვებ, უტყუარ
და საკმარის მტკიცებულებებს
ნორა კვიციანი–არღვლიანის დამნაშავედ
ცნობისთვის.
ნორა კვიციანი–არღვლიანის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში
მიცემის
დადგენილებაში, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასთან დაკავშირებით,
90
,,თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების,
დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი
ერთობლიობით _ დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით.
გამომძიებელი, პროკურორი და მოსამართლე მტკიცებულებას აფასებენ თავისუფლად, შინაგანი რწმენით.
ეჭვი დამნაშავედ პირის ცნობისათვის მტკიცებულების უტყუარობისა და მისი საკმარისობის თაობაზე უნდა
გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ ეჭვი არ შეიძლება გაბათილდეს დამატებით მტკიცებულებათა
შეკრებით. არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის
დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.”
200
პოლიტიკური დევნა
ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად მითითებულია ტელეკომპანია
,,რუსთავი 2“–ის საინფორმაციო გადაცემა ,,კურიერში“, ტელეკომპანია ,,იმედსა“ და
საინფორმაციო გადაცემა ,,დროებაში“ გაკეთებული განცხადების სიუჟეტები.
შესწავლილი საქმის მასალების საფუძველზე მიგვაჩნია, რომ ტელეკომპანიების
სიუჟეტები, ნორა კვიციანი–არღვლიანის დანაშაულში მამხილებელი ფაქტების
არარსებობის გამო, არ შეიძლებოდა, საფუძვლად დასდებოდა უკანონო
შეიარაღებული ფორმირების შექმნაში ნორა არღვლიანის ბრალდებულის სახით
პასუხისგებაში მიცემას. სიუჟეტებიდან კარგად ჩანს, რომ ნორა კვიციანი –
არღვლიანი შეწუხებულია მომხდარით და შეშფოთებას გამოთქვამს კოდორის
ხეობაში ჯარის შეყვანასთან დაკავშირებით. განცხადებები, თავისი შინაარსით, არ
შეიცავდა ნორა კვიციანი–არღვლიანის ბრალდების მამხილებელ ფაქტებს, ხოლო
სხვა მტკიცებულება ამ დროისთვის არ არსებობდა. შესაბამისად, დაუდგენელია, თუ
რა დაედო საფუძვლად ნორა არღვლიანის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში
მიცემას.
ზემოაღნიშნული და საქმეში არსებული სხვა მრავალი კითხვა, რომელიც
გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპზეც პასუხის გარეშე არის დარჩენილი,
იძლევა მყარ საფუძველს, რომ ნორა კვიციანი–არღვლიანი ჩაითვალოს პოლიტიკურ
პატიმრად.
ნორა კვიციანი–არღვლიანის #061933 სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას
გამოძიებამ, პროკურატურამ და სასამართლომ უხეშად დაარღვიეს საქართველოს
კონსტიტუცია და სისხლის სამართლის
კანონმდებლობა. გამომძიებელმა,
პროკურორმა, სასამართლომ უტყუარად არ დაადგინეს, მოხდა თუ არა დანაშაული,
ვინ ჩაიდინა იგი, არ გაარკვიეს მტკიცების საგნის ყველა სხვა გარემოება სისხლის
სამართლის საქმესთან დაკავშირებით, მათ მიერ იგნორირებულ იქნა ადამიანის
უფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია და საერთაშორისო სამართლის
საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები.
საქმის მასალების შესწავლით ვასკვნით, რომ გამომძიებელმა, პროკურორმა და
სასამართლომ უტყუარად არ დაადგინეს ნორა კვიციანი–არღვლიანის მიერ იარაღის
შეძენა–შენახვის ფაქტი, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისა და სხვისი
საკუთრების მითვისების მართლზომიერების საკითხი. აღნიშნულ ბრალდებებთან
დაკავშირებით არ ჩატარებულა საქმის ყოველმხრივი, ობიექტური და სრული
გამოძიება, არ დაკამყოფილებულა დაცვის მხარის ობიექტური მოთხოვნები მოწმეთა
დაკითხვასთან დაკავშირებით და საერთოდ არ წარმართულა გამოძიება
ბრალდებულის გამამართლებელი გარემოებების მოსაკვლევად.
ოპერატიული
ინფორმაცია
ნორა
კვიციანი–არღვლიანის
მიერ
უკანონო
შეიარაღებული ფორმირების შექმნაზე გაჩნდა 2006 წლის 22 ივლისს, ანუ როცა ემზარ
კვიციანმა ხელისუფლებას გამოუცხადა დაუმორჩილებლობა და, ფაქტობრივად,
ემზარ კვიციანის მიერ უკვე ჩამოყალიბებული იყო შეიარაღებული ფორმირება; 29
ივლისს ნორა კვიციანი–არღვლიანს საცხოვრებელ ბინაში აღმოუჩინეს იარაღი, 30
ივლისს მის მიმართ დაიწყო წინასწარი გამოძიება მითვისების ფაქტზე, ანუ იმ
201
პოლიტიკური დევნა
ფაქტებზე, რაც 1994 წლიდან არსებობდა კოდორის ხეობაში და არასოდეს მიჩნეულა
კოდორის ხეობის სოფლის გამგებელთა დანაშაულებრივ საქმიანობად.
აღნიშნული გარემოებების ქრონოლოგია ბუნებრივად ბადებს ეჭვს, რომ ნორა
კვიციანი–არღვლიანის
მიმართ
ხორციელდება
მიზანმიმართული
სისხლისსამართლებრივი დევნა მისი ძმის ემზარ კვიციანის დანაშაულებრივი
ქმედებების გამო, რაც უფრო მეტად ანგარიშსწორებას ისახავდა მიზნად, ვიდრე
კანონის სწორი გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტობრივი
გარემოებებისა და მისი ჩამდენი პირის დადგენას.
სახალხო დამცველმა შეისწავლა მაია თოფურიას, თემურ ჟორჟოლიანის და სხვათა
სისხლის სამართლის საქმეები. 2006 წლის 06 სექტემბერს ეჭვმიტანილის სახით
დააკავეს თეიმურაზ ჟორჟოლიანი, ვარლამ გალდავა, რევაზ ბულია, ვახტანგ
ტალახაძე, იაკობ კვინიკაძე, გიორგი მეტრეველი, რამაზ სამნიძე, მაია თოფურია,
ზაზა დავითაია, კახაბერ ქანთარია, გურამ პაპუკაშვილი, მაია ნიკოლეიშვილი,
გიორგი ახობაძე, ხოლო 2006 წლის 07 სექტემბერს საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 307-ე და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფო
ღალატი სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად
შეთქმულების ფორმით და სახელმწიფოს ღალატი სახელმწიფო ხელისუფლების
დასამხობად და ხელში ჩასაგდებად ამბოხების მომზადების ფორმით, 2000 წლის 30
ივნისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მათ ბრალი
წარედგინათ. აღნიშნულ პირებს სასამართლო გადაწყვეტილებით შეეფარდათ
თავისუფლების აღკვეთა.
შესწავლის შედეგად აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში გამოიკვეთა მრავალი
ხარვეზი, რომლებიც დაწვრილებითაა აღწერილი 2008 წლის მეორე ნახევრის
მოხსენებაში და რომელიც ნათლად აჩვენებს, რომ დარღვეულია სამართლიანი
სასამართლოს უფლება. კერძოდ, ძირითადი მტკიცებულება სასამართლო ეტაპზე
იყო მოწმეთა ჩვენებები. 2007 წლის აპრილსა და მაისში განსასჯელთა ადვოკატების
მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი 11 მოწმის ჩვენებები
ლინგვისტური ექსპერტიზისათვის გაეგზავნა აშშ ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის
ლინგვისტიკის პროფესორს როჯერ ვ. შუის.91 დასკვნის თანახმად, შვიდი ანონიმური
მოწმის მიერ გამოყენებული წინადადების სტრუქტურის მსგავსება აბსოლუტურად
არ ჰგავს იმას, რომ ისინი შეიძლება წარმოქმნილი იყოს რაიმე კარნახის გარეშე92. ,,ამ
საქმის დასახელებული და ანონიმური მოწმეების ჩვენებების ლინგვისტური
შედარების საფუძველზე სავარაუდოა, რომ მათ ჩვენებებზე მოხდა რაიმე სახის
ზეწოლა, ... რომლის ახსნაც არ შედის ლინგვისტის როლში“.93
ზემოაღნიშნულ მოწმეთაგან ერთ–ერთს, თეიმურაზ ჟორჟოლიანს, რომელიც
აცხადებდა, რომ დეტალურად მოისმინა დამნაშავეებს შორის შემდგარი საუბარი,
91
ტომი 34, ს. ფ. 17 – 21
92
ტომი 34, ს. ფ. 20
93
ტომი 34, ს. ფ. 21
202
პოლიტიკური დევნა
აქვს ფიზიკური ნაკლი, ორივე ყურის აპკის გაუქმება. არც ეს გარემოება მოხვდა
სასამართლოს ყურადღების სფეროში.
ამას გარდა, როგორც
საგამოძიებო ორგანოების, ასევე პირველი ინსტანციის
სასამართლოს მიერ კახაბერ ქანთარიას საცხოვრებელი ბინის სარდაფიდან იარაღის
ამოღების ფაქტის შესწავლის და შეფასების დროს ადგილი ჰქონდა მიკერძოებას
ბრალდების მხარის სასარგებლოდ, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა
განსასჯელების მიმართ წაყენებული ბრალის დამძიმებაზე და სისხლის სამართლის
საქმის მათ წინააღმდეგ გადაწყვეტაზე.
მოსამართლემ განსასჯელი ვახტანგ ტალახაძე მთელი სასამართლო პროცესის
განმალობაში გააძევა სასამართლო დარბაზიდან, რითაც მას წაართვა ზეპირი ჩვენების
მიცემისა და საბოლოო სიტყვის თქმის უფლება (საკუთარი თავის დაცვის უფლება).
საქმეში არსებული ხარვეზების ანალიზისას მივდივართ დასკვნამდე, რომ არც ამ
შემთხვევაში მომხდარა გამოძიების ორგანოების და სასამართლო ხელისუფლების
მხრიდან საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა. აღნიშნული საქმე თავისი არსით
წარმოადგენს არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას,
არამედ ატარებს პოლიტიკურ ხასიათს (იხ. სახალხო დამცველის 2008 წლის პირველი
ნახევრის მოხსენება გვ. 441).
მაია თოფურიასა და სხვათა საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი
უმთავრესად ეფუძნება ისეთ მტკიცებულებებს, რომლებიც დამაჯერებლობას არის
მოკლებული. სადავო არ არის ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულებს დასახული ჰქონდათ
გარკვეული პოლიტიკური გეგმები, რომლებიც უკავშირდებოდა 1995 წელს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – სახელმწიფოს მეთაურზე, ედუარდ
შევარდნაძეზე მოწყობილი ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით ძებნილ იგორ
გიორგაძეს. პარტია ,,სამართლიანობის“ აქტივისტები ატარებდნენ საპროტესტო
აქციებს, მედიით აკეთებდნენ ტერორიზმისათავის ძებნილი, ყოფილი უშიშროების
მინისტრის მხარდამჭერ განცხადებებს. ეს უკანასკნელი აშკარად ადასტურებს
მსჯავრდებულების
მხრიდან
მთელი
რიგი
პოლიტიკური
აქტივობების
განხორციელების ფაქტს., მაგრამ ეს არანაირად არ შეიძლება გახდეს მათი
სისხლისსამართლებრივი ან სხვაგვარი დევნის საფუძველი, რასაც პერიოდულად
ჰქონდა ადგილი ამ პარტიის წარმომადგენლების მიმართ მათი ლიდერების
დაკავებამდე.
სასამართლომ უტყუარი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა იგორ გიორგაძის
პარტიის – ,,სამართლიანობის“ – წევრებისა და მისი მხარდამჭერების მომხრეთა
ბრალეულობის საკითხი. ასეთ პირობებში, ბრალის დამადასტურებელი სათანადო
მტკიცებულებების არარსებობის გამო, ზემოხსენებული პირები სრულიად
აკმაყოფილებენ პოლიტიკური პატიმრისათვის ევროპის საბჭოს მიერ დადგენილ
კრიტერიუმებს.
რეკომენდაცია და წინადადებები
საქართველოს პარლამენტს
203
პოლიტიკური დევნა
1.
შეიქმნას პოლიტიკური პატიმრების საკითხის შემსწავლელი პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის და დააყენებს ყველა იმ
პირის პასუხისმგებლობის საკითხს, ვისი ბრალეულობითაც იმყოფებიან
პოლიტიკური დევნილები პატიმრობაში;
2.
შეიქმნას 2007 წლის 4 ნოემბრის საიდუმლო თათბირის შემსწავლელი
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
ეფექტური და დროული წინასწარი გამოძიება ჩატარდეს რამინ აბულაძის, დავით
საზანიშვილის, მირიან იობაშვილის, ნუგზარ ხუცურაულის, გიორგი თავდგირიძის,
გიორგი შერვაშიძის, იოსებ ბორცვაძის, ზურაბ გიგუაშვილის და ნონა
საღარეიშვილის მიმართ განხორციელებული თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრს
1. არჩილ ბენიძის დარღვეულ უფლებათა და თავისუფლებათა აღდგენის მიზნით,
იმის გათვალისწინებით, რომ ამ ეტაპზე არჩილ ბენიძის სისხლის სამართლის საქმე
გადაცემული აქვს სასამართლოს, სადაც პროკურორი წარმოადგენს სახელმწიფო
ბრალდებას, სსსკ–ის 446–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, პროკურორმა უარი
თქვას არჩილ ბენიძის ბრალდებაზე და შეწყდეს მის მიმართ სსკ–ის 194–ე მუხლის
მესამე ნაწილით არსებული საქმის წარმოება;
2. ამასთანავე, ვინაიდან ფაქტობრივად არჩილ ბენიძის, როგორც ლეიბორისტული
პარტის წევრის მიმართ, განხორციელდა პოლიტიკური დევნა, მოხდეს ყველა იმ
პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, ვისი ბრალეულობითაც
არჩილ ბენიძე 2008 წლის 25 ივლისიდან იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში.
204
მდგომარეობა რელიგიის თავისუფლების კუთხით
მდგომარეობა რელიგიის თავისუფლების კუთხით
საანგარიშო პერიოდში, 2008 წლის მეორე ნახევარში, წლის პირველ ნახევართან
შედარებით, გაიზარდა რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი შეუწყნარებლობისა და
სამართალდარღვევის ფაქტების რაოდენობა. თუკი წინა
წლებში (2004-2007)
რელიგიური ძალადობის ობიექტები უმთავრესად იეჰოვას მოწმეები იყვნენ,
საანგარიშო პერიოდში თავდასხმები განხორციელდა და შეუწყნარებლობა
გამოვლინდა მუსლიმების, საქართველოს ჭეშამარიტი მართლმადიდებელი
ეკლესიის, ხსნის არმიის, ევანგელურ-ორმოცდაათიანელური ეკლესიისა და რერიხის
საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ (იხ. დანართი).
ამასთანავე, პრობლემები, რომლებიც რელიგიიის თავისუფლების, თანასწორობისა
და ტოლერანტობის ბალანსის დაცვის კუთხით უკვე სისტემურ და ,,ტრადიციულ“
ხასიათს ატარებს, კვლავ დაუძლეველ ბარიერად დარჩა.
ამ საკითხებიდან შეიძლება გამოიყოს:
•
ზოგიერთი რელიგიური გაერთიანებისთვის (სომხური სამოციქულო ეკლესია,
კათოლიკე ეკლესია, ებრაული და მუსლიმთა თემები) ისტორიული მემკვიდრეობის
დაბრუნების პრობლემა;
•
ზოგიერთი რელიგიური გაერთიანებისთვის (ე.წ. ტრადიციული რელიგიები)
რეგისტრაციის მათთვის მისაღები რეჟიმის არარსებობა;
•
რელიგიური გაერთიანებებისთვის უთანასწორო სამართლებრივი გარემო, მაგ:
უთანასწორო საგადასახადო რეჟიმი;
•
ელექტრონული მედიაში სხვა რელიგიური ტრადიციებისა და კულტურების
თითქმის სრული იგნორირება (ამ მხრივ მხოლოდ ერთი გამონაკლისი არსებობს:
საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,პირველი არხის“ რადიოეთერით 2006 წლიდან
კვირაში ერთხელ გადის გადაცემა ,,ჩვენი საქართველო“ სადაც ეთნიკურთან ერთად
რელიგიური უმცირესობების საკითხებიც შუქდება ხოლმე). ბეჭდვით მედიაში
ნეგატიური სტერეოტიპებისა და ქსენოფობიის შემცველი პუბლიკაციების
გავრცელება.
სახალხო დამცველის აპარატში 2008 წლის ივლისიდან 2008 წლის დეკემბრის
ჩათვლით შემოსულია სულ 10 განცხადება. ამავდროულად, სამართალდამცავებისა
და სახელმწიფო უწყებების მხრიდან ამ ფაქტებზე რეაგირება, ვარდების
რევოლუციის შემდგომ სხვა წლებთან შედარებით, უფრო არაადეკვატური გახდა.
ზოგიერთ შემთხვევაში ისევ იჩინა თავი სამართალდამცველების გულგრილობამ და
სუბიექტივიზმმა (იხ.დანართი).
205
მდგომარეობა რელიგიის თავისუფლების კუთხით
რელიგიურ ნიადაგზე განხორციელებული დევნა და ძალადობა
რელიგიურ ნიადაგზე განხორციელებულ დევნასთან, ფიზიკურ შეურაცხყოფასთან
და დარბევასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის სახელზე შემოსულია ექვსი
განცხადება.
როგორც გასული ოთხი წლის გამოცდილებაც გვიჩვენებს, ასეთ დანაშაულზე
რეაგირებისას სამართალდამცავი ორგანოების ქვედა რგოლები გულგრილობასა და
მიკერძოებას იჩენენ, ჭიანურდება გამოძიების პროცესი. მეტ-ნაკლებად ადეკვატური
რეაგირება მხოლოდ სახალხო დამცველის ჩარევისა შემდეგ ხორციელდება.
ექვსიდან სამ შემთხვევაში დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის
სამართლის კოდექსის 155–ე (რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ
ხელის შეშლა) და 156–ე (დევნა) მუხლების საფუძველზე, ორ შემთხვევაში გამოძიება
118-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება)
მიმდინარეობს.
ერთი
შემთხვევა
კი
238–ე
მუხლითაა
(ხულიგნობა)
დაკვალიფიცირებული (იხ.დანართი). საანგარიშო პერიოდში ექვსივე საქმესთან
დაკავშირებით დაწყებული გამოძიება არ დასრულებულა. ქვემოთ მოტანილია ორი
ყველაზე შემაშფოთებელი ფაქტი.
ორმოცდაათიანელთა ეკლესის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები
2008 წლის 27 ოქტომბერს სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას შემდგომი რეაგირებისთვის გაუგზავნა
ევანგელურ–ორმოცდაათიანული ეკლესიის იმერეთის რეგიონის პასტორის, სპარტაკ
ჭანკვეტაძის ახსნა–განმარტება, რომლის თანახმადაც ზემოხსენებულმა რელიგიურმა
თემმა ქალაქ ვანში შეიძინა შენობა, სადაც ტარდებოდა რელიგიური
ღვთისმსახურება. რელიგიური უმცირესობის შენობა რამდენჯერმე გახდა
ვანდალური ზემოქმედების ობიექტი. პასტორ სპარტაკ ჭანკვეტაძის განცხადების
თანახმად, თერთმეტჯერ იქნა ჩაამსხვრეული შენობის მინები. ყოველი ინციდენტის
თაობაზე ეკლესია საქმის კურსში აყენებდა საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს ვანის შინაგან საქმეთა სამმართველოს.
მინების ჩამსხვრევის ბოლო შემთხვევა 2008 წლის 9 ოქტომბერს მოხდა. ვინაიდან
აღნიშნულმა კრიმინალურმა ქმედებამ სისტემატური ხასიათი მიიღო, პასტორმა
სპარტაკ ჭანკვეტაძემ გადაწყვიტა უშუალოდ შეხვედროდა პოლიციის ხელმძღვანელ
თანამდებობის პირს, მიეღო ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე და
მოეძებნა შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი.
2008 წლის 10 ოქტომბერს პასტორი სპარტაკ ჭანკვეტაძე ვანის შს სამმართველოს
უფროსის მოადგილემ, მამუკა შალამბერიძემ მიიღო. შეხვედრა შედგა სამმართველოს
უფროსის მოადგილის სამუშაო კაბინეტში. სპარტაკ ჭანკვეტაძის განმარტებით,
შეხვედრას ესწრებოდნენ უბნის ინსპექტორი ვლადიმერ დვალიშვილი და კიდევ
ერთი პოლიციელი, რომლის ვინაობაც სპარტაკ ჭანკვეტაძისათვის უცნობია. მამუკა
შალამბერიძემ მკაფიოდ გამოხატა საქართველოს ევანგელურ–ორმოცდაათიანული
ეკლესიის მიმართ შეუწყნარებელებლობა. სპარტაკ ჭანკვეტაძის განმარტებით,
206
მდგომარეობა რელიგიის თავისუფლების კუთხით
სამმართველოს უფროსის მოადგილემ აღნიშნა, რომ ვინაიდან ქალაქ ვანის
მაცხოვრებლები ორმოცდაათიანელთა რელიგიური შეკრებების წინააღმდეგნი
იყვნენ, რელიგიური თემის წარმომადგენლებს ღვთისმსახურების შესაძლებლობას
ვერ მისცემდნენ. პასტორი აღნიშნავდა, რომ მამუკა შალამბერიძე მიმართავდა მას
შემდეგი სიტყვებით: ,,ჩვენ ვართ ქართველები, მართლმადიდებლები და ჩვენთვის
მიუღებელია ჩვენს ქალაქში სექტების არსებობა.“
მსგავსი განმარტებების მიღების შემდეგ, ევანგელურ–ორმოცდაათიანული ეკლესიის
წარმომადგენელმა დატოვა ვანის შინაგან საქმეთა სამმართველოს პოლიციის შენობა.
საქართველოს ევანგელურ–ორმოცდაათიანული ეკლესიის პასტორის ახსნა–
განმარტებაში მითითებული გარემოებები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს მიერ განხილული საქმის, ,,იეჰოვას მოწმეთა გლდანის
კონგრეგაციის 96 წევრი და ოთხი სხვა საქართველოს წინააღმდეგ“ ფაქტების
იდენტურია. აღნიშნულ საქმეთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში
მოყვანილია შემდეგი გარემოება: 1999 წლის 17 ოქტომბერს დეკანოზმა ბასილ
მკალავიშვილმა და მისმა 120–მა მომხრემ ჩაშალეს იეჰოვას მოწმეთა რელიგიური
შეხვედრა, რომელიც იმართებოდა ახმეტელის თეატრის დარბაზში და მას
ესწრებოდა ,,იეჰოვას მოწმეთა კონგრეგაციის“ 101 წევრი. მამა ბასილმა და მისი
მრევლის წარმომადგენლებმა სცემეს დარბაზში მყოფი სამოცი ადამიანი. მათ შორის
რამდენიმემ მიიღო სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები. სტრასბურგის
სასამართლოს გადაწყვეტილების 28–ე პარაგრაფში აღნიშნულია, რომ ერთ–ერთმა
დაზარალებულმა ლია სიდამონიძემ მიმართა გლდანის შს სამმართველოს და შეხვდა
პოლიციის
უფროსს.
ადამიანის
უფლებათა
ევროპული
სასამართლოს
გადაწყვეტილებაში ლია სიდამონიძეზე დაყრდნობით მოყვანილია პოლიციის
უფროსის სიტყვები: ის თავდამსხმელების ადგილას რომ ყოფილიყო, იეჰოვას
მოწმეებს უარეს დღეში ჩააყენებდა.
აღნიშნულ ფაქტს შეფასება მისცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ:
,,რელიგიურად
მოტივირებული
ძალადობის
დროს
განმცხადებლები
ხელისუფლების მხრიდან აწყდებოდნენ სრულ ინდიფერენტულობასა და
უმოქმედობას. იმის გამო, რომ რელიგიური თემის მიმართ ერთგულება
მართლმადიდებელი ქრისტიანობის საფრთხედ აღიქმება, პოლიცია არანაირად არ
რეაგირებს საჩივრებთან დაკავშირებით. ყველა საშუალების წართმევის შემდეგ,
განმცხადებლები მოკლებულნი არიან, დაიცვან რწმენის თავისუფლება ეროვნული
სასამართლოს წინაშე“ (,,იეჰოვას მოწმეთა გლდანის კონგრეგაციის 96 წევრი და ოთხი
სხვა საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილების 133–ე პარაგრაფი).
ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების უმოქმედობით, რაც გამოიხატებოდა ყველა
ისეთი ღონისძიების გატარებისაგან თავის შეკავებაში, რომელსაც უნდა
უზრუნველეყო რელიგიური თემის დაცვა მართლმადიდებელი ექსტრემისტების
თავდასხმისაგან და საკუთარი რელიგიის თავისუფლი გამოხატვა, დაირღვა
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–9 მუხლი (,,იეჰოვას მოწმეთა
გლდანის კონგრეგაციის 96 წევრი და ოთხი სხვა საქართველოს წინააღმდეგ“
გადაწყვეტილების 134–ე და 135–ე პარაგრაფები).
207
მდგომარეობა რელიგიის თავისუფლების კუთხით
ამდენად, სახალხო დამცველმა შემდგომი რეაგირებისთვის გადააგზავნა სპარტაკ
ჭანკვეტაძის ახსნა–განმარტება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
გენერალურ ინსპექციაში.
ამასთან, შეხვედრის შემდეგ სპარტაკ ჭანკვეტაძისთვის ცნობილი გახდა, რომ
წინასწარი გამოძიება დაიწყო არა რელიგიისადმი დამოკიდებულებისა და
აღმსარებლობის გამო ადამიანის თანასწორუფლებიანობის დარღვევის ფაქტზე,
ქმედება გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 142–ე მუხლის
პირველი ნაწილით, არამედ – ხულიგნობით, რაც გათვალისწინებული სისხლის
სამართლის კოდექსის 239–ე მუხლის პირველი ნაწილით.
2008 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ასევე
მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის
სამმართველოს იმის დასადგენად, იყო თუ არა დაწყებული საქართველოს
ევანეგლურ–ორმოცდაათიანული
ეკლესიის
მინების
ჩამსხვრევის
ფაქტთან
დაკავშირებით წინასწარი გამოძიება; დადებითი პასუხის შემთხვევაში, რა მუხლით
იყო ქმედება დაკვალიფიცირებული და რა ფაქტობრივი გარემოებები იქნა
დადგენილი წინასწარი გამოძიების მიმდინარეობისას.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მითითებულ ორგანოებს საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატისთვის მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და
გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.
ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მუსლიმი მოსახლეობის წინააღმდეგ
განხორციელებული მუქარა
2008 წლის 11 ნოემბერს, სოფ.ჭელაში, რომელიც ძირითადად დასახლებულია ზემო
აჭარიდან ჩამოსახლებული მუსლიმი ეკომიგრანტებით, გამოჩნდა რამდენიმე
ათეული ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომლის წევრებიც გადაადგილდებოდნენ
მიკროავტობუსებით და მსუბუქი ავტომობილებით. მათ რელიგიურ ნიადაგზე
სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მუსლიმ მოსახლეობას და იმ შემთხვევაში, თუკი
ისინი მართლმადიდებლობას არ აღიარებდნენ, გასახლებითაც დაემუქრნენ.
სახალხო დამცველის ხელთ არსებული ინფორმაციით, სოფლის მოსახლეობამ
გამოიძახა პოლიცია, რომელიც ადგილზე დროულად გამოცხადდა და რამდენიმე
პირი დაკითხვის მიზნით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა.
2008 წლის 11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა შეკითხვით მიმართა
საქართველოს შს სამინისტროს ადიგენის შს სამმართველოს უფროსს, ბატონ გელა
სარაშვილს და მოითხოვა შემდეგი სახის ინფორმაცია:
1.
აღნიშნული ფაქტის გამო, 2008 წლის 11 ნოემბერს ადიგენის შს სამმართველოს
რომელი თანამშრომლები იმყოფებოდნენ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფ.ჭელაში
და რა ღონიძიებები გატარდა მათ მიერ;
208
მდგომარეობა რელიგიის თავისუფლების კუთხით
2.
დაწყებულია თუ არა გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე და რა მსვლელობა მიეცა
საქმეს.
2009 წლის 23 იანვრის პასუხის თანახმად, შს სამინისტროს ადიგენის შს
სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ–გამომძიებელი იმყოფებოდა ადიგენის
მუნიციპალიტეტის სოფ.ჭელაში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოხდა
გასაუბრება სავარაუდო დაზარალებულთან, ზურაბ ჯიმშერაძესთან და მის მიერ
თავდამსხმელად დასახელებულ პირთან, ლევან ტურაშვილთან. ზურაბ ჯიმშერაძემ
განაცხადა, რომ ტურაშვილის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და მოითხოვა
შეტყობინების რეაგირების გარეშე დატოვება. ზურაბ ჯიმშერაძეს განემარტა, რომ
ფაქტი სასამართლოს განსახილველია და დარღვეული უფლების დასაცავად
შეუძლია, მიმართოს შესაბამის უწყებებს.
2008 წლის 20 თებერვლის პასუხით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
საქართველოს მთავარი პროკურატურიდან გვეცნობა, რომ 2009 წლის 21 იანვარს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამიანისტროს ადიგენის რაიონულ სამმართველოში
დაიწყო წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 155–ე
მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 2009 წლის
28 იანვარს საქმე ქვემდებარეობით გადაეგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს.
მუსლიმების მდგომარეობა
უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქართველოში მცხოვრები მუსლიმები
(იგულისხმება ქართველი მუსლიმები) სულ უფრო ხშირად ჩივიან მათი უფლებების
შელახვის გამო. ქართველი მუსლიმები კომპაქტურად ცხოვრობენ აჭარაში.
მუსლიმების ნაწილი აჭარაში შექმნილი ეკოლოგიური პრობლემების გამო
საქართველოს სხვადასხვა მხარეში გადავიდა საცხოვრებლად, კერძოდ - სამცხეჯავახეთში, კახეთსა და ქვემო ქართლში, მცირე ნაწილი - საქართველოს დანარჩენ
რეგიონებშიც.
საკმაო ხნის განმავლობაში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები და
ეკომიგრანტი მუსლიმები თავიანთი პრობლემების გასაჯაროებას ერიდებოდნენ,
თუმცა 2007 წლიდან მოკიდებული, მას შემდეგ, რაც ადიგენის რაიონის სოფელ
ფლატეში ზარზმის მონასტრის მრევლის ერთმა ნაწილმა და ზოგიერთმა
ადგილობრივმა მოსახლემ დაიწყო უმოქმედო მეჩეთის დაშლა, რათა სამშენებლო
მასალა
ზარზმის
მონასტრის
ტერიტორიაზე
სამლოცველოს
ასაგებად
გამოეყენებინათ, აჭარაში მცხოვრები მუსლიმებმაც და აჭარიდან გადმოსულმა
ეკომიგრანტებმაც ხმამაღლა დაიწყეს საუბარი მათ წინაშე არსებულ სირთულეებზე.
მათი განცხადებით, მუსლიმებს პრობლემები ექმნებათ აჭარის საჯარო სკოლებში,
სახელმწიფო უწყებებში, მედია საერთოდ არ აშუქებს მათ ყოფა-ცხოვრებას.
პრობლემურია მუსლიმების ისტორიული ქონების დაბრუნების საკითხიც.
მაგალითად, ქობულეთის რაიონის სოფ. მუხაესტატეში ყოფილ მეჩეთში
შესახლებულია პოლიციის განყოფილება, ხოლო ქ.ქობულეთში აღმაშენებლის
209
მდგომარეობა რელიგიის თავისუფლების კუთხით
ქ.#100–ში მდებარე ყოფილ მეჩეთში განთავსებულია ცეკვის სტუდია. ეს უკანასკნელი
2007 წელს ფინანსთა სამინისტრომ აუქციონზე გაიტანა გასაყიდად. აჭარის
მუსლიმთა სასულიერო სამმართველომ მეჩეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით
ფინანსთა სამინისტროში მოთხოვნაც გააგზავნა, მაგრამ ამ საკითხზე აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის პოზიცია ჩამოყალიბებული არ
არის. ასეთივე მდგომარეობაშია ადიგენის რაიონში არსებული ზოგიერთი მეჩეთიც.
მუსლიმებს არ ეძლევათ მისი დაბრუნების შესაძლებლობა.
ბოლო 3 წლის განმავლობაში აჭარის მუსლიმთა თემს, რელიგიური მოტივაციით, არ
ეძლეოდა
შესაძლებლობა,
გაევლო
რეგისტრაცია
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკის ტერიტორიაზე. აჭარის მუსლიმთა სამუფთო სამმართველო, ამ
სახელწოდებით და ხსენებული მიზეზით, დღემდე ვერ იღებს იურიდიულ
აღიარებას. რეგისტრაცია გაიარა აჭარის მუსლიმთა მხოლოდ ერთმა ორგანიზაციამ,
თუმცა მათ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრაციაზე უარის თქმის
შემდეგ, დარეგისტრირება მხოლოდ 2008 წელს მოახერხეს, ისიც მხოლოდ
თბილისში.
სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება
სახალხო დამცველის აპარატში შემოსული ორი განცხადება ალტერნატიულ შრომით
სამსახურში რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლების გაწვევასთან და
სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებასთანაა დაკავშირებული. ამ
საქმეებზე სახალხო დამცველის რეკომენდაციები შესაბამისმა უწყებებმა მხოლოდ
ნაწილობრივ გაიზიარეს.
სამხედრო სავალდებულო სამსახურის ალტერნატიულით შეცვლის მოთხოვნით
ადვენტისტმა ვახტანგ კ-მ შესაბამის უწყებას დროულად არ მიმართა, რის გამოც იგი
სასჯელაღსრულების დეპარტამენტში იხდის სამხედრო სავალდებულო სამსახურს.
ვახტაგ კ-ს მიერ ერთი თვის დაგვიანებით გაკეთებული განაცხადისა და სახალხო
დამცველის
რეკომენდაციის
საფუძველზე
ამჟამად
მიმდინარეობს
ადმინისტრაციული წარმოება. ამავდროულად, განმცხადებელს რელიგიური
აღმსარებლობა შაბათი დღის დაცვას უწესებს და მისთვის ამ დღეს რაიმე სახის
სამხედრო მოვალეობის შესრულება ფუნდამენტურ რელიგიურ
დარღვევას
წარმოადგენს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველმა
სასჯელაღსრულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის
გარე დაცვისა და
სპეციალური დაცვის სამსახურს უფროსს, იუსტიციის პოლკოვნიკს ბატონ კახა
მორგოშიას რეკომენდაციით მიმართა, გათვალისწინებული ყოფილიყო ვახტანგ კ-ს
რელიგიური მრწამსი. აღნიშნული რეკომენდაცია გათვალისწინებულ იქნა.
რელიგიური გაერთიანება ,,იეჰოვას მოწმეების“ მღვდელმსახური სავალდებულო
სამსახურის გადავადების პრობლემას საანგარიშო პერიოდში ისევ წააწყდა. მსგავს
ფაქტებს 2006-2007 წლებშიც ჰქონდა ადგილი. 2007 წელს ანალოგიურ საქმესთან
დაკავშირებით
(იეჰოვას
მოწმე
მღვდელმსახურის
სხვა
კონფესიის
მღვდელმსახურებთან სამართლებრივი თანასწორობის საკითხი) თბილისის
210
მდგომარეობა რელიგიის თავისუფლების კუთხით
საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა და
მიიჩნია, რომ იეჰოვას მოწმეთა ხუცესები ისევე უნდა სარგებლობდნენ გადავადებით,
როგორც სხვა რელიგიათა მღვდელმსახურები,
2008 წლის 19 თებერვალს შოთა რ., სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის
მიზნით, გამოიძახეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის სამხედრო
განყოფილებაში. შოთა რ–მ განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს
რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილებას და, როგორც მღვდელთმსახურმა,
მოითხოვა ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის თანახმად,
სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გაწვევის გადავადება, რაზეც უარი ეთქვა
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის სამხედრო განყოფილების უფროსის, გივი
უსტიაშვილის მიერ.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების 2008
წლის 21 მარტის #117 წერილში აღნიშნულია, რომ აღნიშნული უფლების გამოყენების
შესაძლებლობა შოთა რ-ს არ აქვს, რადგან ,,იეჰოვას მოწმეების კავშირი საქართველოს
სახელმწიფოს მიერ არ არის რეგისტრირებული (აღიარებული), როგორც რელიგია.“
ამავდროულად, საჯარო მოხელემ ვალდებულია იცოდეს, რომ საქართველოს
სამართლებრივი რეჟიმი არ იცნობს უშუალოდ „რელიგიად“ რეგისტრაციის ფორმას
და მხოლოდ არასამეწარმეო კერძო იურიდიულ პირად ახდენს რელიგიური
გაერთიანებების რეგისტრირებას.
აღნიშნული პასუხი შეიძლება შეფასდეს, როგორც საჯარო მოხელის მხრიდან
სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა. როდესაც პირს კანონი აძლევს
სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებას, სამხედრო
განყოფილების უფროსის სამსახურებრივი მოვალეობაა, წვევამდელების მიმართ არ
განახორციელოს დისკრიმინაციული მოპყრობა და მისცეს მათ იმ უფლებით
სარგებლობის საშუალება, რომელიც მათ კანონით აქვთ მინიჭებული. აღნიშნული
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით კი შოთა რ-ს უარი
ეთქვა მისთვის კანონით მინიჭებული უფლების გამოყენებაზე, რაც, ,,საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“
ქვეპუნქტის მიხედვით, წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას.
სახალხო დამცველმა 2008 წლის 23 სექტემბერს „სახალხო დამცველის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე, თბილისის მერიას მიმართა
რეკომენდაციით თბილისს ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის სამხედრო
განყოფილების
უფროსის
გივი
უსტიაშვილისათვის
დისციპლინური
პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.
2008 წლის 6 ნოემბერს აღნიშნული წინადადების პასუხად გვეცნობა, რომ გივი
უსტიაშვილის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი განიხილეს გამგეობის
სხდომაზე. გამგეობა იზიარებს სახალხო დამცველის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ
დარღვეულია შოთა რ-ს უფლებები, მაგრამ არ იზიარებს მოტივს იმის შესახებ, რომ
აღნიშნული წარმოადგენს გივი უსტიაშვილისათვის მიმართ დისციპლინური
211
მდგომარეობა რელიგიის თავისუფლების კუთხით
პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. გამგეობიდან მიღებული წერილით
ირკვევა, რომ შოთა რ-ს უფლებები აღდგენილია და ვაკე-საბურთალოს რაიონის
სამხედრო გამწვევმა კომისიამ მას გადაუვადა სამხედრო სავალდებულო სამსახურში
გაწვევა.
სამხედრო სამსახური და კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 19, რელიგიის თავისუფლება
1.
ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის
თავისუფლება.
2.
დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის
გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.
3.
დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი
გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 14, დისკრიმინიაციის აკრძალვა
ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია
განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და
სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა,
წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
1.
რელიგიის თავისუფლება
საქართველოს კონსტიტუცია (მე–19 მუხლი), ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენცია (მე–9 მუხლი) და პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ
(მე–18 მუხლი) აღირებს რელიგიის თავისუფლებას.
ა.
რელიგიის მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში
რელიგიის თავისუფლება ადამიანის უფლებათა კატალოგიდან ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესია. იგი უზრუნველყოფს ადამიანის შინაგან თავისუფლებას,
რომლის საფუძველზეც ყალიბდება პიროვნების სოციალური მრწამსი. რწმენა
საზოგადოების მორალური და პოლიტიკური განვითარებისთვის ყოველთვის იყო
განმსაზღვრელი ფაქტორი. სწორედ ამის გამოა, რომ რელიგიის თავისუფლებით
დაცულ სფეროში ჩარევა განსაკუთრებით მწვავედ აღიქმება ყველა ინდივიდის მიერ.
კოკინაკისის საქმეში (Kokkinakis v. Greece), რელიგიისა და რწმენის თავისუფლებზე
მსჯელობისას, სასამართლომ განაცხადა: მე-9 მუხლის თანახმად, აზრის, სინდისისა
და რელიგიის თავისუფლება `დემოკრატიული საზოგადოების~ ფუნდამენტს
წარმოადგენს. იგი, თავისი რელიგიური მნიშვნელობიდან გამომდინარე, არა მარტო
მორწმუნეთა პიროვნებისა და მათი ცხოვრების არსის განმსაზღვრელი
უმნიშვნელოვანესი
ელემენტია,
არამედ
ათეისტების,
აგნოსტიკოსების,
სკეპტიკოსებისა და რელიგიისადმი ინდიფერენტული დამოკიდებულების მქონეთა
უძვირფასესი საკუთრებაცაა. სწორედ მასზეა დამოკიდებული პლურალიზმი,
როგორც დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელი შემადგენელი ნაწილი“.
ბ.
რელიგიის თავისუფლება
საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში აღიარებულ უფლებათა შორის რწმენისა
და სინდისის თავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე მეტად გარანტირებული
212
მდგომარეობა რელიგიის თავისუფლების კუთხით
უფლებებაა. ეს უფლება მხოლოდ მაშინ შეიძლება შეიზღუდოს, თუ მისი გამოვლენა
ლახავს სხვათა უფლებებს (საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3
პუნქტი).
შესაბამისად,
კონსტიტუცია
დასაშვებად
მხოლოდ
გარეგანი
თავისუფლების შეზღუდვას მიიჩნევს (ფორუმ ეხტერუმ), რადგან უფლების
განხორციელებისას სხვათა უფლებების დარღვევა მხოლოდ მაშინ არის
შესაძლებელი, როდესაც პირი მას გარეგნულად გამოხატავს და ამით ზემოქმედებს
მეორე ადამიანზე. აღნიშნული იმითაა განპირობებული, რომ ვერავითარი ინტერესი
და კანონიერი მიზანი ვერ დაასაბუთებს სახელმწიფოსათვის მოქალაქის რწმენისა და
სინდისის შინაგანი თავისუფლების (ფორუმ ინტერნუმ) შეზღუდვის საჭიროება.
● პაციფიზმი
ევროპის ადამიანის უფლებათა კომისიამ ევროკონვენციის მე-9 მუხლთან
დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებში ,,ეროუსმიტი გაერთიანებული
სამეფოს წინააღმდეგ“ ნათლად წარმოაჩინა, რომ აღნიშნული მუხლით დაცულ
სიკეთეებში ასევე მოიაზრება პაციფიზმი .
ასე რომ, რწმენის თავისუფლებიდან გამომდინარე, პაციფისტური შეხედულებების
გამო სავალდებულო სამხედრო სამსახურზე (,,სამხედრო სავალდებულო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის
თანახმად ,,რეზერვი წარმოადგენს სამხედრო სავალდებულებას“) უარის თქმის და
მისი არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურით შეცვლის უფლებას
მოიაზრებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი და აღნიშნული
საერთაშორისო ხელშეკრულებები, რადგან იგი რწმენისა და სინდისის
თავისუფლების ფუნდამენტური ასპექტია.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ჩამოაყალიბა მსგავს შემთხვევებში
გამოსაყენებელი პრინციპების ერთობლიობა და მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს,
თავიანთი
ეროვნული
კანონმდებლობა
ასამბლეის
მიერ
შემუშავებულ
სახელმძღვანელო წესებთან შესაბამისობაში მოეყვანათ . ეს პრინციპებია:
1)
სამხედროვალდებული პირები, რომლებიც სინდისის ან ღრმა რელიგიური,
ეთიკური, მორალური, ფილოსოფიური ან მსგავსი მოტივებით უარს აცხადებენ
სამხედრო სამსახურის შესრულებაზე, ისარგებლებენ პერსონალური უფლებით,
გათავისუფლდნენ ამ სამსახურის შესრულების ვალდებულებისაგან.
2)
ეს უფლება წარმოებულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებებიდან კანონის
უზენაესობის მქონე დემოკრატიულ ქვეყნებში, რომლებიც გარანტირებულია
ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის მე-9 მუხლში.
მინისტრთა კომიტეტმა რეზოლუციით აღიარა უფლება სამხედრო სამსახურისადმი
წინააღმდეგობაზე, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9
მუხლიდან წარმოებული.
● ფორუმ ინტერნუმ
კონვენციის ,,მე-9 მუხლი, პირველ რიგში, რწმენისა და რელიგიის პერსონალურ
სფეროს იცავს, რომელსაც ზოგჯერ ფორუმ ინტერნუმ-ს უწოდებენ“.
აქედან
213
მდგომარეობა რელიგიის თავისუფლების კუთხით
გამომდინარე, რელიგიის თავისუფლების ინტერპრეტირებისას აქცენტირებულია
ინდივიდის შინაგანი, პირადი მოსაზრება, სინდისი და რელიგია. ეს კი ნიშნავს, რომ
რომ პირი არ უნდა დაექვემდებაროს ისეთ მოპყრობას, რომელიც აშკარად
ეწინააღმდეგება მის აზროვნებას. ამავდროულად იგი დაცული უნდა იყოს
იძულებისაგან, თავად განახორცილოს ქმედებები, რომლებიც მის რწმენასთან
შეუსაბამოა.
არსებობს ზღვარი, რომლის მიღმაც ვინმეს იძულება, იმოქმედოს თავისი რწმენის
საწინააღმდეგოდ, ინდოქტრინაციად იქცევა. საქმეში ,,დერბი შვედეთის წინააღმდეგ“
(Derby v. Sweden), კომისიამ სწორედ ამგვარი დეფინიციია შეიმუშავა, როცა
განაცხადა, რომ მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ,,იცავს ყველას საკუთარი ნების
საწინააღმდეგო რელიგიურ საქმეში მონაწილეობის იძულებისაგან“.
ევროპის ადამინის უფლებათა კომისიამ საქმეზე “ცირლსი და კულუმპასი
საბერძნეთის წინააღმდეგ” (Tsirlsi and Kouloumpas v.Greece) მიიჩნია, რომ პირთა
უფლება, საკუთარი სინდისისა და რწმენის საფუძველზე უარი თქვან სამხედრო
სავალდებულო სამსახურზე, აღიარებულ უნდა იქნეს. წინააღმდეგ შემთხვევაში
სახელმწიფოს იძულებითი ღონისძიებების გატარება აღიქმება, როგორც უფლებაში
უხეში და გაუმართლებელი ჩარევა.
ც.
ზოგადი და ნეიტრალური კანონების გავლენა რელიგიის თავისუფლებაზე
ზოგი კანონი ნეიტრალურია რელიგიის მიმართ და ეს კანონები ზოგადია
გამოყენების თვალსაზრისით, თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში, გარკვეული
რელიგიის ან რწმენის მიმდევართა მხრიდან ისეთი ქმედების შესრულებას
მოითხოვს, რომელიც ეწინააღმდეგება მათ რელიგიასა და რწმენას. სწორედ ამის გამო
იჭრება ზოგიერთი, ერთი შეხედვით ნეიტრალური კანონი, რელიგიის
თავისუფლებით დაცულ სფეროში.
საქართველოს კანონები სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის თაობაზე
ზოგადი და ნეიტრალურია. ცხადია, მათი უშუალო მიზანი რელიგიური
უმცირესობების შევიწროვება არ არის, თუმცა ამ უმცირესობების სპეციფიკური
საჭიროებების იგნორირებით და, შესაბამისად, ზედმეტად ზოგადი მიდგომით, ისინი
მნიშვნელოვან ტვირთს აკისრებენ მათ, ვინც რელიგიით ან მსოფლმხედველობით
პაციფისტია.
დ. დისკრიმინაცია
საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში ჩამოყალიბებული თანასწორობის
უფლება თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპულ
კონვენციასთან (მე-14 მუხლი) და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ
საერთაშორისო პაქტთან (მე-26 მუხლი).
დემოკრატია იმას არ ნიშნავს, რომ უმრავლესობის მოსაზრებები ყოველთვის უნდა
დომინირებდეს: უნდა იქნეს მიღწეული ბალანსი, რომლითაც უზრუნველყოფილი
იქნება უმცირესობათა სამართლიანი და სათანადო მოპყრობა, რაც თავიდან
აგვაცილებს დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებას.
214
მდგომარეობა რელიგიის თავისუფლების კუთხით
რელიგიასა და რწმენაზე „დაკისრებულ განსაზღვრულ შეზღუდვებს, მიუხედავად
მათი უდავოდ ზოგადი ხასიათისა, შეუძლია რეალურად მხოლოდ ამა თუ იმ
ჯგუფზე მოახდინოს ზეგავლენა ან სხვებზე მეტად მას მიაყენოს ზიანი“. აქედან
გამომდინარე, აღიარებულია, რომ ზოგადი დანიშნულების კანონი შესაძლებელია
დისკრიმინაციული იყოს, რადგან იგი ადამიანთა განსაზღვრულ ჯგუფს აკისრებს
გაცილებით მძიმე ტვირთს, ვიდრე დანარჩენ მოსახლეობას და, შესაბამისად,
შეუძლია მნიშვნელოვანწილად ხელყოს მათი რელიგიისა და რწმენის გამოხატვის
შესაძლებლობა.
იმისათვის, რომ რელიგიის თავისუფლება ეფექტური იყოს, ზოგჯერ აუცილებელია
პრევალირება მოახდინოს არსებულ სამართლებრივ წესრიგზე. უფრო მეტიც,
აღიარებული უნდა იქნეს, რომ თეორიაში კანონის ყველას მიმართ თანაბრად
გამოყენება არ მეტყველებს მის სამართლიანობაზე (თანაბარი ტვირთის ყველაზე
დაკისრების თვალსაზრისით).
საქმეში თლიმენოსი საბერძნეთის წინააღმდეგ (Thlimmennos v. Greece) , სასამართლომ
განმარტა, რომ ზოგადი და ნეიტრალური კანონი დისკრიმინაციული ხასიათისაა,
თუ ის არ ითვალისწინებს გამონაკლისებს რელიგიის ნიადაგზე.
2.
სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივი
საფუძვლები
სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოში დაწესებულია საქართველოს
კონსტიტუციის 101–ე მუხლით და ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. სამხედრო სამსახური იყოფა
სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და
რეზერვად. ზოგადი წესიდან არსებობს გამონაკლისები, რომლებიც განსაზღვრულია
ამ კანონის 29–ე მუხლითა და საქართველოს კანონით ,,არასამხედრო,
ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“.
,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის მიხედვით
გამონაკლისი ზოგადი წესიდან ეხება პირებს, რომლებიც სინდისის, აღმსარებლობის
ან რწმენის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებენ სამხედრო სამსახურზე.
ა.
რეჟიმის შეცვლა
კანონმდებლობის მიხედვით ,,მოქალაქე, რომელმაც უნდა მოიხადოს სამხედრო
ვალდებულება და აქვს სამხედრო სამსახურის გაუვლელობის ამ კანონით
გათვალისწინებული დასაბუთებული მიზეზი, საქართველოს პრეზიდენტის მიერ
საქართველოს სამხედრო ძალებში გაწვევის გამოცხადებიდან 10 დღის განმავლობაში
განცხადებით მიმართავს რაიონის (ქალაქის) გამწვევ კომისიას.“
,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის მიხედვით კი ,,სამხედრო მოსამსახურეს,
რომელიც სამხედრო
ვალდებულებას იხდის გაწვევით, სამხედრო სამსახურიდან ვადამდე ითხოვენ ამ
კანონის 29-ე ან 30-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების წარმოქმნისას.“
215
მდგომარეობა რელიგიის თავისუფლების კუთხით
ეს წესი შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც პირი სამხედრო სავალდებულო
სამსახურში ყოფნის დროს იცვლის რელიგიურ, ან სხვა შეხედულებებს და
უყალიბდება პაციფისტური მწრამსი, მაგრამ არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე,
როდესაც პირმა არ იცოდა საკუთარი უფლების შესახებ, მოეთხოვა ალტერნატირული
სამსახური და მხოლოდ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შემდეგ
გახდა მისთვის ცნობილი ამის შესახებ.
ბ.
სტატისტიკა
ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის 2009 წლის 4 თებერვლის პასუხის მიხედვით
2008 წლის პირველი ივნისიდან 2009 წლის პირველ იანვრამდე მოქალაქეთა
არასმხედრო, ალტერნატიული შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის
სამდივნოში შემოვიდა 159 განცხადება, რომელთაგან ყველა დაკმაყოფილდა.
გაწვეულ წვევამდელებს შორის 30% იყო პაციფისტი, ხოლო 70%-თვის მოტივს
საკუთარი რწმენა და აღმსარებლობა წარმოადგენდა, მათ შორის იყვნენ:
მართლმადიდიდებლები, იეჰოვას მოწმეები, მეშვიდე დღის ქრისტიან ადვენტისტთა
ეკლესიის წევრები, ევანგელისტურ–ბაბტისტური ეკლესიის წევრები, მუსლიმანური
რელიგიის წარმომადგენლები, სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლები
და სხვა რელიგიური გაერთიენების წევრები.
3.
სამხედრო–სარეზერვო სამსახური
„სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად,
კანონის მიღების მიზანს წარმოადგენდა „ქვეყანაში კვალიფიციური შეიარაღებული
ძალების რეზერვის ჩამოყალიბება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების
მიზნით“. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „სამხედრო
ძალების რეზერვი იქმნება მობილიზაციის, საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის,
აგრეთვე სხვა განსაკუთრებული მდგომარეობის დროს ან ეროვნული უსაფრთხოების
ინტერესებიდან გამომდინარე, სამხედრო ძალების მხარდასაჭერად“, ხოლო ამავე
კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პირი გაწვეული იქნება
სამხედრო სარეზერვო სამსახურში საბრძოლო მომზადების მიზნით.
,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე–
3 პუნქტის მიხედვით, სამხედრო ძალების რეზერვის ერთ–ერთი სახეა
ინდივიდუალური
რეზერვი. ,,ინდივიდუალური
რეზერვი
კომპლექტდება
პირებისაგან, [...] რომლებმაც „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე და 30-ე მუხლების საფუძველზე ისარგებლეს
სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების ან გაწვევის
გადავადების უფლებით და შეუსრულდათ 27 წელი“.
შესაბამისად, სამხედრო–სარეზერვო სამსახური აღქმულ უნდა იქნეს, როგორც
სამხედრო სამსახურის ნაწილი.
216
მდგომარეობა რელიგიის თავისუფლების კუთხით
ა.
არასამხედრო
ალტერნატიული–შრომითი
შესაძლებლობის არ არსებობა
სამსახურის
გავლის
•
რეზერვვალდებული პირები
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის წერილში აღნიშნულია, რომ ,,საქართველოს
კანონი ,,სარეზერვო სამსახურის შესახებ“ არ იძლევა საშუალებას, სარეზერვო
სამსახურის ნაცვლად ახალგაზრდამ მოიხადოს სამხედრო ვალდებულება
არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფორმით, ამიტომ ამ
დრაკონული კანონით, უამრავი არამოტივირებული ახალგაზრდა მოხვდა სამხედრო
მოქმედებებში აგვისტოს მოვლენების დროს, თავისის სავალალო შედეგით.“
,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის
მიხედვით:
1. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის ასაკი განისაზღვრება 27-დან 40 წლის
ჩათვლით, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის.
11. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის ასაკი პირისათვის, რომელიც
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის 29-ე და 30-ე მუხლების თანახმად სარგებლობს სამხედრო სავალდებულო
სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლებით,
განისაზღვრება 23 წლიდან, სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის შემდგომ
სამხედრო ვალდებულება მოხდილად ჩაეთვლება და ჩაირიცხება ეროვნული
გვარდიის რეზერვში.
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამხედრო სამსახურში
გაწვევისაგან თავისუფლდებიან:
,,ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად
ცნობილი პირი;
ბ) პირი, რომელმაც სამხედრო სამსახური სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალებში
გაიარა;
გ) პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის
ჩადენისათვის არის ნასამართლევი;
დ) პირი, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ, შრომით სამსახურს;
ე) ასპირანტი;
ვ) პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს სამეცნიერო ხარისხი და ეწევა პედაგოგიურ ან
სამეცნიერო მუშაობას;
ზ) ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის
გავლისას.“
217
მდგომარეობა რელიგიის თავისუფლების კუთხით
,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის
მიხედვით, სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან განთავისუფლდებიან:
,,ა) ქალები;
ბ)
სარკინიგზო
ტრანსპორტის
ტექნიკური
შემადგენლობა,
მუშები
და
მოსამსახურეები, რომლებიც ემსახურებიან გადაყვანა-გადაზიდვას ან დასაქმებული
არიან მოძრავი შემადგენლობისა და სარკინიგზო ტრანსპორტის მოწყობილობების
მომსახურებითა და რემონტით;
გ) საზღვაო ფლოტის შემადგენლობა;
დ) პედაგოგები და ექიმები, რომლებიც მუშაობენ სოფლად;
ე) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების სისტემაში
მომუშავე პირები;
ვ) თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები;
ზ) მოსამართლეები;
თ) პირები, რომლებმაც მოიხადეს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი
სამსახური;
ი) საზღვარგარეთ სასწავლებლად ან სამუშაოდ მყოფი პირები;
კ) დიპლომატიური თანამდებობის პირები;
ლ) სასულიერო პირები;
მ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
პირები;
ნ) საქართველოს პარლამენტის წევრები.
2. პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის
ჩადენისათვის არის ნასამართლევი, სამხედრო სარეზერვო სამსახურში არ მიიღება.“
საბოლოოდ გამოდის, რომ პირებს, რომლებიც არ შედიან ,,სამხედრო სარეზერვო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლში ჩამოთვლილ
კატეგორიებში და არიან 23 წელს ზევით, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა სამხედრო
სამსახურის მიმართ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა, გაიწვევენ რეზერვში.
კანონი იმპერატიულად მოითხოვს სამხედრო სარეზერვო სამსახურის კანონით
განსაზღვრული პირების მიერ გავლას, მათ შორის, სტუდენტებსაც უყენებს იმავე
მოთხოვნას. „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ მე-3 მუხლის მე-4 პუქტის
თანახმად: ,,უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების მიერ სამხედრო სარეზერვო
სამსახურის გავლა ერთჯერადად სავალდებულოა“ მართალია, ამავე კანონის მე-8
მუხლი აკეთებს იმ პირების ჩამონათვალს, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან
რეზერვისაგან, მათ შორის ,,პირები, რომლებმაც უკვე გაიარეს არასამხედრო,
ალტერნატიული შრომითი სამსახური“ (მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“
ქვეპუნქტი), მაგრამ ეს ფორმულირება პირებს, რომელთაც რწმენის თავისუფლებაზე
დარყრდნობით არ სურთ სამხედრო სარეზერვო სამსახური, არ აძლევს
შესაძლებლობას, გაიარონ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური.
რადგან ეს ნორმები გულისხმობს, რომ სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევისას
პირს უკვე გავლილი უნდა ჰქონდეს ალტერნატიული შრომითი სამსახური და
თავისთავად გამორიცხავს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირის
შესაძლებლობას, გაწვევის შემდეგ, ანუ მომავალში გასავლელად მოითხოვოს
218
მდგომარეობა რელიგიის თავისუფლების კუთხით
არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური. შესაბამისად, ნორმის
ანალიზიდან ირკვევა, რომ იგი შეეხება იმ პირებს, რომლებიც თავის დროზე გაიწვიეს
სამხედრო
სავალდებულო
სამსახურში,
მათ
დაასაბუთეს
თავიანთი
კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა და არასამხედრო ალტერნატიული შრომითი
სამსახურის გავლა მოითხოვეს. აღნიშნული ნორმა მიმართულია იქით, რომ ამ
პირების გაწვევა აღარ მოხდეს სამხედრო სარეზერვო სამსახურში.
თუმცა შეუძლებელია, კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირებს უკვე
გავლილი ჰქონდეთ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური, რადგან
,,არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის მიხედვით: ,,მოქალაქე... საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს
სამხედრო ძალებში გაწვევის გამოცხადებიდან 10 დღის განმავლობაში განცხადებით
მიმართავს რაიონის (ქალაქის) გამწვევ კომისიას“. ხოლო სამხედრო სარეზერვო
სამსახურის შესახებ კანონის მე-8 მუხლი ,,დ“ ქვეპუნქტში მითითებულია
,,რეზერვისაგან გათავისუფლებულნი არიან პირები, რომლებმაც უკვე გაიარეს
არასამხედრო,
ალტერნატიული
შრომითი
სამსახური“.
ანუ
უფლების
გამოყენებისადმი მიმართული ნორმა მომავლისკენაა მიმართული, ხოლო
საგამონაკლისო უფლების დამდგნეი ნორმა წარსულისკენ, რაც გამორიცხავს, პირის
შესაძლებლობას გამოიყენოს ეს უფლება, თუ მას უკვე არ აქვს გავლილი
არასამხედრო ალტერნატიული სამსახური, ეს კი მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც
პირს იწვევენ სამხედრო სავალდებულო სამსახურში და არა რეზერვში.
როგორც უკვე ვთქვით, ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს
კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი ვრცელდება მხოლოდ იმ
პირებზე, რომლებსაც სამხედრო სავალდებულო სამსახურის ნაცვლად უკვე
მოხდილი აქვთ ალტერნეტიული სამსახური. ეს ნიშნავს, რომ კანონი სარეზერვო
სამსახურიდან ათავისუფლებს ყველა იმ პირს, რომელთაც ალტერნატიული
არასამხედრო, შრომითი სამსახური უკვე გავლილი აქვთ სახელმწიფოს წინაშე
პირველადი ვალდებულების წარმოშობის დროს. ანუ სადავო ნორმის მიზანია,
ყველამ კანონის შესაბამისად გაიაროს სამხედრო სარეზერვო სამსახური,
მიუხედავად მისი სინდისისა და რწმენის თავისუფლებისა, რაც არსებული
რედაქციით არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციიას, ადამიანის
უფლებათა ევროპულ კონვენციას და პაქტს სამოქალაქო და პოლიტიკური
უფლებების შესახებ..
•
პასუხისმგებლობა
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1973 მუხლის
მიხედვით, სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოუცხადებლობა სამხედრო
სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით გამოიწვევს დაჯარიმებას,
ხოლო ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა - ადმინისტრაციულ პატიმრობას
15 დღის ვადით. ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ იგივე ქმედების
გამეორება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 357-ე მუხლის მიხედვით,
ითვლება სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდებად და ისჯება
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ოც
საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
219
მდგომარეობა რელიგიის თავისუფლების კუთხით
ამგვარი მიდგომა არღვევს როგორც რწმენის თავისუფლებას, ისე თანასწორობის
უფლებას, რაც გამოიხატება იმაში, რომ პირი დაუცველია იძულებისაგან, არ
განახორციელოს ქმედებები, რომელიც მის რწმენასთან შეუსაბამოა.
სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში
რელიგიური
შესრულებისთვის შესაბამისი გარემოს არარსებობა
რიტუალის
ერთი განცხადება რუსთავის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი
მუსლიმი მოქალაქის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მუსლიმი
პატიმრებისთვის სამლოცველო ადგილის გამოყოფის მოთხოვნასთან არის
დაკავშირებული. განმცხადებლის თანახმად, სასჯელაღსრულების ხსენებულ
დაწესებულებაში სასჯელს იხდის 90-ზე მეტი მუსლიმი. ეს საკითხი
სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებებისთვისაც აქტუალურია და სახალხო
დამცველი რეკომენდაციების საფუველზე მუსლიმებს რამდენიმე შემთხვევაში
რელიგიური რიტუალებისთვის შესაბამისი პირობები შეექმნათ. თუმცა ამ
კონკრეტულ შემთხვევაში სახალხო დამცველის რეკომენდაცია სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში სამლოცველო ადგილის გამოყოფის შესახებ არ იქნა გაზიარებული
შესაბამისი ფართის არარსებობის მოტივით.
,,სადავო“ ეკლესიების საკითხი
სომხურ სამოციქულო ეკლესიასა და საქართველოს სახელმწიფოს შორის უკვე 18
წელია მიმდინარეობს დავა 6 უმოქმედო ტაძრის გარშემო. ამ საკითხებთან
დაკავშირებით სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენებებში უკვე იყო საუბარი.
ამ პრობლემის გადაჭრა ვერა და ვერ ხერხდება რამდენიმე ფაქტორის გამო. ,,სადავო“
ტაძრები ამჟამად სახელმწიფო კუთვნილებას წარმოადგენს და, შესაბამისად,
სახელმწიფოა პასუხისმგებელი ამ საკითხის გადაჭრაზეც, თუმცა ხელისუფლება ამ
საკითხის დამოუკიდებლად გადაწყვეტისა და პასუხისმგებლობის აღებისგან თავს
იკავებს, რაკი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოცა და
სომხური სამოციქულო ეკლესიაც მისთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ.
შესაბამისად ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ამ საკითხის გადაჭრა სამივე მხარის
კონსესუსის შედეგად უნდა განხორციელდეს.
წლების განმავლობაში ტაძრების გარშემო, განსაკუთრებით კი თბილისში,
ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ნორაშენის ტაძართან დაკავშირებით, სიტუაცია
პერმანენტულად მწვავდებოდა. 2008 წლის ოქტომბერში ნორაშენის გვერდით
მდებარე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრის ,,ჯვრის მამის“
წინამძღვარმა, დეკანოზმა ტარიელ სიკინჭილაშვილმა სარემონტო სამუშაოები
წამოიწყო ნორაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც თვითმხილველი სომეხი
ახალგაზრდები აცხადებენ, სამუშაოების შედეგად ტაძრის კედელზე მიყრილი იყო
სილა და ეზოში სომხური საფლავების ქვებს ადგილი ჰქონდა შეცლილი. ამ ფაქტს
სომხური ეკლესიის პროტესტი მოყვა და საპატრიარქოში გაიმართა სომხური და
საქართველოს ეკლესიების წარმომადგენლების რამდენიმე შეხვედრა. ამ
220
მდგომარეობა რელიგიის თავისუფლების კუთხით
შეხვედრებზე დაისვა საკითხი, შექმნილიყო სადავო ეკლესიების საკითხის
შემსწავლელი კომისია, მაგრამ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, ვინაიდან სომხური
ეკლესიის განცხადებით, ამ ექვს ეკლესიასთან დაკავშირებით მათ გასარკვევი
არაფერი აქვთ, საპატრიარქოს მხრიდან კი, სიტუაციის განმუხტვის მიზნით,
დეკანოზი ტარიელ სიკინჭილაშივილი გადაყვანილ იქნა სამების საკათედრო ტაძრის
მღვდელმსახურად.
ე.წ. სადავო რელიგიური ნაგებობების საკითხი უფრო მასშტაბურია და ის არამარტო
სომხური ეკლესიის, არამედ კათოლიკური, მუსლიმური და ებრაული თემის
საკუთრების დაბრუნებასაც ეხება. პრობლემის მოუგვარებლობის არსი ისაა, რომ
სახელმწიფოს
რელიგიურ
უმცირესობებთან
მიმართებით
არ
გააჩნია
სახელმძღვანელო პრინციპი, რომლის საფუძველზეც რელიგიურ გაერთიანებებს
დაუბრუნდება საკუთარი ქონება. ამავდროულად, ეს პრინციპი გამოვლენილილია
სახელმწიფოსა
და
საქართველოს
მართლმადიდებელ
ეკლესიას
შორის
კონსტიტუციურ შეთანხმებაში, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიისთვის
გასაბჭოების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითვალისწინებს, რაც
ნაწილობრივ განხორციელდა კიდეც.
შეთანხმების თანახმად, ,,სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს
ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს და
არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია
განლაგებული“ (კონსტიტუციური შეთანხმება, მუხლი 7. 1-2.);
ამასთან,
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილების თანახმად, ,,სახელმწიფო
ადასტურებს
XIX-XX
საუკუნეებში
(განსაკუთრებით
1921-90
წლებში),
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში ეკლესიისთვის
მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს, როგორც ჩამორთმეული
ქონების ფაქტობრივი მფლობელი, ვალდებულებას იღებს მატერიალური ზიანის
ნაწილობრივ კომპენსაციაზე.“ (საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება
183; 12. 04. 90) (მუხლი 11. 1.)
ეს გარემოება ზემოთხსენებულ რელიგიურ გაერთიანებებს, მართლმადიდებელ
ეკლესიასთან შედარებით, სახელმწიფოს მხრიდან არათანასწორ მდგომარეობაში
აყენებს.
სახელმწიფომ, თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპიდან გამომდინარე,
ანალოგიური მიდგომით უნდა იხელმძღვანელოს კათოლიკე, მუსლიმი, სომეხთა
სამოციქულო ეკლესიისა და ებრაული თემების ისტორიული მემკვიდრეობის
დაბრუნებასთან დაკავშირებითაც.
რეგისტრაციის პრობლემა
ისევ დღის წესრიგში დგას ე.წ. ტრადიციული რელიგიური გაერთიანებების
რეგისტრაციის საკითხი. ამ პრობლემის შესახებ სახალხო დამცველის წინა
საპარლამენტო ანგარიშებში იყო საუბარი. ე.წ. ტრადიციული რელიგიური
გაერთიანებები უარს ამბობენ რეგისტრაციის არსებული წესით გავლაზე, რადგან
221
მდგომარეობა რელიგიის თავისუფლების კუთხით
მათთვის მიუღებელია არასამათავრობო ორგანიზაციიის სტატუსით არსებობა. მათი
მოთხოვნაა, რომ ხსენებული რელიგიური გაერთიანებები დარეგისტრირდნენ
როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირები.
საგადასახადო რეჟიმი
რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის უზრუნველყოფა დიდწილადაა
დამოკიდებული არსებულ საგადასახადო რეჟიმზე. ამ მხრივ უნდა ითქვას, რომ
საგადასახადო რეჟიმი საკმაოდ ლიბერალურია არასამეწარმეო (არაკომერციული)
ორგანიზაციების მიმართ და არასამეწარმეო (არაკომერციული) საქმიანობა თითქმის
გათავისუფლებულია გადასახადებისგან.
დამატებითი რეგულაციებია განსაზღვრული კონსტიტუციურ შეთანხმებასა და
საგადასახადო კოდექსში გადასახადის საკითხების დასაარეგულირებლად.
კონსტიტუციური შეთანხმების მიხედვით: “ეკლესიის საღვთისმსახურო მიზნით
წარმოებული, შემოტანილი და მიწოდებული პროდუქცია და შემოწირულობა, ასევე
არაეკონომიკური მიზნით არსებული ქონება და მიწა გათავისუფლებულია
გადასახადისაგან (მუხლი 6)“.
აღნიშნული პუნქტი ასახულია სხვა საკანონმდებლო აქტებშიც, როგორიცაა
საგადასახადო
კოდექსი.
კოდექსის
თანახმად:
მოგების
გადასახადისგან
თავისუფლდება „დ) საქართველოს საპატრიარქოს მიერ რელიგიური დანიშნულებით
გამოყენებული ჯვრების, სანთლების, ხატების, წიგნებისა და კალენდრების
რეალიზაციით მიღებული მოგება (მუხლი 172)“; ასევე დღგ-ს გადასახადისგან
თავისუფლდება “საქართველოს საპატრიარქოს მიერ ჯვრის, სანთლის, ხატის,
წიგნის, კალენდრისა და სხვა საღვთისმსახურო საგნის მიწოდება, რომლებიც
გამოიყენება მხოლოდ რელიგიური მიზნით, საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით
ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობა, რესტავრაცია და მოხატვა, აგრეთვე
მსოფლიო მემკვიდრეობის საგანძურის ნუსხაში შეტანილი საქართველოს ისტორიისა
და კულტურის ძეგლების დაცვისა და აღდგენის სახელმწიფო პროგრამებით
გათვალისწინებული სარეკონსტრუქციო, სარესტავრაციო და საკონსერვაციო
სამუშაოები და არქეოლოგიური გათხრები (მუხლი 230)”.
საკანონმდებლო ნორმები მხოლოდ ერთი კონკრეტული ეკლესიის მიმართ ადგენს
რეგულირების რეჟიმს, რაც არათანაბარ გარემოში აქცევს სხვა რელიგიურ
ორგანიზაციებს.
წინადადებები
საქართველოს პარლამენტს:
1.
„სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამის
მუხლებში შევიდეს ცვლილება, რომელიც უზრუნველყოფს, პირის მიერ
არასამხედრო, ალტერნეტიული შრომითი სამსახურის გავლის შესაძლებლობას;
222
მდგომარეობა რელიგიის თავისუფლების კუთხით
2.
,„სამხედრო
ვალდებულებისა
და
სამხედრო
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს კანონში შევიდეს ცვლილება, რომელიც ნათლად და არაორაზროვნად
უზრუნველყოფს გამწვევი კომისიის ვალდებულებას, ახალწვეულებს აცნობოს მათი
უფლებების შესახებ, აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში
კი ახალწვეულს (თუ მას გააჩნია კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა), მიეცეს
შესაძლებლობა, სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გადავიდეს არასამხედრო,
ალტერნატიულ შრომით სამსახურზე.
223
ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ
ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნული
უმცირესობების უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებითი ძვრები არ
შეინიშნება. ეროვნული უმცირესობების მისამართით ქვეყნის მაღალი რანგის
თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული მრავალი გულთბილი განცხადების
მიუხედავად, კვლავ მოუგვარებელია ეროვნულ უმცირესობების სამოქალაქო
ინტეგრაციის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის, განათლების,
ქართული ენის სწავლის, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის
ხელმისაწვდომობისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით არსებული სირთულეები.
შემწყნარებლობისა
და
სამოქალაქო
ინტეგრაციის
კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შესახებ
ეროვნული
საქართველოს პრეზიდენტთან არსებულმა ტოლერანტობისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის საბჭომ, საქართველოს გაეროს ასოციაციის დახმარებით, შეიმუშავა
შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის
პროექტი. კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხილვაში
ჩართული იყვნენ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიეს აპარატის
თანამშრომლები, ექსპერტები და ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები,
როგორც დედაქალაქიდან, ასევე ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად
დასახლებული რეგიონებიდან.
2008 წლის 26 ივნისს ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭომ და
სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ ხელი მოაწერეს
თანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმის მიხედვით, მხარეებმა აიღეს
ვალდებულება, ითანამშრომლონ სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფციისა და
სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. ხელის მოწერის შემდეგ ტოლერანტობისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭომ და სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ
უმცირესობათა საბჭომ გამართეს რამდენიმე შეხვედრა, სადაც განიხილეს
ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის
პროექტი. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებმა თავისი შენიშვნები
გამოთქვეს ამ კონცეფციასთან და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით,
გამოთქმული შენიშვნების ნაწილი პრეზიდენტთან არსებულმა საბჭომ გაიზიარა.
ეროვნული უმცირესობების ნაწილმა დადებითად შეაფასა დოკუმენტი, მაგრამ
ხელისუფლების მიერ ამ დოკუმენტის მიღება და მით უფრო მისი განხორციელება
არარეალურად მიიჩნია. ეროვნულ უმცირესობათა მეორე ნაწილმა კონცეფციისა და
სამოქმედო გეგმის განსახილველად წარმოდგენილი ვარიანტი არასრულყოფილ
დოკუმენტად შეაფასა.
224
ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ
მიუხედავად იმისა, რომ უკვე შემუშავებულია შემწყნარებლობისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის პროექტი და იგი განხილულია
ეროვნული უმცირესობების, ექსპერტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და
სახელმწიფო უწყებების მიერ, ხელისუფლება ამ დოკუმენტის მიღებას გაურკვეველი
მიზეზების გამო აჭიანურებს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტის
2008 წლის 25 ივლისის #521-ე განკარგულების თანახმად, საქართველოს მთავრობას
2008 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დაემტკიცებინა აღნიშნული კონცეფცია.
შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის
მიღების მოლოდინი ეროვნულ უმცირესობების მნიშვნელოვან ნაწილში საკმაოდ
მაღალია. სასურველია, რომ საქართველოს მთავრობამ დროულად მიიღოს
შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფცია და სამოქმედო გეგმა.
სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსა და
ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭოს თანამშრომლობით,
ხელისუფლების მიერ ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფციისა
და სამოქმედო გეგმის მიღების შემდეგ, იგეგმება ამ კონცეფციისა და სამოქმედო
გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების მონიტორინგი.
რუსეთ-საქართველოს ომში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის
შესახებ
ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები რუსეთ-საქართველოს ომის დროს
აქტიურად იცავდნენ საქართველოს ინტერესებს, მონაწილეობდნენ საომარ
მოქმედებებში და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდნენ საომარი მოქმედებების
ზონიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს. სექტემბრის პირველ რიცხვებში
საქართველოს ქურთთა დიასპორის წარმომადგენლებმა და სახალხო დამცველმა
ერთობლივი ჰუმანიტარული აქცია გამართეს და საკვები პროდუქტები მიაწოდეს
ქ.თბილისში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს. ომის პირველსავე
დღეებში - 8 აგვისტოდან, სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ
უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა დაგმეს რუსული აგრესია და მიიღეს
სპეციალური განცხადება.
ეთნიკური და რელიგიური საბჭოების ერთობლივი განცხადება
დღეს მთელი მსოფლიო მოწმეა იმისა, თუ რაოდენ დიდი საფრთხის წინაშე დგას
ჩვენი სამშობლო საქართველო და მისი ყოველი მოქალაქე, რაც დიდი გამოწვევაა
მთელი ცივილიზებული კაცობრიობისთვის.
ის მოვლენები, რომლებიც ამჟამად ცხინვალის რეგიონში ვითარდება, არის
პირდაპირი
დარტყმა
განხორციელებული
მსოფლიო
დემოკრატიულ
თანამეგობრობასა და საერთაშორისო სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ჩვენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად ჩვენი ეთნიკური კუთვნილებისა თუ
რელიგიური მრწამსისა მკაფიოდ ვაცხადებთ: ჩვენი სამშობლო საფრთხეშია და ჩვენ
მის სადარაჯოზე ვდგავართ.
225
ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ
ზედმეტად მიგვაჩნია იმის აღნიშვნა, თუ რამდენ საუკუნოვან ტრადიციას ეფუძნება
საქართველოში მრავალეროვანი თანაცხოვრება. საუბარი იმაზე თუ რა მისცა
საქართველომ ყოველ ჩვენგანს და რა ძალისხმევა გაიღეს ჩვენმა წინაპრებმა
საქართველოსთვის. დღეს ჩვენი ფიქრი და ძალისხმევა მიმართულია მხოლოდ
ერთზე, რომ წერტილი დაესვას ძმათა შორის სისხლისღვრას და აღდგეს
კონსტიტუციური წესრიგი საქართველოში. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ
პოზიციაზე დგანან ჩვენი ოსი ძმებიც, ის უბრალო ადამიანები, რომელთაც ამ
დაპირისპირებამ ტკივილის გარდა დღემდე არაფერი მოუტანა და არც მოუტანს.
მივმართავთ კონფლიქტის მხარეებს შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და
დაუბრუნდნენ მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზას.
ეროვნული
შესახებ
უმცირესობებისთვის
ინფორმაციის
ხელმისაწვდომობის
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში
მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებს მათთვის გასაგებ ენაზე იშვიათად მიეწოდებათ
სრულყოფილი ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტას
უკვე მრავალი წელია ვითხოვთ, დღემდე არ შექმნილა ეროვნული უმცირესობებით
კომპაქტურად
დასახლებულ
რეგიონებში
მცხოვრები
ეროვნული
უმცირესობებისთვის მათთვის გასაგებ ენაზე ინფორმაციის მიწოდების სისტემა.
მართალია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერით კვირაში ერთხელ
გადაიცემა 25 წუთიანი საინფორმაციო გადაცემა სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე,
მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ კვირაში მხოლოდ ერთი საინფორმაციო გადაცემით
მოსახლეობის დროული ინფორმირება შეუძლებელია. მით უფრო, რომ
საზოგადოებრივი მაუწყებელი ტექნიკური მიზეზების გამო სრულად ვერ ფარავს
სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებს.
აგვისტოს თვეში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, განსაკუთრებით გამოჩნდა ის
სირთულე, რასაც ქმნის ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ
რეგიონების მოსახლეობისთვის ქართული საინფორმაციო არსებით ინფორმაციის
ხელმისაწვდომობის საკითხი. ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ
ეროვნულ უმცირესობებს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია
მათთვის გასაგებ ენაზე არ მიეწოდებოდათ, რის გამოც ეროვნული უმცირესობები
რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ინფორმაციას ძირითადად რუსეთის,
აზერბაიჯანისა და სომხეთის საინფორმაციო არხებიდან ღებულობდნენ, რაც ომის
გაგრძელების შემთხვევაში ქვეყნისთვის უარყოფითი შედეგის მომტანი იქნებოდა.
აღნიშნული პრობლემის დაძლევის მიზნით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები
იმყოფებოდნენ სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, სადაც შეხვდნენ ამ
რეგიონების საზოგადოების წარმომადგენლებს და ესაუბრნენ საომარი მოქმედებების
ზონაში არსებული მდგომარეობის შესახებ. რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ
სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მოსახლეობის ინფორმირების მიზნით
სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გამოვიდა ჟურნალ “სოლიდარობის”
სპეციალური ნომერი.
226
ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ
ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მათ ეროვნული
უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე ხელი არ მიუწვდებათ საკანონმდებლო
ცვლილებებზე, სამართლებრივ დოკუმენტებზე, ინფორმაციაზე დაგეგმილი და
მიმდინარე რეფორმებისა და პროგრამების შესახებ.
ეროვნული უმცირესობების განათლების შესახებ
საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება,
საერთაშორისო
ორგანიზაციები,
არასამთავრობო
ორგანიზაციები,
მედია
საშუალებები, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები და ექსპერტები მუდამ
აღნიშნავდნენ, რომ ეროვნული უმცირესობების - განსაკუთრებით კომპაქტურად
დასახლებული ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციისთვის
აუცილებელი ქართული ენის შესწავლისთვის აუცილებელი პირობების შექმნა. ამ
მიზნით მრავალი პროგრამა განხორციელდა, გამოიყო თანხები როგორც
სახელმწიფოს,
ასევე
საერთაშორისო
ორგანიზაციების
მიერ,
ეროვნულ
უმცირესობებშიც გაიზარდა ქართული ენის შესწავლის მსურველთა რიცხვი, მაგრამ
პრობლემა ძირითადად კვლავ მოუგვარებელია. ჩვენი დაკვირვებით ეროვნული
უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების სომხურენოვანი და
აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლების მხოლოდ 15 პროცენტში ასწავლიან
ქართულს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგები. საბჭოთა პერიოდიდან
მოყოლებული დღემდე ქართული ენის გაკვეთილი, განსაკუთრებით ეროვნული
უმცირესობებით
კომპაქტურად
დასახლებული
რეგიონების
სოფლებში,
სიმბოლურად ან საერთოდ არ ტარდება. შედეგად, ეროვნული უმცირესობებით
კომპაქტურად
დასახლებული
რეგიონების
საჯარო
სკოლადამთავრებული
ახალგაზრდა საკომუნიკაციო დონეზეც ვერ ფლობს ქართულს.
ამ პრობლემის გადაწყვეტას სპეციფიური მიდგომა სჭირდება – უმჯობესია,
რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის ბაზაზე ჩამოყალიბდეს სომხურენოვანი და
აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის ქართული ენისა მასწავლებელთა
მოსამზადებელი ცენტრი, სადაც სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი საჯარო
სკოლებისთვის მოამზადებენ ქართული ენის პედაგოგებს. მართალია, ენის
სწავლისთვის მხოლოდ სკოლის პროგრამა არაა საკმარისი, დიდი მნიშვნელობა აქვს
საკომუნიკაციო გარემოს, მაგრამ სკოლის პროგრამის ფარგლებში დადებითი
შედეგის მიღწევა ვითარებას მაინც ძირეულად შეცვლის.
სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს
ახალგაზრდული ცენტრი
სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს საქმიანობის
ეფექტურობის ზრდის, ეროვნული უმცირესობებიდან საქართველოს ახალგაზრდა
ლიდერების წარმოჩენისა და მათი ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნა სახალხო
დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ახალგაზრდული ცენტრი.
ახალგაზრდული ცენტრის მუშაობაში ჩართული არიან ეროვნულ უმცირესობათა
წარმომადგენლები დედაქალაქიდან და რეგიონებიდან. ახალგაზრდული ცენტრის
წარმომადგენლები გეგმავენ, აქტიურად ჩაერთონ ქვეყანაში მიმდინარე საკითხებთან
227
ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ
დაკავშირებულ
დისკუსიაში.
დდღევანდელი
მდგომარეობით
ეროვნული
უმცირესობების წარმომადგენლები ძირითადად ჩართული არიან იმ საკითხების
განხილვაში, რაც უშუალოდ მათ უკავშირდებათ, ხოლო ქვეყანაში მიმდინარე სხვა
მოვლენებისა თუ საკითხების განხილვაში იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობენ.
ახალგაზრდული ცენტრი მიზნად ისახავს ქვეყანაში მიმდინარე ყველა საკითხის
განხილვაში ეროვნულ უმცირესობათა აქტიური ჩართვის ხელშეწყობას. ამით ხელი
შეეწყობა სამოქალაქო ინტეგრაციასა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში
ეროვნული უმცირესობების სრულფასოვან ჩართვას.
რეკომენდაციები:
საქართველოს მთავრობას:
‐ დროულად დამტკიცდეს შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კონცეფცია და სამოქმედო გეგმა;
‐
დაევალოთ შესაბამის უწყებებს საქართველოს კანონმდებლობისა და სხვა
სამართლებრივი დოკუმენტების, ასევე სახელმწიფო პროგრამებისა და სამოქმედო
გეგმების ეროვნულ უმცირესობათა ენაზე დროული და რეგულარული თარგმნა
და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა უმცირესობებით დასახლებულ
რეგიონებში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს:
ჩამოყალიბდეს სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის
ქართული ენისა მასწავლებელთა მოსამზადებელი ცენტრი, სადაც სომხურენოვანი
და აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლებისთვის მოამზადებენ ქართული ენის
პედაგოგებს.
228
დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა
დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა
როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა სახალხო დამცველის წინა ანგარიშებში, 2008
წლის მეორე ნახევრამდე დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით მთელი
რიგი საკითხები კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩებოდა. სიტუაცია კრიტიკულად
დამძიმდა 2008 წლის აგვისტოში რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ. ქვეყანაში
არსებულმა რთულმა მდგომარეობამ ე.წ. ,,ძველი დევნილების“ პრობლემებისა და
აღნიშნული პრობლემების მოგვარების გზების ძიებიის გარკვეულწილად შეჩერება
გამოიწვია. სწორედ აღნიშნული პროცესი გახდა იმის საფუძველი, რომ სიტუაცია
დევნილთა უფლებრივი თვალსაზრისით არა თუ გაუმჯობესდა, არამედ
გარკვეულწილად დამძიმდა კიდეც.
1990–იანი წლების დასაწყისში საქართველოში განვითარებული მოვლენების
შედეგად, ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან დევნილმა მოსახლეობამ დატოვა
მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და იძულებული გახდა დროებით საცხოვრებლად,
საქართველოს
დანარჩენ
ტერიტორიებზე
გადასულიყო.
საქართველოში
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2008 წლის რეგისტრაციის მონაცემებით
დაახლოებით 220 000 დევნილი იყო რეგისტრირებული. მათი 45 პროცენტი
განსახლებულია დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში, ხოლო დანაჩენი 55 პროცენტი–
კერძო სექტორში.
კერძო სექტორში განსახლებული დევნილების უმრავლესობა ცხოვრობს ნათესავებისა
და ნაცნობების, ასევე ნაქირავებ ბინაში, ისინი ხშირად იცვლიან საცხოვრებელ ფართს.
დევნილთა შედარებით მცირე ნაწილი ცხოვრობს საკუთარ შეძენილ საცხოვრებელში.
მათთვის უმწვავეს პრობლემად რჩება თავშესაფრით დაკმაყოფილება, მთელი რიგი
სოციალური და ეკონომიკური პირობები, შემწეობის მიზერული ოდენობა და ა.შ.
მაშინ, როდესაც აღნიშნული პრობლემები ჯერ კიდევ გადაუჭრელი იყო, 2008 წლის
აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომის შედეგად დევნილთა ახალი ტალღა გაჩნდა.
საქართველოს მთავრობისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის
მონაცემებით, 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს 130 ათას ადამიანზე
მეტი (სამხრეთ ოსეთიდან და მოსაზღვრე რეგიონებიდან) გადაადგილდა. აღნიშნულ
პირებს დღემდე სახელმწიფოს მიერ კანონით დადგენილი წესით დევნილის სტატუსი
არ აქვთ
მინიჭებული, თუმცა ,,de facto“ ეს ადამიანები როგორც შიდა
კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი მოთხოვნებისა
და კრიტერიუმების თანახმად იძულებით გადაადგილებულ პირებს წარმოადგენენ.
2008 წლის ნოემბრის მდგომარეობით 37 ათას დევნილზე მეტი (ძირითადად სამხრეთ
ოსეთიდან) კვლავ იძულებით გადაადგილებულად რჩება. მათი უმრავლესობა
უახლოეს მომავალში ვერ შეძლებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნებას.
ბოლო კონფლიქტის დროს 90-იან წლებში განვითარებული საომარი მდგომარეობისას
ერთხელ უკვე გადაადგილებული პირები, რომლებიც წლების განმავლობაში უკვე
სარგებლობდნენ
იძულებით
გადაადგილებული
პირის
სტატუსით
და
229
დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა
განსახლებულნი
დევნილები.
იყვნენ
გორში
ან
მიმდებარე
სოფლებში,
მეორედ
გახდნენ
აღნიშნულმა პროცესებმა მთელი რიგი პრობლემები წამოჭრა. ხელისუფლების
მხრიდან მრავალი ღონისძიება გატარდა მათ მოსაგვარებლად, თუმცა დღემდე
პრობლემათა გარკვეული წრე მოუგვარებელი რჩება. უხეშად შესაძლებელია
პრობლემები რამდენიმე ჯგუფად დავყოთ:
პრობლემები, რომლებიც გამოვლინდა დევნილთა განსახლების პირველ ეტაპზე;
ახალ ჩასახლებებში არსებული პრობლემები;
კონფლიქტის ზონის სოფლებში არსებული ვითარება – მუდმივ საცხოვრებელ
ადგილებში დაბრუნებულ პირთა უფლებები;
არსებობს პრობლემათა წრე რომელიც უცვლელად გვხვდებოდა ყველა ეტაპზე.
1. ინფორმირებულობის პრობლემა - დღის წესრიგში იდგა მუდმივად. არც ერთ
ეტაპზე
დევნილები
არ
იყვნენ
საკმარისად
ინფორმირებული
მათთან
დაკავშირებული გადაწყვეტილებების შესახებ. არც პირველ ეტაპზე, როდესაც
ხდებოდა მათი განსახლება, არც მომდევნო პერიოდში, როდესაც ხდებოდა მათი
სოფლებში დაბრუნება ან კოტეჯებში განსახლება. დღესაც ინფორმაციის სიმცირე
პრობლემად რჩება. დევნილებს ყველა ეტაპზე უნდა ჰქონოდეთ ინფორმაცია მათთან
დაკავშირებული გადაწყვეტილებების შესახებ. ასევე აუცილებელია მათი მეტ–
ნაკლები ჩართულობა (რა თქმა უნდა გონივრულ ფარგლებში) ასეთი
გადაწყვეტილებების მიღებისას. აღნიშნულ პირებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია,
რომელი სახელმწიფო სტრუქტურა რომელი უფლების რეალიზაციის გარანტიაა.
გაურკვეველ სიტუაციაში ყოფნა და ფაქტის წინაშე დევნილთა დაყენება მათ ისედაც
მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად ამძიმებს. აუცილებელია
თითოეული გადაწყვეტილება იყოს რაც შეიძლება ღია და ხელმისაწვდომი
დევნილთათვის. იძულებით განსახლების საფრთხესთან ერთად, არსებობს იმ
კრიტერიუმებთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემა,
რომელთა მიხედვითაც უნდა მოხდეს დევნილთა ჩაბმა სახელმწიფოს მიერ
დაფინანსებულ
პროგრამებში.
დღემდე
პრობლემად
რჩება
იძულებით
გადაადგილებულ პირთა მომავალთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციული
ვაკუუმი. ასევე, არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი განსახლების
ორგანიზებასთან და იმ კრიტერიუმებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც
მოხდა დევნილთა არჩევა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებასთან
დაკავშირებით. აღნიშნულ პრობლემებზე ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს
გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი იძულებით გადაადგილებულ
პირთა საქმეში ვოლტერ კიოლინი. კერძოდ ,,გაეროს გენერალური მდივნის
წარმომადგენელი იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეში გამოთქვამს წუხილს
230
დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა
სახელმწიფო პროგრამებში დევნილთა
ინფორმაციის ნაკლებობის თაობაზე“.94
ჩართულობის
შესახებ
არსებული
2. ერთიანი პოლიტიკისა და კოორდინირებულობის სიმწირე - მთელი პროცესის
მიმდინარეობისას რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება სპონტანურად
იღებდა გადაწყვეტილებებს და არ ჰქონდა სიტუაციაზე ერთიანი ხედვა. არსებობდა
კოორდინაციის
პრობლემაც.
მიუხედავად
სპეციალური
ორგანიზაციულ–
სამართლებრივი სტრუქტურის არსებობისა, შეინიშნებოდა დევნილთა პრობლემების
მიმართ სისტემური მიდგომის ნაკლებობა: დევნილთა საკითხებზე სახელმწიფოს
მიერ გატარებული ღონისძიებები ატარებდა სიტუაციური პრობლემის ერთჯერადად
გადაწყვეტის ხასიათს. დევნილთა პრობლემების გადასაჭრელად გამიზნული
ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების დროს ხშირად არ ხდებოდა მათი
ინტერესებისა და საჭიროებების სათანადოდ გათვალისწინება.
აღნიშნული პრობლემა შეინიშნებოდა არა მხოლოდ პროცესის პირველ ეტაპზე,
როდესაც გარკვეულწილად ფორსმაჟორული სიტუაცია იყო, არამედ – მომდევნო
პერიოდშიც. ერთიანი მიდგომის არ არსებობაზე მეტყველებს მრავალი ფაქტორი. მაგ:
კოტეჯები სხვადასხვა ჩასახლებებში განსხვავდება ერთმანეთისაგან. გაურკვეველია
მათი დანაწილების პრინციპი. არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც
დადგენილი იქნება კოტეჯების დანაწილების წესი ან კრიტერიუმები. სახალხო
დამცველმა
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია მოითხოვა
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსგან, თუმცა პასუხი
დღემდე არ მიუღია. ხდებოდა დევნილთა გადაყვანა შენობებში და მხოლოდ მერე
იწყებოდა იქ არსებული საჭიროებების განსაზღვრა და ა.შ.
მდგომარეობა დევნილთა განსახლების პირველ ეტაპზე
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო საქართველოს
კანონმდებლობის თანახმად არის ის ორგანო, რომელიც ადგილობრივ
თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად უზრუნველყოფს დევნილებთან
დაკავშირებული პროცესების მართვას. სქემატურად აღნიშნული პროცესი შეიძლება
დაიყოს ოთხ ნაწილად:
1. დევნილთა აღრიცხვა/რეგისტრაცია /განსახლება (დევნილთა სრული რაოდენობა,
ქალი, ბავშვი).
2. დევნილთა საჭიროებების განსაზღვრა.
3. საჭიროებების წყაროს მოძიება – მათი დისტრიბუცია იძულებით
გადაადგილებული პირებით განსახლებულ ობიექტებზე და ადგილზე მათი
განაწილების ორგანიზება.
94
Report of the Representative of the Secretary-General on the human rights of displaced
persons, Walter Kälin. A/HRC/10/13/Add.2 13February 2009. გვ.12
231
დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა
4. დევნილის სტატუსის მინიჭების პროცედურა.
5. განსახლების პროცესი, რომელიც მოიცავს იძულებით გადაადგილებულ პირთა
განსახლებას მათთვის განკუთვნილ სახლებსა და კოტეჯებში.
აგვისტოს თვეში დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სახელმწიფომ
გაატარა მთელი რიგი ღონისძიებები, გადაიჭრა მრავალი პრობლემა, თუმცა პროცესს
თან ახლდა ხარვეზებიც. კერძოდ:
ა. დევნილთა აღრიცხვა-რეგისტრაცია
რუსეთ–საქართველოს ომის შედეგად საქართველოს სხვადასხვა რაიონში
ჩასახლდნენ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები პირები. 8 აგვისტოდან მოყოლებული
თბილისში და საქართველოს სხვა რეგიონებში ნათესავებს და ახლობლებს თავი
შეაფარა ათასობით დევნილმა. 10 აგვისტოს საქართველოს პარლამენტისა და მერიის
შენობებთან შეკრებილი დევნილები
ხელისუფლებას სთხოვდნენ დახმარებას,
რადგან იძულებით გადაადგილება დედაქალაქის მიმართულებით ამ რიცხვისთვის
უკვე მოუხდა დაახლოებით 50 000 –მდე პირს.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ დაიწყო იძულებით გადაადგილებულ
პირთა აღრიცხვა-რეგისტრაცია. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს
მონაცემების მიხედვით, 14 აგვისტოს აღრიცხული იყო 28 000-ზე მეტი იძულებით
გადაადგილებული პირი და მოძიებულ იქნა 268 დროებითი თავშესაფარი.
სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე 15 აგვისტოს განთავსდა ინფორმაცია იმის
შესახებ, რომ შეიცვალა დევნილთა რეგისტრაციის მისამართი და ამ ფუნქციის
შესრულება დაევალა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს.
აღნიშნული ცვლილება გამოიწვია დევნილთა რეგისტრაციის არაორგანიზებულობამ.
ორი დღის განმავლობაში აშკარა გახდა, რომ ლტოლვილთა და განსახლების
სამინისტრო ვერ მართავდა სიტუაციას. შესაბამისად, რეგისტრაციის პროცესი
მიდიოდა ნელი ტემპებით და დიდი ხარვეზებით. დევნილთა ნაკადის დიდ
რაოდენობას და დევნილებთან დაკავშირებულ პროცედურებს სამინისტრო
მოუმზადებელი დახვდა. რეგისტრაცია მიმდინარეობდა აბსოლუტურად ქაოტურად
და არ არსებობდა პროცესის წარმართვის მექანიზმი.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ თბილისში დევნილთა აღრიცხვა - რეგისტრაცია
დაიწყო, პროცესი გაცილებით ორგანიზებულად და მოწესრიგებულად წარიმართა.
სააგენტომ დააკომპლექტა 50 მობილური ჯგუფი, რომლებიც აღჭურვილნი იყვნენ
სპეციალური
ტექნიკით.
რეგისტრაციისთვის
შემუშავდა
სპეციალური
კომპიუტერული პროგრამა, რომელიც გამარტივებულ რეჟიმში უზრუნველყოფდა
რეგისტრაციას. მობილური ჯგუფები კომპაქტურად ჩასახლებულ პუნქტებში
ადგილზე ახდენდნენ ერთი დღის განმავლობაში 15 ათასი დევნილის
232
დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა
მომსახურეობას. არაკომპაქტურად დასახლებული დევნილებისათვის კი გაიხსნა
სარეგისტრაციო პუნქტი.
23 აგვისტოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაიწყო დევნილთა
დაბრუნება ქალაქ გორში, ქარელში, კასპსა და მიმდებარე სოფლებში. აღსანიშნავია ის
გარემოება, რომ ხელისუფლებამ არა მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ქალაქებისა და
რაიონების მოსახლეობას მოსთხოვა დაბრუნება, არამედ იმ სოფლებისა და
დასახლებული პუნქტების მაცხოვრებლებსაც, სადაც იმ დროისათვის რუსეთის
ფედერაციის ჯარები იმყოფებოდნენ. ასეთი სოფლების მაცხოვრებლების ჩასახლება
დაიწყო ქალაქ გორში, ქარელისა და კასპის რაიონებში. ოფიციალური ინფორმაციით,
გადაყვანილ პირებს რეგისტრაცია უნდა გაევლოთ შესაბამის რაიონებში და იქვე
აიღებდნენ დროებით მოწმობებს. დევნილების განსახლება ხდებოდა ძირითადად
ბაღებსა და სკოლებში, ხოლო ქ.გორში შეიქმნა კარვების ქალაქი.
რეგიონებში, ისევე როგორც თბილისში ადგილი ჰქონდა რეგისტრაციასთან
დაკავშირებულ პრობლემას. კოდორის ხეობის ზოგიერთ მაცხოვრებელს
რეგისტრაციასთან დაკავშირებით შეექმნა სერიოზული პრობლემა. კერძოდ, ლ.წ.-სა
და ა.წ.-ს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭალეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოს უფროსმა დავით აფციაურმა უარი
უთხრა რეგისტრაციაზე. აფციაურმა მოქალაქეებს განუმარტა, რომ მათ 2007 წელს
უკვე აიღეს დევნილის მოწმობა და დარეგისტრირებულები იყვნენ ქუთაისში. ა.წ და
ლ.წ აღნიშნავდნენ, რომ 2007 წლის შემდეგ ისინი დაბრუნდნენ კოდორის ხეობაში
საცხოვრებლად, სადაც უნდა მალე დასრულებულიყო სახელმწიფოს მიერ მათი
კუთვნილი კოტეჯის (საცხოვრებლის) მშენებლობა, აგრეთვე ზემოხსენებული
პირები კოდორის ხეობაში აწარმოებდნენ სამეურნეო საქმიანობას. ისინი
იძულებულები გახდნენ, კვლავ დაეტოვებინათ კოდორის ხეობა და სხვა
დევნილებთან ერთად ქუთაისში ჩასულიყვნენ. მიუხედავად ზემოხსენებული
გარემოებისა, ა.წ.-სა და ლ.წ.-ს პრობლემები შეექმნათ დახმარების მიღებასთან
დაკავშირებით, რადგან სამინისტრო მათ „ძველ დევნილებად“ მიიჩნევდა.
გამოიკვეთა საქართველოს მოქალაქის პირადობისა და დაბადების მოწმობების
აღდგენის პრობლემაც. კონფლიქტის ზონიდან წამოსულმა მოსახლეობის დიდმა
ნაწილმა საცხოვრებელი ადგილები სრულიად მოუმზადებელად დატოვა. მათი
მნიშვნელოვანი ნაწილი ყველანაირი დოკუმენტის გარეშე დარჩა. ქალაქ რუსთავში
განთავსებულ დიდი და პატარა ლიახვის მოსახლეობა აცხადებდა, რომ აღნიშნული
დოკუმენტები მათ აღარ გააჩნდათ, რადგან უმეტესობას სახლი დაეწვა და ყველა
დოკუმენტი იქ დარჩა. იყვნენ მოზარდები, რომლებსაც პრობლემა ექმნებოდათ
სკოლაში მიღებასთან დაკავშირებით, რადგან დაბადების მოწმობები არ ჰქონდათ.
ცალკეულმა პირებმა მიმართეს ქალაქ რუსთავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს,
მაგრამ მათ ადგილზე განემარტათ, რომ საჭირო იყო გორში ჩასვლა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეგიონული კოორდინაციის უფროსის
მოადგილის სანდრო ჟურულის ინფორმაციით, საჯარო სკოლებს ტერიტორიული
პრინციპის მიხედვით უნდა მიეღოთ დევნილი მოსწავლეები. გაუგებრობების
თავიდან ასაცილებლად და ზემოაღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად სკოლის
233
დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა
დირექტორებს გადაეგზავნათ სამინისტროს რეკომენდაცია, რომ საბუთების არ ქონის
შემთხვევაშიც ჩაერთოთ იძულებით გადაადგილებული მოსწავლეები სასწავლო
პროცესში და უკვე შემდგომ მომხდარიყო ყველა საჭირო დოკუმენტაციის მოგვარება.
ამ ეტაპზე, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, უამრავი ადამიანისათვის პრობლემა
გახდა ინფორმაციის ნაკლებობა. კერძოდ, დევნილებს არ ჰქონდათ ინფორმაცია,
რომელი სტრუქტურა რა სახის მომსახურებას სთავაზობდა. მიუხედავად იმისა, რომ
საინფორმაციო საშუალებებით პერიოდულად გადიოდა ინფორმაცია, ფაქტია, რომ
დევნილთა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა იყო ძალიან დაბალი. აღნიშნული
ასევე გადაწყვეტილებების ხშირმა ცვლამ გამოიწვია. მაგალითად, თავდაპირველად
დევნილთა რეგისტრაციას ახდენდა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო,
მოგვიანებით – იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრი. ამის გამო
დევნილები საჩივრებით მიმართავდნენ ყველა ორგანიზაციას, რომლისთვისაც ხმის
მიწვდენა შეეძლოთ. ხშირად დევნილები რეგისტრაციის გასავლელად აკითხავდნენ
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, თუმცა მოგვიანებით
მათ სამოქალაქო რეესტრში ამისამართებდნენ, რაც მათ კიდევ უფრო მეტად რთულ
მდგომარეობაში აყენებდა.
ბ. განსახლება
2008 წლის 10 აგვისტოს საქართველოს პარლამენტისა და მერიის შენობებთან
შეკრებილი დევნილების მთავარი მოთხოვნა იყო მათთვის დროებითი
საცხოვრებელი ფართის გამოყოფა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, თუ სად და როგორ უნდა
ჩასახლებულიყვნენ იძულებით გადაადგილებული პირები, შეკრებილი ხალხისთვის
უცნობი იყო. ნელ-ნელა იზრდებოდა დაძაბულობა და უკმაყოფილება. ადგილზე
მყოფმა მოხალისეებმა, რომლებმაც დევნილებს საკვები მიუტანეს, გადაწყვიტეს
დახმარებოდნენ მათ თავშესაფრის მოძიებაში და შეიყვანეს რამდენიმე ბაღისა და
სკოლის შენობაში. იყო შემთხვევები, როდესაც იძულებით გადაადგილებული
პირები თავად ცდილობდნენ თავშესაფრის მოძიებას. როგორც წესი, მოსახლეობა
ერთი სოფლიდან, ან ნათესავები უკავშირდებოდნენ ერთმანეთს და ამ გზით
ატყობინებდნენ ადგილებს, სადაც შესაძლებელი იყო მათი განსახლება. აღნიშნული
გამოიწვია
საქართველოს
ლტოლვილთა
და
განსახლების
სამინისტროს
არაეფექტურმა მუშაობამ. მათ მიერ არ განხორციელებულა დევნილთა პოტენციური
განსახლების ობიექტების დროული მოძიება.
23 აგვისტოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაიწყო გორიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესი.
დევნილთა
ტრანსპორტირების
უზრუნველყოფის
შესახებ
განცხადება
პარლამენტარმა კობა სუბელიანმა მედიის საშუალებით გააკეთა. ,,მთავრობა იწყებს
დევნილთა ორგანიზებულ დაბრუნებას გორში, კასპში და ქარელის რაიონში,
კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს მთავრობა ადგილებზე მიაკითხავს“. განაცხადა კობა სუბელიანმა.
234
დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა
24 აგვისტოსთვის დაახლოებით 10 000-მდე იძულებით გადაადგილებულმა პირმა
გადაინაცვლა გორში, ქარელსა და კასპში. 26 აგვისტოს სახალხო დამცველის
მოადგილემ გორსა და ქარელში გადაყვანილი დევნილები მოინახულა. მათი
უმეტესობა აღნიშნავდა, რომ ისინი ხელისუფლებამ აიძულა წამოსულიყვნენ
თბილისიდან, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეუწყდებოდათ საკვების
მიწოდება. აღსანიშნავია, რომ იძულებითი დაბრუნებისა და გადაყვანის პრობლემა,
ისევე როგორც ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემა დევნილებთან დაკავშირებულ
ყველა გადაწყვეტილებას ახლდა თან.
26 აგვისტოს სახალხო დამცველის მოადგილეს ქ.გორის გამგეობის სოციალური
სამსახურის უფროსმა კობა ტლაშაძემ განუცხადა, რომ გორში საბავშვო ბაღები
შევსებული იყო. მისი განმარტებით, გორში პრობლემას წარმოადგენდა ჩვილ
ბავშვთა კვება და საფენები. 26 აგვისტოსათვის გორის გამგეობამ 800-მდე დევნილი
დააბინავა საბავშვო ბაღებში. ბაღებში არ ჰქონდათ ლეიბები, მედიკამენტები,
ჭურჭელი და საკვებით უზრუნველყოფაც კი 26 აგვისტოს მდგომარეობით არ იყო
დაწყებული. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კუთხით კომპაქტურად განსახლების
ცენტრებში სიტუაცია მოგვიანებით გაუმჯობესდა. ამ მოსაზრებას იზიარებს ევროპის
საბჭოს
ადამიანის
უფლებათა
კომისარი,
რომელმაც
აგვისტოს
თვეში
განხორციელებული ვიზიტის შემდეგ აღნიშნა, რომ ვერც ხელისუფლების
ორგანოებმა და ვერც საერთაშორისო საზოგადოებამ ვერ უზრუნველყო იძულებით
გადაადგილებული პირები ადეკვატური საცხოვრებელი პირობებით, რომელიც
სექტემბრის განმავლობაში გაუმჯობესდა.
ამავე პერიოდში გორში მზადდებოდა კარვების ქალაქი. ოფიციალური პირები
აცხადებდნენ, რომ ბავშვიან ოჯახებს გაუჭირდებოდათ კარვებში ცხოვრება.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელმა 26 აგვისტოს
დაუშვებლად მიიჩნია დევნილების შესახლება კარვებში, რადგან ჯერ კიდევ ბევრი
საყოფაცხოვრებო საკითხი საჭიროებდა მოგვარებას. ოფიციალური პირების
განცხადების მიუხედავად, რომ კარვების ქალაქში დევნილების შესახლება არ
მოხდებოდა, მანამ, სანამ საწოლების პრობლემა და საკვების საკითხი არ
მოგვარდებოდა, სახალხო დამცველის მოადგილის განმეორებითი ვიზიტისას, 29
აგვისტოს 1000–მდე დევნილი უკვე იყო კარვებში ხელისუფლების მიერ
შესახლებული. მათ უმრავლესობას არ ჰქონდა არც ლეიბი და არც საწოლი. რაც
შეეხება საკვებს, დევნილები აღნიშნავდნენ, რომ 3 დღის განმავლობაში მათზე გაიცა
მხოლოდ მშრალი საკვები, ძირითადად ძეხვი, ყველი და პური, ამ პერიოდის
განმავლობაში იძულებით გადაადგილებული პირები მცირეწლოვან ბავშვებსაც კი
აჭმევდნენ ზემოთ ჩამოთვლილ საკვებს.
კარვების ქალაქის შესასვლელში მხოლოდ 1 ონკანი და 5 ბიოტუალეტი იყო
განთავსებული.
დევნილთა ინფორმაციით, მხოლოდ 28 აგვისტოს მოხდა
ბიოტუალეტების დამონტაჟება, დევნილები კი უკვე 27 აგვისტოდან იყვნენ კარვებში
შესახლებულები. აშენებული იყო ე.წ. საშხაპეები, სადაც როგორც დევნილებმა
განმარტეს მზეზე გამთბარი წყლით იღებდნენ აბაზანას. თუმცა ესეც პრობლემა
გახდა ამინდის შეცვლასთან ერთად.
235
დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა
2 სექტემბერს გორის თავშესაფრებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გაეროს
ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა (UNHCR), ორგანიზაციის ინფორმაციით,
გორში დამატებითი დევნილების დაბინავების შესაძლებლობები ამოწურული იყო.
ორგანიზაციამ გამოხატა შეშფოთება გორსა და მიმდებარე ტერიტორიებზე
ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო.
სახალხო დამცველის ოფისმა მონიტორინგი ჩაატარა ასევე ქარელის რაიონის სოფელ
ყინწვისში, სადაც თბილისიდან გადაყვანილი დევნილები შესახლდნენ ყოფილი
სკოლის შენობაში. შესახლების მომენტისთვის დევნილებს არ ჰქონდათ
ელექტროენერგია
და
საყოფაცხოვრებო
ნივთები.
29
აგვისტოსთვის
ელექტროენერგიის პრობლემა ქარელის რაიონის გამგეობამ მოაგვარა.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული მონიტორინგის დროს გამოიკვეთა
მეტ-ნაკლებად მსგავსი პრობლემები, რომელთა წინაშე აღმოჩნდნენ იძულებით
გადაადგილებული პირები. თუმცა არსებობდა კომპაქტური ჩასახლებები, სადაც
განსაკუთრებით მძიმე საცხოვრებელი პირობები იყო.
სახალხო დამცველს მიმართეს იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, რომლებიც
ცხოვრობდნენ სოფ. ტირძნისსა და ზომო არცევში. აგვისტოს მოვლენების შემდეგ
ისინი თბილისში
#16-ე ბაგა-ბაღში განთავსდნენ. 6 სექტემბერს ბაღის
ადმინისტრაციამ და ადგილობრივმა გამგეობამ მათ ბაღის ტერიტორიის დატოვება
მოსთხოვა. როგორც დევნილები აღნიშნავდნენ, მას შემდეგ, რაც მათ უარი განცხადეს
ბაღის დატოვებაზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა და მერიის
წარმომადგენლებმა აიძულეს ისინი გამოსულიყვნენ დროებითი თავშესაფრიდან.
დენილების ნაწილი გადაიყვანეს ავლაბარში, ნაწილი კი წაიყვანეს ე.წ. ზმკ-ას
დასახლებაში სკოლის შენობაში, სადაც მიმდინარეობდა რემონტი და საკმაოდ
არაჰიგიენური გარემო და მძიმე პირობები დახვდათ. ანალოგიური პრობლემის
წინაშე აღმოჩდნენ 203-ე ყრუ-მუნჯთა სკოლა-ინტერნატის შენობაში ჩასახლებული
დევნილები. დევნილები აღნიშნავდნენ, რომ სკოლის პედაგოგებისა და მათთვის
უცნობი სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან შენობის დაცლის
მოთხოვნა და მუქარები ხშირ ხასიათს ატარებდა.
სწავლის პროცესის დაწყებასთან ერთად თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებმა
და გამგეობებმა დაიწყეს დევნილთა გადაყვანა სკოლებიდან. როგორც წესი მათი
გადაყვანა ხდებოდა ბაგა–ბაღებში და სხვადასხვა შენობებში. მაგ. ფიზიკის
ინსტიტუტში, კიბერნეტიკის ინსტიტუტში. აღსანიშნავია, რომ როდესაც პირველად
მოხდა დევნილთა განსახლება მათი უდიდესი ნაწილი შევიდა ბაგა–ბაღებსა და
სკოლის შენობებში. ამ ტიპის დაწესებულებების, განსაკუთრებით კი ბაგა–ბაღებში
საცხოვრებლი პირობების შექმნა წარმოადგენდა გაცილებით იოლად მისაღწევს,
ვიდრე ისეთი ტიპის შენობებში, რომლებიც ეკუთვნოდა ინსტიტუტებს, ან
სხვადასხვა ორგანიზაციებს.
დევნილების თბილისში ჩამოსვლის შემდეგ საკმაო დრო იყო გასული და სწავლის
დაწყების
შესახებ
გადაწყვეტილებაც
ადრევე
გახმაურდა,
შესაბამისი
ორგანოებისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ სკოლებიდან დევნილთა
236
დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა
განსახლება მოხდებოდა სხვა ადგილებში. მიუხედავად ამისა, პასუხისმგებელი
პირები მოუმზადებლები აღმოჩნდნენ აღნიშნული პროცესისთვის. მათ მიერ როგორც
წესი ხდებოდა დევნილებისათვის გარკვეული ტიპის თავშესაფრების მოძიება და
შემდგომ იძულების წესით დევნილთა გადაყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი
იყო იქ გადასაყვან დევნილთა ოჯახების რაოდენობა, თითქმის არც ერთ შემთხვევაში
არ მომხდარა თავშესაფრების წინასწარ წესრიგში მოყვანა.
პასუხისმგებელი პირები დევნილებისგან მოითხოვდნენ საცხოვრებელი ადგილის
შეცვლას და პირდებოდნენ რომ შემდგომ პერიოდში მოიყვანდნენ აღნიშნულ
შენობებს წესრიგში. გაუგებარია, რატომ არ ხდებოდა წინასწარ მოძიებულ შენობებში
დევნილთა საცხოვრებლების გამართვა, ელემენტარული საცხოვრებელი პირობების
შექმნა და საჭირო ნივთებით აღჭურვა და შემდგომ იქ დევნილთა განსახლება. თუ
განსახლების პირველ ეტაპზე არ არსებობდა ფიზიკურად საკმარისი ნივთები და
რესურსი, ამ პერიოდში საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებები უკვე
იძლეოდა ამის საშუალებას. ამას გარდა, როგორც წესი საცხოვრებელი ადგილის
შეცვლის შესახებ ინფორმაციას დევნილები იგებდნენ იმ დღეს რომელ დღესაც მათ
ადგილი უნდა შეეცვალათ. ეს ხშირად იწვევდა უკმაყოფილებას დევნილთა შორის.
სიტუაცია ხშირად მიდიოდა კონფლიქტამდე.
იძულებით გადაადგილების შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპების
პრინციპი განსაზღვრავს:
18
„1. ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს აქვს შესაბამისი ადეკვატური
ცხოვრების უფლება;
2. როგორც მინიმუმი, ხელისუფლების პასუხისმგებელმა ორგანოებმა უნდა
უზრუნველყონ, ქვემოთ ჩამოთვლილ საშუალებებზე უსაფრთხო ხელმისაწვდომობა
ნებისმიერ ვითარებაში და ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე:
ა. აუცილებელი საკვები და სასმელი წყალი;
ბ. თავშესაფარი და საცხოვრებელი;
დ.შესაფერისი ტანისამოსი;
დ.გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და სანიტარული მომსახურება“.
სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებები, მართალია აღნიშნული
მინიმუმის დაკმაყოფილებისკენ იყო მიმართული, თუმცა იყო არადროული და არა
ორგანიზებული, ხშირ შემთხვევაში კი ძალისხმევა არ იყო საკმარისი.
გ. საჭიროებათა შეფასება - უზრუნველყოფა
დევნილთათვის დიდი ხნის განმავლობაში ურთულეს პრობლემას წარმოადგენდა
როგორც კვება ისე ტანსაცმელი. უნდა აღინიშნოს, რომ პირველი რამდენიმე დღის
განმავლობაში დევნილები მთლიანად თუ არა ნაწილობრივ მაინც დამოკიდებულები
იყვნენ რიგითი მოქალაქეების დახმარებებზე. რომ არა საერთაშორისო
ორგანიზაციების დიდი ძალისხმევა და დახმარება, დევნილთა მდგომარეობა
კრიტიკულად დამძიმდებოდა. ფაქტობრივად, პირველი პერიოდი დევნილები
როგორც საკვებით ისე ჰიგიენური ნივთებით საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ
237
დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა
მარაგდებოდა. იყო შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა კომპაქტური ჩასახლებებიდან
აღშფოთებული დევნილები მოდიოდნენ და აცხადებდნენ, რომ დღეების
განმავლობაში მათთან არ იყო მიტანილი საკვები.
დევნილთათვის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა
საწოლების, ლეიბების და საკვების მომზადებისათვის აუცილებელი საშუალებების
უქონლობა, აგრეთვე, გარდა ერთეული შემთხვევებისა, ჩასახლებულ პუნქტებში
დევნილებს ბანაობის საშუალება და პირობები არ ჰქონდათ. სახალხო დამცველის
აპარატის მიერ 57 კომპაქტურად ჩასახლებულ პუნქტში განხორციელდა
მონიტორინგი და გამოვლინდა შემდეგი სახის პრობლემები: ელექტროენერგია
მონიტორინგის ჩატარების მომენტისათვის არ იყო 8 ობიექტში; კანალიზაცია
გაუმართავი აღმოჩნდა 14 პუნქტში; წყლის პრობლემა ჰქონდა 10 ობიექტს; 4 შენობა
აღმოჩნდა ამორტიზებული, ხოლო 2 შენობა – საცხოვრებლად გამოუსადეგარი.
მინდელის სახელობის სამთო-ქიმიის ინსტიტუტში, სადაც განსახლებულები იყვნენ
დევნილები, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 სართულებზე არ იყო ტუალეტები და არც წყალი.
თბილისის 109-ე საჯარო სკოლაში 260 სულზე სულ 2 სველი წერტილი და 1 წყლის
ონკანი ფუნქციონირებდა. საცხოვრებლად თითქმის გამოუსადეგარი იყო ონაშვილის
ქუჩაზე გაუქმებული ბაგა-ბაღის შენობა.
26 აგვისტოს მდგომარეობით, როდესაც თბილისიდან დევნილთა ნაწილი
გადაიყვანეს გორში, ძირითადად ბაგა-ბაღებში. იქ ჩასახლებულ ამ დროისათვის
პირებს არ ჰქონდათ დარიგებული ლეიბები, ჭურჭელი და საკვები. გორის გამგეობის
სოციალური სამსახურის უფროსი აღნიშნავდა, რომ ასევე სერიოზულ პრობლემას
წარმოადგენდა ბავშვთა კვება და საფენები.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ქალაქ თბილისში ყოველ რაიონში
ჰყავდა კოორდინატორები. ჩასახლებული პუნქტების უმრავლესობაში დანიშნეს
მამასახლისები. მათ ფუნქციას წარმოადგენს დევნილთათვის საჭიროებების
განსაზღვრა, აღნიშნული ინფორმაციის სამინისტროსთვის გადაცემა, თავის მხრივ კი
სამინისტრო, საჭიროებების შესახებ ინფორმაციას გადასცემდა საერთაშორისო
დონორ ორგანიზაციებს, რათა მოხდარიყო საჭიროებების უზრუნველყოფა.
ძველი თბილისისა და დიდგორის რაიონის კოორდინატორმა აღნიშნა, რომ თავად
საქველმოქმედო ორგანიზაციების მხრიდან რიგ შემთხვევებში მოხდა დახმარებების
არათანაბარი განაწილება, ასევე ადგილზე - კომპაქტურად ჩასახლებულ პუნქტებში
იყო შემთხვევები, როდესაც ვერ ხერხდებოდა დახმარებების თანაბრად
გადანაწილება.
მუხიანის 173-ე ბაგა-ბაღის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს
წარმომადგენელმა ნატო ხურცილავამ (მამასახლისი) სახალხო დამცველისათვის
მიცემულ ახსნა-განმარტებაში აღნიშნა, რომ მსოფლიო სასურსათო პროგრამის მიერ
შემოტანილი საკვების გარდა დიდი ხნის განმავლობაში დევნილებს არაფერი
მიუღიათ. ნ.ხურცილავა აღნიშნავდა, რომ მან არსებული პრობლემა აცნობა
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს. როგორც მამასახლისი აღნიშნავდა,
238
დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა
სამინისტროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა იმედაშვილმა, უთხრა,
სამინისტროს საკვები აღარ გააჩნდა და ეს მხოლოდ გაეროს ეხებოდა.
რომ
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მრჩევლის, ვალერი კოპალეიშვილის
ინფორმაციით, საჭიროებების ყოველდღიურ განსაზღვრასთან დაკავშირებით მათ
სტრუქტურას შეექმნა გარკვეული პრობლემები, რადგან თბილისში და სხვა
რეგიონებში, სადაც დევნილები იმყოფებოდნენ, მოხდა დევნილების გადაყვანაგანსახლება და არ მოხდა საჭიროებების ხელახალი გამოვლენა.
მსოფლიო სასურსათო პროგრამის ფარგლებში თბილისის კოლექტიურ ცენტრებში
დევნილებს 1 სულზე მიეწოდებოდათ 10 დღის სურსათის რაციონი შემდეგი
შემადგენლობით: მაკარონი - 1,5კგ; ლობიო 500გრ; შაქარი - 300გრ; მცენარეული ზეთი
- 300 გრ; მარილი - 50გრ, მაღალი ენერგეტიკული ღირებულების ორცხობილა 500გრ.
მას შემდეგ, რაც დევნილების უმრავლესობაში აღნიშნულმა რაციონმა და
შემადგენლობამ
სერიოზული
უკმაყოფილება
გამოიწვია,
სამინისტროს
წარმომადგენლის, ვალერი კოპალეიშვილის ინფორმაციით, რაციონის რაოდენობა
გაიზარდა 1,5-ჯერ. კოპალეიშვილი აღნიშნავდა, რომ სამინისტრომ დაიწყო მუშაობა
და სურდა 2-დან 18-წლამდე ასაკის იძულებით გადაადგილებულ პირებს
დარიგებოდა ცილოვანი და შედარებით მრავალფეროვანი საკვები. პირველ რიგში
სამინისტრო
შეეცდებოდა
საერთაშორისო
ორგანიზაციების
დახმარებით
განეხორციელებინა დამატებითი კვების მიწოდება 18 წელს მიუღწეველ პირთათვის,
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ორგანიზაციები აღნიშნულ დახმარების
გაწევაზე უარს განაცხადებდნენ, მაშინ საქართველოს მთავრობა შეეცდებოდა,
გამოენახა დამატებითი რესურსები.
აღსანიშნავია ისიც, რომ თუ სექტემბრის თვეში რაციონი რიგდებოდა 10 დღეში
ერთხელ, სექტემბრის ბოლოს დარიგების პერიოდულობამ 20 დღეში ერთი შეადგინა.
ამ ეტაპზე კი საკვების მიწოდების პერიოდი ერთი თვით განისაზღვრა. აღნიშნულმა
მდგომარეობამ დაამძიმა იმ პერიოდში დევნილთა მდგომარეობა, მით უმეტეს თუ
გავითვალისწინებთ იმას, რომ როგორც სხვა ელემენტარული საყოფაცხოვრებო
პირობების, ისე საკვების მხრივაც, ობიექტები არათანაბარ მდგომარეობაში
იმყოფებოდნენ, კერძოდ არსებობდა დევნილთა კომპაქტურად განსახლებული
ობიექტები, სადაც ე.წ. ,,შეფობა“ აღებული ჰქონდათ სხვადასხვა კერძო პირებსა და
ორგანიზაციებს. ასეთ ობიექტებში მსოფლიო სასურსათო პროგრამის მიერ გაცემული
რაციონი წარმოადგენდა დამატებითს იმ პროდუქტებთან ერთად, რომლებსაც
დევნილები
იღებდნენ
მათი
კურატორებისაგან.
შესაბამისად
ასეთი
ობიექტებისათვის რაციონის მიწოდების პერიოდულობის ზრდამ მნიშვნელოვანი
შედეგი და სიტუაციის გაუარესება არ გამოიწვია, რაც შეეხება იმ ობიექტებს,
რომლებიც სურსათის მიწოდების მხრივ დამოკიდებულები იყვნენ, მხოლოდ
აღნიშნულ პროგრამაზე, სიტუაცია დამძიმდა.
სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ოქტომბრის თვეში იმყოფებოდნენ
თბილისში, დავით აღმაშენებლის მე–12 კილომეტრზე მდებარე დევნილთა
კომპაქტური განსახლების ობიექტში. დევნილები ყველაზე დიდ პრობლემას
239
დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა
სწორედ სურსათის ნაკლებობას ასახელებდნენ. ისინი ასევე მიუთითებდნენ მის
დაბალ ხარისხზეც. სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრისას
დევნილები აღნიშნავდნენ, რომ პროდუქტი ხშირად საკვებად უვარგისი იყო. რაც
მათ მდგომარეობას გაუსაძლისს ხდიდა.
15 აგვისტოს საქართველოს მთავრობის განკარგულებით ლტოლვილთა და
განსახლების სამინისტროს გამოეყო 2 მილიონი ლარი. აღნიშნული თანხის
მიზნობრიობა განსაზღვრა თავად სამინისტრომ და იგი გაიხარჯა დევნილთათვის
კვების უზრუნველყოფისათვის. ძირითადად დევნილების ჩამოსვლის საწყის ეტაპზე
სამინისტრო კომპაქტურ ცენტრებში არიგებდა ძეხვს და პურს.
როგორც სამინისტროს წარმომადგენელი აღნიშნავდა, სამინისტრო ჰუმანიტარული
დახმარებების დისტრიბუციას ახორციელებდა საკუთარი რესურსებით და
მოხალისეების გამოყენებით.
ქ.გორში, როგორც უკვე ავღნიშნეთ, დევნილები განსახლებულნი იყვნენ კარვების
ქალაქში და ბაგა–ბაღებსა და სხვა ტიპის დაწესებულების შენობებში. ,,კარვების
ქალაქზე” პასუხისმგებლობა აღებული ჰქონდა საქართველოს ლტოლვილთა და
განსახლების სამინისტროს, ხოლო ქ.გორში არსებულ დანარჩენ კომპაქტური
ჩასახლების ობიექტებზე – ადგილობრივ თვითმმართველობას.
აშკარა იყო, რომ იმ ობიექტში, რომელსაც კურირებდა სამინისტრო პირობები იყო
გაცილებით უარესი, ვიდრე დანარჩენ ობიექტებში. კარვების ქალაქში ბოლო დღემდე
იყო მძიმე ჰიგიენური მდგომარეობა. ტერიტორიაზე აშენებული იყო სპეციალური
კაბინები შხაპის მისაღებად. აღნიშნული კაბინა იყო ხის, რომელშიც არ იყო
დამონტაჟებული სისტემა. დევნილებს საკუთარი ძალებით უნდა მოეხდინათ წყლის
გათბობა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო შხაპის მიღება. სამინისტროს არ უზრუნვია,
მათთვის გარკვეული წყლის გასათბობი საშუალებების დარიგებაზე. დევნილები
აცხადებდნენ, რომ ამინდის გაუარესების გამო, მათ არ ჰქონდათ საშუალება პირადი
ჰიგიენის დაცვის, ვინაიდან წარმოუდგენელი იყო არა მარტო ბავშვების, არამედ
უფროსებისთვისაც ცივი წყლით ბანაობა.
აღნიშნულ ობიექტს საკვები მიეწოდებoდა დღეში ორჯერ. დევნილები აცხადებენ,
რომ საკვები იყო ერთფეროვანი და ულუფები–მცირე. თითქმის ყველა ობიექტში
პრობლემას წარმოადგენს ბავშვებისათვის განსხვავებული რაციონისა და
კალორიული საკვების არსებობა. ,,კარვების ქალაქში” მხოლოდ წლი ნახევრამდე
ბავშვების მშობლებს ურიგდებოდათ მაწონი, ხოლო წლინახევრის ზევით ბავშვების
მშობლები იძულებულნი იყვნენ ბავშვებისათვის მიეცათ ის საკვები რომელიც
ზრდასრული ადამიანებისთვის იყო გათვალისწინებული. როგორც კარვების
ქალაქის მაცხოვრებლები აღნიშნავდენ საკვები იყო ან ლობიო ან მაკარონი, რომლის
ჭამაზე მცირეწლვანი ბავშვები ხშირად უარს აცხადებდნენ.
სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ამინდის
ცვლილებასთან ერთად დევნილები ითხოვდნენ თბილ ტანსაცმელს. როგორც თავად
240
დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა
მათ განმარტეს, მათთვის მთელი დევნილობის პერიოდში არ დაურიგებიათ
საცვლები და თეთრეული. ,,კარვების ქალაქში“ სამინისტრომ დაარიგა თბილი
საბნები მხოლოდ ბავშვებზე. ამ პერიოდში მთავრობა ოქტომბრიდან გეგმავდა
დევნილთა ხელახალ გადაადგილებას. ხშირად გარკვეული მომსახურებების გაწევას
მთავრობა სწორედ აღნიშნულ თარიღს უკავშირებდა. თუმცა გაურკვეველია რატომ
არ მოხდა ტანსაცმლის დარიგება დევნილთათვის. აღნიშნული საჭიროება
საჭიროებად რჩებოდა მათთვის ნებისმიერ ადგილას განსახლების შემთხვევაში.
სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად დევნილმა ბავშვებმა დაიწყეს სკოლაში
სიარული. მოსწავლეებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ დარიგებიათ
სასწავლო ნივთები. სწავლის დაწყების პირველ პერიოდში დევნილები ხშირად
უთითებდნენ, რომ ბავშვებს არ ჰქონდათ სკოლაში სიარულის სურვილი იმის
გამო, რომ მათ ელემენტარულად ტანსაცმელი არ ჰქონდათ. აღნიშნული მათთვის
დიდ ფსიქოლოგიურ სტრესს იწვევდა. მოგვიანებით საქართველოს მეცნიერებისა
და განათლების სამინისტროს მიერ დარიგდა დევნილ ბავშვებზე სასკოლო
დახმარება 100 ლარის ოდენობით, რამაც გარკვეულწილად მოხსნა აღნიშნული
პრობლემა.
ერთ–ერთი მნიშვნელოვან პრობლემას კომპაქტურად განსახლებულ ობიექტებში
კანალიზაციის სისტემის გაუმართაობა წარმოადგენდა. აღნიშნული პრობელმა
გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ დაწესებულებების კანალიზაციის სისტემა, სადაც
მოხდა დევნილთა განსახლება, არ იყო გათვლილი ასეთი სახის დატვირთვისთვის. ქ.
გორის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსმა კობა ტლაშაძემ განაცხადა, რომ
აღნიშნული პრობლემის შესახებ მათთვის ცნობილი იყო.
დევნილთა სტატუსი
აგვისტოს ომის შედეგად გადაადგილებული მოსახლეობისათვის დღემდე
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს არ მიუნიჭებია
დევნილის სტატუსი. სამინისტროს განმარტებით, დევნილის სტატუსის მინიჭების
პროცედურა ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში უნდა დაწყებულიყო, თუმცა პროცესის
თარიღი მუდმივად იცვლება. ამჟამად არსებული ინფორმაციით დევნილის
სტატუსის მინიჭება სავარაუდოდ აპრილის თვეში დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ სწორედ დევნილის სტატუსს უკავშირდება იძულებით
გადაადგილებულ პირთა მთელი რიგი უფლებები. დევნილის სტატუსის არქონამ
გამოიწვია პრობლემები, რომლებიც თან ახლდა დევნილთა სოფლებში დაბრუნებას.
საუბარია მოსახლეობის იძულებით დაბრუნებაზე. სახალხო დამცველის აპარატში
რამდენიმე ასეთი ფაქტი დაფიქსირდა. ხელისუფლების წარმომადგენლები, როდესაც
დევნილებისაგან მოითხოვდნენ მათი დროებითი თავშესაფრების დატოვებას და
დაბრუნებას სოფლებში სწორედ იმაზე აპელირებდნენ, რომ ეს ადამიანები არ
წარმოადგენდნენ დევნილებს, ვინაიდან მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი
საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობდა და არ იყო
ოკუპირებული. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს
პოზიცია სრულ წინააღმდეგობაში მოდის როგორც იძულებით გადაადგილებულ
241
დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა
პირთა შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებთან, ისე თავად საქართველოს
კანონმდებლობასთან.
გაეროს სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით „იძულებით გადაადგილებულ
პირებად ითვლებიან ის პირები ან პირთა ჯგუფები, რომლებიც გამოძევებულ იქნენ
ან იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი სახლები ან მუდმივი
საცხოვრებელი ადგილი, რათა გაქცეოდნენ შეიარაღებულ კონფლიქტს, საყოველთაო
ძალადობას, ადამიანის უფლებათა ხელყოფას და სტიქიურ ან ადამიანის მიერ
შექმნილ კატასტროფებს და, ამასთან, არ გადაუკვეთავთ საერთაშორისოდ
აღიარებული სახელმწიფო საზღვარი“.95 ამ განმარტების თანახმად, იმისათვის, რომ
პირი ან პირთა ჯგუფი ჩაითვალოს დევნილად, საჭიროა აკმაყოფილებდეს შემდეგ
კრიტერიუმებს: პირველი – ეს არის პირის მიერ საკუთარი საცხოვრებლის ნების
საწინააღმდეგოდ დატოვების ფაქტი, მეორე – ეს საცხოვრებელი უნდა იყოს არა
დროებითი, არამედ მუდმივი, მესამე – უნდა არსებობდეს ისეთი გარემოებები, რაც
ჩამოთვლილია აღნიშნულ პრინციპში და მეოთხე – მათ არ უნდა გადაკვეთონ
სახელმწიფოს საზღვარი ანუ გადაადგილება უნდა მოხდეს ერთი ქვეყნის შიგნით.
საქართველოს კანონი ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ”
განმარტავს დევნილის ცნებას. კერძოდ, პირველი მუხლის თანახმად: ,,იძულებით
გადაადგილებულ პირად – დევნილად ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან
საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც
იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და
გადაადგილებულიყო საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში იმ მიზეზით, რომ
საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს,
ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის აგრესიის, შიდა კონფლიქტის ან
ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო, ან ამ კანონის მე-2 მუხლის მე-11
პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში“.
საქართველოს კანონმდებლობა გვთავაზობს ცნების განმარტებას, რომელიც
მოცემული შემთხვევისათვის არ განსხვავდება გაეროს პირნციპებიდან. აგვისტოს
ომის
შემდეგ
კონფლიქტური
რეგიონებიდან
გარიდებული
ადამიანები
აკმაყოფილებდნენ ყველა ზემოაღნიშნულ კრიტერიუმს. კერძოდ, ისინი იძულებული
გახდნენ საკუთარი ნების საწინაამდეგოდ დაეტოვებინათ თავიანთი მუდმივი
საცხოვრებელი ადგილები, რათა გარიდებოდნენ შეიარაღებულ კონფლიქტს, რაც
საფრთეს უქმნიდა, მათი და მათი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ამ ადამიანების გადაადგილება კი მოხდა ქვეყნის საზღვრებს შიგნით, შესაბამისად
სახეზეა აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ყველა პირობა.
იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-2
მუხლის მე-9 პუქტის თანახმად, ,,მოსახლეობის მასობრივი და ექსტრემალური
გადაადგილების დროს პირის დროებით დევნილად ცნობა სათანადო წესით მისთვის
95
გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები იძულებით გადაადგილებულების შესახებ, შესავალი:
მიზნები და ამოცანები, მე–2 პუნქტი;
242
დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა
დევნილის სტატუსის მინიჭებამდე ხდება ლტოლვილთა
სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ“.
და
განსახლების
,,იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის
მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის იძულებით გადაადგილებული პირის
- დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის
დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის
N124-ე ბრძანება განსაზღვრავს მასობრივი და ექსტრემალური გადაადგილების დროს
დევნილად ცნობისა და სტატუსის მინიჭების პროცედურას. კერძოდ, აღნიშნული
ბრძანების მე-3 მუხლის 1 პუნქტი იმეორებს ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა –
დევნილთა შესახებ კანონის მე-2 მუხლის 9-ე პუნქტს და აცხადებს, რომ
,,მოსახლეობის მასობრივი და ექსტრემალური გადაადგილების დროს სტატუსის
მინიჭება ხდება დაუყოვნებლივ.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით: ,,მოსახლეობის მასობრივი და
ექსტრემალური გადაადგილების დროს სტატუსის მინიჭება ხდება პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირთან გასაუბრების საფუძველზე. თუ პირს
არ გააჩნია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან მისი ნამდვილობა ეჭვს
იწვევს, პირის ვინაობის დადგენას ახდენს ვინაობის დამდგენი კომისია,
მიმართვიდან 3 დღის ვადაში“. იმავე მუხლის მე-4 პუნქტში კი წერია, რომ
,,დევნილის სტატუსის მინიჭებისთანავე ხდება პიროვნების ფოტოგრაფირება (გარდა
6 წლამდე ასაკის დევნილისა), მასზე ივსება დევნილის ანკეტა და ეძლევა დევნილის
მოწმობა“.
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს განცხადებით,
დევნილებისთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭება დღემდე არ მომხდარა, იმის გამო
რომ ვერ ხერხდებოდა მათი მუდმივი მისამართის დადგენა და დევნილები ხშირად
იცვლიდნენ საცხოვრებელ ადგილს. სამინისტროს წარმომადგენლების განმარტებით,
დევნილთათვის
სტატუსის
მინიჭება
დაიწყებოდა
მათი
განსახლების
დასრულებისთანავე. სავარაუდო თარიღად სახელდებოდა 15 დეკემბერი.
აღნიშნული პროცესის ერთადერთ დამაბრკოლებელ მიზეზად სამინისტროს
წარმომადგენლები ასახელებდნენ იმ გარემოებას, რომ დევნილის მოწმობის
აუცილებელ რეკვიზიტს წარმოადგენდა დევნილის დროებითი საცხოვრებელი
ადგილის შესახებ გაკეთებული ჩანაწერი. მათი განმარტებით, ვინაიდან დევნილები
საბოლოოდ არ იყვნენ განსახლებულნი, პროცესი ვერ დაიწყებოდა და დევნილის
მოწმობების გაცემაც შეუძლებელი იყო.
თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის მოწმობის შესახებ დებულება რომელიც დამტკიცებულია ,,იძულებით
გადაადგილებულ პირთა - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და
დევნილთა რეგისტრაციის წესის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის
მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების
თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის N 124-ე
ბრძანებით, 2 მუხლის
მე-2 პუნქტი ითვალისწინებს მისამართის შეცვლის
ინსტიტუტს, რომელიც გამოიყენება კიდეც. შესაბამისად, სამინისტროს არგუმენტი
243
დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა
იმის თაობაზე, რომ 4 თვის განმავლობაში დევნილებს არ აქვთ მინიჭებული სტატუსი
მხოლოდ იმის გამო, რომ მათი განსახლება არ დასრულებულა, ვერ ამართლებს
აღნიშნულ მდგომარეობას.
მიმაჩნია, რომ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ
დარღვეულია
,,იძულებით
გადაადგილებულ
პირთა-დევნილთ
შესახებ”
საქართველოს კანონი. დაუშვებელია ამდენი ხნის მანძილზე სამართლებრივი
სტატუსი არ ჰქონდეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს.
განათლება
სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა ოფიციალური წერილით განათლების
სამინისტროს და გამოითხოვა ინფორმაცია, რა სახის შეღავათები იყო
გათვალისწინებული დევნილთათვის განათლების სისტემაში.
როგორც განთლებისა და მეცნიერების სამინისტროდან გვეცნობა, 2008 წლის 7
აგვისტოს
რუსეთის
ფედერაციის
შეიარაღებული
თავდასხმის
შედეგად
დაზარალებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების 20082009 სასწავლო წლის დაფინანსებისათვის გამოყოფილი იყო 955 950 ლარი.
აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებდა ერთჯერად დახმარებას 1 სასწავლო
წლისათვის. დაფინანსება შეიძლება მოეპოვებინა მხოლოდ იმ დაზარალებულ
სტუდენტს, რომელსაც არ აფინანსებდა სახელმწიფო, ან აფინანსებდა ნაწილობრივ
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით.
იმისათვის,
რომ
განსაზღვრულიყო დასაფინანსებელ სტუდენტთა სია, შეიქმნა კომისია, რომელმაც
დეკემბრის თვეში დაამთავრა მუშაობა.
საქართველოს მთავრობის #242–ე დადგენილების მიხედვით დაწესებულია
კრიტერიუმები,
რომელთა
მიხედვითაც
ხორციელდება
დაზარალებული
სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გაცემა. მათ შორის: სტუდენტები:
1) რომლებიც, ან/და რომელთა მშობლებიც 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის
ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის დროს ცხოვრობდნენ ყოფილი სამხრეთ
ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ზემო აფხაზეთში;
2) რომლებიც, ან/და რომელთა მშობლებიც 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის
ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის დროს ცხოვრობდნენ ყოფილი სამხრეთ
ოსეთის
ავტონომიური
ოლქის
ტერიტორიაზე
შექმნილი
დროებითი
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მოსაზღვრე სოფლებში (გორის მუნიციპალიტეტის სოფლები: ერგნეთი, ზემო ნიქოზი, ქვემო ნიქოზი, გუგუტიანთ კარი,
ზარიანთ კარი, აძვი; ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლები: აბანო, ატოცი, დვანი,
კნოლევი, ტვრინისი, ღოღეთი, თამარაშენი, აბანოს თავი, ცერონისი, დირბი, ფცა, აბისი, აბისისთავი, ავლევი, ტახტისძირი; საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი
პერევი);
244
დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა
3) რომლებიც, ან/და რომელთა მშობლებიც 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის
ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის დროს ცხოვრობდნენ საქართველოს
ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელისა და
ხაშურის მუნიციპალიტეტები) და რომელთა ოჯახებისათვის 2008 წლის 7 აგვისტოს
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მიყენებული ზარალი
გამოიხატება ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისით ან მიუღებელი
შემოსავლის სახით, რაც დადასტურებულია შესაბამისი უწყების (სახელმწიფო
ორგანოს) მიერ;
4) რომლებიც არიან 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული საომარი
მოქმედებების შედეგად დაღუპული ან დაკარგული პირების მეუღლეები ან შვილები;
5) რომლებსაც 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული საომარი მოქმედებების
დროს სხეულის დაზიანების შედეგად შეუმცირდათ ან წაერთვათ შრომის უნარი ან
იმყოფებოდნენ ტყვეობაში.
დაზარალებული სტუდენტების ბაზის შედგენა ხორციელდებოდა მოქალაქეებისაგან
შესული
განცხადებების,
საქართველოს
აკრედიტებული
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მოწოდებული ინფორმაციის, აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი
დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის მიერ
მოწოდებული სიების შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ
ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები)
სახელმწიფო რწმუნებულის _ გუბერნატორის მიერ დადასტურებული ინფორმაციის
საფუძველზე, ასევე შესაბამის უწყებებში (სახელმწიფო ორგანოებში) გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე.
როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან გვეცნობა,
სამინისტროში, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული
თავდასხმის შედეგად დაზარალებული, აკადემიური უმაღლესი განათლების
პირველ საფეხურზე ან პროფესიული უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო
პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების
პროგრამა განხორციელდა. აღნიშნული პროგრამა დღეის მდგომარეობით
დასრულებულია. სახალხო დამცველს დღემდე მიმართავენ სტუდენტები,
რომელებიც აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ ყველა საჭირო
დოკუმენტაცია წარადგინეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში,
დაფინანსებაზე უარი ეთქვათ. როგორც სამინისტრო აცხადებს, აღნიშნული
პროგრამის განახლების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი. მიგვაჩნია, რომ
იმისთვის, რათა თავიდან ავიცილოთ დისკრიმინაციული მიდგომა, აუცილებელია
საქართველოს მთავრობის მიერ განახლდეს ზემოაღნიშნული პროგრამა, რათა
დახმარება გაეწიოს ყველა შესაბამის სტუდენტს.
დაუზუსტებელია იმ დაზარალებულ სტუდენტებთა მდგომარეობა, რომლებიც
ქირით ცხოვრობდნენ ქ. თბილისსა და სხვა ქალაქებში. ამ უკანასკნელ შემთხვევაში
245
დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პასუხისმგებლობას არ
კისრულობს.
რაც შეეხება დაზარალებულ სკოლის მოსწავლეებს, მათზე ერთჯერადი ფულადი
დახმარების სახით გაიცა 100 ლარი. სახელმძღვანელოების თანხა გაცემულ იქნა იმ
სკოლის მოსწავლეებზე, რომლებიც სკოლაში დაფიქსირდნენ. მაგრამ, მიუხედავად
სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციისა სახალხო დამცველის აპარატს
მომართავენ პირები, რომელთა შვილებსაც მოსწავლეებს დახმარება არ აუღიათ.
სკოლებში არსებულ პრობლემებზე ყურადღება გაამახვილა ასევე გაეროს
გენერალური მდივნის წარმომადგენელმა იძულებით გადაადგილებულ პირთა
საკითხებში. კერძოდ: ,,ადგილობრივ სკოლებში აღინიშნებოდა მოსწავლეთა მიღების
შეზღუდული კოორდინირება, ამასთან უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ არ მოხდა
იმ ბავშვთა მიღება სკოლებში, რომლებიც კოლექტიურ ცენტრებში იმყოფებოდნენ96.
სამედიცინო მომსახურება
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ
გავრცელებული ინფორმაციით, საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოიცა
მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, სამინისტრო და ჯანმრთელობისა და
სოციალური პროგრამების სააგენტო ახორციელებდნენ დევნილთათვის სამედიცინო
მომსახურების ორგანიზებას. რაიონულ პოლიკლინიკებს დაევალათ დევნილი
პირებისათვის სამკურნალო დანიშნულებების გაცემა მოეხდინათ ფაქტობრივი
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თავად პოლიკლინიკები ვალდებულები იყვნენ,
სააფთიაქო
ბაზების
დახმარებით
დევნილები
უზრუნველეყოთ
საჭირო
მედიკამენტებით. ბრძანება ვრცელდებოდა 15 სექტემბრამდე.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 29 აგვისტოს სახალხო დამცველის მოადგილეს
ქ.გორში ე.წ კარვების ქალაქში მიმართეს სამი მცირეწლოვანი ბავშვის მშობელმა და
ასაკოვანმა ქალბატონმა, რომლებიც მოითხოვდნენ სამედიცინო დახმარებასა და
მედიკამენტებს. კარვების შესასვლელში იდგა ერთი სასწრაფო დახმარების მანქანა,
თუმცა აღმოჩნდა, რომ ადგილზე მყოფ ექიმებს არ ჰქონდათ პირველადი მოხმარების
წამლები. ადგილზე არ ფუნქციონირებდა ლაზარეთი.
კარავში შესახლებულმა, 3 წლის ზურაბ ვ–ის დედამ, რომელიც არის სოფელ
კარალეთიდან დევნილი, მიმართა სახალხო დამცველის მოადგილეს და სთხოვა
დახმარება, რადგან მის შვილს ჯერ კიდევ თბილისში ჯანმრთელობასთან
დაკავშირებით შეექმნა პრობლემები, კერძოდ, მას ჰქონდა სახეზე მწვავე გამონაყარი.
ზურაბ ვ–ის დედამ აღნიშნა, მან კარვების ქალაქში ვერ იპოვა ექიმი და მას თავად არ
ჰქონდა
ელემენტარული საშუალება, რომ ბავშივისათვის ეყიდა მალამო
ბრილიანტის მწვანე გამონაყარის დასამუშავებლად. ბავშვი დედასთან ერთად
96
Report of the Representative of the Secretary-General on the human rights of displaced persons, Walter
Kälin. A/HRC/10/13/Add.2 13February 2009.
246
დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა
სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელმა მიიყვანა ქალაქ გორის ბავშვთა
პოლიკლინიკაში. მორიგე ექიმმა გასინჯა ბავშვი და აღნიშნა, რომ ბავშვს
აღენიშნებოდა დამწვრობა და კანის ანთება. ექიმის თქმით, მათ საავადმყოფოს არ
ჰქონდა საშუალება, რომ ბავშვის მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტები
გადაეცა მშობლისთვის, ერთადერთი გამოსავალი მათთვის იყო ბავშვის
ჰოსპიტალიზაცია. წამლებს კი დედას ვერ გაატანდნენ.
სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე 13 აგვისტოდან 20 აგვისტომდე
დაფიქსირდა 15 სატელეფონო შეტყობინება მედიკამენტების მოთხოვნასთან
დაკავშირებით. დევნილთა უმეტესობა არ ფლობდა ინფორმაციას სამედიცინო
მომსახურების გაწევის ორგანიზაციულ საკითხებზე, კერძოდ, მათ არ იცოდნენ,
ვისთვის უნდა მიემართათ.
დევნილებს პრობლემები ექმნებოდათ იმ შემთხვევაშიც, როცა დანიშნულება კერძო
კლინიკაში გამოეწერათ, რადგან ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო წამლებით
დაკმაყოფილებაზე უარს აცხადებდა.
2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად გარკვეული პერიოდის განმავლობაში
დაზარალებულ პირთათვის ექიმები, მათი პუნქტები ან/და პოლიკლინიკები
მიმაგრებული იყო კომპაქტურად ჩასახლებულ ცენტრებთან. თუმცა, ცოტა
მოგვიანებით, პოლიკლინიკებისა და სამედიცინო დახმარების პუნქტების
რაოდენობა შემცირდა.
თავდაპირველად არსებობდა წამლების ჩამონათვალი, რომლებიც მუდმივად უნდა
ყოფილიყო ხელმისაწვდომი სამედიცინო პუნქტებში. პოლიკლინიკა აღიჭურვებოდა
აფთიაქიდან გამოტანილი წამლებით, რომლის ღირებულებასაც ანაზღაურებდა
სახელმწიფო.
დახმარებების პირველადი სქემა შემუშავებულ იქნა შრომის, ჯანრმთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, დაფინანსების საკითხები კი წყდებოდა ამ
უკანასკნელსა და სააგენტოს შორის არსებული მითითებებით.
ამჟამად, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირთათვის
თანადაფინანსების სისტემა არ მოქმედებს. სახელმწიფო მთლიანად იღებს მათზე
პასუხისმგებლობას.
სამომავლოდ ყველა ის იძულებით გადაადგილებული პირი, რომლებიც კოტეჯებში
არიან განთავსებულები, უზრუნველყოფილნი იქნებიან სწორედ ისეთი სამედიცინო
დაზღვევით, რომლითაც სარგებლობენ სოციალურად დაუცველი ფენის
წარმომადგენლები. ამასთან, იგეგმება სადაზღვევო პაკეტის მოცულობის ზრდა. იმ
დევნილების, რომლებიც არ არიან განაწილებული კოტეჯებში, ფინანსური
მდგომარეობა შეფასებული იქნება სოციალური აგენტის მიერ კანონმდებლობით
დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად. დევნილი, რომელიც მოხვდება
სიღარიბის ზღვარს მიღმა, ავტომატურად ხდება იმ დახმარებათა მოსარგებლე,
რომლითაც სარგებლობენ სიღარიბის ზღვარს მიღმა დარეგისტრირებული პირები.
247
დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა
შესაბამისი დადგენილების არ არსებობის გამო ვაუჩერების დარიგება ამჟამად არ
დაწყებულა. მანამდე კი მოქმედებს რეფერალური პროგრამა.
კონფლიქტის შედეგად განადგურებული ქონების კომპენსაცია
აგვისტოს ომის პერიოდში კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის ქონების
უდიდესი ნაწილი განადგურდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახალხო
დამცველმა წერილობით მიმართა საქართველოს მთავრობას. პასუხად გვეცნობა, რომ
საქართველოს მთავრობაში შექმნილი სპეციალური, ზარალის დამთვლელი კომისია.
პირველ ეტაპზე სახალხო დამცველის მიერ კომისიისათვის გადაგზავნილ იქნა ის
განცხადებები, რომლებიც ეხებოდა კონფლიქტის რეგიონში მცხოვრებთა ქონებრივ
დანაკარგებს.
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობასთან ურთიერთობის დროს ერთ-ერთი კითხვა
სწორედ კომპენსაციებს ეხება. როგორც რამდენიმე სოფლის, კერძოდ, ქვემო და ზემო
ნიქოზისა და ზემო ხვითის მოსახლეობა აცხადებს, ამ დრომდე მათთან აღნიშნულ
საკითხთან დაკავშირებით არავინ მისულა. შესაბამისად, სახალხო დამცველის
აპარატიდან გაიგზავნა განმეორებითი წერილი, რომლითაც ვითხოვთ ინფორმაციას
კომისიის მუშაობისა და მექანიზმის შესახებ, თუმცა პასუხი არ მიგვიღია.
ახალი ჩასახლებები
2009 წლის 15 იანვრისათვის დაახლოებით 18 000 დევნილი განსახლდა სახელმწიფოს
მიერ მათთვის ახლად აშენებულ კოტეჯებში, რომლებიც განთავსებულია შიდა
ქართლში, ქვემო ქართლსა და მცხეთა–მთიანეთის რეგიონში. კოტეჯებში
სახელმწიფოს მიერ განსახლებულ იქნა დევნილთა ის კატეგორია, რომელთა
საცხოვრებელი ადგილებიც დღესდღეობით ოკუპირებულია. მიუხედავად ამისა,
დევნილების გარკვეული რაოდენობა რჩება კოლექტიურ ცენტრებში როგორც
თბილისში, ისე მთელი საქართველოს მაშტაბით. საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს კურატორობით აშენდა სულ 3963 სახლი და 1500 ბინა იქნა
რეაბილიტირებული. სახლები ნაწილობრივ დონორთა დახმარებით აშენდა. თავად
ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ გადაწყვიტა დევნილები დაეკმაყოფილებინა
კოლექტიური დასახლებების პრინციპით აშენებული კოტეჯებით არის დადებითი
მოვლენა. მაგრამ აღნიშნულს თან კითხვები და ხარვეზი ახლავს.
არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს კოტეჯების განაწილების წესსა და
პრინციპს. აღსანიშნავია, რომ საომარი მდგომარეობის დროს განადგურდა საკომლო
წიგნების უმეტესობა. სწორედ აღნიშნული საკომლო წიგნები იძლეოდა საშუალებას,
ზუსტად დადგენილიყო იმ ოჯახების რაოდენობა და ვინაობა, ვინც მუდმივად
ცხოვრობდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. საკომლო წიგნების არ არსებობის
პირობებში და როდესაც არ არსებობს ოფიციალური აქტი, რომელიც
დაარეგულირებს აღნიშნულ პროცესს, კოტეჯების განაწილების პროცესი მთლიანად
ადგილობრივი
თვითმმართველობის
იმედზეა
დატოვებული.
კერძოდ
გაურკვეველია, რის საფუძველზე შეიქმნა იმ ოჯახების სიები, რომელთა
დაკმაყოფილებაც უნდა მომხდარიყო კოტეჯებით, რა ოფიციალური ინფორმაცია
გამოიყენებოდა აღნიშნული სიების ფორმირებისას და ა.შ
248
დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა
ახალ კოტეჯებში განსახლებისას კვლავ თავი იჩინა დევნილთათვის ინფორმაციის
მიწოდების ნაკლებობამ. განსახლების პროცესში დევნილები არასაკმარისად იყვნენ
ინფორმირებულები თავად განსახლების პროცესისა და კრიტერიუმების შესახებ.
დღემდე დევნილებს არ აქვთ ინფორმაცია მათთან მომავალში დაკავშირებული
გეგმების შესახებ. არ არის ცნობილი, აღნიშნული შენობები მათ რა ფორმით, რა
სახით გადაეცათ მფლობელობაში, ასევე დევნილები არ არიან ინფორმირებულები
აღნიშნული შენობების მომავალი შეკეთების ხარჯებისა და კომუნალური
გადასახადების შესახებ.
ტერმინი ,,კომპენსაციების“ ხშირმა გამოყენებამ დევნილთა გარკვეულ კატეგორიაში
გაურკვევლობა გამოიწვია. მათთვის უცნობია ფაქტობრივ მფლობელობაში
არსებული ფართს რა სახით ფლობენ. მიიღეს როგორც ძველი სახლებისათვის
კომპენსაცია, თუ როგორც დროებითი საცხოვრებელი.
დევნილების გარკვეული კატეგორია კოტეჯებში გადასვლის წინააღმდეგი იყო. ამ
შემთხვევაშიც სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ ხშირად
ითანხმებდნენ გადასვლაზე მუქარით, რომ კოლექტიურ ცენტრებში დარჩენის
შემთხვევაში მათ საკვების მიწოდება შეუწყდებოდათ. თავად ეს ფორმა და მეთოდი
დევნილთა ახალ სახლებში გადაყვანაზე დაყოლიებისა მიუღებელია, ვინაიდან
დევნილებს დრო არ ეძლეოდათ მოსაფიქრებლად. დევნილთა იმ კატეგორიაზე,
რომელიც უარს აცხადებს კოტეჯზე, გაიცემა 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი
თანხა. გაურკვეველია და არ არის ცნობილი მიზეზი რატომ დასახელდა
კომპენსაციის ოდენობად 10 000 აშშ დოლარი მაშინ, როდესაც ერთი კოტეჯის
ღირებულება დაახლოებით 28 000 ლარს შეადგენს.
კოტეჯებში განსახლებულ დევნილებს არ ჰქონდათ ინფორმაცია საკვების ადგილზე
მომარაგების შესახებ.
ახლად აშენებული კოტეჯები სტანდარტულად გათვლილია 6 წევრიან ოჯახზე. რაც
შეეხება წეროვანში აშენებულ კოტეჯებს როგორც სახალხო დამცველის
წარმომადგენლებისათვის
გახდა
ცნობილი,
იქ
ახალგორის
გამგეობის
გადაწყვეტილებით 6 სულიან ოჯახზე გაიცემოდა 2 კოტეჯი, ან შესაბამისი
კომპენსაცია. სხვადასხვა ადგილზე აშენებული კოტეჯები ხარისხობრივად
განსხვავდება ერთმანეთისაგან. შესაბამისად შესაძლებელია ვიმსჯელოთ, რომ
მშენებლობისას არ არსებობდა ერთიანი სტანდარტები, ან არ ხორციელდებოდა მათ
დაცვაზე ზედამხედველობა. კოტეჯების ნაწილში არის წყლის მიწოდების პრობლემა.
განსახლების ადრეულ პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ დევნილთა ოჯახებს
დაურიგდათ პურის ფქვილი, მათ არ ჰქონდათ საშუალება პურის მომზადების. მაგ;
2008 წლის 23 დეკემბერს სოფელ შავშვებში ჩასახლებულ დევნილებთან იმყოფებოდა
გაეროს განვითარების პროგრამის ადამიანის უფლებათა ექსპერტი, გიორგი
გოცირიძე. დევნილების განმარტებით, უკვე ოთხი დღე იყო გასული მას შემდეგ, რაც
მათთან არ მიუტანიათ პური. დევნილები აღნიშნულ დასახლებაში აშენებულ
კოტეჯებში შეასახლეს 2008 წლის 3 დეკემბერს. თითოეულ კოტეჯში მათ დახვდათ
249
დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა
ოთხი ტომარა პურის ფქვილი. ქურის არ არსებობის გამო დევნილები ვერ
ახერხებდნენ ფქვილის სათანადოდ გამოყენებას. დევნილები მოკლებული არიან
პირად ჰიგიენას, ვინაიდან კოტეჯებში, სადაც ისინი ცხოვრობენ, არ არის სველი
წერტილები. პლასტმასის ჭურჭლით დევნილებს წყლის ზიდვა რამდენიმე
კილომეტრიდან უწევთ.
დევნილების კუთვნილ კოტეჯებში ყველაზე დიდი პრობლემა მაინც ნესტია.
ზამთრის ხშირი ნალექის გამო ოთახებში აღწევს წყალი. მაგალითად, შავშვებში
ჩასახლებული ნუგზარ ჭიღლაძის კუთვნილი კოტეჯის საძინებელი ოთახის კედელი
ყვითლად იყო შეღებილი. ნალექის ზემოქმედების შედეგად საღებავი კედლიდან
ჩამოირეცხა. ამჟამად ყვითელ ფერის საღებავი კედლის მხოლოდ მცირე ნაწილზეა
შენარჩუნებული. სამაგიეროდ კედელზე გვხვდება მცირე ზომის წყლის წვეთები და
სოკო. კოტეჯის ჭერი წყლის ზემოქმედების შედეგად ამოიბურცა და ზოგ ადგილას
დარჩა ჩამორეცხვის კვალი. იგივე მდგომარეობაა კოტეჯების დიდ ნაწილში.
ტექნიკური პრობლემების გამო გიორგი მიდოდაშვილის კოტეჯს არ მიეწოდება
ელექტროენერგია. ხსენებული პიროვნების განმარტებით, იგივე პრობლემაა
შავშვებში არსებულ ათ კოტეჯში.
2008 წლის 3 დეკემბერს ცხინვალის რეგიონიდან დევნილებს სოფელ შავშვებში
აშენებულ კოტეჯებში დახვდათ გაზის დანადგარი, თუმცა #168-ე კოტეჯში
შესახლებულ ჭოველიძეების ოჯახს არც ამ კუთხით გაუმართლა. ტექნიკური ნაკლის
გამო შეუძლებელი იყო ილია ჭოველიძის გაზის დანადგარის ექსპლოატაცია. ეს
გარემოება კიდევ უფრო ამძიმებდა აღნიშნულ კოტეჯში შესახლებული მოხუცი
ცოლ-ქმარის ისედაც გაუსაძლის ყოფას.
კოტეჯები დევნილთა შესახლების მომენტისათვის არ იყო გამშრალი, ხშირ ადგილას
შეიმჩნეოდა სინესტე, რაც იწვევდა საღებავის ცვენას კედლებიდან.
განათლება – უმეტეს ობიექტებში თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი წარმოადგენს
განათლების პროცესის ხელისშემშლელ ფაქტორს, ამასთან, სკოლებისა და ბაღების
უმრავლესობა განლაგებულია გარკვეული კილომეტრების მოშორებით, რაც
აბრკოლებს მოსწავლეთა სკოლაში დასწრებას. იმ ტერიტორიებზე, სადაც სკოლები
მდებარეობს 1 კმ–ის მანძილზე, დევნილ მოსწავლეებს უწევთ ფეხით გადაადგილება,
ვინაიდან მშობლებს ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი თანხის გადახდის
საშუალება არ აქვთ. მაგ: სოფ ბაზალეთსა და სოფ. ხურვალეთში სკოლები
მდებარეობს კომპაქტური ჩასახლების ობიექტიდან 4 კმ–ის მოშორებით. სოფელ
ხურვალეთში დევნილები იყენებენ სამარშრუტო ტაქსს, რომელიც ერთ–ერთი
დევნილის კუთვნილებაა. მშობლები კი პასუხისმგებელნი არიან ბენზინის შეძენაზე.
ქ. თბილისში დევნილი მოსწავლეებისთვის მიწოდებული წიგნები არ არის
გამოსადეგარი ადგილობრივ სკოლებში. სოფელ შავშვებში წიგნების, სასკოლო
აღჭურვილობისა და თბილი ტანსაცმლის ხელმიუწვდომობა წარმოადგენს ძირითად
პრობლებას ბავშვებისთვის. ანალოგიური მდგომარეობაა სოფელ თელიანში, სადაც
ზემოთმითითებული აღჭურვილობის არქონა ხელს უშლის საგანმანათლებლო
პროცესში მოსწავლეთა ჩართვას. განათლების მხრივ მნიშვნელოვანია სოფელ
250
დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა
შაუმიანის აღნიშვნაც, ვინაიდან სასწავლო პროცესი მიმდინარეობს რუსულ ენაზე,
რაც
შეუძლებელს
ხდის
იძულებით
გადაადგილებულ
მოსწავლეთა
ხელმისაწვდომობას განათლებაზე. გარდა ამისა, ამ დასახლებებში ფიზიკურად არ
არსებობს
საზოგადოებრივი შეკრების ადგილები, ადგილი, სადაც ბავშვები
შეძლებენ თამაშს და ექნებათ კონტაქტი თანატოლებთან.
სამედიცინო მომსახურეობაზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით ჰიგიენის
ნივთებისა და სამედიცინო პრეპარატებისა, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს
თითქმის ყველა დასახლებისათვის. განსახლების მომენტისათვის ზოგიერთ
დასახლებაში არ არსებობდა არანაირი ინფრასტრუქტურა. კერძოდ, სკოლები,
სამედიცინო პუნქტები, მაღაზიები, საცხობები, ჯერ კიდევ არ იყო მზად. იძულებით
გადაადგილებულ
პირთა
უფლებებზე
გაეროს
გენერალური
ასამბლეის
წარმომადგენელმა ანგარიშში აღნიშნა, რომ ინფრასტუქტურის არსებობა არის
მნიშვნელოვანი, მაგრამ არა საკმარისი პრობლემათა ხანგრძლივი პერიოდის
განმავლობაში გადაწყვეტის უზრუნველსაყოფად, რომელიც მოითხოვს იმავე დონის
ან უფრო მეტ ყურადღებას სოციალურ ეკონომიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
სანიტარიული მდგომარეობა ახალ ჩასახლებებში წარმოშობს მნიშვნელოვან
პრობლემებს: ცენტრებში წყლის მილები ნაწილობრივ დაზიანებულია, რაც იწვევს
წყლის კედლებში გაჟონვას. ზოგიერთ ობიექტს არ მიეწოდება ცხელი წყალი, ამასთან,
მნიშვნელოვანი ნაწილი არ არის უზრუნველყოფილი დასაბანი საშუალებებითა და
სანაგვე კონტეინერებით. დევნილთა უმრავლესობის პრობლემას წარმოადგენს წყლის
ხარისხი. ზოგიერთ ობიექტზე, მიუხედავად იმისა, რომ საპირფარეშო და სამრეცხაო
საშუალებები არსებობს, ისინი არ არის დაკავშირებული ჩამდინარე წყლებთან, რაც
დამატებით პრობლემებს წარმოშობს. წყლის ხელმისაწვდომობა პრობლემატურია
ახალსოფელში, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირებს წყალი მოაქვთ ახლოს
მდებარე სოფლიდან, რომელიც ობიექტიდან 1.5 კმ–ით არის მოშორებული.
დევნილთა უმეტესობა არის უმუშევარი და მთლიანად დამოკიდებულია
სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებებზე. მისასალმებელია
ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს მიერ დევნილთა დასახმარებლად დარიგდა
ერთჯერადი დახმარება სულზე 200 ლარის ოდენობით, მაგრამ ცხადია, რომ ეს
დევნილების მოთხოვნილებას მინიმალურადაც ვერ აკმაყოფილებს. გამომდინარე
ყოველივე ზემოთქმულიდან, ახალ ჩასახლებებში საკმაოდ მძიმე სოციალური ფონია.
რიგ დასახლებებში მხოლოდ ერთი მაღაზია არსებობს, რაც გამორიცხავს ფასების
კონტროლსა და კონკურენტულობას. ეს კი ხშირ შემთხვევაში უკმაყოფილებას
იწვევს იძულებით გადაადგილებულ პირებში. აღსანიშნავია, რომ ახალ
დასახლებებში არიან მამასახლისები. როგორც საქართველოს ლტოლვილთა და
განსახლების სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, აღნიშნული პირები
ნებაყოფლობით, ანაზღაურების გარეშე მუშაობენ და არ წარმოადგენენ საჯარო
მოხელეებს, თუმცა როგორ მოგვიანებით გაირკვა, სწორედ მათ მიერ ხდება
დევნილთა საჭიროებების განსაზღვრა ახალ ჩასახლებებში.
251
დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა
2008 წლის 12 ნოემბრის რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული
მოსახლეობისათვის საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფის დამატებით
ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად:
,,საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ და ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებმა ამ განკარგულების მე-4 და მე-5 პუნქტებით
გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისას გააფორმონ შესაბამისი
დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტები)“; ამავე განკარგულების თანახმად,
,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ამ განკარგულების მე-4 და მე-5
პუნქტების საფუძველზე გაფორმებული დოკუმენტაციის (მიღება-ჩაბარების
აქტები) თითო ეგზემპლარი ინფორმაციისათვის წარუდგინონ საქართველოს
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს“. მიუხედავად იმისა, რომ სახალხო
დამცველის წარმომადგენლებმა სცადეს მოეპოვებინათ ასეთი აქტი, არც ერთ
დევნილს იგი არ აღმოაჩნდა და არ დაუდასტურებია მისი შედგენა. ჩაბარების აქტი
იმ ნივთებისა, რომლებიც დევნილებს გადაეცათ, გაურკვეველი ფორმით ისევე
როგორც კოტეჯები.
ყოველივე
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
შეიძლება
ითქვას,
რომ
ხელისუფლების ორგანოების მიერ ნაჩქარევად ხდება პროცესის თითოეული ეტაპის
განხორციელება. აუცილებელია სამართლებრივი ბაზის არსებობა, რომლითაც
მოწესრიგდება კოტეჯების გადაცემის სამართლებრივი ფორმა. ასევე, დევნილებს
აუცილებლად უნდა გადაეცეთ შესაბამისი უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტი.
დაბრუნებულთა უფლებრივი მდგომარეობა
2008 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყო დევნილთა თბილისიდან
გადანაწილების პროცესი. მიდიოდა თავად თბილისს შიგნით ერთი ობიექტიდან
მეორეში გადაყვანის პროცესი. ოდნავ მოგვიანებით დაიწყო გორისა და ქარელის
რაიონებში მცხოვრები და საომარი მოქმედებების დროს დაზარალებული
მოსახლეობის საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნება. კონფლიქტის ზონაში
მდებარე სოფლების მოსახლეობა შესაძლებელია რამდენიმე ჯგუფად დავყოთ.
ა. მოსახლეობა, რომელსაც არ მიუტოვებია საცხოვრებელი სახლები კონფლიქტის
დროს;
ბ. მოსახლეობა რომელმაც მხოლოდ მცირე პერიოდით დატოვა საცხოვრებელი
სახლები და სწრაფადვე თავად დაუბრუნდა მუდმივ საცხოვრებელ ადგილს;
გ. კატეგორია, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა დროებით
თავშესაფრებში და ხელისუფლების დახმარებით დაუბრუნდა სახლებს. ამ
უკანასკნელთა დაბრუნების პროცესს, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების
სამინისტროსთან ერთად, იმ პერიოდისათვის პარლამენტარი კობა სუბელიანი
ხელმძღვანელობდა. სამინისტრო დაზარალებულთა გამგზავრებას თბილისის
მერიის მიერ გამოყოფილი ავტობუსებით უზრუნველყოფდა.
დევნილთა დაბრუნება მიმდინარებდა გორის რაიონის შემდეგ სოფლებში:
ბროწლეთი, ახალხიზა, მეღვრეკისი, კარალეთი, დიდი გარეჯვარი, პატარა
გარეჯვარი, სათემო, ქინწისი, ძევერა, შერთული, ვარიანი, ვარიანის მეურნეობა,
252
დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა
საქაშეთი, შინდისი, მარანა, ყელმოქცეული, ქვემო ხვითი, ზემო ხვითი, ზემო ნიქოზი,
ქვემო ნიქოზი, ტყვიავი, თერგვითი, კარბი, ქერე, ფლავი, ფლავისმანი, არბო, ქორთი,
დიცი, მერე, ქვემო არცევი, ახალდაბა, ტირძნისი.
ასევე,
ქარელის რაიონის შემდეგ სოფლებში: ქვემო არსევი, შერთულა, ფცა,
თამარაშენი, ღოლეთი, დირგვი, დვანი, ტახტიძირი, წერონისი, სათიხური, ბრეხა,
ავლევი, ატოცი, კნოლევი, კოდა, აბანო, ჭვრინისი, ქვემო საქაშეთი.
დევნილთა დაბრუნების პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ქ.თბილისის
მერიიის სხვადასხვა საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები და გამგეობების
თანამშრომლები. ეს პროცესი მტკივნეული გახდა დევნილთათვის. მათ არაერთი
განცხადებით მიმართეს სახალხო დამცველს. დევნილები გამოთქვამდნენ
უკმაყოფილებას აღნიშნული პროცესის ორგანიზებასთან და მიმდინარეობასთან
დაკავშირებით. სახალხო დამცველის აპარატში შემოსულ განცხადებებში დევნილები
სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად მიუთითებდნენ საჯარო მოხელეთა მხრიდან
უხეშ დამოკიდებულებაზე. მათი განმარტებით, ისინი საკმაოდ უხეშად
აიძულებდნენ მათ დაკავებული შენობებიდან გადასვლას. წინააღმდეგ შემთხვევაში
ემუქრებოდნენ ოთახების დალუქვითა და ქუჩაში გაყრით, აყენებდნენ სიტყვიერ
შეურაცხყობას. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დევნილთა იმ კატეგორიას,
რომელთა
მუდმივი
საცხოვრებელიც
საქართველოს
კონტროლირებად
ტერიტორიაზე იყო, უწყდებოდა ყველანაირი დახმარება დროებით თავშესაფარში.
დახმარების აღებას დევნილები მხოლოდ მუდმივ საცხოვრებელ ადგილას
შესძლებდნენ. აღნიშნული ფაქტორის გამო დევნილთა უმეტესობა იძულებული
გახდა საკუთარი ნების წინააღმდეგ დაბრუნებულიყო სოფლებში.
სერიოზული პრობლემები შეექმნა იძულებით გადაადგილებულ პირთა იმ
კატეგორიას, რომელმაც მიუხედავად ყველაფრისა უარი განაცხადა მუდმივ
საცხოვრებელ
ადგილას
დაბრუნებაზე.
აღნიშნულ
პირთა
უმრავლესობა
დაბრუნებაზე უარის თქმის მიზეზად უსაფრთხოების არ არსებობას ასახელებდა.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პოზიციით კი იმ დროს, როდესაც
სოფლებში დაბრუნებული იყო მოსახლეობის უმეტესობა, უსაფრთხოების არ
არსებობაზე საუბარი საფუძველს იყო მოკლებული.
აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების შეგრძნება დამოკიდებულია მრავალ ფაქტორსა
და სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები
იძულებით
გადაადგილების
შესახებ
28–ე
პრინციპში
განსაზღვრავს:
,,ხელისუფლების უფლებამოსილ ორგანოებს აქვთ უპირველესი მოვალეობა და
პასუხისმგებლობა, რათა შექმნან პირობები, ისევე როგორც უზრუნველყონ
საშუალება, რაც შესაძლებლობას მისცემს იძულებით გადაადგილებულ პირებს,
დაბრუნდნენ თავისი ნებით, უსაფრთხოდ და ღირსეულად თავიანთ სახლებში ან
საცხოვრებელ ადგილებში, ან ნებაყოფლობით ხელახლა განსახლებულ იქნან ქვეყნის
სხვა ნაწილში. მსგავსმა უფლებამოსილმა ორგანოებმა დაბრუნებულ ან
განსახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა რეინტეგრაციას ხელი უნდა
შეუწყონ და უნდა გაადვილონ იგი“.
253
დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა
როგორც გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა იძულებით
გადაადგილებულ პირთა საკითხებზე განაცხადა, ,,დაბრუნება ნებაყოფლობითი და
ინფორმირებულ გადაწყვეტილებაზე დაფუძნებული უნდა იყოს, ყველანაირი
იძულების გარეშე. იძულებით გადაადგილებული პირები სარგებლობენ
გადაადგილების
თავისუფლებითა
და
თავშესაფრის
არჩევის
სრული
თავისუფლებით. ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ არჩევანის თავისუფლება, დაბრუნდნენ
პირვანდელ საცხოვრებელ ადგილას ან აირჩიონ განსახლების ახალი ადგილი ქვეყნის
მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ განსახლება და მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე
დაბრუნებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება უნდა იყოს დაფუძნებული
ნებაყოფლობითობისა და ინფორმირებულობაზე. ხაზი უნდა გავუსვათ იმ
გარემოებას, რომ განსახლების საშუალებები უნდა იყოს არადისკრიმინაციული,
სადაც პრიორიტეტი მოწყვლადობის ფაქტორზე იქნება გაკეთებული.
ხელისუფლების წარმომადგენლებს ეკისრებათ ვალდებულება, უზრუნველყონ
იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართულობა და მონაწილეობა მათი
დაბრუნების
ორგანიზებასთან,
განსახლებასთან
და
რეინტეგრაციასთან
დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, დევნილთა ჩართულობა აღნიშნულ საკითხებში
არ იყო საკმარისი. აუცილებელია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს მიეცეთ
საშუალება, გააკეთონ ნებაყოფლობითი და ინფორმირებულობაზე დაფუძნებული
გადაწყვეტილება მათ მომავალთან დაკავშირებით. მუდმივ საცხოვრებელ
ადგილებზე
დაბრუნების
ზოგიერთი
შემთხვევა
არ
მიმდინარეობდა
ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების პრინციპებზე
დაყრდნობით. დევნილთა იძულებითი გადაადგილება შესაბამისად ამ უფლების
დარღვევას წარმოადგენს. მთავრობამ უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოება და
დაცულობა იმ ტერიტორიებზე, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები
დაბრუნდნენ.
ამასთან, ტერიტორიებზე, სადაც მიმდინარეობდა კონფლიქტი, განაღმვის პროცესი
არ იყო საკმარისი. იმ მოსახლეობას, რომელმაც განიცადა დროებითი გადაადგილება
და შემდგომ დაბრუნდა მათ საცხოვრებელ ადგილას, ესაჭიროება მათი
საცხოვრებელი სახლებისა და სხვა საკუთრების აღდგენა“.97 შესაბამისად,
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილება, იძულებით
მოსახლეობა დაბრუნდეს სოფლებში, რბილად რომ ვთქვათ უკანონოა. მით უმეტეს
თუ გავითვალისწინებთ იმ ფორმებს, რომელსაც ოფიციალური პირები იყენებენ
დევნილთა დაბრუნებაზე დასაყოლიებლად.
მიუხედავად ხელისუფლების
პოზიციისა, რომ ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფლებში დაცულია
უსაფრთხოების ზომები, დაბრუნებული მოსახლეობა ამ თემაზე აქტიურად
საუბრობს. სახალხო დამცველი იმყოფებოდა ზემო და ქვემო ნიქოზსა და ზემო
ხვითში, სადაც შეხვდა მოსახლეობას. დღის წესრიგში დადგა უამრავი პრობლემა,
მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი – უსაფრთხოება. როგორც სოფლების
მოსახლეობა აცხადებს, ზონაში რეგულარულად პატრულირებს ქართული პოლიცია,
97
Report of the representative of the Secretary-General on the human rights of internally displaced persons,
Walter Kalin
254
დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა
მაგრამ მიუხედავად ამისა, იმის გამო, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან არ წყდება
სროლის ხმა, ისინი მუდმივ შიშში ცხოვრობენ.
დაბრუნების პროცესს ასევე თან ახლდა გარკვეული ტიპის პრობლემები. ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი იყო ინფორმაციის არ არსებობა. 2008 წლის 10 ოქტომბერს სახალხო
დამცველის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სოფელ კარალეთში, სადაც შეხვდნენ
და ესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას. მათი განმარტებით და სოფლის
დათვალიერებით აშკარა გახდა, რომ მოსახლეობის უმეტესობის საცხოვრებელი
სახლები დაზიანებული, ნაწილი კი სრულიად იყო განადგურებული. მოსახლეობა
აღნიშნავდა, რომ მათთან იმ დრომდე არც ერთი ოფიციალური პირი არ ყოფილა
მისული, რომლებიც განუმარტავდნენ მათ სარემონტო სამუშაოებისა ან სახლების
აღდგენის შესახებ სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს. მათთვის უცნობი
იყო სამუშაოების დაწყების თარიღი ან კონკრეტული ინფორმაცია. მოსახლეობა
იმყოფებოდა სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში.
დაბრუნებული მოსახლეობა იმყოფება მძიმე სოციალურ ეკონომიკურ პირობებში.
მათი შემოსავლის ძირითად წყაროს სასოფლო სამეურნეო სამუშაოების შედეგად
მიღებული მოსავალი წარმოადგენდა. აგვისტოს ომმა მთლიანად გაანადგურა იგი.
კონფლიქტის
პერიოდში
მოროდიორობის
გამო
მოსახლეობამ
განიცადა
მნიშვნელოვანი
მატერიალური
ზარალი.
მათ
დაკარგეს
სატრანსპორტო
საშუალებები, ნივთები, ასევე შინაური ცხოველები. მათ უმეტესობას დაუზიანდა,
დაეწვა და მთლიანად გაუნადგურდა საცხოვრებელი სახლები.
როგორც თავად მოსახლეობა განმარტავს, მათ მიიღეს სხვადასხვა ტიპის
დახმარებები, თუმცა წყაროს დასახელება არ შეუძლიათ. ხშირად იმის გამო, რომ
მოსახლეობა არ ფლობს ინფორმაციას მათთვის განკუთვნილი დახმარებების
მიზნობრიობასა და რაოდენობაზე, მათ უჩნდებათ დისკრიმინირებულობის განცდა.
ხშირად აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ იღებს კონკრეტული პირი დახმარებას,
მაშინ, როდესაც სხვებს აღნიშნული დახმარების მიღებაზე უარს ეუბნებიან. ჩვენს
ხელთ არსებული ინფორმაციით, სოფლებში გაცემული დახმარება იყო შემდეგი.
კერძოდ: სახელმწიფოს მიერ ომის პერიოდში გარდაცვლილი ოჯახზე გაიცა 10 000
დოლარის ოდენობის კომპენსაცია; ოჯახზე, რომლის კუთვნილი სახლიც მთლიანად
განადგურდა ან დაიწვა, გაიცა 15 000 დოლარის ოდენობის კომპენსაცია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს მიერ არ ხდებოდა კომპენსაციის გაცემა, თუ
ოჯახს საკუთრებაში ჰქონდა მეორე სახლი, რომელშიც ცხოვრება იყო შესაძლებელი.
ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ერთი ოჯახის კუთვნილი 2 სახლი განადგურდა, ოჯახი
იღებდა მხოლოდ ერთ კომპენსაციას. ოფიციალური პირების განმარტებით,
აღნიშნული დახმარების მიზანი იყო არა დაკარგული ქონების კომპენსირება, არამედ
მოსახლეობისათვის თავშესაფრის უზრუნველყოფა.
მწვავედ დგას სურსათის პრობლემაც. ამჟამად, ერთადერთ დახმარებას წარმოადგენს
გაეროს სასურსათო პროგრამა და წითელი ჯვრის მიერ გაწეული დახმარება.
აღნიშნული დახმარების პერიოდულობა ერთი თვეა. როგორც მოსახლეობა აცხადებს,
დახმარება არის ძალიან მცირე და მთელი თვის განმავლობაში მხოლოდ აღნიშნული
255
დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა
სურსათით კვება შეუძლებელია. რაც შეეხება სახელმწიფოს დახმარებას, ამ ეტაპზე,
როგორც მოსახლეობა აღნიშნავს, არანაირი სასურსათო დახმარება არ მიეწოდებათ.
უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს ჯანდაცვა და მედიკამენტები.
მოსახლეობის ხელმისაწვდომობა სამედიცინო მომსახურებაზე ძალიან დაბალია.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს განმარტებით, ამჟამად მოქმედებს რეფერალური პროგრამა,
რომელიც აღნიშნული პირების სამედიცინო მომსახურებას ითვალისწინებს.
მიუხედავად ამისა, სოფლებში მედიკამენტებს თვალსაზრისით უმძიმესი პრობლემაა
შექმნილი. მოსახლეობა განმარტავს, რომ პოლიკლინიკებში მედიკამენტების
სიმცირეა, შესაბამისად ვერ ხდება მათი საჭიროებების დაკმაყოფილება.
ამ
შემთხვევაშიც მოსახლეობა მთლიანად საერთაშორისო ორგანიზაცია კარიტასზეა
დამოკიდებული, რომელიც ახორციელებს ვიზიტებს რამდენიმე სოფელში და
სამედიცინო მომსახურებას უწევს მოსახლეობას. მაგალითად, სოფ. ნიქოზში
სახალხო დამცველის შეხვდა 1941 წელს დაბადებულ ნელი ლ–ს, რომელიც დაიჭრა
საომარი მოქმედებების დროს. მისი განმარტებით. იგი არის უმძიმეს მატერიალურ
მდგომარეობაში. ესაჭიროება მედიკამენტები, რომლის შეძენაც დამოუკიდებლად არ
შეუძლია, ხოლო დახმარების სახით მასზე აღნიშნული წამლები პოლიკლინიკამ
მათი არ ქონის გამო ვერ გასცა.
კომუნალური გადასახადები ერთ-ერთი უმწვავესი თემაა მოსახლეობისათვის.
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების თანახმად სახელმწიფო
ელექტროენერგიის გადასახადს ანაზღაურებდა იანვრის თვემდე. ამჟამად
მოსახლეობას თავად უხდება გადასახადის გადახდა, რაც, მათი მძიმე მატერიალური
მდგომარეობიდან გამომდინარე, დიდი სირთულეს წარმოადგენს. ამას გარდა
ელექტროენერგიის არ ქონა პირდაპირაა დაკავშირებული წყლის შეწყვეტასთან.
სახალხო დამცველს მიმართეს ქვემო და ზემო ნიქოზისა და ზემო ხვითის
მოსახლეობამ განცხადებით. მათი განმარტებით, ელექტროენერგია მათ სოფლებს 4
დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდათ საფასურის გადაუხდელობის გამო.
როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენელს ამ საკითხთან დაკავშირებით
ენერგოკომპანია ,,ენერგო–პრო-ჯორჯიამ” განუცხადა, აღნიშნულ სოფლებზე
სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება გაიცა დეკემბრის თვის ჩათვლით.
ელექტროენერგიის შეწყვეტა კი გამოიწვია გადასახადის გადაუხდელობამ.
ხელისუფლების წარმომადგენელთა განმარტებით, შეუძლებელია კომუნალური
გადასახადების მუდმივად სახელმწიფოს მიერ საკუთარ თავზე აღება. გასაგებია
ხელისუფლების პოზიცია, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ამჟამად
აღნიშნული
მოსახლეობა
სოციალურად
აბსოლიტურად
დაუცველი
და
გადახდისუუნაროა. მიმაჩნია, რომ უნდა დადგინდეს გარკვეული ტიპის შეღავათები
ან ლიმიტები, რომლებიც საშუალებას მისცემს მოსახლეობას განსაზღვრული
ოდენობით უფასოდ მოიხმაროს ელექტროენერგია. სახალხო დამცველმა აღნიშნულ
საკითხზე რეკომენდაციით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრს.
საბანკო კრედიტების სიმრავლე აღნიშნულ რეგიონში გამოწვეული იყო სასოფლო
სამეურნეო საქმიანობით. თითქმის ყოველ ოჯახს აღებული აქვს კრედიტი, რომლის
გადახდის საშუალებაც ამ ეტაპზე არ გააჩნია. გვესმის, რომ აღნიშნული წარმოადგენს
256
დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა
კერძო სამართლებრივ ურთიერთობას, თუმცა მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან
უნდა გატარებულ იქნას გარკვეული ღონისძიებები, რომელიც საშუალებას მისცემს
ამ კატეგორიის მოსახლეობას, გარკვეული პერიოდის ან გარკვეული შეღავათებით
დაფაროს სესხი.
რეკომენდაციები
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს
1.
2.
,,იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ“ საქართველოს კანონის
მოთხოვნების შესაბამისად დაიწყოს დევნილთათვის სტატუსის მინიჭების
პროცედურა.
გაუმჯობესდეს დევნილთათვის ინფორმაციის მიწოდების მექანიზმები.
უზრუნველყოფილ იქნას მათი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების
პროცესში.
საქართველოს მთავრობას
1. დაჩქარდეს დევნილთათვის გადაცემული ფართის სამართლებრივი სტატუსის
განსაზღვრა; უზრუნველყოფილ იქნას ყველა დევნილი შესაბამისი
დამადასტურებელი დოკუმენტით;
2. შემუშავდეს პროგრამები დევნილთა დასაქმების მიზნით;
3. მოსავლის აღებამდე უზრუნველყოფილ იქნას შიდა ქართლის ე.წ. ყოფილი
ბუფერული ზონის სოფლების მიერ მოხმარებული ელექტოენერგიის
საფასურის ნაწილობრივ სუბსიდირება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
4. შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც მოახდენს ე.წ. ყოფილი ბუფერული
ზონის სოფლების სოციალური მდგომარეობის შეფასებას.
5. სპეციალურმა კომისიამ შეისწავლოს შიდა ქართლის ომისგან დაზარალებულ
მაცხოვრებელთა საკრედიტო ვალდებულებები და სახელმწიფომ აიღოს
ვალდებულება, ზოგ შემთხვევაში მთლიანად ან ნაწილობრივ დაფაროს ეს
ვალდებულებები,
ზოგ
შემთხვევაში
კი
დაეხმაროს
მოსახლეობას
ვალდებულებების დაფარვის გადავადებაში.
6. განახლდეს დაუფინანსებელი დევნილი სტუდენტების დაფინანსების
პროგრამა.
257
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტური
უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამეტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს
საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში
შეიარაღებული კონფლიქტის განმარტება მოცემულ იქნა საერთაშორისო სისხლის
სამართლის იუგოსლავიის ტრიბუნალის მიერ ტადიჩის საქმეში: ,,შეიარაღებული
კონფლიქტი არსებობს მაშინ, როდესაც ადგილი აქვს სახელმწიფოთა შორის
შეიარაღებული ძალების გამოყენებას და ხანგრძლივ შეიარაღებულ ძალადობას
სახელმწიფო ძალებსა და ორგანიზებულ შეიარაღებულ ჯგუფებს ან მსგავსი
ხასიათის ჯგუფებს შორის.“98
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი შეიარაღებული კონფლიქტების ორ
კატეგორიას იცნობს. განმასხვავებელ ნიშნად სახელმწიფო საზღვარი გამოიყენება:
ომი ორ ან მეტ სახელმწიფოს შორის საერთაშორისო შეარაღებულ კონფლიქტად
იწოდება, ხოლო შეიარაღებული შეტაკება, რომელიც ერთი სახელმწიფოს99
ფარგლებში ხდება - არასაერთაშორისო (შიდა) შeიარაღებულ კონფლიქტად.
ჟენევის კონვეცნიებისათვის საერთო მე-2 მუხლის მიხედვით, ჟენევის
კონვენციების ასამოქმედებლად საჭიროა, რომ შეიარაღებული კონფლიქტი
წარმოიშვას ორ ან მეტ მაღალხელშემკვრელ მხარეს შორის (ჩვენს შემთხვევაში,
როგორც რუსეთი, ისე საქართველო არიან კონვენციის მონაწილე მხარეები),
ადგილი ჰქონდეს ტერიტორიის ნაწილობრივ ან მთლიან ოკუპირებას.
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები მოქმედებენ ოკუპირებულ
ტერიტორიებზე, როდესაც შეიარაღებული კონფლიქტის დროს ერთ-ერთი მხარის
კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორია გადადის მოწინააღმდეგე მხარის
კონტროლის ქვეშ.100
თუკი წარმოიქმნება შეიარაღებული კონფლიქტი ორ ან რამდენიმე სახელმწიფოს
შორის, ჰუმანიტარული სამართალი შეიარაღებული დაპირისპირებისთანავე
ავტომატურად იწყებს მოქმედებას, იმისდა მიუხედავად, გამოცხადებულია ომი თუ
არა და ცნობენ თუ არა კონფლიქტში მონაწილე მხარეები ომის მდგომარეობას.
ჰუმანიტარული სამართლის ამოქმედებისათვის ერთადერთი წინა პირობა
შეიარაღებული კონფლიქტია.
98
The Prosecutor v. Dusco Tadic, United Nations, International Tribunal for the Prosecution of Persons Responsible
for Serious Violations of International Humanitarian Law Committed on the Territory of the Former Yugoslavia
since 1991 (ICTY), Case No. IT-94-1-AR72, October 2,1995, The Judgment under Appeal, para. 67-70;
99
ტერმინში ,,ერთი სახელმწიფოს ფარგლებში“ იგულისხმება: სამხედრო მოქმედებების არა მარტო
ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე მომდინარეობა, არამედ ისიც რომ ეს მხარეები ქვეყნის შიგნით
არსებობენ და აჯანყებულებზე სხვა სახელმწიფო ეფექტურ კონტროლს არ ახორციელებს.
100
Article 42 of the Hague Regulations;
258
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტური
უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში
არსებობს საერთაშორისო და არასაერთაშორისო ხასიათის კოnფლიქტები.
შესაძლებელია, რომ მოხდეს შიდა კონფლიქტის საერთაშორისო ხასიათის
კონფლიქტად გარდაქმნა. ამ საკითხთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესია
ტადიჩის საქმე, სადაც იუგოსლავიის ტრიბუნალმა აღნიშნა, რომ როდესაც
კოnფლქტში მონაწილეობს ორი ან რამდენიმე სახელმწიფო, კოnფლიქტი
ცალსახად საერთაშორისოა. თუმცა, შიდა კოnფლიქტი, რომელიც მიმდინარეობს
ერთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, შეიძლება გადაიზარდოს საერთაშორისო
კონფლიქტში, (ან მის პარალელურად მიმდინარეობდეს)101, თუ სხვა სახელმწიფო
პირდაპირ ჩაერთვება კონფლიქტში სამხედრო ნაწილებით.
საქართველოში არსებული მდგომარეობა და კონფლიქტი (სამხრეთ ოსეთის
რეგიონთან მიმართებით) საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად,
განიხილებოდა, როგორც არასაერთაშორისო, ანუ ქვეყნის შიგნით არსებული
კონფლიქტი. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის ფაქტორი, რომ სამხრეთ ოსეთის
რეგიონი დე იურე არის საქართველოს ტერიტორია. 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ,
რაც არსებულ კონფლიქტში ჩაერთო რუსეთის სახელმწიფო, უკვე ამ კონფლიქტმა
მიიღო საერთაშორისო ხასიათი.
შეიარაღებული კონფლიქტის დროს სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ მოპყრობის
საკითხს ეხება ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია „ომის დროს სამოქალაქო
მოსახლეობის დაცვის შესახებ“. კონვენცია ,,ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის
დაცვის შესახებ“ ვრცელდება მონაწილე სახელმწიფოების მთელ მოსახელეობაზე,
რასის, ეროვნების, რელიგიის, პოლიტიკურ შეხედულებების ან რაიმე სხვა
კრიტერიუმებზე დაფუძნებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
1907 წლის ჰააგის კონვენციის დამატებითი ოქმები მოიცავს ოკუპირებულ
ტერიტორიაზე მყოფი სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის გარკვეულ ნორმებს. ეს
ნორმები ჩვეულებითი სამართლის ნაწილია და ისინი გათვალისწინებულია ჟენევის
1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციაში.
ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის მე–4 მუხლის თანახმად, კონვენცია იცავს
ორი კატეგორიის სამოქალაქო პირებს, რომლებიც კონფლიქტის ან ოკუპაციის
შემთხვევაში ამა თუ იმ მიზეზის გამო რომელიმე მომენტში მოხვდებიან: ა)
კონფლიქტის მონაწილე მხარის ან ბ) ოკუპანტი სახელმწიფოს ხელში. კონვენციის
დაცვით სარგებლობისათვის აუცილებელია, რომ სამოქალაქო პირი არ იყოს იმ
სახელმწიფოს ხელში, რომლის მოქალაქეცაა.
101
თუმცა ეს მხოლოდ მაშინ როდესაც შესაძლებელია სხვა სახელმწიფოსა და აჯანყებულების
სამხედრო ნაწილების მოქმედებების განსხვავება (მაგ. სამხედრო მოქმდებების ტერიტორიულად
განსხავებულ მონაკვეთებზე არსებობა). მაგრამ საქართველოში ოსური და რუსეთის ფედერაციის
სამხედრო ნაწილების გადაადგილება იმდენად იყო ერთმანეთზე გადაჯაჭვული, რომ არ იძლეოდა
ქმედების იდენტიფიცირების საშუალებას. შესაბამისად აქ იყო მხოლოდ საერთაშორისო ხასიათის
კონფლიქტი.
259
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტური
უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედებს შემდეგი წესები:
‐ ადგილობრივი კანონმდებლობა ძალაშია102;
‐ ადგილობრივი სასამართლოების კომპეტენცია ძალაშია103;
‐ საკუთრების განადგურება აკრძალულია (სამხედრო აუცილებლობის გარდა)104;
‐ არ შეიძლება საკუთრების კონფისკაცია ადგილობრივი კანონმდებლობის
საფუძველზე105;
‐ აკრძალულია ადგილობრივი მოსახლეობის დეპორტირება106;
‐ აკრძალულია ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ თავისი მოსახლეობის გადაყვანა
ოკუპირებულ ტერიტორიაზე107;
‐ ოკუპანატი სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას სანიტარია და ჯანმრთელობა108;
‐ ოკუპანატი სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს საკვები და სამედიცინო
მომარაგება109;
განსაკუთრებული დაცვით სარგებლობენ შემდეგი პირები:
‐ ქალები110;
‐ ბავშვები111;
‐ ჟურნალისტები112;
აღსანიშნავია, რომ ჟენევის კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, მშვიდობიან
პერიოდში მაღალხელშემკვრელ მხარეებს, ხოლო საომარი მოქმედებების დაწყების
შემდეგ - კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ თავიანთ ტერიtორიაზე,
აუცილებლობის შემთხვევაში კი - ოკუპირებულ ტერიტორიაზეც, შექმნან
სანიტარული ზონები და ადგილები, რომლებიც ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ
საომარი მოქმედებებისაგან დაიცვას დაჭრილები და ავადმყოფები, ინვალიდები,
მოხუცები, 15 წლამდე ასაკის ბავშვები, ფეხმძიმე ქალები და 7 წლამდე ასაკის
ბავშვების დედები. კონფლიქტის მონაწილე ყოველ მხარეს უშუალოდ ან
ნეიტრალური სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით,
შეუძლია მიმართოს მოწინააღმდეგე მხარეს წინადადებით, რათა საომარი
მოქმედებების რაიონებში შეიქმნას ნეიტრალური ზონები, საომარ მოქმედებებთან
დაკავშირებულ საფრთხეთაგან იმ სამოქალაქო მოსახლეობის დაცვისათვის,
102
ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია, მუხლი 64; ჰააგის წესები, მუხლი 43;
103
ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია, მუხლი 66;
104
ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია, მუხლი 53;
105
ჰააგის წესები, მუხლი 46;
106
ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია, მუხლი 49 (1);
107
ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია, მუხლი 49 (6);
108
ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია, მუხლი 56;
109
ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია, მუხლი 55;
110
პირველი დამატებითი ოქმი, მუხლი 76;
111
პირველი დამატებითი ოქმი, მუხლები 77 – 78;
112
პირველი დამატებითი ოქმი, მუხლი 79;
260
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტური
უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში
რომელიც არ მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში და ამ ზონებში ყოფნის დროს არ
ასრულებდა სამხედრო სახის რაიმე სამუშაოს.
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოქმედება გრძელდება საომარი
მოქმედებების შეწყვეტის შემდგომაც მშვიდობის დამყარებამდე. ამ მომენტამდე
ჰუმანიტარული სამართლის მოქმედება გრძელდება კონფლიქტის მხარე
სახელმწიფოების მთელ ტერიტორიაზე. არასაერთაშორისო კონფლიქტის დროს
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ვრცელდება იმ ტერიტორაზე,
რომელზეც მხარე ახორციელებს კონტროლს, მიუხედავად იმისა, მიმდინარეობს
თუ
არა
საომარი
მოქმედებები
უშუალოდ
აღნიშნულ
ტერიტორიაზე.
კონფლიქტის დასრულების შემდგომ, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლი
წყვეტს
მოქმედებას
გარდა
იმ
გამონაკლისი
შემთხვევებისა,
როდესაც
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმა თავად ითვალისწინებს
შეიარაღებული კონფლიქტის შეწყვეტის შემდეგაც მოქმედებას.113
„ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ“ ჟენევის 1949 წლის 12
აგვისტოს კონვენციიის მე–3 მუხლის თანახმად, არასაერთაშორისო ხასიათის
შეიარაღებული კონფლიქტის დროს აკრძალულია ფიზიკური ხელშეუხებლობის
ხელყოფა, სასტიკი მოპყრობა, წამება და ტანჯვა. საერთოდ იკრძალება მძევლად
აყვანა, პირის ღირსების შელახვა კერძოდ, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი
მოპყრობა, ძარცვა, მოსახლეობის ტერორი და დაშინება. რაც შეეხება საერთაშორისო
კონფლიქტის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვას აღნიშნულ საკითხს
არეგულირებს ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების პირველი დამატებითი
ოქმი საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ.
საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარე ომის დროს, როგორც უშუალოდ
საბრძოლო მოქმედებების და ოკუპაციის, ისე შემდგომ პერიოდში, საქართველოს
სახალხო დამცველი და მისი აპარატის თანამშრომლები რამდენჯერმე
იმყოფებოდნენ კონფლიქტის რეგიონში. სახალხო დამცველი და სახალხო
დამცველის რწმუნებულები, კონფლიქტის დროს და მის შემდეგ სისტემატიურად
ხვდებოდნენ
დევნილებს
და
აგროვებდნენ
ინფორმაციას
კონფლიქტის
მიმდინარეობისას ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმების
დარღვევის
შესახებ.
კონფლიქტის
ზონაში
მცხოვრებ
მოსახლეობის
განცხადებებებიდან ირკვევა, რომ ადგილი ჰქონდა მათი უფლებების სისტემატურ
დარღვევას, იბომბებოდა მათი საცხოვრებელი სახლები; შემოვლითი გზები
(რომლებითაც მათ უნდა ესარგებლათ), არ იქმნებოდა ნეიტრალური ზონები,
რომელიც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თანახმად, უნდა შეიქმნას
საომარი მოქმედებების რაიონებში. ქართულ სოფლებში მოქმედებდნენ როგორც
113
Article 5, Geneva Convention I for the Amelioration of the Condition of the Wounded and Sick in Armed Forces
in the Field (hereinafter Geneva Convention I), Geneva, 1949; Article 5, Geneva Convention III Relative to the
Treatment of Prisoners of War (Geneva Convention III), Geneva, 1949; Article 6(3), Geneva Convention IV
Relative to the Protection of Civilian Persons in Time of War (hereinafter Geneva Convention IV), Geneva, 1949;
Article 3(b), Additional Protocol I, 1977;
261
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტური
უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში
რუსული, ასევე ოსური სამხედრო ფორმირებები, რომლებიც როგორც წესი რუსულ
სამხედრო შენაერთებს უკან მიჰყვებოდნენ.
ამას გარდა სახალხო დამცველმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციიდან გამოითხოვა
ინფორმაცია 2008 წლის მეორე ნახევარში ადამიანის უფლებათა დაცვის
მდგომარეობის შესახებ. მიღებული ინფორმაციისა და დევნილების
ახსნაგანმარტების განზოგადების შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმ დარღვევების
შესახებ, რაც 1949 წ. ჟენევის ოთხ კონვენციაში დასახელებული და რაც აღნიშნული
კონფლიქტის დროს გამოვლინადა:
სამხრეთ
ოსეთის
ადმინისტრაციის
მიერ
ოფიციალურად
მოწოდებული
ინფორმაციის თანახმად, 2008 წლის 10 აგვისტოდან 27 აგვისტომდე ქ.ცხინვალში დე
ფაქტო სამხრეთ ოსეთის შს სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორში
მძევლად იყო საქართველოს 73 მშვიდობიანი მოქალაქე. აღნიშნული სია არის
არასრული. კერძოდ, ქ.თბილისი–4; სოფელი დიღომი–1; სოფელი ტყვიავი–1;
ტირძნისი–1; კარალეთი–1; ტინისხიდი–2; ქ.რუსთავი–1; ქარელი–1; ნიქოზი–2;
ქსუისი–ჭარები–1; თამარაშენი-29; აჩაბეთი–21; ქურთა–2; კეხვი–6;
ამავე წერილის თანახმად, დადასტურებული ინფორმაციით, აღნიშნული
კონფლიქტის მიმდინარეობისას დაიღუპა 61 მშვიდობიანი მოსახლე. სამხრეთ
ოსეთის ადმინისტრაციას მიერ მოწოდებული ინფოემაციით 61 კაციდან
ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია რვა პირი; ცივი იარაღით ყელი ჰქონდა
გამოჭრილი ერთ პირს; დაწვეს – ოთხი; ჩამოახრჩობილია – ორი; დაბომბვის შედეგად
დაიღუპა – რვა; შიმშილით ტყვეობაში – ერთი, და საცხოვრებელ სახლში – ერთი;
კონფლიქტის მიმდინარეობისას შიშით გარდაიცვალა ორი პირი, დანარჩენი – 34
პირის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია.
განზრახ მკვლელობა და ჯანმრთელობის დაზიანება
კონფლიქტის მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა სამოქალაქო მოსახლეობის განზრახ
მკვლელობასა და ჯანმრთელობის დაზიანებას. მკვლელობებს ადგილი ჰქონდა
როგორც ეთნიკურ საფუძველზე, ასევე ქონების წართმევისას. ეს ორი დანაშაული
შეიძლება დაიყოს სამ კატეგორიად: პირველი უმიზეზო მკვლელობები. სახალხო
დამცველის ხელთ არსებული ახსნა–განმარტებებიდან ირკვევა, რომ მკვლელობებს
რიგ შემთხვევებში ახორციელებდნენ რუსი სამხედროები, როგორც სახმელეთო, ისე
საჰაერო სამხედრო ძალები (იხ.მაჭარაშვილი ნაზის, ამირან ხუბაშვილის საქმეები).
მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობის ფაქტები გვხვდება ოსური და
კაზაკური ბანდ–ფორმირებების წევრების მიერ, როგორც ფხიზელ ასევე
ალკოჰოლური და ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ. დევნილთა
მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც სოფლებს
რუსული სამხედრო დანაყოფები იკავებდნენ, მათ თან კაზაკი და ოსი შეიარაღებული
პირები მიჰყვებოდნენ, რომლებიც ძარცვავდნენ და მიზანმიმართულად ეთნიკურ
ნიადაგზე კლავდნენ ან ფიზიკურად უსწორდებოდნენ მოსახლეობას.
262
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტური
უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში
მეორე, როდესაც მკვლელობები ხდებოდა შელაპარაკების ან სხვაგვარად უიარაღო
წინააღმდეგობის გაწევის დროს. როგორც წესი, სამოქალაქო პირები ცდილობდნენ
გადაერჩინათ საცხოვრებელი სახლები გადაწვის ან გაძარცვისგან. გელა ჩიხლაძის
შემთხვევაში, იგი მივიდა ოს შეიარაღებულ პირებთან რათა ეთხოვა არ გადაეწვათ
მისი საცხოვრებელი სახლი, რასაც მისი მკვლელობა მოჰყვა. (იხ. მაია დათვიაშვილის,
გელა ჩიხლაძის მკვლელობის ფაქტი)
მესამე, ეს არის საბრძოლო მოქმედებები საჰაერო იერიშების დროს მშვიდობიანი
მოსახლეობის მსხვერპლი (იხ. აკაკი ცოტნიშვილის, ამირან ქრისტესიაშვილის
საქმეები.
წამება და არაადამიანური მოპყრობა;
ეს დანაშაული გამიხატებოდა, რამდენიმე ფორმით და იგი შეიძლება დავყოთ
შემდეგი შინაარსის ერთგვაროვან ფაქტებად, აღნიშნულის შემადგენლობაში შედის:
მესაკუთრის თვალწინ ქონების განადგურების ფაქტები. იყო შემთხვევები, როდესაც
მოსახლეობის თვალწინ წვავდნენ და ანადგურებდნენ მათ საკუთრებას. ასევე
ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის
მიყენების ფაქტებს. დევნილების მიერ მოთხრობილია ფაქტები, როდესაც
საქართველოს მოქალაქეებს აიძულებდნენ ფეხები გაეწმინდათ საქართველოს
დროშაზე. ტყვედ აყვანილი მშვიდობიანი მოქალაქე კი ყვება კვების იმ პირობებზე,
რომელიც თავისუფლად შეიძლება ჩათვალოს ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს
კონვენციიის მე–3 მუხლის ,,c“ ქვეპუნქტის (პირის ღირსების შელახვა,
შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოპყრობა) დარღვევად. დევნილები
ასახელებენ ფაქტებს, როდესაც რუსი ჯარისკაცები ტყეს შეფარებულ მოსახლეობას
მისდევდნენ. მათ ტყეს ცეცხლი წაუკიდეს დამალული მოსახლეობის (იხ.
მაჭარაშვილი ნაზის საქმე) . დევნილები ასევე მიუთითებენ შემთხვევებზე, როდესაც
რუსული ავიაციის მიერ განზრახ იბომბებოდა შემოვლითი გზები, ხშირად ამას
მოსდევდა ადამიანური მსხვერპლი (იხ. ნუგზარ ყაულაშვილის საქმე).
ფართო მასშტაბით წარმოებული უკანონო, თვითნებური ნგრევა და
ქონების მითვისება, რაც სამხედრო აუცილებლობით არ არის
გამართლებული.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ნგრევა ხორცილდებოდა რამდენიმე
საშუალების გამოყენებით, პირველ რიგში ეს იყო საავიაციო დაბომბვა. მართალია
ზოგ შემთხვევაში ქართული სამხედრო ნაწილები იმყოფებოდნენ იმ სოფლებში ან
მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც დაბომბვა ხორციელდებოდა, მაგრამ
არსებობს უამრავი ფაქტი როდესაც დაბომბვის დროს ქართული სამხედრო ნაწილები
მიმდებარე ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ. ნგრევა გაგრძელდა მას შემდეგაც, რაც
რუსული და ოსური სამხედრო ფორმირებები სოფლებში შევიდნენ. ამ დროს ისინი
მიზანმიმართულად ანადგურებდნენ საცხოვრებელ სახლებს, ესროდნენ ჭურვებს და
ცეცხლს უკიდებდნენ უძრავ ქონებას. ასევე ადგილი ჰქონდა არა მარტო სახლების
განადგურებას, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობის მოძრავი ქონების აფეთქებას,
მწყობრიდან გამოყვანას და სხვაგვარ დაზაინებას.
263
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტური
უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში
ქონების მითვისებამ აღნიშნულ კონფლიქტში სისტემატიური ხასიათი მიიღო.
სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოიძიეს უამრავი მასალა, სადაც
მოთხრობილია კონკრეტული ფაქტების შესახებ, თუ როგორ იტაცებდნენ
სამხედროები კერძო და საჯარო ქონებას. შეიარაღებული პირები, 20–25 კაცისგან
შემდგარი ჯგუფები შედიოდნენ სახლებში. ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას
აყენებდნენ სამოქალაქო მოსახლეობას. თავდამსხმელები ჩხრეკდნენ
სახლებს,
არბევდნენ და აზიანებდნენ ნივთებს.
დაცული პირისათვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა და მძევლად
ხელში ჩაგდება.
აღნიშნულ კონფლიქტში მრავლად ჰქონდა ადგილი მშვილობიანი მოსახლეობის
ტყვედ აყვანას. ეს ადამიანები ტყვედ ძირითადად აყავდათ ოსურ სამხედრო
ფორმირებებს. ტყვეებს ძირითადად ოსური დასახლებების ნანგრევებისგან
გასაწმენდად და დაღუპულების დასამარხად იყენებდნენ. თვითაღიარებული
სამხრეთ ოსეთის სამხედრო ქვედანაყოფები ეთნიკურად ქართულ მოსახლეობას
ატყვევებდნენ.
ე.წ. ,,სამხრეთ ოსეთის“ თვითაღიარებული რესპუბლიკის შს სამინისტროს
იზოლატორში მოთავსებულნი იყვნენ სამოქალაქო მძევლები. სახალხო დამცველის
რწმუნებულები შეხვდნენ მათ. მათი განმარტებით, იზოლატორში სამხედრო პირები
არ ყოფილან. როდესაც მძევლები შეჰყავდათ იზოლატორში, კიბეებზე გაფენილი იყო
ქართული დროშები. ყველა მძევალს ფეხები უნდა გაეწმინდა მასზე, დაეფურთხებინა
და ისე გაევლო. ხოლო მათ, ვინც უარს ამბობდა ამის გაკეთებაზე, უმოწყალოდ
სცემდნენ.
ტყვეები შეჰყავდათ დროებითი მოთავსების იზოლატორის საკნებში, სადაც იყო
აუტანელი პირობები. საკნები განლაგებული იყო მიწის ქვეშ. სასმელად აძლევდნენ
ტალახიან, ბინძურ წყალს, ხოლო საჭმელი იყო დაახლოებით 100 გრამი პური და
მცირე რაოდენობით წიწიბურა114. ყოველ დღე მამაკაცები იძულებით გაჰყავდათ
სამუშაოდ. მათ არეცხინებდნენ იატაკებს, ალაგებინებდნენ ოთახებს, აგვევინებდნენ
და აწმენდინებდნენ ქ.ცხინვალის ქუჩებს. ტყვეებს ასევე აგროვებინებდნენ ქართველი
ჯარისკაცების გვამებს, ალაგებინებდნენ მათ სპეციალურ პარკებში, ხოლო შემდგომ
კი კუბოებში. გვამთა უმრავლესობა იყო გახრწნილი და შიშველი. ასევე ადგილი
ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ ტყვეების
მისამართით ამბობდნენ
შემდეგ სიტყვებს: ,,აბა, ღორები გვყავს გასაყიდი“, ,,რად მიეცით ხმა სააკაშვილს,
რატომ აირჩიეთ მეორედ, გიშველოთ ახლა სააკაშვილმა, თქვენ ხართ უპატრონოები
და აქ უნდა დაიხოცოთ“ .
ომის სამართალი განასხვავებს სამხედრო და სამოქალაქო პირებს და ამავდროულად
ამ უკანასკნელთ აქცევს განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის სფეროში.
ჟენევის კონვენციების მიხედვით სამოქალაქოდ ითვლება ყველა ის პირი, რომელიც
114
იხ. ლევან ხეთაგურის საქმე
264
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტური
უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში
არ შედის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში.115 აკრძალულია სამოქალაქო
პირთა კოლექტიური დასჯა, მოსახლეობის ტერორი და დაშინება,116 ძარცვა, მძევლად
აყვანა და რეპრესიები სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ.117 ზემოთაღნიშნული
ფაქტები კი ცხადყოფს, რომ ოსი შიარაღებული ფორმირებების მხრიდან ადგილი
ჰქონდა სამოქალაქო პირთა უფლებების ხელყოფას და კონვენციის მუხლების
დარღვევას.
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმის
განხორციელებას კრძალავს. აკრძალვის მიზანი ომის შედეგებისაგან სამოქალაქო
მოსახლეობის მაქსიმალურად დაცვის მიზნით ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს I
კონვენციის მიხედვით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თავდასხმის
განხორციელება მუდმივ სამედიცინო დაწესებულებებსა და სამედიცინო სამსახურის
მოძრავ სამედიცინო ფორმირებებზე. ისინი კონფლიქტის მონაწილე მხარეთა
მხრიდან მფრაველობითა და დაცვით უნდა სარგებლობდნენ ნებისმიერ სიტუაციაში.
იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო ობიექტები მოხვდებიან მოწინააღმდეგის ხელში,
მათ უნდა განაგრძონ ფუნქციონირება მანამ,
სანამ მათი ხელში ჩამგდები
სახელმწიფო თავად არ უზრუნველყოფს აღნიშნულ დაწესებულებებსა და
ფორმირებებში მყოფი დაჭრილებისა და ავადმყოფების სათანადო მოვლას.118
2008 წლის 8 აგვისტოს, რუსეთის ავიაციის მიერ იერიში იქნა მიტანილი და დაიბომბა
გორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგური. ოდნავ მოგვიანებით ასევე
პარალიზებულ იქნა მობილური სამხედრო ჰოსპიტალიც. საფიქრებელია, რომ
რუსეთის სამხედრო ძალების მიერ განხორციელდა სამედიცინო მომსახურების
სწორედ პირველადი რგოლის გეგმაზომიერი და მიზანმიმართული განადგურება,
რაც მიზნად ისახავდა სანიტარული დანაკარგების მკვეთრ გაზრდას და სამედიცინო
კრიზისის განვითარებას. სავარაუდოდ აგრესორის მიზანი ამ შემთხვევაში იყო
სწორედ გადაუდებელი დახმარების და ტრიაჟის სისტემის განხორციელების
შეუძლებლობა, რის შედეგადაც დაჭრილ და დაზარალებულ პაციენტთა დიდი
ნაწილის გადარჩენა ვეღარ მოხერხდებოდა.
როგორც ფაქტებიდან ირკვევა, რუსეთის შეიარაღებული ძალები არ მოერიდნენ
საერთაშორისო სამართლის წესების უხეშ დარღვევას, ისინი საომარი მოქმედებების
წარმართვისას არ იცავდნენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ერთ–ერთ
ფუძემდებლურ პრინციპს, კერძოდ არ განასხვავებდნენ სამოქალაქო და სამხედრო
115
ჟენევის კონვენციების პირველი დამატებითი ოქმის მუხლი 50;
116
ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ
მუხლი 10;
117
ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ
მუხლი 11.
118
ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია მოქმედ არმიებში დაჭრილებისა და ავადმყოფების
მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ, მუხლი 19; ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია ომის
დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ მუხლი 18;
265
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტური
უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში
ობიექტებს. მეტიც, მათი ქმედებების ინტენსიურობა და თანამიმდევრობა ცხადყოფს,
რომ ისინი მიზანმიმართულად ახორციელებდნენ ზემოთაღნიშნულ ქმედებებს.
აღსანიშნავია, რომ საომარი მოქმედებების დაწყების დროიდან, გორის სამხედრო
ჰოსპიტალის სახურავი სრულად იყო დაფარული დროშით (წითელი ჯვარი თეთრ
ფონზე), რომელიც წარმოადგენს განმასხვავებელ ნიშანს, რომ ეს არის სამედიცინო
დაწესებულება და მასზე დაუშვებელია სამხედრო შეტევა. ეს ფაქტი გამორიცხავს
იმის შესაძლებლობას, რომ რუსეთის ავიაციის მიერ ჰოსპიტალი შემთხვევით იქცა
სამიზნედ. მათთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენდა სამედიცინო
დაწესებულებებისა და ფორმირებების მნიშვნელობა. არც
ბრძოლის ველზე
მომუშავე სამედიცინო პერსონალის სიცოცხლე. გარდაცვლილ და დაჭრილ ექიმთა
და ექთანთა უდიდესი წილი სწორედ ამ იერიშებზე მოდის.
119
რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის ამგვარი უკანონო და არაადამიანური
ქმედებები იმაზე იყო გათვლილი, რომ მოხდებოდა სამედიცინო დახმარების
კოლაფსი. მიუხედავად ამისა, საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ ამ ვითარებაში
მაღალი მოქნილობა და პროფესიონალიზმი გამოიჩინა, რის გამოც მეყვსეულად
შეიცვალა სამედიცინო დახმარების სქემა და დაჭრილთა და დაზარალებულთა
გამოყვანა პირდაპირ ხორციელდებოდა გორის საავადმყოფოებში ან თბილისის
მიმართულებით. ამ პირობებში მკვეთრად გაიზარდა სასწრაფო სამედიცინო
დახმარების ბრიგადების შემადგენლობაში მყოფ პირთა სიცოცხლის რისკი.
მიუხედავად ამისა, სამედიცინო პერსონალმა გამოიჩინა გმირობა და ისინი საკუთარი
სოცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად აგრძელებდნენ პროფესიულ
საქმიანობას.
შემდგომ ეტაპზე, როდესაც ქალაქ გორზე მიტანილ იქნა სერიოზული იერიშები,
ფაქტობრივად განხორციელდა გორის სამხედრო ჰოსპიტალის პარალიზებაც.
მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო დაწესებულების ინფრასტრუქტურა საომარი
მოქმედებების დროს სერიოზულად არ დაზიანებულა, დაბომბვის მაღალი რისკის
გამო განხორციელდა პერსონალისა და პაციენტების ევაკუაცია. ამგვარად,
სამედიცინო დახმარების სისტემას გამოეთიშა მეორე რგოლიც, რომლის მიზანს
წარმოადგენდა პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. გორის ჰოსპიტალში
ტარდებოდა ურთულესი ქირურგიული ჩარევები. აღნიშნულის შესაძლებლობას
იძლეოდა დაწესებულების თანამედროვე აღჭურვილობა და მასში მომუშავე
პერსონალის უმაღლესი კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი.
გორის ჰოსპიტალიდან პერსონალის ევაკუაცია რამდენჯერმე განხორციელდა, თუმცა
ექიმები მაინც ბრუნდებოდნენ რისკის ზონაში და აგრძელებდნენ პროფესიულ
საქმიანობას. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საავადმყოფო დანგრევას სრულიად
შემთხვევით გადაურჩა. მას შემდეგ, რაც რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა დატოვეს
ქალაქი გორი, გამმნაღმველებმა საავადმყოფოს სახურავზე აღმოაჩინეს რუსეთის
119
ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია მოქმედ არმიებში დაჭრილებისა და ავადმყოფების
მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ, მუხლი 38;
266
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტური
უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში
ავიაციის მიერ ჩამოგდებული ჭურვი, რომელმაც დააზიანა სახურავი, თუმცა
საბედნიეროდ არ აფეთქდა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საომარი
მოქმედებების დაწყების დროიდან, ჰოსპიტალის სახურავი სრულად იყო დაფარული
დროშით (წითელი ჯვარი თეთრ ფონზე), რომელიც წარმოადგენს განმასხვავებელ
ნიშანს, რომ ეს არის სამედიცინო დაწესებულება და მასზე დაუშვებელია სამხედრო
შეტევა. ეს ფაქტი გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ რუსეთის ავიაციის მიერ
ჰოსპიტალი შემთხვევით იქცა სამიზნედ.
267
ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები აფხაზეთში
ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები
აფხაზეთში
სიცოცხლის უფლებისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის დარღვევა
5 ოქტომბერი. ზუგდიდის რ-ნის სოფ. ურთასთან, დილით, რუსეთის ე.წ.
სამშვიდობო ძალების ბაზის ტერიტორიაზე ინციდენტი მოხდა. რუსმა ჯარისკაცებმა
სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი-2’’-ის ოპერატორი დავით კონჯარია სცემეს.
კონჯარია ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი ჯარისკაცების გადაადგილებას
იღებდა. მასთან მივიდნენ რუსი ჯარისკაცები და გადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს.
ოკუპანტების მოთხოვნის შესრულებაზე დავით კონჯარიამ უარი განაცხადა და
აღნიშნა, რომ ის იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, რუსულ ბაზაზე კი არ
შესულა. მისმა პასუხმა რუსი ჯარისკაცების გააღიზიანება გამოიწვია. მათ
ოპერატორს წაართვეს ვიდეოკამერა, დაამტვრიეს, ხოლო თავად დავით კონჯარიას
ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს. მან თავის მსუბუქი დაზიანება მიიღო.
20 დეკემბერი. გალის რ-ნის სოფ. საბერიოში, დაახლოებით 18 საათზე, რუსი
ოკუპანტების საბრძოლო ტექნიკა ,,ბმპ“, რომელსაც მთვრალი ჯარისკაცები
მართავდნენ, შეეჯახა ადგილობრივი მცხოვრების რამზე დარსანიას საცხოვრებელი
სახლის რკინის ღობეს. ამ დროს შემთხვევის ადგილის მახლობლად მიდიოდა
სოფლის მცხოვრები 70 წლის მიხეილ ბაძაღუა. რუსი ოკუპანტები მას თავს დაესხნენ.
ხელჩანთა წაართვეს, სცემეს და თხრილში ჩააგდეს. მიხეილ ბაძაღუას მდგომარეობა
მძიმე იყო, თუმცა მისი გადმოყვანა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად
ტერიტორიაზე ვერ მოხერხდა. რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები
სოფელში ჯავშანტექნიკით მთელი ღამის განმავლობაში მოძრაობდნენ და ისინი 25
ოჯახს თავს დაესხნენ.
არსებული ინფორმაციით, მიხეილ ბაძაღუას ცემის ერთ–ერთ მიზეზად მისი
ეთნიკური კუთვნილება სახელდება. მას რუსმა ოკუპანტებმა მოსთხოვეს რუსული
პასპორტი, რაზეც მიხეილ ბაძაღუამ განაცხადა, რომ ის ქართველია, იმყოფება
საკუთარ მიწა–წყალზე და სხვა ქვეყნის პასპორტი არაფერში სჭირდება.
24 დეკემბერი. გალის რ–ნის სოფ. ნაბაკევის მაცხოვრებლები სამგზავრო ავტობუსით
ზუგდიდში პროდუქტის საყიდლად მიდიოდნენ. მათ გზა შეიარაღებულმა პირბმა,
აფხაზმა სეპარატისტებმა და რუსმა ოკუპანტებმა გადაუღობეს. მგზავრებს 3 000
ლარი და ოქროულობა წაართვეს. ავტობუსის მძღოლი – ვახტანგ ლაცუზბაია დაჭრეს.
იგი ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიყვანეს.
20 ოქტომბერი. გალის რ–ნის სოფ. საბერიოში, ღამით, ჩეღალის დასახლებაში,
დაუდგენელმა პირებმა (ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით რუსმა
ოკუპანტებმა) ააფეთქეს ყოფილი მუშათა სასადილო. ჩამინგრა შენობის ერთი მხარე.
ნაპოვნია გაჭიმული მავთული, რომლის მეშვეობითაც განხორციელდა აფეთქება.
გარკვეული დროის შემდეგ, დაბანაკებული რუსი ოკუპანტების სიახლოვეს მოხდა
მეორე აფეთქება. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა
268
ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები აფხაზეთში
ენგურის მიმართულებით ისროლეს ასაფეთქებელი მოწყობილობა. აფეთქების
შედეგად დაიჭრა სასადილოს მზარეული, რომელიც გალის საავადმყოფოში
გადაიყვანეს.
საკუთრების უფლება
9 ოქტომბერი. გალის რ–ნის სოფ. პირველ ოტობაიაში, შეიარაღებული აფხაზი
მილიციელები საკუთარ რეზო ჩხაბელიას ოჯახს სახლში დაესხნენ თავს. მათ
ოჯახის კუთვნილი 1,5 ტონა თხილი ურემზე დატვირთეს და წაიღეს. მომხდარის
შესახებ გალის მილიციის უფროსს ბესიკ ჭყონიას ეცნობა.
14 ოქტომბერი. გავრცელებული ინფორმაციით, გალის რაიონის სოფ. ნაბაკევში
მცხოვრები, თვითგამოცხადებული აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნანი
ქარდავა დაუდგენელმა პიროვნებებმა დააყაჩაღეს. ოჯახიდან წაიღეს 5 000 ლარი.
როგორც გაირკვა, ეს თანხა მას მოსახლეობიდან ჰქონდა აკრეფილი და ქ. გალის
ბანკში უნდა შეეტანა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გალის რ–ნის დაბალი ზონის სოფლებში
აფხაზურმა მილიციამ შემოვლა განახორციელა. ისინი ორი ,,უაზის“ მარკის
ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ. მათგან ერთი, რუსეთის რეგულარული
არმიის, ხოლო მეორე აფხაზური მილიციის საკუთრება იყო. ამ უკანასკნელს დევი
ბუავა მართავდა. ღამის 11.00 საათზე სოფ. ნაბაკევში აფხაზური მილიციის
წარმომადგენლებმა დააკავეს ადგილობრივი მცხოვრები თემურ ჩარგაზია, რომან
აკობია და ლევან მებონია. ისინი გალის მილიციაში წაიყვანეს. გავრცელებული
ინფორმაციით, ისინი სასტიკად სცემეს მილიციის თანამშრომლებმა.
17 ნოემბერი. გავრცელებული ინფორმაციით, გალის რაიონის სოფ. ოქუმში რუსი
ოკუპანტები ამავე სოფლის მკვიდრს, ტოტი ბულისკერიას, სახლში დაესხნენ თავს და
იარაღის მუქარით წაართვეს ღვინო.
20 ნოემბერი. რუსი ოკუპანტებისა და სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი
ტერიტორიიდან სოფელ განმუხურის მიმართულებით 2 საათის განმავლობაში
ორჯერ გაიხსნა ცეცხლი. პირველად ცეცხლი, დილის 8.00 საათისათვის რუსი
ოკუპანტების # 112 საგუშაგოდან გახსნეს. თავდასხმა ერთდროულად ორ ქართულ
საგუშაგოზე მიმდინარეობდა. შედეგად სოფელში რამდენიმე სახლი დაიწვა.
ოკუპანტები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ე.წ. ჰაუბიცებიდან
ისროდნენ.
მეორე ინციდენტი 10.00 საათზე მოხდა. რუსმა ოკუპანტებმა ოტობაიასთან მდებარე
ადმინისტრაციული საზღვრიდან ყუმბარმტყორცნებით გახსნეს ინტენსიური
ცეცხლი.
ისროდნენ
განმუხურში
განლაგებული
ქართული
საგუშაგოს
მიმართულებით. ინციდენტის დროს განმუხურის თავზე, დაბალ სიმაღლეზე ორი
საბრძოლო ვერტმფრენი დაფრინავდა, რომელიც ფოტოკამერების საშუალებით
ადგილზე მისულმა გაეროს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიების
წარმომადგენლებმა დააფიქსირეს. სროლა 5 წუთი გრძელდებოდა. მას მსხვერპლი არ
269
ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები აფხაზეთში
მოჰყოლია, თუმცა დაზიანდა ქართული საგუშაგო და განადგურდა ადგილობრივი
მოსახლის გოგელი პერტაიას საცხოვრებელი სახლის დამხმარე ნაგებობა.
2 დეკემბერი. არსებული ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა გალის რ–ნის სოფ.
ნაბაკევში ელიავების საცხოვრებელ სახლთან გაშალეს ორი კარავი, სადაც 20–მდე
რუსი ჯარისკაცი დაბანაკდა. მათ ტარიელ ბაძაღუას საცხოვრებელი სახლი დაშალეს
და თავიანთი კარვებისათვის შიფერი და იატაკის ფიცრები წაიღეს. რუსი
ოკუპანტები ხშირად აწუხებენ ადგილობრივ მოსახლეობას და მათგან ითხოვენ
საკვებ პროდუქტებსა და სასმელებს.
9 დეკემბერი. არსებული იფორმაციით, გალის რ–ნის სოფ. რეფში, მესამე ჰესის
გადასასვლელ ხიდთან ოფიცრის ხელმძღვანელობით სისტემატიურად ჩადიან რუსი
ჯარისკაცები და მოსახლეობას ხიდზე გადასვლისთვის ფულს ართმევენ. ფულის
არქონის შემთხვევაში სანაცვლოდ ალკოჰოლურ სასმელებსა და საკვებ პროდუქტებს
იღებენ.
26 დეკემბერი. არსებული ინფორმაციით, გალის რ–ნის სოფ. ნაბაკევიდან
ზუგდიდიდ მიმართულებით მიმავალ სამგზავრო ავტობუსს აფხაზი სეპარატისტები
დაესხნენ თავს. მათ მგზავრებს გასაყიდი პროდუქტები წაართვეს. გალის რ–ნის
მცხოვრებთა განცხადებით, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, რუსი ოკუპანტები
და აფხაზი სეპარატისტები ერთობლივად სულ უფრო ხშირად აყაჩაღებენ
მოსახლეობას.
30 დეკემბერი. გალის რ–ნის სოფ. ნაბაკევში რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდში
საახალწლო პროდუქტების შესაძენად მიმავალი ქართველების ორი ავტომანქანა და
ავტობუსი დააყაჩაღეს. რუსმა ოკუპანტებმა იარაღის მუქარით და ჰაერში გასროლით
მგზავრები ავტობუსიდან გადმოიყვანეს. მათ ავტომანქანები, ფული და სხვა ნივთები
წაართვეს.
30 დეკემბერი. ღამის საათებში, გალის რაიონის სოფ. ჩხორთოლის მკვიდრის გიგლა
თოდუას კუთვნილ სახლში, დაყაჩაღების მიზნით, თავს სამი შეიარაღებული
ნიღბიანი პირი დაესხა. მათ გიგლა თოდუა სცემეს და შემდეგ იარაღის მუქარით 20
ათასი რუსული რუბლი, ოქროულობა, მობილური ტელეფონი, მონო ბარათები და
სანადირო თოფი წაართვეს.
თავისუფლების
ფაქტები
უკანონო
აღკვეთისა
და
თვითნებური
დაკავების
6 ნოემბერი. არსებული ინფორმაციით, გალის რაიონის სოფ. ოტობაიაში აფხაზმა
სეპარატისტებმა ორი პიროვნება _ გიგა დგებუაძე და ზური ჯობავა დააკავეს.
სეპარატისტებმა დაკავებულებს ქართული პასპორტები ჩამოართვეს და გალის
მიმართულებით წაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ისინი გალის მილიციის
იზოლატორში იმყოფებიან.
270
ტრეფიკინგის პრობლემა საქართველოში
ტრეფიკინგის პრობლემა საქართველოში
ტრეფიკინგთან ბრძოლაში მიღწეული წარმატების გათვალისწინებით, საქართველო
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულთან ბრძოლაში ამერიკის
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2007 წლის სპეციალურ
ანგარიშში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შესახებ და სახელმწიფო შეფასების
სისტემაში პოზიცია პირველ კალათაში 2008 ანგარისშიც შეინარჩუნა.
ზომები, რომლებმაც ასეთი წარმატება უზრუნველყო არის საკანონმსებლო ბაზის
შექმნა/დახვეწა; ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაუმჯობესება; ადამიანით
ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვის უზრუნველყოფა; საზოგადოების
ინფორმირებულობის ფართომასშტაბიანი ღონისძიებების მოწყობა; ადამიანით
ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სისხლისსამართლებრივი დევნა და თანამშრომლობა სხვა
სახელმწიფოებთან სისხლის სამართლის პროცესში. ამასთან, ხაზი უნდა გაესვას
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი ბავშვებისთვის გათვალისწინებულ
ღონისძიებებს.
2008 წლის მეორე ნახევარში დასრულდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)
წინააღმდეგ
მიმართული
იმ
ღონისძიებების
განხოციელება,
რომელნიც
განსაზღვრული იყო 2007-2008 წლების სამოქმედო გეგმით.
ამასთან,
საუწყებათაშორისო
საბჭოს
კოორდინაციით
საერთაშორისო,
არასამთავრობო ორგანიზაციებთან და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან
ერთად შემუშავდა 2009-2010 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც
დასამტკიცებლად საქართველოს პრეზიდენტს წარედგინა.
ვინაიდან ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ტრანს–ნაციონალური დანაშაულია,
დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში
საერთაშორისო თანამშრომლობას. სწორედ, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)
პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი დევნის
განსახორციელებლად
და
საერთაშორისო
თანამშრომლობის
შემდგომი
განვითარებისათვის, მნიშვნელოვანია საქართველოს და სხვადასხვა ქვეყნის
კომპეტენტური ორგანოებს შორის გამოცდილების გაზიარება და დიალოგის
გაღრმავება. საანგარიშო პერიოდში, ამ მიმართულებით, წარმატებული აღმოჩნდა
თანამშრომლობა ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა თურქეთი, უკრაინა, ყაზახეთი.
მეტად მნიშვნელოვანია თურქეთის რესპუბლიკასთან მჭიდრო თანამშრომლობა. ამის
ერთ–ერთი მიზეზია ის, რომ თურქეთი საქართველოს მოსაზღვრე ქვეყანაა და
შესაბამისად შედარებით ყველაზე მეტი მსხვერპლი სწორედ თურქეთს უკავშირდება.
ასევე, გარდა დანიშნულების ქვეყნისა, თურქეთი ცნობილია როგორც სატრანზიტიო
ქვეყანა, საიდანაც „მონები“ სხვადასხვა მიმართულებით გაჰყავთ.
271
ტრეფიკინგის პრობლემა საქართველოში
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ურთიერთთნამშრომლობის გაღრმავების
მიზნით 2009 წლის მარტში შედგა თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი
საქართველოში.
ამასთან, 2008 წლის 14 დეკემბერს
საქართველოს შესაბამისი უწყებების
წარმომადგენლებმა ტელეხიდის მეშვეობით მონაწილეობა მიიღეს უკრაინის
კომპეტენტურ
ორგანოებთან
გამართულ
კონფერენციაში.
ყაზახეთის
ხელისუფლების თხოვნით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ
ბრძოლის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესაწავლის მიზნით, ითარგმნა
ყველა შესაბამისი დოკუმენტი, მზადდება ტელეკონფერენცია.
„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2007–2008 წლების
სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს
ჰქონდა
ვალდებულება
ზოგადსაგანმანათლებლო
სასწავლო
პროგრამებში
ადამიანით
ვაჭრობის
(ტრეფიკინგის)
შესახებ
არსებული
საგანმანათლებლო სტანდარტების დანერგვა და დახვეწა.
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარეობს საგნობრივი პროგრამების
სწავლება საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლაში.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში ტრეფიკინგთან დაკავშირებული საკითხები ასახულია
VIII კლასის ისტორიასა და გეოგრაფიის, IX კლასის გეოგრაფიის და X-XI კლასების
სამოქალაქო განათლების სტანდარტებში.
რაც შეეხება ტრეფიკინგის შესასახებ სატრენინგო მოდულის შექმნას, გაეროს ბავშვთა
ფონდის დახმარებით შემუშავდა სატრენინგო პაკეტი, რომელიც ადაპტირებულია
ტრეფიკინგის რისკის მქონე სხვადასხვა ჯგუფებისათვის.
აღნიშნული მოდულის საფუძველზე გადამზადდა ბავშვის კეთილდღეობის
საკითხებზე მომუშავე ტრენერთა ჯგუფი, რომლის მიერ ქვეყნის მასშტაბით
არსებული 20 მზრუნველობამოკლებული დაწესებულების ბენეფიციარებსა და
პერსონალს ჩაუტარდა საინფორმაციო სახის ტრენინგი ტრეფიკინგის საკითხებზე.
საერთაშორისო
ორგანიზაციებთან
და
ადგილობრივი
არასამთავრობო
ორგანიზაციებთან ერთად საქართველოს მთავრობის მიერ ჩატარებული
საინფორმაციო კამპანია და საგანმანათლებლო საქმიანობა ხელს უწყობს
საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენციას, დამნაშავეთა
სისხლიუსამართლებრივ დევნასა და მსხვერპლთა დაცვას.
სახელდობრივ,
სხვადასხვა
ტრენინგი
ჩატარდა
მოსამართლეებისა
და
პროკურორების, საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლები, უმაღლესი
სასწავლებლების ლექტორების, შინაგან საქმეთა სამინისტროს და შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლების, სახალხო
დამცველის ოფისის წარმომადგენლების და მასმედიისათვის. ტრენინგები ჩატარდა
სხვადასხვა თემებზე, მიზნობრივი ჯგუფების საქმიანობის ხასიათის შესაბამისად.
272
ტრეფიკინგის პრობლემა საქართველოში
რაც შეეხება, მიზნობრივი ჯგუფებისათვის სპეციალური ტრენინგების ჩატარებას,
უზრუნველყოფილ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
ადმინისტრაციის თანამშრომლებისა და „ობოლ და მზრუნველობამოკლებულილ
ბავშვთა მიტოვების პრევენციისა და დეინსტიტუციონალიზაციის ქვეპროგრამის“
სოციალური მუშაკებისთვის მიზნობრივი ტრენინგების ჩატარება.
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის და მის წინააღმდეგ ბრძოლის
სპეციფიკის გათვალისწინებით, სისხლის სამართლებრი დევნის უახლესი
მეთოდების გაცნობის მიზნით მთავარი პროკურატურის ტრენინგ-ცენტრის
თანამშრომლობით ჩატარდა სპეციალური ტრენინგები
პროკურატურის
თანამშრომლებისათვის. სასამართლო ხელისუფლების მიერ 2009 წლის პირველ
კვარტალში დაგეგმილია მოსამართლეთა სპეციალური ტრენინგის ჩატარება.
საზოგადოების ინფორმირების ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ხელს უწყობს
ინფორმაციის ფართოდ გავრცელებას მოსახლეობაში, დანაშაულის პრევენციას და
შესაბამისი მხარდაჭერის ეფექტურ უზრუნველყოფას მათთვის, ვისაც ეს ესაჭიროება.
2008 წლის მეორე ნახევარში, სასწავლო წლის დაწყების შემდეგ, მოხდა
იმიტირებული სასამართლო პროცესების დაგეგმვა საქართველოს უმაღლესი
სასწავლებლების
სტუდენტებისთვის.
შვიდი
უმაღლესი
სასწავლებლიდან
კონკურსის გავლით შეირჩა სტუდენტთა ჯგუფი, რომელსაც ჩაუტარდა ტრენინგების
კურსი, რომლის თემატიკა მოიცავდა როგორც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)
პრევენციის საშუალებებს, ისე სისხლის სამართლებრივი დევნის სპეციფიკასა და ამ
დანაშაულის მსხვერპლთა დაცვის საქართველოში არსებულ მექანიზმებს. 31
ოქტომბერს ჩატარდა ფინალური იმიტირებული სასამართლო პროცესი თბილისის
საქალაქო სასამართლოში. იმიტირებული პროცესის მეშვეობით მოხდა სხვადასხვა
უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების ჩართვა ადამიანით ვაჭრობის
(ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების პოპულარიზაციასა და იმ
დეტალების სტუდენტებისთვის მიწოდება, რომელნიც ამ სპეციფიური დანაშაულის
მახასიათებელია.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან დაიწყო
მოლაპარაკება
სპეციალური
ერთ
სემესტრიანი
კურსის
უნივერსიტეტის
საგანმანათლებლო კურსში ჩართვის თაობაზე. კურსის მიზანი ადამიანით ვაჭრობის
(ტრეფიკინგის) და ოჯახში ძალადობის საკითხების თავისებურებების თეორიულპრაქტიკული გაცნობა და შესაბამისი თეორიული ცოდნის პარალელურად
პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაა პრაქტიკოსი პროფესიონალების
სტუდენტებთან ლექციებზე მოწვევისა და სტუდენტების პრაქტიკაზე დაშვებით.
კურსი 2009 წელს მომდევნო სასწავლო სემესტრიდან დაიწყება.
ასევე, მომზადდა საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ
მიმართული სამოქმედო გეგმების განვითარების ამსახველი კრებული, რომელში
ასევე შევიდა ყველა ის ძირითადი დოკუმენტი როგორც ქართულ, ისე ინგლისურ
ენებზე, რომელნიც საქართველოში შემუშავდა.
273
ტრეფიკინგის პრობლემა საქართველოში
საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტების ეფექტურმა
გამოძიებამ და დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივმა დევნამ და ამასთან ერთად,
საქართველოს მოქალაქის პასპორტის ხარისხის გაუმჯობესებამ საქართველოს
სატრანზიტო ფუნქციის კლება გამოიწვია.
2008 წელს დაიწყო გამოძიება
მათ შორის, არასრულწლოვანი
დადგა განაჩენი
მათ შორის, გამოძიება დაწყებული იყო წინა
წლებში
შეფარდებული სასჯელი (საშუალოდ)
საქმე
14
3
9
7
პირი
7
1
10
9
13–15 წლით თავისუფლების
აღკვეთა
ამასთან, 2008 წლის განმავლობაში 14 სისხლის სამართლის საქმეთაგან გამოძიება
სავარაუდო სექსუალური ექსპლუატაციის 8 შემთხვევაზე მიმდინარეობს. 14
დაწყებული გამოძიებიდან 10 საქართველოს ფარგლებს გარეთ ტრეფიკინგს ეხება, 4
კი – სავარაუდოდ საქართველოში ჩადენილს. დაწყებულ გამოძიებებში სავარაუდოდ
19 დაზარალებული იკვეთება.
274
ძალადობა ოჯახში
ძალადობა ოჯახში
ქალთა მიმართ ძალადობა კომპლექსური მოვლენაა, რომელსაც ფესვები ღრმად აქვს
გადგმული საზოგადოებაში და სქესთა შორის ძალაუფლების უთანასწორო
გადანაწილების შედეგია. ქალთა მიმართ ძალადობა გლობალური ფენომენია, იგი
დამახასიათებელია სხვადასხვა რასის, ეთნოსის, სოციალური, კულტურული,
ეკონომიკური, პოლიტიკური თუ რელიგიური კუთვნილების ადამიანებისთვის.
ადამიანის უფლებების დაცვა სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა, რაც ქვეყანაში
მშვიდობისა და სამართლიანობის გარანტია. შესაბამისად, ოჯახში ძალადობაც,
რომელიც ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ–ერთი ფართოდ გავრცელებული
ფორმაა და, ამავდროულად, აქვს დამანგრეველი ძალა, სახელმწიფოსგან ყურადღებას
და სამართლებრივ რეგულირებას მოითხოვს.
2006 წელს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის,
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ მიუთითებს
იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოჯახში ძალადობის პრობლემა აღიარა.
შესაბამისად, აიღო ვალდებულება მიღებული კანონის სრული და ეფექტიანი
იმპლემენტაციისათვის, რაც მოიცავს სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზის შექმნასა
და არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა
და დახმარების საინფორმაციო–საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებასა
და მსხვერპლთა რეაბილიტაციას.
ზემოაღნიშნულის განსახორციელებლად შემუშავდა და დამტკიცდა საქართველოს
მთავრობის განკარგულებით (#406) 2007–2008 წლების სპეციალური სამოქმედო
გეგმა.
სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პირველი მიზნის პირველი (სოციალური
მუშაკის სტატუსისა და ფუნქციის განხორციელებისათვის სამართლებრივი ბაზის
მომზადება) და მეორე საქმიანობა (არსებული სოციალური მუშაკებისათვის
დროებითი სტატუსის განსაზღვრა და მათი ლეგიტიმაცია), სამწუხაროდ, საერთოდ
არ განხორციელებულა. აღნიშნული კი მნიშვნელოვანი კომპონენტია ოჯახში
ძალადობის კანონის სრული იმპლემენტაციისათვის.
რაც შეეხება მესამე საქმიანობას (თავშესაფრის სტანდარტების გამტკიცებას), „ოჯახში
ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლისა (თავშესაფრისა) და
მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრის მოწყობისათვის აუცილებელი მინიმალური
სტანდარტების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 28 ივლისის #183/ნ ბრძანებით
დამტკიცდა „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლის
(თავშესაფრის) აუცილებელი მინიმალური სტანდარტები“ და „მოძალადეთა
სარეაბილიტაციო
ცენტრების
მოწყობისათვის
აუცილებელი
მინიმალური
სტანდარტები“.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით,
მომზადდა შესაბამისი ცვლილებები თავშესაფრის შექმნისათვის საჭირო ფინანსური
275
ძალადობა ოჯახში
რესურსების გამოყოფასთან დაკავშირებით, თუმცა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ–
საქართველოს ომის გამო მათი გათვალისწინება სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიდო.
დღესდღეობით
საქართველოში
ოჯახური
ძალადობის
მსხვერპლთათვის
თავშესაფრები შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაციების ბაზაზე საერთაშორისო
(დონორი) ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით და დამოკიდებულია
პროექტის დასრულებაზე. არ არსებობს არცერთი სარეაბილიტაციო ცენტრი
მოძალადეებისათვის, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მუშაობაში
სირთულეებს უქმნის.
მნიშვნელოვანია,
რომ
ქვეყანას
ჰქონდეს
ცენტრალური
ბიუჯეტიდან
დაფინანსებული თავშესაფარი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის, რაც ნიშნავს
მდგრად და სიცოცხლისუნარიან თავშესაფარს.
ამასთან, აუცილებეია შეიქმნას ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა თავშესაფარი, სადაც
გათვალისწინებული იქნება
ბავშვებთან ურთიერთობის სპეციფიკა და
სტანდარტები, მათ უსაფრთხოებისათვის საჭირო ყველა მომსახურება.
ასევე, ოჯახში ძალდობის პრობლემის გადაწყვეტისათვის მნივნელოვანია
მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნა, სადაც მოხდება მოძალადის
დღოებითი განთავსება, ფსიქოლოგიური დახმარება და მკურნალობა.
ოჯახში ძალადობის პრობლემის გადაწყვეტის საქმეში დიდი მნიშვნელობა აქვს
საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებას. კერძოდ, ოჯახში ძალადობის
პრევენციის მექანიზმების დანერგვა და განხორციელება, ოჯახში ძალადობის
პრობლემასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი
სპეციალური ტრენინგების მოწყობა ისეთი მიზნობრივი ჯგუფებისათვის,
როგორებიცაა
შს
სამინისტროსა
და
პროკურატურის
თანამშრომლები,
მოსამართლეები, ჯანდაცვისა და განათლების მუშაკები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2008 წელს პოლიციის აკადემიაში
საბაზისო კურსი გაიარა 1297 კანდიდატმა. აქვე აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ
საბაზისო კურსს გადიან მხოლოდ ახალი თანამშრომლები. მეტად მნიშვნელოვნად
მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველმა თანამშრომლებმა, მათ შორის,
რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, გაიარონ საბაზისო კურსი და
მიიღონ საფუძვლიანი ცოდნა აღნიშნულ საკითხებზე.
2008 წელი
კურსდამთავრებულთა
კანდიდატთა რაოდენობა
1
უბნის ინსპექტორთა საბაზისო მომზადების კურსი
811
2
საპატრულო პოლიციის საბაზისო მომზადების კურსი
227
3
კრიმინალური პოლიციის საბაზისო მომზადების კურსი
66
4
უმცროსი ოფიცერთა მომზადების კურსი
193
სულ
1 297
276
ძალადობა ოჯახში
ამასთან, საქმიანობის დახვეწისა და სიახლეების ეფექტურად დანერგვის მიზნით,
არასამთავრობო
და
საერთაშორისო
ორგანიზაციების
მხარდაჭერით,
პერმანენტულად
მიმდინარეობს
სპეციალური
ტრენინგები
მიზნობრივი
ჯგუფებისათვის.
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტრომ
გამოსცა
საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტი, რომელიც დარიგდა საზოგადოებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით, არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე
პოლიცილებს ჩაუტარა სპეციალური სასწავლო კურსი პედაგოგიკასა და
ფსიქოლოგიაში. სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნული კურსი მოიცავდა ოჯახში
ძალადობის პრობლემას, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვის იდენტიფიკაციის
მეთოდების შესწავლას, ოჯახურ კონფლიქტში მონაწილე მხარეებთან მიდგომის
ფსიქოლოგიური
ასპექტების
გათვალისწინებას,
რაც
გაუადვილებს
მათ
არასრულწლოვანებთან და მათ ოჯახებთან მუშაობასა და კომუნიკაციას.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ტრენინგ–ცენტრის მიერ შემუშავდა
ოჯახში ძალადობის თემასთან დაკავშირებული ტრენინგ–პროგრამა, რომელიც
გათვლილია და ჩაუტარდა ყველა რაიონის პროკურატურის წარმომადგენლებს.
რაც შეეხება მსხვერპლთა დაცვასა და რეაბილიტაციას, ოჯახში ძალადობის
გამოვლენისა და აღკვეთის მექანიზმების დანერგვას, საქართველოს მთელ
ტერიტორიაზე 24 საათის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირებს უფასო „ცხელი ხაზი“
(022), სადაც სპეციალურად დატრენინგებული ოპერატორები რეაგირებას ახდენენ
შემოსულ ინფორმაციაზე. ამავე სამსახურში ხდება შემოსული ზარების
კომპიუტერიზაცია მათი შემდგომი დამუშავების მიზნით. აღნიშნული ინფორმაცია
თავს იყრის შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკურ
დეპარტამენტში, სადაც ხდება მათი აღრიცხვა და ანალიზი.
ოჯახში
ძალადობის
აღკვეთისა
და
ძალადობის
პრევენციისათვის
განსახორციელებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმის შესრულების შესწავლამ
დაგვანახა, რომ ცალკეული საქმიანობის შესრულების დროს გამოიკვეთა
არაკოორდინირებული მოქმედებები სამინისტროების მხრიდან, რაც მნიშვნელოვნად
ასუსტებს მოცემული ღონისძიებების განხორციელების ეფექტიანობას. რიგ
შემთხვევებში, შემსრულებელი სახელმწიფო ორგანოები სრულად არ იყვნენ
ჩართულები გარკვეულ საქმიანობის განხორციელებაში და არც ფლობდნენ
ინფორმაციას. ამის მიზეზად ოჯახში ძალადობის საკითხებზე მაკოორდინირებელი
ორაგანოს არარსებობა მიგვაჩნია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წლის 26 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულებით (#625) შეიქმნა საქართველოში ოჯახში ძალადობის აღკვეთის
ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭო, რომლის ძირითადი
ამოცანებია:
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მისი თავიდან აცილების, მის წინააღმდეგ ბრძოლისა
და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და
რეაბილიტაციის
სფეროში
შესაბამისი
სახელმწიფო
ორგანოებისათვის
განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელებაში ხელის შეწყობა და მათი
საქმიანობის კოორდინაცია; ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და
277
ძალადობა ოჯახში
დახმარების საკითხებში მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო
უწყებებთან და ამ პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო
ორგანიზაციებთან ერთობლივად წინადადებების შემუშავება.
დასრულდა მუშაობა ახალი 2009–2010 წლების სამოქმედო გეგმაზე, რომლის
შემუშავებაში მიიღო მონაწილეობა როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო და
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2008 წლის მეორე
ნახევარში თბილისში და სხვა რეგიონებში გამოცემული შემაკავებელი ორდერების
სტატისტიკური მონაცემები:
თბილისი
იმერეთი
კახეთი
შიდა ქართლი
ქვემო ქართლი
აჭარა
სამეგ.–ზემო სვანეთი
რაჭა–ლაჩხუმი
სულ
VII
11
1
0
0
2
0
0
0
14
VIII
8
0
0
0
2
1
0
0
11
IX
12
0
0
0
1
0
0
0
13
X
2
0
0
0
2
0
0
0
4
XI
7
0
0
0
2
1
0
0
10
XII
8
0
0
0
2
2
0
0
12
სულ
48
1
0
0
11
4
0
0
64
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის მეორე ნახევრის ადმინისტრაციული
საქმეების სტატისტიკური მონაცემები
შუამდგომლობა
შემაკავებელი
დამტკიცების მოთხოვნის შესახებ
ორდერის
37
დამტკიცდა
36
არ დამტკიცდა
1
შუამდგომლობა დამცავი ორდერის გამოცემის
შესახებ
2
დამტკიცდა
2
შემაკავებელი ორდერი
მსხვერპლი ქალი
36
მსხვერპლი კაცი
1
ფიზიკურ ძალადობა
4
ფიზიკურ–ფსიქოლოგიური ძალადობა
32
იძულება
1
დამცავი ორდერი
ფიზიკურ–ეკონომიკური ძალადობა
2
278
ძალადობა ოჯახში
მსხვერპლი ქალი
2
თბილისის საქალაქო სასამართლოში 2008 წლის მეორე ნახევრში შევიდა ოჯახურ
ძალადობასთან დაკავშირებული 35 სისხლის სამართლის საქმე. მათ შორის, 33
მოძალადე კაცია და 2 – ქალი.
ზემოაღნიშნული საქმეების შესწავლამ დაგვანახა, რომ მათი უმრავლესობა შეიცავს
ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ვერბალურ ძალადობას ქალის მიმართ კაცის მხრიდან,
მათ შორის არის სხეულის მძიმე დაზიანება, ჭრილობა და მკვლელობა.
რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:
•
შეიქმნას ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული თავშესაფარი
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის, სადაც მოხდება მსხვერპლის
დროებითი განთავსება და მისთვის დახმარების გაწევა.
•
შეიქმნას
ძალადობის
მსხვერპლ
ბავშვთა
თავშესაფარი,
სადაც
გათვალისწინებული იქნება
ბავშვებთან ურთიერთობის სპეციფიკა და
სტანდარტები, მათ უსაფრთხოებისათვის საჭირო ყველა მომსახურება.
•
შეიქმნას მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრები, სადაც მოხდება
მოძალადის დროებითი განთავსება, ფსიქოლოგიური დახმარება და
მკურნალობა.
ტიპური საქმეები
ი.ქ–ის საქმე
2008 წლის 16 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველს დახმარებისთვის
მიმართა მოქალაქე ი.ქ–ძემ. როგორც იგი აღნიშნავდა, 17 წლის მანძილზე განიცდის
ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას მეუღლის მხრიდან, რაც გახდა მისი
სახლიდან წასვლის მიზეზი. ამის შემდეგ, იგი მუდმივად განიცდის დევნას,
მეუღლემ მას აუკრძალა შვილის ნახვა. განმცხადებელი იმდენად არის დაშინებული,
რომ კატეგორიულ უარს აცხადებს, მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს.
საქართველოს
სახალხო
დამცველის
აპარატი
დახმარებისთვის
მიმართა
არასამთავრობო ორგანიზაციას სარეაბილიტაციო ცენტრს „სახლი“. სადაც
განმცხადებელს უტარდება ფსიქოთერაპიის კურსი.
თ.ლ–ას საქმე
2008 წლის 24 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა
მოქალაქე თ.ლ–ამ. როგორც იგი აღნიშნავდა, სისტემატიურად განიცდიდა ფიზიკურ
და ფსიქოლოგიურ ძალადობას თავის მეუღლის მხრიდან, რაც გახდა მისი სახლიდან
წასვლის მიზეზი.
განმცხადებელს გაეწია ფსიქოლოგიური დახმარება
სარეაბილიტაციო ცენრში „სახლი“.
ამავდროულად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა შსს
რაიონულ სამმართველოს თხოვნით, მოეხდინა ზემოაღნიშნულ ფაქტზე რეაგირება.
279
ძალადობა ოჯახში
ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, თ.ლ–ა დაბრუნდა ოჯახში. საქმე აყვანილია
კონტროლზე.
ქ.ა–ძის საქმე
2009 წლის 26 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა
მოქალაქე ა.გ–მა. როგორც იგი აღნიშნავს, ქ.ა–სთან ერთად ოჯახის შექმნის მიზნით,
ცალკე ბინაში საცხოვრებლად გადავიდა. მეორე დღეს ქ.ა. ოჯახმა იძულებით
წაიყვანა და გადამალა. როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, ქ. ა–ძე ოჯახის მხრიდან
განიცდის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას. კერძოდ, არის უაღრესად
დაშინებული, ჰყავთ ჩაკეტილი, მას უკრძალავენ მეგობრებთან ურთიერთობას.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ განმცხადებლის ინფორმაციით, ქ. ა–ძე არის ფეხმძიმე
და ოჯახი ცდილობს მას ნაყოფი მოაშოროს.
სახალხო დამცველის რწმუნებულმა ქ.ა-ს მეგობრებს ჩამოართვა ახსნა–განმარტებები.
ერთერთი მათგანის განმარტებით, მას შემდეგ რაც ქ.ა. ოჯახის წევრებმა იძულებით
წაიყვანეს, იგი უშედეგოდ ცდილობს დაუკავშირდეს მეგობარს. იგი ტელეფონით
ესაუბრა ქ.ა-ს დედას, რომელმაც უთხრა, რომ არ დაუშვებდა შვილისა და ა.გ-ს
ქორწინებას. მეგობარი ეჭვობს, რომ ქ.ა-ს თავისუფლება აქვს აღკვეთილი საკუთარი
ოჯახის წევრების მხრიდან. მეორეს განმარტებით, იგი ტელეფონით ესაუბრა ქ.ა-ს და
საუბრისას შეიტყო, რომ ქ.ა-ს სცემენ და უცხო ბინაში ჰყავთ ჩაკეტილი.
სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა შსს ქ.თბილისის სამმართველოს თხოვნით,
მოახდინა ზემოაღნიშნულ ფაქტზე რეაგირება. საქმე განხილვაშია.
ე.პ–ის საქმე
2009 წლის 19 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა
მოქ. ე.პ–მ. როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, მისი შვილი, ე.პ–ი, მისი სურვილის
საწინააღმდეგოდ, ჰყავს სახლში ჩაკეტილი თურქეთის მოქალაქეს, ვინმე ბ.თ–ის,
რომელთანაც იმყოფება კანონიერ ქორწინებაში. განმცხადებელი ამტკიცებს, რომ მისი
შვილი მოტყუებით იყო გადაყვანილი თურქეთში. ასევე, იგი სისტემატიურად
განიცდის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას.
საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს კონსულს თურქეთის
რესპუბლიკაში შემდგომი რეაგირებისათვის. საქმე განხილვაშია.
280
საკუთრების უფლება
სოციალურ–ეკონომიკური უფლებები
საკუთრების უფლება
საკუთრების უფლება საყოველთაოდ აღიარებული და გარანტირებული უფლებაა
როგორც საერთაშორისო, ისე შიდასახელმწიფოებრივი აქტებით. საკუთრების
უფლება ითვალისწინებს კერძო საკუთრების ინსტიტუტის არსებობის გარანტიას და
შეძენილი საკუთრების უფლების დაცვას თვითნებური ჩარევისაგან.
საკუთრების უფლება წარმოადგენს ეკონომიკურ და სოციალურ უფლებას, ვინაიდან
იგი იცავს პირის ეკონომიკურ ინტერესებს, მაგრამ
დაცვა ამ შემთხვევაში,
ძირითადად უფრო ნეგატიურ ხასიათს ატარებს – უსვამს ხაზს სახელმწიფოს
მხრიდან ჩაურევლობას, ვიდრე პოზიტიურს – სადაც აქცენტი გადატანილია
ყველასათვის საკუთრების უფლების უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფოს
მხრიდან გატარებულ აქტიურ ღონისძიებებზე.
საკუთრების უფლება მჭიდროდ არის დაკავშირებული სახელმწიფოს სოციალურ–
ეკონომიკურ პოლიტიკასთან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
პოზიციის მიხედვით: „სახელმწიფოს ძალზე ფართო შესაძლებლობები აქვს
სოციალურ–ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებისათვის, რაც გავლენას
ახდენს საკუთრების უფლების მოცულობაზე“.120
საკუთრების უფლების დაცვის საერთაშორისო აქტების დებულებები საკმაოდ
სუსტად იცავს პირის საკუთრების უფლებას, ვინაიდან ეს უფლება არ წარმოადგენს
აბსოლუტურ უფლებას და სახელმწიფო უფლებამოსილია, საჯარო ინტერესების
დაცვის მიზნით, შეზღუდოს საკუთრების უფლება.
1948 წლის 10 დეკემბრის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ადამიანის
უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მე–17 მუხლი მართალია ადგენს, რომ:
„1.ყველა ადამიანს უფლება აქვს ფლობდეს ქონებას როგორც დამოუკიდებლად, ისე
სხვებთან ერთად“ და იმავდროულად კრძალავს ქონების თვითნებურად
ჩამორთმევას, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მოცემული დოკუმენტი
(ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია) არ არის იურიდიულად
სავალდებულო ხასიათის მქონე აქტი. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ
საკუთრების უფლება გაეროს 1966 წლის საერთაშორისო პაქტებში („სამოქალაქო და
პოლიტიკური უფლებების შესახებ“ და „ეკონომიკური, სოციალური და
კულტურული უფლებების შესახებ“) არ იქნა შეტანილი.
120
ჯეიმსი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (James and Others v. the United Kingdom),
1986 წელი.
281
საკუთრების უფლება
მიუხედავად იმისა, რომ საკუთრების უფლებამ ასახვა ვერ ჰპოვა უნივერსალური
საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებულ იურიდიული ძალის მქონე
საერთაშორისო დოკუმენტებში, აღნიშნული უფლების ჩართვა შესაძლებელი გახდა
რეგიონულ (მაგ:ევროპულ, ინტერ–ამერიკულ და აფრიკულ) ინსტრუმენტებში.
ადამიანის უფლებათა ევოპული კონვენციის 1–ლი დამატებითი ოქმის 1–ლი მუხლი
ითვალისწინებს საკუთრების უფლებას:
„1.ყოველ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს აქვს უფლება მშვიდობიანად მოიხმაროს
თავისი საკუთრება. არავის არ შეიძლება ჩამოერთვას მისი საკუთრება, გარდა საჯარო
ინტერესებში და კანონითა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით
გათვალისწინებული პირობებით.
2.თუმცა, ზემოხსენებული დებულებები არასგზით არ ზღუდავს სახელმწიფოს
უფლებას, აღასრულოს ისეთი კანონები, რომელთაც იგი საჭიროდ თვლის, რათა
გააკონტროლოს საკუთრების გამოყენება საერთო ინტერესების შესაბამისად ან
უზრუნველყოს გადასახადების ან სხვა შენატანების თუ ჯარიმების გადახდა“.
ამდენად, ადამიანის უფლებათა ევოპული კონვენციის 1–ლი დამატებითი ოქმის 1–
ლი მუხლი ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს უზრუნველყოფს საკუთრებით
მშვიდობიანი სარგებლობის უფლებით და ზუსტად განსაზღვრავს სახელმწიფოს
მხრიდან დასაშვები ხელყოფის აუცილებელ პირობებს. სახელმწიფოს მხრიდან
საკუთრების უფლების განხორციელებაში ჩარევა დასაშვებია, თუ ჩარევა ემსახურება
კანონიერ მიზანს და მიღებული ზომები პროპორციულია შესაბამისი მიზნების
მიღწევასთან. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა
სასამართლომ აღნიშნა, რომ „უნდა განისაზღვროს, დაცული იყო თუ არა
სამართლიანი ბალანსი საზოგადოების საერთო პრინციპების მოთხოვნასა და
ინდივიდის უფლებების დაცვის საჭიროებას შორის“.121
იმის გათვალისწინებით, რაც ზემოთ აღინიშნა საჯარო და კერძო ინტერესებსა და
საკუთრების სოციალურ ფუნქციებს შორის ბალანსთან დაკავშირებით, ეს
ვალდებულება სახელმწიფოს უკრძალავს თვითნებურად ხელყოს პირის საკუთრების
უფლება.
ნიშანდობლივია, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ცენტრალური და
აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი კომუნისტური ქვეყნების ახალ კონსტიტუციებში
საყოველთაოდ გარანტირებულია საკუთრების და აგრეთვე მემკვიდრეობის
უფლება.122 საქართველოს უზენაესი კანონის - კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ლი
პუნქტის დანაწესის თანახმად: „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული
და უზრუნველყოფილია.“
121
სპორონგი და ლონროსი შვედეთის წინააღმდეგ (Sporrong and Lonroth v. Sweden), 1982 წელი.
122
იხ. ზ.კიჯია, „სოციალური უფლებები დასავლეთ ევროპის ქვეყნებში“, გამოცემაში: Schriften des
Oisterreichischen Instituts fuir Menschenrechte, ტ.3 (1991), გვ.237-266, 257-258 გვერდზე.
282
საკუთრების უფლება
საქართველოს კონსტიტუციის ზემოხსენებულ მუხლში გაწერილია როგორც
სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას და უზრუნველყოს სათანადო
მექანიზმების შექმნის მეშვეობით საკუთრების უფლება, ასევე დადგენილია
თითოეული მესაკუთრის უფლების დასაცავად კონკრეტული, საგამონაკლისო
პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შეიძლება მხოლოდ მოცემული
(საკუთრების) უფლების შეზღუდვა. ესენია: 1. აუცილებელი საზოგადოებრივი
საჭიროება; 2. კანონით პირდაპირ განსაზღვრული გარემოების არსებობა; 3.
სასამართლოს გადაწყვეტილება ან ორგანული კანონით („საზოგადოებრივი
საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის
წესის შესახებ“) დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობა; და ბოლოს, ყველა
ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია, გასცეს სათანადო
კომპენსაცია.
ამდენად, საქართველოში საკუთრების უფლების ძირითად სამართლებრივ
გარანტიას წარმოადგენს კონსტიტუცია. თუმცა საქართველოში ქვეყნის უმაღლესი
კანონით – კონსტიტუციით დაცული უფლების სათანადოდ რეალიზაციისათვის,
2007 წლის 22 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო №5489–IIს დადგენილება
„კერძო საკუთრების უფლების უზრუნველყოფის ხელშემწყობი დამატებითი
ღონისძიებების შესახებ“.
ზემოხსენებული
დადგენილების
თანახმად,
საქართველოს
პარლამენტმა,
საქართველოს კონსტიტუციის 48–ე მუხლის შესაბამისად, ქვეყნის საშინაო
პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის მიზნით, დაადგინა:
1. მოცემული დადგენილების ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში შესაბამის
ადმინისტრაციულ ორგანოებს შეეწყვიტათ საკუთრების უფლების ან
საკუთრების შეძენის საფუძვლის გაუქმების შესახებ ადმინისტრაციული
წარმოება იმ სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან
მიმართებით, რომელზედაც საკუთრების შეძენა განხორციელდა ან
საკუთრების შეძენის საფუძველი წარმოიშვა სამართლებრივი აქტით ან
გარიგებით „ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონის
ამოქმედებამდე;
2. შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს კერძო და საჯარო ინტერესების
პროპორციულობის პრინციპზე დაყრდნობით, მოცემული დადგენილების
ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, მიეღოთ გადაწყვეტილება საკუთრების
უფლების ან საკუთრების შეძენის საფუძვლის გაუქმების შესახებ სასამართლო
დავის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე იმ სახელმწიფო ან
თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან მიმართებით, რომელზედაც
საკუთრების შეძენა განხორციელდა ან საკუთრების შეძენის საფუძველი
წარმოიშვა სამართლებრივი აქტით ან გარიგებით „ქონების ლეგალიზების
შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე;
3. საგამოძიებო ორგანოებს მოცემული დადგენილების ამოქმედებიდან 10 დღის
ვადაში მიეღოთ გადაწყვეტილებები საკუთრების (საკუთრების შეძენის
საფუძვლის)
განკარგვის
მართლზომიერების
დასადგენად
სისხლის
სამართლის საქმეთა გამოძიების შეწყვეტის თაობაზე იმ სახელმწიფო ან
283
საკუთრების უფლება
თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან მიმართებით, რომელზედაც
საკუთრების შეძენა განხორციელდა ან საკუთრების შეძენის საფუძველი
წარმოიშვა სამართლებრივი აქტით ან გარიგებით „ქონების ლეგალიზების
შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
გარდა ზემოაღნიშნულისა, „კერძო საკუთრების უფლების უზრუნველყოფის
ხელშემწყობი დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის
№5489–IIს
დადგენილების
მე–4
პუნქტის
დანაწესისამებრ,
შესაბამის
ადმინისტრაციულ და საგამოძიებო ორგანოებს საქართველოს პარლამენტისთვის
2007 წლის 22 დეკემბრამდე უნდა წარედგინათ ინფორმაცია მოცემული
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პირველი–მე–3 პუნქტების შესრულების
მდგომარეობის შესახებ.
2009 წლის 25 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, „კერძო
საკუთრების უფლების უზრუნველყოფის ხელშემწყობი დამატებითი ღონისძიებების
შესახებ“ საქართველოს პარლამენტის №5489–IIს დადგენილების ზემოთ
ჩამოთვლილი ნორმების შესრულების შესახებ ინფორმაციის და ამ ინფორმაციის
ამსახველი სრული დოკუმენტაციის მოწოდების მოთხოვნით,
მიმართა
საქართველოს მთავარ პროკურორს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების
მინისტრის მოადგილეს, ქალაქ თბილისის მერს და საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილეს.
2009 წლის 4 მარტის საქართველოს პარლამენტის აპარატიდან მიღებული პასუხის
მიხედვით, „კერძო საკუთრების უფლების უზრუნველყოფის ხელშემწყობი
დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის №5489–IIს
დადგენილების მე–4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში შესაბამისი
ინფორმაცია წარადგინა მხოლოდ ქალაქ თბილისის მერიამ. თუმცა საპირისპიროს
ადასტურებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოთხოვილ
ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების
სამინისტროს 2009 წლის 11 მარტის პასუხი, რომლის თანახმად ირკვევა, რომ
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 2007 წლის 24 დეკემბერს
#21/165/2–7 წერილით საქართველოს პარლამენტს წარუდგინა „კერძო საკუთრების
უფლების უზრუნველყოფის ხელშემწყობი დამატებითი ღონისძიებების შესახებ“
№5489–IIს დადგენილების მე–4 პუნქტის მოთხოვნის შესრულების მიზნით
განხორციელებული ღონისძიებების ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციის თანახმად,
მოცემულ ადმინისტრაციულ ორგანოში საკუთრების უფლების ან საკუთრების
შეძენის საფუძვლის გაუქმების თაობაზე „კერძო საკუთრების უფლების
უზრუნველყოფის ხელშემწყობი დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს
პარლამენტის №5489–IIს დადგენილების 1–ლი პუნქტით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული წარმოება არ მიმდინარეობდა.
ხოლო „კერძო საკუთრების უფლების უზრუნველყოფის ხელშემწყობი დამატებითი
ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის №5489–IIს დადგენილების მე–2
284
საკუთრების უფლება
პუნქტით
განსაზღვრული
მოთხოვნის
შესრულების
უზრუნველსაყოფად,
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ შეწყვიტა საქმის წარმოება
ორ სასამართლო დავაზე, კერძოდ:
1. მოსარჩელე: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო
მოპასუხე: ვლადიმერ გოიაშვილი და შპს „რეგატა“.
2. მოსარჩელე: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო
მოპასუხე: შპს „ფაინენშალ გრუპი“.
საქართველოს პარლამენტის მიერ მოწოდებული ქალაქ თბილისის მთავრობის 2007
წლის 28 ნოემბრის №25.40.810 დადგენილების თანახმად კი გაირკვა, რომ ქალაქ
თბილისის მთავრობამ „კერძო საკუთრების უფლების უზრუნველყოფის
ხელშემწყობი დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის
№5489–IIს დადგენილების შესაბამისად, ზემომითითებული კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტით (ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილება) ქ.თბილისის
მერიაში შპს „საგზაო ისანის“ (ქედის კომუნის ქ. №3–ში მდებარე 2 675 მ2 მიწის
ნაკვეთზე), სს „ტრაქტების“ (გულუას ქ. №1–ში მდებარე 25 000 მ2 მიწის ნაკვეთზე), შპს
„ლაზიერის“ (მეტრო სადგურ „ნაძალადევის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 230
მ2 მიწის ნაკვეთზე), ამხანაგობა „ივერია“ (თაბუკაშვილის ქ. №50/52–ში მდებარე 707 მ2
მიწის ნაკვეთზე), მოქალაქე ციცინო ბოჭორიშვილის (რიყის ტერიტორიაზე მდებარე
შენობა–ნაგებობაზე) მიმართ შეწყვიტა მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებები.
გარდა ამისა, ქალაქ თბილისის მთავრობამ ზემოაღნიშნული დადგენილებით
ბათილად გამოაცხადა ქ.თბილისის ვაკე–საბურთალოს რაიონის გამგეობის 2007
წლის 22 ივნისის №10.1.381 დადგენილება, რომლითაც თავის დროზე ბათილად იქნა
ცნობილი ქ.თბილისის ვაკე–საბურთალოს რაიონის გამგეობის მთელი რიგი
დ.თავდადებულის ქუჩა №10–სა (ყოფილი
დადგენილებები დიდ დიღომში
სტუდქალაქი) და ი.ჭავჭავაძის გამზირის №37–ში (ყოფილი სტუდქალაქი) მდებარე
შენობაში მოქალაქეთათვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფის შესახებ.
რაც შეეხება ქ.თბილისის მერიის მონაწილეობით მიმდინარე სასამართლო პროცესის
შეწყვეტის საკითხს, ქალაქ თბილისის მთავრობამ 2007 წლის 28 ნოემბრის №25.40.810
დადგენილების მიხედვით, მიზანშეწონილად მიიჩნია, შეეწყვიტა სასამართლო დავა
(საქმე №3/2051), რომელზეც იხილებოდა ქ.თბილისის მერიის სასარჩელო განცხადება
და მოპასუხე მხარის (22 ოჯახი) შეგებებული სასარჩელო განცხადება „ქ.თბილისის
პრემიერის 2002 წლის 17 სექტემბრის №534 განკარგულების „სააქციო საზოგადოება
„საქნავთობის“ შპს „საქნავთობგეოფიზიკის“ ბალანსზე რიცხული, ვაშლიჯვრის
დასახლებაში, გოძიაშვილის მე–2 შესახვევის №17–ში ლაბორატორიული კორპუსის
შენობის საბინაო ფონდში ჩარიცხვის შესახებ“ ბათილად გამოცხადების შესახებ“
ქ.თბილისის მერის 2005 წლის 20 ივნისის №746 განკარგულების გაუქმების
მოთხოვნით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, 2009 წლის 6 მარტის ქალაქ თბილისის მერიის
ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით დადგინდა, რომ
285
საკუთრების უფლება
ქალაქ
თბილისის
რაიონულ
გამგეობებს
ქალაქ
თბილისის
მერიისგან
დამოუკიდებლად არ უწარმოებიათ საკუთრებასთან დაკავშირებული სასამართლო
თუ ადმინისტრაციული დავები. შესაბამისად, ქალაქ თბილისის რაიონული
გამგეობების მხრიდან არ მომხდარა ადმინისტრაციული წარმოებების შეწყვეტასთან
დაკავშირებული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების გამოცემა.
ამდენად, „კერძო საკუთრების უფლების უზრუნველყოფის ხელშემწყობი
დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის №5489–IIს
დადგენილების შესაბამისი პუნქტებით დაწესებული მოთხოვნები, რომელთა მიზანი
იყო საქართველოში კერძო საკუთრების უფლების ხელშეუხებლობის განმტკიცება და
დაცვა, რამდენად ეფექტური ღონისძიება გამოდგა და რამდენად შექმნა მოცემულმა
აქტმა
დამატებითი
გარანტიები
საკუთრების
უფლების
მშვიდობიანი
სარგებლობისათვის მაშინ, როცა უკანასკნელ წლებში საქართველოს კონსტიტუციის
21–ე მუხლით დაცული უფლება მასობრივად დაირღვა სახელმწიფო ორგანოებისა
თუ თანამდებობის პირების მხრიდან, ნათლად წარმოაჩინა იმ ფაქტმა, რომ
საქართველოს პარლამენტს მის მიერ მიღებული კანონქვემდებარე აქტის
შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა საქართველოში
მხოლოდ ორმა ადმინისტრაციულმა ორგანომ.
ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ 2007 წლის 28 ნოემბერს გამოცემული
დადგენილება შეიძლება ერთგვარად მოჩვენებით ნაბიჯად შეფასდეს საკუთრების
უფლების გარანტირებისათვის მას შემდეგ, რაც 2005-2007 წლებში ქალაქ თბილისის
მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უკანონოდ (ძირითადად ღამით)
ახორციელებდა კერძო პირთა123 საკუთრებაში არსებული შენობების დემონტაჟს და
ამასთანავე, მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ არცერთ
შემთხვევაში დაზარალებულ მოქალაქეებს არ მიუღიათ სათანადო კომპენსაციები
თავიანთი ქონების სანაცვლოდ.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის
პოზიციაა, რომ სანამ არ მოხდება უკანასკნელ წლებში ხელისუფლების უმაღლესი
თანამდებობის პირების მხრიდან შეგნებული, მიზანმიმართული პოლიტიკის
შედეგად საკუთრების უფლების უხეში და მასობრივი ხელყოფის ფაქტების
სათანადოდ შესწავლა, სანამ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ
დაისჯებიან უფლებადამრღვევი თანამდებობის პირები და არ აღდგება მოქალაქეთა
დარღვეული უფლებები, მანამდე საკუთრების უფლების უზრუნველყოფისათვის
მყარი დამატებითი სამართლებრივი გარანტიების შექმნის მიმართულებით
გადადგმული ნებისმიერი ქმედება მხოლოდ ფიქცია და მოქალაქეებისათვის
თვალებში ნაცრის შეყრაა.
ანუ, ყველა ინიციატივა, იქნება ეს საქართველოს
123
ირინა ნერგაძისა და ზურაბ ტალახაძის საქმე; თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი
კორპუსის დემონტაჟის საქმე; მარინა ბოჭორიშვილის საქმე; დავით ასათიანის საქმე; შპს ,,ნიას“ საქმე;
შპს ,,ვოტუმის“ საქმე; ციცინო ბოჭორიშვილის საქმე; მეტრო ,,გოცირიძისესთან“ მდებარე პავილიონის
საქმე; ამხანაგობა ,,ამირეჯიბი-89“-ის საქმე და ნერონ მამალაძის საქმე (იხ.საქართველოს სახალხო
დამცველის მოხსენება, 2007 წლის მეორე ნახევარი).
286
საკუთრების უფლება
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ დადგენილების მიღება თუ საქართველოს
პრეზიდენტის განუხორციელებელი ინიციატივა საკუთრების უფლების დაცვის
კომისიის შექმნის შესახებ124, მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას,
ვინაიდან ბოლო წლების განმავლობაში საკუთრებით უფლების დარღვევის
გამომწვევი მიზეზი იყო არა იმდენად კანონმდებლობა, რამდენადაც პრაქტიკა და
კანონის უგულვებელყოფა. რა თქმა უნდა, კანონმდებლობის გაუმჯობესება და
დახვეწა საშური საქმეა, მაგრამ მთავარია, სახელმწიფოს მხრიდან არსებობდეს
კეთილი ნება აღნიშნული უფლების სათანადოდ განხორციელებისათვის.
ამდენად, საკუთრების უფლების უხეში დარღვევის შესახებ კონკრეტული ფაქტები,
რომლებთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა შესაბამის
ადმინისტრაციულ და საგამოძიებო ორგანოებს და რომლებმაც ასახვა ჰპოვა
საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო მოხსენებებში, მოითხოვს
სათანადოდ შესწავლას, დამნაშავე თანმდებობის პირების პასუხისმგებლობას და
ქონების მესაკუთრეთა უფლებების აღდგენას.125
საქართველოს სახალხო დამცველის ქვემოთ ჩამოთვლილ რეკომენდაციებს,
რომლებიც შეეხებოდა საკუთრების უფლების დაცვის განსაკუთრებით უხეშ და
სერიოზულ დარღვევებს, არცერთი კუთხით არ მოჰყოლია სათანადო რეაგირება,
ესენია: ჰუსეინ ალის საქმე, შირნჰოფერისა და ბადაგონის საქმეები, ჯემალ
წიკლაურის საქმე, დავით ციბირაშვილის საქმე, მანანა მაჭარაშვილისა და თამარ
თარაშვილის საქმეები და მრავალი სხვა.
ამასთანავე მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ საგამოძიებო
ორგანოებმა არ შეისწავლეს ის საქმეები, რომელთა დაკავშირებით მიმართა მათ
საქართველოს სახალხო დამცველმა და არ დასვეს ქვემოთ დასახელებულ
თანამდებობის პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი,
კერძოდ:
• დავით
ციბირაშვილის
საქმესთან
დაკავშირებით
–
თბილისის
პროკურატურის
თანამშრომლების:
ვალერი
ლაცუზბაიას,
გიორგი
ხვედელიძის და
ნოტარიუს ნინო გინტურის სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის საკითხი;
• ქალაქ
თბილისის
მთავრობის
მიერ
განხორციელებულ
უკანონო
დემონტაჟებთან დაკავშირებით – მერიის ზედამხედველობის საქალაქო
სამსახურის უფროსის ლაშა მაქაცარიას, ასევე ქალაქ თბილისის მერის –
124
2008 წლის 5 იანვარს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ საქართველოს
სახალხო დამცველის აპარატში საქართველოს სახალხო დამცველთან შეხვედრისას მიხეილ
სააკაშვილმა გააჟღერა საკუთარი ინიციატივა საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლით
აღიარებული საკუთრების უფლების დასაცავად მყარი სამართლებრივი და ინსტიტუციური
მექანიზმის – საკუთრების უფლების დაცვის კომისიის შექმნის შესახებ. საკუთრების უფლების დაცვის
შესახებ კომისიის უფლებამოსილებებისა და მოვალეობების განსაზღვრისათვის საქართველოს
სახალხო დამცველის აპარატმა მოამზადა შესაბამისი კანონის პროექტი, თუმცა ინიციატივა
ინიციატივად დარჩა და იგი არ განხორციელებულა.
125
იხ. ზემოხსენებული სამართლებრივი დასკვნები საქართველოს სახალხო დამცველის 2006-2007
წლების და 2008 წლის 1-ლი ნახევრის მოხსენებებში
287
საკუთრების უფლება
•
გიორგი უგულავას და ქალაქ თბილისის მთავრობის სხვა წევრთა
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი;
საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ასევე არ დამდგარა
ჰუსეინ ალის,
შირნჰოფერისა და ბადაგონის საქმეებთან დაკავშირებით იმ თანამდებობის
პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთაც
დაარღვიეს კონკრეტული პირების უფლებები.
მიუხედავად
ზემოაღნიშნულისა,
უმრავლეს
შემთხვევაში
მესაკუთრეები
განაგრძობენ ბრძოლას დარღვეული უფლების აღდგენისა და მიყენებული ზიანის
ანაზღაურებისათვის. მათ შორის არის შპს „ნიას“ მესაკუთრეები. თუმცა მოცემულ
საქმეზე დაწყებული სასამართლო განხილვა უსაფუძვლოდ ჭიანურდება, რაც
საკუთრების უფლების უხეში ხელყოფის ფაქტთან ერთად წარმოადგენს
სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების დარღვევას.
ყურადსაღებია საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2008 წლის მეორე ნახევარში
შესწავლილ საქმეებში საკუთრების უფლების ხელყოფის კუთხით გამოვლენილი
შემდეგი სახის ტენდენციები:
•
სახელმწიფო (საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო)
მის ერთ–ერთ ძირითად ვალდებულებას – უზრუნველყოს დევნილები
დროებითი საცხოვრებელი ადგილით – ახორციელებს მოქალაქეთა მეორე
ჯგუფის – კერძო მესაკუთრეების უფლებების ხარჯზე (იხ.დანართში:
კალოუბნის ქ. №6–ის საქმე და მოქალაქე შადიმან ფანცხავას საქმე)
•
რიგ შემთხვევებში მესაკუთრის მიერ საკუთრებით მშვიდობიანი
სარგებლობის უფლება ირღვევა სახელმწიფოს (საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს) უმოქმედობის გამო და მოცემული პრობლემა
კვლავაც აქტუალურია, ანუ საკითხის გადაწყვეტა დღემდე არ ხდება
(იხ.დანართში: მოქალაქე ნოდარ ნოზაძის საქმე და მოქალაქე შადიმან
ფანცხავას საქმე)
•
საჯარო ინტერესების განსახორციელებლად (სტადიონის მშენებლობა)
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ (ქალაქ თბილისის მერია)
შელახა მოქალაქის საკუთრების უფლება, ანუ ადმინისტრაციულმა
ორგანომ დაუსაბუთებლად შეზღუდა პირის კონსტიტუციით დაცული
საკუთრების უფლება (იხ.დანართში: მოქალაქე ზურაბ ჯანგველაძის საქმე).
ზემოაღნიშნულ
საკუთრების
უფლების
ხელყოფის
შესახებ
საქმეებთან
დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა მოქალაქეთა დარღვეული
უფლების აღდგენის მოთხოვნით მიმართა შესაბამის სახელმწიფო ან/და
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, თუმცა დადებითი, ანუ ქმედითი
შედეგი არცერთ საქმესთან მიმართებაში არ დამდგარა.
288
საკუთრების უფლება
ამრიგად, საქართველოში საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტების მოკლე
მიმოხილვის შემდეგ, ლოგიკურად მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფოს
ძირითადი ვალდებულება – პატივი სცეს საკუთრების უფლებას, თავი შეიკავოს
პირის საკუთრების უფლებაში თვითნებური ჩარევისაგან, დაიცვას მესაკუთრე მესამე
მხარის
მხრიდან
საკუთრების
უფლების
ხელყოფის
შემთხვევაში
–
უგულვებელყოფილია სახელმწიფოს მიერ საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით
წარმოებული პოლიტიკის მიხედვით. აღნიშნული მოსაზრება საფუძველს
მოკლებული რომ არ არის მოწმობს ყველა ქვემოთ დასახელებული საქმე, რომელთან
დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები არ იქნა
გაზიარებული და შესაბამისად, არ აღდგენილა მესაკუთრეთა დარღვეული
უფლებები, ესენია: ირინა ნერგაძისა და ზურაბ ტალახაძის საქმე; თაბუკაშვილის
ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის დემონტაჟის საქმე; მარინა
ბოჭორიშვილის საქმე; დავით ასათიანის საქმე; შპს ,,ნიას“ საქმე; შპს ,,ვოტუმის“
საქმე; ციცინო ბოჭორიშვილის საქმე; მეტრო ,,გოცირიძისესთან“ მდებარე
პავილიონის საქმე; ამხანაგობა ,,ამირეჯიბი-89“-ის საქმე და ნერონ მამალაძის საქმე,
ჰუსეინ ალის საქმე, შირნჰოფერისა და ბადაგონის საქმეები, ჯემალ წიკლაურის საქმე,
დავით ციბირაშვილის საქმე, მანანა მაჭარაშვილისა და თამარ თარაშვილის საქმეები
და სხვა.
289
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობა
შეზღუდული შესაძლებლოების მქონე პირთა
მდგომარეობა
შეზღუდული შესაძლებლოების მქონე პირთა (შშმ პირთა) უფლებები კვლავაც რჩება
სახალხო დამცველის ყურადღების ცენტრში, ერთი მხრივ ამ პრობლემების
სიმძაფრისა, და მეორე მხრივ ამ ადამიანების ორმაგი დისკრიმინაციის გამო.
ქვეყანაში არსებული რთული სოციო-ეკონომიკური სიტუაცია და არასახარბიელო
უფლებრივი სტატუსი ბევრად უფრო მძიმედ განიცდება იმ ადამიანების მიერ,
მათი
რომელთა ბიო–ფსიქო–სოციალური მდგომარეობა უკვე გულისხმობს
უფლებების დაცვის საჭიროებას.
მოცემულ ანგარიში უფლებათა დარღვევის მონიტორინგს, ცნობიერების ამაღლებასა
და შესაძლებლობის გაძლიერების მიდგომებს ეფუძნება და ასახავს, სახალხო
დამცველის ყოველდღიურ სამოქმედო სტრატეგიას შშმ პირთა უფლებრივი
მდგომარეობის გაუმჯობესებისსათვის.
მოხსენების ეს თავი აქცენტს აკეთებს იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც სისტემურ
ცვლილებებს ეხება და
პერმანენტულად მიეწოდება ჩვენგან სახელმწიფო
სტრუქტურებს, სწორედ იმ ადამიანთა უფლებათა დასაცავად, რომლებიც უმძიმეს
სოციო–ეკონომიკურ პირობებში იმყოფებიან.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრი
2008 წლის სექტემბერში სახალხო დამცველის აპარატთან ჩამოყალიბდა შშმ პირთა
უფლებების დაცვის ცენტრი, რამაც ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ინტერესს და
ზრუნვას შშმ პირთა პრობლემების მიმართ. შშმ პირთა ცენტრის ჩამოყალიბება არის
გამოხატულება სახალხო დამცველის სურვილისა, მოხდეს შშმ პირთა უფლებების
დაცვის სფეროში აქტიური თანამშრომლობა სახელმწიფო სტრუქტურებთან.
სახელმწიფო პოლიტიკა
2008 წლის 2 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დადგენილების სახით მიიღო
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის კონცეფცია,
რომლის მიზანსაც, დადგენილების ტექსტის თანახმად, წარმოადგენს: „შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა სრულფასოვანი ჩართვა ქვეყნის სოციალურ
ეკონომიკური განვითარების პროცესში, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში“.
სახალხო დამცველის ოფისი მიესალმება აღნიშნული კონცეფციის მიღებას
პარლამენტის მიერ, რომლის შემუშავებაშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ
სახალხო დამცველის ოფისში მომუშავე პროფესიონალები და განსაკუთრებით ხაზს
უსვამს ამ კონცეფციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას:
• საქართველოს მთავრობას დაევალა, 2009 წლის 1 სექტემბრამდე შეიმუშავოს
და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს სახელმწიფო სამოქმედო
290
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობა
სტრატეგიული გეგმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
სოციალური ინტეგრაციის კონცეფციის“ პრინციპების გათვალისწინებით.
რამდენადაც სახალხო დამცველის ოფისისათვის გახდა ცნობილი, ამ სტრატეგიულ
დოკუმენტზე შესაბამის სამინისტროებში (მაგ. შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროში) ფუნდამენტური მუშაობა ჯერ დაწყებულიც არ
არის. აღნიშნული მიმართულებით პროგრესის ნათელსაყოფად სახალხო დამცველის
ოფისი განახორციელებს პერმანენტულ მონიტორინგს.
•
ამავე კონცეფციის ფარგლებში:
საქართველოს მთავრობას დაევალა სახელმწიფო სამოქმედო სტრატეგიული
გეგმის თანახმად 2009 წლის 1 ნოემბრამდე განახორციელოს საქართველოს
საკანონმდებლო ბაზის რევიზია და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს
შესაბამისი წინადადებები.
აღნიშნულ ინიციატივის განხორციელებაში ერთ–ერთ აქტიურ ფასილიტატორის
როლს სახალხო დამცველის ოფისიც ასრულებს, რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი.
2008 წლის ოქტომბერში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ
დაამტკიცა ინკლუზიური განათლების სტრატეგია, რომელიც ორიენტირებულია
ინკლუზიური
განათლების
სისტემის
ჩამოყალიბებისა
და
გაძლიერების
მიმართულებაზე, თუმცა, საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
თანახმად, ამ მიმართულებით გამოყოფილი 200 000 ლარი ძნელად წარმოსადგენია
საკმარისი
იყოს
სტრატეგიით
გათვალისწინებული
ცვლილების
განხორციელებისათვის.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი
მიძღვნილი წლიური საანგარიშო შეხვედრა
საქართველოს სახალხო დამცველის, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი
კომისარის ადგილობრივი ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია “კოალიცია
დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” ორგანიზებით 2008 წლის 4 დეკემბერს გაიმართა
შშმ პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი წლიური საანგარიშო შეხვედრა.
შეხვედრის მიზანი იყო 2007/2008 წელს ინვალიდობის სფეროში განხორციელებული
სახელმწიფო და საზოგადოებრივი ღონისძიებების შეფასება. განხორციელებულ
საქმიანობებზე ანგარიშები წარმოადგინეს საქართველოს პარლამენტის, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობისა და
სოციალური პროგრამების სააგენტოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,
საგარეო საქმეთა სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო
ორგანიზაციათა კოალიციის, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებმა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, საანგარიშო შეხვედრის ქმედითი ხასიათი, რაც
გამოიხატა მწვავე დისკუსიით ცალკეულ საკითხებზე. სწორედ საანგარიშო
შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი დასმული კითხვები გაეროს 2006
წლის 13 დეკემბრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის
291
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობა
რატიფიკაციის შეფერხებასთან დაკავშირებით, გახდა ბიძგი ამ კონვენციასთან
მიერთებისათვის საჭირო ღონისძიებების განახლებისათვის.
გაეროს 2006 წლის 13 დეკემბრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა უფლებების კონვენცია
როგორც არაერთხელ აღინიშნა სახალხო დამცველის ანგარიშში, გაეროს 2006 წლის 13
დეკემბერის კონვენციის განხილვა აღმასრულებელი მთავრობის წევრების მიერ
უსაშველოდ გახანგრძლივდა. ბოლო მონაცემებით (2007 წლის I ნახევრის ანგარიში),
ეკონომიკის სამინისტრომ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ვერ მოახერხა
დასკვნის გაკეთება აღნიშნულ კონვენციაზე, რაც კონვენციასთან მიერთების
აუცილებელი პროცედურის ნაწილს წარმოადგენს. თუმცა, საანგარიშო შეხვედრის
ორგანიზების დადებით შედეგად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი რომ შეხვედრიდან ორ
დღეში აღნიშნული დასკვნის მიღების შესახებ გვაცნობა საგარეო საქმეთა
სამინისტროს წარმომადგენელმა. აღსანიშნავია პარლამენტის ჯანმრთელობისა და
სოციალური საკითხების კომიტეტის თავჯდომარის მოადგილის, ბნ. გიორგი
გოდაბრელიძის წვლილი, რომლის დაპირებასაც, კონვენციის საკითხის კონტროლზე
აყვანის თაობაზე, შედეგი მეორე დღესვე მოჰყვა.
თუმცა, კონვენციის მიღებას ჯერ კიდევ მრავალი პრობლემა ახლავს თან. გაეროს
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან თანამშრომლობით, სახალხო
დამცველის ოფისმა საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა იმ დათქმების
ჩამონათვალი, რაც სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებს ჰქონდათ
კონვენციაზე გაკეთებული. ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული დათქმები
გულისხმობდა კონვენციის შემდეგი მუხლების შესრულებაზე უვადოდ (!) უარის
თქმას:
მუხლი 8. საგანმანათლებლო –აღზმრდელობითი მუშაობა.
მუხლი 9. ხელმისაწვდომის უზრუნველყოფა შშმ პირთათვის.
მე–2 პუნქტის ა, ბ, გ, დ, ე, ვ, ზ, თ ქვეპუნქტები, რაც გულისხმობს შშმ პირთათვის
ინფორმაციის მისაწვდომობის, „მინიმალურ ღირებულებებში, საწყის ეტაპზე
ხელმისაწვდომი ინფორმაციის სისტემებისა და ტექნოლოგიების შემუშავების
ხელშეწყობა“
მუხლი 19. დამოუკიდებლად ცხოვრება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა.
მუხლი 25. ჯანმრთელობა
ა, ბ, გ, ე პუნქტები – აუცილებელი ჯანდაცვისა და სამედიცინო მომსახურებებით
უზრუნველყოფა,
სამედიცინო
და
სიცოცხლის
დაზღვევის
მოპოვებისას
დისკრიმინაცია.
მუხლი 26. აბილიტაცია და რეაბილიტაცია.
292
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობა
პუნქტი ბ. საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მონაწილეობა და
ინტეგრაციის ხელშეწყობა, მოხალისეობის პრინციპის განხორციელება შშმ პირთა
საცხოვრებელ ადგილთან რაც შეიძლება ახლოს, რეგიონების ჩათვლით.
მუხლი 27. შრომა და დასაქმება.
დ, ე, ვ, თ, ლ პუნქტები.
აღნიშნული
დათქმების
გაკეთება
წარმოადგენს
საქართველოს
კანონის
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ 22–ე მუხლის პუნქტი 1–
ის
დარღვევას,
რომლის
თანახმადაც
დაუშვებელია
საერთაშორისო
ხელშეკრულებაზე დათქმის გაკეთება იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო
ხელშეკრულება კრძალავს ამგვარ მოქმედებას და თუ ეს დათქმა ეწინააღმდეგება
ხელშეკრულების ობიექტსა და მიზნებს.
განსაკუთრებით სამწუხარო იყო იმ ფაქტის გაცნობიერება, რომ სახელმწიფო
ყოველწლიურად
რამდენიმე
მილიონ
ლარს
სწორედ
ამ
მუხლებით
გათვალისწინებულ საქმიანობებზე ხარჯავს (ავად თუ კარგად), შესაბამისად,
სამინისტროს ის პასუხისმგებელი პირები, რომლებმაც უვადო დათქმები დაადეს
აღნიშნულ მუხლებს, არათუ ვერ ერკვევიან სფეროში, არამედ საერთოდ არ იციან,
სად და რა მიზნით არიან დასაქმებულნი. ადვილი წარმოსადგენია, როგორ აისახება
ყოველივე ეს მათი უწყების საქმიანობების დაგეგმვასა და განხორციელებაზე.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და სახალხო
დამცველის ოფისის ერთიანი ძალისხმევით მოხდა შეხვედრის ორგანიზება შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა
სამინისტროს წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული
აღნიშნული დათქმები. მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ჯანმრთელობის, შრომისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო დათქმას მხოლოდ ორი მუხლის სამ პუნქტზე
შეინარჩუნებს.
შეხვედრაში მონაწილე მხარეებს შორის, ამავე შეხვედრის ფარგლებში მოხდა
შეთანხმება კონვენციის ტექსტის აუთენტური ვერსიის დამტკიცებაზე; შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ხელახალი დასკვნის
უზრუნველყოფაზე და კონვენციის რატიფიკაციის შემდგომ თანამშრომლობაზე.
მიმდინარე ინიციატივის ფარგლებში სახალხო დამცველის ოფისმა, გაეროს ბავშვთა
ფონდისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის
მხარდაჭერით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით,
მოახდინა საკანონმდებლო ჰარმონიზაციის პროცესის ფასილიტაცია. განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროში შედგა საექსპერტო სამუშაო ჯგუფი, რომლის
ძირითად მოვალეობასაც წარმოადგენს საგანმანათლებლო კანონმდებლობის
(ზოგადი განათლების კანონი, პროფესიული და უმაღლესი განათლების კანონები)
რევიზია გაეროს 2006 წლის 13 დეკემბრის შშმ პირთა კონვენციის, შშმ პირთა
(ინვალიდთა) სოციალური ინტეგრაციის კონცეფციისა და ინკლუზიური
განათლების სტრატეგიის შესაბამისად. ჯგუფის მუშაობის ორგანიზებას ახდენს
293
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობა
სახალხო დამცველის ოფისი. პროცესს ტექნიკური დახმარებით უზრუნველყოფენ
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი და გაეროს ბავშვთა
ფონდი. სამუშაო პროცესში აგრეთვე მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო
ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,
სხვადასხვა
საზოგადოებრივი
ორგანიზაციები.
ძირითადი სამუშაო პროცესი გაგრძელდება 2009 წლის იანვარი/მარტის პერიოდში,
რომლის განმავლობაშიც სფეროს ექსპერტები შეიმუშავებენ აღნიშნული
საკანონმდებლო აქტების სინქრონიზაციის რეკომენდაციებს ინკლუზიური
განათლების
ძირითად
სახელმწიფო
დოკუმენტებსა
და
საერთაშორისო
კონვენციასთან
მიმართებაში.
ასევე,
განიხილება
მოცემულ
სფეროში
კანონმდებლობის ნიმუშები სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე. განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ
მოხდება შესაბამისი ცვლილებების მომზადება აღნიშნულ კანონებში შესატანად.
სფეროს მართვა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
2008 წლის ბოლოს ბავშვზე ზრუნვის სისტემის გადატანას განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროდან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროში ბუნებრივად თან ახლა შშმ ბავშვების პროგრამების გადატანის
პროცესიც. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავდა
სფეროს კოორდინაციის გაძლიერებას, გარდამავალ პერიოდში გაჩნდა მრავალი
პრობლემა, რომელთა კონკრეტული შედეგიც ცალკეული შშმ პირის უფლებების
დარღვევაში გამოიხატება.
2009 წლის იანვარსა და თებერვალში დაფინანსება არ მიუღია შშმ ბავშვების თვრამეტ
სკოლა–პანსიონს. დაფინანსება რომელიც, სულ მცირე გულისხმობდა პანსიონის
საკვებით,
კომუნალური
გადასახადებითა
და
სასწავლო
პროგრამით
უზრუნველყოფას. როგორც ამ ფაქტის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან საკითხის ირგვლივ
გამართულ შეხვედრის ოქმში ვკითხულობთ: 2009 წლის პირველი იანვრიდან
სკოლა–პანსიონების კვების, პირველადი ჯანდაცვის და ცხოვრების ხარჯების
დაფინანსება დაევალა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს, ხოლო, კონტროლის ფუნქცია დარჩა განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს. ამ ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ ხერხდებოდა ამ
სკოლებისთვის ხაზინიდან თანხის გადახდა.
2008 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთი დღის ცენტრის სერვისის
მომწოდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, სახელმწიფო მოხელეთა მოთხოვნით,
იძულებული გახდა სერვისის მომხმარებელ შშმ პირთა რაოდენობა 50 %–ით
შეემცირებინათ. დღის ცენტრის მომსახურებებიდან ამოვარდა 150 ბენეფიციარი.
უმეტესი მათგანისთვის მრავალი წლის განმავლობაში აღნიშნული მომსახურება
წარმოადგენდა საზოგადოებაში ინტეგრაციის ერთადერთ საშუალებას. მოცემული
ფაქტი, სახალხო დამცველის შეფასებით, წარმოადგენს შშმ ბავშვთა უფლებების
294
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობა
აშკარა დარღვევას სახელმწიფოს მხრიდან, რაც ეწინააღმდეგება გაეროს 2006 წლის 13
დეკემბრის კონვენციის # 5, 7, 19, 26– ე მუხლებს და გაეროს 1993 წლის 20 დეკემბრის
# 48/96 რეზოლუციის – „ინვალიდთათვის თანაბარ შესაძლებლობათა
უზრუნველყოფის სტანდარტული წესების“ # 3-ე წესს.
უნდა აღინიშნოს, რომ მოვლენის უარყოფითი ეფექტი ასევე აისახა შშმ პირთათვის
მომსახურების მომწოდებელ ორგანიზაციათა მკვეთრ ინსტიტუციონალურ
შესუსტებაში, შშმ პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ
ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის დღის ცენტრების
კომპონენტის დაფინანსების ფორმატიდან გამომდინარე (მუშაობს პრინციპი: „არ
არის ბენეფიციარი, არ არის იმ დღის კომუნალური და კაპიტალური ხარჯების
დასაფარი თანხა“).
აღნიშნულ უფლებათა დარღვევაზე პასუხისმგებელი უწყებისა და პირის ძიება
თითქმის უშედეგოდ დასრულდა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს ახსნა–განმარტება სრულიად განსხვავდება ჯანმრთელობისა და
სოციალური პროგრამების სააგენტოს ახსნა განმარტებისგან. ორივე შემთხვევაში
ადგილი აქვს ურთიერთ ბრალდებებს 150–ზე მეტი ბენეფიციარის ფაქტობრივად
სერვისის გარეშე დატოვების გამო.
ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს ხელმძღვანელობასთან
სახალხო დამცველის მიერ აღნიშნული საკითხის ირგვლივ ორგანიზებული
შეხვედრის ოქმში ვკითხულობთ: მოხდა სამინისტროს მიერ ბენეფიციარების
რაოდენობის არასწორი დაანგარიშება. 2008 წელს გაიზარდა ერთ ბენეფიციარზე
გამოყოფილი თანხა, მაგრამ არ გაიზარდა საერთო თანხა. შესაბამისად, 150
ბენეფიციარი დარჩა მომსახურების გარეშე.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან გამართული
შეხვედრის ოქმში კი ვკითხულობთ: 2008 წლის ზაფხულში გამოცხადდა ტენდერი
დღის ცენტრებში მოსახურებაზე. ტენდერმა გამოავლინა გამარჯვებული
ორგანიზაციები, მაგრამ დარჩა თანხის ეკონომია. ამასთან, ხუთმა (სხვა)
ორგანიზაციამ მოგვმართა თხოვნით, დაგვეფინანსებინა დაახლეობით ორასამდე
ბენეფიციარი, რომლებიც იღებდნენ მომსახურებას ამ ორგანიზაციებში წლების
განმავლობაშ და გვთხოვეს გადაგვეჭრა მათი პრობლემა, რადგან ისინი რჩებოდნენ
დაფინანსების გარეშე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული
ბენეფიციარები იყვნენ სოციალურად დაუცველნი, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება,
ახალი ტენდერის გამოცხადებამდე აღნიშნულ ორგანიზაციებთან გაფორმებულიყო
ხელშეკრულებები ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.
ახალი ტენდერი გამოცხადდა 2008 წლის ოქტომბერში. ტენდერის მეორე ეტაპზე
გავიდა 14–მდე ორგანიზაცია (უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამ ორგანიზაციების მიერ
წარდგენილი იყო წინა წლის მსგავსად 530 ბენეფიციარის სია მომსახურების
მისაწოდებლად – სახალხო დამცველის რწმუნებულის შენიშვნა). აღნიშნული
ორგანიზაციები სრულად აკმაყოფილებდნენ სატენდერო პირობებს. მათთან
ხელშეკრულების გაფორმება მოხდა 2008 წლის პროგრამით გათვალისწინებული
295
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობა
ბენეფიციარების რაოდენობის ფარგლებში (530 ბენეფიციარისთვის, საიდანაც 200
ბენეფიციარისთვის მომსახურების მიწოდებას ზემოხსენებული ორგანიზაციები
ახორციელებდნენ ერთ პირთან დადებული მოლაპარაკებების საფუძველზე –
სახალხო დამცველის რწმუნებულის შენიშვნა) სწორედ ამიტომ დაახლოებით 140–
მდე ბენეფიციარმა (რომლებიც წინა წლების განმავლობაში ღებულობდნენ
მომსახურებას – სახალხო დამცველის რწმუნებულის
შენიშვნა) ვერ მიიღო
მომსახურება.
სახალხო დამცველი კვალავაც მიუთითებს შშმ პირთა საკითხებზე სახელმწიფო
მართვის სისტემის სრულ დისკოორდინაციაზე და არაეფექტურ შედეგებზე, რასაც
ძალიან ხშირად ეწირება მოწყვლადი ჯგუფის ინტერესი, კერძოდ, კონკრეტული
ადამიანების კეთილდღეობა.
განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ერთი ფაქტი: მიუხედავად იმისა, რომ
გამოაშკარავებული დარღვევების საფუძველზე უამრავი ადამიანი და ორგანიზაცია
დარჩა დაზარალებული, აღნიშნულის შესახებ საჩივარი არ აღუძრია და სახალხო
დამცველის ოფისისთვის არ გამხდარა ცნობილი არც ერთი საპროტესტო რეაგირება
სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების მიერ. შესაბამისად, სახეზეა ორი
შემაშფოთებელი ტენდენცია:
• როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე საჯარო სამართლის
იურიდიული პირები (სსიპ) – სკოლა პანსიონები, ავლენენ ე.წ.
დამოკიდებულების, შიშის სინდრომს სახელმწიფო სტრუქტურებთან
ურთიერთობაში. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მათგანი გამოხატავდა
სიტყვიერ აღშფოთებას მომხდარის შესახებ, უარს ამბობდნენ წერილობით
დაეფიქსირებინათ
თავიანთი
გულისწყრომა,
მოტივით:
საერთოდ
შეგვიწყვეტენ დაფინანსებას (!)
• როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე სკოლა–პანსიონები, როგორც
ჩანს, ბოლომდე ვერ აცნობიერებენ, თუ რა სამოქალაქო პასუხისმგებლობა
ეკისრებათ მათ – როგორც შშმ ბავშვებზე ზრუნვის მიმწოდებლებს. შშმ
ბავშვების უფლებების ამგვარი საჯარო დარღვევა, ჩვენი აზრით, უეჭველად
უნდა გულისხმობდეს ორგანიზაციის მიერ ფაქტზე საჯარო რეაქციას და,
ამგვარად, მათი უფლებების დაცვას. თუ ნებისმიერი ორგანიზაციის მიერ
ამგვარი რეაგირება არ ხდება დაფინანსების შეწყვეტის (ან უარეს შემთხვევაში,
ხელმძღვანელის მიერ ადგილის დაკარგვის) შიშით, ეს თავისთავად უკვე
წარმოადგენს შშმ ბავშვთა უფლებების დარღვევის კიდევ ერთ წინაპირობას.
და, თავისთავად ცხადია, მეტყველებს სამოქალაქო საზოგადოების დაბალ
განვითარებაზე ამ სფეროში.
რეკომენდაცია:
სახალხო დამცველი რეკომენდაციას უწევს საქართველოს პრემიერ–მინისტრს
სასწრაფოდ შეისწავლოს ზემოაღნიშნული საკითხი და, სარეზერვო ფონდების
296
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობა
გამოყენებით, უზრუნველყოს
სერვისებში დაბრუნება.
სერვისებს
მიღმა
დარჩენილი
ბენეფიციარების
შშმ პირთათვის სოციალური მომსახურებების მომწოდებელთა გაძლიერებისა და
სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით 2008 წლის
ბოლოსა და 2009 წლის დასაწყისში სახალხო დამცველის ოფისმა მოახდინა
ოთხდღიანი ტრეინინგ–პროგრამის ორგანიზება თბილისსა და ბათუმში, რომლის
ფარგლებშიც ტრეინინგის სამოცდახუთმა მონაწილემ შეიძინა კომპეტენციები
შემდეგი მიმართულებით:
1. შშმ
პირთა
სფეროში
არსებული
და
ახალი
მომსახურებების
მიმწოდებელთათვის სახელმწიფო პროგრამებში ჩართვის ხელშეწყობა
სახელმწიფო შესყიდვების კანონის თანახმად განხორციელებულ ტენდერში
მონაწილეობისათვის მათი შესაძლებლობების გაძლიერებით.
2. შშმ პირთა სფეროში არსებული და ახალი მომსახურებების მიმწოდებლების
მიერ ზრუნვის სტანდარტების დაკმაყოფილებისათვის საჭირო ცოდნის
მიწოდება და ამავე სტანდარტების დაცვის შესაძლებლობების გაძლიერება.
3. არსებული და ახალი მომსახურებების მიმწოდებლების მიერ შშმ პირთა
სფეროში სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკისა და თანამედროვე
კონცეპტუალური მოდელების გაცნობა, შშმ პირთა უფლებათა კონვენციის,
ფუნქციონირების საერთაშორისო კლასიფიკაციისა და სხვა წამყვანი
დოკუმენტებისა და სამოქმედო პრინციპების მიმართ ცნობიერების ამაღლება.
4. შშმ პირთა სფეროში არსებული და ახალი მომსახურებების მომწოდებლების
კლინიკური უნარების გაძლიერება. ხარისხის უზრუნველყოფის მოთხოვნების
დასაკმაყოფილებლად
(ქეის–მენეჯმენტი,
მულტიდისციპლინარული
გუნდური მუშაობა, კლინიკური დოკუმენტაციის წარმოება, განვითარების
ინდივიდუალური გეგმა, შეფასება და ინტერვენცია, გამომწვევი ქცევის
მენეჯმენტი, კომუნიკაციის ტექნიკების პრინციპები და ა.შ.)
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს შშმ პირთათათვის მომსახურების არსებულმა
და პოტენციურმა მიმწოდებლებმა (ინდივიდები, რომელთაც აქვთ სურვილი
გახდნენ მომსახურების მიმწოდებლები მომავალში).
თბილისის მერია
2008 წლის ბოლოს თბილისის მერიასთან (საერთაშორისო ორგანიზაცია
„გადავარჩინოთ ბავშვების“ მხარდაჭერით) შეიქმნა შშმ პირთა სოციალური
ინტეგრაციის
ხელშემწყობი
საბჭო,
რომლის
ძირითადი
მოვალეობაცაა
კონსულტაციებით უზრუნველყოს თბილისის მერია შშმ პირთა საკითხების
გათვალისწინებისათვის მერიის მიერ ინიცირებულ სხვადასხვა აქტივობებში.
საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება ამგვარ ინიციატივას და იმედს
გამოთქვამს, რომ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ქმედითი იქნება და
მათი განხორციელება არ შეფერხდება ხოლმე.
297
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობა
საერთაშორისო ორგანიზაციები
საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შშმ პირთა ცხოვრების დონის ამაღლებაში
კვლავაც გამოხატული წვლილი შეაქვს ფედერაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“
საქმიანობას.
განსაკუთრებით
აღსანიშნავია
მათი
როლი
რეგიონული
პროექტების
განხორციელების მიმართულებით. კონკრეტულად, 2008 წლის მეორე ნახევარში,
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, ორგანიზაციამ
ინკლუზიური განათლების პრინციპები დანერგა ქუთაისში არსებულ ორ საჯარო –
#32 და #2 სკოლებში. მოხდა ამავე სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ
შშმ ბავშვთა შეფასება, რომელთა მონაცემებიც გაერთიანდა GEO FINDER-ის
მონაცემთა ბაზაში. შეფასების საფუძველზე გამოვლინდა, რომ ამ ოჯახთა
უმრავლესობა არ იყო ჩართული შშმ ბავშვთა სახელმწიფო სოციალური დაცვის
სისტემაში. შესწავლილი ბავშვებიდან მოხდა 30 შშმ ბავშვის სიღრმისეული შეფასება,
რის შედეგადაც მოხდა სოციალური ადაპტაციისათვის ინდივიდუალური
რეკომენდაციების მომზადება. 30 ბავშვიდან შეირჩა 8 სხვადასხვა შეზღუდვის მქონე
ბავშვი შერჩეულ სკოლებში სასწავლო პროცესებში ჩართვის მიზნით. ბავშვები
მოცემულ ეტაპზე წარმატებულად არიან ჩართული სასწავლო პროცესში
ინდივიდუალური სასწავლო გეგმების მიხედვით, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ
ბევრია, განსაკუთრებით თანადაფინანსებების მობილიზების თვალსაზრისით, რათა
მოხდეს ბავშვების საჭიროებების მაქსიმალური დაკმაყოფილება.
ფედერაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ ინიციატივით იმერეთის რეგიონში
გადამზადდა 100–მდე საჯარო და სპეციალური სკოლის პედაგოგი, მომვლელი,
ადმინისტრაციის წარმომადგენელი. ტრეინინგების მონაწილეებმა გაიარეს როგორც
მოსამზადებელი თეორიული, ასევე პრაქტიკული ტრეინინგები. ტრეინინგის
პრაქტიკული ნაწილი გრძელდებოდა 9 თვე და გულისხმობდა შშმ ბავშვის
მდგომარეობის მენეჯმენტის სწავლებას, ფართო გაგებით. პრაქტიკული ნაწილის
ძირითადი მონაწილეები იყვნენ სკოლების მასწავლებლები.
ამავე ორგანიზაციის ინიციატივით, ქუთაისის ორივე სკოლაში ჩატარდა შენობის
ადაპტირებისათვის აუცილებელი სამუშაოები.
თითოეულ სკოლაში მოეწყო
პანდუსები, მოხდა პირველი სართულის სრული ადაპტირება. მოეწყო ორი რესურს–
ოთახი და მოხდა მათი აღჭურვა შესაბამისი კომპიუტერული ტექნიკითა და
სასწავლო მასალებით.
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია
ორგანიზაციის
წვლილი
ინკლუზიური
განათლების ეროვნული პოლიტიკის შემუშავების პროცესში. განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ორგანიზაციამ ”გადავარჩინოთ
ბავშვები” მოამზადა: ინკლუზიური განათლების მიმოხილვის ანგარიში და ასევე
საქართველოს, ჩეხეთის რესპუბლიკის, კვიპროსის, ლიტვისა და უგანდას
ინკლუზური განათლების სისტემის შედარებითი ანალიზი. ასევე, ორგანიზაციის
მხარდაჭერით შედგა ინკლუზიური განათლებაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი,
რომლის მუშაობის შედეგად მოხდა ინკლუზიური განათლების ეროვნული
სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება. სტრატეგია და გეგმა დამტკიცდა
298
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობა
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. სამინისტროს მოთხოვნის
შესაბამისად, ფედერაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ ტექნიკური მხარდაჭერით ასევე
მომზადდა დოკუმენტი, რომელიც ასახავს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტორს ყველა დეპარტამენტის, საგანმანათლებლო რესურს–ცენტრისა და სხვა
შესაბამისი სტქრუქტურული ერთეულის ფუნქციებს ინკლუზიური განათლების
დანერგვის პროცესში.
არასამთავრობო ორგანიზაციები
დღემდე სახელმწიფოს არ ჰქონია შემუშავებული ფსიქიკური ჯანმრთელობის
დაცვის გამოკვეთილი სახელმწიფო ხედვა და პოლიტიკა. ის მხოლოდ 1999 წელს
მიღებული ჯანდაცვის პოლიტიკის ნაწილი იყო. ევროპის სხვა 22 სახელმწიფოს
ჯანდაცვის მინისტრებთან ერთად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრს ხელი აქვს მოწერილი 2005 წლის ფსიქიკური
ჯანმრთელობის დაცვის ჰელსინკის დეკლარაციაზე, რაც ქვეყანას ამ დარგში 2010
წლამდე ეროვნული პოლიტიკის მიღებას ავალდებულებს.
საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციამ, რომელშიც ერთიანდება
ექვსი ორგანიზაცია 2008 წლის დეკემბერში დაასრულა მუშაობა საქართველოს
ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დოკუმენტის სამუშაო ვერსიაზე.
დოკუმენტი
გასაცნობად გადაეცათ სფეროში მომუშავე პროფესიონალებს და
სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს. მისი სადისკუსიოდ წარდგენა
მოხდება 2009 წლის 25 თებერვალს დაგეგმილ კონფერენციაზე.
დოკუმენტში ასახულია ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული
მდგომარეობა, სამომავლო ხედვები და განვითარების ძრითადი მიმართულებები
(მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სახელმწიფო მართვის
გაუმჯობესება).
უნდა აღინიშნოს, რომ 2006 წელს სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა
„სამინისტოსთან არსებული ფსიქიკური ჯანდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელი
საბჭო“, რომელშიც სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ფსიქიკური
ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალები, არასამთავრობო ორგანიზაციების
წარმომადგენლები და სერვისის მომხმარებლებიც იყვნენ ჩართულნი. ალბათ
იმიტომ, რომ ჯგუფი ძალიან დიდი იყო, სამუშაოდ მოუქნელი აღმოჩნდა და 2–3
შეხვედრის შემდეგ ამ მიმართულებით მოქმედება შეწყდა.
2008 წლიდან
ჰოლანდიური ფონდის „კორდაიდის“ ხელშეწყობით, ფონდის ქართველმა
პარტნიორმა – ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე
ექვსმა
არასამთავრობო ორგანიზაციამ (ფონდი "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში –
თბილისის ოფისი, კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ
საჭიროებენ, საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია "ნდობა",
საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია, ასოციაცია "ანტი სტიგმა",
საქართველოს ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდი)
ითავა ამ
დოკუმენტზე მუშაობა. ეს ორგანიზაციები მოგვიანებით ფსიქიკური ჯანმრთელობის
კოალიციად ჩამოყალიბდნენ. დოკუმენტის შემუშავებაში ჩართული იყვნენ
ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტ–კონსულტანტებიც.
299
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობა
რეკომენდაცია
აღმასრულებელი
მთავრობის
წარმომადგენლებისა
და
პარლამენტის
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისადმი:
1. დაიგეგმოს და განხორციელდეს შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციის
პარლამენტის დადგენილებით დაკისრებული ვალდებულებები შესაბამისი
სამინისტროების მიერ.
2. განხორციელდეს ამ პასუხისმგებლობის შესრულების მონიტორინგი
საპარლამენტო კომიტეტის მიერ დროში კოორდინირებულად.
3. მოხდეს შშმ პირთა და მათი ორგანიზაციების, პროფესიონალების, ადამიანის
უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ჩართვა ისეთი მნიშვნელოვანი
გადაწყვეტილების მიღების პროცესში, როგორიცაა, უშუალოდ ამ სფეროსთან
დაკავშირებული საერთაშორისო კონვენციის რატიფიკაცია.
4. სახალხო დამცველი რეკომენდაციას უწევს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს, არა მხოლოდ მიიღოს
ფსიქიკური
ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი არამედ, სრულიად
რეალური, კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავებაზეც იზრუნოს, რათა
დოკუმენტში ასახული გრძელვადიანი ხედვა ქაღალდზე დაწერილ
სურვილებად არ დარჩეს.
სიცოცხლის უფლება – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები
სახალხო დამცველის ოფისს 2008 წლის დეკემბერში დახმარებისთვის მომართა სამი
ჩვილის სამმა დამოუკიდებელმა ოჯახმა, რომელთა წინაშეც თბილისის ერთ-ერთი
საავადმყოფოს ექიმებმა დააყენეს შეკითხვა: გაუკეთდეს თუ არა ჩვილებს
სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო ოპერაცია, თუ ეს ბავშვები მაინც
“ინვალიდებად” დარჩებიან!!! (ოპერაციის არგაკეთების შემთხვევაში ლეტალური
დასასრულის გარდაუვლობით)
დაბნეული მშობლების რეაქცია, უკიდურესად შეზღუდული ფინანსური
შესაძლებლობის მიზეზით, ზრდიდა ალბათობას ამ არაჰუმანური გადაწყვეტილების
მიღებისა, რასაც დაბადებული ბავშვების (რომელთა ინვალიდობის პერსპექტივა
ზუსტად არავინ იცის) სიცოცხლის ხელყოფა ჰქვია.
სახალხო დამცველის წარმომადგენლების დაუყოვნებელმა გასვლამ შემთხვევის
ადგილზე გამოავლინა სამედიცინო დაწესებულებაში არსებული არაერთი
უარყოფითი მოვლენა შშმ ბავშვთა და მათი ოჯახებისათვის:
300
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობა
•
შშმ ბავშვების (განსაკუთრებით ჩვილების) მშობლები იმყოფებიან უმძიმესი
ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ, რათა მათ სამშობიაროებში, საავადმყოფოში დატოვონ
თავიანთი შვილები (უარი თქვან მათზე)!
•
მათთვის კუთვნილი უფასო სამედიცინო დახმარების გაწევა არის მუდმივი
გაუგებრობის საგანი, ხდება რა სამედიცინო პერსონალის მიერ დომინანტური,
დამთრგუნველი დამოკიდებულების ფონზე საეჭვო ხარისხის მომსახურების გაწევა,
რომლის მინიმალური კონტროლის მექანიზმიც არ გააჩნია ბენეფიციარს.
•
შშმ ბავშვების მშობლები, სოციალურად დაუცველი ფენიდან, საავადმყოფოში
იმყოფებიან უკიდურესად არასახარბიელო მდგომარეობაში, შესაბამისი კვების და
ელემენტარული ადამიანური პირობების არქონის მიზეზით.
როგორც ბავშვების მშობლები აცხადებენ, საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი შშმ
ბავშვის გაჩენიდან რამდენიმე დღეში იწყებს ფსიქოლოგიური ზეწოლის
განხორციელებას მშობლებზე. მუდმივად გაისმის მოწოდება – “რატომ უნდა
გაიმწარო ცხოვრება ინვალიდი ბავშვით”, ¨ამ ბავშვს პერსპექტივა მაინც არ აქვს”,
“რად გინდა ეს ბავშვი, შეიძლება მშობლებიც ვერ იცნოს, ვერც ილაპარაკოს და ვერც
იაროს”, “ჯობს დატოვოთ, ბავშვისთვისაც ასე აჯობებს და თქვენთვისას, აქ უკეთ
მოუვლიან”.
ადვილი წარმოსადგენია, რა მდგომარეობაში ვარდება ისედაც დათრგუნული დედა,
რომელსაც საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპების გამო, უკვე აწუხებს
ბრალეულობის განცდა შშმ ბავშვის გაჩენის გამო. ამავე დროს, უკიდურესად
შემძვრელია იმ მამების ემოციური მდგომარეობის წარმოდგენა, რომელმაც უნდა
მიიღოს ერთის მხრივ ფსიქოლოგიური წნეხითა და, მეორეს მხრივ, უმძიმესი სოციო–
ეკონომიკური მდგომარეობით გამოწვეული გადაწყეტილება – არ გაუკეთოს თავის
ახალდაბადებულ ბავშვს ოპერაცია, დატოვოს ის საავადმყოფოში, უარი თქვას მის
მოვლაზე
და ამით, ვინ იცის, გაწიროს ის გარდაუვალი და ფატალური
დასასრულისთვის – სიკვდილისთვის.
თუმცა, ყოველივე ამასთან შედარებით, ბევრად მძიმე მოსასმენია იმ სამედიცინო
პერსონალის საუბარი, რომელთაც არ აქვთ გაცნობიერებული რამდენად
არაჰუმანური, არაადამიანური გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებენ ისინი
ფსიქოლოგიურად არამდგრად მდგომარეობაში მყოფ მშობელს, რომლის გადალახვაც
ბავშვის (ზუსტად არასოდეს არავინ იცის, ჩამოუყალიბდება თუ არა ბავშვს
მომავალში შეზღუდული შესაძლებლობი) სიცოცხლის უფლების ხელყოფასთანაა
კავშირში.
განმცხადებლის, კ.ვ.–ს ახსნა–განმარტებაში ვკითხულობთ: საავადმყოფოში ბავშვი
ხან რეანიმაციულ განყოფილებაში იყო, ხან პალატაში, საბოლოდ გვითხრეს, რომ
ბავშვი დაგვეტოვებინა საავადმყოფოში, რადგან მაინც ვერ გადარჩებაო. ექიმი ჯ.ჰ.
ბავშის ცუდად ყოფნას ჩვენ გვაბრალებდა... სამშობიარო სახლში მოგვცეს პოლისი,
სადაც ეწერა, რომ 1 წლამდე ბავშვის მკურნალობა იყო უფასო. კლინიკაში (ყოფნის
დროს) რეანიმაციის განყოფილების უფროსმა გვითხრა, რომ პოლისზე არსებული
თანხა ამოიწურა და დანარჩენი ყოველი დღე ამის შემდეგ იქნებოდა ფასიანი. ჩვენს
301
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობა
პასუხზე, რომ ეს სახსრები არ გაგვაჩნდა, გვითხრეს, რომ ეს უკვე ჩვენი პრობლემა
იყო (!).
სახალხო დამცველის წარმომადგენლები დაეხმარნენ აღნიშნულ მშობელს მიეღო
საკუთარი ბავშვის დიაგნოზისა და პროგნოზის შესახებ სრული ინფორმაცია.
დამოუკიდებლად შეხვდნენ და, ორგანიზება გაუკეთეს მთელი სამედიცინო
პერსონალის მიერ მშობელთან შეხვედრას და მკურნალობის შესახებ სიტყვიერი
ანგარიშის ჩაბარებას. აგრეთვე, მოხდა მშობელთა ინფორმირება სადაზღვევო
სისტემის გამოყენების შესახებ. თუმცა, სამწუხაროდ, გაწეული ღონისძიებები
უშედეგო აღმოჩნდა. ბავშვი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. აღნიშნული საქმე და
თან დართული ახსნა–განმარტება სახალხო დამცველის ოფისმა მოსაკვლევად
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადასცა.
სახალხო დამცველის რწმუნებულებმა სამედიცინო დაწესებულებებში სხვა არაერთი
პრობლემა აღმოაჩინეს.
•
შშმ ბავშვების მშობლები არ მონაწილეობენ ბავშვებისათვის მკურნალობის
დანიშვნის, განხორციელებისა და შედეგების მონიტორინგის პროცესში. უფრო
მეტიც, სამედიცინო პერსონალის აზრით, მათ მედიკამენტების დანიშნულებაც კი არ
არის აუცილებელი რომ, იცოდნენ, მოტივით – “მაინც ვერ გაიგებენ”!!! აღნიშნული
მიდგომა ეწინააღმდეგება შშმ პირებისადმი და მათი ოჯახებისადმი ღირსეული
მოპყრობის პრინციპს და წარმოადგენს ამ ადამიანების მიმართ დამამცირებელი
მიდგომის გამოვლენის თვალნათელ მაგალითს.
•
შშმ ბავშვების მშობლები ვერ აკონტროლებენ სახელმწიფო პროგრამის
ფარგლებში მათ ბავშვებზე გამოყოფილი ფინანსების ხარჯვის მიზნობრიობას. მათ
მუდმივად უცხადებენ: “თქვენი ბავშვის მკურნალობამ ყოველგვარ ლიმიტს
გადააჭარბა”, იმ შემთხვევებშიც კი, როცა ამგვარი ლიმიტი ან არ არსებობს, ან
დამოკიდებულია სამედიცინო პერსონალის მიერ მისი გაზრდის რაციონალურ
დასაბუთებაზე.
•
სამედიცინო პერსონალი შშმ ბავშვების მშობლებთან საუბრისას ხშირად
იყენებს დამამცირებელ გამოთქმებს, უმიზეზოდ ავლენს აგრესიას და სარგებლობს
ამ ადამიანების მძიმე ემოციური მდგომარეობით. შედეგად ამ ადამიანებს
უყალიბდებათ პათოლოგიური დამოკიდებულების სინდრომი სამედიცინო სფეროს
მუშაკებზე, იხსნიან პასუხისმგებლობას ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე
და ძალიან ხშრად, ავლენენ შიშს (!!!), იკითხონ საკუთარი ბავშვის მდგომარეობის
გართულებისა თუ გაუმჯობესების შესახებ!
სამედიცინო პერსონალის განხორციელებული ქმედება შესაძლოა ასევე განხილულ
იქნას როგორც ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის
მე-3 მუხლის დარღვევა, რომელიც შეეხება წამებას, არაადამიანურ ან ღირსების
შემლახველ მოპყრობასა და დასჯას, ვინაიდან სათანადო სამედიცინო დახმარებაზე
უარის თქმა, ევროპის სასამართლოს მიერ განხილული საქმის თანახმად (დ.
გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ), ჩაითვალა სწორედ ადამიანის ამ
აბსოლუტური უფლების დარღვევად.
თითოეულ ბავშვს, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, ეროვნული თუ
სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობისა თუ დაბადების გამო
ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უფლება აქვს დაცვის ისეთ ღონისძიებებზე,
302
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობა
რომელიც მას, როგორც მცირეწლოვანს, უნდა გაუწიოს მისმა ოჯახმა, საზოგადოებამ
და სახელმწიფომ – აღნიშნავს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა
საერთაშორისო პაქტის 24–ე მუხლი.
სახალხო დამცველის ოფისის ჩარევა მომართვების საფუძველზე არ აგვარებს
აღნიშნულ პრობლემას გლობალურ დონეზე და საჭიროებს სახელმწიფოს მიერ
ჯეროვანი ღონისძიებების განხორციელებას ამ მიმართულებით.
რეკომენდაცია
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსადმი:
1.
მოხდეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ
სახელმწიფო და კერძო სამედიცინო დაწესებულებებში შშმ პირებისა და მათი
ოჯახის წევრებისათვის მიწოდებულ სამედიცინო სერვისის ხარისხის კონტროლი;
კერძოდ:
ა.
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამის ხარჯვის გამჭირვალობის
უზრუნველყოფა ბენეფიციარისთვის.
ბ.
კლიენტზე-ცენტრირებული მიდგომის განხორციელება სახელმწიფო და კერძო
სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო პერსონალის მიერ, რომლის თანახმადაც
პერსონალი ვალდებულია დეტალურად შეატყობინოს ბენეფიციარს დაგეგმილი და
განხორციელებული სამედიცინო მომსახურების შესახებ. ჩართოს ეს უკანასკნელი
გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ც.
მოხდეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ
ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ სამედიცინო
პერსონალის ცნობიერების ამაღლება.
დ.
მოხდეს ბენეფიციართათვის სამედიცინო მომსახურებებს შორის კანონიერი
არჩევანის გაკეთების შესაძლებლობის უზრუნველყოფა.
ე.
მოხდეს სამედიცინო პერსონალის მიერ არაეთიკურ დამოკიდებულების
გამოვლენის შემთხვევებისათვის გარკვეული ადმინისტრაციული სანქციის დაწესება.
ღირსეული სიბერისა და სიცოცხლის შეზღუდული უფლება –
ხანშიშესულნი შეზღუდული შესაძლებლობით
სახალხო დამცველის ოფისს საანგარიშო წლის განმავლობაში ათეულობით
მოხუცებულმა მოქალაქემ და მათი ოჯახის წევრმა მიმართა თხოვნით, დაიცვას მათი
სიცოცხლისა და ღირსეული ცხოვრების უფლება. ამ მოხუცებულთაგან ბევრს აქვს
მზრუნველის ყოლის აუცილებლობა, ვინაიდან შეზღუდული შესაძლებლობის გამო,
მათ აღარ შეუძლიათ საკუთარი თავის მოვლა.
როგორც ცნობილია, ამგვარი მზრუნველის დანიშვნა სახელმწიფოს ვალდებულებაა
“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ
საქართველოს კანონის” 26–ე მუხლის, 1–ლი პუნქტის თანახმად.
სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს პრობლემის მოგვარების მიზნით, მაგრამ, სიტუაციის
პარადოქსულობის მთელი არსი მდგომარეობს შემდეგში:
303
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობა
ჯანმრთელობისა და სოციალური სააგენტო ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს ასეთი
მზრუნველის დანიშვნის შესაძლებლობას შესაბამისი სოციალური პროგრამის
არარსებობის მიზეზით, ხოლო ხანდაზმულთა პანსიონატში ჩარიცხვის საკითხზე
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სტანდარტულად
გვპასუხობს,
„შესაძლებელია
მოხუცის
ჩარიცხვა
პანსიონატში
ადგილის
გამოთავისუფლებისთანავე“. ეს ციტატა პირად საუბრებში ამგვარ ტრანსფორმაციას
განიცდის, მოხუცებულთა სახლში ადგილი მხოლოდ რომელიმე მოხუცებულის
გარდაცვალების შემთხვევაში გათავისუფლდება!!! მაშასადამე, მარტივი ლოგიკური
დასკვნის გაკეთება შესაძლებელია ამგვარად: თუ სახელმწიფოს წელიწადში
ასეულობით მოხუცი მიმართავს დახმარების გასაწევად (2008 წლისთვის,
სტატისტიკის დეპარტამენტის თანახმად, სავარაუდოდ 787 000 სამოც წელს
გადაცილებული ადამიანი აღირიცხებოდა, რომელთაც პოტენციურად შესაძლებელია
დასჭირდეს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ზრუნვა) და სახელმწიფოს მიერ
დახმარების ერთადერთ შესაძლებლობას მოხუცებულთა თავშესაფარი წარმოადგენს.
საქართველოში არსებულ ორ მოხუცებულთა პანსიონატში განთავსებულ მოხუცთა
მაქსიმალური რაოდენობაა 195 მოხუცი, მათგან – 35 შეზღუდული შესაძლებლობით.
მოცემულ მომენტში მეტი მოხუცებულის გარდაცვალება ამ დაწესებულებებში,
წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ ამგვარი სერვისის გაწევის ერთადერთ
შესაძლებლობას.
2008 წლის მეორე ნახევარში სახალხო დამცველის ოფისს მომართა 13-მა შშმ მოხუცმა
დახმარებისთვის, მათგან ერთი გარდაიცვალა მოხუცთა თავშესაფარში ჩაბარებდან
პირველ თვეს, ორი კი - საკუთარ სახლში, მომართვიდან 1 თვეში – ადეკვატური
სახელმწიფო დახმარების მიღების გარეშე.
აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად სახალხო დამცველის ოფისმა 2008 წლის 13
ნოემბერს სახალხო დამცველის აპარატში ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთათვის მომსახურებების განვითარების თემაზე სამუშაო შეხვედრის
ორგანიზება მოახდინა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის
დეპარტამენტის, ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს,
სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები. აღნიშნულ შეხვედრაზე მოხდა
შეთანხმება ზრდასრულ შშმ პირთათვის მომსახურებების ახალი ფორმების
განვითარების ხელშეწყობის თაობაზე. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში,
სახალხო დამცველის ოფისმა უზრუნველყო სფეროს ექსპერტების ოთხკვირიანი
მუშაობა ზრდასრულ შშმ პირთათვის ახალი ტიპის მომსახურებების კომპონენტის
შესამუშავებლად,
ჩაატარა
კონსულტაციები
სფეროში
მომუშავე
სათემო
ორგანიზაციებთან, შეისწავლა არსებული გამოცდილება. ყოველივე ამის
საფუძველზე საექსპერტო ჯგუფის მიერ შემუშავდა “შინ მოვლის სოციალური
მომსახურების” კომპონენტის აღწერა, ფინანსური კალკულაციისა და მომსახურების
მიწოდების ძირითადი პროცედურების ჩათვლით. ეს უკანასკნელი გადაეგზავნა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რათა შეთანხმების
საფუძველზე მომხდარიყო ახალი პროგრამის იმპლემენტაცია წლიურ სოციალურ
პროგრამაში. მრავალჯერადი წერილობითი და ზეპირი შეხსენების შედეგად შრომის,
304
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობა
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიღებული პასუხი გახდა
მორიგი გაურკვევლობისა და პრობლემის გადაუჭრელობის მტკიცებულება და
ბუნდოვანი კალამბურის იშვიათი ნიმუში.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილში
ვკითხულობთ: „სამწუხაროდ ამ ინიციატივის გათვალისწინება „საქართველოს 2009
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას
მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამისათვის“
გამოყოფილ ასიგნებთა ფარგლებში ვერ მოხერხდა. აღნიშნულის ერთ–ერთ მიზეზს
წარმოადგენს
ჩვენს
მიერ
აღნიშნული
პროგრამით
გათვალისწინებული
მომსახურების ანაზღაურებაში განხორციელებული ცვლილებები, რომლის
მიხედვითაც, 2009 წლის პროგრამისთვის გათვალისინებული წლიური ხარჯით
მოხდება 2008 წლის პროგრამის დეკემბრის თვის ხარჯებისა და 2009 წლის
თორმეტივე თვის (სულ ცამეტი თვის) ხარჯების ანაზღაურება, რაც შესაბამისად,
მომავალი წლების განმავლობაში მოგვცემს პროგრამის კომპონენტებისთვის
დაფინანსების ზრდის შესაძლებლობას“ რთული საკითხია ამ აბზაციდან ლოგიკური
აზრი გამოიტანოს მკითხველმა, მით უფრო, რომ გადახარჯვასა და დაფინანსების
ზრდას შორის კავშირი სრულიად გაუგებარია. მეორე მხრივ, აღნიშნული აბზაცი
საკმარისია გავაანალიზოთ სამინისტროს მიერ პასუხისმგებლობის არიდების
სტრატეგია, რაც უპასუხოდ ტოვებს შეკითხვას: რამდენად აცნობიერებს
აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი ეს კონკრეტული უწყება ფაქტს,
რომ სახეზეა შშმ მოხუცებულთა სიცოცხლის უფლების აშკარა დარღვევა და სახალხო
დამცველის მიერ ამ პრობლემის აქტუალობის წამოწევა პირდაპირპროპორციულია
გარდაცლილი მოქალაქეების რიცხვის შესაძლო ზრდასთან.
ადამიანის სიცოცხლის უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე–15
მუხლით. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება მოქალაქის სიცოცხლისა და
მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის დაცვის შესახებ გულისხმობს სახელმწიფოს
მხრიდან ცხადი ღონისძიებების გატარებას მისი ტერიტორიის ფარგლებში ადამიანის
სიცოცხლის დასაცავად.
საქმეში „აკოჩი თურქეთის წინააღმდეგ“ ადამიანის
უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სიცოცხლის უფლება
დარღვეული იყო სახელმწიფოს მხრიდან ვინაიდან მან არ მიიღო მომჩივანის
მეუღლის სიკვდილისაგან დაცვის საკმარისი ზომები.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის მე11 მუხლი, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტის #6
ზოგადი კომენტარის
თანახმად, ხანშიშესული ადამიანების საცხოვრებელი
პირობებით უზრუნველყოფას ეხება. იგი მოიცავს ხანშიშესული ადამიანებისათვის
ელემენტარული ცხოვრების პირობების შექმნის აუცილებლობას, მათ შორის
სავალდებულო დაზღვევისა და სოციალური სერვისების განვითარებას, რაც
საშუალებას მისცემს ადამიანებს ღირსეულად გაატარონ მოხუცებულობა სახლის
გარემოში და არ მოხვდნენ ინსტიტუციების იძულებით რეჟიმში.
ხანდაზმულთა მიერ სოციალური დაცვით სარგებლობის საკითხს ეხება ევროპის
სოციალური ქარტიის 23–ე მუხლიც, რომელიც განმარტავს: „მხარეები, უშუალოდ ან
305
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობა
სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით, ვალდებულებას
იღებენ, მიიღონ და მხარი დაუჭირონ შესაბამის ზომებს, რომელიც მიზნად ისახავს
უზრუნველყოს ხანდაზმულთა დარჩენა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად,
რაც შეიძლება მეტი ხნით სხვადასხვა ღონისძიებებით“, მათ შორის „ჯანმრთელობის
დაცვა და შესაბამისი მომსახურების გაწევა მათივე ჯანმრთელობის მდგომარეობის
გათვალისწინებით“.
სრულიად გაუგებარი მიზეზით, რატიფიკაციის შემდეგ სახელმწიფო ამ მუხლს
სავალდებულოდ არ აღიარებს (დათქმა დაადო).
მ.ზ.–ს საქმე
საქართველოს სახალხო დამცველს 07.10.08 განცხადებით მომართა ხ.ზ–მ, რომელიც
სასჯელს იხდიდა თბილისის #8 საერთო, მკაცრი
საპყრობილის რეჟიმის
დაწესებულებაში. ბატონ ხ.ზ. დაკავებამდე მსახურობდა ვაზიანის ერთ–ერთ
ბრიგადაში. განმცახადებელის განმარტებით, მას ჰყავდა მოხუცებული და
სნეულებისგან ძლიერ დაუძლურებული დედა, რომელიც შვილის პატიმრობის გამო
დარჩა უპატრონოდ. განცხადებაში ვკითხულობთ: „ბატონო სოზარ, იქნებ
დამეხმაროთ, სანამ ციხიდან გავალ, დედის სიცოცხლე შემინარჩუნოთ და
თავშესაფარში გადაიყვანოთ, ერთი წელიღა დამრჩა, გამოვალ ციხიდან და მე
თვითონ მივხედავ ავადმყოფ დედას, გთხოვთ დამეხმარეთ.“
საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა დაუყოვნებლივ დაიწყო აღნიშნულ
შემთხვევაზე რეაგირება. საკმაოდ გაძნელდა ქალბატონი მ.ზ.–ს ადგილსამყოფელის
მოძიება, რადგან უცნობი იყო მისი მისამართი. საქართველოს ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაციის რეგიონული ოფისის დახმარებით მოძიებულ იქნა
მოხუცებული ქალბატონი. აღმოჩნდა, რომ ეს უკანასკნელი იმყოფებოდა
ცხოვრებისათვის შეუფერებელ პირობებში, არ ჰყავდა მომვლელი, ოთახი, სადაც იგი
ცხოვრობდა იყო საშინლად ნესტიანი და არ იყო არანაირი გათბობა. სახელმწიფოს
მხრიდან არ ხორციელდებოდა მოხუცებულზე არანაირი ზრუნვა.
სახალხო დამცველის ოფისმა დაიწყო ქალბატონი მ.ზ.–ს დაკარგული დოკუმენტების
აღდგენაზე მუშაობა, რაც აუცილებელი იყო მისი მოხუცთა პანსიონატში
ჩარიცხვისათვის. სახალხო დამცველის ოფისის აქტიური ჩარევით მ.ზ.–ს მონაცემები
გადაიგზავნა რაიონში, სადაც შესაძლებელი გახდა პირადობის მოწმობის აღება.
სახალხო დამცველის რწმუნებულების დახმარებით, ქალბატონი მ.ზ. გასინჯა
სამედიცინო მუშაკმა და უზრუნველყო შესაბამისი სამედიცინო ცნობით.
სახალხო დამცველის ოფისის ჩარევით ქალბატონს აღუდგა დაკარგული საპენსიო
მოწმობა.
საქართველოს
სახალხო
დამცველმა
მიმართა
საქართველოს
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თხოვნით მ.ზ.–ს
პანსიონატში ჩარიცხვის თაობაზე, რომელზე ოფიციალური პასუხით 3 დეკემბერს
გვაცნობეს, რომ შესაძლებელი იქნებოდა მოქალაქის პანსიონატურ განყოფილებაში
ჩარიცხვა ადგილის გამოთავისუფლებისთანავე“.
306
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობა
ქალბატონი მ.ზ 9 დეკემბერს პანსიონატში გადაყვანის მოლოდინში გარდაიცვალა.
მ.ც–ს საქმე
2008 წლის ოქტომბერში სახალხო დამცველს განცხადებით მომართა ქალბატონმა მ.ც–
მ, რომელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული შეშფოთების მიზეზს
ბადებდა. ქალბატონ მ.ც–ს ამპუტირებული ჰქონდა ორივე ქვედა კიდური ბარძაყისა
და წვივის (ზედა) სიგმენტის დონეზე. შაქრიანი დიაბეტის მიზეზით აღენიშნებოდა
გამწვავებული განგრენა. ბრონქიალური ასთმისა, დისკოზის, სისხლძარღვების
შევიწროებისა და გულის დაავადების გამო, ქალბატონი მ. ც. და მასთან მცხოვრები
უსინათლო, ოთხმოცდაორი წლის დედა საჭიროებდნენ მომვლელის დახმარებას. ამ
უკანასკნელთ არ ჰქონდათ საცხოვრებელი ბინა, რის გამოც რამდენიმე თვეში
ერთხელ უწევდათ დაქირავებული საცხოვრებელის გამოცვლა, რაც ორივე
ქალბატონისთვის
უკიდურესად
პრობლემატური
იყო.
ჯანმრთელობის
მდგომარეობის მძიმე გართულების გამო ქალბატონი მ.ც.თბილისის მერიის შენობაში
მოითხოვდა გადაუდებელ დახმარებას. მის წერილში ვკითხულობთ:
„2008 წლის სექტემბრამდე ბინის ქირას (300) ლარი მიხდიდა ქალაქ თბილისის მერია,
მაგრამ, ჩემი უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო როდესაც მათ მივმართე
დახმარებისთვის, დამემუქრნენ ამ დახმარების შეწყვეტით. მას შემდეგ, რაც
განვაცხადე, რომ ჩემი მდგომარეობის გამო ფეხს არ მოვიცვლიდი მერიის
მისაღებიდან და მივმართავდი უკიდურეს ზომას, შიმშილობის სახით და
შევწყვეტდი ინსულინის გაკეთებას, მათ გამოიძახეს პატრული და სასწრაფო
დახმარების ბრიგადა, რა მოითათბირეს არ ვიცი, და მოტყუებით მიმიყვანეს
სასწრაფოს მანქანამდე (ვითომ ნიკო ხაჩირაშვილი დათანხმდა ჩემს მიღებას, რის
გამოც ვენდე მათ). მანქანა გაჩერებული იყო მერიის უკანა მხარეს, რომ ხალხს არ
დაენახათ როგორ იხმარეს ძალადობა ჩემზე. პატრულის, სასწრაფო დახმარების და
მერიის 8 თანამშრომელმა გადამიტრიალეს ხელები, მოკვეთილი ფეხები და ტანი
დამიბეს სასწრაფოს სპეციალური ღვედებით, ყველანი გამომყვნენ ასათიანის
ფსიქიატრიულის საავადმყოფომდე და მომათავსეს პირველ განყოფილებაში.
ვინაიდან, მინდოდა ტელევიზიის გამოძახება და ჩემი მდგომარეობის ჩვენება.
ასათიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან მეორე დღესვე გამომიშვეს, ვინაიდან არ
ვსაჭიროებდი ფსიქიატრიულ მკურნალობას. ჩემი მოთხოვნების შეუსრულებლობის
გამო მერიაშივე ბრიტვით ხელი გადავიჭერი, თვითმკვლელობის მიზნით. ვინაიდან
მკურნალობის არჩატარების შემთხვევაში გარდაუვალ საშიშროებას წარმოადგენს
ჩემი ორივე ხელის ამპუტაცია. გინდა შიმშილით მოვმკვდარვარ, გინდა უწამლოდ
მოვმკვდარვარ, გინდა თავი მომიკლია. მაგას რა მნიშვნელობა აქვს?“
სახალხო
დამცველის
წარმომადგენლები
საქმის
შესწავლის
პროცესში
დაუკავშირდნენ ქალაქ თბილისის მერიას და მერის მოადგილისათვის საქმის
ვითარების დეტალური გაცნობის შემდეგ მიიღეს ზეპირი თანხმობა, იმის თაობაზე,
რომ ქალბატონ მ.ც.–ს არ შეუწყდებოდა ბინის ქირის გადასახდელად გამოყოფილი
დახმარება.
307
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობა
სახალხო დამცველის ოფისმა თხოვნით მიმართა ჯანმრთელობისა და სოციალური
პროგრამების
სააგენტოს,
რათა
გადაუდებელი
აუცილებლობის
გამო
უზრუნველეყოთ ქალბატონი მ.ც.–ს ძვირადღირებული მკურნალობა. სახალხო
დამცველის ოფისი აგრეთვე დაუკავშირდა ქალბატონი მ.ც.–ს სადაზღვევო კომპანიას,
რომლის განმარტებითაც ამ ქალბატონის მდგომარეობა არ მოიაზრებოდა
დაზღვევით გათვალისინებული სამედიცინო მომსახურების პაკეტში. ამ მიზეზით,
სადაზღვევო კომპანიამ უარი განუცხადა ქალბატონ მ.ც.–ს სამედიცინო დახმარებაზე,
თუმცა, სახალხო დამცველის ოფისის ჩარევის შემდგომ, რომლის ფარგლებშიც
მზღვეველის წინაშე მოხდა სამედიცინო დახმარების გაწევის აბსოლუტური
აუცილებლობის დასაბუთება, მ.ც.–მ მიიღო აღნიშნული სამედიცინო მომსახურება.
სახალხო დამცველის ოფისმა დაგეგმა და განახორციელა ღონისძიებები ქალბატონი
მ.ც.–სთვის მომვლელის დანიშვნის უზრუნველსაყოფად, რომლის შესახებაც
პერმანენტულად მიეწოდებოდა ქალბატონს ინფორმაცია, თუმცა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ უსაშველოდ
გახანგრძლივებული გადაწყვეტილება შინ–მოვლის პროგრამის დანერგვის შესახებ
(რომელიც საბოლოოდ უარყოფითად გადაწყვიტა აღნიშნულმა სამინისტრომ)
დაგვიანებული აღმოჩნდა და კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების
ფაქტს დაუკავშირდა. 2008 წლის 12 დეკემბერს სახალხო დამცველის რწუნებულების
მიერ გაგზავნილი წერილი ქალბატონმა მ.ც.–მ ვერ მიიღო გარდაცვალების გამო.
308
ბავშვის უფლებები
ბავშვის უფლებები
სახალხო
დამცველის
აპარატმა
საერთაშორისო
ორგანიზაციებისა
და
დამოუკიდებელი ექსპერტებისგან არაერთხელ მიიღო რეკომენდაცია მისი აპარატის
ფარგლებში ბავშვის უფლებათა დამცველი ცალკე ერთეულის შექმნის შესახებ,
რომელიც საქართველოში ბავშვის უფლებების კონვენციის პრინციპების დანერგვაზე
იქნებოდა პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული.
ეს რეკომენდაციები (ბავშვთა უფლებების დაცვის ცალკე
სტრუქტურული
ერთეულის შექმნის შესახებ), იმ ვალდებულებასთან ერთად, რომ საქართველო იყოს
ქსელის ვალიდური
წევრი,
ევროპის ბავშვთა ომბუდსმენთა ევროპული
საფუძვლად დაედო 2006 წლის 1 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის
აპარატში ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრის დაარსებას.
ცენტრი ასრულებს ყველა იმ საქმიანობას, რასაც სახალხო დამცველის აპარატი 2005
წლიდან დღემდე ახორციელებდა ბავშვთა დაცვის საკითხებში. პირველადი
მნიშვნელობა ენიჭება პრაქტიკულ გამოცდილებას მონიტორინგსა და კვლევის
მენეჯმენტში.
ცენტრის მიზნებია:
•
ბავშვის უფლებების კონვენციის დანერგვის ზედამხედველობა;
•
სამოქალაქო ცნობიერებისა და განათლების დონის ამაღლება ბავშვის
უფლებების საკითხებზე;
•
კანონებსა და პროცედურულ საკითხებში ცვლილებების შეტანის ხელშეწყობა
საკანონმდებლო ორგანოებისთვის რეკომენდაციების მიცემის გზით;
•
საგანგებო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების საზოგადოებაში
ინტეგრაციის ხელშეწყობა;
•
ბავშვების ინტერესებისა და პრობლემების შესწავლა - ბავშვების მონაწილეობა
ამ საქმეში;
•
ბავშვთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის
კოორდინირება.
ცენტრი გეგმავს აქტივობების გაფართოვებასა და გაღრმავებას შემდეგი
მიმართულებებით:
•
ბავშვთა ინსტიტუციების მონიტორინგის
შემდგომი სპეციფიკაცია - ამ
ინსტიტუციების მონაცემთა ბაზის შექმნა, კითხვარების გაუმჯობესება, საჭირო
პროფესიონალების ჩართვა და ა. შ.;
•
სკოლების მონიტორინგი;
•
სხვადასხვა
ადმინისტრაციული
ორგანოებისათვის
მიცემული
რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
•
ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მონიტორინგი.
309
ბავშვის უფლებები
საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა ცენტრი ევროპის ბავშვის
ომბუდსმენთა ქსელის (ENOC) სრულუფლებიანი წევრია. აღნიშნული ორგანიზაცია
ყოველწლიურად იკრიბება, რათა სხვადასხვა ქვეყნებში ბავშვთა უფლებებზე
მომუშავე ორგანიზაციებმა შეძლონ გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება,
პრიორიტეტული საკითხების განსაზღვრა და სხვადასხვა პრობლემატურ
შემთხვევებზე მუშაობა. ქსელის მუშაობაში იკვეთება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია
ბავშვის უფლებები ევროპულ სივრცეში და როგორ ცდილობენ სხვადასხვა ქვეყნები,
მუდმივად გააუმჯობესონ და დახვეწონ აღნიშნული სფერო. ამასთან დაკავშირებით
უნდა ითქვას, რომ მიუხედავად კონკრეტული მცდელობებისა, საქართველოში
ცვლილებები ძალიან ნელა მიმდინარეობს და წლების მანძილზე მიღწეული შედეგი
არ არის დამაკმაყოფილებელი.
ამას ადასტურებს 2008 წლის მაისში გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტში
წარდგენილი საქართველოს, როგორც ბავშვის უფლებათა კონვენციის წევრი
სახელმწიფოს მე–3 პერიოდული მოხსენება, რომლის განხილვის დროსაც ითქვა, რომ
მე–2 პერიოდული მოხსენების წარდგენის შემდეგ კომიტეტის მიერ მიღებული
რეკომენდაციები არ შესრულებულა. შემუშავდა ახალი კომენტარები, რომელთა
შესრულებაც საქართველოს მთავრობას შემდგომ საანგარიშო პერიოდში დაევალა.
სახელმწიფოს მიერ ბავშვის უფლებების დაცვის პრიორიტეტი ყველა ქვეყანამ
აღიარა. განვითარებული და განვითარებადი ქვეყნები ისწრაფვიან, აამაღლონ
ბავშვის კეთილდღეობისა და მასზე ზრუნვის სტანდარტები. ამ პრინციპს რამდენიმე
საერთაშორისო დოკუმენტი ასახავს. მათ შორის, ბავშვის უფლებათა კონვენცია
ყველაზე მრავალმხრივია. ის, სოციალურ–ეკონომიკურ უფლებებთან ერთად,
სამოქალაქო–პოლიტიკურ უფლებებსაც მოიცავს და რატიფიცირებულია თითქმის
ყველა სახელმწიფოს მიერ (ამერიკის შეერთებული შტატებისა და სომალის გარდა).
ბავშვის უფლებების დაცვის, როგორც სახელმწიფო პრიორიტეტის, აღიარება და
ბავშვის უფლებათა კონვენციის რატიფიცირება ფორმალურ ხასიათს არ უნდა
ატარებდეს; კონვენციის აღიარება გულისხმობს, რომ სახელმწიფო კისრულობს
გარკვეული რიგის ვალდებულებების განხორციელებას. ეს კი სახელმწიფოს მხრიდან
ბავშვთა საკითხებისადმი სისტემური მიდგომის პოლიტიკის ჩამოყალიბების
შემთხვევაშია შესაძლებელი. ამდენად,
საქართველოში, როგორც ახალი
დემოკრატიის სახელმწიფოში,
ამ მიმართულებით არაერთი
რეფორმაა
გასატარებელი.
ბავშვის უფლებათა სფეროში საკმაოდ რთული მემკვიდრეობაა –
ბავშვთა
სოციალური დაცვის სუსტი პოლიტიკა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
მოუწესრიგებელი სისტემა, გაუმართავი ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებები,
ბავშვის მიმართ ძალადობის დაძლევის სახელმწიფო სტრატეგიის არარსებობა და
ბევრი სხვა პრობლემა სამწუხარო სურათს იძლევა. ეს კი, პირველ რიგში, ბავშვთა
ცხოვრების დონეზე აისახება.
ჩამოთვლილი პრობლემები იმ საკითხთა არასრული სიაა, რომელთა მოგვარების
აუცილებელ წინაპირობას, პირველ რიგში, სახელმწიფოს მხრიდან იმის
310
ბავშვის უფლებები
გაცნობიერება წარმოადგენს, რომ ბავშვი ქვეყნის ერთ–ერთი მთავარი პოლიტიკური
პრიორიტეტი და სიმდიდრეა; მისი
კეთილდღეობა კი ერთმნიშვნელოვნად
განაპირობებს ქვეყნის წინსვლასა და მომავალს.
სახელმწიფოს მიერ მხოლოდ ამ მიმართულებით გამოჩენილი პოლიტიკური ნება
განაპირობებს
საქართველოს
სრულფასოვან დამკვიდრებას
საერთაშორისო
დემოკრატიულ სივრცეში.
საქართველოს სახალხო დამცველის გასული წლების მოხსენებებში განხილული იყო
ბავშვის უფლებების დარღვევის შემთხვევები და სისტემური თუ საკანონმდებლო
ხარვეზები,
რომლებიც
ხელს
უშლის
ბავშვის
სრულფასოვანი
დაცვის
შესაძლებლობას. ანგარიშებში მითითებული რეკომენდაციების უმრავლესობა არ
შესრულებულა, თუმცა ისინი კონკრეტულ შემთხვევებზე დაყრდნობით გაკეთდა
და მათი გათვალისწინება არ უკავშირდებოდა არარეალურ მოთხოვნებსა და დიდ
ხარჯებს, რითაც იმართლებდა თავს მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური
ორგანო – განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ცალკეული შემთხვევების
შეუსრულებლობას
განხილვისას.
სახალხო
დამცველის
რეკომენდაციების
გააბათილებდა ის გარემოება, თუკი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ნაჩვენები
იქნებოდა წამოჭრილი პრობლემატური საკითხების გადაჭრის სხვა გზები.
სამწუხაროდ, ძირეული პრობლემები, რასაც სისტემის სისუსტე ან ხშირად
არარსებობა უდევს საფუძვლად, იმავე სიმწვავით განაგრძობს არსებობას.
არასრულწლოვნის გაშვილების პრობლემატური საკითხები
არასრულწლოვნის
გასაშვილებლად
აღიარების
სტატუსს
საქართველოს
კანონმდებლობის მიხედვით ადგენს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო. მას
შემდეგ, რაც არასრულწლოვანს სტატუსი მიენიჭება, მეურვეობისა და
მზრუნველობის ორგანო აწარმოებს გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა
ერთიან რეესტრს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
მონაწილეობს შვილად აყვანის (გაშვილების) პროცედურაში. გაშვილებასთან
დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო ბავშვის ინტერესების
უპირატესი გათვალისწინებით.
ზემოთ აღნიშნული პროცედურების განხორციელებისას ვაწყდებით
პრობლემებს, რის გამოც შესაძლებელია, გაშვილება გაჭიანურდეს.
რიგ
ერთ-ერთი რეგულაციის თანახმად, მშობლის (მშობლების) მიერ ბავშვის
გაშვილებაზე თანხმობის ან მშობლის უფლებაზე უარის თქმის შემთხვევაში,
არსებობს მშობლის (მშობლების) თანხმობის ორი ფორმა:
ა) პირველად ფორმაში აღინიშნება
მშობლისა (მშობლებისა) და ბავშვის
ბიოგრაფიული მონაცემები, და მას ახლავს წერილობითი განმარტებები მშობლის
უფლება-მოვალეობებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
შეღავათების შესახებ;
ბ) ძირითადი ფორმა არის ბავშვის გაშვილების საფუძველი და გაიცემა პირველადი
ფორმის გაცემიდან არა უადრეს 6 კვირისა და არა უგვიანეს 12 კვირისა.
311
ბავშვის უფლებები
საინტერესოა, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მშობლის ადგილსამყოფელი უცნობია
და ბავშვის გაშვილებაზე საბოლოო თანხმობის მიღება შეუძლებელია. თუ აღნიშნულ
ვადაში მშობელი (მშობლები) არ გამოცხადდა (გამოცხადდნენ) მეურვეობისა და
მზრუნველობის ორგანოში თავისი (თავიანთი) საბოლოო გადაწყვეტილების
დასადასტურებლად და ბავშვი იმყოფება მზრუნველობის გარეშე, მეურვეობისა და
მზრუნველობის ორგანო დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უადრეს მშობიარობიდან 6
კვირისა, მიმართავს სასამართლოს მშობლის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით.
ვინაიდან მშობლის უფლების ჩამორთმევა უკიდურესი ღონისძიებაა, შესაძლებელია,
სოციალური მუშაკის დასკვნა მშობლის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნაზე არ
აღმოჩნდეს საკმარისი საფუძველი. შესაბამისად, საჭიროა სხვა მტკიცებულებები,
რომელთა მოპოვებაც შესაძლებელია ვერ მოხერხდეს (მაგალითად, იმ დროს, როცა
მშობლის ადგილსამყოფელი უცნობია). აღნიშნული გარემოებები კი გააჭიანურებს
გაშვილების
პროცედურას,
მაშინ,
როცა
შესაძლებელია,
გაშვილება,
არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იყოს.
იმ შემთვევაში, როდესაც მშობელი განმარტავს, რომ დროებით ტოვებს შვილს
სამზრუნველო დაწესებულებაში და გაშვილების წინააღმდეგია, მას ეცნობება, რომ
ვალდებულია, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ბავშვის აღზრდაში სახელმწიფოსთან
ერთად. მონაწილეობა უნდა იყოს დინამიური, ხოლო თუ მშობელი 6 კვირის ვადაში
არ გამოცხადდება სააღმზრდელო დაწესებულებაში, სოციალურ მუშაკს უფლება
აქვს, დასკვნის საფუძველზე მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მშობლის
უფლების ჩამორთმევა. ამ შემთხვევაშიც მტკიცების ტვირთი სოციალურ მუშაკზეა.
თუმცა, როგორც ზემოაღნიშნულ შემთხვევებში, სასამართლომ შესაძლებელია,
დასკვნა არ მიიჩნიოს საკმარის მტკიცებულებად, რის გამოც გაჭიანურდეს
გაშვილების პროცედურა.
პრობლემას ვაწყდებით ასევე ახალშობილის მიტოვებულად აღიარების დროს.
როდესაც მშობლის ვინაობა უცნობია, შესაბამისი ორგანოები 6 კვირის ვადაში
აწარმოებენ მოკვლევას. თუ ამ ვადაში მშობლის პოვნა ვერ მოხერხდა, ბავშვი
აღიარებული იქნება მიტოვებულად და მასზე გაიცემა დაბადების მოწმობა, სადაც
მიეთითება, რომ მშობელი უცნობია. ამის შემდეგ ბავშვი გასაშვილებელ ბავშვთა
რეესტრში რეგისტრირდება. მაგრამ სირთულეს წარმოადგენს ისეთი შემთხვევები,
როდესაც მშობელი ნაპოვნია, მაგრამ ის უარს აცხადებს სამოქალაქო რეესტრში
გამოცხადებაზე, ხოლო კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას, მოხდეს ასეთი
მშობლის იძულებით მიყვანა. ამ შემთხვევაში რეესტრი ვეღარ გასცემს დაბადების
მოწმობას და, შესაბამისად, ბავშვს გასაშვილებლის სტატუსი ვერ მიენიჭება.
ერთადერთი გზა ისევ სასამართლოს მეშვეობით მშობლის უფლების ჩამორთმევაა,
რაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხანგრძლივი და რთული პროცედურაა.
სასამართლოს გზით ზემოაღნიშნული პრობლემის გადაჭრა, ხშირ შემთხვევაში,
იმიტომ არის შეუძლებელი, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლი
ამომწურავად აკეთებს ჩამონათვალს იმ პირობებზე, რომელთა არსებობის
შემთხვევაშიც არის დასაშვები მშობლის უფლების ჩამორთმევა. შესაძლებელია, ეს
ნორმა არ ითვალისწინებდეს ზემოაღნიშნულ შემთხვევებს, მაგრამ ამ დროს
312
ბავშვის უფლებები
სასამართლო უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს სსკ-ის 1199-ე მუხლის დანაწესით,
სადაც აღნიშნულია შემდეგი: ,,მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე,
რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს“.
მიგვაჩნია, რომ ასეთი საქმეების წარმოების დროს უპირატესი მნიშვნელობა უნდა
მიენიჭოს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებს და მხოლოდ შემდეგ მოხდეს მშობლის
უფლების დაცვა, რათა არ მიადგეს ზიანი ბავშვის ინტერესებს. აღნიშნული პრინციპი
გატარებულია ბავშვის უფლებათა კონვენციის მესამე მუხლში, სადაც ნათქვამია, რომ
,,ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას სრულად უნდა იქნეს
გათვალისწინებული ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები. სახელმწიფო ვალდებულია
უზრუნველყოს ბავშვის შესაბამისი დაცვა და მისი ჭეშმარიტი ინტერესების
რეალიზება თუ ბავშვის მშობლები არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას“.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ არსებული
სასამართლო პრაქტიკა, რომელიც უპირატეს მნიშვნელობას ანიჭებს მშობლის
უფლებებს, მაშინ როცა ბავშვის ინტერესები აშკარად დარღვეულია უნდა
შეიცვალოს, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს მიერ ხაზგასმული პრობლემების
გადაჭრას. ბუნებრივია, საჭიროა კანონმდებლობის დახვეწა, რათა უფრო ეფექტურად
და გონივრულ ვადებში მოხდეს გაშვილება, რითაც დაცული იქნება
არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესები.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის
საფუძველზე ირკვევა, რომ
2009 წლისთვის, გასაშვილებელ ბავშვთა ერთიან
რეესტრში რეგისტრირებულია 60 ბავშვი ხოლო შვილად აყვანის ერთიან რეესტრში
რეგისტრირებულია 1092 მშვილებელი კანდიდატი. აღნიშნული მონაცემი ცხადყოფს,
რომ შვილად აყვანის პროცედურა საკანონმდებლო და პრაქტიკის კუთხით
პრობლემატურია და დახვეწას საჭიროებს ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების
უპირატესი გათვალისწინებით.
სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამოძიება
2008 წლის პირველი ნახევრის ანგარიშში აღწერილი იყო რამდენიმე ფაქტი,
რომლებიც ბავშვზე სექსუალური ძალადობის მცდელობისა თუ გარყვნილი ქმედების
განხორციელების შესახებ წინასწარი გამოძიების ხარვეზებზე მიუთითებდა. ამ
საანგარიშო პერიოდში, სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა ცენტრისთვის
კიდევ ერთი შემთხვევა გახდა ცნობილი, რომლის გამოძიებაც ასევე
არასრულყოფილად მიმდინარეობს.
შესწავლილი
საქმეებიდან
გამომდინარე,
შეგვიძლია
ვიმსჯელოთ,
რომ
საქართველოში არ არსებობს ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევების
გამოძიების სწორი წარმოებისა და ტრავმირებული ბავშვისადმი პროფესიული
მიდგომის
ეთიკური
ნორმები.
ეს
საკითხი
საკმაოდ
ფრთხილ
და
მაღალკვალიფიციურ მოპყრობას საჭიროებს. სხვა ქვეყნების პრაქტიკიდან
გამომდინარე, არის რიგი საკითხებისა, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნეს
მხედველობაში მიღებული საგამოძიებო ორგანოების მიერ.
313
ბავშვის უფლებები
ერთ–ერთი ასეთი საკითხია, თუ ვინ აიღებს თავის თავზე ბავშვის დაკითხვის
პროცესს და რა გარემოში უნდა მოხდეს ამ მოქმედების ჩატარება. ცენტრისათვის
მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხშირად სამართალდამცავები იუწყებიან, რომ
ბავშვმა ვერ შეძლო მოძალადის აღწერა, მის მიერ მიცემული ჩვენებები
ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, ბავშვი საერთოდ უარყოფს ძალადობის ფაქტს,
თუმცა ექსპერტიზა საწინააღმდეგოზე მიუთითებს და ამიტომ სამართალდამცავები
ვერ ენდობიან/ეყრდნობიან ბავშვის ჩვენებას. ეს კი
შეიძლება, საგამოძიებო
მოქმედებების შეწყვეტის მიზეზი გახდეს. პირველ რიგში, გასათვალისწინებელია
მსხვერპლის მდგომარეობა – როგორ უნდა მომზადდეს ტრავმირებული ბავშვი
იმისათვის, რომ იგი უცხო ადამიანთან გაიხსნას და მისთვის მძიმე
ფაქტების
შესახებ ისაუბროს მასთან?
აუცილებელია, დაიხვეწოს ბავშვის დაკითხვის ფორმაც. ირლანდიის მაგალითის
მიხედვით, ბავშვს ასეთ შემთხვევებში დაჰკითხავს მაღალკვალიფიციური,
აღნიშნული საკითხისთვის მომზადებული სოციალური მუშაკი. დაკითხვა
მიმდინარეობს ბავშვებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ოთახში, სადაც შექმნილია
ბავშვური გარემო, გამოიყენება სხვადასხვა ტესტები და გადატანითი მაგალითები.
დაკითხვის პროცესს თვალყურს ადევნებს გამომძიებელი სხვა ოთახიდან. ასეთ
პრაქტიკას შედეგი უფრო კარგი აქვს, ბავშვი გაცილებით ადვილად იხსნება, რაც
გამოძიებას საქმის წარმოებაში ეხმარება.
გასაგებია, რომ სამართალდამცავებს უჭირთ, მომხდარის თაობაზე 8–10 წლის
ბავშვებისგან მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია – ისინი საერთოდ არ არიან
მომზადებული ასეთი ასაკის ბავშვების დაკითხვისა თუ სხვა საგამოძიებო
მოქმედებების ჩატარებისათვის.
გარდა იმისა, რომ საქმე უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავე კი – დასჯილი,
ჩამოყალიბებას მოითხოვს მსხვერპლის რეაბილიტაციის პრაქტიკაც. იმისათვის, რომ
ბავშვმა შეძლოს სრულფასოვანი ცხოვრება, შესაძლებელი უნდა იყოს მისთვის
რეაბილიტაციის სპეციალური კურსის ჩატარება. დღეს ასეთი დახმარების მოძებნა
თბილისში მხოლოდ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წყალობითაა
შესაძლებელი, საქართველოს უმრავლეს რეგიონებში კი ბავშვები ასეთ დახმარებას
ვერ მიიღებენ.
მაგალითად, ამ უკანასკნელ შემთხვევაში გოგონა დედის თანხმობით, შემოქმედის
ეპარქიის საეპისკოფო რეზიდენციაში გადაიყვანეს – შემოქმედელი მიტროპოლიტი
იოსების მეთვალყურეობის ქვეშ და სწავლას განაგრძობს ოზურგეთის სასულიერო
გიმნაზიაში. თუმცა მას შსაძლოა ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებოდეს.
რეკომენდაციები:
• მომზადდნენ სოციალური მუშაკები, რომლებიც იქნებიან ძალადობის
მსხვერპლი ბავშვებთან მუშაობაზე სპეციალიზირებულნი.
314
ბავშვის უფლებები
• სასურველია, საგამოძიებო ორგანოებში ჩატარდეს ტრენინგები/გადამზადების
კურსები, რომელიც მოეხმარება მათ ძალადობის შემთხვევების გამოძიების
დროს, ბავშვებთან სწორად საქმის წარმართვაში.
• საჭიროა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, ძალადობის მსხვერპლთა
რეაბილიტაციის ცენტრების გახსნა.
• შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩამოყალიბდეს სპეციალური განყოფილება,
რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავსვების საქმეებს
შეისწავლის.
შიდა ქართლი, აგვისტოს მოვლენების
ბავშვების საჭიროებები და პრობლემები
შემდგომი
მდგომარეობა,
2009 წლის აგვისტოში საქართველოში მიმდინარე შეიარაღებულმა კონფლიქტმა
დააზარალა საქართველოს ბევრი რეგიონი. განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ
მოხვდა შიდა ქართლი. სწორედ აღნიშნული მოვლენების შემდეგ სახალხო
დამცველის აპარატმა გადაწყვიტა, შიდა ქართლში გაეხსნა რეგიონალური ოფისი,
მათ შორის, გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით, გორში შესაძლებელი გახდა
ბავშვის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლის განწესება. სახალხო დამცველის
აპარატის მიზანს, ამ შემთხვევაში, წარმოადგენდა შიდა ქართლის რეგიონში
კონცენტრირებული დევნილი ბავშვების მდგომარეობის შესწავლა. მიუხედავად
იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდა გარკვეული მოქმედებები, რათა
მომხდარიყო დევნილი მოსახლეობისათვის გარკვეული ყოფითი პირობების
გაუმჯობესება, მაინც შეიძლება, გამოიკვეთოს რამდენიმე სერიოზული პრობლემა.
ბავშვებთან მიმართებაში შემაშფოთებელია ის, რომ მთელი ზამთრის განმავლობაში
თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დევნილი ბავშვების უმრავლესობას არ ჰქონდა.
ჩვილი ბავშვების კვებაც ის საკითხია, რომელიც დღემდე გადაუჭრელია.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლის მოსწავლეებს დაურიგა 100
ლარის ოდენობის დახმარება. დახმარების მიზანი ბავშვების სასკოლო ტანსაცმლით
უზრუნველყოფა იყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დევნილი
მოსწავლეები და სოციალურად დაუცველი ბავშვები სასწავლო წლის პირველ
ნახევარში ვერ უზრუნველყო სახელმძღვანელოებით, თებერვლის ბოლოს
შესაძლებელი გახდა შიდა ქართლის რეგიონში მოსწავლეებისთვის 30 ათასი
სახელმძღვანელოს დარიგება, გაეროს ბავშვთა ფონდის, ლიტვის, ლატვიის და
ფონდი ელიზაბეტ გასტის და World Vision–ის ფინანსური მხარდაჭერით.
დღეისათვის სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ფინანსური დახმარება ჯერ არ მიუღიათ.
იძულებით გადაადგილებული პირები ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად გამოყოფენ
სამედიცინო პოლისების, სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებისა და საჭირო
მედიკამენტების მათთვის დროულად მიწოდების სისტემის მოწესრიგებას.
სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ კასპში განხორციელებული
მონიტორინგის დროს გამოიკვეთა, რომ კომპაქტურ ჩასახლებებში დევნილების
უმრავლესობას სერიოზული პრობლემა ჰქონდათ სამედიცინო მომსახურებასთან
დაკავშირებით, რადგან მათი უმრავლესობა მიუთითებდა, რომ ხშირ შემთხვევაში
315
ბავშვის უფლებები
პოლიკლინიკის ექიმები ითხოვენ გასინჯვაში თანხას და ამასთანავე, პოლიკლინიკა
არ ახდენს მედიკამეტების მიწოდებას.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება კონფლიქტურ ზონებში დაზარალებული
მოსახლეობის
სამედიცინო მომსახურების შესახებ, აღნიშნული
ნორმით
გათვალისწინებული
სამედიცინო
მომსახურება
და
მედიკამენტებით
უზრუნველყოფა
კასპის
სამედიცინო
დაწესებულებების
მხრიდან
უგულვებელყოფილი იყო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია
მიეწოდა შიდა ქართლის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს წარმომადგენელს. ამის შემდეგ ვითარება შედარებით გაუმჯობესდა.
მიუხედავად ვითარების შეცვლისა, დევნილები აღნიშნავენ, რომ გარკვეულ
მედიკამენტებზე მათ ხელი მაინც არ მიუწვდებათ.
დღემდე გაურკვეველია დევნილებისთვის სამედიცინო პოლისების გადაცემის
საკითხი. მართალია, შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილის ზურაბ
ჩინჩილაკაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო გეგმავს ახალ ჩასახლებებში მყოფი
დევნილები ჩასვას სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დახმარების
პროგრამაში და, შესაბამისად, მოხდებოდა იძულებით გადაადგილებული
პირებისთვის სამედიცინო პოლისების გადაცემა, მაგრამ დღემდე აღნიშნული
საკითხი არ მოგვარებულა.
ნიშანდობლივია,
რომ
მშობლები
მიუთითებენ
ბავშვების
ნევროზულ
მდგომარეობაზე. ბავშვების უმრავლესობამ შეიარაღებული კონფლიქტის დროს
გადაიტანა ძლიერი სტრესი. ასევე მათ მდგომარეობას ამძიმებს ის გარემოება, რომ
ისინი დღემდე დევნილობაში რჩებიან და ვერ უბრუნდებიან საკუთარ სახლებს.
მშობლები აღნიშნავენ, რომ ბავშვებს უჭირთ ძილი და არიან უმეტესწილად
დაძაბულები. მშობლები ბავშვებში ამჩნევენ ხასიათის მკვეთრ ცვალებადობას.
ბავშვები ხშირად ტირიან და ენატრებათ საკუთარი სახლები.
სახალხო დამცველის შიდა ქართლის ბავშვის უფლებათა ცენტრის რეგიონალურ
წარმომადგენელს მიმართა ხაშურის რაიონის სოფელ გომის საჯარო სკოლის
დირექტორმა ამირან თათაშვილმა, რომელმაც ითხოვა დახმარება. მან აღნიშნა, რომ
მის სკოლაში ათამდე დევნილი ბავშვი სწავლობს, საომარი მოქმედებების დროს
გადატანილმა სტრესმა ბავშვების ფსიქიკაზე სერიოზული კვალი დატოვა.
მიმდინარეობს მდგომარეობის შესწავლა.
აგვისტოში შიდა ქართლის რეგიონი თითქმის დაცარიელდა საომარი მოქმედებების
გამო, მაცხოვრებლებს მოუწიათ საქართველოს შედარებით უსაფრთხო რეგიონებში
გადაადგილება. 10 ოქტომბრიდან მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შეძლო საკუთარ
სახლებში დაბრუნება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ
კონტროლდება ყოფილ ბუფერულ ზონაში მყოფი სოფლები, ხშირია სროლები,
ფიქსირდება ბანდ–ფორმირებების მიერ ადამიანების გატაცების, ყაჩაღობის და
ძარცვის ფაქტები. ზემო და ქვემო ხვითი, ნიქოზი, მერეთი, კნოლევი, აძვი,
მეჯვრისხევი, ქვეში, არბო, ავლევი და კოდა – აღნიშნულ სოფლებში დღემდე
316
ბავშვის უფლებები
მოსახლეობა ვერ გრძნობს თავს უსაფრთხოდ. მოსახლეობას ძალიან უჭირს
ბავშვებთან ერთად გააგრძელონ ჩვეულებრივი ცხოვრება საკუთარ სოფლებში,
ზემოხსენებული სოფლებიდან
გაიზარდა მიგრაცია. სოფლებიდან გამოდიან
ძირითადად ბავშვიანი ოჯახები და ახალგაზრდები.
ბავშვთა უფლებები დევნილთა ახალი ჩასახლებებში
დეკემბრიდან დაიწყო იძულებით გადაადგილებულ პირთა ახალ ჩასახლებებში
გადაყვანა. შიდა ქართლის რეგიონში 20–მდე ახალი ჩასახლებაა. ახალ ჩასახლებებში
შესახლდა 6626 დევნილი. მეტ–ნაკლებად მოწესრიგდა ელემენტარული ყოფითი
პირობები. თუმცა დღემდე რჩება სერიოზული პრობლემები, რომლებიც საჭიროებს
დაუყონებლივ გადაჭრას.
ახალი ჩასახლებების უმრავლესობაში სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა მძიმეა.
ბევრ ჩასახლებაში არ არის განთავსებული ნაგვის ბუნკერები, ზოგიერთ ადგილას
ბუნკერები არის, თუმცა არასაკმარისი რაოდენობით. შესაბამისად, ტერიტორიებზე
ანტისანიტარიაა. ჰიგიენის დაცვაც ძალიან უჭირს მოსახლეობას, გამომდინარე
იქიდან, რომ ახალაშენებული კოტეჯების უმრავლესობაში არ არის შეყვანილი
წყალი, ასევე მოსახლეობას სახლებში არა აქვს აბაზანები.
როგორც აღინიშნა, დევნილებისთვის წყლის მიწოდებაც სერიოზულ პრობლემას
წარმოადგენს. ჩასახლებების უმრავლესობაში წყლის ონკანები გარეთ არის
განთავსებული. ასეთია, მაგალითად, ახალსოფელი, ბერბუკი, ქარელის პროფესიული
სასწავლებელი, ხურვალეთი, მეტეხი, მოხისი, სურამის სანატორიუმი, შავშვები, სკრა
და თელიანი. რვა კოტეჯზე განსაზღვრულია ერთი წყლის ონკანი. აღსანიშნავია, რომ
ზემოთ ჩამოთვლილ ჩასახლებებში წყლის მიწოდება ხდება შეზღუდვით.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ახალ ჩასახლებებში არ არის მოწესრიგებული
საკანალიზაციო სისტემა, რაც, თავის მხრივ, გავლენას მოახდენს სასმელი წყლის
ხარისხზე. განსაკუთრებით ზაფხულში, დათბობასთან ერთად, სანიტარული
მდგომარეობა შესაძლებელია, გაუარესდეს.
აღნიშნული პრობლემები, რა თქმა უნდა, აისახება თითოეული ბავშვის
მდგომარეობაზე, როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. სოციალური
პრობლემების მოუგვარებლობა და ომის შედეგად წარმოქმნილი ბავშვთა
ფსიქოლოგიური მდგომარეობის იგნორირება სავალალო შედეგს გამოიღებს.
აღსანიშნავია, რომ დახმარებების დიდი ნაწილი საერთაშორისო ორგანიზაციების
აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება.
რეკომენდაციები:
•
სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის მუშაობის
შედეგად გამოკვეთილი პრობლემები საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან, როგორც
მოკლე, ისე გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას;
317
ბავშვის უფლებები
• განსაკუთრებული ყურადღება ბავშვებთან მიმართებაში საჭიროა გამოიჩინოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ. აგვისტოს მოვლენების შემდეგ
საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყოფილ ბუფერული ზონის და ახალი ჩასახლებების
80–მდე სოფელში დააარსეს ბავშვთა მეგობრული გარემოს ცენტრები. აუცილებელია
გაფართოვდეს აღნიშნული ცენტრების ქსელი და მოიცვას ომით დაზარალებული
სოფლების მაქსიმალური რაოდენობა. ბავშვთა მეგობრული გარემოს ცენტრების
უმთავრეს ფუნქციებია ომის შედეგად დაზარალებული დევნილი და არადევნილი
ბავშვების ინტეგრაცია, გასართობი ღონისძიებების ორგანიზება და ბავშვებისთვის
კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია
სკოლებმა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოიჩინონ უფრო მეტი
დაინტერესება, რათა აღნიშნულმა პროექტმა ფართო გავრცელება პოვოს უფრო მეტ
ჩასახლებაში და ცენტრებმა ფუნქციონირება განაგრძონ;
• ახალ ჩასახლებებში მონიტორინგის დროს სახალხო დამცველის ბავშვის
უფლებების წარმომადგენელი შეხვდა მოსწავლეთა მშობლებს, რომელთა
უმრავლესობა აღნიშნავს, რომ დევნილობის პერიოდში გამოიკვეთა მოსწავლეთა
მხირდან სწავლისადმი ინტერესის კლება. აღნიშნული გარემოება მიუთითებს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ხელი შეუწყოს განათლების დონის
ამაღლებას, საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავოს ფსიქოლოგებთან ერთად
სპეციალური პროგრამები, რომლებიც მიმართული იქნება ბავშვებში სწავლის
ინტერესის გაღვივებისა და წახალისებისაკენ;
• შიდა ქართლში დენვილთა და ომის შედეგად დაზარალებულთა სამედიცინო
მომსახურეობის საკითხი კვლავ პრობლემად რჩება, აღნიშნული საკითხის გადაჭრა
მოითხოვს მოსახლების ინფორმირებას მათი უფლებების შესახებ და ამ
მიმართულებით აუცილებელია ჯანდაცვის სამინისტრომ გაამკაცროს კონტროლი
სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან თავიანთი მოვალეობების შესრულებაზე.
რათა არ მეორდებოდეს ისეთი შემთხვევები, როდესაც დევნილ და ყოფილი
ბუფერული ზონის მოსახლეობას, ინფორმაციის უქონლობის გამო, ხშირად
საავადმყოფოებსა და პოლიკლინიკებში უხდებოდათ მკურნალობისა და
გამოკვლევების სრული საფასურის გადახდა. აუცილებელია მინისტრის ბრძანება
გამოიკრას სამედიცინო დაწსებულებების მისაღებებში, რათა თავად მოქალაქეები
ფლობდნენ ინფორმაციას მათი უფლებების შესახებ.
• ბავშვების სრულფასოვანი ფიზიკური განვითარებისთვის და ჯანმრთელობის
უსაფრთხოებიდან გამომიმდინარე, აუცილებელია ხელისუფლებამ სასწრაფოდ
მოაგვაროს
ახალ
ჩასახლებებში
სანიტარულ–ჰიგიენური
პირობებთან
დაკავშირებული პრობლემები (ნაგვის დროული გატანა, ბუნკერების განთავსება და
წყლის მიწოდების გაუმჯობესება და მისი მუდმივი ხარისხის კონტროლის
დაწესება).
318
ბავშვის უფლებები
არასრულწლოვანთა
საქართველოში
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა
საქართველოში არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენა დიდ იშვიათობას არ
წარმოადგენს, რადგან ის ღონისძიებები, რომლებსაც სახელმწიფო ატარებს,
არასაკმარისია და ვერ ახდენს დანაშაულის აღკვეთასა და თავიდან აცილებას. ამაზე
მიუთითებს სტატისტიკური მონაცემებიც. მაგ.: 2003 წელს რეგისტრირებული იყო
არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი 617 დანაშაული, 2005 წელს ამ რიცხვმა 138
ერთეულით მოიმატა და შეადგინა 755 დანაშაულებრივი ფაქტი. 2006 წელს კიდევ
32%-ით იმატა და 997 ერთეული შეადგინა. მთლიანად საქართველოში, 2006 წელს,
ჩადენილ დანაშაულებში არასრულწლოვანთა დანაშაულის ხვედრითმა წილმა 19.8 %
შეადგინა.
2007 წელს ამ რიცხვმა უკვე 1060–ს მიაღწია.
2008 წელს არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რიცხვმა კიდევ იმატა და 1166
ერთეული შეადგინა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ამ სამართალდამრღვევთაგან 652
ბავშვი არც მუშაობს და არც სწავლობს. ამათგან 381-ს თავისუფლების აღეკვეთა
შეეფარდა, 724–ს – პირობითი მსჯავრი, ხოლო 61-ს სხვადასხვა სასჯელები დაეკისრა.
ასაკის მიხედვით, რაოდენობრივად, დანაშაულები შემდეგგვარად განაწილდა:
12-13 წლის – 2 დანაშაული;
14–15 წლის – 299 დანაშაული;
16-17 წლის – 865 დანაშაული;
სისხლის
სამართლის
კოდექსის
33-ე
მუხლში
განისაზღვრულია
სისიხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის
ასაკი,
რომლის
დადგომის
შემდეგაც პირი პასუხს აგებს მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო. „ამ კოდექსით
გათვალისწინებული ქმედება არ შეერაცხება ბრალად იმას ვისაც ამ ქმედების
ჩადენამდე არ შესრულებია 14 წელი, ხოლო ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 117-ე, 137-ე,
178-ე გარდა I ნაწილისა, 179-ე და 238-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე
მართლსაწინააღმდეგო ქმედება, იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია
თორმეტი წელი. სსკ-ში შეტანილი ეს ცვლილება
შეიძლება ითქვას, რომ
„ეწინააღმდეგება“ სასჯელის მიზანს, რომელიც მოცემულია სსკ-ის 39-ე მუხლში:
“სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან
აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.“
ზემოაღნიშნული რედაქციით სსკ-ის 33-ე მუხლი ჩამოყალიბდა 2007 წლის 23 მაისის
ცვლილებით, რომლის დასაბუთებიდანაც ირკვევა, რომ “12 წლის მოზარდი უკვე
სრულად აცნობიერებს ჩადენილი დანაშაულისა და ამ დანაშაულის შედეგის
სიმძიმის ხარისხს, მზადაა პასუხი აგოს სასამართლოს წინაშე და მოიხადოს
სასჯელით გათვალისწინებული პატიმრობის ვადა.” პროექტის ავტორები ასევე
მიუთითებენ, რომ ზემოჩამოთვლილი ქმედებათა კრიმინალიზაციით კანონმდებელი
ცდილობს ერთგვარი პრევენციული ზომების გატარებას, რათა მითითებული
ასაკობრივი ჯგუფის პირთა მიერ საკუთარი ბრალეულობის
გაცნობიერებით,
მოსალოდნელი სასჯელის შიშით თუ სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებით,
სახელმწიფომ უზრუნველყოს სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის ჩადენის
319
ბავშვის უფლებები
თავიდან აცილება”. კანონმდებელი ასევე აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა
დანაშაულების ზრდა გამოწვეულია იმით, რომ კანონი და საზოგადოება ჰუმანურია
მათ მიმართ.
ეს შეხედულება რეალობასაა მოკლებული. რა ჰუმანურობაზეა საუბარი, როცა
არასრულწლოვანებს ასამართლებენ ისე, როგორც გამოუსწორებელ დამნაშავეებს,
იმავე სასამართლო სისტემაში. სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ჯერ კიდევ
არ არსებობს სათანადო პირობები, რომ მოზარდმა მსჯავრდებულმა სასჯელის
მოხდასთან ერთად მიიღოს შესაბამისი განათლება, რათა სასჯელის მოხდის შემდეგ
დაუბრუნდეს ჩვეულებრივ ცხოვრებას.
12-13 წლის პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ
აგვაცილებს თავიდან ახალ დანაშაულს, არ აღადგენს სამართლიანობას და არ
მოხდება დასჯით მოზარდის გამოსწორება.
არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობის ასაკის განსაზღვრა იმდენად სათუთი
საკითხია, რომ მისი მოგვარება არ წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ
იურისტების პრეროგატივას. ამ დროს გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო
ფსიქოლოგების, პედაგოგების და მედიცინის მუშაკების რჩევებიც, ვინაიდან,
როგორც ვიცით, არასრულწლოვნების მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი
შეიძლება გამოწვეული იყოს ბიოლოგიური და ფსიქიკური ცვლილებებით,
რომელიც თავს იჩენს მოზარდის სხეულში 12-18 წლის ასაკში.
ფსიქოლოგთა დიდი უმრავლესობა ეწინააღმდეგება პასუხისმგებლობის ასაკის
დაწევას. მათი დასკვნები გვიჩვენებს, რომ ციხის გარემო ცუდად მოქმედებს
არასრულწლოვანებზე, რაც იწვევს მათი ფსიქიკის მოშლას, რომელიც თავს იჩენს
განთავისუფლების შემდეგ და იგი ვლინდება მის შემდგომ ცხოვრებაშიც.
კერძოდ მაშინ, როდესაც თანატოლები “სხვა თვალით” უყურებენ, ერიდებიან
მათთან ურთიერთობის დაჭერას, ვინაიდან სასჯელმოხდილი არასრულწლოვანი
ჩამორჩება მათ განათლებით და ინტელექტით. სწორედ ამ დროს მასში იღვიძებს
სურვილი, ეძებოს ის წრე და ადამიანები, სადაც მიიღებენ ისეთს, როგორიც
არის. ამ საზოგადოებაში მოხვედრის შემდეგ კი პირი ცდილობს იქ თავის
დამკვიდრებას
და პატივისცემის მოპოვებას, რასაც თან ერთვის ფსიქიკური
პრობლემები და პირს უჩნდება სურვილი, კვლავ ჩაიდინოს დანაშაული. ამ დროს
არასრულწლოვნები ეტანებიან ალკოჰოლურ სასმელებს, ნარკოტიკებს, რომლებიც
აძლიერებს დანაშაულის ჩადენის მოთხოვნილებას.
ყველაზე
ხშირად
კი
არასრულწლოვანთა
მიერ
დანაშაულის
ჩადენა
განპირობებულია ასაკობრივი თავისებურებებით, რომლებიც თავს იჩენს
ნებისმიერ მოზარდში 12-18 წლის ასაკში. ამ დროს მათ უჩნდებათ
დამოუკიდებლობის და თავისუფლების მოთხოვნილება, რაც იმდენად ძლიერია,
რომ უბიძგებს მათ “ცუდი” ქმედების ჩადენისაკენ. თუ ამ დროს ყურადღება არ
იქნრბა გამოჩენილი, დიდია საშიშროებაა იმისა, რომ მოზარდი გზას აცდეს.
ვინაიდან მოზარდები თავისდაუნებურად კონტროლს ვერ უწევენ საკუთარ თავს
და ბიოლოგიური ცვლილებების გამო ჩადიან ამა თუ იმ აკრძალულ ქმედებას.
320
ბავშვის უფლებები
სწორედ ამ დროს სჭირდებათ მათ დახმარება, რათა იპოვონ საკუთარი თავი და
გადაურჩნენ
იმ
მომავალს,
რომელიც
ემუქრებათ,
თუ
მოხვდებიან
სასჯელთაღსრულებით დაწესებულებაში.
საბოლოოდ, ფსიქოლოგთა დასკვნებით, არათუ 12 წელი, არამედ 14 წელიც კი
ადრეულია მოზარდის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისათვის, რადგან
საუკეთესო აღზრდის პირობებშიც კი ამ საფეხურზე ბავშვების აბსოლუტური
უმრავლესობა რადიკალურად იცვლება და მეამბოხე ხდება იმ სოციალური
გარემოსადმი, რომელშიც იზრდება, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს გარემო
კეთილგანწყობილია მის მიმართ. ამიტომ არასასურველი სოციალური გარემოს
პირობებში ეს ასაკობრივი საფეხური საუკეთესო ნიადაგია დანაშაულებრივი
ქმედების დაწყებისათვის. ამრიგად, ამ რეალობას სრულიად სხვაგვარი
გათვალისწინება ესაჭიროება და არა დაშინების ტაქტიკა, რომელიც ამ ასაკის
მოზარდებზე პარადოქსულად მოქმედებს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ
პირობებში,
სადაც
მოზარდთათვის
განკუთვნილ
დგას
საქართველოს
სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში
არ
არსებობს
სარეაბილიტაციო,
საგანმანათლებლო და სხვა სოციალური პროგრამები. შესაბამისად, ყველა
წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ ამ დაწესებულებებში სასჯელმოხდილი
არასრულწლოვანი საზოგადოებას ჩამოყალიბებულ დამნაშავედ დაუბრუნდეს.
არასრულწლოვან სამართალდამრღვევებთან მიმართებაში პენიტენციური სისტემა
უნდა იყოს რეაბილიტაციაზე მიმართული და ნაკლებად სადამსჯელო.
სამართლის სისტემა კი უნდა იყოს არა დასჯაზე, არამედ პრევენციაზე
ორიენტირებული – ადრეული ინტერვენციისა და საგანგებო პროგრამების
პრიორიტეტით.
მოზარდის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემამდე სასურველია იმის
გათვალისწინება, თუ როგორ გარემოში ცხოვრობს და იზრდება იგი. რადგანაც
ბავშვი,
რომელიც
შიმშილის
გამო
საკვებს
იპარავს,
სულაც
არაა
საზოგადოებისთვის საშიში. სახელმწიფომ ძალისხმევა უნდა მიმართოს არა
მსგავსი პირების იზოლირებისაკენ, არამედ უნდა იზრუნოს, რათა ამგვარი
პრობლემები არ აწუხებდეს მოქალაქეებს.
მსგავსი
ქმედებისთვის
არაერთი
არასრულწლოვანი
იხდის
სასჯელს.
დანაშაულების უმრავლესობა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩადენილია სოციალურ
ნიადაგზე. სამართალდამრღვევთა უმრავლესობა არის ოჯახებიდან, რომლებიც
რეგისტრირებულნი არიან სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფთა ერთიან სიაში.
ნაწილი მსჯავრდებულებისა ობოლია, საერთოდ არ ჰყავს ოჯახი. მსგავს
მდგომარეობაში მყოფი პირების მიერ პირველად, უმნიშვნელო დანაშაულის ჩადენის
შემთხვევაშიც კი, ხდება შეუსაბამოდ მაღალი პირობითი სასჯელების დაკისრება
მათთვის, რაც შემდგომ მცირე დარღვევის შემთხვევაში იცვლება თავისუფლების
აღკვეთით, რომელსაც ემატება სასჯელი ახალი დანაშაულისათვის და რეალურად
საკმაოდ მძიმე ვითარება გვიდგება თვალწინ. ამას მოწმობს ჩვენს მიერ ქვემოთ
განხილული საქმეებიც.მაგ.:
321
ბავშვის უფლებები
საქმე #1
დ.დ. – არასრულწლოვანი მსჯავრდებული (16 წლის), ნასამართლობის არმქონე,
რომელიც სასჯელს იხდის ქურდობისათვის და შეფარდებული აქვს თავისუფლების
აღკვეთა 3 წლისა და 9 თვის ვადით. დ.დ–ს ბრალი ედება სახლის ფანჯრების
დაზიანებაში და საკეტების მოპარვაში, რომელიც გაყიდა 25 ლარად. სასამართლომ
მხედველობაში არ მიიღო ის ფაქტი, რომ არასრულწლოვანი მსჯავრდებული არის
რვასულიანი ოჯახიდან, რომელიც რეგისტრირებულია სიღატაკის ზღვარს ქვემოთ
მყოფი ოჯახების ერთიან სიაში. ბრალდებული აღნიშნავს, რომ
მძიმე
საყოფაცხოვრებო პირობებმა ჩაადენინა ეს დანაშაული. დ.დ. მანამდე ეჭვმიტანილი
არ ყოფილა რაიმე დანაშაულის ჩადენაში და გარშემომყოფები დადებით პიროვნებად
ახასიათებენ.
საქმე #2
16 წლის ბ.ვ.–ს პირველად ჩადენილი დანაშაულისათვის (ქურდობა), რომელსაც
მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოუწვევია, შეფარდებული ჰქონდა პირობითი სასჯელი
3 წლის ვადით. ხოლო მას შემდეგ, რაც მეზობლის ვენახიდან მოიპარა სარები და
მისი რეალიზაცია მოახდინა 10 ლარად, პირობითი სასჯელის დარჩენილი ვადა
ავტომატურად შეეცვალა თავისუფლების აღკვეთით, რომელსაც დაემატა სასჯელი
ახალი დანაშაულისათვის და სულ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, 2
წელი და 8 თვე პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუნიშნეს 3 წელი.
საქმე #3
ინტერესს იწვევს ზ.მ.–ს განაჩენიც (15 წლის), რომელსაც არ ჰყავს მშობლები და არის
ობოლი. ზ.მ.–ს დანაშაული შემდეგში მდგომარეობს: პირველად ქათმის ქურდობის
გამო დაკავებული იყო და შეფარდებული ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის
ვადით. სასჯელის მოხდის შემდეგ, მანქანის სარკის ქურდობის მცდელობისათვის
შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. ზ.მ. დანაშაულს არ აღიარებს და
აღნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში სხვაგან იმყოფებოდა.
არასრულწლოვან ბრალდებულებთან მიმართებაში აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ
პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენების დიდი
უმრავლესობის გასაჩივრება არ ხდება სააპელაციო წესით. მსჯავრდებულები
უკმაყოფილონი არიან და აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს მიერ დანიშნული
ადვოკატები გულგრილად ეპყრობიან მათ საქმეებს. სახაზინო ადვოკატების
დანიშვნა არასრულწლოვანთათვის გამოწვეულია იმით, რომ იმ ბავშვების
უმეტესობა, რომლებიც კანონთან კონფლიქტში მოდიან, სოციალურად დაუცველი
ოჯახებიდან არიან და არა აქვთ შესაძლებლობა, აიყვანონ კვალიფიციური, კერძო
ადვოკატი. შედეგად, საქმისწარმოების ამა თუ იმ სტადიაზე, როდესაც სისხლის
სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად აუცილებელია დამცველის
მონაწილეობა საქმეში, მათ ენიშნებათ სახაზინო ადვოკატები, რომლებიც, როგორც
პრაქტიკამ აჩვენა, ხშირად არადამაკმაყოფილებლად ასრულებენ თავიანთ საქმეს,
რასაც მძიმე შედეგებამდე მივყავართ.
ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, თუ რა გზას დაადგება გათავისუფლების
შემდეგ არასრულწლოვანთა უმრავლესობა, თუ დღეს არსებული მდგომარეობა
322
ბავშვის უფლებები
გაგრძელდება. კერძოდ, უნდა მოგვარდეს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში
არსებული
პრობლემები,
უნდა
შეიქმნას
სოციალური
პროგრამები
არასრულწლოვანთათვის, რომლებმაც სასჯელები მოიხადეს. პირი, რომელიც
განთავისუფლდება და არ ჰყავს ოჯახი, არ გააჩნია სამუშაო, საცხოვრებელი სახლი
და დახმარების ხელსაც არავინ გაუწვდის, დიდია ალბათობა იმისა, რომ ნაცად,
არასწორ გზას დაადგეს.
ხელისუფლება პასუხისმგებლობის გამკაცრებაზე კი არა, დანაშაულის გამომწვევი
მიზეზების
აღმოფხვრაზე
უნდა
ზრუნავდეს, ვინაიდან
საქართველოში
არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის მთავარი მიზეზი ქვეყანაში
არსებული მძიმე სოციალ-ეკონომიკური და კრიმინალური გარემოა. მოზარდების
დიდი უმრავლესობა სწორედ იმიტომ სჩადის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას,
რომ არ გააჩნიათ ელემენტარული პირობები საცხოვრებლად. მათ ხელში
ადვილად ხვდება ალკოჰოლური სასმელები, ნარკოტიკები და იარაღი, რაც არის
დამატებითი მუხტი დანაშაულის ჩადენისა. თუ ყველა პრობლემა მოგვარდება,
აღნიშნული ნივთიერებები და იარაღი არ მოხვდება არასრულწლოვანების
ხელში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულთა რაოდენობა
მნიშვნელოვნად შემცირდება. სწორედ ამ მიმართულებით უნდა გაამკაცროს
სახელმწიფომ კონტროლი, რათა თავიდან იქნეს აცილებული ის მძიმე შედეგები,
რომლებიც დღესდRეობითაა.
.
ვფიქრობთ, სახელმწიფოს უნდა გაეთვალისწინებინა გაეროს, სოციალური
უფლებების ევროპული კომიტეტისა და გაეროს უმაღლესი კომისრის
რეკომენდაციები.
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის სწორი
მოსაზრებით “სახელმწიფოში უნდა იყოს შესაძლებლობა მოზარდისათვის, –
დაიცვას იგი მის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებისაგან. ბავშვთა
უფლებების დაცვის კონვენცია, ბავშვთა დამნაშავეობის თავიდან აცილებასთან
დაკავშირებით არ გულისხმობს, რომ დამნაშავე ბავშვებმა არ უნდა იგრძნონ
პასუხისმგებლობა. პირიქით მნიშვნელოვანია, რომ მათ დაეკისროთ და იგრძნონ
პასუხისმგებლობა მათ მიერ ჩადენილ ქმედებაზე, მაგრამ სანქციები უნდა იყოს
განსხვავებული
სრულწლოვანი
დამნაშავეების
მიმართ
დაწესებული
სასჯელისაგან. არასრულწლოვანთა სამართალში არანაირი თავისუფლების
აღკვეთა არ უნდა იყოს გამოყენებული.Mმიზანი უნდა იყოს პასუხისმგებლობის
მიხვედრა და პარალელურად რეინტეგრაციის ხელშეწყობა. Eე.ი. საჭიროა
სანქციების ნოვატორული და ეფექტური ფორმის პოვნა. ამ პროცესში ჩართულნი
უნდა იყვნენ მშობლები და არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლები,
ოღონდ ისე, რომ ამან ბავშვის რეადაპტაციის საწინააღმდეგო შედეგი არ
მოგვცეს, როგორი პროცედურაც არ უნდა იყოს მასში ჩადებული”.¹
ჰამარბერგისავე რეკომენდაციით სლოვენიაში შეიქმნა საკმაოდ საინტერესო
მოდელი, რომელიც საუკეთესოდ აღიარა ევროპამ. კერძოდ, ყველა საქმე,
რომელიც არასრულწლოვან დამნაშავეს ეხება, პროკურორის, დაზარალებულის
და დამნაშავის თანხმობით გადაეცემა მედიატორს, რომელიც ეძებს ისეთ
323
ბავშვის უფლებები
გამოსავალს, რომელიც მისაღები იქნება, როგორც დაზარალებულისათვის, ასევე
დამნაშავისათვის. ასეთი პრაქტიკა სასამართლო განხილვის თავიდან აცილების
საშუალებას იძლევა, რადგან სასამართლო პროცესები ცუდად მოქმედებს
არასრულწლოვანებზე. სლოვენიის კანონმდებლობის თანახმად, როცა საქმე
არასრულწლოვან დამნაშავეებს ეხება, მათ მიერ ჩადენილი არაკანონიერი
ქმედებები
მიჩნეულია, როგორც დახმარების თხოვნა. სწორედ ამიტომაა
სამაგალითო ეს მოდელი ევროპის მრავალი განვითარებული ქვეყნისათვის..
მართლაც, მოზარდები, რომლeბიც დანაშაულს ჩადიან, შველას საჭიროებენ და
ისინი
ჩვეულებრივი
დამნაშავეები
არ
არიან.
მათი
გამოსწორება
საზოგადოებასთან ურთიერთობით უფრო შესაძლებელია და ციხის კედლებში
სხვა მათ მსგავს მოზარდებთან მათი გამომწყვდევა ნიშნავს, რომ იქიდან
გამოსვლის შემდეგ საქმე პოტენციურ დამნაშავეებთან გვექნება.
გაეროს რეკომენდაციებიდან გამომდინარე დავინახავთ, რომ გასამართლების
მიზანი უფრო მეტად ბავშვის რეადაპტაცია და რეინტეგრაციაa, ვიდრე დასჯა.
მაგრამ ამ სისტემამ რომ იმოქმედოს, საჭიროა ამ საქმეში ჩართულმა ყველა
ადამიანმა, მათ შორის, მოსამართლეებმა და პროკურორებმა, კარგად იცოდნენ
არა
მხოლოდ
კანონი,
არამედ
არასრულწლოვანთათვის
აუცილებელი
საჭიროებანი. სწორედ ამიტომ საჭიროდ მიგვაჩნია, საქართველოში შეიქმნას
“არასრულწლოვანთა სასამართლოები” ან, მაგალითად, “არასრულწლოვანთა
იუსტიცია”, რომელიც განვითარებული ევროპის მრავალ ქვეყანაში წარმატებით
მოქმედებს, რაdგან მხოლოდ არასრულწლოვანზე ორიენტირებულ სისტემას
შეუძლია, ჩაწვდეს დანაშაულის გამომწვევ მიზეზს და ებრძოლოს
ამ
უკანასკნელს.
გაეროს 2006-2007 წლის რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ თუ მოხდება
არასრულწლოვანის დაკავება, იგი უნდა მოხვდეს ისეთ დაწესებულებაში,
რომელიც სპეციალურად მოზარდისთვის არის ადაპტირებული. ზოგადად
პირობები უნდა იყოს ჰუმანური და ამ ასაკის პირების საჭიროების შესაბამისი.
განსაკუთრებით აუცილებელია სრულფასოვანი განათლება. ყოველი დამნაშავე
მოზარდი უზრუნველყოფილი უნდა იყოს რეაბილიტაციის ინდივიდუალური
პროგრამით. ეს უნდა იყოს გეგმა, რომელიც გაგრძელდება პატიმრობის ვადის
გასვლის შემდეგაც. ეს არის პრინციპები, რომლებიც ევროსაბჭოს ორგანოებში
სხვადასხვა
ქვეყნების
ექსპერტებთან
თანამშრომლობით
ჩამოყალიბდა.
სოციალური
უფლებების
ევროპულმა
კომიტეტმა
სისხლის
სამართლის
პასუხისმგებლობის ასაკთან დაკავშირებულ რეკომენდაციებში, 12 წელზე უფრო
მაღალ ასაკობრივ ზღვარს დაუჭირა მხარი, ხოლო წამების საწინააღმდეგო
ევროპულმა კომიტეტმა, რომელიც საპატიმრო ადგილებში ვიზიტებს აფინანსებს,
შეშფოთება გამოხატა მოზარდების დაპატიმრებაზე და მათ მდგომარეობაზე
საქართველოში.
სწორედ ასეთი რეკომენდაციების ფონზე მოხდა ზოგიერთი დანაშაულისთვის
პასუხისმგებლობის ასაკის დაწევა 14–დან 12 წლამდე, მაშინ, როდესაც
მოუწესრიგებელია როგორც სასჯელაღსრულების სისტემა, ასევე არ არსებობს
მოზარდთა
რეაბილიტაციის
არცერთი
ცენტრი.
სისხლის
სამართლის
324
ბავშვის უფლებები
კანონმდებლობა,
პასუხისმგებლობის
ასაკის
დაწევასთან
დაკავშირებით,
ითვალისწინებდა ჯერ სისტემის მოწესრიგებას და ამის შემდეგ სსკ-ის 33-ე მუხლის
რეალურად ძალაში შესვლას. 12 წლიდან პასუხისმგებლობის დაწესების
დროისათვის უკვე შექმნილი უნდა ყოფილიყო რეაბილიტაციის ცენტრები და
სხვადასხვა სააღმზრდელო დაწესებულებები. დღესდღეობით კი კანონის
ზემოაღნიშნული მუხლი ძალაშია შესული და რამდენიმე 12-14 წლის
არასრულწლოვანის მიმართ უკვე განხორციელდა სისსხლისსამართლებრივი დევნა.
სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმ არასრულწლოვანთა მომავალზე, რომელთა
ცხოვრებაც ცუდად დაიწყო. პატიმრების მართვა ისე უნდა მოხდეს, რომ ხელი
შეუწყოს თავისუფლებააღკვეთილ პირთა რეინტეგრაციას. მით უმეტეს, რომ 12
წლიდან
პასუხისმგებლობა
განისაზღვრა
მოზარდთა
შორის
ყველაზე
გავრცელებული დანაშაულის, ქურდობისთვისაც, რაც ძირითადად შეეხება
სოციალურად დაუცველი მოსახლეობიდან გამოსულ ან ობოლ ბავშვებს და, ხშირად,
ქურდობის საგანი ტკბილეული ან სხვა უმნიშვნელო ღირებულების ნივთია.
ზემოაღნიშნული შენიშვნები კეთთებოდა მაშინ, როდესაც მიდიოდა მუშაობა
საკანონმდებლო ცვლილებებზე სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე მუხლში. ხოლო
რაც შეეხება Bბავშვის უფლებათა კომიტეტის 2008 წლის 6 ივნისის რეკომენდაციებს,
კომიტეტი შეშფოთებულია იმით, რომ “ბავშვის უფლებათა კონვენცია არ არის
ადეკვატურად ასახული სისხლის სამართლის სისტემის სახელმწიფო რეფორმის
სახელმძღვანელო დოკუმენტებში, მაგალითად, 2006 წლის 12 ივნისის
“საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმების
სტრატეგიის განხორციელების გეგმაში.” კერძოდ, კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს
შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
1)
2006 წლის ნოემბერში არასრულწლოვანთა საქმეების კომისიისა და
არასრულწლოვანთა ინსპექციის გაუქმება; ეს იყო ერთადერთი პროფესიული უწყება,
რომელიც არასრუწლოვნებთან დაკავშირებით პრევენციის ღონისძიებებს ატარებდა.
მის ნაცვლად არ შემოღებულა სათანადო მექანიზმი;
2)
ის ფაქტი, რომ სისხლის სამართლის სისტემის ფარგლებში სულ უფრო მეტი
ბავშვი ხვდება და მათ ეფარდებათ საპატიმრო ღონისძიებები და სასჯელები;
3)
ისეთი სათემო პროგრამების არარსებობა, რომლებიც სამართლებრივი დევნისა
და პატიმრობის ალტერნატივებს გვთავაზობს, განსაკუთრებით კი 2006 წლის
“ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკის ნეგატიური ზეგავლენა არასრულწლოვან
დამნაშავეებზე, ანუ ალტერნატიული სასჯელების შესაძლებლობების შემცირება;
4)
არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე სასამართლოების არარსებობა;
5)
დაკავების პირობები;
6)
არასრულწლოვან დამნაშავეთათვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური
რეაბილიტაციის და სოციალური რეინტეგრაციის საშუალებათა არარსებობა.
რაც შეეხება ამ პრობლემების გამოსწორებას, კომიტეტი ხელმეორედ უწევს
რეკომენდაციას საქართველოს შემდეგი ღონისძიებების განხორციელებაზე:
1)
მიიღოს
ყველა
აუცილებელი
ზომა,
რათა
უზრუნველყოს
არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე სასამართლოების შემოღება და
325
ბავშვის უფლებები
არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე მოსამართლეების დანიშვნა ყველა მის
რეგიონში.
2)
უზრუნველყოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში
მომუშავე ყველა ადამიანს ჩაუტარდეს ტრენინგი შესაბამის საერთაშორისო
სტანდარტებში;
3)
თავისუფლების აღკვეთა განიხილოს მხოლოდ როგორც უკიდურესი ზომა და
რაც შეიძლება მოკლე პერიოდით. დაიცვას თავისუფლებააღკვეთილBბავშვთა
უფლებები და გააკონტროლოს მათი პატიმრობის პირობები;
4)
დაამკვიდროს ერთიანი და პრევენციული მიდგომა არასრულწლოვანთა
დანაშაულის პრობლემისადმი (მაგალითად, განმაპირობებელი სოციალური
ფაქტორების მოგვარება), რასაც კონვენცია ითვალისწინებს, რათა ადრეულ ეტაპზე
გაუწიოს დახმარება რისკის ჯგუფში შემავალ ბავშვებს დაკავების ალტერნატიული
ზომების გამოყენებით, როგორებიცაა პრობაცია, კონსულტაციები, სათემო
მომსახურება ან, როდესაც ეს შესაძლებელია, განაჩენის შეჩერება.
კომიტეტი დაბეჯითებით მოუწოდებს საქართველოს, დაუყოვნებლივ აღადგინოს 14
წელი, როგორც მინიმალური ასაკი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის
დასაკისრებლად.
ბავშვის უფლებათა კომიტეტის აღნიშნული შენიშვნებისა და რეკომენდაციების
გათვალისწინება აუცილებელია, რათა არ მოხდეს დღესდღეობით საქართველოში
არასრულწლოვანთა კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის კიდევ უფრო
გაუარესება. ამავე დროს, აღნიშნული რეკომენდაციების შესრულება არ არის
პრობლემა, თუ, რა თქმა უნდა, იქნება სახელმწიფო ნება.
საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა არასრულწლოვანთა კოლონიაში. არსებობს
რამდენიმე პრობლემა, რომელიც აუცილებლად საჭიროებს გამოსწორებას.
კერძოდ, ციხე გადატვირთულია, შენობაში, რომელიც გათვლილია 40 ადამიანზე,
მუდმივად იმყოფება 200 მსჯავრდებული. მოუწესრიგებელია საპირფარეშოები და
სააბაზანო. იქ არსებული პირობები არცერთ ასპექტში არ აკმაყოფილებს ციხის
ევროპულ სტანდარტებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია ევროსაბჭოს მიერ და
შესასრულებლად სავალდებულოა ყველა მონაწილე სახელმწიფოსათვის.
აღნიშნული
დარღვევები
გამოვლინდა
ავჭალის
არასრულწლოვანთა
აღმზრდელობით დაწესებულებაში მონიტორინგის განხორციელებისას, რომელიც
ჩატარდა 2009 წლის 10 თებერვალს.
რაც შეეხება არასრულწლოვან სამართალდამრღვევ გოგოებს, საინტერესოა
სტატისტიკური მონაცემები მათ მიერ დანაშაულების ჩადენისა. 2004 წელი 10
დანაშაული;
2005წ. –6;
2006წ. – 23;
2007წ. – 34; 2008 წ. – 47;
სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, რომ დღითიდღე იზრდება გოგონა
სამართალდამრღვევების რაოდენობა. რაც გულისხმობს იმასაც, რომ შესაბამისად
გაიზარდა მათი რაოდენობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, იქ არსებული
პირობები კი გაუსაძლისია. ქ.თბილისის ქალთა და არასრულწლოვანთა
326
ბავშვის უფლებები
დაწესებულებაში სახალხო დამცველის მიერ განხორციელებული მონიტორინგის
შედეგად (2009წლის თებერვალში) გამოვლინდა არასრულწლოვან მსჯავრდებულთა
უფლებების დარღვევის სერიოზული ფაქტები. კერძოდ, შეუძლებელია განათლების
მიღება, არაა საყოფაცხოვრებო პირობები, პერიოდულად გადატვირთულია საკნები,
ისინი არ აკმაყოფილებს შიდა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს.
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45–2 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად,
არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის დაწყებითი განათლების მიცემა
სავალდებულოა. აღნიშნული, განათლების უფლება განმტკიცებულია ასევე ბავშვის
უფლებათა კონვენციის 28–ე მუხლით. პატიმრებს საშუალება არ აქვთ განათლება
მიიღონ იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ საპყრობილეს სკოლა არ გააჩნია.
რაც
შეეხება
საცხოვრებელ
პირობებს,
მსჯავრდებულს
უფლება
აქვს,
უზრუნველყოფილი იყოს, „პატიმრობის შესახებ“ კანონის 34–ე მუხლის თანახმად,
პირადი ჰიგიენის დასაცავად აუცილებელი პირობებით. კერძოდ,მსჯავრდებულს
უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დაიკმაყოფილოს ბუნებრივი, ფიზიოლოგიური
მოთხოვნები და დაიცვას პირადი ჰიგიენა ადამიანის პატივისა და ღირსების
შეულახავად. მსჯავრდებულები კი იმყოფებიან ოთახებში, სადაც ჭერის ნაცვლად
არის ე.წ. „რკინის კლეტკა“, საიდანაც შემოდის ჰაერი. ამასთან, საკანი ინესტება
გაფუჭებული ონკანის გამო, საიდანაც მუდმივად მოწვეთავს წყალი. მოშლილია
საპირფარეშოსა და წყლის ონკანის მილები, რაც იწვევს გაუსაძლის სუნსა და ნესტს.
„პატიმრობის შესახებ“ კანონის 33 მუხლის 1–ლი პუნქტის თანახმად,
სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში
მსჯავრდებულისათვის
გამოყოფილი
საცხოვრებელი სადგომი, უნდა შეესაბამებოდეს სამშენებლოტექნიკურ და
სანიტარიულჰიგიენურ
ნორმებს
და
უზრუნველყოფდეს
მსჯავრდებულის
ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
მსჯავრდებულები
ყოველდღიურად გასასეირნებლად გაყავთ 2 საათით, რაც
საკმარისი არაა არასრულწლოვნისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოს
ნაკისრი აქვს საერთაშორისო ვალდებულება, უზრუნველყოს ყოველი ბავშვი
ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი,
სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისთვის, სასურველია,
არასრულწლოვანთათვის პატიმრობის შესახებ კანონით გათვალისწინებული
ლიმიტი გაიზარდოს რამდენიმე საათით ბავშვებთან მიმართებაში.
ციხის ევროპული წესები, ევროსაბჭო
“ცხოვრება ციხეში შეძლებისდაგვარად უნდა უახლოვდებოდეს საზოგადოებაში
ცხოვრების ასპექტებს.
ციხეში ადამიანის უფლებების შემლახველი
გამართლებული რესურსების ნაკლებობით.
პირობების
არსებობა
არ
არის
ყველა თავისუფლებააღკვეთილ ადამიანს უნდა მოეპყრონ მისი უფლებების
პატივისცემით.
327
ბავშვის უფლებები
ყველა პირს აქვს ისეთი უფლებები, რომელთა ხელყოფა დაუშვებელია, თუნდაც
ისეთ შემთხვევაში, როდესაც პირი იხდის სასჯელს რაიმე
დანაშაულის
ჩადენისათვის”.
2008 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა სისხლის სამართლის კოდექსის 33–ე მუხლის
ცვლილება, რომლის თანახმადაც პასუხისმგებლობის ასაკმა დაიწია 12 წლამდე. აქვე
აღსანიშნავია, რომ უკვე დაფიქსირდა 2 შემთხვევა 12–13 წლის ბავშვების
გასამართლებისა.
ბაკურიანის ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი
2008 წლის 27 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით ბავშვის უფლებების ცენტრმა,
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტთან ერთად, დაბა ბაკურიანში განახორციელა
პროექტი „ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი „ჩვენი თვალით–2“.
პროექტის არსი იყო ათი დღის განმავლობაში ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკის
ფუნქციონირება საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ახალგაზრდების
მონაწილეობით. ბანაკის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 30 მოზარდმა თიანეთიდან,
რუსთავიდან, თბილისიდან, გორიდან, სამაჩაბლოდან (ახალგორიდან, თიღვის,
ქურთას და ერედვის მუნიციპალიტეტებიდან). ბანაკი იყო შერეული ტიპის –
ბავშვების ერთი ნაწილი ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებსა და მცირე
საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში ცხოვრობს, მეორე ნაწილი – დღის ცენტრების
მომსახურებით სარგებლობს, მესამე ნაწილი კი ოჯახებში იზრდება.
ბანაკის ძირითადი მიზანი იყო მოზარდებში სამოქალაქო ცნობიერების,
ლიბერალურ–დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბება და განმტკიცება,
მათი განათლება ადამიანისა და, კერძოდ, ბავშვის უფლებათა სფეროში; გარდა ამისა,
მათთვის გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის გაცნობა და მათი ინფორმირება
იმის შესახებ, თუ როგორ ახორციელებს საქართველო, როგორც კონვენციის წევრი
სახელმწიფო, ამ დოკუმენტის მოთხოვნებს.
ჩვენს მიზანს წარმოადგენდა აგრეთვე ბანაკის მონაწილე მოზარდების ინფორმირება
იმის შესახებ, თუ რა
სამუშაოს ატარებენ გაერო და სხვა საერთაშორისო
ორგანიზაციები ბავშვთა კეთილდღეობის განმტკიცების და
მათ შორის
ჰუმანისტური იდეალების დამკვიდრების საქმეში.
გარდა პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებებისა, ყოველ საღამოს პროექტის
მონაწილეები, მწვრთნელები და ფსიქოლოგები რამდენიმე საათის განმავლობაში
საუბრობდნენ ბავშვებისთვის საინტერესო თემებზე, მათ შორის, ლიტერატურაზე,
პოლიტიკაზე, კონფლიქტის ზონებში მიმდინარე პროცესებზე. ეს ადასტურებს
ბანაკის წევრების, განსაკუთრებით, უფროსი ასაკის წევრების – ღრმა ინტერესს
გარემომცველი სამყაროსა და მათ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ.
UNICEF–ის
წარმომადგენლობამ
საქართველოში
საშუალება
მოგვცა,
გაგვეგრძელებინა საზაფხულო საგანმანათლებლო ბანაკის ფუნქციონირების უკვე
არსებული ტრადიცია. სახალხო დამცველის
ბავშვის უფლებათა ცენტრს და
328
ბავშვის უფლებები
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტს უკვე ჰყავს მეგობარი მოზარდების მთელი
ჯგუფი, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ და
ლიბერალური ღირებულებების მატარებლები არიან. ეს ახალგაზრდები ცხოვრობენ
თბილისში, დაბა წყნეთში, სვანეთში – ჭუბერში, ლანჩხუთში, თერჯოლაში,
საგარეჯოში, დუშეთში. ამჯერად, მათ შეემატა ახალგაზრდების ჯგუფი
რუსთავიდან, თიანეთიდან, გორიდან, სამაჩაბლოდან. იმედი გვაქვს, მომავალ
წლებში ეს ჯგუფი გაიზრდება როგორც რაოდენობრივად, ისე – ხარისხობრივად და
შექმნის ახალგაზრდა ლიდერების ქსელს მთელ საქართველოში.
ტრენინგის
კურსი
კრიზისული
ინტერვენციის
საკითხებში
2008 წლის სექტემბერში, ირლანდიაში, ქ.დუბლინში, ევროპის ბავშვთა
ომბუდსმენების გენერალურ ასამბლეაზე, საქართველოს სახალხო დამცველის
ბავშვის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადება აგვისტოს
მოვლენების შემდეგ სამაჩაბლოს რეგიონის ბავშვების მდგომარეობის შესახებ.
მოცემულ ინფორმაციაში, არსებულ პრობლემებთან ერთად, აღნიშნული იყო ისიც,
რომ კონფლიქტის რეგიონში მცხოვრები ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა
ტრავმირებულია გადატანილი ომით და ფსიქოლოგების პროფესიულ დახმარებას
საჭიროებს.
ბავშვებთან პროფესიონალ ფსიქოლოგთა რამდენიმე ჯგუფი მუშაობს, მაგრამ
ქვეყანას ამ სფეროში მეტი კვალიფიციური კადრი ესაჭიროება. ამ ინფორმაციას
ევროპის რამდენიმე ბავშვთა ომბუდსმენი გამოეხმაურა. პირველი კონკრეტული
დახმარება კი ქართველ კოლეგებს ნორვეგიის ბავშვთა ომბუდსმენმა შესთავაზა.
ამის საფუძველზე, ქალაქ ბერგენის კრიზისული ფსიქოლოგიის ცენტრმა ტრენინგზე
მიიწვია
ამ
სფეროში
მომუშავე
10
ქართველი
ფსიქოლოგი.
ტრენინგი ჩატარდა 2008 წლის 8–18 დეკემბერს და მისი თემა იყო კრიზისული
ინტერვენციის მეთოდის გამოყენება ომით ტრავმირებულ ბავშვებში. ტრენინგში
მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა ფსიქოლოგებმა, რომლებსაც ომით ტრავმირებულ
ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება აქვთ. რამდენიმე მათგანი კი სამაჩაბლოდან
დევნილ ბავშვებს ახლდა პოლონეთში აგვისტოსა და სექტემბერში.
ნორვეგიაში ტრენინგის გავლის შემდეგ ფსიქოლოგები განაგრძობენ მუშაობას
სამაჩაბლოს ბავშვებთან. გარდა ამისა, ისინი მიღებულ ცოდნას გაუზიარებენ
თავიანთ კოლეგებს და ტრენინგებს ჩაუტარებენ იმ მასწავლებლებს, რომლებსაც
ყოველდღიური
კავშირი
აქვთ
სამაჩაბლოს
რეგიონის
მოსწავლეებთან.
ნორვეგიის ბავშვთა ომბუდსმენის, ბატონი რეიდარ ჰერმანის ინიციატივით, 2009
წლის მეორე ნახევრისთვის დაიგეგმა კონფერენცია, რომელიც შეაჯამებს
განხორციელებულ სამუშაოს და განიხილავს ომით ტრავმირებული ბავშვების
რეაბილიტაციის
საკითხებს.
კონფერენციის ორგანიზატორები იქნებიან საქართველოს სახალხო დამცველის
ბავშვის უფლებათა ცენტრი, ნორვეგიის ბავშვთა ომბუდსმენის ოფისი და ნორვეგიის
ქალაქ ბერგენის კრიზისული ფსიქოლოგიის ცენტრი.
329
ბავშვის უფლებები
ლიტვის ბავშვთა ომბუდსმენისა და საქართველოს სახალხო დამცველის
მემორანდუმი
საქართველოში ოფიციალური ვიზიტი განახორციელა ლიტვის რესპუბლიკის
ბავშვის უფლებათა კონტროლიორმა (ომბუდსმენმა) რემანტა შალაშევიჩიუტემ. უკვე
ერთი წელია, რაც სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა ცენტრის
გაძლიერების მიზნით ხორციელდება პროექტი ლიტვის მთავრობის დაფინანსებითა
და ლიტვის ბავშვთა ომბუდსმენის თანადგომით. პროექტი გულისხმობს სამ
ძირითად მიმართულებას:
1. ცენტრის სამოქმედო შესაძლებლობათა განვითარებას;
2. ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებების მონიტორინგს;
3. საზოგადოების ინფორმირებას ბავშვის უფლებების შესახებ.
2008 წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში ბავშვის უფლებების ცენტრში
ჩამოსული იყო ლიტვის ბავშვთა ომბუდსმენის ორი ექსპერტი, ასევე შესაძლებელი
გახდა სახალხო დამცველის აპარატის რეგიონულ ოფისებში, კერძოდ, ბათუმსა და
ქუთაისში ბავშვის უფლებების საკითხებზე მომუშავე სპეციალისტების დასაქმება.
სახალხო დამცველმა და ლიტვის ბავშვის უფლბების ომბუდსმენმა ისაუბრეს
სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე და მათ შორის გაფორმდა მემორანდუმი
თანამშრომლობის შესახებ.
330
მრავალშვილიანი და მარტოხელა დედები
მრავალშვილიანი და მარტოხელა დედები
თანამედროვე ეტაპზე საქართველოს წინაშე მდგარი ურთულესი სახელმწიფოებრივი
მშენებლობის პრობლემათა შორის ერთ – ერთი უმთავრესია ქვეყნის დემოგრაფიულ
განვითარებაში წარმოქმნილი სიძნელეების დაძლევა და ამ მიმართულებით სწორი
ორიენტირების დასახვა. ამ პრობლემის გადაწყვეტის გარეშე გარდაუვალია
საქართველოს მოსახლეობის შემცირება, რომლის შეჩერება შემდგომში შეიძლება
ვერც მოხერხდეს, ანუ თუ მოხერხდა, ამას რამდენიმე თაობის დიდი ძალისხმევა და
ფინანსური რესურსები დასჭირდება, ხოლო სასურველი ეფექტი შეიძლება ამ
შემთხვევაშიც ვერ იქნეს მიღებული.
საქართველოს კოსტიტუციის 36 მუხლის თანახმად:
„2. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.
3. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. „
გაერო-ს ხალხთმოსახლეობის ფონდის პროგნოზული გაანგარიშებით, არსებული
დემოგრაფიული ტენდენციების შენარჩუნების პირობებში, საქართველოში 2050
წლისათვის მოსახლეობის რაოდენობა განახევრდება. შემაშფოთებელია ის ფაქტიც,
რომ აღნიშნული ფონდის მიერ საქართველო შეტანილია იმ 50 ქვეყნის სიაში,
რომელიც დემოგრაფიულად მომაკვდავ ქვეყნად ითვლება.
დღეს დემოგრაფიული სიტუაცია საქართველოში ხასიათდება უმნიშვნელო ზრდითა
და შრომისუნარიანი მოსახლეობის მაღალი მიგრაციული აქტივობით, რაც
თანამედროვე
დემოგრაფიული
განვითარების
ძირითად
მახასიათებელს
წარმოადგენს და პირდაპირპროპორციულად აისახება ქვეყნის მოსახლეობის
დაბერებაზე. დაბერებულად ითვლება ერი, რომლის 65 წელს გადაცილებული
მოსახლეობაც მთელი მოსახლეობის 7 პროცენტზე მეტია. ჩვენთან კი ეს "კატეგორია"
დაახლოებით 16,38 % პროცენტს უდრის.
ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ძირითადი დემოგრაფიული
მაჩვენებლები (კოეფიციენტები) შემდეგია:
1990
2003
2004
2005
2006
2007
Sobadoba (aTas kacze)
17,1
10.7
11.5
10.7
10.9
11.2
gardacvaleba (aTas kacze)
9.3
10.6
11.3
9.9
9.6
9.4
bunebrivi mateba (aTas kacze)
7.8
0.0
0.2
0.8
1.3
1.8
ნათლად ჩანს, რომ მიუხედავად ზრდისა, ბუნებრივი მატება ქვეყანაში ძალზედ
დაბალია.
მძიმე სოციალურ–ეკონპომიკური მდგომარეობა და უმუშევრობა
გარე მიგრაციის ზრდას.
განაპირობებს
331
მრავალშვილიანი და მარტოხელა დედები
საქართველოში მიგრაციის სალდოს მაჩვენებლები:
1991–
1997
–750.9
1998
1999
2000
2001
2002
2003
2004
2005
2006
2007
–39.3
–36.1
–35.6
–32.6
–27.8
–27.5
5.5
76.3
–12.1
–20.7
უარყოფითი მიგრაციული სალდო გვიჩვენებს, რომ ქვეყნიდან გასულთა რაოდენობა
მეტია შემოსულთა საერთო რაოდენობაზე, რაც გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ
გარე მიგრაციის ტენდენცია ისევ გაჩნდა საქართველოში.
იმის გამო‚ რომ მიგრაციულ პროცესებში, ძირითადად, შრომისუნარიანი და
რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობა მონაწილეობს‚ ამ პერიოდში მნიშვნელოვნად
გამოიკვეთა მოსახლეობის დაბერების ტენდენცია.
რეგიონებში ბუნებრივი მატების მონაცემები:
საქართველო
Tbilisi
afxazeTi
aWarა
გuriა
imereTi
kaxeTi
mcxeTamTianeTi
raWa-leCxumi,
qvemo
svaneTis
samegrelozemo svaneTი
samcxejavaxeTი
qvemo
qarTli
Sida qarTli
2003
139
4211
–
1687
–758
1795
–1865
–577
2004
779
–107
–
2699
–532
–2039
–1862
–187
2005
5791
1630
–
1691
–314
227
–639
–34
2006
5540
1319
–
2028
–136
–666
–349
–72
2007
8109
2148
–
2124
48
–319
– 49
58
–596
664
–324
–397
–299
–1151
135
215
529
792
1
628
597
569
550
144
2846
2062
2502
2630
840
–128
680
273
422
დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის შესწავლამ გვაჩვენა, რომ რიგ
რეგიონებში აშკარა საფრთხე წარმოიქმნა ძირითადი მოსახლეობის დეპოპულაციის
თვალსაზრისით, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთში, გურიასა და კახეთში. არც სხვა
რეგიონებშია საქმე სახარბიელოდ. მოსახლეობის ბუნებრივი მატების კოეფიციენტი
უკანასკნელ წლებში თითქმის არ შეცვლილა ქვემო ქართლსა და აჭარაში.
332
მრავალშვილიანი და მარტოხელა დედები
ამ მძიმე ფონზე ხელისუფლება არა თუ არ ქმნის შესაბამის საყოფაცხოვრებო
პირობებს შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად, არამედ ოჯახებს მძიმე
არჩევანის წინაშე აყენებს.
გაუქმებულია სოციალური დახმარემის სისტემა, დაფუძნებული კატეგორიებზე
(სტატუსზე). როგორც წესი, ამ სტატუსის მქონე ადამიანები, მათ შორის,
მრავალშვილიანი
და მარტოხელა დედები, სიღარიბის მაღალ რისკ–ჯგუფებს
განეკუთნებიან, მაგრამ როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო განმარტავს, დიდი იყო იმ ადამიანთა რიცხვიც,
რომლებიც ცხოვრობდნენ უკიდურეს სიღარიბეში, მაგრამ ამ კატეგორიებს არ
განეკუთვნებოდნენ და, შესაბამისად, ვერ სარგებლობდნენ სოციალური დახმარებით.
სწორედ აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩამოყალიბდა საჭიროებებზე
დაფუძნებული სოციალური დაცვის სისტემა, შეიქმნა „სოციალურად დაუცველი
ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა“ და განხორციელდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ
მყოფი ოჯახების ფულადი სოციალური დახმარებით – საარსებო შემწეობით –
უზრუნველყოფა.
კერძოდ,
ფულადი
სოციალური
დახმარების
ოდენობა
დამოკიდებულია ოჯახის წევრთა რაოდენობაზე და თუ საარსებო შემწეობის
ოდენობა ერთსულიანი ოჯახებისათვის შეადგენს 30 ლარს, ოჯახის ყოველ მომდევნო
წევრზე აღნიშნულ თანხას ემატება 24 ლარი.
შესაბამისად, ზემოაღნიშნული პრინციპით განსაზღვრულ თანხას იღებენ მხოლოდ
ის
მარავალშვილიანი
ოჯახები
და
მარტოხელა
დედები,
რომლებიც
რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი
ბაზაში.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
ინფორმაციის თანახმად, საარსებო შემწეობის შემოღებამდე გრძელდება უმწეო
მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამა, რომლის
თანახმად, საოჯახო დახმარებას (სხვა კატეგორიებთან) იღებენ მრავალშვილიანი
ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 7 და 7–ზე მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი (საოჯახო
დახმარების ოდენობა შეადგენს 35 ლარს).
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის #273 დადგენილებით
დამტკიცდა ხელმოკლე ოჯახებში დაბადებული ახალშობილების დახმარების
მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა „ღირსეული დასაწყისი“, რომლის მიზანი იყო
ახალშობილის დაბადებასთან დაკავშირებით ხელმოკლე ოჯახების სოციალურეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ერთჯერადი ფულადი დახმარების
გაცემა. კერძოდ, დახმარება გაიცემოდა 2007 წლის 21 დეკემბრიდან დაბადებულ
ყოველ ახალშობილზე ერთჯერადი დახმარების სახით 1000 ლარის ოდენობით.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის დადგენილებით, სოციალური
მომსახურების სააგენტომ 2008 წლის 8 დეკემბრიდან „ღირსეული დასაწყისის“
ბარათის გაცემა შეწყვიტა. 234-ე დადგენილების საფუძველზე, ოჯახი, რომელიც
რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში
333
მრავალშვილიანი და მარტოხელა დედები
და 2008 წლის 5 დეკემბრამდე არ მიუმართავს განცხადებით სააგენტოსთვის,
„ღირსეული დასაწყისის“ ბარათს ვეღარ მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამის, „ღირსეული დასაწყისის" მე–6 მუხლი
მიუთითებს, რომ „პროგრამის მოქმედების ვადად განისაზღვროს 5 წელი“. როგორც
ჩანს, ეს ვადა უფრო ადრე ამოიწურა.
სახალხო დამცველის აპარატმა ასევე შეისწავლა მუნიციპალიტეტების 2009 წლის
ადგილობრივი ბიუჯეტებში გათვალისწინებული დახმარებები მრავალშვილიანი
ოჯახებისათვის და მარტოხელა დედებისათვის.
აღსანიშნავია, რომ სოციალური დაცვის ღონისძიებები ტარდება ასევე სოციალურად
დაუცველი ოჯახებისათვის. კერძოდ, მატერიალური დახმარების საშუალება
ეძლევათ მრავალშვილიან ოჯახებს და მარტოხელა დედებს სხვა კატეგორიის
მოქალაქეებთან ერთად, თუ ისინი შედიან სოციალურად დაუცველი მოსახლეობის
კატეგორიის ერთიან ბაზაში (სარეიტინგო ქულით 0 – 150 000მდე).
აქვე ხაზი უნდა გაესვას, რომ თუ ოჯახმა რომელიმე საქველმოქმედო
ორგანიზაციისგან ტელევიზორი ან მაცივარი მიიღო საჩუქრად, იგი სოციალურად
დაუცველთა ერთიან ბაზაში ვეღარ ხვდება და თვეში 20 ლარსაც ვეღარ იღებს. გარდა
ამისა, იბადება კითხვა: საკმარისია თუ არა ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფი
ოჯახებისთვის ერთი ბავშვის შენახვისათვის 20 ლარი?
რიგი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი
მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (როგორც წესი, ოთხი და მეტი შვილი) 18 –
წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური მატერიალური დახმარების
გაცემას 10 – 30 ლარის ოდენობით. ასევე, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის,
რომელთაც შეეძინათ მე–3, მე–4, მე–5 და მეტი შვილი – ერჯერადი მატერიალური
დახმარებების გაცემას.
ზოგი მუნიციპალიტი აფინანსებს სხვადასხვა მცირე პროგრამებს (სკოლამდელი
აღზრდის, სამუსიკო, სამხატვრო სკოლებში დაწესებული გადასახადი; პროფესიული
გადამზადება,
საყოფაცხოვრებო
ნარჩენების
გატანის
გადასახადისაგან
გათავისუფლება, მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობა და სხვადასხვა
ერთჯერადი დახმარება).
სამწუხაროდ, არსებობს რიგი მუნიციპალიტეტებისა, რომელთა ბიუჯეტებში
მრავალშვილიანი
და
მარტოხელა
დედებისათვის
დახმარების
ხარჯები
გათვალისწინებული არ არის. ასეთია: საგარეჯო, გურჯანი, წყალტუბო, ვანი, ხონი,
ტყიბულის, ზესტაფონი, ხარაგაული, თერჯოლა, დმანისი, ბოლნისი.
ასეთი მუნიციპალიტეტების განმარტებით, მრავალშვილიანი და მარტოხელა
დედებისათვის არ არის გათვალისწინებული სოციალური დახმარება, იმის გამო,
რომ
მუნიციპალიტეტის
საკრებულოებს
არ
აქვთ
განსაზღვრული
მრავალშვილიანობის კატეგორია (შვილების რაოდენობა), ხოლო მარტოხელა
334
მრავალშვილიანი და მარტოხელა დედები
დედები ცალკე
სტრუქტურაში.
კატეგორიად
არ
არის
აღრიცხული
არცერთ
სოციალურ
ახალი სოციალური დახმარების სისტემის შემოღებამდე, მრავალშვილიან ოჯახებად
ითვლებოდნენ ისინი, რომეთაც ჰყავთ სამი და მეტი შვილი (საკონსულო
მოსაკრებილის შესახებ კანონი (28.12.2001), საქართველოს საგადასახადო
კოდექსი(22.12.2004) და სხვა).
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის #145 დადგენილებაში
„მიზნობრივი სოციალური დახმარების შესახებ“, მრავალშვილიან ოჯახებად უკვე
ითვლება ისეთი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 7 ან მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი.
იგივე განმარტება გვხვდება შემდგომ მთავრობის დადგენილებებშიც.
2008 – 2009 წლების საოჯახო დახმარების მიღების პირთა კატეგორიების მიხედვით
აღნიშნულია: მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 7 ან მეტი 18 წლამდე
ასაკის ბავშვი.
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
2009, იანვარი
სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2008 წლის ივნისიდან 2009 წლის
იანვრის ჩათვლით საოჯახო დახმარებების მიმღებ მრავალშვილიანი დედების
რაოდენობა (7 ან მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი):
თბილისი
11
9
8
7
7
6
6
7
გურია
1
1
1
1
1
1
1
1
რაჭა–ლეჩხუმი
-
-
-
-
-
-
-
-
კახეთი
-
-
-
-
-
-
-
-
იმერეთი
მცხეთა–
მთიანეთი
სამეგრელო–ზემო
სვანეთი
2
2
2
2
1
1
1
1
2
2
2
2
2
-
-
-
6
5
5
5
5
5
5
5
სამცხე–ჯავახეთი
3
3
3
3
3
3
3
3
ქვემო ქართლი
3
3
3
3
2
2
2
2
შიდა ქართლი
-
-
-
-
-
-
-
-
აჭარის არ
-
-
-
-
-
-
-
-
ზემო სვანეთი
-
-
-
-
-
-
-
-
სულ
28
25
24
23
21
18
18
19
რეგიონები
335
მრავალშვილიანი და მარტოხელა დედები
ნათლად ჩანს ბოლო 8 თვის განმავლობაში მრავალშვილიანი ოჯახების კლების
ტენდენცია.
როგორც ჩანს, ხელისუფლება მრავალშვილიან ოჯახად მხოლოდ 7 და მეტი შვილის
მშობელს აღიარებს, ხოლო მათდამი დახმარება ძალზედ მწირია. მაშინ, როდესაც,
ხელისუფლების მტკიცებით, ქვეყნის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება.
რა თქმა უნდა, ბავშვის ყოლისათვის ფული არ არის ერთადერთი გადამწყვეტი
ფაქტორი, მაგრამ, მიგვაჩნია, რომ ფულადი დახმარება ხელმოკლე ოჯახებისათვის
(და არა მარტო მათთვის) ბავშვის გასაჩენად ერთგვარი სტიმული შეიძლება იყოს.
ამასთან, საქართველოში მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით,
მრავალშვილიანი ოჯახისთვის დახმარების გაცემის საფუძველი მარტო ოჯახის
ხელმოკლეობა არ უნდა იყოს. კერძოდ, ნებისმიერი ოჯახი, რომელიც მოინდომებს
ოთხი ან მეტი შვილის ყოლას, უნდა სარგებლობდეს განსაკუთრებული ყურადღებით
და მხარდაჭერით სახელმწიფოს მხრიდან.
საქართველოში არსებული დემოგრაფიული სიტუაცია მოითხოვს ყოველმხრივ
გაანალიზებული
სახელმწიფო
პოლიტიკის
გატარებას,
რომელიც
უნდა
ხორციელდებოდეს
ქვეყნის
მოსახლეობის
სპეციფიკის
გათვალისწინებით.
სახელმწიფოებრივ დონეზე უნდა იქნეს აყვანილი მოსახლეობის შვილიანობის
მასტიმულირებელი ღონისძიებები. ამ სახის მუშაობა სახელმწიფოს სოციალური
პოლიტიკის
უმნიშვნელოვანესი
შემადგენელი
ნაწილი
უნდა
გახდეს.
შობადობის სტიმულირებასა და ქალთა ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესებაზე
მიმართული ღონისძიებები უნდა ითვალისწინებდეს მრავალშვილიანობის ფართო
პროპაგანდას, მესამე და მეოთხე შვილის გაჩენასთან დაკავშირებული სხვადასხვა
სახის შეღავათებისა და დახმარებების დაწესებას.
რეკომენდაციები:
საქართველოს მთავრობას:
1. საქართველოს მთავრობამ შეიმუშაოს სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც
შესაძლებლობას მისცემს როგორც ხელისუფლებას, ასევე საზოგადოებას,
ნათლად წარმოიდგინონ საკუთარი როლი, მოვალეობები და შესაძლებლობები
დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების საქმეში;
2. საქართველოს მთავრობამ გამოსცეს ნორმატიული აქტი, რომლითაც
განისაზღვრება მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსის მინიჭება ოთხი და მეტი
შვილიანი ოჯახისათვის და ამ სტატუსთან დაკავშირებული დახმარებებისა და
შეღავათების სახეები, რომლებიც გაიცემა ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური
მდგომარეობის გაუთვალისწინებლად.
336
საარსებო შემწეობა
საარსებო შემწეობა
„ადამიანის მაღალი მისწრაფება“ არის „შეიქმნას ისეთი სამყარო, რომელშიც ის
იცხოვრებს შიშისა და გაჭირვების გარეშე“.126
სოციალური უზრუნველყოფის უფლება გარანტირებულია როგორც ადამიანის
უფლებათა საერთაშორისო ბილით (საერთაშორისო ბილი მოიცავს გაეროს ადამიანის
უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა და
ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტებს),
ისევე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №102 კონვენციით, ევროპის
სოციალური ქარტიით და სხვა საერთაშორისო აქტებით.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის თანახმად: „ყოველ
ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის
უფლება და უფლება, განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ
დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის
მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად ის
უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი
პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის“.
ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, პირის ღირსების შენარჩუნებას და მისი
პიროვნების თავისუფალ განვითარებას განაპირობებს ის, რომ სახელმწიფოების
მიერ განხორციელდეს საერთაშორისო აქტებით აღიარებული ვალდებულებების
ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაცია, ისევე, როგორც სოციალური
უზრუნველყოფის უფლების რეალიზებისათვის ეფექტიანი ღონისძიებების გატარება
ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო
პაქტის მე-9 მუხლის დანაწესის მიხედვით: „ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები
აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე,
სოციალური დაზღვევის ჩათვლით“.
ამდენად, ზემოთ მითითებული ნორმებით დეკლარირებულია და დაცულია ყოველი
პირის სოციალური უზრუნველყოფის უფლება. აქვე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს,
რომ უფლება წარმოშობს შესაბამისი ვალდებულებების არსებობას და მოითხოვს მათ
კეთილსინდისიერად შესრულებას. საერთაშორისო სამართლის მიხედვით,
ადამიანის უფლებათა სფეროში ვალდებულებების განხორციელებაზე მთავარი
პასუხისმგებლობა სწორედ სახელმწიფოს ეკისრება. ანუ სახელმწიფოებს (მათ შორის
საქართველოს), როგორც ზემოთ დასახელებული საერთაშორისო აქტების
126
გაეროს 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულა.
337
საარსებო შემწეობა
ხელმშემკვრელ მხარეებს, ეკისრებათ ვალდებულება, მათ ხელთ არსებული
რესურსების შესაბამისად გადადგან ქმედითი ნაბიჯები იმისათვის, რათა ყოველი
ადამიანი
უზრუნველყოფილი
იყოს
ცხოვრების
პირობების
სათანადო
სტანდარტებით.
სოციალური
უზრუნველყოფის
უფლების
გარანტირება
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია იმ პირთათვის, რომელთაც არა აქვთ ქონება, ან რომელთაც
უმუშევრობის, ასაკის ან შეზღუდული შესაძლებლობის გამო არ შეუძლიათ, შრომით
უზრუნველყონ ცხოვრების სათანადო პირობები.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო
პაქტის მე-2 მუხლი აკისრებს სახელმწიფოებს ვალდებულებას, „გადადგან ნაბიჯები
მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით აღიარებული
უფლებების თანდათანობითი, სრული რეალიზაციისათვის“127.
ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სოციალური უფლებები პროგრამულ,
ეტაპობრივად განსახორციელებელ უფლებებად შეიძლება აღიქმებოდეს, ვინაიდან
შეიცავს
შემზღუდველ
დებულებას
„თანდათანობითი,
სრული
განხორციელებისათვის“. მართალია, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული
უფლებების რეალიზება დამოკიდებულია რესურსების ხელმისაწვდომობაზე,
რადგან მათ უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს დიდი ხარჯების გაწევა უწევს,
მაგრამ ვალდებულება (ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების
გარანტირება) იმავდროულად უმოკლეს ვადაში განხორციელებას მოითხოვს.
აქვე მნიშვნელოვანია ითქვას, რომ „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული
უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე–2 მუხლი განსაკუთრებით უსვამს
ხაზს
მოცემული
აქტით
აღიარებული
უფლებების
რეალიზაციისათვის
საკანონმდებლო ღონისძიებების გატარების აუცილებლობას. ეკონომიკური,
სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი აღიარებს, რომ „მრავალ
შემთხვევაში კანონმდებლობა უაღრესად საჭიროა, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში –
გარდაუვალიც“.128
რიგ ქვეყნებში სოციალური უზრუნველყოფის შემწეობათა სამართლებრივი ბაზა
მოიცავს როგორც შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებს, ისევე სახელმწიფოს მიერ
მიღებულ საკანონმდებლო აქტებს.
საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის უზენაეს კანონს წარმოადგენს. კონსტიტუციის
მე–6 მუხლის 1–ლი პუნქტის თანახმად, „ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა
შეესაბამებოდეს კონსტიტუციას“. მართალია, საქართველოს უზენაესი კანონი არ
შეიცავს ჩანაწერს სოციალური
უზრუნველყოფის უფლების შესახებ, მაგრამ
127
იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2008 წლის პირველი ნახევრის მოხსენება, თავი
„სოციალურ–ეკონომიკური უფლებები“, სოციალური უზრუნველყოფის შესახებ საკითხები, პენსიები,
გვ.199-200.
128
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების ზოგადი კომენტარი №3. ადგ. ციტ.
(შენიშვნა 6), აბზაცი 3.
338
საარსებო შემწეობა
მოცემული
უფლება
129
პრინციპებიდან .
თავისთავად
გამომდინარეობს
კონსტიტუციის
საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ
ურთიერთობებს აწესრიგებს და სოციალური დახმარების სახეებსა და მისი
დანიშვნის ძირითად პრინციპებს ადგენს 2006 წლის 29 დეკემბერს საქართველოს
პარლამენტის მიერ მიღებული კანონი „სოციალური დახმარების შესახებ“.
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–4 მუხლის „ი“
ქვეპუნქტის შესაბამისად, „სოციალური დახმარება არის ნებისმიერი სახის, ფულადი
ან არაფულადი ხასიათის სარგებელი, რომელიც განკუთვნილია სპეციალური
მზრუნველობის საჭიროების მქონე პირისათვის, ღატაკი ოჯახისათვის ან უსახლკარო
პირისათვის“.
ამრიგად, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად,
არსებობს ორი სახის სოციალური დახმარება: ფულადი (ფულადი დახმარება
სოციალური უზრუნველყოფის შემწეობათა ძირითადი სახეა) და არაფულადი.
ამჯერად განვიხილავთ და ყურადღებას შევაჩერებთ დაუცველი და არახელსაყრელ
პირობებში მცხოვრები ოჯახების მიერ ფულადი სოციალური დახმარების ერთ-ერთი
სახით - საარსებო შემწეობით სარგებლობის უფლებასთან დაკავშირებულ
პრობლემებზე.
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით,
საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია
შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების („სოციალური
დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის მიხედვით,
ცნება - ღატაკი ოჯახი - განიმარტება შემდეგნაირად: განცალკევებულ საცხოვრებელ
ფართობზე მუდმივად მცხოვრები პირი ან პირთა წრე, რომელიც ეწევა ერთობლივ
შინასამეურნეო საქმიანობას და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის
მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ დონეზე ნაკლებია)
სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.
2006 წლის 28 ივლისის „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის
№145 დადგენილების მე–5 მუხლის თანახმად, საარსებო შემწეობა გაიცემა იმ
ოჯახებზე, რომლებიც, 2005 წლის 17 მარტის „ქვეყანაში სიღატაკის დონის
შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა
შესახებ“ საქართველოს მთავრობის №51 დადგენილებით დამტკიცებული
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის
შესაბამისად, რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების
მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული სარეიტინგო ქულის სიდიდე არ
აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობას (2006
წლის 28 ივლისის „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის
129 საქართველოს სახალხო დამცველის 2008 წლის პირველი ნახევრის მოხსენება, თავი „სოციალურ–
ეკონომიკური უფლებები“, სოციალური უზრუნველყოფის შესახებ საკითხები, შეღავათები, გვ. 203.
339
საარსებო შემწეობა
№145 დადგენილების მე–7 მუხლის შესაბამისად, საარსებო შემწეობის მისაღები
ზღვრული ქულაა 57 001).
სარეიტინგო ქულა, რომელიც წარმოადგენს ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური
მდგომარეობის მაჩვენებელ პირობით ერთეულს, ოჯახს ენიჭება სოციალური
აგენტის ვიზიტის დროს უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიწოდებული და
ხელმოწერით დადასტურებული მონაცემების საფუძველზე, რაც ხორციელდება
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 29 სექტემბრის
№1–1/1024 ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების
სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ შესაბამისად. მიღებული
მონაცემები (შევსებული „ოჯახის დეკლარაცია“) მუშავდება „სოციალურად
დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის
შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005
წლის 4 აგვისტოს №126 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის
მიხედვით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახისთვის საარსებო შემწეობის დანიშვნა
ხორციელდება მინიჭებული სარეიტინგო ქულის შესაბამისად.
საქართველოს სახალხო დამცველს 2008 წლის მეორე ნახევარში ხშირად
მიმართავდნენ მოქალაქეები, რომელთა სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა
ძალიან მძიმეა და მიუხედავად ამისა, ვერ მოხვდნენ იმ ოჯახების სიაში, რომლებიც
იღებენ ფულადი სახის სოციალურ დახმარებას – საარსებო შემწეობას. ყურადღებას
იმსახურებს
ის
გარემოება,
რომ
საქართველოს
სახალხო
დამცველის
თანამშრომლების მიერ მოქალაქეთა ოჯახებში ჩატარებული მონიტორინგის, ანუ
ვიზუალური
დათვალიერების
შემდეგ
განხორციელებული
რეაგირება
(საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ
– სოციალური მომსახურების (წინათ სუბსიდიების) სააგენტოსადმი კონკრეტული
ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შესწავლის
თხოვნით მიმართვა), უმრავლეს შემთხვევაში, სასურველი შედეგით დასრულდა და
ოჯახებს დაენიშნათ საარსებო შემწეობა130.
რა თქმა უნდა, საქმის დადებითად გადაწყვეტა, მოქალაქის დარღვეული უფლების
აღდგენა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის ადამიანის უფლებათა
და თავისუფლებათა დაცვის კუთხით კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ
ამავე დროს აუცილებელია, ვიმსჯელოთ იმაზე, თუ საიდან ან ვისგან მომდინარეობს
უფლების დარღვევის ფაქტი: ადმინისტრაციული ორგანოსგან (ამ შემთხვევაში
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ
– სოციალური მომსახურების (წინათ სუბსიდიების) სააგენტოსგან, რომელსაც
დელეგირებული აქვს საჯარო უფლებამოსილების განხორციელება), რომელიც
130 იხ. დანართში მოქალაქე ჯემალ ხ.–ს საქმე, მოქალაქე ნათელა თ.–ს საქმე, მოქალაქე ნათელა ზ.–სა
და მოქალაქე ვიჩისლავა ს.–ს საქმე
340
საარსებო შემწეობა
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს მაძიებელი ოჯახებისათვის
საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას,
აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა
გადაწყვეტას;
ასევე სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის
მარეგულირებელი
აქტების
მრავალი
ხარვეზისა
და
ბუნდოვანი
ფორმულირებებიდან, რაც მიგვითითებს ცვლილებებისა და, განსაკუთრებით,
„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ–ეკონომიკური
მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2005 წლის 4 აგვისტოს №126 დადგენილებით დამტკიცებულ
მეთოდოლოგიაში განსახორციელებელი ცვლილებების აუცილებლობაზე.
ზემოთ ჩამოყალიბებული ორივე მოსაზრება რომ რეალურად ქმნის პრობლემებს, ამას
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში განხილული არაერთი საქმე
ადასტურებს.131
კომპიუტერული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ოჯახის დეკლარაციაში
დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას და ამავე მონაცემების
საფუძველზე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის
გამოყენებით მიიღება მაძიებელი ოჯახის სარეიტინგო ქულა, მრავალ ხარვეზს
შეიცავს, რაც სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხილული საქმეების მიხედვით
საკმაოდ თვალხილულია (იხ. დანართი). ერთ კონკრეტულ განცხადებასთან (იხ.
დანართში მოქალაქე ჯემალ ხ.–ს საქმე) მიმართებაში არ შეიძლება, დაშვებული
უზუსტობა ან ტექნიკური ხარვეზი შეადგენდეს 27 900 ქულას და დაუხვეწავი
კომპიუტერული პროგრამის თუ მეთოდოლოგიის (2005 წლის 17 მარტის „ქვეყანაში
სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის
ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის №51 დადგენილების მე–2 მუხლის
1–ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, მეთოდოლოგია არის „საქართველოს
მთავრობის მიერ დადგენილი ნორმებისა და მახასიათებლების ერთობლიობა,
რომლებიც
გამოიყენება
ოჯახის
სოციალურ–ეკონომიკური
მდგომარეობის
შესაფასებლად“) მიზეზით ოჯახს, რომელიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს,
შეეზღუდოს ფულადი სოციალური დახმარების მიღების უფლება.
ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიაში
შესაბამისი ცვლილებების განხორციელების მიზანშეწონილობას ის არგუმენტიც
ამტკიცებს, რომ არ შეიძლება ოჯახს, რომელიც უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობს
და მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში 20 წლის წინათ შეძენილი ტელევიზორი ან
მაცივარი აქვს, არ მიეცეს შესაძლებლობა, ისარგებლოს სოციალური დახმარებით.
ანუ ოჯახის მყარ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე არ მეტყველებს
საცხოვრებელ სახლში ტელევიზორის ან მაცივრის არსებობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ „სოციალური
დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით,
აკრძალულია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის,
131
იხ. დანართში მოქალაქე ჯემალ ხ.–ს საქმე, მოქალაქე ნათელა თ.–ს საქმე, მოქალაქე ნათელა ზ.–სა
და მოქალაქე ვიჩისლავა ს.–ს საქმე
341
საარსებო შემწეობა
აგრეთვე საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი დონისა და ფულადი
სოციალური დახმარების ოდენობის გასაჩივრება132, საქართველოს სახალხო
დამცველმა 2008 წლის 17 ივლისს მიმართა სოციალური სუბსიდიების
(დღესდღეობით მომსახურების) სააგენტოს „სახალხო დამცველის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის მე–18 მუხლის თანახმად, მოეწოდებინა შემდეგი
ინფორმაცია, კერძოდ: განხორციელდა თუ არა ან იგეგმება თუ არა სოციალური
დახმარების მიზნობრივ პროგრამაში ცვლილებების განხორციელება.
2008 წლის 29 ივლისს, სოციალური სუბსიდიების სააგენტოდან გამოგზავნილი
წერილის შესაბამისად, 2007 წლის 16 მაისის შემდეგ არ განხორციელებულა
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 აგვისტოს №126 დადგენილებით
დამტკიცებული
„სოციალურად
დაუცველი
ოჯახების (შინამეურნეობების)
სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ ცვლილება.
გარდა ამისა, გვაცნობეს, რომ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 4 ივნისის №337
განკარგულების შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროში მიმდინარეობდა სატენდერო კომისიის მუშაობა
– მიზნობრივი სოციალური დახმარების სისტემის მეთოდოლოგიისა და
ადმინისტრირების სქემების დასახვეწად საჭირო ინტელექტუალური მომსახურების
შესასყიდად. სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ინფორმაციით, შესყიდული
მომსახურების შედეგების გათვალისწინებით განხორციელდებოდა შესაბამისი
ცვლილებები სოციალური დახმარების მარეგულირებელ აქტებში.
რამდენად დაიხვეწა სოციალური დახმარების სისტემის მეთოდოლოგია და
ადმინისტრირების სქემები და რამდენად გააუმჯობესა შესაბამის ნორმატიულ
აქტებში
განხორციელებულმა ცვლილებებმა დაუცველი და არახელსაყრელ
პირობებში მცხოვრები პირების მიერ სოციალური დახმარებით სარგებლობის
უფლება, 2009 წლის პირველი ნახევარი გვიჩვენებს. თუმცა, თუ გავაანალიზებთ
(,,სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ” საქართველოს
მთავრობის 2005 წლის 4 აგვისტოს N126 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის
თაობაზე) საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 დეკემბრის №241 დადგენილების
მე–2 მუხლის შინაარსს (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო
132
მოცემულთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელით
მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს „სოციალური დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე, ვინაიდან
მიიჩნია, რომ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის, აგრეთვე
საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი დონისა და ფულადი სოციალური დახმარების ოდენობის
გასაჩივრების დაუშვებლობა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი
პუნქტის დანაწესს: „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად
მიმართოს სასამართლოს“. აღნიშნული სარჩელი დღეის მდგომარეობით განხილვის სტადიაზეა.
საქართველოს სახალხო დამცველის 2008 წლის პირველი ნახევრის მოხსენება, თავი „სოციალურ–
ეკონომიკური უფლებები“, სოციალური უზრუნველყოფის შესახებ საკითხები, შეღავათები, გვ. 208–
209.
342
საარსებო შემწეობა
სამართლის იურიდიულმა პირმა _ სოციალური სუბსიდიების სააგენტომ, ამ
დადგენილების
პირველი
მუხლით
განხორციელებული
ცვლილებების
გათვალისწინებით (ზემოაღნიშნული დადგენილებით გარკვეული ცვლილებები
შეტანილი
იქნა
სარეიტინგო
ქულის
გამომთვლელ
მეთოდოლოგიაში),
უზრუნველყოს ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში”
რეგისტრირებული ყველა იმ ოჯახის (შინამეურნეობის) სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის განმეორებითი შეფასება (გადათვლა), რომელთა ,,ოჯახის დეკლარაციის” შევსება განხორციელდა 2008 წლის 28 ივლისიდან), მივალთ იმ ლოგიკურ
დასკვნამდე, რომ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობის მიღწევისათვის,
მოცემულ შემთხვევაში, ღატაკი ოჯახებისათვის სოციალური დახმარებით
სარგებლობის უფლების რეალიზაციისათვის, უპრიანი იქნებოდა, თავად
ცვლილებები გამხდარიყო ეფექტური იურიდიული თვალსაზრისით და არ
გავრცელებულიყო მხოლოდ კონკრეტულ კატეგორიაზე.
ამდენად, მოქალაქეთა სოციალური უზრუნველყოფის უფლებით სარგებლობის
გარანტირება სახელმწიფოს უპირველეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს, მით
უფრო მაშინ, როცა საქართველოში უმუშევრობა და უკიდურესი სიდუხჭირე
მძვინვარებს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, სახელმწიფომ მკვეთრად
განსაზღვროს პრიორიტეტები ბიუჯეტის განკარგვისას. ანუ სახელმწიფო,
სოციალური უზრუნველყოფის უფლების რეალიზაციისას, აქცენტს რესურსების
სიმცირეზე კი არ უნდა აკეთებდეს, არამედ უნდა შეიმუშაოს სტრატრეგია ქვეყანაში
არსებული რესურსების მიზნობრივად
განსაკარგად მოცემული უფლების
უზრუნველყოფისათვის.
რეკომენდაცია
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:
უზრუნველყოფილ იქნეს მიზნობრივი სოციალური დახმარების სისტემის
მეთოდოლოგიისა და ადმინისტრირების სქემების დახვეწა და შესაბამისად
ცვლილებების განხორციელება სოციალური დახმარების მარეგულირებელ აქტებში.
343
შრომითი მოვალეობის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება
შრომითი მოვალეობის დროს მიყენებული ზიანის
ანაზღაურება
დასაქმებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო
სამუშაო გარემოთი უზრუნველყოფის და იმავდროულად შრომითი მოვალეობის
შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის დამსაქმებლის
მიერ სათანადოდ ანაზღაურების ვალდებულება გარანტირებულია როგორც
საერთაშორისო, ისე ეროვნული ნორმატიული აქტებით.
„შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული
ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24
მარტის
№53
დადგენილებით
დამტკიცებულია
„შრომითი
მოვალეობის
შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების
წესი“. ამავე დადგენილების პირველი მუხლის თანამხმად საწარმოში,
დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის
მიუხედავად,
შრომითი
მოვალეობის
შესრულებისას
დასაქმებულის
ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ზემოაღნიშნული წესით,
საქართველოს შრომის კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით
განსაზღვრულ შემთხვევებში.
საქართველოს შრომის კოდექსის მე–8 თავის თანახმად დასაქმებულს უფლება აქვს
იმუშაოს უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოში; ამავე თავის 35–ე მუხლის მე–6
ნაწილის თანახმად დამსაქმებლი ვალდებულია „სრულად აუნაზღაუროს მუშაკს
სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული, ჯანმრთელობის მდგომარეობის
გაუარესებით მიყენებული ზიანი და აუცილებელი მკურნალობის ხარჯები“.
სამოქალაქო კოდექსის დელიქტური ვალდებულებების კარის 992–ე მუხლის
შესაბამისად კი, „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან
გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას
ეს ზიანი“. ამავე კოდექსის 408–ე მუხლის დანაწესისამებრ, „თუ სხეულის
დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს
წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები,
დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით“.
ამდენად, საქართველოს კანონმდებლობა ერთმნიშვნელოვნად ადგენს დამსაქმებლის
ვალდებულებას, აანაზღაუროს მისი ბრალეული მოქმედებით დასაქმებულისათვის
შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანი; თუმცა, ზემოთ
მოცემული მთავრობის დადგენილებით დამკიცებული წესი ხასიათდება რიგი
ხარვეზებით. კერძოდ, ჩვენი მხრიდან შესწავლილ იქნა – რამდენად ამომწურავად
არის
განსაზღვრული შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის
ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების (დელიქტის) შედეგად წარმოშობილი
ურთიერთობები და დამქირავებლის ვალდებულებები; რამდენად აკონკრეტებს
მოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი დაზარალებულის უფლებებს;
344
შრომითი მოვალეობის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება
რამდენად ადგენს დამატებით გარანტიებს მისთვის დამსაქმებლის ბრალეული
მოქმედების შედეგად ჯანმრთელობისათვის მიყენებული ვნების სათანადოდ
ანაზღაურებისათვის და მოცემული კატეგორიისათვის რამდენად უზრუნველყოფს
ცხოვრების სათანადო პირობების გარანტირებას. მოცემული საკითხების შესწავლის
შედეგებს წარმოგიდგენთ ქვემოთ.
2007 წლის 24 მარტს საქართველოს მთავრობის მიერ №53 დადგენილებით შრომითი
მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის
ანაზღაურების თანდართული წესის დამტკიცებამდე, საქართველოს შრომის
კოდექსთან და საქართველოს სამოქალაქო კოდექსთან ერთად შრომითი მოვალეობის
შესრულებისას
დასაქმებულის
ჯანმრთელობისათვის
მიყენებული
ზიანი
ანაზღაურდებოდა
„შრომითი
მოვალეობის
შესრულებისას
მუშაკის
ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის
შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულების
შესაბამისად. ზემოხსენებული აქტი ძალადაკარგულად გამოცხადდა, ანუ მისი
იურიდიული მოქმედება შეწყდა 2007 წლის I მარტიდან საქართველოს პრეზიდენტის
№93 (02.06.2007) ბრძანებულებით.
1999 წლის 9 თებერვლის საქართველოს პრეზიდენტის №48 ბრძანებულებით
„შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების
მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ ამომწურავად
იყო
განსაზღვრული მუშაკთა შრომითი მოვალეობის შესრულებისას საწარმოო ტრავმით,
პროფესიული დაავადებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად
დამქირავებლის მიერ ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლები, კერძოდ,
ზემოხსენებული აქტის მიხედვით:
•
დაზარალებულს
ზიანი
აუნაზღაურდებოდა
ყოველთვიური
სარჩოს
გადახდით იმ ვადით, რა ვადითაც დადგენილი ჰქონდა შრომის უნარის
ხარისხის დაკარგვა;
•
თუ ორგანიზაციაში აღარ არსებობდა დაზარალებულის ან იმავე თანრიგის
პროფესიები და თანამდებობები, დაზარალებულს სარჩო განესაზღვრებოდა
სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური სამმაგი, ხოლო იმ
ორგანიზაციებში, სადაც ხორციელდებოდა მის ბალანსზე არსებული ქონების
10 პროცენტზე მეტი ინვესტიცია, არსებული შრომის ანაზღაურების
მინიმალური დონის ორმაგი ოდენობიდან;
•
დაზარალებულს, რომელიც დროებით გადაიყვანეს, მისი თანხმობით,
სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის კომისიის ან ჯანმრთელობის დაცვის
დაწესებულებების საექიმო–საკონსულტაციო კომისიის რეკომენდაციის
საფუძველზე, შედარებით მსუბუქ, დაბალანაზღაურებად სამუშაოზე
(თანამდებობაზე), დამქირავებელი უხდიდა სხვაობას წინანდელ და ახალ
სამუშაოზე დანიშნულ ხელფასებს შორის. ასეთ სხვაობას დამქირავებელი
იხდიდა შრომისუნარიანობის აღდგენამდე ან შრომისუნარიანობის ხარისხის
დაკარგვამდე, ან ინვალიდობის დადგენამდე. თუ დამქირავებელს არ შეეძლო,
345
შრომითი მოვალეობის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება
უზრუნველეყო
მითითებულ
დროში
სხვა
სამუშაოზე
გადაყვანა,
დაზარალებულს უნაზღაურდებოდა წინანდელი ხელფასი იმავე ვადებით;
•
თუ დაზარალებულს არ შეეძლო ადრინდელი სამუშაოს შესრულება,
დამქირავებელი ვალდებული იყო დაზარალებულთან შეთანხმებით
სამკურნალო დაწესებულების ან სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის
კომისიის დასკვნის საფუძველზე უზრუნველეყო ორგანიზაციის ხარჯებით
დაზარალებულის გადამზადება ახალი პროფესიის დაუფლების მიზნით.
ახალი
პროფესიის
დაუფლების
პერიოდში
დაზარალებულს
უნაზღაურდებოდა თვიური გამომუშავება ადრინდელი სამუშაოს მიხედვით;
•
„მეწარმეთა
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული
ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმის საწარმოებისა და საქართველოს
სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული არაკომერციული იურიდიული
პირებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების გაკოტრების ან
ლიკვიდაციის
შემთხვევაში
დამქირავებელი
ვალდებული
იყო,
დაზარალებულისთვის ყოველთვიური სარჩოს ნაცვლად მიეცა კომპენსაცია
ფულადი სახით ორგანიზაციის ქონებიდან, მოქმედი კანონმდებლობის
შესაბამისად;
•
დამქირავებელი
ვალდებული იყო, ყოველთვიური სარჩოს
გარდა
დაზარალებულისთვის აენაზღაურებინა დამატებითი ხარჯები, რომლებიც
გამოწვეული იყო სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების
მიყენების შედეგად. ანაზღაურებას ექვემდებარებოდა ხარჯები დამატებითი
კვებისათვის,
წამლების
შეძენისათვის,
პროთეზირებისათვის,
დაზარალებულის მოვლისათვის, მოვლის საგნებისათვის, სანატორიულსაკურორტო მკურნალობისათვის დაზარალებულის სამკურნალო ადგილამდე
მგზავრობის საფასურის ჩათვლით, აუცილებლობის შემთხვევაში კი მისი
გამცილებლის მგზავრობის ხარჯებიც, სპეციალური სატრანსპორტო
საშუალებების შეძენისა და მათი კაპიტალური შეკეთებისათვის, საწვავის
შეძენისათვის და სხვა;
•
დაზარალებულს, რომელიც საჭიროებდა როგორც სპეციალურ სამედიცინო,
ისე საყოფაცხოვრებო მოვლას, ხარჯები აუნაზღაურდებოდა ორივე
მოვლისათვის ცალ–ცალკე. დაზარალებულის მოვლის ხარჯების ანაზღაურება
ხდებოდა იმის მიუხედავად, თუ ვინ უვლიდა მას;
•
საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის რეორგანიზაციის (შერწყმა,
შეერთება, გაყოფა, გამოყოფა, გარდაქმნა) შემთხვევაში დაზარალებულისთვის
ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრებოდა უფლებამონაცვლე
ორგანიზაციას. ხოლო 100%–იანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით
შექმნილ საწარმოებში, რომლებსაც უფლებამონაცვლე არ ჰყავდათ, საწარმოო
ტრავმით დაზარალებულ პირთა აღრიცხვას, ზიანის ანაზღაურების
გაანგარიშებას და გაცემას უზრუნველყოფდა სსიპ – სოციალური დაზღვევის
ერთიანი
სახელმწიფო
ფონდი
(დღესდღეობით
სსიპ
სოციალური
346
შრომითი მოვალეობის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება
მომსახურების სააგენტო) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ამ
დანიშნულებით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
იმის საილუსტრაციოდ, 1999 წლის 9 თებერვლის პრეზიდენტის ბრძანებულების
გაუქმების და 2007 წლის მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი წესის
დამტკიცების შემდეგ განხორციელდა თუ არა დამსაქმებლის ბრალეული
მოქმედებით შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ზიანის
მიყენების შედეგად დაზარალებულ პირთა უფლებების დამატებითი გარანტირება
და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ყურადღებას გავამახვილებთ
საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული დადგენილებით დასაქმებულისათვის
მინიჭებულ უფლებებზე და დამსაქმებლის შესაბამის ვალდებულებებზე:
დამსაქმებელი ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა
დასაქმებულის ჯანმრთელობას შრომითი მოვალეობის შესრულებისას, თუ
ზიანი გამოწვეულია დამსაქმებლის ბრალეული მოქმედებით და შრომის
კოდექსი და სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების
ვალდებულებას ასეთი მოქმედებისათვის და თუ არ არის გასული მოთხოვნის
წარდგენის
საქართველოს
სამოქალაქო
კოდექსით
დადგენილი
ხანდაზმულობის ვადა;
2007 წლის 1 მარტის შემდეგ არ შეიძლება, დაწესდეს ახალი გასაცემლები
“შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების
მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს
პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის N48 ბრძანებულების იმ დებულებების
საფუძველზე, რომლებიც არეგულირებდნენ უფლებამონაცვლის არარსებობის
პირობებში გასაცემების დანიშვნის საფუძვლებს, მიუხედავად იმისა,
მიმდინარეობს თუ არა ამ საკითხზე სამართალწარმოება სასამართლოებში;
“შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების
მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს
პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის N48 ბრძანებულების მოთხოვნათა
დაცვით დანიშნული “ზიანის ანაზღაურების სარჩო” ექვემდებარება
ანაზღაურებას დამსაქმებლის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ, გარდა
შემდეგი შემთხვევისა: დამსაქმებელის (მათ შორის სამინისტროს, საქვეუწყებო
დაწესებულების, სტრუქტურული ერთეულის ან საჯარო სამართლის
იურიდიული პირის) გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში წყდება
დანიშნული “ზიანის ანაზღაურების ყოველთვიური სარჩოს” გაცემის
ვალდებულება;
“საქნახშირის” დეპარტამენტის შახტებსა და სხვა საწარმოებში შექმნილი
მდგომარეობისა და მათი მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ”
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 15 ოქტომბრის N429-ა
ბრძანებულებით გათვალისწინებული პირებისათვის წყდება სარჩოსა და სხვა
გასაცემების გაცემის ვალდებულება 2007 წლის 1 მარტიდან, ხოლო იმ პირების
მიმართ, რომლებზეც არ განხორციელებულა მათი გაცემის ვალდებულების
347
შრომითი მოვალეობის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება
დაკისრება, მითითებული ვალდებულებები აღარ შეიძლება წარმოიშვას.
ზემოთ გათვალისწინებული პირებისათვის სარჩოს გაცემის ვალდებულების
შეწყვეტის გამო სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა
დამატებით ერთჯერადი კომპენსაციის გაცემა დანიშნული ზიანის
ანაზღაურების სარჩოს – ექვსი თვის ოდენობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათლად წარმოჩინდა, თუ როგორ გაუარესდა
ზიანის ანაზღაურების სარჩოს მიმღებ პირთა მდგომარეობა საქართველოს
მთავრობის მიერ 2007 წლის 24 მარტს №53 დადგენილებით დამტკიცებული
„შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული
ზიანის ანაზღაურების თანდართული წესის“ შესაბამისად. როგორ გაქრა 1999 წლის 9
თებერვლის
საქართველოს პრეზიდენტის №48 „შრომითი მოვალეობის
შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის
ანაზღაურების წესის შესახებ“ ბრძანებულებით განსაზღვრული დამსაქმებლის
(ყოველთვიური სარჩოს გარდა დაზარალებულისათვის დამატებითი ხარჯების
ანაზღაურების, ორგანიზაციის უფლებამონაცვლის არარსებობისას შესაბამისი
ორგანოს (ამჟამად სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო) მიერ ახალი
გასაცემლების დაწესების შესახებ და მრავალი სხვა) ვალდებულებები; მაშინ, როცა
სახელმწიფოს ერთ–ერთი ძირითადი ვალდებულებაა, თავი შეიკავოს იმგვარი
ღონისძიებების გატარებისაგან, იქნება ეს კანონმდებლობაში განხორციელებული
ცვლილები თუ სხვა სახის ღონისძიებები, რომლებსაც შედეგად გარკვეული
ჯგუფისთვის უკვე არსებული სოციალური უფლებების შეზღუდვა შეიძლება
მოჰყვეს.
ამდენად, სრულიად საფუძვლიანია იმ მოქალაქეების წუხილი და მათ მიერ
გამოთქმული პრეტენზიები ხელისუფლების მისამართით, რომლებმაც შრომითი
მოვალეობის შესრულებისას მიღებული ტრავმის შედეგად სრულად ან ნაწილობრივ
დაკარგეს შრომის უნარი და რომლებიც უკანასკნელი წლების განმავლობაში
მომართავენ საქართველოს სახალხო დამცველს. აქვე მნიშვნელოვანია, ყურადღება
გავამახვილოთ იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს
მოქალაქეთა იმ კატეგორიასთან, რომელსაც საქართველოში არსებული უმუშევრობის
ფონზე და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით (საპენსიო ასაკის არქონა, სხვა სახის
სოციალური დახმარებით სარგებლობის შეუძლებლობა) არ ძალუძს საკუთარი
სახსრებით უზრუნველყოს ცხოვრებისათვის სათანადო პირობების შექმნა, მით
უფრო – ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობა.
სახელმწიფოთა ვალდებულების – მოქალაქეთა სოციალური დაცვის საკითხთა
დარეგულირების აუცილებლობა – სათანადოდ განხორციელება მოიცავს ასევე
სოციალური უზრუნველყოფის უფლების ერთ–ერთი ფორმის, ზიანის ანაზღაურების
სარჩოს დანიშვნის და სხვა შეღავათებით სარგებლობის ვალდებულებას შრომითი
მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ვნების
ანაზღაურებისათვის.
გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების პაქტის ტექსტი
სოციალური უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით საკმაოდ ზოგადია, რაც
348
შრომითი მოვალეობის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება
შეიძლება ამ სფეროში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ნათლად
ჩამოყალიბებული სტანდარტების არსებობით აიხსნას. საქართველო შრომის
საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი გახდა 1993 წელს და დღემდე
რატიფიცირებული აქვს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 16 დოკუმენტი (მაგ:
1930 წლის კონვენცია „იძულებითი შრომის შესახებ“, 1962 წლის №117 კონვენცია
„სოციალური პოლიტიკის მიზნებისა და ნორმების შესახებ“ და სხვა), თუმცა ჩვენს
სახელმწიფოს არ მოუხდენია სოციალური უზრუნველყოფის სფეროში შრომის
საერთაშორისო ორგანიზაციის უმთავრესი დოკუმენტის, 1952 წლის №102
„სოციალური უზრუნველყოფის (მინიმალური სტანდარტების) შესახებ“ კონვენციის
რატიფიცირება.
ზემოაღნიშნული კონვენცია სოციალური უზრუნველყოფის ცხრა კონკრეტულ დარგს
მოიცავს, რომელთაგან ერთ–ერთი არის შრომითი ტრავმების შეღავათი (ნაწილი VI).
მოცემული კონვენციის 31–ე მუხლის თანახმად, „კონვენციის ხელშემკვრელ მხარეებს
ეკისრებათ ვალდებულება უზრუნველყონ იმ პირთა დაცვა, რომლებიც სარგებლობენ
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უბედური შემთხვევის დროს
მიღებული ზიანის ანაზღაურებით“.
ამრიგად, სახელმწიფო, რომელიც აცნობიერებს იმ პირთა სოციალური დაცვის
განსაკუთრებულ
მნიშვნელობას,
რომლებმაც
მიიღეს
შრომითი
ტრავმა,
პროფესიული
დაავადება
ან
შრომით
მოვალეობებთან
დაკავშირებული
ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანება, ვალდებულია, გაატაროს ქმედითი
ღონისძიებები, უპირველეს ყოვლისა, საკანონმდებლო (მათ შორის, შესაბამისი
საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირების ჩათვლით), რათა ასეთი
კატეგორიის მოქალაქეებს ჰქონდეთ „ცხოვრების ისეთი დონე, სამედიცინო და
საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია მისი და
მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებისათვის“133.
133
გაეროს 1948 წლის 10 დეკემრის „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 25–ე მუხლის
1–ლი პუნქტი.
349
შრომითი მოვალეობის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება
სახალხო დამცველი და მისი აპარატი
სახალხო დამცველი და კანონი სახალხო დამცველის
შესახებ
საქართველოს ორგანული კანონი სახალხო დამცველის შესახებ სახალხო დამცველს
მნიშვნელოვან ფუნქციებს ანიჭებს. აღნიშნული კანონის 21-ე მუხლში ან-იდან კანამდე ჩამოთვლილია ის უფლებამოსილებები, რომელთა გამოყენებაც სახალხო
დამცველს შეუძლია მოქალაქეთა დარღვეული უფლებების აღსადგენად.
ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკით სახალხო დამცველის ანგარიშებს
საქართველოს პარლამენტი ”ცნობად იღებს”, რაც ნიშნავს, რომ უგულებელყოფილია
ანგარიშში
შეტანილი
უფლებათა
დარღვევის
ფაქტები,
დასკვნები
და
რეკომენდაციები.
ანგარიშების ”ცნობად მიღების” გარდა, საქართველოს პარლამენტში საანგარიშო
მოხსენების მოსმენისას სოზარ სუბარს უფლებათა დასაცავად მისეულ ბრძოლის
მეთოდებს უწუნებენ და ურჩევენ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები უფრო
აქტიურად გამოიყენოს. პარლამენტის წევრების შეფასებებში არაერთხელ გაიჟღერა
მოსაზრებამ, თითქოს სახალხო დამცველის ანგარიშები არის პოლიტიზებული
კრიტიკის კრებული, მოკლებული საქმიან და რეალურ წინადადებებსა და
რეკომენდაციებს, მასში არ არის დადებითი შეფასებები და საუბარი იმ მიღწევებზე,
რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს, თითქოს ანგარიშებში არ მოიპოვება
”არაფერი
სერიოზული”,
თითქოს
სახალხო
დამცველი
არ
მიმართავს
საკონსტიტუციო სასამართლოს და სხვა.
ცნობისათვის, თუ გადავხედავთ კანონის ტექსტს, მასში არათუ დადებითი ან
პოზიტიური
შეფასებების გაკეთების ვალდებულება, სიტყვა ”დადებითი” (ან
”პოზიტიური”) საერთოდ არ არის ნახსენები. შესაბამისად გაუგებარია როცა ერთის
მხრივ სახალხო დამცველს უთითებენ კანონის ფარგლებში იმოქმედოს და მეორეს
მხრივ დადებითი ტენდენციების აღწერას სთხოვენ. კანონის მე-3 მუხლში ნათლად
წერია, რომ ”სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს საქართველოს
ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას, ავლენს მათი
დარღვევის ფაქტებს, ხელს უწყობს დარღვეული უფლებების აღდგენას”. ”სახალხო
დამცველი ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის სფეროში”.
მიუხედავათ ამისა, სახალხო დამცველი ყველა ანგარიშში აღნიშნავს იმ დადებით
ცვლილებებს, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არის
350
სახალხო დამცველი და კანონი სახალხო დამცველის შესახებ
მიღწეული. კერძოდ, მაგალითის სახით, იხილეთ რამდენიმე ნაწყვეტი ბოლო 2 წლის
ანგარიშებიდან:
2008წ. 1 ნახევარი
“მნიშვნელოვანია აღინიშნოს იმ დადებითი ტენდენციის შესახებ, რომელიც
საანგარიშო პერიოდში შეინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს
დამოუკიდებლობის
თვალსაზრისით
საზოგადოებაში
ნიჰილისტური
დამოკიდებულებაა, საანგარიშო პერიოდში შეინიშნება სისხლის სამართლის
საქმეებზე გამამართლებელი განაჩენების მომატება”.
2007წ. 2 ნახევარი
”მკვეთრად იკლო პოლიციის საკნებში ადამიანთა ცემისა და წამების ფაქტებმა”.
2007წ. 1 ნახევარი
”დადებითად ვაფასებთ გასულ წელთან შედარებით საერთო სასამართლოებში
აღკვეთის
ღონისძიების
სახით
დაპატიმრების
შეფარდების
შესახებ
შუამდგომლობების კლების ტენდენციას. ადრე პროკურატურა ნებისმიერი
კატეგორიის
დანაშაულზე
სასამართლოს
მიმართავდა
შუამდგომლობით,
ა/ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე, რომელთა დიდი ნაწილი
კმაყოფილდებოდა სასამართლოს მიერ. 2006 წლის მეორე ნახევრიდან მდგომარეობა
უკეთესობისკენ შეიცვალა”.
”დადებითად ვაფასებთ, რომ სასჯელაღსრულების ზოგიერთ დაწესებულებაში
ამოქმედდა საგანმანათლებლო პროგრამები”.
შეკითხვაზე პასუხად - იყენებს თუ არა სახალხო დამცველი კანონით მისთვის
მინიჭებულ უფლებამოსილებებს? - გთავაზობთ ფაქტობრივ მონაცემებს:
√ სახალხო დამცველმა 2005 წლიდან 2009 წლამდე საქართველოს პარლამენტს
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ რვა
საანგარიშო მოხსენება წარუდგინა, რომელთაგან უკლებლივ ყველა ანგარიში შეიცავს
უფლებათა დარღვევის შემთხვევების დეტალურ აღწერას, რეკომენდაციებს,
დასკვნებს და ანალიზს.
√ ანგარიშებში (რომელთა საშუალო მოცულობა 400-500 გვერდია), მოცემულია
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტები, ანალიზი,
დასკვნები და რეკომენდაციები.
√ სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშები მოქალაქეთა საჩივრებზე
დაყრდნობით იწერება. 2005 წელს მოქალაქეთა საჩივრების რაოდენობა შეადგენდა
1500; 2006 წელს - 1700; 2007 წელს - 3173; ხოლო 2008 წელს - 5100; (იხ. გრაფიკი #1)
351
სახალხო დამცველი და კანონი სახალხო დამცველის შესახებ
გრაფიკი #1 - მოქალაქეთ ა საჩივრები
5100
6000
5000
3173
4000
3000
1700
1500
2000
1000
0
2005 წ.
2006 წ.
2007 წ.
2008 წ.
√ 2007 წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა სხვადასხვა უწყებას 150
რეკომენდაცია გაუგზავნა. 2008 წელს კი - 158; რეკომენდაციების შესრულების
ანალიზი გვიჩვენებს, რომ 2008 წელს სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილი 158
რეკომენდაციიდან 11%-ზე ნაკლებია შესრულებული. 158-დან 70-მდე რეკომენდაცია
სისტემური ხასიათისაა და მათი შესრულების მაჩვენებელი 5%-ზე ნაკლებია. (იხ
გრაფიკი #2)
გრაფიკი #2 - რეკომენდაციების შესრულება
15
შესრულებული
რეკომენდაციები
შეუსრულებელი
რეკომენდაციები
143
√ 2006-2008 წლებში სახალხო დამცველმა
საკანონმდებლო ინიციატივა გაუგზავნა.
საქართველოს
პარლამენტს
47
√ 2007-2008 წლებში სახალხო დამცველმა 12-ჯერ მიმართა საკონსტიტუციო
სასამართლოს. აქედან ჯერ-ჯერობით მხოლოდ 1 სარჩელი დაკმაყოფილდა.
√ ყველა შემთხვევა, როცა სახალხო დამცველმა შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ
სასამართლო წარმოების პროცესში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა
352
სახალხო დამცველი და კანონი სახალხო დამცველის შესახებ
დარღვევამ არსებითად იმოქმედა სასამართლო გადაწყვეტილების მიღებაზე და
მიმართა უზენაესს სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების
თაობაზე უშედეგოდ დასრულდა - არც ერთ შემთხვევაში მოთხოვნა არ იქნა
გათვალისწინებული.
√
2004-2008 წლებში სახალხო დამცველმა 5 სპეციალური ანგარიში გამოსცა
სხვადასხვა სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ.
√ 2005-2008 წლებში სახალხო დამცველმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევასთან დაკავშირებით 931-ჯერ
მიმართა. (იხ.გრაფიკი #3)
გრაფიკი #3 - მიმართ ვები მასმედიისადმი
355
400
350
233
300
250
186
157
200
150
100
50
0
2005 წ
2006 წ
2007 წ
2008 წ
√ საქმეების უმრავლესობაზე, რომელზეც არსებული მასალები გადაეცა საგამოძიებო
ორგანოებს, გამოძიება ან საერთოდ არ ჩატარებულა, ან კიდევ არაეფექტურად
ჩატარდა.
√ ხუთი შემთხვევა, როდესაც სახალხო დამცველმა მიმართა პარლამენტს დროებითი
საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით (პოლიტ. პატიმრებთან, საკუთრების
უფლების შელახვასთან, მიქიას საქმესთან, უკანონო პატიმრებთან და შსს 4 ნოემბრის
საიდუმლო თათბირთან დაკავშირებით) უშედეგოდ დასრულდა - არც ერთ
შემთხვევაში კომისია არ შექმნილა.
ვფიქრობთ, ეს არგუმენტები ცხადყოფს თუ რა პოლიტიკური ნება არსებობს
ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართ და რა წინააღმდეგობების
პირობებში უხდება მუშაობა სახალხო დამცველს და მის აპარატს.
353
სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები 2008 წელს
სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები
2008 წელს
საქართველოს სახალხო დამცველმა 2008 წლის 2 დეკემბერს სამი კონსტიტუციური
სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელები
შეეხებოდა ,,მეწარმეთა შესახებ“, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონებს
და "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს
ორგანული კანონს დებულებებს.
1. ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონის 534 მუხლი
საქართველოს პარლამენტმა 2005 წლის 24 მაისს საქართველოს კანონში `მეწარმეთა
შესახებ~
შეიტანა დამატება (533 მუხლი), რომლის მიხედვითაც აქციონერს,
რომელსაც საკუთრებაში ქონდა სააქციო საზოგადოების აქციათა 95%-ზე მეტი
(მაჟორიტარი აქციონერი), უფლება ეძლეოდა სხვა 5% მქონე აქციონერებისაგან
(მინორიტარი აქციონერი), მათ სურვილის მიუხედავად გამოესყიდა აქციები.
სახალხო დამცველმა 2007 წლის 3 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა
საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონის 533
მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობა. სახალხო დამცველი მიიჩნევდა, რომ
აღნიშული დებულება არღვევას საქართველოს კონსტირუციით აღიარებულ
საკუთრების უფლებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა
სარჩელი და 2007 წლის 18 მაისს არაკონსტიტუციურად ცნო სადავო აქტი.
აღნიშნული ნორმა ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
მუხლი 534. აქციათა სავალდებულო მიყიდვა
1. თუ აქციების შეძენის შედეგად აქციონერს საკუთრებაში აქვს სააქციო
საზოგადოების ხმების 95%-ზე მეტი, მაშინ ამ აქციონერს (ამ მუხლის მიზნებისთვის –
„მყიდველს“) უფლება აქვს, სამართლიან ფასად გამოისყიდოს სხვა აქციონერთა
აქციები.
2. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება გამოაქვს
სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
აქციათა გამოსყიდვის სამართლიან ფასსა და თარიღს განსაზღვრავს საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით აქციათა სავალდებულო
მიყიდვის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებით.
3. მყიდველი სასამართლოსადმი მიმართვამდე არა უგვიანეს 1 თვისა ამ კანონის 54-ე
მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ბეჭდვით ორგანოში აქვეყნებს თავის
განცხადებას აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე. განცხადება უნდა
შეიცავდეს ინფორმაციას გამოსყიდვის მიზეზების, პირობებისა და პროცედურების
შესახებ.
4. რეესტრის მწარმოებელი პირი (ამ მუხლის მიზნებისთვის –„რეგისტრატორი“)
სასამართლოს მიერ დადგენილ გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღამდე არა უგვიანეს
5 დღისა ყველა ნომინალურ მფლობელს ატყობინებს გამოსყიდვის სააღრიცხვო
354
სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები 2008 წელს
თარიღს.
გამოსყიდვის
სააღრიცხვო
თარიღიდან
აქციათა
გამოსყიდვის
პროცედურების დასრულებამდე წყდება ამ აქციებთან დაკავშირებული ყველა
ოპერაცია, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისა. რეგისტრატორი
ადგენს
გამოსყიდვის
სააღრიცხვო
თარიღის
მდგომარეობით
ყველა
რეგისტრირებული მფლობელის სიას, მათი ვინაობის, მისამართის და მათ
მფლობელობაში არსებულ აქციათა რაოდენობის მითითებით („გამოსყიდვის
რეესტრს“) და მყიდველის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად
განხორციელებულ ქმედებათა დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის
საფუძველზე ყველა აქციას გადააფორმებს მყიდველის სახელზე. რეგისტრატორის
ხარჯებს ანაზღაურებს მყიდველი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მყიდველი ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს დანარჩენ
აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე ბანკში, ცენტრალურ
დეპოზიტართან ან საბროკერო კომპანიასთან, რომელსაც მყიდველი გადასცემს
გამოსყიდვის რეესტრს.
საქართველოს კანონში "მეწარმეთა შესახებ" 2007 წლის 11 ივლისს კვლავ შევიდა
დამატება, რომლითაც კანონს დაემატა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსის მატარებელი
ნორმა, რაც კვლავ შეეხება აქციათა იძულებით მიყიდვას.134
ჩვენს მიერ აღნიშნული მუხლიც გასაჩივრებული იქნა საკონსტიტუციო
სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესრიგებელი სხდომის
ჩანიშვნამდე საქართველოს პარლამენტის მიერ 534 მუხლი ახალი რედაქციით იქნა
ფორმულირებული (2008 წლის 14 მარტი), რომელიც სადავო საკითხს
შინაარსობრივად არ ცვლიდა, თუმცა ნორმამ განიცადა ცვლილება. საკონსტიტუციო
სასამართლომ აღნიშნულის გამო არ მიიღო არსებითად განსახილველად სახალხო
დამცველის სარჩელი, რადგან მიიჩნია, რომ სადავო აქტი უკვე გაუქმებული იყო.
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლომ
2007
წლის
18
მაისის
გადაწყვეტილებაში თვალნათლივ ჩამოაყალიბა ის გარემოებები, თუ რატომ
ეწინააღმდეგებოდა "მეწარმეთა შესახებ" კანონის 533 მუხლი საქართველოს
კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტს, რადგან მიმაჩნია რომ, 2008 წლის 14
მარტის რედაქციით ჩამოყალიბებული სადავო აქტი იმეორებს იმავე წესს, რის გამოც
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონტიტუციურად ცნო „მეწარმეთა შესახებ“
კანონის 533 მუხლი.
2. საქართველოს კანონი ,,მაუწყებლის შესახებ“ მე-2 მუხლის ,,ტ“ ქვეპუნქტის
სიტყვები ,,ლიცენზიის მფლობელი“, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვები:
,,თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების,
საკაბელო ქსელის“, 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვები ,, აგრეთვე ტელეან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა
სადგურების ან საკაბელო ქსელის გამოყენებით“, 38-ე მუხლის მე-5 პუნქტი,
355
სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები 2008 წელს
41-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება, 75-ე მუხლის მე-3
პუნქტის სიტყვები: ,,ლიცენზიის მფლობელები“.
საქართველოს კანონმდებლობა საკაბელო და თანამგზავრულ მაუწყებლობას
უქვემდებარებს ლიცენზირებას. ,,მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 38–ე მუხლის მე–5
პუნქტის თანახმად: ,,ტელე-რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების
მიწისზედა სადგურების ან საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის
ლიცენზიის გაცემა და მოდიფიცირება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული
წარმოების წესით“ (დანარჩენი მუხლები გასაჩივრებულია იმ აზრით, რომ ამ ნორმის
გაუქმების შემთხვევაში თითოეული მათგანის მოქმედებას მნიშვნელობა ეკარგება).
საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცულია ინფორმაციის ნებისმიერი
ფორმით მიღებისა და გავრცელების უფლება (იმავე უფლებას იცავს ადამიანის
უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი და გაეროს სამოქალაქო და
პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლი).
ინფორმაციის თავისუფლება გულისხმობს მის ნეგატიურ და პოზიტიურ მხარეს.
ინფორმაციის პოზიტიური თავისუფლება იყოფა ორ ნაწილად და იგი, ერთი მხრივ,
იცავს პირისაგან ინფორმაციის მიღების, ხოლო, მეორე მხრივ, ინფორმაციის
გავრცელების თავისუფლებას. ნეგატიური თავისუფლება კი გულისხმობს
ინფორმაციის
გავრცელებისგან
ან
მისი
მიღებისაგან
თავის
შეკავებას.
,,კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ინფორმაციის
თავისუფლება, მისი თავისუფალი გავრცელება და მიღება საყოველთაოდ
ხელმისაწვდომი წყაროებიდან, ინფორმაციის მატარებლებიდან, რომლებიც
გამოსადეგია ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელებისათვის. თავისუფალი
ინფორმაციის გარეშე შეუძლებელია თავისუფალი აზრის ჩამოყალიბება.“135 ასევე, ეს
მუხლი იცავს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლებას.136 მედიის
თავისუფლება ნიშნავს მის სრულ თავისუფლებას გარდა საერთაშორისო აქტებსა და
საქართველოს კონსტიტუციაში ჩამოთვლილი შეზღუდვის საფუძვლებისა.
თავისთავად, ინფორმაციის გავრცელების საშუალებები დიდ გავლენას ახდენს
საზოგადოების შინაგან სტრუქტურაზე. ამის გამო ხელისუფლება მუდმივად იბრძვის
იმისათვის, რომ მოახდინოს მისი მონოპოლიზება. ამის გამო იგი ცდილობს, შექმნას
იურიდიული დაბრკოლებები იმ ჯგუფებისათვის, რომლებიც ცდილობენ,
გაავრცელონ ინფორმაცია მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით. ერთადერთი,
რის გამოც შეიძლება მედიის ლიცენზირება იყოს გამართლებული, ბუნებრივად
ამოწურვადი რესურსების ექსპლუატაციაა. როგორც ცნობილია, ის სიხშირეები,
რომელთა საშუალებითაც მაუწყებლობენ ტელე თუ რადიო მაუწყებლები,
შეზღუდულია სწორედ იმის გამო, რომ შეუძლებელია, ყველა მსურველი ფლობდეს
სიხშირეს. ერთი და იმავე სიხშირის გამოყენებით ორი ან მეტი ტელე–რადიო
სადგურის ურთიერთთავსებადობა და, შესაბამისად, ხარისხიანი მაუწყებლობა
135
საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს
პრეზიდენტის წინააღმდეგ. 2007 წლის 26 ოქტომბერის გადაწყვეტილება N2/2-389, ნაწილი მე-2, აბზავი
მე-14;
136
საქართველოს ახალგაზრდა იურისტა ასოციაცია და საქართ[ელოს მოქალაქე რუსუდან ტაბატაძე
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. 2006 წლის 14 ივლისის #2/3/364 გადაწყვეტილება;
356
სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები 2008 წელს
შეუძლებელია. სიხშირული სპექტრი განსაკუთრებულ საზოგადოებრივ სიკეთეს
წარმოადგენს. შესაბამისად, სიხშირული სპექტრის განაწილებაში სახელმწიფოს,
საზოგადოებრივი ინტერესებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინებით, აქტიური
რეგულირების ფუნქცია ეკისრება. გამოდის, რომ სახელმწიფო აწესებს
ლიცენზირებას,
როგორც
კონკურენციის
შესაძლებლობას
ამ
ტიპის
ორგანიზაციებისათვის, რაც სრულიად ნორმალური მოვლენაა.
რაც შეეხება კაბელურ და თანამგზავრულ მაუწყებლებს და მათ ლიცენზირებას, ეს
რესურსი ბუნებაში არ არის შეზღუდული. აღნიშნულ ბაზარზე ნებისმიერი
სუბიექტის სახელმწიფოსაგან თავისუფლად შესვლის შესაძლებლობა არ შეიძლება,
ზიანს აყენებდეს სხვა სოციალური ჯგუფებისა თუ ფენების ინტერესებს. რესურსების
შეუზღუდავობის გამო შეუძლებელია, საზოგადოების რომელიმე ჯგუფის
ინტერესები შეილახოს, ვინაიდან მათაც აქვთ იმავე რესურსით სარგებლობის
შესაძლებლობა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეში ,,Informationsverein Lentia
ავსტრიის წინააღმდეგ” (Informationsverein Lentia v. Austria), აღნიშნა, რომ
,,ტექნიკური პროგრესის შედეგად, დღეისათვის მაუწყებლისათვის ხელმისაწვდომი
გახდა შეუზღუდავი რაოდენობის არხი და სიხშირე, რაც უკვე არ ამართლებს
კაბელური მაუწყებლობის მიმართ დაწესებულ შეზღუდვებს.“137 ,,ინფორმაციის
მიღებისა და გავრცელების უფლების შეზღუდვა დასაშვებია, როგორც უკიდურესი
ზომა, რომელიც მხოლოდ მკაცრად შეზღუდულ შემთხვევებში გამოიყენება სხვა
თანაბარზომიერი სიკეთის გადასარჩენად, რომელთა ამომწურავ სიას თვით
კონსტიტუცია განსაზღვრავს და ასეთად მხოლოდ 1) სახელმწიფო უშიშროებას, 2)
ტერიტორიულ მთლიანობას, 3) საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას,
4) დანაშაულის თავიდან აცილებას, 5) სხვათა უფლებებსა და ღირსებას, 6)
კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილებას
ან 7) სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას
მიიჩნევს.“138
ზემოაღნიშნულის გამო, არ არსებობს ლეგიტიმური საჯარო მიზანი, რომელიც
გაამართლებდა სახელმწიფოს მიერ ამგვარ ქმედებას და მაუწყებლისთვის ამგვარი
იურიდიული ბარიერების დაწესებას, რადგან ამ ტიპის მაუწყებლობა არ არის
დამოკიდებული ბუნებრივად ამოწურვად რესურსებზე.
3. "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს
ორგანული კანონის 39–ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის
სიტყვები „საქართველოში მცხოვრებ“, რომელიც გრძელდება სიტყვებით
„სხვა ფიზიკურ პირებს“ და
„საქართველოს“, რომელიც გრძელდება
სიტყვებით „იურიდიულ პირებს“. მიღებული საქართველოს პარლამენტის
მიერ 1996 წლის 31 იანვარს.
137
Informationsverein Lentia and Others v. Austria Application no. 13914/88; 15041/89; 15717/89; 15779/89;
17207/90 para.29;
138
საქართველოს ახალგაზრდა იურისტა ასოციაცია და საქართ[ელოს მოქალაქე რუსუდან ტაბატაძე
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. 2006 წლის 14 ივლისის #2/3/364 გადაწყვეტილება.
357
სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები 2008 წელს
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამათლოს
შესახებ“ 39–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს იმ პირების
ჩამონათვალს, რომელთაც უფლება აქვთ, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს
კონსტიტუციური სარჩელით ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების
კონსტიტუციურობის თაობაზე.
აღნიშნული დებულებებით საკონსტიტუციო სასამართლოზე მიმართვის უფლება არ
აქვს იმ ფიზიკურ პირებს, რომელბიც არ ცხოვრობენ საქართველოში და არ არიან
საქართველოს
მოქალაქეები,
თუმცა
შეიძლება
მოექცნენ
საქართველოს
იურისდიქციის ქვეშ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ექცევიან საქართველოს
იურისდიქციის ქვეშ, თუმცა არ არიან რეგისტრირებულნი საქართველოში, როგორც
საქართველოს იურიდიული პირები.
საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: „1. ყოველ
ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს
სასამართლოს.“ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება განმტკიცებულია ადამინის
უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე–6
მუხლითაც.
საქართველოს კონსტიტუციის 45–ე მუხლის თანახმად: “კონსტიტუციაში
მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის
გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.“ ბუნებრივია,
სასამართლოსადმი მიმართვის უფლება იმ უფლებათა კატეგორიას განეკუთვნება,
რომელიც როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებსაც გააჩნიათ.
სასამართლოსადმი მიმართვის უფლება სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ყველა
იმ პირისადმი, რომელიც მისი იურისდიქციის ქვეშ ექცევა. ასეთ პირებს კი
განეკუთვნებიან როგორც მისი მოქალაქეები, ასევე მოქალაქეობის არმქონე და სხვა
სახელმწიფოს მოქალაქეები, იურიდიული პირები, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა
ისინი რეგისტრირებულნი (მცხოვრებნი) საქართველოში. ამ შემთხვევაში
განმსაზღვრელია მათი საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მოქცევის ფაქტი.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენცია
(პირველი მუხლი) სწორედ იურისდიქციის ქვეშ მოქცევას უკავშირებს ამავე
კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დაცვას.
გამომდინარე აქედან, საქართველო ვალდებულია, უზრუნველყოს საქართველოს
იურისდიქციის ქვეშ მოქცეული ყველა პირი იმ უფლებებითა და თავისუფლებებით,
რომელიც აღიარებულია ევროპული კონვენციით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლება ისევე
უზრუნველყოფილი უნდა იყოს სხვა სახელმწიფოში მცხოვრები ფიზიკური და სხვა
სახელმწიფოში
რეგისტრირებული
იურიდიული
პირებისათვის,
როგორც
საქართველოს
მოქალაქეთათვის
და
საქართველოში
რეგისტრირებული
358
სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები 2008 წელს
იურიდიული პირებისათვის, ხოლო სადავო აქტი არ იძლევა შესაძლებლობას,
კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული უფლებით
სარგებლობისათვის.
4. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის 3222–ე
მუხლი.
2008 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ოკუპირებული
ტერიტორიების შესახებ“. აღნიშნული კანონის მე–6 მუხლით შეიზღუდა
ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
2008 წლის 19 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი (19.12.2008 N
795), რომელის თანახმადაც სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 3222 მუხლი.
აღნიშნული ნორმის შემოღებით დასჯად ქმედებას წარმოადგენს „ოკუპირებული
ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალული ეკონომიკური
საქმიანობის განხორციელება, რომლის გამოც პასუხისმგებლობა ეკისრებათ
დაკავშირებულ პირებსაც, 1990 წლიდან განხორციელებული საქმიანობის გამო.
აღნიშნული დისპოზიცია სისხლის სამართლის კანონს ანიჭებს უკუქმედით ძალას,
რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის მე–5 პუნქტის მე–2
წინადადებას.
2009 წლის 6 მარტს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სარჩელით მიმართა
საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნული დისპოზიციის
არაკონსტიტუციურად ცნობა.
359
სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები 2008 წელს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
სახალხო დამცველის სარჩელზე
საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
1. ზოგადი ინფორმაცია
საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
კონსტიტუციური სარჩელით მიმართა 2006 წლის 29 სექტემბერს. სარჩელი
შეეხებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის
„ნ“ ქვეპუნქტის, 101-ე მუხლის მე-7 ნაწილის და 122-ე მუხლის კონსტიტუციურობას
საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლთან მიმართებით. 2006 წლის პირველ
ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური
სარჩელით ანალოგიური მოთხოვნით მიმართა საქართველოს ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაციამ. კონსტიტუციური სარჩელები ერთ საქმედ გაერთიანდა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება 2008 წლის 30
ოქტომბერს გამოიტანა.
2. სახალხო დამცველის პოზიცია
სახალხო დამცველი მიიჩნევდა, რომ რადგან სადავო ნორმებით გადასახადის
გადამხდელზე საგადასახადო ორგანოში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია
გასაიდუმლოებულია (გარდა ამავე 122–ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი
გამონაკლისებისა), დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის
პირველ პუნქტი, რომელიც სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას,
უზრუნველყოს ნებისმიერი ინფორმაციის საჯაროობა, თუ ის არ წარმოადგენს
სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.
საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს სახელმწიფოს
ვალდებულებას, რომ პირადი საიდუმლოება იქნეს დაცული გამხელისაგან. თუმცა
კონსტიტუცია ითვალისწინებს ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შემთხვევებსაც,
მათ შორის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი, თავისი შინაარსის
გათვალისწინებით, გულისხმობს პირადი ხასიათის ინფორმაციას, რაც იურიდიულ
პირებზე მხოლოდ ფინანსებთან დაკავშირებულ ნაწილში ვრცელდება. გარდა ამისა,
ყველა
ურთიერთობა,
რომელიც
დაკავშირებულია
რაიმე
მატერიალურ
ღირებულებასთან, არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც პირის ფინანსური
მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.
3. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პოზიცია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კონსტიტუციის 41-ე მუხლის
განმარტებისას არ შეწინააღმდეგებია სახალხო დამცველის პოზიციას.
360
სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები 2008 წელს
ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაციაზე საია–ს მოსაზრება შემდეგი იყო:
მართალია, შეიძლება იგი ჰქონდეს იურიდიულ პირსაც, მაგრამ მისი გასაიდუმლოება
უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, თუ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ზიანს მიაყენებს
ამ პირის კომერციულ ინტერესს.
4. მოპასუხის პოზიცია
საქართველოს პარლამენტის მოსაზრებით: საქართველოს კონსტიტუციის 41-ე
მუხლის პირველი პუნქტის გარდა, ინფორმაციის გასაიდუმლოებას ითვალისწინებს
ამავე მუხლის მე-2 პუნქტიც. რომლის შესაბამისად, პირის ფინანსებთან ან სხვა კერძო
საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია საიდუმლოა და მისი გამჟღავნება
შესაძლებელია თავად ამ პირის ნებართვით ან, გამონაკლის შემთხვევებში, კანონის
საფუძველზე. საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელზე არსებული
ინფორმაცია ყოველთვის უკავშირდება პირის ფინანსებს და მის კერძო საკითხებს,
ამიტომ მასზე ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის
მოქმედება.
5. სპეციალისტების პოზიცია
საქმეზე სპეციალისტებად მოწვეული ექსპერტები მიიჩნევდნენ, რომ იმის
ერთმნიშვნელოვნად დადგენა, თუ რა იგულისხმება საქართველოს კონსტიტუციის
41-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ტერმინში ,,კერძო საკითხები“
შეუძლებელია. პირად საიდუმლოებას მიკუთვნების ზოგად კრიტერიუმს კი ის
წარმოადგენს, რომ ინფორმაციასთან ან გარემოებასთან დაკავშირებით, პირს უნდა
ჰქონდეს კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის გონივრული მოლოდინი.
გადასახადის გადამხდელზე არსებული ინფორმაცია ყველა შემთხვევაში, პირადი
ფასეულობის მქონეა.
6. სასამართლოს გადაწყვეტილება
a. 41–ე მუხლის განმარტება:
სასამართლომ აღნიშნულ საქმეში, ასეთი მასშტაბით პირველად იმსჯელა
საქართველოს კონტიტუციის 41–ე მუხლზე. სასამართლომ 41–ე მუხლში
ჩამოყალიბებული ინფორმაციის თავისუფლების არსი შემდეგნარად ჩამოაყალიბა:
41–ე მუხლით დაცული ინფორმაცია ხელმისაწვდომობის მიხედვით სასამართლომ
დაყო 4 ჯგუფად139:
i.
ინფორმაცია, რომელიც მისი მიღების მსურველ პირს
შეეხება;
ეს ინფორმაცია, დაუბრკოლებლად, კანონით დადგენილი წესით უნდა მიეწოდოს
პირს.
139
იხ: საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2008 წლის 30 ოქტომბერი, პუნქტი 12;
361
სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები 2008 წელს
ii.
ინფორმაცია, რომელიც მისი მიღების მსურველს არ
შეეხება;
მათი მიღება შესაძლებელია კანონით დადგენილი წესის დაცვით.
iii.
სახელმწიფო,
საიდუმლოება;
კომერციული
ან
პროფესიული
ეს არის ყველაზე დახურული ინფორმაცია და მისი მიღება ნებისმიერი
მსურველი პირისათვის შეუძლებელია. თუმცა, ეს ავტომატურად ინფორმაციის
გასაიდუმლოებას არ გულისხმობს.
iv.
ოფიციალურ
ჩანაწერებში
არსებული
რომლებიც შეეხება კერძო საკითხებს;
მონაცემები,
ასეთი შეიძლება იყოს: ჯანმრთელობა, ფინანსები და ა.შ. ეს ინფორმაცია
ავტომატურად გასაიდუმლოებულია და კონსტიტუციით დადგენილია მისი
განსაიდუმლოების წესი და კონკრეტული შემთხვევები.
ამ ინფორმაციის განსაიდუმლოება შესაძლებელია ორი გზით (1) თუ არსებობს თავად
იმ პირის თანხმობა, ვისაც ინფორმაცია შეეხება ან (2) იმ შემთხვევაში თუ ეს კანონით
არის გათვალისწინებული და აუცილებელია (ა) სახელმწიფო უშიშროების ან (ბ)
საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, (გ) ჯანმრთელობის, (დ)
სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
საკონსტიტუციო სასამართლომ 41–ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტით დაცული
სფეროები გამიჯნა და მიიჩნია, რომ 41-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული
სიკეთეა პირის უფლება მიიღოს ინფორმაცია ოფიციალური ჩანაწერებიდან.
აღნიშნული პუნქტი ინფორმაციის თავისუფლებას უკავშირდება.140 ამ ინფორმაციაზე
ხელმისაწვდომობის
კონსტიტუციურ–სამართლებრივი
რეჟიმი
განსხვავდება
საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის წყაროებიდან ინფორმაციის მიღების
სამართლებრივი რეჟიმისაგან.141 ხოლო მეორე პუნქტით დაცული სიკეთე არის პირის
კერძო, პრივატული სფეროს ხელშეუხებლობა, პირადი მონაცემების საიდუმლოება.
ეს ნორმა იცავს პირის უფლებას, მოითხოვოს სახელმწიფოსგან ოფიციალურ
ჩანაწერებში არსებული კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის
გამხელისაგან დაცვა.142 სასამართლომ აღნიშნული დებულება, პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობას დაუკავშირა.143 პირის ინტერესი, არ დაუშვას კერძო საკითხებთან
140
იხ: საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2008 წლის 30 ოქტომბერი, პუნქტი 13;
141
იხ: საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2008 წლის 30 ოქტომბერი, პუნქტი 11;
142
იხ: საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2008 წლის 30 ოქტომბერი, პუნქტი 14,24;
143
იხ: საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2008 წლის 30 ოქტომბერი, პუნქტი 14;
362
სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები 2008 წელს
დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება და აკონტროლოს ამ ინფორმაციის
გავრცელება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ერთ–ერთი
უმთავრესი ასპექტია. მოქმედებს პრეზუმფცია, რომ პირს არ სურს მის კერძო
საკითხებთან
დაკავშირებული
ინფორმაციის
გამჟღავნება.
სახელმწიფო
ვალდებულია, დაიცვას პირის კერძო სფერო, სანამ თავად ეს პირი არ გამოხატავს
საწინააღმდეგო ნებას და არ მოითხოვს ინფორმაციის გაცემას.144
სასამართლომ აქვე აღნიშნა, რომ 41–ე მუხლის პირველ და მეორე პუქტში არსებული
უფლებები ამავე პუქტების მიხედვით იზღუდება.145
სასამართლომ კონსტიტუციის 41–ე მუხლის პირველ და მეორე პუქტში
ჩამოყალიბებული უფლებების ანალიზისას დაასკვნა, რომ საქართველოს
კონსტიტუცია არ ითვალისწინებს პირის უფლებას, მოიპოვოს ოფიციალური
წყაროებიდან ინფორმაცია სხვა პირის კერძო საკითხების შესახებ. წინააღმდეგ
შემთხვევაში ეს, აზრს დაუკარგავდა 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის არსებობას.146
41–ე მუხლის მე–2 პუქტში მოცემული სიტყვების ,,სხვათა უფლებებისა და
თავისუფლებების დასაცავად” განმარტებისას სასამართლომ თქვა, რომ რადგან მასში
არ იგულისხმება პირის უფლება, მიიღოს ოფიციალური წყაროებში დაცული პირადი
ხასიათის ინფორმაცია. შესაბამისად, არ არსებობს უფლება, რომელიც პირადი
სფეროს ხელშეუხებლობის უფლებას დაუპირისპირდებოდა კონსტიტუციურ
სასწორზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ პირის უფლება სხვათა არარსებული
უფლების გამო ვერ შეიზღუდება. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევებში, კერძო სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებას აქვს
დამხმარე ხასიათი სხვა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების
დასაცავად.
სასამართლომ 41–ე მუხლის მე–2 პუქტში მოცემული სიტყვის ,,ფინანსების“
განმარტებისას გაიზიარა სპეციალისტის პოზიაცია და აღნიშნა, რომ ფინანსებთან
დაკავშირებულ ინფორმაციაში არ იგულისხმება ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ
ფულს ან ფულად ურთიერთობებს შეეხება და სრულ ან ნაწილობრივ წარმოდგენას
გვიქმნის პირის ფინანსურ მდგომარეობაზე. ფინანსებთან დაკავშირებულ
ინფორმაციაში უნდა ვიგულისხმოთ მონაცემები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად
ასახავს პირის კერძო სფეროს მატერიალურ მხარეს, მისი არსებობის თუ საქმიანობის
მატერიალურ საფუძვლებს. ამ ინფორმაციის დაცვის პატივსადები კონსტიტუციური
ინტერესი არსებობს, რამდენადაც კერძო საკითხები, გარდა არამატერიალურისა,
144
იხ: საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2008 წლის 30 ოქტომბერი, პუნქტი 15;
145
იხ: საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2008 წლის 30 ოქტომბერი, პუნქტი 15;
146
იხ: საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2008 წლის 30 ოქტომბერი, პუნქტი 21;
363
სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები 2008 წელს
მატერიალურ მხარეებსაც მოიცავს.147 აღნიშნული უფლების სუბიექტები არიან არა
მარტო პიზიკური პირები, არამედ იურიდიულიც.148
b. საგადასახადო საიდუმლოების განმარტება
სასამართლომ განმარტა საგადასახადო საიდუმლოების გასაიდუმლოების არსი და
იგი დაუკავშირა გადასახადის გადამხდელის გონივრულ მოლოდინს, რომ მის მიერ
საგადასახადო ორგანოსათვის მიწოდებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება
საგადასახადო და არა სხვა არაპროგნოზირებადი მიზნებისათვის. სასამართლომ ამ
განმარტებით გაიზიარა საქმეზე მოწვეული სპეციალისტის მოსაზრება.149
სასამართლომ მიჩნია, რომ ამგვარი ინფორმაციის გახმაურება წარმოადგენს
გადასახადის გადამხდელისათვის კონსტიტუციური უფლების დარღვევას.150
სასამართლომ სადავო მუხლით დაცული ინფორმაცია პირადი ხასიათის
ინფორმაციად მიიჩნია. ამით მან უარყო მოსარჩელის მოსაზრება, რომლის
მიხედვითაც გასაიდუმლოება იმის გამო ხდებოდა, რომ ის საქართველოს
კონსტიტუციის
41-ე
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებული
151
საიდუმლოების რომელიმე სახეს წარმოადგენდა.
განსაზღვრულობის პრინციპი
სასამართლომ ასევე იმსჯელა განსაზღვრულობის პრინციპის გარშემო, რომელიც
სადავო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გახადა.
თავდაპირველად სასამართლომ აღნიშნა, რომ განსაზღვრულობის მასშტაბი ზოგად
დადგენას არ ექვემდებარება, არამედ დამოკიდებულია კონკრეტული შემთხვევის
თავისებურებაზე.152
სასამართლომ განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია
რომელიც თავის თავში მოიცავს
სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი,153
154
ამ უკანასკნელის შემადგენელი
სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპს,
ნაწილია განსაზღვულობის პრინციპი, რომელიც მართალია პირდაპირ არ არის
147
იხ: საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2008 წლის 30 ოქტომბერი, პუნქტი 19;
148
იხ: საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2008 წლის 30 ოქტომბერი, პუნქტი 20;
149
იხ: საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2008 წლის 30 ოქტომბერი, პუნქტი 9;
150
იხ: საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2008 წლის 30 ოქტომბერი, პუნქტი 24;
151
იხ: საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2008 წლის 30 ოქტომბერი, პუნქტი 28;
152
იხ: საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2008 წლის 30 ოქტომბერი, პუნქტი 37;
153
იხ: საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2008 წლის 30 ოქტომბერი, პუნქტი 33;
154
იხ: საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2008 წლის 30 ოქტომბერი, პუნქტი 34, აგრეთვე იხ:
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება #2/2 389–II,6);
364
სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები 2008 წელს
გათვალისწინებული კონსტიტუციის რომელიმე ნორმით, მაგრამ მის გარეშე
შეუძლებელია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის რეალიზება.155
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსაზღვრულობის პრინციპი ნორმის სტრუქტურის
თვალსაზრისით რაიმე მოთხოვნებს არ აწესებს.156
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საკანონმდებლო რეგულირებისას იმთავითვე ვერ
იქნება აცილებული ყველა გაურკვველობა და ეჭვი. მაგრამ ჩამოაყალიბა ზოგადი
კრიტეტიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს კანონი: ნორმა უნდა იყოს
შინაარსობრივად ზუსტი და არაორაზროვანი. მაგრამ გარდა შინაარსობრივი მხარისა,
ნორმა განსაზღვრული უნდა იყოს რეგულირების საგნის, მიზნისა და მასშტაბების
მიხედვით. ადრესატმა უნდა მოახდინოს კანონის სწორი აღქმა და თავისი ქცევის
განხორციელება მის შესაბამისად, განჭვრიტოს ქცევის შედეგები.157 შესაბამისად,
უნდა ჩანდეს საკანონმდებლო ნება და მიზანი.158
სასამართლოს განმარტებით, განსაზღვრულობის მოთხოვნები დაკმაყოფილებულია
მაშინ, თუ კეთილსინდისიერი განმარტების პირობებში შეუძლებელი იქნება ნორმის
თვითნებური და ადამიანის უფლებებისათვის საზიანო გამოყენება.159
სასამართლოს გადაწყვეტილება
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არ დააკმაყოფილა
საქართველოს სახალხო დამცველის და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაციის სარჩელები და სადავო ნორმები კონსტიტუციურად ცნო.
155
იხ: საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2008 წლის 30 ოქტომბერი, პუნქტი 33;
156
იხ: საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2008 წლის 30 ოქტომბერი, პუნქტი 38;
157
იხ: საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2008 წლის 30 ოქტომბერი, პუნქტი 36;
158
იხ: საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2008 წლის 30 ოქტომბერი, პუნქტი 37;
159
იხ: საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2008 წლის 30 ოქტომბერი, პუნქტი 35, აგრეთვე იხ:
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება #2/2 389–II,6);
365
სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებები
სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებები
„სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის „ა“
ქვეპუნქტი სახალხო დამცველს ანიჭებს უფლებამოსილებას, ადამიანის უფლებათა
და თავისუფლებათა უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს პარლამენტს
წარუდგინოს საკანონმდებლო წინადადებები. აღნიშნული უფლებამოსილების
ფარგლებში სახალხო დამცველს შეუძლია, წარმოადგინოს თავისი მოსაზრებები
როგორც მოქმედი კანონმდებლობის, ასევე კანონპროექტების სრულყოფის
თვალსაზრისით.
2006–2008 წლებში სახალხო დამცველმა წარადგინა 45 საკანონმდებლო წინადადება,
აქედან 14 შეეხებოდა მოქმედი კანონმდებლობის შეცვლის საკითხს, ხოლო
დანარჩენი
31
წარმოადგენდა
შენიშვნებს
პარლამენტში
განსახილველ
კანონპროექტებზე. ამასთან უნდა ითქვას, რომ კონკრეტულ საკანონმდებლო
წინადადებებთან ერთად, სახალხო დამცველი მის საპარლამენტო ანგარიშებში
ყოველთვის უთითებს საქართველოს პარლამენტს კონკრეტულ რეკომენდაციებს
საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.
2008 წლის მეორე ნახევარში პარლამენტს წარედგინა ორი საკანონმდებლო
წინადადება. 160
წინადადება საქართველოს სისხლის სამართის კოდექსში გათვალისწინებული
წამების დანაშაულის დეფინიციის ,,წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან
ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ” კონვენციასთან
შესაბამისობაში მოყვანისა და წამების მსხვერპლთა კომპენსაციის უფლების თაობაზე
2008 წლის 22 სექტემბერს სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს პარლამენტს
სსსკ 33-ე მუხლის მე-4 ნაწილში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.
აღნიშნული დისპოზიცია ითვალისწინებს სამოქალაქო სარჩელის წარდგენის
შესაძლებლობასა და ზიანის ანაზღაურების მიღების უფლებას წამების, წამების
მუქარისა და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთა მიერ.
აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წამების, წამების მუქარისა და
დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლის მიერ ზიანის
ანაზღაურების შესახებ სარჩელი შეიძლება წარედგინოს სახელმწიფოს სამოქალაქო
სამართალწარმოების წესით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ
თანამდებობის პირს/პირებს ბრალად ედებათ წამება, წამების მუქარა ან/და
დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა და აღნიშნული თანამდებობის
პირი/პირები იმყოფებიან მიმალვაში ან მისი/მათი ადგილსამყოფელი დაუდგენელია.
160
სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებების სრული ვერსია იხილეთ დანართში.
366
სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებები
ამასთან, სასამართლო ვალდებული არ არის, განსასჯელის მიერ სასამართლოში
გამოუცხადებლობის შემთხვევაში, განსასჯელის დაუსწრებლად განიხილოს
სისხლის სამართლის საქმე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ
სისხლის სამართლის საქმის განხილვა არ მოხდა განსასჯელის დაუსწრებლად იმ
განსასჯელის მიმართ, რომელსაც ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 144¹-ე, 1442-ე და 1443-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის
ჩადენა, არსებობს დიდი ალბათობა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით არ
იქნეს განხილული და დაკმაყოფილებული წამების, წამების მუქარისა და
დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთა მიერ საქართველოს
სსსკ-ის 33-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამოქალაქო სარჩელი
სახელმწიფოს წინააღმდეგ იმ მოტივით, რომ აღნიშნული საკითხი წარმოადგენს იმ
სასამართლოს მსჯელობისა და გადაწყვეტის საგანს, რომელიც იხილავს
თანამდებობის პირის/პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმეს. ხოლო სისხლის
სამართლის საქმეზე სამოქალაქო წესით წარდგენილ სარჩელზე უარის მიღება
საქართველოს სსსკ-ის 33-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად ,,მოსარჩელეს უფლებას
ართმევს განმეორებით წარადგინოს იგივე სარჩელი სისხლის სამართლის საქმეზე.“
გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის
მე-4 ნაწილი არ უზრუნველყოფს წამების, წამების მუქარისა და დამამცირებელი ან
არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლის უფლებას, მიიღოს ზიანის ანაზღაურება იმ
შემთხვევაში, როდესაც დადგენილი იქნება თანამდებობის პირის/პირების მიერ
წამების, წამების მუქარისა და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის
ჩადენის ფაქტი, ე.ი. საქართველოს სსკ-ის 144¹-ე, 1442-ე და 1443-ე მუხლებით
გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტი, თუმცა დაუდგენელი იქნება მისი ჩამდენი
კონკრეტული თანამდებობის პირი/პირები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დამცველმა მიზანშეწონილად
მიიჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის
მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,თუ წინასწარი გამოძიება
მიმდინარეობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ წამების, წამების
მუქარის ან/და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ჩადენის ფაქტზე და
პირის დაზარალებულად ცნობიდან 12 თვის განმავლობაში ვერ დადგინდა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შესაბამისი მუხლები) მუხლით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი ან/და იგი მიიმალა ან მისი
ადგილსამყოფელი დაუდგენელია, დაზარალებულს ან მის უფლებამონაცვლეს
უფლება აქვს ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი წარადგინოს სახელმწიფოს
წინააღმდეგ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.”
გარდა ამისა, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის მიერ განსაზღვრული ,,წამების” დეფინიცია არ შეესაბამება 1984 წლის 10
დეკემბრის ,,წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი
მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ” კონვენციის პირველი მუხლის მიერ მოცემულ
367
სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებები
განსაზღვრებას, ვინაიდან არ ითვალისწინებს წამების ჩადენას თანამდებობის პირის
თანხმობით და აღნიშნულ ქმედებას არ აძლევს შესაბამის კვალიფიკაციას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ასევე არ ითვალისწინებს წამების
სპეციალურ სუბიექტს – თანამდებობის პირს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა წარმოადგინა წინადადება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შემდეგი ცვლილებებისა და
დამატებების თაობაზე:
1. 1441-ე და 1443-ე მუხლების მე-2 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს ,,ა” ქვეპუნქტი;
2. ცალკე, 1444-ე მუხლის სახით ჩამოყალიბდეს წამება, ჩადენილი მოხელის ან
მასთან გათანაბრებული პირის მიერ (შეთავაზებული ვერსია იხ. დანართში).
ცვლილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონში
2008 წლის 7 ივლისს სახალხო დამცველი გამოეხმაურა პარლამენტის წევრების
პ.კუბლაშვილის, მ.ზოდელავას, კ.ანჯაფარიძისა და ჩ.თაქთაქიშვილის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს „მოქალაქეთა
პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და
დამატებების შეტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც კანონის 31–ე მუხლის მე–5
პუნქტი ითვალისწინებდა, რომ პარტიები, რომელთა სიითაც პროპორციული
სისტემით არჩეულმა დეპუტატებმა დატოვეს პარლამენტი ან პარტია, ვეღარ
მიიღებდნენ სახელმწიფოს დაფინანსებას.
სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების
შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილება გამოხმაურება იყო კონკრეტულ
პოლიტიკურ მოვლენებზე, კერძოდ, ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ
პარლამენტის მასობრივ დატოვებაზე, ხოლო კანონი, თავისი არსით, წარმოადგენს
ზოგადი რეგულირების ნორმატიულ აქტს და მასში არ უნდა აისახებოდეს
კონკრეტულ, ერთჯერად მოვლენებზე ორიენტირებული ცვლილებები. გარდა ამისა,
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს კანონის 30–ე
მუხლის მე–2 პუნქტი დაფინანსების მოპოვებას უკავშირებს არა დეპუტატების
ყოფნას პარლამენტში, არამედ ამომრჩევლების მხრიდან ამა თუ იმ პარტიის
მხარდაჭერის ხარისხს, ანუ იმ პროცენტულ მაჩვენებელს, რაც პარტიამ უკანასკნელი
არჩევნების დროს მიიღო. გარდა ამისა, ისეთ ვითარებაში, როდესაც
განსაკუთრებული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას პოლიტიკური პლურალიზმისა და
დემოკრატიის არსებობა საქართველოში, სახელმწიფომ პირიქით უნდა იზრუნოს
პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერაზე და არ უნდა შეუქმნას მათ ფუნქციონირებას
ხელოვნური ბარიერები. უფრო მეტიც, სახალხო დამცველის აზრით, პარლამენტის
დატოვება წარმოადგენს პროტესტის ფორმას, რომელიც ისევე მისაღებია
პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორც სხვა მშვიდობიანი ფორმები. ყოველივე
ზემოთქმულის
გათვალისწინებით,
სახალხო
დამცველმა
მოითხოვა
კანონპროექტიდან აღნიშნული ნორმის ამოღება.
საქართველოს პარლამენტმა მაინც დაამტკიცა ცვლილება წარმოდგენილი სახით,
თუმცა მოგვიანებით, პოლიტიკური მოტივებით, განმეორებითი ცვლილება შევიდა
368
სამოქალაქო განათლების ცენტრის მიერ განხორციელებული აქტივობები
აღნიშნულ კანონში და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების
საქართველოს კანონის 31–ე მუხლის მე–5 პუნქტი ამოღებულ იქნა.
შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის სამოქალაქო
განათლების ცენტრის მიერ 2008 წელს
განხორციელებული აქტივობები
„გამოკითხულთა 70,0% თვლის რომ ადამიანებმა მეტი რომ იცოდნენ თავიანთი
უფლებების შესახებ, უკეთესად განახორციელებდნენ და დაიცავდნენ მას სხვადასხვა
საშუალებებით.“161
საქართველოს სახალხო დამცველის სამოქალაქო განათლების ცენტრი დაარსდა 2008
წლის 8 აპრილს, არსებული რესურს-ცენტრის ბაზაზე.
სამოქალაქო განათლების ცენტრის მიზნები და ამოცანებია:
1.
საქართველოს მოქალაქეებში სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა;
2.
ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ არსებული ინფორმაციის
საქართველოს მოსახლეობის სხვადასხვა ფენისათვის მიწოდება;
3.
საზოგადოებაში მოქალაქის, როგორც სამართალურთიერთობის სუბიექტის
უფლებების ცოდნის გაღრმავება.
4.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და მოქალაქეთა
საინფორმაციო-საგანმანათლებლო ბაზით უზრუნველყოფა;
სახალხო დამცველის აპარატის სამოქალაქო განათლების ცენტრის უმთავრესი
ფუნქციაა მოქალაქეთა უზრუნველყოფა საინფორმაციო და საგანმანათლებლო
თვალსაზრისით. ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება, როგორც
სახალხო დამცველის ოფისის სტრატეგია, საფუძველია მოქალაქეთა პოლიტიკური
და სამოქალაქო უფლებების დაცულობის მაქსიმალურად მიახლოებისათვის
დასავლურ სტანდარტებთან.
სამოქალაქო განათლების ცენტრის სათავო და რეგიონული ოფისების მიზანია,
მაქსიმალურად შეუწყონ ხელი და ორგანიზება გაუწიონ სხვადასხვა სახის აქტივობას,
რათა საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცეთ, დაეუფლონ პრაქტიკული
161
„საბაზისო კვლევა საქართველოში ადამიანის უფლებათა ცნობადობის დონის შესახებ, “სახალხო
დამცველის ოფისის შესაძლებლობათა გაძლიერება საქართველოში” რაოდენობრივი კვლევის
ანგარიში განხორციელებული საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტის (IPM)
მიერ; გამოკითხულია 2000 ადამიანი (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, გორი, რუსთავი).
კვლევა განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „ სახალხო დამცველის აპარატის
გაძლიერება“ ფარგლებში.
369
სამოქალაქო განათლების ცენტრის მიერ განხორციელებული აქტივობები
სამართლის, გამოყენებითი ეკონომიკისა და პროფესიული ინტერესების შესაბამისი
საზოგადოებრივი ურთიერთობების საფუძვლებს. აღნიშნული კომპლექსური
საგანმანათლებლო მომსახურება ხელს შეუწყობს სამოქალაქო თვითშეგნების
ჩამოყალიბებას.
სამოქალაქო განათლების ცენტრმა, დღიდან
მართულებით განახორციელა ღონისძიებები:
დაარსებისა,
2
ძირითადი
მი-
1.
სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა ბიბლიოთეკის აღჭურვაგანახლება და მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესება;
2.
საგანმანათლებლო პოლიტიკის განსაზღვრა და ცენტრსა თუ რეგიონებში
მოქალაქის, როგორც სამართალურთიერთობის სუბიექტის უფლებების ცოდნის
გაღრმავება.
1. სახალხო დამცველის ბიბლიოთეკის აღჭურვა-განახლება და მომსახურეობის
ხარისხის გაუმჯობესება;
სახალხო
დამცველის
ბიბლიოთეკა
სამოქალაქო
განათლების
ცენტრის
სტრუქტურული ქვედანაყოფია. ბიბლიოთეკის მთავარი მიზანი და ამოცანაა
ადამიანის უფლებათა შესახებ ნებისმიერი დაინტერესებული პირის ცოდნის დონის
ამაღლება.
სახალხო დამცველის აპარატის ბიბლიოთეკაში დაშვება თავისუფალია.
1997 წლიდან სახალხო დამცველის აპარატი რაულ ვალენბერგის ინსტიტუტისა და
„სიდას“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში ახორციელებს ადამიანის უფლებათა
დაცვის სფეროში საბიბლიოთეკო და საცნობარო სერვისის განვითარებას; გაეროს
განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, გარემონტდა დარბაზი, სამუშაო ოთახები.
ბიბლიოთეკა რეგულარულად მარაგდება
თანამშრომლებს უტარდებათ ტრენინგები.
კომპიუტერული ტექნიკა.
წიგნებით; სახალხო დამცველის
პროექტის ფარგლებში შეძენილია
ბიბლიოთეკაში აგრეთვე მოქმედებს
მოქმედებს ინტერნეტში დაშვებისა და
სწავლების პროგრამა (”აი-ეი-თი-ფი”) რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის
კულტურისა და განათლების საქმეთა ბიუროს პროგრამის ფარგლებში
ხორციელდება. ცენტრში ნებისმიერ მსურველს იღებენ კომპიუტერისა და
ინტერნეტის მოხმარების სასწავლო კურსებზე.
2008 წელს სამოქალაქო განათლების ცენტრალური ოფისის ბიბლიოთეკაში შემოვიდა
მთელი რიგი ახალი წიგნები: როგორც სახალხო დამცველის აპარატის გამოცემები,
ასევე საზღვარგარეთ გამოცემული ლიტერატურა, რომელიც გაეროს განვითარების
პროგრამის ფარგლებში შევიძინეთ. ამავე ლიტერატურით მომარაგდა რეგიონული
ცენტრები (ქუთაისსა და ბათუმში).
370
სამოქალაქო განათლების ცენტრის მიერ განხორციელებული აქტივობები
რაულ ვალენბერგის ინსტიტუტისა და „სიდას“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში,
ცენტრალური და რეგიონული ოფისების მუშაკებისთვის 2-ჯერ (მაისში და
ნოემბერში) ჩატარდა ტრენინგები მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
გაფორმდა ხელშეკრულება საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან და
შევიძინეთ პროგრამა პენ ბიბლიო, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელს
ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროში არსებული ლიტერატურის სწრაფი საძიებო
სისტემით.
აღსანიშნავია,
რომ
ლიტერატურა
ინგლისურ
ენაზე
მთლიანად
კომპიუტერიზებულია; უახლოეს მომავალში (2009 წლის იანვარ-თებერვალში)
დაგეგმილია ქართულ და რუსულენოვანი ლიტერატურის ელექტრონული
კატალოგის შექმნაც.
2009 წლის იანვარში დაგეგმილია საცავში არსებული ლიტერატურის ზუსტი აღწერა
და მონაცემთა ბაზის კორექტირება-დაზუსტება.
„ევრაზიის განვითარების ფონდის“ მხარდაჭერით განხორციელებული პროექტით
(ხელშეკრულება გაფორმდა 9 დეკემბერს) 2009 წელს ივარაუდება 2 რეგიონული
ოფისის – მარნეულსა და თელავში – აღჭურვა კომპიუტერული ტექნიკით, ინტერნეტშესაძლებლობებით და ლიტერატურით.
2009 წელს ამ მიმართულებით ვგეგმავთ კიდევ ერთ ინოვაციას: დაინტერესებულ
პირებს (განსაკუთრებული აქცენტი გადატანილია რეგიონებზე) შევთავაზებთ
ინტერნეტ-ფორუმის მომსახურებას, რაც ინფორმაციის გავრცელებისა და
კოორდინაციის გარდა (რაც ინფორმაციისა და პოლიტიკის დეპარტამენტის
კომპეტენციაში შედის), საგანმანათლებლო აქტივობების პაკეტის შექმნა და
სპეციფიკური (დისტანციური სწავლების) მეთოდიკის გამოყენებით შეთავაზება.
2. საგანმანათლებლო პოლიტიკის განსაზღვრა და ცენტრსა თუ რეგიონებში
მოქალაქის, როგორც სამართალურთიერთობის სუბიექტის უფლებების ცოდნის
გაღრმავება
2008 წლის აპრილიდან სამოქალაქო განათლების ცენტრმა ადამიანის უფლებათა
დაცვის კუთხით აქტივობათა განხორციელება დაიწყო:
1. კონკურსების შედეგად შეირჩა და დაინიშნა (გაეროს განვითარების პროგრამის
ფარგლებში) სამოქალაქო განათლების ცენტრების კოორდინატორები ქალაქებში
ბათუმსა და ქუთაისში;
2. სამოქალაქო განათლების ქუთაისისა და ბათუმის რეგიონულმა ოფისებმა
უმასპინძლეს ტოლერანტობის ცენტრის მიერ მოწყობილ ჟურნალ „სოლიდარობის“
პრეზენტაციასა და საზოგადოებრივ დისკუსიებს (ექსპერტები: გიგა ზედანია, ემზარ
ჯგერენაია);
371
სამოქალაქო განათლების ცენტრის მიერ განხორციელებული აქტივობები
3. სამოქალაქო განათლების ცენტრის ინიციატივით, ადგილობრივ სამოქალაქო
სექტორს (სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი
რეგიონული მედიის წარმომადგენლები) ქუთაისსა და ბათუმში შეხვდა სახალხო
დამცველი – სოზარ სუბარი; თემა: 2007 წლის I ნახევრის მოხსენება.
4. სამოქალაქო განათლების ცენტრმა 2008 წლის მაისი-ივლისში განახორციელა
საპილოტე პროექტი: „სტუდენტური დისკუსიები“ (ინიციატორი – მალხაზ სალდაძე);
პროექტი განხორციელდა 4 საუნივერსიტეტო ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი,
თელავი). პროექტის განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს სახალხო
დამცველმა – სოზარ სუბარმა; სახალხო დამცველის მოადგილემ – სოფიო ხორგუანმა;
გაიმართა 4 დისკუსია (ადამიანის უფლებების დაცვის სფეროდან); პროექტში
მონაწილე 3 რეგიონში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი) ჩამოყალიბდა ახალგაზრდული
უფლებათა დამცველი ორგანიზაციები.
5. სამოქალაქო განათლების ცენტრმა, ბავშვის უფლებების დაცვის ცენტრთან ერთად,
2008 წლის მაისი-ივნისში განახორციელა საპილოტე პროექტი: „სახალხო დამცველის
საკვირაო სკოლა“ (ინიციატორი – ნათია ხაინდრავა); პროექტი განხორციელდა ქალაქ
თბილისში (8 გაკვეთილი და ექსკურსია). პროექტის განხორციელებაში აქტიური
მონაწილეობა მიიღეს სახალხო დამცველმა – სოზარ სუბარმა; სახალხო დამცველის
მოადგილემ – სოფიო ხორგუანმა. პროექტის წარმატებით განხორციელების შედეგად,
ინიციატივით დაინტერესდნენ დონორი ორგანიზაციები: გაეროს ბავშვთა ფონდის,
გაეროს საქართველოს წარმომადგენლობისა და ევროსაბჭოს საქართველოს
წარმომადგენლობის მიერ დაფინანსდა 3 პროექტი, რის შედეგადაც 5 ქალაქში
(ბათუმი, ქუთაისი, მარნეული, თელავი, ყვარელი) მიმდინარეობს „საკვირაო
სკოლის“ გაკვეთილები.
6. დონორთა მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ნოემბერში ჩატარდა
ტრენინგები ადგილობრივი ტრენერებისთვის, რომლებიც ამჟამად ატარებენ
„სახალხო დამცველის საკვირაო სკოლის“ გაკვეთილებს.
7. ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით,
განხორციელდა 4-თვიანი პროექტი: „ჯავახეთში სამოქალაქო ინტეგრაციის
ხელშეწყობა
სკოლის
მართვის
დემოკრატიზაციის
გზით“;
პროექტის
განხორციელებაში მონაწილეობდნენ ექსპერტები განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.
8. 2008 წლის აგვისტო – დეკემბერში სამოქალაქო განათლების ცენტრის
თანამშრომლობით,
„ახალგაზრდულმა
რესპუბლიკურმა
ინსტიტუტმა“
განახორციელა პროექტი – „რეკომენდაციების შემუშავება საქართველოში ენობრივი
პოლიტიკის შემუშავებისა და ენობრივ უმცირესობათა უფლებების დაცვის მიზნით“,
რომელიც დაფინანსდა საქართველოში პოლონეთის საელჩოს მიერ. პროექტის
შედეგების პრეზენტაცია შედგა 2008 წლის 5 დეკემბერს.
9. 2008 წლის ნოემბერ-დეკემბერში სამოქალაქო განათლების ცენტრმა, გაეროს
წარმომადგენლობისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით,
372
სამოქალაქო განათლების ცენტრის მიერ განხორციელებული აქტივობები
ორგანიზება გაუწია კონკურსს - „ღირსება და სამართლიანობა ყველასათვის“,
რომელიც მიეძღვნა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების 60
წლისთავს; დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა სახალხო დამცველის
ოფისის სხდომათა დარბაზში 2008 წლის 11 დეკემბერს; გამარჯვებულებს ფასიანი
საჩუქრები სახალხო დამცველმა – სოზარ სუბარმა გადასცა.
10. ევრაზიის განვითარების ფონდის მხარდაჭერით, 2008 წლის დეკემბრიდან
დაიწყო პროექტი, რომელიც თელავსა და მარნეულში სამოქალაქო განათლების
რეგიონული ცენტრების აღჭურვასა და ადგილობრივ თანამშრომელთა მომზადებას
ისახავს მიზნად. პროექტის დასრულების შემდეგ რეგიონული ოფისები სახალხო
დამცველის აპარატის სტრუქტურულ ერთეულებად გაფორმდებიან.
11. 2008 წლის ნოემბერ - დეკემბერში სამოქალაქო განათლების ცენტრის
თანამშრომლობით არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამოქალაქო ინტეგრაციისა და
ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა“. შექმნა პროექტი „იძულებით
გადაადგილებულ
პირთა
საზოგადოებაში
ინტეგრაცია
საგანმანათლებლო
მიმართულებით (კომპიუტერული ტექნოლოგიები; ადამიანის უფლებები)“
(ინიციატორი – დალი მგელიაშვილი); პროექტი განხორციელდება ქალაქ თბილისში
და მიზნად ისახავს ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოზარდების ხელშეწყობას
დამატებითი უფასო სასწავლო კურსების ორგანიზების გზით. პროექტი დაფინანსდა
„არვადა როტარი კლუბის (აშშ, კოლორადო)” მიერ.
12. სამოქალაქო განათლების ცენტრის ინიციატივით, გაეროს განვითარების
პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა სოციოლოგიური კვლევა რეგიონებში ადამიანის
უფლებათა დაცვის სფეროში პრობლემათა სისტემატიზაციისა და ტენდენციების
დადგენის მიზნით; კვლევის მონაცემების ანალიზი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
საგანმანათლებლო პოლიტიკის დაგეგმვისა და პროგრამული მოდულების
შემუშავების მიზნით.
2009 წლისთვის დაგეგმილი აქტივობები სამოქალაქო განათლების რეგიონებში
გავრცელების ხარისხის ამაღლების მიზნით
1.
მიმდინარე პროექტების დასრულება (გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ
დაფინანსებული „მარნეულის საკვირაო სკოლა“, „ევრაზიის თანამშრომლობის
ფონდის“ მიერ დაფინანსებული „სამოქალაქო განათლების ცენტრების დაფუძნება
მარნეულსა და თელავში“) – იანვარი – მაისი.
2.
სამოქალაქო განათლების ცენტრის საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, რომელშიც
შევლენ: სახალხო დამცველი, სახალხო დამცველის მოადგილე, სახალხო დამცველის
აპარატის დეპარტამენტებისა და სამმართველოების ხელმძღვანელები, ბავშვის
უფლებების, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა ცენტრების ხელმძღვანელი
პირები, რეგიონული ოფისების კოორდინატორები – იანვარი.
3.
საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრის ჩატარება, სადაც მოხდება
ცენტრის სამოქმედო გეგმის მონახაზის გაცნობა; სამუშაო შეხვედრაზე განიხილება
373
სამოქალაქო განათლების ცენტრის მიერ განხორციელებული აქტივობები
სამოქალაქო განათლების ცენტრის პროგრამული მოდულის შემუშავებისთვის
სხვადასხვა მიმართულებით საექსპერტო თანამშრომლობა – იანვარი.
4.
სოციოლოგიური კვლევის შედეგების ანალიზი და საკონსულტაციო საბჭოს
მიერ საპილოტე საპროგრამო მოდულების შემუშავება 2009 წლისათვის – იანვარი –
მარტი.
5.
სამოქალაქო განათლების ცენტრების ახალი რეგიონული ოფისების
(მარნეული და თელავი - „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ პროექტის
ფარგლებში) ფუნქციონირების უზრუნველყოფა: ოფისების აღჭურვა ტექნიკით,
ინტერნეტ-რესურსებით, ავეჯითა და ლიტერატურით; რეგიონული ოფისების
(ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი...) კოორდინატორთა და ტრენერმულტიპლიკატორთა ტრენინგების ორგანიზება – იანვარი – მაისი.
6.
სამოქალაქო განათლების ცენტრების ახალი რეგიონული ოფისების
ჩამოყალიბება გორში, ზუგდიდსა და ოზურგეთში (სხვადასხვა დონორი
ორგანიზაციის დახმარებით) – იანვარი-ივლისი.
7.
სახალხო დამცველის საკვირაო სკოლების დაარსება და ფუქციონირების
უზრუნველყოფა (ბავშვთა უფლებების ცენტრთან თანამშრომლობით) ცენტრსა და
რეგიონებში (სხვადასხვა დონორი ოტგანიზაციის დახმარებით) – თბილისი, გორი,
ზუგდიდი, ოზურგეთი. – იანვარი-მაისი.
8.
სასწავლო ცენტრების ჩამოყალიბება რეგიონულ ოფისებთან მსურველთათვის
(პროგრამული მოდულებითა და სათანადო სასწავლო რესურსებით უზრუნველყოფა
- თვითსწავლების ფორმატში, სერტიფიცირების ადეკვატური სისტემის შემუშავებით
– მაისი-ივნისი.
9.
ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს (სხვადასხვა მიმართულებით)
ექსპერტების, პოლიტიკოსების, ადგილობრივი მაჟორიტარი დეპუტატების,
საზოგადო მოღვაწეების, საინტერესო ადამიანების მოწვევის ორგანიზება /რეგულარულად/.
10.
თემატური საღამოების მოწყობა რეგიონებში ვიდეო და აუდიო მასალის
გამოყენებით - /რეგულარულად/.
11.
რეგიონული ოფისების აქტიური თანამშრომლობა ადგილობრივ სამოქალაქო
სექტორთან სხვადასხვა სახის ღონისძიებათა ერთობლივი დაგეგმვისა და
ხელშეწყობის ფორმატში - /რეგულარულად/.
12.
საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების ორგანიზება რეგიონების
(ქუთაისი, ბათუმი, გორი, თელავი, ახალქალაქი, მარნეული, ზუგდიდი, ოზურგეთი)
არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებთან
ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით სამოქალაქო აქტივობების
374
სამოქალაქო განათლების ცენტრის მიერ განხორციელებული აქტივობები
კოორდინაციის მიოზნით (სახალხო დამცველის ვებ-გვერდისა და სამოქალაქო
ინტერნეტ-ფორუმის პრეზენტაცია) - /რეგულარულად/.
13.
მიმდინარე პროექტის დასრულება „იძულებით გადაადგილებულ პირთა
საზოგადოებაში ინტეგრაცია საგანმანათლებლო მიმართულებით (კომპიუტერული
ტექნოლოგიები; ადამიანის უფლებები)“ – იანვარი – მარტი.
375
პროექტები
პროექტები
1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის პროექტების
ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები
სახალხო დამცველის ოფისში უკვე რამოდენიმე წელია სხვადასხვა დონორების, მათ
შორის გაეროს განვითარების პროგრამის,
ნორვეგიის მთავრობის, შვედეთის
საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს და საქართველოს
მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება გაეროს განვითარების
პროგრამის პროექტი „სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერება“, რომელიც 2008
წელს მოიცავდა ორ პროექტს „სახალხო დამცველის ცენტრების გაძლიერება“ (გაეროს
განვითარების პროგრამისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსება) და
„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შესაძლებლობათა განვითარება“
(ხორციელდებოდა რაულ ვალენბერგის ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული
სამართლის ინსტიტუტთან ერთად, შვედეთის საერთაშორისო განვითარების
თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით გაეროს განვითარების
პროგრამის მიერ).
პროქტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები 2008 წელს:
ა. სახალხო დამცველის ოფისის დახმარება მონიტორინგის ფუნქციის ეფექტურად
განხორციელებაში:
აღნიშნული
მიმართულება
გულისხმობდა
როგორც
მონიტორინგის ტექნიკურ ხელშეწყობას, ისე სისტემატურ საექსპერტო–ანალიტიკურ
დახმარებას საკანონმდებლო წინადადებების, მოქმედი კანონმდებლობისა თუ
კონკრეტული საქმეების ანალიზისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაში,
ასევე სახალხო დამცველისათვის შესაბამისი ანგარიშების მომზადებაში ისეთ
თემებზე, როგორიცაა უფლება ჯანმრთელობაზე, უმცირესობათა უფლებები,
სისხლის სამართლის კანონმდებლობა. აღსანიშნავია ასევე პროექტის ფარგლებში
გაწეული საექსპერტო დახმარება სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელების
მომზადებაში.
სპეციალური
დახმარება
განხორციელდა
დახურული
დაწესებულებების
მონიტორინგის უნარ–ჩვევებისა და დოკუმენტაციის სრულყოფის კუთხით. 2008
წლის განმავლობაში საერთაშოსო და ადგილობრივი ექსპერტებისა და სახალხო
დამცველის აპარატის თანამშრომლების მონაწილეობით ჩატარდა ორი სამუშაო
შეხვედრა, რომელთა შედეგად შემუშავდა სხვადასხვა ტიპის დახურული
დაწესებულებების მონიტორინგის სისტემატიზირებული ინსტრუქციები და
ფორმები.
ბ. უმცირესობათა უფლებების დაცვისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა:
პროექტის ფარგლებში სახალხო დამცველთან მოქმედებს ტოლერანტობის ცენტრი,
რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა სახალხო დამცველის დახმარება
ტოლერანტული, სამართლიანი, თანასწორუფლებიანი, მშიდობიანი გარემოს
376
პროექტები
დამკვიდრების
ხელშეწყობაში,
დისკრიმინაციის
წინააღმდეგ
ბრძოლაში.
უმცირესობათა უფლებების
ეფექტური რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით,
ტოლერანტობის ცენტრი აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს,
როგორც უმცირესობებთან დაკავშირებული სამართლებრივი მექანიზმებისა თუ
არსებული ვითარების ანალიზისა და სათანადო რეკომენდაციების მომზადების,
ასევე სემინარების, მრგვალი მაგიდების, დისკუსიების მოწყობისა და აღნიშნულ
სფეროში აქტიური საგანმანათლებლო პოლიტიკის განხორციელების კუთხით.
ტოლერანტობის ცენტრი კოორდინაციას უწევს სახალხო დამცველთან არსებულ
ეთნიკურ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოების საქმიანობას, ხელს უწყობს მათი
მონაწილეობის გაზრდას საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გადაწყვეტილებების
მიღების პროცესში. 2008 წლის განმავლობაში ტოლერანტობის ცენტრის
კოორდინაციით რეგულარულად იმართებოდა რელიგიური და ეთნიკური
უმცირესობების საბჭოებისა და მათი კომიტეტების სამუშაო შეხვედრები, ასევე მათი
შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებისა თუ საერთაშორისო
ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში
რელიგიურ უმცირესობათა საბჭოს მიერ შეუმუშავებულ იქნა რელიგიათა საბჭოს
სოციალური დოქტრინის ტექსტი.
ტოლერანტობის ცენტრის მიერ მზადდება და საქართველოს მასშტაბით ვრცელდება
ჟურნალი „სოლიდარობა“, რომელშიც გაშუქებულია, ადამიანის უფლებები,
ეთნიკური ჯგუფებისა და რელიგიური მიმდინარეობების მდგომარეობა,
ტოლერანტობის, ინტეგრაციის, სოციალური თანასწორობისა და დემოკრატიის
განვითარებასთან დაკავშირებული თემები. 2008 წელს გამოვიდა ჟურნალის 6
ნომერი, აქედან 2 ნომერი სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ჟურნალში განხილულ
თემებზე მოეწყო 6 საჯარო დისკუსია. 2008 წელს ტოლერანტობის ცენტრმა ჩაატარა
ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა ნაშრომების კონკურსი
„მრავალეთნიკური საქართველო“. 2008 წელს მომზადდა და გამოიცა პუბლიკაციები
„რელიგიები საქართველოში“ და „ეთნოსები საქართველოში“, რომლებშიც ასახულია
საქართველოში არსებული ყველა ეთნოსისა და რელიგიური გაერთიანების ისტორია,
კულტურა და თანამედროვე ყოფა.
გ. ადამიანის უფლებათა შესახებ ცოდნის გაზრდის ხელშეწყობა და სახალხო
დამცველის სამოქალაქო განათლების ცენტრების მხარდაჭერა: პროექტის
ხელშეწყობით
გაიზარდა
სახალხო
დამცველის
შესაძლებლობები
უკეთ
განახორციელოს მისი საგანმანათლებლო ფუნქცია, როგორც ქართულ ენაზე
მომზადებული და გამოცემული პუბლიკაციების მეშვეობით, ისე სამოქალაქო
განათლების ცენტრების/ ბიბლიოთეკების გაუმჯობესებული და ეფექტური
მუშაობის გზით. გაფართოვდა სამოქალაქო განათლების ცენტრების საქმიანობის
გეოგრაფიული არეალი.
2008 წლის გაზაფხულზე პროექტის ხელშეწყობით გაიხსნა სახალხო დამცველის
სამოქალაქო განათლების ცენტრები ქუთაისისა და ბათუმის ოფისებში. პროექტის
დაფინანსებით სამოქალაქო განათლების რეგიონულ ცენტრებში მოეწყო არაერთი
მრგვალი მაგიდა და დისკუსია ადამიანის უფლებების სფეროში აქტუალურ
საკითხებზე,
რეგულარულად
იმართებოდა
სტუდენტური
დისკუსიები
377
პროექტები
დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ. პროექტის ფარგლებში მომზადდა
და დაიბეჭდა საინფორმაციო ბუკლეტები სახალხო დამცველის სამოქალაქო
განათლების ცენტრისა და ბიბლიოთეკის შესახებ. როგორც თბილისის, ისე
რეგიონების ბიბლიოთეკებისათვის შეძენილ იქნა უახლესი ლიტერატურა. 2008 წლის
აპრილში რაულ ვალენბერგის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის ექსპერტების მიერ
სახალხო
დამცველის
სამოქალაქო
განათლების
ცენტრების/ბიბლიოთეკის
თანამშრომლებს ჩაუტარდათ სპეციალური ტრენინგი ადამიანის უფლებათა შესახებ
ლიტერატურისა და დოკუმენტაციის აღრიცხვისა და კატალოგირების შესახებ.
სახალხო დამცველის ბიბლიოთეკისათვის შეძენილ იქნა სპეციალური პროგრამა,
რომლის მეშვეობით განხორციელდა წიგნების კატალოგიზაცია და მონაცემთა ბაზის
სახალხო დამცველის ვებ–გვერდზე განთავსება.
2008 წლის ბოლოს დაიწყო საზოგადოებრივი კვლევა ადამიანის უფლებათა ცოდნის
შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს სახალხო დამცველის აპარატს
ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო პოლიტიკის უკეთ
შემუშავებაში.
პროექტის ხელშეწყობით გამოიცა საქართველოში ადამიანის უფლებათა შესახებ
სახალხო დამცველის 2007 წლის მეორე ნახევრისა და 2008 წლის პირველი ნახევრის
საანგარიშო მოხსენება.
პროექტის ფარგლებში მომზადდა და გამოიცა „ლათინურ–ქართული იურიდიული
ლექსიკონი“ და „ადამიანის უფლებათა სფეროში ძირითადი საერთაშორისო
სამართლებირივი აქტების კრებული“ (ორი ტომი).
2008 წელს ჩატარდა ორი რეგიონული სემინარი ადმინისტრაციულ სამართალში
იმერეთისა
და
აჭარის
ადგილობრივი
თვითმმართველობების
წარმომადგენელთათვის. აღნიშნულ სემინარებზე აქტიურად იქნა განხილული
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ ადამიანის უფლებათა
დაცვის საკითხები და სახალხო დამცველის როლი და პრაქტიკა აღნიშნულ სფეროში.
დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გზები.
დ. რეგიონული ოფისების ფუნქციონირების მხარდაჭერა. მნიშვნელოვანი დახმარება
გაეწიათ რეგიონულ ოფისებს, რაც გამოიხატა მათი ავეჯითა და ტექნიკური
ინვენტარით უზრუნველყოფაში. 2008 წლის ბოლოს გაეროს განვითარების
პროგრამის მხარდაჭერით
(პროექტი „ადრეული რეაბილიტაცია და მდგრადი
გადასვლის ხელშეწყობა“) გარემონტდა და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა
სახალხო დამცველის ოფისი გორში.
ე. სახალხო დამცველის ოფისის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება და
თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა. პროექტმა დახმარება
გაუწია სახალხო დამცველის აპარატს მენეჯმენტთან დაკავშირებული შიდა
დოკუმენტების მოზადებაში. შემუშავდა სახალხო დამცველის აპარატის და მისი
სტრუქტურული ერთეულების დებულებების ახალი პროექტები, მომზადდა
თანამშრომელთა სამუშაოს აღწერილობები, შინაგანაწესი და ა.შ. ორგანიზაციის
378
პროექტები
პრიორიტეტების გათვალისწინებით მომზადდა სახალხო დამცველის 2008 – 2010
წლების სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურად გაიწერა ორგანიზაციის სამუშაო
მიმართულებები. 2008 წლის ნოემბერსა და დეკემბერში ჩატარდა ტრენინგები
მენეჯმენტში
სახალხო
დამცველის
აპარატის
ხელმძღვანელი
თანამშრომლებისათვის.
მნიშვნელოვანად
გაიზარდა
ორგანიზაციის
თანამშრომელთა ცოდნა მენეჯმენტის პროცესებთან დაკავშირებით, მოხდა
ძირითადი შიდა ორგანიზაციული პროცესების უკეთ გაანალიზება და დაგეგმვა,
მაგალითად გეგმიური მონიტორინგის, სახალხო დამცველის ანგარიშის მომზადების
პროცესები და ა.შ.
სახალხო
დამცველის
აპარატის
თანამშრომლებს
ჩაუტარდათ
სემინარი
კომუნიკაციის უნარ–ჩვევების შესახებ, კვალიფიციური ფსიქოლოგების დახმარებით
მათ განიხილეს სპეციფიურ სამიზნე ჯგუფებთან (ბავშვებთან, შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირებთან, პატიმრებთან და სხვა სამიზნე ჯგუფებთან)
კომუნიკაციის გაუმჯობესების და კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირების
შესაძლებლობები.
2008 წელს შესაბამისი დარგების კვალიფიციური ექსპერტების მონაწილეობით
სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისათვის გაიმართა სამი თემატური
სემინარი
ეროვნულ
კანონმდებლობასთან
დაკავშირებით,
კერძოდ
ადმინისტრაციულ სამართალთან, შრომის სამართალსა და სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის პროექტთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებზე.
სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისათვის რაულ ვალენბერგის
ინსტიტუტის ექსპერტის მიერ ჩატარდა ტრენინგი „ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენციითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სისხლის
სამართლის საპროცესო გარანტიები.“
პროექტის ხელშეწყობით აპარატის ოთხმა თანამშრომელმა მონაწილეობა მიიღო
ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში გამართულ საზაფხულო სკოლაში ადამიანის
უფლებათა დაცვის ევროპული სისტემის შესახებ.
პროექტის
ფარგლებში
ჩატარებულმა
ღონისძიებებმა,
რომელთა
მიზანს
წარმოადგენდა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა კვალიფიკაციის
ამაღლება, მნიშვნელოვანად გააუმჯობესა მათი ანალიტიკური უნარ–ჩვევები და
გააღრმავა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესახებ ცოდნა.
გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებითა და შვედეთის საერთაშორისო
განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, 2008 წლის
განმავლობაში სახალხო დამცველსა და მის აპარატს მათი საქმიანობის სხვადასხვა
ასპექტების გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვანი საექსპერტო–საკონსულტაციო
დახმარება გაუწია ესტონეთის ყოფილმა იუსტიციის კანცლერმა, ალარ იოქსმა.
2. ევროსაბჭოსა და დანიის მთავრობის ერთობლივი პროექტი
379
პროექტები
2008 წლის 1 იანვარს სახალხო დამცველის აპარატში დაიწყო დანიის მთავრობის
მიერ დაფინანსებული და ევროსაბჭოს მიერ განხორციელებული ორწლიანი პროექტი
„საქართველოს სახალხო დამცველის გაძლიერება“. პროექტი წარმოადგენს დანიის
კავკასიის პროგრამის „სათანადო მართვის, ადამიანის უფლებათა და კანონის
უზენაესობის გაუმჯობესება საქართველოში“ ნაწილს. პროექტი მუშაობს ორი
მიმართულებით. პირველი მიზნად ისახავს სახალხო დამცველის ინსტიტუტის
სამოქმედო შესაძლებლობის გაზრდას მოქმედი ევროპული სტანდარტების
შესაბამისად. მეორე მიმართულების მიზანია სახალხო დამცველის ინსტიტუტის
გაძლიერება სპეციფიკური ჯგუფების უფლებათა დაცვის კუთხით და შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ დისკრიმინაციის დაძლევა.
პროექტის ფარგლებში 2008 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატის
თანამშრომლებისთვის ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები: ა) 5 ტრენინგი ადამიანის
უფლებათა ევროპული კონვენციის შერჩეულ მუხლებთან და ევროსაბჭოს სხვა
მნიშვნელოვანი ხელშეკრულებებთან დაკავშირებით; ბ) ერთი სამუშაო შეხვედრა
გამოძიებისა და ანგარიშის ტექნიკასთან დაკავშირებით, ერთი ტრენინგი
კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების უფლებებთან
დაკავშირებით. გ) განხორციელდა 5 აპარატის თანამშრომლის სასწავლო ვიზიტი
ევროსაბჭოს სათაო ოფისში სტრასბურგში და სახალხო დამცველის 4 თანამშრომლის
სამუშაო ვიზიტი დანიის ომბუდსმენის ოფისში.
3. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „სახალხო დამცველის დახმარების“ პროექტი
2008 წლის სექტემბერში სახალხო დამცველის ოფისში ევროკავშირის დაფინანსებით
დაიწყო ორწლიანი პროექტი – „სახალხო დამცველის აპარატის დახმარება“. პროექტს
ახორციელებს ავსტრიული კომპანია “Human Dynamics”. პროექტის მუშაობა სამი
ძირითადი მიმართულებით წარიმართება: ა. სახალხო დამცველის ოფისის
გაძლიერება სისხლის სამართლის რეფორმის მონიტორინგისა და ქვეყანაში კანონის
უზენაესობის უზრუნველყოფის კუთხით; ბ. სახალხო დამცველის ოფისის
ინსტიტუციური გაძლიერება, რაც მოიცავს სახალხო დამცველის ოფისში საქმეთა
მართვის უახლესი სისტემის დანერგვას და კომუნიკაციის სისტემის გაუმჯობესებას
რეგიონულ ოფისებსა და სათაო ოფისს შორის. გ. საზოგადოებაში ადამიანის
უფლებების შესახებ ცოდნის ამაღლება.
2009 წლის თებერვალში დასრულდა სამთვიანი მოსამზადებელი ეტაპი, რომლის
განმავლობაში პროექტის ექსპერტები გაეცნენ სახალხო დამცველის აპარატის
მუშაობის თავისებურებებს და პრიორიტეტულ მიმართულებებს და ოფისის
საჭიროებების დადგენის შემდეგ შეადგინეს პროექტის ორწლიანი სამუშაო გეგმა.
ევროკავშირის პროექტის, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისისა და
საბერძნეთის ომბუდსმენის პროექტის „EUNOMIA“ თანამშრომლობითა და
თანადაფინანსებით, 2009 წლის 11–12 თებერვალს ჩატარდა სახალხო დამცველის
ინსტიტუტის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია
–
„გამოხატვის თავისუფლება“.
380
პროექტები
ევროკავშირის პროექტის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს
მუშაობის გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, დახმარების სახით გადაეცა 12
ავტომანქანა და კომპიუტერული ტექნიკა.
4. აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი „საჯარო ადმინისტრირების
რეფორმის პროგრამა“.
2008 წელს სახალხო დამცველის აპარატში დაიწყო აშშ განვითარების სააგენტოს
პროექტი „საჯარო ადმინისტრირების პროგრამა“, რომლის ფარგლებში დაფინანსდა
ორი პრიორიტეტული მიმართულება: 1. მოწვეულმა უცხოელმა და ადგილობრივმა
ექსპერტებმა ჩამოაყალიბეს სახალხო დამცველის კომუნიკაციის ორწლიანი
სტრატეგია; 2. შეიქმნა სახალხო დამცველის განახლებული ვებ–გვერდი, რომლის
ელექტრონული
მისამართია
www.ombudsman.ge.
ვებ–გვერდზე
ასევე
ფუნქციონირებს ინტერნეტ კლუბი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია
დარეგისტრირება და დისკუსიაში მონაწილეობის მიღება.
5. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრი
2008 წლის სექტემბერში სახალხო დამცველის ოფისში ლიხტენშტეინის მთავრობის
დაფინანსებით დაარსდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების
დაცვის
ცენტრი.
ცენტრის
მუშაობის
ძირითადი
მიმართულებებია:
1.
ინდივიდუალური საქმეების შესწავლა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა უფლებების დარღვევებზე რეაგირება; 2. სახელმწოფის მხრიდან შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის პოლიტიკის შემუშავების ხელშწყობა; 3.
საზოგადოების ინფორმირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა
უფლებების შესახებ;
თავისი საქმიანობის მანძილზე, გარდა ინდივიდუალური საქმეების შესწავლისა,
ცენტრმა განახორციელა შემდეგი საქმიანობები: ა. ცენტრის ინიციატივით
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების დაცვის საერთაშორისო
დღეს გაიმართა მრგვალი მაგიდა, სადაც მონაწილეებმა განიხილეს ამ სფეროში
არსებული პრობლემები და გამოწვევები; ბ. საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა
და სოციალური საკითხების კომიტეტის წარმომადგენლებთან აქტიური
თანამშრომლობის გზით, ცენტრმა ხელი შეუწყო შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირების სოციალური ინტეგრაციის კონცეფციის დოკუმენტის მიღებას
პარლამენტში 2008 წლის 2 დეკემბერს; გ. ევროსაბჭოსა და დანიის მთავრობის
ერთობლივ პროექტთან თანამშრომლობით სახალხო დამცველის აპარატის და
ცენტრის თანამშრომლებისათვის ჩატარდა ორი სამუშაო შეხვედრა; დ. შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებისათვის დაიწყო სემინარები, ე.წ
„მშობელთა სკოლა“, რომლებსაც ცენტრთან დანამშრომლობით ატარებენ ექპერტები;
ე. ცენტრის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს 4 რადიოგადაცემაში შშმპ–ების
პრობლემებთან დაკავშირებით; ვ. მომზადდა ორი სოციალური ტიპის რეკლამა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დაცვასთან დაკავშირებით; ზ. 2008
წლის 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დაცვის დღესთან
დაკავშირებით ცენტრმა მოაწყო საჯარო დისკუსია საშუალო სკოლის
მოსწავლეებისათვის.
381
პროექტები
6. პროექტი „ადამიანის უფლებები ფსიქიატრიული მომსახურების პროცესში –
დაბრუნება საზოგადოებაში“.
2008 წელს სახალხო დამცველის ოფისში ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“
დაფინანსებით მიმდინარეობდა პროექტი „ადამიანის უფლებები ფსიქიატრიული
მომსახურების პროცესში – დაბრუნება საზოგადოებაში“, რომლის მიზანია ხელი
შეუწყოს სახალხო დამცველს და მონიტორინგის საზოგადოებრივ საბჭოს
განახორციელოს ფსიქიატრიული სერვისის მიწოდების მონიტორინგი, ხელი
შეუწყოს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა დაცვას, შეიმუშაოს რეკომენდაციები
და წინადადებები ფსიქიატრიული სერვისის უკეთ დაგეგმვის მიზნით. პროექტი
შემდეგი მიმართულებებით ხორციელდებოდა: 1. ფსიქიატრიული დაწესებულებების
მონიტორინგი; 2. ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების უფლებების შესახებ
საზოგადოების ინფორმირება; 3. თემზე ორიენტირებული მომსახურების
ადვოკატირება.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები: ა. ჩატარდა ორდღიანი
მონიტორინგი 3 ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. მონიტორინგის დროს
ექსპერტებმა შესწავლეს საავადმყოფოებში არსებული საყოფაცხოვრებო პირობები,
პაციენტის მკურნალობის, მოვლისა და მოპყრობის პირობები და პაციენტის
უფლებათა მდგომარეობა; ბ. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ორი განსხვავებული
ტიპის ბუკლეტი. ბუკლეტების შინაარსი ემსახურება პაციენტთა ინფორმირებას მათი
უფლებების და უფლებათა დაცვის ინსტრუმენტების შესახებ. ერთ-ერთი ბუკლეტი
შეიცავს საჩივრის ფორმას და სახალხო საკონტაქტო ინფორმაციას. ბუკლეტები
მონიტორინგის პროცესში დაურიგდათ პერსონალს, პაციენტებს და მათ ახლობლებს;
გ. პროექტის ფარგლებში ასევე დაიბეჭდა პლაკატები, რომელიც ემსახურება
ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებების პოპულარიზაციას; დ. გამოიცა
სპეციალური ანგარიში ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა
დაცვის მდგომარეობის შესახებ. დ. ჩატარდა ტრენინგი მონიტორინგის ტექნიკასთან
დაკავშირებით, განახლდა და დაიბეჭდა მონიტორინგის კითხვარი, როგორც
მონიტორინგის ძირითადი ისტრუმენტი.
7. სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა ცენტრის გაძლიერება
2008 წელს ლიტვის მთავრობის დაფინანსებითა და ლიტვის ბავშვთა ომბუდსმენის
თანადგომით სახალხო დამცველის ბავშვთა უფლებათა ცენტრში განცორციელდა
პროექტი, რომელიც რამოდენიმე კომპონენტისგან შედგებოდა: 1. ცენტრის
სამოქმედო შესაძლებლობათა განვითარება; 2. ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებების
მონიტორინგი; 3. საზოგადოების ინფორმირება ბავშვის უფლებების შესახებ.
2008 წლის ივნისში პროექტის ფარგლებში ბავშვის უფლებების ცენტრს სამუშაო
ვიზიტით ეწვია ლიტვის ბავშვთა ომბუდსმენის ორი ექსპერტი. ექსპერტებმა
შეისწავლეს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ორი მიმართულებით: ძალადობა
ბავშვის მიმართ და არასრულწლოვანთა სამართალი. გარდა ამისა, შესაძლებელი
გახდა ბათუმსა და ქუთაისში, სახალხო დამცველის აპარატის რეგიონულ ოფისებში,
ბავშვის უფლებების საკითხებზე მომუშავე სპეციალისტების დამატება.
382
პროექტები
2008 წლის ოქტომბერში აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოში
ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ლიტვის რესპუბლიკის ბავშვის უფლებათა
კონტროლიორი (ომბუდსმენი) ქ–ნი რემანტა სალაშევიჩიუტე. სახალხო დამცველმა
და ლიტვის ბავშვის უფლებათა ომბუდსმენმა მოილაპარაკეს სამომავლო
თანამშრომლობის გეგმებზე და ხელი მოაწერეს მემორანდუმს თანამშრომლობის
შესახებ.
383
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
დანართი #1
სამართლიანი სასამართლო
გიორგი გვიჩიანის საქმე
1. მომართვა სახალხო დამცველის აპარატისადმი
1.1.
გიორგი გვიჩიანის ინტერესების დამცველის ადვოკატების განცხადება
2008 წლის 22 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მომართეს
რუსთავის
#6
საპყრობილეში
მყოფი
უვადო
თავისუფლებააღკვეთილი
მსჯავრდებულის, გიორგი გვიჩიანის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ირმა
ჭკადუამ, მალხაზ ჯანგირაშვილმა და გელა ნიკოლაიშვილმა. მათი აზრით, გიორგი
გვიჩიანის სისხლის სამართლის საქმეში „იმდენად უპრეცედენტოა კანონისა და
ადამიანის უფლებების იგნორირება“, რომ საჭიროებდა სახალხო დამცველის მიერ
ზემოხსენებული პატიმრის საქმის შესწავლას. მათი თხოვნით, უნდა მომხდარიყო
იმის გარკვევა, თუ რამდენად ობიექტურად ჩატარდა მათი დაცვის ქვეშ მყოფის,
გიორგი გვიჩიანის, სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიება და რამდენად
სამართლიანად წარიმართა საერთო სასამართლოებში სისხლის სამართლის საქმის
სამართალწარმოება.
1.2. მსჯავრდებული გიორგი გვიჩიანი
გიორგი მათეს ძე გვიჩიანი არის საქართველოს მოქალაქე. იგი დაიბადა 1970 წლის 18
ივლისს ქ. თბილისში. 1987 წელს დაამთავრა თბილისის კომაროვის სახელობის
ფიზიკა-მათემატიკის საშუალო სკოლა, ხოლო 1993 წელს - ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკისა
და კიბერნეტიკის ფაკულტეტი.
1996 წლის 07 ივლისიდან გიორგი გვიჩიანი მუშაობდა თბილისის მერიის
მუნიციპალური საწარმოო გაერთიანება „თელასის“ გენერალური დირექტორის
მოადგილედ ეკონომიკურ დარგში. 1998 წლის 02 ივლისს დაინიშნა „თელასის“
ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე. 1999 წლის 01 ივლისს გადაიყვანეს
სააქციო საზოგადოება „ეი-ი-ეს თელასის“ კომერციულ დეპარტამენტში,
დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. 2002 წლის 01 მარტიდან 2004 წლის 15
მაისამდე აღნიშნული დეპარტამენტის სტრუქტურული რეორგანიზაციის შემდეგ
მუშაობდა ტარიფებისა და შესყიდვების ექსპერტად. 2005 წლის 25 ივლისიდან 2006
წლის 7 მარტამდე მუშაობდა სააქციო საზოგადოება „თბილგაზის“ გენერალურ
დირექტორად.
2006 წლის 7 მარტს 11 საათსა და 03 წუთზე გიორგი გვიჩიანი საკუთარ სამუშაო
კაბინეტში დააპატიმრეს სააქციო საზოგადოება „ეი-ი-ეს თელასის“ კომერციული
დირექტორის ნიკოლოზ ლომინაძის 2002 წლის 13 აგვისტოს მომხდარი მკვლელობის
შეკვეთის ბრალდებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 აგვისტოს განაჩენის საფუძველზე, გიორგი გვიჩიანს
მიესაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
384
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
თბილისის სამოქალაქო სასამართლოს მიერ
გიორგი გვიჩიანის წინააღმდეგ
გამოტანილი განაჩენი მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების მიერ გასაჩივრდა
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007
წლის 16 აპრილის განაჩენით, გიორგი გვიჩიანის ინტერესების დამცველი
ადვოკატების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2007 წლის 16 მაისს გიორგი გვიჩიანის ინტერესების დამცველი ადვოკატების მიერ
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში
შეტანილ იქნა საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატის 2007 წლის 16 აპრილის განაჩენის გაუქმების მოთხოვნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007
წლის 11 დეკემბრის განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი გიორგი გვიჩიანის
ინტერესების დამცველი ადვოკატების საკასაციო საჩივარი საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის 547–ე მუხლის მე–2 ნაწილის მოთხოვნათა
დაუკმაყოფილებლობის მოტივით.
2007 წლის 16 ოქტომბერს გიორგი გვიჩიანის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა
განცხადებით მიმართეს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლოს
ქ.სტრასბურგში (საფრანგეთი), იმ არგუმენტაციით, რომ მათი მანდატის მიმართ
სასამართლო პროცესის დროს ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა და ძირითად
თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3
პუნქტების მოთხოვნების დარღვევის ფაქტებს.
2. დასკვნისათვის წარმოდგენილი მასალები
დასკვნის მოსამზადებლად გიორგი გვიჩიანის უფლებების დამცველი ადვოკატების
მიერ წარმოდგენილ იქნა:
1. რუსთავის #6 საპყრობილეში განთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი
გვიჩიანის, განცხადება.
2. გიორგი გვიჩიანის სისხლის სამართლის საქმე 18 ტომად.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმების ელექტრონული
ვერსია.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის სასამართლო სხდომის ვიდეოჩანაწერი.
5. გიორგი გვიჩიანის უფლებების დამცველი ადვოკატების მიერ სტრასბურგის
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის გაგზავნილი განცხადება.
6. ტელეკომპანის „რუსთავი2–ის“ ეთერში 2006 წლის 16 ივლისის გასული
გადაცემა “P.S”-ის სიუჟეტი.
7. ტელეკომპანის „რუსთავი2–ის“ ეთერში 2006 წლის 9 მარტს გასული ეკა
ხოფერიას თოქ–შოუს „თავისუფალი თემა“ ვიდეო ჩანაწერი.
8. ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის ფილმი „თემიდას სიბრმავე“.
385
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
3. ნ. ლომინაძის 2002 წლის 13 აგვისტოს მკვლელობის სისხლის
სამართლის საქმე
3.1. ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობა
2002 წლის 14 აგვისტოს, თბილისში ბახტრიონის ქუჩა #26-ში, საცხოვრებელი
კორპუსის მე–3 სადარბაზოს ბინა 55-ში, მისი მშობლების საცხოვრებელ ბინაში,
ღამით 3 საათსა და 15 წუთზე ნათესავებმა აღმოაჩინეს ს/ს „ეი-ი-ეს თელასის“
ფინანსური დირექტორის ნიკოლოზ ლომინაძის გვამი. გვამს თავის არეში
აღენიშნებოდა ერთი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული გამჭოლი ჭრილობა.
ნ.ლომინაძეს ხელ–ფეხი შეკრული ჰქონდა „სკოჩით“ და მობილური ტელეფონის
დამტენი შნურით. გარეგნული დათვალიერებით გვამს სხეულზე სხვა სახის
დაზიანება არ აღენიშნებოდა.
2002 წლის 14 აგვისტოს თბილისის ვაკე–საბურთალოს რაიონულ პროკურატურაში
აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმე #0702916 ნიკოლოზ ნოდარის ძე ლომინაძის
განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო
შენახვა–ტარების
კვალიფიკაციით,
დანაშაული,
გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით და 236–ე
მუხლის პირველი და მე–2 ნაწილებით.
სასამართლო–სამედიცინო და კრიმინალისტი ექსპერტების მიერ 2002 წლის 14
აგვისტოს შედგენილი დოკუმენტის მიხედვით დათვალიერებულ იქნა შემთხვევის
ადგილი, რა დროსაც ნიკოლოზ ლომინაძის თავის კეფასა და ბალიშს შორის
აღმოჩნდა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ერთი ცალი ტყვიის გულა. გვამი
ესვენა მისაღებ ოთახში არსებულ ტახტზე, რომელსაც ტანზე და თავზე
გადაფარებული ჰქონდა ღია ვარდისფერი აბანოს პირსახოცი, რომელსაც
აღენიშნებოდა ტყვიისაგან მიყენებული გამჭოლი დაზიანება. ბალიშზე, რომელზეც
თავი ედო ნ.ლომინაძეს, შეიმჩნეოდა სისხლისფერი ლაქები. ტახტის გვერდზე
მდებარე სავარძელზე დადგმულ საფერფლეში აღმოჩნდა 2 ცალი მოწეული
სიგარეტის ნარჩენი, რომელიც დაერთო საქმეს, როგორც ნივთმტკიცება.
კრიმინალისტ–ექსპერტის მიერ საფერფლიდან და საძინებელი ოთახის შესასვლელი
კარებიდან ამოღებული იქნა თითის ანაბეჭდების კვალი, რომელიც დამუშავდა,
დაილუქა და დაერთო საქმეს.
სახლიდან რაიმე მატერიალური ფასეულობა არ წაუღიათ, გარდა ნიკოლოზ
ლომინაძის პირადი „ერიქსონის“ მარკის მობილური ტელეფონის აპარატისა, რომლის
სიმბარათი აღმოჩნდა ბინის შესასვლელში მდებარე პატარა მაგიდაზე.162
სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ნიკა ლომინაძე გარდაცვლილი
იყო არანაკლებ 24 და არაუმეტეს 48 საათისა.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ნათელია, რომ ნ.ლომინაძის
სიკვდილის მიზეზს წარმოადგენს ერთი ცეცხლნასროლი ჭრილობა, რომელიც მას
162
ტომი 3. ს.ფ. 66–67
386
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
მიყენებული აქვს შუბლის არეში მიბჯენით და რომ აღნიშნული დაზიანების
დიამეტრი 9 მმ-ის ზომისაა.
ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის შემთხვევის გამოსაძიებლად შეიქმნა
სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, ჩატარდა შემდეგი სახის საგამოძიებო
მოქმედებანი: ლომინაძის ნათესავთა, მეზობელთა და თანამშრომელთა დაკითხვა;
ლომინაძის სამუშაო ოთახის დათვალიერება; ს/ს „ეი–ი–ეს“ თელასიდან ფინანსური
დოკუმენტების ამოღება; შემთხვევის ადგილზე ამოღებული ნივთმტკიცებების, მათ
შორის ტყვიის გულას ექსპერტიზა; ნ.ლომინაძის კუთვნილი მობილური
ტელეფონებიდან/ზე განხორციელებული ზარების ამოღება, წაკითხვა.
3.2. 2002–2004 წლებში ჩატარებული წინასწარი გამოძიება ნიკოლოზ ლომინაძის
მკვლელობის საქმეზე
3.2.1. ნიკოლოზ ლომინაძე გარდაცვალების წინა პერიოდში
ნიკოლოზ ლომინაძე დაიბადა ქალაქ თბილისში, ჰქონდა უმაღლესი ეკონომიკური
განათლება და იყო დაოჯახებული. იგი 2000 წლის სექტემბრიდან მუშაობდა ს/ს „ეი–
ი–ეს“ თელასში, ჯერ ფინანსური დირექტორის მოადგილედ, ხოლო შემდეგ
ფინანსურ დირექტორად. ნ. ლომინაძე ცხოვრობდა მეუღლესთან და შვილთან
ერთად სიმამრის ბინაში, ქ. თბილისში ზანდუკელის ქუჩაზე.
2002 წლის 22 ივლისს ნ.ლომინაძე დაბრუნდა ვენესუელიდან, სადაც იგი
იმყოფებოდა სამსახურებრივი მივლინებით. 27-28 ივლისს მას საკუთარი ცოლ–
შვილი მიჰყავს გურიაში დასასვენებლად და საცხოვრებლად გადადის ბახტრიონის
ქუჩაზე მდებარე მშობლების ბინაში. 10–11 აგვისტოს ნ.ლომინაძე იმყოფება გურიაში,
საიდანაც ბრუნდება 11 აგვისტოს საღამოს საათებში. 12 აგვისტოს სამსახურის შემდეგ
იგი მიდის წყნეთში თავის სიმამრთან, ბრუნდება თბილისში უკან და ვახშმობს ს/ს
„ეი–ი–ეს“ თელასის კომერციულ დირექტორთან, ყაზახეთის მოქალაქე გალიმ
ალნიაზოვთან ერთად. რესტორნიდან მიდის თავის საცხოვრებელ ბინასთან მდებარე
ავტოსადგომზე, აჩერებს მანქანას და ღამის პირველ საათზე შედის მისი მშობლების
საცხოვრებელ ბინაში ბახტრიონის ქუჩაზე.
2002 წლის 13 აგვისტოს დილის 10 საათიდან უშედეგოდ ცდილობენ ნ. ლომინაძის
ნათესავები მასთან სატელეფონო კავშირის დამყარებას. სავარაუდოთ იგი მოკლულ
იქნა 13 აგვისტოს დილის საათებში. ნ.ლომინაძის გვამი აღმოჩენილ იქნა მისი
ნათესავების მიერ 14 აგვისტოს.
წინასწარი გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებაში ს/ს „ეი–ი–ეს“ თელასის ორი
თანამშრომელი მიუთითებს, რომ მათ ნ. ლომინაძე ნახეს 13 აგვისტოს დილით ს/ს
„ეი–ი–ეს“ თელასში. მათგან ერთ–ერთმა მოწმემ მოგვიანებით განაცხადა, რომ მან
ნ.ლომინაძის სამუშაო ოთახში მაგიდასთან მჯდარი პიროვნება მართლაც დაინახა,
მაგრამ ვეღარ დაადასტურა, იყო თუ არა ეს პიროვნება ნ. ლომინაძე.
გამოძიებამ აღარ გააგრძელა ამ კუთხით მუშაობა და შეაფერხა საქმეზე ჭეშმარიტების
დადგენა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მოწმე თავის პირველ ჩვენებაში, რომელიც მას
მიცემული აქვს 2002 წლის 16 აგვისტოს ამბობს, რომ მან ნ.ლომინაძე ნახა მის სამუშაო
387
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
ოთახში, ხოლო დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 2003 წლის 13 ივნისს მიცემულ
მეორე ჩვენებაში ამბობს, რომ მან დაინახა ვიღაც უცხო პირი, რომელიც იჯდა
ნ.ლომინაძის სამუშაო მაგიდასთან, მაგრამ მან ზუსტად ვერ დაინახა და არ შეუძლია
დაზუსტებით იმის თქმა, რომ ეს პიროვნება ნ.ლომინაძე იყო.163
სავსებით ნათელია, რომ თუ გამოძიება წარიმართებოდა იმ ჩვენებების მიხედვით,
რომელთა თანახმადაც 13 აგვისტოს დილის საათებში ნ.ლომინაძე იმყოფებოდა
თავის სამუშაო ადგილას, ხოლო მისი კუთვნილი ავტომობილი კი 12 აგვისტოდან
ავტო–სადგომზე იდგა, გამოძიება დაინტერესდებოდა და დაიწყებდა იმის ძიებას,
ხომ არ იქნა თელასის დაცვის თანამშრომლების ან თელასის თანამშრომლების ან
ნ.ლომინაძის მეზობლების მიერ თელასის შენობასთან ან ბახტრიონის ქუჩაზე
მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან 13 აგვისტოს დილის საათებში უცხო
ავტომობილი შემჩნეული. აღნიშნულის გამორკვევა დიდ დახმარებას გაუწევდა
საგამოძიებო ორგანოებს მოცემულ საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად.
3.2.2. მკვლელობის ადგილზე მოპოვებული ნივთმტკიცებები: ტყვიის გულა,
სიგარეტის ნამწვი
2002 წლის 14 აგვისტოს ადგილის დათვალიერების დროს, სხვა მტკიცებულებებთან
ერთად, ამოიღეს და ნივთმტკიცებად დაურთეს ტყვიის გულა, რომელიც ნაპოვნი
იქნა ნიკოლოზ ლომინაძის თავის კეფასა და ბალიშს შორის და რომლის
ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლასაც უნდა გამოეწვია ნ.ლომინაძის სიკვდილი.
საქმეზე ჩატარებული კომისიური სასამართლო–ბალისტიკური ექსპერტიზის
დასკვნით, რომლის ჩატარებაშიც მონაწილეობდნენ აშშ–ს გამოძიების ფედერალური
ბიუროს ექსპერტები, დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ტყვიის
გულა
გასროლილი
იქნა
დ.მჭედლიძეზე
გაპიროვნებული
„მაკაროვის“
კონსტრუქციის ნპ #0049 პისტოლეტიდან.
წინასწარი გამოძიების მიერ ასევე დადგინდა, რომ დ.მჭედლიძის მაკაროვის
პისტოლეტი რიცხული იყო დაცვის დეპარტამენტის დიდუბე–ჩუღურეთის რაიონის
სამმართველოზე.
დ.მჭედლიძეს ხელშეკრულების თანახმად, ევალებოდა შპს „ომეგას“ ოფისის დაცვა.
მასვე სიტყვიერად დავალებული ჰქონდა შპს „ომეგას“ პრეზიდენტის ზაზა
ოქრუაშვილის მამის პირადი დაცვა და იმ ავტოსადგომის მეთვალყურეობა, სადაც ნ.
ლომინაძე აჩერებდა მანქანას.
დ.მჭედლიძე სწორედ 2002 წლის 12–13 აგვისტოს მეთვალყურეობდა იმ
ავტოსადგომს, სადაც ნ.ლომინაძემ 12 აგვისტოს, ღამით, უკანასკნელად გააჩერა მისი
კუთვნილი ავტომობილი.
დ.მჭედლიძემ კატეგორიულად უარყო დანაშაულის ჩადენაში მისი მონაწილეობა და
მასზე განპიროვნებული ტაბელური იარაღის სხვა პირზე გადაცემა. ამით გამოირიცხა
163
ტომი 6, ს.ფ. 91
388
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
სხვა პირის მიერ აღნიშნული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა, მაგრამ
დ.მჭედლიძეს არ გააჩნდა ალიბი დანაშაულის პერიოდისათვის.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, 2002 წლის 27 სექტემბერს დ.მჭედლიძე
მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ნ.ლომინაძის განზრახ
მკვლელობისათვის და აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა წინასწარი
პატიმრობა.
აშშ–ს გამოძიების ფედერალური ბიუროდან მიღებული დასკვნა ადასტურებს, რომ
შემთხვევის
ადგილიდან
ამოღებული
ტყვიის
გულა,
დ.მჭედლიძეზე
გაპიროვნებული იარაღიდან არის გასროლილი.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ბრალდებულ დ.მჭედლიძისაგან
აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში და აღნიშნული ნიმუში გადაეგზავნა აშშ–ს
გამოძიების ფედერალურ ბიუროს ლაბორატორიას, იმის დასადგენად, რომ იყო თუ
არა
იდენტური მკვლელობის ადგილიდან ამოღებული სიგარეტის ნამწვავზე
აღმოჩენილი დნმ–ის ნიმუში დ.მჭედლიძისაგან აღებული ნერწყვის ნიმუშისა. გარდა
ამისა, აშშ–ს გამოძიების ფედერალურ ბიუროს ლაბორატორიას ასევე გაეგზავნა
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული, დ.მჭედლიძეზე განპიროვნებული ტაბელური
იარაღის ტყვია, რათა მომხდარიყო იმის დადგენა აღინიშნებოდა თუ არა ტყვიაზე
ნ.ლომინაძის სისხლის კვალი ან სხეულის ნაწილაკები.164
მიუხედავად იმისა, რომ დ.მჭედლიძეს წაყენებული ჰქონდა ბრალდება და იგი
დაპატიმრებულ იქნა, მის მიმართ სხვა რაიმე მამხილებელი მტკიცებულება
წინასწარი გამოძიების მიერ ვერ იქნა მოპოვებული. ვინაიდან აშშ–ს
ლაბორატორიიდან გაჭიანურდა დ.მჭედლიძის შესახებ ექსპერტიზის პასუხების
მიღება, 2003 წლის 25 მარტს დ.მჭედლიძეს წინასწარი პატიმრობა შეეცვალა პოლიცის
ზედამხედველობისათვის გადაცემით,165 ხოლო 2004 წლის 25 სექტემბერს
დ.მჭედლიძის მიმართ საერთოდ შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა.
საქმის მასალების გაცნობით და ზემოაღნიშნულით ნათელი ხდება, რომ
დ.მჭედლიძის სახელზე განპიროვნებული ტაბელური იარაღის ტყვიის გულათი იქნა
შეცვლილი 2002 წლის 14 აგვისტოს ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ტყვიის
გულა.
შსს
საექსპერტო–კრიმინალისტიკური
მთავარი
სამმართველოს
უფროსის
ზ.ალთუნაშვილის ჩვენებით ირკვევა, რომ 2002 წლის 15 აგვისტოს მას ტელეფონზე
დაუკავშირდა თბილისის შს მთავარი სამმართველოს უფროსი დავით კეკუა და
სთხოვა, რომ მისი თანამშრომლებისათვის დაევალებინა, რომ პოლიციელები
მივიდოდნენ მათთან ბალისტიკურ ლაბორატორიაში და მომხდარიყო მათი
ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღების აღრიცხვაზე აყვანა, ანუ მომხდარიყო ამ
164
ტომი 6, ს.ფ. 365–369
165
იქვე.
389
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
იარაღებიდან საცდელი გასროლები და ტყვიები მოეთავსებინათ კართოტეკაში.
ვინაიდან ზ.ალთუნაშვილი ამ პერიოდში იმყოფებოდა შვებულებაში, მან თავის
თანამშრომლებს დაავალა, რომ ბალისტიკურ ლაბორატორიაში მისული პირების
ცეცხლსასროლი იარაღებიდან მომხდარიყო საცდელი გასროლა და ტყვიები
მოეთავსებინათ კართოტეკაში.
ზ.ალთუნაშვილი თავის ჩვენებაში აღნიშნავს:
„როდესაც გამოვედი სამსახურში 19 აგვისტოს, შევუდექი ჩემი მოვალეობის
შესრულებას, რამდენიმე დღის შემდეგ ექსპერტებმა მითხრეს, რომ ნ.ლომინაძის
მკვლელობასთან დაკავშირებით, საეჭვოდ მიიჩნიეს კართოთეკაში აყვანილი
ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ირიცხებოდა დიდუბე–ჩუღურეთის დაცვის
პოლიციაზე და რომელ იარაღებზეც მქონდა ზემოთ აღნიშნული, ვინაიდან
კართოტეკაში არსებობდა აღნიშნული იარაღის ორი მასრა და ორი ტყვია“.
ზ.ალთუნაშვილის ჩვენებით ირკვევა, რომ თბილისის შს მთავარი სამმართველოს
უფროსის დ.კეკუას დავალებით მოხდა (მათ შორის) დ.მჭედლიძის ტაბელური
ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა, ტყვიის გულას მოპოვების მიზნით,
რომლითაც შეიცვალა 2002 წლის 14 აგვისტოს შემთხვევის ადგილიდან ამოღებული
ტყვიის გულა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2002 წლის 14 აგვისტოს გამოძიების
მიერ ნ.ლომინაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, დაიკითხა დ.მჭედლიძეც,
რომელმაც აღნიშნა, რომ ავტოსადგომზე მორიგეობდა 12-13 აგვისტოს.166
ის ფაქტი, რომ დ.მჭედლიძე მორიგეობდა იმ ავტოსადგომზე, სადაც ნ.ლომინაძე
აყენებდა თავის მანქანას, არ დარჩებოდა იმ თანამდებობის პირისათვის
(პირებისათვის) უცნობი, რომელთაც არ სურდათ ნ.ლომინაძის საქმეზე ჭეშმარტების
დადგენა. სავარაუდოდ, მათ გაასროლინეს დ.მჭედლიძეს 2002 წლის 15 აგვისტოს
მისი ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღიდან და მოახდინეს შემთხვევის ადგილას
აღმოჩენილი ტყვიის გულას დ.მჭედლიძეზე რიცხული მაკაროვის კონსტრუქციის ნპ
#0049 პისტოლეტის ტყვიის გულათი შეცვლა, გამოძიების სხვა გზით (სავარაუდოდ,
ჩიხში შეყვანის) წარმართვის მიზნით.
3.2.3. დანაშაულის ჩადენის შესაძლო მოტივი: ს/ს „ეი–ი–ეს“ თელასში ჩატარებული
საფინანსო–საბუღალტრო შემოწმება167
მკვლელობის მოტივის დადგენის მიზნით, შემოწმდა ნ.ლომინაძის სამსახურებრივ
საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები.
წინასწარი გამოძიების მიერ ამოღებული და მოპოვებული დოკუმენტების
გაანალიზების საუძველზე ირკვევა, რომ სხვადასხვა პერიოდში ამიერკავკასიაში
რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფის საფინანსო სამსახურის წერილების
საფუძველზე, სხვადასხვა სახელმწიფო თუ კომერციული უწყებების მიერ
მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის სახით, დიდი ოდენობით თანხები
166
ტომი 3, ს.ფ. 37
167
ტომი 5, ს.ფ. 398–402
390
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
ჩაერიცხათ გარკვეულ ორგანიზაციებს, რის საფუძველზეც ს/ს „ეი–ი–ეს“ თელასში
განხორციელდა აღნიშნული ორგანიზაციების ბარათიდან ბარათზე თანხების
გადატანა და ამიერკავკასიაში რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფს გადახდილად
ჩაეთვალა ზემოაღნიშნული თანხები. რამდენადაც დადგენილია, რომ აღნიშნულ
ორგანიზაციებს ს/ს „ეი–ი–ეს“ თელასთან არავითარი ანგარიშსწორება არ
უწარმოებიათ, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დანაშაულებრივმა ჯგუფმა
მიითვისა ზემოაღნიშნული თანხა.
გამოძიებით დადგენილია, რომ 2001 წლის 25 ივლისს „ეი–ი–ეს“ თელასმა
ყოველგვარი იურიდიული საფუძვლის გარეშე მისცა ჩათვლა 2,5 მილიონ ლარზე
რუსეთის ჯარების ჯგუფს, საიდანაც 950 000 ლარი ჩაუთვალა გადახდილად
მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურად, ხოლო 1 550 000 ლარი დაუფიქსირა
პირად საკრედიტო ბარათზე, როგორც ზედმეტად გადახდილი საკრედიტო ნაშთი.
აღნიშნულის შემდეგ საკრედიტო ნაშთიდან დახარჯული ელექტროენერგიის
დავალიანებები გადახდილად ჩაეთვალათ საქართველოს სახელმწიფოს სხვადასხვა
ორგანიზაციებს და უწყებებს, საფუძვლად კი მომხდარ ჩათვლებს დაედო რუსეთის
ჯარებიდან მიღებული წერილები საფინანსო სამსახურის თანამშრომლის პოლკოვნიკ
ა. შიროკის ხელმოწერით. პოლკოვნიკმა ა. შიროკიმ კატეგორიულად უარყო
აღნიშნულ ჩათვლებზე თანხმობის მიცემა და აღნიშნა, რომ წერილებზე მისი
ხელმოწერები არის გაყალბებული.
აგრეთვე წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ 2002 წლის 29 მარტს ს/ს
„თბილსრესს“, ს/ს „ეი–ი–ეს“ თელასს და რუსეთის ჯარებს შორის გაფორმდა
ხელშეკრულება 2,5 მილიონი ლარის დათმობის შესახებ. კერძოდ, ხელშეკრულების
საფუძველზე ს/ს „თბილსრესმა“ შეუმცირა 2,5 მილიონი ლარის დავალიანება
ელექტრო ენერგიის საბითუმო ბაზარს, ამ უკანასკნელმა იგივე თანხაზე – ს/ს „ეი–ი–
ეს“ თელასს, ხოლო ს/ს „ეი–ი–ეს“ თელასმა - რუსეთის ჯარების ჯგუფს. მიუხედავად
იმისა,
რომ
ელქტროენერგიის
საბითუმო
ბაზარი
არ
მონაწილეობდა
ხელშეკრულებაში როგორც მხარე, ხოლო რუსეთის ჯარებს არ ჰქონიათ 2,5 მილიონი
ლარის დავალიანება ს/ს „ეი–ი–ეს“ თელასის მიმართ, ჩათვლა განხორციელდა და
ხელშეკრულების გრაფიკის თანახმად, რუსეთის ჯარები ვალდებული გახდა ს/ს
„თბილსრესისათვის“ გადაეხადა 2,5 მილიონი ლარი.
შემოწმებით დგინდება, რომ 2002–2003 წლებში ს/ს „თბილსრესის“ წერილობითი
დავალიანების საფუძველზე, რუსეთის ჯარების ჯგუფის საფინანსო სამსახური
საქართველოში რეგისტრირებულ სხვადასხვა ფირმებს ურიცხავდა დიდი ოდენობით
თანხებს, რასაც სავარაუდოდ, ითვისებდა დანაშაულებრივი ჯგუფი.
ნიკოლოზ ლომინაძის სამუშაო ოთახის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა
ამიერკავკასიაში რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფის სარდლის თანაშემწის
პოლკოვნიკ ა.შიროკის სახელზე ს/ს „ეი–ი–ეს“ თელასის შემოსავლების
დეპარტამენტის მენეჯერის ირაკლი ჩიკვაიძის სახელით ხელმოწერილი 2002 წლის
26 ივლისით დათარიღებული წერილის ასლი ს/ს „იბერია პრაამ კაპიტალისათვის“
ერთი მილიონი ლარის ანგარიშსწორებაზე. ირაკლი ჩიკვაიძემ დაკითხვისას
391
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
განმარტა, რომ ასეთი შინაარსის წერილი მას არ შეუდგენია და ხელმოწერა მას არ
ეკუთვნის.
ლომინაძის სამუშაო ოთახიდან ასევე ამოიღეს აღნიშნული წერილის რუსული
ტექსტი დამოწმებული ნოტარიუსის მიერ, რომელზეც ასევე შესრულებულია
უფლებამოსილი პირების რეზოლუციები. მოწმის სახით დაკითხულმა ს/ს „ეი–ი–ეს“
თელასის კომერციულმა ექსპერტმა გიორგი გვიჩიანმა განმარტა, რომ ჩათვლების
საკითხის გარკვევისას ამიერკავკასიაში რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფმა მას
წარუდგინა, როგორც ამიერკავკასიაში რუსეთის ფედერაციის ჯარების მიერ, ასევე
ს/ს „ეი–ი–ეს“ თელასიდან გაგზავნილი სხვა წერილი 1,5 მილიონი ლარის ჩათვლაზე,
რომელზედაც შესრულებული იყო სამი პირის ხელმოწერა (კ.გაგნიძის, გ.გვიჩიანის
და ი.ჩიკვაიძის) და დასმული ჰქონდა ს/ს „ეი–ი–ეს“ თელასის ბეჭედი, რომელიც
ინახებოდა ნ.ლომინაძესთან.
მანვე განმარტა, რომ წერილზე მისი გვარით შესრულებული ხელმოწერა მას არ
ეკუთვნის, რის თაობაზეც მან მოახსენა როგორც ს/ს „ეი–ი–ეს“ თელასის კომერციულ
დირექტორს გალიმ ალნიაზოვს, ასევე ნ.ლომინაძეს.
თბილისის კრწანისი–მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 3 მაისის
განაჩენის თანახმად, მ.ცხვარაძემ და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა
გ.ჭონიაშვილმა რუსეთის ჯარების საბინაო–საექსპლუატაციო განყოფილების
უფროსს წარუდგინეს მათი დამზადებული ორი ყალბი წერილი. აღნიშნული
წერილებიდან ერთი წერილი არის სწორედ ის, რომელზეც შესრულებული იყო სამი
პირის ხელმოწერა და დასმული ჰქონდა ს/ს „ეი–ი–ეს“ თელასის ბეჭედი. განაჩენის
თანახმად, ეს წერილი გაყალბებულ იქნა მ.ცხვარაძის და გ.ჭონიაშვილის მიერ.168
3.2.4. სისხლის სამართლის საქმე გიორგი გვიჩიანის წინააღმდეგ
2003 წლის 11 ივნისს, ქ.თბილისის პროკურატურამ ეჭვმიტანილის სტატუსით
დააკავა ს/ს „ეი-ი-ეს თელასის“ კომერციულ მენეჯერი გიორგი გვიჩიანი.
2003 წლის 12 ივნისს გიორგი გვიჩიანს წაეყენა ბრალი სისხლის სამართლის
კოდექსის 220-ე მუხლით. კერძოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად
გამოყენება, რაც ბრალდების მიხედვით მდგომარეობდა შემდეგში: გიორგი
გვიჩიანმა, „მუშაობდა რა ს/ს „ეი-ი-ეს თელასის“ კომერციულ მენეჯერად, რომლის
ძირითად სამსახურებრივ მოვალეობას წარმოადგენდა ურთიერთობა ასოციაცია
(კავშირი) „საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზართან“, საქართველოს
ენერგეტიკის
სამინისტროსთან,
ასევე
მოლაპარაკებები
სხვადასხვა
ორგანიზაციებთან, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ჩათვლების
შესახებ. ნაცვლად ზემოაღნიშნული ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისა,
თავისთვის უპირატესობის მიღების მიზნით 2001 წლის ივნისის თვეში გადაწყვიტა
ხელოვნურად გაეზარდა ს/ს „ეი-ი-ეს თელასის“ შემოსავლები.
თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ასოციაცია
168
ტომი 14, ს.ფ.120.
392
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
„საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის“ 2001 წლის 21 ივნისის #1/804
წერილის საფუძველზე, რომლითაც „საბითუმო ბაზარი“ ითხოვდა „ეი-ი-ეს თელასს“
ეწარმოებინა ანგარიშსწორება მათდამი დავალიანების ხარჯზე ს/ს „თბილსრესთან“
სარემონტო სამუშაოების და მუშა-მოსამსახურეთა ხელფასების დავალიანების
დასაფარავად 5 000 000 ლარის ფარგლებში, გიორგი გვიჩიანმა გამოიყენა რა
სპეციალური უფლებამოსილება ს/ს „ეი-ი-ეს თელასის“ საწინააღმდეგოდ 2001 წლის
27 ივნისს, ერთპიროვნულად შეადგინა #1-04/251 წერილი, ს/ს „თბილსრესის“
გენერალური დირექტორის, ასოციაცია „საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო
ბაზრის“ გენერალური დირექტორის და ამიერკავკასიაში დისლოცირებული
რუსეთის ფედერაციის ჯარების დაჯგუფების სარდლის თანაშემწის მისამართით და
არ
დაელოდა
რა
ს/ს
„თბილსრესისა“
და
ასოციაცია
„საქართველოს
ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის“ თანხმობას. 2001 წლის 28 ივნისს გასცა
წერილობითი განკარგულება, რათა ბუღალტერიას განეხორციელებინა ჩათვლა
ასოციაცია (კავშირი) „საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზართან“
2500000 ლარზე. ამის საფუძველზე, ს/ს „ეი-ი-ეს თელასში“ გამოიწერა საკომპენსაციო
ვაუჩერი #70. ვაუჩერის თანახმად, ამიერკავკასიაში დისლოცირებულ რუსეთის
ფედერაციის ჯარების დაჯგუფებას გადახდილად ჩაეთვალა 2500000 ლარი, სადაც
949481 ლარით შეუმცირდა მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანება, ხოლო
ბარათზე დამატებით ზედმეტად გადახდილად ჩაეთვალა 1550581 ლარი.
2001 წლის 28 ივნისის მონაცემებით საბითუმო ბაზარს ს/ს „ეი–ი–ეს“ თელასისათვის
დავალიანება 2500000 ლარი არ შემცირებია, ხოლო „თბილსრესს“, შესაბამისად,
საბითუმო ბაზრისათვის საკომპენსაციო #70 ვაუჩერის საფუძველზე, შემდგომში
1550581 ლარის ზედმეტობიდან ყალბი წერილების საფუძველზე, შიდა ბრუნვით
სხვადასხვა ორგანიზაციებს გადახდილად ჩაეთვალა სულ 1188408 ლარი, რომლებსაც
რუსეთის ჯარების დაჯგუფებასთან კავშირი არ ჰქონიათ. ამდენად, ს/ს „ეი–ი–ეს“
თელასს 2500000 ლარის ჩათვლები არ მიუღია და ზემოაღნიშნული ჩათვლებით
გიორგი გვიჩიანმა ს/ს „ეი–ი–ეს“ თელასს მიაყენა 2500000 ლარის ზარალი“.169
აღნიშნული ბრალდებით, 2003 წლის 13 ივნისს პროკურატურამ შუამდგომლობით
მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და გიორგი გვიჩიანის მიმართ
აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა მოითხოვა.
გიორგი გვიჩიანის დაცვის მხარემ, აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტის
დროს, სასამართლოს წარუდგინა ს/ს „ეი-ი-ეს თელასის” მაშინდელი გენერალური
დირექტორის იგნასიო ირიბარენის წერილი, სადაც აღნიშნული იყო, რომ „გიორგი
გვიჩიანის მეთვალყურეობით განხორციელებული ვალდებულების შესრულებით
სააქციო საზოგადოება „ეი-ი-ეს თელასს“ არ მიადგა არანაირი ზიანი“.
გარდა ამისა, იგნასიო ირიბარენი 2002 წლის 31 ივლისის წერილით თხოვნით
მიმართავს ს/ს „ეი-ი-ეს თელასის” ერთ–ერთ თანამშრომელს ეთერ ორდენიძეს,
გიორგი გვიჩიანისათვის ელექტროენერგიის საბითუმო ბაზართან გაფორმებული
შედარების აქტის შედგენაში აქტიური მონაწილეობისათვის 10000 აშშ დოლარის
169
საქართველოს საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 15 აგვისტოს განაჩენი, ტომი 14, ს.ფ. 186
393
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
ლარებში ექვივალენტის პრემიის სახით მიცემის თაობაზე.
იგნასიო ირიბარენისა და საქართველოს პარლამენტის წევრების წერილის
საფუძველზე, ვაკე-საბურთალოს სასამართლომ, გიორგი გვიჩიანი თავდებში
გაათავისუფლა.
მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლო განხილვა ჩატარდა 2005 წლის
3 მაისს თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს მოსამართლის
ვ.ფუხაშვილის მიერ. 2005 წლის 3 მაისს გამოტანილი განაჩენით გიორგი გვიჩიანი
ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 220-ე მუხლით და მას სასჯელის სახით
განესაზღვრა ჯარიმა 700 ლარის ოდენობით, ამასთან, „ამნისტიისა და
არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებისა და ქონების ლეგალიზაციის
შესახებ“ საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონისა და საქართველოს სსსკ 28-ე
მუხლის
მე-7
ნაწილის
საფუძველზე,
გათავისუფლდა
დასახელებული
დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელის მოხდისაგან.
2005 წლის 3 მაისის განაჩენი, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი, გიორგი
გვიჩიანის ინტერესების დამცველი ადვოკატების მიერ გასაჩივრებული იქნა ჯერ
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში,
ხოლო შემდეგ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მაია ივანიძის 2006 წლის 3 ივლისის განაჩენით ძალაში იქნა
დატოვებული 2005 წლის 3 მაისის განაჩენი გიორგი გვიჩიანის მიმართ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006
წლის 3 ივლისის განაჩენი, გიორგი გვიჩიანის დაცვის მხარის მიერ, როგორც უკანონო
და დაუსაბუთებელი გასაჩივრებულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. უზენაესი სასამართლოს მიერ,
საქართველოს სსსკ 5551 მუხლის მე-2 ნაწილის, შესაბამისად, და საქართველოს სსსკ
547 მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე, საჩივარი ცნობილი იქნა დაუშვებლად და
არ მოხდა მისი განხილვა.
3.3. შუალედური დასკვნა: ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობასთან დაკავშირებული
2002–2004 წლებში ჩატარებული წ/გამოძიება
ს/ს „ეი–ი–ეს“ თელასის ფინანსური დირექტორის ნიკოლოზ ლომინაძის 2002 წლის 13
აგვისტოს მკვლელობასთან დაკავშირებით, 2002 წლის 14 აგვისტოს თბილისის ვაკე–
საბურთალოს რაიონულ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე
#0702916 განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ 108–ე მუხლით და 236–ე
მუხლის პირველი და მეორე ნაწილით და დაიწყო წინასწარი გამოძიება.
წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ გამოძიების მსვლელობის დროს ადგილი
ჰქონდა საქმეში ჭეშმარიტების დასადგენად ფრიად მნიშვნელოვანი რამდენიმე
დეტალის ფალსიფიცირებას ან გამოძიებისთვის შეგნებულად ხელის შეშლას.
394
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
3.3.1. მკვლელობის შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ტყვიის გულა
გამოძიების პირველივე ეტაპზე მოხდა მკვლელობის შემთხვევის ადგილიდან
ამოღებული გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ნივთმტკიცების, ტყვიის გულას,
გაყალბება, რამაც გამოძიების ჩატარება სრულიად სხვა, მცდარი მიმართულებით
წარმართა, რის გამოც იგი საბოლოოდ ჩიხში მოექცა და იძულებული შეიქმნა,
ბრალდებულის სახით დაპატიმრებული დ.მჭედლიძისათვის 2003 წლის 25 მარტს
ჯერ წინასწარი პატიმრობა შეეცვალა პოლციის ზედამხედველობისათვის
გადაცემით, ხოლო 2004 წლის 25 სექტემბერს საერთოდ შეწყვიტა სისხლის
სამართლებრივი დევნა.
2006 წლის 8 მარტს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებით მძიმე
დანაშაულის საქმეზე ტყვიის გულას, როგორც მტკიცებულების ფალსიფიკაციის
ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული
საქართველოს სსკ 369–ე მუხლით.
3.3.2. ს/ს „ეი–ი–ეს“ თელასის დოკუმენტაცია
სააქციო საზოგადოება „ეი–ი–ეს“ თელასის ფინანსური დირექტორის ნ.ლომინაძის
მკვლელობის მოტივის დასადგენად გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი იყო ს/ს „ეი–ი–
ეს“ თელასის კუთვნილი ყველა იმ დოკუმენტაციის ამოღება და შემოწმება, რაც
ნ.ლომინაძის მკვლელობასთან იქნებოდა დაკავშირებული.
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის
გ.ყაჯრიშვილის, საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის,
იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველის ბადრი ბიწაძისათვის 2003 წლის 10 აპრილის
სისხლის სამართლის #0702916 საქმეზე საგამოძიებო ვადის გაგრძელების შესახებ
შუამდგომლობით ირკვევა, რომ ს/ს „ეი–ი–ეს“ თელასის ხელმძღვანელობა არ
თანამშრომლობს გამოძიებასთან და უარს ამბობს გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი
დოკუმენტების გადაცემაზე.
შუამდგომლობაში ნათქვამია: „გამოძიების მიერ აღებული იქნა მოსამართლის
ბრძანება ს/ს „ეი–ი–ეს“ თელასიდან აღნიშნული ყალბი წერილების დედნების
ამოღებაზე. მიუხედავად ამისა, ს/ს „ეი–ი–ეს“ თელასის ხელმძღვანელობამ უარი
განაცხადა აღნიშნული წერილების წარმოდგენაზე, რითაც ხელი შეეშალა აღნიშნულ
დოკუმენტებზე შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებას“.170
2003 წელს მოქმედი საქართველოს სსსკ 133–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,
„მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს (მოსამართლეს)
შეუძლიათ გამოიყენონ კანონით გათვალისწინებული იძულების ღონისძიება, თუ
სისხლის სამართალწარმოების მონაწილე ეწინააღმდეგება საგამოძიებო ან
სასამართლო მოქმედების ჩატარებას, არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ
საპროცესო მოვალეობას.“
170
ტომი 5, ს.ფ. 401
395
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
სამწუხაროდ, ზემოაღნიშნულ შუამდგომლობაში განმარტებული არ არის, თუ რატომ
არ მოხდა ს/ს „ეი–ი–ეს“ თელასიდან საქართველოს სსსკ 133–ე მუხლის საფუძველზე,
იძულების ღონისძიებების გამოყენებით საქმისათვის მნიშვნელოვანი წერილების
დედნების ამოღება და ამით მტკიცებულებათა შეკრების უზრუნველყოფა.
გამოძიებამ ყოველგვარი მიზეზის გამო (საქმეში არ ჩანს) ვერ უზრუნველყო, ან არ
მოისურვა იძულებითი ხასიათის ღონისძიების გამოყენებით უზრუნველყო ს/ს „ეი–
ი–ეს“ თელასიდან ყალბი წერილების დედნების ამოღება, მათზე შესაბამისი
ექსპერტიზის ჩატარების მიზნით. სავარაუდოდ, ყალბი წერილების დედნებიდან
შესაძლებელი იქნებოდა თითის ანაბეჭდების ან მათზე შესრულებული
ხელმოწერების ზუსტი გაშიფვრა, რასაც შეეძლო საქმეზე (მკვლელობის მოტივის
გასაგებად) ჭეშმარიტების დადგენა.
3.3.3. მოწმის ჩვენების შეცვლა
2002 წლის 15 აგვისტოს დაიკითხა ს/ს „ეი–ი–ეს“ თელასის სამხრეთ რეგიონის
ინჟინერი ნხუციშვილი, რომელმაც ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ მან ნ. ლომინაძე
ნახა 2002 წლის 13 აგვისტოს დილას 8 საათზე და 55 წუთზე.171
2002 წლის 16 აგვისტოს გამოძიების მიერ დაიკითხა ს/ს „ეი–ი–ეს“ თელასის
დამლაგებელი ა.მაისურაძე, რომელმაც თავის ჩვენებაში ასევე აღნიშნა, რომ მან
ნ.ლომინაძე ნახა 13 აგვისტოს დილას 8.00 სათზე, თავის სამუშაო ოთახში.
ა.მაისურაძე გამომძიებლის მიერ დასმულ კითხვას პასუხობს: „მე 13 აგვისტოს
დილას 8 საათზე ვნახე ნიკა, რაც შეეხება სხვა თანამშრომლებს, ისინი სამსახურში ამ
დროისათვის არ ყოფილან. მე აღნიშნულ ფაქტებში დარწმუნებული ვარ.“172
2003 წლის 12 ივნისს მეორედ დაიკითხა ს/ს „ეი–ი–ეს“ თელასის დამლაგებელი
ა.მაისურაძე, რომელმაც უარყო 2002 წლის 13 აგვისტოს ნ.ლომინაძის ს/ს „ეი–ი–ეს“
თელასში ნახვა.
მოწმე ა.მაისურაძე განმარტავს: „რაც შეეხება ჩემს ჩვენებაში აღნიშნულ იმ ფაქტს, რომ
თითქოს ნ.ლომინაძე მე მეორე დღესაც , ე.ი. 13 აგვისტოს ვნახე მის ოთახში, ამ ფაქტს
ამჟამად ზუსტად ვერ ვიხსენებ, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი დაკითხვა
ჩატარდა ნ.ლომინაძის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ამ ფაქტით
ყველანი აღელვებულები ვიყავით, მაგრამ მოვლენების აღდგენა მაშინ უფრო
შემეძლო, ვიდრე ამჟამად. მიუხედავად ამისა, მინდა განვმარტო, რომ 2002 წლის 13
აგვისტოს მე ალბათ დავინახე ნიკოლოზ ლომინაძის ოთახის კარი რომ ღია იყო და
ოთახში ვიღაც იჯდა, ვინაიდან ამას აღვნიშნავ ჩვენებაში, მაგრამ მე დაზუსტებით
მახსოვს, რომ იმ დღეს მე ნ.ლომინაძეს პირისპირ არ შევხვედრივარ, მასთან არ
მისაუბრია.“173
171
ტომი 3, ს.ფ. 94
172
ტომი 3, ს.ფ. 103
173
ტომი 6, ს.ფ. 93
396
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
უდავოდ ნათელია, რომ მოწმის ა.მაისურაძის 2003 წლის 12 ივნისის ჩვენება
ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებით არის გაჯერებული, მას „მოვლენების აღდგენა
მაშინ უფრო შემეძლო, ვიდრე ამჟამად“, მაგრამ „მაინც დაზუსტებით ახსოვს“ ერთი
წლის წინ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებული დეტალები, მითუმეტეს, რომ
იგი იმ ფაქტს, რომ მან 13 აგვისტოს ნახა ნ.ლომინაძე „ზუსტად ვერ იხსენებს“.
ზემოაღნიშნული მოწმის ჩვენების შეცვლის და მეორედ მიცემული ჩვენების
ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებით გადმოცემით, იბადება საფუძვლიანი ეჭვი, რომ
საჭირო იყო იმის დამალვა, რომ ნ.ლომინაძე 2002 წლის 13 აგვისტოს დილის
საათებში სამსახურში იმყოფებოდა. ვინაიდან ლომინაძემ, როგორც ზემოთ
აღვნიშნეთ 2002 წლის 12 აგვისტოს ღამით საკუთარი ავტომობილი ავტოსადგომზე
გააჩერა და შემდგომში აღარ უსარგებლია, ხოლო 13 აგვისტოს დილით იგი თავის
სამუშაო კაბინეტში იმყოფებოდა, აუცილებელი გახდებოდა იმის მოკვლევა თუ ვისი
ავტომობილით იქნა იგი ბახტრიონის ქუჩიდან ს/ს „ეი–ი–ეს“ თელასის შენობამდე და
უკან მიყვანილი, რის დადგენასაც შესაძლოა ჭეშმარიტება დაედგინა მოცემულ
საქმეზე.
საგამოძიებო ორგანოების მიერ დაირღვა საქართველოს სსსკ მე–18 მუხლის პირველი
და მეორე ნაწილის მოთხოვნა, კერძოდ, არ მოხდა გამომძიებლის ან პროკურორის
მიერ სისხლის სამართლის საქმეზე “გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და
სრული“ გამოკვლევა.
3.4. დასკვნა
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ სისხლის სამართლის საქმე
#0702916 „ს/ს „ეი–ი–ეს თელასის“ გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ლომინაძის
მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, იმდენად იქნა წინასწარი გამოძიების დროს
არასწორი გზით წარმართული, რომ მიუხედავად ორი წლის განმავლობაში
ჩატარებული წინასწარი საგამოძიებო მოქმედებებისა, შეუძლებელი გახდა არა
მხოლოდ ჭეშმარიტების დადგენა, არამედ საქმისათვის რაიმე მნიშვნელოვანი
დეტალების გარკვევა და მოძიება, რაც შემდგომში, თუნდაც ახლად აღმოჩენილი
გარემოებების პირობებში, ჭეშმარიტების დადგენას შეუწყობდა ხელს.
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორის 2004 წლის 14
ოქტომბრის დადგენილებით, ნიკოლოზ ლომინაძის სისხლის სამართლის #0702916
საქმეზე შეჩერდა სამართალწარმოება ბრალდებულად სისხლის სამართლის
პასუხისგებაში მისაცემი პირის დაუდგენლობის გამო.
4. გიორგი გვიჩიანი, როგორც ნიკოლოზ ლომინაძის 2002 წლის 13
აგვისტოს მომხდარი მკვლელობის შემკვეთი
4.1. გიორგი გვიჩიანის დაპატიმრება 2006 წლის 7 მარტს
2006 წლის 7 მარტს დილით 11 საათზე და 03 წუთზე თავის სამუშაო კაბინეტში
დააკავეს ს/ს „თბილგაზის“ გაკოტრების მმართველი გიორგი გვიჩიანი, რომელიც
ეჭვმიტანილი იყო „ეი-ი-ეს თელასის“ ფინანსური დირექტორის ნიკოლოზ
ლომინაძის 2002 წლის 13 აგვისტოს ჩადენილი მკვლელობის შეკვეთაში.
397
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
4.1.1. გიორგი გვიჩიანის დაკავების საფუძველი
2006 წლის 7 მარტს განხორციელებული გიორგი გვიჩიანის დაკავებას წინ უძღვოდა
2006 წლის 6 მარტს საღამოს 21 საათზე ნოდარ გვიჩიანის მიერ საქართველოს შს
სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის განსაკუთრებით
მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლისათვის მიცემული ჩვენება.
ნოდარ გვიჩიანი თავის ჩვენებაში ამბობს: „მთლიანად ვადასტურებ ჩემი
დაკითხვებისას ადრე მიცემულ ჩვენებებს, მხოლოდ მსურს დავაზუსტო ზოგიერთი
დეტალი და გამოძიებას დამატებით ვაცნობო ჩემთვის ცნობილი ფაქტები, რაც
დღემდე ვერ გავუმხილე გამოძიებას და მსურს ბოლომდე გულწრფელი ვიყო
გამოძიების წინაშე, კერძოდ წინა დაკითხვებისას მე მივუთითებდი, რომ სააქციო
საზოგადოება „ეი–ი–ეს“ თელასის ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის შეკვეთა
მივიღე ცალკეული ფინანსური წრეების წარმომადგენლებისაგან, ხოლო თუ ვისგან
აქამდე არ დამისახელებია გარკვეული მოსაზრებებიდან გამომდინარე. ... აქამდე ვერ
ვამბობდი გარკვეული ფსიქოლოგიური და მორალური მოსაზრებებიდან
გამომდინარე. მოგახსენებთ, რომ 2002 წლის აგვისტოს დასაწყისში, ზუსტი რიცხვები
არ მახსოვს, ვიმყოფებოდი ჩემს ნათესავთან, გიორგი მათეს ძე გვიჩიანთან
სამსახურში. ... გ.გვიჩიანი არის „თბილგაზის“ გენერალური დირექტორი. ... გია
გვიჩიანის სამუშაო ადგილზე, სადაც ვიმყოფებოდით მარტო მე და გია გვიჩიანი,
რომელიც მე მენდობოდა. საუბრისას მან მითხრა, რომ სერიოზულ პრობლემებს
უქმნიდა „თელასის“ მენეჯერი ნიკა ლომინაძე, რის გამოც სხვა გამოსავალს ვეღარ
პოულობდა და გადაწყვეტილი ჰქონდა მისი გზიდან ჩამოშორება, კერძოდ, მთხოვა,
თუ შემეძლო ვინმე ისეთი პიროვნების პოვნა, ვინც გარკვეული თანხის სანაცვლოდ
მოკლავდა ნ.ლომინაძეს“.174
საქართველოს შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის
მოადგილისათვის
ორგანიზებული
დანაშაულის
წინააღმდეგ
ბრძოლის
სამმართველოს უფროსის მოადგილის მიერ 2006 წლის 7 მარტით დათარიღებული
პატაკით ირკვევა, რომ „გიორგი გვიჩიანისათვის ცნობილი გახდა, რომ ის
მხილებულია ს/ს თელასის ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობის
ორგანიზებაში და აპირებს საქართველოდან გასვლას“.175
ზემოაღნიშნული პატაკი გახდა 2006 წლის 7 მარტს გიორგი გვიჩიანის ეჭვმიტანილის
სახით დაკავების მიზეზი,176 რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსსკ 142
მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით: დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი
„პირი შესაძლოა მიიმალოს“.
ეჭვმიტანილად დაკავებულ გიორგი გვიჩიანს 2006 წლის 7 მარტს ჩაუტარდა პირადი
ჩხრეკა, რომლის დროსაც „კანონსაწინააღმდეგო ნივთი, ნივთიერება აღმოჩენილი არ
ყოფილა“. გარდა ამისა, საქართველოს სსსკ 290–ე მუხლის მე–2 ნაწილის
საფუძველზე, ჩატარდა გ.გვიჩიანის დროებითი საცხოვრებელი ბინის, მისი
174
ტომი 13. ს.ფ. 39.
175
ტომი 13. ს.ფ. 42
176
ტომი 13. ს.ფ. 45–53, 89–90
398
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
კუთვნილი ავტომობილის, მისი მშობლების საცხოვრებელი ბინის და
სამსახურებრივი ოთახის ჩხრეკა გადაუდებელ შემთხვევაში მოსამართლის ბრძანების
გარეშე, მტკიცებულებათა დაზიანება–გადამალვის რეალური საფრთხის არსებობის
გამო.
საქართველოს
გენერალური
პროკურატურის
შს
სამინისტროს
საზოგადოებრივი
უსაფრთხოების
სამსახურებში
გამოძიების
საპროცესო
ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსის მიერ 2006 წლის 6 მარტს შედგენილი
და 2006 წლის 7 მარტს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გატარებული
ორი საცხოვრებელი ბინის, დაკავებულის პირადი, მისი სამუშაო ოთახის ჩხრეკის
შუამდგომლობით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარეს გადაუდებელ შემთხვევაში
ჩატარებული ზემოაღნიშნული ჩხრეკების კანონიერად ცნობის შესახებ. გადაუდებელ
შემთხვევაში ჩატარებული ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ შუამდგომლობები
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა 2008 წლის 8 მარტს.
გ. გვიჩიანის დროებითი საცხოვრებელი ბინის, მისი კუთვნილი ავტომობილის, მისი
მშობლების საცხოვრებელი ბინის და სამსახურებრივი ოთახის ჩხრეკის ოქმების
თანახმად: „რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ნანახი არ იქნა“.
გიორგი გვიჩიანმა დაკავების პირველი დღიდანვე უარყო 2002 წლის 13 აგვისტოს
ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის ორგანიზატორობა (შეკვეთა) და თავი
დამნაშავედ არ სცნო.
4.1.2. გიორგი გვიჩიანის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემა
2006 წლის 7 მარტს, დაკავების დღეს, გიორგი გვიჩიანი პასუხისგებაში მისცეს
ბრალდებულის სახით. ბრალდების თანახმად, გიორგი გვიჩიანმა ჩაიდინა განზრახ
მკვლელობა
დამამძიმებელ
გარემოებებში,
მსხვერპლის
სამსახურებრივ
საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, შეკვეთით, სხვა დანაშაულის დაფარვის
და მომავალში მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, გათვალისწინებული
საქართველოს სსკ 109-ე მუხლის “გ”, “თ”, „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით.
ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების თანახმად:
„გიორგი გვიჩიანის დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: იგი მუშაობდა
ს/ს „ეი-ი-ეს თელასის“ ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე და აღნიშნული
სააქციო საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ ეწეოდა უკანონო ფინანსურ
საქმიანობას, რის შესახებაც ცნობილი გახდა ამავე საზოგადოების ფინანსური
დირექტორის ნიკოლოზ ლომინაძისთვის, აღნიშნულის გამო ნ.ლომინაძის
სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, თავისი დანაშაულის დაფარვისა და
მომავალში მისი ჩადენის გაადვილების მიზნით გიორგი გვიჩიანმა განიზრახა
ნ.ლომინაძის მკვლელობა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი 2002 წლის
აგვისტოს დასაწყისში დანაშაულებრივად დაუკავშირდა თავის ნაცნობს ნოდარ
გვიჩიანს, რომელსაც შეხვდა თავის სამუშაო ოთახში, ს/ს „ეი-ი-ეს თელასის“
შენობაში, გაანდო თავისი განზრახვა და გარკვეული თანხის საფასურად შეუკვეთა
ნ.ლომინაძის მკვლელობა, რაშიც ნოდარ გვიჩიანმა აღუთქვა დახმარება.
თავის მხრივ ნოდარ გვიჩიანი დანაშაულებრივად დაუკავშირდა ნიკა ჩემიას,
ავთანდილ ხერკელაძეს და გიორგი პაპაჩაშვილს, რომელთაც გაანდო გიორგი
399
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
გვიჩიანის განზრახვა ნ.ლომინაძის მკვლელობის შესახებ, რაზედაც ხსენებული
პირები დათანხმდნენ და შეკვეთის შესრულებაში მოითხოვეს 20 000 აშშ დოლარი.
აღნიშნულის თაობაზე ნოდარ გვიჩიანმა იმავე დღეს აცნობა გიორგი გვიჩიანს. მეორე
დღეს, ს/ს „ეი-ი-ეს თელასის“ შენობის წინ, გიორგი გვიჩიანმა ნ.ლომინაძის
მკვლელობისთვის ნოდარ გვიჩიანს გადაუხადა დასახელებული თანხა, რაც ამ
უკანასკნელმა ნ.ჩემიას, ა.ხერკელაძეს და გ.პაპაჩაშვილს გადასცა თბილისში,
ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე „ბუკიას“ ბაღთან. თანხის მიღების შემდეგ,
ზემოხსენებული პირები რამდენიმე დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ და
სწავლობდნენ ლომინაძის გადაადგილების მარშრუტს. ჩემიამ „მაკაროვი“–ს სიტემის
ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლით ნ.ლომინაძეს თავის არეში მიაყენა
ერთი გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა, რასაც მოჰყვა ნ.ლომინაძის სიკვდილი.
გიორგი გვიჩიანის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენა დადასტურებულია
შემთხვევის
ადგილის
დათვალიერების
ოქმით,
სასამართლო–სამედიცინო
ექსპერტიზის დასკვნით, ნ.გვიჩიანის და გ.პაპაჩაშვილის ჩვენებებით და საქმეში
არსებული სხვა მასალების ერთობლიობით.“177
4.1.3. გიორგი გვიჩიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევა
საქართველოს შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის განსაკუთრებით
მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლმა პროკურორის თანხმობით, 2006 წლის 8 მარტს
დააყენა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის
თავმჯდომარისადმი შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი გვიჩიანის მიმართ
აღმკვეთი ღონისძიების სახით დაპატიმრების შერჩევის შესახებ.
გამომძიებლის
თქმით,
„აღკვეთის
ღონისძიების
საკითხის
განხილვისას
გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებები: არესბობს საფუძვლიანი ვარაუდი,
რომ გიორგი გვიჩიანმა შესაძლებელია თავი აარიდოს წინასწარ გამოძიებას,
სასამართლოს და განაჩენის აღსრულებას მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან
თავის დაღწევის მიზნით, ვინაიდან მის მიერ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე
დანაშაული, რომლისთვისაც შესაძლებელია მას დაენიშნოს უვადო თავისუფლების
აღკვეთა, აღკვეთის სხვა ღონისძიება ან უფრო ნაკლებად შემზღუდავი ღონისძიება კი
ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსსკ–ის 151–ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებულ მიზნებს“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლის 2006 წლის 8 მარტის ბრძანებით, დაკმაყოფილდა გამოძიების
შუამდგომლობა და გიორგი გვიჩიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა
ორთვიანი პატიმრობა.
4.2. საგამოძიებო მოქმედებები
4.2.1. სასამართლო–საბუღალტრო ექსპერტიზა
2006 წლის 10 მარტის საქართველოს შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის
განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის დადგენილებით, მოცემულ
177
ტომი 13. ს.ფ. 94–95
400
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
საქმეზე დაინიშნა სასამართლო–საბუღალტრო ექსპერტიზა.
ექსპერტის წინაშე დასმულ იქნა შემდეგი შინაარსის შეკითხვა: „დადგინდეს ს/ს „ეი–
ი–ეს თელასის“ აქტივების და პასივების მოძრაობა, განხორციელებული ჩათვლების
და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანგარიშსწორების კანონიერება?“178
4.2.2. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა
2005 წლის 26 დეკემბრის საქართველოს შსს სპეციალური ოპერატიული
დეპარტამენტის
განსაკუთრებით
მნიშვნელოვან
საქმეთა
გამომძიებლის
დადგენილებით, ნიკა ლომინაძის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, მოცემულ
საქმეზე დაინიშნა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა. ექსპერტიზის ჩატარება დაევალა
საქართველოს შსს საექსპერტო–კრიმინალურ მთავარ სამმართველოს.
ექსპერტიზის გადასაწყვეტად დაისვა შემდეგი კითხვები:
„ა) განისაზღვროს ექსპერტიზის წინაშე წარდგენილი, ნიკა ჩემიას, ავთანდილ
ხერკელაძის, გიორგი პაპაჩაშვილის და ნოდარ გვიჩიანის თითის ანაბეჭდები
აღებული დაქტილობარათზე, ვარგისია თუ არა იდენტიფიკაციისათვის?
ბ) დადებით შემთხვევაშ, განისაზღვროს ექსპერტიზის წინაშე წარდგენილი
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული თითის ანაბეჭდები ეკუთვნის თუ არა ნიკა
ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძეს, გიორგი პაპაჩაშვილს ან ნოდარ გვიჩიანს?“179
შსს საექსპერტო–კრიმინალური მთავარი სამმართველოს 2005 წლის 29 დეკემბრის
წერილის თანახმად: „შედარებითი დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა ვერ ჩატარდება
კვალის სირთულის გამო, ვინაიდან ექსპერტიზის ჩასატარებლად, ჩვენს
ლაბორატორიაში არსებული ხელის თითის კვალი ითხოვს ტექნიკური
საშუალებების გამოყენებას, რაც დღევანდელი ტექნიკური მონაცემებით, ჩვენს
შესაძლებლობას აღემატება“.180
2005 წლის 30 დეკემბერს საქართველოს შსს სპეციალური ოპერატიული
დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ თხოვნით მიმართა საქართველოს
გენერალური პროკურორის მოადგილეს ეშუამდგომლა აშშ ფედერალური
საგამოძიებო ბიუროს წინაშე ნ.ლომინაძის მკვლელობის სისხლის სამართლის
საქმეზე ჩაეტარებინათ ზემოაღნიშნული შედარებითი დაქტილოსკოპიური
ექსპერტიზა.
4.2.3. მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის დადგენილება
საქართველოს გენერალური პროკურატურის შს სამინისტროს საზოგადოებრივი
უსაფრთხოების
სამსახურში
გამოძიების
საპროცესო
ხელმძღვანელობის
სამმართველოს უფროსის 2006 წლის 7 აპრილის „მტკიცებულების დაუშვებლად
178
ტომი 13. ს.ფ. 223–224
179
ტომი 7. ს.ფ. 18–19
180
ტომი 7. ს.ფ. 22
401
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
ცნობის, სისხლის სამართლებრივი დევნის და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის
შესახებ“ დადგენილებით, ა) საქმეზე მტკიცებულებად ცნობილი დავით მჭედლიძეზე
განპიროვნებული 9 მმ კალიბრის მაკაროვის კონსტრუქციის ნპ #0049 პისტოლეტიდან
გასროლილი ტყვია, მიჩნეულ იქნა დაუშვებელ მტკიცებულებად და ბ) შეწყდა
სისხლის სამართლებრივი დევნა და წინასწარი გამოძიება დავით მჭედლიძის
მიმართ, საქართველოს სსკ 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის,
ვინაიდან არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული
ქმედება.181
პროკურორის
თანახმად,
ექსპერიმენტალური
ნიმუშების
მიმდინარეობისას დაშვებულ იქნა შემდეგი კანონდარღვევები:
ექსპერტიზის
„1. დასკვნაში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა ნპ #0049
პისტოლეტი ერთი მჭიდით და სამი საბრძოლო ვაზნით, მაშინ როდესაც ფაქტიურად
წარდგენილი იყო პისტოლეტი ერთი მჭიდით და ექვსი ვაზნით დალუქულ
მდგომარეობაში, რაც შემდგომში დადასტურებული იქნა იმავე ექსპერტიზის მიერ
გაცემული წერილით და თვით ექსპერტების ჩვენებებით;
2. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ვარგისიანობის დასადგენად
პისტოლეტიდან მოხდა 5 გასროლა. საერთოდ არ არის მითითებული, თუ რამდენი
გასროლაა მოხდენილი ნიმუშის მიღების მიზნით. ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად
პროკურატურას დაუბრუნდა ერთი გამოსაკვლევი და ექვსი ექსპერიმენტალური
ნიმუში, პისტოლეტი ერთი მჭიდით და სამი საბრძოლო ვაზნით“.182
პროკურორის აზრით, 2002 წლის 15 აგვისტოს დ.მჭედლიძეზე განპიროვნებული
პისტოლეტიდან ექსპერიმენტალური ნიმუშის აღების დროს დაირღვა: საქართველოს
შინაგან საქმეთა მინისტრის 1994 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება და საქართველოს
სსსკ 378–ე მუხლი, ვინაიდან გამომძიებელს არ გამოუტანია დადგენილება ნიმუშის
აღების შესახებ. დარღვეულია აგრეთვე საქართველოს სსსკ 380–ე მუხლი –
დ.მჭედლიძე არ გაცნობია დადგენილებას მისი ცეცხლსასროლი იარაღიდან ნიმუშის
აღების შესახებ; საქართველოს სსსკ 382–ე მუხლი - ნიმუშის აღების ოქმის
სავალდებულობის შესახებ; საქართველოს სსსკ 384–ე მუხლი – ექსპერტს საცდელი
ნიმუშის აღების შესახებ არ უცნობებია გამომძიებლისათვის, რომელსაც უფლება აქვს
დაესწროს საცდელი ნიმუშის აღებას, რაც აისახება მის მიერ შედგენილ ოქმში.
4.2.4. წინასწარი გამოძიების სამართლებრივი შეფასება
მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის დადგენილება
პროკურორი თავის დადგენილებაში ვერ ასაბუთებს, თუ რატომ მიიჩნევს ტყვიის
გულას დაუშვებელ მტკიცებულებად. თუ ექსპერიმენტალური ნიმუშების აღება
მოხდა კანონის დარღვევით, ამ შემთხვევაში დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობილი
უნდა ყოფილიყო ნიმუშები და არა ტყვიის გულა. ნ.ლომინაძის მკვლელობის
შემთხვევის ადგილიდან აღებულ ტყვიის გულას დაუშვებელ მტკიცებულად
181
ტომი 13, ს. ფ. 273
182
ტომი 13. ს.ფ. 268
402
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
ცნობისათვის აუცილებელი იყო პროკურორს დაესაბუთებინა, რომ საპროცესო
კანონის მოთხოვნები არსებითად დაირღვა უშუალოდ მისი ამოღებისას.
პროკურორის მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იმ ტყვიის
გულას დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობა, რომელიც მოცემულ საქმეზე ნივთიერ
მტკიცებულებად ფიგურირებდა, გიორგი გვიჩიანის ახლობლებში იწვევს ეჭვს იმის
თაობაზე, ხომ არ სურდა გამოძიებას ნოდარ გვიჩიანის ვერსიის დადასტურება.
კერძოდ, როგორც ცნობილია, ნოდარ გვიჩიანის ვერსიით ნ.ჩემიამ ნ.ლომინაძის
მკვლელობის შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან წამოიღო ტყვიის გულა.
ის ფაქტი, რომ 2002 წლის 14 აგვისტოს ნ.ლომინაძის მკვლელობის ადგილის
დათვალიერებისას ამოიღეს „ტყვიის გულის მაგვარი მოყავისფრო ფერის ოვალური
ფორმის საგანი“,183 რომელიც შემდეგ შეცვლილ იქნა, რაზედაც აღიძრა სისხლის
სამართლის საქმე, არ გულისხმობს იმას, რომ ტყვიის გულას არსებობის ფაქტი ამ
საქმეზე უარყოფილ უნდა ყოფილიყო. პროკურორს შეეძლო დაუშვებელ
მტკიცებულებად ეცნო დ.მჭედლიძეზე განპიროვნებული 9მმ კალიბრის მაკაროვის
კონსტრუქციის ნპ #0049 პისტოლეტიდან გასროლილი ტყვიის გულა, არა იმ
მიზეზით, რომ მასზედ ჩატარებული ექსპერიმენტალური ნიმუშის აღებისას მოხდა
კანონის დარღვევა, არამედ იმ მიზეზით, რომ დ მჭედლიძის მაკაროვის
პისტოლეტიდან გასროლილი ტყვიის გულათი იქნა შეცვლილი შემთხვევის
ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ტყვიის გულა, მაგრამ თუ პროკურორი
ამგვარ მსჯელობას განავითარებდა, მაშინ მას უნდა ეღიარებინა, რომ ადგილის
დათვალიერებისას მოხდა ტყვიის გულას ამოღება, რაც ნოდარ გვიჩიანის და გიორგი
პაპაჩაშვილის ჩვენებას, თითქოს ნიკა ჩემიამ ნ.ლომინაძის მოკვლის შემდეგ
შემთხვევის ადგილიდან წამოიღო ტყვიის გულა, უარყოფდა.
გარდა ამისა, ერთგვარ გაუგებრობას წარმოშობს საქართველოს გენერალური
პროკურატურის შს სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურში
გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსის მიერ 2006 წლის
7 აპრილის დადგენილების184 საფუძველზე, დავით მჭედლიძის მიმართ სისხლის
სამართლებრივი დევნის შეწყვეტა, ვინაიდან თბილისის პროკურატურის
საგამოძიებო ნაწილის პროკურორის მიერ 2004 წლის 25 სექტემბერს უკვე იყო ს/ს
დევნა დ. მჭედლიძის მიმართ შეწყვეტილი. ამდენად, დ. მჭედლიძის მიმართ დევნის
ხელმეორედ შეწყვეტა პროცესუალური თვალსაზრისით სრულ გაუგებრობას
წარმოადგენდა.
4.3. საბრალდებო დასკვნა
2006 წლის 2 ივნისს სისხლის სამართლის #090060554 საქმეზე საქართველოს
გენერალური პროკურატურის შს სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების
სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსის
მიერ გიორგი გვიჩიანის მიმართ შედგენილ იქნა საბრალდებო დასკვნა, რომლის
მიხედვითაც გიორგი გვიჩიანმა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ
183
იხ. 2002 წლის 14 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი. ტომი 3. ს.ფ. 9
184
ტომი 13, ს. ფ. 268 – 273
403
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
გარემოებებში,
მსხვეპლის
სამსახურებრივ
საქმიანობასთან
დაკავშირებით,
ჯგუფურად, შეკვეთით, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მომავალში მისი ჩადენის
გაადვილების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 109–ე
მუხლის „გ“, „თ“, „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით.
გიორგი გვიჩიანის დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატებოდა შემდეგში: „იგი 1996
წლის 7 ივნისიდან მუშაობდა ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური საწარმოო
გაერთიანება „თელასის“ გენერალური დირექტორის მოადგილედ ეკონომიკის
დარგში. 1998 წლის 2 ივლისს დაინიშნა ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე.
1999 წლის 1 ივლისს იგი გადაიყვანეს სააქციო საზოგადოება „ეი–ი–ეს თელასის“
კომერციულ დეპარტამენტში დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე, ხოლო 2002
წელს დაინიშნა ტარიფების და შესყიდვის ექსპერტად და აღნიშნული სააქციო
საზოგადოების წინააღმდეგ ეწეოდა უკანონო ფინანსურ საქმიანობას, რის შესახებაც
ცნობილი გახდა ამაავე საზოგადოების ფინანსური დირექტორის ნიკოლოზ
ლომინაძისათვის. აღნიშნულის გამო, ნ.ლომინაძის სამსახურებრივ საქმიანობასთან
დაკავშირებით, თავისი დანაშაულის დაფარვისა და მომავალში მისი ჩადენის
გაადვილების მიზნით, გიორგი გვიჩიანმა განიზრახა ნ.ლომინაძის მკვლელობა.
განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი, 2002 წლის ივლისის თვეში
დანაშაულებრივად დაუკავშირდა თავის ნაცნობს ნოდარ გვიჩიანს, რომელსაც
შეხვდა თავის სამუშაო ოთახში, ს/ს „ეი–ი–ეს თელასის“ შენობაში, გაანდო თავისი
განზრახვა და გარკვეული თანხის საფასურად შეუკვეთა ნ.ლომინაძის მკვლელობა,
რაშიც ნოდარ გვიჩიანმა აღუთქვა დახმარება.
თავის მხრივ ნოდარ გვიჩიანი დაახლოებით მეორე დღესვე, თბილისში, კუტუზოვის
ქუჩაზე ცირკის სასტუმროს შენობაში არსებულ სახინკლეში ყოფნისას
დანაშაულებრივად დაუკავშირდა ავთანდილ ხერკელაძეს, ნიკა ჩემიას და გიორგი
პაპაჩაშვილს. წააქეზა ისინი ს/ს „ეი–ი–ეს თელასის“ ფინანსური დირექტორის
ნიკოლოზ ლომინაძის განზრახ მკვლელობაში და გაანდო, რომ ამით
დაინტერესებული იყო ამ უკანასკნელი სამსახურის გავლენიანი თანამდებობის პირი
გიორგი გვიჩიანი, რომელიც აღნიშნული შეკვეთის შესრულებაში გადაიხდიდა
სოლიდურ თანხას.
ავთანდილ ხერკელაძე, ნიკა ჩემია და გიორგი პაპაჩაშვილი დათანხმდნენ
შემოთავაზებულ წინადადებას და ნოდარ გვიჩიანს შეპირდნენ, რომ თუ გიორგი
გვიჩიანი გადაიხდიდა 20 000 აშშ დოლარს, ისინი შეასრულებდნენ შეკვეთას და
მოკლავდნენ ნიკოლოზ ლომინაძეს.
იმავე დღეს ნოდარ გვიჩიანმა გიორგი გვიჩიანს აცნობა, რომ თუკი იგი გადაიხდიდა
დასახელებულ თანხას, მისი შეკვეთა, ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობა,
შესრულებული იქნებოდა, რის შემდეგ გიორგი გვიჩიანმა ნოდარ გვიჩიანს გადასცა
20 000 აშშ დოლარი.
მეორე დღეს, ნოდარ გვიჩიანმა თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, ე.წ. „ბუკიას“
სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 000 აშშ დოლარი გადასცა ავთანდილ
ხერკელაძეს, ნიკა ჩემიას და გიორგი პაპაჩაშვილს. რაც ავთანდილ ხერკელაძემ, ნიკა
404
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
ჩემიამ და გიორგი პაპაჩაშვილმა იქვე გაინაწილეს, ხოლო ნოდარ გვიჩიანს
შეპირდნენ, რომ ორი კვირის განმავლობაში შეასრულებდნენ შეკვეთას და
მოკლავდნენ ნიკოლოზ ლომინაძეს.
ამის შემდეგ, ავთანდილ ხერკელაძემ, ნიკა ჩემიამ და გიორგი პაპაჩაშვილმა
შეისწავლეს და დაადგინეს ნიკოლოზ ლომინაძის პიროვნება, საცხოვრებელი
მისამართი და რომ იმ პერიოდში ნიკოლოზ ლომინაძე მარტო ცხოვრობდა
თბილისში, ბახტრიონის ქუჩის #26–ში მდებარე თავისი მშობლების საცხოვრებელ
ბინაში.
წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, 2002
წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 06 საათზე, ავთანდილ ხერკელაძე და ნიკა ჩემია ამ
უკანასკნელის კუთვნილი და მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანა „ნივა“–თი მივიდნენ
გიორგი პაპაჩაშვილის სახლთან ბახტრიონის ქ. #7–თან, რის შემდეგ გიორგი
პაპაჩაშვილთან ერთად მივიდნენ ბახტრიონის ქუჩაზე ნიკოლოზ ლომინაძის
საცხოვრებელ სახლთან. მოლაპარაკების თანახმად, გიორგი პაპაჩაშვილი დარჩა
ა/მანქანის საჭესთან, ხოლო ავთანდილ ხერკელაძე, გამოძიებით დაუდგენელი
ცეცხლსასროლი იარაღითა და ნიკა ჩემიას „მაკაროვის“ კონსტრუქციის მაყუჩიანი
ცეცხლსასროლი იარაღით გაემართნენ ნიკოლოზ ლომინაძის საცხოვრებელი
ბინისაკენ. დაახლოებით 8 საათზე მათ შეაღწიეს ნიკოლოზ ლომინაძის ბინაში, ამ
უკანასკნელს ე.წ. „სკოჩი“–ს საშუალებით შეუკრეს ხელ–ფეხი, დააწვინეს მისაღებ
ოთახში არსებულ დივანზე, სახეზე გადააფარეს იქვე არსებული პირსახოცი–ადიალა,
რის შემდეგ ნიკა ჩემიამ, მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან
გასროლით, ნიკოლოზ ლომინაძეს თავის არეში მიაყენა ცეცხლნასროლი გამჭოლი
ჭრილობა, რამაც გამოიწვია ქალას ძვლებისა და ტვინის ნივთიერების დაზიანება.
შესავალი ხვრელით შუბლის მარცხენა ნახევარში, გამოსავალი კეფის არეში
მარცხნივ. ჭრილობის არხის მიმართულებაა ზევიდან ქვევით, წინიდან უკან.
აღნიშნული დაზიანება ეკუთვნის სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, რასაც
მოჰყვა ნიკოლოზ ლომინაძის სიკვდილი. კანის ამონაჭერის ფიზიკო–ტექნიკური
ექსპერტიზით, სროლა ნაწარმოებია მიბჯენით.
მკვლელობისთანავე ავთანდილ ხერკელაძე, ნიკა ჩემია და გიორგი პაპაჩაშვილი
ა/მანქანით გასცილდნენ შემთხვევის ადგილს და მიიმალნენ.
გიორგი გვიჩიანის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენა დადასტურებულია
შემთხვევის
ადგილის
დათვალიერების
ოქმით,
სასამართლო–სამედიცინო
ექსპერტიზის
დასკვნით,
ნ.გვიჩიანის
და
გ.პაპაჩაშვილის
ჩვენებებით,
დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნოდარ ლომინაძის ჩვენებით, მოწმეთა:
ე.პაპავას და თ.კაპანაძის ჩვენებით და საქმეში არსებული მასალების
ერთობლიობით“.185
185
ტომი 14. ს.ფ. 240
405
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
4.4. საბრალდებო დასკვნის მტკიცებულებები
საქართველოს სსსკ 10–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, საბრალდებო დასკვნა
უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს.
საკითხავია, მოხდა თუ არა საბრალდებო დასკვნაში არსებულ მტკიცებულებათა
შეფასება საქართველოს სსსკ მე–19 მუხლის მე–2 ნაწილის მოთხოვნათა, შესაბამისად,
ანუ იმ მიზნით, რომ გარკვეულიყო მათი დამოკიდებულება საქმისადმი
(შემხებლობა), მათი დასაშვებობა, მათი უტყუარობა და საკმარისობა დანაშაულის
ჩადენის შესახებ დასკვნისათვის. მტკიცებულებათა შეფასება ხდება სისხლის
სამართლის კანონისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნათა
დაცვით.
პროკურორმა გიორგი გვიჩიანის მიერ ჩადენილი დანაშაული, ნიკა ლომინაძის
მკვლელობის შეკვეთა, დაადასტურებულად მიიჩნია შემდეგი მტკიცებულებების
გაანალიზებით:
ა) შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი;
ბ) სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა;
გ) ნოდარ გვიჩიანის ჩვენება;
დ) გიორგი პაპაჩაშვილის ჩვენება;
ე) დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნოდარ ლომინაძის ჩვენება;
ვ) მოწმეების ე. პაპავას და თ. კაპანაძის ჩვენებები.
თითოეული ზემოთ მოყვანილი მტკიცებულების განხილვით, ნათელი გახდება, თუ
რის საუძველზე მოხდა გიორგი გვიჩიანის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნის
შედგენა.
4.4.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი არის 2002 წლის 14 აგვისტოს თბილისის
ვაკე–საბურთალოს რაიონული პროკურატურის გამომძიებლის მიერ შედგენილი
დოკუმენტი.186
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ვრცლად არის აღწერილი 2002 წლის 13
აგვისტოს ნ.ლომინაძის მკვლელობის ადგილი. სრულყოფილად არის აღწერილი
შემთხვევის
ადგილის
დათვალიერების
გამოძიებისათვის
მნიშვნელოვანი
დეტალები.
სავარაუდოდ, პროკურორს შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2002 წლის 14
აგვისტოს ოქმი მტკიცებულებად მოჰყავს იმის დასადასტურებლად, რომ ნიკა
ლომინაძე მოკლული და ნაპოვნი იქნა მისი მშობლების კუთვნილ თბილისში
ბახტრიონის ქ. #26–ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში.
აღნიშნული მტკიცებულებით დასტურდება ნ.ლომინაძის გვამის პოვნის ფაქტი.
186
ტომი 3. ს.ფ. 4
406
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
4.4.2. სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა
სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა დაწყებულ იქნა 2002 წლის 14
აგვისტოს და დამთავრდა 2002 წლის 16 აგვისტოს.187 სასამართლო–სამედიცინო
ექსპერტიზის დროს მოხდა ნ.ლომინაძის გვამის როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი
დათვალიერება. აღნიშნული ექსპერტიზით ირკვევა, რომ ნ.ლომინაძის გვამს
„აღენიშნებოდა ერთი გამჭოლი, სიცოცხლისდროინდელი ცეცხლნასროლი ჭრილობა
თავის არეში, შესავალი ხვრელით შუბლის მარცხენა ნახევარში, გამოსავალი კეფის
არეში, მარცხნივ“.188
აღნიშნული მტკიცებულებით დასტურდება ნიკა ლომინაძის ცეცხლსასროლი
იარაღით მოკვლის ფაქტი.
4.4.3. ნოდარ გვიჩიანის ჩვენება
ნოდარ გვიჩიანის ჩვენების ამონარიდი: „... მოგახსენებთ, რომ 2002 წლის აგვისტოს
დასაწყისში, ზუსტი რიცხვები არ მახსოვს, ვიმყოფებოდი ჩემს ნათესავთან გიორგი
მათეს ძე გვიჩიანთან სამსახურში. ... გ.გვიჩიანი არის „თბილგაზის“ გენერალური
დირექტორი. ... გია გვიჩიანის სამუშაო ადგილზე, სადაც ვიმყოფებოდით მარტო მე
და გია გვიჩიანი, რომელიც მე მენდობოდა. საუბრისას მან მითხრა, რომ სერიოზულ
პრობლემებს უქმნიდა „თელასის“ მენეჯერი ნიკა ლომინაძე, რის გამოც სხვა
გამოსავალს ვეღარ პოულობდა და გადაწყვიტილი ჰქონდა მისი გზიდან ჩამოშორება,
კერძოდ მთხოვა თუ შემეძლო ვინმე ისეთი პიროვნების პოვნა, ვინც გარკვეული
თანხის სანაცვლოდ მოკლავდა ნ. ლომინაძეს“.189
იმისათვის, რომ სარწმუნო იყოს ნოდარ გვიჩიანის ჩვენება, საჭიროა გაირკვეს, ვინ
არის ნოდარ გვიჩიანი და რა ურთიერთობა ჰქონდა მას გიორგი გვიჩიანთან.
ნოდარ ბიძინას ძე გვიჩიანი არის საქართველოს მოქალაქე. იგი დაიბადა 1975 წლის 15
მაისს, თბილისში. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ნოდარ გვიჩიანი არის
მრავალჯერ ნასამართლევი პირი. კერძოდ: თბილისის საოლქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის დეკემბრის
განაჩენით იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 236–ე მუხლის პირველი
და მეორე ნაწილებით და მიესაჯა 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ვაკე–
საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის ივლისის განაჩენით
საქართველოს სსკ 260 მუხლის პირველი ნაწილით მიესაჯა 2 წლით თავისუფლების
აღკვეთა, რომელიც შეეცვალა პირობით სამი წლით გამოსაცდელი ვადით; 2005 წლის
ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის სააპელაციო
პალატის მიერ საქართველოს სსკ 236 მუხლის პირველი და მეორე ნაწილით და 260
მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მიესაჯა 1 წლით და რვა თვით თავისუფლების
აღკვეთა.190
187
ტომი 3. ს.ფ. 113
188
იხ. იქვე
189
ტომი 13. ს.ფ. 39.
190
ტომი14. ს.ფ. 195
407
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
2005 წლის 10 ნოემბერს შსს სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა
სპეცოპერაციის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
ნივთიერების, კერძოდ 70 აბი „სუბოტექსის“ რეალიზების ფაქტზე დააკავა ნოდარ
გვიჩიანი. დაკავების შემდეგ, ნოდარ გვიჩიანის ბინის ჩხრეკისას ამოიღეს აგრეთვე
172 აბი „სუბოტექსი“ და „სტეჩკინისა“ და „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი
იარაღი.
ნოდარ გვიჩიანს 2005 წლის 12 ნოემბერს ბრალი წაუყენეს საქართველოს სსკ 236-ე
მუხლის პირველი ნაწილით; 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; მე-19
მუხლით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; 261-ე მუხლის მე-3
ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით; ასევე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. იმავე დღეს ნოდარ გვიჩიანს,
მოსამართლის ბრძანებით, აღკვეთის ღონისძიების სახით, შეეფარდა წინასწარი
პატიმრობა.
ნოდარ გვიჩიანისათვის, როგორც ადრე მრავალჯერ ნასამართლევი პირისათვის,
სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, კანონით დაწესებული სასჯელი
ზემოაღნიშნული დანაშაულისათვის სავარაუდოდ, მერყეობდა 15 წლიდან უვადო
თავისუფლების აღკვეთამდე.
ნოდარ გვიჩიანმა საკუთარი სურვილით 2005 წლის 5 დეკემბერს მიმართა
საგამოძიებო ორგანოებს, მისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიზნით
გამოძიებას მძიმე დანაშაულის გახსნაში დახმარების გაწევის თაობაზე. 2005 წლის 5
დეკემბერს ნოდარ გვიჩიანმა შსს სოდ-ის გამომძიებელს მისცა ჩვენება და პირდაპირ
აღნიშნა: „მსურს ვითანამშრომლო გამოძიებასთან და გულრწფელად ვაღიარო
ჩემთვის ცნობილი დანაშაულები, რომლებთანაც დაკავშირებული ვარ მეც და
ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული გათვალისწინებული იქნება ჩემს მიმართ საპროცესო
შეთანხმებისათვის.“
ამავე ჩვენებაში იგი ამბობს, რომ მას 2002 წლის ზაფხულში, „თელასის“ გარკვეული
ფინანსური წრეების წარმომადგენელმა სთხოვა, ეპოვა ხალხი, ვინც მოკლავდა და
გზიდან ჩამოაშორებდა ნიკა ლომინაძეს.
ნოდარ გვიჩიანმა იპოვა გია პაპაჩაშვილი, ავთო ხერკელაძე და ნიკა ჩემია,
რომლებმაც 20 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ მოკლეს ნიკა ლომინაძე.
იმავე ჩვენებაში ნოდარ გვიჩიანი ხაზს უსვამს, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა,
მისთვის ცნობილია კიდევ ერთი მკვლელობის შესახებ; კერძოდ, 1996 წლის
ზაფხულში, ნიკა ჩემიამ, ავთანდილ ხერკელაძემ და გია პაპაჩაშვილმა თბილისში,
სანზონის უბანში, დაყაჩაღებისას წინააღმდეგობის გაწევის დროს, მოკლეს თურქი
ბიზნესმენი ეკრემ სერბესტი. ნოდარ გვიჩიანის მტკიცებით, მისთვის ამ მკვლელობის
შესახებ ცნობილია, რადგან თავდაპირველი გეგმით მას პირადად უნდა მიეღო
მონაწილეობა თურქ ბიზნესმენზე თავდასხმაში, თუმცა „სხვა საქმის“ გამო, მან ვერ
შეძლო „საქმეზე“ წასვლა.
408
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
აღნიშნული ჩვენების მიცემიდან ოთხი დღის შემდეგ, 2005 წლის 9 დეკემბერს,
ნოდარ გვიჩიანს გამოძიების მიერ შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა
გირაოთი, მას დაუწესდა ერთი თვის ვადაში გირაოს თანხის, 500 000 ლარის,
გადახდა.
ზემოაღნიშნული ჩვენება და შემდგომ
გვიჩიანის ადვოკატში აღძრავენ ეჭვს, რომ:
განვითარებული
მოვლენები
გიორგი
ა) ნოდარ გვიჩიანის მიერ მიცემული ჩვენაბა იყოს საკუთარი თავის გადარჩენის
მოტივით ნაკარნახევი, ვინაიდან მას ჩადენილი დანაშაულისათვის მინიმუმ 15 წლით
და მაქსიმუმ უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. იგი ამას არც მალავს და
პირდაპირ აცხადებს 2005 წლის 5 დეკემბრის ჩვენებაში: „მსურს ვითანამშრომლო
გამოძიებასთან და გულრწფელად ვაღიარო ჩემთვის ცნობილი დანაშაულები,
რომლებთანაც დაკავშირებული ვარ მეც და ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული
გათვალისწინებული იქნება ჩემს მიმართ საპროცესო შეთანხმებისათვის“.
ბ) ნოდარ გვიჩიანი თავის 2005 წლის 5 დეკემბრის ორი განსაკუთრებით მძიმე
დანაშაულის ფაქტებზე იძლევა ჩვენებას, მათ შორის ნიკოლოზ ლომინაძის
მკვლელობაზე. იგი ორივე დანაშაულის ჩამდენად,
ერთსა და იმავე პირებს
ასახელებს. მაგრამ იგი არ ასახელებს იმ პიროვნების სახელსა და გვარს, ვინც მას
ნ.ლომინაძის მკვლელობა შეუკვეთა, ანუ საფრთხე, რომ ორი განსაკუთრებით მძიმე
დანაშაულის ჩამდენი პირები საგამოძიებო ორგანოებს მიემალონ, ძალიან დიდია.
პროკურატურა მაინც ათავისულებს (უფარდებს გირაოს, აღკვეთის ღონისძიების
სახით) ნოდარ გვიჩიანს. აღნიშნული იწვევს გიორგი გვიჩიანის ადვოკატში ეჭვს იმის
თაობაზე, რომ ხომ არ მისცა ნოდარ გვიჩიანმა საგამოძიებო ორგანოებს მათთვის
სასურველი ჩვენება და ამიტომ გაათავისუფლეს იგი პატიმრობიდან და აქედან
გამომდინარე, რამდენად, „გულწრფელია“ მისი პროკურატურისათვის მიცემული
ჩვენება.
გ) საქმის მასალებიდან არ ჩანს, რომ ნოდარ გვიჩიანს, რომელიც 2000 წლიდან
მოყოლებული რამდენიმეჯერ იყო პატიმრობაში ნამყოფი, გირაოს სახით 500 000
ლარი გადაეხადა. პროკურატურას აღნიშნულ საკითხზე საქართველოს სსსკ 168
მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რეაგირება არ მოუხდენია, ანუ მისთვის
გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიება არ
გამოუყენებია, რაც გიორგი გვიჩიანის ადვოკატებში იწვევს ეჭვს იმის თაობაზე, რომ
გამოძიება ნოდარ გვიჩიანთან შესული იყო ფარულ, უკანონო გარიგებაში და ამ გზით
ხდებოდა მისგან გამოძიებისათვის სასურველი ჩვენებების მიღება.
ზემოაღნიშნული გიორგი გვიჩიანის ადვოკატს უჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ნოდარ
გვიჩიანმა საკუთარი თავის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან
გათავისუფლების მიზნით დაასახელა გიორგი გვიჩიანი ნიკა ლომინაძის
მკვლელობის შემკვეთად, ხოლო საგამოძიებო ორგანოების მიერ საკმარისად არ
გადამოწმდა ნოდარ გვიჩიანის მიერ მიცემული ჩვენებები, რის გამოც ეჭვს იწვევს
მისი ჩვენებების, როგორც მტკიცებულებების, უტყუარობის საკითხი.
409
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
4.4.4. გიორგი პაპაჩაშვილის ჩვენება
ნოდარ გვიჩიანის 2005 წლის 5 დეკემბრის ჩვენების საფუძველზე, 2005 წლის 23
დეკემბერს, შსს-ს სოდ-ის მიერ დაკავებული იქნენ ნიკა ჩემია, გიორგი პაპაჩაშვილი
და ავთანდილ ხერკელაძე.
სამივე მათგანს იმავე დღეს წაუყენეს ბრალდება თურქეთის მოქალაქე ეკრემ
სერბესტზე, ყაჩაღური თავდასხმისა და განზრახ მკვლელობის ფაქტთან
დაკავშირებით, საქართველოს სსკ 179-ე მუხლის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და
109-ე მუხლის „თ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის
ჩადენისათვის. არცერთმა მათგანმა თავდაპირველად წარდგენილ ბრალდებაში თავი
დამნაშავედ არ ცნო.
2005 წლის 25 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაიცა ბრძანება
ნიკა ჩემიას, გიორგი პაპაჩაშვილის და ავთანდილ ხერკელაძის დაპატიმრების შესახებ
სამი თვის ვადით 2006 წლის 23 მარტამდე.
2006 წლის 17 თებერვალს გამოძიების მიერ ნიკოლოზ ლომინაძის განზრახ
მკვლელობის საქმეზე გიორგი პაპაჩაშვილს, ნიკა ჩემიას და ავთანდილ ხერკელაძეს
წაეყენათ ბრალი საქართველოს სსკ 109-ე მუხლის „თ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით.
გ.პაპაჩაშვილმა განცხადებით მიმართა გამომძიებელს და განმარტა, რომ 2005 წლის
23 დეკემბერს მას წაეყენა ბრალი ყაჩაღობასა და მკვლელობაში, რაშიც არ სცნობდა
თავს დამნაშავედ. მაგრამ ამჟამად სურვილი აქვს და გადაწყვიტა ითანამშრომლოს
სამართალდამცავ ორგანოებთან, თქვას სიმართლე, თუ რა დანაშაული აქვს
ჩადენილი მისი ცხოვრების განმავლობაში და ვისთან ერთად. უნდა, რომ დაიწყოს
ახალი ცხოვრება და საერთოდ გაწყვიტოს კავშირი იმ კრიმინალურ ელემენტებთან,
ვისთანაც წლების განმავლობაში მეგობრობდა. იგი იმედს გამოთქვამს, რომ
„აღიარებითი ჩვენებების მიცემის შემდეგ მის მიმართ გათვალსწინებული იქნება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული
შეღავათები ბრალსა და სასჯელზე“. იქვე ამატებს, რომ მის მიერ ჩადენილია ყაჩაღობა
მკვლელობით, გარდა ამისა, მას ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული მკვლელობაში,
რომლის შესახებაც მოგვიანებით მისცემს წერილობით ჩვენებას და რომ მის მიერ ამ
ეტაპზე მეტი დეტალების ჩვენება მიზანშეწონილად არ მიაჩნია და აღწერს შემდეგ
ჩვენებაში.
იმავე დღეს გიორგი პაპაჩაშვილი მეორე განცხადებით მიმართავს გამომძიებელ
კუპრაშვილს, რომელშიც იგი ყოველგვარი მოტივაციის გარეშე უარს აცხადებს მისი
ოჯახის წევრების მიერ აყვანილ ორ ადვოკატზე – დიმიტრი ალექსიძეზე და თამაზ
სვანიშვილზე, გამოთქვამს სურვილს მისი ინტერესები დაიცვას მხოლოდ მისი
ნდობით აღჭურვილმა პირმა, თენგიზ სუპატაშვილმა.
იმავე დღეს, ბრალდებულის სახით დამატებით დაკითხვისას, გიორგი პაპაჩაშვილმა
აჩვენა, რომ 1996 წლის 2 ივლისს თავის მეგობრებთან ავთანდილ ხერკელაძესთან,
ნიკა ჩემიასთან და ნოდარ გვიჩიანთან ერთად თბილისში, ქსნის ქუჩაზე, დაყაჩაღების
მიზნით შევიდა პირველ სართულზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, სადაც თურქი
410
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
ბიზნესმენიც იმყოფებოდა და რომელსაც, მათი ინფორმაციით, უნდა ჰქონოდა დიდი
ოდენობით
თანხა.
ოთხივე
მათგანი
შეიარაღებული
იყვო
სხვადასხვა
ცეცხლსასროლი იარაღით. თურქმა მამაკაცმა გაუწია წინააღმდეგობა, რის გამოც მათ
ცეცხლი გახსნეს პირდაპირი დამიზნებით და თურქი მოკლეს, რის შემდეგაც ისინი
გამოვიდნენ აღნიშნული ბინიდან ისე, რომ ფული არ წამოუღიათ. იქვე აცხადებს,
რომ თავისუფლად შეუძლია მითითებული საცხოვრებელი ბინის ჩვენება. რაც
შეეხება მის მიერ განცხადებაში მოყვანილ დანაშაულებს და აღნიშნულ ყაჩაღობას
მკვლელობით, დეტალურად აღწერს შემდეგში დაკითხვისას. მოითხოვს ამ ეტაპზე
მისი ჯანმრთელობის გამო დაკითხვის შეწყვეტას და უთითებს, რომ აღიდგენს
დეტალებს და მოგვიანებით დაკითხვისას მისცემს სრულყოფილ დეტალურ ჩვენებას.
2006 წლის 2 მარტს ბრალდებულმა გიორგი პაპაჩაშვილმა კვლავ განცხადებით
მიმართა გამოძიებელ კუპრაშვილს, სადაც მიუთითა, რომ იმჟამად იყო ძალიან
ცუდად, საშინლად აწუხებდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, თავს ისე გრძნობდა,
რომ შესაძლებელი იყო, მას რაიმე განუკურნებელი სენი სჭირდა და ამიტომ
გადაწყვიტა საკუთარი თავისა და ოჯახის წინაშე მოეხსნა ის ტვირთი, რაც
გამოძიებისათვის მანამდე ცნობილი არ იყო. იქვე მიუთითებს, რომ გარდა იმ
დანაშაულისა, რომელიც მან აღიარა, კიდევ მონაწილეობა აქვს მიღებული 2002 წლის
აგვისტოს თვეში ბახტრიონის ქუჩაზე მცხოვრები თელასის თანამშრომლის ნიკა
ლომინაძის მკვლელობაში. აღნიშნულის აღიარებით „თავის თავს ნაწილობრივ
შეუმსუბუქა ის სულიერი ტრამვა, რაც მას აწუხებდა მთელი ამ ხნის განმავლობაში“
და მოითხოვს გაითვალისწინონ მისი აღიარება.
საქმეში
წარმოდგენილია
საქართველოს
შსს
სპეციალური
ოპერატიული
დეპარტამენტის გამომძიებლის სახელზე შპს „ალსს“-ის დირექციის მიერ გაცემული
2006 წლის 3 მარტით დათარიღებული ცნობა, რომ მათ კლინიკაში მყოფი პაციენტის
გიორგი პაპაჩაშვილის ზოგადი მდგომარეობა იძლევა მისი დაკითხვის
საშუალებას.191
2006 წლის 3 მარტს, გამომძიებელის მიერ, ბრალდებულის სახით დამატებით
დაიკითხა გიორგი პაპაჩაშვილი. ოქმის თანახმად, დაკითხვა განხორციელდა შპს
„ალსს“-ის კლინიკურ საავადმყოფოში და სამი საათი გრძელდებოდა.
ზემოაღნიშნული გიორგი გვიჩიანის ახლობლებში იწვევს ეჭვს იმის თაობაზე, ხომ არ
მოხდა გარიგება საგამოძიებო ორგანოებსა და გ.პაპაჩაშვილს შორის, ვინაიდან
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებით დეპარტამენტს
გააჩნია თავისი სამკურნალო დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში
სამედიცინო დახმარების გაწევის და მკურნალობის მიზნით გადაჰყავთ
საპყრობილეებში მოთავსებული პატიმრები.
სამოქალაქო საავადმყოფოში ავადმყოფი პატიმრის გადაყვანა ხდება მხოლოდ იმ
დროს, თუ სახეზეა რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც სათანადო
სამედიცინო დახმარებისათვის აუცილებელია ისეთი სამედიცინო აპარატურა,
191
ტომი 13. ს.ფ. 35.
411
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებას არ
გააჩნია და, ამასთან, შეუძლებელია ამ აპარატურის იქ შეტანა. მსგავს შემთხვევებშიც
აღნიშნულ საკითხს წყვეტს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების
დეპარტამენტი, ავადმყოფის გამოკვლევის, სათანადო სამედიცინო დოკუმენტაციის
და დასკვნის შედგენის შემდეგ, რასაც, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე,
გარკვეული დრო (რამდენიმე კვირა) სჭირდება.
ცუდად ყოფნის თაობაზე განცხადებით გიორგი პაპაჩაშვილმა გამომძიებელს
მიმართა 2006 წლის 2 მარტს; 3 მარტს იგი უკვე აღმოჩნდა შპს „ალსს“-ს კლინიკურ
საავადმყოფოში. თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ
გამომძიებლის წინაშე დაწერილი განცხადების საფუძველზე, იგი დაუყოვნებლივ
აღმოჩნდა ციხის გარეთ, სამოქალაქო საავადმყოფოში, ჩნდება კითხვა, როგორ შეძლო
მან იმავე დღეს მონაწილეობა მიეღო საგამოძიებო მოქმედებაში და სამი საათის
განმავლობაში მიეცა ჩვენება.
გიორგი პაპაჩაშვილმა სწორედ 2006 წლის 3 მარტს აღიარა მისი ნიკოლოზ ლომინაძის
მკვლელობასთან კავშირი, რაც ეჭვს იწვევს იმის თაობაზე, ხომ არ მისცა
გ.პაპაჩაშვილმა გამოძიებას სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის სანაცვლოდ
მათთვის (გამოძიებისათვის) საჭირო ჩვენაბა? აღსანიშნავია, რომ გიორგი
პაპაჩაშვილის ჩვენებასა და ნოდარ გვიჩიანის ჩვენებებს შორის მნიშვნელოვანი სახის
წინააღმდეგობები არსებობს. მაგ.: თუ ნოდარ გვიჩიანი ამბობს, რომ იგი ნიკა ჩემიას,
გიორგი პაპაჩაშვილს და ავთანდილ ხერკელაძეს დანაშაულის ჩადენის შემდეგ
შეხვდა ცირკის სასტუმროს დაბლა მდებარე სახინკლეში, გიორგი პაპაჩაშვილის
ჩვენებით, იგი ნოდარ გვიჩიანს ნიკა ლომინაძის მკვლელობის შემდეგ საერთოდ აღარ
შეხვედრია; ასევე გაურკვეველია, როდის გაიგო გიორგი პაპაჩაშვილმა ნიკა
ლომინაძის მკვლელობის შეკვეთის შესახებ. გიორგი პაპაჩაშვილის ჩვენებით, ეს
მოხდა ცირკის სასტუმროს დაბლა მდებარე სახინკლეში, ნოდარ გვიჩიანის თქმით,
მკვლელობის შეკვეთის შესახებ გიორგი პაპაჩაშვილს და ავთანდილ ხერკელაძეს
გააგებინა თვითონ ნიკა ჩემიამ; ნოდარ გვიჩიანის ჩვენებით ნიკა ჩემიამ, გიორგი
პაპაჩაშვილმა და ავთანდილ ხერკელაძემ მკვლელობის ჩადენის დროს იცოდნენ
ნ.ლომინაძის მკვლელობის შემკვეთის ვინაობა, გიორგი პაპაჩაშვილის ჩვენებით – მან
დღემდე (2006 წლის 3 მარტამდე) არ იცის ნ.ლომინაძის მკვლელობის შემკვეთის
ვინაობა,192 გიორგი პაპაჩაშვილმა აღნიშნული მოგვიანებით უარყო და განაცხადა,
რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ ნ.ლომინაძის მკვლელობის შემკვეთი გიორგი
გვიჩიანი იყო.
გ.პაპაჩაშვილს აღნიშნული ჩვენების შემდეგ დაუწესდა გირაოს თანხა 500 000 ლარის
ოდენობით, რის გადახდის საშუალებაც მას არ გააჩნდა. საქმის მასალებიდან არ ჩანს,
რომ გ.პაპაჩაშვილს აღნიშნული თანხა გადაეხადა. პროკურატურას აღნიშნულ
საკითხზე საქართველოს სსსკ 168 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული
რეაგირება არ მოუხდენია, რაც გიორგი გვიჩიანის ახლობლებისათვის იძლევა იმის
თქმის საფუძველს, ხომ არ მოხდა გამოძიებასა და გ.პაპაჩაშვილს შორის უკანონო
შეთანხმება, რის საფუძველზეც ხდებოდა მისგან გამოძიებისათვის სასურველი
192
ტომი 13. ს.ფ. 36.
412
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
ჩვენებების მიღება.
გარდა ამისა, საქმის მასალებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ გიორგი
პაპაჩაშვილი შეპყრობილი იყო საკუთარი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების
გრძნობით და იგი აღიარების შემთხვევაში მოელოდა საპროცესო შეღავათებს. აქედან
გამომდინარე, დასაშვებია, რომ გადაწყვიტა, ნებისმიერი ჩვენების მიცემის
სანაცვლოდ საკუთარი თავის დახსნა და ერთგვარი გარიგება მოახდინა საგამოძიებო
ორგანოებთან. ამაზე მეტყველებს აგრეთვე ის ფაქტიც, რომ მან უარი განაცხადა მისი
ოჯახის წევრების მიერ აყვანილ ადვოკატებზე, რომლებსაც შეეძლოთ წინააღმდეგობა
გაეწიათ მისი „თანამშრომლობისათვის“ გამოძიებასთან;
იგი ყოველგვარი
ოფიციალური დოკუმენტების გარეშე (საქმის მასალიდან არ ჩანს) გადაიყვანეს კერძო
სამედიცინო დაწესებულებაში, რაც, გიორგი გვიჩიანის ადვოკატის აზრით, მის მიერ
გამოძიებისთვის საჭირო ჩვენების მიცემის საფასურს წარმოადგენს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება გიორგი
პაპაჩაშვილის ჩვენების, როგორც უტყუარი მტკიცებულების ანუ მისი სიმართლის
ხარისხის მიმართ.
გიორგი პაპაჩაშვილის ჩვენება ნოდარ გვიჩიანის ჩვენებისაგან რამდენიმე,
ობიექტური, გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი მოვლენების აღწერისას დიდად
განსხვავდება ერთმანეთისაგან და არ შეიძლება ისინი ჩაითვალოს ისეთ უტყუარ
მტკიცებულებად, რომლებსაც შეიძლება დაეყრდნოს საბრალდებო დასკვნა.
4.4.5. დაზარალებულ ნოდარ ლომინაძის ჩვენება
ნოდარ ლომინაძე არის 2002 წლის 13 აგვისტოს მოკლული ს/ს „ეი–ი–ეს“ თელასის
ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მამა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ
ნოდარ ლომინაძემ რამდენჯერმე მისცა გამოძიებას ჩვენება. პირველად 2002 წლის 15
აგვისტოს, ხოლო ბოლოს - 2006 წლის 4 მაისს. 193
ნოდარ ლომინაძე ორივე ჩვენებაში ამბობს, რომ მისი შვილი პრინციპული პიროვნება
იყო თავის საქმეში, რომ მას მტრები არ ჰყოლია, და რომ არ უყვარდა სამსახურის
საქმეებზე ოჯახის წევრებთან საუბარი.
2006 წლის 4 მაისის ჩვენებაში იგი აკონკრეტებს, რომ ერთხელ ნიკამ მას უთხრა:
„რუსები გამოვიჭირე თელასთან უკანონო ოპერაციებში და უნდა გავარკვიოო“.
ნოდარ ლომინაძე ფიქრობს, რომ გიორგი გვიჩიანს შესაძლოა შეკვეთილი ჰქონდეს
მისი შვილის მკვლელობა, მაგრამ „კონკრეტულად თუ როგორ და რა გზით აკეთებდა
გვიჩიანი ფულს და რა დარღვევები ჰქონდა მას „თელასში“, ნიკას ამის შესახებ
[მასთან არაფერი] უთქვამს“.
ამავე ჩვენებაში ნოდარ ლომინაძე ამბობს: „ნიკამ მკვლელობამდე გარკვეული დროის
წინ რამდენჯერმე ახსენა გვარი გვიჩიანი, ყოველთვის ეჭვი ეპარებოდა მის
პატიოსნებაში, ამბობდა, რომ ის აკეთებს თელასში ფულსო და თუ საიდან და როგორ,
193
ტომი 3. ს.ფ. 51; ტომი 14. ს.ფ. 9.
413
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
გასარკვევიაო. მართალია, აღნიშნულის შესახებ, ანუ აღნიშნული გვარი ადრე არ
მიმითითებია, მაგრამ პირველ დღეებში არ დავმალავ და მე, ისევე, როგორც ჩემს
მეუღლეს, ყველა ჩვენს გარშემო მყოფზე გვქონდა ეჭვი და არავისზე კონკრეტულად
არ მიმითითებია“.
ნოდარ ლომინაძის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ნიკა ლომინაძეს ეჭვი ეპარებოდა
გიორგი გვიჩიანის პატიოსნებაში, იმიტომ, რომ იგი თელასში ფულს აკეთებდა.
მეტად ძნელია ნოდარ ლომინაძის ჩვენებებიდან იმის გარკვევა, რომ გიორგი
გვიჩიანი შეიძლება ყოფილიყო ნიკა ლომინაძის მკვლელობის დამკვეთი, ვინაიდან
იგი არ ასახელებს იმ კონკრეტულ მოტივს, რის საფუძველზეც შეეძლო გიორგი
გვიჩიანს ნიკა ლომინაძის მკვლელობის შეკვეთა. საკმარისად არ შეიძლება
ჩაითვალოს ეჭვი იმის თაობაზე, რომ გიორგი გვიჩიანი „ფულს აკეთებს თელასში“ და
ეს გახდა ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის მოტივი, ვინაიდან 2005 წლის 3 მაისის
განაჩენით ირკვევა, რომ აღნიშნული მაქინაციების (ფულის კეთების) დიდი ნაწილი
სხვა პიროვნებების მიერ იქნა ჩადენილი და არა გიორგი გვიჩიანის მიერ. ამ
ლოგიკით, მათ უფრო დიდი მოტივი უნდა ჰქონოდათ ნ.ლომინაძის მკვლელობისა,
თუმცა ამ კუთხით საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა.
პროკურორი არ ამახვილებს იმაზე ყურადღებას, რომ ნოდარ ლომინაძემ თავის
ჩვენებაში განაცხადა ნიკა ლომინაძის სიტყვები: „რუსები გამოვიჭირე თელასთან
უკანონო ოპერაციებში და უნდა გავარკვიოო“. საქმის მასალებიდან არ ჩანს, რომ 2006
წელს ამ მიმართულებითაც იქნა საქმის გამოძიება დაწყებული, ანუ ხომ არ ჰქონდათ
შემხებლობა ამიერკავკასიაში დისლოცირებული რუსეთის ჯარების ოფიცრებს ნიკა
ლომინაძის მკვლელობასთან?
გარდა ამისა, ნოდარ ლომინაძე არ მიუთითებს, რომ ნიკა ლომინაძეს კონფლიქტი
ჰქონოდა ვინმესთან, მათ შორის – გიორგი გვიჩიანთან.
ნოდარ
ლომინაძის
ჩვენებები,
როგორც
მტკიცებულებები,
ნამდვილად
მნიშვნელოვანია ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობაზე სიმართლის დადგენის
თვალსაზრისით, მაგრამ გიორგი გვიჩიანის საქმესთან დაკავშირებით მათ აკლიათ
შემხებლობა (დამოკიდებულება), ანუ არ ჩანს, რამდენად უკავშირდება კონკრეტული
მტკიცებულება (ეჭვი იმის თაობაზე, რომ გიორგი გვიჩიანი „ფულს აკეთებს
თელასში“) კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს (ნიკოლოზ ლომინაძის
მკვლელობის დაკვეთას).
4.4.6. მოწმეების ე. პაპავას და თ. კაპანაძის ჩვენებები
ელენე პაპავას ჩვენება: ელენე პაპავა არის 2002 წლის 13 აგვისტოს მოკლული ს/ს „ეი–
ი–ეს“ თელასის ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის დედა. მან ჩვენება გამოძიებას
მისცა 2002 წლის 15 აგვისტოს და 2006 წლის 4 მაისს. მისი 2002 წლის ჩვენებით
დასტურდება, რომ ნიკა ლომინაძეს „სამსახურებრივ საქმეებზე ლაპარაკი არ
უყვარდა“.
2006 წლის ჩვენებაში იგი ამბობს: „ნიკო ბოლო პერიოდში ხშირად ახსენებდა მას
[გიორგი გვიჩიანს], როგორც ფინანსურ მაქინაციებში გარეულ პირს. მას პირდაპირ
414
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
უთქვამს, რომ გვიჩიანი თელასში აკეთებდა ფულს და რადგან ეს მისი მოვალეობა
იყო, სურდა ამის გარკვევა. ერთხელ შევესწარი ასეთ ლაპარაკსაც, ის ესაუბრებოდა
ვიღაცას, კონკრეტულად არ მახსოვს ვის. გვიჩიანი აკეთებს ფულს და ეს საქმე უნდა
გავარკვიო, რადგან აყენებს ზარალს თელასს. ნიკო იყო ისეთი პიროვნება, რომ ასეთ
რამეს არავის არ აპატიებდა და ბოლომდე შეეცდებოდა ყველაფრის გარკვევას და
პასუხის მოთხოვნას. როგორც ჩანს, ეს არ აპატიეს და ჩამოიცილეს გზიდან“.194
თამარ კაპანაძის ჩვენება: თამარ კაპანაძე არის 2002 წლის 13 აგვისტოს მოკლული ს/ს
„ეი–ი–ეს“ თელასის ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მეუღლე. იგი წინასწარი
გამოძიების დროს დაიკითხა 2002 წლის 15 აგვისტოს. მისი ჩვენებით: „... ნიკოსაგან
ვიცოდი, რომ თუ კაცი მოინდომებდა, ფულს იშოვიდა [თელასში]... მე რამდენადაც
ყურმოკვრით, მაგრამ დეტალურად არ ვიცი, ამბობდა, რომ „ვათა ჯორჯიკია
გასაშვებია, ფულს აკეთებს თელასშიო, სანამ ეგ არის, არ მოწესრიგდებაო“, ეს და
მაგის შაიკა ფულის გაკეთებაზე არის გადასულიო“. შაიკაში ვის გულისხმობდა, ვერ
გეტყვით. როდესაც მე, ნიკო და მისი თანამშრომელი გალიმ ალნიაზოვი ერთად
ვიყავით რესტორანში, საუბრისას გამოითქვა ეჭვი, რომ მათი თანამშრომელი
გვიჩიანი, ფულს აკეთებსო, აბა საიდან ესეთი მანქანა და მთელი მსოფლიო აქვს
შემოვლილიო“.195
როგორც ნოდარ ლომინაძის ჩვენება, ასევე მოწმეების ე. პაპავას და თ. კაპანაძის
ჩვენებებიდან მეტად ძნელია იმის გარკვევა, რომ გიორგი გვიჩიანი შეიძლება
ყოფილიყო ნიკა ლომინაძის მკვლელობის დამკვეთი, ვინაიდან ისინი არ ასახელებენ
იმ კონკრეტულ მოტივს, რის საფუძველზეც შეეძლო გიორგი გვიჩიანს ნიკა
ლომინაძის მკვლელობის შეკვეთა, საკმარისად არ შეიძლება ჩაითვალოს ეჭვი იმის
თაობაზე, რომ გიორგი გვიჩიანი „ფულს აკეთებს თელასში“ და ეს გახდა ნიკოლოზ
ლომინაძის მკვლელობის მოტივი.
მოწმეების ე.პაპავას და თ.კაპანაძის ჩვენებები, როგორც მტკიცებულებები,
ნამდვილად მნიშვნელოვანია ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობაზე სიმართლის
დადგენის თვალსაზრისით, მაგრამ გიორგი გვიჩიანის საქმესთან დაკავშირებით, მათ
აკლიათ შემხებლობა, ანუ რამდენად, უკავშირდება კონკრეტული მტკიცებულება
(ეჭვი იმის თაობაზე, რომ გიორგი გვიჩიანი „ფულს აკეთებს თელასში“) კონკრეტულ
სისხლის სამართლის საქმეს (ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის დაკვეთას).
საბარალდებო დასკვნაში მოცემული გიორგი გვიჩიანის მიერ თელასში „ფულის
კეთებასა“ და გიორგი გვიჩიანის მიერ ნიკო ლომინაძის მკვლელობის შეკვეთას შორის
არ არსებობს ის დამაკავშირებელი რგოლი, რომელიც ფულის კეთების მოტივს
დააკავშირებდა ნიკო ლომინაძის მკვლელობის ფაქტთან. ამგვარი დამაკავშირებელი
რგოლი გამოძიების მიერ შევსებული უნდა ყოფილიყო უფრო კონკრეტული და
მყარი მტკიცებულებებით და არა ეჭვის დონეზე არსებული ინფორმაციით, როგორც
ამას მოწმეთა ჩვენებები იძლევიან.
194
ტომი 3. ს.ფ. 55; ტომი 14. ს.ფ. 12.
195
ტომი 3. ს.ფ. 53.
415
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
4.5. საბრალდებო დასკვნის მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება
საბრალდებო დასკვნა, როგორც წინასწარი გამოძიების წერილობითი სახის
შემაჯამებელი დოკუმენტი, უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებებს, რომლებიც
მოპოვებული და შეფასებულია საქართველოს სსსკ მე–19 მუხლის მოთხოვნათა
შესაბამისად.
პროკურორის მიერ მოყვანილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და
სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა პირდაპირ კავშირშია 2002 წლის 14
აგვისტოს თბილისში ბახტრიონის ქუჩაზე, მშობლების საკუთარ ბინაში ს/ს „ეი–ე–ის“
თელასის ფინანსური დირექტორის ნიკოლოზ ლომინაძის გვამის პოვნასთან,
რომელსაც აღმოაჩნდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული გამჭოლი ჭრილობა,
რაც გახდა მისი სიკვდილის მიზეზი. აღნიშნული პირდაპირ კავშირში არ არის იმ
კონკრეტულ ფაქტთან, რომ ლომინაძის მკვლელობა შეკვეთილ იქნა ს/ს „ეი–ე–ის“
თელასის ფინანსური ექსპერტის გიორგი გვიჩიანის მიერ.
ნოდარ გვიჩიანის და გიორგი პაპაჩაშვილის ჩვენებები, როგორც ზემოთ იქნა
ნაჩვენები, არის საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებში ურთიერთსაწინააღმდეგო.
გარდა ამისა, ორივე პირი დაინტერესებულია გიორგი გვიჩიანის წინააღმდეგ
ჩვენების მიცემაში საკუთარი თავიდან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის
აცილების მიზნით, რაც დადასტურდა მოგვიანებით მათთვის სასურველი
საპროცესო შეთანხმების გაფორმებით და სხვა ზემოთ მოყვანილი საპროცესო
შეღავათებით, მიუხედავად მათ მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისა.
აღნიშნული რა თქმა უნდა არ ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კანონმდებლობას, მაგრამ მოსამართლეს ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით ევალება დარწმუნდეს, ხომ არა არის
მოწმეთა ცალკეული ჩვენებები დაკავშირებული მანიპულაციებთან. კერძოდ,
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2001 წლის 25 ივნისის #48898/99
საქმეში პერნა (Perna) იტალიის წინააღმდეგ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ
მტკიცებულებების განხილვის დროს სასამართლოს დიდი სიფრთხილე მართებს მის
უტყუარობასთან დაკავშირებით. სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ მოწმეთა
ცალკეული ჩვენებები არ არის დაკავშირებული მანიპულაციებთან, რაც გულისხმობს
ბრალდებულის მიმართ პიროვნულ ანგარიშსწორებასა და ჩვენების მიცემით
განსაზღვრული სარგებლის მიღებას (პარაგრაფი 26).
დაზარალებულ ნოდარ ლომინაძის, მოწმეების ე.პაპავას და თ.კაპანაძის ჩვენებებს
გიორგი გვიჩიანის საქმესთან დაკავშირებით აკლიათ შესახეობა, ანუ მათ ჩვენებებს,
როგორც კონკრეტულ მტკიცებულებებს (ნოდარ ლომინაძის ეჭვი იმის თაობაზე, რომ
გიორგი გვიჩიანი „ფულს აკეთებს თელასში“) აკლიათ კონკრეტულ სისხლის
სამართლის საქმესთან (ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის დაკვეთა გიორგი
გვიჩიანის მიერ) პირდაპირი კავშირი. მათი ჩვენებებით მიღებული ფაქტები
პირდაპირ კავშირში არ არის ჩადენილ დანაშაულთან, ვინაიდან ამ ფაქტებსა და
გიორგი
გვიჩიანის
მიერ
ნ.ლომინაძის
მკვლელობის
შეკვეთას
შორის
დამაკავშირებელი ხაზი არ არის სრული, რაც შევსებული უნდა ყოფილიყო სხვა
უფრო მყარი (ნივთ)მტკიცებებით.
416
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
პროკურორის მიერ 2006 წლის 2 ივნისს შედგენილ საბრალდებო დასკვნის დანართში,
კერძოდ, სასამართლოში გამოსაძახებელ პირთა სიაში არ ფიგურირებს ნოდარ
გვიჩიანის ძმა, ნუგზარ გვიჩიანი, რომელიც მნიშვნელოვანი მოწმე იყო იმასთან
დაკავშირებით, იყო თუ არა ნოდარ გვიჩიანსა და გიორგი გვიჩიანს შორის
მეგობრული დამოკიდებულება.
2006 წლის 9 ივნისს რუსთავის #6 საპყრობილეში გარდაიცვალა ნუგზარ გვიჩიანი.
ოფიციალური ვერსიით, მან თავი ჩამოიხრჩო.
პროკურორმა ნუგზარ გვიჩიანი მისი სიკვდილიდან ერთი კვირით ადრე შედგენილ
საბრალდებო დასკვნის სასამართლოში გამოსაძახებელ პირთა სიაში არ შეიყვანა.
პროკურორის მიერ შედგენილ საბრალდებო დასკვნაში მოყვანილი მტკიცებულებები
არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ მე–19 მუხლის მე–2 ნაწილის მოთხოვნებს, ანუ
მტკიცებულებები არ არის საქმესთან (გ.გვიჩიანის მიერ ნ.ლომინაძის მკვლელობის
შეკვეთა) დაკავშირებული და საფუძვლიან ეჭვს იწვევს მათი უტყუარობის საკითხიც,
ვინაიდან ნ.გვიჩიანის და გ.პაპაჩაშვილის ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა. ასე
მაგალითად: თუ ნოდარ გვიჩიანი ამბობს, რომ იგი ნიკა ჩემიას, გიორგი პაპაჩაშვილს
და ავთანდილ ხერკელაძეს დანაშაულის ჩადენის შემდეგ შეხვდა ცირკის სასტუმროს
დაბლა მდებარე სახინკლეში, გიორგი პაპაჩაშვილის ჩვენებით, იგი ნოდარ გვიჩიანს
ნიკა ლომინაძის მკვლელობის შემდეგ საერთოდ აღარ შეხვედრია;
ასევე გაურკვეველია, როდის გაიგო გიორგი პაპაჩაშვილმა ნიკა ლომინაძის
მკვლელობის შეკვეთის შესახებ, გიორგი პაპაჩაშვილის ჩვენებით, ეს მოხდა ცირკის
სასტუმროს დაბლა მდებარე სახინკლეში, ნოდარ გვიჩიანის თქმით, მკვლელობის
შეკვეთის შესახებ გიორგი პაპაჩაშვილს და ავთანდილ ხერკელაძეს გააგებინა
თვითონ ნიკა ჩემიამ; ნოდარ გვიჩიანის ჩვენებით ნიკა ჩემიამ, გიორგი პაპაჩაშვილმა
და ავთანდილ ხერკელაძემ მკვლელობის ჩადენის დროს იცოდნენ ნ.ლომინაძის
მკვლელობის შემკვეთის ვინაობა, გიორგი პაპაჩაშვილის ჩვენებით – მან დღემდე
(2006 წლის 3 მარტამდე) არ იცის ნ.ლომინაძის მკვლელობის შემკვეთის ვინაობა.196
გიორგი პაპაჩაშვილმა აღნიშნული მოგვიანებით უარყო და განაცხადა, რომ მისთვის
ცნობილი იყო, რომ ნ.ლომინაძის მკვლელობის შემკვეთი გიორგი გვიჩიანი იყო.
საგამოძიებო
ორგანოების
მიერ
უნდა
მომხდარიყო
გამოძიებისათვის
ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების ყოველმხრივი და სრული გამოკვლევა–
გადამოწმება, რაც წარმოდგენილი მასალებიდან არ ჩანს.
4.6. კავშირი გ. გვიჩიანის მიერ ნ. ლომინაძის მკვლელობის შეკვეთასა და 2002 წლის ნ.
ლომიაძის მკვლელობას შორის
4.6.1. გიორგი გვიჩიანის და ნიკოლოზ ლომინაძის ურთიერთობა
საკითხავია, არსებობს თუ არა კავშირი გიორგი გვიჩიანის, როგორც ს/ს „ეი–ი–ეს“
თელასის ფინანსური ექსპერტის, ფინანსურ საქმიანობასა და ამავე სააქციო
196
ტომი 13. ს.ფ. 36.
417
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
საზოგადოების ფინანსური დირექტორის ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობას შორის,
ანუ შეიძლებოდა თუ არა გ.გვიჩიანს, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე,
ნ.ლომინაძის მკვლელობის შეკვეთის მოტივი ჰქონოდა.
გიორგი გვიჩიანი 1996 წლის 07 ივლისიდან მუშაობდა თბილისის მერიის
მუნიციპალური საწარმოო გაერთიანება „თელასის“ გენერალური დირექტორის
მოადგილედ ეკონომიკურ დარგში. 1998 წლის 02 ივლისს დაინიშნა „თელასის“
ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე. 1999 წლის 01 ივლისს გადაიყვანეს
სააქციო საზოგადოება „ეი-ი-ეს თელასის“ კომერციულ დეპარტამენტში,
დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. 2002 წლის 1 მარტიდან 2004 წლის 15
მაისამდე აღნიშნული დეპარტამენტის სტრუქტურული რეორგანიზაციის შემდეგ
მუშაობდა ტარიფებისა და შესყიდვების ექსპერტად.
ნიკოლოზ ლომინაძემ 2000 წლის სექტემბრიდან დაიწყო ს/ს „ეი–ი–ეს“ თელასში
მუშაობა. იგი ჯერ ფინანსური დირექტორის მოადგილედ, ხოლო შემდეგ ფინანსურ
დირექტორად მუშაობდა 2002 წლის 14 აგვისტომდე.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება 2005 წლის 3 მაისის თბილისის
მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ვ.ფუხაშვილის მიერ
გამოტანილი განაჩენით, რომლის თანახმადაც გიორგი გვიჩიანი ცნობილი იქნა
დამნაშავედ საქართველოს სსკ 220-ე მუხლით.
განაჩენის თანახმად, „გიორგი გვიჩიანი მუშაობდა რა ს/ს „ეი-ი-ეს თელასის“
კომერციულ მენეჯერად, რომლის ძირითად სამსახურებრივ მოვალეობას
წარმოადგენდა
ურთიერთობა
ასოციაცია
(კავშირი)
„საქართველოს
ელექტროენერგიის
საბითუმო
ბაზართან“,
საქართველოს
ენერგეტიკის
სამინისტროსთან,
ასევე
მოლაპარაკებები
სხვადასხვა
ორგანიზაციებთან,
მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ჩათვლების შესახებ. ნაცვლად
ზემოაღნიშნული ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისა, თავისთვის
უპირატესობის მიღების მიზნით 2001 წლის ივნისის თვეში გადაწყვიტა
ხელოვნურად გაეზარდა ს/ს „ეი-ი-ეს თელასის“ შემოსავლები.
თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ასოციაცია
„საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის“ 2001 წლის 21 ივნისის #1/804
წერილის საფუძველზე, რომლითაც „საბითუმო ბაზარი“ ითხოვდა „ეი-ი-ეს თელასს“
ეწარმოებინა ანგარიშსწორება მათდამი დავალიანების ხარჯზე ს/ს „თბილსრესთან“
სარემონტო სამუშაოების და მუშა-მოსამსახურეთა ხელფასების დავალიანების
დასაფარავად 5 000 000 ლარის ფარგლებში. გიორგი გვიჩიანმა გამოიყენა რა
სპეციალური უფლებამოსილება ს/ს „ეი-ი-ეს თელასის“ საწინააღმდეგოდ 2001 წლის
27 ივნისს, ერთპიროვნულად შეადგინა #1-04/251 წერილი, ს/ს „თბილსრესის“
გენერალური დირექტორის, ასოციაცია „საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო
ბაზრის“ გენერალური დირექტორის და ამიერკავკასიაში დისლოცირებული
რუსეთის ფედერაციის ჯარების დაჯგუფების სარდლის თანაშემწის მისამართით და
არ
დაელოდა
რა
ს/ს
„თბილსრესისა“
და
ასოციაცია
„საქართველოს
ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის“ თანხმობას, 2001 წლის 28 ივნისს გასცა
418
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
წერილობითი განკარგულება, რათა ბუღალტერიას განეხორციელებინა ჩათვლა
ასოციაცია (კავშირი) „საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზართან“ 2 500
000 ლარზე.
ამის საფუძველზე, ს/ს „ეი-ი-ეს თელასში“ გამოიწერა საკომპენსაციო ვაუჩერი #70.
ვაუჩერის თანახმად, ამიერკავკასიაში დისლოცირებულ რუსეთის ფედერაციის
ჯარების დაჯგუფებას გადახდილად ჩაეთვალა 2 500 00 ლარი, სადაც 949 481 ლარით
შეუმცირდა მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანება, ხოლო ბარათზე
დამატებით ზედმეტად გადახდილად ჩაეთვალა 1 550 581 ლარი.
2001 წლის 28 ივნისის მონაცემებით საბითუმო ბაზარს ს/ს „ეი–ი–ეს“ თელასათვის
დავალიანება 2 500 000 ლარი არ შემცირებია, ხოლო „თბილსრესს“, შესაბამისად,
საბითუმო ბაზრისათვის საკომპენსაციო #70 ვაუჩერის საფუძველზე, შემდგომში 1
550 581 ლარის ზედმეტობიდან ყალბი წერილების საფუძველზე, შიდა ბრუნვით
სხვადასხვა ორგანიზაციებს გადახდილად ჩაეთვალა სულ 1 188 408 ლარი,
რომლებსაც რუსეთის ჯარების დაჯგუფებასთან კავშირი არ ჰქონიათ. ამდენად, ს/ს
„ეი–ი–ეს“ თელასს 2 500 000 ლარის ჩათვლები არ მიუღია და ზემოაღნიშნული
ჩათვლებით გიორგი გვიჩიანმა ს/ს „ეი–ი–ეს“ თელასს მიაყენა 2 500 000 ლარის
ზარალი“.197
გიორგი გვიჩიანს ზემოაღნიშნული დარღვევების გამო სასჯელის სახით განესაზღვრა
ჯარიმა 700 ლარის ოდენობით, ამასთან, „ამნისტიისა და არადეკლარირებული
საგადასახადო ვალდებულებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ საქართველოს
2004 წლის 24 დეკემბრის კანონისა და საქართველოს სსსკ 28-ე მუხლის მე-7 ნაწილის
საფუძველზე, გათავისუფლდა დასახელებული დანაშაულისათვის განსაზღვრული
სასჯელის მოხდისაგან.
2005 წლის 3 მაისის თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს
განაჩენი ეყრდნობა ს/ს „ეი–ი–ეს“ თელასში ჩატარებულ საბუღალტრო–სასამართლო
ექსპერტიზის დასკვნებს, თუმცა მისი შედეგი მაინც ეჭვს იწვევს, ვინაიდან საქმეში
არსებობს ს/ს „ეი–ი–ეს“ თელასის საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშების
დეპარტამენტის უფროსოს 2006 წლის 17 მაისის მოწმედ დაკითხვის ოქმი, სადაც
მითითებულია: „... ვაზუსტებ, თანხის გადატანა განხორციელდა უშუალოდ
კომერციული მენეჯერის გიორგი გვიჩიანის და ფინანსური დირექტორის ნიკოლოზ
ლომინაძის მითითებით“,
შემდეგ იგი ამატებს: „ჩათვლა, როგორც აღვნიშნე,
განხორციელდა უშუალოდ გიორგი გვიჩიანის მითითებით და ფინანსური
დირექტორის ნიკოლოზ ლომინაძის თანხმობით“.198
გარდა ამისა, საქმეში არსებობს „ეი-ი-ეს თელასის“ მაშინდელი გენერალური
დირექტორის იგნასიო ირიბარენის 2003 წლის 12 ივნისის წერილი, სადაც
დაფიქსირებულია
„ეი-ი-ეს თელასის“ პოზიცია, კერძოდ „გიორგი გვიჩიანის
მეთვალყურეობით განხორციელებული ვალდებულების შესრულებით სააქციო
197
საქართველოს საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 15 აგვისტოს განაჩენი, ტომი 14, გვ. 181
198
ტომი 14. ს.ფ. 99
419
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
საზოგადოება „ეი-ი-ეს თელასს“ არ მიადგა არანაირი ზიანი“ და რომ „ამდენად,
გიორგი გვიჩიანი მოქმედებდა საზოგადოების ინტერესებისა და ფინანსური
სტრატეგიის შესაბამისად“.
2002 წლის 16 აგვისტოს მოწმის სახით დაკითხულმა „ეი-ი-ეს თელასის“
ბუღალტერმა აჩვენა, რომ „ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია ნიკა [ლომინაძის]
გარეშე ვერ გაკეთდებოდა“.199
საქმეში მოიპოვება 2002 წლის 31 ივლისის გენერალური დირექტორის იგნასიო
ირიბარენის წერილი. წერილის თანახმად, გია გვიჩიანს გადაეცა პრემია 10 000 აშშ
დოლარის ექვივალენტი ლარებში ელექტროენერგიის საბითუმო ბაზართან
გაფორმებული შედარების აქტის შედგენაში აქტიური მონაწილეობისათვის.
აღნიშნულით, იგნასიო ირიბარენისი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გიორგი გვიჩიანს
ერთპიროვნულად არ გაუფორმებია ჩათვლა საბითუმო ბაზართან და იგი მხოლოდ
აქტიურად მონაწილეობდა ამ საქმეში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ გიორგი გვიჩიანს „ეი-ი-ეს
თელასში“ არ ეკავა ის თანამდებობა, რომ ერთპიროვნულად მიეღო გადაწყვეტილება
და განეხორციელებინა რაიმე ფინანსური ოპერაცია, მის უფროსთან, ფინანსურ
დირექტორ ნიკა ლომინაძესთან შეთანხმების გარეშე.
ამდენად, გიორგი გვიჩიანს „თელასში ფული რომ ეკეთებინა“, იგი უკანონო
გარიგებაში უნდა შესულიყო მის უშუალო უფროსებთან, კომერციულ დირექტორთან
გალიმ ალნიაზოვთან და ფინანსურ დირექტორთან ნიკა ლომინაძესთან, რაც
გამოძიებით დადასტურებული არ არის.
4.6.2. გიორგი გვიჩიანის და ნოდარ გვიჩიანის ურთიერთობა
საკითხავია, ჰქონდა თუ არა გიორგი გვიჩიანს ნოდარ გვიჩიანთან ისეთი
ურთიერთობა, რომ მას გაანდობდა ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობას და სთხოვდა
მის შესრულებაში დახმარების გაწევას.
ირკვევა, რომ ნოდარ გვიჩიანის და გიორგი გვიჩიანის ოჯახები 1992 წლიდან
ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი ოჯახებია. კერძოდ, 1992 წელს გიორგი
გვიჩიანის ალალი ბიძაშვილის ქმარი, ავთო ჭეხანი და ნოდარ გვიჩიანის უფროსი ძმა,
ემზარ გვიჩიანი, იმყოფებოდნენ საგარეჯოს რაიონში. მათ განზრახული ჰქონდათ
ერთ–ერთი ოჯახის დაყაჩაღება. ყაჩაღობის დროს ადგილი ჰქონდა სროლას, რის
შედეგადაც ზურგში ტყვიის მოხვედრით დაიღუპა ემზარ გვიჩიანი. გვიჩიანების
ოჯახის აზრით, მათი შვილი შეიარაღებული შეტაკების დროს ავთო ჭეხანის მიერ
იქნა ზურგიდან მოკლული. ავთო ჭეხანსა და ემზარ გვიჩიანს შორის იდგა გიორგი
გვიჩიანის მამის, მათე გვიჩიანის ოჯახი. ავთო ჭეხანმა დატოვა საქართველო და
გადავიდა რუსეთში საცხოვრებლად. ემზარ გვიჩიანის ოჯახი კატეგორიულად
სთხოვდა მათე გვიჩიანის ოჯახს, ჩამოეყვანა ჭეხანი, რათა მას დაეფიცა ხატზე, ანუ 12
ადამიანი ავთო ჭეხანთან ერთად დაიფიცებდა, რომ მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია.
199
ტომი 3. ს.ფ. 104
420
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
მათე გვიჩიანს არ შეეძლო ავთო ჭეხანის ჩამოყვანა, რაზეც დიდად განაწყენდა ემზარ
გვიჩიანის ოჯახი.
სვანური ადათის მიხედვით, ვინაიდან გვიჩიანები იყვნენ ერთი საძმოს (სამხუბის)
წევრები, გააჩნდათ ურიერთმხარდაჭერის ვალდებულება, ანუ ნოდარ გვიჩიანის
ოჯახის წევრებს მიაჩნდათ, რომ მათე გვიჩიანი ვალდებული იყო, დახმარებოდა მათი
შვილის, ემზარ გვიჩიანის მკვლელობის გახსნის საქმეში. სწორედ ამ
ვალდებულებიდან გამომდინარეობდა მოთხოვნა, რომ მათე გვიჩიანს საქართველოში
უნდა ჩამოეყვანა მისი ცოლის ძმის შვილის ქმარი, ავთო ჭეხანი, რაც მათე გვიჩიანის
მიერ არ იქნა შესრულებული, რითაც უკმაყოფილო დარჩა ნოდარ გვიჩიანის ოჯახი.
საკითხავია, იყო თუ არა გიორგი გვიჩიანსა და ნოდარ გვიჩიანს შორის ისეთი სახის
მეგობრული ურთიერთობა, რომელიც გიორგი გვიჩიანში მისდამი ნდობას
გამოიწვევდა?
ნოდარ გვიჩიანი გიორგი გვიჩიანთან კარგ ურთიერთობას ადასტურებს მისი
მეგობრის, წარსულში ნასამართლევი პირის ა.ჯიშკარიანის ჩვენებით. ნოდარ
გვიჩიანის ჩვენების თანახმად, მან სთხოვა გ.გვიჩიანს 4000 აშშ დოლარი, ხოლო
გიორგი გვიჩიანმა „ვიღაც თავის ახლობელის“ ხელით, მეორე დღეს რუსთავის #1
კოლონიაში გაუგზავნა 5000 აშშ დოლარი. მოწმე ჯიშკარიანი ადასტურებს იმ ფაქტს,
რომ მას უცნობმა მამაკაცმა გადასცა 4900 აშშ დოლარი, რომელიც მან იმავე დღეს
ჩაუტანა რუსთავში ნოდარ გვიჩიანს.
მოწმე ჯიშკარიანის ვერსია მნიშვნელოვან დეტალში, თუ ვინ გადასცა ფული ნორად
გვიჩიანს, განსხვავდება ნოდარ გვიჩიანის ვერსიისაგან. ნოდარ გვიჩიანის ვერსიით,
გიორგი გვიჩიანმა ჰკითხა მას, თუ როგორ შეეგზავნა ფული მასთან, ხოლო შემდეგ
მან ფული გამოატანა „ვიღაც თავის [გია გვიჩიანის] ახლობელს“, რომელმაც გადასცა
იგი ნოდარ გვიჩიანს.200
მოწმე ჯიშკარიანის ჩვენებით, 2005 წლის აგვისტოს თვეში მას დაუკავშირდა მისი
მეგობარი ნოდარ გვიჩიანი და უთხრა, რომ მას დაუკავშირდებოდა მისი ნათესავი და
გადასცემდა თანხას. მისივე თქმით, მან ეს თანხა უპრობლემოდ, ყოველგვარი საშვის
გარეშე, შეიტანა ციხეში და გადასცა ნოდარ გვიჩიანს.201
ეს ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა იმ მნიშვნელოვან დეტალში, თუ ვის მიერ
იქნა ფული ნოდარ გვიჩიანისათვის გადაცემული, გია გვიჩიანის ახლობლის მიერ,
თუ ნოდარ გვიჩიანის მეგობრის მიერ. გარდა ამისა, შეუძლებელია იმ ფაქტის
გადამოწმება, თუნდაც საშვის საშუალებით, რომ ა. ჯიშკარიანი ნამდვილად
იმყოფებოდა რუსთავის #1 კოლონიაში, ვინაიდან მოწმე ჯიშკარიანის ჩვენებიდან
ირკვევა, რომ მისთვის საშვი რუსთავის #1 კოლონიაში არ გამოუწერიათ.
აღნიშნულის გამო არ შეიძლება ეს ჩვენებები გამოყენებულ იქნეს უტყუარ
200
ტომი 13. ს.ფ. 273.
201
ტომი 13. ს.ფ. 319.
421
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
მტკიცებულებად და იმის დასადასტურებლად, რომ გიორგი და ნოდარ გვიჩიანებს
ერთმანეთში კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
ზემოაღნიშნული მაგალითებიდან გამომდინარე, ძნელია იმის დადგენა, თუ როგორი
ურთიერთობა იყო ნოდარ გვიჩიანსა და გია გვიჩიანს შორის.
გიორგი გვიჩიანმა მასა და ნოდარ გვიჩიანს შორის არსებული ურთიერთობის
გარკვევისათვის ითხოვა, დაკითხულიყვნენ ნოდარ გვიჩიანის მამა და გივი
ვიბლიანი. გამოძიების მიერ არც წინასწარი გამოძიების დროს და არც სასამართლოში
საქმის განხილვის პერიოდში არ მომხდარა მათი დაკითხვა, რამაც ხელი შეუშალა
საქმის სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგამოძიებო ორგანოების მიერ ადგილი ჰქონდა
მხოლოდ ისეთი მოწმეების დაკითხვას, რომლებიც გიორგი და ნოდარ გვიჩიანებს
შორის მეგობრულ ურთიერთობას დაადასტურებდნენ, თუმცა, მათი ჩვენებები ისე
განსხვავდება ერთმანეთისაგან, რომ ისინი არ შეიძლება ჩაითვალონ უტყუარ
მტკიცებულებად.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული არასაკმარისი საგამოძიებო
მოქმედებების გამო, საქმის მასალებიდან შეუძლებელი ხდება იმ კავშირის (ფაქტის)
ზუსტად დადგენა, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდათ გიორგი გვიჩიანს და ნოდარ
გვიჩიანს ერთმანეთთან, და შეეძლო თუ არა გიორგი გვიჩიანს ნოდარ
გვიჩიანისათვის გაენდო და ეთხოვა ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის
ორგანიზება. აღნიშნულის დადგენა მით უფრო შეუძლებელი ხდება, თუ
გავითვალისწინებთ, რომ გამოძიებას არ მოუპოვებია და საქმეში არ დევს არც მოწმე
ჯიშკარიანის რუსთავის #1 საპყრობილეში შესვლის დამადასტურებელი საშვი და
არც ნოდარ გვიჩიანის გიორგი გვიჩიანთან „ეი–ი–ეს თელასის“ შენობაში შესვლის
დამადასტურებელი საშვი, რაც ნოდარ და გიორგი გვიჩიანებს შორის ნორმალური
ურთიერთობის გამამყარებელი მტკიცებულებები იქნებოდა.
5. სასამართლო განაჩენი
5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 15 აგვისტოს განაჩენი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006
წლის 15 აგვისტოს განაჩენით გიორგი გვიჩიანი ცნობილი იქნა დამნაშავედ
საქართველოს სსკ 109–ე მუხლის „გ“, „თ“, „ი“ და „ლ“ პუნქტებით და სასჯელის სახით
განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენის თანახმად, გიორგი გვიჩიანი 1996 წლის 07 ივლისიდან მუშაობდა
თბილისის მერიის მუნიციპალური საწარმოო გაერთიანება „თელასის“ გენერალური
დირექტორის მოადგილედ ეკონომიკურ დარგში. 1998 წლის 02 ივლისს დაინიშნა
ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე. 1999 წლის 01 ივლისს გადაიყვანეს
სააქციო საზოგადოება „ეი-იეს თელასის“ კომერციულ დეპარტამენტში, დირექტორის
მოადგილის
თანამდებობაზე,
ხოლო
დასახელებული
დეპარტამენტის
სტრუქტურული რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, 2002 წლის 01 მარტიდან 2004
422
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
წლის 15 მაისამდე მუშაობდა ტარიფებისა და შესყიდვების ექსპერტად.
„გიორგი გვიჩიანი თავის სამსახურებრივი მდგომარეობით პასუხს აგებდა ენერგო
შესყიდვების კონტრაქტებზე, კომერციულ ჩათვლებზე, აწარმოებდა ურთიერთობებს
სემეკთან და ენერგოსექტორის ყველა უწყებასთან“.
1999 წლის ივლისიდან 2004 წლის მაისამდე, ე.ი. მის გათავისუფლებამდე
მოქმედებდა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების (1999 წლის 07 ივლისის
#429) მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ და სხვა პირებთან ერთად ეწეოდა უკანონო
ფინანსურ საქმიანობას.
გიორგი გვიჩიანის უკანონო ფინანსური საქმიანობა ცნობილი გახდა ს/ს „ეი-ი-ეს
თელასის“ ფინანსური დირექტორის ნიკოლოზ ლომინაძისთვის, რის გამოც გიორგი
გვიჩიანმა განიზრახა მისი მკვლელობა.
განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2002 წლის ივლისის თვეში დანაშაულებრივად
დაუკავშირდა თავის ნაცნობს ნოდარ გვიჩიანს, რომელსაც შეხვდა თავის სამუშაო
ოთახში, გაანდო თავისი განზრახვა და გარკვეული თანხის საფასურად შეუკვეთა
ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობა.
ნოდარ გვიჩიანი დაახლოებით მეორე დღესვე, ცირკის სასტუმროს შენობაში
არსებულ სახინკლეში ყოფნისას, დანაშაულებრივად დაუკავშირდა ავთანდილ
ხერკელაძეს, ნიკა ჩემიას და გიორგი პაპაჩაშვილს, წააქეზა ისინი ს/ს „ეი-ი-ეს
თელასის“ ფინანსური დირექტორის, ნიკოლოზ ლომინაძის განზრახ მკვლელობაში
და გაანდო, რომ ამით დაინტერესებული იყო გიორგი გვიჩიანი, რომელიც
გადაიხდიდა სოლიდურ თანხას.
ა.ხერკელაძე, ნ.ჩემია და გ.პაპაჩაშვილი დათანხმდნენ შემოთავაზებულ წინადადებას
და ნოდარ გვიჩიანს შეპირდნენ, რომ თუ გიორგი გვიჩიანი მათ წინასწარ
გადაუხდიდა 20 ათას აშშ დოლარს, ისინი შეასრულებდნენ შეკვეთას და მოკლავდნენ
ნ.ლომინაძეს. იმავე დღეს ნოდარ გვიჩიანმა ზემოაღნიშნულის შესახებ აცნობა
გიორგი გვიჩიანს, რომელმაც მას გადასცა 20 ათასი აშშ დოლარი და ამასთან ერთად
მოითხოვა ნიკოლოზ ლომინაძისაგან მოეპოვებინათ და მისთვის დაებრუნებინათ
ყველა ის დოკუმენტი, რაც დაკავშირებული იქნებოდა ს/ს „ეი-ი-ეს თელასის“
საქმიანობასთან.
მეორე დღეს, ნოდარ გვიჩიანმა ე.წ. „ბუკიას“ სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე
ა.ხერკელაძეს, ნ.ჩემიას და გ.პაპაჩაშვილს აცნობა გიორგი გვიჩიანის მოთხოვნა
დოკუმენტებთან დაკავშირებით, და გადასცა 20 ათასი დოლარი, რაც ა.ხერკელაძემ,
ნ.ჩემიამ და გ.პაპაჩაშვილმა იქვე მის თვალწინ გაინაწილეს, ხოლო ნოდარ გვიჩიანს
შეჰპირდნენ, რომ ორი კვირის განმავლობაში შეასრულებდნენ შეკვეთას და
მოკლავდნენ ნ.ლომინაძეს.
ნიკა ჩემიამ დაადგინა ნიკოლოზ ლომინაძის პიროვნება, საცხოვრებელი მისამართი
და ის, რომ იმ პერიოდში იგი მარტო ცხოვრობდა თბილისში ბახტრიონის ქ. #26-ში
423
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
მდებარე თავისი მშობლების ბინაში.
წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, 2002 წლის 13 აგვისტოს დაახლოებით 06
საათზე ნიკა ჩემია და ავთანდილ ხერკელაძე მივიდნენ გიორგი პაპაჩაშვილთან და
მასთან ერთად მივიდნენ ნიკოლოზ ლომინაძის საცხოვრებელ სახლთან.
დაახლოებით 7 საათიდან 8 საათამდე ნიკა ჩემიამ და ავთანდილ ხერკელაძემ
შეაღწიეს ნიკა ლომინაძის ბინაში, გაუკრეს ე.წ. „სკოჩით“ და მობილური ტელეფონის
დამტენის საშუალებით მას ხელ–ფეხი და მაკაროვის სახის მაყუჩიანი
ცეცხლსასროლი იარაღიდან მიბჯენით გასროლით მოკლეს ნიკა ლომინაძე.
ნიკა ჩემიამ და ავთანდილ ხერკელაძემ კვალის დაფარვის მიზნით შემთხვევის
ადგილიდან წაიღეს ტყვიის გულა და მასრა, რის შემდეგაც ისინი გიორგი
პაპაჩაშვილთან ერთად გასცილდნენ შემთხვევის ადგილს.
იმავე დღეს, ნიკა ჩემია დაახლოებით 17 საათზე შეხვდა ნოდარ გვიჩიანს და გადასცა
ნიკოლოზ ლომინაძისაგან წამოღებული დოკუმენტები, ამ უკანასკნელმა ეს
დოკუმენტები გადასცა გიორგი გვიჩიანს.
სასამართლო განაჩენი ეყრდნობა ნოდარ გვიჩიანის, გიორგი პაპაჩაშვილის,
ავთანდილ ხერკელაძის, ნიკა ლომინაძის ოჯახის წევრების: ნოდარ ლომინაძის,
ელენე პაპავას და თამარ კაპანაძის, აგრეთვე 2002 წლის 14 აგვისტოს ნიკა ლომინაძის
შემთხვევის ადგილას მყოფ ვლადიმერ ნუცუბიძის ჩვენებენს, აგრეთვე ნუგზარ
გვიჩიანის მიერ წინასწარი გამოძიებისას მიცემულ ჩვენებას და ექსპერტ
თ.აფციაურის მიერ წარმოდგენილ ს/ს „ეი–ი–ეს“ თელასში ჩატარებულ
საბურალტრო–საექსპერტო დასკვნას.
5.2. საქალაქო სასამართლოს განაჩენის შეფასება
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ ყურადღება არ იქნა
გამახვილებული მოცემულ სისხლის სამართლის საქმისათვის რამდენიმე ფრიად
მნიშვნელოვან საკითხზე:
5.2.1. ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის შეკვეთის და შეკვეთის შესრულების დრო
საქმის მასალიდან ირკვევა, რომ ნ.გვიჩიანი 2002 წლის ივნისის თვეში იმყოფებოდა
ციხეში, რომელიც მან 3 ივლისს დატოვა. ნიკა ჩემია 23 ივლისიდან 10 აგვისტომდე არ
იმყოფებოდა საქართველოში და იმყოფებოდა გერმანიაში. ნიკოლოზ ლომინაძე 27
ივნისიდან 22 ივლისამდე ასევე იმყოფებოდა ვენესუელაში, ხოლო 10 და 11 აგვისტოს
იგი იმყოფებოდა გურიაში.
თეორიულად მკვლელობის შეკვეთის მიღება–მომზადება შეიძლება მომხდარიყო
მხოლოდ 3 ივლისიდან 23 ივლისამდე ან 12 აგვისტოს. 12 აგვისტოს ფაქტიურად
გამორიცხულია, ვინაიდან ერთ დღეში ფულის მიცემა, შეკვეთის აღება და
ნ.ლომინაძის ადგილსამყოფელის დადგენა შეუძლებელი იქნებოდა (ამას არც ნოდარ
გვიჩიანი, გიორგი პაპაჩაშვილი და ავთანდილ ხერკელაძე არ ადასტურებენ).
მკვლელობის შეკვეთა შესაძლოა მიცემული ყოფილიყოს 3 ივლისიდან 23
ივლისამდე, მაგრამ ვინაიდან 27 ივნისიდან 22 ივლისამდე ნ. ლომინაძე იყო
ვენესუელაში, ნიკა ჩემიას მისი პიროვნების დადგენა შეეძლო მხოლოდ 23 ივლისს, ამ
424
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
პერიოდში ნ. ლომინაძე ცხოვრობდა არა ბახტრიონის ქუჩაზე, არამედ ზანდუკელის
ქუჩაზე, თავისი მეუღლის ბინაში. ნიკა ლომინაძე 27–28 ივლისს გადავიდა
ბახტრიონის ქუჩაზე საცხოვრებლად.
ზემოაღნიშნულს სასამართლო თავის განაჩენში მხოლოდ იმ არგუმენტით
აბათილებს, რომ ა.ხერკელაძის ჩვენებით, შეკვეთა მიიღო ივლისის დასაწყისში,
მაგრამ სასამართლო არ აანალიზებს, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ თუნდაც
ივლისის დასაწყისში მიღებული ნ.ლომინაძის მკვლელობის შეკვეთა აღნიშნული
პირების მიერ შესრულებული ყოფილიყო, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, ნ. ლომინაძე
საქართველოში დაბრუნდა 22 ივლისს და ცხოვრობდა ზანდუკელის ქუჩაზე. იგი 27–
28 ივლისიდან გადავიდა ბახტრიონის ქუჩაზე საცხოვრებლად, ამ პერიოდში კი
ნ.ჩემია უკვე იმყოფებოდა გერმანიაში, ე.ი. თუ ნიკა ჩემია 23 ივლისს დაადგენდა ნიკა
ლომინაძის საცხოვრებელ ადგილს (როგორც ეს ნოდარ გვიჩიანის ჩვენებით ირკვევა),
ეს იქნებოდა არა მკვლელობის ადგილი ბახტრიონის ქუჩა, არამედ ზანდუკელის
ქუჩა, სადაც ნ.ლომინაძე ამ პერიოდში ცხოვრობდა.
აღსანიშნავია აგრეთვე ის გარემოებაც, რომ თავდაპირველად მკვლელობის შეკვეთის
მიღების დროდ ნოდარ გვიჩიანი და გ.პაპაჩაშვილი ასახელებენ 2002 წლის აგვისტოს
დასაწყისს. 2002 წლის აგვისტოს დასაწყისში ნიკა ჩემია არ იმყოფებოდა
საქართველოში. გიორგი გვიჩიანის ადვოკატთა აზრით, ვინაიდან აგვისტოს
დასაწყისში ნიკა ჩემია არ იმყოფებოდა საქართველოში და შეუძლებელი იყო ნოდარ
გვიჩიანს მკვლელობის შეკვეთა ნიკა ჩემიასთვის მიეცა თბილისში, საგამოძიებო
ორგანოებმა ათქმევინეს ა.ხერკელაძეს, რომ მათ ნ.ლომინაძის მკვლელობის შეკვეთა
მიიღეს ივლისის დასაწყისში.
ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ არ მომხდარა
ნ.ლომინაძის მკვლელობის შეკვეთის ზუსტი თარიღის დადგენა, არ იქნა
გაანალიზებული შემთხვევის ჩადენის დრო და შემსრულებელ პირთა შესაძლებლობა
მკვლელობის ჩადენაში.
5.2.2. მოწმეთა ჩვენებებისადმი ტენდენციური მიდგომა
ნიკა ლომინაძის ოჯახის წევრების დაკითხვისას მოსამართლემ უტყუარ
მტკიცებულებად მიიღო ნოდარ ლომინაძის მიერ გამოთქმული ეჭვი, რომ გ.გვიჩიანი
„ეი–ი–ეს თელასში“ „ფულს აკეთებდა“, რაც ნიკა ლომინაძის მკვლელობის შეკვეთის
მოტივი გახდა. მოსამართლეს ყურადღება არ გაუმახვილებია ნიკა ლომინაძის
ოჯახის წევრების სხვა გამონათქვამებზე ვინმე კ.დოლიძის და ნიკა ლომინაძის
არამეგობრულ ურთიერთობაზე და ნიკა ლომინაძის სიტყვებზე - „რუსები მყავს
გამოჭერილი და უნდა ვაწრუწუნოო“.
მოსამართლე თავის განაჩენში ემხრობა ნოდარ გვიჩიანის და გიორგი პაპაჩაშვილის
ჩვენებას, შემთხვევის ადგილიდან ტყვიის გულას წამოღების შესახებ. მოსამართლე
საქართველოს სსსკ მე–18 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვალდებული იყო,
მოცემული სისხლის სამართლის საქმის შესწავლისას ყურადღება გაემახვილებინა და
ეჭვქვეშ დაეყენებინა ის ფაქტი, რომ 2002 წლის 14 აგვისტოს შემთხვევის ადგილის
დათვალიერების ოქმის მონაცემები, შემთხვევის ადგილიდან ტყვიის გულას პოვნის
თაობაზე, ეწინააღმდეგებოდა ნოდარ გვიჩიანის, გიორგი პაპაჩაშვილის, ვლადიმერ
425
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
ნუცუბიძის და ზურაბ კიკილაშვილის ჩვენებებს, შემთხვევის ადგილზე ტყვიის
გულას არ არსებობის შესახებ.
ნიკა ლომინაძის ნათესავების ვლადიმერ ნუცუბიძე და ზურაბ კიკილაშვილი
დაიკითხნენ 2006 წლის 11 მარტს. მათი აზრით, შემთხვევის ადილზე ტყვიის გულა
ნაპოვნი არ იქნა. ასე რომ, ერთმანეთს უპირისპირდება და ეჭვს იწვევს ნოდარ
გვიჩიანის, გიორგი პაპაჩაშვილის, ვლადიმერ ნუცუბიძის და ზურაბ კიკილაშვილის
2006 წელს მიცემული ჩვენებები და 2002 წლის 14 აგვისტოს შემთხვევის ადგილის
დათვალიერების ოქმის მონაცემები და 2006 წლის 8 მარტს აღიძრული სისხლის
სამართლის საქმე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმეზე მტკიცებულების
ფალსიფიკაციის ფაქტთან დაკავშირებით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია,
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 369–
ე მუხლით.
სასამართლოს მიერ უგულვებელყოფილი იქნა 2002 წლის 14 აგვისტოს შემთხვევის
ადგილის დათვალიერების ოქმი. მოსამართლე საერთოდ არ შეხებია შემთხვევის
ადგილის დათვალიერების ოქმს და ტყვიის გულას შემთხვევის ადგილზე არ
არსებობის ფაქტს ადასტურებს ნიკა ლომინაძის ორი ნათესავის, ვლადიმერ
ნუცუბიძის და ზურაბ კიკილაშვილის, ჩვენებით, რომლებმაც პირველებმა იპოვეს
ნიკა ლომინაძის გვამი. სასამართლოს კარგად არ შეუსწავლია საქმის მასალები და,
შესაბამისად, არ გაურკვევია, რომელი ჩვენება შეიძლება ყოფილიყო სწორი. ამით
მოსამართლემ დაარღვია საქართველოს სსსკ მე–18 მუხლის მოთხოვნები საქმის
გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამორკვევის შესახებ და ეჭვის
ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის თაობაზე, საქართველოს სსსკ მე–10
მუხლის მე–4 ნაწილი.
5.2.3. საბუღალტრო ექსპერტიზა
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სასამართლო განაჩენი მკვლელობის შეკვეთის მოტივის
დადგენაში ეყრდნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო–
კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტის თ. აფციაურის მიერ
წარმოდგენილ ს/ს „ეი–ი–ეს“ თელასში 2006 წლის 13 მარტიდან 21 ივნისამდე,
მისთვის საგამოძიებო ორგანოების მიერ წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით,
ჩატარებულ საბუღალტრო–საექსპერტო დასკვნას.202 საბუღალტრო–საექსპერტო
დასკვნის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 7 ივლისის #429–ე
ბრძანებულების გვერდის ავლით „საბიუჯეტო დავალიანებები იფარებოდა
ფიქტიურად ქაღალდზე, უკანონოდ იქმნებოდა სხვა საგადასახადო აქტივები, რითაც
ასევე იფარებოდა სხვა საბიუჯეტო დავალიანებების თანხები“. ექსპერტის მიერ
დასკვნაში მოყვანილია ექვსი ასეთი ჩათვლითი ოპერაცია, რომელთაგან ორი ეხება
გიორგი გვიჩიანს. ესენია:
1. „2001 წლის 10 ივლისს ს/ს „ეი–ი–ეს“ თელასის მიერ განხორციელებული იქნა
690.000 ლარის ჩათვლა (ასოციაცია) „სესბ“–ს, ს.ს „საქენერგორემონტის“, ს.ს.
„ელმავალთმშენებლის“
და
ს.ს.
„საქცივპროდუქტს“
შორის
უნაღდო
202
ტომი 15. ს.ფ. 306.
426
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
ანგარიშსწორებით, აქტივების მოთხოვნის უფლების გადაცემით, რომლითაც მან ს.ს.
„ელმავალთმშენებელს“
გადახდილად
ჩაუთვალა
530.000
ლარი,
ს.ს.
„საქცივპროდუქტს 160.000 ლარი, მაშინ როდესაც მათ მის მიმართ აღნიშნული
თანხების დავალიანება ჩათვლის ბუღალტრულად გატარების მომენტში არ გააჩნდათ
და ს.ს. „ეი–ი–ეს თელასის“ მიმართ წარმოექმნათ ფიქტიური აქტივი 323.046 ლარის
ოდენობით. ჩათვლა განხორციელებულია გ.გვიჩიანის ხელმოწერილი წერილით,
რომელიც შესრულებულია ს.ს. „ეი–ი–ეს თელასის“ კანცელარიის სარეგისტრაციო
ჟურნალის გვერდის ავლით. ჩათვლის განხორციელებისას (ასოციაცია) „სესბ“–ის
აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება, როგორც აქტივის მფლობელის –
თანხმობა არ ყოფილა“.
2. „2001 წლის 31 ივლისს ს.ს. „ეი–ი–ეს თელასის მიერ ს.ს. „საქენერგორემონტის“
მიმართ განხორციელდა 606 000 ლარის უნაღდო ანგარიშსწორებით საბიუჯეტო
ჩათვლა. მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში მისი საშემოსავლო გადასახადის
ბარათიდან ს.ს. „საქენერგორემონტის“ დღგ–ს ბარათზე გადატანით. ჩათვლა
განხორციელებული იქნა ს.ს. „ეი–ი–ეს“ თელასის კონტროლის სამსახურის უფროსის
მ.ნადიმაშვილის ხელმოწერით, როემლიც შემდგომ 2001 წლის 14 დეკემბერს
დადასტურებული იქნა გ. გვიჩიანის მიერ. აღნიშნული ორივე წრილიც
შესრულებულია ს.ს. „ეი–ი–ეს თელასის“ კანცელარიის სარეგისტრაციო ჟურნალის
გვერდის ავლით. ჩათვლას საფუძვლად ს.ს. „ეი–ი–ეს“ თელასში დაედო ს.ს.
„ლაჯანურჰესის“ 2001 წლის 30 მაისის #57 წერილი, რომელიც ასევე ს.ს.
„ლაჯანურჰესის“ კანცელარიის რეგისტრაციის ჟურნალში გატარებული არ არის.
ჩათვლაზე (ასოციაცია): სესბ“–ს – აქტივის მფლობელს თანხმობა არ მიუცია“.
2006 წლის 26 ივლისს სასამართლო სხდომაზე დაიკითხა საქართველოს შსს
საექსპერტო–კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტი თ. აფციაური.
ექსპერტის ჩვენებით „იურიდიულ პირებს შორის პრეზიდენტის [1999 წლის 7
ივლისის #429] ბრძანებულებით კრედიტორულ-დებიტორული ჩათვლები არ იყო
აკრძალული. ეს [აკრძალვა] ეხება მხოლოდ საბიუჯეტო თანხებს.“ იმის დასადგენად,
თუ ვინ იყვნენ ჩათვლების მაწარმოებელი ორგანოები და, შესაბამისად, არღვევდნენ
თუ არა განხორციელებული ჩათვლებით პრეზიდენტის 1999 წლის 7 ივლისის #429
ბრძანებულებას, საჭირო იყო ექსპერტს გაერკვია, თუ რა სახის სამართლის
იურიდიულ პირები ასრულებდნენ ამ ჩათვლებს. მისი ჩვენებით, მას აღნიშნული
საკითხი არ გაურკვევია: „პირველი ოპერაცია 690000 ლარის ჩათვლა, რომელიც
განხორციელდა ელმავალმშენებელს, თელასსა და საქცივპროდუქტს შორის. აქედან
სამივე სააქციო საზოგადოებაა თუ არა, არ ვიცი, არ ვიცნობ მათ წესდებებს. არ ვიცი
კერძო სამართლის იურიდიული პირები არიან თუ საჯარო.“
საკითხავია, როგორ დაადგინა ექსპერტმა, რომ ჩათვლები აკრძალული იყო
პრეზიდენტის 1999 წლის 7 ივლისის #429 ბრძანებულებით, თუ მას გარკვეული არ
ჰქონდა, თუ რა სახის სამართლის იურიდიულ პირებს შორის მოხდა ეს ჩათვლები და
ჰქონდათ თუ არა მათ ურთიერთობა სახელმწიფო ბიუჯეტთან?
427
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
ნათლად ჩანს, რომ თუ ექსპერტი არ იცნობდა ჩათვლების მონაწილე
ელმავალმშენებელის, თელასის და საქცივპროდუქტის წესდებებს (სადამფუძნებლო
დოკუმენტაციას), ვერ დაადგენდა, ჰქონდათ თუ არა უფლება მათ ეწარმოებინათ
ჩათვლები და, შესაბამისად, ხდებოდა თუ არა პრეზიდენტის 1999 წლის 7 ივლისის
#429 ბრძანებულებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა.
გარდა ამისა, ექსპერტს არ დაუდგენია, თუ რა სახის ზარალი მიადგა ს/ს „ეი–ი–ეს
თელასს“ ზემოაღნიშნული ჩათვლებით. ექსპერტი ამბობს: „ამ ოპერაციით თელასმა
რამე იზარალა თუ არა არ ვიცი. ამას ძიება დაადგენს. თელასს საბითუმო ბაზარში
გადახდილად ჩაუთვალეს ოღონდ ერთი წლის მერე, დაგვიანებით. არ ვიცი ამით
თელასმა ზიანი მიიღო თუ არა“.
მოცემული საქმისათვის სწორედ იმის დადგენა, თუ რა სახის ზიანი მიადგა ს/ს „იე–
ი–ეს“ თელასს, იქნებოდა გადამწყვეტი მკვლელობის მოტივის დასადგენად, ანუ თუ
რატომ უნდა შეეკვეთა გ.გვიჩიანს ნ.ლომინაძის მკვლელობა. სასამართლო განაჩენის
თანახმად, სწორედ გ.გვიჩიანის უკანონო საქმიანობას უკავშირდება ნ.ლომინაძის
მკვლელობა. კერძოდ, ნ.ლომინაძისათვის ცნობილი გახდა, რომ გ.გვიჩიანი ეწეოდა
ს/ს „იე–ი–ეს“ თელასის წინააღმდეგ უკანონო საქმიანობას, გ.გვიჩიანმა დანაშაულის
დაფარვის და მომავალში მისი ჩადენის გაადვილების მიზნით და შეუკვეთა
ნ.ლომინაძის მკვლელობა. თუ ექსპერტის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, თუ რა
სახის ზარალი მიაყენა გ.გვიჩიანმა თელასს, მაშინ ეჭვქვეშ დგება სასამართლო
განაჩენით გიორგი გვიჩიანის მიერ ნ.ლომინაძის მკვლელობის შეკვეთის მოტივის
საკითხი. მოსამართლეს გ.გვიჩიანის მიერ ს/ს „იე–ი–ეს“ თელასისათვის ზიანის
მიყენების საკითხი, რაც მის მიერ ნ.ლომინაძის მკვლელობის შეკვეთის საფუძველი
უნდა ყოფილიყო, საერთოდ არ გაურკვევია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ შეიძლება ექსპერტის დასკვნა ჩაითვალოს
საქართველოს სსსკ 97–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა,
შესაბამისად, (დასაბუთებულად და ობიექტურად) შესრულებულად.
საქართველოს სსსკ 96–ე მუხლის მე–6 ნაწილის მოთხოვნათა, შესაბამისად, დაცვის
მხარის მოთხოვნით დამოუკიდებელი აუდიტური ფირმა „ბაკაშვილი & Co“–ის მიერ
დაცვის მხარის მიერ მათთვის მიწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე, ჩატარდა
აუდიტორული დასკვნა, რომელის თანახმადაც: „გიორგი გვიჩიანის ქმედების
შედეგად საზოგადოებას არ უზარალია და არც რომელიმე კერძო სამართლის თუ
სახელმწიფო ორგანოების სუბიექტს არ მიუღია ზარალი“.
საქმეში არსებობს აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლოს
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარებული
2006 წლის 4 აგვისტოს ალტერნატიული ექსპერტიზა, რომელიც სასამართლოს მიერ
გამოყენებულ იქნა, როგორც მტკიცებულება. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით
„ს.ს. ‘საქენერგორემონტის“ 2001 წლის 18 ივნისის ს.ს. „ლაჯანურჰესისადმი“ #201/103
წერილით და ს.ს „ლაჯანურჰესის“ დირექტორის ე.ლომთათიძის 2001 წლის 22
ივნისის
„ეი–ი–ეს
თელასისადმი“
გაგზავნილი
წერილის
საფუძველზე,
განხორციელებული 606000 ლარის ურთიერთდავალიანების ურთიერთჩათვლაში
428
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
მონაწილე მხარეთა მიერ და მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის მიერ დარღვეულია
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 7 ივლისის #429 ბრძანებულების
მოთხოვნები,
რადგან
ამ
შემთხვევაში
განხორციელებულია
საბიუჯეტო
გადასახადების, კერძოდ დღგ–ს ჩათვლა“.
მოცემულ საქმეში არსებობს სამი საბუღალტრო–საფინანსო ექსპერტიზა,
ჩატარებული გიორგი გვიჩიანის 2001–2003 წლების საქმიანობასთან დაკავშირებით,
ს/ს „იე–ი–ეს თელასში“. ექსპერტების წინაშე დასმული იყო შინაარსობრივად ერთი
და იგივე ხასიათის კითხვები.
საქართველოს შსს–ს საექსპერტო–კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს
ექსპერტმა აფციაურმა გიორგი გვიჩიანის მონაწილეობა ორ ჩათვლაში დაადგინა,
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული
ბიუროს ექსპერტმა ამათგან ერთი ჩათვლის კანონდარღვევა [საქართველოს
პრეზიდენტის 1999 წლის 7 ივლისის #429 ბრძანებულების მოთხოვნების] უარყო,
ვინაიდან ეს თანხები არ მიეკუთვნებოდა საბიუჯეტო თანხებს.
საქართველოს შსს–ს საექსპერტო–კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს
ექსპერტმა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის
ეროვნული ბიუროს ექსპერტმა გიორგი გვიჩიანის მიერ განხორციელებული ერთი
ჩათვლა მიიჩნიეს უკანონოდ, მაგრამ ეს ჩათვლა უკანონოდ არ მიუჩნევია მესამე
დამოუკიდებელი აუდიტური ფირმა „ბაკაშვილი & Co“–ის ექსპერტს, რომლის
თანახმადაც გიორგი გვიჩიანი მოქმედებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის
199–ე და 201–ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზე არა გვაქვს თუნდაც ერთი საკითხი,
რომელიც სამივე ექსპერტისათვის იქნებოდა უდავო.
საქართველოს სსსკ 374–ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, „თუ სისხლის
სამართლის საქმეზე ჩატარდა რამდენიმე ექსპერტიზა და ექსპერტებს შორის აზრთა
სხვადასხვაობაა, მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ეჭვი უნდა გადაწყდეს
ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის სასარგებლოდ“.
სასამართლომ არა თუ ეჭვი არ გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ, მან
ამოკრიბა ექსპერტების დასკვნის ის მონაცემები, რომლებიც გ.გვიჩიანს ამტყუნებდა
და დაურთო თავის განაჩენს.
ვინაიდან მოსამართლემ საბუღალტრო ექსპერტიზების საეჭვო დასკვნები
მტკიცებულებად მიიღო, საქართველოს სსსკ 374–ე მუხლის მესამე ნაწილის
მოთხოვნათა საფუძველზე, დაარღვია საქართველოს სსსკ მე–10 მოთხოვნები: ეჭვის
ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის შესახებ.
5.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი
გიორგი გვიჩიანის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა კანონით დადგენილ
ფარგლებში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს
429
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 აგვისტოს განაჩენი. მათ
მოითხოვეს გიორგი გვიჩიანის მიმართ „გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და
გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ მოტივით, რომ მას არ ჩაუდენია ბრალად
შერაცხული დანაშაული“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007
წლის 16 აპრილის განაჩენით არ დაკმაყოფილდა გიორგი გვიჩიანის ინტერესების
დამცველ ადვოკატთა სააპელაციო საჩივარი, „რადგან მათი [გიორგი გვიჩიანის და
ნიკა ჩემიას] ბრალი კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში სავსებით არის
დადასტურებული საქმეზე შეკრებილ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით“,
რითაც გიორგი გვიჩიანის მიმართ პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი უვადო
თავისუფლების აღკვეთა დატოვებულ იქნა უცვლელად.
5.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის სამართლებრივი შეფასება
ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის 2007 წლის 16 აპრილის განაჩენი დიდი (ორმოცი გვერდის) მოცულობისაა,
ყურადღება მიექცევა მხოლოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის
არსებითი ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებულ საკითხებს.
5.4.1. დანაშაულის მოტივი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 აპრილის განაჩენის თანახმად:
„პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო საჩივრის მოტივაციას იმის შესახებ, რომ
თავისი სამსახურებრივი საქმიანობით გიორგი გვიჩიანს ს/ს „ეი–ი–ეს თელასისათვის“
არავითარი ზარალი არ მიუყენებია, უკანონო ფინანსური ოპერაციები არ უწარმოებია
და სხვა, რადგან ასეთი უარყოფილია საქმის მასალებით. აღნიშნულთან
დაკავშირებით, პალატა სავსებით ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას
იმის შესახებ, რომ 1999 წლის ივნისიდან 2004 წლის მაისამდე, საქართველოს
პრეზიდენტის 1999 წლის 7 ივლისის #429 ბრძანებულების მოთხოვნათა
საწინააღმდეგოდ, რომლითაც აკრძალული იყო მიმდინარე გადასახადებისა და
საგადასახადო
დავალიანებების
ბიუჯეტიდან
კუთვნილი
მიმდინარე
ან
ვადაგადაცილებული მისაღებლების გაქვითვის გზით აღსრულების პრაქტიკა, –
გიორგი გვიჩიანის უშუალო მონაწილეობით განხორციელდა ე.წ. ჩათვლები, უნაღდო
ანგარიშსწორებით საბიუჯეტო ორგანიზაციებთან.
კერძოდ, 2001 წლის 26 ივლისს თელასის მიერ „საქენერგორემონტის“ მიმართ
განხორციელებულია 606 ათასი ლარის საბიუჯეტო ჩათვლა; 2002 წლის 26 დეკემბერს
თელასსა და ს/ს „პური არსობისას“ შორის განხორციელდა 130 ათასი ლარის
საბიუჯეტო ჩათვლა; 2003 წლის 4 მარტს ს/ს „ეი–ი–ეს მტკვარსა“ და თელასს შორის
განხორციელდა 707 315 ლარზე საბიუჯეტო ჩათვლა. განაჩენის
მოტივაცია
აღნიშნულის უკანონო ფინანსურ ოპერაციად დადგენილია, რომ დასახელებული
ორგანიზაციები არიან საბიუჯეტო ორგანიზაციები და პრეზიდენტის ხსენებული
ბრძანებულებით საბიუჯეტო ორგანიზაციებს შორის აკრძალული იყო ჩათვლების
განხორციელება“.203
203
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 აპრილის #1/ბ–2161–06 განაჩენი, გვ. 19.
430
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა განმარტებული საქართველოს
პრეზიდენტის 1999 წლის 7 ივლისის #429 ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც
„საბიუჯეტო ორგანიზაციებს შორის აკრძალული იყო ჩათვლების განხორციელება“.
მოცემული ჩათვლები განხორციელებულია არა სახელმწიფო ორგანიზაციებს ანუ
„საბიუჯეტო ორგანიზაციებს“ შორის, არამედ სააქციო საზოგადოებებს შორის.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დასახელებული ფირმები არიან სააქციო
საზოგადოებები. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 51–ე მუხლის პირველი
პუნქტის თანახმად: „სააქციო საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის კაპიტალი
დაყოფილია წესდებით განსაზღვრული კლასისა და რაოდენობის აქციებად. ...
სააქციო
საზოგადოების
პასუხისმგებლობა
მისი
კრედიტორების
წინაშე
შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. სააქციო საზოგადოების აქციონერი პასუხს არ
აგებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებისათვის. სააქციო საზოგადოების
დაფუძნებისას კაპიტალი შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ოდენობით“.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509 მუხლის თანახმად, სააქციო საზოგადოება
შეიძლება იყოს კერძო სამართლის იურიდიული პირი.
კანონის თანახმად, სააქციო საზოგადოებები არიან კერძო სამართლის იურიდიული
პირები, თუმცა შესაძლებელია მათ მმართველობაში კანონით დადგენილი ფორმით
მონაწილეობას იღებდეს სახელმწიფო და მათ კავშირი ჰქონდეთ სახელმწიფო
ბიუჯეტთან. ზემოაღნიშნული სააქციო საზოგადოებების სახელმწიფო ბიუჯეტთან
კავშირი არ ყოფილა მოცემულ შემთხვევაში დადგენილი.
საბუღალტრო ექსპერტების მიერ არ ყოფილა დადგენილი, ჰქონდათ თუ არა სააქციო
საზოგადოებებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩათვლები გაკეთებული, რითაც ისინი
დაარღვევდნენ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 7 ივლისის #429
ბრძანებულებას, ვინაიდან აღნიშნული ბრძანებულება მხოლოდ სახელმწიფო
ბიუჯეტიდან ჩათვლების პრაქტიკას კრძალავს.
საქართველოს შსს–ს საექსპერტო–კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს
ექსპერტმა თ.აფციაურმა, რომლის დასკვნის საფუძველზეც სააპელაციო სასამართლო
თელასის მიერ განხორციელებული ჩათვლების უკანონობაზე საუბრობს, 2006 წლის
26 ივლისს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ მან
არ იცის, თუ რა სახის სამართლის იურიდიული პირები არიან აღნიშნული სააქციო
საზოგადოებები.
თუ გარკვეული არ არის ჩათვლების განმხორციელებელი ორგანიზაციები რა სახის
სამართლის იურიდიული პირები არიან, შეუძლებელია იმის დადგენა, რომ
აღნიშნული ჩათვლები ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის
7 ივლისის #429 ბრძანებულებას, შესაბამისად, შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ
გიორგი გვიჩიანის სამსახურებრივი ქმედება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს
პრეზიდენტის 1999 წლის 7 ივლისის #429 ბრძანებულებას, ანუ იყო უკანონო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ არ
431
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
იქნა გამოკვლეული, ერთი ფრიად მნიშვნელოვანი საკითხი, თუ რა სახის
საზოგადოებები იყვნენ ჩათვლებში მონაწილე ორგანიზაციები სამართლებრივად და
რა კავშირი ჰქონდათ მათ სახელმწიფო ბიუჯეტთან?
5.4.2. მტკიცებულების უარყოფა
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 აპრილის განაჩენის თანახმად:
„პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო საჩივარს იმის შესახებ, რომ რადგან წინასწარ
გამოძიებაში ნ. ლომინაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის დ.მჭედლიძის
მიმართ მტკიცებულებების ხელოვნურად შექმნის მიზნით მოხდა შემთხვევის
ადგილიდან ამოღებული ტყვიის გულას გაყალბება, ანუ შეცვლა. ... საქმის
მასალებით დადგენილია და საქმის სასამართლო განხილვის დროსაც არაერთჯერ
გაცხადდა, რომ ტყვიის გულას გაყალბების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის
საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ
ნ.ლომინაძის გვამის და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს იქ არავითარი
ტყვიის გულა არ აღმოჩენილა და, შესაბამისად, ვერც არარსებული ტყვიის შეცვლა
მოხდებოდა. კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე პირების,
ნ.ლომინაძის ახლობლების, მოწმეების ზურაბ კიკილაშვილის და ვლადიმერ
ნუცუბიძის, წინასწარი და სასამართლო გამოძიების დროს მიცემული ჩვენებებით
დადგენილია, რომ ... ტყვიის გულა და მასრა აღმოჩენილი ვერ იქნა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ სარწმუნოდ
მიიჩნია მოწმეების ზურაბ კიკილაშვილის და ვლადიმერ ნუცუბიძის ჩვენებები,
რამეთუ ისინი, როგორც ნ.ლომინაძის ახლობლები დაინტერესებულნი იყვნენ
საქმეზე ობიექტური გამოძიებით.
2002 წლის 14 აგვისტოს ქ. თბილისის ვაკე–საბურთალოს რაიონული პროკურატურის
გამომძიებლის მიერ შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის
მიხედვით, „ზეწართან ნანახი იქნა ტყვიის გულის მაგვარი – მოყავისფრო ფერის
ოვალური ფორმის საგანი“. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს ხელს აწერენ
დამსწრეები: მაჩაბელი, მაჭარაძე; ექსპერტ–კრიმინალისტი – როდონია; სასამართლო–
სამედიცინო ექსპერტი – ჯიბლაძე; გამომძიებელი – ღველიშვილი; ვაკე–საბურთალოს
რაიონული პროკურორის მოადგილე – დუღაშვილი; ვაკე–საბურთალოს პოლიციის
მე–5 განყოფილების უფროსი – კუპატაძე; ვაკე–საბურთალოს პოლიციის მე–5
განყოფილების უფროსის მოადგილე – კახელიშვილი.
წინასწარი გამოძიების დროს არ მომხდარა 2002 წლის 14 აგვისტოს შედგენილი
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე ხელმომწერ პირთა დაკითხვა, იმის
თაობაზე, აღმოჩნდა თუ არა ტყვიის გულა ნ.ლომინაძის მკვლელობის ადგილას.
რა თქმა უნდა, არ არსებობს ეჭვი იმის თაობაზე, რომ მოწმეები ზურაბ კიკილაშვილი
და ვლადიმერ ნუცუბიძე, როგორც ნ. ლომინაძის ახლობლები დაინტერესებულნი
იყვნენ საქმეზე ობიექტური გამოძიებით, მაგრამ ვინაიდან საქმე ეხებოდა ისეთი
სახის ნივთმტკიცებას, რომლის შეცვლის გამოც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე,
საქმე ეხებოდა ორი პირისათვის უვადო თავისუფლების აღკვეთას და იმის
გათვალისწინებით, რომ ისინი (ზურაბ კიკილაშვილი და ვლადიმერ ნუცუბიძე) არ
მოისაზრებოდნენ შემთხვევის ადგილის დათვალიერების მოწმეებად, წინასწარი
432
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
გამოძიება და სასამართლო (პირველი და სააპელაციო) ვალდებული იყვნენ
დაეკითხათ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის ხელმომწერი პირები.
გარდა ამისა, სწორედ ის გარემოება, რომ ზურაბ კიკილაშვილი და ვლადიმერ
ნუცუბიძე გარდაცვლილ ნ.ლომინაძის ახლობლები იყვნენ და მომხდარი ფაქტით
(ნ.ლომინაძის მკვლელობით) ძლიერი ფსიქოლოგიური ტრავმის ქვეშ იმყოფებოდნენ,
გვაძლევს საფუძვლიან ვარაუდს, რომ შეუძლებელი იქნებოდა მათ მიერ შემთხვევის
ადგილის დათვალიერების სრულყოფილად აღქმა. გამოძიებას მიცემული ჩვენებების
უტყუარობა უნდა გადაემოწმებინა სხვა წყაროებით, ამ შემთხვევაში, შემთხვევის
ადგილის დათვალიერების ოქმის ხელმომწერი პირების დაკითხვით.
5.4.3. ექსპერტთა დასკვნების ანალიზი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 აპრილის განაჩენის თანახმად:
„პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოტივაციას იმის შესახებ, რომ რადგან
ნიკო ლომინაძის გვამს თავის არეში აღენიშნებოდა 9 მმ. ზომის დიამეტრის
ცეცხლნასროლი ჭრილობა, იგი არ იყო „მაკაროვის“ სისტემის იარაღით მოკლული.
საქმეზე დაკითხული ექსპერტების ნინო კიკაბიძის და ნათელა მძელურის
ჩვენებებით კი გაირკვა, რომ 9,2 მმ ზომის „მაკაროვის“ ტყვია სხეულზე, მითუმეტეს
მიბჯენით სროლის შემთხვევაში, დატოვებდა მასზე გაცილებით დიდი ზომის კვალს.
შეუძლებელია 9,2 მმ დიამეტრის ტყვიას დაეტოვებინა მასზე უფრო მცირე ზომის 9 მმ
ზომის ჭრილობა. ...
მოცემული საკითხის გარკვევის მიზნით სასამართლოს მიერ, როგორც მხარეთა
შუამდგომლობის საფუძველზე, ისე თავისი ინიციატივით დაიკითხა არაერთი
ექსპერტი, როგორც სასამართლო–სამედიცინო და სასამართლო კრიმინალისტიკური,
ისე ბალისტიკური განხრით, რომელთა ჩვენებების ანალიზის საფუძველზე, პალატა
დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ნ.ლომინაძის თავის არეში არსებული 9 მმ
დიამეტრის დაზიანება განვითარებულია სწორედ „მაკაროვის“ სისტემის იარაღიდან
გასროლილი ტყვიის მოქმედებით. ...
ექსპერტ გ.ცინცაძის ჩვენებით გაირკვა, რომ ადამიანის ყველა ქსოვილს და მათ
შორის ძვალს (ძვალს ყველაზე ნაკლებად) გააჩნია გარკვეული ელასტიურობა...
აღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ ლულაში გავლის დროს ტყვია
„იწურება“, და, შესაბამისად, მისი დიამეტრი გარკვეულწილად მცირდება, ტყვიით
ჭრილობის მიყენების შემთხვევაში ძვალზე არსებული ხვრელი შესაძლებელია იყოს
უფრო მცირე ზომის, ვიდრე ტყვიის გულა ... და რადგან კონკრეტულ შემთხვევაში
საკითხი ეხება 0,2 მმ სხვაობას, ადვილად შესაძლებელია, სხვა ფაქტორების
მხედველობაში მიღებით (ძვლის სინოტივე, ასაკი, ელასტიურობა, სროლის მანძილი,
სრული მიბჯენით თუ ნაწილობრივი მიბჯენით განხორციელდა სროლა და სხვა.)
ტყვიას დაეტოვებინა, მასზე მცირე ზომის, კერძოდ 9 მმ ზომის კვალი. მანვე აჩვენა,
რომ მიბჯენით სროლაში იგულისხმება, როგორც სრული კონტაქტური მიბჯენით
სროლა, ისე არასრული, ანუ ნაწილობრივ მიბჯენით. ... კონკრეტულ შემთხვევაში
ადგილი ჰქონდა ნაწილობრივ მიბჯენით და არა კონტაქტურ სროლას.
ამასთან დაკავშირებით, პალატა იზიარებს ექსპერტი ბალისტიკოსის ნ. მძელურის
ჩვენებას მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, რომ „მაკაროვის“
სისტემის იარაღის ტყვია არის 9,2 მმ ზომის. იარაღის ლულაში მისი გასვლის დროს
433
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
ტყვია „იწურება“ და გარკვეულწილად მცირდება ზომაში., შესაბამისად, 9,2 მმ ტყვია
ლულაში გავლის შემდეგ შეიძლება დარჩეს 9,1 მმ. სხვა მისთვის არაკომპეტენტურ
საკითხებზე მძელურმა სასამართლოს მისცა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები. ...
და აქედან გამომდინარე, პალატა მის ჩვენებას სამედიცინო სპეციალობის კუთხით,
ვერ მიანიჭებს მტკიცებულებით მნიშვნელობას. სასამართლო მტკიცებულებით
მნიშვნელობას ვერ მიანიჭებს აგრეთვე სასამართლო–სამედიცინო ექსპერტს ნინო
კიკაბიძის ჩვენებებს ბალისტიკის საკითხებთან დაკავშირებით, აღნიშნულში მისი
არაკომპეტენტურობის გამო, რადგან აღნიშნული მოტივით (არაკომპეტენტურობა),
მან უმრავლეს შეკითხვებზე პასუხი ვერ გასცა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქმის
სასამართლო განხილვის დროს იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ გამოერკვია,
შეეძლო თუ არა „მაკაროვის“ 9,2 მმ ზომის ტყვიას დაეტოვებინა მის ზომაზე პატარა
9,0 მმ ზომის ჭრილობა დაკითხა სამი ექსპერტი, რომელთაც მისცეს სამი (სხვადასხვა
საკითხებში) განსხვავებული ჩვენება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოწვეული სამი ექსპერტის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები არა თუ განმარტა
ბრალდებულის სასარგებლოდ, პალატის მიერ ექსპერტების დასკვნის ის საკითხები,
რომლებიც აპელანტ გიორგი გვიჩიანს გამამტყუნებლად მიიჩნეოდა, შეკრიბა და
ამით დაასაბუთა მოცემულ საკითხზე თავისი განაჩენი. თბილისის სააპელაციო
სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ 374–ე
მუხლის მე–3 ნაწილის საფუძვლზე დაარღვია საქართველოს სსსკ მე-10 მუხლის მე–4
ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, „თუ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა
რამდენიმე ექსპერტიზა და ექსპერტებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა, მე-10 მუხლის
მე-4 ნაწილის მიხედვით, ეჭვი უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის
სასარგებლოდ“.
გიორგი გვიჩიანის ინტერესების დამცველი ადვოკატის თხოვნის საფუძველზე,
საქართველოს სახალხო დამცველმა ექსპერტებს შორის წარმოქმნილი დავის
გასარკვევად, შემდეგი შინაარსის კითხვით მიმართა ტუბინგენის (გერმანიის)
სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტს (განყოფილებას):
„შესაძლებელია თუ არა, რომ „მაკაროვის“ 9,25 მმ ზომის ახლო დისტანციიდან
(მიბჯენით) ნასროლმა ტყვიამ, ადამიანის თავზე დატოვოს მასზედ პატარა, 9,0 მმ
ზომის ჭრილობა“. ტუბინგენის (გერმანიის) სამედიცინო უნივერსიტეტის
სასამართლო მედიცინის ინსტიტუტიდან (განყოფილებიდან) მიღებული, მედიცინის
მეცნიერებათა დოქტორის ფრანკ ვეჰნერის პასუხის თანახმად, „თავის ქალაზე
სროლის შედეგად ყოველთვის წარმოიქმნება გარკვეული ზომის ჭრილობა, რომელიც
მინიმუმ ტყვიის ზომის უნდა იყოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მასზე მცირე
ზომის. ასე რომ, 9,25 მმ ზომის ტყვიას არ შეეძლო 9 მმ ზომის ჭრილობა
დაეტოვებინა“.
სახალხო დამცველის აპარატში არსებული ვახტანგ აბუაშვილის მიერ 1976 წელს
დაბადებული გიორგი გამცემლიძის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის
შესახებ #01008813 სისხლის სამართლის საქმის მასალებით ირკვევა, რომ აბუაშვილის
434
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
მიერ სროლა ნაწარმოები „უნდა ყოფილიყო ძალიან ახლო, დაახლოვებით 5 სმ–ს
მანძილის ფარგლებში, ლულის ტუჩიდან სამიზნე ობიექტამდე“. ექსპერტების მიერ
ასევე დადგენილია, რომ აბუაშვილმა გასროლა მოახდინა „ქარხნული წესით
დამზადებულ რუსული წარმოების 5,4მმ კალიბრის ПСМ-ის მოდელის
ცეცხლსასროლი იარაღიდან“. 5,4მმ კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან ლულის
ტუჩიდან სამიზნე ობიექტამდე 5 სმ–ს მანძილის ფარგლებში ნასროლმა ტყვიამ
განცემლიძეზე გამოიწვია „კეფის ძვლის მარჯვენა ნახევარში მომრგვალო ფორმის 8მმ
დიამეტრის ხვრელი“.204
აღნიშნულის საფუძველზე, ეჭვქვეშ დგება ნიკოლოზ ლომინაძის „მაკაროვის“
სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობის ფაქტი.
5.4.4. სახაზინო ადვოკატისათვის გონივრული ვადის მიცემა
2007 წლის 23 მარტის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მიერ სასამართლო
სხდომის დარბაზიდან გაძევებულ იქნა გიორგი გვიჩიანის ორი ადვოკატი, ხოლო
მისი მესამე ადვოკატის მიმართ გ.გვიჩიანმა გამოაცხადა აცილება, რაც
დაკმაყოფილებულ იქნა სასამართლოს მიერ. ამის შემდეგ, 26 მარტს, გ.გვიჩიანს
დაენიშნა სახაზინო ადვოკატი, რომელმაც 2007 წლის 30 მარტს გამოცხადებულ
სასამართლო სხდომამდე შეძლო გ.გვიჩიანის 18 ტომიანი საქმის მასალიდან
მხოლოდ 4 ტომის გაცნობა. მოსამართლის მიერ გ.გვიჩიანის სახაზინო ადვოკატს
საქმის სრული შესწავლისათვის გონივრულ ვადად მიეცა დრო – 5 აპრილამდე.
2007 წლის 5 აპრილს გიორგი გვიჩიანის სახაზინო ადვოკატმა განაცხადა, რომ მას
შესწავლილი ჰქონდა მხოლოდ 7 ტომი და შუამდგომლობით საქმის გასაცნობად
მოთხოვა 2 თვე. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა საქმეზე
დროის გაჭიანურების მოტივით და რომ, მას საკმარისი დრო გააჩნდა საქმის
სრულყოფილად გასაცნობად.
იმავე სხდომაზე გიორგი გვიჩიანის სახაზინო ადვოკატმა ითხოვა თვითაცილება, რაც
აგრეთვე არ იქნა სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული. სასამართლომ, იმ
მოტივით, რომ დაცვის მხარეს სურდა სისხლის სამართლის საქმეზე დროის
გაჭიანურება, არ დააკმაყოფილა აგრეთვე გ.გვიჩიანის შუამდგომლობა მისი სახაზინო
ადვოკატის აცილების თაობაზე და სახაზინო ადვოკატი აიძულა საქმის მასალების
არასრული შესწავლის პირობებში დაეცვა აპელანტი გ.გვიჩიანი. საქმის მასალებიდან
ირკვევა, რომ სახაზინო დამცველს არა თუ მოფიქრებული და აპელანტთან
შეთანხმებული არ ჰქონდა სასამართლოს წინაშე დასაყენებელი შუამდგომლობები,
არამედ იგი სრულყოფილად არც კი იცნობდა სისხლის სამართლის საქმეს, რითაც
ფაქტობრივად დაცვის გარეშე იქნა აპელანტი გიორგი გვიჩიანი დატოვებული.
აღნიშნულით სასამართლოს მიერ დაირღვა ადამიანის უფლებათა და ძირითად
თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის ძირითადი პრინციპი
სამართლიანი სასამართლოს შესახებ, რომელშიც სისხლის სამართლის საპროცესო
204
იხ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2008 წლის 13 მაისის #1528/04, 2008 წლის 5
ივნისის #1521/04 და 2008 წლის 5 მაისის #01/1–18/161/13 ექსპერტიზის დასკვნები.
435
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
ნორმების გამოყენება იგულისხმება. სასამართლომ გიორგი გვიჩიანის ინტერესების
დამცველს არ მისცა საქმის მასალების გაცნობისათვის გონივრული ვადა, ვინაიდან
წარმოუდგენელია, რომ ადვოკატმა 6 სამუშაო დღის განმავლობაში შეძლოს 18 ტომი
საქმის მასალების სრულყოფილად გაცნობა და სასამართლო პროცესისათვის
სათანადოდ მომზადება, ამით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის
მე–3 ნაწილის მოთხოვნები, საქართველოს სსსკ 84–ე მუხლით გათვალისწინებული
დამცველის უფლება, გამოიყენოს „ყველა კანონიერი საშუალება და ხერხი“, რომელიც
მას ესაჭიროება ბრალდებულისათვის იურიდიული დახმარების გასაწევად. დაირღვა
აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული
კონვენციის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, ყველა პირს
ჰქონდეს საკმარისი დრო და შესაძლებლობანი საკუთარი დაცვის მოსამზადებლად.
სტრასბურგის
ადამიანის
უფლებათა
ევროპული
სასამართლომ
თავის
წინააღმდეგ
განაცხადა,
რომ
გადაწყვეტილებაში
ოჩალანი
თურქეთის205
ადვოკატისათვის დიდი რაოდენობით საქმის მასალების გაცნობისათვის
არასაკმარისი დროის მიცემა, რაც მას ართმევს შესაძლებლობას ეფექტურად
წარმოადინოს კლიენტის ინტერესები სასამართლოში, წარმოადგენს დაცვის
უფლების დარღვევას, რომელიც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა და
ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტით.
5.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2007 წლის 11 დეკემბრის განჩინებით არ
დაუშვა გ.გვიჩიანის და ნ.ჩემიას ინტერესების დამცველი ადვოკატების საჩივარი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007
წლის 16 აპრილის განაჩენის გაუქმების თაობაზე. გ. გვიჩიანის ინტერესების
დამცველი ადვოკატების აზრით, უხეშად დაირღვა სსსკ 537–539 მუხლების
მოთხოვნები, რაც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების უპირობო
საფუძველია.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2007 წლის 11 დეკემბრის განჩინებით
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა საქართველოს სსსკ 547–ე
მუხლის მე–2 ნაწილის მოთხოვნების არ არსებობის გამო. კერძოდ:
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი
სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი
სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი
სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც, შესაძლოა, არსებითად
ემოქმედა განხილვის შედეგზე.
205
2005 წლის 12 მაისი, საქმის #46221/99
436
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
5.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების შეფასება
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გიორგი გვიჩიანის ინტერესების
დამცველი ადვოკატების საკასაციო საჩივარის განხილვაზე უარის თქმა
საქართველოს სსსკ 547–ე მუხლის მე–2 ნაწილის მოთხოვნების საფუძველზე, უნდა
ჩაითვალოს უკანონოდ.
გ.გვიჩიანის ინტერესების დამცველი ადვოკატების მიერ საკასაციო საჩივარში
ჩამოყალიბებული იქნა ის კანონდარღვეველი, რასაც ადგილი ჰქონდა, როგორც
წინასწარი გამოძიების დროს, ასევე პირველი და სააპელაციო სასამართლოს მიერ
საქმის განხილვის პერიოდში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007
წლის 16 აპრილის განაჩენში დაშვებულია მოცემული საქმისათვის რამდენიმე ისეთი
მნიშვნელოვანი კანონდარღვევა, რომლებსაც შეეძლოთ არსებითად ემოქმედათ
განხილვის შედეგზე. მაგალითად: განსასჯელის დაცვის უფლების გარეშე დატოვება;
ექსპერტთა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების ბრალდებულის საწინააღმდეგოდ
გადაწყვეტა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007
წლის 16 აპრილის განაჩენში ადგილი ჰქონდა ისეთი სახის დარღვევებს, რომლებიც
სავსებით აკმაყოფილებდნენ საქართველოს სსსკ 547–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“
ქვეპუნქტის მოთხოვნებს და განხილული უნდა ყოფილიყო საქართველოს უზენაესი
სასამართლოს მიერ.
6. დასკვნა: გიორგი გვიჩიანის სისხლის სამართლის საქმის
სამართლებრივი შეფასება
ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე დასკვნით სახით შეძლება
ითქვას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ადგილი ჰქონდა ისეთ
მნიშვნელოვან დარღვევებ, რასაც შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა სისხლის
სამართლის საქმეზე სასამართლო განაჩენის გამოტანის დროს. მაგალითად:
1. საქართველოს სსსკ 374–ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, „თუ სისხლის
სამართლის საქმეზე ჩატარდა რამდენიმე ექსპერტიზა და ექსპერტებს შორის აზრთა
სხვადასხვაობაა, მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ეჭვი უნდა გადაწყდეს
ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის სასარგებლოდ“.
ვინაიდან მოსამართლემ საბუღალტრო ექსპერტიზების საეჭვო დასკვნები
მტკიცებულებად მიიღო და იგი არ განმარტა ბრალდებულის სასარგებლოდ,
საქართველოს სსსკ 374–ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნათა საფუძველზე,
დაარღვია საქართველოს სსსკ მე–10 მუხლის მოთხოვნები: ეჭვის ეჭვმიტანილის ან
ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის შესახებ.
2. სასამართლოს მიერ უგულვებელყოფილი იქნა 2002 წლის 14 აგვისტოს შემთხვევის
ადგილის დათვალიერების ოქმი. მოსამართლე საერთოდ არ შეხებია შემთხვევის
437
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
ადგილის დათვალიერების ოქმს და ტყვიის გულას შემთხვევის ადგილზე
არარსებობის ფაქტს ადასტურებს, ნიკა ლომინაძის ორი ნათესავის ჩვენებით,
რომლებმაც პირველებმა იპოვეს ნიკა ლომინაძის გვამი. სასამართლოს კარგად არ
შეუსწავლია საქმის მასალები და, შესაბამისად, არ გაურკვევია, რომელი ჩვენება
შეიძლება ყოფილიყო სწორი და, თუ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი არ
იყო სწორი, რატომ არ დადგა მასზედ ხელმომწერი პირების პასუხისმგებლობის
საკითხი.
3. სასამართლოს მიერ არ მომხდარა საქმის მასალების ყოველმხრივი, სრული და
ობიექტური განხილვა, არ იქნა გაანალიზებული შემთხვევის ჩადენის დრო და
შეეძლოთ თუ არა შემსრულებელ პირებს მკვლელობის ჩადენა.
4. როგორც წინასწარი გამოძიების, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის
განხილვის დროს ადგილი ჰქონდა მოსამართლის მიერ დაცვის და ბრალდების
მხარის მოწმეთა არათანაბარ პირობებში დაკითხვას. მაგალითად: გიორგი გვიჩიანმა
მისი
და
ნოდარ
გვიჩიანის
ურთიერთობის
გარკვევისათვის
ითხოვა,
დაკითხულიყვნენ ნოდარ გვიჩიანის მამა და გივი ვიბლიანი. გამოძიების მიერ არც
წინასწარი გამოძიების დროს და არც სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში არ
მომხდარა მათი დაკითხვა, რამაც ხელი შეუშალა საქმის სრულ და ყოველმხრივ
გამოკვლევას.
მოცემული ჩამონათვალის მეორე, მესამე და მეოთხე პუნქტებში მოსამართლის მიერ
დაირღვეულ იქნა საქართველოს სსსკ მე–18 მუხლის მე–2 ნაწილის და ადამიანის
უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის
პირველი ნაწილის მოთხოვნები საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და
სრული გამორკვევის შესახებ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
საქმის სასამართლო განხილვის დროს იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ
გამოერკვია, შეეძლო თუ არა „მაკაროვის“ 9,2 მმ ზომის ტყვიას დაეტოვებინა მის
ზომაზე პატარა 9,0 მმ ზომის ჭრილობა დაკითხა სამი ექსპერტი, რომელთაც მისცეს
სამი განსხვავებული ჩვენაბა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოწვეული სამი ექსპერტის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები იმ საკითხთან
დაკავშირებით, შეეძლო თუ არა „მაკაროვის“ 9,2 მმ ზომის ტყვიას დაეტოვებინა მის
ზომაზე პატარა 9,0 მმ ზომის ჭრილობა? არ განმარტა ბრალდებულის სასარგებლოდ,
პალატის მიერ ექსპერტების დასკვნის ის საკითხები, რომლებიც აპელანტ გიორგი
გვიჩიანს გამამტყუნებლად მიიჩნეოდა, შეკრიბა და ამით დაასაბუთა მოცემულ
საკითხზე თავისი განაჩენი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ 374–ე მუხლის მე–3 ნაწილის
საფუძვლზე დაარღვია საქართველოს სსსკ მე-10 მუხლის მე–4 ნაწილის მოთხოვნები
ეჭვის ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის შესახებ.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი გვიჩიანის ინტერესების დამცველს
438
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
არ მისცა საქმის მასალების გაცნობისათვის გონივრული ვადა, ვინაიდან
წარმოუდგენელია, რომ ადვოკატმა 6 სამუშაო დღის განმავლობაში შეძლოს 18 ტომი
საქმის მასალების სრულყოფილად გაცნობა და სასამართლო პროცესისათვის
სათანადოდ მომზადება, ამით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის
მე–3 ნაწილის მოთხოვნები, საქართველოს სსსკ 84 –ე მუხლით გათვალისწინებული
დამცველის უფლება, გამოიყენოს „ყველა კანონიერი საშუალება და ხერხი“, რომელიც
მას ესაჭიროება ბრალდებულისათვის იურიდიული დახმარების გასაწევად. დაირღვა
აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული
კონვენციის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, ყველა პირს
ჰქონდეს საკმარისი დრო და შესაძლებლობანი საკუთარი დაცვის მოსამზადებლად.
7. გარდა ზემოაღნიშნული დარღვევებისა, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ისეთ
სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც ორი პიროვნების (ნ.ჩემია და გ.გვიჩიანი)
უვადო თავისუფლების აღკვეთის საკითხი განიხილებოდა, არც გამოძიებას და არც
სასამართლოს არ მოუპოვებია ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებიც ნ.ჩემიას,
ა.ხერკელაძის და გ.პაპაჩაშვილის
ნ.ლომინაძის მკვლელობაში მონაწილეობას
დაადასტურებდა.
მოცემული
სასამართლო
გადაწყვეტილებები
ზოგიერთ
შემთხვევებში ემყარება ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს და საექსპერტო
დასკვნებს, რაც ბადებს ეჭვს, რომ სასამართლო განაჩენები უტყუარ
მტკიცებულებებზე დაყრდნობით არ იქნა გამოტანილი.
8. საგულისხმოა აგრეთვე ის გარემოება, რომ გიორგი გვიჩიანი და მისი ინტერესების
დამცველი ადვოკატი გიორგი გვიჩიანის დაკავებას უკავშირებენ 2006 წლის
დასაწყისში საქართველოში შექმნილ საზოგადობრივ მღელვარებას, რომელიც
გამოწვეული იყო 2006 წლის 29 იანვარს მომხდარი სანდრო გირგვლიანი
მკვლელობის ფაქტიდან. კერძოდ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის „დამკვეთად“
საპარლამენტო ოპოზიცია თვლიდა შსს მაღალჩინოსნებს და ითხოვდა, როგორც მათ
დასჯას, ასევე შს მინისტრის გადადგომას.
გიორგი გვიჩიანის ნათესავების და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების
მოსაზრებით, სწორედ გირგვლიანის მკვლელობის გამო ქვეყანაში გამოწვეულმა
საზოგადოებრივმა დაძაბულობამ აიძულა შსს გაეხსნა ე.წ. გახმაურებული,
გაუხსნელი საქმეები, რათა მოეხდინა შსს–ს შელახული რეპუტაციის აღდგენა. ამგვარ
გახმაურებულ გაუხსნელ საქმედ ითვლებოდა 2002 წლის 13 აგვისტოს მომხდარი
„ეი–ი–ეს“ თელასის დირექტორის ნიკა ლომინაძის მკვლელობა. გიორგი გვიჩიანის
დაკავების მიზეზიც მისი ადვოკატების აზრით, სწორედ მისი 2002 წელს ნიკა
ლომინაძესთან ერთად „ეი–ი–ეს“ თელასში მუშაობა და 2006 წელს მისი „თბილგაზის“
დირექტორის თანამდებობა გახდა.
ს.გირგვლიანის მკვლელობის გამო შსს–ს
შელახული რეპუტაციის აღდგენის და საზოგადოებრივი მღელვარების გადაფარვის
მიზნით მოხდა გიორგი გვიჩიანის, როგორც „მათი გუნდის“ მაღალჩინოსანი
თანამდებობის პირის დაკავება ნიკა ლომინაძის მკვლელობის შეკვეთის ბრალდებით.
439
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
მამუკა ნოზაძის სისხლის სამართლის საქმე
2005 წლის 25 ოქტომბერს გორის რაიონულ პროკურატურაში დაიწყო წინასწარი
გამოძიება სისხლის სამართლის #1105933 საქმეზე. 2005 წლის 4 ნოემბერს
ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული მამუკა ჯემალის ძე ნოზაძე,
დაბადებული 1974 წლის 30 სექტემბერს, დანაშაულისთვის გათვალისწინებული სსკ–
ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ა“, ,,გ’’ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, რომ მან
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფთან
ერთად ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
სხვისი ნივთის მოტყუებით მითვისება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ამავე ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული ადვოკატი
მარინა მაზანაშვილი.
2005 წლის 5 ნოემბრის გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გიორგი
მიროტაძის ბრძანებით მამუკა ნოზაძეს აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა
პატიმრობა. ასევე პატიმრობა შეერჩა აღკვეთის ღონისძიებად ბრალდებულ მარინა
მაზანაშვილს.
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მამუკა ნოზაძეს და მარინა მაზანაშვილს ბრალი
დაედოთ შემდეგი:
ბრალდებულ ბესიკ ვართაპეტიანის დედამ შვილის ინტერესების დაცვის მიზნით
მიმართა გორის იურისტთა ასოციაციის ,,თემიდა“–ს ხელმძღვანელს ადვოკატ მამუკა
ნოზაძეს, რომელმაც იურიდიული მომსახურებისთვის გადაახდევინა 200 ლარი და
ორდერით ადვოკატად გაუფორმა თავისი ბიუროს ადვოკატი მარინა მაზანაშვილი,
ამავდროულად ნოზაძემ მას განუმარტა, რომ მარინა მაზანაშვილი იქნებოდა მისი
შვილის ოფიციალური ადვოკატი, ხოლო იგი არაოფიციალურად გადაუწყვეტდა
ყველა საკითხს.
2005 წლის 30 აგვისტოს გორის რაიონული სასამართლოს მიერ ბრალდებულ ბესიკ
ვართაპეტიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 2500 ლარის
ოდენობით, რომლის შეტანაც მოსამართლის ბრძანებით უნდა მომხდარიყო ბანკში
პროცესის მწარმოებელი ორგანოს ანგარიშზე. აღნიშნული ბრძანება ჰქონდათ
ადვოკატებს მამუკა ნოზაძეს და მარინა მაზანაშვილს.
როდესაც ჟენია ვართაპეტიანმა შეაგროვა მისი შვილისთვის დაკისრებული გირაოს
თანხა 2500 ლარი, მან მიმართა მამუკა ნოზაძეს და მარინა მაზანაშვილს და სთხოვა
ანგარიშის ნომერი ბანკში თანხის შესატანად, რომელიც ბრძანებაში იყო
მითითებული. ნოზაძემ და მაზანაშვილმა შეიტყვეს რა, რომ ელისაბედ
ვართაპეტიანს შეგროვილი ჰქონდა გირაოს თანხა 2500 ლარი, განიზრახეს
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოტყუებით დაუფლებოდნენ
ელისაბედ ვართაპეტიანის კუთვნილ ქონებას.
440
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ისინი ჟენია
ვართაპეტიანს შეპირდნენ, რომ მის შვილს არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა და
პატიმრობაში არ აიყვანდნენ და, რომ გირაოს თანხა მოსამართლის ბრძანებაში
განსაზღვრულ ანგარიშზე არ შეეტანა, არამედ შეეტანა პირად ანგარიშზე, რომელსაც
მათივე მითითებით რამდენიმე ხანში ისევ უკან დაიბრუნებდა, რის შემდეგაც 300
ლარი უნდა გადაეცა მათთვის.
ჟენია ვართაპეტიანმა ირწმუნა მარინა მაზანაშვილის და მამუკა ნოზაძის, მათივე
მითითებით 2005 წლის 7 სექტემბერს გირაოს თანხა 2500 ლარი შეიტანა
,,გაერთიანებული ქართული ბანკის“ გორის ფილიალში პირად ანგარიშზე, თანხის
შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი ჟენია ვართაპეტიანმა გადასცა მამუკა
ნოზაძეს, რომელმაც ადვოკატ მარინა მაზანაშვილთან წინასწარი შეთანხმებით
მოახდინა ამ დოკუმენტის ქსეროკოპირება, დედანი დაიტოვა თვითონ, ქსეროასლი
მიუტანა გამომძიებელს გ. ჯეირანაშვილს, რომელსაც შეატყობინა, რომ გირაოს
თანხა შეტანილი იყო. რამდენიმე ხნის შემდეგ ნოზაძე შეხვდა ვართაპეტიანს და
კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ მის შვილს არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა და
ბანკში შეტანილი თანხა უკან გამოეტანა, რის შემდეგაც შეთანხმებისამებრ 300 ლარი
მისთვის და მაზანაშვილისთვის უკან გადაეცა.
ელისაბედ ვართაპეტიანი საუბრის შემდეგ დარწმუნდა, რომ მის მიერ გირაოს თანხის
შეტანა და გამოტანა იყო კანონიერი, მის შვილს აღარ დაიჭერდნენ და 2005 წლის 23
სექტემბერს ბანკიდან გამოიტანა პირად ანგარიშზე შეტანილი თანხა 2500 ლარი,
საიდანაც შეთანხმებისამებრ ნოზაძეს და მაზანაშვილს გადასცა 300 ლარი.
2005 წლის 26 ოქტომბერს მამუკა ნოზაძე შეხვდა ვართაპეტიანს და შეატყობინა
სასწრაფოდ შეეგროვებინა 2500 ლარი და შეეტანა სასამართლო ბრძანებაში
მითითებულ ანგარიშზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის შვილს დააპატიმრებდნენ. რა
დროსაც ელისაბედ ვართაპეტიანი მიხვდა, რომ მარინა მაზანაშვილმა და მამუკა
ნოზაძემ მოატყუეს და თაღლითურად გამოსძალეს 300 ლარი.
მამუკა ნოზაძეს და მარინა მაზანაშვილს ბრალი დაედოთ მასში, რომ თავიანთი
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად
ჩაიდინეს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი
ნივთის თაღლითური გზით მოტყუებით დაუფლება, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი
მიაყენეს დაზარალებულს, დანაშაული გათვალისწინებული სსკ–ის 180–ე მუხლის
,,ა“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით.
2006 წლის 22 მარტს მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვალერი
იოსავას განაჩენით მამუკა ნოზაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 180–ე მუხლის
მე–2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად შეეფარდა 4
(ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ მარინა მაზანაშვილი სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2
ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად შეეფარდა 3 (სამი)
წლით თავისუფლების აღკვეთა.
441
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
სააპელაციო სასამართლოს განაჩენით შეტანილ იქნა ცვლილება 2006 წლის 22
მარტის განაჩენში, მამუკა ნოზაძეს და მარინა მაზანაშვილს მოეხსნათ სსკ–ის 180–ე
მუხლის მე–2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება და ამ
ნაწილში ისინი გამართლდნენ.
მამუკა ნოზაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ა“ და
,,გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მარინა მაზანაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის
,,ა“ და ,,გ“
ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად შეეფარდა 2 (ორი) წლით
თავისუფლების აღკვეთა.
2006 წლის 5 ივლისს, უზენაესი სასამართლოს განჩინებით, მამუკა ნოზაძის
საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
***
სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა მამუკა ნოზაძის სისხლის სამართლის
საქმის მასალები და გაარკვია შემდეგი:
მამუკა ნოზაძის დაკავების კანონიერება
2005 წლის 3 ნოემბერს 11:20 საათზე გორის შს სამმართვლოს სისხლის სამართლის
სამძებრო განყოფილების გამომძიებელმა გიორგი ზერეკიძემ ქ. გორში, ჯორბენაძის
ქ. #10–ში, თავის სამუშაო ოფისში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას
დააკავა
ადვოკატები მამუკა ნოზაძე
და მარინა მაზანაშვილი, რომლებიც
ეჭვმიტანილი იქნენ თაღლითობის ჩადენაში.
ეჭვმიტანილად დაკავების ოქმის გაცნობით ცხადი ხდება, რომ მამუკა ნოზაძის
დაკავებისას გამომძიებელმა გ. ზერეკიძემ დაარღვია სსსკ–ის 73–ე მუხლის პირველი
ნაწილის ,,ა1’’ ქვეპუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად, ეჭვმიტანილს
,,დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ, მისთვის გასაგებ ენაზე, ეცნობოს საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელი დანაშაულის
ჩადენაში არსებობს მის მიმართ ეჭვი და გადაეცეს დაკავების ოქმის ასლი;“ მამუკა
ნოზაძის დაკავების ოქმში არ არის მითითებული ფაქტობრივი გარემოებები,
კონკრეტულად, თუ რა დანაშაულის ჩადენაში და თაღლითობის მუხლის რომელი
ნაწილით იქნა ეჭვმიტანილი მამუკა ნოზაძე. ამასთანავე, არ არის მითითებული,
მამუკა ნოზაძეს გადაეცა თუ არა დაკავების ოქმის ასლი. აღნიშნულთან
დაკავშირებით შენიშვნაც კი არ არის ოქმში გაკეთებული.
დაკავების ოქმში ასევე არ არის მითითებული მამუკა ნოზაძე სსსკ–ის 142–ე მუხლის
გათვალისწინებული რომელი საფუძვლით იქნა ეჭვმიტანილად დაკავებული.
ზ/ა ქმედებით გამომძიებელმა გიორგი ზერეკიძემ დაარღვია სსსკ–ის 146–ე მუხლით
გათვალისწინებული დაკავების კანონიერებისა და დასაბუთებულობის საპროცესო
გაფორმებისა და შემოწმების წესები (სსსკ–ის 2004 წლის 13 აგვისტოს ცვლილებები),
442
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
რაც მოწმობს, რომ მამუკა ნოზაძის დაკავებისას დაირღვა სსსკ–ის მე–12 მუხლის 1–
ლი და მე–2 ნაწილის206 მოთხოვნები.
ამდენად, ეჭვმიტანილად დაკავების ოქმში მითითებული ფაქტები ცხადყოფენ, რომ
მამუკა ნოზაძის დაკავება მოხდა კანონდარღვევით და დაუსაბუთებლად.
მამუკა ნოზაძისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების კანონიერება
2005 წლის 4 ნოემბერს, 20:50 საათზე, გორის რ–ის სს სამმართველოს სისხლის
სამართლის სამძებრო განყოფილების გამომძიებელმა ტ. გეჯაძემ შუამდგომლობით
მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს
ბრალდებულ მამუკა ნოზაძისთვის
აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შერჩევის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ
ნოზაძეს ბრალი ედება მძიმე დანაშაულის ჩადენაში, ამასთან არსებობს ვარაუდი,
რომ თავისუფლებაში ყოფნით იგი ზეგავლენას იქონიებს დაზარალებულზე,
მოსალოდნელი სასჯელის შიშით დაემალება და ხელს შეუშლის წინასწარ
გამოძიებას.
2005 წლის 5 ნოემბერს, 02:25 საათზე, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის
გიორგი მიროტაძის ბრძანებით მამუკა ნოზაძეს აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა
პატიმრობა.
საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე ვასკვნით, რომ მოსამართლე მიროტაძის
მიერ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხის განხილვისას არ იქნა
გათვალსიწინებული ნოზაძის დაკავებისას საქართველოს კონსტიტუციის მე–18
მუხლის207 და სსსკ–ის 146–ე208 და 150–ე209 მუხლების მოთხოვნები. ადამიანის
თავისუფლების ხელშეუხებლობა კონსტიტუციური უფლებაა და სასამართლოს
აკისრია კონტროლი პირის დაკავებისას გამომძიებლისა და პროკურორის
მოქმედებათა კანონიერებასა და დასაბუთებულობაზე, რაც მოსამართლის მიერ არ
განხორციელებულა.
206
,,დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს დაკავების ან დაპატიმრებისთანავე უნდა განემარტოს მისი
უფლებები და თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი.
თუ დაკავების ოქმი არ შეუდგენიათ ზემოაღნიშნული პირობების დაცვით, აგრეთვე, თუ იგი
დაკავებულს არ გადაეცა, თავისუფლებაშეზრუდული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“,
დაკავებული უნდა გათავისუფლდეს თუ; ,,დაკავებისას არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის
საპროცესო კანონი“.,
207
,,დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს დაკავების ან დაპატიმრებისთანავე უნდა განემარტოს მისი
უფლებები და თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი.“
208
,,თუ დაკავების ოქმი არ შეუდგენიათ ზემოაღნიშნული პირობების დაცვით, აგრეთვე, თუ იგი
დაკავებულს არ გადაეცა, თავისუფლებაშეზრუდული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“,
209
დაკავებული უნდა გათავისუფლდეს თუ; ,,დაკავებისას არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის
საპროცესო კანონი“.,
443
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
მოსამართლე მიროტაძემ ასევე დაარღვია სსსკ–ის 151–ე მუხლის მე–3 ნაწილის
მოთხოვნა, რომლის თანახმად ,,აღკვეთის ღონისძიების დაპატიმრების გამოყენების
საფუძველი შეიძლება იყოს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული
დაემალება გამოძიებასა და სასამართლოს, ხელს შეუშლის საქმეზე ჭეშმარიტების
დადგენას ანდა ჩადენილია მძიმე დანაშაული“.
კანონის ეს ნორმა დისპოზიციურია და არ ავალდებულებს მოსამართლეს,
მითითებულ შემთხვევებში აუცილებლად აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა
გამოიყენოს. ამასთანავე, კანონის მოთხოვნაა, არსებობდეს დასაბუთებული ვარაუდი,
რომ ბრალდებული დაემალება გამოძიებასა და სასამართლოს, ხელს შეუშლის
საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას. ანუ ვარაუდი უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ
ფაქტებს, რაც მოსამართლის ბრძანებაში არ არის მითითებული.
მ.ნოზაძე იყო ადვოკატი, მძიმე ოჯახური პირობებით და შესაძლებელი იყო მისთვის
პატიმრობაზე უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების შერჩევა, მით უმეტეს, მამუკა
ნოზაძემ სასამართლო განხილვისას განაცხადა, რომ იგი ითანამშრომლებდა
გამოძიებასთან და ხელს შეუწყობდა ჭეშმარიტების დადგენაში. ყოველივე
აღნიშნულის გათვალისწინებით მოსამართლეს კონკრეტულად არ დაუსაბუთებია,
რა გარემოებებიდან გამომდინარეობდა, რომ მ. ნოზაძე დაემალებოდა გამოძიებას,
ხელს შეუშლიდა ჭეშმარიტების დადგენას, რისთვისაც აუცილებელი იყო აღკვეთის
ღონისძიებად პატიმრობის გამოყენება.
ამდენად, მოსამართლე გიორგი მიროტაძემ არ მისცა სათანადო შეფასება მამუკა
ნოზაძის დაკავებისას არსებულ დარღვევებს, არ გაითვალისწინა მისი პიროვნება და
ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიიჩნია საფუძვლიანად აღკვეთის ღონისძიებად
პატიმრობის გამოყენება, რითაც დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენციის მე–5 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რომ ყველას აქვს
თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება
აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საფუძვლიანად არის
მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის თუ მისი ჩადენის შემდეგ
მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა.
დაუსაბუთებელი განაჩენი – საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და
სრული გამოკვლევის მოთხოვნის დარღვევა
2005 წლის 30 აგვისტოს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ბონდო
ვათიაშვილმა გამოიტანა ბრძანება და ბრალდებულ ბესიკ ვართაპეტიანს აღკვეთის
ღონისძიებად შეუფარდა გირაო 2500 ლარით. თანხის შეტანა უნდა მომხდარიყო
საქართველოს ეროვნულ ბანკში, საქართველოს გენერალური პროკურატურის
დეპოზიტზე ხუთი დღის ვადაში, 2005 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით. ბრძანების
პირები უნდა გადაეგზავნათ სსსკ–ის 140–ე მუხლის მე–16 ნაწილში მითითებულ
პირებისა და ორგანოებისთვის.
სსსკ–ის 168–ე მუხლის თანახმად, ,,გირაო არის ფულადი თანხა ან ფასეულობა,
რომელიც სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ან წინასწარი
444
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
გამოძიების ორგანოს დეპოზიტზე შეაქვს ბრალდებულს, განსასჯელს ან მათი
სახელით სხვა პირს სასამართლოსათვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით
ბრალდებულის,
განსასჯელის
სათანადო
ქცევისა
და
გამომძიებელთან,
პროკურორთან ან სასამართლოში დროული გამოცხადების უზრუნველყოფის
თაობაზე. გირაოს მიღების შემდეგ დგება ოქმი, რომლის ასლი გადაეცემა გირაოს
შემტანს“. ამავე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, ,,გირაოს შეტანის წინ შემტანს
აფრთხილებენ წერილობითი ვალდებულებებით განსაზღვრული პირობების
შეუსრულებლობის იმ შესაძლო შედეგების შესახებ, რომლებიც მითითებულია ამ
მუხლის მე-5 ნაწილში.“
ზ/ა კანონის მოთხოვნების შესაბამისად, გირაოს შერჩევის შემდეგ უნდა შემდგარიყო
დოკუმენტი (აპარატში ამგვარი დოკუმენტი არ არის წარმოდგენილი), რომლის
მიხედვით ბესიკ ვართაპეტიანს უნდა ჩამორთმეოდა წერილობითი ვალდებულება
გირაოს თანხის შეტანაზე და სათანადო ქცევაზე, რომლის ასლი აუცილებლად უნდა
გადასცემოდა გირაოს შემტანს, კონკრეტულ შემთხვევაში, ბესიკ ვართაპეტიანს.
7 სექტემბერს ბესიკ ვართაპეტიანის დის ლუიზა ვართაპეტიანის პირად ანგარიშზე
შეტანილ იქნა თანხა 2500 ლარი გაერთიანებულ ქართულ ბანკში, რაც 23 სექტემბერს
უკანვე იქნა გატანილი.
2005 წლის 25 ოქტომბერს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს
ბესიკ ვართაპეტიანის მიმართ შეფარდებული გირაოს დაპატიმრებით შეცვლის
თაობაზე. 26 ოქტომბერს მოსამართლის ბრძანებით ბესიკ ვართაპეტიანს აღკვეთის
ღონისძიება გირაო შეეცვალა პატიმრობით.
2005 წლის 3 ნოემბერს მამუკა ნოზაძე თაღლითობის ფაქტზე ეჭვმიტანილის სახით
იქნა დაკავებული. 2005 წლის 4 ნოემბერს, გორის შს სამმართველოს #1
განყოფილების გამომძიებელ ტ. გეჯაძის დადგენილებით, მამუკა ნოზაძე
ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული.
ბრალდებულად დაკითხვისას ნოზაძემ თავი არ ცნო დამნაშავედ და აჩვენა, რომ
ბრალდება არის მოგონილი, რომელთანაც მას არანაირი კავშირი არ აქვს. მის მიმართ
მიზანმიმართულად მიმდინარეობს ბრძოლა პირადი დაინტერესების გამო.
მამუკა ნოზაძის ბრალდებას საფუძვლად დაედო შემდეგი მტკიცებულებები:
– დაზარალებულ ელისაბედ(ჟენია) ვართაპეტიანის ჩვენება;
– მოწმეების ლუიზა ვართაპეტიანის, გიორგი ჯეირანაშვილის, თინათინ
აკოფოვის ჩვენებები.
საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე ცხადი ხდება, რომ შეკრებილი
მტკიცებულებები არ არის საკმარისი და უტყუარი დასკვნისთვის მამუკა ნოზაძის
მიერ ინკრიმინირებული ქმედების ჩადენის თაობაზე. კერძოდ:
445
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
–
–
–
–
–
–
–
–
–
–
ბრალდების მოწმე თინათინ აკოფიანი არის დაზარალებულ ელისაბედ
ვართაპეტიანის და, რომლის ჩვენებაც არ შეიცავს ნოზაძის ბრალდების
დამადასტურებელ არანაირ ინფორმაციას;
ბრალდების მოწმე ლუიზა ვართაპეტიანი კონკრეტულად არ ასახელებს, თუ
რა თაღლითური ქმედებები განხორციელდა უშუალოდ მამუკა ნოზაძის მიერ.
ამასთანავე, ლუიზა ვართაპეტიანი არის ბესიკ ვართაპეტიანის და,
სავარაუდოდ, დაინტერესებული პირი, რის გამოც მისი ჩვენებების
უტყუარობა დგება ეჭვქვეშ;
ბრალდების მოწმე ჟენია (იგივე ელისაბედ) ვართაპეტიანი არის ბესიკ
ვართაპეტიანის დედა, რომელიც შემდეგში დაზარალებულად იქნა ცნობილი.
იმის გათვალისწინებით, რომ ჟენია ვართაპეტიანი ამ საქმეზე მოწმის სახით
იკითხება მას შემდეგ, რაც მის შვილს შეუფარდეს პატიმრობა, ხოლო მისი
ჩვენების მიცემის შემდეგ პატიმრობა შეიცვალა პოლიციის ზედამხედველობის
ქვეშ გადაცემით, ცხადია, მისი ჩვენებების ობიექტურობა დგება ეჭვქვეშ;
კონკრეტულ საქმეში სადავო არ არის ის ფაქტი, რომ მამუკა ნოზაძე არ იყო
ბესიკ ვართაპეტიანის ოფიციალური ადვოკატი;
საქმის მასალებით დადგენილი არ არის მამუკა ნოზაძეს, როგორც
,,არაოფიციალურ“ ადვოკატს, რა სახის დახმარება უნდა გაეწია
ვართაპეტიანისთვის;
ბესიკ ვართაპეტიანის ინტერესების დამცველი ადვოკატი მარინა მაზანაშვილი
თავის ჩვენებებში კატეგორიულად უარყოფს
ვართაპეტიანის საქმესთან
მამუკა ნოზაძის შემხებლობას;
მიუხედავად იმისა, რომ ჟენია ვართაპეტიანი არის დაინტერესებული პირი,
იგი არ უარყოფს, რომ 300 ლარი მან ადვოკატებს გადასცა პატივისცემის
მიზნით, რაც გამორიცხავს თაღლითური ქმედების ბრალდებას;
დაცვის მოწმეების მანანა ბედოშვილის, იზოლდა ნოზაძის, ხათუნა
ბაბუციძის, ქეთევან ნანიშვილის, ნანა ნანიშვილის ჩვენებებით დასტურდება,
რომ მაზანაშვილი ეჩხუბებოდა ჟენია ვართაპეტიანს, შეეტანა თანხა, თორემ
მის შვილს დაიჭერდნენ. აღნიშნულ ჩვენებები სასამართლომ არ გაიზიარა იმ
მოტივით, რომ ისინი იყვნენ განსასჯელების ახლობლები, მაგრამ იგივე
ვართაპეტიანის ოჯახის წევრების და ახლობლების ჩვენებები გაიზიარა
ბრალდების მტკიცებულებად;
საქმის მასალებით სადავო არ არის ის ფაქტი, რომ გირაოს გადახდის
დამადასტურებელი დოკუმენტები ჩაიდო საქმეში, მაგრამ უყურადღებობის
გამო გამომძიებელ ჯეირანაშვილს არ შეუმოწმებია ქვითრების წარმომავლობა.
აღნიშნული ფაქტი მოწმობს, რომ შესაძლებელია, ეს ყოფილიყო ჟენია
ვართაპეტიანის მიერ უცოდინრობის გამო დაშვებული შეცდომა ან/და
შეცდომა გამომძიებლის, რომელსაც ევალებოდა მათი გადამოწმება;
ბრალდება ადვოკატებს ფაქტობრივად ადანაშაულებს „ადვოკატთა შესახებ“
საქართველოს კანონის მე–8 მუხლის დარღვევაში, რომ ,,ადვოკატი
ვალდებულია არ განახორციელოს ისეთი ქმედება და არ დაამყაროს ისეთი
ურთიერთობა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის კლიენტის ინტერესებს,
ადვოკატის პროფესიულ საქმიანობას ან დამოუკიდებლობას.“ ასევე ედავება
სსსკ–ის 84–ე მუხლის დარღვევაში, რომლის თანახმად, ,,დამცველს უფლება
არა აქვს იმოქმედოს ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის ინტერესების
446
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
საზიანოდ“. იმის გათვალისწინებით, რომ ნოზაძეს და მაზანაშვილს კარგად
ჰქონდათ გაცნობიერებული, რა შედეგი მოჰყვებოდა იმ ქმედებას, რასაც მათ
ვართაპეტიანი სდებს ბრალად, ნაკლებად სარწმუნოა, რომ ნოზაძეს 150
ლარისთვის ან 300 ლარისთვის ჩაედინა ამგვარი უკანონო ქმედება, არა მარტო
ბესიკ ვართაპეტიანის, არამედ თავისი თავის საწინააღმდეგოდ;
– გირაოს დაბრუნების წესის გათვალისწინებით, ვართაპეტიანს გირაოს თანხა
განაჩენის აღსრულებიდან ერთ თვეში ისედაც დაუბრუნდებოდა უკან და თუ
იქიდან 300 ლარს აჩუქებდა ადვოკატებს, აქ არანაირ კრიმინალს არ ექნებოდა
ადგილი. ანუ 300 ლარის მისაღებად არ იყო აუცილებელი, ადვოკატებს
მოეტყუებინათ ვართაპეტიანი, ეს თანხა შეიძლებოდა მიეღოთ იმ
შემთხვევაშიც, თუ ყველაფერი შესრულდებოდა ბრძანების შესაბამისად, ანუ
გაურკვეველია მიზანი, თუ რატომ უნდა
მიეთითებინათ ადვოკატებს
ვართაპეტიანსთვის გირაოს თანხის მაინცდამაინც პირად ანგარიშზე შეტანა;
– მ. ნოზაძის მიერ თაღლითური ქმედების ჩადენის ფაქტს ეჭვქვეშ აყენებს ის
გარემოებაც, რომ თუ ნოზაძეს და მაზანაშვილის ჰქონდათ ამგვარი მეთოდი
აღკვეთის ღონისძიების გირაოს შერჩევისას თანხების დაუფლების, მაშინ მათ
ანალოგიური ხერხი უნდა ჰქონოდათ გამოყენებული სხვა საქმეებშიც, მაგრამ
ამგვარი მტკიცებულება, მიუხედავად გამოძიების დაინტერესებისა, ვერ იქნა
მოძიებული;
– გამოძიების დაინტერესებას მხოლოდ მამუკა ნოზაძის საქმით ცხადყოფს ის
ფაქტიც, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გორის რაიონული
სასამართლოდან მიღებული ინფორმაციით, 2005 წლის 29 აგვისტოს ბესიკ
ვართაპეტიანის მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე დღემდე
განაჩენი არ არის გამოტანილი.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ცხადი ხდება, რომ მამუკა
ნოზაძეს, როგორც ადვოკატს, არ ჰქონია შემხებლობა ბესიკ ვართაპეტიანის
საქმესთან, ასევე, მას, როგორც კერძო პირს, არანაირი ქმედება არ განუხორციელებია
ვართაპეტიანის ნდობის მოსაპოვებლად; გამოძიებით არ დადგენილა, ნოზაძემ
კონკრეტულად რა ქმედება განახორციელა ჟენია ვართაპეტიანის მოსატყუებლად,
დაეუფლა თუ არა რაიმე თანხას და, საბოლოოდ, გაურკვევლია აღნიშნული
დანაშაულის ჩადენის მიზანი. ვინაიდან თაღლითობის ობიექტია საკუთრებითი
ურთიერთობები, დამაჯერებლობას მოკლებულია მტკიცება იმის შესახებ, რომ
მამუკა ნოზაძეს, სავარაუდოდ 150 ლარის მიღების მიზნით (რომელსაც დაეუფლა თუ
არა, არ დასტურდება), ემოქმედა ბრალდებულის ინტერესების საზიანოდ და
ამგვარი ფორმით განეზრახა დანაშაულის ჩადენა, მაშინ, როცა გარკვეული დროის
გასვლის შემდეგ, დანაშაულებრივი ქმედებების გარეშე, ადვოკატებს შეეძლოთ
მიეღო ვართაპეტიანისგან ,,ადვოკატების საპატივცემულოდ“ გამიზნული თანხა.
ამდენად, საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე ვასკვნით, რომ გამოძიებამ,
პროკურორმა და სასამართლომ უხეშად დაარღვიეს სსსკ–ის მე–18 მუხლის
მოთხოვნა საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, ობიექტურ და სრულ გამოკვლევაზე,
ვინაიდან უტყუარად არ დადგენილა, მოხდა თუ არა დანაშაული და ვინ ჩაიდინა
იგი.
447
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
მამუკა ნოზაძის საქმის გამოძიებისას ქვემდებარეობის წესების დარღვევა
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 62–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად,
ადვოკატის მიერ ჩადენილ დანაშაულთა საქმეები პროკურატურის გამომძიებლის
საგამოძიებო ქვემდებარეობას მიეკუთვნება.
მამუკა ნოზაძე 2000 წლიდან იყო რა ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ადვოკატი, მის
მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის წარმოება უნდა განეხორციელებინა
გორის რაიონის პროკურატურის გამომძიებელს. თუმცა, როგორც საქმის
მასალებიდან ირკვევა, მართალია, 2005 წლის 25 ოქტომბერს გორის რაიონულ
პროკურატურაში დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის #1105933
საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ–ის 180–ე მუხლის პირველი ნაწილით,
მაგრამ მამუკა ნოზაძე ეჭვმიტანილად დააკავა და შემდეგში გამოძიება აწარმოა
გორის შს სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების
გამომძიებელმა გიორგი ზერეკიძემ.
ზ/აღნიშნული გარემოება წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კანონის
დარღვევას და განაჩენის ყველა შემთხვევაში გაუქმების საფუძველს, ვინაიდან
მტკიცებულებები მოპოვებულ იქნა იმ გამომძიებლის და ორგანოს მიერ, რომელიც
არ იყო უფლებამოსილი შეეკრიბა ამ საქმეზე მტკიცებულებები.
ამდენად, მამუკა ნოზაძის საქმის წინასწარი გამოძიების პროცესში დაირღვა საქმის
წარმოების უწყებრივი და პერსონალური საგამოძიებო ქვემდებარეობის წესები.
შესაბამისად, ამ გზით მიღებული მტკიცებულებები ცნობილი უნდა ყოფილიყო
დაუშვებლად და საფუძვლად არ უნდა დასდებოდა მამუკა ნოზაძის გამამტყუნებელ
განაჩენს.
დასკვნა:
სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა რა მამუკა ნოზაძის სისხლის სამართლის
საქმის მასალები, ასკვნის, რომ სისხლის სამართლის საქმის არაუფლებამოსილი
ორგანოს მიერ გამოძიება, საქმის გარემოებათა არასრულად და არაობიექტურად
გამოძიება, დაკავებისას ეჭვმიტანილად დაკავების კანონის მოთხოვნების უხეშად
დარღვევა, საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების არარსებობა, სასამართლო
გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობა, დაცვის მხარის მტკიცებულებების
გაუზიარებლობა, დაინტერესებულ პირთა ჩვენებების გაზიარება
და ზემოთ
მოყვანილი სხვა საეჭვო გარემოებების არსებობა მიუთითებს, რომ მამუკა ნოზაძის
მიმართ საქმის სასამართლო განხილვისას დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის
მე–40 მუხლის მოთხოვნა, რომ ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის
პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი
უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი,
რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს
ბრალდებულის სასარგებლოდ.“ ყოველივე აღნიშნული ცხადყოფს მამუკა ნოზაძის
საქმის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას.
ედუარდ კაკაბაძის სისხლის სამართლის საქმე
448
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
2004 წლის 24 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის
საგამომძიებლო დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის #9204118 საქმე შპს
,,სანდოს“, ზუგდიდის საოლქო საგადასახადო ინსპექციის და აჭარის საგადასახადო
დეპარტამენტის
ხელმძღვანელი
მუშაკების
სახელით
ყალბი
ქონებრივი
უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების არაერთგზის დამზადების,
გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, სსკ–ის 210–ე მუხლის მეორე ნაწ.
,,ა“ ,,ბ“ ქ/პ და 341–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების მიხედვით.
2005 წლის 26 დეკემბერს აჭარის ა/რ საოლქო პროკურატურის შენობაში დაკავებულ
იქნა 2001 წლიდან 2003 წლის 30 ივნისამდე
აჭარის მინისტრთა საბჭოს
თავმჯდომარე ედუარდ კაკაბაძე.
2005 წლის 28 დეკემბერს ედუარდ კაკაბაძე ბრალდებულის სახით იქნა
პასუხისგებაში მიცემული იმის გამო, რომ მან პირთა ჯგუფთან წინასწარი
შეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჩაიდინა თაღლითობა
არაერთგზის.
ედუარდ კაკაბაძის ბრალდება გამოიხატა მასში, რომ ქ. ზესტაფონში დუმბაძის ქ.
#32–ში მცხოვრებმა ვლადიმერ ფოფხაძემ განიზრახა თაღლითური გზით,
მოტყუებით,
მართლსაწინააღმდეგოდ
დაუფლებოდა
და
მიესაკუთრებინა
სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა. განზრახვის
სისრულეში მოყვანის მიზნით იგი დაუკავშირდა აჭარის არ აღორძინების კავშირის
ქ. თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელს ცოტნე ბაკურიას, ხოლო ამ
უკანასკნელის მეშვეობით კი აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ედუარდ
კაკაბაძეს, რომელსაც აჭარის არ მეთაურთან 2003 წლის 13 მაისს ჩატარებული
თათბირის #18 ოქმით, ამავე დროს დავალებული ჰქონდა თავის ძირითად
საქმიანობასთან ერთად უშუალო კონტროლი და ხელმძღვანელობა გაეწია აჭარის არ
საგადასახადო დეპარტამენტისთვის. ვლადიმერ ფოფხაძე განზრახვის სისრულეში
მოყვანის მიზნით ასევე დაუკავშირდა აჭარის არ ფინანსთა მინისტრს დავით
აბაშიძეს, აჭარის საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს აკაკი
წერეთელს და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროსს თამაზ აბუსერიძეს,
რომლებსაც წინასწარ შეუთანხმდა თუკი ვლადიმერ ფოფხაძე იყიდდა
საზოგადოებას, რომლის ანგარიშზე იქნებოდა დიდი ოდენობით ყალბად
წარმოქმნილი აქტივი, ისინი შესძლებდნენ აღნიშნული საწარმოს ხელახლა
დარეგისტრირებას აჭარის არ ტერიტორიაზე, მისთვის ახალი საიდენტიფიკაციო
კოდის მინიჭებას და შემდეგში აქტივში მითითებული თანხის ნაღდი
ანგარიშსწორების სახით გამოტანას.
ზემოთხსენებულ პირებთან დანაშაულებრივად დაკავშირებულმა ფოფხაძემ, 2003
წლის თებერვლის თვეში, გამოძიებით დაუდგენელი პირების დახმარებითა და
ხელშეწყობით, არაერთგზის, ყალბად დაამზადა ქონებრივი უფლებამოსილების
დამადასტურებელი და სხვა ოფიციალური დოკუმენტაცია. კერძოდ, 1998 წლის 12
მარტის თარიღით ყალბად დაამზადა ზუგდიდში მცხოვრებ ციალა კაკულიას და
რეზო გვასალიას 1995 წელს დაფუძნებული შპს ,,სანდოს“ საიდენტიფიკაციო კოდი
(#219992596), 100%–იანი წილის მიღების დოკუმენტაცია, 1998 წლის 9 მარტის
449
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
თარიღით ყალბად დაამზადა პარტნიორთა კრების ოქმი, 12 მარტის თარიღით ციალა
კაკულიასგან და თემურაზ გვასალიასგან წილის დათმობის ხელშეკრულება,
მოსამართლე კოზმავას გვარით დადგენილება შპს ,,სანდოს“
რეგისტრაციის
თაობაზე, შპს ,,სანდოს“ წესდება, რევაზ გვასალიას სახელით დაამზადა 1996–97
წლების შპს ,,სანდოს’’ ბალანსები, ხოლო თავისი სახელით 1998–2002 წლის
ბალანსები, 1998 წლის დეკემბრის თვის შპს ,,სანდოს“ დღგ–ს ყოველთვიური
დეკლარაცია, რომელშიც ყალბად დააფიქსირა ოთხი მილიონო ლარის ზედმეტობა
და ამავე თვის აქციზის გადასახადის დეკლარაცია, რომელშიც ასევე ყალბად უჩვენა
ათი მილიონი ლარის ზედმეტობა. მანვე, ასევე ყალბად დაამზადა შპს ,,სანდოს“
აქციზის პირადი ბარათი, რაშიც დააფიქსირა ათი მილიონი ლარის ზედმეტობა. ე.ი.
ფოფხაძემ დაამზადა ყალბი დოკუმენტაცია, რათა ზემოთხსენებულ პირთან ერთად
თაღლითურად დაუფლებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 14 მილიონ ლარს.
ვლადიმერ ფოფხაძემ ასევე ყალბად დაამზადა ოფიციალური დოკუმენტი
მოსამართლის დადგენილება, რომელშიც საზოგადოების საქმიანობის მისამართად
ყალბად დააფიქსირა ქ. ბათუმი გამსახურდიას ქ. #25 და წესდება. ამის შემდეგ, ცოტნე
ბაკურიას უშუალო ხელმძღვანელობით დანაშაულებრივმა ჯგუფმა
ედუარდ
კაკაბაძის, აკაკი წერეთლუის, თამაზ აბუსერიძის და დავით აბაშიძის
შემადგენლობით, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით,
საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ შპს ,,სანდო“ აღრიცხვაზე
აიყვანა არა როგორც გადმოსული, არამედ, როგორც ახლადშექმნილი საზოგადოება
და მიანიჭა ახალი საიდენტიფიკაციო კოდი, მათ ასევე არ მოახდინეს ახალი
სარეგისტრაციო ფორმის შევსება და არც წარმოდგენილი დოკუმენტების სისწორე
გადაამოწმეს.
მას შემდეგ, რაც შპს ,,სანდო“ ყალბად წარმოქმნილი 14 მილიონ საგადასახადო
აქტივითურთ რეგისტრირებულ იქნა აჭარის არ საგადასახადო დეპარტამენტში,
თაღლითური გზით თანხების დასაუფლებლად საჭირო გახდა რიგი ფინანსური
ოპერაციის განხორციელება. ამ მიზნით ვლ. ფოფხაძემ ხელშეკრულება გაუფორმა შპს
,,ოჯთ“–ს, რომლითაც ივალდებულა მასზე რიცხული ზედმეტობიდან 1 მილიონი
ლარი გადაეცა შპს ,,ოჯთ“–სთვის. 2003 წლის 24 დეკემბერს 2004 წლის 27 იანვრის
ჩათვლით პერიოდში შპს ,,სანდოს“ სახელზე ყალბად შექმნილი ზედმეტობიდან ვლ.
ფოფხაძე დაეუფლა და შპს ,,ოჯთ“–ს გადასცა სულ 1 000 553 ლარი.
ვლ. ფოფხაძემ იმავე განზრახვით, 2003 წლის 29 მაისს, მიმართა აჭარის აქციზური
მარკების სამსახურს და მოითხოვა მიეცათ ,,აქციზური მარკების მომხმარებლის
დამადასტურებელი ცნობა“, ამასთან წარუდგინა 2003 წლის 20 მაისს სასამართლოს
ყალბი დადგენილება, ასევე აჭარის საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის
მოადგილის აკაკი წერეთლის ზემოთხსენებულ პირებთან წინასწარი შეთანხმებით
გაცემული ყალბი ცნობა, რომ მას აქცისში ვითომ ერიცხებოდა 2 000 000 ლარის
მეტობა და ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ, ხოლო 30 მაისიდან კი მოითხოვა
სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლური სასმელებისთვის განკუთვნილი აქციზური
მარკების გაცემა. 30 მაისიდან იმავე წლის 19 დეკემბრამდე მან აჭარის აქციზური
მარკების სამსახურიდან მიიღო სულ 4 522 745 ცალი სხვადასხვა დასახელების და
ტევადობის ალკოჰოლიანი სასმელების აქციზური მარკა, საერთო ღირებულებით 939
450
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
549,46 ლარის ოდენობით, აღნიშნულ მარკებს ვლ. ფოფხაძემ ნაღდი
ანგარიშსწორებით რეალიზაცია გაუკეთა სხვადასხვა ორგანიზაციებსა და კერძო
პირებზე, ამონაგები დიდი ოდენობით თანხა–939 549,46 ლარი მითვისებულ იქნა,
დანაშაულებრივად დაკავშირებული პირების – ედუარდ კაკაბაძის, აკაკი წერეთლის,
ცოტნე ბაკურიას, დავით აბაშიძის, თამაზ აბუსერიძის და ვლადიმერ ფოფხაძის მიერ.
ვლადიმერ ფოფხაძემ, როგორც დღგ–ს გადამხდელმა აჭარის
საგადასახადო
დეპარტამენტიდან სხვადასხვა დროს ოფიციალურად მიიღო გარკვეული
რაოდენობის საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლებიდანაც მის მიერ
გახარჯულ იქნა მხოლოდ ერთი ანგარიშფაქტურა, რომლის მიხედვით შპს ,,სანდომ“
შპს ,,მ–ქენ“–ს მიაწოდა 91 440 ლარის ღირებულების 720 ტონა მარგანეცის
კონცენტრატი. აღნიშნული საქონლის დღგ–მ შეადგინა 15 240 ლარი, რაც გადახდილ
იქნა შპს ,,სანდოს’’ ანგარიშზე არსებული ყალბი აქტივიდან.
ვლადიმერ ფოფხაძემ და მასთან დანაშაულებრივად დაკავშირებულმა პირთა
ჯგუფმა იმ მიზნით, რომ ეჭვი არ შეეტანათ შპს ,,სანდოს“ ანგარიშზე დიდი
ოდენობით თანხების არსებობაზე, თავიანთი ქმედების შესანიღბად და შემდეგ
თანხის მოსახსნელად გადაწყვიტეს შეექმნათ ინდ. საწარმო. 2003 წლის 03
სექტემბერს რეგისტრაციაში გატარდა ინდ. საწარმო ,,ვლადიმერ ფოფხაძე ვარციხე“,
რომელშიც შემდეგში გადაიტანა შპს ,,სანდოს“ ანგარიშზე დარჩენილი 10 მილიონი
ყალბი აქტივიდან 600 000 ლარის აქტივი და შესძლო პირთა ჯგუფთან ერთად
ზემოთ აღნიშნული თანხის მითვისება.
ამდენად, ვლადიმერ ფოფხაძემ ედუარდ კაკაბაძესთან, აკაკი წერეთელთან, ცოტნე
ბაკურიასთან, დავით აბაშიძესთან და თამაზ აბუსერიძესთან ერთად 2003 წლის
მაისიდან 2004 წლის ბოლომდე შესძლო ყალბი დოკუმენტების დამზადება, შეძენა,
გამოყენების გზით შპს ,,სანდოს“ ანგარიშზე ყალბად შეექმნათ 14 000 000 ლარის
უკანონო საგადასახადო აქტივი, რომლიდანაც თაღლითური გზით, მოტყუებით,
წინასწარი შეთანხმებით,
მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ სახელმწიფო
ბიუჯეტის კუთვნილ დიდი ოდენობის თანხას 2 555 355, 66 ლარს, ხოლო დარჩენილი
11 444 644,34 ლარის მოტყუებით მითვისება მათ ვერ შესძლეს, ვინაიდან იქნენ
მხილებულნი ჩადენილ დანაშაულში.
ზემოთ აღნიშნულის გამო ედუარდ კაკაბაძეს წაეყენა ბრალდება დანაშაულში,
გათვალისწინებული სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“
ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
2006 წლის 10 იანვარს მიღებულ იქნა დადგენილება ცოტნე ბაკურიას ბრალდებულის
სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, დანაშაული
გათვალისწინებული სსკ–ის 180–ე მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტით, ამავე
ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. მიმალვაში მყოფ ცოტნე ბაკურიას აღკვეთის ღონისძიებად
შეეფარდა დაპატიმრება და გამოცხადდა ძებნა.
2006 წლის 17 იანვრის
დადგენილებით ცოტნე ბაკურიას ადგილსამყოფელის დაუდგენლობის გამო ცალკე
წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე.
451
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
2006 წლის 19 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯ. ბეჟანიძის
განაჩენით:
1. დაკმაყოფილდა სამეგრელო ზემო–სვანეთის საოლქო პროკურატურის საოლქო
პროკურორის მოადგილის ნ. ჯალაღონიას შუამდგომლობა და დამტკიცდა
საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად აკაკი წერეთელი ცნობილ იქნა
დამნაშავედ სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,დ“ პუნქტებით და მე–3
ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა
6(ექვსი) წლის ვადით. სსკ–ის 55–ე მუხლის საფუძველზე მას შეუმცირდა სასჯელის
ზომა და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, 63–64–ე
მუხლების შესაბამისად, აკაკი წერეთელს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა
პირობითად და გამოსაცდელი ვადა განესაზღვრა 5 წლით.
აკაკი წერეთელს მოეხსნა ბრალდება სსკ–ის 180–ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“
ქ/პუნქტით და ამ ნაწილში იგი გამართლდა.
2. დაკმაყოფილდა სამეგრელო ზემო–სვანეთის საოლქო პროკურატურის საოლქო
პროკურორის მოადგილის ნ. ჯალაღონიას შუამდგომლობა და დამტკიცდა
საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად დავით აბაშიძე ცნობილ იქნა დამნაშავედ
სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,დ“ ქ/პუნქტებით და მე–3 ნაწილის
,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი სახელმწიფო
ბიუჯეტის სასარგებლოდ.
დავით აბაშიძეს მოეხსნა ბრალდება სსკ–ის 180–ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“
ქ/პუნქტით და ამ ნაწილში იგი გამართლდა.
3. ვლადიმერ ფოფხაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 362–ე მუხლის მე–2 ნაწილის
,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, 180–ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტით და
მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
სსკ–ის 362–ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად
განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლით, 180–ე მუხლის მეორე ნაწილის
,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების
აღკვეთა 8 წლით.
სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის წესით, ვლადემერ
ფოფხაძეს საბოლოოდ მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის ათვლა
დაეწყო დაკავების დღიდან, 2004 წლის 6 აგვისტოდან.
ვლადიმერ ფოფხაძე გამართლდა სსკ–ის 210–ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“
პუნქტით და სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით წარდგენილ
ბრალდებაში.
4. თამაზ აბუსერიძე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 180–ე მუხლის მეორე ნაწილის
,,ა“,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად
განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.
თამაზ აბუსერიძე გამართლდეს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით
წარდგენილ ბრალდებაში.
თამაზ აბუსერიძეს სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან, 2005 წლის 9
დეკემბრიდან.
5. ედუარდ კაკაბაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 180–ე მუხლის მეორე ნაწილის
,,ა“,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად
განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.
452
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
ედუარდ კაკაბაძე გამართლდა სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით
წარდგენილ ბრალდებაში.
ედუარდ კაკაბაძეს სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან, 2005 წლის 26
დეკემბრიდან.
2006 წლის 4 დეკემბრის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით უცვლელად
იქნა დატოვებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 19 ივლისის განაჩენი
ედუარდ კაკაბაძის მიმართ.
2007 წლის 22 დეკემბერს საქართველოს გენერალური პროკურატურამ თბილისის
საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შეიტანა სარჩელი
მოპასუხეების ვლადიმერ ფოფხაძის, თამაზ აბუსერიძის, ედუარდ კაკაბაძის, აკაკი
წერეთლის და დავით აბაშიძის მიმართ
სახელმწიფოსთვის დანაშაულით
მიყენებული ზიანის 2 451 248,66 ლარის ანაზღაურების შესახებ. სარჩელის
უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ედუარდ კაკაბაძის კუთვნილ უძრავ
ქონებას – 750 კვ.მ მიწის ნაკვეთს მდებარეს ქ. ბათუმში, ზუბალაშვილების ქუჩის
შესახვევი #1. აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო წარმოება.
***
სახალხო დამცველმა შეისწავლა რა ედუარდ კაკაბაძის სისხლის სამართლის საქმის
მასალები, მიაჩნია, რომ ედუარდ კაკაბაძის მსჯავრდება თაღლითობის ბრალდებაში
არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებიდან და არის
დაუსაბუთებელი.
სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები
საბრალდებო დასკვნა ედუარდ კაკაბაძის ბრალდებას დადასტურებულად მიიჩნევს:
1. მოწმეთა ჩვენებებით, მაგრამ მითითებული არ არის, კონკრეტულად რომელ
მოწმეთა ჩვენებებით;
2. ამოღებული და წარმოდგენილი დოკუმენტაციით; აქაც მითითებული არ არის,
კონკრეტულად რომელი დოკუმენტაციით.
ანუ დოკუმენტებში არ არის ასახული, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით იქნა
მიღებული დადგენილება ედუარდ კაკაბაძის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში
მიცემის შესახებ და საბრალდებო დასკვნა.
2006 წლის 19 ივლისის ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ედუარდ
კაკაბაძის ბრალდების მტკიცებულებებია მოწმეების – აჭარის არ საგადასახადო
დეპარტამენტის თანამშრომლების ნაზი ბოლქვაძის, ლელა კანდელაკის, ნოდარ
აბუსერიძის, ჯუმბერ გოგიტიძის, გულიკო შერვაშიძის, ჯემალ გოგიტიძის, აჭარის არ
ფინანსთა სამინისტროს აქციზური სამსახურის უფროსის არჩილ ფარტენიძის,
ეროვნული ბანკის ბათუმის ფილიალის თანამშრომლის რუსუდან კირკიტაძის
ჩვენებები, მაგრამ არცერთი მოწმის ჩვენება არ არის ედუარდ კაკაბაძის ბრალდების
დამადასტურებელი და შესახები მტკიცებულება, არცერთი მათგანი თავის ჩვენებაში
არ ასახელებს ედუარდ კაკაბაძის გვარს ან მის მიერ რაიმე ქმედების
განხორციელების ფაქტს.
453
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ედუარდ კაკაბაძის ბრალდების
დამადასტურებელ მტკიცებულებად მიიჩნევს დამატებითი ღირებულებების
გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციებს, აქციზის ყოველთვიურ დეკლარაციებს,
შპს ,,სანდოს“ საწარმოს წლიურ ბალანსებს, წესდებას, პირადი ანგარიშის ბარათებს
და ყველა ყალბად შექმნილ დოკუმენტს, აქციზური მარკების გაცემისა და მიღების
აქტებს და სხვა დოკუმენტებს, თუმცა საქმის მასალებით არ დგინდება ედუარდ
კაკაბაძის რაიმე სახის კავშირი ამ დოკუმენტებთან, შესაბამისად, ისინი არ
წარმოადგენს ე.კაკაბაძის თაღლითობის ბრალდების დამადასტურებელ და შესახებ
მტკიცებულებას.
ედუარდ კაკაბაძის ბრალდებას არ შეიძლებოდა, საფუძვლად დასდებოდა ვლადიმერ
ფოფხაძის ჩვენებები, ვინაიდან მოწმედ, ეჭვმიტანილად, ბრალდებულად და
განსასჯელად დაკითხვისას მიცემულ არცერთ ჩვენებაში ფოფხაძე არ მიუთითებს
ედუარდ კაკაბაძესთან ნაცნობობაზე და რაიმე სახის კავშირებზე.
ბრალდებას არ შეიძლებოდა, საფუძვლად დასდებოდა თამაზ აბუსერიძის მოწმის,
ეჭვმიტანილის და ბრალდებულის სახით მიცემული ჩვენებები, ვინაიდან თამაზ
აბუსერიძის ჩვენებები არ იძლევა არანაირ ინფორმაციას ედუარდ კაკაბაძის
კონკრეტულ საქმეში ბრალეულ მონაწილეობაზე და მისი და აბუსერიძის
დანაშაულებრივ საქმიანობაზე.
აკაკი წერეთლის მოწმედ, ეჭვმიტანილად და ბრალდებულად დაკითხვისას
მიცემული ჩვენებებით ცხადი ხდება, რომ მასსა და ედუარდ კაკაბაძეს შორის
შეთანხმება – თაღლითურად დაუფლებოდნენ სახელმწიფო ქონებას – არ არსებობდა,
წერეთელი კაკაბაძესთან მივიდა არა საბუთების კანონიერების საკითხის
გასარკვევად, არამედ ასლან აბაშიძე იყო თუ არა საქმის კურსში ამ ფირმის
რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ამასთანავე, აკაკი წერეთელსაც კი არ შეპარვია
ეჭვი დოკუმენტების სიყალბეზე და ედუარდ კაკაბაძეს, რომელსაც საერთოდ არ
უნახავს ეს საბუთები და მისთვის არც არავის უთქვამს ამ საბუთების სიყალბეზე,
აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ედავება ბრალდება თაღლითობის გზით დანაშაულის
ჩადენაში.
ედუარდ კაკაბაძის ბრალდების მტკიცებულებად ასევე არ უნდა ყოფილიყო
მიჩნეული აჭარის ა.რ. ფინანსთა მინისტრის დავით აბაშიძის ჩვენებები,
რომლებითაც ირკვევა, რომ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ე. კაკაბაძეს შპს
,,სანდოსთან“ დაკავშირებით მასთან ურთიერთობა არ ჰქონია და ვერც ექნებოდა,
ვინაიდან ამ პერიოდში მათ შორის იყო უაღრესად დაძაბული, არაჯანსაღი
ურთიერთობა, როგორც პირადული, ისე სამსახურებრივი მიზეზების გამო.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე ვასკვნით, რომ სისხლის სამართლის
საქმის მასალებში არ არსებობს ედუარდ კაკაბაძის ვლადიმერ ფოფხაძესთან, ან
თამაზ აბუსერიძესთან, ან აკაკი წერეთლთან, ან დავით აბაშიძესთან ერთად,
წინასწარი
შეთანხმებით,
თაღლითური
ქმედების
განხორციელების
და
დანაშაულებრივ საქმიანობაში მამხილებელი არცერთი მტკიცებულება.
454
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
ედუარდ კაკაბაძის ბრალდება თაღლითობაში
2006 წლის 19 ივლისის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯ. ბეჟანიძის
განაჩენით ედუარდ კაკაბაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 180–ე მუხლის მეორე
ნაწილის ,,ა“,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რომ მან
პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის
გამოყენებით, ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების
მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება და ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით,
დიდი ოდენობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. განაჩენით დადგენილად
იქნა ცნობილი ის გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო ედუარდ კაკაბაძის
ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის დადგენილებას და შემდეგში საბრალდებო
დასკვნას. განაჩენით ედუარდ კაკაბაძე გამართლებულ იქნა არაერთგზისობით
თაღლითობის ჩადენაში.
თაღლითობის სავალდებულო ნიშანია სხვისი ქონების დაუფლება მოტყუების გზით,
მართლსაწინააღმდეგო მითვისების მიზნით და გულისხმობს ხელყოფის საგნის
ფაქტობრივ დაუფლებას. სუბიექტური თვალსაზრისით იგი ხასიათდება პირდაპირი
განზრახვით და მიეკუთვნება ანგარებით ჩადენილ დანაშაულთა კატეგორიას.
აღსანიშნავია, რომ 2006 წლის 19 ივლისის განაჩენის სამოტივაციო ნაწილში
მოსამართლემ აღნიშნა, რომ ,,მართალია წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო
გამოძიების დროს ვერ იქნა დადგენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ვლ.
ფოფხაძისა და ც. ბაკურიას გარდა ჯგუფის სხვა წევრების მიერ სახელმწიფო
ბიუჯეტის კუთვნილი ფულადი თანხების მითვისება, მაგრამ ეს გარემოება
დანაშაულის კვალიფიკაციაზე გავლენას ვერ მოახდენს. მოცემულ შემთხვევაში
დანაშაულებრივი ჯგუფის თითოელი წევრი, განსასჯელები ვლ. ფოფხაძე, თ.
აბუსერიძე, ა. წერეთელი, ე. კაკაბაძე,
და დ. აბაშიძე დანაშაულის მთელი
შემადგენლობის ნაწილს განახორციელებდა თავისი მოქმედებით, მაგრამ მათი
ფსიქიკური
დამოკიდებულება
მართლსაწინააღმდეგო
შედეგის
მიმართ,
თაღლითობის გზით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების
მითვისების შესახებ სასამართლოს მიერ დადგენილია. განსასჯელებისთვის
ცნობილი იყო ის გარემოება, რომ დანაშაულებრივი შედეგი მათი ერთობლივი
მოქმედებით იქნებოდა მიღწეული და მათთვის ერთმანეთის მოქმედების შესახებ
ცნობილი იყო“.
ანუ, სასამართლომ აღნიშნულით აღიარა, რომ ედუარდ კაკაბაძეს არ მიუთვისებია,
ე.ი. არ დაუფლებია სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ თანხებს. მაშინ
აბსოლუტურად გაურკვეველია, როცა თაღლითობის სავალდებულო ნიშანი –
დაუფლება – ედუარდ კაკაბაძის ქმედებაში არ დადგენილა, რაც პირდაპირ კავშირში
უნდა ყოფილიყო დანაშაულის კვალიფიკაციასთან, რატომ მოხდა მისი
დადანაშაულება თაღლითობაში და რის საფუძველზე ასკვნის მოსამართლე, რომ
აღნიშნული გავლენას არ ახდენს კვალიფიკაციაზე?! ასევე გაურკვეველია, რა
გარემოებებს/მტკიცებულებებს ეყრდნობა მოსამართლე, როდესაც აღნიშნავს, რომ
განსასჯელმა ე. კაკაბაძემ დანაშაულის მთელი შემადგენლობის ნაწილი
განახორციელა თავისი მოქმედებით, მაშინ, როცა განაჩენი მხოლოდ მიუთითებს
ედუარდ კაკაბაძის ამ საქმესთან არადანაშაულებრივ შემხებლობაზე. ასევე
455
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოსამართლე ყურადღებას ამახვილებს
განსასჯელთა ფსიქიკურ დამოკიდებულებაზე მაშინ, როცა დღეს მოქმედი სისხლის
სამართალი კატეგორიულად უარყოფს ბრალის ფორმულირებისას პირის მიერ
ფსიქიკურ დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედებისადმი და ბრალის ფორმულირება
ხდება მოსამართლის მიერ პირის ინდივიდუალურ–სამართლებრივი გაკიცხვის
ფორმით. უფრო მეტიც, სასამართლო აღიარებს და დადგენილად მიიჩნევს მხოლოდ
დამნაშავეთა ფსიქიკურ დამოკიდებულებას მართლსაწინააღმდეგო შედეგის მიმართ,
რომ დანაშაულებრივი შედეგი მათი ერთობლივი ქმედებით იქნებოდა მიღწეული და
სასამართლო დადგენილად არ მიიჩნევს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი
თანხების მითვისების ფაქტს. ანუ, ფაქტობრივად, სასამართლო, თავისი
მოტივაციით, ურთიერთგამომრიცხავი არგუმენტაციით აღიარებს ედუარდ კაკაბაძის
ქმედებაში თაღლითობის არარსებობის ფაქტს.
ამდენად, საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე აშკარაა, რომ არც გამოძიების და
არც სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი ედუარდ კაკაბაძემ ვინ, როდის, სად, რა
ვითარებაში მოატყუა და რა ქონებას დაეუფლა.
დადგენილი ფაქტობრივი
გარემოებები არ შეიცავს ედუარდ კაკაბაძის მიერ მართლსაწინააღმდეგო
მისაკუთრების მიზნით მოტყუების გზით სხვისი ქონების
დაუფლების
განხორციელების დამადასტურებელ ფაქტებს.
სსკ–ის 27–ე მუხლის თანახმად ,,დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა
ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ
დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.“
ედუარდ კაკაბაძის ბრალდების უსაფძვლობა წინასწარი შეთანხმებით დანაშაულის
ჩადენაში ვლინდება შემდეგში:
– პირველად ედუარდ კაკაბაძის სახელი ამ დანაშაულის ჩადენაში დაფიქსირდა
2003 წლის 22 მაისს, როდესაც აკაკი წერეთელი მივიდა მასთან შპს ,,სანდოს“
რეგისტრაციის თაობაზე. მაშინ, როცა ვლ. ფოფხაძემ დანაშაულებრივი
ქმედების განხორციელება დაიწყო 2003 წლის თებერვალში. გამოძიებისას და
და
სასამართლო განხილვისას არ დადგენილა და საქმეში არ არის
მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა 2003 წლის თებერვალში ან
მანამდე ფოფხაძისა და კაკაბაძის შეთანხმებას დიდი ოდენობით სახელმწიფო
ბიუჯეტის კუთვნილი თანხების თაღლითობის გზით მითვისებაზე;
– საქმეში არ არის არცერთ მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა
ვლადიმერ ფოფხაძისა და ედუარდ კაკაბაძეს ნაცნობობაც კი;
– საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა
დანაშაულის ჩადენის შეთანხმების თაობაზე ედუარდ კაკაბაძის ჯგუფის სხვა
წევრებთან ურთიერთობა 2003 წლის თებერვლამდე;
– საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა,
რომ ცოტნე ბაკურია, რომელიც ყველაზე მეტად იყო ფირმის რეგისტრაციით
დაინტერესებული, ედუარდ კაკაბაძეს ამ საქმეზე როდესმე დაკავშირებოდეს;
– საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა
ედუარდ კაკაბაძის მიერ შპს ,,სანდოს“ ყალბი დოკუმენტების დამზადებისა
და გამოყენების ცოდნის ფაქტი;
456
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
–
–
–
–
–
–
საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა
ედუარდ კაკაბაძის მიერ 2003 წლის 22 მაისამდე შპს ,,სანდოს“ 14 მილიონიანი
აქტივის შესახებ ცოდნის ფაქტი;
საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა,
აკაკი წერეთლის მიერ ედუარდ კაკაბაძისადმი შპს ,,სანდოსთან“
დაკავშირებით ოფიციალურად, როგორც სამსახურებრივად პასუხისმგებელ
პირსადმი, მიმართვის ფაქტი. მისი მიმართვა მიზნად ისახავდა დაზუსტებას,
ასლან აბაშიძემ იცოდა თუ არა ფირმის რეგისტრაციისა და ცოტნე ბაკურიას ამ
საქმით დაინტერესების შესახებ;
საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა
ედუარდ კაკაბაძის თამაზ ძაბირაძესთან რაიმე სახის ურთიერთობა შპს
,,სანდოსთან“ დაკავშირებით.;
საქმის მასალებით დასტურდება, რომ დავით აბაშიძეს ედუარდ კაკაბაძესთან
ჰქონდა ცუდი ურთიერთობა და მათ შორის დანაშაულებრივი ალიანსის
შექმნა შეუძლებელი იყო. მით უმეტეს, დავით აბაშიძე თავის ჩვენებებში
კატეგორიულად გამორიცხავს ედუარდ კაკაბაძის მიერ შპს ,,სანდოს“
რეგისტრაცით დაინტერესებას და უკანონო ქმედების განხორციელების
მოთხოვნას;
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2003 წლის 22 მაისს შპს ,,სანდო“
დარეგისტრირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო
საგადასახადო დეპარტამენტში, ხოლო ედუარდ კაკაბაძემ აკაკი წერეთელს
შპს ,,სანდოს“ დარეგისტრირების მითითება მისცა 29 მაისს, ანუ მას შემდეგ,
რაც ფირმა უკვე ერთი კვირის დარეგისტრირებული იყო;
გამოძიებაც და სასამართლოც დადგენილად მიიჩნევს, რომ ,,ა. წერეთელმა და
თ. აბუსერიძემ იმ მიზეზით, რომ შპს ,,სანდოს’’ აქტივთან დაკავშირებით
გაუჩნდათ საფუძვლიანი ეჭვი, რადგან იგი 14 მილიონი ლარის ოდენობით
ზედმეტობას წარმოადგენდა, ვლ. ფოფხაძეს ფირმის რეგისტრაციაზე უარი
უთხრეს. აღნიშნულის გამო ა. წერეთელს ტელეფონით დაელაპარაკა ც.
ბაკურია და მოითხოვა ფირმის სასწრაფო რეგისტრაცია“. სასამართლოს
აღნიშნული მსჯელობა აშკარად ეწინააღმდეგება პირთა ჯგუფის შეთანხმებით
ქმედების კვალიფიკაციას, ვინაიდან, თუ
იყო შეთანხმება ამ სახით
დანაშაულის ჩადენაზე, არ უნდა გასჩენოდათ საფუძვლიანი ეჭვი 14
მილიონიან აქტივზე.
ამდენად, სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის
საფუძველზე ვასკვნით, რომ არ დასტურდება ვლ. ფოფხაძეს, ცოტნე ბაკურიას, აკაკი
წერეთელს, დავით აბაშიძეს და ედუარდ კაკაბაძეს შორის შთანხმება თაღლითურად
სახელმწიფო ქონების დაუფლებაზე და ამ ნაწილში ბრალდება დაუსაბუთებელია.
2001 წლის 6 სექტემბრის აჭარის არ მეთაურის – უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის
#81 ბრძანებულებით ედუარდ კაკაბაძე დაინიშნა ა.რ. რესპუბლიკის მინისტრთა
საბჭოს თავმჯდომარედ.
2003 წლის 13 მაისს აჭარის არ მეთაურთან ჩატარებული თათბირის #18 ოქმით,
სახელმწიფო ბიუჯეტის საგეგმო დავალებების შესრულებასთან არსებული
457
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
პრობლემების გამო,
აჭარის არ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ედუარდ
კაკაბაძეს
დაევალა
თავის ძირითად
საქმიანობასთან
ერთად უშუალო
ხელმძღვანელობა და კონტროლი გაეწია აჭარის ა.რ. სახელმწიფო საგადასახადო
დეპარტამენტისთვის და აპარატის მუშაკები სისტემატურად მიევლინებინა
ადგილებზე ბიუჯეტის საგეგმო დავალების შესრულებისთვის. აღნიშნულის
თაობაზე საჭირო ნორმატიული დოკუმენტის მომზადება დაევალა მეთაურის
ადმინისტრაციას. თუმცა ამ საკითხზე ა.რ. მეთაურის ადმინისტრაციაში სხვა
ნორმატიული დოკუმენტი არ შექმნილა და არ არსებობს.
სამსახურებრივად ედუარდ კაკაბაძის ინტერესებში არ შედიოდა შპს ,,სანდოს“
რეგისტრაცია, ვინაიდან ბიუჯეტში არ შევიდოდა თანხა.
2003 წლის 1 მაისიდან 30 ივნისამდე აჭარის ა.რ. საგადასახადო დეპარტამენტის
თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა თავმჯდომრის მოადგილე აკაკი
წერეთელი.
2003 წლის 3 ივლისიდან გულიკო შერვაშიძე
დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობას.
ასრულებდა
საგადასახადო
2003 წლის 13 ივლისის აჭარის ა.რ. მეთაურის – უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის #58
ბრძანებულებით ედუარდ კაკაბაძე გათავისუფლებულ იქნა მინისტრთა საბჭოს
თავმჯდომარის თანამდებობიდან აჭარის არ მინისტრთა საბჭოსთვის უნდობლობის
გამოცხადების გამო.
თამაზ აბუსერიძის, აჭარის საგადასახადო დეპარტამენტის გადამხდელთა
დაბეგვრისა და კონტროლის სამმართველოს უფროსის ჩვენებით დასტურდება, რომ
აჭარის საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე არ იყო ედუარდ კაკაბაძე, მას
კაკაბაძესთან არ ჰქონია შეხვედრა და ურთიერთობა შპს „სანდოსთან“ დაკავშირებით.
ედუარდ კაკაბაძის ჩვენებიდან ირკვევა, რომ არანაირი დავალება ფირმის
რეგისტრაციის შესახებ მას არ გაუცია, არსად ხელი არ მოუწერია, ვინაიდან ეს არც
შედიოდა მის კომპეტენციაში, საგადასახადო დეპარტამენტს იგი არასდროს
ხელმძღვანელობდა, მას ევალებოდა ბიუჯეტში სახსრების შესვლაზე კონტროლი.
ამდენად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე ვასკვნით, რომ
ედუარდ კაკაბაძე, მართალია იყო აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე და 2003
წლის 13 ივნისს მას დაევალა ხელმძღვანელობა და კონტროლი გაეწია აჭარის არ
სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტისთვის, მაგრამ ამ პერიოდში აკაკი
წერეთელი და გულიკო შერვაშიძე ასრულებდნენ საგადასახადო დეპარტამენტის
თავმჯდომარის მოვალეობას და ედუარდ კაკაბაძის ხელმძღვანელობა და კონტროლი
საგადასახადო დეპარტამენტზე ეხებოდა მხოლოდ ბიუჯეტის საგეგმო დავალების
შესრულებას.
შესაბამისად, მის სამსახურებრივ საქმიანობაში არ შედიოდა
სამეწარმეო საზოგადეობების რეგისტრაციაზე კონტროლი, დოკუმენტების სიყალბის
დადგენა და, ზოგადად, შპს ,,სანდოს“ რეგისტრაცია მის გარეშე იყო შესაძლებელი.
ხოლო ბიუჯეტის საგეგმო დავალების შესრულების მხრივ, შპს ,,სანდოს“
458
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
რეგისტრაცია იყო წამგებიანი – ამ შემთხვევაში თავად აღმოჩნდებოდა
დაზარალებული და არ შედიოდა მის ინტერესებში, რის გამოც შპს ,,სანდოს“ აქტივის
თაობაზე საქმის კურსში ჩააყენა ასლან აბაშიძე.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ედუარდ კაკაბაძის განზრახვა,
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითურად დაუფლებოდა
სახელმწიფო ქონებას, მისი ქმედებებით არ დასტურდება.
გამოძიება და სასამართლო ყურადღებას არ ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ
ედუარდ კაკაბაძეს თავისი ინიციატივით არ მოუხდენია ასლან აბაშიძესთან
დაკავშირება, ინიციატივა შპს ,,სანდოს“ რეგისტრაციის შეფერხების გამო შეხვედრის
თაობაზე წამოვიდა ასლან აბაშიძისგან, რაც ეწინააღმდეგება ზოგადად ამ საკითხით
ედუარდ კაკაბაძის დაინტერესებას. ამასთანავე, თუ ასლან აბაშიძისთვის ცნობილი
იყო 14 მილიონიანი აქტივის მქონე ფირმის რეგისტრაცის თაობაზე და უწევდა
მფარველობას, იგი ან უნდა ყოფილიყო დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ან უნდა
დაესაჯა დანაშაულის ჩამდენი პირები, მაგრამ არცერთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
საქმის მასალების საფუძველზე ვასკვნით, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი
ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავს ედუარდ კაკაბაძის მიერ მოტყუების გზით
მართლსაწინააღმდეგო მითვისების მიზნით სახელმწიფო კუთვნილი თანხების
დაუფლების ფაქტს და ამ მუხლით მისი ბრალდება არის აბსოლუტურად
დაუსაბუთებელი, განაჩენი ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ ბრალდების
არაუტყუარ მტკიცებულებებს და ეს მტკიცებულებები საკმარისი არ არის სისხლის
სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვასკვნით:
ედუარდ კაკაბაძის სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში როგორც
გამოძიების, ასევე სასამართლოების მიერ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის
მე–40 მუხლის მოთხოვნა, ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის
პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი
უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი,
რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს
ბრალდებულის სასარგებლოდ.“
ფაქტობრივად, ედუარდ კაკაბაძის მსჯავრდება თაღლითობის ბრალდებაში მოხდა
სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევით. გამომძიებელმა, პროკურორმა
და სასამართლომ უტყუარად არ დაადგინეს, რა დანაშაული ჩაიდინა ედუარდ
კაკაბაძემ, არ გაარკვიეს მტკიცების საგნის ყველა სხვა გარემოება სისხლის
სამართლის საქმესთან დაკავშირებით. საქმის გარემოებათა გამოკვლევა არ იყო
ყოველმხრივი, ობიექტური და სრული, ერთნაირი გულმოდგინებით არ გაირკვა
ედუარდ კაკაბაძის როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებები.
სისხლის სამართლის საქმის მასალებით ცხადი ხდება, რომ ედუარდ კაკაბაძის
მიმართ გამოძიების და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
გამორიცხავს მის მიერ თაღლითობის ჩადენის ფაქტს. აღნიშნულ გარემოებას
459
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
სასამართლომ არ მისცა რა სათანადო შეფასება, ედუარდ კაკაბაძის მიმართ დაირღვა
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მოთხოვნა სამართლიან
სასამართლოზე.
460
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
ომარ ქუცნაშვილის სისხლის სამართლის საქმე
საქართველოსა და აშშ–ს მთავრობებს შორის 2005 წლის 12 სექტემბერს
გაფორმებული ,,ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების“ (კოპაქტის) საფუძველზე
საქართველომ მოიპოვა 295,3 მილიონი აშშ დოლარი გრანტი ხუთწლიანი პროგრამის
განსახორციელებლად საქართველოში ეკონომიური ზრდის მეშვეობით სიღარიბის
დაძლევის მიზნით. ,,ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების“ (კოპაქტის) თანახმად,
აშშ მთავრობას წარმოადგენს „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია” ემ-სი-სი (აშშ
სამთავრობო სააგენტო). ამავე შეთანხმებით საქართველოს მთავრობას დაევალა,
აღნიშნული დაფინანსება შეეტანა საქართველოს ყოველწლიურ ბიუჯეტში.
ამ თანხების განსაკარგავად და კონტროლისათვის საქართველოს მთავრობასა და
„ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია” (ემ-სი-სი) შორის 2005 წლის 30 დეკემბერს
დამატებით გაფორმდა ,,დანიშვნის ხელშეკრულება“, რომელიც მხარეთა
შეთანხმებით
წარმოადგენს
საერთაშორისო
ხელშეკრულებას.
აღნიშნული
საერთაშორისო ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად: საქართველოს მთავრობამ
კომპაქტთან
და
კომპაქტის
მიზნებთან
დაკავშირებით
„სამთავრობო
უფლებამოსილებების და სხვა უფლებამოსილებების, მთავრობის უფლებების და
ვალდებულებების” განხორციელება დაავალა „ფონდს – ათასწლეულის გამოწვევა
საქართველოს” (ემ-სი-ჯი). „ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ (ემ–სი–
ჯი) შექმნილი იყო საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 3 დეკემბრის #561
ბრძანებულების შესაბამისად და წარმოადგენდა საჯარო სამართლის იურდიულ
პირს. ამავე ბრძანებულების მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად,
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა, განახორციელოს ფონდის
სახელმწიფო კონტროლი.
შპს ,,ჯეოინჟინერინგი“ რეგისტრირებულ იქნა 2000 წლის 7 აპრილს. 2007 წლის 1
აგვისტოდან დღგ–ს გადამხდელად აღრიცხვაზე იმყოფება შემოსავლების სამსახურის
საგადასახადო ინსპექციის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში. საზოგადოების
იურდიული მისამართია ქ. თბილისი, თამარაშვილის ქუჩა #15–ა. საქმიანობის
ძირითად საგანს წარმოადგენდა საინჟინრო კვლევა–ძიება და მშენებლობა.
საზოგადოების გენერალური დირექტორი იყო ომარ ქუცნაშვილი.
შპს ,,ჯეონჟინირინგისა“ და ,,ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“
შორის 2006 წლის 3 ნოემბერს გაფორმდა #ICB/CW/05 ხელშეკრულება, რომლის
თანახმად, შპს ,,ჯეოინჟინერინგის“ უნდა ჩაეტარებინა სარეაბილიტაციო სამუშაოები
“საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” ჩრდილოეთ–სამხრეთის
გაზსადენის 2 კოროზირებულ მონაკვეთზე: მდინარე გლდანულას გადაკვეთასა და
(193-ე) კ.მ-ზე.
ხელშეკრულების შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება ორივე კოროზირებულ
მონაკვეთზე განისაზღვრა 1 444 917 აშშ დოლარის ოდენობით, მათ შორის:
გლდანულას გადამკვეთი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება –
1 006 306 აშშ დოლარი, კოროზიული უბნის (193–ე კ.მ.) სარეაბილიტაციო
სამუშაოების ღირებულება – 438 611 აშშ დოლარი.
461
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
2008 წლის 25 მარტს დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის #092080102
საქმეზე 2004–2007 წლებში შპს ,,ჯეოინჟინირინგის“ ხელმძღვანელი პირების მიერ
ყალბი სააანგარიშსწორებო დოკუმენტების გამოყენების გზით დიდი ოდენობით
გადასახადისგან თავის არიდების ფაქტზე, ქმედება გათვალისწინებული სსკ–ის 218–
ე მუხლის პირველი ნაწილით და 210–ე მუხლის პირველი ნაწილით.
2008 წლის 27 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო–
კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზამ
გასცა დასკვნა, რომლის თანახმად, ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის
კორპორაციის ჩრდილო–სამხრეთის ნავთობსადენისა და გაზსადენის გლდანულას
გადაკვეთაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისთვის გაწეული ხარჯი
შეადგენს 492 323 აშშ დოლარს, ნაცვლად 697 380 აშშ დოლარისა. სხვაობა
წარმოდგენილ ქვეკონტრაქტში #ICB/CW/05-0645/2
მითითებულ სამუშაოთა
ღირებულებებსა და რეალურად შესრულებულ სამუშაოებს შორის შეადგენს 205 056
აშშ დოლარს.
შემოსავლების სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერტიზის
დეპარტამენტის 2008 წლის 9 ივლისის რევიზიის აქტის მიხედვით,
დოკუმენტალურად იქნა შემოწმებული შპს ,,ჯეონჟინირინგისა“ და ,,ფონდი –
ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ შორის 2006 წლის 3 ნოემბერს
გაფორმებული #ICB/CW/05 ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ჯეოინჟინერინგის“
მიერ ,,ჩრდილოეთ–სამხრეთის ნავთობსადენისა და გაზსადენის“ გლდანულას
გადაკვეთაზე შესრულებულად ჩათვლილ სამუშაოებზე მოთხოვნილი და ფონდის
მიერ განაღდებული თანხების სისწორე და დადგინდა შპს ,,ჯეონჟინერინგის“ მიერ
შესრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მიწერის გზით სახელმწიფოზე
მიყენებული ზიანი 503 018 ლარის (295 893 აშშ დოლარის ექვივალენტი) ოდენობით.
2008 წლის 10 ივლისს დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა 1942 წელს
დაბადებულ გეოლოგიურ–მინეროლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ტექნიკური
უნივერსიტეტის პროფესორის, საინჟინრო–გეოლოგიის კათედრის მიმართულების
ხელმძღვანელის, საერთაშორისო ექსპერტის და შპს ,,ჯეოინჟინერინგის“
დირექტორის ომარ ქუცნაშვილის მიმართ, ქმედება გათვალისწინებული სსკ–ის 182–ე
მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რომ მან
ჩაიდინა თავის მართლზომიერ მფლობელობაში მყოფი სხვისი მოძრავი ნივთის
მართლსაწინააღმდეგო მითვისება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ,
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით.
2008 წლის 10 ივლისს ომარ ქუცნაშვილი იქნა დაკავებული. მოსამართლე რეზო
ნადოის ბრძანებით ომარ ქუცნაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა
პატიმრობა.
2008 წლის 4 სექტემბერს სისხლის სამართლის #092080102 საქმეზე შედგენილ იქნა
საბრალდებო დასკვნა, რომლის თანახმად ომარ ქუნცნაშვილს ბრალი დაედო მასში,
რომ მან ჩაიდინა თავის მართლზომიერ მფლობელობაში მყოფი სხვისი მოძრავი
დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, წინასწარი
შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; მანვე
462
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
არაერთგზის ჩაიდინა
ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის და საგადასახადო
დოკუმენტის დამზადება და გასაღება, დანაშაული გათვალისწინებული სსკ–ის 182–
ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და 210–ე
მუხლის მე–2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
***
სახალხო დამცველმა შეისწავლა რა ომარ ქუცნაშვილის სისხლის სამართლის საქმის
მასალები, მიაჩნია, რომ ქუცნაშვილის ბრალდება მითვისებაში არ გამომდინარეობს
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებიდან და არის დაუსაბუთებელი.
ომარ ქუცნაშვილის ბრალდება მითვისებაში
ომარ ქუცნაშვილის დანაშაულებრივი ქმედების დადგენის მიზნით შესწავლილ იქნა
2006 წლის 3 ნოემბერს ,,ფონდ ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“
(დამქირავებელი) და შპს ,,ჯეოინჟინერინგს“ (კონტრაქტორი) შორის გაფორმებული
ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, შპს ,,ჯეოინჟინერინგს“ უნდა შეესრულებინა
სარეაბილიტაციო
სამუშაოები
მდინარე
გლდანულას
გადაკვეთაზე
და
,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ჩრდილოეთ–სამხრეთის
გაზსადენის კოროზირებულ მონაკვეთზე და დამქირავებელმა მიიღო კონტრაქტორის
მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება აღნიშნული სამუშაოების
შესრულებასთან დაკავშირებით.
გლდანულის გადაკვეთაზე სამშენებლო სამუშაოების ჩასატარება დაევალა
ქვეკონტრაქტორს შპს ,,დიდგორი“, ხოლო სამშენებლო სამუშაოების კოროზირებულ
მილებზე – სს ,,ნავთობსადენის კომპანია“.
ხელშეკრულების შესაბამისად, `,,ნავთობისა და გაზის კორპორაციას” ჰქონდა
ვალდებულება, იმ შემთხვევაში, თუ ქვეკონტრაქტში მიითებული შესრულებული
სამუშაოების მოცულობები და რეალურად შესრულებული სამუშაოს მოცულობები
არ
შეესაბამებოდა
ერთმანეთს,
მოეთხოვა
კონტრაქტორისთვის
–
შპს
,,ჯეოინჟინერინგისთვის“ – შეესრულებინა სამუშაოები იმგვარად, როგორც მას
მოეთხოვებოდა, მასვე ჰქონდა დაკისრებული ვალდებულება, სამუშაოთა
წარმოებისას წარმოქმნილი ხარვეზი შეეტყობინებინა დამქირავებლისთვის –
,,ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოსთვის“. კონტრაქტის მენეჯერი
პასუხისმგებელი იყო სამუშაოს სათანადო და დროულ შესრულებაზე და ყველა
ოპერაციის უსაფრთხოებაზე. ანუ შპს ,,ჯეოინჟინერინგი“ პასუხისმგებელი იყო შპს
,,დიდგორის“ ქმედებებზე და სამუშაოს შეუსრულებლობაზე, მაგრამ აღნიშნული
საკთხის
მოწესრიგება
და
კონტროლი
წარმოადგენდა
ხელშეკრულებაში
მითითებული კონტრაქტის მენეჯერის ლერი მიქაბერიძის კომპეტენციას და მასვე
მოეთხოვებოდა
პასუხისმგებლობა
სამუშაოს
სათანადო
შესრულებაზე.
ხელშეკრულების შესაბამისად, ომარ ქუცნაშვილის კომპეტენციას არ შეადგენდა
კონკრეტულ საქმეში სადავო 4 სახის შპს ,,დიდგორის“ სამუშაოების შესრულებაზე
მითითებების და ბრძანების გაცემა.
ხელშეკრულების შესაბამისად, თუ სამუშაოების მოცულობების არასწორად
მითითება წარმოშობდა რაიმე სახის ზარალს, შპს ,,ინჟინერინგს“ ჰქონდა
ვალდებულება, თავისი ხარჯებით გამოესწორებინა იგი ისე, რომ დაეკმაყოფილებინა
პროექტის მენეჯერის მოთხოვნები. ხელშეკრულება კატეგორიულად განსაზღვრავდა,
463
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
რომ კონტრაქტორს – შპს ,,ჯეოინჟინერინგს“ – უნდა მისცემოდა ნაკლოვანების
აღმოფხვრის შესაძლებლობა და კონტრაქტის მენეჯერი ვალდებული იყო, გაეცა
ინსტრუქციები ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, რასაც კონტრაქტორი უნდა
დამორჩილებოდა. ნებისმიერი დავა, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა
აღნიშნულ კონტრაქტთან, უნდა მოგვარებულიყო არბიტრაჟის მეშვეობით,
სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის წესების შესაბამისად.
ხელშეკრულების
ხარისხის
კონტროლის
თავის
შესაბამისად,
თუ
შპს
,,ინჟინერინეგის“ მიერ წარმოებული სამუშაოები არ იქნებოდა სათანადო ხარისხის,
ამაზე რეაგირება პროექტის მენეჯერის ვალდებულება იყო, რასაც შედეგად უნდა
მოჰყოლოდა ხარვეზის სასწრაფოდ გამოსწორება კონტრაქტორის ხარჯზე.
დამქირავებელსა და პროექტის მენეჯერს ჰქონდათ უფლება, მოეთხოვათ
მითითებულ სამუშაოებში ნებისმიერი ცვლილება. პროექტის მენეჯერი ამოწმებდა
კონტრაქტორის ყოველთვიურ ფინანსურ ანგარიშს.
ამდენად, ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, პროექტის მენეჯერი და
კონტრაქტის მენეჯერი იყვნენ სამუშაოთა შესრულებაზე, შეჩერებაზე, შეწყვეტაზე,
ხარისხზე, ნაკლოვანებათა აღმოფხვრაზე, ხარჯების განსაზღვრაზე პასუხისმგებელი
პირები და შეუძლებელი იყო, ომარ ქუცნაშვილს მოეხდინა სამუშაოთა წარმოებისას
სხვადასხვა მანიპულირება თანხების მითვისების მიზნით.
სახალხო დამცველის აპარატში წარმოდგენილ იქნა „ათასწლეულის გამოწვევის
კორპორაციის“ რეზიდენტი დირექტორის ქოლინ ჰიუ ბაქლეის მიერ 2008 წლის 27
აგვისტოს შედგენილი წერილობითი დოკუმენტი შპს ,,ჯეოინჟინერინგის“
საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ გლდანულას
გადაკვეთაზე სატენდერო დოკუმენტებში წარმოდგენილ პროექტს ჰქონდა
გარკვეული
ტექნიკური
ხარვეზი.
როგორც
ტენდერში
გამარჯვებულს,
,,ჯეოინჟინერინგს“ ეთხოვა, საკუთარი ხარჯით შეემუშავებინა გაუმჯობესებული
ალტერნატიული პროექტი, რომელიც შემდეგში დაამტკიცა ნავთობისა და გაზის
კორპორაციამ. ყველა შემდეგი სამუშაოები განხორციელდა ალტერნატიული
პროექტის შესაბამისად. წერილში ნათქვამია, რომ „ათასწლეული გამოწვევის
კორპორაცია“ დარწმუნებულია, რომ ,,ჯეოინჟინერინგმა“ კონტრაქტის პირობები
კეთილსინდისიერად და საქართველოში მოთხოვნილზე უკეთესი სტანდარტების
შესაბამისად შეასრულა.
ამდენად, საქართველოს მთავრობასა და აშშ–ს მთავრობას შორის 2005 წლის 12
სექტემბერს დადებული საერთაშორისო ხელშეკრულების მხარე ემ-სი-სი – აშშ
სამთავრობო სააგენტო არა თუ დანაშაულის, არამედ სამოქალაქო წესით დავის
საფუძველსაც არ მიუთითებს ომარ ქუცნაშვილის ქმედებებში, ფაქტობრივად, მას არ
მიდგომია რაიმე სახის ზიანი და შპს ,,ჯეოინჟინერინგს“ მიიჩნევს კეთილსინდისიერ
პარტნიორად. აღნიშნული ეწინააღმდეგება სსკ–ის 182–ე მუხლის საკანონმდებლო
კონსტრუქციას, ვინაიდან ომარ ქუცნაშვილის ქმედებას არ ჰყავდა რეალურად
დაზარალებული (ხელშეკრულების მხარე – ფონდი „ათასწლეულის გამოწვევა
საქართველო” ფაქტობრივად წარმოადგენდა
„ათასწლეულის გამოწვევა
კორპორაციასა” და საქართველოს მთავრობას შორის დადებული „დანიშვნის
ხელშეკრულების” განმახორციელებელ მხარეს), მას ან სხვა პირებს არ
464
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
განუხორციელებიათ აქტიური ქმედება ფულადი სახსრების მათ ხელში
გადასასვლელად,
პროექტის
მენეჯერს
არ
გამოუხატავს
უკმაყოფილება
შესრულებულ სამუშაოებთან და ფულადი სახსრების განკარგვასთან დაკავშირებით,
ომარ ქუცნაშვილის მიერ არ მომხდარა ამ თანხის საკუთრად გადაქცევა და განკარგვა,
ყოველივე აღნიშნული მიუთითებს, რომ დამქირავებელს ზიანი, რასაც გამოძიება
სადავოდ ხდის, არ მიდგომია და ომარ ქუცნაშვილს ის თანხა, რასაც ედავებიან, არ
მიუთვისებია.
უფრო მეტიც, 2008 წლის 29 სექტემბერს დაცვის მხარის მოთხოვნით საქმეზე
ჩატარდა ალტერნატიული ექსპერტიზა, რომლის დასკვნითაც დასტურდება, რომ
2006 წლის 3 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე (კონტრაქტი ა/CB/G/W/05)
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ჩრდილო–სამხრეთის გაზსადენის
გლდანულას
გადაკვეთაზე
გაზსადენი
ხაზობრივად
გაყვანილია
შპს
,,ჯეოინჟინერინგის“ მიერ შეთავაზებული და შემუშავებული ალტერნატიული
პროექტის მიხედვით. ამასთანავე, შესრულებულ იქნა ისეთი სახის სამუშაო, რაც
კონტრაქტით არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ მოითხოვდა სამუშაოს პირობები
და, შესაბამისად, არ იყო გათვალისწინებული ინვოისებში.
სახალხო დამცველის აპარატმა დეტალურად შეისწავლა ომარ ქუცნაშვილის
ბრალდების თოეული მტკიცებულება ცალ–ცალკე და მიიჩნია, რომ ომარ
ქუცნაშვილის საქმეზე შეკრებილი ბრალდების მტკიცებულებები არ არის დასაშვები,
შესახები, უტყუარი და საკმარისი მისი ბრალდების დასამტკიცებლად.
ამდენად, ზემოთ აღნიშნული გარემოებების, ხელშეკრულების პირობების, საეჭვო და
დაუსაბუთებელი სამშენებლო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის, რევიზიის აქტის,
ალტერნატიული
ექსპერტიზის
დასკვნის
და
„ათასწლეული
გამოწვევა
კორპორაციის“ დასკვნის საფუძველზე მიგვაჩნია, რომ ომარ ქუცნაშვილის მიმართ
ბრალად წარდგენილი ქმედებები არ შეიცავდა სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე
მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს და ამ ნაწილში მისი ბრალდება
იყო უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.
2009 წლის 19 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა მოსამართლემ მაია ჯვარშეიშვილმა ომარ ქუცნაშვილის საქმეზე გამოიტანა
განაჩენი, რომლითაც ომარ ქუცნაშვილი გამართლდა სსკ–ის 182–ე მუხლით
წარდგენილ დანაშაულში.
ომარ ქუცნაშვილის ბრალდება ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის და საგადასახადო
დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ომარ ქუცნაშვილს ბრალი დაედო მასში, რომ მან
არაერთგზის ჩაიდინა ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის და საგადასახადო
დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, დანაშაული გათვალისწინებული სსკ–ის
210–ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
ომარ ქუცნაშვილის ბრალდება აღნიშნულ დანაშაულთან მიმართებაში ემყარებოდა
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში ხარისხის კონტროლის სამსხურის
უფროსის არჩილ მარგიევისა და შპს ,,დიდგორის“ სამუშაოთა მენეჯერის ანზორ
465
დანართი #1 სამართლიანი სასამართლო
ბერიაშვილის ჩვენებებს მასზედ, რომ ომარ ქუცნაშვილის მითითებით მიღება–
ჩაბარების აქტებში შეჰქონდათ არასწორი მონაცემები.
იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების თანახმად ომარ ქუცნაშვილი არ იყო
მიღება–ჩაბარების აქტის შედგენაზე პასუხისმგებელი პირი, აღნიშნულ დოკუმენტებს
ხელს აწერდნენ მარგიევი, ბერიაშვილი და რამიშვილი, მიღება–ჩაბარების აქტის
შევსებას ჰქონდა ფორმალური ხასიათი და ხელშეკრულებითაც გათვალისწინებული
იყო კონტრაქტის პირობების შეცვლა, „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოსთან“
შეთანხმების საფუძველზე ხარჯთაღრიცხვა ხდებოდა ძველი პროექტით, მაგრამ
სამუშაო სრულდებოდა ახალი პროექტით, პროექტის მენეჯერი და კონტრაქტის
მენეჯერი იყვნენ იმ საკითხებზე პასუხისმგებელი პირები, რასაც ომარ ქუცნაშვილს
ედავებიან, არცერთ დოკუმენტში, რომელზეც ომარ ქუცნაშვილი აწერს ხელს, არსად
არის მითითებული მიწის და ბეტონის სამუშაოების მოცულობის განმსაზღვრელი
ერთეული - მ3, საქმის მასალებით არ დასტურდება ომარ ქუცნაშვილის მიერ
მითვისების ფაქტი, რა მიზნითაც მას შესაძლოა, ჩაედინა ყალბი საანგარიშსწორებო
ბარათის და საგადასახადო დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, უსაფუძვლოა
ომარ ქუცნაშვილის ბრალდება ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის და საგადასახადო
დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში.
ამრიგად, დანაშაულებრივი ქმედების და უტყუარ მტკიცებულებათა არარსებობის
გამო უსაფუძვლოდ მიგვაჩნია ომარ ქუცნაშვილის ბრალდება სსკ–ის 210–ე მუხლით.
2009 წლის 19 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა მოსამართლის მაია ჯვარშეიშვილის მიერ გამოტანილი განაჩენით ომარ
ქუცნაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 210–ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ბ“
ქვეპუნქტით და მიესაჯა ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა.
დასკვნა:
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის აპარატი
ასკვნის, რომ ომარ ქუცნაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება წარიმართა
მიკერძოებულად, ცალმხრივად და არაობიექტურად, მხოლოდ მამხილებელი
მტკიცებულების მოძიებით, გამოძიება არ წარმართულა ბრალდებულის
გამამართლებელი მტკიცებულებების შეკრებით, რითაც დაირღვა სსსკ–ის მე–18
მუხლის მოთხოვნა საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრულ
გამოკვლევაზე.
გამოძიებამ და პროკურატურამ ომარ ქუცნაშვილის მითვისებაში დადანაშაულებით,
ხოლო სასამართლომ ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის და საგადასახადო
დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენებისათვის მისთვის 4 წლით თავისუფლების
აღკვეთის განსაზღვრით, უხეშად დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის მე–40
მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, ,,დადგენილება ბრალდებულად სისხლის
სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა, გამამტყუნებელი
განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ
უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება
კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის
სასარგებლოდ.“
466
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
დანართი #2
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული
მდგომარეობა
საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ
სასჯელაღსრულების დაწესებულებების გეგმიური მონიტორინგის
შედეგები
(2009 წლის თებერვალ–მარტი)
ქ.თბილისის #1 საპყრობილე210
საპყრობილის ლიმიტია 750; მონიტორინგის დროს დაწესებულებაში განთავსებული
იყო 955 მსჯავრდებული. საპყრობილე შედგება 4 სართულისგან და 50 საკნისაგან.
ადმინისტრაციის შენობაში სამეურნეო ნაწილში მომსახურე მსჯავრდებულთათვის
გამოყოფილია 8 საკანი. საპყრობილის საკნების ფართი არ შეესაბამება ,,პატიმრობის
შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სტანდარტებს.
საპყრობილეს არ გააჩნია საშხაპე ოთახი და შხაპის მიღება შეუძლიათ
საპირფარეშოში დამონტაჟებული ე.წ. ,,ატმორის“ მეშვეობით. საკნებში არსებული
საპირფარეშოები არის ღია მდგომარეობაში და მსჯავრდებულებს პოლიეთილენის
პარკები აქვთ გაკრული. არცერთ საკანში ფანჯრებს არ აქვს მინები და ისინიც
პოლიეთილენით არის დაფარული. ასევე ჭერზეც გაკრული აქვთ პოლიეთილენის
პარკები, ვინაიდან ცვივა ბათქაში. მსჯავრდებულთა განმარტებით, ხშირია
ტუბერკულოზით
დაავადებული
შემთხვევები,
როცა
ჯანმრთელი
და
მსჯავრდებულები ერთად არიან საკანში განთავსებულნი. საკნებში არსებული
გაუსაძლისი მდგომარეობის გათვალისწინებით მსჯავრდებულთა იქ ყოფნა
შეიძლება შეფასდეს, როგორც არაადამიანური მოპყრობა.
თითქმის ყველა საკანში არის ტელევიზორი. მსჯავრდებულთა განმარტებით,
ადმინისტრაცია დისციპლინური სასჯელის სახით იყენებს მათთვის ტელევიზორის
ჩამორთმევას.
მონიტორინგის დროს გაირკვა, რომ მსჯავრდებულთა გარკვეულმა ნაწილმა არ
იცოდა, თუ რატომ იყვნენ ისინი საპყრობილეში განთავსებულები და აღნიშნავდნენ,
რომ მათ ჰქონდათ საერთო ან მკაცრი რეჟიმის განსაზღვრული.
საპყრობილეში არის საამანათო ოთახი, სადაც ერთდროულად შესაძლებელია 3
ამანათის მიღება. ერთი პაემნის ოთახი, სადაც შესაძლებელია ერთდროულად 8
210
2009 წლის მარტის მდგომარეობით.
467
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
პაემნის განხორციელება. პაემნის ოთახის ვენტილაცია საერთოდ არ ხდება.
საპყრობილეში არ არის: კარცერი, საკარანტინე ოთახი, სამრეცხაო.
სამზარეულო განთავსებულია ცალკე შენობაში. მისი სანიტარულ–ჰიგიენური
მდგომარეობა არის ცუდი და საჭიროებს რემონტს. ჭერიდან ჩამოყრილია ბათქაში,
სადენები არის გაშიშვლებული, სამზარეულო ინვენტარი საჭიროებს განახლებას.
სადაც
საპყრობილის
ადმინისტრაციულ
კორპუსში
არის
ბიბლიოთეკა,
განთავსებულია 1070 წიგნი. ძირითადად არის რუსული ლიტერატურა და
მსჯავრდებულთა განმარტებით, აღნიშნულის გამო ისინი ბიბლიოთეკით არ
სარგებლობენ.
საპყრობილეში არის 2 საგამოძიებო ოთახი. ერთ ოთახში არის 5 მაგიდა და
ვიზუალური დაკვირვება ხდება ვიდეო თვალის მეშვეობით, ხოლო მეორე ოთახში
არის მცირე ზომის ერთმანეთისგან ტიხრით გამოყოფილი სამი მაგიდა. აღნიშნულ
ოთახში დაკვირვება ხდება თანამშრომლის მიერ და შესაბამისად ოთახის სიმცირის
გამო შეუძლებელია ადვოკატსა და მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის საუბრის
კონფიდენციურობის დაცვა.
რეკომენდაციები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების
საკითხთა
სამინისტროს
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტს,
ქ.თბილისის N1 საპყრობილის დირექტორს: სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ იმ
გაუსაძლისი მდგომარეობის გამო, რომელიც ქ.თბილისის N1 საპყრობილეშია,
აღნიშნული დაწესებულება გასაუქმებელია, თუმცა, ალტერნატიული საპყრობილის
აშენებამდე, გასატარებელია შემდეგი ღონისძიებები:
1. გადატვირთულობის პრობლემის მოგვრება და თითოეული პატიმრის
უზრუნველყოფა უნდა იყოს „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი ფართით (თითო პატიმარზე 2.5 კვ.მ);
2. საერთო სარგებლობის საშხაპე ოთახის მშენებლობა;
3. საკნებში არსებული საპირფარეშოების იზოლირება;
4. საკნების ფანჯრებში მინების ჩასმა;
5. საერთო და მკაცრი რეჟიმზე მყოფი მსჯავრდებულების შესაბამისი რეჟიმის
დაწესებულებაში გადაყვანა;
6. სამზარეულოს კოსმეტიკური რემონტი;
7. ბიბლიოთეკის განახლება;
8. ტელეფონის აპარატების დამატება;
9. საგამოძიებო ოთახის მეთვალყურეობის სისტემის შეცვლა;
10. დალაქით უზრუნველყოფა;
11. . სამრეცხაო ოთახის მოწყობა.
468
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ქ.თბილისის #7 საპყრობილე211
დაწესებულების ლიმიტი არის – 108. მონიტორინგის დროს განთავსებული იყო 42
მსჯავრდებული. სააპყრობილეში არის 25 საკანი, მათი სანიტარულ–ჰიგიენური
მდგომარეობა არის ნორმალური, თუმცა საპირფარეშოებში არ არის შეყვანილი
ელექტროგაყვანილობა.
საპყრობილეს აქვს ერთი საამანათო ფანჯარა. არის სამი პაემნის ოთახი, რომლის
განათებაც ხდება მხოლოდ ხელოვნური გზით და პაემანი ხორციელდება შუშით
გადატიხრულ ოთახებში ტელეფონის საშუალებით.
საპყრობილეში არის ერთი საშხაპე ოთახი, სადაც დამონტაჟებულია 4 შხაპი.
ვენტილაცია ხდება მცირე ზომის სარკმლის მეშვეობით. საშხაპე ოთახის
სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა არის კარგი და მსჯავრდებულები წყლის
ტემპერატურას თავად არეგულირებენ. მსჯავრდებულების განმარტებით, მათ შხაპის
მიღება შეუძლიათ კვირაში ერთხელ საკამრისი დროით. დაწესებულებაში არის
ცენტრალური გათბობის სისტემა.
ადმინისტრაცია მსჯავრდებულებს აწვდის
თეთრეულს მათი მოთხოვნით. თეთრეულის შეძენა შესაძლებელია დაწესებულების
მაღაზიაშიც. დალაქი აღნიშნულ დაწესებულებას არ ჰყავს.
მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავისუფლად შეასრულონ რელიგიური
რიტუალები. მათ საკნებში აქვთ მოწყობილი რელიგიური კუთხე.
საპყრობილეში არსებობს ცენტრალური ვენტილაცია, ხოლო მეორე და მესამე
სართულზე საკნები ნიავდება ბუნებრივი გზითაც.
დაწესებულებაში არის 2 ტელეფონის აპარატი და, მსჯავრდებულების განმარტებით,
მათ საშუალება ეძლევათ, თვეში ორჯერ ისარგებლონ ტელეფონით 15 წუთით.
ტელევიზორი განთავსებულია ყველა საკანში. თუმცა მათ არ ეძლევათ საშუალება,
უყურონ ტელეარხებს, ვინაიდან ყველა ტელევიზორი შეერთებულია ერთ DVD-ზე
და ადმინისტრაცია მსჯავრდებულების ოჯახების მიერ მიწოდებული კომპაქტ–
დისკების მეშვეობით აჩვენებს მათ ფილმებს და შემეცნებით–გასართობ გადაცემებს.
ასევე ყველა საკანში არის რადიო, რომელიც იჭერს მხოლოდ ოთხ სიხშირეს.
სიხშირეები რეგულირდება ადმინისტრაციის მიერ და მჯავრდებულთათვის
რადიოთი არ არის ხელმისაწვდომი საინფორმაციო პროგრამების მოსმენა.
საპყრობილეს გააჩნია 4 სასეირნო ეზო, თუმცა, მსჯავრდებულების განმარტებით,
სასეირნო ეზოს განთავსებისა და სიმცირის გამო ისინი, ხშირ შემთხვევაში, უარს
ამბობენ გასეირნების უფლებით სარგებლობაზე.
211
2009 წლის მარტის მდგომარეობით.
469
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
საპყრობილეს არ გააჩნია ცენტრალური სამრეცხაო და საკარანტინე ოთახი.
საპყრობილეში განთავსებულია ერთი კარცერი, რომლის სანიტარულ–ჰიგიენური
მდგომარეობა არის ნორმალური.
საპყრობილის პირველ სართულზე არის სამზარეულო, რომლის სანიტარულ–
ჰიგიენური მდგომარეობა არის კარგი.
რეკომენდაციები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების
საკითხთა
სამინისტროს
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტს,
ქ.თბილისის N7 საპყრობილის დირექტორს:
1. საკნის საპირფარეშოში განათების დამონტაჟება;
2. თითოეულ საცხოვრებელ კორპუსზე თითო ტელეფონის აპარატის დამატება
და სატელეფონო საუბრის ხანგრძლივობის გაზრდა;
3. სასეირნო ეზოების გაფართოება;
4. ბიბლიოთეკის განახლება;
5. დალაქით უზრუნველყოფა.
6. ტელევიზორის ანტენების დამონტაჟება.
ქ.თბილისის #8 საპყრობილე212
დაწესებულების ლიმიტი არის 3672; მონიტორინგის დროს განთავსებული იყო 3617
პატიმარი. საპყრობილე შედგება 4 საპატიმრო კორპუსისგან და 574 საკნისგან.
საპყრობილე აშენდა 2007 წლის დეკემბრის თვეში. მისი სანიტარულ–ჰიგიენური
მდგომარეობა არის კარგი.
ადმინისტრაციის განმარტებით, პატიმრის მიღებისას უფლებების და მოვალეობების
გაცნობა ხდება ზეპირი ფორმით და ყველა საკანში გამოკრულია პატიმრის
უფლებების და მოვალეობების ნუსხა, თუმცა მონიტორინგის დროს სახალხო
დამცველის რწმუნებულებმა ნახეს, რომ საკნებში კარებზე გამოკრული იყო მხოლოდ
პატიმრის მოვალეობები.
წინასწარ პატიმრობაში მყოფი პატიმრები და მსჯავრდებულები ხშირ შემთხვევაში
განთავსებულნი არიან ერთ საკანში.
დაწესებულებაში არის 39 საშხაპე ოთახი და 248 შხაპი. მათი ვენტილაცია ხდება
როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნური გზითაც. ყველა სართულზე განთავსებულია
1 საშხაპე ოთახი და საშხაპე ოთახებს აქვს გასახდელი ოთახი.
პატიმრების
განმარტებით, ისინი შხაპს კვირაში ერთხელ იღებენ 10 წუთით, რაც, მათი
გადმოცემით, საკმარისი არ არის. დაწესებულების ადმინისტრაცია პატიმრებს
უზრუნველყოფს სუფთა თეთრეულით აბანოს შემდეგ. საპყრობილეში არის ერთი
212
2009 წლის მარტის მდგომარეობით.
470
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
მსჯავრდებული, რომელიც ახორციელებს სადალაქო მომსახურებას. ადმინისტრაცია
უზრუნველყოფს სეზონური ტანსაცმლით მხოლოდ სამეურნეო ნაწილში მომსახურე
პატიმრებს.
დაწესებულებაში მოქმედებს ბიბლიოთეკა, რომელსაც აქვს 8000 წიგნი და პატიმრებს
შესაძლებლობა ეძლევათ, ისარგებლონ ბიბლიოთეკით.
ტელევიზორი აქვთ მხოლოდ სამეურნეო ნაწილში მომსახურე პატიმრებს.
დაწესებულების მაღაზიაში შესაძლებელია პრესის შეძენა. დაწესებულების ყველა
საკანში არის რადიო.
საპყრობილეში არის 24 ტელეფონის აპარატი. მსჯავრდებულების გადმოცემით, მათ
ტელეფონით სარგებლობა შეუძლიათ კვირაში ერთხელ 3–5 წუთით. საპყრობილეში
არის 45 სასეირნო ეზო და პატიმრები აღნიშნავენ, რომ გასეირნების უფლებით ისინი
სარგებლობენ ყოველდღე 30–40 წუთით.
საპყრობილის ეზოში არის ცენტრალური
ჰიგიენური მდგომარეობა არის კარგი.
სამრეცხაო,
რომლის
სანიტარულ–
საპყრობილის ტერიტორიაზე განთავსებულია სამზარეულო, რომელიც ემსახურება
როგორც #8 საპყრობილეს, ასევე მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო
დაწესებულებას. მისი სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა არის კარგი. დიეტური
საკვებისთვის გამოყოფილია ერთი ქვაბი, რომელსაც ემსახურება ერთი
პასუხისმგებელი მზარეული. დაწესებულებაში ასევე ფუნქციონირებს საცხობი,
რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულებაში არსებულ მაღაზიას ლობიანით და
ღვეზელით.
მეორე საპატიმრო კორპუსში განთავსებულია 36 კარცერი, რომელთა ვენტილაცია
ხდება როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნური გზით. კარცერი არის ერთადგილიანი,
ასაკეცი ნარით, საპირფარეშო არის ნახევრად ღია. ყველა კარცერს აქვს პირსაბანი.
მათი სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა არის კარგი.
საპყრობილეში არის 15 საკარანტინე ოთახი, სადაც განთავსებულია 48 საწოლი. მათი
სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა არის კარგი. ვენტილაცია და განათება ხდება
როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნური გზით.
რეკომენდაციები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების
საკითხთა
სამინისტროს
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტს,
ქ.თბილისის N8 საპყრობილის დირექტორს:
1. პატიმრის მიღებისას მისთვის უფლება–მოვალეობების წერილობით გაცნობა
და საკნებში პატიმრის მოვალეობებთან ერთად მათი უფლებების ამსახველი
დოკუმენტის გაკვრა;
2. წინასწარ პატიმრობაში მყოფი პატიმრების და მსჯავრდებულების
განცალკევება;
471
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
3.
4.
5.
6.
პატიმრების ტელევიზორებით უზრუნველყოფა;
შხაპის მიღების ხანგრძლივობის გაზრდა;
სატელეფონო საუბრის ხანგრძლივობის გაზრდა;
გასეირნების უფლების კანონით დადგენილი დროით სარგებლობა.
ქსნის #7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულება213
დაწესებულების ლიმიტი – 1600; მონიტორინგის დროს განთავსებული იყო 2176
მსჯავრდებული.
დაწესებულების საპყრობილეში განთავსებულია 80 მსჯავრდებული.
მათი განცხადებით, ისინი იმყოფებიან მძიმე პირობებში, კერძოდ: მათ საკნებში არ
არის დაცული ელემენტარული ჰიგიენის ნორმები, ონკანიდან მოდის დასალევად
უვარგისი წყალი, მსჯავრდებულების განცხადებით საკვები, რომელიც მათ
მიეწოდებათ, არის უვარგისი.
სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში
მსჯავრდებულისათვის
გამოყოფილი
საცხოვრებელი სადგომი უნდა შეესაბამებოდეს სამშენებლო-ტექნიკურ და
სანიტარულ-ჰიგიენურ
ნორმებს
და
უზრუნველყოფდეს
მსჯავრდებულის
ჯანმრთელობის შენარჩუნებას, თუმცა #7 სასჯელაღსრულების საპყრობილის
ტერიტორიაზე განთავსებულია საკნები, რომლებსაც მსჯავრდებულები უწოდებენ
,,გარაჟებს“ (საკანი #23, 24, 25, 26, 27), ვინაიდან საკნებს არ გააჩნია გადახურული
დერეფანი და საკანში შესვლა ხდება მცირე ეზოდან, საკნებში არის ნესტი, რაც
აუტანელს ხდის მათ ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო პირობებს, მათ არ აქვთ
რადიომიმღებები და ტელევიზორები, ერთ–ერთი პრობლემა სავენტილაციო
სისტემის არარსებობაა. ამასთანავე საკანში არის საპირფარეშო, საიდანაც
სავენტილაციო-საჰაერო სარკმელი გამოდის საკანშივე; იატაკი არის ბეტონის,
რომელიც არის ალაგ–ალაგ ამოტეხილი და მიუხედავად პატიმრების მხრიდან
სისუფთავის დაცვის მცდელობისა, აღნიშნულ საკნებში არის მტვერი; სადენები არის
გაშიშვლებული და ელექტროგამათბობლები (რაც ამ საკნებში გათბობის ერთადერთი
საშუალებაა) აქვთ შეერთებული კუსტარულად. მსჯავრდებულთა განმარტებით,
ადმინისტრაციის თანამშრომლები მათ ექცევიან უხეშად და, ზოგ შემთხვევაში,
დამამცირებლადაც.
საპყრობილის სხვა საკნებში საპირფარეშოები ნახევრად ღიაა, ამის გამო
მსჯავრდებულები თავად გამოყოფენ საპირფარეშოს საკნისგან თვითნაკეთი
ფარდების მეშვეობით.
საპყრობილეში განთავსებულ მსჯავრდებულთა განმარტებით, მათთვის ექიმი
პრაქტიკულად ხელმიუწვდომელია და სახალხო დამცველის რწმუნებულების
სამდღიანი
მონიტორინგის
განმავლობაში
საპყრობილეში
განთავსებულ
მსჯავრდებულებთან ექიმს არ განუხორციელებია არცერთი ვიზიტი, თუმცა
საპყრობილეში განთავსებულ ბევრ მსჯავრდებულს აქვს ჯანმრთელობის
213
2009 წლის თებერვლის მდგომარეობით.
472
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
სერიოზული პრობლემა. ასევე ძალიან დიდი პრობლემაა, რომ 2176 მსჯავრდებულს
ემსახურება სამი ექიმი, ხოლო ღამით მორიგეობს მხოლოდ ექთანი.
საპყრობილის #23-ე საკანში განთავსებულ მსჯავრდებულთა განმარტებით, ისინი
ამჟამად იმყოფებიან საკნის ტიპის სადგომში,
სადაც მონიტორინგის დროს
განთავსებული იყო 10 მსჯავრდებული. ამ უკანასკნელთა განმარტებით, ისინი ვერ
სარგებლობდნენ
ტელეფონით,
არ
ჰქონდათ
დაწესებულების
მაღაზიით
სარგებლობის
საშუალება,
არ
გაჰყავდათ
სასეირნოდ.
მსჯავრდებულთა
განმარტებით, უკვე 8 თვეა, აღნიშნულ საკანში იმყოფებიან და ამ ხნის განმავლობაში
არ ჰქონიათ პაემანი. ადმინისტრაციასთან გასაუბრების შედეგად გაირკვა, რომ მათი
წარმოდგენით, საკნის ტიპის სადგომისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული
იყო განსაკუთრებული რეჟიმი, რის გამოც იქ განთავსებულ მსჯავრდებულებს
ეზღუდებოდათ ზოგიერთი უფლება, თუმცა სახალხო დამცველისთვის უცნობია,
რომელი ნორმატიული აქტი აწესებს ასეთი ტიპის რეჟიმს. სახალხო დამცველის
რწმუნებულების მხრიდან შესაბამისი განმარტების შემდეგ #23-ე საკანში
განთავსებულ მსჯავრდებულებს მიეცათ მათთვის კანონმდებლობით დადგენილი
უფლებებით სარგებლობის საშუალება.
2009 წლის 30 იანვარს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა რიგგარეშე ვიზიტის
დროს შეამოწმეს აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული კარცერი – ე.წ. ,,გარაჟებში“
განთავსებული #27 საკანი ამ დროისთვის არ ხდებოდა კარცერის ვენტილაცია, რის
გამოც იდგა მძიმე, ბლანტი ჰაერი, იყო საშინელი ანტისანიტარია, გახეთქილი იყო
წყლის მილი და კარცერში იდგა წყალი. მსჯავრდებულებს ეძინათ ორსართულიან
რკინის ნარებზე, პირდაპირ რკინაზე. კარცერში მოთავსებულმა არცერთმა
მსჯავრდებულმა არ იცოდა, რამდენი დღე–ღამით იყვნენ მოთავსებულნი კარცერში.
მსჯავრდებულთა განმარტებით, ისინი მედპერსონალს არ შეუმოწმებია კარცერში
მოთავსებისას ან შემდეგში. მათი განმარტებით, მათ კარცერში ყოფნის პერიოდში (10
დღიდან ერთ თვემდე) არ მიუღიათ შხაპი. აღნიშნული პრობლემების შესახებ
სახალხო დამცველის რწმუნებულები ესაუბრნენ ადმინისტრაციას. 2009 წლის 5
თებერვალს, გეგმიური მონიტორინგის დროს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა
კვლავ შეამოწმეს კარცერები და #27 საკნის ნაცვლად კარცერში მოთავსებული პირები
გადანაწილებული იყვნენ საპყრობილის #5; 9; 10 და 14 საკნებში, სადაც შედარებით
ნორმალური პირობებია. ადმინისტრაციის განმარტებით, ამ დროიდან აღნიშნულ
საკნებს გამოიყენებენ კარცერად.
საპყრობილეში არის მომცრო ზომის საშხაპე ოთახი, სადაც ერთმანეთთან ახლოს
დამონტაჟებულია 6 შხაპი და შეუძლებელია, ერთდროულად 6 მსჯავრდებულმა
მიიღოს შხაპი. საშხაპეს არ აქვს ვენტილაციის სისტემა, აქვს ძალიან პატარა ზომის
სარკმელი, რის გამოც შეიძლება ითქვას, რომ არც ბუნებრივი გზით ხდება მისი
ვენტილაცია. ცხელი და ცივი წყლის რეგულირება ხდება საშხაპე ოთახების გარეთ
ადმინისტრაციის თანამშრომლის მიერ.
საპყრობილეში განთავსებული მსჯავრდებულების განცხადებით, შესაძლოა,
ადმინისტრაციამ მათ მიმართ სხვადასხვა მიზეზით დაიწყოს წინასწარი გამოძიება,
ვინაიდან მათ თავიანთი პრობლემის შესახებ განუცხადეს სახალხო დამცველის
473
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
აპარატის მონიტორინგის ჯგუფს. მსჯავრდებულთა განმარტებით, დაწესებულების
ადმინისტრაცია ცდილობს, ყველა წვრილმანზე გამოიყენოს დისციპლინური
პასუხისმგებლობის ღონისძიებები (კარცერის მაქსიმუმი ვადის გამოყენებით), ასევე
ადმინისტრაციული პატიმრობა, რომ სასჯელის ვადა გაუგრძელდეთ. აღნიშნული
საკითხი მოითხოვს სიღრმისეულ შემოწმებას.
საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში („ზონა“) განთავსებული
მსჯავრდებულების საცხოვრებელი ფართი და პირობები არ შეესაბამება
,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილს. მსჯავრდებულების
ნაწილი არიან განთავსებულნი ადრე არსებული სასადილოს შენობაში, სადაც
საცხოვრებელი სადგომები გამოყოფილია ერთმანეთისგან ლურჯი ბრეზენტით და
მსჯავრდებულების მიერ გაკეთებული ორსართულიანი საწოლებით. ზონის
ტერიტორიაზე
განთავსებულ
საერთო
საპირფარეშოში
გასარემონტებელია
საკანალიზაციო სისტემა და აქედან გამომდინარე მიმდებარე ტერიტორიაზე არის
სპეციფიკური სუნი. არ არის ცენტრალური სამრეცხაო და მსჯავრდებულები თვითონ
რეცხვენ სარეცხს.
დადებითად შეიძლება შეფასდეს ის, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ერთადერთი
სასჯელაღსრულების დაწესებულებაა, სადაც არსებობს როგორც ეკლესია, ასევე
მუსლიმანთა სამლოცველო.
საშხაპეების სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი,
ცხელი და ცივი წყლის რეგულირება ხდება მსჯავრდებულების მიერ. ვენტილაცია
ხდება ბუნებრივი გზით – საშხაპეში არსებულ ფანჯრებში არ არის შუშები.
დაწესებულებაში არის საპარიკმახერო, არის ტელევიზორის საყურებელი ცალკე
ოთახი, ფეხბურთი, კალათბურთის, ჩოგბურთი, ფრენბურთის მოედნები,
ტრენაჟორების დარბაზი და საჭიდაო დარბაზი (ამჟამად რემონტია).
ქსნის #7 საერთო, მკაცრ და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებას აქვს ამანათების
მიღების მხოლოდ ერთი ფანჯარა, რომელიც ემსახურება მთლიანად დაწესებულებას.
რეკომენდაციები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, დაბა–
ქსნის N7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულების დირექტორს:
დაწესებულება დაუყოვნებლივ საჭიროებს
კაპიტალურ რემონტს. ამჟამად
არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, გასატარებელია შემდეგი ღონისძიებები:
1. გადატვირთულობის პრობლემის მოგვარება;
2. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული საპყრობილის კოსმეტიკური
რემონტი;
3. დაბინძურებული წყლის პრობლემის დაუყოვნებლივი მოგვარება;
4. დაწესებულების ტერიტორიაზე დეზინფექციისა და დერატიზაციის ჩატარება;
5. ე.წ „გარაჟების“ დემონტაჟი;
6. პატიმრების უზრუნველყოფა კანონით დადგენილი ნივთებით;
474
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
7. საპირფარეშოების იზოლირება;
8. საპყრობილეში
განთავსებულ
მსჯავრდებულთა
ტელევიზორებით
უზრუნველყოფა;
9. საპყრობილის საშხაპე ოთახის ფართის გაზრდა;
10. საშხაპეებისათვის ადგილობრივი ვენტილების დამონტაჟება (ცივი–ცხელი
წყლის პატიმრის მიერ რეგულირების უზრუნველყოფა);
11. საშხაპე ოთახში სავენტილაციო სისტემის დამონტაჟება;
12. სამრეცხაო ოთახის მშენებლობა;
13. ბიბლიოთეკის განახლება;
14. კარცერის საკნის დადგენა.
ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო
დაწესებულება214
დაწესებულების ლიმიტია – 560; მონიტორინგის დროს განთავსებული იყო 525
მსჯავრდებული. დაწესებულებაში არის ერთმანეთისგან იზოლირებული სამი
საპატიმრო კორპუსი, რომლებიც შედგება 80 პალატისგან. საცხოვრებელი კორპუსები
საჭიროებს რემონტს და მათი სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა არის ცუდი.
მსჯავრდებულებს აქვთ ტელევიზორები და რადიომიმღებები. პრესა დაშვებულია
ამანათის სახით. დაწესებულებაში არის ბიბლიოთეკა, სადაც არის 1212 წიგნი.
მსჯავრდებულთა განმარტებით, ისინი სარგებლობენ ბიბლიოთეკით.
დაწესებულებაში არის სამი საშხაპე ოთახი, სადაც დამონტაჟებულია 10 შხაპი.
ე.წ. სტაციონარულ კორპუსში სააბაზანო ოთახი განთავსებულია საცხოვრებელი
კორპუსის ქვევით სარდაფში, რომლის სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა არის
საშუალო.
ე.წ. დისპანსერულ კორპუსში სააბაზანო ოთახი არის ყოფილ საპირფარეშოში, სადაც
დამონტაჟებულია 2 შხაპი საპირფარეშების თავზე. იქვე არის საპირფარეშოც. დგას
აუტანელი სუნი.
ე.წ. ქრონიკულების კორპუსში არის ერთი სააბაზანო ოთახი, სადაც დამონტაჟებულია
2 შხაპი. საჭიროებს კოსმეტიკურ რემონტს.
ადმინისტრაცია ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებულთათვის სუფთა თეთრეულის
მიწოდებას.
მსჯავრდებულებისთვის
წყლის
მიწოდება
დამოკიდებულია
დაბა–ქსნის
მოსახლეობის წყლის მოხმარებაზე, ვინაიდან ისინი სარგებლობენ ერთი წყლის
214
2009 წლის მარტის მდგომარეობით.
475
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ავზით. ძირითადად წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები იქმნება
ზაფხულის განმავლობაში.
ცალკე შენობაში განთავსებულია 8 საიზოლაციო პალატა (კარცერი), მათგან
მოქმედებს 5 პალატა. საიზოლაციო პალატებს აქვს პატარა სასეირნო ეზო. თითო
პალატაში დგას ორსართულიანი რკინის ნარი. ყველა საკანში არის ონკანი, თუმცა არ
აქვს ნიჟარები. იატაკის არის ბეტონის. საპირფარეშო მხოლოდ სამ საიზოლაციო
პალატაშია იზოლირებული, ხოლო ორ პალატაში ნახევრად ღია, მათი სანიტარულ–
ჰიგიენური მდგომარეობა არის ძალიან ცუდი. ცენტრალური სავენტილაციო სისტემა
არ არის. ვენტილაცია ხდება ფანჯრების მეშვეობით, სადაც გაკრულია
პოლიეთილენის პარკები. პალატებში არ მოდის წყალი და მომარაგება ხდება
პოლიეთილენის ბოთლებით.
დაწესებულებაში არ არის ცენტრალური სამრეცხაო და საკარანტინე ოთახი.
სამზარეულო განთავსებულია ცალკე შენობაში, რომლის სანიტარულ–ჰიგიენური
მდგომარეობა არის კარგი.
დაწესებულებაში არის ერთი პაემნის ოთახი და ერთდროულად შესაძლებელია 7
პაემნის განხორციელება.
დაწესებულების ეზოში არის ეკლესია და მსჯავრდებულთა განმარტებით, მათ
სადილის დროს შეუძლიათ ეკლესიაში შესვლა.
რეკომენდაციები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების
საკითხთა
სამინისტროს
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტს,
ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო
დაწესებულების დირექტორს:
1.
2.
3.
4.
5.
დაწესებულების კოსმეტიკური გარემონტება;
პატიმრების უზრუნველყოფა კანონით დადგენილი ნივთებით;
საშხაპე ოთახების კაპიტალური გარემონტება;
მსჯავრდებულების სუფთა თეთრეულით უზრუნველყოფა;
დაწესებულების წყლით მომარაგების საკითხის მოგვარება. ცალკე წყლის
ავზის დამონტაჟება;
6. კარცერების – „საიზოლაციო პალატების“ – კაპიტალური გარემონტება;
7. ცენტრალური სამრეცხაო ოთახის აშენება.
476
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ქ.რუსთავის #1 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება215
2007 წლის 28 თებერვლის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება N54–ის
თანახმად, დაწესებულების ლიმიტი იყო 1846, ხოლო 2008 წლის 30 დეკემბრის
მდგომარეობით დაწესებულებაში განთავსებული იყო 2022 მსჯავრდებული. 2009
წლის 26 იანვრის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება N24–ის თანახმად,
დაწესებულების ლიმიტი შეადგენს 2380–ს. აღნიშნულ დაწესებულებაში აშენდა
ახალი საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც გათვლილია 640 მსჯავრდებულზე. 2009
წლის 27 თებერვალს შეასახლეს 616 მსჯავრდებული. ადმინისტრაციამ უზრუნველყო
ყველა მსჯავრდებულისთვის თეთრეულის მიწოდება. საცხოვრებელი კორპუსი
შედგება 24 საკნისგან. მათი სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა არის კარგი.
საპატიმრო კორპუსის განიავება ხდება, როგორც ბუნებრივი, ასევე ცენტრალური
ვენტილაციის გზით. დაწესებულებას არ გააჩნია ცენტრალური სამრეცხაო. პირადი
ჰიგიენის ნივთების შეძენა მსჯავრდებულებს შეუძლიათ მაღაზიაში, მათი შეტანა
ამანათით აკრძალულია.
დაწესებულების ეზოში ცალკე შენობაა, სადაც განთავსებულია კარცერი. იგი შედგება
9 საკნისგან, აქედან 8 საკანი ფუნქციონირებს, ხოლო 1 საკანს იყენებენ
საპირფარეშოდ.
კარცერებში არსებული მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც არაადამიანური
და დამამცირებელი პირობები. კარცერების ადგილმდებარეობის გამო ტემპერატურა
სიცხეში ძალიან მაღლა იწევს, დგება ფეკალური მასების სუნი, სიბინძურეა. არ
ხდება ვენტილაცია და პატიმრებისათვის სუნთქვა თითქმის შეუძლებელია.
საპატიმრო კორპუსში არის ერთი საშხაპე ოთახი, სადაც დამონტაჟებულია 12 შხაპი.
მათი სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა კარგია. ვენტილაცია ხდება როგორც
ხელოვნური, ისე ბუნებრივი გზით.
სამზარეულო განთავსებულია დაწესებულების ეზოში, რომელიც არის ახლად
აშენებული და მისი სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა არის ძალიან კარგი.
მონიტორინგის დროს მსჯავრდებულებს არ ჰქონდათ რადიო და ტელევიზორი,
ხოლო პრესა დაშვებული იყო ამანათის სახით.
დაწესებულებას არ გააჩნია საკარანტინე ოთახი. არის 2 საამანათო ფანჯარა.
დაწესებულებაში არის ერთი პაემნის ოთახი, სადაც ერთდროულად შესაძლებელია 5
პაემნის განხორციელება და მსჯავრდებული და მასთან პაემანზე მისული პირი
ერთმანეთს ხვდებიან პირისპირ ყოველგვარი ტიხრის გარეშე.
215
2009 წლის მარტის მდგომარეობით.
477
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
რეკომენდაციები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების
საკითხთა
სამინისტროს
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტს,
ქ.რუსთავის N1 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დირექტორს:
1.
2.
3.
4.
5.
საერთო და მკაცრი რეჟიმის გამიჯვნა;
პატიმრების უზრუნველყოფა კანონით დადგენილი ნივთებით;
პატიმრების ტელევიზორებით უზრუნველყოფა;
სამრეცხაო ოთახის მოწყობა;
საპყრობილეში არსებული კარცერების დახურვა.
ქ.რუსთავის #2 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის
დაწესებულება216
სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მონიტორინგი განახორციელეს ქ.რუსთავის #2
საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებაში, სადაც შეხვდნენ და
გაესაუბრნენ აღნიშნულ დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს და
ადმინისტრაციას.
დაწესებულების ლიმიტი არის 2744. 2009 წლის 2 თებერვლის მონაცემებით
განთავსებულია 2960 მსჯავრდებული, ანუ 216 მსჯავრდებულით მეტი, ვიდრე
დასაშვებია. 2008 წლის ბოლოს გაიხსნა საპყრობილის რეჟიმის კორპუსი, სადაც
შეასახალეს დაახლოებით 900 მსჯავრდებული. ქ.რუსთავის #2 საერთო, მკაცრი და
საპყრობილის რეჟიმის დაწესებულების ლიმიტი 2009 წლის 29 იანვრამდე იყო 1801,
შესაბამისად, დაწესებულების ინფრასტრუქტურა გათვლილი იყო აღნიშნულ
რაოდენობაზე, ხოლო ლიმიტის გაზრდას არსებულმა ინფრასტრუქტურამ ვეღარ
გაუძლო, რის შედეგადაც პრობლემა შეიქმნა როგორც ამანათის შესაგზავნად, ასევე
პაემანზე მისული მოქალაქეებისათვის. ყოველივე ზემოაღნიშნულმა დიდი
უკმაყოფილება გამოიწვია მსჯავრდებულებში და მათ ოჯახის წევრებში.
დაწესებულებაში ერთდროულად შეიძლება 5 ამანათის მიღება, რის გამოც საამანათო
ოთახთან დგას ამანათის შემგზავნთა დიდი რიგი, მათ უწევთ ღამით რიგის დაკავება
და მხოლოდ მეორე დღეს ახერხებენ ამანათის შეგზავნას.
დაწესებულება დაყოფილია სამ ნაწილად, მათ შორის, ორი ეზო დაყოფილია საერთო
და მკაცრი რეჟიმის ნაწილად, ე.წ. „ზონა“, სადაც განთავსებულია ორ–ორი კორპუსი,
ხოლო მესამე ეზოში განთავსებულია ერთი ახალი საპყრობილე. დაწესებულებაში
სულ არის 150 საკანი და 26 საკნის ტიპის სადგომი, მათგან მონიტორინგის დროს 11
საკანი იყო გამოყენებული კარცერად, რომელთა სანიტარულ–ჰიგიენური
მდგომარეობა არის საშუალო, ხოლო საპირფარეშოები საჭიროებს შეკეთებას.
დაწესებულების ადმინიტრაციის განმარტებით, მსჯავრდებულებს მათი უფლებები
და მოვალეობები ეცნობებათ მიღებისთანავე ზეპირი ფორმით.
216
2009 წლის თებერვალ–მარტის მდგომარეობით.
478
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ადმინისტრაციის განმარტებით,
სამედიცინო დათვალიერება.
მსჯავრდებულის
მიღებისას
ხდება
მათი
აღნიშნულ დაწესებულებაში არ არის საპარიკმახერო, არ აქვს ცენტრალური
სამრეცხაო, თითო ზონაში დგას თითო სარეცხი მანქანა, რომელიც დაწესებულებაში
განთავსებულ მსჯავრდებულთათვის არ არის საკმარისი. მაღაზია განთავსებულია
ადმინისტრაციის
შენობაში
და
მსჯავრდებულებს
მაღაზიაში
არსებული
პროდუქციის (მათ შორის ჰიგიენური საშუალებების) შეძენა შეუძლიათ სამეურნეო
ნაწილში მომსახურე პატიმრების მეშვეობით.
მსჯავრდებულთა განმარტებით, ამანათის სახით ჰიგიენური საშუალებების შეტანა
აკრძალულია და მათთვის აღნიშნული საშუალებების შეძენა შესაძლებელია
მხოლოდ დაწესებულების მაღაზიაში, ხოლო ის მსჯავრდებულები, რომელთა
ოჯახებსაც არ აქვს შესაბამისი მატერიალური შესაძლებლობა, არიან სხვა
მსჯავრდებულების
ხარჯზე.
ადმინისტრაციის
განმარტებით,
ისინი
უზრუნველყოფენ
მსჯავრდებულებს
ჰიგიენური
საშუალებებით,
თუმცა
მსჯავრდებულებმა, რომლებსაც სახალხო დამცველის რწმუნებულები გაესაუბრნენ,
აღნიშნული არ დაადასტურეს.
დაწესებულებაში არის შვიდი საერთო სარგებლობის საშხაპე ოთახი და 70 შხაპი,
სადაც ვენტილაცია ხდება ბუნებრივი გზით. შხაპები განლაგებულია ერთმანეთთან
მჭიდროდ, რაც უხერხულობას უქმნის მსჯავრდებულებს ბანაობისას. საერთო და
მკაცრი რეჟიმის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული საშხაპეები საჭიროებს
კოსმეტიკურ
რემონტს.
წყლის
ტემპერატურის
რეგულირება
ხდება
მსჯავრდებულების მიერ ინდივიდუალურად.
მიწოდება
მონიტორინგის
პირველ
დღეს
გაირკვა,
რომ
პრესის
მსჯავრდებულებისათვის ხდებოდა შეზღუდულად, თუმცა ადმინისტრაციასთან
საუბრის შემდეგ აღნიშნული პრობლემა გადაწყდა და პრესა ამანათის სახით
შეუზღუდავად მიეწოდებათ მსჯავრდებულებს.
მსჯავრდებულები პრეტენზიას გამოთქვამდნენ საკვებთან დაკავშირებით და
აღნიშნავდნენ, რომ საკვები შეიცავს გაურკვეველ ცხიმს, რომელიც საკვებად
უვარგისია. დაწესებულების სამზარეულო საჭიროებს კოსმეტიკურ რემონტს.
მონიტორინგის დროს იქ არსებული მდგომარეობა არ აკმაყოფილებდა სანიტარულ
ჰიგიენურ ნორმებს.
უნდა აღინიშნოს, რომ მონიტორინგის დროს მიმდინარეობდა სასადილოს
მშენებლობა, რომელიც აშენდა და ექსპლუატაციაში მალევე შევიდა. სამზარეულოს
ინფრასტრუქტურა და ინვენტარი საშუალებას იძლევა, საკვები სანიტარულ–
ჰიგიენური ნორმების დაცვით დამზადდეს. სასადილოში დგას 105 ცალი 8
ადგილიანი მაგიდა. სამზარეულოს მენეჯერის განმარტებით, მოთხოვნის
შესაბამისად მზადდება სამარხვო და დიეტური საკვები ცალ–ცალკე ქვაბებში, რაც
შემდგომ ისხმება შესაბამისი წარწერების მქონე თერმოსებში. აღნიშნული
დაადასტურა სამეურნო ნაწილის ბრიგადირმა (მსჯავრდებულმა).
ყველა
479
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
პროდუქტისთვის არის ცალ–ცალკე მაგიდა. სამზარეულოს აქვს ცენტრალური
სავენტილაციო სისტემა, ცენტრალური გათბობა, მზარეულებისთვის 2 საშხაპე
ოთახი, გასახდელი, პროდუქტების სათავსოები. სამზარეულოში დასაქმებულია შპს
„მეგაფუდის“ 29 მზარეული, მათგან ერთი გამოყოფილია დიეტური საკვების
დასამზადებლად. სამზარეულოს სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა არის კარგი.
მუდმივად მიეწოდება ცხელი და ცივი წყალი. დაწესებულებაში დამონტაჟდა 60
ტონიანი წყლის სათადარიგო აუზი. აგრეთვე, მსჯავრდებულთა განმარტებით,
საკვების ხარისხი და გემო მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა უკანასკნელ პერიოდში.
ამასთანავე, დაწესებულებაში ფუნქციონირებს საცხობი,სადაც ცხვება ხაჭაპურები,
ლობიანები და კარტოფილის ღვეზელები, რაც შემდგომ იყიდება დაწესებულების
მაღაზიაში.
სახალხო დამცველის რწმუნებულებს გეგმიური და არაგეგმიური მონიტორინგის
დროს არაერთხელ აღმოუჩენიათ ტუბერკულოზის ღია ფორმით დაავადებული,
ფსიქიკური აშლილობის მქონე და შიდსით დაავადებული მსჯავრდებულები,
რომელთა დიდი ნაწილი გადაყვანილი იყო სხვადასხვა დაწესებულებებიდან
(ძირითადად საპყრობილეებიდან) აღნიშნულ დაწესებულებაში და ისინი
განთავსებულნი იყვნენ ჯანმრთელ პატიმრებთან ერთად. აღნიშნულ საკითხზე
დირექტორთან გასაუბრების და საქმის ვითარების გარკვევის შემდეგ ბევრჯერ
მომხდარა მათი გადაყვანა შესაბამის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის
სამკურნალო დაწესებულებაში.
დაწესებულებასთან განთავსებულია ცემენტის ქარხანა, რომლის გამონაბოლქვიც,
სჯავრდებულთა თქმით, აბინძურებს ჰაერს. სახალხო დამცველის რწმუნებულებს
ხშირად უნახავთ დაწესებულების ტერიტორიაზე სპეციფიკური თეთრი მტვერი,
რომელიც,
სავარაუდოდ,
აღნიშნული
ქარხნის
გამონაბოლქვის
შედეგია.
მსჯავრდებულები აღნიშნულთან დაკავშირებით ხშირად გამოთქვამენ პრეტენზიას.
საპყრობილის ახალ კორპუსში (რომელიც მარტის თვიდან საერთო და მკაცრ რეჟიმს
მიეკუთვნება) განთავსებულ მსჯავრდებულებს გადმოყვანიდან (2009 წლის
იანვრიდან) ერთი თვის განმავლობაში არ უსარგებლიათ გასეირნების უფლებით და
ისინი არ იყვნენ ინფორმირებულები, თუ რატომ იყვნენ გადმოყვანილები
საპყრობილის რეჟიმზე. ამის გამო ისინი ვარაუდობდნენ, რომ იმყოფებოდნენ
კარანტინში და ამიტომ ვერ სარგებლობდნენ გასეირნების უფლებით. მათ არ
ჰქონდათ რადიო და ტელევიზორი. ტელეფონით სარგებლობდნენ 5–6 დღეში
ერთხელ 5 წუთით. ადმინისტრაციასთან საუბრისას გაირკვა, რომ საპყრობილეში
განთავსებულ მსჯავრდებულებს ვერ ასეირნებენ, რადგან საპყრობილის კორპუსს,
რომელიც ახალაშენებულია, არ გააჩნია სასეირნო ადგილი.
განმეორებითი მონიტორინგის დროს, 2009 წლის მარტის ბოლოს, აღნიშნული
კორპუსი უკვე აღარ მიეკუთვნებოდა საპყრობილის რეჟიმს. ადმინისტრაციის
განმარტებით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ტელევიზორების დამონტაჟება.
480
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
რეკომენდაციები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების
საკითხთა
სამინისტროს
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტს,
ქ.რუსთავის N2 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დირექტორს:
1. გადატვირთულობის პრობლემის მოგვარება;
2. პატიმრების უზრუნველყოფა კანონით დადგენილი ნივთებით;
3. ახალაშენებულ კორპუსში განთავსებული პატიმრების ტელევიზორებით
უზრუნველყოფა;
4. საგამოძიებო ოთახების მშენებლობა.
ქ.რუსთავის #6 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის
დაწესებულება217
ლიმიტი – 1300, მონიტორინგის დროს –1209 მსჯავრდებული.
2008 წლის 25 სექტემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #6
დაწესებულებაში, სადაც შეხვდნენ და გაესაუბრნენ ამავე დაწესებულების
დირექტორს დავით მარგებაძეს. ამ უკანასკნელის განმარტებით, უვადო
თავისუფლებააღკვეთილი და ტუბერკულოზით დაავადებული მსჯავრდებულები
სარგებლობენ ყოველდღიური გასეირნების უფლებით, ხოლო სხვა პატიმრებს სამ
დღეში ერთხელ ეძლეოდათ სუფთა ჰაერზე ყოფნის საშუალება. დირექტორის
განმარტებით,
მსჯავრდებულების
გასეირნება
ყოველდღიურად
ვერ
ხორციელდებოდა, რადგან აღნიშნულ დაწესებულებაში არ იყო თანამშრომლების
საკმარისი რაოდენობა და აღნიშნული პრობლემა გადაწყდებოდა კადრების
შევსებასთან ერთად.
აღნიშნულთან დაკავშირებით 2008 წლის 10 ოქტომბერს, სახალხო დამცველმა
რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბაჩო
ახალაიას, შეესწავლა ზემოაღნიშნული საკითხი და მიეღო კანონშესაბამისი
გადაწყვეტილება. 2008 წლის 20 ნოემბერს სასჯელაღსრულების დეპარტამნტის
თავმჯდომარის მოადგილისგან ირინა ცინცაძისგან მივიღეთ პასუხი, სადაც
აღნიშნული იყო, რომ სად–ის ქ.რუსთავის #6 საპყრობილის, საერთო და მკაცრი
რეჟიმის დაწესებულებაში პატიმართა გასეირნება ხდება ყოველდღე, ,,პატიმრობის
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხანგრძლივობით. აღნიშნული
პასუხის გადასამოწმებლად 2008 წლის 09 დეკემბერს სად–ის ქ.რუსთავის #6
საპყრობილის, საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში სახალხო დამცველის
რწმუნებულებმა მონიტორინგი ჩაატარეს. ისინი შეხვდნენ და გაესაუბრნენ 36
საკანში განთავსებულ მსჯავრდებულებს (დაახლოებით 155 პატიმარი), რომელთა
განმარტებით, აღნიშნულ დაწესებულებაში პატიმართა გასეირნება ხდებოდა სამ
დღეში ერთხელ. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2008 წლის 18 დეკემბერს, მეორე
რეკომენდაცია გაკეთდა, იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვლის სახელზე, თუმცა
217
2009 წლის თებერვლის მდგომარეობით.
481
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ამჯერად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის დავით ჭაკუასგან
მივიღეთ ანალოგიური პასუხი. 2009 წლის პირველ თებერვალს სახალხო დამცველის
რწმუნებულებმა კვლავ ჩაატარეს მონიტორინგი და გაირკვა, რომ მდგომარეობა ამ
დღემდე არ გამოსწორებულა.
აღნიშნულ
დაწესებულებას
აქვს
ცენტრალური
სამრეცხაო,
თუმცა
მსჯავრდებულებთან გასაუბრებისას, ასევე, მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ
აღნიშნული სამრეცხაოთი მსჯავრდებულები ვერ სარგებლობენ და სარეცხს რეცხავენ
საკნებში.
მათივე თქმით, სასმელი წყალი სასმელად უვარგისია, საკვებთან დაკავშირებით
ზოგიერთი პატიმრის მხრიდან გამოითქვა პრეტენზია – ისინი აღნიშნავენ, რომ
ცხიმი, რომლითაც საკვები მზადდება, არის უვარგისი.
სამედიცინო მომსახურება, პატიმრების განმარტებით, არის არაადეკვატური და
არაეფექტური, ხშირ შემთხვევაში მიუწვდომელია ექიმი. მედიკამენტების
მომარაგებასთან დაკავშირებით არის სერიოზული პრობლემები და მედიკამენტებით
უზრუნველყოფა ხდება ოჯახის მიერ.
უვადო
თავისუფლებააღკვეთილი
მსჯავრდებულების
გარდა,
არცერთ
მსჯავრდებულს არ აქვს რადიო და ტელევიზორი, რაც, მათი განმარტებით, ერთ–
ერთი სერიოზული პრობლემაა აღნიშნულ დაწესებულებაში.
ერთდროულად შეიძლება სამი ამანათის მიღება. საამანათო ოთახის მდგომარეობა
შეიძლება ჩაითვალოს დაწესებულების ერთ–ერთ დადებით მხარედ.
დაწესებულებაში არის 13 პაემნის ოთახი, აქედან 10 ოთახის
შესაძლებელი. პაემნის ოთახის ვენტილაცია ხდება ბუნებრივი გზით.
გამოყენებაა
დაწესებულებაში არის 21 კარცერი, მათი სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა არის
საშუალო. ზოგან არ არის დამონტაჟებული პირსაბანი, ცენტრალური ვენტილაცია არ
არის და კარცერებში არის ძალიან პატარა ზომის ფანჯრები, საპირფარეშოებში
დამონტაჟებულია ცენტრალური ვენტილაციის სიტემა.
დაწესებულებაში არის ოთხი საკარანტინე ოთახი, რომლებშიც განთავსებულია 28
რკინის ორსართულიანი ნარი, მათზე არ დევს არც ლეიბი და არც ფიცარი. საკნებში
საპირფარეშო არის ნახევრად ღია, არ არის ცენტრალური ვენტილაცია; ბუნებრივი
ვენტილაციის შესაძლებლობა არის მცირე, ვინაიდან ფანჯრები ძალიან პატარაა.
საკნები ნათდება ხელოვნურად, მათი განლაგებიდან გამომდინარე. სანიტარუ–
ჰიგიენური მდგომარეობა ნორმალურია და საკნები თბება ცენტრალური გათბობის
სისტემით.
დაწესებულებაში არის 14 საშხაპე ოთახი და 75 შხაპი, ვენტილაცია ხდება ბუნებრივი
და ხელოვნური გზით. სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა არის კარგი. წყლის
482
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
რეგულირება ხდება ცენტრალური ონკანიდან. მსჯავრდებულები შხაპს იღებენ
კვირაში ერთხელ.
დაწესებულების სამზარეულოში სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა არის კარგი,
თუმცა სავენტილაციო სისტემა მუშაობს შეფერხებით, რაც ხელს უშლის
სამზარეულოს ვენტილაციას.
ქ.რუსთავის #6 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებაში
განთავსებულია 9 საერთო სარგებლობის ტელეფონის აპარატი. ადმინისტრაციის
განმარტებით, თითო საკანი რეკავს ორ დღეში ერთხელ. 2; 4; 6; 8; 10 ადგილიან საკანს
ეძლევა 20 წუთი დრო, ხოლო 12; 14; 16; 18 ადგილიან საკნებს – 40 წუთი.
მსჯავრდებულებთან გასაუბრებით გაირკვა, რომ თითო მსჯავრდებული
სარგებლობს ტელეფონით ორ კვირაში ერთხელ.
მონიტორინგის განხორციელების დროს ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სახალხო
დამცველის რწმუნებულებს არ მისცეს საშუალება, მსჯავრდებულებს მარტო,
კონფიდენციურად გასაუბრებოდნენ საკანში, რასაც ოპერატიულ–სარეჟიმო
მოთხოვნების და სახალხო დამცველის რწმუნებულების უსაფრთხოების მიზნით
ხსნიდნენ.
მსჯავრდებულთა განმარტებით, ადმინისტრაციის დამოკიდებულება მათ მიმართ
არის ნორმალური.
რეკომენდაციები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების
საკითხთა
სამინისტროს
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტს,
ქ.რუსთავის N6 საპყრობილის, საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების
დირექტორს:
1. მსჯავრდებულთათვის
გასეირნების
უფლებით
სარგებლობის
უზრუნველყოფა;
2. პატიმრების უზრუნველყოფა კანონით დადგენილი ნივთებით;
3. პატიმრების რადიოებითა და ტელევიზორებით უზრუნველყოფა;
4. დაწესებულებაში არსებული სამრეცხაოს ამუშავება.
ზუგდიდის #4 საპყრობილე218
დაწესებულების ლიმიტია 305. მონიტორინგის დროს განთავსებული იყო 383
პატიმარი.
დაწესებულებაში ერთი საპყრობილის კორპუსია. კორპუსის პირველ და მეორე
სართულზე ანტისანიტარიაა, დენის სადენები გაშიშვლებულია. საკნებში ფანჯრები
გარედან და შიგნიდან გისოსებშია და არცერთ საკანში არ არის ჩასმული მინები; მათ
218
2009 წლის თებერვლის მდგომარეობით.
483
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
მაგივრად ზოგან გაკრულია ცელოფანი ან ქსოვილი. საკნებში საპირფარეშოებს აქვს
დაახლოებით 1.5 მ. სიგრძის კედელი ცალი მხრიდან გამოყოფილი, ხოლო დანარჩენი
ნაწილი ღიაა. ზოგ საკანში საპირფარეშოს ღია ნაწილი პატიმრებს თვითონ აქვთ
გამოყოფილი ფარდით. ზოგ საკანში გათბობის საშუალებაა
ელექტროქურა,
ზოგიერთ საკანში – საერთოდ არაა გათბობის არანაირი საშუალება. საკნებში არის
ანტისანიტარია, ცვივა ბათქაში, განათება ხდება პატარა ზომის მბჟუტავი
ნათურებით, ხოლო ფანჯრების ზომა ვერ უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას.
პატიმრებს წყალი მიეწოდებათ შეზღუდულად, გრაფიკით, 3–ჯერ დღეში
წუთით. არ ჰყავთ დალაქი.
30–40
საპყრობილეში არ არის დამონტაჟებული ტელეფონის აპარატი და პატიმრებს არ
ეძლევათ
საშუალება,
ისარგებლონ
საერთო
სარგებლობის
ტელეფონით.
ადმინისტრაციაში დგას ერთი აპარატი, რომლითაც სარგებლობენ მხოლოდ
სამეურნეო ნაწილში მომსახურე მსჯავრდებულები.
საპყრობილეში ერთად არიან მოთავსებულები წინასწარ პატიმრობაში მყოფი
პატიმრები და მსჯავრდებულები.
საშხაპე ოთახში დამონტაჟებულია 10 შხაპი, ვენტილაცია ხდება ფანჯრების
საშუალებით, ზოგადი სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა არის ცუდი, ჭერიდან
და კედლებიდან ჩამოყრილია გაჯი და ოთახში დგას ცუდი სუნი. აღნიშნულიდან
გამომდინარე, საშხაპე ოთახი საჭიროებს რემონტს. პატიმრები აბანოთი სარგებლობენ
თვეში 3–4 ჯერ.
საპყრობილეში არის 3 კარცერი. სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა ძალიან
ცუდია. მოშლილია ონკანი, საპირფარეშო – ღია, დგას საშინელი სუნი და ისევე,
როგორც საკნებში, ფანჯარას არ აქვს მინები.
საპყრობილეს არ გააჩნია ცენტრალური სამრეცხაო და საკარანტინე ოთახები.
საპყრობილეს აქვს ერთი საამანათო ფანჯარა. ერთი პაემნის ოთახი, რომელიც არ
ნიავდება.
საპყრობილეში განთავსებულია არასრულწლოვანთა საკანი, სადაც გაფუჭებულია
ონკანი და პატიმრები ნაჭრის საშუალებით აკავებენ წყალს. სანიტარულ–ჰიგიენური
მდგომარეობა არის ცუდი, საკანში საშინელი სინესტეა. განათების საშუალება არის
მბჟუტავი ნათურა და ფანჯარა, რომელზეც არასრულწლოვნებს გაკრული ჰქონდათ
მუქი ფერის ნაჭერი.
პატიმრების გასეირნება ხდება ყოველდღე კვირის გარდა და ამინდის მიხედვით, ანუ
თუ მოდის წვიმა, ქარია ან თოვლი პატიმართა გასეირნება არ ხდება.
დადებითად შეიძლება შეფასდეს: სამზარეულო, რომელიც არ საჭიროებს რემონტს
და სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა არის ნორმალური. საკნებში აქვთ
ტელევიზორები და რადიო. ამანათის სახით იღებენ წიგნებს და პრესას.
484
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
რეკომენდაციები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების
საკითხთა
სამინისტროს
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტს,
ქ.ზუგდიდის N4 საპყრობილის დირექტორს: სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ იმ
გაუსაძლისი მდგომარეობის გამო, რომელიც ქ.ზუგდიდის N4 საპყრობილეშია,
აღნიშნული დაწესებულება გასაუქმებელია, თუმცა, ალტერნატიული საპყრობილის
აშენებამდე, გასატარებელია შემდეგი ღონისძიებები:
1. გადატვირთულობის პრობლემის მოგვრება და თითოეული პატიმრის
უზრუნველყოფა უნდა იყოს „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი ფართით (თითო პატიმარზე 2.5 კვ.მ);
2. მისჯილი და მიუსჯელი პატიმრების განცალკევება;
3. პატიმრების წყლით მომარაგება 24 საათიან რეჟიმში;
4. საკნების და კარცერების გარემონტება;
5. საერთო სარგებლობის საშხაპე ოთახის გარემონტება;
6. საკნებში არსებული საპირფარეშოების იზოლირება;
7. საკნების ფანჯრებში მინების ჩასმა;
8. საპყრობილის
ტერიტორიაზე
სადეზინფექციო
სამუშაოების
და
დერატიზაციის ჩატარება;
9. პატიმრების ტელეფონით სარგებლობის უფლების განხორციელების
უზრუნველყოფა;
10. ცენტრალური გათბობის სისტემის დამონტაჟება;
11. დალაქით უზრუნველყოფა;
12. სამრეცხაო ოთახის მოწყობა;
13. საკარანტინე ოთახის გამოყოფა.
ქ.ბათუმის #3 საპყრობილე219
დაწესებულების ლიმიტია 557; მონიტორინგის დროს განთავსებული იყო 985
პატიმარი.
დაწესებულებაში არის ერთი საპყრობილის კორპუსი და 55 საკანი.
საპყრობილეში არის გაუსაძლისი მდგომარეობა. საკნებში არის სინესტე,
ანტისანიტარია, ცვივა ბათქაში, ზოგიერთ საკანში ჩადის წყალი, ფანჯრებს არ აქვს
მინები და მათი მცირე ზომის გამო არ ხდება საკნების ბუნებრივი ვენტილაცია.
საკნებში არსებულ საპირფარეშოებში არის დამონტაჟებული წყლის ტენები და
პატიმართა განმარტებით თუ არის წყალი, მათ შეუძლიათ მიიღონ შხაპი საკანშივე.
საკნების უმრავლესობაში საპირფარეშოებს აქვს დაახლოებით 1.5 მ. სიგრძის კედელი
ცალი მხრიდან გამოყოფილი, ხოლო დანარჩენი ნაწილი ღიაა. ზოგ საკანში
საპირფარეშოს ღია ნაწილი პატიმრებს თვითონ აქვთ გამოყოფილი ფარდით.
219
2009 წლის თებერვლის მდგომარეობით.
485
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
საპყრობილეში ერთად არიან მოთავსებულები წინასწარ პატიმრობაში მყოფი
პატიმრები და მსჯავრდებულები.
პატიმრებს წყალი მიეწოდებათ შეზღუდულად, გრაფიკით, 2–ჯერ დღეში
წუთით. არ ჰყავთ დალაქი.
30–40
საპყრობილეში არის 4 კარცერი, რომლებსაც აქვთ მცირე ზომის ფანჯრის მსგავსი
ხვრელი, რომელსაც ორივე მხარეს აქვს რკინის გისოსები. ონკანი და საპირფარეშო
განთავსებულია გარეთ დერეფანში.
საკარანტინე ოთახი არის საპყრობილის პირველ სართულზე, სადაც მონიტორინგის
დროს იმყოფებოდა 10 პატიმარი. მათ მორიგეობით ეძინათ, ვინაიდან იქ არსებული 8
რკინის ნარიდან 5 ნარზე არ იყო ლეიბი. საკანში იდგა საშინელი ნესტის სუნი,
ჭერიდან ცვიოდა ბათქაში, საპირფარეშო არის ღია. საკარანტინე ოთახში
დამონტაჟებულია გამწოვი, რომლის ჩართვა შესაძლებელია საკნის გარეთ. პატიმრებს
საჭმელი ესხათ ერთ ღრმა თეფშზე, არ ჰქონდათ კოვზი და ჩანგალი. ყოველივე
აღნიშნული შეიძლება შევაფასოთ, როგორც არაადამიანური და დამამცირებელი
მოპყრობა პატიმრებისადმი.
საპყრობილეს აქვს ერთი საამანათო ფანჯარა, სადაც გამოკრულია ნებადართული
ნივთების ნუსხა.
საკნებში აქვთ ტელევიზორები და რადიო. ამანათის სახით იღებენ წიგნებს და
პრესას. დაწესებულებაში ასევე ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა.
საპყრობილეში არის ერთი პაემნის ოთახი, რომლის ვენტილაციაც არ ხდება.
ერთდროულად შესაძლებელია ორი პაემნის განხორციელება.
საპყრობილეში არის 2 საერთო სარგებლობის საშხაპე ოთახი, სადაც
დამონტაჟებულია 14 შხაპი, ვენტილაცია ხდება ფანჯრების საშუალებით, ზოგადი
სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა არის საშუალო.
ადმინისტრაციის
განმარტებით, პატიმრები აბანოთი სარგებლობენ თვეში 3-4 ჯერ (შაბათ-კვირას),
თუმცა გაურკვეველია, თუ საპყრობილეში წყალი გარფიკით მოდის, რანაირად
ახერხებს 985 პატიმარი შხაპის მიღებას მხოლოდ შაბათ–კვირის განმავლობაში.
ადმინისტრაცია ვერ უზრუნველყოფს პატიმრებისთვის თეთრეულის მიწოდებას.
მათ თეთრეულის შეძენა შეუძლიათ საპყრობილის მაღაზიაში, ასევე შესაძლებლობა
აქვთ მიიღონ ამანათით. საპყრობილეს არ გააჩნია ცენტრალური სამრეცხაო.
პატიმრების გასეირნება ხდება კვირაში 3-4 დღე 30-40 წუთით და ამინდის მიხედვით,
ანუ თუ მოდის წვიმა, ქარია ან თოვლი, პატიმართა გასეირნება არ ხდება.
საპყრობილეში არის 9 სასეირნო ეზო.
სამზარეულო განთავსებულია საპყრობილის ეზოში. მისი სანიტარულ-ჰიგიენური
მდგომარეობა არის საშუალო. ვენტილაცია ხდება გამწოვის საშუალებით. კედლები
გალესილია გაჯით.
486
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
საპყრობილეში არის დამონტაჟებული ერთი ტელეფონის აპარატი. მსჯავრდებულები
საშუალება აქვთ, თვეში ორჯერ ისაუბრონ ტელეფონით. თუმცა მონიტორინგის
დროს გაირკვა, რომ ქ.ბათუმში ტელეფონის ბარათები არ იყიდებოდა და ამის გამო
პატიმრები ვერ სარგებლობდნენ ტელეფონით.
საპყრობილეში განთავსებულია არასრულწლოვანთა 2 და ქალ პატიმართა 2 საკანი,
მათი სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა არის კარგი.
რეკომენდაციები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, ქ.ბათუმის
N3 საპყრობილის დირექტორს: სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ იმ გაუსაძლისი
მდგომარეობის გამო, რომელიც ქ.ბათუმის N3 საპყრობილეშია, აღნიშნული
დაწესებულება გასაუქმებელია, თუმცა, ალტერნატიული საპყრობილის აშენებამდე,
გასატარებელია შემდეგი ღონისძიებები:
1. გადატვირთულობის პრობლემის მოგვრება და თითოეული პატიმრის
უზრუნველყოფა უნდა იყოს „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი ფართით (თითო პატიმარზე 2.5 კვ.მ);
2. მისჯილი და მიუსჯელი პატიმრების განცალკევება;
3. პატიმრების წყლით მომარაგება 24 საათიან რეჟიმში;
4. საკნების და კარცერების გარემონტება;
5. საკნებში არსებული საპირფარეშოების იზოლირება;
6. საკნების ფანჯრებში მინების ჩასმა;
7. საპყრობილის ტერიტორიაზე დეზინფექციისა და დერატიზაციის
ჩატარება;
8. პატიმრების ტელეფონით სარგებლობის უფლების განხორციელების
უზრუნველყოფა;
9. ცენტრალური გათბობის სისტემის დამონტაჟება;
10. დალაქით უზრუნველყოფა;
11. სამრეცხაო ოთახის მოწყობა;
12. საკარანტინე ოთახის დაუყოვნებლივ გარემონტება.
ხონის #9 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება220
ლიმიტი – 650; მონიტორინგის დროს იმყოფებოდა 756 მსჯავრდებული.
დაწესებულებაში არის ე.წ. ბარაკული სისტემის ერთი ორსართულიანი
საცხოვრებელი კორპუსი. აღნიშნულ დაწესებულებაში არის გაუსაძლისი პირობები.
სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა არის ძალიან ცუდი. ერთ–ერთ ბარაკს აქვს
ორი საპირფარეშო, სადაც, მსჯავრდებულების თქმით, ღამით დგება რიგი, რადგან
ეზოში გასასვლელი კარი, სადაც დამატებითი საპირფარეშოებია, ღამით იკეტება.
მსჯავრდებულები თბებიან ელექტროქურებით.
220
2009 წლის თებერვლის მდგომარეობით.
487
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
დაწესებულებაში არის ერთი საამანათო ოთახი. ადმინისტრაციის განმარტებით,
დღის განმავლობაში შესაძლებელია მხოლოდ 15 ამანათის მიღება.
პაემნის ოთახში არ დგას მაგიდა და სკამი, დამონტაჟებულია 4 ტელეფონი,
შეხვედრის დროს მსჯავრდებული და მათი ოჯახის წევრები დგანან ფეხზე.
დაწესებულებას არ გააჩნია საშხაპე. მსჯავრდებულები ბანაობენ წყლით, რომელსაც
აცხელებენ კუსტარულად გაკეთებული წყლის გამაცხელებლით. დაწესებულებაში
არ არის საკარანტინე ოთახები. არ არის ცენტრალური სამრეცხაო.
სამზარეულოში კედლებიდან და ჭერიდან ჩამოყრილია ბათქაში, სანიტარულ–
ჰიგიენური მდგომარეობა არის ძალიან ცუდი. სასადილოში არ არის მინები, რის
გამოც მასში აღწევენ მტრედები და ბეღურები.
დაწესებულებაში არის 10 კარცერი, სადაც დგას რკინის ნარები, ფანჯრებს არ აქვს
მინები, ჩამოყრილია ბათქაში კედლებიდან და ჭერიდან, კარცერებში არ არის არც
საპირფარეშოები და არც ხელსაბანი. სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა ძალიან
ცუდია.
საერთო სარგებლობის 4 ტელეფონის აპარატი დგას ადმინისტრაციის შენობაში.
მსჯავრდებულები სარგებლობენ ტელეფონით 3–4 დღეში ერთხელ 10 წუთით.
რეკომენდაციები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, ხონის N9
საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დირექტორს: სახალხო დამცველი
მიიჩნევს, რომ იმ გაუსაძლისი მდგომარეობის გამო, რომელიც ხონის N9 საერთო და
მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაშია, აღნიშნული დაწესებულება გასაუქმებელია,
თუმცა, ალტერნატიული დაწესებულების აშენებამდე, გასატარებელია შემდეგი
ღონისძიებები:
1. გადატვირთულობის პრობლემის მოგვრება და თითოეული პატიმრის
უზრუნველყოფა უნდა იყოს „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი ფართით;
2. საერთო და მკაცრი რეჟიმის გამიჯვნა;
3. პატიმრების უზრუნველყოფა კანონით დადგენილი ნივთებით;
4. სადგომების, კარცერების, სამზარეულოს, სასადილოსა და საერთო
სარგებლობის საპირფარეშოების გარემონტება;
5. პაემნის ოთახში მაგიდისა და სკამების დამონტაჟება;
6. საშხაპე ოთახის მოწყობა;
7. დაწესებულების ტერიტორიაზე დეზინფექციისა და დერატიზაციის
ჩატარება;
8. ცენტრალური გათბობის სისტემის დამონტაჟება;
9. დალაქით უზრუნველყოფა;
10. სამრეცხაო ოთახის მოწყობა;
488
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
11. საკარანტინე ოთახის გამოყოფა.
ქუთაისის #2 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის
დაწესებულება221
ლიმიტი 1840. მონიტორინგის დროს განთავსებული იყო 1300 მსჯავრდებული.
დაწესებულების საპყრობილე დაყოფილია ,,a” ,,b” ,,c” ,,d” ,,e” კორპუსებად.
მონიტორინგის დროს ,,b” ,,c” ,,d” ,,e” კორპუსებში მიმდინარეობდა სარემონტო
სამუშაოები. საპყრობილის ,,a” კორპუსში არის 96 საკანი.
საპყრობილეში ერთად არიან განთავსებულები მსჯავრდებულები და განსასჯელები,
საერთო და საპყრობილის რეჟიმზე მყოფი პატიმრები.
საპყრობილეს ცენტრალური ვენტილაცია არ აქვს, ხოლო ფანჯრებიდან საკნები
ცუდად ნიავდება. საკნებში არის ნესტი და ჭერიდან ჩამოდის წყალი. ზოგიერთ
საკანში არის მბჟუტავი ნათურები. რადიო და დიდი ზომის ნათურა აქვთ მხოლოდ
ყოფილ თანამშრომლებს და სამეურნეო ნაწილში მომსახურე პატიმრებს.
პატიმრების გადმოცემით, მათი გასეირნება ხდება ყოველდღე კვირის გარდა. ერთ–
ერთ საკანში მსჯავრდებულებმა განმარტეს, რომ მათთან ჩამოდიოდა წყალი, რის
გამოც მათ ადმინისტრაციამ მიატანინა ცემენტი, წებო და მინები ჩაასმევინეს, ასევე
აყიდინეს ნათურები.
ამანათის სახით საპყრობილეში აკრძალულია თბილი ტანსაცმლის, გაზეთების,
მანდარინის, ლიმნის, ხახვის და ნივრის შეგზავნა.
წყალი პატიმრებს მიეწოდებათ გრაფიკით, დღეში ორ საათი. სახალხო დამცველის
რწმუნებულებმა ნახეს მომარაგებული წყალი, რომელიც იყო მღვრიე.
მსჯავრდებულები შხაპს ვერ იღებენ. ისინი პოლიეთილენის ბოთლებში აგროვებენ
წყალს და ბანაობენ საკნებში განთავსებულ საპირფარეშოში.
საკნების სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა არის ძალიან ცუდი. კედლები
დაფარულია ბაღლინჯოებით. პატიმრების გადმოცემით, დეზინფექცია ხდება
მხოლოდ ყოფილი თანამშრომლების საკნებში.
სამზარეულოში დგას აუტანელი სუნი, სავარაუდოდ, არ ხდება დასუფთავება
საკვების მომზადების შემდეგ. ყველგან არის ბუზები და სიბინძურე, თუმცა,
მსჯავრდებულების თქმით, ჯერჯერობით არავინ მოწამლულა. დაწესებულების
დირექტორის თქმით, დროდადრო თავად ამოწმებს საკვების ხარისხს. საკვებს
ამზადებენ შპს „მეგაფუდის“ მზარეულები. მისი თქმით, „მეგაფუდთან“
221
2009 წლის თებერვლის მდგომარეობით
489
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
დაკავშირებით პრობლემა არ ყოფილა არც ხარისხის, არც საკვების რაოდენობის
ულუფების მხრივ.
მსჯავრდებულებს ამანათის სახით შეუძლიათ მიიღონ წიგნები, ხოლო პრესა –
გამოიწერონ.
მათი გადმოცემით, ყოფილა შემთხვევები, როცა არ მოუხდენიათ მოშიმშილე
პატიმრების იზოლირება. ერთ–ერთ საკანში ამბობენ, რომ მოშიმშილე,
პირამოკერილი პატიმარი 40 დღის მანძილზე იმყოფებდა საერთო საკანში.
მსჯავრდებულების გადმოცემით, ექიმი ძნელად ხელმისაწვდომია. ისინი წერენ
განცხადებას, რის საფუძველზეც ექიმი ავადმყოფ პატიმარს ნახულობს რამდენიმე
დღის შემდეგ. დანიშნულებას აძლევს, თუმცა პატიმრები უკმაყოფილოები არიან.
რეკომენდაციები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების
საკითხთა
სამინისტროს
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტს,
ქ.ქუთაისის N2 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულების
დირექტორს:
1. გადატვირთულობის პრობლემის მოგვრება და თითოეული პატიმრის
უზრუნველყოფა უნდა იყოს „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი ფართით;
2. მისჯილი და მიუსჯელი პატიმრების განცალკევება;
3. მოშიმშილე პატიმრების განცალკევება;
4. პატიმრების წყლით მომარაგება 24 საათიან რეჟიმში;
5. პატიმრების უზრუნველყოფა კანონით დადგენილი ნივთებით;
6. პატიმრების ტელევიზორებით უზრუნველყოფა;
7. სამზარეულოს გარემონტება;
8. პაემნის ოთახში მაგიდისა და სკამების დამონტაჟება;
9. საშხაპე ოთახის მოწყობა;
10. საკნებში დეზინფექციის ჩატარება;
11. ცენტრალური ვენტილაციის სისტემის დამონტაჟება;
12. დალაქით უზრუნველყოფა;
13. სამრეცხაო ოთახის მოწყობა.
გეგუთის #8 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება222
დაწესებულება გაიხსნა 1982 წლის 4 აპრილს. დაწესებულების ლიმიტია 2500;
მონიტორინგის განხორციელების დროს დაწესებულებაში მოთავსებული იყო 1560
მსჯავრდებული.
222
2009 წლის თებერვლის მდგომარეობით
490
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
დაწესებულებაში არის 5 საცხოვრებელი კორპუსი, ე.წ. ბარაკული სისტემა. ასევე
ერთი საკნის ტიპის 166 საკნიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც
მონიტორინგის დროს მსჯავრდებულები განთავსებულები არ იყვნენ.
დაწესებულებაში არის 2 საკარანტინე ოთახი. მათი ჰიგიენური მდგომარეობა არის
საშუალო. ვენტილაცია ხდება მხოლოდ ბუნებრივი გზით, რაც ვერ უზრუნველყოფს
მსჯავრდებულთათვის სუფთა ჰაერის მიწოდებას.
მსჯავრდებულებს წყალი მიეწოდებათ შეუზღუდავად. დაწესებულებაში არ არის
ცენტრალური სამრეცხაო და მსჯავრდებულები თეთრეულს და ტანსაცმელს
რეცხავენ თვითონ ან აგზავნიან ოჯახებში. მჯავრდებულები შხაპს იღებენ კვირაში
ერთხელ
საკმარისი
ხანგრძლივობით.
დაწესებულების
ადმინისტრაციის
განმარტებით, მსჯავრდებულებისათვის თეთრეულის გამოცვლა ხდება კვირაში
ერთხელ, თუმცა მონიტორინგის დროს ნანახი თეთრეულის სიახლიდან
გამომდინარე, ასევე მსჯარდებულთა განმარტებით, აღნიშნული სიმართლეს არ
შეესაბამება.
დაწესებულებას არ ჰყავს დალაქი და აღნიშნულ მომსახურებას ახორციელებს ერთ–
ერთი მსჯავრდებული.
არ ხდება საცხოვრებელი კორპუსების ცენტრალური ვენტილაცია,
დაწესებულებაში არის 8 საერთო სარგებლობის ტელეფონი, რომელიც დგას ე.წ.
ზონის ეზოს გარეთ. და მსჯავრდებულებს უწევთ დიდი ხანი რიგში დგომა, ვინაიდან
ადმინისტრაციას ერთჯერადად მხოლოდ ოთხი მსჯავრდებული გაჰყავს დასარეკად.
საცხოვრებელ კორპუსებში არის ტელევიზორები, ხოლო პრესა იყიდება მაღაზიაში.
მონიტორინგის დროს გაირკვა, რომ დღის განმავლობაში მსჯავრდებულებს სუფთა
ჰაერზე ყოფნის შესაძლებლობა ეძლევათ დაახლობით 3–4 საათი, ვინაიდან
აღნიშნულ დაწესებულებაში მოქმედებს საერთო სარგებლობის სასადილო, სადაც
მსჯავრდებულები გაყავთ საცხოვრებელი კორპუსების მიხედვით და როცა ერთ
კორპუსში განთავსებული მსჯავრდებულები იმყოფებიან სასადილოში, სხვა 4
საცხოვრებელი კორპუსი დაკეტილია.
აღნიშნული შეზღუდვა არ შეესაბამება
დაწესებულების საერთო რეჟიმს. დაწესებულების დირექტორმა განმარტა, რომ
აღნიშნული სასადილო არ იძლევა საშუალებას, რომ ყველა მსჯავრდებულმა ერთად
მიიღოს საკვები, რის გამოც მან დააწესა აღნიშნული გრაფიკი და ამით უზრუნველყო,
რომ ერთი და იმავე მსჯავრდებულს არ მიეღო ულუფა ორჯერ.
დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ სასადილოში და სამზარეულოში სანიტარულ–
ჰიგიენური მდგომარეობა არის კარგი და, მსჯავრდებულთა განმარტებით, საკვები
არის ნორმალური და საკმაოდ კალორიული.
დაწესებულებაში მოქმედებს ბიბლიოთეკა, რომლის ბაზაზეც ირიცხება 22000 წიგნი,
თუმცა
მონიტორინგის
განხორციელების
დროს
სახალხო
დამცველის
491
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
რწმუნებულებმა დაათვალიერეს ბიბლიოთეკა, რომელშიც არსებული ლიტერატურა
არ შეესაბამებოდა მსჯავრდებულთა მოთხოვნილებებს.
დაწესებულებაში არის 15 კარცერი, რომელთა სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა
არის კარგი.
რეკომენდაციები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, გეგუთის
N8 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დირექტორს:
1. საერთო და მკაცრი რეჟიმის გამიჯვნა;
2. კარანტინისთვის კანონით დადგენილი ხანგრძლივობის დაცვა;
3. საცხოვრებელ კორპუსებში იატაკის დაგება.
#10 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება223
დაწესებულების ლიმიტი – 370, მონიტორინგის დროს განთავსებული იყო 356
მსჯავრდებული. დაწესებულებაში არის ერთი საპატიმრო კორპუსი, ე.წ ბარაკული
სისტემა. საცხოვრებელი კორპუსის სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა არის
საშუალო და საჭიროებს რემონტს. არ არის ცენტრალური გათბობის სისტემა და
მსჯავრდებულები
სარგებლობენ
ელექტროღუმელებით.
მსჯავრდებულთა
განმარტებით, ადმინისტრაცია მათ უზრუნველყოფს თეთრეულით მათი მოთხოვნის
შესაბამისად. დაწესებულებაში არსებობს საპარიკმახეროსთვის გამოყოფილი ოთახი,
თუმცა არ არის აღჭურვილი შესაბამისი ინვენტარით.
დაწესებულებაში არის ერთი საშხაპე ოთახი, სადაც დამონტაჟებულია 10 შხაპი და
მსჯავრდებულებს საშუალება აქვთ, დღის ნებისმიერ მონაკვეთში ისარგებლონ
აბანოთი. საშხაპე ოთახების სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა არის
ნორმალური. მონიტორინგის დროს მიმდინარეობდა სამრეცხაო ოთახის
ინვენტარიზაცია, სადაც, ადმინიტრაციის განმარტებით, დამონტაჟებული იქნება 10
ონკანი და მსჯავრდებულები შეძლებენ, თვითონ გარეცხონ სარეცხი.
ეზოში
განთავსებულია 2 ცალი ტელეფონის აპარატი და მსჯავრდებულები მათ მიერ
დადგენილი
გრაფიკით
სარგებლობენ
ტელეფონით.
მსჯავრდებულები
უზრუნველყოფილნი არიან ტელევიზორებით და მათ, სურვილის შესაბამისად,
შეუძლიათ, იქონიონ რადიოც. ამანათით დაშვებულია პრესა.
ბიბლიოთეკაში
არსებული ლიტერატურა საჭიროებს განახლებას, თუმცა მსჯავრდებულები
აღნიშნულთან დაკავშრებით პრეტენზიას არ გამოთქვამენ, ვინაიდან ამანათით
დასაშვებია წიგნების შეგზავნა.
დაწესებულების ეზოში არის მართლმადიდებლური ეკლესია და მსჯავრდებულებს
შესაძლებლობა აქვთ, განახორციელონ რელიგიური რიტუალები.
223
2009 წლის მარტის მდგომარეობით
492
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
მსჯავრდებულებს შესაძლებლობა აქვთ, ივარჯიშონ, ვინაიდან დაწესებულების
ეზოში არის აუზი, ასევე კალათბურთის, ფრენბურთის და ფეხბურთის მოედნები.
დაწესებულებას არ გააჩნია საკარანტინე ოთახები. ცალკე შენობაში განთავსებულია
სამი კარცერი, მათი სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა არის საშუალო, არ აქვს
ცენტრალური ვენტილაცია, ხოლო მცირე ზომის სარკმლის გამო არ ხდება
კარცერების ბუნებრივი გზით ვენტილაცია და განათება. საპირფარეშო არის მხოლოდ
ორ საკანში, ისიც ნახევრად ღია, ხოლო მესამე საკანს საპირფარეშო არ გააჩნია.
საკნებში ასევე არ არის ონკანი. განათება ხდება მბჟუტავი ნათურებით.
სამზარეულო და სასადილო მდებარეობს საცხოვრებელი კორპუსის პირველ
სართულზე. მისი სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა არის საშუალო და
საჭიროებს ინვენტარის განახლებას და კოსმეტიკურ რემონტს.
დაწესებულებაში არის ერთი საამანათო ფანჯარა. პაემნების ოთახი არის ორი და
ერთდროულად შესაძლებელია 5 პაემნის განხორციელება, სადაც მსჯავრდებული და
მასთან პაემანზე მისული პირი ერთმანეთს ხვდებიან პირისპირ ყოველგვარი ტიხრის
გარეშე.
რეკომენდაციები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, ავჭალის
N10 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დირექტორს:
1. დაწესებულების გარემონტება;
2. ცენტრალური გათბობის სისტემის დამონტაჟება;
3. ბიბლიოთეკის განახლება;
არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულება224
დაწესებულების ლიმიტი არის 160; მონიტორინგის დროს განთავსებული იყო 179
მსჯავრდებული. დაწესებულებაში არის ერთი საცხოვრებელი კორპუსი ე.წ.
ბარაკული სისტემა ( 7 საცხოვრებელი ოთახი 25–27 ადგილიანი). საკნების ფართობი
არ შეესაბამება ,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ
სტანდარტებს. დაწესებულება საჭიროებს კოსმეტიკურ რემონტს. ცენტრალური
სავენტილაციო სისტემა საცხოვრებელ კორპუსს არ გააჩნია. დაწესებულების ეზოში
არის ფეხბურთის სტადიონი.
დაწესებულებაში არის ერთი საშხაპე ოთახი, სადაც დამონტაჟებულია 10 შხაპი,
მაგრამ მათგან მხოლოდ 5 შხაპია მუშა მდგომარეობაში. საცხოვრებელი კორპუსის
ვენტილაცია ხდება ბუნებრივი გზით. წყლის რეგულირება მსჯავრდებულებს
შეუძლიათ თვითონ. შხაპს მსჯავრდებულების იღებენ სურვილის მიხედვით.
სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა არის კარგი. კვირაში ერთხელ ,,პარიკმახერთა
ასოციაციიდან“ დაწესებულებაში მიდიან დალაქები და უზრუნველყოფენ
224
2009 წლის მარტის მდგომარეობით.
493
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
მსჯვრდებულთა
სადალაქო
მომსახურებას.
თეთრეულის
მიწოდება
მსჯავრდებულთათვის ხდება როგორც ადმინისტრაციის მიერ, ასევე დაშვებულია
ამანათის სახით. ჰიგიენური საშუალებებს მსჯავრდებულები იღებენ ამანათით და
მათი შეძენა ასევე შესაძლებელია დაწესებულების მაღაზიაში.
სამზარეულო და სასადილო ოთახი განთავსებულია საცხოვრებელი კორპუსის
პირველ სართულზე. მათი სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა არის კარგი.
დაწესებულებაში არის ერთი კარცერი, რომელსაც, ადმინისტრაციის განმარტებით,
საერთოდ არ იყენებენ. საკარანტინე ოთახი არ არის. არის ერთი ამანათის მიმღები
ფანჯარა და დღეში შესაძლებელია 20 ამანათის მიღება. დაწესებულებაში არის
სამრეცხაო ოთახი, სადაც დგას ერთი სარეცხი მანქანა და მსჯავრდებულები
ინდივიდუალურად რეცხავენ თავიანთ სარეცხს.
დაწესებულებაში არის ორი პაემნის ოთახი, სადაც შესაძლებელია ერთდროულად 4
პაემნის განხორციელება. განათება ხდება ხელოვნური და ბუნებრივი გზით.
ვენტილაცია – როგორც ხელოვნური, ისე ბუნებრივი გზითაც.
რეკომენდაციები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, გეგუთის
N8 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დირექტორს:
1. გადატვირთულობის პრობლემის მოგვარება;
2. პატიმრებისათვის
„პატიმრობის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული ფართის უზრუნველყოფა (ერთ მსჯავრდებულზე 3,5
კვ.მ.);
3. ცენტრალური ვენტილაციის სისტემის დამონტაჟება;
4. დაწესებულების კოსმეტიკური რემონტი.
ქალთა და არასრულწლოვანთა #5 საერთო და საპყრობილის რეჟიმის
დაწესებულება225
დაწესებულება აშენდა 1956 წელს. სარემონტო სამუშაოები ჩატარდა 2004–05 წლებში.
2007 წლის 28 თებერვლის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება N54–ის
თანახმად, დაწესებულების ლიმიტი იყო 942, ხოლო 2008 წლის 30 დეკემბრის
მდგომარეობით განთავსებული იყო 770 პატიმარი. 2009 წლის 26 იანვრის
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება N24–ის თანახმად, დაწესებულების
ლიმიტი შეადგენს 970–ს; მონიტორინგის დროს დაწესებულებაში განთავსებული იყო
809 პატიმარი.
225
2009 წლის მარტის მდგომარეობით.
494
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
არასრულწლოვანი პატიმარი გოგონები ხშირად სრულწლოვან მსჯავრდებულებთან
ერთად იმყოფებიან, ვინაიდან არ არსებობს მათთვის განკუთვნილი განყოფილება.
დაწესებულებაში არის 5 საპატიმრო კორპუსი, აქედან 1 არასრულწლოვან მამაკაცთა
და 1 ქალთა საპყრობილე და სამი ქალთა საცხოვრებელი კორპუსი (ე.წ. ზონა).
დაწესებულებაში პატიმრებს და მსჯავრდებულებს აქვთ ტელევიზორები და რადიო
მიმღებები. პრესა დაშვებულია ამანათით. დაწესებულებაში არის ბიბლიოთეკა,
სადაც განთავსებულია 2660 წიგნი და პატიმრების განმარტებით, ისინი სარგებლობენ
ბიბლიოთეკაში არსებული ლიტერატურით. დაწესებულებაში დამონტაჟებულია 5
ტელეფონის აპარატი. ერთი – არასრულწლოვანთა საპყრობილეში, ერთი – ქალთა
საპყრობილეში და სამი – ე.წ. ზონაში. პატიმრებთან გასაუბრებისას გაირკვა, რომ
არასრულწლოვან მსჯავრდებულ გოგონებს, რომლებიც იმყოფებიან საპყრობილეში
და მსჯავრდებულ ქალებს ტელეფონით სარგებლობის უფლება აქვთ ყოველდღე 10
წუთით.
დაწესებულებას ემსახურება ერთი საამანათო ოთახი, სადაც ერთდროულად
შესაძლებელია 3 ამანათის შეგზავნა. პაემნის ოთახში შესაძლებელია ერთდროულად
10 პაემნის განხორციელება. პაემნის დროს მსჯავრდებული მასთან მისულ
ახლობელს ხვდება პირისპირ. დაკვირვება ხდება როგორც ვიზუალურად,
თანამშრომლის მიერ, ასევე ვიდეო თვალით.
დაწესებულებაში არის სამი საშხაპე ოთახი. აქედან ერთი – არასრულწოვანთა
განყოფილებაში, სადაც არის 4 შხაპი, 1 – ქალთა საპყრობილეში, სადაც ასევე 4 შხაპია
და ერთი – ე.წ. ზონაში, სადაც არის 24 შხაპი, აქედან 12 – მუშა მდგომარეობაში.
საშხაპეების ვენტილაცია ხდება ბუნებრივი გზით. ქალთა საპყრობილეში არსებულ
საშხაპე ოთახში ჭერიდან ცვივა ბათქაში, თუმცა დაწესებულებაში არსებული
სააბაზანო ოთახების სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს,
როგორც ნორმალური. არასრულწლოვან პატიმრებს შხაპის მიღება შეუძლიათ
კვირაში ორჯერ საკმარისი ხანგრძლივობით, ხოლო ქალ პატიმრებს შესაძლებლობა
აქვთ, მიიღონ შხაპი კვირაში ერთხელ 20 წუთით. მსჯავრდებულ ქალებს შხაპის
მიღების შესაძლებლობა აქვთ დღის წესრიგით დადგენილ ნებისმიერ დროს.
სადალაქო მომსახურებას ეწევა მსჯავრდებული ქალი, რომელსაც აღნიშნულ
დაწესებულებაში აქვს გავლილი სტილისტის კურსები.
დაწესებულებაში არის 5 კარცერი, აქედან 2 ერთადგილიანი – არასრულწლოვანი
პატიმრებისთვის და სამი კარცერი – ქალი პატიმრებისთვის (2 ერთადგილიანი და 2
ორადგილიანი). კარცერებში არ არის საპირფარეშო და პირსაბანი. ისინი
განთავსებულია კარცერის შენობაში. არ ხდება მათი ცენტრალური გზით
ვენტილაცია და გათბობა. სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა ნორმალური.
დაწესებულებაში არის ერთი 3 ადგილიანი საკნის ტიპის სადგომი, სადაც არსებული
საპირფარეშო არის ნახევრად ღია მდგომარეობაში. დაწესებულებას არ გააჩნია
495
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ცენტრალური სამრეცხაო. დაწესებულებაში არის 2 საკარანტინე საკანი. აქედან ერთი
ორადგილიანი – არასრულწლოვანებისთვის, სადაც მონიტორინგის დროს
მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები და ერთი 8 ადგილიანი – ქალთა
საპყრობილეში. საკარანტინე ოთახების სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა არის
კარგი.
სამზარეულო განთავსებულია ცალკე შენობაში, მისი სანიტარულ–ჰიგიენური
მდგომარეობა არის კარგი, თუმცა საჭიროებს ინვენტარის განახლებას.
დაწესებულებაში არის 8 სასეირნო ეზო. აქედან 4 – არასრულწლოვანი
მსჯავრდებულებისათვის და 4 – ქალი პატიმრებისთვის. პატიმრებთან გასაუბრების
შედეგად გაირკვა, რომ მამაკაცი არასრულწლოვანი პატიმრების სარგებლობენ
ყოველდღიური 2 საათიანი გასეირნების უფლებით, ხოლო ქალი პატიმრები – 1
საათიანი გასეირნების უფლებით.
რეკომენდაციები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების
საკითხთა
სამინისტროს
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტს,
ქ.თბილისის ქალთა და არასრულწლოვანთა N5 საერთო და საპყრობილის რეჟიმის
დაწესებულების დირექტორს:
1. არასრულწლოვანი პატიმარი გოგონებისთვის ცალკე განყოფილების შექმნა;
2. არასრულწლოვანი
პატიმრებისათვის
სასწავლო
პროგრამების
უზრუნველყოფა;
3. საპყრობილეში არსებული საშხაპეების გარემონტება;
4. საპყრობილის სასეირნო ეზოს გაფართოება;
5. სამზარეულოს ინვენტარის განახლება.
496
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ჯანმრთელობის დაცვის საკითხები საქართველოს
პენიტენციურ სისტემაში 2008 წ.
2008 წლის განმავლობაში, საქართველოს პენიტენციური სისტემაში სამედიცინო
მომსახურებას ახორციელებდა სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აი“.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და სს
სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაი“-ს შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
2007 წლის 26 ოქტომბერს დაიდო №523 ხელშეკრულება, რომელიც ძალაში შევიდა
2007 წლის 1 ნოემბრიდან და მოქმედების ვადა, ხელშეკრულების მიხედვით,
განისაზღვრა 2010 წლის 31 დეკემბრამდე.
თვითონ ხელშეკრულება შეიცავდა უამრავ ხარვეზსს და ნაკლოვანებას, რომელთა
შესახებაც საუბარი იყო საქართველოს სახალხო დამცველის 2008 წლის I ნახევრის
საპარლამენტო მოხსენებაში. რაც შეეხება ხელშეკრულების იმპლემენტაციას და
პატიმართა მიმართ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და
ადეკვატურობას, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიის
შესვლამ ციხეებში იმედი ვერ გაამართლა და პატიმართა მომსახურება
ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებითად არ გაუმჯობესებულა. ზოგიერთ
ასპექტში აღინიშნა უკუსვლაც კი.
აღსანიშნავია, რომ „ალდაგი ბი სი აი“–ს მენეჯმენტის მიერ განხორციელებული
ქმედებებით უკმაყოფილებას ვერ მალავენ არა მარტო პატიმრები, არამედ ჯანდაცვის
პროფესიონალებიც, რომლებიც ჩაბმული იყვნენ ჯანდაცვის მომსახურებათა
მიწოდების სისტემაში და სტრუქტურულად წარმოადგენდნენ სადაზღვევო
კომპანიის მიერ დაქირავებულ პირებს. პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში
თანამშრომელთა ხელფასების ზრდა არ შეეხოთ ციხის ექიმებს. ისინი სიმბოლური
ანაზღაურების ფასად აგრძელებდნენ მუშაობას ე.წ. რისკის ზონაში.
არ გაუმჯობესებულა ციხეთა მომარაგება სამედიცინო დანიშნულების საგნებითა და
მასალებით. რაც შეეხება მედიკამენტებით უზრუნველყოფას, ამ მხრივ
ხელშეკრულების მოქმედების დასაწყისში აღინიშნა ერთგვარი პროგრესი, თუმცა,
ბოლო თვეებში ამ მხრივ სისტემაში წარმოიქმნა უმწვავესი კრიზისი, როდესაც
პაციენტები ვერ იღებდნენ მათი ჯანმრთელობის მხარდასაჭერ სამკურნალწამლო
საშუალებებს. შექმნილი ვითარების შეფასების მიზნით, სასჯელაღსრულების
დაწესებულებათა
მთავარი
ექიმები
აღნიშნავდნენ,
რომ
მოთხოვნილი
მედიკამენტების რაოდენობასა და რეალურად მოწოდებულს შორის ბალანსი
საშუალოდ 40–50%–ის ფარგლებში მერყეობდა.
2009 წლის 1 თებერვლიდან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და ს.ს. „ალდაგი
„ბი სი აი“–ს შორის დადებული ხელშეკრულების მოქმედება შეწყდა.
ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზების გასარკვევად, საქართველოს სახალხო
დამცველმა, 2008 წლის 31 დეკემბერს მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ბატონ დ. ჭაკუას და ასევე სს „ალდაგი
ბი სი აი“–ს გენერალურ დირექტორს, ბატონ ნ. გამყრელიძეს.
497
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
2009 წლის 2 თებერვალს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში შემოვიდა
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ქალბატონ ი.
ცინცაძის საპასუხო წერილი (№10/811–927, 23.01.2009), რომლის მიხედვითაც ირკვევა,
რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დადებული № 523 ხელშეკრულება,
სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და სს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი
აი“-ს შორის „ამჟამადაც ძალაშია“.
ქალბატონ ი. ცინცაძის წერილს თან ერთვის ხელშეკრულების დანართები (2008 წლის
29 თებერვლის ურთიერთშეთანხმების აქტი და 2008 წლის 15 ოქტომბრის
ურთიერთშეთანხმების აქტები, რომლითაც განხორციელდა ცვლილებების შეტანა
ხელშეკრულებაში
მხარეთა
შეთანხმების
საფუძველზე.
აღნიშნული
ურთიერთშეთანხმების აქტების საფუძველზე ერთ შემთხვევაში 2008 წლის 1
მარტიდან გაიზარდა სადაზღვევო პრემია (1 ლოტზე), ხოლო შემდგომი ცვლილების
სახით ხელშეკრულების „სპეციფიკური პირობების“ პირველ ნაწილს დაემატა
შემდეგი სახის 3.3.1.4. პუნქტი – „სადაზღვევო პრემიის ფარგლებში უზრუნველყოს
სახელმწიფოს და/ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული
ჯანდაცვის ეროვნული ან/და სხვა პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა,
შესაბამისი
კვალიფიციური
სამედიცინო
მომსახურებით
(პროგრამებით
გათვალისწინებული სამკურნალწამლო საშუალებებისა თუ ერთჯერადი სამედიცინო
მოხმარების საგნების დაზღვეულთათვის მიწოდების ორგანიზება და სხვა)“.
იმავე რიცხვით დათარიღებულ ურთიერთშეთანხმების აქტში საუბარი ეხება
ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის მონაწილეობას პენიტენციური ჯანდაცვის
საკითხთა გადასაწყვეტად.
რაც შეეხება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან ს.ა.დ.–ისადმი
გაგზავნილ შეკითხვას – „ხელშეკრულების საერთო პირობების“ მე-4 პუნქტის
შესაბამისად
ხელშეკრულების
შესრულებაზე
კონტროლი
შესაძლებელია
განხორციელებულიყო ნებისმიერ ეტაპზე. გთხოვთ წარმოგვიდგინოთ აღნიშნული
კონტროლის მექანიზმები და კონტროლის შედეგად გამოვლენილი ტენდენციები;“ –
ქალბატონი ი. ცინცაძე პასუხობს, რომ „ინსპექტირების ჯგუფის მიერ ჩატარებულ
საქმიანობის ანგარიშს მოგაწვდით მოგვიანებით“. აღსანიშნავია, რომ შეპირებული
ანგარიში, წერილის გამოგზავნიდან 3 თვის გასვლის შემდეგაც არ არის მიღებული.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა 23 იანვრის მდგომარეობით ცალსახად
დააფიქსირა, რომ ხელშეკრულება „ამჟამადაც ძალაშია“ და არანაირი განმარტება არ
მოგვცა იმის შესახებ, იგეგმება თუ არა ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა.
ხელშეკრულების მიხედვით, ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილებას მხარეები
ერთმანეთს აცნობენ მინიმუმ 1 თვით ადრე (ხელშეკრულების საერთო პირობები,
პუნქტი 18.2).
რაც შეეხება საქართველოს სახალხო დამცველის სახელზე სს „ალდაგი „ბი სი აი“–დან
მიღებულ საპასუხო წერილს (GEO 019 out. 28.01.09), იგი გამოგზავნილია 2009 წლის
28 იანვარს და ხელს აწერს სადაზღვევეო კომპანიის გენერალური დირექტორი,
ბატონი ნ. გამყრელიძე. როგორც ხელშეკრულებიდან ირკვევა, „ხელშეკრულების
498
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
მხარეთა მიერ 2008 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა შეთანხმების აქტი, რომლითაც,
ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეთანხმდა 2007 წლის 26 ოქტომბრის №523
ხელშეკრულების I ლოტით გათვალისწინებული მომსახურების შეწყვეტა 2009 წლის
01 თებერვლიდან“. აღნიშნულის გათვალისწინებით, შეუძლებელია, რომ
სასჯელაღსრულების დეპარტამენტს არ სცოდნოდა აღნიშნული ინფორმაცია,
როდესაც ხელშეკრულების შეწყვეტიდან 5 დღით ადრე, ხელშეკრულების
მოქმედების სტატუსი განმარტა, როგორც – „ამჟამადაც ძალაშია“; არაფერი უხსენებია
2008 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების აქტის შესახებ. ამით
სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა დაარღვია საქართველოს ორგანული კანონის
„სახალხო დამცველის შესახებ“ 23–ე მუხლის „1“, „2“ და „3“ პუნქტები და ასევე მე–18
მუხლის „ბ“ პუნქტი.
სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აი“–ს გენერალური დირექტორის წერილის
მიხედვით ირკვევა, რომ №523 ხელშეკრულებასთან მიმართებაში ხელშეკრულების
მხარეებს
გაფორმებული
აქვთ
6
ურთიერთშეთანხმების
აქტი
(მათგან
სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა წარმოადგინა მხოლოდ 3). რაც შეეხება
სახალხო დამცველის თხოვნას, მოეწოდებინათ ინფორმაცია ხელშეკრულების
შესრულებაზე
კონტროლის
მექანიზმებისა
და
შემსყიდველის
მხრიდან
განხორციელებული კონტროლის შედეგად გამოცლენილი ტენდენციების შესახებ, ნ.
განყრელიძე განმარტავს, რომ – „მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობთ,
გაცილებით მართებული იქნება, მიმართოთ თავად შემსყიდველს – საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, ვინაიდან სწორედ
მათს პრეროგატივას წარმოადგენს ხელშეკრულების მიხედვით ინსპექტირების
ჯგუფის მეშვეობით კონტროლის განხორციელება და იმის დადგენა, თუ რამდენად
დაცულია ხელშეკრულების მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ:
მომსახურების ვადა, ფორმა და ხარისხი. ჩვენის მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ
ინსპექტირების ჯგუფის მხრიდან სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბი სი აი“–ს
მიმართ უკმაყოფილება არ დაფიქსირებულა და თქვენ მიერ მოთხოვნილი ტიპის
ანგარიშს არ ვფლობთ“.
როგორც ჩანს, საქართველოს სახალხო დამცველისათვის, მის მიერ კანონით
მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, შეუძლებელი გახდა ინსპექტირების
ჯგუფის მუშაობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება. შესაბამისად უცნობია
ეტაპობრივად იყო თუ არა აღმოჩენილი და ცნობილი ხელშეკრულების მხარეებს
შორის ის უამრავი დარღვევები და ნაკლოვანებები, რომელთა შესახებაც ქვევით
გვექნება საუბარი და რომლებმაც უამრავი პატიმრის სიცოცხლე და ჯანმრთელობა
შეიწირა.
სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აი“–ს პარალელურად, 2008 წლის
განმავლობაში პატიმართათვის გაწეული ჯანდაცვის მომსახურებათა საქმიანობაში
ჩაბმული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის ექიმ–ექსპერტთა ჯგუფი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 1 აგვისტოს N 246 ბრძანების –
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ექიმ–
499
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ექსპერტთა ჯგუფის დებულების დამტკიცების თაობაზე“ შესაბამისად, აღნიშნული
ჯგუფი წარმოადგენს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სტრუქტურულ
ერთეულს, რომლის ამოცანებია: სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი
(გარდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა
სამკურნალო დაწესებულებისა) მსჯავრდებულთა და პატიმართა (შემდგომში –
პატიმართა) მკურნალობა; პატიმართა კლინიკო–დიაგნოსტიკური გამოკვლევების
ჩატარება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა; პატიმართა
სამედიცინო
რეაბილიტაცია;
პატიმართა
სამედიცინო–ამბულატორიული
მომსახურება და სხვა. რაც შეეხება ჯგუფის ფუნქციებს, იმავე კანონქვემდებარე
აქტით განისაზღვრება, რომ ჯგუფის ფუნქციაა: მოქმედი კანონმდებლობის
ფარგლებში მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევა ავადმყოფი
პატიმრებისათვის; იმ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება, რომლებიც ხელს
შეუწყობენ სამკურნალო–დიაგნოსტიკური პროცესების, ჯგუფის მუშაობის
მაჩვენებლების გაუმჯობესებას; სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ
პატიმართა პროფილაქტიკური კომისიური შემოწმება; პატიმარ ავადმყოფთა
კონსულტაციური და სადიაგნოსტიკო მომსახურების ტიპის შერჩევა; საჭიროების
შემთხვევაში სამედიცინო ჩვენების მიხედვით ავადმყოფებისათვის მკურნალობის
ტაქტიკის შერჩევა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მისი
განხორციელება
და
საჭიროების
შემთხვევაში
დეპარტამენტისა
და
სასჯელაღსრულების დაწესებულებებისათვის ქმედითი დახმარების გაწევა.
ზემოთ აღნიშნული ფუნქციებისა და ამოცანების გათვალისწინებით, საქართველოს
სახალხო დამცველის აპარატიდან, 2008 წლის 31 დეკემბერს გაიგზავნა წერილი ექიმ–
ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელის, იუსტიციის უფროსი ლეიტენანტის, ბატონ
ზაზა ლურსმანაშვილს სახელზე, რომლითაც ვითხოვდით ჯგუფის მიერ 2008 წლის
განმავლობაში გაწეული მუშაობის ანგარიშის წარმოდგენას. გარდა ამისა, სახალხო
დამცველის აპარატმა ჯგუფისაგან მოითხოვა საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და სს „სადაზღვევო კომპანია
ალდაგი ბისიაი“-ს შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2007 წლის 26
ოქტომბერს დადებული №523 ხელშეკრულების შესრულების კონტროლის დროს
გამოვლენილი ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოწოდება.
ექიმ–ექსპერტთა ჯგუფის უფროსის, ბატონ ზ. ლურსმანაშვილის მიერ სახალხო
დამცველის აპარატში გამოგზავნილი საპასუხო წერილის (N10/17-61. 27/01/2009)
მიხედვით ირკვევა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ექიმ–ექსპერტთა
ჯგუფი დაკომპლექტებულია 11 სპეციალისტისაგან. აღნიშნული სტრუქტურის მიერ
2008 წლის განმავლობაში საქმიანობები ხორციელდებოდა ექიმ–ექსპერტთა ჯგუფის
2008 წლის სამუშაო გეგმის შესაბამისად.
სამუშაო გეგმა ითვალისწინებდა 9 ღონისძიებას: 1. მსჯავრდებულთა და პატიმართა
ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას; 2. მსჯავრდებულთა და პატიმართა
ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებისას მიღებული შედეგების შეჯამებასა და
ანალიზს; 3. ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ღონისძიების ჩატარებას სახელმწიფო
პროგრამის ფარგლებში; 4. აივ ინფექცია/შიდსის საწინააღმდეგო ღონისძიებების
ჩატარებას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში; 5. მსჯავრდებულთა და პატიმართა
500
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
სამკურნალო
დაწესებულებაში
სამედიცინო
დოკუმენტაციის
წარმოების
ხარისხიანობის შემოწმებას; 6. მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო
დაწესებულების დაკომპლექტებისათვის მოთხოვნის მომზადებას; 7. ექიმ–
ექსპერტთა ჯგუფის ექიმ–სპეციალისტების მიერ კონსულტაციების ჩატარებას; 8.
ექიმ–ექსპერტთა უფროსის სახელზე შემოსული კორესპონდენციის განხილვასა და
პასუხის გაცემას და 9. 2009 წლის სამუშაო გეგმის შედგენას.
ექიმ–ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით
ირკვევა, რომ საანგარიშო პერიოდში ჯგუფის მიერ სისტემატურად ხდებოდა
მსჯავრდებულთა და პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება.
კონტროლზე იქნა აყვანილი 479 პავიენტი პატიმარი. სხვადასხვა პროფილის, მათ
შორის მოწვეულმა ექიმ–სპეციალისტებმა კონსულტაციები ჩაუტარეს 205 პაციენტს.
მათგან 24–ს ჩაუტარდა კლინიკურ–ლაბორატორიული და ინსტრუმენტული
გამოკვლევები, ხოლო 164–ს დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა. აივ ინფექციის
გამოვლენის მიზნით, ჯგუფმა გამოკვლევა ჩაუტარა 400 პატიმარს, რა დროსაც
დაფიქსირდა 15 ახალი ინფიცირების შემთხვევა. ამ უკანასკნელთ წელიწადში 2–3
ჯერ უტარდებოდა გამოკვლევები. მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს,
სასჯელაღსრულების სისტამაში იმყოფება 72 აივ ინფიცირებული პირი, მათ შორის
30 დაავადებულია შიდსით და იმყოფება მაღალაქტიურ ანტირეტროვირუსულ
მკურნალობაზე.
ტუბერკულოზთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ექიმ–ექსპერტთა
ჯგუფის მიერ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, ტარდებოდა
მასიური სკრინინგი. ხდებოდა სამკურნალო საშუალებებით დაწესებულებათა
უწყვეტი
მომარაგება.
ტუბერკულოზის
ეროვნული
პროგრამის
(ტეპ)
სპეციალისტებთან ერთად ჩატარდა სასჯელაღსრულების დაწესებულებების 60
თანამშრომლის
(არასამედიცინო
პერსონალი)
ტრენინგი
ტუბერკულოზის
კონტროლის პროგრამის ელემენტების შესწავლის თვალსაზრისით. ჯგუფი
ორგანიზებას და კონტროლს უწევდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში
ტუბერკულოზის პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულებას,
აწარმოებდა სარეგისტრაციო ფორმების (TB-10/12. TB-01) ზედამხედველობას.
ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, 2008 წლის
პირველ კვარტალში მკურნალობაში ჩართეს 165, მეორე კვარტალში – 151, მესამე
კვარტალში – 168 და მეოთხე კვარტალში 96 პატიმარი (სულ 580 პირი).
ტუბ–კონტროლის ჯგუფი თვალყურს ადევნებდა სკრინინგს „DOTS“ პროგრამის
მიმდინარეობის ადგილებში.
გამოკვლეულთა
საერთო რაოდ.
საეჭვო
მასიური
სკრინინგი
10860
შემოსვლის
სკრინინგი
17235
პასიური
სკრინინგი
2897
სულ
30992
1185
902
2492
4579
501
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
მგბ(+)
25
64
178
295
ჯგუფის
ხელმძღვანელის
მიერ
მოწოდებული
ინფორმაციის
მიხედვით,
ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის პროგრამაში ჩართული პატიმრების
გათავისუფლების შემთხვევაში ინფორმაციას აწვდიან ტუბერკულოზის ეროვნულ
ცენტრს.
ჯგუფის მხარდაჭერით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტუბერკულოზით
დაავადებულთა სამკურნალო დაწესებულების 1 ექიმი და 2 ექთანი გაიგზავნა
ტრენინგზე ქალაქ რიგის საერთაშორისო ტრენინგ ცენტრში და მომზადდნენ
პროგრამის მართვისათვის. ამავე დაწესებულებაში, წითელი ჯვრის საერთაშორისო
ორგანიზაციის მხარდაჭერით, მიმდინარეობს ბიოქომიური ლაბორატორიის
რეაბილიტაცია.
ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამჟამად
მკურნალობის კურსს გადის 622 პაციენტი (ციფრი დინამიურია). 2008 წლის
განმავლობაში ჯგუფის მიერ პასუხი გაეცა 1152 შემოსულ კორესპონდენციას.
რაც შეეხება სახალხო დამცველის შეკთხვას, ჯგუფის მიერ საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და სს „სადაზღვევო კომპანია
ალდაგი ბი სი აი“-ს შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2007 წლის 26
ოქტომბერს დადებული №523 ხელშეკრულების შესრულების კონტროლის დროს
გამოვლენილი ტენდენციებთან დაკავშირებით, ჯგუფის ხელმძღვანელმა გვიპასუხა,
რომ – „აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ მიერ ჩატაქრებული
შემოწმებების ანგარიშს მოგაწვდით მოგვიანებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ
შეპირებული ინფორმაცია, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში დღემდე
(გასულია 3 თვე) არ შემოსულა.
სიკვდილიანობა პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ გაკეთებული ინფორმაციის მიხედვით,
2008 წლის განმავლობაში საქართველოს ციხეებში (მათ შორის მსჯავრდებულთა და
პატიმართა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზით დაავადებულ
მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში) გარდაცვლილია სულ 94
პატიმარი.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მესამე წელია, სწავლობს
სიკვდილიანობის საკითხებს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის
დაწესებულებებში, ავლენს სიკვდილიანობის ძირითად მიზეზებსა და ტენდენციებს.
პენიტენციურ სისტემაში გარდაცვლილი პატიმრების რაოდენობის, მათი მიზეზების
და აღნიშნულთან დაკავშირებული საკითხების შესახებ სახალოხ დამცველის
აპარატი შესწავლას აწარმოებდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
და
502
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ გვერდებზე გამოქვეყნებული
ინფორმაციების მიხედვით. ინფორმაციის დასაზუსტებლად ასევე დავეყრდენით
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის
სოციალური სამსახურის უფროსის, ანტონ ქელბაქიანის მიერ მოწოდებულ
ინფორმაციას (N10/8/3–925. 30/01/2009) და ასევე საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის
ეროვნული ბიუროს უფროსის, ბატონ მამუკა მამალაძის მიერ მოწოდებულ
ინფორმაციას (N20/01/19–2684), რომელსაც თან ახლავს პენიტენციურ სისტემაში
გარდაცვლილ პატიმართა სასამართლო სმედიცინო ექსპერტიზების დასკვნები.
აღსანიშნავია, რომ არც ერთი წყარო არ იძლევა სრულყოფილ ინფორმაციას. რაც
შეეხება იუსტიციის სამინისტროს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ვებ–
გვერდებზე არსებულ ინფორმაციებს, ისინი ხშირად არაფრის მთქმელია
გარდაცვალების რეალური მიზეზის (თუნდაც საორიენტაციო) გასარკვევად. 7
შემთხვევაში, პატიმრის გარდაცვალების შესახებ, იუსტიციის სამინისტროს საერთოდ
არ აქვს ინფორმაცია გამოქვეყნებული. ამასთან, სხვა წყაროებთან შედარებით
აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილთა ინიციალები ხშირად არასწორადაა მითითებული.
ასევე უზუსტობებია დაშვებული ზოგიერთ შემთხვევაში გარდაცვლილის ასაკთან
მიმართებით.
სამწუხაროდ კვლავ გრძელდება ტენდენცია, როდესაც პატიმრის გარდაცვალების
მიზეზად ცხადდება მხოლოდ – „გულ–სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა“.
აღნიშნულის შესახებ ფართოდ იყო ლაპარაკი საქართველოს სახალხო დამცველის
2006 და 2007 წლების საპარლამენტო მოხსენებებში. გვხვდება არასწორი დიაგნოზის
არაერთი შემთხვევა, როდესაც გამოქვეყნებული (თუნდაც წინასწარი) მიზეზი
აბსოლუტურად შეუსაბამოა საბოლოო საექსპერტო დიაგნოზთან. ამის მაგალთად
შეიძლება მოვიყვანოთ პრესრელიზში გამოცხადებული ენდოტოქსიური შოკი და
პერიტონიტი (როგორც სიკვდილის მიზეზი), საბოლოო ჯამში კი სასამართლო
ექსპერტიზა საერთოდ არ ამახვილებს ყურადღებას პერიოტნიტზე და სიკვდილის
უშუალო მიზეზად ფილტვების ანთებას ადგენს. რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევები
შეიძლება მივაწეროთ არაკვალიფიციურად დასმულ დიაგნოზებს, რომელიც
შესაძლოა პაციენტის სიკვდილის უშუალო მიზეზი, გამხდარიყო, თუმცა, ეს
უკანასკნელი უფრო ღრმა და ექსპერტულ შესწავლას მოითხოვს.
რაც შეეხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას,
ზემოთ აღნიშნული წერილის მიხედვით, პენიტენციურ სისტემაში სულ
გარდაცვლილია 94 პატიმარი. წერილის დანართთან დაკავშირებით, უნდა
აღინიშნოს, რომ გარდაცვლილ პატიმართა სახელი და გვარები ხშირად არასწორია,
ასევე ხშირია შემთხვევა, როდესაც განსხვავებულია მითითებული დაბადების
თარიღი, არეულია ნუმერაცია, რომლის მიხედვითაც სულ მცირე 3 პატიმრით მეტია
გარდაცვლილი.
რაც შეეხება გარდაცვალების ადგილების მითითებას, სასჯელაღსრულების
დეპარტამენტი საერთოდ იგნორირებას უკეთებს სახალხო დამცველი მოთხოვნას,
რითაც არღვევს საქართველოს ორგანულ კანონს „სახალხო დამცველის შესახებ“ .
503
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
გარდა ამისა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური სამსახურის
უფროსი იტყობინება, რომ – „ვინაიდან სამედიცინო დიაგნოზი წარმოადგენს
პაციენტის პირად საიდუმლოებას, აპტიმართა გარდაცვალების მიზეზების
გამოგზავნა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია“. ამ არგუმენტის გასამყარებლად კი
მოჰყავს საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“ 48–ე მუხლი.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტს გვინდა შევახსენოთ, რომ საქართველოს კანონი
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ არეგულირებს „სამართლებრივ ურთიერთობებს
დამოუკიდებელი
საექიმო საქმიანობის სუბიექტსა (ექიმს) და სახელმწიფო
ხელისუფლების ორგანოებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის“. შესაბამისად,
სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ვერანაირად ვერ იქნება განხილული, როგორც
„დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი“ (იხ. იმავე კანონის მე–5 მუხლის
„ვ“ ქვეპუნქტი, ასევე საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, მუხლი
33).
რაც შეეხება საქართველოს კანონის „საექიმო საქმიანობის შესახებ“ 48–ე მუხლს,
როგორც თავად ამ მუხლშივეა მითითებული, ამ შემთხვევაში მუხლი განსაზღვრავს
ექიმის და არა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ვალდებულებას დაიცვას
პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პირადი ცხოვრების შესახებ
ინფორმაციის კონფიდენციალობა. თუმცა, იმავე პუნქტში მითითებულია მკაფიოდ –
„გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. ამ
მხრივ კი საქართველოს ორგანული კანონი „სახალხო დამცველის შესახებ“ (რომელიც
იერარქიულად უფრო მაღლა დგას, ვიდრე საქართველოს კანონი), კერძოდ მისი მე–18
მუხლის „ბ“ პუნქტი ითვალისწინებს, რომ – შემოწმების ჩატარებისას საქართველოს
სახალხო დამცველს უფლება აქვს, „მოსთხოვოს და მიიღოს სახელმწიფო
ხელისუფლებისა და ადგილობირივი თვითმმართველობის ორგანოებს, სახელმწიფო
და არასახელმწიფო საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისაგან,
აგრეთვე თანამდებობის და იურიდიულ პირთაგან შემოწმებისათვის აუცილებელი
ყველა ცნობა, საბუთი და სხვა მასალა“.
გარდა ამისა, თუ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი მიიჩნევს რომ აღნიშნული
ინფორმაცია არ უნდა მიეწოდოს სახალხო დამცველს, საინტერესოა, რომელი
კანონით ან ნორმით შეუძლიათ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
ინფორმაციის
მიღება
თავად
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის
წარმომადგენლებს (გარდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტებისა).
გარდა ამისა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იმავე სტრუქტურებს წარსულში
არაერთხელ აქვთ მოთხოვნილი ინფორმაცია (გარდაცვალების მიზეზების
მითითებით) მიწოდებული სახალხო დამცველის აპარატისათვის, ხოლო
საქართველოს კანონის „საექიმო საქმიანობის შესახებ“ მიერ დადგენილი
კონფიდენციურობის ნორმა ქვეყანაში კანონის ძალის მქონეა 1996 წლის 16 მაისიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი თავად უხეშად
არღვევდა
კანონს
(?!).
მოყვანილი
არგუმენტების
გათვალისწინებით,
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ამ მოსაზრებას ვერ გავიზიარებთ და
განვიხილავთ,
როგორც
ხელოვნურ
დაბრკოლებას
სახალხო
დამცველის
საქმიანობასთან მიმართებით.
504
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
რაც შეეხება სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ
მოწოდებულ საექსპერტო დასკვნებს, აღსანიშნავია, რომ ისინი არასრულყოფილია.
ბიუროს მიერ არ იქნა მოწოდებული არც ერთი საექსპერტო დასკვნა, რომელიც
ასახავს დასავლეთ საქართველოს რეგიონში გარდაცვლილი პატიმრის შესახებ
ინფორმაციას.
იმჟამად მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 4 სექტემბრის N
705 ბრძანებით – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის
სახელობის სასამართლო ექსპერტიზის
ეროვნული ბიუროს დებულების
დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული (ძალადაკარგულია 2008 წლის 31
დეკემბრიდან) ექსპერტიზის ბიუროს დებულების მე–5 მუხლის მიხედვით, „ს)
იმერეთის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახური; ტ) აჭარის რეგიონალური
ექსპერტიზის სამსახური; უ)
მცხეთა-თიანეთის რეგიონალური ექსპერტიზის
განყოფილება;
ფ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ექსპერტიზის
განყოფილება;
ქ) ფოთის რეგიონალური ექსპერტიზის განყოფილება;
ღ)
ყ)
სამცხე-ჯავახეთის
კახეთის რეგიონალური ექსპერტიზის განყოფილება;
რეგიონალური ექსპერტიზის განყოფილება; შ) შიდა ქართლის რეგიონალური
ექსპერტიზის განყოფილება და ჩ) ქვემო ქართლის რეგიონალური ექსპერტიზის
განყოფილება“ – წარმოადგენდა ბიუროს სტრუქტურის ნაწილს, რის გამოც ზემოთ
აღნიშნული ფაქტს განვიხილავთ, როგორც საქართველოს სახალხო დამცველის
საქმიანობისათვის ხელის შეშლად.
გარდა აღნიშნულისა, საექსპერტო დასკვნებს აკლია ასევე ზოგიერთი ისეთი
გარდაცვლილი პატიმრის შესახებ დასკვნა, რომლებიც გარდაიცვალნენ თბილისი–
რუსთავის რეგიონში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.
ზემოთ განხილული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის შეჯერების შედეგად,
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ დათვლილ იქნა პატიმართა
სიკვდილის 99 და არა 94 შემთხვევა, როგორც ამას სასჯელაღსრულების
დეპარტამენტი აღნიშნავს!
აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ქალთა და არასრულწლოვანთა N5 საერთო
საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებიდან, ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთლობის
ცენტრში გადაყვანილმა მსჯავრდებულმა ლ.ნ. – მ, ფსიქიატრიულ საავადმყოფიში
შესვლიდან უახლოეს პერიოდში ჩაიდინა სუიციდი, თუმცა, ლ.ნ. აღნიშნულ
დაწესებულებაში გადმოყვანილ იქნა როგორც პაციენტი და მისი გარდაცვლილთა
საერთო რიცხვში შეყვანა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია.
როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ზემოთ
მოხსენიებულ წყაროებზე დაყრდნობით, გამოვლენილია 2008 წლეს საქართველოს
პენიტენციურ სისტემაში მყოფი 99 პატიმრის სიკვდილის შემთხვევა. ცნობისათვის,
2007 წელს პენიტენცოირო სისტემის დაწესებულებებში მოკვდა 101 პატიმარი, ხოლო
2006 წელს – 92 პატიმარი. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში გარდაცვლილ
505
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
პატიმართა პროცენტული წილი საანგარიშო პერიოდის პირველ და მეორე ნახევარზე
შემდეგნაირად გამოიყურება:
წელი
2006
2007
2008
გარდაცვლილთა
რაოდენობა (აბს. რ)
89
101
99
წლის I ნახევარში
%
37
54
52
წლის II ნახევარში
%
63
46
48
როგორც ჩანს, ტენდენცია თითქმის ერთი და იგივე დონეზეა შენარჩუნებული.
2008 წლის განმავლობაში, თვეების მიხედვით სიკვდილიანობის შემთხვევები
მოცემულია ცხრილში:
იანვ
5
თებ მარტ აპრ
მაის
4
8
5
13
სულ I ნახევარში: 52
ივნ
16
ივლ
9
აგვ
სექტ ოქტ ნოემ
8
6
8
7
სულ II ნახევარში: 48
დეკ
10
2008 წლის განმავლობაში, გარდაცვლილთა ასაკობრივი ჯგუფი მაქსიმალურია 21–30
წლამდე პირებში და 51–60 წლამდე პირებში.
გარდა ამისა, 20 წლამდე ასაკის 1 პირია გარდაცვლილი (17 წლის), ხოლო 71 წელზე
ზევით გარდაცვლილ პირთა ჯგუფში შედის 3 პატიმარი. მათ შორის ერთი 80 წლის
იყო. გარდაცვლილ პატიმართა ასაკობრივი ჯგუფების სრული სპექტრი მოცემულია
ცხრილში:
გარდაცვლილ პატიმართა ასაკობრივი
ჯგუფები:
≥ 20
1
21-30
23
31-40
16
41-50
22
51-60
24
61-70
10
≤ 71
3
აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, მკვეთრად არის მომატებული
სიკვდილიანობის შემთხვევები 31–40 და 51–60 ასაკობრივ ჯგუფებში.
506
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
პატიმართა
გარდაცვალების
შემდეგნაირად გამოიყურება:
გარდაცვალების ადგილი (2008 წელი)
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო
დაწესებულება
ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოებში
N 8 საპყრობილე (გლდანი)
N 9 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებ
(ხონი)
ტუბერკულიოზით დაავადებულთა
სამკურნალო დაწესებულება
N 2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის
დაწესებულება (ქუთაისი)
N 1 საპყრობილე (თბილისი)
N 1 საერთო და მკაცრი რეჟიმის
სასჯელაღსრულების დაწესებულება (რუსთავი)
არასრულწლოვანთა
აღმზრდელობითი დაწესებულება
N 4 საპყრობილე (ზუგდიდი)
N 2 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის
დაწესებულება (რუსთავი)
N 7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის
დაწესებულება (ქსანი)
ქალთა და არასრულწლოვანთა N 5 დაწესებულება
N 3 საპყრობილე (ბათუმი)
N 6 საპყრობილე (რუსთავი)
N 8 დაწესებულება (გეგუთი)
ადგილი არ არის მითითებული
ადგილების
65
7
4
3
1
2
2
2
4
4
5
8
6
12
7
7
1
1
1
1
1
8
3
სტატისტიკა
9
6
10
3
11
5
2
12
6
2
1
1
2
2
2
1
1
2
1
1
1
1
1
1
1
1
1
1
1
1
5
3
7
1
2
1
გათვალისწინებით,
1
1
1
1
1
1
1
1
1
2
1
გასული წლის მსგავსად, პატიმრის სიკვდილის შემთხვევები მაქსიმალურია
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში. ამ მხრივ, ყველაზე
კრიტიკული წლის განმავლობაში ივნისის თვე იყო.
507
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
გარდაცვალების შემთხვევები თვეების მიხედვით
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულება:
12
იანვარი
10
თებერვალი
მარტი
8
აპრილი
მაისი
ივნისი
6
ივლისი
აგვისტო
4
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
2
დეკემბერი
0
1
მეორე ადგილი ამ მხრივ კვლავ ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოში გარდაცვალების
შემთხვეებს უკავია. მესამე ადგილზე კი თბილისში, გლდანში მდებარე სად–ის მე–8
საპყრობილეა. 5 შემთხვევაში, ჩვენს ხელთ არსებულ წყაროებში არ იყო მითითებული
გარდაცვალების ადგილი.
რაც შეეხება გარდაცვალების მიზეზების სპექტრს, ისევე, როგორც წინა წლებში
საკმაოდ მრავალფეროვანია. არის მიმართულებები, რომელბიც მკვეთრადაა
მომატებული 2008 წლებში, ხოლო ზოგიერთი ნოზოლოგიის, როგორც სიკვდილის
განმაპირობებელი მიზეზის როლი, რამდენადმე შემცირებულია.
გასული წლის მსგავსად, პენიტენციურ სისტემაში პაციენტთა სიკვდილის უშუალო
მიზეზი კვლავ ფილტვების ტუბერკულოზი და მისგან განპირობებული
ინტოქსიკაციაა.
ფილტვების
ტუბერკულოზის
შედეგად
განვითარებული
ინტოქსიკაცია, იმავე მიზეზის გამო განვითარებულ სუნთქვის უკმაროსობასთან
ერთად, პატიმრის სიკვდილის მიზეზი გახდა 30.3% შემთხვევაში. სიკვდილის სხვა
შემთხვევათა საკმაოდ მნიშვნელოვან რიცხვში, ტუბერკულოზი გამოდის როგორც
თანმხლები პათოლოგია და ამძიმეს ძირითადი დაავადების მიმდინარეობას, ხშირად
სწორედ ტუბერკულოზის და სხვა ნოზოლოგიური ერთეულის თანაარსებობა
განაპირობებს სიკვდილს.
აქვე უნდა აღინიშნოს ტუბერკულოზის ფილტვის გარე ფორმები, რომლებმაც
პაციენტის სიკვდილი გამოიწვიეს. 2008 წლის სასამართლო–სამედიცინო
ექსპერტიზის
დასკვნების
მონაცემებთ
დაფიქსირდა
წვრილი
ნაწლავის
508
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ტუბერკულოზი, ნერვული სისტემის ტუბერკულოზი, მსხვილი ნაწლავის
ტუბერკულოზი და ტუბერკულოზური პლევრიტი. აღსანიშნავია, რომ ნაწლავის
ტუბერკულოზის ერთ–ერთ
შემთხვევაში განვითარდა მსხვილი ნაწლავის
პერფორაცია, რის შედეგადაც განვიტარებული დიფუზური პერიტონიტი და
ენდოტოქსიური შოკი პაციენტის სიკვდილის უშუალო მიზეზი გახდა.
ცალკე უნდა გამოიყოს ტუბერკულოზური მენინგიტი, რომელიც პაციენტის
გარდაცვალების უშუალო მიზეზი გახდა 4 შემთხვევაში.
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, პატიმართა გარდაცვალების უშუალო მიზეზი
გახდა 11 (11,1%) შემთხვევაში. გასულ წელს ანალოგიური მაჩვენებელი იყო 7,9%. ამ
მხრივ აღინიშნება მცირე მატება. საგულისხმოა, რომ მიოკარდიუმის ინფარქტით
გარდაცვალების შემთხვევათა უმეტესობა წლის პირველ ნახევარზე მოდის და
სტაბილურ პიკს აღწევს მარტი–მაისის პერიოდში.
გარდა გულის იშემიური დაავადებისა, კარდიოლოგიური დაავადებები პატიმარ–
პაციენტთა სიკვდილის უშუალო მიზეზი გახდა 3 შემთხვევაში.
ასევე მნიშვნელოვანია თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის შედეგად
განვითარებული სიკვდილის დინამიკა. 2008 წლის განმავლობაში, იშემიური და
ჰემორაგიული ინსულტი, სიკვდილის უშუალო მიზეზი გახდა 7 შემთხვევაში, მაშინ,
როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ინსულტით 5 პაციენტი გარდაიცვალა.
აქაც საქმე გვაქვს შემთხვევათა მატებასთან. საგულისხმოა, რომ ინსულტით
გარდაცვლილ პაციენტთა ძირითადი წილი მოდის 2008 წლის მეორე ნახევარზე.
2008 წლის ტენდენციად უნდა ჩაითვალოს ავთვისებიანი სიმსივნეებით
გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობის მკვეთრი მატება. 2007 წლის შემთხვევებთან
შედარებით, როდესაც დაფიქსირდა ონკოდაავადებით და, შესაბამისად, სიმსივნური
ინტოქსიკაციის ფონზე პაციენტთა გარდაცვალების 5 შემთხვევა, 2008 წელს ეს
მაჩვენებელი გაორმაგდა და დაფიქსირდა ავთვისებიანი სიმსივნით ციხეში
გარდაცვალების 11 შემთხვევა. ამ ჯგუფის დაავადებებიდან ყველაზე უფრო ხშირად
გვხვდება წინამდებარე ჯირკვლის კიბო, რეტროპერიტონული სივრცის სიმსივნე,
ასევე წვრილი და მსხვილი ნაწლავის კიბო, ფილტვის კიბო, ღვიძლის კარცინომა,
შარდის ბუშტის კიბო, ფარისებური ჯირკვლის კიბო, თავის ტვინის კიბო,
არაჰიჯკინსური ლიმფომა, და მხრის მიდამოს ანგიოსარკომა. აღსანიშნავია რომ 2006
წლიდან დღემდე, ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევები ყოველწლიურად
ორმაგდება. შესაბამისად, 2006 წელს ონკოდაავადებით გარდაიცვალა–3, 2007 წელს –
5, ხოლო 2008 წელს – 11 პაციენტი. რეალური სურათის შესაქმნელად უნდა
აღინიშნოს ისიც, რომ ონკოდაავადებები ასევე რამდენიმე შემთხვევაში შეგვხვდა,
როგორც თანმხლები პათოლოგია, რა დროსაც სიმსივნური ინტოქსიკაცია
სიკვდილის განმაპირობებელი ერთ–ერთი მიზეზი იყო. 2008 წელს ჩვენს მიერ
ჩატარებული მონიტორინგის დროს გამოვლინდა სიმსივნეებით დაავადებული
არაერთი პაციენტი, რომელთა შემთხვევაში ონკოლოგიური დაავადებას ჯერ არ
მიუღწევია პიკისათვის, რის გამოც ისინი სასჯელს იხდიან პენიტენციური სისტემის
სხვადასხვა დაწესებულებებში.
509
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
2008 წელს, გასულ წლებთან შედარებით შემცირდა ფილტვების ანთბით (პნევმონია)
გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობა უდაოდ დადებით ტენდენციად უნდა
ჩაითვალოს. თუ გასულ წელს (2007) ფილტვების ანთბის უშუალო მიზეზით
გარდაიცვალა 14 პაციენტი, წელს პნევმონიით გარდაცვლილია – 5 პატიმარი. რა თქმა
უნდა აღნიშნული რიცხვი სანუგეშო ნამდვილად არ არის, თუმცა, ამ მხრივ
გარკვეული პროგრესი აღინიშნება.
მეტად საგანგაშოა, რომ მწვავე ქირურგიული დაავადებით წელს პენიტენციურ
სისტემაში 5 პატიმარია დაღუპული. ყველა შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზია
მწვავე დიფუზური პერიტონიტი და მის ფონზე განვითარებული ენდოტოქსიური
შოკი. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს პერიტონიტით მოკვდა 4 პაციენტი. ყოველივე
ეს
გვაფიქრებინებს
პენიტენციურ
სისტემაში
ქირურგიული
სამსახურის
ორგანიზაციულ გაუმართაობაში. პაციენტები გვიან ხვდებიან ქირურგიულ
განყოფილებაში, შესაბამისად, დაავადების გამოსავალი ხშირ შემთხვევაში
ფატალურია. პერიტონიტის დროული ამოცნობა ან თუნდაც მასზე ეჭვის მიტანა
ციხეში მომუშავე ნებისმიერ ექიმს უნდა შეეძლოს, რითაც თავიდან იქნება
აცილებული ამ გართულების განვითარებისა და პროგრესირების შემთხვევები.
2008 წელს პაციენტთა მიერ თვითმკვლელობის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან,
ანალოგიურ პერიოდში, სუიციდის 6 შემთხვევა აღიწერა. შემთხვევათა
უმრავლესობაში, სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სიკვდილის
მიზეზი იყო მარყუჟზე ჩამოკიდება და მექანიკური ასფიქსია; ხოლო 1 შემთხვევაში
პატიმარმა დიდი რაოდენობით ძლიერმოქმედი მედიკამენტების მიღებით მოიკლა
თავი. აღსანიშნავია, რომ სუიციდისა და სუიციდის მცდელობის, ასევე ციხეებში
არსებული თვითდაზიანებების მაღალი რიცხვი პირდაპირპროპორციულია
საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ფსიქიატრიული დახმარების დონისა. თუ
იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ მიერ ჩატარებული მონიტორინგის დროს
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების გარდა არც ერთ სხვა
დაწესებულებაში არ მუშაობს ექიმი ფსიქიტრი ან საშუალო სამედიცინო პერსონალი
ფსიქიატრიაში
მუშაობის
გამოცდილებით,
ადვილი
წარმოსადგენია
ამ
მდგომარეობის შენარჩუნებას რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ჩვენს გაკვირვებას
იწვევდა ისიც, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებათა მთავარი ექიმები თავად
აცხადებენ, რომ მათ ფსიქიტრი არ ესაჭიროებათ და ეს იმ ფონზე, როდესაც
დაწესებულებათა გარკვეულ ნაწილში 2008 წლის განმავლობაში კონსულტანტი
ფსიქიატრი საერთოდ არ შესულა.
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიღებული ტრავმებითა და დაზიანებებით
2008 წელს გარდაცვლილია 4 პატიმარი. 2 სემთხვევაში სიკვდილი განვითარდა
ელექტროტრავმის შედეგად. მონიტორინგის პერიოდში, რამდენიმე დაწესებულებაში
ჩვენს მიერ თავად დაფიქსირდა გაშიშვლებული ელექტროსადენები. მსგავის
შემთხვეევბი წინა წლებშიც დაფიქსირდა. დანარჩენი 2 შემთხვევა მოდის ხონის
დაწესებულებიდან გაქცეული პატიმრების ლიკვიდაციაზე. გამოქვეყნებული
მონაცემებით 1 პატიმარი იმავე დღეს დაიღუპა ცეცხლსასროლი იარაღით
მიყენებული დაზიანებით, ხოლო მეორეს გვამი მოგივანებით იქნა აღმოჩენილი.
510
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
2008 წლის განმავლობაში, ვირუსული ჰეპატიტის აქტიური ფორმითა და ღვიძლის
ციროზით მოკვდა 3 პაციენტი, ხოლო საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა
ნაწილებიდან განვითარებული პროფუზული გასტროდუოდენური სისხლდენისa და
მის ფონზე განვითარებული მწვავე ანემიით გარდაცვლილია 2 პაციენტი.
ცნობისათვის, ამ უკანასკნელი დიაგნოზით 2007 წელს 5 პაციენტია დაღუპული.
მ იოკ ა რდიუმ ის
ინ ფა რქ ტი
ტრავმა, სროლა
ს უიციდი
მ ე ნ ინ გ ოე ნ ცე ფა ლიტ
პ ე რიტონ იტი
ციროზი/ჰეპატიტი
ს ის ხ ლდე ნ ა
ს ა ჭმ ლ.
მ ომ ნ . ტრა ქ ტ. ზე და /ნ
პ ნ ე ვ მ ონ ია
ა ს თმ ური ს ტა ტუს ი
ე პ ილე ფს იური ს ტა ტუს ი
ე ნ დოტე ქ ს ე მ ია
გ ა ნ გ რე ნ ის გ ა მ ო
უცნობია
4
5
4
5
ნოემბერი
დეკემბერი
7
11
ოქტომბერი
ინ ს ულტი
სექტემბერი
11
აგვისტო
ა ვ თვ ის ე ბ ია ნ ი
ს იმ ს ივ ნ ე ე ბ ი
ივლისი
3
ივნისი
გ ულის
და ა ვ ა დე ბ ე ბ ი
(გ ა რდა გ იდ)
მაისი
30
აპრილი
ფილტვ ე ბ ის
ტუბ ე რკ ულოზი
4
1
მარტი
5
თებერვალი
პენიტენციური სისტემის
დაწესებულებებში
პაციენტთა სიკვდილის
მიზეზები (2008 წ.)
იანვარი
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნის საფუძველზე ცნობილი გახდა,
რომ ქვემო კიდურების განგრენის და მის შედეგად განვითარებული ენდოტოქსემიით
გარდაცვლილია 1 პაციენტი. გარდა ამისა, ასთმური სტატუსით – 2. ხოლო
ეპილეფსიური სტატუსით 1 პაციენტი.
8
5
13
16
9
8
6
8
7
10
4
1
6
6
4
1
2
1
2
2
1
1
1
1
1
2
1
2
1
1
1
2
1
1
2
1
1
2
1
1
1
1
2
1
2
1
1
2
3
1
1
1
1
1
1
2
3
2
5
2
1
1
3
2
1
1
1
1
2
1
1
1
1
1
1
5
პაციენტთა გარდაცვალების სრული
მიზედვით, მოცემულია ცხრილში.
1
სპექტრი,
1
ნოზოლოგიებისა
2
1
და თვეების
511
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ჩვენს ხელთ არსებული წყაროების შესწავლით, გარდაცვალების მიზეზის დადგენა
ვერ მოხერხდა 5 შემთხვევაში.
2008 წელს გარდაცვლილ პატიმართაგან აივ/შიდსი არენიშნებოდა 3 პატიმარს. ერთი
შიდსიანი პატიმარი დაიღუპა 2008 წლის თებერვალში, ხოლო 2 პატიმარი ივლისში.
აღსანიშნავია, რომ 2007 წელს მოკვდა აივ/შიდსით დაავადებული 4, ხოლო 2006 წელს
3 პატიმარი.
მიუხედავად სახალხო დამცველის მიერ არაერთი გამოსვლისა და მიმართვისა, კვლავ
გრძელდება შიდსით დაავადებულ გარდაცვლილ პატიმართა მიმართ აშკარა
დისკრიმინაცია. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ თუ სასამართლო–სამედიცინო
ექსპერტისათვის ცნობილია, რომ პაციენტი სიცოცხლეში დაავადებული იყო
აივ/შიდსით, ექიმები უარს ამბობენ გარდაცვლილის გვამის გაკვეთაზე.
აღნიშნულის რამდენიმე მაგალითი მოყვანილია საქართველოს სახალხო დამცველის
წინა წლების საპარლამენტო ანგარიშებში. მოგვყავს ერთი მაგალითი 2008 წლის
შემთხვევებიდან:
გარდაცვლილი პატიმარი გ.ი. 31 წლის. გარდაიცვალა სმჯავრდებულთა და
პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში. „ავადმყოფობის ისტორიის მიხედვით,
მას დადგენილი აქვს შიდსის დიაგნოზი, ვინაიდან შიდსით გარდაცვლილი
ავადმყოფის გვამის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის მეთოდიკა და სათანადო
აღჭურვილობა არ არსებობს, ტარდება გვამის გარეგანი დათვალიერება. ...
ექსპერტიზის შედეგები:
1/ ვინაიდან არ ჩატარდა ი.გ.–ს გვამის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის წესით
გამოკვლევა, მისი სიკვდილის მიზეზის დადგენა შეუძლებელია...
2/ ი.გ. – ს გვამზე აღენიშნებოდა დაზიანებები: უსწორო კიდეებიანი ჭრილობა
შუბლის არეში. ნაჩხვლეტი ჭრილობები ორივე ზედა კიდურზე. უსწორო კიდეებიანი
ჭრილობა განვითარებულია სიცოცხლის დროს სიკვდილის დადგომამდე 6–7 დღით
ადრე რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. ...
3/ ვინაიდან არ ჩატარდა ი.გ.–ს გვამის სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის წესით
გამოკვლევა სისხლი, შარდი და შინაგანი ორგანოები ქიმიურ გამოკვლევაზე არ იქნა
აღებული.“
ალბათ მოყვანილი მაგალთის შემდეგ აშკარაა, რომ შიდსით დაავადებული პირის
ნაძალადევი სიკვდილის შემთხვევაში ჭეშმარიტების დადგენის შესაძლებლობა
მინიმალურია, რითაც ამ კატოგორიის პირები იმყოფებიან მაღალი რისკის ქვეშ და
განიცდიან აშკარა დისკრიმინაციას!
როგორც მოყვანილი ინფორმაციიდან ჩანს, საქართველოს პენიტენციური სისტემის
დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების მხრივ გაუმჯობესება თითქმის არ
მომხდარა, რასაც ადასტურებს სიკვდილიანობისა და ავადობის სპექტრი, რომელიც
თითქმის ანალოგიურია გასული წლების ანალოგიურ მაჩვენებლებთან მიმართებაში.
მიუხედავად კერძო სადაზღვევეო კომპანიის შემოსვლისა, ამან მდგომარეობა
512
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
არსებითად ვერ შეცვალა და გარკვეულ სფეროებში აღინიშნა რეგრესი. აღნიშნულის
თქმის
საფუძველს
გვაძლევს
საქართველოს
პენიტენციური
სისტემის
დაწესებულებებში სახალხო დამცველის აპარატის მეირ ჩატარებული ტოტალური
მონიტორინგი, რომელიც პირველად განხორციელდა. მონიტორინგის დროს
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჯანმრთელობის დაცვის საკითხებს და მათი
გადაწყვეტის პრაქტიკას 2008 წლის განმავლობაში.
საქართველოს პენიტენციური სისტემის დაწესებულებათა
სამედიცინო მონიტორინგი
საქართველოს პენიტენციური სისტემის ტოტალური მონიტორინგი დაიგეგმა
სახალხო დამცველის აპარატში და დადგინდა გეგმური წესით ჩატარდეს წელიწადში
ორჯერ ყოველ დაწესებულებაში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში განხორციელდეს
მონიტორინგი Ad hoc–ის (საგანგებო) გზით. მონიტორინგის მეთოდოლოგიის
შემუშავება, მსოფლიოში არსებული პრაქტიკის და საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატის მდიდარი გამოცდილების შეზავებით მოხდა. აღნიშნულთან
დაკავშირებით მოეწყო არაერთი გასვლითი და ადგილზე ჩატარებული სემინარი,
კონფერენცია და ტრენინგი. აღნიშნული მიმართულება მხარდაჭერილი იყო
გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის პროექტის – „სახალხო
დამცველის აპარატის გაძლიერება“ ფარგლებში. ტრენინგებზე და ამგვარ
ღონისძიებებზე მონიტორების მომზადების პროცესში მოიწვიეს ადგილობრივი და
საერთაშორისო ექსპერტები (იურისტები, ექიმები, ფსიქოლოგები, სოციოლოგები და
ა.შ.).
საწყის ეტაპზე გაანალიზდა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა და ასევე
საერთაშორისო გამოცდილება. განსაკთრებული ყურადღება გამახვილდა CPT–ის,
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის, გაერთიანებული ერების, ეუთოს, წითელი
ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის,
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა საერთაშორისო
ორგანიზაციების მიერ მიღებულ დოკუმენტებზე, ასევე მათ გამოცდილებაზე და
გენერალურ ანგარიშებზე.
მონიტორინგის სამედიცინო ნაწილს საფუძვლად დაედო შემდეგი დოკუმენტები:
1.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაცია;
2.
საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ
3.
პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის
ფაკულტატური ოქმი
4.
საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული
უფლებების შესახებ
5.
კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური
6.
წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის
და დასჯის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმი
513
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
7.
ბავშვის უფლებათა კონცენცია
8.
საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის
აღმოფხვრის შესახებ
9.
ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენცია
10.
დეკლარაცია ყველა პირის წამების და სხვა სასტიკი არაადამიანური და
ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯისაგან დაცვის შესახებ
11.
ძირითადი
პრინციპები
და
გაიდლაინები
ადამიანის
უფლებათა
საერთაშორისო სამართლით განსაზღვრული მასობრივი ძალადობისა და
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით განსაზღვრული უხეში ძალადობის
მსხვერპლთა უფლებების დაცვისა და კომპენსაციის შესახებ
12.
დეკლარაცია ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრის შესახებ
13.
გაერთიანებული
ერების
მინიმალური
სტანდარტული
წესები
არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ
14.
გაერთიანებული ერების წესები თავისუფლებააღკვეთილ არასრულწლოვანთა
დაცვის შესახებ
15.
ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული პირების დაცვის
პრინციპთა ერთობლიობა
16.
პატიმართა მიმართ მოპყრობის ძირითადი პრინციპები
17.
გაერთიანებული ერების
პატიმართა მიმართ მოპყრობის მინიმალური
სტანდარტული წესები
18.
სამედიცინო
ეთიკის
პრინციპები
სამედიცინო
პერსონალისათვის,
განსაკუთრებით კი ექიმთათვის, დაკავებული პირებისა ან პატიმრების წამებისა და
სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის
წინააღმდეგ, მათი როლის შესახებ
19.
სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა ქცევის კოდექსი
20.
დეკლარაცია იმ პირთა უფლებების შესახებ, რომლებიც არ არიან იმ ქვეყნის
მოქალაქეები, რომელშიც ისინი ცხოვრობენ
21.
წამების აკრძალვა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში და
ADHOC ტრიბუნალები
22.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული
კონვენცია
23.
წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის
აღკვეთის ევროპული კონვენცია
24.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია # R (87) 3 წევრი
სახელმწიფოთათვის ციხის ევროპული წესების შესახებ
25.
მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია Rec (2006) 2 წევრი სახელმწიფოების
მიმართ, ევროპული ციხის წესებთან დაკავშირებით
26.
მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია R (98) 7 წევრი სახელმწიფოების
მიმართ, ციხეებში სამედიცინო მომსახურების ეთიკური და ორგანიზაციული
ასპექტების შესახებ
27.
მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია R (99) 3 წევრი სახელმწიფოების
მიმართ, სასამართლო-სამედიცინო აუტოფსიის (გაკვეთის) წესების ჰარმონიზაციის
შესახებ
28.
ევროკავშირის დეკლარაცია წამების წინააღმდეგ
514
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
29.
წამებისა და არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის
პრევენციის ევროპული კომიტეტი (CPT)
30.
მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის ტოკიოს დეკლარაცია - ექიმთა გაიდლაინები
დაკავებულთა და პატიმართა წამებასთან და სხვა სასტიკ არაადამიანურ და
ღირსების შემლახავ მოპყრობასა და დასჯასთან მიმართებაში
31.
მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის დეკლარაცია - იმ ექიმთა მხარდაჭერის
შესახებ, რომლებიც უარს აცხადებენ მონაწილეობა მიიღონ ან შეურიგდნენ წამებისა
ან სასტიკი არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის სხვა ფორმების
გამოყენებას
32.
მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის რეზოლუცია - ექიმთა ვალდებულების შესახებ
გამოავლინონ წამების ან სასტიკი არაადამიანური მოპყრობის, ღირსების
შემლახველი და დასჯის ფაქტები, რომლებიც მათთვის ცნობილი გახდა
33.
ექთანთა საერთაშორისო საბჭო ICN ექთნების როლი დაკავებულთა და
დაპატიმრებულთა მოვლაში
34.
მადრიდის დეკლარაცია ფსიქიატრიული პრაქტიკის ეთიკურ სტანდარტებზე
35.
ევროპის ექიმთა კომიტეტის მადრიდის დადგენილება
36.
ციხის სამედიცინო სამსახურების საერთაშორისო საბჭო / ათენის ფიცი
37.
წამების, ან სხვა სასტიკი არაადამიანური და ღირსების შემლახველი
მოპყრობისა და დასჯის ეფექტური კვლევისა და დოკუმენტირების პრინციპები
(სტამბოლის პროტოკოლი)
38.
წამების საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებლის ზოგადი
რეკომენდაციები
გარდა ამისა, სამედიცინო მონიტორინგის მეთოდოლოგია დაეფუძნა შემდეგ
გამოცემებს:
– წამების შედეგები და რეაბილიტაცია (ცენტრი ემპათია)
– სტამბოლის პროტოკოლი (ქართულ ენაზე)
– სამედიცინო მომსახურება ციხეებში (ცენტრი ემპათია)
– წამება, დიაგნოსტიკა, ექსპერტიზა, მკურნალობა და რეაბილიტაცია (ცენტრი
ემპათია)
– წამება, მისი შედეგი და გამოსავალი საქართველოში (ცენტრი ემპათია)
– წამების წინააღმდეგ – სახელმძღანელო იურისტებისათვის (ცენტრი ემპათია)
– წამების წინააღმდეგ – სახელმძღვანელო კლინიცისტებისათვის (ცენტრი
ემპათია)
– საერთაშორისო სახელმძღვანელი წამების შედეგების აღსაწერად
– სამედიცინო მომსახურება ციხეებში (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია)
– წამების პრევენციის ასოციაციის გამოცემები
– წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის გამოცემები
– მსოფლიოს
ექიმთა
ასოციაციის
საექიმო
ეთიკის
საერთაშორისო
სახელმძღვანელო
მეთოდოლოგია ასევე დაეფუძნა ეროვნულ სტანდარტებს:
– საქართველოს კონსტიტუცია
– საქართველოს კანონი „პატიმრობის შესახებ“
– საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“
515
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
–
–
–
–
–
–
საქართველოს კანონი “საექიმო საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“
საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებები
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანებები
შემუშავდა სამედიცინო მონიტორინგის რამდენიმე ანკეტა:
– პატიმრებისათვის დასასმელი შეკითხვები
– ციხის ადმინისტრაციისა და თანამშრომლებისათვის დასასმელი შეკითხვები
– სამედიცინო მონიტორის ანკეტა
– ციხის სამედიცინო პერსონალისათვის დასამელი შეკითხვები.
გარდა ამისა, სამედიცინო და ჯანმრთელობის საკითხები, ასევე გარემოს ჰიგიენის
ასპექტები შეიტანეს სხვა მონიტორთა (რომლებიც არ სწავლობდნენ ჯანდაცვის
საკითხებს) ანკეტებში.
სამედიცინო მონიტორის ანკეტა მოიცავს შემდეგ სფეროებსა და მიმართულებებს:
საერთაშორისო და ეროვნულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, ძირითადი პრინციპები,
რომელიც უნდა იქნას დაცული ციხეთა სამედიცინო სამსახურის სისტემაში:
•
სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა მსჯავრდებულთათვის, რაც
გულისხმობს ძირითადად ექიმთან შეუზღუდავი კონტაქტის უფლებას.
•
ეკვივალენტური სამედიცინო დახმარების გაწევა, რაც გულისხმობს
ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს
სახელმწიფოში არსებულ ზოგადად სამედიცინო მომსახურების სტანდარტებს.
მაშასადამე, სამედიცინო მომსახურება ციხეებში უნდა იქნას ეკვივალენტური
სამედიცინო სამსახურისა საპატიმრო ადგილების მიღმა და, ამავე დროს,
უსათუოდ კვალიფიციური.
•
პაციენტის თანხმობა და კონფიდენციურობა, რაც, უპირველეს ყოვლისა,
გულისხმობს, პაციენტის ან გამოსაკვლევი პირის ინფორმირებულ თანხმობას
ნებისმიერ სამედიცინო მანიპულაციაზე; ასევე კონფიდენციალობის სრულ
დაცვას.
•
პროფილაქტიკური მუშაობა, რაც ძირითადად მოიცავს სამედიცინო მუშაკბის
პასუხისმგებლობას არა მარტო მკურნალობაზე, არამედ სოციალურ და
პროფილაქტიკურ დახმარებაზეც.
•
ჰუმანიტარული თანადგომა, რაც გულისხმობს სპეციალური პრინციპების
დაცვას განსაკუთრებით მოწყვლად თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიმართ.
516
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
•
პროფესიული დამოუკიდებლობა და პროფესიული კომპეტენტურობა, რაც
გულისხმობს სამედიცინო პერსონალის ძირითად უფლება–მოვალეობებს
თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, ასევე მათს კომპეტენტურობასა და
პროფესიულ დამოუკიდებლობას.
აღნიშნული მეთოდოლოგიით სამედიცინო მონიტორინგი ჩატარდა 2008 წელს
არსებულ საქართველოს პენიტენციური სისტემის 17 დაწესებულებაში:
1. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმართა და მსჯავრდებულთა
სამკურნალო დაწესებულება (ქ. თბილისი)
2. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტუბერკულოზით დაავადებულთა
სამკურნალო დაწესებულება (მცხეთის მუნიციპალიტეტი)
3. N1 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება (ქ.
რუსთავი)
4. N6 საპყრობილის, საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება (ქ. რუსთავი)
5. N2 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულება (ქ. რუსთავი)
6. ქალთა და არასრულწლოვანთა N5 საერთო საპყრობილის რეჟიმის
დაწესებულება (ქ. თბილისი)
7. არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულება (ქ. თბილისი)
8. N1 საპყრობილე (ქ. თბილისი)
9. N3 საპყრობილე (ქ. ბათუმი)
10. N4 საპყრობილე (ქ. ზუგდიდი)
11. N7 საპყრობილე (ქ. თბილისი)
12. N8 საპყრობილე (ქ. თბილისი)
13. N2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება (ქ. ქუთაისი)
14. N7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულება (მცხეთის
მუნიციპალიტეტი)
15. N8 საერთო და
მკაცრი რეჟიმის
დაწესებულება (წყალტუბოს
მუნიციპალიტეტი)
16. N9 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება (ხონის მუნიციპალიტეტი)
17. N10 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება (ქ. თბილისი)
მონიტორინგი წარიმართა წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით:
პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის მონიტორინგი
I დონე
სამედიცინო
მომსახურების
ხელმისაწვდომობა
1
II დონე
ფიზიკური (სამედიცინო
პერსონალის რაოდენობრივი და
ხარისხობრივი თავისებურებები),
ეკონომიკური (პროგრამული,
პატიმრის მიერ დაფინანსებული);
მომსახურების ხარისხი, ექიმთან
შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის
უფლება. მოთხოვნიდან რამდებ
ხანში ხდება ექიმთან კონტაქტი
III დონე
სამედიცინო შემოწმება შესვლისას, ექიმის
მოთხოვნა, პერიოდული ამბულატორული
შემოწმებები, სტაციონარული დახმარება,
სტომატოლოგიური დახმარება,
მომსახურების ორგანიზაცია,
სპეციალისტთა მოწვევის შესაძლებლობა.
პატიმრის გასინჯვისას ფიქსირდება თუ
არა ამ უკანასკნელის კომენტარი.
517
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ეკვივალენტური და
ადეკვატური
სამედიცინო
დახმარება
2
პაციენტის ინფორმირება და
კონფიდენციურობა
3
სამედიცინო დახმარება
(სომატური, ფსიქიატრიული),
საექთნო სამსახური,
მკურნალობისა და მოვლის
პროგრამები (სახელმწიფო, სხვა).
ხელშეკრულებები სხვადასხვა
სამედიცინო დაწესებულებებთან,
აღჭურვილობა, პაციენტთა
გადაყვანა
ამბულატორული სამედიცინო დახმარების
სახეები, სტაციონარული სამედიცინო
დახმარების სახეები, ციხისათვის
სპეციფიკური კლინიკური და ეთიკური
საკითხები, ეკვივალენტური დახმარება,
ადეკვატური დახმარება, სამედიცინო
ნაწილის მონიტორინგი
ინფორმაციის მიწოდება
საკარანტინო საკანში, ინფორმაცია
არსებული ხელმისაწვდომი
სერვისების შესახებ, ტარდება თუ
არა რაიმე სამეცნიერო კვლევები
პატიმრებზე, პიროვნების ღირსების
შეულახაობის პრინციპის დაცვა.
პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობა. სამედიცინო
ინფორმაციის გაცემა. სად ხდება
პაციენტის გასინკვა, ვინ უტურებს,
ვინ უსმენს. სხეულის შესაძლო
დაზიანებათა რეგისტრაცია
(როგორც შესვლისას, ისე
საპყრობილეში ან პატიმართა
მოძრაობის დროს)
ინფორმირებული თანხმობა, ინფორმაციის
მიწოდება პაციენტის, მისი ოჯახის ან
კანონიერი წარმომადგენლისათვის,
შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
პაციენტის მიერ საკუთარი
ჯანმრთელობის შესახებ სრული და
ამომწურავი ინფორმაციის მირება, ხდება
თუ არა პაციენტთა ცართვა სამედიცინოსაგანმანათლებლო პროგრამებში. საექიმო
საიდუმლოს დაცვა. ექიმთან ვიზიტის
დეტალების კონფიდენციურობა.
მკურნალობაზე უარის თქმა, შიმშილობა.
წამების შესაძლო შემთხვევები, მათი
დოკუმენტირება და გამოძიება.
სამედიცინო გამოკვლევებზე და
გასინჯვაზე სხვა პირთა დასწრება,
სამედიცინო ჩანაწერების დაცულობა
მონიტორინგი გაგრძელდა ორი თვის განმავლობაში. თითოეულ დაწესებულებაში
განხორციელდა 2–5 ვიზიტი (შესასრულებელი სამუშაოს მოცულობიდან
გამომდინარე). სამედიცინო მონიტორინგი ტარდებოდა პარალელურ რეჟიმში
პენიტენციური სისტემის სხვა ასპექტების მონიტორინგთან ერთად.
ადგილობრივ სამედიცინო ნაწილების ხელმძღვანელთა (მთავარი ექიმი)
უმრავლესობას საშუალება მიეცა მონიტორინგის წინასწარ მომზადებულ დასკვნას
გაცნობოდა და გაეკეთებინა შენიშვნები ან/და კომენტარები. ამ მიზნით,
მონიტორინიგის შედეგების გამოქვეყნებამდე, ცალკეული დაწესებულების მთავარი
ექიმების ნაწილს გადაეგზავნა შესაბამისი ნაწილები ტექსტის სახით. მონიტორინგის
განხორციელებაში მონაწილეობდნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის
გამოძიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მართლმსაჯულების სამმართველოს
და დასავლეთ საქართველოს სამმართველოს თანამშრომლები.
ჩატარებული მონიტორინგის შედეგები მოყვანილია ქვემოთ:
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულება
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო
დაწესებულება 2008 წლის 18 ნოემბრამდე იმყოფებოდა ძველ შენობაში, ხოლო ამ
თარიღის შემდეგ იგი გადავიდა გლდანის №8 საპყრობილის კომპლექსში
განთავსებულ ახლად აშენებულ კორპუსში.
518
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
2008 წლის განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელთა
მიერ სამკურნალო დაწესებულებაში ასობით ვიზიტი განხორციელდა. აღსანიშნავია,
რომ დაწესებულების მონიტორინგი წარსულშიც არაერთხელ ჩატარებულა, რაც
ასახულია საქართველოს სახალხო დამცველის სხვადასხვა წლის საპარლამენტო
ანგარიშებში.
2009 წლის 21 იანვარს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში შემოვიდა
საპასუხო წერილი (N10/31/4–0255), რომლის მიხედვითაც, სად მსჯავრდებულთა და
პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დირექტორმა, იუსტიციის მაიორმა
ალექსანდრე მუხაძემ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს აცნობა, რომ
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულება ხელმძღვანელობს
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 16 მაისის ბრძანებით
დამტკიცებული დებულებით.
ა. მუხაძის მიერ მითითებული იუსტიციის
დამტკიცებული დებულების შესაბამისად,
მინისტრის
N353
ბრძანებით
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის
მსჯავრდებულთა
და
პატიმართა
სამკურნალო
დაწესებულება
არის
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული სამედიცინო
ქვედანაყოფი. დაწესებულება ახორციელებს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან
გადაყვანილი მსჯავრდებულებსა და პატიმრების სასწრაფო და გეგმიურ სამედიცინო
მომსახურებას. სამკურნალო დაწესებულება აღჭურვილია სამედიცინო აპარატურითა
და ინვენტარით, სამეურნეო ნაგებობებითა და დამხმარე სათავსოებით,
ტრანსპორტით. სამკურნალო დაწესებულებას აქვს ბეჭედი და შტამპი საკუთარი
დასახელების აღნიშვნით. სამკურნალო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური
ბაზით, სამკურნალწამლო საშუალებებით, მედიკამენტებით, კვების პროდუქტებითა
და სხვა აუცილებელი საშუალებებით მომარაგება ხორციელდება ცენტრალიზებული
წესით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ.
• სამკურნალო დაწესებულების ამოცანებია:
ა) მსჯავრდებულთა და პატიმართა მკურნალობა;
ბ) მსჯავრდებულთა და პატიმართა კლინიკა-დიაგნოსტიკური გამოკვლევების
ჩატარება;
გ) მსჯავრდებულთა და პატიმართა სამედიცინო რეაბილიტაცია;
დ) მსჯავრდებულთა და პატიმართა სამედიცინო-ამბულატორიული მომსახურება.
• სამკურნალო დაწესებულების ფუნქციებია:
ა) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მაღალკვალიფიციური სამედიცინო
დახმარება გაუწიოს დაწესებულებაში ჰოსპიტალიზირებულ ავადმყოფებს;
ბ) იმ ღონისძიებათა დაგეგმვა და ცხოვრებაში გატარება, რომლებიც ხელს შეუწყობენ
სამკურნალო-დიაგნოსტიკური
პროცესების,
დაწესებულების
მუშაობის
მაჩვენებლების გაუმჯობესებას;
519
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით, სამედიცინო
მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ამყარებს და აფართოებს კავშირებს
სამედიცინო
დაწესებულებებთან,
სამთავრობო
დაწესებულებებთან
და
არასამთავრობო ორგანიზაციებთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ;
დ) სამედიცინო ტექნოლოგიური პროცესების დამოუკიდებელი დაგეგმვა და
განხორციელება – მკურნალობის სტანდარტებისა და ხარისხის სავალდებულო
დაცვით;
• სამკურნალო დაწესებულების სტრუქტურა
ა) მიმღები;
ბ) სამკურნალო განყოფილებები;
გ) ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის პალატები;
დ) სამკურნალო-დიაგნოსტიკური კაბინეტები;
ე) კლინიკური, ბიოქიმიური, ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიები;
ვ) სამედიცინო არქივი;
ზ) პროზექტურა;
თ) ადმინისტრაციულ-სამეურნეო ნაწილი;
ი) აფთიაქი.
სამკურნალო დაწესებულებაში ფუნქციონირებს სამედიცინო საბჭო, სამკურნალომაკონტროლებელი კომისია, პათოლოგ-ანატომიური კონფერენცია, საექიმოშრომითი კომისია, თანამშრომელთა თანამდებობრივი ინსტრუქციები და შრომითი
შინაგანაწესი, სამკურნალო დაწესებულებისა და თანამშრომელთა მუშაობის
პერსპექტიული გეგმა (კვარტალური, წლიური), ავადმყოფთა ქცევის წესები.
• სამკურნალო დაწესებულების მართვა
1. სამკურნალო დაწესებულების მუშაობას ხელმძღვანელობენ დაწესებულების
დირექტორი და მთავარი ექიმი.
2. სამკურნალო დაწესებულების დირექტორი ინიშნება საქართველოს იუსტიციის
მინისტრის
მიერ,
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის
თავმჯდომარის
წარდგინების საფუძველზე.
3. სამკურნალო დაწესებულების მთავარ ექიმს და სამედიცინო პერსონალს ნიშნავს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი, სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის
წარდგინებით, მათ თანამდებობრივ სტატუსს, შრომის ანაზღაურების პირობებს და
წესს განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი.
• სამკურნალო დაწესებულების დაფინანსება
1. სამკურნალო დაწესებულება წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე
მყოფ ორგანიზაციას და ფინანსდება იუსტიციის სამინისტროსათვის სახელმწიფო
ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
2. კანონმდებლობის შესაბამისად, სამკურნალო დაწესებულებას უფლება აქვს მიიღოს
შემოწირულობანი და დახმარებები.
3. სამკურნალო დაწესებულების ხარჯთა ნუსხასა და საშტატო განრიგს ამტკიცებს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
520
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
რაც შეეხება სამკურნალო დაწესებულების შინაგანწესს, დაწესებულების
დირექტორის მიერ წარმოდგენილ იქნა დამტკიცებული დღის წესრიგი (დანართის
სახით), რომელიც ავადმყოფთა მიმართ არის შედგენილი. აღნიშნული დოკუმენტის
მიხედვით, გათვალისწინებულია შემდეგი სახის აქტივობები:
• 08:00 – 10:00 ავადმყოფთა ადგომა, პალატების განიავება, პალატების
დალაგება, საუზმე.
• 10:00 – 11:00 დილის დანიშნულების შესრულება
• 10:30 – 13:00 ექიმთა შემოვლა; გამოკვლევების ჩატარება, მანიპულაციები,
კონსულტაციები;
• 13:00 – 14:00 ექიმთა დანიშნულების შესრულება;
• 14:00 – 15:00 ადილი, პალატების განიავება;
• 16:00 – 17:00 ავადმყოფთა სეირნობა;
• 17:00 – 18:00 ექიმთა დანიშნულების შესრულება
• 18:00 – 19:00 ვახშამი;
• 20:00 – 21:00 პალატების დალაგება და განიავება
• 22:00 – 08:00 ძილი
2008 წლის ნოემბრამდე არსებული პირობებით და სამედიცინო მომსახურებით,
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულება არაერთხელ გამხდარა
კრიტიკის ობიექტი. დაწესებულების შენობა იყო ძველი, ურემონტო. საავადმყოფოს
აღჭურვილობა არაადეკვატური. სუფევდა ანტისანიტარია. ამ პირობებში არათუ
პატიმართა მკურნალობა, არამედ პაციენტების გაჩერებაც კი გარკვეული რისკის
შემცველი იყო.
პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების ინფრასტრუქტურის
გაუმჯობესების შესახებ დისკუსია რამდენიმე წლის წინ დაიწყო. საკითხის
გადაწყვეტაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად აქტიურად იყო
ჩაბმული საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტრო.
2005 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა
მორიგი პრეს-რელიზი, რომლის მიხედვითაც იუწყებოდნენ, რომ მძიმე ავადმყოფი
პატიმრები თბილისის მე-5 საავადმყოფოში იმკურნალებდნენ. პრესრელიზის
შინაარსი შემდეგია: „იუსტიციისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრებმა კონსტანტინე კემულარიამ და ლადო ჭიპაშვილმა თბილისის
მე-5 საავადმყოფოში ის განყოფილება დაათვალიერეს, სადაც, სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების
გაუქმების შემდეგ, მძიმე ავადმყოფი პატიმრები განთავსდებიან. განყოფილების
რეკონსტუქციაზე ზრუნვა სამინისტროებმა უკვე დაიწყეს.
კონსტანტინე კემულარიას განცხადებით, საავადმყოფოში პატიმრებისათვის
გამოყოფილ 800 კვ. მეტრის ფართზე სასჯელაღსრულების სისტემის უსაფრთხოების
სპეციალისტები რეკონსტუქციის სპეციალურ გეგმას შეიმუშავებენ. აქ 40-დან 50-მდე
პატიმრის მიღება იქნება შესაძლებელი. განყოფილების დაცვას იუსტიციის
521
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
სამინისტრო უზრუნველყოფს. ლადო ჭიპაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას
აღნიშნა, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
დაექვემდებარება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული ყველა
სამედიცინო
პუნქტი.
„საერთაშორისო
სტანდარტის
შესაბამისად,
მე-5
საავადმყოფოში პატიმრებს უმკურნალებენ ის ექიმები, რომლებიც სხვა მოქალაქეებს
ემსახურებიან“, - აღნიშნა ლადო ჭიპაშვილმა.
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულება 250 ადგილზე არის
გათვლილი, თუმცა, მინისტრების განცხადებით, 50 ადგილი სრულიად საკმარისი
იქნება მძიმე ავადმყოფებისათვის, ვინაიდან ქუთაისისა და რუსთავის ახალ
საპყორბილეებში 80 და 60 ადგილიანი სამედიცინო ნაწილები გაიხსნება.
„იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტი უკვე გაუქმებულია, ესეც
არის ერთი ნაბიჯი იმისაკენ, რომ პატიმართა ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჯანდაცვის
სამინისტროს პრეროგატივა გახდეს“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა. მისი
განცხადებით, აღნიშნული ცვლილება 2007 წლისთვის იგეგმებოდა, თუმცა,
სამინისტროებმა, მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის განხორციელება უკვე
დაიწყეს. მინისტრების ინფორმაციით, მე-5 საავადმყოფო პატიმარი პაციენტების
მიღებას 2006 წლის გაზაფხულიდან შეძლებენ“. მიუხედავად ასეთი ოპტიმისტური
ინფორმაციისა, განცხადებაში მოყვანილი ყველა დეტალი მორიგი დეზინფორმაცია
აღმოჩნდა.
უპრველეს ყოვლისა,
დღის წესრიგში იდგა პატიმართა და მსჯავდებულთა
სამკურნალო დაწესებულების ლიცენზირების საკითხი. სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულება
დღემდე წარმოადგენს არალიცენზირებულ დაწესებულებას.
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, უკანონო სამედიცინო
საქმიანობა წარმოადგენს დასჯად ქმედებას. სანქციები, რომელიც შესაძლებელია
გამოყენებულ
იქნას
ამგვარი
ქმედებისათვის
მოცემულია
საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალ-დარღვევათა კოდექსში - მუხლი 442.
„უკანონო სამედიცინო საექიმო ან ფარმაცევტული საქმიანობა: 1. სამედიცინო
საექიმო ან ფარმაცევტული საქმიანობა სახელმწიფო ნებართვის (ლიცენზიის,
სერტიფიკატის) გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას ათასი ლარის ოდენობით, ხოლო
იგივე ქმედება, „ჩადენილი განმეორებით, - გამოიწვევს დაჯარიმებას ორი ათასი
ლარის ოდენობით).“
2005 წლის 25 სექტემბერს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დასოციალური
დაცვის
მინისტრის,
ბატონო
ვლადიმერ
ჭიპაშვილის
განცხადებით,
„სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო განყოფილებებს ლიცენზია არ
სჭირდება“. აღნიშნული სახელწოდებით, იუსტიციის სამინსიტროს მიერ
გავრცელებული
პრეს-რელიზის
მიხედვით
„იუსტიციის
სამინისტროს
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ სამედიცინო განყოფილებებს
საქმიანობის ლიცენზია არ სჭირდებათ, ვინაიდან პაციენტები იქ მხოლოდ
ამბულატორიულად მკურნალობენ.
522
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ამის თაობაზე განცხადება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა გააკეთა, რაც იუსტიციის სამინისტროს მისამართით
გაკეთებული კიდევ ერთი ცილისმწამებლური განცხადების პასუხი იყო. მინისტრის
თქმით, ლიცენზია მხოლოდ მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო
დაწესებულებას აქვს, სადაც პატიმრებს სტაციონარულად მკურნალობენ. ლადო
ჭიპაშვილის ინფორმაციით, საპატიმროების სამედიცინო ამბულატორიებისადმი
მოთხოვნა იქ სერტიფიცირებული ექიმების მუშაობაა. ეს მოთხოვნა ყველა
დაწესებულებაში დაცულია. სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო
ნაწილებისათვის ლიცენზიის არარსებობის თაობაზე ინფორმაცია არასამთავრობო
ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტში“ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე
იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს წევრებმა
გაავრცელეს. პრესკონფერენციის ორგანიზატორები ან ვერ ერკვევიან მათ მიერ
დასმულ საკითხში, ან შეგნებულად, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ცრუ
ინფორმაციის
გამოყენებით,
ცდილობენ
იუსტიციის
სამინისტროს
დისკრედიტაციას.“
ამ განცხადების ტექსტის მიხედვით აშკარაა, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დახმარების მინისტრმა, ბატონმა ლადო ჭიპაშვილმა კვლავ იცრუა,
როდესაც განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსჯავრდებულები
და პატიმრები მხოლოდ ამბულატორულად მკურნალობენ. საქართველოს კანონის
„პატიმრობის შესახებ“
მე-40 მუხლის შესაბამისად: „სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში, სადაც არანაკლებ ასი მსჯავრდებული იმყოფება, უნდა მოეწყოს
სტაციონარული სამკურნალო პუნქტი სადღეღამისო სამედიცინო დახმარების
გასაწევად”. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი - „სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში, სადაც ასზე ნაკლები მსჯავრდებულია, უნდა შეიქმნას
საექიმოსამედიცინო პუნქტი, სადაც სამედიცინო მომსახურება შეიძლება
განხორციელდეს
შესაბამისი
ჯანმრთელობის
დაცვის
დაწესებულებასთან
ხელშეკრულების საფუძველზე“. გარდა ამისა, ბატონი ლადო ჭიპაშვილის რამდენიმე
თვის წინ გაკეთებული განცხადების მიხედვით აშკარაა, რომ იგი პატიმართა
სტაციონარული მკურნალობის განხორციელებას „ქუთაისისა და რუსთავის ახალ
საპყორბილეებში 80 და 60 ადგილიანი სამედიცინო ნაწილებში“ აპირებდა.
ჩვენს მიერ ჩატარებული არაერთჯერადი მონიტორინგის შედეგების მიხედვით,
სასჯელაღსრულების დაწესებულებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში მოწყობილია
სამედიცინო სტაციონარული პუნქტები. შეუძლებელია ამის შესახებ არ სცოდნოდა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს.
შეუძლებელია ასევე მას არ სცოდნოდა ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი
ნორმა, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად.
იმავე პრეს-რელიზში ჯანდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ იცრუა, როდესაც
განაცხადა, რომ ლიცენზია მხოლოდ მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო
დაწესებულებას აქვს. აქვე უნდა განიმარტოს, რომ ამ დაწესებულებას ლიცენზია არ
ქონდა; გარდამავალ პერიოდში დაისვა პირობით დროებითი ლიცენზიის გაცემის
საკითხი, რომლის მოქმედების ამოწურვის შემდეგ მსჯავრდებულთა და პატიმართა
523
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
სამკურნალო დაწესებულება დღემდე კვლავ აგრძელებს საქმიანობას სამედიცინო
საქმიანობის ლიცენზიის გარეშე.
მიუხედავად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს
არგუმენტისა იმის შესახებ, რომ აღნიშნულ დაწესებულებას საქართველოს კანონი
„ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ ათავისუფლებს ლიცენზირების
ვალდებულებისაგან, ეს არგუმენტი ვერ იქნება ჩვენს მიერ გაზიარებული,
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მოქმედი უზენაესი საკანონმდებლო
დოკუმენტი - საქართველოს კონსტიტუცია, 37-ე მუხლის მე-2 პუნქტში ცალსახად
განსაზღვრავს, რომ „სახელმწიფო აკონტროლებს ჯანმრთელობის დაცვის ყველა
დაწესებულებას“. რაც შეხება სახელმწიფო კონტროლს ჯანმრთელობის დაცვის
დაწესებულებების მიმართ, ეს საკითხი საკმაოდ მკაფიოდაა გაწერილი საქართველოს
კანონში „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“.
საქართველოს კანონის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ 53-ე მუხლი საკმაოდ
ამომწურავად განმარტავს სამედიცინო დაწესებულების ცნებას. კანონის მიხედვით,
სამედიცინო დაწესებულება ეწოდება „საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული
ორგანიზაციულ - სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, რომელიც
დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას. სამედიცინო
დაწესებულების ფინანსურ რესურსებში სამედიცინო საქმიანობიდან მიღებული
ნაწილი შეადგენს არანაკლებ 75%ისა, ხოლო მის ბალანსზე არსებული ძირითადი
ფონდების საშუალო წლიური ღირებულების არანკლებ 75%-ისა დაკავებულია ამ
მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი ფუნქციების განსახორციელებლად“.
რაც შეეხება მე-2 მუხლში ჩამოთვლილ ფუნქციებს, კანონის მიხედვით, სამედიცინო
დაწესებულება უნდა ასრულებდეს შემდეგ ფუნქციებს: ა) პაციენტის ჯანმრთელობის
მდგომარეობის განსაზღვრა; ბ) დაავადებათა პროფილაქტიკა ან/და მკურნალობა
ან/და პაციენტების რეაბილიტაცია ან/და პალიატიური მზრუნველობა; გ) სამეანო
საქმიანობა; დ) ფარმაცევტული საქმიანობა; ე) სახელმწიფო სანიტარიული
ზედამხედველობა და ჰიგიენური ნორმირება; ვ) გვამის პათოლოგიურ-ანატომიური
გამოკვლევა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ზ) ეპიდემიოლოგიური
კონტროლის ღონისძიებების განხორციელება“.
იმავე კანონის მე-16 მუხლით სახელმწიფოს მხრიდან ჯანმრთელობის დაცვის
სფეროს სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებია: სამედიცინო პერსონალის
სერტიფიცირება და სამედიცინო დაწესებულებების ლიცენზირება, სამედიცინო
დახმარების ხარისხის კონტროლი, სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობა
და ჰიგიენური ნორმირება და ასე შემდეგ. ანუ ეს ავტომატურად გულისხმობს, რომ
თუ დაწესებულებას არ გააჩნია ლიცენზია მასზე არ შეიძლება განხორციელდეს
სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა, იმ მარტივი მიზეზების გამო, რომ არ
არსებობს სალიცენზიო პირობების შესრულების ვალდებულებაც.
2006 წლის 16 იანვარს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ფართოდ გააშუქეს
საკითხი, რომელიც ამ მიმართულებით საკვანძო მომენტად უნდა ჩაითვალოს. იმავე
524
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
დღეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური პრესრელიზი, რომლის მიხედვითაც 2006 წლის სექტემბრიდან პატიმრები სამოქალაქო
ტიპის საავადმყოფოში მკურნალობა უნდა დაწყებულიყო. პრეს რელიზის მიხედვით:
- „საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გია ქავთარაძემ და შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა დღეს მსჯავრდებულთა და
პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში ხელი მოაწერეს ერთობლივ ბრძანებას,
რომლის თანახმად, სასჯელაღსრულების სისტემის სამედიცინო პუნქტები
ეტაპობრივად გადავა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს დაქვემდებარებაში.
„სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირების კუთხით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი
გადაიდგა. რეფორმის კონცეფციით გათვალისწინებული ეს ცვლილება ხელს
შეუწყობს საპატიმრო დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების ხარისხის
გაუმჯობესებას“, - აღნიშნა გია ქავთარაძემ. ლადო ჭიპაშვილის თქმით,
საპატიმროების სამედიცინო სამსახურების ერთი სამინისტროდან მეორეში
გადაცემის პროცესი 2006 წლის 1 სექტემბრისათვის დასრულდება. ავადმყოფი
პატიმრები იმკურნალებენ სამოქალაქო საავადმყოფოში, იმავე პირობებში, როგორშიც
ჩვეულებრივი
მოქალაქეები
მკურნალობენ.
იუსტიციის
სამინისტროს
სასჯელაღსრულების დეპარტამენტი მხოლოდ მათ დაცვას უზრუნველყოფს.
გარდამავალ პერიოდში შეიქმნება ექიმთა კომისია, რომელსაც ერთობლივად
გააკონტროლებენ იუსტიციისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროები. ექიმთა კომისიას თავმჯდომარე უხელმძღვანელებს და იგი მიიღებს
პატიმართა ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას.
კომისიაში 17 სპეციალობის 37 ექიმი შევა“.
როგორც ჩანს, ინფორმაცია კვლავ არ შეესაბამება სინამდვილეს. არანაირი ბრძანება,
რომლის შესახებაც საუბარია პრეს-რელიზში არ გამოქვეყნებულა და 2006 წლის 1
სექტემბრის შემდეგ კვალვ მრაალმა პირველმა სექტემბერმა ჩაიარა. საბაოლოო ჯამში
კი პენიტენხიური ჯანდაცვის სისტემაში არანაირი სტრუქტურული ძვრები არ
მომხდარა. ინფორმაცია, მეტად დამაიდებელი და პოზიტიური იყო, თუმცა,
სამწუხაროდ აღნიშნულ მიმართულებას განვითარება არ მისცემია.
უფრო მეტიც, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულება არ
წარმოადგენს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიულ პირს. ანუ იგი
იურიდიულად არ არსებობს. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ასეთი
დაწესებულება განვიხილოთ სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტად!
უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქართველოს სახალხო დამცველს მოწერა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო
რეგულირების საგენტოს ხელმძღვანელმა, რომლის მიხედვითაც იტყობინებოდა,
რომ სააგენტოს (სახელმწიფო მაკონტროლებელი) თანამშრომელბს არ უშვებდნენ
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში და მათ შესაშვებად
საჭირო ნებართვის გაცემას გაურკვეველი ვადით აჭიანურებდნენ. თავის
მხრივ,იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების მიერ, როგორც წერილობით,
ისე სიტყვიერად დაფიქსირებულ იქნა, რომ სააგენტოს წარმომადგენლებს
525
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
დაწესებულებაში შესვლის სპეციალური ნებართვა არ ესაჭიროებათ. წარმოქმნილი
გაუგებრობა გახდა კონკრეტულ საკითხთა შესწავლის ხელოვნური გაჭიანურებისა
და გადავადების საფუძველი, რაც ავტომატურად იწვევს სასჯელაღსრულების
სისტემაში მყოფ თავისუფლება აღკვეთილ პირთა ჯანმრთელობაზე უფლების აშკარა
და უხეშ დარღვევას.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და სს
„სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი“-ს შორის სახლემწიფო შესყიდვების შესახებ
2007 წლის 26 ოქტომბერს დადებული №523 ხელშეკრულება, რომელიც ძალაში
შევიდა 2007 წლის 1 ნოემბრიდან, 3.2.4 პუნქტის მიხედვით ითვალისწინებდა, რომ
„სამედიცინო დაწესებულება“ გულისხმობს - საქართველოს ფარგელბში მოქმედ,
ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებას, რომელშიც დაზღვეული მიიღებს
სამედიცინო მომსახურებას. აღსანიშნავია, რომ, მიუხედავად ხელშეკრულებაში
მოცემული განმარტებისა, პატიმართა მკურნალობის ძირითადი მოცულობა
მოდიოდა სწორედ არალიცენზირებულ - მსჯავრდებულთა და პატიმართა
სამკურნალო დაწესებულებაზე, რის გამოც უხეშად ირღვეოდა ხელშეკრულებით
ნაკისრი ვალდებულება! აღნიშნულის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი
მიუთითებდა 2008 წლის პირველი ნახევრის საპარლამენტო მოხსენებაშიც.
საბოლოო ჯამში, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აი“ სა და
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტს
შორის
ხელშეკრულება
შეწყდა.
ხელშეკრულების შეწყვეტამდე რამდენიმე თვით ადრე, მსჯავრდებულთა და
პატიმართა სამკურნალო დაწესებულებამ შეიცვალა ადგილმდებარეობა. 2008 წლის
18 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იტყობინებოდა, რომ „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა და იუსტიციის
მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა დღეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულება გახსნეს. საავადმყოფო
გლდანის №8 საპყრობილის კომპლექსში მდებარეობს. ახალი მრავალპროფილიანი
სტაციონარი თანამედროვე სტანდარტების აპარატურით არის აღჭურვილი.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს, მიუხედავად მათი სტატუსისა,
ადეკვატური და ღირსეული სამკურნალო პირობები ჰქონდეთ. როგორც ვნახეთ,
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულება ერთ-ერთი საუკეთესო
საავადმყოფოა რეგიონში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
დაწესებულება გათვლილია 244 სტაციონარულ პაციენტზე. საავადმყოფოს აქვს ორი
რეანიმაციული განყოფილება ზოგადი და ინტენსიური პათოლოგიის; ორი (ზოგადი
და ჩირქოვანი) - სრული ქირურგიული აღჭურვილობის მქონე - საოპერაციო, სადაც
თანამედროვე აპარატურა ე.წ. უსისხლო ოპერაციების ჩატარების საშუალებას
იძლევა; დაწესებულებაში არის რამდენიმე პროფილის დიაგნოსტიკური და
თერაპიული კაბინეტი: რენტგენი (სრული), ექოსკოპია (გინეკოლოგიური, გულის,
მუცლის.), სტომატოლოგია. სტაციონარს აქვს ორი ბაქტეროლოგიური და
ბიოქიმიური ლაბორატორია. დაწესებულების მშენებლობა 2006 წლის შემოდგომაზე
დაიწყო. ამ დროისათვის სამკურნალო დაწესებულება სრულად აღჭურვილია და
მზად არის პაციენტების მისაღებად“.
526
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
2008 წელს მიმდინარე სახალხო დამცველის აპარატის გეგმური მონიტორინგის
პერიოდში, მონიტორინგი ჩატარდა მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო
დაწესებულების როგორც ძველ, ისე ახალ შენობებში.
ს.ა.დ. მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების 2008 წლის
იქნვარ-სექტემბრის ანგარიშის მიხედვით, დაწესებულებაში იმ პერიოდისათვის
მოქმედებდა შემდეგი განყოფილებები:
-
თერაპიული განყოფილება - 50 საწოლზე;
-
ქირურგიული განყოფიელება - 60 საწოლზე;
-
ინფექციური განყოფილება - 44 საწოლზე;
-
ფსიქიატრიული განყოფილება - 50 საწოლზე;
-
ანესთეზია-რეანიმაციის და ი.თ. განყოფილება - 6 საწოლზე;
გარდა ამისა, დაწესებულების მთავარი ექიმის განმარტებით, იურიდიულად
არსებობდა ქალთა განყოფილებაც 10 საწოლზე, რომელიც საანგარიშო პერიოსში არ
ფუნქციონირებდა. მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში
ასევე გათვალისწინებული იყო 36 საწოლი სამეურნეო მომსახურებაში ჩაბმულ
პირთათვის.
არსებული სამკურნალო დაწესებულება სანიტარიულ-ტექნიკური მდგომარეობით
და სამედიცინო აღჭურვილობით ვერ აკმაყოფილებდა ვერანაირ სტანდარტებს და
მით უფრო სამედიცინო მომსახურების თანამედროვე დონეს. მასში გაწეული
სამედიცინო მომსახურება არ იყო ეკვივალენტური ქვეყანაში შესაძლებელი საშუალო
სამედიცინო მომსახურების დონის საშუალო სტანდარტებისა. სამკურნალო
დაწესებულების შენობა მოითხოვდა კაპიტალურ შეკეთებას. შესაცვლელი და
შესაკეთ ბელი იყო პალატების იატაკი, ჭერი, კედლები. წითელი ჯვრის
საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, მაინც მოხერხდა შენობის გადახურვის,
აბანოს, სამრეცხაოს და სველი წერტილების შეკეთება.
მთავარი ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მსჯავრდებულთა და პატიმართა
სამკურნალო
დაწესებულება
აწარმოებდა
თერაპიულ,
ნევროლოგიურ,
ფსიქიატრიულ, ინფექციურ, ქირურგიულ, ტრავმატოლოგიურ და რეანიმაციულ
მომსახურებას დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.
2008 წელს, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აი“-ის მიერ მოწოდებული
ინფორმაციის მიხედვით, დაწესებულებაში სამუშაოდ მათ დასაქმებული ჰყავდათ 56 ექიმი, მათ შორის 1 მთავარი ექიმი და 1 მთავარი ექიმის მოადგილე.
სპეციალობების მიხედვით ექიმთა სპექტრი შემდეგნაირად გამოიყურებოდა:
-
სპეციალობა „შინაგანი მედიცინა“ – 5 ექიმი
-
სპეციალობა „ენდოკრინოლოგია“ – 1 ექიმი
-
სპეციალობა „ზოგადი ქირურგია“ – 9 ექიმი
527
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
-
სპეციალობა „ნევროლოგია“ – 1 ექიმი
-
სპეციალობა „ბავშვთა ქირურგია“ – 1 ექიმი
-
სპეციალობა „ოტორინოლარინგოლოგია“ – 2 ექიმი
-
სპეციალობა „უროლოგია“ – 1 ექიმი
-
სპეციალობა „ანესთეზიოლოგია“ – 4 ექიმი
-
სპეციალობა „კრიტიკული მედიცინა“ – 1 ექიმი
-
სპეციალობა „თერაპიული სტომატოლოგია“ – 1 ექიმი
-
სპეციალობა „ლაბორატორიული მედიცინა“ – 7 ექიმი
-
სპეციალობა „მეანობა-გინეკოლოგია“ – 1 ექიმი
-
სპეციალობა „რადიოლოგია“ – 2 ექიმი
-
სპეციალობა „დერმატოვენეროლოგია“ – 1 ექიმი
-
სპეციალობა „ტრავმატოლოგია“ – 2 ექიმი
-
სპეციალობა „ოფთალმოლოგია“ – 2 ექიმი
-
სპეციალობა „ფტიზიატრია“ – 3 ექიმი
-
სპეციალობა „ინფექციური სნეულებანი“ – 5 ექიმი
-
სპეციალობა „მოზრდილთა ფსიქიატრია“ – 3 ექიმი
-
სპეციალობა „ნარკოლოგია“ – 1 ექიმი
-
სპეციალობა „პედიატრია“ – 2 ექიმი
-
სპეციალობა „პროქტოლოგია“ – 1 ექიმი
-
სპეციალობა „ონკოლოგია“ – 3 ექიმი
-
სპეციალობა „კარდიოლოგია“ – 1 ექიმი
-
სპეციალობა „ტრანსფუზიოლოგია“ – 1 ექიმი
ექიმთა ნუსხაში ასევე ფიგურირებდა:
-
ზოგადი პროფილის ექიმი - 2
-
უმცრისი ექიმი - 1
უკანასკნელ ორ „სამედიცინო სპეციალობასთან“ მიმართებაში, ინფორმაცია და
დასკვნები წარმოდგენილია საქართველოს სახალხო დამცველის 2008 წლის პირველი
ნახევრის საპარლამენტო მოხსენებაში.
528
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ზემოთ მოყვანილი სპეციალობათა ჩამონათვალი არ შეესაბამება ექიმთა საერთო
როცხვოვნობას (56) იმის, გამო, რომ ხშირად დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის
სუბიექტს რამდენიმე სპეციალობაში აქვს ლიცენზია მოპოვებული.
მთავარი ექიმის განცხადებით, 2008 წლის განმავლობაში საჭიროების შემთხვევაში
ჯანდაცვის სისტემის სხვა დაწესებულებიდან ხდებოდა ვიწრო სპეციალისტთა
მოწვევა სადიაგნოზო და ინსტრუმენტული გამოკვლევების და კონსულტაციების
ჩასატარებლად.
2008 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში, მთავარი ექიმის მიერ მოწოდებული
ინფორმაციით, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში სულ
შემოვიდა 1503 ავადმყოფი. სამედიცინო დახმარება გაეწია და სტაციონარიდან
გაწერილ იქნა 1493 პაციენტს. განყოფილებების მიხედვით შემოსულ პაციენტთა
სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:
-
ქირურგიულ განყოფილებაში სულ შემოვიდა 522 და გაეწერა 511 პაციენტი.
გაკეთდა 164 გეგმური, 41 სასწრაფო და 105 მცირე ქირურგიული ჩარევა.
მათგან აპენდექტომია - 8; ულცერორაფია - 7; ნაწლავის პერფორაცია - 1;
სიგმოსტომის ლიკვიდაცია - 1; კუჭის რეზექცია - 1; დერმოიდული კისტა - 26;
ჰემოროიდექტომია - 39; ჩატარდა 24 ტრავმატოლოგიური ქირურგიული
ჩარევა; გაკეთდა 20 უროლოგიური ოპერაცია; არეფიციული ფლეგმონა - 6;
თიაქარი - 19; ჭრილობის პირველადი ქირურგიული დამუშავება - 68;
კიდურის ამპუტაცია - 1; თითის ფალანგის ამპუტაცია - 2; ქოლეცისტექტომია 2; უცხო სხეულის ამოღება - 5; ლიპომა - 12; აბსცესის გაკვეთა და დრენირება 24; ნაწლავთა გაუვალობა - 1; წვრილი ნაწლავის შეხორცებითი დაავადება - 1;
ტონზილექტომია - 2; სიმსივნური წარმონაქმნი - 12; სწორი ნაწლავის
ფისტულა -4; პლევრის ღრუს ემპიემის გამო პუნქცია და დრენირება - 11;
სპლენექტომია - 1; ლიმფოდისექცია - 1; ჰემატომა - 2; იმუნიზაცია
ურგენტული ქირურგიული შემთხვევების დროს - 16.
მთავარი ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით,
ქირურგიულ განყოფილებაში გარდაიცვალა 6 პაციენტი.
-
საანგარიშო
პერიოდში
ანესთეზია რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში სულ
შემოვიდა 302 პაციენტი. გარდაიცვალა 31.
-
ინფექციურ განყოფილებაში შემოვიდა 401 პაციენტი; გაეწერა 318. მათ შორის
ტუბერკულოზით დაავადებული 356 პაციენტი; ვირუსული ჰეპატიტის მქონე 70 პაციენტი; დერმატოვენერიული პროფილის 26 პაციენტი; ნაწლავური
ინფექციის 6 შემთხვევა; აივ ინფიცირებული - 27 პირი; გარდაიცვალა 6
პაციენტი. ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა და პატიმართა
სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანილ იქნა 138 პაციენტი. წითელი
ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ ხორციელდება DOTS-პროგრამა,
529
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
რომელშიც ჩართულია 101 პაციენტი. აქედან ინტენსიური ფაზით - 73,
გაგრძელების ფაზით - 28. ნახველის გამოკვლევა მგბ-ზე ჩაუტარდა 504
მსჯავრდებულს. მათგან დადებითი შედეგი აჩვენა 190 შემთხვევაში.
-
ფსიქიატრიულ განყოფილებაში
შემოვიდა 150 პაციენტი. გაეწერა 153.
ფსიქიკური სფეროს მხრივ გამოვლენილი ნოზოლოგიებით სტატისტიკა
შემდეგნაირად გამოიყურება: ორგანული აშლილობები - 28; ფსიქოაქტიური
ნივთიერებებით განპირობებული ფსიქიკური და შიზოტიპური აშლილობები 7; შიზოფრენია - 7; აფექტური აშლილობები - 12; ნევროზული, სტრესთან
დაკავშირებული და სომატოტროპული აშლილობანი - 5; პიროვნული და
ქცევითი დარღვევები - 65; გონებრივი ჩამორჩენა - 5; ეპილეფსია - 1;
რეაქტიული ფსიქოზი - 17. ფსიქიატრიულ განყოფილებაში 2008 წლის იანვარსექტემბრის ჩათვლით (9 თვეში) გადრაიცვალა 3 ავადმყოფი.
-
თერაპიულ განყოფილებაში შემოვიდა სულ 389 პაციენტი. გაეწერა 316.
ჰიპერტონული დაავადებით მკურნალობდა 34 პაციენტი; პლევრიტით - 12;
შაქრიანი
დიაბეტით
დაავადებით
(გიდ)
-
20;
44,
პიელონეფრიტით
მათ
შორის
33
-
5;
იყო
გულის
იშემიური
პოსტინფარქტული
კარდიოსკლეროზით, ხოლო 10 პაციენტი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით.
ნეიროცირკულატორული დისტონია - 18; კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის
წყლულოვანი დაავადება - 19; ქრონიკული ჰეპატიტი - 29; ღვიძლის ციროზი 2; ნევროზული მდგომარეობა - 8; ქოლეცისტიტი - 19; ეპილეფსია - 9;
ბრონქული ასთმა - 14; ქრონიკული ბრონქიტი - 16; ქრონიკული კოლიტი - 8;
ქრონიკული გასტრიტი - 2; სხვადასხვა დაავადებებით - 92. თერაპიულ
განყოფილებაში საანგარიშო პერიოდში გარდაიცვალა 5 პაციენტი.
-
ფიზიოთერაპიულ
კაბინეტში
მომსახურებულ
იქნა
339
ავადმყოფი.
ჩატარებულ იქნა 1362 ელექტროკარდიოგრაფიული კვლევა.
-
ექოსკოპიურ კაბინეტში ჩატარდა 1574 პაციენტის სონოგრაფიული კვლევა.
-
კლინკურ
ლაბორატორიაში
ჩატარდა
შემდეგი
სახის
ლაბორატორული
კველვები:სისხლის საერთო ანალიზი - 2767; შარდის საერთო ანალიზი - 1965;
რპრ - 65; განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე - 27; სისხლის შედედება
(ლი უაიტით) – 75; პლევრის სითხე - 63; სისხლის ჯგუფი და რეზუსი - 72;
ჰეპატიტების მარკერები - 189; შარდსაწვეთის ნაცხი - 4; ჰემოტრანსფუზია - 22.
-
სტომატოლოგიურ კაბინეტში განხორციელდა 1054 ვიზიტი. მათ შორის
კბილის ექსტრაქცია - 293; კბილის დაბჟენვა - 544, პარადონტოზის
მკურნალობა - 112; პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სხვადასხვა სახის
დაავადებების მკურნალობა - 160;
530
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
-
რენტგენოლოგიურ კაბინეტში დახმარება გაეწია 2595 ავადმყოფს. მათ შორის:
გულმკერდის რენტგენოგრაფოა - 1930; მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია - 183;
ძვალ-სახსართა
სისტემის რენტგენოგრაფია
- 482; რენტგენოსკოპიული
გამოკველვები არ ჩატარებულა.
მთავარი ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2008 წლის 1-9 თვეების
განმავლობაში დაწესებულებაში ფარდაცვლილია 51 ავადმყოფი. ლეტალობის
საერთო მაჩვენებელმა შეადგინა 3.41%. ლეტალობის რაოდენობა, რომელიც
წარმოგვიდგინა მთავარმა ექიმმა შეესაბამება ჩვენს ხელთ არსებულ, რამდენიმე
წყაროდან მოპოვებულ ინფორმაციას.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის მხედვით, მსჯავრდებულთა და პატიმართა
სამკურნალო დაწესებულებაში 2008 წელს სულ (12 თვე) გარდაიცვალა 66 პაციენტი.
თვეების მიხედვით გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობა მოცემულია ცხრილში.
1
2
2
2
3
7
4
4
5
8
6
12
7
7
8
3
9
6
10
3
11
5
12
6
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმის მიერ
ასევე წარმოდგენილ იქნა სამკურნალო დაწესებულების ნორმალური მუშაობისათვის
საჭირო გასატარებელი ღონისძიებების სია, რომელიც მოიცავდა შემდეგი სახის
რეკომენდაციებსა და წინადადებებს:
-
-
-
გარემონტდეს შენობა ნაგებობები (მათ შორის საიზოლაციო პალატები);
აღიჭურვოს
სამედიცინო
ტექნიკით
და
ინვენტარით
სამედიცინო
განყოფილებები და დიაგნოსტიკური კაბინეტი;
გაუმჯობესდეს მომარაგება სამკურნალწამლო და ავადმყოფთა მოვლის
საშუალებებით, სახარჯი მასალებით;
საჭიროა გატარდეს შესაბამისი ორგანიზაციული ხასიათის ღონისძიებები,
რათა მოხერხდეს ფსიქიატრიული განყოფილების იზოლირება ან სხვა
შენობაში გადაყვანა და შესაბამისი სანიტრების შტატით დაკომპლექტება;
საჭიროა დაწესებულების მედპერსონალის შესაბამისი აღჭურვა მომარაგება,
რათა უზურნველყოფილ იქნეს ავადმყოფთა მუდმივი და სასწრაფო
ქირურგიული, რეანიმაციული, კარდიოლოგიური და სხვა სახის დახმარებები;
მოწესრიგდეს კვების ბლოკის მომარაგება მაღალკალორიული და ხარისხიანი
ნაირფეროვანი პროდუქტებით, რათა შესაძლებელი გახდეს სხვადასხვა
ნოზოლოგიების შესაბამისი დიეტური მაგიდებით უზრუნველყოფა.
2009 წლის 28 იანვარს, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აი“-ის გენერალური
დირექტორის, ნ. გამყრელიძის მიერ მოწერილ წერილში, მსჯავრდებულთა და
პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში (ახალი) სულ დასაქმებული იყო 53 ექიმი,
47 ექთანი და 2 ფარმაცევტი. მიუხედავად სახალხო დამცველის მოთხოვნისა,
სადაზღვევო კომპანიას აღარ მიუთითებია ექიმთა სპეციალობები.
მსჯავრდებულთა
და
პატიმართა
ახალ
სამკურნალო
დაწესებულებაში,
მონიტორინგის ვიზიტის დროს, მთავარმა ექიმმა განგვიცხადა, რომ 28 იანვირს
531
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
შემდეგ დაწესებულებას დაემატა 1 ფარმაცევტისა და 1 პროვიზორის შტატი.
პირველად სამკურნალო დაწესებულებაში სამსახურში მიიღეს 4 სანიტარი სომატური
განყოფილებებისათვის და 4 სანიტარი ფსიქიატრიული განოფილებებისათვის.
გარდა ამისა, სამკურნალო დაწესებულებას დაემატა 1 მასაჟისტი, 1 რენტგენოლოგი, 4
ქირურგი და 4 ექთანი ნარკოტიზატორი. რეანიმაციის განყოფილებაში მიიღეს ასევე
დღის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი.
საოპერაციოს ჰყავს უფროსი მედდა, ასევე 4 საოპერაციო და. გარდა ამისა,
დაწესებულების შტატს დაემატა სტატისტიკოსის, დიეტოლოგის და დიეტდის
საშტატო ერთეულები.
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულება განთავსებულია 4
სართულიან შენობაში, რომელიც მდებარეობს გლდანში, თბილისის №8
საპყრობილის კომპლექსში. სამკურნალო დაწესებულება გაშლილია 238 საწოლზე
(რეანიმაციის გარდა).
-
ფსიქიატრიული განყოფილება გაშლილია 2 სართულზე (43 საწოლი);
-
თერაპიული განყოფილება გაშლილია 2 სართულზე (40 საწოლი) და 1
სართულზე (30 საწოლი); სულ 70 საწოლი
-
ინფექციური განყოფილება გაშლილია 1 და 2 სართულზე და სულ 40 საწოლია;
-
ქირურგიული განყოფილება გაშლილია 4 სართულზე (35 საწოლი) და 3
სართულზე (50 საწოლი). სულ 85 საწოლი.
საოპერაციო ბლოკი შედგება 2 საოპერაციოსაგან (სუფთა და ჩირქოვანი) და
განთავსებულია შენობის მე-4 სართულზე. ამავე სართულზეა განთავსებული
რეანიმაციული საწოლებიც.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტუბერკულოზით დაავადებულთა
სამკურნალო დაწესებულება
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის
ტუბერკულოზით
დაავადებულთა
სამკურნალო დაწესებულება გათვლილია 540 პატიმარზე. მონიტორინგის დროს
დაწესებულებაში იმყოფებოდა 525 პატიმარი.
დაწესებულებაში ჩატარებული მონიტორინგის დროს შევხვდით ადმინისტრაციას,
მედპერსონალს, გავესაუბრეთ პატიმრებს, მოვინახულეთ მათი საცხოვრებელი და
სამედიცინო
მომსახურების
პირობები,
დავათვალიერეთ
სამედიცინო
ინფრასტრუქტურა და გავესაუბრეთ დაწესებულების მთავარ ექიმს.
დაწესებულების მთავარი ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით
სამედიცინო პერსონალის საშტატო განრიგი ითვალისწინებს 11 ექიმ ფტიზიატრის
ადგილს. ამ ეტაპზე მუშაობს მხოლოდ 4. რაც შეეხება საშუალო სამედიცინო
532
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
პერსონალს, საშტატო განრიგით გათვალისწინებული ექთნის 22 ადგილიდან
ვალანტურია მხოლოდ 3. გარდა ამისა, დაწესებულების მედპერსონალი ასევე
ითვალისწინებს შემდეგ საშტატო ადგილებს:
-
მთავარი ექიმი - 1
-
ექიმი ლაბორანტი - 2
-
ექთანი ლაბორანტი - 3
-
დიეტმედდა - 1
-
ექიმი რენტგენოლოგი - 1
-
რენტგენლაბორანტი - 1
-
მედსტატისტიკოსი - 1
-
ფარმაცევტი - 1
-
პროვიზორი - 1
2008
წლის
განმავლობაში
სხვა
სპეციალობის
ექიმ
კონსულტანტებით
უზრუნველყოფას ახორციელებდა სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აი“. ამ
ეტაპზე,
საჭიროების
მიხედვით,
კონსულტანტების
ვიზიტი
თანხმდება
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურთან.
დაწესებულებაში ექიმი თერაპევტი (სპეციალობა - შინაგანი მედიცინა“) და ექიმი
ფსიქიატრი არ მუშაობს. სტომატოლოგი დადის კონსულტანტის სახით. მთავარი
ექიმის ინფორმაციით 2008 წელს მათ ჰყავდათ კონსულტანტი - ნევროპათოლოგი,
რომელიც დაწესებულებაში შეთავსებით მუშაობდა. ამჟამად შეთავსებით სამუშაოზე
დეპარტამენტის მიერ უარი ეთქვა და დაწესებულებას ნევროპათოლოგი აღარ ჰყავს.
დაწესებულებაში კონსულტაციები 2008 წლის განმავლობაში არასდროს არ
ჩაუტარებია ექიმ ნარკოლოგს. საშუალო სამედიცინო პერსონალს შორის არავინ არ
არის ფსიქიატრიის დარგში გამოცდილებით.
მთავარი ექიმის ინფორმაციით, სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარს საშუალება
აქვს დღეღამის ნებისმიერ მონაკვეთში ისარგებლოს ექიმის კონსულტაციით და
სამედიცინო პერსონალის მომსახურებით. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის
სამედიცინო ნაწილი მათ მოთხოვნის შესაბამისად უზრუნველყოფს გარედან
სპეციალისტების მოწვევით. პაციენტთა ტოტალური განმეორებითი შემოწმება
განმეორებით არ ხდება, თუმცა, ამ დეფიციტს ანაცვლებს ექიმთა თითქმის
ყოველდღიური შემოვლები. დაწესებულებაში რაიმე საინფორმაციო ბუკლეტი ან
საშუალება, რომელიც პატიმარს შემოსვლისთანავე გააცნობს სამედიცინო
მომსახურების შესაძლებლობებს და ჰიგიენურ ნორმებს არ არსებობს; გამონაკლის
შემთხვევებში ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციებს შემოაქვთ სამედიცინო
საგანმანათლებლო მასალები.
სახელმწიფო პროგრამას, რომლითაც ხორციელდება პატიმრის ხელმისაწვდომობა
სამედიცინო დახმარებაზე ხორციელდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის
მიერ; გარდა ამისა დაფინანსება უზრუნველყოფილია „DOTS“ პროგრამით. რაც
533
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
შეეხება მეორე რიგის ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატებით უზრუნველყოფას, ჯერ არ
დაწყებულა. თუმაცა ამის შესახებ უკვე არსებობს მთავრობის განკარგულება და
უახლოეს მომავალში მოელიან აღნიშნული პრეპარატების შეძენას.
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის
ტუბერკულოზით
დაავადებულთა
სამკურნალო დაწესებულება მთლიანად წარმოადგენს სამედიცინო პროფილის
დაწესებულებას, რომელიც მასში განთავსებულ პატიმრებს უწევს სტაციონარულ და
ასევე ამბულატორული ტიპის მომსახურებას. ხელშეკრულება ქალაქის სხვა
სამედიცინო დაწესებულებებთან მათ არ აქვთ დადებული, თუმცა, „ტეპ“
(ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამა) კონსულტანტები მოდიან.
დაწესებულება პაციენტებს ვერ აწვდის ფსიქიატრიულ დახმარებას. ფსიქიატრის
კონსულტაციების საკითხი ამ ეტაპზე საერთოდ გაურკვეველია. ამ ფონზე, მთავარ
ექიმის განმარტებით, პაციენტები გამოხატული ფსიქიკური მდგომარეობებით არ
ყავთ. თუ აღმოაჩენენ გადაყავთ მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო
დაწესებულებაში. ყოფილა შემთხვევები, როდესად დაწესებულებაში შემოსულან
ექსპერტები, სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩასატარებლად.
სამედიცინო დაწესებულების აღჭურვილობა მოიცავს: რენტგენლაბორატორიას,
ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიას (მოწყობილია წითელი ჯვრის მიერ), ბიოქომიურ
ლაბორატორიას. ორგანიზაცია „თანადგომამ“ ასევე აღჭურვა შიდსის ლაბორატორია.
ადგილზე შესაძლებელია ასევე რუტინული ლაბორატორული გამოკველვების
ჩატარება. დაწესებულებას არ აქვს ელექტროკარდიოგრაფი; ასევე გადაუდებელი
მდგომარეობების რეანიმაციისათვის საჭირო ისეთი საგნები, როგორიცაა
ლარინგოსკოპი, საინტუბაციო მილები, სასუნთქი მილები, ამბუს პარკი და ასე
შემდეგ.
დაწესებულებაში არის 2 განყოფილება და ცალკეა გამოყოფილი ლაბორატორია და
რენტგენკაბინეტი. პირველი განყოფილება ანუ მგბ(+) პაციენტების განყოფილებაში
შედის ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმების მქონე კონტინგენტი. ამ
განყოფილების შტატი, გაციელბით მეტია (შედის 7 ფტიზიატრი). მეორე
განყოფილება განკუთვნილია მგბ(-) კონტინგენტისათვის. მასში 4 ფტიზიატრი
მუშაობს.
დაწესებულება გაშლილია 3 კორპუსზე. მათ შორის 1-ორსართულიანი და 2ერთსართულიანი კორპუსები. ორსართულიანი შენობის ნახევარი ფლიგელი
ფაქტობრივად წარმოადგენს სამედიცინო ნაწილს. სამედიცინო ნაწილი შედგება
შემდეგი ოთახებისაგან: 1- საორდინატორო; 10 - ექიმთა ინდივიდური ოთახები; 3 ლაბორატორია; 4 - პროგრამის სამუშაო ოთახები; 1 - რენტგენ-კაბინეტი; 1საოპერაციო; 2 - განყოფილების გამგის ოთახი; 1 - მთავარი ექიმის ოთახი.
პაციენტთა გადაყვანა სამოქალაქო ტიპის სამედიცინო დაწესებულებებში 2008 წლის
განმავლობაში, ასევე 2009 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში არ მომხდარა.
პაციენტების გადაყვანა სამედიცინო საჭიროებების გამო წარმოებს მხოლოდ
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში. გეგმური წესით ამ
534
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
უკანასკნელში პაციენტთა გადაყვანა ხდება ყოველ ხუთშაბათს, ეტაპის დღეს. 2008
წლის განმავლობაში სულ მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო
დაწესებულებაში გეგმური წესით გადაყვანილია მაქსიმუმ თვეში ერთი პაციენტი,
ხოლო სასწრაფო შემთხვევა სულ 3-4 ჯერ იქნა დაფიქსირებული.
მთავარი ექიმის განმარტებით, დაწესებულებაში უპირატესად გამოვლენილი
დაავადებებიდან გამოყოფს ქრონიკულ ჰეპატიტებს (საკმარისად არის B+C
ჰეპატიტების
შემთხვევები).
გარდა
ამისა
ხშირად
ფიქსირდება
ასევე
ანტიტუბერკულოზური მკურნალობის გვერდითი ეფექტები (პერიფერიული
ნეიროპათიები, რაც პირველი რიგის პრეპარატებს ახლავს თან). ექიმის აზრით,
დაწესებულების მოსახლეობის დაახლოებით 22-25% ვირუსული ჰეპატიტების
მატარებელი უნდა იყოს. ასევე ფიქსირდება ტოქსიური ჰეპატიტები, რომელიც ხშირ
შემთხვევებში პირველი რიგის მკურნალობის გართულებას წარმოადგენს.
მთავარი ექიმის განმარტებით, დაწესებულებაში სულ 2008 წლის განმავლობაში 10
აივ ინფიცირებული პატიმარი იხდიდა სასჯელს. მათგან 7-ს აქვს დანიშნული
ანტირეტროვირუსული
მკურნალობა.
შიდსზე
გამოკვლევა
ორგანიზაცია
თანადგომის მიერ პრაქტიკულად ყოველ თვეში ერთხელ წარმოებს.
პენიტენციური ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით ციხის პერსონალს
გავლილი აქვს რამდენიმე ტრენინგი. მაგალითად, ტუბერკულოზური მკურნალობის
მენეჯმენტთან დაკავშირებით მთავარ ექიმს ლატვიაში გავლილი აქვს ორკვირიანი
ტრენინგი. საშუალო სამედიცინო პერსონალმაც გაიარა რიგაში ტრენირების
პროგრამა.
ექიმის განმარტებით, ახლადშემოსული პატიმრის სამედიცინო შემოწმებას აწარმოებს
მიმღები განყოფილების ექიმი,ინდივიდურად, ციხის სხვა თანამშრომელთა
ზედამხედველობის გარეშე.
მთავარი ექიმის განმარტებით, დაწესებულებაში მყოფი ყველა პატიმრისათვის
არსებობს სამედიცინო ჩანაწერები. ივსება სამედიცინო ბარათი. ეტაპირების
შემთხვევაში ასევე არსებობს ინდივიდური ბარათები. პატიმარი პაციენტები თავის
ჩანაწერებს იცნობენ მოთხოვნის შესაბამისად. ადვოკატი ან პატიმარი სამედიცინო
ბარათში კომენტარს არ აფიქსირებს. მკურნალობის, გამოკვლევების და სხვა სახის
სამედიცინო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა
პაციენტებს აქვს. ექიმის
განმარტებით,- „ეს საიდუმლო ინფორმაცია არავისთვის არ არის, პატიმარიც იღებს
ამომწურავ ინფორმაციას, ეს საჯარო ინფორმაციაა“. ჩატარებული სამედიცინო
ღონისძიებების დროს ექიმები პაიციენტის წერილობით თანხმობას არ მოიპოვებენ.
სამედიცინო მომსახურების პროცესში, მთავარი ექიმის განმარტებით,ხერხდება
კონფიდენციურობის დაცვა.
რაც შეეხება ექიმის მიერ გაცემულ სამედიცინო ინფორმაციას მოთხოვნის
შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს სამედიცინო ცნობა, ისე ვრცელი ამონაწერი ან
დოკუმენტაციის ასლები. დოკუმენტების ქსეროკოპირება ხდება მხოლოდ მკურნალი
535
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ექიმის თანდასწრებით. ქსეროქსის აპარატი დაწესებულებაში არ არის და ამ მიზნით
ქალაქში უწევთ გასვლა.
განთავისუფლების შემდეგ პაციენტებს ეძლევათ ფორმა 100, რომელიც ტარდება
კანცელარიაში, ასევე TB01, TB10-12 ფორმები. ფომრებს პაციენტები წარადგენენ
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დისპანსერებში, იმ შემთხვევაში თუ საჭიროა
მკურნალობის გაგრძელება. ექიმის განმარტებით,დაწესებულებაში ინახება
სამედიცინო არქივი (რაც მისთვის ხელმისაწვდომია) 1998 წლიდან.
მთავარი
ექიმის
ინფორმაციით
საქართველოს
სასჯელაღსრულებით
დაწესებულებათა სისტემაში დღეისათვის რეგისტრირებულია სულ 93 პაციენტი
ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმით. მათგან 57 (ანუ 61%) პაციენტი იმყოფება
ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში.
ექიმის ინფორმაციით მათთ ნ იმყოფებიან ასევე პაციენტები ტუბერკულოზის შორს
წასული, ექსტრა პულმონური ფორმებითაც. 2008 წლის განმავლობაში რამდენიმე
პაციენტს
აღენიშნებოდა
ტუბერკულოზური
მეზოადენიტი.
1
პაციენტს
განუვითარდა მენინგიენცეფალიტი, რის გამოც გადაყვანილ იქნა მსჯავრდებულთა
და პატიმართა სამკურნალო დაწესბულებაში, 1 პაციენტს აღენიშნა თირკმლის
ტუბერკულოზი ხოლო დანარჩენ შემთხვევებში იყო ასევე ძვალ-სახსართა სისტემის
ტიბერკულოზები. ტრაქეისა და ხორხის ტუბერკულოზით რეგისტრირებულია 14
პაციენტი.
პაციენტების დაწესებულებაში გადმოყვანა მკურნალობის მიზნით ხდება უმრავლეს
შემთხვევებში პროგრამის ხანგრძლივობით, რომელიც 8 თვე გრძელდება. პატიმართა
მკურნალობა მიმდინარეობს სტანდარტული სქემით. პირველი ფაზა (ინტენსიური
ფაზა) გრძელდება 3 თვე; მეორე ფაზა გრძელდება 5 თვე (თუ სენსიტიური ფორმაა).
ამის შემდეგ თუ აბაცილირება დროზე არ მოხდა ემატება კიდევ 1 თვიანი ფაზა.
საბოლოო ჯამში პაციენტი მინიმუმ 8 თვე რჩება და მე-2 კატეგორიით მკურნალობს.
საკმაოდ ხშირია პაციენტთა უკან დაბრუნება, ვინაიდან პენიტენციურ სისტემაში
პაციენტთა ხელმეორედ დაინფიცირების შანსი 80-ჯერ მაღალია.
ექიმის განმარტებით, დაწესებულების სამედიცინო პერსონალი შესაძლებლობის
ფარგლებში
ახდენს
ეპიდ-სიტუაციის
მონიტორინგს.
განსაკუთრებული
ეპიდემიოლოგიური პრობლემები 2008 წელს არ დაფიქსირებულა. მწვავე
რესპირატორული ინფექციების მოზღვავების ფაქტები არ ყოფილა. პაციენტებს
უფრო ხშირად აღენიშნებოდათ მუნი და პიოდერმიები, რის გამოც მსჯავრდებულთა
და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებიდან იწვევენ დერმატოლოგს, რომელიც
აგვარებს ამ პრობლემებს. პატიმართა და პერსონალის რაიმე სპეციფიკური
საინფორმაციო უზრუნველყოფა გადამდები დაავადებების პროფილაქტიკური
ღონისძიებების შესახებ არ ხდება.
რაც შეეხება საკვების კონტროლს, ექიმი ყოველი დარიგების წინ ახდენს საკვების
შემოწმებას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის დასაფიქსირებლად არსებობს
სპეციალური ფორმა. 2008 წლის განმავლობაში ექიმის მიერ საკვების წუნდების
536
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ფაქტები არ დაფიქსირებულა და საერთოდ საკვებთან დაკავშირებული პრობლემა არ
დამდგარა.
ახლად შემოსულ ან დაბრინებულ პატიმართა სამედიცინო შემოწმება ხდება
ყოველთვის. ნებისმიერი სახის დაზიენბა (ასეთის არსებობისას) ფიქსირდება. რაც
შეეხება შიდა დაწესებულებრივ ტრავმატიზმს, ექიმის ინფორმაციით 2008 წლის
განმავლობაში ურთიერთდაზიანების ფაქტები არ ყოფილა. თვითდაზიანება მიიყენა
მხოლოდ 1 პატიმარმა. დაზიანების არსებობისას, მდგომარეობის აღწერა და
დაფიქსირება ხდება დაზიანების აღრიცხვის ჟურნალში, რომელიც ინახებაექიმთან
საორდინატოროში. დაზიანების არსებობისას ყოველთვის ფიქსირდება პატიმრის
კომენტარი და შენიშვნა.
სტატისტიკურ ინფორმაციას ექიმი არ აწარმოებს. ამისათვის არსებობს სპეციალური
შტატი, რომელიც კომპიუტერულად ამუშავებს ინფორმაციას.
თვითმკვლელობის ან თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტი 2008 წელს არ
დაფიქსირებულა.
რაც შეეხება 2008 წელს ლეტალობის შემთხვევებს, მთავარი ექიმის ინფორმაციით
გარდაიცვალა 2 პაციენტი. მათ შორის 1 მამაკაცი, 63 წლის, რომელსაც საკმაოდ მძიმე
ფორმის ტუბერკულოზური ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა.
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
და
ასევე
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით კი დაწესებულებაში 2008 წელს
2 პატიმარია გარდაცვლილი. ორივე მათგანის სასამართლო სამედიცინო
ექსპერტიზის დასკვნა წარმოდგენილია სამხარაულის სახელობის სასამართლო
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ.
2008 წლის 19 მაისს, საქართველოსიუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული
ინფორმაციის
მიხედვით
„საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
ტუბერკულოზით
დაავადებულ
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის
მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი ედვარდ ა. გარდაიცვალა.
ექიმების
პირველადი
დასკვნით,
პატიმრის
გარდაცვალების
მიზეზი
ტუბერკულოზური ინტოქსიკაციის ფონზე განვითარებული გულ–სისხლძარღვთა
მწვავე უკმარისობა გახდა.“.
2008 წლის 1 ივნისს კი გამოქვეყნდა მაისის ბოლო რიცხვში გარდაცვლილი 1970 წელს
დაბადებული პაციენტის სიკვდილის ცნობა. – „საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტუბერკულოზით დაავადებულ
მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი გიორგი ბ. გარდაიცვალა.
ექიმების პირველადი დასკვნით, პატიმრის გარდაცვალების მიზეზი ძლიერი
ტუბერკულოზური ინტოქსიკაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა მწვავე
უკმარისობა გახდა“.
537
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
2009 წლის იანვარ-მარტის პერიოდში დაწესებულებაში გარდაიცვალა კიდევ ერთი
პატიმარი.
ტუბერკულოზით
დაავადებული
მსჯავრდებული
და
პატიმარი
ქალები
დაწესებულებაში
არ
იმყოფებიან.
ისინი
მკურნალობენ
ქალთა
და
არასრულწლოვანთა
№5
დაწესებულების
ბაზაზე.
ქსნის
დაწესებულება
განკუთვნილია მხოლოდ პატიმარი მამაკაცებისათვის.
დაწესებულებაში მონიტორინგის დროს შევეცადეთ ასევე გაგვერკვია ინფორმაცია
პატიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების
შესახებ.
მთავარი ექიმის მონაცემებით, ამჟამად დაწესებულებაში სერიოზული ფსიქიკური
აშლილობის მქონე პაციენტი არ იმყოფება. 2008 წლის განმავლობაში 1 პაციენტს
ჰქონდა დადგენილი ორგანული პიროვნული აშლილობა. ეს უკანასკნელი
გადაყვანილ იქნა მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში.
დაწესებულებაში ასევე იმყოფება რამდენიმე ფსიქოპათიის დიაგნოზის მქონე პირი.
მათ აქვთ დანიშნულება, რომელიც მოყვათ გადმოყვანისას და რის შესახებაც მითით
ბულია მათსავე სამედიცინო ბარათებში. დაწესებულებაში ფსიქიატრიული
სამსახური არ არსებობს, შტატით ფსიქიატრის ადგილი გათალისწინებული არ არის,
შესაბამისად ადგილობრივად არ ხდება პაციენტთა შემოწმება ფსიქიატრის მიერ.
ყველა ის დიაგნოზი, რომელიც ფსიქიკურ სფეროს შეეხება და ექიმისთვისაა
ცნობილი დასმულია სხვაგან და ადგილობრივი მედპერსონალისთვის მხოლოდ
დოკუმენტიდან გახდა ცნობილი.
ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთათვის ცალკე რაიმე იზოლირებული ერთი
პალატა არ არსებობს. ისინი შერეულნი არიან სხვა კატეგორიის პატიმრებთან. ექიმის
განმარტებით,- „მცირე ფსიქიატრიული პრობლემების (შფოთვისა და დეპრესიის
სიმპტომები) არსებობის ან აღმოჩენის შემთხვევებში, ადრე ამაზე რეაგირებას
ნევროპათოლოგი ახდენდა. ამჟამადაც იგივე პრონციპით ხდება. ნევროლოგი იძლევა
დანიშნულებას (ზოპიკლონიდან ქსანაქსამდე) და მიმდინარეობს მკურნალობა“.
წამალდამოკიდებულების მქონე პირები 2008 წლის განმავლობაში დაწესებულებაში
არ ჰყოლიათ, შესაბამისად ამ კონტინგენტის პატიმრებს რაიმე პრობლემები ან
ექსცესები არ მოუწყვიათ.
ექიმის განმარტებით,ადგილობრივი ჰავა კონტინენტურია, მშრალი, რაც იდეალურ
პირობებს ქმნის ტუბერკულოზური პაციენტებისათვის და მათი მკურნალობის
ხელისშემწყობი ერთ-ერთი ფაქტორია.
ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 3
პაციენტი ჰყავს, რომელთაგანაც ყველა იმყოფება ინსულინზე. ჰიპო ან
ჰიპერგლიკემიური კომა, ასევე დიაბეტისათვის სპეციფიკური გართულებები 2008წელს არ დაფიქსირებულა.
538
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
2 პატიმარს აღენიშნება ეპილეფსია. 2008 წლის მონაცემებით, და 2009 წ. დღემდე მათ
არც ერთს ეპილეფსიური სტატუსი არ განვითარებიათ. გულყრები სიხშირე არ არის
გახშირებული. მათი „მკურნალობა მიმდინარეობს ფინლეფსინით, რომლის მაღალი
დოზა მიეწოდებათ, იმიტომ რომმიზონიაზიდს იღებენ და გულყრებიც არ ქონდათ
ხშირად“ - ამბობს ექიმი.
ბრონქული ასთმის მქონე პირები არც ამჟამად არიან დაწესებულებაში და არც 2008
წლის პერიოდში იყვნენ.
ექიმის ინფორმაციით სამკურნალო დაწესებულების აფთიაქში განსათავსებელ
მედიკამენტთა ნუსხას განყოფილების გამგეთა შეკვეთების საფუძველზე ადგენს
მთავარი ექიმი ფარმაცევტთან ერთად ყოველკვირეულად. აფთიაქიდან წამლების
გაცემა ფიასირდება შესაბამის ჟურნალში.
პატიმრებმა
თავის
განკარგულებაში
შეიძლება
იქონიონ
მაგალითად
ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და ამგვარი პრეპარატები. ასევე
საჭიროების შემთხვევაში აეროზოლები. კატეგორიულად იკრძალება პატიმრებს თან
ჰქონდეთ ტუბერკულოზის სამკურნალო პრეოარატები, ფსიქოტროპული და
ძლიერმოქმედი საშუალებები, ჰიპოტენზიური საშუალებები და გლიკოზიდები.
პატიმართა განკარგულებაში არსებული არც ერთი პრეპარატი არ უნდა იყოს
ამპულირებული ფორმის. შპრიცების ქონა კატეგორიულად დაუშვებელია.
შეპრიცების შენახვაზე, გამოყენებაზე და უტილიზაციაზე პასუხისმგებელია ექთანი.
დიაბეტიანი პაციენტები, საკუთარი მოთხოვნით ზოგჯერ თვითონ იკეთებენ
ინსულინის ინექციებს, თუმცა, დანიშნულების შესრულების დროს ინსულინის
შპრიცი მათთან ექთანს მიაქვს და აკონტროლებს.
დაწესებულების ტერიტორიის გარეთ არსებობს აფთიაქი, რომლიდანაც წამლებით
მარაგდება შიდა აფთიაქი; ეს უკანასკნელი კი ექიმის დანიშნულების მიხედვით
ახდებს მედიკამენტების გაცემას.
მთავარი ექიმის გადმოცემით, ადმინისტრაციას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული
სანიტარიულ სამსახურთან, რომლის წარმომადგენლები 2 კვირაში ერთხელ მოდიან
დაწესებულებაში ამუშავებემ პატიმრების საცხოვრებელ საკნებს, ადმინისტრაციულ
შენობას, სამედიცინო დანიშნულების ოთახებსა და სველ წერტილებს. ახდენენ
დეზინფექციას, დეზნსექციას და დერატიზაციას. ექიმის ინფორმაციით აღნიშნული
სამსახური დადის ქალაქ მცხეთიდან.
განსაკუთრებით საშიშ და გადამდებ ინფექციებს შორის ექიმი ასახლებს ისევ და ისევ
ტუბერკულოზს, აივ ინფექციას და ჰეპატიტებს. ამ დაავადებით შეპყრობილ
პაციენტთა იზოლირება არ ხდება სამედიცინო ჩვენებით. შიდსიანი პაციენტები
ცალკე არ თავსდებიან.
2008 წელს ჰქონდათ სქესობრივი ზით გადამდები დაავადების 1 შემთხვევა,
დადგენილ იქნა სიფილისი. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძახებულ იქნა
დერმატოლოგი, რომელმაც წარმართა მკურნალობისა და სამედიცინო ღონისძიებათა
539
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
დაგეგმვის პროცესები. დერმატოლოგი მოდის მხოლოდ გამოძახებით და იგი რაიმე
გეგმურ სკრინინგებს არ ატარებს.
ექიმის განმარტებით,დაწესებულებაში არ არიან პატიმრები, რომელთათვისაც
შეუთავსებელია ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთა. 2008 წლის განმავლობაში არც
ერთ პაციენტს არ ჰქონია დადგენილი ავთვისებიანი სიმსივნე, ნევროლოგიური
პარალიზება და ა.შ. ამპუტირებული კიდურის მქონე პაციენტი არ ჰყავთ. რომელიმე
პაციენტს, სპეციალური ან განსაკუთრებული მოვლის პირობებინარ სჭირდებათ.
ექიმის ინფორმაციით, 2008 წლის განმავლობაში, მათ დაწესებულებაში მყოფი 2
პაციენტი, შესაბამისი კომისიის წარდგინების შემდგომ სასამართლომ პატიმრობიდან
გაათავისუფლა მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
მონიტორინგის დროს დათვალიერდა სამედიცინო დანიშნულების ოთახები
კორპუსის მე-2 სართულზე. ლაბორატორია შედგება 2 ოთახისაგან. ოთახი
გადატიხრულია ერთმანეთში გამავალ დიდ და მცირე ნაწილებად. ლაბორანტის
განმარტებით,პირველ (დიდ) ოთახში კეთდება რუტინული ლაბორატორიული
გამოკვლევები (სისხლის საერთო ანალიზი, შარდის კლინიკური ანალიზი) ასევე
სისხლის ბიოქიმიური ანალიზი და აივ ტესტირება. მეორე ოთახში კი წარმოებს
ბაქტერიოსკოპული და სეროლოგიური კვლევა.
დათვალიერდა დაწესებულების შეიდა აფთიაქი, რომელიც ასევე შედგება
ერთმენეთში გამავალი, გადატიხრული ორი ოთახისაგან. ოთახში მოთავსებულია 3
კარადა
და
2
მაგიდა.
აფთიაქში
მაცივარი
არ
არის.
პროვიზორის
განმარტებით,მაცივარი არ ჭირდებოდათ და გაიტანეს. ზოგიერთი პრეპარატის
შესანახად აფთიაქში არის სეიფი. აქვე იმყოფება დაწესებულების პროვიზორი,
რომელსაც გარე აფთიაქიდან შემოაქვს სამკურნალო საშუალებები. პროვიზორის
გადმოცემით, ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენტებს გასცემს მსჯავრდებულებზე,
რომლებიც დაწესებულების თანამშრომლების თანხლებით მოდიან აფთიაქში.
აფთიაქის მარაგის შევსება ხდება ყოველთვიურად. გარეთა აფთიაქი მდებარეობს
ადმინისტრაციული შენობის გარეთ.
სამედიცინო ნაწილის საპროცედურო იზოლირებულ, საკმარისი ფართის ოთახს
წარმოადგენს. საპრიცედურიში არის ონკანი, რომელზეც დამონტაჟებულია წყლის
გამათბობელი. ოთახი კარგადაა ბუნებრივი სინათლით განათებული. სარემონტოა.
იატაკი დაფარულია „ლინოლიუმით“ რომელიც ალაგ-ალაგ აგლეჯილია. ოთაში
დგას არასასიამოვნო სუნი. ჩვენი მონიტორინგის დროს საპროცედუროში დაგვხვდა
სამედიცინო ტახტი და შტატივი, რომელზეც პაციენტს უტარდებოდა ინტრავენური
ინფუზია. ადგილობრივი მედ-პერსონალის განმარტებით,ამ ოთახში წარმოებს
სამედიცინო მანიპულაციები: გადასხმები, ინექციები და უფრო იშვიათად შეხვევები
(საჭიროების შემთხვევაში). მთავარმა ექიმმა საუბრისას ასევე განგვიმარტა, რომ
გარკვეულ შემთხვევებში სამედიცინო ნაწილში წარმოებს მცირე ქირურგიული
ინვახიებიც. მაგალითად: „ატრავმული ნემსით თუ არის ნაკერი დასადები ვადებთ“.
მთავარი ექიმის განმარტებით,- „არის საოპერაციო ბლოკიც, რომელიც არ ფუნქციობს.
540
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
მე მოვითხოვე, რომ იქნებ აღდგეს თორაკოცენტეზის პროცედურების წარმოება,
თუმცა, თორაკალისტის შტატი არ არის გამოყოფილი“.
სტომატოლოგის ოთახი იზოლირებულადაა განთავსებული. ოთახში დგას
სტომატოლოგიური სავარძელი, თუმცა, არ არის ბორმანქანა. ადგილობრივი
პერსონალის
განმარტებით,ოთახში
არსებული
სტერილიზატორი
მუშა
მდგომარეობაშია. სტომატოლოგი კვირაში ერთხელ ჩამოდის დაწესებულებაში და
აწარმოებს მხოლოდ მომსახურებას ქირურგიული სტომატოლოგიის განხრით, რაც
კბილის ექსპტრაქციით შემიფარგლება.
დათვალიერდა ასევე მორიგე მედდების ოთახი, რომელიც პირობების მიხედვით
არსებითად არ განსხვავდება სხვა ოთახებისაგან.
ჩვენი ვიზიტის პერიოდში რენტგენოლოგიური კაინეტი დაკეტილი იყო. რენტგენის
მომსახურე პერსონალი ადგილზე არ დაგვხვდა და ოთახის გასაღების მოძიება და
გაღება შეუძლებელი აღმოჩნდა, ამდენად რენტგენ კაბინეტი ვერ დათვალიერდა.
ასევე ვერ განისაზღვრა დაცულია თუ არა მასში მომუშავე პერსონალის და
პაციენტების უსაფრთხოების წესები მაიონებელი რადიაციის წყაროებთან
მიმართებაში.
ამის შემდეგ ჩვენ გადავედით სამედიცინო ნაწილის იმ სექციაში, სადაც
განთავსებულია მსჯავრდებულთა პალატები. ე.წ. პალატები თითქმის ერთი და
იგივე სტილისაა. გარედან პალატას აქვს ხის კარები. პალატაში ერთმანეთის
მიჯრითაა ჩადგმული ავადმყოფთა საწოლები. დგას სპეციფიკური, ჩახუთული სუნი.
ფანჯრიდან საკმარისად შემოდის ბუნებრივი განათება. პალატაში არის წყალი,
თუმცა, სველი წერტილი დერეფანშია და საერთო სარგებლობისაა.
ისევე, როგოც ზოგადად, პენიტენციური სისტემის სამედიცინო სამსახურებში, ქსნის
ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებას არ
აქვს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ლკიცენზია. შესაბამისად არ აქვს წაყენებულუი
არანაირი სალიცენზიო პირობები და აქაურ სამედიცინო ნაწილზე, ისევე, როგორც
ზოგადად
ციხეთა
სისტემაზე
საქართველოს
ჯანდავის
კანონმდებლობა
შეზღუდულად ან საერთოდ არ ვრცელდება.
რაც შეეხება არსებულ სამედიცინო დოკუმენტაციას, საქართველოს იუსტიციის
მინისტრის 2002 წლის 24 ივნისის №486 ბრძანებით დამტკიცებული სამედიცინო
დოკუმენტაციის დორმებიდან, სამედიცინო ნაწილში იწარმოება შემდეგი:
-
პაციენტის ამბულატორული ბარათი (არასტანდარტული ფორმის) (ფორმა №1)
-
ამბულატორულ მიღებაზე მომსახურებულ პატიმართა აღრიცხვის ჟურნალი
(ფორმა №3);
-
სტაციონარის ავადმყოფების აღრიცხვის ჟურნალი (ფორმა №4);
-
ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტთა მუშაობის აღრიცხვის ჟურნალი
(ფორმა №5);
541
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
-
ლაბორატორიულ გამოკვლევათა აღრიცხვის ჟურნალი (ფორმა №8);
-
რენტგენის კაბინეტის მუშაობის აღრიცხვის ჟურნალი (ფორმა №9);
-
ჩატარებული სამედიცინო კონსულტაციების აღრიცხვის ჟურნალი (ფორმა
№11);
-
ფსიქოპათიური და სხვა ფსიქიკური გადახრებით დაავადებულ პატიმართა
აღრიცხვის ჟურნალი (ფორმა №12);
-
საყოფაცხოვრებო ტრავმების აღრიცხვის ჟურნალი (ფორმა №15);
-
გარდაცვლილ ავადმყოფთა აღრიცხვის ჟურნალი (ფორმა №17);
-
დაწესებულების ობიექტების სანიტარიული მდგომარეობის ჟურნალი (ფორმა
№18);
-
სანიტარიულ
ეპიდემიოოგიური,
აღრიცხვის ჟურნალი (ფორმა №20);
პროფილაქტიკური
ღონისძიებების
რაც შეეხება ფორმა №22 და ფორმა №23-ს, მათი წარმოება ხდება დაწესებულების
კვების ბლოკში, მეგაფუდის თანამშრომელთა მიერ (სასადილოს უფროსთან ინახება).
მენიუ დაბეჭდილი სახით ამოდის ყოველდღიურად.
ქალთა და არასრულწლოვანთა N5 საერთო და საპყრობილის რეჟიმის
დაწესებულება
ქალთა და არასრულწლოვანთა N5 საერთო საპყრობილის რეჟიმის დაწესებულება
გათვლილია 970 პატიმარზე. მონიტორინგის დროს დაწესებულებაში იმყოფებოდა
798 პატიმარი. მათ შორის საერთო რეჟიმის დაწესებულებაში - 604, საპყრობილის
რეჟიმის დაწესებულებაში - 134 და 60 არასრულწლოვანი. ადმინისტრაციის
ინფორმაციით,
მონიტორინგის
მომენტში
დაწესებულებაში
იმყოფება
5
მსჯავრდებული და 3 წინასწარ პატიმრობაში მყოფი არასრულწლვანი გოგონა.
დაწესებულებაში
მონიტორინგის
დროს
შევხვდით
ადმინისტრაციას,
მსჯავრდებულებსა და წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს, დავათვალიერეთ
სამედიცინო ნაწილი და გავესაუბრეთ მთავარ ექიმს.
დაწესებულების მთავარი ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქალთა და
არასრულწლოვანთა №5 დაწესებულებაში არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ
პატიმრებმა ისარგებლონ ექიმის კონსულტავიით და სამედიცინო მომსახურებით
ნებისმიერ
დროს,
დღე-ღამის
ნებისმიერ
მონაკვეთში
შეუზღუდავად.
დაწესებულებაში უარუნველყოფილია სამედიცინო პერსონალის მორიგეობა; ღამით
ყოველთვის რჩება 1 ექიმი და 1 ექთანი. გარდა ამისა, პირადად დაწესებულების
მტავარი ექიმი ხშირად რჩება ღამით დაწესებულებაში ან იმყოფება გვიანობამდე.
დაწესებულებას ამჟამად ჰყავს საკუთარი ფსიქიატრი და სტომატოლოგი.
პერიოდულად უზრუნველყოფილია ნარკოლოგისა და სამედიცინო სპეციალისტთა
მრავალფეროვანი სპექტრის კონსულტანტებით.
542
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
სამედიცინო ნაწილს საშუალება აქვს, შეუზღუდავად მოიწვიოს ექიმი
სპეციალისტები კონსულტანტების სახით. ყველა პატიმარი დაწესებულებაში
შესვლისთანავე გადის სამედიცინო შემოწმებას, ხოლო განმეორებითი შემოწმება
წარმოებს ხშირად. 2008 წლის განმავლობაში, ჩვენი არაერთი ვიზიტის დროს
დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით, ახლად შემოსულ პატიმართა დეტალური
სამედიცინო შემოწმებისა და დათვალიერების დოკუმენტაცია წესრიგშია მოყვანილი
და შეესაბამება ქვეყანაში არსებულ სტანდარტებს.
დაწესებულების
მთავარი
ექიმის
ინფორმაციით,
საშტატო
განრიგით
გათვალისწინებულია სამედიცინო პერსონალის 16 ერთეული. მათ შორის ამჟამად
დაწესებულებაში მუშაობს:
-
მთავარი ექიმი - 1
-
თერაპევტი - 2
-
ქირურგი - 1
-
გინეკოლოგი - 1
-
სტომატოლოგი (თერაპიული სტომატოლოგია) – 1
-
პედიატრი - 1
-
ექთანი - 5 (1 დღის ექთანი, 4 მორიგე ექთანი)
-
პროვიზორი - 1
ვაკანტურია 2 ექიმისა და 1 ექთნის ადგილი.
მთავარი ექიმის განმარტებით,ყველა პატიმარს - როგორც ქალს, ისე
არასრულწლოვანს, დაწესებულებაში შემოსვლისას განემარტება ადგილობრივი
სამედიცინო მომსახურების შესაძლებლობანი და ჰიგიენური ნორმები. გარკვეული
მიმართულებებით პატიმრები იღებენ ბუკლეტებს და სხვა სახის საინფორმაციო
საშუალებებს შიდსის, ჰეპატიტების და ტუბერკულოზის შესახებ, რომლითაც
დაწესებულებას ამარაგებს ორგანიზაცია - „თანადგომა“.
დაწესებულების სამედიცინო ნაწილში სამედიცინო დახმარებაზე პაციენტთა
ხელმისაწვდომობის პროგრამას ახორციელებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი.
სამედიცინო დეპარტამენტი მდებარეობს დაწესებულების საერთო რეჟიმის
განყოფილების ტერიტორიაზე ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე და
მეორე ერთ სართულიან შენობაში. სამედიცინო ნაწილი შედგება შემდეგი
ოთახებისაგან: მთავარი ექიმის სამუშაო ოთახი, საორდინატორი, საპროცედურო, 7
პალატა და 2 ტუბ-პალატა. გარდა ამისა დაწესებულების აფთიაქი მდებარეობს
სამედიცინო ნაწილის ტერიტორიის გარეთ, სადაც სამუშაო საათებში მუდმივად
იმყოფება პროვიზორი. არასრულწლოვანთა კოროპუსის მეორე სართულზე
განტავსებულია სამედიცინო ოთახი, რომელიც ემსახურება არასრულწლოვანთა
კონტინგენტს. ამავე შენობაში მდებარეობს სტომატოლოგის კაბინეტი. პაციენტთა
პალატებში გამოყოფილია სულ 29 ადგილი.
543
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
მონიტორინგის დროს ყველა საწოლი შევსებულია. სხვადასხვა პალატებში
საწოლების რაოდენობა ერთიდან ექვსამდეა. პალატების კარები ღამით არ იკეტება,
და პატიმარ-პაციენტებს შეუზღუდავად შეუძლიათ ისარგებლონ სველი წერტილით
(2), ხელსაბანით და საშხაპით, რომელიც საერთო სარგებლობისაა. სამედიცინო
ნაწილში
იზოლირებულად
მდებარეობს
ორი
პალატა
ტუბერკულოზით
დაავადებულთათვის. №1 პალატაში 4 საწოლია, რომელთაგან 2 დაკავებულია, ხოლო
№2 პალატაში 8 ადგილია და დაკავებულია 2. ტუბ პალატებს აქვთ იზოლირებული
ცალკე საშხაპე და სველი წერტილი. პალატებში არის ფანჯრები, რომლითაც შუქი
შედის და ნიავდება.
სამედიცინო ნაწილის აღჭურვილობაში შედის: ფონენდოსკოპი, წნევის აპარატი,
თერმომეტრი, სამედიცინო სასწორი, გლუკომეტრი, ელექტროკარდიოგრაფი,
სტომატოლოგიური კაბინეტის მოწყობილობა (ბორმანქანა და სავარძელი),
ქირურგიული ინსტრუმენტების მცირე კომპლექტაცია, ორი მშრალი სიცხით
სტერილიზატორი (1- სტომატოლოგიური ინსტრუმენტებისათვის და 1 - სხვა
იარაღებისა და საგნებისათვის), სამედიცინო კარადები, მაცივარი, გინეკოლოგის
სავარძელი, სამედიცინო ტახტები და საოფისე ავეჯი.
დაწესებულების სამედიცინო ნაწილი პაციენტებს უწევს ამბულატორულ და
სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას. გარდა ამისა, დამატებითი სამედიცინო
საჭიროებებისას, დეპარტამენტის მიერ დადებული ხელშეკრულების ფარგლებში და
იმის გამო, რომ მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში არ
არის ქალთა სტაციონარული განყოფილება, პატიმართა გადაყვანა ხდება რკინიგზის
საავადმყოფოში, ყიფშიძის სახ. ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში
(ემერჯენსი), ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში, ჩაჩავას სახ. მეანობაგინეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტში, ქალაქის მე-4 კლინიკურ საავადმყოფოში, სეფსისის
საწინააღმდეგო ცენტრში, ქალაქის 1 კლინიკურ საავადმყოფოში, თსუ კლინიკურ
საავადმყოფოში, ღუდუშაურის სახ. ეროვნულ სამედიცინო ცენტრში და სხვა
სამოქალაქო ტიპის სამედიცინო დაწესებულებებში.
დაწესებულებაში ფსიქიატრიული დახმარება ხორციელდება წამების, ძალადობისა
და გამოხატული ფსიქოლოგიური ზემოქმედებების მსხვერპლთა ფსიქორეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ ექიმ ფსიქიატრების მიერ. ცენტრის ექიმიფსიქიატრები სისტემატურად იმყოფებიან დაწესებულების ტერიტორიაზე მათთვის
გახსნილ ოთახებში, იღებენ პაციენტებს, უტარებენ გამოკვლვებს და აძლევენ
დანიშნულებას. შემთხვევათა ნაწილში კი უზრუნველყოფენ ასევე მედიკამენტებითა
და სხვა საჭირო გამოკვლევებით. ცენტრი „ემპათია“ ასევე მუშაობს
არასრულწლოვანთა კორპუსშიც, სადაც მსგავსად ქალთა განყოფილებისა გახსნილია
ცენტრის სპეციალიზებული ოთახი, რომელშიც შესაძლებელია პაციენტთა მიღება,
კონსულტაცია და ამბულატორული მკურნალობა/მეთვალყურეობა. ყოველივე
აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაძლებელია ითქვას, რომ დაწესებულებაში
არსებული სამედიცინო დახმარების სისტემა შეესაბამება ზოგადად ქვეყანაში
არსებულ საშუალო სამედიცინო მომსახურების დონეს და სტანდარტებს.
544
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
დაწესებულების მთავარი ექიმის ინფორმაციით, სამედიცინო გამკვლევებისა და
დიაგნოსტიკის მიზნით 2008 წლის განმავლობაში ყოველკვირეულად 10-17 პაციენტი
გადაჰყავდათ მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში,
საიდანაც იმავე დღეს, გამოკვლევების დასრულებისას პატიმარებს აბრუნებდნენ
დაწესებულებაში. 2009 წლის იანვარ-მარტის პერიოდში კი კვირაში ერთხელ 10-12
ქალი გადაჰყავთ იგივე მიზნებისათვის.
რაც შეეხება პაციენტთა გადაყვანას სხვა სამოქალაქო ტიპის სამკურნალო
დაწესებულებებში, მთავარი ექიმის ინფორმაციით 2008 წლის განმავლობაში
გადაყვანილია სულ 37 ქალი, ხოლო 2009 წლის ოანვარ-მარტში - 10 ქალი.
რაც შეხება დაწესებულებაში უპირატესად გამოვლენილ დააადებებს, მთავარი ექიმის
განმარტებით, ეს არის ძირითადად გინეკოლოგიური პროფილის დაავადებები
(კისტის შემოგრეხვა, კისტის გასკდომა, მიომა), მწვავე აპენდიციტი, კანის
დაავადებები,
ფსიქო-ნევროლოგიური
პროფილის
დაავადებები,
გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.
დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ექიმები, მათ შორის მთავარი ექიმი,
სისტემატურად გადიან პროფესიულ ტრენირებას, მონაწილეობენ სამედიცინო
ხასიათის ღონისძიებებში და კონფერენციებში.
2008 წლის განმავლობაში დაწესებულებაში სამჯერ დაიწყო ქალების მასიური
შიმშილობა (შესაბამისად – 120, 95 და 70 ქალის მონაწილეობით). იყო შიმშილობის
სხვა ერთეული შემთვევებიც. 2009 წელს, ამ ეტაპამდე დაფიქსირებული იყო
შიმშილობის 2 ფაქტი. მოშიმშილე პატიმართა მიმართ გამოიყენება კანონით და
კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები. ხდება მათი
იზოლირება, მოშიმშილის ბარათის გახსნა, სისტემატური სამედიცინო მონიტორინგი
და რეკომენდაციების მიწოდება. მოშიმშილე პატიმრებს მათი ნებართვის გარეშე
რაიმე სახის სამედიცინო მანიპულაციები ან გამოკვლევები არ უტარდებათ.
დაწესებულებაში არსებობს სამედიცინო ჩანაწერები (ბარათები და სხვა)
აბსოლუტურად ყველა პატიმრისათვის. ყველა მათგანი დაცულია სამედიცინო
ნაწილში. მთავარი ექიმის ინიციატივით, მედბარათებს ნოზოლოგიების მიხედვით
მინიჭებული აქვს ფერები, რითაც გაადვილებულია მათი სისტემატიზაცია და
გამოყენება. სულ გამოყოფილია 13 ნოზოლოგიური კლასი:
1. ნარკოლოგიური პროფილის პაციენტებისათვის;
2. ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებისათვის;
3. გულსისხლძარღვთა დააავადებების მქონე პაციენტებისათვის;
4. ანგიოლოგიური პროფილის პაციენტებისათვის;
5. დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის;
6. სხვა ენდოკრონული დაავადებების მქონე პაციენტებისათვის;
7. ონკოლოგიური პროფილის პაციენტებისათვის;
545
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
8. აივ/შიდსი - მქონე პაციენტებისათვის;
9. ათაშანგის მქონე პაციენტებისათვის;
10. ვირუსული „C“ ჰეპატიტის მქონე პაციენტებისათვის;
11. ჩვილი ბავშვებისათვის;
12. ორსულებისათვის;
13. ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებისათვის.
ექიმის
ინფორმაციით,
პაციენტები
იცნობენ
საკუთარი
ჯანმრთელობის
მდგომარეობის შესახებ დაწესებულებაში არსებულ სამედიცინო ჩანაწერებს.
პატიმრებს მიეწოდებათ ინფორმაცია თავის მდგომარეობის, გამოკვლევების,
მკურნალობისა და განზრახული სამედიცინო მანიპულაციების მოსალოდნელი
შედეგების შესახებ.
მთავარი ექიმის ინფორმაციით, სამედიცინო ნაწილის ბაზაზე წარმოებს შეხვევები,
გადასხმები, ინექციები, მცირე ქირურუგიული ოპერაციები, გინეკოლოგიური
მანიპულაციები. ამ დროს ექიმები პაციენტებისაგან წერილობით თანხმობას არ
მოიპოვებენ.
მთავარი ექიმის ინფორმაციით, ასეთ პირობებში ხერხდება პაციენტის
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციურობის დაცვა.
სამედიცინო ჩანაწერებში არსებულ ინფორმაციას ექიმები გასცემენ პაციენტის
თანხმობით მის ადვოკატზე, სახალხო დამცველის აპარატზე, ოჯახის წევრებსა და
ნათესავებზე. სამედიცინო ინფორმაციის გაცემის ფორმებია სამედიცინო ცნობა და
სამედიცინო დოკუმენტაციის ქსეროასლები.
პატიმრის განთავისუფლების შემთხვევაში, სამედიცინო დოკუმენტაცია გადადის
დაწესებულების არქივში, რომელიც აქვე ინახება. მთავარი ექიმის განმარტებით, მათ
მოეპოვებათ ბოლო 10 წლის ინფორმაცია და არქივი. პაციენტთა გასინჯვა ხდება
საპროცედუროში. გამოკვლევას ესწრება მხოლოდ სამედიცინო პერსონალი (ექიმი და
ექთანი). რაც შეეხება ახლად შემოსულ პატიმრებს, მათი სამედიცინო გასინჯვა ხდება
ციხის კორპუსის სამედიცინო ნაწილში, სადაც ექიმი პაციენტს ესაუბრება პირისპირ,
ყველა სხვა გარეშე პირის დაუსწრებლად. მსგავსი პროცედურები მიმდინარეობს
ასევე არასრულწლოვანთა კორპუსშიც.
რაც
შეეხება
დაწესებულებაში
არსებულ
სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ
მდგომარეობას, ექიმის გადმოცემით, დაწესებულების კონტრაქტორია დეზსამსახური (თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე), რომლის წარმომადგენლები
თვეში ორჯერ მოდიან დაწესებულებაში (აუცილებლობის შემთხვევაში უფრო
ხშირად). სამსახურის წარმომადგენლები ამუშავებენ საკნებს, სამედიცინო ნაწილს,
საცხოვრებელ ბარაკებს, პატიმართა ლოგინებს, ადმინისტრაციულ კორპუსს.
სამსახურის წარმომადგენლები ახორციელებენ დეზინფექციას, დერინსექციას და
დერატიზაციას. მთავარი ექიმის განმარტებით, სასჯელაღსრულების სხვა
დაწესებულებებთან შედარებით, ქალები უკეთ იცავენ სისუფთავეს და ჰიგიენას.
მიუხედავად ამისა, ზაფხულში ჰქონდათ ბაღლინჯოს გავრცელების შემთხვევები.
546
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
დეზ-სამსახურის
წარმომადგენელთა
საქმიანობას
ზოგჯერ
პატიმრები
წინააღმდეგობას უწევენ და არ ამუშავებინებენ სადგომებს, თუმცა, მათი
სანიტარიული მდგომარეობის გაუარესებისას, შემდეგ ვიზიტზე ისინი თავად
ითხოვენ მათი საცხოვრებელი ადგილის დამუშავებას.
ექიმის ინფორმაციით, არასრულწლოვანთა კორპუსში 2008 წლის განმავლობაში
დაფიქსირებულია მუნის გავრცელების ერთეული შემთხვევები. ასეთ დროს კორპუსს
უმოკლეს ვადაში ამუშავებენ და იწყებენ მუნის საწინააღმდეგო მკურნალობას.
მთავარი ექიმის ინფორმაციით, იგი სისტემატურად აწარმოებს დაწესებულებაში
ეპიდსიტუაციის მონიტორინგს. აღნიშნულ ღონისძიებათა კომპლექსი ასევე მოიცავს,
მაგალითად, ტუბერკულოზით დაავადებულთა გამოვლენას, მწვავე რესპირაციული
დაავადებების პროფილაქტიკას და ა.შ.
ექიმის ინფორმაციით, კვების ბლოკში დღეში სამჯერ გადადის ექიმი და აწარმოებს
საკვების ვარგისიანობის კონტროლს. შემოწმების შედეგებზე ექიმი ხელს აწერს
შესაბამის ჟურნალში. 2008 წლის განმავლობაში სამედიცინო პერსონალის მიერ
საკვების წუნდების ფაქტი არ დაფიქსირებულა. ექიმები და პატიმრები საკვების
ხარისხს არ უჩივიან.
ახლად შემოსულ ან დაწესებულებაში დაბრუნებულ პატიმართა სამედიცინო
გამოკვლევის დროს ყოველთვის ფიქსირდება ნებისმიერი სახის ფიზიკური
დაზიანების ნიშნები ან ფსიქიკური დარღვევები (ასეთის არსებობისას). ასევე
აღირიცხება დაწესებულებაში განხორციელებული ძალადობის ფაქტებიც. ეს
უკანასკნელი ფიქსირდება დაწესებულების დაზიანებათა ჟურნალში, რომელიც
სისტემატურად იწარმოება. ჩანაწერის გაკეთების დროს ექიმი აღწერს არა მარტო
ფიზიკური დაზიანების ობიექტურ სურათს, არამედ ასევე აფიქსირებს საკუთარ
კომენტარსაც.
2008 წლის განმავლობაში, ყოველკვარტალურად, აფთიაქის მიერ მედიკამენტების
ხარჯვის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებოდა სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი
აი“-ს.
2008 წლის განმავლობაში დაწესებულებაში თვითმკვლელობის ფაქტი არ
დაფიქსირებულა. იყო ერთი თვითმკვლელობის მცდელობა. რაც შეეხება
თვითდაზიანებებს, ექიმის ინფორმაციით, 2008 წლის განმავლობაში თვითდაზიანება
მიიყენა 15-მა ქალმა და 3-მა ბავშვმა. ამგვარი ქმედებების პრიფილაქტიკისათვის
ფსიქოლოგი და ფსიქიატრი ღებულობენ შესაბამის ღონისძიებებს. ციხეში
დაავადებათა პრევენციის საკითხებზე პერიოდულად მიმდინარეობს სწავლება და
ინსტრუქტაჟი.
ექიმის ინფორმაციით, დაწესებულებაში იმყოფება ტუბერკულოზით დაავადებული
15 ქალი. მათგან ყველა მკურნალობს. აივ ინფიცირებულია 3 პატიმარი. ექიმის
ინფორმაციით, ვირუსული „C“ ჰეპატიტით; საფიქრებელია,რომ ინფიცირებულია
პატიმართა საერთო მოსახლეობის 20%. სამედიცინო ჩვენების გამო პაციენტთა
547
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
იზოლირება მიღებულ პრაქტიკას წარმოადგენს მხოლოდ ტუბერკულოზის ღია
ფორმების არსებობისას ( ამჟამად ასეთი 5 პატიმარი ჰყავთ). იზოლაციას მიმართავენ
ასევე სიყვითლის უეცრად განვითარების დროს, ვიდრე არ დაისმევა საბოლოო
ფიაგნოზი. სხვა მხრივ რაიმე სახის იზოლაცია სამედიცინო ჩვენების გამო 2008 წელს
არ მომხდარა.
რაც შეეხება სოციალურ-თერაპიულ ან სარეაბილიტაციო პროგრამებს, ექიმის
განმარტებით, ამ მხრივ უნდა აღინიშნოს ცენტრი „ემპათია“, რომელიც პროგრამას
ახორციელებს როგორც ქალთა, ისე არასრულწლოვანთა დაწესებულებაში.
დაწესებულებაში ასევე ფუნქციონირებს სასწავლო ცენტრი, რომელიც პატიმრებს
შეასწავლის კერვას, პარიკმახერობას, ბიზნეს–ადმინისტრირებას, კომპიუტერზე
მუშაობას, მასაჟსა და კულინარიას.
2008 წლის განმავლობაში დაწესებულებაში სასჯელს იხდიდა 3 ორსული ქალი,
რომლებიც კვლავ სამედიცინო ნაწილის მეთვალყურეობის ქვეშაა. 2008 წელს
დაწესებულებაში დაიბადა 1 ახალშობილი. ქალთა კვების რაციონი, ასევე
არასრულწლოვანთა კვების სტანდარტები განსხვავებულია სასჯელაღსრულების
სხვა დაწესებულებებში არსებული პირობებისაგან. ამჟამად დაწესებულებაში 2
ბავშვიანი დედაა, რომლებიც ცალკე იზოლირებულ ოთახებში ცხოვრობენ. ოთახებში
არის საკუთარი სველი წერტილებო. ქალებს ბავშვთა ყოლის უფლება აქვთ 3 წლამდე.
ბავშვთა კვებას უზრუნველყოფს ადმინისტრაცია, რომელსაც დადებული აქვს
ხელშეკრულება აფთიაქთან, საიდანაც მოაქვთ ბავშვთა კვების პროდუქტი - „ნანი“.
ბავშვიან დედებს დაწესებულება ასევე ამარაგებს პამპერსებითა და სხვა ჰიგიენური
საშუალებებით. სასადილო ამ კატეგორიის ქალებისათვის განსაკუთრებულ მენიუს
ახორციელებს. ბავშვებისათვის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ტანსაცმელს,
სათამაშოებს, ველოსიპედს, ეტლს და სხვ.
აცრების ეროვნული კალენდრის
შესაბამისად, ახლომდებარე ბაშვთა პოლიკლინიკის პედიატრი მოდის და აწარმოებს
ბავშვთა ვაქცინაციას.
დაწესებულებაში გამოყოფილია გინეკოლოგის შტატი, რომელიც გინეკოლოგიური
პროფილის
პატიმრებს
მკურნალობს.
ექიმის
მონაცემებით,
ქალთა
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სპციფიკური პრობლემების გადაწყვეტა ხდება
სისტემატურად.
2009 წლიდან დაწესებულების სამედიცინო ნაწილში მუშაობს ექიმი პედიატრი,
რომელმაც სრულად ჩაანაცვლა 2008 წელს პოლიკლინიკის პედიატრის ვიზიტები.
დაწესებულებაში პატიმარ ქალთა ბავშვებისათვის ბაგა-ბაღი მოწყობილი არ არის,
ასეთი კატეგორიის ბავშვების სიმცირის გამო (სულ 2 ბავშვია). 2009 წელს ელოდებიან
ერთი ქალის მშობიარობას.
რაც შეეხება არასრულწლოვან პატიმრებს, მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ
სპეციფიკურ ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე მუშაობს წამების, ძალადობისა და
გამოხატული ფსიქოლოგიური ზემოქმედებების მსხვერპლთა რეაბილიტაციის
ცენტრი ემპათია. ორგანიზაცია უკვე რამდენიმე წელია მუშაობს დაწესებულებაში და
მათ
არასრულწლოვანთა
კორპუსში
გახსნილი
აქვთ
კაბინეტი.
ყველა
548
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
არასრულწლოვანს დაწესებულებაში შესვლისთანავე ნახულობს ექიმი და აღწერს
მათ
ჯანმრთელობის
მდგომარეობას.
არასრულწლოვანებს
საჭიროებისას
მიეწოდებათ სტომატოლოგიური დახმარება, რაც უზრუნველყოფილია სამედიცინო
ნაწილში მომუშავე ექიმი სტომატოლოგის მომსახურებით. სტომატოლოგიური
დახმარება მოიცავს როგორც ქირურგიული, ისე თერაპიული სტომატოლოგიის
პროფილით
ჩატარებულ
საქმიანობას.
არასრულწლოვანებს
პერიოდულად
უტარდებათ სამედიცინო დახმარება.
არასრულწლოვანთა კონტინგენტს ემსახურება იგივე მედპერსონალი და მათი
ჯანმრთელობის საჭიროებების მოსაგვარებლად გამოიყენება იგივე რესურსი, რაც
ქალების შემთხვევაში. სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები კონტროლირდება მედპერსონალის მიერ. არასრულწლოვანებს ემსახურებათ დალაქი, რომელიც ქალ
პატიმართა კონტინგენტიდან შერჩეული მომსახურე პერსონალია. გარდა ამისა,
დაწესებულებას დადებული აქვს ხელშეკრულება საპარიკმახეროსთან. მოზარდთა
ჯანმრთელობის სპეციფიკური პრობლემებიდან აღსანიშნავია ძვალ-სახსართა
სისტემის მხრივ არსებული პათოლოგიები: ართრიტები, მოტეხილობები; ასევე კანის
დაზიანებები, მწვავე რესპირაციული დაავადებები. არასრულწლოვანთა შორის 2008
წელს დაფიქსირდა მუნის შემთხვევებიც.
მთავარი ექიმი პერიოდულად ხვდება მოზარდთა ოჯახის წევრებს. შეხვედრები
მომდინარეობს თვით ოჯახის წევრთა მოთხოვნებიდან, ასევე სრულყოფილი
ანამნეზის
შეკრების
და
ადეკვატური
მკურნალობის
უზრუნველყოფის
ინტერესებიდან გამომდინარე. მთავარი ექიმი იცნობს არასრულწლოვანთა ოჯახურ
და სოციალურ გარემოს, რაც მათთან ურთიერთობასა და სამედიცინო მომსახურების
საკითხების
გადაჭრაში
ეხმარება.
არასრულწლოვანთათვის
სამედიცინო
მომსახურების გაწევისას მკაცრად არის დაცული კონფიდენციურობის საკითხი.
რაც შეეხება დასჯის მეთოდებს, ასეთი მეთოდების გამოყენების აუცილებლობა
დაწესებულებაში იშვიათია და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას
გამოიყენება. დასჯის სანქცირებაში ექიმი არანაირ მონაწილეობას არ იღებს, თუმცა,
პატიმართა კარცერში მოთავსებისთანავე ექიმი ერთვება პროცესში, აწესებს მუდმივ
მონიტორინგს და პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის ინტერესებიდან
გამომდინარე რეკომენდაციებს აძლევს დაწესებულების ადმინისტრაციას.
როგორც უკვე აღინიშნა, დაწესებულებაში პატიმრები სარგებლობენ ფსიქიატრიული
დახმარებით. აღსანიშნავია, რომ დაწესებულების მთავარი ექიმი სპეციალობით
ფსიქიატრია, რაც ფსიქიკური სფეროს პრობლემების მქონე პაციენტთა ადეკვატურ
მენეჯმენტს განაპირობებს.
2008 წლის განმავლობაში, ფსიქიკური სფეროს მხრივ გამოვლენილი დაავადებების
თვალსაზრისით ექიმი აღნიშნავს, რომ რეგისტრირებული იყო 5 პაციენტი
ორგანული ფსიქიკური აშლილობით; 50-მდე პაციენტი ფსიქოპათიით და 30-მდე
პაციენტი შფოთვისა და დეპრესიის სინპტომებით. რაც შეეხება ნევროზულ
მდგომარეობებს, ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია და ვარირებს წელიწადის
549
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
დროების მიხედვით. 2009 წლის განმავლობაში (იანვარი-მარტი) გამოვლენილია 1
ახალი მწვავე მდგომარეობა.
2008 წლის განმავლობაში დაწესებულებაში თვითმკვლელობის ფაქტი არ
დაფიქსირებულა. დაფიქსირდა 1 თვითმკვლელობის მცდელობა. მთავარი ექიმის
გადმოცემით 5-მა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება. ასეთ კონტინგენტში, ექიმის
განმარტებით,უფრო ნაკლებად შეინიშნებიან ფსიქიკური აშლილობების მქონე
პირები. დაწესებულების სამედიცინო პერსონალი კარგადაა გათვითცნობიერებული
ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებში.
დირექციასთან და სოციალურ სამსახურთან სამედიცინო პერსონალის საქმიანობა
კოორდინირებულია და ამ ურთიერთობებში რაიმე სახის პრობლემები არ იქმნება.
პირებს, რომლებსაც გამოუვლინდებათ ფსიქიკური დაავადება გარკვეული პერიოდი
იმყოფებიან ექიმ-ფსიქიატრის დაკვირვების ქვეშ. საჭიროების შემთხვევაში მათ
უტარდებათ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა და ექსპერტიზის დასკვნის
მიხედვით შესაძლებელია გადაყვანილ იქნენ ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის
ცენტრში. ექსპერტიზის დანიშვნა, ჩატარება და პაციენტის გადაყვანა სწრაფად ვერ
ხდება, ვინაიდან ამას ხელს უშლის საკანონმდებლო სფეროში არსებული უხეში
დეფექტები და ურთიერთ-გამომრიცხავი ნორმები. ფსიქიკური აშლილობის მქონე
პირთა იზოლირება 2008 წლის განმავლობაში ექიმ ფსიქიატრის მიერ
მიზანშეწონილად არ ყოფილა მიჩნეული, თუმცა, მთავარი ექიმის განმარტებით, ამის
აუცილებლობის შემთხვევაში ეს პრობლემას არ შექმნის.
დაწესებულებას
ფსიქოტროპული
პრეპარატების
შეძენის,
შენახვის
და
გამოყენებისათვის არ გააჩნია სპეციალური ლიცენზია, რის გამოც ასეთი
პრეპარატების გამოყენების გადაუდებელი აუცილებლობისას იძახებენ სასწრაფოსამედიცინო დაზხმარება „033“-ს (მაგალითად ამინაზინის გასაკეთებლად).
ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთათვის დაწესებულებაში ცალკე საკნები ან
პალატები არ არსებობს. ამგვარი პრობლემატიკის მქონე პირები შერეულნი არიან
ძირითად კონტინგენტთან.
მთავარი ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დაწესებულებაში იმყოფებიან
წამალდამოკიდებულების მქონე ქალი პატიმრები. რამდენიმე დღის წინ ექიმმა
ჩაატარა სკრინინგი, რომლის დროსაც 52-მა პატიმარმა ქალმა თავად დააფიქსირა,
რომ ისინი ინტრავენური ნარკომანები იყვნენ. ექიმის აზრით რეალური რიცხვი
შეიძლება დაახლოებით 40-ით მეტი იყოს. ამ კონტინგენტისათვის ნარკოლოგიური
დახმარების გასაწევად, დაწესებულებაში დადის ექიმი ნარკოლოგი, ნარკოლოგიის
ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე მერაბ არველაძე. გარდა ამისა,
დაწესებულებაში მუშაობს ორგანიზაცია „ატლანტისი“, რომელიც ფსიქოლოგიურ
დახმარებას უწევს წამალდამოკიდებულების მქონე პირებს.
აბსტინენციის სინდრომის არსებობისას ტარდება ნარკოლოგის მიერ დანიშნული
მკურნალობა. ასეთი შემთხვევა 2008 წელს ახლადშემოსულ პატიმრებს შორის
დაახლოებით 15-მდე ჰქონდათ. მთავარი ექიმი მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, თუ
დაწესებულებაში
ამუშავდება
მეტადონის
პროგრამა.
ასეთ
შემთხვევაში
550
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
შესაძლებელი იქნება ატლანტისის მიერ განხორციელებულ საქმიანობათა
კოორდინირება და პაციენტებისათვის პარალელურ რეჟიმში როგორც ფიზიკური,
ისე ფსიქიკური დამოკიდებულების მოხსნასთან დაკავშირებული კომპლექსური
მიდგომის ფორმირება. წამალდამოკიდებულების მქონე პირებს 2008 წლის
განმავლობაში რაიმე სახის ექსცესები არ მოუწყვიათ.
რაც შეეხება აფთიაქში განსათავსებელ წამალთა ნუსხის შედგენას, მთავარი ექიმის
განმარტებით, ვიწრო სპეციალისტებისა და სამედიცინო სამსახურის ექიმთა მიერ
გაცემული დანიშნულებების ანალიზით დგინდება წამლის სახეობრივი და
რაოდენობრივი განსაზღვრა. აღნიშნული შედის მოთხოვნაში და ფარმაცევტისა და
მთავარი ექიმის მიერ ხდება შეკვეთის გაკეთება. სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი
სი აი“-ს მენეჯმენტის პირობებში ეს მოთხოვნა ეგზავნებოდა ალდაგის
წარმომადგენლებს, რომელბიც ვალდებულნი იყვნენ მოეწოდებინათ მედიკამენტები.
მთავარი ექიმის განმარტებით, ალდაგთან ურთიერთობის დროს მომარაგება დაიწყო
ნორმალურად. პირველი შეკვეთის შემდეგ სადაზღვევო კომპანიამ შემოიტანა 8.000
ლარის ღირებულების პრეპარატები.
თანდათან, თვეების მიხედვით პრეპარატების რაოდენობამ, მიუხედავად
მოთხოვნისა იწყო კლება და ბოლო თვეებში შემოდიოდა დაახლოებით 1.300 ლარის
ღირებულების მედიკამენტები. ექიმი ამბობს რომ ბალანსი შეკვეთილსა და მიღებულ
პრეპარატებს შორის 2008 წლის ბოლოსათვის 10%-მდე დაეცა, რამაც კრიზისული
სიტუაცია შექმნა პაციენტთა ჯანმრთელობის დაცვის საჭიროებების გადაწყვეტის
საქმეში. ალდაგი ასევე გზავნიდა იმ წამლებს, რომლებიც არ იყო შეკვეთილი და არც
ესაჭიროებოდა დაწესებულებას. ამას კი იმით ხსნიდნენ, რომ მათი მენეჯმენტი უკვე
კარგად ერკვეოდა, თუ რა საჭიროებები ჰქონდა ამ კონკრეტულ დაწესებულებას.
ამჟამად
წამლით
მომარაგების
სფეროში
მდგომარეობა
მკვეთრადაა
გაუმჯობესებული. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ თებერვალში
შემოიტანეს 13.000 ლარის ღირებულების სამკურნალწამლო პრეპარატები.
პატიმრებს საკუთარ განკარგულებაში შეიძლება ჰქონდეთ ტკივილგამაყუჩებელი,
სპაზმოლიტიკები, ანტიბიოტიკები, რაიმე დაავადების მკურნალობის გამო
გამოწერილი სპეციფიკური მედიკამენტები და სხვა. პატიმრებს კატეგორიულად
მოეთხოვებათ, რომ არ ჰქონდეთ შპრიცები, წამლების ამპულირებული ფორმები,
ჰიპო და ჰიპერტენზიული საშუალებები, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი
მედიკამენტები. საკნის სისტემის დაწესებულებაში ასევე აკრძალულია წამლის
შეტანა მინის ბოთლით.
რაც შეეხება განსაკუთრებულად საშიშ ინფექციებს, ამ მხრივ 2008 წლის
განმავლობაში შემთხვევები არ გამოვლენილა, თუ არ ჩავთვლით ტუბერკულოზის
მქონე 2 პატიმარს, რომლებიც ცალკე იმყოფებიან ტუბერკულოზით დაავადებულთა
პალატებში. მათ გარდა, ტუბერკულოზური ინფექცია არაცის გამოვლენია.
ორგანიზაცია „თანადგომა“ აწარმოებს სკრინინგს შიდსზე და ვირუსულ
ჰეპატიტებზე. მათ მიერ ჩატარებული გამოკვლევები მკაცრად ანონიმურია.
ორგანიზაცია მოდის დაწესებულებაში ყოველ სამშაბათს. პაციენტი არჩევს მის კოდს,
551
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
რომელიც შედგება ციფრებისაგან და ასოებისაგან და მისი გაშიფვრა დაწესებულების
პირობებში შეუძლებელია. გამოკვლევა შეუძლია ჩაიტაროს ნებირმიერმა მსურველმა.
მთავარი ექიმის განმარტებით, 2008 წლის განმავლობაში დაწესებულებაში არ
ყოფილა პირი, რომლისთვისაც შეუთავსებელია ხანგრძლივი პატიმრობა. ღვიძლის
ციროზის ტერმინალური სტადია ან ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევა არ
გამოვლენილა. დაწესებულებაში არავინაა ამპუტირებული კიდურით, ასევე
ინსულტის შემდგომი ნევროლოგიური დეფიციტით. ექიმის ინფორმაციით 2
პატიმარს აღენიშნება კოქსართროზი, რის გამოც უჭირთ გადაადგილება.
დაწესებულებაში არ არის არც ერთი პატიმარი, რომელსაც ესაჭიროება ინდივიდური
მომვლელის დანიშვნა ან მოვლის რაიმე სპეციფიკური და განსაკუთრებული
პირობები.
2008 წლის განმავლობაში დაწესებულებაში დაფიქსირდა ლეტალობის 1 შემთხვევა.
ამ შემთხვევაში პატიმრის სიკვდილის მიზეზი გახდა უბედური შემთხვევა, როდესაც
შხაპში პატიმარს დენმა დარტყა. 2008 წლის 5 დეკემბერს, საქართველოს იუსტიციის
სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია 1965 წელს დაბადებული პატიმრის ი.გ. ს
გარდაცვალებასთან დაკავშირებით:- „იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის
ქალთა
და
არასრულწლოვანთა #5 საერთო და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებაში
პატიმარი ირინა გ. გარდაიცვალა. პირველადი დასკვნით, პატიმარმა აბაზანაში
ელექტროტრამვა მიიღო. სამედიცინო ღონისძიებების მიუხედავად, მსჯავრდებული
გარდაიცვალა“.
დაწესებულების მთავარი ექიმის ინფორმაციით, 2008 წლის განმავლობაში მათ
ეპილეფსიით დაავადებული პატიმარი არ ჰყოლიათ.
2008 წლის განმავლობაში დაწესებულებაში რეგისტრირებული იყო დიაბეტით
დაავადებული 40 მდე პატიმარი ქალი. მათგან ერთი იმყოფებოდა ინსულინზე,
ხოლო დანარჩენი მკურნალობდნენ ტაბლეტირებული ფორმებით (დიაბეტონი,
გლუკოფაჟი, სიოფორი). დიაბეტური კომის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ზოგიერთ მსჯავრდებულს აქვს საკუთარი გლუომეტრი და თავად აკონტროლებს
სისხლში გლუკოზის დონეს, ხოლო ნაწილს სამედიცინო ნაწილში უსაზღვრავენ
აღნიშნულ მაჩვენებელს. მხოლოდ ერთ პატიმარს აღენიშნა დიაბეტთან
ასოცირებული ჩირქოვანი გართულებები. მკურნალობის პროცესში ჩაერთო
ანგიოლოგი და ენდოკრინოლოგი, რომელთა დახმარებით მდგომარეობა
გამოსწორდა და პაციენტი აგრძელებს ძირითადი დაავადების მკურნალობას.
რაც შეეხება ბრონქულ ასთმას, მთავარი ექიმის ინფორმაციით, სულ ამ დიაგნოზით
2008 წელს რეგისტრირებული იყო 10-მდე პაციენტი ქალი. ყველა მათგანი იტარებდა
მკურნალობას აეროზოლითა და ასთმის საწინაღმდეგო ტაბლეტირებული
საშუალებებით. 1-2 შემთხვევაში, მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით
საჭირო გახდა ჰორმონის გამოყენება. ასთმური სტატუსი არ დაფიქსირებულა.
552
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ასთმის, დიაბეტისა და ეპილეფსიის შემთხვევები დაწესებულებაში არსებულ
არასრულწლოვანთა შორის არ დაფიქსირებულა.
როგორც უკვე აღინიშნა, დაწესებულების სამედიცინო ნაწილში, პრაქტიკულად
ყველა პატიმარზე გახსნილია სამედიცინო ბარათი. გარდა ამისა, სამედიცინო
ნაწილში იწარმოება შემდეგი სახის ჟურნალები (სამედიცინო დოკუმენტაცია):
1. ქრონიკული დაავადებების აღრიცხვის ჟურნალი;
2. გარდაცვლილ პატიმართა აღრიცხვის ჟურნალი;
3. დაწესებულებაში მიღებული ტრავმების აღრიცხვის ჟურნალი;
4. ნარკომანთა აღრიცხვის ჟურნალი;
5. გაცემული მედიკამენტების აღრიცსვის ჟურნალი არასრულწლოვანთათვის;
6. გაცემული მედიკამენტების აღრიცსვის
დაწესებულების მსჯავრდებულთათვის;
ჟურნალი
საერთო
რეჟიმის
7. გაცემული მედიკამენტების აღრიცსვის ჟურნალი საპყრობილის რეჟიმის
დაწესებულების პატიმრებისათვის;
8. კონსულტანტთა და ვიწრო სეპციალისტთა მიერ მიღებულ ავადმყოფთა
აღრიცხვის ჟურნალი;
9. სამედიცინო ნაწილში გადაყვანილ ავადმყოფთა აღრიცხვის ჟურნალი;
10. სხვადასხვა სამედიცინო
აღრიცხვის ჟურნალი;
დაწესებულებებში
გადაყვანილ
ავადმყოფთა
11. დაწესებულებაში მომუშავე ექიმთა მიერ მიღებულ ავადმყოფთა აღრიცხვის
ჟურნალი;
12. დაწესებულებაში ჩატარებული სკრინინგის ყოველთვიური და კვარტალური
ანგარიშის ჟურნალი;
13. ტუბერკულოზზე ეჭვმიტანილთა აღრიცხვის ჟურნალი A;
14. ტუბერკულოზზე ეჭვმიტანილთა აღრიცხვის ჟურნალი B;
15. ტუბდაავადებათა მკურნალობის აღრიცსვის ჟურნალი “TB-3”;
16. აფთიაქიდან გამოტანილ მედიკამენტთა აღრიცხვის ჟურნალი;
17. აფთიაქიდან გამოტანილ ჰუმანიტარულ მედიკამენტთა აღრიცხვის ჟურნალი;
18. სტომატოლოგიურ კაბინეტში მიღებულ ავადმყოფთა აღრიცხვის ჟურნალი;
19. არასრულწლოვანთა განყოფილების ყოველდღიური მიღების ჟურნალი;
20. არასრულწლოვანთა განყოფილების ახლადმიღებულ პატიმართა დაზიანების
ჟურნალი;
21. საპყრობილის რეჟიმის საპროცედუროში ყოველდღიური მიღების ჟურნალი;
22. საპყრობილის რეჟიმის განყოფილებაში
დაზიანების აღწერის ჟურნალი;
ახლადმიღებულ
პატიმართა
23. მორიგე ექიმის ჟურნალი საერთო რეჟიმის განყოფილებაში (1)
24. მორიგე ექიმის ჟურნალი საერთო რეჟიმის განყოფილებაში (2)
25. მორიგე ექიმის ჟურნალი საერთო რეჟიმის განყოფილებაში (3)
553
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
26. მორიგე ექიმის ჟურნალი საერთო რეჟიმის განყოფილებაში (4)
27. ქირურგიული მანიპულაციების აღრიცხვის ჟურნალი;
28. გინეკოლოგიური ავადმყოფების აღრიცსვის ჟურნალი;
29. სტომატოლოგიურ კაბინეტში გატანილი წამლების აღრიცხვის ჟურნალი.
ზემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო დოკუმენტაცია, ძირითად ასპექტებში სრულად
შეესაბამება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 24 ივნისის №486
ბრძანებით დამტკიცებულ სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმებს.
არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულება
არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულება გათვლილია 160 პატიმარზე.
მონიტორინგის დროს დაწესებულებაში იმყოფებოდა 179 პატიმარი. მონიტორინგის
დროს შევხვდით დაწესებულების სამედიცინო პერსონალს, ვესაუბრეთ პატიმრებს,
დავათვალიერეთ სამედიცინო დანიშნულების ოთახები.
დაწესებულების
მთავარი
ექიმი
ინფორმაციით,
არასრულწლოვანთა
აღმზრდელობითი დაწესებულების სამედიცინო ნაწილის პერსონალი შედგება
შემდეგი საშტატო ერთეულებისაგან:
-
მთავარი ექიმი - 1
-
ექიმი (ოფიცერი) – 1, სპეციალობა „ქირურგიული სტომატოლოგია“
-
ექიმი (მოსამსახურე) – 2, სპეციალობა „შინაგანი მედიცინა“
-
ექთანი - 4
-
პროვიზორი - 1 (ვაკანტურია)
მთავარი ექიმის განმარტებით, მათს დაწესებულებაში მომუშავე სტომატოლოგს აქვს
სახელმწიფო სერტიფიკატი, როგორც „ქირურგიული სტომატოლოგიის“, ისე
„თერაპიული სტომატოლოგიის“ განხრით. დაწესებულების სამედიცინო ნაწილის
საშტატო განრიგი დაკავებულია, გარდა პროვიზორის ადგილისა, რომელზედაც
გამოცხადებულია შესარჩევი კონკურსი.
მთავარი ექიმის განმარტებით, პატიმრებისათვის ხელმისაწვდომია ექიმის და
სამედიცინო მომსახურება დღე–ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. დაწესებულებაში
ყოველ ღამით 1 ექიმი და 1 ექთანი მორიგეობს ღამით. დაწესებულებას საკუთარი
ფსიქიატრი არ ჰყავს, თუმცა, ამ ვაკუუმს გარკვეულწილად ავსებს წამების
ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედებების მსხვერპლთა
ფქიქორეაბილიტაციის
ცენტრი
„ემპათია“,
რომელიც
დაწესებულებაში
ახორციელებს პროგრამას და ამ პროგრამის ფარგლებში მისი ფსიქიატრები
სისტემატურად სტუმრობენ დაწესებულებას. ნარკოლოგის კონსულტაცია, ექიმის
განმარტებით, 2008 წლის განმავლობაში არ დასჭირვებიათ. 2008 წლის განმავლობაში
ექიმ–კონსულტანტთა მოწვევა ხდებოდა მთავარი ექიმის მოთხოვნის საფუძველზე
გამოძახებით.
554
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
მთავარი ექიმის განმარტებით, ყოველი პატიმარი მოწმდება დაწესებულებაში
შესვლის წინ. განმეორებითი შემოწმება, მიზანმიმართულ სახეს არ ატარებს, თუმცა,
საჭიროების შემთხვევაში ხორციელდება.
დაწესებულებაში რაიმე სახის ბულკეტი ან საინფორმაციო საშუალება, რომელიც
პატიმრებს გააცნობს სამედიცინო მომსახურების შესაძლებლობებს და ჰიგიენურ
ნორმებს არ არსებობს, თუმცა, მთავარი ექიმის გადმოცემით მას აქვს პოპულარულ
ენაზე დაწერილი საინფორმაციო ბუკლეტები შიდსის, პირელადი დახმარების და
სხვა ჯანდაცვის აქტუალური საკითხების შესახებ. არასრულწლოვანებს ეს
ბუკლეტები მიაქვთ, ეცნობიან და ისევ აბრუნებენ სამედიცინო ნაწილში.
სახელმწიფო
პროგრამას,
რომელიც
აფინანსებს
პატიმართა
სამედიცინო
მომსაწურებას ახორციელებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი. გარდა ამისა
დაწესებულებაში მუშაობს DOTS-პროგრამა, ფილტვების დაავადებათა პირველადი
სკრინინგის ფარგლებში.
მთავარი ექიმის განმარტებით, არასრულწლოვანთა კორპუსი ღამით იკეტება. თუ ამ
პერიოდში პატიმარს სამედიცინო დახმარება დასჭირდება მორიგე ატყობენებს
სამედიცინო პერსონალს და ან ექიმი ადის მასთან ან პაციეტნი ჩამოჰყავთ
სამედიცინო ნაწილში.
არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების სამედიცინო ნაწილი
მსჯავრდებულებს უწევს მხოლოდ ამბულატორულ დახმარბას. სტაციონარი
დაწესებულებას არ გააჩნია და შესაბამისად სტაციონარული სამედიცინო დახმარება
პაციენტისათვის ხელმიუწვდომელია.
სამედიცინო დახმარების აღჭურვილობა მწირია. ექიმების განკარგულებაშია
ფონენდოსკოპი, წნევის აპარატი, თერმომეტრი, გლუკომეტრი, ბიქსები, 2
სამედიცინო კარადა, ორგანიზაცია „თანადგომის“ მიერ გადმოცემული მშრალი
სიცხის სტერილიზატორი და მცირე რაოდენობით ქირურგიული ინსტრუმენტები.
მთავარი ექიმის განმარტებით, 2008 წლის განმავლობაში, მსჯავრდებულთა და
პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში სულ გადაყვანილია 41 მსჯავრდებული.
ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოებში კი არც ერთი მსჯავრდებულის გადაყვანა არ
ყოფილა უზრუნველყოფილი. 2009 წლის იანვარ-მარტში სულ მსჯავრდებულთა და
პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანილ იქნა 8 პაციენტი, ხოლო
ქალაქში კვლავ არ დაფიქსირებულა პატიმართა გაყვანა.
უპირატესად გამოვლენილ დაავადებათაგან, მთავარი ექიმი გამოყოფს რესპირაციულ
დაავადებებს (განსაკუთრებით სეზოურად), კანის დაავადებებს (მუნი, პიოდერმიები
და დერმატიტები; ასევე ნევროზებს რაც გამოიხატება უძილობასა და მასთან
ასოციერბულ ნევროლოგიურ სიმპტომატიკაში.
555
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
მთავარი ექიმის განმარტებით, მას და მის სამედიცინო შტატს 2008 წლის
განმავლობაში გავლილი აქვთ ტრენინგები პენიტენციური ჯანდაცვის სხვადასხვა
საკითხებზე. მათ შორის ექთნებსაც, გარდა ორი ახლად მიღებული ექთნისა.
დაწესებულების სამედიცინო ნაწილს დათმობილი აქვს 2 ოთახი ადმინისტრაციული
ნაწილის შენობის პირველ სართულზე. ორი ოთახიდან ერთი საორდინატორო, ხოლო
მეორე საპროცედუროა.
საორდინატორო განათებულია ბუნებრივი შუქით, ფანჯრიდან განიავების
შემათხვევაში აერაცია ნორმალურია. კოსმეტიკურად გარემონტებულია და სუფთა
მდგომარეობაშია შენარჩუნებული. აქ განთავსებულია მორიგე ექიმების საწოლები,
ექიმის 2 სამუშაო მაგიდა, სკამები, სამედიცინო კარადა და მცირე კარადები.
საპროცედუროში ასევე უზრუნველყოფილია დამაკმაყოფილებელი ბუნებრივი
განათება და აერაცია. აქ დამონტაჟებულია ხელსაბანი. დგას სამედიცინო ტახტი,
სამედიცინო მაგიდა და სკამები, ასევე წამლის კარადა.
2008 წლის განმავლობაში მტავარი ექიმის ინფორმაციით მათ მოშიმშილე პატიმარი
არ დაუფიქსირებიათ. მსგავსი ტენდენციაა 2009 წლისათვისაც. ექიმის ინფორმაციით
არასრულწლოვანებს რამდენჯერმე ჰოქნდათ შიმშილობის დაწყები მცდელობა, რა
დროსაც მან ჩაუტარა საუბრები, განუმარტა მოსალოდნელი შედეგები და პატიმრებმა
მას დაუჯერეს, არ დაიწყეს შიმშილობა.
მთავარი
ექიმის
განმარტებით,
ყველა
შემოზულ
პატიმარზე
იხსნება
ამბულატორული სამედიცინო ბარათი. ბარათებში გაკეთებული ჩანაწერები
პაციენტებს არ მოუთხოვიათ გასაცნობად, თუმცა, მათ ხშირად აინტერესებთ
დეტალური ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რა
დროსაც ექიმი მათ აწვდიდ დეტალურ ინფორმაციას ზეპირსიტყვიერი სახით.
სამედიცინო ნაწილში ექიმის განმარტები მხოლოდ ტარდება მხოლოდ პაციენტის
ფიზიკური გასინჯვა, ინიექციები და შეხვევები. რაც შეეხება ინტრავენურ გადასხმებს
და მცირე ქირურგიულ ჩარევებს, ეს უკანასკნელი არ მიმდინარეობს. შესაბამისად,
ექიმები სამედიცინო მომსახურების გაწევისას, პაციენტისაგან წერილობით
ინფორმირებულ თანხმობას არ საჭიროებენ.
ექიმის განმარტებით, ამ პირობებში ხერხდება კონფიდენციურობის დაცვა. გარდა
ამისა, ახლად შემოსულიპაციენტის დათვალიერების ანგასინჯვის დროს, ექიმი
დაპაციენტი იმყოფებიან ერთი-ერთხე და მათ სხვა არასამედიცინო პირი არ
ესწრებათ. ოთახო სადაც ასეთი დათვალეირება და გასინჯვა მიმდინარეობს
შეესაბამება
სტანდარტებს.
საჭიროების
შემთხვევაში
მოკლე
ანამნეზურ
მონაცემებთან ერთად ექიმი წონის, სიმაღლეს უზომავს პაციენტს და აფიქსირებს
ყოველივე ამ ინფორმაციას თავის დავთარში.
პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ინფორმაცია
შესაძლებელია გაიცეს სამედიცინო ცნობის ან დოკუმენტის ქსერო ასლის სახით.
556
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ასეთ ინფორმაციას, როგორც წესი ითხოვენ სპეც ნაწილის წარმომადგენლები,
ადვოკატი ან კანონიერი წარმომადგენელი. ინფორმაციის მოთხოვნისას, პაციენტის
მიერ წინასწარ გაცხადებული ინფორმირებული თანხმობის პიროებბში, სპეც
ფორმაზე იწერება სამედიცინო ცნობა, რომელსაც ექიმი გადასცემს მოთხოვნ უწყებას
ან პირს. მთავარი ექიმის განმარტებით, მას ხშირად უწევს საუბრები
არასრულწლოვანთა მშიბლებთან. პაციენტის განმეორებით გაისნჯვის მომენტში
შედგენილი ინფორმაცია პირდაპირ მიეწოდება დაინტერესებულ ყწყებას.
პატიმრის განთავისეფლების შემდეგ, სამედიცინო დოკუმენტაცია იგზავნება სპეც
ნაწილში პატიმრის პიდარ საქმესთან ერთად. სამედიცინო ნაწილი ან ექიმი ცალკე
არქივს არ აწარმოებენ.
სახელშეკრულებო საფუძველზე, სანიტარიული სამსახური დაწესებულებაში თვეში
2-ჯერ მოდის. ისინი აწარმოებენ დეფინფექცია, დეზინსექციას და დერატიზაციას.
მთავარი
ექიმის
განმარტებით,სანიტარიულად
მუშავდება
პატიმრების
საცხოვრებელი სათავსოები, სამედიცინო ნაწილი, ადმინისტრაციული კორპუსი და
სველი წერტილები. მთავარი ექიმი კამყოფილებას გამოხატავს სანიტარიული
სამსახურის მუშაობასთან დაკავშირებით.
მთავარი ექიმის გადმოცემით, იგი და სხვა მედ-პერსონალი ჩართულია
ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კონტროლში, რომელსაც დაწესებულებაში
ახორციელებენ. ექიმი ათვალიერებს დაწესებულების ტერიტორიას, პატიმართა
საცხოვრებელ კორპუსს. კვირაში ერთხელ ექიმი სარეჟიმო სამსახურთან და
სამეურნეო ნაწილთან ერთად აწარმოებს გეგმურ მონიტორინგს და ინფორმაციას
არსებული მდგომარეობის შესახებ აწვდის დაწესებულების დირექტორს.
ყოველდღიურად სამჯერ, ექიმი ან ექთანი აწარმოებს დასარიგებელი საკვების
ხარისხისა და ვარგისიანობის კონტროლს. საკვების სინჯები ინახება მაცივარში 24
საათის განმავლობაში. კვების ბლოკში იწარმოება სპეციალური ჟურნალი, რომელშიც
სამედიცინო პერსონალი ხელს აწრეს და ამით იძლევა სანქცირებას საკვების
დარიგების შესახებ. 2008 წლის განმავლობაში სამედიცინო პერსონალის მიერ
საკვების წუნდების ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა. პირად საუბარში მთავარი ექიმი
კმაყოფილია კომპანია „მეგაფუდის“ მუშაობით.
ახლადშემოსული ან დაბრინებული პატიმრის სამედიცინო შემოწმება წარმოებს
პატიმრის ნებისმიერი მოძრაობის შემთხვევაში. ამ დროს აღიწერება ნებისმიერი
ფიზიკური დაზიანება (ასეთის არსებობისას). მტავარი ექიმის განმარტებით,ასევე
სრულყოფილად წარმოებს დაწესებუებაში მიღებული დაზიანებების აღნუსხვა
დაზიანებათა ჟურნალში.
მთავარი ექიმის განმარტებით, 2008 წლის განმავლობაში დაწსებულებაში თვით ან
ურთიერთდაზიანების შემთხვევები პატიმრებს შორის არ დაფიქსირებულა, თუმცა,
დაზიანების ჟურნალში გატარებულია 2008 წელს 9, ხოლო 2009 წლის იანვარ-მარტში
- 2 შემთხვევა, რომელიც ასახავს დაწესებულებაში მიღებულ საყოფაცხოვრებო
ტრავმას. ამ მხრივ ექიმის განმარტებით, ტრავმა მდგომარეობს კიდურის ღრძობაში,
557
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
მცირე ჭრილობაში, რომელიც შესაძლებელია პატიმარმა მიიღო ფეხბურთის თამაშის
და ყოველდღიური აქტივობების დროს. დაზიანების ჟურნალს აკონტროლებს ექიმი.
ნებისმიერი სახის დაზიანების აღწერის დროს, გარდა ობიექტური სამედიცინო
აღწერილობისას, ექიმი ყოველთვის აფიქსირებს პაციენტის კომენტარს, თუ სად,
როდის და რა ვითარებაში მიადგა პირს დაზიანება.
2008 წლის განმავლობაში ექიმის გადმოცემით იგი ყოველთვიურ ანგარიშს აბარებდა
და და უგზავნიდა სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აი“-ს შესაბამის სამსახურს.
2009 წლის თებერვლიდან მსგავსი ანგარიშეგება წარმოებს სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურის მიმართ.
2008 წლის განმავლობაში დაწესებულებაში არ დაფიქსირებულა თვითმკვლელობის
ან თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევები. თვითდაზიანება მიიყენა ორმა
მსჯავრდებულმა. მაგვარ კონტინგენტთან მუშაობა ექიმის აზრით ერთ-ერთი
პრიორიტეტული მიმართულებაა. ექიმი ატარებს საინფორმაციო საუბრებსა და
სწავლებებს. მათთან მუშაობს ასევე დაწესებულების ფსიქოლოგი. ფსიქოლოგი
ქვემდებარობით დაწესებულების სარეჟიმო სამსახურს ეკუთვნის და სამედიცინო
სამსახურთან კავშირი არ გააჩნია.
2008 წლის განმავლობაში დაწესებულებაში ყავდათ ტუბერკულოზით დაავადებული
2 მსჯავრდებული, რომლებიც გამოვლენის შემდეგ გადაყვანილ იქნენ
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნაო დაწესებულებაში. მკურნალობის
კურსის
ჩატარების
შემდეგ,
მსჯავრდებულები
დაბრინებულ
იქნენ
არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში.
მთავარი ექიმის გადმოცემით აივ ინფიცირებული პაციენტი 2008 წელს, და ასევე 2009
წლის პირველი სამი თვის განმავლობაში არ ყოფილა რეგისტრირებული. ჰეპატიტის
მწვავე ფორმით მათ 2008 წელს 1 პატიმარი გამოავლინეს. სამედიცინო ჩვენების გამო,
პაციენტთა იზოლირება არ ყოფილა გარდა განსაკუთრებული შემთხვევბისა,
როდესაც პაციენტი დაავადებულია მაღალი კონტაგიოზობის ინფექციით ან
არსებობს ამის ეჭვი.
დაწესებულებაში
მოქმედი
სოციალურ-თერაპიული
ან
პროფილაქტიკური
პროგრამებიდან მთავარი ექიმი გამსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ
საქმიანობას, რომელსაც ახორციელებს წამების, ძალადობისა და გამოხატული
სტრესული ზემოქმედებების მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“. გარდა ემპათიისა, დაწესებულებაში მუშაობს ორგანიზაცია „თანადგომა“,
რომელიც უშაობს აივ ინფექციის შესაძლო შემთხვევების გამოვლენაზე; ასევე
ჰეპატიტის გამოვლენაზე. 2008 წლის განმავლობაში მხოლოდ 1 პაციენტზე იქნა
მიტანილი ეჭვი, რომ მას აღენიშნებოდა ვირუსული ჰეპატიტი, თუმცა, ჩატარებული
ტესტირების შემდეგ, საბედნიეროდ ეჭვი არ დადასტურდა.
ექიმის განმარტებით, მოზარდებს ასაკ-სპეციფიკური რაიმე სამედიცინო ან
ფსიქოლოგიური პრობლემა არ აქვთ. ექიმ ფსიქიატრს ხშირად უწევს მოზარდთა
558
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
მონახულება და საჭიროების შემთხევაში კრიზისული ან სხვა სახის ინტერვენციის
წარმოება.
2008 წლის განმავლობაში დაწესებულებაში საშტატო განრიგით მუშაობდა
სტომატოლოგი. დაწესებულებაში სტომატოლოგიური კაბინეტი არ არსებობს, არ
არის ასევე დაზიანებული კბილის თერაპიული მკურნალობის ან დაბჟენის
შესაძლებლობა, რის გამოც სტომატოლიგიური დახნმარების ხელმისაწვდომ სახეთ
მხოლოდ კბილის ექსტრაქცია ითვლება.
ექიმის ინფორმაციით მსჯავრდებულებს დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური
საკითხები გადაწყვეტილი აქვთ. საჭიროების შემთხვევაში მათ ყოველთვის
მიეწოდებათ სარეცხი და პირადი ჰიგიენის საშუალებები. დაწესებულებაში ასევე
დარეგულირებულია გართობის, დასვენების, სპორტის და საგანმანათლებლო
საქმიანობა და ფსიქოლოგიური დახმარების პრობლემა.
ექიმის ინფორმაციით, მოზარდების თანხმობის მიღების პრონციპი დაცულია ამ
უკანაკსნელთა ოჯახის წევრებისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
ინფორმაციის მიწოდების დროს. მსჯავრდებულები ენდობიან ექიმს და მასთან კარგი
დამოკიდებულება გააჩნიათ. ექიმის აზრით, არსებული დაწესებულების რეჟიმი
შეესაბამება მოზარდთა ასაკის თავისებურებებს. რაც შეეხება მსჯავრდებულთა
დისციპლინური
დასჯის
საკითხებს,
მთავარი
ექიმის
ინფორმაციით
დაწესებულებაში კარცერი არის, მაგრამ მისი გამოყენება 2008 წელს მინიმალურად
იყო და სულ ერთეული (1-2) შემთხვევა თუ ახსოვს. კარცერში ჩასმის წინ ექიმი
ნახულობს პატიმარს, უზომვას ტემპერატურას, პულსს, წნევას. ამის შემდეგ ექიმი
იძლევა მითითებას შეიძლება თუ არა განხორციელდეს პატიმრის დასჯა მისი
კარცერში ჩასმის გზით. კარცერში ჩასმის შემდეგ კი პატიმარს ყოველდღიურად
ნახულობს ექთანი, რომელსაც მონიტორინგი აქვს დაწესებული დასჯილი პირის
ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
როგორც უკვე აღინიშნა, დაწესებულებაში ფსიქიატრიულ დახმარებას ახორციელებს
ცენტრ ემპათიას ფსიქიატრიული ჯგუფი. ისინი ამოწმებენ პაციენტს და საჭიროების
შემთხვევაში აწარმოებენ კრიზისულ და გეგმურ სამედიცინო ინტერვენციებს. ექიმის
ინფორმაციით ფსიქიატრიული პრობლემების გამოვლენის სტატისტიკა არ
წარმოადგენს იშვიათობას, მიუხედავად ამისა მძიმე ფსიქიკური პათოლოგიები,
განსაკჲთრებით თვითმკვლელობის მაღალი რისკის მქონე პირები არ ყოფილან
გამოვლენილი. ფსიქიკური ჯანმრთელობის მხრივ პრობლემატურ პირებს შორის ან
მათი მხრიდან რაიმე ექსცესების მოწყობის ფაქტი ექიმს არ გაუგია. დირექციასთან და
სოციალურ სამსახურთან ურთიერთობას ექიმი კოორდინირებულად ახდენს, რაც
საბოლოო ჯამში რაიმე უთანხომებას ან დაპირისპირებას გამორიცხავს. სულიერი
დაავადების
ნიშნების
გამოვლენისას,
როდესაც
პატიმრის
მკურნალობა
დაწესებულებაში შეუძლებელია გრძელდება მსჯავრდებულთა და პატიმართა
სამკურნალო დაწესებულებაში. ამ უკანასკნელში პატიმართა გეგმური გადაყვანა
ხდება კვირაში ერთხელ განხორციელებული ეტაპის დროს ან სასწრაფო
საჭიროებისას მაქსიმალურად უახლოეს შესაძლებელ დროში.
559
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ექიმის
ინფორმაციით,
ფსიქიკური
პრობლემების
მქონე
პატიმართა
კონტინგენტისათვის ცალკე გამოყოფილი საცხოვრებელი ან პალატა არ არსებობს და
ამის საჭიროებაც რეალურად არ არის. დაწესებულება განთავსებულია ზომიერი
კლიმატის პირობებში. ჰავა მშრალია, ნალექი ზომიერი. იცის ხშირი ქარი. გარემო და
კლიმატი ფსიქიკური მდგომარეობის დამამძიმებელ ფაქტორად არ განიხილება.
დაწესებულებაში 2008 წლის განმავლობაში ალკოჰოლირო, ნარკოტიკული და
ტოქსიკური დამოკიდებულების ფაქტები არ გამოვლენილა. შესაბამისად
ნარკოლოგის კონსულტაციაც არ ჩატარებულა, რადგან ამ უკანასკნელის მოწვევის
მიზანშეწონილობა დღის წესრიგში არ დამდგარა.
ექიმის ინფორმაციით, იმ მედიკამენტთა ნუსხას, რომელიც აფთიაქში თავსდება
ადგენს მთავარი ექიმი, ექიმ-ოფიცერთან ერთად. აფთიაქიდან მედიკამენტების
გაცემის საფუძველია ექიმის დანიშნულება, რომელსაც იძლევა როგორც
ადგილობრივი საექიმო პერსონალი, ასევე მოწვეული ექიმ-კონსულტანტი. გაცემული
მედიკამენტები ფიქსირდება ხარჯვის ჟურნალში. რაც შეეხება სამკურნალწამლო
საშუალებებს, ექიმის ინფორმაციით ყველა წამალი არის სამედიცინო ნაწილში.
ხელზე პაციენტებს წამლები არ ეძლევათ. იმის გამო, რომ დაწესებულებაში 2008
წლის განმავლობაში ღამით მორიგეობს მედ-პერსონალი, წამლის დატოვების
აუცილებლობა პატიმრისათვის აღარ არის. დანიშნულეის მიხედვით გასაცემი
წამლები პაციენტებს მიეწოდებათ უშუალოდ მიღების წინ. წამლებს აწოდებს ან
ექთანი, ან პაციენტები თვითონ ჩამოდიან სამედიცინო ნაწილში წამლის წასაღებად.
რაც შეეხება გადამდებ იფექციებს, ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციის
მიხედვით, 2008 წლის განმავლობაში დაფიქსირდა ჩუტყვავილას 10-მდე შემთხვევა.
გადმდებ დაავადებებში მოიხსენიებს ექიმი ასევე მუნს.
ჩუტყვავილას შემთხვევაში პაციენტთა მკურნალობა და მოვლა წარიმართა
ადგილობრივი ძალებით. 2008 წლის განმავლობაში ამ მხრივ გარედან
კონსულტატნტის მოწვევის მიზანშეწონილოის საკითხი დღის წესრიგში არ
დამდგარა. ამ დროს მოხდა პაციენტთა შედარებითი იზოლირება. 10-17 ბავშვი ერთ
ოთახში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმის განმარტებით,ამას ეპიდემიოლოგიური
თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ბავშვები მაინც დადიოდნენ
და გადაადგილდებოდნენ დაწესებულების მთელ ტერიტორიაზე. მუნის
შემთხვევების დროს კი გამოძახებულ იქნა დერმატოლოგი, რომელმაც პაციენტებს
მისცა დანიშნულება და ჩატარდა შესაბამისი მკურნალობა, რომელმაც შედეგი
გამოიღო.
2008 წლის განმავლობაში დაწესებულებაში დერმატოვენეროლოგის რამენიმე
ვიზიტი (4-5) განხორციელდა. ამ დროს ჩატარებული გასინჯვებით, სქესობრივი
გზით გადამდები დაავადება არ იქნა გამოვლენილი. რაც შეეხება კანის ფაავადებებს,
ამ
მხრივ
დერმატოლოგმა
დაწესებულებას
დიდი
დახმარება
გაუწია.
დერმატოვენეროლოგის კონსულტაცია ტარდება კონფიდენციურობის დაცვის
პრინციპით. დერმატოვენეროლოგის კონსულტაციებს გეგმური ცასიათი ან განრიგი
560
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
არ აქვთ. ისინი ხორციელდება საჭიროებისას, მთავარი ექიმის მიერ კონსულტანტის
გამოძახების გზით.
პირები, რომელთათვისაც შეუთავსებელია ხანგრძლივი აპტიმრობა დაწესებულებაში
არ არიან. დაწესებულებაში ასევე არ არის უკურნებელი სენით შეპყრობილი
პატიამრი. ამპუტირებული კიდურით პაციენტი არ ჰყავთ. პატიმარი, რომელსაც
ესაჭიროება სპეციალური მომვლელი ან მეთვალყურე დაწესებულებაში არ იმყოფება.
რაც შეეხება ლეტალობას, 2008 წლის პერიოდში დაფიქსირდა სიკვდილიანობის 1
შემთხვევა, როდესაც 17 წლის არასრულწლოვანი არდაიცვალა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, 2008 წლის 10 იანვარს გავრცელებული
ინფორმაციით: „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში პატიმარი
ირაკლი კ. გარდაიცვალა. ექიმების პირველადი დასკვნით, ავადმყოფის
გარდაცვალების მიზეზი ასთმური მწვავე შეტევა გახდა. 9 იანვარს პატიმრის
ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. საპატიმროს ადმინისტრაციამ
სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. სამედიცინო ღონისძიებების მიუხედავად,
ირაკლი კ.-ს გადარჩენა ვერ მოხერხდა“.
გარდაცვლილი პაციენტის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა
გადმოგზავნილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ლევან სამხარაულის
სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. საექსპერტო
დასკვნის მიხედვით პაციენტის „სიკვდილის მიზეზი ბრონქიალური ასთმის
სტატუსის ფონზე განვითარებული სუნთქვისა და გულსისხლძარღვთა მწვავე
უკმარისობაა“. როგორც დასკვნაში მოვანილი საქმის გარემოებიდან ირკვეა პაციენტს
აღენიშნებოდა ბრონქული ასთმა. სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე აღენიშნა
ასთმური შეტევა. გაუკეთდა ნოშპა, პრედნიზოლონი და ტავეგილი, რის შემდეგადაც
შეტევა მოიხსნა, დაიგეგმა ჰოსპიტალიზაცია. შეტევა რამდენიმე ხანში განმეორდა,
კვლავ გაკეთდა პრედნიზოლონი (30 მგ). ერთხელ გამოძახებულ იქნა სასწრაფო
სამედიცინო დახმარების ბრიგადა - 033, უტარდებოდა რეანიმაცია. მიუხედავად
ამისა 2008 წლის 9 იანვარს 12:25 სთ-ზე დაფიქსირდა სიკვდილი.
მთავარი ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2008 წლის იანვარში
შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პატიამრი მათ არ ჰყოლიათ.
იმავე პერიოდში, ექიმიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით რეგისტრირებული
ჰყავდათ 2 პაციენტი, რომლებსაც აღენიშნებოდათ ეპილეფსია. ცენტრ ემპათიას მიერ
ორივე პაციენტს ჩაუტარდა ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევა, ნევროლოგის
კონსულტაცია და დიაგნოზი დადასტურდა. პაციენტებს დაენიშნათ მკურნალობა.
იმყოფებოდნენ კარბამაზეპინზე. პაციენტებს პერიოდულად აღენიშნებოდათ
ეპილეფსიური გულყრები, თუმცა, ეპილეფსიური სტატუსი 2008 წლის განმავლობაში
არ დაფიქსირებულა. ამჟამად პაციენტები დაწესებულებაში უკვე აღარ იმყოფებიან.
561
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
რაც შეეხება ინფორმაციას ბრონქული ასთმით დაავადებული პაიენტების შესახებ,
ექიმმა განგვიცხადა, რომ ასეთი ნოზოლოგიით მათ პაციენტი არ ჰყოლიათ, თუმცა,
აშკარაა, რომ 2008 წლის 9 იანვარს, დაწესებულებაში გარდაცვლილ
არასრულწლოვანს დადგენილი ჰქონდა ბრონქული ასთმის დიაგნოზი. მის
სამედიცინო ბარათში ასევე იყო დაფიქსირებული, რომ პაციენტს ალერგია ჰქონდა
მტვერზე. მიუხედავად ამისა მას ალერგოლოგის კონსულტაცია არ ჰქონდა
ჩატარებული. პაციენტის გარდაცვალების მიზეზი, სასამართლო სამედიცინო
ექსპერტიზის დასკვნით სწორედ ასთმური სტატუსი გახდა.
რაც შეეხება სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმებს, სამედიცინო ნაწილში
ჩატარებული მონიტორინგის დროს შემოწმდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის
2002 წლის 24 იანვრის №486 ბრძანებით დამტკიცებული სამედიცინო
დოკუმენტაციის არსებობისა და წარმოების საკითხები არასრულწლოვანთა
აღმზრდელობით დაწესებულებში. როგორც მთავარი ექიმის მიერ წარმოდგენილი
ჟურნალებით და დოკუმენტებით ირკვევა, 2008 წლის განმავლობაში დაწესებულება
აწარმოებდა შემდეგი სახის სამედიცინო დოკუმენტაციას:
-
ამბულატორულ სამედიცინო ბარათს (ფორმა№1),
-
ამბულატორულ მიღებაზე მომსახურებულ პატიმართა აღრივცვის ჟურნალს
(ფორმა№3),
-
ამბულატორულად
ჩატარებული
სამედიცინო
მანიპულაციების აღრიცხვის ჟურნალი (ფორმა№6)
-
სისხლის და სისხლის შემცვლელების გადასხმის აღრიცხვის ჟურნალი
(ფორმა№7)
-
ჩატარებული
(ფორმა№11),
-
ფსიქოპათიური და ფსიქიური
აღრიცხვის ჟურნალს (ფორმა№12),
-
დაწესებულებაში გამოვლენილ ინფექციურ დაავადებათა აღრიცხვის ჟურნალს
(ფორმა№13);
-
დროებით და მუდმივად შრომისუუნაღოთა აღრიცსვის ჟურნალი (ფორმა№14)
-
საყოფაცხოვრებო ტრავმების აღრიცხვის ჟურნალს (ფორმა№15),
-
ნარკომანიის საწინააღმდეგო იძულებითი მკურნალობამისჯილ პატიმართა
აღრიცხვის ჟურნალი (ფორმა№16)
-
გარდაცვლილ ავადმყოფთა აღრიცხვის ჟურნალს (ფორმა№17),
-
დაწესებულების
(ფორმა№18),
-
სან განათლების ღონისძიებების აღრიცხვის ჟურნალი (ფორმა№19)
-
სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური,
აღრიცხვის ჟურნალს (ფორმა №20).
სამედიცინო
ობიექტების
კონსულტაციების
გადახრებით
სანიტარიული
ოპერაციების
და
აღრიცხვის
ჟურნალს
დაავადებულ
პატიმართა
მდგომარეობის
პროფილაქტიკური
ჟურნალს
ღონისძიებების
562
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
-
პატიმართა და მსჯავრდებულთა სანიტარიული დამუშავების აღრიცხვის
ჟურნალს (ფორმა№24)
-
სამრეცხაო ბლოკის მუშაობის აღრიცხვის ჟურნალს (ფორმა№15)
-
რაც შეეხება კვების ბლოკის მენუს (ფორმა№23), კვების ბლოკის სანიტარიული
მდგომარეობის, მომზადებული საკვების ვარგისიანობის აღრიცხვის ჟურნალს
(ფორმა№22), და კვების ბლოკში მომუშავე მოსამსახურეთა შემოწმების
ჟურნალს (ფორმა№21) აღნიშნული დოკუმენტაცია იწარმოება კვების ბლოკში
და იქვე ინახება.
გარდა ამისა, (ფორმა№5)-ს რომელიც შეეხება ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტთა
მუშაობის აღრიცხვის ჟურნალს, აწარმოებს მხოლოდ სტომატოლოგი.
N1 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება
(ქ. რუსთავი)
რუსთავის N1 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება
გათვლილია 2380 პატიმარზე. მონიტორინგის დროს დაწესებულების ნაწილში
მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო დაწესებულება არ ფუნქციობს სრული
დატვირთვით. დაწესებულებაში გაიხსნა ახალი კორპუსი, რომელშიც უკვე
შესახლებულია პატიმრები. მონიტორინგის დროს დაწესებულებაში იმყოფებოდა 616
პატიმარი. სამედიცინო ნაწილი დაწესებულებაში უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს.
აღნიშნულის ნაცვლად, სამედიცინო პერსონალი ახლად გახსნილი კორპუსის მე-2
სართულზეა განთავსებულ ოთახში. ოთახი მცირეა, მისი ფართობია 12 კვადრატული
მეტრი. მორიგე მედ პერსონალს ამ ოთახში უწევს ღამით დარჩენა. აქვე ხდება
პაციენტთა მიღება და გასინჯვა. ოთახში არ არის სათანადო განათება, მასში არ არის
სველი წერტილი და ხელსაბანი. ექიმებს ხელის დასაბანად სხვა ადგილას უწევთ
გასვლა.
სამედიცინო დანიშნულებისაა კიდევ ერთი სათავსო-ოთახი, ე.წ. პროვიზორის
ოთახი, რომელიც დაწესებულების გარეთ მდებარეობს და მას ადმინისტრაციული
კორპუსის გარედან აქვს შესასვლელი. ექიმის ინფორმაციით ამ ოთახში იმყოფება
პროვიზორი, რომლებიც წამლებს ინახავს და გასცემს.
მონიტორინგის პერიოდში შევხვდით და გავესაუბრეთ მორიგე ექიმს. მისი
გადმოცემით, მედპერსონალი (ექიმიც და ექთანიც) დაწესებულებაში ყოველ ღამით
რჩება. რაც შეეხება მედ პერსონალის საშტატო განრიგს, დაწესებულებაში სულ 5
ექიმი და 5 ექთანი მუშაობს. ექიმებიდან 1-მთავარი ექიმია, 3 ექიმი, სპეციალობით
შინაგანი მედიცინა და 1 სტომატოლოგი. გარდა ამისა საშტატო განრიგით
გათვალისწინებულია ასევე პროვიზორიც. სტომატოლოგი ყოველდღე არ დადის
დაწესებულებაში. მას კვირის განმავლობაში განკუთვნილი დროს უწევს მუშაობა.
დაწესებულებაში არ მუშაობს ფსიქიატრი და არც საშუალო სამედიცინო პერსონალი
ფსიქიატრიაში მუშაობის გამოცდილებით. ბოლო პერიოდში ფსიქიატრი ან
ნარკოლოგი კონულტაციების ჩატარების მიზნით არ მოსულა.
რაც შეეხება ექიმ კონსულტანტებს, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აი“-ს
მენეჯმენტის პერიოდში, კონსულტანტები რეგულარულად დადიოდნენ პაციენტთა
563
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
საკნონსულტაციოთ, ხოლო ალდაგის წასვლის შემდეგ კონსულტანტების ვიზიტები
შეწყდა.
ექიმის განმარტებით,ყველა პატიმარი მოწმდება დაწესებულებაში შემოსვლისთანავე.
რაც შეეხება განმეორებით შემოწმებას, ეს პროცესი გეგმურად არ მიმდინარეობს,
თუმცა, პაციენტთა კონსულტაციები წარმოებს მომართვის საფუძველზე და ექიმის
შემოვლის დროს. დაწესებულებაში რაიმე საინფორმაციო ბუკლეტი ან საშუალება,
რომელიც პატიმარს შემოსვლისთანავე გააცნობს სამედიცინო მომსახურებისა და
ჰიგიენურ ნორმებს არ არსებობს. აღნიშნულის საკითხების შესახებ პატიმრებს
ინფორმაცია მიეწოდებათ ზეპირსიტყვიერი სახით.
სამედიცინო ნაწილი და ზოგადად ამ კონკრეტული დაწესებულების ჯანდაცვა
ამჟამად ფინანსირდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ.
სამედიცინო ნაწილი პატიმრებს მხოლოდ ამბულატორული ტიპის მომსახურებას
უწევს. 2007 წელს სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით დახურული
სტაციონარული სექცია დღემდე არ გახსნილა, შესაბამისად პაციენტები ვერ ირებენ
სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას. სამედიცინო ოთახის აღჭურვილობა
მწირია. რაიმე სახის სამედიცინო აპარატურა ან მოწყობილობა არ არსებობს. ექიმები
მუშაობენ მხოლოდ წნევის აპარატის, ფონენდოსკოპის და თერმომეტრის ამარა.
დაწესებულებაში არსებული სამედიცინო დახმარება არ შეესაბამება ზოგადად
ქვეყანაში არსებული სამედიცინო მომსახურების დონეს.
ექიმის განმარტებით,მათ არ ჰყავთ ფსიქიკურად დაავადებული ან ფსიქიური
აშლილობის მქონე პაციენტები. ყველა მათგანი გადაყვანილია მსჯავრდებულთა და
პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში.
ექიმის ინფორმაციით, ყოველთვიურად მსჯავრდებულთა და პატიმართა
სამკურნალო
დაწესებულებაში,
ასევე
ტუბერკულოზით
დაავადებულ
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში გადაჰყავთ 15-მდე
პაციენტი. ბოლო ეტაპი აღნიშნულ დაწესებულებებში რამდენიმე დღის წინ
განხორციელდა და გადაყვანილ იქნა ბევრი პაციენტი (რაოდენობას ვერ
აკონკრეტებენ). სხვა სამოქალაქო ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტების
გადაყვანა არ ხდება.
ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2008 წლის განმავლობაში უპირატესად
გამოვლენილი დაავადებებიდან აღსანიშნავია ვირუსული ჰეპატიტები, არტერიული
ჰიპერტენზია - გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მუნი. ექიმის ინფორმაციით
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანილ იქნენ
ასევე ასაკოვანი პაციენტი-პატიმრები.
რაც შეეხება ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლებას, 2008 წლის განმავლობაში ექიმებს არ
გაუვლიათ შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ
აკრედიტებული
არც
ერთი
უწყვეტი
სამედიცინო
განათლების/უწყვეტი
პროფესიული განვითარების პროგრამა. ერთ-ერთი ექიმი გამოირჩევა ტრენინგებზე
564
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
სიარულის მხრივ მაღალი აქტივობით, ხოლო „911“-ის ტრენინგ კურსი გავლილი აქვს
თითქმის ყველა ექიმს.
ექიმის განმარტებით,პატიმართა მხრიდან შიმშილობის გამოცხადების შემთხვევები
იშვიათია. ასეთის არსებობისას, მედპოერსონალი ერთვება საკუთარი კომპეტენციის
ფარგლებში. ამჟამად მათ მოშიმშილე პატიმარი არ ჰყავთ.
სამედიცინო ჩანაწერები (ამბულატორული ბარათი) თითოეული პატიმრისათვის
გახსნილი არ არის. ბარათი იხსნება მხოლოდ მათ მიმართ, თუ არსებობს
მომართვიანობა საჭიროების შემთხვევაში და პაციენტთა მოძრაობა. პატიმრების
მხრივ მათი სამედიცინო ჩნაწერების ნახვის მოთხოვნის საკითხი ჯერ არ დამდგარა.
კითხვას იმის შესახებ „მიმართავენ თუ არა პატიმარს თანხმობისათვის სამედიცინო
მანიპულაციების ჩატარებისას“ - ექიმმა გვიპასუხა, რომ „თანხმობა საჭირო არ არის“.
ექიმის განმარტებით, პაციენტთა გასინჯვას ესწრებიან მორიგე ექიმი, მთავარი ექიმი
და ციხის მორიგე ოფიცერი. სამედიცინო პერსონალის გარდა გასასინჯ ოთახში მყოფ
სხვა პირებს გარეთ გასვლაზე არავინ მიუთითებს. კონფიდენციალობის დაცვა
მოცემულ პირობებში საკმაოდ რთული და გადაუჭრელი პრობლემაა. ექიმის
განმარტებით,პაციენტის ადვოკატებისათვის სამედიცინო ინფორმაცია გაიცემა
მოთხოვნის შესაბამსისად.
პატიმრის განთავისუფლების შემდეგ, სამედიცინო ნაწილიდან პაციენტის შესახებ
არსებული სამედიცინო ჩანაწერები ბარდება ადმინისტრაციას და სავალდებულო
წესით არ გაიცემა გათავისუფლებული პირისადმი.
რაც შეეხება ადგილობრივად მომუშავე რაიმე სოციალური თერაპიის ან პრევენციის
პროგრამას, ექიმი ასახელებს მხოლოდ ორგანიზაცია „თანადგომას“, რომელიც
მუშაობს შიდსისა და ჰეპატიტების საკითხებზე; ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო
კომიტეტი.
ექიმის განამრტებით ციხის სამედიცინო პერსონალის მიერ ეპიდემიოლოგიური
სიტუაციის გეგმაზომიერი კონტროლი არ მიმდინარეობს, შესაბამისად არც რაიმე
დადგენილი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები გააჩნიათ. დაწესებულების
ადმინისტრაციას დადებული აქვს ხელშეკრულება რუსთავის სანიტარიულ
სამსახურთან, რომლის წარმომადგენლები თვეში ერთხელ ახორციელებენ ვიზიტს
და ატარებენ დეზინფექციას, დეზინსექციას და დერატიზაცია. ამ მიზნით ამუშავებენ
პატიმართა საცხოვრებელ საკნებს, სამედიცინო დანიშნულების ოთახს, სველ
წერტილებს და ადმინისტრაციულ შენობას. მიუხედავად ამისა, ექიმის
განმარტებით,„მუნს მაინც ვერაფერი შველის“.
ექიმი ამოწმებს ყოველი დარიგების წინ გასაცემი საკვების ხარისხს. აღნიშნულს
ხელმოწერით ადასტურებს სპეციალურ ჟურნალში, რომელიც კვების ბლოკის
მენეჯერთან ინახება. 2008 წლის განმავლობაში, ექიმის მიერ საკვების წუნდების
ფქტი არ დაფიქსირებულა, შესაბამისად არც დაწესებულების ადმინისტრაციისადმი
ყოფილა რაიმე სახის ინფორმაცია მიწოდებული.
565
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ექიმის განმარტებით,სანგარიშო პერიოდში პატიმრების მიერ თვითდაზიანების
ფაქტები თითქმის არ ყოფილა. რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა ერთი ფაქტი,
როდესაც ერთ-ერთმა პატიმარმა კისრის არეში სამართებლით მიიყენა
თვითდაზიანება. ექიმის განმარტებით,აღნიშნული პატიმარი ფსიქოპათიითაა
დაავადებული, თუმცა, გასაუბრების დროს აღნიშნავდა, რომ ყველა ფსიქოპათი
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი
და მათ ამ კატეგორიის პაციენტები აღარ ჰყავთ. 2008 წლის განმავლობაში პაციენტთა
მიერ ურთიერთდაზიანების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
2008 წლის განმავლობაში დაწესებულებაში გარდაცვლილია 2 პატიმარი, მაისში და
ნოემბერში. 2008 წლის 20 მაისს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებ
გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით: „საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის №1 დაწესებულებაში
პატიმარი გელა დ. გარდაიცვალა. საკუთარ საწოლში გარდაცვლილი პატიმარი
პირველად ოპერატიულმა მორიგემ შემოწმებისას ნახა. ექიმების პირველადი
დასკვნით პატიმრის გარდაცვალების მიზეზი გულ-სისხლძარღვთა მწვავე კმარისობა
გახდა“.
მიუხედავად ამ ინფორმაციისა, არც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ
გამოგზავნილ 2008 წელს გარდაცვლილ პატიმართა სიაში და არც ლ. სამხარაულის
სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გადმოგზავნილ
გარდაცვლილთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებში აღნიშნული
გარდაცვლილი პატიმარი არ ფიგურირებს, რის გამოც შეუძლებელია გარდაცვალების
მიზეზზე საუბარი. მონიტორინგის განმავლობაში ექიმის განცხადებით, მაისში იგი ამ
დაწესებულებაში არ მუშაობდა, რის გამოც მისთვის უცნობია აღნიშნული ფაქტი.
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის
მიერ
გადმოგზავნილ
გარდაცვლილ
პატიმართა სიაში ასევე არ ფიგურირებს ინფორმაცია პატიმარ ნუგზარ შ. - ს
გარდაცვალების შესახებ, რომლის სიკვდილს ასევე იუწყება საქართველოს
იუსტიციის სამინისტრო, 2008 წლის 26 ნოემბერს გამოქვეყნებული პრეს-რელიზით:
„იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის №1
დაწესებულებაში პატიმარი ნუგზარ შ. გარდაიცვალა. 25 ნოემბერს პატიმრის
ჯანმრთელობის
მდგომარეობა
მოულოდნელად
გაუარესდა.
ჩატარებული
სამედიცინო ღონისძიებების მიუხედავად, პატიმარი გარდაიცვალა. ექიმების
პირველადი დასკვნით მსჯავრდებულის გარდაცვალების მიზეზი გულის ინფარქტი
გახდა“.
ექიმის განმარტებით,დაზიანებათა აღრიცხვის ჟურნალი ცალკე სახით არ არსებობს.
ყველაფერი ერთ საერთო ჟურნალში ტარდება. სამედიცინო ნაწილი დაზიანების ან
ტრავმების შესახებ რაიმე ფორმით სტატისტიკურ ინფორმაციას არ აწარმოებს. ექიმის
განმარტებით, 2008 წლის ოქტომბრიდან მისი ინფორმაციით თვითმკვლელობის ან
თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევა არ ყოფილა, ხოლო მანამდე რა ხდებოდა
მისთვის უცნობია. ფსიქიატრისა და ფსიქოლოგის არარსებობის გამო რაიმე სახის
პრევენციული ღონისძიებების გატარება სუიციდის მიმართებაში არ ხორციელდება.
566
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ექიმი აღნიშნავს, რომ მათ დაწესებულებაში განსაკუთრებით საშიში და გადამდები
დაავადებების მქონე პაციენტები არ ჰყავთ. ამჟამად დაწესებულებაში არ არის
ტუბერკულოზით დაავადებული პირი. მისი ინფორმაციით 5-მდე აივ
ინფიცირებული პაციენტი იხდის სასჯელს, რომლებიც მკურნალობის კურსს გადიან.
აივ-ინფიცირებული პაციენტები „მგონი ცალკე საკანში არიან“, რომლის ნომერი
ექიმისთვის უცნობია.
დაწესებულებაში ფსიქიატრიული სამსახურისა და მომსახურების არარსებობის გამო,
პატიმრებს არც შესვლის და არც შემდგომ პერიოდში ფსიქიატრი ვერ ნახულობს.
დაწესებულებაში არ არსებობს ასევე რაიმე სახის პროგრამა ფსიქიკური
ჯანმრთელობის მხარდასაჭერად ან რეაბილიტაციისათვის. ადგილობრივი
სამედიცინო პერსონალი არ არის დატრენინგებული ფსიქიკური ჯანმრთელობის
პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების მიმართულებით. დაწესებულებაში
ფსიქიკური დაავადებების მქონე პაციენტებისათვის ხალკე გამოყოფილი პალატა
2008 წლის განმავლობაში და არც მონიტორინგის დროს არ ყოფილა.
ექიმის განმარტებით,დაწესებულებაში წამალდამოკიდებული პირები არ არიან
მოთავსებულნი, მათი გამოვლენა არ მომხდარა, შესაბამისად ამ პროფილის ექიმი ან
მკურნალობის დანიშვნა არ დასჭირვებიათ. აბსტინენციის სინდრომის გამო
რომელიმე პატიმარს ექსცესი არ მოუწყვია. ექიმი ასევე აღნიშნავს, რომ ამგვარი
საჭიროების შემთხვევაში პრობლემა არ შეიქმნება, ვინაიდან დაწესებულებაში
მომუშავე ერთ-ერთი ექიმი ასევე ლიცენზირებულია ნარკოლოგიაში.
დაწესებულების საშტატო განრიგით გათალისწინებულია პროვიზორი. პროვიზორი
მუშაობს მისთვის ცალკე არსებულ ოთახში, რომელიც დაწესებულების გარეთ
მდებარეობს. მთავარი ექიმი პროვიზორთან ერთად განსაზღვრავს იმ მედიკამენტთა
ნუსხას, რომელიც აფთიაქში საწყობდება და ექიმის დანიშნულების ან საჭიროების
მიხედვით გაიცემა პაციენტებზე.
პაციენტებს ეკრძალებათ ხელზე იქონიონ ამპულირებული პრეპარატები, ასევე
ფსიქოტროპული საშუალებები. მათ თავის განკარგულებაში შეიძლება ჰქონდეთ
ტკივილგამაყუჩებელი, ანტიგრიპოზული, ანტიჰიპერტენზიული საშუალებები; ასევე
ანტიბიოტიკები, აეროზოლები, ეუფილინი, დიაბეტონი და ა.შ. პატიმრებს არ
შეიძლება ასევე საკუთარ განკარგულებაში ჰქონდეთ შპრიცები. პარენტერული გზით
მისაღებ პრეპარატების ორგანიზმში შეყვანას ახდენს ექთანი, რომელიც ასევე გასცემს
ისეთ პრეპარატებს, რომელთა ქონა პაციენტებისათვის აკრძალულია
გადამდები დაავადებებიდან ექიმი ასახელებს გრიპს, მუნს, ძალზედ იშვიათად
ნაწლავურ პათოლოგიებს. აღნიშნავს ასევე გასტრიტების საკამოდ მაღალ
სიხშირეს,რომეთა ეტიოლოგია უცნობია. გადამდები დაავადებების პროფილაქტიკის
მიმართულებით, რაიმე განსაკუთრებული პრევენციული ღონისძიებები არ
არსებობს. დაავადების განვითარების შემთხვევაში კი პაციენტთა იზოლირების
ფაქტები არ დაფიქსირებულა. ექიმის განმარტებით,პატიმართა შორის რაიმე
ვენერული დაავადება არ დაფიქსირებულა; ამასთან ოქტომბრის თვიდან
დერმატოვენეროლოგი დაწესებულებაში არ მოსულა სკრინინგის ჩასატარებლად ან
567
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
პაციენტთა კონსულტირების მიზნით. მსგავსი პროფილის დაავადებებზე პაციენტთა
შემოწმების დროს შეძლებისდაგვარად იცავენ კონფიდენციურობას.
ექიმის განმარტებით,მათ დაწესებულებაში არ იმყოფებიან პირები, რომელთათვისაც
შეუთავსებელია ხანგრძლივი პატიმრობა. 2008 წლის განმავლობაში მათ ჰყავდათ
ერთი პაციენტი, რომელსაც დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე და გადაყვანილ იქნა
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში. ასევე ჰყავდათ
ერთი პაციენტი, რომელსაც თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის შემდეგ
განუვითარდა ნევროლოგიური დეფიციტი, გადაადგილდებოდა ყავარჯნით.
აღნიშნული პაციენტიც, დიაგნოსტიკისა და შემდგომი მკურნალობის მიზნით
ეტაპირებულ იყო მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში.
უკურნებელი სენით შეპყრობილი პაციენტები მათ დაწესებულებაში ძალზედ
იშვიათია. გადაადგილების მიზნით ეტლს, დაწესებულებაში ამჟამად არსებული
პატიმრები არ საჭიროებენ.
აუცილებლობის
შემთხვევაში
პატიმრების
გეგმური
წესით
ეტაპირება
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში ხდება კვირაში
ერთხელ, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში - შემჭიდროვებულ
ვადებში. ქალაქის სხვა სავადმყოფოებში ტრანსპორტირება, მიუხედავად სამედიცინო
აუცილებლობისა არ მომხდარა. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა ადგილობრივ
ექიმთა კომპეტენციას არ განეკუთვნება.
ადგილობრივი ექიმის ინფორმაციით, მათ ჰყავთ ბრონქული ასთმით დაავადებული
10 პაციენტი, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია. მათგან სიმძიმის მიხედვით
გამოჰყოფს 1 პაციენტს, რომელიც თანდათან მძიმდებოდა. გარკვეულ ეტაპზე
იძულებულნი იყვნენ გადაეყვანათ პრედნიზოლონზე. მიუხედავად იმისა, რომ
ექიმის განმარტებით, ასთმური სტატუსი არ განვითარებულა, კლინიკურად
პაციენტი საკმაოდ დამძიმდა, რის გამოც დაახლოებით საბოლოდ 1 თვის წინ
გადაყვანილ იქნა მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში.
რაც შეეხება შაქრიან დიაბეტს, მათ ამ დიაგნოზით ჰყქვთ 1 პაციენტი, რომელიც
მკურნალობს
ტაბლეტირებული
სამკურნალო
საშუალებით
(დიაბეტონი).
პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ ინსულინოთერაპიას, ამჟამად აღარ ჰყავთ. 2008
წლის განმავლობაში კი ასეთი 5 პატიმარი ჰყავდათ, რომლებიც გადაყვანილ იქნენ
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში. სავარაუდოდ
ბოლომდე
გადაუჭრელი
იყო
მათი
კვების
საკითხი,
ჯანმრთელობის
მდგომარეობიდან გამომდინარე. სამედიცინო ჩვენების გამო, ექიმის განმარტებით,
ამჟამად დიეტური კვება არავის არ აქვს დანიშნული.
მონიტორინგის პერიოდში რეგისტრირებული იყო 5 პაციენტი დიაგნოზით ეპილეფსია. ექიმის განმარტებით, წინა თვეებში ამგვარი პაციენტების რიცხვი
გაცილებით მაღალი იყო (დაახლოებით 12-მდე), თუმცა, ისინი გადაყვანილ იქნენ
სხვადასხვა სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში. ამჟამად არსებული ყველა
ეპილეფსიის მქონე პაციენტი იღებს ფინლეპსინს დანიშნულების მიხედვით. ექიმის
568
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
განმარტებით, წინა თვეში დააფიქსირეს ერთი შემთხვევა, რომელიც შეესაბამებოდა
ეპილეფსიურ სტატუსს.
რაც შეეხება სამედიცინო დოკუმენტაციას, იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 24
ივნისის
№486
ბრძანებით
დამტკიცებული
ფორმებიდან,
ექიმის
განმარტებით,დაწესებულებაში
აწარმოებენ:
ამბულატორულ
მიღებაზე
მომსახურებულ პატიმართა აღრივცვის ჟურნალს (ფორმა№3), ჩატარებული
სამედიცინო კონსულტაციების აღრიცხვის ჟურნალს (ფორმა№11), ფსიქოპათიური და
ფსიქიური გადახრებით დაავადებულ პატიმართა აღრიცხვის ჟურნალს (ფორმა№12),
დაწესებულებაში გამოვლენილ ინფექციურ დაავადებათა აღრიცხვის ჟურნალს
(ფორმა№13), საყოფაცხოვრებო ტრავმების აღრიცხვის ჟურნალს (ფორმა№15),
გარდაცვლილ ავადმყოფთა აღრიცხვის ჟურნალს (ფორმა№17). ვიწრო პროფილის
ექიმ-სპეციალისტის მუშაობის აღრიცხვის ჟურნალი (ფორმა№5) იწარმოება მხოლოდ
სტომატოლოგისათვის. რაც შეეხება კვების ბლოკის მენუს (ფორმა№23), აღნიშნული
დოკუმენტიიწარმოება კვების ბლოკში და იქვე ინახება.
N2 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულება
(ქ. რუსთავი)
რუსთავის N2 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულება გათვლილია
2744 პატიმარზე. მონიტორინგის დროს დაწესებულებაში იმყოფებოდა 2960
პატიმარი. შევხვდით დაწესებულების მთავარ ექიმს. მისი განმარტებით, სადაზღვევო
კომპანია „ალდაგი ბი სი აი“-ის წასვლის შემდეგ, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2007 წლის 12
მარტის N2 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულების
მოსამსახურეთა საშტატო მუსხის დამტკიცების შესახებ N1904 ბრძანების დანართში
შევიდა ცვლილებები და დამატებები, რომლის მიხედვითაც დაწესებულებაში
სამედიცინო პერსონალის რაოდენობა განისაზღვრა 19 ერთეულით. მათ შორის:
-
ექიმი - 6 (იუსტიციის მაიორი);
ექიმი -2 (მოსამსახურე);
პროვიზორი - 1;
ექთანი - 10.
ამჟამად, არსებულ საშტატო ადგილებზე მუშაობს 6 ექიმი სპეციალობით - შინაგანი
მედიცინა და 1 ექიმი სპეციალობით ზოგადი ქირურგია. დაკავებულია მედდის 6
ადგილი და ფარმაცევტის 1 ადგილი. ვაკანტურია ექიმის 1 და მედდის 4 საშტატო
ადგილი.
ექიმის განმარტებით, 2008 წლის განმავლობაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც
პაციენტი ითხოვდა მის მიერ არჩეული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის
სუბიექტის გარედან შემოყვანას, თუმცა, ასეთი მოთხოვნები ადმინისტრაციის
მხრიდან იშვიათად დაკმაყოფილებულა.
სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა ექიმის აზრით ხელმისაწვდომია
დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. ამჟამად 5 ექთანი მუშაობს და კიდევ 5-ის
დამატების შემდეგ შტატი გაძლიერდება. ღამით მორიგეობს 1 ექიმი და 1 ექთანი.
569
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ექთანთა რაოდენობის გაორმაგების შემდეგ დაგეგმილია რომ სამორიგეოდ 2 ექთანი
დარჩეს ღამით მორიგეობაზე.
„ალდაგი ბი სი აი“-ს წასვლის შემდეგ მოიმატა ასევეს სამედიცინო პერსონალის
ხელფასამც, მთავარი ექიმის ხელფასი შეადგენს 800 ლარს. ექიმის ხელფასი - 550,
ხოლო ექთნისა - 300 ლარს.
უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში, სამედიცინო ნაწილში მომუშავე პერსონალს
რაიმე სახის პროფესიული ტრენინგი ან უსგ/უპგ (უწყვეტი პროფესიული
განათლება/უწყვეტი პროფესიული განვითარება) პროგრამები არ გაუვლიათ.
სამედიცინო ნაწილი განთავსებულია ცალკე, ეზოში მდებარე ერთსართულიან
შენობაში. იგი შედგება შემდეგი ოთახებისა და სათავსოებისაგან:
1. საორდინატორო, რომელშიც იმყოფებიან ექიმები და ექთნები. ოთახის ფართია
19,5
მ2 .
ამავე
ოთახში
რჩება
მორიგე
სამედიცინო
პერსონალი.
საორდინატორიშო განთავსებულია ექიმთა მაგიდები, 2 საწოლი, კარადები
მედიკამენტებისათვის,
მშრალი
სიცხის
სტერილიზატორი,
სამედიცინო
დოკუმენტაციის თაროები, ხელსაბანი.
2. საორდინატორიდან კარი პირდაპირ გადის პაციენტთა მისაღებ ოთახში,
რომელშიც განთავსებულია სამედიცინო ტახტი, შტატივი, სამედიცინო
სასწორი. ამ ოთახში წარმოებს ინტრავენური ინფუზუები და პაციენტთა
გასინჯვა. ოთახის ფართობია 14 მ2.
3. სამედიცინო ნაწილშია მოქცეული ე.წ. სამანიპულაციო ოთახი, რომლის
ფართობია
17
მ2 .
ოთახში
მოთავსებულია
სამედიცინო
ტახტი
და
სტომატოლოგიური სავარძელი. ოთახი საჭიროებს რემონტს.
4. სამედიცინო
ნაწილი
აერთიანებს
3
პალატა-საკანს.
ყველა
მათგანში
დამონტაჟებულია ხელსაბანი. N1 საკანი პალატის ფართობია 19,5 მ2. პალატაში
განთავსებულია 10 საწოლი, რომელიც სრულადაა შევსებული;
5. პალატა-საკანი N2 განთავსებულია 61 მ2 ფართობზე. პალატაში დადგმულია 16
საწოლი, რომლებიც სრულადაა შევსებული;
6. პალატა-საკანი
N3,
გათვალისწინებულია
რომელიც
განთავსებულია
44.5
მ2
ტუბერკულოზით
ფართობზე
დაავადებული
მსჯავრდებულებისათვის. მასში განთავსებულია 20 საწოლი. მონიტორინგის
პერიოდში პალატაში 6 პაციენტი იმყოფებოდა.
7. სამედიცინო ნაწილში გაერთიანებულია ასევე სათავსო. ოთახის ფართობია
11მ2 . ოთახი განკუთვნილია მედიკამენტების შესანახად.
8. სამედიცინო ნაწილში არის ასევე ტუალეტი პერსონალისათვის;
9. ასევე დერეფანი, რომელიც შენობაში შემოსასვლელს აკავშირებს პალატებთან,
პაციენტთა მისაღებთან, სამანიპულაციოსა და წამლების შესანახ სათავსოსთან.
570
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ექიმის განმარტებით, სამედიცინო პერსონალს ასევე შესაძლებობა აქვს ახალ
კორპუსში გამოიყენოს ოთახო პაციენტთა მისაღებად და გასასინჯად.
სამედიცინო ნაწილი ახორცილებს ამბულატორულ და სტაციონარულ მომსახურებას.
პაციენტთა ამბულატორული მიღება მიმდინარეობს დღის განმავლობაში, ხოლო
სტაციონარული
მკურნალობა
განკუთვნილია
გაშლილია
ტუბერკულოზით
46
საწოლზე,
რომელთაგანახ
დაავადებული
20
პაციენტებისათვის.
ამბულატორულ მიღებაზე სხვადასხვა საჭიროების (მათ შორის წამლის მისაღებად)
გამო დღის განმავლობაში დაახოებით 80-მდე პატიმარი მომართავს. პაციენტები
მომართავენ
თვითდინებით,
ან
საპყრობილის
თანამშრომელთა
(ძირითადად
სოციალური სამსახურის მუშაკთა) მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედეგად.
მოწვეულ
სპეციალისტთა
მიზანშეწონილობის
კონსულტაციებზე
შემთხვევაში.
ჩაწერა
სამედიცინო
ხდება
ნაწილის
ექიმის
მიერ
თანამშრომელთა
ინფორმაციით, ყოველ საღამოს ექთანი ახდენს კორპუსების შემოვლას, ჯანდაცვის
საჭიროებათა
განსაზღვრის
მიზნით.
ექთანი
ასევე
არიგებს
დანიშნულ
მედიკამენტებს. სასწრაფო შემთხვევებში და გადაუდებელი აუცილებლობისას,
სართლის მორიგე რეკავს სამედიცინო ნაწილში და ადგილზე იძახებს მორიგე
მედპერსონალს.
სამედიცინო ნაწილში არ არის ექიმი ფსიქიატრი. ალდაგის წასვლის შემდეგ არ არის
გამოყოფილი
კონსულტანტი
კონკრეტულ
დაწესებულებაში,
ფსიქიატრი.
ამგვარად,
ფსიქიატრიული
სასჯელაღსრულების
დახმარების
კომპონენტი
ამ
არ
არსებობს. სამედიცინო ნაწილში არ არის ცალკე პალატა განკუთვნილი ფსიქიკური
პრობლემების მქონე პირებისათვის. ექიმის განმარტებით,ექიმი სტომატოლოგი
ამჟამად არ ყავთ თუმცა, სამომავლოდ სავარაუდოდ ეყოლებათ. წარსულში
სტომატოლოგიური დახმარება შემოიფარგლებოდა მხოლოდ კბილის ექსტრაქციით.
ექიმის აზრით „1 სტომატოლოგი ამზელა კონტინგენტს ვერ აუვა. სტომატოლოგი
ალბათ კვირაში 3-4 ჯერ ივლის. ამის გამო თერაპიული სტომატოლოგიური
სამსახურის აწყობა შეუძლებელია“.
შიმშილობის შემთხვევაში, ექიმი პერიოდულად ნახულობს მოშიმშილე პატიმარს და
აძლევს რჩევებსა და დარიგებებს, კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა
ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში არ ხდება მოშიმშილეთა იძულებითი კვება ან რაიმე
სახის მანიპულაციის ან გამოკვლევის ჩატარება ამ უკანასკნელთა თანხმობის გარეშე.
იხსნება მოშიმშილის ბარათი, სადაც დადგენილი პერიოდულობით ფიქსირდება
ინფორმაცია ჯანმრთელობის მონიტორინგის შესახებ.
დაწესებულებაში მომუშავე ექიმთა პროფილიდან გამომდინარე ამბულატორული
მომსახურება წარმოებს ქირურგიული და თერაპიული პროფილით. ქირურგიული
571
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
საქმიანობიდან სამედიცინო ნაწილში წარმოებს შეხვევები, ჭრილობის გაკერვა,
ჭრილობის პირველადი ქირურგიული დამუშავება. გამოუვალ მდგომარეობაში
ხდება აბსცესის გახსნა და სხვა სახის მცირე ქირურგიულიმანიპულაციების
ჩატარებაც. ყოველივე ეს წარმოებს სამედიცინო ნაწილის სამანიპულაციო ოთახში,
რომელიც ექიმის აზრით მოსაწყობი და აღსაჭურვია. სტერილიზაცია სამედიცინო
ნაწილში წარმოებს მშრალი სიცხით და ანტისეპტიკური ხსნარებით. შესახვევი
მასალა მზადდება ადგილზე და ლაგდება ბიქსებში.
ექიმის განმარტებით, ალდაგის მენეჯმენტის პირობებში ფსიქიატრი მოდიოდა 2
კვირაში ერთხელ. ნევროლოგი დადის ყოველ კვირას. ნარკოლოგი დაწესებულებაში
არასოდეს
მოსულა.
ამჟამად,
ალდაგის
მენეჯმენტის
შეწყვეტის
პირობებში
სპეციალისტები იშვიათად შემოდიან. ლაბორატორია არ მოდის.
ექიმის გადმოცემით მათ არ ჰყავთ წამალდამოკიდებულების მქონე პირები.
პატიმრების მათთან გადმოყვანის პერიოდისათვის ამ მხრივ მწვავე პერიოდი უკვე
ჩავლილია.
ექიმის განმარტებით,ყოველი პატიმარი გარეგნულად მოწმდება დაწესებულებაში
შემოსვლისთანავე და კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. თუ ეტაპირებულ პატიმართა
დიდი ნაკადი შემოდის, მაშინ გარეგნული დათვალიერება შეძლებისდაგვარად
ტარდება. განმეორებითი გეგმური შემოწმება მიზანმიმართულად არ ტარდება; ამ
ვაკუუმს ავსებს შემოვლების დროს ჩატარებული ანალოგიური ღონისძიებები
საჭიროების შემთხვევაში. ამგვარად, ახლად შემოსულ ან დაბრუნებულ პატიმართა
სამედიცინო შემოწმება და არსებობის შემთხვევაში ყოველგვარი დაზიანების და
ფიზიკური/ფსიქიკური ნიშნების დაფიქსირება ხდება საჭიროებისამებრ. ციხეში
განხორციელებული
ძალადობის
შემთხვევაში
კი
იწარმოება
დაზიანების
სპეციალური ჟურნალი.
დაზიანებულ და სხვადასხვა სახის ტრავმების მქონე პაციენტთა გამოკვლევისას ამ
უკანასკნელთა კომენტარები ექიმის თქმით არ ფიქსირდება. არ იწარმოება ასევე
მომხდარი
დაზიანებების
და
დაზიანებათა
სტრუქტურის
შესახებ
რაიმე
სპეციფიკური სტატისტიკური ინფორმაცია. ექიმის მიერ წარმოდგენილი ჟურნალის
მიხედვით, 2008 წლის განმავლობაში დაფიქსირებულია პატიმართა დაზიანების 150
შემთხვევა. თვითმკვლელობის მცდელობა არ ყოფილა. ფსიქიკური აშლილობის
მქონე პირთა (რომლებიც მიდრეკილნი არიან ასეთი თვითდაზიანებებისაკენ)
გადაყვანა
მსჯავრდებულთა
და
პატიმართა
სამკურნალო
დაწესებულების
ფსიქიატრიულ გამყოფილებაში ხდება შეძლებისდაგვარად. დაზიანების მიყენების
შემდეგაც კი ვერ ხერხდება პაციენტის კონტაქტი ფსიქიატრთან, ამ უკანასკნელის
არარსებობის გამო.
572
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
2008 წლის განმავლობაში დაწესებულებაში დაფიქსირდა 1 სუიციდის ფაქტი.
იუსტიციის სამინისტროს მიერ 2008 წლის 5 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციის
მიხედვით,
„დაწესებულებაში
ჩამოკიდებული
პატიმარი
ვენტილაციის
ი.მ.
პირველად
გისოსზე
საკუთარი
ოპერატიულმა
მაისურით
მორიგემ
ნახა.
გამომძიებლისა და ექსპერტების პირველადი დასკვნით, 32 წლის პატიმარმა თავი
ჩამოიხრჩო. საქმეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახური
იძიებს“.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს განცხადებით მომართა გარდაცვლილის
დამ, რომელიც ითხოვდა დახმარებას მისი ძმის გარდაცვალების მიზეზებისა და
ვითარების გარკვევაში. შემოსულ განცხადებაზე რეაგირების და საქმეში გარკვევის
მიზნით, 2008 წლის 8 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები
იმყოფებოდნენ გარდაცვლილის ოჯახში სადაც გაესაუბრნენ ოჯახის წევრებს და
მოხდა გვამის გარეგნული დათვალიერება; ასევე სხეულზე არსებულ დაზიანებათა
ფოტოგრაფირება. შედგა სათანადო ოქმი.
გვამის გარეგანი დათვალიერებით: მარჯვენა თვალბუდის ქვედა
აღინიშნება სისხლნაჟღენთი, რომელიც გადადის ცხვირის ფუძეზე.
კიდესთან
კისრის წინა ზედაპირზე აღინიშნება ღრმა სტრანგულაციური ღარი, რომელიც
ვრცელდება მარჯვნივ - დვრილისებური მორჩის ქვედა კიდემდე, ხოლო მარცხვნივ ქვედა ყბის ძვლის კუთხის დონემდე.
მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის მიდამოში, სხივისკენა კიდესთან აღენიშნება
დაზიანება (ნაჭდევი) სიგრძით 0,5 სმ, რომელიც არ უნდა იყოს სიცოცხლის
დროინდელი. მისგან დაახლოებით 1,5 სმ-ით გარეთ, ირიბად მდებარეობს
სისხლნაჟრენთი, რომელიც ვრცელდება იდაყვის ძვლის პროექციისაკენ.
მარცხენა მტევნის მე-3 თითის პროქსიმალური ფალანგის შიგნითა (პალმარული)
ზედაპირზე ფიქსირდება ნაფლეთოვანი ჭრილობა. იმავე თითის დორსალურ
ზედაპირზე, ნებთაშორისი სახსრის დონეზე დაკრული აქვს მწებავი პლასტირით,
რომელიც გაჟღენთილია სისხლით. მარცხენა მტევნის დორსალურ ზედაპირზე
აღინიშნება დაახლოებით 2 სმ სიგრძის ზედაპირული ჭრილობა, რომელიც,
სავარაუდოდ, სიკვდილის შემდგომია.
მარჯვენა მუხლის სახსრის მიდამო შეშუპებულია. კვირისთავის მიდამოში
აღინიშნება 3 გავრცელებული სისხლნაჟღენთი. მათგან ყველაზე უფრო დიდის
დიამეტრია 3,5 სმ. სისხლნაჟღენთების შეფერილობა მუქი შინდისფერია. მარჯვენა
კვირისტავი თავისუფლად მოძრაობს ფართო დიაპაზონში ზემოთ და მედიალურად.
(მარცხენა კვირისტავი ფიქსირებულია).
მარჯვენა წვივის ზედა მესამედში, ლატერალურ კიდეზე, აღინიშნება დაახლოებით
0,5 სმ დიამტერის სისხლნაჟღენთი, რომლის ზედა კიდეზე კანო დაზიანებულია და
გახსნილი.
573
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
მარჯვენა იდაყვის მიდამოში აღინიშნება ორი ჭრილობა, ერთმანეთისადან
დაშორებული, სიგრძით (ორივე მათგანი) დაახლოებით 1,0 – 1,5 სმ. აღნიშნული
მიდამოდან შედარებით პროქსიმალურად მდებარეობს „∏“ მაგვარი ჭრილობა,
რომელიც გაკერილია კვანძოვანი ნაკერით.
მარცხენა იდაყვის მიდამოს მედიალურ ზედაპირზე ასევე აღინიშნება მსგავსი
ჭრილობა, რომელზეც ადევს კვანძოვანი ნაკერები.
სამწუხაროდ, ლ სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს
მიერ არ იქნა გადმოგზავნილი გარდაცვლილის სასამართლო–სამედიცინო
ექსპერტიზის დასკვნა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ თვეში გარდაცვლილთა
ექსპერტიზის დასკვნებს აკლდა მხოლოდ ეს კონკრეტული შემთხვევა.
დაწესებულების სამედიცინო ნაწილის აღჭურვილობა საკმაოდ მწირია. ექიმები
მუშაობენ პრაქტიკულად მხოლოდ წნევის აპარატისა და ფონენდოსკოპის ამარა. აქვთ
უმნიშვნელო რაოდენობით ქირურგიული იარაღები. ექიმ ქირურგს საკერავი მასალა
და ხელსაწყოები, გამოუვალი მდგომარეობის გამო თავად მოაქვს. თავის პირად
იარაღებს ატარებს ასევე ექიმი სტომატოლოგი მოსვლის შემთხვევაში. ექიმის
განმარტებით,მოთხოვნილი
აქვს
ლარინგოსკოპი,
ამბუს
პარკი,
საინტუბაციო
მილები, მცირე საოპერაციო კომპლექტი, საოპერაციო მაგიდა, საოპერაციოს განათება,
ბაქტერიოციდული ნათურის დანადგარი.
დაწესებულების
ექიმის
მიერ
მოწოდებული
ინფორმაციით,
აივ/შიდსით
დაავადებული 9 პატიმარი იმყოფება მათი კონტროლის ქვეშ. აღნიშნულთაგან
ანტირეტროვირუსული მკურნალობა უტარდება 4 პაციენტს.
დაწესებულებაში მოქმედებს ორგანიზაცია „თანადგომის“ პროგრამა, რომლის
ფარგლებში შესაძლებელია ჩატარდეს პატიმართა ნებაყოფილობითი გამოკვლევა აივ
ინფექციაზე.
პროგრამა
ასევე
ნაწილობრივ
ფარავს
ვირუსული
ჰეპატიტების
გამოვლენასაც, თუმცა, აღნიშნული ემსახურება მხოლოდ ინფექციურ დაავადებათა
დიაგნოსტიკას და არა მკურნალობას.
რაც შეეხება ტუბერკულოზს, ექიმის განმარტებით, ბოლო 3 თვეში 25 ახალი შემთხვეა
გამოვლინდა. მრავლადაა ასევე ტუბერკულოზის სავარაუდო დიაგნოზის მქონე
პატიმრებიც. წითელმა ჯვარმა ამ დაწესებულებაში საქმიანობა შეაჩერა და პროგრამა
სხვა სტრუქტურას გადააბარა. კვირაში ერთხელ მოდის კურიერი, რომელსაც
მხოლოდ ტუბერკულოზზე 5 საეჭვო პირის ნახველი მიაქვს გამოკვლევისათვის.
ერთჯერადად იყო შემთხვევა, როდესაც წაიღეს 22 პირისაგან აღებული მასალა
შემდგომი კვლევისათვის. ვინაიდან წასაღები მასალის რაოდენობა შეზღუდულია,
574
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
პაციენტებს უწევთ დაყოვნება და რიგში ჩადგომა ლაბორატორიიდან პასუხის
მისაღებად.
ექიმის ინფორმაციით დაწესებულებაში მყოფ პატიმართა შორის საკმაოდ ფართოდაა
გავრცელებული „C“ და „B“ ვირუსული ჰეპატიტები. აქტიური „C“ ვირუსული
ჰეპატიტით ამჟამად რეგისტრირებულია 3 პაციენტი. სამივეს ადგილზე უტარდება
მკურნალობა ინტერფერონით. ეს პაციენტები მსჯავრდებულთა და პატიმართა
სამკურნალო
დაწესებულებიდან
ინფექციონისტი
ადგილზე
26
მხოლოდ
დეკემბერს
2
ჯერ
გადმოიყვანეს.
მას
მოვიდა.
შემთხვევაში
სხვა
შემდეგ
ინფექციონისტი ტელეფონით უკავშირდებათ და იღებს ინფორმაციას მკურნალობის
კურსში ჩართული პაციენტების შესახებ. ექიმის ინფორმაციით 2 პაციენტის
ჰეპატიტი უკვე აქტიურიდან პასიურ ფორმაში გადავიდა. ჰეპატიტების და სხვა
საშიში ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით, დაწესებულების სამედიცინო ნაწილი
აწარმოებს
შპრიცების
აღრიცხვას.
ასევე
პროფილაქტიკა
მოიცავს
იარაღების
სტერილიზაციას. ჰეპატიტის გამო, პაციენტთა საკონსულტაციოდ ინფექციონისტი
გარედან 2008 წლის განმავლობაში არ შესულა.
დაწესებულებაში, ექიმის განმარტებით, ხდება სქესობრივი გზით გადამდები
დაავადებების
სკრინინგი.
ვენ
სნეულებები
2008
წლის
განმავლობაში
არ
დაფიქსირებულა.
რაც შეეხება პირებს, რომელთათვისაც შეუთავსებელია ხანგრძლივი პატიმრობა, ამ
კატეგორიის
პატიმრები
არ
ყავთ.
3
მსჯავრდებულს
დადგენილი
აქვს
ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმა; 1 პაციენტს აქვს გამოხატულ ღვიძლის
ციროზი, რომელიც ვირუსული ჰეპატიტი ფონზე განვითარდა. ონკოლოგიური
დაავადებების მქონე პირები არ ყავთ.
ექიმის
მიერ
დაწესებულებაში
რეგისტრირებულია
შაქრიანი
დიაბეტით
დაავადებული 5 პაციენტი, რომლებიც ინსულინით მკურნალობენ. გარდა ამისა,
უპირატესად გამოვლენილი დაავადებებია ეპილეფსია, მუნი, მხედველობის ქრ.
გაუარესება.
პაციენტები სამედიცინო ჩვენების გამო ეტაპით იგზავნებიან მსჯავრდებულთა და
პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში. 2008 წლის დეკემბერში მაგალითისათვის
გადაყვანილ იქნა 34 პაციენტი, ხოლო იანვარში - 21 პაციეტნი. მსჯავრდებულთა და
პაციენტთა
სამკურნალო
დაწესებულებაში
პაციენტთა
საშუალო
დაყოვნების
პერიოდი შეადგენს 2 კვირას, რის შემდეგაც პატიმრები უკან ბრუნდებიან; თუმცა, ამ
შემთხვევაში დაყოვნების დრო დამოკიდებულია პათოლოგიაზე.
575
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
სამკურნალო
დაწესებულებიდან
დაბრუნებულ
პაციენტებს
თან
მოჰყვებათ
სამედიცინო ბარათები, რომელშიც მოცემულია ეპიკრიზი. რამდენიმე ასეთი ბარათის
ნახვის შედეგად აღმოჩნდა, რომ მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო
დაწესებულების მიერ შევსებული სამედიცინო ინფორმაცია არასრულყოფილია.
ხშირად სრულყოფილად
ვერ ასახავს პაციენტის ჯანმრთელობას, ჩატარებულ
სადიაგნოზო და სამკურნალო მანიპულაციებს, რაც ადგილობრივ ექიმებს ხელს
უშლის საქმიანობაში და მკურნალობის უწყვეტობის უზრუნველყოფაში. აღნიშნულს
გარკვეულწილად
განაპირობებს
არსებული
არასტანდარტულობა,
რაც
ჯანმრთელობისა
სოციალური
და
აშკარად
სამედიცინო
განსხვავდება
დაცვის
დოკუმენტაციის
საქართველოს
მინისტრის
მიერ
შრომის,
დამტკიცებული
სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმებისაგან.
ექიმის ინფორმაციით, პატიმრები იშვიათად ითხოვენ სამედიცინო ჩანაწერების
გაცნობას; ამავე დროს პაციენტი არასდროს არ აფიქსირებს საკუთარ კომენტარს
სამედიცინო
ჩანაწერებში.
საკუთარი
განზრახული
სამედიცინო
გამოკვლევების,
ღონისძიებების
შესახებ
მათი
შედეგების
პატიმარი
და
პაციენტები
ინფორმაციას იშვიათად ღებულობენ. ინფორმაცია პაციენტთა ჯანმრთელობის
მდგომარეობის
შესახებ
გაიცემა
კანონმდებლობით
დადგენილ
შემთხვევაში.
პატიმრები და მათი ადვოკატები უმრავლეს შემთხვევებში იღებენ სამედიცინო
ცნობებს მოთხოვნის შესაბამისად. პატიმრის განთავისუფლების შემთხვევაში კი
სამედიცინო დასკვნა ან ამონაწერი გაიცემა მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად.
ახლად შემოსული პატიმრების დათვალიერება ხდება ექიმის მისაღებ ოთახში.
დათვალიერებას
ესწრება
ასევე
ციხის
თანამშრომელი
ოფიცერი
ან
მორიგე
(არასამედიცინო პერსონალი), რის გამოც კონფიდენციურობის დაცვა ხშირად
შეუძლებელია.
ექიმის განმარტებით, რეგისტრირებულია 4 პაციენტი, რომლებსაც აღენიშნებათ
ბრონქული ასთმა ხშირი შეტევებით. ყველა მათგანი იმყოფება სამედიცინო ნაწილის
სტაციონარში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
რაც შეეხება მედიკამენტებით მომარაგებას, ექიმის განმარტებით, 2008 წლის
განმავლობაში ამ მხრივ საგანგაშო მდგომარეობა იყო. ექიმის მიერ სადაზღვევო
კომპანიაში
გაგზავნილი
წამლების
მოთხოვნის
მხოლოდ
10%
შემოდიოდა
დაწესებულებაში. აღნიშნულის გამო საკმაოდ ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც
პატიმრების ოჯახებს უხდებოდათ გარედან სამკურნალო პრეპარატების შემოგზავნა.
თებერვლიდან მდგომარეობა გამოსწორდა და სამომავლოდაც პირდებიან რომ
მედიკამენტების
მომარაგების
თვალსაზრისით
პრობლემებს
მოაგვარებენ.
576
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
მიუხედავად ამ მხრივ გაუმჯობესების აშკარა ტენდენციისა, ექიმს მაინც მიაჩნია რომ
მედიკამენტები მათთვის არასაკმარისია.
კვების ორგანიზაციას დაწესებულებაში უზრუნველყოფს შპს „მეგაფუდი“. ექიმი
საკვების ყოველივე დარიგების წინ სინჯავს საჭმელს. შაქრიანი დიაბეტის მქონე
პატიმრებისთვის გათვალისწინებულია შედარებით უფრო დიატური საკვები, თჲმცა
ექიმი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის
ადეკვატური მაინც არ არის. ამანათებით შემოდის მხოლოდ ხილი და წვენები.
რაც შეეხება პატიმართა ჰიგიენურ პირობებს, დაწესებულებაში პატიმრები თავიანთ
სარეცხს თვითონ რეცხავენ. დაფიქსირებულია მუნის გავრცელების შემთხვევები.
პაციენტთა
გარკვეულ
ნაწილს
აღენიშნება
ალერგია
ადგილობრივ
წყალზე.
პატიმრები ასევე უჩუვიან რომ დაწესებულებაში არსებული წყალი სამელად
უვარგისია.
ექიმის აზრით, დაწესებულებაში გადასაჭრელია ფსიქიკური დაავადებების მქონე
პაციენთთა საკითხიც. მათ გარკვეულ ნაწილს დადგენილი აქვს ორგანული
პიროვნული აშლილობა. 15 პაციენტს, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის
მიერ დადგენილი აქვ დიაგნოზი, მიუხედავად ამისა, აღნიშნული პაციენტები
დღემდე ამ დაწესებულებაში იმყოფება. ადგილობრივი ექიმები ხშირად აფიქსირებენ
ნევროზულ მდგომარეობას. დაწესებულების არალიცენზირებულობის გამო „ა“
ჯგუფის პრეპარატების შემოტანა არ არის ნებადართული.
ადგილობრივი ექიმის ინფორმაციით, დაწესებულებაში ამ მომენტში მასთან არის 16
პაციენტი ორგანული ფსიქიკური აშლილობის დადგენილი დიაგნოზით. 2 პაციენტი
იმყოფება დეპრესიულ მდგომარეობაში. ვინაიდან ექიმი–ფსიქიატრი დაწესებულებას
არ ჰყავს, ადგილობრივი სამედიცინო პერსონალი შეძლებისდაგვარად ცდილობს
თავად მოაგვაროს ეს მწვავე პრობლემები. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა საკმაოდ
მაღალია სუიციდის რისკი, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიკური სფეროს მხრივ
მნიშვნელოვანი
დარღვევების
მსჯავრდებულთა
ინფორმაციით
და
შფოთვის
დადასტურებისას,
პატიმართა
სინდრომის
სამკურნალო
მქონე
პაციენტები
იგზავნებიან
დაწესებულებაში.
პირი
მის
მიერ
არ
ექიმის
არის
რეგისტრირებული.
სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მიმართავენ პაციენტთა ტრანსპორტირების
აუცილებლობის შემთხვევაში. „033“-ის გამოძახება როგორც წესი ხდება თვეში 3-4
ჯერ. ხანდახან თვეში არც ერთ სდმ ბრიგადას არ იძახებენ. სასწრაფოს გამოძახება
უპირატესად
ქირურგიული
კონტინგენტის
პაციენტთა
ჯანმრთელობის
პრობლემების გამო ხდება.
577
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
რაიმე
მძიმე
სახის
ინტოქსიკაციებს
ექიმი
უარყოფს.
მისივე
განმარტებით,
დაწესებულებაში სუიციდის მცდელობა იშვიათია. პატიმართა გარკვეული ნაწილი
მიმართავს თვითდაზიანება მუცლის და ზედა კიდურების მიდამოში. ძირითად
შემთხვევებში ჭრილობებს ზედაპირული ხასიათი აქვს. საჭიროების შემთხვევაში კი
დაზიანებების მქონე პაციენტები იგზავნებიან მსჯავრდებულთა და პატიმართა
სამკურნალო დაწესებულებაში.
სამედიცინო ნაწილში გახსნილია ამბულატორული სამედიცინო ბარათები იმ
პაციენტებისათვის,
მსჯავრდებულთა
რომლებიც
და
მოძრაობენ
სამედიცინო
სამკურნალო
დაწესებულებაში.
პატიმართა
ჩვენების
გამო
მოთხოვნის
შემთხვევაში, სამედიცინო ცნობები გაიცემა რაიმე სპეციფიკური ფორმის გარეშე,
უბრალო ფურცელზე დაწერილი სახით.
„ალდაგი ბი სი აი“-ის მენეჯმენტის დროს ადგილზე მოდიოდნენ კონსულტანტი
ექიმები (ვიწრო პროფილის), წინასწარ შემუშავებული განრიგის შესაბამისად.
კონსულტანტები ამჟამად არ არიან დანიშნულები, თჲმცა უახლოეს მომავალში არის
მათი დანიშვნის მოლოდინი. ადგილზე მოდიოდა ასევე პორტატული ექოსკოპია,
რენტგენოგრაფია. კვირაში ერთხელ საჭიროების შემთხვევაში კონსულტანტები
ემსახურებოდნენ რუსთავის ზონის სასჯელაღსრულების სამევე დაწესებულებას.
სამედიცინო დოკუმენტაციის მხრივ, სამედიცინო ნაწილში აწარმოებენ:
1. ამბულატორული მიღების და რეგისტრაციის ჟურნალს;
2. კონსულტაციების ჟურნალს;
3. სტაციონარის რეგისტრაციის ჟურნალს;
4. ტრავმის ჟურნალს;
5. მედიკამენტების
მიღების
(გარედან
შემოტანილი
შიდა
ბრუნვისათვის)
ჟურნალს;
6. მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის
ჟურნალს;
7. პატაკის ჟურნალს;
8. ტუბერკულოზის ჟურნალს;
9. შპრიცების ჟურნალს;
სამედიცინო
ნაწილში
ჩატარებულ
მანიპულაციებზე
(მათ
შორის
მცირე
ქირურგიული) პაციენტის ინფორმირებულ, წერილობით თანხმობას არ ითხოვენ. ამ
მხრივ
აღსანიშნავია
პაციენტის
თანხმობის
არსებობა,
რომელსაც
იღებენ
ინტერფერონით მკურნალობის დროს.
578
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
დაწესებულებაში არ არის რაიმე საინფორმაციო ბუკლეტი ან საშუალება, რომელიც
პატიმარს შემოსვლისთანავე გააცნობს სამედიცინო მომსახურების შესაძლებლობებს
და ჰიგიენურ ნორმებს. ექთნის გადმოცემით, აღნიშნული ზეპირსიტყვიერად ხდება.
სამედიცინო პერსონალისაგან მიღებული ინფორმაციით, ექიმი პერიოდულად
ახორციელებს სანიტარიულ–ეპიდენიოლოგიური სიტუაციის კონტროლს. ამ მხრივ
ხარვეზების აღმოჩენისას კი მიმართავს დაწესებულების ადმინისტრაციას. ექიმის
ინფორმაციით თვეში 2 ჯერ, თბილისიდან მოდის კონტრაქტორი ორგანიზაციის
წარმომადგენელი (სანიტარული სამსახური), რომელიც ამუშავებს დაწესებულებას:
სამედიცინო ნაწილს, პატიმართა საცხოვრებელ საკნებს. ადგილობრივი მედ–
პერსონალი აღნიშნული სამსახურის საქმიანობით კმაყოფილია.
ექიმი ამოწმებს საკვებს ყოველი დარიგების წინ, დღეში სამჯერ. სანიტარული
მდგომარეობის და საკვების ვარგისიანობის შესახებ არსებობს ცალკე ჟურნალები,
რომელშიც ექიმი ხელს აწერს. ამ მხრივ ხარვეზების ან დარღვევების აღმოჩენისას
ექიმი ადგენს ოქმს და მიმართავს დირექციას.
ადგილი სადაც მდებარეობს საპყრობილე მდებარეობს მშრალი კლიმატის ზომაში.
ზაფხული ძალიან ცხელია. პატიმრები უჩივიან გარემოს დამატებით დაბინძურებას
ახლომდებარე ცემენტის ქარხნის მილებიდან. მათი გადმოცემით, ქარიან ამინდში
გამონაბოლქვის დიდი მასა საპყრობილის ტერიტორიაზე იფრქვევა, რაც მათ
ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება. ამ მხრივ განსაკუთრებით
გამოსაყოფია
რესპირატორული
ტრაქტის
პათოლოგიის
მქონე
პაციენტები
(ბრონქული ასთმა და ა.შ.) რომელბიც აღნიშნავენ დაავადების გამწვავებას.
დაწესებულების წამლებით მომარაგება მკვეთრად გაუმჯობესდა ალდაგის წასვლის
შემდგომ. ადგილობრივი ფარმაცევტი და მთავარი ექიმი, ერთობლივად ადგენენ იმ
მედიკამენტთა ნუსხას, რომელიც ადგილობრივ აფთიაქში უნდა განთავსდეს.
აფთიაქიდან
მედიკამენტების
გაცემისა
და
აღრიცხვის
მიზნით
იწარმოება
სპეციალური ჟურნალები. პატიმარმა თავის განკარგულებაში შეიძლება იქონიოს
მხოლოდ
ტკივილგამაყუჩებელი
და
სხვა
სახის
პრეპარატები
მხოლოდ
დანიშნულების მიხედვით. რაც შეეხება მედიკამენტების დატოვება–არ დატოვების
საკითხის გადაწყვეტას, ეს უკანასკნელი ემყარება პრონციპს, რომ პატიმარს არ უნდა
დარჩეს ამპულირებული სამკურნალწამლო საშუალებები, ასევე აკრძალულია
ფსიქოტროპული და მისი მსგავსი პრეპარატების მიწოდება. ასევე კონტროლირდება
ის შემთხვევები, რომლის დროსაც არსებობს იმისი ეჭვი, რომ პატიმარმა შესაძლოა
დააგროვოს მედიკამენტები, მათი არამიზნობრივი გამოყენების მოტივით.
579
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
მონიტორინგის დროს რანდომულად შევხვდით დაგავესაუბრეთ მსჯავრდებულებს
(მათ შორის ისეთებს, ვინც პაციენტის სტატუსით სარგებლობენ). ისინი არ
ადასტურებენ საჭიროების შემთხვევაშუ ექიმთან ხშირ და შეუზღუდავ კონტაქტის
ფატს. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან 2960 მსჯავრდებულის ჯანდაცვის თუნდაც
მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლებელია სამედიცინო ნაწილის
არსებული
ადამიანური
რესურსების
რაოდენობის
და
შესაძლებლობის
გათვალისწინებით. საკმარისად ხშირად ხდება ფაქტები, როდესაც სამედიცინო
დახმარების მოთხოვნის მოტივით, მსჯავრდებულებს უწევთ პროტესტის სხვადასხვა
ფორმების გამოყენება. როგორც ადგილობრივი ექიმი, ისე პაციენტები ადასტურებენ,
რომ სამკურნალო საშუალებების შემოგზავნა ოჯახის წევრების მიერ საკმაოდ ხშირი
და ჩვეულებრივი მოვლენაა.
კონკრეტული
პენიტენციური
დაწესებულების
სამედიცინო
ნაწილს
არ
აქვს
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ლკიცენზია. შესაბამისად არ აქვს წაყენებულუი
არანაირი სალიცენზიო პირობები და აქაურ სამედიცინო ნაწილზე, ისევე, როგორც
ზოგადად
ციხეთა
სისტემაზე
საქართველოს
ჯანდავის
კანონმდებლობა
შეზღუდულად ან საერთოდ არ ვრცელდება. ექიმთა დამოუკიდებლობის ხარისხის
შენარჩუნება არსებულ რეალობაში მინიმალურია!
სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მიერ, პატიმრის კარცერში
მოთავსების (დასჯის) ექიმს ავალდებულებენ გასინჯოს და ხელი მოაწეროს იმას,
რომ პაციენტი ჯანმრთლია და შესაძლებელია მისი დასჯა (კარცერში ჩასმა).
ამისათვის სარეჯიმო სამსახურს შემუშავებული აქვს სპეციალური ფორმაც კი
(კარცერში ჩასმის ფორმა), რომელზეც ექიმმაც უნდა მოაწეროს ხელი, ანუ გასცეს
სანქცია დასჯისათვის. აღნიშნული სამწუხარო და მანკიერი ტაქტიკაა საქართველოს
ციხეთა სისტემაში, ვინაიდან საექიმო ეთიკა და ასევე საქართველოს კანონი „საექიმო
საქმიანობ ის შეესახებ, 54–ე მუხლის შესაბამისად ეკრძალება „პირდაპირი ან
არაპირდაპირი კავშირი ისეთ ქმედებებთან, რომლებიც დაკავშირებულია ...
სასჯელში მონაწილეობასთან, თანამონაწილეობასთან, წაქეზებასთან ან წაქეზების
მცდელობასთან, აგრეთვე, ამგვარ მოქმედებებზე დასწრება“.
N6 საპყრობილის, საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება
(ქ. რუსთავი)
რუსთავის №6 საპყრობილის, საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება
გათვლილია 1300 პატიმარზე. მონიტორინგის პერიოდში დაწესებულებაში
იმყოფებოდა 1209 პატიმარი. მონიტორინგის დროს დათვალიერდა საპყრობილის
სამედიცინო ნაწილი, ასევე შევხვდით და გავესაუბრეთ დაწესებულების მთავარ
ექიმს და სამედიცინო ნაწილის სხვა ექიმებსაც.
580
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
მთავარი ექიმის ინფორმაციით, საპყრობილეში ყველა პატიმარს აქვს შესაძლებლობა
დღე-ღამის ნებისმიერ მომენტში ისარგებლოს ექიმის კონსულტაციით ან
სამედიცინო პერსონალის მომსახურებით. ყოველდღიურად ექიმი აკეთებს
შემოვლებს, გარდა ამისა სამედიცინო ნაწილში მისული ინფორმაციის შესაბამისად,
ხდება რეაგირება და პატიმრის მონახულება სამედიცინო პერსონალის მიერ.
მთავარი ექიმის განმარტებით, დაწესებულების მედპერსონალის საშტატო განრიგი
შედგება 7 ექიმის, 6 ექთნისა და 1 პროვიზორისაგან. ზემოთ აღნიშნული 7 ექიმიდან 4 მორიგე თერაპევტია (სპეციალობა - შინაგანი მედიცინა), 1 - ფტიზიატრია და 1
სტომატოლოგი (თერაპიული სტომატოლოგიის განხრით). ამასთან 1 საშტატო
ერთეული ჯერ-ჯერობით ვაკანტურია. მთავარი ექიმი ვაკანტურ თანამდებობაზე
ითხოვს ქირურგის აყვანას. დაწესებულებაში ყოველ ღამე მორიგეობს 1 ექიმი და
ექთანი 24 საათიანი განრიგით.
სამედიცინო ნაწილი მდებარეობს ე.წ. „ძველი კორპუსის“ პირველ სართულზე,
ცალკე, იზოლირებულ დერეფანში. სამედიცინო ნაწილი შედგება შემდეგი
ოთახებისაგან: 1 - მთავარი ექიმის ოთახი, 1- საორდინატორი, 1-სტომატოლოგის
კაბინეტი, 1- საპროცედურო, 1-აფთიაქი/საწყობი და 1 აბანო, რომელშიც
განთავსებულია 4 შხაპი პატიმარი პაციენტებისათვის. გარდა ამისა სამედიცინო
ნაწილში არის 9 პალატა-საკანი. №1 და №2 პალატაში არის ინდივიდური საშხაპეები.
ამასთან №1, 2 და 3 საკანი-პალატა 2 ადგილიანია; № 4,5,6,7,8 და 9 საკანი პალატები 3
ადგილიანი.
№8
საკანი-პალატა
განკუთვნილია
ტუბერკულოზით
დაავადებულთათვის. მონიტორინგის პერიოდში 24 საწოლიანი სამედიცინო
ნაწილიდან შევსებულია 18 საწოლი (მათ შორის 2 ტუბერკულოზით
დაავადებულები), ხოლო 6 საწოლი თავისუფალია. დაწესებულებაში სტომატოლოგი
ყოველდღიურად არ არის. არ ყავთ ფსიქიატრი ან ამ დარგში სპეციალური
კვალიფიკაციის მქონე საშუალო სამედიცინო პერსონალი.
აფთიაქი დაწესებულებაში მოწყობილია ცალკე, რომელსაც ხელმძღვანელობს
პროვიზორი. აღსანიშნავია, რომ პროვიზორს სპეციალური ფარმაცევტული
განათლება არ აქვს, იგი წარსულში მუშაობდა სამედიცინო ნაწილის ექთნად.
აფთიაქში არის მაცივარი, რომელშიც ინახება იმ კატეგორიის პრეპარატები, რომელთა
შენახვა ზღვრულ ტემპერატურას საჭიროებს.
რაც შეეხება სხვა სპეციალობის ექიმ-კონსულტანტთა მოწვევას, მთავარი ექიმის
განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში ატყობინებენ სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის ექიმ-ექსპერტთა კომისიის ხელმძღვანელს ზ. ლურსმანაშვილს,
რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი ექიმის გამოგზავნას დაწესებულებაში.
მიუხეავად ამისა, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აი“-ს დეპარტამენტიდან
წასვლის შემდეგ ოფიციალურ კონსულტანტთა სია აღარ არსებობს.
მთავარი ექიმის განმარტებით, ყველა მსჯავრდებული, დაწესებულებაში შესვლის
მომენტში გადის სამედიცინო შემოწმებას. განმეორებით შემოწმებებს სკრინინგის
სახე არ აქვს, თუმცა, სამედიცინო პერსონალის ვიზიტები საკნებში ყოველდღიურ
ხასიათს ატარებს. დაწესებულებაში რაიმე საინფორმაციო ბუკლეტი ან საშუალება,
581
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
რომელიც პატიმრებს შემოსვლისთანავე გააცნობს სამედიცინო მომსახურების
შესაძლებლობებს და ჰიგიენურ ნორმებს არ არსებობს, თუმცა, აღნიშნული
ინფორმაცია პატიმრებს მიეწოდებათ ზეპირსიტყვიერად.
„ალდაგი ბი სი აი“-ს წასვლის შემდეგ, სამედიცინო სამსახური გადავიდა
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ბალანსზე, და შესაბამისად დაფინანსებაც
დეპარტამენტიდან მოდის.
პატიმრებთან გასაუბრების დროს აღმოჩნდა, რომ ისინი ადასტურებენ
შესვლისთანავე ექიმის მიერ პატიმრის გასინჯვას. საპყრობილეში ყოფნისას კი
მათთვის ექიმი ნებისმიერ მომენტში არ არის ხელმისაწვდომი. მიუხედავად ამისა
მათი უმრავლესობა იცნობს ექიმს. პატიმართა გარკვეული ნაწილი უარყოფს ღამის
საათებში მორიგე მედპერსონალთან შეხვედრის შესაძლებლობას ნებისმიერ დროს.
რაც შეეხება სტომატოლოგიურ დახმარებას, ამ მხრივ პატიმრები გამოთქვამენ
მკვეთრ უკმაყოფილებას. კბილის ტკივილის შემთხვევაში დახმარების ერთადერთი
სახეა ექსტრაქცია, რის გამოც მათ უმრავლესობას მხოლოდ მცირე რაოდენობის
კბილები აქვს შერჩენილი პიროს ღრუში.
საპყრობილის სამედიცინო ნაწილი პატიმრებს უწევს როგორც სტაციონარულ, ისე
ამბულატორულ სამედიცინო მომსახურებას. რაც შეეხება ხელშეკრულების არსებობას
სხვა სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებებთან, მთავარი ექიმის განმარტბით მათ
ჰქონდათ ამგვარი ხელშეკრულება ოფთალმოლოგიურ კლინიკა - „ოფთალმიჯთან“,
ასევე რუსთავის №2 საავადმყოფოსთან (ყოფილი აზოტის საავადმყოფო). ეს
ხელშეკრულება ამჟამად დასრულებულია და აღარ მოქმედებს.
ზოგადი მედიცინის შესაძლებლობებზე საუბრისას, უნდა აღინიშნოს, რომ პატიმრები
მოკლებულნი არიან ფსიქიატრიულ დახმარებას. დაწესებულებაში არის ერთი
ფსიქოლოგი, რომელიც შეძლებისდაგვარად მუშაობს პატიმრებთან. 2008 წლის
განმავლობაში, ალდაგის პერიოდში საპყრობილეს ჰყავდა კონსულტანტი
ფსიქიატრი, რომელიც გარკვეული პერიოდულობით დადიოდა კონსულტაციებზე,
თუმცა, ამჟამად აღნიშნული მომსახურება ხელმიუწვდომელია. ფსიქიური
აშლილობის მქონე პატიმრებისათვის ცალკე პალატა სამედიცინო ნაწილში არ
არსებობს, თუმცა, ექიმის განმარტებით,ასეთ პალატად იყენებენ №73 საკანს, სადაც 8
ადგილია.
სამედიცინო ნაწილი, ისევე, როგორც ზოგადად სხვა სასჯელაღსრულების
დაწესებულებში, არ არის სათანადოდ აღჭურვილი სამედიცინო დახმარების
საგნებითა და საშუალებებით. დაწესებულებას არ გააჩნია გადაუდებელი
დახმარებისათვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი, თუმცა, არის საინტუბაციო მილები,
ამბუს პარკი. გარდა ამისა მათ აქვთ სისხლში შაქრის დონის განსასაზღვრი აპარატი,
წნევის აპარატი, ფონენდოსკოპი, სამედიცინო სასწორი. სტომატოლოგიურ კაბინეტში
არის ბორმანქანა, თუმცა, იგი არ მუშაობს. არ აქვთ კარდიოგრაფი, ლარინგოსკოპი.
სამედიცინო ნაწილში მოიპოვება ასევე მცირე რაოდენობით ქირურგიული
ინსტრუმენტები, რომელთა სტერილიზაცია ხდება მშრალი სიცხით. აღნიშნულის
გათვალისწინებით, ციხეში არსებული სამედიცინო დახმარების დონე არ შეესაბამება
582
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ქვეყანაში ზოგადად არსებულ მომსახურების სტანდარტებს, ანუ სამედიცინო
დახმარება ვერ ჩაითვლება ეკვივალენტურად.
პაციენტთა
გადაყვანა
მსჯავრდებულთა
და
პატიმართა
სამკურნალო
დაწესებულებაში წარმოებს გეგმური წესით, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში –
სასწრაფო წესით. ყოველთვიურად გადაჰყავთ დაახლოებით 15-20 პაციენტი. 2009
წლის იანვარში, მაგალითისთვის, გადაიყვანეს 25 პაციენტი.
რაც შეეხება პატიმართა გადაყვანას ქალაქის სხვა სამედიცინო დაწესებულებებში,
მთავარი ექიმის განმარტებით, ბოლო პერიოდში აღნიშნული არ ხდება. პაციენტები
ჯერ გადაჰყავთ მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში,
ხოლო მათი სხვაგან გადაყვანის მიზანშეწონილობას იქ განსაზღვრავენ.
ექიმის
მიერ
მოწოდებული
მონაცემებით,
უპირატესად
გამოვლენილ
დაავადებათაგან უნდა აღინიშნოს: ვირუსული ჰეპატიტები, ტუბერკულოზი და
ფსიქიკური სფეროს მხრივ აშლილობები.
რაც შეეხება ექიმთა მონაწილეობას პროფესიული განვითარების ტრენინგებსა და
კონფერენციებში, ექიმის განმარტებით,ძვლე შტატს გავლილი აქვს მსგავსი ხასიათის
ტრენინგები, ხოლო ალდაგის პერიოდში მოსულ პერსონალს ნაკლებად. თვითონ
მთავარი ექიმი 2008 წლის განმავლობაში მონაწილეობდა რამდენიმე ასეთ
ღონისძიებაში პენიტენციური ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით.
მონიტორინგის დროს, პატიმრებთან გასაუბრებისას გამოიკვეთა, რომ ისინი
ძირითადად არ იცნობენ მათ, როგორ პაციენტის უფლებებს. მაგალითად შეკითხვაზე
- „დაკმაყოფილებულა თუ არა მათი მოთხოვნა გარედან ექიმის შემოყვანის ან რაიმე
ისეთი გამოკველვის ჩატარებისა, რომელიც არ ხორციელდება აღნიშნულ
დაწესებულებაში“, უმრავლესობამ გვიპასუხ, რომ ისინი არ ფლობდნენ ინფორმაციას
იმის შესახებ, რომ ასეთი რამ საერთოდ შესაძლებელია.
პაციენტებთან გასაუბრების დროს აღმოჩნდა, რომ მათი საპყრობილეში შესვლის
მომენტში და შემდგომ დაწესებულებაში ყოფნისას ექიმთან კონსულტაციის ან
კონტაქტის დროს, არასამედიცინო პერსონალი ხშირად ესწრება ექიმ-პაციენტის
საუბრას და ექიმის მიერ პაციენტის გასინჯვას. ამასთან საპყრობილის
თანამშრომლები იმყოფებიან არა მარტო ვიზუალური, არამედ სმენადობის არეში
გამოსაკვლევ პირთან და ექიმთან. ამასთან დაკავშირებით ექიმიც აფიქსირებს მსგავს
ფაქტებს, როგორც ხელისშემშლელ მომენტს. ექიმის ინფორმაციით გასაუბრება
მიმდინარეობს ოთხამდე თანამშრომლის თანდასწრებით. ამასთან, მოწოდების
მიუხედავად ისინი არ ტოვებენ ოთახს. აღნიშნულ პირობებში რა თქმა უნდა
სამედიცინო მომსახურების დროს ვერ იქნება დაცული კონფიდენციურობა და
ხშირად საექიმო საიდუმლოც კი.
მთავარი ექიმის ინფორმაციით, მონიტორინგის მომენტში დაწესებულებაში 1
პატიმარს
აქვს
გამოცხადებული
შიმშილობა.
პაციენტი
დაავადებულია
ტუბერკულოზით და ითხოვს მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო
583
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
დაწესებულებაში გადაყვანას. ექიმმა მას განუმარტა, რომ ჯერ ადგილზე უნდა აუღონ
ნახველის ანალიზი და გამოიკვლიონ, რის შემდეგაც შესაძლებელია დადგეს მისი
გადაყვანის საკითხის მიზანშეწონილობა, თუმცა, პატიმარი მაინც ითხოვს გადაყვანას
და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
რაც შეეხება სამედიცინო ჩანაწერების არსებობას თვითოეული პატიმრისათვის,
ექიმის განმარტებით,სამედიცინო ნაწილში ისინი აწარმოებენ ამბულატორულ
ბარათებს. პატიმარს, რომელიც გადადის ან გადმოდის სამედიცინო ნაწილიდან
ყველა შემთხვევაში აქვს გახსნილი სამედიცინო ბარათი. გარდა ამისა, ბოლო
პერიოდში მკვეთრად გაუმჯობესდა მდგომარეობა მკურნალობის უწყვეტობის
თვალსაზრისით, რაც იმაში გამოიხატება, რომ მაგალითად მსჯავრდებულთა და
პატიმართა სამკურნალო დაწესებულებიდან დაბრუნებულ ან ახლად გადმოყვანილ
პაციენტებს თან მოჰყვებათ სამედიცინო ბარათები, სადაც გაკეთებულია სხვადასხვა
ექიმ-სეპიალისტთა მიერ ჩატარებული კონსულტაციების შესახებ ჩანაწერები, ასევე
მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა სახის და მოცულობის სამედიცინო
დახმარება მიეწოდათ პაციენტებს.
მიუხედავად იმისა, რომ გადმოსულ პატიმართა დიდ ნაწილს ამგვარი ინფორმაციის
ამსახველი დოკმენტი მოჰყვება, მაინც საკმარისი რაოდენობითაა ისეთი პაციენტები,
რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალები, დოუმენტაციის
არარსებობის გამო ადგილობრივი ექიმისათვის უცნობი რჩება. მსჯავრდებულთა და
პატიმართა სამკურნალო დაწესებულებიდან პაციენტებს მოჰყვებათ ჩანაწერებით
შევსებული იგივე ამბულატორიული ბარათი, ხოლო ტუბერკულოზით დაავადებულ
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებიდან პატიმრებს თან
მოჰყვებათ საკუთარი ფაილი, რომელშიც მითითებულია ასევე დანიშნულება.
მოთხოვნის შემთხვევაში პაციენტს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს მის შესახებ
არსებულ სამედიცინო ჩანაწერებს. ადვოკატს ან თვით პატიმარს სამედიცინო
დოკუმენტაციაში საკუთარი კომენტარები ჯერ არასდროს არ დაუფიქსირებიათ.
პატიმრებს ყოველთვის მიეწოდებათ ინფორმაცია გამოკვლევის, მკურნალობის და ამ
მანიპულაციების მოსალოდნელი შედეგების შესახებ. რაც შეეხება ინფორმირებულ
თანხმობას, ამ დაწესებულებაში მსგავის პრაქტიკა არ არსებობს. მაგლითად
ჭრილობის გაკერვისას პატიმრები თანხმობას წერილობითი სახით არ აფიქსირებენ.
პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გასცემს მთვარი
ექიმი ადვიკატის, ნათესავის ან თვით პაციენტის მიერ დასახელებული პირზე.
საჭიროების შემთხვევაში მიეროდებათ დოკუმენტაციის ქსეროასლებიც. პატიმრის
განთავისუფლების შემდეგ, სამედიცინო დოკუმენტაცია იდება პირად საქმეში და
ინახება ამ უკანასკნელთან ერთად.
სამედიცინო მანიპულაციებიდან სამედიცინო ნაწილი აწარმოებს: შეხვევებს,
გადასხმებს და ინიექციებს. გარდა ამისა ადგილზე ტარდება მცირე ჭრილობების
დამუშავება, გაკერვა და მსგავის ხასიათის მცირე მანიპულაციები.
584
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
სასჯელაღსრულების ამ დაწესებულებას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული
რუსთავის სანიტარიულ სამსახურთან. ამ უკანასკნელის წარმომადგენელი თვეში
ორჯერ მოდის დაწესებულებაში და ამუშავებს დერეფნებს, სამედიცინო ნაწილს,
ყველა ოთახს და პატიმართა საცხოვრებელ საკნებს. ხშირ შემთხვევაში აპტიმრები არ
ამუშ ვებინებენ მათ საკნებს, იმ მოსაზრებებით, რომ დასამუშავებელ ხსნარს მძაფრი
და სპეციფიკური სუნი ასდის. ციხის სამედიცინო პერსონალი სანიტარიულეპიდემიოლოგიურ კონტროლს არ ახორციელებს. აღნიშნულ საკითხებთან
დაკავშირებით ხელს აწერს სამეურნეო სამსახური. სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში
ქვეყანაში
დადგენილი
სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური
სტანდარტების შესახებ ცნობილი არ არის.
ექიმის განმარტებით,მაღალი კონტაგიოზობით გამორჩეული ინფექციების მხრივ
რაიმე პრობლემა ან შემთსვევათა გახშირება უახლოესი 1 წლის განმავლობაში არ
მომხდარა.
ექიმი საჭმლის ყოველი დარიგების წინ გადადის კვების ბლოკში და ამოწმებს
მომზადებული და დასარიგებლად გამზარებული საკვების ხარისხის კონტროლს.
ყოველი გაცემის წინ ექიმი ამოწმებს საკვებს ვიზუალურად, ასევე აფიქსირებს მის
სუნს, ფერს და გემოს. ნიმუშები დარიგებული საკვების შესახებ ინახება გარკვეული
ხნით სეიფში.
ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაახლოებით 4-5–ჯერ წელიწადში არის
საკვების დაწუნების ფაქტებიც. ასეთ შემთხვევაში ექიმი წერილობით აცნობებს
ინფორმაციას დირექტორს და ასევე აძლევს მითითებას სასადილოს პერსონალს, რომ
შეწყვიტონ საკვების გაცემა.
ექიმის ინფორმაციით, ახლად შემოსული ან/და დაბრუნებული პატიმრის
სამედიცინო გამოკვვევა ტარდება გულდასმით და ყველა შედეგი მკაფიოდ და
გარკვევით ფიქსირდება საჭიროების შემთხვევაში დაზიანების ჟურნალში, რომელიც
ინახება ადგილობრივ მორიგე პერსონალთან. გამოკვლევის შემდეგ, თუ ექიმი
მიიჩნევს, რომ არსებობს (არის) ჯანმრთელობის მდგომარეობის მყარი მოშლა ან ამის
მაღალი რისკი, აღნიშნულის შესახებ აცნობებს დირექტორს (პატაკის საფუძველზე).
ექიმი რაიმე სპეციფიკური მიმართულებით სტატისტიკურ სამუშაოს არ ასრულებს,
თუმცა,
ყოველთვიურად
იგი
ანგარიშვალდებულია
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტისადმი,რომელსაც აწვდისა აღნიშნულ ინფორმაციას.
2008 წლის განმავლობაში ჰქონდათ 1 ლეტალობის ფაქტი. საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული პრესპრელიზის მიხედვით, 2008 წლის 31
ოქტომბერს - „იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6
საპყრობილეში (ქ.რუსთავი) პატიმარი გაბილ ა. გარდაიცვალა. პატიმარი
მკურნალობის კურსს საპყრობილის სამედიცინო ნაწილში გადიოდა. მას დასმული
ჰქონდა დიაგნოზი: გასტრიტი, ჰიპერტონია. ექიმების პირველადი დასკვნით,
ავადმყოფის გარდაცვალების მიზეზი გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა გახდა“.
აღნიშნული პატიმრის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ასევე დასტურდება
585
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის
მიერ
მოწერილ
წერილში,
თუმცა,
გარდაცვალების ზუსტი მიზეზების ან დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია
უცნობია.
სუიციდის ან სუიციდის განხორციელების მცდელობის შემთხვევა 2008 წლის
განმავლობაში არ დაფიქსირებულა. თვითდაზიანება, არსებული ჟურნალის
მიხედვით საანგარიშო პერიოდში მიიყენა 158-მაპატიმარმა, ხოლო 2009 წლის იანვარ
თებერვალში ასეთი 20 შემთხვევა კიდევ მოხდა. თვითდაზიანების შემთხვევაში
ექიმი პაციენტს ნახულობს ან შემოვლების დროს ან როდესაც საპყრობილის მორიგე
პერსონალი მას დაურეკავს და მიაწვდის ინფორმაციას ასეთი ფაქტის შესახებ.
ვინაიდან არ ჰყავთ ფსიქიატრი, მაღალი რისკის მქონე პირთა შორის აღნიშნული
ფაქტების პრევენცია მიზანმიმართულად ვერ ხდება.
2008 წლის განმავლობაში დაფიქსირებულია 3 შემთხვევა, როდესაც სასწრაფო წესით
პაციენტი გადაყვანილ იქნა მსჯავრდეულთა და პატიმართა სამკურნალო
დაწესებულებაში უმოკლეს შესაძლებელ დროში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების
ბრიგადის მიერ. სხვა დანარჩენ შემთხვევებში, სამედიცინო მომსახურებას
აღმოუჩენდნენ ადგილზე.
ექიმის ინფორმაციით საპყრობილეში რეგისტრირებული ყავს 17 პაციენტი
ტუბერკულოზით. მათ შორის 6 არის მგბ (+). აღნიშნულ კონტინგენტს ამზადებს
ქსანში, ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა და პატიმართა
სამკურნალო დაწესებულებაში გადასაყვანად. დანარჩენი 11 პაციენტი უკვა
ნამკურნალებია და 2 ფაზაში იმყოფება. მათ სამედიცინო მომსახურება უტარდებათ
ადგილზე.
აივ ინფიცირებული 6 პაციენტი ჰყავთ, რომელბიც იმყოფებიან კორპუსებზე. მათგან
იზოლირებულია ორი: პაციენტი კ. - მისი იზოლირების მიზეზია აგრესია, რომელსაც
ავლენს გარშემომყოფთა მიმართ. მეორე იზოლირებული პაციენტია - კ. რომელსაც
მისჯილი აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
დაწესებულებაში არ მუშაობს რაიმე სოციალურ-თერაპიული ან პროფილაქტიკური
პროგრამები, გარდა ატლანტისისა. წლის განმავლობაში ამ მიმართულებით
აღინიშნებოდა საკმაოდ უმნიშვნელო და ეპიზოდური აქტივობა.
დაწესებულებას ჰყავს ერთი ფსიქოლოგი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში
დახმარებას ასევე უწევს სამედიცინო ნაწილში მყოფ პატიმრებსაც. ექიმის
გადმოცემით, ყველა ფსიქიკური სფეროს მხრივ პრობლემების მქონე პაციენტი არის
კონსულტირებული რამდენიმე თვის წინ ფსიქიატრის მიერ. კონსულტაცია
ჩაწერილია, გაცემულია დანიშნულება, თუმცა, მკურნალობის მხრივ აღინიშნება
წყვეტა, ვინაიდან მათზე უკვე რამდენიმე თვეა ფსიქიატრიული მეთვალყურეობა,
დანიშნულების კორექცია არ მომხდარა. ამჟამად დაწესებულებაში კვალიფიციური
ექიმ-ფსიქიატრის კონსულტაცია ხელმიუწვდომელია. არც რაიმე სპეციფიკური
პროგრამები
მოქმედებს
ფსიქიკური
ჯანმრთელობის
მხარდასაჭერად
ან
რეაბილიტაციის მიზნით. ექიმის განმარტებით, იმ პატიმართა შორის, რომლებიც
586
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
თვითდაზიანებას იყენებენ, დადგენილი ფსიქიური დიაგნოზის მქონე პაციენტები
თითქმის არ არიან.
რაც შეეხება გამოვლენილი ფსიქიკური პაციენტების სპექტრს, ექიმი ასახელებს:
ორგანულ პიროვნულ აშლილობას, ფსიქოპათიას და ნევროზულ მდგომარეობებს.
ექიმის გადმოცემით მან იცის 5 პაციენტი, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ესმით ხმები.
პაციენტები
იმყოფებიან
მკურნალობაზე,
თუმცა,
პრეპარატების
მარაგის
ამოწურვისას ექიმმა არ იცის რა უნდა ქნას და როგორ უზრუნველყოს შემდგომი
მკურნალობა. სამედიცინო ნაწილის პერსონალი ფსიქიკური ჯამრთელობის
პრობლემებში და სამედიცინო ასპექტებში ნაკლებადაა ორიენტირებული. ისინი
ცდილობენ, ნებისმიერი სერიოზული ფსიქიკური მდგომარეობისას, პაციენტი
გაგზავნონ მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში. ასეთის
საჭიროებისას, პაციენტთა ეტაპირება ხდება გეგმური წესით კვირაში ერთხელ. იმ
პატიმართა კონსულტირება, რომლებსახ გამოუვლინდათ შფოთვის ან დეპრესიის
სინდრომი დაწესებულებაში არ ხდება.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საპყრობილეში თვითმკვლელობის ფაქტი არ
დაფიქსირებულა.
ექიმის ინფორმაციით, საპყრობილეში წამალდამოკიდებულების მქონე პირები არ
არიან. შესაბამისად, ნარკოტიკების, ალკოჰოლის და სხვა წამალდამოკიდებულების
ექსცესებიც არ დაფიქსირებულა. აღნიშნულ პრობლემატიკზე დაწესებულებაში
მუშაობს ორგანიზაცია „ატლანტისი“. სწორედ ამ ორგანიზაციის წარმომადგენელები
აყალიბებენ სამედიცინო ტაქტიკას ამ კატეგორიის პირებთან მიმართებაში. ექიმ
ნარკოლოგის მოწვევა გარედან არ დასჭირვებიათ. მიუხედაად ამისა, ნარკოლოგიაში
განსწავლული პირი თანამშრომელთა შორის არ არის. წარსულში ნარკოტიკის
მომხმარებელთა გამოვლენის სტატისტიკა საკმაოდ მაღალია.
ექიმი ფიქრობს, რომ საპყრობილეში მყოფ პატიმართა საკმაოდ დიდი ნაწილი (70%ზე მეტი) სავარაუდოდ ინფიცირებული უნდა იყოს ამა თუ იმ ვირურული
ჰეპატიტით. უპირატესად „C“ ვირურული ჰეპატიტით. მიუხედავად ამისა ამჟამად
ინტერფერონით დაწესებულებაში არც ერთი პაციენტი არ მკურნალობს.
სამედიცინო ნაწილში არსებობს ინფორმაცია 20 პაციენტის შესახებ, რომლებსაც
აღენიშნებათ ეპილეფსია. მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმისაა. რამდენიმე თვის წინ
ჰყავდათ პაციენტი, რომელსაც ხშირად აღენიშნებოდა დიდი გულყრები და
ეპილეფსიური სტატუსიც კი იყო დაფიქსირებული. ამჟამად ეს პატიმარი
გადაყვანილია მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულია 12 პაციენტი, რომელსაც სამედიცინო ნაწილი
უწევს მეთავალყურეობას. მათგან 10 ინსულინზეა, ხოლო 2 ტაბლეტირებულ
ფორმებზე.
587
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
დაავადებათა გართულებების გამო, სამედიცინო ნაწილს იშვიათად, მაგრამ მაინც
უწევს სასწრაფო სამედიცინო დახმარების „033“-ის ბრიგადის გამოძახება. 2008 წლის
განმავლობაში ასეთი გამოძახება 5-6-ჯერაა დაფიქსირებული.
მონიტორინგის დროს შევხვდით და გავესაუბრეთ საკამოდ დიდი რაოდენობით
მსჯავრდებულებს.
მათ
მიერ
მოწოდებული
ინფორმაციით,
ექიმთან
ხელმისაწვდომობის პრობლემა დაწესებულებაში საკმაოდ მწვავედ დგას. გარკვეულ
შემთხვევაში სამედიცინო პერსონალი საერთოდ მიუწვდომელია. 2008 წლის
განმავლობაში მედიკამენტების მომარაგების მხრივ თითქმის პერმანენტულად იყო
კრიზისული მდგომარეობა, რის გამოც ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტებით
უზრუნველყოფა ხდებოდა ოჯახის მიერ.
ექიმის განმარტებით, დაწესებულებაში იმ მედიკამენტთა ნუსხის შესახებ განაცხადს,
რომელიც აფთიაქში თავსდება აკეთებს პროვიზორი. აფთიაქიდან პრეპარატების
აღრიცხვისა და გაცემის პრინციპი კვლავინდებურად არის ხარჯვის ჟურნალში
გატარება. რაც შეეხება იმ მედიკამენტებს, რომლებიც შეიძლება იქონიონ პატიმრებმა
ხელე, ექიმის განმარტებით,ესაა: ტკივილგამაყუჩებელი, ანტიბიოტიკი, აეროზოლი
(ასთმიანებისათვის), დიაბეტიანებისათვის შესაბამისი ტაბლეტირებული ფორმები
და ასე შემდეგ. წამლების გარკვეული კატეგორია ინახება საპყრობილის
დირექტორთან და იგი გასცემს ყოველი მიღების საჭიროებისას. სხვა შემთხვევაში
ზოგჯერ დანიშნული წამალი მთლიანად ეძლევად (კურსის მიხედვით) პაციენტებს
ამ სამედიცინო პერსონალი ურიგებს პერიოდულად.
რაც შეეხება გადამდებ დაავადებებს, ექიმი სეზონურად ასახელებს გრიპს (მწვავე
რესპირატორული დაავადებები), ასევე მუნს. ზოგიერთ შემთხვევაში, გადამდები
დაავადების აღმოჩენისას ხდება სამედიცინო ჩვენებით პაციენტთა იზოლირება. 2008
წლეს საპყრობილეში გამოვლინდე ვენერული დაავადების 4 შემთხვევა, რომლებიც
სამკურნალოდ გადაყვანილ იქნენ მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო
დაწესებულებაში. ამავე დაწესებულებიდან, გამოძახების შემთხვევაში მოდიოდა
ვენეროლოგი კონსულტაციების ჩასატარებლად, თუმცა, ვენ-სენულებებზე რაიმე
სკრინიგული კვლევის ჩატარება არ მომხდარა. ინფექციური დაავადების
შემთხვევაში, პაციენტთა იზოლირებისათვის საჭირო გამოყოფილი პალატა ან საკანი
დაწესებულებაში არ არსებობს.
რაც შეეხებათ პირებს, რომელთათვისაც შეუთავსებელია ხანგრძლივი პატიმრობა,
ექიმი აცხადებს, რომ მათ დაწესებულებაში არის ერთი პირი, რომელსაც აღენიშნება
ლიმფოგრანულომატოზი. ამ პატიმარს მისკილი აქვს თავისუფლების უვადი
აღკვეთა. პაციენტი წამლებს ჯერ-ჯერობით არ იღებს. საპყრობილეში არის ასევე 1
პაციენტი, რომელსაც დადგენილი აქვს პარკინსონის დაავადება და 1 პაციენტი,
რომელსაც აღენიშნება ქვედა პარაპლეგია. ღვიძლის ციროზის ტერმინალური
სტადიით მათ პაციენტი ამჟამად არ ჰყავთ. პაციენტების იმ კატეგორიისათვის,
რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ უვლიან თავს, მათ
სპეციალურად გამოყოფილი სანიტარი არ ჰყავთ. ამ პაციენტებს ძირითადად
თანასაკნელები ეხმარებიან. ზოგიერთი ელოდება სასამართლო სამედიცინო
588
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ექსპერტიზის ჩატარებას. გადაადგილებისათვის საჭირო ეტლი ამ მომენტისათვის
არც ერთ პატიმარს არ აქვს.
ადგილობრივი ექიმი მიიჩნევს, რომ მისი პროფესიული დამოუკიდებლობა
არანაირად არ იზღუდება, მის საქმეში არავინ ერევა და ასევე მოქმედებენ მისი
თანამშრომლებიც. დაწესებულება არ სარგებლობს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული სამედიცინო დოკუმენტაციის
ფორმებით. სამედიცინო ნაწილს სამედიცინო საქმიანობის წარმოების ლიცენზია არ
გააჩნია. ექიმის თქმით, ახლად შექმნილი სამინისტრო ალბათ განახორციელებს
სამედიცინო პერსონალისა და სამედიცინო ნაწილის მონიტორინგს.
რაც შეეხება არსებულ სამედიცინო დოკუმენტაციას და მის ფორმებს, სამედიცინო
ნაწილში იწარმოება პაციენტის ამბულატორული ბარათი (არასტანდარტული,
ფორმა, რომელიც იუსტიციის მინისტრის მიერაა დამტკიცებული). გარდა
აღნიშნული ბარათისა ექიმი აწარმოებს შემდეგ ჟურნალებს:
-
ახლად შემოსული პატიმრების მიღების ჟურნალი;
-
სამედიცინო ნაწილში განთავსებულთა ჟურნალი;
-
სამედიცინო ნაწილში შემოსვლის ჟურნალი;
-
ყველა ექიმს აქვს თავისი კორპუსზე შემოვლის ჟურნალი;
-
დაზიანებების/ტრავმების ჟურნალი;
-
ხარჯვის ჟურნალი;
-
კონსულტაციების ჟურნალი;
-
ამბულატორული მიღების (მათ შორის მანიპულაციების) ჟურნალი;
-
გარდაცვლილ პატიმართა აღრიცხვის ჟურნალი;
-
ინფექციურ დაავადებათა აღრიცხვის ჟურნალი;
-
მოშიმშილე პატიმრების აღრიცხვის ჟურნალი.
ამ დაწესებულებაშიც, ისევე, როგორც საპყრობილეთა უმრავლესობაში პაციენტთა
დისციპლინური დასჯის - კარცერში მოთავსების დროს გამოიყენება სპეციალური
ბლანკი, რომელზეც ექიმის ხელმოწერა სავალდებულოა. ანუ დასჯის
განხორციელებაში, სანქცირებას ექიმიც აწერს ხელს, რაც ეწინააღმდეგება როგორც
ეროვნულ კანონმდებლობას (საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ),
ასევე საყოველთაოდ აღიარებულ საექიმო ეთიკის ნორმებს.
მოშიმშილე პატიმრების შემთხვევაში, პირი, რომელმაც დაიწყო შიმშილობა
ინფორმაციას აწვდის სოციალურ სამსახურს. სოციალური სამსახური ატყობინებს
ექიმს, რომელიც ნახულობს პატიმარს, ხსნის მოშიმშილის ბარათს, ატარებს
სპეციალურ ჟურნალში და აწესებს მუდმივ სამედიცინო მონიტორინგს, რომლის
მიხედვითაც დღეში ორჯერ ნახულობს მოშიმშილეს და აფიქსირებს მის
ჯანმრთელობის მდგომარეობას.
589
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
პატიმართა ნაწილი არ არის ინფორმირებული მათთვის კანონით მინჭებული
უფლების შესახებ - მოიძიოს მეორე აზრი. პაციენტის მოთზოვნითა და მისივე
ანაზღაურებით, ექიმი კონსულტანტების გარედან შემოყვანა არც თუ ისე ხშირია.
ადგილობრივი ექიმის ინფორმაციით ამგვარი ფაქტები დაახლოებით ორ თვეში
ერთხელ შეიძლება მოხდეს.
ბათუმის N3 საპყრობილე
ბათუმის N3 საპყრობილე გათვლილია 557 პატიმარზე. მონიტორინგის დროს
დაწესებულებაში იმყოფებოდა 985 პატიმარი. შევხვდით სამედიცინო ნაწილის
მთავარ ექიმს - ზურაბ ორაგველიძეს, რომელმაც მოგვაწოდა ყველა საჭირო
ინფორმაცია, დაგვათვალიერებინა სამედიცინო ნაწილი და წარმოგვიდგინა
დოკუმენტაცია.
მთავარი ექიმის განმარტეით, სამედიცინო ნაწილის საშტატო განრიგი შედგება 5
ექიმის, 5 ექთნისა და 1 პროვიზორისაგან. დაწესებულებაში ამჟამად მუშაობს 5 ექიმი:
1. ორაგველიძე ზურაბი - მთ. ექიმი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი
2. ფარტენაძე შაქრო - სპეციალობა - შინაგანი მედიცინა
3. უსტიაძე ამირანი - სპეციალობა - ნევროლოგია / შინაგანი მედიცინა
4. ჯორბენაძე შირინი - სპეციალობა - შინაგანი მედიცინა / ენდოკრინოლოგია
5. საფაროვი ისლამი - სპეციალობა - ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია.
ექთნის ხუთივე საშტატო ერთეული შევსებულია. მუშაობს პროვიზორიც. ამდენად,
საპყრობილის სამედიცინო ნაწილში ვაკანტური ადგილი არ არის.
მთავარი ექიმის განმარტებით, მისი მოთხოვნით ხელშეკრულება მალე გაფორმდება
შემდეგ ექიმ სპეციალისტებთან:
1. რაჟდენ გიორგაძე - რადიოლოგია (+ პორტატული ექოსკოპი);
2. მაია დიასამიძე - რენტგენოლოგი (+ პორტატული რენტგენოგრაფი);
3. ნაირა კობალაძე - კარდიოლოგია;
4. ირმა დიასამიძე - ექიმი ლაბორანტი;
5. როლანდ ხოროიშვილი - თერაპიული სტომატოლოგია.
აღნიშნული პირები გეგმურად და ასევე საჭიროების შესაბამისად ივლიან
საპყრობილეში და განახორციელებენ პაციენტთა დიაგნოსტიკას, კონსუტაციებს და
სტომატოლოგიურ მომსახურებას.
ექიმის განმარტებით,საპყრობილეში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის რომ
პატიმარმა ისარგებლოს 24 საათის განმავლობაში ექიმის კონსულტაციით ან
სამედიცინო პერსონალის მომსახურებით. ამ ეტაპზე სტომატოლოგიური დახმარება
590
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
პაციენტებს მიეწოდებათ წყვეტილად, ექიმ კონსულტანტის მოსვლის პერიოდში.
დაწესებულებაში ფსიქიატრი არ მუშაობს, არც საშუალო სამედიცინო პერსონალი
ფსიქიატრიაში მუშაობის გამოცდილებით.
ექიმის განმარტებით, დაწესებულებაში შესვლის წინ მოწმდება ყველა პატიმარი
ექიმის მიერ. ფიქსირდება აქვს თუ არა დაზიანება, ასევე მაშინათვე ივსება
ტუბერკულოზური სკრინინგის სპეციალური ფორმა; იხსნება პაციენტის სამედიცინო
ბარათი. ექიმი გეგმავს ახლო მომავალში ასევე შემოიღოს აივ/შიდსის სკრინინგი,
რომლის საწყისი ფორმა შეივსება პატიმრის დაწესებულებაში შესვლისთანავე.
საპყრობილეში სამედიცინო მომსახურებისა და ექიმთან ხელმისაწვდომობის
საკითხის
გაუმჯობესებისათვის,
მთავარი
ექიმის
მიერ
შემუშავებულია
სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებებისაგან განსხვავებული მიდგომა.
თითოეული ექიმი კურირებს 5 საკანს, სადაც იგი პრაქტიკულად კარგად იცნობს
ყველა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ჯამრთელობის საჭიროებიდან
გამომდინარე კოორდინაციას უწევს მის საკურაციო სფეროში შემავალ პაციენტთა
სამედიცინო
ღონისძიებების
გატარებას.
ამგვარი
მიდგომა
უნიკალურია
საქართველოს პენიტენციური სისტემის დაწესებულებებისათვის და ნამდვილად
მისასალმებელი ფაქტია.
მთავარმა
ექიმმა
წარმოგვიდგინა
საკმაოდ
მრავალფეროვანი
სპექტრი
საგანმანათლებლო ბროშურებისა და ბუკლეტებისა, რომლებიც ურიგდებათ
პაციენტებს საპყრობილეში შესვლისთანავე და აცნობს მათ პენიტენციური
ჯანმრთელობის დაცვის ყველაზე პრობლემური დაავადებების (ტუბერკულოზი,
ვირუსული ჰეპატიტები, აივ/შიდსი და სხვ) შესახებ ინფორმაციას, ასევე ამ
დაავადებათა პრევენციის გზებს. ექიმის გადმოცემით, იგი აწყობს ამ საინფორმაციო
მასალების კომპლექტებს, რასაც ურიგებენ პაციენტებს და ამგვარად ეწევიან
ჯანდაცვის საგანმანათლებლო და პროფილაქტიკურ მუშაობას. უნდა აღინიშნოს,
რომ მსგავსი ტიპის პოზიტიური მიდგომა საქართველოს არც ერთ სხვა
სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში არ არსებობს.
რაც შეეხება სამედიცინო სამსახურის პროგრამულ დაფინანსებას, მთავარი ექიმის
ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აი“-ს მენეჯმენტის შეცვლის
შემდეგ,
სამედიცინო
სამსახურები
ძირითადად
ფინანსირდებიან
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ. ასევე მხედველობაშია მისაღები ის
მნიშვნელოვანი პროგრამები, რომელსაც ახორციელებს წითელი ჯვარი “DOTS”პროგრამის სახით. ექიმი აქვე დასძენს, რომ მარტიდან დაპირდნენ „DOTS+“
პროგრამის ამუშავებას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სამედიცინო
მომსახურების ხარისხს. ექიმი ასევე აღნიშნავს „Global Foundation“-ის საქმიანობას
აივ/შიდსის ფაქტების გამოვლენისა და პაციენტთა შემდგომი მკურნალობის
მიმართულებით.
საპყრობილის სამედიცინო ნაწილი პატიმრებს უწევს როგორც ამბულატორულ, ისე
სტაციონარის ტიპის სამედიცინო მომსახურებას. დაწესებულების სამედიცინო
ნაწილი განთავსებულია საპატიმრო კორპუსის მე-2 სართულზე და დათმობილი აქვს
591
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
იზოლირებული, სრული ფლიგელი. სამედიცინო ნაწილში არის 3 პალატა,
თითოეული გათვლილია 6-8 პაციენტზე.
№1 პალატაში სულ 6 საწოლია, მონიტორინგის პერიოდში შევსებულია 5 საწოლი.
ექიმის განმარტებით, აღნიშნული პალატა განკუთვნილია მგბ(+) მქონე
პაციენტებისათვის. პალატაში არის სველი წერტილი, ხელსაბანი. ფანჯრიდან
შემოდის დღის შუქი. იატაკი ხისაა.
№2 პალატაში სულ 8 საწოლია, მათგან მონიტორინგის პერიოდში დაკავებულია
ყველა საწოლი. პალატაში აქაც არის სველი წერტილი და ონკანი. ფანჯრიდან შუქი
შემოდის და ოთახი განათებულია.
№3 პალატა 8 საწოლიანია და ყველა საწოლი აქაც შევსებულია. პირობები იგივეა რაც
1 და 2 პალატებში. ყველა პალატა ერთი და იგივე ფართობისაა.
დერეფანი დასუფთავებულია, კედლებზე ჩამოკიდებულია
რომელიც ჩართული იყო ჩვენი ვიზიტის დროს.
კვარცის
ნათურა,
გარდა პალატებისა, სამეცინო ნაწილში ასევე არის მთავარი ექიმის ოთახი,
სამანიპულაციო და საწყობი - აფთიაქი. სამანიპულაციო წარმოადგენს ფართე,
კარგად განათებულ ოთახს. მასში მოთავსებულია ავეჯი, მაცივარი და ბაკი ცხელი
წყლისათვის.
საწყობ-აფთიაქში მოთავსებულია მაცივარი, სეიფი და კარადები მედიკამენტების და
სამედიცინო დანიშნულების საგნების დასაწყობად.
პაციენტთა მიღება
სამანიპულაციოში.
და
გასინჯვა,
ასევე
მანიპულაციების
ჩატარება
ხდება
ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ყოველ ღამით მორიგეობს 1 ექიმი და 1
ექთანი. მედიკამენტებით მომარაგება ალდაგის წასვლის შემდეგ მკვეთრადაა
გაუმჯობესებული.
წინა
თვეში
ექიმის
განმარტებით,მიიღო
შეკვეთილი
მედიკამენტების 100%. 2008 წლის განმავლობაში კი იღებდა მოთხოვნილი
მედიკამენტების მხოლოდ 40%-ს. მიუხედავად იმისა რომ მოთხოვნა მოწოდებას
შორის არსებობდა ასეთი დიდი დისბალანსი, ქრონიკული დაავადების მქონე
პაციენტთათვის წამლების მომარაგებაში წყვეტა არ დაფიქსირებულა.
მონიტორინგის პროცესში სამედიცინო ნაწილში განთავსებული იყო 21 პაციენტი,
ანუ საწოლები თითქმის სრული დატვირთვით მუშაობს. ექიმის მიერ მოწოდებული
ინფორმაციით, სამედიცინო ნაწილში კიდევ არის ერთი პალატა, რომელსაც იგი
მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის დროს იყენებს. ექიმის მიერ მოწოდებული
ინფორმაციით უკვე გამოცხადებულია ტენდერი კონსულტანტების სახით
დამატებითი მომსახურების შესყიდვაზე. ამ ეტაპზე ვინაიდან ალდაგის წასვლის
შემდეგ, კონსულტანტების ვიზიტთან დაკავშირებით გარკვეული წყვეტა შეიქმნა,
592
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ექიმს თავისი პირადი კონტაქტებით მოჰყავს სხვა საჭირო სპეციალისტები, რათა
ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილოს პაციენტთა მოთხოვნები.
ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაწესებულებაში ცალკე საკანი
ფსიქიკურად დაავადებული პაციენტებისათვის არ არის. ექიმის განმარტებით,ასეთი
საკნის ყოფნა არც არის რეკომენდებული.
სამედიცინო ნაწილის აღჭურვილობა ამ შემთხვევაშიც მწირია. სამედიცინო
დანიშნულების
საგნებიდან
აქვთ:
წნევის
აპარატები,
ფონენდოსკოპები,
თერმომეტრები, კარდიოგრაფი, რომელიც გამოსულია მწყობრიდან და შეკეთებას
საჭიროებს, მცირე რაოდენობით ქირურგიული ინსტრუმენტების კომპლექტი,
სტერილიზატორი (დუღილით სტერილიზაციისათვის), მაცივრები, ელექტრი
სასწორი.
რაც შეეხება პაციენტთა გადაყვანას სხვა სამკურნალო დაწესებულებებში, ექიმის მიერ
წარმოდგენილი შესაბამისი ჟურნალის მონაცემებით, 2008 წლის განმავლობაში
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში და ბათუმის
სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილ იქნა სულ 60 პაციენტი (თანაფარდობა
დაახლოებით 50/50), ხოლო 2009 წლის პირველ 2 თვეში, თბილისში,
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანილ იქნა
უკვე 11 პაციენტი.
საპყრობილის პირობებში, უპირატესად გამოვლენილი დაავადებებიდან ექიმი
გამოყოფს: ვირუსულ „C“ ჰეპატიტს, ღვიძლის ციროზს, ტუბერკულოზს და კანის
დაავადებებს.
მთავარი ექიმის განმარტებით,მის პერსონალს პერიოდულად უწევს კვალიფიკაციის
ამაღლება ტრენინგეზე დასწრებისა და მონაწილეობის გზით. პირადა მას საკმაოდ
ბევრი ტრენინგი აქვს გავლილი რომელიც შეეხებოდა აივ/შიდსის, ტუბერკულოზის
და სხვა პრობლემურ საკითხებს.
რაც შეეხება კონსულტანტთა შემოსვლას საპყრობილეში, მოთხოვნის შემდეგ,
მთავარი ექიმი წერს პატაკს დირექტორის სახელზე, რის შემდეგაც ექიმი გარედან
შემოდის. 2008 წელს ჰქონდათ სამი შემთხვევა, როდესაც პაციენტმა საკუთარი
მოთხოვნით და ანაზღაურებით შემოიყვანა ექიმი გარედან კონსულტაციის
ჩასატარებლად.
მთავარი ექიმი განმარტავს, რომ თოთოეული პატიმრისათვის აწარმოებენ
სამედიცინო ბარათს და საჭიროების შემთხვევაში ყველა საჭირო დოკუმენტაციას.
ამჟამად ამბულატორული ბარათი გახსნილია 985 პირზე. პატიმრებს მოთხოვნის
შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ და არ ეზღუდებათ გაეცნონ ჩანაწერებს და მიიღონ
ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სამედიცინო
ნაწილის საპროცედუროში წარმოებს შეხვევები, გადასხმები, ასვე მცირე
ქირურგიული მანიპულაციები (აბსცესის გახსნა, ჭრილობის პირველადი
ქირურგიული დამუშავება - გაკერვა). ასეთი მანიპულაციების შემთხვევაში
593
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
სამედიცინო პერსონალი პაციენტის წერილობით ინფორმირებულ თანხმობას არ
მოიპოვებს. პროცედურის დასაწყებად საჭიროა მხოლოდ ზეპირსიტყვიერი დასტური
პაციენტის მხრიდან. წერილობითი თანხმობა ექიმებს არასდროს მოუთხოვიათ.
დაავადებული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმს ინფორმაცია
მიუწოდებისა პატიმრის ადვოკატისათვის, სახალხო დამცველის აპარატისათვის,
გამომძიებლისათვის, პროკურატურისათვის. ოჯახს ჯანმრთელობის მდგომარეობის
შესახებ ინფორმაციის მისაღებად პირდაპირ არასდროს მოუმართავს, არამედმისინი
ინფორმაციას იღებენ ადვოკატის შუამავლობით. პატიმრებისა და მათი
ადვოკატებისათვის დადგენილი წესით გაიცემა სამედიცინო ცნობები და
ამონაწერები. მთავარ ექიმს აქვს ადგილობრივი არქივი, სადაც 3 წლამდე ინახავს
ყველა სამედიცინო დოკუმენტს პატიმრის გათავისუფლების შემდეგ.
პაციენტთა გასინჯვის ან სამედიცინო კონსულტაციების დროს ექიმი ცდილობს არ
დაასწროს გარეშე პირები პაციენტთან საუბარს. თუ დასწრების აუცილებლობა არ
გამომდინარეობს ისევ და ისევ სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოების
ინტერესებიდან. რაც შეეხება ახლად შემოსულ პატიმრებს, მათი პირველადი
დათვალიერებისა და გასინჯვის დროს მორიგე ოფიცერი ყოველთვის ესწრება.
მთავარი
ექიმი
ახორციელებს
დაწესებულებაში
სანიტარიული
და
ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კონტროლს. ქუთაისიდან ასევე ხელშეკრულებით
ყავთ აყვანილი დეზ-სადგურის წარმომადგენელი, რომელიც პერიოდულად ჩამოდის
ბათუმის საპყრობილეში და ამუშავებს ობიექტს. მის საქმიანობას აკონტროლებს
ადგილობრივი ექიმი.
საკვების ყოველი დარიგების წინ, ექიმი ამოწმებს საკვები პროდუქტების
ვარგისიანობას და მზა კერძის ხარისხს. საკვების შემოწმება ხდება მხოლოდ
ორგანოლეპტიური მახასიათებლების მიხედვით.მხოლოდ ამის შემდეგ იძლევა ექიმი
საკვების დარიგების ნებართვას, რის გამოც ხელს აწერს სპეციალურ ჟურნალში.
საკვების ნიმუშები საკნოტროლოდ ინახება მაცივარში 24 საათის განმავლობაში. 2008
წლის განმავლობაში ექიმთა მიერ საკვების წუნდება არ დაფიქსირებულა.
ექიმის ინფორმაციით, ყოველთვიურად მისთვის ცნობილი ხდება თვითდაზიანების
1-2
ფაქტის
შესახებ.
ურთიერთდაზიანება
საანგარიშო
პერიოდში
არ
დაფიქსირებულა. 2008 წლის განმავლობაში ჟურნალის მიხედვით სულ
რეგისტრირებულია თვითდაზიანების 20 შემთხვევა. დაზიანებათა ჟურნალი
დაწესებულებაში არსებობს, თუმდა ინახება სარეჟიმო სამსახურში. დაზიანებების
მქონე პატიმრის გასინჯვისას, ყოველთვის ფიქსირდება ექიმის მიერ პაციენტის
კომენტარი თუ სად და რა ვითარებაში მიადგა მას დაზიანება.
ექიმის მიერ რაიმე სახის სტატსიტიკური ინფორმაციის წარმოება და რომელიმე
ორგანოსადმი მოწოდება ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში აღარ ხდება.
2008-2009 (თებერვლის ჩათვლით) წლების განმავლობაში, საპყრობილეში არ
დაფიქსირებულა თვითმკვლელობის ან თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტი.
594
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევაში ექიმი პაციენტთან ატარებს გარკვეულ
პრევენციულ ღონისძიებებს, მათ შორის საუბრებს.
მთავარი ექიმის გადმოცემით ამჟამად ტუბერკულოზის გამო მკურნალობს 2
პაციენტი. 2008 წელს საპყრობილეში იმყოფებოდა 16 აივ ინფიცირებული პაციენტი,
ხოლო ამჟამად მათი რაოდენობაა - 7. რაც შეეხება ჰეპატიტებს, ექიმის თქმით ეს
მეტად სერიოზული პრობლემაა. მისი აზრით საყრპობილეში მყოფ პაციენტთა 70%
ვირუსული ჰეპატიტითაა ინფიცირებული. პაციენტთა იზოლირება სამედიცინო
ჩვენების გამომმიმდინარეობს მხოლოდ ბკ(+) პაციენტების შემთხვევაში. სხვა დროს
ექიმის აზრით იზოლაცია აუცილებლობას არ წარმოადგენს.
ექიმის
ინფორმაციით
საპყრობილეში
რაიმე
პროფილაქტიკური პროგრამა არ მიმდინარეობს.
სოციალურ-თერაპიული
ან
ექიმის განმარტებით, ადმინისტრაციის მიერ, პაციენტის დისციპლინური დასჯის
გამო კარცერში მოთავსების დროს, ექიმს სთხოვენ შეაფასოს პატიმრის
ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამის შესაბამისად ხელი მოაწეროს კარცერში
მოთავსების დადგენილების ფურცელზე. თუ პატიმარი პრაქტიკულად ჯანმრთელია,
ექიმი ხელს აწერს, რომ - „პიროვნება ჯანმრთელა და შესაძლებელია დასჯის
მეთოდის გამოყენება“. სპეციალური ჯანმრთელობის ცნობის ფორმა არ არსებობს.
კარცერში მოთავსების შემდეგ ექიმი კვლავ ამოწმებს პატიმრის ჯანმრთელობას,
აფიქსირებს ჩივილებს (ასეთის არსებობისას), პულსს, წნევას.
ბათუმის №3 საპყრობილეში, სასჯელს იხდიან პატიმარი ქალებიც. დაწესებულებაში
არ მუშაობს გინეკოლოგი და არც კონსულტანტია გათვალისწინებული.
გინეკოლოგის კონსულტაია 2008 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა. 2008 წელს
ერთი ორსული ქალი გადაიყვანეს ბათუმში სამშობიაროდ, სადაც მშობიარემ 6 დღე
დაჰყო სამშობიაროში და მერე დაბრუნდა საპყრობილეში. ქალთა კვების რაციონი
იგივეა რაც ყველა სხვა პატიმრისა. სპეციალური დიეტა ენიშნებათ მხოლოდ
სამედიცინო ჩვენების გამო (ტუბერკულოზის, დიაბეტის შემთხვევაში). ქალთა
ჰიგიენის საკითხები უკეთაა გადაწყვეტილი. ქალთა საკანში არის შხაპი.
რაც შეეხება არასრულწლოვან პატიმრებს, რომლებიც ასევე იმყოფებიან
საპყრობილეში, მათთან ყოველ ხუთშაბათს მუშაობს ფსიქოლოგი. გარდა ამისა
არასრულწლოვანებისათვის მოქმედებს დაწყებითი განათლების პროგრამა.
არასრულწლოვანები საპყრობილეში მოთავსებისას და მის შემდგომ პერიოდში
ფსიქიატრს არ უნახია.
როგორც უკვე აღინიშნა, დაწესებულებაში მყოფი პირები ფაქტობრივად ვერ იღებენ
ფსიქიატრიულ დახმარებას. ფსიქიატრი 2008 წლის განმავლობაში თვეში 2ჯერ
ახორციელებდა ვიზიტს. მთავარი ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით,
ყოველთვიურად დაახლოებით 5-6 პატიმრის ფსიქიკური მდგომარეობა იპყრობს
სამედიცინო პერსონალის ყურადღებას. ორგანული პიროვნული აშლილობის
დიაგნოზით ამჟამად 3 პატიმარი ჰყავთ. დანარჩენებს ძირითადად აღენიშნებათ
ფსიქოპათია და დეპრესიული მდგომარეობა.
595
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ბოლო ერთი წლის განმავლობაში თვითმკვლელობის ფაქტი ან თვითმკვლელობის
მცდელობის შემთხვევა დაფიქსირებული არ არის. ფსიქიკური დაავადების ნიშნების
გამოვლინებისას ექიმი ცდილობს ასეთი პაციენტი მოახვედროს ფსიქიატრთან
კონსულტაციაზე; ხოლო თუ ექიმი ეჭვობს, რომ შეიძლება ასეთ პატიმარს
სუიციდისკენ ჰქონდეს მიდრეკილება მაშინ გადაჰყავს მსჯავრდებულთა და
პატიმართა
სამკურნალო
დაწესებულებაში.
2008
წლის
განმავლობაში,
ფსიქიატრიული პროფილით, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო
დაწესბულებაში სულ 10 პაციენტი ჰყავს გაგზავნილი. საპყრობილეში ცალკე პალატა
ფსიქიურად დაავადებული პატიმრებისათვის არ არის. გარეთ მდებარე
ფსიქიატრიულ სამსახურებთან საპყრობილეს კონტაქტი არ აქვს.
ექიმის
ინფორმაციით,
საპყრობილეში
რეგისტრირებული
ჰყავს
წამალდამოკიდებულების
მქონე
პირები.
3
პაციეტნი
ალკოჰოლური
დამოკიდებულების ნიშნებს ავლენს, ხოლო 10-მდე პაციეტნი ნარკოტიკული
დამოკიდებულებისაა. გარედან ნარკოლოგი საპყრობილეში არ მოუწვევით. 2008
წლის განმავლობაში მხოლოდ 1 პაციენტს აღენიშნა აბსტინენციის სინდრომი და 2-3
დღეში მოეხსნა. წამალდამოკიდებული პირებისათვის საპყრობილეში რაიმე სახის
დახმარების ან რეაბილიტაციის პროგრამა არ არსებობს. ამგვარი პრობლემების
არსებობისას სამედიცინო ნაწილი გასცემს დამამშვიდებელ და ტკივილგამაყუჩებელ
საშუალებებს. ექსცესები წამალდამოკიდებულების მქონე პირებისაგან 2008 წელს არ
დაფიქსირებულა. სამედიცინო ნაწილის თანამშრომელთაგან, ნარკოლოგიაში
მუშაობის გამოცდილების მქონე, ან სპეციალურად განსწავლული პერსონალი არ
არის.
ექიმის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების ამ დაწესებულებაში რეგისტრირებულია
ბრონქული ასთმით დაავადებული 10 პაციენტი. ყველა მათგანი მკურნალობს, მათ
აქვთ აეროზოლები და სალბუტამოლი. ასთმური სტატუსი არ დაფიქსირებულია. 2
მათგანს შეტევების დროს დაჭირდა ინტრავენურად ჰორმონის გაკეთება.
საპყრობილეში რეგისტრირებულია შაქრიანი დიაბეტის მქონე 16 პაციენტი. მათგან 2
იმყოფება ინსულინზე, დანარჩენი ტაბლეტირებულ ფორმებზე. ინსულინის
მომხმარებლებს ინექციას ყველას უკეთებს ექთანი. დიაბეტიანი პაციენტებისათვის
საკვები მზადდება ცალკე. მათ ეძლევათ №9 მაგიდა, შავი პური. 2008 წელს
დაფიქსირდა პრე-კომის 1 შემთხვევა, თუმცა, საბედნიეროდ კომა არ
განვითარებულა.
საპყრობილეში ეპილეფსიით დაავადებული 8 პაციენტია რეგისტრირებული.
ეპილეფსიური სტატუსი არც ერთხელ არ არის დაფიქსირებული. ყველა პაციენტს
მკურნალობის მიზნით ეძლევა ფინლეპსინი.
სამედიცინო ნაწილში იმ მედიკამენტთა ნუსხას, რომელიც აფთიაქში თავსდება
ადგენს მთავარი ექიმი და პროვიზორი. აფთიაქიდან მედიკამენტების გაცემის და
მათი აღრიცხვის პრინციპი ეფუძნება ხარჯვის ჟურნალს, რომელსაც აწარმოებს
დაწესებულების საშტატო განრიგით გათვალისწინებული პროვიზორი.
596
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
მთავარი ექიმი მაქსიმალურად ცდილობს, რომ პატიმართან არ მოხდეს
მედიკამენტების დაგროვება. პატიმარს უფლება აქვს საკუთარ განკარგულებაში
იქონიოს ანტიბიოტიკი, ტკივილგამაყუჩებელი და სხვა. წამლების ძირითად ნაწილს
ექთანი შემოვლისას არიგებს. მედიკამენტების დატოვება - არ დატოვების საკითხის
გადაწყვეტა ხდება მათი გამოშვების ფორმისა და მოქმედების სპექტრის
გათვალისწინებით. პატიმრებს არ შეიძლება ჰქონდეთ ამპულირებული პრეპარატები,
შპრიცები ან ძლიერმოქმედი და ფსიქოტროპული საშუალებები.
ექიმის განმარტებით,2008 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა ნაწლავური
ინფექციები. წარსულში არსებული გამოცდილებით, ინფექციური დაავადების
არსებობისას ხდება პაციენტთა გადაყვანა სპეციალიზებულ სამკურნალო
დაწესებულებაში. 2008 წლის განმავლობაში ყოველთვიურად ხდებოდა პატიმართა
შემოწმება სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე, რა დროსაც გამოვლეის
სტატისტიკა იყო საშუალოდ თვეში 2 პაციენტი. დერმატოლოგი ასევე ყურადრებას
აქცევდა კანის დაავადებებს. გამოვლენილი კანის დაავადებებიდან აღსანიშნავია
ფსორიაზი და სხვადასხვა ეტიოლოგიის დერმატიტები. ექიმის განმარტებით,მუნის
პრობლემა ამ დაწესებულებაში მწვავედ არ დგას. დერმატოვენეროლოგის მუშაობის
და კონსულტაციის პერიოდში განსაკუთრებით ხდებოდა კონფიდენციურობის
დაცვა.
იმ პირთაგან, რომელთათვისაც შეუთავსებელია ხანგრძლივი პატიმრობა ექიმი
ასახელებს 1 პატიმარს, რომელსაც აღენიშნებოდა ავთვისებიანი სიმსივნე. პატიმარი
გადაყვანილ იქნა მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში.
გარდა ამისა 1 პაციენტს აღენიშნება თავის ტვინის ორგანული დაზიანება, ქვემო
კიდურების პარეზი. ამ პატიმარს დამოუკიდებლად არ შეუძლია თავის მოვლა, რის
გამოც ეხმარებიან სხვა პატიმრები. ამ უკანასკნელს გადაადგილების მიზნით ეტლი
არ ესაჭიროება.
ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2008 წლის განმავლობაში დაფიქსირდა
ლეტალობის 1 შემთხვევა. პაციენტი გარდაიცვალა ელექტრო შოკით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2008 წლის 18 აგვისტოს
გამოქვეყნებული
პრეს-რელიზის
მიხედვით:
„იუსტიციის
სამინისტროს
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ბათუმის №3 დაწესებულებაში პატიმარი
დავით ყ. გარდაიცვალა. გამოძიების პირველადი დასკვნით დავით ყ. უბედური
შემთხვევის მსხვერპლი გახდა (სამეურნეო სამსახურში ელექტროგაყვანილობასთან
გაუფრთხილებელი მოპყრობა). მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს
გამოძიება.
გარდაცვალების
მიზეზის
საბოლოოდ
დასადგენად
გვამი
გადასვენებულია ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს პროზექტურაში“.
ბათუმის №3 დაწესებულებაში იმყოფებიან ასევე წინასწარპატიმრობაში მყოფი
პირები. აღნიშნული პირები საპყრობილეში შესვლისთანავე გადიან სამედიცინო
დახმარებას;
მოთხოვნის
შესაბამისად
ხელი
მიუწვდებათ
სამედიცინო
დოკუმენტაციისადმი. 2008 წელს ერთ-ერთ წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირს
597
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ჩაუტარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა;
სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
ასევე
ამბულატორული
რაც შეეხება სამედიცინო დოკუმენტაციას, იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 24
ივნისის №486 ბრძანებით დამტკიცებული ფორმებიდან, ექიმის განმარტებით,
დაწესებულებაში აწარმოებენ: ამბულატორულ სამედიცინო ბარათს (ფორმა№1),
ამბულატორულ მიღებაზე მომსახურებულ პატიმართა აღრივცვის ჟურნალს
(ფორმა№3), სტაციონარული ავადმყოფების აღრიცხვის ჟურნალს (ფორმა№4), ვიწრო
პროფილის ექიმ-სპეციალისტის მუშაობის აღრიცხვის ჟურნალს (ფორმა№5),
ამბულატორულად ჩატარებული სამედიცინო ოპერაციების და მანიპულაციების
აღრიცხვის ჟურნალი (ფორმა№6) იწარმოება კონსულტაციის ჟურნალთან ერთად.
ასევე აწარმოებენ ჩატარებული სამედიცინო კონსულტაციების აღრიცხვის ჟურნალს
(ფორმა№11), ფსიქოპათიური და ფსიქიური გადახრებით დაავადებულ პატიმართა
აღრიცხვის ჟურნალს (ფორმა№12), საყოფაცხოვრებო ტრავმების აღრიცხვის ჟურნალს
(ფორმა№15), გარდაცვლილ ავადმყოფთა აღრიცხვის ჟურნალს (ფორმა№17),
დაწესებულების ობიექტების სანიტარიული მდგომარეობის ჟურნალს (ფორმა№18),
სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური, პროფილაქტიკური ღონისძიებების აღრიცხვის
ჟურნალს (ფორმა №20). რაც შეეხება კვების ბლოკის მენუს (ფორმა№23), და კვების
ბლოკის სანიტარიული მდგომარეობის, მომზადებული საკვების ვარგისიანობის
აღრიცხვის ჟურნალს (ფორმა№22), აღნიშნული დოკუმენტი იწარმოება კვების
ბლოკში და იქვე ინახება. დაწესებულებაში გამოვლენილ ინფექციურ დაავადებათა
აღრიცხვის ჟურნალს (ფორმა№13) აწარმოებენ კონსულტაციების ჟურნალთან ერთად.
N8 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება
(წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, გეგუთი)
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მყოფი გეგუთის N8 საერთო და
მკაცრი რეჟიმის დაწესებულება გათვლილია 2500 პატიმარზე. მონიტორინგის დროს
დაწესებულებაში იმყოფებოდა 1560 პატიმარი.
ჩატარებული მონიტორინგის დროს შევხვდით დაწესებულების მთავარ ექიმს,
რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით საპატიმროში არსებობს იმის
შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში პატიმარმა ისარგებლოს ექიმის
კონსულტაციით ან სამედიცინო პერსონალის მომსახურებით დღე-ღამის ნებისმიერ
მონაკვეთში. რაც შეეხება სამედიცინო ნაწილის შტატს, მტავარი ექიმის
ინფორმაციით საშტატო განრიგით გათვალისწინებულია 6 ექიმისა და 5 ექთნის
შტატი. ექიმის 1 ადგილი ამჟამად ვაკანტურია. რაც შეეხება სტომატოლოგს, ექიმის
მიერ განგვემარტა, რომ სტომატოლოგის კონსულტაციებით დაწესებულება
სარგებლობს 2008 წლის ივნისიდან და ამჟამადაც ხელმისაწვდომია. სტომატოლოგი
ლიცენზირებულია სპეციაობით - ქირურგიული სტომატოლოგია, ანუ მის
მოვალეობაში შედის მხოლოდ კბილის ექსტრაქცია. ფსიქიატრი ან საშუალო
სამედიცინო პერსონალი ფსიქიატრიული პრაქტიკის გამოცდილებით არ ჰყავთ. რაც
შეეხება სპეციალისტების გარედან მოწვევის შესაძლებლობას, მოცემულ მომენტში
დაწესებულება ამას მოკლებულია.
598
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
სამედიცინო ნაწილი ახლად აშენებულია, მასში რემონტი პრაქტიკულად
დასრულებულია, თუმცა, ექიმთა და პაციენტთა იქ გადაყვანა ჯერ არ მომხდარა.
ექიმის და დაწესებულების ადმინისტრაციის განმარტებით,გადასვლის პროცესი
უახლოეს
დღეებში
დაიწყება.
სამედიცინო
ნაწილი
განთავსებულია
იზოლირებულად აშენებულ 1 სართულიან შენობაში. მასში 14 პალატაა მოწყობილი,
8 პალატა - 3 ადგილიანი და 2 პალატა - 4 ადგილიანი. 1 პალატა 4 ადგილიანი,
გამოყოფილია ტუბერკულოზით დაავადებული მსჯავრდებულებისათვის. 1 პალატა
გათვალისწინებულია
იზოლატორად,
ინფექციური
დაავადების
მქონე
პაციენტებისათვის, ხოლო 2 იზოლირებული კამერა გათვლილია ასევე
ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრებისათვის, იმ შემთხვევაში თუ
ადგილობრივად იმუშავებს DOTS პროგრამა.
საბოლოო ჯამში, ექიმის ინფორმაციით სამედიცინო ნაწილის სიმძლავრე გათვლილი
იქნება 40-42 პაციენტზე. გარდა პალატებისა, ახლად აშენებულ სამედიცინო ნაწილში
ასევე გათვალისწინებულია: 1 ოთახი მთავარი ექიმისათვის, 1 ოთახი მორიგე
ექიმისათვის, 1 ოთახი მისაღები, 1 ოთახი საპროცედუროსათვის, 1 ოთახი
სტომატოლოგისათვის და ცელკე ოთახი ასევე მოწვეული კონსულტანტებისათვის.
ექიმთა ოთახები განლაგებულია შენობის შესასვლელთან ხოლო შემდგომ გრძელი
დერეფნის მარჯვენა და მარცხენა მხარეებზე პალატები. პალატები ჯერ მოწყობილი
არ არის, ოთახები ნათელია, აქვს საკმაო ზომის ფანჯარა, რომლითაც შემოდის დღის
განათება და შესაძლებელია ადეკვატური განიავება. ექიმის განმარტებით,
სამედიცინო ნაწილის სრულყოფილად ამუშავების შემდეგ 1 ექიმი და 1 ექთანი
მუდმივად იმორიგევებს კორპუსზე, ხოლო 1 ექიმი და 1 ექთანი იმორიგევებს
სამედიცინო ნაწილში.
მოცემულ მომენტში დაწესებულება პატიმრებს უწევს მხოლოდ ამბულატორულ
სამედიცინო დახმარებას. ახალი სამედიცინო ნაწილის გახსნამდე სტაციონარული
მომსახურება
ხელმიუწვდომელია.
დროებით
სამედიცინო
პერსონალი
განთავსებულია სხვა ფუნქციური დანიშნულების შენობის 1 ოთახში, სადაც ღამით
რჩება მედ პერსონალი. მთავარ ექიმს ასევე აქვს დამატებით საკუთარი კაბინეტი
დაწესებულების ადმინისტრაციული კორპუსის მე-2 სართულზე. დაწესებულებაში
ამჟამად ცალკე აფთიაქი არ ფუნქციონირებს. პროვიზორი შტატით არ არის
გათვალისწინებული.
სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აი“-ს მენეჯმენტის პერიოდში დადებული იყო
ხელშეკრულება ქუთაისის მრავალპროფილიან სამხარეო საავადმყოფოსთან. ამჟამად
ხელშეკრულების სტატუსი გაურკვეველია, თუმცა, მიუხედავად ამისა, საჭიროების
შემთხვევაში, ამ თვეში უკვე 3 პაციენტის გადაყვანა განხორციელდა და რაიმე
შეფერხება ტრანსპორტირებაში ან სამედიცინო მომსახურების გაწევის დროს არ
ჰქონიათ. რაც შეეხება კონსულტანტების ვიზიტებს, 2008 წლის განმავლობაში
ხორციელდებოდა შეუფერხებლად. ამჟამად ამ მხრივ აღინიშნება წყვეტა. ეიმი
იმედოვნებს, რომ ახალი სამედიცინო ნაწილის გახსნისთანავე ეიმ-კონსულტანტთა
ვიზიტები აღდგება.
599
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
სამედიცინო ნაწილის აღჭურვილობა მწირია. აქვთ ფონედოსკოპი, თერმომეტრი,
წნევის აპარატები, გლუკომეტრიც, თუმცა, გლუკომეტრის ჩხირები ამ ეტაპისთვის
გათავდა და ახალი პარტია არ მიუწოდებიათ. ქირურგიული ინსტრუმენტები ან
რაიმე სასტერილიზაციო მოწყობილობა არ გააჩნიათ. სამედიცინო აღჭურვილობის
მხრივ სხვა რაიმე დამატებითი საგანი, გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა არ აქვთ.
მონიტორინგის მომენტში მიღებული ინფორმაციის მიხედვით, დაწესებულების
სამედიცინო პოტენციალის გათვალისწინებით, პაციენტებისათვის გაწეული
მომსახურება არ არის ქვეყანაში არსებული საშუალო დონის ეკვივალენტური.
რაც შეეხება პაციენტთა გაყვანას სხვა სამედიცინო დაწესებულებებში, ექიმის მიერ
მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2008 წლის განმავლობაში მსჯავრდებულთა
და
პატიმართა
სამკურნალო
დაწესებულებაში
ეტაპირებულ
იქნა
141
მსჯავრდებული, ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა და პატიმართა
სამედიცინო დაწესებულებაში კი - 7 პატიმარი. 2009 წლის მონაცემებით (თებერვლის
შუა რიცხვების მონაცემები) კი მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო
დაწესებულებაში გადაყვანილია უკვე 10 პატიმარი. რაც შეეხება სამოქალაქო ტიპის
სამკურნალო დაწესებულებებს, 2008 წლის განმავლობაში ქუთაისში გადაყვანილ იქნა
სულ 22 მსჯავრდებული, ხოლო 2009 წლის დღემდე არსებული მონაცემებით სულ 4
პაციენტია გადაყვანილი. მათ შორის 2 პაციენტს ჰქონდა მწვავე აპენდიციტის
დიაგნოზი და ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა; 1 პაციენტს ჩაუტარდა
კიდურის ამპუტაცია, ხოლო 1 შემთხვევაში გადაყვანის მიზეზი იყო ასთმური
სტატუსი. პაციენტები ქალაქის საავადმყოფოში გადაჰყავთ როგორც სამკურნალო,
ისე დიაგნოსტიკის ჩატარების მიზნით.
2008 წლის მონაცემებით, მთავარი ექიმი დაწესებულებაში უპირატესად გამოვლენილ
დაავადებებად ასახელებს: სასუნთქი სისტემის მხრივ დაავადებებს (პნევმონია,
ბრონქიტი), ტუბერკულოზს, ვირუსულ ჰეპატიტებს და ასევე საჭმლის მომნელებელი
სისტემის დაავადებებს (გასტრიტი, წყლულოვანი დაავადება, ქოლეცისტიტი).
დაწესებულებას არ ჰყავს ფსიქიატრი, ფსიქოლოგი ან ამგვარი გამოცდილების მქონე
საშუალო სამედიცინო პერსონალი. შესაბამისად პაციენტებს ფსიქიატრიული
დახმარება არ მიეწოდებათ. მთავარი ექიმის ინფორმაციით, მას აქვს გავლილი
ტრენინგი
ციხეებში
შესაძლო
ფსიქიკური
პრობლემების
გამოვლენის
მიმართულებით. ასევე ტუბერკულოზთან დაკავშირებით. ამის გარდა, სამედიცინო
პერსონალს 2008 წლის განმავლობაში რაიმე უწყვეტი სამედიცინო განათლების /
უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თითოეული პატიმრისათვის სამედიცინო
ჩანაწერები არ არსებობს. ზოგიერთ ახლად გადმოყვანილ პატიმარს სამედიცინო
ბარათი არ მოყვება, ზოგიერთ შემთხვევაში კი არასტანდარტული ფორმისაა. ყველა
ის პატიმარი, რომელსაც სამედიცინო დახმარება გაეწიათ სამედიცინო ნაწილში
რეგისტრირებულია და შესაბამისად მათზე გახსნილია სამედიცინო ბარათებიც.
პატიმრები ძირითადად არ ითხოვენ სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობას, თუმდა
ჰქონდათ შემთხვევები, როდესაც ეს მოთხოვნა დააყენეს პატიმრებმა. ვინც ითხოვს
აღნიშნულს, ექიმი აცნობს ჩანაწერებს. ადმინისტრაცია ამ საკითხში ექიმის
600
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
განმარტებით,არ ერევა. რაც შეეხება სამედიცინო ჩანაწერების ასლებს, აღნიშნული
მოთხოვნა დაუყენებიათ ადვოკატებს.
სამედიცინო ნაწილში ჩატარებული პროცედურებია: შეხვევები, გადასხმები. მცირე
ქირურგიულ მანიპულაციებს არ ატარებენ, თუმცა, ექიმი იხსენებს ასევე შემთხვევას,
როდესაც ადგილზე ჩატარდა ფრჩხილის მოცილება ფალანგიდან. ამ დროს
პაციენტისათვის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა არ ჩამოურთმევიათ. სხვა
შემთხვევებში,
ჩატარებული
მომსახურების
მოცულობიდან
გამომდინარე
წერილობით ინფორმირებულ თანხმობის მოპოვებას არ საჭიროებენ.
რაც შეეხება კონფიდენციურობის დაცვას სამედიცინო მომსახურების გაწევის
პროცესში, ექიმი აღნიშნავს, რომ აღნიშნულის დაცვა ხერხდება. ექიმთან
საკონსულტაციოდ
გადმოყვანილ
პაციენტთან
საუბრისას
დაწესებულების
თანამშრომელი - კონტროლიორი, გარეთ იცდის და არ იმყოფება სმენადობის არეში.
პატიმართა გასინჯვას ესწრება მხოლოდ მეტპერსონალი, გამონაკლისი შემთხვევების
გარდა, როცა ადგილზე ხდება პატიმართა გასინჯვა. რაც შეეხება სამედიცინო
დოკუმენტაციიდან ამონაწერის გაცემას განთავისუფლების შემდეგ, ექიმის თქმით
აღნიშნული საკითხი არ არის დარეგულირებული.
რაც შეეხება სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კონტროლს, ექიმის
მიერ მოწოდებული ინფორმაციით სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აი“ ამ
მიმართულებით საქმიანობას არ ახორციელებდა და ყურადღებას არ აქცევდა.
თვითონ სამედიცინო პერსონალი კი უხარისხოდ და ზედაპირულად მოქმედებდა ამ
სფეროში. ამ ეტაპზე სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები კარგად არის დაცული.
ექიმის ინფორმაციით დაწესებულებას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული შპს
„ციცინათელასთან“ ქალაქ ქუთაისში, რომელიც ახორციელებს სანიტარიულეპიდემიოლოგიურ
ღონისძიებებს
სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში.
აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლები თვეში ორჯერ (ზოგჯერ სამჯერ)
მოდიან ადგილზე და აწარმოებენ სამუშაოებს დერატიზაციის, დეზინსექციისა და
დეზინფექციის მიმართულებით.
სანიტარიული სამსახურის წარმომადგენლები ამუშავებენ საკნებს, სამედიცინო
ნაწილის დაქვემდებარებაში მყოფ ოთახებს, ადმინისტრაციულ კორპუსს. ექიმის
ინფორმაციით მათ დაწესებულებაში მღრღნელები არ არიან. არის პატიმართა
დატილიანები ერთეული შემთხვევები. რაც შეეხება პარაზიტულ დაავადებებს,
ექიმის განმარტებით, მის ყურამდე ჯერ-ჯერობით არ მისულა ინფორმაცია, რომ
ვინმეს შეიძლება ჰქონდეს ეს. საბოლოო ჯამში ექიმი სანიტარიული სამსახურის
საქმიანობით კმაყოფილია.
ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საკვების ყოველი დარიგების
წინ ექიმი ამოწმებს დასარიგებელი საკვების ვარგისიანობას და ხარისხს, რაზედაც
ხელს აწერს სპეციალურ ჟურნალში. 2008 წლის განმავლობაში, ექიმის მიერ საკვების
ან მისი რომელიმე ცალკეული კომონენტის წუნდების ფაქტი არ დაფიქსირებულა,
შესაბამისად რეაგირებისათვის ინფორმაცია დაწესებულების ადმინისტრაციამდე ამ
კუთხით არ მისულა.
601
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ახლად შემოსულ ან დაწესებულებაში უკან დაბრუნებულ პატიმართა სამედიცინო
შემოწმება წარმოებს რეგულარულად. 2008 წლის განმავლობაში ასეთ დროს ექიმის
მიერ სხეულის რაიმე სახის დაზიანება დაფიქსირებული ან აღმოჩენილი არ ყოფილა.
რაც შეეხებეა ციხეში მომხდარ ფაქტებს, ექიმის მიერ 2008 წელს თვით ან
ურთიერთდაზიანების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 2008 წლის განმავლობაში
პატიმრებს ასევე არანაირი სახის საყოფაცხოვრებო ტრავმა არ მიუღიათ, გარდა 1
შემთხვევისა, როდესაც ექიმის გადმოცემით პატიმარი წაიქცა და მიიღო სხეულის
დაზიანება. დიაგნოსტიკის მიზნით აღნიშნულ პაციენტთან გამოიძახეს რენტგენი,
რომლის მიხედვითაც რაიმე ხილული დაზიანების ნიშნები არ დადასტურდა.
სასჯელაღსრულების ამ დაწესებულებაში ექიმი აწარმოებს დაზიანებათა აღრიცხვის
ჟურნალს, რომელიც ინახება სამედიცინო პერსონალთან. არსებული პრაქტიკის
მიხედვით, დაზიანების აღწერის დროს, გამოსაკვლევი პირის კომენტარები და/ან
შენიშვნები არ ფიქსირდება. მას მხოლოდ სიტყვიერად ეუბნებიან თუ სად და რა
ვითარებაში მიიღო ეს დაზიანება. ექიმი ჯანდაცვის მდგომარეობის შესახებ
ყოველთვიურად
უგზავნის
ინფორმაციას
(ანგარიშს)
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტს, ადრე მსგავსი პრაქტიკა არ იყო დანერგილი, თუმცა, რამდენიმე თვეა
დეპარტამენტი მთავარი ექიმებისაგან უკვე ითხოვს ანგარიშებს წერილობითი სახით.
2008 წლის განმავლობაში დაწესებულებაში არ ყოფილა სუიციდის ან
თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტები. არც თვითდაზიანების ნიშნები ყოფილა
აღწერილი სამედიცინო პერსონალის მიერ.
საანგარიშო პერიოდში, გეგუთის N8 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში
გარდაიცვალა
2
პატიმარი.
ექიმის
განმარტებით,ერთ-ერთი
მათგანის
გარდაცვალების მიზეზი იყო ავთვისებიანი სიმსივნე. დაგეგმილი იყო სასამართლო
სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება და მსჯავრდებულის ვადამდე ადრე
გათავისუფლების საკითხის სასამართლოში შეტანა, თუმცა, პროცედურების
გაჭიანურების გამო ეს ვერ მოესწრო და პატიმარი სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში გარდაიცვალა. მეორე გარდაცვლილი პატიმრის სიკვდილის
მიზეზად კი ექიმი გულის მწვავე უკმარისობას ასახელებს. მდგომარეობის
დამძიმების შემდგომ ასაკოვანი პატიმარი გადაიყვანეს ქალაქის სამკურნალო
დაწესებულებაში, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით
გეგუთის 8 დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმარი ტახირ თ. 49, ხოლო ქუთაისის
სამხარეო საავადმყოფოში გარდაცვლილი პატიმარი არველოდი ბ 65 წლის იყო.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2008 წლის 28 ივლისს გავრცელებული
ოფიციალური
ინფორმაციის
მიხედვით:
„იუსტიციის
სამინისტროს
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გეგუთის მე-8 დაწესებულებაში პატიმარი
ტახირ თ. გარდაიცვალა. ექიმების პირველადი დასკვნით, გარდაცვალების მიზეზი
ჰემორაგიული ინსულტი გახდა.“ როგორც ჩანს, იუსტიციის სამინისტროს მიერ
გამოცხადებული დიაგნოზი (თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა) არ
ემთხვევა ექიმის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას (სიმსივნური ინტოქსიკაცია), რაც
602
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
იმის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ წლების
განმავლობაში ხდება პატიმართა გარდაცველების მიზეზების არსწორი გამოცხადება
და შესაბამისად მცდარი ორიენტაცია (იხ. საქართველოს სახალხო დამცველის
საპარლამენტო მოხსენებები 2006-2007 წწ).
2008 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრეს-რელიზის
მიხედვით: „ქუთაისის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოში პატიმარი არველოდი ბ.
გარდაიცვალა. 5 ოქტომბერს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად
გაუარესდა არველოდი ბ. #8 დაწესებულებიდან (გეგუთი) ქალაქის საავადმყოფოს
რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ავადმყოფს დასმული ჰქონდა დიაგნოზი
შარდის შეკავება, პროსტატის ადენომა. ექიმების პირველადი დასკვნით, პატიმრის
გარდაცვალების მიზეზი გულ–სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა გახდა“. ამ
შემთხვევაშიც შეუძლებელია იმ დაავადების (მიზეზის) გაგება, რომელმაც უშუალოდ
ამოიწვია პაციენტის გარდაცვალება.
რაც შეეხება გადამდებ დაავადებებს, ადგილობრივი ექიმის განმარტებით, ამ მხრივ
მათთან დაფიქსირდა ტუბერკულოზის შემთხვევები და მუნი. მუნის წინაღმდეგ
ბრძოლა ხორციელდება ჯერ კიდევ პატიმრის კარანტინში ყოფნისას, ხდება მისი
სანდამუშავება, ტანსაცმლისა და თეთრეულის გამოხარშვა, ბენზობენზოატების
დანიშვნა მკურნალობის მიზნით. რაც შეეხება ტუბსაწინააღმდეგო ღონისძიებებს,
მათი გატარება მიმდინარეობს სამედიცინო პერსონალის ხელმძღვანელობით. 3
ტუბერკულოზიანი პაციენტი გადაყვანილ იქნა ქსანში, ტუბერკულოზით
დაავადებულ მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში
გუშინ. ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამჟამად არც ერთი
ტუბერკულოზიანი პაციენტი დაწესებულებაში არ არის.
2008 წელს დაწესებულებაში გამოვლინდა აივ/შიდსით ინფიცირებული 3 პატიმარი.
მათგან 2 გადაყვანილ იქნა მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო
დაწესებულებაში. შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების გამოვლენა დაწესებულებაში
წარმოებს პერიოდულად. ამ მიზნით დაწესებულებასთან თანამშრომლობს
ორგანიზაცია „თანადგომა“, რომელიც პაციენტების სისხლს იღებს ჰეპატიტებზე
ძესასწავლად. აქამდე უკვე განხორციელებულია 3-4 ვიზიტი. შიდსზე გამოლვლევას
ასევე კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტროს ეპიდემიოლოგი კოტე
ტურაშვილი. გამოკვლევა ნებაყოფილობითია.
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ მუშაობს რაიმე სოციალურ-თერაპიული ან
პროფილაქტიკური პროგრამა პატიმართათვის.
ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში გამოვლენილია 16
პატიმარი, რომელთაც აღენიშნებოდათ ფსიქიკური დაავადებები, რომელიც
მოიცავდა პერსონოლოგიურ აშლილობას და ფსიქოპათიას. ყველა მათგანის
დიაგნოზი დადგენილია ან კონსულტანტი ფსიქიატრის დასკვნით, ან მოტანილი
აქვთ შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს დიაგნოზს. ერთ-ერთ
მსჯავრდებულს ჩაუტარდა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, დაუდგინდა
დიაგნოზი, თუმცა, მისი ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გადაყვანა
603
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
მიზანშეწონილად არ ჩაითვალა. ფსიქიურად დავადებული პატიმრებისათვის ცალკე
პალატა არ არსებობს, თუმცა, ექიმის სურვილია, სამედიცინო ნაწილის გახსნის
შემდეგ ამგვარი მიდგომა განახირციელოს. ექიმი ასევე მოითხოვს იმ პატიმართა
პერიოდულ კონსულტაციებს ფსიქიატრის მხრიდან, რომლებსაც აღენიშნებათ
შფოთვისა და დეპრესიის სინდრომები.
როგორც უკვე აღინიშნ,ა დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს ადეკვატურად არ
მიეწოდებათ
ფსიქიატრიული
დახმარება.
ექიმის
განმარტებით,მათზე
განპიროვნებული ფსიქიატრი არასდროს არ ყოფილა, მაშინ, როცა ქუთაისის 2
საპყრობლეს ეს უკანასკნელი ჰყავდა. აღნიშნულის გამო ფსიქიატრის ვიზიტი
განხორციელდა მხოლოდ 2-ჯერ, ერთჯერადი ანაზღაურებებით. ვინაიდან
ფსიქიური სფეროს მხრივ ახალი პაციენტების გამოვლენა არ ხდება, არც შესაბამისად
სტატისტიკური ინფორმაცია არსებობს ამ კუთხით. ექიმის განმარტებით,მას
ფსიქიურად დაავადებული პირის მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას
ადმინისტრაციასთან რაიმე სახის პრობლემები არ ექმნება. ფსიქიკურ ავადმყოფებს
საჭიროების შემთხვევაში აგზავნიან მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო
დაწესებულებაში. ექიმი იხსენებს პაციენტის მიერ აგრავაციის 1 ფაქტს. მიუხედავად
ამისა პაციენტი გადაყვანილ იქნა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც ფსიქიკური
აშლილობა არ დადასტურდა. სიმულაციის ფაქტები უფრო იშვიათია, თუმცა,
მცდელობები მაინც არსებობს.
მკურნალობისა და დიაგნოსტიკის მიზნით პაციენტთა გადაყვანა მსჯავრდებულთა
და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში ხდება გეგმური წესით, კვირაში
ერთხელ განხორციელებული ეტაპის დროს. რაც შეეხება სასწრაფო შემთხვევებს,
პაციენტები უმოკლეს შესაძლებელ დროში გადაჰყავთ ქუთაისის სამედიცინო
დაწესებულებებში. ექიმის ინფორმაციით 2008 წელს ჰქონდათ პაციენტის
რეანიმობილით ტრანსპორტირების 2 შემთხვევა.
სამედიცინო მომსახურების უწყვეტობის მხრივ მსჯავრდებულთა და პატიმართა
სამკურნალო დაწესებულების მიმართ ექიმს რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.
დაწესებულებიდან სამკურნალოდ გადავანილ ყველა პაციენტს თან ატანს
სამედიცინო ბარათს და პაციენტის უკან დაბრუნების შემთხვევაშიც თითქმის არ
ყოფილა შემთხვევა რომ მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო
დაწესებულებას არ დაებრუნებინოს სამედიცინო ბარათი, რომელშიც აღწერილია
გატარებული სამედიცინო ხასიათის ღონისძიებები და შემდგომი რეკომენდაციები.
ექიმის განმარტებით, დაწესებულებაში მათ ჰყავთ წამალდამოკიდებულების მქონე
პირები. მათთვის რაიმე სპეციალური სამკურნალო ან სარეაბილიტაციო პროგრამა არ
ხორციელდება. 2008 წლის განმავლობაში ასეთი პაციენტების საკონსულტაციოდ
ნარკოლოგი არ მოსულა. დაწესებულების სამედიცინო პერსონალიდან არ არის ამ
მხრივ სპეციალურად განსწავლული ან ნარკოლოგიაში მუშაობის გამოცდილების
მქონე პირი. რაც შეეხება წამალდამოკიდებული პირების მიერ მოწყობილ ექსცესებს,
ექიმი იხსენებს 1 შემთხვევას, როდესაც პაციეტი ექიმისაგან ითხოვდა
ამიტრიპტილინს, მიაყენა შეურაცხყოფა, დაამტვრია ყველაფერი და ჩაიდინა
დანაშაული, რის გამოც დაწესებულებაში მის წინააღმდეგ აღძრეს საქმე და პატიმარი
604
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
გაასამართლეს (დაუმატეს სასჯელი). ექსცესების პრევენციის მიზნით რაიმე
ღონისძიება დაწესებულებაში არ ტარდება. დაწესებულებაში რაიმე ჩანაცვლებითი
თერაპიის პროგრამა არ მუშაობს.
მედიკამენტთა ნუსხას, რომელიც დაწესებულების აფთიაქში თავსდება, ადგენს
თავად მთავარი ექიმი. პროვიზორი შტატში არ ჰყავთ. აფთიაქიდან მედიკამენტების
გაცემის პრინციპია ხარჯვის ჟურნალში გატარება და პერიოდულად წამლების
აღწერის ჩატარება. პატიმარმა საკუთარ განკარგულებაში შეიძლება იქონიოს
არაამპულირებული სამკურნალო საშუალებები. აკრძალულია ასევე ძლიერმოქმედი
და ფსიქოტროპული საშუალეების პატიმრისათვის გადაცემა ხელზე. ამ
მომენტისათვის ნებადართულია პატიმრებს თან ჰქონდეთ ტკივილგამაყუჩბელი,
ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, ანტიბიოტიკები შეიძლება მხოლოდ 1 დღის
დოზა დაუტოვონ. მკაცრი კონტროლია დაწესებული, რომ პაციენტს არ დარჩეს
შპრიცი ან სხვა რაიმე ძლიერმოქმედი საშუალება. 2008 წლის განმავლობაში იყო 1
შემთხვევა, როდესაც პატიმარმა მოაგროვა წამლები და ცდილობდა მათ
ერთჯერადად მიღებას სედაციის მიზნით.
2008 წლის განმავლობაში ამ დაწესებულებაში დიაგოსტიკის მიზნით პორტატული
აპარატებით ჩატარებული ექოსკოპია, რენტგენოგრაფია, კარდიოგრაფია ან
ენცეფალოგრაფია არ განხორციელებულა.
რაც შეეხება განსაკუთრებით საშიშ გადამდებ დაავადებებს, ექიმი ადასტურებს
აივ/შიდსის, ვირუსული ჰეპატიტებისა და ტუბერკულოზის შემთხვევების
არსებობას. ამგვარი დაავადებების აღმოჩენისას სტანდარტული რაიმე ტაქტიკა არ
არის შემუშავებული. წითელმა ჯვარმა ბოლოს მაისში ჩაატარა მასიური სკრინინგი.
ექიმის ინფორმაციით მსგავსი სახის ღონისძიება კვლავ იგეგმება. წითელი ჯვრის
მიერ პაციენტთა დიაგნოსტიკის მიზნით ნახველის ლაბორატორიაში წაღებაზე
რაოდენობრივი შეზღუდვა ზოგოერთი სხვა საპყრობილის მსგავსად არ არის
შეზღუდული. ერთ მოსვლაზე საშუალოდ მიაქვთ 10-15 პაციენტის ნახველი
გამოკვლევისათვის.
ექიმის ინფორმაციით, თუ დაავადება გადამდებია, მაშინ სამედიცინო ჩვენების გამო
ხდება პაციენტთა იზოლირება. 2008 წლის განმავლობაში ნაწლავური ინფექციები არ
დაფიქსირებულია, თუმცა, წარსულის გამოცდილებით ადრე ამ მხრივ საშინელი
მდგომარეობა იყო შექმნილი. გრიპით პატიმართა მასიური ინფიცირების ფაქტები არ
დაფიქსირებულა. ამ მხრივ პრობლემად ექიმი ასახელებს მუნის გავრცელებას.
სქესპბრივი გზით გადამდები დაავადებების მიმართულებით პატიმართა მასიური
სკრინინგები არ ტარდება. 2008 წელს დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც
ვასერმანის რეაქცია იყო დადებითი და პაციენტებს დაუდგინდათ სიფილისი. ამ
შემთხვევებში ასევე აღებული და ლაბორატორიაში გამოსაკვლევად გაგზავნილი იყო
ნაცხები. ასეთი გამოკვლევების ჩატარების დროს, როდესაც ლაბორანტი მოდის,
პაციენტთა კონფიდენციურობა მაქსიმალურადაა დაცული.
რაც შეეხება საექიმო საქმიანობის რეგულირების საკითხებს, ექიმი იხსენებს ერთ
შემთხვევას, როდესაც გარდაცვლილი პაციენტის ადვოკატის მიერ დაწერილი
605
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
საჩივრის გამო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახლემწიფო რეგულირების სააგენტომ
დაიწყო
შესწავლა
ექიმთა
პროფესიული
პასუხისმგებლობის
საკითსის
მიზანშეწონილობის
გადასაწყვეტად.
სააგენტოს
კომისიამ
იმუშავა
დაწესებულებაშიც, სადაც მათ საქმიანობისათვის ყველა პირობა შეუქმნეს. სააგენტოს
და პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილება ადგილობრივი
სამედიცინო პერსონალისათვის დღემდე უცნობია. მათ ამის შესახებ არანაირი
შეტყობინება არ მიუღიათ.
ადგილობრივი ექიმის ინფორმაციით, დაწესებულებაში დღეს არ არის
გამოვლენილი, რომელიმე პატიმარი, რომელსაც აღენიშნება ავთვისებიანი სიმსივნე.
კიდურის ამპუტაციით პატიმარი არ ჰყავთ. ეტლით არავინ გადაადგილდება,
მიუხედავად იმისა, რომ 4 ნევროლოგიური პაციენტია რეგისტრირებული,
რომლებსაც აღენიშნებათ პარაპარეზები ქვემო კიდურებში. დაწესებულებაში
უკურნებელი სენით დაავადებულთა ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ამ
თვალსაზრისით საინტერესოა ერთი შემთხვევა, როდესაც მათ ჰყავდათ პაციენტი
შარდის ბუშტის დადასტურებული ავთვისებიანი სიმსივნით. პაციენტს ჩაუტარდა
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და 5 თებერალს სასამართლომ პაციენტს
გადაუვადა სასჯელის მოხდა. ამგვარი დაავადებების აღმოჩენის შემთხვევაში ექიმის
ტაქტიკა მდგომარეობს პაციენტის საავადმყოფოში დროულად გადაყვანაში.
მთავარი ექიმის აზრით, სასჯელაღსრულების ამ კონკრეტულ დაწესებულებაში
ექიმის პროფესიული ავტონომიურობა და დამოუკიდებლობა დაცული და
გარანტირებულია.
ექიმის ინფორმაციით, დაწესებულებაში იმყოფებოდა 6 პაციენტი, რომლებიც
დაავადებულნი არიან ბრონქული ასთმით. მათგან 5 პაციენტი გუშინ და ერთი
გასულ შაბათს გადაიყვანეს აღმოსავლეთ საქართველოს სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში, ვინაიდან არსებული კლიმატი არ წარმოადგენს ადეკვატურ
გარემოს ასთმური პაციენტებისათვის. ამჟამად მათ დარჩათ ასთმით დაავადებული 2
პაციენტი, ორივე მათგანი გუშინ შემოვიდა ახალი ეტაპისას. ექიმი აპირებს მათი
გადაყვანის საკითხის დაყენებას. პაციენტებს მიეწოდებათ ეუფილინი და მათ
მარაგში არსებული აეროზოლი. დაწესებულებიდან უკვე გადაყვანილ ერთ-ერთ
პაციენტს კლინიკური თვალსაზრისით დაავადების მეტად მძიმე მიმდინარეობა
აღენიშნებოდა. ჰქონდა ხშირი ასთმური შეტევები. ერთხელ დაფიქსირდა ასევე
ასთმური სტატუსი, რომლის კუპირება საბედნიეროდ მოხერხდა დამატებითი
ჩარევის პირობებში.
ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით მათ დაწესებულებაში ამჟამად სასჯელს
იხდის ეპილეფსიით დაავადებული 13 მსჯავრდებული. ყველა მათგანი იღებს
ფინლეფსინს. ეპილეფსიური სტატუსი მათგან არც ერთს არ განუვითარდა. ერთ
შემთხვევაში იყო გახშირებული გულყრები, რის გამოც იმ პერიოდში პაციენტი
გადაყვანილ იქნა ქალაქის საავადმყოფოში. ექიმის განმარტებით,მათ კონსულტანტი
ნევროოგი არ ჰყავთ. ეპილეფსიური გულყრის დროს ადგილობრივი მედ პერსონალი
თავად ცდილობს დახმარების აღმოჩენას. ეპილეფსიით დაავადებულთა
606
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ურავლესობას დადგენილი დიაგნოზი მოჰყვათ გადმოყვანისას (დაფიქსირებულია
სამედიცინო ბარათში). ექიმი ასევე აღნიშნავს, რომ კარბამაზეპინების მიღების გამო
პატიმართა გარკვეული კატეგორია ცდილობს დაარწმუნოს მედპერსონალი, რომ
მათაც აღენიშნებათ ეს დაავადება.
რაც შეეხება შაქრიან დიაბეტს, ამ მხრივ ექიმმა წარმოგვიდგინა საყურადღებო
პაციენტი ლევან ხ., რომელიც იმყოფება ინსულინოთერაპიაზე. მისი დღიური დოზაა
32+32+16 ერთეული. პაციენტი მოითსოვს ენდოკრინოლოგის კონსულტაციას. ბოლოს
იგი ერთი წლის წინაა კონსულტირებული ენფოკრინოლოგის მიერ. ექიმი აღნიშნავს,
რომ აღნიშნულ პაციენტს 20 დღის წინ განუვითარდა ჰიპოგლიკემიური კომა,
რომლიდანად იგი გამოიყვანეს. მსგავსი გართულებები პაციენტს ადრეც არაერთხელ
ჰქონია.
ექიმის ინფორმაციით, ინსულინზე იმყოფება ასევე კიდევ 2 პაციენტი. ორივე მათგანს
ანამნეზში აღენიშნებათ გულის იშემიური დაავადება, ერთ-ერთ მათგანს ასევე
აღენიშნება ფიმოზიდა ჩუჩის სუპურაცია, საჭიროებს უროლოგის კონსულტაციას.
მიკრო ტრავმების შემთხვევაში ამ პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ ჩირქოვანი
გართულებების არსებობა.
ექიმის განმარტებით, პატიმარი რომელიც შიმშილობას გამოაცხადებს და
ოფიციალურად დაწერს აღნიშნულის თაობაზე განცხადებას ცალკე გადაჰყავთ,
საკარანტონო შენობაში გამოყოფილ სპეციალურ საკანში. ექიმი ხსნის მოშიმშილის
ბარათს და სამედიცინო პერსონალი ყოველდღიურად აწესებს სამჯერად ვიზიტს
მოშიმშილე პატიმართან. კონტროლდება არტერიული წნევა, ტემპერატურა, პულსი.
პაციენტებს ექიმი აძლევს რეკომენდაციებს. ჯერ-ჯერობით შიმშილობის გამო
პაციენტის გონების დაკარგვის ფაქტი არ დაფიქსირებულა. როგორც ექიმი
განგვიმარტავს, შიმშილობა უმეტესწილად 2-3 დღეს წყდება. ექიმის ინფორმაციით
ამჟამად დაწესებულებაში არავინ არ შიმშილობს.
ადმინისტრაციის მიერ პატიმრის დისციპლინურად დასჯის და კარცერში
მოთავსების წინ ექიმს ხელს აწერინებენ სპეციალურ ფორმაზე სადაც დასმულია
კითხვა - „შეიძლება თუ არა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის
გათვალისწინებით მისი კარცერში მოთავსება“. მორიგე ექიმი ასეთ შემთხვევაში
ხელმოწერით ადასტურებს და სანქციას აძლევს დასჯას ან ჯანმრთელობის
მდგომარეობის გამო არ აწერს ხელს ცნობას. ექიმის გადმოცემით იშვიათად მაგრამ
ყოფილა შემთხვევები, როდასაც ექიმი ხელს არ აწერს პატიმრის კარცერში ჩასმის
ფურცელს და ამ შემთხვევაში მედპერსონალს ადმინისტრაციის მხრივ რაიმე
წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ. კარცერში მოთავსების შემდეგ 24 საათში ექიმი
მოინახულებს პატიმარს და აფასებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. არის
შემთხვევები, როდესაც პატიმართა კარცერიდან ამოყვანა ექიმის მოთხოვნით ხდება.
რაც შეეხება სამედიცინო დოკუმენტაციას, საქართველოს იუსტიციის მინისტრის
მიერ 2002 წლის 24 ივნისის №486 ბრძანებით დამტიკიცებული დოკუმენტაციის
ფორმებიდან, ექიმის განმარტებითი სამედიცნო ნაწილი აწარმოებს შემდეგს:
607
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
-
სამედიცინო ბარათი (ფორმა№1);
-
ამბულატორულ მიღებაზე მომსახურებულ პატიმართა აღრიცხვის ფურცელი
(ფორმა№3);
-
ვიწრო პროფილის ექიმ სპეციალისტის მუშაობის აღრიცხვის ჟურნალი
(ფორმა№ 5);
-
ჩატარებული
(ფორმა№11)
-
ფსიქოპათიებით და ფსიქიკური გადახრებით დაავადებულ პატიმართა
აღრიცხვის ჟურნალი (ფორმა№ 12);
-
დაწესებულებაში გამოვლენილ ინფექციურ დაავადებათა აღრიცხვის ჟურნალი
(ფორმა№13);
-
საყოფაცხოვრებო ტრავმების აღრიცხვის ჟურნალი (ფორმა№15);
-
გარდაცვლილ ავადმყოფთა აღრიცხვის ჟურნალი (ფორმა№17);
სამედიცინო
კონსულტაციების
აღრიცხვის
ჟურნალი
კვების
ბლოკის
სანიტარიული
მდგომარეობის,
მომზადებული
საკვების
ვარგისიანობის აღრიცხვის ჟურნალი (ფორმა№22) და დაწესებულების მენიუ
(ფორმა№23) იწარმოება კვების ბლოკის მენეჯერის მიერ კომპანია „მეგაფუდის“
მენეჯემნტის კონტროლით.
დაწესებულებაში, სტაციონარის დაკეტვასთან დაკავშირებით, მისი ახლიდან გახსნის
პერიოდამდე შეჩერებულია სტაციონარული ავადმყოფის დოკუმენტაციის წარმოება
(ფორმა№№2, 2ა, 4). რაც შეეხება ფორმა №6, რომელიც ითვალისწინებს
ამბულატორულად ჩატარებული ოპერაციების და მანიპულაციების აღრიცხვას, ეს
ინფორმაცია ფიქსირდება ფორმა №3-ში.
დაწესებულებაში სტომატოლოგიური მომსახურება შემოიფარგლება მხოლოდ
კბილის ექსტრაქციით. ექიმის შემოყვანა პაციენტის მოთხოვნით და მისივე
ანაზღაურებით ხშირი არ არის. ასეთ შემთხვევაში რთავენ მხოლოდ იმ ექიმის
შემოყვანის უფლებას, რომელი სპეციალობითაც მათ არ ჰყავთ კონსულტანტი.
პაციენტის მიერ არჩეულ სამოქალაქო ტიპის სტაციონარში ავადმყოფის გადაყვანის
შემთხვევა ჯერ არ მომხდარა.
ზუგდიდის N4 საპყრობილე
ზუგდიდის N4 საპყრობილის და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება გათვლილია 305
პატიმარზე. მონიტორინგის დროს დაწესებულებაში იმყოფებოდა 383 პატიმარი.
მონიტორინგის პერიოდში დაწესებულებაში არ იმყოფებოდა მთავარი ექიმი.
დათვალიერდა სამედიცინო დანიშნულების ოთახი, ე.წ. სამედიცინო ნაწილის
საკნები, გავესაუბრეთ მედ-პერსონალსა და პატიმრებს. ადმინისტრაციის
წარმომადგენლისა და სამედიცინო ნაწილის ფერშლის, თემურ სარიას ინფორმაციით,
პატიმრებს დღე-ღამის ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ ისარგებლონ სამედიცინო
მომსახურებით და ექიმის კონსულტაციით, რაც, საპყრობილის სამედიცინო ნაწილის
608
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
საშტატო განრიგის გათვალისწინებით, სერიოზულ ეჭვს ბადებს. დაწესებულებაში
მომუშავე სამედიცინო პერსონალი წარმოდგენილია 1 ექიმითა და 3 ექთნით:
-
რიგვავა ალექსანდრე - მთავარი ექიმი, სპეციალობა „შინაგანი მედიცინა“
-
სარია თეიმურაზი - ექთანი
-
ბაღათურია ნინო - ექთანი
-
ანთია მანანა - ექთანი
გაურკვეველია, რა სტატუსი მიენიჭება 2008 წლის 1 თებერვლამდე დაწესებულებაში
მომუშავე ექიმ სტომატოლოგ კობა ლაგვილავას, რომელიც ძირითად საშტატო
განრიგში აღარ არის გათვალისწინებული.
თემურ სარიას ინფორმაციით, გაგზავნილია მოთხოვნა სამი კონსულტანტის აყვანაზე
სახელშეკრულებო საფიძველზე. ესენია:
-
ბიტაროვი ვოვა - სპეციალობა „დერმატოვენეროლოგია“
-
სარია მაია - სპეციალობა „ექიმი ლაბორანტი“
-
ლაგვილავა კობა - სპეციალობა „სტომატოლოგია“.
დაწესებულებაში ექიმი სტომატოლოგი მუდმივად არ არის. გაურკვეველია რა
დღეებში მორიგეობს საერთოდ ექიმი. ნარკოლოგი, თუნდაც კონსულტანტის სახით
არ არსებობს. მორიგე მედპერსონალი განმარტებით, დაწესებულებაში 2008 წელს
კონსულტანტების მოწვევა ხდებოდა საჭიროების მიხედვით, ხოლო 2009 წლის 1
თებერვლიდან ამ მხრივ აღინიშნება წყვეტა და პაციენტები ვეღარ სარგებლობენ
ექიმის კვალიფიციური დახმარებით. მორიგე ექთნის განმარტებით, დაწესებულებაში
ყველა პატიმარი შესვლისთანავე მოწმდება ექიმის მიერ, თუმცა, პატიმართა
განმეორებითი შემოწმება რეგულარულად არ ხდება და მხოლოდ „საჭიროებისას“
ტარდება.
„ალდაგი ბი სი აი“-ს წასვლის შემდეგ სამედიცინო სამსახურის ფინანსური
უზრუნველყოფა გადავიდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ბალანსზე.
სამედიცინო ნაწილი განთავსებულია საპატიმრო კორპუსში, მედ-პერსონალის
ოთახიდან საკმაოდ მოშორებით, საპატიმრო კორპუსის მე-2 სართულზე. ე.წ.
„სამედიცინო ნაწილს“ დათმობილი აქვს 2 საკანი:
სამედიცინო დანიშნულების საკანი „№1“
საკანში განთავსებულია 6 საწოლი. ყველა მათგანი დაკავებულია. საკანში საშინელი
ანტისანიტარიაა. ფანჯრიდან არ შემოდის საკმარისი სინათლე. სარკმლის ჩარჩოში არ
არის ჩასმული მინა, რის გამოც შემოსულ სიცივეს მხოლოდ ნაკლებად აკავებს
სახელდახელოდ აკრული პოლიეთილენი. საკანი თბება ელექტროღუმელით.
პირსაბანი გამოსულია მწყობრიდან. აქვე მოიპოვება ე.წ. ტუალეტიც, რომელიც
წარმოადგენს დაახლოებით 1 მ კედლით ამოშენებულ შემოფარგლულ ტერიტორიას.
არ აქვს კარები. ტუალეტიდან გამოდის არასასიამოვნო სუნი.
609
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
სამედიცინო დანიშნულების საკანი „№17“
საკანში განთავსებულია 10 საწოლი, რომელთაგანაც 4 დაკავებულია, ხოლო 6
თავისუფალი. ამ საკანშიც გამეფებულია ანტისანიტარია. ფანჯარას არ აქვს მინები და
ასევე სახელდახელოდაა აკრული პოლიეთილენის პარკი, რომელიც გამოჭრილია და
ქმნის დამატებითი სარკმლის იმიტაციას. საკანში ცივა. სველი წერტილი აქაც ოთახის
კუთხეშია განთავსებული და ნაწილობრივ ამოშენებული ერთი კედლითაა
გამიჯნული დანარჩენი ფართისაგან. ამ შემთხვევაში ტუალეტის არარსებულ კარებს,
ნაწილობრივ ცვლის ფარდა.
ოთახი, რომელშიც ექიმები იმყოფებიან განთავსებულია ადმინისტრაციული
კორპუსის პირველ სართულზე. ოთახი ნაწილობრივ გადატიხრულია და მეორე,
უფრო მცირე ნახევარი დათმობილია სტომატოლოგის კაბინეტისათვის.
ამ ორ „პალატას“, რა თქმა უნდა, პირობითად შეიძლება ეწოდოს „სამედიცინო
ნაწილი“. შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ ამ პირობებში შესაძლებელია
ავადმყოფთა მკურნალობისა და მოვლის ადეკვატური უზრუნველყოფა. ავადმყოფის
ამ პირობებში მოთავსება შეიძლება შევაფასოთ, როგორც არაჰუმანური და ღირსების
შემლახველი მოპყრობა!
თეიმურაზ სარიას განმარტებით,სამედიცინო ნაწილი პაციენტებს უწევს როგორც
ამბულატორულ, ისე სტაციონარულ მომსახურეობას. „ალდაგი ბი სი აი“-ს
მენეჯმენტის
პირობებში,
ხელშეკრულება
იყო
დადებული
ზუგდიდის
რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან პაციენტთა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის
დამატებითი საჭიროების უზრუნველსაყოფად, თუმცა, 2009 წლის 1 თებერვლიდან
აღნიშნული სახელშეკრულებო ურთიერთობის ბედი გაურკვეველია. სამედიცინო
ნაწილი პაციენტებს ვერ სთავაზობს ფსიქიატრიულ დახმარებას. კონსულტანტი
ფსიქიატრის გამოძახების შესაძლებლობა ამ პირობებში გაურკვეველია.
სამედიცინო პერსონალის ოთახი მწირადაა აღჭურვილი. სამედიცინო დანიშნულების
საგანთა შორის დაწესებულებას აქვს: ფონენდოსკოპი, წნევის აპარატი, თერმომეტრი,
სტომატოლოგიური სავარძელი (დამატებითი სტომატოლოგიური აპარატურის
გარეშე), მცირე რაოდენობით ქირურგიული იარაღები.
მშრალი სიცხით
სტერილიზატორი დაწესებულებას არ აქვს და ექთნის განმარტებით,იარაღებს
ასტერილებენ დუღილით.
ამ დაწესებულებაში არსებული სამედიცინო დახმარების დონე არ შეესაბამება
ქვეყანაში არსებულ სამედიცინო მომსახურების საშუალო დონეს.
ავადმყოფ მსჯავრდებულთა და პატიმართა გადაყვანა სხვა სამკურნალო
დაწესებულებებში იშვიათად ხდება. 2008 წლის განმავლობაში 19 პაციენტია
გაგზავნილი
თბილისში,
მსჯავრდებულთა
და
პატიმართა
სამკურნალო
დაწესებულებაში, ხოლო 2009 წლის იანვარ-თებერვალში – მხოლოდ 4.
610
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
რაც შეეხება პატიმართა გადაყვანას ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 2008
წლის განმავლობაში, დიაგნოსტიკის ან მკურნალობის მიზნით სულ გადაყვანილია
34 პაციენტი, ხოლო 2009 წლის განმავლობაში დღემდე - მხოლოდ 1 პაციენტი.
2008
წლის
განმავლობაში
პორტატული
ექოსკოპით
ან
პორტატული
რენტგენოსკოპით საპყრობილეში პაციენტის გამოკვლევა არ მომხდარა.
უპირატესად
გამოვლენილი
დაავადებებისაგან
ექთანი
გამოყოფს:
კანის
დაავადებებს, ტუბერკულოზს, ვირუსულ ჰეპატიტებს, გულსისხლძარღვთა სისტემის
დაავადებებ. 2 ტუბერკულოზიანი პაციენტი ჩართულია DOTS პროგრამაში.
პენიტენციური ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით მედ პერსონალს გავლილი
აქვს ტრენინგები DOTS პროგრამის ფარგლებში, ხოლო ექიმს გავლილი აქვს
ტრენინგი შესაბამისი სპეციალობით (შინაგანი მედიცინა) ქ. თბილისში.
ექთნის განმარტებით, ახალი პატიმრის შემოსვლისას იგი შემოწმებას გადის ე.წ.
საექიმო ოთახში. შემოწმებას ექიმისა და ექთნის გარდა ესწრება საპყრობილის
თანამშრომლები, რომლებიც იმყოფებიან როგორც ვიზუალური, ისე სმენადობის
არეში. სხვაგვარად ამ ოთახში შეუძლებელია რამდენიმე პირის განლაგება. აქედან
გამომდინარე უნდა ვივარაუფოთ, რომ დარღვეული ან ნაწილობრივ მაინცაა
დარღვეული კონფიდენციურობა და საექიმო საიდუმლო, იშვიათი გამონაკლისების
გარდა.
რაც
შეეხება
სამედიცინო
ჩანაწერებს,
ექთნის
განმარტებით,პატიმართა
უმარავლესობისათვის ასეთი ჩანაწერები არსებობს, თუმცა, ისინი „ექიმს აქვს
ჩაკეტილი“ და ჩვენთვის მათი თუნდაც დანახვა ხელმიუწვდომელი აღმოჩნდა. რაც
შეეხება შეკითხვას, იცნობენ თუ არა პატიმრები ჩანაწერებს საკუთარი
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ექთამა განგვიმარტა, რომ - „სამედიცინო
ენას მაინც ვერ გაიგებენ, ისე კი ვაჩვენებთ თუ მოითხოვა“. ექთნის განმარტებით,
პაციენტებს
სიტყვიერად
ყოველთვის
მიეწოდებათ
ინფორმაცია
თავისი
მდგომარეობის,
გამოკვლევების,
მკურნალობისა
და
ამ
მანიპულაციების
მოსალოდნელი შედეგების შესახებ.
სამედიცინო პერსონალის მიერ ამ დაწესებულებაში წარმოებს: შეხვევები,
გადასხმები, ინექციები და მცირე ქირურგიული მანიპულაციებიც კი. ამ უკანასკნელ
შემთხვევებში პაციენტებისაგან წერილობითი ინფორმირებული თანხმობის
მოპოვება არ არის პრაქტიკაში მიღებული წესი. სამედიცინო მანიპულაციების დროს
კონფიდენციურობის დაცვა ნაკლებად ხერხდება. ექთნის განმარტებით, საჭიროების
შემთხვევაში სამედიცინო ინფორმაცია გაიცემა ადვოკატისათვის და ინფორმაცია არ
მიეწოდებათ პაციენტის ოჯახის წევრებს. განთავისუფლების შემდეგ პაციენტის
სამედიცინო ბარათი ეკვრება პირად საქმეში და არქივდება მასთან ერთად.
პატიმრების ექიმთან კონსულტაციის დროს, პროცედურას ესწრება
პერსონალი, რომლებიც იმყოფებიან მხედველობისა და სმენადობის არეში.
ციხის
611
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ციხის სამეცისინო პეროსნალი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კონტროლს არ
ახორციელებს. საპყრობილეს ხელშეკრულება აქვს დადებული ქუთაისის
სადეზინფექციო სადგურთან, საიდანაც ზოგჯერ თვეში 2-3 ჯერ ჩამოდის
თანამშრომელი და ახდენს ობიექტის დამუშავებას. ამ მომსახურების ხარისხი და
სიხშირე დამოკიდებულია ფინანსებზე. ექიმი ფორმალურად უწევს კონტროლს
აღნიშნულ
საქმიანობას.
სახელმწიფოს
მიერ
დადგენილი
სანიტარიულეპიდემიოლოგიური სტანდარტები ადგილობრივი სამედიცინო პერსონალისათვის
უცნობია. ამ ფონზე მედპერსონალი ჩატარებული სადიზინფექციო სამუშაოებით
კმაყოფილია.
საკვების ყოველი დარიგების წინ სამედიცინო პერსონალი ამოწმებს გასაცემი
საკვების ხარისხს და ხელს აწერს შესაბამის ჟურნალში. მეგაფუდის შემოსვლის
შემდეგ, სამედიცინო პერონალის მიერ საკვების წუნდების ფაქტი ჯერ-ჯერობით არ
დაფიქსირებულა.
ახლად შემოსული პატიმრების შემთხვევაში, არსებული სხეულის დაზიანების
შემთხვევაში მედპერსონალი აფიქსირებს პაციენტის კომენტარს და შენიშნვნას იმის
თაობაზე თუ სად, როდის და რა ვითარებაში მიადგა ფიზიკური დაზიანებები. რაც
შეეხება ძალადების ფაქტების აღრიცხვას საპყრობილეში, მედპერსონალის
ინფორმაციით, დაფიქსირდა თვითდაზიანებისა და საყოფაცხოვრებო დაზიანებების
შემთხვევები, ხოლო ურთიერთდაზიანების ფაქტები არ ყოფილა. 2008 წლეს
დაფიქსირებულ დაზიანებათა სტატისტიკას სამედიცინო ნაწილში ვერ გვაწვდიან,
ხოლო 2009 წელს ექთან სულ 2 ასეთ ფაქტს იხსენებს.
რაც შეეხება საყოფაცხოვრებო დაზიანებების ჟურნალს, ექთანს მისი არსებობის
შესახებ ინფორმაცია არ აქვს და ვარაუდს გამოთქვამს რომ უნდა იყოს, თუმცა, ასეთ
შემთხვევაში მათთან ნამდვილად არ ინახება.
2008 წლის განმავლობაში, საპყრობილეში თვითმკვლელობის ან თვითმკვლელობის
მცდელობის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. სუიციდის პრევენციის მიმართულებით
არანაირი ღონისძიებები არ ტარდება.
ამ მომენტისათვის დაწესებულებაში ტუბერკულოზის გამო მკურნალობს 2 პაციენტი.
რაც შეეხება აივ/შიდსით ინფიცირებულ პაციენტებს, ისინი არც 2008 წლის
განმავლობაში და არც ამჟამად არ ჰყავთ. ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების
შესახებ ექთანს არ გააჩნია ინფორმაცია და გვპასუხობს, რომ ამის შესახებ
სტატისტიკა არ არსებობს, არც ინტერფერონით მკურნალობს ვინმე.
დაწესებულებაში რაიმე სოციალურ-თერაპიული და სარეაბილიტაციო პროგრამა არ
მოქმედებს, შესაბამისად არც ერთი პატიმარი არ არის ჩაბმული მსგავს აქტივობებში.
დაწესებულებაში იმყოფებიან პატიმარი ქალებიც. მათთვის გინეკოლოგის შტატი ან
თუნდაც კონსულტანტი გინეკოლოგი არ არის გათვალისწინებული. საჭიროების
შემთხვევაში ქალები გაჰყავთ ქალთა კონსულტაციაში. ქალების კვების მენიუ და
რეჟიმი მსგავსია სხვა ყველა პატიმრების ანალოგიური პირობებისა.
612
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
დაწესებულებაში ასევე იმყოფებიან არასრულწლოვანი პატიმრებიც, რომელთა
მიმართ რაიმე განსაკუთრებული და განსხვავებული მიდგომა არ არსებობს.
არასრლულწლოვან პატიმრებთან ფსიქოლოგი არ მუშაობს, სტომატოლოგის
ხელმისაწვდომობის პრინციპი ისევეა „დაცული“, როგორც ყველა სხვა პატიმრის
შემთხვევაში. მოზარდები რაიმე სპეციალურ პროგრამაში ჩაბმულები არ არიან. მათი
სამედიცინო მანიპულაციებისა და გამოკვლევის დროს კონფიდენციურობის დაცვა
გამონაკლის შემთხვევაშია შესაძლებელი.
ზოგადად, პატიმართა საცხოვრებელ საკნებში და დერეფნებში ანტისანიტარიაა,
ელექტროსადენები გაშიშვლებულია. საკნებში ფანჯრები გარედან და შიგნიდან
გისოსებშია და არ არის ჩასმული მინები; მათ მაგივრად ზოგგან გაკრულია
პოლიეთილენის დამცავი პარკები. საკნებში ტუალეტებს ცალი მხრიდან
ამოშენებული აქვს დაბალი კედლები; ზოგ საკანში საპირფარეშოს ღია ნაწილი
პატიმრებს თვითონ აქვთ გამიჯნული ქსოვილის ფარდით. ზოგიერთ საკანში
გათბობის ერთადერთი საშუალებაა ელექტროქურა, ზოგიერთი საკანი კი საერთოდ
არ თბება. საკნებში სუფევს ანტისანიტარია, ცვივა ბათქაში, ბუნებრივი განათება
არასაკმარისია და განათება ხდება პატარა ზომის მბჟუტავი ნათურებით, ხოლო
ფანჯრების ზომა ვერ უზრუნველყოფს ადეკვატურ ვენტილაციას. საკნებში
დამონტაჟებული არ არის გამწოვები.
პრობლემურია პირადი ჰიგიენის დაცვა და შხაპის მიღებაც კი. პატიმრებს წყალი
მიეწოდებათ შეზღუდვით, გრაფიკის შესაბამისად დღეში რამდენიმე საათით.
საპყრობილის შენობა ამორტიზებულია. მონიტორინგის დროს იყო წვიმიანი ამინდი
და ამ სიტუაციაში საპყრობილის ცენტრალურ დერეფანში, კიბის უჯრედთან ისევე
წვიმდა როგორც გარეთ. ჩამოსული წვიმის წყალი გროვდება შენობის ქვეშ და
თვითონ იკვლევს გზას, რაც ზაფხულის პერიოდში საკმაოდ ხელსაყრელი პირობაა
ნესტისა და მწერების გავრცელებისათვის.
მორიგე მედპერსონალის ინფორმაციით საპყრობილეში რეგისტრირებულია 5-მდე
პაციენტი ბრონქული ასთმის დიაგნოზით. ყველა მათგანი ხმარობს აეროზოლს; ასევე
ტაბლეტირებულ პრეპარატებს, როგორიცაა ბეროტეკი, ასთმოპენტი, ეუფილინი და
ა.შ. 2008 წლის განმავლობაში ასთმური სტატუსი აღწერილი არ ყოფილა. აღნიშნული
კატეგორიის
პაციენტები
არასოდეს
არ
ყოფილან
კონსულტირებულნი
ალერგოლოგის მიერ. მათი მკურნალობის საკითხები წყდება თერაპევტის მიერ.
რაც შეეხება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პატიმრებს, მოცემული
მომენტისათვის არ ყავთ. თუმცა, 2008 წლის განმავლობაში მათი რიცხვი იყო 3. ყველა
მათგანი კონსულტირებული იყო ენდოკრინოლოგის მიერ. მათ დანიშნული
ჰქონდათ სპეციალური, სხვებისაგან განსხვავებული კვების რეჟიმი. არც ერთ მათგანს
ჰიპო ან ჰიპერგლიკემური კომა არ განვითარებია.
დაწესებულებაში ამჟამად 2 პაციენტია ეპილეფსიის დიაგნოზით. ორივე
მკურნალობს პრეპარატ ფინლეფსინით. ექთნის მიერ მოწოდებული ინფორმაციით,
613
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
2008 წელს „ერთხელ იყო ეპილეფსიური სტატუსი, მაგრამ არ იყო ძლიერი და
დიმედროლით მოხსნეს“ (?).
როგორც უკვე აღინიშნა, დაწესებულებაში მყოფი პირები ფსიქიატრიულ დახმარებას
ვერ იღებენ. 2008 წლის განმავლობაში კონსულტანტი ფსიქიატრი ნატა აბულაძე 1 ან
2-ჯერ იმყოფებოდა ვიზიტით პაციენტთა საკონსულტაციოდ. ექიმი-კონსულტანტი
ნატო აბულაძე ზუგდიდის ფსიქო-ნევროლოგიური დისპანსერის ექიმი ფსიქიატრია.
ამჟამად, ექთნის განმარტებით, მათ ფსიქიური ავადმყოფები არ ყავთ. ნატა აბულაძის
ვიზიტის დროს მან ერთ პაციენტს მისცა მხოლოდ დანიშნულება, თუმცა, ეს
პაციენტი ამჟამად სხვა ციხეშია გადაყვანილი. ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს
მხრივ პრობლემური საკითხების წამოჭრისას, ექიმი ადგილობრივად თვითონ
აგვარებს პრობლემებს. დირექცოასთან და სოციალურ სამსახურთან მათ
შეთანხმებული და კოორდინირებული ურთიერთობა აქვთ. ფსიქიკური დაავადების
ნიშნების აღმოჩენისას პაციენტებს არსად არ აგზავნიან; სპეციალიზებულ
დაწესებულებაში მათი გადაყვანა ჯერ არ მომხდარა.
კითხვაზე არის თუ არა ფსიქიკური პრობლემების მქონე პირისათვის პალატა ან
იზოლირებული საკანი, ექთანმა გვიპასუხა, რომ - „საჭიროების შემთცვევაში კი“.
ძნელია ასეთი საჭიროების განსაზღვრა და წარმოდგენა!
კლიმატი დაწესებულებაში ნესტიანია. ზაფხულში საკმაოდ ცხელა და ზამთარში
ცივა.
რაც შეეხება წამალდამოკიდებულების მქონე პირებს, ექთნის გადმოცემით ასეთები
მათ
ჰყავდათ
2008
წელს,
თუმცა,
მსგავის
შემთხვევები
იშვიათია.
წამალდამოკიდებულების მქონე პირთა გამოვლენისას მათ ნარკოლოგის
კონსულტაცია ვერ უტარდებათ. ამ კატეგორიის პაციენტებისათვის რაიმე
სარეაბილიტაციო პროგრამა არ არსებობს. წამალდამოკიდებულების მქონე პირებს
რაიმე სახის ექსცესები არ მოუწყვიათ.
დაწესებულებაში იმ მედიკამენტების ნუსხას, რომელიც აფთიაქში უნდა განთავსდეს
ადგენს მთავარი ექიმი. დაწესებულებას პროვიზორი არ ჰყავს. წამლების დიდი
ნაწილი განთავსებულია სამედიცინო ოთახის კარადებში, რომლებსაც ბოქლომი
ადევს და დაკეტილია. აფთიაქიდან მედიკამენტების გაცემა ხდება ხარჯცის
ჟურნალში გატარებით. მედიკამენტები, რომელბიც შესაძლოა იქონიონ პატიმრებმა
საკუთარ განკარგულებაში არ უნდა იყოს ამპულირებული ფორმა. ასევე
ძლიერმოქმედი ან ფსიქოტროპული საშუალება. როგორც წესი პატიმრებს თან აქვთ
აეროზოლები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, კეტანოვი (1-2
ტაბლეტი) და ა.შ.
რაც შეეხება გადამდებ დაავადებებს, ექთნის განმარტებით,მათ ზაფხულში ჰქონდათ
ნაწლავური ინფექციების გავრცელების შემთხვევები. მისი მონაცემებით აღნიშნული
ეპიდსიტუაციური მომენტი საკვებისმიერი იყო, თუმცა, პაციენტები ინტრავენური
გადასხმების ფონზე გამომჯობინდნენ. ამგვარი დაავადების გავრცელების
614
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
საპროფილაქტიკოთ,
რაიმე
საპყრობილეში არ ხდება.
განსაკუთრებული
ღონისძიებების
გატარება
ექთნის მიერ მოწოდებული ინფორმაციით იზოლაცია უკეთდებათ მხოლოდ
ტუბერკულოზის მქონე პაციენტებს. საპატიმრო კორპუსზე არისე ერთი ტუბ-საკანი,
რომელიც ამჟამად ცარიელია. ამგვარი დაავადებების საკნონსულტაციოდ, გარედან
სპეციალისტის მოყვანის გამოცდილება არ ყოფილა.
რაც შეეხება კანის დაავადებებს, სამედიცინო პერსონალი გამოყოფს მუნს. მუნი
საკმაოდა იყო გავრცელებული დაწესებულებაში 2008 წელს და ამის პრობლემა
ამჟამადაც დგას. მის საწინააღმდეგოდ პაციენტებს აძლევენ ბენზიბენზოატს.
დერმატოვენეროლოგიური სკრინინგისა და შემოწმების დროს, კონფიდენციურობის
დაცვის რაიმე დამატებითი ღონისძიებების მიღება არ ხდება. უფრო მეტიც, ასეთი
გეგმური შემოწმებები არასდროს არ ხდება.
დაწესებულებაში არ არსებობს რაიმე ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამები იმ
პირთათვის, რომლებიც ამას საჭიროებენ.
ექთნის განმარტებით, 2008 წლის განმავლობაში მათ არ ჰყოლიათ ისეთი პატიმარი,
რომლისათვისაც შეუთავსებელია ხანგრძლივი პატიმრობა. არც უკურნებელი სენით
დაავადებული პირები ჰყავთ. რომც იყვნენ მათთვის რაიმე სპეციალური მოვლის
პირობები არ არსებობს. ექთანი ცალკე გამოყოფს ერთ პაციენტს, რომელსაც
აღენიშნებოდა ტუბერკულოზური სისხლდენა. ღვიძლის ციროზის დადგენილი
დიაგნოზით მათ პაციენტი არ ჰყავთ.
მორიგე ექთნის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2008 და 2009 წლის იანვართებერვლის პერიოდში საპყრობილეში ლეტალური გამოსავალი არ დაფიქსირებულა.
აღნიშნული
ინფორმაცია
წინააღმდეგობაში
მოდის
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან, რომლის მიხედვითაც 2008
წლის იანვარში, გარდაცვლილია 1953 წელს დაბადებული პატიმარი ს.ც. ინფორმაცია
ასევე დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებ გვერდზე, 2008 წლის
15 იანვარს გამოქვეყნებული ცნობით: „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის დაწესებულებაში პატიმარი სოსო
ც. გარდაიცვალა. ექიმების პირველადი დასკვნით 54 წლის პატიმრის გარდაცვალების
მიზეზი გულის ინფარქტი გახდა. 12 იანვარს პატიმრის ჯანმრთელობის
მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ადმინისტრაციამ სასწრაფო სამედიცინო
დახმარების ბრიგადა გამოიძახა. სამედიცინო ღონისძიებების მიუხედავად, პატიმარი
გარდაიცვალა“.
გარდაცვლილი პატიმრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ასევე არ
მოიპოვება სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს
მიერ გადმოგზავნილ საექსპერტო დასკვნათა შორის.
615
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
რაც შეეხება სტომატოლოგიურ მომსახურებას, იგი მხოლოდ კბილის ექსტრაქციით
შემოიფარლება. სტომატოლოგი 2008 წლის განმავლობაში კვირაში ერთხელ
მოდიოდა და კვირის განმავლობაში 4-5 კბილის ექსტრაქციას ახდენდა.
რაც შეეხება სამედიცინო დოკუმენტაციას, საქართველოს იუსტიციის მინისტრის
2002 წლის 24 ივნისის №486 ბრძანებით დამტკიცებული სამედიცინო
დოკუმენტაციის ფორმებიდან დაწესებულების სამედიცინო ნაწილში აწარმოებენ:
ავადმყოფის სამედიცინო ბარათს [ფორმა № 1]; ასევე იწარმოება ამბულატორულ
მიღებაზე მომსახურებულ პატიმართა აღრიცხვის ჟურნალი, რომელიც ჩაკეტილია და
ჩვენთვის ხელმიუწვდომელი [ფორმა№3], ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტთა
მუშაობის
აღრიცხვის
ჟურნალი
[ფორმა№5],
ჩატარებული
სამედიცინო
კონსულტაციების ჟურნალი [ფორმა№11]. გარდაცვლილ ავადმყოფთ აღრიცხვის
ჟურნალი [ფორმა№17]. რაც შეეხება კვების ბლოკის სანიტარიული, მდგომარეობის
და მომზადებული საკვების ვარგისოანობის ჟურნალი [ფორმა№22] და კვების
ბლოკის მენიუ [ფორმა№23] ინახება მეგაფუდის მენეჯერთან სამზარეულოში.
თბილისის N1 საპყრობილე
თბილისის N1 საპყრობილე გათვლილია 750 პატიმარზე. მონიტორინგის დროს
დაწესებულებაში იმყოფებოდა 955 პატიმარი. საპყრობილე გადატვირთულია, მასში
ლიმიტით განსაზღვრულზე 205-ით ანუ თითქმის მესამედით მეტი პატიმარი იხდის
სასჯელს.
მონიტორინგის დროს შევხვდით საპყრობილის ადმინისტრაციას, მთავარ ექიმს,
გავესაუბრეთ პატიმრებს, დავათვალიერეთ სამედიცინო ნაწილი.
საპყრობილის საშტატო განრიგი ითვალისწინებს შემდეგ ერთეულებს:
-
მთავარი ექიმი - 1
-
ექიმი - 4
-
ექთანი - 6
-
პროვიზორი - 1
მთავარი ექიმი სპეციალობით ფტიზიატრია. 4 ექიმის ადგილიდან 2 ვაკანტურია,
ხოლო 2 ადგილზე მუშაობენ ექიმები სპეციალობით - „შიანგანი მედიცინა“. ექთნის
ექვსივე ადგილი შევსებულია. მათგან 4 არის მორიგე ექთანი, ხოლო 2 დღის ექთანი.
დაწესებულებას ჰყავს პროვიზორი.
სტომატოლოგიური დახმარება უზრუნველყოფილია ექიმი კონსულტანტის
ვიზიტებით კვირაში ერთხელ. მთავარი ექიმის განმარტებით,სტომატოლოგი
ლიცენზირებულია სპეციალობაში - „ქირურგიული სტომატოლოგია“. რაც შეეხება
დანარჩენ
კონსულტანტებს,
მთავარი
ექიმის
განმარტებით,ჩამოყალიბდა
აღმოსავლეთ საქართველოს ექიმ-კონსულტანტთა ბრიგადა, რომლებიც მოთხოვნის
616
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
საფუძველზე
ივლიან
აღმოსავლეთ
საქართველოში
სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში.
განლაგებულ
მთავარი ექიმის განმარტებით,დაწესებულებაში უზრუნველყოფილია მორიგე
პერსონალის ყოველდღიური მორიგეობა. ღამით დაწესებულებაში ყოველთვის რჩება
1 ექიმი და 1 ექთანი. დაწესებულებას ფსიქიატრუ არ ყავს. ნარკოლოგის
კონსულტაციით 2008 წლის განმავლობაში არ უსარგებლიათ.
კითხვაზე - აქვს თუ არა საპყრობილეს იმის შესაძლებლობა, რომ მოიწვიონ
სპეციალისტები გარედან, მთავარმა ექიმმა გვიპასუხა, რომ -„ამ დროისათვის ვერ
ხერხდება, ძალიან ძნელია. გამონაკლის შემთხვევაში ინდივიდურად გვარდება,
პირადი კონტაქტებითა და თხოვნით. ალდაგის წასვლის შემდეგ ამ მიმართულებით
შეიქმნა წყვეტა“.
ექიმის განმარტებით,ყველა მსჯავრდებული გადის სამედოცონო შემოწმებას
საპყრობილეში
შესვლისთანავე.
განმეორებითი
გეგმური
შემოწმება
მიზანმიმართულად არ ხდება. სამედიცინო ნაწილის ექიმები ყოველდღიურად
აკეთებენ შემოვლას საპატიმრო კორპუსებში და საჭიროების შემთხვევაში ადგილზე
ატარებენ კონსულტაციებს. შემოვლა ხდება სართულების მიხედვით, დღის მეორე
ნახევარში. ამ კონსულტაციებში ხშირად მონაწილეობს პირადად მთავარი ექიმიც. ამ
უკანასკნელის განამრტებით მას უნდა რომ მაგალითად პარასკევ დღეს დააწესოს
პაციენტთა
მიღება
ფტიზიატრიის
პროფილით,
სადაც
კონსულტაციები
ჩაუტარდებათ წინასწარ მოთხოვნაში ჩასმულ პაციენტებს, თუმდა მას მაინც
ყოველდღიურად უწევს კორპუსებზე გადასვლა და ამისათვის დრო პრაქტიკულად
არ რჩება. პატიმრების უმრავლესობა შეხვედრას ითხოვს უშუალოდ მთავარ ექიმთან
მისი სამსახურეობრივი სტატუსიდან გამომდინარე.
დაწესებულებაში რაიმე საინფორმაციო ბუკლეტი ან საშუალება, რომელიც
პატიმრებს შემოსვლისთანავე გააცნობს სამედიცინო მომსახუების შესაძლებლობებს
და ჰიგიენურ ნორმებს არ არსებობს. პატიმრები ამ ინფორმაციას, ექიმის თქმით
ზეპირსიტყვიერად იღებენ.
რაც შეეხება სამედიცინო ნაწილის დაფინანსების პრინციპებს და სახელმწიფო
პროგრამებს,
მთავარი
ექიმის
განმარტებით,ფინანსურ
უზრუნველყოფას
ახორციელებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი. გარდა ამისა დაწესებულებაში
მუშაობს DOTS პროგრამაც.
მთავარი
ექიმის
ინფორმაციით,
საპყრობილის
სამედიცინო
ნაწილი
მსჯავრდებულებს უწევს სტაციონარულ და ამბულატორულ მომსახურებას.
სამედიცინო ნაწილს (საპყრობილეს) ქალაქის რომელიმე სხვა საავადმყოფოსთან
სამედიცინო მომსახურების გაწევაზე ხელშეკრულება არ აქვს დადეული. მსგავსი
სიტუაცია იყო სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აი“-ს მენეჯმენტის პირობებშიც.
როგორც უკვე აღინიშნა დაწესებულება პატიმრებს ვერ უზრუნველყოფს
ფსიქიატრიული დახმარებით. ექიმის ინფორმაციით მას რეგისტრირებული ჰყავს
617
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
სხვადასხვა ფსიქიური აშლილობის მქონე 30-მდე პაციენტი. მათგან 5-მდე არის
ირგანული პიროვნული აშლილობით, ხოლო დანარჩენები ნევროზული
პაციენტებია. ყველა მათგანი ერთხელ მაინც არის კონსულტირებული 2008 წლის
განმავლობაში ნევროპათოლოგის ან ფსიქიატრის მიერ.
დაწესებულების სამედიცინო ნაწილი განთავსებულია
კორპუსის მე-2 სართულზე. სამედიცინო ნაწილში 5 პალატაა:
-
პალატა № 1 - გათვლილია 5 საწოლზე
-
პალატა № 2 - გათვლილია 5 საწოლზე
-
პალატა № 3 - გათვლილია 5 საწოლზე
-
პალატა № 4 - გათვლილია 5 საწოლზე
-
პალატა № 5 - გათვლილია 5 საწოლზე
ადმინისტრაციული
ექიმის განმარტებით,პალატა № 2 გათვლილია ტუბერკულოზით დაავადებული
მსჯავრდებულებისათვის. სულ სამედიცინო ანწილში 20 პაციენტია მოთავსებული. 2
პაციენტის გაწერას აპირებენ ხვალ.
სამედიცინო ნაწილის პალატა წარმოადგენს ტიპიურ საცხოვრებელ ოთახს ხის
კარებით. საწოლები ერთ სართულიანია და მჭიდროდაა განლაგებული ოთახის
კედლებთან. ფანჯრის ჩარჩოში არ ზის მინა, დაფარულია პოლიეთილენით.
პალატებში არ არის სველი წერტილი და ხელსაბანი. საპყრობილის თანამშრომლის
განმარტებით, თუ პაციენტს ტუალეტში უნდა გასვლა ან ხელსაბანით სარგებლობა
ისინი კარებზე აკაკუნებენ, ეძახიან და შესაბამისად მორიგე უღებს პალატის კარს.
ყველა პალატაში ასეთი მდგომარეობაა.
გარდა პალატებისა, სამედიცინო ნაწილის ტერიტორიაზე განთავსებულია აფთიაქი,
საორდინატორო და სამანიპულაციო. ექიმის გნმარტებით, სტომატოლოგის კაბინეტი
განთავსებულია მე-2 საპატიმრო კორპუსში. ამავე ოთახს გააჩნია სამანიპულაციოს
დატვირთვა. აქვე ხდება პერიოდულად შემოვლების დროს პაციენტთა გასინჯვა.
სამედიცინო ნაწილის აღჭურვილობა საკმაოდ მწირია. ექიმის გადმოცემით მათ
განკარგულებაშია: წნევის აპარატი, ფონენდოსკოპი, თერმომეტრი, სასწორი,
გლუკომეტრი (ჩხირები უთავდებათ და ახალი მარაგი ჯერ არ მიუწოდებიათ),
მაცივარი, ქირურგიული ინსტრუმენტები. ექიმის გადმოცემით სტერილიზატორი არ
აქვთ.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საპყრობილეში არსებული სამედიცინო
მომსახურების დონე არ შეესაბამება ზოგადა ქვეყანაში არსებული სამედიცინო
მომსახურების საშუალო სტანდარტებს.
რაც შეეხება პაციენტთა გადაყვანას სხვა სამკურნალო დაწესებულებებში, მთავარი
ექიმის განმარტებით, კვირაში საშუალოდ 2 მსჯავრდებული გადაყავდათ (2008 წლის
მონაცემები). რაც შეეხება ქსანში მდებარე ტუბერკულოზით დაავადებულ
618
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებას, 2008 წლის
განმავლობაში გადაყვანილ იქნა 10 მსჯავრდებული. 2009 წლის განმავლობაში
(იანვარი - მარტი) მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში
გადაყვანილია უკვე 42 პაციენტი, ხოლო ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულ
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანილია 23
პაციენტი. გადაყვანა ხდება გეგმური წესით კვირაში ერთხელ ეტაპის დროს, ხოლო
სასწრაფო შემთხვევებში გადაყავთ სასწრაფო წესით.
2008 წლის განმავლობაში, პაციენტთა გადაყვანის შემთხვევები სამოქალაქო ტიპის
სამკურნალო დაწესებულებებში არ ყოფილა. 2009 წელს ამგვარი შემთხვევა
ერთადერთხელ დაფიქსირდა, როდესაც პატიმარი გადაყვანილ იქნა დიაგნოსტიკის
მიზნით, 2-3 საათით კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევის ჩასატარებლად.
პატიმართა მოთხოვნა გარედან მათ მიერ განსაზღვრული ექიმის შემოყვანის
თაობაზე 2008 წლის განმავლობაში არ დაკმაყოფილებულა, თუნცა ექიმი აქვე
დასძენს, რომ ეს მოთხოვნა არც არავის დაუყენებია ადმინისტრაციის წინაშე. ექიმის
აზრით გარედან ექიმის შემოყვანა არც არის საჭირო, ვინაიდან მათ კონსულტანტები
თავადაც ჰყავთ.
საპყრობილეში განთავსებულ მსჯავრდებულთა შორის უპირატესად გამოვლენილი
დაავადებებიდან ექიმი გამოყოფს: ნევროზულ მდგომარეობებს, ქრონიკულ „C“
ჰეპატიტს, ტუბერკულოზს და კანის დაავადებებს, რომელთა შორის საკმაოდ ხშირია
მუნი. ექიმის აზრით, საპყრობიის მოსახლეობის დაახლოებით 65% უნდა იყოს
ვირუსული ჰეპატიტით ინფიცირებული. ქირურგიული პათოლოგიებიდან ექიმი
გამოყოფს ჰემორიოდულ დაავადებას. მწვავე მუცლის დიაგნოზი 2008 წელს არ
დასმულა.
ექიმის განმარტებით, ციხეში რაიმე ფსიქიკური პრობლემის პირთა გამოსავლელად
ტრენინგები გავლილი აქვთ.
ექიმის განმარტებით,ახლად შემოსული პატიმრის სამედიცინო გამოკლვევა წარმოებს
კარანტინში. გამოკვლევას ატარებს სამედიცინო პერსონალი (ექიმი და ექთანი),
ხოლო ესწრება ასვე ოფიცერი, მორიგე და ხშირად დირექტორი. ამ დროს
არასამედიცინო პერსონალი იმყოფება როგორც მხედველობის, ისე სმენადობის
არეში, რის გამოც კონფიდენციურობის დაცვა არ ხერხდება. რაც შეეხება უკვე
საპყრობილეში მყოფი პატიმრების სამედიცინო კონსულტაციებსა და გასინჯვებს, ეს
პროცედურები წარმოებს ან სამედიცინო ნაწილში, ან საპატიმრო კორპუსის
სამედიცინო ოთახში. აღნიშნული დამოკიდებულია თუ რომელი სპეციალისტია
მოსული კონსულტაციის ჩასატარებლად. ამ დროს ძირითად შემთხვევაში ექიმის და
პაციენტის ურთიერთობა ხდება პირისპირ, ერთი ერთზე, თუმცა, ექიმის
განმარტებით,ასეთ დროს
- „თუ ოფიცერი შემოვა და დადგება უკან რაზე
გავაგდებთ?“.
619
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ექიმის
გადმოცემით,
პაციენტები
ინფორმირებულები
არიან
საკუთარი
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ექიმი ცდილობს მათთვის გასაგები ენით და
ფორმით განუმარტოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები.
მოშიმშილე პატიმრები ამჟამად საპყრობილეში არ ყავთ. 2008 წლის განმავლობაში,
ექიმისთვის ცნობილია 4-5 შემთხვევა, როდესაც პატიმარმა ადმინისტრაციას
ოფიციალურად მომართა შიმშილობის დაწყების შესახებ. ასეთი შიმშილობები
როგორც წესი 2-3 დღე გრძელდება და დამატებითი სამედიცინო ჩარევას (გარდა
მონიტორინგისა) არ საჭიროებს. ექიმი მოშიმშილეებს აწვდის ინფორმაციას
შიმშილობის შესაძლო შედეგებისა და გამოსავლის შესახებ.
რაც შეეხება სამედიცინო დოკუმენტაციას: ექიმის განმარტებით,სამედიცინო ბარათი
იხსნება მხოლოდ იმ პატიმრებზე, რომლებზეც დაწესებულია სამედიცინო
მეთვალყურეობა. ასევე მოიპოვება წარსულში გახსნილი სამედიცინო ბარათები.
ექიმის ინფორმაციით, არსებული სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმები „ეხლა
შეაჩერეს და ახალის შემუშავება მიმდინარეობს, ელოდებიან ინსტრუქციებს
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის
სამედიცინო
სამსახურიდან“.
ფორმა
ხელმისაწვდომი იქნება უახლოეს პერიოდში და ამის შემდეგ დაიწყებენ ახალი
ნმუშის ფორმების წარმოებას. ექიმის გადმოცემით, სამედიცინო ბარათები და
ჩანაწერები არასდროს არ გამხდარა პატიმრის ინტერესის საგანი. არც ერთ პატიმარს
არ მოუთხოვია გაეცნოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩანაწერებს.
სამედიცინო ცნობებს ან სამედიცინო დოკუმენტაციის ასლებს ითხოვენ ძირითადად
პატიმართა ადვოკატები, ასევე პატიმრის ოჯახის წევრები.
ექიმის
ინფორმაციით,
მსჯავრდებულთა
და
პატიმართა
სამკურნალო
დაწესებულებიდან პატიმრის გადმოყვანის ან დაბრუნების შემდეგ მათ
სრულყოფილი სამედიცინო დოკუმენტაცია არ მოყვებათ. ყველა ჩატარებული
სამედიცინო ღონისძიებების შესახებ ჩანაწერი ხან მოიპოვება, ხან არა.
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში პაციენტს უვსებენ
ანკეტას, რომელიც იშვიათი გამონაკლისების გამო სამედიცინო ნაწილამდე მოდის.
ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სამედიცინო ნაწილში შესაძლებელია
განხორციელდეს
ინტრავენური
გადასხმები,
შეხვევები,
ინიექციები
და
განხორციელდეს მცირე ქირურგიული ჩარევები (ფრჩხილის მოცილება ფალანგიდან,
ჭრილობის გაკერვა, ჭრილობის პირველადი ქირურგიული დამუშავება). ამგარი
ინვაზიური მანიპულაციების დროს, ექიმის განმარტებით,სამედიცინო პერსონალი
პაციენტისაგან წერილობით ინფორმირებულ თანხმობას არ მოიპოვებენ.
პატიმართა სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში გაურკვეველია მიჰყვებათ
თუ არა მათ სამედიცინო ბარათები. აღნიშნული პრონციპი დაცულია ძირითადად
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანისას.
პატიმართა გათავისუფლების შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაცია ინახება
სამედიცინო ნაწილში რამდენიმე წლის განმავლობაში (ზუსტი ინსტრუქტაჟი და
წესები სამედიცინო დოკუმენტაციის არქივის წარმოებასთან დაკავშირებით
სამედიცინო ნაწილში არ აქვთ). პატიმართა გათავისუფლების შემდეგ, ექიმის
620
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ინფორმაციით ყოფილა შემთხვევა, როდესაც მოუთხოვიათ ამონაწერი ან ასლები
ყოფილი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
მთავარი ექიმის ინფორმაციით საპყრობილის დირექციას ხელშეკრულება აქვს
დადებული სანიტარულ სამსახურთან. თუ რა სახის მომსახურებას უწევს
აღნიშნული სამასხური დაწესებულებას ხელშეკრულების მიხედვით ექიმისათვი
უცნობია.
დაწესებულების
სანდამუშავება
მიმდინარეობს
ადგილობრივი
მედპერსონალის ინფორმირების გარეშე და გვერდის ავლით. ამ საკითხებს მხოლოდ
ადმინისტრაცია აგვარებს. ექიმის ინფორმაციით სანიტარული სამსახური
დაწესებულებაში შემოდის საკუთარი აღჭურვილობით თვეში 2-ჯერ. აწარმოებენ
დეზინსექციას, დეზინფექციას და დერატიზაციას. სანიტარული სამსახურის
თანამშრომელბი ამუშავებენ პატიმართა საცხოვრებელ კორპუსებს, სამედიცინო
ნაწილის ოთახებს და ადმინისტრაციულ კორპუსს. ამ ღონისძიებებს ექიმი მხოლოდ
შორიდან ადევნებს თვალს. ექიმის განმარტებით, მისთვის ეპიდემიოლოგიური
სიტუაციის კონტროლი არავის დაუვალებია და არც ანგარიშვალდებულია, რის
გამოც ამ საკითხებში არ ერევა. მიუხედავად ამისა, ექიმი ამბობს, რომ სანიტარიულეპიდემიოლოგიური სტანდარტები დაწესებულებაში „დაცულია“.
რაც შეეხება საკვების შემოწმებას, ექიმი (შაბათ კვირას - მედდა) დღეში სამჯერ გადის
კვების ბლოკში და ამოწმებს საკვებს დარიგების წინ. 2008 წლის განმავლობაში ექიმის
გადმოცემით საკვების წუნდების შემთხვევა სამედიცინო პერსონალის მხრივ არ
ყოფილა.
ექიმის
ინფორმაციით
ტუბერკულოზით
დაავადებული
მსჯავრდებულებისათვის კვების ბლოკს აქვს განსხვავებული მენიუ. (ასეთი
პაციენტი სულ 16-მდე ჰყავთ).
ექიმის გადმოცემით დაწესებულებაში იწარმოება დაზიანების ჟურნალი, თუმცა, იგი
სარეჟიმო სამსახურში ინახება. ექიმი იღებს ასლებს ამ ჟურნალიდან და ინახავს
სამედიცინო ნაწილში. ექიმის ინფორმაციით 2008 წლის განმავლობაში დაზიანების
ჟურნალში გატარებულია 10-12 შემთხვევა. 2009- ში კი დღემდე სამი შემთხვევა.
დაზიანების შემთხვევაში ექიმი აწარმოებს დაზიანების აღწერას და იძლევა
სამედიცინო ცნობას. დაზიანების ჟურნალი ზონარგაყრილი დანომრილი და
დაბეჭდილია. ექიმს სურვილი აქვს რომ ამგვარი ჟურნალი თვითონაც გახსნას.
დაზიანების ჟურნალში ექიმი აღწერს მხოლოდ „დაზიანების ობიექტურ ნიშნებს.
როგორც წესი დაზიანების მქონე პატიმრები დუმან, და თუ იტყვიან რომ თვითონ
მიიყენეს დაზიანება, ეს ავტომატურად ფიქსირდება“. როგორც ჩანს პატიმრის
კომენტარის და შენიშვნის დაფიქსირება ამ დაწესებულებაში არ ხდება.
ექიმის ინფორმაციით, 2008 წლის განმავლობაში, თვითმკვლელობისა და
თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტები არ ყოფილა. არც პატიმართა მიერ
ურთიერთდაზანების შემთხვევებია აღწერილი. საყოფაცხოვრებო დაზიანების
შემთხვევებს ექიმი ვერ იხსენებს. თუ ახლად შემოსულ პატიმრებს აღენიშნებათ
დაზიანების კვალი, ექიმი ამას აღწერს, აფიქსირებს მონაცემებს, საჭიროების
შემთხვევაში ატარებს მანიპულაციებს და გზავნის შეტყობინებებს. დაზიენებების
აღკვეთის ან შემცირების მიმართულებით ექიმი რაიმე პროფილაქტიკურ
ღონისძიებებში არ მონაწილეობს. რაიმე საუბრებისა ან სწავლების ჩატარება არ
621
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ხდება. მისი განმარტებით, ეს სოციალური სამსახურის ფუნქციაა და „ჩვენი მხრიდან
აბა რა კომენტარუ უნდა დავაფიქსირო?“.
ექიმის მიერ რაიმე სახის სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება არ ხდება; თუ არ
ჩავთვლით ყოველთვიურ ანგარიშებს, რომელიც მოიცავს პაციენტთა მოძრაობის
პარამეტრებს
(გადაყვანა
მსჯავრდებულთა
და
პატიმართა
სამკურნალო
დაწესებულებასა და ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა და
პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში).
ექიმის ინფორმაციით საპყრობილეში ამჟამად ტუბერკულოზით დაავადებული 16
მსჯავრდებული იხდის სასჯელს. მათგან რვა ბკ(+) ია, ხოლო დანარჩენი იმყოფებიან
მეორე ფაზაში და უგრძელდებათ მკურნალობა. ექიმის განამრტებით ვირუსული
ჰეპატიტები საკმაოდ გავრცელებულია პატიმართა შორის. მათი უმრავლესობა
ინფიცირებულია
„C“
ვირუსული
ჰეპატიტით.
ექიმის
ინფორმაციით
დაწესებულებაში 2 აივ ინფიცირებული მსჯავრდებულია. მათი მდგომარეობის
გათვალისწინებით ამ ეტაპზე მკურნალობას არ საჭიროებენ. პერიოდულად
ჩაუტარებენ ანალიზებს რათა განისაზღვროს მკურნალობის მიზანშეწონილობის
საკითხი.
რაც შეეხება პატიმართა იზოლირებას სამედიცინო ჩვენების გამო თითქმის არ
მიმართავენ. აივ ინფიცირებულები არ არიან იზოლირებულნი და შერეული არიან
ძირითად კონტინგენტს. იხოლირებას მიმართავენ ბკ(+) ტუბერკულოზის ფორმის
შემთხვევაში, ასევე სიყვითლის აღმოჩენისას, სანამ საბოლოო დიაგნოზი
დადგინდება. და დიაგნოზის დადასტურებისას აგზავნიან მსჯავრდებულთა და
პატიმართა სამკურნალო დაწესბულებაში.
დაწესებულებაში რაიმე სოციალურ თერაპიული ან სარეაბილიტაციო პროგრამები არ
მოქმედებს. არასამთავრობო ორგანიზაციათა მხრივ, ექიმის გადმოცემით ჯერ არავინ
არ მოსულა და არანაირი ღონისძიების ან პროექტის განხორციელების შესახებ
მოთხოვნა არ გაუკეთებია. გამონაკლისის სახით ექიმი ასახელებს ორგანიზაცია
„თანადგომას“, რომელმაც 2008 წლიდან დაიწყო მუშაობა აივ ინფიცირებულთა
გამოსავლენად. სამომავლოდ ორგანიზაციის წარმომადგენლები პირდებიან, რომ
ვირუსულ ჰეპატიტებზეც იმუშავებენ.
2008 წლის პერიოდში ახლად გამოვლენილი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის
მქონე პაციენტების რაოდენობა მინიმალურია. საშუალო სამედიცინო პერსონალს
აქვს გარკვეული გამოცდილება ამ მხრივ, რაშიც ექიმის აზრით მათ ის ეხმარება,რომ
„ადრე მუშაობდნენ სამხედრო ჰოსპიტალში“. ფსიქიკური აშლილობების მქონე
პირთა პრობლემების მოგვარებისას სამედიცინო პერსონალს დირექციასთან რაიმე
სახის პრობლემები არ ექმნებათ. ასეთი პაციენტების გამოვლენისას მათ უტარებენ
ფსიქიატრის კონსულტაციას. ცდილობენ საკონსულტაციოდ მოიყვანონ ასევე
ნევროპათოლოგი, თუმცა, ეს უკანსკნელი გაძნელებული პროცედურაა. დიაგნოზის
დადასტურებისას ასეთი პაციენტები გადაჰყავთ მსჯავრდებულთა და პატიმართა
სამკურნალო დაწესებულებაში ან ადგილზე უნიშნავენ მკურნალობას.
622
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
2008 წელს ყოფილა შემთხვევები, როდესაც ფსიქიატრი მოდიოდა განმეორებით იმ
პაციენტთა საკონსულტაციოთ, რომელსაც დაუნიშნა მკურნალობა, თუმცა,
მიზანშეწონილად არ ჩათვალა მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო
დაწესებულებაში გადაყვანა. ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთათვის რაიმე
იზოლირებული პალატა არ არსებობს. ასეთი საჭიროება 2008 წელს არ დამდგარა და
თუ გაჩნდება ამის გაკეთების აუცილებლობა ექიმი ფოქრობს რომ ეს დამატებით
პრობლემას არ წარმოქმნის.
წამალდამოკიდებულების მქონე პირები ექიმის განმარტებით,საპყრობილეში არ
იმყოფებიან. აბსტინენციის სინდრომი 2008 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.
შესაბამისად ნარკოლოგიური დახმარების კომპონენტი სამედიცინო მომსახურების
დროს არ დასჭირვებიათ. დაწესებულებაში არასდროს არ ყოფილა რაიმე სოციალური
თერაპიის ან პრევენციის პროგრამა წამალდამოკიდებულ პირებთან მიმართებაში.
ნარკოტიკების, ალკოჰოლის ან სხვა ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულების
მქონე პირთა მიერ ექსცესების მოწყობის შემთხვევები 2008 წლის განმავლობაში არ
დაფიქსირებულა.
ექიმის გადმოცემით, იმ მედიკამენტების ნუსხას, რომელიც აფთიაქში თავსდება
ადგენს მთავარი ექიმი პროვიზორთან შეთანხმებით. მედიკამენტები „ცენტრალური
აფთიაქიდან იწერება განყოფილებებზე და ჟურნალში რეგისტრირდება. კვირაში
ერთხელ ხდება გამოწერის რეცეპტურის შედგენა ხოლო შემდეგ აღირიცხება ხარჯვა“
- განმარტავს ექიმი.
პატიმარმა თავის განკარგულებაში შეიძლება იქონიოს ტკივილგამაყუჩებელი,
პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორი (მაგ. ომეპრაზოლი), ჰეპატოპროტექტორი,
სპახმოლიტიკი და ამგვარი მოქმედების წამლები. წამლებს პაციენტებისადმი არიგებს
სამედიცინო ნაწილის ექთანი. კატეგორიულად აკრძალულია და მკაცრად
კონტროლდება წამლების შესაძლო დაგროვება, ასევე შპრიცების მოხვედრა
მსჯავრდებულთა განკარგულებაში. პატიმრებს ხელზე არ შეიძლება ჰქონდეთ
ამპულირებული
საშუალებები,
მინის ბოთლში
მოთავსებული წამლები,
ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი საშუალებები.
რაც შეეხება ვენსნეულებებს, ექიმის გადმოცემით 2008 წლიდ განმავლობაში
დადიოდენენ კონსულტანტი დერმატოვენეროლოგები, რომლებიც მიზანმიმართულ
სკრინინგს მათთვის პროფილური დაავადებების გამოსავლენად არ ატარებდნენ.
ისინი დადიოდნენ ინდივიდურად პაციენტებთან, აღნიშნულის საჭიროების
განსაზღვრის შემთხვევაში. ექიმის გადმოცემით ვენსნეულებები არ გამოვლენილა.
ძირითადი პრობლემა იყო უროგენიტალური ტრაქტის სოკოვანი ინფექციები. ექიმი
აქვე დასძენს, რომ პაციენტებს ხშირად აწუხებთ ჰემოროიდული დაავადება და
უროლოგის კონსულტაციასაც საჭიროებენ. დერმატოვენეროლოგის მიერ პაციენტთა
კონსულტაციისას რაიმე დამატებითი ღონისძიებები კონფიდენციურობის დასაცავად
არ მიიღება. კონსულტაცია ტარდება ჩვეულებრივი წესით.
რაც შეეხება უკურნებელი სენით დაავადებულ პაციენტებს, ექიმის გადმოცემით 2008
წლის განამავლობაში, ავთვისებიანი სიმსივნეებით დაავადებული პირები არ
623
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ჰყოლიათ. ამჟამად დაწესებულებაში არის 2 პაციენტი, რომლებსაც აღენიშნებათ
ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმები. პოსტ-ინსულტური ნევროლოგიური
დეფიციტით პატიმრები საპყრობილეში არ იმყოფებიან. 1 მსჯავრდებულს
ამპუტირებული აქვს მარჯვენა ქვედა კიდური და გადაადგილდება ყავარჯნით. 1
მსჯავრდებულს აქვს ცალი თვალის პროტეზი, მეორეზე დაეწყო ჩივილები, რის
გამოც გადაყვანილ იქნა მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურალო
დაწესბულებაში. პატიმრები, რომლებიც ამ კატეგორიას განეკუთვნებიან არ
საჭიროებენ დამატებითი მომვლელის დანიშვნას. მათ მცირე პრობლემების
მოსაგვარებლად ეხმარებიან თანასაკნელები - განმარტავს ექიმი. პაციენტთა გადაყვან
სპეციალისებულ კლინიკებში 2008 წლის განმავლობაში არ მომხდარა.
2008 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა ლეტალობის შემთხვევები.
ექიმის განმარტებით,2008 წლის განმავლობაში დაწესებულებაში მოსული იყო
პორტატულირენტგენის აპარატი, პორტატული ექოსკოპიის აპარატი. რაც შეეხება
ლაბირატორიას, მხოლოდ ერთი ვიზიტი განახორციელა.
წითელი ჯვრის წარმომადგენლები საპყრობილეში ყიველ დღე დადიან. თითოეულ
ჯერზე მიაქვთ მხოლოდ 5 პაციენტის ნახველის ანალიზი შესასწავლად. პასუხი
ცნობილი ხდება 1 კვირის შემდეგ.
ექიმის ინფორმაციით საპყრობილეში სასჯელს იხდის
შაქრიანი დიაბეტით
დაავადებული 5 მსჯავრდებული. მათგან 2 იმყოფება ინსულინზე. ინსულინის
ინექციების გასაკეთებლად პატიმართან სისტემატურად მიდის ექთანი. დანარჩენი
პაციენტები
იმყოფებიან
ანტიდიაბეტურ
ტაბლეტირებულ
ფორმებზე.
ენდოკრინოლოგი პაციენტებს იშვიათად ნახულობს და შესაბამისად დანიშნულების
კორექცია არ ხდება. ერთ პაციენტს მდგომარეობა შედარებით დაუმძიმდა. ექიმის
ინფორმაციით სისხლიში შაქრის დონის მომატება სავარაუდოდ უკავშირდება
დიეტის დარღვევას. დიაბეტიანი პაციენტებიდან მხოლოდ ერთს აქვს საკუთარი
გლუკომეტრი და სისხლში შაქრის დონის სისტემატური კონტროის საშუალება.
დანარჩენ შემთხვევაში სამედიცინო ნაწილის ძალებით ხდება შაქრის დონის
განსაზღვრა. ჰიპო- ან ჰიპერგლიკემიური კომა 2008 წლის განმავლობაში არ
დაფიქსირებულა. ჩირქოვანი დაავადებები ან მხედველობის გაუარესება - როგორც
დიაბეტის გართულება არ გამოვლენილა.
ექიმის ინფორმაციით დაწესებულებაში 5 პაციენტი იმყოფება, რომელიც
დაავადებულია ეპილეფსიით. ყველა მათგანს ეძლევა ფინლეფსინი ან კარბამაზეპინი.
ექიმის ინფორმაციით თუ მსჯავრდებულების წარმომადგენლები არ წარმოადგენენ
სამედიცინო ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი დაავადებულნი არიან ეპილეფსიით,
შეუწყვიტავს მედიკამენტების მიღებას. პაციენტებს გულყრები ხშირად არ
უვითარდებათ. 2008 წელს ეპილეფსიური სტატუსი არ არის რეგისტრირებული.
2008 წლის განმავლობაში საპყრობილეში სასჯელს იხდიდა ბრონქული ასთმით
დაავადებული 4 მსჯავრდებული. ამჟამად ზოგიერთიმადგანი გადაყვანილია
624
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
საერთო რეჟიმის დაწესებულებებში ან მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო
დაწესებულებაში. ასთმური სტატუსი საანგარიშო პერიოდში არ დაფიქსირებულა.
ექიმის ინფორმაციით 2008 წლის განმავლობაში იყო ერთეული შემთსვევები,
როდესავ მოუხდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის - 033 გამოძახება.
რაც შეეხება სამედიცინო დოკუმენტაციას, იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 24
ივნისის
№486
ბრძანებით
დამტკიცებული
ფორმებიდან,
ექიმის
განმარტებით,დაწესებულებაში აწარმოებენ:
-
ამბულატორულ სამედიცინო ბარათს (ფორმა№1),
-
ამბულატორულ მიღებაზე მომსახურებულ პატიმართა აღრიცხვის ჟურნალს
(ფორმა№3),
-
სტაციონარული ავადმყოფების აღრიცხვის ჟურნალს (ფორმა№4),
-
ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტის
(ფორმა№5),
-
ფსიქოპათიური და ფსიქიური
აღრიცხვის ჟურნალს (ფორმა№12),
-
საყოფაცხოვრებო ტრავმების აღრიცხვის ჟურნალს (ფორმა№15),
-
დაწესებულების ობიექტების სანიტარიული მდგომარეობის ჟურნალს
ამბულატორულად
ჩატარებული
სამედიცინო
ოპერაციების
და
მანიპულაციების აღრიცხვის ჟურნალი (ფორმა№6) იწარმოება კონსულტაციის
ჟურნალთან ერთად.
-
სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური,
აღრიცხვის ჟურნალს (ფორმა №20).
მუშაობის
გადახრებით
აღრიცხვის
დაავადებულ
პროფილაქტიკური
ჟურნალს
პატიმართა
ღონისძიებების
რაც შეეხება კვების ბლოკის მენუს (ფორმა№23), და კვების ბლოკის სანიტარიული
მდგომარეობის, მომზადებული საკვების ვარგისიანობის აღრიცხვის ჟურნალს
(ფორმა№22), აღნიშნული დოკუმენტიიწარმოება კვების ბლოკში და იქვე ინახება.
-
გარდა აღნიშნული სტანდარტული დოკუმენტაციისა ექიმი დამატებით
აწარმოებს ინექციებისა და ინტრავენური გადასხმების ჟურნალს;
-
ტუბერკულოზის აღრიცსვის ჟურნალს (A, B, TB3);
-
მოშიმშილე პატიმრების აღრიცხვის ჟურნალს;
-
სააფთიაქო რეცეპტების აღრიცხვის ჟურნალს;
-
სტომატოლოგიური მომსახურების აღრიცსვის ჟურნალს;
-
ეტქპით შემოსულთა აღრიცხვის ჟურნალს;
-
მორიგე მედდების მიერ წამლების გაცემის ჟურნალს;
რაც შეეხება კარცერში ჩასმის პროცედურაში ექიმის მონაწილეობას, მთავარი ექიმის
განმარტებით,საპყრობილეში კარცერი არ არსებობს და აქედან გამომდინარე ის
არანაირ მონაწილეობას არ იღებს პატიმართა დისციპლინური პასუხისმგებლობის
განხილვის საკითხებში.
625
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
თბილისის N7 საპყრობილე
თბილისის N7 საპყრობილე გათვლილია 108 პატიმარზე. მონიტორინგის დროს
დაწესებულებაში იმყოფებოდა 47 პატიმარი. მონიტორინგის პერიოდში შევხვდით
პატიმრებს, დავათვალიერეთ სამედიცინო ოთახი, გავესაუბრეთ საპყრობილის
ადმინისტრაციას, თანამშრომლებსა და მთავარ ექიმს.
მთავარი ექიმის განმარტებით, 2008 წლის განმავლობაში დაწესებულებაში არ იყო
იმისი შესაძლებლობა, რომ პატიმრებს დღე-ღამის ნებისმიერ დროს ესარგებლათ
ექიმის კონსულტაციით ან სამედიცინო პერსონალის მომსახურებით. ამის მიზეზი კი
ის იყო რომ დღემდე დაწესებულების სამედიცინო ნაწილში სულ ერთი ადამიანი
მუშაობს - მთავარი ექიმი. საშუალო სამედიცინო პერსონალს კი საერთოდ არ
უმუშავია დაწესებულებაში.
მთავარმა ექიმმა, ჩვენთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით,
თბილისის N7 საპყრობილის საშტატო განრიგს დაემატა სამედიცინო პერსონალი. 1
ექიმი (სპეციალობა არ არის განსაზღვრული), 4 ექთანი (3 ღამის ექთანი - მორიგე; 1დღის ექთანი) და 1 პროვიზორი. ამგვარად, დაწესებულების სამედიცინო ნაწილში
დღეისათვის უკვე 7 საშტატო ერთეულია შექმნილი, თუმცა, მათგან 6 ვაკანტურია და
ადგილზე მხოლოდ მთავარი ექიმი მუშაობს. მთავარი ექიმის განცხადებით,
ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსი უკვე გამოცხადდა და
ვარაუდობენ, რომ მარტის ბოლოსათვის დასრულდება პერსონალის დაკომპლექტება.
მთავარი ექიმის განმარტებით, საპყრობილეს ფსიქიატრი არასდროს ჰყოლია. 2008
წლის განმავლობაში, მისივე ინფორმაციით ამ დარგის სპეციალისტის მოწვევის
მიზანშეწონილობის საკითხი არასდროს დამდგარა დღის წესრიგში.
მთავარი ექიმის ინფორმაციით ყველა პატიმარი გადის სამედიცინო შემოწმებას
დაწესებულებაში შესვლამდე. განმეორებითი შემოწმება ხდება, თუმცა, ექიმი ვერ
აკონკრეტებს რა პერიოდულობით ან რა მოცულობით. დაწესებულებაში რაიმე
სამედიცინო ბუკლეტი ან საშუალება, რომელიც პატიმარს შემოსვლისთანავე
გააცნობს სამედიცინო მომსახურების შესაძლებლობებსა და ჰიგიენურ ნორმებს არ
არსებობს.
ამ ეტაპზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ახორციელებს სამედიცინო
მომსახურების დაფინანსებას ამ დაწესებულებაში. გარდა აღნიშნულისა, მთავარი
ექიმის განცხადებით საპყრობილეში ასევე შემოდის წითელი ჯვარი, რომელიც
სამედიცინო პრობლემატიკაზე მუშაობს.
რაც შეეხება ექიმ კონსულტანტებს, მთავარი ექიმის მიერ მოწოდებული
ინფორმაციით, ამჟამად მას შესაძლებლობა აქვს მოიწვიოს შემდეგი სპეციალობის
ექიმები:
-
სტომატოლოგი;
626
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
-
რენტგენოლოგი + პორტატული რენტგენის აპარატი;
-
ნევროპათოლოგი;
-
ექოსკოპისტი + პორტატული ექოს აპარატი;
-
ოტორინოლარინგოოგი;
-
კარდიოლოგი;
-
ოფთალმოლოგი.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ახლად შექმნილი სამედიცინო სამსახური
საჭიროების შემთხვევაში დეპარტამენტს სხვა სპეციალისტებით უზრუნველყოფასაც
ჰპირდება. ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, როგორც მისთვისაა ცნობილი,
აპირებენ მობილური ჯგუფების ჩამოყალიბებას და მსჯავრდებულთა კომისიური
წესით შემოწმებას.
თბილისის №7 საპყრობილეში მოიპოვება სამედიცინო დანიშნულების მხოლოდ
ერთი ოთახი. ე.წ. ექიმის კაბინეტი. სხვა სახის სამედიცინო ინფრასტრუქტურა არ
არსებობს. ექიმის ოთახი წარმოადგენს საპყრობილის მე-2 სართულზე განთავსებულ
12-13 კვადრატული მეტრის ფართობის ოთახს, რომელსაც აქვს მცირე სარკმელი.
ფანჯრის გარეთ კედელი გადახურულია და დღის სინათლე ფანჯარაში მცირე
ინტენსიობით აღწევს. ოთახში არის ხელსაბანი. დგას სეიფი, მაგიდა, 1 სკამი, კარადა,
სამედიცინო ტახტი. ექიმის აღჭურვილობა ძალზეს მწირია. ექიმის ხელთაა მხოლოდ
ფონენდოსკოპი და წნევის აპარატი.
ციხეში არსებული სამედიცინო მოხმარების დონე მკვეთრად შეუსაბამოაშია
ქვეყანაში არსებული სამედიცინო მომსახურების საშუალო დონის სტანდარტებთან.
უკვე დიდი ხანია სამედიცინო პერსონალიდან დაწესებულებაში მხოლოდ 1 პირი
მუშაობს. საპყრობილეში პაციენტებისათვის მიწოდებული სამედიცინო დახმარების
ტიპი პირობითად მხოლოდ ამბულატორულად შეიძლება ჩაითვალოს. რა თქმა უნდა
სტაციონარული სამედიცინო დახმარებამ აქ მყოფი პატიმრებისათვის პრაქტიკულად
შეუძლებელია, განსაკუთრებით თუ იმსასაც გავითვალისინებთ, რომ ექიმის
ინფორმაციით, 2008 წლის პერიოდში მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნაო
დაწესებულებაში მისი რეკომენდაციით გადაყვანა განხორციელდა სულ 7 ჯერ (მათ
შორის რამდენიმე ერთი და იგივე პაციენტის), ხოლო სამოქალაქო ტიპის
სტაციონარებში არასდროს არავის გაყვანა არ მომხდარა.
ექიმი უპირატესად გამოვლენილ დაავადებათა შორის ასახელებს ვირუსულ „C“
ჰეპატიტს. ექიმის ინფორმაციით მის დაწესებულებაში იმყოფება 2 პატიამრი,
რომელთაგან ერთ-ერთს აღენიშნება A+ B+ C ჰეპატიტები, ხოლომეორეს - B+ C+ δ
ჰეპატიტები.
ექიმის ინფორმაციით, 2008 წელს მან გაიარა წითელი ჯვრის მიერ ორგანიზებული
სემინარები ტუბერკულოზის საკითხებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ფსიქიკური დაავადებების მქონე პატიამრთა გამოვლენის საკითხებს,
ექიმის ინფორმაციით საპყრობილეში იმყოფება პატიმარი, რომელსაც ჩაუტარდა
627
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელმაც დანაშაულის ჩადენის
მომენტში მას შეზღუდული შერაცხადობის სტატუსი დაუდგინა, თუმცა, რაიმე
მკურნალობა ან ფსიქიატრის მათვალყურეობა არ დაუნიშნიათ. ყვას მეორე
პატიმარიც, რომლის ექსპერტიზის დასკვნა მისთვის უცნოია, თუმცა, ექიმის
ყურადღებას იყორობს ამ პირის ხასიათობრივი არაადეკვატურობა. პერიოდულად
იწყებს ყვირილს, რომლის მიზეზი ექიმისთვის უცნობია. არც ამ პატიმარს მია
კვალიფიციური ფსიქიატრიული დახმარება.
ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე - დაკმაყოფილებულა თუ არა პატიმართა მოთხოვნა
გარედან ექიმის შემოყვანისა ან რაიმე ისეთი გამოკვლევის ჩატარებისა, რომელიც არ
ხორციელდება აღნიშნულ დაწესებულებაში - მთავარმა ექიმმა გვიპასუხა, რომ ასეთი
რამ „წერილობით არც ერთ პატიმარს ან მათ უფლებათა დამცველ ადვოკატს არ
მოუთხოვია, ხოლო სიტყვიერად ყველა ითხოვს“.
რაც შეეხება მოშიმშილე პატიმრების რაოდენობას 2008 წლის განმავლობაში, ექიმის
განმარტებით,დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პატიმარმა გამოაცხადა
შიმშილობა, თუმცა, აღნიშნული 2 დღეშივე შეწყვიტა.
რაც შეეხება სამედიცინო დოკუემნტაციას, ექიმის განმარტებით,სამედიცინო ბარათი
იხსნება მხოლოდ საჭიროებისას, ხოლო სხვა სახის დოკუემნტაცია იწარმოება. თუ
პატიმარი ითხოვს საკუთარი სამედიცინო ჩანაწერების გაცნობას, მაშინ ეს პრობლემას
არ წარმოადგენს. საპყრობილეში ჯერ არ დაფიქსირებულა შემთხვევა, როდესაც
სამედიცინო ჩანაწერში კომენტარის დაფიქსირებას ითხოვს პატიმარი ან მისი
ინტერესების დამცველი ადვოკატი. პატიმარს მოთხოვნის შემთხვევაში ყოველთვის
მიეწოდება ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობისშესახებ და ეს
ხდება ზეპირსიტყვიერი სახით. სამედიცინო ოთახში არანაირი სამედიცინო
ხასიათის
მანიპულაციები
არ
ტარდება.
რაც
შეეხება
პატიმართა
ჯანმრთელობისმდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვნას, ადვოკატები
მომართავენ საპყრობილის ადმინისტრაციას წერილობითი და ინფორმაცია მათ
მიეწოდებათ დადგენილი ფორმით, ამონაწერებისა ან დასკვნების სახით. პატიმრის
განთავისუფლების შემთხვევაში, სამედიცინო ბარათი ან ჯანმრთელობასთან
დაკავშირებული სხვა ჩნაწერები იდება პირად საქმეში და იანხება მათთან ერთად.
ახლად შემოსულ პატმართა სამედიცინო შემოწმება ხდება საპყრობილის მიმღებში.
დგება დათვალიერების ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ექიმი, თვითონ პატიმარი და
მორიგეო ოპერატორი. სამედიცინო დათვალიერებას აქვს მხოლოდ გარეგანი
შემოწმების ფორმა.
რაც შეეხება ექიმის მონაწილეობას სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სიტუაციის
მონიტორინგში,
მთავარი
ექიმის
გადმოცემით
აღნიშნულიხორციელდება
შეძლებისდაგვარად.
2008
წლის
განმავლობაში
დაფიქსირდა
მწვავე
რესპირატორული დაავადების რამდენიმე შემთხვევა. რაც შეეხება სანიტარიულეპიდემიოლოგიური სტანდარტების დაცვას საპყრობილეში, ექიმის ინფორმაციით
თბილისიდან დადი სანიტარიული სამსახური, რომელთანაც დეპარტამენტს
გაფორმებული აქვს სათანადომხელშეკრულება. აღნიშნული სამსახურის ვიზიტი
628
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ხორციელდება თვეში ორჯერ. სამსახურის წარმომადგენლები ამუშავებენ საკნებს,
დერეფნებს, ადმინისტრაციის სამუშაო ოთახებს და სველ წერტილებს. ექიმი
ჩატარებული სადეზინფექციო სამუშაოებით კმაყოფილია.
საკვების ხარისხისა და ვარგისოანობის კონტროლთან დაკავშირებით, ექიმი
განმარტავს, რომ ყოველდღიურად ხდება დასარიგებელი საკვების ვიზუალური
დათვალიერება. აღნიშნულთან დაკავშირებით ექიმი ხელს აწერს შესაბამის საბუთს,
რითაც იძლევა სანქციას საკვების დარიგებასთან დაკავშირებით. 2008 წლის
განმავლობაში, ექიმის მიერ საპყრობილეში მომზადებული საკვების წუნდების
ფაქტი არ დაფიქსირებულა.
ახლად შემოსული ან საპყრობილეში უკან დაბრუნებული პატიმრების შემოწმება
ხდება იმდენჯერ, რამდენეჯერაც ასეთი ფაქტი მეორდება. შესძლო დაზიანების
შემთხვევაში ხდება დაზიანების აღწერა.
2008 წლის განმავლობაში საპყრობილეში პატიმართა მხრიდან თვით ან
ურთიერთდაზიანების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. მსგავსი სიტუაციაა
შენარჩუნებუი 2009 წლის იანვარ-მარტის თვეების მიხედვით.
საპყრობილეში დაზიანებათა აღრიცხვის ჟურნალი არ იწარმოება. მსჯავრდებულთ
შემოწმებისა და დათვალიერების დროს დგება მხოლოდ შესაბამისი ოქმი, რომელიც
ტარდება სამორიგეო ჟურნალში. დაზიანების აღწერისას აღიწერება მხოლოდ
დაზიანების ობიექტური ნიშნები; ხოლო რაც შეეხება პატიმრის კომენტარს ან
შენიშვნას ეს უკანასკნელი არ ფიქსირდება.
ექიმი 2008 წლის განმავლობაში არანაირ სტატისტიკურ ინფორმაციას არ აწარმოებდა.
ამ მხრივ აღსანიშნავია მხოლოდ მედიკამენტების ხარჯვის ანგარიში, რომელსაც
ყოველთვიურად ითხოვდა სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აი“. რაც შეეხება
ავადობის შესახებ ინფორმაციას, ექიმი აპირებს აღნიშნული მიმართულებით
აღრიცხვიანობა აწარმოოს და შექმნას ყოველკვარტალური ანგარიშები.
პატიმართა შორის ინფექციური ან სხვა სახის გადამდები დაავადებების არსებობას
ექიმი უარყოფს. მისივე განმარტებით,დაწესებულებაში 2008 წლის მანძილზე არ
დაფიქსირებულა მუნის არც ერთი შემთხვევა.
2008 წლის განმავლობაში აღირიცხა მხოლოდ 1 მსჯავრდებული, რომელიც
დაავადებული იყო ტუბერკულოზით. იგი ჩართულ იქნა „DOTS“ პროგრამაში და
ამჟამად დასრულებული აქვს მკურნალობა. აივ ინფიცირებული დაწესებულებაში არ
არის გამოვლენილი. ექიმის განმარტებით, „C“ ჰეპატიტის პრევალენცია საკმაოდ
მაღალია.
დაწესებულებაში არ არსებობს რაიმე სოციალურ-თერაპიული ან პროფილაქტიკური
პროგრამები. ექიმის განმარტებით,დაწესებულებაში წამალდამოკიდებულების მქონე
პირები არ იმყოფებიან, შესაბამისად 2008 წლის განმავლობაში ნარკოლოგის
კონსულტაცია არ დასჭირვებიათ და არც ჩატარებულა. დაწესებულებაში რაიმე
629
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
სპეციალიზებული პროგრამა ან განყოფიელბა წამალდამოკიდებულების მქონე
პირთათვის არ არსებობს. არც გარედან მომხდარა შესაბამისი სპეციალისტის მოწვევა.
ექიმის განმარტებით,მედიკამენტთა ნუსხას, რომელიც დაწესებულებაში შემოდის
პირადად ადგენს. მედიკამენტების გაცემა ფიქსირდება ხარჯვის ჟურნალში.
დაწესებულებას 2008 წლის განმავლობაში ფარმაცევტი ან პროვიზორი არ ჰყოლია,
და არც ამ სპეციალისტის კონსულტაცია გამხდარა საჭირო.
ექიმის განმარტებით, საკანში პატიმარს თავის განკარგულებაში შეიძლება ჰქონდეს
მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელი (ციტრამონი, ანალგინი), სპაზმოლოტიკი (ნოშპა).
პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორი (ომეპრაზოი), საფაღარათო (სენადექსინი) და
მსგავსი პირველადი მოთხოვნილების პრეპარატები. რაც შეეხება მედიკამენტების
აკრძალულ ფორმებს, რომელიც პატიმარმა არ შეიძლება იქონიოს თან ესენია
ნებისმიერი ამპულირებული ფორმა, ძლიერმოქმედი და ფქიქოტროპული
საშუალება. რაც შეეხება ანტიბიოტიკებს, ისინი რიგდება დანიშნულების მიხედვით.
მთავარი ექიმის ინფორმაციით 2008 წელს განსაკუთრებით საშიში და გადადები
დაავადებები საპყრობილეში არ დაფიქსირებულა. აივ ინფიცირებული პაციენტი არ
ჰყოლიათ. რაც შეეხება ტუბერკულოზს აღნიშნულის შესახებ საუბარი იყო
აღწერილობითი ანგარიშის წინა ნაწილებში. ექიმის ვარაუდით, საფიქრებელია, რომ
საპყრობილეში მყოფ პატიმართა დაახლოებით 15% აღენიშნება ვირუსული
ჰეპატიტით ინფიცირება. ჰეპატიტის გამო ამჟამად არავინ არ მკურნალობს,
ინტერფერონი დანიშნული პაციენტებს არ აქვთ. გამოვლენილი ჰეპატიტებიდან
ყველა შემთხვევა გამოირჩევა ქრონიკული მიმდინარეობით, პათოლოგიური
პროცესის დაბალი აქტივობით, რის გამოც პაციენტები ამ ეტაპზე მკურნალობას არ
საჭიროებენ.
სამედიცინო ჩვენების გამო, 2008 წლის განმავლობაში პაციენტთა იზოლირება არ
მომხდარა და არც ამგვარი ღონისძიების მზიანშეწონილობის საკითხი არ დასმულა.
მთავარი ექიმის განმარტებით, 2008 წლის განმავმობაში მას არ ჰყოლია ისეთი
პატიმარი, რიმლისთვისაც შეუთავსებელია ხანგრძლივი პატიმრობა. ამავე პერიოდში
დაწესებულებაში არც ერთი პატიმარი არ გარდაცვლილა. ავთვისებიანი სიმსივნით
ან ღვიძლის ციროზის ტერმინალური სტადიით პაციენტები არ ჰყავს.
ექიმის განამრტებით, საპრობილეში მყოფ 1 პაციენტს ესაჭიროება სპეციალური
მოვლის პირობები. მას აღენიშნება ნევროლოგიური დეფიციტი და ქვემო კიდურების
პარაპარეზი. პაციენტი გადაადგილდება ყავარჯნებით. მის საკანში სივიწროვეა.
დაწესებულება საიდანაც გადმოყვანილი იყო პაციენტი ამ უკანასკნელს ჰქონდა
ეტლი.
2008 წლსი განმავლობაში დაწესებულებაში არ ყოფილა გამოგზავნილი მოთხოვნა
პატიმრის ვადამდე ადრე გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების თაობაზე.
ფსიქიკური დაავადებების გამოვლენის და მისი სპექტრის შესახებ საუბარი უკვე იყო
ანგარიშის წინა ნაწილებში. რაც შეეხება გამოვლენილ პაციენტებს, მათი გადაყვანა
630
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში წარმოებს
საქართველოს იუსტიციის მინისტრის №717 ბრძანებით გათვალისწინებული წესით.
მთავარი ექიმის განმარტებით, დაწესებულებაში უკურნებელი სენით დაავადებული
მსჯავრდებულები არ ჰყავთ.
მთავარი ექიმის განმარტებით, თბილისის №7 საპყრობილეში, 2008 წლის
განმავლობაში არ დაფიქსირებულა არც ერთი პაციენტი, რომელიც დაავადებულია
შაქრიანი დიაბეტით;
იმევე პერიოდში ასევე არ დაფიქსირებულა ბრონქული ასთმის ახლად გამოვლენილი
შემთხვევა, თუმცა, ჰყავს ერთი პაციენტი, რომელიც იღებს ასთმოპენტს და
მდგომარეობა ექვემდებარებ კონტროლს. პაციენტს ხელზე აქვს აეროზოლი და
საჭიროების შემთხვევაში თვითონ იღებს წამლებს. აღნიშნულ პაციენტთან
დაკავშირებით, 2008 წლის განმავლობაში ასთმური სტატუსი არ დაფიქსირებულა;
მთავარი ექიმის განმარტებით, საპყრობილეში მყოფი 1 პატიამრი დაავადებულია
ეპილეფსიის მძიმე ფორმით. იგი რამდენიმე თვეა გადმოიყვანეს დაწესებულებაში და
უკვე რამდენჯერმე დააფიქსირა ექიმმა ეპილეფსიური გულყრა. „ ორჯერ ჰქონდა
ეპილეფსიური სტატუსი“ - აღნიშნავს ექიმი, რის გამოც გადაყვანილ იქნა
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში, თუმცა, ორივეჯერ
მცირე ხანში უკან მოაბრუნეს.
მთავარი ექიმის განმარტებით, იგი იშვიათად სარგებლობს სასწრაფო სამედიცინო
დახმარება 033 - ის ბრიგადის მომსახურებით. აღნიშნული სახის მომსახურება
შესაძლოა დასჭირდეს 3 თვეში ერთხელ.
რაც შეეხება სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმებს, სამედიცინო ნაწილში
ჩატარებული მონიტორინგის დროს შემოწმდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის
2002 წლის 24 იანვრის №486 ბრძანებით დამტკიცებული სამედიცინო
დოკუმენტაციის არსებობისა და წარმოების საკითხები თბილისის №7
საპყრობილეში. როგორც მთავარი ექიმის მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, 2008
წლის განმავლობაში დაწესებულება აწარმოებდა შემდეგი სახის სამედიცინო
დოკუმენტაციას:
-
ამბულატორულ სამედიცინო ბარათს (ფორმა№1),
-
ამბულატორულ მიღებაზე მომსახურებულ პატიმართა აღრივცვის ჟურნალს
(ფორმა№3),
-
ჩატარებული
(ფორმა№11),
-
გარდაცვლილ ავადმყოფთა აღრიცხვის ჟურნალს (ფორმა№17),
-
დაწესებულების
(ფორმა№18),
სამედიცინო
ობიექტების
კონსულტაციების
სანიტარიული
აღრიცხვის
მდგომარეობის
ჟურნალს
ჟურნალს
631
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
-
რაც შეეხება კვების ბლოკის მენუს (ფორმა№23), კვების ბლოკის სანიტარიული
მდგომარეობის, მომზადებული საკვების ვარგისიანობის აღრიცხვის ჟურნალს
(ფორმა№22), აღნიშნული დოკუმენტაცია იწარმოება კვების ბლოკში და იქვე
ინახება.
გარდა ამისა, ექიმის განმარტებით, ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტთა მუშაობის
აღრიცხვა წარმოებს ფირცელზე. რაც შეეხებ ფორმა№20-ის (სანიტარიულეპიდემიოლოგიური პროფილაქტიკური ღონისძიებების აღრიცხვის ჟურნალი)
წარმოებას,
მისნ
ნაცვლად,
ექიმის
განმარტებით,მსგავსი
დოკუმენტაცია
კონტრაქტორ სანიტარიულ სამსახურებს თვითონ მიაქვთ დეპარტამენტში და იქ
აწერინებენ ხელს. ექიმის განმარტებით, დაწესებულებას არ აქვს სამრეცხაო, რის
გამოც გასარეცხი მიაქვთ რუსთავს №6 საპყრობილეში, რის გამოც ფორმა№25 ამ
დაწესებულებაში არ იწარმოება.
თბილისის N8 საპყრობილე
თბილისის N8 საპყრობილე გათვლილია 3672 პატიმარზე. მონიტორინგის დროს
დაწესებულებაში იმყოფებოდა 3617 პატიმარი.
დაწესებულების მთავარი ექიმის ინფორმაციით სამედიცინო პერსონალისათვის
გამოყოფილია 34 საშტატო ერთეული:
-
ქირურგი - 4 (მათ შორის მთავარი ექიმი, რომელიც სპეციალობით ქირურგია)
-
თერაპევტი - 3
-
ფარმაცევტი - 1
-
პროვიზორი - 1
-
ონკოლოგი - 1
-
ტრავმატოლოგი - 1
-
ფტიზიატრი - 1
-
კარდიოლოგი - 1
-
ინფექციონისტი - 1
-
სტომატოლოგი - 1 (თერაპიული სტომატოლოგია)
-
ზოგადი პროფილის ექიმი - 1
-
ექთანი - 16
1 ექიმის ადგილი ვაკანტურია.
მთავარი ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საპატიმროში არის იმის
შესაძლებლობა, რომ პატიმარმა ისარგებლოს ექიმის კონსულტაციით ან სამედიცინო
პერსონალის მომსახურებით დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. მთავარი ექიმის
მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაწესებულებაში უზრუნველყოფილია ექიმისა
632
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
და ექთნის სადღეღამისო მორიგეობა. ყოველი ექიმი მორიგეობს ყოველ მე-4 დღეს,
ისე რომ დაწესებულების თითოეულ კორპუსში ღამით იმყოფება 1 ექიმი და 1
ექთანი. მესამე კორპუსში ექიმთან ერთად მორიგეობს 2 ექთანი. დაწესებულებაში
სტომატოლოგი იმყოფება ძირითად შტატში. ფსიქიატრი, ან საშუალო სამედიცინო
პერსონალი ფსიქიატრიაში მუშაობის გამოცდილებით არ ჰყავთ. რაც შეეხება
ნარკოლოგს, დაწესებულებაში მოქმედებს მეტადონის პროგრამა, რომელიც
დაკომპლექტებულია შესაბამისი პერსონალით და მათ საერთო არაფერი აქვთ
დაწესებულების სამედიცინო ნაწილთან ან პერსონალთან. მათი საქმიანობის,
საშტატო განრიგის და მკურნალობის მეთოდების შესახებ მთავარ ექიმს ინფორმაცია
არ გააჩნია.
მთავარი ექიმის განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში, მთავარ ექიმს აქვს იმის
საშუალება,
რომ
გარედან
მოიწვიოს
სეპციალისტები.
წინასწარ
ხდება
საკონსულტაციო პაციენტთა სიის შედგენა და მსჯავრდებულთა და პატიმართა
სამკურნალო დაწესებულებიდან გადმოდის შესაბამისი პროვილის ექიმი. გარდა
ამისა საჭიროების შემთხვევაში, როდესაც სამკურნალო დაწესებულებიდან
კონსულტანტების გადმოსვლა შეუძლებელია, სამედიცინო ნაწილი იძახებს ს.ა.დ.
სამედიცინო სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს საკონსულტაციო ბრიგადების
ექიმებს.
ექიმის განმარტებით, ყველა პატიმარი მოწმდება დაწესებულებაში შესვლისთანავე.
პარალელურად მიმდინარეობს ტუბ-სკრინინგი. ახლად შესული პატიმრები
კარანტინში (4 დღის განმავლობაში) მოწმდება ფტიზიატრის მიერ. საეჭვოდ
მიჩნეული შემთხვევებისას პაციენტისაგან იღებენ ნახველს და გზავნიან
გამოსაკვევად. გარდა ამისა წითელი ჯვარი ასევე აწარმოებს ტუბერკულოზის
სკრინინგ, როგორც ახლად შემოსულ, ისე ძველ პატიმრებზე წელიწადში ერთხელ პერიოდულობით. დაწესებულებაში რაიმე ბუკლეტი ან საინფორმაციო საშუალება,
რომელიც პატიმრებს აცნობს სამედიცინო მომსახურების შესაძლებლობებს და
ჰიგიენურ ნორმებს არ არსებობს. აივ/შიდსთან დაკავშირებით ასეთი საინფორმაციო
საშუალებები მოტანილი აქვს ორგანიზაცია „თანადგომას“ და გეგმავენ უახლოეს
მომავალში მის დარიგებას.
სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიხედვითაც ხორციელდება საპყრობილეში
ჯანდაცვის მომსახურებათა დაფინანსება, მომდინარეობს სასჯელაღსრულების
დეპარტამენტიდან. გარდა ამისა, ჯანდაცვის საჭიროებათა გადაწყვეტაში
მონაწილეობენ წითელი ჯვარი და ორგანიზაცია „თანადგომა“.
საპყრობილეში სამედიცინო ნაწილი არ არსებობს. მთავარი ექიმის გადმოცემით
სამივე საპატიმრო კორპუსში არის საკონსულტაციო ოთახები (თითოეულში),
რომელიც 1 და 2 სართულებზეა განთავსებული. მთავარი ექიმის კაბინეტი
განთავსებულია მე-3 კორპუსში. აქვეა ექიმის მოსასვენებელი ოთახი ღამის
მორიგეობის დროს. მე-3 კორპუსში მდებარეობს ასევე სტომატოლოგიური კაბინეტი.
პირველ კორპუსში, უმზეო ოთახში განთავსებულია აფთიაქი-საწყობი, რომელშიც
ხდება მედიკამენტების მარაგის შემოტანა.
633
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
დაწესებულებაში არის ასევე შიდსის ლაბორატორია და საკონსულტაციო ოთახი,
რომელიც ორადაა გაყოფილი.
ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, იგეგმება მე-3 კორპუსში შესახვევის
გახსნა.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო დანიშნულების ოთახებისა, ახლად
შემოსული პატიმრებისათვის ფუნქციონირებს იზოლირებული სამედიცინო
დათვალიერების ოთახი.
სტომატოლოგის კაბინეტში მოთავსებულია სტომატოლოგიური სავარძელი, მშრალი
სტერილიზატორი, განათების წყარო, სასტერილიზაციო სითხეები, იარაღების
ნაკრები. ბორმანქანა არ არის. უახლოეს მომავალში, ექიმის ინფორმაციით უნდა
მოხდეს ბორმანქანის შემოტანა, ასევე ქირურგიული იარაღების ნაკრების
გადახალისება.
შიდსის საკონსულტაციო ოთახში განთავსებულია მაცივარი, სამედიცინო კარადები,
საგორებელი დიდი და მცირე მაგიდები. ექიმის ინფორმაციით, ქირურგიული
იარაღების სტერილიზაცია წარმოებს სტომატოლოგიურ კაბინეტში განთავსებულ
მშრალი სტერილიზაციის კარადაში.
სამედიცინო სამსახურის აღჭურვილობაში ასევე შედის: ფონენდოსკოპები, წნევის
აპარატები, გლიკომეტრი, სამედიცინო სასწორი, პირველადი დამუშავების ყუთი.
სამედიცინო სამსახური პატიმრებს სტაციონარულ მომსახურებას არ უწევს.
მომსახურების სახე მხოლოდ ამბულატორულია. მთავარი ექიმის ინფორმაციით,
საპყრობილეს ქალაქის რომელიმე სამედიცინო დაწესებულებასთან სამედიცინო
მომსახურების გაწევაზე ხელშეკრულება არ აქვს დადებული. სამედიცინო ნაწილი
პატიმრებს სრულყოფილ ფსიქიატრიულ დახმარებას ვერ უწევს. ფსიქიატრიული
დახმარება შემოიფარგლება კონსულტანტი ფსიქიატრით, რომელიც მოიწვევა
საჭიროების შემთხვევაში. ფსიქიატრის მოწვევის მიზანშეწონილობის განსაზღვრა
ბუნდოვანია. მოწვეული კონსულტანტი–ფსიქიატრი სინჯავს პაციენტს და,
საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე ნიშნავს მკურნალობას ან უკიდურესი
აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მსჯავრდებულთა და აპტიმართა სამკურნალო
დაწესებულებაში გადაყვანის რეკომენდაციას.
საპყრობილეში
პაციენტებისათვის
მიწოდებული
სამედიცინო
დახმარების
სტანდარტები მკვეთრად განსხვავდება ქვეყანაში არსებული სამედიცინო
მომსახურების დონისაგან და თავისი არსით არ შეესაბამება არც საერთაშორისო და
არც ეროვნულ კანონმდებლობას. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის
პენიტენციური სისტემის სამედიცინო სამსახურებში შექმნილი მდგომარეობის
ფონზე აშკარაა მრავალი პოზიტიური მომენტი.
მთავარი ექიმის განმარტებით, 2008 წლის განმავლობაში, მსჯავრდებულთა და
პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში ყოველთვიურად დაახლოებით 30
634
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
პაიენტის
გადაყვანა
ხდებოდა,
ხოლო
ტუბერკულოზით
დაავადებულ
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში ყოველთვიურად
გადაყავდათ 6 ტუბერკულოზით დაავადებული ავადმყოფი. 2009 წლის დასაწყისში
აღნიშნული ტენდენცია შენარჩუნებულია.
2008 წლის განმავლობაში, სამოქალაქო ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში
გადაყვანილია მხოლოდ 1 პაციენტი (ინსულტი, ნევროლოგიის ინსტიტუტში). 2009
წელს მსგავსი ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა.
მთავარი ექიმის ინფორმაციით, საფიქრებელია, რომ საპყრობილის მოსახლეობაში
საკმაოდ დიდია ქრონიკული ვირუსული „B“ და „C“ ჰეპატიტების პრევალენცია.
გარდა აღნიშნულისა, უპირატესად გამოყოფილ დაავადებათა შორის ექიმი
ასახელებს კანის დაავადებებს (დერმატიტები), გულსისხლძარღვთა სისტემის
დავადებები და დისპეფსიის სინდრომი.
მთავარი ექიმის ინფორმაციით, მის პერსონალს გავლილი
ტუბერკულოზის და შიდსის საკითხებთან დაკავშირებით.
აქვს
ტრენინგი
მოშიმშილე პატიმრებთან დაკავშირებით, მთავარი ექიმის მიერ მოწოდებული
ინფორმაციით, 2009 წლის განმავლობაში დაახლოებით 4-მდე პატიმარს აქვს
დაწერილი განცხადება შიმშილობის დაწყებაზე. 2009 წლის განმავლობაში დღემდე
მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მოშიმშილე პატიმრის შემთხვევაში
სამედიცინო პერსონალი ხსნის მოშიმშილის ბარათს, გადაჰყავთ ცალკე საკანში და
აწესებენ აქტიურ სამედიცინო მეთვალყურეობას. მე-3 დღეს უტარებენ ფსიქიატრის
კონსულტაციას.
მთავარი ექიმის განმარტებით, სამედიცინო ბარათის გახსნა ხდება მხოლოდ იმ
პატიმრებზე, რომლებსაც სამედიცინო პრობლემების გამო შეხება აქვთ სამედიცინო
ნაწილთან. სამედიცინო ბარათი ასევე იხსნება მოშიმშილე პატიმრის შემთხვევაში და
პატიმართა მოძრაობისას. სამედიცინო ბარათი შეიძლება ასევე გახსნან იმ
პატიმრებზე, რომლებსაც რაიმე სპეციალური სამედიცინო კონტროლი უტარდებათ.
პატიმარს ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ განემარტება შემოსვლის
დროს, ექიმის კონსულტაციის შემდეგ.
ექიმის ინფორმაციით, სამედიცინო სამსახური აწარმოებს სხვადასხვა სახის
მანიპულაციებს: ინტრავენურ გადასხმებს, შეხვევებს, ინიექციებს და მცირე
ქირურგიულ მანიპულაციებს (ჭრილობის პირველადი ქირურგიული დამუშავება,
შეუხორცებელი ჭრილობების ქირურგიული დამუშავება, აბსცესის გახსნა,
პანარიციუმის გახსნა და ა.შ.). წერილობითი თანხმობის მოპოვება პატიმრებისაგან არ
არის პრაქტიკაში მიღებული ფორმა. ამ მხრივ გამონაკლისს შეადგენს შიდსის გამო
ანტირეტროვირუსული მკურნალობის დაწყება. ასევე წერილობით ითხოვენ
დააფიქსიროს მოშიმშილემ რაიმეზე თანხმობა ან თუნდაც უარი. ექიმის
განმარტებით, პატიმრის შემოსვლისას და სამედიცინო დათვალიერების დროს,
დათვალიერებას ესწრება მხოლოდ სამედიცინო პერსონალი. გარდა ამისა, ექიმი
განმარტავს, რომ დათვალიერების ოქმს ხელს აწერს ოფიცერი, კონტროლიორი ან
635
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
სარეჟიმო სამსახურის წარმომადგენელი. ასეთ შემთხვევაში ეჭვს იწვევს თუ რატომ
აწერს საპყრობილის არასამედიცინო სამსახურების წარმომადგენლები ხელს ოქმს თუ
ისინი არ ესრებიან ან ახორციელებენ რაიმე პროცედურას. ნებისმიერ შემთხვევაში
უნდა ვივარაუდოთ, რომ კონფიდენციურობის დაცვა ამ პირობებში საკმაოდ
ბუნდოვანი და გაურივეველია.
ექიმის განმარტებით, ინფორმაცია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის
შესახებ გაიცემა საქართველოს კანონის „პაციენტის უფლებების შესახებ“ 21-ე
მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ინფორმაციის გაცემა წარმოებს პატიმრის
ადვოკატებზე და ოჯახის წევრებზე. სამედიცინო ინფორმაცია გაიცემა სამედიცინო
ცნობის ან დოკუმენტაციის ქსეროასლის სახით.
ექიმის ოთახში განთავსებულია დაწესებულების სამედიცინო არქივი. სამედიცინო
ჩანაწერების ნაწილი ინახება პატიმრის პირად საქმეში, ხოლო გარკვეული ნაწილი
ექიმთან. 2 წელიწადში ექიმის ოთახიდან დოკუმენტაცია იგზავნება საპყრობილის
არქივში.
გეგმური სამედიცინო კონსულტაციების დროს, საკონსულტაციო ოთახში
მედპერსონალის მიერ ხდება პაციენტის მიღება. ასეთ დროს თუ ექიმი საჭიროდ
ჩათვლის სარეჟიმი სამსახურის წარმომადგენელი გადის მხედველობისა და
სმენადობის არიდან; წინააღმდეგ შემთხვევაში საპყრობილის არასამედიცინო
პროფილის თანამშრომლები სამედიცინო გამოკვლევას ესწრებიან.
მთავარი
ექიმის
განმარტებით,
იგი
ახორციელებს
საპყრობილეში
ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მონიტორინგს. აღნიშნული ითვალისწინებს
დაკვირვებას ჰიგიენური პროცედურების ჩატარებაზე და გადამდები დაავადებების
მქონე პირების იზოლირებას.
ექიმის
გადმოცემით,
საპყრობილის
ადმინისტრაციას
დადებული
აქვს
ხელშეკრულება
კომპანიასთან,
რომელიც
ახორციელებს
სანიტარულ
და
სადეზინფექციო საქმიანობას. მათი წარმომადგენლები დაწესებულებაში თვეში 2ჯერ მოდიან. ამუშავებენ სამედიცინო დანიშნულების ოთახებს ინფექციაზე ეჭვის
შემთხვევაში, ადმინისტრაციულ კორპუსს, სველ წერტილებს, საკნებს - მხოლოდ
ექიმების მითითებით, სასადილოს - საჭიროებისამებრ.
ექიმის მიერ მათ მიერ კონტროლირდება სასადილოს მთელი თვის მენიუ და
კალორაჟი. საკვები მოწმდება ყოველი გაცემის წინ დღეში 3-ჯერ, რის შემდეგაც ექიმი
ხელს აწერს შესაბამის დოკუმენტს და იძლევა სანქციას საკვების დარიგების
დაწყებაზე. ექიმის განმარტებით,საკვებს ინახავენ 3 დღის განმავლობაში. 2008 წლის
განმავლობაში, ექიმის განმარტებით,საკვების წუნდება სამედიცინო პერსონალის
მიერ არ მომხდარა.
ექიმის ინფრომაციით, ახლად შემოსული პატიმრების დაახლოებით 7-8%-ს
აღენიშნება ამა თუ იმ ფორმის დაზიანებები. იმავე პერიოდში, ექიმის
განმარტებით,ურთიერთდაზიანების ფაქტები არ მომხდარა. რაც შეეხება
636
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
თვითდაზიანების ფაქტებს, ყოველთვიურად ფიქსირდება ან ერთეული შემთხვევები,
ხან საერთოდ არ არის რეგისტრირებული. ექიმის ინფორმაციით საპყრობილის
დაზიანებათა ჟურნალი ინახება სამორიგეოში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
აპტიმრის გასინჯვისას ფიქსირდება ობიექტური სამედიცინო შეფასება. აპტიმართა
კომენტარებს, თითოეულ დაზიანებაზე აფიქსირებენ იმავე ჟურნალში.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური სამსახური ექიმს ყოველთვიურად
თხოვს მუშაობის ანგარიშს. გარდა ამისა დირექტორი ყოველდღიურად იღებს
ინფორმაციას საპყრობილის სამედიცინო სამსახურის საქმიანობის შესახებ.
მთავარი ექიმის ინფორმაციით, 2008 წლის განმავლობაში დაწესებულებაში იყო 1
თვითმკვლელობის ფაქტი. რაც შეეხება თვითმკველელობის მცდელობის
შემთხვევებს
მთავარი
ექიმი
ასეთს
ვერ
იხსენებს.
ამგვარი
ზომების
პროფილაქტიკისათვის ფსიქიატრი გარკვეულ სამუშაოს ატარებს. მიუხედავად ამ
განმარტებისა ძნელი წარმოსადგენია რა პროფილაქტიკა შეიძლება მოახდნოს
კონსულტანტმა ფსიქიატრმა, რომელიც საშუალოდ 10 დღეში ერთხელ დადის
საპრობილეში. ექიმის განმარტებით,დაწესებულების სოციალურ სამსახურს ასევე
ჰყავს ფსიქოლოგი, რომელსაც სამედიცინო პერსონალთან კავშირი არ გააჩნია და მის
მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ექიმებისათვის ინფორმაცია ცნობილი არ
არის.
მთავარი ექიმის განმარტებით, 2008 წლის განმავლობაში დაწესებულებაში ჰყავდათ
ტუბერკულოზით
დაავადებული
2
პატიმარი.
ერთ-ერთს
აღენიშნებოდა
ტუბერკულოზის ექსტრაპულმონური ფორმა - თირკმლის ტუბერკულოზი, ხოლო
მეორეპაციენტი 9 თვის ნამკურნალევი იყო. 2009 წლის განმავლობაში
დაწესებულებაში პატიმრები ტუბერკულოზის აქტიური ფორმით ამ ეტაპზე არ
იმყოფებიან. 2008 წელს მკურნალობას აივ/შიდსის გამო სულ 4 პაციენტი იტარებდა,
მათგან 2 უკვე ეტაპირებულ იქნენ სხვა დაწესებულებაში, ხოლო 2 აგრძელებს
შესაბამის მკურნალობას.
რაც შეეხება რაიმე სოციალურ-თერაპიულ ან პროფილაქტიკურ პროგრამებს
საპყრობილეში, ექიმი ასახელებს მხოლოდ მეტადონის პროგრამას და ორგანიზაცია
„თანადგომა“-ს მიერ განხორციელებულ აქტივიტეტებს.
მთავარი ექიმის ინფორმაციით საპყრობილეში ფსიქიკური ჯანმრთელობის მხრივ
პრობლემების მქონე 10 პირია გამოვლენილი. მათგან 2 პატიმარს აღენიშნება
ორგანული პიროვნული აშლილობა, 2-ს მწვავე ნევროზული მდგომარეობა. ხოლო
დანარჩენები არიან შფოთვისა და დეპრესიის სინდრომებით და ფსიქოპათიით
დაავადებული პირები.
შემოსვლისას ფსიქიატრის კონსულტაცია პატიმრებს არ უტარდებათ. ფსიაიტრის
კონსულტაციის მიზანშეწონილობას წყვეტს ზოგადი პროფილის ექიმი, რომელიც
შემოსვლისას ათვალიერებს პატიმრებს. ექიმის განმარტებით, პირები, რომლებიც
ფსიქიატრის კონსულტაციას საჭიროებენ კარცერშივე ისინჯებიან ამ სპეციალობის
ექიმის მიერ. დაწესებულებაში რაიმე სპეციალური პროგრამები ფსიქიკური
637
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ჯანმრთელობის მხარდასაჭერად ან რეაბილიტაციის პროგრამები, რომელიც
გულისხმობს
სოციალური
და
ფსიქოლოგიური
დახმარების
სხვადასხვა
ღონისძიებებს არ ტარდება.
მთავარი ექიმის განმარტებით, 2008 წლის განმავლობაში ყოველ თვიურად
საშუალოდ ავლენდნენ 12-15 პირს, რომელსაც ესაჭიროებოდა ფსიქიატრის
კონსულტაცია. თვის განმავლობაში, ფსიქიატრის რამდენიმე ვიზიტი ხორციელდება
და ამ პერიოდში იგი ატარებს დაახლოებით 12-15 კონსულტაციას. მთავარი ექიმი
აღნიშნავს, რომ თუ პირს დაენიშნება სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა და
აღნიშნული ჩატარდება, ადგილობრივი მედპერსონალისათვის არასდროს არაა
ხელმისაწვდომი საექსპერტო დასკვნა, რის გამოც დასმული დიაგნოზი მათთვის
უცნობი რჩება. ფსიქიურად დავადებული პირებისთვის დაწესებულებაში რაიმე
განცალკევებული საკანი არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში ამისი საჭიროება 2008
წელს არ ყოფილა. საპყრობილის გარეთ მდებარე რომელიმე ფსიქიატრიულ
სამსახურთან ხელშეკრულება გაფორმებული არ არის.
მთავარი ექიმის განმარტებით, 1 კორპუსის 1 სართულზე გაშლილია მეტადონის
პროგრამის უზრუნველყოფისათვის საჭირო საქმიანობა. მთავარი ექიმი მათ
საქმიანობას არ იცნობს და რაიმე სახის კავშირს პროგრამის განმახორციელებლებთან
უარყოფს. მისი ინფორმაციით პროგრამის ხანგრძლიობა 1-2 თვეა. 2008 წელს
დაწესებულებაში მოდიოდა კონსულტანტი ნარკოლოგი, ხოლო ამ პროგრამის
დაწყების შემდეგ პაციენტთა კონტინგენტს პროგრამის განმახორციელებლები
თვითონ არჩევენ და მკურნალობასაც თავად წარმართავენ. 2008 წლის განმავლობაში
ექიმის ინფორმაციით წამლადამოკიდებულების მოქნე პირთა მხრიდან რაიმე სახის
ექსცესს ადგილი არ ჰქონია.
მთავარი ექიმის განმარტებით,საპყრობილე გაშლილია ტერიტორიაზე, სადაც
მშრალი ჰავაა. ზაფხულში სიცხეა. 2008 წლის ცხელ თვეებში დაწესებულების
ცენტრალური კონდიცირების სისტემა არ იყო გამართული. ექიმი ადასტურებს
გლდანის ნაგავსაყრელიდან წვის შედეგად წარმოქმნილი კვამლით ტერიტორიის
ყოველდღიურ დაბინძურების ფაქტს. როგორც პატიმრები აღნიშნავენ, ნაგავსაყრელს
ცეცხლს უკიდებენ ღამით, 12-1 საათზე და წვის პროცესი გრძელდება დილამდე.
საპყრობილემდე მოღწეული მძაფრი და არასასიამოვნო სუნისა და კვამლის გამო
ფანჯრებს კეტავენ და უჭირთ სუნთქვა. მათ, ვისაც სასუნთქი გზების დაავადებები
აწუხებთ განსაკუთრებით უჭირთ გაძლება. 2008 წლის განმავლობაში ღამის საათებში
განხორციელებული მონიტორინგის დროს, ჩვენს მიერაც არაერთხელ ქინა
დაწესებულების ტერიტორიაზე დაფიქსირებული კვამლი, რომელიც მთლიანად
ფარავს
საპყრობილის,
მსჯავრდებულთა
და
პატიმართა
სამკურნალო
დაწესებულებისა და მიმდებარე ტერიტორიის შემოგარენს.
ექიმის გადმოცემით, 2008 წლის განამვლობაში ლეტალობის 2 შემთხვევა
დაფიქსირდა. ერთმა პატიმარმა მოახდინა სუიციდის რეალიზება, ხოლო მეორე
შემთხვევაში პატიმარი მოკვდა მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა დამძიმდა და
სასწრაფო დახმარების მანქანაში შეყავდათ. ექიმის ინფორმაციით პატიმარს
638
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
სასწრაფო
დახმარების
ბრიგადამ
გარდაცვალებამდე
ელექტროკარდიოგრაფია, რა დროსაც დაფიქსირდა WPW-სინდრომი.
გადაუღო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 2008 წლის განმავლობაში იუწყებოდა 4
პატიმრის გარდაცვალებას:
• 6 იანვარი, 2008 წელი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის
№8 დაწესებულებაში პატიმარი გიორგი თ. გარდაიცვალა. იგი საპყრობილის
თანამშრომლებმა სარეჟიმო შემოწმების დროს ორსართულიან საწოლზე
ზონარით ჩამოკიდებული ნახეს. ექსპერტიზის პირველადი დასკვნით,
პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო.
• 16 აპრილი, 2008 წელი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის
მე-8 დაწესებულებაში პატიმარი სულეიმან ა. გარდაიცვალა. ექიმების
პირველადი დასკვნით 52 წლის პატიმრის გარდაცვალების მიზეზი გულის
ინფარქტი გახდა. 15 აპრილს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა
მკვეთრად გაუარესდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ჩატარებული
რეამინაციული ღონისძიებების მიუხედავად, პატიმარი გარდაიცვალა.
• 23 ივნისი, 2008 წელი
იუსტიციის
სამინისტროს
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი
დავით ხ. გარდაიცვალა. ავადმყოფს დასმული ჰქონდა დიაგნოზი: მწვავე
მუცელი. დიფუზური პერიტონიტი. ინფექციურ-ტოქსიური შოკი. ექიმების
პირველადი დასკვნით პატიმრის გარდაცვალების მიზეზი ინფექციურტოქსიური შოკით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა
გახდა.
• 21 ნოემბერი, 2008 წელი
იუსტიციის
სამინისტროს
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 საპყრობილეში პატიმარი გოდერძი
დ. გარდაიცვალა. საკნის გისოსზე საკუთარი შარვლით ჩამოკიდებული
პატიმარი მორიგემ ნახა. ჩატარებული სამედიცინო ღონისძიებების
მიუხედავად, გოდერძი დ.-ს გადარჩენა ვერ მოხერხდა. პირველადი
მონაცემებით, პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო.
ინფორმაცია ასევე დასტურდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ
მოწოდებული ინფორმაციითაც. ამგვარად, 2008 წელს გლდანის №8 საპყრობილეში
გარდაცვლილი 4 პატიმრიდან, 2 შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი იყო
სუიციდი, 1 შემთხვევაში გულის პათოლოგია, ხოლო 1 შემთხვევაში სიკვდილის
მიზეზი მწვავე ქირურგიული დაავადების გართულება გახდა. ამ უკანასკნელ
შემთხვევაში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის
ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის
639
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ გარდაცვალების მიზეზია არა „მწვავე მუცელი.
დიფუზური პერიტონიტი და ინფექციურ-ტოქსიური შოკი“, არამედ გიდ და
ფილტვების ინტერსტიციული ანთება. გარდა ამისა გვამს აღენიშნებოდა
დაზიანებები, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით წარმოადგენს სამედიცინო
მანიპულაციების კვალს. აქედან გამომდინარე ცხადია, რომ გარდაცვლილ პატიმარს
სიკვდილამდე უტარდებოდა სამედიცინო მანიპულაციები. დიაგნოზებს შორის
ასეთი მკვეთრი შეუსაბამობა ეჭქვეშ აყენებს იმ ექიმთა კომპეტენციას, რომელთა
პირველადი დასკვნით პაციენტს აბსოლუტურად განსხვავებული დიაგნოზი ჰქონდა
დასმული. მიგვაჩნია, რომ პაციენტის მიმართ ჩატარებული მკურნალობის ხარისხი
და ადეკვატურობა შესწავლილ უნდა იქნას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტოს მიერ.
თბილისის №8 საპყრობილის მთავარი ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით,
მედიკამენტების შეკვეთის პრინციპი შემდეგ სქემას ეფუძნება: ექიმების მიერ წინა
თვეში გამოყენებული და დახარჯული წამლების დასახელებები და რაოდენობა
მიეწოდება ფარმაცევტს, რომელიც აჯამებს ინფორმაციას. ამ ინფორმაციის
საფუძვლეზე ექიმი და პროვიზორი ახდენენ შეკვეთის მიცემას. 2008 წლის
პერიოდში, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აი“, ექიმის მონაცემებით
საპყრობილის ყოველთვიურ მოთხოვნას მედიკამენტებზე აკმაყოფილებდა
დაახლოებით 60%-ით. 2009 წლის 1 თებერვლიდან კი, რაც წამლების მომარაგების
სისტემა გადავიდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელში, დეპარტამენტის
მიერ საპყრობილის მიერ მოთხოვნილი წამლებით უზრუნველყოფა ხორციელდება
მოთხოვნილი ნუსხის 95%-ის ფარგლებში.
ექიმის განმარტებით, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს თვითონ აქვთ
ინსულინი და ინსულინის შპრიცი. ასთმით დაავადებულებს უფლება ეძლევათ ასევე
საკუთარ განკარგულებაში იქონიონ აეროზოლები და საჭირო მედიკამენტები. სხვა
პაციენტებს მიეწოდებათ წამლების დღიური დოზები. პატიმარ-პაციენტთა დანარჩენ
კატოგირიას მკაცრად ეკრძალება ამპულირებული ფორმის სამკურნალწამლო
საშუალებების შენახვა. ასევე მკაცრი კონტროლია დაწესებული ფსიქოტროპული და
ძლიერმოქმედი საშუალებების მოხმარებაზე. ასეთ პრეპარატებს პაციენტები
დარიგებისას უშუალოდ სამედიცინო პერსონალის თანდასწრებით სვამენ.
რაც შეეხება გადამდები დაავადებების გავრცელების საკითხს, მთავარი ექიმის
ინფორმაციით, 2008 წლის განმავლობაში დაფიქსირდა წითელას ერთი შემთხვევა.
პაციენტი სამედიცინო ჩვენების გამო იზოლირებულ იქნა, ჩატარდა ინფექციონისტის
კონსულტაცია და დაწესდა სამედიცინო მეთვალყურეობა.
სხვა გადამდები დაავადებების მაგალითად მთავარი ექიმი ასახელებს მუნს.
აღსანიშნავია, რომ მუნის შემოტანას სამედიცინო პერსონალი უკავშირებს ამ
დაავადების გავრცელებას პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორებში.
მთავარი ექიმის ინფორმაციით ასევე იყო დატილიანების და ბაღლინჯოების
დახვევის ერთეული შემთხვევებიც, თუმცა, ამ უკანასკნელს მასიური ხასიათი არ
აქვს.
640
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
პაციენტთა იზოლირება სამედიცინო ჩვენების გამო ხდება მხოლოდ ინფექციური
დაავადებების აღმოჩენის შემთხვევაში.
დაწესებულებას 2008 წელს ჰყავდა კონსულტანტი დერმატოვენეროლოგი, რომლის
მიერ დაფიქსირდა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ერთეული
შემთხვევები. მათ შორის აღსანიშნავია გონორეა და ათაშანგი. ასეთ შემთხვევაში
ექიმის ტაქტიკა მდგომარეობდა პაციენტის გადაყვანაში მსჯავრდებულთა და
პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში, შემდგომი მკურნალობის მიზნით.
დერმატოვენეროლოგის გარდა, აღნიშნული სახის პრობლემების გამოვლინებას
ახდენენ დაწესებულების მორიგე ექიმებიც, რომლებიც საეჭვო პაციენტებს სვამენ
საკონსულტაციო პაციენტთა სიაში.
მთავარი ექიმის ინფორმაციით საპყრობილეში შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 27
პაციენტია. მათ შორის 7 იმყოფება ინსულინზე, ხოლო 20 ტაბლეტირებული
ფორმებით მკურნალობს. 2008 წლის განმავლობაში ჰიპო- ან ჰიპერგლიკემიური
კომის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება დიაბეტიანებისათვის
განკუთვნილ საკვებს, მთავარი ექიმის განმარტებით,ისინი არ იმყოფებიან
დიაბეტიანი პაციენტისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ადეკვატურ კვების
რეჟიმზე. მათი №9 მაგიდით უზრუნველყოფის საკითხი ჯერ არ არის
დარეგულირებული. რამდენიმე პაციენტს განივითარდა მხედველობის ორგანოს
დიაბეტური გართულებები, რის გამოც პაციენტები კონსულტირებულები იყვნენ
ოფთალმოლოგისა და ენდოკრინოლოგის მიერ.
მთავარი ექიმის ინფორმაციით, 2008 წელს დაწესებულებაში დაფიქსირდა 20-მდე
ბრონქული ასთმით დაავადებული პაციენტი. პაციენტები მკურნალობდნენ
აეროზოლებითა და შესაბამისი ტაბლეტებით. ჰორმონული მკურნალობა არც ერთ
მათანს არ დაწჭირვებია. ყველაზე მძიმე შემთხვევაში ეუფილინის გამოყენება
პრობლემას
აგვარებდა.
ასთმური
სტატუსი
საანგარიშო
პერიოდში
არ
დაფიქსირებულა. ექიმი აქვე დასძენს, რომ - „ნაგავსაყრელის დაწვის შედეგად
წამოსული კვამლი და ჰაერი მაინც და მაინც ნეგატიურ გავლენას არ ახდენს
ასთმიანებზე. აქ იმდენად მშრალი ჰავაა, რომ ადრე ეუფილინს ვინც იღებდა, მათგან
რამდენიმეს აღარც კი დასჭირვებია“. აღნიშნული კომენტარი საკმაოდ ბუნდოვანია,
განსაკუთრებით
იმის
გათვალისწინებით,
რომ
ასთმიანი
პაციენტების
საკნსულტაციოდ არ ჩატარებულა ალერგოლოგის კონსულტაცია, და ასეთ
შემთხვევაში კი ეს უკანასკნელი აბსოლუტურად სავალდებულოა! ექიმის
განმარტებით,ასთმით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობს ფტიზიატრი და
თერაპევტი (!).
რაც შეეხება ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებს, 2008 წლის განმავლობაში
მთავარი ექიმის ინფორმაციით დაფიქსირდა 10-15 ემთხვევა. ასეთ შემთხვევაში
ტარდებოდა ნევროპათოლოგის კონსულტაცია, რომელიც ნიშნავდა ფინლეპსინს და
კარბამაზეპინს. ყველა მათგანი მკურნალობს. გულყრების სიხშირე 2008 წლის
განმავლობაში არ იყო მაღალი. იმავე პერიოდში, ეპილეფსიური სტატუსი არ არის
დაფიქსირებული.
641
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
მთავარი ექიმის ინფორმაციით 2008 წელს არ ჰყოლიათ პატიმარი, რომელთათვისაც
შეუთავსებელია ხანგრძლივი აპტიმრობა. ავთვისებიანი სიმსივნეებისა და
ინსულტის შემდგომი ნევროლოგიური დეფიციტის არც ერთი შემთხვევა 2008 წელს
არ ყოფილა დაფიქსირებული. საპყრობილეში ჰყავდათ 1 პაციენტი ამპუტირებული
კიდურით, რომელიც ექიმის განმარტებით,გადაადგილდებოდა ყავარჯნების
დახმარებით და რაიმე დამატებითი მოვლის პირობებს არ საჭიროებდა. უკიდურეს
შემთხვევაში მათ თანასაკნელები უწევდნენ დახმარებას. ამჟამად დაწესებულებაში
ერთი პაციენტია, რომელიც გადაადგილდება ინვალიდის ეტლით. ეტლის პაციენტის
საკუთრებაა და საპყრობილის ადმინისტრაციამ მისი დაწესებულებაში შემოტანის
უფლება პაციენტს დართო. პაციენტს აღენიშნება ქვედა პარაპლეგია.
ექიმის მონაცემებით, 2008 წლის განმავლობაში, „ალდაგი ბი სი აი“-ს მენეჯმენტის
პერიოდში იგი ყოველთვის იძახებდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება „033“-ს,
როდესაც
საჭირო
იყო
პაციენტის
ტრანსპორტირება
საპყრობილიდან
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში. სხვა შემთხვევებში
მას „033“-ის დახმარება არ დასჭირვებია.
საპყრობილე განკუთვნილია წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირებისათვის. ამდენად
ამგვარი
პირების
ჯანდაცვის
საჭიროებების
სპეციფიკა
განსხვავებულია
მსჯავრდებულთა ანალოგიური საჭიროებებისაგან. წინასწარ პატიმრობაში მყოფი
პირები, ექიმის განმარტებით, მოთხოვნის შემთხვევაში ეცნობიაბ სამედიცინო
დოკუმენტაციას საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 2008 წლის
განმავლობაში პატიმარს არასდროს არ მისცემია იმის საშუალება, რომ მისი ჯანმრთ
ლობის მდგომარეობა შეემოწმებინა და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა
დაენიშნა მის მიერ გარედან შემოყვანილ ექიმს. მთავარი ექიმის განმარტებით,
სამედიცინო პერსონალს აძლევს მითითებებს იმის შესახებ თუ რა განსაკჲთრებული
უფლებებით სარგებლობენ ბრალდებული პატიმრები.
რაც შეეხება სამედიცინო დოკუმენტაციას, იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 24
ივნისის
№486
ბრძანებით
დამტკიცებული
ფორმებიდან,
ექიმის
განმარტებით,დაწესებულებაში აწარმოებენ:
-
ამბულატორულ სამედიცინო ბარათს (ფორმა№1),
-
ამბულატორულ მიღებაზე მომსახურებულ პატიმართა აღრივცვის ჟურნალს
(ფორმა№3),
-
ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტის
(ფორმა№5),
-
ამბულატორულად
ჩატარებული
სამედიცინო
ოპერაციების
და
მანიპულაციების აღრიცხვის ჟურნალი (ფორმა№6) იწარმოება კონსულტაციის
ჟურნალთან ერთად.
-
ასევე აწარმოებენ ჩატარებული სამედიცინო კონსულტაციების აღრიცხვის
ჟურნალს (ფორმა№11),
-
საყოფაცხოვრებო ტრავმების აღრიცხვის ჟურნალს (ფორმა№15),
მუშაობის
აღრიცხვის
ჟურნალს
642
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
-
სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური,
აღრიცხვის ჟურნალს (ფორმა №20).
პროფილაქტიკური
ღონისძიებების
რაც შეეხება კვების ბლოკის მენუს (ფორმა№23), და კვების ბლოკის სანიტარიული
მდგომარეობის, მომზადებული საკვების ვარგისიანობის აღრიცხვის ჟურნალს
(ფორმა№22), აღნიშნული დოკუმენტიიწარმოება კვების ბლოკში და იქვე ინახება.
საბოლოო ჯამში, ექიმის შეფასებით, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აი“-ს
წასვლის შემდეგ სამედიცინო თვალსაზრისით საპყრობილეში მდგომარეობა
გაუმჯობესდა, რაც იმაში გამოიხატება, რომ გაუმჯობესდა მედიკამენტებით
მომარაგება, გაიზარდა სამედიცინო პერსონალის ხელფასები, სამედიცინო
პერსონალის შტატი გაიზარდა სამი ერთეულით, შემოვიდა ახალი აღჭურვილობა.
სამედიცინო სამსახური მოქმედებს უფრო კოორდინირებულად და მოქნილად.
თბილისის N10 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება
თბილისის N10 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება გათვლილია 370
პატიმარზე. მონიტორინგის დროს დაწესებულებაში იმყოფებოდა 342 პატიმარი.
მონიტორინგის დროს შევხვდით დაწესებულების სამედიცინო პერსონალს,
ვესაუბრეთ პატიმრებს, დავათვალიერეთ სამედიცინო ნაწილი და გავესაუბრეთ ასევე
დაწესებულების მთავა ექიმს.
დაწესებულების მთავარი ექიმი ინფორმაციით, თბილისის N10 საერთო და მკაცრი
რეჟიმის დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ახლად დამტკიცებული საშტატო
განრიგი შედგება შემდეგი საშტატო ერთეულებისაგან:
-
მთავარი ექიმი - 1
-
ექიმი ქირურგი - 1
-
ექიმი თერაპევტი - 2
-
ექთანი - 4
-
ფარმაცევტი - 1
ექიმის ინფორმაციით ამჟამად ვაკანტურია 2 ექიმ თერაპევტის ადგილი, ხოლო
დანარჩენი თანამდებობები შევსებულია.
ექიმის ინფორმაციით, დაწესებულებაში არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ
პატიმარმა ისარგებლოს ექიმის კონსულტაციითა და სამედიცინო პერსონალის
მომსახურებით დღე-ღამის ნებისმიერ მონალვეთში. ექთანი ღამით არ მორიგეობს,
მათი სამუშაო სათებია 10:00-დან 18:00-მდე. მორიგეობა ნაწილდება მთავარ ექიმსა და
ექიმ ქირურგზე, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებიან და პრაქტიკულად ყოველ ღამეს
დაწესებულებაში რჩება ექიმი. დაწესებულებას არ ჰყავს საკუთარი სტომატოლოგი
და ფსიქიატრი. 2008 წლის განმავლობაში არ უსარგებლია ნარკოლოგის
კონსულტაციით. „ფსიქიატრი და ნარკოლოგი არ გვჭირდება“ - აცხადებს მთავარი
ექიმი.
643
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ექიმის ინფორმაციით 2008 წლის განმავლობაში თერაპიული სტომატოლოგიური
მომსახურებით ისარგებლა დაახლოებით 40-მდე პატიმარმა. პატიმართა სხვა
კატეგორიას აღმოუჩინეს ქირურგიული სტომატოლოგიური დახმარება.
რაც შეეხება კონსულტანტების მოწვევას, მთავარი ექიმის განმარტებით,2008 წლის
განმავლობაში აღნიშნული საკითხი რეგულირდებოდა სადაზღვევო კომპანია
„ალდაგი ბი სი აი“-ს მიერ. 2009 წლის 1 თებერვლიდან კი ექიმის
განმარტებით,კონსულტანტის მომსახურება, გარდა სტომატოლოგისა, ჯერ არ
დასჭირვებიათ. საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდებიან სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურის უფროსს, რომელიც უზრუნველყოფს
კონსულტანტის გაგზავნით.
ექიმის
განცხადებით
ნებისმიერი
პაციენტი
მოწმდება
დაწესებულებაში
შესვლისთანავე. ამ დროს ივსება ტუბ-სკრინინგის სპეციალური ფორმები
(პირველადი სკრინინგი). განმეორებითი გეგმური შემოწმება არ ხდება. ჩივილების
არსებობის შემთხვევაში პატიმრები თავად მიმართავენ ექიმს.
ექიმის ინფორმაციით, დაწესებულებაში რაიმე საინფორმაციო ბუკლეტი ან
საშუალება,
რომელიც
პატიმრებს
გააცნობს
სამედიცინო
მომსახურების
შესაძლებლობებს და ჰიგიენურ ნორმებს არ აქვთ. 2008 წლის განმავლობაში მათ
ჰქონდათ მხოლოდ ტუბერკულოზთან დაკავშირებული ბროშურა, რომელიცამჟამად
გათავდა.
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტი
წარმოადგენს
სამედიცინო
ნაწილში
პროგემამების განმახორციელებელს სახლემწიფოს მხრიდან. რაც შეეხება სხვა
წყაროთი დაფინანსებულ სერვისებს, ექიმი გამოყოფს წითელ ჯვარს, რომელიც
ახორციელებს DOTS-პროგრამას. თუმცა, ექიმისავე განმარტებით,მათ ამჟამად
ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრები არ ჰყავთ.
ექიმის განმარტებით,საღამოს შემოწმების შემდეგ იკეტება როგორც დაწესებულებაში
არსებული პატიმართა საცხოვრებელი საკნები, ასევე სამედიცინო ნაწილი. ამ
პერიოდში თუ მსჯავრდებულს დასჭირდება სამედიცინო მომსახურება, ეს
უკანასკნელი ატყობინებს მორიგეს, რომელსაც პაციენტი გამოჰყავს სამედიცინო
ნაწილში ან საჭიროების შემთსვევაში თავად ექიმი მიდის პაციენტთან.
ადგილობრივი სამედიცინო ნაწილი განთავსებულია სარეჟიმო კორპუსის პირველ
სართულზე და წარმოადგენს იზოლირებულ დერეფანს, რომელშიც განთავსებულია
2 საკანი-პალატა და 2 სამედიცინო დანიშნულების ოთახი. ამ უკანასკნელთაგან ერთი
წარმოადგენს საპროცედუროს, რომელშიც არის სცალი წერტილი, ხელსაბანი; დგას
კარადა, სკამები, ექიმის მაგიდა და ტელევიზორი. ოთახს ფანჯარა გასდის არა მზიან
მხარეს, რის გამოც განათების ძირითადი წყაროა ელექტრო ნათურები. ოთახში
ნესტია, მძიმე სუნი. მოითხოვს კაპიტალურ შეკეთებას. მეორე ოთახი წარმოადგენს
უფრო მცირე ფართობის ოთახს, რომელშიც ღამით რჩება მედპერსონალი. გარდა
სამედიცინო ოთახებისა, სამედიცინო ნაწილში არის 2 პალატა და სააბაზანო, სადაც
სველი წერტილია განთავსებული.
644
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
პალატებს ხის კარები აქვს. პირველი პალატა 4 საწოლიანია. აქვს ფანჯარა, რომელიც
გასდის შენობის უფრო ნათელ მხარეს, დაგებულია ხის იატაკი. ფანჯრიდან შემოდის
დღის შუქი. ოთხივე საწოლი შევსებულია. პატიმრებს აქვთ მაგიდა და სკამები,
ტელევიზორები. მეორე პალატა იგივე ტიპისა და აღჭურვილობისაა. პალატაში
არსებული ოთხი საწოლიდან ყველა შევსებულია. დერეფანში ასევე მდებარეობს
სააბაზანო სადაც არის საშხაპეები ავადმყოფი პატიმრებისათვის, სველი წერტილი,
შხაპი და ონკანი. ამ ოთახთან ხელმისაწვდომობა სამედიცინო ნაწილში მწოლიარე
პაციენტებს დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში აქვთ. გარდა ამისა, ექიმს აქვს
ადმინისტრაციულ შენობაში სამუშაო კაბინეტი, ხოლო დაწესებულების გარეთ
განთავსებულია აფთიაქი.
ამგვარად, სამედიცინო ნაწილი, დაწესებულებაში განთავსებულ პატიმრებს უწევს
როგორც სტაციონარულ, ისე ამბულატორულ მომსახურებას. ქალაქის სხვა
სამკურნალო დაწესებულებებთან დაწესებულებას ხელშეკრულება არ აქვს
დადებული და არც პატიმართა გაყვანა ხდებოდა 2008 წლის განმავლობაში.
დაწესებულებაში ფსიქიატრიული სამსახურის ხელმისაწვდომობა არ არის. 2008
წლის განმავლობაში ფსიქიატრის ვიზიტი არ განხორციელებულა. თუ ამის
აუცილებლობა
დადგება,
ექიმის
ტაქტიკა
იქნება
პაციენტის
გაგზავნა
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში.
სამედიცინო ნაწილის აღჭურვილობა მწირია. ექიმის განკარგულებაშია წნევის
აპარატი, ფონენდოსკოპი, თერმომეტრი, სასწორი, ქირურგიული იარაღების მცირე
კომპლექტი არ აქვთ. ექიმის ინფორმაციით აქვთ ერთჯერადი საკერავი ნემსები,
რომელსაც იყენებენ თვითდაზიანების ან ტრავმის შემთხვევის დროს მცირე
ჭრილობების გასაკერად. თუ ჭრილობა სერიოზული აღმოჩნდება, მაშინ დაადებენ
ნახვევს და პაციენტს გაგზავნიან მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო
დაწესებულებაში.
ყოველივე ზემოთ აღწერილის გათვალისწინებით, ფაქტია, რომ სამედიცინო
დახმარება არ არის ეკვივალენტური და არ შეესაბამება ქვეყანაში ხელმისაწვდომი
ჯანდაცვის სერვისების საშუალო მაჩვენებლის სტანდარტებს.
ექიმის ინფორმაციით, 2008 წლის განმავლობაში დაახლოებით 18 მსჯავრდებული
იქნა გაგზავნილი სამედიცინო ჩვენების გამო მსჯავრდებულთა და პატიმართა
სამკურნალო დაწესებულებაში. 2009 წლის განმავლობაში სულ ასეთი 10 პატიმარია
აღრიცხვული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა სამკურნალო დაწესებულებაში
გადავიდა ქირურგიული მკურნალობის ჩატარების მიზნით.
რაც შეეხება პატიმართა გადაყვანას ქალაქის სხვა სამედიცინო დაწესებულებებში,
როგორც 2008 წლის განმავლობაში, ისე 2009 წლის იანვარ-მარტის პერიოდში, ასეთი
ფაქტი არ მომხდარა.
645
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაწესებულებაში უპირატსეად
გამოვლენილი
დაავადებებიდან
აღსანიშნავია:
რესპირატორული
ტრაქტის
პათოლოგიები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ვირუსული „C“ ჰეპატიტი. ექიმი
ფიქრობს რომ ნარკოტიკების ინტრავენური ყოფილი მომხმარებლების 60%,
რომელიც ამ დაწესებულებაში იმყოფება ინფიცირებულია ვირუსული ჰეპატიტით.
2009 წლის პირველი სამი თვის ინფორმაციით, მრავლადაა ჰემოროიდული
დაავადების შემთხვევები, რომელიც ოპერაციულ მკურნალობას მოითხოვს, და
შესაბამისად პაციენტები გადავიდნენ მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო
დაწესებულებაში.
რაც შეეხება პროფესიულ ტრენინგებსა და განვითარებას, ექიმის ინფორმაციით, 2008
წლის განმავლობაში, ტეპ (ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამა) -ის ფარგლებში
გაიარა ტრენინგი DOTS-თან დაკავშირებულ საკითხებზე.
ექიმის მიერ მოწოდებულიინფორმაციით, ახლად შემოსულ პაციენტთა სამედიცინო
შემოწმება
და
დათვალიერება
ხორციელდება
სამედიცინო
ნაწილის
საპროცედუროში. საპროცედურო, როგორც უკვე აღინიშნა არ არის ნათელი ოთახი,
მასღი ფანჯრიდან შემოსული დღის შუქი არასაკმარისია. დათვალიერების
პარალელურად ხდება სკრინინგის ჩატარება ტუბერკულოზთან მიმართებაში. ამ
პროცედურების დროს ექთანს პაციენტები სათითაოდ შემოჰყავს და სამედიცინო
პერსონალის გარდა გასინჯვას არავინ ესწრება. ექიმის ინფორმაციით, პაციენტთა
უმეტესობა კარგადაა ინფორმირებული თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის
შესახებ.
2008 წლის განმავლობაში, ექიმის განმარტებით, არც ერთ პატიმარს არ უშიმშილია.
იგივე ტენდენციაა შენარჩუნებული 2009 წლის დასაწყისისთვისაც.
რაც შეეხება სამედიცინო ბარათებს, ექიმის განმარტებით,ეს უკანასკნელი იხსნება
მხოლოდ ავადმყოფი პატიმრებისათვის, რომლებიც მკურნალობას საჭიროებენ.
პატიმარს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ინფორმაციის
გასაცნობად არასდროს არ მოუთხოვია სამედიცინო ბარათი. ყოველივე ეს
ინფორმაცია მათ ექიმისაგან ზეპირსიტყვიერად მიეწოდებათ. ექიმის მონაცემებით,
არსებულ პირობებში ხერხდება კონფიდენციური ინფორმაციის დაცვა.
ექიმის განმარტებით,სამედიცინო ნაწილში ტარდება ინტრავენური გადასხმები,
ინიექციები, შეხვევები და საჭიროების შემთხვევაში მცირე ქირურგიული ჩარევები
(ჭრილობის გაკერვა). ამ უკანასკნელ შემთხვევებში პაციენტისაგან წერილობით
თანხმობას ექიმები არ მოიპოვებენ. რაც შეეხება სამედიცინო ინფორმაციის
გამოთხოვნას, ექიმის განმარტებით,ინფორმაციას ითხოვენ ადვოკატები , შეწყალების
კომისია და პატიმრის ოჯახის წევრები. სამედიცინო ინფორმაციის გაცემა
შესაძლებელია მოხდეს როგორც სამედიცინო ცნობის, ისე სამედიცინო დოკუმენტის
ასლის სახით. პატიმართა გათავისუფლების შემდეგ, როგორც ასეთი სამედიცინო
ამონაწერი არ გაიცემა. სამედიცინო ინფორმაციის ამსახველი დოუმენტები და
ბარათები ინახება სამედიცინო ნაწილში.
646
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ექიმის ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალის მონაწილეობა ეპიდემიოლოგიური
სიტუაციის
კონტროლში
თავისთავად
მოიცავს
სკრინინგის
ჩატარებას
(ტუბერკულოზთან მიმართებაში). სხვა მხრი რაიმე აქტივობას არ აწარმოებენ.
სამედიცინო ნაწილი, ექიმის განმარტებით,მოითხოვს რემონტს და უფრო უკეთ
აღჭურვას, რისი დაპირებაც უკვე მიღებული აქვთ სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურიდანა.
ექიმის ინფორმაციით დაწესებულებას ხელშეკრულება აქვს დადებული დეზბაზასთან, რომლის წარმომადგენლები თვეში ერთხელ მოდიან დაწესებულებაში და
ამუშავებენ
აპტიმრების
საცხოვრებელ
საკნებს,
სამედიცინო
ნაწილს,
ადმინისტრაციულ შენობას. დამუშავებაში ექიმი გულისხმობს დერატიზაციას და
დეზინსექციას. ექიმის აზრით ამგვარ საქმიანობას კარგი შედეგი მოაქვს და
ეფექტურია.
სამედიცინო პერსონალი ყოველ დილას ახდენს მომზადებული საკვების
ვარგისიანობისა და ხარისხის კონტროლს. 24 საათიანი სინჯი ინახება მაცივარში
ქილით. საკვების შემოწმების შემდეგ ექიმი ხელს აწერს, სპეციალურ ფორმაზე და
ამით ფაქტირუად იძლევა სანქცირებას საკვების დარიგებისათვის.
2008 წლის განმავლობაში ექიმმა მიუთითა კვების ბლოკს, რომ შეეცვალათ საკვების
დამზადებისათვის გამოყენებული ცხიმი - მარგარინი, რომელიც მისი შეხედულებით
იყო უხარისხო. ამ ცხიმის გამოყენება იწვევდა პატიმრებში მჟავიანობის მომატებას,
რაც აჩენდა ჩივილებს და პატიმრებიც შესაბამისად მომართავდნენ ექიმს წამლის
მისაღებად. ექიმმა აღნიშნულის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა დაწესებულების
დირექტორი, რომელმაც მიმართა მეგაფუდის მენეჯერს და ერთობლივი
ძალისხმევით პრობლემა გადაიჭრა.
ექიმის ინფორმაციით, ახლად შემოსულ ან დაბრუნებულ პატიმართა სამედიცინო
შემოწმება ნებისმიერ შემთხვევაში მიმდინარეობს.
2008 წლის განმავლობაში არცერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული პატიმართა
მიერ თვით ან ურთიერთდაზიანების მიყენებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება
საყოფაცხოცრებო ტრავმებს, ექიმის ინფორმაციით 2008 წლის განმავლობაში ასეთი
სულ
3
შემთხვევა
დაფიქსირდა.
დაზიანებათა
აღრიცხვის
ჟურნალი
დამოუკიდებლად არ არსებობს. ტრავმების დაფიქსირება ხდება ამბულატორული
აღრიცხვის ჟურნალში. დაზიანების დაფიქსირებისას აღიწერება მხოლოდ
ობიექტური ნიშნები, ხოლო რაც შეეხება პატიმრის კომენტარს ან შენიშვნას
არასდროს არ ფიქსირდება.
ექიმის მიერ სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება არ ხდება. „ალდაგი ბი სი აი“-ს
მენეჯმენტის პერიოდში, სადაზღვევო კომპანია ითხოვდა პერიოდულ ანგფარიშებს
ჩატარებული სამუშაოს შესახებ. ამჟამად აღირიცხება და ანგარიში მზადდება,
მხოლოდ მოხმარებული მედიკამენტების შესახებ.
647
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში დაწესებულებაში არ დაფიქსირებულა
თვითნკვლელობის, თვითმკვლელობის მცდელობის ან თვითდაზიანების არც ერთი
ფაქტი. რაც შეეხება დაწესებულების ფსიქოლოგს, ექიმის მინაცემებით იგი არ არის
ინფორმიდებული ფსიქოლოგის საქმიანობის შესახებ. ეს უკანასკნელი შედის
სოციალური სამსახურის დაქვემდებარებაში და სამედიცინო პერსონალთან
არავითარი კავშირი არ აქვს.
ექიმის ინფორმაციით, 2008 წლის განმავლობაში ტუებრკულოზის შემთხვევა არ
გამოვლენილა. რაც შეეხება აივ ინფექციას, ექიმის ინფორმაციით ერთი პატიმარი
მივიდა მასთან და კონფიდენციურად გაანდო რომ იგი არის აივ ინფიცირებული.
ექიმი დღემდე საიდუმლოდ ინახავს პაციენტის თხოვნით ამ ინფორმაციას და
ახორციელებს პირად ზედამხედველობას. ამ ეტაპზე პაციენტს მკურნალობა არ
ესაჭიროება. სამედიცინო ჩვენების გამო 2008 წლის განმავლობაში პაციენტთა
იზოლირება არ მომხდარა.
მთავარი ექიმის ინფორმაციით, დაწესეულებაში რაიმე სოციალურ-თერაპიული ან
პროფილაქტიკური პროგრამა არ ხორციელდება გარდა წითელი ჯვრის DOTS
პროგრამისა. ასოციაცია „თანადგომა“ დაწესებულებაში ამ ეტაპზე არ მუშაობს.
როგორც უკვე აღინიშნა, დაწესებულების მთავარი ექიმი უარყოფს საყურადრებო
ფსიქიკური ავადმყოფების არსებობას. მისი განმარტებით,ორგანული პიროვენული
აშლილობით და ფსიქოპათიით პაციენტები მათ არ ყოლიათ 2008 წლის
განმავლობაში. რაც შეეხება ნევროზებს და შფოთვით-დეპრესიულ სინდრომის მქონე
ავადმყოფებს, ესეს იშვიათობას წარმოადგენს. პაციენტებს დაწესებულებაში
ფსიქიატრი არ ნახულობს არც შესვლისას და არც მომდევნო პერიოდში.
დაწესებულებაში რაიმე პროგრამა ფსიქიკური ჯანმრთელობის ან რეაბილიტაციის
მხარდასაჭერად არ მიმდინარეობს. ფსიქიკური მდგომარეობების გამოვლენის
სტატისტიკა
არ
იწარმოება.
ექიმის
განმარტებით,ასევე
არ
ჰყოლიათ
წამაკდამოკიდებულების მქონე პირები.
ექიმის ინფორმაციით იმ მდიკამენტების ნუსხას, რომელიც აფთიაქში თავსდება
ადგენს დაწესებულების მთავარი ექიმი.
დაწესებულებაში იწარმოება
მედიკამენტების ხარჯვის ჟურნალი, რომლის მიხედვითაც დგება 10 დღიანი და 1
თვიანი ანგარიშები. აღნიშნული ანგარიშები მნიშვნელოვანია მომავალი თვის
შეკვეთის მოსამზადებლად. დაწესებულებაში არის პროვიზორი, რომელიც მუშაობს
დაწესებულების გარე ტერიტორიაზე განთავსებულ აფთიაქში. ამ აფთიაქიდან
ექთნის მიერ ხდება გამოწერილი წამლების გადმოტანა და პაციენტებამდე მიტანა.
სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აი“-ს პერიოდში წამლებით მომარაგებასთან
დაკავშირებით ექიმი აღნიშნავს, რომ შემოტანის საკითხი თავიდან იყო საკმაოდ
უარყოფითი ტენრენციებით, შემდგომ მდგომარეობა გამოსწორდა და ბოლო თვეების
განმავლობაში ექიმი კმაყოფილი იყო მედიკამენტების მოწოდებით.
რაც შეეხება ამჟამინდელ მდგომარეობას, წამლებით მომარაგებში არის გარკვეული
შეფერხებები, კერძოდ გვიანდება შეკვეთილი წამლების შემოტანა. მიუხედავად
ამისა, ექიმი აღნიშნავს, რომ მის მიერ შეკვეთილი ნუსხის და რაოდენობის 95%
648
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
(დაახლოებით 2.000 ლარის ღირებულების) მან მიიღო პირველ თვეს. გუშინ კვლავ
შემოიტანეს წამლები, რომელიც ჰუმანიტარული დახმარებითაა მიღებული და
დეპარტამენტის მიერ შეძენილი არ არის.
ექიმის ინფორმაციით, პატიმარმა თავის განკარგულებაში შესაძლებელია იქონიოს
მხოლოდ ანალგინი, სტრეპტოციდი, ვალერიანი და ამ კატეგორიის წამლები.
აკრძალულია პატიმარს მიეცეს მინის ბოთლში მოთავსებული სამკურნალწამლო
საშუალებები. ექიმის განმარტებით,პაციენტებს აძლევენ წამლების დღიურ ნორმას
და თუ ღამე წამალი სჭირდებათ უმატებენ. დანარჩენი ყველა სახის პრეპარატი
ინახება საპროცედუროში სპეციალურ ყუთებში.
ექიმის მონაცემებით განსაკუთრებით საშიში და გადამდები ინფექციური
დაავადებები 2008 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. 1 პატიმარია მხოლოდ
აივ ინფდიცირებული.
რაც შეეხება სამედიცინო ჩვენებით იზოლირებას, ექიმის აზრით ამას გამოიყენებს იმ
შემთხვევაში თუ მაგალითად პაციენტს გამოუვლინდება სიყვითლე ან ეჭვი იქნება
მიტანილი ტუბერკულოზის ღია ფორმაზე.
2008 წლის განმავლობაში დაწესებულებაში იმყოფებოდა დერმატოვენეროლოგი.
მისი კონსულტაციების შედეგად ვენერული დაავადებები არ გამოვლენილა.
გამოვლინდა კანის დაავადებები - პიოდერმიები, მუნი და დერმატიტები. მთავარი
ექიმის
განმარტებით,დაწესებულებაში
2008
წელს
მუნის
2-3
ფაქტია
დაფიქსირებული. ასეთი გამოკვლევების დროს ხდება კონფიდენციურობის
განსაკუთრებული დაცვა. დერმატოვენეროლოგი ექიმის განმარტებით,სკრინინგს არ
აწარმოებს, მოდის მხოლოდ საჭიროების დროს გამოძახების საფუძველზე.
მთავარი ექიმის განმარტებით,2008 წლის განმავლობაში დაწესებულებაში არ
ყოფილა ისეთი პატიმარი, რომლისთვისაც შეუთავსებელია ხანგრძლივი პატიმრობა.
იმავე პერიოდში არ დაფიქსირებულა ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პატიმარი,
ნევროლოგიური დეფიციტის მქონე პირები. მხოლოდ 1 პატიმარი ჰყავდათ,
რომელსაც ჰქონდა ამპუტირებული კიდური. აღნიშნული პირი არ საჭიროებდა
ეტლს, გადაადგილდებოდა ყავარჯნების დახმარებით. კიდურის ამპუტაციის დონე
იყო ბარძაყის ზედა მესამედი. წითელმა ჯვარმა პაციენტს აუღო ზომა და შეუკვეთა
პროტეზი, თუმცა, ამ პერიოდში პატიმარი გათავისუფლდა.
უკურნებელი სენით დაავადებულ ავადმყოფთა არსებობას მთ. ექიმი არ
ადასტურებს. მომვლელი ან სპეციფიკური მოვლის პირობები არც ერთ პატიმარს არ
ესაჭიროება. 2008 წლის განმავლობაში ლეტალობის ფაქტები არ დაფიქსირებულა.
ექიმის ინფორმაციით, 2008 წლის განმავლობაში მათ ჰყავდათ შაქრიანი დიაბეტით
დაავადებული 7 პაციენტი. მათგან 1 იმყოფებოდა ინსულინზე, ხოლო 6
მკურნალობის ტაბლეტირებულ ფორმებზე. იმავე პერიოდში ამ პაციენტთაგან
არავსის არ განვითარებია ჰიპო ან ჰიპერგლიკემიური კომა. დიაბეტის ქირურგიული
ან ოფთალმოლოგიური, ან სხვა სახის გართულებებს ადგილი არ ჰქონია. 6
649
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
პაციენტიდან 2-ს აქვს საკუთარი გლუკომეტრი. სამედიცინო ნაწილს გლუკომეტრი
დღემდე არ აქვს, თუმცა, უახლოეს მომავალში ჰპირდებიან რომ უზრუნველყოფენ.
2008 წლის განმავლობაში ექიმის მიერ რეგისტრირებული იყო ბრონქული ასთმის
მქონე 2 პაციენტი. ისინი იმყოფებოდნენ აეროზოლზე. ერთ-ერთ მათგანს 3 ჯერ
განუვითარდა ასთმური სტატუსი. საჭირო გახდა ჰორმონის გამოყენება, რის
შემდგომაც გადაყვანილ იქნა მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო
დაწესებულებაში. სამკურნალო დაწესებულებაში 1,5 თვიანი მკურნალობის კურსის
გავლის შემდეგ კვალავ დააბრუნეს სასჯელის მოხდის ძირითად ადგილას, თუმცა,
მალევე იგი განთავისუფლებულ იქნა პატიმრობიდან.
2008 წლის განმავლობაში ექიმის მიერ არ არის დაფიქსირებული ეპილეფსიით
დაავადებული არც ერთი პატიმარი.
2008 წლის განმავლობაში ექიმმა დაახლოებით 10 ჯერ გამოიძახა სასწრაფო
სამედიცინო დახმარების ბრიგადა „033“. აღნიშნულის ძირითადი მიზანი იყო საეჭვო
შემთხვევაში ელექტროკარდიოგრაფიის ჩატარება. „033“ ასევე რამდენჯერმე იყო
გამოყენებული პატიმართა ტრანსპორტირების მიზნით მსჯავრდებულთა და
პატიმართა სამკურნალო დაწესებუებაში. ზოგჯერ სასწრაფოს ექიმთა მიერ პაციენტს
გაუკეთდა დიაზეპამი.
რაც შეეხება ექიმის მონაწილეობას პატიმართა დისციპლინური სასჯელის
დანიშვნაში, ექიმის ინფორმაციით თუ ადმინისტრაცია გადაწყვეტს, რომ
რომელიმეპატიმარი ჩასვას კარცერში, ისინი მომართავენ ექიმს რათა ამ
უკანასკნელმა შეამოწმოს დასასჯელი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ასებობს
სპეციალური ფორმა, რომელსაც აწერია ექიმის ცნობა. ექიმი სინჯავს და
ადმინისტრაციას ამ ცნობაზე უწერს ხელს -„შეიძლება თუ არა ჩასმა საჯარიმო
იზოლატორში“. ყოფილა შემთხვევები როდესაც ექიმს უარი უთქვია და ცნობისთვის
არ მოუწერია ხელი. მიუხედავად ამისა, პაციენტის მდგომარეობის შეცვლის შემდეგ
(მაგალითად როცა წნევა აღარ ექნება) მისი დასჯა მაინსც განუხორციელებიათ. ექიმი
იხსნებს ფაქტებს, ასევე როდესაც მისი მოთხოვნით პატიმარი ამოუყვანიათ
კარცერიდან. ამ მხრივ დირექციასთან მას პრობლემები ჯერ არ შექმნია.
რაც შეეხება სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმებს, სამედიცინო ნაწილში
ჩატარებული მონიტორინგის დროს შემოწმდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის
2002 წლის 24 იანვრის №486 ბრძანებით დამტკიცებული სამედიცინო
დოკუმენტაციის არსებობისა და წარმოების საკითხები თბილისის 10 საერთო და
მკაცრი რეჟიმის დაწესებულებში. როგორც მთავარი ექიმის მიერ წარმოდგენილი
ჟურნალებით და დოკუმენტებით ირკვევა, 2008 წლის განმავლობაში დაწესებულება
აწარმოებდა შემდეგი სახის სამედიცინო დოკუმენტაციას:
-
ამბულატორულ სამედიცინო ბარათი (ფორმა№1),
-
ამბულატორულ მიღებაზე მომსახურებულ პატიმართა აღრივცვის ჟურნალი
(ფორმა№3),
-
სტაციონარული ავადმყოფების აღრიცხვის ჟურნალი (ფორმა№4)
650
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
მთავარი ექიმის ინფორმაციით, ჩატარებული სამედიცინო კონსულტაციები და
ვიწრო პროფილის ექიმ სპეციალისტის მუშაობა აღირიცხება ამბულატორულ
მიღებაზე მომსახურებულ პატიმართა აღრიცხვის ჟურნალში
(ფორმა№3). რაც
შეეხება დაწესებულებაში გამოვლენილ ინფექციურ დაავადებებს. მათ აღსარიცხავად
ფორმა№13 არ იწარმოება, თუმცა, მათავარი ექიმის განმარტებით,მხოლოდ
ტუბერკულოზის შემთხვევების აღწერაა განზრახული. მიუხედავად ამისა ჟურნალი
დღემდე სუფთაა, რამდენადაც ამგვარი პაციენტები არ ჰყოლიათ;
ექიმის განცხადებით, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური და საპროფილაქტიკო
ღონისძიებები ექიმს არ ეხება, რის გამოც იგი დაწესებულების ობიექტების
სანიტარიული მდგომარეობის ჟურნალს (ფორმა№18) არ აწარმოებს. რაც შეეხება
კვების ბლოკის მენუს (ფორმა№23), კვების ბლოკის სანიტარიული მდგომარეობის,
მომზადებული საკვების ვარგისიანობის აღრიცხვის ჟურნალს (ფორმა№22), და კვების
ბლოკში მომუშავე მოსამსახურეთა შემოწმების ჟურნალს (ფორმა№21) აღნიშნული
დოკუმენტაცია იწარმოება კვების ბლოკში და იქვე ინახება.
ქსნის N7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულება
ქსნის N7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულება გათვლილია 1600
პატიმარზე. მონიტორინგის დროს დაწესებულებაში იმყოფებოდა 2176 პატიმარი.
თავიდანვე უნდა აღინიშნოს საპყრობილის მკვეთრი გადატვირთულობის პრობლემა,
ანუ დაწესებულებაში ნორმირებულზე 36%-ით მეტი მსჯავრდებული იმყოფება, რაც
მკვეთრ ნეგატიურ გავლენას ახდენს, როგორც პატიმართა სოციალურ, ისე
ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტებზე.
მონიტორინგის დროს დავათვალიერეთ დაწესებულება, შევხვდით და გავესაუბრეთ
მსჯავრდებულებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და სამედიცინო პერსონალს.
დავათვალიერეთ დაწესებულების სამედიცინო ნაწილი. ჯანმრთელობის დაცვის
საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვაწოდა მთავარმა ექიმმა პაატა
ნადიმაშვილმა.
მთავარი ექიმის ინფორმაციით დაწესებულების საშტატო განრიგი ითვალისწინებს 13
საშტატო ერთეულს:
-
მთავარი ექიმი - 1
-
ექიმი - 5
-
ექთანი - 5
-
პროვიზორი - 1
-
სტომატოლოგი - 1
მონიტორინგის დროს აღმოჩნდა, რომ 5 ექიმის შტატიდან შევსებულია 2, ხოლო 3
ექიმის ადგილი ჯერ-ჯერობით ვაკანტურია.
651
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
დაწესებულების მთავარი ექიმი, მისივე ინფორმაციით არის დამოუკიდებელი
საექიმო საქმიანობის სუბიექტი სპეციალობით - „ნევროლოგია“ და „ფტიზიატრია“;
ხოლო დანარჩენი 2 ექიმის სპეციალობაა: „ნევროლოგია“ და „ფტიზიატრია“.
მთავარი ექიმის ინფორმაციით, საპატიმროში არის იმის შესაძლებლობა, რომ
პაიმარმა ისარგებლოს ექიმის კონსულტაციით ან სამედიცინო პერსონალის
მომსახურებით დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. აღნიშნულს არ ეთანხმებიან
მსჯავრდებულები. მათი განმარტებით,დაწესებულებაში მომუშავე ექიმები
საჭიროების შემთხვევაში პრაქტიკულად ხელმიუწვდომელია. მონიტორინგის
რამდენიმე დღიან პერიოდში ექიმს არ განუხორციელებია პრაქტიკულად არც ერთი
ვიხიტი.
მთავარი ექიმის განმარტებით, ღამით დაწესებულებაში ყოველთვის მორიგეობს
ექთანი, ხოლო „ექიმების მორიგეობა ჯერ არ გამოდის“. აღნიშნულს ადასტურებენ
მსჯავრდებულებიც, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ექიმის ღამით მორიგეობა
მნიშვნელოვანია და ექთანი ვერ შეანაცვლებს ექიმს იმ სამედიცინო საჭიროებების
გადაწყვეტაში, რომლებიც მათ გააჩნიათ. კარცერში მოთავსებული მსჯავრდებულები
ასევე აღნიშნავენ, რომ ძირითადად მათ არ გააჩნიათ ექიმთან ხელმისაწვდომობა.
ექიმს არ შეუმოწმებია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არც კარცერში ჩასმამდე,
არც მის შემდგომ.
ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით 2008 წელს სტომატოლოგიური
მომსახურება ხორციელდებოდა მხოლოდ ექიმ-კონსულტანტის მიერ. 2008 წლის
განმავლობაში სამედიცინო ნაწილი სარგებლობდა სად - ის კონსულტანტების
მომსახურებით. პატიმრები თვითონ არასოდეს ითხოვდნენ საკუთარი ექიმის
შემოყვანას და კონსულტაციის ჩატარებას.
ექიმის გადმოცემით ნებისმიერი პატიმარი დაწესებულებაში შემოსვლის წინ გადის
სამედიცინო შემოწმებას. მათი განმეორებითი შემოწმება ხდება ყოველდღიურად,
შემოვლების დროს. ექიმის გადმოცემით, ორგანიზაცია თანადგომას მოაქვს
საინფორმაციო ბუკლეტები შიდსისა და ჰეპატიტის შესახებ (საგანმანათლებლო),
რომელსაც პატიმრებს ურიგებენ.
სამედიცინო ნაწილის დაფინანსება 2008 წელს ხდებოდა სადაზღვევო კომპანია
„ალდაგი ბი სი აი“-ს მიერ, ხოლო 1 თებერვლიდან ხორცილედება
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სახსრებიდან.
დაწესებულების სამედიცინო ნაწილი მსჯავრდებულებს უწევს ამბულატორულ და
სტაციონარულ მომსახურებას. არც ერთ სამოქალაქო ტიპის სამედიცინო
დაწესებულებებთან ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურებაზე დადებული არ
არის.
დაწესებულების სამედიცინო ნაწილი განთავსებულია იზოლირებულ 2 სართულიან
შენობაში. მე-2 სართულზე მდებარეობს (4 ოთახი) ერთი პალატა, რომელშიც სამი
საწოლი დგას და სამივე დაკავებულია. სამედიცინო ნაწილში არსებული პირების
652
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ინფორმაციით ეს ოთახი განკუთვნილია მომსახურე პერსონალისათვის. გარდა ამ
ოთახისა მე-2 სართულზე ასევე მდებარეობს პალატა პაციენტებისთვის რომლის
ფართია 31 კვადრატული მეტრი. ოთახში მოთავსებულია 2 სართულიანი საწილები.
21 ადგილია და ყველა დაკავებულია. ოთახში ძალიან დაბალი ჭერია (სიმაღლე 2,26
მ), დღის სინათლე პრაქტიკულად არ აღწევს. ოთახი ნათდება 1 ელექტრონათურით
და 1 დღის განათების ნათურით. ოთახში ორი ფანჯარაა, რომელიც ვერ
უზრუნველყოფს ადეკვატურ აერაციას. პალატაში ონკანი და სველი წერტილი არ
არის. იატაკზე დაგებულია ცემენტი, ჭერი ალაგ-ალაგ ჩამოშლილია, სახეზეა
ანტისანიტარია. ოთახში მძიმე, არასასიამოვნო სუნია. საკანში უხვადაა მწერები
(ტარაკნები და ბაღლინჯოები).
როდესაც პატიმრებს მდგომარეობის შეფასება ვთხოვეთ, ისინი კომენტარს არ
აკეთებენ, თუმცა, ჩვენგან მოშორებით მაინც მოვუსმინეთ მათ საუბარს - „არაფერი არ
თქვათ, თორემ აქედან გაგვასახლებენ“. უარესი პირობების მოლოდინში პატიმრები
თავს იკავებენ რაიმე სახის განმარტებაზე და კითხვებზე პასუხს გვერდს უვლიან.
როგორც შევიტყვეთ, სანიტარული დამუშავება სამედიცინო ნაწილს 2-ჯერ
უტარდება თუმცა, ეს აბსოლუტურად ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ დამყარდეს
სანიტარული წესრიგი და მოისპოს ტარაკნები და ბაღლინჯოები.
სამედიცინო ნაწილის მე-2 სართულზე, გარდა ორი აღწერილი ოთახისა ასევე
მდებარეობს ე.წ. სოტმატოლოგის კაბინეტი, რომელიც იმავდროულად „შესახვევის“
დანიშნულებასაც ასრულებს. ოთახში დაგებულია მეტლახი. დგას სამედიცინო
ტახტი, სტომატოლოგიური სავარძელი, ბორმანქანა. ოთახს აქვს 2 ფანჯარა,
რომლიდანაც დღის შუქი შემოდის. ერთ-ერთი ფანჯარა არ იკეტება და
დაფიქსირებულია შესახვევი მასალისაგან სახელდახელოდ დაწნული თოკით.
ფანჯრის ჩარჩოში მინის ნაცვლად ჩასმულია „დიქტი“. ოთახში ასევე დგას წამლების
კარადა, 2 სკამი და შტატივი. ასევე მშრალი სტერილიზაციის კარადა და ხელსაბანი.
ოთახის ფართობია 9,5 კვადრატული მეტრი. ოთახს კარები არ აქვს. კარის
მაგივრობას სწევს ქსოვილის ფარდა. ოთახის ჭერზე არსებული 4 ნათურიდან სამი
დაზიანებულია. ოთახის დათვალიერების დროს, სტომატოლოგიურ სავარელზე
იჯდა მსჯავრდებული პატიმარი, რომელსაც წვივზე ნახვევს ადებდა ასევე სხვა
მსჯავრდებული.
ზემოთ აღწერილ 2 ოთახ-პალატას და ე.წ. შესახვევს ერთმანეთთან აკავშირებს
დერეფანი, რომელიც ფაქტიურად ვიწრო გასასვლელია და მისაღების ფუნქციური
დატვირთვა აქვს. მისაღებში დგას ერთი მაგიდა, რომელზედაც არის დადგმული
ტრაფარეტი წარწერით - „წამლები არ არის“.
სამედიცინო ნაწილის პირველი სართული წარმოადგენს ერთ დიდ პალატას,
რომელშიც დაგებულია ხის იატაკი და განთავსებულია ორსართულიანი საწოლები
36 ადგილზე. პალატაში დგას აუტანელი მძიმე სუნი. ორსართულიანი საწოლებით,
პატიმრების მიერ გაკეთებულია ე.წ. ფარდის ტიხრები, რომელიც ქმნის ლაბირინთს!
ოთახში დღის შუქი ფაქტიურად არ აღწევს. ირგვლივ საშინელი ანტისანიტარიაა.
სართულზე არ არის ტუალეტი, არ არის ხელსაბანი. მახლობლად წყალი ფაქტიურად
არ მიეწოდებათ. ტუალეტი მდებარეობს შენობის გარეთ. საკანში მოიძებნა სამი
653
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ფანჯარა, რომელთაგანაც ერთს არ აქვს მინები. პალატაში უხვად არის ბაღლინჯოები
და სხვადასხვა მწერები.
როგორც ზემოთ აღწერილიდან ჩანს, ამ შენობას პირობითად შეიძლება ეწოდოს
სამედიცინო ნაწილი, ხოლო მასში არა თუ პაციენტის მკურნალობა, არამედ
პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანის შეყვანაც კი უტოდება წამებას და
არაადამიანურ მოპყრობას, თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილი გაცდა, ეს ამ
დაწესებულებაში ყველაზე უკეთეს პირობებად მიიჩნევა!
მთავარი ექიმის განმარტებით, სამედიცინო ნაწილში წარმოებს შეხვევები,
ინიექციები, ინტრავენური გადასხმები, კბილის ექსტრაქცია და მცირე ზომის
ქირურგიული მანიპულაციები (ჭრილობის გაკერვა).
ექიმის გნმარტებით 2008 წლის განავლობაში არასდროს დაჭირვებიათ
რენტგენოგრაფია. რაც შეეხება პროტატულ ექოსკოპიას, ის ხშირად მოდიოდა
გამოკვლევებზე. ლაბორატორია ასევე არასდროს არ მოსულა.
ამ კონკრეტულ დაწესებულებაში არსებული სამედიცინო მომსახურების დონე არ
შეესაბამება ქვეყანაში არსებულ საშუალო სამედიცინო მომსახურების მაჩვენებლებსა
და სტანდარტებს.
ექიმის ინფორმაციით, ს.ა.დ. მსჯავრდებულთა და პაიმართა სამკურნალო
დაწესებულებაში ყოველკვირეულად დაახლოებით 3-4 ავადმყოფი გადაყავთ
შემდგომი მკურნალობისა და დიაგნოსტიკის მიზნით. რაც შეეხება სხვა სამოქალაქო
ტიპის სამედიცინო დაწესებულებებს, 2008 წლის განმავლობაში არც ერთი პაციენტი
არ გადაუყვანიათ. 1 პაციენტი გაყვანილია მხოლოდ სასამართლო ექსპერტიზის
ჩასატარებლად.
ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაწესებულებაში უპირატესად
გამოვლენილი დაავადებება: ბრონქიტი, მწვავე რესპირაციული დაავადებები,
ტუბერკულოზი, კანის დაავადებები (მათ შორის მუნი, ჰეპპესი, დერმატიტები,
ალერგიული დაავადებები), „C“ ვირუსული ჰეპატიტი და ფსიქიკური აშლილობები.
ექიმი განსაკუთრებით გამოყოფს ვირუსული ჰეპატიტების სიმრავლეს. 2008 წლის
განმავლობაში ინფექციების ეპიდემიური ხასიათი არ დაფიქსირებულა. ექიმი
კატეგორიულად უარყოფს დაწესებულებაში ბაღლინჯოების არსებობას: „მე პირადად
არ შემხვედრია“, განმარტავს მთავარი ექიმი. გარდა ამისა, ექიმი ასევე უარყოფს
დატილიანების ფაქტებს, თუმცა, ადასტურებს, რომ ტარაკნები ნამდვილად არის
გავრცელებული, რადგან პატიმრები ჰიგიენის წესებს არ იცავენ.
რაც შეეხება ტრენინგ, პროგრამებს, მთავარი ექიმის განმარტებით,მას გავლილი აქვს
ტრენირება შიდსის, ვირუსული ჰეპატიტების და ტუბერკულოზების საკითხებთან
დაკავშირებით.
სამედიცინო დანიშნულების საგნებით სამედიცინო ნაწილი საკმაოდ მწირადაა
აღჭურვილი. გადაუდებელი და რეანიმაციული დახმარების აღმოჩენისათვის
654
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
აუცილებელი კომპლექტები დაწესებულებას არ გააჩნია. ექიმის ინფორმაციით
ბორმანქანა და სტერილიზატორი მუშაობს. სტერილიზაციას აწარმოებენ მშრალი
სიცხით.
რაც შეეხება სამედიცინო დოკუმენტაციასა და სამედიცინო ჩანაწერებს, ექიმის
განმარტებით,სამედიცინო ბარათი იხსნება პატიმრის გადაყვანის შემთხვევაში.
სამედიცინო ბარათი ასევე მოყვებათ სამკურნალო დაწესებულებიდან შემოსულ
პატიმრებს. სხვა შემთხვევებში ამბულატორული ბარათები არ არსებობს.
ადვოკატი ან პატიმარი კომენტარს ვერ აფიქსირებს სამედიცინო დოკუმენტაციაში.
სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებისას პაციენტები წერილობით თანხმობას არ
გასცემენ. ექიმი აღნიშნულ საკითხზე აკეთებს კომენტარს - „არა, ეგეთ რამეს არ
ვთხოვთ, არ არის ეგეთი მოთხოვნა“. მიუხედავად ამისა ექიმი გვარწმუნებს, რომ
ასეთ პირობებში ხერხდება კონფიდენციურობის დაცვა და საექიმო საიდუმლოს
შენახვა, რაც ჩვენი აზრით შეუძლებელია.
პატიმრის შესახებ არსებული სამედიცინო ინფორმაცია გაიცემა ადვოკატების,
სახალხო დამცველის აპარატის, პატიმართა ოჯახის წევრების, ს.ა.დ. სოციალური
სამსახურის მოთხოვნისას. სარეჟიმი ან სხვა სამსახურის თანამშრომლებს ნებისმიერ
დროს შეუძლიათ ნახონ სამედიცინო დოკუმენტაცია. რაც შეეხება სამედიცინო
დასკვნების ან ამონაწერების გაცემას პატიმრებისათვის, ექიმი განმარტავს რომ ასეთი
რამ არასდროს მოუთხოვიათ. ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პატიმრის
განთავისუფლების შემდეგ, სამედიცინო დოკუმენტაცია იგზავნება დაწესებულების
არქივში.
კითხვაზე თუ როგორ ხდება პატიმრის გასინჯვა, ვინ ესწრება ამ პროცედურას, ვინ
უსმენს და ვინ უყურებს, ექიმი გვპასუხობს, რომ - „თუ საჭიროა კონტროლიორი. რაც
შეეხება ეტაპით მოყვანილ პატიმრებს, სამედიცინო დათვალიერებას ესწრება
ოფიცერი და ხელსაც აწერს შესაბამის დოკუმენტს“.
ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ორგანიზაცია „თანადგომა“ ახორციელებს
შიდსისა და ჰეპატიტების პროგრამას, ხოლო წითელი ჯვარი უზრუნველყოფს
ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სკრინინგს.
რაც შეეხება ციხის სამედიცინო პერსონალის მიერ ეპიდემიოლოგიური
მდგომარეობის მონიტორინგს, მთავარი ექიმის განმარტებით, იგი ჩაბმულია
ტუბერკულოზის და სხვა ინფექციების მონიტორინგში. ადგილობრივ სამედიცინო
პერსონალს არ აქვთ ინფორმაცია სახელმწიფოში დადგენილი სანიტარიულეპიდემიოლოგიური და ჰიგიენური ნორმების შესახებ; შესაბამისად დაწესებულებაში
არც რაიმე ამგვარი სტანდარტის დაცვა ხდება.
ექიმის ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალი დღეში სამჯერ ახორციელებს
დასარიგებელი საკვების ხარისხის კონტროლს. აღნიშნულთან დაკავშირებით ხელს
აწერს შესაბამის ჟურნალში, რომელიც ინახება კვების ბლოკში. 2008 წლიე
განმავლობაში, საკვების წუნდება სამედიცინო პერსონალის მხრიდან არ მომხდარა.
655
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულები, რომლებსაც ჩვენ გავესაუბრეთ ცალსახად
აღნიშნავენ, რომ მომზადებული საკვები უხარისხოა და ხშირ შემთხვევაში უვარგისი.
განსაკუთრებით უჩივიან ცხიმს, რომელზედაც საკვები მზადდება. ამ ფონზე ექიმს
მიაჩნია რომ საკვები, რომელიც მსჯავრდებულებს მიეწოდებათ არის „ჯანმრთელი
კვება“. საკვების დარიგების შემდეგ, დარიგებული საკვების ნიმუშები ინახება
მაცივარში 48 საათის განმავლობაში.
ექიმის ინფორმაციით, 2008 წლის განმავლობაში ადგილი ჰგონდა პატიმართა მიერ
თვითდაზიანების მიყენების სულ 3-4 ფაქტს. ურთიერთდაზიანების შემთხვევები არ
ყოფილა. ყოველივე ეს დაფიქსირებულია დაზიანებათა აღრიცხვის ჟურნალში,
რომელიც ექიმთან ინახება. დაზიანების აღწერის დროს ექიმი აკეთებს მხოლოდ
დაზიანების ვიზუალურ აღწერას და არასდროს არ ფიქსირდება თვით პატიმრის
კომენტარი კონკრეტულ დაზიანებასთან მიმართებაში.
ყოველი თვის ბოლოს ექიმი ამზადებს სპეციალურ ანგარიშს სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურისათვის.
ექიმის
ინფორმაციით
2008
წლის
განმავლობაში
არ
დაფიქსირებულა
თვითმკვლელობის ფაქტი. არც თვითმკვლელობის მცდელობა ყოფილა აღწერილი.
ამგვარი ქმედებების საპროფილაქტიკოდ დაწესებულებაში არანაირი ღონისძიებები
არ ტარდება. პაციენტები ვერ სარგებლობენ ფსიქიატრიული დახმარებით.
ექიმის ინფორმაციით, ამჟამად დაწესებულებაში ტუბერკულოზით დაავადებული
მსჯავრდებულები არ ყავთ. აივ ინფიცირებული 8 მსჯავრდებულიდან 4 -ს
უტარდება ანტირეტროვირუსული მკურნალობა და ყველა მათგანი სამედიცინო
ნაწილშია განთავსებული. მათი იზოლირება არ ხდება.
დასესებულებაში
სოციალურ-თერაპიულ
ახორციელებს ორგანიზაცია „თანადგომა“,
გამოვლენის საკითხებს კურირებს.
ან
პროფილაქტიკურ
რომელიც შიდსის და
პროგრამას
ჰეპატიტის
ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დაწესებულებაში იმყოფება შაქრიანი
დიაბეტით დაავადებული 9 პატიმარი.მათგან 4 ინსულინზეა, ხოლო დანარჩენები
მკურნალობენ ტაბლეტირებული სამკურნალწამლო საშუალებებით. 2008 წლის
განმავლობაში ჰიპოგლიკემიური კომა დაფიქსირდა ერთხელ, რის შემდეგაც
პატიმარი გადაყვანილ იქნა მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო
დაწესებულებაში.
რაც შეეხება ბრონქულ ასთმას, ექიმის ინფორმაციით რეგისტრირებულია 3 პაციენტი.
1 მკურნალობს პრედნიზოლონით. ასთმური სტატუსი 2008 წლის განმავლობაში არ
განვითარებულა.
დაწესებულებაში „ეპილეფსიით დაავადებული 7-8 მსჯავრდებულია“ - აცხადებს
მთავარი ექიმი. ყველა მათგანი მკურნალობს. ეპილეფსიური სტატუსი არც ერთ
656
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
მათგანს არ განვითარებია. გულყრების სიხშირე კონტროლირებადია მკურნალობის
შესაბამისად.
რაც შეეხება ფსიქიკური სფეროს მხრივ გამოვლენილ დაავადებებს, ექიმის
გადმოცემით იშვიათია ორგანული პიროვნული აშლილობები, საკმაოდ ხშირია
ფსიქოპათიები და უფრო მეტი ხვდაბა შფოთვით-დეპრესიული სინდრომის მქონე
პაციენტები.
ამჟამად,
სხვადასხვა
ფორმის
ფსიქიკური
აშლილობით
რეგისტრირებულია 9 პაციენტი. დაწესებულებაში ყველა მათგანი ფსიქიატრის მიერ
არ ყოფილა ნანხი და კონსულტირებული. ამგვარი პირების მიერ თვითდახზიანების
ან
სუიციდის
მცდელობის
ფაქტები,
ასევე
ციხის
პერსონალთან
ან
ურთიერთკონფლიქტის შემთხვევები არ არის დაფიქსირებული. დაწესებულებაში არ
არის უზრუნველყოფილი ფსიქიატრიული სამსახური. საჭიროების დროს გეგმური
წესით ხდებოდა კონსულტანტ-ფსიქიატრის მოწვევა.
უკანასკნელ პერიოდში ფსიქიკური დაავადებების ახალი ფაქტები გამოვლენილი არ
არის. ფსიქიატრიული კონტინგენიტი, რომელიც დაწესებულებაშია არ გამოირჩევა
აგრესიული ქცევით და შესაბამისად მათ მიერ ექსცესები არ ყოფილა მოწყობილი.
ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთათვის რაიმე ცალკე პალატა ან საკანი არ
არსებობს. ისინი შერეული არიან ძირითად კონტინგენტთან. უკიდურესი
აუცილებლობის შემთხვევაში ხდება მათი გადაყვანა მსჯავრდებულთა და
პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში. ამ უკანასკნელში მსჯავრდებულთა
გეგმური ჰოსპიტალიზაცია, ისევე, როგორც სხვა დაავადებების დროს, ხდება კვირაში
ერთხელ განხორციელებული ეტაპის დროს (ხუთშაბათობით). დაწესებულებაში არის
მშრალი კლიმატი, რომელიც პატიმართა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფით
გავლენას არ ახდენს.
ექიმის განმარტებით, წამალდამოკიდებულების მქონე პირები დაწესებულებაში არ
არიან (არ გამოუვლენია). შესაბამისად ნარკოლოგის კონსულტაცია 2008 წლის
განმავლობაში არ დასჭირვებიათ. დაწესებულებაში რაიმე დახმარების ან
რეაბილიტაციის პროგრამა წამალდამოკიდებულების მქონე პირებისათვის არ
ხორციელდება. წამალდამოკიდებულების პრობლემის გამო რაიმე ექსცესი არ
მომხდარა.
ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაწესებულების მედიკამენტებით
მომარაგების საკითხი მწვავედ არ დგას. რა წამლებსაც უკვეთავს დეპარტამენტის
შესაბამის სამსახურს შემოაქვთ. პრობლემა იქმნება მაშინ, როდესაც წამალი თავდება
და შემდეგ თვემდე ლიმიტი ამოწურულია. ბოლო პერიოდში ამ მხრივ მდგომარეობა
საგრძნობლად გაუმჯობესდა. იმ მედიკამენტების სიას, რომელიც აფთიაქში უნდა
განთავსდეს ადგენს მთავარი ექიმი. მედიკამენტების აღრიცხვისა და გაცემის
პრინციპი მოიცავს აღწერებს და სპეციალური ხარჯვის ჟურნალის წარმოებას.
დაწესებულებას
ჰყავს
პროვიზორი,
რომელიც
არეგულირებს
წამალთან
დაკავშირებულ საკითხებს. წამლები, რომელიც შეიძლებაიქონიოს მსჯავრდებულმა
თავის განკარგულებაში მოიცავს: ტკივილგამაყუჩებელს, სიცხის დამწევს. შპრიცების
კონტროლი საკმაოდ მკაცრად ხორციელდება. ის პაციენტები, რომლებიც ინსულინზე
იმყოფებიან, თავად იკეთებენ ინსულინს. ამ მიზნით პაცენტები გამოჰყავთ
657
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
სამორიგეოში სადაც მიმდინარეობს ინექციის პროცედურა. პაციენტებს ეკრძალებათ
საცხოვრებელ ადგილებში ჰქონდეთ პრეპარატების ამპულირებული ფორმები, ასევე
ძლიერ მოქმედი და ფსიქოტროპული საშუალებები.
ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პატიმართა დისციპლინური დასჯის
დროს, როდესაც მათ კარცერში ათავსებენ, ამ პროცედურის ჩატარებისათვის
აუცილებელია ექიმის დასკვნა. ექიმი სინჯავს პატიმარს და იძლევა რეკომენდაციას
კარცერში ჩასმის ან სამედიცინო მიზეზების გამო ჩასმის მიზანშეუწონლობის
შესახებ. ამ მიზნჳთ ცალკე ცნობის რაიმე ფორმა არ არის მიღებული. ექიმი კარცერში
ჩასმის დადგენილებაზე აწერს ხელს და ამით ფაქტობრივად მონაწილეობს დასჯის
სანქცირებაში. ექიმი აქვე დასძენს, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც მისი
რეკომენდაციით დასჯილი პირი ამოუვანიათ კარცერიდან. იშვიათად ხდება,
როდესაც მის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს ადმინისტრაცია.
ექიმის ინფორმაციით, განსაკუთრებით საშიში გადამდები დაავადებებით
დაავადებული მსჯავრდებულები არ ყავთ. სამედიცინო ჩვენების გამო
მსჯავრდებულთა იზოლირება 2008 წელს არ მომხდარა.
2008 წელს დერმატოვენეროლოგის ვიზიტების დროს გამოვლინდა ათაშანგის 2
შემთხვევა;
გონორეა
ან
სხვა
ვენ-სენულება
არ
დაფიქსირებულა.
დერმატოვენეროლოგის მიერ აევე იდენტიფიცირებული იქნა ჰერპესული
ინფექციები და სოკოვანი დაავადება, რომლიე შემდეგაც დაინიშნა შესაბამისი
მკურნალობის კურსი. ამგვარი შემოწმებების დროს კონფიდენციურობის დაცვას
განსაკუთრებული ყურადღება ეპყრობა.
ექიმის ინფორმაციით, პირები რომელთათვისაც შეუთავსებელია ხანგრძლივი
პატიმრობა იშვიათად ყოლიათ. ამ მხრივ გამოყოფს დიაბეტის მძიმე ფორმით
დაავადებულ პაციენტებს, რომელთა რაოდენობა 2008 წელს იყო 5, ასევე ინსულტის
ნარჩენი მოვლენების მქონე ავადმყოფებს. ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული
პატიმარი 2008 წელს გამოვლინდა 1 (ძუძუს კიბო), რომელიც გადაყვანილ იქნა
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში.
2008 წლის განმავლობაში განყოფილებაში დაფიქსირდა ლეტალობის 1 შემთხვევა, რა
დროსაც სიკვდილი განვითარდა უეცრად, როდესავ მსჯავრდებული თამაშობდა
ფეხბურთს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, 2008 წლის 23 ივნისს გავრცელებული
ინფორმაციით, დაწესებულებაში გარდაიცვალა 1953 წელს დაბადებული
მსჯავრდებული. როგორც პრეს-რელიზი იტყობინებოდა: „იუსტიციის სამინისტროს
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის
სასჯელაღსრულების
ქსნის
№7
დაწესებულებაში პატიმარი მიხეილ ი. გარდაიცვალა. ექიმების პირველადი
დასკვნით პატიმრის გარდაცვალების მიზეზი ქრონიკული ჰიპერტონული
დაავადება, გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა გახდა“.
658
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
2009 წელს სიკვდილიანობის
დაფიქსირებულა.
ფაქტი
იანვარ-თებერვლის
მონაცემებით
არ
ექიმის ინფორმაციით დაწესებულებაში 2 პატიმარია ინსულტის შემდგომი ნარჩენი
მოვლენებით - ჰემიპარეზებით, რომლებსაც უჭირთ გადაადგილება. მიუხედავად
ამისა მათ რაიმე სპეციალური მოვლის პირობები არ ესაჭიროებათ. პატიმრები
მომვლელს არ საჭიროებენ, აუცილებლობის შემთსხვევაში სხვა მსჯავრდებულები
უწევენ დახმარებას.
რაც შეეხება სამედიცინო დოკუმენტაციას, იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 24
ივნისის
№486
ბრძანებით
დამტკიცებული
ფორმებიდან,
ექიმის
განმარტებით,დაწესებულებაში აწარმოებენ:
-
ამბულატორულ სამედიცინო ბარათს (ფორმა№1),
-
ამბულატორულ მიღებაზე მომსახურებულ პატიმართა აღრიცხვის ჟურნალს
(ფორმა№3),
-
სტაციონარული ავადმყოფების აღრიცხვის ჟურნალს (ფორმა№4),
-
ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტის
(ფორმა№5),
-
ჩატარებული
(ფორმა№11),
-
ფსიქოპათიური და ფსიქიური
აღრიცხვის ჟურნალს (ფორმა№12),
-
საყოფაცხოვრებო ტრავმების აღრიცხვის ჟურნალს (ფორმა№15),
-
გარდაცვლილ ავადმყოფთა აღრიცხვის ჟურნალს (ფორმა№17),
-
კვების ბლოკის მენუს (ფორმა№23), დოკუმენტი იწარმოება კვების ბლოკში და
იქვე ინახება.
-
კვების ბლოკის სანიტარიული მდგომარეობის, მომზადებული საკვების
ვარგისიანობის აღრიცხვის ჟურნალს (ფორმა№22), აღნიშნული დოკუმენტი
იწარმოება კვების ბლოკში და იქვე ინახება.
სამედიცინო
მუშაობის
კონსულტაციების
გადახრებით
აღრიცხვის
ჟურნალს
აღრიცხვის
ჟურნალს
დაავადებულ
პატიმართა
N2 საპყრობილის და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება (ქ. ქუთაისი)
ქუთაისის N6 საპყრობილის და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება გათვლილია 1840
პატიმარზე. მონიტორინგის დროს დაწესებულებაში მიმდინარე სარემონტო
სამუშაოებთან დაკავშირებით, ერთის გარდა ყველა საპატიმრო კორპუსი იყო
დაკეტილი. მონიტორინგის მომენტში, დაწესებულებაში სულ იმყოფებოდა 1300
პატიმარი. სამედიცინო ნაწილი იმყოფება B კორპუსში, რომელიც დაკეტილია
სარემონტო სამუშაოების გამო და მედპერსონალი დროებით იმყოფება A კორპუსში
განთავსებულ ოთახებში.
659
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
მთავარი ექიმის განმარტებით,და ჩვენს მიერ წინა პერიოდში ჩატარებული
მონიტორინგისა და ვიზიტების შედეგად ირკვევა, რომ დაწესებულების B კორპუსში,
ამჟამად დროებით დაკეტილი სამედიცინო ნაწილი შედგება 11 ექვს ადგილიანი
საკანი-პალატისაგან; 2 სამ ადგილიანი პალატა-საკნისაგან, ხოლო 3 საკანი
გამოყოფილია ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებისათვის. გარდა
პაციენტთა განსათავსებელი ადგილებისა, სამედიცინო ნაწილის შემადგენლობაში
შედის მთავარი ექიმის კაბინეტი, საორდინატორო, საპროცედურო, აფთიაქი და
სტომატოლოგიური კაბინეტი. ადგილობრივი მედ-პერსონალი იმედოვნებს, რომ
სარემონტო სამუშაოები უმოკლეს შესაძლებელ დროში დასრულდება და ისინი
კვლავ შესძლებენ საციონარული დახმარების აღმოჩენას პატიმრებისათვის.
დაწესებულების მთავარი ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით სამედიცინო
ნაწილის 1 მორიგე ექიმი და 1 მორიგე ექთანი ყოველთვის მორიგეობს, დღე-ღამის
ნებისმიერ მომენტში. დაწესებულების სამედიცინო პერსონალი შედგება 15 საშტატო
ერთეულისაგან. მათ შორის: 1 მთავარი ექიმი, 5 ექიმი, 7 ექთანი, 1 პროვიზორი და 1
ლაბორანტი. საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო ნაწილს საშუალება აქვს
მოიწვიოს
კონსულტანტები.
ქუთაისში
განთავსებული
სამედიცინო
დაწესებულებებიდან ამ ეტაპზე მომაგრებულია 10 ექიმი, რომლებიც პერიოდულად
მოდიან პაციენტთა კონსულტაციების ჩასატარებლად. ძირითად შტატში არ
იმყოფება სტომატოლოგი. ასევე არ არსებობს ფსიქიატრიული სამსახური. მთავარი
ექიმის განმარტებით,დაწესებულებაში შესვლისთანავე მოწმდება ყველა პატიმარი.
განმეორებითი შემოწმება გეგმურად არ მიმდინარეობს;
პაციენტთა ვიზიტი ექიმთან ხდება მათი მომართვის საფუძველზე, ასევე პატიმართა
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნებისმიერი შესვლა-გასვლის დროს, გარდა
სასამართლოს სხდომებზე მონაწილეობისა. დაწესებულებაში არ არსებობს რაიმე
სახის საინფორმაციო ბეჭდური ფორმის ბროშურა ან ბუკლეტი, რომელიც პატიმრებს
გააცნობს სამედიცინო მომსახურების შესაძლებლობებსა და ადგილობრივ ჰიგიენურ
ნორმებს. ეს ინფორმაცია მსჯავრდებულებსა და პატიმრებს მიეწოდებათ
ზეპირსიტყვიერად. სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აი“-ს მენეჯმენტის
წასვლის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფარვა ხდება
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან. ექიმის განმარტებით,ა,
პერიოდში დაფინანსება მკვეთრად გაუმჯობესდა.
ექიმის განმარტებით, დაწესებულების სამედიცინო ნაწილის აღჭურვილობა
სამედიცინო დანიშნულების საგნებით საკმაოდ მწირია. სამედიცინო ნაწილს არ აქვს
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენისათვის საჭირო ისეთი საგნები,
როგორიცაა ლარინგოსკოპი, დეფიბრილატორი, ამბუს პარკი, საინტუბაციო მილები,
სასუნთქი მილები და ასე შემდეგ. დაწესებულებას გააჩნია კარდიოგრაფი. რაც
შეეხება სადიაგნოზო შესაძლებლობებს, ექიმის განმარტებით,კვირაში ერთხელ ან
საჭიროების მიხედვით მოდის პორტატული ექოსკოპია და პორტატული
რენტგენოგრაფია, რომელიც სათანადო ჩვენების შემთხვევაში პატიმრებს
უზრუნველყოფს შესაბამისი გამოკვლევებით.
660
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
სამედიცინო ნაწილში არის ასევე სამედიცინო ტახტები, კარადები, სასწორი,
ფონენდოსკოპი, წნევის აპარატი, თერმომეტრი. აქვთ ქირურგიული იარაღებიც. მათი
სტერილიზაცია ხორციელდება მშრალი სიცხით. დაწესებულებაში ასევე
მოწყობილია
სტომატოლოგიური
კაბინეტი,
რომელშიც
დგას
მხოლოდ
სტომატოლოგიური სავარძელი. სტომატოლოგიური მომსახურება შემთხვევათა
უმრავლესობაში შემოიფარგლება მხოლოდ კბილის ექსტრაქციით. ექიმის მიერ
მოწოდებული ინფორმაციით ყოფილა ასევე ერთეული შემთხვევები, როდესაც
პატიმრები თვითონ უზრუნველყოფენ მომსახურებას თერაპიული სტომატოლოგიის
განხრით.
სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით დაწესებულების დიდი ნაწილის
დახურვამდე, სამედიცინო ნაწილი ახორციელებდა როგორც სტაციონარულ, ისევე
ამბულატორულ მომსახურებას. ამ მომენტისათვის სამედიცინო მომსახურების ტიპი
მხოლოდ ამბულატორულია. რაც შეეხება ქალაქის სამედიცინო დაწესებულებებთან
გაფორმებულ
ხელშეკრულებებს,
მთავარი
ექიმის
ინფორმაციით
ასეთი
ხელშეკრულება დადებულია ქუთაისის სამხარეო საავადმყოფოსთან, ცხაკაიას სახ.
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრთან. გეგმური შემთხვევების დროს
პაციენტთა ჰოსპიტალიზაცია წარმოებს ეტაპით სად მსჯავრდებულთა და პატიმართა
სამკურნალო
დაწესებულებაში
და
სად
ტუბერკულოზით
დაავადებულ
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამედიცინო დაწესებულებაში.
დაწესებულების სამედიცინო ნაწილი ვერ უზრუნველყოფს ფსიქიატრიულ
დახმარებას სრული მოცულობით. მთავარი ექიმის განმარტებით,მათ მოცემულ
მომენტში დადგენილი დიაგნოზით ფსიქიური ავადმყოფები არ ჰყავთ. მათთან მყოფ
არც ერთ მსჯავრდებულს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დიაგნოზი არ
აქვს. დაწესებულებაში ფსიქიკური ჯანმრთ ლობის მხრივ არსებულ პრობლემებს
აგვარებენ კონსულტანტის დახმარებით. დიაგნოსტიკა ხდება სინდრომის დონეზე.
ჰყავთ რამდენიმე პაციენტი ფსიქოპათიით და ნევროზული მდგომარეობებით.
ახლად გამოვლენილი ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტები გადაჰყავთ სად
მსჯავრდებულთა
და
პატიმართა
სამკურნალო
დაწესებულებაში.
ასეთი
შემთხვევების რაოდენობა თვეში დაახლოებით 3-4 -ია.
რაც
შეეხება
პატიმარ-პაციენტთა
ჰოსპიტალიზაციას
სხვა
სამედიცინო
დაწესებულებებში, მთავარი ექიმის განმარტებით,2008 წელს, მსჯავრდებულთა და
პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში სულ გადაყვანილია 125 პატიმარი, ხოლო
2009 წლის იანვარ-თებერვალში 10 პატიმარი. რაც შეეხება ქალაქის საავადმყოფოებს,
2008 წლის განმავლობაში, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიზნით, სულ
გაყვანილია 43 პაციენტი.
უპირატესად გამოვლენილი დაავადებებიდან მთავარი ექიმი ასახელებს ვირუსულ
„C“ ჰეპატიტს, ფსიქოპათიას, ტუბერკულოზს. აღნიშნული დაწესებულებიდან თვეში
დაახლოებით 7 პაციენტს რთავენ DOTS-ის პროგრამაში. ადგილობრივ ექიმებს 2008
წლის განმავლობაში არ გაუვლიათ უწყვეტი სამედიცინო განათლების / უწყვეტი
პროფესიული განვითარების ტრენინგ-პროგრამები, თუმცა, 2008 წლის ზაფხულში
661
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
რამდენიმე ექიმი დაესწრო ტრენინგს შიდსისა და სქესობრივი გზით გადამდები
დაავადებების შესახებ.
მთავარი ექიმის ინფორმაციით, დაწესებულებაში ამჟამად იმყოფება 2 პაციეტი,
რომელბასაც დადგენილი აქვს აივ ინფექცია. მათ შორის 1 პაციენტი უკვე იტარებს
ანტირეტროვირუსულ მკურნალობას, ხოლო მეორეს ახლად დაუდგინდა
ინფიცირება და უახოეს პერიოდში შეფასდება მისი მდგომარეობა და გადაწყდება
მკურნალობის მიზანშეწონილობის საკითხი.
მთავარი ექიმის განმარტებით, პაციენტთა მიერ საკუთარი სურვილითა და
ანაზღაურებით გარედან ექიმის შემოყვანის შემთხვევები ძალიან მცირეა; ბოლო
თვეებში პრაქტიკულად არ მომხდარა.
პატიმართა სადგომი საკნების სანიტარიული მდგომარეობა მძიმეა. საკნებში არის
სინესტე, ცუდად ნიავდება. თითქმის ყველგან ბუდობენ სხვადასხვა პარაზიტები
(ბაღლინჯოები). პატიმრების გადმოცემით, დეზინფექცია ყველა საკანში არ ხდება.
მათ ასევე უჭირთ პირადი ჰიგიენის დაცვა, იმის გამო რომ შხაპით სარგებლობა
შეუძლებელია, რის გამოც პლასტმასის ბოთლებში ავსებული წყლით ახერხებენ
დაბანას საკნებში განთავსებულ საპირფარეშოებში. პატიმრები აღნიშნავენ, რომ
ექიმთან ხელმისაწვდომობის და ადეკვატური და დროული სამედიცინო დახმარების
საკითხი გადაუჭრელი საკითხია. 2008 წლის განმავლობაში ასევე ძალიან ცუდად
მარაგდებოდნენ.
დაწესებულების მთავარი ექიმის განმარტებით, ახლად შემოსულ პატიმართა
სამედიცინო შემოწმებას ყოველთვის ესწრება სასჯელაღსრულების დაწესებულების
ოფიცერი, თუმცა, სმენადობის არეში არ იმყოფება (?). შესაბამისად, პატიმრის
მიღებისას სამედიცინო საიდუმლო და ინფორმაციის კონფიდენციალობა დაცული არ
არის; თუმცა, საპყრობილეში ყოფნის შემდგომ ეტაპზე, ძირითად შემთხვევებში
საექიმო საიდუმლო და პაციენტის შესახებ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული
ინფორმაციის კონფიდენციალობა დაცულია. პატიმრები ინფორმირებულნი არიან
საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მათ ასევე ზეპირსიტყვიერად
მიეწოდებათ ინფორმაცია განზრახული სამედიცინო ღონისძიებების, ასევე
ჩატარების შემთხვევაში მათი შედეგებისა შესახებ. პატიმრებისაგან ყოფილა
მოთხოვნა, როდესაც ითხოვდნენ საკუთარი ჯანმრთელობის ინფორმაციის შემცველი
ჩანაწერების ნახვას, რაც დაკმაყოფილდა. რაც შეეხება აღნიშნული დოკუმენტაციის
ქსეროასლებს, ისინი მიუწოდებიათ მხოლოდ ადვიკატებისათვის მოთხოვნის
შესაბამისად. პაციენტებს რაიმე სახის მანიპულაცია ან გამოკვლევა მათი თანხმობის
გარეშე არ ჩატარებიათ.
როგორც ადგილობრივმა მთავარმა ექიმმა განგვიმარტა, დაწესებულებაში
თითოეული პატიმრისათვის არსებობს სამედიცინო ჩანაწერები. პატიმრები, იცნობენ
აღნიშნულ ჩანაწერებს, თუ რა თქმა უნდა ამ უკანასკნელებს ეს აინტერესებთ.
დაწესებულებაში წერილობითი ინფორმირებული თანხმობის მიღება პაციენტისაგან
არ ხდება, მათ შორის მცირე ქირურგიული მანიპულაციების ჩატარების დროსაც კი.
სამედიცინო პერსონალი წერილობით თანხმობას, როგორც წესი ასეთ შემთხვევებში
662
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
არ მოიპოვებს. პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის
გაცემა როგორც წესი ხდება წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამას
მოითხოვს მისი ადვოკატი ან ოჯახი. ინფორმაცია გაიცემა სამედიცინო ცნობების
სახით. პატიმრის განთავისუფლების შემდეგ სამედიცინო დოკუმენტაცია იგზავნება
არქივში.
მთავარი ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სამედიცინო გასინჯვა წარმოებს
საორდინატორიში, სადაც საკმარისი განათებაა. აღნიშნულ პერიოდში, სამედიცინო
ნაწილის დაკეტვასთან დაკავშირებით გასინჯვა ან მანიპულაციები წარმოებს იმ
ოთახში, სადაც ექიმები იმყოფებიან.
კითხვაზე
„ახორციელებს
თუ
არა
ციხის
სამედიცინო
პერსონალი
ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მონიტორინგსა და კონტროლს“, ექიმმა გვიპასუხა,
რომ ჯერჯერობით რაიმე მიზანმიმართული ან გეგმური კონტროლი არ ხდება,
თუმცა, ისინი საქმის კურსში არიან. დაწესებულებას გაფორმებული აქვს
ხელშეკრულება სანიტარულ სამსახურთან, რომლის წარმომადგენელი ციხეში მოდის
თვეში ორჯერ და ამუშავებს საკნებს; ასევე სამედიცინო ნაწილს. ექიმის ინფრმაციით
კვების საკითხი სრულადაა მინდობილი მეგაფუდის მზარეულებზე. საკვები
მზადდება ადგილობრივ სამზარეულოში. მორიგე ექიმი ყოველი დარიგების წინ
ამოწმებს საკვების ვარგისიანობას, რასაც ადასტურებს შესაბამის ჟურნალში
ხელმოწერით. 2008 წლის მონაცემებით, ექიმის მიერ საკვების წუნდების შემთხვევა
არ დაფიქსირებულა, შესაბამისად დირექტორისათვის უხარისხო საკვების ან სხვა
დარღვევების შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.
ექიმის განმარტებით, დაწესებულებაში დადგენილი წესით იწარმოება დაზიანებათა
აღრიცხვის ჟურნალი, რომელიც ინახება სამედიცინო ნაწილში. აღნიშნულ ჟურნალში
ფიქსირდება
პატიმართა
სხეულის
ყველა
დაზიანება,
ასევე
ციხეში
განხორციელებული ნებისმიერი ძალადობის ფაქტი, რომელიც ცნობილი ხდება
ექიმისათვის. 2008 წლის განმავლობაში ჟურნალში გატარებულია 11 შემთხვევა,
ხოლო 2009 წლის იანვარ-თებერვალში ასეთ ფაქტს ჯერ ადგილი არ ჰქონია.
პატიმრის გასინჯვისას, კონკრეტულ დაზიანებასთან მიმართებაში თვით
გამოსაკვლევი პირის კომენტარი ან განმარტება არ ფიქსირდება. ყოველწლიურად
სოციალური სამსახური ითხოვს სტატისტიკურად დამუშავებულ ინფორმაციას
მსგავსი ფაქტების შესახებ. აღნიშნული ანგარიშის მომზადებას უზრუნველყოფს
სამედიცინო ნაწილი.
2008 წლის განმავლობაში დაწესებულებაში მოკვდა 2 პატიმარი, ერთი თებერვლის,
ხოლო მეორე აგვისტოს თვეში. ერთი პატიმარი გარდაიცვალა მიოკარდიუმის
ინფარქტით, ხოლო მეორე შემთხვევაში სიკვდილი განვითარდა სუიციდური ფაქტის
გამო. „პატიმარმა გადაიჭრა არტერია და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა“ განმარტავს ექიმი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრეს–სამსახური, 2008 წლის 18 თებერვალს
იუწყებოდა, რომ – „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის ქუთაისის №2 დაწესებულებაში პატიმარი ონერი ბ. გარდაიცვალა.
663
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ექიმების პირველადი დასკვნით, 61 წლის პატიმრის გარდაცვალების მიზეზი გულის
ინფარქტი გახდა. 16 თებერვალს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად
გაუარესდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ჩატარებული სამედიცინო
ღონისძიებების მიუხედავად, პატიმარი გარდაიცვალა.“ პატიმარის გარდაცვალება
ასევე დასტურდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ გადმოგზავნილ
გარდაცვლილ პატიმართა სიით (გარდაცვლილის დაბადების თარიღი 1947), თუმცა,
ლევან სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ
გადმოგზავნილ გარდაცვლილ პატიმართა სასამართლო სამედიცინო დასკვნათა
შორის ეს დასკვნა არ მოიპოვება.
იმავე წყაროს მიერ, 2008 წლის 18 აგვისტოს გამოქვეყნებული ცნობით – „იუსტიციის
სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქუთაისის №2 დაწესებულებაში
პატიმარი დავით მ. გარდაიცვალა. პირველადი მონაცემებით პატიმარმა თავი
მოიკლა. მსჯავრდებულმა ერთჯერადი საპარსით თვითდაზიანება საკნის
საპირფარეშოში მიიყენა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.“
2008 წლის განმავლობაში, სამედიცინოპერსონალის მიერ ასევე დაფიქსირებულია
თვითმკვლელობის მცდელობის ორი ფაქტი. ორივე შემთხვევაში პატიმარი მარყუჟზე
ჩამოხრჩობით ცდილობდა თვითმკვლელობას, თუმცა, საბედნიეროდ ორივე
შემთხვევაში მოხერხდა პაციენტთა გადარჩენა. სუიციდის საპროფილაქტიკო
სამედიცინო ღონისძიებები პერსონალის მიერ დაწესებულებაში პრაქტიკულად ვერ
ხერდება იმის გამო, რომ მუდმივ შტატში არ არის ფსიქიატრი. ამჟამად ფსიქოლოგის
ადგილიც ვაკანტურია, რის გამოც არ ყავთ პერსონალი, რომელიც იმუშავებს
სუიციდუის მაღალი რისკის მქონე კონტინგენტთან. აღნიშნულ ვაკუუმს
ნაწილობრივ ავსებს ექიმებისა და ექთნების მიერ პაციენტთან ჩატარებული საუბრები
და ახსნა-განმარტებების მიცემა.
2008 წლის განმავლობაში, ექიმის ინფორმაციით დაწესებულებაში პატიმართა და
პერსონალი ინფიცირების ფაქტები გადამდები დაავადებით არ ყოფილა; თუ არ
ჩავთვლით მწვავე რესპირატორულ დაავადებებს, რომელიც სეზონურად გვხვდება.
ექიმის ინფორმაციით 9 პაციენტი, რომელიც ჩართულია ანტი ტუბერკულოზურ
DOTS პროგრამაში ამჟამად მკურნალობს ადგილზე.
ექიმის ინფორმაციით, როგორც ზოგადად პენიტენციურ დაწესებულებებში, ისევე
ქუთაისის №2 დაწესებულებაშიც, ერთ-ერთ მწვავე პრობლემად რჩება ვირუსული
ჰეპატიტი. ექიმის ინფორმაციით, პატიმართა დაახლოებით 70-80% სავარაუდოდ
ვირუსული C ჰეპატიტის მატარებელია. მიუხედავად ამისა, ჰეპატიტის მძიმე და
ტერმინალური ფორმები არ არის დაფიქსირებული. არც ერთი პატიმარი ჯერ არ
მკურნალობს ინტერფერონით. პატიმარ-პაციენტთა აღნიშნული კონტინგენტი
იზოლირებული არ არის.
ადგილობრივი პერსონალის ინფორმაციით, დაწესებულებაში ხშირად სტუმრობენ
ორგანიზაცია „თანადგომა“-ს წარმომადგენლები, რომლებიც აწარმოებენ პატიმართა
გამოკვლეას შიდსზე და სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე. „თანადგომამ“
გადაამზადა 2 ექიმი, 1 ექთანი და 1 ლაბორანტი, რომლებიც აქცენტირებულნი არიან
664
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
აივ/შიდსის საკითხებზე. აივ ინფექციის საეჭვო შემთხვევის არსებობისას, პაციენტს
გზავნიან
თბილისში,
პატიმართა
და
მსჯავრდებულთა
სამკურნალო
დაწესებულებაში. გარდა ამისა, ანტიტუბერკულოზური ღონისძიებების გატარებაში,
სამედიცინო ნაწილთან და ზოგადად დაწესებულებასთან თანამშრომლობს წითელი
ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი.
დაწესებულებაში
იმყოფებიან
ასევე
პატიმართა
ის
კატეგორიები
(არასრულწლოვანები და ქალები), რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ
ჰუმანიტარულ თანადგომას. ამ მიმართულებით, ექიმის მიერ მოწოდებული
ინფორმაციის მიხედვით, დაწესებულებას არ ჰყავს სპეციალურად გამოყოფილი
შტატი გინეკოლოგისა და პედიატრისათვის, თუმცა, სამედიცინო ნაწილის ერთერთი ექიმი ასევე ლიცენზირებულია სპეციალობაში - „მეანობა-გინეკოლოგია“. რაც
შეეხება ქალთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სპეციფიკურ პრობლემებს, ექიმის
განმარტებით,ასეთი რამ 2008 წლის განმავლობაში არ დამდგარა დღის წესრიგში. ამ
პერიოდში არც ერთ ქალს არ უმშობიარია, არ ჰყავთ მეძუძური დედა; არც ერთ ქალს
არ ჰყავს თან ახალშობილი, როს გამოც პედიატრიული დახმარება ამ მხრივ არ
დასჭირვებიათ. მოზარდ პატიმრებთან მიმართებაში არ არის შესწავლილი მათი
ფსიქოლოგიური პრობლემები და შესაბამისად არ აქვთ ფსიქოლოგიური დახმარების
საშუალება. მოზარდთა ფსიქიატრიის საკითხები ასევე არ არის გადაწყვეტილი ან
შესწავლილი ფსიქიატრის არარსებობის გამო. არასრულწლოვან და ქალ პატიმრებს
სამედიცინო დაზმარება მიეწოდებათ იმავე „სტანდარტებით“ როგორც პატიმართა
სხვა დანარჩენ კატეგორიებს.
რაც შეეხება პატიმართა დისციპლინურ დასჯას და კარცერში მოთავსებას, ამ
შემთხვევაში კარცერში ჩასმამდე ექიმი ნახულობს პატიმარს და მისი ჯანმრთელობის
მდგომარეობის შემოწმების შედეგად ხელს აწერს დასჯის ფორმას ანუ ფაქტიურად
ახდენს სანქცირებას. ექიმის ხელმოწერა ფიქსირდება სპეციალურ ფორმაზე
(ბლანკზე).
ვინაიდან დაწესებულებას არ ჰყავს საკუთარი ფსიქიატრი, პატიმართა (მათ შორის
სპეცკატეგორიების) ფსიქიატრიული. ფსიქლოგიური შესწავლა ვერ ხერხდება. ექიმის
განმარტებით,მათ ფსიქიატრის საჭიროება ფაქტიურად არც უდგათ დღის წესრიგში.
ზოგადად ადგილობრივი პერსონალის გათვითცნობიერების დონე ფსიქიკური
ჯანმრთელობის პრობლემებში ბუნდოვანია. 2008 წლის განმავლობაში, პატიმართა
გადაყვანა სპეციალიზებულ ფსიქიატრიულ სამკურნალო დაწესებულებაში არ
მომხდარა. ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებისათვის ცალკე პალატა
სამედიცინო ნაწილში ან თუნდაც საკანი დაწესებულებაში არ არსებობს.
დაწესებულებაში კლიმატი ისევე, როგორც ამ გოგრაფიულ ზონაში - ტენიანია.
დაწესებულებაში იმყოფება წამალდამოკიდებულების მქონე პირები. ამ კატეგორიის
პატიმრებისათვის ნარკოლოგის მოწვევა გარედან არასდროს არ მომხდარა. თუმცა,
მთავარი ექიმი აქვე განმარტავს, რომ მათი კონსულტანტი ფსიქიატრი ასევე
ლიცენზირებულია ნარკოლოგიაშიც. დაწესებულებაში ნარკოტიკების, ალკოჰოლისა
და სხვა წამალდამოკიდებული პირების მიერ მოწყობილი ექსცესები იშვიათობას
665
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
წარმოადგენს; ამის მიუხედავად ექსცესების სტატისტიკა არ იწარმოება. მეტადონის
პროგრამა დაწესებულებაში არ მიმდინარეობს, ასევე არ არსებობს რაიმე
სამკურნალო-სარეაბილიტაციო სტანდარტი. გარდა ამისა დაწესებულებაში სხვა
რაიმე სპეციალიზებული პროგრამა არ მიმდინარეობს. ამგვარი პრობლემების მქონე
პირთა მიმართ ადგილობრივი მედპერსონალის ტაქტიკა შემოიფარგლება
კონსულტაციებით.
სამედიცინო ნაწილის მთავარი ექიმი, ადგილობრივ პროვიზორთან ერთად ადგენს იმ
მდედიკამენტთა ნუსხას, რომელიც აფთიაქში თავსდება. ექიმის მიერ მოწოდებული
ინფორმაციით, 2008 წელს, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აი“-ს მენეჯმენტის
პირობებში, წამლებით მომარაგება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. მათ მიერ
გაგზავნილ მოთხოვნასა და მოწოდებას შორის ბალანსი შეადგენდა დაახლოებით
30%. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაბრუნებამ სამედიცინო მომსახურების
სფეროში ეს ხარვეზი სრულად აღმოფხვრა, რის გამოც სამედიცინო ნაწილი იღებს
მათ მიერ შეკვეთილი წამლების თითქმის 100%-ს.
სამედიცინო ნაწილის აფთიაქიდან მედიკამენტების აღრიცხვისა და გაცემის
საკითხებზე პასუხისმგებელი პირია პროვიზორი (უმაღლესი ფარმაცევტული
განათლებით). წამლების გაცემა დაფიქსირებულია ხარჯვის ჟურნალში. პატიმრებს
თავის
საკუთარ
განკარგულებაში
შესაძლებელია
ჰქონდეთ,
მხოლოდ
ტკივილგამაყუჩებელი, გაციების საწინააღმდეგო, აეროზოლები და სხვა სახის
ტაბლეტირებული პრეპარატები. აკრძალულია საკანში ამპულის, ასევე ფლაკონში ან
მინის ბოთლში მოთავსებული წამლის ქონა. პატიმრებს ასევე არ შეიძლება მიეცეთ
ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ფარმაკოლოგიური საშუალებები.
ქუთაისის N2 საპყრობილის და
მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში, ექიმის
განმარტებით, გადამდები და განსაკუთრებით საშიში დაავდებების აღმოჩენისას,
პაციეტნი გადაჰყავთ სად მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო
დაწესებულებაში. როგორც წესი, ამ კონტინგენტის გადაყვანილი პაციენტები ციხეში
პრაქტიკულად არ ბრუნდებიან. სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანამდე
პაციენტის მკურნალობა იწყება ადგილზე. პაციენტთა იზოლირება ასეთ შემთხვევაში
არ ხდება, და ამას არც პაციენტები ითხოვენ. 2009 წლის იანვარ-თებერვალში
სქესობრივი გზით გადამდები დაავადება არ დაფიქსირებულა. დაფიქსირდა მუნის
რამდენიმე შემთხვევა. ქალთა საცხოვრებლებში ასევე გამოვლენილია დატილიანების
ერთეული შემთხვევები. სამედიცინო ნაწილში უარყოფენ საკნებში ბაღლინჯოების
არსებობას, რასაც არ ეთანხმებიან პატიმარი ქალები. მათი გნმარტებით
ბაღლინჯოები და ტარაკნები საკნებში უხვად ჰყავთ, რომელთა წინააღმდეგ
ბრძოლის რაიმე ეფექტური საშუალება და მეთოდი ჯერ არ გამონახულა.
ექიმის განმარტებით,გადამდები (მათ შორის სქესობრივი გზით) დაავადებების
გამოვლენისა
და
შემდგომი
რეაგირების
შემთხვევაში
პაციენტთა
კონფიდენციურობის დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მოწვეული
კონსულტანტ
დერმატოვენეროლოგის
მიერ
გამოკვლევა
მიმდინარეობს
კონფიდენციურობის სრული დაცვით.
666
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ექიმის განმარტებით,დაწესებულებაში თითქმის არ არიან ისეთი პაციენტები,
რომელთათვისაც შეუთავსებელია ხანგრძლივი პატიმრობა ან საჭირობენ მოვლის
განსაკუთრებულ პირობებს. ამ მხრივ გამონაკლისია ერთი ნევროლოგიური
პაციენტი, რომელსაც აღენიშნება ჰემიპარეზი, თუმცა, გადაადგილებისას ეტლს არ
საჭიროებს. მათ ასევე ჰყავთ ერთი პაციენტი ამპუტირებული, კიდურით, რომელიც
სპეციალურ მოვლას ასევე არ ითხოვს. ექიმის ინფორმაციით მათ არ ჰყავთ
ავთვისებიანი სიმსივნეებით, ციროზით ან სხვა განუკურნებელი დაავადების
ტერმინალურ სტადიაში მყოფი პაციენტები. ერთი პაციენტი, რომლის მკურნალობა
და მოვლა დაავადების სპეციფიკიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო ადგილზე,
2008 წელს გადაყვანილ იქნა სად მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო
დაწესებულებაში.
რაც შეეხება სამედიცინო დოკუმენტაციას, საქართველოს იუსტიციის მინისტრის
2002 წლის 24 ივნისის №486 ბრძანებით დამტკიცებული სამედიცინო
დოკუმენტაციის ფორმებიდან დაწესებულების სამედიცინო ნაწილში აწარმოებენ:
სტაციონარის ავადმყოფის სამედიცინო ბარათს (თუმცა, სტაციონარის დაკეტვასთან
დაკავშირებით ამ დოკუმენტის [ფორმა № 1] წარმოება დროებით შეჩერებულია; ასევე
იწარმოება ამბულატორულ მიღებაზე მომსახურებულ პატიმართა აღრიცხვის
ჟურნალი, ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტთა მუშაობის აღრიცხვის ჟურნალი,
ამბულატორულად ჩატარებული ოპერაციებისა და მანიპულაციების აღრიცხვის
ჟურნალი, ალბორატორულ გამოკვლევათა აღრიცხვის ჟურნალი, ტრავმების
აღრიცხვის ჟურნალი. ფსიქოპათიური და სხვა ფსიქიკური გადახრებით დაავადებულ
პატიმართა აღრიცხვა [ფორმა № 12] ხდება ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტთა
მუშაობის აღრიცხვის ჟურნალში [ფორმა № 5], ხოლო ჩატარებული სამედიცინო
კონსულტაციების აღრიცხვის ჟურნალი [ფორმა № 11] გაერთიანებულია
ამბულატორულ მიღებაზე მომსახურებულ პატიმართა აღრიცხვის ჟურნალთან
[ფორმა № 3]. მენიუ ინახება კვების ბლოკში.
რაც შეეხება ზოგიერთ გავრცელებულ დაავადებათა მქონე პაციენტებს:
ტუბერკულოზის დიაგნოზტიკის მიზნით, პატიმრებისაგან აღებული ნახველი
შეუზღუდავად მიდის ლაბორატორიულ კვლევაზე. თითოეულ წაღებაზე
რაოდენობრივი შეზღუდვა დაწესებული არ არის.
ექიმის განმარტებით, მედპერსონალის მიერ დარეგისტრირებულია 8-10 ბრონქული
ასთმით დაავადებული პაციენტი. მათ მიცემული აქვთ შესაბამისი დანიშნულება.
ხმარობენ აეროზოლს. ასთმური სტატუსი არ დაფიქსირებულა. ჰორმონოთერაპიას არ
საჭიროებენ. მიუხედავად იმისა, რომ ჰაერი ნესტიანია, გარემოს ჰაერის დაბინძურება
არ არის დაფიქსირებული.
ექიმის მიერ ასევე რეგისტრირებულია 3 პაციენტი, შაქრიანი დიაბეტით. მათგან
ერთი იმყოფება ინსულინოთერაპიაზე, ხოლო ორი პაციენტი იღებს დიაბეტის
სამკურნალო ტაბლეტირებული ფორმის წამლებს. დიაბეტური კომა საანგარიშო
პერიოდში არც ერთ პაციენტს არ განვითარებია.
667
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
სამედიცინო ნაწილში ასევე რეგისტრირებულია ეპილეფსიით დაავადებული 5
პაციენტი. მათ უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა. ალერგოლოგის კონსულტაცია
არ ჩატარებიათ. ასთმური სტატუსი საანგარიშო პერიოდში არ განვითარებულა.
სამედიცინო ნაწილის მიერ, გადაუდებელი აუცილებლობისას ხდება სასწრაფო
სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება, თუმცა, ამგვარი შემთხვევები არ
არის ხშირი. 2008 წლის განმავლობაში სულ დაფიქსირებულია სასწრაფო სამედიცინო
დახმარების ბრიგადის 8 გამოძახება.
N9 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება
(ხონის მუნიციპალიტეტი)
ხონის N9 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება გათვლილია 650 პატიმარზე.
მონიტორინგის დროს დაწესებულებაში იმყოფებოდა 756 პატიმარი. მონიტორინგის
დროს დაწესებულებაში არ იმყოფებოდა მთავარი ექიმი, აღნიშნულის გამო ჩვენ
დავათვალიერეთ სამედიცინო ნაწილი, ასევე შევხვდით მსჯავრდებულებს და
გავესაუბრეთ დაწესებულების მორიგე ექიმს – ბატონ თენგიზ ცანავას.
ექიმის განმარტებით,მსჯავრდებულებს აქვთ იმისი შესაძლებლობა, რომ დღე-ღამის
ნებისმიერ მონაკვეთში ისარგებლონ სამედიცინო მომსახურებით და ექიმის
კონსულტაციით.
სამედიცინო ნაწილის შტატი შედგება 5 ექიმის და 1 ექთნისაგან. ექიმთა
პროფესიული (სპეციალობების მიხედვით) სპექტრი შემდეგნაირად გამოიყურება:
-
სულუხია ივანე – მთავარი ექიმი, სპეციალობა – „შინაგანი მედიცინა“
-
ჩაგუნავა დავითი – სპეციალონა – „შინაგანი მედიცინა“
-
ჩხაიძე იასონი – სპეციალობა – „შინაგანი მედიცინა“
-
ცანავა თენგიზი – სპეციალობა – „შინაგანი მედიცინა“
-
ჩანქსელიანი მათე – სპეციალობა – „შინაგანი მედიცინა“
-
კინწურაშვილი მაია – ექთანი
სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აი“–ს მენეჯმენტის პერიოდში, 2008 წლის
განმავლობაში დაწესებულებას ძირითად შტატში ჰყავდა ასევე სტომატოლოგი
(კოპალიანი ტარიელი), რაც დასტურდება ზემოთ ხსენებული სადაზღვევო კომპანიის
მიერ გადმოგზავნილ სასჯელაღსრულების დაწესებულებების ექიმთა სიით.
ალდაგის წასვლის შემდეგ კი სტომატოლოგი ძირითადი შტატიდან ამორიცხულ
იქნა. მორიგე ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით მიმდინარეობს
შეთანხმებები, რათა სტომატოლოგი შენარჩუნებულ იქნას კონსულტანტის სახით
მაინც, რომელიც კვირაში ერთი დღით მოემსახურება დაწესებულებაში განთავსებულ
მსჯავრდებულებს.
ექიმის განმარტებით,1 ექიმი ყოველთვის რჩება დაწესებულებაში ღამით და
მორიგეობს. თვითონ სამედიცინო ნაწილი განთავსებულია ცალკე ერთ სართულიან
668
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
შენობაში, რომელიც დერეფნით უკავშირდება ადმინისტრაციულ კორპუსს.
სამედიცინო ნაწილი შედგება 15 საკანი-პალატისაგან. დამატებით კიდევ არსებობს 3
პალატა, რომელიც ამჟამად არ ფუნქციონირებს. პალატები 4 და 6 საწოლიანია. გარდა
პალატა-საკნებისა, სამედიცინო ნაწილში ასევე არის ექიმის ოთახები (2), მთავარი
ექიმის ოთახი (1) და საწყობი-აფთიაქი. საპროცედუროს ცალკე არ აქვს დათმობილი
ოთახი, რის გამოც სამედიცინო მანიპულაციები ტარდება ერთ-ერთ ექიმის ოთახში.
სამედიცინო ნაწილი ამორტიზებულია, სარემონტოა. ამ პირობებში ძნელია
სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვა. პალატა-საკნების ფართი სტანდარტით
არ შეესაბამება მასში განთავსებულ პაციენტთა რაოდენობას. ოთახები ადეკვატურად
არ ნათდება. ექიმის ოთახში, სადაც შევხვდით და გავესაუბრეთ მორიგე ექიმს
მოთავსებულია მაგიდა, სკამები, კარადა. ავეჯი მოძველებულია და არ შეესაბამება
სამედიცინო ნაწილის სტანდარტებს.
დაწესებულებას არ ჰყავს ფსიქიატრი და არც საშუალო სამედიცინო პერსონალი
ფსიქიატრიაში მუშაობის გამოცდილებით ან სპეციალური მომზადებით, რის გამოც
პაციენტები ფაქტობრივად მოკლებულნი არიან ადეკვატურ ფსიქიატრიულ
დახმარებას. მორიგე ექიმის განმარტებით, ექიმი ფსიქიატრი (კონსულტანტი)
საჭიროების შემთხვევაში დადის ქუთაისიდან. მოცემული მომენტისათვის
დაწესებულებას სხვა კონსულტანტები არ ჰყავს.
ყოველი პატიმარი, დაწესებულებაში შესვლისთანავე გადის სამედიცინო შემოწმებას,
რაც შემოიფარგლება ექიმის მიერ მისი ვიზუალური დათვალიერებით. მორიგე
ექიმის განმარტებით, განმეორებითი შემოწმება გეგმური წესით ხდება ეტაპით
პატიმრის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ. დაწესებულებაში შესულ პატიმრებს
ზეპირსიტყვიერად აცნობენ სამედიცინო მომსახურების შესაძლებლობებს და
ჰიგიენურ ნორმებს.
სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აი“-ს მენეჯმენტის დასრულების შემდეგ,
სამედიცინო
ნაწილის
დაფინანსება
ხორციელდება
სასჯელაღსრულების
დეპარამენტის მიერ.
პატიმრების მხრიდან, საკუთარი ექიმის შემოყვანის მოთხოვნის შემთხვევაში
საკითხს იხილავს და წყვეტს დაწესებულების დირექტორი. 2008 წლის განმავლობაში
1 ასეთი შემთხვევაა დაფიქსირებული. მორიგე ექიმი აღნიშნავს, რომ
კონსულტანტების ვიზიტების მხრივ არსებობს წყვეტა, რაც აუცილებლად უნდა
გამოსწორდეს სამომავლოდ. გარდა ამისა, 2008 წლის განმავლობაში, ალდაგის
მენეჯმენტის დროსაც კი დაწესებულებაში არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც
პაციენტთა დიაგნოსტიკის მიზნით მოსულიყო პორტატული რენტგენი, ექო ან
თუნდაც კარდიოგრაფი. ასეთ პირობებში ცხადია, რომ პაციენტები ვერ იღებენ
ადეკვატურ და ეკვივალენტურ სამედიცინო დახმარებას.
დაწესებულების სამედიცინო ნაწილი ახორციელებს როგორც ამბულატორულ, ისე
სტაციონარული ტიპის სამედიცინო მომსახურებას. 2008 წლის განმავლობაში
ხელშეკრულება ჰქოდათ დადებული ხონის რაოინულ საავადმყოფოსთან და
ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოსთან, რომელიც 2009 წლის განმავლობაში არ
669
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
გაგრძელებულა. საჭიროების შემთხვევაში პაციენტთა გადაყვანა ხდება მხოლოდ
თბილისში, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში.
მორიგე ექიმის ინფორმაციით დაწესებულებაში ამჟამად 3 ფსიქიურად
დაავადებული პატიმარი ჰყავთ. მათთვის ცალკე პალატა არ არის გამოყოფილი და არ
არიან იზოლირებულნი.
სამედიცინო ნაწილის აღჭურვილობა მწირია. სამედიცინო პერსონალს მუშაობა
უწევთ მხოლოდ წნევის აპარატით, ფონენდოსკოპით და თერმომეტრით.
მორიგე ექიმის ინფორმაციით ყოველთვიურად მსჯავრდებულთა და პატიმართა
სამკურნალო დაწესებულებაში სამედიცინო ჩვენების გამო გადაჰყავთ დაახლოებით
8 პატიმარი. 2008 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მოხდა მსჯავრდებულის
გადაყვანა სამოქალაქო ტიპის სტაციონარში. 2009 წლის იანვარ-თებერვალში კი
მსგავსი ფაქტი ჯერ არ მომხდარა.
უპირატესად გამოვლენილი დაავადებებიდან ექიმი გამოყოფს: კუჭ-ნაწლავის
დაავადებებს, ბრონქიტს და ვირუსულ ჰეპატიტებს. ექიმის აზრით მსჯავრდებულთა
დაახლოებით 20%-ს აქვს ვირუსული ჰეატიტები. დაწესებულების სამედიცინო
პერსონალს არ აქვს გავლილი რაიმე სახის ტრენინგი ციხეში შესაძლო ფსიქიკური
პრობლემების გამოვლენასთან დაკავშირებით.
პაციენტთა საუბარს ექიმთან ესწრება უსაფრთხოებისა და რეჟიმის სამსახურების
წარმომადგენლები. ამ დროს ისინი იმყოფებიან როგორც მხედველობის, ასევე
სმენითი დისტანციის არეში, რის გამოც შეუძლებელია კონფიდენციურობის და
საექიმო საიდუმლოს დაცვა. მორიგე ექიმის აზრით აღნიშნული განპირობებულია
იმით, რომ რეჟიმის და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლები ცდილობენ
დაადგინონ ხომ არ არის პირი რომელიმე ფარმაკოლოგიური აგენტის ზემოქმედების
ქვეშ.
მორიგე ექიმის განმარტებით, სამედიცინო ბარათი იხსნება მხოლოდ იმ პატიმრებზე,
რომლებიც სამედიცნო ნაწილის მიერ აყვანილია კონტროლზე, მათი ჯანმრთელობის
მდგომარეობის გამო. პატიმართა უმრავლესობას არ მოუთხოვია მათზე არსებული
სამედიცინო ჩანაწერების გაცნოა, თუმცა, მოთხოვნის შემთხვევაში დაბრკოლება არ
ექნებათ. ექიმის განმარტებით,პაციენტებს ყოველთვის მიეწოდებათ ინფორმაცია
საკჲთარი
ჯანმრთელობის
მდგომარეობის,
განზრახული
სამედიცინო
ღონისძიებებისა და შესაძლო გამოსავლის შესახებ. დაწესებულების სამედიცინო
ნაწილში ქირურგიული მანიპულაციები არ ტარდება. აწარმოებენ მხოლოდ
ინიექციებს, გადასხმებსა და შეხვევებს. აღნიშნულის გამო ექიმები არ საჭიროებენ
პაციენტისაგან წერილობითი ინფორმირებული თანხმობის მოპოვებას.
ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პაციენტის ჯანრთელობის მდგომარეობის
შესახებ ინფორმაცია ჯერ არავის მოუთხოვია, მათ შორის არც ადვოკატს და არც
ოჯახის წევრებს. შესაბამისად, არც ამონაწერები ან ქსეროასლები გაცემულა
რომელიმე პირის ან უწყების მიმართ. გათავისუფლების შემდეგ ამონაწერი
670
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
სამედიცინო ბარათიდან სავალდებულო წესით არ გაიცემა. სამედიცინო
დოკუმენტაცია იდება პატიმრის პირად საქმეში და ინახება მასთან ერთად არქივში.
პატიმრები თავად არ ითხოვენ სამედიცინო დოკუემტაციის ასლებს ან ამონაწერებს.
ექიმის
განმარტებით,სამედიცინო
პერსონალი
არ
ახორციელებს
ციხის
ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მონიტორინგს. ამ საკითხით დაკავებულნი არიან
სარეჟიმი სამსახურის წარმომადგენლები. 2008 წლის განმავლობაში დაწესებულებაში
მომრავლდნენ მღრღნელები (ვირთხები). „ექიმის ინციატივით მათ წინააღმდეგ
საბრძოლველად მოიყვანეს სანეპიდსადგური, დაწამლეს ყველაფერი და ამას ექიმი
ხელმძღვანელობდა“. აღნიშნული სამსახური დაწესებულებაში დადის 3-6 თვეში
ერთხელ, ზაფხულში უფრო ხშირად. საჭიროების შემთხვევაში ურეკავენ და მოჰყავთ.
სანიტარული სამსახური ამუშავებს პატიმრების საცხოვრებელ ადგილებს, საერთო
მოხმარების ტუალეტებს, აბანოს, სამედიცინო ნაწილს და სასადილოს.
მორიგე ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ექიმი საკვებს ყოველი დარიგების
წინ არ ამოწმებს. მოქმედებს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია ექიმის,
სოციალური სამსახურის და უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობით,
რომლებიც თვეში ორჯერ, გაუფრთხოლებლად ამოწმებენ საკვებს, აფასებენ მის
ხარისხს. აღნიშნულ დაწესებულებაში 2008 წლის განმავლობაში საკვების წუნდება არ
ყოფილა. საკვების ხარისხის შესახებ კომისია ინფორმაციას სიტყვიერად აწვდის
დაწესებულების დირექტორს.
დაწესებულებაში პატიმართა შესაძლო დაზიანებები დაფიქსირდება პაციენტის
სამედიცინო დოკუმენტაციაში, თუმცა, 2008 წლის განმავლობაში დაზიენებები არ
დაფიქსირებულა. აღნიშნულის გამო დაზიანების ჟურნალიც არ არსებობს. რაც
შეეხება პატიმრის კომენტარის დაფიასირებას დაზიანების არსებობისას ექიმს უჭირს
პასუხი, ვინაიდან დაზიანების ფაქტები არ დაფიქსირებულა. ექიმის მიერ
სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება არ ხდება.
2008 წლის განმავლობაში დაწესებულებაში არ დაფიქსირებულა სუიციდის ან
სუიციდის მცდელობის არც ერთი ფაქტი. იგივე შეიძლება ითქვას თვით ან
ურთიერთდაზიანების შემთხვევებზეც.
ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაწესებულებაში იმყოფება აივ/შიდსით
დაავადებული 2 პაციენტი. ტუბერკულოზის დადგენილი დიაგნოზით მათ პაციენტი
არ ჰყავთ. არიან მხოლოდ საეჭვო პაციენტები. ვირუსული ჰეპატიტები
დაწესებულებისათვის საკმაოდ დიდი პრობლემაა. ექიმის აზრით მსჯავრდებულთა
20-30% ინფიცირებულია ჰეპატიტის ვირუსით. სამედიცინო ჩვენების გამო
პაციენტთა იზოლირება არ ხდება.
დაწესებულებაში
არ
მიმდინარეობს
პროფილაქტიკური პროგრამები.
რაიმე
სოციალურ-თერაპიული
ან
671
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ექიმის ინფორმაციით 2008 წლის განმავლობაში თვითმკვლელობის ფაქტები არ
ყოფილა. ამ წელს დაიღუპა, მხოლოდ 1 პატიმარი, რომელსაც ესროლეს აგვისტოს
თვეში გაქცევის დროს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კი 2008 წლის 14 მარტს იუწყებოდა, რომ
„იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხონის №9
დაწესებულებაში პატიმარი დიმიტრი შ. გარდაიცვალა (დაბადების თარიღი 1964).
ექიმების პირველადი დასკვნით, პატიმრის გარდაცვალების მიზეზი გულის
ინფარქტი გახდა. 14 მარტს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად
გაუარესდა, გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, მაგრამ სამედიცინო
ღონისძიებების მიუხედავად, პატიმარი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, იგივე წყაროს მონაცემებით, აგვისტოს გაქცევის დროს ლოკვიდირებულ
იქნა 2 პატიმარი.
14 აგვისტო, 2008 წელი
ინციდენტი ხონის №9 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში
იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხონის №9 საერთო
და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში პატიმრების მხრიდან ადგილი ჰქონდა
არეულობის ინსპირირებას და გაქცევის მცდელობას. პატიმრებმა მძევლად აიყვანეს
დაწესებულების თანამშრომლები, ძალადობით გამოიყვანეს დაწესებულების
ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე და ფიზიკურ
შეურაცხყოფა მიაყენეს.
დაწესებულებიდან გასასვლელი შიდა კარის გარღვევის მცდელობის შედეგად
გაქცევა მოახერხა 150 პატიმარმა, მათგან დაკავებულია 50 პატიმარი. დაცვის
განყოფილების გუშაგები იძულებული იყვნენ გამოეყენებინათ ცეცხლსასროლი
იარაღი, რომლის შედეგად გარდაიცვალა ერთი, ხოლო დაიჭრა 4 მსჯავრდებული.
18 აგვისტო, 2008 წელი
დაკავებულია ინციდენტის შედეგად გაქცეული 75 პატიმარი
იუსტიციის სამინსიტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხონის №9 საერთო
და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტის შედეგად გაქცეული
პატიმრებიდან დღეისათვის 75 მსჯავრდებულია დაკავებული, მათგან 15 საკუთარი
ნებით ჩაბარდა სამართალდამცავ სტრუქტურებს. ნაპოვნია მასობრივი გაქცევისას
დაღუპული მეორე პატიმრის გვამიც.
ამგვარად ხონის №9 დაწესებულებაში 2008 წლის განმავლობაში გარდაცვლილია 3
პატიმარი.
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გადმოგზავნილ გარდაცვლილ
პატიმართა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზებს შორის არ მოიპოვება ხონის №9
დაწესებულებაში გარდაცვლილი დიმიტრი შ. -ს საექსპერტო დასკვნა, თუმცა,
აღნიშნული პატიმრის გარდაცვალება ასევე დასტურდება სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის მიერ გადმოგზავნილ გარდაცვლილ პატიმართა სიით.
672
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
როგორც უკვე აღინიშნა დაწესებულებაში არ არის ფსიქიატრი და პატიმრებს არ
მიეწოდებათ
ადეკვატური
ფსიქიატრიული
დახმარება.
ეს
უკანასკნელი
შემოიფარგლებოდა იშვიათად ფსიქიატრის დაწესებულებაში ვიზიტით. არსებული
პრობლემის გამო დაწესებულებაში არ არსებობს რაიმე სტატისტიკური მონაცემები
ფსიქიკურად დაავადებულ პატიმართა შესახებ. ექიმის ინფორმაციით, პირებს,
რომლებსაც გამოუვლინდებათ ფსიქიკური სფეროს მხროვ პრობლემები გადაყავთ
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში.
მორიგე ექიმის ინფორმაციით დაწესებულებაში ჰუავთ წამალდამოკიდებული
პირები. მიუხედავად ამისა მათ ნარკოლოგის კონსულტაცია არასდროს ჩატარებიათ.
გარედან
კონსულტანტის
მოწვევა
არ
მომხდარა.
წამალდამოკიდებული
პირებისათვის რაიმე სოციალური თერაპიის ან სარეაბილიტაციო პროგრამა არ
არსებობს. წამალდამოკიდებულ პირებს დაწესებულებაში რაიმე ექსცესი არ
მოუწყვიათ.
დაწესებულებაში იმ მედიკამენტების ნუსხას, რომელიც აფთიაქში თავსდება ადგენს
მთავარი ექიმი. მორიგე ექიმის ინფორმაციით 2009 წელს, 2008 წელთან შედარებით
მედიკამენტებით
მომარაგება
მკვეთრადაა
გაუმჯობესებული.
აფთიაქიდან
მედიკამენტების გაცემა ხდება ხარჯვის ჟურნალში გატარებით. დაწესებულებას
თავისი ფარმაცევტი არ ჰყავს, რის გამოც მისი საქმის შესრულება ექიმებს უწევთ.
პატიმრებს ეკრძალებათ ხელზე ჰქონდეთ ნებისმიერი ამპულირებული ფორმის
პრეპარატი. ასევე ძლიერმოქმედი და ფსიქოტრიპული საშუალება. ტაბლეტირებული
ფორმებიდან ნებადართულიამხოლოდ ტკივილგამაყუჩებელი, სპახმოლიტიკები,
ჰეპატოპროტექტორები და ანტიბიოტიკები.
გადამდები დაავადების მქონე პაციენტებიდან მორიგე ექიმი ასახელებს მხოლოდ
ტუბერკულოზის საეჭვო დიაგნოზის მქონე დაავადებებს და 2 აივ ინფიცირებულ
პაციენტს.
ტუბერკულოზის
დიაგნოსტიკისათვის
ნახველების
წაღება
ლაბორატორული კვლევისათვის ხდება 10 დღეში ერთხელ. ამ დროს რაიმე
რაოდენობრივი შეზღუდვა არ არსებობს. საეჭვო შემთხვევებში პაციენტებს უღებენ
ნახველს
და
დიაგნოზის
დადასტურების
შემთხვევაში
კი
გადაჰყავთ
ტუბერკულოზით დაავადებულ სმჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო
დაწესებულებაში.
ექიმის განმარტებით, პატიმრები რომელთათვისაც შეუთავსებელია ხანგრძლივი
პატიმრობა არ ჰყავთ. დაწესებულებაში იმყოფება 2 პაციენტი ამპუტირებული
კიდურით, რომლებსაც უჭირთ თავის მოვლა და მათთვის სპეციალრი მოვლის
პირობების არარსებობის გამო, მათ სხვა პატიმრები ეხმარებიან.
მორიგე ექიმის განმარტებით,დაწესებულებაში დიაბეტით დაავადებული პაციენტი
არ ჰყავთ. შესაბამისად არც შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ საჭირო
მედიკამენტები შემოაქვთ.
673
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ეპილეფსიით დაავადებულია 1 პატიმარი. მას მიცემული აქვს დანიშნულება და
ყოველდღიურად გააქვს წამლების დღიური დოზა. მეორე ეპილეფსიით
დაავადებული პაციენტი 2 კვირის წინ გადაიყვანეს მსჯავრდებულთა და პატიმართა
სამკურნალო დაწესებულებაში.
ბრონქული
ასთმით
დაავადებული
განმარტებით,არ არის დაფიქსირებული.
პაციენტი
დაწესებულებაში
ექიმის
სამედიცინო ჩვენების გამო სხვასდასხვა ტიპის სამკურნალო კვება დანიშნული აქვს
20-25 პაციენტს. კვება ყველა შემთხვევაში დანიშნულია ექიმის მიერ. დიეტური კვება
კი ამ შემთხვევაში გულისხმობს მაგალითად იმას, რომ - „...სანამ შეიკმაზება ბორში
და სანამ ზეთს და მარილს დაასხავენ მანამ იღებენ და მიაქვთ პაციენტისათვის. ამით
ყველა კმაყოფილია...“
რაც შეეხება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 24 ივნისის №486
ბრძანებით დამტკიცებულ სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმებს, დაწესებულებაში
აწარმოებენ შემდეგს:
-
სამედიცინო ბარათი (ფორმა№1);
-
ამბულატორულ მიღებაზე მომსახურებულ პატიმართა აღრიცხვის ჟურნალი
(ფორმა№3)
-
სტაციონარული ავადმყოფების აღრიცხვის ჟურნალი (ფორმა№4);
-
ჩატარებული
(ფორმა№11);
-
დაწესებულებაში გამოვლენილ ინფექციურ დაავადებათა აღრიცხვის ჟურნალი
(ფორმა 13);
-
ფორმა №21, ფორმა№22 და ფორმა№23 - შესაბამისად იწარმოება კვების
ბლოკში და იევე ინახება.
სამედიცინო
კონსულტაციების
აღრიცხვის
ჟურნალი
მორიგე ექიმი აღნიშნავს, რომ პაციენტთა გადაყვანის შემთხვევაში
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში ყოველთვის
ატანენ ამბულატორულ ბარათს, თუმცა, უკან დაბრუნებულ პატიმრებს ხშირად
აღნიშნული ბარათი არ მოჰყვებათ, რომელიც სავარაუდოდ იკარგება.
მონიტორინგის დროს დავინტერესდით პატიმართა დისციპლინური დასჯის
პროცედურითა და ამ პრიცესში ექიმის მონაწილეობით. ამ მიზნით,
დაწესებულების სპეც ნაწილში გადავხედეთ იმ პატიმართა პირად საქმეებს,
რომლებსა დისციპლინური პასიხისმგებლობის სახით შეუფარდეს რამდენიმე
დღით კარცერში მოთავსება. დადგენილებას კარცერში ჩასმის შესახებ ასევე ხელს
აწერს ექიმი. მორიგე ექიმის განმარტებით,ე ქიმის ხელმოწერა აუცილებელია
იმისათვის რომ გაირკვეს, „...გაძლებს თუ არა პატიმარი კარცერში და
შესაძლებელია თუ არა მისი მოთავსება კარცერში...“. აღნიშნული დადგენილება
ეკრობა პირად საქმეში. გარდა ამისა წარმოგვიდგინეს სპეციალური სამედიცინო
ცნობის ფორმა, რომლის მიხედვითაც სტანდარტულ ტექსტს აქვს შემდეგი სახე:
674
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
მსჯავრდებული ----- არის ფიზიკურად ჯანმრთელი, შრომისუნარიანი და
შეიძლება კარცერში მოთავსება. ცნობის ხელმომწერი ერთადერთი პირი არის
დაწესებულების ექიმი.
დასკვნები:
1. სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა:
მონიტორინგისათვის შედეგად მიღებული მონაცემების შედეგად, საქართველოს
პენიტენციური
სისტემის
დაწესებულებებში
სამედიცნო
მომსახურებაზე
ხელმისაწვდომობა მსჯავრდებულთათვის, რაც გულისხმობს ძირითადად ექიმთან
შეუზღუდავი კონტაქტის უფლებას, არ არის სათანადოდ უზრუნველყოფილი.
სამედიცინო ნაწილი პატიმრებს უნდა უწევდეს, როგორც ამბულატორულ, ისე
სტაციონარულ მომსახურებას. დაწესებულებათა ნაწილში სტაციონარული
სამედიცინო დახმარების კომპონენტი საერთოდ არ არსებობს (N1 საერთო და მკაცრი
რეჟიმის სასჯელაღს-რულების დაწესებულება (ქ. რუსთავი), არასრულწლოვანთა
აღმზრდელობითი დაწესებულება (თბილისი), N7 საპყრობილე (თბილისი),
საპყრობილე (თბილისი), დროებით – N2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის
დაწესებულება (ქუთაისი). დაწესებულებათა ნაწილში კი ინფრასტრუქტურის,
ადამიანური
რესურსებისა
და
მიწოდებული
მომსახურების
სახეობების
გათვალისწინებით სტაციონარის არსებობა ფორმალურ ხასიათს ატარბს (N4
საპყრობილე (ქ. ზუგდიდი), N7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის
დაწესებულება (მცხეთის მუნიციპალიტეტი), N9 საერთო და მკაცრი რეჟიმის
დაწესებულება (ხონის მუნიციპალიტეტი)).
რაც შეეხება ამბულატორული მომსახურების კომპონენტს, ამ მიმართულებით
სიტუაცია განსხვავებულუია საპყრობილეთა მიხედვით. ზოგიერთ დაწესებულებაში
პატიმრები აღნიშნავენ, რომ ექიმს საერთოდ არ მოუნახულებია არც დაწესებულებაში
შესვლისას და არც მის შემდგომ (განსაკუთრებით იმ პატიმრებისა, რომლებიც
იმყოფებიან ციხის საცხოვრებელ ნაწილში), ხოლო ზოგ დაწესებულებაში (ქალთა და
არასრულწლოვანთა N5 დაწესებულება) ექიმი მაქსიმალურად სრულყოფილად
ახორციელებს პაციენტთა მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო
ინტერვენციას.
სამედიცინო
ნაწილების
დათვალიერებამ
გამოავლინა
დაწესებულებათა
უმრავლესობაში სავალალო მდგომარეობა. დაწესებულების ნაწილში კი სამედიცინო
ნაწილი ახლად გახსნილია (გეგუთის N8 დაწესებულება). საერთო რეჟიმის
დაწესებულებებში
ძირითადად
პატიმრებს
ხელი
მიუწვდებათ
ექიმის
მომსახურებაზე თუ ასეთი სერვისი საერთოდ არსებობს. ზოგიერთ დაწესებულებაში
შევხვდით შემთხვევებს, როდესაც პატიმრის მიერ ექიმის მოთხოვნის საბაბი გახდა ამ
უკანასკნელთა დისციპლინური დასჯის საბაბი.
რაც შეეხება პატიმართა შესაძლებლობას, ისარგებლონ ექიმის კონსულტაციით ან
სამედიცინო პერსონალის მომსახურებით დღე – ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, ამ
მხრივაც სიტუაცია არაერთგვაროვანია. საპყრობილეთა ნაწილს საერთოდ არ ჰყავს
675
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ღამის მორიგე მედ–პერსონალი, ხოლო ზოგიერთში ამ ფუნქცუას ასრულებს
საშუალო
სამედიცინო
პერსონალი.
აღნიშნული
პრობლემა
ძირითადად
განპირობებულია პენიტენციურ ჯანდაცვაში ადამიანური რესურსების ნაკლებობით
და საპყრობილეთა გადატვირთულობით.
თუ
გავითვალისწინებთ
ასევე
სამედიცინო
პერსონალის
გეოგრაფიულ
გადანაწილებას ქვეყნის ტერიტორიაზე, აღინიშნება ადამიანური რესურსების
არათანაბარი გადანაწილება. ანუ აღმოსავლეთის რეგიონის დაწესებულებები უფრო
გაჯერებულია სამედიცინო პერსონალით, ვიდრე დასავლეთის. აღნიშნული თავის
მხრივ ქმნის ჯანდაცვის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის უთანასწორობას.
რაც შეეხება მომსახურების მიწოდებას ცალკეული სპეციალობების მიხედვით, ამ
მხრივაც არასახარბიელო მდგომარეობაა. მაგალითად, მსჯავრდებულთა და
აპტიმართა სამკურნალო დაწესებულების გარდა, არც ერთ ციხეში არ არის
გამოყოფილი ფსიქიატრის შტატი. ქალთა და არასრულწლოვანთა დაწესებულებებში
ამ ვაკუუმს გარკვეულწლიად ავსებს არასამთავრობო პროფესიული ორგანიზაციის
მიერ მივლენილი ექიმი ფსიქიატრები. თუ გავითვალისწინებთ პატიმართა
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს, ამ მდგომარეობამ უკვე მოიტანა უდიდესი
ნეგატიური შედეგები.
რაც შეეხება სტომატოლოგიურ მომსახურებას, 3 დაწესებულების გარდა არც ერთს არ
ჰყავს სტომატოლოგი ძირითად შტატში. მომსახურების ეს სახე თითქმის მთლიანად
გადასულია კონსულტანტებზე. გარდა ამისა საპყრობილეთა უმრავლესობაში
სტომატოლოგიური დახმარების ერთადერთი სახეა კბილის ექსტრაქცია.
ტკივილისაგან შეწუხებული პაციენტები თანხმობას აცხადებენ კბილის ამოღბაზე,
რის გამოც პატიმართა დიდ ნაწილს უკვე აღარ დარჩა კბილების საჭირო რაოდენობა
ადეკვატური დიგესტიური მოქმედებისათვის. მსგავის მიდგომა პროპორციულად
ზრდის გასტროენრერული პათოლოგიის განვითარების რისკს. გარდა ამისა ამგვარი
ე.წ. არაადეკვატური „მკურნალობის“ განხორციელება ცალსახად უნდა ჩაითვალოს
არაჰუმანურ მოპყრობად!
დაწესებულებათა უმრავლესობაში არის ექიმი თერაპევტი, თუმცა, რამდენიმეში
თერაპიული სერვისი არ არსებობს. ნარკოლოგიური დახმარება პრაქტიკულად
მიუწვდომელია პატიმართა უმრავლესობისათვის (გარდა მსჯავრდებულთა და
აპტიმართა სამკურნალო დაწესებულებისა და თბილისის N8 საპყრობილის
პატიმართა მცირე ჯგუფისა, რომლებიც მეტადონის პროექტში არიან ჩართულნი).
ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის დარღვევად უნდა ჩაითვალოს ასევე პატიმართა
სამკურნალო დაწესებლებებში გადაყვანის ვადები. აღწერილი სურათიდან ნათელია,
რომ
პატიმართა
გადაყვანა
სამკურნალო
დაწესებულებაში,
ძირითადად
ხორციელდება დაავადების ბოლო სტადიამდე მიყვანის შემდეგ. ხშირ შემთხვევებში
ქრონიკული
დაავადებით
სიკვდილის
ფაქტები
საპყრობილეებშივეა
დაფიქსირებული.
676
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
რაც შეეხება სამედიცინო ნაწილს მიერ სპეციალისტების გარედან მოწვევას, ამ მხრივ
შეასძლებლობა 2008 წლის განმავლობაში არსებობდა, თუმცა, მოწვეულ
სპეციალისტთა რაოდენობა არ იყო პროპორციული პაციენტთა რაოდენობისა.
საპყრობილეთა და სასჯელაღსრულების დაწესებულებათა მთავარი ექიმების
განმარტებით, ყველა პატიმარი მოწმდება ციხეში შესვლისთანავე. ამ ინფორმაციას
შემთხვევათა 40%–ში არ ადასტურებენ პატიმრები, ან განმარტავენ, რომ ე.წ.
სამედიცინო შემოწმებას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა. განმეორებითი
შემოწმების ჩატარების ფაქტს (წელიწადში ერთხელ მაინც) არ ადასტურებს არც ერთი
მთავარი ექიმი.
რაც შეეხება დაწესებულებაში არსებულ რაიმე საინფორმაციო ბუკლეტებს ან
საშულებებს, რომელიც პატიმარს შემოსვლისთანავე გააცნობს სამედიცინო
მომსახურების შესაძლებლობებს და ჰიგიენურ ნორმებს, ასეთი არ არსებობს, თუმცა,
ზოგიერთი საპყრობილე (ბათუმის N3 საპყრობილე) აქტიურად იყენებს სხვადასხვა
დაავადებებთან დაკავშირებით გამოცემულ ბუკლეტებს, რომელიც პატიმარს,
მისთვის გასაგები ენით აწვდის დაავადებათა განსაკუთრებული კატეგორიების
შესახებ სრულ ინფორმაციას.
სასჯელაღსრულების
დაწესებულებათა
სამედიცინო
სისტემას
აფინანსებს
სასჯელაღსრულების დეპარტამენტი. ჯანდაცვის დამატებით მომსახურებათა
საფასურს, ზოგიერთ შემთხვევაში უზრუნველყოფს: წითელი ჯვრის საერთაშორისო
კომიტეტი, ასოციაცია „თანადგომა“ და ცენტრი „ემპათია“.
2. სამედიცინო მომსახურების ეკვივალენტობა და ადეკვატურობა
მონიტორინგის შედეგების მიხედვით, 2008 წლის განმავლობაში საპყრობილეთა
უმრავლესობას არ აქვს დადებული ხელშეკრულება ქალაქის სამედიცინო
დაწესებულებებთან. ასეთი ხელშეკრულებების დადება არსებობის შემთხვევაში
წარმოადგენს არა უშუალოდ დაწესებულებების, არამედ სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის პრეროგატივას. ქალაქის სამედიცინო დაწესებულებათა სერვისებით
აქტიურად სარგებლობდნენ ქალთა და არასრულწლოვანთა N5 დაწესებულება,
ბათუმის N3 საპყრობილე და ქუთაისის N2 საპყრობილე. სხვა შემთხვევებში
პაციენტთა
გადაყვანა
ერთეული
შემთხვევების
გარდა
არ
ხდებოდა.
გასათალისწინებელია ასევე მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო
დაწესებულების ურთიერთობები ქალაქის დიაგნოსტიკურ სიმძლავრეებთან.
საქართველოს კანონის „პატიმრობის შესახებ“ მიხედვით – „სასჯელაღსრულების
დაწესებულების სამედიცინო სამსახურის მატერიალურტექნიკური ბაზა და
სამედიცინო პერსონალის
კვალიფიკაციის დონე არ უნდა იყოს ჯანმრთელობის
დაცვის საერთო სისტემის დონეზე ნაკლები“. მონიტორინგმა გამოავლინა კანონის ამ
მოთხოვნასთან მკვეთრი შეუსაბამობა, რაც არაეკვივალენტურ სამედიცინო
მომსახურებას განაპირობებს. სამედიცინო მომსახურების არაეკვივალენტობის ერთ–
ერთი ძირითადი მიზეზია პენიტენციური ჯანდაცვის სალითხებისადმი
კომპეტენტურ უწყებათა და პირთა განსხვავებული მიდგომა, რაც აშკარა
დისკრიმინაციულ და უფლების დარღვევის ფაქტად უნდა ჩაითვალოს.
677
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ამ მოსაზრებას ამყარებს თუნდაც ის გარემოება, რომ სასჯელაღსრულების
დაწესებულებათა სამედიცინო სამსახურები არ არიან ლიცენზირებულნი.
ლიცენზირების
არსი
კი
პაციენტის
არაკვალიფიციური
სამედიცინო
მომსახურებისაგან დაცვაში მდგომარეობს. შესაბამისად, პენიტენციური ჯანდაცვის
სუბიექტებს არ წაეყენებათ რაიმე სალიცენზიო მოთხოვნები და ისინი არც
ანგარიშვალდებულნი არიან ამ უკანასკნელთა შესრულებაზე. სამედიცინო
საქმიანობის
საახელმწიფო
რეგულირების
სააგენტო
კი
არ
აწარმოებს
დაწესებულებათა გეგმიურ შემოწმებას და რეაგირებას ახდენს მხოლოდ საჩივრებზე;
აღსანიშნავია, რომ თუნდაც ამ საჩივრებზე რეაგირების დროს მხედველობაში არ
იღებს რეალურად შექმნილ სიტუაციას და დუმს!
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურება ხშირად
არაადეკვატურია. ამ მხრივ პირველ რიგში უნდა აღინიშნოს უკანონო საექიმო
საქმიანობის ფაქტები, როდესაც მაგალითად თერაპევტი მკურნალობს ნერვულ
დაავადებებს, ნევროლოგი მკურნალობს ფსიქიკურ დაავადებებს, ქირურგი
მკურნალობს კანის დაავადებებს და ასე შემდეგ.
ჩატარებული მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, თამამად შეიძლება
თქვას, რომ საქართველოს პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში (გარდა მპსს)
ფსიქიატრიული დახმარება პაციენტებს თითქმის არ მიეწოდებათ, ეს იმ ფონზე,
როდესაც ფსიქიკურ აშლილობათა სპექტრი საკმაოდ მრავალრიცხოვანი და ფართეა.
სამედიცინო ნაწილების აღჭურვილობა ყველა შემთხვევაში მწირია. არსად არ
არსებობს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საშუალება სუნთქვის
გაჩერების, გულის გაჩერების და სხვა გადაუდებელ შემთხვევებში. ექიმის
აღჭურვილობის ერთადერთ ატრიბუტიკად უმრავლეს შემთხვევაში არის
ფონენდოსკოპი, თერმომეტრი და წნევის საზომი აპარატი. ამ მხრივ პენიტენციური
სამედიცინო ნაწილები აბსოლუტურად არ შეესაბამება სამედიცინო დაწესებულების
ზოგად სტანდარტებს; საბოლოო ჯამში კი ციხეებში არსებული სამედიცინო
დახმარება არ შეესაბამება ზოგადად ქვეყანაში არსებულ მომსახურებათა დონეს.
რაც
შეეხება
პაციენტთა
გადაყვანის
შემთხვევები
ციხის
სამკურნალო
დაწესებულებაში, ამ მხრივ აქტივობები ხორციელდება, თუმცა, გადაყვანათა
გარკვეულ ნაწილში შემთხვევები დაგვიანებულია.
პაციენტთა გადაყვანის შემთხვევები სხვა სამოქალაქო სტაციონარებში თითქმის არ
ხორციელდებოდა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ქალთა დაწესებულებებს, ასევე
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებიდან გეოგრაფიულად
დაშორებულ დაწესებულებებს.
უპირატესად გამოვლენილი დაავადებების სპექტრში
აფიქსირებს ტუბერკულოზს და ვირუსულ ჰეპატიტებს;
ექიმთა
უმრავლეოსბა
678
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ციხის სამედიცინო პერსონალის მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს გავლილი რაიმე
ტრენინგი ციხეებში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ერთეული
შემთხვევები). ამასთან, 2008 წლის განმავლობაში ერთეული შემთხვევების გარდა
ექიმები არ მონაწილეობდნენ უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და უწყევტი
პროფესიული განვითარების პროგრამებში.
პატიმართა აბსოლუტური უმრავლესობის შემთხვევაში, მათ მიერ არჩეული ექიმის
მომსახურების უზრუნველყოფა ხელმიუწვდომელია, რითაც უხეშად ირღვევა
საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო ნორმებით აღიარებული
უფლება, რომლის მიხედვითაც პაციენტს (მათ შორის მსჯავრდებულს და პატიმარს)
უფლება აქვს აირჩიოს მკურნალი.
3. პაციენტის თანხმობა და კონფიდენციურობა
აღნიშნული სფერო უპირველეს ყოვლისა გულისხმობს, პაციენტის ან გამოსაკვლევი
პირის ინფორმირებულ თანხმობას ნებისმიერ სამედიცინო მანიპულაციაზე; ასევე
კონფიდენციურობის,
საექიმო
საიდუმლოსა
და
პირადი
ცხოვრების
ხელშეუხებლობის სრულ დაცვას.
მონიტორინგის ჩატარებისას გამოკვეთა, რომ პაციენტთა გამოკვლევას და
სამედიცინო შემოწმებასსასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის დროს
უმრავლეს შემთხვევაში ესწრება არასამედიცინო პერსონალი, რომლებიც
იმყოფებოდნე ხილვადობის და ხშირად სმენადობის არეში;
პაციენტთა დიდ ნაწილს არ მიეწოდა სათანადო ინფორმაცია გამოკვლევისა და
მოსალოდნელი შედეგები შესახებ;
საექიმო საიდუმლოს და მასთან მიმართებაში კონფიდენციალობის პრინციპის
დაცულობა არ არის უზრუნველყოფილი
პაციენტები ხშირად არ არიან ინფორმირებული თავისი მდგომარეობის შესახებ და
იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც მათ უტარდება;
პაციენტებს მხოლოდ ნაწილობრივ აქვთ საშუალება გაეცნონ თავის სამედიცინო
ბარათებს და გააკეთონ კომენტარები; ისინი ინფორმირებულნი არ არიან
მკურნალობის ან გამოკვლევის ალტერნატიული გზების შესახებ (იშვიათი
შემთხვევების გარდა);
მოშიმშილე პატიმრების შემთხვევაში, ჩვენს მიერ შესწავლილ შემთხვევათა
უმეტესობაში დაცულია კანონით მოთხოვნილი პრინციპები და სამედიცინო ეთიკის
ნორმები; მოშიმშლეებს მიეწოდათ ინფორმაცია შიმშილობის მოსალოდნელი
შედეგების შესახებ, ასვე იწარმოება სატანადო დოკუმენტები; მოშიმშილეებს არ
უტარდებათ რაიმე გამოკვლევა ან რაიმე სამედიცინო მანიპულაცია (მგ., ხელოვნური
კვება)
679
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
რაც შეეხება სამედიცინო ჩანაწერებს, ამ მხრივ სიტუაცია საგანგაშოა.
დაწესებულებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში არ არსებობს სამედიცინო
ჩანაწერები თვითოეული პატიმრის შესახებ; პატიმრის კომენტარებს არასდროს არ
აფიქსირებენ, რის უფლებასაც აძლევთ საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების
შესახებ“;
სასჯელაღსრულების სისტემაში სარგებლობენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის
2002 წლის 24 ივნისის №486 ბრძანებით – „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებებისა და
სამედიცინო ნაწილების დოკუმენტაციის დროებითი ფორმების დამტკიცების
შესახებ“ – ბრძანებით ნებადართული სამედიცინო დოკუმენტაციით, რაც არ
შეესაბამება ქვეყნის ჯანდაცვის სფეროში მოქმედ სამედიცინო დიკუმენტაციის
ფორმებს, რომელიც საქართველოს კანონების „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საფუძველზე დამტკიცებულია საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ.
არსებული საემდიცინო ფომრები არაადეკვატურია და შეუსაბამოა სამედიცინო
მომსახურების ყველა ეპიზოდის სრული და ადეკვატური ასახვისათვის, რაც ხშირ
შემთხვევებში დიდ პრობლემას ქმნის. მათი საშუალებით შეუძლებელია
ადეკვატური წარმოდგენის შექმნა გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხზე. ამ
პირობებშიც კი, მთავარი ექიმების უმრავლესობა არ იცნობს იუსტიციის მინისტრის
ბრძანებას და არ აწარმოებს „სტანდარტულ“ სამედიცინო დოკუმენტაციას, რის გამოც
სამედიცინო მომსახურება ხდება არაორგანიზებული. ეს კი უპირველეს ყოვილსა
პაციენტის ჯანმრთელობაზე აისახება.
პატიმარს წერილობით თანხმობას ზოგიერთი სამედიცინო
ჩატარებისას ექიმები არასოდეს არ მოიპოვებენ (გარდა მპსდ);
მანიპულაციების
სამედიცინო ღონისძიებების გატარებისას იშვიათად ხერხდება მოცემულ პირობებში
კონფიდენცურობის დაცვა; სამედიცინო ინფორმაცია პატიმრის შესახებ გაიცემა
ადვოკატზე, ოჯახის წევრზე, სახალხო დამცველის აპარატზე, საპყრობილის
სოციალურ ან სხვა სამსახურზე და ა.შ., თმცა ინფორმაციის გაცემისას პაციენტის
თანხმობა ყოველთვის არ არის დაფიქსირებული (კანონმდებლობით დადგენილ
შემთხვევებში; სამედიცინო დოკუმენტაციაში არასდროს არ ფიქსირდება (მათ შორის
მპსდ) იმ პირის ან უწყების ვინაობა, ვინც მიიღო ინფორმაცია პატიმრის
ჯანმრთელობის შესახებ.
სამედიცინო ამონაწერი განთავისუფლების შემდეგ არ გაიცემა. სამედიცინო
დოკუმენტაციის შენახვა წარმოებს ქაოტურად, არაორგანიზებულად და არ
შეესაბამება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვი
მინისტრის ბრძანებით დარეგულირებულ წესებს;
4. პროფილაქტიკური მუშაობა
ძირითადად მოიცავს სამედიცინო მუშაკბის პასუხისმგებლობას არა
მკურნალობაზე, არამედ სოციალურ და პროფილაქტიკურ დახმარებაზეც.
მარტო
680
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
პატიმრებტან გასაუბრების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათი მდგომარეობა ექიმის მიერ
ყოველთვის არ დაფიქსირებულა ციხეში შემოყვანისას, და შემდგომში, ყოველ ახალ
დაწესებულებაში გადაყვანისას ან უკან დაბრუნებისას გაყვანის შემდეგ;
იმ შემთხვევაში თუკი პატიმარს ჰქონდა სხეულის დაზიანება ან განაცხადა
ფსიქიკური ზეგავლენის შესახებ ექიმთან, ეს ინფორმაცია ყოველთვის არ ყოფილა
დაფიქსირებული. პაციენტის განმარტებები ექიმის მიერ შემთხვევათა ნაწილეში
საერთოდ არ ფიქსირდება;
სანიტარიულ – ჰიგიენური მდგომარეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
პატიმარტა აზრით (იშვიათი გამონაკლისების გარდა) არაადეკვატურია და არ
შეესაბამება ადამიანურ ღირსებას:
პატიმრებს სუფთა თეთრეული, საპონი, სარეცხი საშუალებები და სხვა აუცილებელი
ჰიგიენური საშუალებები ძირითად შემთხვევებში მიეწოდებათ. რაც შეეხება
თეთრეულს იგი მხოლოდ დაწესებულებაში შესვლის დროს არის ხელმისაწვდომი;
პატიმრებს აქვთ საშუალება ისარგებლონ დალაქის მომსახურებით, თუმცა, დალაქად
როგორც წესი ისევ პატიმარი მუშაობს;
დაწესებულების ექიმი ან სხვა სამედიცინო პერსონალი ხშირ შემთხვევებში არ
აკონტროლებს სანიტარიულ – ჰიგიენურ მდგომარეობას და არ ახდენს პატიმართა
გამოკითხვას მათ მიერ ჰიგიენური საშუალებებით მომარაგებაზე, ან სხვა
პრობლემების გამოსავლენად;
პატიმრებს თითქმის არ მიეწოდებათ ინფორმაცია გადამდები დაავადებების და
პრევენციული ზომების შესახებ ;
ემოციური დაძაბულობის, დეპრესიის ან თვითმკვლელობისა და თვითდაზიანების
შემთხვევაში პატიმრებს იშვიათად ჰქონიათ საშუალება ესაუბრათ და მიეღოთ
სათანადო გულთბილი დამოკიდებულება და დახმარება როგორც ექიმის ასევე სხვა
პერსონალის მხრიდან.
პატიმართა აბსოლუტური უმრავლესობა არ არის ჩართული რაიმე სოციალური
თერაპიის ან პრევენციის პროგრამებში ;
ექიმების განმარტებით, ისინი არ ახორციელებენ ციხის ეპიდემიოლოგიური
სიტუაციის მონიტორინგს, ვინაიდან მათი ინფორმაციით ეს მათ ფუნქციას აღარ
წარმოადგენს. ამ მხრივ არის გამონაკლისებიც.
ექიმების დიდ ნაწილს არ აქვს ინფორმაცია
სანიტარიულ – ჰიგიენური ნორმების შესახებ;
სახელმწიფოში
დადგენილი
681
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ექიმი ან სხვა სამედიცინო პერსონალი საკვებისა თუ სხვა სანიტარულ – ჰიგიენური
პირობების ინსპექციას ახორციელებს დღეში სამჯერ (გამონაკლისების გარდა),
თუმცა, სამედიცინო პერსონალის მხრიდან საკვების წუნდების ფაქტები (მით უფრო
წერილობით) არ დაფიქსირებულა ოფიციალურად. ეს იმ ფონზე, როდესაც
პატიმრების დიდი უმრავლესობა მიჩნევს, რომ საკვები უვარგისია; აქედან
გამომდინარე ვრწმუნდებით, რომ საკვების ამგვარ შემოწმებას აქვს ფორმალური
ხასიათი.
ექიმების ინფორმაციით ფსიქირდება ყოველგვარი დაზიანების ფიზიკური თუ
ფსიქიაკური, ნიშნები ნებისმიერი ციხეში განხორციელებული ძალადობისას ;
არსებობს თუ არა დაზიანებათა არღიცხვის ჟურნალი ყველა ციხეში არ იწარმოება,
ხოლო ზოგიერთში იგი არასამედიცინო პირთა განკარგულებაშია!
ექიმის მიერ სამედიცინო სატატისტიკური ინფორმაციის აღრიცხვა და მიწოდება
თითქმის არ ხდება
ზოგიერთ
დაწესებულებაში
(არასრულწლოვანთა)ექიმის
მიერ
ტარდება
საინფორმაციო საუბრები ან სწავლება სუიციდის ან თვითდაზიანების ან მსგავის
ქმედებების პრევენციასთან დაკავშირებით. რაც შეეხება თანამშრომლებს, ისინი ამ
სფეროში ვერ ერკვევიან და ხშირად არაადეკვატურ ქცევა ავლენენ.
პატიმართა იზოლირება სამედიცინო ჩვენებების გამო იშვიათად ხდება. ამ მხრივ
აღსანიშნავია სიყვითლის განვითარება, ეჭვი ტუბერკულოზზე ან ინფექციური
გადამდები დაავადების არსებობა;
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არასაკმარისად არსებობს რაიმე სოციალურ
– თერაპიული ან პროფილაქტიკური პროგრამები
5. ჰუმანიტარული თანადგომა
გულისხმობს სპეციალური პრინციპების
თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიმართ.
დაცვას
განსაკუთრებით
მოწყვლად
მონიტორინგის ჩატარების დროს დაზუსტებული მონაცემების მიხედვით სახეზეა
ქალთა განსაკუთრებული ჯანდაცვის საჭიროებების არათანაბარი გადანაწილება
ქვეყნის ტერიტორიაზე. აღნიშნული იმას გულისხმობს, რომ ქალთა და
არასრულწლოვანთა N5 დაწესებულებაში მყოფი ქალები გაცილებით უკეთეს
პირობებში
იმყოფებიან
ვიდრე
ქვეყნის
სხვა
ქალაქებში
განთავსებულ
სასჯელაღსრულებათა დაწესებულებებში მყოფი პატიმარი ქალები.
რაც შეეხება არასრულწლოვან პატიმრებს, არ არის შესწავლილი და გადაჭრილი
მოზარდთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ან ფსიქოლოგიური საკითხები.
დაწესებულებაში შესვლისას მათ არ ნახულობს ექიმი ფსიქიატრმა, ისინი ნაკლებად
არიან ჩართული რაიმე სპეციფიკურ პროგრამებში, განსაკუთრებით ქვეყნის
დასავლეთ რეგიონში განთავსებულ ციხეებში. აქვე უნდა აღინშნოს, რომ დასავლეთ
682
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
რეგიონში
მყოფ
ციხეებში
მოზარდთა
პირობები
მკვეთრად
დაბალია
არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების პირობებთან შედარებით.
არასრულწლოვანთა სამედიცინო მანიპულაციების ან გამოკვლევის დროს არ არის
დაცული ინფორმირებული თანხმობის და ხშირ შემთხვევაში კონფიდენციურობის
საკითხები.
არასრულწლოვანებს, როგორც წესი კარგი ურთიერთობა აქვთ დაწესებულების
ექიმთან: ენდობიან მას და მიმართავენ სამედიცინო პრობლემების მოგვარებისთვის;
სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ორგანიზებული სამედიცინო
სამსახური განსხვავებულია. 2008 წლის განმავლობაში არ არსებობდა პედიატრის,
ფსიქიატრის საშტატო ადგილი, ხოლო მათთვის გაწეული ფსიქოლოგიური
დახმარება არაადეკვატურია. ამ მხრივ უნდა აღინიშნოს ცენტრ „ემპათიის“
მხარდაჭერა, რომელიც ფსიქო–სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის
პროგრამებს ახორციელებს არასრულწლოვანთა იმ დაწესებულებებში, რომლებიც
თბილისშია განთავსებული
ფსიქიკური პრობლემების მქონე პირები დაწესებულებაში შესვლამდე არც ერთ
შემთხვევაში არ მოუნახულებია ფსიქიატრს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ
სპეციალობის ექიმი ციხეებში (გარდა მპსდ) არ არსებობს!
ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრებს არავინ გაესაუბრა იმ პრობლემების
შესახებ, რომელიც მათ აწუხებდა;
დაწესებულებაში ხელმისაწვდომი ყოველთვის არ არის კვალიფიცირებული ექიმი –
ფსიქიატრის კონსულტაცია;
დაწესებულებებში არ არსებობს რაიმე სპეციალური პროგრამები ფსიქიკური
ჯანმრთელობის მხარდასაჭერად, ან რეაბილიტაციის პროგრამები, რომელიც
გულისხმობს სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარების სხვადასხვა ღონიძიებას:
მთავარი ექიმების ინფორმაციით, თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფაქტები,
ან ხშირი კონფლიქტები როგორც პერსონალთან, ასევე ერთმანეთთან ამ
კონტინგენტის მქონე პირებში არ არის ხშირი;
სამედიცინო
პერსონალი
გათვითცნობიერებული
ჯანმრთელობის პრობლემებში;
არ
არის
ფსიქიკური
დაწესებულებათა უმრავლესობაში არ არის ფსიქიკური პრობლემების მქონე
პირთათვის
პალატა
ან
ცალკეული
პროგრამები
მკურნალობისა
და
რეაბილიტაციისათვის:
კონტაქტი გარეთ მდებარე ფსიქიატრიულ სამსახურებთან საერთოდ არ არის
უზრუნველყოფილი;
683
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
წამალდამოკიდებულების მქონე პირები, მთავარი ექიმების უმრავლესობის
განცხადებით, არ ჰყავთ. ამ მხრივ გამონაკლისია ქალთა და არასრულწლოვანთა N5
დაწესებულება, რომელშიც განხორციელებული ვიზიტების დროს რამდენჯერმე
შევხვდით კონსულტანტის სტატუსით მოწვეულ ექიმ ნარკოლოგს.
სასჯელასრულების დაწესებულებათა პირობებში, მხოლოდ თბილისის N8
დაწესებულებაში ამოქმედდა მეტადონის პროგრამა, თუმცა, ეს უიკანასკნელი 2008
წელს არ არსებობდა. შესაბამისად, პატიმრები ვერ იღებდნენ კვალიფიციურ
ნარკოლოგიურ დახმარებას.
დაწესებულებებში (გარდა თბილისის N8 საპყრობილისა) რაიმე სოციალური
თერაპიის ან პრევენციის პროგრამები არ არსებობს. ასევე არ არსებობს დახმარებისა
და რეაბილიტაციის პროგრამები ამგვარი პატიმრებისათვის:
პატიმრებს არ აქვთ საშუალება, განთავისუფლების შემდეგ დახმარებისათვის
მიმართონ გარეთ არსებულ სპეციალიზებულ სამსახურებს:
ნარკოტიკების, ალკოჰოლისა და სხვა წამალდამოკიდებულების მქონე პირთა
მხრიდან ექსცესების მოწყობის ფაქტებს დაწესებულებაში ყველა მთავარი ექიმი
უარყოფს;
რაც შეეხება გადამდები დაავადებებისა და განსაკუთრებით საშიში ინფექციების
მქონე პირებს, ექიმები ამ მხრივ ასახელებენ აივ/შიდსით, ვირუსული ჰეპატიტებითა
და ტუბერკულოზით ინფიცირებულებს. ასეთ პირთა რაოდენობის ზრდას ექიმები
უარყოფენ. მათ სტატისტიკას არ აწარმოებენ. ასეთი დაავადების
გამოვლენის
შემთხვევაში, ექიმთა განმარტებით, პირები გადაჰყავთ მსჯავრდებულთა და
პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში.
დაავადებულთა იზოლირება თითქმის არ ხდება. გამოცდილება ან პრაქტიკა იმის
შესახებ, რომ ამგვარი დაავადებებით დაავადებულთათვის უზრუნველყოფილია
გარედან მოწვეულ სპეციალისტთა კონსულტაციები – არ არსებობს.
პატიმართა მიზანმიმართული შემოწმება აღნიშნული დაავადებებისა თუ სხვა
ვენერიული დაავადებების გამოვლენის მიზნით არ ხდება;
რაც შეეხება პირებს, რომელთათვისაც შეუთავსებელია ხანგრძლივი პატიმრობა
ექიმები გამოყოფენ ავთვისებიანი სიმსივნეების, კიდურის ამპუტაციის მქონე, თავის
ტვინში სისხლის მიმოქცევსი მწვავე მოშლის შედეგად განვითარებული დეფიციტის
მქონე და სხვა ინკურაბელური დაავადებების ფორმებს. მონიტორინგის პრპცესში
მხოლოდ ერთეული შემთხვევეი დაფიქსირდა, როდესაც პატიმარი სარგებლობდა
ინვალიდის ეტლით. სპეციალური მომვლელი ამგვარი პატიმრებისათვის
გათვალისწინებული არ არის. ექიმების აზრით, არც არის აუცილებელი, ვინაიდან
მათ საჭიროებების დროს თანასაკნელები ეხმარებიან.
684
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
ექიმთა ინფორმაციით უკურნებელი სენით დაავადებულთა შემთხვევები ხშირი არ
არის, თუმცა, ამის საწინააღმდეგოდ მეტყველებს პენიტენციური სისტემის
დაწესებულებებში არსებული ლეტალობის სპექტრი.
6. პროფესიული დამოუკიდებლობა და პროფესიული კომპეტენტურობა
გულისხმობს
სამედიცინო
პერსონალის
ძირითად
უფლება–მოვალეობებს
თავისუფლების აღკვეთის ადგილებში; ასევე, მათს კომპეტენტურობასა და
პროფესიულ დამოუკიდებლობას.
პროფესიული დამოუკიდებლობისა და პროფესიული კომპეტენტურობის შესახებ
შთაბეჭდილება შეგვექმნა დაწესებულებაში არსებული სამედიცინო პერსონალისა და
სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ.
დაწესებულებათა სამედიცინო ნაწილებში ცალკე არ არის გამოყოფილი
ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა და პატიმართა პალატები;
ექიმთა უმრავლესობა კმაყოფილია სანიტარიულ–ეპიდემიოლოგიურ სამსახურებთან
ურთიერთობით და ამ უკანასკნელთა მომსახურებით, თუმცა, რეალური სიტუაციის
გათვალისწინებით, ექიმების დიდ ნაწილს წარმოდგენა არ აქვს იმის შესახებ, თუ რა
არის გარემოს ჰიგიენა და რა ღონისძიებებია გასატარებელი ამ მხრივ.
სამედიცინო დოკუმენტაციის დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ჩანაწერები ხშირად
არ ასახავს ადეკვატურად პაციენტის მდგომარეობას, არ არის დაცული ზოგადად
სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების მოთხოვნილი ნორმები. ექიმების მიერ
დაზიანებათა აღწერა არასრული და არაკვალიფიციურია. არ შეესაბამება ორგანიზმის
ტოპოგრაფიულ–ანატომიურ თავისებურებებს.
ექიმების უმრავლესობა არის კანონით დადგენილი წესით ლიცენზირებული
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი, თუმცა, მათ ხშირად უწევთ
უკანონო საექიმო საქმიანობის წარმოება და ამას სისტემატური ხასიათი აქვს.
ექიმების აბსოლუტური უმრავლესობა არ იცნობს ჯანდაცვის სფეროში მოქმედ
საქართველოს კანონმდებლობას და მით უფრო საერთაშორისო დოკუმენტებს, რის
გამოც ისინი უპირატესობას ანიჭებენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მხრიდან
მიღებულ მითითებებს, მათ შორის კლინიკური გადაწყვეტილების მიღების დროს.
დაწესებულებათა უმრავლესობის ტერიტორიაზე არსებობს აფთიაქი, რომელშიც,
უმრავლეს შემთხვევაში, დასაქმებულია პროვიზორი ან ფარმაცევტი. ხშირ
შემთხვევებში 2008 წლის განმავლობაში არ არსებობდა საჭირო და გადაუდებელი
მედიკამენტებისა თუ სხვა სამედიცინო მასალის მარაგი. ალდაგის მენეჯმენტის
პირობებში არაერთხელ შეიქმნა წყვეტა მედიკამენტების მომარაგების მხრივ.
სამედიცინო პეროსნალი 2008 წელს იყო სადაზღვევო კომპანია სს „ალდაგი ბი სი აი“–
ს დაქვემდებარების ქვეშ, რაც არსებულ პირობებში ინტერესთა კონფლიქტს ქმნიდა,
685
დანართი # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა
თუმცა, აღნიშნულის შესახებ დეტალურადაა საუბარი საქართველოს სახალხო
დამცველის 2008 წლის პირველი ნახევრის საპარლამენტო მოხსენებაში.
მონიტორინგის პროცესში მიღებული შთაბეჭდილებების მიხედვით, აშკარაა, რომ
სამედიცინო პერსონალი სრულად ან ნაწილობრივ მაინც იმყოფება ციხის
დირექტორისა და ადმინისტრაციის გავლენის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი
რისკის ზონაში მუშაობენ და მათ ორმაგი მოვალეობები აქვთ, მნიშვნელოვან
მომენტებში მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ გამომდინარეობს პაციენტთა
ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.
ექიმთა კომპეტენტურობისა და დამოუკიდებლობის საკითხების შესწავლის ერთ–
ერთ კომპონენტად ჩატარდა ორი კატეგორიის პატიმართა მონიტორინგი: – ის, ვინც
არის ამჯჟამად სამედიცინო ნაწილში და ვინც ციხის საცხოვრებელ ნაწილში
იმყოფება. პირველ შემთხვევაში აშკარაა იმის ტენდენცია, რომ პატიმრები ან ძალიან
კრიტიკულნი არიან სამედიცინო პერსონალის მიმართ, ან პირიქით – მათ მიმართ
გამოხატავენ მეტისმეტად კეთილ განწყობილებას, რაც, ზოგიერთი პატიმრის
ინფორმაციით, კონკრეტულ შემთხვევებში მათი სამედიცინო ნაწილში დატოვების
გარანტიაც კი ხდება.
აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ექიმები აქტიურად მონაწილეობენ პატიმართა
დასჯის საქმეში. ამას ექიმთა უმრავლესობა ვერც კი აცნობიერებს. საპყრობილის
ადმინისტრაციის მხრიდან პატიმრის დისციპლინური დასჯისა და კარცერში ჩასმის
დროს ექიმი ხელს აწერს სამედიცინო ცნობას ან ოქმს, რომლის მიხედვითაც იძლევა
პირდაპირ სანქცირებას, რომ „შესაძლებელია პატიმრის დასჯა“. გარდა იმისა, რომ ეს
საექიმო ეთიკის უხეშ დარღვევად განიხილება, იმავდროულად წარმოადგენს
კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, ვინაიდან საქართველოს კანონის „საექიმო
საქმიანობის შესახებ“
54–ე მუხლის შესაბამისად: „დამოუკიდებელი საექიმო
საქმიანობის სუბიექტს ეკრძალება: პირდაპირი ან არაპირდაპირი კავშირი ისეთ
ქმედებებთან, რომლებიც დაკავშირებულია ... სასჯელში მონაწილეობასთან,
თანამონაწილეობასთან, წაქეზებასთან ან
წაქეზების მცდელობასთან, აგრეთვე,
ამგვარ
მოქმედებებზე
დასწრება“;
აღნიშნული
პრაქტიკა
საერთოა
სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებისათვის, ერთეული გამონაკლისების
გარდა. ამ შემთხვევაშიც ექიმებს გავლილი აქვთ შესაბამისი ტრენინგები.
იმის გამო, რომ სამედიცინო პერსონალი არ მოიცავს ფსიქიკური ჯანმრთელობის
სფეროში მომუშავე პირებს, ექიმები საკმაოდ ბევრ შემთხვევებში ადეკვატურად ვერ
აფასებენ აგრავაზიის, სიმულაციის, დეზაგრავაციისა და დისიმულაციის
შემთხვევებს. ცდილობენ რა იყვნენ ამ მომენტებში ფრთხილები, ისინი ხშირად
ექცევიან ციხის დირექტორის გავლენის ქვეშ და მის აზრს იზიარებენ.
686
დანართი # 3 პოლიცია
დანართი #3
პოლიცია
კორტების სპეცოპერაცია
ვინ და როდის მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს
საქართველოს სახალხო დამცველს მიმართეს 2006 წლის 2 მაისს დაახლოებით 09:45
საათზე
თბილისში,
საჩოგბურთო
კორტების
მიმდებარე
ტერიტორიაზე
საქართველოს შსს–ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების
მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი ზურაბ ვაზაგაშვილის
მამამ იური ვაზაგაშვილმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ირმა
ჭკადუამ და მალხაზ ჯანგირაშვილმა. განმცხადებლები ითხოვდნენ სპეცოპერაციის
ჩატარებისა და სისხლის სამართლის საქმეების კანონიერების შესწავლას.
რა მასალები იქნა გამოთხოვილი და შესწავლილი საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატის მიერ
საქართველოს სახალხო დამცველის აპარტის მიერ თბილისის საქალაქო
სასამართლოდან გამოთხოვილ იქნა სისხლის სამართლის #09060094 საქმის
მასალების ასლები ბონდო ფუთურიძისა და ედუარდ სინდოიანის მიმართ.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, პოლიციის მუშაკების მიერ
დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობის
ფაქტზე ჩატარებული წინასწარი გამოძიების მიმდინარეობისა და შეწყვეტის
კანონიერების საკითხის შესწავლის მიზნით არაერთხელ მიმართა საქართველოს
პროკურატურას სისხლის სამართლის #74068175 საქმის მასალების მიწოდების
მოთხოვნით. საქართველოს პროკურატურას აღნიშნული მასალები საქართველოს
სახალხო დამცველის აპარატს მიეწოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ 2009 წლის 12 მარტს.
საქართველოს სახალხო დამცველმა ასევე მიმართა საქართველოს გენერალურ
პროკურატურას მიეწოდებინა ინფორმაცია, სისხლის სამართლის #74068295 საქმეზე
ნივთმტკიცებად ცნობილი ,,BMW-525”-ის მარკის ავტომანქანის სახ. #IOI-823
კანონიერი მესაკუთრისა და მფლობელის ვინაობის შესახებ და თუ როდიდან არის
აღნიშნული ავტომანქანა მის საკუთრებაში/მფლობელობაში. ასევე მიეწოდებინა
ინფორმაცია, მოითხოვა თუ არა აღნიშნული ავტომანქანის კანონიერმა
მესაკუთრემ/მფლობელმა საქართველოს სსსკ-ის 123-ე მუხლის პირველი ნაწილის
თანახმად ავტომანქანის უკან დაბრუნება, დადებით შემთხვევაში, კი ეცნობებინათ
თუ როდის მოითხოვა მან აღნიშნული ავტომანქანის დაბრუნება და დაუბრუნდა თუ
არა მას მისი კუთვნილი/კანონიერ მფლობელობაში მყოფი ავტომანქანა. ხოლო თუ
არ დაბრუნებია, ეცნობებინათ, თუ რა მიზეზით არ უბრუნდებოდა ავტომანქანა
687
დანართი # 3 პოლიცია
კანონიერ მესაკუთრეს/მფლობელს. ასევე ეცნობებინათ, სისხლის სამართლის
#74068295 საქმეზე რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და როდის 2007 წლის 17
აპრილის შემდეგ ,,BMW-525”-ის მარკის ავტომანქანა სახ. #IOI-823 ავტომანქანაზე –
მას შემდეგ, რაც, როგორც ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის
პროკურორ კ.ნიქაცაძის 2007 წლის 20 აპრილის სისხლის სამართლის #74068175
საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებით ირკვევა, 2007
წლის 17 აპრილის დადგენილებით ნივთიერ მტკიცებულებად არის ცნობილი
სისხლის სამართლის #74068295 საქმეზე. საქართველოს სახალხო დამცველს არც
ზემოაღნიშნულ მიმართვაზე მიუღია პასუხი.
საქართველოს სახალხო დამცველმა, ,,სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის მე–18 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დანიშნა ექსპერტიზა
BMW–ს მარკის ავტომანქანაზე სახელმწიფო #IOI–823, რომლის ჩატარებითაც უნდა
დადგენილიყო, თუ რა დაზიანებები აღენიშნებოდა ზღნშნულ ავტომანქანას; რა
საგნის ზემოქმედებით იყო გამოწვეული თითოეული მათგანი; თუ დაზიანებები
გამოწვეული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის ზემოქმედების
შედეგად, რა სახის ცეცხლსასროლი იარაღიდან იყო იგი გასროლილი; რა
ტრაექტორიით მოძრაობდა, რა მანძილიდან და რა სიჩქარით აღნიშნული
დაზიანებების გამომწვევი საგანი; რა იყო აღნიშნული დაზიანებების გამომწვევი
საგნის მოძრაობის მიმართულება და დახრის კუთხე.
საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს შსს–ს ნება დაერთო
ექსპერტებისათვის ჩაეტარებინათ ექსპერტიზა BMW–ს მარკის ავტომანქანაზე
სახელმწიფო #IOI–823, რომელიც ზ.ვაზაგაშვილის მამის ი.ვაზაგაშვილის
განმარტებით მდებარეობდა საქართველოს შსს–ს ადმინისტრაციული შენობის
ავტოსადგომზე. თუმცა საქართველოს სახალხო დამცველს აღნიშნულზე პასუხი არ
მიუღია.
საქართველოს შსს–ს მიერ საქართველოს სახალხო დამცველის ზემოაღნიშნული
მიმართვის რეაგირების გარეშე დატოვების შემდეგ, საქართველოს სახალხო
დამცველმა თხოვნით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარეს, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, განეხილათ
აღნიშნული საკითხი, რათა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ
მოხდეს ექსპერტების დაშვება ექსპერტიზის ობიექტთან. აღნიშნულის შემდეგ,
საქართველოს სახალხო დამცველს საქართველოს შს მინისტრის პირველი
მოადგილის მიერ ეცნობა, რომ საქართველოს შს სამინისტროს მზადაა დახმარება
გაუწიოს საქართველოს სახალხო დამცველს საქართველოს შს სამინისტროს
ადმინისტრაციული შენობის ავტოსადგომზე განთავსებულ ,,BMW“–ს მარკის
ავტომანქანაზე სახელმწიფო #IOI–823 კომპლექსური ექსპერტიზის ჩასატარებლად.
2009 წლის 16 მარტს ექსპერტების მიერ მოხდა შსს–ს ადმინისტარაციული შენობის
ავტოსადგომზე განთავსებული ,,BMW“–ს მარკის ავტომანქანის სახელმწიფო #IOI–
823 დათვალიერება და ექსპერტიზისათვის საჭირო შესაბამისი ინფორმაიციის
მიღება.
688
დანართი # 3 პოლიცია
როდის და რა საუფუძვლით დაიწყო წინასწარი გამოძიება
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის თბილისის საქალაქო
სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ მოწოდებული სისხლის
სამართლის #09060094 საქმის მასალების თანახმად:
2006 წლის 2 მაისს შსს–ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო
წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის #09060094 საქმეზე 2006 წლის 2 მაისს
ა.ხუბულოვის, ზ.ვაზაგაშვილისა და ბ.ფუთურიძის მიერ გამოძიებით ჯერჯერობით
დაუდგენელ პირზე ყაჩაღური თავდასხმის მომზადების ფაქტზე, დანაშაული
გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“
ქვეპუნქტით. გამოძიების დაწყების საფუძველი იყო შსს–ს კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების უფროსის მოადგილის
2006 წლის 2 მაისის პატაკი, რომლის თანახმადაც, ,,მიღებული ოპერატიული
ინფორმაციით ქ.თბილისში ვაკე-საბურთალოს რაიონში მოქმედი დანაშაულებრივი
ჯგუფის წევრებმა ა.ხუბულოვმა, ზ.ვაზაგაშვილმა და ბ.ფუთურიძემ ასევე
ჯერჯერობით დაუდგენელ სხვა პირთან ერთად მოამზადეს ყაჩაღური თავდასხმა
ქ.თბილისში, სავარაუდოდ ისანი-სამგორის რაიონში, ჯერჯერობით დაუდგენელ
პირებზე. მიმდინარე წლის 2 მაისს მითითებული პირები იკრიბებიან საბურთალოს
ქუჩაზე სახანძროს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამავე ინფორმაციით
შესაძლებელია ისინი გადაადგილდნენ მუქი ფერის ,,BMW” მარკის ავტომანქანით.“
2006 წლის 2 მაისს სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ბ.ფუთურიძის მიმართ
სისხლის სამართლის #09060094 საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული
საქრთველოს სსკ-ის 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და 353-ე
მუხლის მე-2 ნაწილით.
შსს–ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა 2006 წლის 2 მაისს
#19/01-0094 მიმართვით შემდგომი რეაგირების მიზნით მიმართა შსს–ს გენერალური
ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს. აღნიშნული მიმართვის
შს
სამინისტროს
კრიმინალური
პოლიციის
თანახმად,
,,საქართველოს
დეპარტამენტის წარმოებაშია სისხლის სამართლის #09060094 საქმე ბ.ფუთურიძისა
და სხვათა მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18-179-ე
მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით. 2006 წლის 02 მაისს ქ.თბილისში მტკვრის
მარჯვენა სანაპიროზე, საჩოგბურთო კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე
დანაშაულებრივი
ჯგუფის
წევრების
ბ.ფუთურიძის,
ა.ხუბულოვისა
და
ზ.ვაზაგაშვილის დაკავებისას ამ უკანასკნელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა
შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევას, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლების
საპასუხო სროლის შედეგად ადგილზევე ლიკვიდირებულ იქნენ ა.ხუბულოვი და
ზ.ვაზაგაშვილი, ხოლო ბ.ფუთურიძე, რომელიც დაიჭრა დაკავებულ იქნა ადგილზე
და სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით გადაყვანილ იქნა #1
კლინიკურ საავადმყოფოში.“
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი
მდებარეობს ქ.თბილისში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე დინამოს საჩოგბურთო
689
დანართი # 3 პოლიცია
კორტების წინ მდებარე ტერიტორიაზე. ორმხრივად მოძრავი საავტომობილო გზა
შუაში გაყოფილია ორღერძულა ხაზით და გზის მიმართულებაა დიღმიდან
ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით და პირიქით. ბარათაშვილის ხიდიდან
დიღმის მიმართულებით გზის სავალი ნაწილის სიგანეა 11 მეტრი, მას მარჯვნიდან
გასდევს ქვეითად მოსიარულეთათვის განკუთვნილი ტროტუარი, სიგანით 2,60
მეტრი, რომელსაც მარჯვენა მხარეს ეკვრის მიწაყრილი. ხსენებულ ტროტუარზე
დამონტაჟებულია #27 განათების ბოძი, რომლიდანაც ბარათაშვილის ხიდის
მიმართულებით 5,30 მეტრში დამონტაჟებულია კიდევ ერთი, რიგით მეორე ბოძი. #27
ელექტო განათების ბოძიდან დიღმის მიმართულებით 38,9 მეტრში, და
ტროტუარიდან გზის სავალ ნაწილზე 8,70 მეტრში მიმოფანტულია 8 ცალი ტყვიის
მასრა. ამავე ელექტრო განათების ბოძის მოპირდაპირედ, ტროტუარიდან 4 მეტრში,
გზის სავალ ნაწილიზე მიმოფანტულია 23 ცალი ტყვიის მასრა. იგივე ელექტრო
განათების ბოძიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით 13,60 მეტრში
ტროტუარზეც და გზის სავალ ნაწილზეც მიმოფანტულია 9 ცალი ტყვიის მასრა. #27
და რიგით მეორე ელექტრო განათების ბოძს შორის გაჩერებულია ავტომანქანა BMW525 მოშავო ფერის სახელმწიფო #IOI-823. წინა მხრით ბარათაშვილის ხიდის
მიმართულებით. აღნიშნული ავტომანქანა იმავე წინა ნაწილით შეჯახებულია რიგით
მეორე ბოძზე. ავტომანქანის უკანა მარჯვენა კუთხესა და #27 ელ.განათების ბოძს
შორის მანძილია 2,70 მეტრი, უკანა მარცხენა კუთხესა და მიწაყრილის ზედა კუთხეს
შორის მანძილი შეადგენს 1,50 მეტრს. ავტომანქანის წინა მარჯვენა კუთხესა და
ტროტუარის კიდეს შორის მანძილია 1,80 მეტრი. ავტომანქანის წინა მხარე
მთლიანად დაზიანებულია ელ.ბოძთან შეჯახების შედეგად. მასზე დაზიანება
განვითარებულია მარცხნიდან მარჯვნივ. ავტომანქანის წინა ორივე და უკანა
მარჯვენა საბურავი არის დაშვებულ და დაზიანებულ მდგომარეობაში. მარჯვენა
მხარეს წინა და უკანა საბურავების დისკებს აღენიშნება სხვადასხვა მცირე ზომის
დაზიანებები. ავტომანქანის წინა მარჯვენა და მარცხენა კარების მინები
დამსხვრეულია. ავტომანქანის წინა საქარე მინა ნახევრად შეფერილია და
დაზიანებულია, ავტომანქანის უკანა მარჯვენა და მარცხენა მინები, ასევე უკანა
საქარე მინაზე მთლიანად გადაკრულია შავი ფერის პოლიეთილენი. აღნიშნული
მინები არის დაზიანებულ მდგომარეობაში (არაა აღწერილი თუ რა სახის
დაზიანებაა). ავტომანქანის უკანა ბამპერი არის დაზიანებულ მდგომერეობაში,
კერძოდ მომძვრალი აქვს შავი პატარა ზომის გამყოლი კანტი. აქვე საბარგულთან,
ტროტუარზე ნანახი იქნა ერთი ცალი ტყვიის გულა, დეფორმირებულ
მდგომარეობაში.
ავტომანქანას უკანა მარჯვენა ფრთაზე აღენიშნება ცხრა ცალი დაზიანება ნახვრეტის
სახით, უკანა მარჯვენა კარებზე და მინაზე აღენიშნება 26 დაზიანება ნახვრეტის
სახით, წინა მარჯვენა კარებზე აღენიშნება 11 დაზიანება ნახვრეტის სახით, იმავე
კარების სარკესა და მის სამაგრზე 4 დაზიანება ნახვრეტის სახით. წინა მარჯვენა
ფრთაზე ოთხი დაზიანება ნახვრეტის სახით და ამავე ფრთის ქვეშ, ე.წ. კარნიზზე,
სამი დაზიანება ნახვრეტის სახით. ავტომანქანის ძრავის სახურავზე აღენიშნება წინა
მარჯვენა ნაწილში ოთხი ცალი დაზიანება ნახვრეტის სახით. ავტომანქანას წინა
საქარე მინაზე აღენიშნბა ხუთი ცალი დაზიანება ნახვრეტის სახით. წინა მარცხენა
კარებზე, კანტის ქვედა კიდესთან აღენიშნება, ისევე როგორც უკანა მარცხენა
კარებზე, თითო დაზიანებები ნახვრეტის სახით. უკანა მარჯვენა ფრთაზე ორი, ამავე
ფრთის ბამპერზე ერთი და ბამპერზე საბარგულის ქვეშ შუა ნაწილში, ისევე როგორც
690
დანართი # 3 პოლიცია
მარჯვენა კუთხეში, თითო დაზიანებები ნახვრეტის სახით. ამავე ბამპერზე, უკანა
მარჯვენა ფრთის ქვეშ აღენიშნება ერთი დაზიანება ნახვრეტის სახით. ავტომანქანის
საბარგულზე, ,,BMW“-ს ემბლემიდან მარცხნივ ერთი, ამავე ემბლემიდან მარჯვნივ ორი და საბარგულის ზედა მხარეს მარჯვენა ნაწილში ერთი დაზიანებები
ნახვრეტების სახით. ანალოგიური დაზიანებებია სანომრე ნიშნის სამაგრის ჩარჩოს
ქვედა მარცხენა ნახევარში ერთი, საბარგულისა და ბამპერის ს... ასევე ერთი
დაზიანება. ავტომანქანის უკანა საქარე მინის მარცხენა ნახევარზე აღენიშნება სამი,
ხოლო მარჯვენა ნახევარზე ერთი ცალი ანალოგიური დაზიანებები, ხოლო
ავტომანქანის ძარის სახურავზე, უკანა მარჯვენა საყრდენთან
და სახურავის
მარჯვენა ნაწილში არენიშნება თითო დაზიანება ნახვრეტის სახით. ავტომანქანის
წინა ნაწილიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, 2,712 მეტრში ტროტუარზე
გდია სახელმწიფო სანომრე ნიშანი IOI-823 ერთი ცალი.
ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძელზე ასვენია დაახლოებით 25 წლის მამაკაცის
გვამი მჯდომარე მდგომარეობაში. გვამი ოდნავ წინა გადახრილია, ორივე ხელის
კიდური მოხრილია მხრის სახსარში. მარცხენა ზედა კიდური მოხრილი აქვს იდაყვის
სახსარში, ხოლი მტევანი უდევს მანქანის სიჩქარეთა გადამცემ კოლოფზე. მარჯვენა
ზედა კიდური ოდნავ მოხრილია იდაყვის სახსარში. მტევანი განლაგებულია
მარცხენა ბარძაყის შიგნით ზედაპირის მიდამოში. ორივე ქვემო კიდური მოხრილია
მენჯ-ბარძაყის და მუხლის სახსარში ორივე მხარეს.
გვამს აღენიშნება შემდეგი დაზიანებები: მარჯვენა დუნდულის და გავის მიდამოში
ორი ჭრილობა, წელის მიდამოში მარჯვნივ სამი ჭრილობა, თხემ-კეფის მიდამოში
მარცხენა მხარეს ერთი ჭრილობა. ცხვირ-ტუჩის მიდამოში ჭრილობა არასწორი
ფორმის. მარჯვენა მხრის უკანა გარეთა ზედაპირზე შუა და ქვემო მესამედის
საზღვარზე მოგრძო ფორმის შემხები ჭრილობა. მარჯვენა წინა მხრის
ზემო
მესამედის უკანა ზედაპირზე მოგრძო ფორმის შემხები ჭრილობა. თეძოს მიდამოში
მარჯვნივ, თეძოს .... ის მიდამოში, მარჯვენა ბარძაყის ზემო მესამედის გარეთა
ზედაპირზე მრავლობითი ჭრილობები სხვადასხვა ფორმის და ზომის.
ავტომანქანის წინა მარცხენა სავარძელზე ასვენია დაახლოებით 22 წლის მამაკცის
გვამი. გვამი ასვენია ნახევრად გაწოლილ მდგომარეობაში. ორივე ზემო კიდური
განლაგებულია ტანის გასწვრივ. ორივე ქვემო კიდური მოხრილია მენჯ-ბარძაყის და
მუხლის სახსრებში.
გვამს აღენიშნება შემდეგი დაზიანებები: თავი დეფორმირებულია დაზიანებების
გამო. თვალის ქუთუთოები დახურულია, პირი ოდნავ ღიაა. მარცხნივ, თხემსაფეთქლის მიდამოში, დიდი ზომის ჭრილობა არასწორი ფორმის, ქალა-სარქველის
ძვლების დეფექტით, საიდანაც ნაწილობრივ ამოვარდნილია თავის ტვინის
ნივთიერება. ქვედა ყბის მიდამოში მარცხნივ ჭრილობა ზედაპირული ხასიათის
არასწორი ფორმის 1X0,3 სანტიმეტრზე. კისრის ქვედა მესამედის წინა გვერდით
ზედაპირზე მარჯვნივ, მოგრძო ფორმის ჭრილობა 4X1 სანტიმეტრზე. გულმკერდის
უკანა გვერდით ზედაპირზე მარცხნივ, უკანა იღლიის ხაზზე ჭრილობა 0,5
სანტიმეტრის დიამეტრით. მარცხენა ბარძაყის შუა და ქვემო მესამედში წინა
ზედაპირზე ექვსი ჭრილობა სხვადასხვა ზომის და ფორმის. მარჯვენა მტევნის და
წინა მხრის ქვემო მესამედის უკანა ზედაპირზე მრავლობითი სხვადასხვა ზომის
691
დანართი # 3 პოლიცია
ჭრილობები. მარჯვენა ბეჭის მიდამოში მოგრძო ფორმის ჭრილობა დაახლოებით
3X1,5 სანტიმეტრი. მარჯვენა მხრის უკანა და წინა ზედაპირზე ქვემო მესამედში ორი
ჭრილობა. ერთი ჭრილობა თხემის მიდამოში მარჯვნივ. ჭრილობა კეფის მიდამოში
მარცხნივ.
ა.ხუბულოვის ფეხებთან, ავტომანქანის წინა მარჯვენა რეზინის საფენიდან
ამოღებული იქნა ,,მაკაროვის“ სისტემის #PM-6426 ცეცხლსასროლი იარაღი ერთი
მჭიდით და 4 ვაზნით. იარაღი მოყვანილი იყო საბრძოლო მდგომარეობაში.
კრიმინალისტების მიერ მოხდა იარაღის განმუხტვა. ავტომანქანის წინა მარცხენა
სავარძელსა და ხელის მუხრუჭს შორის ადგილზე ნანახი და ამოღებულ იქნა ,,ჩზ“-ს
სისტემის #6283-E ცეცხლასასროლი იარაღი განმუხტულ მდგომარეობაში ერთი
მჭიდით. ავტომანქანის წინა მარცხენა სავარძლის საზურგეზე ნანახი იქნა
,,ვალტერის“ სისტემის #192856-P ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით და 7
საბრძოლო ვაზნით. იარაღი მოყვანილი იყო საბრძოლო მდგომარეობაში.
კრიმინალისტების მიერ მოხდა იარაღის განმუხტვა. ავტომანქანის უკანა მარჯვენა
სავარძელზე ნანახი იქნა ,,მაკაროვის“ სისტემის უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი
ერთი მჭიდით და სამი საბრძოლო ვაზნით, იარაღი მოყვანილი იყო საბრძოლი
მდგომარეობაში. ავტომანქანის უკანა მარჯვენა რეზინის საფენთან ნანახი იქნა ერთი
მჭიდი 7 საბრძოლო ვაზნით. კრიმინალისტების მიერ მოხდა აღნიშნული იარაღის
განმუხტვა, რის შემდეგაც იარაღი და მჭიდები სულ 11 ვაზნით (ნანახი იქნა ერთი
მჭიდით და სამი საბრძოლო ვაზნით, ერთი მჭიდი 7 საბრძოლო ვაზნით.)
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ავტომანქანის ,,ბმვ-525” სახ
#IOI-823 სალონიდან იქნა ამოღებული ოთხი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი.
ავტომანქანის წინა სალონში მარჯვნივ მოწყობილ მცირე საბარგულში ნანახი იქნა
გამჭვირვალე პაკეტში მოთავსებული ბამბა და პლასტმასის ფლაკონი გამჭვირვალე
სითხით, რომელზეც ქარხნული წესით გაკეთებულია წარწერა ,,ნავთიზინი“. ასევე
პატარა საბარგულში ნანახი იქნა ორი ცალი პლასტმასის ფირფიტა ზედ რუსული
წარწერით ,,БАРС“, ასევე თითო ფირფიტა ,,კლოფელინის“ და ,,ვალიდოლის“
წარწერით.
ავტომანქანის უკანა მარცხენა სავარზელზე დევს ე.წ. დიდი ზომის ,,სკოჩი“, რომლის
გვერდით მარჯვენა მხარეს დევს შავი ფერის ნაჭრის კეპი, რომელზეც ზემოდან
ნანახი იქნა ორი ცალი მასრა. ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძლის რეზინის
საფენიდან კრიმინალისტების მიერ ამოღებულ და დალუქულ იქნა სამი ცალი მასრა.
ავტომანქანის წინა მარცხენა რეზინის საფენიდან კრიმინალისტების მიერ ამოღებულ
იქნა სამი ცალი მასრა და სავარძლის გვერდით მდებარე ხელის მუხრუჭთან ნანახი
იქნა ხუთი ცალი მასრა. კრიმინალისტების მიერ აღნიშნული 8 მასრა ამოღებულ და
დალუქულ იქნა.
ავტომანქანის უკანა მარჯვენა სავარძლის ქვედა მხარეს ნანახი იქნა ერთი ცალი
ტყვიის გულა და ერთი ცალი ტყვიის გულის ფრაგმენტი. ავტომანქანის უკანა
მარჯვენა რეზინის საფენზე ნანახი და ამოღებულ იქნა ერთი ცალი ტყვიის გულა.
ავტომანქანის უკანა მარჯვენა სავარძლის უკანა მარჯვენა კუთხიდან ამოღებულ იქნა
ორი ცალი ტყვიის გულის ფრაგმენტი. ავტომანქნის წინა მარცხენა სავარძლის
692
დანართი # 3 პოლიცია
დასაჯდომიდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი ტყვიის გულის ფრაგმენტი.
ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძლის საზურგიდან ამოღებულ იქნა ტყვიის გულის
ორი ცალი ფრაგმენტი. ავტომანქანის წინა მარცხენა სავარძლის რეზინის საფენში
აქსელერატორთ ნანახი იქნა ტყვიის გულის სამი ცალი ფრაგმენტი. წინა სალონის
ე.წ.,,ტორპედოსთან“ კრიმინალისტების მიერ ამოღებულ იქნა ერთი ცალი ტყვიის
გულა. ავტომანქანის უკანა მარცხენა სავარძლის რეზინის საფენიდან ამორებულ იქნა
ერთი ცალი ტყვიის გულის ფრაგმენტი. ავტომანქანის უკანა მარცხენა კარებსა და
სავარძელს შორის ნანახი იქნა ერთი ცალი ტყვიის გულის ფრაგმენტი.
შემთხვევის ადგილზე აღებულ იქნა სისხლის ნიმუშები, მათ შორის, ავტომანქანის
გარედანაც. შემთხვევის ადილიდან ამოღებული ყველა ნივთი დაილუქა ღია ფერის
პოლიეთილენის პარკში.
#27 ელექტრო განათების ბოძიდან დიღმის მიმართულებით 42,7 მეტრში
ბარათაშვილის ხიდიდან დიღმის მიმართულების სამანქანო გზის სავალ ნაწილზე
დგას ავტომობილი BMW-525 მოდელის შევი ფერის სახელმწიფო სანომრე ნიშნით
ADE-372. აღნიშნული ავტომანქანა წინა ნაწილით მიმართულია ბარათაშვილის
ხიდის მიმართულებით. ავტომანქანის წინა მარჯვენა კუთხესა და ორღერძულა ხაზს
შორის მანძილი შეადგენს 1,95 მეტრს. ხოლო უკანა მარჯვენა კუთხესა და ამავე ზოლს
შორის მანძილი 1,88 მეტრს. ავტომანქანას წინა საქარე მინაზე აღენიშნება ერთი ცალი
დაზიანება ნახვრეტის სახით. გარდა აღნიშნულისა ხსენებულ ავტომანქანას სხვა
რაიმე დაზიანება ვიზუალური დათვალიერებით არ აღენიშნება.
შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოხდა ციფრული ფოტოაპარატით, ასევე
კრმინალისტების მიერ გადაღებულ იქნა ვიდეოკამერით.
შემთხვევის ადგილიდან სხვა ნივთებთან ერთად ამოღებულ იქნა ზ.ვაზაგაშვილის
მობილური ტელეფონი ,,მოტოროლა-V3“.
იმავე დღეს მოხდა ავტომანქანის დათვალიერება. ავტომანქანის დათვალიერების
ოქმით ირკვევა, რომ #27 ელექტრო განათების ბოძიდან დიღმის მიმართულებით 42,7
მეტრში ბარათაშვილის ხიდიდან დიღმის მიმართულების სამანქანო გზის სავალ
ნაწილზე დგას ავტომობილი BMW-525 მოდელის შავი ფერის სახელმწიფო სანომრე
ნიშნით ADE-372. ავტომანქანა წინა ნაწილით მიმართულია ბარათაშვილის ხიდის
მიმართულებით. ავტომანქანის წინა მარჯვენა კუთხესა და ორღერძულა ხაზს შორის
მანძილი შეადგენს 1,95 მეტრს. ხოლო უკანა მარჯვენა კუთხესა და ამავე ზოლს შორის
მანძილი 1,88 მეტრს. ავტომანქანას წინა საქარე მინაზე აღენიშნება ერთი ცალი
დაზიანება ნახვრეტის სახით, რომლის გარშემო განვითარებულია ბზარები.
აღნიშნული დაზიანების (ნახვრეტის) დიამეტრია 0,1-0,15 მ-ი, რაც დაშორებულია
ამავე საქარე მინის ზედა მარცხენა კუთხიდან 0,565 მ-ით, ქვედა მარცხენა კუთხიდან
0,65 მ-ით, ზედა მარჯვენა კუთხიდან - 0, 80 მ-ით, ქვედა მარჯვენა კუთხიდან -0,92 მით. იმავე წინა საქარე მინის ზედა კიდიდან ვერტიკალურად 0,37მ-ით, ქვედა
კიდიდან ვერტიკალურად - 0, 395 მ-ით. (გაურკვეველია, რა იგულისხმება ,,მ“-ში _
სანტიმეტრი თუ მილიმეტრი). გარდა აღნიშნულისა, ავტომანქანას სხვა დაზიანება,
მათ შორის არც ნახვრეტის სახით, არ აღენიშნება.
693
დანართი # 3 პოლიცია
2006 წლის 2 მაისს შსს–ს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის
დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარო სამმართველოს მიერ
ჩატარებულ იქნა ბალისტიკური ექსპერტიზები. ექსპერტის დასკვნებით ირკვევა,
რომ:
1.ექსპერტის დასკვნა #6/4-72/ბ: ჩატარებულ იქნა სასამართლო-ბალისტიკური
ექსპერტიზა თანახმად 2006 წლის 02 მაისის დადგენილებისა, გამოტანილი
ზ.ვაზაგაშვილის, ა.ხუბულოვის და ბ.ფუთურიძის მიმართ სისხლის სამართლის
#09060094 საქმეზე შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
გამომძიებლის მ.არობელიძის მიერ. აღნიშნული დადგენილების თანახმად,
,,შემთხვევის ადგილის და ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა BMWIOI 823 დათვალიერების შედეგად, ამოღებულ იქნა მაკაროვის სისტემის პისტოლეტი
ერთი მჭიდით საბრძოლო მდგომარეობაში ოთხი ვაზნით და ერთი მჭიდი შვიდი
ვაზნით.“ ამავე დადგენილებით ექსპერტს გამოსაკვლევად გადაეცა ,,მაკაროვის
სისტემის პისტოლეტი და 11 ვაზნა, დალუქული სახით ორი ფუთა.“ ექსპერტიზას
გადასაწყვეტად დაესვა შემდეგი კითხვები: ,,1.რა წესითაა დამზადებული
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი პისტოლეტი - ქარხნული თუ კუსტარული?
2.მიეკუთვნება თუ არა იგი ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, რა სისტემისაა იგი
და ვარგისია თუ არა სროლის წარმოებისათვის? 3.წარმოდგენილი ვაზნები ვარგისია
თუ არა სროლისათვის და მიეკუთვნება თუ არა საბრძოლი მასალას? ამავე
დადგენილებით გამომძიებელი ექსპერტს სთხოვდა წარმოდგენილი მასრები და
გულები შეედარებინათ მათთან არსებულ მასროთეკასთან.
ექსპერტიზის #6/4-72/ბ დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის #09060094 საქმეზე
წარმოდგენილი ქრხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის
,,მაკაროვის“ კონსტრუქციის, უნომრო პისტოლეტი, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ
იარღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.
ამავე დასკვნის თანახმად, აღნიშნულ პისტოლეტიდან გასროლების შედეგად
მიღებული მასრებისა და ტყვიების შედარების პასუხი შსს საექსპერტოკრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ტყვიამასროთეკის ობიექტებთან
წინასწარ გამოძიებას ეცნობება დამატებით. ანალოგიურია ექსპერტიზის სხვა
დასკნებიც.
2006 წლის 2 მაისის შსს–ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლის
დ.ნატრიაშვილის ბალისტიკური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილების
თანახმად, ,,შემთხვევის ადგილისა და ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი
ა/მანქანა ,,BMW“ სახ.#IOI-823-ის დათვალიერების შემდეგ ამოღებულ იქნა ,,ჩზ“-ს
სისტემის პისტოლეტი #6283 E ვაზნების გარეშე ერთი მჭიდით.“
სასამართლო-ბალისტიკური ექსპერტიზის #6/4-71/ბ, #6/4-69/ბ, #6/4-70/ბ დასკვნების
თანახმად, ასევე გამოსაყენებლად ვარგისია ექსპერტიზისათვის გამოსაკვლევად
წარდგენილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იარაღი და საბრძოლი მასალა.
03 მაისს (წელი მითითებული არ არის) გამომძიებლის მიერ მიღებულ იქნა
დადგენილება ქიმიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. დადგენილების თანახმად,
,,შემთხვევის ადგილისა და ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა
694
დანართი # 3 პოლიცია
,,BMW“ სახ.#IOI-823-ის დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა სამედიცინო
დანიშნულების წამლები.“ ექსპერტიზის წინაშე გადასაწყვეტად დაისვა შემდეგი
კითხვები: 1.შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ფარმაცევტული საშუალებები
რომელ წამალთა ჯგუფს მიეკუთვნება? 2.რომელიმე მათგანი შეიცავს თუ არა
ფსიქოტროპულ ნარკოტიკულ ან დასაძინებელ-გამაბრუებელ ნივთიერებებს და რა
დოზით? 3.ექსპერტიზაზე წარმოდგენილი პრეპარატები დამზადებულია თუ არა
ქარხნული წესით.
ამავე დადგენილების თანახმად, ექსპერტიზას გამოსაკვლევად და დასკვნის
მისაცემად გადაეცა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ფარმაცევტული
ნივთიერებები ერთ ფუთად #19 ბეჭდით.
2006 წლის 03 მაისის #543/სქ. ექსპერტის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზისათვის
წარდგენილი პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა: 1.ერთი კონვალუტა 10 ბუდით,
აქედან სამი ცარიელია, ხოლო შვიდში მოთავსებულია თეთრი ფერის დიდი ზომის
მრგვალი შვიდი ტაბლეტი, რომელთაც ერთ ზედაპირზე გააჩნიათ დიამეტრული
ძგიდე. კონვალუტის კიდეები სწორია, უსწორმასწორებებისა და დეფორმაციების
გარეშე. კონვალუტაზე არსებული ტაბლეტები შემოგარსულია ვერცხლისფერი
ფოლგის ქაღალდით, რომელზეც აღინიშნება ეტიკეტი რუსულ ენაზე, რომელიც
შესრულებულია ქარხნულად: დასახელება - ,,ვალიდოლი - 10 ტაბლეტი“ 2.ერთი
მთლიანი კონვალუტა 10 ბუდით, რომელშიც მოთავსებულია თეთრი ფერის პატარა
ზომის მრგვალი 10 ტაბლეტი, რომელთაც ერთ ზედაპირზე გააჩნიათ დიამეტრული
ძგიდე. კონვალუტის კიდეები სწორია, უსწორმასწორებებისა და დეფორმაციების
გარეშე. კონვალუტაზე განთავსებული ტაბლეტების შემოგარსულია ვერცხლისფერი
ფოლგის ქაღალდით, რომელზეც აღინიშნება ეტიკეტი რუსულ და უკრაინულ ენაზე,
რომელიც შესრულებულია ქარხნულად: დასახელება - ,,კლოფელინი - 10 ტაბლეტი“.
3.თეთრ პოლიმერულ მასალაში (სპეციალური პიპეტის ფორმის კონვალუტა)
შეფუთული მედიკამენტი (ორ ცალად) ეტიკეტით რუსულ ენაზე: დამამზადებელი ,,ბარს“; დასახელება - ინსექტოაკარიციდული წვეთები ძაღლებისათვის“.
კონვალუტის კიდეები სწორია, უსწორმასწორებებისა და დეფორმაციების გარეშე.
კონვალუტის შეფუთვა დარღვეული არ ყოფილა. კონვალუტაზე არსებული ეტიკეტი
შესრულებულია ქარხნულად.
ქიმიური ექსპერტიზის #543/სქ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზისათვის გადაცემული
პრეპარატები არ შეიცავს ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს.
დამზადებულია ქარხნული წესით. ინსექტოაკარიციდული წვეთები ძაღლებისათვის
განეკუთვნება ცხოველებში ჭიების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებას.
2006 წლის 3 მაისს გამომძიებელმა მიმართა შსს–ს საკადრო და ორგანიზაციული
უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი
და
საქართველოს
შსს–ს
სამმართველოს
შეიარაღების
განყოფილებასა
ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს. აღნიშნულით
გამომძიებელი ითხოვდა, ხომ არ ირიცხება აღნიშნულ სამსახურებში როგორც
გატაცებული ,,მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი #PM 6426, ,,ვალტერის“ სისტემის
პისტოლეტი #192856 P და ,,ჩზ“-ს სისტემის პისტოლეტი #6283-E.
695
დანართი # 3 პოლიცია
საქართველოს შსს–ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციული
უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს პასუხის თანახმად, აღნიშნული
პისტოლეტები შსს–ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციული
უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს ძებნილ იარაღთა კომპიუტერულ
მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე არ იმყოფებიან.
2006 წლის 3 მაისს სისხლის სამართლის #09060094 საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა
შსს–ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი
ფირცხალავა. მისი მოწმის სახით დაკითხვის ოქმის თანახმად, შსს–ს კრიმინალური
პოლიციის დეპარტამენტში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე
2006 წლის 2 მაისს დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე
ყაჩაღური თავდასხმის მომზადების ფაქტზე ზ.ვაზაგაშვილის, ა.ხუბულოვისა და
ბ.ფუთურიძის მიმართ. მოცემულ პიროვნებებზე არსებობდა ინფორმაცია, რომ
ქ.თბილისში მოქმედებდა კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი,
რომლებიც წლების განმავლობაში ეწეოდნენ მოქალაქეებისაგან თანხების
გამოძალვასა და ყაჩაღურ თავდასხმებს. ზ.ვაზაგაშვილის მიმართ არაერთხელ
ჰქონდა ადგილი დაინტერესებას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. აღძრული
იყო არაერთი საქმე, სადაც არსებობდა ეჭვი იმის შესახებ, რომ აღნიშნულ პიროვნებას
ჩადენილი ჰქონდა მკვლელობები და ყაჩაღური თავდასხმები. იგი კრიმინალურ
სამყაროში სარგებლობდა ავტორიტეტით.
ბ.ფუთურიძეზეც არსებობდა ეჭვი, რომ იგი ღებულობდა მონაწილეობას
დედაქალაქში მომხდარ ყაჩაღურ თავდასხმებში. ოპერატიული ინფორმაციით 2006
წლის
2
მაისს
აღნიშნული
დანაშაულებრივი
ჯგუფის
მიერ
უნდა
განხორციელებულიყო ყაჩაღური თავდასხმა თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში
მცხოვრებ გამოძიებოთ ჯერჯერობით დაუდგენელ ერთ-ერთ ოჯახზე. ისინი
სავარაუდოდ
დანაშაულის
ჩადენის
ადგილზე
უნდა
შეხვედროდნენ
დანაშაულებრივი ჯგუფის გამოძიებით დაუდგენელ კიდევ ერთ წევრს.
საქართველოს შსს–ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაიგეგმა
დამნაშავეთა აყვანის ოპერაცია. შეიქმნა ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფი,
რომელსაც პირადად ის, ი.ფირცხალავა ხელმძღვანელობდა. ადგილზე შეიქმნა
რამდენიმე ჯგუფი. ერთი ჯგუფი აწარმოებდა ჩასაფრებას და განლაგებული იყო
ისანი-სამგორის რაიონში, მეტროპოლიტენის სადგურ ,,სამგორის“ ზედა
ამოსასვლელის
მიმდებარე
ტერიტორიაზე
არსებულ
საბაგიროსთან.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ საბურთალოს ქუჩაზე ე.წ. ,,ცირკის
სასტუმროსა“ და სახანძრო სამსახურს შორის. ისინი გადაადგილდებოდნენ მუქი
ფერის ,,BMW“ მარკის ავტომანქანით სახელმწიფო ნომრით IOI-823. საბურთალოს
ქუჩიდან გაემგზავრნენ ვეძისის დასახლების მიმართულებით, შეუხვიეს ერთ-ერთ
ქუჩაზე.
კრიმინალური
პოლიციის
დეპარტამენტის
თანამშრომლები
აკონტროლებდნენ მათ ისე, რომ ქუჩაზე არ ჩაეხვიათ. ვეძისის დასახლებაში ისინი
სავარაუდოდ შეიარაღდნენ ცეცხლსასროლი იარაღებით, რის შემდეგაც დაბრუნდნენ
კანდელაკის ქუჩაზე, საიდანაც გაგარინის მოედნის გავლით, მარჯვენა სანაპიროზე
,,ვეფხისა და მოყმის“ ძეგლთან, საიდანაც გააგრძელეს მოძრაობა ბარათაშვილის
ხიდის მიმართულებით. მის, ი.ფირცხალავას მიერ მითითება მიეცა ხელის
696
დანართი # 3 პოლიცია
რადიოსადგურის მეშვეობით ჯგუფს, რომელიც იმყოფებოდა მარჯვენა სანაპიროზე
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრალურ შენობასთან, ეკონტროლებინათ
ბოროტმოქმედთა გადაადგილება ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით ისე, რომ
ჯგუფი უნდა ყოფილიყო დამნაშავეთა ავტომანქანის წინიდან.
როდესაც ბოროტმოქმედთა ავტომანქანა გასცდა მარჯვენა სანაპიროზე არსებულ ე.წ.
მშრალ ხიდს, დაიწყო საცობი. ჩვენ ვაკონტროლებდით ჯგუფის მოძრაობას, რა
დროსაც ერთ-ერთი თანამშრომლის ავტომანქანა, შავი ფერის ,,BMW“ მარკის,
დაუდგა უკნიდან ბოროტმოქმედთა ავტომანქანას. მის მიერ აღნიშნულ ჯგუფს მიეცა
მითითება რადიოსადგურის მეშვეობით ეკონტროლებინათ მათი მოძრაობა და არ
დაეკარგათ თვალთახედვის არედან, რაზედაც მათი მხრიდან ასევე რადიოსადგურის
მეშვეობით მიიღო დასტური. სავარაუდოდ ამ დროს დამნაშავე პირებმა შეამჩნიეს
მათ უკან მდგომ ავტომანქანაში ხელის რადიოსადგურზე საუბარი, რა დროსაც
სრულიად მოულოდნელად დამნაშავეთა ავტომანქანამ დაიწყო მანევრირება. სცადა
გაქცევა და ავტომანქანიდან, უფრო ზუსტად ავტომანქანის სალონიდან მოახდინეს
გასროლა.
სწორედ ამ დროს ბოროტმოქმედთა წინ მდგომი ავტომანქანიდან გადმოვიდა
კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმული თანამშრომელი ლ.ბეროძე, რომელმაც
კანონის სრული დაცვით მოსთხოვა მათ გაეჩერებინათ და გადმოსულიყვნენ
ავტომანქანიდან. მიუხედავად მისი კანონიერი მოთხოვნისა, ბოროტმოქმედები არ
დაემორჩილნენ მას და წინა მარჯვენა მხრიდან დააჯახეს მას ავტომანქანა. რა
დროსაც ლ.ბეროძე დაეცა გზაზე. ხოლო დამნაშავეთა ავტომანქანიდან კვლავ გაისმა
გასროლის ხმები. ავტომანქანა შეეცადა გაქცევას, რა დროსაც დაიწყო ორმხრივი
სროლა. ბოროტმოქმედთა ავტომანქანა გადავიდა გზის საპირისპირო მხარეს, ავიდა
ბორდიურზე და შეეცადა გაქცევას, რა დროსაც შეეჯახა ბოძს. აღნიშნულის შემდეგ
მოხდა მათი დაკავება, კონკრეტულად კი ბ.ფუთურიძე დაკავებული და სასწრაფო
სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით გადაყვანილ იქნა თბილისის #1
კლინიკურ საავადმყოფოში. მას ავტომანქანიდან გადმოყვანისას ხელში კვლავ ეჭირა
პისტოლეტი. ზ.ვაზაგაშვილი და ა.ხუბულოვი ორმხრივი სროლის შედეგად
ლიკვიდირებულ იქნენ ადგილზევე. აღნიშნულის შემდეგ მოხდა შემთხვევის
ადგილისა და ბოროტმოქმედთა ავტომანქანის დათვალიერება, რა დროსაც
ამოღებულ იქნა ოთხი სხვადასხვა სახის პისტოლეტი და სხვა ნივთები, რაც
ბოროტმოქმედებს წინასწარ ჰქონდათ მომარჯვებული ყაჩაღური თავდასხმის
განსახორციელებლად.
ბოროტმოქმედთა მხრიდან პირველი გასროლა მოხდა მათ უკან მდგომი პოლიციის
მუშაკების მიმართულებით, რა დროსაც დაზიანდა ამ უკანასკნლთა წინა საქარე მინა.
ჯგუფს,
რომელიც
იმყოფებოდა
სასწრაფოებთან,
ახლდა
სპეციალური
დანიშნულების რაზმი. ისინი შსს–დან გამოძახებულ იქნა ჩემს მიერ, ვინაიდან
ვეძისის დასახლებაში ბოროტმოქმედთა შეხვევის შემდეგ შესაძლებელი იყო მათ
ჩაედინათ რაიმე დანაშაული და დაზღვევის მიზნით იქნა გამოძახებული
ზემოაღნიშნული ჯგუფი. მაგრამ, ვინაიდან მათ ვეძისიდან დაიწყეს მოძრაობა
მარჯვენა სანაპიროზე ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, ჯგუფს კვლავ მიეცა
მითითება მიბრუნებულიყვნენ და კვლავ შეერთებოდნენ ძირითად ჯგუფს ისანი697
დანართი # 3 პოლიცია
სამგორის რაიონში. ბოროტმოქმედთა დაკავებასთან დაკავშირებით შსს–ს
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი
ფირცხალავამ წინასწარ გამოძიებას უჩვენა, რომ როდესაც დაინახა, თუ როგორ
დაეჯახა მათი ავტომანქანა ლ.ბეროძეს და პარალელურად გაისმა გასროლის ხმები
ბოროტმოქმედთა მხრიდან, მან მაშინვე, ხელის რადიოს მეშვეობით გასცა
ბოროტმოქმედთა
დაკავების ბრძანება, ვინაიდან მათი ავტომანქან ახდენდა
მანევრირებას და ცდილობდა მიმალვას. შსს–ს კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს აღნიშნულის გარდა საქმეზე რაიმე
დასამატებელი აღარ აქვს.
მოწმე ლ.ბეროძემ წინასწარ გამოძიებას აჩვენა, რომ 2006 წლის 2 მაისს შსს–ს
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო წინასწარი გამოძიება
ა.ხუბულოვის, ზ.ვაზაგაშვილის და ბ.ფუთურიძის მიმართ ყაჩაღობის მომზადების
ფაქტზე. წინასწარი გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ოპერატიული
ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აღნიშნული პირები 2006 წლის 2 მაისს
აპირებდნენ შეიარაღებულ ყაჩაღურ თავდასხმას თბილისში, ისანი-სამგორის
ტერიტორიაზე.
როგორც
მას
კრიმინალური
პოლიციის
დეპარტამენტის
ხელმძღვანელობამ
გააცნო,
აღნიშნული
პირები
უნდა
შეკრებილიყვნენ
საბურთალოზე, სავარაუდოდ სახანძრო სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე და
გადაადგილება უნდა მოეხდინათ შავი ფერის ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანით,
სახ.#IOI-823. აღნიშნული პირების მიმართ უნდა განეხოერციელებულიყო
თვალთვალი. ასევე, როგორც მათ გააცნეს, არსებობდა ინფორმაცია, რომ მათ უნდა
შეერთებოდათ მეოთხე პიროვნებაც და განეხორციელებინათ შეიარაღებული
თავდასხმა. ოპერატიულ თათბირზე შედგა შესაბამისი ჯგუფები – ეკიპაჟები,
რომელთაც კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის
ირაკლი ფირცხალავას მიერ მიეცა კონკრეტული დავალებები. თავად ლევან ბეროძე
განაწილების მიხედვით იყო სამძებრო სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი
ცააძის ეკიპაჟში, რომელსაც დაევალა განლაგებულიყო მტკვრის მარჯვენა
სანაპიროზე ე.წ. სასწრაფო დახმაების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც უნდა
დალოდებოდნენ შემდეგ განკარგულებებს, სადაც აღნიშნული ეკიპაჟი განლაგდა
დაახლოებით 09:30 საათზე.
დაახლოებით 09:40 საათზე მათ რაციის საშუალებით მიეცათ მითითება, რომ
ა.ხუბულოვი, ზ.ვაზაგაშვილი და ბ.ფუთურიძე გადაადგილდებოდნენ მტკვრის
მარჯვენა სანაპიროთი და იმის გამო, რომ ეკონტროლებინათ და არ დაეკარგათ
თვალათახედვის არიდან, დაძრულიყვნენ ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით.
კორტების წინ მანქანა გააჩერეს წითელ შუქნიშანზე. ამ მომენტში ობიექტი
იმყოფებოდა მათი ავტომანქანის უკან. გაჩერების შემდეგ მოულოდნელად გაისმა
გასროლის ხმა და რაციაში გაისმა აღნიშნული პირების დაკავების ბრძანება, რა
დროსაც იგი გადავიდა ავტომანქანიდან. მას ეცვა კრიმინალური პოლიციის
ქურთუკი და კეპი. ლ.ბეროძე გაემართა იმ მანქანისაკენ, რომელშიც იჯდნენ პირები,
ვის დაკავებასაც აპირებდნენ. ამ მომენტში მათი ავტომანქანა იყო მოძრაობაში,
ცდილობდა გადასულიყო გზის საპირისპირო მიმართულებით და გაქცეულიყო. ამ
დროს ლ.ბეროძე იდგა მათი ავტომანქანის წინა მარჯვენა მხარეს. მან მათ ხმამაღლა
მოუწოდა გაეჩერებინათ მანქანა და გადმოსულიყვნენ. ასევე მანქანის მარჯვენა
698
დანართი # 3 პოლიცია
მხარეს იდგნენ სპეცნაზის რამდენიმე თანამშრომელი, რომლებიც ასევე
მოითხოვდნენ მათგან მანქანიდან გადმოსვლას. ამ დროს ,,BMW”-ს მძღოლმა დაძრა
ავტომანქანა ლ.ბეროძის მიმართულებით. ლ.ბეროძე შეეცადა არიდებოდა მას,
მოტრიალდა მარჯვენა მხარეს, რის შემდეგაც ავტომანქანა დაეჯახა მას მარცხენა
მხარეს და წაიქცა. ამ დროს დაიწყო ორმხრივი სროლა. თავად იწვა ასფალტზე და
დაინახა, რომ მანქანა ადგილიდან მოწყდა, გადავიდა გზის საპირისპირო
მიმართულებით ტენისის კორტების კედლის მხარეს, ავარდა ბორდიურზე და
დაიწყო მოძრაობა ტენისის კორტების კედლის გასწვრივ. ამჯერად ცდილობდა
ტროტუარის მეშვეობით გასცლოდა შემთხვევის ადგილს, მაგრამ რაღაც მომენტში
მოხდა შეჯახება რკინის ბოძზე, დაჯახებისთანავე შეწყდა სროლა.
ბრალდების ფაბულა წინასწარი გამოძიების მიმდინარეობისას
2006 წლის 03 მაისს ბ.ფუთურიძე ბრალდებულის სახით მიცემულ იქნა
პასუხისგებაში საქართველპს სსკ-ის 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით,
236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ბრალდებული სახით პასუხისგებაში მიცემის დადგენილების თანახმად, მის მიერ
ჩადენილი დანაშული გამოიხატა შემდეგში: ბ.ფუთურიძე გამოძიებით დაუდგენელ
დროსა და ვითარებაში დანაშაულებრივად დაუკავშირდა ზ.ვაზაგაშვილსა და
ა.ხუბულოვს, რომლებთან ერთად წინასწარი შეთანხმებით მოამზადა ყაჩაღური
თავდასხმა ჯერჯერობით დაუდგენელ მოქალაქეებზე, რისთვისაც გამოძიებით
დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, ასევე გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან
მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ,,მაკაროვის” სისტემის უნომრო ცეცხლსასროლი
იარაღი
თავისი
მჭიდებითა
და
საბრძოლო
ვაზნებით,
რასაც
იგი
მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.
დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იგი 2006 წლის 02
მაისს, ზუსტი დრო დაუდგენელია, ქ.თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე,
ხანძარსაწინააღმდეგო
სამსახურის
მიმდებარე
ტერიტორიაზე,
შეხვდა
დანაშაულებრივი დაჯგუფების სხვა წევრებს – ა.ხუბულოვს და ზ.ვაზაგაშვილს,
რომლებიც ასევე შეიარაღებულნი იყვნენ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და
ვითარებაში, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან შეძენილი ,,მაკაროვის”, ,,ჩზსა” და
,,ვალტერის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღებით, რასაც ისინი ასევე ინახავდნენ
და ატარებდნენ მართლსაწინააღმდეგოდ. Aმის შემდგომ მან ა.ხუბულოვთან და
ზ.ვაზაგაშვილთან ერთად, ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი შავი ფერის ,,BMW”ს მარკის ავტომანქანით, სახ#IOI-823, დაიწყეს მოძრაობა ქ.თბილისში,
,,ნ.ბარათაშვილის” სახელობის ხიდის მიმართულებით.
2006 წლის 02 მაისს დაახლოებით 09:45 საათზე გატარებული საგამოძიებოოპერატიული ღონისძიებების დროს, ქ.თბილიში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე,
ჩოგბურთის კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის პოლიციის მუშაკების მიერ მიცემულ ნიშანზე გაჩერებულიყვნენ,
ბ.ფუთურიძე, ა.ხუბულოვსა და ზ.ვაზაგაშვილთან ერთად, ამ უკანასკნელის მართვის
ქვეშ მყოფი ზემოხსენებული ავტომანქანით, შეეცადა მიმალვას, რა დროსაც მან
დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, პოლიციის მუშაკებს, მათი
699
დანართი # 3 პოლიცია
საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ძალადობით, ცეცხლსასროლი იარღის გამოყენებით
გაუწია წინააღმდეგონა, კერძოდ ზ.ვაზაგაშვილმა მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,BMW”-ს
მარკის ავტომანქანა შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას დააჯახა შსს
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს ლ.ბეროძეს და
დანაშაულებრივი ჯგუფის სამივე წევრმა, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი
ცეცხლსასროლი იარაღებიდან მოახდინეს რამოდენიმე გასროლა პოლიციის
მუშკების მიმართულებით. საპასუხო გასროლის შედეგად კი შემთხვევის ადგილზე
ლიკვიდირებულ იქნენ ა.ხუბულოვი და ზ.ვაზაგაშვილი, რის შედეგადაც ამ
უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფმა ავტომანქანამ დაკარგა მართვა და მოახდინა
შეჯახება განათების ბოძზე, ხოლო ბ.ფუთურიძე, რომელსაც აღენიშნებოდა სხეულის
მრავალჯერადი დაზიანება, დაკავებული და გადაუდებელი კვალიფიციური
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გადაყვანილ იქნა თბილისის #1
კლინიკურ საავადმყოფოში.
2006 წლის 4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის
კოლეგიის ბრძანებით ბრალდებულ ბ.ფუთურიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების
სახით გამოყენებულ იქნა დაპატიმრება.
საქართველოს შსს–ს სამეურნეო და ფინანსური უზრუნველყოფის მთავარი
სამმართველოს 2006 წლის 04 მაისი #10/4/9-579 ცნობის თანახმად, ,,მაკაროვის”
სისტემის პისტოლეტი #PM 6426, ,,ვალტერის” სისტემის პისტოლეტი #192956-P და
,,ჩზს” სისტემის პისტოლეტი #6283-E შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპიუტერული
მონაცემების თანახმად შეიარაღების აღრიცხვაზე არ იმყოფება.
2006 წლის 4 მაისს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების წარმოების
შესახებ დადგენილების საფუძველზე საქართველოს იუსტციის სამინისტროს
სასამართლო-სამედიცინო ექსპეერტიზის სამსახურის ექსპერტ მ.გოგიტურისაგან
ამოღებულ
იქნა
ზ.ვაზაგაშვილის
სასამართლო-სამედიცინო
ექსპერტიზის
ჩატარებისას ნანახი უცხო სხეულები – კონუსისებრი ფორმის მოყვითალო ფერის
ორი ცალი მეტალის სხეული. ერთი ცალი მოყვითალო ფერის უცხო სხეული
მომრგვალებული ბოლოთი. ხუთი ცალი ფერის მეტალის ფრაგმენტი. ასევე 2006
წლის 4 მაისს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების წარმოების
შესახებ დადგენილების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის ექსპერტ მ.გოგიტურისაგან
ამოღებულ იქნა ა.ხუბულოვის გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის
ჩატარებისას ნანახი უცხო სხეულები – მორუხო ფერის მეტალის სამი ცალი და
მოყვითალო ფერის დეფორმირებული ორი ცალი უცხო სხეული. ჩატარებული
ამოღებები კანონიერად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 06 მაისის დადგენილებებით.
2006 წლის 05 მაისის #5/1-359/დ ექსპერტის დასკვნის თანახმად, საქართველოს შსს–ს
საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დაქტილოსკოპიური
მიმართულების
უფროსის
მზია
ბერუაშვილის
მიერ
ჩატარებულ
იქნა
დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა წარდგენილ 4 პისტოლეტსა და 5 მჭიდზე და 3
დაქტილობარათზე. ექსპერტის წინაშე დასმული იყო შემდეგი კითხვები:
700
დანართი # 3 პოლიცია
1.წარმოდგენილ ნივთმტკიცებებზე აღინიშნება თუ არა ხელის კვლები, დადებით
შემთხვევაში ვარგისია თუ არა პიროვნების იდენტიფიკაციისათვის; 2.ხომ არ არის
დატოვებული
ბ.ფუთურიძის,
ზ.ვაზაგაშვილისა
და
ა.ხუბულოვის
მიერ;
3.ბ.ფუთურიძის, ზ.ვაზაგაშვილისა და ა.ხუბულოვის
ხელის
ანაბეჭდები
ექსპერტიზას მიეწოდა კვალთათეკისთვის შედარების მოთხოვნით. Eქსპერტის
დასკვნის თანახმად, წარდგენილ ნივთმტკიცებებზე (4 პისტოლეტი და 5 მჭიდი)
პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის კვლები არ გამოვლინდა.
შემთხვევის ადგილებიდან ამოღებული ხელის თითის კვლები, რომლებიც
დღეისათვის ფოტოსურათების სახითაა მოთავსებული დაქტილოსკოპიური
ლაბორატორიების კვალთათეკაში, არ არის დატოვებული ბ.ფუთურიძის,
ზ.ვაზაგაშვილისა და ა.ხუბულოვის მიერ.
2006 წლის 2 მაისს სისხლის სამართლის #09060094 საქმიდან ბ.ფუთურიძის,
ზ.ვაზაგაშვილისა და ა.ხუბულოვის მიმართ ყაჩაღობის მომზადების ფაქტზე,
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18-179-ე მუხლის მე-2
ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი გამოეყო სისხლის სამართლის #74068175 საქმე პოლიციის
მუშაკების მიერ დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით
მკვლელობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 114-ე
მუხლით და შემდგომი გამოძიების მიზნით გადაეგზავნა ქ.თბილისის
პროკურატურას.
საქართველოს შსს–ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2006
წლის 7 მაისის #19/01-0094 მიმართვით ქ.თბილისის პროკურატურას ეცნობა, რომ
2006 წლის 2 მაისს ქ.თბილისში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საჩოგბურთო
კორტებთან გატარებულ საგამოძიებო-ოპერატულ ღონისძიებებს ხელმძღვანელობდა
შსს–ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი
ფირცხალავა.
ღონისძიებაში
მონაწილეობდნენ
ამავე
დეპარტამენტის
თანამშრომლები, გიორგი ცააძე, გიორგი ხიზანიშვილი, გიორგი დარჯანია, გიორგი
კაჭარავა, მიხეილ შველიძე, ოთარ მირზოევი, ლაშა ქურხული, ზურაბ ფერაძე,
გიორგი დალაქიშვილი, გელა რაზმაძე, გრიგოლ კვინიკაძე, ლევან ბეროძე და ილია
ზურაშვილი. 2006 წლის 02 მაისს ბოროტმოქმედთა ზ.ვაზაგაშვილისა და
ა.ხუბულოვის ლიკვიდაციის დროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლები სარგებლობდნენ ტაბელური იარაღებით, კერძოდ კი ,,ჰეკლერკოხის” პისტოლეტით #FVH442, ,,ჩზ”სისტემის პისტოლეტი #4701M, მაკაროვის
სისტემის პისტოლეტებით #ДЛ 0622б №ПУ 1302б №УА9019б №РВ 3143б №НУ 8431б
№КА 1042б №НУ 7054б №НЕ 1687.
საქმეში არის 2006 წლის 1 მაისს საქართველოს შსს–ს კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის დირექტორის ირაკლი ქადაგიძის მიერ დამტკიცებული გეგმა
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების გატარების შესახებ, რომლის თანახმადაც,
შსს–ს კრიმინალური პოლიციის დეპარატამენტის ხელმძღვანელობისა და
თანამშრომლებისათვის
უკევე
ცნობილია,
რომ
ქ.თბილისში
მოქმედებს
დანაშაულებრივი ჯგუფი ზ.ვაზაგაშვილის, ა.ხუბულოვის, ბ.ფუთურიძისა და
დაუდგენელი პირის ვინმე ,,ედოს” მონაწილეობით. მიღებული ოპერატიული
ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მომზადდა ყაჩაღური
701
დანართი # 3 პოლიცია
თავდასხმა ქ.თბილისი ისანი-სამგორის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ ჯერჯერობით
დაუდგენელ ოჯახზე. აღნიშნული ყაჩაღური თავდასხმა უნდა განხორციელდეს 2006
წლის 2 მაისს დილის საათებში, რისთვისაც ჯგუფის წევრები იკრიბებიან
ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში. ისინი გადაადგილდებიან მუქი ფერის ,,BMW”ს მარკის ავტომანქანით. აღნიშნული დანაშაულებრივი ჯგუფის დაკავების, მათ მიერ
მომზადებული ყაჩაღური თავდასხმის თავიდან აცილებისა და აღმოფხვრის მიზნით
2006 წლის 1 მაისს შსს–ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის
მოადგილის ირაკლი ფირცხალავას მიერ შემუშავდა ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებების გატარების გეგმა.
საქმეში არის საქართველოს შსს–ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ინსპექტორის გ.დალაქიშვილის
პატაკი, რომლითაც მიმართა შსს–ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
დირექტორს
ამავე
დეპარტამენტის
სამძებრო
სამმართველოს
უფროსის
გ.ანჯაფარიძის მეშვეობით. პატაკით შსს–ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ინსპექტორი გ.დალაქიშვილი
ითხოვდა შემდგომ რეაგირებას. პატაკის თანახმად, შსს–ს კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ინსპექტორ
გ.დალაქიშვილს მასთან პირად კონტაქტში მყოფმა პირმა აცნობა, რომ
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ბ.ფუთურიძე სარგებლობდა შპს ,,მაგთიკომის”
ქსელში ჩართული ნომრით 899 50-15-53, ა.ხუბულოვი შპს ,,მაგთიკომის” ქსელში
ჩართული ნომრით 899 24-44-14. ზ.ვაზაგაშვილი სარგებლობდა შპს მაგთიკომის
ქსელში ჩართული ნომრით 899 19-78-18. 2006 წლის 2 მაისს ზემოხსენებული პირები
ქ.თბილისში ისანი-სამგორის რაიონში ყაჩაღური თავდასხმის მიზნით უნდა
შეხვედროდნენ მათივე ჯგუფის წევრს ვინმე ,,ედოს”, რომელსაც დანაშაულებრივი
ჯგუფის წევრები უკავშირდებოდნენ შპს ,,ჯეოსელის” ქსელში ჩართული ნომრით 893
54-19-00. აღნიშნული პატაკი არ არის დათარიღებული მისი შემდგენის მიერ. მასზე
მხოლოდ აღნიშნულია ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მიერ დადებული
რეზოლუციების თარიღები – 2006 წლის 9 მაისი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2006 წლის 10 მაისის
დადგენილებით არ დაკმაყოფილდა ბრადებულ ბ.ფუთურიძის ინტერესების
დამცველი ადვოკატის საჩივარი და ბრძანება ბრალდებულის მიმართ აღკვეთის
ღონისძიებად დაპატიმრების შერჩევის შესახებ დატოვებულ იქნა ძალაში
უცვლელად.
2006 წლის 11 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა კოლეგიის ბრძანებით დაკმაყოფილდა გამომძიებლის შუამდგომლობა
საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს საგამოძიებო, კრიმინალური,
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპოერატიული
დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის
სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს
პროკურორის თანხმობით შპს ,,მაგთიკომიდან” და შპს ,,ჯეოსელიდან” 2006 წლის 15
აპრილიდან 2006 წლის 2 მაისის ჩათვლით ბ.ფუთურიძის, ა.ხუბულოვის,
ზ.ვაზაგაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონების 899 24-44-14, 899 50-15-53,
702
დანართი # 3 პოლიცია
899 19-78-18 ნომრებზე და გამოძიებით დაუდგენელი ვინმე ,,ედოს” მობილური
ტელეფონის 893 54-19-00 ნომერზე 2006 წლის 15 აპრილიდან 2006 წლის 11 მაისამდე
პერიოდში განხორციელებული ორმხრივი სატელეფონო საუბრების ამსახველი
წუთობრივი მონაცემების კომპიუტერული ამონაბეჭდი ანძების მითითებით
ამოღების შესახებ შუამდგომლობა.
2006 წლის 18 მაისს საქართველოს შსს–ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
სამძებრო
სამმართველოს
მე-6
განყოფილების
უფროსის
მოადგილემ
გ.დალაქიშვილმა პატაკით მიმართა საქართველოს შსს–ს კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის დირექტორს ი.ქადაგიძეს. პატაკის თანახმად, მასთან პირად
კონტაქტში მყოფი პირის ინფორმაციით 2006 წლის 2 მაისს ბ.ფუთურიძე,
ა.ხუბულოვი და ზ.ვაზაგაშვილი ყაჩაღური თავდასხმის მიზნით უნდა
შეხვედროდნენ ისანი-სამგორის რაიონში ვინმე ედუარდ გოზალოვს, რომელიც
სარგებლობს მობილური ტელეფონის ნომრებით 893 54-19-00, 877 78-87-11, რომლის
ინფორმაციითაც დამნაშავეები აპირებდნენ ყაჩაღურ თავდასხმას. გარდა ამისა,
მასთან პირად კონტაქტში მყოფი პირისგან ცნობილი გახდა, რომ მოცემული
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს განხორციელებული აქვთ ქ.თბილისში სხვა
ყაჩაღური თავდასხმები დავით და გიორგი ბერბერაშვილებთან ერთად, რომლებიც
სარგებლობენ ტელეფონის ნომრებით: 899 55-55-22, 899 74-47-48, 899 19-99-38, 899 1071-15, 899 22-77-88.
2006 წლის 25 მაისს საქართველოს შსს–ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
მიერ ქ.თბილისის პროკურატურას გადაეგზავნა მასალები სისხლის სამართლის
#090050094 საქმიდან და ნივთმტკიცებები – ზ.ვაზაგაშვილისა და ა.ხუბულოვის
გვამიდან ამოღებული უცხო სხეულები ქ.თბილისის პროკურატურის წარმოებაში
არსებული სისხლის სამართლის #74068175 საქმეზე დასართავად.
2006 წლის 28 მაისს საქართველოს შსს–ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
გმს გამომძიებელმა გ.კვინიკაძემ მიმართა საქართველოს შსს–ს კრიმინალური
პოლიციის დეპარტამენტის დამნაშავეთა სამყაროს ლიდერებთან ბრძოლის
განყოფილების უფროსს შ.ჭანუყვაძეს. მიმართვის თანახმად, სისხლის სამართლის
#09060094 საქმეზე ბ.ფუთურიძისა და სხვათა მიმართ, დადგენილია, რომ
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ყაჩაღური თავდასხმის განხორციელებას
აპირებდნენ ვინმე ედუარდ გოზალოვთან ერთად. აღნიშნულთან დაკავშირებით
გამომძიებელი ითხოვდა ე.გოზალოვის ზუსტი დემოგრაფიული მონაცემებისა და
საცხოვრებელი მისამართის დადგენას. აღნიშნულის პასუხად, გამომძიებელ
გ.კვინიკაძეს ეცნობა, რომ 2006 წლის 02 მაისს ა.ხუბულოვთან, ზ.ვაზაგაშვილთან და
ბ.ფუთურიძესთან ერთად ყაჩაღური თავდასხმის განხორციელებას აპირებდა და მის
მომზადებაში მონაწილეობდა არა ედუარდ გოზალოვი, არამედ ედუარდ სინდოიანი.
2006 წლის 31 მაისს ე.სინდოიანი ცნობილ იქნა ეჭვმიტანილად სისხლის სამართლის
#09060094 საქმეზე ყაჩაღობის მომზადების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული
საქართველოს სსკ-ის 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით.
703
დანართი # 3 პოლიცია
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #402 დასკვნის თანახმად, ზ.ვაზაგაშვილის
სიკვდილის მიზეზია მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები თავის არეში ქალას
ძვლებისა და თავის ტვინის ნივთიერების დაზიანებით. ზ.ვაზაგაშვილის გვამზე
აღინიშნება შემდეგი დაზიანებები: თავის არეში მარცხენა თხემ–საფეთქლის
მიდამოში აღინიშნება ძვლოვანი ქსოვილისა და თავის ტვინის ნივთიერების ვრცელი
დეფექტი, რომელიც მიყენებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი
ჭურვების არაერთჯერადი მოქმედებით. ექსპერტიზას არ შეუძლია განსაზღვროს თუ
რამდენი ტყვია მოხვდა ამ ნაწილზე, ვინაიდან გვამთან ერთდ წარმოდგენილი არ
ყოფილა ქალას ძვლები ამ მიდამოდან. ქალას ღრუში არსებული უცხო სხეული
(ტყვიის გულა) მოხვედრილია თხემ–საფეთქლის არეში არსებული დეფექტიდან.
ქვედა ყბის მიდამოში მარცხნივ არსებული ცეცხლსასროლი ჭრილობის გამოსავალი
ხვრელი არის იმ ჭრილობის გამოსავალი, რომლის შესავალიც მდებარეობდა თხემ–
საფეთქლის მიდამოში მარცხნივ. აგრეთვე თავის არეში აღინიშნება ერთი
ცეცხლნასროლი, გამჭოლი ჭრილობა, ქალას ფუძის და სარქველის ძვლების
მოტეხილობით, თავის ტვინის დაზიანებით. ცეცხლნასროლი შესავალი ხვრელი –
კეფის მიდამოში მარცხნივ, გამოსავალი ხვრელი – თხემის არეში მარჯვნივ.
ჭრილობის არხის მიმართულება: ქვემოდან ზემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ, ოდნავ
უკნიდან წინ. გულმკერდის არეში აღინიშნება ერთი ცეცხლნასროლი, გამჭოლი
ჭრილობა, შემავალი პლევრალურ ღრუში, ორივე ფილტვის დაზიანებით, მე–5 ნეკნის
მოტეხილობით უკანა იღლიის ხაზზე. ცეცხლნასროლი შესავალი ხვრელი
განლაგებულია კისრის ქვემო მესამედის წინა გვერდით ზედაპირზე მარჯვნივ,
გამოსავალი ხვრელი გულმკერდის მარცხენა ნახევარში, უკანა იღლიის ხაზზე, მე–4
ნეკნთაშუა მიდამოში. ჭრილობის არხი მიმართულია: მარჯვნიდან მარცხნივ,
ზემოდან ქვემოთ, წინიდან უკან. ყველა ზემოაღნიშნული დაზიანებები მიყენებულია
რაიმე
ცეცხლსასროლი
იარაღიდან
გასროლილი
ჭურვების
(ტყვიების)
ზემოქმედებით და იზოლირებულად აღებული ატარებენ დაზიანებათა მძიმე
ხარისხის ნიშნებს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
ზ.ვაზაგაშვილის გვამზე აღინიშნება აგრეთვე ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობა
მარჯვენა მხრის მარჯვენა მესამედში, შესავალი ხვრელით უკანა ზედაპირზე,
გამოსავალი ხვრელით – წინა ზედაპირზე. ჭრილობის არხის მიმართულებაა უკნიდან
წინ, ოდნავ მარჯვნიდან მარცხნივ. ცეცხლნასროლი, გამჭოლი ჭრილობა მარცხენა
ბარძაყის შუა მესამედის წინა ზედაპირზე. ჭრილობის არხი მიმართულია ოდნავ
ზემოდან ქვემოთ, მარჯვნიდან მარცხნივ მრავლობითი ცეცხლნასროლი, შემხები
ჭრილობები: მარჯვენა წინამხრის ქვემო მესამედის უკანა გარეთა ზედაპირზე,
მარჯვენა მტევნის პირველი ნების ძვლის პროექციაზე, მე–2 თითის გასწვრივ გარეთა
ზედაპირზე,
მარჯვენა
ბეჭის
არეში.
დაზიანებები
მიყენებული
რაიმე
ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ტყვიის) მოქმედებით და
იზოლირებულად აღებული ატარებენ დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.
მრავლობითი ნამსხვრევებით მიყენებული პატარა ზომის ზედაპირული ჭრილობები
მარცხენა ბარძაყის შუა მესამედის წინა ზედაპირზე, ბეჭის მიდამოში მარჯვნივ,
ლოყის არეში, საიდანაც ამოღებული იქნა პატარა ზომის მეტალისაგან
დეფორმირებული უცხო სხეულები. აღნიშნული დაზიანებები ატყარებენ
დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.
704
დანართი # 3 პოლიცია
მრავლობითი ნაჭდევები მარცხენა შუბლ–საფეთქლის, მარცხენა თვალბუდის,
ნიკაპის არეში მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, ატარებენ
დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.
ზ.ვაზაგაშვილის სისხლის და თირკმლის სასამართლო–ქიმიური გამოკვლევის
შედეგად არ აღმოჩნდა ალკოჰოლი, ალკალოიდები, ფენოტიაზინის ნაწარმები,
დიმედროლი, ნოქსირონი, ბარბიტურის მჟავას ნაწარმები.
2006 წლის 22 მაისის სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის #403 დასკვნის
თანახმად: ა.ხუბულოვის სიკვდილის მიზეზია შინაგანი ორგანოების მწვავე
სისხლნაკლებობა, რომელიც განვითარდა ცეცხლნასროლი, ბრმა ჭრილობების გამო,
შემავალი მუცლის ღრუში შინაგანი ორგანოების და მსხვილი კალიბრის
სისხლძარღვების დაზიანებით.
ა.ხუბულოვის გვამზე აღინიშნება შემდეგი დაზიანებები: ერთი ცეცხლნასროლი,
ბრმა ჭრილობა მუცლის არეში, შესავალი ხვრელით გავის მიდამოში. ჭრილობის არხი
მიემართება უკნიდან წინ, ქვემოდან ზემოთ, შედის მუცლის ღრუში, ჯორჯლის,
ღვიძლის გაგლეჯით. უცხო სხეული ამოღებუილ იქნა ღვიძლის სისქიდან (ტყვიის
გულა). ერთი ცეცხლნასროლი, ბრმა ჭრილობა ... კვადრატში, შემავალი მუცლის
ღრუში, გარეთა თეძოს არტერიის და ვენის დაზიანებით. ჭრილობის არხის
მიმართულება უკნიდან წინ, მარჯვნიდან მარცხნივ, ოდნავ ზემოდან ქვემოთ და
მთავრდება მარცხენა ბარძაყის ზემო მესამედის წინა ზედაპირზე, კანქვეშ, საიდანაც
ამოღებულ იქნა უცხო სხეული (ტყვია). ერთი ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობა
თვის არეში: ცეცხლნასროლი შემავალი ხვრელი ცხვირ–ტუჩის სამკუთხედის არეში,
გამოსავალი – საფეთქლის არეში მარჯვნივ, ყურის ნიჟარის უკან. ჭრილობის არხი
მიემართება წინიდან უკან, მარცხნიდან მარჯვნივ, ოდნავ ზემოდან ქვემოთ, ზედა
ყბის კბილების დაზიანებით, მარჯვენა საფეთქლის ძვლის პირამიდის
მოტეხილობით. ზემოაღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე ცეცხლსასროლი
იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ტყვიის) მოქმედების შედეგად და ატარებენ
როგორც ცალკე, ასევე ერთობლიობაში დაზიანებების მძიმე ხარისხის ნიშნებს,
როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
ა.ხუბულოვის გვამზე აღინიშნება მრავლობითი შემხები, ცეცხლნასროლი
ჭრილობები: კეფის მიდამოში მარცხნივ, მარჯვენა მხრის შუა მესამედის გარეთა
ზედაპირზე, მარჯვენა წინამხრის ზემო მესამედის უკანა ზედაპირზე, თეძოს და
ბარძაყის ზემო მესამედის არეში მარჯვნივ, წელის მიდამოში მარჯვნივ მარცხენა
მტევნის უკანა ზედაპირზე. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე
ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედებით და იზოლირებულად
აღებული ატარებენ დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.
მრავლობითი ნამსხვრევებით მიყენებული ჭრილობები მარჯვენა ბარძაყის ზემო
მესამედის არეში, მარცხენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე, საიდანაც ამოღებული
იქნა მეტალისაგან დეფორმირებული უცხო სხეულები, მიყენებულია სიცოცხლის
პერიოდში და ერთად აღბული ატარებენ დაზიანებათ მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.
705
დანართი # 3 პოლიცია
სისხლნაჟღენთი შუბლის არეში მარჯვნივ მიყენებული სიცოცხლის პერიოდში რაიმე
მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და ატარებს დაზიანებათ მსუბუქი ხარისხის
ნიშნებს. ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა იდაყვის სახსრის წინა ზედაპირზე –
ინექციის კვალი, მიყენებულია სიცოცხლის პერიოდში.
სასამართლო–ქიმიური გამოკვლევის შედეგად ა.ხუბულოვის სისხლში
და
თირკმელში არ აღმოჩნდა ოპიუმის ჯგუფის და სხვა ალკალოიდები, ბარბიტურატის
მჟავის და ფენოტიაზინის ნაწარმები, დიმედროლი და ნიქსორინი. სისხლში
აღმოჩნდა 1,1% ეთილის სპირტი.
2006 წლის 27 მაისს სისხლის სამართლის #09060094 საქმეზე დაზარალებულად იქნა
ცნობილი ლ.ბეროძე და დაიკითხა დაზარალებულის სახით.
წინასწარი გამოძიების მიერ დაიკითხნენ საქართველოს შსს–ს კრიმინალური
პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ 2006 წლის 2
მაისის სპეცოპერაციაში. მათი ჩვენებების თანახმად, 2006 წლის 2 მაისს შსს–ს
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე
დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის #09060094 საქმეზე ბ.ფუთურიძის,
ა.ხუბულოვის, ზ.ვაზაგაშვილისა და სხვათა მიმართ ყაჩაღური თავდასხმის
მომზადების ფაქტზე. დაახლოებით დილის 08:00 საათზე დაიგეგმა შესაბამისი
ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებები, შეიქმნა რამდენიმე ოპერატიული ჯგუფი.
ერთ–ერთ ოპერატიულ ჯგუფს დაევალა ეთვალთვალა დანაშაულებრივი ჯგუფის
გადაადგილებისათვის
,,BMW”-ს
მარკის
ავტომანქანით
სახ.#ADE-372.
დანაშაულებრივი ჯგუფის მართვის ქვეშ მყოფი ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანა
სახელწიფო #IOI–823 მოძრაობდა ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით მტკვრის
მარჯვენა სანაპიროზე საკმაოდ დიდი სისწრაფით, რის შესახებაც ხელის
რადიოსადგურის მეშვეობით თანამშრომლებმა გადასცეს უშუალო ხელმძღვანელს.
როდესაც პოლიციის თანამშრომელთა მართვის ქვეშ მყოფი ,,BMW”-ს მარკის
ავტომანქანა სახ.#ADE-372, რომელიც აკონტროლებდა მათ გადაადგილებას,
მიუახლოვდა დედაენის ბაღს მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოხვდა
საცობში, რა დროსაც ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანა სახელწიფო #IOI–823
იმყოფებოდა საკმაოდ წინ. აღნიშნულის შესახებ ხელის რადიოსადგურის მეშვეობით
გადსცეს ხელმძღვანელობას. გაიცა ბრძანება ასევე ხელის რადიოსადგურის
მეშვეობით, არ დაეკარგათ ობიექტი.
აღნიშნულის გამო შსს–ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა
მართვის ქვეშ მყოფმა ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანამ სახ.#ADE-372 დაიწყო
მანევრირება, გადავიდა გზის საპირისპირო მხარეს და საკმაოდ სწრაფად დაიწყო
მოძრაობა ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით. საჩოგბურთო კორტებთან,
შუქნიშანზე შენიშნეს ზემოთხსენებული ავტომანქანა. ვინაიდან შესაძლებელი იყო
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა მხრიდან მათი გაშიფვრა, პოლიციის
თანამშრომელმა ავტომაქანა გააჩერა მათი ავტომანქანის უკან დაახლოებით 5–10
მეტრის მოშორებით გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეს. ,,BMW”-ს მარკის
706
დანართი # 3 პოლიცია
ავტომანქანის სახ.#ADE-372 მძღოლმა სწორედ მაშინ გაიგონა გასროლის ხმა და
დაინახა ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანის სახელწიფო #IOI–823 სალონში გაელვება.
ამავდროულად გაიბზარა ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანის სახ.#ADE-372 წინა საქარე
მინა. ამავდროულად ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანამ სახელწიფო #IOI–823 დაიწყო
მანევრირება და გადავიდა გზის საპირისპირო მხარეს. სწორედ ამ დროს დაეჯახა
შსს–ს კრიმინალური პოლიციის თნამშრომელს ლ.ბეროძეს, რომელიც წაიქცა.
,,BMW”-ს მარკის ავტომანქანაში სახ.#ADE-372 მსხდომი პოლიციის თანამშრომლები
აჩვენებენ, რომ ისინი ავტომანქანიდან არ გადმოსულან. მათ დაინახეს, თუ როგორ
განლაგდა ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანის სახელწიფო #IOI–823 გარშემო მთელ
პერიმეტრზე სპეცდანიშნულების რაზმი მას შემდეგ, რაც მან დაიწყო მანევრირება.
სპეცდანიშნულების რაზმის მიერ ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანის სახელწიფო #IOI–
823 მიმართულებით მოხდა საპასუხო გასროლები. ასევე აღნიშნულ ავტომანქანაში
შენიშნეს რამოდენიმე გაელვება. ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანა სახელწიფო #IOI–823
გამოვიდა ზოლიდან გზის სავალი ნაწილის მხარეს და დიდი სისწრაფით შეეჯახა
შუქნიშნის რკინის ბოძს, რა დროსაც ავტომატურად შეწყდა სროლის ხმაც. მაგრამ
სროლისმაგვარი ხმა ისმოდა ავტომანქანის მხრიდან. მისი ძრავი კვლავ მუშაობდა
საკმაოდ ხმამაღლა. შემდეგ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები მივიდნენ
ავტომანქანასთან და სალონის უკანა მხრიდან მარჯვენა კარებიდან გადმოიყვანეს
პიროვნება, ბ.ფუთურიძე, რომელიც სავარაუდოდ იყო დაჭრილი. ხოლო მძღოლი
ზ.ვაზაგაშვილი და მის გვერდით მჯდომი ა.ხუბულოვი ორმხრივი სროლის შედეგად
ადგილზე იყვნენ ლიკვიდირებული. დაზარალებულის სახით დაკითხვისას
ლ.ბეროძემ აღნიშნა, რომ ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა გამორთო ავტომანქანის ძრავი,
რა დროსაც შეწყდა სროლისებური ხმა. დაზარალებულმა ლ.ბეროძემ ასევე აღნიშნა,
რომ მას მიადგა მორალური და ფიზიკური ზიანი.
2006 წლის 1 ივნისს გამომძიებელ გ.კვინიკაძის მიერ დაინიშნა სასამართლოსამედიცინო ექსპერტიზა, რომლის ჩატარება დაევალა საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. ექსპერტიზას
გადასაწყვეტად დაესვა შემდეგი კითხვები: რა სახისა და ხარისხის დაზიანებები აქვს
მიღებული ბ.ფუთურიძეს, მათი ლოკალიზაციისა და მიყენების მექანიზმის
განსაზღვრით. თუ მიყენებული დაზიანებები გამოწვეულია ცეცხლსასროლი
იარაღის გამოყენებით, გასროლის მანძილი და ტრაექტორია. შეესაბამება თუ არა
მიყენებული დაზიანებები ხანდაზმულობით 2006 წლის 2 მაისს.
2006 წლის 15 ივნისის #10/7/6/1-101/ბ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომელიც
ჩატარებულ იქნა საქართველოს შსს–ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი
სამმართველოს ბალისტიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის მიმართულების
ჯგუფების მიერ, ექსპერტიზის წინაშე გადასაწყვეტად დასმული იყო შემდეგი
კითხვები: წარმოდგენილ შავი ფერის ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანა სახ.#IOI-823 რა
სახის დაზიანებები აღენიშნება და რითია თითოეული მიყენებული. იმ შემთხვევაში,
თუ მანქანაზე მიყენებულია ცეცხლსასროლი დაზიანებები, განესაზღვროს
თითოეული დაზიანების მიყენების მიმართულება და სროლი ტრაექტორია, ასევე
თუ რა მანძილიდან და რა კალიბრის ტყვიის ზემოქმედებით არის თითოეული
განვითარებული. წარმოდგენილ შავი ფერის ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანას
707
დანართი # 3 პოლიცია
სახ.#ADE-372 რა სახის დაზიანებები აღენიშნება და რითია მიყენებული. იმ
შემთხვევაში, თუ მანქანაზე მიყენებული ცეცხლსასროლი დაზიანება, განისაზღვროს
მისი მიყენების მიმართულება და სროლის ტრაექტორია, ასევე თუ რა მანძილიდან
და რა კალიბრის ტყვიის ზემოქმედებით არის განვითარებული.
ამავე დასკვნის თანახმად, ,,გამოკვლევაზე წარმოდგენილია დადგენილება ორ
ფურცლად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ცხრა ფურცლად,
ნივთმტკიცება ავტომანქანა #IOI-823 იდგა შსს შიდა ავტოსადგომში დაულუქავ
მდგომარეობაში და ავტომანქანა #ADE-372 იდგა შსს შიდა ავტოსადგომში დაულუქავ
მდგომარეობაში.“
აღნიშული ექსპერტის დასკვნის თანახმად, დადგინდა, რომ ,,1.შავი ფერის ,,BMW”-ს
მარკის ავტომანქანა სახ.#ADE-372, წინა საქარე მინაზე მიყენებულია ერთი დაზიანება
მიმართული გარედან შიგნით, მარჯვნიდან მარცხნივ, დაახლოებით 15-20 გრადუსი
კუთხით, თითქმის ჰორიზონტალურად, არაახლო (ერთ მეტრზე მეტი) მანძილიდან
(დაზ.#1).
2.შავი ფერის ,,BMW”-ს მარკის #IOI-823 ავტომანქანის ძარასა და მინებზე არსებული
სამოცდათხუთმეტი დაზიანებიდან:
-წინა საქარე მინაზე #1 და #2 დაზიანებები მიყენებულია შიგნიდან გარეთ 9 მმ
დიამეტრის ჭურვის ზემოქმედებით.
-წინა მარცხენა კარებზე #3 გამჭოლი დაზიანება მიმართულია შიგნიდან გარეთ,
ზევიდან ქვევით 9 მმ დიამეტრის ჭურვის ზემოქმედებით.
-უკანა მარცხენა კარებზე #4 დაზიანება მიმართულია გარედან შიგნით, ზევიდან
ქვევით 9 მმ დიამეტრის ჭურვის ზემოქმედებით.
-უკანა მარცხენა ფრთაზე #5 და #6 დაზიანებები მიმართული გარედან შიგნით,
ოდნავ ზევიდან ქვევით 9 მმ დიამეტრის ჭურვის ზემოქმედებით.
-უკანა საბარგულის უკანა მხარეს სამარკო ნიშანთან #7, #8 და #9 დაზიანებები, უკანა
სანომრე ნიშანზე #11 დაზიანება და საბარგულის ზედა მხარეს არსებული #10
მხებითი გამჭოლი დაზიანება, მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით,
გარედან შიგნით, 5,45 მმ დიამეტრის ჭურვის ზემოქმედებით.
-უკანა საქარე მინის ქვედა ნახევარზე #12, #13 გამჭოლი დაზიანებები და უკანა საქარე
მინის მარცხენა ზედა მხარეს სამაგრი მეტალის ლენტზე #14 მხებითი, შემავალი, ყრუ
დაზიანება მიყენებულია გარედან შიგნით, 9 მმ დიამეტრის ჭურვის ზემოქმედებით.
-უკანა საქარე მინის ზედა მარცხენა კუთხეში #15 დაზიანება 280x300 მმ ფართობზე
ჩამოტეხილია.
708
დანართი # 3 პოლიცია
-უკანა საქარე მინის მარჯვენა ზედა კუთხეში, სამაგრი მეტალის ლენტისა და ძარას
შორის #16 გამჭოლი, შემავალი დაზიანება მიყენებულია გარედან შიგნით, 5,45 მმ
დიამეტრის ჭურვის ზემოქმედებით.
-წინა მარჯვენა ფრთაზე კარებთან #17, #18 და 319, - წინა მარჯვენა კარების
ჩამსხვრეული მინის ჩასამუქებელ ლენტზე #20, #21, #22, #23, #24, - წინა მარჯვენა
კარებზე #25, #26, #27, #28, #29, #30, #31, #32, #33, #34, #35 და წინა მარჯვენა კარის
უკანა ზედა კუთხეში #36 დაზიანებები მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან
გასროლით, გარედან შიგნით 5, 45 მმ დიამეტრის ჭურვის ზემოქმედებით.
-უაკანა მარჯვენა კარებზე ცხრამეტი დაზიანებიდან თვრამეტი #37, #38, #39, #40, #41,
#42, #43, #44, #45, #46, #47, #48, #49, #50, #51, #52, #53 და #54 დაზიანებები
მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, გარედან შიგნით 5,45 მმ
დიამეტრის ჭურვის ზემოქმედებით, ხოლო ერთი #55 დაზიანება მიყენებულია
გარედან შიგნით 9 მმ დიამეტრის ჭურვის ზემოქმედებით.
-უკანა მარჯვენა კარების მინაზე #56, #57, #58, #59, #60, #61 დაზიანებები
მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, გარედან შიგნით შესაძლოა 9
მმ დიამეტრის ჭურვის ზემოქმედებით.
-უკანა მარჯვენა ფრთაზე #62, #63, #64, #65, #66, #67, #68, #69, #70 დაზიანებები,
მანქანის სახურავზე ლუქთან არსებული #71 და #72 დაზიანებები და წინა
საბარგულზე (კაპოტი) არსებული #73, #74 და #75 დაზიანებები მიყენებულია
ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, გარედან შიგნით, 5,45 მმ დიამეტრის
ჭურვის ზემოქმედებით.
-ცეცხლსასროლი დაზიანებები აღინიშნება აგრეთვე ავტომანქანის წინა და უკანა
ბამპერსა და თვლებზე.
შავი ფერის BMW”-ს მარკის #IOI-823 ავტომანქანაზე არსებული
ცეცხლსასროლი დაზიანება მიყენებულია არაახლო მანძილიდან.“
ყველა
2006 წლის 16 ივნისის #რან/125 ექსპერტის დასკვნის თანახმად, ,,BMW”-ს მარკის
ავტომანქანიდან სახ.#IOI-823 დენთის სუსტი კვალი დაფიქსირდა მარჯვენა წინა
სავარძლის საზურგის უკანა მხარეს აღებულ ანაწმენდზე.
2006 წლის 20 ივნისს გამომძიებელ გ.კვინიკაძის მიერ სისხლის სამართლის #09060094
საქმეზე დაინიშნა დამატებითი ბალისტიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზა, რიმლის
თანახმადაც ექსპერტიზას გადასაწყვეტად დაესვა შემდეგი კითხვები: ექსპერტიზის
წინაშე წარმოდგენილი შავი ფერის ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანის სახ.#ADE-372 წინა
საქარე მინაზე არსებული დაზიანება მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღით,
რომლის მიმართულებაა გარედან შიგნით, მარჯვნიდან მარცხნივ 15 გრადუსიანი
კუთხით, ზევიდან ქვევით 2 გრადუსიანი დახრის კუთხით, არაახლო მანძილიდან,
სავარაუდოდ წარმოშობილი 9 მმ დიამეტრის ჭურვის ერთი გასროლით, შესაძლოა
თუ არა მიყენებული იყოს ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანის სახ.#IOI-823 სალონიდან
განხორციელებული გასროლის შედეგად. დადებით შემთხვევაში სავარაუდოდ
709
დანართი # 3 პოლიცია
,,BMW”-ს მარკის ავტომანქანის სახ.#IOI-823 სალონის რომელი მხრიდან
განხორციელდა გასროლა ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანის სახ.#ADE-372 წინა საქარე
მინის მიმართულებით.
2006 წლის 26 ივნისის #6-19/ბ, 7-19/ტრ ექსპერტის დასკვნის თანახმად, ,,სისხლის
სამართლის #09060094 საქმეზე წარმოდგენილი, მოწმე გიორგი დარჯანიას 2006 წლის
14 ივნისის დაკითხვის ოქმისა და ,,BMW”-ს მარკის სახ.#ADE-372 და სახ.#IOI-823
ავტომანქანებზე ჩატარებული ექსპერტიზების მიხედვით აღდგენილი სურათის
(სახ.#ADE-372 და სახ.#IOI-823 ავტომანქანების ურთიერთგანლაგება) თანახმად,
დადგინდა, რომ ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანის სახ.#ADE-372 წინა საქარე მინაზე
არსებული დაზიანება მიყენებულია მარჯვნიდან მარცხნივ 15-20 გრადუსიანი
კუთხით,
თითქმის
ჰორიზონტალურად
,,BMW”-ს
მარკის
სახ.#IOI-823
ავტომანქანიდან, უკანა საქარე მინის მარცხენა ზედა კუთხიდან გამომავალი ჭურვის
მოქმედების შედეგად. გასროლა სავარაუდოდ ნაწარმოებია #IOI-823 ავტომანქანის
სალონის უკანა მხრიდან.“
2006 წლის 24 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნ.ხუჯაძის ბრძანებით დაკმაყოფილდა პროკურორ
თ.ხარებავას შუამდგომლობა და ბრალდებულ ბ.ფუთურიძის მიმართ შერჩეული
აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ვადა გაგრძელდა ერთი თვით, სამ თვემდე 2006 წლის 2 აგვისტომდე.
2006 წლის 3 ივნისს ეჭვმიტანილის სახით დაიკითხა ედუარდ სინდოიანი, რომელმაც
წინასწარ გამოძიებას უჩვენა, რომ მან დაახლოებით ექვსი თვის წინ ძაღლების
ბაზრობაზე გაიცნო ა.ხუბულოვი. მათ გაცვალეს საკონტაქტო ტელეფონები.
ე.სინდოიანის მობილურის ნომერი იყო 893 54-19-10, ხოლო ა.ხუბულოვის ნომერი
იყო 899 24-44-14. მათ შორის რამდენჯერმე შედგა სატელეფონო საუბარი. ასევე
რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს, ვინაიდან ა.ხუბულოვს სურდა ძაღლის შეძენა.
ე.სინდოიანის ჩვენების თანახმად, მისთვის უცნობი იყო, თუ რა საქმიანობას ეწეოდა
ა.ხუბულოვი. მან ა.ხუბულოვს ასევე გადასცა რამდენიმე ვიდეო კასეტა ძაღლების
ჩხუბზე, რომელთაგან ორი მათგანი ეკუთვნოდა ვინმე ,,გიას“. 2006 წლის 01 მაისს
გვიან ღამით ე.სინდოიანი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ა.ხუბულოვს და
მოსთხოვა კასეტების უკან დაბრუნება. ვინაიდან ა.ხუბულოვმა უთხრა, რომ არ
ეცალა, შეთანხმდნენ ერთმანეთს შეხვედროდნენ 2006 წლის 2 მაისს დილის
საათებში. 2006 წლის 2 მაისს დილის საათებში ე.სინდოიანი ელოდებოდა
ა.ხუბულოვს თბილისში, მეტროსადგურ ,,სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე,
მაგრამ ა.ხუბულოვი არ მივიდა, რის გამოც მან ორჯერ გადაურეკა, თუმცა აღარ
ახსოვს, ა.ხუბულოვი ტელეფონს არ პასუხობდა თუ ჰქონდა გამორთული. ამის
შემდეგ მას ა.ხუბულოვისთვის აღარ დაურეკავს. 2006 წლის 4 მაისს კი ტელევიზიით
შეიტყო, რომ ა.ხუბულოვი და მისთვის უცნობი ახალგაზრდა ქ.თბილისში,
ბარათაშვილის ხიდთან საჩოგბურთო კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე
დაკავებისას მოუკლავთ პოლიციის თანამშრომლებს. ე.სინდოიანის ჩვენების
თანახმად, მისთვის უცნობია, თუ რატომ უნდა დაეკავებინათ პოლიციის
თანამშრომლებს ა.ხუბულოვი და რა ვითარებაში მოხდა მისი ლიკვიდაცია. ასევე
710
დანართი # 3 პოლიცია
მისთვის უცნობია, თუ სად მიდიოდა ა.ხუბულოვი მისთვის უცნობ პირებთან
ერთად.
2006 წლის 28 ივნისის #6/6-136/ბ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სისხლის
სამართლის #0906094 საქმეზე გამოსაკვლევი ოთხი ვაზნა წარმოადგენს ქარხნული
წესით დამზადებულ, 1951 წლის ნიმუშის ,,მაკაროვის“ კონსტრუქციის, 9 მმ
კალიბრის ვაზნას, განკუთვნილს ამავე კალიბრის ,,მაკაროვის“ სისტემის
პისტოლეტებისათვის და ,,სტეჩკინის“ სისტემის ავტომატური პისტოლეტებისათვის,
მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ერთი
ცალი მჭიდი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის,
,,მაკაროვის“ კონსტრუქციის 9 მმ კალიბრის პისტოლეტებისათვის განკუთვნილი.
2006 წლის 28 ივნისს დაზარალებულად იქნა ცნობილი გიორგი დარჯანია.
დაზარალებულის სახით დაკითხვისას მან წინასწარ გამოძიებას უჩვენა, რომ 2006
წლის 2 მაისს დაახლოებით დილის 08:00 საათზე განყოფილების უფროსის
ი.ზურაშვილის დავალებით გამოცხადდა საქართველოს შსს–ს ადმინისტრაციულ
შენობაში. შემდეგ ი.ზურაშვილთან, გიორგი კაჭარავასა და ლაშა ქურხულთან ერთად
სამსახურებრივი ავტომანქანით ,,BMW”-ს მარკის სახელმწიფო #ADE-327 გაემართა
ქ.თბილისში, საბურთალოს მიმართულებით. ი.ზურაშვილი იჯდა მის გვერდით
მარჯვენა მხარეს. საბურთალოს ქუჩაზე შეუხვია ი.ზურაშვილის მითითებით, სადაც
ი.ზურაშვილმა მანქანაში მყოფებს დაანახა ქუჩაში მყოფი ორი ახალგაზრდა
პიროვნება. ამ ორ პიროვნებას მიუახლოვდა შავი ფერის ,,BMW”-ს მარკის
ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით IOI-823. აღნიშნული ორი პიროვნება ჩაჯდა
ავტომანქანაში და ავტომანქანამ დაიწყო მოძრაობა გაგარინის მოედნის
მიმართულებით და ავიდნენ ვეძისის დასახლებაში ერთ-ერთ ქუჩაზე.
დაზარალებულ გ.დარჯანიას ჩვენების თანახმად, ვინაიდან აღნიშნულ ქუჩაზე
შესვლის შემთხვევაში შესაძლებელი იყო მათ შეემჩნიათ ისინი, მან ავტომანქანა
გააჩერა გაგარინის მოედნის მხარეს, მაგრამ ისე, რომ ეკონტროლებინა მათი
შემდგომი გადაადგილება. აღნიშნულს ი.ზურაშვილი ხელის რადიოსადგურის
მეშვეობით გადასცემდა ღონისძიების უშუალო ხელმძღვანელს შსს–ს კრიმინალური
პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს ირაკლი ფირცხალავას.
რამდენიმე წუთის შემდეგ თვალთვალის ობიექტმა გააგრძელა მოძრაობა ,,ვეფხისა
და მოყმის“ ძეგლის მიმართულებით გაგარინის მოედნის მიმართულებით, ჩავიდნენ
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და გააგრძელეს მოძრაობა ბარათაშვილის ხიდის
მიმართულებით. რა პერიოდშიც, BMW”-ს მარკის ავტომანქანამ სახელმწიფო ნომრით
IOI-823 განავითარა საკმაოდ დიდი სიჩქარე. აღნიშნულის შესახებ ხელის
რადიოსადგურის მეშვეობით ი.ზურაშვილმა გადასცა ი.ფირცხალავას.
დაზარალებული გ.დარჯანია განმარტავს, რომ იგი თავისი მართვის ქვეშ მყოფი
ავტომანქანით აკონტროლებდა სათვალთვალო ობიექტის მოძრაობას, თუმცა ისე,
რომ მათ მიერ შემჩნეული არ ყოფილიყო. ამიტომ გარკვეული პერიოდი ჩამორჩა მათ
მცირე მანძილით. როდესაც მიუახლოვდნენ მშრალი ხიდის ტერიტორიას, მოხვდნენ
საცობში, რა დროსაც ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით IOI-823
იმყოფებოდა საკმაოდ წინ და გ.დარჯანია მას ვეღარ ხედავდა. აღნიშნულის შეახებ
711
დანართი # 3 პოლიცია
ხელის რადიოსადგურის მეშვეობით გადაეცა ხელმძღვანელობას, რომლისგანაც
მიიღეს ბრძანება არ დაეკარგათ ობიექტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,
გ.დარჯანიამ დაიწყო მანევრირება, გადავიდა გზის შემხვედრი მიმართულებით
მოძრავი მანქანების სავალ ნაწილზე და დაიწყო მოძრაობა საკმაოდ სწრაფად
ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით. მას ობიექტი ეგონა შუქნიშანს გაცილებული
და დააპირა საჩოგბურთო კორტებთან არსებული გზის გამყოფი გამწვანების ზოლის
ავლით საპირისპირო გზაზე შუქნიშანზე გავლა, მაგრამ საჩოგბურთო კორტებთან
არსებულ შუქნიშანზე მისკენ პირველ ზოლში შენიშნა ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანა
სახელმწიფო ნომრით IOI-823, რომელიც იდგა გზის გამყოფი ზოლის მიმდებარე
ტერიტორიაზე. ვინაიდან შესაძლებელი იყო ობიექტის მხრიდან მისი მართვის ქვეშ
მყოფი ავტომანქანის გაშიფვრა, მან მაშინვე გააჩერა ავტომანქანა დაახლოებით 5-10
მეტრის მოშორებით. ერთი პერიოდი გაიფიქრა, მოეტრიალებინა ავტომანქანა, რა
დროსაც იდგა ღერძულა ხაზის მარცხენა მხარეს საკმაოდ მოშორებით, მოძრაობის
საპირისპირო მხარეს სავალ ნაწილზე. სწორედ ამ დროს გაიგონა გასროლის ხმა და
დაინახა გაელვება ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით IOI-823-ის
საალონის უკანა მარცხენა მხარეს. ამავდროულად გაიბზარა მისი მართვის ქვეშ
მყოფი ავტომანქანის წინა საქარე მინა. რა დროსაც მიხვდა, რომ მისი ავტომანქანის
მიმართულებით განხორციელდა გასროლა.
აღნიშნული გასროლის შემდეგ გაისმა ბრძანება ობიექტის დაკავების შესახებ.
მიუხედავად ამისა გ.დარჯანია საკმაოდ დაიბნა, ვინაიდან არ ელოდებოდა მისი
მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის მიმართულებით მიზანმიმართულ გასროლას.
შემდეგ გადახედა მისი ეკიპაჟის წევრებს და დარწმუნდა, რომ არც თავად მას და არც
მათ არანაირი სახის დაზიანება არ ჰქონდათ მიღებული. გასროლისა და მათი
დაკავების შესახებ ბრძანების გაცემის შემდეგ ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანამ
სახელმწიფო ნომრით IOI-823 დაიწყო მანევრირება და გადავიდა გზის საპირისპირო
მხარეს. ამ დროს გ.დარჯანიამ დაინახა, რომ ასფალტზე იწვა შსს–ს კრიმინალური
პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი
ლევან ბეროძე. პირველი გასროლის შემდეგ იგი აღარ გადასულა ავტომანქანიდან,
ვინაიდან იყო საკმაოდ დაბნეული.
გ.დარჯანია ასევე აჩვენებს, რომ როდესაც გაიცა ბრძანება, არ დაეკარგათ ობიექტი,
მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გადავიდა გზის საპირისპირო მხარეს და
მიუახლოვდა ბორიტმოქმედთა ავტომანქანას, მან დაინახა, თუ როგორ მოუარა
ზემოხსენებულ ავტომანქანას უკნიდან ერთ-ერთმა სპეცდანიშნულების რაზმის
თანამშრომელმა, რომელიც გაჩერდა ავტომანქანის უკანა მარცხენა მხარეს. მას ეცვა
შავი ფერის შარვალი და ქურთუკი. ხოლო სახეზე ვერ დაინახა, რადგან
სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი იდგა მისკენ ზურგით. ამავდროულად,
როგორც გ.დარჯანიამ შენიშნა, მას ზურგსუკან ეკავა პისტოლეტი. ხოლო მისი
მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის მიმართულებით განხორციელებული გასროლისა
და გაცემული ბრძანების შემდეგ აღნიშნულმა სპეცდანიშნულების რაზმის
თანამშრომელმა ავტომატურად გახსნა ცეცხლი ავტომანქანის მიმართულებით. მას
შემდეგ, რაც ავტომანქანამ დაიწყო მანევრირება, გ.დარჯანიამ დაინახა, თუ როგორ
გამოვიდნენ საკმაოდ სწრაფად სპეცრაზმის სხვა წევრებიც მთელ პერიმეტრზე.
712
დანართი # 3 პოლიცია
გ.დარჯანიამ ავტომანქანაში კვლავ შენიშნა რამოდენიმე გაელვება, რის შემდეგაც
მათი მიმართულებით მოხდა საპასუხო გასროლები. აღნიშნულის შემდეგ
ბოროტმოქმედთა ავტომანქანა გადავიდა გზის საპირისპირო მხარეს და დიდი
სიჩქარით შეეჯახა შუქნიშნის ბოძს, რის შემდეგაც ავტომანქანის მხრიდან ისმოდა
ძრავის მუშაობისა და სროლისმაგვარი ხმა. შეჯახებისთანავე სპეცრაზმის წევრებმა
შეწყვიტეს სროლა. მივიდნენ ავტომანქანასთან, საიდანაც გადმოიყვანეს უკანა
სავარძელზე მჯდომი პიროვნება. ამ დროს გ. დარჯანია და მისი ეკიპაჟის წევრები
გადავიდნენ ავტომანქანიდან და სხვა თანამშრომლებთან ერთად ახდენდნენ
შემთხვევის ადგილის დაცვას. დაჭრილი პიროვნება ბონდო ფუთურიძე იყო საკმაოდ
მძიმედ, თუმცა იგი პასუხობდა დასმულ კითხვებზე და ახდენდა საკმაოდ
ადეკვატურ რეაგირებას. საპასუხო სროლის შედეგად ლიკვიდირებულ იქნენ
მძღოლი ზ.ვაზაგაშვილი და მის გვერდით წინა სავარძელზე მჯდომი ა.ხუბულოვი.
დაზარალებული გ.დარჯანია წინასწარ გამოძიებას ასევე უჩვენებს, რომ როგორც მან
დაინახა, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გამომძიებლებისა და
ექსპერტების მიერ ამოღებულ იქნა სამი ცალი პისტოლეტი, ხოლო ერთი, მეოთხე
პისტოლეტი ამოღებულ იქნა წინა მარცხენა მხარეს მძღოლის სავარძლის
საზურგესთან. გ.დარჯანია ასევე აჩვენებს, რომ დათვალიერებულ იქნა მისი მართვის
ქვეშ მყოფი ავტომანქანაც, რა დროსაც ნატყვიარის მხარის ნახვის შემდეგ
დარწმუნდა, რომ გასროლა განხორციელებული იყო ავტომანქანიდან მისი
მიმართულებით. აღნიშნულის გამო მას მიადგა მორალური ზიანი.
საქართველოს შსს–ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2006
წლის 19 ივნისის #119/სბ დასკვნის თანახმად, 2006 წლის 2 მაისის შსს–ს
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებლის შ.ნიქაბაძის
დადგენილების თანახმად, სისხლის სამართლის #09060094 საქმეზე ზ.ვაზაგაშვილის,
ა.ხუბულოვისა და ბ.ფუთურიძის მიმართ ჩატარებულ იქნა კომპლექსური ქიმიური
და ბიოლოგიური ექსპერტიზა. ქიმიური ექსპერტიზის წინაშე გადასაწყვეტად
დასმული იყო შემდეგი კითხვები:
1.ზ.ვაზაგაშვილის ტანსაცმელზე აღინიშნება თუ არა ცეცხლსასროლი იარაღისათვის
დამახასიათებელი მეტალიზაციის კვალი, დადებით შემთხვევაში, ექსპერტიზაზე
წარმოდგენილი რომელი იარაღისაა ისინი?
2.ა.ხუბულოვის ტანსაცმელზე აღინიშნება თუ არა ცეცხლსასროლი იარაღისათვის
დამახასიათებელი მეტალიზაციის კვალი. დადებით შემთხვევაში, ექსპერტიზაზე
წარმოდგენილი რომელი იარაღისაა ისინი?
3.ბ.ფუთურიძის ტანსაცმელზე აღინიშნება თუ არა ცეცხლსასროლი იარაღისათვის
დამახასიათებელი მეტალიზაციის კვალი. დადებით შემთხვევაში, ექსპერტიზაზე
წარმოდგენილი რომელი იარაღისაა ისინი?
ბიოლოგიური
კითხვები:
ექსპერტიზის
წინაშე
გადასაწყვეტად
დასმული
იყო
შემდეგი
713
დანართი # 3 პოლიცია
1.ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ზ.ვაზაგაშვილის ტანსაცმელზე აღინიშნება თუ არა
რაიმე მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, დადებით შემთხვევაში
მიეკუთვნებიან თუ არა ისინი ადამიანის სისხლს, განისაზღვროს მათი ჯგუფი და
იდენტურია თუ არა ზ.ვაზაგაშვილის სისხლის ჯგუფის.
2.ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ა.ხუბულოვის ტანსაცმელზე აღინიშნება თუ არა
რაიმე მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, დადებით შემთხვევაში
მიეკუთვნებიან თუ არა ისინი ადამიანის სისხლს, განისაზღვროს მათი ჯგუფი და
იდენტურია თუ არა ა.ხუბულოვის სისხლის ჯგუფის.
3.ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ბ.ფუთურიძის ტანსაცმელზე აღინიშნება თუ არა
რაიმე მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, დადებით შემთხვევაში
მიეკუთვნებიან თუ არა ისინი ადამიანის სისხლს, განისაზღვროს მათი ჯგუფი და
იდენტურია თუ არა ბ.ფუთურის სისხლის ჯგუფის.
ექსპერტიზას ნივთმტკიცებად წარედგინა 5 ფუთა და სისხლის ნიმუშები.
ნივთმტკიცებათა აღწერილობით ნაწილში აღწერილი ექსპერტიზაზე წარდგენილ 5
ფუთაში მოთავსებული ზ.ვაზაგაშვილის, ა.ხუბულოვისა და ბ.ფუთურიძის
ტანსაცმლის მდგომარეობა, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუშები,
რომელიც აღებული იყო შემთხვევის ადგილზე - მარჯვენა სანაპირო, კორტების
მიმდებარე ტერიტორია ავტომანქანა ,,BMW” IOI-823-ის სიახლოვეს.
ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად:
1.ზ.ვაზაგაშვილის ტანსაცმელზე აღინიშნება რკინის მეტალიზაციის წერტილოვანი
კვალი, არა საგნობრივი გამოსახულებით.
2.ა.ხუბულოვის ტანსაცმელზე აღინიშნება რკინის მეტალიზაციის წერტილოვანი
კვალი მოჭარბებული სახით, არა საგნობრივი გამოსახულებით.
3.ბ.ფუთურიძის ტანსაცმელზე აღინიშნება რკინის მეტალიზაციის
ინტენსივობის წერტილოვანი კვალი, არა საგნობრივი გამოსახულებით.
ნაკლები
ქიმიური ექსპერტიზის
გამოვლინდა შემდეგი:
შედეგად
კვლევითი
ნაწილის
თანახმად,
კვლევის
1.ზ.ვაზაგაშვილის ტანსაცმელზე აღინიშნება რკინის მეტალიზაციის ნაკლები
ინტენსივობის წერტილოვანი კვალი ქურთუკისა და შარვლის ჯიბეებში. კვალს არა
აქვს საგნობრივი გამოსახულება.
2.ა.ხუბულოვის ტანსაცმელზე აღინიშნება რკინის მეტალიზაციის წერტილოვანი
კვალი მოჭარბებული სახით, განსაკუთრებით მაისურის ქვედა ნაწილზე და
ქურთუკის ჯიბეებში. ნაკლებად პულოვერის ზედა ნაწილზე. კვალს არა აქვს
საგნობრივი გამოსახულება.
714
დანართი # 3 პოლიცია
3.ბ.ფუთურიძის ტანსაცმელზე აღინიშნება რკინის მეტალიზაციის ნაკლები
ინტენსივობის წერტილოვანი კვალი. რკინის მეტალიზაცია მასიური სახით გამოჩნდა
ქურთუკის მარცხენა და მარჯვენა ჯიბეებში. შედარების მიზნით კონტაქოგრამები
აღებულ იქნა ქურთუკის ისეთ ადგილებში, სადაც ნაკლებად სავარაუდოა
იარაღისათვის დამახასიათებელი რკისნის მეტელიზაციის კვალის აღმოჩენა, კერძოდ
უკანა ზედა მხარეს და სახელოებზე იდაყვებს ზემოთ. მიღებულ კონტაქტოგრამებზე
გამოჩნდა იგივე სახის რკინის მეტალიზაციის მასიური კვალი, რაც გვაფიქრებინებს,
რომ ქურთუკი შეღებილი ან დამუშავებულია რკინის ორვალენტიანი ნაერთით.
ტანსაცმელზე აღმოჩენილ კვალს არა აქვს საგნობრივი გამოსახულება.
2006 წლის 20 ივნისის #6/4-102/ბ დასკვნის თანახმად, საქართველოს შსს–ს
საექსპერტო-კრიმინალისტიკური
მთავარი
სამმართველოს
ბალისტიკური
ექსპერტიზის მიერ საქართველოს შსს–ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
უფროსი გამომძიებლის შ.ნიქაბაძის 2006 წლის 02 მაისის დადგენილების თანახმად
სისხლის სამართლის #09060094 საქმეზე ზ.ვაზაგაშვილის, ა.ხუბულოვისა და
ბ.ფუთურიძის მიმართ ჩატარებულ იქნა სასამართლო-ბალისტიკური ექსპერტიზა.
ექსპერტიზის წინაშე გადასაწყვეტად დასმული იყო შემდეგი კითხვები:
1.შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ავტომანქანიდან 38,9 მეტრში
ამოღებული
8 ცალი ტყვიის მასრა რომელი სისტემის ცეცხლსასროლი
იარაღებისათვის არის განკუთვნილი და გასროლილია თუ არა ექსპერტიზაზე
წარმოდგენილი რომელიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან.
2.შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ავტომანქანიდან 4 მეტრში
ამოღებული 23 ცალი ტყვიის მასრა რომელი სისტემის ცეცხლსასროლი
იარაღებისათვის არის განკუთვნილი და გასროლილია თუ არა ექსპერტიზაზე
წარმოდგენილი რომელიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან.
3.შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ავტომანქანიდან 13,6 მეტრში
ამოღებული 9 ცალი ტყვიის მასრა რომელი სისტემის ცეცხლსასროლი
იარაღებისათვის არის განკუთვნილი და გასროლილია თუ არა ექსპერტიზაზე
წარმოდგენილი რომელიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან.
4.შემთხვევის ადგილი დათვალიერების დროს ავტომანქანის საბარგულიდან ნანახი
და ამოღებული 1 ცალი ტყვიის გულა რომელი სისტემის ცეცხლსასრპოლი
იარაღებისათვის არის განკუთვნილი და გასროლილია თუ არა ექსპერტიზაზე
წარმოდგენილი რომელიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან.
5.შემთხვევის ადგილი დათვალიერების დროს ავტომანქანის უკანა სავარძლის
მარცხენა მხარეს დადებული ნაჭრის კეპიდან ამოღებული 2 ცალი ტყვიის მასრა
რომელი სისტემის ცეცხლსასროლი იარაღებისათვის არის განკუთვნილი და
გასროლილია თუ არა ექსპერტიზაზე წარმოდგენილი რომელიმე ცეცხლსასროლი
იარაღიდან.
715
დანართი # 3 პოლიცია
6.შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ავტომანქანის წინა მარჯვენა
რეზინის საფენიდან ამოღებული 3 ცალი ტყვიის მასრა რომელი სისტემის
ცეცხლსასროლი იარაღებისათვის არის განკუთვნილი და გასროლილია თუ არა
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი რომელიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან.
7.შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ავტომანქანის წინა მარცხენა
რეზინის საფენიდან ამოღებული 3 ცალი ტყვიის მასრა და სავარძლის გვერდით
მდებარე ხელის მუხრუჭთან ამოღებული ხუთი ცალი მასრა, რომელი სისტემის
ცეცხლსასროლი იარაღებისათვის არის განკუთვნილი და გასროლილია თუ არა
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი რომელიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან.
8.შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ავტომანქანის უკანა მარჯვენა
სავარძლის ქვედა მხარეს ამოღებული 1 ცალი ტყვიის მასრა და ერთი ცალი ტყვიის
გულა რომელი სისტემის ცეცხლსასროლი იარაღებისათვის არის განკუთვნილი და
გასროლილია თუ არა ექსპერტიზაზე წარმოდგენილი რომელიმე ცეცხლსასროლი
იარაღიდან.
9.შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ავტომანქანის უკანა მარჯვენა
რეზინის საფენიდან ამოღებული 1 ცალი ტყვიის გულა რომელი სისტემის
ცეცხლსასროლი იარაღებისათვის არის განკუთვნილი და გასროლილია თუ არა
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი რომელიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან.
10.შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ავტომანქანის უკანა მარჯვენა
სავარძლის, უკანა მარჯვენა კუთხიდან ამოღებული 2 ცალი ტყვიის გულას
ფრაგმენტი რომელი სისტემის ცეცხლსასროლი იარაღებისათვის არის განკუთვნილი
და გასროლილია თუ არა ექსპერტიზაზე წარმოდგენილი რომელიმე ცეცხლსასროლი
იარაღიდან.
11.შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ავტომანქანის წინა მარცხენა
სავარძლის დასაჯდომიდან ამოღებული 1 ცალი ტყვიის გულას ფრაგმენტი, რომელი
სისტემის ცეცხლსასროლი იარაღებისათვის არის განკუთვნილი და გასროლილია თუ
არა ექსპერტიზაზე წარმოდგენილი რომელიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან.
12.შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ავტომანქანის წინა მარჯვენა
სავარძლის საზურგიდან ამოღებული 2 ცალი ტყვიის გულას ფრაგმენტი, რომელი
იარაღის ნაწილებისა და მექანიზმების სტატიკური და დინამიკური კვალები,
შენაჭყლეტების, ნაფხაჭნების, წვრილი ლილვაკების და ნაღარების სახით. რომელი
სისტემის ცეცხლსასროლი იარაღებისათვის არის განკუთვნილი და გასროლილია თუ
არა ექსპერტიზაზე წარმოდგენილი რომელიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან.
13.შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ავტომანქანის წინა მარცხენა
რეზინის საფენიდან, აქსელატორთან ამოღებული 3 ცალი ტყვიის გულას ფრაგმენტი,
რომელი სისტემის ცეცხლსასროლი იარაღებისათვის არის განკუთვნილი და
გასროლილია თუ არა ექსპერტიზაზე წარმოდგენილი რომელიმე ცეცხლსასროლი
იარაღიდან.
716
დანართი # 3 პოლიცია
14.შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ავტომანქანის წინა სალონის ე.წ.
,,ტორპედოდან“ ამოღებული ერთი ცალი ტყვიის გულა, რომელი სისტემის
ცეცხლსასროლი იარაღებისათვის არის განკუთვნილი და გასროლილია თუ არა
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი რომელიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან.
15.შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ავტომანქანის უკანა მარცხენა
სავარძლის, რეზინის საფენიდან ამოღებული 1 ცალი ტყვიის გულას ფრაგმენტი,
რომელი სისტემის ცეცხლსასროლი იარაღებისათვის არის განკუთვნილი და
გასროლილია თუ არა ექსპერტიზაზე წარმოდგენილი რომელიმე ცეცხლსასროლი
იარაღიდან.
16.შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ავტომანქანის უკანა მარცხენა
სავარძელსა და კარებს შორის, ამოღებული 1 ცალი ტყვიის გულას ფრაგმენტი
რომელი სისტემის ცეცხლსასროლი იარაღებისათვის არის განკუთვნილი და
გასროლილია თუ არა ექსპერტიზაზე წარმოდგენილი რომელიმე ცეცხლსასროლი
იარაღიდან.
17. შსს–ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს კარტოთეკაში
ხომ არ მოიპოვება ექსპერტიზისათვის წარდგენილი შემთხვევის ადგილი
დათვალიერების დროს ამოღებული შვიდი ცალი მასრის ანალოგიური მასრები.
18.ექსპერტიზაზე წარდგენილ ზ.ვაზაგაშვილის, ა.ხუბულოვისა და ბ.ფუთურიძის
ტანსაცმელზე აღენიშნება თუ არა რაიმე სახის დაზიანებები, დადებით შემთხვევაში,
რითია ისინი გამოწვეული. ექსპერტიზას ასევე ეთხოვა მათი ხანდაზმულობისა და
ტრაექტორიის განსაზღვრა.
19.აღნიშნულ ტანსაცმელზე მიყენებული დაზიანებები ადგილმდებარეობით
შეესაბამებიან თუ არა ზ.ვაზაგაშვილის, ა.ხუბულოვისა და ბ.ფუთურიძის სხეულზე
არსებულ დაზიანებებს.
20.ზემოაღნიშნულ
ტანსაცმელზე
მიყენებული
ექსპერტიზას ეთხოვა სროლის მანძილის განსაზღვრა.
დაზიანებების
მიხედვით
აღნიშნული დასკვნის თანახმად, 1,2,3,5,6,7 კითხვების პასუხი იყო - #1 მოთავსებული
რვა მასრიდან ექვსი მასრა, #5 პაკეტში მოთავსებული ორი მასრა, #6 პაკეტში
მოთავსებული სამი (სულ თერთმეტი) მასრა არის ,,მაკაროვის“ და ,,სტეჩკინის“
კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის გათვალისწინებული, 9 მმ
კალიბრის
ვაზნის
შემადგენელი
ნაწილები.
თერთმეტივე
ვარგისია
იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 9 მმ კალიბრის ,,მაკაროვის“ ან ,,სტეჩკინის“
კონსტრუქციის პისტოლეტში.
#2 პაკეტში მოთავსებული ოცდასამი და #3 პაკეტში მოთავსებული ცხრა (სულ
ოცდათორმეტი) მასრა არის 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ კალიბრის სამხედრო ვაზნის
შემადგენელი ნაწილები, განკუთვნილი ,,კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ამავე
717
დანართი # 3 პოლიცია
კალიბრის 1974 წლის ნიმუშის ავტომატებისათვის და ,,RPK-74” ხელის
ტყვიამფრქვევებისათვის. ოცდათორმეტივე მასრა ვარგისია იდენტიფიკაციისათვის
და გასროლილია 1974 წლის ნიმუშის კალაშნიკოვის კონსტრუქციის 5,45 მმ
კალიბრის ავტომატში.
#1 პაკეტში მოთავსებული რვა მასრიდან ორი, #7 პაკეტში მოთავსებული რვა (სულ
ათი) მასრა არის 1908 წლის ნიმუშის პარაბელუმის 9 მმ კალიბრის, P-08 ნიმუშის
ვაზნის შემადგენელი ნაწილები. ათივე, მასრა ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და
გასროლილია უცხოური წარმოების 9 მმ კალიბრის პისტოლეტში.
–მასრების ერთმანეთთან და მაკაროვის სიტემის სისტემის 1-უნომრო, 2-#PM 6426 და
CZ -ს სისტემის, 3-# 6283 E პისტოლეტებში გასროლილ ექსპერიმენტალურ მასრებთან
შედარებისას დადგინდა:
#1 პაკეტში მოთავსებული რვა მასრიდან ექვსი მასრა პირობითი აღნიშვნით ,,1“
გასროლილია ,,მაკაროვის“ ან ,,სტეჩკინის“ ერთი და იმავე პისტოლეტში.
#5 პაკეტში მოთავსებული ორი მასრა პირობითი აღნიშვნით ,,2“ გასროლილია
,,მაკაროვის“ სისტემის ერთი და იმავე პისტოლეტში და გასროლილია წარმოდგენილ
,,მაკაროვის“ სისტემის უნომრო პისტოლეტში.
#6 პაკეტში მოთავსებული სამი მასრა პირობითი აღნიშვნით ,,3“ გასროლილია
,,მაკაროვის“ სისტემის ერთი და იმავე პისტოლეტში და გასროლილია წარმოდგენილ
,,მაკაროვის“ სისტემის #PM 6426 პისტოლეტში.
#2 პაკეტში მოთავსებული ოცდასამი მასრიდან :
–ოთხი მასრა პირობითი აღნიშვნით ,,4“ გასროლილია კალაშნიკოვის სისტემის ერთი
და იმავე ავტომატში.
–სამი მასრა პირობითი აღნიშვნით ,,5“ გასროლილია ,,კალაშნიკოვის“ სისტემის სხვა
ერთი და იმავე ავტომატში.
–თხუთმეტი მასრა პირობითი აღნიშვნით ,,6“ გასროლილია ,,კალაშნიკოვის“
სისტემის სხვა ერთი და იმავე ავტომატში.
–ერთი მასრა პირობითი აღნიშვნით ,,7“ გასროლილია კალაშნიკოვის სისტემის სხვა
ერთი და იმავე ავტომატში.
#3 პაკეტში მოთავსებული ცხრა მასრა პირობითი აღნიშვნით ,,8“ გასროლილია
,,კალაშნიკოვის“ სისტემის ერთი და იმავე ავტომატში და იდენტურია #2 პაკეტში
მოთავსებული სამი მასრის პირობითი აღნიშვნით ,,5“.
#1 პაკეტში მოთავსებული რვა მასრიდან ორი მასრა პირობითი აღნიშვით ,,9“
გასროლილია უცხოური წარმოების 9 მმ კალიბრის ერთი და იმავე პისტოლეტში.
718
დანართი # 3 პოლიცია
#7 პაკეტში მოთავსებული რვა მასრა პირობითი აღნიშვნით ,,10“ გასროლილია
უცხოური წარმოების 9 მმ კალიბრის ერთი და იმავე პისტოლეტში და გასროლილია
,,CZ” -ს სიტემის #6283 E პისტოლეტში.
4. #4 პაკეტში მოთავსებული დეფორმირებული მეტალის ფრაგმენტი არის 1908 წლის
ნიმუშის 9 მმ კალიბრის ,,პარაბელუმის“ ვაზნის შემადგენელი ნაწილი, განკუთვნილი
9 მმ კალიბრის უცხოური წარმოების პისტოლეტების დიდი ჯგუფისათვის. ვარგისია
იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 9 მმ კალიბრის უცხოური წარმოების
პისტოლეტიდან.
8. 9. 10. 11. 12.13. #8 პაკეტში მასრა არ იყო მოთავსებული. ხოლო რას წარმოადგენს
ამავე პაკეტში მოთავსებული რუხი ფერის მეორე ფრაგმენტი, მისი მცირე ზომის გამო
დადგენა შეუძლებელია.
#9 პაკეტში მოთავსებული ერთი, #10 პაკეტში მოთავსებული ერთი, #11 პაკეტში
მოთავსებული ერთი, #12 პაკეტში მოთავსებული ერთი, #13 პაკეტში მოთავსებული
ერთი
(სულ ხუთი) რუხი ფერის მაგნიტური ლითონისაგან დამზადებული,
ცილინდრულ-კონუსური ფორმის საგანი არის 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ კალიბრის
სამხედრო ვაზნის ტყვიის შემადგენელი ნაწილი (გულარი), განკუთვნილი 5,45 მმ
კალიბრის
,,კალაშნიკოვის“
კონსტრუქციის
ავტომატებისათვის.
ისინი
იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.
10. 12.13.14.15.16. #9 პაკეტში მოთავსებული ერთი, #10 პაკეტში მოთავსებული ერთი,
#12 პაკეტში მოთავსებული ერთი, #13 პაკეტში მოთავსებული ორი, #14 პაკეტში
მოთავსებული ერთი, #15 პაკეტში მოთავსებული ერთი (სულ რვა) მოყვითალო
ფერის მაგნიტური ლითონისაგან დამზადებული ნატეხი არის 1974 წლის ნიმუშის
5,45 მმ კალიბრის სამხედრო ვაზნის ტყვიის შემადგენელი ვაზნის ნაწილები
(გარსები), განკუთვნილი 5,45 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის
ავტომატური იარაღებისათვის. ტყვიის ყველა გარსი იდენტიფიკაციისათვის
უვარგისია.
18.19. ზ.ვაზაგაშვილის ქურთუკზე, ჟაკეტსა და მაისურზე არსებული გამჭოლი
დაზიანებები არის ცეცხლსასროლი იარარიდან გასროლით მიყენებული და
წარმოადგენენ ერთმანეთის გაგრძელებას.
შავი ჯინსისი შარვლის მარჯვენა ტოტის წინა მხარეს, ბარძაყის არეზე არსებული
სამი გამჭოლი დაზიანება არის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიყენებული
შემავალი დაზიანება.
ყველა დაზიანება შეესაბამება ზ.ვაზაგაშვილის სხეულზე არსებულ ცეცხლსასროლი
იარაღიდან გასროლით მიყენებულ ჭრილობებს.
719
დანართი # 3 პოლიცია
ა.ხუბულოვის ქურთუკზე, სვიტერსა და მაისურზე არსებული გამჭოლი დაზიანებები
არის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიყენებული და წარმოადგენენ
ერთმანეთის გაგრძელებას.
შარვალზე არსებული ყველა დაზიანება არის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით
მიყენებული გამჭოლი დაზიანება.
ყველა დაზიანება შეესაბამება ა.ხუბულოვის სხეულზე არსებულ ცეცხლსასროლი
იარაღიდან გასროლით მიყენებულ ჭრილობებს.
ბ.ფუთურიის შარვალზე, მაისურსა და ტრუსზე არსებული გამჭოლი დაზიანებები
არის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიყენებული და წარმოადგენენ
ერთმანეთის გაგრძელებას.
ბოტასებსა და წინდებზე არსებული დაზიანებები მიყენებულია ცეცხლსასროლი
იარაღიდან გასროლთ და წარმოადგენენ ერთმანეთის გაგრძელებას.
ყველა დაზიანება შეესაბამება ბ.ფუთურიძის სხეულზე არსებულ ცეცხლსასროლ
იარაღიდან გასროლით მიყენებულ ჭრილობებს.
20.ზ.ვაზაგაშვილის, ა.ხუბულოვის და ბ.ფუთურიძის
ნაწარმოებია არაახლო მანძილიდან (120 სმ) ზემოთ.
ტანსაცმელზე
სროლა
საქართველოს შსს–ს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2006
წლის 03 ივლისის #129/ტრ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზას წარედგინა ავტომანქანა
BMW-525 სახ.#IOI-823, რომელიც მოთავსებული იყო შსს–ს
ტერიტორიაზე.
ექსპერტიზის წინაშე გადასაწყვეტად დასმული იყო შემდეგი კითხვები:
1.რა მდგომერეობაში იმყოფება წარმოდგენილი ავტომანქანის კარებების მინები;
2.ვინაიდან ორივე წინა კარებზე მინები არის ჩამსხვრეული, ექსპერტიზას ეთხოვა
მათი ამჟამინდელი მდგომარეობის დადგენა ჩამსხვრევამდე.
დასკვნის თანახმად, გამოკვლევაზე წარმოდგენილი ავტომანქანა BMW-525 სახ.#IOI823-ის უკანა მარჯვენა კარების მინა გაღებულია დაახლოებით 2 სმ-ით, უკანა
მარცხენა კარის მინა მთლიანად ამოწეულია, წინა მარცხენა კარის მინა
ჩამსხვრევამდე მთლიანად იყო ამოწეული, ხოლო წინა მარჯვენა კარების მინა
ჩამსხვრევამდე გაღებული იყო 8 სმ-ით.
შსს–ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს
დამნაშავეთა სამყაროს ლიდერებთან ბრძოლის განყოფილების უფროსის
შ.ჭანუყვაძის 2006 წლის 04 ივლისის #19/1/6///1-6111 წერილით საქართველოს შსს–ს
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის
მოადგილეს ზ.ქიქავას ეცნობა, რომ შსს–ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
სამძებრო სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს ლიდერებთან ბრძოლის
720
დანართი # 3 პოლიცია
განყოფილების მიერ გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად არ
დადასტურდა სისხლის სამართლის #09060094 საქმეზე დაზარალებულ ა.მამედოვის
მეუღლის ძმის სერგო ედუარდის ძე ახტიანის კავშირი ა.ხუბულოვისა და
დანაშაულებრივი
ჯგუფის სხვა წევრებთან. ამდენად ტარდება დამატებითი
ოპერატიული ღონისძიებები დანაშაულებრივი ჯგუფის იმ წევრის დემოგრაფიული
მონაცემებისა და ადგილსამყოფელის დასადგენად, რომელმაც ალექსანდრე
ხუბულოვს მიაწოდა ინფორმაცია დაზარალებულ ახმედ მამედოვის საცხოვრებელ
ბინაში მდებარე ქ.თბილისი, ხომლელის ქ.#3-ში, 30 000 აშშ დოლარისა და ოქროს
ნივთების არსებობის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2006 წლის 05
ივლისის დადგენილებით უარი ეთქვა ადვოკატ გ.ჯოგლიძეს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო
სასამართლოს 2006 წლის 24 ივნისის ბრძანება ბრალდებულ ბ.ფუთურიძის მიმართ
საპატიმრო ვადის ერთი თვით, სამ თვემდე, ანუ 2006 წლის 02 აგვისტომდე
გაგრძელების შესახებ.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტის #3001 დასკვნით
გადასაწყვეტად დასმული იყო შემდეგი კითხვები:
ექსპერიზის
წინაშე
1.რა სახის და ხარისხის დაზიანებები აქვს მიღებული ბონდო ფუთურიძეს.
ექსპერტიზას ასევე ეთხოვა განესაზღვრა მათი ლოკალიზაცია და მიყენების
მექანიზმი.
2.თუ მიყენებული დაზიანებები გამოწვეული იყო ცეცხლსასროლი იარაღის
გამოყენებით, ექსპერტიზას ეთხოვა განესაზღვრა გასროლის მანძილი და
ტრაექტორია.
3.შეესაბამება თუ არა მიყენებული დაზიანებები ხანდაზმულობით დადგენილებაში
მითითებულ თარიღს (2006 წლის 02 მაისი).
დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის
(ქ.თბილისის 31 კლინიკური საავადმყოფოს ადამყოფობის ისტორია #2506/48 და
#2392/259 და ციხის საავადმყოფოს ავადმყოფობის ისტორია #463) მონაცემებით,
მოქ.ბ.ფუთურიძე 2006 წლის 2 მაისს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით
სტაციონალურ მკურნალობას ატარებს 2006 წლის 2 მაისიდან დიაგნოზით:
მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები გავა-თეძოს, ორივე წვივისა და ბარძაყის
არეში. ორივე დუნდულის არეში, მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა წვრილი
ნაწლავის მრავლობითი დაზიანებით, რექტოსიგმოიდური მიდამოს ჰემატომები,
ცეკოსტომის და სიგმოსტომის შემდგომი მდგომარეობა. აღნიშნული დაზიანებანი
მიყენებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ჭურვის
მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან დაზიანებათა მძიმე ხარისხს,
როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.
721
დანართი # 3 პოლიცია
2006 წლის 11 ივლისის ამოღების ოქმის თანახმად, შსს–ს კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა გ.კვინიკაძემ
გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების შესახებ 2006 წლის 11
ივლისის დადგენილების საფუძველზე ქ.თბილისის #1 კლინიკური საავადმყოფოს
ზოგადქირურგიული განყოფილების მთავარი ექიმის ა.მეგრელაძასთან ჩაატარა
ამოღება. ამოღების ოქმის თანახმად, აღებულ იქნა: 1.პოლიეთილენის პაკეტში
მოთავსებლი ლითონის ფრაგმენტი ფურცელზე წარწერით ,,მარჯვენა მენჯ-ბარძაყის
სახსრის მიდამოდან ამოღებული უცხო სხეული.“ 2.პოლიეთილენის პაკეტში
მოთავსებული ლითონის ფრაგმენტი ფურცელზე წარწერით ,,მარჯვენა მუხლის
სახსრის მიდამოდან ამოღებული უცხო სხეული.“
3.პოლიეთილენის პაკეტში
მოთავსებული ლითონის ფრაგმნეტი ფურცელზე წარწერით ,,წვრილი ნაწლავის
სანათურიდან
ამოღებული
უცხო
სხეული.“
4.პოლიეთილენის
პაკეტში
მოთავსებული ლითონის ფრაგმენტები წარწერით ,,მარჯვენა ტერფის და კოჭწვივის
სახსრის მიდამოდან ამოღებული უცხო სხეული“.
2006 წლის 12 ივლისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა კოლეგიის დადგენილებით კანონიერად იქნა ცნობილი ქ.თბილისის შსს–ს
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა
გამომძიებლის გ.კვინიკაძის მიერ გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული
საგამოძიებო მოქმედება - ამოღება.
2006 წლის 14 ივლისის დადგენილების თანახმად: 1.სისხლის სამართლის #09060093
საქმეზე მაკაროვის სისტემის პისტოლეტი უნომრო 1951 წლის ნიმუში ორი მჭიდითა
და ერთი ცალი ვაზნით; ვალტერის სისტემის პისტოლეტი #192856 თავისი მჭიდითა
და რვა ცალი ვაზნით; ,,CZ 75 B სისტემის პისტოლეტი #6283 E თავისი მჭიდით;
,,მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი #PM 6462 მჭიდითა და 5 ცალი ვაზით; 13 ცალი
მასრა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ,,BMW“ მარკის
ავტომანქანიდან სახ.#IOI-823; ერთი ცალი მჭიდი თავისი ოთხი ცალი ვაზნით,
ცნობილ იქნა ნივთმტკიცებად და შესანახად მოთავსდა საქართველოს შს
სამინისტროს
მატერიალურ-ტექნიკური
და
ფინანსური
უზრუნველყოფის
დეპარტამენტში.
2.ერთი ცალი მცირე ზომის შავტარიანი დანა, წარწერით ,,GERBER“, ერთი ცალი
რკინის ტარიანი გასაშლელი დანა ტარზე ნახვრეტებით; ერთი ცალი ,,სკოჩი“,
ბ.ფუთურიძის, ზ.ვაზაგაშვილისა და ა.ხუბულოვისაგან აღებული დენთის
ანაწმენდები 3 პაკეტად ერთ ფუთაში; ანაწმენდები ავტომანქანიდან 2 პაკეტად; ორი
ცალი ხელის რადიოსადგური ე.წ. ,,რაცია“, მობილური ტელეფონი ,,NOKIA“ იმეი
კოდით 351478608169176 სიმბარათით ნომრით 893-54-19-00, ერთი ცალი ,,VHS“
სტანდარტის #120-135 ვიდეოკასეტა ზედ ფარული ვიდეოგადაღების ჩანაწერით
დალუქული სახით #13 ბეჭდით, ცნობილ იქნა ნივთიერ მტკიცებულებად და
დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.
3.შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ზ.ვაზაგაშვილის მართვის
ქვეშ მყოფი ,,BMW“ მარკის ავტომანქანა სახ.#IOI-823 ცნობილ იქნა ნივთიერ
722
დანართი # 3 პოლიცია
მტკიცებულებად, დაილუქა საქართველოს შსს–ს კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის #19 ბეჭდით და მოთავსდა საქართველოს შსს–ს ავტოსადგომზე.
2006 წლის 14 ივლისის ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის შესახებ ოქმის თანახმად,
ბრალდებული ბ.ფუთურიძე გაეცნო 2006 წლის 26 ივნისის #6-19/ბ, 7-19/ტრ
ექსპერტის დასკვნებს და წინასწარი გამოძიების წინაშე იშუამდგომლა, რომ მისი
ადვოკატის თანდასწრებით მომხდარიყო ექსპერტების მეშველიანისა და სურმანიძის
დაკითხვა მათ მიერ გაცემულ დასკვნებთან დაკავშირებით, რომლებიც ბრალდებულ
ბ.ფუთურიძის
აზრით
აბსოლუტურად
დაუსაბუთებელია.
ბრალდებული
ბ.ფუთირიძე ასევე გაეცნო 2006 წლის 28 ივნისის #6/6-136/ბ ექსპერტიზის დასკვნას,
რომელთან დაკავშირებითაც ბრალდებულმა ბ.ფუთურიძემ განაცხადა, რომ
გამოკვლეული ვაზნები და მჭიდი, რომლებიც, გამომძიებლის განმარტებით თითქოს
ამოღებულია მისი ტანსაცმლიდან, მას არ ეკუთვნის და თუ როგორ და რა
ვითარებაში მოხდა მათი ამოღება მისი ტანსაცმლიდან, მისთვის უცნობია.
ბრალდებული ბ.ფუთურიძე ასევე გაეცნო კომპლექსური ბიოლოგიური და ქიმიური
ექსპერტიზის 2006 წლის 19 ივნისის #119/სბ-113/რან დასკვნას, რომელთან
დაკავშირებით შუამდგომლობა არ გააჩნდა. ბრალდებული ბ.ფუთურიძე ასევე
ნაწილობრივ გაეცნო 2006 წლის 20 ივნისის #6/4-102/ბ ექსპერტიზის დასკვნას მისი
დიდი მოცულობის გამო და განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში,
შუამდგომლობას წინასწარ გამოძიებას წარუდგენდა მისი ინტერესების დამცველი
ადვოკატი. ბრალდეული ბ.ფუთურიძე ასევე გაეცნო 2006 წლის 15 ივნისის #10/7/6 1102/ბ ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნას და წინასწარი გამოძიების წინაშე
დააყენა შუამდგომლობა, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მონაწილეობით
დაკითხულიყვნენ ექსპერტების მეშველიანი, სურმანიძე და ელიავა. ბრალდებული
ბ.ფუთურიძე ასევე გაეცნო 2006 წლის 16 ივნისის #რან/125 ქიმიური ექსპერტიზის
დასკვნას და დააყენა შუამდგომლობა წინასწარი გამოძიების წინაშე ექსპერტების
კაცოშვილისა და ექვთიმიშვილის დაკითხვის შესახებ მისი ინტერესების დამცველი
ადვოკატის მონაწილეობით. ბრალდებული ბ.ფუთურიძე ასევე გაეცნო 2006 წლის 03
ივლისის #129/ტრ ექსპერტიზის დასკვნასა და 2006 წლის 03 ივლისის #3001
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, თუმცა რაიმე შუამდგომლობა არ
დაუყენებია.
2006 წლის 14 ივლისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების
შენობაში ბრალდებულის სახით დაიკითხა ბ.ფუთურიძე. რომელმაც წინასწარ
გამოძიებას განუცხადა, რომ თავს წარდგენილ ბრალდებაში არ სცნობს დამნაშავედ
და სურს სრული და ამომწურავი ჩვენება მისცეს წინასწარ გამოძიებას. თუმცა, მისი
ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვინაიდან იმყოფებოდა სუსტად, არ
შეეძლო ჩვენების მიცემას, ხოლო როგორც კი ჯანმრთელობა მდგომარეობა მისცემდა
ამის საშუალებას იგი აუცილებლად აცნობებდა აღნიშნულის შესახებ ადვოკატის
მეშვეობით და მისცემდა ჩვენებას წინასწარ გამოძიებას.
2006 წლის 16 ივლისის საქართველოს შსს–ს კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის გ.კვინიკაძის
დადგენილებით შუამდგომლობის განხილვისა და დაკმაყოფილებაზე უარის თქმის
723
დანართი # 3 პოლიცია
შესახებ, უარი ეთქვა ბრალდებულ ბ.ფუთურიძესა და მისი ინტერესების დამცველ
ადვოკად გ.ჯოგლიძეს ექსპერტების დაკითხვის შესახებ ბ.ფუთურიძის ინტერესების
დამცველი ადვოკატის მონაწილეობით შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე
უსაფუძვლობის გამო. შუამდგომლობის სამოტივაციო ნაწილის თანახმად,
შუამდგომლობის ავტორები არ ასაბუთებდნენ დასკვნასთან დაკავშირებით
ექსპერტების დაკითხვის აუცილებლობას.
2006 წლის 21 ივლისს დაზარალებულად იქნა ცნობილი და დაზარალებულის სახით
დაიკითხა ილია ზურაშვილი, რომელმაც მთლიანად დაადასტურა მის მიერ მოწმის
სახით დაკითხვისას წინასწარი გამოძიებისათვის მიცემული ჩვენება და დაამატა,
რომ აღნიშნული ფაქტის შედეგად მას მიადგა მორალური ზიანი.
2006 წლის 24 ივლისს მოწმის სახით დაიკითხნენ საქართველოს შსს–ს
განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლები ფსევდონიმით
,,ლევან გორგაძე“, ,,მალხაზ ჩხიტუნიძე“, ,,თენგიზ ფხაკაძე“, ,,დავით სულაბერიძე“,
,,ბესიკ გუჯეჯიანი“. მათ მიერ წინასწარი გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებების
თანახმად, ისინი 2006 წლის 02 მაისს დაახლოებით დილის 08:00 საათზე
გამოცხადდნენ საქართველოს შს სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში. ჯგუფის
ხელმძღვანელის ,,თენგიზ ფხაკაძის“ მიერ მათ ეცნობათ, რომ დახმარება უნდა
გაეწიათ საქართველოს შსს–ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებისათვის ყაჩაღური ჯგუფის დაკავებაში. წინასწარი ინფორმაციით
აღნიშნული ჯგუფის წევრები უნდა ყოფილიყვნენ შეიარაღებული. წინასწარი
ინფორმაციით, ისინი თავდასხმას აპირებდნენ ისანი-მსანგორის რაიონში მცხოვრებ
ერთ-ერთ ოჯახზე.
დაახლოებით 09:00 საათზე ხელის რადიოსადგურის მეშვეობით მიიღეს მითითება
ემოძრავათ საბურთალოს მიმართულებით. როდესაც მიუახლოვდნენ მარჯვენა
სანაპიროზე განთავსებულ სასწრაფო დახმარების ცენტრს, მიიღეს ახალი დავალება დაბრუნებულიყვნენ უკან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით. ისნი დაბრუნდნენ
უკან, მიუახლოვდნენ ბარათაშვილის ხიდს და გაჩერდნენ საცობში. რადიოსადგურის
მეშვეობით გადაიცა, რომ დაბურულ შუშებიანი ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანა
სახელმწიფო #IOI-823 მოძრაობდა ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით და
დაევალა ყველა ჯგუფს ეკონტროლებინათ ბოროტმოქმედთა ავტომანქანის
გადაადგილება.
კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფის ხელმძღვანელი ,,თენგიზ ფხაკაძე“
სამოქალაქე ფორმაში ჩაცმული გადავიდა ანტომანქანიდან, ობიექტის ვიზუალურად
ოპერატიულად გაკონტროლების მიზნით. მისი გადასვლიდან მალე გაისმა
გასროლის ხმები და რადიოსადგურში გაიცა ბოროტმოქმედთა დაკავების ბრძანება.
ისინი გადავიდნენ ავტომანქანიდან, მიირბინეს ბოროტმოქმედთა მართვის ქვეშ მყოფ
ავტომანქანასთან, რომელიც ახდენდა მანევრირებას და განლაგდნენ პერიმეტრზე.
მიუხედავად მოთხოვნისა, რომ გაეჩერებინათ ავტომანქანა, ბოროტმოქმედებმა
უგულვებელყვეს იგი და განახორციელეს გასროლები საქართველოს შსს–ს
განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლების მიმართულებით.
საქართველოს შსს–ს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლების
724
დანართი # 3 პოლიცია
მხრიდან, ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად,
განხორციელდა საპასუხო გასროლები ბოროტმოქმედთა მართვის ქვეშ მყოფი
ავტომანქანის მიმართულებით, ვინაიდან საფრთხე შეექმნა როგორც პოლიციის
თანამშრომლების, ასევე სხვა მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
მიუხედავად ამისა, ბოროტმოქმედთა მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა განაგრძობდა
მოძრაობას, გადავიდა გზის საპირისპირო მხარეს და დიდი სიჩქარით სცადა მიმალვა
შემთხვევის ადგილიდან, რა დროსაც დიდი სიჩქარით შეეჯახა რკინის ბოძს.
აღნიშნულის შემდეგ საქართველოს შსს–ს განსაკუთრებულ დავალებათა
სამმართველოს თანამშრომლებმა შეწყვიტეს სროლა, მიუახლოვდნენ ავტომანქანას
და უკანა სალონის მარჯვენა მხრიდან გადმოიყვანეს მამაკაცი, რომელსაც
გადმოყვანისას ასფალტზე ხელიდან გაუვარდა პისტოლეტი. მძღოლი და მის
გვერდით მჯდომი პიროვნება ლიკვიდირებულ იყვნენ ორმხრივი სროლის შედეგად.
,,თენგიზ ფხაკაძის“ ჩვენებით, იგი კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქე
ფორმაში
ჩაცმული
გადავიდა
ავტომანქანიდან,
რათა
ოპერატიულად
ეკონტროლებინა ობიექტი. იგი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული დაიძრა ობიექტის
მიმართულებით, მარჯვენა მხრიდან აუარა გვერდი და უკანა მხრიდან შექმნა
ერთგვარი ქუჩაზე გადასვლის იმიტაცია, ვინაიდან უნდოდა მიეღო ზუსტი
ინფორმაცია, თუ რამდენი პირი იჯდა მანქანაში და რა ვითარება იყო. სწორედ ამ
მიზნით შემოუარა, ვინაიდან მას ჰქონდა დაბურული შუშები და ჩამოწეული ჰქონდა
ოდნავ მხოლოდ წინა მარჯვენა ფანჯარა.
როდესაც ,,თენგიზ ფხაკაძე“ გადავიდა ავტომანქანიდან, ზურგს უკან დამალული
ჰქონდა პისტოლეტი, ვინაიდან, როგორც მისთვის იყო ცნობილი, ბოროტმოქმედები
იყვნენ შეიარაღებულნი. ამიტომაც იგი თავის დაზღვევისა და მოსალოდნელი
საფრთხის ასაცილებლად იყო მზადყოფნაში. როდესაც მივიდა მანქანის უკანა
მარცხენა კუთხესთან, რა დროსაც მარცხენა მხრიდან მიუახლოვდა გზის
საპირისპირო მხარეს მოძრავი შავი ფერის ,,BMW“-ს მარკის ავტომანქანა.
ამავდროულად ობიექტის უკანა მარცხენა მხარეს სალონში დაინახა გაელვება,
რომელსაც თან ახლდა გასროლის ხმები, რა დროსაც ჩაიკუზა და მიმართა იარაღი
ავტომანქანის მიმართულებით. გაიცა დაკავების ბრძანება, რა დროსაც ავტომანქანა
ახდენდა მანევრირებას. მან ავტომანქანის გაჩერების მიზნით მოახდინა გასროლები
ავტომანქანის საბურავების მიმართულებით. ამ დროს მისი ჯგუფის წევრები
განლაგებული იყვნენ პერიმეტრზე და მოუწოდებდნენ გაჩერებულიყვნენ.
მიუხედავად ამისა, ავტომანქანა ახორციელებდა მანევრირებას, ასევე ავომანქანიდან
განხორციელდა გასროლები პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით, რა
დროსაც, მათი მხრიდანაც განხორციელდა საპასუხო გასროლები ,,პოლიციის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, ვინაიდან საფრთხე შეექმნა
როგორც პოლიციის თანამშრომლების, ასევე იქ მყოფი მოქალაქეების სიცოცხლესა და
ჯანმრთელობას.
ბოროტმოქმედთა მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა გადავიდა გზის სავალი ნაწილის
საპირისპირო მხარეს და დიდი სიჩქარით სცადა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა,
რა დროსაც შეეჯახა ბოძს. პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სროლა
შეჯახებისთანავე შეწყდა. ავტომანქანის მძღოლი და მის გვერდით მჯდომი პირი
725
დანართი # 3 პოლიცია
ორმხრივი სროლის შედეგად ადგილზე იყვნენ ლიკვიდირებულნი, ხოლო უკანა
მარჯვენა მხრიდან გადმოყვანილ იქნა ახალგაზრდა მამკაცი, რომელსაც ხელიდან
გაუვარდა მაკაროვის სისტემის პისტოლეტი.
2006 წლის 25 ივლისს დაზარალებულად იქნენ ცნობილი და დაკითხული ,,დავით
სულაბერიძე“, ,,თენგიზ ფხაკაძე“, ,,ლევან გორგოძე“, ,,ბესიკ გუჯეჯიანი“, ,,მალხაზ
ჩხიტუნიძე“. დაზარალებულის სახით დაკითხვისას მათ მთლიანად დაადასტურეს
2006 წლის 24 ივლისს მათ მიერ მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენება და
დაამატეს მხოლოდ, რომ აღნიშნული ფაქტის შედეგად მათ მიადგათ მორალური
ზიანი.
სისხლის სამართლის #09060094 საქმეში არსებული სისხლისსამართლებრივი დევნის
დაწყების აღრიცხვის ბარათის (ფორმა #3) თანახმად, ბრალდებულ ედუარდ
სინდოიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2006 წლის 03 ივნისს.
ამავე ბარათის თანახმად, აღნიშნული სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების
აღრიცხვის ბარათი (ფორმა #3) გამომძიებლისა და პროკურორის მიერ შედგენილ
იქნა 2006 წლის 26 ივლისს.
2006 წლის 26 ივლისს გამოტანილი იქნა დადგენილება ბრალდებულის სახით
პასუხისგებაში მიცემის შესახებ ედუარდ სინდოიანის მიმართ, რომელიც,
აღნიშნული დადგენილების თანახმად, დაიწყო 14:55 საათზე და დამთავრდა 15:00
საათზე. ე.სინდოიანს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ჯგუფურად და ბინაში
შეღწევით ყაჩაღობის მომზადება, რაც გამოიხატა შემდეგში: 2006 წლის მარტში,
ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ედუარდ სინდოიანი, ბონდო ფუთურიძე, ზურაბ
ვაზაგაშვილი, ალექსანდრე ხუბულოვი და გამოძიებით დაუდგენელი პირი
დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ რა ერთმანეთს, შეთანხმდნენ ყაჩაღურად თავს
დასხმოდნენ თბილისიში, ხომლელის ქ. #3/40-ში მცხოვრებ ახმედ მამედოვის
საცხოვრებელ ბინას. დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით მათ გამოძიებით
დაუდგენელი პირისაგან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი
იარაღები, კერძოდ ბონდო ფუთურიძემ მაკაროვის სისტემის უნომრო პისტოლეტი,
ალექსანდრე ხუბულოვმა #192856 P ,,ვალტერისა” და #PM 6426 ,,მაკაროვის”
სისტემის პისტოლეტები, ხოლო ზურაბ ვაზაგაშვილმა #6283 E ,,ჩზ”-ს სისტემის
პისტოლეტი, საბრძოლო ვაზნებით. გარდა ამისა, ფარული თვალთვალის გზით
შეისწავლეს ახმედ მამედოვის გადაადგილების მარშრუტები და სახლში ყოფნის
დრო, ბინაში და მის გარეთ არსებული ვითარება, წინასწარ შეიმუშავეს ყაჩაღური
თავდასხმის გეგმა და გაინაწილეს როლები, რომლის მიხედვით, ბ.ფუთურიძეს,
ზ.ვაზაგაშვილს, ა.ხუბულოვსა და გამოძიებით დაუდგენელ პირს უშუალოდ უნდა
განეხორციელებინათ შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმა, ხოლო ე.სინდოიანი
უნდა დარჩენილიყო ავტომანქანაში საჭესთან, რათა საჭიროების შემთხვევაში
შეეტყობინებინებია ყაჩაღური ჯგუფის სხვა წევრებისათვის დანაშაულის
აღსრულებისათვის შექმნილი ხელის შემშლელი გარემოებების შესახებ.
2006 წლის 2 მაისს, დილის საათებში, ქ.თბილისში საბურთალოს ქუჩაზე,
ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე ბ.ფუთურიძე შეხვდა
ა.ხუბულოვს და ზ.ვაზაგაშვილს. სამივე შეიარაღებული იყვნენ ზემოხსენებული
726
დანართი # 3 პოლიცია
ცეცხლსასროლი იარაღებით, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდნენ. ისინი
ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანით სახელმწიფო
#IOI-823
გაემართნენ
მეტროპოლიტენის
სადგურ
,,სამგორისაკენ”
სადაც
ელოდებოდათ ე.სინდოიანი. შემდეგ დათქმულ ადგილზე უნდა შეხვედროდნენ
გამოძიებით დაუდგენელ პირს, რათა ყველას ერთად გაეგრძელებინათ გზა
ა.მამედოვის ბინისაკენ. მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, შსს–ს
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრულ დავალებათა
სამმართველოს მუშაკები დილიდანვე ახორციელებდნენ მეთვალყურეობას
ზემოთდასახელებული დანაშაულებრივი ჯგუფის გადაადგილებაზე, რათა
დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, ხელსაყრელი პირობების არსებობისას
მოეხდინათ მათი დაკავება. 09:45 საათზე დასახული მარშრუტით მოძრაობისას,
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, საჩოგბურთო კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე,
შსს–ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და სპეციალურ დავალებათა
სამმართველოს
მუშაკების
მიერ
ჩატარებული
სპეცოპერაციის
დროს,
შეპყრობისათვის აუცილებელი საპასუხო სროლის შედეგად მოკლულ იქნენ
ზ.ვაზაგაშვილი და ა.ხუბულოვი, ხოლო ბ.ფუთურიძემ მიიღო სხეულის დაზიანება
და გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. დამატებით გატარებული ოპერატიულსაგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2006 წლის 3 ივნისს დაკავებულ იქნა
ე.სინდოიანი.
ბრალდებულის სახით დაკითხვისას 2006 წლის 26 ივლისს ე.სინდოიანმა წაყენებულ
ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და გამოიყენა დუმილის უფლება.
2006 წლის 27 ივლისს გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდებულის სახით
პასუხისგებაში მიცემის შესახებ ბონდო ფუთურიძის მიმართ, რომელიც, აღნიშნული
დადგენილების თანახმად, დაიწყო 11:30 საათზე და დამთავრდა 11:35 საათზე.
ბ.ფუთურიძეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ჯგუფურად და ბინაში
შეღწევით ყაჩაღობის მომზადება. მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და
საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება. მანვე პირთა
ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით და ძალადობით ჩაიდინა პოლიციის
მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით. მანვე
ჯგუფურად ჩაიდინა ორზე მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა,
მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ისეთი საშუალებით,
რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ბონდო ფუთურიძის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2006 წლის
მარტში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ბონდო ფუთურიძე, ზურაბ ვაზაგაშვილი,
ალექსანდრე ხუბულოვი, ედუარდ სინდოიანი და გამოძიებით დაუდგენელი პირი
დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ რა ერთმანეთს, შეთანხმდნენ ყაჩაღურად თავს
დასხმოდნენ თბილისიში, ხომლელის ქ. #3/40-ში მცხოვრებ ახმედ მამედოვის
საცხოვრებელ ბინას. დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით მათ გამოძიებით
დაუდგენელი პირისაგან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი
იარაღები, კერძოდ ბონდო ფუთურიძემ მაკაროვის სისტემის უნომრო პისტოლეტი,
ალექსანდრე ხუბულოვმა #192856 P ,,ვალტერისა” და #PM 6426 ,,მაკაროვის”
სისტემის პისტოლეტები, ხოლო ზურაბ ვაზაგაშვილმა #6283 E ,,ჩზ”-ს სისტემის
727
დანართი # 3 პოლიცია
პისტოლეტი, საბრძოლო ვაზნებით. გარდა ამისა, ფარული თვალთვალის გზით
შეისწავლეს ახმედ მამედოვის გადაადგილების მარშრუტები და სახლში ყოფნის
დრო, ბინაში და მის გარეთ არსებული ვითარება, წინასწარ შეიმუშავეს ყაჩაღური
თავდასხმის გეგმა და გაინაწილეს როლები, რომლის მიხედვით, ბ.ფუთურიძეს,
ზ.ვაზაგაშვილს, ა.ხუბულოვსა და გამოძიებით დაუდგენელ პირს უშუალოდ უნდა
განეხორციელებინათ შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმა, ხოლო ე.სინდოიანი
უნდა დარჩენილიყო ავტომანქანაში საჭესთან, რათა საჭიროების შემთხვევაში
შეეტყობინებინებია ყაჩაღური ჯგუფის სხვა წევრებისათვის დანაშაულის
აღსრულებისათვის შექმნილი ხელის შემშლელი გარემოებების შესახებ.
2006 წლის 2 მაისს, დილის საათებში, ქ.თბილისში საბურთალოს ქუჩაზე,
ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე ბ.ფუთურიძე შეხვდა
ა.ხუბულოვს და ზ.ვაზაგაშვილს. სამივე შეიარაღებული იყვნენ ზემოხსენებული
ცეცხლსასროლი იარაღებით, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდნენ. ისინი
ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანით სახელმწიფო
#IOI-823
გაემართნენ
მეტროპოლიტენის
სადგურ
,,სამგორისაკენ”
სადაც
ელოდებოდათ ე.სინდოიანი. შემდეგ დათქმულ ადგილზე უნდა შეხვედროდნენ
გამოძიებით დაუდგენელ პირს, რათა ყველას ერთად გაეგრძელებინათ გზა
ა.მამედოვის ბინისაკენ. მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, შსს–ს
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრულ დავალებათა
სამმართველოს მუშაკები დილიდანვე ახორციელებდნენ მეთვალყურეობას
ზემოთდასახელებული დანაშაულებრივი ჯგუფის გადაადგილებაზე, რათა
დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, ხელსაყრელი პირობების არსებობისას
მოეხდინათ მათი დაკავება.
09:45 საათზე დასახული მარშრუტით მოძრაობისას, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე,
საჩოგბურთო კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე, შუქნიშნის წითელ შუქზე
გაჩერებულ ავტომანქანათა ნაკადში მყოფი ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ
ავტომანქანას მიუახლოვდა ,,BMW“-ს მარკის ავტომანქანა სახ. #ADE-372, რომელსაც
მართავდა
საქარველოს
შსს–ს
კრიმინალური
პოლიციის
დეპარტამეტის
თანამშრომელი გიორგი დარჯანია. მარცხენა მხრიდან ავტომანქანასთან მივიდა
აგრეთვე სპეციალურ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელი ,,თენგიზ ფხაკაძე”.
ბ.ფუთურიძემ უკანა საქარე მინის მარცხენა ზედა კუთხიდან ,,მაკაროვის” სისტემის
პისტოლეტით
განახორციელა
ორი
გასროლა
სპეციალურ
დავალებათა
სამმართველოს დასახელებული თანამშრომლისა და ავტომანქანის მიმართულებით,
რომელშიც გ.დარჯანიასთან ერთად ისხდნენ ილია ზურაშვილი და საქართველოს
შსს–ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სხვა მუშაკები. მათგან ერთი ტყვია
მოხვდა გიორგი დარჯანიას მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის წინა საქარე მინას.
იმავდროულად ზ.ვაზაგაშვილმა უკან სვლით მოახდინა მანევრირება, რათა გვერდი
აევლო წინ არსებული ავტომანქანების ნაკადისათვის და მოძრაობის საპირისპირო
ზოლში გადასვლის შემდეგ გაქცეულიყო შემთხვევის ადგილიდან.
წინსვლისას ზ.ვაზაგაშვილმა ავტომანქანა შეაჯახა შსს–ს კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომელს ლევან ბეროძეს, რომელიც წინიდან უახლოვდებოდა
მის ავტომანქანას და მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, შემდეგ კი
728
დანართი # 3 პოლიცია
ა.ხუბულოვთან ერთად ინტენსიური ცეცხლი გაუხსნა სპეციალურ დავალებათა
სამსახურის სხვა წევრებს - ,,დავით სულაბერიძეს”, ,,ბესიკ გუჯეჯიანს”, ,,მალხაზ
ჩხიტუნიძეს”
და
,,ლევან
გორგოძეს”,
რომლებიც
ბ.ფუთურიძის
მიერ
განხორციელებული სროლის ხმაზე გადმოვიდნენ თავიანთი მიკროავტობუსიდან და
შეპყრობის
მიზნით
მიუახლოვდნენ
მის
ავტომანქანას.
შეპყრობისათვის
აუცილებელი სროლის შედეგად მოკლულ იქნენ ზ.ვაზაგაშვილი და ა.ხუბულოვი,
ხოლო ბ.ფუთურიძემ მიიღო სხეულის დაზიანება და გადაყვანილ იქნა
საავადმყოფოში.
ბრალდებულის სახით დაკითხვისას 2006 წლის 27 ივლისს ბ.ფუთურიძემ წაყენებულ
ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ სცნო და განაცხადა, რომ ბრალების არსი მისთვის
გასაგებია, თვლის, რომ ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ
დადგენილება მის მიმართ გამოტანილია უკანონოდ და დაუსაბუთებლად. ასევე
თვლის, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იგი უნდა ყოფილიყო ცნობილი
დაზარალებულად. მის მიმართ წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით კი
განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ჩვენების მიცემა,
თუმცა სურს წინასწარ გამოძიებას მისცეს სრული და ამომწურავი ჩვენება.
2006 წლის 27 ივლისს საქართველო გენერალური პროკურატურის შსს საგამოძიებო,
კრიმინალური, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური
ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ
ბრძოლის
სამმართველოში
გამოძიების
საპროცესო
ხელმძღვანელობის
დეპარტამენტის პროკურორ თენგიზ ხარებავას მიერ სისხლის სამართლის #09060094
საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის #74068295 საქმე
გამოძიებით დაუდგენელი პირის მიმართ, ჯგუფურად, ბინაში შეღწევით ყაჩაღობის
მომზადების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18-179-ე
მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით. ამავე დადგენილებით სისხლის
სამართლის #74068295 საქმეზე წინასწარი გამოძიების წარმოება დაევალა შსს
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა
გამომძიებელს გ.კვინიკაძეს. სისხლის სამართლის #09060094 საქმის მასალებში არ
არის სისხლის სამართლის საქმის გაერთიანების ან გამოყოფის აღრიცხვის ბარათი
(ფორმა #2ა).
საბრალდებო დასკვნა და საქმის სასამართლოში გადაგზავნა
სისხლის სამართლის #09060094 საქმე ბონდო ფუთურიძის მიმართ, დანაშაული
გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,გ”
ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 353-ე მუხლის მე-2
ნაწილით და ედუარდ სინდოიანის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული
საქართველოს სსკ-ის 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით, 2006
წლის 31 ივლისს საბრალდებო დასკვნით არსებითად განსახილველად წარიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, ბონდო ფუთურიძეს ბრალი ედებოდა მასში, რომ
მან ჩაიდინა ჯგუფურად და ბინაში შეღწევით ყაჩაღობის მომზადება. მანვე ჩაიდინა
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა,
729
დანართი # 3 პოლიცია
შენახვა და ტარება. მანვე პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით და
ძალადობით ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა მისი
საქმიანობის შეწყვეტის მიზნით. მანვე ჯგუფურად ჩაიდინა ორზე მეტი პირის
მიმართ
განზრახ
მკვლელობის
მცდელობა,
მსხვერპლის
სამსახურებრივ
საქმიანობასთან დაკავშირებით და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის
საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ბონდო ფუთურიძის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2006 წლის
მარტში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ბონდო ფუთურიძე, ზურაბ ვაზაგაშვილი,
ალექსანდრე ხუბულოვი, ედუარდ სინდოიანი და გამოძიებით დაუდგენელი პირი
დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ რა ერთმანეთს, შეთანხმდნენ ყაჩაღურად თავს
დასხმოდნენ თბილისში, ხომლელის ქ. #3/40-ში მცხოვრებ ახმედ მამედოვის
საცხოვრებელ ბინას. დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით მათ გამოძიებით
დაუდგენელი პირისაგან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი
იარაღები, კერძოდ ბონდო ფუთურიძემ მაკაროვის სისტემის უნომრო პისტოლეტი,
ალექსანდრე ხუბულოვმა #192856 P ,,ვალტერისა” და #PM 6426 ,,მაკაროვის”
სისტემის პისტოლეტები, ხოლო ზურაბ ვაზაგაშვილმა #6283 E ,,ჩზ”-ს სისტემის
პისტოლეტი, საბრძოლო ვაზნებით. გარდა ამისა, ფარული თვალთვალის გზით
შეისწავლეს ახმედ მამედოვის გადაადგილების მარშრუტები და სახლში ყოფნის
დრო, ბინაში და მის გარეთ არსებული ვითარება, წინასწარ შეიმუშავეს ყაჩაღური
თავდასხმის გეგმა და გაინაწილეს როლები, რომლის მიხედვით, ბ.ფუთურიძეს,
ზ.ვაზაგაშვილს, ა.ხუბულოვსა და გამოძიებით დაუდგენელ პირს უშუალოდ უნდა
განეხორციელებინათ შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმა, ხოლო ე.სინდოიანი
უნდა დარჩენილიყო ავტომანქანაში საჭესთან, რათა საჭიროების შემთხვევაში
შეეტყობინებინებია ყაჩაღური ჯგუფის სხვა წევრებისათვის დანაშაულის
აღსრულებისათვის შექმნილი ხელის შემშლელი გარემოებების შესახებ.
2006 წლის 02 მაისს, დილის საათებში, ქ.თბილისში საბურთალოს ქუჩაზე,
ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე ბ.ფუთურიძე შეხვდა
ა.ხუბულოვს და ზ.ვაზაგაშვილს. სამივე შეიარაღებული იყვნენ ზემოხსენებული
ცეცხლსასროლი იარაღებით, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდნენ. ისინი
ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანით სახელმწიფო
#IOI-823
გაემართნენ
მეტროპოლიტენის
სადგურ
,,სამგორისაკენ”
სადაც
ელოდებოდათ ე.სინდოიანი. შემდეგ დათქმულ ადგილზე უნდა შეხვედროდნენ
გამოძიებით დაუდგენელ პირს, რათა ყველას ერთად გაეგრძელებინათ გზა
ა.მამედოვის ბინისაკენ. მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე,
შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და
განსაკუთრულ დავალებათა სამმართველოს მუშაკები დილიდანვე ახორციელებდნენ
მეთვალყურეობას
ზემოთდასახელებული
დანაშაულებრივი
ჯგუფის
გადაადგილებაზე, რათა დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, ხელსაყრელი
პირობების არსებობისას მოეხდინათ მათი დაკავება.
09:45 საათზე დასახული მარშრუტით მოძრაობისას, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე,
საჩოგბურთო კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე, შუქნიშნის წითელ შუქზე
გაჩერებულ ავტომანქანათა ნაკადში მყოფი ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ
730
დანართი # 3 პოლიცია
ავტომანქანას მიუახლოვდა ,,BMW“-ს მარკის ავტომანქანა სახ. #ADE-372, რომელსაც
მართავდა საქარველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამეტის
თანამშრომელი გიორგი დარჯანია. მარცხენა მხრიდან ავტომანქანასთან მივიდა
აგრეთვე სპეციალურ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელი ,,თენგიზ ფხაკაძე”.
ბ.ფუთურიძემ უკანა საქარე მინის მარცხენა ზედა კუთხიდან ,,მაკაროვის” სისტემის
პისტოლეტით
განახორციელა
ორი
გასროლა
სპეციალურ
დავალებათა
სამმართველოს დასახელებული თანამშრომლისა და ავტომანქანის მიმართულებით,
რომელშიც გ.დარჯანიასთან ერთად ისხდნენ ილია ზურაშვილი და საქართველოს შს
სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სხვა მუშაკები. მათგან ერთი
ტყვია მოხვდა გიორგი დარჯანიას მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის წინა საქარე
მინას. იმავდროულად ზ.ვაზაგაშვილმა უკან სვლით მოახდინა მანევრირება, რათა
გვერდი აევლო წინ არსებული ავტომანქანების ნაკადისათვის და მოძრაობის
საპირისპირო ზოლში გადასვლის შემდეგ გაქცეულიყო შემთხვევის ადგილიდან.
წინსვლისას ზ.ვაზაგაშვილმა ავტომანქანა შეაჯახა საქართველოს შს სამინისტროს
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს ლევან ბეროძეს, რომელიც
წინიდან უახლოვდებოდა მის ავტომანქანას და მიაყენა მსუბუქი ხარისხის
დაზიანება, შემდეგ კი ა.ხუბულოვთან ერთად ინტენსიური ცეცხლი გაუხსნა
სპეციალურ დავალებათა სხვა წევრებს - ,,დავით სულაბერიძეს”, ,,ბესიკ გუჯეჯიანს”,
,,მალხაზ ჩხიტუნიძეს” და ,,ლევან გორგოძეს”, რომლებიც ბ.ფუთურიძის მიერ
განხორციელებული სროლის ხმაზე გადმოვიდნენ თავიანთი მიკროავტობუსიდან და
შეპყრობის
მიზნით
მიუახლოვდნენ
მის
ავტომანქანას.
შეპყრობისათვის
აუცილებელი სროლის შედეგად მოკლულ იქნენ ზ.ვაზაგაშვილი და ა.ხუბულოვი,
ხოლო ბ.ფუთურიძემ მიიღო სხეულის დაზიანება და გადაყვანილ იქნა
საავადმყოფოში.
ბ.ფუთურიძის მიერ ჩადენილი დანაშაული დადასტურებულია საქმეში არსებული
შემდეგი მტკიცებულებებით: დაზარალებულების: ა.მამედოვის (ადასტურებს, რომ
2006 წლის 02 მაისს მას ბინაში შენახული ჰქონდა სოლიდური თანხა), გ.დარჯანიას
(ადასტურებს, რომ 2006 წლის 02 მაისს კორტებთან მისი მართვის ქვეშ მყოფი
ავტომანქანა როდესაც მიუახლოვდა სათვალთვალო ობიექტის ავტომანქანას,
აღნიშნული ავტომანქანიდან მისი მანქანის მიმართულებით განხორციელდა
გასროლა და გაიბზარა მისი მანქანის წინა საქარე მინა), ი.ზურაშვილის (ადასტურებს,
რომ სათვალთვალო ობიექტის ავტომანქანასთან მათი ავტომანქანის მიახლოებისას
მან გაიგონა გასროლის ხმა და დაინახა, თუ როგორ გაიბზარა მათი მანქანის წინა
საქარე მინა), ლ.ბეროძის (ადასტურებს, რომ სათვალთვალო ობიექტი კორტებთან
აღმოჩნდა მათი ავრომანქანის უკან. მოულოდნელად გაისმა გასროლის ხმა, რის
შემდეგაც გაიცა ბრძანება იმ პირების დაკავების შესახებ. მას ეცვა პოლიციელის
ქურთუკი, მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ ის მიუახლოვდა ობიექტს, რომელიც
ახდენდა მანევრირებას და ხმამაღლა მოუწოდა მათ მანქანის გაჩერებისაკენ, მაგრამ
ბოროტმოქმედთა მანქანა მას დაეჯახა მარცხენა მხარეს, რის გამოც იგი დაეცა),
,,თ.ფხაკაძის”, ,,დ.სულაბერიძის”, ,,ბ.გუჯეჯიანის” და ,,ლ.გორგოძის” ჩვენებებით
(ადასტურებენ, რომ ისინი ეხმარებოდნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს
ოპერაციის ჩატარებაში, დილიდანვე ახორციელებდნენ ჯგუფის გადაადგილებაზე
მეთვალყურეობას, რათა დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით ხელსაყრელი
პირობების არსებობისას მოეხდინათ მათი დაკავება.
731
დანართი # 3 პოლიცია
კორტებთან მათი მიმართულებით, სათვალთვალო ობიექტიდან განხორციელდა
მრავლობითი გასროლა, რის გამოც საფრთხე შეექმნა მათ სიცოცხლესა და
ჯანმრთელობას, რასაც მოჰყვა საპასუხო გასროლა), შემთხვევის ადგილის
დათვალიერების ოქმით (ამოღებულ იქნა საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი 4
ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, 5 მჭიდი, 24 ვაზნა, 13 ცალი გასროლილი მასრა, 2
ცალი რაცია), ავტომანქანის დათვალიერების ოქმით (გ.დარჯანიას მართვის ქვეშ
მყოფ ავტომანქანაზე აღინიშნება წინა საქარე მინის ერთი დაზიანება ნახვრეტის
სახით, რომლის გარშემო განვითარებულია ბზარები.
ამოღების ოქმებით (თბილისის #1 კლინიკური საავადმყოფოდან ამოღებულ
ბ.ფუთურიძის ტანსაცმელში აღმოჩნდა 1 ცალი მჭიდი და 4 ცალი ვაზნა, შპს
,,მაგთიკომიდან” და ,,ჯეოსელიდან” ამოღებული სატელეფონო საუბრების
ანგარიშები, რომლის მიხედვითაც დასტურდება ე.სინდოიანისა და ა.ხუბულოვის
ურთიერთკავშირი.), მოწმე ირაკლი ფირცხალავას ჩვენებით (ადასტურებს, რომ რომ
სათვალთვალო ობიექტის მანქანიდან განხორციელდა პირველი გასროლები, შემდეგ
მათ სცადეს გაქცევა და ავტომანქანა დააჯახეს პოლიციის თანამშრომელს ლ.ბეროძეს
და განახორციელეს მრავლობითი გასროლები პოლიციისა და განსაკუთრებულ
დავალებათა სამმართველოს თანამშრომელთა მიმართულებიათ), ე.სინდოიანის
საუბრის ფარული მიყურადება-ჩაწერის მასალებით (დასტურდება ა.ხუბულოვთან
და მის თანმხლებ პირებთან ე.სინდოიანის დანაშაულებრივი კავშირი, მათ მიერ
ყაჩაღური თავდასხმის მომზადება, კერძოდ, ის რომ ისინი ორი დღით ადრე
იმყოფებოდნენ ვარკეთილში, სადაც უნდა განეხორციელებინათ ყაჩაღური
თავდასხმა, გაარკვიეს, თუ რა გზით უნდა მოხვედრილიყვნენ იქ.
ე.სინდოიანი დანარჩენ წევრებს შეხვდებოდა მეტრო ,,სამგორის” საბაგიროსთან, ის
დაჯდებდა ავტომანქანის საჭესთან, ყაჩაღობის განხორციელებისას კი გარეთ რაციით
ხელში შეატყობინებდა ჯგუფის სხვა წევრებს ხელის შემშლელი პირობების შესახებ
და სხვა), კომპლექსური ბალისტიკური, ტრასოლოგიური (BMW-ს მარკის
ავტომანქანის წინა საქარე მინაზე არსებული დაზიანება მიყენებულია მარჯვნიდან
მარცხნივ 15-20 გრადუსიანი კუთხით, თითქმის ჰორიზონტალურად BMW-ს მარკის
#IOI-823 ავტომანქანიდან უკანა საქარე მინის მარცხენა ზედა კუთხიდან გამომავალი
ჭურვის მოქმედების შედეგად. გასროლა სავარაუდოდ ნაწარმოებია # IOI-823
სალონის უკანა მხრიდან), ქიმიური (ზ.ვაზაგაშვილის, ა.ხუბულოვის და
ბ.ფუთურიძის ხელის ანაწმენდებზე დაფიქსირებულია დენთის კვალი, იგივე
დაფიქსირებულია ავტომანქანა BMW-ს # IOI-823 –ის მარჯვენა წინა სავარძლის
საზურგის უკანა მხარეს აღებული ანაწმენდიდან) ექსპერტიზების დასკვნებითა და
საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ე.სინდოიანის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2006 წლის მარტში,
ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ედუარდ სინდოიანი, ბონდო ფუთურიძე, ზურაბ
ვაზაგაშვილი, ალექსანდრე ხუბულოვი და გამოძიებით დაუდგენელი პირი
დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ რა ერთმანეთს, შეთანხმდნენ ყაჩაღურად თავს
დასხმოდნენ თბილისიში, ხომლელის ქ. #3/40-ში მცხოვრებ ახმედ მამედოვის
საცხოვრებელ ბინას. დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით მათ გამოძიებით
732
დანართი # 3 პოლიცია
დაუდგენელი პირისაგან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი
იარაღები, კერძოდ ბონდო ფუთურიძემ მაკაროვის სისტემის უნომრო პისტოლეტი,
ალექსანდრე ხუბულოვმა #192856 P ,,ვალტერისა” და #PM 6426 ,,მაკაროვის”
სისტემის პისტოლეტები, ხოლო ზურაბ ვაზაგაშვილმა #6283 E ,,ჩზ”-ს სისტემის
პისტოლეტი, საბრძოლო ვაზნებით. გარდა ამისა, ფარული თვალთვალის გზით
შეისწავლეს ახმედ მამედოვის გადაადგილების მარშრუტები და სახლში ყოფნის
დრო, ბინაში და მის გარეთ არსებული ვითარება, წინასწარ შეიმუშავეს ყაჩაღური
თავდასხმის გეგმა და გაინაწილეს როლები, რომლის მიხედვით, ბ.ფუთურიძეს,
ზ.ვაზაგაშვილს, ა.ხუბულოვსა და გამოძიებით დაუდგენელ პირს უშუალოდ უნდა
განეხორციელებინათ შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმა, ხოლო ე.სინდოიანი
უნდა დარჩენილიყო ავტომანქანაში საჭესთან, რათა საჭიროების შემთხვევაში
შეეტყობინებინებია ყაჩაღური ჯგუფის სხვა წევრებისათვის დანაშაულის
აღსრულებისათვის შექმნილი ხელის შემშლელი გარემოებების შესახებ.
2006 წლის 02 მაისს, დილის საათებში, ქ.თბილისში საბურთალოს ქუჩაზე,
ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე ბ.ფუთურიძე შეხვდა
ა.ხუბულოვს და ზ.ვაზაგაშვილს. სამივე შეიარაღებული იყვნენ ზემოხსენებული
ცეცხლსასროლი იარაღებით, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდნენ. ისინი
ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანით სახელმწიფო
#IOI-823
გაემართნენ
მეტროპოლიტენის
სადგურ
,,სამგორისაკენ”
სადაც
ელოდებოდათ ე.სინდოიანი. შემდეგ დათქმულ ადგილზე უნდა შეხვედროდნენ
გამოძიებით დაუდგენელ პირს, რათა ყველას ერთად გაეგრძელებინათ გზა
ა.მამედოვის ბინისაკენ. მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე,
შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და
განსაკუთრულ დავალებათა სამმართველოს მუშაკები დილიდანვე ახორციელებდნენ
მეთვალყურეობას
ზემოთდასახელებული
დანაშაულებრივი
ჯგუფის
გადაადგილებაზე, რათა დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, ხელსაყრელი
პირობების არსებობისას მოეხდინათ მათი დაკავება.
09:45 საათზე დასახული მარშრუტით მოძრაობისას, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე,
საჩოგბურთო კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს შს სამინისტროს
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენრისა და სპეციალურ დავალებათა
სამმართველოს
მუშაკების
მიერ
ჩატარებული
სპეცოპერაციის
დროს,
შეპყრობისათვის აუცილებელი საპასუხო სროლის შედეგად მოკლულ იქნენ
ზ.ვაზაგაშვილი და ა.ხუბულოვი, ხოლო ბ.ფუთურიძემ მიიღო სხეულის დაზიანება
და გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. დამატებით გატარებული ოპერატიულსაგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2006 წლის 03 ივნისს დაკავებულ იქნა
ე.სინდოიანი.
ე.სინდოიანის მიერ ჩადენილი დანაშაული დადასტურებულია საქმეში არსებული
შემდეგი მტკიცებულებებით: ე.სინდოიანის სატელეფონო საუბრების ფარული
მოსმენა მიყურადებით, ე.სინდოიანის საუბრის ფარული ჩანაწერით (დასტურდება
ა.ხუბულოვთან და მის თანმხლებ პირებთან ე.სინდოიანის დანაშაულებრივი
კავშირი, მათ მიერ ყაჩაღური თავდასხმის მომზადება, კერძოდ, ის რომ ისინი ორი
დღით ადრე იმყოფებოდნენ ვარკეთილში, სადაც უნდა განეხორციელებინათ
733
დანართი # 3 პოლიცია
ყაჩაღური თავდასხმა, გაარკვიეს, თუ რა გზით უნდა მოხვედროდნენ იქ. ე.სინდოიანი
დანარჩენ წევრებს შეხვდებოდა მეტრო ,,სამგორის” საბაგიროსთან, ის დაჯდებდა
ავტომანქანის საჭესთან, ყაჩაღობის განხორციელებისას კი გარეთ რაციით ხელში
შეატყობინებდა ჯგუფის სხვა წევრებს ხელის შემშლელი პირობების შესახებ და სხვა),
ა.მამედოვის ჩვენებით (ადასტურებს, რომ 2006 წლის 02 მაისს მას ბინაში შენახული
ჰქონდა სოლიდური თანხა), შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით
(ამოღებულ იქნა საბრძოლო მდგომარეობაში
მოყვანილი 4 ერთეული
ცეცხლსასროლი იარაღი, 5 მჭიდი, 24 ვაზნა, 13 ცალი გასროლილი მასრა, 2 ცალი
რაცია), ამოღების ოქმებით (თბილისის #1 კლინიკური საავადმყოფოდან ამოღებულ
ბ.ფუთურიძის ტანსაცმელში აღმოჩნდა 1 ცალი მჭიდი და 4 ცალი ვაზნა, შპს
,,მაგთიკომიდან” და ,,ჯეოსელიდან” ამოღებული სატელეფონო საუბრეის
ანგარიშები, რომლის მიხედვითაც დასტურდება ე.სინდოიანისა და ა.ხუბულოვის
ურთიერთკავშირი.), ეჭვმიტანილის დაკითხვის ოქმით და საქმეზე შეკრებილ
მტკიცებულებათა ერთობლიობით.
საქმეში არ არის სისხლის სამართლის #09060094 საქმის სასამართლოსთვის
გადაგზავნის მიმართვა.
სასამართლო განხილვა და განაჩენი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006
წლის 28 დეკემბრის განაჩენით დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობები.
დამტკიცდა პროკურორსა და განსასჯელ ბონდო ფუთურიძეს შორის 2006 წლის 28
დეკემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება. ბონდო ფუთურიძეს შერაცხული
ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის ,,ა”, ,,გ”, ,,ზ” და ,,თ”
ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან მეტი პირის, მსხვეროლის
სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ისეთი საშუალებით, რომელიც
განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ჯგუფურად)
გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო საქართველოს სსკ-ის 18-179-ე მუხლის მე-2
ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით (ყაჩაღობის მომზადება ჯგუფურად ბინაში
უკანონოდ შეღწევით) (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილი
ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 18-179-ე მუხლის მე-3 ნაწილის
,,ა” ქვეპუნქტზე (ყაჩაღობის მომზადება ჯგუფურად). ბონდო ფუთურიძე ცნობილ
იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18-179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”
ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა
და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება), 353-ე მუხლის მე-2
ნაწილით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის
დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით) და
სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა 10 (ათი) წლით თავისუფლების
აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელის
მოსახდელი ნაწილი განისაზღვრა 4 (ოთხი) წლით, ხოლო დანარჩენი 6 (ექვსი) წელი,
საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 6 (ექვსი)
წლის გამოსაცდელი ვადით.
ამავე განაჩენით ასევე დამტკიცდა პროკურორსა და განსასჯელ ედუარდ სინდოიანს
შორის 2006 წლის 28 დეკემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება. ედუარდ
734
დანართი # 3 პოლიცია
სინდოიანის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 18-179-ე მუხლის
მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტით (ყაჩაღობის მომზადება ჯგუფურად ბინაში
უკანონოდ შეღწევით) (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი
ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 18-179-ე მუხლის მე-3 ნაწილის
,,ა” ქვეპუნქტზე (ყაჩაღობის მომზადება ჯგუფურად). ედუარდ სინდოიანი ცნობილ
იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18-179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”
ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1
(ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
სასამართლო სხდომის ოქმის თანახმად, 2006 წლის 27 დეკემბრის სასამართლო
სხდომაზე განსასჯელებმა ბონდო ფუთურიძემ და ედუარდ სინდოიანმა მთლიანად
სცნეს თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ჩვენება მისცეს სასამართლოს.
განსასჯელმა ე.სინდოიანმა სასამართლოს განუმარტა, რომ მარტის თვეში შეხვდა
ა.ხუბულოვს, რომელმაც შესთავაზა, რომ ბინა გაექურდათ ვარკეთილის რაიონში.
ე.სინდოიანი ვარკეთილში ცხოვრობს და კარგად იცნობს იქაურობას. ე.სინდოიანი და
ა.ხუბულოვი წავიდნენ და დაათვალიერეს ბინის ადგილმდებარეობა. როცა
ე.სინდოიანმა ყველაფერი ნახა, დაეთანხმა. ისინი პერიოდულად უკავშირდებოდნენ
ერთმანეთს და ხვდებოდნენ. დანაშაულის ჩასადენად მათ სჭირდებოდათ მანქანა.
მანქანა ჰყავდა ზ.ვაზაგაშვილს. მერე ა.ხუბულოვმა დაურეკა და შეხვედრა დაუნიშნა
მის სახლთან. ე.სინდოიანი დაჯდა ამ მანქანის საჭესთან და ამ მანქანით წავიდნენ
ბინის სანახავად. ,,დაზვერეს“ იქიდან წამოსასვლელი მარშრუტი. დანაშაულის
ჩასადენად საკმარისი იყო 3 კაცი. ე.სინდოიანი უნდა დარჩენილიყო საჭესთან და
სამნი შევიდოდნენ ბინაში. იგი მესამე პირს არ იცნობდა. იცნობდა მხოლოდ
ა.ხუბულოვს და ზ.ვაზაგაშვილს. ე.სინდოიანი ორჯერ შეხვდა ა.ხუბულოვს და
ზ.ვაზაგაშვილს და დააზუსტეს დეტალები. გაქურდვის დღედ დანიშნეს 02 მაისი და
ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ მეტრო ,,სამგორთან“ იქ, სადაც საბაგირო გადის.
დათქმულ დროს ა.ხუბულოვი და ზ.ვაზაგაშვილი არ მივიდნენ. ე.სინდოიანმა დღის
განმავლობაში რამდენჯერმე გადაურეკა ა.ხუბულოვს, მაგრამ მას გამორთული
ჰქონდა ტელეფონი. შემდეგ შემთხვევით ტელევიზორში ნახა, რომ ის მანქანა
დაცხრილეს. სახელმწიფო ბრალმდებლის შეკითხვაზე ე.სინდოიანმა დაადასტურა,
რომ დანაშაულის ჩადენის დღეს ა.ხუბულოვსა და ზ.ვაზაგაშვილს თან უნდა
მოეტანათ იარაღი, მანქანით რომ მოდიოდნენ, საჭესთან იჯდა ზ.ვაზაგაშვილი,
ხოლო გვერდზე ეჯდა ა.ხუბულოვი. ე.სინდოიანმა სახელმწიფო ბრალმდებლის
შეკითხვაზე ასევე დაადასტურა, რომ ა.ხუბულოვმა მას უთხრა, რომ ჰქონდა ზუსტი
ინფორმაცია, რომ ბინაში იყო ბევრი თანხა და ოქრო. იარაღი უნდა მოეტანა
ა.ხუბულოვს. ბინაში უნდა შესულიყვნენ სამნი, ხოლო მეოთხე იყო თვითონ და ის
საჭესთან უნდა დარჩენილიყო.
აღნიშნულით განსასჯელ ე.სინდოიანის დაკითხვა დამთავრდა. განსასჯელი
ე.სინდოიანი წინასწარი გამოძიების მიმდინარეობისას იყენებდა დუმილის უფლებას.
ამავე სხდომაზე დაიკითხა განსასჯელი ბ.ფუთურიძე, რომელმაც თავი მთლიანად
სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლოს უჩვენა, რომ 2006 წლის
მარტში მასთან მივიდნენ ზ.ვაზაგაშვილი და ა.ხუბულოვი და შესთავაზეს, რომ
735
დანართი # 3 პოლიცია
დაეყაჩაღებინათ ვინმე. ზუსტად არ იყო დადგენილი, თუ ვინ უნდა დაეყაჩაღებინათ.
ამისთვის შეიძინეს იარაღი ერთი ,,ჩეზე“, ერთი ,,ვალტერი“ და ერთი ,,მაკაროვი“.
სადღაც 02 მაისს უნდა წასულიყვნენ, დაუკავშირდნენ ერთმანეთს და შეხვდენენ.
გზაზე, ,,კორტების“ ტერიტორიაზე მარცხნიდან შენიშნა იარაღმომარჯვებული
ადამიანი და მეორე მხრიდან მანქანა. მიხვდა, რომ ესენი თანამშრომლები იყვნენ და
უკანა საქარე მინიდან მოახდინა სადღაც ორი გასროლა ჰაერში. ამ დროს მათი მანქანა
დაიძრა, წავიდა და ბიჭებმაც ესროლეს. ამის შემდეგ მანქანა რაღაცას ,,მიეტაკა“. მერე
უკვე აღარაფერი ახსოვს. სახელმწიფო ბრალმდებლის შეკითხვაზე განსასჯელმა
ბ.ფუთურიძემ
დააკონკრეტა,
რომ
ა.ხუბულოვს
იცნობს
ერთი
წელია,
ზ.ვაზაგაშვილთან ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა. ა.ხუბულოვმა შესთავაზა
მოქალაქის დაყაჩაღება. მან ,,მაკაროვი“ შეიძინა, ა.ხუბულოვმა ,,მგონი“ ,,მაკაროვი“
და ,,ვალტერი“ და ზ.ვაზაგაშვილს ,,ჩეზე“ ჰქონდა. 2006 წლის 02 მაისს საბურთალოს
ქუჩაზე შეხვდა ზ.ვაზაგაშვილს და ა.ხუბულოვს. სანაპიროთი წავიდნენ. როგორც
ახსოვს ,,კორტებთან“ შუქნიშანზე გაჩერდნენ. იგი მიხვდა, რომ პოლიციელები
იყვნენ, თან იარაღი დაინახა და თან მიხვდა. იმ პოლიციელმა მანქანიდან გადმოსვლა
მოსთხოვა. სადღაც ორი გასროლა მოახდინა, ზუსტად არ ახსოვს. უკანა ფანჯრიდან
ისოლა ჰაერში. მან რომ ისროლა, ზ.ვაზაგაშვილი და ა.ხუბულოვი დაიძრნენ და
ისროდნენ. ალბათ მილიციის მიმართულებით ისროდნენ. ე.სინდოიანს არ იცნობს.
ა.ხუბულოვმა უთხრა, რომ უნდა გაევლოთ მისი ახლობლისთვის, რომელიც ამ
საქმეზე მოდიოდა.
ამით სახელმწიფო ბრალდებლებმა დაასრულეს განსასჯელ ბ.ფუთურიძის დაკითხვა.
სხდომის თავმჯდომარის შეკითხვაზე განსასჯელმა ბ.ფუთურიძემ განმარტა, რომ
პოლიციელი რომ დაინახა, მანქანიდან გადმოსული იყო (რომელი პოლიციელიფორმიანი თუ უფორმო?), ალბათ ზ.ვაზაგაშვილმა და ა.ხუბულოვმაც დაინახეს.
ყველანი ისროდნენ. პირველმა მან მოახდინა გასროლა, ისროლა ჰაერში (რატომ სცნო
თავი დამნაშავედ 19-109 მუხლით თუ ჰაერში ისროდა?), შემდეგ ზ.ვაზაგაშვილმა და
ა.ხუბულოვმაც გაისროლეს. აღნიშნულით დასრულდა განსასჯელ ბ.ფუთურიძის
დაკითხვა. ბ.ფუთურიძეს წინასწარი გამოძიებისათვის საქმის გარემოებების შესახებ
ჩვენება არ მიუცია.
,,ვინაიდან წარდგენილ ბრალდებაში ბ.ფუთურიძემ მთლიანად სცნო თავი
დამნაშავედ, წინასწარი გამოძიების ბოლომდე იგი იყენებდა დუმილის უფლებას,
ფაქტიურად ითანამშრომლა გამოძიებასთან და ეს აღიარება შესაძლოა საფუძველი
იყოს მის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმებისა სასჯელზე და ბრალზე
გარიგებით.“ განსასჯელ ბ.ფუთურიძის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა
სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა, ,,საქმის განხილვა მოიხსნას დღეის სხდომიდან
და გაგრძელდეს სხვა დროისათვის.“ დაცვისა და ბრალდების მხარეები დაეთანხმნენ
განსასჯელ ბ.ფუთურიძის ინტერესების დამცველი ადვოკატის აღნიშნულ
შუამდგომლობას. ბრალდების მხარემ აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად ერთი
დღე მოითხოვა. სასამართლო სხდომა გადაიდო 2006 წლის 28 დეკემბრისათვის.
2006 წლის 28 დეკემბერს გაგრძელდა საქმის განხილვა. სახელმწიფო ბრალმდებელმა
შუამდგომლობით
მიმართა
სასამართლოს:
,,განსასჯელებმა
ადვოკატთან
736
დანართი # 3 პოლიცია
კონსულტაციის შემდგომ სურვილი გამოთქვეს და განცხადებით მომართეს
პროკურატურას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, რაც მიზანშეწონილად
იქნა მიჩნეული, წარმოგიდგენთ საპროცესო შეთანხმებას, რომლის თანახმადაც
ვშუამდგომლობთ სასამართლოს წინაშე, ბ.ფუთურიძეს შერაცხული ბრალდებიდან
ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის ,,ა“, ,,გ“, ,,ზ“ და ,,თ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაული, ხოლო საქართველოს სსკ-ის 18-179-ე
მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი
რედაქციით) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 18-179-ე მუხლის
მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე. ბ.ფუთურიძე ცნობილ იქნას დამნაშავედ
საქართველოს სსკ-ის 18-179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის
პირველი და მე-2 ნაწილებით, 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და
ზომად განესაზღვროს, სსკ-ის 18-179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით 5
(ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით
(ოთხი) წლით თავისუფლების აღკეთა, 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით 6(ექვსი) წლით
თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელთა
ნაწილობრივი შეკრების პრინციპით ბონდო ფუთურიძეს დაუდგინდეს 10 (ათი)
წლით თავისუფლების აღკვთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად,
დანიშნული სასჯელიდან მოიხადოს 4 (ოთხი) წელი, ხოლო დანარჩენი 6 (ექვსი)
წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით, 6
(ექვსი) წლით გამოსაცდელი ვადით. ასევე ე.სინდოიანის მიმართ წარდგენილი
ბრალდება საქართველოს სსკ-ის 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“
ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილი ბრალდება
გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 18-179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“
ქვეპუნქტზე. ე.სინდოიანი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18-179-ე
მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს
1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.“
განსასჯელები და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატები დაეთანხმნენ
პროკურორის შუამდგომლობას. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 დეკემბრის განაჩენით დამტკიცდა
პროკურორის აღნიშნული შუამდგომლობები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006
წლის 28 დეკემბრის სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, ,,ერთი ცალი ,,VHS”
სტანდარტის #120-135 ვიდეოკასეტა ზედ ფარული ვიდეოგადაღების ჩანაწერით
დალუქული სახით #13 ბეჭდით, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან
ერთად. თუმცა სისხლის სამართლის #09060094 საქმის წინასწარი გამოძიების
მასალებში არ არის აღნიშნული ვიდეოკასეტის ნივთიერ მტკიცებულებად ცნობისა
და საქმეზე დართვის შესახებ დადგენილება.
ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ,,BMW“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო #IOI823, რომელიც მოთავსებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოსადგომზე, 2006
წლის 25 ივლისის დადგენილებით, ასევე, ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილია
სისხლის სამართლის #74068175 საქმეზე.“
737
დანართი # 3 პოლიცია
კანონიერ ძალაში შესული სხვა გადაწყვეტილებები
2006 წლის 05 მაისს საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა
სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიულ დეპარტამენტის ნარკოტიკების
უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო
ხელმძღვანელობის
დეპარტამენტის
პროკურორ
შაქრო
ზაალიშვილის
დადგენილებით სისხლის სამართლის #090060094 საქმიდან ცალკე წარმოებად
გამოიყო სისხლის სამართლის #74068175 საქმე პოლიციის მუშაკების მიერ
დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობის
ფაქტზე, საქართველოს სსკ–ის 114–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის
ნიშნებით და ტერიტორიული და უწყებრივი ქვემდებარეობის მიხედვით სისხლის
სამართლის #74068175 საქმე შემდგომი გამოძიების ჩატარების მიზნით გადაეგზავნა
ქ.თბილისის პროკურატურას.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისათვის საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ #გ12032009/59
მიმართვით მიწოდებული სისხლის სამართლის #74068175 საქმის მასალებში არის
სისხლის სამართლის #09060094 საქმის მასალების ასლები. გარდა ამისა, ქ.თბილისის
პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის მიერ მოწმის სახით
დაკითხულ იქნა 2006 წლის 02 მაისს თბილისში, კორტების მიმდებარე
ტერიტორიაზე 09:45 საათზე ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილე საქართველოს
შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს შს
სამინისტროს სპეციალურ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლები, რომელთა
ჩვენებები თითქმის არაფრით განსხვავდება მათ მიერ სისხლის სამართლის
#09060094 საქმეზე ბ.ფუთურიძისა და ე.სინდოიანის მიმართ, ყაჩაღობის მომზადების
ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 18–179–ე მუხლით.
ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლისათვის
მიცემულ ჩვენებებში საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლები აღნიშნავენ,
რომ მათ 2006 წლის 02 მაისს დაახლოებით 09:45 საათზე შენიშნეს კორტების
მიმდებარე ტერიტორიაზე საცობში გაჩერებულ ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ
,,BMW”-ს მარკის ავტომანქანას სახელმწიფო #IOI–823 როგორ შემოუარა სამოქალაქო
ტანსაცმელში ჩაცმულმა მამაკაცმა, რომელსაც ზურგსუკან ხელში ეჭირა პისტოლეტი.
მიუხედავად იმისა, რომ მათ მისი ვინაობა არ იცოდნენ, მიხვდნენ, რომ აღნიშნული
პირი იქნებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის დაკავების ოპერატიულ ღონისძიებაში
მონაწილე თანამშრომელი. როგორც საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური
პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები აჩვენებენ, მიუხედავად იმისა, რომ
ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანიდან განხორციელდა გასროლა და
ხელის
რადიოსადგურის
მეშვეობით
ოპერატიულ–სამძებრო
ღონისძიების
ხელმძღვანელმა ირაკლი ფირცხალავამ, რომელიც ასევე იმყოფებოდა კორტების
მიმდებარე ტერიტორიაზე, გასცა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავების
ბრძანება, დაკავების ოპერაციაში მონაწილე საქართველოს შს სამინისტროს
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, გარდა გამომძიებელ
ლ.ბეროძისა, ავტომანქანებიდან არ გადასულან, ვიდრე ზ.ვაზაგაშვილის მართვის
ქვეშ მყოფი ავტომანქანა არ შეეჯახა რკინის ბოძს და ოპერაციაში მონაწილე
საქართველოს შს სამინისტროს სპეციალურ დავალებათა თანამშრომლების მიერ არ
738
დანართი # 3 პოლიცია
შეწყდა სროლა. საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომელთა ჩვენებების თანახმად, ისინი სროლის დროს
ამოეფარნენ თავიანთ ავრომანქანებს, თავი ჰქონდათ დაწეული და ოპერაციის
დეტალები მათ არ დაუფიქსირებიათ, ვინაიდან ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა.
საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლები ასევე აჩვენებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ ოპერაციის დროს
თან ჰქონდათ ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღი, მათ ზ.ვაზაგაშვილის მართვის
ქვეშ მყოფი ავტომანქანის მიმართულებით არ გაუსვრიათ და საერთოდ არ
გამოუყენებიათ ცეცხლსასროლი იარაღი. მათ ასევე არ შეუმჩნევიათ, რომ
ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის მიმართ გარდა საქართველოს შს
სამინისტროს სპეციალურ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლებისა, სხვა
ვინმეს განეხორციელებინოს გასროლა. საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური
პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ასევე აჩვენებენ, რომ მაშინ, როდესაც
ოპერაციის ხელმძღვანელმა ი.ფირცხალავამ ხელის რადიოსადგურის მეშვეობით
გასცა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავების ბრძანება, მან ასევე გასცა
ბრძანება ეცლიათ ,,სპეცნაზისათვის“.
ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლისათვის
მიცემულ ჩვენებაში 2006 წლის 02 მაისს 09:45 საათზე თბილისში, კორტების
მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის ხელმძღვანელმა ირაკლი
ფირცხალავამ აჩვენა, რომ 2006 წლის 02 მაისს ოპერატიული ინფორმაციის
საფუძველზე დაიწყო წინასწარი გამოძიება ბ.ფუთურიძის, ა.ხუბულოვისა და
ზ.ვაზაგაშვილის მიერ ყაჩაღობის მომზადების ფაქტზე. ოპერატიული ინფორმაციით,
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იყვნენ შეიარაღებული. საქართველოს შს
სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაიგეგმა
ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიება და შეიქმნა ოპერატიულ–საგამოძიებო ჯგუფები,
რომლებსაც ხელმძღვანელობდა თავად. ერთ–ერთი ოპერატიული ჯგუფი
აწარმოებდა ჩასაფრებას და განლაგებულ იყო ისანი–სამგორის რაიონში
მეტროსადგურ ,,სამგორის“ ზედა ამოსასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე.
აღნიშნული ოპერატიული ჯგუფი შედგებოდა საქართველოს შს სამინისტროს
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს შს სამინისტროს
განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს რამდენიმე თანამშრომლისაგან.
დანარჩენი ჯგუფები კი ახორციელებდნენ მეთვალყურეობას დანაშაულებრივი
ჯგუფის გადაადგილებაზე, რათა დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით
ხელსაყრელი პირობების არსებობისას მომხდარიყო მათი დაკავება. დანაშულებრივი
ჯგუფის წევრები საბურთლოს ქუჩიდან, ,,სახანძროების“ მიმდებარე ტერიტორიიდან
შავი ფერის ,,BMW“–ს მარკის ავტომანქანით სახელმწიფო #IOI–823 გაემართნენ ჯერ
ვეძისის დასახლებაში, შემდეგ კი გაგარინის მოედნის გავლით სანაპიროთი წავიდნენ
ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით. ი.ფირცხალავას ერთ–ერთი ოპერატიული
ჯგუფისთვის ხელის რადიოსადგურის მეშვეობით ჰქონდა მიცემული მითითება
წამოსულიყვნენ
სასწრაფო
დახმარების
ცენტრისაკენ,
ხოლო
როდესაც
დანაშაულებრივი
ჯგუფის
წევრები
გაემართნენ
ბარათაშვილის
ხიდის
მიმართულებით, მან აღნიშნულ ოპერატიულ ჯგუფს რაციით კვლავ მისცა დავალება,
დაბრუნებულიყვნენ უკან, თან ეკონტროლებინათ დანაშაულებრივი გჯუფის
წევრების ავტომანქანის გადაადგილება ისე, რომ ოპერატიული ჯგუფი ყოფილიყო
739
დანართი # 3 პოლიცია
დანაშაულებრივი ჯგუფის ავტომანქანის წინ, რათა ობიექტი არ დაკარგვოდათ
თვალთახევის არიდან. მას შემდეგ, რაც ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი
ავტომანქანა გასცდა მშრალ ხოდს, დაიწყო საცობი. ვინაიდან იზრდებოდა ობიექტის
დაკარგვის საშიშროება, ი.ფირცხალავამ რაციის საშუალებით გასცა დავალება, რომ
ოპერატიული ჯგუფები ყოფილიყვნენ ყურადღებით და არ დაეკარგათ ობიექტი
საცობში. ამ დროს ოპერაციაში მონაწილე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
ერთ–ერთი თანამშრომლის მართვის ქვეშ მყოფი შავი ფერის ,,BMW“-ს მარკის
ავტომანქანა დაუდგა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ავტომანქანას უკნიდან
მარცხენა მხრიდან. უცებ ი.ფირცხალავამ გაიგონა გასროლის ხმები ზ.ვაზაგაშვილის
ავტომანქანის მხრიდან, ზუსტად რამდენი გასროლა იყო, არ ახსოვს. ამავდროულად
ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფმა ავტომანქანამ დაიწყო მანევრირება, შეეცადა
გაქცევას და აღნიშნული ავტომანქანიდან ისმოდა გასროლის ხმები, ასევე სალონში
იყო გაელვებები. ი.ფირცხალავამ რაციის მეშვეობით გასცა დაკავების ბრძანება, თან
სთხოვა, ეცლიათ ,,სპეცნაზისათვის“. ი.ფირცხალავას ჩვენების თანახმად,
ყველაფაერი განვითრდა ძალიან სწრაფად და მოულოდნელად. პერიმეტრზე
განლაგდნენ ღონისძიებაში მონაწილე განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს
თანამშრომლები, ე.წ. ,,სპეცნაზელები“. ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი
ავტომანქანა გადავიდა საპირისპირო მხარეს და სწრაფად გაემართა ბარათაშვილის
ხიდის მიმართულებით. აღნიშნული ავტომანქანიდან კვლავ ისმოდა სროლის ხმები.
აღნიშნულზე განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლებმა
დაიწყეს საპასუხო სროლა ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის
მიმართულებით, რის შემდეგაც ავტომანქანა შეეჯახა რკინის ბოძს.
საქართველოს შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს
თანამშრომელმა ფსევდონიმით ,,ვალერი ჩიჩუა“ მოწმის სახით დაკითხვისას
წინასწარ გამოძიებას აჩვენა, რომ 2006 წლის 02 მაისს ხელმძღვანელობის დავალებით
გამოცხადდა საქართველოს შს სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც
გაიგო, რომ საქართველოს შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა
სამმართველოს თანამშრომლებს დახმარება უნდა გაეწიათ საქართველოს შს
სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამ,ენტის თანამშრომლებისათვის
შეიარაღებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავებაში, რომლებსაც
ყაჩაღური თავდასხმა უნდა განეხორციელებინათ თბილისში, ისანი–სამგორის
რაიონში მცხოვრებ ერთ–ერთ ოჯახზე. აღნიშნულის გამო, მისი სამსახურის
თანამშრომლებისაგან შეიქმნა ორი დანაყოფი. ერთი დანაყოფი განაწილდა
კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან ერთად სამგორის მეტროს მიმდებარე
ტერიტორიაზე, ხოლო მეორე დანაყოფი, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა,
განლაგდა საქართველოს შს სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
უფროსის მოადგილე ი.ფირცხალავა და მისგან ოპერატიული ჯგუფები ხელის
რადიოსადგურის მეშვეობით იღებდნენ შესაბამის მითითებებს. დაახლოებით 09:00
საათისთვის ,,ვ.ჩიჩუამ“ მიიღო მითითება, ემოძრავა საბურთალოს მიმართულებით,
ხოლო, როდესაც მიუახლოვდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, რაციით
მიიღო ახალი დავალება – დაბრუნებულიყო უკან, რაც შეასრულა და დაიწყო
მოძრაობა ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით. კორტების მიმდებარე
ტერიტორიაზე იყო საცობი, სადაც მისი ჯგუფი მიკროავტობუსით მოძრაობდა ნელ–
740
დანართი # 3 პოლიცია
ნელა გზის უკიდურეს მარჯვენა მხარეს, რა დროსაც რადიოსადგურის მეშვეობით
გადაიცა, რომ დაბურულშუშებიანი ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანა სახელმწიფო #IOI–
823, რომელშიც ისხდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომელთა მიმართაც
ტარდებოდა ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიება, მოძრაობდა ბარათაშვილის ხიდის
მიმართულებით. ასევე გაიცა ბრძანება, რომ ყველა ჯგუფს ეკონტროლებინა მათი
გადაადგილება. მოწმე ,,ვ.ჩიჩუამ“ ასევ აღნიშნა, რომ მან ზ.ვაზაგაშვილის მართვის
ქვეშ მყოფი ავტომანქანის საბურავების მიმართულებით განახორციელა გასროლა მის
ხელთ არსებული ტაბელური პისტოლეტიდან მას შემდეგ, რაც ზ.ვაზაგაშვილის
მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანიდან განხორციელდა გასროლები.
2006 წლის 11 ივლისს ქ.თბილისის პროკურორის მოადგილემ, საგამოძიებო ნაწილის
უფროსმა გ.ბადრიაშვილმა მიმართა ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს
კრიმინალური პოლიციის სამმართველოს გაეტარებინათ ქმედითი ოპერატიულ–
სამძებრო ღონისძიებები 2006 წლის 02 მაისს დაახლოებით 09:45 საათზე ქ.თბილისის
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თბილისში,
კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე გატარებული საგამოძიებო–ოპერატიული
ღონისძიების თვითმხილველ პირთა ვინაობის დადგენის მიზნით.
2006 წლის 13 ივლისს ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის
მოადგილემ შ.გენგაშვილმა მიმართა ქ.თბილისი შს მთავარი სამმართველოს
კრიმინალური პოლიციის სამმართველოს გაეტარებინა ქმედითი ოპერატიულ–
სამძებრო ღონისძიებები 2006 წლის 02 მაისს კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე
საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ
გატარებული საგამოძიებო–ოპერატიული ღონისძიების დროს გარდაცვლილი
ა.ხუბულოვის ახლო ნათესავების ვინაობისა და საცხოვრებელი მისამართის
დადგენის მიზნით, რათა შემდგომში განხორციელებულიყო ამ უკანასკნელთაგან
ერთ–ერთის
დაზარალებულის
უფლებამონაცვლედ
ცნობა.
აღნიშნულზე
ქ.თბილისის პროკურატურას 2006 წლის 25 ივლისს ეცნობა, რომ გარდაცვლილ
ა.ხუბულოვს ჰყავს დედა – რუსიკო მიხეილის ასული ყიფშიძე, დაბადებული 1948
წელს, წარმოშობით ჭიათურის რაიონის სოფ. რგანიდან და და – ვალენტინა
თეიმურაზის ასული ხუბულოვი, დაბადებული 1983 წელს. დედა რუსიკო ყიფშძე
ამჟმად ცხოვრობს ჭიათურის რაიონის სოფ. ხალიფაურში. მიუხედავად იმისა, რომ
აღნიშნულის
შემდეგ
ქ.თბილისის
პროკურატურისათვის
ცნობილი
იყო
გარდაცვლილ ა.ხუბულოვის ახლო ნათესავების ვინაობა, მათგან ვინმეს
დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა არ მომხდარა.
2006 წლის 22 ივნისის #2097/04 დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის #74068175
საქმეზე წინასწარი გამოძიების მიერ დანიშნული ბალისტიკური ექსპერტიზის წინაშე
გადასაწყვეტად დასმული იყო შემდეგი კითხვები:
1(ბ).წარმოდგენილი შავი ფერის ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანას სახელმწიფო #IOI–
823 რა სახის დაზიანებები აღნიშნება და რითია თითოეული მიყენებული? იმ
შემთხვევაში, თუ მანქანაზე მიყენებულია ცეცხლნასროლი დაზიანებები,
განისაზღვროს თითოეული დაზიანების მიყენების მიმართულება და სროლის
741
დანართი # 3 პოლიცია
ტრაექტორია, ასევე თუ რა მანძილიდან და რა კალიბრის ტყვიის ზემოქმედებით
არის თითოეული განვითარებული?
2(გ).წარმოდგენილ ,,BMW–525“–ის მარკის შავი ფერის ავტომანქანას ნომრით ADE–
372 რა სახის დაზიანებები აღენიშნება და რითია მიყენებული? იმ შემთხვევაში, თუ
მანქანაზე მიყენებულია ცეცხლნასროლი დაზიანება, განისაზღვროს მისი მიყენების
მიმართულება და სროლის ტრაექტორია, ასევე თუ რა მანძილიდან და რა კალიბრის
ტყვიის ზემოქმედებით არის განვითარებული?
ამავე დასკვნის თანახმად:
1.გამოსაკვლევ ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანაზე სახელმწიფო #IOI–823 დასკვნის
კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზებულ მიდამოებში არსებული (გარდა
შეჯახებით გამოწვეული) მრავლობითი დაზიანებანი ცეცხლსასროლი წარმოშობისაა
და განვითარებულია სპილენძის შემცველი შერეული (დაახლოებით) 5,45 (ან 5,56) და
9 მმ კალიბრის ჭურვებით არა ახლო (ერთი მეტრის ზემოთ) მანძილიდან
ავტომანქანის ძარის მიმართ სხვადასხვა ლოკალურ მიმართულებით სროლის
შედეგად. ამასთან, მცირე კალიბრით გამოწვეული დაზიანებები აღინიშნება წინა
მარჯვენა მიდამოში (,,კაპოტზე“ და ფრთაზე) და რაოდენობრივად ჭარბობს
ავტომანქანის მარჯვენა გვერდითა და უკანა მიდამოში არსებულ დაზიანებებში,
ხოლო შედარებით დიდი კალიბრით გამოწვეული დაზიანებანი კი აღინიშნება
ავტომანქანის უკანა მარცხენა გვერდითა ზედაპირზე (უკანა კარზე და ფრთაზე) და
უკანა მარჯვენა კარის მიდამოში, ასევე ამავე კალიბრით განვითარებული უნდა იყოს
(ნაკლებად ინფორმატიული მასალის გათვალისწინებით) უკანა ხედვის მინაზე
არსებული დაზიანებებიც და წინა საქარე მინაზე არსებული ორი (ქვედა შუა
მიდამოში და წინა მარცხენა საყრდენთან არსებული) გამჭოლი დაზიანებებიც.
დაზიანებათა განვითარების (სროლის) მიმართულებები, ინტენსივობის ლოკალური
მიდამოები და დაზიანებათა ლოკალიზაცია მოცემულია დასკვნის თანდართულ
ფოტოტაბულაში და სქემებში.
2.გამოსაკვლევ ,,BMW–525“–ის მარკის შავი ფერის ავტომანქანას ნომრით ADE–372
დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მონაკვეთში – წინა
საქარე მინის შუა მიდამოში არსებული გამჭოლი დაზიანება ცეცხლსასროლი
წარმოშობისაა და განვითარებულია სპილენძის შემცველი ჭურვის ზემოქმედებით
არა ახლო (ერთ მეტრზე ზემოთ) მანძილიდან წინიდან უკან, ირიბად, მარჯვნიდან
მარცხნივ, ოდნავ ქვემოდან ზემოთ მიმართულებით სროლის შედეგად. დაზიანების
ზომისა და მორფოლოგიის მონაცემთა მიხედვით იგი განვითარებული უნდა იყოს 9
მმ კალიბრის ჭურვის ზემოქმედების შედეგად.
2006 წლის 07 ივლისის #2095/20 ექსპერტის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზის წინაშე
გადასაწყვეტად დასმული იყო შემდეგი კითხვა: წარმოდგენილი შავი ფერის ,,BMW”ს მარკის ავტომანქანაზე სახელმწიფო #IOI–823 სალონში (სავარძელზე, ტორპედოზე,
კარებებზე, მინებზე) აღინიშნება თუ არა დენთის კვალი, დადებით შემთხვევაში,
კონკრეტულად სად? დენთის კვალის არსებობის შემთხვევაში ეთხოვა ექსპერტს
კვლების საცდელი ნიმუშების აღება.
742
დანართი # 3 პოლიცია
ამავე დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილი ,,BMW”-ს მარკის
ავტომანქანის სახელმწიფო #IOI–823 სალონში, კერძოდ მარჯვენა და მარცხენა წინა
მხარის ჭერი, მარჯვენა უკანა ჭერი, მარჯვენა წინა კარების შიდა ზედაპირი,
ტორპედო და წინა საქარე მინა, აღინიშნებოდა დენთის წვის პროდუქტები.
გარდაცვლილ ზ.ვაზაგაშვილის დედამ ციალა შანავამ და მისი ინტერესების
დამცველმა ადვოკატებმა ირმა ჭკადუამ, მალხაზ ჯანგირაშვილმა და გაგი
მოსიაშვილმა არაერთხელ მიმართეს გამოძიების მწამოებელ ორგანოს – ქ.თბილისის
პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებელს ვ.ლაცუზბაიას, ასევე,
ქ.თბილისის
პროკურორსა
და
საქართველოს
გენერალურ
პროკურორს
დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილიყო გარდაცვლილ ზ.ვაზაგაშვილის
დედა ციალა შანავა. აღნიშნულ შუამდგომლობებსა და განცხადებების მოთხოვნების
დაკმაყოფილებაზე მათ არაერთხელ ეთქვათ უარი. ც.შანავას დაზარალებულის
უფლებამონაცვლედ ცნობა მოხდა მხოლოდ 2006 წლის 07 ივლისს. თუმცა
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სისხლის სამართლის #74068175 საქმეზე პოლიციის
თანამშრომელთა მიერ დამნაშავის შეყრობისათვის აუცილებელი ზომის
გადაცილებით მკვლელობის ფაქტზე, დანაშაული გათალისწინებული საქართველოს
სსკ–ის 114–ე მუხლით, გამოძიების მიერ რაიმე ახალი გარემოება, რაც
დაადასტურებდა, რომ 2006 წლის 02 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციისას
ნამდვილად ჰქონდა ადგილი დანაშაულის ჩადენას, არ გამოვლენილა. სისხლის
სამართლის #74068175 საქმეზე დანაშაულის ფაქტის არსებობის დადგენის მიზნით
წინასწარი გამოძიების მიმდინარეობით ასაბუთებდა ქ.თბილისის პროკურატურის
საგამოძიებო
ნაწილის
უფროსი
გამომძიებლი
ვ.ლაცუზბაია
ადვოკატის
შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილებას.
აღნიშნული არგუმენტის საფუძველზე ეთქვა უარი გარდაცვლილ ზ.ვაზაგაშვილის
დედის ც.შანავასა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების საჩივრის
მოთხოვნას ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ
ი.იმერლიშვილის მიერ, რომლითაც ც.შანავასა და მისი ინტერესების დამცველი
ადვოკატების მიერ გასაჩივრებული იყო ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო
ნაწილის უფროსი გამომძიებლის ვ.ლაცუზბაიას დადგენილება, რომლითაც მათ
უარი
ეთქვათ
შუამგდომლობის
დაკმაყოფილებაზე
და
გარდაცვლილ
ზ.ვაზაგაშვილის დედის ც.შანავას დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობაზე.
2006 წლის 25 ივლისის დადგენილებით სისხლის სამართლის #74068175 საქმეზე
ნივთმტკიცებად იქნა ცნობილი 2006 წლის 02 მაისს, შემთვევის ადგილის
დათვალიერებისას შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლების მიერ ამოღებული შავი ფერის ,,BMW–525“–ს მარკის ავტომანქანა
სახელმწიფო #IOI–823, რომელიც იმყოფებოდა საქართველოს შს სამინისტროს შიდა
ავტოსადგომზე.
ამაე დღეს ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ
ი.იმერლიშვილის მიერ ეთხოვა საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალურ
პოლიციას,
სისხლის
სამართლის
#74068175
საქმეზე
შემაჯამებელი
გადაწყვეტილების
მიღებამდე
უზრუნველეყოთ
შს
სამინისტროს
შიდა
743
დანართი # 3 პოლიცია
ავტოსადგომზე მოთავსებული ნივთმტკიცების – შავი ფერის ,,BMW–525“–ს მარკის
ავტომანქანა სახელმწიფო #IOI–823 შენახვა.
2006 წლის 17 ოქტომბერს ქ.თბილისის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებელს
ვ.ლაცუზბაიას საქართველოს შს სამინისტროს ადმინიტრაციის პრესსასახურის მიერ
ეცნობა, რომ 2006 წლის 02 მაისს თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე,
საჩოგბურთო
კორტების
მიმდებარე
ტერიტორიაზე
შს
სამინისტროს
თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების
მსვლელობის შესახებ შს სამინისტროს პრესსამსახურს რაიმე ოპერატიული
ვიდეომასალა არ გააჩნია. ამდენად, საქართველოს შს სამინისტროს პრესსამსახური
მოკლებულია შესაძლებლობას ქ.თბილისის პროკურატურას მის წარმოებაში
არსებულ სისხლის სამართლის #74068175 საქმეზე პოლიციის მუშაკების მიერ
დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობის
ფაქტზე დასართავად მიაწოდოს რაიმე მასალა ზემოაღნიშნულ ფაქტთან
დაკავშირებით.
2006 წლის 27 დეკემბერს სისხლის სამართლის #74068175 საქმეზე პოლიციის
თანამშრომლების მიერ დამნაშავის შეპყრობისათვის აუციელებელი ზომის
გადაცილებით
მკვლელობის
ფაქტზე,
დანაშაული
გათვალისწინებული
საქართველოს სსკ-ის 114-ე მუხლით, მოწმის სახით დაიკითხა ბონდო ფუთურიძე.
მისი ჩვენების თანახმად, 2006 წლის მარტში, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, მას
დაუკავშირდნენ მისი მეგობრები ა.ხუბულოვი და ზ.ვაზაგაშვილი და შეთანხმდნენ,
რომ ა.ხუბულოვის ან/და ზ.ვაზაგაშვილის კიდევ ორ ნაცნობთან, ვინმე ,,ედოსთან”
და კიდევ ერთ მისთვის უცნობ პირთან ერთად დაეყაჩაღებინათ თბილისში, ისანისამგორის რაიონში, ხომლელის ქუჩაზე მცხოვრები ერთ-ერთი პიროვნების
საცხოვრებელი ბინა. ბ.ფუთურიძე არ დაინტერესებულა კონკრეტულად ვისი ბინა
უნდა დაეყაჩაღებინათ, რადგანაც ენდობოდა თავის მეგობრებს. შემდეგ მათ
საქმისთვის შეიძინეს ორი ცალი ,,მაკაროვის”, ,,ჩზ”-სა და ,,ვალტერის” სისტემის
პისტოლეტები ვაზნებით. გეგმის მიხედვით დადგენილი იყო იმ პირის მარშრუტი,
რომლის ბინაც უნდა დაეყაჩაღებინათ და მისი ბინაში ყოფნის დრო. შეთანხმების
თანახმად, მას, ა.ხუბულოვს, ზ.ვაზაგაშვილსა და მისთვის უცნობ კიდევ ერთ პირს
უშუალოდ უნდა განეხორციელებინათ ყაჩაღური თავდასხმა, ხოლო ,,ედო” უნდა
დარჩენილიყო მანქანაში საჭესთან. 2006 წლის 02 მაისს შეთანხმების თანახმად,
ბ.ფუთურიძე, ზ.ვაზაგაშვილი და ა.ხუბულოვი შეხვდნენ ერთმანეთს საბურთალოს
ქუჩაზე, ,,სახანძროების” მიმდებარე ტერიტორიაზე და ზემოაღნიშნული
პისტოლეტებით შეიარაღებული ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ბმვ-ს მარკის
ავტომანქანით სახელმწიფო #IOI-823 გაემართნენ მეტროსადგურ ,,სამგორისაკენ”,
სადაც ელოდებოდათ ,,ედო”, შემდეგ კიდევ ერთ ჯგუფის წევრს უნდა
შეხვედროდნენ და გააგრძელებდნენ გზას იმ ბინის მიმართულებით, რომელიც უნდა
დაეყაჩაღებინათ. გზაში საჩოგბურთო კორტებთან არსებულ საცობში გაჩერდნენ. ამ
დროს ბ.ფუთურიძე იჯდა ავტომანქანის უკანა სავარძელში, ზ.ვაზაგაშვილი
საჭესთან, ხოლო ა.ხუბულოვი მის გვერდით. ბ.ფუთურიძეს ჰქონდა უნომრო
,,მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი, დანარჩენი პისტოლეტები ჰქონდათ
ზ.ვაზაგაშვილსა და ა.ხუბულოვს. საცობში დგომისას ბ.ფუთურიძემ შენიშნა
ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის უკანა მარცხენა მხარესთან მუქ
744
დანართი # 3 პოლიცია
ტანსაცმელში ჩაცმული საეჭვოდ მდგომი მამაკაცი, რომელსაც ხელში ეჭირა
პისტოლეტი. ამავე დროს მათ ავტომანქანას მარჯვენა მხრიდან მიუახლოვდა მუქი
ფერის ,,ბმვ”-ს მარკის ავტომანქანა. აღნიშნულზე ბ.ფუთურიძე შეშინდა და იფიქრა,
რომ მათ მანქანასთან მდგარი პირი იქნებოდა პოლიციელი და ტარდებოდა მათი
დაკავების ოპერაცია. აღნიშნულის გამო, შეშინების მიზნით, თანნაქონი ,,მაკაროვის”
უნომრო პისტოლეტიდან ავტომანქანის უკანა საქარე მინაში გაისროლა, თუ არ ცდება
ორჯერ. გაისროლა ჰაერში. ამ დროს ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფმა
ავტომანქანამ დაიწყო მოძრაობა გაქცევის მიზნით. გარშემო გამოჩნდნენ
შეიარაღებული ,,სპეცნაზის” თანამშრომლები, რა დროსაც ზ.ვაზაგაშვილმა და
ა.ხუბულოვმა დაიწყეს პოლიციელების მიმართულებით სროლა მათ ხელთ
არსებული პისტოლეტებიდან. აღნიშნულს მოჰყვა ,,სპეცნაზის” თანამშრომლების
მიერ საპასუხო სროლა ავტომანქანის მიმართულებით. ბ.ფუთურიძე მაშინვე ჩაწვა
ავტომანქანის უკანა სავარძლებს შორის და ვერ ხედავდა რა ხდებოდა, ისმოდა
სროლის ხმა. რამდენიმე წამში მათი ავტომანქანა შეეჯახა რაღაცას. როგორც იგრძნო,
დაიჭრა, ტკივილისგან იყო შოკში და ფაქტობრივად დაკარგული ჰქონდა გონება.
შემდეგ კი აღმოჩნდა საავადმყოფოში. ყველაფერი მოხდა ძალიან სწრაფად და
მომხდარის მეტად დაკონკრეტება არ შეუძლია.
2007 წლის 15 იანვარს წინასწარ გამოძიებას შუამდგომლობით მიმართეს
დაზარალებულის
უფლებამონაცვლის
ც.შანავას
ინტერესების
დამცველმა
ადვოკატებმა ი.ჭკადუამ, მ.ჯანგირაშილმა და გ.მოსიაშვილმა. შუამდგომლობის
თანახმად, ადვოკატები ითხოვდნენ მათი თანდასწრებით მომხდარიყო 2006 წლის 02
მაისს კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ,,სპეცოპერაციის”
თვითმხილველთა – მარინა ცომაიასა და ივლიტა გაჩეჩილაძის დაკითხვა.
შუამდგომლობასთან ერთად წინასწარ გამოძიებას წარედგინა ზემოაღნიშნულ
მოქალაქეთა 2006 წლის 04 ივნისის და 2007 წლის 09 იანვრის ახსნა-განმარტებები.
აღნიშნული შუამდგომლობა წინასწარი გამოძიების მიერ 2007 წლის 16 იანვრის
დადგენილებით დაკმაყოფილდა მთლიანად.
2007 წლის 15 იანვარს დაზარალებულის უფლებამონაცვლის ც.შანავას ინტერესების
დამცველმა ადვოკატებმა ი.ჭკადუამ და მ.ჯანგირაშვილმა შუამდგომლობით
მიმართეს გამოძიებას, სისხლის სამართლის #74068175 საქმეზე წინასწარი გამოძიების
მიმდინარეობის
შესახებ
სხვა
საკითხებთან
ერთად
დაზარალებულის
უფლებამონაცვლის მხარისთვის ეცნობებინათ დადგენილ იქნა თუ არა წინასწარი
გამოძიების მიერ 2006 წლის 02 მაისს თბილისში, საჩოგბურთო კორტების მიმდებარე
ტერიტორიაზე დაახლოებით 09:45 საათზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიების მონაწილე პოლიციელის საბრძოლო იარაღიდან იყო გასროლილი
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ავტომანქანიდან 38,9 მეტრში
ამოღებული 8 მასრიდან მასრა, რომელიც საქმეში არსებული #6/4-102/ბ
ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოადგენდა ,,მაკაროვისა” და
,,სტეჩკინის” კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტების 9 მმ კალიბრის ვაზნების
ნაწილებს, ხოლო 2 წარმოადგენდა 1908 წლის პარაბელუმის ნიმუშის 9 მმ ვაზნის
ნაწილებს. ასევე ავტომანქანიდან 13,6 მეტრში ამოღებული 9 ცალი მასრა, რომლებიც
წარმოადგენდა კალაშნიკოვის ტიპის ავტომატის ვაზნის შემადგენელ ნაწილებს,
ავტომანქანიდან 4 მეტრში ამოღEბული 23 ცალი ტყვიის მასარა, რომელიც
745
დანართი # 3 პოლიცია
წარმოადგენდა კალაშნიკოვის ტიპის ვაზნის ნაწილებს. აღნიშნული შუამდგომლობა
დაკმაყოფილებული არ იქნდა და დაზარალებულის უფლებამონაცვლის
ინტერესების დამცველ ადვოკატებს წინასწარი გამოძიების მიერ არ ეცნობა
მოთხოვილი ინფორმაცია. თუმცა, სისხლის სამართლის #74068175 და #09060094
საქმეების მასალების თანახმად, გამოძიების მიერ ამოღებული მასერები და ტყვიები,
რომლებიც ვარგისი იყო იდენტიფიკაციისათვის, არ ყოფილა გასროლილი
საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომელთა ტაბელური იარაღებიდან, რომლებიც მათ თან ჰქონდათ 2006 წლის
02 მაისს კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო
ღონისძიების დროს.
2007 წლის 02 თებერვლის დადგენილებით ცნობილ იქნა ნივთმტკიცებად და
დაერთო სისხლის სამართლის #74068175 საქმეს:
1.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული
ბიუროს სასამართლო-სამედიცინო სამსახურის ექსპერტ მაია გოგიტაურისაგან
ამოღებული ზ.ვაზაგაშვილის ტანსაცმელი: მუქი ფერის ვილვეტის ქურთუკი,
ნაქსოვი ჟაკეტი თეთრი და შავი ორნამენტებით გაწყობილი, რომელიც იკვრება
ელვით; შავი ფერის შარვალი; შავი ფერის ქამარი და შავი ფერის მობილურის
ჩასადები; ცისფერი მაისური; რუხი ფერის წინდები; შავი ფერის ტრუსი და ლურჯი
ფერის სპორტული ბოტასები, რომლებიც მოთავსებული იყო პოლიეთილენის
პაკეტში დალუქულ მდგომარეობაში.
2.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული
ბიუროს სასამართლო-სამედიცინო სამსახურის ექსპერტ მაია გოგიტაურისაგან
ამოღებული ა.ხუბულოვის ტანსაცმელი: შავი ფერის ქურთუკი, შავი ფერის სვიტრი;
შავი ფერის გრძელმკლავებიანი მაისური; შავი ფერის შარვალი; შავი ფერის ქამარი;
მორუხო ფერის ტრუსი; შავი ფერის წინდები; ყავისფერი ფეხსაცმელი, რომლებიც
მოთავსებული იყო პოლიეთილენის პაკეტში დალუქულ მდგომარეობაში.
3.შპს ,,პირველი კლინიკური საავადმყოფოფოს” რეანიმაციის განყოფილებიდან
ამოღებული ბ.ფუთურიძის ტანსაცმელი: ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი; შავი
ფერის ტყავის ქამარი; შავი ფერის მაისური; შავი ფერის ნაქსოვი ხელთათმანები; ღია
ნაცრისფერი ცხვირსახოცი; ნაცრისფერი და შავი ფერებით გაწყობილი ყელიანი
პულოვერი; შავი ფერის წინდები; მუქი ფერის სპორტული ბოტასები, რომლებიც
მოთავსებული იყო პოლიეთილენის პაკეტში დალუქულ მდგომარეობაში.
4.შავი ფერის ,,ბმვ-525”-ის მარკის სახელმწიფო #IOI-823 ავტომანქანის სალონიდან
ექსპერტ ე.ჩოხელის მიერ აღებული სტერილური ბამბის ტაპონების მეშვეობით
ანაწმენდები, რომლებიც აღებულ იქნა სალონის შიდა ზედაპირებზე ცალ-ცალკე,
მოთავსებულია ქაღალდის თეთრი ფერის კონვერტებში და დანომრილია შემდეგი
თანმიმდევრობით: ობ.#1 - ,,წინა მარჯვენა სავარძელი”, ობ.#2 - ,,წინა მარცხენა
სავარძელი”, ობ.#3 - ,,უკანა მარჯვენა სავარძელი”, ობ.#4 - ,,უკანა მარცხენა
სავარძელი”, ობ.#5 - ,,მარცხენა უკანა მხარე (ჭერი)”, ობ.#6 - ,, მარცხენა წინა მხარე
(ჭერი)”, ობ.#7 - ,,მარჯვენა წინა მხარე (ჭერი)”, ობ.#8 - ,, მარჯვენა უკანა მხარე (ჭერი)”,
746
დანართი # 3 პოლიცია
ობ.#9 – მარცხენა უკანა კარების შიგნითა ზედაპირი, ობ.#10 – მარცხენა წინა კარების
შიგნითა ზედაპირი, ობ.#11 – მარჯვენა უკანა კარების შიგნითა ზედაპირი, ობ.#12 –
მარჯვენა წინა კარების შიგნითა ზედაპირი, ობ.#13 – ტორპედო (მთლიანი
ზედაპირი), ობ.#14 – წინა საქარე მინა (შიდა მხარე), ობ.#15 – მარჯვენა უკანა კარების
სარკე, ობ.#16 – მარცხენა უკანა კარების სარკე, ობ,#17 – უკანა სარკის შიგნითა მხარე.
აღნიშნული ანაწმენდები მოთავსებულია გამჭვირვალე ფერის მოწითალო ფერის
პოლიეთილების პაკეტში დალუქული სახით.
5.მოწმე ნ.ხაინდრავას დაკითხვის ამსახველი ვიდეომასალა – ერთი ცალი სიდი
დისკი, დალუქული ერთ პაკეტად. 10.05.2006წ. რომელიც ერთვის სისხლის
სამართლის #74068175 საქმის პირველ ტომს.
დაზარალებულის ინტერესების დამცველი ადვოკატების შუამდგომლობით მოწმის
სახით დაკითხულმა თბილისი, მტკვრის ქ.#6, ბ.#18-ში მცხოვრებმა ივლიტა
გაჩეჩილაძემ წინასწარ გამოძიებას აჩვენა, რომ იგი ცხოვრობს მე-5 სართულზე. მისი
ფანჯრები გადის სანაპიროზე, საიდანაც კარგად ჩანს კორტები და მისი მიმდებარე
ტერიტორია. 2006 წლის 02 მაისს დილით იმყოფებოდა სახლში მეუღლესა და ვაჟთან
ერთად. დაახლოებით დილის ათის ნახევარზე მოესმა მრავალჯერადი გასროლების
ხმა
დამიუახლოვდა
ფანჯარას.
დაინახა,
რომ
დაახლოებით
ათამდე
ხაკისფერფორმიანი და ნიღბიანი პიროვნება უახლოვდებოდა მუქი ფერის უცხოური
მარკის ავტომანქანას. აღნიშნული ავტომანქანა მოძრაობის საპირისპირო მხარეს
კორტების კედელთან მდგარ ბოძზე ცხვირით იყო შეჯახებული. მოწმემ ასევე აჩვენა,
რომ მას შემდეგ, რაც სროლა შეწყდა, რამდენიმე წამიანი ინტერვალით, კორტების
სიღრმიდან მოესმა რამდენიმე გასროლის ხმა. სროლის ხმა, როგორც აღიქვა,
მოდიოდა კორტების შიგნიდან ანუ კედელს მიღმა. მიმდინარე მოვლენებს
კინოკამერით იღებდა მისთვის უცნობი სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული
საშუალო აგებულების პიროვნება. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ ავტომანქანის უკანა
სალონიდან გადმოვარდნილ პირს ნამდვილად არაფერი სჭერია ხელში და მის
გარშემო არანაირი ნივთი არ შეუნიშნავს. გამომძიებლის კითხვაზე მოწმემ აჩვენა,
რომ მისი აივნის წინ დგას მაღალი ხე, მაგრამ იგი არ აძნელებს მხედველობას და
ავტომანქანის შეჯახების ადგილი მოქცეული იყო მხედველობის არეში. მას ასევე არ
გაუგია რაიმე მოწოდება გაჩერების ან დანებების შესახებ.
ასევე დაზარალებულის უფლებამონაცვლის ც.შანავას ინტერესების დამცველი
ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე მოწმის სახით დაკითხულმა მარიამ
ცომაიამ წინასწარ გამოძიებას უჩვენა, რომ 2006 წლის 02 მაისს დაახლოებით დილის
10:00 საათისთვის შვილი მიიყვანა სამსახურში და მარჯვენა სანაპიროთი მიდიოდა
ავლაბრის მიმართულებით. კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე შუქნიშნის წითელ
ნიშანზე გაჩერდა. მის წინ მეორე რიგში იდგა ტაქსი, მის გვერდით მარცხნივ იდგა
,,ბმვ”-ს ტიპის შავი მანქანა, მისი ავტომანქანის გვერდით, თუ არ ეშლება ოპელი,
ხოლო უკან ვარდისფერი ჯიპი. უეცრად სიჩუმეში გაისმა სროლის ხმა. მისი მანქანის
ყველა მხრიდან მორბოდა შეიარაღებული უფორმო, შემდეგ ფორმიანი და ნიღბიანი
ადამიანები, რომლებიც ისროდნენ ,,ბმვ”-ს ტიპის მანქანის მიმართულებით.
დაახლოებით 1 წუთის შემდეგ ,,ბმვ”-ს მარკის ავტომანქანა მოწყდა ადგილიდან და
გაემართა კორტების მიმართულებით და შეეჯახა ბოძს. შემდეგ მანქანის
747
დანართი # 3 პოლიცია
მიმართულებით მიცვივდნენ შეიარაღებული პირები და განაგრძობდნენ სროლას.
მანქანიდან რაიმე გასროლა არ შეუმჩნევია. როცა მიმდინარეობდა სროლა
საწინააღმდეგო მხრიდან დაინახა, რომ პატრულს ჰქონდა გადაკეტილი ქუჩა. ,,ბმვ”-ს
მარკის ავტომანქანას ყურადღება იმიტომ მიაქცია, რომ ჩათავალა ,,შავ ბუმერად”.
სროლა აღნიშნული მანქანის მიმართულებით სწოერდ მაშინ განხორციელდა,
როდესაც მას აკვირდებოდა და დანამდვილებით შეუძლია თქვას, რომ მანქანაში
მჯდომი პირებიდან გასროლა არ მომხდარა. ,,ბმვ”-ს მარკის ავტომანქანა როცა
ადგილიდან მოწყდა, სანამ არ შეეჯახა ბოძს, არავის არ დაჯახებია, მათ შორის არც
ავტომანქანებს. არც არავინ დავარდნილა ძირს.
2007 წლის 24 თებერვალს წინასწარმა გამოძიებამ შუამდგომლობით მიმართა
ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რათა
გაეცა ბრძანება საქართველოს შს სამინისტროს ავტოსადგომზე მდგომი, ამავე
სამინისტროს ბალანსზე მყოფი შავი ფერის ,,ბმვ-525”-ის მარკის სახელმწიფო #ADE372 ავტომანქანის ამოღების შესახებ. აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლის 2007 წლის 24 თებერვლის ბრძანებით და 2007 წლის 26 თებერვალს
ამოღებულ იქნა საქართველოს შს სამინისტროს ავტოფარეხზე მდგომი ამავე
სამინისტროს ბალანსზე მყოფი შავი ფერის ,,ბმვ-525”-ის მარკის უნომრო
ავტომანქანა. ამავე დღეს აღნიშნული ავტომანქანა ცნობილ იქნა ნივთმტკიცებად და
დაერთო სისხლის სამართლის #74068175 საქმეს.
2007 წლის 22 მარტის დადგენილებით ცნობილ იქნა ნივთმტკიცებად და დაერთო
სისხლის სამართლის #74068175 საქმეს:
1.სისხლის სამართლის #09060094 საქმეზე 2006 წლის 04 მაისს გადაუდებელი
აუცილებლობიდან გამომდინარე შესაბამისი დადგენილების საფუძველზე,
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ეროვული ბიუროს,
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის ექსპერტ მაია გოგიტაურისაგან
ამოღებული ზ.ვაზაგაშვილის გვამიდან ექსპერტიზის ჩატარებისას ამოღებული
კონუსისებური ფორმის მოყვითალო ფერის ორი ცალი მეტალის სხეული, ერთი
ცალი მოყვითალო ფერის უცხო სხეული მომრგვალებული ბოლოთი და ხუთი ცალი
მორუხი ფერის მეტალის ფრაგმენტი; ასევე ექსპერტ მაია გოგიტაურისაგან
ამოღებული ა.ხუბულოვის გვამიდან ექსპერტიზის ჩატარებისას ამოღებული
მორუხო ფერის სამი ცალი მეტალი და ოთხი ცალი მოყვითალო ფერის
დეფორმირებული უცხო სხეული.
2.2006 წლის 16 მაისს გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე შესაბამისი
დადგენილების საფუძველზე ,,ბმვ”-ს მარკის სახელმწიფო #IOI-823 ავტომანქანის
,,ტორპედოს”
მონაცემთა
დაფის
შიგნიდან
ამოღებული
ერთი
ცალი
დეფორმირებული ტყვია, წინა მარცხენა სავარძლის საზურგისა და საჯდომის
შეერთების ადგილიდან ამოღებული, ასევე ერთი ცალი დეფორმირებული ტყვია.
3.სისხლის სამართლის #09060094 საქმეზე 2006 წლის 11 ივლისს ქ.თბილისის #1
კლინიკური საავადმყოფოდან გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე
748
დანართი # 3 პოლიცია
შესაბამისი დადგენილების საფუძველზე, ამოღებული ბ.ფუთურიძის სხეულიდან
ოპერაციის დროს ამოღებული უცხო სხეულები, კერძოდ: 1.პოლიეთილენის პაკეტში
მოთავსებული ლითონის ფრაგმენტი ფურცელზე წარწერით ,,მარჯვენა მენჯბარძაყის სახსრის მიდამოდან ამოღებული უცხო სხეული”, 2.პოლიეთილენის
პაკეტში მოთავსებული ლითონის ფრაგმენტი ფურცელზე წარწერით ,,მარჯვენა
მუხლის სახსრის მიდამოდან ამოღებული უცხო სხეული”, 3.პოლიეთოლენის
პაკეტში მოთავსებული ლითონის ფრაგმენტი ფურცელზე წარწერით ,,წვრილ
ნაწლავის სანათურიდან ამოღებული უცხო სხეული”, 4.პოლიეთილენის პაკეტში
მოთავსებული ლითონის ფრაგმენტი ფურცელზე წარწერით ,,მარჯვენა ტერფის და
კოჭწვივის სახსრის მიდამოდან ამორებული უცხო სხეული”.
სულ ერთიანობაში ექვს პაკეტად დალუქული სახით.
2007 წლის 18 აპრილს ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს
გამომძიელებს ა.მგელაძეს საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მიერ, მისი სიტყვიერი მოთხოვნის
თანახმად, ეცნობა, რომ საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის #09060094 საქმიდან,
2006 წლის 27 ივლისს, ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის #74068295
საქმე, გამოძიებით დაუდგენელი პირის მიმართ, ჯგუფურად, ბინაში შეღწევით
ყაჩაღობის მომზადების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკის 18 და 179-ე უხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით. მოცემულ საქმეზე
2007 წლის 17 აპრილს, ნივთმტკიცების სახით ცნობილ იქნა ზ.ვაზაგაშვილის
მართვის ქვეშ მყოფი ,,ბმვ”-ს მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით IOI-823,
რომელიც სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით ინახება საქართველოს შს
სამინისტროს ავტოსადგომზე.
2007 წლის 19 აპრილს ქ.თბილისის პროკურატურის პროკურორ კ.ნიქაცაძის
დადგენილებით საქართველოს სსსკ-ის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ” ქვეპუნქტისა
და ამავე კოდექსის 68-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე გაუქმებულ იქნა
ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის
ვ.ლაცუზბაიას 2006 წლის 07 ივლისის დადგენილება ც.შანავას სისხლის სამართლის
#74068175 საქმეზე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ.
2007 წლის 20 აპრილს ქ.თბილისის პროკურატურის პროკურორ კ.ნიქაცაძის
დადგენილებით საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე
შეწყდა წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის #74068175 საქმეზე საქართველოს
შს სამინისტროს თანამშრომლების მიერ დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი
ზომის გადაცილებით მკვლელობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული
საქართველოს სსკ-ის 114-ე მუხლით, ვინაიდან პოლიციელთა ქმედება არ იყო
მართლსაწინააღმდეგო.
2007 წლის 15 მაისს ც.შანავას ინტერესების დამცველი ადვოკატის გ.მოსიაშვილის
მიერ ქ.თბილისის პროკურორთან გასაჩივრდა 2007 წლის 19 აპრილის დადგენილება
ც.შანავას დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის დადგენილების გაუქმების
749
დანართი # 3 პოლიცია
შესახებ. ადვოკატი ასევე ითხოვდა 2007 წლის 20 მაისს სისხლის სამართლის
#74068175 საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების
გაუქმებასა და საქმეზე წინასწარი გამოძიების განახლებას. აღნიშნული საჩივრის
მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა და ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო
ნაწილის უფროსის მოადგილის მიერ ადვოკატს ეცნობა აღნიშნულის შესახებ 2007
წლის 08 მაისს.
ქ.თბილისის პროკურატურის 2007 წლის 20 აპრილის სისხლის სამართლის #74068175
საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებით შეწყდა წინასწარი
გამოძიება სისხლის სამართლის #74068175 საქმეზე საქართველოს შს სამინისტროს
თანამშრომლების მიერ დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის
გადაცილებით
მკვლელობის
ფაქტზე,
დანაშაული
გათვალისწინებული
საქართველოს სსკ–ის 14–ე მუხლით, ვინაიდან პოლიციელთა ქმედება არ იყო
მართლსაწინააღმდეგო.
ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ კ.ნიქაცაძის 2007
წლის 20 აპრილის სისხლის სამართლის #74068175 საქმეზეწინასწარი გამოძიების
შეწყვეტის
შესახებ
დადგენილება
თბილისის
საქალაქო
სასამართლოში
გასაჩივრებულ იქნა გარდაცვლილ ზ.ვაზაგაშვილის დედის ც.შანავასა და მისი
ინტერესების დამცველი ადვოკატების მიერ. საჩივრის ავტორები ითხოვდნენ
ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორის 2007 წლის 20
აპრილის დადგენილების გაუქმებასა და საქმის გადაგზავნას ქ.თბილისის
პროკურატურაში წინასწარი გამოძიების განახლების მიზნით. ისინი ასევე
ითხოვდნენ სასამართლოს მიერ კერძო დადგენილების გამოტანას იმ უხეშ
დარღვევათა აღმოფხვრის თაობაზე, რასაც ადგილი ჰქონდა საქმეზე წინასწარი
გამოძიების მიმდინარეობისას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მაია ჯვარშეიშვილის 2007 წლის 06 აგვისტოს დადგენილებით არ
დაკმაყოფილდა ც.შნავაშა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების აღნიშნული
საჩივარი და ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორის
კ.ნიქაცაძის 2007 წლის 20 აპრილის დადგენილება სისხლის სამართლის #74068175
საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დარჩა ძალაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლის 2007 წლის 06 აგვისტოს დადგენილების სამოტივაციო ნაწილის
თანახმად, სისხლის სამართლის #74068175 საქმეზე წინასწარი გამოძების დაწყებას
საფუძვლად არ დასდებია ც.შანავას საჩივარი და იგი ცალკე წარმოებად გამოიყო
სისხლის სამართლის საქმიდან ბ.ფუთურიძს, ზ.ვაზაგაშვილისა და ა.ხუბულოვის
მიმართ, ჯგუფურად ყაჩღური თავდასხმის მომზადების ფაქტზე, დანაშაული
გათვალისწინებული საქრთველოს სსკ–ის 19–179–ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ა“
ქვეპუნქტით. ც.შანავა, გამომძიებლის 2006 წლის 07 ივლისის დადგენილებით
ცნობილ იქნა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ, რაც გაუქმებულ იქნა
ქ.თბილისის პროკორატურის საგამოძიებო ნწილის პროკურორ კ.ნიქაცაძის 2007
წლის 19 აპრილის დადგენილებით. ც.შანავას გადაეგზავნა დადგენილების ასლი
750
დანართი # 3 პოლიცია
დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის გაუქმების თობაზე და განემარტა
მისი გასაჩივრების წესი, თუმცა აღნიშნული დადგენილება ც.შანავას საქმის
მასალების მიხედვით კანონით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია. ც.შანავასა და
მისი ინტერესეის დამცველი ადვოკატების მიერ გასაჩივრდა მხოლოდ საქმეზე
მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება, წინასწარი გამოძიების შეწყვეტის
თაობაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ–ის 399–ე მუხლით განსაზღვრულია
იმ პირთა წრე და საპროცესო მდგომარეობა, რომელთაც მინიჭებული აქვთ
უფლებამოსილება, გაასაჩივრონ წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ
დადგენილება.
აღნიშნული
დადგენილების
გასაჩივრების
უფლების
მოპოვებისათვის,
საჭიროა
პირს
მინიჭებული
ჰქონდეს
ეჭვმიტანილის,
ბრალდებულის ან მისი დამცველის, დაზარალებულის ან მისი წარმომადგენლის,
სამოქალაქო მოსარჩელის ან სამოქალაქო მოპასუხის საპროცესო სტატუსი.
აღნიშნული უფლებამოსილებით სარგებლობს ასევე პირი, რომლის განცხადებითაც
დაიწყო წინასწარი გამოძიება. აღნიშნული ნორმით განსაზღვრული გასაჩივრების
უფელბის მქონე სუბიექტების გარდა, სხვა პირთათვის ამ უფლების მინიჭების
შემთხვევაში, შესაძლებელია, კანონისმიერი საფუძვლის არსებობის გარეშე, საფრთხე
შეექმნას პროცესის მონაწილე სხვა სუბიექტების კანონიერ უფლებებსა და
ინტერესებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ც.შანავას არ გააჩნდა
შესაბამისი საპროცესო სტატუსი, რაც მას მიანიჭებდა უფლებამოსილებას, მიემართა
სასამართლოსათვის წინასწარი გამოძიების შეწყვეტის თაობაზე მიღებული
დადგენილების გაუქმების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მ.ჯვარშეიშვილის 2007 წლის 06 აგვისტოს დადგენილება წინასწარი
გამოძიების შეწყვეტის თაობაზე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ
ც.შანავას ინტერესების დამცველი ადვოკატების ი.ჭკადუასა და მ.ჯანგირაშვილის
მიერ გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.
საჩივრის ავტორები ითხოვდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე მ.ჯვარშეიშვილის 2007 წლის 06
აგვისტოს დადგენილების გაუქმებას, რომლითაც ძლაში დარჩა ქ.თბილისის
პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორის კ.ნიქაცაძის 2007 წლის 20
აპრილის დადგენილება სისხლის სამართლის 374068175 საქმეზე წინასწარი
გამოძიების შეწყვეტის შესახებ.
2008 წლის 04 ივლისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო
კოლეგიის მოსამართლე მანუჩრ კაპანაძის დადგენილებით მოქალაქე ც.შანავას
ინტერესების დამცველ ადვოკატებს ი.ჭკადუსა და მ.ჯანგირაშვილს უარი ეთქვათ
საჩივრის დაკმაყოფილებაზე დადგენიელბის სამოტივაცი ნაწილში მითითებულ
გარემოებათა გამო.
751
დანართი # 3 პოლიცია
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2008 წლის 04
ივლისის დადგენილების სამოტივაციო ნაწილის თანახმად, სსსკ–ის 243–ე მუხლის 11
ნაწილი საგამოძებო კოლეგიის მოსამართლეს საჩივრის არსებით განხილვამდე
პირველ რიგში ავალდებულებს შეამოწმოს საკითხი, სასამართლოში შეტანილია თუ
არა საჩივარი უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით და ვადებში.
მიუხედავად იმისა, რომ ც.შანავასა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების
მიერ სისხლის სამართლის #74068175 საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის
შესახებ ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ კ.ნიქაცაძის
2007 წლის 20 აპრილის დადგენილება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა კოლეგიაში გასაჩივრდა გასაჩივრების 15 დღიანი ვადის
დარღვევით, პირველი ინსტანციის სასამართლომ, ისე, რომ არ ყოფილა აღდგენილი
გასაჩივრების ვადა, მიიღო საჩივარი და დადგენილებით უარი უთხრა
დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ ც.შანავა არ წარმოადგენდა პროკურორის
დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების სუბიექტს.
სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2007
წლის 06 აგვისტოს დადგენილების კანონიერებაზე არ იმსჯელა, ვინაიდან
სააპელაციო
საჩივარი
ადვოკატების
მიერ
შეტანილი
იყო
საპროცესო
კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, მათი დაცვის ქვეშ მყოფი
პირის ც.შანავას თანხმობის გარეშე.
აღნიშნულის გათვალსიწინებით, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით არ
არსებობდა საჩივრის არსებითი განხილვისა და დაკმაყოფილების საპროცესო
საფუძველი.
რა უფლების/უფლებების დარღვევას ეხება საქმე
საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის თანახმად, ,,1.სიცოცხლე ადამიანის
ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი.”
რას ითვალისწინებს კანონმდებლობა
საქართველოს კონსტიტუციის კომენტარების (კონსტანტინე კუბლაშვილი)
თანახმად, ,,სიცოცხლის უფლება არის დამცავი უფლება. იგი იცავს ადამიანის
სიცოცხლეს და უკრძალავას სახელმწიფოს ადამიანის მოკვლას, აგრეთვე ისეთი
მოქმედებების განხორციელებას, რომლებსაც აშკარად ადამიანის სიკვდილი
მოჰყვება. სიცოცხლის უფლების სუბიექტია ყოველი ადამიანი... სიცოცხლის უფლება
წყდება ადამიანის გარდაცვალებით. ადამიანის გარდაცვალების მომენტად კი
ითვლება თავის ტვინის ფუნქციონირების შეწყვეტა.
სიცოცხლის უფლება სახელმწიფოს არა მარტო უკრძალავს ადამიანის მოკვლას,
არამედ, იმავდროულად, ავალდებულებს მას აქტიურად დაიცვას ადამიანის
სიცოცხლე. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სიცოცხლის ეფექტიანი დაცვა. ეს
განსაკუთრებით ეხება სიცოცხლისათვის საშიშ ტერორისტულ აქტს – ადამიანის
გატაცებას და მძევლად აყვანას. ასეთ შემთხვევებში სახელმწიფოს (პოლიციას და
უშიშროების სამსახურებს) აუცილებლად უნდა ჰქონდეს უფლება ისეთივე
752
დანართი # 3 პოლიცია
ძალისმიერი საშუალებები (ცეცხლსასროლი იარაღი), როგორსაც იყენებს დამნაშავე.
ამავე დროს, სახელმწიფომ ეს საშუალებები უნდა გამოიყენოს თანაზომიერების
(პროპორციულობის) პრინციპის შესაბამისად, ანუ მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა
მხოლოდ ასე და არა სხვაგვარად (უფრო რადიკალური საშუალებებით) არის
შესაძლებელი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. სწორედ ამ ვალდებულებიდან
გამომდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 114-ე მუხლი,
რომლის მიხედვითაც, ,,მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი
ზომის გადაცილებით, - ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან
თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით
ვადით ხუთ წლამდე.”
უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია საკანონმდებლო აქტებით
კონკრეტულად განისაზღვროს, როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო ზემოხსენებული
შემთხვევების დროს. განსაზღვრული შეიძლება იყოს მხოლოდ ის, რომ სახელმწიფო
უფლებამოსილია და ვალდებულია გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა
საშუალება იმისათვის, რათა დაიცვას ადამიანის სიცოცხლე. ადამიანის უფლებათა
ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა ეს მიდგომა საქმეზე ,,მაკკანი და სხვები
გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ”. ამ საქმეში დავის საგანი იყო ქალაქ
გიბრალტარში დიდი ბრიტანეთის უშიშროების ორგანოების მიერ ირლანდიის
რესპუბლიკური არმიის (IRA) სამი აქტივისტის მკვლელობა. სასამართლომ
დაადგინა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის მე-2
მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც მიუთითებდა, თუ რა შემთხვევაში ჩაითვლებოდა
სიცოცხლის მოსპობა მართლზომიერ აქტად, განსაზღვრავდა არა ადამიანისათვის
სიცოცხლის მოსპობის შემთხვევებს, არამედ აღწერდა ვითარებას, როდესაც
დასაშვები იქნებოდა ,,ძალის გამოყენება”, რომელსაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა
სახელმწიფოს მიერ სიცოცხლის განზრახ მოსპობა [კონვენციის მე-2 მუხლის მე-2
პუნქტი: ,,მოკვდინება არ განიხილება ამ მუხლის დარღვევად, თუ ის შედეგად მოჰყვა
ძალის გამოყენებას, რომელიც აბსოლუტურად აუცილებელია” ა) ნებისმიერი პირის
უკანონო ძალადობისაგან დასაცავად; ბ) კანონიერი დაპატიმრებისათვის ან
კანონიერად დაპატიმრებული პირის გაქცევის აღსაკვეთად; გ) ამბოხების ან
აჯანყების
ჩასახშობად
კანონიერად
განხორციელებული
მოქმედებისას.”].
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,
სახელმწიფოს მიერ ,,ძალის გამოყენება” უნდა ყოფილიყო ,,უკიდურესად
აუცილებელი” იმავე პუნქტში მითითებული ერთ-ერთი ლეგიტიმური საჯარო
მიზნის მისაღწევად. სასამართლომ განმარტა, რომ სწორედ სახელმწიფოს
ეკისრებოდა იმის მტკიცების ტვირთი, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ძალის
გამოყენება სახელმწიფოს მხრიდან იყო ,,უკიდურესად აუცილებელი” და,
შესაბამისად, მართლზომიერი აქტი. სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისას გამოჩენილი სიფრთხილის ხარისხი არ
შეესაბამებოდა იმას, რასაც დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანები ელიან
სამართალდაცვის ორგანოების თანამშომელთა მხრიდან და რაც სავალდებულოა
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ინსტრუქციებით. მიუხედავად იმისა, რომ
ჯარისკაცები ოპერაციის განხორციელებისას დარწმუნებული იყვნენ, რომ IRA-ს
წევრების ლიკვიდაცია აუცილებელი იყო სხვათა სიცოცხლის დაცვისათვის,
ოპერაციის ორგანიზება, მისი განხორციელების კონტროლი და, განსაკუთრებით,
753
დანართი # 3 პოლიცია
ხელისუფლების მიერ ჯარისკაცთათვის მიწოდებული ინფორმაცია არაადეკვატური
იყო და, შესაბამისად, სახელმწიფოს ასეთი მოქმედება არღვევდა კონვენციის მე-2
მუხლს. ამ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა
ევროპულმა
სასამართლომ
ხაზი
გაუსვა
სახელმწიფოს
განსაკუთრებულ
პასუხისმგებლობას სიცოცხლის ძირითადი უფლების მიმართ და აღნიშნა, რომ
სახელმწიფო პასუხისმგებელია არა მარტო თავისი მხრიდან ძალის გამოყენების
შედეგებისათვის, არამედ თავისი ძალის გამოყენების მართლზომიერებისათვის, ანუ
თანაზომიერების (პროპორციულობის) პრინციპის შესაბამისობისათვის.
კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც აცხადებს, რომ ადამიანის
ხელშეუვალ უფლებას – სიცოცხლეს – ,,იცავს კანონი”, სახელმწიფოს ასევე
ავალდებულებს შექმნას ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დანაშაულის
კვალიფიკაციას მისცემს სახელმწიფოსა თუ კერძო პირების მიერ ჩადენილ
მკვლელობებს. ამავე დროს, სახელმწიფომ ასევე უნდა უზრუნველყოს ამ
კანონმდებლობის რეალური განხორციელება. საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსით გათვალისწინებულია მკაცრი სასჯელი ადამიანის სიცოცხლის
ხელყოფისათვის...
არის შემთხვევები, როცა სახელმწიფო ვალდებულია და უნდა გამოიყენოს მის ხელთ
არსებული ყველა საშუალება ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, ამისათვის კი
შეიძლება აუცილებელი იყოს სხვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. აქ, უპირველეს
ყოვლისა, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია
უნდა გამოვიყენოთ, რომელიც ადგენს ზემოხსენებულ კონკრეტულ შემთხვევებს და
განსაზღვრავს სახელმწიფოს მოქმედების ფარგლებს (მ.2 პ.2). ასეთ შემთხვევებში, ანუ
როცა სიცოცხლის წინააღმდეგ ასევე სიცოცხლე დგას, სახელმწიფოს შეუძლია და
უნდა გადაწყვიტოს კიდეც, რომელი სიცოცხლისათვის იბრძვის იგი თავისი
ძალისმიერი საშუალებებით. აქედან გამომდინარე, როგორც ზემოთ აღინიშნა,
სახელმწიფოს უფლება აქვს, მოკლას დამნაშავე დანაშაულის ჩადენის მომენტში
თანაზომიერების (იგივე პროპორციულობის) პრინციპის გათვალისწინებით, ანუ
როცა მხოლოდ ასე და არა სხვაგვარად არის შესაძლებელი ადამიანის სიცოცხლის
გადარჩენა (მაგალითად, მძევლების აყვანის დროს). რადიკალური ზომების მიღების
უფლება აქვს სახელმწიფოს იმ შემთხვევაშიც, როცა დამნაშავე პირი (პირები)
შეიარაღებულ
წინააღმდეგობას
უწევენ
სამართალდაცვის
ორგანოების
თანამშრომლებს მისი დაკავებისას (ან, მაგალითად, სასჯელაღსრულების
დაწესებულებიდან მისი გაქცევის აღკვეთისას) და ამით საფრთხეს უქმნის
სახელმწიფოს წარმომადგენლების ან სხვა ადამიანთა სიცოცხლეს. სახელმწიფო ასევე
უფლებამოსილია გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა კონსტიტუციური
უფლებამოსილება და კანონიერი საშუალება შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ
მოწყობილი
ბუნტისა
თუ
ამბოხის
წინააღმდეგ,
რათა
უზრუნველყოს
კონსტიტუციური წყობილების ურღვეობა, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და
დაიცვას ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ასეთი შემთხვევების გარდა
კონსტიტუციით
უზრუნველყოფილი
სიცოცხლის
ძირითადი
უფლება
კანონმდებელს არ აძლევს კანონის საფუძველზე მასში ჩარევის არავითარ სხვა
საშუალებას. კანონი, რომელიც სახელმწიფო ორგანოებს ადამიანის მოკვლის ნებას
დართავდა იმ შემთხვევებში, როცა ეს არ არის აუცილებელი ადამიანის სიცოცხლის
754
დანართი # 3 პოლიცია
გადასარჩენად და ზემოთ აღნიშნული სხვა ლეგიტიმური საჯარო მიზნის
მისაღწევად, იქნებოდა კონსტიტუციის საწინააღმდეგო, რადგან იგი დაარღვევდა
ადამიანის ღირსებას, სიცოცხლის უფლების ხელშეუხებლობის გარანტიას და
თანაზომიერების
(პროპორციულობის)
პრინციპს.
იმავეს
მოითხოვს
სახელმწიფოებისაგან კონვენციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვითაც,
ადამიანის სიცოცხლის უფლებით დაცულ სფეროში კანონიერი, გამართლებული
ჩარევისას (ამ დებულებით განსაზღვრულ კონკრეტულ შემთხვევებში) სახელმწიფოს
უფლებამოსილების მარეგულირებელი პრინციპი არის ის, რომ ძალის
გამოყენებაუნდა იყოს ,,უკიდურესად აუცილებელი”.
რა ქმედებებით მოხდა კანონის მოთხოვნათა დარღვევა
საქმის მასალების თანახმად, დანაშაულებრივი ჯგუფი ზ.ვაზაგაშვილის,
ა.ხუბულოვისა და ბ.ფუთურიძის შემადგენლობით 2006 წლის 02 მაისს დაახლოებით
10:00 საათზე გაჩერებული იყო საცობში საჩოგბურთო კორტების მიმდებარე
ტერიტორიაზე ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანით
სახელმწიფო #IOI-823, რა დროსაც მას გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეს
მარცხენა მხრიდან დაახლოებით 5-10 მეტრში უახლოვდება საქართველოს შს
სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის გიორგი
დარჯანიას მართვის ქვეშ მყოფი ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანა სახელმწიფო #ADE372, ხოლო უკანა მხრიდან ქვეითად მარჯვენა მხრიდან აუარა გვერდი საქართველოს
შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანმაშრომელმა
,,თენგიზ ფხაკაძემ“, რომელსაც ზურგსუკან ჰქონდა პისტოლეტი. თუმცა
საქართველოს შს სამინისტროს აღნიშნული თანამშრომლებისათვის ოპერატიული
ინფორმაციით ცნობილი იყო, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი ზ.ვაზაგაშვილის,
ა.ხუბულოვისა და ბ.ფუთურიძის შემადგენლობით დანაშაულის - ყაჩაღური
თავდასხმის
ჩადენის
მიზნით
მიემართებოდა
ისანი-სამგორის
რაიონში.
საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მიერ
აღნიშნული
დანაშაულებრივი
ჯგუფის
გადაადგილებაზე
თვალთვალი
ხორციელდებოდა მათი შეკრების ადგილიდან - საბურთალოს ქუჩიდან,
,,სახანძროების“ მიმდებარე ტერიტორიიდან.
ოპერატიულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა რამდენიმე ეკიპაჟი, მათგან ერთერთი განლაგებული იყო ,,სასწრაფოების“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ თან
ახლდათ სპეცდანიშნულების რაზმი. ოპერაციაში მონაწილე ოპერატიულ ჯგუფებს
თან ჰქონდათ ხელის რადიოსადგურები, რითაც შეეძლოთ ერთმანეთთან
დაკავშირება დაგეგმილი ოპერატიული ღონისძიების მიმდინარეობისა და
თვალთვალისას. საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის
თანამშრომლებისათვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი
გადაადგილდებოდა შავი ფერის ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანით სახელმწიფო #IOI823. შსს–ს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებისათვის ასევე ცნობილი იყო,
რომ აღნიშნული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იყვნენ შეიარაღებული
ცეცხლსასროლი იარაღებით. საქართველოს შს სამინისტროს სპეციალურ
დავალებათა სამმართველოს თანამშრომლის ფსევდონიმით ,,თენგიზ ფხაკაძის“
ჩვენებიდან გამომდინარე, იგი არ გამორიცხავდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების
755
დანართი # 3 პოლიცია
მხრიდან პოლიციის
შესაძლებლობას.
თანამშრომლების
მიმართ
გასროლის
განხორციელების
აღნიშნულიდან გამომდინარე, ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საჩოგბურთო
კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე შუქნიშნის წითელ შუქზე თუ შექმნილ საცობში
გაჩერებული ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში მყოფი პირების
მხრიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე რაიმე ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის
საფრთხე არ არსებობდა. ასევე ნაკლებად მოსალოდნელი იყო, რომ საქართველოს შს
სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ვეღარ
განეხორციელებინათ ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანისა და მასში
მჯდომი პირების გადაადგილების კონტროლი და თვალთვალის გაგრძელება, ასევე
მათ მიერ დაგეგმილი დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთა და თავიდან აცილება მას
შემდეგ, რაც ზ.ვაზაგაშვილი მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით და მასში
მყოფი ა.ხუბულოვი და ბ.ფუთურიძე მივიდოდნენ გამოძიებით დანაშაულებრივი
ჯგუფის დაუდგენელ წევრთან დათქმულ შეხვედრის ადგილზე - მეტროსადგურ
,,სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ,,საბაგიროებთან“, სადაც, ოპერატიულსამძებრო ღონისძიებების გეგმის თანახმად, ასევე გათვალისწინებული იყო, რომ
ერთ-ერთი ოპერატიული ჯგუფის განლაგება.
მიუხედავად ამისა, საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის
თანამშრომლებისა და საქართველოს შს სამინისტროს სპეციალურ დავალებათა
სამმართველოს თანამშრომელთა მიერ ობიექტის ვიზუალური ოპერატიული
გაკონტროლების, სათვალთვალო ობიექტის თვალთახედვის არიდან დაკარგვის
გამორიცხვის მიზნით, სათვალთვალო ობიექტს - შუქნიშნის წითელ შუქზე საცობში
გაჩერებულ ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას მარცხენა მხრიდან,
სავალი გზის საპირისპირო მხარეს, როგორც თავად საქართველოს შს სამინისტროს
კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი გიორგი დარჯანია უჩვენებს წინასწარ
გამოძიებას მისი დაზარალებულის სახით დაკითხვისას, საკმაოდ სწრაფად
უახლოვდება და დაახლოებით 5-10 მეტრის დაშორებით ჩერდება გ.დარჯანიას
მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, რომელშიც ასევე სხედან საქართველოს შს
სამინისტროს
კრიმინალური
პოლიციის
დეპარტამენტის
თანამშრომლები.
ამავდროულად ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რომელიც
გაჩერებულია კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე შუქნიშნის წითელ შუქზე
საცობში, მარჯვენა მხრიდან უვლის სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული საქართველოს შს
სამინისტროს სპეციალურ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელი ,,თენგიზ
ფხაკაძე“, რომელსაც, მის მიერვე წინასწარი გამოძიებისათვის მოწმის სახით
დაკითხვისას მიცემული ჩვენების თანახმად, ზურგს უკან აქვს პისტოლეტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში
სისხლის სამართლის #09060094 საქმის განხილვისას სასამართლო სხდომაზე
მიცემულ ჩვენებაში განსასჯელმა ბ.ფუთურიძემ სასამართლოს უჩვენა, რომ მან 2006
წლის 02 მაისს კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნა ერთი მხრიდან
იარაღმომარჯვებული ადამიანი, მეორე მხრიდან მანქანა და მიხვდა, რომ ისინი
თანამშრომლები იყვნენ. ბ.ფუთურიძის ჩვენების სინამდვილეში სასამართლოსა და
პროკურატურას ეჭვი არ შეუტანია და სწორედ მისი აღნიშნული ჩვენება ჩაითვალა
756
დანართი # 3 პოლიცია
მის მიერ სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობად, რაც გახდა
პროკურატურასა და განსასჯელ ბ.ფუთურიძეს შორის საპროცესო შეთანხმების
გაფორმების საფუძველი.
ბ.ფუთურიძის აღნიშნული ჩვენებიდან გამომდინარე, საქართველოს შს სამინისტროს
სპეციალურ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელს ,,თენგიზ ფხაკაძეს“
პისტოლეტი ეჭირა აშკარად და არ ჰქონდა დამალული, რომ ბოროტმოქმედებს მის
ხელში არსებული იარაღი ვერ შეენიშნათ. თავად საქართველოს შს სამინისტროს
სპეციალურ დავალებათა სამართველოს თანამშრომელი ,,თენგიზ ფხაკაძე“ რომელმაც ზურგსუკან დამალული იარაღით მარჯვენა მხრიდან მოუარა კორტების
მიმდებარე ტერიტორიაზე შუქნიშნის წითელ შუქზე საცობში გაჩერებულ
ავტომანქანას, მოწმის სახით დაკითხვისას აღნიშნავს, რომ, ,,როდესაც მე გადავედი
ჩვენი ავტომანქანიდან, ზურგსუკან დამალული მქონდა პისტოლეტი, ვინაიდან,
როგორც ჩემთვის იყო ცნობილი, ბოროტმოქმედები იყვნენ შეიარაღებულნი,
ამიტომაც მე თავის დაზღვევისა და მოსალოდნელი საფრთხის თავიდან
ასაცილებლად ვიყავი მზადყოფნაში.“
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური
პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს შს სამინისტროს სპეციალურ
დავალებათა სამმართველოს თანამშრომლები ითვალისწინებდნენ შეიარაღებულ
ბოროტმოქმედთა მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეს და პოლიციისათვის
შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ
ბოროტმოქმედები შენიშნავდნენ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მათი
ავტომანქანისა და გადაადგილების თვალთვალს, ან პოლიციელები შეეცდებოდნენ
მათ დაკავებას.
მიუხედავად ამისა, საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტისა და საქართველოს შს სამინისტროს სპეციალურ დავალებათა
სამმართველოს თანამშრომელთა მხრიდან არ იქნა გათვალისწინებული, რომ
თბილისში, კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 10:00 საათზე
დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ პოლიციის თანამშრომლებისათვის მათი
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შეიარაღებული წინააღმდეგობის
გაწევის შემთხვევაში საფრთხე შეექმნებოდა სხვა პირთა სიცოცხლესა და
ჯანმრთელობას. საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციისა და
საქართველოს შს სამინისტროს სპეციალურ დავალებათა სამმართველოს
თანამშრომელთა მხრიდან ასევე არ იქნა გათვალისწინებული, რომ ,,პოლიციის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა დაცვით პოლიციის
თანამშრომელთა მიერ ბოროტმოქმედთა დაკავებისა და მათი დანაშაულებრივი
საქმიანობის აღკვეთის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, მათ შორის ავტომატური
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას თბილისში, საჩოგბურთო კორტების
მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 10:00 საათზე ასევე შეეძლო შეექმნა
საფრთხე სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობისათვის.
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ,,პოლიციის
ამოცანებია:
757
დანართი # 3 პოლიცია
ა) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებების დაცვა მართლსაწინააღმდეგო
ხელყოფისაგან;
ბ) პრევენციული ღონისძიებების განხორციელება დანაშაულისა და სხვა
სამართალდარღვევების შესაძლო საფრთხის თავიდან აცილებისა და აღკვეთის
მიზნით, ასეთი ქმედებების გამოვლენა, გამოძიება, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის
ან/და ბრალდებული პირის ძებნა და დაკავება, აგრეთვე დამნაშავეობასთან ბრძოლის
ტაქტიკისა და სტრატეგიის შემუშავება;
გ) საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა;
დ) საქართველოს
შესრულება.“
კანონმდებლობით
ამავე კანონის მე-8 მუხლის
განხორციელებისას მოვალეა:
გათვალისწინებული
თანახმად,
,,პოლიცია
სხვა
ამოცანების
თავისი
ამოცანების
ა) მკაცრად დაიცვას მოქალაქის კანონიერი უფლებები სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისას...
დ) დაადგინოს დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების გამომწვევი მიზეზები
და პირობები, მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად, გამოავლინოს, გამოიძიოს და
აღკვეთოს დანაშაული...
ვ) გამოავლინოს, გამოიძიოს და აღკვეთოს სათანადო ლიცენზიის ან ნებართვის
გარეშე იარაღით, საბრძოლო მასალით, ბირთვული და რადიაქტიური
ნივთიერებებით, ძლიერმოქმედი ქიმიური და შხამიანი ნივთიერებებით ვაჭრობა,
აგრეთვე მათი დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გამოყენება, გადატანა-გადაზიდვა
და გადაგზავნა...
უ) მიიღოს გადაუდებელი ზომები, თუ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას
საფრთხე შეექმნა, აგრეთვე ავარიის, კატასტროფის, ხანძრის, სტიქიური
უბედურებისა და სხვა საგანგებო შემთხვევების დროს უმეთვალყურეოდ დარჩენილი
ქონების დასაცავად...“
ამავე კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ,,1. სამსახურებრივი მოვალეობის
განხორციელებისას პოლიციელს უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება,
სპეციალური საშუალებები და სამსახურებრივი დანიშნულების ცეცხლსასროლი
იარაღი ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით.
2. პოლიციელი ვალდებულია ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებების და
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი, მისცეს
საკმარისი დრო, რათა მან შეასრულოს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნა იმ
შემთხვევის გარდა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მოქალაქის ან/და
758
დანართი # 3 პოლიცია
პოლიციელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, სხვა მძიმე შედეგი, ან თუ
შექმნილ სიტუაციაში შეუძლებელია ასეთი გაფრთხილების გაკეთება.
3. სპეციალური საშუალების სახე, ფიზიკური იძულების ინტენსიურობა
განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და
სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებით.“
ამავე კანონის მე-13 მუხლის - ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება თანახმად,
1.პოლიციელს უფლება აქვს შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივსაშტატო იარაღი.
2.პოლიციელის განკარგულებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და
ტარების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
3. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებად ითვლება გამიზნული გასროლა.
4. პოლიციელს უფლება აქვს, უკიდურესი ღონისძიების სახით გამოიყენოს
ცეცხლსასროლი იარაღი:
ა) მოქალაქისა და თავისი თავის დასაცავად ისეთი საფრთხისაგან, რომელიც
რეალურ საშიშროებას უქმნის მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
ბ) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად;
გ) მძევლების გასათავისუფლებლად;
დ) დაკავების ან პატიმრობის ადგილიდან გაქცევის აღსაკვეთად;
ე) მძიმე დანაშაულის აღსაკვეთად, ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას,
თუ იგი წინააღმდეგობას უწევს პოლიციელს ან შეეცდება გაქცევას;
ვ) მოქალაქეთა ბინებზე, დაცულ ობიექტებზე, სახელმწიფო ორგანოების,
საზოგადოებრივი ორგანიზაციების, კერძო საკუთრების ობიექტებზე თავდასხმის
მოგერიებისას;
ზ) მოქალაქეთა დაცვისას საშიშ ცხოველთა თავდასხმისაგან;
თ) განგაშის სიგნალის მიცემის ან დამხმარე ძალის გამოძახებისას;
ი) სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მიზნით სატრანსპორტო საშუალების
დაზიანებისათვის, თუ მძღოლის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანთა
სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ხოლო მძღოლი არ ემორჩილება პოლიციელის
არაერთგზის მოთხოვნას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ.
759
დანართი # 3 პოლიცია
5. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს სიტყვიერი
გაფრთხილება მისი გამოყენების შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება
გამაფრთხილებელი გასროლა.
6. გაფრთხილების გარეშე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შეიძლება:
ა) შეიარაღებული, საბრძოლო ტექნიკის, ნებისმიერი სახის სატრანსპორტო ან
მექანიკური საშუალებით მოულოდნელი თავდასხმისას;
ბ) ტრანსპორტის გამოყენებით ან სატრანსპორტო საშუალებიდან დაკავებულის ან
პატიმრის გაქცევისას;
გ) დამნაშავის დაკავების ან დაპატიმრების დროს შეიარაღებული წინააღმდეგობის
გაწევისას;
დ) დაკავებულის ან დაპატიმრებულის შეიარაღებული გაქცევისას;
ე) დაკავებულის ან დაპატიმრებულის სატრანსპორტო
შეზღუდული ხილვადობის და ტყიან ადგილებში გაქცევისას.
საშუალებიდან,
ან
7. აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღის ისეთ ადგილებში გამოყენება, სადაც
შესაძლოა სხვა პირთა დაშავება, აგრეთვე ცეცხლსაშიშ და აფეთქებადსაშიშ
ადგილებში; ასევე ორსულობის, მცირეწლოვნობის, ინვალიდობის, ხანდაზმულობის
აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ისინი
შეიარაღებულნი ან ჯგუფურად ესხმიან თავს, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქის ან
პოლიციელის სიცოცხლეს.
8. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში პოლიციელი
მოვალეა,
ყოველი ღონე იხმაროს სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,
დაზარალებულისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გასაწევად.
9. პოლიციელი ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ
დაუყონებლივ აცნობოს თავის უშუალო უფროსსა და პროკურორს.
10. პოლიციის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო
მასალების ნუსხა დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.
11. აკრძალულია ისეთი სახის ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის
გამოყენება, რომელიც ადამიანის მძიმე დასახიჩრებას იწვევს, დაკავშირებულია
გაუმართლებელ რისკთან და იკრძალება საერთაშორისო კონვენციებით და
საერთაშორისო აქტებით.“
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლი მკაცრად განსაზღვრავს
პოლიციის თანამშრომლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების პირობებს. ამ
760
დანართი # 3 პოლიცია
მუხლის მე-4 პუნქტი პოლიციელს უფლებას აძლევს მხოლოდ უკიდურესი
ღონისძიების სახით გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და ისიც იმ შემთხვევებში,
როდესაც არსებობს რეალური საშიშროება მოქალაქისა და მისი სიცოცხლისათვის ასეთი საფრთხისაგან თავის დაცვის მიზნით (,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი); მძიმე დანაშაულის აღსაკვეთად,
ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, როდესაც იგი წინააღმდეგობას
უწევს პოლიციელს ან ცდილობს გაქცევას (,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი); თუ მძღოლის მოქმედება
რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას,
სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მიზნით და მხოლოდ სატრანსპორტო
საშუალების დაზიანებისათვის, როდესაც მძღოლი არ ემორჩილება პოლიციელის
არაერთგზის მოთხოვნას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ
(,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ი“
ქვეპუნქტი).
2006 წლის 02 მაისს თბილისში, კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს
შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარატმენტისა და საქართველოს შს
სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს მიერ ზ.ვაზაგაშვილის,
ა.ხუბულოვისა და ბ.ფუთურიძის დაკავების ოპერაციის დაწყების მომენტისათვის არ
არსებობდა არც ერთი ზემოთჩამოთვლილი პირობა, რაც ,,პოლიციის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მისცემდა პოლიციის
თანამშრომლებს უფლებას, უკიდურესი ღონისძიების სახით გამოეყენებინათ
ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.
2006 წლის 02 მაისს, დაახლოებით 10:00 საათზე თბილისში, საჩოგბურთო კორტების
მიმდებარე ტერიტორიაზე შუქნიშნის წითელ შუქზე საცობში გაჩერებული
ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა და მასში მყოფი შეიარაღებული
პირები იმწუთიერად არ წარმოადგენდნენ საფრთხეს და არ უქმნიდნენ იმწუთიერ
რეალურ საშიშროებას მოქალაქეებისა და პოლიციის თანამშრომელთა სიცოცხლესა
და ჯანმრთელობას, ვიდრე მას გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მხრიდან 5-10
მეტრის მანძილზე მარცხენა მხრიდან არ მოუახლოვდებოდა საქართველოს შს
სამინისტროს
კრიმინალური
პოლიციის
დეპარტამენტის
თანამშრომლის
გ.დარჯანიას მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, ხოლო მარჯვენა მხრიდან არ
მოუვლიდა საქართველოს შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა
სამმართველოს თანამშრომელი ,,თენგიზ ფხაკაძე“, რომელსაც ზურგსუკან
პისტოლეტი ჰქონდა დამალული. სისხლის სამართლის #09060094 საქმის
მასალებიდან, სწორედ მას შემდეგ განახორციელდა გასროლები ზ.ვაზაგაშვილის
მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის სალონიდან, რაც მასში მსხდომი პირები
მიხვდნენ, რომ გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეს გაჩერებული შავი ფერის
,,BMW”-ს მარკის ავტომანქანაში სახელმწიფო #ADE-372 ისხდნენ პოლიციის
თანამშრომლები, ასევე მიხვდნენ, რომ მათი ავტომანქანის უკანა მარჯვენა მხარეს
მყოფი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი, რომელსაც ზურგსუკან პისტოლეტი
ჰქონდა დამალული, იყო პოლიციის თანამშრომელი. აღნიშნულიდან გამომდინარე,
საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და
განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლებს არ წარმოეშობოდათ
761
დანართი # 3 პოლიცია
მოქალაქეთა და თავიანთი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რეალური
იმწუთიერი საფრთხისაგან დაცვის მოვალეობა, რაც, ,,პოლიციის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვპუნქტის მოთხოვნათა
შესაბამისად, იქნებოდა პოლიციის თანამშრომელთა მიერ ცეცხლსასროლი იარაღის,
როგორც უკიდურესი ღონისძიების გამოყენების საფუძველი.
ასევე არ წარმოშობიათ პოლიციის თანამშრომლებს ,,პოლიციის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე“ ქვპუნქტით
გათვალისწინებული საფუძველი უკიდურესი ღონისძიების სახით გამოეყენებინათ
ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი,
ზ.ვაზაგაშვილის, ა.ხუბულოვისა და ბ.ფუთურიძის მიერ დაგეგმილი მძიმე
დანაშაულის - ისანი-სამგორის რაიონში მცხოვრები პირის ბინაზე ყაჩაღური
თავდასხმის - აღკვეთის მიზნით, თბილისში, საჩოგბურთო კორტების მიმდებარე
ტერიტორიაზე, დაახლოებით 10:00 საათზე, მაშინ, როდესაც შეიარაღებული
დანაშაულებრივი ჯგუფი ზ.ვაზაგაშვილის, ა.ხუბულოვისა და ბ.ფუთურიძის
შემადგენლობით ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით შუქნიშნის
წითელ შუქზე საცობში იყვნენ გაჩერებული. ხოლო რაც შეეხება ზ.ვაზაგაშვილის,
ა.ხუბულოვისა და ბ.ფუთურიძის ქმედებებში 2006 წლის 02 მაისის დაახლოებით
10:00 საათისათვის არსებულ დანაშაულის ნიშნებს - ცეცხლსასროლი იარაღისა და
საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ცეცხლსასროლი იარაღისა და
საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, დანაშული გათვალისწინებული
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, აღნიშნული არ
წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის მე-12 მუხლით გათვალისწინებულ მძიმე ან
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს. საქართველოს სსკ-ის მე-12 მუხლის თანახმად,
,,1.ამ კოდექსის მუხლით ან მუხლის ნაწილით სასჯელად გათვალისწინებული
თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის მიხედვით დანაშაული სამი
კატეგორიისაა:
ა) ნაკლებად მძიმე დანაშაული;
ბ) მძიმე დანაშაული;
გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
2. ნაკლებად მძიმეა ისეთი განზრახი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაული,
რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი
არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას.
3. მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით
გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ათი წლით
თავისუფლების აღკვეთას, აგრეთვე გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის
ჩადენისათვის ამ კოდექსით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების
აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით.
4. განსაკუთრებით მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ
კოდექსით გათვალისწინებულია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა ათ
წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.“
ამავე კოდექსის 236-ე მუხლის თანახმად, ,,1. ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა
გლუვლულიანი სანადირო თოფისა), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების
ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, –
762
დანართი # 3 პოლიცია
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან ტუსაღობით
ვადით ორ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა), საბრძოლო
მასალის,
ფეთქებადი
ნივთიერების
ან
ასაფეთქებელი
მოწყობილობის
მართლსაწინააღმდეგო ტარება,ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით ოთხ თვემდე ანდა თავისუფლების
აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.
3. ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა), საბრძოლო
მასალის,
ფეთქებადი
ნივთიერების
ან
ასაფეთქებელი
მოწყობილობის
მართლსაწინააღმდეგო დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება,ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.“ (2006 წლის 02
მაისს მოქმედი რედაქცია).
აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ.ვაზაგაშვილის, ა.ხუბულოვისა და ბ.ფუთურიძის
ქმდებებში 2006 წლის 02 მაისის დაახლოებით 10:00 საათისათვის არსებულ
დანაშაულის ნიშნებს - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო ტარება, დანაშული გათვალისწინებული საქართველოს სსკის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, წარმოადგენდა ნაკლებად მძიმე
კატეგორიის დანაშაულს, რაც არ არის გათვალისწინებული ,,პოლიციის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით, როგორც
პოლიციის თანამშრომლის მიერ უკიდურესი ღონისძიების სახით ცეცხლსასროლი
იარაღის გამოყენების უფლება ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ
იგი წინააღმდეგობას უწევს პოლიციელს ან შეეცდება გაქცევას.
ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ სისხლის სამრთლის
#09060094 საქმიდან არ მოხდა სისხლის სამართლის საქმის ცალკე წარმოებად
გამოყოფა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო გასაღების
ფაქტზე წინასწარი გამოძიების წარმოებისა და იმ პირების დადგენის მიზნით,
რომელთაგანაც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი და
საბრძოლო მასალა ზ.ვაზაგაშვილმა, ა.ხუბულოვმა და ბ.ფუთურიძემ.
ხოლო რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილითა (პოლიციის
მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის
შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარა უკანონო ქმედებისათვის მისი
იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ჩადენილი წინასწარი
შეთანხმებით ჯგუფის მიერ,- ისჯება ტუსაღობით ვადით ოთხიდან ექვს თვემდე ან
თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე.- 2006 წლის 02 მაისს მოქმედი
რედაქცია) და ამავე კოდექსის 19-109-ე მუხლის ,,ა“, ,,გ“, ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით
(განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან მეტი პირის, მსხერპლის სამსახურებრივ
საქმიანობასთან დაკავშირებით, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის
საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ჩადენილი ჯგუფურად, - ისჯება
თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების
763
დანართი # 3 პოლიცია
აღკვეთით)
გათვალისწინებული
დანაშაულის
ჩადენას
ზ.ვაზაგაშვილის,
ა.ხუბულოვისა და ბ.ფუთურიძის მიერ, აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების
ჩადენის რეალური იმწუთიერი საფრთხე მათი მხრიდან არ არსებობდა, ვიდრე 2006
წლის 02 მაისს, დაახლოებით 10:00 საათზე თბილისში, საჩოგბურთო კორტების
მიმდებარე ტერიტორიაზე შუქნიშნის წითელ შუქზე საცობში გაჩერებულ
ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში მათ გზის სავალი ნაწილის
საპირისპირო მხრიდან 5-10 მეტრის მანძილზე მარცხენა მხრიდან არ
მოუახლოვდებოდა
საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლის გ.დარჯანიას მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა,
ხოლო მარჯვენა მხრიდან არ მოუვლიდა საქართველოს შს სამინისტროს
განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელი ,,თენგიზ ფხაკაძე“,
რომელსაც ზურგსუკან პისტოლეტი ჰქონდა დამალული.
სისხლის სამართლის #09060094 საქმის მასალების თანახმად, სწორედ მას შემდეგ
განახორციელდა გასროლები ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის
სალონიდან, რაც მასში მსხდომი პირები მიხვდნენ, რომ გზის სავალი ნაწილის
საპირისპირო მხარეს გაჩერებული შავი ფერის ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანაში
სახელმწიფო #ADE-372 ისხდნენ პოლიციის თანამშრომლები, ასევე მიხვდნენ, რომ
მათი ავტომანქანის უკანა მარჯვენა მხარეს მყოფი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული
პირი, რომელსაც ზურგსუკან პისტოლეტი ჰქონდა დამალული, იყო პოლიციის
თანამშრომელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს შს სამინისტროს
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა
სამმართველოს თანამშრომლებს არ წარმოეშობოდათ მძიმე დანაშაულის აღკვეთის,
ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების იმწუთიერი დაკავების აუცილებლობა,
რა დროსაც ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირი წინააღმდეგობას უწევს პოლიციელს ან
ცდილობს გაქცევას, რაც, ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის
მე-4 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, იქნებოდა პოლიციის
თანამშრომელთა მიერ ცეცხლსასროლი იარაღის, როგორც უკიდურესი ღონისძიების
გამოყენების საფუძველი.
ასევე არ არსებობდა პოლიციის თანამშრომელთა მიერ უკიდურესი ღონისძიების
სახით ცეცხლსასროლი იარაღის, მათ შორის, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის
გამოყენების საფუძველი სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მიზნით
სატრანსპორტო საშუალების დაზიანებისათვის, როდესაც მძღოლის მოქმედება
რელურ საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ხოლო
მძღოლი არ ემორჩილება პოლიციელის არაერთგზის მოთხოვნას სატრანსპორტო
საშუალების გაჩერების შესახებ. 2006 წლის 02 მაისს დაახლოებით 10:00 საათზე
თბილისში, კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული იყო შუქნიშნის
წითელ შუქზე საცობში, ვიდრე მასში მყოფი შეიარაღებული დანაშაულებრივი
ჯგუფი ზ.ვაზაგაშვილის, ა.ხუბულოვისა და ბ.ფუთურიძის შემადგენლობით არ
შენიშნავდნენ გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეს საქართველოს შს
სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის გიორგი
დარჯანიას მართვის ქვეშ მყოფ მათი ავტომანქანიდან დაახლოებით 5-10 მეტრში
გაჩერებულ შავი ფერის ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანას სახელმწიფო #ADE-372, მათი
ავტომანქანის უკანა მარჯვენა მხარეს მყოფ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ პირს,
764
დანართი # 3 პოლიცია
რომელსაც ზურგსუკან პისტოლეტი ჰქონდა დამალული, არ მიხვდებობდნენ, რომ
აღნიშნული პირები იყვნენ პოლიციის თანამშრომელები, არ მოახდენდნენ
გასროლას პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით და ასევე პოლიციის
თანამშრომელთა მხრინდა ადგილი არ ექნებოდა საპასუხო გასროლებს
ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი შავი ფერის ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანის,
სახელმწიფო #IOI-823 მიმართულებით.
ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფმა ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანამ, სახელმწიფო
#IOI-823, როგორც საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტისა და საქართველოს შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა
სამმართველოს თანამშრომელთა ჩვენებებიდან ირკვევა, მას შემდეგ დაიწყო
მანევრირება, გადავიდა გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეს და დიდი
სიჩქარით შეეჯახა შუქნიშნის ბოძს, რაც მისი მიმართულებით განხორციელდა
გასროლები პოლიციის თანამშრომელთ მხრიდან.
ასევე წარმოუდგენელია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის, როგორც
უკიდურესი
ღონისძიების
სახით
გამოყენება
პოლიციის,
მათ
შორის
განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელთა მიერ, მხოლოდ
სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მიზნით სატრანსპორტო საშულების
დაზიანებისათვის.
ასევე გაურკვეველია, მას შემდეგ, რაც ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფმა
,,BMW”-ს მარკის ავტომანქანამ, სახელმწიფო #IOI-823 დაიწყო მანევრირება,
გადავიდა სავალი გზის საპირისპირო მხარეს და დიდი სიჩქარით სცადა შემთხვევის
ადგილიდან მიმალვა, წარმოიშვა თუ არა იმწუთიერი რეალური საფრთხე
ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. სისხლის სამართლის #09060094
საქმის მასალების თანახმად, ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ,,BMW”-ს მარკის
ავტომანქანის, სახელმწიფო #IOI-823 მანევრირებას, სავალი გზის საპირისპირო
მხარეს გადასვლასა და დიდი სიჩქარით შემთხვევის ადგილიდან მიმალვის
მცდელობას არ გამოუწვევია ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის
დაზიანება, ასევე არ გამოუწვევია სატრანსპორტო საშუალებათა დაზიანება.
საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლის გიორგი დარჯანიას ჩვენების თანახმად კი, მას შემდეგ, რაც მან
ხელმძღვანელობისაგან ხელის რადიოსადგურის მეშვეობით მიიღო ბრძანება არ
დაეკარგათ ობიექტი, მან დაიწყო მანევრირება მისი მართვის ქვეშ მყოფი შავი ფერის
,,BMW”-ს მარკის ავტომანქანით სახელმწიფო #ADE-372, გადავიდა გზის შემხვედრი
მიმართულებით მოძრავი მანქანების სავალ ნაწილზე და დაიწყო მოძრაობა საკმაოდ
სწრაფად ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით. მას ობიექტი ეგონა შუქნიშანს
გაცილებული და დააპირა საჩოგბურთო კორტებთან არსებული გზის გამყოფი
გამწვანების ზოლის ავლით საპირისპირო გზაზე შუქნიშანზე გავლა, მაგრამ
საჩოგბურთო კორტებთან არსებულ შუქნიშანზე მისკენ პირველ ზოლში შენიშნა
,,BMW”-ს მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით IOI-823, რომელიც იდგა გზის
გამყოფი ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ვინაიდან შესაძლებელი იყო ობიექტის
მხრიდან მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის გაშიფვრა, მან მაშინვე გააჩერა
ავტომანქანა დაახლოებით 5-10 მეტრის მოშორებით. ერთი პერიოდი გაიფიქრა,
765
დანართი # 3 პოლიცია
მოეტრიალებინა ავტომანქანა, რა დროსაც იდგა ღერძულა ხაზის მარცხენა მხარეს
საკმაოდ მოშორებით, მოძრაობის საპირისპირო მხარეს სავალ ნაწილზე. სწორედ ამ
დროს გაიგონა გასროლის ხმა და დაინახა გაელვება ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანა
სახელმწიფო ნომრით IOI-823-ის საალონის უკანა მარცხენა მხარეს.
გ.დარჯანიას ჩვენების თანახმად, 2006 წლის 02 მაისს, დაახლოებით 10:00 საათზე
თბილისში, კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე ბარათაშვილის ხიდიდან დიღმის
მიმართულებით გზის სავალი ნაწილი თავისუფალი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში,
საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი
გ.დარჯანია ვერ შეძლებდა მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,BMW”-ს მარკის
ავტომანქანით სახელმწიფო #ADE-372, რომლითაც აკონტროლებდა ზ.ვაზაგაშვილის
მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის გადაადგილებას ,,ვეფხისა და მოყმის“ ძეგლიდან
ბარათაშვილის ხიდი მიმართულებით, გზის შემხვედრი მიმართულებით მოძრავი
მანქანების სავალ ნაწილზე გადასვლას და საკმაოდ სწრაფად მოძრაობას
ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით.
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად,
,,ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს სიტყვიერი
გაფრთხილება მისი გამოყენების შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება
გამაფრთხილებელი გასროლა.“ ამავე მუხლის მე-6 პუნქტი მკაცრად განსაზღვრავს
შემთხვევებს, როდესაც პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს გამოიყენოს
ცეცხლსასროლი იარაღი გაფრთხილების გარეშე - შეიარაღებული, ნებისმიერი
სატრანსპორტო საშუალებით მოულოდნელი თავდასხმისას (,,პოლიციის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი); ტრანსპორტის
გამოყენებით დაკავებულის გაქცევისას (,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი); დამნაშავის დაკავების ან დაპატიმრების
დროს შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის დროს
(,,პოლიციის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი)...
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის აღნიშნული
დებულებებიდან გამომდინარე, საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური
პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს
თანამშრომლებს თითქოს ჰქონდათ უფლება ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, გამოეყენებინათ ცეცხლსასროლი
იარაღი, მათ შორის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ზ.ვაზაგაშვილის მართვის
ქვეშ მყოფი ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანაში მყოფი, სახელმწიფო #IOI-823
შეიარაღებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიმართ, მათ მიერ
შეიარაღებული, სატრანსპორტო საშუალებით მოულოდნელი თავდასხმისას,
დაკავებისას შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისა და ტრანსპორტის
გამოყენებით გაქცევის მცდელობისას, თუმცა, ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი
,,BMW”-ს მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო #IOI-823, მყოფი პირები 2006 წლის 02
მაისს დაახლოებით 10:00 საათზე თბილისში, კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე
აღნიშნული ავტომანქანით გაჩერებული იყვნენ შუქნიშნის წითელ შუქზე საცობში
და არ ახდენდნენ შეიარაღებულ ან/და სატრანსპორტო საშუალებით თავდასხმას
მოქალაქეებსა თუ პოლიციის თანამშრომლებზე, არ ცდილობდნენ მიმალვას,
766
დანართი # 3 პოლიცია
ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანანის,
სახელმწიფო #IOI-823 გამოყენებით და არ უწევდნენ შეიარაღებულ წინააღმდეგობას
პოლიციის თანამშრომლებს დაკავებისას, ვიდრე ისინი არ შენიშნავდნენ გზის
სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეს საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური
პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის გიორგი დარჯანიას მართვის ქვეშ მყოფ
მათი ავტომანქანიდან დაახლოებით 5-10 მეტრში გაჩერებულ შავი ფერის ,,BMW”-ს
მარკის ავტომანქანას სახელმწიფო #ADE-372, მათი ავტომანქანის უკანა მარჯვენა
მხარეს მყოფ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ პირს, რომელსაც ზურგსუკან
პისტოლეტი ჰქონდა დამალული, არ მიხვდებოდნენ, რომ აღნიშნული პირები
იყვნენ პოლიციის თანამშრომელები, არ მოახდენდნენ გასროლას პოლიციის
თანამშრომლების მიმართულებით და ასევე პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან
ადგილი არ ექნებოდა საპასუხო გასროლებს ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი
შავი ფერის ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო #IOI-823 მიმართულებით.
საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებისათვის ოპერატიული ინფორმაციით ცნობილი იყო, რომ
ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი შავი ფერის ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანა,
სახელმწიფო #IOI-823 მიემართებოდა ისანი-სამგორის რაიონის მიმართულებით
მეტროსადგურ ,,სამგორთან“ დანაშაულებრივი ჯგუფის დაუდგენელი წევრთან
შეხვედრის მიზნით, რის შემდეგაც ერთად უნდა გაეგრძელებინათ გზა დაგეგმილი
ყაჩაღური თავდასხმის ადგილისაკენ ისანი-სამგორის რაიონში. სწორედ აღნიშნული
ყაჩაღური თავდასხმის აღკვეთის მიზნით დაიგეგმა საქართველოს შს სამინისტროს
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება,
რომლის
განხორციელებისას
მიმდინარეობდა
დანაშაულებრივი
ჯგუფის
გადაადგილებაზე კონტროლი საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური
პოლიციის თანამშრომლების მიერ მათი შეკრების ადგილიდან - საბურთალოს
ქუჩაზე, ,,სახანძროების“ მოპირდაპირე მხრიდან ვეძისის ქუჩისა და გაგარინის
მოედნის გავლით, ,,ვეფხისა და მოყმის“ ძეგლიდან ბარათაშვილის ხიდის
მიმართულებით.
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა გეგმის თანახმად, საქართველოს შს
სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისაგან
შემდგარი ერთ-ერთი ოპერატიული ჯგუფი განლაგებული უნდა ყოფილიყო ისანისამგორის რაიონში მეტროსადგურ ,,სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ზ.ვაზაგაშვილი, ა.ხუბულოვი, ბ.ფუთურიძე
უნდა შეხვედროდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის გამოძიებით დაუდგენელ წევრს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ.ვაზაგაშვილის, ა.ხუბულოვისა და ბ.ფუთურიძის
ქმედებებში 2006 წლის 02 მაისს დაახლოებით 10:00 საათზე თბილისში, კორტების
მიმდებარე ტერიტორიაზე არ იყო შეიარაღებული ან/და სატრანსპორტო
საშუალებით მოულოდნელი თავდასხმის იმწუთიერი რეალური საშიშროება, რაც
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა“
ქვეპუნქტის
თანახმად, უფლებას აძლევდა პოლიციის თანამშრომლებს,
გამოეყენებინათ ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის ავტომატური ცეცხლსასროლი
იარაღი გაფრთხილების გარეშე ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანისა
და მასში მყოფი პირების მიმართ.
767
დანართი # 3 პოლიცია
ასევე არ არსებობდა პოლიციის თანამშრომლის მიერ გაფრთხილების გარეშე
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესაძლებლობა ,,პოლიციის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებიდან
გამომდინარე. ზ.ვაზაგაშვილი, ა.ხუბულოვი და ბ.ფუთურიძე არ ახდენდნენ
ტრანსპორტის გამოყენებით გაქცევას 2006 წლის 02 მაისს დაახლოებით 10:00 საათზე
თბილისში, კორტების მიმდებარე ტერიტორიიდან, ვიდრე ისინი არ შენიშნავდნენ
გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეს საქართველოს შს სამინისტროს
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის გიორგი დარჯანიას
მართვის ქვეშ მყოფ მათი ავტომანქანიდან დაახლოებით 5-10 მეტრში გაჩერებულ
შავი ფერის ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანას სახელმწიფო #ADE-372, მათი
ავტომანქანის უკანა მარჯვენა მხარეს მყოფ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ პირს,
რომელსაც ზურგსუკან პისტოლეტი ჰქონდა დამალული, არ მიხვდებობდნენ, რომ
აღნიშნული პირები იყვნენ პოლიციის თანამშრომელები, არ მოახდენდნენ
გასროლას პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით და ასევე პოლიციის
თანამშრომელთა მხრიდან ადგილი არ ექნებოდა საპასუხო გასროლებს
ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი შავი ფერის ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანის,
სახელმწიფო #IOI-823 მიმართულებით. ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფმა
ავტომანქანამ მანევრირება დაიწყო სწორედ მას შემდეგ და შეეცადა შემთხვევის
ადგილიდან დიდი სისწრაფით მიმალვას, რაც პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან
განხორციელდა საპასუხო გასროლები მისი მიმართულებით.
ამასთანავე, ზ.ვაზაგაშვილი, ა.ხუბულოვი და ბ.ფუთურიძე ჯერ კიდევ არ იყვნენ
დაკავებულები, როდესაც ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფმა ავტომანქანამ
დაიწყო მანევრირება, გადავიდა გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეს და
დიდი სისწრაფით შეეცადა შემთხვევის ადგილიდან მიმალვას, რა დროსაც შეეჯახა
შუქნიშნის ბოძს. ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6
პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, პოლიციის თანამშრომლის მიერ
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება გაფრთხილების გარეშე დასაშვებია
ტრანსპორტის გამოყენებით დაკავებულის ან პატიმრის გაქცევისას. დაკავებულის ან
დაპატიმრებულის შეიარაღებული გაქცევისას პოლიციის თანამშრომლის მიერ
ცეცხლსასროლი იარაღის გაფრთხილების გარეშე გამოყენების შესაძლებლობას
ითვალისწინებს ამავე მუხლის მე-6 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტიც.
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის ,,გ“
ქვეპუნქტი ითვალისწინებს პოლიციის თანამშრომლის მიერ ცეცხლსასროლი
იარაღის გაფრთხილების გარეშე გამოყენების შესაძლებლობას დამნაშავის დაკავების
ან დაპატიმრების დროს შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას,
თუმცა,
როგორც სისხლის სამართლის #09060094 საქმის მასალებით ირკვევა, საქართველოს
შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა
სამმართველოს თანამშრომლები ახორციელებდნენ თვალთვალს ზ.ვაზაგაშვილის
მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის გადაადგილებაზე დანაშაულებრივი ჯგუფის
წევრების - ზ.ვაზაგაშვილის, ა.ხუბულოვისა და ბ.ფუთურიძის - შეკრების
ადგილიდან - საბურთალოს ქუჩა, ,,სახანძროების“ მოპირდაპირე ტერიტორიიდან
ვეძისის ქუჩის ასახვევსა და გაგარინის მოედნის მიმართულებით, საიდანაც,
768
დანართი # 3 პოლიცია
,,ვეფხისა და მოყმის“ ძეგლიდან გაემართნენ ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით
მარჯვენა სანაპიროს გავლით და საჩოგბურთო კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე
გაჩერდნენ შუქნიშნის წითელ შუქზე საცობში.
გ.დარჯანიას ჩვენების თანახმად, ავტომანქანამ საბურთალოს ქუჩიდან დაიწყო
მოძრაობა გაგარინის მოედნის მიმართულებით და ავიდნენ ვეძისის დასახლებაში
ერთ-ერთ ქუჩაზე. ვინაიდან აღნიშნულ ქუჩაზე შესვლის შემთხვევაში შესაძლებელი
იყო მათ შეემჩნიათ, რომ მათ ავტომანქანაზე პოლიციის თანამშრომლების მიერ
ხორციელდებოდა თვალთვალი, გ.დარჯანიამ ავტომანქანა გააჩერა გაგარინის
მოედნის მხარეს, მაგრამ ისე, რომ ეკონტროლებინა ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ
მყოფი
ავტომანქანის
შემდგომი
გადაადგილება.
აღნიშნულს
ხელის
რადიოსადგურის მეშვეობით გადასცემდნენ ღონისძიების უშუალო ხელმძღვანელს,
საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
დირექტორის მოადგილეს ირაკლი ფირცხალავას. რამდენიმე წუთის შემდეგ
თვალთვალის ობიექტმა გააგრძელა მოძრაობა ,,ვეფხისა და მოყმის“ ძეგლის
მიმართულებით გაგარინის მოედნის მიმართულებით, ჩავიდნენ მტკვრის მარჯვენა
სანაპიროზე და გააგრძელეს მოძრაობა ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით. ამ
პერიოდში ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანამ სახელმწიფო ნომრით IOI-823 განავითარა
საკმაოდ დიდი სიჩქარე, რის შესახებაც ხელის რადიოსადგურის მეშვეობით გადაეცა
ი.ფირცხალავას.
გ.დარჯანია განმარტავს, რომ იგი თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით
აკონტროლებდა სათვალთვალო ობიექტის მოძრაობას, თუმცა ისე, რომ მათ მიერ
შემჩნეული არ ყოფილიყო. ამიტომ გარკვეული პერიოდი ჩამორჩა მათ მცირე
მანძილით. როდესაც მიუახლოვდნენ მშრალი ხიდის ტერიტორიას, მოხვდნენ
საცობში, რა დროსაც ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით IOI-823
იმყოფებოდა საკმაოდ წინ და გ.დარჯანია მას ვეღარ ხედავდა. აღნიშნულის შეახებ
ხელის რადიოსადგურის მეშვეობით გადაეცა ხელმძღვანელობას, რომლისგანაც
მიიღეს ბრძანება, არ დაეკარგათ ობიექტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,
გ.დარჯანიამ დაიწყო მანევრირება, გადავიდა გზის შემხვედრი მიმართულებით
მოძრავი მანქანების სავალ ნაწილზე და დაიწყო მოძრაობა საკმაოდ სწრაფად
ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით. მას ობიექტი – ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანა
სახელმწიფო ნომრით IOI-823 – ეგონა შუქნიშანს გაცილებული და დააპირა
საჩოგბურთო კორტებთან არსებული გზის გამყოფი გამწვანების ზოლის ავლით
საპირისპირო გზაზე შუქნიშანზე გავლა, მაგრამ საჩოგბურთო კორტებთან არსებულ
შუქნიშანზე მისკენ პირველ ზოლში შენიშნა ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანა
სახელმწიფო ნომრით IOI-823, რომელიც იდგა გზის გამყოფი ზოლის მიმდებარე
ტერიტორიაზე. ვინაიდან შესაძლებელი იყო ობიექტის მხრიდან მისი მართვის ქვეშ
მყოფი ავტომანქანის გაშიფვრა, მან მაშინვე გააჩერა ავტომანქანა დაახლოებით 5-10
მეტრის მოშორებით. ერთი პერიოდი გაიფიქრა მოეტრიალებინა ავტომანქანა, რა
დროსაც იდგა ღერძულა ხაზის მარცხენა მხარეს საკმაოდ მოშორებით, მოძრაობის
საპირისპირო მხარეს სავალ ნაწილზე. სწორედ ამ დროს გაიგონა გასროლის ხმა და
დაინახა გაელვება ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით IOI-823-ის
საალონის უკანა მარცხენა მხარეს. ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ
769
დანართი # 3 პოლიცია
ავტომანქანაში მყოფი პირების დაკავების ბრძანება გაიცა მას შემდეგ, რაც მათ მიერ
განხორციელდა გასროლა პოლიციის თანამშრომელთა მიმართულებით.
სისხლის სამართლის #09060094 საქმის მასალებში არსებული ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებების გეგმის თანახმად, ერთ-ერთი ოპერატიული ჯგუფი ზ.ვაზაგაშვილის
მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას და მასში მყოფ პირებს ელოდებოდა ისანისამგორის რაიონში მეტროსადგურ ,,სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური
პოლიციის დეპარტამენტის მიერ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების გატარების
მიმდინარეობისას ზ.ვაზაგაშვილის, ა.ხუბულოვის, ბ.ფუთურიძისა და გამოძიებით
დაუდგენელი პირის დაკავება დაგეგმილი არ უნდა ყოფილიყო საჩოგბურთო
კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც თავად საქართველოს შს
სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გიორგი
დარჯანია აჩვენებს წინასწარი გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში, მან ხელის
რადიოსადგურის მეშვეობით მიიღო ბრძანება, არ დაეკარგათ ობიექტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ.დარჯანიამ დაიწყო მანევრირება, გადავიდა
გზის შემხვედრი მიმართულებით მოძრავი მანქანების სავალ ნაწილზე და დაიწყო
მოძრაობა საკმაოდ სწრაფად ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით. მას ობიექტი
ეგონა შუქნიშანს გაცილებული და დააპირა საჩოგბურთო კორტებთან არსებული
გზის გამყოფი გამწვანების ზოლის ავლით საპირისპირო გზაზე შუქნიშანზე გავლა,
მაგრამ საჩოგბურთო კორტებთან არსებულ შუქნიშანზე მისკენ პირველ ზოლში
შენიშნა ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით IOI-823, რომელიც იდგა
გზის გამყოფი ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ვინაიდან შესაძლებელი იყო
ობიექტის მხრიდან მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის გაშიფვრა, მან მაშინვე
გააჩერა ავტომანქანა დაახლოებით 5-10 მეტრის მოშორებით. ერთი პერიოდი
გაიფიქრა მოეტრიალებინა ავტომანქანა, რა დროსაც იდგა ღერძულა ხაზის მარცხენა
მხარეს საკმაოდ მოშორებით, მოძრაობის საპირისპირო მხარეს სავალ ნაწილზე.
საქართველოს შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს
თანამშრომელი ,,თენგიზ ფხაკაძე“ წინასწარი გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში
აღნიშნავს, რომ იგი კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქო ფორმაში
ჩაცმული გადავიდა ავტომანქანიდან, რათა ოპერატიულად ეკონტროლებინა
ობიექტი. იგი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული დაიძრა ობიექტის მიმართულებით,
მარჯვენა მხრიდან აუარა გვერდი და უკანა მხრიდან შექმნა ერთგვარი ქუჩაზე
გადასვლის იმიტაცია, ვინაიდან უნდოდა მიეღო ზუსტი ინფორმაცია, თუ რამდენი
პირი იჯდა მანქანაში და რა ვითარება იყო. სწორედ ამ მიზნით შემოუარა, ვინაიდან
მას ჰქონდა დაბურული შუშები და ჩამოწეული ჰქონდა ოდნავ მხოლოდ წინა
მარჯვენა ფანჯარა. როდესაც თენგიზ ფხაკაძე გადავიდა ავტომანქანიდან, ზურგს
უკან დამალული ჰქონდა პისტოლეტი, ვინაიდან, როგორც მისთვის იყო ცნობილი,
ბოროტმოქმედები იყვნენ შეიარაღებულნი. ამიტომაც იგი თავის დაზღვევისა და
მოსალოდნელი საფრთხის ასაცილებლად იყო მზადყოფნაში. ,,თ.ფხაკაძე“, როდესაც
მივიდა მანქანის უკანა მარცხენა კუთხესთან, ობიექტს მარცხენა მხრიდან
მიუახლოვდა გზის საპირისპირო მხარეს მოძრავი შავი ფერის ,,BMW“-ს მარკის
ავტომანქანა. ამავდროულად ობიექტის უკანა მარცხენა მხარეს სალონში დაინახა
770
დანართი # 3 პოლიცია
გაელვება, რომელსაც თან ახლდა გასროლის ხმები. ამ დროს ჩაიკუზა და მიმართა
იარაღი ავტომანქანის მიმართულებით. გაიცა დაკავების ბრძანება.
საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და
საქართველოს შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს
თანამშრომლების მიერ წინასწარი გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებებიდან
გამომდინარე, გ.დარჯანია მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,BMW”-ს მარკის
ავტომანქანით სახელმწიფო #ADE-372 სავალი გზის საპირისპირო მხრიდან და
საქართველოს შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს
თანამშრომელი ,,თენგიზ ფხაკაძე“ უკანა მარჯვენა მხრიდან მიუახლოვდნენ
ობიექტს ოპერატიული კონტროლისა და მისი დაკარგვის თავიდან აცილების
მიზნით, და არ იგეგმებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავება
საჩოგბურთო კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე. თუმცა, მიუხედავად ამისა,
როგორც თავად ,,თენგიზ ფხაკაძე“ აღნიშნავს წინასწარი გამოძიებისათვის მიცემულ
ჩვენებაში, მას ზურგსუკან დამალული ჰქონდა პისტოლეტი, ვინაიდან, როგორც
მისთვის იყო ცნობილი, ბოროტმოქმედები იყვნენ შეიარაღებულნი. ამიტომაც იგი
თავის დაზღვევისა და მოსალოდნელი საფრთხის ასაცილებლად იყო მზადყოფნაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური
პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს შს სამინისტროს განსაკუთრებულ
დავალებათა
სამმართველოს
თანამშრომლებს,
თუკი
ისინი
დაგეგმილი
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების მიხედვით მოახდენდნენ ობიექტის
თვალთვალს და შეუმჩნეველი დარჩებოდნენ ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ
ავტომანქანაში მყოფი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისათვის საჩოგბურთო
კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ არ წარმოექმნებოდათ ,,პოლიციის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული გაფრთხილების გარეშე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების
უფლების პირობები.
გარდა ყოველივე ზემოაღნიშნულისა, საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური
პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს შს სამინისტროს განსაკუთრებულ
დავალებათა სამმართველოს თანამშრომელთა მხრიდან უგულვებელყოფილი იქნა
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით
გათვალისწინებული
მოთხოვნები,
რომელთა
თანახმადაც,
,,აკრძალულია
ცეცხლსასროლი იარაღის ისეთ ადგილრბში გამოყენება, სადაც შესაძლოა სხვა
პირთა დაშავება...“ (,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7
პუნქტი), ,,ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში პოლიციელი
მოვალეა,
ყოველი
ღონე
იხმაროს
სხვა
პირთა
უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად,...“ (,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის
მე-8 პუნქტი).
საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და
საქართველოს შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს
თანამშრომლების მიერ არ მოხდა 2006 წლის 02 მაისს დაახლოებით 10:00
საათისათვის თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საჩოგბურთო კორტების
771
დანართი # 3 პოლიცია
მიმდებარე
ტერიტორიაზე
მყოფი
მოქალაქეების
სიცოცხლისა
და
ჯანმრთელობისათვის, ასევე მათი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანების რეალური
იმწუთიერი საფრთხის შექმნის შესაძლებლობის გათვალისწინება და შესაბამისად
მოქმედება შეიარაღებული დანაშაულებრივი ჯგუფის დაკავების განხორციელების
შემთხვევაში. როგორც თავად საქართველოს შს სამინისტროს განსაკუთრებულ
დავალებათა სამმართველოს თანამშრომელი ,,თენგიზ ფხაკაძე“ აღნიშნავს წინასწარი
გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში, როდესაც იგი ოპერატიული გაკონტროლების
მიზნით მიუახლოვდა ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, მას
ზურგსუკან დამალული ჰქონდა პისტოლეტი, ვინაიდან, როგორც მისთვის იყო
ცნობილი, ბოროტმოქმედები იყვნენ შეიარაღებულნი. ამიტომაც იგი თავის
დაზღვევისა და მოსალოდნელი საფრთხის ასაცილებლად იყო მზადყოფნაში. ასევე
აღსანიშნავია, რომ საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ი.ფირცხალავა მოწმის სახით
დაკითხვისას აღნიშნავს, რომ ოპერატიულ ჯგუფს, რომელიც განლაგებული იყო
სასწრაფო დახმარების ცენტრთან, თან ახლდა სპეცდანიშნულების რაზმი.
აღნიშნულიდან გამომდინარე,
საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური
პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს შს სამინისტროს განსაკუთრებულ
დავალებათა სამმართველოს თანამშრომლები არ გამორიცხავდნენ შეიარაღებული
წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობას ზ.ვაზაგაშვილის, ა.ხუბულოვისა და
ბ.ფუთურიძის მხრიდან მათი დაკავების განხორციელებისას და ამიტომაც
მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით იყვნენ მზადყოფნაში.
ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებით,
საქართველოს
შს
სამინისტროს
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს შს სამინისტროს
განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლების ,,პოლიციის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების
ვალდებული
იყვნენ
შეიარაღებული
მოთხოვნებიდან
გამომდინარე,
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავების ღონისძიების განხორციელებისას
გაეთვალისწინებინათ 2006 წლის 02 მაისს დაახლოებით 10:00 საათზე თბილისში,
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საჩოგბურთო კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე
მყოფი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის
შესაძლებლობა ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში მყოფი
შეიარაღებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მხრიდან პოლიციის
თანამშრომელთა მიერ მათი თვალთვალის შემჩნევისა და მათი დაკავების
ოპერატიული ღონისძიების განხორციელების დაწყების შემთხვევაში პოლიციის
თანამშრომელთათვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა,
რაც, მიუხედავად იმისა, რომ ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13
მუხლის მე-6 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს პოლიციის
თანამშრომლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესაძლებლობას,
რეალურ იმწუთიერ საფრთხეს შეუქმნიდა იქ მყოფი მოქალაქეების სიცოცხლესა და
ჯანმრთელობას. საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტისა და საქართველოს შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა
სამმართველოს თანამშრომელთა მხრიდან ასევე არ იქნა გათვალისწინებული, რომ
აღნიშნულ ტერიტორიაზე დაახლოებით 10:00 საათზე საპასუხო სროლის მიზნით
772
დანართი # 3 პოლიცია
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება თუნდაც პისტოლეტებით
შეიარაღებული დანაშაულებრივი ჯგუფის დაკავების მიზნით ასევე შეუქმნიდა
რეალურ იმწუთიერ საფრთხეს იქ მყოფი მოქალაქეების სიცოცხლესა და
ჯანმრთელობას.
გარდა ამისა ასევე საინტერესოა, თუ არ იგეგმებოდა ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ
მყოფ ავტომანქანაში მყოფი პირების დაკავება კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე
და საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომელთა მიერ საბურთალოს ქუჩიდან მათი ავტომანქანის გადაადგილების
თვალთვალი მიმდინარეობდა, რა მიზნით იყო სასწრაფოების მიმდებარე
ტერიტორიაზე განლაგებულ საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური
პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების ოპერატიულ ჯგუფთან ავტომატური
ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული საქართველოს შს სამინისტროს
სპეციალური დანიშნულების რაზმი.
გარდა იმისა, რომ 2006 წლის 02 მაისს საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური
პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ კორტების მიმდებარე
ტერიტორიაზე დაახლოებით 09:45 საათზე ჩატარებული სპეცოპერაცია, რომლის
შედეგადაც ადგილზე იქნენ მოკლული ზ.ვაზაგაშვილი და ა.ხუბულოვი, ხოლო
ბ.ფუთურიძემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, რაც სახიფათოა
სიცოცხლისათვის, არ იყო სათანადოდ დაგეგმილი და განხორციელებული, ასევე
საინტერესოა, სისხლის სამართლის #09060094 საქმეზე როგორც წინასწარი
გამოძიების მიმდინარეობის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, ასევე
განსასჯელებთან ბ.ფუთურიძესა და ე.სინდოიანთან მათ მიერ სასამართლოსთვის
საქმის არსებითი განხილვისას მიცემული ჩვენებების საფუძველზე საპროცესო
შეთნხმების გაფორმების მიზანშეწონილობის საკითხი.
სისხლის სამართლის #09060094 საქმეზე წინასწარი გამოძიების დაწყების აღრიცხვის
ბარათის (ფორმა #1) მიხედვით, წინასწარი გამოძიება დაიწყო სამი პირის მიერ
ყაჩაღობის მომზადების ფაქტზე, მაშინ, როდესაც საქართველოს შს სამინისტროს
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6
განყოფილების უფროსის მოადგილის 2006 წლის 02 მაისის პატაკის თანახმად,
დაუდგენელ პირზე ყაჩაღური თავდასხმის მომზადებაში გარდა ზ.ვაზაგაშვილისა,
ა.ხუბულოვისა
და
ბ.ფუთურიძისა,
ასევე
მონაწილეობდა
ჯერჯერობით
დაუდგენელი სხვა პირი.
შემთხვვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან
ამოღებული ყველა ნივთი დაილუქა ღია ფერის პოლიეთილენის პარკში. თუმცა
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან არ ირკვევა, თუ რა იყო აღნიშნული
ლუქზე მოაწერეს თუ არა დალუქულ ნივთმტკიცებებს ხელი საგამოძიებო
მოქმედებაში მონაწილე პირებმა, მათ შორის გამომძიებელმა.
საქართველოს სსსკ–ის 335–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, ,,პირმა, რომელიც
დათვალიერებას ატარებს, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული საგანი და
დოკუმენტი, აგრეთვე კვალის ტვიფრი და ანაბეჭდი უნდა შეფუთოს და დალუქოს,
773
დანართი # 3 პოლიცია
შეფუთულ საგანზე, ლუქის გარდა, აღინიშნება საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე
პირთა ხელმოწერები და თარიღი.“
ამავე კოდექსის 323-ე მუხლის (ამოღებისა და ჩხრეკის წესი) მე-8 ნაწილის თანახმად,
,,...შეფუთულ ნივთზე ლუქის გარდა აღინიშნება თარიღი და იმ პირთა ხელმოწერები,
ვინც მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებაში.”
ამავე კოდექსის 111–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება
დაუშვებლად მიიჩნევა, თუ იგი მიღებულია ...ბ)კანონით დადგენილი წესის
დარღვევით...“, ხოლო ამავე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება
დაუშვებლად მიიჩნევა პროცესის მწარმოებელი ორგანოს დადგენილებით
(განჩინებით).“
ამავე კოდექსის 121–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, ,,ნივთიერი მტკიცებულება
დაუშვებლად ითვლება, თუ უარყოფილი არ არის ვარაუდი მისი შესაძლო
გამოცვლის, ან მისი ნიშნებისა და თვისებების არსებითი შეცვლის, ანდა მასზე
დარჩენილი კვალის გაქრობის შესახებ.“
ამავე კოდექსის მე–10 მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, ,,დადგენილება
ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო
დასკვნა, გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება
უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.“, ხოლო ამავე მუხლის მე–4
ნაწილის თანახმად, ,,ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით
დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის
სასარგებლოდ.“
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას შემთხვევის
ადგილიდან ამოღებული ნივთები არ შეიძლებოდა ნივთმტკიცების სახით
დართვოდა სისხლის სამართლის #09060094 საქმეს, დანიშნულიყო და
ჩატარებულიყო მათზე ექსპერტიზები და მათი დასკვნები გამხდარიყო
ბ.ფუთურიძის ბრალდებულს სახით პასუხისგებაში მიცემის, მასთან საპროცესო
შეთანხმების გაფორმებისა და მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი, რადგანაც მათი
ამოღება შემთხვევის ადგილიდან მოხდა საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით. ასევე გაურკვეველი იყო, იყო თუ არა
ეს მტკიცებულებები სწორედ ის ნივთები, რომელთა ამოღებაც მოხდა შემთხვევის
ადგილიდან. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში აღნიშნულია მხოლოდ
ის, რომ ამოღებული ყველა ნივთი დაილუქა ღია ფერის პოლიეთილენის პარკში.
თუმცა არაფერია ნათქვამი, რა იყო აღნიშნული ლუქზე და მასზე შემთვევის
ადგილის დათვალიერებაში მონაწილე პირების ხელმოწერაზე, რაც შემდეგში
დაადასტურებდა, რომ სისხლის სამართლის #09060094 საქმეზე ნივთმტკიცებად
დართული ნივთები სწორედ ის ნივთები იყო, რომელთა ამოღებაც მოხდა
შემთხვევის ადგილიდან.
შემთხვევის ადგილის თავალიერების ოქმზე თანდართულ შემთხვევის ადგილის
დათვალიერების სქემაზე ასევე არ ფიქსირდება შემთხვევის ადგილის
დათვალიერებაში მონაწილე პირების ხელმოწერა, მასზე დაფიქსირებულია მხოლოდ
774
დანართი # 3 პოლიცია
გამომძიებელ ზ.ქემაშვილის ხელმოწერა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების
სქემაზე ასევე არ არის დაფიქსირებული მისი შედგენის ზუსტი დრო.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილის
დათვალიერება მოხდა ციფრული ფოტოაპარატით, ასევე კრიმინალისტების მიერ
გადაღებულ იქნა ვიდეოკამერით. თუმცა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების
ოქმის მიხედვით გაურკვეველია, თუ რომელი ციფრული ფოტოაპარატითა და
ვიდეოკამერით მოხდა საგამოძიებო მოქმედების – შემთხვევის ადგილის
დათვალიერების გადაღება. ასევე გაურკვეველია, თუ რა მიზეზით არ დაერთო
სისხლის სამართლის #09060094 საქმეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს
გადაღებული ფოტოსურათები და ვიდეომასალა.
ამავე კოდექსის 339-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,ოქმში უნდა აღინიშნოს... რა
ტექნიკური საშუალებები გამოიყენეს და რა შედეგები მიიღეს, ...რა საგანი და
დოკუმენტი დაილუქა და როგორი ლუქით...”, ხოლი ამავე მუხლის მე-4 ნაწილის
თანახმად, ,,დათვალიერებისას შედგენილი ოქმი და მასზე დართული გეგმა, სქემა,
ნახაზი, ფოტოსურათი, ვიდეოჩანაწერი, კინოფირი, ხმის ჩანაწერი, ტვიფრი,
ანაბეჭდი უნდა დაადასტურონ დათვალიერების ჩამტარებელმა პირმა, დამსწრემ,
სპეციალისტმა და დათვალიერების მონაწილე სხვა პირმა.” ამავე მუხლის მე-5
ნაწილის თანახმად, კი, ,,კანონის დარღვევით ჩატარებული დათვალიერების
შედეგად ამოღებულ საგანს, კვალის ტვიფრსა და ანაბეჭდს, დოკუმენტს
მტკიცებულების მნიშვნელობა არა აქვს.”
რა არის საჭირო საქმის სრულყოფისათვის
სისხლის სამართლის #09060094 საქმეში არ არის შემთხვევის ადგილის
დათვალიერებისას
ამოღებული
ზ.ვაზაგაშვილის
მობილური
ტელეფონის
,,მოტოროლა-V3“
დათვალიერების
ოქმი.
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
გაურკვეველია, თუ რატომ არ დაინტერესდა წინასწარი გამოძიება ორგანიზებული
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრის ზ.ვაზაგაშვილის კუთვნილ მობილურ
ტელეფონში, რომელიც ამოღებულ იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების
დროს, დაფიქსირებული იყო თუ არა რაიმე საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. ასეთის
არსებობის შემთხვევაში, რატომ არ დაინტერესდა მისი მფლობელის ვინაობითა და
საქმიაობით, ასევე რა კავშირში იმყოფებოდა აღნიშნული პირი/პირები
ზ.ვაზაგაშვილთან, ხომ არ ჰქონდათ მას/მათ რაიმე კავშირი 2006 წლის 02 მაისს
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ დაგეგმილ ყაჩაღურ თავდასხმასთან.
წინასწარ გამოძიებას აღნიშული პირების დადგენის დავალება ოპერატიული
სამსახურებისათვის არ მიუცია. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან არ
დგინდება ამოღებულ იქნა თუ არა ა.ხუბულოვისა და ბ.ფუთურიძის მობილური
ტელეფონები.
ასევე არ დაინტერესესებულა წინასწარი გამოძიება, ამოეღო და დაეთვალიერებინა
ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების – ა.ხუბულოვისა და
ბ.ფუთურიძის – კუთვნილი მობილური ტელეფონები, დანაშაულის ჩადენაში
სავარაუდოდ თანამონაწილე პირების დადგენის მიზნით. ორგანიზებული
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების კუთვნილ მობილურ ტელეფონებში არსებული
ჩანაწერებით
საეჭვო
პირების
დადგენის
შემთხვევაში
კი
მიემართა
775
დანართი # 3 პოლიცია
სასამართლოსათვის და აღნიშნული საეჭვო პირების სარგებლობაში არსებულ
ტელეფონის ნომრებზე განეხორციელებინა ფარული მიყურადება-ჩაწერა წინასწარი
გამოძიების მიერ დაუდგენელი 2006 წლის 02 მაისს ზ.ვაზაგაშვილის, ა.ხუბულოვის,
ბ.ფუთურიძისა და დაუდგენელი პირების მიერ დაგეგმილი ყაჩაღური თავდასხმის
დაუდგენელი თანამონაწილე პირების დადგენის მიზნით, ასევე აღნიშნული
ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შესაძლო ჩადენილი სხვა
დანაშაულებისა და მასში მონაწილე პირების შესახებ ინფომაციის მიღების მიზნით.
სისხლის სამართლის #09060094 საქმის მასალების თანახმად, საქართველოს შს
სამინისტროს კრიმინალური პოლიციის უფროსმა გამომძიებელმა 2006 წლის 02 მაისს
მიმართა ქ.თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური
სამმართველოს უფროსს, რომლითაც საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური
პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელი შ.ნიქაბაძე ითხოვდა
სპეციალისტების გამოყოფას ზ.ვაზაგაშვილისა და უცნობი მამაკაცის გვამებზე
დაქტილოსკოპირებისა და დენთის კვალის ასაღებად, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ
ოპერატიული ინფორმაციით იყო ცნობილი, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის
შემადგენლობაში იყვნენ ზ.ვაზაგაშვილი, ბ.ფუთურიძე და ა.ხუბულოვი.
გამომძიებელი შ.ნიქაბაძე ასევე ითხოვდა სპეციალისტებს ბ.ფუთურიძის
დაქტილოსკოპირებისა და დენთის კვალის ასაღებად.
2006 წლის 02 მაისის საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის მიერ
მიღებულ ნიმუშის აღების შესახებ დადგენილების თანახმად, წინასწარი
გამოძიებისათვის ასევე ცნობილია, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილი არის
ა.ხუბულოვი.
2006 წლის 02 მაისის საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელის შ.ნიქაბაძის ზ.ვაზაგაშვილის გვამიდან
თმის, ფრჩხილებისა და სისხლის ნიმუშის აღების შესახებ დადგენილების თანახმად,
გამომძიებელ შ.ნიქაბაძისათვის ცნობილია, რომ სისხლის სამართლის #09060094
საქმე მიმდინარეობს ზ.ვაზაგაშვილის, ა.ხუბულოვისა და ბ.ფუთურიძის მიმართ,
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18-179-ე მუხლის მე-2
ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
2006 წლის 02 მაისის საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელის შ.ნიქაბაძის ზ.ვაზაგაშვილის გვამიდან
თითის კვლების ნიმუშებისა და დენთის კვლების ნიმუშების აღების შესახებ
დადგენილების თანახმად, სისხლის სამართლის #09060094 საქმეზე წინასწარი
გამოძიება მიმდინარეობს ზ.ვაზაგაშვილის, ბ.ფუთურიძისა და ა.ხუბულოვის მიერ
ყაჩაღური თავდასხმის მომზადებისა და პოლიციის მუშაკების მიმართ
წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს
სსკ-ის 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ა“ ქვეპუნქტით და 353-ე მუხლის მე-2
ნაწილით.
,,უცნობი გვამის“ ვინაობა გამომძიებელ შ.ნიქაბაძისათვის ცნობილია, რაც
დასტურდება გამომძიებელ შ.ნიქაბაძის 2006 წლის 02 მაისის ნიმუშის აღების შესახებ
776
დანართი # 3 პოლიცია
დადგენილებით, რომლითაც გამომძიებელმა განიხილა სისხლის სამართლის
#09060094 საქმე ზ.ვაზაგაშვილის, ბ.ფუთურიძისა და ა.ხუბულოვის მიერ ყაჩაღური
თავდასხმის მომზადებისა და პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის
გაწევის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18-179-ე
მუხლის მე-2 ნაწილის,,ა“ ქვეპუნქტით და 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და დაადგინა,
,,საექსპერტო გამოკვლევისათვის ალექსანდრე ხუბულოვის გვამიდან აღებულ იქნას
თითის კვლების ნიმუშები და დენთის კვლების ნიმუშები ხელის მტევნიდან.“
ა.ხუბულოვის სახელი და გვარი ასევე დასახელებულია გამომძიებელ შ. ნიქაბაძის
მიერ 2006 წლის 02 მაისს ჩატარებულ სხვა საგამოძიებო მოქმედებებშიც.
ბალისტიკური ექსპერტიზის დანიშვნის დადგენილებით გამომძიებელი ექსპერტს
სთხოვდა წარმოდგენილი მასრები და გულები შეედარებინათ მათთან არსებულ
მასროთეკასთან. თუმცა, ექსპერტიზის დასკვნაში წინასწარი გამოძიების მიერ
ექსპერტიზისათვის ვაზნებისა და ტყვიის გულების გამოსაკვლევად გადაცემის
შესახებ აღნიშნული არ არის.
მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებელი დადგენილების აღწერილობით ნაწილში
აღნიშნავს, რომ ,,2006 წლის 02 მაისს, ქ.თბილისში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე,
საჩოგბურთო კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე, დანაშაულებრივი ჯგუფის
წევრების ზ.ვაზაგაშვილის, ა.ხუბულოვის და ბ.ფუთურიძის მხრიდან ადგილი
ჰქონდა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის
შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევას. რა დროსაც პოლიციის თანამშრომლების
მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად, ადგილზე იქნენ ლიკვიდირებული
ზ.ვაზაგაშვილი და ა.ხუბულოვი, ხოლო ბ.ფუთურიძე გადაყვანილ იქნა
საავადმყოფოში დაჭრილ მდგომარეობაში.“ არ ინტერესდება და ექსპერტიზას
გადასაწყვეტად არ უსვამს კითხვას: როდის მოხდა უკანასკნელი გასროლა
ექსპერტიზისათვის
გამოსაკვლევად
წარმოდგენილი
პისტოლეტიდან
და
გაწმენდილია თუ არა იარაღი ბოლო გასროლის შემდეგ. აღნიშნულ კითხვას
ექსპერტიზას არც სხვა სასამართლო-ბალისტიკური ექსპერტიზის დანიშვნის
დადგენილებებში უსვამს წინასწარი გამოძიება, რომლებითაც ექსპერტიზას
გამოსაკვლევად გადაეცა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სხვა იარაღი.
ასევე, მიუხედავად იმისა, რომ შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი
სამმართველოს მიერ წინასწარ გამოძიებას ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნასთან
ერთად გაეგზავნა მიმართვა, რომ პისტოლეტიდან გასროლების შედეგად მიღებული
მასრებისა და ტყვიების შედარების პასუხი ტყვიამასროთეკის ობიექტებთან წინასწარ
გამოძიებას ეცნობებოდა დამატებით, აღნიშნული ინფორმაცია წინასწარი
გამოძიებისა და სასამართლოსათვის სისხლის სამართლის #09060094 საქმის
განხილვის მიმდინარეობისას საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტოკრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს არ მიუწოდებია.
2006 წლის 03 მაისის #543/სქ. ექსპერტის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზისათვის
წარდგენილი პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა: 1.ერთი კონვალუტა 10 ბუდით,
აქედან სამი ცარიელია, ხოლო შვიდში მოთავსებულია თეთრი ფერის დიდი ზომის
მრგვალი შვიდი ტაბლეტი... თუმცა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის
თანახმად, არ იყო აღწერილი, რომ ამოღებისას ერთ-ერთ კონვალუტას აკლდა
777
დანართი # 3 პოლიცია
ტაბლეტები, რაც უნდა ყოფილიყო დაფიქსირებული, თუ არსებობდა ეჭვი, რომ
აღნიშნული პრეპარატი შეიცავდა ნარკოტიკულ ნივთიერებას, რადგან ნარკოტიკული
ნივთიერების ზუსტი ოდენობა გავლენას ახდენს ქმედების კვალიფიკაციაზე
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის ნაწილის განსაზღვრისას. ქიმიური ექსპერტიზის
დანიშვნის შესახებ 03 მაისის დადგენილებაში გამომძიებელი ექსპერტიზას ერთ–ერთ
გადასაწყვეტ საკითხად უსვამს შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ფარმაცევტულ
საშუალებებიდან რომელიმე მათგანი შეიცავს თუ არა ფსიქოტროპულ ნარკოტიკულ
ან დასაძინებელ-გამაბრუებელ ნივთიერებებს და რა დოზით? ასევე ნარკოტიკული ან
ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველობაზე ეჭვი არ გასჩენია წინასწარ გამოძიებას
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული პრეპარატ ,,ნავთიზინის“ შემადგენლობაში,
აღნიშნულ პრეპარატზე არ დაუნიშნია ქიმიური ექსპერტიზა და არ გადაუცია
ექსპერტისათვის კვლევისა და დასკვნის მიზნით.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციოანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის
სამმართველომ წინასწარ გამოძიებას აცნობა, რომ ,,მაკაროვის“ სისტემის
პისტოლეტის #PM 6426, ,,ვალტერის“ სისტემის პისტოლეტის #192856 P და ,,ჩზ“-ს
სისტემის პისტოლეტის #6283-E პისტოლეტები საქართველოს შს სამინისტროს
საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფისა
და ანალიზის სამმართველოს ძებნილ იარაღთა კომპიუტერულ მონაცემთა ბაზაში
აღრიცხვაზე არ იმყოფებიან, წინასწარი გამოძიება არ დაინტერესებულა დაედგინა,
თუ ვინ იყო აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღის კანონიერი მფლობელი, ვის
საკუთრებაში იყო აღნიშნული იარაღი და როდიდან. არ დაინტერესებულა ამ
პირის/პირების დაკითხვით დაედგინა, თუ რა კავშირი ჰქონდათ მას/მათ
ა.ხუბულოვთან, ზ.ვაზაგაშვილთან და ბ.ფუთურიძესთან. იცნობდნენ თუ არა მათ
საერთოდ. რა ვითარებაში გავიდა მათი მფლობელობიდან აღნიშნული იარაღი.
აღნიშნული კითხვით წინასწარ გამოძიებას არ მიუმართავს საქართველოს შს
სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციული
უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოსათვის.
წინასწარი გამოძიება არც იმით დაინტერესებულა, 2006 წლის 02 მაისს
ზ.ვაზაგაშვილის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე თბილისში, ამბროლაურის ქ.#166,
მე-11 კორპ., ბ.24-ში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული ერთი ცალი
,,მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან #ინ 1409 ერთი მჭიდითა და 8
საბრძოლო ვაზნით, გასროლილი მასრები და ტყვიის გულები ინახება თუ არა
საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის
ინფორმაციული
უზრუნველყოფისა
და
ანალიზის
სამმართველოს
ტყვიამასროთეკაში. ასევე საინტერესეოა, თუ როდიდან დაინტერესდნენ
სამართლდამცავი ორგანოები ზ.ვაზაგაშვილის პიროვნებით და როდიდან გაჩნდა
ეჭვი მის მიერ სხვადასხვა დანაშაულობების ჩადენის შესახებ (საქართველოს შს
სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
ირაკლი ფირცხალავა. მისი მოწმის სახით დაკითხვის ოქმის თანახმად, საქართველოს
შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შემოსული ოპერატიული
ინფორმაციის საფუძველზე 2006 წლის 02 მაისს დაიწყო წინასწარი გამოძიება
სისხლის სამართლის საქმეზე ყაჩაღური თავდასხმის მომზადების ფაქტზე
778
დანართი # 3 პოლიცია
ზ.ვაზაგაშვილის, ა.ხუბულოვისა და ბ.ფუთურიძის მიმართ. მოცემულ პიროვნებებზე
არსებობდა ინფორმაცია, რომ ქ.თბილისში მოქმედებდა კარგად ორგანიზებული
დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის წევრებც წლების განმავლობაში ეწეოდნენ
მოქალაქეებისაგან
თანხების
გამოძალვასა
და
ყაჩაღურ
თავდასხმებს.
ზ.ვაზაგაშვილის
მიმართ
არაერთხელ
ჰქონდა
ადგილი
დაინტერესებას
სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. აღძრული იყო არაერთი საქმე, სადაც
არსებობდა ეჭვი იმის შესახებ, რომ აღნიშნულ პიროვნებას ჩადენილი ჰქონდა
მკვლელობები და ყაჩაღური თავდასხმები. იგი კრიმინალურ სამყაროში
სარგებლობდა ავტორიტეტით. ბ.ფუთურიძეზეც არსებობდა ეჭვი, რომ იგი
ღებულობდა მონაწილეობას დედაქალაქში მომხდარ ყაჩაღურ თავდასხმებში), მაშინ
როდესაც, 2006 წლის 02 მაისის ზ.ვაზაგაშვილის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის
შედეგად ,,მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლ იარაღთან #ინ 1409 (ერთი მჭიდითა
და 8 საბრძოლო ვაზნით) ერთად ამოღებულ იქნა საქართველოს შსს მოწმობა #1931,
გაცემული 19.09.2005-ში იური ვაზაგაშვილის – ზ.ვაზაგაშვილის მამის სახელზე
იარაღის შენახვის უფლებით ამბროლაურის ქ.#166, 11 კორპ., ბ.24. სისხლის
სამართლის #09060094 საქმის მასალების თანახმად, გაურკვეველია ი.ვაზაგაშვილის
კუთვნილი იარაღი დაუბრუნდა მესაკუთრეს თუ დაერთო სისხლის სამართლის
საქმეს და რა საფუძვლით.
აღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღზე ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის
დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის #09060094 საქმეზე წარმოდგენილი: 1,2,3,4,
ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ,,მაკაროვის”
კონსტრუქციის #ИН 1409 პისტოლეტზე არ აღინიშნება რაიმე ფიზიკური
ზემოქმედების კვალი, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და
ვარგისია სროლისათვის.
5,6,7. – 8 ცალი ვაზნა, არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის 9 მმ
კალიბრის, განკუთვნილი ,,მაკაროვის” სისტემის პისტოლეტებისათვის (ПМ) და
,,სტეჩკინის” სისტემის ავტომატური პისტოლეტებისათვის (АПС), აგრეთვე შემდეგი
პისტოლეტებისათვის: PA-63, P-64, PK-59 და სხვა, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა
კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
დირექტორის მოადგილე ი.ფირცხალავა მოწმის სახით დაკითხვის ოქმში აღნიშნავს,
რომ ოპერატიულ ჯგუფს, რომელიც განლაგებული იყო სასწრაფო დახმარების
ცენტრთან, თან ახლდა სპეცდანიშნულების რაზმი.
საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
დირექტორის მოადგილე ი.ფირცხალავა მოწმის სახით დაკითხვისას აღნიშნავს, რომ
ზ.ვაზაგაშვილის, ა.ხუბულოვისა და ბ.ფუთურიძის მიმართ არსებობდა ინფორმაცია,
რომ ქ.თბილისში მოქმედებდა კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი,
რომლის წევრებიც წლების განმავლობაში ეწეოდნენ მოქალაქეებისაგან თანხების
გამოძალვასა და ყაჩაღურ თავდასხმებს. ზ.ვაზაგაშვილის მიმართ არაერთხელ
ჰქონდა ადგილი დაინტერესებას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. აღძრული
იყო არაერთი საქმე, სადაც არსებობდა ეჭვი იმის შესახებ, რომ აღნიშნულ პიროვნებას
ჩადენილი ჰქონდა მკვლელობები და ყაჩაღური თავდასხმები. იგი კრიმინალურ
779
დანართი # 3 პოლიცია
სამყაროში სარგებლობდა ავტორიტეტით. ბ.ფუთურიძეზეც არსებობდა ეჭვი, რომ
იგი ღებულობდა მონაწილეობას დედაქალაქში მომხდარ ყაჩაღურ თავდასხმებში.
საინტერესოა, თუ რა მიზნით ახლდა სასწრაფოების მიმდებარე ტერიტორიაზე
განლაგებულ ოპერატიულ ჯგუფს სპეციალური დანიშნულების რაზმი, მაშინ, როცა,
ოპერატიული ინფორმაციის თანხმად, ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს
ზ.ვაზაგაშვილის, ა.ხუბულოვისა, ბ.ფუთურიძისა და დაუდგენელი პირების
შემადგენლობით ყაჩაღური თავდასხმა უნდა განეხორციელებინა თბილისში, ისანი–
სამგორის
რაიონში
მცხოვრებ
ოჯახზე.
ოპერატიული
გეგმით
ასევე
გათვალისწინებული იყო ოპერატიული ჯგუფის განლაგება მეტროსადგურ
,,სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. ხოლო საბურთალოს ქუჩიდან ისანი–
სამგორის მიმართულებით მოძრავ ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ
ავტომანქანაზე ოპერატიული ჯგუფების მიერ მიმდინარეობდა თვალთვალი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს შს სამინისტროს
კრიმინალური
პოლიციის
დეპარტამენტის
მიერ
არ
უნდა
ყოფილიყო
ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ზ.ვაზაგაშვილის, ა.ხუბულოვისა და
ბ.ფუთურიძის დაკავება დაგეგმილი საბურთალოს ქუჩიდან ისანი–სამგორის
რაიონამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში გაურკვეველია, თუ რა მიზნით იმყოფებოდა
სპეციალური დანიშნულების რაზმი მეტროსადგურ ,,სამგორის“ მიმდებარე
ტერიტორიაზე განლაგებულ ოპერატიულ ჯგუფთან. ოპერატიული ინფორმაციის
შინაარსიდან გამომდინარე, აღნიშნული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების
დაკავების განხორციელება კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავი
ორგანოებისათვის, სავარაუდოდ, მიზანშეუწონელი იყო, ვინაიდან აღნიშნულით
გართულდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის დაუდგენელი წევრის დადგენა და ვერ
მოხერხდებოდა მისი დროული დაკავება, რაც მიზანშეწონილი იქნებოდა,
მითუმეტეს, თუ ეს იყო ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი.
ასევე, თუ საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლების მიერ იგეგმებოდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის
წევრების ზ.ვაზაგაშვილის, ა.ხუბულოვისა და ბ.ფუთურიძის დაკავება მათი შესაძლო
დანაშაულის ჩადენის ადგილამდე მისვლამდე და უშუალოდ დანაშაულის –
დაგეგმილი ყაჩღობის ჩადენის განხორციელების დაწყებამდე, თანაც, ვიდრე ისინი
არ შეხვდებოდნენ მათი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის დაუდგენელ
წევრებს, რომელთა შესახებაც ასევე იყო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ყაჩაღურ
თავდასხმაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, გაურკვეველია, თუ რატომ უნდა
ყოფილიყო დაგეგმილი მხოლოდ ზ.ვაზაგაშვილის, ა.ხუბულოვისა და ბ.ფუთურიძის
დაკავება. აღნიშნულით წინასწარი გამოძიებისათვის გართულდებოდა ან
დაუდგენელი დარჩებოდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის დაუდგენელი
წევრების ვინაობა.
მოწმის სახით დაკითხვისას ლ.ბეროძეს არ დაუკონკრეტებია, ახლდა თუ არა იმ
ოპერატიულ ჯგუფს, რომლის შემადგენლობაშიც იგი შედიოდა, სპეცდანიშნულების
რაზმი, და თუ ახლდა, რა მიზნით. როგორც მისი ჩვენებიდან ირკვევა, მისი ეკიპაჟი
განლაგებული იყო ე.წ. სასწრაფო დახმარების მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელსაც,
საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
780
დანართი # 3 პოლიცია
დირექტორის მოადგილის ჩვენების თანახმად, ახლდა სპეცდანიშნულების რაზმი.
აღნიშნული კითხვა მოწმე ლ.ბეროძისათვის გამომძიებელს არ დაუსვამს. ასევე არ
დაინტერესებულა გამომძიებელი, თუ რა მიზნით გადავიდა ლ.ბეროძე
ავტომანქანიდან და მიუახლოვდა ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ
ავტომანქანას.
ასევე, როგორც საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის, ისე საქართველოს შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა
სამმართველოს თანამშრომლები წინასწარ გამოძიებას უჩვენებენ, რომ როდესაც
,,BMW”-ს მარკის ავტომანქანის უკანა სალონიდან, სახელმწიფო ნომრით IOI–823
გადმოიყვანეს ბ.ფუთურიძე, მას ხელიდან გაუვარდა ,,მაკაროვის“ სისტემის
პისტოლეტი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან კი ირკვევა, რომ
ავტომანქანის ,,ბმვ-525” სახ #IOI-823 სალონიდან იქნა ამოღებული ოთხი ერთეული
ცეცხლსასროლი იარაღი – მათ შორის, ავტომანქანის უკანა მარჯვენა სავარძელზე
ნანახი იქნა ,,მაკაროვის“ სისტემის უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით
და სამი საბრძოლო ვაზნით, იარაღი მოყვანილი იყო საბრძოლი მდგომარეობაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომელთა
ჩვენებები ეწინააღმდეგება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს. თუ
უტყუარი მტკიცებულებაა როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი,
ასევე საქართვლეოს შს სამინისტროს თანამშრომელთა ჩვენებები, გაურკვეველია,
რატომ არ მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ბ.ფუთურიძის ხელიდან
გადმოყვანისას ასფალტზე დავარდნილი ,,მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტის
ამოღება და რატომ არ არის აღნიშნულ პისტოლეტზე შემდეგში რაიმე საგამოძიებო
მოქმედება ჩატარებული. ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანაში სახელმწიფო ნომრით IOI–
823 მყოფ ზ.ვაზაგაშვილს, ა.ხუბულოვსა და ბ.ფუთურიძეს სავარაუდოდ უნდა
ჰქონოდათ არა ოთხი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, არამედ ხუთი ერთეული.
წინააღმდეგ შემთხვევაში, გაურკვეველია, თუ როგორ აღმოჩნდა ბ.ფუთურიძის
ხელში არსებული ,,მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, რომელიც მას ხელიდან
გაუვარდა ასფალტზე გადმოყვანისას, ავტომანქანის უკანა სალონის სავარძელზე,
საიდანაც მოხდა მისი ამოღება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის
თანახმად.
2006 წლის 03 მაისის ბრალდებულის სახით ბ.ფუთურიძის პასუხისგებაში მიცემის
შესახებ დადგენილების თანახმად, გაურკვეველია, თუ რატომ არის აღნიშნული
მასში, რომ ბ.ფუთურიძე გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში
დანაშაულებრივად დაუკავშირდა ზ.ვაზაგაშვილსა და ა.ხუბულოვს და მასში
აღნიშნული არ არის ყაჩაღური თავდასხმის მომზადებაში გამოძიებით
დაუდგენეილი პირის შესახებ, რომლის მონაწილეობა ყაჩაღური თავდასხმის
მომზადებაში ცნობილი იყო ოპერატიული ინფორმაციის თანახმად.
წინასწარი გამოძიების მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლოსამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის ექსპერტ მ.გოგიტურისაგან ზ.ვაზაგაშვიიისა
და ა.ხუბულოვის ტანსაცმლის, ასევე მათი სხეულიდან ამოღებული უცხო
სხეულების ამოღება მოხდა მოსამართლის ბრძანების გარეშე გამომძიებლის
დადგენილების საფუძველზე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.
781
დანართი # 3 პოლიცია
საქართველოს სსსკ-ის 290-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,გადაუდებელია
შემთხვევა, როდესაც: არსებობს დანაშაულის კვალისა და ნივთიერი მტკიცებულების
მოსპობისა და დაკარგვის რეალური საშიშროება, პირს დანაშაულის ფაქტზე
წაასწრებენ, საქმისთვის საჭირო საგნები და დოკუმენტები აღმოჩენილია სხვა
საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას (შემთხვევის ადგილის დათვალიერება,
საგამოძიებო ექსპერიმენტი, შემოწმება) ან შეუძლებელია მოსამართლის ბრძანების
მიღება მისი ადგილზე არყოფნის გამო.”
ამოღების ოქმების თანახმად, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევად
მითითებულია, რომ არსებობს მტკიცებულებათა დაზიანება–გადამალვის რეალური
საფრთხე, რაც გამოიხატა შემდეგში; არსებობს მტკიცებულებათა დაზიანების
საფრთხე, თუმცა აღნიშნული ოქმების თანახმად გაურკვეველია, თუ კონკრეტულად
რას უნდა გამოეწვია საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულების დაზიანება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის
სამსახურის ექსპერტ მ.გოგიტურთან მათი ყოფნის შემთხვევაში 2006 წლის 04 მაისს,
როდესაც ზ.ვაზაგაშვილისა და ა.ხუბულოვის გვამების გაკვეთა სასამართლოსამედიცინო ექსპერტ მ.გოგიტურის მიერ მოხდა 2006 წლის 02 მაისს და მათი
სხეულიდან ამოღებული ნივთმკიცებები, რომელთა ამოღებაც გამომძიებლის მიერ
მოხდა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების წარმოების შესახებ
დადგენილების
საფუძველზე,
აღნიშნულ
დრომდე
ინახებოდა
მასთან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გამომძიებელს შეეძლო საგამოძიებო მოქმედების –
ამოღების ჩატარების ბრძანების გაცემის შესახებ შუამდგომლობით მიემართა
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიისათვის
საქართველოს იუსტციის სამინისტროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის
სამსახურის ექსპერტ მ.გოგიტურისგან ზ.ვაზაგაშვილისა და ა.ხუბულოვის
გვამებიდან ამოღებული უცხო სხეულების ამოღების შესახებ და აღნიშნული
საგამოძიებო მოქმედება ჩაეტარებინა მოსამართლის ბრძანების საფუძველზე.
სისხლის სამართლის #09060094 საქმეში არის 2006 წლის 01 მაისს საქართველოს შს
სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ირაკლი
ქადაგიძის მიერ დამტკიცებული გეგმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების
გატარების შესახებ, რომლის თანახმადაც, საქართველოს შს სამინისტროს
კრიმინალური
პოლიციის
დეპარატამენტის
ხელმძღვანელობისა
და
თანამშრომლებისათვის
უკვე
ცნობილია,
რომ
ქ.თბილისში
მოქმედებს
დანაშაულებრივი ჯგუფი ზ.ვაზაგაშვილის, ა.ხუბულოვის, ბ.ფუთურიძისა და
დაუდგენელი პირის ვინმე ,,ედოს” მონაწილეობით. მიღებული ოპერატიული
ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მომზადდა ყაჩაღური
თავდასხმა ქ.თბილისი ისანი-სამგორის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ ჯერჯერობით
დაუდგენელ ოჯახზე. აღნიშნული ყაჩაღური თავდასხმა უნდა განხორციელდეს 2006
წლის 02 მაისს დილის საათებში, რისთვისაც ჯგუფის წევრები იკრიბებიან
ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში. ისინი გადაადგილდებიან მუქი ფერის ,,BMW”ს მარკის ავტომანქანით.
782
დანართი # 3 პოლიცია
აღნიშნული დანაშაულებრივი ჯგუფის დაკავების, მათ მიერ მომზადებული
ყაჩაღური თავდასხმის თავიდან აცილებისა და აღმოფხვრის მიზნით 2006 წლის 01
მაისს საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
დირექტორის მოადგილის ირაკლი ფირცხალავას მიერ შემუშავდა ოპერატიულსამძებრო ღონისძიებების გატარების გეგმა. თუმცა, ამავე სისხლის სამართლის საქმის
მასალების თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილემ
ზ.ფერაძემ საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
დირექტორს ირაკლი ქადაგიძეს პატაკით მიმართა 2006 წლის 02 მაისს, რომლითაც
აცნობებდა
შემდგომი
რეაგირებისათვის,
რომ
მიღებული
ოპერატიული
ინფორმაციით ქ.თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში მოქმედმა დანაშაულებრივი
ჯგუფის წევრებმა ზ.ვაზაგაშვილმა, ბ.ფუთურიძემ და ა.ხუბულოვმა ასევე
ჯერჯერობით დაუდგენელ სხვა პირთან ერთად მოამზადეს ყაჩაღური თავდასხმა
ქ.თბილისში, სავარაუდოდ ისანი-სამგორის რაიონში მცხოვრებ პირებზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გაურკვეველია, თუ რატომ აცნობა პატაკით შემდგომი
რეაგირებისათვის საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის
დეპარტამეტის სამძებრო სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილემ
ზ.ფერაძემ საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
დირექტორს ირაკლი ქადაგიძეს ოპერატიული ინფორმაცია მოსალოდნელი იმ
დანაშაულის ჩადენის შესახებ 2006 წლის 02 მაისს, რომლის თავიდან აცილებისა და
ბოროტმოქმედთა დაკავების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების
გატარების გეგმა შემუშავებული და დამტკიცებული იყო 2006 წლის 01 მაისს.
ასევე, სისხლის სამართლის #09060094 საქმის მასალების თანახმად, საქართველოს შს
სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს
მე-6 განყოფილების ინსპექტორმა გ.დალაქიშვილმა პატაკით მიმართა საქართველოს
შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს ამავე
დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის გ.ანჯაფარიძის მეშვეობით
ზ.ვაზაგაშვილის, ბ.ფუთურიძისა და ზ.ხუბულოვის სარგებლობაში არსებული
მობილური ტელეფონების ნომრების შესახებ, თუმცა გაურკვეველია, თუ როდის
მიმართა საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფიელბის ინსპექტორმა გ.დალაქიშვილმა
საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
დირექტორს ი.ქადაგიძეს.
წინასწარმა გამოძიებამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო
სასამართლოს შპს ,,მაგთიკომიდან” და შპს ,,ჯეოსელიდან” 2006 წლის 15 აპრილიდან
2006 წლის 02 მაისის ჩათვლით ბ.ფუთურიძის, ა.ხუბულოვის, ზ.ვაზაგაშვილის
კუთვნილი მობილური ტელეფონების 899 24-44-14, 899 50-15-53, 899 19-78-18
ნომრებზე და გამოძიებით დაუდგენელი ვინმე ,,ედოს” მობილური ტელეფონის 893
54-19-00 ნომერზე 2006 წლის 15 აპრილიდან 2006 წლის 11 მაისამდე პერიოდში
განხორციელებული ორმხრივი სატელეფონო საუბრების ამსახველი წუთობრივი
მონაცემების კომპიუტერული ამონაბეჭდი ანძების მითითებით ამოღების შესახებ,
რაც დაკმაყოფილდა 2006 წლის 11 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ბრძანებით. თუმცა, ასევე საინტერესოა, თუ
783
დანართი # 3 პოლიცია
რატომ არ დაინტერესდა წინასწარი გამოძიება ზ.ვაზაგაშვილის, ა.ხუბულოვისა და
ბ.ფუთურიძის კუთვნილ მობილურ ტელეფონებზე განხორციელებული ორმხრივი
სატელეფონო საუბრების წუთობრვი მონაცემებით 2006 წლის მარტის თვიდან 2006
წლის 15 აპრილამდე დროის მონაკვთეში, მას შემდეგ, რაც წინასწარ გამოძიებისათვის
ცნობილი გახდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ 2006 წლის 02 მაისის ყაჩაღური
თავდასხმისათვის მზადება დაიწყო 2006 წლის მარტის თვეში, ზუსტი რიცხვი
დაუდგენელია.
წინასწარი გამოძიება არ დაინტერესებულა დაედგინა და მოწმის სახით დაეკითხა
ედუარდ გოზალოვი, ასევე დავით და გიორგი ბერბერაშვილები, რომლებთან
ერთადაც ზ.ვაზაგაშვილს, ა.ხუბულოვსა და ბ.ფუთურიძეს, ოპერატიული
ინფორმაციის თანახმად, განხორციელებული ჰქონდათ სხვა ყაჩაღური თავდასხმები.
გამომძიებელს ასევე არ მიუცია დავალება ოპერატიული სამსახურებისათვის
დაედგინათ ზემოაღნიშნული პირების ადგილსამყოფელი (წინასწარი გამოძიება
დაინტერესდა მხოლოდ აღნიშნულ ტელეფონის ნომრებზე 2006 წლის 23 მაისიდან
2006 წლის 23 ივნისის ჩათვლით განხოციელებული სატელეფონო საუბრების
ფარული მიყურადება-ჩაწერით და 2006 წლის 22 მაისს საქართველოს გენერალური
პროკურატურის შსს საგამოძიებო, კრიმინალური, საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების
ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში, გამოძიების საპროცესო
ხელმძღვანელობის
სამმართველოს
პროკურორის
თენგიზ
ხარებავამ
შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა კოლეგიას ზემოაღნიშნული ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიების ჩატარების
შესახებ ბრძანების გაცემის თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2006 წლის 23 მაისის ბრძანების
თანახმად, დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს
საგამოძიებო, კრიმინალური, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და
სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების ბრუნვის წინააღმდეგ
ბრძოლის
სამმართველოში,
გამოძიების
საპროცესო
ხელმძღვანელობის
სამმართველოს პროკურორის თენგიზ ხარებავას შუამდგომლობა და ნება დაერთო
საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარატმენტის
თანამშრომლებს, განეხორციელებინათ საუბრების მიყურადება-ჩაწერა ტელეფონის
ნომრებზე: 899 10 71 15; 899 22 77 88; 899 55 55 22; 899 74 47 48; 899 19 99 38;893 54 19
00; 877 78 87 11; 2006 წლის 23 მაისიდან 2006 წლის 23 ივნისის ჩათვლით) და მათი
შესაძლო თანამონაწილეობა ზ.ვაზაგაშვილის, ბ.ფუთურიძის, ა.ხუბულოვისა და
ვინმე ,,ედოს” მიერ დაგეგმილ ყაჩაღურ თავდასხმაში ან სხვა დანაშაულებში,
რომლებიც შესაძლოა აღნიშნული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ
ყოფილიყო ჩადენილი (საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის
დეპარტამეტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ფირცხალავას ჩვენების თანახმად,
,,ზ.ვაზაგაშვილის, ა.ხუბულოვისა და ბ.ფუთურიძის მიმართ არსებობდა
ინფორმაცია,
რომ
ქ.თბილისში
მოქმედებდა
კარგად
ორგანიზებული
დანაშაულებრივი
ჯგუფი,
რომლებიც
წლების
განმავლობაში
ეწეოდნენ
მოქალაქეებისაგან
თანხების
გამოძალვასა
და
ყაჩაღურ
თავდასხმებს.
ზ.ვაზაგაშვილის
მიმართ
არაერთხელ
ჰქონდა
ადგილი
დაინტერესებას
784
დანართი # 3 პოლიცია
სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. აღძრული იყო არაერთი საქმე, სადაც
არსებობდა ეჭვი იმის შესახებ, რომ აღნიშნულ პიროვნებას ჩადენილი ჰქონდა
მკვლელობები და ყაჩაღური თავდასხმები. იგი კრიმინალურ სამყაროში
სარგებლობდა ავტორიტეტით. ბ.ფუთურიძეზეც არსებობდა ეჭვი, რომ იგი
ღებულობდა მონაწილეობას დედაქალაქში მომხდარ ყაჩაღურ თავდასხმებში.)
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლის 2006 წლის 23 მაისის ოპერატიულ-სამძებრო საქმიაობის
განხორციელების შესახებ ბრძანების თანახმად საქართველოს შს სამინისტროს
კრიმინალური
პოლიციის
დეპარტამენტის
თანამშრომლების
მიერ
განხორციელებული ფარული მიყურადება-ჩაწერის კრებსები და CD სისხლის
სამართლის #09060094 საქმის მასალებში არ მოიპოვება. საქმეში არ არის ასევე ოქმი
აღნიშნულ ტელეფონის ნომრებზე განხორციელებული სატელეფონო საუბრების
ფარული მოყურადება-ჩაწერის შედეგად მიღებული მონაცემებისა და ინფორმაციის
განადგურების შესახებ.
სისხლის სამართლის #09060094 საქმეში ასევე არ მოიპოვება რაიმე დოკუმენტი,
რომელიც დაადასტურებდა დავით და გიორგი ბერბერაშვილების მხილებას რაიმე
დანაშაულებრივ ქმედებაში ზ.ვაზაგაშვილთან, ა.ხუბულოვთან, ბ.ფუთურიძესთან ან
ვინმე ,,ედოსთან” ერთად. წინასწარ გამოძიებას არც კი უცდია მოეპოვებინა ასეთი
მტკიცებულება.
სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის #402 დასკვნით არ არის გაცემული პასუხი
კითხვაზე, თუ ზემოაღნიშნული დაზიანებების მიყენებიდან რა დროის გასვლის
შემდეგ დადგებოდა ზ.ვაზაგაშვილის სიკვდილი, შეძლებდა თუ არა აღნიშნული
დაზიანებებიდან თუნდაც ერთ-ერთი მათგანის მიღების შემდეგ ზ.ვაზაგაშვილი
ავტომანქანის მართვას. დადებით შემთხვევაში, რა დროის მანძილზე. ასევე
საინტერესოა, ზ.ვაზაგაშვილის გვამზე არსებული დაზიანებებიდან ყველა მათგანი
სიცოცხლისდროინდელია თუ არა, მათ შორის ის დაზიანებებიც, რომლების
მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად. აღნიშნული
გაცემის
მოთხოვნით
წინასწარ
გამოძიებას
კითხვებისათვის
პასუხის
ექსპერტიზისათვის არ მიუმართავს.
საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები
ჩვენებებში აღნიშნავენ, რომ ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის
განათების ბოძზე შეჯახებისთანავე შეწყდა მათ მიერ სროლა. ისინი ასევე აჩვენებენ
წინასწარ
გამოძიებას,
რომ
ბოძზე
შეჯახების
შემდეგ
ზ.ვაზაგაშვილის
ავტომანქანიდან ისმოდა სროლისმაგვარი ხმა. თუმცა საინტერესოა, თუ რა მიზეზით
შეწყდა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი
ავტომანქანის მიმართულებით სროლა აღნიშნული ავტომანქანის ბოძზე შეჯახების
შემდეგ, თუ აღნიშნული ავტომანქანის მხრიდან კვლავ ისმოდა სროლისმაგვარი ხმა
და კვლავ არსებობდა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი
პოლიციელებისა და სხვა ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის
ზიანის მიყენების იმწუთიერი რეალური საფრთხე ბოროტმოქმედთა მიერ
შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის შედეგად.
785
დანართი # 3 პოლიცია
2006 წლის 26 ივნისის #6-19/ბ, 7-19/ტრ ექსპერტის დასკვნის ფორმულირებიდან
გამომდინარე, სადაც აღნიშნულია, რომ ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანის სახ.#ADE-372
წინა საქარე მინაზე არსებული დაზიანება მიყენებულია მარჯვნიდან მარცხნივ 15-20
გრადუსიანი კუთხით, თითქმის ჰორიზონტალურად ,,BMW”-ს მარკის სახ.#IOI-823
ავტომანქანიდან, უკანა საქარე მინის მარცხენა ზედა კუთხიდან გამომავალი ჭურვის
მოქმედების შედეგად. გასროლა სავარაუდოდ ნაწარმოებია #IOI-823 ავტომანქანის
სალონის უკანა მხრიდან.“ ექსპერტიზამ კატეგორიულად არ გამორიცხა, რომ ,,BMW"ს მარკის ავტომანქანის სახელმწიფო #ADE-372 წინა საქარე მინაზე არსებული
დაზიანება მიყენებული ყოფილიყო არა ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი
,,BMW"-ს მარკის ავტომანქანიდან სახ.# IOI-823 გასროლილი ჭურვის ზემოქმედებით,
არამედ სხვა პირის მერ გასროლილი ჭურვის ზემოქმედებითაც. სხვა პირის მიერ
გასროლილი ჭურვის ზემოქმედების შედეგად ავტომანქანის ,,BMW" სახ.#ADE-372
წინა საქარე მინაზე არსებული დაზიანების განვითარების შესაძლებლობით
წინასწარი გამოძიება არ დაინტერესებულა და არც კი უცდია თავად პოლიციისა და
სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელთა ადგილმდებარეობიდან გასროლილი
ჭურვების მოძრაობის ტრაექტორია დაედგინა და დაენიშნა შესაბამისი
ტრასოლოგიური ექსპერტიზა.
2006 წლის 03 ივნისს ეჭვმიტანილის სახით დაკითხვისას ე.სინდოიანმა აჩვენა, რომ
მისთვის უცნობია, თუ სად მიდიოდა ა.ხუბულოვი მისთვის უცნობ პირებთან ერთად
2006 წლის 02 მაისს დილით, როდესაც საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური
პოლიციის თანამშრომელთა მიერ თბილისში კორტების მიმდებარე ტგერიტორიაზე
ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად იქნა მოკლული ზ.ვაზაგაშვილთან ერთად.
თუმცა, სასამართლო განხილვისას მიცემულ აღიარებით ჩვენებაში ე.სინდოიანმა
აჩვენა, რომ იგი აღნიშნული დანაშაულებრივი ჯგუფიდან არ იცნობდა მხოლოდ
ბ.ფუთურიძეს, ხოლო რაც შეეხება ზ.ვაზაგაშვილს, იგი მას იცნობდა და, მათ მიერ
2006 წლის 02 მაისს დაგეგმილი ყაჩაღური თავდასხმის მომზადებისას სწორედ
ზ.ვაზაგაშვილის კუთვნილი ავტომანქანის საჭესთან დაჯდა, როდესაც მათ
,,დაზვერეს" დანაშაულის ჩადენის ადგილიდან წამოსასვლელი მარშრუტი.
2006 წლის 03 ივნისის დადგენილებით ე.სინდოიანი მიცემულ იქნა ბრალდებულის
სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სსკ-ის 18-179-ე მუხლის
მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით.
ამავე დადგენილების თანახმად, ე.სინდოიანის მიერ ჩადენილი ინკრიმინირებული
დანაშაული დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:
სატელეფონო საუბრების ფარული მოსმენა–მიყურადებით, ე.სინდოიანის საუბრის
ფარული ჩანაწერით, ეჭვმიტანილის დაკითხვის ოქმით და საქმეზე შეკრებილი
მტკიცებულებების ერთობლიობით.
საინტერესოა,
კონკრეტულად
რა
გარემოებას
ამტკიცებდა
ე.სინდოიანის
ეჭვმიტანილის სახით დაკითხვის ოქმი, გარდა იმისა, რომ იგი რამოდენიმეჯერ
დაუკავშირდა ა.ხუბულოვს მობილური ტელეფონის საშუალებით და 2006 წლის 02
მაისს დილის საათებში უნდა შეხვედროდა მას მეტროსადრურ ,,სამგორის"
786
დანართი # 3 პოლიცია
მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა არა დანაშაულის ჩადენის მიზნით. ეჭვმიტანილის
სახით
დაკითხვისას
ე.სინდოიანს
წინასწარი
გამოძიებისათვის
რაიმე
დანაშაულებრივი ქმედების დამადასტურებელი გარემოოება არ უცნობებია.
ე.სინდოიანის
ბრალდებულის
სახით
პასუხისგებაში
მიცემის
შესახებ
დადგენილებიდან არ ჩანს, თუ სად უნდა შეხვედროდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის
წევრები ზ.ვაზაგაშვილი, ა.ხუბულოვი და ბ.ფუთურიძე დანაშაულებრივი ჯგუფის
დაუდგენელ წევრს. სისხლის სამართლის საქმის მასალების თანახმად,
ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა მოძრაობდა ბარათაშვილის ხიდის
მართულებით, ოპერატიული ინფორმაციის თანახმად ისინი მიემართებოდნენ
მეტროსადგურ ,,სამგორის“ მიმართულებით, სადაც უნდა შეხვედროდნენ
ე.სინდოიანს. სისხლის სამართლის საქმის მასალების თანახმად, მეტროსადგურ
,,სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საბაგიროსთან ე.სინდოიანი ზ.ვაზაგაშვილს,
ა.ხუბულოვსა და ბ.ფუთურიძეს ელოდებოდა მარტო და მასთან ვინმე სხვა პირის
ყოფნა არ დასტურდება არც სისხლის სამართლის საქმის მასალებით და არც
საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლების მიერ შედგენილი დოკუმენტაციით ოპერატიული ინფორმაციის
შესახებ.
გარდა ამისა, აღნიშნულ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ
შეპყრობისათვის
აუცილებელი საპასუხო სროლის შედეგად მოკლულ იქნენ ზ.ვაზაგაშვილი და
ა.ხუბულოვი, ხოლო ბ.ფუთურიძემ მიიღო სხეულის დაზიანება. სისხლის
სამართლის #74068175 საქმეზე საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომელების
მიერ დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობის
ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 114-ე მუხლით,
წინასწარი გამოძიება საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“
ქვეპუნქტის
თანახმად,
ვინაიდან
პოლიციელთა
ქმედება
არ
არის
მართლსაწინააღმდეგო, შეწყდა 2007 წლის 20 აპრილს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ე.სინდოიანის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში
მიცემის შესახებ 2006 წლის 26 ივლისის დადგენილებაში უკვე დადგენილად
ითვლება, რომ ზ.ვაზაგაშვილი და ა.ხუბულოვი მოკლულ იქნენ, ხოლო
ბ.ფუთურიძემ სხეულის დაზიანება მიიღო შეპყრობისათვის აუცილებელი საპასუხო
სროლის შედეგად, მაშინ, როდესაც სისხლის სამართლის #74068175 საქმეზე
საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომელების მიერ დამნაშავის შეპყრობისათვის
აუცილებელი
ზომის
გადაცილებით
მკვლელობის
ფაქტზე,
დანაშაული
გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 114-ე მუხლით, წინასწარი გამოძიება ჯერ
კიდევ მიმდინარეობს და მასზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
სისხლის სამართლის #09060094 საქმეში არსებული სისხლისსამართლებრივი დევნის
დაწყების აღრიცხვის ბარათის (ფორმა #3) თანახმად, ბრალდებულ ედუარდ
სინდოიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2006 წლის 03 ივნისს.
ამავე ბარათის თანახმად, აღნიშნული სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების
აღრიცხვის ბარათი (ფორმა #3) გამომძიებლისა და პროკურორის მიერ შედგენილ
იქნა 2006 წლის 26 ივლისს. ამავე ბარათის სტანდარტული ფორმის თანახმად,
787
დანართი # 3 პოლიცია
აღნიშნული ბარათი ,,დაუყოვნებლივ ივსება სისხლისსამართლებრივი დევნის
დაწყებისთანავე და 72 საათის განმავლობაში იგზავნება ინფორმაციული
უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოში“. აღნიშნული 72 საათიანი ვადა
დარღვეულ იქნა როგორც წინასწარ გამოძიების, ასევე პროკურორის მიერ.
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების აღრიცხვის ბარათი (ფორმა #3) ედუარდ
სინდოიანის მიმართ შეივსო მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის
დაწყებიდან (2006 წლის 03 ივნისიდან) თითქმის ორი თვის გასვლის შემდეგ (2006
წლის 26 ივლისს).
დაზარალებულის სახით დაკითხვისას გ.დარჯანიამ, რომელიც 2006 წლის 02 მაისის
სპეცოპერაციის დროს მართავდა ავტომანქანა ,,BMW”-ს სახელმწიფო #ADE-327,
აღნიშნა, რომ იგი დააბნია ავტომანქანა ,,BMW”-ს სახელმწიფო #IOI-823 –დან მისი
მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის მიმართულებით განხორციელებულმა გასროლამ,
თუმცა გაურკვეველია, რამ გამოიწვია მისი დაბნეულობა, როდესაც მან იცოდა, რომ
მონაწილეობას ღებულობდა ორგანიზებული შეიარაღებული ჯგუფის თვალთვალის,
მათ მიერ დაგეგმილი დანაშაულის – შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმა
ჯგუფურად - თავიდან აცილებისა და დანაშაულებრივი ჯგუფის დაკავების
ოპერაციაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისთვის არც დანაშაულებრივი ჯგუფის
წევრების მიერ მისი ან სხვა პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით
განხორციელებული გასროლა უნდა ყოფილიყო მოულოდნელი. მითუმეტეს,
როდესაც, როგორც თავად აღნიშნავს, იგი მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით,
იმ მიზნით, რომ თვალთვალის ობიექტი მხედველობის არიდან არ დაეკარგა,
გადავიდა გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეს, მიუახლოვდა საცობში
გაჩერებულ ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას მარცხენა მხრიდან და
თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა გააჩერა ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ
მყოფი ავტომანქანისაგან 5-10 მეტრის დაშორებით სავალი გზის საპირისპირო
მხარეს.
გ.დარჯანია ასევე აღნიშნავს, რომ პირველი გასროლის შემდეგ იგი აღარ გადასულა
ავტომანქანიდან, ვინაიდან იყო საკმაოდ დაბნეული. თუმცა, ხელმძღვანელობისაგან
ხელის რადიოსადგურის მეშვეობით მიღებული ჰქონდა ბოროტმოქმედთა დაკავების
ბრძანება.
დაზარალებულის სახით დაკითხვისას გ.დარჯანიამ წინასწარ გამოძიებას ასევე
უჩვენა, რომ მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის დათვალიერებისას ნატყვიარის
მხარის ნახვის შემდეგ დარწმუნდა, რომ გასროლა განხორციელებული იყო
ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანიდან მისი მიმართულებით. თუმცა
აღსანიშნავია, რომ დაზარალებული გ.დარჯანია არის საქართველოს შს სამინისტროს
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი და მისთვის, მისი
სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ცნობილია რომ საგანი, რომლის
ზემოქმედებითაც მიყენებულია ესა თუ ის დაზიანება და დაზიანების გამომწვევი
საგნის მოძრაობის ტრაექტორია, დგინდება ტრასოლოგიური ექსპერტიზით. ასევე
საინტერესოა, მის მიერ წინასწარი გამოძიებისას მიცემულ ჩვენებაში აღნიშნულ
,,ავტომანქანის დათვალიერებაში” რას გულისხმობდა იგი – დათვალიერებას,
როგორც საგამოძიებო მოქმედებას, თუ აღნიშნულში იგულისხმა მხოლოდ მის მიერ
788
დანართი # 3 პოლიცია
ავტომანქანის ,,BMW”-ს სახელმწიფო #ADE-327 დათვალიერება, რომელიც არ
წარმოადგენდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით
გათვალიწინებულ საგამოძიებო მოქმედებას – დათვალიერებას. დაზარალებულ
გ.დარჯანიას აღნიშნული არ დაუკონკრეტებია. ამით არც წინასწარი გამოძიება
დაინტერესებულა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სსსკ-ის 105 მუხლის
პირველი ნაწილის თანახმად, ,,...გამომძიებელი... მონაწილეობას ვერ მიიღებს
სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში, თუ:... გ)იგი მონაწილეობს ან წინათ
მონაწილეობდა იმავე საქმეში როგორც... დაზარალებული...”
ასევე საინტერესოა, თუ რატომ მოხდა გ.დარჯანიას ცნობა დაზარალებულად 2006
წლის 28 ივნისს, მაშინ, როდესაც მის მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების
ფაქტობრივი გარემოებები ცნობილი იყო უკვე 2006 წლის 02 მაისს.
ასევე საინტერესოა, თუ რატომ ჩათვალა პროკურატურამ ბ.ფუთურიძის აღიარებითი
ჩვენება, რომლიც მან მისცა თბილისის საქალაქო სასამართლოს, სადაც განსასჯელი
ბ.ფუთურიძე აღნიშნავს, რომ მას შეჯახების შემდეგ არაფერი ახსოვს, მაშინ, როდესაც
დაზარალებულის სახით დაკითხული საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური
პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გიორგი დარჯანია აჩვენებს, რომ
როდესაც ავტომანქანიდან გადმოიყვანეს ბ.ფუთურიძე, იგი პასუხობდა კითხვებს და
ახდენდა საკმაოდ ადეკვატურ რეაგირებას.
2006 წლის 02 მაისის შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის
უფროსი გამომძიებლის შ.ნიქაბაძის დადგენილების თანახმად, სისხლის სამართლის
#09060094 საქმეზე ზ.ვაზაგაშვილის, ა.ხუბულოვისა და ბ.ფუთურიძის მიმართ
ქიმიური
ექსპერტიზის
წინაშე
გადასაწყვეტად
დასმული
კითხვების
ფორმულირებით, წინასწარი გამოძიება დარწმუნებულია, რომ ზ.ვაზაგაშვილის,
ა.ხუბულოვისა და ბ.ფუთურიძის ამოღებულ ტანსაცმელზე მეტალიზაციის კვალის
აღმოჩენის შემთხვევაში, იგი დატოვებული იქნება ექსპერტიზისათვის წარდგენილი
ერთ-ერთი იარაღისგან. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ექსპერტიზისათვის,
მიუხედავად იმისა, რომ გადასაწყვეტად დაუსვა საკითხი, წარდგენილი
იარაღებიდან რომელი მათგანისათვის დამახასიათებელი ტანასაცმელზე არსებული
მეტალიზაციის კვალი ასეთის არსებობის შემთხვევაში, წინასწარ გამოძიებას არ
წარუდგენია ცეცხლსასროლი იარაღი.
საქართველოს
შს
სამინისტროს
სპეციალურ
დავალებათა
სამსახურის
თანამშრომელმა ,,თ.ფხაკაძემ“ მოწმის სახით დაკითხვისას აჩვენა, რომ როდესაც იგი
მიუახლოვდა ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეს მყოფ ავტომანქანას, მას ზურგს უკან
დამალული ჰქონდა პისტოლეტი, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია პისტოლეტი
საბრძოლო მდგომარეობაში იყო თუ განმუხტული, ტანსაცმლით ჰქონდა დაფარული,
თუ შესაძლებელი იყო ,,BMW“-მარკის ავტომანქანაში სახელმწიფო #IOI-823 მჯდომ
პირებს დაენახათ მის ზურგს უკან დამალული პისტოლეტი, ასევე არ
დაუკონკრეტებია მას, თუ რამდენი ვაზნა მიყო მისი პისტოლეტის მჭიდში და
ჰქონდა თუ არა დამატებითი მჭიდი. აღნიშნული კითხვები მისთვის წინასწარ
გამოძიებას არ დაუსვამს. ასევე გაურკვეველია, თუ როგორ გაიგო ,,თენგიზ ფხაკაძემ“,
რომელიც გადასული იყო ავტომანქანიდან და იმყოფებოდა სათვალთვალო
789
დანართი # 3 პოლიცია
ობიექტთან მასში მყოფი პირების ზუსტი ოდენობის დადგენის მიზნით,
ბოროტმოქმედთა დაკავების შესახებ ბრძანება, ჰქონდა თუ არა მას ხელის
რადიოსადგური. ასეთ შემთხვევაში, დამალული ჰქონდა თუ არა ის და შეიძლებოდა
თუ არა დაკავების ბრძანება გაეგონათ ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ პირებსაც.
გარდა
ზემოაღნიშნულისა,
სისხლის
სამართლის
#09060094
საქმიდან
ზ.ვაზაგაშვილის, ა.ხუბულოვის, ბ.ფუთურიძისა და ე.სინდოიანის მიმართ არ
გამოყოფილა სისხლის სამართლის საქმე დაუდგენელი პირის მიმართ
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო გასაღების ფაქტზე,
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა), საბრძოლო
მასალის.... მართლსაწინააღმდეგო ...გასაღება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით
ხუთიდან რვა წლამდე (2006 წლის 28 ივლისს მოქმედი რედაქციით, მაშინ როდესაც
საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის #09060094
საქმიდან ზ.ვაზაგაშვილის, ა.ხუბულოვის, ბ.ფუთურიძისა და ე.სინდოიანის მიმართ,
მოხდა სისხლის სამართლის საქმის გამოყოფა დაუდგენელი პირის მიმართ
ყაჩაღობის მომზადების ფაქტზე). აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის
გამოყოფა სავალდებულო იყო, ვინაიდან, როგორც სისხლის სამართლის #09060094
საქმის მასალებით დადგენილი იყო, 2006 წლის 02 მაისს დანაშაულებრივი ჯგუფის
წევრებს ზ.ვაზაგაშვილს, ა.ხუბულოვსა და ბ.ფუთურიძეს თან ჰქონდათ ოთხი
ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი. აღნიშნულ ფაქტზე სისხლს სამართლის საქმის
ცალკე წარმოებად გამოყოფით წინასწარ გამოძიებას უნდა დაედგინა 2006 წლის 02
მაისს ზ.ვაზაგაშვილის, ა.ხუბულოვისა და ბ.ფუთურიძის მიერ ვისგან და როდის
მოხდა მათ ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის
შეძენა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან
ამოღებულ იქნა არაერთი მასრა, ასევე 2006 წლის 20 ივნისის #6/4-102/ბ დასკვნის
თანახმად, ამოღებული მასრები გასროლილი იყო როგორც ,,მაკაროვის“ სისტემის,
ასევე უცხოური წარმოების პისტოლეტებიდან და ზოგი მათგანი ვარგისი იყო
იდენტიფიკაციისათვის. ექსპერტიზის შედეგად ასევე დადგინდა, რომ რამდენიმე
მასრა გასროლილი იყო ერთი და იმავე პისტოლეტიდან. თუმცა სისხლის სამართლის
#09060094 საქმეზე წინასწარ გამოძიებას შემდეგ არ დაუდგენია, თუ შემთხვევის
ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ტყვიის მასრები ვის მფლობელობაში
არსებული იარაღიდანაა გასროლილი. ასევე დაუდგენელი დარჩა პისტოლეტებიდან
გასროლილი მასრები გასროლილი იყო ზ.ვაზაგაშვილის, ა.ხუბულოვისა და
ბ.ფუთურიძისგან ამოღებული იარაღიდან თუ პოლიციის თანამშრომელთა
სამსახურებრივი იარაღიდან. ასევე დაუდგენელია, უცხოური წარმოების
იარაღისთვის განკუთვნილი ,,პარაბელუმის“ ვაზნის შემადგენელი ნაწილები,
რომლებიც ვარგისი იყო იდენტიფიკაციისათვის, რომელი და ვის მფლობელობაში
ასრსებული იარაღიდან იყო გასროლილი. რადგანაც უცხოური წარმოების
ცეცხლსასროლი
იარაღი
ჰქონდათ
როგორც
ბოროტმოქმედებს,
ასევე
პოლიციელებსაც.
790
დანართი # 3 პოლიცია
2006 წლის 15 ივნისის #10/7/6/1-101/ბ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად,
ბალისტიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის წინაშე გადასაწყვეტად დასმული
იყო შემდეგი კითხვა: წარმოდგენილ შავი ფერის ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანა
სახ.#IOI-823 რა სახის დაზიანებები აღენიშნება და რითია თითოეული მიყენებული.
იმ შემთხვევაში, თუ მანქანაზე მიყენებულია ცეცხლსასროლი დაზიანებები,
განესაზღვროს თითოეული დაზიანების მიყენების მიმართულება და სროლი
ტრაექტორია, ასევე თუ რა მანძილიდან და რა კალიბრის ტყვიის ზემოქმედებით
არის თითოეული განვითარებული. მიუხედავად ამისა, ექსპერტიზის დასკვნითი
ნაწილი ეხება მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვების შედეგად
მიყენებულ დაზიანებებს და არაფერია ნათქვამი გარე განათების ბოძზე შეჯახების
შედეგად შავი ფერის ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანა სახ.#IOI-823 არსებულ
დაზიანებებზე. ასევე გაურკვეველია, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი
ჭურვების შედეგად მიყენებული დაზიანებების გარდა აღენიშნებოდა თუ არა სხვა
დაზიანება ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანა სახ.#IOI-823. აღნიშნულ საკითხზე
ექსპერტის დასკვნის არსებობის შემთხვევაში შესაძლოა გარკვეულიყო, მანევრირების
დროს, როდესაც აღნიშნული ავტომანქანით ზ.ვაზაგაშვილი ახდენდა მანევრირებას
და ცდილობდა გასცლოდა პოლიციას, მოხდა თუ არა შეჯახება ,,BMW”-ს მარკის
ავტომანქანასა სახ.#IOI-823 და შუქნიშნის წითელ შუქზე საცობში გაჩერებულ სხვა
ავტომანქანებს შორის. ხოლო თუ ასეთს ადგილი არ ჰქონია, საინტერესოა, თუ
როგორ შეძლო ზ.ვაზაგაშვილმა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით
მანევრირება, დიდი სისწრაფით მისი სავალი ნაწილიდან გადასვლა გზის
მოპირდაპირე სავალ ნაწილზე, რა დროსაც ახორციელებდა გასროლებს მის ხელთ
არსებული ,,CZ“-ს სისტემის პისტოლეტიდან
პოლიციის თანამშრომელთა
მიმართულებით, ისე, რომ არ შეეჯახა საცობში მისი ავტომანქანის სიახლოვეს მდგარ
სხვა ავტომანქანებს, თუმცა მანევრირებისას იგი შეეჯახა საქართველოს შს
სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელ ლ.ბეროძეს.
სისხლის სამართლის #09060094 საქმეზე წინასწარ გამოძიებას ასევე არ დაუკითხავს
2006 წლის 02 მაისს დაახლოებით 09:45 საათზე თბილისში, კორტების მიმდებარე
ტერიტორიაზე საცობში გაჩერებული ავტომანქანების მძღოლები მათ მიერ საქმის
ირგვლივ ცნობილი გარემოებების შესახებ და დაკმაყოფილდა მხოლოდ ოპერატიულ
სამძებრო ღონისძიებასა და
სპეცოპერაციაში მონაწილე საქართველოს შს
სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და სპეციალურ
დავალებათა სამმართველოს თანამშრომელთა დაკითხვით, რომელთა მიერაც
უშუალოდ მოხდა ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიების დაგეგმვა და სპეცოპერაციის
ჩატარება კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე.
გარდა ამისა, წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის #09060094 საქმეზე
ბ.ფუთურიძის, ზ.ვაზაგაშვილის, ა.ხუბულოვისა და ე.სინდოიანის მიმართ აწარმოა
საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა.
საინტერესოა, თუ რა მიზნითა და საფუძვლით აწარმოა წინასწარი გამოძიება თავად
საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, მაშინ,
როდესაც, როგორც წესი, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებულ
დანაშაულს იძიებს საქართველოს შს სამინისტროს ადგილობრივი ტერიტორიული
ორგანო, ხოლო ქ.თბილისის ტერიტორიაზე ჩადენილ საქართველოს სსკ-ის 109-ე
791
დანართი # 3 პოლიცია
მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ასევე
სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველო.
იძიებს
საქართველოს
შს
საქართველოს
სსსკ-ის
679¹-ე
მუხლის
მე-6
ნაწილის
თანახმად,
,,ბრალდებულისათვის (განსასჯელისათვის) სასჯელის შემცირების ან ბრალდების
შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას
პროკურორი
უნდა
ითვალისწინებდეს
საჯარო
ინტერესს,
ჩადენილი
დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმეს და ქმედების
მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის ხარისხს.“
სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სასამართლო სხდომის
მასალებითა და განაჩენით გაურკვეველია, თუ რა საჯარო ინტერესი გაითვალისწინა
პროკურორმა განსასჯელ ბონდო ფუთურიძესთან საპროცესო შეთანხმების
გაფორმებისას სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობის
დროს, მაშინ, როცა სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიება
დამთავრებულია, საქმე საბრალდებო დასკვნით არსებითად განსახილველად
წარმართულია სასამართლოში, ბ.ფუთურიძის მიერ მის მიმართ შერაცხული
ბრალდება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18-179-ე მუხლის
მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობის, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი
ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის
სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი
ძალადობის მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით
მომზადება), 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის,
საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ცეცხლსასროლი იარაღის,
საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება), 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით
(პილიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის
დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით,
ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 19-109-ე მუხლის
,,ა“, ,,გ“, ,,ზ“, და ,,თ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან მეტი
პირის, მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ისეთი
საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და
ჯანმრთელობას, ჯგუფურად), დადასტურებულია არაერთი მტკიცებულებით და
პროკურორმა საპროცესო შეთანხმებით განსასჯელ ბ.ფუთურიძეს მოუხსნა
საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის ,,ა“, ,,გ“, ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული დანაშაული, მიუხედავად იმისა, რომ განსასჯელმა
ბ.ფუთურიძემ, სასამართლოს შეკითხვაზე, ცნობს თუ არა იგი თავს დამნაშავედ და
თუ ცნობს, რაში, უპასუხა, რომ ბრალდების არსი მისთვის გასაგებია, წარდგენილ
ბრალდებაში თავს მთლიანად ცნობს დამნაშავედ. სასამართლო გამოძიების
მიმდინარეობისას
სასამართლოსთვის
მიცემულ
ჩვენებაში,
ბ.ფუთურიძემ
ნებაყოფლობით აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, თუმცა მისი
სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებიდან გამომდინარე, მისი ჩვენება გავლენას ვერ
მოახდენდა სხვა სავარაუდო დანაშაულთა გახსნაზე და შესაბამის პირთა
პასუხისმგებლობაზე (განსასჯელ ბ.ფუთურიძის ჩვენება ვერ შეუწყობდა ხელს
ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო
#IOI-823-ის გამოყენებით სავარაუდო სხვა დანაშაულთა გახსნას, ასევე ვერ
792
დანართი # 3 პოლიცია
შეუწყობდა ხელს წინასწარ გამოძიებას იმ პირის/პირთა დადგენაში, რომელმაც
მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა ცეცხლსასროლი იარაღი ზ.ვაზაგაშვილზე,
ა.ხუბულოვზე და ბ.ფუთურიძეზე, ასევე ვერ შეუწყობდა ხელს ბ.ფუთურიძის ჩვენება
იმ დაუდგენელი პირის ვინაობის დადგენა, ვისაც მონაწილეობა უნდა მიეღო
ა.ხუბულოვის,
ზ.ვაზაგაშვილის,
ბ.ფუთურიძისა
და
ე.სინდოიანის
მიერ
განხორციელებულ ა.მამედოვის ბინაზე ყაჩაღურ თავდასხმაში).
სასამართლოსათვის ბ.ფუთურიძის მიერ მიცემული ჩვენებით აღნიშნული
გარემოებების დადგენა ვერ მოხერხდებოდა. არც სახელმწიფო ბრალმდებლები
დაინტერესებულან, საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე გაერკვიათ განსასჯელი
ბ.ფუთურიძისაგან:
1.თუ რა მისამართზე მდებარეობდა და ვისი საკუთრება იყო ბინა, რომლის
დაყაჩაღებასაც ისინი აპირებდნენ?
2.რა იცოდნენ ბინის მფლობელების შესახებ და საიდან მიიღეს ორგანიზებული
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა აღნიშნული ინფორმაცია?
3.იცოდა თუ არა, რა თანხა და სხვა ნივთები იყო აღნიშნულ ბინაში (დიდი
ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ყაჩაღობის ჩადენა გავლენას ახდენს
ქმედების კვალიფიკაციაზე)?
4.თუ ჰქონდა რაიმე ინფორმაცია, თანხის რაოდენობის შესახებ, ვისგან ჰქონდა
აღნიშნული ინფორმაცია?
5.იცის თუ არა რაიმე გამოძიებით დაუდგენელი მეხუთე პიროვნების შესახებ და თუ
იცის, კერძოდ რა - ვინ არის იგი?
6.სად, ვისგან და როდის შეიძინეს იარაღი?
7.პირადად მან შეიძინა თუ არა იარაღი თუ ა.ხუბულოვმა და/ან ზ.ვაზაგაშვილმა
გადასცეს მას იარაღი?
8.თუ მან პირადად შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი, ვისგან შეიძინა და როდის?
9.მიუხედავად იმისა, რომ ამოღებული იყო ოთხი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი,
ბ.ფუთურიძემ თავდაპირველად აღნიშნა, რომ ყაჩაღობის განსახორციელებლად მათ
შეიძინეს იარაღი ერთი ,,ჩეზე“, ერთი ,,ვალტერი“ და ერთი ,,მაკაროვი“, ხოლო
შემდეგ კი აღნიშნა, რომ მაკაროვი ჰქონდა მას და ა.ხუბულოვს, მის ჩვენებაში
არსებული ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებების დაზუსტება სახელმწიფო
ბრალმდებლებს არ უცდიათ.
10.ზუსტად როდის დაინახა პირველად პოლიციელი კორტების მიმდებარე
ტერიტორიზე?
11.სად იდგა ეს პოლიციელი?
12.პირველად მანქანა დაინახა თუ პოლიციელი?
13.თუ სამოქალაქო ფორმაში იყო ეს პოლიციელი, ეჭირა თუ არა მას იარაღი
(სავარაუდოდ სამოქალაქო ტანსაცმელში იყო, რადგან ბ.ფუთურიძე აღნიშნავს, რომ
,,მიხვდა, რომ პოლიციელი იყო“.)?
14.დაინახა თუ არა ვინმე პოლიციის ფორმაში?
15.თუ დაინახა როდის - პირველად, სანამ გაისროდა თუ შემდეგ?
16.სად იდგა ფორმიანი პოლიციელი?
17.გაისროლა თუ არა ფორმიანი პოლიციელის მიმართულებით?
793
დანართი # 3 პოლიცია
18.ვინ მოსთხოვა მათ მანქანიდან გადმოსვლა - ფორმიანმა პოლიციელმა, თუ სხვა
პირმა და შეამჩნია თუ არა მასზე ცეცხლსასროლი იარაღი ან/და ხელის
რადიოსადგური?
19.რა დრო გავიდა მისი გასროლიდან მანქანის დაძვრამდე და რა დროს შემდეგ
შეეჯახა მანქანა რაღაცას (რომ დადგენილიყო, ზუსტად როდის ისროლა
ზ.ვაზაგაშვილმა, რომელიც მართავდა მანქანას)?
20.რა მიმართულებით ისროლა, ითვალისწინებდა თუ არა, რომ მისი გასროლილი
ტყვია მოხვედროდა მანქანას ან ვინმეს, დაუმიზნა თუ არა იმ მანქანას, რომელიც
პოლიციის ეგონა, რა მიზნით ისროლა?
21.როგორი მდებარეობა ჰქონდა მანქანას, რომელიც მას პოლიციის ეგონა, მათ
მანქანასთან მიმართებაში?
22.რა მიზნით გაიარეს ვეძისის ქუჩაზე?
23.მისი აზრით, რამდენი პოლიციის თანამშრომელი შეიძლებოდა ყოფილიყო. თუ
ბევრი იყო, როგორ აპირებდნენ გაქცევას?
24.ყაჩაღური თავდასხმის დროს სახე უნდა დაემალათ თუ არა, დადებით
შემთხვევაში რით? (ავტომანქანიდან ნიღბები ამოღებული არ ყოფილა, თუმცა
საქართველოს შს სამინისტროს მიერ ტელევიზიით გავრცელებული იყო ინფორმაცია,
რომ სპეცოპერაციის შედეგად ამოღებულ იქნა ნიღბები).
25.რა მიზნით ჰქონდათ მანქანაში ძაღლის დასაძინებელი წამალი?
26.რატომ ჰქონდა მას დამატებითი მჭიდი ვაზნებით, რომელიც ამოღებულ იქნა მისი
ტანსაცმლიდან, მაშინ, როცა ა.ხუბულოვისა და ზ.ვაზაგაშვილის ტანსაცმლიდან
საბრძოლო მასალა ამოღებული ვერ იქნა?
27.ჩადენილი ჰქონდა თუ არა სხვა დანაშაული მარტოს ან სხვა პირებთან ერთად, მათ
შორის ა.ხუბულოვთან და ზ.ვაზაგაშვილთან ერთად, დადებით შემთხვევაში,
აღნიშნული მანქანით იყვნენ თუ არა (მანქანა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე
ნივთიერ მტკიცებულებადაა ცნობილი)?
28.როდის გაუხსნა საპასუხო ცეცხლი პოლიციამ მათ?
29.სად იყო მათი მანქანა მაშინ, როდესაც პოლიციამ გახსნა ცეცხლი?
30.რას აკეთებდნენ ის, ა.ხუბულოვი და ზ.ვაზაგაშვილი მას შემდეგ, რაც მათ მანქანას
პოლიციამ გაუხსნა ცეცხლი?
31.რამდენი გასროლა გაიგონა?
32.იგრძნო თუ არა რომ დაჭრილი იყო და როდის?
33.თუ იგრძნო რომ დაჭრილი იყო, სად იყო მათი მანქანა ამ დროს?
34.განახორციელა თუ არა გასროლა მას შემდეგ, რაც იგრძნო რომ დაჭრეს?
35.დაინახა თუ არა, რომ დაჭრილები იყვნენ ზ.ვაზაგაშვილი და ა.ხუბულოვი?
36.შეჯახების შედეგად დაკარგა გონება თუ ჭრილობების გამო?
37.რა მიმართულებით ისროდნენ ზ.ვაზაგაშვილი და ა.ხუბულოვი - მარცხნივ,
მარჯვნივ, ჰაერში?
38.ა.ხუბულოვი ორივე ხელით ისროდა თუ არა. დადებით შემთხვევაში, როგორ?
39.დაინახა თუ არა, რომ მათი მანქანა შეეჯახა ვინმე პიროვნებას. დადებით
შემთხვევაში პოლიციის ფორმა ეცვა მას თუ სამოქალაქო ტანსაცმელი, რა მიზეზით
მოხდა ამ პიროვნებასთან შეჯახება?
40.რა მობილური ტელეფონითა და ნომრით სარგებლობს იგი და როდიდან?
794
დანართი # 3 პოლიცია
41.ხომ არ შეუცვლია მობილური და ნომერი, დადებით შემთხვევაში, როდის, და რა
ტელეფონი და ნომერი ჰქონდა ადრე?
42.რამ გაიელვა ავტომანქანის სალონში 2006 წლის 02 მაისს.
სხდომის თავმჯდომარის შეკითხვაზე განსასჯელმა ბ.ფუთურიძემ განმარტა, რომ
პოლიციელი რომ დაინახა, იგი მანქანიდან გადმოსული იყო (რომელი
პორლიციელი- ფორმიანი თუ უფორმო?), ალბათ ზ.ვაზაგაშვილმა და ა.ხუბულოვმაც
დაინახეს. ყველანი ისროდნენ. პირველმა მან მოახდინა გასროლა, ისროლა ჰაერში.
(რატომ სცნო თავი დამნაშავედ 19-109 მუხლით თუ ჰაერში ისროდა?). შემდეგ
ზ.ვაზაგაშვილმა და ა.ხუბულოვმაც გაისროლეს. აღნიშნულით დასრულდა
განსასჯელ ბ.ფუთურიძის დაკითხვა. ბ.ფუთურიძეს წინასწარი გამოძიებისათვის
საქმის გარემოებების შესახებ ჩვენება არ მიუცია.
ასევე საინტერესოა, თუ როგორ მოახერხა ზ.ვაზაგაშვილმა გასროლა მაშინ, როცა იგი
მართავდა ავტომანქანას, ახორციელებდა მანევრირებას, ცდილობდა გასცლოდა
შემთხვევის ადგილს და მიმალვოდა პოლიციას.
ასევე, არანაირი ახალი მნიშვნელოვანი გარემოება არ აღმოჩენილა განსასჯელ
ე.სინდოიანის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით. მას შემდეგ, რაც
განსასჯელმა
ე.სინდოიანმა
სასამართლოს
მისცა
ჩვენება,
სახელმწიფო
ბრალმდებლებს განსასჯელ ე.სინდოიანის მიმართ შეკითხვა არ დაუსვამთ და არ
დაინტერესებულან, იცოდა თუ არა ე.სინდოიანმა, ვინ იყო ის მეხუთე პირი, რომლის
მიმართაც გამოყოფილი იქნა სისხლის სამართლის საქმე და სასამართლო სხდომის
დღისთვის გამოძიების მიერ დაუდგენელი იყო.
ასევე საინტერესოა, იცოდა თუ არა ე.სინდოიანმა, სად უნდა შეხვედროდნენ
ზ.ვაზაგაშვილი, ა.ხუბულოვი და ბ.ფუთურიძე დანაშაულებრივი ჯგუფის მე–5
დაუდგენელ წევრს, რომელიც შემდეგ მათთან ერთად უნდა წასულიყო საქმეზე.
ასევე არ დაინტერესებულან სახელმწიფო ბრალმდებლები, იცოდა თუ არა
ე.სინდოიანმა, თუ ვისგან და სად უნდა შეეძინა ა.ხუბულოვს იარაღი.
სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებისას ე.სინდოიანს კონკრეტულად არ
დაუსახელებია იმ ბინის მისამართი, რომელზეც ყაჩაღური თავდასხმის
განხორციელება ჰქონდათ დაგეგმილი. ასევე არ დაუსახელებია, თუ ვინ იყო
წინასწარი გამოძიებით დაუდგენელი პიროვნება, რომელსაც ზ.ვაზაგაშვილთან,
ა.ხუბულოვთან, ბ.ფუთურიძესა და მასთან ერთად უნდა მიეღო მონაწილებოდა
ყაჩაღურ თავდასხმაში, და რა იყო მისთვის ცნობილი მის შესახებ.
არც იმის შესახებ მიუცია ჩვენება სასამართლოსათვის, თუ ყაჩაღობის ჩადენის
შედეგად დაუფლებული თანხისა და ოქროს რა ნაწილი უნდა მიეღო მას და ჯგუფის
დანარჩენ წევრებს.
ასევე არ დაინტერესებულან სახელმწიფო ბრალმდებლები, ე.სინდოიანს ჩადენილი
ჰქონდა თუ არა სხვა დანაშაულები მარტოს ან სხვა პირებთან ერთად, მათ შორის
795
დანართი # 3 პოლიცია
ა.ხუბულოვთან, ზ.ვაზაგაშვილთან და ბ.ფუთურიძესთან ერთად, მიუხედავად იმისა,
რომ წინასწარი გამოძიების მიმდინარეობისას და საქართველოს შს სამინისტროს
მაღალჩინოსანთა სატელევიზიო გამოსვლებში აღნიშნულია, რომ 2006 წლის 02 მაისს
საჩოგბურთო კორტების მიმდინარე ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის
დროს ადგილზე იქნენ ლიკვიდირებული ორგანიზებული ჯგუფის წევრები, ან
იცოდა თუ არა ა.ხუბულოვის, ზ.ვაზაგაშვილის და ბ.ფუთურიძის მიერ შესაძლო
ჩადენილ დანაშაულთა შესახებ რაიმე.
სახელმწიფო ბრალმდებლები არც იმით დაინტერესებულან, რა მობილური
ტელეფონითა და ნომრით სარგებლობდა ე.სინდოიანი და როდიდან. ხომ არ
შეუცვლია მობილური და ნომერი, დადებით შემთხვევაში, როდის, და რა მობილური
ტელეფონი და ნომერი ჰქონდა ადრე ორგანიზებული ჯგუფის წევრს ე.სინდოიანს.
სხდომის თავმჯდომარის კითხვაზე განსასჯელმა ე.სინდოიანმა განმარტა, რომ
,,ტელევიზორიდან რომ გავიგე ასეთი ამბავი მოხდა, არათუ დავიმალე, ვცდილობდი
იმათ რაიონში არ გამოვჩენილიყავი, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, შარში არ მინდოდა
გარევა.“
მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, საქართველოს პროკურატურამ
მიზანშეწონილად ჩათვალა განსასჯელებთან ე.სინდოიანთან და ბ.ფუთურიძესთან
საპროცესო შეთანხმების გაფორმება და მიუხედავად იმისა, რომ ბ.ფუთურიძეს
ბრალი ედებოდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის
ჩადენაში საქართველოს სსკ-ის 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“
ქვეპუნქტებით
(ყაჩაღობის,
ე.ი.
თავდასხმა
სხვისი
მოძრავი
ნივთის
მართლსაწინააღმდეგო
მისაკუთრების
მიზნით,
ჩადენილი
ადამიანის
სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი
ძალადობის მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით
მომზადება), 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის,
საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ცეცხლსასროლი იარაღის,
საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება), 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით
(პილიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის
დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით,
ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 19-109-ე მუხლის
,,ა“, ,,გ“, ,,ზ“, და ,,თ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან მეტი
პირის, მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ისეთი
საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და
ჯანმრთელობას, ჯგუფურად), საპროცესო შეთანხმებით ბრალდებიდან ამოურიცხა
საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული და
სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, ბ.ფუთურიძეს სასჯელის საბოლოო
სახედ და ზომად განსაზღვროდა 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც
რეალურად მოსახდელად განსაზღვროდა 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა,
ხოლო დანარჩენი 06 (ექვსი) წელი ჩათვლოდა პირობით 06 (ექვსი) წლით
გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომელთა ქმედებაში რა დანაშაულის ნიშნები
იკვეთება
796
დანართი # 3 პოლიცია
ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ კ.ნიქაბაძის 2007
წლის 20 აპრილის დადგენილებით საქართველოს სსსკ–ის 28–ე მუხლის პირველი
ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეწყდა წინასწარი გამოძიება სისხლის
სამართლის #74068175 საქმეზე პოლიციის მუშაკების მიერ დამნაშავის
შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობის ფაქტზე,
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 114–ე მუხლით, ვინაიდან
პოლიციელთა ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო.
საქართველოს სსკ–ის 29-ე მუხლის თანახმად, ,,1.მართლსაწინააღმდეგოდ არ
მოქმედებს ის, ვინც ხელისუფლების ორგანოში წარსადგენად შეიპყრობს დამნაშავეს
საამისოდ აუცილებელი ზომის გადაუცილებლად.
2.დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილება ნიშნავს ამ ზომის
აშკარა შეუსაბამობას შესაპყრობი პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან
და შეპყრობის გარემოებებთან.“
,,დამნაშავის შეპყრობის მიზანს წარმოადგენს მისი ხელისუფლების ორგანოში
წარდგენა. მკვლელობა თავისთავად გამორიცხავს ამ მიზნის მიღწევას. ასეთ
შემთხვევაში მკვლელობა 114–ე მუხლით დაკვალიფიცირდება მხოლოდ
არაპირდაპირი განზრახვის არსებობისას, როდესაც დამნაშავეს არ სურდა, მაგრამ
შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა შეპყრობილისათვის სიცოცხლის
მოსპობას. თუ პირი წინააღმდეგობას არ უწევს შემპყრობს ან არ ფიქრობს მიმალვას,
მისთვის სიცოცხლის მოსპობა დაკვალიფიცირდევბა კოდექსის 108–ე ან 109–ე
მუხლებით... კოდექსის 114–ე მუხლში გათვალისწინებული დანაშაულის
ობიექტური შემადგენლობა ხასიათდება ისეთი მოქმედებით (სიცოცხლის მოსპობა),
რომელიც აშკარად არ შეესაბამება დამნაშავის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს,
საშიშროებასა და შეპყრობის გარემოებებს... მაგალითად პირი წინააღმდეგობას
უწევს შემპყრობს, მაგრამ იგი სხვა საშუალებითაც შეიძლება იყოს დაძლეული და
სხვა. ზემოაღნიშნული მკვლელობა შეიძლება ჩადენილი იქნეს განზრახვით.“
(საქართველოს სისხლის სამართლის კერძო ნაწილი წიგნი I).
2006 წლის 02 მაისს საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტისა და ამავე სამინისტროს სპეციალურ დავალებათა სამმართველოს
თანამშრომლების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ოპერატიულ–სამძებრო
ღონისძიებისა და დანაშაულებრივი ჯგუფის დაკავების სპეცოპერაციის დროს
თბილისში, კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე სამი პირისაგან შემდგარი
შეიარაღებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავებისათვის, რომელთა
მიმართაც მათი შეკრების ადგილიდან – საბურთალოს ქუჩა, ,,სახანძროების“
მიმდებარე ტერიტორია, საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ხორციელდებოდა თვალთვალი და სისხლის
სამართლის #09060094 საქმის მასალების მიხედვითაც არ არსებობდა ინფორმაცია,
რომ აღნიშნულ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები შესაძლოა შეიარაღებული
ყოფილიყვნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, საქართველოს შს
სამინისტროს სპეციალურ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელთა მიერ
გამოყენებულ იქნა რამდენიმე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. რასაც
797
დანართი # 3 პოლიცია
შედეგად მოჰყვა BMW–ს მარკის ავტომანქანაში სახელმწიფო #IOI–823 მყოფი ორი
პირის ზ.ვაზაგაშვილისა და ა.ხუბულოვის გარდაცვალება და ამავე ავტომანქანაში
მყოფი მესამე პირის ბ.ფუთურიძის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
სისხლის სამართლის #09060094 საქმის მასალებში არსებული ექსპერტიზების
დასკვნებით, BMW–ს მარკის ავტომანქანას სახელმწიფო #IOI–823 აღენიშნებოდა 75
ცეცხლსასროლი დაზიანება, საიდანაც მხოლოდ სამი მათგანი იყო გამავალი, ხოლო
დანარჩენი
72
ცეცხლსასროლი
იარაღიდან
მიყენებული
დაზიანებების
მიმართულება არის გარედან შიგნით არაახლო მანძილიდან გასროლის შედეგად.
BMW–ს მარკის ავტომანქანას სახელმწიფო #IOI–823 გარედან შიგნით შემავალი
ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი 5,45 მმ ჭურვის მოქმედების შედეგად
მიყენებული 54 დაზიანება აღენიშნებოდა როგორც უკანა და წინა მხარეს, ასევე
ძარაზე. დანარჩენი 18 დაზიანება გამოწვეული იყო ცეცხლსასროლი იარაღიდან
გასროლილი 9 მმ ჭურვის ზემოქმედებით მიმართულებით გარედან შიგნით.
ასევე, სისხლის სამართლის #09060094 საქმეში არსებული სასამართლო–სამედიცინო
ექსპერტიზების დასკვნების თანახმად, ზ.ვაზაგაშვილს, ა.ხუბულოვსა და
ბ.ფუთურიძეს აღენიშნებოდათ მრავლობითი
ცეცხლნასროლი
ჭრილობები,
მიყენებული რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვების (ტყვიების)
ზემოქმედებით და რომლებიც, იზოლირებულად აღებული ატარებენ დაზიანებათა
მძიმე ხარისხის ნიშნებს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. გარდა ამისა,
ზ.ვაზაგაშვილისა და ა.ხუბულოვის გვამებს აღენიშნებოდა რამდენიმე დაზიანება,
მიყენებული რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ტყვიის)
მოქმედებით და რომლებიც, იზოლირებულად აღებული, ატარებენ დაზიანებათა
მსუბუქი ხარისხის ნიშნებს. ზ.ვაზაგაშვილის სიკვდილის მიზეზი იყო მრავლობითი
ცეცხლნასროლი ჭრილობები თავის არეში ქალას ძვლებისა და თავის ტვინის
ნივთიერების დაზიანებით. ა.ხუბულოვის სიკვდილის მიზეზი იყო შინაგანი
ორგანოების მწვავე სისხლნაკლებობა, რომელიც განვითარდა ცეცხლნასროლი, ბრმა
ჭრილობების გამო, შემავალი მუცლის ღრუში შინაგანი ორგანოების და მსხვილი
კალიბრის სისხლძარღვების დაზიანებით.
საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ამავე
სამინისტროს სპეციალურ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლებს რაიმე
დაზიანება გამოწვეული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის შედეგად
არ მიუღიათ. სისხლის სამართლის #09060094 საქმის მასალების თანახმად, მხოლოდ
ერთი ჭურვი მოხვდა ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანას სახელმწიფო #ADE–372,
რომელშიც
საქართველოს
შს
სამინისტროს
კრიმინალური
პოლიციის
თანამშრომლების ისხდნენ, თუმცა აღნიშნულ პირთაგად არავინ დაზარალებულა და
მხოლოდ ავტომანქანის წინა საქარე მინა დაზიანდა.
სისხლის
სამართლის
#09040094
საქმის
ზემოაღნიშნული
მასალებიდან
გამომდინარე, საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტისა და ამავე სამინისტროს სპეციალურ დავალებათა სამმართველოს
მიერ სამი პირისაგან შემდგარი ოთხი ერთეული პისტოლეტით შეიარაღებული
დანაშაულებრივი ჯგუფის დაკავების დროს გამოყენებული რამდენიმე ავტომატური
798
დანართი # 3 პოლიცია
ცეცხლსასროლი იარაღი თბილისში კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე 09:45
საათზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ სხვა მოქალაქეები, როდესაც ზ.ვაზაგაშვილის
მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა გაჩერებული იყო შუქნიშნის წითელ შუქზე
საცობში და ბოროტმოქმედთა მიერ გასროლა განხორციელდა მხოლოდ მას შემდეგ,
რაც მას გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეს მარცხენა მხრიდან
დაახლოებით 5-10 მეტრში მიუახლოვდა საქართველოს შს სამინისტროს
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელის გიორგი დარჯანიას
მართვის ქვეშ მყოფი ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანა სახელმწიფო #ADE-372, ხოლო
უკანა მხრიდან ქვეითად მარჯვენა მხრიდან აუარა გვერდი საქართველოს შს
სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანმაშრომელმა
,,თენგიზ ფხაკაძემ“, რომელსაც ზურგსუკან ჰქონდა პისტოლეტი, აშკარად არ
შეესაბამებოდა შესაპყრობ პირთა მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და
შეპყრობის გარემოებებს.
ასევე, საქართველოს შს სამინისტროს სპეციალურ დავალებათა სამმართველოს
თანამშრომელთა მიერ ზ.ვაზაგაშვილის, ა.ხუბულოვისა და ბ.ფუთურიძის
დაკავების სპეცოპერაციის განხორციელებისას 2006 წლის 02 მაისს ავტომატური
ცეცხლსასროლი
იარაღის
გამოყენებისას
ნაკლებსავარაუდოა,
რომ
არ
გაეთვალისწინებინათ ზემოაღნიშნული პირების სიცოცხლის მოსპობის დიდი
ალბათობა და მხოლოდ არაპირდაპირი განზრახვით ემოქმედათ მათი სიცოცხლის
მოსპობის მიმართ.
ასევე, გაურკვეველია, თუ როდის მოხდა დანაშაულებრივი ქმედება და როდის
დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის #74068295 საქმეზე, რომელზეც,
როგორც ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ
კ.ნიქაცაძის 2007 წლის 20 აპრილის სისხლის სამართლის #74068175 საქმეზე
წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებით ირკვევა, ასევე
ნივთმტკიცებად არის ცნობილი ,,BMW“–ს მარკის ავტომანქანა სახელმწიფო #IOI–
823 სისხლის სამართლის #74068295 საქმეზე. აღნიშნული სისხლის სამართლის
საქმის ნომრის თანახმად, საქმეზე წინასწარი გამოძიება უნდა დაწყებულიყო 2006
წელს, მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის #74068175 საქმე გამოიყო სისხლის
სამართლის #09060094 საქმიდან 2006 წლის 05 მაისს. სისხლის სამართლის ამ ორი
საქმის ნომრებს შორის სხვაობა შეადგენს 120–ს. აღნიშნულიდან გამომდინარე,
სისხლის სამართლის #74068175 საქმეზე წინასწარი გამოძიება დაიწყო მას შემდეგ,
რაც ,,BMW“–ს მარკის ავტომანქანა სახელმწიფო #IOI–823 იყოფებოდა საქართველოს
შს სამინისტროს მფლობელობაში და შესაბამისად, დანაშაულებრივი ქმედება
აღნიშნული ავტომანქანის გამოყენებით ვეღარ მოხდებოდა. ხოლო სისხლის
სამართლის #74068295 საქმის სხვა სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფის
შესახებ საქართვლოს სახალხო დამცველისათვის უცნობია.
გარდა ყოველივე ზემოაღნიშნულისა, 2006 წლის 02 მაისს 14:00 საათზე
ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“–ის საინფორმაციო გამოშვება ,,კურიერის“ ეთერში
საქართვლოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა
ირაკლი ქადაგიძემ ჟურნალისტებისათვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ
შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა ,,ნიღბები“, რაც ბოროტმოქმედების მიერ
799
დანართი # 3 პოლიცია
უნდა ყოფილიყო გამოყენებული, თუმცა სისხლის სამართლის #09060094 საქმეში
არსებულ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ზ.ვაზაგაშვილის
მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანიდან ნიღბების ამოღებაზე არ არის მითითებული.
ტელეკომპანია
,,რუსთავი
2“–ის
საინფორმაციო
გამოშვება
,,კურიერის“
ჟურნალისტისათვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს შს სამინისტროს
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი
ფირცხალავა აცხადებს, რომ ,,ეს პიროვნება“ (სავარაუდოდ ბ.ფუთურიძე) ნაკლებად
მონაწილეობდა სროლაში და ამიტომ არ მოხდა მის მიმართ მიზნობრივი გასროლა
თავის ან გულის, გულმკერდის მიდამოში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გაურკვეველი დარჩა, რას გულისხმობდა საქართვლოს
შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
ირაკლი ფირცხალავა, – საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციისა
და ამავე სამინისტროს სპეციალურ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელთა
მიერ
მხოლოდ
დაჭრილი
ბ.ფუთურიძის
მიმართ
არ
განხორციელდა
მიზანმიმართული გასროლა თავის ან გულის, გულმკერდის მიდამოში, ხოლო
დანარჩენი ორი პირის, ზ.ვაზაგაშვილისა და ა.ხუბულოვის მიმართ საქართველოს შს
სამინისტროს კრიმინალური პოლიციისა და ამავე სამინისტროს სპეციალურ
დავალებათა
სამმართველოს
თანამშრომელთა
მიერ
განხორციელდა
მიზანმიმართული გასროლები თავისა და გულის, გულმკერდის მიდამოში.
საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის
მოადგილის ირაკლი ფირცხალავას აღნიშნული განცხადებიდან გამომდინარე,
საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლებს ჰქონდათ ა.ხუბულოვისა და
ზ.ვაზაგაშვილის მოკვლის განზრახვა, რომლის სისრულეში მოყვანის მიზნითაც მათ
მიერ განხორციელებულ იქნა მიზანმიმართული გასროლები ზ.ვაზაგაშვილისა და
ა.ხუბულოვის მიმართ მიზანმიმართული გასროლები თავისა და გულის,
გულმკერდის მიდამოში. აღნიშნული ქმედება პირდაპირ მიუთითებს აღნიშნული
პირების ლიკვიდაციის სურვილს და არა პოლიციის ქმედებას ცეცხლსასროლი
იარაღებით შეიარაღებული დანაშაულებრივი ჯგუფის დაკავებისას აუცილებელი
საპასუხო ცეცხლის გახსნაზე.
საქართველოს სახალხო დამცველისათვის უცნობია სისხლის სამართლის #74068175
საქმეზე პოლიციის მუშაკების მიერ დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი
ზომის გადაცილებით მკვლელობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული
საქართველოს სსკ–ის 114–ე მუხლით, წინასწარმა გამოძიებამ გაარკვია თუ არა
აღნიშნული გარემოებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის #09060094 და
#74068175 საქმეებზე წინასწარი გამოძიების მიერ გაურკვეველი დარჩა შემდეგი
გარემოებები:
1.თუ 2006 წლის 02 მაისს პირველად გასროლა განხორციელდა ზ.ვაზაგაშვილის
მართვის ქვეშ მყოფი ავტომაქნქანიდან, რა იყო ამის მიზეზი?
800
დანართი # 3 პოლიცია
2.რამდენად მოქმედებდნენ ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ამავე
სამინისტროს სპეციალურ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლები მოცემულ
სიტუაციაში?
3.რამდენად კარგად იყო დაგეგმილი თავიდანვე ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ
მყოფი ავტომანქანის თვალთვალის ოპერაცია?
4.რატომ არ მოხდა სისხლის სამართლის #09060094 საქმიდან სისხლის სამართლის
საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო
მასალის უკანონო გასაღების ფაქტზე?
5.რამდენად იყო მიზანშეწონილი პოლიციის მხრიდან ავტომატური ცეცხლსასროლი
იარაღის გამოყენება კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ასევე იმყოფებოდა
სხვა პირები?
6.იგეგმებოდა თუ არა ზ.ვაზაგაშვილისა და სხვა პირების დაკავება კორტების
მიმდებარე ტერიტორიაზე?
7.თუ არ იგეგმებოდა, რა მიზნით იყო ავტომატებით შეიარაღებული საქართველოს შს
სამინისტროს სპეციალურ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელთა ჯგუფი
საქართველოს შს სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან თუ ,,სასწრაფოების“
მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური
პოლიციის ოპერატიულ ჯგუფთან?
8.რამდენად კანონიერად მიმდინარეობდა წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის
#09060094 საქმეზე?
9.რამდენად იყო გათვალისწინებული საქართველოს პროკურატურის მიერ
განსასჯელებთან ბონდო ფუთურიძესა და ედუარდ სინდოიანთან საპროცესო
შეთანხმების დადებისას საჯარო ინტერესი?
10.რატომ დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის #09060094 საქმეზე სამი
პირის მიერ ყაჩაღობის მომზადების ფაქტზე, მაშინ, როცა ოპერატიული
ინფორმაციით ცნობილი იყო, რომ დანაშაულებრივ ჯგუფში და დაგეგმილ
დანაშაულში ასევე მონაწილეობა უნდა მიეღო დაუდგენელ პირს?
11.რამდენად მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ნივთების, მათ შორის
ცეცხლსასროლი იარაღის ამოღება და დამაგრება საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის მოთხოვნებთან შესაბამისად?
12.სწორედ იმ ნივთებსა და ცეცხლსასროლ იარაღზე ჩატარდა თუ არა ექსპერტიზები
და სწორედ ის ნივთები დაერთო თუ არა ნივთმტკიცების სახით სისხლის
სამართლის #09060094 საქმეს, რომელთა ამოღებაც მოხდა შემთხვევის ადგილიდან?
13.რატომ არ დაინტერესდა წინასწარი გამოძიება ორგანიზებული დანაშაულებრივი
ჯგუფის წევრების კუთვნილ მობილურ ტელეფონებში არსებული საკონტაქტო
ტელეფონის ნომრების მფლობელთა ვინაობითა და საქმიანობით, ასევე
ორგანიზებული ჯგუფის წევრების ტელეფონებზე შემავალი და გამავალი ზარების
ამონაწერის მიღებით?
14.რატომ არ გატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ორგანიზებული
დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა დაუდგენელი წევრის/წევრების დადგენისა და ამ
ჯგუფის მიერ შესაძლო ჩადენილი სხვა დანაშაულების დადგენის მიზნით?
15.რატომ არ დაინტერესდა წინასაწარი გამოძიება, როდის მოხდა უკანასკნელი
გასროლა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ოთხი ერთეული ცეცხლსასროლი
801
დანართი # 3 პოლიცია
იარაღიდან და გაწმენდილია თუ არა იარაღი ბოლო გასროლის შემდეგ და რატომ არ
დაუსვა აღნიშნული კითხვა ბალისტიკურ ექსპერტიზას გადასაწყვეტად?
16.რატომ არ დაინტერესდა წინასწარი გამოძიება შემთხვევის ადგილის
დათვალიერებისას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი მასრებისა
და
ტყვიების
შედარების
პასუხებით
საქართველოს
შს
სამინისტროს
ტყვიამასროთეკაში არსებულ მონაცემებთან?
17.რატომ არ დაინტერესდა წინასწარი გამოძიება, ვინ იყო შემთხვევის ადგილიდან
ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღების მფლობელები და რა კავშირი ჰქონდათ მათ
ზ.ვაზაგაშვილთან, ა.ხუბულოვთან და ბ.ფუთურიძესთან?
18.რატომ არ დაინტერესდა წინასწარი გამოძიება ზ.ვაზაგაშვილის საცხოვრებელ
ბინაში ჩხრეკისას ამოღებულ ი.ვაზაგაშვილის კუთვნილი ცეცხლსასროლი
იარაღიდან გასროლილი მასრები და ტყვიის გულები ინახებოდა თუ არა
საქართველოს შს სამინისტროს ტყვიამასროთეკაში?
19.თუ დაგეგმილი იყო ზ.ვაზაგაშვილის, ა.ხბულოვისა და ბ.ფუთურიძის დაკავება
მათ მიერ დანაშაულის ჩადენის ადგილამდე მისვლამდე, რატომ არ იქნა
გათვალისწინებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა დაუდგენელი წევრების
დადგენისა და დაკავების შესაძლებლობის გართულება?
20.რა ეჭვები და მტკიცებულებები გააჩნდა პოლიციას, როდესაც აცხადებდა
ი.ფირცხალავა, რომ ზ.ვაზაგაშვილისა და ბ.ფუთურიძის შესახებ არსებობდა
ინფორმაცია, რომ მათ მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული არაერთ ყაჩაღურ
თავდასხმაში. ასეთის არსებობის შემთვევაში, რატომ არ არის აღნიშნულთან
დაკავშირებით რაიმე მტკიცებულება სისხლის სამართლის #09060094 საქმეში და
რატომ არ ინტერესდება არც წინასწარი გამოძიება და არც სახელმწიფო
ბრალმდებლები მათ მიერ ჩადენილი სხვა ქმედებებითა და თანამონაწილეთა
ვინაობით?
21.როგორ აღმოჩნდა ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანის სახელმწიფო #IOI–823 უკანა
მარჯვენა სავარძელზე ,,მაკაროვის“ სისტემის უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი, თუ
სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილის
დათვალიერებისას ავტომანქანიდან ,,BMW” სახელმწიფო #IOI–823 ამოღებულ იქნა
ოთხი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორისაა სწორედ აღნიშნული
,,მაკაროვის“ სისტემის უნომრო პისტოლეტი, ხოლო მოწმეთა ჩვენებებით კი
დადგენილია, რომ ბ.ფუთურიძეს ავტომანქანის უკანა სალონიდან გადმოყვანისას
ასფალტზე დაუვარდა პისტოლეტი?
22.როდის გახდა პოლიციისათვის ცნობილი მოსალოდნელი ყაჩაღური თავდასხმის
შესახებ – 2006 წლის 01 მაისს თუ 02 მაისს?
23.რატომ დაინტერესდა წინასწარი გამოძიება, ამოეღო შპს ,,მაგთიდან“ და შპს
,,ჯეოსელიდან“ ზ.ვაზაგაშვილის, ა.ხუბულოვის, ბ.ფუთურიძის და ვინმე ,,ედოს“
მობილურ ტელეფონებზე ორმხრივი სატელეფონო საუბრების ამსახველი
წუთობრივი მონაცემები მხოლოდ 2006 წლის 15 აპრილიდან 2006 წლის 11 მაისამდე
დროის მონაკვეთში, როდესაც ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, მათ მიერ
ყაჩაღური თავდასხმა დაიგეგმა 2006 წლის მარტის თვეში?
24.სისხლის სამართლის #09060094 საქმის მასალების თანახმად, გაურკვეველია,
განხორციელდა თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 23 მაისის ბრძანების საფუძველზე სატელეფონო
802
დანართი # 3 პოლიცია
საუბრების ფარული მიყურადება–ჩაწერა – საქმეში არ არის არც აღნიშნული
საუბრების კრებსი და არც ოქმი მათი განადგურების შესახებ?
25.ზ.ვაზაგაშვილის გვამზე ჩატარებული სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის
დასკვნით გაურკვეველია, შეძლებდა თუ არა ზ.ვაზაგაშვილი ავტომანქანის მართვას
თუნდაც ერთ–ერთი დაზიანების მიყენების შემდეგ და რა დროის განმავლობაში; მის
გვამზე არსებული დაზიანებები, მათ შორის მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების
შედეგად მიყენებული დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია თუ არა და რა დროის
გასვლის შემდეგ დადგებოდა დაზიანებების მიყენების შემდეგ ზ.ვაზაგაშვილის
სიკვდილი. რატომ არ დაინტერესდა წინასწარი გამოძიება დაედგინა აღნიშნული
გარემოებები და არ დანიშნა დამატებითი სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზა?
26.რატომ შეწყდა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სროლა ზ.ვაზაგაშვილის
მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ბოძზე შეჯახების შემდეგ, თუ აღნიშნული
ავტომანქანის მხრიდან კვლავ ისმოდა სროლისმაგვარი ხმა და, ე.ი. კვლავ არსებობდა
შემთხვევის
ადგილის
მიმდებარე
ტერიტორიაზე
მყოფი
პოლიციის
თანამშრომლებისა და სხვა ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის
ზიანის მიყენების საფრთხე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მხრიდან?
27.რატომ ჩათვალა წინასწარმა გამოძიებამ 2006 წლის 03 ივნისის ე.სინდოიანის
ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის დადგენილებით, რომ ზ.ვაზაგაშვილი
და ა.ხუბულოვი მოკლულ იქნენ შეპყრობისათვის აუცილებელი საპასუხი სროლის
შედეგად, მაშინ, როდესაც სისხლის სამართლის #74068175 საქმეზე საქართველოს შს
სამინისტროს თანამშრომლების მიერ დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი
ზომის გადაცილებით მკვლელობის ფაქტზე, დანაშაული გათვლისწინებული
საქართველოს სსკ–ის 114–ე მუხლით, წინასწარი გამოძიება შეწყდა 2007 წლის 20
აპრილს, ე.ი. თითქმის ერთ წლის შემდეგ?
28.რატომ არ შეასრულეს გ.დარჯანიას მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში მყოფმა
პირებმა ხელმძღვანელობის ბრძანება – დაეკავებინათ ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ
მყოფ ავტომანქანაში მყოფი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები და არ გადავიდნენ
ავტომანქანიდან?
29.სისხლის სამართლის #09060094 საქმის მასალებიდან გაურკვეველია, თუ ვის
მფლობელობაში მყოფი იარაღიდან იქნა გასროლილი შემთხვევის ადგილიდან
ამოღებული მასრები?
30.რატომ არ დაიკითხნენ წინასწარი გამოძიების მიერ სისხლის სამართლის
#09060094 საქმეზე საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლების გარდა
შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა პირები?
31.რატომ არ გადაეცა ქვემდებარეობით სისხლის სამართლის #09060094 საქმე
წინასწარი გამოძიების შემდგომი ჩატარების მიზნით საქართველოს შს სამინისტროს
შესაბამის უწყებებს და წინასწარი გამოძიების წარმოება გააგრძელა საქართველოს შს
სამინისტროს კრიმნალური პოლიციის დეპარტამენტმა?
32.რატომ არ დაინტერესდა პროკურატურა, დამატებითი კითხვები დაესვა
განსასჯელებისათვის და დაედგინა საქმის სხვა გარემოებებიც?
33.როგორ მოახერხა ზ.ვაზაგაშვილმა, რომელიც მართავდა ავტომანქანას, პოლიციის
მიმართულებით გასროლა და ამავე დროს ავტომანქანის მართვა?
34. ვინ განახორციელა პირველი გასროლა – ზ.ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ
ავტომანქანაში მყოფმა პირებმა თუ პოლიციის თანამშრომლებმა?
803
დანართი # 3 პოლიცია
35.რა მიზნით დარჩა უპასუხოდ საქართველოს შს სამინისტროს მიერ საქართველოს
სახალხო დამცველის მიმართვა ,,BMW“–ს მარკის ავტომანქანაზე სახელმწიფო #IOI–
823 დანიშნული ექსპერტიზის ჩატარების ნებართვის შესახებ და რატომ არ გადასცა
საქართველოს პროკურატურამ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს სისხლის
სამართლის #74068175 საქმის მასალების ასლები საქართველოს შს სამინისტროს
თანამშრომლების მიერ დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის
გადაცილებით
მკვლელობის
ფაქტზე,
დანაშაული
გათვალისწინებული
საქართველოს სსკ–ის 114–ე მუხლით?
36.გაურკვეველია, თუ რა გარემოებებმა განაპირობა ,,BMW“–ს მარკის ავტომანქანა
სახელმწიფო #IOI–823 ნივთმტკიცებად ცნობა სისხლის სამართლის #74068295
საქმეზე?
37.გამოიკვლია თუ არა სისხლის სამართლის #74068175 საქმეზე წინასწარმა
გამოძიებამ პოლიციის თანამშრომელთა მიერ ზ.ვაზაგაშვილისა და ა.ხუბულოვის
მიმართ თავისა და გულმკერდის მიმართულებით მიზანმიმართული გასროლების
განხორციელების შესაძლებლობა, რაზეც სატელევიზიო გამოსვლებში საუბრობს
საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის
მოადგილე ირაკლი ფირცხალავა?
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის #09060094
საქმეზე წინასწარი გამოძიების მიერ არ არის უტყუარად დადგენილი არაერთი
საკითხი და გარემოება, რასაც შეიძლება არსებითად ემოქმედა სისხლის სამართლის
#09060094 საქმეზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემული პირების მიერ
ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციასა და მათ მიმართ განაჩენით განსაზღვრულ
სასჯელზე, ასევე არ იქნა გათვალისწინებული და სათანადოდ შეფასებული
საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ამავე
სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელთა მიერ
2006 წლის 02 მაისს თბილისში კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული
დაკავების სპეცოპერაციისას გამოყენებული სასიკვდილო ძალის აშკარა შეუსაბამობა
შესაპყრობ პირთა მიერ ჩადენილ დანაშაულის სიმძიმესა და შეპყრობის გარემოებებს.
ასევე დაუდგენელია 2006 წლის 02 მაისს საქართველოს შს სამინისტროს
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის
გარემოებები და მისი დამგეგმავი პირების შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებები,
რასაც ორი ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა შედეგად. აღნიშნულით არსებითად
დაირღვა გარდაცვლილ ზ.ვაზაგაშვილისა და ა.ხუბულოვის მიმართ საქართველოს
კონსტიტუციის მე–15 მუხლი, რომლის თანახმადაც, ,,სიცოცხლე ადამიანის
ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი.“
ასევე დაირღვა ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის
კონვენციის პირველი მუხლი, რომლის თანახმადაც, ,,მაღალი ხელშემკვრელი
მხარეები თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში ყველასათვის უზრუნველყოფენ ამ
კონვენციის პირველ თავში განსაზღვრულ უფლებებსა და თავისუფლებებს.“
ასევე დაირღვა ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის
კონვენციის“ მე–2 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც, ,,ყოველი
804
დანართი # 3 პოლიცია
ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არავის სიცოცხლე არ
შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი...“
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს ეკისრებოდა პოზიტიური ვალდებულება,
ეწარმოებინა სრული და ყოველმხრივი გამოძიება ზ.ვაზაგაშვილისა და ა.ხუბულოვის
დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობის თუ
მათი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, მრავალი გარემოება ისევ დაუდგენელი დარჩა
სისხლის სამართლის #74068175 საქმეზე პოლიციის მუშაკების მიერ დამნაშავის
შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობის ფაქტზე,
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 114–ე მუხლით, წინასწარი
გამოძიების შეწყვეტისა და ასევე, 2006 წლის 28 დეკემბერს ბ.ფუთურიძისა და
ე.სინდოიანის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა კოლეგიის მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ. აღნიშნულით შეილახა
ზ.ვაზაგაშვილისა და ა.ხუბულოვის სიცოცხლის უფლება.
,,კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც აცხადებს, რომ
ადამიანის ხელშეუვალ უფლებას – სიცოცხლეს – ,,იცავს კანონი”, სახელმწიფოს ასევე
ავალდებულებს შექმნას ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დანაშაულის
კვალიფიკაციას მისცემს სახელმწიფოსა თუ კერძო პირების მიერ ჩადენილ
მკვლელობებს. ამავე დროს, სახელმწიფომ ასევე უნდა უზრუნველყოს ამ
კანონმდებლობის რეალური განხორციელება. საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსით გათვალისწინებულია მკაცრი სასჯელი ადამიანის სიცოცხლის
ხელყოფისათვის. სწორედ ეს დებულებები წარმოადგენს სიცოცხლის ძირითადი
უფლებიდან გამომდინარე სახელმწიფოს ვალდებულებას, შექმნას შესაბამისი
კანონმდებლობა და არა მარტო აქტიურად და ქმედითად დაიცვას ადამიანის
სიცოცხლე, არამედ მიიღოს პრევენციული ზომები ადამიანის სიცოცხლის დაცვის
უზრუნველსაყოფად.” (საქართველოს კონსტიტუციის კომენტარები ადამიანის
ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი ,,მერიდიანი” 2005).
,,ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი მუხლი ადგენს, რომ
სახელმწიფოებმა უნდა ,,უზრუნველყონ” კონვენციით გათვალისწინებული
უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. ამ ფორმულირებიდან გამომდინარე,
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი მუხლი განიმარტა ისე, რომ
იგი სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ, არამედ პოზიტიურ
ვალდებულებასაც. ამ მუხლის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, არა მხოლოდ
თავი შეიკავოს კონვენციითა და მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებებისა და
თავისუფლებების დარღვევისაგან (ნეგატიური ვალდებულება), არამედ უნდა
უზრუნველყოს მათი დაცვა, მათ შორის მესამე მხარის (ფიზიკური და იურიდიული
პირები) მიერ (პოზიტიური ვალდებულება). თუ ევროპულ კონვენციაში
განმტკიცებული უფლებები დაირღვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ,
სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს დარღვეული უფლებების ეფექტიანი
დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში დადგება თავად სახელმწიფოს პასუხისმგებლობის
საკითხი, რომელმაც ვერ უზრუნველყო კონვენციით გათვალისწინებული
უფლებების დაცვა.
805
დანართი # 3 პოლიცია
თუმცა კონვენციის მრავალი დებულების ძირითადი მიზანია საჯარო
ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა არამართლზომიერი შეზღუდვის
აკრძალვა, უდავოა, რომ სახელმწიფოს ასევე შეიძლება დაეკისროს ამ უფლებათა
ეფექტიანი დაცვის ვალდებულება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ
დაადგინა, რომ პოზიტიური ვალდებულება გამომდინარეობს კონვენციის მე-2, მე-3,
მე-8 და მე-11 მუხლებიდან. პოზიტიური ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას
კონვენციის სხვა დებულებების საფუძველზეც.” (კ.კორკელია, ადამიანის უფლებათა
ევროპული კონვენციის გამოყენება საქართველოში)
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,ჩაკისი თურქეთის
წინააღმდეგ”, დაადგინა რა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა
დაცვის კონვენციის” მე-2 მუხლის დარღვევა, განაცხადა, რომ ,,86. სასამართლო
კვლავ ადასტურებს, რომ კონვენციის მე-2 მუხლი, რომელიც იცავს სიცოცხლის
უფლებას, წარმოადგენს კონვენციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დებულებას და მე-3
მუხლთან ერთად ასახავს ევროპის საბჭოს საფუძველს – დემოკრატიული
საზოგადოებების – ძირითად ღირებულებას (იხ. ,,McCann and others v. the United
Kingdom” გამოტანილი განაჩენი, გვ. 45-46, პუნქტები 146-147). დაკისრებული
ვალდებულება არ ეხება მხოლოდ განზრახ მკვლელობას სახელმწიფოს
წარმომადგენელთა მიერ ძალის გამოყენების შედეგად: მე-2 მუხლის პირველი
პუნქტი სახელმწიფოზე აწესებს პოზიტიურ ვალდებულებას, რომ სიცოცხლის
უფლება კანონით იყოს დაცული. ეს გულისხმობს, რომ ძალის გამოყენების შედეგად
ადამიანის მოკვლის შემთხვევაში უნდა წარიმართოს გარკვეული სახის ეფექტიანი
ოფიციალური გამოძიება (სხვადასხვა მაგალითებს შორის იხ. საქმეზე ,,Yasa v. Tukey”
1998 წლის 2 სექტემბერს გამოტანილი განაჩენი, მოხსენებები 1998-VI, გვ.2438,
პუნქტი 98.)”
ამავე საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ,,ამას
გარდა, გაითვალისწინა რა, რომ არ არსებობდა ქმედითი პროცედურული
გარანტიები, რაც გამოიხატა გაუჩინარებასთან და აჰმეტ ჩაკისის გვამის სავარაუდოდ
პოვნასთან დაკავშირებით წარმართულ არაადეკვატურ გამოძიებაში (იხ.წინამდებარე
განაჩენის მე80 და 105-107 პუნქტები), სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე
სახელმწიფომ ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება დაეცვა სიცოცხლის უფლება.
შესაბამისად, კონვენციის მე-2 მუხლი ამ თვალსაზრისითაც დაირღვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს
სისხლის სამართლის #09060094 საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 დეკემბრის განაჩენის, ასევე,
2007 წლის 20 აპრილის სისხლის სამართლის #74068175 საქმეზე წინასწარი
გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების, თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის მ.ჯვარშეიშვილის 2007 წლის
06 აგვისტოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლის საგამოძიებო კოლეგიის 2008
წლის 04 ივლისის დადგენილებების კანონიერების საკითხის შესწავლა.
ბორის მაყაშვილის საქმე
806
დანართი # 3 პოლიცია
2008 წლის 16 ივლისს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მიერ შსს–ს
გორის დროებითი მოთავსების იზოლატორის შემოწმებისას დაკავებულ ბორის
მაყაშვილს
სხეულზე
აღენიშნებოდა
კიდურების
დაზიანებები,
კერძოდ,
სისხლნაჟღენთები. ასევე, ხერხემალთან სისხლჩაქცევები და ექსკორაციები. მისი
განმარტებით, პოლიციის თანამშრომელმა კ.წიქარიძემ და მისთვის უცნობმა კიდევ
ერთმა სამართალდამცავმა იგი სცემეს. 8 აგვისტოს სახალხო დამცველის აპარატიდან
შემდგომი რეაგირებისათვის გენერალურ პროკურატურაში გაიგზავნა მიმართვა. 2009
წლის 18 თებერვალს სახალხო დამცველის აპარატს ეცნობა, რომ 2008 წლის 15
ივლისს გორის რაიონულ პროკურატურაში დაიწყო წ/გამოძიება სისხლის
სამართლის #011088034 საქმეზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა
ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონულ სამმართველოს #4
განყოფილების თანამშრომლების მიერ ეჭვმიტანილის სახით დაკავებულ ბორის
მაყიშვილის წამების ფაქტზე, სსკ–ის 1441 მუხლის II ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. საქმეზე ჩატარდა რიგი
საგამოძიებო მოქმედებები, დაიკითხნენ მოწმეები, ჩატარდა სასამართლო–
სამედიცინო ექსპერტიზა.
მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების დაწყებიდან გასულია 8 თვე, საქმეზე საბოლოო
გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
დემურ კოდალაშვილის საქმე
2008 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა
მოქალაქე ნარგიზა ხაჩირაშვილმა, რომელიც განმარტავს, რომ 2008 წლის 17 ივლისს
მისი შვილი დემურ კოდალაშვილი, კასპის რაიონის სოფ. საქადაგიანოში, ქ.გორის
სოდ–ის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს და
სასტიკად სცემეს, წააქციეს, რა დროსაც სოდ–ის უფროსის მოადგილემ თემურ
გოგინაშვილმა შარვლის უკანა ჯიბეში ჩაუგდო ნარკოტიკული საშუალება.
განმცხადებელი მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ დემურ კოდალაშვილის
მოთხოვნაზე, მოეწვიათ დამსწრე ან ადვოკატი, ეთქვა უარი. ამასთან, დემურ
კოდალაშვილს აიძულებენ აღიაროს დანაშაული გარკვეული შეღავათების
სანაცვლოდ. მოქალაქე ნ.ხაჩირაშვილი საქართველოს სახალხო დამცველს მისი
კომპეტენციის ფარგლებში სთხოვდა შესაბამის რეაგირებას სისხლის სამართლის
#090080502 საქმეზე.
სახალხო დამცველის აპარატიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, გლდანის #8 საპყრობილის რეჟიმის
დაწესებულებაში მივლინებულ იყვნენ სახალხო დამცველის რწმუნებულები
მსჯავრდებულ დემურ კოდალაშვილთან შესახვედრად, სადაც მას ჩამოერთვა ახსნა–
განმარტება. იგი აღნიშნავს, რომ მას შეურაცხყოფას აყენებდნენ და დევნიდნენ
ეთნიკური ნიშნით, რადგან არის ეროვნებით ოსი და ასევე, ახორციელებდნენ
ფიზიკურ ზეწოლას.
სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, მამუკა გვარამიას,
მსჯავრდებულის დ.კოდალაშვილის ცემის ფაქტზე ქ.გორის სამხარეო პოლიციაში
დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე ინფორმაციის მოთხოვნით.
807
დანართი # 3 პოლიცია
2009 წლის 20 თებერვალს საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მიღებული
წერილის თანახმად, დ.კოდალაშვილის წამების სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში 2008 წლის 17
ივლისს დაიწყო წინასწარი გამოძიება, რომელიც დღემდე გრძელდება (გავიდა 8 თვე).
ვლადიმერ ტეტუნაშვილის საქმე
2008 წლის 5 აგვისტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის
#8
საპყრობილის
პატიმარმა
ვლადიმერ
ტეტუნაშვილმა
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელს, მისცა შემდეგი
შინაარსის ახსნა-განმარტება: 2008 წლის 21 ივლისს, დაახლოებით საღამოს 9-დან 10
საათამდე, იგი იმყოფებოდა თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში (ქ.გორი,
შინდისის გზატკეცილი, ბინა #28). ვ.ტეტუნაშვილის განმარტებით, დროის ამ
მონაკვეთში მას მიუახლოვდა მუქი ფერის ოპელის მარკის ავტომობილი. უცნობი
პირები (სამოქალაქო ფორმაში მყოფი სამართალდამცველები) ვ.ტეტუნაშვილს
გაესაუბრნენ. მოულოდნელად ვ.ტეტუნაშვილს უკნიდან მიეპარა უცნობი პიროვნება
და ჩაარტყა კეფაში. ვ.ტეტუნაშვილი დარტყმის შედეგად დაეცა. ამ დროს მანქანიდან
გადმოხტნენ სამართალდამცველები და ტეტუნაშვილს ცემა დაუწყეს.
ცოტა ხანში მოვიდა კიდევ ერთი ავტომანქანა. ავტომანქანიდან გადმოსული ორი
პიროვნება ვ.ტეტუნაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა. ამის შემდეგ ვ.ტეტუნაშვილს
დაადეს ხელბორკილები და ჩასვეს ავტომანქანაში. აღნიშნულ პირებს ეცვათ
სამოქალაქო ფორმა. მათ ვ.ტეტუნაშვილისათვის არანაირი საბუთი არ უჩვენებიათ.
მანქანაში ჩასმის შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა ვ.ტეტუნაშვილს დაუჭირა ხელები,
ხოლო დანარჩენებმა დაუწყეს ცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება.
ამის შემდეგ, ვ.ტეტუნაშვილი მიიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და განაგრძეს
მასზე ზეწოლა. მას აიძულებდნენ, დაესახელებინა იმ ორგანიზაციის ბენეფიციარები,
სადაც ეს უკანასკნელი მუშაობდა. განმცხადებლის განმარტებით, იგი სოციალურ
მუშაკად მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში ,,ნაბიჯი მომავლისაკენ“.
აღნიშნული ორგანიზაცია მოქალაქეებს დახმარებას უწევდა ერთჯერადი შპრიცებით
და ურიგებდა ბროშურებს, სადაც მითითებული იყო, როგორ დაეცვათ თავი ,,C“
ჰეპატიტისგან. როგორც ვლადიმერ ტეტუნაშვილი აღნიშნავს, მას ასევე
აიძულებდნენ, დაესახელებინა ორგანიზაციის პაციენტები, რაზედაც მან უარი
განუცხადა. როგორც ვ.ტეტუნაშვილი აღნიშნავს, პოლიციის განყოფილებაში
ყოფნისას ოთახში შევიდა განყოფილების უფროსი ,,კაკალია“ და ვ.ტეტუნაშვილს
მოსთხოვა, რომ ვინმე ,,ზვიადი“ დაეჭერინებინა. ვ.ტეტუნაშვილმა ამ მოთხოვნაზე
უარით უპასუხა. ვლადიმერ ტეტუნაშვილის განმარტებით, ამის შემდეგ ერთ-ერთმა
სამართალდამცველმა მას შარვლის უკანა მხარეს იარაღი ჩაუდო და უთხრა, რომ
,,სამი წელი დაისვენებდა“(დააკავეს სსკ-ის 236 მუხლით).
2008 წლის 16 სექტემბერს ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სახალხო
დამცველის აპარატიდან წერილი გაეგზავნა გენერალური პროკურორის მოვალეობის
შემსრულებელს.
808
დანართი # 3 პოლიცია
2009 წლის 6 მარტს სახალხო დამცველის აპარატს ეცნობა, რომ 2008 წლის 23 ივლისს
გორის რაიონულ პროკურატურაში დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის
სამართლის #011088040 საქმეზე, ეჭვმიტანილ ვლადიმერ ტეტუნაშვილის მიმართ
განხორციელებულ წამების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ–ის 1441
მუხლის I ნაწილით. საქმე შემდგომ გამოძიების ორგანიზების მიზნით გადაეცა შსს
შიდა ქართლის სამხარეო მთავარ სამმართველოს. ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო
მოქმედება (დაიკითხნენ მოწმეები, ჩატარდა სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზა),
ხოლო ვ.ტეტუნაშვილმა პოლიციისადმი უნდობლობის გამო უარი თქვა ჩვენების
მიცემაზე. საქმეზე გამოძიება გრძელდება.
გიორგი და ივანე სახიაშვილების საქმე
2008 წლის 1 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველს #3150-08 განცხადებით
მიმართა მოქალაქე გიორგი სახიაშვილმა. 2008 წლის 15 ნოემბერს დილის 04:15
საათზე მისი შვილი ივანე სახიაშვილი ქ.თბილისში, მეტრო ვარკეთილის მიმდებარე
ტერიტორიაზე ელოდებოდა სამარშრუტო ტაქს. ამ დროს მას მიუახლოვდა ორი
მთვრალი პოლიციელი, რომლებმაც დაუწყეს ლანძღვა-გინება და ცემა. ამ
უკანასკნელმა თავს გაქცევით უშველა და დახმარებისათვის მიმართა 30-40 მეტრის
მოშორებით მყოფ საპატრულო პოლიციას. საპატრულო პოლიციის მისვლამდე
მთვრალი პოლიციელები მიიმალნენ. იმავე საღამოს ი.სახიაშვილი ლიმონის
გასაყიდად იმყოფებოდა ვარკეთილის მეტროში. მასთან ერთად იმყოფებოდნენ
მამამისი გიორგი სახიაშვილი და ძმები გიორგი და ლევან სახიაშვილები.
განმცხადებლის განმარტებით, ვაჭრობის დაწყებიდან ნახევარ საათში მათთან
მივიდნენ პოლიციელები. სამართალდამცველებმა ი.სახიაშვილს ცემა დაუწყეს. თან
უყვიროდნენ, რატომ გამოუძახე დილით პატრულსო. პოლიციელები იმყოფებოდნენ
მთვრალ მდგომარეობაში. როგორც განმცხადებელი აღნიშნავს ისინი იძულებულნი
გახდნენ გამოეძახებინათ საპატრულო პოლიცია. მთვრალი პოლიციელები #7519
საპატრულო ეკიპაჟის თვალწინ კვლავ განაგრძობდნენ მათ ცემას და გინებას.
გიორგი სახიაშვილი და მისი შვილები: ივანე სახიაშვილი, გიორგი სახიაშვილი და
ლევანი სახიაშვილი სამართალდამცველებმა მიიყვანეს ქ.თბილისის ისანი-სამგორის
შს სამმართველოს # 8 განყოფილებაში, სადაც განყოფილების უფროსი
მათ
ფიზიკურად გაუსწორდა. აღნიშნული პირების სიტყვიერ და ფიზიკურ
შეურაცხყოფაში ასევე მონაწილეობდნენ განყოფილებაში მყოფი 6-7 პოლიციელი.
გიორგი სახიაშვილი და მისი შვილები ივანე სახიაშვილი, ლევანი სახიაშვილი და
გიორგი სახიაშვილი დაკავებული იქნენ ადმინისტრაციული წესით. მათ თბილისის
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თამარ შუშიაშვილის მიერ 10
დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.
2008 წლის 28 ნოემბერს ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ პროკურატურაში
ქ.თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-8 განყოფილების
თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე
(სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი) დაწყებული წინასწარი
გამოძიება 2008 წლის 24 დეკემბერს შეწყდა და წინასწარი გამოძიება დაიწყო მამაშვილი სახიაშვილების მიერ გამოძიებისათვის ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე.
809
დანართი # 3 პოლიცია
აღნიშნულ საქმეზე წინასწარი გამოძიება გრძელდება, სახიაშვილების მიმართ
ბრალდება არ წაუყენებიათ.
2009 წლის 29 იანვარს გიორგი სახიაშვილმა განცხადებით მიმართა საქართველოს
პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. იგი აღშფოთებას გამოხატავს მისი და მისი
შვილების წინააღმდეგ სსკ–ის 370–ე მუხლით (ცრუ ჩვენების მიცემა) წინასწარი
გამოძიების დაწყების გამო და მიიჩნევს, რომ ეს გაკეთდა მათი დაშინებისა და
დასჯის მიზნით.
დავით ჯოლოხავას, ვახტანგ არახამიასა და ირაკლი არახამიას საქმე
2008 წლის 17 ნოემბერს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მოქალაქე მზია
გრიგოლია–არახამიამ (ვახტანგ არახამიას მეუღლე). მისი განმარტებით, 15 ნოემბერს
სენაკის რაიონში დავით ჯოლოხავა, ვახტანგ არახამია და ირაკლი არახამია გააჩერეს
სენაკის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა, მათ შორის წარმოიშვა
შელაპარაკება, რის გამოც ისინი სცემეს პოლიციის თანამშრომლებმა (განმცხადებლის
თქმით, ესენი იყვნენ ჭაავა და გვარამია). მ.გრიგოლია–არახამია აცხადებს, რომ როცა
იგი მივიდა ქმარ–შვილის მისახმარებლად, პოლიციელმა ჭაავამ მასაც მიაყენა
ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა დაჭერით. შემთხვევის შემსწრე მოქალაქეების
მიერ გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარება, რომელმაც მ.გრიგოლია–არახამია და
ვ.არახამია გადაიყვანა საავადმყოფოში და აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო
დახმარება. სამედიცინო ცნობის თანახმად, ვ.არახამიას ჰქონდა მარჯვენამხრივი
სამგოჯიანი მოტეხილობა, ტერფის უკანა ამოვარდნით, ხოლო მზია გრიგოლია–
არახამიას დაბეჯილობები და სისხლჩაქცევა სახის არეში.
მზია გრიგოლია–არახამიას განმარტებით, 29 ნოემბერს მისი მეუღლის
ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. იმავე დღეს იგი გადაიყვანეს ქ.სენაკის
საავადმყოფოში, ხოლო ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ იგი გადაიყვანეს
ქ.ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც 01 დეკემბერს გარდაიცვალა.
როგორც განმცხადებელმა სახალხო დამცველის აპარატს შეატყობინა, მომხდარ
ფაქტზე დაიწყო წინასწარი გამოძიება საქართველოს სსკ–ის 333–ე მუხლით
(სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), თუმცა კონკრეტული პირების
მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყო დაწყებული.
2008 წლის 08 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატიდან გაიგზავნა წერილი
საქართველოს მთავარ პროკურატურაში, რათა ეცნობებინათ, რა საგამოძიებო
მოქმედებები ჩატარდა აღნიშნულ საქმეზე და დაიწყო თუ არა კონკრეტული პირების
მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა.
2009 წლის 30 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარი
პროკურატურიდან გვეცნობა, რომ ,,სენაკის რაიონულ პროკურატურაში, 2008 წლის
17 ნოემბერს დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის #068088018 საქმეზე,
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო
მოქმედებები. კერძოდ, დაზარალებულად იქნენ ცნობილი და დაკითხნენ მზია
810
დანართი # 3 პოლიცია
გრიგოლია–არახამია, ვახტანგ არახამია და ირაკლი არახამია; მოწმის სახით
დაიკითხა ვახტანგ ჯოლოხავა, დაიკითხნენ სენაკის შს რაიონული სამმართველოს
თანამშრომლები და სხვა მოწმეები, საქმეზე ჩატარებული იქნა კომპლექსური ფსიქო–
კომპლექსური, ქიმიო–ბიოლოგიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზები; ასევე
ჩატარდა ვ.არახამიას გვამის (იგი გარდაიცვალა პირველ დეკემბერს) სასამართლო–
სამედიცინო ექსპერტიზა. მომხდარი ინციდენტის დროს ვ.არახამიას მიერ მიღებული
დაზიანებები მიეკუთვნება დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის
ხანგრძლივი მოშლის ნიშნებით, თუმცა გვამის სასამართლო–ჰოსპიტოლოგიური
კვლევის შედეგების მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი არის არა მიღებული
დაზიანებები, არამედ გარდაცვლილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა,
რომელშიც ვახტანგ არახამია იმყოფებოდა. კერძოდ, სიკვდილის უშვალო მიზეზი
გახდა „პოსტჰემორაგიული ანემია, რომელიც განვითარებულია პროფეზული
სისხლდენის გამო კუჭის ვენებიდან, რაც თავის მხრივ გამოწვეულია ღვიძლის
შორსწასული ატროფიული ციროზის ფონზე“. საქმისათვის მნიშვნელოვანი
დეტალების დასადგენად ჩასატარებელია შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები, მათ
შორის კომისიური სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზა. შესაბამისად, მოცემულ
ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული პირების მიმართ არ
დაწყებულა“.
ამალია ჭანიას ცემის ფაქტი
2008 წლის 9 ივნისს მოქალაქე ამალია ჭანია გამოცხადდა პოლიციაში რათა შეეტანა
განცხადება მისი სახლის გადაწვის ფაქტზე და ხმამაღალი ფორმით გამოხატავდა
პრეტენზიას პოლიციის მიმართ უმექმედობის გამო. ა.ჭანიას განცხადებით
ჩხოროწყუს შინაგან საქმეთა რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ
ბადრი ქებურიამ გულმკერდის არეში დაარტყა ხელი. რის შედეგადაც ჭანია წაიქცა,
ამ დროს ისევ მიუბრუნდა ბ.ქებურია და სახეში ჩაავლო ხელი, პირი დააღებინა
ძალით და თან იგინებოდა კიდევ სუნთქავს ეს აფერისტი და გადააგდეთ სადმეო“.
განმცხადებლის განმარტებით, მას ცემის შედეგად დაუზიანდა მკლავები,
გაბზარული აქვს ქვედა ყბა და ჩატეხილი აქვს ზედა წინა კბილი. იგი მოთავსებულ
იქნა ქ.ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში (რეგისტრაციის ნომერი–#3167)
დიაგნოზით გულმკერდის დახურული ტრავმა, რაზედაც გაიხსნა ისტორია #2115.
აღნიშნული საავადმყოფოდან გაკეთდა შეტყობინება სამხარეო პოლიციაში 23 საათსა
და 00 წუთზე და გატარებულია როგორც შეტყობინება #467.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 2008 წლის 05 აგვისტოს სახალხო
დამცველის აპარატიდან გაიგზავნა წერილი იმასთან დაკავშირებით, დაიწყო თუ არა
წ/გამოძიება ა.ჭანიას ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, რაზეც მ/წ 17 სექტემბერს
გვეცნობა, რომ ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში 2008 წლის 23 ივნისს დაიწყო
წ/გამოძიება სისხლის სამართლის #053080044 საქმეზე, ჩხოროწყუს შს რაიონული
სამმართველოს უფროსის მოადგილის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების
გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ–ის 333–ე მუხლის
პირველი ნაწილით. გამოძიებას საფუძვლად დაედო ა.ჭანიას განცხადება. საქმეზე
გამოძიება გრძელდება (9 თვეა გასული).
თეიმურაზ გორგიშელის საქმე
811
დანართი # 3 პოლიცია
2008 წლის 24 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #5
ქალთა
და
არასრულწლოვანთა
საერთო
და
საპყრობილის
რეჟიმის
სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში
მოინახულეს
პატიმარი
თეიმურაზ
გორგიშელი. საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებთან საუბრისას ამ
უკანასკნელმა განაცხადა, რომ იგი 2008 წლის 20 ივლისს დააკავეს ქ.რუსთავში.
დაკავებისას იგი დააგდეს ძირს და დაუწყეს ცემა. დაახლოებით 10 წუთის
განმავლობაში მას ფეხებითა და ხელებით ურტყამდა პოლიციის ოთხი
თანამშრომელი გვერდებისა და სახის არეში. შემდეგ იგი გადაიყვანეს რუსთავის
პოლიციის განყოფილებაში სასტუმრო ,,რუსთავის“ მოპირდაპირე მხარეს, სადაც
დაკითხა გამომძიებელმა და მან აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული.
გამომძიებლის მხრიდან მის მიმართ რაიმე შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.
შემდეგ მასთან შევიდა ერთ-ერთი პოლიციელი და შეეკითხა, თუ რისთვის იყო
დაკავებული. თ.გორგიშელმა მასთან საუბრისას აღიარა თუ რა დანაშაულის
ჩადენისათვის იყო დაკავებული, რაზეც პოლიციელი გაბრაზდა და მას დაუწყო
გინება, ცემა და მოსთხოვა ეღიარებინა სხვა დანაშაულებიც, რაც თ.გორგიშელმა
უარყო. შემდეგ პოლიციელმა მას ფეხზე მოახვია ელექტროსადენების მავთული და
დაემუქრა დენის ჩართვით, თუ თ.გორგიშელი არ აღიარებდა ბოლო ორი თვის
განმავლობაში ქ.რუსთავში მომხდარი ძარცვის ფაქტების ჩადენას. თ.გორგიშელმა
უარყო აღნიშნული, რის შემდეგაც პოლიციელმა მას ჩაარტყა გაშლილი ხელი თავში,
შემდეგ მუშტებით დაუწყო ცემა გვერდების არეში, ფეხი ჩაარტყა გვერდის არეში და
დაუწყო ფურთხება და გინება.
თ.გორგიშელის განმარტებით, მისი ცემა გრძელდებოდა დაახლოებით 1 საათის
განმავლობაში. ამ დროს ოთახში იმყოფებოდა დაახლოებით 10 პოლიციელი.
პოლიციელი, რომელიც მას ურტყამდა, იყო დაახლოებით 40 წლის, მაღალი,
შავგვრემანი, ცისფერი თვალებით და ოდნავ მოგრძო ცხვირით. მისი განმარტებით,
დაახლოებით 20:30 საათზე გადაიყვანეს რუსთავის დროებითი მოთავსების
იზოლატორში იმავე ავტომანქანით, რითაც იქნა მიყვანილი განყოფილებაში, შინდისფერი ,,ოპელ ვექტრა“, დაბურული შუშებით. თ.გორგიშელმა ასევე განმარტა,
რომ მას დაკავებისას ხელებზე ხელბორკილის ნაცვლად გაუკეთეს ქამარი.
2008 წლის 20 ივლისის ეჭვმიტანილის დაკავების ოქმის თანახმად, თ.გორგიშელი
დააკავეს 2008 წლის 20 ივლისს 16:30 საათზე. დაკავების მომენტში ვიზუალური
დათვალიერებით მას სხეულზე რაიმე დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა.
დაკავებული მიყვანილ იქნა შს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველ
განყოფილებაში 17:00 საათზე.
საქართველოს შს სამინისტროს რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორის
დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმის თანახმად, დაკავებულ თეიმურაზ
გორგიშელს აღენიშნება ,,მარცხენა წარბის ზემოთ პატარა ნაკაწრი, ორივე თვალის
უპეები ჩაწითლებული, მუცელზე მარჯვენა მხარეს პატარა ნაკაწრი, ტუჩები
შესიებული. აღნიშნული დაზიანება მიიღო დაკავებისას. მას პრეტენზია არ გააჩნია.“
812
დანართი # 3 პოლიცია
პატიმარ თ.გორგიშელს
2008 წლის 24 ივლისს ასევე გაესაუბრა და აღწერა
დაზიანებები
სახალხო დამცველის რწმუნებულმა, მედიცინის მეცნიერებათა
კანდიდატმა ექიმმა ქირურგმა, ასისტენტ-პროფესორმა ლევან ლაბაურმა, რომლის
ჩანაწერის მიხედვით თ.გორგიშელს სახის მიდამოში აღენიშნებოდა მრავლობითი
დაზიანებები, დაზიანებები აღენიშნებოდა ასევე ტანზეც.
31 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პროკურატურას
მიმართა წინასწარი გამოძიების დაწყების რეკომენდაციით საქართველოს სსკ–ის
1441–ე და 342–ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე.
29 აგვისტოს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის მიერ საქართველოს სახალხო
დამცველს ეცნობა, რომ ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში 8 აგვისტოს
დაიწყო წინასწარი გამოძება საქართველოს სსკ–ის 333–ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით შს რუსთავის სამმართველოს პირველი
განყოფილების თანამშრომლების მიმართ.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია
სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, 2009
წლის 18 თებერვალს მთავარი პროკურატურიდან გვეცნობა, რომ გამოძიება
გრძელდება, თუმცა ვინაიდან თ.გორგიშელთან დაკავშირება ვერ ხერხდება
(ქურდობის ფაქტზე მას დაენიშნა პირობითი მსჯავრი),
ვერ ტარდება ის
საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც უნდა ჩატარდეს ამ უკანასკნელის
მონაწილეობით.
ლაშა ჯანხოთელის საქმე
2009 წლის 17 იანვარს 21 საათსა და 30 წუთზე, ქუთაისის შს სამმართველოს
პოლიციის
პირველი
განყოფილების
უბნის
ინსპექტორ-გამომძიებლებმა
ვ.დათუაშვილმა, მ.რევიშვილმა და ლ. კუჭუხიძემ მოქალაქე ლაშა ჯანხოთელი
დააკავეს. ოქმის მიხედვით, დაკავებულს სახისა და ხელის არეში სხვადასხვა
დაზიანებები აღენიშნებოდა.
იმავე ღამის 1 საათზე ლ.ჯანხოთელი ქუთაისის დმი-ში გადაიყვანეს. გარეგნული
დათვალიერების ოქმის თანახმად ლ.ჯანხოთელს იზოლატორში შეყვანისას
აღენიშნებოდა შეშუპება მარჯვენა თვალბუდეზე და ცხვირზე, მცირე ზომის
ნაკაწრები ორივე მუხლზე და წვივზე, მრავლობითი სიწითლე ზურგზე.
იზოლატორში შეყვანის დროს ლ.ჯანხოთელს მარჯვენა ხელის მკლავზე არტაშანი
ედო. ოქმში აღნიშნულია, რომ დაზიანებები დაკავებამდეა მიღებული და
დაკავებულს პრეტენზია არ გააჩნია.
დაახლოებით ღამის 2 საათზე, ლ.ჯანხოთელის ჯანმრთელობის მდგომარეობის
გაუარესების გამო სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. დაკავებული თავბრუსხვევასა
და გულისრევას უჩიოდა, დაკარგა გონება. ექიმმა ლ.ჯანხოთელს თავის ტვინის
შერყევის დიაგნოზი დაუსვა და იმერეთის სამხარეო-კლინიკურ საავადმყოფოში
გადაიყვანა.
813
დანართი # 3 პოლიცია
ავადმყოფის სამედიცინო ბარათში აღნიშნულია, რომ პაციენტი კლინიკაში ტრავმის
მიღებიდან 5 საათის შემდეგაა შეყვანილი. კლინიკაში შესვლის დროს პაციენტი
თავის ტკივილს უჩიოდა, ტკიოდა მარჯვენა ზედა კიდური და შეზღუდული ქონდა
მოძრაობა. ექიმებმა ლ.ჯანხოთელს ქალა-ტვინის დახურული ტრავმის და თავის
ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს.
2009 წლის 18 იანვარს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმერეთის სამხარეო
კლინიკურ საავადმყოფოში ლაშა ჯანხოთელს და მის ოჯახის წევრებს შეხვდნენ.
დაკავებულმა აღნიშნა, რომ მას პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
ლ.ჯანხოთელი და მისი ოჯახის წევრები სახალხო დამცველის რწმუნებულებთან
ზეპირ საუბარში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებაზე საუბრობდნენ, თუმცა
აპარატთან თანამშრომლობისგან თავი შეიკავეს. საავადმყოფოს მიმღების მორიგე
ექიმის ჩანაწერში კი მითითებულია, რომ ავადმყოფისა და მისი დედის გადმოცემით,
17 იანვარს, დაახლოებით საღამოს 9-10 საათზე ჯანხოთელი პოლიციის
თანამშრომლებმა სცემეს. პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული ზეწოლის
შესახებ ასევე აღნიშნულია გაწერის ეპიკრიზშიც, რომელიც 19 იანვარს გაკეთდა,
მაშინ როცა ლ.ჯანხოთელი, დედის ხელწერილის საფუძველზე (უსახსრობის გამო),
კლინიკიდან გაწერეს.
2009 წლის 20 იანვარს ლ.ჯანხოთელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე
მუხლით (ხულიგნობა) გათვალისწინებული ქმედებისთვის წაუყენეს. ქუთაისის
საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ც.კიკვიძემ ბრალდებულს აღკვეთი
ღონისძიების სახით 2 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
ვინაიდან ზემოაღნიშნულ საქმეზე პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან
იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები, 2009 წლის 25 თებერვალს ,,სახალხო დამცველის
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის გ) პუნქტის თანახმად,
სახალხო დამცველმა სათანადო მასალები გადაუგზავნა საქართველოს მთავარ
პროკურორს, მ.გვარამიას წინასწარი გამოძიების დასაწყებად.
დენის გვენეტაძის საქმე
2009 წლის 21 იანვარს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი
სამმართველოს პატრულ-ინსპექტორმა ლევან იოსელიანმა ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოების
მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების კანონიერი განკარგულების ან
მოთხოვნისადმი
დაუმორჩილებლობა)
გათვალისწინებული
სამართალდარღვევისთვის დენის გვენეტაძე დააკავა.
სახალხო
დამცველის
რწმუნებულებისთვის
მიცემულ
ახსნა-განმარტებაში
დ.გვენეტაძე აღწერს, რომ 21 იანვარს მერსედესის მარკის ავტომობილით
გამსახურდიას გამზირზე მოძრაობდა, რა დროსაც საგზაო მოძრაობის წესი დაარღვია
და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა. იმის გამო, რომ მართვის მოწმობა და
ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი თან არ ჰქონდა, დ.გვენეტაძემ სახლში შესვლა
და საბუთების მოტანა გადაწყვიტა. სახლში მას პატრულ-ინსპექტორი შეყვა, მანქანის
გასაღები ხელიდან გამოგლიჯა და ავტომანქანაში ჩაჯდომა მოსთხოვა. საპატრულო
814
დანართი # 3 პოლიცია
პოლიციის ავტომანქანაში ჩაჯდომის შემდეგ დ.გვენეტაძემ ასფალტზე უგონოდ
დაცემული ბებია დაინახა და დახმარების გასაწევად გადმოსვლა სცადა. დაკავებული
ამბობს, რომ ამ დროს გონი დაკარგა.
გონზე მოსვლის შემდეგ, გვენეტაძეს ბუნდოვნად ახსოვს, რომ ავტომანქანის
საბურავთან იყო და წყალს ასხამდნენ. ამის შემდეგ დ.გვენეტაძე საპატრულო
პოლიციის ავტომანქანაში ჩასვეს და დროებითი მოთავსების იზოლატორში
გადაიყვანეს (ამ დროს მასთან ერთად იყო დედა ლალი გვენეტაძეც, რომელიც
ავტომობილში
თავად
ჩაჯდა).
დაკავებული
სამართალდამცავებისთვის
წინააღმდეგობის გაწევას, რაც მათი მხრიდან ძალის გამოყენების საჭიროებას
წარმოქმნიდა. ის ამბობს, რომ მისი დაკავება საპატრულო პოლიციის
თანამშრომლებთან გართულებულ ურთიერთობას და მათი მისამართით დაწერილ
საჩივარს უკავშირდება. იმის გამო, რომ დაკავებისას გონი დაკარგა, დ.გვენეტაძეს
დეტალების გახსენება უჭირს.
მისი დაკავების, ასევე მის მიმართ
განხორციელებული ზეწოლის შესახებ სახალხო დამცველის რწმუნებულებისთვის
მიცემულ ახსნა-განმარტებებში ფაქტის უშუალო მოწმეები დაწვრილებით
საუბრობენ.
მოწმეთა ახსნა-განმარტებებში აღნიშნულია, რომ დ.გვენეტაძესთან ერთად სახლში
შესული საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ყვიროდა, დ.გვენეტაძეს
ტანსაცმელზე ექაჩებოდა და მოწმობის მოძებნის საშუალებას არ აძლევდა.
პატრულმა ოჯახის წევრებს დ.გვენეტაძესთან მისვლის შესაძლებლობა არ მისცა, მან
ძალით გამოგლიჯა ავტომანქანის გასაღები და კარის მეორე მხარეს მყოფ პატრულს
ესროლა. ამ დროს გატყდა ავტომანქანის პულტიც. ხმაურზე ოთახიდან გამოვიდა
დ.გვენეტაძის ოჯახის ახლობელი ავადმყოფი ქალბატონი, რომელიც აღნიშნავს, რომ
დ.გვენეტაძე სამართალდამცავს თხოვდა, ავადმყოფის გასაგონად ხმაურს
მორიდებოდნენ, ავადმყოფის პატივისცემისკენ მოუწოდებდა და ამბობდა, რომ
საკუთარი ნებით გაყვებოდა მათ.
მოწმეები ასევე აღნიშნავენ, რომ დ.გვენეტაძე ძალის გამოყენებით გაიყვანეს
სახლიდან, პატრულმა ძალით გადმოიყვანა საპატრულო პოლიციის მანქანიდან
ქალბატონი თამარ ცაავა, რომელიც დ.გვენეტაძეს გვერდით მიუჯდა. შედეგად,
თ.ცაავა წაიქცა და გონება დაკარგა. ამავე პატრულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
(მუცლის არეში წიხლი ჩაარტყა) დ.გვენეტაძის ბებიას ზ.კოღუაშვილს, რომელიც
სამართალდამცავებს გონდაკარგული დ.გვენეტაძის საავადმყოფოში წაყვანას
თხოვდა. იმის მიუხედავად, რომ დ.გვენეტაძის მხრიდან სამართალდამცავებისთვის
წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია, იგი მანქანაში ძალის გამოყენებით
ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. სამართალდამცავებმა, თხოვნის
მიუხედავად, დაკავებულისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენის უფლება არ
მისცეს იქვე მყოფ სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებს.
ოჯახის ახლობელი ხ.ზვიადაძე იმერეთის შს სამხარეო მთავარ სამმართველოში
ტაქსით მივიდა, თუმცა ამ დროისთვის დ.გვენეტაძე დროებითი მოთავსების
იზოლატორში მიყვანილი არ იყო. აღნიშნულის გამო, ხ.ზვიადაძე გამოთქვამს ეჭვს,
რომ დაკავებული პირდაპირ დროებითი მოთავსების იზოლატორში არ მიუყვანიათ.
815
დანართი # 3 პოლიცია
ცოტა ხანში, სამხარეო სამმართველოსთან საპატრულო პოლიციის ავტომანქანით
ხელბორკილდადებული დ.გვენეტაძე მიიყვანეს. იგი უღონოდ იყო და თავი დედის,
ლ.გვენეტაძის კალთაში ედო. სამხარეო სამმართველოსთან მიყვანილ დ.გვენეტაძეს
ფიზიკური შეურაცხყოფა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად
სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა, სავარაუდოდ სამართალდამცავმა პირმაც მიაყენა,
რომელიც ნაცრისფერ ჯიპის მარკის ავტომობილში ჩაჯდა და წავიდა. მცირე ხნის
შემდეგ, სამმართველოში დაბრუნებულმა პიროვნებამ დაცვის თანამშრომლებს
უბრძანა, რომ ქალბატონები სამმართველოს შენობაში არ შეეშვა, ხოლო
ლ.გვენეტაძესა და ხ.ზვიადაძეს, რომლებიც სამხარეო სამმართველოს უფროსთან
შეხვედრას ითხოვდნენ, უთხრა, რომ თავად იყო უფროსი.
დაკავებულის დედამ განცხადებით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს.
დედა მისი ვაჟის დაკავებას სამართალდამცავებთან გართულებულ ურთიერთობას
უკავშირებს. 2008 წლის სექტემბრის თვეში დ.გვენეტაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა
უშუალოდ
საპატრულო
პოლიციის
დეპარტამენტის
იმერეთის
მთავარი
სამმართველოს უფროსმა გ.ბოდაველმა მიაყენა. მომხდართან დაკავშირებით ოჯახმა
ქუთაისის რაიონულ პროკურატურას მიმართა. ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ–ის
333–ე მუხლის მე–3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება
გრძელდება (6 თვე გავიდა).
21 იანვარს დაახლოებით 22 საათსა და 30 წუთზე, საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს გამომძიებლები დავით მაჩიტიძე
და მამუკა ქვათაძე, ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ დენის
გვენეტაძეს შეხვდნენ. ამავე დროს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე
და ადმინისტრაციული წესით დაკავებული დ.გვენეტაძე ბრალდებულად ცნეს
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით (წინააღმდეგობა,
მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების
სხვა წარმომადგენლის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2009 წლის 23 იანვარს დ.გვენეტაძე ადმინისტრაციულ სახდელის დადების მიზნით,
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლემ ი.ლეკვეიშვილმა დ.გვენეტაძის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის
173-ე
მუხლით
გათვალისწინებული
სამართალდარღვევის ჩადენა დადგენილად მიიჩნია და მას სახდელის სახით 400
(ოთხასი) ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა. დადგენილების
გამოტანისას მოსამართლე დაეყრდნო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმს, სადაც მითითებული იყო, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დ.გვენეტაძე არ
დაემორჩილა პოლიციის თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნას, გაუწია მათ
წინააღმდეგობა და მიაყენა შეურაცხყოფა. დადგენილებაში ასევე მითითებულია,
რომ დ.გვენეტაძემ მითითებული გარემოებების სისწორე არ დაადასტურა.
როგორც უკვე აღინიშნა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული დ.გვენეტაძე
ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნეს. აღნიშნულის გათვალისწინებით,
2009 წლის 23 იანვარს დ.გვენეტაძე კვლავ წარედგინა ქუთაისის საქალაქო
816
დანართი # 3 პოლიცია
სასამართლოს, ამჯერად აღკვეთის ღონისძიების შერჩევის მიზნით. დ.გვენეტაძეს
აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა 300 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით
გირაო, ხოლო გირაოს გამოყენების უზრუნველსაყოფად შეეფარდა დაპატიმრება.
ვინაიდან პოლიციელთა ქმედებებში იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები, 2009 წლის
25 თებერვალს ,,სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–
ე მუხლის გ) პუნქტის თანახმად, სახალხო დამცველმა სათანადო მასალები
გადაუგზავნა საქართველოს მთავარ პროკურორს, მ.გვარამიას წინასწარი გამოძიების
დასაწყებად.
ბესიკ თირქიას საქმე
2009 წლის 3 თებერვალს ზუგდიდის შინაგან საქმეთა სამმართველოს
თანამშრომლები შეიჭრნენ მოქალაქე ბესიკ თირქიას საცხოვრებელ სახლში,
სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ბ.თირქიას და მის მეუღლეს,
რომელიც ცდილობდა, მობილური ტელეფონის ვიდეოკამერით დაეფიქსირებინა
პოლიციელთა ქმედებები. ამის შემდეგ პოლიციელებმა განაგრძეს ბესიკ თირქიას
ცემა, სცემდნენ წიხლებით თავის არეში. ბ.თირქიამ რამდენჯერმე დაკარგა გონი,
თუმცა ამის გამო მისი ცემა არ შეუწყვეტიათ.
ამის შემდეგ პოლიციელებმა ბ.თირქია გადაიყვანეს ზუგდიდის რაიონულ
სამმართველოში, სადაც იმყოფებოდა სამორიგეო ოთახში. ამ პერიოდის
განმავლობაში მასთან ხშირად შედიოდა ვინმე დარასელია და მიმართავდა
უცენზურო სიტყვებით. დაახლოებით ერთ საათში იგი გადაიყვანეს ქ. ზუგდიდის
დროებითი მოთავსების იზოლატორში, ხოლო მეორე დღეს მას სასამართლომ
დააკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა – 100 ლარი – ადმინისტრაციული
სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173–ე
(სამართალდამცავი ორგანოების მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების
კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით.
შსს
დროებითი
მოთავსების
იზოლატორის
დაკავებულის
გარეგნული
დათვალიერების ოქმში აღნიშნულია, რომ ვიზუალური დათვალიერებით ბ.თირქიას
რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება, თუმცა 2009 წლის 05 თებერვალს ბ.თირქიას
ოჯახმა გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური, რომლის ჩანაწერის
თანახმად, ბ.თირქიას დაუდგინდა დიაგნოზი – თავის ტვინის შერყევა.
ვინაიდან ზუგდიდის შს სამმართველოს თანამშრომელთა ქმედებებში იკვეთებოდა
სსკ–ის 1441 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, 2009 წლის 10
თებერვალს ,,სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე
მუხლის გ) პუნქტის თანახმად, სახალხო დამცველმა სათანადო მასალები
გადაუგზავნა საქართველოს მთავარ პროკურორს, მ.გვარამიას წინასწარი გამოძიების
დასაწყებად.
სულხან ქობულაძის საქმე
2009 წლის 16 თებერვალს სახალხო დამცველის რწმუნებულები ქუთაისის დმი-ში
ადმინისტრაციულ პატიმარს სულხან ქობულაძეს შეხვდნენ. დმი-ში განთავსებულ
817
დანართი # 3 პოლიცია
დაკავებულ პირთა აღრიცხვის წიგნის მონაცემების მიხედვით, იზოლატორში
შეყვანისას ს.ქობულაძეს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. დაკავების
დეტალების შესახებ სახალხო დამცველის რწმუნებულისთვის ახსნა-განმარტების
მიცემა მან 2009 წლის 19 თებერვალს შეძლო.
ახსნა-განმარტებაში ს.ქობულაძე მიუთითებს, რომ 2009 წლის 10 თებერვალს, ღამის
საათებში, ქუთაისის შს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში შევიდა და
თანამშრომლებს ტელეფონი სთხოვა, რათა მეგობრებს დაკავშირებოდა და იქვე
გაჩერებული ავტომობილისთვის საწვავი მიეტანათ. ამ დროისთვის ს.ქობულაძე
ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. პოლიციელთა შეკითხვაზე, თუ ვინ იყო, მან
უპასუხა: „რა მნიშვნელობა აქვს, ვარ მოქალაქე და დასახმარებლად მოვედი“.
ვინაობის გამხელის გარეშე პოლიციელებმა ს.ქობულაძეს ტელეფონით დარეკვის
საშუალება არ მისცეს. მან ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მოითხოვა. ს.ქობულაძე
შეეცადა ადგილზე მისული პიროვნებისთვის, რომელიც პოლიციის განყოფილების
უფროსის მოადგილედ გაეცნო, მომხდარის შესახებ მოეთხრო. მათ შორის
გამართული ხანმოკლე კამათის შემდეგ ს.ქობულაძე იატაკზე აღმოჩნდა.
დაკავებული იხსენებს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მას სიტყვიერი და
ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და თავზე ხელი დაიფარა. რამდენიმე წუთიანი
დაუზოგავი ცემის შემდეგ ს.ქობულაძე სავარაუდოდ პოლიციის განყოფილების
უფროსის მოადგილესთან მივიდა და უთხრა, რომ მომხდარის შესახებ საჩივარს
პროკურატურას და გენერალურ ინსპექციაში შეიტანდა. დაკავებული იხსენებს, რომ
აღნიშნული სიტყვების შემდეგ, პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი მისკენ
გინებით და მუშტების ქნევით იწევდა, თუმცა ის სხვა სამართალდამცავებმა
შეაჩერეს. დასასრულს ს. ქობულაძე აზუსტებს, რომ მისი ცემა პოლიციის
განყოფილების ფოიეში განხორციელდა. მისთვის ცემაში მონაწილე პოლიციელთა
ვინაობა უცნობია, თუმცა ამბობს, რომ ამოცნობა შეუძლია. მომხდარის შესახებ
ინფორმაციას უნდა ფლობდეს ს.ქობულაძის თანმხლები პირი, სახელად გოგი,
რომლის გვარი მისთვის უცნობია.
ადმინისტრაციული დაკავების ოქმისა და სხვა მასალების თანახმად, ს.ქობულაძე
2009 წლის 11 თებერვალს 2 საათსა და 30 წუთზე, ქუთაისის შს სამმართველოს
პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა (ხვიჩა ზივზივაძე, ირაკლი კაპანაძე
და სხვ.) განყოფილების შენობაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173–ე (სამართალდამცავი ორგანოების
მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების კანონიერი განკარგულების ან
მოთხოვნისადმი
დაუმორჩილებლობა)
მუხლებით
გათვალისწინებული
სამართალდარღვევისათვის დააკავეს.
დაკავებული ქუთაისის დმი-ში 3 საათსა და 35 წუთზე გადაიყვანეს. გარეგნული
დათვალიერების ოქმში, რომელიც იზოლატორშია შედგენილი მითითებულია
ს.ქობულაძის დაზიანებების შესახებ. კერძოდ, მას აღენიშნებოდა გრძივი სიწითლე
კისრის მარჯვენა მხარეს, მცირე ზომის სილურჯე მარჯვენა თვალბუდეზე, მცირე
ზომის
სიწითლე
ნიკაპზე.
გარეგნული
დათვალიერების
ოქმში
ასევე
დაფიქსირებულია, რომ დაზიანებები დაკავების დროსაა მიღებული, დაკავებულს
ფიზიკური შეურაცხყოფა პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა მიაყენეს
818
დანართი # 3 პოლიცია
და მას აღნიშნული პირების ამოცნობა შეუძლია. ანალოგიური ინფორმაციაა
მითითებული დმი-ში განთავსებულ დაკავებულ პირთა აღრიცხვის წიგნში.
2009 წლის 11 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის
ლ.ქოჩიაშვილის
დადგენილებით,
ს.ქობულაძეს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული
სამართალდარღვევისთვის 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
ს.ქობულაძის განმარტების მიუხედავად, რომ მან პოლიციელთა მხრიდან განიცადა
ფიზიკური შეურაცხყოფა, მოსამართლეს ამ საკითხზე ყურადღება არ გაუმახვილებია.
ვინაიდან ქუთაისის შს სამმართველოს თანამშრომელთა ქმედებებში იკვეთებოდა
დანაშაულის ნიშნები, 2009 წლის 25 თებერვალს ,,სახალხო დამცველის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის გ) პუნქტის თანახმად, სახალხო
დამცველმა სათანადო მასალები გადაუგზავნა საქართველოს მთავარ პროკურორს,
მ.გვარამიას წინასწარი გამოძიების დასაწყებად.
გიორგი გამცემლიძის საქმე
2008 წლის 08 მაისს ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო
წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის #010088113 საქმეზე ქ.თბილისისა და
მცხეთა–მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლის
მიერ დამნაშავის შეპყრობისას აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობის
ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 114–ე მუხლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009
წლის 16 იანვრის განაჩენით ქ.თბილისისა და მცხეთა–მთიანეთის საპატრულო
პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი ვახტანგ აბუაშვილი ცნობილ
იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის (სიცოცხლის მოსპობა
გაუფრთხილებლობით) პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად
განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის
50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვ.აბუაშვილს დანიშნული სასჯელიდან 2 (ორი)
წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი)
წელი ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
აღნიშნული განაჩენისა და საბრალდებო დასკვნის თანახმად, ვ.აბუაშვილს ბრალი
ედება მასში, რომ მან ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, რაც
გამოიხატა შემდეგში:
2004 წლიდან ვ.აბუაშვილი მუშაობდა საქართვეოლს შს სამინისტროს საპატრულო
პოლიციის დეპარტამენტში პატრულ-ინსპექტორად და პოლიციის შესახებ კანონის
თანახმად, წარმოადგენს პოლიციელს. 2008 წლის 08 მაისს, დაახლოებით 01:20
საათზე თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი
სამმართველოს მთაწმინდა-კრწანისის მიმართულების მე-2 ოცეულის პატრულინსპექტორები ვ.აბუაშვილი და ლ.ჯინიყაშვილი საპატრულო პოლიციის
ავტომანქანით, ბორტი #7104-ით ახდენდნენ პატრულირებას თბილისში,
819
დანართი # 3 პოლიცია
კ.მაყაშვილის ქუჩაზე, ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით, რა დროსაც შეამჩნიეს საგზაო
მოზრაობის წესების დარღვევით მოძრავი ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანა, სახ. #MZM003, რომელსაც მართავდა მოქალაქე გიორგი გამცემლიძე. პატრულ-ინსპექტორებმა
ავტომანქანის მძღოლს მოუწოდეს შეჩერებულიყო, თუმცა ეს უკანასკნელი არ
დაემორჩილა პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და მაღალი სიჩქარით განაგრძო
მოძრაობა მ.ზანდუკელის ქუჩის მიმართულებით.
,,მაკდონალდსის” შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მძღოლმა ვერ დაიმორჩილა
საჭე და მარცხენა მხარეს შეეჯახა ბორდიურს, რის შემდეგაც გააჩერა ავტომანქანა,
გადაირბინა იქვე მდებარე ავტოფარეხის სახურავზე და შეეცადა მიმალულიყო
ზანდუკელის ქუჩა #2-ში მდებარე ეზოში. პატრულ-ინსპექტორები ვ.აბუაშვილი და
ლ.ჯინიყაშვილი ავტომანქანით მიყვნენ მას, რის შემდეგაც ვ.აბუაშვილი გადმოვიდა
ავტომანქანიდან და დაედევნა გ.გამცემლიძეს, რათა მის მიერ ჩადენილი
სამართალდარღვევის გამო კანონით დადგენილი წესით მოეხდინა მისი დაკავება.
ვინაიდან გ.გამცემლიძე გაიქცა, ვ.აბუაშვილს გაუჩნდა ეჭვი, რომ შესაძლებელია მას
ჰქონოდა კანონსაწინააღმდეგო ნივთი და პოლიციელებს დამუქრებოდათ საფრთხე,
მოიმარჯვა სამსახურებრივი საშტატო იარაღი, მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში,
მიეჭრა მას და შეეცადა მის დაკავებას, რა დროსაც მაკაროვის სისტემის
ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით მოახდინა ერთი გასროლა,
რითაც გ.გამცემლიძეს გაუფრთხილებლობით კეფის არეში მიაყენა სასიკვდილო
ჭრილობა. მიღებული დაზიანების შედეგად იგი საავადმყოფოში მიყვანამდე
გარდაიცვალა.
სისხლის სამართლის საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბალისტიკური ექსპერტიზის
წინაშე (2008 წლის 05 ივნისის #1521/04 ექსპერტის დასკვნა) დასმული იყო შემდეგი
კითხვა: გ) სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურიდან ამოღებული
მოქალაქე გ.გამცემლიძის ტანსაცმელს აღენიშნება თუ არა ცეცხლსასროლი იარაღით
მიყენებული დაზიანების კვალი. დადებით შემთვევაში, ექსპერტიზას ეთხოვა
განესაზღვრა სროლის მანძილი, მიყენების მექანიზმი და მიმართულება.
აღნიშნული დასკვნის თანახმად, ,,ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ფუთებში
(განმარტებითი წარწერის მიხედვით გ.გამცემლიძის ტანსაცმელი) მოთავსებული
ტანსაცმლიდან (მორუხო–მოლურჯო ქურთუკი, შავი ჯემპრი, მოკლემკლავიანი შავი
მაისური, ლურჯი ჯინსის შარვალი, შავი ქამარი და შავი ფერის ტრუსი) მხოლოდ
ქურთუკზე, ჯემპრზე და ნაწილობრივ მაისურზე, უკანა მარჯვენა მხარეს, ზურგის
ზედა არეში არსებული #1, #1ა, #1ბ დაზიანება ცეცხლნასროლია, ერთდროული
წარმოშობისაა და განვითარებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი,
სპილენძის შემცველი, ერთი დამზიანებელი ობიექტის (ტყვიის) ზემოქმედებით,
ტანსაცმლის მიმართ უკნიდან წინ, ქვემოდან ზემოთ მიმართულებით, გარკვეული
კუთხით, ძლიერ ახლო, დაახლოებით 5 სმ მანძილიდან (ლულის ტუჩიდან სამიზნე
ობიექტამდე) სროლის შედეგად.
2008 წლის 16 მაისის ექსპერტიზის დასკვნის #1521/20 თანახმად, ექსპერტიზის წინაშე
გადასაწყვეტად დასმული კითხვებიდან ერთ–ერთი იყო გ) გ.გამცემლიძს გვამიდან
აღებულ ანაწმენდებზე არის თუ არა დენთისა და მეტალიზაციის კვალი?
820
დანართი # 3 პოლიცია
აღნიშნული დასკვნის თანახმად, გ) გვამიდან აღებულ ანაწმენდებზე მეტალიზაციის
კვალი და დენთის დამწვარი ან დაუმწვარი ნაწილაკები აღმოჩენილი არ ყოფილა.
სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი გამცემლიძის
გვამს აღენიშნება სიცოცხლისდროინდელი შემდეგი სახის დაზიანებანი: თავის
მიდამოს ბრმა ცეცხლნასროლი დაზიანება. კეფის მიდამოს ჭრილობა – ტყვიის
შესავალი ხვრელი, კეფის ძვლის დაზიანებით – გამომავალი ხვრელი. ქალას რბილ
საფარსა და შუბლის ძვალს შორის უცხო სხეული – ტყვია. ქალას რბილ საფარსა და
ორივე
თვალბუდის
მიდამოს
სისხლჩაქცევა.
აღნიშნული
დაზიანებანი
განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის
მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის
სახიფათო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ
თარიღს, ე.ი. 2008 წლის 08 მაისს. გ.გამცემლიძის სიკვდილის უშუალო მიზეზია
თავის ტვინის ნივთიერებათა გამჭოლი დაზიანება, განვითარებული თავის მიდამოს
ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად. ჭრილობის არხის მიმართულებაა
ქვემოდან ზემოთ, უკნიდან წინ და მარჯვნიდან მარცხნივ. სროლა ნაწარმოებია არა
ახლო მანძილიდან ფიზიკო–ტექნიკური გამოკვლევით.
2008 წლის 20 მაისის ექსპერტის დასკვნა #1528/05/20-ის თანახმად, ექსპერტიზის
წინაშე გადასაწყვეტად დასმული კითხვებიდან ერთ–ერთი იყო შემდეგი წარმოდგენილ ფეხსაცმლის ლანჩზე არის თუ არა საღებავის, ჟანგის ან სხვა ქიმიური
კვალი, დადებით შემთვევაში, ხომ არ არის იდენტური ავტოფარეხის სახურავის
ლითონის ნაჭერზე არსებული ნივთიერების კვალის ან კიდევ პირიქით.
ამავე დასკვნის თანახმად, ,,ექსპერტიზაზე წარმოდგენილი გ.გამცემლიძის მარჯვენა
ფეხსაცმლის ლანჩზე აღინიშნება მოწითალო–მოყავისფრო ფერის რკინის ჟანგის
მინალესი, ისეთივე შემადგენლობის, რაც ექსპერტიზაზე წარმოდგენილი თუნუქის
ფირფიტის ზედაპირზე არსებული ჟანგის ფენა.“
2008 წლის 22 მაისის ექსპერტის დასკვნა #1528//03 თანახმად, ექსპერტიზის წინაშე
გადასაწყვეტად დასმული იყო კითხვა – წარმოდგენილ ლითონის ნაჭერზე არის თუ
არა ფეხსაცმლის კვალი, დადებით შემთვევაში იდენტურია თუ არა გ.გამცემლიძის
სპორტული ფეხსაცმლის.
ამავე დასკვნის თანახმად, გამოკვლევაზე წარმოდგენილი თუნუქის ზედაპირზე
შეინიშნება აცურებისათვის დამახასიათებელი კვალი, რომელიც უვარგისია
იდენტიფიკაციისათვის, ამიტომ დადგენა საკითხისა, ხსენებული კვალი
დატოვებულია თუ არა წარმოდგენილი ფეხსაცმლით, შეუძლებელია.
2008 წლის 02 ივლისის ექსპერტის დასკვნა #2203/11/25–391/37
ექსპერტიზის წინაშე გადასაწყვეტად დასმული იყო შემდეგი კითხვები:
თანახმად,
ა) შეიძლებოდა თუ არა განსასჯელ ვ.აბუაშვილის მიერ აღწერილ მდგომარეობაში
მიეღო გ.გამცემლიძეს მიყენებული ცეცხლსასროლი დაზიანება;
821
დანართი # 3 პოლიცია
ბ) ჩატარებული ექსპერტიზების მიხედვით დადგენილიყო, რა ვითარებაში
შეიძლებოდა მიეღო ეს დაზიანება გ.გამცემლიძეს და რა მდგომარეობაში
შეიძლებოდა ყოფილიყვნენ დაზიანების მიღების მომენტში აწ გარდაცვლილი
გ.გამცემლიძე და ბრალდებული ვ.აბუაშვილი, ასევე რა მდგომარეობაში იქნებოდა
ცეცხლსასროლი იარაღი გ.გამცემლიძის მიმართ და შესაძლებელია თუ არა
დაზიანების მიღების მომენტში გ.გამცემლიძე ყოფილიყო უფრო ამაღლებულ
ადგილას ან პირიქით (ვ.აბუაშვილის მიმართებაში);
გ) მიღებული ცეცხლნასროლი დაზიანების შემდეგ შესაძლებელი იყო თუ არა
გ.გამცემლიძის გადაადგილება, დადებით შემთხვევაში, რამდენი მეტრის გავლას
შეძლებდა იგი;
დ) ვ.აბუაშვილის კუთვნილი #ად350476 პისტოლეტი არის თუ არა ტექნიკურად
გამართული და მისგან შესაძლებელია თუ არა კავზე თითის ზემოქმედების გარეშე
მოხდეს გასროლა?
ამავე დასკვნის თანახმად:
ა,ბ) დაზარალებულისა და ბრალდებულის ურთიერთმდებარეობისა და პოზის
კონკრეტულად განსაზღვრა, უშუალოდ დაზიანების განვითარების მომენტში
სხეულის (თავის) შესაძლო მოძრაობის გათვალისწინებით, შეუძლებელია. თუმცა, არ
არის გამორიცხული გ.გამცემლიძის სხეულზე, აღნიშნული ცეცხლნასროლი
დაზიანების განვითარების შესაძლებლობა, განსასჯელ ვ.აბუაშვილის მიერ აღწერილ
ვითარებაში. რაც შეეხება უშუალოდ ცეცხლსასროლი იარაღის მდებარეობას
გ.გამცემლიძის სხეულის მიმართ, დაზიანების განვითარების მომენტში კეფის არეში
არსებული ჭრილობის არხი უნდა ყოფილიყო ცეცხლსასროლი იარაღის ლულის
არხის საპროექციო ხაზის გასწვრივ.
გ) სათანადო მეთოდიკის არ არსებობის გამო, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა
ექსპერტიზას არ შეუძლია. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ასეთი ხასიათის
დაზიანების მიღების შემდეგ პიროვნებას ეწარმოებინა გარკვეული მოძრაობა დროის
უმოკლეს პერიოდში.
დ) ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი – მაკაროვის კონსტრუქციის
#ად350476 პისტოლეტი, ტექნიკურად გამართულია, ვარგისია სროლისათვის და
მისგან, სასხლეტის გამოწევის გარეშე, გასროლა არ ხორციელდება.
გარდა ამისა, დაზარალებულის უფლებამონაცვლის გულნარა გამცემლიძისა და
მისი
ინტერესების
დამცველი
ადვოკატის
ინგა
არახამიას
მიმართვის
საფუძველზე ჩატარებულ იქნა ალტერნატიული კომპლექსური ბალისტიკური და
სასართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ადვოკატ ი.არახამიას მიერ ექსპერტიზის
წინაშე დასმული იყო შემდეგი კითხვები:
1. რა მანძილიდან არის ნაწარმოები გასროლა გ.გამცემლიძის კეფის მიდამოში;
822
დანართი # 3 პოლიცია
2. გ.გამცემლიძის კეფის ცეცხლნასროლი ჭრილობა და ტანსაცმლის დაზიანება
ჩვეულებრივ მდგომარეობაში არ არის განლაგებით თანხვედრილი და რით შეიძლება
აიხსნას აღნიშნული წინააღმდეგობა;
3. შეიძლებოდა თუ არა ვ.აბუაშვილის მიერ აღწერილ მდგომარეობაში მიეღო
გ.გამცემლიძეს მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანება.;
4. აბუაშვილის კუთვნილი პისტოლეტიდან შესაძლებელი იყო თუ არა სასხლეტზე
ზემოქმედების გარეშე გასროლა;
5. შეიძლებოდა თუ არა დაზიანების მიღების მომენტში გ.გამცემლიძე ყოფილიყო
ზურგით წინ წახრილ მდგომარეობაში;
6. მიღებული ცეცხლნასროლი დაზიანების შედეგად ავტოფარეხის სახურავიდან
ვარდნის შემდგომ შესაძლებელი იყო თუ არა გ.გამცემლიძის გადაადგილება და
დადებით შემთხვევაში, რა მანძილის გავლას შეძლებდა იგი.
ექსპერტიზის შედეგების თანახმად:
1. გ.გამცემლიძის გვამის გამოკვლევის მონაცემებით კეფის არეში არსებული
ცეცხლნასროლი ჭრილობის შესავალი ხვრელის ფიზიკო-ტექნიკური გამოკვლევით
სროლა ნაწარმოებია არაახლო მანძილიდან სროლის თანმდები ფაქტორების ზონის
გარეთ. ტანსაცმლის ბალისტიკური კვლევით ზურგის ზედა არეში მარჯვნივ
დადგენილია ტანსაცმლის ცეცხლნასროლი დაზიანება, განვითარებული ახლო
მანძილიდან სროლის შედეგად, დაახლოებით 5 სმ (ლულის ტუჩიდან სამიზნე
ობიექტამდე). კეფის ცეცხლნასროლი ჭრილობის შესავალი ხვრელის ირგვლივ
სროლის დამატებითი ფაქტორების არ არსებობა განპირობებულია სროლისას
სხეულის აღნიშნული მიდამოს ტანსაცმლით დაფარვით.
ზემოაღნიშნულიდან
(დაახლოებით 5 სმ).
გამომდინარე,
სროლა
ნაწარმოებია
ახლო
მანძილიდან
2. კეფის არეში გასროლის დროს ტანსაცმელი იყო გადაადგილებული თავის
მიმართულებით ქვემოდან ზემოთ.
3.
ექსპერტიზა
საფუძველმოკლებულია
რაიმე
დასკვნების
გამოსატანად
გ.გამცემლიძის ცეცხლნასროლი დაზიანების მიღების შესაძლებლობაზე საქმეში
არსებული ვ.აბუაშვილის ჩვენების მიხედვით, რადგან ჩვენებაში არ არის ზუსტად
გამოკვეთილი მსროლელის და დაზარალებულის ურთიერთგანლაგება (პოზები) და
გასროლის მომენტი. აღნიშნული საკითხის დასადგენად საჭიროა ჩატარდეს
საგამოძიებო ექსპერიმენტი.
4. ვ.აბუაშვილის მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტი ტექნიკურად გამართულია
და მისგან გასროლა სასხლეტზე ზემოქმედების გარეშე შეუძლებელია.
823
დანართი # 3 პოლიცია
5. თავის მიდამოს ცეცხლნასროლი ჭრილობის ლოკალიზაციის და ჭრილობის არხის
მიმართულების (უკანიდან წინ, ქვემოდან ზემოთ) გათვალისწინებით შესაძებელია
გ.გამცემლიძე გასროლის მომენტში ყოფილიყო წინ მოხრილ მდგომარეობაში.
6. ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად გ.გამცემლიძეს განუვითარდა ტვინის
ტლანქი სტრუქტურული დაზიანება. აღნიშნულს უპირობოდ მოყვება ცერებრული
დიაშიზი – შოკი ტვინის ფუნქციების მომენტალური და სრული გათიშვით.
ვითარდება გონების დაკარგვა მოტორული ფუნქციების სრული მოშლით.
ამდენად,
გ.გამცემლიძე
ცეცხლნასროლი
გადაადგილებას ვერ შეძლებდა.
დაზიანების
მიღების
შემდეგ
2008 წლის 08 მაისს მოწმის სახით დაიკითხა პატრულ–ინსპექტორი ვახტანგ
აბუაშვილი. მისი ჩვენების თანახმად, 2008 წლის 07 მაისის 22:00 საათიდან
ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. 2008 წლის 08 მაისს დაახლოებით 01: 20
საათზე ჭონქაძის ქუჩიდან მოულოდნელად დიდი სისწრაფით შევიდა მსუბუქი
ავტომანქანა ,,BMW“ სახელმწიფო ნომრით MZM–003 და მოძრაობა გააგრძელა
მაყაშვილის ქუჩის გავლით ზანდუკელის ქუჩის მიმართულებით. ვინაიდან
ავტომანქანა ,,BMW“–ს მძღოლმა დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, ვ.აბუაშვილი
და მისი მეწყვილე ლ.ჯინიყაშვილი საპატრულო პოლიციის ავტომანქანით
დაედევნენ მას, რათა მოეხდინათ მძღოლის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება.
ასევე, მათ ხმამაღალი მოლაპარაკეთი მოუწოდეს მძღოლს გაეჩერებინა ავტომანქანა
და დამორჩილებოდა საპატრულო პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. მიუხედავად
ამისა, ავტომანქანა ,,BMW“–ს მძღოლმა ავტომანქანა არ გააჩერა და შეეცადა გაქცევას.
მიუხედავად რამდენიმე მოწოდებისა, იგი არ ემორჩილებოდა საპატრულო
პოლიციის კანონიერ მოთხოვნას გაჩერების შესახებ.
,,BMW“–ს მარკის ავტომანქანამ დიდი სიჩქარით გააგრძელა მოძრაობა ზანდუკელის
ქუჩის მიმართულებით, შეუხვია ,,მაკდონალდსთან“ ზანდუკელის ქუჩზე,
ქვაფენილზე გააგრძელა მოძრაობა და როდესაც მათი მართვის ქვეშ მყოფმა
საპატრულო პოლიციის ავტომანქანამ შეუხვია, დაინახა, რომ რამდენიმე მეტრში,
გზის მარცხენა მხარეს ტროტუარზე გაჩერებული იყო აღნიშნული ავტომანქანა და
მისი მარცხენა კარები იყო ღია. ასევე დაინახა, რომ მანქანიდან გადმოსული იყო
მძღოლი და გარბოდა ეზოს შესასვლელისაკენ. იგი შევიდა ეზოში და გაიქცა
მარჯვენა მხარეს. ვ.აბუაშვილი მას ავტომანქანით მიჰყვა, სანამდეც შეიძლებოდა
ავტომანქანით ეზოში შესვლა. შემდეგ კი გააჩერა ავტომანქანა და მექანიკურად
ჩააქრო შუქები. ჩართული იყო მხოლოდ ოპერატიული ციმციმა და ხმოვანი სიგნალი.
ვ.აბუაშვილმა
ამოიღო
სამსახურებრივი
საშტატო
,,მაკაროვის“
სისტემის
პოსტოლეტი, მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში და გაემართა ეზოს უკიდურესი
მარჯვენა კუთხისაკენ, საითკენაც გაიქცა ავტომანქანის მძღოლი.
ვ.აბუაშვილი მას დაადგა სტომატოლოგიური კლინიკის წინ და შეეცადა მის
დაკავებას, მაგრამ ჯაჯგურისას მოულოდნელად გაუვარდა ცეცხლსასროლი იარაღი
და კეფის არეში დაჭრა იგი. ყოველივე ეს მოხდა რამდენიმე წამში, ისე, რომ ვ.
აბუაშვილი ვერ მიხვდა, რა მოხდა, მან მაშინ დაინახა, რომ მოქალაქე კეფაში იყო
824
დანართი # 3 პოლიცია
დაჭრილი, როდესაც იგი ძირს დავარდა. მისმა მეწყვილემ ლ.ჯინიყაშვილმა მაშინვე
გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი,
რომლებიც რამდენიმე წუთში მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. გამომძიებლის
კითხვაზე მოწმე ვ.აბუაშვილმა უპასუხა, რომ მას ,,BMW“–ს მარკის ავტომანქანის
მძღოლის ხელში, რომელიც შერბოდა ეზოში ცეცხლსასროლი იარაღი არ შეუმჩნევია,
ვინაიდან მართავდა ავტომანქანის საჭეს და ყურადღება თითქმის გადატანილი
ჰქონდა ავტომანქანის მართვაზე. როდესაც გადმოვიდა ავტომანქანიდან და გაეკიდა
აღნიშნულ პირს, ვ.აბუაშვილს მისთვის არაფერი დაუძახია და იგი მას გაეკიდა
იარაღმომარჯვებული. როგორც მოგვიანებით გაიგო, ცეცხლსასროლი იარაღი ნახეს
იქვე მდებარე ავტოფარეხის სახურავზე. ვ.აბუაშვილმა ასევე აჩვენა, რომ
ავტოფარეხსა და საცხოვრებელ სახლს შორის არსებული ჩიხი იყო ჩაბნელებული,
ხოლო განათებული იყო სტომატოლოგიური კლინიკის მარცხენა მხარე.
2008 წლის 18 ივნისს ბრალდებულის სახით დაკითხვისას ვ.აბუაშვილმა სრულად
დაადასტურა მის მიერ 2008 წლის 08 მაისს მიცემული ჩვენება და დაამატა, რომ
როდესაც გაქცეულ პიროვნებას მისდევდა ზანდუკელის ქუჩაზე მდებარე ეზოში,
სანამ ავტომანქანას გააჩერებდა, 2–3 წამის მანძილზე დაეკარგა თვალთახედვის
არედან. როდესაც გააჩერა ავტომანქანა და გადმოვიდა, მარჯვენა მხარეს სიბნელეში,
მისგან რამოდენიმე მეტრში შენიშნა აღნიშნული პიროვნება. ვ.აბუაშვილმა მაშინვე
ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში, ვინაიდან
პიროვნება გარბოდა და არ ემორჩილებოდა საპატრულო პოლიციის მოთხოვნას,
ამავე დროს იგი იყო სიბნელეში და ჩათვალა, რომ მას შესაძლოა ჰქონოდა რაიმე
კანონსაწინააღმდეგო ნივთი, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღი. ვ.აბუაშვილი
სტომატოლოგიური კლინიკის წინ შეეცადა მის დაკავებას, რა დროსაც ჯაჯგურისას
მოულოდნელად გაუვარდა ცეცხლსასროლი იარაღი და იგი დაჭრა კეფის არეში. ამ
დროს ვ.აბუაშვილს მარცხენა ხელი ჰქონდა მასზე მოკიდებული და პიროვნება მისკენ
იყო ნახევრად შებრუნებული ზურგით. ცეცხლსასროლი იარაღი ვ.აბუაშვილს
აღნიშნული პიროვნების ხელში არ დაუნახავს. ცეცხლსასროლი იარაღი მოგვიანებით
ნახა მისმა მეწყვილემ ავტოფარეხის სახურავზე. ვ.აბუაშვილს ავტოფარეხის
სახურავზე არავინ არ დაუნახავს.
სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განსასჯელმა ვ.აბუაშვილმა დაამატა, რომ
როდესაც საპატრულო პოლიციის ავტომანქანით შედიოდა ზანდუკელის ქუჩაზე,
შენიშნა ავტომანქანიდან გადმოსული პიროვნება, რომელიც გარბოდა ზანდუკელის
ქუჩაზე არსებული ჩასახვევისკენ. ამ დროს ვ.აბუაშვილმა შენიშნა, რომ პიროვნების,
რომლის დევნასაც ახორციელებდნენ, ხელის მოძრაობა წელის მიმართულებით,
რომელიც ცდილობდა რაღაც ამოეღო წელიდან. ეს დაახლოებით გაგრძელდა 2–3
წამი. ვ.აბუაშვილს არ დაუნახავს, თუ რა ეცვა პირს, რომლის დევნასაც
ახორციელებდა და არც მისი სახე არ დაუნახავს. აღნიშნულის შემდეგ ვ.აბუაშვილმა
საპატრულო პოლიციის ავტომანქანით გააგრძელა მოძრაობა ზანდუკელის ქუჩზე და
გაემართა ეზოსკენ, სადაც შევარდა ეს პიროვნება, რა დროსაც კარგად დაინახა
ტროტუარზე შევარდნილი ,,BMW“–ს მარკის ავტომანქანა, მას მოუვიდა ავტოსაგზაო
შემთხვევა.
825
დანართი # 3 პოლიცია
ვ.აბუაშვილმა დაინახა, რომ ავტომანქანის კარი ღია იყო და რამდენიმე წამი
უყურებდა მას, რომ კიდევ ვინმე არ გადმოსულიყო ამ ავტომანქანიდან. სხვა პირი მას
ავტომანქანიდან გადმოსული არ დაუნახავს და ჩაუხვია ეზოში. პირველი, რაზეც
ყურადღება გაამახვილა, ეს იყო სადარბაზო და ჩათვალა, რომ პირი, რომელიც
გაურბოდა, შევიდოდა სადარბაზოში. სწორედ ამ მანქანის დევნის შედეგად და
შემდგომში ამ პიროვნების ქმედებების შედეგად, რაც მან გააკეთა ეზოში
შევარდნამდე, ვ.აბუაშვილში გამოიწვია ეჭვი, რომ ეს პიროვნება შეიძლება
ყოფილიყო შეიარაღებული ან მას ჰქონოდა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან
ნივთიერება. როცა ეზოში შევიდა, ვ.აბუაშვილმა, ისე რომ ავტომანქანა არ
მოუტრიალებია, საქარე მინიდან დაინახა, რომ ავტოფარეხების გასწვრივ გარბოდა
პიროვნება. ვ.აბუაშვილი ეზოში შევიდა ავტომანქანით. ეზო იყო ჩაბნელებული და
სინათლე იყო მხოლოდ ეზოს ბოლოში მარცხენა მხარეს.
ვ.აბუაშვილმა მოუხვია და გააჩერა ავტომანქანა. იგი გადმოვიდა ავტომანქანიდან და
პიროვნებას, რომელიც გარბოდა ავტოფარეხების გასწვრივ ავტოფარეხების
ბოლოსკენ, სადაც არის ჩიხი, მოუწოდა სიტყვიერად რომ გაჩერებულიყო,
წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ განხორციელებული იქნებოდა შესაბამისი
ზომები. მიუხედავად ამისა, პიროვნება არ დაემორჩილა და შეირბინა ჩიხში, სადაც
გასასვლელი არ არის და ამან ვ.აბუაშვილში გამოიწვია იმის საფრთხე, რომ მასა და
მის მეწყვილეს აღნიშნული პირისაგან შეექმნებოდათ საფრთხე და საფრთხე
შეექმნებოდა ასევე იმ მოქალაქეებს, რომლებიც იქ ცხოვრობენ. ვ.აბუაშვილმა
მოიმარჯვა ტაბელური იარაღი, გაემართა პირველი რიგში ავტოფარეხის
მიმართულებით, რადგან თუ პირი მათ მიმართ გამოიყენებდა იარაღს ანუ თუ მას
ჰქონდა საბრძოლო პოზიცია, ის და მისი მეწყვილე იქნებოდნენ დაუცველები და
რამენაირად მარჯვენა მხარე მათთვის ყოფილიყო დაცული. აღნიშნულის შემდეგ
ვ.აბუაშვილი გაემართა ჩიხის მიმართულებით, რათა მოეხდინა პიროვნების
დაკავება.
როცა მიუახლოვდა ჩიხს – რამდენიმე ნაბიჯი ჰქონდა დარჩენილი, გამოვარდა
ჩიხიდან პიროვნება დიდი სისწრაფით, ვ.აბუაშვილმა სწრაფი მოძრაობით მარცხენა
ხელი მოჰკიდა მას მარცხენა მხარში, შემოატრიალა თავისკენ ზურგით და კვლავ
უბრძანა, რომ დამორჩილებოდა, მაგრამ პიროვნება კვლავ განაგრძობდა
წინააღმდეგობის გაწევას და ცდილობადა ხელიდან დასხლტომოდა მას. ვ.აბუაშვილი
ცდილობდა, რომ იგი შემოეტრიალებინა თავისკენ სახით, რადგან არსებობდა მისგან
საფრთხე. ეს ყველაფერი ხდებოდა ძალიან სწრაფად და დაძბულობის ფონზე.
სწორედ ამ დროს, როდესაც ვ.აბუაშვილი ცდილობდა მის დაკავებას და იმის გაგებას,
თუ რატომ გაურბოდა აღნიშნული პირი სამართალდამცავებს, გაიგონა გასროლის
ხმა.
გასროლის ხმის გაგონების შემდეგ იყო პაუზა. შემდეგ გაიგო, რომ ეს პირი იყო
გიორგი გამცემლიძე. გასროლის შემდეგ პიროვნებამ წამიერად შეწყვიტა
წინააღმდეგობა, ჩაიკეცა და დაეცა ძირს. უცბად ვ.აბუაშვილი ვერ მიხვდა, რა მოხდა
და როცა თვის მარჯვენა ხელში დაინახა იარაღი, მიხვდა, რომ პირი იყო დაჭრილი.
ვ.აბუაშვილმაც ჩაიჩოქა და შეეცადა ენახა, თუ სად მოხვდა მას ტყვია. დაჭრა იყო
დაახლოებით კეფის არეში, რადგან როცა დაიჩოქა, დაინახა სისხლი. იმ წუთას რაც
826
დანართი # 3 პოლიცია
მოიფიქრა, მარჯვენა ხელით მოძებნა ჭრილობა და მაქსიმალური დაწოლით შეეცადა
სისხლის შეჩერებას. ამ დროს დაიწყო ყვირილი მისი მეწყვილის მიმართულებით,
რომ გამოეძახა სასწრაფო დახმარება. რამდნ ხანს გაგრძელდა ეს სიტუაცია, არ იცის.
გარკვეული პერიოდის შემდეგ გაიგონა მისი მეწყვილის ხმა, რომ იპოვა იარაღი.
ვ.აბუაშვილი შემოტრიალდა, თუმცა მეწყვილე ვერ დაინახა, შემდეგ აიხედა ზევით
და სახურავზე დაინახა ლ.ჯინიყაშვილი.
ამავე ჩვენებით, ვ.აბუაშვილს არ დაუნახია არც პიროვნების სახე, რომელსაც
მისდევდა და რომელიც უნდა დაეკავებინა და არც ის, თუ რა ეჭირა მას ხელში.
პიროვნება მისკენ არ მიბრუნებულა. მას ასევე არ დაუნახავს, თუ რა ამოიღო მან
წელიდან. საფრთხეს ელოდებოდა მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიციის
ავტომანქანიდან გადმოვიდნენ, პიროვნებას მოუწოდეს გაჩერებისაკენ, ის კი კვლავ
არ დაემორჩილა მათ მოთხოვნას და შევარდა ჩიხში, სადაც გასასვლელი არ იყო. ამან
გამოიწვია
ეჭვი,
რომ
მას
შეიძლება
საფრთხე
შეექმნა
პოლიციის
თანამშრომლებისათვის. ლ.ჯინიყაშვილი ვ.აბუაშვილის ზურგს უკან უნდა
ყოფილიყო. მას ვ.აბუაშვილი უნდა დაეცვა ზურგის მხრიდან და მარცხენა მხრიდან.
იარაღი ლ.ჯინიყაშვილსაც ჰქონდა, მაგრამ ვ.აბუაშვილს მის ხელში იარაღი არ
დაუნახავს. ვ.აბუაშვილი როცა გარბოდა ავტოფარეხების გასწვრივ და როცა
მიუახლოვდა კუთხეს, გამცემლიძე ჩიხში იყო შესული და ვეღარ ხედავდა.
როცა მიუახლოვდა ჩიხს, ამ დროს გამოვარდა გამცემლიძე ჩიხიდან მისკენ
ნახევრადშემობრუნებული და ვ.აბუაშვილმა მას მარცხენა ხელი მოჰკიდა, ხოლო
გ.გამცემლიძე წინააღმდეგობას უწევდა მას, ხელებს იქნევდა და ძალას იყენებდა, არ
ემორჩილებოდა. ვ.აბუაშვილმა გ.გამცემლიძე იარაღის გამოყენებაზე გააფრთხილა. ამ
დროს გავიდა 2–3 წუთი. გასროლის ხმა რომ გაიგონა, გამცემლიძე მოეშვა და დაეცა.
შემდეგ ვ.აბუაშვილმა იარაღი მოათავსა კაბურაში, რადგან პიროვნებას უნდა
დახმარებოდა. ვ.აბუაშვილმა დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესების
დამცველი ადვოკატის შეკითხვაზე უპასუხა, რომ იარაღს კარგად ფლობს, კარგად
ერკვევა იარაღებში და ვალდებულიც არის რომ ერკვეოდეს, რადგან პოლიციელია.
თავიდან მას და მის მეწყვილეს უნდოდათ ავტომანქანის გაჩერება, რადგან იგი
საფრთხეს
უქმნიდა
სხვებს.
შეუმოწმებდნენ
საბუთებს,
აუხსნიდნენ
სამართალდარღვევას და დააჯარიმებდნენ. ასევე შეამოწმებდნენ სიფხიზლე–
სიმთვრალეზე. თავიდან ადმინისტრაციულად აპირებდნენ მის დაკავებას. სიტუაცია
მას შემდეგ შეიცვალა, რაც მან შეირბინა ეზოში და განახორციელა საეჭვო
მოქმედებები. მას და მის მეწყვილეს აღნიშნულ პიროვნებაზე არანაირი ინფორმაცია
არ ჰქონდათ. იარაღი მას შემდეგ მოიმარჯვა, რაც დაინახა საფრთხე პიროვნების
მოქმედებიდან და ჩათვალა, რომ მან ამოიღო იარაღი, თან გაურბოდა პოლიციას.
ვ.აბუაშვილისვე ჩვენებით, პიროვნება, რომლის მიმართაც იგი ახორციელებდა
დევნას, უნდა გაჩერებულიყო, ამოეღო იარაღი და მაშინ შეეძლო ესროლა
პოლიციელებისათვის, მაგრამ იგი არ გაჩერებულა. ვ.აბუაშვილმა მას შემდეგ
მოიყვანა იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში, რაც პიროვნება შევარდა ჩიხში, სადაც
გასასვლელი არ იყო, ხოლო მანამდე წელზე წაიღო ხელი. ვ.აბუაშვილმა, რადგან ვერ
ხედავდა გ.გამცემლიძის მოქმედებებს, ჩათვალა, რომ დევნის ობიექტმა დაიკავა
საბრძოლო მდგომარეობა და საშტატო ტაბელური იარაღი თავდაცვის მიზნით
827
დანართი # 3 პოლიცია
მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში. ვ.აბუაშვილმა გამცემლიძე სიტყვიერად
გააფრთხილა, რომ გაჩერებულიყო. უთხრა, რომ ,,გაჩერდი, თორემ გესვრი“. ეს
უთხრა შეშინების მიზნით. გამაფრთხილებელ გასროლას იმ ადგილას იმიტომ არ
გააკეთებდა, რომ იქ არის იტალიური ეზო და საცხოვრებელი სახლები. მეორე
სართული არის დასახლებული. მან საკმარისად ჩათვალა, რომ გამცემლიძე
გაეფრთხილებინა სიტყვიერად.
არსებობს პოლიციის შესახებ კანონის მე–13 მუხლი, სადაც ჩამოთვლილია, თუ რა
შემთხვევაში გამოიყენება იარაღი – როცა ხდება პატიმრის გაქცევა ბადრაგირებიდან,
როცა პიროვნება უქმნის რეალურ საფრთხეს პოლიციელებს და გარშემომყოფებს.
განსასჯელ ვ.აბუაშვილს პოლიციელის მიერ იარაღის გამოყენების უფლების სხვა
შემთხვევები აღარ ახსოვს, ვინაიდან რვა თვე არ ჰქონია შეხება იურიდიულ
ლიტერატურასთან. გამცემლიძემ რაღაც მოძრაობა რომ გააკეთა და ვ.აბუაშვილს რომ
იარაღი ეგონა, ეს გამოძიებაში არ გახსენებია და ამიტომ არ თქვა გამოძიებისათვის
მიცემულ ჩვენებებში. გამცემლიძე ავტოფარეხის სახურავზე როგორ აღმოჩნდა, არ
იცის. ვ.აბუაშვილს იგი სახურავზე არ დაუნახია. ვ.აბუაშვილმა ასევე არ იცის ის
პირი, რომელმაც სადარბაზოში შეირბინა და გ.გამცემლიძე, რომელსაც მან ესროლა,
ერთი და იგივე იყო თუ არა. თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ როდესაც გამცემლიძეს
აკავებდა, დარწმუნებული არ იყო, რომ ეს ის პიროვნება იყო, რომელსაც მისდევდა.
თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატის კითხვაზე განსასჯელმა უპასუხა, რომ,
როცა მანქანა სწრაფად მოძრაობს და სხვებს უქმნის საფრთხეს, აქვს
გამაფრთხილებელი გასროლი უფლება და მანქანის დაზიანების უფლება, რომ
გაჩერდეს. ასევე აქვს გასროლის უფლება, როცა პიროვნება ცდილობს იარაღი
წაართვას პოლიციელს. იარაღის გამოყენების უფლება დევნის დაწყებიდან ბოლომდე
ჰქონდა ავტომანქანის მიმართულებით, რადგან საფრთხეს ქმნიდა მძღოლი. მას
შემდეგ რაც გადმოვიდა იგი მანქანიდან, შეეძლო გამაფრთხილებელი გასროლა
განეხორციელებინა. იყო რეალური საფრთხე, პიროვნება არ ემორჩილებოდა და
ჰქონდა იარაღის გამოყენების უფლება. ვ.აბუაშვილს გასროლა გამიზნული არ
ჰქონდა. პროკურორის კითხვაზე განსასჯელმა უპასუხა, რომ იარაღი ამოიღო
თავდაცვის მიზნით. თუ პიროვნება მათ მიმართ გამოიყენებდა იარაღს, მათაც რომ
ადეკვატურად ემოქმედათ, შემდეგ ვეღარ მოასწრებდა იარაღის ამოღებას. მან
დაინახა ერთი პიროვნება, ხოლო პოლიციელები იყვნენ ორი. მოსამართლის
შეკითვაზე განსასჯელმა უპასუხა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.
გაუფრთხილებლობით ესროლა მას, მაგრამ გამიზნულად არ გაუკეთებია ეს.
წინასწარი გამოძიების მიერ მოწმის სახით დაიკითხა ქ.თბილისი, ზანდუკელის ქ.#2–
ში მცხოვრები ოთარ თენეიშვილი. მის მიერ წინასწარი გამოძიებისათვის მიცემული
ჩვენების თანახმად, დაახლოებით 01:50 წუთზე, ფილმის დასრულების შემდეგ
წავიდა დასაძინებლად. დაახლოებით 15–20 წუთის შემდეგ, ისე რომ ღრმად
ჩაძინებული არ იყო, გაიგონა შეჯახების ძლიერი ხმა და გაეღვიძა. შეჯახებიდან
რამდენიმე წამში გაიგონა ერთი გასროლის ხმა, რასაც მოჰყვა ეზოში არსებული
ავტოფარეხის სახურავზე გარბენის ხმა, რაც გადაიზარდა ძირს დაცემის ხმაში.
ხმაურზე ადგა და ისე, რომ ტანზე არ ჩაუცვამს, გავიდა აივანზე. ვინაიდან იგი
ცხოვრობს მეორე სართულზე, თვალნათლივ დაინახა, რომ ეზოში არსებული შავი
828
დანართი # 3 პოლიცია
ფერის თუნუქით დახურული ავტოფარეხიდან გადმოვარდნილი იყო ახალგაზრდა
მამაკაცი, რომელსაც ეცვა ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი და შავი ფეხსაცმელი. ეს
პიროვნება არაფერს არ იძახდა, თუმცა, ასფალტზე დაცემული ცოტას მოძრაობდა.
ამავე დროს მან დაინახა, რომ 3–4 პოლიციელი იდგა თუნუქით დახურული
ავტოფარეხის გვერდით მდებარე გუდრონით დახურული ავტოფარეხის სახურავზე,
ხოლო 4 თუ 5 პოლიციელი შესული იყო ეზოში, თუმცა ისინი სახურავიდან
გადმოვარდნილ მამაკაცთან ჯერ მისული არ იყვნენ. ეზოში ასევე შესული იყო ერთი
საპატრულო პოლიციის ავტომანქანა. შემდეგ, ვინაიდან ჩაცმული არ იყო, შებრუნდა
სახლში, თუმცა ჩაცმის შემდეგ რამდენიმე წამში დაბრუნდა აივანზე. დაინახა, რომ
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ძირს ასფალტზე იყო დაგდებული ავტოფარეხის
წინ, იქ აღარ იწვა. იგი ამჯერად იწვა პირველ სართულზე მდებარე
სტომატოლოგიური კლინიკის შესასვლელ კარებთან დაახლოებით 50 სანტიმეტრის
მოშორებით. მას თავზე ადგა 4–5 პოლიციის თანამშრომელი. ახალგაზრდა მამაკაცი
თავდაპირველი დაცემის ადგილიდან გადაადგილებული იყო დაახლოებით 5
მეტრის მოშორებით, თუმცა, როგორ გადაადგილდა იგი – დამოუკიდებლად თუ
პოლიციელთა დახმარებით, მისთვის უცნობია. გადაადგილების მომენტი მას არ
დაუნახავს. მისი გადაადგილების დროს ჩასაცმელად იყო შესული სახლში.
შემდეგ შემთხვევის ადგილზე მივიდნენ პოლიციის სხვა თანამშრომლები და
კრიმინალისტები, რომლებმაც დაიწყეს შემთხვევის ადგილის დათვალიერება.
მოგვიანებით, სასწრაფო დახმარების ავტომანქანით ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც
ძირს ეგდო, გადაიყვანეს სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით. თუ სად
გადაიყვანეს, მისთვის უცნობია. მოწმე ო.თენეიშვილმა გამომძიებლის კითხვაზე
უპასუხა, რომ შეჯახების მომენტამდე იყო ძილბურანში, ამიტომ საძახისის
მეშვეობით ან მის გარეშე რაიმე გაფრთხილება ან შეჩერების შესახებ მოწოდება არ
გაუგონია. შეჯახების ხმაურზე მას გაეღვიძა და შეჯახების შემდეგ პოლიციელის
მოწოდება შეჩერების ან იარაღის დაგდების შესახებ არ გაუგონია. ასეთი რომ
ყოფილიყო, გაიგონებდა. გამომძიებლის კითხვაზე მან ასევე უპასუხა, რომ
ავტომანქანის შეჯახებიდან გასროლამდე იყო ძალიან მცირე დრო, თითქმის
ერთდროეულად მოხდა, მცირეოდენი წამების განსხვავებით. გამომძიებლის
კითხვაზე მან ასევე უპასუხა, რომ აივანზე, როგორც პირველად, ასევე ჩაცმის შემდეგ
გასვლისას, დაკვირვებით შეათვალიერა როგორც ეზო, ასევე ავტოფარეხის
სახურავები, რომლებიც მისი სახლიდან კარგად ჩანს. ამასთან, ეზო, სადაც მამაკაცი
ეგდო და ავტოფარეხის სახურავებიც საკმაოდ იყო განათებული. ავტოფარეხის
სახურავებზე მას რაიმე ცეცხლსასროლი იარაღი არ დაუნახია.
მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიციის თანამშრომლების გუდრონით დახურული
ავტოფარეხის სახურავზე იმყოფებოდნენ. მას ასევე არ დაუნახავს ძირს დაგდებული
მამაკაცის ხელში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე რაიმე იარაღი არც ავტოფარეხთან
და არც სტომატოლოგიურ კლინიკასთან. რომ ყოფილიყო, აუცილებლად
დაინახავდა. გამომძიებლის კითხვაზე უპასუხა, რომ იგი ხმარობს 1,5–იან სათვალეს.
როდესაც შემთხვევის დროს გავიდა გარეთ, ორივეჯერ სათვალე ეკეთა, შესაბამისად,
კარგად აღიქვამდა მიმდებარე ტერიტორიას. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ
სტომატოლოგიური კლინიკის წინ მდებარე ავტოფარეხი დახურულია შავი ფერის
829
დანართი # 3 პოლიცია
თუნუქით, რომელიც ოდნავ წინ არის წამოხურული. ავტოფარეხის წინა მარჯვენა
მხარეს არსებული დაზიანება, კერძოდ ჩამოღებული თუნუქის სახურავი დაზიანდა
ხსენებული ახალგაზრდა მამაკაცის ჩამოვარდნის შედეგად. მას შემდეგ, რაც
ახალგაზრდა მამაკაცი იწვა სტომატოლოგიურის წინ, ეზოში არსებული გუდრონით
დახურული ავტოფარეხის სახურავიდან ჩამოხტა ერთი პოლიციელი. თუნუქით
დახურული ავტოფარეხის სახურავიდან არავინ ჩამომხტარა.
შემთხვევის ადგილზე მდებარე საცხოვრებელი სახლის მაცხოვრებლები დაკითხვის
ოქმებში აჩვენებენ, რომ მათ გაიგონეს მხოლოდ ხმა, რომელიც გავდა შეჯახების ხმას,
რასაც ძალიან მცირე დროში მოჰყვა ერთი გასროლის ხმა. მოწმეები აჩვენებენ, რომ
მათ სხვა რაიმე ხმა, გარდა აღნიშნულისა, არ გაუგონიათ.
საქმის მასალების თანახმად, გაურკვეველია, რამდენად შეიძლებოდა ავტომანქანის
შეჯახებიდან გასროლამდე გ.გამცემლიძეს მოესწრო ზანდუკელის ქ.#2-ის ეზოში
შერბენა, რამდენიმე წამით ვ.აბუაშვილის თვალთახედვის არიდან მომალვა, შემდეგ
გამოქცევა და ვ.აბუაშვილთან შეჯახება, რასაც მოჰყვა გასროლა _ როგორც
აღნიშნულს ვ.აბუაშვილი აღწერს, თუ გასროლა მაშინვე მოჰყვა ავტომანქანის
შეჯახებას.
2008 წლის 08 მაისს 16:45 – 17:30 საათზე დამატებით იქნა დათვალიერებული
შემთხვევის ადგილი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად,
ეზოში შესასვლელი ჩიხის კიდიდან 7 მეტრის მოშორებით, ხოლო ბორდიურიდან 1
მეტრის დაშორებით, იქ არსებული შენობის სახურავზე, რომელიც გადახურულია
თუნუქის ფირფიტით, ნანახი იქნა დაცურების კვალი, რომლის სიგრძე არის 20
სანტიმეტრი. ეზოში შესასვლელი ჩიხის კიდიდან 6 მეტრის და 65 სანტიმეტრის
მოშორებით, ხოლო ბორდიურის შიდა კიდიდან 1 მეტრისა და 40 სანტიმეტრის
მოშორებით ასევე ნანახი იქნა 13 სმ სიგრძის გაცურების კვალი. ეზოს სიღრმეში
მდებარე ბოლო ავტოფარეხის შავი ფერის თუნუქის სახურავზე, ავტოფარეხის უკანა
კედლიდან 6,6 მეტრის დაშორებით წინა მხარეს ნანახი 35 სანტიმეტრის სიგრძის
მქონე გაცურების კვალი. აღნიშნულის შემდეგ, კრიმინალისტის დახმარებით
ამოღებულ იქნა ეზოში მდებარე ბოლო ავტოფარეხის სახურავის ის თუნუქის
ფირფიტა, რომელზეც შეინიშნებოდა 35 სმ სიგრძის დაცურების კვალი. სხვა
თუნუქის ფირფიტები, რომლებზეც ასევე შეინიშნებოდა დაცურების კვალი, როგორც
შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, ამოღებული
არ ყოფილა.
შემთხვევის ადგილიდან სხვა თუნუქის ფილების ამოღებით, რომლებზეც ასევე
აღინიშნებოდა დაცურების კვალი და მათზე ტრასოლოგიური ექსპერტიზის
ჩატარებით, შესაძლებელი იყო გარკვეულიყო, იყო თუ არა გ.გამცემლიძე
ავტოფარეხის სახურავზე და შესაძლებელი იყო თუ არა ვ.აბუაშვილის ტაბელური
იარაღიდან გასროლა განხორციელებულიყო არა იმ ვითარებაში, როცა გ.გამცემლიძე
წინააღმდეგობას უწევდა (აბუაშვილის ჩვენება), არამედ იმ პერიოდში, როდესაც
გ.გამცემლიძე ავტოფარეხზე გადარბენით ცდილობდა მიმალვოდა პოლიციის
თანამშრომლებს.
830
დანართი # 3 პოლიცია
2008 წლის 04 ივლისის დადგენილებით სისხლის სამართლის #010088113 საქმეზე
ვ.აბუაშვილის მიმართ გ.გამცემლიძის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის
ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 116–ე მუხლის
პირველი ნაწილით, ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილ იქნა შემთხვევის
ადგილიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი #ВП 1707Н, ვაზნებით, ერთი ცალი
ცეცხლსასროლი იარაღის მასრა, ავტოფარეხის სახურავის ლითონის ნაჭერი,
გ.გამცემლიძის ტანსაცმელი, ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, მაკაროვის
სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი #AD 350476, 2 (ორი) ცალი მასრა, გ.გამცემლიძის
სხეულიდან ამოღებული ტყვიის გულა, სისხლის ნიმუშები და დაერთო სისხლის
სამართლის საქმეს.
2008 წლის 02 ივლისს ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი
გამომძიებლის დავით ძნელაშვილის მიერ მოწმის სახით დაიკითხნენ ქ.თბილისის
საპატრულო პოლიციის მთაწმინდა–კრწანისი მიმართულების მე–2 ოცეულის
პატრულ–ინსპექტორები ზაზა კაკაშვილი და დავით თოდუა, რომლებიც არიან
მეწყვილეები და 2008 წლის 07–08 მაისს ახორციელებდნენ სამსახურებრივ
მოვალეობას სამსახურებრივი ავტომანქანით ბორტის #7117, საძახისი #117.
აღნიშნული პირების მოწმის დაკითხვის ოქმების შინაარსი და სიტყვათა წყობა არის
იდენტური. იდენტურია მასში დაშვებული შეცდომებიც კი, რაც საფუძვლიან ეჭვს
ბადებს, რომ აღნიშნული ჩვენებები გადაწერილია დასაკითხი პირების მიერ და
რეალურად არ განხორციელებულა მათი დაკითხვა.
2008 წლის 09 მაისს ქ.თბილისის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ ჯ.მაჭარაშვილის
დადგენილებით სისხლის სამართლის #008082008 საქმე გიორგი გამცემლიძის
მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის
პირველი და მე–2 ნაწილებით და სისხლის სამართლის #010088113 საქმე
ქ.თბილისისა და მცხეთა–მთიანეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომლის
ვ.აბუაშვილის მიმართ, დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის
გადაცილებით
მკვლელობის
ფაქტზე,
დანაშაული
გათვალისწინებული
საქართველოს სსკ–ის 114–ე მუხლით, გაერთიანდა ერთ წარმოებად და სისხლის
სამართლის საქმეს მიენიჭა ნომერი – #010088113.
სისხლის სამართლის #008082008 საქმეზე გიორგი გამცემლიძის მიმართ, დანაშაული
გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი და მე–2
ნაწილებით, წინასწარი გამოძიება დაიწყო 2008 წლის 08 მაისს. წინასწარი გამოძიების
დაწყების აღრიცხვის ბარათის (ფორმა #1) თანახმად, 2008 წლის 08 მაისს
დაახლოებით 01:30 საათზე ქ.თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე საპატრულო
პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ გამოვლენილი იქნა
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებაში ეჭვმიტანილი მოქალაქე
გიორგი გამცემლიძე.
2008 წლის 04 ივლისს ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის
პროკურორის ჯ.მაჭარაშვილის მიერ შედგენილ იქნა საბრალდებო დასკვნა და
სისხლის სამართლის #010088113 საქმე ვ.აბუაშვილის მიმართ გ.გამცემლიძის
გაუფრთხილებლობით
სიცოცხლის
მოსპობის
ფაქტზე,
დანაშაული
831
დანართი # 3 პოლიცია
გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 116–ე მუხლის პირველი ნაწილით,
არსებითად განსახილველად გადაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის კომენტარების
თანახმად, ,,ადამიანისთვის სიცოცხლის მოსპობა შეიძლება განხორციელდეს
როგორც თვითიმედოვნების, ისე დაუდევრობის სახით... თვითიმედოვნებით
სიცოცხლის
მოსპობა
უნდა
გაიმიჯნოს
არაპირდაპირი
განზრახვით
მკვლელობისაგან. ორივე შემთხვევაში დამნაშავეს არ სურს მავნე შედეგის დადგომა,
არ მიისწრაფვის მისკენ. არაპირდაპირი განზრახვის ინტელექტუალური მომენტი
ხასიათდება პირის მიერ თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობის შეგნებით, მავნე
შედეგის დადგომის რეალური გათვალისწინებით; ხოლო თვითიმედოვნების დროს
პირი ითვალისწინებს თავისი ქმედების დადგომის აბსტრაქტულ შესაძლებლობას.
მეორე განსხვავება ნებელობით მომენტშია. არაპირდაპირი განზრახვის დროს პირს
თუმცა არ სურს მავნე შედეგის დადგომა, მაგრამ შეგნებულად უშვებს ან
გულგრილად ეკიდება მის დადგომას; ხოლო პირს, რომელიც თვითიმედოვნების
საფუძველზე უსპობს სიცოცხლეს სხვას, არ სურს ასეთი შედეგის დადგომა, მაგრამ
უსაფუძვლოდ იმედოვნებს ამ შედეგს თავიდან აცილებას. მას იმედი აქვს თავისი
ძალის, გამოცდილების, მოხერხებულობის, პროფესიონალიზმის და თვლის, რომ
მიღებული ზომების შედეგად ან სხვა პირთა დახმარებით, ან სხვა კონკრეტულ
ფაქტორთა ზეგავლენით თავიდან აიცილებს მავნე შედეგს.”
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გ.გამცემლიძის საქმის შესწავლის შედეგად
მიგვაჩნია, რომ ვ.აბუაშვილის მიერ ადგილი ჰქონდა გ.გამცემლიძის მკვლელობას
არაპირდაპირი განზრახვით. აღნიშნული საფუძველს გვაძლევს შემდეგი:
საქართველოს სსკ–ის 108–ე მუხლის კომენტარების თანახმდ, ,,108–ე მუხლით
გათვალსწინებული მკვლელობის სავალდებულო ობიექტურ ნიშანს წარმოადგენს
დანაშაულებრივი შედეგის დადგომა სიკვდილის სახით, რომელიც ჩადენილია
მოქმედებით და უმოქმედობით, ამავე დროს, ცხადია, რომ უნდა არსებობდეს
მიზეზობრივი კავშირი დამნაშავის მიერ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს
შორის... 108–ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა შეიძლება ჩადენილ იქნეს
მხოლოდ განზრახ – პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვის ფორმით.“ (სისხლის
სამართლის კერძო ნაწილი, წიგნი I). საქართველოს სსკ–ის მე–9 მუხლი
საკანონმდებლო დონეზე ერთმანეთისაგან განასხვავებს განზრახვის ორ სახეს:
პირდაპირ და არაპირდაპირ განზრახვას. ამ მუხლის მიხედვით, განზრახვა
სამკომპონენტიანია, რომელიც ზოგადად შეიძლება შემდეგი ფორმულით
გამოიხატოს: ცოდნა იმისა, რასაც ვაკეთებ, ნებელობა იმისა, რასაც ვაკეთებ და
მართლწინააღმდეგობის შეგნება.
არაპირდაპირი განზრახვის საკანონმდებლო დეფინიციაში, მართალია, პირდაპირ
არის მითითებული, რომ პირს არ სურდა დამდგარი შედეგი, მაგრამ ეს არ ნიშნავს,
რომ ნებელობის ხარისხი ამ შემთხვევაში ნულის ტოლია, არამედ იგულისხმება
მხოლოდ ის, რომ იგი არ მოქმედებს მიზნით დეტერმინირებული ნებელობით. ის,
ვინც ახორციელებს განზრახი ქმედების შემადგენლობას, თუნდაც არაპირდაპირი
832
დანართი # 3 პოლიცია
განზრახვით, თავისი შეგნებული ქცევით ყოველთვის მოქმედებს შედეგისადმი
ნებელობის გრძნობით, რითაც მისი მოქმედება განსხვავდება თვითიმედოვნებისაგან,
რომელიც, თავის მხრივ, ასევე წარმოადგენს შეგნებულ ქმედებას...
არაპირდაპირი განზრახვის დროს პირს არ სურს მართლსაწინააღმდეგო შედეგი,
მაგრამ შეგნებულად უშვებს ან გულგრილად ეკიდება მის დადგომას (სსკ–ის მე–9
მუხლის მე–3 ნაწილი); იგი პირდაპირი განზრახვისაგან განსხვავებით, ხასიათდება
როგორც ცოდნის, ასევე ნებელობის დაბალი ხარისხით...
ევენტუალური განზრახვისა და თვითიმედოვნების კოგნიტური ელემენტი (ცოდნა)
ემთხვევა ერთმანეთს. მათ შორის განსხვავება არსებობს ვოლუნტატიურ სფეროში
(ნებელობა). ის, ვინც შედეგის დადგომის შესაძლებლობას უშვებს, მოქმედებს
ევენტუალური განზრახვით, ხოლო ვინც შედეგის დადგომის შესაძლებლობას
გამორიცხავს, მოქმედებს თვითიმედოვნებით...
განზრახი ქმედების დასჯადობის აუცილებელი მომენტია ის, რომ პირს განზრახვა
ქმედების ჩადენის დროს ჰქონდეს. არ არის საკმარისი ისეთი განზრახვა, რომელიც
ქმედების ჩადენას წინ უსწრებს\ ე.წ. წინმსწრები განზრახვა... ან რომელიც პირის
ქმედების ჩადენის შემდეგ გაუჩნდება ე.წ. შემდგომი განზრახვა...
არის შემთხვევა, როცა პირს განზრახვა მოქმედების ჩადენასა და შედეგის დადგომას
შორის პერიოდში გაუქრება... ასეთ შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივად არ არის
რელევანტური ის, რომ პირს შედეგის დადგომის დროს არ ჰქონდა განზრახვა,
პირიქით, ნანობდა კიდეც და ნატრობდა შედეგის თავიდან აცილებას. იგი დაისჯება
დამთავრებული განზრახი მკვლელობისათვის.
განსაკუთრებით საყურადღებოა განზრახვის კოგნიტური ელემენტის შინაარსი,
კერძოდ, ცოდნის ინტენსიურობასა და კონკრეტულობასთან მიმართებაში. ცოდნის
ინტენსიურობასთან დაკავშირებით ხაზი უნდა გაესვას შემდეგ გარემოებას, რომ:
აუცილებელი არ არის, რომ პირი ქმედების შემადგენლობის აუცილებელ
არამედ
განზრახვის
განხორციელებაში
დარწმუნებული
იყოს,
პასუხისმგებლობისათვის საკმარისია, რომ პირს ქმედების შემადგენლობის
განხორციელება შესაძლებლად, სავარაუდოდ მიაჩნდეს... ცოდნის კონკრეტულობა
უკავშირდება დანაშაულის ობიექტს და მიზეზობრივ კავშირს.
სისხლის სამართლის დოგმატიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ევენტუალური
განზრახვისა და თვითიმედოვნების გამიჯვნის პრობლემას. ევენტუალური
განზრახვა შედგენა ორი: ცოდნისა და ნებელობის კომპონენტებისაგან:
ა) ...როგორც ევენტუალური განზრახვის, ასევე თვითიმედოვნების დროს პირი
ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას.
მიუხედავად ამისა, მას არ შეიძლება შეერაცხოს ევენტუალური განზრახვა, თუ
ქმედების ჩადენის დროს სამართლებრივი სიკეთის დაზიანების საფრთხე
სერიოზულად არ ჰქონდა მიჩნეული, როგორც რელურად შესაძლებელ კონკრეტულ
შედეგში რელიზებადი. ასეთ შემთხვევაში, თუ არ გვექნება არაპირდაპირი
833
დანართი # 3 პოლიცია
განზრახვის
ინტელექტუალური
ელემენტი,
პირს
შეიძლება
მხოლოდ
თვითიმედოვნება შეერაცხოს. სწორედ კონკრეტული შედეგის დადგომის
შეგნებულად დაშვება არის საზღვარი თვითიმედოვნებასთან. ასეთი ქმედების
ჩადენის შემთხვევაში, ზოგადად, სამართლებრივი სიკეთის დაზიანების
აბსტრაქტული შესაძლებლობის შეგნებულობა, რომელსაც მისი წარმოდგენით
კონკრეტულ შემთხვევაში შედეგი არ მოჰყვება, არ წარმოადგენს ევენტუალურ
განზრახვას და მაქსიმუმ შესაძლებელია, თვითიმედოვნებას წარმოადგენდეს. ვინც
სამართლებრივი სიკეთის დაზიანების რისკს არასწორად აღიქვამს ან მხოლოდ
მცირედ მიიჩნევს და ამიტომ უსაფუძვლოდ იმედოვნებს, რომ შედეგი არ დადგება,
მოქმედებს თვითიმედოვნებით.
ბ) ...ნებელობის კომპონენტით დაფუძნებული ევენტუალური განზრახვის დროს
პირი შედეგის დადგომას, მართალია, სერიოზულად, როგორც შესაძლებელს
მიიჩნევდა, მაგრამ მაინც ფიქრობდა, რომ შედეგი შეიძლება არ დამდგარიყო. ასეთ
შემთხვევაში მისი ნება არ არის დეტერმინირებული შედეგის დადგომის სურვილით,
მაგრამ სულერთია, შედეგი დადგება თუ არა და ასეთი შედეგის დადგომის
შემთხვევაში ამ შედეგისადმი შემრიგებლურია. ცოდნის კომპონენტი ევენტუალური
განზრახვის დროს არსებობს, მაგრამ არ არსებობს სურვილის კომპონენტი, მაგრამ არ
არის გამორიცხული ნებელობა (მ.ტურავა, სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის
მომოხილვა, 2008).
როგორც სისხლის სამართლის #010088113 საქმის მასალებიდან, კერძოდ კი
ვ.აბუაშვილის ჩვენებებიდან ირკვევა, მან ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღი
კაბურიდან ამოიღო და საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა მას შემდეგ, რაც პირმა,
რომლის დევნასაც ახლორციელებდა, წელის მიმართულებით წაიღო ხელი, თითქოს
რაღაც უნდა ამოეღო. აღნიშნულმა ვ.აბუაშვილს შეუქმნა ეჭვი, რომ პირი შესაძლოა
შეიარაღებული ყოფილიყო და თავდაცვის მიზნით ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი.
თუმცა მას მის ხელში ცეცხლსასროლი იარაღი არ შეუნიშნავს. ვ.აბუაშვილმა ასევე
განუმარტა სასამართლოს, რომ ტაბელური საშტატო იარაღი ჰქონდა ასევე მის
მეწყვილე ლ.ჯინიყაშვილს, თუმცა მას მეწყვილის ხელში იარაღი არ დაუნახავს.
განსასჯელმა ვ.აბუაშვილმა ასევე განუმარტა სასამართლოს, რომ იგი კარგად ერკვევა
და ფლობს იარაღს და ვალდებულიც არის, ვინაიდან პოლიციელია.
ვ.აბუაშვილის ჩვენებებიდან გამომდინარე, იგი კარგად ფლობს ცეცხლსასროლ
იარაღს, რაც ასევე გულისხმობს, რომ მის მიერ გამართული ,,მაკაროვის“ სისტემის
პისტოლეტიდან, რომლიდანაც, როგორც ექსპერტიზების დასკვნების თანახმადაა
დადგენილი, სასხლეტზე ზემოქმედების გარეშე გასროლა ვერ განხორციელდება,
მისი განზრახვის გარეშე ძლიერ ახლო, 5 სანტიმეტრამდე მანძილიდან არ
განხორციელდებოდა გასროლა გ.გამცემლიძის მიმართულებით. ვ.აბუაშვილი ასევე
დარწმუნებული უნდა ყოფილიყო, რომ ძლიერ ახლო მანძილიდან, 5 სანტიმეტრზე
მცირე მანძილიდან გასროლით თავისა და კეფის არეში გ.გამცემლიძის მიმართ,
აუცილებლად დადგებოდა ამ უკანასკნელის სიკვდილი. აღნიშნულიდან
გამომდინარე, ვ.აბუაშვილს შესაძლებელია არ სურდა გ.გამცემლიძის სიკვდილი,
თუმცა მის მიერ განხორციელებული ქმედებით სასიკვდილო შედეგის დადგომაში
834
დანართი # 3 პოლიცია
დარწმუნებული უნდა ყოფილიყო, რაც გულისხმობს, რომ გასროლის მომენტში
ვ.აბუაშვილი მოქმედებდა არაპირდაპირი განზრახვით.
თავად ვ.აბუაშვილის ჩვენებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების, მათ
შორის ექსპერტიზის დასკვნების გათვალისწინებით, წინასწარი გამოძიების მიერ
ვ.აბუაშვილის ქმედების დაკვალიფიცირება თავიდანვე არასწორად მოხდა და
სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიება მიმდინარეობდა ჯერ დამნაშავის
შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობის, რაც ასევე
განზრახი დანაშაულია, ხოლო შემდეგ სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის
ფაქტზე, მაშინ, როდესაც ვ.აბუაშვილის ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს
სსკ–ის 108–ე მუხლით – განზრახ მკვლელობა – გათვალისწინებული დანაშაულის
ნიშნები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ
საქმის განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა ოთარ თენეიშვილმა, მას შემდეგ,
რაც გაფრთხილებულ იქნა შეგნებულად ცრუ ჩვენების მიცემისათვის, ჩვენების
მიცემაზე უარის თქმის ან ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემის შემთხვევაში
მართლმსაჯულებისათვის შეგნებულად ხელის შეშლის გამო პასუხისმგებლობის
შესახებ, საქართველოს სს-ის 370-ე, 371-ე, 3711-ე მუხლებით და ჩამოერთვა
ხელწერილი, აჩვენა, რომ შემთხვევის დღეს ღრმად ჩაძინება ვერ მოასწრო, რომ
გაიგონა ძლიერი დარტყმის ხმა. მას ეზოში ავტოფარეხის გარეშე უდგას მანქანა,
ადრე დაუმტვრიეს მანქანის შუშები. იგი წამოდგა, მივიდა ფანჯარასთან და დაინახა,
რომ ორი მოქალაქე მირბოდა ზევით, ერთმა გააგრძელა გზა, ხოლო მეორე გამოძვრა
ღობეზე, იქ ბოძივით არის თუნუქის სახურავი. თუნუქის სახურავზე არის რაღაც
რკინა, ამ რკინას მოკიდა ხელი და ჩამოვარდა ქვევით, ვერ მოძრაობდა.
როცა ფანჯრიდან იყურებოდა, დარტყმის შემდეგ გაისმა სროლის ხმა. შემდეგ, როცა
შებრუნდა სახლში ტანსაცმლის ჩასაცმელად, დაინახა, რომ სამ პოლიციელს მიყავდა
დავარდნილი პიროვნება კედლისკენ. როცა ჩავიდა, პოლიციელებმა აუკრძალეს
ჩასვლა და აბრუნდა უკან. ამ დროს ეზოში იყო დაახლოებით 150 პოლიციელი. მათი
ლაპარაკიდან გაიგო, რომ ვიღაც დაჭრილი იყო და უთხრა, რომ სასწრაფოსთვის
დაეძახათ, რის შემდეგაც გამოიძახეს სასწრაფო. მას გასროლა და დაჭრა
ერთმანეთთან არ დაუკავშირებია. როცა დაინახა, რომ ორნი მირბოდნენ, მაშინ
გაიგონა გასროლის ხმა. შემდეგ, როცა ჩაიცვა, დაინახა, რომ სამი პოლიციელი
სტომატოლოგიურის კედლისკენ მიათრევდა პირს.
სახურავზე არაფერი არ იყო. ბიჭი ჩამოვარდა სახურავიდან, მიიყვანეს კედელთან,
შემდეგ შეიყვანეს სასწრაფოს მანქანაში. რის შემდეგ კი გაიგონა სახურავზე რკინის
დაცემის ხმა და დაინახა, რომ სახურავზე იარაღი ეგდო, ლულა მისკენ იყურებოდა
და ტარი იყო ქუჩის პერპენდიკულარულად და ირგვლივ 3-4 პოლიციელი უვლიდა.
შემდეგ მოიყვანეს ტელევიზია, გადაიღეს და შემოღობეს ლენტებით. გამოძიებაში
მხოლოდ ის თქვა, რაც ჰკითხეს. იარაღის დაგდება არ დაუნახავს, ხმა გაიგონა, მაგრამ
არ იცის ეს იარაღის დაგდების ხმა იყო თუ არა. მას პროკურატურის ხალხმა უთხრა,
რომ არ მისულიყო სასამართლოში. ეზოში (ზანდუკელის ქუჩა #2) ბევრი ექიმია,
თუმცა დაჭრილთან პოლიციელებმა ისინი არ. სახურავზე როცა ავიდა, ამ
835
დანართი # 3 პოლიცია
პიროვნებას ხელში იარაღი ან სხვა რამ არ შეუმჩნევია. იმ სახურავზე, რომელიც ამ
ბიჭმა გადაირბინა, იარაღი არ შეუმჩნევია, იარაღი მეორე სახურავზე ეგდო.
განსასჯელის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ.ქამადაძემ წარმოადგინა
შუამდგომლობა ო.თენეიშვილის ჩვენებების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის
შესახებ, ვინაიდან წინასწარი გამოძიებისა და სასამართლოსთვის მის მიერ მიცემულ
ჩვენებებში იყო არაერთი წინააღმდეგობა. პროკურორი დაეთანხმა განსასჯელის
ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობას და განმარტა, რომ დაუშვებელ
მტკიცებულებად იქნეს ცნობილი მოწმე ო.თენეიშვილის ჩვენებები და ამოირიცხოს
საქმიდან, რაც დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ
დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესების დამცველი ადვოკატისა და
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრების
განხილვისას, მსჯავრდებულ ვ.აბუაშვილის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა
მ.ქამადაძემ, მას შემდეგ, რაც დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესების
დამცველმა ადვოკატმა ი.არახამიამ სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა თავისი
სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ითხოვა განცხადების უფლება და მიუთითა, რომ
პოლიციის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული ეს არის განზრახი დანაშაული,
ხოლო ჩვენს მიერ განსახილველი შემთხვევა კი არის გაუფრთხილებელი
დანაშაული... კანონი გამაფრთხილებელი გასროლისას უშვებს გამონაკლისს
,,უკიდურესობის“ შემთხვევაში ასეთის განუხორციელებლობაზე, ამასთან, არ არის
განმარტებული, რა არის ,,უკიდურესობა“, ჩვენს შემთხვევაში კი ,,უკიდურესია“
შექმნილი ვითარება, რადგან შემთხვევის ადგილზე კორპუსებია და ცხოვრობს
ხალხი.“
ვ.აბუაშვილი იყო რა პოლიციის თანამშრომელი და ასრულებდა სამსახურებრივ
მოვალეობას, ვალდებული იყო დაეცვა ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის
მოთხოვნები.
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, ,,პოლიცია
თავისი ამოცანების განხორციელებისას მოვალეა:
ა) მკაცრად დაიცვას მოქალაქის კანონიერი უფლებები სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისას...
დ) დაადგინოს დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების გამომწვევი მიზეზები
და პირობები, მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად, გამოავლინოს, გამოიძიოს და
აღკვეთოს დანაშაული...
ვ) გამოავლინოს, გამოიძიოს და აღკვეთოს სათანადო ლიცენზიის ან ნებართვის
გარეშე იარაღით, საბრძოლო მასალის ... შეძენა, შენახვა, ტარება, გამოყენება,
გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა...
836
დანართი # 3 პოლიცია
რ) აღკვეთოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, კანონით დადგენილი
წესით განიხილოს და გადაწყვიტოს თავის კომპეტენციას მიკუთვნებული
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები...
ფ1) სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი, რომლის მიმართაც
არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული
სიმთვრალის მდგომარეობაშია, და გამოკვლევის მიზნით წარადგინოს საქართველოს
შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირთან;
ფ2) სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი, რომლის მიმართაც
არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშია;
თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის ალკოჰოლის მიღების ფაქტს და ამას ადასტურებს
ოქმზე ხელმოწერით, ადგილზე შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი,
წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილზევე შეამოწმოს იგი; თუ შემოწმების შედეგად
დასტურდება მძღოლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტი, შეადგინოს
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც აისახება ალკოჰოლური
სიმთვრალის შედეგები...“
ამავე კანონის მე–9 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,თავისის კომპეტენციის
ფარგლებში შეადგინოს ოქმი ადმინისტრაცულ სამართალდარღვევათა შესახებ და
შეუფარდოს დამრღვევს ადმინისტრაციული სახდელი.“
ამავე კანონის მე-10 მუხლის თანახმად:
1. სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას პოლიციელს უფლება აქვს
გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და სამსახურებრივი
დანიშნულების ცეცხლსასროლი იარაღი ამ კანონით გათვალისწინებულ
შემთხვევაში და წესით.
2. პოლიციელი ვალდებულია ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებების და
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი, მისცეს
საკმარისი დრო, რათა მან შეასრულოს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნა იმ
შემთხვევის გარდა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მოქალაქის ან/და
პოლიციელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, სხვა მძიმე შედეგი, ან თუ
შექმნილ სიტუაციაში შეუძლებელია ასეთი გაფრთხილების გაკეთება.
3. სპეციალური საშუალების სახე, ფიზიკური იძულების ინტენსიურობა
განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და
სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებით.“
ამავე კანონის მე-13 მუხლის - ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება თანახმად:
1. პოლიციელს უფლება აქვს შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივსაშტატო იარაღი.
837
დანართი # 3 პოლიცია
3. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებად ითვლება გამიზნული გასროლა.
4. პოლიციელს უფლება აქვს, უკიდურესი ღონისძიების სახით გამოიყენოს
ცეცხლსასროლი იარაღი:
ა) მოქალაქისა და თავისი თავის დასაცავად ისეთი საფრთხისაგან, რომელიც
რეალურ საშიშროებას უქმნის მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
ბ) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად;
გ) მძევლების გასათავისუფლებლად;
დ) დაკავების ან პატიმრობის ადგილიდან გაქცევის აღსაკვეთად;
ე) მძიმე დანაშაულის აღსაკვეთად, ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას,
თუ იგი წინააღმდეგობას უწევს პოლიციელს ან შეეცდება გაქცევას;
ვ) მოქალაქეთა ბინებზე, დაცულ ობიექტებზე, სახელმწიფო ორგანოების,
საზოგადოებრივი ორგანიზაციების, კერძო საკუთრების ობიექტებზე თავდასხმის
მოგერიებისას;
ზ) მოქალაქეთა დაცვისას საშიშ ცხოველთა თავდასხმისაგან;
თ) განგაშის სიგნალის მიცემის ან დამხმარე ძალის გამოძახებისას;
ი) სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მიზნით სატრანსპორტო საშუალების
დაზიანებისათვის, თუ მძღოლის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანთა
სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ხოლო მძღოლი არ ემორჩილება პოლიციელის
არაერთგზის მოთხოვნას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ.
5. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს სიტყვიერი
გაფრთხილება მისი გამოყენების შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება
გამაფრთხილებელი გასროლა.
6. გაფრთხილების გარეშე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შეიძლება:
ა) შეიარაღებული, საბრძოლო ტექნიკის, ნებისმიერი სახის სატრანსპორტო ან
მექანიკური საშუალებით მოულოდნელი თავდასხმისას;
ბ) ტრანსპორტის გამოყენებით ან სატრანსპორტო საშუალებიდან დაკავებულის ან
პატიმრის გაქცევისას;
გ) დამნაშავის დაკავების ან დაპატიმრების დროს შეიარაღებული წინააღმდეგობის
გაწევისას;
838
დანართი # 3 პოლიცია
დ) დაკავებულის ან დაპატიმრებულის შეიარაღებული გაქცევისას;
ე) დაკავებულის ან დაპატიმრებულის სატრანსპორტო საშუალებიდან,
შეზღუდული ხილვადობის და ტყიან ადგილებში გაქცევისას...“
ან
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლი მკაცრად განსაზღვრავს
პოლიციის თანამშრომლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების პირობებს. ამ
მუხლის მე-4 პუნქტი პოლიციელს უფლებას აძლევს მხოლოდ უკიდურესი
ღონისძიების სახით გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და ისიც იმ შემთხვევებში,
როდესაც არსებობს რეალური საშიშროება მოქალაქისა და მისი სიცოცხლისათვის ასეთი საფრთხისაგან თავის დაცვის მიზნით (,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი); ცეცხლსასროლი იარაღის
წართმევისას (,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–13 მუხლის მე–4
პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი), მძიმე დანაშაულის აღსაკვეთად, ასეთი დანაშაულის
ჩამდენი პირის დაკავებისას, როდესაც იგი წინააღმდეგობას უწევს პოლიციელს ან
ცდილობს გაქცევას (,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4
პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი); თუ მძღოლის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის
ადამიანთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, სატრანსპორტო საშუალების
გაჩერების მიზნით და მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების დაზიანებისათვის,
როდესაც მძღოლი არ ემორჩილება პოლიციელის არაერთგზის მოთხოვნას
სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ (,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი).
2008 წლის 08 მაისს პატრულ–ინსპექტორ ვ.აბუაშვილის მიერ გ.გამცემლიძს მიმართ
არ არსებობდა არცერთი ზემოთჩამოთვლილი პირობა, რაც ,,პოლიციის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მისცემდა მას
უფლებას, უკიდურესი ღონისძიების სახით გამოეყენებინა ცეცხლსასროლი იარაღი,
კერძოდ:
გ.გამცემლიძე
ცდილობდა
გაქცევას
და
თავის
დაღწევას
პოლიციის
თანამშრომლებისგან და არ ახორციელებდა თავდასხმას პოლიციელებზე ან/და სხვა
პირებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, პატრულ–ინსპექტორ ვ.აბუაშვილს არ
წარმოშობია მოქალაქეთა და თავისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის
რეალური იმწუთიერი საფრთხისაგან დაცვის მოვალეობა, რაც, ,,პოლიციის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვპუნქტის მოთხოვნათა
შესაბამისად, იქნებოდა პოლიციის თანამშრომელთა მიერ ცეცხლსასროლი იარაღის,
როგორც უკიდურესი ღონისძიების გამოყენების საფუძველი.
ასევე არ წარმოშობია მას ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–13 მუხლის
მე–4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი უკიდურესი
ღონისძიების სახით გამოეყენებინა საშტატო ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღი
გ.გამცემლიძის წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად,
ვინაიდან, როგორც თავად ვ.აბუაშვილის ჩვენებებიდან ირკვევა, გ.გამცემლიძე
ცდილობდა გაქცევას და ამის გამო უწევდა წინააღმდეგობას მის დამკავებელ
839
დანართი # 3 პოლიცია
ვ.აბუაშვილს და არ უცდია მისთვის წაერთმია საშტატო ტაბელური ცეცხლსასროლი
იარაღი. ვ.აბუაშვილი ასევე აჩვენებს წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოს, რომ მას
გ.გამცემლიძის ხელში ცეცხლსასროლი იარაღი არ დაუნახავს. ვ.აბუაშვილს მხოლოდ
ეჭვი ჰქონდა, რომ გ. გამცემლიძე შეიძლებოდა შეიარაღებული ყოფილიყო.
ასევე არ წარმოშობია მას ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის
მე-4 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი უკიდურესი
ღონისძიების სახით გამოეყენებინა ცეცხლსასროლი იარაღი. 236-ე მუხლის პირველი
და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება არ წარმოადგენს საქართველოს
სსკ-ის მე-12 მუხლით გათვალისწინებულ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე
დანაშაულს, არამედ წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის
დანაშაულს.
გ.გამცემლიძის ქმედებაში შესაძლო არსებული დანაშაულის ნიშნები ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება,
დანაშული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და
მეორე ნაწილებით, რა ფაქტზეც 2008 წლის 08 მაისს დაიწყო წინასწარი გამოძიება
ქ.თბილისისა და მცხეთა–მთიანეთის საპატრულო პოლიციის მიერ სისხლის
სამართლის #008082008 საქმეზე, წარმოადგენდა ნაკლებად მძიმე კატეგორიის
დანაშაულს, რაც არ არის გათვალისწინებული ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით. ანუ თუ ნაკლებად მძიმე
დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი წინააღმდეგობას უწევს ან ცდილობს გაქცევას,
პოლიციის თანამშრომლის მიერ უკიდურესი ღონისძიების სახით ცეცხლსასროლი
იარაღის გამოყენების უფლება არა აქვს.
გარდა ამისა, როგორც თავად ვ.აბუაშვილი განმარტავს, ის და მისი მეწყვილე
ლ.ჯინიყაშვილი 2008 წლის 08 მაისს დაახლოებით 01:35-02:00 საათზე დროის
როდესაც
სამსახურებრივი
მოვალეობის
შესრულებისას
მონაკვეთში,
ახორციელებდნენ დიდი სიჩქარით მოძრავი ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანის
სახელმწიფო #MZM-003 დევნას, რაიმე ინფორმაცია გ.გამცემლიძის მიერ შესაძლო
დანაშაულის ჩადენის შესახებ არ ჰქონდა, მეტიც, მან არც პიროვნების ვინაობა
იცოდა, რომლის დევნასაც ახორციელებდა, და მხოლოდ მის ადმინისტრაციულ
დაკავებას, შემოწმებასა და დაჯარიმებას აპირებდა ადმინისტრაციული
სამართალდარღვევისათვის – გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში ვ.აბუაშვილი
განმარტავს, რომ მას დევნის განხორციელების მთელი დროის განმავლობაში ჰქონდა
უფლება გ.გამცემლიძს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის მიმართ გაჩერების
მიზნით გამოეყენებინა ცეცხლსასროლი იარაღი, რაც ,,პოლიციის შესახებ
საქართველოს კანონის მე–13 მუხლის მე–4 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის თანახმად,
წარმოადგენს პოლიციელის მიერ უკიდურესი ღონისძიების სახით ცეცხლსასროლი
იარაის გამოყენების უფლებას, ვ.აბუაშვილს დევნის განხორციელებისას
გ.გამცემლიძის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის მიმართ სატრანსპორტო
საშუალების გაჩერების მიზნით ცეცხლსასროლი იარაღი არ გამოუყენებია. მან
გასროლა საშტატო ტაბელური იარაიდან განახორციელა მას შემდეგ, რაც
840
დანართი # 3 პოლიცია
გ.გამცემლიძის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა გაჩერებული იყო, მძღოლი
გადმოსული იყო ავტომანქანიდან და ცდილობდა გაქცეოდა პოლიციას.
როგორც სისხლის სამართლის #010088113 საქმის მასალებიდან ვ.აბუაშვილის
მიმართ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე, დანაშაული
გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 116–ე მუხლის პირველი ნაწილით, და
თავად ვ.აბუაშვილის ჩვენებებიდან ირკვევა, გ.გამცემლიძის ქმედებებში არ ყოფილა
პოლიციის თანამშრომლებზე სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით თავდასხმა.
საპატრულო პოლიციის პატრულ–ინსპექტორის ვ.აბუაშვილის მიერ საშტატო
ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განხორციელდა მას შემდეგ, რაც
გ.გამცემლიძე გადასული იყო ავტომანქანიდან, შესული იყო ზანდუკელის ქ#2–ის
ეზოში და იქ, მასზე დადევნებულ ვ.აბუაშვილს შეეჯახა ჩიხიდან გაქცევისას,
რომელიც ცდილობდა მას ხელიდან დასხლტომოდა და მიმალულიყო.
ასევე არ არსებობდა პოლიციის თანამშრომლის მიერ გაფრთხილების გარეშე
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესაძლებლობა ,,პოლიციის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებიდან
გამომდინარე. გ.გამცემლიძე არ ახდენდა ტრანსპორტის გამოყენებით გაქცევას. მისი
მართვის ქეშ მყოფი ავტომანქანა გაჩერებული იყო ზანდუკელის ქუჩზე, ხოლო
თავად ქვეითად ცდილობდა გაქცეოდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის ,,გ“
ქვეპუნქტი ითვალისწინებს პოლიციის თანამშრომლის მიერ ცეცხლსასროლი
იარაღის გაფრთხილების გარეშე გამოყენების შესაძლებლობას დამნაშავის დაკავების
ან დაპატიმრების დროს შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას,
თუმცა,
როგორც თავად ვ.აბუაშვილის ჩვენებებიდან ირკვევა, გ.გამცემლიძე ცდილობდა
გაქცევას და მას მის ხელში ცეცხლსასროლი იარაღი არ დაუნახავს. ვ.აბუაშვილს
მხოლოდ ეჭვი ჰქონდა, რომ გ.გამცემლიძე შესაძლოა შეიარაღებული ყოფილიყო. ის
რომ გ.გამცემლიძე დაკავების მომენტში შეიარაღებულ წინააღმდეგობას არ უწევდა
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს და მას აღნიშნულის განზრახვაც რომ არ
ჰქონდა ასევე დასტურდება იმ გარემოებით, რომ მას შემდეგ, რაც ვ.აბუაშვილის
მიერ მის მიმართ განხორციელდა გასროლა, რასაც გ.გამცემლიძის გარდაცვალება
მოჰყვა, გამცემლიძის ტანსაცმლიდან ან მისი გვამის მიმდებარე ტერიტორიიდან
ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებული არ ყოფილა. სისხლის სამართლის #010088113
საქმის მასალების მიხედვით, ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებულ იქნა ზანდუკელის
ქ.#2–ის ეზოში არსებული ერთ–ერთი ავტოფარეხის სახურავიდან. თუმცა,
აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მასალების თანახმად, უტყუარად არ არის
დადგენელი ავტოფარეხის სახურავიდან ამოღებული ცეცხლასასროლი იარაღი
საბრძოლო ვაზნებით გ.გამცემლიძის მიერ იყო გადაგდებულ თუ არა. სისხლის
სამართლის #008082008 საქმე გ.გამცემლიძის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის
უკანონო შეძენა, შენახვისა და ტარების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გაუერთიანდა
სისხლის სამართლის #010088113 საქმეს, ვ.აბუაშვილის მიმართ გ.გამცემლიძის
სიცოცხლის
გაუფრთხილებლობით
მოსპობის
ფაქტზე,
დანაშაული
გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით. სამის
841
დანართი # 3 პოლიცია
მასალების მიხედვით, გაურკვეველია თუ რატომ მოხდა აღნიშნული საქმეების
გაერთიანება და არ შეწყდა წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის #008082008
საქმეზე, გ.გამცემლიძის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა,
შენახვისა და ტარების ფაქტზე.
გარდა ამისა, როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატის მიერ დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესების
დამცველი ადვოკატისა და მსჯავრდებულისა და მისი ინტერესების დამცველი
ადვოკატის სააპელაციო საჩივრების განხილვისას მსგავრდებულ ვ.აბუაშვილის
ინტერესების დამცველმა ადვოკატმა განაცხადა, განსახილველი შემთხვევა
წარმოადგენდა ვ.აბუაშვილისთვის ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით
დაშვებულ გამონაკლის შემთხვევას, როდესაც ამ უკანასკნელს შეეძლო გამოეყენებინა
ცეცხლსასროლი იარაღი გამაფრთხილებელი გასროლის გარეშე, ვინაიდან,
შემთხვევის ადგილი არის დასახლებული და ირგვლივ ცხოვრობს ხალხი.
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–13 მუხლის მე–3 პუნქტის თანახმად,
,,3.ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებად ითვლება გამიზნული გასროლა.“
მსჯავრდებულ მ.ქამადაძის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე ზემოაღნიშნული
განცხადებიდან გამომდინარე, ვ.აბუაშვილის მიერ გ.გამცემლიძის მიმართ მოხდა
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, რადაც, ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე–13 მუხლის მე–3 პუნქტის თანახმად, ითვლება გამიზნული გასროლა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ქ.თბილისისა და
მცხეთა–მთიანეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ვ.აბუაშვილის მიერ
ჩადენილი ქმედება შეიცავდა საქართველოს სსკ–ის 108–ე მუხლით – განზრახ
მკვლელობა – გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.
სისხლის სამართლის #01088113 საქმე საქართველოს სსკ–ის 116–ე მუხლით
წარიმართა ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
კოლეგიაში არსებითად განსახილველად საბრალდებო დასკვნით. სახელმწიფო
ბრალდებას არც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
კოლეგიისა და არც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატის მიერ საქმის განხილვის მიმდინარეობისას მიუმართავს
სასამართლოსთვის შუამდგომლობით საქართველოს სსსკ–ის 446–ე მუხლის მე–5
ნაწილით, რომლის თანახმადაც, ,,პროკურორს უფლება აქვს... მოითხოვოს საქმის
დაბრუნება უფრო მკაცრი ბრალდების წარსადგენად...“
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ვ.აბუაშვილის ქმედების
არასწორი კვალიფიკაციის შედეგად საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო
პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისისა და მცხეთა–მთიანეთის მთაწმინდა–
კრწანისის მიმართულების მე–2 ოცეულის პატრულ–ინსპექტორის ვ.აბუაშვილს მის
მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის – განზრახ მკველელობისათვის არაადეკვატური
სასჯელი – 04 (ოთხი წლით) თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, საიდანაც 02 (ორი)
842
დანართი # 3 პოლიცია
წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 02 (ორი)
წელი ჩაეთვალა პირობით 02 (ორი) წლით გამოსაცდელი ვადით.
843
დანართი # 3 პოლიცია
დროებითი
მოთავსების
მდგომარეობა
იზოლატორების
ტექნიკური
საყურადღებოა დროებითი მოთავსების იზოლატორების ტექნიკური მდგომარეობა.
მართალია, ზოგიერთ შენობას ჩაუტარდა რემონტი და შედარებით გაუმჯობესდა
პირობები, მაგრამ მიუხედავად ამისა, იზოლატორების დიდ ნაწილში ჯერ კიდევ
მძიმე პირობებია. უმრავლეს მათგანში არ არის საშხაპე, სამედიცინო ოთახი, ასევე
მოუწესრიგებელია წყალგაყვანილობის და გათბობის სისტემები. საყურადღებოა ის
ფაქტი, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორების დიდ ნაწილს არ აქვს სასეირნო
ეზო და ტელეფონის აპარატები; აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით
აქტუალურია იმ პირთათვის, რომელთაც ადმინისტრაციული სახდელის სახით
შეფარდებული აქვთ პატიმრობა, რადგან მათ საკმაო ხნით - 30 დღემდე უწევთ
ამგვარ პირობებში ყოფნა.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ იმ დროებითი მოთავსების იზოლატორებში,
სადაც მძიმე პირობები და ანტისანიტარიაა, იქ მყოფი დაკავებული პირების
ადამიანურ ღირსება ილახება და ირღვევა მათი უფლებები.
სახალხო
დამცველის
რწმუნებულების
მიერ
საქართველოს
მასშტაბით
განხორციელდა ქვემოთჩამოთვლილი დროებითი მოთავსების იზოლატორების
მონიტორინგი, რის შედეგადაც აღმოჩნდა:
თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორის 6 საკანში საწოლებად
განთავსებულია 24 რკინის საწოლი. დამონტაჟებულია სავენტილაციო, გათბობისა და
საშხაპე სისტემები; დაკავებულებს არ ეძლევათ პირადი ჰიგიენისთვის საჭირო
ნივთები (საპნის გარდა). საკნები გარემონტებულია და დაცულია ჰიგიენის
პირობები. საკვების მიწოდების საკითხი უზრუნველყოფილია ადმინისტრაციის
მიერ. დროებითი მოთავსების იზოლატორს არ გააჩნია სასეირნო ეზო.
ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორის 6 საკანში, განთავსებულია 14
რკინის საწოლი. დამონტაჟებულია საშხაპე სისტემა; არ არსებობს გათბობისა და
სავენტილაციო სისტემები. დაკავებულებს არ ეძლევათ პირადი ჰიგიენისთვის
საჭირო ნივთები (საპნის გარდა). საკვების მიწოდების საკითხი უზრუნველყოფილია
ადმინისტრაციის მიერ. დმი–ს ასევე არ გააჩნია ფანჯრები და სასეირნო ეზო.
საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორის 4 საკანში საწოლებად
განთავსებულია 16 რკინის საწოლი. დამონტაჟებულია გათბობისა და საშხაპე
სისტემები; დმი–ს არ აქვს სავენტილაციო სისტემა. დაკავებულებს არ ეძლევათ
პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ნივთები (საპნის გარდა). საკნები გარემონტებულია
და
დაცულია
ჰიგიენის
პირობები.
საკვების
მიწოდების
საკითხი
უზრუნველყოფილია ადმინისტრაციის მიერ. დროებითი მოთავსების იზოლატორს
არ გააჩნია სასეირნო ეზო.
სიღნაღის დროებითი მოთავსების იზოლატორის 3 საკანში საწოლებად
განთავსებულია 12 რკინის საწოლი. დამონტაჟებულია გათბობისა და საშხაპე
844
დანართი # 3 პოლიცია
სისტემები; დმი–ს არ აქვს სავენტილაციო სისტემა. დაკავებულებს არ ეძლევათ
პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ნივთები (საპნისა და პირსახოცის გარდა). საკნები
გარემონტებულია და დაცულია ჰიგიენის პირობები. საკვების მიწოდების საკითხი
უზრუნველყოფილია ადმინისტრაციის მიერ. დროებითი მოთავსების იზოლატორს
არ აქვს სასეირნო ეზო.
ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორში არის 4 საკანი, სადაც საწოლებად
გამოიყენება ფიცარნაგები. არ არსებობს საშხაპე, გათბობისა და სავენტელაციო
სისტემები. დაკავებულებს არ ეძლევათ პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ნივთები
(საპნის გარდა) და არ არსებობს პირადი ჰიგიენის დაცვის უზრუნველსაყოფად
აუცილებელი პირობები. სანიტარული მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია.
საკვების მიწოდების საკითხი უზრუნველყოფილია ადმინისტრაციის მიერ. საკნებს
არ გააჩნიათ ფანჯრები, რის გამოც ვერ ხერხდება მათი ბუნებრივი გზით განიავება
და განათება. არ არსებობს სასეირნო ეზო.
ახალქალაქის დროებითი მოთავსების იზოლატორში არის 3 საკანი, სადაც
საწოლებად გამოიყენება ფიცარნაგები. არ არსებობს საშხაპე, გათბობისა და
სავენტელაციო სისტემები. დაკავებულებს არ ეძლევათ პირადი ჰიგიენისთვის
საჭირო ნივთები (საპნის გარდა) და არ არსებობს პირადი ჰიგიენის დაცვის
უზრუნველსაყოფად
აუცილებელი
პირობები.
სანიტარული
მდგომარეობა
არადამაკმაყოფილებელია. საკვების მიწოდების საკითხი უზრუნველყოფილია
ადმინისტრაციის მიერ. არსებობს სასეირნო ეზო.
ბორჯომის დროებითი მოთავსების იზოლატორში არის 4 საკანი, სადაც საწოლებად
გამოიყენება ნარები. არ არსებობს საშხაპე, გათბობისა და სავენტელაციო სისტემები.
დაკავებულებს არ ეძლევათ პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ნივთები (საპნის გარდა)
და არ არსებობს პირადი ჰიგიენის დაცვის უზრუნველსაყოფად აუცილებელი
პირობები. საკვების მიწოდების საკითხი უზრუნველყოფილია ადმინისტრაციის
მიერ. სანიტარული მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. საკნებს არ გააჩნიათ
ფანჯრები, რის გამოც ვერ ხერხდება მათი ბუნებრივი გზით განიავება და განათება.
არ არსებობს სასეირნო ეზო.
ხაშურის დროებითი მოთავსების იზოლატორში არის 3 საკანი, სადაც საწოლებად
გამოიყენება ფიცარნაგები. არ არსებობს საშხაპე, გათბობისა და სავენტელაციო
სისტემები. დაკავებულებს არ ეძლევათ პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ნივთები
(საპნის გარდა) და არ არსებობს პირადი ჰიგიენის დაცვის უზრუნველსაყოფად
აუცილებელი პირობები. სანიტარული მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია.
საკვების მიწოდების საკითხი უზრუნველყოფილია ადმინისტრაციის მიერ. არსებობს
სასეირნო ეზო.
მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში არის 2 საკანი, სადაც საწოლებად
გამოიყენება ფიცარნაგები. არ არსებობს საშხაპე, გათბობისა და სავენტელაციო
სისტემები. დაკავებულებს არ ეძლევათ პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ნივთები
(საპნის გარდა) და არ არსებობს პირადი ჰიგიენის დაცვის უზრუნველსაყოფად
აუცილებელი პირობები. სანიტარული მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია.
845
დანართი # 3 პოლიცია
საკვების მიწოდების საკითხი უზრუნველყოფილია ადმინისტრაციის მიერ. არ
არსებობს სასეირნო ეზო.
დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში არის 2 საკანი, სადაც საწოლებად
გამოიყენება რკინის საწოლები. არ არსებობს საშხაპე, გათბობისა და სავენტელაციო
სისტემები. დაკავებულებს არ ეძლევათ პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ნივთები
(საპნის გარდა) და არ არსებობს პირადი ჰიგიენის დაცვის უზრუნველსაყოფად
აუცილებელი პირობები. სანიტარული მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია.
საკვების მიწოდების საკითხი უზრუნველყოფილია ადმინისტრაციის მიერ. არ
არსებობს სასეირნო ეზო.
გარდაბნის დროებითი მოთავსების იზოლატორში არის 5 საკანი, სადაც საწოლებად
გამოიყენება ფიცარნაგები. დამონტაჟებულია სავენტილაციო, გათბობისა და საშხაპე
სისტემები; დაკავებულებს არ ეძლევათ პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ნივთები
(საპნის გარდა). საკნები გარემონტებულია და დაცულია ჰიგიენის პირობები.
საკვების მიწოდების საკითხი უზრუნველყოფილია ადმინისტრაციის მიერ.
დროებითი მოთავსების იზოლატორს არ გააჩნია სასეირნო ეზო.
რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში არის 4 საკანი, სადაც საწოლებად
გამოიყენება ფიცარნაგები. არ არსებობს სავენტელაციო სისტემა და არ არის
ფანჯრები, რის გამოც ვერ ხერხდება დმი–ს ბუნებრივი განიავება და განათება.
დაკავებულებს არ ეძლევათ პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ნივთები (საპნის გარდა).
მოწესრიგებულია წყალგაყვანილობისა და გათბობის სისტემები. საკვების მიწოდების
საკითხი უზრუნველყოფილია ადმინისტრაციის მიერ. არ არსებობს სასეირნო ეზო.
მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორში არის 3 საკანი, სადაც საწოლებად
გამოიყენება ფიცარნაგები. საკნებისა და ჰიგიენური მდგომარეობის კუთხით არის
სავალალო მდგომარეობა. დროებითი მოთავსების იზოლატორს არ გააჩნია
ფანჯრები, საშხაპე, გათბობისა და სავენტელაციო სისტემები. დაკავებულებს არ
ეძლევათ პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ნივთები (საპნის გარდა)., ამასთანავე არ
არსებობს პირადი ჰიგიენის დაცვის უზრუნველსაყოფად აუცილებელი პირობები.
საკვების მიწოდების საკითხი უზრუნველყოფილია ადმინისტრაციის მიერ. საკნები
საჭიროებენ მთლიან შეკეთებას. არ არსებობს სასეირნო ეზო.
ბოლნისის დროებითი მოთავსების იზოლატორში არის 5 საკანი, სადაც საწოლებად
გამოიყენება ფიცარნაგები. საკნებისა და ჰიგიენური მდგომარეობის კუთხით არის
სავალალო მდგომარეობა. დროებითი მოთავსების იზოლატორს არ გააჩნია
ფანჯრები, საშხაპე, გათბობისა და სავენტელაციო სისტემები. დაკავებულებს არ
ეძლევათ პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ნივთები (საპნის გარდა)., ამასთანავე არ
არსებობს პირადი ჰიგიენის დაცვის უზრუნველსაყოფად აუცილებელი პირობები.
საკვების მიწოდების საკითხი უზრუნველყოფილია ადმინისტრაციის მიერ. საკნები
საჭიროებენ მთლიან შეკეთებას. არსებობს სასეირნო ეზო
ზუგდიდის დროებითი მოთავსების იზოლატორში არის 3 საკანი. საწოლებად
გამოიყენება 18 ნარი. დამონტაჟებულია სავენტილაციო, საშხაპე და გათბობის
846
დანართი # 3 პოლიცია
სისტემები. საკნებში დაცულია ჰიგიენის პირობები. დმი–ს არ გააჩნია სასეირნო ეზო
და იზოლირებული საპირფარეშო. დაკავებულს გარდა საპნისა, არ ეძლევა პირადი
ჰიგიენისთვის
საჭირო
სხვა
ნივთები.
საკვების
მიწოდების
საკითხი
უზრუნველყოფილია ადმინისტრაციის მიერ. არ არსებობს სასეირნო ეზო.
სამეგრელო–ზემო სვანეთის (სოფ.ჭითაწყარის) რეგიონალურ დროებითი მოთავსების
იზოლატორში არის 3 საკანი. საწოლებად გამოიყენება 18 ნარი. დამონტაჟებულია
სავენტილაციო, საშხაპე და გათბობის სისტემები. საკნებში დაცულია ჰიგიენის
პირობები. დმი–ს არ გააჩნია სასეირნო ეზო და იზოლირებული საპირფარეშო.
დაკავებულს, გარდა საპნისა, არ ეძლევა პირადი ჰიგიენისთვის საჭირო სხვა ნივთები.
საკვების მიწოდების საკითხი უზრუნველყოფილია ადმინისტრაციის მიერ. არ
არსებობს სასეირნო ეზო.
ხობის დროებითი მოთავსების იზოლატორში არის 3 საკანი, სადაც საწოლებად
გამოიყენება ნარები. დამონტაჟებულია სავენტილაციო და გათბობის სისტემები, რაც
შეეხება საშხაპეს მიმდინარეობს მისი რემონტი. დაკავებულებს არ ეძლევათ პირადი
ჰიგიენისთვის საჭირო ნივთები (საპნის გარდა), საკნებში დაცულია ჰიგიენის
პირობები. არ არსებობს სასეირნო ეზო.
ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორში არის 3 საკანი, სადაც საწოლებად
გამოიყენება 12 ნარი. დამონტაჟებულია სავენტილაციო და გათბობის სისტემები, რაც
შეეხება საშხაპეს მიმდინარეობს მისი რემონტი. საკნებში დაცულია ჰიგიენის
პირობები. დაკავებულებს არ ეძლევათ პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ნივთები
(საპნის გარდა), საკვების მიწოდების საკითხი უზრუნველყოფილია ადმინისტრაციის
მიერ. არ არსებობს სასეირნო ეზო.
სენაკის დროებითი მოთავსების იზოლატორში არის 5 საკანი. საწოლებად
გამოიყენება 28 რკინის საწოლი, დამონტაჟებულია სავენტილაციო, გათბობის და
საშხაპის სისტემები. საკნებში დაცულია ჰიგიენის პირობები. დროებითი მოთავსების
იზოლატორში არის სასეირნო ეზო. დაკავებულ პირებს არ ეძლევათ პირადი
ჰიგიენის
ნივთები
(საპნის
გარდა).
საკვების
მიწოდების
საკითხი
უზრუნველყოფილია ადმინისტრაციის მიერ. არსებობს სასეირნო ეზო.
ჩხოროწყუს დროებითი მოთავსების იზოლატორში არის 2 საკანი, სადაც საწოლებად
გამოიყენება ნარები. დმი–ს არ აქვს ფანჯრები და სავენტილაციო სისტემა, რის გამოც
ვერ ხერხდება მისი განიავება და ბუნებრივი განათება. დამონტაჟებულია გათბობის
სისტემა და საშხაპე. საკნებში დაცულია ჰიგიენის პირობები. დაკავებულ პირებს არ
ეძლევათ პირადი ჰიგიენის ნივთები (საპნის გარდა). საკნებს არ გააჩნიათ ფანჯრები,
რის გამოც ვერ ხერხდება მათი ბუნებრივი გზით განიავება და განათება. საკვების
მიწოდების საკითხი უზრუნველყოფილია ადმინისტრაციის მიერ. არ არსებობს
სასეირნო ეზო.
ლანჩხუთის დროებითი მოთავსების იზოლატორში არის 2 საკანი, სადაც საწოლებად
გამოიყენება ფიცარნაგები. საკნებისა და ჰიგიენური მდგომარეობის კუთხით არის
სავალალო მდგომარეობა. არ არსებობს სასეირნო ეზო. დროებითი მოთავსების
847
დანართი # 3 პოლიცია
იზოლატორს არ გააჩნია საშხაპე, გათბობისა და სავენტელაციო სისტემები.
დაკავებულებს არ ეძლევათ პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ნივთები (საპნის გარდა),
ამასთანავე არ არსებობს პირადი ჰიგიენის დაცვის უზრუნველსაყოფად აუცილებელი
პირობები. საკვების მიწოდების საკითხი უზრუნველყოფილია ადმინისტრაციის
მიერ. არ არსებობს სასეირნო ეზო.
ჩოხატაურის დროებითი მოთავსების იზოლატორში არის 3 მოქმედი საკანი, სადაც
საწოლებად გამოიყენება 10 ნარი. საკნები არის სუფთა მდგომარეობაში,
დამონტაჟებულია გათბობისა და საშხაპე სისტემა. მართალია დმი–ს აქვს ფანჯრები,
მაგრამ მათზე არის ლითონის ბადე, რის გამოც საკნებში მზის სინათლე თითქმის არ
შედის. დაკავებულ პირებს არ ეძლევათ პირადი ჰიგიენის ნივთები (საპნის გარდა).
საკვების მიწოდების საკითხი უზრუნველყოფილია ადმინისტრაციის მიერ. სასეირნო
ეზო აქვს.
ოზურგეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში არის 4 მოქმედი საკანი, სადაც
საწოლებად გამოიყენება ფიცარნაგები. დმი–ს არ გააჩნია საშხაპე და გათბობის
სისტემები. დაკავებულებს მხოლოდ ერთჯერადად ეძლევა საკვები; დაკავებულ
პირებს არ ეძლევათ პირადი ჰიგიენის ნივთები (საპნის გარდა). არ არსებობს
სასეირნო ეზო.
ბაღდათის დროებითი მოთავსების იზოლატორში არის 3 საკანი. საწოლებად
გამოიყენება ფიცარნაგები, სადაც ერთი ფიცარნაგი გათვალისწინებულია 3
დაკავებულზე. დმი–ში არ ფუნქციონირებს სავენტილაციო სისტემა, ხოლო
არსებული ფანჯრები ამოქოლილია, ამასთანავე, არ არსებობს იზოლირებული
საპირფარეშო. საკნების ჰიგიენური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია.
დროებითი მოთავსების იზოლატორს არ გააჩნია საშხაპე და გათბობისა სისტემები.
დაკავებულებს არ ეძლევათ პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ნივთები (საპნის გარდა),
ამასთანავე არ არსებობს პირადი ჰიგიენის დაცვის უზრუნველსაყოფად აუცილებელი
პირობები. საკვების მიწოდების საკითხი უზრუნველყოფილია ადმინისტრაციის
მიერ. არ არსებობს სასეირნო ეზო.
ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორს აქვს 8 საკანი, სადაც საწოლებად
გამოიყენება 34 ფიცარნაგი. დმი–ში არ ფუნქციონირებს როგორც სავენტილაციო,
ასევე გათბობის სისტემები. მოუწესრიგებელია წყლის მიწოდება, არ არსებობს
იზოლირებული
საპირფარეშო.
საკნების
ჰიგიენური
მდგომარეობა
არადამაკმაყოფილებელია.
დაკავებულებს არ ეძლევათ პირადი ჰიგიენისთვის
საჭირო ნივთები (საპნის გარდა). ამასთანავე არ არსებობს პირადი ჰიგიენის დაცვის
უზრუნველსაყოფად აუცილებელი პირობები. საკვების მიწოდების საკითხი
უზრუნველყოფილია ადმინისტრაციის მიერ. არ არსებობს სასეირნო ეზო.
ტყიბულის დროებითი მოთავსების იზოლატორს აქვს 3 საკანი, სადაც საწოლებად
გამოიყენება ნარი. დმი–ში არ ფუნქციონირებს როგორც სავენტილაციო, ასევე
გათბობის სისტემები. მოუწესრიგებელია წყლის მიწოდება, არ არსებობს
იზოლირებული
საპირფარეშო.
საკნების
ჰიგიენური
მდგომარეობა
არადამაკმაყოფილებელია.
დაკავებულებს არ ეძლევათ პირადი ჰიგიენისთვის
848
დანართი # 3 პოლიცია
საჭირო ნივთები (საპნის გარდა). ამასთანავე არ არსებობს პირადი ჰიგიენის დაცვის
უზრუნველსაყოფად აუცილებელი პირობები. საკვების მიწოდების საკითხი
უზრუნველყოფილია ადმინისტრაციის მიერ. არსებობს სასეირნო ეზო.
ტყიბულის დროებითი მოთავსების იზოლატორს არ გააჩნია საგამოძიებო ოთახები,
რის გამოც დაკავებულებთან როგორც საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება,
ასევე ადვოკატებთან შეხვედრა ხდება დმი–ს თანამშრომელთა ოთახში.
ზესტაფონის დროებითი მოთავსების იზოლატორს აქვს 5 საკანი, სადაც საწოლებად
გამოიყენება 16 ფიცარნაგი. დმი–ში არ ფუნქციონირებს სავენტილაციო, გათბობისა
და საშხაპე სისტემები. საკნების ჰიგიენური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია,
იგრძნობა არასასიამოვნო სუნი. დაკავებულებს არ ეძლევათ პირადი ჰიგიენის დაცვის
უზრუნველსაყოფად აუცილებელი ნივთები (საპნის გარდა). საკვების მიწოდების
საკითხი უზრუნველყოფილია ადმინისტრაციის მიერ. დმი–ს არ აქვს სასეირნო ეზო.
თერჯოლის დროებითი მოთავსების იზოლატორს აქვს 4 საკანი. საწოლებად
გამოიყენება 8 ნარი. დმი–ში არ ფუნქციონირებს სავენტილაციო და გათბობის
სისტემები. საკნების ჰიგიენური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, იგრძნობა
არასასიამოვნო სუნი. დაკავებულებს არ ეძლევათ პირადი ჰიგიენის დაცვის
უზრუნველსაყოფად აუცილებელი ნივთები (საპნის გარდა). საკვების მიწოდების
საკითხი უზრუნველყოფილია ადმინისტრაციის მიერ. დმი–ს არ აქვს სასეირნო ეზო.
ჭიათურის დროებითი მოთავსების იზოლატორს აქვს 6 საკანი, სადაც საწოლებად
გამოიყენება 20 ფიცარნაგი. დმი–ში არ ფუნქციონირებს სავენტილაციო და
გათბობისა სისტემები. ფანჯრების არარსებობის გამო კი ვერ ხერხდება საკნის
ბუნებრივი ვენტილაცია და განათება. საკნებში იგრძნობა არასასიამოვნო სუნი.
საკვების მიწოდების საკითხი უზრუნველყოფილია ადმინისტრაციის მიერ. დმი–ს არ
აქვს სასეირნო ეზო.
სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორს აქვს 3 საკანი, სადაც საწოლებად
გამოიყენება 10 ფიცარნაგი. დმი–ს არ გააჩნია საშხაპე, გათბობისა და სავენტელაციო
სისტემები. ფანჯრების არარსებობის გამო კი ვერ ხერხდება საკნის ბუნებრივი
ვენტილაცია და განათება, ხოლო საკნებში მთლიანათ დალუქულია სარკმელები, რის
გამოც იგრძნობა ნესტის სუნი. დაკავებულებს არ ეძლევათ პირადი ჰიგიენისთვის
საჭირო ნივთები (საპნის გარდა). ამასთანავე არ არსებობს იზოლირებული
საპირფარეშო და არ ხდება წყლის მუდმივი მიწოდება. დაკავებულება არ ეძლევათ
პირადი ჰიგიენის დაცვის უზრუნველსაყოფად აუცილებელი პირობები. საკვების
მიწოდების საკითხი უზრუნველყოფილია ადმინისტრაციის მიერ.
სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორს არ გააჩნია საგამოძიებო ოთახი,
რის გამოც დაკავებულებთან როგორც საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება,
ასევე ადვოკატებთან შეხვედრა ხდება დმი–ს თანამშრომელთა ოთახში. არ არსებობს
სასეირნო ეზო.
849
დანართი # 3 პოლიცია
ამბროლაურის დროებითი მოთავსების იზოლატორს აქვს 1 საკანი, სადაც საწოლებად
გამოიყენება 3 ფიცარნაგი. დმი–ს არ გააჩნია საშხაპე, გათბობისა და სავენტელაციო
სისტემები. ფანჯრების არარსებობის გამო კი ვერ ხერხდება საკნის ბუნებრივი
ვენტილაცია და განათება. დაკავებულებს არ ეძლევათ პირადი ჰიგიენისთვის საჭირო
ნივთები (საპნის გარდა), ამასთანავე არ არსებობს იზოლირებული საპირფარეშო და
არ ხდება წყლის მუდმივი მიწოდება. დაკავებულება არ ეძლევათ პირადი ჰიგიენის
დაცვის უზრუნველსაყოფად აუცილებელი პირობები. საკვების მიწოდების საკითხი
უზრუნველყოფილია ადმინისტრაციის მიერ.
ამბროლაურის დროებითი მოთავსების იზოლატორს არ გააჩნია საგამოძიებო ოთახი,
რის გამოც დაკავებულებთან როგორც საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება,
ასევე ადვოკატებთან შეხვედრა ხდება დმი–ს თანამშრომელთა ოთახში. არ არსებობს
სასეირნო ეზო.
ლენტეხის დროებითი მოთავსების იზოლატორს აქვს 1 საკანი, სადაც საწოლებად
გამოიყენება ერთი ფიცარნაგი. დმი–ს არ გააჩნია
საშხაპე, გათბობისა და
სავენტელაციო სისტემები. ფანჯრების არარსებობის გამო კი ვერ ხერხდება საკნის
ბუნებრივი ვენტილაცია და განათება. დაკავებულებს არ ეძლევათ პირადი
ჰიგიენისთვის საჭირო ნივთები (საპნის გარდა), ამასთანავე არ არსებობს
იზოლირებული საპირფარეშო და არ ხდება წყლის მუდმივი მიწოდება.
დაკავებულება არ ეძლევათ პირადი ჰიგიენის დაცვის უზრუნველსაყოფად
აუცილებელი პირობები. საკვების მიწოდების საკითხი უზრუნველყოფილია
ადმინისტრაციის მიერ. არ არსებობს სასეირნო ეზო.
ამბროლაურის დროებითი მოთავსების იზოლატორს არ გააჩნია საგამოძიებო ოთახი,
რის გამოც დაკავებულებთან როგორც საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება,
ასევე ადვოკატებთან შეხვედრა ხდება დმი–ს თანამშრომელთა ოთახში.
დროებითი მოთავსების იზოლატორში გარდა ზემოაღნიშნულისა, არ არსებობს
ხელოვნური განათებაც.
ცაგერის დროებითი მოთავსების იზოლატორს არ გააჩნია იზოლირებული ფართი.
დროებითი მოთავსების იზოლატორად გამოიყენება შს სამმართველოს სამორიგეოში
არსებული გისოსებით გამოყოფილი ოთახი. ე.წ. ,,აბიზიანკები“ ასრულებს დმი–ის
ფუნქციას, რომელიც არ არის იზოლირებული არც შს სამორიგეოდან და არც
ერთმანეთიდან. საწოლად განთავსებულია 1 ფიცარნაგი. დმი–ს არ აქვს საშხაპე,
გათბობისა და სავენტელაციო სისტემები. დაკავებულებს არ ეძლევათ პირადი
ჰიგიენისთვის საჭირო ნივთები (საპნის გარდა) და დაკავებულება არ ეძლევათ
პირადი ჰიგიენის დაცვის უზრუნველსაყოფად აუცილებელი პირობები. საკვების
მიწოდების საკითხი უზრუნველყოფილია ადმინისტრაციის მიერ. არ არსებობს
სასეირნო ეზო.
მესტიის დროებითი მოთავსების იზოლატორს აქვს 2 საკანი, საწოლებად გამოიყენება
ნარები. დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობის სისტემა, საკნებში დაცულია
ჰიგიენის პირობები. სავენტილაციო სისტემა არ ფუნქციონირებს, რის გამოც
850
დანართი # 3 პოლიცია
ვენტილაცია ხდება ბუნებრივი გზით ფანჯრის საშუალებით. არ არსებობს საშხაპე და
დაკავებულს გარდა საპნისა, არ ეძლევა პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ნივთები
(საპნის გარდა). საკვების მიწოდების საკითხი უზრუნველყოფილია ადმინისტრაციის
მიერ. დროებითი მოთავსების იზოლატორში არის სასეირნო ეზო.
ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორს აქვს 13 საკანი, სადაც საწოლებად
გამოიყენება 34 ნარი. დმი–ს არ გააჩნია საშხაპე. საკნებში არსებული ჰიგიენული
მდგომარაეობა არადამაკმაყოფილებელია. დაკავებულებს არ ეძლევათ პირადი
ჰიგიენისთვის საჭირო ნივთები (საპნის გარდა), ამასთანავე არ არსებობს პირადი
ჰიგიენის დაცვის უზრუნველსაყოფად აუცილებელი პირობები. დროებითი
მოთავსების იზოლატორში არის ფანჯრები, დამონტაჟებულია გათბობისა და
ვენტილაციის სისტემა. საკვების მიწოდების საკითხი უზრუნველყოფილია
ადმინისტრაციის მიერ. არსებობს სასეირნო ეზო.
ქობულეთის დროებითი მოთავსების იზოლატორს აქვს 3 საკანი, სადაც საწოლებად
გამოიყენება 16 ნარი. დმი–ს არ გააჩნია საშხაპე. საკნებში არსებული ჰიგიენული
მდგომარაეობა არადამაკმაყოფილებელია. დაკავებულებს არ ეძლევათ პირადი
ჰიგიენისთვის საჭირო ნივთები (საპნის გარდა), ამასთანავე არ არსებობს პირადი
ჰიგიენის დაცვის უზრუნველსაყოფად აუცილებელი პირობები. დროებითი
მოთავსების იზოლატორში არის ფანჯრები, დამონტაჟებულია გათბობისა და
ვენტილაციის სისტემა. საკვების მიწოდების საკითხი უზრუნველყოფილია
ადმინისტრაციის მიერ. არ არსებობს სასეირნო ეზო.
თბილისის N1 დროებითი მოთავსების იზოლატორში არის 7 საკანი, სადაც
განთავსებულია 4 ზამბარიანი საწოლი. დმი–ში არ არის სავენტილაციო სისტემა, რის
გამოც
განიავება
ხდება
ბუნებრივი
გზით,
ფანჯრების
საშუალებით.
დამონტაჟებულია გათბობის სისტემა და მოწესრიგებულია წყლით მომარაგების
საკითხი. უზრუნველყოფილია ჰიგიენური საშუალებებით მიწოდების საკითხი.
არსებობს
საშხაპე
და
სასეირნო
ეზო.
საკვების
მიწოდების
საკითხი
უზრუნველყოფილია ადმინისტრაციის მიერ.
თბილისის N2 დროებითი მოთავსების იზოლატორს, მისი კოსმეტიკური
გარემონტების შედეგად ტექნიკური მდგომარეობა წინა წლებთან შედარებით
გაუმჯობესდა, პრობლემად რჩება გასასეირნებელი ეზოს არ არსებობა და წყლით
მომარაგების საკითხის გადაუჭრელობა, რაც იწვევს ანტისანიტარიას. დმი–ს აქვს 14
საკანი, სადაც საწოლებად გამოიყენება ფიცარნაგები. დროებითი მოთავსების
იზოლატორის ჰიგიენური მდგომარეობა არა არის დამაკმაყოფილებელი, საკნებში
დგას არასასიამოვნო სუნი. დაკავებულ პირებს არ ეძლევათ პირადი ჰიგიენის
ნივთები (საპნის გარდა). საკვების მიწოდების საკითხი უზრუნველყოფილია
ადმინისტრაციის მიერ.
აღსანიშნავია, რომ გარდა თბილისის N1 და N2 დროებითი მოთავსების
იზოლატორებისა,
საქართველოს
რეგიონების
დროებითი
მოთავსების
იზოლატორებში არ ჰყავთ ექიმები, რის გამოც დაკავებულების დათვალიერება
უწევთ დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომლებს.
851
დანართი # 3 პოლიცია
როგორც აღინიშნა დროებითი მოთავსების იზოლატორების დიდ ნაწილში
პრობლემად რჩება საკნების ფანჯრებისა (რის გამოც ვერ ხერხდება ბუნებრივი
ვენტილაცია და განათება) და გასასეირნებელი ეზოების არარსებობა.
საგულისხმოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების
იზოლატორებში
ათავსებენ
ადმინისტრაციული
დარღვევის
ჩადენისთვის
სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული წესით პატიმრობაშეფარდებულ პირებს.
წევრ სახელმწიფოთათვის ,,ციხის ევროპული წესების შესახებ“ ევროპის საბჭოს
მინისტრთა კომიტეტის 1987 წლის 12 თებერვლის #რ(87)3 რეკომენდაციის 99-ე
პუნქტის თანახმად, იმ ქვეყნებში, სადაც კანონით დაშვებულია დაპატიმრება
სასამართლოს განკარგულების საფუძველზე, ნებისმიერი არა-სისხლის სამართლის
პროცესზე დაყრდნობით, ასეთი პატიმრები არ უნდა დაექვემდებარონ იმაზე მეტ
შეზღუდვებსა და სიმკაცრეს, რომელიც აუცილებელია უსაფრთხო განთავსებისა და
წესრიგის დაცვისთვის. მათდამი მოპყრობა არ უნდა იყოს წინასწარ პატიმრობაში
მყოფი პირებისადმი მოპყრობაზე უარესი.
განათება-ვენტილაციასთან დაკავშირებით გაეროს პატიმრებთან მოპყრობის
”მინიმალური სტანდარტული წესების” მე-11 წესის მიხედვით: დაწესებულებებში,
რომლებშიც ცხოვრობენ და მუშაობენ პატიმრები: (ა) ფანჯრები უნდა იყოს ისეთი
ზომის, რომ პატიმრებს შეეძლოთ კითხვა და მუშაობა დღის შუქზე, და ისე უნდა
იყოს კონსტრუირებული, რომ უზრუნველყოს სუფთა ჰაერის მიწოდება, იმის
მიუხედავად, არსებობს თუ არა ვენტილაციის ხელოვნური სისტემა;
ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის ადგენს, რომ ჰაერისა და საკმარისი
განათების უქონლობა ქმნის დამამცირებელი მოპყრობის პირობებს. ხელისუფლების
შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიკვლიონ თითოეული პატიმრის შემთხვევა ცალცალკე, რათა დადგინდეს, გამართლებულია თუ არა უსაფრთხოების ზომები
ცალკეულ შემთხვევაში და თუ ასეთი ზომების მიღება საჭიროა, პატიმრები უნდა
უზრუნველყონ საჭირო ჰაერითა და შუქით. და ბოლოს, ასეთი პირობების უქონლობა
ისეთი დაავადების გავრცელების საფუძველია, როგორიცაა ტუბერკულოზი.”
პატიმრებთან მოპყრობის გაეროს ,,მინიმალური სტანდარტული წესების მე-13 წესის
თანახმად, საბანაო მოწყობილობანი და შხაპების რაოდენობა საკმარისი უნდა იყოს
იმისათვის, რომ ყოველ პატიმარს შეეძლოს და იყოს ვალდებული იბანაოს ან მიიღოს
შხაპი შესაბამის ტემპერატურაზე (კლიმატის მიხედვით) და ისეთი სიხშირით,
როგორც ამას მოითხოვს ჰიგიენის საერთო პირობები, წლის პერიოდისა და
გეოგრაფიული რაიონის გათვალისწინებით, ანუ, ზომიერი კლიმატის პირობებში კვირაში ერთხელ მაინც. ასევე, მსწ-ის მე-15 წესის თანახმად, პატიმრებს
მოეთხოვებათ, რომ ყოველთვის იყვნენ სუფთად. ამისათვის საჭიროა მათი
მომარაგება წყლით და პირადი ტუალეტისთვის საჭირო ისეთი ნივთებით,
რომლებიც აუცილებელია სისუფთავისა და ჯანმრთელობის დასაცავად.
სისუფთავის და პირადი ჰიგიენის დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია
პატიმართა ღირსების შენარჩუნების თვალსაზრისით. ამდენად, ყველაფერი უნდა
გაკეთდეს იმისათვის, რომ ნებისმიერ პატიმარს მიეცეს შხაპით სარგებლობის და
852
დანართი # 3 პოლიცია
სხეულის სისუფთავის დაცვის საშუალება, რაც
ჯანმრთელობისთვის და ღირსების შენარჩუნებისთვის.
მნიშვნელოვანია
მათი
თეთრეულით მომარაგების საკითხთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ყოველი პატიმარი ეროვნული და
ადგილობრივი ნორმების შესაბამისად უნდა იყოს უზრუნველყოფილი ცალკე
საწოლით, აგრეთვე ცალკე თეთრეულით, რომელიც გაცემის მომენტში უნდა იყოს
სუფთა და სისუფთავის შენარჩუნების მიზნით ხშირად იცვლებოდეს.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ციხის ევროპული წესების მე-17 წესის
თანახმად, სანიტარული სათავსოები უნდა იყოს ადეკვატურად მოწყობილი და
განლაგებული, რათა ყველა პატიმარს შეეძლოს ნორმალურად დაიკმაყოფილოს
თავისი ბუნებრივი მოთხოვნილებები საჭიროებისამებრ სუფთა და მოწესრიგებულ
გარემოში.
საანგარიშო პერიოდში მონიტორინგის ინტენსივობის შეფერხება გამოწვეული იყო
ქვეყანაში მომხდარი ომით და მის შემდგომ ქვეყანაში არებული მდგომარეობით.
სახალხო დამცველის როგორც მატერიალური, ისე ადამიანური რესურსები
მიმართული იყო დევნილთა უფლებების შესწავლაზე, კონფლიქტის ზონებში
დაზარალებულთა დახმარებასა და ჰუმანიტარულ დახმარებებზე.
853
დანართი # 4
პროკურატურა
დანართი #4
პროკურატურა
როდიონ კირაკოსიანის საქმე
2008 წლის 12 თებერვალს #0730–06/2 სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა
მოქალაქე ელენე კირაკოსიანმა. განმცხადებელი ითხოვდა საქართველოს სახალხო
დამცველის შესაბამის რეაგირებას მისი შვილის როდიონ კირაკოსიანის მკვლელობის
საქმეზე გამოძიების ორგანოებისა და მოსამართლის მიერ ჩადენილ კანონშეუსაბამო
ქმედებებზე.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა თბილისის საქალაქო სასამართლოდან
გამოითხოვა სისხლის სამართლის #0401888 საქმის მასალების ასლები როდიონ
კირაკოსიანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე.
2001 წლის 17 სექტემბერს ისანი–სამგორის რაიონულ პროკურატურაში აღიძრა
სისხლის სამართლის #0401888 საქმე როდიონ კირაკოსიანის განზრახ მკვლელობის
მცდელობის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 19–
108–ე მუხლით. 2001 წლის 24 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც ქ.თბილისის #1 კლინიკურ
საავადმყოფოში გარდაიცვალა რ.კირაკოსიანი, სისხლის სამართლის საქმეზე
შეიცვალა კვალიფიკაცია და წინასწარი გამოძიება გაგრძელდა საქართველოს სსკ–ის
108–ე მუხლით.
2001 წლის 25 სექტემბერს არტურ მატინიანი ბრალდებულის სახით მისცეს სისხლის
სამართლის
პასუხისგებაში
რ.კირაკოსიანის
განზრახ
მკვლელობისათვის,
დანაშაული,
გათვალისწინებული
საქართველოს
სსკ-ის
108-ე
მუხლით.
ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების თანახმად,
არტურ მატინიანის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2001 წლის 16
სექტემბერს დაახლოებით 21:00 საათზე, ქ.თბილისში, ნიაბის მე-4 შესახვევში
იმყოფებოდნენ რ.კირაკოსიანი, არტურ მატინიანი და არტიომ ხერუმოვი და
სვამდნენ არაყს. დაახლოებით 23:00 საათზე მათ დაამთავრეს ალკოჰოლური
სასმელის დალევა და ავიდნენ ნიაბის მე-5 შესახვევში, რა დროსაც რ.კირაკოსიანსა და
არტურ
მატინიანს
შორის
მოხდა
ურთიერთშელაპარაკება.
აღნიშნულზე
განაწყენებულმა არტურ მატინიანმა ამოიღო თან ნაქონი დანა და განზრახ მოკვლის
მიზნით, შურისძიების მოტივით, დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილას
რ.კირაკოსიანს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დანის
დარტყმით რ.კირაკოსიანმა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე
ხარისხის დაზიანება და გადაიყვანეს ქ.თბილისის #1 საავადმყოფოში, სადაც
მიღებული დაზიანებებით 2001 წლის 24 სექტემბერს გარდაიცვალა.
854
დანართი # 4
პროკურატურა
2001 წლის 27 დეკემბერს ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის ვაჟა
აბაკელიას მიერ დამტკიცდა საბრალდებო დასკვნა სისხლის სამართლის #0401888
საქმეზე არტურ მატინიანის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს
სსკ-ის 108-ე მუხლით.
2002 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით განსასჯელი არტურ მატინიანი გამართლდა
საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. არტურ მატინიანი
ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით და სასჯელის
სახედ და ზომად განესაზღვრა 08 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი
რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ამავე დღეს, 2002 წლის 21 ოქტომბერს ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული
სასამართლოს დადგენილებით სისხლის სამართლის საქმის დამატებითი
გამოძიებისათვის დაბრუნების შესახებ, სისხლის სამართლის საქმე როდიონ
კირაკოსიანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაბრუნებულ იქნა დამატებითი
გამოძიების ჩასატარებლად.
მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის #0401888 საქმე რ.კირაკოსიანის განზრახ
მკვლელობის ფაქტზე ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მიერ
დამატებითი გამოძიების ჩატარების მიზნით გადაიგზავნა ქ.თბილისის ისანისამგორის რაიონულ პროკურატურაში, საქმეზე გამოძიება მრავალჯერ იქნა
შეჩერებული.
ქ.თბილისის შს სამმართველოს გამომძიებელ დავით ჩაკვეტაძის 2005 წლის 03
ნოემბერის დადგენილებით ეჭვმიტანილად იქნენ ცნობილი და დაკავებული სერგო
მატინიანი და არაიკ მატინიანი საქართველოს სსკ-ის 19-119-ე მუხლით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ, 2001 წლის 16 სექტემბერს
ქ.თბილისში, ნიაბის ქუჩაზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენეს
რ.კირაკოსიანს, რომელიც მიღებული დაზიანებისაგან გარდაიცვალა. არაიკ და სერგო
მატინიანის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ ეცნობა ქ.თბილისის შს ორგანოებში
გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ია დარჯანიას.
ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო
სამმართველოს ადამიანის მკვლელობის, ჯანმრთელობისა და ღირსების წინააღმდეგ
მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან
საქამეთა გამომძიებლის დავით ჩაკვეტაძის 2005 წლის 04 ნოემბერის დადგენილებით
ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნენ მიცემული არაიკ და სერგო მატინიანები
საქართველოს სსკ-ის 19-119-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის
ჩადენისათვის.
ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ
დადგენილებების
თანახმად,
სერგო
და
არაიკ
მატინიანების
მიმართ
ინკრიმინირებული ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2001 წლის 16 სექტემბერს,
დაახლოებით 21 საათზე, ქ.თბილისში, ნიაბის მე-5 შესახვევში, ქუჩაში
რ.კირაკოსიანმა, არტიომ ხერუმოვმა, არტურ მატინიანმა და ამ უკანასკნელის ძმებმა არაიკ და სერგო მატინიანებმა დაიწყეს ალკოჰოლური სასმელის - არყის დალევა.
855
დანართი # 4
პროკურატურა
დაახლოებით 23 საათზე მათ დაამთავრეს დალევა და ავიდნენ ნიაბის მე-5
შესახვევში,
სადაც
რ.კირაკოსიანს
და
არტურ
მატინიანს
მოუვიდათ
ურთიერთშელაპარაკება, რაც გადაიზარდა მათ შორის ჩხუბში. ჩხუბის დროს არტურ
მატინიანმა შურისძიების მოტივით განიზრახა რ.კირაკოსიანის მოკვლა. ჯიბიდან
ამოიღო დანა და რ.კირაკოსიანის მოკვლის განზრახვის სისრულეში მოყვანის
მიზნით დანის სამჯერ დარტყმით მიაყენა რ.კირაკოსიანს ჭრილობები გულმკერდის
მარჯვენა ნახევარში მე-4 და მე-5 ნეკნთაშუა სივრცეში. შემავალი პლევრის ღრუში,
მარჯვენა ფილტვის, ფილტვის მფარავი პლევრის, კედლის ამყოლი პლევრის,
ნეკნთაშუა კუნთების დაზიანებით სიცოცხლისათვის სახიფათო, ხოლო მარცხენა
წარბის და მარჯვენა ბარძაყის ქვემო მესამედში - მსუბუქი ხარისხის. ხოლო იქვე
მყოფმა და ჩხუბში მონაწილე სერგო და არაიკ მატინიანებმა, ჯანმრთელობის
დაზიანების განზრახვით, თავის არეში ბლაგვი საგნის ჩარტყმით მიაყენეს
სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, რის შემდეგაც სამივე ძმა
შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. რ.კირაკოსიანი გარდაიცვალა ქ.თბილისის #1
კლინიკურ საავადმყოფოში 2001 წლის 24 სექტემბერს. სერგო და არაიკ მატინიანები
მოქმედებდნენ რა რ.კირაკოსიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების
განზრახვით, ერთდროულად მიაყენეს მას დაზიანება. მაგრამ გამოძიების მიერ ვერ
იქნა დადგენილი, თუ რომელი მათგანის მიერ მიყენებული დაზიანება აღმოჩნდა
რ.კირაკოსიანის სიკვდილის მიზეზი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაიკ და
სერგო მატინიანებმა ჩაიდინეს დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკის 19-119-ე მუხლებით.
ამავე დღეს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო
სამმართველოს ადამიანის მკვლელობის, ჯანმრთელობისა და ღირსების წინააღმდეგ
მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან
საქმეთა გამომძიებელმა დავით ჩაკვეტაძემ, ქ.თბილისის პროკურატურის შს
ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ
ია დარჯანიას თანხმობით, შუამდგომლობით მიმართა ქ.თბილისის საქალაქო
სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას სისხლის სამართლის
#0401888 საქმეზე ბრალდებულების სერგო და არაიკ მატინიანების მიმართ აღკვეთის
ღონისძიების სახით დაპატიმრების შეფარდების შესახებ, რაც დაკმაყოფილდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე შ.გუნცაძის მიერ 2005 წლის 05 ნოემბრის ბრძანებით.
2006 წლის 01 თებერვალს, ქ.თბილისის პროკურატურის შს ორგანოებში გამოძიების
საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ია დარჯანიას მიერ
შედგა საბრალდებო დასკვნა სისხლის სამართლის #0401888 საქმეზე და აღნიშნული
სისხლის სამართლის საქმე არსებითად განსახილველად წარიმართა ქ.თბილისის
საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში. წინასწარი
გამოძიების მიერ სერგო და არაიკ მატინიანების ქმედება დაკვალიფიცირდა
საქართველოს სსკ-ის 19-119-ე მუხლებით.
დაზარალებული ელენე კირაკოსიანი არაერთხელ არის დაკითხული სისხლის
სამართლის #0401888 საქმეზე როგორც წინასწარი და დამატებითი გამოძიების, ასევე
სასამართლოს მიერ. მისი ჩვენებებისა და არაერთი განცხადებისა თუ საჩივრის
856
დანართი # 4
პროკურატურა
თანახმად, მისი შვილი რ.კირაკოსიანი მოკლულ იქნა 2001 წლის 16 სექტემბერს,
დაახლოებით ღამის 12 საათზე თბილისში, ნიაბის მე-5 შესახვევში ჯგუფურად,
ფულის გამოძალვის მოტივით. ე.კირაკოსიანი 2001 წლის 16 სექტემბერს ღამით
გარეთ გასვლისას პირველივე ყვირილზე მივიდა მისი სახლიდან დაახლოებით 100
მეტრში, სადაც დაინახა არტიომ და ალბერტ ხერუმოვები, რომლებსაც ორივე
მხრიდან ხელში ეჭირათ მისი დაჭრილი შვილი და უთხრეს, ,,ლენა დეიდა, ეს
გააკეთეს ლილიპუტებმა, მატინიანებმა, სამივე ძმამ, იყო ჩხუბი“, რაზეც
ე.კირაკოსიანმა ძმებ ხერუმოვებს ჰკითხა, თუ რაზე იჩხუბეს, როცა მის შვილს
რ.კირაკოსიანს არანაირი კავშირი არ ჰქონდა ძმებ მატინიანებთან. არტიომ და
ალბერტ ხერუმოვებმა მას უთხრეს, რომ სამივე ძმა მატინიანი მათ სძალავდნენ
ფულს და მათ არ ეგონათ, თუ სამივე ძმა მატინიანი დაჭრიდა მის შვილს და
ყველაფერი ასე დამთავრდებოდა. არტიომ და ალბერტ ხერუმოვებმა მას ასევე
უთხრეს, რომ იყვნენ ასევე უბნელი ბიჭებიც. არაყი დალიეს რუდიკ ,,მრდე“
სარქისიანის ეზოში. იქ იყვნენ მრდე სარქისიანის ძმა საქო სარქისიანი და მისი
შვილები ერიკა და არკადიკა, ასევე სამივე ძმა მატინიანი, რომლებიც მრდე
სარქისიანის ეზოში მუშაობდნენ. მისი შვილის მკვლელობის ინტერესი ის იყო, რომ
მატინიანები ხერუმოვებს ფულს სძალავდნენ. ალბერტ ხერუმოვი და მისი შვილი
ერთად მუშაობდნენ, ფეხსაცმლის ქუსლებს აკეთებდნენ. რუდიკ სარქისიანს ჰქონდა
ხერუმოვების ვალი, დიდი თანხა იყო და ვერ იხდიდა. როდესაც მისმა შვილმა
სახლში დაიწყო ფეხსაცმლის ქუსლების გაკეთება, ცოტა ხანში ალბერტ ხერუმოვი
რ.კირაკოსიანის მეწილე გახდა, რადგან იცოდა, რომ მას ფულს ყველა გადაუხდიდა.
მატინიანები სარქისიანის ცეხში მუშაობდნენ, ხერუმოვებისაგან იღებდნენ ქუსლებს.
ალბერტ ხერუმოვმა რადიკას უთხრა, რომ 8000 (რვა ათასი) ლარი ჰქონდათ მისი
ვალი, ,,რაზბორკა“ უნდა მომხდარიყო და მან დახმარება მის შვილს სთხოვა. მისი
შვილი არც ავტორიტეტი იყო და არც ქურდი. საქმის გასარჩევად სარქისიანმა
დაპატიჟა თავის ეზოში და ყველაფერი იქ მოხდა. მის შვილს უთქვამს, რომ ნასვამები
იყვნენ და საქმის გარჩევისთვის თავი დაენებებინათ. მათ იქვე, განზრახ შეთანხმებით
მოუკლეს შვილი. მის შვილს უთქვამს მერე თუ ხერუმოვებს არ უხდი, მე მომეცი, იქ
ჩემი წილიც არისო. არაყი მრდე სარქისიანის ეზოში დალიეს. დალევის შემდეგ
ფულზე წასულა ლაპარაკი და სწორედ ფულის გამო მოუვიდათ ჩხუბი. ჩხუბის დროს
გავიდნენ ეზოდან, ჩიხით ავიდნენ მე-5 შესახვევში. იქ იყვნენ სამივე ძმა მატინიანები.
მათ ერთად იმოქმედეს და დაჭრეს რადიკა. ორ ძმას ჰქონდა დანა და მესამემ თავში
დაარტყა. ე.კირაკოსიანმა ასევე აღნიშნა, რომ როდესაც მან ნახა თუ როგორ
მოჰყავდათ მისი დაჭრილი შვილი, ალბერტ ხერუმოვმა მას უთხრა, რომ მისი შვილი
დაჭრეს ,,ლილიპუტებმა“, ,,ლილიპუტები“ არიან არტურ, არაიკ და სერგეი
მატინიანები. ისინი ფულს გვძალავდნენ და ამიტომ საქმის გასარჩევად რადიკა
წავიყვანეთ, რომ მას საქმე მოეგვარებინაო, მაგრამ მატინიანებმა დაიწყეს ჩხუბი და
დაჭრეს რადიკაო. ხოლო ე.კირაკოსიანის კითხვაზე, თუ რას აკეთებდნენ ძმები
ხერუმოვები ამ დროს, ალბერტ ხერუმოვმა მას უპასუხა, რომ ისე სწრაფად იმოქმედეს
სამივე ძმებმა, რომ მათ ვერაფერი ვერ მოასწრეს. შემდეგ რ.კირაკოსიანი წაიყვანეს
საავადმყოფოში. სანამ იგი ცოცხალი იყო, ალბერტ ხერუმოვმა ე.კირაკოსიანს უთხრა,
რომ ორივე ძმას, სერგეის და არტურს ჰქონდათ დანები და ორივე მათგანმა დაარტყეს
რ.კირაკოსიანს დანები. ხოლო არაიკმა თავში ჩაარტყა ქვა. ალბერტ ხერუმოვმა მას
ასევე უთხრა, რომ იგი - ალბერტ ხერუმოვი, არტიომ ხერუმოვი, რ.კირაკოსიანი,
არტურ, არაიკ და სერგეი მატინიანები საქმის გასარჩევად წავიდნენ რუდიკ ,,მრდე“
857
დანართი # 4
პროკურატურა
სარქისიანთან სახლში, რომელმაც თქვა, რომ იგი გაარჩევდა საქმეს. რ.სარქისიანის
სახლში ამ დროს იყვნენ საქო სარქისიანი და მისი შვილები ერიკა და არკადიკა.
რ.სარქისიანის სახლში დალიეს არაყი და დალევის დროს იქვე ეზოში მოუვიდათ
ჩხუბი. ჩხუბით ავიდნენ ნიაბის მე-5 შესახვევში. სარქისიანები დარჩნენ სახლში.
ნიაბის მე-5 შესახვევში არტურმა და სერგეიმ დანებით დაჭრეს რადიკა, და არაიკმა
თავში ჩაარტყა ქვა. როდესაც ალბერტ ხერუმოვმა გაიგო, რომ რ.კირაკოსიანი ვეღარ
გადარჩებოდა, მან სიმართლე დამალა და გამოძიებას მისცა არასწორი ჩვენება.
რუდიკ ,,მრდე“ საქრქისიანი ცხოვრობს ნიაბის მე-4 შესახვევის #16-ში.
რ.კირაკოსიანი საავადმყოფოში წაიყვანეს უგონო მდგომარეობაში და თვალი არც
გაუხელია. ე.კირაკოსიანი დარწმუნებულია რომ რ.კირაკოსიანი საავადმყოფოში
მკვდარი მიიყვანეს. პროფესორს უთქვამს, ბავშვს ნუ აწვალებთ, უკვე მკვდარიაო.
ერთი კვირა აპარატზე იყო შეერთებული. ხერუმოვებმა მესამე დღეს ჩუმად მიიყვანეს
თავისი პროფსორი. როცა დარწმუნდნენ, რომ რ.კირაკოსიანი ცოცხალი აღარ იყო,
ჩვენებები შეცვალეს.
მის შვილს ოთხი ჭრილობა მიაყენეს, დანარჩენებს კი ერთი იარაც არ ჰქონდათ.
ხმაური სხვა მეზობლებმაც გაიგს. იქ ქვეყანა ხალხი იყო. პირადად მას ხერუმოვებმა
უთხრეს. ე.კირაკოსიანი საქო სარქისიანთან მივიდა, მერე თავად ს.სარქისიანი
მივიდა კირაკოსიანებთან და ე.კირაკოსიანის მეუღლეს დაუძახა და უთხრა,
,,ბოზურად იქცევი, ჩემი შვილები უნდა ჩაუშვაო?!“ სარქისიანები დღემდე არსად არ
დაფიქსირებულან. ხერუმოვები ოთხი წელია, გამოძიებას ემალებიან.
დაზარალებული არაერთ განცხადებასა თუ საჩივარში აღნიშნავდა, რომ გამოძიება
ჩატარებული იყო არასრულყოფილად, წლების განმავლობაში დაკითხულიც კი არ
არიან შემთხვევის უშუალო შემსწრე და მონაწილე პირები და პროკურატურისაგან
ითხოვდა სათანადო ზომების მიღებას.
ე.კირაკოსიანი ასევე სახალხო დამცველისათვის მიცემულ ახსნა–განმარტებაშიც
იმავეს ადასტურებს და აღნიშნავს, რომ მან ყველა გამომძებელს აჩვენა ბლოკნოტი
მისი შვილის ჩანაწერებით, სადაც ეწერა, თუ ვის რამდენი ქუსლი ჰქონდა წაღებული
მისი შვილისაგან და ვის რამდენი უნდა გადაეხადა მისთვის. ამ ბლოკნოტში
გადახდილი თანხა წაშლილი იყო, ეწერა თუ რამდენი დარჩა გადასახდელი.
ე.კირაკოსიანი ასევე განმარტავს, რომ სარქისიანებს მისი შვილისა და
ხერუმოვებისაგან მიჰქონდათ ხის ქუსლები თავიანთი ფეხსაცმლის ,,ცეხისათვის“.
ჰქონდათ ხერუმოვების ვალი და გადახდა არ უნდოდათ. სწორედ ამის გამო
მოაკვლევინეს მათ მატინიანებს მისი შვილი. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი
მკვლელობა, რომ მეორე დღეს არ მომხდარიყო ,,საქმის გარჩევა“, სადაც
რ.კირაკოსიანი დაამტკიცებდა თავის სიმართლეს. მატინიანები მუშაობდნენ
სარქისიანების ფეხსაცმლის ,,ცეხში“, იქვე მუშაობდნენ საქო სარქისიანი თავისი
შვილებით. ე.კირაკოსიანი ასევე აღნიშნავს, რომ სარქისიანები დღემდე მფარველობენ
მატინიანებს. არაიკ და სერგო მატინიანები დღეის მდგომარეობითაც მუშაობენ
სარქისიანების ფეხსაცმლის ,,ცეხში“. ე.კირაკოსიანი განმარტავეს, რომ იგი
აღნიშნულს ყველა გამომძიებელს ეუბნებოდა ყველა ჩვენების მიცემის დროს, თუმცა
ამას დაკითხვის ოქმებში არ აფიქსირებდნენ.
858
დანართი # 4
პროკურატურა
2006 წლის 28 ივლისს ქ.თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ია
დარჯანიამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა კოლეგიას საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის
გამოტანის თაობაზე სისხლის სამართლის საქმეზე არაიკ მატინიანისა და სერგო
მატინიანის მიმართ.
საქმის მასალებში არსებული ბრალდებულებისათვის საპროცესო შეთანხმების
შეთავაზების შესახებ 2006 წლის 28 ივლისის ოქმების თანახმად, ქ.თბილისის
პროკურატურის შს ორგანოებში გამოძების საპროცესო ხელმძღვანელობის
განყოფილების პროკურორმა ია დარჯანიამ, ზემდგომ პროკურორთან წინასწარი
შეთნხმებით თბილისის საქალაქო სასამართლოში შეადგინა აღნიშნული ოქმი
მასზედ, რომ ბრალდებულ სერგო და არაიკ მატინიანებს, მათი ინტერესების
დამცველი ადვოკატის მონაწილეობით, შესთავაზა საპროცესო შეთანხმება სასჯელის
პირობის განსაზღვრით.
ამავე ოქმის თანახმად, პროკურორმა ია დარჯანიამ განუმარტა განსასჯელებს, რომ
მათ მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სსკ–ის 19–119–ე მუხლით
გათვალისწინებული სასჯელის ზომაა სამიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების
აღკვეთა. მათ ასევე განემარტათ საქართველოს სსკ–ის 56–ე მუხლის მე–3 ნაწილის
მოთხოვნები (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2006 წლის 28 ივლისს
მოქმედი რედაქციით, 56–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, ,,დანაშაულის
მცდელობისთვის სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა აღმატებოდეს დამთავრებული
დანაშაულისათვის ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით ან მუხლის
ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური
ვადის ან ზომის სამ მეოთხედს.“).
საპროცესო შეთანხმება განსასჯელებსა და პროკურატურას შორის დაიდო სასჯელზე
შეთანხმებით და განსასჯელების სერგო და არაიკ მატინიანების მიერ
რ.კირაკოსიანისთვის დაზიანების მიყენების ფაქტი მათ მიერ აღიარებული არ
ყოფილა და ასეთი სისხლის სამართლის #0401888 საქმის მასალებში და სასამართლო
სხდომის ოქმში არ მოიპოვება. საპროცესო შეთანხმება პროკურატურასა და
განსასჯელებს სერგო და არაიკ მატინიანებს შორის გაფორმებულია სასჯელზე და არა
ბრალზე. საქართველოს სსსკ-ის 679¹-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,სასჯელზე
შეთანხმებისას ბრალდებული (განსასჯელი) არ აღიარებს დანაშაულს, თუმცა
ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე ან მისგან სრულად განთავისუფლებაზე...“
აღნიშნულიდან გამომდინარე, არაიკ და სერგო მატინიანებს არ უღიარებიათ
რ.კირაკოსიანისთვის თავის არეში მკვრივი ბლაგვი საგნით სიცოცხლისათვის
სახიფათო მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანების მიყენების ფაქტი, რამაც
რ.კირაკოსიანის სიკვდილი გამოიწვია. ისინი მხოლოდ დაეთანხმნენ პროკურორს
მათ მიმართ საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელზე
ნაკლები სასჯელის გამოყენებაზე, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 19–119 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ამავე
კოდექსის 56–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, შეიძლებოდა მოსახდელი
სასჯელის სახით განსაზღვროდათ თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადამდე.
859
დანართი # 4
პროკურატურა
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ჯემალ კოპალიანის 2006 წლის 28 ივლისის განაჩენით დაკმაყოფილდა
ქ.თბილისის
პროკურატურის
განყოფილების
პროკურორ
ია
დარჯანიას
შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე
სისხლის სამართლის საქმეზე არაიკ მატინიანისა და სერგო მატინიანის მიმართ.
განსასჯელებს არაიკ და სერგო მატინიანებს სასჯელის ზომად განესაზღვრათ სამი
წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 55-ე და 50-ე მუხლის მე-5
ნაწილის საფუძველზე კი საბოლოოდ განესაზღვრათ რეალურად მოსახდელი ერთი
წლით თავისუფლების აღკვეთა და პირობითი სასჯელი 2 წლის ვადით.
***
სისხლის სამართლის #0401888 საქმის მასალების თანახმად, გაურკვეველია, თუ რა
უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაასკვნა გამოძიებამ და სასამართლომ,
რომ რ.კირაკოსიანს, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიზნით, ძმებმა
არაიკ და სერგო მატინიანებმა ერთდროულად მიაყენეს დაზიანება. სისხლის
სამართლის საქმის მასალებიდან გამომდინარე, ეს დაზიანება უნდა ყოფილიყო
რ.კირაკოსიანისთვის თავის არეში მიყენებული სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე
ხარისიხის დაზიანება, ვინაიდან, საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლის თანახმად,
სისხლის სამართლის კანონით დასჯადი ქმედებაა ,,ჯანმრთელობის განზრახ მძიმე
ან ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა“ და ეს მუხლი
დასჯადად არ აცხადებს დაზარალებულისთვის ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის
დაზიანების მიყენებას, რამაც დაზარალებულის სიკვდილი გამოიწვია. სასამართლოსამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი რ.კირაკოსიანს მიყენებული
ჰქონდა მხოლოდ ორი მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება – გულმკერდის
არეში და თავის არეში, ხოლო ფეხისა და წარბის არეში არსებული დაზიანებები
ატარებდა მსუბუქ ხარისხს. გულ-მკერდის არეში მიყენებული სიცოცხლისათვის
საშიში მძიმე ხარისხის დაზიანება და ფეხის არეში მსუბუქი ხარისხის დაზიანება,
როგორც თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 21
ოქტომბრის განაჩენით არის დადასტურებული, რ.კირაკოსიანს მიაყენა არტურ
მატინიანმა, რომელიც მსჯავრდებულ იქნა 2002 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით
რ.კირაკოსიანის
განზრახ
მკვლელობის
მცდელობისათვის,
დანაშაული
გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და
ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
რაც შეეხება ძმებ სერგეი და არაიკ მატინიანების საქართველოს სსკ-ის 19-119-ე
მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის სახით
სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემასა და მათ მსჯავრდებას, აღსანიშნავია,
რომ რ.კირაკოსიანისთვის მიყენებული დაზიანებებიდან აღნიშნული მუხლით
გათვალისწინებულ დასჯად ქმედებაში ხვდება მხოლოდ მისთვის თავის არეში
მიყენებული დაზიანება, ვინაიდან მხოლოდ მისთვის თავის არეში რაიმე მკვრივი,
ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება იყო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის, რამაც
მისი
სიკვდილი
გამოიწვია.
გამოძიების
მიმდინარეობისას
უტყუარი
მტკიცებულებებით არ ყოფილა დადასტურებული, რომ აღნიშნული დაზიანება
რ.კირაკოსიანს მიაყენეს ძმებმა არაიკ და სერგო მატინიანებმა ერთობლივად. მათი
860
დანართი # 4
პროკურატურა
ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა ემყარება
მხოლოდ შემთხვევის მონაწილე არტიომ ხერუმოვის მიერ რ.კირაკოსიანის
ნათესავებისათვის მონათხრობს, რაც მას არცერთი დაკითხვისა და დაპირისპირების
დროს არ დაუდასტურებია. ხოლო როგორც გარდაცვლილი რ.კირაკოსიანის
ნათესავები აჩვენებენ, მათ ძმებ ხერუმოვებისაგან გაიგეს, რომ ორმა ძმამ ჩხუბში
რ.კირაკოსიანს დაარტყა დანები, ხოლო არაიკ მატინიანმა ქვა ჩაარტყა თავში.
საქმის მასალების თანახმად, გაურკვეველია, თუ გამოძიებამ და სასამართლომ
გაითვალისწინა რ.კირაკოსიანის ნათესავების ჩვენება რ.კირაკოსიანის განზრახ
მკვლელობის გარემოებებთან დაკავშირებით, ასევე რატომ არ გაითვალისწინა
გარდაცვლილი რ.კირაკოსიანის ნათესავების ჩვენებები იმ ნაწილში, სადაც ისინი
აღნიშნავენ, რომ მათ ძმებ ხერუმოვებისაგან გაიგეს, რომ რ.კირაკოსიანს თავის არეში
სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც მისი
გარდაცვალება გამოიწვია, მიაყენა მხოლოდ არაიკ მატინიანმა და მხოლოდ არაიკ
მატინიანი უნდა ყოფილიყო ცნობილი ბრალდებულად საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 119-ე მულით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და
მის მიმართ წარმართულიყო სისხლის სამართლის #0401888 საქმე არსებითად
განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოში.
აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის
პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებებშია აღნიშნული, ძმებ არაიკ და სერგო
მატინიანის ერთობლივმა განზრახვამ და ქმედებამ, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება
მიეყენებინათ რ.კირაკოსიანისათვის, გამოიწვია მძიმე შედეგი - რ.კირაკოსიანის
სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.
საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლის კომენტარების თანახმად, ,,ამ დანაშაულის
ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ობიექტური მხრივ იგი
გამოიხატება მოქმედებასა თუ უმოქმედობაში, მძიმე შედეგსა და მიზეზობრივ
კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, როცა ჯანმრთელობის
განზრახ მძიმე დაზიანებას ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას, გაუფრთხილებლობის
შედეგად მოჰყვება დაზარალებულის სიკვდილი, ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს
სსკ-ის 119-ე მუხლით. ქმედების 119-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია
მიზეზობრივი კავშირის დადგენა ჯანმრთელობის დაზიანებასა და სიკვდილს
შორის. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჩვენ მიერ განსახილველ
შემთხვევაში მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როცა ჯანმრთელობის მძიმე ან
ნაკლებად მძიმე დაზიანება (ე.ი. ქმედება) წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო
შედეგის (ამ შემთხვევაში სიკვდილის) აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც
ამჯერად ეს შედეგი (სიკვდილი) არ განხორციელდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ
ჯანმრთელობის დაზიანებასა და სიკვდილს შორის მიზეზობრივი კავშირი არსებობს
არა მარტო მაშინ, როცა სიკვდილი უშუალოდ ჯანმრთელობის დაზიანების გამო
დადგა, არამედ მაშინაც, როცა ეს შედეგი არ გამოუწვევია მხოლოდ ამ დაზიანებას და
მიზეზობრივი კავშირის ჯაჭვში სხვა მიზეზიც ჩაერთო... თუ ჯანმრთელობის
დაზიანების დროს დამნაშავე უშვებდა დაზარალებულის სიკვდილს, როგორც
შესაძლო შედეგს, მაგრამ გულგრილად ეკიდებოდა მას, ან ეგუებოდა მის დადგომას,
სიკვდილის დადგომის შემთხვევაში ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს განზრახი
861
დანართი # 4
პროკურატურა
მკვლელობით (ჩადენილი არაპირდაპირი განზრახვით) და არა 119-ე მუხლით.
ამდენად, მკვლელობისაგან განსხვავებით, განსახილველ შემთხვევაში დამნაშავეს
მსხვერპლის სიკვდილის მიმართ არ ამოძრავებს არც პირდაპირი და არც
არაპირდაპირი განზრახვა. როგორც ვხედავთ, 119-ე მუხლში დამნაშავის განზრახვა
მიმართულია დაზარალებულის ჯანმრთელობის ან მძიმე, ან ნაკლებად მძიმე
დაზიანებისაკენ. იგი არ უშვებს სიკვდილის დადგომას, თუმცა შეუძლია ამის
გათვალისწინებაც;
ანდა
ობიექტური
თუ
სუბიექტური
ფაქტორების
გათვალისწინებით იმედოვნებს, რომ მძიმე შედეგი თავიდან იქნება აცილებული
(მაგალითად, დაჭრილს ჩაუტარებენ სათანადო მკურნალობას, რაც მას ააცილებს
სიკვდილს). ამდენად, 119-ე მუხლის სუბიექტური მხარე ხასიათდება ე.წ. ორმაგი
(შერეული) ბრალით - ქმედების მიმართ განზრახვით და შედეგის (სიკვდილის)
მიმართ გაუფრთხილებლობით. ფაქტობრივად, აქ გვაქვს ორი მძიმე შედეგი თავდაპირველად ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო
საბოლოოდ კი - სიკვდილი. კანონმდებელს სისხლის სამართლის კოდექსში რომ არ
შემოეღო 119-ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობა, ქმედება ასეთ
შემთხვევაში დაკვალიფიცირდებოდა სსკ-ის 117-ე ან 118-ე და 116-ე მუხლების
ერთობლიობით. სსკ 119-ე მუხლი წარმოადგენს 117-ე და 116-ე ან 118-ე და 116-ე
მუხლების სინთეზს კონკრეტული შემთხვევისათვის.
იმ საკითხის გასარკვევად, დამნაშავის განზრახვა მკვლელობისკენ იყო მიმართული
თუ ჯანმრთელობის დაზიანებისაკენ, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული
დანაშაულის ობიექტური მხარის ყველა ნიშანი. კერძოდ, სხეულის რა ორგანოა
დაზიანებული, რა იარაღია გამოყენებული, მაგალითად, თუ დამნაშავემ ცივი ან
ცეცხლსასროლი იარაღი მიმართა მე-2 პირის გულისკენ ან თავის ქალისაკენ და
დააზიანა იგი, ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ მისი განზრახვა მიმართულია
მკვლელობისაკენ და არა ჯანმრთელობის დაზიანებისაკენ. ასევე დიდი მნიშვნელობა
აქვს დამნაშავესა და დაზარალებულს შორის ურთიერთობის გარკვევას, დამნაშავის
ქცევას ქმედების ჩადენის შემდეგ... და სხვა გარემოებებს.
თუ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას შედეგად მოჰყვა სიკვდილი
(რაც ძალზე იშვიათია), 119-ე მუხლი არ გამოიყენება. ამ დროს ქმედება
კვალიფიცირდება სსკ 120-ე მუხლით. ეს იმიტომ, რომ ჯანმრთელობის მსუბუქი
დაზიანებისთვის არაა ტიპური და დამახასიათებელი სასიკვდილო შედეგი. გარდა
ამისა, ამ დანაშაულის ჩამდენს, როგორც წესი, არ შეუძლია ასეთი შედეგის
გათვალისწინება. მაგრამ, თუ საქმის მასალებით დადგინდება, რომ დამნაშავეს
კონკრეტულ შემთხვევაში შეეძლო გაეთვალისწინებინა სიკვდილის დადგომა, მისი
ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს დანაშაულთა ერთობლიობით - სსკ 120-ე და 116-ე
მუხლებით...
საქართველოს სსკ მე-11 მუხლის თანახმად, როცა ქმედება ჩადენილია განზრახ,
ხოლო თანამდევი შედეგი - გაუფრთხილებლობით, ასეთი დანაშაული განზრახ
დანაშაულად ჩაითვლება, ამდენად, ორმაგი ბრალით ჩადენილი დანაშაულები (მათ
შორის, 119-ე მუხლიც) სუბიექტური მხრივ განზრახ დანაშაულთა რიცხვს
მიეკუთვნება...“
862
დანართი # 4
პროკურატურა
საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,დანაშაულის
მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული
იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.“
ძმებ არაიკ და სერგო მატინიანების ქმედება, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში
მიცემის შესახებ დადგენილებების თანახმად, მართალია, მიმართული იყო
რ.კირაკოსიანის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისაკენ, თუმცა მათ მიერ
ჩადენილმა
ქმედებამ
გაუფრთხილებლობით
გამოიწვია
რ.კირაკოსიანის
გარდაცვალება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გაურკვეველია, თუ არაიკ და სერგო მატინიანებს
განზრახული ჰქონდათ დანის დარტყმითა და თავის არეში ქვის ჩარტყმით მხოლოდ
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიეყენებინათ რ.კირაკოსიანისათვის და არ
ითვალისწინებდნენ მათი ქმედებით მძიმე შედეგის - რ.კირაკოსიანის
გარდაცვალების შესაძლებლობას, ხოლო გამოძიების მიერ ვერ დადგინდა,
კონკრეტულად რომელი მათგანის მიერ ჩადენილმა ქმედებამ გამოიწვია შედეგი,
მათი ქმედება რატომ არ დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 19-117-ე მუხლის
მე-2 ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტით - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების
მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად (ვინაიდან, როგორც ბრალდებულის სახით
სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებებიდან ირკვევა,
არაიკ და სერგო მატინიანებმა ერთდროულად მიაყენეს რ.კირაკოსიანს
ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება) და საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით
- სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით. რ.კირაკოსიანისთვის ჯანმრთელობის
დაზიანების მიყენებისა და მისი გარდაცვალების გარემოებების გათვალისწინებითა
და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, როგორც განზრახი
დანაშაულის მცდელობა შესაძლებელი იყო მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 117-ე
მუხლთან მიმართებაში, ხოლო რაც შეეხება მძიმე შედეგის - დაზარალებულის
სიკვდილის გაუფრთხილებლობით დადგომას, საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის მე-19 მუხლიდან გამომდინარე, აღნიშნული ქმედების მცდელობა არ
შეიძლება არსებობდეს, ვინაიდან - საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის პირველი
ნაწილის თანახმად, ,,დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება,
რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ
დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.“
აღნიშნულიდან გამომდინარე, არაიკ და სერგო მატინიანები, მათ მიერ
რ.კირაკოსიანისთვის თავის არეში დაზიანების მიყენებისას, ბრალდებულის სახით
სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებების თანახმად,
პირდაპირი
განზრახვით
მოქმედებდნენ
მხოლოდ
რ.კირაკოსიანისთვის
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენებასთან მიმართებაში. აღნიშნული
დანაშაულის მცდელობა სავსებით შესაძლებელია საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით, ვინაიდან, როგორც ბრალდებულის
სახით პასუხისგებაში მიცემის დადგენილებებშია მითითებული, არაიკ და სერგო
მატინიანებმა ერთდროულად მიაყენეს რ.კირაკოსიანს ჯანმრთელობის მძიმე
ხარისხის დაზიანება, თუმცა, გამოძიების მიერ დადგენილი ვერ იქნა, რომელი
863
დანართი # 4
პროკურატურა
მათგანის მიერ
სიკვდილი.
მიყენებული
დაზიანების
შედეგად
დადგა
რ.კირაკოსიანის
,,მცდელობის დასჯადობის წინაპირობებია:
1.მცდელობის დასჯადობის სამართლებრივი შესაძლებლობა (მაგალითად,
სამართლებრივად არ არის შესაძლებელი ყაჩაღობის მცდელობის ჩადენა - სსკ-ის 179ე მუხლი, ვინაიდან დანაშაულის ფორმალურ შემადგენლობებს მცდელობის სტადია
არ აქვთ, არამედ ამ ეტაპზე ქმედება უკვე დამთავრებულ დანაშაულს წარმოადგენს);
2.ქმედების შემადგენლობის განხორციელების გადაწყვეტილება,
განზრახვაში (ქმედების სუბიექტური შემადგენლობა);
გამოხატული
3.ქმედების შემადგენლობის შესრულების განხორციელების უშუალოდ დაწყება
(ქმედების ობიექტური შემადგენლობა);
4.მოსალოდნელი შედეგის არარსებობა (გარდა in dubio pro reo-ს შემთხვევისა)...
შედეგის დადგომის მიუხედავად, ზოგჯერ შეიძლება ქმედება დაკვალიფიცირდეს
დანაშაულის მცდელობად, თუ სახეზე გვაქვს ყველა ეჭვის ბრალდებულის
(განსასჯელის) სასარგებლოდ გადაწყვეტის (in dubio pro reo) შემთხვევა.
...საქმეში დადგენილი იყო მიზეზობრივი კავშირი ჯგუფის წევრთა განზრახვა,
მაგრამ არ იყო დადგენილი, თუ რომელი მათგანის ტყვიით იყო შედეგი უშუალოდ
დამდგარი (ე.წ. შედეგის ობიექტური შერაცხვის პრობლემა)...
ასეთი შემთხვევის მაგალითი შემდეგია: ა.-მ და ბ.-მ ც.-ს ესროლეს მოკვლის
განზრახვით თითო ტყვია. ამ ორი ტყვიიდან ერთი მიზანს აცდა, ხოლო მეორემ
უშუალოდ გამოიწვია შედეგი. მიუხედავად ორივეს მხრიდან სიცოცხლის მოსპობის
განზრახვით მოქმედებისა, გამოძიებამ ვერ დაადგინა, თუ რომელი მათგანი იყო
სასიკვდილო შედეგის უშუალო ავტორი. ასეთ შემთხვევაში ორივე პირის მოქმედება
უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც განზრახი მკვლელობის მცდელობა.“ (მ.ტურავა
,,სისხლის სამართალი ზოგადი ნაწილის მიმოხილვა“ მეშვიდე გამოცემა, თბილისი
2008).
აღნიშნული მაგალითიდან გამომდინარე, ა.–სა და ბ.–ს განზრახვა და ორივე მათგანის
მიერ ჩადენილი ქმედება, რომელიც მიმართულია შედეგის (სიკვდილის)
დადგომისკენ, დადგენილია. დაუდგენელია მხოლოდ ის, თუ უშუალოდ რომლის
ქმედებამ გამოიწვია სიკვდილი.
ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებითა და
საბრალდებო დასკვნით, ასევე პროკურორ ია დარჯანიას 2006 წლის 28 ივლისის
შუამდგომლობით საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ,
კი დაუდგენელია არა მხოლოდ თუ რომელი მათგანის, არაიკ თუ სერგო მატინიანის
ქმედებამ გამოიწვია რ.კირაკოსიანის ჯანმრთლობის მძიმე დაზიანება სასიკვდილო
864
დანართი # 4
პროკურატურა
შედეგით, არამედ ასევე დაუდგენელია, არაიკ და სერგო მატინიანების, ორივე
მათგანის მიერ იქნა თუ არა განხორცილებეული განზრახი ქმედება, რითაც
შესაძლებელი იქნებოდა რ.კირაკოსიანს მიეღო ჯანმრთელობის მძიმე ან/და
ნაკლებად მძიმე დაზიანება.
ხოლო რაც შეეხება რ.კირაკოსიანის გარდაცვალებას, ბრალდებულის სახით სისხლის
სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებების თანახმად, აღნიშნული
შედეგი გამოწვეულ იქნა არაიკ და სერგო მატინიანების გაუფრთხილებელი
ქმედებით. ხოლო, საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,
,,დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება...“ აღნიშნულიდან
გამომდინარე, რ.კირაკოსიანის სასიკვდილო შედეგის დადგომასთან მიმართებაში
შეუძლებელი იყო დანაშაულის მცდელობის, საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის
გამოყენება და აღნიშნული მუხლით არაიკ და სერგო მატინიანების სისხლის
სამართლის პასუხისგებაში მიცემა, ვინაიდან, ,,არ არის დასჯადი გაუფრთხილებელი
დანაშაულის არც მომზადება და არც მცდელობა...“ (მ.ტურავა ,,სისხლის სამართალი
ზოგადი ნაწილის მიმოხილვა“ მეშვიდე გამოცემა, თბილისი 2008).
ხოლო თუ არაიკ და სერგო მატინიანები რ.კირაკოსიანის გარდაცვალებასთან
მიმართებაში მოქმედებდნენ პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით - სურდათ ან
გულგრილად ეკიდებოდნენ რ.კირაკოსიანის სიკვდილის შესაძლებლობას,
და
ჰქონდათ რ.კირაკოსიანის მოკვლის განზრახვა, ხოლო გამოძიებით ვერ დადგინდა,
თუ რომელი მათგანის ქმედებამ გამოიწვია შედეგი - რ.კირაკოსიანის გარდაცვალება,
აღნიშნულ შემთხვევაში არაიკ და სერგო მატინიანების ქმედება უნდა
დაკვალიფიცირებულიყო არა საქართველოს სსკ-ის 19-119-ე მუხლით, არამედ 19109-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტით - განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი
ჯგუფურად და არაიკ და სერგო მატინიანების სისხლის სამართლის პასუხისგებაში
მიცემა
და
გასამართლება
უნდა
მომხდარიყო
19-109-ე
მუხლებით
გათვალისწინებული დანაშაულისათვის.
გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2002 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით
არტურ მატინიანი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მან რ.კირაკოსიანს მიაყენა
სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება
გულმკერდის არეში, გაურკვეველია, გარდა თავის არეში მიყენებული დაზიანებისა,
რომელი დაზიანების მიყენება შეერაცხა ბრალად ძმებ არაიკ და სერგო მატინიანებს.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #568 დასკვნის თანახმად, ,,1-2. კირაკოსიანი
როდიონ იურის ძის სიკვდილის მიზეზია თავის ტვინის შეშუპება, განვითარებული
დახურული ბლაგვი ტრავმის შედეგად, სისხლჩაქცევით ქალას ღრუში და თავის
ტვინის ნივთიერებაში. გულმკერდის მარჯვენა ნახევარში მე-4-5 ნეკნთაშუა სივრცეში
/ავადმყოფის სამედიცინო ბარათის ჩანაწერებით/ არსებული ჭრილობა შემავალია
მარჯვენა პლევრის ღრუში, მარჯვენა ფილტვის, ფილტვის მფარავი პლევრის.
კედლის ამყოლი პლევრის, ნეკნთაშუა კუნთების დაზიანებით, რაც მიყენებულია
რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით, ატარებს მძიმე
ხარისხის, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, ნიშნებს. მარცხენა წარბის შიგნითა
კიდესთან და მარჯვენა ბარძაყის ქვემო მესამედში არსებული ჭრილობები ასევე
865
დანართი # 4
პროკურატურა
მიყენებულია რაიმე მცხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და
ატარებენ მსუბუქი ხარისხის დაზიანების ნიშნებს...“
აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ ერთ-ერთი მძიმე ხარისხის დაზიანება
რ.კირაკოსიანს მიაყენა არტურ მატინიანმა, რაც დადგენილია 2002 წლის 21
ოქტომბრის განაჩენით, მაშინ არაიკ და სერგო მატინიანებმა რ.კირაკოსიანს მიაყენეს
მხოლოდ ერთი მძიმე ხარისხის დაზიანება, რაც გამორიცხავს ორივე მათგანის
ბრალდებასა და მსჯავრდებას საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლით, რომლითაც
ისჯება ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია
სიცოცხლის მოსპობა და აღნიშნული მუხლი დასჯად ქმედებად არ აცხადებს
ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის
მოსპობა. ხოლო რ.კირაკოსიანის ნათესავების ჩვენებებით, როგორც სისხლის
სამართლის #0401888 საქმის მასალებიდან ირკვევა, მათ ძმებმა ხერუმოვებმა უთხრეს,
რომ თავის არეში დაზიანება მიაყენა არაიკ მატინიანმა. გარდა რ.კირაკოსიანის
ნათესავების ჩვენებებისა, სისხლის სამართლის საქმის მასალებში რაიმე უტყუარი
მტკიცებულება, რომ სწორედ ძმები არაიკ და სერგო მატინიანები იმყოფებოდნენ
შემთხვევის ადგილზე ჩხუბის დროს და მონაწილეობდნენ ჩხუბში, არ არის.
გარდა ამისა, გამოძიებას საერთოდ არ უმსჯელია არაიკ და სერგო მატინიანების
მოტივზე რ.კირაკოსიანისთვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების
მიყენებისას. გაურკვეველია, თუ მათ ერთობლივად მიაყენეს ჯანმრთელობის მძიმე
დაზიანება რ.კირაკოსიანს, რა მიზეზით და სისხლის სამართლის #0401888 საქმის
რომელ
მტკიცებულებებზე
დაყრდნობით
გამორიცხა
გამოძიებამ
რ.კირაკოსიანისთვის თავის არეში დაზიანების მიყენება მისი განზრახ მკვლელობის
მიზნით არაიკ და სერგო მატინიანების მიერ. თუ რ.კირაკოსიანის მოკვლის
განზრახვა ჰქონდა მათ ძმას არტურ მატინიანს, რა საფუძვლით და საქმის მასალებში
არსებული რომელი მტკიცებულებების გაზიარებით გამორიცხა გამოძიებამ არაიკ და
სერგო მატინიანების იგივე განზრახვა - მოეკლათ რ.კირაკოსიანი. სისხლის
სამართლის #0401888 საქმის მასალებში არსებული რომელი მტკიცებულება
ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მკვრივი ბლაგვი საგნის თავში ჩარტყმისას არაიკ და
სერგო მატინიანები გამორიცხავდნენ რ.კირაკოსიანის სიკვდილის შესაძლებლობას
და აღნიშნულით პირდაპირი განზრახვით არ სუდათ მძიმე შედეგის რ.კირაკოსიანის სიკვდილის დადგომა.
ასევე საინტერესოა, მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ 2006 წლის 28 ივლისის განაჩენით დამტკიცდა
საპროცესო შეთანხმებები პაროკურატურასა და განსასჯელებს სერგო და არაიკ
მატინიანებს შორის და აღნიშნული განაჩენით დადგენილ იქნა, რომ ,,ჩხუბის დროს
არტურ მატინიანმა შურისძიების მოტივით განიზრახა როდიონ კირაკოსიანის
მოკვლა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით დანის სამჯერ დარტყმით
მიაყენა რ.კირაკოსიანს ჭრილობები გულმკერდის მარჯვენა ნახევარში მე-4 და მე-5
ნეკნთაშუა სივრცეში, შემავალი პლევრის ღრუში, მარჯვენა ფილტვის, ფილტვის
მფარავი პლევრის კედლის ამყოლი პლევრის, ნეკნთაშუა კუნთების დაზიანების
სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის, ხოლო მარცხენა წარბის და მარჯვენა
ბარძაყის ქვემო მესამედში - მსუბუქი ხარისხის. ხოლო იქვე მყოფმა და ჩხუბში
866
დანართი # 4
პროკურატურა
მონაწილე სერგო და არაიკ მატინიანებმა ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვით,
თავის არეში ბლაგვი საგნის ჩარტყმით მიაყენეს სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე
ხარისხის დაზიანება, რის შემდეგაც სამივე ძმა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.“ რა
მიზეზით არ ჩათვალა ქ.თბილისის პროკურატურის პროკურორმა ია დარჯანიამ
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებად ის ფაქტი, რომ თბილისის
საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 ივლისის განაჩენით დადგენილ იქნა ძმებ
არტურ, არაიკ და სერგო მატინიანების ერთობლივი მონაწილეობა ჩხუბში და არ
მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა
გამო საქმის გადასინჯვის შესახებ საჩივრით არტურ მატინიანის მიმართ. ისანისამგორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 21 ოქტომბრის განაჩენის მიხედვით,
არტურ მატინიანი რ.კირაკოსიანის მკვლელობის მცდელობისას მისთვის
დაზიანებების მიყენების დროს მოქმედებდა სხვა პირებთან, მათ შორის ძმებთან
არაიკ და სერგო მატინიანებთან შეთანხმების გარეშე, მარტო. არტურ მატინიანის
მიმართ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 21
ოქტომბრის განაჩენის თანახმად, ,,არტურ მატინიანი კირაკოსიანთან კონფლიქტის
დროს მოქმედებდა დამოუკიდებლად - სხვა პირებთან, მათ შორის, თავის ძმებთან
შეთანხმების გარეშე. კონფლიქტს არ ჰქონია ჯგუფური ხასიათი და იგი უეცრად
განვითარდა მხოლოდ დაზარალებულსა და განსასჯელს შორის... მოკამათეთა
საუბარში მატინიანის ძმები არ ჩარეულან; შესაბამისად, არტურ მატინიანი
კირაკოსიანთან კონფლიქტის დროს არ იმედოვნებდა ძმებისგან რაიმე დახმარების
მიღებას და მისი ქმედება არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც ჯგუფური ქმედება
მიმართული კირაკოსიანის წინააღმდეგ.“
2006 წლის 28 ივლისს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება განსასჯელებსა და
პროკურატურას შორის სასჯელზე შეთანხმებით და განსასჯელების სერგო და არაიკ
მატინიანების მიერ რ.კირაკოსიანისთვის დაზიანების მიყენების ფაქტი მათ მიერ
აღიარებული არ ყოფილა და ასეთი სისხლის სამართლის #0401888 საქმის მასალებში
და სასამართლო სხდომის ოქმში არ მოიპოვება. საპროცესო შეთანხმება
პროკურატურასა და განსასჯელებს სერგო და არაიკ მატინიანებს შორის
გაფორმებულია სასჯელზე და არა ბრალზე. საქართველოს სსსკ-ის 679¹-ე მუხლის მე2 ნაწილის თანახმად, ,,სასჯელზე შეთანხმებისას ბრალდებული (განსასჯელი) არ
აღიარებს დანაშაულს, თუმცა ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე ან მისგან
სრულად განთავისუფლებაზე...“
აღნიშნულიდან გამომდინარე, არაიკ და სერგო მატინიანებს არ უღიარებიათ
რ.კირაკოსიანისთვის თავის არეში მკვრივი ბლაგვი საგნით სიცოცხლისათვის
სახიფათო მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანების მიყენების ფაქტი, რამაც
რ.კირაკოსიანის სიკვდილი გამოიწვია. ისინი მხოლოდ დაეთანხმნენ პროკურორს
მათ მიმართ საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელზე
ნაკლები სასჯელის გამოყენებას, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 19–119 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ამავე
კოდექსის 56–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, შეიძლებოდა მოსახდელი
სასჯელის სახით განსაზღვროდათ თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადამდე.
867
დანართი # 4
პროკურატურა
ქ.თბილისის
პროკურატურის
შს
ორგანოებში
გამოძების
საპროცესო
ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ია დარჯანიამ 2006 წლის 28 ივლისს
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლეს ჯ.კოპალიანს, რომელიც იხილავდა 2006 წლის 02 თებერვალს
თბილისის საქალაქო სასამართლოში მის მიერ 2006 წლის 01 თებერვალს შედგენილი
საბრალდებო დასკვნის საფუძველზე არსებითად განსახილველად შესულ სისხლის
სამართლის #0401888 საქმეს არაიკ და სერგო მატინიანების მიმართ, დანაშაული
გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 19–119 მუხლით, შუამდგომლობით
მიმართა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე და
სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა განსასჯელები არაიკ და სერგო მატინიანები
ცნობილი ყოფილიყვნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 19–119–ე მუხლით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად
განსაზღვროდათ 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 55–ე
და 50–ე მუხლების თანახმად, საბოლოოდ შეფარდებოდათ 01 (ერთი) წლით
თავისუფლების აღკეთა რეალურად მოსახდელად და პირობითი სასჯელი 02 (ორი)
წლის ვადით.
თუმცა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისათვის თბილისის საქალაქო
სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეეგიის მიერ მიწოდებული
სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ არის განსასჯელების არაიკ და სერგო
მატინიანებსა და ქ.თბილისის პროკურატურის შს ორგანოებში გამოძების საპროცესო
განყოფილების პროკურორ ია დარჯანიას შორის წერილობით გაფორმებული
საპროცესო შეთანხმების ოქმი, რომელშიც აღწერილი იქნებოდა, თუ რაში
გამოიხატებოდა განსასჯელების მიერ ჩადენილი ქმედება. სისხლის სამართლის
საქმის
მასალებში
არის
მხოლოდ
2006
წლის
28
ივლისის
ოქმი
ბრალდებულებისათვის საპროცესო შეთანხმების შეთავაზების შესახებ, რომლის
თანახმადაც, პროკურორი ია დარჯანია სთავაზობს განსასჯელებს არაიკ და სერგო
მატინიანებს საპროცესო შეთანხმებას სასჯელზე გარიგებით.
თბილისის შს მთავარი სამართველოს სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველოს
ადამიანის მკვლელობის, ჯანმრთელობისა და ღირსების წინააღმდეგ მიმართულ
დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა
გამომძიებლის დავით ჩაკვეტაძემ და ქ.თბილისის პროკურატურის შს ორგანოებში
გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ია დარჯანიამ
საქართველოს სსკ–ის 19–119–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში
ეჭვმიტანილის სახით დააკავეს და ამავე მუხლებით ბრალდებულის სახით
პასუხისგებაში მისცეს არაიკ და სერგო მატინიანები.
მათვე მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
კოლეგიას ბრალებულებისათვის აღკვეთის ღონისძების სახით დაპატიმრების
შერჩევის შუამდგომლობით, რაც დაკმაყოფილდა მოსამართლის ბრძნებით.
2006 წლის 01 თებერვალს პროკურორმა ია დარჯანიამ შეადგინა საბრალდებო
დასკვნა და სისხლის სამართლის #0401888 საქმე არაიკ და სერგო მატინიანების
მიმართ საქართველოს სსკ–ის 19–119–ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის
868
დანართი # 4
პროკურატურა
ნიშნებით არსებითი
სასამართლოში.
განხილვისათვის
გადააგზავნა
თბილისისი
საქალაქო
პროკურორმა ია დარჯანიამ 2006 წლის 28 ივლისს განსასჯელებს შესთავაზა
სასჯელზე შეთანხმებით საპროცესო შეთანხმების გაფორმება და ამავე დღეს მიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლეს საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ
შუამდგომლობით.
ზემოაღნიშნული ქმედებებით თბილისის შს მთავარი სამართველოს სისხლის
სამართლის სამძებრო სამმართველოს ადამიანის მკვლელობის, ჯანმრთელობისა და
ღირსების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების
განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის დავით ჩაკვეტაძისა და
ქ.თბილისის
პროკურატურის
შს
ორგანოებში
გამოძიების
საპროცესო
ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ია დარჯანიას მიერ არაიკ და სერგო
მატინიანების მიმართ დარღვეულ იქნა საქართველოს კონსტიტუციის მე–18 მუხლის
მე–3 პუნქტი, რომლის თანახმად, ,,ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით
განსაზღვრულ შემთხვევებში...“
ასევე დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 პუნქტი, რომლის
თანახმადაც, ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის
შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს
მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ
დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის
სასარგებლოდ.“;
ასევე დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის მე–5 პუნქტი, რომლის
თანახმადაც, ,,არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის
დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა.“
ასევე დაირღვა ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის
კონვენციის“ მე–5 მუხლის 1–ლი პუნქტის ,,c” ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც,
,,1....არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთვევებისა და
კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, ესენია:... c)პირის კანონიერი
დაკავება ან დაპატიმრება... როდესაც არსებობს სამართალდარღვევის ჩადენის
საფუძვლიანი ეჭვი...“
ასევე დაირღვა ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის
კონვენციის“ მე–7 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც, ,,არავინ
შეიძლება მიიჩნიონ ბრალეულად რაიმე დანაშაულის ჩადენაში ისეთი მოქმედების ან
უმოქმედობის გამო, რომელიც ჩადენის დროს არ ითვლებოდა სისხლის სამართლის
დანაშაულად ეროვნული ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით...“
ასევე დაირღვა ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო
პაქტის“ მე–9 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც, ,,თითოეულ ადამიანს
869
დანართი # 4
პროკურატურა
აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავინ შეიძლება
თვითნებურად დააკავონ და დააპატიმრონ. არავის შეიძლება თავისუფლება
აღუკვეთონ სხვავარად, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის და
პროცედურისა.“
ასევე დაირღვა ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო
პაქტის“ მე–15 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც, ,,არავინ შეიძლება
ცნონ დამნაშავედ ისეთი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც
ისეთი მოქმედების თუ შეცდომის შედეგია, რომელიც მისი ჩადენის მომენტში
მოქმედი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობისა თუ საერთაშორისო სამართლის
შესაბამისად არ ითვლებოდა სისხლის სამართლის დანაშაულად...“
ასევე დაირღვა საქართველოს სსსკ–ის მე–10 მუხლის მე–4 ნაწილი, რომლის
თანახმადაც, ,,ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი
წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ.“
ასევე დაირღვა ამავე კოდექსის მე–18 მუხლის პირველი და მე–2 ნაწილები, რომელთა
თანახმადაც, ,,1.გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე და სასამართლო
ვალდებულნი არიან უტყუარად დაადგინონ, მოხდა თუ არა დანაშაული, ვინ
ჩაიდინა იგი, და გაარკვიონ მტკიცების საგნის ყველა სხვა გარემოება სისხლის
სამართლის საქმესთან დაკავშირებით.
2.საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული.
ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის
როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი, აგრეთვე მათი პასუხისმგებლობის
დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებანი.“
ასევე დაირღვა ამავე კოდექსის 57–ე მუხლის მე–2 ნაწილი, რომლის თანახმადაც,
,,პროკურორი ვალდებულია უარი თქვას ბრალდებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ,
თუ შეკრებილი მტკიცებულებანი არ ადასტურებენ ბრალდებას...“
ასევე დაირღვა ამავე კოდექსის 75–ე მუხლის მე–2 ნაწილი, რომლის თანახმადაც,
,,ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანა
შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც
შესაძლებლობას იძლევა ალბათობის მაღალი ხარისხით დამტკიცდეს, რომ ამ პირმა
დანაშაული ჩაიდინა.“
ასევე დაირღვა ამავე კოდექსის 135–ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის
თანახმადაც, ,,სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების
გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ პირობით, თუ არსებობს ამის საფუძვლები და
კანონით დადგენილი წესი.“
ასევე დაირღვა ამავე კოდექსის 141–ე მუხლის პირველი ნაწილი, ,რომლის
თანახმადაც, ,,დაკავება არის თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა, რომელიც
870
დანართი # 4
პროკურატურა
გამოიყენება, თუ არსებობს საკმაო საფუძველი ეჭვი მიიტანონ პირზე იმ დანაშაულის
ჩადენაში...“
ასევე დაირღვა ამავე კოდექსის 412–ე მუხლი, რომლის თანახმადაც,
,,გამომძიებლისაგან შემოსული საქმის განხილვისას პროკურორი ვალდებულია
შეამოწმოს:..ბ) ხომ არ არსებობს სისხლისსამართლებრივი დევნის... შეწყვეტის
საფუძვლები; გ) ყოველმხრივი, სრული და ობიექტურია თუ არა წინასწარი გამოძება;
დ) დასაბუთებულია თუ არა წაყენებული ბრალდება საქმეში არსებული
მტკიცებულებებით;... ზ) სწორია თუ არა დანაშაულის კვალიფიკაცია...“
ამავე დროს, გარდა იმისა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები დაირღვა
მსჯავრდებულების არაიკ და სერგო მატინიანების მიმართ, საქართველოს
სამართალდამცავი ორგანოების მიერ არსებითად დაირღვა გარდაცვლილ
რ.კირაკოსიანის მიმართ საქართველოს კონსტიტუციის მე–15 მუხლი, რომლის
თანახმადაც, ,,სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი.“
ასევე დაირღვა ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის
კონვენციის პირველი მუხლი, რომლის თანახმადაც, ,,მაღალი ხელშემკვრელი
მხარეები თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში ყველასათვის უზრუნველყოფენ ამ
კონვენციის პირველ თავში განსაზღვრულ უფლებებსა და თავისუფლებებს.“
ასევე დაირღვა ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის
კონვენციის“ მე–2 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც, ,,ყოველი
ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არავის სიცოცხლე არ
შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი...“
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს ეკისრებოდა პოზიტიური ვალდებულება,
ეწარმოებინა სრული და ყოველმხრივი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე
რ.კირაკოსიანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სამართალდამცავი ორგანოების
თანამშრომელთა მხრიდან არ მოხდა ჭეშმარიტებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის
დადგენისათვის აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. აღნიშნულით
შეილახა რ.კირაკოსიანის სიცოცხლის უფლება.
,,კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც აცხადებს, რომ
ადამიანის ხელშეუვალ უფლებას – სიცოცხლეს – ,,იცავს კანონი”, სახელმწიფოს ასევე
ავალდებულებს შექმნას ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დანაშაულის
კვალიფიკაციას მისცემს სახელმწიფოსა თუ კერძო პირების მიერ ჩადენილ
მკვლელობებს. ამავე დროს, სახელმწიფომ ასევე უნდა უზრუნველყოს ამ
კანონმდებლობის რეალური განხორციელება. საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსით გათვალისწინებულია მკაცრი სასჯელი ადამიანის სიცოცხლის
ხელყოფისათვის. სწორედ ეს დებულებები წარმოადგენს სიცოცხლის ძირითადი
უფლებიდან გამომდინარე სახელმწიფოს ვალდებულებას შექმნას შესაბამისი
კანონმდებლობა და არა მარტო აქტიურად და ქმედითად დაიცვას ადამიანის
სიცოცხლე, არამედ მიიღოს პრევენციული ზომები ადამიანის სიცოცხლის დაცვის
871
დანართი # 4
პროკურატურა
უზრუნველსაყოფად.” (საქართველოს კონსტიტუციის კომენტარები
ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი,,,მერიდიანი” 2005).
ადამიანის
,,ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი მუხლი ადგენს, რომ
სახელმწიფოებმა უნდა ,,უზრუნველყონ” კონვენციით გათვალისწინებული
უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. ამ ფორმულირებიდან გამომდინარე,
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი მუხლი განიმარტა ისე, რომ
იგი სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ, არამედ პოზიტიურ
ვალდებულებასაც. ამ მუხლის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, არა მხოლოდ
თავი შეიკავოს კონვენციითა და მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებებისა და
თავისუფლებების დარღვევისაგან (ნეგატიური ვალდებულება), არამედ უნდა
უზრუნველყოს მათი დაცვა, მათ შორის მესამე მხარის (ფიზიკური და იურიდიული
პირები) მიერ (პოზიტიური ვალდებულება). თუ ევროპულ კონვენციაში
განმტკიცებული უფლებები დაირღვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ,
სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს დარღვეული უფლებების ეფექტიაი
დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში დადგება თავად სახელმწიფოს პასუხისმგებლობის
საკითხი, რომელმაც ვერ უზრუნველყო კონვენციით გათვალისწინებული
უფლებების დაცვა.
თუმცა კონვენციის მრავალი დებულების ძირითადი მიზანია საჯარო
ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა არამართლზომიერი შეზღუდვის
აკრძალვა, უდავოა, რომ სახელმწიფოს ასევე შეიძლება დაეკისროს ამ უფლებათა
ეფექტიანი დაცვის ვალდებულება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ
დაადგინა, რომ პოზიტიური ვალდებულება გამომდინარეობს კონვენციის მე-2, მე-3,
მე-8 და მე-11 მუხლებიდან. პოზიტიური ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას
კონვენციის სხვა დებულებების საფუძველზეც.” (კ.კორკელია, ადამიანის უფლებათა
ევროპული კონვენციის გამოყენება საქართველოში)
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,ჩაკისი თურქეთის
წინააღმდეგ”, დაადგინა რა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა
დაცვის კონვენციის” მე-2 მუხლის დარღვევა, განაცხადა, რომ ,,86.სასამართლო კვლავ
ადასტურებს, რომ კონვენციის მე-2 მუხლი, რომელიც იცავს სიცოცხლის უფლებას,
წარმოადგენს კონვენციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დებულებას და მე-3 მუხლთან
ერთად ასახავს ევროპის საბჭოს საფუძველს – დემოკრატიული საზოგადოებების –
ძირითად ღირებულებას (იხ. ,,McCann and others v. the United Kingdom” გამოტანილი
განაჩენი, გვ. 45-46, პუნქტები 146-147). დაკისრებული ვალდებულება არ ეხება
მხოლოდ განზრახ მკვლელობას სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ ძალის
გამოყენების შედეგად: მე-2 მუხლის პირველი პუნქტი სახელმწიფოზე აწესებს
პოზიტიურ ვალდებულებას, რომ სიცოცხლის უფლება კანონით იყოს დაცული. ეს
გულისხმობს, რომ ძალის გამოყენების შედეგად ადამიანის მოკვლის შემთხვევაში
უნდა წარიმართოს გარკვეული სახის ეფექტიანი ოფიციალური გამოძიება
(სხვადასხვა მაგალითებს შორის იხ. საქმეზე ,,Yasa v. Tukey” 1998 წლის 2 სექტემბერს
გამოტანილი განაჩენი, მოხსენებები 1998-VI, გვ.2438, პუნქტი 98.)”
872
დანართი # 4
პროკურატურა
ამავე საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ,,ამას
გარდა, გაითვალისწინა რა, რომ არ არსებობდა ქმედითი პროცედურული
გარანტიები, რაც გამოიხატა გაუჩინარებასთან და აჰმეტ ჩაკისის გვამის სავარაუდოდ
პოვნასთან დაკავშირებით წარმართულ არაადეკვატურ გამოძიებაში (იხ.წინამდებარე
განაჩენის მე–80 და 105-107 პუნქტები), სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე
სახელმწიფომ ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება დაეცვა სიცოცხლის უფლება.
შესაბამისად, კონვენციის მე-2 მუხლი ამ თვალსაზრისითაც დაირღვა.”
აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის შს მთავარი სამმართველოს სისხლის
სამართლის სამძებრო სამმართველოს ადამიანის მკვლელობის, ჯანმრთელობისა და
ღირსების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების
განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის დავით ჩაკვეტაძისა და
ქ.თბილისის
პროკურატურის
შს
ორგანოებში
გამოძიების
საპროცესო
ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ია დარჯანიას მიერ სერგეი და არაიკ
მატინიანების ეჭვმიტანილის სახით დაკავებით, მათი ბრალდებულის სახით
პასუხისგებაში
მიცემით
საქართველოს
სსკ–ის
19–119–ე
მუხლით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ამავე ბრალდებით საბრალდებო
დასკვნის შედგენითა და საქმის სასამართლოში არსებითად განსახილველად
წარმართვით, ასევე 2006 წლის 28 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიისათვის საქმის არსებითი განხილვის გარეშე
განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობით მიმართვით დარღვეულ იქნა
საქართველოს კონსტიტუციის მე–18 მუხლის მე–3 პუნქტი, მე–40–ე მუხლის მე–3
პუნქტი, 42–ე მუხლის მე–5 პუნქტი, ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად
თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის ,,c”
ქვეპუნქტი, მე–7 მუხლის პირველი პუნქტი, ,,სამოქალაქო და პოლიტიკური
უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე–9 მუხლის პირველი პუნქტი და მე–15
მუხლის პირველი პუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
მე–10 მუხლის მე–4 ნაწილი, მე–18 მუხლის პირველი და მე–2 ქვეპუნქტები, 57–ე
მუხლის მე–2 ნაწილი, 75–ე მუხლის მე–2 ნაწილი, 135–ე მუხლის პირველი ნაწილი,
141–ე მუხლის პირველი ნაწილი და 412–ე მუხლის ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის შს მთავარი სამართველოს სისხლის
სამართლის სამძებრო სამმართველოს ადამიანის მკვლელობის, ჯანმრთელობისა და
ღირსების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების
განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის დავით ჩაკვეტაძისა და
ქ.თბილისის
პროკურატურის
შს
ორგანოებში
გამოძიების
საპროცესო
ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ია დარჯანიას ქმედებებში იკვეთება
საქართველოს სსკ–ის 146–ე და 147–ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის
ნიშნები.
2009 წლის 23 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა, „სახალხო დამცველის
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად,
რეკომენდაციით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს სს საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 ივლისის
განაჩენის გადახედვის თაობაზე.
873
დანართი # 4
პროკურატურა
უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 10 მარტის პასუხის მიხედვით, „საქართველოს
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საკასაციო პალატა მოკლებულია
სამართლებრივ შესაძლებლობას, გადასინჯოს საქართველოს სახალხო დამცველის
მიერ რეკომენდირებული კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება.“
იმავე დღეს სახალხო დამცველმა, „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის 21–ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს
იუსტიციის
მინისტრს
გადაუგზავნა
შესაბამისი
მასალები
შემდგომი
რეაგირებისათვის. აღნიშნულ მიმართვაზე პასუხი ამ დრომდე უცნობია.
874
დანართი # 4
პროკურატურა
ერეკლე კოდუას საქმე
2007 წლის 17 დეკემბერს საქართველოს შსს სპეციალური ოპერატიული
დეპარტამენტის მიერ დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე
#090071372 საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად
შეთქმულების მომზადების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 და 315-ე მუხლებით.
წინასწარი გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2007 წლის 17 დეკემბერს
საქართველოს შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის ერეკლე
კოდუას პატაკი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ამირან მესხელის სახელზე.
პატაკში აღნიშნულია, რომ ერეკლე კოდუას დაუკავშირდა ყოფილი მოსამართლე
მარინა გაბუნია, რომელიც გარკვეული სოლიდური თანხის საფასურად შეეცადა მის
მოსყიდვას სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის მისაღებად.
2007 წლის 17 დეკემბერს სოდ-ის დირექტორის მოადგილემ ე. როგავამ მიიღო
დადგენილება,
დანაშაულებრივი
ჯგუფის
საქმიანობის
გამოვლენადოკუმენტირებისა და აღკვეთის მიზნით, დანაშაულებრივ ჯგუფში ოპერატიულ
თანამშრომლად ჩართულიყო სოდ-ის დირექტორი ერეკლე კოდუა.
2008 წლის 22 იანვრის დადგენილებით ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის
პასუხისგებაში იქნა მიცემული ვალერი გელბახიანი, რომლის დანაშაულებრივი
ქმედება გამოიხატა მასში, რომ 2008 წლის 9 დეკემბერს ცსკო-მ, სხვა კანდიდატებთან
ერთად, პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაციაში გაატარა არკადი
პატარკაციშვილი, რომლის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დაინიშნა
პარლამენტარი ვალერი გელბახიანი. ჩაერთო რა საარჩევნო კამპანიაში, დიდ
ბრიტანეთში მყოფი არკადი პატარკაციშვილი თავისი მიზნის მისაღწევად შეთქმულების გზით დაემხო სახელმწიფო ხელისუფლება, დანაშაულებრივად
დაუკავშირდა თავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ვ. გელბახიანს.
ვალერი გელბახიანი, მოქმედებდა რა არკადი პატარკაციშვილთან ერთად საერთო
განზრახვით, თბილისში დანაშაულებრივად დაუკავშირდა მარინა გაბუნიას.
შემუშავებული გეგმის თანახმად, მარინა გაბუნია დაუკავშირდა და შეხვდა თავის
ნაცნობს, შსს სოდ-ის დირექტორს ერეკლე კოდუას ამ უკანასკნელის სამუშაო
კაბინეტში. შეხვედრისას მარინა გაბუნიამ კოდუას განუცხადა, რომ არკადი
პატარკაციშვილის
საარჩევნო
შტაბის
უფროსი
ვალერი
გელბახიანი
დაინტერესებული იყო მისი პიროვნებით, რადგან გარკვეული მიზნებისთვის
დასაყრდენს ეძებდა ძალოვან სტრუქტურებში.
ერეკლე კოდუამ ამ საუბრის თაობაზე 2007 წლის 17 დეკემბერს პატაკით მიმართა შსს
ხელმძღვანელობას. აღნიშნული დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოვლენისა და მათი
ქმედებების აღსაკვეთად დაიგეგმა შესაბამისი ოპერატიულ საგამოძიებო ღონისძიება.
2007 წლის 17 დეკემბერს შედგა ერეკლე კოდუას და მარინა გაბუნიას შეხვედრა.
საუბარში მარინა გაბუნიამ კვლავ განუცხადა, რომ ვალერი გელბახიანი
დაინტერესებული იყო მისი პიროვნებით, რადგან გარკვეული მიზნებისთვის
875
დანართი # 4
პროკურატურა
დასაყრდენს ეძებდა ძალოვან სტრუქტურებში, რაშიც ე. კოდუას გადაუხდიდნენ
მილიარდ აშშ დოლარს, საიდანაც 20 % უნდა მიეცა მარინა გაბუნიასთვის.
მარინა გაბუნიას ინიციატივით, სამოქმედო გეგმის კონკრეტული დეტალების
დასაზუსტებლად, 18 დეკემბერს, დაახლოებით ღამის 01 საათზე, ვალერი
გელბახიანი და მარინა გაბუნია კვლავ შეხვდნენ ერეკლე კოდუას თბილისში,
კრწანისის ქუჩაზე, ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინაში. შეხვედრისას გელბახიანმა
და გაბუნიამ კოდუას გაუმხილეს დანაშაულებრივი განზრახვა და სთხოვეს
დახმარება, რაშიც შეპირდნენ რამდენიმე მილიონ აშშ დოლარს... სანაცვლოდ ე.
კოდუას, როგორც შსს ერთ-ერთი წამყვანი ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, ევალებოდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის დაკავება. აღნიშნული უნდა
განხორციელებულიყო ქვეყანაში განვითარებული უმართავი პროცესების ფონზე
(არჩევნების ჩაშლა, ძალადობრივი პროვოკაციების მეშვეობით მასობრივი
არეულობა),
რაც
ინსცენირებული
იქნებოდა
გელბახიანისა
და
მისი
თანამზრახველების მიერ... ვალერი გელბახიანმა განმარტა ისიც, რომ აღნიშნული
ყველა საკითხი შეთანხმებული იყო დიდ ბრიტანეთში მყოფ არკადი
პატარკაციშვილთან.
2007 წლის 21 დეკემბერს დაახლოებით 04 საათზე
ქ. თბილისში, კახეთის
გზატკეცილზე მდებარე სასტუმროში გელბახიანი და გაბუნია კვლავ შეხვდნენ
ერეკლე კოდუას. საუბრისას ვალერი გელბახიანმა დაადასტურა, რომ არკადი
პატარკაციშვილი თანახმა იყო სახელმწიფო ხელისუფლების დამხობაში
მონაწილეობა მიეღო ერეკლე კოდუას. პრეზიდენტობის კანდიდატი მზადყოფნას
აცხადებდა, შეხვედროდა მას და პირადად მიეცა მისთვის ფინანსური და
პოლიტიკური გარანტიები.
შეთანხმებისამებრ, 2007 წლის 23 დეკემბერს ე. კოდუა ჩავიდა ქ. ლონდონში და
შეხვდა ა. პატარკაციშვილს თავისსავე საცხოვრებელ სახლში. აქ მათ პირადად
განიხილეს საქართველოს ხელისუფლების დამხობის გეგმის დეტალები,
განისაზღვრა კოდუას კონკრეტული დავალება, საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ნეიტრალიზების გეგმის ჩათვლით. სანაცვლოდ ე. კოდუამ ა.
პატარკაციშვილისგან მიიღო ფინანსური და პოლიტიკური გარანტიები.
საბოლოოდ, ვალერი გელბახიანს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა შეთქმულება
საქართველოს
სახელმწიფო
ხელისუფლების
დასამხობად,
დანაშაული
გათვალისწინებული საქ. სსკ-ის 315-ე მუხლის 1–ლი ნაწილით. ამ ეტაპზე ვალერი
გელბახიანის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
* * *
სახალხო დამცველის აპარატში წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის
მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მიგვაჩნია, რომ ვალერი
გელბახიანის სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას სპეციალური ოპერატიული
დეპარტამენტის დირექტორის ერეკლე კოდუას და საქართველოს გენერალური
პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა
876
დანართი # 4
პროკურატურა
გამომძიებლის ზ. შანშიაშვილის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს სისხლის
სამართლის კანონმდებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული
დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დ.როგავას მიერ 2007 წლის 17 დეკემბერს
მიღებულ იქნა დადგენილება ,,ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონის
მე–7 მუხლის მე–2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დანაშაულებრივ ჯგუფში
ოპერატიულ
თანამშრომლად
სპეციალური
ოპერატიული
დეპარტამენტის
დირექტორის ერეკლე კოდუას შეყვანის შესახებ, დადგენილება დამტკიცებულ იქნა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ა. მესხელის მიერ.
2007 წლის 24 დეკემბერს ერეკლე კოდუამ, როგორც სპეციალური ოპერატიული
დეპარტამენტის დირექტორმა პატაკით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრის
მოადგილეს ამირან მესხელს სათანადო რეაგირებისთვის იმის თაობაზე, რომ 23
დეკემბერს ლონდონის (დიდი ბრიტანეთი) გარეუბანში იგი შეხვდა არკადი
პატარკაციშვილს ამ უკანასკნელის ვილაზე, სადაც ე. კოდუამ, შესაბამისი ტექნიკის
გამოყენებით, ჩაწერა არკადი პატარკაციშვილის და მისი საუბარი, რაც შემდგომ
გადატანილ იქნა ,,CD’’ დისკზე. პატაკს დანართის სახით დაერთო ,,CD’’ დისკი.
2007 წლის 26 დეკემბერს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო
ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლმა ზ.შანშიაშვილმა
მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვით ნივთმტკიცებად იქნა ცნობილი ერეკლე
კოდუას მიერ 2007 წლის 23 დეკემბერს ლონდონში ა. პატარკაციშვილის სახლში
ჩატარებული ფარული აუდიო ჩანაწერის შედეგების ამსახველი ერთი ცალი ,,CD’’
დისკი, რომელიც მოთავსებულ იქნა კონვერტში, დაილუქა და დაერთო სისხლის
სამართლის საქმეს ნივთმტკიცების სახით.
შს სამინისტროს ფარული მეთვალყურეობისა და ოპერატიული დავალების მთავარი
სამმართველოს უფროსის დავით ჟვანიას მოწმის სახით მიცემული ჩვენებით
დადგენილია, რომ იგი ერეკლე კოდუას გაყვა ლონდონში პირადი უსაფრთხოების
მიზნით. შემდეგში სატელევიზიო გადმოცემებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ
ინგლისში ირაკლი კოდუას ჰქონია ჩამწერი და მოუხერხებია პატარკაციშვილთან
საუბრის ჩაწერა.
სასამართლო სხდომის ოქმით დგინდება, რომ მოწმის სახით დაკითხვისას ერეკლე
კოდუამ აჩვენა: ,,ჩამწერი ლონდონში ჩემი ინიციატივით წავიღე, მე თვითონ
მინდოდა, რომ ჩამეწერა ჩემი საუბარი“.
შემდეგში არკადი პატარკაციშვილისა და ერეკლე კოდუას საუბრების ფარული
აუდიო ჩანაწერი დაედო საფუძვლად
ბადრი პატარკაციშვილის და ვალერი
გელბახიანის
ბრალდებას
სსკ–ის
315–ე
მუხლის
პირველი
ნაწილით
გათვალისწინებულ დანაშაულში.
საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე ვასკვნით, რომ პატარკაციშვილისა და
კოდუას ინგლისში განხორციელებული საუბრების ფარული აუდიო ჩანაწერი
877
დანართი # 4
პროკურატურა
სრული კანონდარღვევითაა მოპოვებული და მას არ შეიძლებოდა, მინიჭებოდა
იურიდიული ძალა, თანახმად საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის მე–7
ნაწილისა და სსსკ–ის მე–7 მუხლის მე–6 ნაწილისა.
საქმეში უდავოდ დადგენილი ფაქტია, რომ ერეკლე კოდუას დანაშაულებრივ
ჯგუფში ჩანერგვის მიზანი იყო ,,ჯგუფის დანაშაულებრივი საქმიანობის გამოვლენა –
დოკუმენტირება და აღკვეთა“. ამასთანავე, დადგენილი ფაქტია, რომ ინგლისში
ბადრი პატარკაციშვილის საუბრის ფარული ჩაწერის ინიციატივა არ მოდიოდა
სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტიდან და მოხდა კოდუას ინიციატივით, რაც
შემდეგში არ დაკანონებულა სასამართლოს მიერ.
კოდუას მიერ მოპოვებული ფარული აუდიო ჩანაწერი რომ მიჩნეულიყო კანონიერ
მტკიცებულებად, ამისთვის კოდუას ინგლისში მივლინება და ფარული აუდიო
ჩაწერა უნდა მომხდარიყო კანონით დადგენილი წესით. ერეკლე კოდუამ ფარულად
მოახდინა რა თავისი და პატარკაციშვილის საუბრის ჩაწერა, ფაქტობრივად დაარღვია
არკადი პატარკაციშვილის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად
,,დაუშვებელია საჯარო ხელისუფლების ჩარევა ამ უფლების განხორციელებაში,
გარდა ისეთი ჩარევისა, რაც დაშვებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ
საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების...ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად...“
ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, თუ რას ისახავდა მიზნად ერეკლე
კოდუას მიერ არკადი პატარკაციშვილის საუბრის ფარული აუდიო ჩანაწერის შექმნა
და ერეკლე კოდუა იყო ოპერატიული მუშაკი, მის მიერ მტკიცებულებათა მოპოვება
უნდა მომხდარიყო,,ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს
კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, სასამართლო ბრძანების საფუძველზე. რადგან
ეს წესი არ იქნა დაცული, მის მიერ მოპოვებულ აუდიო ჩანაწერს არ შეიძლებოდა,
მინიჭებოდა მტკიცებულებითი ძალა.
ამდენად, ერეკლე კოდუას მიერ 2003 წლის 23 დეკემბერს ლონდონში არკადი
პატარკაციშვილის საცხოვრებელ სახლში განხორციელებული ფარული აუდიო
ჩაწერა არ მოხდა რა კანონის შესაბამისად,
იგი არ შეიძლება, საფუძვლად
დასდებოდა ვალერი გელბახიანის ბრალდების მტკიცებულებას და, როგორც
კანონით დადგენილი წესის დარღვევით მიღებული, სსსკ–ის 111–ე მუხლის
პირველი ნაწილის ,,გ“ ქ/პ შესაბამისად, უნდა ეცნოთ დაუშვებელ მტკიცებულებად.
შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის
განსაკუთრებით
მნიშვნელოვან
საქმეთა
გამომძიებლის
ზ.შანშიაშვილს,
ნივთმტკიცებად ცნობის ნაცვლად, აღნიშნული ჩანაწერი უნდა მიეჩნია დაუშვებელ
მტკიცებულებად და ამოეღო სისხლის სამართლის საქმიდან.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის შესახებ
ორგანული კანონის 21–ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს
იუსტიციის მინისტრს მიემართა რეკომენდაციით: იმის გამო, რომ არ მოხდეს
დაუშვებელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვალერი გელბახიანის ბრალდება და
878
დანართი # 4
პროკურატურა
საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლით გარანტირებული უფლების დარღვევა,
2007 წლის 23 დეკემბერს ინგლისში, ქ.ლონდონში ერეკლე კოდუას მიერ
განხორციელებული კოდუა – პატარკაციშვილის საუბრის ფარული აუდიო ჩანაწერი
არ დასდებოდა საფუძვლად ვალერი გელბახიანის საბრალდებო დასკვნას.
ამავე დროს, ინგლისში არკადი პატარკაციშვილის საუბრის ფარული აუდიო
ჩანაწერის მოპოვებისას, ერეკლე კოდუამ, რომელიც დანაშაულებრივ ჯგუფში
ჩანერგილი იყო, როგორც თანამდებობის პირი – სპეციალური ოპერატიული
დეპარტამენტის დირექტორი, მოახდინა რა თავისი ინიციატივით ფარული აუდიო
ჩაწერა, აღნიშნული ქმედებით აშკარად გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, რამაც
გამოიწვია არკადი პატარკაციშვილის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის
უფლების დარღვევა, რასაც შედეგად მოყვა კანონდარღვევით მტკიცებულების
მოპოვება.
ვინაიდან ერეკლე კოდუას აღნიშნული ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს,
სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის ,,გ“
ქვეპუნქტის თანახმად,
საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიემართა
რეკომენდაციით, დაეწყოთ წინასწარი გამოძიება ამ ფაქტზე.
მერაბ ლაპიცკისა და არჩილ ხუციშვილის საქმე
საქართველოს სახალხო დამცველს 2008 წლის 04 თებერვალს #0280–08 განცხადებით
მიმართა მოქალაქე გიორგი გუჯეჯიანმა. განმცხადებლის განმარტებით, მისი შვილი
გ.გუჯეჯიანი გაასამართლეს უსაფუძვლოდ და არის უდანაშაულო. ბრალდება ერთერთ
ეპიზოდში
ემყარება
დაზარალებული
ქესანაშვილების
ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს, რომელთა მიხედვითაც, მიუხედავად იმისა,
რომ დაზარალებულებმა საპატრულო პოლიციას მათ მიმართ ყაჩაობის
ჩადენისთანავე მიმართეს, წინასწარი გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო
რამდენიმე დღის შემდეგ.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2008 წლის 13 თებერვლის #672/03–
5/0280–08 წერილით განმცხადებელს გაეგზავნა მიმართვა საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატში წარმოედგინა წინასწარი გამოძიების დაწყების აღრიცხვის
ბარათის (ფორმა #1) ასლი სისხლის სამართლის საქმეზე თ.ქესანაშვილზე ყაჩაღური
თავდასხმის ფაქტზე და თ.ქესანაშვილისა და მ.ქესანაშვილის პირველი დაკითხვის
ოქმების ასლები. ასევე დადგენილების ასლები სისხლის სამართლის საქმეების
გაერთიანების შესახებ.
განმცხადებლის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში წარმოდგენილი
წინასწარი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის (ფორმა #1) თანახმად, 2005
წლის 25 ივლისს ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოში დაიწყო წინასწარი გამოძიება
სისხლის სამართლის #07051850 საქმეზე 2005 წლის 03 ივნისს თენგიზ ქესანაშვილზე
ოთხი პირის მიერ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით. წინასწარი
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თენგიზ ქესანაშვილის 2005 წლის 25
879
დანართი # 4
პროკურატურა
ივლისის განცხადება, სადაც აღნიშნული პიროვნება მიუთითებდა, რომ 2005 წლის 03
ივნისს ღამის საათებში ქ.თბილისში გაბაშვილის ქ.#4, მე-8 სადარბაზოში დახვდა
მისთვის უცნობი ოთხი პიროვნება, რომლებმაც განახორციელეს მის მიმართ
ყაჩაღური თავდასხმა და გასტაცეს 198 (ას ოთხმოცდა თვრამეტი) ლარი.
თ.ქესანაშვილი აღნიშნულ განცხადებაში ასევე განმარტავდა, რომ აღნიშნული
შემთხვევის შესახებ 2007 წლის 25 ივლისამდე არ განუცხადებია პოლიციისათვის,
რადგანაც იყო შეუძლოდ.
იმავე დღეს დაზარალებულის სახით დაიკითხა თენგიზ ქესანაშვილი.
დაზარალებულის დაკითხვის ოქმის თანახმად, მას აღნიშნული ყაჩაღური
თავდასხმის შესახებ არ შეუტყობინებია, ვინაიდან იყო ცუდად, თან აპირებდა
საკუთარი ძალებით მოეძებნა თავდამსხმელები. დაზარალებულის დაკითხვის ოქმის
თანახმად, თ.ქესანაშვილისთვის, როგორც თავად აღნიშნავს, ყაჩაღური თავდასხმის
დღიდანვე, ე.ი. 2005 წლის 03 ივნისიდან ცნობილი იყო ავტომანქანის მარკა, ფერი და
სახელმწიფო ნომერი - მუქი ფერის ,,ოპელი“ სახელმწიფო #VBB-061. ანალოგიური
ჩვენება მისცა წინასწარ გამოძიებას იმავე დღეს მოწმის სახით დაკითხულმა
დაზარალებულ თ.ქესანაშვილის მეუღლემ მარინა ქესანაშვილმა.
სასამართლო გამოძიებისას დაზარალებულის სახით დაკითხულმა თენგიზ
ქესანაშვილმა აჩვენა, რომ თავდასხმის შემდეგ მათ გამოიძახეს საპატრულო
პოლიცია, რომელიც დაახლოებით 10-15 წუთში მივიდა შემთხვევის ადგილზე. მან
და მისმა მეუღლემ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს განუცხადეს, რომ მოხდა
ყაჩაღური თავდასხმა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სახლს წრე
შემოარტყეს და საეჭვო რომ ვერაფერი იპოვეს, წავიდნენ. დაზარალებულმა ასევე
აჩვენა, რომ მან ხელმეორედ მიმართა პოლიციას - ვაკე–საბურთალოს შს მთავარ
სამმართველოს - რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ აღნიშნულ ფაქტთან
დაკავშირებით. დაზარალებულმა თ.ქესანაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ვინაიდან
მას შემდეგ, რაც მიმართა პოლიციას, აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიციის
მხრიდან არ მომხდარა არანაირი რეაგირება, მან განმეორებით მიმართა პოლიციას
დაახლოებით 20 დღის შემდეგ. დაზარალებულმა თ.ქესანაშვილმა დაადასტურა მის
მიერ წინასწარ გამოძიებაში 2005 წლის 25 ივლისს დაწერილი ჩვენება.
მოწმე მარინა ქესანაშვილმა სასამართლო გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში
აღნიშნა, რომ შემთხვევის დღეს მან დარეკა პატრულში. დაახლოებით 10-15 წუთში
მოვიდა საპატრულო პოლიცია ოთხი ავტომანქანით. მან და მისმა მეუღლემ
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს განუცხადეს მომხდარი ყაჩაღური
თავდასხმის შესახებ, აღუწერეს თავდამსხმელთა გარეგნობა და ჩაცმულობა, ასევე
უთხრეს თავდამსხმელთა ავტომანქანის მარკა, ფერი და ნომერი. მოწმე მარინა
ქესანაშვილმა ასევე აჩვენა, რომ შემთხვევის დღიდან 2-3 დღეში მივიდა ვაჟაფშაველაზე არსებულ მე-2 ქვეგანყოფილებაში, სადაც ზეპირად განაცხადა მომხდარი
ყაჩაღური
თავდასხმის
შესახებ,
ესაუბრა
მორიგეს,
რომელმაც
აიყვანა
გამომძიებელთან. მან გამომძიებელსაც იგივე უთხრა, რაც განუცხადა საპატრულო
პოლიციის თანამშრომლებს შემთხვევის ადგილზე. მოწმე მ.ქესანაშვილმა ასევე
აჩვენა, რომ მისთვის ცნობილი იყო თავდამსხმელების ავტომანქანის მარკა, სერია და
ნომერი. თავდასხმის ღამეს საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ზეპირად
880
დანართი # 4
პროკურატურა
განუცხადა თავდამსხმელთა ავტომანქანის სერია და ნომერი. მან პოლიციას ასევე
განუცხადა ზედმეტსახელი ,,ბათუს“ შესახებ.
სასამართლო სხდომის ოქმის თანახმად, განსასჯელ გ.გუჯეჯიანის ინტერესების
დამცველმა ადვოკატმა ი.კბილაშვილმა სასამართლოს წარუდგინა წერილობითი
შუამდგომლობა, სადაც ითხოვდა საპტრულო პოლიციის თანამშრომლების
ლაპიცკის და ხუციშვილის მოწმის სახით გამოძახებას. პროკურორი მ.წიკლაური არ
დაეთანხმა აღნიშნულ შუამდგომლობას. სასამართლოს მიერ განსასჯელ
გ.გუჯეჯიანის ინტერესების დამცველი ადვოკატის აღნიშნული შუადმგომლობა არ
დაკმაყოფილდა.
საქართვეოლს სახალხო დამცველის აპარატის 2008 წლის 11 ივლისის #3086/03–
5/0280–08 წერილით საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, 2005 წლის 03 ივნისს 22:00
საათიდან 2005 წლის 04 ივნისის 01:00 საათამდე დროის მონაკვეთში შევიდა თუ არა
სატელეფონო ზარი საპატრულო პოლიციაში, თბილისში, გაბაშვილის ქუჩაზე
მომხდარი ყაჩაღობის შესახებ. დადებით შემთხვევაში, გამოთხოვილ იქნა
ინფორმაცია საპატრულო პოლიციაში სატელეფონო შეტყობინების ზუსტი დროისა
და საპატრულო პოლიციის იმ თანამშრომელთა ვინაობის შესახებ, რომლებმაც
მოახდინეს შემთხვევის ადგილზე გასვლა.
საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2008 წლის
21 ივლისის #20/3–4563 წერილით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს
ეცნობა, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2008 წლის 11 ივლისის
#3086/03–5/0280–08 წერილი შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა საქართველოს
შს სამინისტროს ადმინისტრაციას.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2008 წლის 02 ოქტომბრის #4143/03–
5/0280–08 წერილით საქართველოს შს სამინისტროს ადმინისტრაციიდან
გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, 2005 წლის 03 ივნისს 22:00 საათიდან 2005 წლის 04
ივნისის 01:00 საათამდე დროის მონაკვეთში შევიდა თუ არა სატელეფონო ზარი
საპატრულო პოლიციაში, თბილისში, გაბაშვილის ქუჩაზე მომხდარი ყაჩაღობის
შესახებ. დადებით შემთხვევაში, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია საპატრულო
პოლიციაში სატელეფონო შეტყობინების ზუსტი დროისა და საპატრულო პოლიციის
იმ თანამშრომელთა ვინაობის შესახებ, რომლებმაც მოახდინეს შემთხვევის ადგილზე
გასვლა.
საქართველოს შს სამინისტროს 2008 წლის 27 ოქტომბრის #7/2/7–3814 წერილით
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ეცნობა, რომ 2005 წლის 03 ივნისს
ქ.თბილისის და მცხეთა–მთიანეთის საპატრულო პოლიციის სამმართველოს
სამორიგეო–საინფორმაციო სამმართველოს რადიოცენტრ ,,002“–ზე 23:21 საათზე
შევიდა შეტყობინება მოქალაქე თესანაშვილისაგან ,,ყაჩაღობა“ გაბაშვილის ქ.#4–ში.
საქართველოს სახალხო დამცველმა 2008 წლის 19 დეკემბრის #5528/03–5/0280–08
წერილით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს შემდგომი რეაგირებისათვის
881
დანართი # 4
პროკურატურა
გადაუგზავნა მასალები ქ.თბილისისა და მცხეთა–მთიანეთის საპატრულო პოლიციის
თანამშრომლების
მიერ
წინასწარი
გამოძიების
დაწყების
მოვალეობის
შეუსრულებლობის შეუსრულებლობის ფაქტზე სისხლის სამართლის #07051850
საქმეზე გურამ გუჯეჯიანის მიმართ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს მთავარი პროკურატურის
#გ27.01.2009/142 წერილით საქართველოს სახალხო დამცველს ეცნობა, რომ 2009
წლის 05 იანვარს ქ.თბილისის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო წინასწარი გამოძიება
სისხლის სამართლის #010098001 საქმეზე ქ.თბილისისა და მცხეთა–მთიანეთის
საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიმართ სამსახურებრივი გულგრილობის
ფაქტზე,
საქართველოს
სსკ–ის
342–ე
მუხლის
პირველი
ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
2009 წლის 20 თებერვალს სისხლის სამართლის #010099001 საქმეზე ქ.თბილისის და
მცხეთა მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს პატრულ–
ინსპექტორების მიმართ, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დანაშაული
გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 342–ე მუხლის პირველი ნაწილით,
ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორის კ.ნიქაცაძის
დადგენილებით შეწყდა წინასწარი გამოძიება პატრულ–ინსპექტორების ქმედებაში
სისხლის სამართლის კანონით გათვალსიწინებული ქმედების არარსებობის გამო.
სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ
დადგენილების თანახმად, ,,დადგენილია, რომ 2005 წლის 03 ივნისს, დაახლოებით
23:00 საათზე, ქ.თბილისში, გაბაშვილის ქ.#4–ში, მოქ.თ.ქესანაშვილს თავს დაესხა
ოთხი პიროვნება, რა დროსაც გასტაცეს ფულადი თანხა და სხვადასხვა ნივთები. მას
შემდეგ, რაც მიიმალნენ თავდამსხმელები, თ.ქესანაშვილის მეუღლემ მ.ქესანაშვილმა,
რომელიც იმ მომენტისათვის თავის მეუღლეს ელოდებოდა ავტომანქანაში და
დაინახა თავდამსხმელები, ტელეფონით გამოიძახა საპატრულო პოლიცია. იმავე
დღეს, 23 საათსა და 21 წუთზე, ქ.თბილისისა და მცხეთა–მთიანეთის საპატრულო
პოლიციის მთავარი სამმართველოს სამორიგეო–საინფორმაციო სამმართველოს
რადიოცენტრის სატელეფონო ნომერ ,,022“–ზე დაფიქსირებულ იქნა შემდეგი:
,,გაბაშვილის ქუჩა #4–თან ყაჩაღობა“, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე გავიდა
ვაკე–საბურთალოს მიმართულების მე–2 ოცეულის საპატრულო ეკიპაჟი ,,210“ მერაბ
ლაპიცკისა და არჩილ ხუციშვილის შემადგენლობით.
საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა თ.ქესანაშვილმა აჩვენა, რომ 2005 წლის 03
ივნისს, დაახლოებით 23 საათზე, გაბაშვილის ქ.#4–ში მასზე განხორციელდა
ყაჩაღური თავდასხმა, რა დროსაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და წაართვეს
ფულადი თანხა. იმ დროს მას ავტომანქანაში ელოდებოდა მეუღლე, რომელმაც
დაინახა და დაიმახსოვრა თავდამსხმელები. ამის შემდეგ მისმა მეუღლემ გამოიძახა
საპატრულო პოლიცია, რომელიც მოვიდა მალევე. მან მეუღლესთან ერთად
პოლიციის თანამშრომლებს მოახსენა მომხდარის შესახებ, რის შემდეგაც ისინი
გაჩერდნენ დაახლოებით 15 წუთი და რომ ვერაფერი აღმოაჩინეს, მას უთხრეს, რომ
მიემართათ პოლიციის შესაბამისი განყოფილებისათვის. ამის შემდეგ საპატრულო
პოლიციის თანამშრომლებმა დატოვეს შემთხვევის ადგილი.
882
დანართი # 4
პროკურატურა
საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ქ.თბილისისა და მცხეთა–მთიანეთის
საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ვაკე–საბურთალოს მიმართულების
მე–2 ოცეულის პატრულ–ინსპექტორმა არჩილ ხუციშვილმა აჩვენა, რომ
კონკრეტული შემთხვევა არ ახსოვს და იმ დროისათვის, როდესაც დანაშაული
მოხდა, მათ არ გააჩნდათ არანაირი ინსტრუქცია, რითაც იხელმძღვანელებდნენ. მანვე
აღნიშნა, რომ იმ შემთვევაში, როდესაც მიდიოდნენ შემთხვევის ადგილზე და
დანაშაული იყო გაუხსნელი, დაზარალებულს სთავაზობდნენ, მიემართათ
პოლიციის განყოფილებისათვის სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით. აღნიშნულზე
კი ისინი არანაირ ოქმს არ ადგენდნენ და არც არავინ სთხოვდა მათ ასეთი
დოკუმენტის შედგენას.
ანალოგიური ჩვენება მისცა საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ქ.თბილისისა და
მცხეთა–მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ვაკე–
საბურთალოს მიმართულების მე–2 ოცეულის ყოფილმა პატრულ–ინსპექტორმა მერაბ
ლაპიცკიმ.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2009 წლის 19 მარტის #1007/03–5.0280–
08 წერილით საქართველოს მთავარი პროკურატურიდან გამოთხოვილ იქნა სისხლის
სამართლის #010098001 საქმის მასალების ასლები ქ.თბილისისა და მცხეთა–
მთიანეთს
საპატრულო
პოლიციის
მთავარი
სამმართველოს
პატრულ–
ინსპექტორების მიმართ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დანაშაული
გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 342–ე მუხლის პირველი ნაწილით.
როგორც ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ კ.ნიქაცაძის
2009 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების
შეწყვეტის შესახებ დადგენილებაშია აღნიშნული, შემთხვევის ადგილზე მისული
პატრულ–ინსპექტორების ა.ხუციშვილისა და მ.ლაპიცკის ქმედებაში არ არსებობდა
სისხლის
სამართლის
კანონით
გათვალისწინებული
ქმედება,
ვინაიდან
,,საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის მიერ პატრულირების
განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქცია, საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის მიერ დამტკიცებულ იქნა 2005 წლის 15 დეკემბერს, ხოლო
ზემოაღნიშნული ფაქტი კი მოხდა 2005 წლის 03 ივნისს.
თუმცა, 2005 წლის 03 ივნისს, როდესაც დაზარალებულ თ.ქესანაშვილზე მოხდა
ყაჩაღური თავდასხმა, შემთხვევის ადგილზე მისული პატრულ–ინსპექტორები
ა.ხუციშვილი და მ.ლაპიცკი ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას და
წარმოადგენდნენ პოლიციელებს. შესაბამისად, მათი საქმიანობა რეგულირდებოდა
1993 წლის 27 ივლისის ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და 2005 წლის
27 აპრილის საქართველოს შს მინისტრის ბრძანება #414–ით ,,საქართველოს შს
სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების
შესახებ“.
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად,
პოლიციის ამოცანაა ,, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება დანაშაულისა
883
დანართი # 4
პროკურატურა
და სხვა სამართალდარღვევების შესაძლო საფრთხის თავიდან აცილებისა და
აღკვეთის მიზნით, ასეთი ქმედებების გამოვლენა, გამოძიება, დანაშაულში
ეჭვმიტანილი პირის ან/და ბრალდებული პირის ძებნა და დაკავება, აგრეთვე
დამნაშავეობასთან ბრძოლის ტაქტიკისა და სტრატეგიის შემუშავება.“
ამავე კანონის მე–8 მუხლის თანახმად, პოლიციის მოვალეობებია:
,,დ) დაადგინოს დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების გამომწვევი მიზეზები
და პირობები, მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად, გამოავლინოს, გამოიძიოს და
აღკვეთოს დანაშაული...
ლ) მიიღოს და რეგისტრაციაში გაატაროს შემოსული ინფორმაცია დანაშაულის და
სხვა სამართალდარღვევის შესახებ, დაუყოვნებლივ მოახდინოს მასზე რეაგირება,
აწარმოოს სამართალდარღვევებისა და მათი ჩამდენი პირების აღრიცხვა;
მ) სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ
შემთხვევებში დაიწყოს წინასწარი გამოძიება და ამის შესახებ აცნობოს პროკურორს...
წ) განახორციელოს დანაშაულებრივი ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის
შედეგად დაკარგული ქონების ძებნა და დადგენა...“
2005 წლის 27 აპრილის საქართველოს შს მინისტრის #414 ბრძანებით დამტკიცებული
,,საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
დებულების“
მე–2
მუხლის
თანახმად,
,,დეპარტამენტის
საქმიანობის
სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს კანონები, ეს
დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.“
ამავე დებულების მე–5 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დეპარტამენტის
ამოცანებია:
,,თავისი
კომპეტენციის
ფარგლებში
დანაშაულის
ან
სხვა
მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენა, აღკვეთა და თავიდან აცილება,
დანაშაულის ჩამდენი პირის მხილება და დანაშაულის გახსნა.“
ამავე დებულების მე–11 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტის
სამორიგეო–საინფორმაციო
სამსახური:
,,უზრუნველყოფს
დეპარტამენტში შემოსული დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა
და საზოგადოებრივად საშიში სხვა ქმედების, ასევე საგანგებო შემთხვევების, გზების
მდგომარეობის, ამინდის პირობების ამსახველი და სხვა სახის ინფორმაციის მიღებას,
რეგისტრაციას, დამუშავება და მათ დროულ გაცნობას შესაბამისი სამსახურებისა და
უწყებებისათვის.“
ამავე დებულების მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად,
ქ.თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს, დეპარტამენტის
რეგიონალური სამმართველოებისა და ავტომაგისტრალების განყოფილებების
ფუნქციებია: ,,თავის სამოქმედო ტერიტორიებზე და კომპეტენციის ფარგლებში
884
დანართი # 4
პროკურატურა
დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლებნა, აღკვეთა და
თავიდან აცილება, დანაშაულის ჩამდენი პირის მხილება და დანაშაულის გახსნა.“
ამავე მუხლის მე–3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქ.თბილისის საპატრულო
პოლიციის მთავარ სამმართველოს, დეპარტამენტის რეგიონალურ სამმართველოებსა
და ავტომაგისტრალების განყოფილებებს უფლება აქვთ, ,,დანაშაულის ფაქტზე
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და
წესით ჩაატარონ ჩხრეკა, ამოღება, შემთხვევის ადგილის დათვალიერება და სისხლის
სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოქმედებები.“
აღნიშნულიდან გამომდინარე, 2005 წლის 03 მაისს, როდესაც განხორციელდა
მოქალაქე თ.ქესანაშვილზე ყაჩაღური თავდასხმა და, როგორც თავად აჩვენებს, მას
წაართვეს 198 (ას ოთხმოცდათვრამეტი) ლარი, შემთხვევის ადგილზე მისული
პატრულ–ინსპექტორების ა.ხუციშვილისა და მ.ლაპიცკის მიერ არ შესრულდა 1993
წლის 27 ივლისის ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს შს
მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის #414 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს
შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების“ მოთხოვნები,
რის მიხედვითაც მათ, როგორც პოლიციის თანამშრომლებს, ევალებოდათ,
შესაბამისი რეაგირება მოეხდინათ მათთვის ცნობილი დანაშაულის გახსნისა და
დამნაშავე პირების დაკავების მიზნით.
მიუხედავად იმისა, რომ მათ, როგორც საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო
პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისისა და მცხეთა–მთიანეთის საპატრულო
პოლიციის მთავარი სამმართველოს ვაკე–საბურთალოს მიმართულების მე–2
ოცეულის პატრულ–ინსპექტორებს, არ ევალებოდათ საქართველოს სსსკ–ის 261–ე
მუხლის თანახმად დაეწყოთ წინასწარი გამოძიება მათთვის ცნობილი
დანაშაულებრივი ფაქტზე, მათ ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და
საქართველოს შს მინისტრის #414 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შს
სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების“ მოთხოვნების
თანახმად, როგორც პოლიციელებს, ევალებოდათ, გაეტარებინათ შესაბამისი
ღონისძებები დანაშაულის ჩამდენი პირის მხილებისა და დანაშაულის გახსნის
მიზნით, რაც ასევე მოიცავს მათ მიერ აღნიშნულ ფაქტზე პოლიციის შესაბამისი
სამმართველოსათვის ინფორმაციის მიწოდებას მათთვის ცნობილი დანაშაულებრივი
ფაქტის შესახებ. მათ მიერ აღნიშნულის განხორციელების შედეგად, დანაშაულის
ჩადენის დღეს, 2005 წლის 03 ივნისს, უნდა დაწყებულიყო წინასწარი გამოძიება
მოქალაქე
თ.ქესანაშვილზე
ყაჩაღური
თავდასხმის
ფაქტზე,
დანაშაული
გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლით.
გარდა ამისა, როგორც სისხლის სამართლის #07051850 საქმეზე გ.გუჯეჯიანისა და
სხვათა მიმართ მოწმის სახით დაკითხული თ.ქესანაშვილის მეუღლე მარინა
ქესანაშვილი წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოს აჩვენებს, მან შემთხვევის
ადგილზე
მისულ
საპატრულო
პოლიციის
თანამშრომლებს
განუცხადა
თავდამსხმელთა ავტომანქანის მარკა, ფერი და ნომერი. აღნიშნულიდან გამომდნარე,
2005 წლის 03 ივნისს შემთხვევის ადგილზე მისული პატრულ–ინსპექტორებისათვის
თავიდანვე ცნობილი იყო დანაშაულის ჩამდენი პირების ავტომანქანის მონაცემები.
885
დანართი # 4
პროკურატურა
მათ მიერ აღნიშნული ინფორმაციის პოლიციის შესაბამისი სამმართველოსათვის
გადაცემით შესაძლებელი იყო, დროულად მომხდარიყო 2005 წლის 03 ივნისს
მოქალაქე
თ.ქესანაშვილზე
განხორციელებული
ყაჩაღური
თავდასხმის
განმახორციელებელი პირების დადგენა–დაკავება, რითაც ასევე შესაძლებელი იყო,
თავიდან ყოფილიყო აცილებული აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირების მიერ
შესაძლო დანაშაულები, რომელთა ჩადენა მათ შეეძლოთ მათი თავისუფლებაში
ყოფნის შემთხვევაში.
ირაკლი მინდაძის საქმე
2008 წლის 06 მარტს საქართველოს სახალხო დამცველს #0788-08 განცხადებით
მიმართა მსჯავრდებულ ირაკლი მინდაძის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა
იასონ ბესელიამ მისი დაცვის ქვეშ მყოფის შელახული უფლებების თაობაზე.
განცხადებაში საუბარია იმ პროცესუალურ დარვევებზე, რასაც პოლიციის
თანამშრომლების მხრიდან ჰქონდა ადგილი ირაკლი მინდაძის სისხლის სამართლის
საქმის წარმოებისას.
ადვოკატი აღნიშნავს, რომ 2007 წლის 31 მარტს ირაკლი მინდაძე პირად საქმეზე
მივიდა ქეთევან ჯაშიაშვილის ბინაში, ირაკლი აბაშიძის ქ.N41–ში. ი.მინდაძის
მისვლამდე იქ იმყოფებოდნენ პატიონ ბერძენიშვილი და თამაზ აფციაური,
რომლებიც ქეთევან ჯაშიაშვილის ბინიდან გასულები დააკავეს პოლიციელებმა ამ
უკანასკნელის საცხოვრებელი სახლის შორიახლოს. რაც შეეხება ი.მინდაძეს, მისი
ქ.ჯაშიაშვილის ბინაში შესვლისთანავე კარი შეანგრია სპეცჯგუფმა, რა დროსაც
დააკავეს ქ.ჯაშიაშვილი და ი.მინდაძე. ამის შემდეგ, ბინაში შეიყვანეს პატიონ
ბერძენიშვილი და სამივეს ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. სისხლის სამართლის საქმის
მასალების თანახმად, ქეთევან ჯაშიაშვილის ბინიდან ამოღებული იქნა 130 გრ.
ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომლის ნაწილი – 34,3188 გრამი პირადი
ჩხრეკისას აღმოაჩნდა ქ.ჯაშიაშვილს ჯიბეში, ხოლო ირაკლი მინდაძის ჯიბიდან
სამართალდამცავების მიერ ამოღებულ იქნა 1,6150 ნარკოტიკული საშუალება.
აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების შემდეგ ისინი გადაიყვანეს შინაგან საქმეთა
სამინისტროს შენობაში. აქვე მიიყვანეს თამაზ აფციაური.
განცხადებაში ადვოკატი მიუთითებს, რომ ზემოხსენებული საგამოძიებო
მოქმედებებისას ქ.ჯანშიაშვილის ბინაში სამართალდამცავებს არ შეუდგენიათ
ი.მინდაძის ჩხრეკისა და დაკავების ოქმები და ის მოწმის სტატუსით, ისევე, როგორც
თ.აფციაური და პ.ბერძენიშვილი, გადაიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს
შენობაში, სადაც ხანგრძლივი ფიზიკური ზემოქმედების, დამცირებისა და მუქარის
შემდეგ თ.აფციაურმა და პ.ბერძენიშვილმა მისცეს გამოძიებისათვის სასურველი
ჩვენება – პ.ბერძენიშვილმა დაადასტურა ქ.ჯაშიაშვილის ბინაში თ.აფციაურისა და
ი.მინდაძის ერთად ყოფნის ფაქტი, ხოლო თ.აფციაურმა აჩვენა, თუ როგორ
აფასოებდნენ ერთად ნარკოტიკულ საშუალებას ქ.ჯანშიაშვილი და ი.მინდაძე.
ადვოკატის განმარტებით კი, სინამდვილეში არცერთ მათგანს ი.მინდაძე არ უნახავთ
ხსენებულ ბინაში.
886
დანართი # 4
პროკურატურა
ადვოკატ ი.ბესელიას განცხადებით, რეალურად ირაკლი მინდაძის ჩხრეკის ოქმი არ
შემდგარა ქ.ჯანშიაშვილის ბინაში, არამედ შსს–ში, სადაც ი.მინდაძეს ჩაუდეს
ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი. ი.მინდაძისათვის ნარკოტიკული საშუალების
ჩადება განპირობებული იყო იმით, რომ მან არ შეასრულა სამართალდამცავთა
მოთხოვნა, მიეცა ჩვენება, თითქოს იგი მისული იყო ქ.ჯაშიაშვილთან ნარკოტიკის
შესაძენად. შედეგად, თ.აფციაური და პ.ბერძენიშვილი გაათავისუფლეს, ხოლო
ი.მინდაძის საქმე, ისე, რომ წინასწარი გამოძიების ეტაპზე მას ჩვენებაც კი არ
ჩამოართვეს და არ გაჩხრიკეს მისი საცხოვრებელი ბინა, გადაიგზავნა
სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი ცნო დამნაშავედ
საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის ზომად განუსაზღვრა 17
წლით თავისუფლების აღკვეთა.
ადვოკატის განცხადებით, ქ.ჯაშიაშვილის დაკავების და ნარკოტიკული საშუალების
ამოღების
ფაქტი
აჩვენა
საზოგადოებრივმა
მაუწყებლმა.
ბუნებრივია,
ი.მინდაძისათვის რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში,
მოხდებოდა მისი ვიდეოფირზე აღბეჭვდაც. გარდა ამისა, არსებობს უტყუარი
მტკიცებულებაც იმისა, რომ ქ.ჯაშიაშვილთან პირად საქმეზე მისულ ი.მინდაძეს
არავითარი ნარკოტიკი არ ჰქონია: შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში მიყვანისას
პ.ბერძენიშვილი, თ.აფციაური და ი.მინდაძე რეგისტრაციაში გაატარეს, როგორც
ჩვეულებრივი ვიზიტორები, ხოლო ქ.ჯაშიაშვილი – როგორც ეჭვმიტანილი, რაც
ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ი.მინდაძეს შსს–ში გადაყვანისას ჩაუდეს ნარკოტიკული
საშუალება ჰეროინი და იქვე შედგა მისი დაკავების ოქმი.
სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ი.მინდაძის სისხლის სამართლის საქმის
მასალები, საიდანაც დგინდება, რომ 2007 წლის 31 მარტს საქართველოს შს
სამინისტროს
კრიმინალური
პოლიციის
დეპარტამენტში,
ოპერატიული
ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით. საგულისხმოა, რომ
ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით, ქ.თბილისში მოქმედებდა ორგანიზებული
ჯგუფი, რომლის წევრებიც იყვნენ ი.აბაშიძის ქ.41–ში მცხოვრები ქეთევან
ჯაშიაშვილი და ირაკლი მინდაძე. ხსენებული პირები სისტემატიურად ეწეოდნენ
ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა,
გასაღებას. იმავე დღეს შსს
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გამომძიებელმა მიმართა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის
წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის
დეპარტამენტის პროკურორს და აცნობა, რომ 2007 წლის 31 მარტს დაიწყო გამოძიება
სისხლის სამართლის N09070034 საქმეზე, ქეთევან ჯაშიაშვილის მიმართ
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვის ფაქტზე, დანაშაული
გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით.
2007 წლის 31 მარტს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა
ქ.თბილისში, ი.აბაშიძის ქუჩა N41 კორპუსის მე–2 სადარბაზოში ჩაატარა თამაზ
აფციაურის
პირადი
ჩხრეკა.
თ.აფციაურის
პირადი
ჩხრეკისას
რაიმე
კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა. ჩხრეკისას თ.აფციაურმა
887
დანართი # 4
პროკურატურა
განაცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ რამდენიმე წუთის წინ მას
უშუალოდ გადასცა ი.აბაშიძის ქუჩა N41 კორპუსის მე–2 სადარბაზოს ბინა #20–ში
მცხოვრებმა ქ.ჯაშიაშვილმა, რომელიც იქვე მოიხმარა. მანვე განმარტა, რომ
ქ.ჯაშიაშვილის ბინაში იმყოფებოდა ირაკლი მინდაძე და ისინი ერთად აფასოებდნენ
ნარკოტიკულ საშუალებებს. თამაზ აფციაურს იმავე დღეს ადმინისტრაციული
სასამართლოს მიერ შეეფარდა ჯარიმა ნარკოტიკის უკანონო მოხმარებისთვის.
მოგვიანებით თამაზ აფციაურმა, ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში
დაკითხვისას, ასევე სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ მას ირაკლი მინდაძე
ჯაშიაშვილის ბინაში არ უნახავს და მისი წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება
განპირობებული იყო სამართალდამცავების მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური
ზეწოლით.
სახალხო დამცველისათვისათვის მიცემულ ახსნა–განმარტების მიხედვით, მას
დაემუქრენ, რომ ის აღმოჩნდებოდა ციხეში, თუ არ მისცემდა გამოძიებისათვის
სასურველ ჩვენებას. სახალხო დამცველს ახსნა–განმარტება მისცა ასევე თ.აფციაურის
მამამ იოსებ აფციაურმა, რომელიც აცხადებს, რომ მის შვილს პოლიციის
თანამშრომლებმა არაერთხელ მიაკითხეს სახლში და მისგან ითხოვდნენ
სასამართლო სხდომაზე დაედასტურებინა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება
და არ ეთქვა სიმართლე.
შესწავლილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ
წინასწარი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათს, კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლის პატაკს და შსს კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის უფროსი გამომძიებლის ოფიციალურ მიმართვას შორის არსებობს
აშკარა შეუსაბამობა. კერძოდ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შსს კრიმინალური
პოლიციის დეპარტამენტში 2007 წლის 31 მარტს შევიდა ოპერატიული ინფორმაცია
მასზედ, რომ ქ.თბილისში მოქმედებდა ნარკოტიკული ნივთიერების გამსაღებელთა
ჯგუფი, რომლის წევრებიც იყვნენ ქეთევან ჯაშიაშვილი და ირაკლი მინდაძე.
ხსენებული ინფორმაციის საფუძველზე იმავე დღეს, შსს კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტში დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის N09070034
საქმეზე და შედგა სისხლის სამართლის საქმის დაწყების აღრიცხვის ბარათი, სადაც
მითითებულია, რომ საქართველოს შს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში
შემოსული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ქ.თბილისში, ი.აბაშიძის ქ.N41 ბ.20
ა-ში მცხოვრები ქეთევან ჯაშიაშვილი სისტემატიურად ეწეოდა ნარკოტიკული
საშუალების შეძენა, შენახვასა და გასაღებას. ასევე იმავე დღეს, 2007 წლის 31 მარტს,
უფროსმა გამომძიებელმა ირაკლი აბაშიძემ აცნობა საქართველოს გენერალური
პროკურატურის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის
პროკურორ ლაზარე სეხნიაშვილს, რომ სისხლის სამართლის N09070034 საქმეზე
ქეთევან ჯაშიაშვილის მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვის
ფაქტზე დაიწყო გამოძიება.
ზემოაღნიშნული
პატაკის, სისხლის სამართლის საქმის დაწყების აღრიცხვის
ბარათისა (ფორმა პირველი) და შს კრიმინალური პოლიციის უფროსი
გამომძიებელის ირაკლი აბაშიძის ოფიციალური მიმართვის ანალიზის შედეგად
გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ 2007 წლის 31 მარტით დათარიღებული შსს
888
დანართი # 4
პროკურატურა
კრიმინალური პოლიციის სამძებრო სამმართველოს პოლიციის თანამშრომლის
პატაკი, რომელიც გახდა სს საქმის გამოძიების დაწყების საფუძველი, საქმეში ჩაიდო
მოგვიანებით. აღნიშნული ვარაუდის საფუძველს იძლევა ის გარემოება, რომ
წინასწარი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათში, ისევე, როგორც გამომძიებელ
ირაკლი აბაშიძის ოფიციალურ მიმართვაში პროკურორისადმი, არ არის
მითითებული ირაკლი მინდაძე, ისევე, როგორც არ არის მითითებული
ორგანიზებული ჯგუფის შესახებ, რის გამოც წ/გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ–
ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნული
გარემოებების ანალიზის საფუძველზე იკვეთება, რომ რეალურად არ არსებობდა
ოპერატიული ინფორმაცია ირაკლი მინდაძის დანაშაულებრივ საქმიანობაზე.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ირაკლი მინდაძე ნამდვილად
იმყოფებოდა ქ.ჯაშიაშვილის ბინაში, სადაც მოხდა როგორც ამ უკანასკნელის, ასევე
მინდაძის პირადი ჩხრეკა. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადგენილია,
რომ ქ.ჯაშიაშვილს ჩხრეკისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რის
შემდეგაც იგი ეჭვმიტანილის სტატუსით გადაიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს
შენობაში. რაც შეეხება ირაკლი მინდაძეს, იგი ხსენებულ სამინისტროს შენობაში
შეიყვანეს არა როგორც ეჭვმიტანილი, არამედ როგორც ვიზიტორი. შსს-ს
ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის წერილით დასტურდება, რომ ი.მინდაძე
პატიონ ბერძენიშვილთან და თამაზ აფციაურთან ერთად შს სამინისტროში
იმყოფებოდა ვიზიტორის სტატუსით, ხოლო ქეთევან ჯაშიაშვილი – როგორც
ეჭვმიტანილი. ხსენებული გარემოება ეჭქვეშ აყენებს იმ ფაქტს, რომ ქ.ჯაშიაშვილის
ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას ირაკლი მინდაძეს ნარკოტიკული ნივთიერება
ჰქონდა.
ვინაიდან ზემოაღნიშნულ საქმეში იკვეთებოდა საქმის მწარმოებელი პირების მიერ
უდანაშაულო პირის განზრახ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ნიშნები,
2008 წლის 19 დეკემბერს სახალხო დამცველმა, ,,სახალხო დამცველის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სათანადო
მასალები გადაუგზავნა იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს წ/გამოძიების
დასაწყებად.
მთავარი პროკურატურიდან მ/წ 30 იანვარს სახალხო დამცველს ეცნობა, რომ
ვინაიდან ხსენებული საქმე არ განხილულა უზენაეს სასამართლოში, საბოლოო
გადაწყვეტილების მიღებამდე პროკურატურა მოკლებული იყო სახალხო დამცველის
მიმართვაზე რეაგირების შესაძლებლობას. შესაბამისად, გამოძიება არ დაწყებულა.
კობა გორდულავას საქმე
საქართველოს სახალხო დამცველს 2007 წლის 11 დეკემბერს განცხადებით მიმართა
ბრალდებულმა კობა გორდულავამ. განმცხადებლის განმარტებით, მის მიერ
წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებისა და ზუგდიდის რაიონული
სასამართლოსა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატის განაჩენების თანახმად, კობა გორდულავა დამნაშავედ ცნეს
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით და აღნიშნული
მუხლით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საქართველოს 236-ე მუხლის
889
დანართი # 4
პროკურატურა
პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების
აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - 05 (ხუთი) წლით თავისუფლების
აღკვეთა.
კობა გორდულავას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, გამოიხატა
შემდეგში:
კობა
გორდულავამ,
დაუდგენელ
დროსა
და
ვითარებაში,
მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი - ტექნიკურად
გამართული და დანიშნულებისამებრ გასროლისათვის ვარგისი ,,მაკაროვის“
სისტემის #0896 პისტოლეტი მისთვის განკუთვნილი საბრძოლო ვაზნებით,
რომლებსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში.
2007 წლის 22 აგვისტოს კობა გორდულავამ დედის, იზო გოგილავას მეშვეობით,
ვახტანგ კუხალეიშვილზე მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა მის მიერ შეძენილი და
შენახული ზემოთ დასახელებული ცეცხლსასროლი იარაღი მისთვის განკუთვნილი
საბრძოლი მასალით; 2007 წლის 22 აგვისტოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის
სამხარეო შს მთავარი სამმართველოს მუშაკებმა ვახტანგ კუხალეიშვილისაგან
პირადი
ჩხრეკის
შედეგად
ამოიღეს
კობა
გორდულავას
მიერ
მასზე
მართლსაწინააღმდეგოდ გასაღებული ცეცხლსასროლი იარაღი - ტექნიკურად
გამართული და დანიშნულებისამებრ გასროლისათვის ვარგისი ,,მაკაროვის“
სისტემის #0896 პისტოლეტი, მისთვის განკუთვნილი საბრძოლო ვაზნებით.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დ.კეკნაძის 2007 წლის 20
დეკემბრის განაჩენის თანახმად: ,,კ.გორდულავას ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის
236-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით (...) უტყუარადაა
დადასტურებული სასამართლო გამოძიების დროს გამოკვლეულ მტკიცებულებათა
ერთობლიობით, სახელდობრ:
(...)
კობა გორდულავას ბრალეულობა ასევე დასტურდება
გამოკვლეული სატელეფონო საუბრების კრებსებით...“
გამოქვეყნებული
და
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2008 წლის 16 მაისის #2247/03-5/196907 წერილით საქართველოს უზენაესი სასამართლოდან გამოთხოვილ იქნა
ინფორმაცია, თუ რის საფუძველზე მოხდა მსჯავრდებულ კობა გორდულავას
სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერა, ასევე გამოთხოვილ იქნა
აღნიშნული
მოქმედების
კანონიერების
დამადასტურებელი
პროკურორის
შუამდგომლობა და სასამართლოს ბრძანება/დადგენილება და სატელეფონო
საუბრების კრებსის ასლი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 03 ივნისის #გ-1324/08 წერილით
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქართველოს სახალხო დამცველის
აპარატისთვის მიწოდებული დოკუმენტაციით დასტურდება, რომ 2007 წლის 22
აგვისტოს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების
ჩასატარებლად ბრძანების გაცემის თაობაზე შუამდგომლობით მიმართა სამეგრელო890
დანართი # 4
პროკურატურა
ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ლიკა ბულიამ.
შუამდგომლობის თანახმად, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის
განყოფილების პროკურორი ლ.ბულია ითხოვდა ბრძანების გაცემას ოპერატიულსამძებრო ღონისძიების, კერძოდ, ვინმე ,,გოგას“ მობილური ტელეფონიდან
განხორციელებული საუბრების ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ ერთი
თვის ვადით 2007 წლის 22 აგვისტოდან 2007 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 აგვისტოს ოპერატიულსამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ ბრძანებით დაკმაყოფილდა სამეგრელოზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ლ.ბულიას
შუამდგომლობა - ,,განხორციელდეს სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება
და ჩაწერა მობილური ტელეფონის ნომერზე 983 55-90-97. სატელეფონო საუბრების
ფარული მიყურადება და ჩაწერა განხორციელდეს ერთი თვის ვადით, 2007 წლის 22
აგვისტოდან 2007 წლის 22 სექტემბრამდე.“
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისათვის საქართველოს უზენაესი
სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ მოწოდებული
სატელეფონო საუბრების კრებსის თანახმად, დასტურდება, რომ 2007 წლის 22
აგვისტოს, 09:17:25 საათზე, ტელეფონის ნომრიდან 893 55 90 97, განხორციელდა
გამავალი ზარი. საუბარი შედგა ვინმე ,,კობასა“ და მამაკაცს შორის და გაგრძელდა
09:18:01 საათამდე.
ამავე კრებსის თანახმად, დასტურდება, რომ 2007 წლის 22 აგვისტოს, 09:19:39 საათზე,
ტელეფონის ნომრიდან 893 55 90 97 განხორციელდა გამავალი ზარი. საუბარი შედგა
ვინმე ,,იზოსა“ და მამაკაცს შორის და გაგრძელდა 09:20:32 საათამდე.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 09 ივნისის #544 წერილით
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის პრეზიდენტს ეცნობა,
რომ ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების
პროკურორის ლიკა ბულიას შუამდგომლობა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების,
კერძოდ, ვინმე ,,გოგას“ მობილური ტელეფონის ნომერზე 893 55-90-97
განხორციელებული საუბრების ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში რეგისტრირებულია 2007 წლის 22 აგვისტოს 17
საათსა და 56 წუთზე, რომლის განხილვა დაწყებულია 2007 წლის 22 აგვისტოს 18
საათსა და 20 წუთზე, სხდომა დახურულად გამოცხადდა 2007 წლის 22 აგვისტოს 18
საათსა და 35 წუთზე და ბრძანება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების
შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების
პროკურორ ლიკა ბულიას ჩაბარდა იმავე დღეს.“
,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის
მე-4 პუნქტის თანახმად, ,,ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ი“
ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული
ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებები,
რომელთა ჩატარება საჭიროებს მოსამართლის ბრძანებას, გადაუდებელი
აუცილებლობისას, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს საქმისათვის
(გამოძიებისათვის) მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან
891
დანართი # 4
პროკურატურა
შეუძლებელს გახდის აღნიშნული მონაცემების მოპოვებას, პროკურორის
მოტივირებული დადგენილებით შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების
გარეშე. ასეთ შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების დაწყებიდან 12
საათში (ხოლო თუ ამ ვადის ამოწურვა ემთხვევა არასამუშაო დროს, მაშინ ამ დროის
გასვლიდან
არა
უგვიანეს
ერთი
საათისა)
პროკურორი
ვალდებულია
შუამდგომლობით მიმართოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს,
რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ტარდება აღნიშნული ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიება, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების დაკანონების მოთხოვნით.
სასამართლო ვალდებულია პროკურორის შუამდგომლობა განიხილოს მისი
წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში დახურულ სასამართლო სხდომაზე.
პროკურორის განმარტებების მოსმენის შემდეგ მოსამართლე ამოწმებს ოპერატიულსამძებრო ღონისძიების კანონიერებას, ასევე მოცემული ღონისძიების გადაუდებელი
ჩატარების აუცილებლობას და გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დადგენილება:
ა) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების კანონიერად ცნობის შესახებ;
ბ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების უკანონოდ ცნობის, მისი შედეგების
გაუქმებისა და ამ ღონისძიებით მოპოვებული მონაცემების განადგურების შესახებ.“
ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ
ამოცანათა
შესასრულებლად
ოპერატიულ-სამძებრო
საქმიანობის
განმახორციელებელი ორგანოების მიერ ღიად ან კონსპირაციის წესების დაცვით
გამოიყენება:
თ) მოსამართლის ბრძანებით სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და
ჩაწერა, ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან
(კავშირგაბმულობის
საშუალებებთან,
კომპიუტერულ
ქსელებთან,
სახაზო
კომუნიკაციებთან და სასადგურო აპარატურასთან მიერთებით), საფოსტო
სატელეგრაფო გზავნილთა კონტროლი (გარდა დიპლომატიური ფოსტისა);
ი) მოსამართლის ბრძანებით, ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერა, კინო და
ფოტოგადაღება; ელექტრული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით,
რომელთა გამოყენება ზიანს არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და
გარემოს.“
კ.გორდულავას მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოდგენილი მასალების
ასლებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისათვის მიწოდებულ
მასალებში არ მოიპოვება პროკურორის დადგენილების ასლი გადაუდებელი
აუცილებლობისას მოსამართლის ბრძანების გარეშე ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიების
ჩატარების
შესახებ,
პროკურორის
შუამდგომლობის
ასლი
გადაუდებელი აუცილებლობისას მოსამართლის ბრძანების გარეშე ოპერატიულსამძებრო ღონისძიების ჩატარების კანონიერად ცნობის შესახებ და მოსამართლის
დადგენილების ასლი გადაუდებელი აუცილებლობისას მოსამართლის ბრძანების
გარეშე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების კანონიერად ცნობის
შესახებ.
892
დანართი # 4
პროკურატურა
საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ყოველი
ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი,
მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე
ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული
უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც,
კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.“
,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის“
მე-8 მუხლის თანახმად, ,,1.ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ
ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.
2.დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა,
გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის
შესაბამისად...“
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ შს
სამინისტროს თანამშრომელთა ქმედებებში იკვეთებოდა საქართველოს სსკ-ის 159-ე
მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები (პირადი მიმოწერის,
ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა) და
2008 წლის 8 სექტემბერს ,,სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის 21-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სათანადო მასალებს გადაუგზავნა
საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელს ბ–ნ გიორგი
ლაცაბიძეს შემდგომი რეაგირებისათვის.
მას შემდეგ, რაც საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა
საქართველოს მთავარ პროკურტურას, დაეწყო წინასწარი გამოძიება ტელეფონით
საუბრის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე სამსახურებრივი მდგომარეობის
გამოყენებით, საქართველოს სსკ–ის 159–ე მუხლით გათვალისწინებული
დანაშაულის ნიშნებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატის განჩინებით, აღნიშნული საქმე, ხელახალი განხილვის მიზნით,
დაუბრუნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატას სხვა შემადგენლობით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ხელახალი განხილვისას
სახელმწიფო
ბრალმდებელმა
უარი
თქვა
კ.გორდულავას
ბარალდებაზე
საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილებით.
25 დეკემბერს სახალხო დამცველს ეცნობა, რომ მისი მიმართვაზე წ/გამოძიება არ
დაწყებულა და მისი წერილი, თანდართული მასალებითურთ, გადაიგზავნა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულ კ.გორდულავას ბრალდების
სისხლის სამართლის საქმეზე დასართავად.
ვალერი ირემაძის საქმე
893
დანართი # 4
პროკურატურა
2007 წლის ნოემბერში სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მიერ დმიის შემოწმებისას, დაკავებულ ვალერი ირემაძეს აღენიშნებოდა დაზიანებები და
პრეტენზიას გამოხატავდა პოლიციელთა მიმართ. მისი ჩვენებით, რუსთავის
საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების ქვეგანყოფილებაში ერთ-ერთმა
პოლიციელმა აღიარების მიღების მიზნით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მან
აღნიშნული პოლიციელის ვინაობა არ იცოდა, მაგრამ შეეძლო მისი ამოცნობა.
სახალხო დამცველის აპარატიდან გაკეთდა მიმართვა პროკურატურაზე.
საქართველოს გენერალური პროკურატურის პასუხით ირკვევა, რომ გასული 2007
წლის 25 დეკემბერს რუსთავის რაიონულ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება
სისხლის სამართლის საქმეზე ვალერი ირემაძის წამების ფაქტზე, დანაშაული
გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლის მეორე ნაწილის
„ბ“ ქვეპუნქტით. 2007 წლის 26 დეკემბერს ვ.ირემაძე ცნობილი და დაკითხულ იქნა
დაზარალებულად. საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა რუსთავის საქალაქო
სამამრთველოს პირველი განყოფილების ქვეგანყოფილების ყველა მუშაკი,
რომლებმაც უარყვეს ვ.ირემაძის წამების ფაქტი. ჩატარდა 3 ამოცნობა. თითოეულ
შემთხვევაში ამ უკანასკნელს ამოსაცნობად წარედგინა მის მიერ აღწერილი
გარეგნობის 3 პოლიციელი, თუმცა დაზარალებულმა აჩვენა, რომ არცერთი მათგანი
არ იყუო ის პიროვნება, ვინც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. საქმეზე კვლავ
გრძელდება გამოძიება.
მერაბ გაგნიძის საქმე
2007 წლის 27 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა
მოქალაქე მანანა გილაშვილმა. განმცხადებლის განმარტებითა და წარმოდგენილი
სისხლის სამართლის #090070502 საქმის მასალებით ირკვევა შემდეგი:
2007 წლის 26 აპრილს საქართველოს შს სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ
დეპარტამენტში დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის N090070502
საქმეზე ზაქარია კალაშოვისა და მასთან დაკავშირებული პირის, მიხეილ მდინარაძის
მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმე მერაბ გაგნიძის მიერ ცრუ ჩვენების
მიცემის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 370-ე
მუხლის პირველი ნაწილით.
2007 წლის 04 ივნისს გამოტანილია დადგენილება პირის ბრალდებულად
პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რომლის თანახმადაც, მ.გაგნიძე მისცეს
ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში და წარედგინა
ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის პირველი
ნაწილით. დადგენილების თანახმად, მ.გაგნიძემ ჩაიდინა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების
მიცემა სისხლის სამართლის N090060044 საქმეზე ზ.კალაშოვის მიმართ, ასევე
ზ.კალაშოვის (ქურდული სამყაროს წევრის) და მასთან დაკავშირებული პირის
მ.მდინარაძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების და შენობა-ნაგებობების
უკანონოდ ან/და დაუსაბუთებლად ცნობისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის
საკითხის სასამართლო განხილვისას.
894
დანართი # 4
პროკურატურა
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების პროცესში, 2006
წლის 21 ივნისს, მოწმის სახით დაიკითხა საქართველოს მოქალაქე მერაბ გაგნიძე.
2006 წლის 09 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა კოლეგიაში მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემის, ჩვენების მიცემაზე უარის
თქმისა და არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემის შემთხვევაში
საქართველოს სსკ-ის 370–ე, 371-ე და 371¹-ე მუხლებით გათვალისწინებული
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილების შემდეგ,
მ.გაგნიძემ დაადასტურა წინასწარი გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენება.
2006 წლის 13 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა კოლეგიის მიერ გამოტანილი განაჩენით ზ.კალაშოვი ცნობილ იქნა
დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით (კანონიერი
ქურდობა) და 144-ე მუხლის (მძევლად ხელში ჩაგდება) მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ და „ვ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განესაზღვრა 18
(თვრამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა. 2006 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს
გენერალურმა პროკურატურამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო
სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და ითხოვა ზ.კალაშოვის (ქურდული
სამყაროს წევრის) და მასთან დაკავშირებული პირის, მ.მდინარაძის საკუთრებაში
არსებული მიწის ნაკვეთების და შენობა-ნაგებობების (მდებარე, ქ.თბილისი, დაბა
წყნეთი, ახალდაბისა და გურამიშვილის ქუჩების მიმდებარედ, და გარდაბნის
რაიონი, დაბა წყნეთის სატყეო უბანზე) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო
კოდექსის 3563-ე და 3565-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, უკანონოდ ან/და
დაუსაბუთებლად ცნობა და სახელმწიფოსათვის გადაცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21
დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური
პროკურატურის სარჩელი და დაუსაბუთებლად იქნა ცნობილი ქურდული სამყაროს
წევრის ზ.კალაშოვისა და მასთან დაკავშირებული პირის მ.მდინარაძის
მფლობელობაში არსებული ზემოთ ითითებული ქონება, რაც ჩამოერთვათ
მოპასუხეებს
და
გადაეცა
სახელმწიფოს.
ზემოაღნიშნული
სასამართლო
გადაწყვეტილება ზ.კალაშოვისა და მასთან დაკავშირებული პირის მ.მდინარაძის
წარმომადგენლებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო
სასამართლოს სამოქალაქო საქმეთაA პალატაში.
ხსენებული სააპელაციო საჩივრის განხილვისას, 2007 წლის 14 თებერვალს, მოწმის
მიერ ჩვენების მიცემისათვის უარის თქმისა და განზრახ არასწორი ჩვენების
მიცემისათვის, საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 145-ე მუხლის
შესაბამისად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
გაფრთხილების შემდეგ, მ.გაგნიძემ სასამართლოს მისცა სისხლის სამართლის
საქმეზე მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული განმარტების იდენტური ჩვენება.
2007 წლის 15 თებერვლის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო
საქმეთა პალატის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული
სასამართლო
გადაწყვეტილება
ზ.კალაშოვისა
და
მასთან
დაკავშირებული
პირის,
მ.მდინარაძის
წარმომადგენლებმა
გაასაჩივრეს
895
დანართი # 4
პროკურატურა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, რომლის 2007
წლის 12 აპრილის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის
სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 21 დეკემბრის განჩინება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, თბილისის
სააპელაციო სასამართლომ და საკასაციო სასამართლომ დადასტურებულად
მიიჩნიეს, რომ სადავო ქონებაზე არსებული არაერთი გარიგება გაფორმდა
ფიქტიურად, პირებმა, მათ შორის მ.გაგნიძემ, მხოლოდ ფორმალურად მოაწერეს
ხელი სადავო ქონების შეძენისა და გასხვისების ხელშეკრულებებს და შესაბამისად,
მასში არ გადაუხდიათ და არც მიუღიათ რაიმე თანხა, რომ ამ ქონების უკან
რეალურად იდგა კანონიერი ქურდი ზ.კალაშოვი და მასთან დაკავშირებული პირი,
მ.მდინარაძე, რომელიც ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, თუმცა არ გააჩნდა იმდენი
შემოსავალი, რომ დამოუკიდებლად ეწარმოებინა წყნეთის ტერიტორიაზე მიწების
შეძენა და შენობა-ნაგებობების აღმართვა. აღნიშნული ასევე დადასტურებული იყო
საქმეზე დაკითხული მოწმეების, მერაბ კალანდაძეს და თეიმურაზ უგულავას მიერ,
რომელთა ჩვენებების საწინააღმდეგოდ, მ.გაგნიძის ჩვენებების თანახმად, რეალურად
იყო დადებული ყიდვა–გაყიდვის ხელშეკრულებები სადავო ქონებაზე.
ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის დადგენილების თანახმად,
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, კერძოდ: სისხლის სამართლის #090060044
საქმეზე მოწმის სახით დაკითხვის ოქმი, თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი,
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21
დეკემბრის გადაწყვეტილება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 14
თებერვლის სხდომის ოქმი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 15
თებერვლის განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 12
აპრილის განჩინება და საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა
საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ მ.გაგნიძემ ჩაიდინა დანაშაული
გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2007 წლის 04 ივნისს საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს
პროკურორმა
ქეთევან
ჩომახაშვილმა
დააკავა
ბრალდებული
მ.გაგნიძე.
ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, დაკავების საფუძვლად მითითებულია
ის, რომ მ.გაგნიძეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის
პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და, ვინაიდან
არსებობდა საფუძველი, რომ შესაძლოა მიიმალოს და არ გამოცხადდეს
სასამართლოში, დაკავდა ბრალდებულის სახით.
2007 წლის 05 ივნისს საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა
სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში გამოძიების
საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორმა ქ.ჩომახაშვილმა
შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა კოლეგიას ბრალდებულ მ.გაგნიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით
ორი თვის ვადით დაპატიმრების შეფარდების მოთხოვნით, რომლის თანახმადაც,
,,იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულ მ.გაგნიძის თავისუფლებაში ყოფნის
896
დანართი # 4
პროკურატურა
შემთხვევაში არსებობს საფუძველი ვარაუდისათვის, რომ იგი თავს აარიდებს
წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი
დანაშაულებრივი ქმედება, ხელი არ შეეშალოს სისხლის სამართლის საქმეზე
ჭეშმარიტების დადგენას, სხვა უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება კი ვერ
უზრუნველყოფს საქართველოს სსსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებულ აღკვეთის ღონისძიების მიზნებს, მიზანშეწონილად მიმაჩნია, მის
მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეულ იქნეს დაპატიმრება.”
2007 წლის 06 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა კოლეგიის მოსამართლე მანუჩარ კაპანაძის ბრძანებით აღკვეთის
ღონისძიების შერჩევის შესახებ დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური
პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების
სამსახურებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორ
ქ.ჩომახაშვილის შუამდგომლობა და ბრალდებულ მ.გაგნიძეს აღკვეთის ღონისძიების
სახით შეეფარდა დაპატიმრება 2 (ორი) თვის ვადით.
აღნიშნული ბრძანების თანახმად, ბრადებულ მ.გაგნიძის ინტერესების დამცველმა
ადვოკატმა დავით კორკოტაშვილმა მოითხოვა, რომ ბრალდებულ მ.გაგნიძის მიმართ
არ ყოფილიყო გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე, ხოლო
ალტერნატივის სახით მოითხოვა ბრალდებულის მიმართ გირაოს გამოყენება 20 000
ლარის ოდენობით ბრალდებულმა მ.გაგნიძემ მხარი დაუჭირა მისი ადვოკატის
მოთხოვნას. პროკურორმა უარი განაცხადა ადვოკატის შუამდგომლობის
დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა
განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს და მიიჩნია, რომ გამომძიებლის
შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ადვოკატის
შუამდგომლობას უნდა ეთქვას უარი დაკმაყოფილებაზე, რადგან სასამართლოში
წარმოდგენილი მასალები იძლევა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ
ბრალდებულმა მ.გაგნიძემ ჩაიდინა მის მიმართ ბრალად შერაცხული,
ინკრიმინირებული დანაშაული.
საქმეში არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ისე
ფაქტობრივი საფუძვლები. მართალია, ბრალდებულ მ.გაგნიძეს ბრალად ედება
ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, მაგრამ იმის გათვალისწინებით,
რომ საქმეზე ჩასატარებელია რიგი საგამოძიებო მოქმედებები, დასადგენია
ბრალდებულთან
შესაძლო
დანაშაულებრივ
კავშირში
მყოფი
პირები,
თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში არ არის გამორიცხული ბრალდებულის
მხრიდან გამოძიებისათვის თავის არიდების შესაძლებლობა, ასევე არ არის
გამორიცხული, რომ ბრალდებულმა რაიმე სახის ზეგავლენა მოახდინოს მომავალში
მოსაპოვებელ მტკიცებულებებზე, რითაც ხელი შეუშალოს სრულყოფილი
გამოძიების წარმოებას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ
აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმა ან არასაპატიმრო სახის აღკვეთის
ღონისძიების გამოყენება მიზანშეუწონლად მიიჩნია.
2007 წლის 13 ივნისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის
მოსამართლე დავით ერქვანიას საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
897
დანართი # 4
პროკურატურა
დადგენილების თანახმად, ბრალდებულ მ.გაგნიძის ინტერესების დამცველი
ადვოკატების საჩივარი ბრალდებულის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების –
დაპატიმრების გირაოთი შეცვლის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი და
დატოვებულ იქნა განუხილველად.
აღნიშნული დადგენილების თანახმად, წარდგენილ საჩივარში ბრალდებულის
ინტერესების დამცველი ადვოკატები მოითხოვდნენ ბრალდებულის მიმართ
შერჩეული აღკვეთის ღონისძიების დაპატიმრების გირაოთი შეცვლას. ადვოკატები
მ.გაგნიძის
ჯანმრთელობის
მდგომარეობისა
და
მისი
სამსახურებრივ
დამსახურებასთან ერთად უთითებდნენ შემდეგ გარემოებებზეც, რომ ბრალდებულ
მ.გაგნიძეს ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, რაც
თავისთავად არ წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახის
გამოყენების საფუძველს. მ.გაგნიძე არაერთხელ არის გამოძახებული და
დაკითხული, როგორც წინასწარ გამოძიებაში, ასევე სასამართლოში, სადაც იგი
გამოძახებისთანავე ცხადდებოდა და არასოდეს უცდია სხვადასხვა ხერხებით თავი
აერიდებინა საგამოძიებო და სასამართლო ორგანოებში გამოცხადებაზე.
,,სასამართლომ
შეამოწმა
რა
წარმოდგენილი
საჩივრის
დასაშვებობის
საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს
ცნობილი, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-10
ნაწილის თანახმად, საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე, ზეპირი მოსმენის გარეშე
წყვეტს საჩივრის დასაშვებობის საკითხს, რა დროსაც უნდა შეფასდეს პირველი
ინსტანციის სასამართლომ გამოიკვლია თუ არა არსებითად იგივე საკითხები, რითაც
დასაბუთებულია საჩივარი და განიხილა თუ არა არსებითი მნიშვნელობის
მტკიცებულება, რომელსაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა პირისთვის აღკვეთის
ღონისძიების შეფარდების მართლზომიერებაზე. ზემოაღნიშნული საფუძვლების არ
არსებობის შემთხვევაში საჩივარი დაუშვებელია. გასაჩივრებული ბრძანების
მიხედვით, ,,სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა,
ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შეფარდების
შესახებ და არ დააკმაყოფილა ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის
შუამდგომლობა, რა დროსაც მოსამართლემ გამოიკვლია (განიხილა) აღკვეთის
ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალურ, ასევე ფაქტობრივ საფუძველთა
არსებობა, მტკიცებულებათა მოპოვებისა და დამაგრების კანონიერება, განიხილა და
შეაფასა რა ბრალდების შუამდგომლობის საფუძვლიანობა, ის, რომ საქმეზე
ჩასატარებელია რიგი საგამოძიებო მოქმედებებისა, დასადგენია ბრალდებულთან
შესაძლო დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირები, თავისუფლებაში ყოფნის
შემთხვევაში არ არის გამორიცხული ბრალდებულის მხრიდან გამოძიებისათვის
თავის არიდების შესაძლებლობა, ასევე არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულმა
რაიმე სახის ზეგავლენა მოახდინოს მომავალში მოსაპოვებელ მტკიცებულებებზე,
რითაც ხელი შეუშალოს სრულყოფილი გამოძიების წარმოებას, ასევე სასამართლო
სხდომაზე ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ აღნიშნული
საკითხები და გარემოებები, სასამართლომ მიიჩნია, რომ სხვა უფრო მსუბუქი
არკვეთის ღონისძიება ვერ უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების
მიზნებს“ (იხ. მოსამართლის ბრძანება, სხდომის ოქმი).
898
დანართი # 4
პროკურატურა
გასაჩივრებული ბრძანების, საქმის მასალების და საჩივრის დასაბუთების ანალიზით
ირკვევა, რომ ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატების მიერ
წარმოდგენილი საჩივარი დასაბუთებულია იმავე ფაქტობრივ და საპროცესო
გარემოებებზე და არსებითად იმავე საკითხებზე მითითებით, რაზეც დაცვის მხარე
მიუთითებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შუამდგომლობის
განხილვისას და რაც განიხილა და შეაფასა სასამართლომ გასაჩივრებული ბრძანების
გაცემისას, ასევე სასამართლომ განიხილა არსებითი მნიშვნელობის მქონე
მტკიცებულებები, რასაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა აღკვეთის ღონისძიების
შეფარდების მართლზომიერებაზე, რის გამოც, საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლი
მე-10 ნაწილის თანახმად, საჩივარი დაუშვებელია და არ ექვემდებარება არსებითად
განხილვას.”
2007 წლის 25 ივნისს საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა
სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში გამოძიების
საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორმა ქ.ჩომახაშვილმა
შეადგინა საბრალდებო დასკვნა სისხლის სამართლის #090070502 საქმეზე მ.გაგნიძის
მიმართ
მოწმის
მიერ
ცრუ
ჩვენების
მიცემის
ფაქტზე,
დანაშაული
გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით
(ნაკლებად მძიმე დანაშაული) და აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე არსებითად
განსახილველად წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის
სამართლის კოლეგიაში.
საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს
საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურში გამოძიების ხელმძღვანელობის
სამმართველოს პროკურორის ქეთევან ჩომახაშვილის 2007 წლის 05 ივნისის
ბრალდებულ მ.გაგნიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების
შერჩევის შესახებ შუამდგომლობაში, რომლითაც პროკურორმა მიმართა თბილისის
საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას და თბილისის
საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის
მანუჩარ კაპანაძის 2007 წლის 06 ივნისის აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ
ბრძანების თანახმად, არც პროკურორს და არც სასამართლოს არ დაუსაბუთებიათ, რა
იყო ბრალდებულ მ.გაგნიძისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების
გამოყენების აუცილებლობა.
2007 წლის 04 ივნისისათვის, მაშინ, როდესაც მ.გაგნიძე ბრალდებულის სახით იქნა
მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ცრუ ჩვენების მიცემისათვის,
სისხლის სამართლის საქმეზე ზ.კალაშოვის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი
კანონიერ ძალაში იყო შესული, ასევე დასრულებული იყო საქართველოს
გენერალური პროკურატურის 2006 წლის 26 ოქტომბრის სარჩელისა და მოპასუხეთა
სააპელაციო და საკასაციო საჩივრების განხილვა თბილისის სააპელაციო და
საკასაციო სასამართლოების სამოქალაქო საქმეთა პალატების მიერ. სისხლის
სამართლის #090070502 საქმეზე მოწმე მ.გაგნიძის მიერ ცრუ ჩვენების მიცემის
ფაქტზე წინასწარ გამოძიებას 2007 წლის 03 მაისს თბილისის სააპელაციო
სასამართლოდან მიღებული ჰქონდა მ.გაგნიძის მიერ მიცემული ჩვენებების ასლები
სისხლის სამართლის #090060044 საქმეზე ზ.კალაშოვის მიმართ ქურდული სამყაროს
899
დანართი # 4
პროკურატურა
წევრობისა და მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული
საქართველოს სსკ-ის 223¹-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის
,,ა“, ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით, ასევე, საქართველოს გენერალური პროკურატურის
2006 წლის 26 ოქტომბრის სარჩელის განხილვისას, როგორც თბილისის საქალაქო
სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, ასევე თბილისის სააპელაციო
სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გაურკვეველია, თუ როგორ უნდა მოეხდინა რაიმე
სახის ზეგავლენა შემდეგში მოსაპოვებულ მტკიცებულებებზე და შეეშალა ხელი
საქმეზე სრულყოფილი გამოძიების წარმართვისა და ჭეშმარიტების დადგენისათვის
ბრალდებულ მ.გაგნიძეს თავისუფლებაში ყოფნით, რითაც დასაბუთებული იყო
პროკურორ ქ.ჩომახაშვილის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით
ბრალდებულ მ.გაგნიძის მიმართ დაპატიმრების გამოყენების შესახებ და
მოსამართლე მ.კაპანაძის ბრძანება.
ბრალდებულ მ.გაგნიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების
გამოყენება ასევე დასაბუთებული იყო იმით, რომ საქმეზე ჩასატარებელი იყო რიგი
საგამოძიებო მოქმედებებისა, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მ.გაგნიძის მიმართ
აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შეფარდების შემდეგ სისხლის
სამართლის #090070502 საქმეზე მ.გაგნიძის მიმართ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების
მიცემის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 370-ე
მუხლის პირველი ნაწილით, რაიმე საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა.
აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისათვის
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიწოდებული 2007 წლის 25 ივნისის
დადგენილება აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვის შესახებ და
საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს
საზოგადოებრივი
უსაფრთხოების
სამსახურებში
გამოძიების
საპროცესო
ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორ ქ.ჩომახაშვილის მიერ 2007 წლის 25
ივნისს შედგენილი საბრალდებო დასკვნა, რომლის თანახმადაც, მ.გაგნიძის მიმართ
წაყენებული ბრალდება ალბათობის მაღალი ხარისხით დადასტურებულია სისხლის
სამართლის #090060044 საქმეზე მოწმის სახით დაკითხვის ოქმით, თბილისის
საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13
ოქტომბრის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა
კოლეგიის 2006 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო
სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 თებერვლის სხდომის
ოქმით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007
წლის 15 თებერვლის განჩინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალქო
სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 აპრილის განჩინებით და საქმეზე
შეკრებილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით. აღნიშნული მტკიცებულებებით
იყო დასაბუთებული ასევე მ.გაგნიძის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის
პასუხისგებაში მიცემის 2007 წლის 04 ივნისის დადგენილება.
პროკურორ ქ.ჩომახაშვილის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით
მ.გაგნიძის მიმართ დაპატიმრების გამოყენების შესახებ ასევე დასაბუთებული იყო
იმით, რომ ბრალდებულ მ.გაგნიძისათვის ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება
900
დანართი # 4
პროკურატურა
ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებულ აღკვეთის ღონისძიების მიზნებს, მათ შორის, შემდგომში მისი
დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთას. თუმცა, აღნიშნულ შუამდგომლობაში
არაფერია მითითებული, თუ რა სახის დანაშაულებრივი ქმედება შეიძლება ჩაედინა
თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ბრალდებულ მ.გაგნიძეს, რომელიც წინასწარი
გამოძიების მასალების მიხედვით არ არის ნასამართლევი, არის საქართველოს
მოქალაქე, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ჰყავს ოჯახი, არის ,,მეგა
სტუდიოს“ მთავარი არქიტექტორი და, ამასთანავე, მას ბრალი ედება მოწმის მიერ
ცრუ ჩვენების მიცემაში სისხლის სამართლისა და სამოქალაქო საქმეებზე, რომელთა
თაობაზეც სასამართლოს განაჩენი და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
პროკურორსა და სასამართლოს ასევე არ დაუსაბუთებიათ, თუ რაში გამოიხატებოდა
ეჭვი, რითაც ალბათობის მაღალი ხარისხით იქნებოდა დადასტურებული
ბრალდებულ მ.გაგნიძის მიერ წინასწარი გამოძიებისა და სასამართლოსათვის თავის
არიდება მისი თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში.
გარდა ამისა პროკურორსა და სასამართლოს არც უმსჯელიათ, რამდენად
უზრუნველყოფდა საქარველოს სსსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული აღკვეთის ღონისძიების მიზნებს ბრალდებულ მ.გაგნიძისათვის
აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება. აღკვეთის ღონისძიების
განხილვისას ბრალდებულ მ.გაგნიძის ინტერესების დამცველი ადვოკატმა დავით
კორკოტაშვილმა ალტერნატივის სახით მოითხოვა ბრალდებულის მიმართ გირაოს
გამოყენება 20 000 ლარის ოდენობით. პროკურორსა და სასამართლოს არ
გამოუკვლევით მ.გაგნიძის ფინანსური მდგომარეობა, და არც კი განუხილავთ
აღნიშნული საკითხი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულ მ.გაგნიძის მიმართ აღკვეთის
ღონისძიების სახით დაპატიმრების შერჩევით, რომელიც ბრალდებული იყო
ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, თბილისის საქალაქო
სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეების მანუჩარ
კაპანაძისა და ნ.სანდოძის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო
კოლეგიის მოსამართლე დავით ერქვანიას მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს
კონსტიტუციის მე–18 მუხლის პირველი და მე–3 პუნქტები და ,,ადამიანის
უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-5 მუხლის
პირველი პუნქტის ,,c” ქვეპუნქტი.
2008 წლის 25 დეკემბერს სახალხო დამცველმა ,,სახალხო დამცველის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად,
სათანადო მასალები გაუგზავნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
მდივნის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ გიორგი ხიზანიშვილს შემდგომი
რეაგირებისათვის.
ომარ ქუცნაშვილის საქმე
901
დანართი # 4
პროკურატურა
2008 წლის 10 ივლისს ომარ ქუცნაშვილი მიცემულ იქნა სისხლის სამართლის
პასუხისგებაში სსკ–ის 182–ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ და მესამე ნაწილის
,,ბ“ ქვეპუნქტით (მითვისება ან გაფლანგვა).
10 ივლისს გამომძიებელმა იშუამდგომლა ბრალდებულ ომარ ქუცნაშვილის მიმართ
ა/ღონისძიების სახით დაპატიმრების შეფარდების შესახებ. ადვოკატმა მხარი არ
დაუჭირა გამომძიებლის შუამდგომლობას და ითხოვა ალტერნატივის სახით გირაოს
15 000 დან 25 000 ლარამდე ოდენობის შეფარდება.
ბრალდების შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ ქუცნაშვილის მიერ ჩადენილია
განსაკუთრებით
მძიმე
კატეგორიის
დანაშაული,
ასანაზღაურებელია
სახელმწიფოსათვის მიყენებული მატერიალური ზიანი, თავისუფლებაზე ყოფნის
შემთხვევაში შესაძლებელია ხელი შეუშალოს გამოძიებას და სასამართლოს საქმეზე
ჭეშმარიტების დადგენაში, სასჯელის შიშით ბრალდებულმა შეიძლება თავი
აარიდოს წინასწარ გამოძიებას და მიიმალოს, რის გამოც მიზანშეწონილია მის
მიმართ გამოყენებული იქნას აღკვეთის ღონისძიები სახით დაპატიმრება.
სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მოთხოვნა და შეუფარდა ო.ქუცნაშვილს
წ/პატიმრობა. მიიჩნია, რომ ბრალდების ვარაუდი ბრალდებულის შესაძლო
მიმალვისა და მტკიცებულებების მოპოვებისა და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის
ხელის შეშლის შესახებ იყო საფუძვლიანი.
ომარ ქუცნაშვილის პიროვნების, წარსულის, საქმიანი რეპუტაციის, სამეცნიერო
მოღვაწეობის, ასაკის გათვალისწინებით არ არსებობდა სსსკ–ის 151–ე მუხლის
თანახმად, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების
საფუძვლები. ომარ ქუცნაშვილი იყო 66 წლის, არის ცნობილი მეცნიერი,
გეოლოგიურ–მინეროლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ტექნიკური უნივერსიტეტის
პროფესორი, საინჟინრო–გეოლოგიის კათედრის მიმართულების ხელმძღვანელი,
საერთაშორისო ექსპერტი, საქართველოში უამრავი სტრატეგიული მშენებლობების
ხელმძღვანელი, შეუბღალავი წარსულის მქონე და აღნიშნულის გათვალისწინებით,
არ არსებობდა საფუძველი ეჭვისთვის, რომ იგი თავს აარიდებდა გამოძიებას, ხელს
შეუშალიდა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, ობიექტური მიზეზების გამო არ
არსებობდა საშიშროება შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების.
მზია ცერაძის საქმე
მზია ცერაძეს ბრალი დაედო სისხლის სამართლის კოდექსის 3711-ე მუხლის
პირველი ნაწილით (მოწმის ან დაზარალებულის მიერ ურთიერთსაწინააღმდეგო
ჩვენების მიცემა – ნაკლებად მძიმე დანაშაული), კერძოდ მან დაზარალებულის
სახით დაკითხვისას სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას წინასწარ
გამოძიებასა და პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებებისგან
არსებითად განსხვავებული ჩვენება მისცა.
მზია ცერაძე დაკავებული იქნა.
902
დანართი # 4
პროკურატურა
გამოძიებამ აღკვეთის ღონისძიების სახით თავისი შუამდგომლობით თბილისის
საქალაქო სასამართლოს წინაშე მოითხოვა მ.ცერაძის დაპატიმრება იმ საფუძვლით,
რომ მოსალოდნელი სასჯელისგან თავის არიდების მიზნით არსებობდა
დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული თავს აარიდებდა წინასწარ გამოძიებას
და სასამართლოს, დაემუქრებოდა პროცესის სხვა მონაწილეებს და ზემოქმედებას
იქონიებდა მათზე, რითაც ხელს შეუშლიდა სს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების
დადგენას.
მზია ცერაძემ (დაბადებული 1965 წელს, მცხოვრები ქ.გორში, ნასამართლობის არ
მქონე) სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ
დანაშაულს. მისი ჩვენების შეცვლა გამოწვეული იყო დაინტერესებული პირების
მუქარისა და ზეწოლის შედეგად. ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და ავადმყოფი დედა.
ითხოვს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდოს გირაო 3000 ლარის
ოდენობით.
სასამართლომ გამომძიებლის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მზია ცერაძეს
აღკვეთის ღონიდძიების სახით შეუფარდა დაპატიმრება 2 თვის ვადით.
გიორგი სვინტრაძის საქმე
გიორგი სვინტრაძეს ბრალი დაედო სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მულის
პირველი ნაწილით (ძარცვა – ნაკლებად მძიმე დანაშაული), კერძოდ: სუპერმარკეტ
„პოპულიში“ აშკარად დაეუფლა და გაიტაცა 33 ლარისა და 95 თეთრის ღირებულების
პირსაპარსის გამოსაცვლელი 8 ცალი თავი. აღნიშნულის შემდეგ დაკავებული იქნა
საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ.
გამოძიებამ აღკვეთის ღონისძიების სახით თავისი შუამდგომლობით თბილისის
საქალაქო სასამართლოს წინაშე მოითხოვა გიორგი სვინტრაძის დაპატიმრება.
შუამდგომლობის მიხედვით, გიორგი სვინტრაძის მიერ აღნიშნული დანაშულის
ჩადენის დასაბუთებულ ვარაუდის საფუძველს იძლევა მისი ეჭვმიტანილის სახით
დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, დაზარალებულისა და მოწმეთა დაკითხვის
ოქმები, ამოღების ოქმი და ნივთიერი მტკიცებულება. დაპატიმრების საჭიროება
გამოძიებამ დაასაბუთა იმ გარემოებით, რომ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის
თავის არიდების მიზნით გ.სვინტრაძე არ დამალვოდა საგამოძიებო ორგანოსა და
სასამართლოს, აღკვეთილიყო მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა და ხელი
არ შეეშლოდა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას.
ბრალდებულმ გ.სვინტრაძემ (დაბადებული 1968 წელს, ნასამართლობის არ მქონე,
საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები ქ.თბილისში) სასამართლო სხდომაზე
განაცხადა, რომ აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, არსად
გაქცევას არ აპირებს და ითხოვს აღკვეთის, ღონისძიების სახით შეეფარდოს გირაო
3000 ლარის ოდენობით.
სასამართლომ გამომძიებლის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გიორგი
სვინტრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა დაპატიმრება 2 თვის ვადით.
903
დანართი # 4
პროკურატურა
ზაზა ნანობაშვილის საქმე
ზაზა ნანობაშვილს ბრალი დაედო სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის I
და II ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება – ნაკლებად მძიმე დანაშაული),
კერძოდ მან გამოძიებით დაუდგენელ დროსა და პირისგან უკანონოდ შეიძინა
„მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდითა და 7 ცალი ვაზნით,
რომელსაც იგი უკანონოდ ინახავდა და ატარებდა.
გამოძიებამ აღკვეთის ღონისძიების სახით თავისი შუამდგომლობით თბილისის
საქალაქო სასამართლოს წინაშე მოითხოვა ზ.ნანობაშვილის დაპატიმრება.
შუამდგომლობის მიხედვით, ზ.ნანობაშვილის მიერ აღნიშნული დანაშულის
ჩადენის დასაბუთებულ ვარაუდის საფუძველს იძლევა: მისივე აღიარებითი ჩვენება,
მოწმეების ჩვენებები, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა და ნივთიერი
მტკიცებულება.
დაპატიმრების საჭიროება გამოძიებამ დაასაბუთა იმ გარემოებით, რომ
მოსალოდნელი სასჯელის თავიდან აცილების მიზნით ზ.ნანობაშვილი შეიძლება
მიიმალოს, დაემუქროს პროცესის სხვა მონაწილეებს, განაგრძოს დანაშაულებრივი
საქმიანობა და ხელი შეუშალოს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას.
ბრალდებულ ზ.ნანობაშვილმა (დაბადებული 1969 წელს, ნასამართლობის არ მქონე,
საშუალო განათლების მქონე, ცოლშვილიანი, მცხოვრები ქ.თბილისში) სასამართლო
სხდომაზე განაცხადა, რომ აღიარებს ჩადენილ ქმედებას, ჰყავს მეუღლე,
მცირეწლოვანი შვილი და ინვალიდი მამა, აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა და
ითხოვს, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნეს გირაო 5000
ლარის ოდენობით.
სასამართლომ გამომძიებლის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ზაზა ნანობაშვილს
აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა დაპატიმრება 2 თვის ვადით.
პეტრე მარტინოვის საქმე
პეტრე ვასილი ძე მარტინოვს ბრალი დაედო სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე
მუხლის პირველი ნაწილით (ქურდობა – ნაკლებად მძიმე დანაშაული), კერძოდ: იგი
ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
ფარულად დაეუფლა გასაყიდად გაჩერებულ ველოსიპედს, რა დროსაც დაკავებული
იქნა დაცვის პოლიციის თანამშრომლის მიერ. აღნიშნულით მან დაზარალებულს
მიაყენა 80 ლარის მატერიალური ზიანი.
გამოძიებამ აღკვეთის ღონისძიების სახით თავისი შუამდგომლობით თბილისის
საქალაქო
სასამართლოს
წინაშე
მოითხოვა
პ.მარტინოვის
დაპატიმრება.
შუამდგომლობის მიხედვით, პეტრე მარტინოვის მიერ აღნიშნული დანაშულის
ჩადენის დასაბუთებულ ვარაუდის საფუძველს იძლევა: მისი ეჭვმიტანილის სახით
904
დანართი # 4
პროკურატურა
დაკვებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, მისივე აღიარებითი ჩვენება, ამოღების ოქმი,
ნივთიერი მტკიცებულება, დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებები.
დაპატიმრების საჭიროება გამოძიებამ დაასაბუთა იმ გარემოებით, რომ
ბრალდებულის ნასამართლობის გათვალისწინებით, შესაძლოა აღნიშნული
დანაშაული ჩადენილი ჰქონდეს პირობით გამოსაცდელ ვადაში და მასზე
შერაცხული მოსალოდნელი მკაცრი სასჯელისათვის თავის არიდების მიზნით
არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის თავს აარიდებს წინასწარ და
სასამართლო გამოძიებას, ჩაიდენს ახალ დანაშაულს, ხელს შეუშლის გამოძიებასა და
სასამართლოს ნორმალურ მსვლელობას.
ბრალდებულ პ.მარტინოვმა (დაბადებული 1985 წელს, ნასამართლობის მქონე,
საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები ქ.თბილისში, უმუშევარი), სასამართლო
სხდომაზე განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს და აღიარებს მის მიერ ჩადენილ
ქმედებას. მას აქვს ფსიქიკური აშლილობა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით.
მკურნალობდა გლდანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და მისი ციხეში მოთავსება
უფრო მძიმე იქნება. ითხოვს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდონ გირაო
2000 ლარის ოდენობით.
სასამართლომ გამომძიებლის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პეტრე მარტინოვს
აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა დაპატიმრება 2 თვის ვადით.
905
დანართი # 5
წამების აკრძალვა
დანართი #5
წამების აკრძალვა
ნიკოლოზ მახარაძის საქმე
2006 წლის 27 მარტს მე-5 საპყრობილეში პატიმართა ამბოხი. სახალხო დამცველის
მიერ მოპოვებული ინფორმაცია გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ამბოხს
პროვოცირება გაუკეთა დეპარტამენტის ადმინისტრაციის უკანონო ქმედებებმა.
გარდა ამისა, ამბოხის ჩახშობის დროს გამოყენებული ძალა არ იყო იმ
წინააღმდეგობის
ადეკვატური,
რაც
პატიმრებმა
გაუწიეს
ავტომატური
ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულ სპეცრაზმელებს, რის შედეგადაც
ცეცხლსასროლი ჭრილობებით დაიღუპა 7 და დაიჭრა რამდენიმე ათეული
პატიმარი.226
27 მარტს, ღამის საათებში, იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან
ექვსი პატიმარი: მალხაზ ზედელაშვილი, პაატა მამარდაშვილი, ზურაბ ვიბლიანი,
გიორგი ავალიანი, ლევან ცინდელიანი და ნიკოლოზ მახარაძე გადაიყვანეს
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის N7 საპყრობილეში.
პატიმრებს აღენიშნებოდათ სხეულის მრავალჯერადი დაზიანებები, რომლებიც,
მათივე განმარტებით, მორალურ შეურაცხყოფასთან ერთად, მიაყენეს უშუალოდ
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსმა ბაჩო ახალაიამ და მასთან მყოფმა
სპეცრაზმელებმა ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ოთახში.
პატიმრების ცემას მოჰყვა „ხმაური“ სამკურნალო დაწესებულებაში, რაც შემდეგ მე-5
საპყრობილეს გადაედო და ამბოხში გადაიზარდა. ამის შემდეგ მოხდა ზემოთ
ხსენებული 6 პატიმრის: მ.ზედელაშვილის, პ.მამარდაშვილის, ზ.ვიბლიანის,
გ.ავალიანის, ლ.ცინდელიანისა და ნ.მახარაძის გადაყვანა თბილისის მე-7
საპყრობილეში.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის N7 საპყრობილეში გადაყვანილი
ნაცემი პატიმრები იწვნენ ლეიბების გარეშე რკინის ნარებზე. მათთან არ შეუშვეს
ექიმები და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატები. პატიმრების გადმოცემით,
მათ წაართვეს ტანსაცმელი, რომელიც დაუბრუნეს სახალხო დამცველის
226
იხ. სახალხო დამცველის 2008 წლის I ნახევრის საანგარიშო მოხსენება; დანართი: სამართლიანი
სასამართლო; მალხაზ ზედელაშვილის, პლატონ მამარდაშვილის, ზურაბ ვიბლიანის, ნიკოლოზ
მახარაძის, გიორგი ავალიანის, ლევან ცინდელიანის სისხლის სამართლის საქმე (ე.წ. ,,ციხის
ბუნტი“).
906
დანართი # 5
წამების აკრძალვა
საპყრობილეში მისვლის შემდეგ, თუმცა, პატიმრების მტკიცებით, სახალხო
დამცველის მიერ საპყრობილის ტერიტორიის დატოვების შემდეგ მათ ტანსაცმელი
კვლავ წაართვეს და მხოლოდ მეორე დღეს, 28 მარტს, დაუბრუნეს.
სახალხო დამცველმა 27 მარტის საღამოსვე შეაფასა ექვსი პატიმრის ცემის ფაქტი
წამებად და არაადამიანურ მოპყრობად.
ზემოაღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით
მიმართა გენერალურ პროკურატურას წინასწარი გამოძიების დაწყების მიზნით,
თუმცა დღემდე რეაგირება არ მომხდარა. პატიმრებს არ ჩატარებიათ სხეულის
დაზიანებებზე ექსპერტიზა და ისინი არ დაუკითხავთ გენერალური პროკურატურის
წარმომადგენლებს. მათთან ყოველდღიურად შედიოდნენ მხოლოდ სახალხო
დამცველის აპარატის წარმომადგენლები.
ზემოაღნიშნული პატიმრები ისე სასტიკად იყვნენ ნაცემი, რომ მათ ცემიდან მე-12
დღესაც კი, 7 აპრილს, მკაფიოდ ეტყობოდათ დაზიანების კვალი. ამასთან,
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ სახალხო დამცველის მიერ
დანიშნულ ექსპერტები არ შეუშვა მე-7 საპყრობილეში და არ მისცა ექსპერტიზის
ჩატარების საშუალება, რითაც დაარღვია კანონი სახალხო დამცველის შესახებ და
ხელი შეუშალა სახალხო დამცველს მისი კანონიერი საქმიანობის განხორციელებაში.
ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა არაერთხელ მიაწოდა ინფორმაცია
საქართველოს პარლამენტს და მოითხოვა რეაგირება, თუმცა უშედეგოდ.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის N7 საპყრობილეში გადაყვანილი
ექვსი პატიმრიდან ორი, მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მათი
იქ გაჩერება ყველანაირ ნორმას ეწინააღმდეგებოდა, გადაიყვანეს სამკურნალო
დაწესებულებაში. ერთ-ერთი მათგანი, მალხაზ ზედელაშვილი, პარალიზებული იყო
და ფიზიკური გადაადგილება არ შეეძლო (იგი დღემდე ამ მდგომარეობაშია და
იმყოფება მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში), ხოლო
მეორე, ნიკოლოზ მახარაძე – სმენისუუნარო და მძიმე დაავადებათა კომპლექსით.
ნოკოლოზ მახარაძე დაავადებული იყო გულის იშემიური დაავადებით, დაძაბვის
სტენოკარდიით III-IV ფუნქციური კლასი, არტერიული ჰიპერტენზიით II JNC-7,
გულის უკმარისობით II-III(NYHA), მარჯვენა ფილტვის ფიბროზულ-კავერნოზული
ტუბერკულიოზით (ციროზის მოვლენები ინფილტრაციისა და მოთესვის ფაზაში)
მგბ/+/დადებითი მულტირეზისტენტობა მარჯვენამხრივი პიოპნევმოთორაქსის
გადატანის შემდგომი ნარჩენი მოვლენებით პლევლარული ნადებების სახით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის ადვოკატმა ბესარიონ ქარცივაძემ
მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლო და მოითხოვა მსჯავრდებულისთვის
სასჯელის მოუხდელი ნაწილის გადავადება.
საქალაქო სასამართლოში სხდომაზე დაიკითხა სამედიცინო ექსპერტი ირაკლი
ბახტაძე, რომელმაც განმარტა, რომ ნიკოლოზ მახარაძეს პირველი გამოკვლევა
ჩაუტარდა 2006 წლის აპრილში ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა
907
დანართი # 5
წამების აკრძალვა
ეროვნულ ცენტრში, ხოლო მეორე ექსპერტიზა ჩაუტარდა კარდიოლოგიურ
კლინიკაში 2007 წლის სექტემბერში. მას დაუდგინდა იგივე დაავადებები და
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გამოიკვეთა, არის ის გარემოება, რომ ნ.მახარაძის
დაავადება არ ექვემდებარება იმ პრეპარეტებით მკურნალობას, რითაც მას უტარდება
მკურნალობა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებაში.
იგი დაავადებულია მძიმე ფორმით და ესაჭიროება სპეციალიზებულ სამკურნალო
დაწესებულებაში მკურნალობა იმ პრეპარატებით, რომელთა მიმართ ნ.მახარაძის
ორგანიზმს შენარჩუნებული აქვს მგრძნობელობა. რაც შეეხება მის კარდიოლოგიურ
დაავადებას, ამ მხრივ მისი მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა და ესაჭიროება
სტაციონარული მკურნალობა.
ადვოკატის შეკითხვაზე მოწმე ექსპერტმა ირაკლი ბახტაძემ განმარტა, რომ
,,ბუნებრივია, არაადეკვატური მკურნალობის დროს ავადმყოფის მდგომარეობა
შესაძლებელია, დამძიმდეს. მისი დაავადების თავისებურებიდან გამომდინარე, ასეთ
ვითარებაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ნაკლებად სავარაუდოა.
ჯანდაცვის მინისტრის შესაბამის ბრძანებაში მითითებულ დაავადებათა
ჩამონათვალში, რაც შეიძლება გახდეს სასჯელის მოხდის გადავადების საფუძველი,
მითითებულია დაავადების ის ფორმაც, რაც აქვს ნ.მახარაძეს. ეს დაავადების მძიმე
კატეგორიაა და შესაძლებელია, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს. მე
ვფლობ ზოგად ინფორმაციას, თუ რა სახის მკურნალობა უტარდება ნ.მახარაძეს
სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. ეს არის “DOTS“ პროგრამა. ნ.მახარაძის
ორგანიზმი მულტირეზისტენტულია იმ პრეპარატების მიმართ, რითაც უტარდება
მკურნალობა. ამიტომ ავადმყოფის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ყოფნა
ამძიმებს მის მდგომარეობას.“
სასჯელაღსრულებითი დაწესებულების წარმომადგენელმა მხარი არ დაუჭირა
ადოკატის შუამდგომლობას და განმარტა, რომ უახლოეს მომავალში იგეგმებოდა
“DOTS+“ პროგრამის დანერგვა, რითაც უმკურნალებდნენ მსჯავრდებულ მახარაძეს.
თუმცა ადვოაკატის კითხვაზე, თუ როდის იგეგმებოდა აღნიშნული პროგრამის
ამოქმედება, მან პასუხი ვერ გასცა.227
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 ივლისის დადგენილებით არ
დაკმაყოფილდა ადვოკატის შუამდგომლობა
ნ.მახარაძის მიმართ სასჯელის
გადავადების თაობაზე, ვინაიდან, მოსამართლის აზრით, ადვოკატმა ვერ
წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა ნ.მახარაძის ჯანმრთელობის ამჟამინდელი
მდგომარეობის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 ივლისის დადგენილება
გასაჩივრებულ იქნა ნ.მახარაძის ადვოკატის ბესარიონ ქარცივაძის მიერ თბილისის
სააპელაციო სასამართლოში. ადვოკატი მიუთითებდა მოსამართლის მიერ კანონის
მოთხოვნათა უხეში დარღვევაზე და აღნიშნავდა, რომ მოსამართლე იყო
არაობიექტური, როდესაც დადგენილებაში მიუთითა, რომ ადვოკატმა არ
წარმოადგინა დასკვნა ნ.მახარაძის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ, რაც არის
227
საბოლოოდ, “DOTS+” ამოქმედდა 2009 წელში.
908
დანართი # 5
წამების აკრძალვა
სიყალბე, ვინაიდან დაცვის მხარემ წარადგინა სასამართლოში სასჯელაღსრულების
სამკურნალო დაწესებულების მიერ 2008 წლის 30 ივლისს, ე.ი სასამრთლო პროცესის
დღეს, გაცემული სამედიცინო ცნობა, სადაც დაფიქსირებულია ნ. მახარაძის მიმართ
იგივე სახის დაავადებები, რაც მითითებულია
ექსპერტიზის დასკვნაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი სააპელაციო სასამართლოს სთხოვდა
ნ.მახარაძის სასჯელის გადავადებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2008 წლის 25 სექტემბრის განჩინებით
დააკმაყოფილა ადვოკატ ბესარიონ ქარცივაძის შუამდგომლობა ნიკოლოზ მახარაძის
მიმართ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე და მიუთითა:
,,ექსპერტიზით უნდა დადგინდეს ნ.მახარაძის ამჟამინდელი ჯანმრთელობის
მდგომარეობა, დაავადების შემთხვევაში რა სახის მკურნალობა ესაჭიროება მას,
შესაძლებელია თუ არა მისი მკურნალობა ტუბერკულოზით დაავადებულთა
მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში და აუცილებელია თუ არ მისი
მოთავსება სპეციალიზებულ კლინიკაში.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 25
სექტემბრის საოქმო განჩინებით ნიკოლოზ მახარაძის მიმართ დანიშნა სასამართლო
სამედიცინო ექსპერტიზა, ნიკოლოზ მახარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის
დადგენის მიზნით, ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ არ
შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება და 2008 წლის 20 ოქტობერს წერილი
გაუგზავნა სასამართლოს, სადაც აღნიშნული იყო, რომ ,,ნიკოლოზ მახარაძე
დავადებულია ფილტვების ტუბერკულოზის მძიმე ფორმით. 2007 წლის 21
სექტემბრის საექსპერტო დასკვნით ნიკოლოზ მახარაძის დაავადება არ ემორჩილება
ანტიტუბერკულოზურ მკურნალობას (მგბ/+/ დადებითი მულტირეზისტენტობა) და
ამჟამად მისი ჯანმრთელობის არსებითი ცვლილება მოსალოდნელი არ არის. ის
დაავადებულია ტუბერკულოზის მძიმე ფორმით და მისი დაავადების სიმძიმის
ხარისხის გათვალისწინებით ერთჯერადი ამბულატორული შემოწმება არაეფექტური
იქნება, რადგან მსგავსი დაავადებების საექსპერტო კვლევას, როგორც წესი, სჭირდება
საფუძვლიანი სტაციონარული გამოკვლევა შესაბამისი პროფილის კლინიკებში, რაც
ხანგრძლივი პროცესია.“
ვინაიდან სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს უფროსის ქმედებაში იკვეთებოდა სსკ–
ის 381–ე მუხლით (განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების
შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა) გათვალისწინებული
დანაშაულის ნიშნები, 2008 წლის 23 ოქტომბერს სახალხო დამცველის აპარატიდან
საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელს შემდგომი
რეაგირებისთვის გაეგზავნა წერილობითი მიმართვა. აღნიშნულ მიმართვაზე
საქართველოს მთავარი პროკურატურიდან სახალხო დამცველის აპარატში შემოვიდა
წერილობითი პასუხი, სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისის სააპელაციო
სასამართლომ გაიზიარა მამუკა მამალაძის წერილი და 2008 წლის 31 ოქტომბერს
საოქმო განჩინებით კვლავ დაავალა ლ.სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის
ეროვნულ ბიუროს
ამბულატორული სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის
ჩატარება, რომელიც ჩაუტარდა მსჯავრდებულს და დასრულდა 7 ნოემბერს.
909
დანართი # 5
წამების აკრძალვა
პროკურატურამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია სსკ–ის 381–
ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 25 სექტემბრის განჩინება
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე ნიკოლოზ მახარაძის
ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის დადგენის მიზნით არ სრულდებოდა,
მძიმე ავადმყოფი ნიკოლოზ მახარაძე იძულებული გახდა, 2008 წლის 21
ოქტომბრიდან დაეწყო შიმშილობა. მსჯავრდებულმა შიმშილობა შეწყვიტა 2008
წლის 04 ნოემბერს.
2008 წლის 07 ნოემბრის ექსპერტიზის #660/40 დასკვნით დადგინდა, რომ ნოკოლოზ
მახარაძე დაავადებულია ფილტვების ფიბროზულ-კავერნოზული ტუბერკულოზით
(ციროზის მოვლენებით მარჯვნივ ინფილტრაციისა და მოთესვის ფაზაში)
მგბ/+/დადებითი მულტირეზისტენტობა მარჯვენამხრივი პიოპნევმოთორაქსის
გადატანის შემდგომი ნარჩენი მოვლენები პლევლარული ნადებების სახით. გულის
იშემიური დაავადებით დაძაბვის სტენოკარდიის 3 - 4
ფუნქციური კლასი
არტერიული ჰიპერტენზია 2 JNC -7, გულის უკმარისობა 2-3 .( NYHA).
„ნ. მახარაძე დაავადებულია ტუბერკულიოზის მძიმე ფორმით.
ნ.მახარაძეს
ესაჭიროება
სტაციონარული
მკურნალობა
სპეციალიზებული
ტუბერკულოზური სტაციონარის პირობებში მეორე რიგის ტუბსაწინააღმდეგო
პრეპარატების გამოყენებით, რომლის მიმართ შენარჩუნებულია ტუბერკულოზის
მიკობაქტერიის მგრძნობელობა.“
ქ.თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2008 წლის 08 დეკემბრის განჩინებით არ
დააკმაყოფილა ნიკოლოზ მახარაძის ადვოკატის საჩივარი განაჩენის აღსრულების
გადავადების თაობაზე. სასამართლომ ადვოკატის საჩივრის დაუკმაყოფილების
მოტივად მიუთითა, რომ ნ.მახარაძეს ესაჭიროებოდა მკურნალობა მეორე რიგის
ტუბსაწინააღმდეგო
პრეპარატებით,
რომლის
მიმართ
შენარჩუნებულია
მგრძნობელობა. სასჯელაღსრულების დაწესებულების 2008 წლის 1 დეკემბრის
ცნობით დადგენილია, რომ ნ.მახარაძეს 2008 წლის 21 ივნისიდან უტარდება
ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობა ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატების
კომბინაციით რომლის მიმართ შენარჩნებული აქვს ნ.მახარაძეს მგრძნობელობა
ამიტომ პალატა მიზანშეუწონლად მიიჩნია, ნ,მახარაძისთვის მოუხდელი სასჯელის
გადავადება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ.მახარაძის ადვოკატმა მიმართა
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე
მუხლის შესაბამისად, დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე, რათა
საქართველოს მთავრობას უზრუნველეყო ნიკოლოზ მახარაძის
გადაყვანა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პატიმართა და მსჯავრდებულთა
სამკურნალო დაწესებულებიდან სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებაში,
სადაც მსჯავრდებული შეძლებდა მკურნალობას ტუბერკულოზის წინააღმდეგ და
ჩაუტარდებოდა ადეკვატური სამედიცინო მომსახურება.
910
დანართი # 5
წამების აკრძალვა
2008 წლის 10 ნოემბერს ევროსასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობას,
მომჩივანი ნიკოლოზ მახარაძე მოეთავსებინათ სპეციალიზებულ სამკურნალო
დაწესებულებაში, სადაც შეიძლებოდა მისი ეფექტური მკურნალობა. მიუხედავად
ამისა, ნ.მახარაძე დატოვებულ იქნა მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო
დაწესებულებაში, სადაც მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.
2009 წლის 27 იანვარს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს
იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს, დაუყოვნებლივ აღესრულებინა ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს მითითება, რაც არ იქნა შესრულებული.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2009 წლის 26 თებერვლის წერილით გვეცნობა,
რომ 2009 წლის 29 იანვარს მსჯავრდებული ნიკოლოზ მახარაძე გარდაიცვალა
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ნიკოლოზ მახარაძისადმი მოპყრობა არის წამების,,
არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ნათელი მაგალითი, რომელიც
სახელმწიფოს სხვადასხვა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ჩაიდინეს და რამაც
გამოიწვია ადამიანის უმთავრესი უფლების - სიცოცხლის უფლების დარღვევა.
ქსნის N7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებაში
მომხდარი ინციდენტი
2009 წლის 10 მარტს საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ
რუსთავის N6 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებაში
იმყოფებოდა ქსნის N7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებიდან
2009 წლის 6 მარტს გადმოყვანილი ოთხი მსჯავრდებული, რომლებიც, სავარაუდოდ,
სცემეს ქსნის დაწესებულების თანამშრომლებმა 2009 წლის 3 მარტს.
შეტყობინების მიღების დღესვე, 2009 წლის 10 მარტს, სახალხო დამცველის
რწმუნებულებმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მოინახულეს მსჯავრდებულები
ემზარ კ., მანუჩარ ბ., კახაბერ მ. და კობა ს., რომლებსაც გაეროს პროგრამის პროექტის
– „სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერება“ – სამედიცინო ექსპერტმა ჩაუტარა
დათვალიერება (დასკვნა იხ. ბოლოში). მსჯავრდებულებს, ინციდენტიდან მე–6 დღეს
ჯერ კიდევ ემჩნეოდათ დაზიანებები, რომლებიც, მათი თქმით, შემდეგ პირობებში
მიიღეს:
2009 წლის 3 მარტს, ნაშუადღევს, ქსნის დაწესებულების თანამშრომლები
დათვალიერებას აწარმოებდნენ საერთო რეჟიმის ერთ–ერთ საცხოვრებელ სადგომში
აკრძალული ნივთის – ტელეფონის – არსებობის თაობაზე მიღებული ინფორმაციის
გამო. აღნიშნულ პროცესს ერთ–ერთი თანამშრომელი ვიდეოკამერით იღებდა.
კახაბერ მ.–ს საცხოვრებლის დათვალიერებისას მათ თავად მსჯავრდებულ კახაბერ
მ.–ს გაჩხრეკა დაიწყეს. როდესაც ფეხსაცმლამდე მივიდნენ, კახაბერ მ. დაიხარა, რომ
თავად მიეწოდებინა ფეხსაცმელი. აღნიშნული ჟესტი არასწორად გაიგეს
თანამშრომლებმა, რის გამოც მათ კახაბერ მ.–ს ხელები გადაუგრიხეს, ძირს დააწვინეს
და ისე განაგრძეს მისი ჩხრეკა. ხმაურმა სხვა მსჯავრდებულების ყურადღება
მიიპყრო. მათ სცადეს კახაბერ მ.–ს საცხოვრებელში შეღწევა, თუმცა ხალხმრავლობის
911
დანართი # 5
წამების აკრძალვა
გამო ეს თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა. ამ მომენტამდე მომხდარი აღბეჭდილია
ვიდეოფირზე, რომელიც სახალხო დამცველის რწმუნებულებს დირექტორის
მოადგილემ აჩვენა და რომელიც ამჟამად გამოთხოვილია წერილობით. ამის შემდგომ
კამერა იატაკისკენაა დახრილი და მხოლოდ ჩოჩქოლის ხმა ისმის.
მსჯავრდებულების თქმით, ოთხი მათგანი – კახაბერ მ., ემზარ კ., ზაზა პ. და თემურ
მ. გადაიყვანეს ადმინისტრაციის კორპუსში. იქვე მიიყვანეს მანუჩარ ბ., რომელიც,
მისი თქმით, ინციდენტის დროს ეზოში იმყოფებოდა. მსჯავრდებულები შეიყვანეს
ერთ–ერთ კაბინეტში, სადაც მათ რამდენიმე თანამშრომელმა დაუწყო ცემა. ცემის
დამთავრების შემდეგ ჩართეს დათვალიერების ამსახველი ვიდეოფირი და
დააფიქსირეს კიდევ ერთი მსჯავრდებულის სახე, რომელსაც ხელი ჰქონდა
კამერისკენ გაშვერილი და ცდილობდა საცხოვრებელში შემოსვლას, რის შემდეგაც
ერთ–ერთმა
თანამშრომელმა
მოახდინა
აღნიშნული
მსჯავრდებულის
იდენტიფიკაცია, როგორც კობა ს.. ამის შემდეგ ეს უკანასკნელიც ამოიყვანეს
კაბინეტში და სცემეს. შემდეგ ექვსივე მსჯავრდებული დააყენეს დერეფანში დიდი
ხნით, ყოველ გავლა–გამოვლაზე, მათი თქმით, თანამშრომლები აგინებდნენ და
ურტყამდნენ.
საბოლოოდ, ორი მათგანი – ზაზა პ. და თემურ მ. ჩაიყვანეს კარცერში, ხოლო
დანარჩენი ოთხის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება, სავარაუდოდ, წინააღმდეგობის
გაწევაზე და არეულობის ორგანიზებაზე, თუმცა აღნიშნულის შესახებ
დაზუსტებული ინფორმაცია სახალხო დამცველს არ გააჩნია, რადგან არცერთი
მათგანისთვის ბრალი არ წაუყენებიათ და არ დაუკითხავთ. მსჯავრდებულთა
თქმით, ისინი რუსთავის N6 დაწესებულებაში გადმოსვლის მეორე დღეს მოინახულა
გამომძიებელმა, რომელსაც სამედიცინო ექსპერტი ახლდა. გამომძიებელს ისინი არ
დაუკითხავს, ხოლო ექსპერტმა ჩაუტარა ვიზუალური დათვალიერება.
ქსნის ადმინისტრაციის მტკიცებით, გამოძიება დაწყებულია თანამშრომლების
მხრიდან ძალის გადამეტებაზეც, თუმცა ამ ეტაპზე ამის შესახებ უფრო ზუსტი
ინფორმაცია სახალხო დამცველს არ გააჩნია.
სახალხო დამცველის რწმუნებულები შეეცადნენ, დამატებითი ინფორმაცია
მოეპოვებინათ სხვა მსჯავრდებულებისგან, თუმცა არავინ მოინდომა მათთვის
აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება. იმედია, გამოძიების მცდელობა უფრო
ნაყოფიერი აღმოჩნდება.
სახალხო დამცველთან თანამშრომლობა ასევე არ მოინდომეს 3 მარტის ინციდენტის
შემდეგ კარცერში ჩაყვანილმა მსჯავრდებულებმა ზაზა პ.–მ და თემურ მ.–მ.. მათი
თქმით, ისინი მხოლოდ კარცერით „გადარჩნენ“, რის გამოც აღარ უნდოდათ,
გაეღიზიანებინათ ადმინისტრაცია, რათა შურისძიების მიზნით მათ მიმართაც არ
დაეწყოთ გამოძიება. სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტმა ამ ორ
მსჯავრდებულს იმავე სახის დაზიანებები აღმოუჩინა. ექსპერტთან ზეპირ საუბარში
მსჯავრდებულებმა დაადასტურეს ცემის ფაქტი (იხ. თანდართული სამედიცინო
დასკვნა).
912
დანართი # 5
წამების აკრძალვა
დაწესებულების ადმინისტრაციის მტკიცებით, ინციდენტის დროს დაზიანებები
მიიღო რამდენიმე თანამშრომელმაც. ერთ მათგანს ფეხი აქვს მოტეხილი.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წესრიგის
და სიმშვიდის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია, თუმცა ეს არ აძლევს უფლებას
თანამშრომლებს, სცემონ და დაზიანებები მიაყენონ მსჯავრდებულებს. თუნდაც
არეულობის ჩახშობის დროს თანამშრომლების მხრიდან ძალის გამოყენება უნდა
იყოს პატიმრების წინააღმდეგობის პროპორციული. სახალხო დამცველი იმედს
იტოვებს, რომ აღნიშნული ინციდენტი სრულად იქნება გამოძიებული, თუმცა
შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ქსნის N7 დაწესებულებაში განთავსებული
მსჯავრდებულები ხშირად მიუთითებენ დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან
უხეშ, დამამცირებელ მოპყრობაზე228 და, ზოგჯერ, ფიზიკურ ხელყოფაზეც კი.
ზემოაღნიშნულის გამო სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა უფრო ღრმად უნდა დაინტერესდეს ქსნის N7
დაწესებულებაში
არსებული
მდგომარეობით
და
თანამშრომლების
მსჯავრდებულებისადმი დამოკიდებულებით.
გამოსაკვლევი პირის
გვარი და სახელი
დაბადების თარიღი
გამოკვლევის ადგილი
გამოკვლევის თარიღი
მ. თემური
26 წლის
N7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის
დაწესებულება (მცხეთის მუნიციპალიტეტი, ქსანი)
10 მარტი, 2009 წ.
რაც შეეხება აღწერილ ინციდენტს, სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ
გამოძიება მას დეტალურად შეისწავლის და შესაბამის დასკვნებს გამოიტანს.
სახალხო დამცველის აპარატი კვლავ აქტიურად მიადევნებს თვალყურს აღნიშნული
ფაქტების გამოძიების პროცესს.
სამედიცინო ექსპერტის დასკვნა
14:50
დაწყების დრო
15:10
დასრულების დრო
პაციენტი უჩივის ტკივილს სხეულის სხვადასხვა მიდამოში, განსაკუთრებით ორივე
ბეჭის მიმდებარედ. ასევე აღენიშნება თავის ტკივილი, რომლის ინტენსივობა
საკმაოდ ძლიერი იყო ტრავმების მიღებიდან პირველი 4 დღის განმავლობაში. უჩივის
ასევე თავბრუსხვევას. ტრავმების მიღების დღეს ასევე აღენიშნა პირღებინება,
რომელიც მას შემდეგ აღარ განმეორებულა. ამჟამად პაციენტი დასჯის მიზნით
იმყოფება კარცერში, რომელშიც 13 საწოლი და 14 პირია მოთავსებული. პაციენტის
228
იხ. სასჯელაღსრულების დაწესებულების მდგომარეობის თავი.
913
დანართი # 5
წამების აკრძალვა
განმარტებით, არც ტრავმების მიღების შემდეგ და არც კარცერში მოთავსების
პერიოდში იგი ექიმს არ მოუნახულებია.
გამოსაკვლევი პირის გადმოცემით, 2009 წლის 3 მარტს, N7 საერთო, მკაცრი და
საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტის დროს იგი სცემეს
საპყრობილის თანამშრომლებმა. ცემის ფაქტი განხორციელდა ორ მომენტად.
პირველად ფიზიკური ძალადობა მოხდა მის საცხოვრებელ სათავსოში. მას
ურტყამდა რამდენიმე პირი. ამ დროს იგი ეგდო ძირს, სახეზე იფარებდა ხელებს,
რათა დაეცვა სახე. ამ პერიოდში, პაციენტის გადმოცემით, მან დაკარგა გონება.
აღნიშნულის შემდეგ იგი „ფორთხვით გამოათრიეს“ და სხვა პირის დახმარებით
გადაიყვანეს ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ხელახლა ცემეს საპყრობილის
თანამშრომლებმა. ამ დროს იგი კვლავ პირქვე დააგდეს იატაკზე და ურტყამდნენ
წიხლებს. ცემის შემდეგ იგი სხვა ნაცემ პირებთან ერთად დერეფანში დააყენეს
კედელთან (პირით კედლისკენ) და უბრძანეს ასე გაჩერებულიყვნენ. იძულებითი
დგომის პერიოდი გაგრძელდა დაახლოებით ოთხ საათს. ამ პერიოდში დერეფანში
ყველა გამვლელი და გამომვლელი მათ ურტყამდა და აყენებდა სიტყვიერ
შეურაცხოფას.
პაციენტის გამოკვლევა ჩატარდა ბუნებრივი, დღის განათების პირობებში. პაციენტს
სახეზე, შუბლის ძვლის მარჯვენა ნახევარში, წარბზედა რკალის ზემოთ, აღენიშნება
მუქი შინდისფერი, პერიფერიაზე მოყვითალო შეფერილობის სისხლნაჟღენთი.
აღნიშნული უბანი შეშუპებულია, პალპაციით ზომიერად მტკივნეული. შეკითხვაზე,
თუ რა საგნით მიიღო აღნიშნული დაზიანება, პასუხობს, რომ არ ახსოვს.
მარცხენა პირის კუთხის ოდნავ ქვემოთ აღინიშნება მცირე, 0,4 X 0,4 სმ ზომის
მომრგვალო ფორმის ჭრილობა, რომელიც არის შეხორცების პერიოდში, დაფარულია
ფუფხით, თუმცა ასევე მოჩანს ახლად განვითარებული სისხლდენის კვალი.
მარცხენა წვივის ზემო მესამედში, ლატერალურ ზედაპირზე, კვირისტავის ქვემო
კიდიდან 4,5 სმ-ზე, აღინიშნება 4,0 X 1,5 ზომის უსწორმასწორო კიდეებიანი
ვარდისფერი
შეფერილობის,
პერიფერიაზე
მომწვანო-მოყვითალო
ფერის
სისხლნაჟღენთი. აღნიშნული დაზიანება ცენტრალურად, ალაგ-ალაგ დაფარულია
ფუფხით. დაზიანება მკვეთრადაა წამოწეული სხეულის ზედაპირიდან.
ზურგის მიდამოში, წარზიდული მალის წვეტიანი მორჩიდან 6 სმ-ით ქვემოთ და
ხერხემლის შუა ხაზიდან მარცხნივ, აღინიშნება მოწითალო შეფერილობის მქონე
უბანი მოყვითალო, უსწორმასწორო ელფერის მქონე კიდეებით. აღნიშნული ადგილი
ხელის შეხებით მკვეთრად მტკივნეულია.
მარცხენა მხარეს, მარცხენა დელტისებური კუნთის უკანა კიდესთან აღინიშნება ასევე
მოწითალო უბანი, რომელსაც აქვს წაგრძელებული ფორმა და ვრცელდება ზურგის
მოდამოზე ზემოდან ქვევით, შიგნიდან გარეთ. აღნიშნულის სიგრძეა 5 სმ. ხელის
შეხებით ძლიერ მტკივნეულია.
914
დანართი # 5
წამების აკრძალვა
მარცხენა ბეჭის ქვემო კიდესთან აღინიშნება პალპატორულად ძლიერ მტკივენული
უბანი, აღნიშნულ უბანზე არ ვლინდება რაიმე გარეგნული დაზიანების კვალი
(დათვალიერებით), თუმცა ძლიერ მტკივნეულობაზე თვით პაციენტი მიუთითებს.
მარჯვენა დელტისებური კუნთის ქვედა კიდეს და ბეჭის ძვლის ზედა კიდეს შორის
შუალედში აღინიშნება გავრცელებული, დაახლოებით 6 X 7,5 ზომის
სისხლნაჟღენთი, რომელსაც ოვალური ფორმა აქვს, უსწორმასწორო კიდეები და
მოყვითალო-მომწვანო შეფერილობისაა.
ამგვარად, პაციენტს მიღებული აქვს სხვადასხვა სახის მრავლობითი დაზიანებები
და აღენიშნება სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა. მიზანშეწონილად მიმაჩნია, იგი
კონსულტირებული იყოს ნევროპათოლოგის მიერ. დაენიშნოს ანალგეტიკები საჭიროების შემთხვევაში. გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, პაციენტი არ არის
ნანახი ექიმის მიერ, არც დაზიანებების კვალის აღწერისათვის და არც კარცერში
მოთავსების პერიოდში. ამდენად, მიზანშეწონილია მისი დაუყოვნებელი
კონსულტაცია ადგილობრივი ექიმების მიერ.
***
გამოსაკვლევი პირის
გვარი და სახელი
დაბადების თარიღი
გამოკვლევის ადგილი
გამოკვლევის თარიღი
დაწყების დრო
დასრულების დრო
პ. ზაზა
25 წლის
N7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის
დაწესებულება (მცხეთის მუნიციპალიტეტი, ქსანი)
10 მარტი, 2009 წ.
15:20
15:45
გამოსაკვლევი პირის გადმოცემით, 2009 წლის 3 მარტს, ქსნის N7 საერთო, მკაცრი და
საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებაში მოხდა ინციდენტი, რომლის შედეგაც იგი
გადაიყვანეს საპყრობილის ადმინისტრაციის შენობაში და დაუწყეს ცემა. ამ
პერიოდში, ზაზა პ.–ს გადმოცემით, იგი დააგდეს ძირს და მან სახეზე ხელები აიფარა,
რის გამოც უჭირს იმის დაკონკრეტება, თუ რამდენი პირი ახორციელებდა მასზე
ფიზიკურ ძალადობას, თუმცა აღნიშნავს, რომ „ბევრნი იყვნენ“. პერიოდულად მას
ფეხზე აყენებდნენ და იგი ცემის პროცესში კვლავ ეცემოდა ტკივილის გამო.
პაციენტის სიტყვებით, „თითქოს უცებ ვკარგავდი გონებას და მივდიოდი“. პაციენტი
ტრავმების მიღებიდან პირველ დღეებში უჩიოდა თავბრუსხვევას, გულისრევის
შეგრძნებას, ზოგად საერთო სისუსტეს. აღნიშნულმა მოვლენებმა რამდენიმე დღეში
გადაიარა. გამოსაკვლევი პირი აღნიშნავს, რომ ტრავმები მიაყენეს 3 მარტს,
შუადღისას, დაახლოებით 1-დან 2 საათამდე პერიოდში.
მარჯვენა იდაყვის მიდამოს უკანა ზედაპირზე პაციენტს აღენიშნება ოვალური
ფორმის, 1,5 X 2,5 ზომის ნაფლეთოვანი ჭრილობის კვალი, რომელიც უსწორმასწორო
ფორმისაა, ცენტრში დაფარულია ჯერ კიდევ ფუფხით, ხოლო პერიფერიაზე ამ
უკანასკნელს გარს არტყამს მოვარდისფრო შეფერილობის, ახლად წამოსული
915
დანართი # 5
წამების აკრძალვა
გრანულაცია. აღნიშნული დაზიანებიდან ოდნავ მოშორებით, ოლეკრანონისკენ,
აღინიშნება მოყვითალო-მომწვანო შეფერილობის, ალაგ-ალაგ მუქ ყავისფერში
გარდმავალი სისხლნაჟღენთი. პაციენტის გადმოცემით, აღნიშნული დაზიანება
მიადგა იატაკზე გახოხების დროს.
მარცხენა ზემო კიდურზე, იდაყვის ირგვლივ, ასევე აღენიშნება ჰიპერემიული
ზონები.
ზურგის მიდამოში, დაახლოებით წელის 3-4 მალების დონეზე, უკანა შუა ხაზიდან
4,5 სმ-ით ლატერალურად მარჯვნივ აღენიშნება უსწორმასწორო წრის ფორმის, 1,5 X
1,5 ზომის ფუფხით დაფარული უბანი, რომელშიც განირჩევა რამდენიმე,
ერთმანეთის პარალელურად მდებარე, მოკლე განივი ნაჭდევები. ნაჭდევები
ზედაპირულია, კანიდან ოდნავ წამოწეული. დაზიანებული უბნის ირგვლივ მოჩანს
მოყვითალო-მოყავისფრო ფერის დაზიანება - სისხლნაჟღენთი.
ხერხემლის შუა ხაზზე, კისრის მე-7 მალის წვეტიანი მორჩიდან დაახლოებით 4,5 სმით ლატერალურად მარცხნივ აღინიშნება წრიული ფორმის სისხლნაჟღენთი, ზომით
2,0 X 2,0. დაზიანება მოყვითალო-მომწვანო შეფერილობისაა.
გულმკერდის წინა ზედაპირზე, მარჯვენა მხარეს, ნეკნთა რკალიდან 4 სმ-ით
დაშორებით, ქვევით, აღინიშნება 8,0 X 4,0 სმ ზომის ოვალური ფორმის
სისხლნაჟღენთი, რომელიც მოყვითალო-ღია ყავისფერი შეფერილობისაა. ოვალში
აშკარად განირჩევა სამი მუქი შინდისფერი წერტილი, რომელიც სამკუთხედის
კუთხეების მსგავსად არის განლაგებულნი.
იმავე მხარეს, იღლიის წინა და იღლიის შუა ხაზებს შორის, 5-6 ნეკნთაშუა
სივრცეების დონეზე აღინიშნება 2,0 X 1,5 ზომის, მოყვითალო-მომწვანო
შეფერილობის სისხლნაჟღენთი, რომელიც პალპატორულად ძლიერ მტკივნეულია.
მარცხენა მუხლის მედიალურ ზედაპირზე აღინიშნება ეპიდერმისის გავრცელებული
მოცილება და გამოხატული ჰიპერემია.
ამგვარად, პაციენტს მიღებული მრავლობითი ტრავმების შედეგად აღენიშნება
სხეულის
ზოგადი
დაჟეჟილობა.
საჭიროებს
სამედიცინო
პერსონალის
მეთვალყურეობას, ნევროპათოლოგის კონსულტაციას და, საჭიროების შემთხვევაში,
ანალგეტიკების მიწოდებას. პაციენტი აღნიშნავს, რომ არც დაზიანების მიყენების
შემდეგ აღუწერია იგი ექიმს და არც კარცერში მოუნახულებია. ამდენად,
აუცილებელია, ადგილობრივმა ექიმმა დაუყოვნებლივ მოინახულოს პაციენტი და
გაატაროს ადეკვატური ზომები.
***
გამოსაკვლევი პირის
გვარი და სახელი
დაბადების თარიღი
ს. კობა
1977
916
დანართი # 5
წამების აკრძალვა
გამოკვლევის ადგილი
გამოკვლევის თარიღი
დაწყების დრო
დასრულების დრო
N6 საპყრობილის, საერთო და მკაცრი რეჟიმის
დაწესებულება (ქ. რუსთავი)
9 მარტი, 2009 წ.
19:30
19:50
გამოსაკვლევი პირის გადმოცემით, 2009 წლის 3 მარტს, ქსნის N7 საერთო, მკაცრი და
საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებაში, ერთ-ერთი მსჯავრდებულის ჩხრეკის
დროს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და დაწესებულების თანამშრომლებს
შორის მოხდა კონფლიქტი. აღნიშნული ინციდენტი დაწესებულების ერთ-ერთი
თანამშრომლის მიერ დაფიქსირებულ იქნა ვიდეოკამერაზე. მოგვიანებით,
კონფლიქტის
ძირითადი
ეტაპის
ამოწურვის
შემდეგ,
დაწესებულების
ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, მისი ინფორმაციით, უყურეს ფირს,
რომელზეც ჩანდა კობა ს. და აღნიშნულის გამო გადაიყვანეს ადმინისტრაციულ
კორპუსში, დაახლოებით შუადღის 2 საათზე, სადაც განხორციელდა მასზე
ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რომლის დროსაც მან მიიღო სხეულის
სხვადასხვა მიდამოს დაზიანებები. პაციენტის გადმოცემით, მას სცემდნენ
წიხლებით, დააგდეს ძირს. სცემდნენ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. მასზე
ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილეობდა დაახლოებით 15-20 პირი.
პაციენტის გასინჯვა მოხდა ხელოვნური განათების პირობებში.
ზურგის მიდამოს მარცხენა ნახევარში, ბეჭის ძვლის მედიალურ კიდესთან, უკანა
შუა ხაზიდან 4 სმ-ით დაშორებით აღენიშნება სამკუთხედის ფორმის
სისხლნაჟღენთი. სამკუთხედი ფუძით მიმართულია ზემოთ, მწვერვალოთი ქვემოთ.
ზედა კიდე - 1,2 სმ, მედიალური კიდე 2,7 სმ, ლატერალური კიდე 2,2 სმ.
სისხლნაჟღენთი მომწვანო-მოყვითალო ფერისაა. სამკუთხედის შიგნით აღინიშნება 6
წერტილოვანი, მუქი ალუბლისფერი უბანი. პაციენტის განმარტებით, აღნიშნული
დაზიანება მიაყენეს წიხლის ჩარტყმით. ხერხემლის სვეტის კისტის, გულმკერდისა
და ნაწილობრივ წელის მალების წვეტიანი იოგების ჩამოყოლებაზე, პაციენტს
შეხებით აღენიშნება ჰიპერესთეზია და ტკივილი.
ხერხემლის შუა ხაზზე, გულმკერდის 4-5 მალის შესაბამის ნეკნებთან შესახსრების
დონიდან დაახლოებით 5 სმ-ით ლატერალურად მარცხნივ, აღინიშნება მუქი
მოყავისფრო-მოყვითალო შეფერილობის ოვალური ფორმის სისხლნაჟღენთი ზომით
3 X 2. დაზიანება შეხებით ძლიერ მტკივნეულია.
პაციენტს გულმკერდის წინა და გვერდით ზედაპირებზე აღენიშნება ტკივილი.
ტკივილის ინტენსივობა მაქსიმალურია მარჯვნივ 9-10 ნეკნთაშუა სივრცეების
მიმდებარედ, იღლიის წინა ხაზზე.
გულმკერდის წინა ზედაპირზე ასევე პალპაციით ძლიერ მტკივნეულია რბილი
ქსოვილები 7-10 ნეკნების საპროექციო არეში მედიოკლავიკულურიდან იღლიის წინა
ხაზამდე მიდამოში. ამავე მხარეს სუნთქვისას ზოგავს გულმკერდს. სუნთქვითი
მოძრაობები შეზღუდულია, ასიმეტრიულია.
917
დანართი # 5
წამების აკრძალვა
მარჯვენა მტევანზე, 1 თითის საფრჩხილე ფალანგზე, ფრჩხილის საწოლში
აღინიშნება უსწორმასწორო კიდეების, მუქი ლურჯიდან შავ შეფერილობაში
გარდამავალი ფრჩხილქვეშა სისხლჩაქცევები, რომლებიც პრაქტიკულად სრულად
იკავებს ფრჩხილის ქვემო ნახევარს. შეხებით ძლიერ მტკივნეულია. პაციენტის
გადმოცემით აღნიშნული დაზიანება მიაყენეს ცემის დროს. იმავე მტევნის
დორსალურ ზედაპირზე, ცერის გრძელი გამშლელი კუნთის მყესის პროექციაზე და
მისგან მედიალურად აღინიშნება გავრცელებული, ღია ყავისფერიდან მოყვითალომომწვანო ფერში გარდამავალი სისხლნაჟღენთი, რომელიც შეხებით ზომიერად
მტკივნეულია.
პაციენტს, შუბლ-თხემ-კეფის მიდამოში, მარჯვენა წარბზედა რკალიდა ზემოთ
აღენიშნება 0,9 X 0,4 ზომის, სადა კონტურების მქონე მოვარდისფრო დაზიანება.
აღნიშნულ მიდამოში ეპიდერმისი აცლილია, მედიალურად აღინიშნება მუქი
ალუბლისფერი წერტილოვანი უბანი.
იმავე მხარეს, შუბლის ძვლისა და მარჯვენა თხემის ძვლის შესახსრების მიმდებარედ,
თავის თმოვანი საფარველის კიდეზე და მისგან ლატერალურად აღინიშნება მოგრძო
ფორმის 1,0 X 0,4 სმ სისხლნაჟღენთი.
ფილტვების აუსკულტაციით მოისმის ვეზიკულური სუნთქვა; ოდნავ შესუსტებული
გულმკერდის მარჯვენა ნახევრის ქვემო წილში. ღრმა ჩასუნთქვა გაძნელებულია.
პასტერნაცკის ნიშანი ორივე მხარეს უარყოფითია. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი
ასევე აღნიშნავს ტრავმის მიღებას ორივე მხარეს ფერდქვეშა მიდამოებში. ჰემატურია
არ ჰქონია. პაციენტის გადმოცემით, წელს ქვევით პრაქტიკულად არ ურტყამდნენ.
ამგვარად, პაციენტს აღენიშნება სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა. მიზანშეწონილია,
კონსულტირებული იყოს ნევროპათოლოგის მიერ, საჭიროებისას მიეცეს
ანალგეზიური საშუალებები, იმყოფებოდეს მედპერსონალის მუდმივი კონტროლის
პირობებში.
***
გამოსაკვლევი პირის
გვარი და სახელი
დაბადების თარიღი
გამოკვლევის ადგილი
გამოკვლევის თარიღი
დაწყების დრო
დასრულების დრო
მ. კახა
1974
N6 საპყრობილის, საერთო და მკაცრი რეჟიმის
დაწესებულება (ქ. რუსთავი)
9 მარტი, 2009 წ.
20:30
20:50
918
დანართი # 5
წამების აკრძალვა
პაციენტი უჩივის ტკივილს სხეულის სვადასხვა მიდამოში, განსაკუთრებით
გულკერდის მარცხენა ნახევარში; მოძრაობის შეზღუდვას (ტკივილის გამო),
სუნთქვის გაძნელებას, გულისრევის შეგრძნებას, თავის ტკივილს, განსაკუთრებით
კეფის მიდამოში.
გამოსაკვლევი პირის გადმოცემით, 2009 წლის 3 მარტს, ქსანის N7 საერთო, მკაცრი და
დაწესებულების რეჟიმის დაწესებულებაში, სადაც იგი იმ პერიოდისათვის
იმყოფებოდა, მოხდა ინციდენტი, რა დროსაც მიიღო სხეულის სხვადასხვა მიდამოს
დაზიანებები. გამოსაკვლევი პირი აღნიშნავს, რომ იგი ორჯერ სცემეს
დაწესებულების თანამშრომლებმა. პირველად მის საცხოვრებელ ადგილში მას
სცემდა 4 პირი; დააგდეს ძირს პირქვე, დაასხდნენ ზემოდან. ამ დროს იგი იფარებდა
სახეზე ხელებს, რათა დაეცვა თავი დაზიანებებისაგან. მას აყენებდნენ დაზიანებებს
მუშტით, წიხლით, იდაყვით. შემდგომ დაწესებულების ადმინისტრაციულ
კორპუსში გადაიყვანეს. ამ დროს კი მას ერთ-ერთმა თანამშრომელმა სახეში
შემოარტყა გაშლილი მტევანი, რა დროსაც გაუსკდა ტუჩი და აღენიშნა სისხლდენა.
ცემის პროცესში მას გონება არ დაუკარგავს. მიუხედავად იმისა, რომ გამოსაკვლევმა
პირმა ცემის დროს დარტყმები მიიღო ასევე თირკმელების საპროექციო არეში,
ჰემატურია არ ჰქონია.
პაციენტის გასინჯვა წარიმართა ხელოვნური განათების პირობებში.
დათვალიერდა სხეული. გამოსაკვლევ პირს, ზურგის მიდამოში, კისრის
წარზიდული მალიდან 4 სმ-ით ქვემოთ, მარჯვენა მხარეს, აღენიშნება მომწვანომოყვითალო ფერის სისხლნაჟღენთი, რომლის ცენტრი მუქი შინდისფერია, ზომით
1,5 X 0,9.
ზურგის მარცხენა ნახევარში, 6-8 ნეკნთაშუა სივრცეების პროექციაზე, იღლის შუა და
უკანა ხაზების ფარგლებში აღინიშნება გავრცელებული, მოყვითალო-მუქი
შეფერილობის სისხლნაჟღენთი, რომელიც პალპაციით ძლიერ მტკივნეულია.
ზედა ტუჩის მარჯვენა ნახევარში, შიგნითა, ლორწოვანისმხრივ ზედაპირზე
აღინიშნება ლორწოვანის გავრცელებული ნათხემი, ზედა ნაწილში აღინიშნება
ზერელე წყლული, რომლის შეხორცება დაწყებულია.
მარჯვენა მუხლქვეშა ფოსოსთან აღინიშნება ოვალური ფორმის, უსწორო,
დაკბილულკიდეებიანი 3 X 1,5 სმ. ზომის, კანის ზედაპირიდან მკვეთრად
წამოწეული ღრმა ნაჭდევი. ნაჭდევის ცენტრი დაფარულია ფუფხით, პერიფერიაზე
მოწითალო-მოვარდისფრო შეფერილობისაა. ნაჭდევის მიმდებარედ აღინიშნება
ეპიდერმისის აშრევება.
მარჯვენა წვივის ლატერალურ ზედაპირზე, კვირისტავის კიდიდან 5 სმ-ით ქვემოთ,
აღინიშნება 1,5 X 0,8 ზომის უსწორმასროროკიდეებიანი ნაჭდევი. მის მიმდებარედ
ეპიდერმისი მოცილებულია და თეთრი ფერისაა, ხოლო თვით ნაჭდევი მოწითალო
შეფერილობისაა.
919
დანართი # 5
წამების აკრძალვა
მარცხენა მხარეს, თეძოს წინა ზედა წვეტიდან 12 სმ-ით ქვემოთ, აღინიშნება მუქი
მოყვითალო, პერიფერიაზე მოყავისფრო შეფერილობის სისხლნაჟღენთი, რომელიც
ხელით ზეწოლისას ზომიერად მტკივნეულია.
მარცხენა ბეჭის ქვემო კიდესთან აღინიშნება მუქი მოიისფრო შეფერილობის
სისხლნაჟღენთი, რომელიც ხელის შეხებით მტკივნეულია. პაციენტი უჩივის ასევე
ძლიერ ტკივილს მარცხენა ნეკნთა რკალის გასწვრივ.
მარჯვენა იდაყვის უკანა მიდამოში, ოლეკრანონის მიმდებარედ, აღინიშნება
რამდენიმე, უსწორმასწორო კიდეების მქონე მოწითალო-მოვარდისფრო ფერის
ნაჭდევები, რომლებიც, პაციენტის გამოკვლევით, მიაყენეს იატაკზე გახოხების
შედეგად.
მარჯვენა მხარეს, მკერდ-ლავიწ-დვრილისებური კუნთის უკანა კიდესთან, კუნთის
ლავიწთან მიმაგრების ადგილიდან დაახლოებით 5 სმ-ით ზევით, აღინიშნება განივი
ნაჭდევი.
თავის ქალაზე, მარცხენა თხემის ძვლის შუბლის ძვალთან შესახსრების მიმდებარედ,
თავის თმოვანი საფარველი ნაწილობრივად ფარავს კოპს, რომელიც მკვეთრადაა
წამოწეული ზედაპირიდან, ხელის დაჭერით ძლიერ მტკივნეულია.
გულმკერდი ოვალური ფორმის, აუსკულტაციით
სუნთქვა, თანაბრად ტარდება ორივე მხარეს.
მოისმინება
ვეზიკულური
ამგვარად, პაციენტს აღენიშნება სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა, სხეულის
სხვადასხვა მიდამოს ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები. გამოსაკვლევი პირის
გადმოცემით, მას უკვე ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა სხეულზე
არსებული დაზიანებების გამო.
მიზანშეწონილად
მიმაჩნია,
ჩატარდეს
ნევროპათოლოგის
კონსულტაცია;
საჭიროების შემთხვევაში, მიეცეს ანალგეტიკები; აუცილებელია სამედიცინო
პერსონალის მეთვალყურეობა.
***
გამოსაკვლევი პირის
გვარი და სახელი
დაბადების თარიღი
გამოკვლევის ადგილი
გამოკვლევის თარიღი
დაწყების დრო
დასრულების დრო
ბ. მანუჩარი
29 წლის
N6 საპყრობილის, საერთო და მკაცრი რეჟიმის
დაწესებულება (ქ. რუსთავი)
9 მარტი, 2009 წ.
20:55
21:10
920
დანართი # 5
წამების აკრძალვა
პაციენტი უჩივის თავის ტკივილს, ძლიერ ტკივილს ცხვირის ფუძის არეში, ტკივილს
კისრის და მარჯვენა ბეჭის მიდამოში, გულისრევის შეგრძნებას, თავბრუსხვევას.
პაციენტის გადმოცემით, ორჯერ აღენიშნა პირღებინება. პაციენტს სხეულზე
აღენიშნება სხვადასხვა ხასიათისა და ლოკალიზაციის დაზიანებები, რომლებიც,
მისივე გადმოცემით, მიაყენეს ქსნის N7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის
დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტის დროს. პაციენტის გადმოცემით, იგი სცემეს
ციხის თანამშრომლებმა დაწესებულების ადმინისტრაციულ შენობაში გადაყვანის
შემდეგ. დააგდეს ძირს, ურტყამდა დაახლოებით 12-13 პირი. ამ დროს იგი იწვა
პირქვე და დაწესებულების თანამშრომლები მას ურტყამდნენ ხელებით, ფეხებით და
იდაყვებით; ასევე, როგორც გაშლილი მტევნით, ისე მუშტებით. პაციენტის
გადმოცემით, ამ დროს მის წინააღმდეგ ხელკეტი ან სხვა რაიმე სახის იარაღი არ
გამოუყენებიათ. ცემის პროცესი გაგრძელდა დაახლოებით 5-10 წუთის
განმავლობაში. ამის შემდეგ გამოიყვანეს იმ ოთახიდან, სადაც სცემეს და სხვებთან
ერთად დააყენეს დერეფანში, პირით კედლისკენ. ამ დროს, პაციენტის გადმოცემით,
„ვინც გაივლიდა, გამოივლიდა, ყველა გვირტყამდა“.
პაციენტის გამოკვლევა ჩატარდა ხელოვნური განათების პირობებში.
ზურგის მიდამოში, წელის 2 მალის დონეზე, ხერხემლის შუა ხაზიდან 3,5 სმ-ით
მარჯვნივ, აღინიშნება 1,0 X 0,8 სმ ზომის ტოლგვერდა სამკუთხედის ფორმის
სისხლნაჟღენთი, რომლის ცენტრი მუქი ალუბლისფერი შეფერილობისაა, ხოლო
პერიფერიაზე მოყვითალო-მოყავისფრო შეფერილობისაა.
წელის 1 მალის დონეზე, ხერხემლის შუა ხაზიდან მარცხნივ, დაახლოებით 6,5 სმ-ის
დაშორებით, აღინიშნება წაგრძელებული, მომრგვალებულკიდეებიანი მართკუთხა
ფორმის სისხლნაჟღენთი ზომით 1 X 0,5 სმ. აღნიშნული დაზიანების ცენტრი მუქი
შეფერილობისაა, ხოლო პერიფერიაზე – ვარდისფერია.
გულმკერდის წინა ზედაპირზე, საუღლე ფოსოს მარჯვნივ, მკერდ ლავიწდვრილისებური კუნთის აყოლებაზე და პროექციაზე, აღინიშნება მრავლობითი
წერტილოვანი სისხლჩაქცევები, ხოლო ლავიწის ძვლის სამკერდე ბოლოს მკერდის
ძვლის ტართან შესახსრების ადგილას მკვეთრად გამოხატული ჰიპერემიული უბანი
აღინიშნება.
მარცხენა ლავიწქვედა მიდამოში, საუღლე ფოსოდან 5 სმ-ით ლატერალურად,
აღინიშნება მუქი იისფერი შეფერილობის წაგრძელებულ ოვალური სისხლნაჟღენთი,
რომელიც იმგვარად მდებარეობს, რომ მიემართება უკნიდან წინ, ზემოდან ქვევით და
მარჯვნიდან
მარცხნივ.
ოვალური
სისხლნაჟღენთის
კონტურის
სიგრძეა
დაახლოებით 4,0 -სმ.
პაციენტი მიუთითებს და პალპაციით ძლიერ მტკივნეულია მარცხენა მხარეს თეძოწვივის ტრაქტის მთელი პროექცია, განსაკუთრებით ბარძაყის შუა მესამედში.
921
დანართი # 5
წამების აკრძალვა
პაციენტს აღენიშნება ქსოვილთა შეშუპება და ძლიერი მტკივნეულობა ცხვირის
ფუძის მიდამოში. ხელით გასინჯვით საფიქრებელია, რომ ცხვირის ძვლების
მოტეხილობა არ აღინიშნება.
გულმკერდი ოვალური ფორმის, აუსკულტაციით მოისმინება ვეზიკულური
სუნთქვა, თანაბრად ტარდება ორივე მხარეს. პაციენტი გასინჯვის მომენტისთვის
უჩივის თავბრუსხვევას, თავის ტკივილს და გულისრევის შეგრძნებას. გასინჯვისას
აღენიშნება ჰორიზონტალური ნისტაგმი. აქედან გამომდინარე, საფიქრებელია, რომ
გარდა სხეულის ზოგადი დაჟეჟილობისა, საქმე გვქონდეს თავის ტვინის
შერყევასთან, რის გამოც მიზანშეწონილად მიმაჩნია, პაციენტი კონსულტირებული
იყოს ექიმ ნევროპათოლოგის მიერ.
***
გამოსაკვლევი პირის
გვარი და სახელი
დაბადების თარიღი
გამოკვლევის ადგილი
გამოკვლევის თარიღი
დაწყების დრო
დასრულების დრო
კ. ემზარი
28 წლის
N6 საპყრობილის, საერთო და მკაცრი რეჟიმის
დაწესებულება (ქ. რუსთავი)
9 მარტი, 2009 წ.
21:15
21:30
პაციენტის გადმოცემით, 2009 წლის 3 მარტს მას ფიზიკურად გაუსწორდნენ ქსნის N7
საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებაში, სადაც სცემეს სამჯერ:
პირველად მისსავე საცხოვრებელ ზონაში, შემდეგ სამორიგეოში და ბოლოს
ადმინისტრაციულ კორპუსში. ზონაში და სამორიგეოში მისი ცემა განახორციელა
სამ-სამმა თანამშრომელმა, ხოლო ადმინისტრაციულ შენობაში მომხდარი ფაქტის
დროს მას ურტყამდა 15-მდე პირი. პაციენტის გადმოცემით, ამ მომენტისათვის იგი
დააგდეს ძირს, ხან ზურგზე იწვა, ხან – პირქვე. ამ დროს მან დარტყმები მიიღო სახის
მიდამოშიც. ადმინისტრაციულ შენობაში მომხდარ ცემაში, პაციენტის გადმოცემით,
ასევე მონაწილეობდა დაწესებულების დირექტორის მოადგილე „კობა“, რომელმაც
ერთ-ერთ პატიმარს „შემოახია ჟაკეტი-დუბლიონკა, ხელზე დაიხვია და მირტყამდა
სახეში. ეს იმიტომ გააკეთა, რომ ნაცემი ნაკლებად დამტყობოდა“.
პაციენტი უჩივის თავის ტკივილს, ასევე ტკივილს მარცხენა ყვრიმალის პროექციაზე,
და მარცხენა გვერდში. თავის ტკივილი ტრავმის მიღებიდან პირველ დღეებში იყო
ტოტალური, ამჟამად კი აღენიშნება მხოლოდ თავის იმ უბნებში, რომლებშიც მიადგა
ტრავმა. პაციენტი ასევე უჩივის გულისრევის შეგრძნებას და თვაბრუსხვევას.
ერთჯერადად აღენიშნა პირღებინება - „რომ წამომიყვანეს, მაშინ“. პაციენტის
გადმოცემით, მას ურტყამდნენ ასევე თირკმელების მიდამოში, თუმცა ამის შედგომ
ჰემატურია არ შეუნიშნავს.
922
დანართი # 5
წამების აკრძალვა
პაციენტის გამოკვლევა წარიმართა ხელოვნური განათების პირობებში.
სახის მიდამოში, მრცხენა თვალბუდის ირგვლივ აღინიშნება პერიორბიტული
ჰემატომა, რომელიც განსაკუთრებით ინტენსიურია მარცხენა ქვემო ქუთუთოს არეში
და კარგად ვიზუალიზდება თვალის დახუჭვის შემდეგ. განსაკუთრებით მკვეთრად
ჩანს უსწორმასწოროკიდეებიანი, ოვალური, წაგრძელებული უბანი, რომელიც მუქი
ალუბლისფერიდან მუქ იისფერში და პერიფერიაზე მომწვანო-მოყვითალო
შეფერილობაში გადადის. პერიორბიტული ჰემატომა განსაკუთრებით კარგად
ვიზუალიზდება ასევე ლატერალურად - ზედა ქუთუთოზე. მისი ყველაზე მკვეთრი
უბანი შემოფარგლული, მუქი ალუბლისფერი შეფერილობისაა, ზომით 2,0 X 1,5 სმ.
ცხვირის ფუძე, განსაკუთრებით მარჯვენა მხარეს, ძლიერ შეშუპებული და
დახედვით დეფორმულია. ალაგ-ალაგ აღინიშნება შემოფარგლული, მუქი
ალუბლისფერი უბნები. პალპაციით ძლიერ მტკივნეულია და ტკივილის გამო
სრული გასინჯვა ვერ ხერხდება.
მარცხენა თხემის ძვალზე აღინიშნება კოპი, რომელიც წაბლის ოდენაა, მკვეთრად
წამოწეულია ზედაპირიდან, დაფარულია თმოვანი საფარველით. ხელით ზეწოლით
გამოიწვევა ძლიერი მტკივნეულობა.
მენჯის მარცხენა მხარეს, თეძოს ფრთის მიმდებარედ, აღინიშნება დაახლოებით 1,5-2
სმ სიგრძის ნაჭდევი, რომლის ზედაპირი ალაგ-ალაგ დაფარულია ფუფხით. ნაჭდევი
წამოწეულია მკვეთრად, ირგვლივ ეპიდერმისი მოცილებულია.
იღლიის შუა და უკანა ხაზებს შორის, 5-6 ნეკნთაშუა სივრცეების პროექციაზე,
აღინიშნება მუქი მოყვითალო - მომწვანოში გარდამავალი ფერის სისხლნაჟღენთი,
რომელიც უსწორმასწორო კონტურებისაა, ზომით 3,5 X 2,5 სმ. აღნიშნული უბანი
ხელის შეხებით მტკივნეულია.
გულმკერდი ოვალური ფორმის, აუსკულტაციით მოისმინება ვეზიკულური
სუნთქვა, თანაბრად ტარდება ორივე მხარეს, თუმცა ღრმად სუნთქვისას პაციენტი
ზღუდავს ფილტვების ექსკურსიას.
ამგვარად, პაციენტს თავის და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში აღენიშნება
დაზიანებები, სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა. მიზანშეწონილად მიმაჩნია, პაციენტი
კონსულტირებულ იქნას ნევროპათოლოგის, ასევე ოტორინოლარინგოლოგის მიერ.
აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა.
923
დანართი # 7 სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულება
დანართი #6
სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულება
თბილისში 1991–1992 წლების დეკემბერ–იანვრის მოვლენების შედეგად
დაზარალებული ოჯახების საქმე
2008 წლის 4 მარტს სახალხო დამცველს, სასამართლო გადაწყვეტილების
აღუსრულებლობის თაობაზე, განცხადებით (#326-ოფ) მიმართა 1991–1992 წლების
დეკემბერ–იანვრის
მოვლენების
შედეგად
დაზარალებულ
თბილისელთა
რეაბილიტაციის
სახელმწიფო
პროგრამის
შესრულების
საზოგადოებრივი
კონტროლის კომისიის თავმჯდომარემ ქალბატონმა ნინო ჯანდიერმა.
1991–1992 წლების დეკემბერ–იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული
მოსახლეობის რეაბილიტაციისათვის გასულ წლებში საქართველოს პრეზიდენტმა
და ქალაქ თბილისის მერიამ გამოსცა არაერთი სამართლებრივი აქტი, რომლითაც
დამტკიცებულ იქნა დაზარალებული მოსახლეობის რეაბილიტაციის და მიყენებული
მატერიალური ზიანის ანაზღაურების პროგრამები. მაგრამ, სხვადასხვა მიზეზების
გამო, დაზარალებული ოჯახებისათვის ზიანი დღემდე არ არის სრულად
ანაზღაურებული.
თბილისის
საოლქო
სასამართლოს
ადმინისტრაციული
სამართლისა
და
საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმე
#3ა/87), 1991–1992 წლების დეკემბერ–იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული
პირების, სულ 157 მოსარჩელის, მოთხოვნა დაკმაყოფილდა და საქართველოს
ფინანსთა სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიას სოლიდარულად დაეკისრათ
მოსარჩელეებისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის, მთლიანობაში 4 606 845
აშშ დოლარის, ანაზღაურება ეროვნულ ვალუტაში, თითოეული მოსარჩელისათვის
სასამართლოს
გადაწყვეტილების
სარეზოლუციო
ნაწილში
მითითებული
ოდენობით.
თბილისის
საოლქო
სასამართლოს
ადმინისტრაციული
სამართლისა
და
საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ მოსარჩელეების სასარგებლოდ მიღებული
სასამართლო გადაწყვეტილება 2003 წლიდან შესულია კანონიერ ძალაში და
სათანადო დოკუმენტაცია, სააღსრულებო ფურცლებთან ერთად წარდგენილია
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტში.
სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, 2007 წლის 20
ივლისს, ქალაქ თბილისის მთავრობამ გამოსცა დადგენილება #15.04.401, რომლითაც
924
დანართი # 7 სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულება
განისაზღვრა ქალაქ თბილისის მერიაზე (ასევე, საქართველოს ფინანსთა
სამინისტროზე) სოლიდარულად დაკისრებული თანხების დაზარალებულ
მოქალაქეებზე ქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფის რიგითობა, ყოველ კვარტალში
თანხის გადარიცხვის დრო, თანხის ოდენობა და სხვა.
დადგენილების მიღებასთან ერთად დამტკიცდა დანართი, რომელშიც ცხრილის
სახით აისახა ქალაქის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ
დარჩენილი ფინანსური ვალდებულებები 2007 წლის პირველი ივნისის
მდგომარეობით. მატერიალური ზარალის ანაზღაურების ამსახველი ცხრილიდან
იკვეთება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დარჩენილი დავალიანება
ბევრად აღემატებოდა ქალაქის მერიაზე რიცხულ დავალიანებას. ანუ რიგ
შემთხვევებში, დაზარალებული მოქალაქეებისათვის საქართველოს ფინანსთა
სამინისტროდან გასაცემი თანხა (თითოეულ მოქალაქეზე რიცხული საერთო
დავალიანების ნახევარი) საერთოდ არ იყო გაცემული, ან გაცემულია თანხის
მხოლოდ მცირედი ნაწილი. განმცხადებელთა განმარტებით, სააღსრულებო
დეპარტამენტმა მხოლოდ ცნობილ ადამიანებს მიანიჭა უპირატესობა და
თავდაპირველად, მხოლოდ მათ აუნაზღაურეს სრულად მიყენებული მატერიალური
ზიანი (შესაბამისი დოკუმენტი ინახება საქმის მასალებში).
რა თქმა უნდა, მისასალმებელია, როდესაც სრულად კმაყოფილდება კრედიტორთა
კანონიერი მოთხოვნები, მაგრამ ზოგიერთი მათგანისათვის რაიმე ნიშნით
უპირატესობის მინიჭება და მხოლოდ მათი უფლებების სრულყოფილად აღდგენა
წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის
ევროპული კონვენციის მე–6 და მე–14 მუხლების დარღვევას.
მიუხედავად იმისა, რომ მოვალე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ
გასულ წლებში დაიწყო იძულებითი აღსრულების ღონისძიებები (როგორც ზემოთ
აღინიშნა ასეთ შემთხვევაში სასამართლო აღმასრულებელი უფლებამოსილია
წარადგინოს საინკასო დავალება მოვალე საბიუჯეტო ორგანიზაციის საბანკო
ანგარიშზე თანხის უდაო ჩამოჭრის მიზნით), კომისიის თავმჯდომარე ნინო
ჯანდიერი მიუთითებს, რომ კრედიტორთა სასარგებლოდ მიღებული სასამართლო
გადაწყვეტილება დღემდე არ აღსრულებულა და საქართველოს ფინანსთა
სამინისტრო განზრახ არიდებს თავს სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული
ვალდებულების შესრულებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის 21-ე მუხლის “ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო
დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
საარსრულებო
დეპარტამენტს,
გამოეყენებინათ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე–17
მუხლის მე–4 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იძულებითი
აღსრულების ღონისძიებები და მიეღოთ ყველა კანონიერი ზომა სასამართლო
გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის. ასევე, დავალიანების
დასაფარად გამოეყენებინათ “2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“
925
დანართი # 7 სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულება
საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით გათვალისწინებული
საბიუჯეტო ასიგნებები.
რეკომენდაციის
პასუხად
სააღსრულებო
დეპარტამენტმა
გვაცნობა,
რომ
სააღსრულებო ფურცელი გადაეცა განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა
აღსასრულებლად შექმნილ სპეციალურ ჯგუფს და გადაწყვეტილების აღსრულების
უზრუნველსაყოფად „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე–
17 მუხლის მე–4 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ეტაპობრივად მიმდინარეობს
საინკასო დავალებების წარდგენა, მოვალისაგან თანხის უდავო წესით ჩამოჭრის
მიზნით.
აპოლონ გადელიას საქმე
2008 წლის 28 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა
მოქალაქე აპოლონ გადელიამ სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის
თაობაზე.
სახალხო დამცველის აპარატში წარმოდგენილი განცხადებიდან და თანდართული
დოკუმენტებიდან გამოირკვა, რომ 2002 წლის 26 სექტემბერს ქალაქ თბილისის
მთავრობამ მიიღო დადგენილება თბილისში ინჟინრის ქუჩის #8/6-ში #6 საავტორო
სკოლასა და ვირსალაძის ქუჩის #8–ში მდებარე საცხოვრებელ სახლს შორის,
მოქალაქე აპოლონ გადელიას საკუთრებაში არსებული გარაჟის გარშემო არსებული
220 კვ.მ მიწის ნაკვეთის აპოლონ გადელიასათვის პირდაპირი განკარგვის წესით
გადაცემის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის წინაშე შუამდგომლობის აღძვრის
შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 13 მარტის #273–ე განკარგულების თანახმად,
აპოლონ გადელიას ნება დაერთო, პირდაპირი განკარგვის წესით შეეძინა თბილისში,
#6 საავტორო სკოლასა და ვირსალაძის ქუჩის #8–ში მდებარე საცხოვრებელ სახლს
შორის მის საკუთრებაში არსებული გარაჟის გარშემო არსებული 220 კვ.მ მიწის
ნაკვეთი კეთილმოწყობის მიზნით. ამავე განკარგულების მეორე პუნქტის მიხედვით,
ქალაქ თბილისის მერიას (ი.ზოდელავა) დაევალა აპოლონ გადელიას მიერ
შესყიდვისა და სათანადო დოკუმენტაციის შედგენის შემდეგ ერთ თვეში
უზრუნველეყო მიწის ნაკვეთის შესყიდვის გაფორმება.
2004 წლის 20 თებერვალს აპოლონ გადელიამ გადაიხადა მიწის ნაკვეთის
ღირებულება 2244 (ორიათასორას ორმოცდაოთხი) ლარი და 50 თეთრი თბილისის
თვითმმართველობის ორგანოს საკრებულოს მიერ დაწესებული ტარიფის მიხედვით
და თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილი იქნა მიწის
ნაკვეთის გეგმა, რომელიც დამტკიცდა თბილისის მთავარი არქიტექტორის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით და უძრავ ნივთებზე საკუთრების
მოპოვებისათვის კანონით განსაზღვრული წესით შეძენილი მიწის ნაკვეთის საჯარო
რეესტრში რეგისტრაცია აპოლონ გადელიამ ვერ მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ
მრავალი განცხადება წარადგინა ქალაქის მერიის შესაბამის სამსახურებში, სათანადო
დოკუმენტების მომზადების მოთხოვნით.
926
დანართი # 7 სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულება
თბილისში ინჟინრის ქ.#8/6-ში #6–ე საავტორო სკოლასა და ვირსალაძის ქუჩის #8–ში
მდებარე საცხოვრებელ სახლს შორის, აპოლონ გადელიას საკუთრებაში არსებული
გარაჟის გარშემო 220 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაკანონებასთან დაკავშირებით 2007 წლის
12 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით (#753/04–4/0198–07)
მიმართა ქალაქ თბილისის მერიას, მაგრამ რეკომენდაცია არ იქნა გაზიარებული და
ქალაქის მერიის მიერ ჩატარებული იქნა ახალი (საჯარო) ადმინისტრაციული
წარმოება იმ პირთა მიმართ, რომლებმაც გასულ წლებში შეიძინეს ქალაქ თბილისის
მერიის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთები და არ გაფორმებიათ სათანადო ხელშეკრულებები.
2007 წლის 27 აგვისტოს ქალაქ თბილისის მთავრობამ მიიღო დადგენილება
#18.19.621, რომლითაც ქალაქის მთავრობამ ბათილად ცნო გასულ წლებში მერიის
მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებაში
გადაცემის შესახებ მიღებული
ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტები.
ამასთანავე ქალაქის მთავრობამ დაადგინა, რომ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს
(მათ შორის აპოლონ გადელიას), რომლებსაც ქალაქ თბილისის მთავრობასთან არა
აქვთ გაფორმებული ხელშეკრულებები მიწის ნაკვეთის საკუთრებაში ან
სარგებლობაში გადაცემის შესახებ ან/და საკუთრების ან სარგებლობის უფლება
რეგისტრირებული არა აქვთ საჯარო რეესტრში და რომელთა ნაწილშიც არ
გაუქმებულა ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტები, გაუფორმდეთ სათანადო
ხელშეკრულებები 2007 წლის პირველ დეკემბრამდე, შემდეგი პირობების
შესრულების შემთხვევაში:
„ა) წარმოადგინონ ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების
სამსახურის მიერ გაცემული დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნა;
საქალაქო
ბ) წარმოადგინონ კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დამზადებული მიწის
ნაკვეთის საზღვრები;
გ) წარმოადგინონ ქ.თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის #1–7
გადაწყვეტილებით დადგენილი მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის გადახდის
დამადასტურებელი ქვითარი.“
აღნიშნული ქვეპუნქტით მოქალაქეთა მიერ 2007 წლამდე შესყიდულ მიწის
ნაკვეთებზე გავრცელდა ახალი–მომატებული ტარიფები, ე.ი. ადმინისტრაციულ–
სამართლებრივ აქტს მიენიჭა უკუქმედების ძალა, რაც თავისი სამართლებრივი
არსით იყო კანონსაწინააღმდეგო და აუარესებდა დადგენილებაში მითითებულ
პირთა სამართლებრივ მდგომარეობას (იხ. ქალაქ თბილისის საკრებულოს 2000 წლის
31 მარტის #4–5 გადაწყვეტილება და 2007 წლის 22 იანვრის #1–7 გადაწყვეტილების
მე–3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი).
2008 წლის 3 აპრილს დადგენილების მე–5 და მე–6 პუნქტებში შეტანილი იქნა
ცვლილებები და იგი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. ქალაქ თბილისის მთავრობამ
დაადგინა,
რომ
ხელშეკრულებების
გაფორმება
უნდა
მომხდარიყო
927
დანართი # 7 სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულება
ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დროისათვის მოქმედი საკანონმდებლო
აქტების საფუძველზე და ქალაქის მერიაში წარდგენილი უნდა ყოფილიყო
ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დროისათვის მოქმედი საკანონმდებლო
აქტის საფუძველზე მიწის ნაკვეთისათვის დადგენილი საფასური გადახდის ქვითარი
(მე–5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი).
დადგენილებაში განხორციელებული ცვლილებების პარალელურად თბილისის
საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 აპრილის
გადაწყვეტილებით აპოლონ გადელიას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ,
სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის
მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს #18.19.621 დადგენილების მე–5 პუნქტის „გ“
ქვეპუნქტი, ამავე დადგენილების მე–6, მე–7 და მე–8 პუნქტები მოსარჩელის აპოლონ
გადელიას მიმართ. სასამართლო გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მერიას
დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილი
გამოკვლევისა და შეფასების შედეგად აპოლონ გადელიას მიმართ გამოეცა ახალი
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, თბილისში, ინჟინრის
ქუჩის #8/6–ში #6–ე საავტორო სკოლასა და ვირსალაძის ქუჩის #8–ში მდებარე
საცხოვრებელ სახლს შორის მდებარე 220 კვ.მ მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე,
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის
7 აპრილის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და 2008 წლის 18 ივნისს
მასზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი #3/3220–07, რომელიც წარედგინა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის თბილისის
სააღსრულებო ბიუროს.
(შენიშვნა: სასამართლო გადაწყვეტილებაში და სააღსრულებო ფურცელში მიწის
ნაკვეთის ადგილმდებარეობად მითითებულია ინჟინრის ქუჩა #8/6, ხოლო
ადმინისტრაციული წარმოების მასალებში ინჟინრის ქუჩა #38/6).
2008 წლის 11 აგვისტოს თბილისის სააღსრულებო ბიურომ ქალაქ თბილისის მერიას
გაუგზავნა წინადადება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის
მე–17 მუხლის პირველი პუნქტის და 28–ე მუხლის თანახმად, სასამართლო
გადაწყვეტილების ერთი თვის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.
კრედიტორის განმარტებით, თბილისის სააღსრულებო ბიუროს წინადადება არ
შესრულდა და ქალაქ თბილისის მერის პირველ მოადგილე (ვიცე მერი) მამუკა
ახვლედიანი, რომელსაც ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს
#18.19.621 დადგენილების მე–10 პუნქტის თანახმად, დავალებული ჰქონდა
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე და ქალაქ თბილისის მთავრობის 2008
წლის 3 აპრილის #05.35.220–ე დადგენილების პირველი პუნქტით მინიჭებული
ჰქონდა ხელშეკრულებებზე ხელმოწერის უფლებამოსილება, განზრახ არიდებდა
თავს დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.
928
დანართი # 7 სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულება
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია და საქართველოს
კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „სასამართლოს აქტები
სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ
ტერიტორიაზე.“ სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა არღვევს
კრედიტორის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. გარდა ამისა, საქართველოს
კონსტიტუციით
და
საერთაშორისო
ხელშეკრულებებით
აღიარებული
სასამართლოზე მიმართვის (სამართლიანი სასამართლოს) უფლება თავის არსში
მოიცავს არა მარტო სასამართლოში სარჩელის წარდგენას და სასამართლო
გადაწყვეტილების
მიღებას,
ამასთანავე,
სასამართლო
გადაწყვეტილების
აღსრულებას
და
კრედიტორისათვის
სასამართლოზე
მიმართვისას
გადაწყვეტილების აღსრულების კანონიერ მოლოდინს. აღნიშნული მსჯელობა
ეფუძნება ევროპის სასამართლოს მიერ სასამართლო გადაწყვეტილებათა
აღსრულების შესახებ გაკეთებულ დასკვნებს (უფრო ვრცლად. იხილეთ 2006 წლის 28
ნოემბრის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები
„აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ,“ „ბურდოვი რუსეთის წინააღმდეგ“ და სხვა).
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი
პუნქტის
შესაბამისად:
„სამსახურებრივი
მოვალეობის
შესრულებასთან
დაკავშირებული სასამართლო აღმასრულებლის მოთხოვნები სავალდებულოა ყველა
ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და
ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმისა.“
სასამართლო აღმასრულებელი მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების
განხორციელებისას სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების
სტადიაზე მოქმედებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-17 მუხლის მიხედვით. აღნიშნულ მუხლში კონკრეტულად არის ჩამოთვლილი ის
ღონისძიებები, რომელიც უნდა განახორციელოს სასამართლო აღმასრულებელმა
ფულის და ქონების გადახდევინებისას. რაც შეეხება სასამართლო გადაწყვეტილების
აღსრულებას, რომელიც არ ეხება მოვალისაგან ფულის და ქონების გადახდევინებას,
სასამართლო
აღმასრულებელი
უფლებამოსილია
თვითონ
განსაზღვროს
აღსრულების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებები და იმოქმედოს
“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-7
პუნქტის შესაბამისად.
„სასამართლო აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა
გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს
მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების
შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათ უფლებებისა და კანონიერი
ინტერესების დაცვაში.“
სასამართლომ ქალაქ თბილისის მერიას განუსაზღვრა „საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული
კოდექსით“
ადმინისტრაციული
წარმოებისათვის
გათვალისწინებული ერთთვიანი ვადა, რომელიც თბილისის მერიამ დაარღვია და
სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ მითითებული სასამართლო გადაწყვეტილების
აღუსრულებლობა უხეშად არღვევდა აპოლონ გადელიას უფლებებს.
929
დანართი # 7 სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულება
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს
სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და ქალაქ თბილისის მერიას.
2009 წლის 8 იანვარს ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციამ გვაცნობა, რომ ქალაქ
თბილსის მთავრობის 2008 წლის 22 დეკემბრის #24.36.852–ე დადგენილებით მორიგი
ცვლილებები და დამატებები შევიდა ქალაქ თბილსის მთავრობის 2007 წლის 27
აგვისტოს #18.19.621–ე დადგენილებაში. ცვლილებების თანახმად მიწის ნაკვეთები
უნდა გაუფორმდეს იმ პირებს, რომლებმაც ნაკვეთების შესყიდვისას შესრულებული
აქვთ კანონით დაკისრებული ვალდებულებები და გადახდილი აქვთ მიწის
საფასური (რაც აპოლონ გადელიას შესრულებული აქვს რამდენიმე წლის წინათ).
დადგენილება მიქცეულია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
ელმირა ბ–ს საქმე
2005 წლიდან სახალხო დამცველის აპარატის წარმოებაშია მოქალაქე ელმირა ბ–ს
საქმე სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობასთან დაკავშირებით.
სააღსრულებო ფურცლის თანახმად, მცირეწლოვანი რომან ე. აღსაზრდელად უნდა
იმყოფებოდეს დედასთან, ელმირა ბ–სთან, თუმცა ამ საქმის აღსრულება ვერ
ხერხდებოდა, როგორც მოვალე მხარის ოჯახის წევრების, აგრეთვე ბავშვის
წინააღმდეგობის გამოც, ვინაიდან არასრულწლოვანი რომან ე. ფაქტობრივად არ
იცნობდა დედას.
აღსრულების პროცესი რამდენჯერმე ჩაიშალა მოვალე მხარის ელშატ ე–ს მამის
მახალ ე–ს ბრალით და საქმე გადაეცა იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო
დეპარტამენტს ელშატ ე–ს მიერ 2004 წლის 30 სექტემბრის სასამართლოს
გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტზე. დაკითხვის დროს ელშატ ე.
განმარტავდა, რომ ის არ არის წინააღმდეგი, ბავშვი დედას გადაეცეს, მაგრამ ასეთი
სურვილი თვითონ ბავშვს არ აქვს. ელმირა ბ. კი აცხადებდა, რომ მოვალის ოჯახის
წევრები განზრახ უშლიან ხელს გადაწყვეტილების აღსრულებას და ამისათვის
ბავშვს იყენებენ.
საგამოძიებო დეპარტამენტში, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის
მიზნით, რამდენჯერმე იყო მცდელობა, რომ მომხდარიყო დედის შეხვედრა ბავშვთან
ჯერ კიდევ 2006 წელს, თუმცა შეხვედრები ყოველთვის ჩაიშალა, რადგან მოვალის
ოჯახის წევრებს მცირეწლოვანი რომან ე. არ მოჰყავდათ შეხვედრებზე სხვადასხვა
საბაბით. ამ საქმეში განსაკუთრებით
აქტიურობდა ბავშვის პაპა, მახალ ე,
რომელთანაც უნდა შეთანხმებულიყო ყველა საკითხი, რაც ბავშვს უკავშირდებოდა.
2006 წელს აღნიშნული საქმის გამომძიებელი იყო ავთანდილ ნეფარიძე. საქმეზე
ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, გამოძიებას უნდა უზრუნველეყო
მცირეწლოვანი რომან ე–სა და ელმირა ბ–ს შეხვედრა, რათა დადგენილიყო,
რეალურად უშლიდა თუ არა ხელს ელშატ ე. სასამართლოს გადაწყვეტილების
აღსრულებას, ამასთან შეხვედრას უნდა დასწრებოდა ფსიქოლოგი.
930
დანართი # 7 სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულება
გამომძიებელმა თავისი მოვალეობა ჯეროვნად არ შეასრულა, ვინაიდან მან
არაორგანიზებულად წარმართა აღნიშნული შეხვედრა. ელშატ ე–ს ნათესავების
სიმრავლის გამო, ფსიქოლოგმა ვერ მოახერხა ბავშვთან გასაუბრება. შეხვედრის
მომენტში გამომძიებელი ნებას რთავდა ნებისმიერ პირს, შესულიყო ოთახში, რაც
ხელს უშლიდა საგამოძიებო მოქმედების ნორმალურ მიმდინარეობას. ბავშვის პაპა,
მახალ ე. განზრახ ძაბავდა სიტუაციას, იწვევდა ხმაურს, რათა ბავშვს შეშინებოდა და
ყველანაირად ცდილობდა, რომ ბავშვი დედას არ გაჰკარებოდა, კერძოდ,
შეძახილებით აქეზებდა რომან ე–ს დედის წინააღმდეგ, ჩხუბობდა და ა.შ.
შეხვედრაზე ფსიქოლოგის რეკომენდაციით გადაწყდა, რომ საჭირო იყო ბავშვისა და
დედის შეგუების პროცესი მომხდარიყო ფსიქიატრისა და ფსიქოლოგის
მეთველყურეობით, ხოლო გამომძიებელმა აიღო ვალდებულება, რომ ის დაავალებდა
ელშატ ე–ს, მიეყვანა ბავშვი ყველა კონსულტაციაზე, რაც დაეხმარებოდა გამოძიებას
ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში ანუ გამომძიებელი დააკვირდებოდა,
ნამდვილად უშლიდა თუ არა ელშატ ე. ხელს სასამართლოს გადაწყვეტილების
აღსრულებას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ფსიქოლოგიური დახმარებისათვისათვის მივმართეთ
სოციალურ-ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრს – „ნდობას“, რომელმაც თანხმობა
განაცხადა ელმირა ბ–სა და მისი ვაჟის ფსიქოლოგიურ დახმარებაზე. პირველი
შეხვედრა დაინიშნა 2006 წლის 5 მაისს, თუმცა გამომძიებელმა ავთანდილ ნეფარიძემ
არ უზრუნველყო მოვალე მხარის შეხვედრაზე გამოცხადება იმის გამო, რომ
დაავიწყდა. შესაბამისად, 5 მაისს შეხვედრა არ შედგა და გადაიდო იმავე წლის 10
ივნისამდე. აღნიშნულ დღეს ელშატ ე. გამოცხადდა ოჯახთან, ახლობლებთან და
ადვოკატთან ერთად. ამდენად, ხალხის სიმრავლის გამო, ფსიქოლოგმა ამჯერადაც
ვერ შეძლო მუშაობა. იქ დამსწრეთაგან ყველამ ნათლად დაინახა, რომ ბავშვის პაპამ,
მახალ ე–მ ამჯერადაც ორგანიზებულად ჩაშალა შეხვედის პროცესი. აღსანიშნავია,
რომ გამომძიებელი ნეფარიძე ამ შეხვედრებს არ ესწრებოდა, საერთოდ არ იყო
დაინტერესებული საქმის მიმდინარეობით. მომდევნო შეხვედრა დაინიშნა 2006
წლის 15 ივნისს და გამომძიებელს ეთხოვა, უზრუნველეყო მხოლოდ მამის ელშატ ე–
სა და ბავშვის რომან ე–ს გამოცხადება, თუმცა შეხვედრა არ შედგა, რადგან მოვალე
მხარე ისევ არ გამოცხადდა. როგორც გამომძიებელმა აღნიშნა, იგი ტელეფონით
ესაუბრა მახალ ე–ს, ბავშვის პაპას, რომელმაც უარი განაცხადა ბავშვის
წარმოდგენაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ 2006 წელს ყველა შეხვედრას თვალს ადევნებდნენ სახალხო
დამცველის აპარატის თანამშრომლები - სალომე ვარდიაშვილი, მერი მაღლაფერიძე
და მაია გედევანიშვილი. შეხვედრებს ესწრებოდა თარჯიმანი რამილა ალიევა.
2006 წლის 15 მაისის შემდეგ სამართალდამცავი ორგანოების მიერ ელმირა ბ–ს
საქმესთან დაკავშირებით აღარაფერი გაკეთებულა. მხოლოდ 2008 წელს გაგრძელდა
საქმის გამოძიება, სადაც მოვალე მხარემ, ელშატ ე–ს ადვოკატმა წარმოადგინა
დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დასკვნა. დასკვნაში ნათლად არის
მითითებული, რომ დედამ აუცილებლად უნდა შეიჩვიოს ბავშვი, რასაც ხანგრძლივი
931
დანართი # 7 სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულება
დრო სჭირდება, ამისათვის კი აუცილებელია დედისა და ბავშვის პერიოდული
შეხვედრები. ამ შეხვედრების გარეშე შეუძლებელი იქნება სასამართლოს
გადაწყვეტილების შესრულება, შესაბამისად, ნებისმიერი პირი ვალდებულია, ხელი
შეუწყოს დედისა და ბავშვის შეხვედრებს, რათა აღსრულდეს სასამართლოს
გადაწყვეტილება. ამ რეკომენდაციას იზიარებს სააღსრულებო დეპარტამენტის
საგამოძიებო სამმართველოც და მიაჩნია, რომ ეს შეხვედრები სავალდებულოდ უნდა
განხორციელდეს.
პირველი ასეთი შეხვედრა შედგა 2008 წლის 29 თებერვალს სააღსრულებო
დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოში. ფსიქოლოგ მაია გედევანიშვილის
შეფასებით შეხვედრა საკმაოდ წარმატებული იყო. ბავშვი დედას შეხვდა მშვიდ
გარემოში და დიდხანს ისმენდა ფსიქოლოგის საუბარს. ბავშვმა ფაქტობრივად იმ
დღეს გაიცნო დედა. შემდეგი შეხვედრა ჩაინიშნა 24 აპრილს, რომელიც მოვალე
მხარის ნათესავებისა (კერძოდ პაპა და ბებია) და მათი ადვოკატის, ვენერა
ბურდულის დიდი მცდელობის შედეგად ჩაიშალა (იხ.2008წ.24 აპრილის ოქმი).
ამის შემდეგ მორიგი შეხვედრა შედგა 2008 წლის 15 მაისს მარნეულის
მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველ ქესალოში, საჯარო სკოლაში, სადაც
არასრულწლოვანი რომან ე. სწავლობს. ამ შეხვედრის შესახებ საქართველოს სახალხო
დამცველს აცნობა მოქალაქე ელმირა ბ–მ და სთხოვა, საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატს მონიტორინგი განეხორციელებინა ამ შეხვედრაზე და მასთან
ერთად
მარნეულში
წასულიყვნენ
საქართველოს
სახალხო
დამცველის
რწმუნებულები, ვინაიდან იგი თვითონ აპირებდა შვილის მონახულებას სკოლაში.
15 მაისს ამ პროცესებზე დაკვირვების მიზნით მარნეულში გაემგზავრა სახალხო
დამცველის აპარატის თანამშრომელი – სალომე ვარდიაშვილი. სკოლაში მისვლამდე
ელმირა ბ–მ შეიძინა ტკბილეული მთელი კლასისათვის. სკოლაში მისვლისას
ელმირა ბ–მ მასწავლებელს აუხსნა, რომ იგი იყო რომან ე–ს დედა და მივიდა ბავშვის
მოსანახულებლად, აგრეთვე, სთხოვა, რომ დაეთმო რამდენიმე წუთი ბავშვებისათვის
ტკბილეულის გადასაცემად. ვინაიდან სკოლის დირექტორი და მისი მოადგილეები
ადგილზე არ იმყოფებოდნენ, მასწავლებელმა, ირმა შველიძემ დაუძახა სკოლის
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს. ამ კაცის სახელია ოსმანი (გვარი უცნობია
ჩვენთვის). აღსანიშნავია, რომ ელმირა ბ. ირმა შველიძემაც და ბატონმა ოსმანმაც
მშვიდად მიიღეს, ხოლო ბავშვებს ძალიან გაუხარდათ ტკბილეული. ეს შეხვედრა
ძალიან მშვიდ ვითარებაში წარიმართა და რამდენიმე წუთი გაგრძელდა. იმ დღეს
ბავშვისა და დედის შეხვედრისათვის ხელი ნამდვილად არავის შეუშლია, ამიტომ
ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის სკოლაში არ
იმყოფებოდა ბავშვის პაპა, მახალ ე, რომელიც იქ მუშაობს მოადგილეკოორდინატორად. 15 მაისს სკოლაში ბავშვების, მასწავლებლის, ირმა შველიძისა და
ბატონი ოსმანის გარდა, სალომე ვარდიაშვილს და ელმირა ბ–ს არავინ უნახავთ,
ამდენად, მშვიდ ვითარებაში დატოვეს სკოლა.
სწორედ იმავე დღეს, 15 მაისს, უმალვე, როგორც კი სალომე ვარდიაშვილი დაბრუნდა
მარნეულის მუნიციპალიტეტიდან, მისი ტელეფონის ნომერზე 877 55 33 67
განხორციელდა ზარი შემდეგი ტელეფონის ნომრიდან - 899 77 51 49. მამაკაცი
932
დანართი # 7 სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულება
მეტყველებდა რუსულად. მან განაცხადა, რომ იგი იყო მახალ ე, ის ხმამაღლა
უყვიროდა სალომე ვარდიაშვილს და ეკითხებოდა, რა უფლებით ჩავიდა სოფელში,
რა უფლებით შევიდა სკოლაში. ის ხმამაღლა ყვიროდა, ამიტომ სალომე
ვარდიაშვილს არ მიეცა პასუხის გაცემის შესაძლებლობა. ბოლოს კი დაემუქრა ამ
სიტყვებით: ,,მე ჩამოვალ თბილისში და ნახავ, რაც მოგივაო.“ ამ სიტყვების შემდეგ
ტელეფონი გათიშა, ხოლო სალომე ვარდიაშვილი ცდილობდა, თავად გადაერეკა და
გაერკვია იგი სიტუაციაში, გაეცა პასუხები, თუმცა მახალ ე. ტელეფონს თიშავდა და
აღარ პასუხობდა (აღნიშნულს დაადასტურებს სატელეფონო ამონაწერი).
ამის შემდეგ ელმირა ბ–მ კვლავ მოგვმართა და ითხოვა, რომ საქართველოს სახალხო
დამცველის წარმომადგენლები მორიგი შეხვედრის მოსაწყობად წაყოლოდნენ
სოფელ პირველ ქესალოში 2008 წლის 9 ივნისს. პროცესებზე დაკვირვების მიზნით,
მარნეულის მუნიციპალიტეტში მივლინებით გაემგზავრნენ სახალხო დამცველის
აპარატის თანამშრომლები: სალომე ვარდიაშვილი, გურამ ბენდიანიშვილი, მაია
მოსიძე და მაია გედევანიშვილი.
სკოლის შენობაში შესვლისთანავე უცნობმა მამაკაცმა შეაჩერა ისინი და დაუწყო
გამოკითხვა, ვინ იყვნენ და სკოლაში რატომ მივიდნენ. მათ განუმარტეს, რომ
სახალხო დამცველის წარმომადგენლები იყვნენ და წარუდგინეს რწმუნებები, ხოლო
ელმირა ბ–მ უპასუხა, რომ ის მშობელი იყო. ისინი შევიდნენ სკოლაში და პირდაპირ
გაემართნენ მე–2 სართულისკენ, ამასობაში კიბეებზე წამოეწიათ ბავშვის პაპა, მახალ
ე. და ბავშვის მამიდა, თარანა ე, რომელიც ძალიან აქტიურობდა, რომ რამენაირად
ხელი შეეშალა ბავშვთან შეხვედრაში და აქტიურად ეხმარებოდა მამას, მახალ ე–ს.
ელმირა ბ. და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ავიდნენ მე–2
სართულზე და დერეფანში დაიწყეს ლოდინი, როდის დაირეკებოდა შესვენების
ზარი. ამასობაში მახალ ე, თავის თანხმლებ პირებთან ერთად მიუახლოვდა მათ და
ხმამაღლა დაიწყო ყვირილი, რატომ მივიდნენ, რა უფლება ჰქონდათ სკოლაში
შესვლის, იცრუა, რომ ის იყო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა მოითხოვეს ბრძანება, რითაც
დადასტურებოდა, რომ ის ნამდვილად ასრულებდა მოვალეობას, რაც მან ვერ
წარმოადგინა. ამის შემდეგ მახალ ე–მ დაურეკა დირექტორს და ძალიან მალე სკოლის
დირექტორი, ნურადინ ისმაილოვი გამოცხადდა სკოლაში.
როგორც კი დაირეკა შესვენების ზარი, ელმირა ბ. შევიდა კლასში, სადაც რომან ე.
სწავლობს და იქ მყოფ ბავშვებს გადასცა ბურთები საჩუქრად, თუმცა სახალხო
დამცველის თანამშრომლების მიერ გადაღებულ ვიდეოფირზე კარგად ჩანს, რომ ეს
შეხვედრა კლასში პაპის მახალ ე–ს შემოჭრის შემდეგ მიმდინარეობდა ძალიან
დაძაბულ ვითარებაში. ის ხმამაღლა ლაპარაკობდა, ხოლო მისი შვილი, თარანა ე.
ცდილობდა, როგორმე ბავშვი გაეყვანა კლასიდან. აღსანიშნავია, რომ თარანა ე. არის
ამ სკოლის თანამშრომელი, იქ მუშაობს ლაბორანტად და დამლაგებლად. ფირზე
აგრეთვე კარგად ჩანს, რომ თარანა ე–მ ბავშვს მოჰკიდა ხელი და უნდოდა მისი გარეთ
გაყვანა, მაგრამ ბავშვი ეწინააღმდეგებოდა, არ უნდოდა გასვლა. ამის შემდეგ მან
თავის ძმიშვილს აზერბაიჯანულ ენაზე უყვირა, რომ დედის მიმართ აგრესია
გამოეჩინა, რაც კარგად გაიგონა იქვე მდგომმა ელმირა ბ–მ და იქვე სთხოვა თარანა ე–
ს, რომ ასეთი რაღაცეები ბავშვისთვის არ ესწავლებინა. ეს დაძაბულობა დიდხანს
933
დანართი # 7 სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულება
გაგრძელდა, ვინაიდან მახალ ე. და თარანა ე. დაუსრულებლად ჩხუბობდნენ, რის
შემდეგაც თანარა ე–მ ბავშვს ხელი ჩაჰკიდა და კიბეებისკენ გააქცია, რაც ასევე
აღბეჭდეს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა.
გავესაუბრეთ აგრეთვე სკოლის დირექტორს, ნურადინ ისმაილოვს, რომელმაც
განმარტა, რომ მას არ სურს საოჯახო კონფლიქტის სკოლაში გადმოტანა, ის
წინააღმდეგი იქნება ელმირა ბ–ს სკოლაში მისვლის, თუკი სპეციალური
სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება ამის თაობაზე. აგრეთვე, აღნიშნა, რომ
პირველი ჩამოსვლის შემდეგ სკოლაში იყო ძალიან დაძაბული სიტუაცია, მახალ ე–მ
სრული სკანდალი მოაწყო ამის გამო, ეჩხუბა კლასის დამრიგებელს, რატომ შეუშვა
მშობელი კლასში, რატომ მისცა შესაძლებლობა, ბავშვებისთვის დაერიგებინა
ტკბილეული, რადგან მახალ ე–ს თქმით, ის შეიძლებოდა მავნე და მომწამვლელი
ყოფილიყო ყველასათვის. აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს სახალხო
დამცველის მიერ სკოლის დირექტორისთვის ჩამორთმეული ახსნა–განმარტება.
ამ პრობლემის თაობაზე ახსნა–განმარტებისათვის მივმართეთ, აგრეთვე, ქვემო
ქართლის სააღსრულებო ბიუროს უფროსს, ბატონ დავით ჯაჭვაძეს, რომლის
წარმოებაშიც არის სააღსრულებო საქმე ბავშვის გადაცემის თაობაზე და რომელიც
პირველივე დღიდან თვალს ადევნებს აღნიშნულ სააღსრულებო საქმეს. ჩვენ
დავუსვით შეკითხვები, რატომ არ აღსრულდა დღემდე დასახელებული საქმე და რა
არის ამის ძირითადი მიზეზები. მისი ახსნა–განმარტებიდან ცალსახად გამოიკვეთა,
რომ მიზეზი არის მოვალე მხარის ოჯახის წევრების წინააღმდეგობა, მან აღნიშნა,
რომ ბავშვის პაპას, მახალ ე–ს საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის ამ საქმეში.
პირველად, 2005 წლის 26 ოქტომბერს, აღსრულების პროცესი სწორედ იმის გამო
ჩაიშალა, რომ სოფელში ჩასულ აღმასრულებლებს მოვალის ოჯახში მთელი სოფელი
დახვდა, რომლებიც აგრესიულად იქცეოდნენ. დ.ჯაჭვაძე მიუთითებს: „ძირითადად
აქტიურობდა მახალ ე, ელშატ ე–ს მამა. შეიძლება ითქვას, რომ ის შეფარვით
ხელმძღვანელობდა აღსრულების პროცესის ჩაშლას.“
მეორედ ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურომ ბავშვის გადაცემა სცადა 2005 წლის
28 ოქტომბერს, თუმცა აღმასრულებლის მიერ შედგენილ ოქმში ნათლად არის
მითითებული, რომ მოვალე მხარის წინააღმდეგობის გაწევის გამო სასამართლო
გადაწყვეტილების აღსრულება ვერ მოხერხდა. ამასთან, დავით ჯაჭვაძე იხსენებს,
რომ მეორედ აღსრულება ქალაქ რუსთავში სცადეს, მაგრამ აქაც მთელი სოფელი
ჩამოვიდა, იყო ისევ ხალხმრავლობა და დაძაბულობა. დავით ჯაჭვაძე: „იმ დღეს, 28
ოქტომბერს, მახალ ე. ისევ აქტიურობდა, ყველას მაგივრად ის ლაპარაკობდა, ელშატ
ე–ს ნაცვლად სცემდა პასუხებს და ამით გავლენას ახდენდა ყველაზე“(იხ.იქვე გვ.3-4).
მრავალი წლის დაკვირვებამ ცხადყო, რომ 2004 წლის 30 სექტემბრის სასამართლოს
გადაწყვეტილების აღსრულებას ხელს უშლის მოვალე მხარე, კერძოდ, არამარტო
მოვალე ელშატ ე, არამედ მთლიანად მოვალის ოჯახი. კონკრეტულად კი ყველაზე
დიდი წვლილი მიუძღვის მახალ ე–ს, ბავშვის პაპას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2008 წლის 25 ივნისს საქართველოს სახალხო
დამცველმა რეკომენდაციით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს
934
დანართი # 7 სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულება
თავმჯდომარეს,
ბ–ნ
გიორგი
ობგაიძეს
და
მოითხოვა
იმ
პირთა
სისხლისსამართლებივ
პასუხისგებაში
მიცემა,
ვინც
იკვეთება,
როგორც
ხელისშემშლელი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში.
რეკომენდაციას დანართის სახით თან ახლდა ფაქტების დამადასტურებელი
დოკუმენტები ვიდეო ჩანაწერების სახით, მიუხედავად ამისა, 2008 წლის 15
დეკემბრის წერილით სააღსრულებო ბიურომ გვაცნობა, რომ საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატიდან გადაგზავნილი მასალების შესწავლითა და მოწმეების
დაკითხვით არ დადგინდა მახალ ე–ს კანონსაწინააღმდეგო ქმედება სასამართლო
გადაწყვეტილების აღსრულების ხელის შეშლასთან დაკავშირებით.
საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ასეთი პასუხი ლოგიკას
მოკლებულია, ვინაიდან ამ შემთხვევაში აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ არ
სრულდება სასამართლოს გადაწყვეტილება, თუკი არ არსებობს ხელისშემშლელი
გარემოებები. მაშინ სავარაუდოა, რომ ადგილი აქვს კონკრეტული თანამდებობის
პირთა მხრიდან გულგრილობას და დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ
შესრულებას.
სწორედ ამის შედეგია ის, რომ ბავშვის ბაბუა, მახალ ე. ჯიუტად არ ემორჩილება
კანონის მოთხოვნებს, ხოლო აღსრულების ეროვნული ბიურო კი არაფერს აკეთებს
იმისათვის, რომ აღკვეთოს უკანონობა, უფრო მეტიც თავისი უმოქმედობით
წამქეზებლის როლში გამოდის და კონკრეტულ პირს აძლევს თვითნებობის
შესაძლებლობას. ამის დასტურია ის, რომ 2008 წლის 12 დეკემბერს განხორციელდა
მორიგი ხელშეშლა. სკოლაში მისული ელმირა ბ. თავისივე შვილის მშობელთა
კრებაზე არ შეუშვა მახალ ე–მ, არ მისცა ბავშვთან დაკონტაქტების შესაძლებლობა და
დაემუქრა კიდეც დედას: ,,თუ არ მოისვენებ, ისეთ რამეს გაგიკეთებ, დაგიჭერენ
კიდეცო“ (ბაბუას სიტყვები აღბეჭდილია ვიდეოფირზე. რომელიც ინახება სახალხო
დამცველის აპარატში).
საქმის აღსრულების გაჭიანურებით, რომელიც გამოწვეულია კონკრეტულ პირთა
მიერ უხეში ხელშეშლით, ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის
პირველი პუნქტი და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის
კონვენციის მე-6 (1) პუნქტი, რომლითაც გარანტირებულია ყველა ადამიანისათვის
სამართლიანი სასამართლოს უფლება მისი სამოქალაქო-სამართლებრივი უფლებამოვალეობების განსაზღვრისას. სასამართლოსადმი მიმართვის უფლება არ არის
მხოლოდ თეორიული უფლება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების
მიღებაზე, არამედ გულისხმობს, აგრეთვე, გადაწყვეტილების აღსრულების კანონიერ
მოლოდინს. ევროპის სასამართლო ცალსახად განმარტავს, რომ აღსრულების
პროცესი არის სამართალწარმოების შემადგენელი ნაწილი და უფლება
სასამართლოზე გულისხმობს აღსრულების პროცესის ხელმისაწვდომობასაც.
დარღვეულია ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი, სადაც მითითებულია,
რომ ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას სრულად უნდა იქნეს
გათვალისწინებული ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები. ხოლო ამ ინტერესების
დადგენა შეეძლო ერთადერთ ორგანოს – სასამართლოს, რომელმაც იმთავითვე
ბავშვის საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილის
935
დანართი # 7 სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულება
მიხედვით. ამ დანაწესისა და სასამართლოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ
მოქმედებს მახალ ე, რომელიც ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუშალოს დედისა და
შვილის ურთიერთობას, რაც პირდაპირ და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ბავშვის
ინტერესებს, უარყოფითად აისახება არასრულწლოვანის ფსიქიკაზე. ამავე
კონვენციის მე–18 მუხლში აღნიშნულია, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა
უზრუნველყოს ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და
თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება.
2008 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ფსიქოლოგმა
მაია გედევანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყოველგვარი შეხვედრები,
რომლებიც მისივე რეკომენდაციით ხორციელდებოდა, აზრს მოკლებულია, ისინი
ბავშვით მანიპულირებაა და მხოლოდ საზიანოა მისთვის, რადგან ზიანი მოაქვს 9
წლის ბავშვის ჩამოუყალიბებელი ფსიქიკისათვის და უარყოფითად მოქმედებს მის
ისედაც დაძაბულ ნერვულ სისტემაზე.
გარდა ამისა, მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის
შესაბამისად, „სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და
პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე“ და სასამართლო გადაწყვეტილების
აღუსრულებლობა არღვევს კრედიტორის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. გარდა
ამისა, საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით
აღიარებული სასამართლოზე მიმართვის უფლება თავის არსში მოიცავს სასამართლო
გადაწყვეტილების
აღსრულებას
და
კრედიტორისათვის
გადაწყვეტილების
აღსრულების კანონიერ მოლოდინს.
სასამართლო აღმასრულებელი მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების
განხორციელებისას სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების
სტადიაზე მოქმედებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „სახალხო დამცველის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, 2009
წლის 27 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა
საქართველოს იუსტიციის მინისტრს, დაავალოს შესაბამის სამსახურს, აღასრულოს
2004 წლის 30 სექტემბრის გარდაბნის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და
არასრულწლოვანი რომან ე. აღსაზრდელად გადაეცეს დედას, ელმირა ბ–ს.
რეკომენდაციაზე ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია.
936
დანართი # 7
კარგი მმართველობა
დანართი # 7
კარგი მმართველობა
გივი ათაბეგაშვილის საქმე
საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მოქალაქე გივი
ათაბეგაშვილმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მისთვის
დავალინების (ქონების გადასახადი და სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადი)
უკანონოდ დარიცხვის თაობაზე.
მოქალაქის განმარტებიდან და საქმეში არსებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ
იგი 1990 წლიდან მუშაობდა საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურას ი.ბ. სტალინის
სახელობის კოლმეურნეობაში მთავარ ბუღალტრად. 1996 წელს კოლმეურნეობის
ბაზაზე ჩამოყალიბდა კოოპერატივი ,,ყანდაურა“, სადაც მოქალაქე გივი
ათაბეგაშვილმა განაგრძო მუშაობა, როგორც მთავარმა ბუღალტერმა. საწარმოს
დირექტორი იყო ბ-ნი მიხეილ ჩოკოშვილი. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს
საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 1996 წლის 21 აგვისტოს დადგენილების მე-4
პუნქტი, სადაც მითითებულია დირექტორის ვინაობა.
მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის
მიმართვის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურმა
ცენტრმა გასცა ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ თელავის რეგიონალური ცენტრის
ელექტრონული ბაზის მონაცემებით, კოოპერატივი ,,ყანდაურა“ დარეგისტრირდა
ზემოაღნიშნული სასამართლოს დადგენილების საფუძველზე და 1996 წლის
შემდგომ საზოგადოებას ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია. ამავე ცნობაში
მითითებულია, რომ არსებული ელექტრონული მონაცემებით ,,ყანდაურას“
დირექტორად მითითებულია ვინმე ათაბეგაშვილი, რომლის სახელი, პირადი
ნომერი და მისამართი შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის
მიერ ვერ დგინდება.
სახალხო
დამცველის
აპარატში
წარმოდგენილია,
აგრეთვე,
საგარეჯოს
მუნიციპალიტეტის გამგეობის 2008 წლის 28 ივლისის შეტყობინება #627. როგორც
ირკვევა, აღნიშნული შეტყობინება ეგზავნება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ
ყანდაურაში მცხოვრებ მოქალაქე ათაბეგაშვილს, რომელსაც ერიცხება დავალიანება
341880,3 ლარი (ქონების გადასახადი და სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადი).
საკითხის შესწავლის მიზნით, ,,სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის მე-18 მუხლის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, საქართველოს
სახალხო დამცველის აპარატმა 2008 წლის 21 აგვისტოს მიმართა საგარეჯოს
937
დანართი # 7
კარგი მმართველობა
მუნიციპალიტეტის გამგებელს ახსნა-განმარტებისა და სრულყოფილი ინფორმაციის
მიღების მოთხოვნით შემდეგ საკითხებზე:
1.რა ტიპის აქტია მიმდინარე წლის 28 ივლისის #627 შეტყობინება (ანუ წარმოადგენს
თუ არა იგი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს);
2.რა სამართლებრივი საფუძვლით არის იგი გამოცემული, ანუ რომელი კანონი
ანიჭებს მუნიციპალიტეტის გამგეობას ასეთი აქტების გამოცემის უფლებამოსილებას;
3.გამოსცა თუ არა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ ასეთი სახის აქტი
წარსულში (ანუ შეტყობინება დავალიანების შესახებ);
4.დავალინების გადაუხდელობის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული რა
ღონისძიებები გატარდება (რომელი კანონი ითვალისწინებს სანქციებს) და ვის მიერ
გატარდება ეს ღონისძიებები.
5 ვინ არის სოფელ ყანდაურაში მცხოვრები მოქალაქე ათაბეგაშვილი
(საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითებით); რა კავშირი აქვს მას კოოპერატივ
,,ყანდაურასთან“ და რა მტკიცებულება გააჩნია საგარეჯოს მუნიციპალიტეტს, რომ
სოფელ ყანდაურაში მცხოვრებ მოქალაქე ათაბეგაშვილს აქვს დავალიანება 341880,3
ლარის ოდენობით;
6.რატომ ჩაბარდა შეტყობინება სოფელ ბადიაურში მცხოვრებ გ.ათაბეგაშვილს, მაშინ,
როცა ის განკუთვნილი იყო სოფელ ყანდაურაში მცხოვრებ ათაბეგაშვილისთვის.
ამასთანავე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელს ეცნობა, რომ რომელიმე
კითხვაზე პასუხის არგაცემის შემთხვევაში, საკითხი გამოკვლეულად ჩაითვლებოდა
და საქართველოს სახალხო დამცველი საჩივრის განხილვისას იმსჯელებდა
მოქალაქისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარმოდგენილი
მასალების შესაბამისად.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, გია ჩალათაშვილის (საგარეჯოს
მუნიციპალიტეტის გამგებელი) მიერ ამომწურავი ინფორმაცია არ იქნა
წარმოდგენილი. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებული პასუხის
თანახმად, გამგეობამ კახეთის გუბერნიიდან მიიღო წერილი, რომლითაც გუბერნია
ითხოვდა, რომ მუნიციპალიტეტში შემავალი ტერიტორიული ორგანოების
რწმუნებულებთან ერთად შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური
ცენტრისთვის აღმოეჩინა დახმარება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას.
წერილს თან ერთვოდა ქონებისა და მიწის გადასახადის გადამხდელი დავალიანების
მქონე პირთა სია მისამართების ჩვენებით, რაც აგრეთვე ქსეროასლების სახით
გადმოიგზავნა სახალხო დამცველის აპარატში.
გამგეობის წერილიდან აგრეთვე ირკვევა, რომ შემდგომში გია ჩალათაშვილის
(საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი) მიერ ცალკეულ პირებზე მომზადდა
შეტყობინებები დავალინების დაფარვის თაობაზე, რაც ერთეულის რწმუნებულის
მეშვეობით ჩაბარდა ადრესატებს. ამავე წერილიდან ირკვევა, რომ საქართველოს
სახალხო დამცველის აპარატის მიერ საკვლევი შეტყობინება, რომელიც ბ-ნ
ათაბეგაშვილს ჩაბარდა, ეკუთვნის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ,,ყანდაურა“,
ხოლო
შემოსავლების
სამსახურის
თელავის
რეგიონალური
ცენტრიდან
938
დანართი # 7
კარგი მმართველობა
გამოგზავნილ დანართში კ კოოპერატივი
დაფიქსირებულია გვარი - ათაბეგაშვილი.
,,ყანდაურას“
ხელმძღვანელად
მიუხედავად საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ დასმული
კითხვებისა, სხვა ინფორმაცია გამგეობიდან სახალხო დამცველის აპარატს არ
მიუღია.
მოქალაქისა და გამგეობიდან წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლისა და
დოკუმენტების სამართლებრივი გაანალიზების საფუძველზე საქართველოს სახალხო
დამცველმა მიიჩნია, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2008 წლის 28
ივლისის #627 შეტყობინება წარმოადგენს არარა აქტს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია და ეჭვს არ იწვევს, რომ მოქალაქე გივი ათაბეგაშვილი (დაბ.1960წ.23.01)
ნამდვილად ცხოვრობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში, რასაც
მოწმობს მოქალაქის პირადობის მოწმობა, რომელიც გაცემულია სათანადო ორგანოს
მიერ.
მისი განმარტებით, იგი წლების განმავლობაში, კერძოდ, 1990 წლიდან მუშაობდა
საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურას ი.ბ. სტალინის სახელობის კოლმეურნეობაში
მთავარ ბუღალტრად. 1996 წელს კოლმეურნეობის ბაზაზე ჩამოყალიბდა
კოოპერატივი ,,ყანდაურა“, სადაც მოქალაქე გივი ათაბეგაშვილმა განაგრძო მუშაობა,
როგორც მთავარმა ბუღალტერმა. ის არასოდეს ყოფილა საწარმოს ხელმძღვანელი.
აღნიშნულს კი ადასტურებს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური
ცენტრის მიერ გაცემული ცნობა და დოკუმენტაცია, კერძოდ, საგარეჯოს რაიონული
სასამართლოს 1996 წლის 21 აგვისტოს დადაგენილება კოოპერატივ ,,ყანდაურას“
რეგისტრაციის თაობაზე, სადაც ხელმძღვანელ პირთა შორის გივი ათაბეგაშვილი არ
არის მოხსენიებული. ცნობის თანახმად, 1996 წლის შემდეგ საწარმოს ხელახალი
რეგისტრაცია არ გაუვლია. ამავე ცნობის მიხედვით, თელავის რეგიონალური
ცენტრის ელექტრონული ბაზის მონაცემებში კოოპერატივი ,,ყანდაურას“
დირექტორად ფიქსირდება ვინმე ათაბეგაშვილი, რომლის სახელი, პირადი ნომერი
და მისამართი, ამ სამსახურის მონაცემებით, ვერ დგინდება. კახეთის გუბერნატორის
ადმინისტრაციიდან საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაგზავნილ
დანართში კი ,,ყანდაურას“ ხელმძღვანელ პირად მითითებულია სოფელ ყანდაურაში
მცხოვრები ათაბეგაშვილი. ამდენად, სრულიად ალოგიკურია სოფელ ბადიაურში
მცხოვრები მოქალაქე გივი ათაბეგაშვილის გაიგივება სოფელ ყანდაურაში მცხოვრებ
ვინმე ათაბეგაშვილთან მაშინ, როცა კოოპერატივ ,,ყანდაურას“
დირექტორად
მითითებული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითება თელავის
საგადასახადო ინსპექციას არ შეუძლია.
ზოგადი
ადმინისტრაციული
კოდექსის
თანახმად,
,,ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური
სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან
პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.“
939
დანართი # 7
კარგი მმართველობა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა არის თვითმმართველობის ორგანო,
ამდენად, ზაკ-ის მე-2 მუხლის ,,ა“ პუნქტის საფუძველზე წარმოადგენს
ადმინისტრაციულ ორგანოს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2008 წლის 28 ივლისის #627 შეტყობინება
წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს, ვინაიდან
იგი შეიცავს ზაკ-ის 52-ე მუხლით დადაგენილ რეკვიზიტებს და აწესებს მოქალაქე
გივი ათაბეგაშვილის მოვალეობას გადასახადის გადახდასთან დაკავშირებით.
დასახელებული კოდექსის 53-ე მუხლი კი ავალებს ადმინისტრაციულ ორგანოს,
დაასაბუთოს მის მიერ გამოცემული აქტი, რაც, მოცემულ შემთხვევაში, დაცული არ
არის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ აქტის
გამოცემის დროს არ გამოიკვლია და არ დაადგინა საქმისათვის არსებითი
მნიშვნელობის მქონე გარემოებები. დასახელებული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5
ნაწილის თანახმად კი ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი
გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან
არგუმენტებზე,
რომლებიც
არ
იქნა
გამოკვლეული
და
შესწავლილი
ადმინისტრაციული წარმოების დროს.“ ფაქტია, რომ გამგეობამ არ გაარკვია, ვინ იყო
საგადასახადო ინსპექციის მიერ მოწოდებულ სიაში მითითებული ათაბეგაშვილი.
აღნიშნული გარემოებები, აგრეთვე, წარმოადგენს აქტის ბათილობის საფუძვლებს,
თუმცა საქმის სიღრმისეული შესწავლით გამოიკვეთა მისი არარად აღიარების
უმთავრესი წინაპირობა.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - გამგეობის უფლებამოსილებანი
გაწერილია
ორგანულ
კანონში
,,ადგილობრივი
თვითმმართველობის შესახებ“. დასახელებული კანონის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტი
ამომწურავად განსაზღვრავს გამგებლის უფლებამოსილებებს, რომელშიც არ
ფიგურირებს დავალიანების გადახდის დავალების თაობაზე აქტის გამოცემის
უფლებამოსილება, ვინაიდან აღნიშნული ფუნქციის განხორცილება (გადასახადის
გადამხდელთა კონტროლი) შედის სხვა სათანადო ორგანოს კომპეტენციაში.
აღსანიშნავია, რომ კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ ადგილობრივ
თვითმმართველობებს სთხოვა მხოლოდ შესაძლო დახმარების აღმოჩენა
საგადასახადო ინსპექციისათვის (და არა დავალიანებების ამოღება). ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად ,,ადმინისტრაციული ორგანო
ვალდებულია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მის ხელთ არსებული
საშუალებებით აღმოუჩინოს აუცილებელი სამართლებრივი დახმარება სხვა
ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე.
ამდენად, გამგეობას სწორედ დახმარების ვალდებულება ჰქონდა, რაც შეიძლებოდა
გამოხატულიყო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა ზუსტი
მისამართების დადგენით და ა.შ.
940
დანართი # 7
კარგი მმართველობა
გარდა ამისა, გაურკვეველია, რა ტიპის აქტს წარმოადგენს შეტყობინება, ვინაიდან
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის 43-ე მუხლის მე-3 ნაწილი
ადგენს, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის
პირების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებია:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება;
ბ) საკრებულოს განკარგულება;
გ) გამგებლის (მერის) ბრძანება.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,საქართველოში
საგადასახადო კონტროლს ახორციელებენ მხოლოდ საგადასახადო ორგანოები,
რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილნი არიან,
უზრუნველყონ სახელმწიფო კონტროლი გადასახადების სრულად და დროულად
გადახდაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ კოდექსით ასეთი
უფლებამოსილება მინიჭებული აქვს სხვა ორგანოებს.“
დასახელებული კოდექსის 51-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი პირდაპირ მიუთითებს ამ
ორგანოს უფლებას, რომ
,,გადასახადის გადამხდელისაგან/საგადასახადო
აგენტისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის
ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და
სანქციების სახით დაკისრებული თანხა“. ამდენად, გადასახადების ამოღება
საგადასახადო ორგანოს უპირველესი უფლებამოსილებაა. იმავე კოდექსის 52-ე
მუხლის ,,ჟ“ და ,,რ“ პუნქტები კი ადგენს მათ ვალდებულებას:
,,ჟ) ამ კოდექსითა და საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტებით
გათვალისწინებული წესითა და დადგენილ ვადებში გადასცენ (გაუგზავნონ)
გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან მის წარმომადგენელს
საგადასახადო შემოწმების აქტები, აგრეთვე საგადასახადო ორგანოების სხვა
გადაწყვეტილებები და შეტყობინებები;
რ) გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს და სხვა ვალდებულ პირს
წარუდგინონ „საგადასახადო მოთხოვნა“, ხოლო მისი შეუსრულებლობის ან
არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ამ კოდექსით დადგენილი წესით მიიღონ
ზომები მისი შესრულების უზრუნველსაყოფად.“
შესაბამისად, შეტყობინების, როგორც საგადასახადო ვალდებულების გამოცემაც და
შემდგომში მისი შეუსრულებლობისათვის სანქციების გამოყენებაც საგადასახადო
ორგანოს ვალდებულებაა და ის ამ კოდექსის თანახმად არ არის დელეგირებული
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე. საგადასახადო კოდექსის მე-8
მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად,
,,ადგილობრივი
თვითმმართველობის
წარმომადგენლობით ორგანოებს უფლება აქვთ შემოიღონ მხოლოდ ამ კოდექსით
დაწესებული ადგილობრივი გადასახადები.“ ამავე კოდექსის 274-ე მუხლის მე-10
ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოები და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სარეგისტრაციო
სამსახური სათანადო საგადასახადო ორგანოს ყოველი წლის 1 აპრილამდე
წარუდგენენ გადამხდელთა სიებს მიწის ფართობის, შესაბამისი კატეგორიის ან
ზონის და გადასახადის განაკვეთის ჩვენებით“. ამდენად, თვითმმართველობის
941
დანართი # 7
კარგი მმართველობა
როლი მხოლოდ გადასახადების შემოღებაში და დაზუსტებული სიების წარდგენაში
გამოიხატება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის
გამგეობის 2008 წლის 28 ივლისის შეტყობინება #627 თავისი სამართლებრივი
შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ
აქტს, ვინაიდან ის გამოცემულია არაუფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს
ხელმძღვანელი პირის (გამგებლის) მიერ. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ:
ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა;
ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ;
გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო;
დ)მისი შესრულება გამოიწვევს სისხლის-სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,სახალხო დამცველის შესახებ“
ორგანული კანონის 21-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, 2008 წლის 15
ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საგარეჯოს
მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბ–ნ გია ჩალათაშვილს მოქალაქე გივი
ათაბეგაშვილის
დარღვეული
უფლების
აღდგენის
მიზნით,
ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებიდან
გამომდინარე, საკუთარი ინიციატივით, არარად ეღიარებინა 2008 წლის 28 ივლისის
#627 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (შეტყობინება).
საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის პასუხად, 2008 წლის 3 ნოემბერს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა შეგვატყობინა, რომ რეკომენდაცია
გაითვალისწინა სრულად და არარად აღიარა 2008 წლის 28 ივლისის #627
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (შეტყობინება).
შპს „რაჭას“ საქმე
2008 წლის 20 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა
შპს „რაჭას” დირექტორმა ჯონი დავითულიანმა საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ინსპექციის მიერ
საწარმოსთვის გადასახადის არაკანონიერად დარიცხვასთან დაკავშირებით.
შპს „რაჭა“ რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში და მინიჭებული აქვს
გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი #200079495. საწარმოს
ძირითად ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს სასურსათო პროდუქტებით
ვაჭრობა და პურ–ფუნთუშეულის წარმოება.
განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 2002 წლის 17
აგვისტოს ქალაქ თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონის საოლქო საგადასახადო
ინსპექციის თანამშრომლებმა: ამირან ფერხულმა, შოთა წიკლაურმა და ზაალ
942
დანართი # 7
კარგი მმართველობა
გოროზიამ შეამოწმეს შპს „რაჭას“ პურის საცხობის ფუნქციონირების საკითხი და
შეადგინეს ფიქსირების აქტი.
მოგვიანებით, თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონის საოლქო საგადასახადო
ინსპექციის მომსახურების განყოფილების ინსპექტორმა შოთა წიკლაურმა პურის
საცხობების ფუნქციონირების საკითხთან დაკავშირებით ინსპექციის უფროსს
წარუდგინა მოხსენებითი ბარათი. მოხსენებით ბარათზე არ არის მითითებული მისი
შედგენის თარიღი, ხოლო თანამდებობის პირის რეზოლუცია დადებული აქვს 2003
წლის 7 მარტს. მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ უნდა გატარდეს სათანადო
ღონისძიებები იმ საწარმოთა მიმართ, რომლებიც აგვისტოსა და სექტემბრის თვეებში
აწარმოებდნენ პურ–ფუნთუშეულს და არ წარმოუდგენიათ ამ თვეების
დეკლარაციები.
2002 წლის აგვისტოს თვიდან პურის წარმოებისათვის შემოიღეს ფიქსირებული
გადასახადი. გადასახადი მოქმედებდა შემოღებიდან ხუთი თვის განმავლობაში და
მის ოდენობას განსაზღვრავდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273–ე მუხლის
63–ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.
„მუხლი 273.
გ) პურის წარმოებისათვის ფიქსირებული გადასახადის განაკვეთი თვეში შეადგენს
320 ლარს მოქმედი ღუმელის საცხობი ფართობის ყოველ კვადრატულ მეტრზე და 400
ლარს თითოეულ თონეზე.
დ) გადამხდელს უფლება აქვს საანგარიშო პერიოდის მიხედვით ნაზარდი ჯამით
შეამციროს პურის წარმოებისათვის ფიქსირებული გადასახადის თანხა ფქვილის
მწარმოებლებისა და იმპორტიორებისაგან შეძენილ და პურის წარმოებისათვის
გამოყენებულ ან გამოყენებისათვის განკუთვნილ ფქვილზე გადახდილი დღგ-ის
თანხებით, მათ შორის, 90 ლარამდე – მოქმედი ღუმელის საცხობი ფართობის ყოველ
კვადრატულ მეტრზე და 200 ლარამდე – თითოეულ თონეზე. ამასთან, იმ საწარმოებს,
რომლებიც პურის წარმოებისათვის იყენებენ საკუთარი წარმოების ფქვილს,
შეუძლიათ გადასახადის თანხა შეამცირონ ხორბლის მწარმოებელი და იმპორტიორი
მიმწოდებლებისათვის გადახდილი დღგ-ის თანხებით.“
თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ 2003
წლის 28 მაისს შპს „რაჭას“ გაუგზავნა საგადასახადო შეტყობინება 09–09/1–632,
საწარმოსათვის პურის წარმოებისათვის დაწესებული ფიქსირებული გადასახადის
ძირითადი თანხის 5020 (ხუთიათას ოცი) ლარის და საურავის 1233 (ათასორას
ოცდაცამეტი) ლარისა და სამოცდა თვრამეტი თეთრის დარიცხვის შესახებ.
დარიცხული გადასახადის ძირითადი თანხა 5020 ლარი წარმოადგენს 2002 წლის
აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების გადასახადებს.
გადასახადი დარიცხულია საგადასახადო კოდექსის 273–ე მუხლის 63–ე ნაწილის „გ“
ქვეპუნქტის, ანუ პურის წარმოებისათვის დაწესებული ფიქსირებული გადასახადის
შესაბამისად.
943
დანართი # 7
კარგი მმართველობა
2003 წლის 24 ივნისს შპს „რაჭას“ გაეგზავნა მორიგი შეტყობინება #09–09/4–401,
საგადასახადო კოდექსის 244–ე მუხლის საფუძველზე საწარმოს ქონების მიმართ
საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის და მთლიანობაში–
გადასახადის ძირითადი თანხის და დარიცხული საურავის სახით საწარმოსათვის
6494.47 (ექვსიათას ოთხას ოთხმოცდათოთხმეტი) ლარის და ორმოცდაშვიდი თეთრის
დარიცხვის შესახებ.
შპს „რაჭას“ დირექტორი გადასახადის დარიცხვას უკანონოდ მიიჩნევს და აღნიშნავს,
რომ მან სრულად წარუდგინა კანონით განსაზღვრული დოკუმენტაცია
(დეკლარაციები) საგადასახადო ორგანოებს და მითითებულ პერიოდში საწარმოს
რაიმე დავალიანება არ გააჩნდა. ამასთანავე, ფიქსირების აქტი, რომელიც შეადგინეს
საგადასახადოს თანამშრომლებმა, საწარმოს დირექტორისათვის
საერთოდ არ
გაუცვნიათ არც შედგენის პროცესში და არც შემდეგში, ხოლო პიროვნება ლევან
გოცირიძე, რომელიც აქტში არის დაფიქსირებული, როგორც პურის მცხობელი და
შემოწმების პროცესის დამსწრე, მისთვის საერთოდ უცნობია.
სახალხო დაცველის აპარატმა გამოიკვლია შპს „რაჭასთვის“ პურის წარმოებისათვის
დაწესებული ფიქსირებული გადასახადის დარიცხვის საფუძვლები და თბილისის
საგადასახადო ინპექციიდან გამოითხოვა მითითებულ პერიოდში გადასახადის
დარიცხვასთან
დაკავშირებული
დოკუმენტაცია.
თბილისის
საგადასახადო
ინსპექციამ წარმოდგენილ პასუხში მიუთითა, რომ ზემოთმითითებული გადასახადის
დარიცხვა განხორციელდა 2003 წელს ჩატარებული კამერალური შემოწმების
საფუძველზე (იხ. დანართი, საგადასახადო ინპექციის გლდანი–ნაძალადევის რაიონის
განყოფილების უფროსის მოხსენებითი ბარათი. გარდა ამ დოკუმენტისა, არცერთ სხვა
დოკუმენტში და სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის
კამერალური შემოწმების ჩატარების შესახებ). წარმოდგენილი მასალებით
დასტურდება, რომ მითითებული პერიოდისათვის გადასახადის დარიცხვა
განხორციელდა 2002 წლის 17 აგვისტოს შედგენილი ფიქსირების აქტის და
საგადასახადო ინსპექციის მომსახურების განყოფილების ინსპექტორის შოთა
წიკლაურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 235–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის
თანახმად, „საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს დაარიცხოს თითოეულ
გადამხდელს კუთვნილი გადასახადი და გადასახადის მიმდინარე გადასახდელები ამ
კოდექსის მიხედვით, ერთი ან მეტი ქვემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის წყაროს
საფუძველზე:
ა. ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო
დეკლარაციები;
ბ. ინფორმაცია გადახდილი თანხების შესახებ, რომლებიც აღწერილია ამ კოდექსის
231-ე მუხლში;
გ. შემოწმების მასალები და სხვა სანდო ინფორმაცია, რომელიც ცნობილია
საგადასახადო ორგანოსათვის.
944
დანართი # 7
კარგი მმართველობა
ამავე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, „თუ გადამხდელი არ წარმოადგენს
გადასახადის
დასარიცხად
საჭირო
ინფორმაციას,
საგადასახადო
ორგანო
უფლებამოსილია დაარიცხოს მას გადასახადი მის ხელთ არსებული სარწმუნო
ინფორმაციის საფუძველზე.“
2002 წელს მოქმედ საგადასახადო კოდექსში და მის ქვემდებარე ნორმატიულ
სამართლებრივ აქტებში არ იყო განმარტებული „ფიქსირების აქტი.“ შესაბამისად, არ
იყო განმარტებული არც მისი შედგენის ფორმა და პროცედურა (იხ.დანართი
28.03.2006წ. მ–05/1152). მაგრამ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 226–ე მუხლის
მიხედვით საგადასახადო ორგანოს მიერ შედგენილი საგადასახადო შეტყობინება ან
სხვა დოკუმენტი უნდა იყოს სრულყოფილი და იურიდიულად სრულფასოვანი. ანუ
დოკუმენტი, რომელიც შედგენილია გადასახადების დარიცხვის ან საგადასახადო
კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების მიზნით:
„ა) თავისი არსითა და შედეგებით უნდა შეესაბამებოდეს საგადასახადო კოდექსს და
ბ) პირი, რომელსაც ერიცხება გადასახადი ან ეხება ეს დოკუმენტი, მასში
მითითებულია ყველასათვის გასაგები სახით.“
მოცემული ნორმის დარღვევის შემთხვევაში, საგადასახადო შეტყობინება ან სხვა
დოკუმენტი ჩაითვლება ნაკლოვან და იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტად.
2002 წლის 17 აგვისტოს საგადასახადო ორგანოს თანამშრომლების მიერ შედგენილ
ფიქსირების აქტში, „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მითითებულია იურიდიული პირი,
რომელსაც ეხება ეს დოკუმენტი, ანუ მითითებულია შპს „რაჭა.“ ხოლო რაც შეეხება
მის შესაბამისობას ზემოხსენებული ნორმის „ა“ ქვეპუნქტთან, უნდა აღინიშნოს, რომ
ფიქსირების აქტის ბოლოს აღნიშნულია ფართის ოდენობა 2.90 კვ.მ და აქტში
მითითებული არ არის კონკრეტულად რის ფართს წარმოადგენს აღნიშნული
(იხ.დანართი). საგადასახადო ორგანო ვარაუდობს, რომ იგი წარმოადგენს საცხობი
ღუმელის ფართს, რომლის მიხედვითაც 2002 წელს ხდებოდა პურის წარმოებისათვის
ფიქსირებული გადასახადის ოდენობის გაანგარიშება. მეორე, ფიქსირების აქტის
ბოლოს დარჩენილი ცარიელი ადგილი არ არის გადახაზული, რაც არ გამორიცხავს
აქტზე ხელმომწერი პირის ქვემოთ დარჩენილი ცარიელი ადგილის შემდგომში
გამოყენებას. ფართის ოდენობა სწორედ ცარიელ ადგილას არის მითითებული და არა
იქ, სადაც ჩამოთვლილია პურის საცხობში ნაშთად დარჩენილი მასალები.
რაც შეეხება პურის წარმოებისათვის დარიცხულ გადასახადს, იგი საგადასახადო
ორგანოს მიერ გაანგარიშებულია არასწორად და თვეში, ნაცვლად 928 ლარისა
(ფიქსირებული გადასახადის განაკვეთის 320 ლარის ნამრავლი ღუმელის ფართზე
2.90), წარმოადგენს 1004 (ათასოთხ) ლარს. სახალხო დამცველის აპარატს თბილისის
საგადასახადო ინსპექციამ დამატებით წარმოუდგინა გადამხდელის პირადი
აღრიცხვის ბარათი და მასში არსებული მონაცემები, მაგრამ რამ განაპირობა სხვაობა
დარიცხული და დასარიცხი გადასახადის თანხებს შორის, ვერც პირადი აღრიცხვის
ბარათიდან დგინდება და ვერც თბილისის საგადასახადო ინსპექციამ მიუთითა
(იხ.დანართი).
945
დანართი # 7
კარგი მმართველობა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 264–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“
ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის
ფარგლებში ვალდებულნი არიან დაიცვან გადასახადის გადამხდელთა უფლებები და
სახელმწიფოს ინტერესები, გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების
სისწორე, სისრულე და სხვა. დარიცხული გადასახადის გადაანგარიშება ან
კორექტირება (შესწორება) კი საგადასახადო ორგანოს დღემდე არ განუხორციელებია.
გადასახადის არასწორად გაანგარიშებასთან ერთად, საგადასახადო ორგანოს მიერ
დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 258–ე მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების
მოთხოვნები, რომლითაც საგადასახადო ორგანოს ეკისრება გადასახადის
გადამხდელისათვის უფლებებისა და მოვალეობების განმარტება და გადამხდელის
დროული ინფორმირება საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის
შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში პურის წარმოებისათვის ფიქსირებული გადასახადის
შემოღების და გადასახადის დარიცხვის შესახებ საწარმოს ხელმძღვანელობისათვის
ცნობილი გახდა ფიქსირების აქტის შედგენიდან ცხრა თვის, ანუ 2003 წლის 28 მაისის
#09–09/1–632 საგადასახადო შეტყობინების ჩაბარების შემდეგ და გადასახადის
გადამხდელს არ მიეცა საშუალება ესარგებლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის
221–ე მუხლით მინიჭებული უფლებებით. მითითებული ნორმის თანახმად.
გადამხდელს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოებს წარუდგინოს ახსნაგანმარტებები ჩატარებულ შემოწმებათა აქტების, აგრეთვე გადასახადების
გამოანგარიშებისა და გადახდის შესახებ.
ფიქსირების აქტთან და ფიქსირებული გადასახადის არასწორად დარიცხვასთან
ერთად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გამოიცა ასევე თბილისის
გლდანი–ნაძალადევის რაიონის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 28
მაისის შეტყობინება 09–09/1–632. შეტყობინება არ აკმაყოფილებს საგადასახადო
კოდექსის 236–ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რადგან, მასში საგადასახადო
ორგანომ არ მიუთითა გადასახადის დარიცხვის საფუძველი.
გადასახადის დარიცხვასთან დაკავშირებით საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული
გადაწყვეტილება და შესაბამისი „საგადასახადო მოთხოვნა“ თავისი სამართლებრივი
ბუნებით წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე–80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,
„საგადასახადო მოთხოვნა“ არის საგადასახადო ორგანოს მიერ მხოლოდ ამ
კოდექსით დადგენილი წესით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი
აქტი,
რომელიც
წარედგინება
გადასახადის
გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს. „საგადასახადო
მოთხოვნის“ შესრულება სავალდებულოა ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში
და დადგენილი წესით.
დაუშვებელია,
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის
გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით
946
დანართი # 7
კარგი მმართველობა
დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ხოლო
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის
კანონიერებისა
და
დასაბუთებულობის მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს,
რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე–83 მუხლის შესაბამისად, „საგადასახადო
მოთხოვნა“ და „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ წყდება მისი შესრულებით ან
გაუქმებით. „საგადასახადო მოთხოვნა“ უქმდება თუ იგი უკანონოა ან
დაუსაბუთებელი.
გადასახადის დარიცხვის კანონიერებასთან დაკავშირებით, მეხუთე წელია,
მიმდინარეობს სასამართლო დავა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ საკითხი ხელმეორედ
განსახილველად ორჯერ დაუბრუნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
საქმის სასამართლოებში განხილვისას წარმოიქმნა ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი,
რომელზეც ქვემოთ იქნება საუბარი. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ
სასამართლოში წარადგინა შედარების აქტი, რომლითაც შპს „რაჭას“ დღეის
მდგომარეობით ფიქსირებული გადასახადის ნაცვლად ერიცხება დღგ–ს გადასახადი.
აღნიშნულმა ასევე წარმოქმნა მორიგი სადაო საკითხი რამდენად სწორად ერიცხება
შპს „რაჭას“ დღგ–ს გადასახადი, როცა არ გააჩნდა სათანადო ბრუნვა და იგი არ იყო
რეგისტრირებული დღგ–ს გადამხდელად.
საგადასახადო კოდექსის 273–ე მუხლის 59–ე ნაწილი და პურ–ფუნთუშეულის
დაბეგვრის რეჟიმი განსაზღვრავდა ფიქსირებული გადასახადის ჩათვლის წესს,
რომლის თანახმად, პურის წარმოებისათვის დაწესებული ფიქსირებული
გადასახადის 74 პროცენტი უნდა ჩათვლილიყო დამატებული ღირებულების, 22
პროცენტი მოგების (ფიზიკური პირის შემთხვევაში–საშემოსავლოს), ხოლო 4
პროცენტი საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობის
გადასახადების ანგარიშში.
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „რაჭასთვის“ გადასახადის
დაკისრება კანონიერია, რადგან საცხობი ღუმელი, რომელზეც ზემოთ იყო საუბარი არ
იყო აყვანილი კონსერვაციის რეჟიმზე საგადასახადო კოდექსის 273–ე მუხლის 63–ე
ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად და არ იყო დალუქული საგადასახადო ორგანოს
მიერ, ასევე, სასამართლოს აზრით „ფიქსირების აქტი“ შეესაბამება საგადასახადო
კოდექსის 217–ე მუხლის მე–4 ნაწილის მოთხოვნებს.
საგადასახადო კოდექსის 217–ე მუხლი განსაზღვრავს გადასახადების სრულად და
დროულად გადახდაზე საგადასახადო კონტროლისა და საგადასახადო შემოწმების
განხორციელების ფორმებს. პირველი ფორმა, ანუ საგადასახადო კონტროლის
მექანიზმები განსაზღვრულია 217–ე მუხლის მე–2 ნაწილით. „საგადასახადო
ორგანოების მიერ საგადასახადო კონტროლი ხორციელდება გადასახადის
გადამხდელებისა და გადასახადით დაბეგვრის ობიექტების აღრიცხვის, საბუღალტრო
აღრიცხვისა და ანგარიშგების მონაცემების საგადასახადო შემოწმების, გადასახადის
947
დანართი # 7
კარგი მმართველობა
გადამხდელთა და სხვა პირთა გამოკითხვის, გადასახადით დასაბეგრი და
შემოსავლების (მოგების) მისაღებად გამოყენებული ობიექტების დათვალიერებაგამოკვლევითა და სხვა ფორმებით, რომლებიც ამ კოდექსითაა გათვალისწინებული.
თუ საექსპორტო-საიმპორტო ოპერაციებთან დაკავშირებული გადასახადები
განისაზღვრება საბაჟო პროცედურების მიხედვით, კონტროლი ხორციელდება საბაჟო
კანონმდებლობით საბაჟო ორგანოების მიერ.“
ხოლო მეორე ფორმა, საგადასახადო შემოწმება 217–ე მუხლის მე–3 ნაწილის
თანახმად, შესაძლებელია იყოს კამერალური და გასვლითი. გასვლითი საგადასახადო
შემოწმება, თავის მხრივ, შესაძლებელია იყოს მხოლოდ გეგმური და საკონტროლო.
217–ე მუხლის მე–4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო შემოწმების შედეგები
ფორმდება აქტით, რომელსაც ხელს აწერენ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი
პირი (შემმოწმებელი) და გადასახადის გადამხდელი. გადასახადის გადამხდელის
მიერ აქტზე ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში აქტში კეთდება შესაბამისი
ჩანაწერი.
217–ე მუხლის მე–4 ნაწილით დადგენილი ფორმის დაცვა აუცილებელი იყო მხოლოდ
საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში. რომელიც გარდა ამისა, მოითხოვდა ამ
მუხლით გათვალისწინებული სხვა პროცედურების დაცვას. კერძოდ, შემოწმების
ჩატარების თაობაზე მიღებული უნდა ყოფილიყო საგადასახადო ორგანოს
ხელმძღვანელის გადაწყვეტილება (ბრძანება). აღნიშნულის დამადასტურებელი
დოკუმენტი
თბილისის
საგადასახადო
ინსპექციას
სახალხო
დამცველის
აპარატისათვის მოთხოვნის მიუხედავად, არ წარმოუდგენია და შესაბამისად მიმაჩნია,
რომ საგადასახადო ორგანოს მხრიდან 2002 წლის 17 აგვისტოს შეიძლებოდა
განხორციელებულიყო მხოლოდ საგადასახადო კონტროლის ერთ–ერთი ღონისძიება
(განხორციელებული ღონისძიების შესახებ დეტალურად არცერთ სასამართლო
გადაწყვეტილებაში ან სხვა დოკუმენტში არ არის მითითებული). ამ ღონისძიებისას
შედგენილი დოკუმენტის კანონიერების სამართლებრივი შეფასებისათვის კი
მიზანშეწონილად მიმაჩნია საგადასახადო კოდექსის 226–ე მუხლის გამოყენება.
გადასახადის არასწორად დარიცხვასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი
სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ გადასახადის ოდენობის
სისწორეზე სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს პირადი აღრიცხვის ბარათის
შესწავლის შემდეგ. პირადი აღრიცვის ბარათის შესწავლა ასეთ შედეგს ვერ მოიტანს,
რადგან 2003 წლის აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის
გადასახადების პირადი აღრიცხვის ბარათზე აღრიცხვა (ოპერაციის ჩაწერის თარიღი)
განხორციელებულია ერთდროულად 2003 წლის 21 აპრილს და აღრიცხვის
საფუძველს ცალსახად წარმოადგენს კამერალური შემოწმებით დარიცხული პურის
წარმოების ფიქსირებული გადასახადი
პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამის
გრაფაში არაფერია მითითებული სხვა გადასახადიდან გადმოტანილი ან ნაშთად
არსებული გადასახადის შესახებ. ამასთანავე, იმის დასადასტურებლად, რომ
თითოეული თვეში პურის წარმოებისათვის დარიცხულ ფიქსირებულ გადასახადს
წარმოადგენს 1004 (ათასოთხი) ლარი, არაერთხელ წერილობით განემარტა
განმცხადებელს (იხ.დანართი).
948
დანართი # 7
კარგი მმართველობა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე–17 მუხლის მე–2
ნაწილის შესაბამისად, „თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი,
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად
ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის
შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც
გამოსცა ეს აქტი.“ ამდენად, გადასახადის სწორად გაანგარიშების თაობაზე და
გადასახადის
დარიცხვის
შესახებ
გამოცემული
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ–სამართლებრივი
აქტის
კანონიერებაზე
მტკიცებულებები
თვითონ უნდა წარადგინოს ადმინისტრაციულმა ორგანომ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის საგადასახადო ინსპექციის მონაცემებით,
სასამართლო პროცესების მიმდინარეობის განმავლობაში, ანუ 2003 წლიდან
დაწყებული 2008 წლის 23 მაისის მდგომარეობით, შპს „რაჭას“ გადასახადის ძირითად
თანხასთან ერთად ერიცხება საურავი 10 143.51 (ათიათას ასორმოცდასამი) ლარის და
ორმოცდათერთმეტი თეთრის ოდენობით. რაც ორჯერ აჭარბებს ძირითადი
გადასახადის ოდენობას და ფაქტობრივად მისი დაკისრება ზიანის მომტანი იქნება
საწარმოსათვის, რომელიც გადასახადის ძირითადი თანხის დარიცხვის დროიდან
აღარ ფუნქციონირებს.
სამწუხაროდ, მოდავე მხარის მიერ სრულად არ იქნა გამოყენებული საპროცესო
უფლებები, რაც საშუალებას მისცემდა მხარეს, სასამართლოში მოეთხოვა
ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის მოქმედების საურავის დარიცხვის
ნაწილში შეჩერება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს სახალხო დამცველმა
მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონის საოლქო
საგადასახადო ინსპექციამ 2003 წლის 23 მაისს შპს „რაჭასთვის“ პურის
წარმოებისათვის გადასახადის დარიცხვასთან დაკავშირებით
საქართველოს
საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით მიიღო დაუსაბუთებელი
გადაწყვეტილება და საწარმოს არასწორად დაარიცხა გადასახადი, რისთვისაც 2008
წლის 21 აგვისტოს “სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გაიგზავნა რეკომენდაცია, გაეუქმებინათ
საგადასახადო მოთხოვნა და ბათილად ეცნოთ თბილისის საგადასახადო ინსპექციის
2003 წლის 28 მაისის #09–09/1–632–ე და 2003 წლის 24 ივნისის #09–09/4–401–ე
შეტყობინებები.
შენიშვნა: 2005 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის მე–2
მუხლის მე–2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, რეკომენდაციაში გამოყენებულია
(უმეტესად მითითებულიც არის) საგადასახადო კოდექსის ის ნორმები, რომელიც
მოქმედებდა საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დროს.
2008 წლის 22 სექტემბერს გვეცნობა სახალხო დამცველის რეკომენდაციის პასუხი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა შპს „რაჭასთვის“
გადასახადის დარიცხვის კანონიერებაზე ვერ წარმოადგინა ვერცერთი არგუმენტი და
გვეცნობა, რომ აღნიშნულ ეტაპზე სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას
949
დანართი # 7
კარგი მმართველობა
განიხილოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რადგან იგივე საკითხზე და იმავე
მხარეებს შორის დღეისათვის მიმდინარეობს სასამართლო დავა.
ფრენსის ჰანეველისა და სალფორდ საქართველოს საქმე
2008 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართეს
შპს ელჯან ჰოლდინგის (Eljan Holdings LLC) პარტნიორმა, Lanner Holding Ltd-ს
მეპატრონემ, Maudi JSC-ს მფლობელმა, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე
ფრენსის ჰანეველმა და სალფორდ საქართველოს (SALFORD GEORGIA) ვიცე
პრეზიდენტმა - გიორგი გიგინეიშვილმა.
განცხადების მიხედვით,
საჯარო
ინფორმაციის მისაღებად წერილობით არაერთხელ მიმართეს საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური
ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის
განყოფილებას, რომლითაც ითხოვდნენ სს „მაუდი“-ს და შპს „ზურგოვანი“-ს
ამონაწერებს სამეწარმეო რეესტრიდან, თუმცა უშედეგოდ.
როგორც თავად
განმცხადებლები
აღნიშნავდნენ,
მოთხოვნილი
საჯარო
ინფორმაცია
ადმინისტრაციულმა ორგანომ მათ არ მიაწოდა. მოქალაქეების განმარტებით,
მოცემული გარემოება (სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერების უქონლობა) იწვევს
ზემოხსენებული სამეწარმეო სუბიექტების პარალიზებას, ანუ ეს საწარმოები
აღნიშნული მიზეზით ყოველდღიურად კარგავენ მნიშვნელოვან შემოსავლებს,
შესაბამისად, შემოსავლებს კარგავს საქართველოს ბიუჯეტიც.
განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და საქართველოს
კანონმდებლობის ანალიზის შედეგად, საქართველოს სახალხო დამცველმა მიიჩნია,
რომ დაირღვა საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით კანონით
დადგენილი მოთხოვნები და ვადები, რაც, თავის მხრივ, არღვევდა მოქალაქე
ფრენსის ჰანეველისა და სალფორდ საქართველოს (SALFORD GEORGIA)
წარმომადგენლების უფლებებს და „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ბ“
და „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) უფროსს,
დაუყოვნებლივ გაეცა ზემოხსენებულ პირებზე მათ მიერ მოთხოვნილი საჯარო
ინფორმაცია. ხოლო, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე და 79ე მუხლების შესაბამისად, მოითხოვა, ემსჯელათ იმ პირთა დისციპლინარული
პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებმაც ვერ უზრუნველყვეს განმცხადებლებისთვის
საჯარო ინფორმაციის დროულად გადაცემა.
მოცემულ საქმესთან დაკავშირებით გაგზავნილ რეკომენდაციაზე საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური
ცენტრიდან (საგადასახადო ინსპექცია) პასუხი არ მიგვიღია.
ავთანდილ გოგაძის საქმე
საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მოქალაქე ავთანდილ
გოგაძემ. იგი 38 წლის მანძილზე მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ.ქუთაისის #2 საპყრობილეში რეჟიმის
ინსპექტორად. 2006 წლის სექტემბერში გავიდა პენსიაზე. მისაღები დარჩა
950
დანართი # 7
კარგი მმართველობა
ერთდროული დახმარების სახით 10 თვის ხელფასი. როგორც განმცხადებელი
მიუთითებდა, მან არაერთხელ მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, ბოლოს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, თუმცა კუთვნილი ხელფასი ვერ მიიღო.
2008 წლის 7 მარტს, განცხადების საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველმა
მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით, რათა დროულად
მოეხდინა მოქალაქე ავთანდილ გოგაძისათვის ერთდროული დახმარების სახით 10
თვის სახელფასო დავალიანების დაფარვა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31
დეკემბრის №706 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის
წესის შესახებ“ 44-ე მუხლის შესაბამისად: „მოსამსახურეს, რომელიც სამსახურიდან
დათხოვნილია პენსიის მიღების უფლებით, ეძლევა ერთდროული დახმარების
სახით უკანასკნელი 10 თვის ხელფასი...“
2008 წლის 7 მაისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან საქართველოს
სახალხო დამცველის აპარატში შემოსული წერილის (№01/27/07-1562)თანახმად, 2008
წლის 8 აპრილს ზემოხსენებულ ბრძანებულებაში №186 ბრძანებულებით შევიდა
ცვლილება და ამოიღეს 44-ე მუხლი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან
მითითებული რეკომენდაციის განხილვის პერიოდში ბრძანებულებაში შევიდა
ცვლილება და მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სასჯელაღსრულების
ორგანოს
მოსამსახურისათვის
მსგავსი
სახის
სახელფასო
ანაზღაურებას,
სამინისტრომ უარი თქვა ავთანდილ გოგაძისათვის ერთდროული დახმარების სახით
უკანასკნელი 10 თვის ხელფასის ანაზღაურებაზე.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი
პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით.
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში
სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999
წლის 31 დეკემბრის N706 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 8 აპრილის N186 ბრძანებულების მე-2
პუნქტის თანახმად, ბრძანებულება უნდა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
შესაბამისად, აღნიშნულ ბრძანებულებას ვერ ექნება უკუძალა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2008 წლის 6 ივნისს საქართველოს
სახალხო
დამცველმა
განმეორებით
მიმართა
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს, თუმცა რეკომენდაცია არ დაკმაყოფილდა იმავე მოტივით.
951
დანართი # 8
გამოხატვის თავისუფლება
დანართი # 8
გამოხატვის თავისუფლება
ვახტანგ ქარელის საქმე
2008 წლის 22 სექტემბერს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მოქალაქე
ვახტანგ ქარელმა. განმცხადებლის განმარტებით, მისი მშობლები არიან იძულებით
გადაადგილებული პირები გორის რაიონის სოფელი ტყვიავიდან. განცხადების
შემოტანის მომენტისათვის ცხოვრობდნენ
შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი,
წინანდლის ქ.#12, მე-18 ბაგა-ბაღი. აღნიშნულ მისამართზე რამდენიმე დღით
ცხოვრობდა ვახტანგ ქარელიც. მისი განცხადებით, ერთ დღეს (დაახლოებით 10
სექტემბერს), როდესაც XVIII ბაგა-ბაღში მცხოვრებ დევნილთა და ბაღის
მასწავლებლებს შორის მიმდინარეობდა საუბარი პოლიტიკურ თემებზე, ვახტანგ
ქარელმაც გამოთქვა თავისი მოსაზრება. პასუხად მე-18 ბაგა-ბაღის დირექტორმა,
ქალბატონმა სოფო მამულაშვილმა განუცხადა, რომ მისი გამონათქვამების მოსმენით
ის და ბაღში მცხოვრები დევნილები წუხდებოდნენ და თუ არ შეიკავებდა თავს
აზრის გამოთქმისაგან, მას საცხოვრებელი ოთახიდან გააგდებდნენ.
განმცხადებლის განმარტებით, მიმდინარე წლის 21 სექტემბერს საბავშვო ბაღში
მივიდნენ უცხო პირები, რომლებმაც განაცხადეს, რომ იყვნენ უშიშროების
წარმომადგენლები. ისინი ვახტანგ ქარელს დაემუქრნენ და განუცხადეს, რომ თუ ის
ხელისუფლებასთან დაკავშირებით არ შეწყვეტდა აზრის გამოთქმას, ცემით
გაუსწორდებოდნენ.
მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ახსნაგანმარტება ჩამოართვეს ვახტანგ ქარელის დეიდას, ლიანა გიგუაშვილს. მან
დაადასტურა აღნიშნული ინფორმაცია და განაცხადა, რომ უცნობმა პირებმა,
რომლებმაც მათ თავი გააცნეს, როგორც უშიშროების წარმომადგენლებმა, ვახტანგ
ქარელს დაადებინეს პირობა, რომ იგი აღარ გამოხატავდა პოლიტიკურ თემებზე
საჯაროდ საკუთარ აზრს, წინააღმდეგ შემთხვევაში, „კაცად აღარ ივარგებდა“.
მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ახსნაგანმარტება ჩამოართვეს მე-18 ბაგა-ბაღის დირექტორს, სოფო მამულაშვილს. ამ
უკანასკნელმა აღნიშნა, რომ მისი მხრიდან აზრის გამოთქმის არავითარ აკრძალვას
ადგილი არ ჰქონია. მან უბრალოდ მოუწოდა ვახტანგ ქარელს, რომ მათი საუბარი და
დებატები არ გადაზრდილიყო ჩხუბში. რაც შეეხება 21 სექტემბრის ფაქტს, მას
საუბრისთვის არ მოუსმენია, შესაბამისად, არ იცის, ემუქრებოდნენ თუ არა
განმცხადებელს.
952
დანართი # 9
შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება
მიმდინარე წლის 22 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატიდან სათანადო
რეაგირებისათვის წერილი გაიგზავნა საქართველოს მთავარი პროკურატურის
სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტში.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს მთავარი პროკურატურიდან
გამოგზავნილი პასუხის თანახმად, 2009 წლის 12 იანვარს საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს, ქ.თბილისის ისანი–სამგორის სამმართველოს განყოფილებაში
დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის #004090130 საქმეზე, ვახტანგ
ქარელის მიმართ განხორციელებული მუქარის სავარაუდო ფაქტზე, საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 151–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის
ნიშნებით. აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება.
ირაკლი გოგუაძისა და მაკა წიკლაურის საქმე
2008 წლის 23 დეკემბერს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართეს
ჟურნალისტებმა, მაკა წიკლაურმა და ირაკლი გოგუაძემ. მათი განცხადებიდან
ირკვეოდა, რომ მათ მიმართ
ჟურნალისტური საქმიანობის განხორცელებისას
ადგილი ჰქონდა სხვადასხვა სახის დარღვევებს, კერძოდ:
2008 წლის 13 აგვისტოს რუსთაველის გამზირზე შიდა ქართლიდან დევნილი
მოსახლეობის საპროტესტო აქციის გადაღებისას, იმ დროისათვის ოპერატორად
მომუშავე ირაკლი გოგუაძეს უცნობმა პირმა ვიდეოკამერიდან აკუმულატორი
ჩამოგლიჯა და გაიქცა;
2008 წლის 21 ოქტომბერს უზენაესი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე
უცნობი პირები თავს დაესხნენ ჟურნალისტ მაკა წიკლაურს და მოტეხეს ხელი; იგი
აღნიშნულ თავდასხმას, ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს.
2008 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით 22 საათსა და 30 წუთზე მეზობლიდან
სახლისაკენ მიმავალ ირაკლი გოგუაძეს საცხოვრებელ სახლთან (ამაღლების ქუჩაზე)
უცნობმა პირებმა საბუთების წარდგენა მოსთხოვეს და მანქანაში ძალით ჩასმა
დაუპირეს.
ამ ადამიანებს მიაჩნდათ, რომ მათ მიმართ განხორციელებული ყველა ქმედება
უკავშირდებოდა უშუალოდ მათ პროფესიულ საქმიანობას, თუმცა კონკრეტული
პირების დასახელებას ვერ ახერხებენ.
მიმდინარე წლის 8 იანვარს
სახალხო დამცველის აპარატიდან სათანადო
რეაგირებისათვის გაიგზავნა წერილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტში.
საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს
მთავარი პროკურატურიდან გამოგზავნილი პასუხის თანახმად, მასალები შემდგომი
953
დანართი # 9
შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება
რეაგირებისათვის გადაეგზავნა შიდა ქართლისა და მცხეთა–მთიანეთის საოლქო
პროკურატურას, სიღნაღისა და ძველი თბილისის რაიონულ პროკურატურას.
ქ. გორის ადმინისტრაციულ შენობაში მომხდარი ინციდენტი
გაეროს ექსპერტმა გიორგი გოცირიძემ საკუთარ ახსნა–განმარტებაში სახალხო
დამცველს განუცხადა შემდეგი: ,,2008 წლის 15 დეკემბერს თავად შევესწარი იმ
ფაქტს, თუ რა პრობლემებს აწყდებოდა საბა წიწიკაშვილი ადმინისტრაციულ
შენობაში შესასვლელად. ჩემს გარდა აღნიშნული ფაქტის თვითმხილველი გახდა
გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
ელიზა მიქელაძე. ჟურნალისტმა დაცვის პოლიციის თანამშრომელს წარუდგინა
,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ გაცემული მოწმობა. დაცვის პოლიციელმა
უარი განაცხადა საბა წიწიკაშვილის შენობაში დაშვებაზე, ვინაიდან მასზე არ იყო
გამოწერილი საშვი. ჟურნალისტმა საბა წიწიკაშვილმა დაცვის პოლიციის
თანამშრომელს ვინაობის დასახელება მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. საბა
წიწიკაშვილმა
თავისი
კუთვნილი
ფოტოაპარატით
დაცვის
პოლიციის
თანამშრომლის ფოტოგრაფირება სცადა. პასუხად პოლიციელმა საბა წიწიკაშვილს
სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაცვის პოლიციელმა ფოტოგრაფირების თავიდან
აცილების მიზნით, სამუშაო ოთახს მიაშურა. მეორე პოლიციელი შეეცადა საბა
წიწიკაშვილისათვის ფოტოაპარატის წართმევას. ჩემი და საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ელიზა მიქელაძის ჩარევის შედეგად
პოლიციელის მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. მე განვუმარტე დაცვის
პოლიციელს, რომ არ ჰქონდა ჟურნალისტისათვის ფოტოაპარატის წართმევის
უფლება, ხოლო ელიზა მიქელაძემ სიმშვიდის დაცვისაკენ მოუწოდა. [...]“
აღნიშნული ფაქტი რომ არ წარმოადგენს გამონაკლისს, ამას ნათლად აჩვენებს 2008
წლის 27 ნოემბერის ვიდეოჩანაწერი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია
,,ადამიანის
უფლებათა
ცენტრის“
კოორდინატორმა,
ჟურნალისტმა
საბა
წიწიკაშვილმა სახალხო დამცველს წარუდგინა. კადრებში ნათლად ჩანს, თუ როგორ
უშლიან მას ხელს დაცვის პოლიციის თანამშრომლები მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ შენობაში შესვლაში. საბა წიწიკაშვილმა დაცვის პოლიციის
თანამშრომლებს წარუდგინა ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ გაცემული
მოწმობა, თუმცა ეს უკანასკნელი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ საბა
წიწიკაშვილი შენობაში დაეშვათ.
გამოხატვის თავისუფლებას დემოკრატიულ საზოგადოებაში დიდი მნიშვნელობა
ენიჭება. ,,[...]თავისუფალი საზოგადოება შედგება თავისუფალი ინდივიდებისაგან,
რომლებიც ცხოვრობენ თავისუფალ ინფორმაციულ სივრცეში, თავისუფლად
აზროვნებენ,
აქვთ
დამოუკიდებელი
შეხედულებები
და
მონაწილეობენ
დემოკრატიულ პროცესებში, რაც აზრთა გაცვლა-გამოცვლასა და პაექრობას
გულისხმობს.“229 დემოკრატიის კონცეფცია ემყარება იდეათა პლურალიზმსა და მათი
გავრცელების თავისუფლებას.
229
,,საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს
პრეზიდენტის წინააღმდეგ“, პუნქტი: 13; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე
კოლეგიის გადაწყვეტილება, N2/2-389. ქ. ბათუმი, 2007 წლის 26 ოქტომბერი;
954
დანართი # 9
შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება
დემოკრატია თავისთავად გულისხმობს აზრის გამოხატვის თავსუფლებას, მათ
შორის, მედიის საშუალებით, რასაც აღირებს კიდეც საქართველოს კონსტიტუციის
24–ე მუხლი.230 ეს არის გამოხატვის თავისუფლების მოთხოვნა, რომელსაც ნებისმიერ
დემოკრატულობაზე პრეტენზიის მქონე საზოგადოებას უყენებს. თავის მხრივ,
გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პირის უფლებაზე,
მოიპოვოს ინფორმაცია. საქართველოს კონტიტუციის 41–ე მუხლი აღიარებს
უფლებას, ნებისმიერმა დაინტერესებულმა სუბიექტმა მიიღოს ინფორმაცია
ოფიციალური წყაროებიდან. რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს სახელმწიფო
დაწესებულებების
ხელმისაწვდომობას,
როცა
ეს
ინფორმაციის
მიღების
საჭიროებიდან გამომდინარეა მიზანშეწონილი. საქართველოს კონსტიტუციის
აღნიშნული მუხლების ურთიერთმიმართება უზრუნველყოფს ჟურნალისტების
შესაძლებლობას თავისუფლად განახორციელონ საკუთარი საქმიანობა. ეს უფლება
საფუძველშივე არ უშვებს იმის შესაძებლობას, რომ სახელმწიფომ შეზღუდოს
ინფორმაციის მიღების საშუალებები.231
პოლიციის თანამშრომლებს, როგორც საჯარო მოხელეებს, ეკისრებათ ვალდებულება,
ხელი შეუწყონ ჟურნალისტებს საკუთარი საქმიანობის წარმართვაში. ახსნა–
განმარტებაში აღნიშნულია, რომ დაცვის პოლიციის თანამშრომლები, ჟურნალისტ
საბა წიწიკაშვილს ართმევდნენ ფოტოკამერას, ხოლო მეორე თანამშრომელი მას
სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ეს არღვევს ჟურნალისტის უფლებას მიიღოს და
გაავრცელოს ინფორმაცია, რომელიც დაცულია საქართველოს კონტიტუციითა და
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით.
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად: ,,პოლიციის
საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის,
ჰუმანიზმისა და საჯაროობის პრინციპებს. პოლიცია მოვალეა პატივი სცეს და
დაიცვას პიროვნების უფლებები და თავისუფლებები მიუხედავად მისი
მოქალაქეობრივი, სოციალური, ქონებრივი მდგომარეობისა, რასობრივი და
ეროვნული კუთვნილებისა, სქესისა, ასაკისა, განათლებისა, ენისა და სარწმუნოებისა,
პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა.“ ამავე კანონის მე-8 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის
თანახმად პოლიცია თავისი ამოცანების განხორციელებისას მოვალეა, ,,მკაცრად
დაიცვას მოქალაქის კანონიერი უფლებები სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისას“; ხოლო ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 98-ე
მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არადამაკმაყოფილებელი
პროფესიული ჩვევები საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების
საფუძველია. ამავე კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის
შესაბამისად,
დისციპლინურ
გადაცდომას
წარმოადგენს
,,სამსახურებრივ
მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება“;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა 2009 წლის 17 მარტს
რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო
230
იხ: ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მოქალაქე რუსუდან ტაბატაძე
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. მეორე
კოლეგიის გადაწყვეტილება N 2/3/364, თბილისი, 2006 წლის 14 ივლისი;
231
Guerra v. Italy, 19 February, 1998.
955
დანართი # 9
შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება
სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარეს
ბატონ ზაზა გელაშვილს და მოითხოვა მოცემული საკითხის შესწავლა და, ფაქტების
დადასტურების შემთხვევაში, დისციპლინური დევნის დაიწყება შესაბამისი პირების
მიმართ.
საბა წიწიკაშვილის საქმე
2008 წლის 3 სექტემბერს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა ჟურნალისტმა
საბა წიწიკაშვილმა. მისი განმარტებით, 2008 წლის 1 სექტემბერს გორის
მუნიციპალიტეტის სოფელი კარალეთის შესასვლელთან, ,,ცოცხალი ჯაჭვის“ აქციის
მიმდინარეობის დროს, მას თავს დაესხნენ და სიტყვიერი და ფიზიკური
შეურაცხყოფა მიაყენეს შიდა ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა–
გუბერნატორმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა და მისმა მოადგილემ ზურაბ
ჩინჩილაკაშვილმა.
საბა წიწიკაშვილის განცხადებიდან ირკვევა, რომ როდესაც ჟურნალისტი ,,ცოცხალი
ჯაჭვის“ აქციას ფოტოაპარატით აფიქსირებდა, პრეზიდენტის სახელმწიფო
რწმუნებულმა–გუბერნატორმა ხელი ჰკრა და აქციის დატოვება მოსთხოვა. ამ დროს
საბა წიწიკაშვილს მიუახლოვდა ზურაბ ჩინჩილაკაშვილიც და უცენზურო
სიტყვებით მიმართა. ზურაბ ჩინჩილაკაშვილმა და კიდევ ერთმა უცნობმა პირმა საბა
წიწიკაშვილს
ყელში
ხელი
წაუჭირეს
და
რუსების
მიერ
მოწყობილ
მავთულხლართებზე დააგდეს.
ამის შემდეგ, საბა წიწიკაშვილი დადგა შიდა ქართლის შს მთავარი სამმართველოს
უფროსის ვლადიმერ ჯუღელის გვერდით იმ ვარაუდით, რომ უსაფრთხოდ
იქნებოდა. ამ დროს მას კვლავ მიუახლოვდა ზურაბ ჩინჩილაკაშვილი, მკლავზე ხელი
მოუჭირა და დაემუქრა. ზურაბ ჩინჩილაკაშვილთან ერთად საბა წიწიკაშვილს
ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ უცნობი პირები. საბა წიწიკაშვილი მიუთითებს,
რომ ეს ფაქტი არავის დაუნახავს, ვინაიდან იქ შეკრებილი ადამიანების ყურადღება
საზეიმო ღონისძიებებზე იყო გადატანილი. ამის შემდეგ, საბა წიწიკაშვილი
მიუახლოვდა გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ხმიადაშვილის მანქანას,
სადაც გამგებელთან ერთად მისი მოადგილე, გიორგი კვიწინაძე იჯდა. ზურაბ
ჩინჩილაკაშვილმა მათი თანდასწრებით ბლაგვი საგანი დაარტყა ჟურნალისტს. ამ
გარემოებას არ ადასტურებენ სხვა თვითმხილველები. საბა წიწიკაშვილის
განმარტებით, ზურაბ ჩინჩილაკაშვილის გაღიზიანებისა და მართლსაწინააღმდეგო
ქმედებების მოტივი გახდა ის ფაქტი, რომ ჟურნალისტმა რწმუნებულის მოადგილე
დააფიქსირა რუსი გენერლის, ბორისოვის ავტომანქანაში და თავის პუბლიკაციაში
მას ,,ბორისოვის მძღოლი“ უწოდა.
აქციის ერთ–ერთი მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციის, ,,მრავალეროვანი
საქართველოს“ წარმომადგენელი არინა თავაქარიშვილი ამ ფაქტს შემდეგნაირად
აღწერს: 2008 წლის 1 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, არინა თავაქარიშვილი
საბა წიწიკაშვილთან ერთად მივიდა რუსი ოკუპანტების ბლოკ–საგუშაგოსთან.
მითითებულ ადგილას იმყოფებოდნენ საქართველოს დროშის ფერებში ჩაცმული,
956
დანართი # 9
შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება
,,ცოცხალ ჯაჭვში“ მდგომი ახალგაზრდები. აღნიშნულმა პირებმა საბა წიწიკაშვილსა
და არინა თავაქარიშვილს უკან დახევა მოსთხოვეს. საბა წიწიკაშვილმა უარი
განაცხადა აღნიშნული მოთხოვნის შესრულებაზე. არინა თავაქარიშვილის
განმარტებით, ამის შემდეგ შეკამათება მოხდა ვლადიმერ ვარძელაშვილსა და საბა
წიწიკაშვილს შორის.
არინა თავაქარიშვილის განმარტებით, რწმუნებულმა სიტყვიერი შეურაცხყოფა
მიაყენა ჟურნალისტს. ვლადიმერ ვარძელაშვილი საბა წიწიკაშვილისაგან კარალეთის
მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას ითხოვდა. გუბერნატორის მითითებით, მისმა
თანმხლებმა პირებმა საბა წიწიკაშვილი თავისი ნების საწინააღმდეგოდ განარიდეს
ბლოკ–საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიას. არინა თავაქარიშვილი არ უთითებს საბა
წიწიკაშვილის მიმართ სხვა სახის ფიზიკური ხელყოფის გარემოებებს და განმარტავს,
რომ რწმუნებულთან მომხდარი ინციდენტის გამო თავად ურჩია საბა წიწიკაშვილს
ბლოკ–საგუშაგოსაგან დისტანცირება. ამის შემდეგ საბა წიწიკაშვილი არინა
თავაქარიშვილს დაშორდა. როდესაც არინა თავაქარიშვილმა საბა წიწიკაშვილს
კვლავ თვალი მოჰკრა, შეამჩნია, რომ ჟურნალისტი იყო გაფითრებული და
აცხადებდა, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თუმცა არინა
თავაქარიშვილი არ გამხდარა აღნიშნული ფაქტის უშუალო თვითმხილველი,
ვინაიდან ამ დროს დაკავებული იყო აქციის მიმდინარეობის გადაღებით.
2008 წლის 4 სექტემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულმა ახსნა–განმარტება
ჩამოართვა შიდა ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს–გუბერნატორს
ვლადიმერ ვარძელაშვილსა და მის მოადგილეს ზურაბ ჩინჩილაკაშვილს.
ვლადიმერ ვარძელაშვილი უარყოფს საბა წიწიკაშვილისათვის სიტყვიერი და
ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. მისი განმარტებით, რუსი ოკუპანტების
საგუშაგოსთან ,,ცოცხალი ჯაჭვის“ მონაწილეთა დიდმა მასამ მოიყარა თავი. ამ
ფაქტმა ოკუპანტების გაღიზიანება გამოიწვია. ვითარების გამწვავების თავიდან
აცილების მიზნით, ვლადიმერ ვარძელაშვილმა და მის დაქვემდებარებაში მყოფმა
პირებმა აქციის ორგანიზების ფუნქცია იკისრეს და დემონსტრანტთა ბლოკ–
საგუშაგოებისაგან
დაცილება
გადაწყვეტეს.
ვლადიმერ
ვარძელაშვილის
განმარტებით, ერთ–ერთი ადამიანი ვინც ბლოკ–საგუშაგოსთან ახლოს იმყოფებოდა,
იყო საბა წიწიკაშვილი, თუმცა რწმუნებულს მისთვის არც სიტყვიერად მიუმართავს
და, მით უმეტეს, მასთან არც ფიზიკური შეხება ჰქონია.
ზურაბ ჩინჩილაკაშვილის განმარტებით, იგი რწმუნებულს ეხმარებოდა ოკუპანტების
ბლოკ–საგუშაგოსთან
ხალხის
მასის
მართვაში.
ზურაბ
ჩინჩილაკაშვილი
მოუწოდებდა ,,ცოცხალ ჯაჭვში“ მყოფ პირებს, გარკვეული მანძილით
დისტანცირებული ყოფილიყვნენ რუსული საგუშაგოსაგან. ამ დროს ზურაბ
ჩინჩილაკაშვილმა შენიშნა, რომ საბა წიწიკაშვილი ერთ–ერთ დემონსტრანტს
ეკამათებოდა. გუბერნატორის მოადგილე ადასტურებს, რომ ჟურნალისტსაც
მოუწოდა რუსული საგუშაგოს დაცილებოდა. ზურაბ ჩინჩილაკაშვილი უარყოფს,
რომ ამგვარ მოთხოვნას თან ახლდა საბა წიწიკაშვილის მიმართ სიტყვიერი და
ფიზიკური შეურაცხყოფა.
957
დანართი # 9
შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება
თუ არ ჩავთვლით თავად საბა წიწიკაშვილის განცხადებას, ზურაბ ჩინჩილაკიშვილის
სახალხო დამცველის აპარატის საბა წიწიკაშვილისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის
ფაქტი არ დასტურდება ჩვენს მიერ შეკრებილი მასალებით. ამ გარემოების
დასადგენად საჭიროა სათანადო საგამოძიებო მოქმედების ჩატარება. რაც შეეხება
გუბერნატორის მიერ საბა წიწიკაშვილთან შეკამათებისა და ბლოკ–საგუშაგოდან
ძალით გაყვანის ფაქტს, ეს გარემოება დასტურდება არინა თავაქარიშვილის მიერ და
მას არ უარყოფს თავად ვლადიმერ ვარძელაშვილი გაზეთ ,,ალიასთან“ ინტერვიუში.
2008 წლის 22 სექტემბერს სახალხო დამცველმა მის ხელთ არსებულ მასალები
შემდგომი რეაგირებისათვის გადააგზავნა შიდა ქართლისა და მცხეთა–მთიანეთის
საოლქო პროკურატურაში. პასუხი აღნიშნულ რეკომენდაციაზე არ მოსულა. თუმცა
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობდა გამოძიება,
რომელიც შეწყდა.
გელა მთივლიშვილის და 4 სხვა ჟურნალისტის საქმე
გაზეთ ,,რეზონანსის“ 2008 წლის 20 ნოემბრის #318-ე ნომერში გამოქვეყნდა გელა
მთივლიშვილის სტატია, რომლის მიხედვითაც შიდა ქართლის სამხარეო
ადმინისტრაციის შენობაში დაცვის თანამშრომლებმა ჟურნალისტებს, გელა
მთივლიშვილს, შორენა ღლონტს, მარიკა ვაჭარაძეს, ნატა კოპაძესა და თეა
თედლიაშვილის შეურაცხყოფა მიაყენეს. გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ
გამგეობის შენობის შესასვლელში მყოფი დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა ისინი
საშვის გარეშე შენობაში არ შეუშვეს.
დაცვის პოლიციის თანამშრომლების
გაღიზიანება მედიის წარმომადგენლების მოთხოვნამ გამოიწვია - განემარტათ,
რატომ არ აქვთ მოქალაქეებს სამხარეო ადმინისტრაციის და გორის რაიონის
გამგეობის შენობაში შესვლის უფლება სპეციალური ნებართვის გარეშე. ერთ-ერთი
მათგანი ჟურნალისტებს ცეცხლსასროლი იარაღის ხელში თამაშით მიუახლოვდა და
შენობის დატოვება უბრძანა. უარის მიღების შემდეგ დაცვის პოლიციის
თანამშრომლებმა ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ერთ–ერთი
მათგანი კი კორესპონდენტების საცემადაც იწევდა. ამ ფაქტის თვითმხილველები
გამგეობის საშვთა ბიუროს და სხვა თანამშრომლებიც გახდნენ.
ჟურნალისტმა შორენა ღლონტმა ამ ფაქტთან დაკავშირებით ახსნა–განმარტება მისცა
სახალხო დამცველს. იგი მიუთითებს: ,,[...]როცა გორის სამხარეო ადმინისტრაციაში
მივედით დაცვამ გვითხრა ვინ ხართ, სად, ვისთან და რისთვის მიდიხართო. ჩვენ
ავუხსენით ვინც ვიყავით და განვუმარტეთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის
გამგებელთან დავით ხმიადაშვილთან გვინდოდა შეხვედრა. შეთანხმებული თუ
ხართ საშვი უნდა აიღოთო _ გვითხა დაცვის პოლიციელმა. ის რომ შენობაში არ
გვიშვებდნენ და გამგებელთან შესვლაზე შეთანხმებული თურმე წინასწარ უნდა
ვყოფილიყავით _ ფაქტი ერთმანეთში გავაპროტესტეთ. ამ დროს დაცვის პოლიციის
მეორე თანამშრომელი გამოვიდა და მისსავე თანამშრომელს უთხრა ,,ამ ნაბოზრებს,
დედამოტ.. რას უხსნი ამდენს, თქვენნაირ, ოპოზიციურად განწყობილ
ჟურნალისტებს ამ შენობაში არ ვუშვებთო“ და გელა მთივლიშვილისკენ იწევდა. [...]“
958
დანართი # 9
შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება
კიდევ ერთმა ჟურნალისტმა თეა თედლიაშვილმა სახალხო დამცველს განუმარტა
შემდეგი: ,,ადმინისტრაციულ შენობაში შესვლისას ,,დაცვის ბიჭებმა“ საშვის აღება
მოგვთხოვეს. ჩვენ საშვის აღებაზე უარი არ გვითქვამს, თუმცა ის, რომ საჯარო
დაწესებულებაში საშვს ასეთი ტონით ითხოვდნენ, ხმამაღლა გავაპოტესტეთ. ჩვენ
ასევე მოვითხოვეთ ბრძანება, რომლის შესაბამისადაც იყო ადმინისტაციულ შენობაში
საშვთა სისტემა დაშვებული.
ამ დროს დაცვის წევრების ოთახიდან ერთ-ერთი შეიარაღებული და ფორმით
შემოსული ჯელნტlმენი გამოვარდა და ფრიად „ზრდილობიანად“ მოგვმართა:
,,თქვენნაირი ნაბოზვები რომ არ შემოვუშვათ აქ, იმიტომ გვინდა საშვები“.
რეგიონულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრმა გელა მთივლიშვილმა დაცვის წევრს
კორექტულობისკენ მიუთითა, რასაც შედეგად დაცვის წევრისგან დედის აუგად
ხსენება მოჰყვა, თანაც არაერთგზის.“
გამოხატვის თავისუფლების სათანდოდ დაცვა ერთგვარი ტესტია დემოკრატიული
სახელმწიფოსთვის. ,,სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლება
წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს
ქვაკუთხედს
და
პრესისათვის
მინიჭებული
გარანტიები
მეტად
232
მნიშვნელოვანია.“ ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია ის, თუ რა ტიპის კომუნიკაცია
და ღიაობა აქვთ საჯარო მოხელეებს233 ჟურნალისტებთან ურთიერთობისას.
იოჰანესბურგის პრინციპების პრეამბულის მე–4 ნაწილში მითითებულია, რომ
,,აზრის გამოხატვისა და ინფორმაციის მიღების თავისუფლებები წარმოადგენს
სასიცოცხლო მნიშვნელობის ფასეულობებს, რათა უზრუნველყოფილი იქნას
დემოკრატიული საზოგადოების არსებობა, მისი პროგრესი და კეთილდღეობა,
ადამიანის სხვა უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების გამოყენების
შესაძლებლობა“.
დემოკრატია თავისთავად გულისხმობს აზრის გამოხატვის თავისუფლებას, მათ
შორის, მედიის საშუალებით, რასაც აღირებს კიდეც საქართველოს კონსტიტუციის
24–ე მუხლი.234 ეს არის გამოხატვის თავისუფლების მოთხოვნა, რომელსაც ნებისმიერ
დემოკრატულობაზე პრეტენზიის მქონე საზოგადოებას უყენებს. თავის მხრივ,
გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პირის უფლებაზე,
მოიპოვოს ინფორმაცია. საქართველოს კონტიტუციის 41–ე მუხლი აღიარებს
უფლებას, ნებიმიერმა დაინტერესებულმა სუბიექტმა მიიღოს ინფორმაცია
ოფიციალური წყაროებიდან. რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს სახელმწიფო
დაწესებულებების
ხელმისაწვდომობას,
როცა
ეს
ინფორმაციის
მიღების
საჭიროებიდან გამომდინარეა მიზანშეწონილი. საქართველოს კონსტიტუციის
აღნიშნული მუხლების ურთიერთმიმართება უზრუნველყოფს ჟურნალისტების
შესაძლებლობას თავისუფლად განახორციელონ საკუთარი საქმიანობა. ეს უფლება
232
233
Jersild v. Denmark, 1994 წლის 23 სექტემბერი, სერია A, # 298, პუნქტი 31–ე;
იხ: ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტი;
234
იხ: ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მოქალაქე რუსუდან ტაბატაძე
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. მეორე
კოლეგიის გადაწყვეტილება N 2/3/364, თბილისი, 2006 წლის 14 ივლისი;
959
დანართი # 9
შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება
საფუძველშივე არ უშვებს იმის შესაძებლობას, რომ სახელმწიფომ შეზღუდოს
ინფორმაციის მიღების საშუალებები.235
საქართველოს კონსტიტუციის 24–ე მუხლის მე–2 პუქტში აღნიშნულია, რომ
,,მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია.“ ეს ნიშნავს, რომ
ჟურნალისტები, როგორც საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლები, თავიანთ
საქმიანობას განსაზღვრავენ საკუთარი შეხედულებების შესაბამისად, მიუხედავად
იმისა, რა დამოკიდებულება აქვთ საჯარო მოხელეებს მათ საქმიანობასთან,
ჟურნალისტები თავისუფალნი უნდა იყვნენ ყოველგვარი ზეწოლისაგან, რათა
სათანადოდ განახორციელონ საზოგადოების მიერ მათთვის დაკისრებული ფუნქცია.
ხოლო საჯარო მოხელეების მიერ ჟურნალისტების მისამართით აგრესიის გამოხატვა
შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც ზეწოლა საჯარო მოხელის იურისდიქციაში
შემავალ ტერიტორიაზე მოქმედ მედია საშუალებებზე.
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი შეეხება დისკრიმინაციის აკრძალავას,
რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია, inter alia,
განუჩევლად რელიგიისა.
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის განმარტებით, ,,ტერმინი ,,დისკრიმინაცია“
გულისხმობს ნებისმიერ განსხვავებას, გარიყვას, შეზღუდვას ან პრიორიტეტის
მინიჭებას, რაც დამყარებულია ნებისმიერ ისეთ საფუძველზე, როგორიც არის [...]
რელიგია [...], რომლის მიზანიც ან რომლის შედეგია ყველა ადამიანის მიერ,
თანასწორ საფუძველზე, ყველა უფლებითა და თავისუფლებით სარგებლობის,
აღიარების ან ხორცშესხმის ხელის შეშლა ან დაბრკოლება“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში კემპი და ბაურიმი
ნიდერლანდების სამეფოს წინააღმდეგ განაცხადა, რომ ,,განსხვავებული მოპყრობა
დისკრიმინაციულად ჩაითვლება, თუკი სახელმწიფო ვერ დაასაბუთებს, რომ ამგვარი
მოპყრობა აუცილებელი და გონივრული“236.
ხანიაშვილის და სხვების საქმეში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ
განაცხადა, რომ ,,პოლიტიკური ძალაუფლების განხორციელებაში მონაწილეობა არ
უნდა იქცეს ისეთ პრივილეგიად, რაც არსებით წინააღმდეგობაში მოვა ადამიანის
უფლებათა თანასწორობის უნივერსალურ პრინციპებთან.“ 237
საკონსტიტუციო სასამართლომ იმავე საქმეში, მომდევნო პუნქტის განხილვისას
განცხადა, რომ ,,[…] დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის
მოთხოვნები. კერძოდ, კოლეგია იზიარებს მოსარჩელეთა პოზიციას იმასთან
235
236
Guerra v. Italy, 19 February, 1998.
Camp and Bourimi v. The Netherlands, განაცხადი #28369/95, პარაგრაფი 37;
237
პირველი კოლეგიის (ბესარიონ ზოიძე(თავმჯდომარე), ავთანდილ აბაშიძე და იაკობ ფუტკარაძე)
2002 წლის 15 ოქტომბრის, #1/2/174,199 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეები - ტრისტან
ხანიშვილი, თედორე ნინიძე, ნოდარ ჭითანავა, ლევან ალექსიძე, გიორგი ქავთარაძე და სხვები (სულ
12 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
960
დანართი # 9
შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება
დაკავშირებით, რომ სადავო კანონის [...მიერ...] მათი უფლებების დარღვევა
შეიძლება მომხდარიყო პოლიტიკური შეხედულებების გამო.“238
ადმინისტრაციული შენობის დაცვის პოლიციის თანამშრომლის სიტყვები,
რომლებიც ხაზს უსვამდნენ, ჟურნალისტების ოპოზიციურ განწყობას, წარმოადგენს,
საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლის დარღვევას, რომელიც განამტკიცებს
დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს.
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად: ,,პოლიციის
საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის,
ჰუმანიზმისა და საჯაროობის პრინციპებს. პოლიცია მოვალეა პატივი სცეს და
დაიცვას პიროვნების უფლებები და თავისუფლებები მიუხედავად მისი
მოქალაქეობრივი, სოციალური, ქონებრივი მდგომარეობისა, რასობრივი და
ეროვნული კუთვნილებისა, სქესისა, ასაკისა, განათლებისა, ენისა და სარწმუნოებისა,
პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა.“
ამავე კანონის მე-8 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიცია თავისი ამოცანების
განხორციელებისას მოვალეა, ,,მკაცრად დაიცვას მოქალაქის კანონიერი უფლებები
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას“; ამავე კანონის ,,გ“ ქვეპუნქტის
შესაბამისად, პოლიცია მოვალეა: ,,მოქალაქეებთან ურთიეთობისას მკაცრად დაიცვას
სამსახურებრივი ეთიკის ნორმები.“
ხოლო ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 98-ე მუხლის პირველი
პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არადამაკმაყოფილებელი პროფესიული
ჩვევები საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია. ამავე
კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ
ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი
(ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, საქციელი სამსახურშია ჩადენილი თუ
მის გარეთ.
2009 წლის 12 მარტს, სახალხო დამცველის აპარატიდან შიდა ქართლის სამხარეო შს
სამმართველოს გაეგზავნა წერილი, რომლითაც ვითხოვდით ინფორმაციას
ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების შესახებ.
გია ჭანტურიას საქმე
2009 წლის იანვრის ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“ #45–ში გამოქვეყნდა სტატია
„არშემდგარი დისკუსია“, ავტორი შორენა შავერდაშვილი. სტატია ეხებოდა „პირველ
არხზე“ მიმდინარე რეორგანიზაციას, გადაცემების ხარისხს, აქტუალობასა და
მნიშვნელობას. აღნიშნულ თემაზე, მოწვეული ექსპერტების გარდა, დისკუსიაში
238
პირველი კოლეგიის (ბესარიონ ზოიძე(თავმჯდომარე), ავთანდილ აბაშიძე და იაკობ ფუტკარაძე)
2002 წლის 15 ოქტომბრის, #1/2/174,199 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეები - ტრისტან
ხანიშვილი, თედორე ნინიძე, ნოდარ ჭითანავა, ლევან ალექსიძე, გიორგი ქავთარაძე და სხვები (სულ
12 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
961
დანართი # 9
შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება
მონაწილეობდნენ პირველი არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ლევან გახელაძე
და „პირველი არხის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გია ჭანტურია.
დისკუსიის დროს დასმულ შეკითხვაზე, თუ რომელი გადაცემა იყო შექმნილი
უმცირესობებისათვის, გია ჭანტურიამ უპასუხა: „პიდარასტებისთვის?“. ასევე,
კითხვაზე,
თუ
არსებობს
რომელიმე
უმცირესობის
ან
სუბკულტურის
წარმომადგენელი წამყვანი, გია ჭანტურიამ უპასუხა: „ხეიბარი უნდა იყოს წამყვანი?
მეუბნებით, რომ ჰომოსექსუალმა უნდა წაიყვანოს გადაცემა ჰომოსექსუალზე?“
დემოკრატიულ, პლურალისტურ საზოგადოებაში პრინციპულად აუცილებლად არის
მიჩნეული, თავიდან ავიცილოთ ყველა ისეთი ფორმის გამოხატვა, რომელიც
ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს სიძულვილსა და შეუწყნარებლობას გარკვეული
ნიშნით (ეთნიკური, რელიგიური, სოციალური და ა.შ.)
ადამიანის უფლებები წარმოადგენს უშუალოდ მოქმედ სამართალს და, შესაბამისად,
რაიმე კონკრეტული სახის კოდიფიკაციას სახელმწიფოს მხრიდან არ საჭიროებს.
საქართველოს კონსტიტუციის 24–ე მუხლი აღიარებს აზრის გამოხატვის
თავისუფლებას, მათ შორის, მედიის საშუალებით. საკონსტიტუციო სასამართლომ
აღნიშნა, რომ 24–ე მუხლი ,,განამტკიცებს ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და
გავრცელების, საკუთარი მოსაზრების გამოთქმისა და გავრცელების უფლებას
ნებისმიერი საშუალებით.“[1]
აზრის გამოხატვის თავისუფლება შეზღუდვას დაქვემდებარებულ უფლებას
წარმოადგენს, რომელიც იზღუდება კონსტიტუციის 24–ე მუხლის მე–4 პუნქტში
მოცემული საფუძვლებით. ,,კონსტიტუცია იცავს აზრის გამოხატვისა და
გავრცელების პროცესს, მის შინაარსსა და ფორმებს, თუმცა, იმავდროულად, ამ
უფლებათა შეზღუდვის ფორმალურ და მატერიალურ პირობებსაც ადგენს“[2] (იგივე
აზრი საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეებში ,,საქართველოს ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაცია და მოქალაქე რუსუდან ტაბატაძე საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ“ და ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ“ გაიმეორა).[3]
კონსტიტუციის 24–ე მუხლის მე–4 პუნქტის მოცემული საფუძვლებიდან,
კონკრეტულ შემთხვევაში, ყურადღება უნდა გამახვილდეს სხვათა უფლებებისა და
ღირსების დასაცავად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობაზე.
[1]
,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მოქალაქე რუსუდან ტაბატაძე საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ.“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. მეორე კოლეგიის
გადაწყვეტილება N 2/3/364, თბილისი, 2006 წლის 14 ივლისი;
[2]
,,საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს
პრეზიდენტის წინააღმდეგ“, პუნქტი: 13; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე
კოლეგიის გადაწყვეტილება, N2/2-389. ქ. ბათუმი, 2007 წლის 26 ოქტომბერი;
[3]
შეადარე: ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მოქალაქე რუსუდან ტაბატაძე
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. მეორე
კოლეგიის გადაწყვეტილება N 2/3/364, თბილისი, 2006 წლის 14 ივლისი; ,,ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო,
მეორე კოლეგიის გადაწყვეტილება N 2/2/359, თბილისი, 2006 წლის “6 ივნისი”, პუნქტი პირველი;
962
დანართი # 9
შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება
მართალია, ერთი მხრივ, არსებობს ნებისმიერი პიროვნების და, ამ შემთხვევაში,
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილის ბატონი გია ჭანტურიას
გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ, მეორე მხრივ, არსებობს პირთა ჯგუფებისა თუ
კონკრეტული პირების ღირსების უფლება, რომელიც ჩამოყალიბებულია
საქართველოს კონსტიტუციის მე–17 მუხლში. ამ ფაქტს განსაკუთრებული
მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ,,თითოეული ადამიანის უფლება მთავრდება იქ,
სადაც იწყება სხვათა უფლებები“.[4] კონკრეტულ შემთხვევაში, პირის პატივისა და
ღირსების უფლება პრევალირებს გამოხატვის თავისუფლებაზე.
პატივისა და ღირსების უფლების შინაარსის განსაზღვრისას ყურადღება უნდა
მივაქციოთ საკუთრივ პირის ან პირთა ჯგუფის დამოკიდებულებას მათ მიმართ
გამოყენებული ტერმინოლოგიისადმი, კერძოდ, აღიქვამენ თუ არა აღნიშნული
ჯგუფის წევრები ამა თუ იმ ტერმინს, როგორც დისკრიმინაციულს ან ღირსების
შემლახავს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შემთხვევაში სიტყვა ,,ხეიბარი“
დამამცირებელ მიმართვასთან ასოცირდება, ხოლო სექსუალური უმცირესობების
წარმომადგენელთათვის შეურაცხმყოფელია გამოთქმა ,,პიდარასტი“. ამის გამო
ისეთი გამონათქვამები, რომლებიც შეურაცხყოფს პიროვნებას სოციალური ნიშნით,
წარმოადგენს სიძულვილის ენას (Hate speech), რაც ლახავს კონკრეტულ პირთა
პატივსა და ღირსებას. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ საზოგადოებრივ
მაუწყებელს ქცევის კოდექსი ეთერში ამ ფრაზების გამოყენებას უკრძალავს, გიორგი
ჭანტურია კი წარმოადგენს ერთ–ერთ იმ პირს, ვინც საზოგადოებრივი მაუწყებლის
საეთერო პოლიტიკას განსაზღვრავს.
[4]
,,მოქალაქე აკაკი გოგიჩაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილება N2/1/241 2004 წლის 11 მარტი ქ.
თბილისი, პირველი ნაწილი, პირველი პუნქტი;
963
დანართი # 9
შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება
დანართი # 9
შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება
“ჰელოუინი”
2008 წლის 31 ოქტომბერს ერეკლეს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე
ახალგაზრდული გასართობი აქცია ერთ–ერთმა რელიგიურმა დაჯგუფებამ დაარბია.
ახალგაზრდები ,,ჰელოუინს“ აღნიშნავდნენ. სახალხო დამცველმა აღნიშნული საქმის
შესწავლა საკუთარი ინიციატივით დაიწყო. სახალხო დამცველის რწმუნებულები
შეხვდნენ 7 თვითმხილველს. სახალხო დამცველს აღნიშნულ ფაქტთან
დაკავშირებით ახსნა–განამარტებები მისცეს ნიკოლოზ ელაშვილმა (adrenalin.ge–ს
წარმოადგენელი), სანდრო გაბისონიამ (აქციის წამყვანი), ნოკოლოზ წერეთელმა
(აქციის დისკ ჟოკეი) და ნატალია მჭედლიშვილმა (აქციის მონაწილე).
ახსნა–განმარტებებიდან ირკვევა, რომ 2008 წლის 31 ოქტომბერს ერეკლე მეორეს
ქუჩაზე გაიმართა კომპანია adrenalin.ge-ს მიერ ორგანიზებული ,,ჰელოუინის”
წვეულება. აქცია დაფინანსებული იყო ქ.თბილისის მერიის მიერ და სპეციალურად ამ
ღონისძიებისთვის მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი,
რომელსაც უნდა დაეცვა მონაწილეთა უსაფრთხოება და საზოგადოებრივი წესრიგი.
აქცია დაიწო საღამოს 9 საათზე და მშვიდად მიმდინარეობდა მანამ, სანამ ერეკლე
მეორეს ქუჩაზე გამოჩნდებოდნენ უცნობი ადამიანები საკარნავალო კოსტიუმების
გარეშე. ამ ჯგუფმა აქციის მიმდინარეობაში არეულობა შეიტანა დაზარალებულები
თავიანთ ახსნა–განმარტებებში სხვადასხვა დროს მიუთითებენ, რომელიც მერყეობს
00:10 საათიდან 00:30 საათამდე.
რამდენიმე წუთში უცნობი პირები ავიდნენ სცენაზე, წამყვანი სანდრო გაბისონია
ძირს გადააგდეს (სანდრო გაბისოანია აცხადებს, რომ იმ პირმა, ვინც იგი სცენიდან
გადმოაგდო, რამდენიმე დღის შემდეგ გაზეთ ,,ალის“ მისცა ინტერვიუ), დისკ ჟოკეი
ნიკოლოზ წერეთელს ლეპტოპი ჩაარტყეს, რის შედეგადაც მას ტუჩი გაუსკდა.
თავდამსხმელებმა ნიკოლოზ წერეთლის აპარატურა დაამტვრიეს. ამის შემდეგ,
როგორც აქციის მონაწილეებსა და თავდამსხმელებს, ასევე აქციის თავად
მონაწილეებს შორის დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება, რომელიც მასობრივ
არეულობაში გადაიზარდა.
2008 წლის 16 დეკემბერს სახალხო დამცველმა ქ.თბილისის მერიის სოციალური
მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია
აქციის ორგანიზების შესახებ. პასუხად გვეცნობა, რომ აღნიშნული პროექტი ჩატარდა
ქ.თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. ღონისძიების ჩატარების პერიმეტრი
კონტროლდებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ.
2008 წლის 11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის შს სამმართველოს უფროსს ბატონ ირაკლი
ყიფშიძეს წერილობით მიმართა და მოითხოვა ინფორმაცია შს სამინისტროს იმ
964
დანართი # 9
შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება
თანამშრომელთა შესახებ, რომლებიც 2008 წლის 31 ოქტომბერს
შემთხვევის
ადგილზე იმყოფებოდნენ, რა ღონისძიებები გაატარეს მათ აღნიშნული ინციდენტის
დროს.
აღნიშნული წერილის პასუხად, საქართველოს შინგან საქმეთა სამინისტროს
ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ბატონ ზვიად თავართქილაძის წერილით
2009 წლის 9 იანვარს სახალხო დამცველს ეცნობა, რომ საქმეზე დაწყებულია
წინასწარი გამოძება, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის
კოდექსის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და 187–ე მუხლის პირველი
ნაწილით. წერილის შინაარისიდან ირკვევა, რომ დაზარალებულის სახით
დაკითხულნი არიან არჩილ მესხი და ნიკოლოზ წერეთელი, რომლებმაც განაცხადეს,
რომ დაახლოებით 01:00 საათზე, აქციის მიმდინარეობისას, სცენაზე ავიდა რამდენიმე
ამ ეტაპზე დაუდგენელი პიროვნება, რომელთაც მოითხოვეს ღონისძების შეწყვეტა
და დააზიანეს ნიკოლოზ წერეთლის კუთვნილი მუსიკალური აპარატურა. სცენიდან
მოპარულია არჩილ მესხის კუთვნილი პერსონალური კომპიუტერი. ამჟამად
მიმდინარეობს წინასწარი გამოძება დამნაშავე პირთა დადგენა–დაკავების მიზნით.
2009 წლის 16 იანვარს დამაზუსტებელი წერილით მივმართეთ საქართველოს შინგან
საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს ბატონ ზვიად
თავართქილაძეს. წერილში აღნიშნული იყო, რომ სამინისტროს მიერ 2009 წლის 9
იანვარს გამოგზავნილ წერილში საუბარია შს სამინისტროს მიერ გატარებულ
ღონისძიებებზე, თუმცა მასში არ მოიპოვება ინფორმაცია ძველი თბილისის შს
სამმართველოს იმ თანამშრომლების შესახებ, რომლებიც 2008 წლის 31 ოქტომბრის
ღამეს (საღამოს 21:00 საათიდან 1:00 საათამდე) ერეკლე მეორეს მოედანზე მომხდარი
საზოგადოებრივი არეულობის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ. შესაბამისად,
განმეორებით იქნა მოთხოვილი ინფორმაცია, 2008 წლის 31 ოქტომბერს (საღამოს
21:00 საათიდან 1:00 საათამდე) შს სამინისტროს რომელი თანამშრომლები
იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე.
2008 წლის 16 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა წერილობით მიმართა
თბილისის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის
უფროსს ბატონ მამუკა ქაცარავას. წერილში აღნიშნული იყო, რომ აქციის
ორგანიზატორი იყო კომპანია ,,adrenalin.ge”. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ
აღნიშნული აქციის პარტნიორი იყო ქალაქ თბილისის მერია.
მოითხოვა
ინფორმაცია, კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა აღნიშნული ახალგაზრდული
აქციის ორგანიზებაში თბილისის მერიის პარტნიორობა.
2008 წლის 16 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა წერილობით მიმართა
საქართველოს შინგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსს ბატონ შოთა
ხიზანიშვილს და მოითხოვა, მოეწოდებინათ ინფორმაცია: საპატრულო პოლიციის
რომელი ეკიპაჟები იმყოფებოდნენ 2008 წლის პირველ ნოემბერს (31 ოქტომბრის
ღამეს), ღამის 00:00 საათიდან 1:30 საათამდე, ქ. თბილისში, ერეკლე მეორეს ქუჩაზე
მიმდინარე ახალგაზრდულ აქციაზე, ასევე საპატრულო პოლიციის იმ
თანამშრომლების ვინაობა, რომლებიც შედიოდნენ აღნიშნული ეკიპაჟების
შემადგენლობაში.
965
დანართი # 9
შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება
სახალხო დამცველმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მთავარ პროკურორს ბატონ მამუკა გვარამიას 2009 წლის 24 თებერვალს
შემდეგი რეკომენდაციით მიმართა:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
ადმინისტრაციის უფროსის
მოადგილის ზვიად თავართქილაძის წერილით გვეცნობა, რომ საქმეზე დაწყებულია
წინასწარი გამოძება, დანაშაული გათვალისწინებულია სისხლის სამართლის
კოდექსის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუქტითა და 187–ე მუხლის პირველი
ნაწილით. წერილის შინაარისიდან ირკვევა, რომ დაზარალებულის სახით
დაკითხული არიან არჩილ მესხი და ნიკოლოზ წერეთელი, რომლებმაც განაცხადეს,
რომ დაახლოებით 01:00 საათზე, აქციის მიმდინარეობისას სცენაზე ავიდნენ ჯერ–
ჯერობით დაუდგენელი პიროვნებები, რომლებმაც მოითხოვეს ღონისძების შეწყვეტა
და დააზიანეს ნიკოლოზ წერეთლის კუთვნილი მუსიკალური აპარატურა, სცენიდან
მოპარულია არჩილ მესხის კუთვნილი პერსონალური კომპიუტერი. ამჟამად
მიმდინარეობს წინასწარი გამოძება დამნაშავე პირთა დადგენა–დაკავების მიზნით.
გამოძიება ასევე უნდა დაწყებულიყო სისხლის სამართლის კოდექსის 161–ე მუხლით
შემდეგ გარემოებათა გამო:
შეკრება–მანიფესტაციების
თავისუფლება
წარმოადგენს
დემოკრატიული
სახელმწიფოს მთავარ პოსტულატს, რომელსაც ეყრდნობა დემოკრატიული
მმართველობის კონცეფცია. მისი მთავარი მიზანი აზრისა და გამოხატვის
თავისუფლებაა.239
დემოკრატია
ვითარდება
გამოხატვის
თავისუფლების
240
ამიტომ ,,სიტყვის თავისუფლება დიდი ხანია დემოკრატიული
მეშვეობით.
საზოგადოების განუყოფელ და ძირითად ფუნქციონალურ ელემენტს მიეკუთვნება.
თუ შეკრების უფლებას გავიგებთ როგორც აზრის თავისუფლად გამოხატვის
თავისუფლებას, მასზეც, იგივე შეიძლება ითქვას [...].“241
საქართველოს კონსტიტუცია (25–ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენცია (მე–11 მუხლი) და პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების
შესახებ (მე–21 მუხლი) აღირებს შეკრების თავისუფლებას, რომელიც გულისხმობს
ნებისმიერი ჯგუფის უფლებას ნებისმირი მშვიდობიანი მიზნით242 შეიკრიბოს
საკუთარი სურვილის შესაბამისად, როგორც ჭერქვეშ ისე ღია ცის ქვეშ.
239
იხ: Freedom and Democracy Party (ÖZDEP) v. Turkey [GC], no. 23885/94, § 37, ECHR 1999-VIII;
240
STANKOV AND THE UNITED MACEDONIAN ORGANISATION ILINDEN v. BULGARIA, (Applications
nos. 29221/95 and 29225/95) JUDGMENT STRASBOURG 2 October 2001 FINAL 02/01/2001, p 88,
241
იხ: ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ზაალ ტყეშელაშვილი, ნინო
ტყეშელაშვილი, მაია შარიქაძე, ნინო ბასიშვილი, ვერა ბასიშვილი და ლელა გურაშვილი საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ“. მეორე კოლეგიის გადაწყვეტილება, N 2/2/180-183, თბილისი, 2002 წლის 5
ნოემბერი; პ: 6;
242
,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ზაალ ტყეშელაშვილი, ნინო ტყეშელაშვილი,
მაია შარიქაძე, ნინო ბასიშვილი, ვერა ბასიშვილი და ლელა გურაშვილი საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ“. სასამართლო მეორე კოლეგიის გადაწყვეტილება, N 2/2/180-183, თბილისი, 2002 წლის 5
ნოემბერი; პ: 10;
966
დანართი # 9
შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება
აღნიშნული უფლება, ისევე როგორც გამოხატვის თავისუფლება, ,,გამოიყენება
როგორც “კეთილგანწყობილი” ინფორმაციისა და იდეებისთვის, ასევე ისეთი
ინფორმაციისთვის, რომელიც წარმოადგენს შოკისმომგვრელს, შეურაცხმყოფელს,
დამრღვევს. ასეთია პლურალიზმის, ტოლერანტობის
მოთხოვნები, რომელთა
243
გარეშე არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება“ ნებისმიერ პირს, რაც არ
უნდა მიუღებლად მიაჩნდეს თემა, ან მონაწილეთა გამოხატვის ფორმები, რომლითაც
ხასიათდება კონკრეტული შეკრება, ეკისრება ვალდებულება, ბოროტად ხელი არ
შეუშალოს მის მიმდინარეობას.
შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლებას გააჩნია ორგვარი სოციალურ
კონტექსტი, ერთი ეს არის sensu ladgo პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება და
მასში იგულისხმება შეკრება–მანიფესტაციების თავისუფლების საშუალებით
პოლიტიკური აზრის დაფიქსირება, და მეორე – აპოლიტიკური კონტექსტი, რაც
თავის თავად გამორიცხავს ამ უფლების გამოყენების პოლიტიკურ მიზანს, ამ დროს
შეკრება–მანიფესტაციის შინაარსიც არ არის პოლიტიკური (მაგ: შეკრება გართბოს
მიზნით).
2008 წლის 31 ოქტომბერს ერეკლეს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე
ახალგაზრდული–გასართობი აქციის მონაწილენი შეკრებილინი იყვნენ ღია ცის ქვეშ
არაპოლიტიკური მიზნით, კონკრეტულმა ჯგუფმა კი მათ ხელი პირველ ეტაპზე
ხელი შუშალა, შემედეგ კი არ მისცა შესაძლებლობა გამოეყენებინათ მათთვის
კონსტიტუციით მინიჭებული უფლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ 2008 წლის 31
ოქტომბერს ერეკლეს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა
საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის
უფლების შელახვას. რის გამოც იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის 161–ე
მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
ამას გარდა გასათვალისწინებელია პოლიციის თანამშრომელთა ვალდებულება
დაეცვათ შეკრება–მანიფესტაციის მიმდინარეობა. შეკრებისა და მანიფესტაციების
უფლებით სათანადო სარგებლობისთვის სახელმწიფოს, პოლიციის სახით,244
მნიშვნელოვანი როლი ეკისრება. მისი ფუნქცია არ შემოიფარგლება მხოლოდ აქციის
მონაწილეთა მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთით, არამედ
პოლიციას ეკისრება პოზიტიური ვალდებულება,245 უზრუნველყოს აქციის
მონაწილეთა უსაფრთხოება და მათ მიერ საკუთარი უფლებით სარგებლობის
იხ: Handyside v. the United Kingdom, judgment of 7 December 1976, Series A no. 24, p. 23, § 49, and Gerger
v Turkey [GC], no. 24919/94, § 46, 8 July 1999, unreported;
243
244
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 1, ქვეპუნქტი 2;
ოზგურ გუნდემი თურქეთის წინააღმდეგ (Özgür Gündem v. Turkey), 2000 წლის 16 მარტი, ECHR
2000-III, 42-ე და 43-ე პუნქტები., ასევე პლატფორმა `ექიმები სიცოცხლისათვის~ ავსტრიის
წინააღმდეგ (Plattform “Ärzte für dasLeben” v. Austria), 1988 წელი, Series A, no. 139, 32-ე პუნქტი.
Leben” v. Austria), 1988 weli, Series A, no. 139, 32-ე პუნქტი.
245
967
დანართი # 9
შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება
გარანტიები შექმნა. ,,მშვიდობიანი შეკრების ეფექტიანი განხორციელება არ
შეიძლება შემოიფარგლოს სახელმწიფოს მხოლოდ იმ ვალდებულებით, რომ არ
ჩაერიოს უფლების განხორციელებაში: მხოლოდ ნეგატიური კონცეფცია არ იქნებოდა
მე-11 მუხლის მოთხოვნების შესაბამისი. მე-8 მუხლის მსგავსად, მე-11 მუხლი
ზოგჯერ მოითხოვს პოზიტიურ ღონისძიებებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს
თუნდაც კერძო პირებთან მიმართებით, რა თქმა უნდა, თუ ამის საჭიროება
წარმოიშვება.“246 მე-11 მუხლი იცავს შეკრებას, რომლის დროსაც არსებობს შეკრების
მოწინააღმდეგე დემონსტრანტთა მიერ ჩაშლის რეალური რისკი და მოსალოდნელი
ძალადობის კონტროლს ვერ განახორციელებენ შეკრების ორგანიზატორები.247
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პოლიცია მოვალეა, ,,თავისი
კომპეტენციის ფარგლებში სათანადო დახმარება აღმოუჩინოს სახელმწიფოს სხვა
ორგანოებსა და მოქალაქეებს“248 და ,,უზრუნველყოს მშვიდობიანი მიტინგების,
დემონსტრაციების და მოქალაქეთა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა
უსაფრთხოება.“249
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად: ,,პოლიციის
საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის,
ჰუმანიზმისა და საჯაროობის პრინციპებს.“ ამავე კანონის მე-8 მუხლის ,,ა“
ქვეპუნქტის თანახმად პოლიცია თავისი ამოცანების განხორციელებისას მოვალეა,
,,მკაცრად დაიცვას მოქალაქის კანონიერი უფლებები სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისას“; ხოლო ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 98-ე
მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არადამაკმაყოფილებელი
პროფესიული ჩვევები საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების
საფუძველია. ამავე კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის
შესაბამისად,
დისციპლინურ
გადაცდომას
წარმოადგენს
,,სამსახურებრივ
მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება“.
2008 წლის 31 ოქტომბერს ერეკლეს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე
ახალგაზრდული–გასართობი აქციია მონაწილენი შეკრებილინი იყვნენ ღია ცის ქვეშ
გართობის მიზნით, კონკრეტულმა ჯგუფმა კი მათ ხელი პირველ ეტაპზე ხელი
შუშალა, შემედეგ კი არ მისცა შესაძლებლობა გამოეყენებინათ მათთვის
კონსტიტუციით მინიჭებული უფლება. აღნიშნულის მოვლენების დროს ადგილზე
იმყოფებოდნენ შს სამინისტროს თანამშრომლები, რომლებმაც არ შეასრულეს
კანონით მათთვის დაკისრებული ფუნქცია.
აქცია ,,დააბიჯე მატყუარას“
2008 წლის 19 ნოემბერს ტელეკომპანია ,,კავკასიის“ საინფორმაციო გამოშვებაში
გავიდა სიუჟეტი, სადაც ასახულია საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ
გამართული საპროტესტო აქცია. აღნიშნული მანიფესტაცია ორგანიზებული იყო
246
Plattform “Arzte fur das Leben” v. Austria, საქმეზე გამოტანილი განაჩენი, 1988 წლის 21 ივნისი;
Christians against Racism and Fascism v. the United Kingdom.
248 იხ: ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 8, პუნქტი ,,ბ“;
247
249
იხ: ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 8, პუნქტი ,,ძ“;
968
დანართი # 9
შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,შვიდი ნოემბრის“ მიერ. დემონსტრანტები
სპეციფიური ფრომით გამოხატავდნენ პროტესტს, კერძოდ, პულივიზატორის
მეშვეობით ხატავდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის,
ლევან ყუბანეიშვილის გამოსახულებას. ამ უკანასკნელს თან ახლდა წარწერა:
,,დააბიჯე მატყუარას.“ ტელეკომპანიის ვიდეომასალაში ნათლად ჩანს თუ როგორ
ართმევენ
საპატრულო
პოლიციის
თანამშრომლები
დემონსტრანტებს
პულივიზატორებს. კადრებში ასევე მოხვდა პოლიციელების მხრიდან მოძრაობა
,,შვიდი ნოემბრის“ ერთ–ერთი წევრის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების
ფაქტიც.
2009 წლის 5 მარტს წერილობით მივმართეთ, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს ქალაქ თბილისისა და მცხეთა–მთიანეთის საპატრულო პოლიციის
მთავარი სამმართველოს უფროსს და მოვითხოვეთ ინფორმაცია: კონკრეტულად რაში
გამოიხატებოდა მოძრაობა ,,შვიდი ნოემბრის“ აქტივისტების მხრიდან 2008 წლის 19
ნოემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ საზოგადოებრივი წესრიგის
დარღვევა, რის გამოც აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის
დაკისრების შესახებ გაფრთხილება მიეცათ.
დაჩი ცაგურიას საქმე
2008 წლის 5 ნოემბერს მოქალაქე დაჩი ცაგურიამ სახალხო დამცველს ახსნაგანმარტებაში განუცხადა, რომ 2008 წლის 3 ნოემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის
წინ მიმდინარეობდა მშვიდობიანი აქცია. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ
მაუწყებლის ხემლმძღვანელისგან, რომ ეთერში გაეშვათ, 2007 წლის 7 ნოემბრის
მოვლენებთან დაკავშირებით დამოუკიდებელი სტუდიის მიერ გადაღებული
დოკუმენტური ფილმი.
მაუწყებლობის ხემლძღვანელისგან უარის მიღების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა
გადაწყვიტეს მიემართათ პროტესტის უფრო მწვავე ოღონდ მშვიდობიანი
ფორმისთვის, კერძოდ მათ ტელევიზიის შესასვლელ ჯებირზე მიიბეს ხელი.
დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მოვიდა პილიციის დაახლოებით 50-მდე
თანამშრომელი, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ აქციის
მონაწილეების მიმართ და აყენებდნენ მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცყოფას.
თანამშრომლებმა მოხსნეს ხელბორკილები და აქციის მონაწილეები გამოყარეს
ტელევიზიის შენობიდან.
ამის შემდეგ შსს თანამშრომლებმა ტელევიზიის მიმდინარე ტერიტორიაზე
განაგრძეს
აქციის
მონაწილეების
მიმართ
ფიზიკური
და
სიტყვიერი
შეურაცხყოფა. ერთ-ერთმა პოლიციის თანამშრომელმა ჩაამსხვრია ტელევიზიის
შესასვლელში არსებული მინა, ამ დროს დააკავეს აქციის მონაწილე გიორგი
ჭანტურიშვილი, რომელმაც ეს ფაქტი დააფიქსირა ვიდეოკამერით. მოგვიანებით
დააკავებული გაანთავისუფლეს, თუმცა მას ჩამოართვეს ვიდეოკასეტა, რომელზეც
დაფიქსირებული იყო 2008 წლის 3 ნოემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ
მომხდარი ინციდენტი.
969
დანართი # 9
შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება
2009 წლის 12 მარტს მივმართეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ
თბილისისა და მცხეთა–მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს
უფროსს ბატონ გიორგი გეგეჭკორს და მოვითხოვეთ ახსნა განმარტება რა
სამართლებრივი
მოტივით
არ
მიეცა
საშუალება
აქციის
მონაწილეებს
დაეფიქსირებინათ საკუთარი პოროტესტი ზემოაღნიშული ფორმით.
შეკრება–მანიფესტაციების
თავისუფლება
წარმოადგენს
დემოკრატიული
სახელმწიფოს მთავარ პოსტულატს, რომელსაც ეყრდნობა დემოკრატიული
მმართველობის კონცეფცია. საქართველოს კონსტიტუციის 25–ე მუხლის პირველი
პუნქტის შესაბამისად, შეკრების თავისუფლება გულისხმობს ნებისმიერი ჯგუფის
უფლებას, ნებისმირი მშვიდობიანი მიზნით250 შეიკრიბოს, საკუთარი სურვილის
შესაბამისად, როგორც ჭერქვეშ, ისე ღია ცის ქვეშ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის
მიხედვით, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება უნდა განვიხილოთ
გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში.251 ამ მხრივ ჩვენთვის მნიშვნელოვანია
სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე კასტელსი ესპანეთის წინააღმდეგ, სადაც
ევროსასამართლომ განაცხადა, რომ: ,,აზრის გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს
ისეთი განცხადებებისა და აზრების გამოთქმის უფლებასაც, რომლებიც
შეურაცხმყოფელი, აღმაშფოთებელი და შემაწუხებელია. დაცვას ექვემდებარება
ისეთი ინფორმაციები, რომლებიც შეურაცხყოფს, აღიზიანებს ან შოკს ჰგვრის
სახელმწიფოს ან საზოგადოების გარკვეულ ფენას.“252
ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად აქციის მონაწილეთა მოთხოვნებისა და მისი ფორმისა,
ადამიანებს აქვთ უფლება პროტესტის ნებისმიერი ფორმით გამოხატონ საკუთარი
პოზიცია. მშვიდობიანი შეკრების უფლება დაცულია მიუხედავად იმისა, თუ რა
სახით ხდება მისი გამოხატვა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტულ სამართალის
მიხედვით:
,,საქართველოს კონსტიტუცის
25-ე მუხლის
მე-3 პუნქტი
ითვალისწინებს ხელისუფლების მიერ შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტას
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო. შეწყვეტა კი
შესაძლებელი ხდება მხოლოდ ქმედების განხორციელების შემდგომ. ჯერ უნდა
250
,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ზაალ ტყეშელაშვილი, ნინო ტყეშელაშვილი,
მაია შარიქაძე, ნინო ბასიშვილი, ვერა ბასიშვილი და ლელა გურაშვილი საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ“. სასამართლო მეორე კოლეგიის გადაწყვეტილება, N 2/2/180-183, თბილისი, 2002 წლის 5
ნოემბერი; პ: 10;
251
,,კონვენციის მე-11 მუხლი განხილულ უნდა იქნეს კონვენციის მე-10 მუხლის ფარგლებშიც. აზრთა
და გამოხატვის თავისუფლება არის გაერთიანების თავისუფლების ერთ-ერთი მიზანი, რომელიც
ასახულია მე-11 მუხლში“ (Freedom and Democracy Party (ÖZDEP) v. Turkey [GC], no. 23885/94, § 37,
ECHR 1999-VIII).
252
ზურაბ ადეიშვილი ,,საყოველთაო უფლება და ქართული სამართალი“, ჟურნალი ,,თავისუფლება“,
N#9(21), სექტემბერი, 2003, გვ: 6;
970
დანართი # 9
შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება
დადასტურდეს, რომ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო და ამის შემდეგ არის
შესაძლებელი, გამოყენებულ იქნეს შეწყვეტის საშუალებები.“253
,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–7 მუხლის
მიხედვით: ,,გაფრთხილება არ არის სავალდებულო ცალკეული მოქალაქეებისათვის,
რომელთაც სურთ, თავისი შეხედულებების საჯაროდ გამოხატვა პლაკატებით,
ლოზუნგებით, ტრანსპარანტებით ან სხვა სახვითი საშუალებებით, მაგრამ არა აქვთ
უფლება ამისათვის გამოიყენონ შენობის შესასვლელები და კიბეები, გადაკეტონ გზის
სავალი ნაწილი, შეაფერხონ ტრანსპორტისა და ხალხის მოძრაობა.“
შეკრებებისა და მიანიფესტაციების თავისუფლების გააზრებისას მნიშვნელოვანი
ყურადღება უნდა მივაქციოთ აქციის ბუნებას, მის მიზნებსა და შესაძლო შედეგებს.
როდესაც აქცია სრულად აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, კანონის დანაწესის
მიზანი არ არის, შენობის კიბეებთან და შესასვლელთან დემოსტრაციების აკრძალვა.
მიზანი მიმართულია იქით, რომ ამგვარმა აქციამ სხვა ადამიანების კონკრეტული
შენობის მიმართულებით გადაადგილებას არ შეუშალოს ხელი.
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით: პოლიციას დაკისრებული
მოვალეობების შესასრულებლად უფლება აქვს: ,,აღკვეთოს უკანონო მიტინგი,
დემონსტრაცია, პიკეტირება და სხვაგვარი აქცია, აგრეთვე მიმდინარე აქცია, თუ იგი
საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ადამიანის სიცოცხლესა და
ჯანმრთელობას, საკუთრებას და კანონით დაცულ სხვა უფლებებს,“254
,,სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას პოლიციელს უფლება აქვს
გამოიყენოს ფიზიკური იძულება [...]“255 ,,პოლიციელი ვალდებულია ფიზიკური
იძულების, [...] გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი, მისცეს საკმარისი
დრო, რათა მან შეასრულოს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნა [...].”256 რაც შეეხება
ფიზიკური ძალის გამოყენებას, ამავე კანონის მიხედვით: ,,პოლიციელს უფლება აქვს
გამოიყენოს ფიზიკური იძულება, [...] პირადი ან/და მოქალაქეთა უსაფრთხოების
დაცვის
უზრუნველსაყოფად,
დანაშაულის
ან/და
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
აღსაკვეთად,
დამნაშავისა
და
ადმინისტრაციული
257
სამართალდამრღვევის დასაკავებლად [...]“
253
,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ზაალ ტყეშელაშვილი, ნინო ტყეშელაშვილი,
მაია შარიქაძე, ნინო ბასიშვილი, ვერა ბასიშვილი და ლელა გურაშვილი საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ“. საქართველოს სახელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მეორე კოლეგიის
გადაწყვეტილება, N 2/2/180-183, თბილისი, 2002 წლის 5 ნოემბერი; პ: 10;
254
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი.
255
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–10 მუხლის პირველი პუნქტის პირველი
წინადადება.
256
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–10 მუხლის მე-2 პუნქტი.
257
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლი.
971
დანართი # 9
შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება
იმისათვის, რომ განვსაზღვროთ, რამდენად იყო თითოეულ შემთხვევაში პოლიციის
მოთხოვნა კანონიერი, უნდა მოვახდინოთ კონკრეტული შემთხვევისა და
კანონმდებლობის ანალიზი.
,,ახალგაზრდული
ფრონტის“
წარმომადგენლმა
დაჩი
ცაგურიამ
ხელი
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის შიგნით მიიბა. მასთან ერთად შენობის
შიგნით იმყოფებოდა აქციის დაახლოებით ათამდე მონაწილე. ,,შეკრებებისა და
მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია იმ შენობების
ნუსხა, რომლის შიგნით დაუშვებელია შეკრების უფლებით სარგებლობა. კერძოდ,
,,აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება: საქართველოს პარლამენტის
შენობაში,
საქართველოს
პრეზიდენტის
რეზიდენციაში,
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს,
საქართველოს
უზენაესი
სასამართლოს,
სასამართლოების, პროკურატურის, პოლიციის, სასჯელთა აღსრულებისა და
სამართალდამცავი ორგანოების შენობებში, სამხედრო ნაწილებსა და ობიექტებში,
რკინიგზის სადგურებში, აეროპორტებში, საავადმყოფოებში, დიპლომატიურ
დაწესებულებებში და მათგან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე,
აგრეთვე
სამთავრობო
დაწესებულებების,
ადგილობრივი
მმართველობის
ორგანოების, შრომის უსაფრთხოების სპეციალური რეჟიმის ან შეიარაღებული
დაცვის მქონე საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შენობებში
დაუშვებელია ამ ობიექტების შესასვლელების სრული ბლოკირება.“258 როგორც
ვხედავთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა არ განეკუთვნება იმ შენობებს,
რომლებშიც კანონის თანახმად დაუშვებელია შეკრების გამართვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც ერთ, ისევე
მეორე შემთხვევაში პოლიციის მოთხოვნა კანონიერი არ იყო, რადგან აქციის
მონაწილეები კანონის სრული დაცვით მოქმედებდნენ. ხოლო პოლიციის მიერ
გამოყენებულ ფიზიკურ იძულებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა და
პოლიცილები არც ერთ შემთხვევაში არ ჰქონდათ შეკრება მანიფესტაციების
უფლებით სარგებლობისთვის ხელშეშლის უფლება. ამგვარ შემთხვევაში აქციის
მონაწილეებს სრული უფლება აქვთ, არ დაემორჩილონ სამართალდამცავთა უკანონო
მოთხოვნებს.
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად: ,,პოლიციის
საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის,
ჰუმანიზმისა და საჯაროობის პრინციპებს. პოლიცია მოვალეა პატივი სცეს და
დაიცვას პიროვნების უფლებები და თავისუფლებები მიუხედავად მისი
მოქალაქეობრივი, სოციალური, ქონებრივი მდგომარეობისა, რასობრივი და
ეროვნული კუთვნილებისა, სქესისა, ასაკისა, განათლებისა, ენისა და სარწმუნოებისა,
პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა.“ ამავე კანონის მე-8 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის
თანახმად პოლიცია თავისი ამოცანების განხორციელებისას მოვალეა, ,,მკაცრად
დაიცვას მოქალაქის კანონიერი უფლებები სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისას“; ხოლო ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 98-ე
მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არადამაკმაყოფილებელი
258
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, მე–9 მუხლის პირველი პუნქტი;
972
დანართი # 9
შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება
პროფესიული ჩვევები საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების
საფუძველია. ამავე კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის
შესაბამისად,
დისციპლინურ
გადაცდომას
წარმოადგენს
,,სამსახურებრივ
მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება“;
ვინაიდან, პოლიციის წარმომადგენლებმა უხეშად დაარღვიეს შიდა და
საერთაშორისო სამართლის ნორმები და ყოვლად დაუსაბუთებლად და უკანონოდ
აღუკვეთეს პირთა ჯგუფს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებებისა და
მანიფესტაციების თავისუფლება.
პარტია ,,სამართლიანი საქართველოს“ აქცია ქობულეთში
2009
წლის
13
თებერვალს
ქ.ქობულეთში
მოძრაობა
,,სამართლიანი
საქართველოსათვის“ წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები
ქ.ქობულეთის შს სამმართველოს თანამშრომლებმა დაშალეს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ახსნა–
განმარტებები ჩამოართვეს აქციის მონაწილეებს: მანუჩარ წულუკიძეს, ნინო
ლაზიშვილს, თამაზ ნემსაძეს და
ნარგიზა კაიკაცაშვილს. არასამთავრობო
ორგანიზაცია ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აჭარის ფილიალის კოორდინატორს,
ჟურნალისტ მაკა მალაყმაძეს და აჭარის ა/რ–ის შს მთავარი სამმართველოს უფროსის
მოადგილეს, რამაზ გვარჯალაძეს. სახალხო დამცველის რწმუნებულები 18
თებერვალს შეხვდნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული
და საპროცედურო საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეს ალიკა
კაკაბაძეს. მათი ახსნა–განმარტებებიდან და წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან, რომ
2 თებერვალს მოძრაობა ,,სამართლიანი საქართველოსათვის“ წევრებმა განცხადებით
მიმართეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს და შეატყობინეს 14
თებერვალს დაგეგმილი აქციის შესახებ. განცხადებში აღნიშნულია, რომ აქცია
გაიმართება ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას და ითხოვენ მისი უსაფრთხოების
დაცვას.
3 თებერვალს ამავე მოძრაობის საინიციატივო ჯგუფმა განმეორებით მიმართა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს და აცნობა აქციის თარიღის შეცვლის
თაობაზე. განცხადებაში კერძოდ აღნიშნულია, რომ ნაცვლად 14 თებერვლისა აქცია
გაიმართებოდა 13 თებერვალს.
5 თებერვალს მოძრაობა ,,სამართლიანი საქართველოსათვის“ წევრს, თამაზ თევზაძეს
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა წერილობით
აცნობა, რომ ქ.ქობულეთის გამგეობამ მათი წერილი განსახილველად ქ.ქობულეთის
საკრებულოს გადაუგზავნა. წერილში აღნიშნულია: ,,განცხადება აქციის გამართვის
შესახებ ეწინააღმდეგება ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ საქართველოს
კანონის მე–3 მუხლის მე–2 პუნქტის მოთხოვნებს. კერძოდ: არ არის მითითებული
პასუხისმგებელი პირების ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი და საკონტაქტო
ტელეფონის ნომერი. წერილის თანახმად მოთხოვნის კანონთან შესაბამისობაში
მოყვანის შემთხვევაში საკრებულოს მიერ განიხილება მოძრაობის წევრთა
მოთხოვნა.”
973
დანართი # 9
შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება
6 თებერვალს მოძრაობა სამართლიანი საქართველოს წევრებმა წერილით დააზუსტეს
საკრებულოს
აპარატის
მიერ
მოთხოვილი
ინფორმაცია.
არასამთავრობო
ორგანიზაცია ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აჭარის ფილიალის კოორდინატორმა,
მაკა მალაყმაძემ სახალხო დამცველს მიაწოდა აქციის ამსახველი ვიდეო მასალა,
სადაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელი განმარტავს:
,,ვინაიდან აქციის ორგანიზატორთა განცხადება არ აკმაყოფილებდა ,,შეკრებებისა და
მანიფესტაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე–8 მუხლის მე–2 პუნქტით
დადგენილ მოთხოვნებს, საკრებულომ არ მიიღო გაფრთხილება და წერილობით
აცნობა უარი აქციის ორგანიზატორებს აქციის ჩატარებაზე.”
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო
საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის ალეკო კაკაბაძეს განმარტებით,
აღნიშნული შინაარსის წერილი აქციის ორგანიზატორებს 10 თებერვალს გაეგზავნათ.
აქციის მონაწილის თამაზ ნემსაძის ახსნა–განმარტებებიდან ირკვევა შემდეგი:
მოძრაობა ,,თავისუფალი საქართველოსათვის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა 13
თებერვალს დაახლოებით 13 სთ–ზე დაიწყეს შეკრება ქობულეთის გამეგეობის
შენობის წინ. ხალხის სიმრავლის გამო, აქციის მონაწილენი გადავიდნენ
ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას, რამაც ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება
გამოიწვია. აქციის მონაწილეებთან განლაგებულნი იყვნენ პოლიციელები,
რომლებიც დაახლოებით 16–17 საათზე გააქტიურდნენ. განსაკუთრებით
აქტიურობდა ქ.ბათუმის შს სამმართველოს უფროსის მოადგილე რამაზ გვარჯალაძე.
პოლიციელები ფიზიკური ზეწოლით აიძულებდნენ აქციის მონაწილეებს
დაეტოვებინათ გზის სავალი ნაწილი. არეულობის გამო აქციის ერთ–ერთი მონაწილე
ქალბატონი, ნარგიზა ლაზაშვილი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სიტუაციის გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, აქციის მონაწილეებმა დატოვეს
გზის სავალი ნაწილი და პოლიციამ უკან დაიხია.
სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ახსნა–განმარტება ჩამოართვეს აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის შს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს
რამაზ გვარჯალაძეს. მისი განმარტებით, 13 თებერვალს ქობულეთის შს
სამმართველოში თათბირს ატარებდა, როდესაც შეიტყო, რომ ქობულეთში
იგეგმებოდა მოძრაობა ,,სამართლიანი საქართველოსათვის“ აქცია. საზოგადოებრივი
წესრიგის დაცვის მიზნით, რ.გვარჯალაძემ პოლიციელები აქციაზე გააგზავნა.
დაახლოებით დღის 13 საათზე კი აქციაზე პირადად მივიდა. მას ჰქონდა
ინფორმაცია, რომ მოძრაობის წევრებმა წერილობით მიმართეს ქობულეთის
ადგილობრივ თვითმმართველობას და გააფრთხილეს, რომ აქციის მსვლელობისას
შესაძლებელი იყო საავტომობილო გზის გადაკეტვა, რაზეც მათ ადგილობრივმა
თვითმმართველობამ უარი განუცხადა. როდესაც მან შენიშნა, რომ აქციის
მონაწილეები ქობულეთის სასამართლოს შენობისაკენ გადაადგილდებოდნენ,
მივიდა აქციის ერთ–ერთ ორგანიზატორთან და აუხსნა, რომ აქციის ჩატარებისას მათ
არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდათ, მაგრამ გზის გადაკეტვის უფლება არ
ჰქონდათ. რამაზ გვარჯალაძემ განმარტა, რომ მისი ასეთი განცხადების მიზეზი
ქობულეთის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ნებართვის არ
არსებობა იყო. მოგვიანებით აქციის 15 მონაწილე გადავიდა გზის სავალ ნაწილზე.
974
დანართი # 9
შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება
რამაზ გვარჯალაძის განმარტებით, მას მერე რაც შენიშნა, რომ შესაძლებელი იყო ამას
მოჰყოლოდა გზის გადაკეტვა, მოსთხოვა აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზის
დატოვება და უბრძანა პოლიციის წარმომადგენლებს გადაეყვანათ აქციის
მონაწილენი ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ გზის მონაკვეთზე. აღნიშნული
ბრძანება პოლიციელებმა შეასრულეს. როგორც რამაზ გვარჯალაძე აცხადებს იგი
ესაუბრა ზურაბ ნოღაიდელს, რის შემდეგაც აქცია დაიშალა. მისი ინფორმაციით
ადგილზე პოლიციის 40 თანამშრომელი იყო მობილიზებული.
,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის
მე–3 პუნქის თანახმად ,,ამ კანონით გათვალისწინებულია ხელისუფლების წინასწარი
გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და
ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.“ ამავე კანონის მე–5 მუხლი აზუსტებს,
რომ ასეთ შემთხვევაში აუცილებელია წერილობითი გაფრთხილების შეტანა
ადგილობრივი მმართველობის აქციის მოწყობამდე არაუგვიანეს 5 დღისა.
კანონმდებელი არ ადგენს აქციის ორგანიზატორის ვალდებულებას, მიიღოს
თანხმობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსგან აქციის ჩატარებაზე.
ერთადერთი მიზანი, რისთვისაც გაფრთხილება არსებობს, არის აქციის
დაუბრკოლებლად ჩატარების უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის წერილი კი,
რომელიც
ფაქტობრივად შინაარსით ჰგავს ხარვეზის დადგენას და ითხოვს
დამატებით
ინფორმაციას,
აბსოლუტურად
მოკლებულია
სამართლებრივ
საფუძველს. ასევე აბსოლუტურად კანონსაწინააღმდეგო შინაარსისაა ქობულეთის
საკრებულოს 10 თებერვლის წერილი, რომლითაც იგი აქციის მონაწილეებს
ატყობინებს, რომ წერილობითი მოთხოვნა აქციის ჩატარების შესახებ არ
აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც გაფრთხილება ვერ
იქნება მიღებული და შეკრება–მანიფესტაცია გამოცხადდება არასანქცირებულად.
საქართველოს კანონმდებლობა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ არ ადგენს
ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტის უფლებამოსილებას აქცია სცნოს
არასანქცირებულად. ერთადერთი ნორმა, რომელიც დასაშვებს ხდის შეკრება–
მანიფესტაციის აკრძალვას/არ დაშვებას არის ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების
შესახებ“ კანონის მე–14 მუხლი კერძოდ, “ადგილობრივი მმართველობის ორგანო
უფლებამოსილია არ დაუშვას შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ არსებობს
პოლიციის მიერ შემოწმებული აშკარა მონაცემები, რომელთა შესაბამისად შეკრების
ან მანიფესტაციის ჩატარების შედეგად უშუალო საფრთხე ემუქრება კონსტიტუციურ
წყობილებას, მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.” ვინაიდან ამ
შემთხვევაში არც ერთი ზემოთ დასახელებული საფრთხის შემცველი გარემოება არ
იკვეთება, შესაბამისად სახეზე არ გვაქვს ამ მუხლით დადგენილი შეზღუდვის
საფუძველი.
ასევე უსაფუძვლოა პოლიციის მოთხოვნა შეკრება–მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ
ტრანსპორტის სამოძრაო ადგილის დატოვების შესახებ იმ საფუძვლით რომ არ
არსებობდა აქციის გამართვაზე ადგილობრივი თვითმმართველობის თანხმობა.
975
დანართი # 9
შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ
გადაწყვეტილებში (#2/2 180–183) განმარტა შემდეგი:
2002
წლის
5
ნოემბრის
,,გაფრთხილებასთან დაკავშირებულმა მონაცემებმა სახელმწიფო ორგანოებს საჭირო
ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მხოლოდ იმისათვის, რომ მათ წარმოდგენა შეექმნათ
ერთი მხრივ იმაზე, თუ რა განკარგულებები უნდა გაიცეს მოძრაობის მოწესრიგებისა
და სხვა ღონისძიებებისათვის, რათა შეკრების მიმდინარეობა შეძლებისდაგვარად
უზრუნველყოფილი იქნეს, მეორე მხრივ კი შეფასდეს, თუ რა არის საჭირო მესამე
პირთა, ასევე საზოგადოების ინტერესების დასაცავად და როგორ უნდა შეუთავსდეს
ეს ორი გარემოება ერთმანეთს...
თავად ფორმულირება „გაფრთხილების არმიღება“ გაფრთხილების ინსტიტუტს
ნებართვას უთანაბრებს. გაფრთხილება ზოგადად გულისხმობს ხელისუფლების
ინფორმირებას შეკრების ჩატარების თაობაზე მხოლოდ იმ მიზნით, რომ ამ
უკანასკნელმა უზრუნველყოს ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, ანუ ეს
ცალმხრივი
ქმედებაა,
რომელიც
არც
ერთ
შემთხვევაში
არ
მოიცავს
ხელისუფლებისაგან პასუხის მოლოდონის ვალდებულებას. თავისთავად, როდესაც
კანონმდებელი ხელისუფლებას აძლევს გაფრთხილების არმიღების შესაძლებლობას,
ვარაუდობს, რომ ხელისუფლება პრაქტიკულად უარს ეუბნება კონკრეტულ პირებს
ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობაზე, ანუ ნებას არ აძლევს, ჩაატარონ
შეკრება ან მანიფესტაცია.
ვინაიდან გაფრთხილების არმიღების ინსტიტუტი თავისთავად კონსტიტუციის
საწინააღმდეგოა, ბუნებრივია, არა აქვს მნიშვნელობა, რა საფუძვლით ხდება
გაფრთხილების არმიღება. რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლებას ასეთი
კონსტიტუციური უფლებამოსილება არ გააჩნია.“
შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და პოლიციის
წარმომადგენლებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის 25–ე მუხლის და
,,შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონის მოთხოვნები. ქობულეთის
მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და პოლიციის წარმომადგენლებმა აქციის
მონაწილეებს
უკანონოდ
შეუზღუდეს
კონსტიტუციით
გარანტირებული
თავისუფლება. სახეზე გვაქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 161–ე
მუხლით, ,,შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვა“ გათვალისწინებული
დანაშაულის ნიშნები.
ყოველივე ზემოაღნიშნულდან გამომდინარე სახალხო დამცველმა 2009 წლის 19
თებერვალს იუსტიციის მინისტრს მიმართა რეკომენდაციით, დადგინდეს იმ
პოლიციელთა ვინაობა, რომლებიც მონაწილეობდნენ ამა წლის 13 თებერვალს
ქობულეთში გამართული აქციის დაშლაში. დადგეს აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის შს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის რამაზ
გვარჯალაძის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და
საპროცედურო საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის ალეკო
976
დანართი # 11 მდგომარეობა რელიგიის თავისუფლების კუთხით
კაკაბაძისა და
ყველა იმ პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა,
რომელთა
ქმედებითაც
აქციის
მონაწილეებს
უკანონოდ
შეეზღუდათ
კონსტიტუციური
უფლების
განხორციელებაში
ხელი.
977
დანართი # 10 პოლიტიკური დევნა
დანართი#10
პოლიტიკური დევნა
ნორა კვიციანი–არღვლიანის სისხლის სამართლის საქმე
2006 წლის 28 ივლისს შსს კონტრტერორისტული ცენტრის მიერ დაიწყო წინასწარი
გამოძიება სისხლის სამართლის #3061933 საქმეზე ნორა კვიციანი–არღვლიანის
მიმართ, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ქმედება გათვალისწინებული სისხლის სამართლის
კოდექსის 236–ე მუხლის I და II ნაწილით.
2006 წლის 30 ივლისის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
კონტრტერორისტული ცენტრის დადგენილებით ნორა ბექმურზას ასული
არღვლიანი, დაბადებული 1948 წლის 27 დეკემბერს, ბრალდებულის სახით
პასუხისგებაში იქნა მიცემულ უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისა და
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების
ბრალდებით. დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 223–ე
მუხლის პირველი ნაწილით და 236–ე მუხლის პირველი ნაწილით.
2006 წლის 30 ივლისის მოსამართლე მილერი ხარებავას ბრძანებით ნორა არღვლიანს
აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა ორი თვით.
2006 წლის 30 ივლისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის
საგამოძიებო დეპარტამენტში დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის
#92060976 საქმეზე ნორა კვიციანი–არღვლიანისა და სხვათა მიმართ, დანაშაული
გათვალისწინებული სსკ–ის 182–ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და
მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. აღნიშნული საქმე გენერალური პროკურორის
მოადგილის კახა კობერიძის 2006 წლის ოქტომბრის დადგენილებით წინასწარი
შს
სამინისტროს
გამოძიების
ჩასატარებლად
გადაეცა
საქართველოს
კონტრტერორისტულ ცენტრს.
2006 წლის 24 ნოემბერს სისხლის სამართლის #061933 საქმეზე შედგენილ იქნა
საბრალდებო დასკვნა ნორა ბექმურზას ასულ არღვლიანის მიმართ და მას ბრალი
დაედო უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნაში, ცეცხლსასროლი იარაღისა
და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვაში; სამსახურებრივი
მდგომარეობის გამოყენებით, მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში
მყოფი დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში,
დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 223–ე მუხლის
პირველი ნაწილით, 236–ე მუხლის პირველი ნაწილით, 182–ე მუხლის მეორე
ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც გამოიხატა
შემდეგში:
978
დანართი # 10 პოლიტიკური დევნა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 27 მაისის #180 ბრძანებით გაუქმდა
თავდაცვის სამინისტროს ბატალიონი ,,მონადირე“, რომელიც დისლოცირებული იყო
კოდორის ხეობაში. აღნიშნული ბრძანებით ბატალიონის ხელმძღვანელობას დაევალა
მის სარგებლობაში არსებული საბრძოლო მასალები, იარაღები, აღჭურვილობა და
სხვა მატერიალური ფასეულობანი ჩაებარებინა თავდაცვის სამინისტროსთვის.
აღნიშნულის შემდეგ ნორა არღვლიანმა შვილთან ი. არღვლიანთან და ძმასთან ემზარ
კვიციანთან ერთად, კოდორის ხეობაში საკუთარი ძალებით საზოგადოებრივი
წესრიგის დაცვის მომიზეზებით, ფაქტობრივად კი ხეობაში ცენტრალური
ხელისუფლების გავლენის შესუსტების, თავისი ოჯახის წევრების ინტერესების
გასატარებლად, გავლენის შესაქმნელად და შესანარჩუნებლად ბატალიონის ყოფილი
წევრების და სხვათა მონაწილეობით შექმნა უკანონო შეიარაღებული ფორმირება.
მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არაერთი მოთხოვნისა,
დაეშალათ უკანონო შეიარაღებული ფორმირება, ცეცხლსასროლი იარაღი და
საბრძოლო მასალები ჩაებარებინათ თავდაცვის სამინისტროსთვის, მათ უარი
განაცხადეს იარაღისა და საბრძოლო მასალის ჩაბარებაზე.
ნორა
არღვლიანმა,
გამოძიებით
დაუდგენელ
დროსა
და
ვითარებაში
მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,აკმ“ მოდელის
#164708 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 30 ცალი საბრძოლო ვაზნა,
რომლებიც ასევე მართლსაწინაარმდეგოდ შეინახა თავის საცხოვრებელ სახლში,
მისამართზე გულრიფშის რაიონი სოფელი ჩხალთა. 2006 წლის 28 ივლისს, შსს
კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომელთა მიერ, შემოსული ოპერატიული
ინფორმაციის საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ნორა
არღვლიანის ბინის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა კალაშნიკოვის კონსტრუქციის
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდითა და ოცდაათი ცალი
საბრძოლო ვაზნით.
ნორა არღვლიანი 2005 წელს მუშაობდა კოდორის რეგიონალური განყოფილების
წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე და ფაქტობრივად ასრულებდა სოფელ
ჩხლართას გამგებლის მოვალეობას. მის ფუნქციებში შედიოდა სახელმწიფოს მიერ
გამოყოფილი და ჰუმანიტარული დახმარების სახით მიღებული საქონლის, სოფელ
ჩხალთას გამგეობის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის დასარიგებლად
მოსახლეობის აღრიცხვა, ჰუმანიტარული საქონლის მიღება და გაცემა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 1999–2006 წლების საანგარიშო
პერიოდში აფხაზეთის ა.რ. გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობაში გასატარებელი
ღონისძიებებისა და მოსახლეობისთვის სოციალური დახმარებების გამო,
საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან მოსახლეობისთვის ფქვილისა და
პირველადი მოთხოვნილების საქონლით უზრუნველსაყოფად, კოდორის ხეობაში
სახელმწიფო რწმუნებულს გამოეყოფოდა გარკვეული თანხები, რომლის თანახმად,
კოდორის ხეობის რწმუნებულის მიერ დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე,
მისი დავალებითვე ხაზინიდან ირიცხებოდა დახმარება სხვადასხვა კერძო
ფირმებზე. მათი მეშვეობით შემოტანილი სხვადასხვა სახის კვების პროდუქტები და
სამომხმარებლო საქონლი კოდორის რეგიონალური გემგეობის მეშვეობით
979
დანართი # 10 პოლიტიკური დევნა
გამოიყოფოდა ჩხალთის გამგეობაზე და ამ უკანასნელის მიერ უნდა
განაწილებულიყო სოფლის მოსახლეობაზე, კერძოდ ერთ სულ მოსახლეზე
წელიწადში განკუთვნილ იყო: პურის ფქვილი – 100 კგ; შაქარი – 2.5 კგ; ზეთი – 4,5 ლ:
მარილი – 10 კგ; სარეცხი საშუალება – 4 ც; ბენზინი – 15 ლ; დიზელი – 15 ლ;
სიგარეტი – 40 კოლოფი; ბრინჯი – 4,5 კგ; ტუალეტის საპონი 4 ც; სარეცხის საპონი 4
ც.
2005 წლის საანგარიშო პერიოდში კოდორის რეგიონალურ გამგეობას ჩხალთის
გამგეობაზე უნომრო, უთარიღო გასავლის ზედდებულით (გამოწერის საფუძველად
მითითებულია მხოლოდ 2005 წლის 14 ივნისის #14 მინდობილობა) გაცემული აქვს:
ფქვილი 36 500კგ (36 135 ლარი), ზეთი 1 575 ბოთლი (3 843 ლარი), მარილი 3 150 კგ (1
134 ლარი), შაქარი 3 300 კგ (3 300 ლარი), ასანთი 29 750 ცალი (1 190 ლარი), სარეცხი
საშუალება 1 575 ცალი (3 969 ლარი), სარეცხი საპონი 525 ცალი (278 ლარი),
ხელსაბანი საპონი 1575 ცალი (898 ლარი), ბრინჯი 1 575 კგ (2 347 ლარი); ბენზინი 1
405 ლიტრი (1 784 ლარი), დიზელის საწვავი 1 205 ლიტრი (1 518 ლარი), ნავთი 1205
ლიტრი (1 687 ლარი), სიგარეტი ,,მიმინო“ 11 550 კოლოფი (17 209 ლარი), რომელთა
საერთო ღირებულება თანხობრივად შეადგენს 75 657 ლარს.
2005 წელს, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ნორა არღვლიანმა, უნომრო, უთარიღო
გასავლის ზედდებულით, სოფელ ჩხალთის მოსახლეობისთვის დასარიგებლად
მიიღო რა ზემოაღნიშნული საქონელი, მოაქცია იგი თავის მართლზომიერ
მფლობელობასა და გამგებლობაში. მას, ზემოაღნიშნული პროდუქტების გაცემაზე
უნდა შეედგინა სია, რომელშიც უნდა ყოფილიყო აღნიშნული მოცემული საქონლის
მიმღების სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, დოკუმენტის გამცემი ორგანოს
დასახელება და მისი გაცემის თარიღი, საქონლის დასახელება, მისი ოდენობა, ზომის
ერთეული და გადაცემული საქონლის მიღებაზე მიმღების ხელმოწერა.
საქონლის მიღების შემდგომ ნორა არღვლიანმა, მისი აღრიცხვის მიზნით, საქონელს
რეგისტრაცია გაუკეთა ათ ფურცლიან დაუნომრავ პირადი ჩანაწერების რვეულში,
რომელშიც აღინიშნა მოქალაქეთა გვარები ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით,
მათ გასწვრივ მიუთითა გასანაწილებელი შაქრის, ფქვილის, ბრინჯის, ზეთის,
ასანთის, სარეცხი საშუალებისა და სხვა საქონლის დასახელება, რის შემდეგაც არ
მოახდინა აღნიშნული საქონლის მოქალაქეებზე გადაცემა, არ წარადგინა კოდორის
ხეობის რეგიონალურ გამგეობაში საქონლის განაწილების დამადასტურებელი
დოკუმენტაცია, ხოლო ზემოაღნიშნული მის გამგებლობასა და მფლობელობაში
არსებული დიდი ოდენობით საქონელი მიითვისა. ე.ი ნორა არღვლიანმა ჩაიდინა
დანაშაული, რაც გათვალისწინებულია სსკ–ის 223–ე მუხლის პირველი ნაწილით,
236–ე მუხლის პირველი ნაწილით და 182–ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’
ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
საბრალდებო დასკვნით, ნორა არღვლიანის ბრალდება დასტურდება შემდეგი
მტკიცებულებებით: ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“–ის საინფორმაციო გადაცემა
,,კურიერში“, ტელეკომპანია ,,იმედისა“ და საინფორმაციო გადაცემა ,,დროებაში“
გაკეთებული განცხადების სიუჟეტებით, ნ. არღვლიანის ბინის ჩხრეკის ოქმით,
ამოღების ოქმით. მოწმეების: ბ. წულაიას, ლ. მაკარაძის, ლ. აფრასიძის, რ. კორძახიას,
980
დანართი # 10 პოლიტიკური დევნა
თ. ჩხეტიანის. გ. პირველის, მ. კვაჭიანის, ნ. გერგლიანის და ნ. წულუკიძის
ჩვენებებით, საქართველოს შსს საექსპერტო–კრიმინალისტიკური
მთავარი
სამმართველოს ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, ფინანსთა სამინისტროს
ფინანსური პოლიციის სპეციალური გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერტიზის
დეპარტამენტის 2006 წლის 17 აგვისტოს აქტით, ნორა არღვლიანის სატელეფონო
საუბრების ,,კრებსებითა’’ და საქმეზე მოპოვებული სხვა მტკიცებულებებით.
2007
წლის 5 აპრილის გალისა და გულრიფშის რაიონული სასამართლოს
მოსამართლის დავით კეკენაძის განაჩენით ნორა არღვლიანი ცნობილ იქნა
დამნაშავედ სსკ–ის 223–ე მუხლის პირველი ნაწილით, 236–ე მუხლის პირველი
ნაწილით, 182–ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სსკ–ის 59–ე მუხლის
(ძველი რეადაქცია) საფუძველზე განსასჯელ ნორა არღვლიანს საბოლოოდ მიესაჯა
ექვსი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა, საჯარო სამსახურში
თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით ვადით 3 (სამი)წლით. ნორა
არღვლიანის მიმართ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ მოხსნილ იქნა სსკ–ის 182–ე
მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება და იგი ამ
ნაწილში გამართლდა. ნორა არღვლიანს დაეკისრა 75 657 ლარის გადახდა
სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 6 ივლისის განაჩენით
(მოსამართლეები: ი.აფრიდონიძე. მ. მეშველიანი, მ. კაპანაძე) უცვლელად იქნა
დატოვებული 2007 წლის 5 აპრილის განაჩენი.
2008 წლის 17 ივლისის საქარღველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით
დაუშვებლად იქნა მიჩნეული ნორა არღვლიანისა და მისი ინტერესების დამცველის
პაატა ბუჩუკურის საჩივარი ქუთაისის 2007 წლის 6 ივლისის განაჩენზე.
სავარაუდო დარღვევები:
სახალხო დამცველის აპარატის მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი
ნორა
არღვლიანის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმის
მასალები
და
დადგინდა, რომ საქმის წარმოებისას დარღვეულ იქნა სისხლის სამართლის, როგორც
მატერიალური, ასევე პროცესუალური კანონმდებლობა. კერძოდ:
მოწმეთა ჩვენებები
უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და მითვისების ბრალდებასთან
დაკავშირებით, ნორა არღვლიანის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმის
ძირითად მტკიცებულებებს შეადგენს მოწმეთა ჩვენებები, რომელთა კანონიერება
დეტალურად იქნა შესწავლილი და დადგინდა შემდეგი:
15 მარტს სასამართლო პროცესზე დაკითხვისას ბრალდების მოწმემ თემურ
ჩხეტიანმა აჩვენა, რომ იგი და მისი ოჯახის წევრები დახმარებას ღებულობდნენ
პირადად, ნორა კვიციანს კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია. მას არ გაუგია, რომ
ემზარ კვიციანი ან მისი ოჯახის რომელიმე წევრი მოუწოდებდა არ ჩაებარებინათ
იარაღი, არც ის გაუგია, რომ ამაში ხელს უწყობდა ნორა არღვლიანი. ნორას
გამგებლობის დროს მათი მდგომარეობა უკეთესად იყო, ყველაფერი ჰქონდათ.
მოსახლეობამ იცოდა თავისი წილი, თუ რამდენი ეკუთვნოდათ და არ ყოფილა
981
დანართი # 10 პოლიტიკური დევნა
შემთხვევა არ მიეღოთ. ასევე არ ყოფილა შემთხვევა არღვლიანს მოეწოდებინოს, რომ
იარაღი არ ჩაებარებინათ.
19 მარტს სასამართლო პროცესზე დაკითხვისას მოწმე ნაზი წულუკიძემ აჩვენა, რომ
იგი არ ეთანხმება გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას და უარყოფს პროდუქტების
მიუცემლობის ფაქტს.
2004 წლიდან იგი იმყოფება ქუთაისში და ამიტომ
ჰუმანიტარული დახმარება პირადად არ მიუღია, მაგრამ ოჯახის წევრებმა მიიღეს
დახმარებები. ჰუმანიტარული დახმარებების მითვისებას არავინ დაუშვებდა.
არაფერი გაუგია უკანონო შეიარაღებული ფორმირების შესახებ.
შემდეგში ორივე მოწმე დაპატიმრებულ იქნა არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო
ჩვენების მიცემისთვის, რის შემდეგაც, 28 მარტს მათივე განცხადების საფუძველზე
ისინი სასამართლოს მიერ ხელახლა დაკითხნენ.
მოწმე თემურ ჩხეტიანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მას პირადად არ
ჰქონდა ხელახლა დაკითხვაზე განცხადების დაწერის
სურვილი, განცხადება
დააწერინეს პოლიციის სამმართველოში, მათი ნალაპარაკებიდან გამოდიოდა, რომ
გაათავისუფლებდნენ პატიმრობიდან, თუ ისე იტყოდა, როგორც პირველ ჩვენებაში
ეწერა. ანუ თემურ ჩხეტიანმა ფაქტობრივად აღიარა, რომ მისი ბოლო ჩვენება შედეგი
იყო სამართალდამცავების მხრიდან დაპირების, რომ ჩვენების გადათქმის
შემთხვევაში იგი გათავისუფლდებოდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან.
ნაზი წულუკიძემ ხელახლა დაკითხვისას დაეთანხმა წინასწარ გამოძიებაში მიცემულ
ჩვენებას და განაცხადა, რომ მისი ოჯახი ნაწილობრივ ღებულობდა ჰუმანიტარულ
დახმარებას, ასევე სხვებისგანაც იყო საჩივარი
ჰუმანიტარულ დახმარებასთან
დაკავშირებით. 2004 წლიდან იგი იმყოფებოდა ქუთაისში, მაგრამ ჩამომსვლელების
საუბრიდან და ტელევიზიით იცის, რომ ჰქონდა ნ. არღვლიანის მხრიდან მოწოდებას
ადგილი იარაღის არ ჩაბარებაზე. ხეობიდან ნ. წულუკიძის წამოსვლა განაპირობა
ნორა არღვლიანსა და მის შორის არსებულმა დაპირისპირებამ, რასაც ადგილი
ჰქონდა არჩევნების წინა პეროიდში. (ნ. წულუკიძის დაკითხვისას ნ. არღვლიანი
სიცილით პროტესტის გამოხატვის გამო გაძევებული იქნა სასამართლოს სხდომის
დარბაზიდან).
ნაზი წულუკიძემ, მართალია გადათქვა ჩვენება, მაგრამ იმდენად ბუნდოვანი ჩვენება
მისცა, იგი არ შეიძლებოდა საფუძვლად დასდებოდა გამამტყუნებელ განაჩენს.
კერძოდ, მან განაცხადა, რომ 2004 წლიდან არ ცხოვრობს კოდორის ხეობაში, ანუ არ
არის თვითმხილველი მოწმე თუ რა ხდებოდა ხეობაში, ნაზი წულუკიძემ ვერც ის
პირები დაასახელა, თუ ვისგან მიიღო ინფორმაცია ნორა არღვლიანის
დანაშაულებრივ ქმედებებზე. აღნიშნული გარემოება, სსსკ–ის 117–ემუხლის
საფუძველზე წარმოადგენდა მისი ჩვენების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის
საფუძველს, ვინაიდან კანონის იმპერატიული მოთხოვნაა ,,მოწმის შეტყობინება
მტკიცებულება ვერ იქნება, თუ იგი მოწოდებული ფაქტის წყაროს ვერ მიუთითებს“.
982
დანართი # 10 პოლიტიკური დევნა
მიუხედავად ზემოთაღნიშნულისა, სასამართლომ არ მისცა სათანადო შეფასება ნაზი
წულუკიძის და თემურ ჩხეტიანის ჩვენებებს და ისინი საფუძვლად დაუდო ნორა
არღვლიანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
ბრალდების მოწმეებიდან სასამართლო პროცესზე არ დაკითხულან გელა პირველი
და ნელი გერლიანი. ამ მოწმეთა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზები საქმეში არ
არსებობს, არადა მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესზე დაკითხულ მოწმეების
ჩხეტიანის და წულუკიძის ჩვენებების უტყუარობა დადგა ეჭვქვეშ, სასამართლო
ვალდებული იყო, მიეღო ყველა ზომა მტკიცებულებათა სრულყოფილად
გამოსაკვლევად და ბრალდების სხვა მოწმეთა დასაკითხად. ასევე, სასამართლოს
მიერ დარღვეულ იქნა მოწმის ჩვენების გამოქვეყნების წესები.
ვინაიდან, სსსკ–ის მე–20 მუხლის259 შესაბამისად არ მოხდა მოწმეთა ჩვენებების
კანონით დადგენილი წესით გამოკვლევა, ისინი არ შეიძლებოდა საფუძვლად
დასდებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
კოდორის რეგიონალური გამგეობის თავმჯდომარის რევაზ კორძაიას მიერ
გამოძიებასა და სასამართლოზე მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ 2005 წლიდან
სოფელ ჩხალთას გამგებლად მუშაობდა ნორა არღვლიანი, გამგეობის ფუნქციებში
შედიოდა შემოსული ჰუმანიტარული დახმარების განაწილების კონტროლი. რაც
შეეხება განაწილებას, კრებას როცა ატარებდნენ, ეკითხებოდნენ რა რაოდენობის
ტვირთი დაარიგეს და როგორ, ნაკლების შეხვედრაზე მომჩივანი არ ყოფილა.
გამგეობის კრებაზე მხოლოდ სიტყვიერ ანგარიშს ღებულობდნენ გამგებლისგან.
ყოველი სიის ბოლოში ხელმოწერას აკეთებდნენ, ბოლოში ოჯახის უფროსი აწერდა
ხელს. ნ. არღვლიანმა წარმოადგინა ხელმოწერილი სიები, ორგვერდიანი დიდი
ფურცელი, ოჯახის წევრების ხელმოწერით, თუმცა მისი სისწორე არ
გადაუმოწმებიათ. ტვირთის გაცემასთან დაკავშირებით ნორას წინააღმდეგ რაიმე
საყვედური არ ყოფილა. პრეტენზია არავის გამოუთქვამს. ჩხალთაში 82 კომლია,
სულთა რაოდენობა 359 იყო. მას პირადად არასოდეს არ გაუგია, რომ ნორა
მოუწოდებდა მოსახლეობას არ ჩაებარებინათ იარაღი. ჰქონდა თუ არა ნორას
ცეცხლსასროლი იარაღი მას არ შეუმჩნევია. უკანონო ფორმირების შექმნაზე მან
არაფერი იცის. გამგეობას ნ. კვიციანის მიმართ რაიმე პრეტენზია არ ჰქონია. არც
მომჩივანი ყავდა ვინმე.
ამდენად, კოდორის რეგიონალური გამგეობის თავმჯდომარის ჩვენებაში არაფერია
აღნიშნული ნორა არღვლიანის დანაშაულებრივ საქმიანობაზე, არც უკანონო
ფორმირების შექმნასთან და არც მითვისების ბრალდებასთან დაკავშირებით,
პირიქით, აღნიშნული ჩვენება შეიცავს ნორა კვიციანის გამამართლებელ
ინფორმაციას, მაგრამ გამოძიებამ, ყოვლად უსაფუძვლოდ, მისი ჩვენება გამოიყენა
ნორა არღვლიანის ბრალდების დასამტკიცებლად.
259
,,სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს მხოლოდ ის მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეული იყო
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით.“
983
დანართი # 10 პოლიტიკური დევნა
მოწმე ლეილა აფრასიძის ჩვენებით ირკვევა, რომ დედამისი – ნელი გერლიანი –
მუშაობდა კოდორის ხეობის რეგ. გამგეობის ბუღალტრის თანამდებობაზე. ვინაიდან,
ნელი გერლიანი იყო ხანდაზმული, ბოლო სამი წელი მისი თხოვნით შვილი –
ლეილა აფრასიძე აწარმოებდა კოდორის ხეობის გამგეობის საბუღალტრო
საქმიანობას და თავისი ხელმოწერით ასრულებდა ბუღალტრის მოვალეობას.
აღნიშნულზე მიღებული ჰქონდა კოდორის ხეობის გამგეობის თავმჯდომარის
სიტყვიერი თანხმობა. გადარიცხული თანხებით, თუ რა სასაქონლო პროდუქტი იქნა
შეძენილი
მისთვის
უცნობია,
ასევე
მოსახლეობისთვის
დასარიგებლად
განკუთვნილი
საქონელი
კოდორის
ხეობის
რეგიონალური
გამგეობის
ბუღალტერიაში არ აისახებოდა, არც მათი შემოსვლის და განაწილება აისახებოდა და
საერთოდ, აღნიშნული საქონლის საბუღალტრო აღრიცხვა არ ხდებოდა. მისთვის
უცნობია თუ რა სახით ხდებოდა კოდორის ხეობის მოსახლეობისთვის და სოფელ
ჩხალთის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გადაცემა და განაწილება,
აღნიშნულზე ბუღალტერიაში რაიმე დოკუმენტაცია არ შემოსულა.
დამატებითი დაკითხვისას ლეილა აფრასიძემ აჩვენა, რომ ნორა არღვლიანს
საქონლის განაწილების
შემდგომ ხეობის გამგეობის ბუღალტერიაში უნდა
წარმოედგინა საქონლის განაწილების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელშიც
ასახული იქნებოდა საქონლის გადაცემის თარიღი, საქონლის დასახელება, მისი
ოდენობა, მიმღების გვარი და სახელი, საპასპორტო მონაცემების გათვალისწინებით,
რაც დადასტურებული უნდა ყოფილიყო მიმღები პირების ხელმოწერით. ამგვარი
დოკუმენტაცია ბუღალტერიაში წარმოდგენილი არ ყოფილა. (საგულისხმოა, რომ
აღნიშნული სიტყვა–სიტყვით არის გადატანილი რევიზიის აქტში და შესაბამისად,
საბრალდებო დასკვნაში, რაც იძლევა საფუძველს ვარაუდისთვის, რომ ლეილა
აფრასიძის დამატებითი დაკითხვა მოხდა გამოძიებისთვის სასურველი ინფორმაციის
მიღების მიზნით). მის მიერ წარმოდგენილ იქნა 2003–2006 წლის საფინანსო–
საბუღალტრო დოკუმენტაცია. მისივე ჩვენებით, კოდორის ხეობაში გადაგზავნილი
დოკუმენტაცია ფაქტობრივად იქნა დაკარგული შენახვის პირობების არ არსებობის
გამო, ისინი ვერ ახდენდნენ ფინანსური დოკუმენტების დამუშავებას ხეობასთან
მიმოსვლის სირთულის გამო. არ არსებობდა არანაირი სამუშაო პირობები
სამსახურის კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციონირებისთვის.
აღნიშნულ ჩვენებაში საყურადღებოა ორი საკითხი:
1. იყო თუ არა ლეილა აფრასიძე უფლებამოსილი პირი, ეწარმოებინა ხეობის
საბუღალტრო საქმიანობა?
არ იყო რა სათანადო წესით დანიშნული ბუღალტრის თანამდებობაზე, ლეილა
აფრასიძე არ იყო კომპეტენტური პირი ეწარმოებინა ხეობის საბუღალტრო
საქმიანობა. ამასთანავე, რეალურად იგი ვერ ახდენდა ჰუმანიტარული ტვირთის
განაწილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კონტროლს.
2. კოდორის ხეობის ბუღალტერიის საქმიანობის სფეროს შეადგენდა თუ არა
ჰუმანიტარული ტვირთის განაწილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის
შეკრება და შემოწმება და თუ შეადგენდა, რა სახით ხდებოდა აღნიშნული?
როგორც ლეილა აფრასიძის და სოფლის გამგებლების ჩვენებიდან ირკვევა, არა
მარტო ნორა არღვლიანი, არამედ არც ერთი სოფლის გამგებელი არ ახდენდა ხეობის
ბუღალტერიაში საქონლის განაწილების დამადასტურებელი დოკუმენტების
984
დანართი # 10 პოლიტიკური დევნა
წარდგენას, თავად, ლეილა აფრასიძეც აღნიშნავს, რომ ,,არ არსებობდა არანაირი
სამუშაო
პირობები
სამსახურის
კანონმდებლობით
დადგენილი
ფუნქციონირებისთვის“. შესაბამისად, გაუგებარია ლეილა აფრასიძის ჩვენება იმის
თაობაზე, რომ როცა ზოგადად კოდორის ხეობაში კანონმდებლობით დადგენილი
წესით არ ხდებოდა ტვირთის დარიგების გაფორმება, რატომ უნდა წარმოედგინა
ბუღალტერიაში
მხოლოდ
ნორა
არღვლიანს
საქონლის
განაწილების
დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელშიც ასახული იქნებოდა საქონლის
გადაცემის თარიღი, საქონლის დასახელება, მისი ოდენობა, მიმღების გვარი და
სახელი, საპასპორტო მონაცემების გათვალისწინებით, რაც დადასტურებული უნდა
ყოფილიყო მიმღები პირების ხელმოწერით? ამგვარის წარმოდგენის ვალდებულება
სამართლებრივად რომელი ნორმით მოეთხოვებოდა? ვინ ახდენდა წარმოდგენა–
არწარმოდგენაზე კონტროლს? 1994 წლიდან ჰუმანიტარული ტვირთის დარიგება
ხდებოდა რა ამ ფორმით, რატომ გახდა აღნიშნული საკითხი სადაო მაინცდამაინც
2006 წლის 30 ივლისს?
ლეილა აფრასიძის და რევაზ კორძაიას ჩვენებების ანალიზის საფუძველზე ვასკვნით,
რომ გამოძიება და სასამართლო წარიმართა ტენდენციურად, როდესაც ნორა
არღვლიანის
დასადანაშაულებლად
დაეყრდნო
კოდორის
ხეობის
არაუფლებამოსილი ბუღალტრის, ლეილა აფრასიძის ურთიერთსაწინააღმდეგო
ჩვენებებს და ნორა არღვლიანის უდანაშაულობის დასამტკიცებლად არ გაიზიარა
გულრიფშის რაიონის დალის კოდორის ხეობის რეგიონალური გამგეობის
თავმჯდომარის რევაზ კორძაიას ჩვენება და იგი სრულიად უსაფუძვლოდ გამოიყენა
ბრალდების მტკიცებულებად.
ნორა არღვლიანისგან იარაღის არჩაბარებაზე მოწოდების ფაქტი უარყო ბრალდების
მოწმე
მარინა კვანჭიანმაც, მისივე ჩვენებით, არც სხვებისგან სმენია ნორა
არღვლიანისგან ამგვარი მოწოდების თაობაზე, არც ის გაუგია არღვლიანს ეთქვას ,,არ
დაემორჩილოთ საქართველოს ხელისუფლებასო“, სოფელში ყველამ იცოდა, ვის რა
ეკუთვნოდა ჰუმანიტარული დახმარების სახით, პრეტენზია ჰუმანიტარულ
დახმარებაზე არ ყოფილა. ნორა კვიციანს არავინ არ აპატიებდა ჰუმანიტარული
ტვირთის დაურიგებლობას.
ადვოკატების მიერ ჩამოართმეულ იქნა ახსნა–განმარტებები სოფელ ჩხალთას
მაცხოვრებლებისთვის. ირმა ჩხეტიანი, ნონა გუგუსიანი, ნოდარ ჩხეტიანი, ლარისა
არზიანი, როზეტა არქანია, ფიქრია გერლიანი, ნანა კვიციანი, ლარისა ხარაზიანი,
კობა პაკელიანი, ია კვანჭიანი, დოდო ქალდანი, მზია კვიციანი, რომლებიც
ადასტურებდნენ, რომ ნორა არღვლიანს არ შეუქმნია უკანონო შეიარაღებული
ფორმირება და არასოდეს კავშირი არ ჰქონია მსგავს ფორმირებებთან. სულ 67 პირმა
ითხოვა მოწმედ დაკითხვა, რაც არ დაკმაყოფილდა. ასევე 61 პირი ითხოვდა მოწმედ
დაკითხვას და ადასტურებდა, რომ მიღებული აქვთ ჰუმანიტარული დახმარება
ნორა არღვლიანისგან და მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნდათ, ვინაიდან
აღნიშნული მოწმეები არ იყვნენ პასუხისმგებელი პირები, ამ მოტივით არც
აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილებულა სასამართლოს მიერ, რაც ცალსახად
მიუთითებს სასამართლოს მიკერძოებაზე და ტენდენციურობაზე, რამაც ასახვა
ჰპოვა გამამტყუნებელ განაჩენში.
985
დანართი # 10 პოლიტიკური დევნა
ამდენად, ნორა არღვლიანის საქმეზე არსებული მოწმეთა ჩვენებების ანალიზის
საფუძველზე ვასკვნით, რომ აღნიშნულ ჩვენებათა შეფასება მოხდა სსსკ–ის 132–ე
მუხლის260 მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან საბრალდებო დასკვნას და განაჩენს
საფუძვლად დაედო იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც არ იყვნენ დასაშვები, ,
უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები
ნორა არღვლიანის დამნაშავედ
ცნობისთვის.
ნორა კვიციანის ბრალდება უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნაში.
2006 წლის 22 ივლისს სამეგრელო–ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში დაიწყო
გამოძიება სისხლის სამართლის #8306859 საქმეზე ნორა არღვლიანის მიმართ,
უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობის ფაქტზე, დანაშაული
გათვალისწინებული სსკ–ის 223–ე მუხლის მეორე ნაწილით.
2006 წლის 29 ივლისს ნორა არღვლიანი დაკავებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღის
შეძენა, შენახვისთვის.
30 ივლისს ნორა არღვლიანი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული
უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და
საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ბრალდებით,
დანაშაული გათვალისწინებული სსკ–ის 223–ე მუხლის პირველი ნაწილით და 236–ე
მუხლის პირველი ნაწილით.
ნორა არღვლიანის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის დადგენილებაში,
უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასთან დაკავშირებით,
ბრალდების
დამადასტურებელ მტკიცებულებად მითითებულია ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“–ის
საინფორმაციო გადაცემა ,,კურიერში“, ტელეკომპანია ,,იმედისა“ და საინფორმაციო
გადაცემა ,,დროებაში“ გაკეთებული განცხადების სიუჟეტები.
შესწავლილი საქმის მასალების საფუძველზე მიგვაჩნია, რომ ტელეკომპანიების
სიუჟეტები ნორა არღვლიანის დანაშაულში მამხილებელი ფაქტების არ არსებობის
გამო არ შეიძლებოდა საფუძვლად დასდებოდა უკანონო შეიარაღებული
ფორმირების შექმნაში ნორა არღვლიანის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში
მიცემას. კერძოდ:
260
,,თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების,
დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი
ერთობლიობით _ დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით.
გამომძიებელი, პროკურორი და მოსამართლე მტკიცებულებას აფასებენ თავისუფლად, შინაგანი რწმენით.
ეჭვი დამნაშავედ პირის ცნობისათვის მტკიცებულების უტყუარობისა და მისი საკმარისობის თაობაზე უნდა
გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ ეჭვი არ შეიძლება გაბათილდეს დამატებით მტკიცებულებათა
შეკრებით. არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის
დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.”
986
დანართი # 10 პოლიტიკური დევნა
- ტელეკომპანია ,,რუსთავი–2’’–ის საინფორმაციო გადაცემა ,,კურიერში’’,
ტელეკომპანია ,,იმედსა“ და საინფორმაციო გადაცემა ,,დროებაში“ ნორა არღვლიანის
მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსით (ვიდეოკასეტა ცნობილ იქნა
ნივთმტკიცებად, ხოლო საუბრის ამონაბეჭდები ერთვის საქმეს) ცხადია, რომ იგი
შეწუხებულია მომხდარით და გამოთქვამს შეშფოთებას ხეობაში ჯარის შემოყვანის
გამო, მაგრამ სიუჟეტი არ მოიცავს ნორა არღვლიანის მიერ უკანონო შეიარაღებულ
ფორმირების შექმნის ფაქტებს. ტელეკომპანია ,,რუსთავი–2’’–თვის მიცემულ
ინტერვიუში ნორა არღვლიანი ამბობს, რომ ,,თუ ვინმე დასაპატიმრებელია,
დააპატიმრონ, ხალხი რა შუაშია, კოდორი რა შუაშია, თუ ჩემი ძმა
დასაპატიმრებელია, დააპატიმრონ, თუ ჩემი შვილი დასაპატიმრებელია,
დააპატიმრონ, რა შუაშია ხალხი და ხეობა?!.. რომ იარაღის ამოღებას არავინ
ეწინააღმდეგება“.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით ტელეკომპანია
,,რუსთავი–2’’–ის საინფორმაციო გადაცემა ,,კურიერში’’, ტელეკომპანია ,,იმედსა“ და
საინფორმაციო გადაცემა ,,დროებაში“ ნორა არღვლიანის მიერ გაკეთებული
განცხადებები თავისი შინაარსით არ შეიცავდა ნორა არღვლიანის ბრალდების
მამხილებელ ფაქტებს, ხოლო სხვა მტკიცებულება ამ დროისთვის არ არსებობდა,
შესაბამისად დაუდგენელია, თუ რა დაედო საფუძვლად ნორა არღვლიანის
ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის დადგენილებაში აღნიშნულს მასზედ,
- ნორა არღვლიანმა შვილთან ი. არღვლიანთან და ძმასთან ემზარ კვიციანთან ერთად,
კოდორის ხეობაში საკუთარი ძალებით საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის
მომიზეზებით, ფაქტობრივად კი ხეობაში ცენტრალური ხელისუფლების გავლენის
შესუსტების, თავისი ოჯახის წევრების ინტერესების გასატარებლად, გავლენის
შესაქმნელად და შესანარჩუნებლად ბატალიონის ყოფილი წევრების და სხვათა
მონაწილეობით შექმნა უკანონო შეიარაღებული ფორმირება.
- მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არაერთი მოთხოვნისა,
დაეშალათ უკანონო შეიარაღებული ფორმირება, ცეცხლსასროლი იარაღი და
საბრძოლო მასალები ჩაებარებინათ თავდაცვის სამინისტროსთვის, მათ უარი
განაცხადეს იარაღისა და საბრძოლო მასალის ჩაბარებაზე.
- აღნიშნულმა ბატალიონმა ემზარ კვიციანისა და ი. არღვლიანის მეთაურობით, 2005
წლის 22 ივლისს, კოდორის ხერობაში დაიწყო შეიარაღებული ამბოხი საქართველოს
ხელისუფლების ძალადობის გზით დასამხობად.
30 ივლისისთვის, ანუ ზ/ა დადგენილების მიღებისას, როგორც აღვნიშნეთ,
გამოძიებას უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასთან დაკავშირებით არ
გააჩნდა არცერთი მტკიცებულება, მით უმეტეს, დადგენილებაში მოყვანილი
ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი არანაირი მასალა საქმეში არ იდო და
გამოძიებას არც შემდეგში მოუპოვებია. აღნიშნულის გათვალისწინებით მიგვაჩნია,
რომ, 22 ივლისს ემზარ კვიციანის მიერ ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის
გამოცხადების შემდეგ, ხელისუფლებამ მისი და – ნორა არღვლიანი ჩათვალა ემზარ
კვიციანის დასაყრდენ ძალად და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დასდო
ბრალი უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნაში, რაც მოხდა სსკ–ის 75–ე
987
დანართი # 10 პოლიტიკური დევნა
მუხლის მე–2 ნაწილის მოთხოვნის უგულებელყოფით,261 აღნიშნულმა ასახვა ჰპოვა
ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის დადგენილებაში, როდესაც დაირღვა
სსსკ–ის 282–ე მუხლის მოთხოვნა და არ მოხდა ბრალად შერაცხული ყველა
ქმედებისათვის ცალ–ცალკე მტკიცებულებების მითითება.
ამდენად, ტელეკომპანიების და ფარული სატელეფონო საუბრების ჩანაწერების
გაცნობის შედეგად ვასკვნით, რომ ისინი არიან არაშესახები მტკიცებულებები ნორა
არღვლიანის მიერ შეიარაღებული
ფორმირების შექმნის ფაქტის ბრალდების
დასადასტურებლად.
საყურადღებოა, რომ ნორა არღვლიანზე ბრალდების წაყენების შემდეგ გამოძიებამ
დაიწყო მტკიცებულებების მოპოვება და 2006 წლის 21 სექტემბერს შუამდგომლობით
მიმართა სასამართლოს ბრძანების გაცემის თაობაზე ნორა არღვლიანის მობილურ
ტელეფონზე 899 53 47 40 ამოღებულ ყოფილიყო შემოსული და გასული ზარების
დეტალური კრებსითი ამონაბეჭდი კომპიუტერულ დისკეტაზე 2006 წლის 01
ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით.
რაზეც 22 სექტემბერს გაცემულ იქნა
მოსამართლის ბრძანება.
ამასთანავე, აღნიშნულ ეპიზოდში ბრალდების გასამყარებლად 2006 წლის 17–19
ოქტომბერს მოწმის სახით დაკითხულ იქნა კოდორის ხეობის მკვიდრნი: თემურ
ჩხეტიანი, გელა პირველი, ნელი გერლიანი, ნაზი წულუკიძე, რომლებმაც თავიანთი
ჩვენებებში აღნიშნეს, რომ ნორა არღვლიანი მოუწოდებდა მოსახლეობას არ
ჩაებარებინათ იარაღი და არ დამორჩილებოდნენ ხელისუფლებას. ფაქტობრივად,
ოთხივე მოწმის ჩვენებაში ეს აზრი იდენტურად იქნა გამოხატული. სასამართლო
პროცესზე თემურ ჩხეტიანმა და ნაზი წულუკიძემ გადათქვეს გამოძიებაში მიცემული
ჩვენებები, ხოლო გელა პირველი და ნელი არღვლიანი სასამართლომ საერთოდ არ
დაკითხა. მაგრამ, მოწმეთა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებებიდან სასამართლომ
გაიზიარა ბრალდების დამადასტურებელი ჩვენებები და არ გაიზიარა ნორა
არღვლიანის გამამართლებელი ჩვენებები, თანაც განაჩენში არ ახსნა, რატომ მიიღო
ერთი წყაროს მიერ მოწოდებული საწინააღმდეგო ჩვენებებიდან ერთი და უარყო
მეორე.
ამდენად, მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე ვასკვნით, რომ ნორა
არღვლიანის ბრალდებას დანაშაულში, გათვალისწინებული სსკ–ის 232–ე მუხლის
პირველი ნაწილით, საფუძვლად დაედო არაშესახები და საეჭვო მტკიცებულებები,
რომლებიც არ შეიძლებოდა საფუძვლად დასდებოდა უკანონო შეიარაღებული
ფორმირების შექმნის თაობაზე ნორა არღვლიანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის
გამოტანას.
გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, თუნდაც მიჩნეულიყო უტყუარად
და კანონიერად,
ამ მტკიცებულებეზე დაყრდნობით დადგენილი ფაქტობრივი
261
,,ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა ალბათობის მაღალი ხარისხით დამტკიცდეს, რომ ამ პირმა
დანაშაული ჩაიდინა.“
988
დანართი # 10 პოლიტიკური დევნა
გარემოებები არ შეესაბამება სსკ–ის 223–ე მუხლით განსაზღვრულ საკანონმდებლო
კონსტრუქციას. კერძოდ: ნორა არღვლიანს ბრალი დაედო სსკ–ის 223–ე მუხლის
პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში – უკანონო შეიარაღებული
ფორმირების შექმნაში.
უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა ნიშნავს ამ ფორმირების წევრების
გამოძებნას, მათ გადმობირებას, იარაღის შეძენას, შეკრების ადგილის მოძებნას და ა.
შ.262 ანუ გამოძიებას უნდა დაედგინა, რა გააკეთა ნორა არღვლიანმა უკანონო
შეიარაღებული ფორმირების შესაქმნელად? ვინ და როგორ გახადა ჯგუფის წევრი? რა
ზემოქმედება მოახდინა მათ გადმოსაბირებლად? სად ხდებოდა შეკრებები? რა იყო
ფორმირების შექმნის მიზანი? ნორა არღლიანის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას
აღმოჩენილ ცეცხლსასროლ იარაღს რა კავშირი ჰქონდა უკანონო შეიარაღებული
ფორმირებასთან? (საინტერესოა ის გარემოება, რომ ნორა არღვლიანს იარაღი
ამოუღეს 28 ივლისს, მაშინ, როცა ელდარ კვიციანი თავის ფორმირების წევრებათან
ერთად გასული იყო კოდორის ხეობიდან). რა გააკეთა ხელისუფლებამ 2005 წლის 27
მაისიდან (როდესაც მიიღო ბრძანება ბატალიონ ,,მონადირის“ გაუქმების შესახებ)
2006 წლის 22 ივლისამდე, (სანამ ელდარ კვიციანმა არ გამოაცხადა
ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა) კოდორის ხეობაში მანამდე არსებული
იარაღის ამოსაღებად?
აღნიშნული
კითხვების
არსებობა
მოწმობს,
რომ
საქმეში
არსებული
მტკიცებულებებით არ დადგენილა, რომ ნორა არღვლიანმა თავისი მოქმედებით
მოახდინა ზეგავლენა თუნდაც ერთ კონკრეტულ პიროვნებაზე მაინც და დაიყოლია
იგი გამხდარიყო უკანონო ფორმირების წევრი, უზრუნველყო ფორმირება საჭირო
იარაღით, ახდენდა ჯგუფის წევრთა შეკრებებს და, საერთოდ, ეწეოდა აქტიურ
საქმიანობას ფორმირების შესაქმნელად და ხელისუფლების დასამხობად. ვინაიდან,
ნორა არღვლიანის მიმართ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეიცავს
სისხლის სამართლის კოდექსის 223–ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას,
აღნიშნული, სსკ–ის 28–ე მუხლის 1 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად,
წარმოადგენდა ნორა არღვლიანის მიმართ ამ ეპიზოდში სისხლის სამართლის საქმის
შეწყვეტის და გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს.
ამდენად, სისხლის სამართლის პროცესუალური და მატერიალური კანონმდებლობის
გათვალისწინებით, კერძოდ, მტკიცებულებათა და დანაშაულებრივი ქმედების
არარსებობით, ვასკვნით, ნორა არღვლიანის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი
განაჩენი სსკ–ის 223–ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში
მიგვაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებელად.
ნორა კვიციანის ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვაში
2006 წლის 28 ივლისს შსს კონტრტერორისტული ცენტრის მიერ დაიწყო წინასწარი
გამოძიება ნორა კვიციანი–არღვლიანის მიმართ, ცეცხლსასროლი იარაღის და
262
სისხლის სამართლის კერძო ნაწილი. ლეკვეიშვილი, თოდუა, გვენეტაძე, მამულაშვილი. წიგნი 1.
2006. გვ.448).
989
დანართი # 10 პოლიტიკური დევნა
საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტზე,
ქმედება გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 236–ე მუხლის I და II
ნაწილით.
2006 წლის 30 ივლისის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
კონტრტერორისტული ცენტრის დადგენილებით ნორა არღვლიანი ბრალდებულის
სახით
პასუხისგებაში
იქნა
მიცემული
ცეცხლსასროლი
იარაღის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისთვის, ქმედება გათვალისწინებული სსკ–ის
236–ე მუხლის პირველი ნაწილით.
2006 წლის 24 ნოემბერს შედგენილი საბრალდებო დასკვნით ნ. არღვლიანს ბრალი
დაედო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა, შენახვისთვის, დანაშაული გათვალისწინებული სსკ–ის 236–ე მუხლის
პირველი ნაწილით. აღნიშნულ ბრალდებას გამოძიება დადასტურებულად მიიჩნევს
შემდეგი მტკიცებულებებით :
- ნ. არღვლიანის ბინის ჩხრეკის და ცეცხლსასროლი იარაღის ამოღების ოქმით.
- მოწმეების ბესარიონ წულაიას და ლაურა მაკარიძის ჩვენებებით.
- საექსპერტო კრიმინალური მთავარი სამმართველოს ბალისტიკური ექსპერტიზის
დასკვნით.
სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლით დადგინდა, რომ აღნიშნულ
ეპიზოდში გამოძიება ჩატარდა არასრულყოფილად. კერძოდ, სახალხო დამცველის
აპარატში წარმოდგენილ იქნა 1995 წლის 5 მაისს საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს მიმართულება ,,კოდორის ხეობის’’ მიერ სოფელ აჟარაში შედგენილი
აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ ნორა არღვლიანის ბრალდების იარაღი 7,62 მმ
ავტომატი აკმ–80, #164708 მითითებულია კოდორის ხეობაში ჩატარებული
შეიარაღებისა და ტექნიკის ინვეტარიზაციის ჩამონათვალში, რითაც იგი აყვანილ
იქნა აღრიცხვაზე. აღნიშნული აქტი მოწმობს, რომ კოდორის ხეობაში არსებული
იარაღი და, მათ შორის, კონკრეტული დანაშაულის საგანი იმყოფებოდა არღიცხვაზე
და იყო კონტროლირებადი, შესაბამისად, ნორა არღვლიანის ბრალდება
ცეცხლსასროლი იარაღის შეძენაზე არის დაუსაბუთებელი, ასევე დაუსაბუთებელია
ბრალდება იარაღის შენახვასთან დაკავშირებით, რადგან იარაღი ოფიციალურად
იყო დასაწყობებული, გამოძიება ვალდებული იყო დაედგინა #64708 იარაღი, ვის
მფლობელობაში
რის საფუძველზე იყო გადაცემული, შესაძლებელია იგი
ეკუთვნოდა ნორა არღვლიანის სახლში მცხოვრებ სხვა პირებს, აღნიშნული მოწმობს,
რომ იარაღის შენახვის ბრალდება ემყარება ვარაუდს.
ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, ვასკნით, რომ ნორა არღვლიანის ბრალდება
იარაღის შეძენასთან და შენახვასთან დაკავშირებით არ ემყარება უტყუარ
მტკიცებულებებს და ამ ნაწილში გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად უდევს
ვარაუდი. აღნიშნული ქმედებით ნორა არღვლიანის მიმართ გამოძიების და
სასამართლოს მიერ აშკარად დარღვეულ იქნა საქართველოს კონსტიტუციის მე–40
მუხლის მოთხოვნა მტკიცებულებათა უტყუარობაზე.
990
დანართი # 10 პოლიტიკური დევნა
გამოძიების და სასამართლოს შეცდომად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ 2006 წლის
30 ივლისის დადგენილებით ნორა არღვლიანი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში
იქნა მიცემული ერთდროულად უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისთვის
და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა,
შენახვისთვის, რაც გაზიარებულ იქნა სასამართლოს მიერ.
აღსანიშნავია, რომ გამოძიებამ და სასამართლომ ნორა არღვლიანის ქმედების
ცალცალკე დაკვალიფიცირებით და მისჯით უხეშად დარღვია სსკ–ის მე–16 მუხლის
მოთხოვნა, რომ ,,თუ ქმედება გათვალისწინებულია ზოგადი და სპეციალური
ნორმებით, დანაშაულთა ერთობლიობა არ არსებობს და პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება სპეციალური ნორმით.“ ანუ,
ვინაიდან ნორა კვიციანს ბრალი დაედო უკანონო შეიარაღებული ფორმირების
შექმნისთვის, ეს თავითავად მოიცავდა იარაღის შეძენა–შენახვასაც, თუ იარაღი
საქმეში არ იქნებოდა, მაშინ არც შეიარაღებული ფორმირების შექმნას ექნებოდა
ადგილი და თუ შეიარაღება აუცილებელია ამ მუხლით კვალიფიკაციისთვის, მაშინ
დამატებით, ზოგადი ნორმით და ფაქტობრივად, ორ დამოუკიდებელ ქმედებად, არ
უნდა მომხდარიყო ნორა არღვლიანის ბრალდების კვალიფიკაცია.
ამასთანავე, იურდიულ დოქტრინაში აღიარებულია ის ფაქტი, რომ სსკის 223–ე
მუხლი ,,თავის თავში მოიცავს იარაღის მართლსაწინააღმდეგო მოპყრობასთან
დაკავშირებულ ქმედებას და დამატებითი კვალიფიკაცია სსკ–ის 236–ე მუხლით
საჭირო არ არის“. 263
ამდენად, გამოძიების მიერ ნორა არღვლიანის ქმედების ერთდროულად სსკ–ის 223–ე
და 236–ე მუხლებით დაკვალიფიცირება იყო არასწორი და უკანონო, მაგრამ
აღნიშნული ხარვეზი არ აღმოფხვრილა სასამართლოების მიერ.
ნორა კვიციანის ბრალდება მითვისებაში.
2006 წლის 30 ივლისს, ანუ მას შემდეგ, რაც 29 ივლისს ნორა არღვლიანი
ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულ იქნა უკანონო შეიარაღებული
ფორმირების შექმნისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ბრალდებით, დაიწყო წინასწარი გამოძიება
ნორა კვიციანისა და გულრიფშის რაიონის გამგეობის თანამშრომელთა მიმართ,
დალი კოდორის ხეობაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო
მითვისების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსსკ–ის 182–ე მუხლის მე–2
ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო
ოპერატიული თანამშრომლის 30 ივლისის პატაკი.
2006 წლის 19 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო
დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს უფროსის
დადგენილებით, ნორა არღვლიანი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა
263
სისხლის სამართლის კერძო ნაწილი. ლეკვეიშვილი, თოდუა, გვენეტაძე, მამულაშვილი. წიგნი 1.
2006. გვ.448).
991
დანართი # 10 პოლიტიკური დევნა
მიცემული მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში მყოფი დიდი
ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე.
დადგენილების მიღებას საფუძვლად დაედო შემდეგი მტკიცებულებები:
- მოწმეების ლ. აფრასიძის და რ. კორძაიას ჩვენებები.
- ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის სპეციალური გამოკვლევათა და
ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის 2006 წლის 17 აგვისტოს აქტი.
- ნ. არღვლიანისგან ამოღებული დოკუმემნტები.
- ლ. აფრასიძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები.
ნორა არღვლანის ბრალდება მითვისებასთან დაკავშირებით შესწავლილ იქნა
სისხლის სამართლის პროცესუალურ და მატერიალურ კანონმდებლობასთან
მიმართებაში და გაირკვა შემდეგი:
სსკ–ის 182–ე მუხლი განმარტებულია, როგორც ,,სხვისი მოძრავი ნივთის
მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა
მიმთვისებლის
ან
გამფლანგველის
მართლზომიერ
მფლობელობაში
ან
გამგებლობაში.“ მითვისება გულისხმობს აქტიურ მოქმედებას, რომელიც
გამოიხატება სასაქონლი მატერიალურ ფასეულობათა ამოღებაში მისი კანონიერი
მესაკუთრისგან და მის უკანონო დაუფლებაში როგორც თავის, ისე სხვა პირთა
სასარგებლოდ. როდესაც დამნაშავე მისთვის მინდობილ ქონებას ეუფლება თავის
სასარგებლოდ გამოყენების მიზნით, წინასწარ საჭიროა მესაკუთრის ქონებრივი
ფონდიდან ამ ქონების განცალკავება, გადანაცვლება სივრცეში და მის პირად
ქონებასთან გაერთიანება. მითვისება ეს არ არის მხოლოდ ნივთის დაკავება ან
დაუბრუნებლობა, რომელიც თავისი შინაარსით ყოველთვის ადამიანის პასიურ
მოქმედებას გულისხმობს, მითვისება ყოველთვის აქტიური მოქმედებით
გამოიხატება.264
კონკრეტულ საქმეში, გამოძიებამ და სასამართლომ არ დაადგინა, ნორა კვიციანმა
როდის, რა ვითარებაში, ვისი კუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება მიითვისა და
როგორ განკარგა ეს ქონება. ანუ საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება, რომელიც
დაადასტურებდა, რომ ნორა არღვლიანმა კონკრეტულ პიროვნებას არ მისცა მისი
კუთვლილი დახმარება, მიითვისა იგი და განკარგა თავისი შეხედულებისამებრ.
ამდენად, გამოძიების და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები,
თუნდაც ისინი ეყრდნობოდნენ უტყუარ მტკიცებულებებს, არ შეიცავს სსკ–ის 182–ე
მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას.
გულრიფშის რაიონის დალის კოდორის ხეობის რეგიონალური გამგეობის
თავმჯდომარის რევაზ კორძაიას ჩვენებით ირკვევა, რომ 1994 წლიდან ყოველი
წლის გაზაფხულ–ზაფხულში ხდებოდა სოფლის გამგებლების მიერ სიების შედეგნა,
სადაც კონკრეტულად სახელობით იწერებოდა ხეობის ყოველი მაცხოვრებელი. სიის
264
სისხლის სამართლის კერძო ნაწილი. ლეკვეიშვილი, თოდუა, გვენეტაძე, მამულაშვილი. წიგნი 1.
2006. გვ.332).
992
დანართი # 10 პოლიტიკური დევნა
თანახმად, გარკვეული რაოდენობის პროდუქტი ურიგდებოდა მოსახლეობას, რაც
დასტურდებოდა სიებზე ხელმოწერით. ნორა არღვლიანის, როგორც მთავარი
სპეციალისტის და ფაქტობრივად – გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის
ფუნქციებში შედიოდა: სოფელ ჩხალთაში წესრიგი, სოფლის ტერიტორიაზე მყოფი
ობიექტების
მუშაობის
გაკონტროლება,
ამ
ორგანიზაციებში
წამოჭრილი
პრობლემების გადაწყვეტა, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით სიების შედგენა და
განაწილება სულადობის მიხედვით.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ნორა არღვლიანი კოდორის რეგიონალურ
გამგეობაში 2006 წლის 1 იანვრის მონაცემებით ირიცხებოდა თანაშემწის შტატზე,
ხოლო 2006 წლის 1 აპრილიდან წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე, მაგრამ
რეალურად ასრულებდა გამგებლის მოვალეობას, რადგან, ზემოთ აღნიშნულ
პერიოდში, სოფელ ჩხალთის გამგებლის თანამდებობა საშტატო განრიგით არ იყო
გათვალისწინებული. შესაბამისად, მისი კომპეტენცია ნორმატიულად არ იყო
მოწესრიგებული.
აღნიშნულის გათვალსიწინებით, ნორა არღვლიანის კომპეტენციის საკითხის
გარკვევისას, გაზიარებულ უნდა იქნას მოწმე რევაზ კორძაიას – რეგიონალური
გამგეობის თავმჯდომარის ჩვენება, სადაც ცალსახად არის მითითებული, რომ მის
ფუნქციებში შედიოდა ჰუმანიტარული დახმარების მიზნით სიების შედგენა და
განაწილება სულადობის მიხედვით, რასაც ნორა არღვლიანი ასრულებდა. რევაზ
კორძაიას ჩვენება ნორა არღვლიანის კომპეტენცის განსაზღვრისას ეწინააღმდეგება
მოწმე ლეილა აფრასიძის ჩვენებას მასზედ, რომ ,,ნორა არღვლიანს საქონლის
განაწილების შემდგომ ხეობის გამგეობის ბურალტერიაში უნდა წარმოედგინა
საქონლის განაწილების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელშიც ასახული
იქნებოდა საქონლის გადაცემის თარიღი, საქონლის დასახელება, მისი ოდენობა,
მიმღების გვარი და სახელი, საპასპორტო მონაცემების გათვალისწინებით, რაც
დადასტურებული უნდა ყოფილიყო მიმღები პირების ხელმოწერით.“ გაუგებარია
რას ეყრდნობა ლეილა აფრასიძე ნორა არღვლიანის კომპეტენცის განსაზღვრისას,
როცა ოფიციალური დოკუმენტი ხეობაში გამგებლების მიერ ჰუმანიტარული
ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით არ არსებობდა.
ამდენად, მოწმეების რევაზ კორძაიას და ლეილა აფრასიძის ჩვენებები, იქნა რა
დეტალურად შესწავლილი, არ შეიძლებოდა საფუძვლად დასდებოდა ნორა
არღვლიანის ბრალდებას მითვისებასთან დაკავშირებით.
საქმეში არ არსებობს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის სპეციალური
გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის 2006 წლის 17 აგვისტოს
აქტის დასაშვებ მტკიცებულებად ცნობის საფუძველი, რომელიც ფაქტობრივად
წარმოადგენს გულრიფშის რაიონის გამგეობისა და მისი სტრუქტურული
დანაყოფების მიმართ ჩატარებული დოკუმენტური რევიზიის აქტს,
რომლის
მიხედვით, სოფ. ჩხალთაში პროდუქციის განაწილების დოკუმენტად მითითებულია
საქმეში წარმოდგენილი ათ ფურცლიანი
დაუნომრავი ჩანაწერების რვეული,
რომელშიც აღნიშნულია მოქალაქეთა გვარები ოჯახის წევრთა რაოდენობის
მიხედვით, რომლის გასწვრივ მითითებულია შაქრის, ფქვილის და სხვა
993
დანართი # 10 პოლიტიკური დევნა
პროდუქტების დასახელება, ამასთან პიროვნებების ხელმოწერები გამოყოფილი
დახმარებების მიღებაზე საერთოდ არ არის დაფიქსირებული, მხოლოდ არის ნორა
არღვლიანის ხელმოწერა, ხოლო მოსახლეობისთვის მის გაცემა–განაწილებაზე
დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი არ არის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ
პროდუქცია არ დარიგებულა, ანუ არის მითვისებული.
აღნიშნული აქტი რეალურად წარმოადგენს აქტის შემდგენელი პირების სისხლის
სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს. კერძოდ:
1.აქტი შედგენილ იქნა სპეციალურ გამოკვლევათა ფინანსური ექსპერტიზის 1
სამმართველოს ინსპექტორების ნ. ანთიას და ვ. თითმერიას მიერ, რომლებმაც აქტით
შეაფასეს ნორა არღვლინის ქმედება და მისცეს მას მითვისების კვალიფიკაცია, რითაც
გადააჭარბეს თავიანთ უფლებამოსილებას.
2. აქტი არ ჩატარებულა ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით. ჩვენს ხელთ
არსებული მასალებით, რომლებსაც დაეყრდნენ აქტის შემდგენელი პირები, აშკარაა,
რომ რევიზია ჩატარდა ნორა არღვლიანის პირადი ჩანიშვნების რვეულში, რომელსაც
არანაირი ოფიციალური დანიშნულება არ გააჩნდა. შესაბამისად, მასში ვერ იქნებოდა
გათვალისწინებული ის მოთხოვნები, რაც ოფიციალური დოკუმენტის შედგენისას
უნდა ყოფილიყო.
3. საქმეში ცნობილი ფაქტია, რომ კონტროლის პალატის მიერ შემოწმებულ იქნა 2005
წელს სოფელ ჩხალთაში ჰუმანიტარული ტვირთის დარიგების საკითხი, მაგრამ
გამოძიებამ რევიზიის აქტის შედგენისას არ შეეცადა, მოეპოვებინა ოფიციალური
ინფორმაცია და ე.წ. ,,შავი ჩანაწერების“ რვეულით მოახდინა ნორა არღვლიანის
საქმიანობის შემოწმება, რაც უყოყმანოდ შესრულებულ იქნა რევიზიის
ჩამტარებლების მიერ.
4. აღნიშნული დასკვნა ეწინააღმდეგება გულრიფშის რაიონის დალის კოდორის
ხეობის რეგიონალური გამგეობის თავმჯდომარის რევაზ კორძაიას ჩვენებას მასზედ,
რომ ნ. არღვლიანმა გამგეობაში წარმოადგინა ხელმოწერილი სიები, ორგვერდიანი
დიდი ფურცელი, ოჯახის წევრების ხელმოწერით, თუმცა მისი სისწორე არ
გადაუმოწმებიათ. ტვირთის გაცემასთან დაკავშირებით ნორას წინააღმდეგ რაიმე
საყვედური არ ყოფილა. პრეტენზია არავის გამოუთქვამს. ჩხლართაში 82 კომლია,
სულთა რაოდენობა კი 359 იყო.
5. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სარწმუნოდ მივიჩნევთ ბრალდების მოწმეების ნელი
გირლიანის, გელა პირველის, თემურ ჩხეტიანის, ნაზი წულუკიძის ჩვენებებს,
რომლებიც აღნიშნავენ, რომ ნორა არღვლიანი ჰუმანიტარულ ტვირთს არ არიგებდა
წესიერად (რაც არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ დაურიგებია), ფაქტობრივად, საეჭვო
ხდება აქტში მითითებულის სისწორე მასზედ, რომ 2005 წელს გამოყოფილი
ჰუმანიტარული ტვირთი ნორა არღვლიანმა მთლიანად მიითვისა. ანუ
მაგალითისთვის, თუ სოფ. ჩხალთაში
359 სული ცხოვრობდა, რომლებსაც
გამოეყოფოდა დახმარება ერთ სულზე პურის ფქვილი 100 კგ, რაც საერთო ჯამში
შეადგენს 35 900 კგ ფქვილს, აქედან თუ ნორა კვიციანს ედავებიან 36 500 კგ–ის
მითვისებას (ანალოგიურად სხვა პროდუქტებზე), გამოდის, რომ ნორა კვიციანმა
მთლიანად მიითვისა სოფ. ჩხლართისთვის 2005 წელს გამოყოფილი დახმარება, რაც
არსებითად ეწინააღმდეგება მოწმეთა ჩვენებებს, რომ არაფერი ვთქვათ ნორა
არღვლიანის ჩვენებებზე, რომლებსაც ისეთივე მტკიცებულებითი ძალა გააჩნიათ,
როგორც სხვა პირთა ჩვენებებს.
994
დანართი # 10 პოლიტიკური დევნა
6. რევიზიის აქტი შედის სხვა დოკუმენტების მტკიცებულებათა სახეობაში, მაგრამ
სსსკ–ის 126–ე მუხლის თანახმად, ,,დოკუმენტს აქვს მტკიცებულების მნიშვნელობა,
თუ ცნობილია მისი წარმომავლობის წყარო და შესაძლებელია მისი უტყუარობის
შემოწმება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა მეშვეობით.“ ვინაიდან,
კონკრეტულ აქტში მითითებული გარემოებების შემოწმება შეუძლებელია სხვა
მტკიცებულებათა არ არსებობის გამო, შესაბამისად, ამ დოკუმენტს ვერ მიენიჭებოდა
უტყუარი მტკიცებულების ძალა.
გამოძიების არაობიექტურობის მაჩვენებელია ის ფაქტი, რომ გამოძიება არ
წარიმართა გამამართლებელ მტკიცებულებათა მოპოვების კუთხით, საქმეში არ არის
2005 წლის კონტროლის პალატის დასკვნა, რომელმაც დადებითად შეაფასა ხეობის
საქმიანობა დახმარებების დარიგების მხრივ. გამოძიების ტენდენციურობად უნდა
ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ როდესაც პირს ედავებიან 75 657 ლარის ქონების
მითვისებას, რაც წარმოადგენს დიდი ოდენობით მითვისებაში ნორა აღვლიანის
ბრალდების საფუძველს, გამოძიებამ საჭიროდ არ მიიჩნია კვლევის უტყუარი
ობიექტის მოპოვება და საქმეზე საფინანსო–საბუღალტრო ექსპერტიზის დანიშვნა.
ნორა არღვლიანის ბრალდების დასადასტურებლად გამოძიება და სასამართლო
დაეყრდნო ბინის ჩხრეკის ოქმს, რომელიც დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა
მიჩნეულიყო, ვინაიდან, ჩხრეკა ჩატარდა სსსკ–ის 321–ე მუხლის იმპერატიული
მოთხოვნის დარღვევით265 კერძოდ:
როგორც ნორა კვიციანის ბინის ჩხრეკის ოქმზე ხელმოწერებიდან ირკვევა ჩხრეკას
გამომძიებლისა და ოპერმუშაკის გარდა სხვა არავინ დასწრებია. ამდენად, ჩხრეკის
ოქმი სსსკ–ის 111–ე მუხლის 1 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, როგორც
კანონდარღვევით მოპოვებული, დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა მიჩნეულიყო და
საფუძვლად არ უნად დასდებოდა გამამტყუნებელ განაჩენს. მაგრამ გულრიფშის
მოსამართლის ნ. ცალანის მიერ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება კანონიერად
იქნა ცნობილი.
აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიებისას მოწმის სახით
დაკითხულ იქნა სოფელ პტიშში მცხოვრები ჯულიეტა გვიჩიანი, სოფელ აჟარაში
მცხოვრებნი ზოია მიქიანი, თემურ სუბელიანი, გულრიფშის რაიონის გამგებელი
გივი ლემონჯავა, კოდორის ხეობაში სოფელ საკენის გამგებლის თანაშემწე–ბუჩუ
ცალანი, გულრიფშის რ–ის სოფ.გვანდრის გამგებელი გივი გუჯეჯიანი, სოფელ
ხუტიის გამგებელი ნოდარ კვიციანი, სოფელ მარცხენა გენწვისის გამგებელი თამაზ
პირველი, მარჯვენა გენწვისის გამგებელი ვასილ უშხვანი,სოფელ ომარშარის
გამგებლი ჰამლეტ ქოჩხიანი.
აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ კოდორის ხეობაში წელიწადში
ერთხელ მოსახლეობაზე კომლის და ოჯახის წევრთა ოდენობების მიხედვით
265
,,ამოღების ან ჩხრეკის დროს უზრუნველყოფილ უნდა იქნეს იმ პირის ან მისი ოჯახის თუნდაც ერთი სრულწლოვანი წევრის
დასწრება, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა. თუ მათი დასწრების უზრუნველყოფა შეუძლებელია, უნდა მოიწვიონ
სახლის მფლობელი ან/და ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს
წარმომადგენელი.’’
995
დანართი # 10 პოლიტიკური დევნა
ხდებოდა ჰუმანიტარული ტვირთის დარიგება, რაზეც დგებოდა სიები.
მოსახლეობიდან პრეტენზიები არ ყოფილა, ვინაიდან, ყველამ იცოდა რა ეკუთვნოდა
და რას იღებდა, მაგრამ ყველაფერზე დოკუმენტაცია არ დგებოდა, 2005 წელს ხეობა
შემოწმებულ იქნა კონტროლის პალატის მიერ და დარღვევები არ გამოვლენილა.
ზემოთ აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები
ფაქტობრივად წარმოადგენდა დაცვის
მტკიცებულებებს, მაგრამ დაარღვია რა შეჯიბრობითობის პრიციპი, გამოძიებამ და
სასამართლომ არ გამოიკვლიეს და არ მისცეს სათანადო შეფასება საქმეზე დაკითხულ
მოწმეთა ჩვენებებს. შესაბამისად, არ დაასაბუთეს, რატომ მიიღეს სარწმუნოდ
ბრალდების მოწმეთა ჩვენებები და არ გაიზიარეს დაცვის მოწმეთა ჩვენებები.
ამდენად, სისხლის სამართლის პროცესუალური და მატერიალური კანონმდებლობის
გათვალისწინებით, კერძოდ, მტკიცებულებათა და დანაშაულებრივი ქმედების
არარსებობით, ვასკვნით, რომ გამომძიებელმა, პროკურორმა, მოსამართლემ ნორა
არღვლიანის მიმართ მითვისების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმის
წარმოებისას დაარღვიეს სსსკ–ის მე–19 მუხლის266 მოთხოვნა, როდესაც დაუშვებელი,
არაუტყუარი, არაშესახები მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნიეს დასკვნისთვის
ნორა არღვლიანის მიერ, მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში
მყოფი დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების
ფაქტზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნორა არღვლიანის მიმართ გამოტანილი
გამამტყუნებელი განაჩენი სსკ–ის 182–ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ბრალდებაში მიგვაჩნია უკანონოდ და
დაუსაბუთებელად.
სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ფაქტობრივად ნორა
არღვლიანის საქმის განხილვისას დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები სამართლიან სასამართლოზე. კერძოდ:
- სსსკ-ის მე-8 მუხლის შესაბამისად, ,,სასამართლო ხელისუფლება აკონტროლებს
გამომძიებლისა
და
პროკურორის
მოქმედებათა
და
გადაწყვეტილებათა
კანონიერებასა და დასაბუთებულობას“. ნორა არღვლიანის მიმართ სისხლის
სამართლის საქმის წარმოებისას გამოძიების პროცესში დარღვეულ იქნა ეროვნული
კანონმდებლობის მატერიალური და პროცესუალური მოთხოვნები, მაგრამ
არსებული შეცდომების გამოსწორების ნაცვლად იგი მთლიანად გაზიარებულ იქნა
სასამართლოების მიერ, რაც აისახა დაუსაბუთებელი განაჩენების გამოტანაში, რითაც
დაირღვა უფლება მოტივირებულ სასამართლო გადაწყვეტილებებზე.
266
,,მტკიცებულებათა შეფასება ხდება იმ მიზნით, რომ გაირკვეს: მათი დამოკიდებულება საქმისადმი (შესახებობა), დაცული
იყო თუ არა საპროცესო კანონი მათი შეკრებისას (დასაშვებობა), მათი უტყუარობა და საკმარისობა დანაშაულის ჩადენის
შესახებ დასკვნისათვის. მტკიცებულებათა შეფასება ხდება სისხლის სამართლის კანონისა და სისხლის სამართლის საპროცესო
კანონის მოთხოვნათა დაცვით...განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა
ერთობლიობას.“
996
დანართი # 10 პოლიტიკური დევნა
- გამოძიების მიერ დარღვეულ იქნა სსსკ–ის 281–ე მუხლის მოთხოვნა.267 , როდესაც
ნორა არღვლიანს მტკიცებულებების გარაშე წარედგინა ბრალდება უკანონო
შეიარაღებული ფორმირების შექმნაში. აღნიშნულ კანონდარღვევას სათანადო
შეფასება არ მისცა სასამართლომ, რითაც დაირღვია ნორა არღვლიანის უფლება
სამართლიან სასამართლოზე.
- სასამართლოს მიუკერძოებლობის არ არსებობის დამადასტურებელია ის ფაქტი,
რომ ნორა არღვლიანის საქმის განმხილველი სასამართლო მთლიანად მოქცეული
იყო პროკურატურის ზეგავლენის ქვეშ, რაც აისახა დაცვის შუამდგომლობების
დაუკმაყოფილებლობასა და უარის თქმის დაუსაბუთებლობაში.
- სასამართლო განხილვაში მოწმის დაკითხვისას პირადი მონაწილეობის უფლება
დაირღვა, როცა მოწმე ნაზი წულიკიძის მიერ ჩვენების გადათქმისას, ნორა
არღვლიანთან მოსალოდნელი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად ნ.
არღვლიანი ფაქტობრივად უმიზეზოდ, მხოლოდ პროტესტის სიცილით
გამოხატვისთვის, გაძევებულ იქნა სასამართლოს სხდომის დარბაზიდან, რითაც მას
არ მიეცა შესძლებლობა მიეღო მონაწილეობა მოწმის დაკითხვაში.
- დაირღვა მოწმეთა დაკითხვის უფლება, როდესაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა
დაცვის შუამდგომლობა და არ მისცა განსასჯელს შესაძლებლობა ბრალდების
მოწმეთა თანაბარ პირობებში გამოეძახებინა და დაეკითხა ნებისმიერი მოწმე
საკუთარი სურვილისამებრ.
- დაირღვა შეჯიბრებითობის პრინციპი, როდესაც გამოძიებისას საქმეზე დაკითხული
მოწმეთა ჯულიეტა გვიჩიანის, ზოია მიქიანის, თემურ სუბელიანის, გივი
ლემონჯავას
და სხვა მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ფაქტობრივად
სასამართლოს
წარმოადგენდნენ გამამართლებელ მტკიცებულებებს, არ გახდა
კვლევის ობიექტი.
- დაირღვა სასამართლოს მიუკერძოებლობა, როდესაც სააპელაციო სასამართლომ
თავისი განაჩენის სამოტივაციო ნაწილში აღნიშნა, რომ ,,სააპელაციო სასამართლო არ
იზიარებს მოწმეების(...) ჩვენებებს ნ. არღვლიანის უდანაშაულობის შესახებ და
თვლის, რომ ისინი ჯერ კიდევ საბოლოოდ არ არიან გათავისუფლებული
მსჯავრდებულის მხარის მიერ ხანგრძლივი დროის განმავლობაში რეგიონში
კრიმინალურ-კლანური მმართველობის ფსიქოზის დამრთგუნველი ზეგავლენისგან“.
- დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, როდესაც ნორა არვლიანის ქმედება
უკანონო შეირაღებული ფორმირების შექმნასთან დაკავშირებით დაკვალიფიცირდა,
როგორც ორი დამოუკიდებელი ქმედება, უკანონო შეიარაღებული ფორმირების
შექმნა და იარაღის შეძენა, შენახვა.
267
ბრალდების წაყენების საფუძველია იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული
ვარაუდისათვის, რომ კონკრეტულმა პირმა ჩაიდინა დანაშაული.
997
დანართი # 10 პოლიტიკური დევნა
ამდენად, ზემოთ აღნიშნულ დარღვევებით, ფაქტობრივად ნორა არღვლიანის
სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოების მიერ დარღვეულ იქნა
ევროკონვენციის მე–6 მუხლის მოთხოვნა სამართლიან სასამართლოზე.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე ვასკვნით:
ნორა არღვლიანის # 061933 სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას გამოძიების,
პროკურატურის და სასამართლოს მიერ უხეშად იქნა დარღვეული საქართველოს
კონსტიტუცია და
საქართველოს სისხლის სამართლის
კანონმდებლობა,
გამომძიებელმა, პროკურორმა, სასამართლომ უტყუარად არ დაადგინეს, მოხდა თუ
არა დანაშაული, ვინ ჩაიდინა იგი, არ გაარკვიეს მტკიცების საგნის ყველა სხვა
გარემოება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, მათ მიერ იგნორირებულ
იქნა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია და საერთაშორისო
სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები.
საქმის მასალების შესწავლით ვასკვნით, რომ გამომძიებელმა, პროკურორმა და
სასამართლომ უტყუარად არ დაადგინეს ნორა არღვლიანის მიერ იარაღის შეძენა–
შენახვის ფაქტი, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისა და სხვისი
საკუთრების მითვისების მართლზომიერების საკითხი. აღნიშნულ ბრალდებებთან
დაკავშირებით არ ჩატარებულა საქმის ყოველმხრივი, ობიექტური და სრული
გამოძიება, არ დაკამყოფილებულა დაცვის მხარის ობიექტური მოთხოვნები მოწმეთა
დაკითხვასთან დაკავშირებით და, საერთოდ, არ წარმართულა გამოძიება
ბრალდებულის გამამართლებელი გარემოებების მოსაკვლევად.
ოპერატიული ინფორმაცია ნორა არღვლიანის მიერ უკანონო შეიარაღებული
ფორმირების შექმნაზე გაჩნდა 2006 წლის 22 ივლისს, ანუ როცა ემზარ კვიციანმა
ხელისუფლებას გამოუცხადა დაუმორჩილებლობა და ფაქტობრივად ემზარ
კვიციანის მიერ უკვე ჩამოყალიბებული იყო შეიარაღებული ფორმირება; 29 ივლისს
ნორა არღვლიანს საცხოვრებელ ბინაში აღმოუჩინეს იარაღი, 30 ივლისს მის მიმართ
დაიწყო წინასწარი გამოძიება მითვისების ფაქტზე, ანუ იმ ქმედებებზე, რაც 1994
წლიდან არსებობდა კოდორის ხეობაში და არასოდეს არ მიჩნეულა კოდორის ხეობის
სოფლის გამგებელთა დანაშაულებრივ საქმიანობად.
აღნიშნული გარემოებების ქრონოლოგია ბუნებრივად ბადებს ეჭვს ნორა არღვლიანის
მიმართ სახელმწიფოს მიერ მიზანმიმართულად სისხლის სამართლებრივი დევნის
თაობაზე, ფაქტობრივად, მისი ძმის ემზარ კვიციანის დანაშაულებრივი ქმედებების
გამო,
რასაც სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტად ჰქონდა ანგარიშსწორების
ხასიათი, ვიდრე კანონის სწორი გამოყენებით დაედგინა მართლსაწინააღმდეგო
ქმედების ფაქტობრივი გარემოებანი და მისი ჩამდენი პირი, დაემკვიდრებინა
საზოგადოებაში კანონის და სამართლიანობის პატივისცემა.
ცხადია, ნორა კვიციანი არ არის კრიმინალი, მისი ბრალდების ფაბრიკაცია მიზნად
ისახავდა ემზარ კვიციანთან ანგარიშსწორებას. ფაქტობრივად, მის მიმართ
სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკურ დევნა და იგი წარმოადგენს
პოლიტპატიმარს.
998
დანართი # 10 პოლიტიკური დევნა
არჩილ ბენიძის სისხლის სამართლის საქმე
2008 წლის 25 ივლისს ქ. თბილისში ფანასკერტელის ქ. 9, ბინა 48–ში საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის
საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლის დავით გოგატაშვილის მიერ დაკავებულ იქნა
საქართველოს ლეიბორისტული პარტიის გლდანის რაიონული ორგანიზაციის
ხელმძღვანელი, 1973 წელს დაბადებული არჩილ ბენიძე, რომელიც ეჭვმიტანილ იქნა
ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან
ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
2008 წლის 26 ივლისს არჩილ ბენიძეს წარედგინა ბრალდება სსკ–ისმ 194–ე მუხლის
მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით. 2008 წლის 27 ივლისს მოსამართლე მამუკა
ნოზაძის ბრძანებით არჩილ ბენიძეს აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა პატიმრობა.
2008 წლის 22 სექტემბერს შედგენილ იქნა საბრალდებო დასკვნა, რომლითაც არჩილ
ბენიძეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია
(ფულის გათეთრება), ესე იგი დაუსაბუთებელი ქონების წარმოშობის წყაროს,
განთავსების, მოძრაობისა და მასზე საკუთრების დამალვა, ჩადენილი
ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული სსკ–ის 194–ე
მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქ/პ, რაც გამოიხატა შემდეგში:
საქართველოს მოქალაქეს არჩილ ბენიძეს ახლობლური ურთიერთობა ჰქონდა
პოლიტიკური
გაერთიანება
,,საქართველოს
ლეიბორისტული
პარტიის“
თავმჯდომარესთან
შალვა
ნათელაშვილთან
და
იმავდროულად,
იგი
ხელმძღვანელობდა ამავე გაერთიანების გლდანის რაიონულ ორგანიზაციას.
2007 წლის, სავარაუდოდ, შემოდგომაზე შალვა ნათელაშვილის მიერ, გამოძიებით
გაურკვეველ ვითარებაში, ჯერჯერობით უცნობი პირისგან, არაპირდაპირ, კერძოდ,
ისრაელის მოქალაქის ანატოლი მოტკინის შუამავლობით, კანონმდებლობის
მოთხოვნათა დარღვევით, მიღებულ იქნა შეთავაზება, საბანკო გადარიცხვის გზით,
100 000 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე, რომლის კანონიერი საშუალებებით
მოპოვების დამადასტურებელი არავითარი დოკუმენტი მას არ გააჩნდა.
შალვა ნათელაშვილს მკაფიოდ ჰქონდა შეცნობილი, რომ მისი, როგორც პარტიის
ლიდერის
ღიად
და
უშუალოდ
ჩართვა
ზემოაღნიშნული
ოპერაციის
განხორციელებაში, ყურადღებამისაქცევი და ძალზედ საეჭვო იქნებოდა, რადგან ეს
უჩვეულო გარიგება არ იყო ეკონომიკური და კომერციული შინაარსით
მოტივირებული და იგი აშკარად არ შეესატყვისებოდა მის ჩვეულებრივ საქმიანობას.
ამ საბაბით, მან დაბეჯითებით გადაწყვიტა მისთვის განკუთვნილი დაუსაბუთებელი
ქონების წარმოშობის წყაროს, მოძრაობის, განთავსებისა და მასზე საკუთრების
უფლების დამალვა, რისთვისაც, მისი ფიქრით, უწინარეს ყოვლისა, აუცილებელი
იყო ტრანსაქციის რამდენიმე ნაწილად დაყოფა (დანაწევრება), იმგვარად, რომ
თითოეულის ოდენობა არ ყოფილიყო 30 000 ლარზე მეტი და შესაბამისად, ისინი არ
,,უკანონო
შემოსავლის
ლეგალიზაციის
აღკვეთის
დაქვემდებარებოდნენ
999
დანართი # 10 პოლიტიკური დევნა
ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სავალდებულო
მონიტორინგს.
დანაშაულებრივი მიზნის მისაღწევად, შალვა ნათელაშვილმა ისარგებლა რა იმ
გარემოებით, რომ თავისი პირადი ავტორიტეტისა და სამსახურებრივი
მდგომარეობის გამოყენებით, იოლად შეეძლო არჩილ ბენიძეზე მოეხდინა
არამართლზომიერი ზემოქმედება, უშუალოდ ან სხვისი საშუალებით გაანდო მას
საკუთარი ჩანაფიქრი და სთხოვა, რომ დახმარებოდა 100 000 აშშ დოლარიდან 15 000
აშშ დოლარის გათეთრებაში (დანარჩენი 85 000 აშშ დოლარი შალვა ნათელაშვილის
მიერ ლეგალიზებულ იქნა საქართველოს მოქალაქეების ვალერიან დავითურის,
დავით ვერძეულისა და სხვათა ხელშეწყობით).
არჩილ
ბენიძემ
განიზრახა
უკანონო
შემოსავლების
ლეგალიზაციაში
თანამონაწილეობა, რის გამოც ის და შალვა ნათელაშვილი წინდაწინ შეკავშირდნენ,
გაინაწილეს
როლები
და
დროის
განსაზღვრულ
პერიოდში
ურთიერთმოქმედებისთვის,
ჩამოაყალიბეს სტრუქტურული ფორმის მქონე
ორგანიზებული ჯგუფი. ამის შემდეგ არჩილ ბენიძემ შალვა ნათელაშვილს მიაწოდა
საკუთარი ანგარიშის რეკვიზიტები, რაც ნათელაშვილმა გასაიდუმლოებულად,
საალბათოდ, ინტერნეტის მეშვეობით გაუგზავნა ანატოლი მოტკინს, რომელთანაც
იგი დანაშაულის კვალის დაფარვის მოტივით, წინასწარ იყო მოლაპარაკებული, რომ
მათ შორის შემდგარი სატელეფონო საუბრებისას, ყოველმხრივ შეენიღბათ თავიანთი
ვინაობა და არსებული მორიგების ნამდვილი ბუნება, ამასთანავე, თანხის მაგივრად
უნდა მოეხსენებინათ წიგნები.
2007 წლის 31 ოქტომბერს ანატოლი მოტკინის მითითებით, უცხოურმა კომპანიამ
შალვა ნათელაშვილისთვის გამიზნული 100 000 აშშ დოლარის ანგარიშში არჩილ
ბენიძეს ჩაურიცხა 15 000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა ნახსენებმა პირმა,
წინასწარგანზრახულის
აღსასრულებლად,
მოგვიანებით
განკარგა
შალვა
ნათელაშვილის დავალების თანახმად.
საბრალდებო დასკვნა არჩილ ბენიძის ბრალდებას დადასტურებულად მიიჩნევს:
ვალერიან დავითურის განცხადებით, მოწმისა და ბრალდებულის სახით მიცემული
ჩვენებებით. მოწმეების დავით მერკვილიშვილის, არსენ ნარიმანიძის, მამუკა
გუტიკაშვილის, ირაკლი ალანიას, მარინე ციგროშვილის, ნოდარ ლალიაშვილის,
შალვა კაკუტაშვილის, და პაატა ნამშურიძის ჩვენებებით. ს.ს. ,,საქართველოს ბანკში“,
ს/ს ,,სტანდარტ ბანკში“ ს.ს. ,,თიბისი ბანკში“ შპს ,,ჯეოსელში“ და სსიპ–თანამდებობის
პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში
ამოღებული დოკუმენტებით, ამოღებისა და დოკუმენტების დათვალიერების
ოქმებით, ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმით, წარმოდგენისა და დათვალიერების
ოქმით, ექსპერტიზის დასკვნებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეების ბრძანებებით ჩატარებული
ოპერატიულ სამძებრო
ღონისძიებების)სატელეფონო საუბრების ფარული
მიყურადება და ჩაწერა) ამსახველი ფონოგრამებით და კრებსებით და სხვა
მტკიცებულებებით.
1000
დანართი # 10 პოლიტიკური დევნა
***
საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა არჩილ ბენიძის სისხლის სამართლის
საქმის მასალები და მიაჩნია, რომ კონკრეტული საქმის გამოძიება წარიმართა
ტენდენციურად და არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა არჩილ ბენიძის
ქმედებას.
,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის
თანახმად, უკანონო შემოსავალი არის პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში
არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება;
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია არის უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი
სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი
ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების
დამალვა ან შენიღბვა ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა.
საბრალდებო დასკვნის მიხედვით არჩილ ბენიძეს ბრალი ედება დაუსაბუთებელი
ქონების წარმოშობის წყაროს, განთავსების, მოძრაობისა და მასზე საკუთრების
დამალვაში.
უკანონო შემოსავლის დეფინიციდან გამომდინარე, ბრალდება არჩილ ბენიძეს
ედავება, რომ თანხა – 15000 აშშ დოლარი, რომელიც მან მიიღო საბანკო
გადარიცხვით, იყო უკანონო, ამასთანავე, მან დამალა ამ ქონების წარმოშობის წყარო,
განთავსება, მოძრაობა და საკუთრება.
საქმის მასალებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი
ანალიზის საფუძველზე ცხადი ხდება, რომ არჩილ ბენიძის ქმედება არ მოიცავს
უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის დანაშაულის შემადგენლობას. კერძოდ:
აღნიშნული დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილია სამეწარმეო ან
სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში და მისი
ობიექტია ის საზოგადოებრივი ურთიერთობები, რომლებიც არეგულირებს
ეკონომიკური საქმიანობის სფეროში ფულად საკრდიტო მიმოქცევას. საქმის
მასალებით დადგენილია, რომ არჩილ ბენიძეს და სხვა პირებს, რომლებიც არ იყვნენ
სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის სუბიექტები, ფულადი სახსრების
გადაერიცხათ საბანკო გადარიცხვის გზით, რაც ნიშნავს, რომ უცხოეთიდან
საქართველოში ფულადი მიმოქცევა ფაქტობრივად იქნა კონტროლირებადი და ამ
ქმედებით საქართველოს ეკონომიკას და ფულად საკრედიტო სისტემას არანაირი
ზიანი არ მიდგომია.
სსკ–ის 194–ე მუხლის ობიექტური მხარე მდგომარეობს, პირველი - უკანონოდ
მიღებული ფულადი სახსრების ლეგალიზაციაში, რაც ნიშნავს, რომ ,,კანონი
კრძალავს მიღებული ფულადი სახსრების ლეგალურ ბრუნვაში გაშვებას, ნებისმიერ
ფინანსურ ოპერაციასა და გარიგებას უკანონო გზით მიღებული შემოსავლებიდან ან
1001
დანართი # 10 პოლიტიკური დევნა
მათ გამოყენებას სამეწარმეო ან სხვაგვარი ეკონომიური საქმიანობისთვის“268; მეორე უკანონო შემოსავლების წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების მოძრაობის,
ნამდვილი მესაკუთრის ან ქონებრივი უფლების დამალვაში.
ბრალდების არსი მდგომარეობს არჩილ ბენიძის და სხვა პირების მიერ შალვა
ნათელაშვილისთვის გამოგზავნილი 100 000 აშშ დოლარის წარმოშობის წყაროს,
განთავსების და მოძრაობის დამალვაში, მაგრამ აღნიშნული ბრალდება არ
გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან. საქმეში უტყუარად
დადგენილი ფაქტია, რომ აღნიშნული თანხების გამოგზავნა მოხდა ისრაელის
მოქალაქის ანატოლი მოტკინის მითითებით, უცხოური კომპანია ,,ALTUS
INVESTMENT MANAGEMENT’’–ის მიერ, ასევე დადასტურებულია, რომ ფულის
გადარიცხვა მოხდა ბანკის მეშვეობით, ფულის გადაცემა არ მომხდარა შალვა
ნათელაშვილისთვის, ანუ რაელურად ადგილი არ ჰქონია ფულის წარმოშობის
წყაროს, განთავსებისა და მოთავსების დამალვას, შესაბამისად, აშკარად
დაუსაბუთებელია უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში არჩილ ბენიძის
ბრალდება.
ამასთანავე, კანონმდებელი აქცენტს აკეთებს უკანონო შემოსავლებზე, ანუ ის თანხა,
რომელიც უნდა მიეღო ბენიძეს, უნდა ყოფილიყო უკანონო წარმომავლობის, რაც
გამოძიებას სადაო არ გაუხდია. ამდენად, ცალსახაა, რომ საქმის მასალებით არ
დასტურდება არჩილ ბენიძის მიერ მიღებული 15 ათასი აშშ დოლარის
წარმომავლობის უკანონობა, მას ასევე არანაირი შემხებლობა არ ქონია ამ თანხების
განთავსება–მოძრაობასთან, მას ეს თანხა არავისთვის არ გადაუცია, შესაბამისად,
არჩილ ბენიძეს დანაშაულებრივი ქმედება, მოეხდინა უკანონო შემოსავლის
ლეგალიზება, არ განუხორციელებია.
აღნიშნული დანაშაულის ქმედების სუბიექტური შემადგენლობა ხასიათდება
პირდაპირი განზრახვით, ანუ არჩილ ბენიძეს შეგნებული უნდა ჰქონოდა, რომ
ჩადიოდა მოქმედებას, რომელიც მიმართული იყო უკანონო გზით მიღებული
შემოსავლის ლეგალიზაციაზე და სურდა ეს შედეგი. მოტივი და მიზანი უნდა
ყოფილიყო ანგარებითი. რეალურად არც ერთ ზ/ა გარემოებას ბენიძის ქმედებაში არ
ქონია ადგილი: მას როგორც ფიზიკურ პირს, ჰქონდა უფლება, საბანკო გადარიცხვით
მიეღო თანხები საჩუქრად, სესხად ან სხვა ფორმით და ეს ქმედება არ წარმოადგენდა
დანაშაულს. მით უმეტეს, მას ბრალი ედება ამ დანაშაულის ჯგუფურად ჩადენაში, რა
დროსაც მას, როგორც ამსრულებელს, უნდა ჰქონოდა დანაშაულის ჩადენის მიზანი
და მოტივი, რაც ბრალდების მიხედვით მდგომარეობდა შალვა ნათელაშვილისთვის
მის სახელზე ჩარიცხული თანხის გადაცემაში, ყოველგვარი პირადი გამორჩენის
გარეშე, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, ეს ქმედებაც არ მოიცავს უკანონო შემოსავლების
ლეგალიზაციის დანაშაულის შემადგენლობას.
საქმეში უაღრესად მნიშვნელოვანია არჩილ ბენიძის ბრალდება, რომ დანაშაული
ჩადენილია ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ჯგუფის ორგანიზატორად სავარაუდოდ
268
პასუხისმგებლობა სამეწარმეო და სხვა ეკონომიკური დანაშაულისთვის– გვენეტაძე
მამულაშვილი.გვ25.
1002
დანართი # 10 პოლიტიკური დევნა
მოიაზრება შალვა ნათელაშვილი, ,,სავარაუდოდ’’, ვინაიდან მასზე არც სისხლის
სამართლებრივი დევნა დაწყებულა და მოწმედაც არ დაკითხულა, მით უმეტეს, რომ
გამოძიების მიერ დაკმაყოფილდა არჩილ ბენიძის ადვოკატების შუამდგომლობა
შალვა ნათელაშვილის დაკითხვის თაობაზე, რაც არ იქნა სისრულეში მოყვანილი.
ნაცვლად იმისა, რომ გამოესწორებინა გამოძიების ხარვეზი და მოეხდინა შალვა
ნათელაშვილის
პროცესზე
გამოძახება
და
დაკითხვა,
სასამართლომ
დაუსაბუთებლად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა არჩილ ბენიძის ადვოკატების
შუამდგომლობა შალვა ნათელაშვილის მოწმის სახით პროცესზე დაკითხვის
თაობაზე.
არჩილ ბენიძეს ბრალი ედება უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში, ჩადენილი
ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ხოლო საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებები
ადასტურებს, რომ არჩილ ბენიძეზე ამ თანხების გადარიცხვა მოხდა კანონიერი
გზით, მას არანაირი ქმედება არ განუხორციელებია 15000 აშშ დოლარის წარმოშობის
წყაროს, მოძრაობის განთავსებისა და საკუთრების დამალვის მიზნით; ამასთანავე,
ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებისას არ არის ბრალდებულად ცნობილი
ჯგუფის ორგანიზატორი, რომელიც, გამოძიების ვერსიით, სავარაუდოდ უნდა იყოს
შალვა ნათელაშვილი, მაგრამ იგი გამოძიების და სასამართლოს მიერ მოწმის
სახითაც კი არ დაკითხულა. საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება ბენიძის მიერ
შალვა ნათელაშვილისთვის თანხის გადაცემის ფაქტი. ყოველივე აღნიშნული
გარემოება ცხადყოფს, რომ არჩილ ბენიძის ბრალდება არის დაუსაბუთებელი და
უკანონო. ისევე, როგორც არაფრით მტიკცდება ორგანიზებული დანაშაულებრივი
ჯგუფის არსებობა, რომლის ორგანიზატორიც შალვა ნათელაშვილია.
,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის
მესამე მუხლის თანახმად ,,ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს
რეზიდენტ
და
არარეზიდენტ
პირებზე,
მათ
წარმომადგენლებზე,
წარმომადგენლობებსა და ფილიალებზე, აგრეთვე უწყებებზე, დაწესებულებებსა და
ორგანიზაციებზე.“ ამავე კანონის თანახმად, არარეზიდენტია პირი - პირი, რომელიც
არ არის რეზიდენტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 25–ე მუხლის თანახმად, ,,რეზიდენტად
ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს
ტერიტორიაზე 182 დღეზე მეტ ხანს ნებისმიერ 12-თვიან პერიოდში, რომელიც
მთავრდება საგადასახადო წელს, ან იგი საგადასახადო წლის განმავლობაში იმყოფება
უცხოეთში საქართველოს სახელმწიფო სამსახურში. საქართველოს არარეზიდენტად.
ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ამ მუხლის მიხედვით არ არის საქართველოს
რეზიდენტი. “
შალვა ნათელაშვილი, თუკი იგი მოიაზრებოდა, როგორც პარტიის ლიდერი, ვერ
იქნებოდა ამ დანაშაულის სუბიექტი, ვინაიდან პარტია არის არასამეწარმეო
იურიდიული პირი და მასზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის
დებულებები, ხოლო თუ იგი მოიაზრეოდა, როგორც ფიზიკური პირი, ამ
შემთხვევაშიც ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის
შესახებ“ კანონის შესაბამისად მასზე არ გავრცელდებოდა ეს კანონი. ასევე, შალვა
1003
დანართი # 10 პოლიტიკური დევნა
ნათელაშვილისთვის განკუთვნილი 100000
გადარიცხვის სამართლებრივი შეფასება არ
ლეგალიზების სამართლებრივ კონსტრუქციას.
აშშ დოლარის დანაწევრებით
იძლება უკანონო შემოსავლების
,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის
შესაბამისად, არჩილ ბენიძეც იგი ვერ იქნებოდა ამ დანაშაულის სუბიექტი, ვინაიდან
მასზე, როგორც ფიზიკურ პირზე, როგორც ზ/აღინიშნა, არ გავრცელდებოდა ეს
კანონი.
ამდენად, შალვა ნათელაშვილი და, მით უმეტეს, არჩილ ბენიძე ვერ იქნებოდნენ
,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის
მოქმედების ობიექტები და შესაბამისად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზების
დანაშაულის სუბიექტები. შესაბამისად, არასწორია გამოძიების მტკიცება იმის
შესახებ, რომ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სავალდებულო
მონიტორინგზე თავის არიდების მიზნით შალვა ნათელაშვილმა მოახდინა უკანონო
შემოსავლების ლეგალიზება.
კონკრეტულ საქმეში გამოძიების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების
გათვალისწინებით შეიძლება სადაოდ გამხდარიყო პარტიის მიერ თანხების
დაუსაბუთებლად მიღების ფაქტი, (თუმცა ამის დამადასტურებელი უტყუარი
მტკიცებულებები
საქმეში არ არის). მაგრამ ,,მოქალაქეთა პოლიტიკურ
გაერთიანებათა შესახებ“ კანონის თანახმად, ,,პარტიის ქონებას ქმნის ფიზიკურ და
იურიდიულ პირთა შემოწირულობები“ და ეს თანხა შალვა ნათელაშვილს, როგორც
პარტიის ლიდერს, შემოწირულობის სახით შეეძლო მიეღო ყველა პირისგან. ასევე,
როგორც ფიზიკურ პირს, შეეძლო მიეღო აღნიშნული თანხა და თანხის მიღება არ
შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო უკანონო შემოსავლების ლეგალიზებად.
ამდენად, სახალხო დამცველის აპარატში წარმოდგენილი საქმის მასალებით არ
დასტურდება, რომ გამოგზავნილი თანხები გამიზნული იყო ლეიბორისტული
პარტიის დასაფინანსებლად და, თუ ეს ფაქტი დადასტურდებოდა გამოძიების მიერ,
ეს ქმედება არ მოიცავს დანაშაულის ნიშნებს, არამედ აღნიშნული საკითხი
რეგულირდებოდა ,,მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანების შესახებ“
კანონის
პარტიის ქონებისა და ფინანსების თავის შესაბამისად, რომელიც აწესებს სანქციებს
პარტიის უკანონო შემოსავლებისთვის, მაგრამ ცალსახაა, რომ პარტის მიერ უკანონო
შემოსავლების მიღება არამც და არამც არ წარმოადგენს კრიმინალს – უკანონო
შემოსავლების ლეგალიზაციას.
საყურადღებოა, რომ არჩილ ბენიძეს წინასწარი პატიმრობის ცხრა თვიანი ვადა
ეწურებოდა 2009 წლის 25 აპრილს, 2009 წლის 18 მარტს ადვოკატის შუამდგომლობის
საფუძველძე არჩილ ბენიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეიცვალა
გირაო 2000 ლარით. მაშინ, როცა საქმეზე წინასწარი გამოძიება დამთავრდა და საქმე
სასამართლოს განსახილველად გადაეგზავნა 2008 წლის 22 სექტემბერს და ექვსი
თვის განმავლობაში სასამართლოს შეეძლო გამოეტანა საბოლოო გადაწყვეტილება.
აღნიშნული ფაქტიც მოწმობს, ბრალდების უსაფუძვლობის გამო არჩილ ბენიძის
1004
დანართი # 10 პოლიტიკური დევნა
სისხლის
სამართლის
პრობლემატურობას.
საქმეზე
გამამტყუნებელი
განაჩენის
გამოტანის
ამასთან, არჩილ ბენიძის წინასწარი პატიმრობიდან გამოშვებით, გამოძიებას ხელფეხი გაეხსნა, განუსაზღვრელი ვადით გააჭიანუროს პროცედურები და ეს დრო
გამოიყენოს როგორც არჩილ ბენიძეზე, ისე ამ საქმეში თანამონაწილეებად თუ
ორგანიზატორად დასახელებულ პირებზე ზეწოლისთვის.
ზ/ა გარემოებების გათვალისწინებით ვასკვნით:
არჩილ ბენიძის მიმართ გამოძიების პროცესში უხეშად იქნა დარღვეული
საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მოთხოვნა, რომ დადგენილება
ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და საბრალდებო
დასკვნა უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, რომელზე
დაყრდნობით ბრალმდებელს ეკისრება მოვალეობა ბრალდების მტკიცების; კანონის
შესაბამისად, გამომძიებელს და პროკურორს ჰქონდათ ვალდებულება დაედგინა
არჩილ ბენიძის დანაშაულებრივი ქმედება და ამ ქმედების მართლსაწინააღმდეგო
ხასიათი.
საქართველოს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის საგამოძიებო
ნაწილის უფროსის დავით ლაღიძის და საქართველოს გენერალური პროკურატურის
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში,
საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და იუსტიციის
სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის
უფროსი პროკურორის ი. კობიძის მიერ არჩილ ბენიძის სისხლი სამართლის საქმის
წარმოებისას დარღვეულ იქნა საქართველოს კონსტიტუცია, სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის მე–18, 55–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის პირველი
ნაწილის, 58–ე მუხლის მე–2–3 ნაწილების, 59–ე მუხლის ,,დ“ ქ/პ, 282–ე მუხლის
პირველი ნაწილის, 131–ე, 132–ე, 412–ემუხლის მოთხოვნები, რისი შედეგიცაა არჩილ
ბენიძის ქმედების არასწორი კვალიფიკაცია.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, არჩილ ბენიძის დარღვეულ
უფლებათა და თავისუფლებათა აღდგენის მიზნით საქართველოს ორგანული
კანონის 21–ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიემართა
რეკომენდაციით, ვინაიდან, ამ ეტაპზე არჩილ ბენიძის სისხლის სამართლის საქმე
გადაცემული აქვს სასამართლოს, სადაც პროკურორი წარმოადგენს სახელმწიფო
ბრალდებას, სსსკ–ის 446–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად პროკურორმა უარი
თქვას არჩილ ბენიძის ბრალდებაზე და შეწყდეს მის მიმართ სსკ–ის 194–ე მუხლის
მესამე ნაწილით არსებული საქმის წარმოება.
ამასთანავე, საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის
შესაბამისად საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიემართა რეკომენდაციით,
ვინაიდან, ფაქტობრივად არჩილ ბენიძის, როგორც ლეიბორისტული პარტის წევრის
მიმართ განხორციელდა პოლიტიკური დევნა, მოხდეს ყველა იმ პირის მიმართ
სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, ვისი ბრალეულობითაც არჩილ ბენიძე
2008 წლის 25 ივლისიდან იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში.
1005
დანართი # 11 მდგომარეობა რელიგიის თავისუფლების კუთხით
დანართი #11
მდგომარეობა რელიგიის თავისუფლების კუთხით
ვახტანგ კახიძე
2008 წლის 12 ნოემბერს თბილისის გლდანი-ნაძალადევის გამგეობის სამხედრო
კომისარიატმა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვია ვახტანგ კახიძე. ეს
უკანასკნელი არის რელიგიური ორგანიზაციის, მეშვიდე დღის ქრისტიანადვენტისტთა ეკლესიის წევრი. იარაღის გამოყენება აღნიშნული ორგანიზაციის
აღმსარებლობის რელიგიურ პრინციპებს ეწინააღმდეგება. როგორც საქმის
შესწავლისას დადგინდა, წერილობითი განცხადებით ვახტაგ კახიძეს სამხედრო
კომისრისთვის საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს სამხედრო ძალებში
გაწვევის გამოცხადებიდან 10 დღის განმავლობაში განცხადებით არ მიუმართავს
რაიონის (ქალაქის) გამწვევი კომისიისათვის269. არ მიუმართავს და არ მოუთხოვია
კანონით მისთვის მინიჭებული უფლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის
ნაცვლად არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურით ესარგებლა. მან
ასეთი მოთხოვნით კომისარიატს მოგვიანებით მიმართა, რომლის საფუძველზეც
ამჟამადაჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მიმდინარეობს ადმინისტრაციული
წარმოება.
ვახტანგ კახიძე სამხედრო სავალდებულო სამსახურს იხდის სასჯელაღსრულების
დეპარტარტამენტში. ადვენტისტური აღმსარებლობის მიმდევართა რწმენით, შაბათი
არის წმინდა დღე. კონკრეტულ შემთხვევაში, ვახტანგ კახიძის მიერ სამხედრო
სავალდებულო სამსახურის დროს დაკისრებული მოვალეობის შესრულება მასში
იწვევს შინაგან კონფლიქტს. ადვენტისტები ,,შაბათს“ იცავენ პარასკევს მზის
ჩასვლიდან შაბათს მზის ჩასვლამდე (ე.წ. ,,ბიბლიური დღე“).
სახალხო დამცველმა 2008 წლის 25 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური
დაცვის სამსახურს უფროსს, იუსტიციის პოლკოვნიკს ბატონ კახა მორგოშიას
მიმართა რეკომენდაციით, შესაბამისი უწყებების მიერ საბოლოო გადაწყვეტილების
მიღებამდე ვახტანგ კახიძე არ გაემწესებინათ კოშკურის საგუშაგოზე (სადაც იგი
ვალდებული იყო, იარაღი ჰქონოდა) და მორიგეობა არ დაენიშნათ პარასკევს მზის
ჩასვლიდან შაბათს მზის ჩასვლამდე.
რეკომენდაციის პასუხად გვეცნობა, რომ ,,საქართველოს კანონმდელობა არ
ითვალისწინებს რელიგიური კუთვნილების გამო სავალდებულო სამხედრო
სამსახურში გაწვეული სამხედრო მოსამსახურის გათავისუფლებას მოვალეობის
269
,,არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, მე–7
მუხლი;
1006
დანართი # 11 მდგომარეობა რელიგიის თავისუფლების კუთხით
შესრულებისაგან. [...] ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, სასჯელაღსრულების
დეპარტამენტი გაითვალისწინებს ბატონი ვახტანგ კახიძის აღმსარებლობას და არ
დაავალებს ისეთი მოვალეობის შესრულებას, რაც ეწინააღმდეგება მისი
აღმსარებლობის რელიგიური პრინციპებს.“
შოთა რ.
2008 წლის 1 აპრილს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართეს ადვოკატებმა
შალვა კაციაშვილმა და მამუკა ჭაბაშვილმა, ისინი განმარტავენ, რომ მათი
მარწმუნებელი, შოთა რ-ე, რელიგიური ორგანიზაცია ,,იეჰოვას მოწმეთა“ მიმდევარია
და მსახურობს მღვდელმსახურად.
2008 წლის 19 თებერვალს შოთა რ. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის
მიზნით, გამოიძახეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის სამხედრო
განყოფილებაში. შოთა რ-მ განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს
რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილებას და როგორც მღვდელთმსახურმა,
მოითხოვა ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის თანახმად,
სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გაწვევის გადავადება, რაზეც უარი ეთქვა
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის სამხედრო განყოფილების უფროსის გივი
უსტიაშვილის მიერ.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების 2008
წლის 21 მარტის #117 წერილში აღნიშნულია, რომ აღნიშნული უფლების გამოყენების
შესაძლებლობა შოთა რ-ს არ გააჩნია, რადგან ,,იეჰოვას მოწმეების კავშირი
საქართველოს სახელმწიფოს მიერ არ არის რეგისტრირებული (აღიარებული),
როგორც რელიგია.“
სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ აღნიშნული პასუხი შეიძლება შეფასდეს, როგორც
საჯარო მოხელის მხრიდან სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა,
როდესაც პირს კანონი აძლევს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების
უფლებას, სამხედრო განყოფილების უფროსის სამსახურებრივ მოვალეობაა,
წვევამდელების მიმართ არ განახორციელოს დისკრიმინაციული მოპყრობა და მისცეს
მათ იმ უფლებით სარგებლობის საშუალება, რომელიც მას კანონით აქვს
მინიჭებული. აღნიშნული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით კი შოთა რაზმაძეს უარი ეთქვა მისთვის კანონით მინიჭებული უფლების
გამოყენებაზე, რაც, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე
მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, წარმოადგენს დისციპლინურ
გადაცდომას.
სახალხო დამცველმა 2008 წლის 23 სექტემბერს „სახალხო დამცველის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე, თბილისის მერიას მიმართა
რეკომენდაციით თბილისს ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის სამხედრო
1007
დანართი # 11 მდგომარეობა რელიგიის თავისუფლების კუთხით
განყოფილების
უფროსის
გივი
უსტიაშვილისათვის
პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.
დისციპლინური
2008 წლის 6 ნოემბერს აღნიშნული წინადადების პასუხად გვეცნობა, რომ გივი
უსტიაშვილის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი განიხილეს გამგეობის
სხდომაზე. გამგეობა იზიარებს სახალხო დამცველის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ
დარღვეულია შოთა რ-ს უფლებები, მაგრამ არ იზიარებს მოტივს იმის შესახებ, რომ
აღნიშნული წარმოადგენს გივი უსტიაშვილისათვის მიმართ დისციპლინური
პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. გამგეობიდან მიღებული წერილით
ირკვევა, რომ შოთა რ-ს უფლებები აღდგენილია და ვაკე-საბურთალოს რაიონის
სამხედრო გამწვევმა კომისიამ მას გადაუვადა სამხედრო სავალდებულო სამსახურში
გაწვევა.
ჰაჯი ენვერ ხოჯა
2008 წლის 24 მარტს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მოქალაქე ნუგზარ
ბერიძემ (რელიგიური სახელი: ჰაჯი ენვერ ხოჯა).
განმცხადებელი არის მსჯავრდებული და სასჯელს იხდის საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ.რუსთავის #2 საერთო, მკაცრი
და საპყრობილის რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, #34 საკანში.
განცხადების თანახმად, აღნიშნულ დაწესებულებაში, იმყოფება 90-ზე მეტი
მორწმუნე მუსულმანი.
ნუგზარ ბერიძე #2 დაწესებულებაში გადაიყვანეს 2007 წლის ნოემბრიდან. სწორედ ამ
დროიდან იგი ვერ ასრულებს მუსულმანთა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან
მოვალეობას - პარასკევის (ჯემის ხუთბის) ლოცვას. აღსანიშნავია, რომ ეს რიტუალი
არ შეიძლება, ჩატარდეს საძინებელ ოთახში (პატიმრის შემთხვევაში საკანში). ასევე,
პარასკევის ლოცვა, სასურველია, შესრულდეს მორწმუნეთა ჯგუფის მიერ
ერთობლივად.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #2
საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებში
საერთო და მკაცრი რეჟიმი გაერთიანებულია და მათთვის დაწესებულების
ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ორი ეზო. თითოეულში მსჯავრდებულებს
თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება ერთმანეთთან შეხვედრა და საუბარი,
ხოლო საპყრობილის რეჟიმი სხვა ტერიტორიისგან გამოყოფილია. 2008 წლის 10
ივნისს აღნიშნულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდნენ სახალხო
დამცველის რწმუნებულები, რომელთაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #2 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის
სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა
გიორგი ხუხიამ პირად საუბარში განუცხადა, რომ ნუგზარ ბერიძის მოთხოვნის
შესრულება შეუძლებელია სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე
შესაბამისი ფართის არარსებობის გამო.
1008
დანართი # 11 მდგომარეობა რელიგიის თავისუფლების კუთხით
სახალხო დამცველმა 2008 წლის 17 ივლისს რეკომენდაციით მიმართა იუსტიციის
სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს და მოითხოვა
აღნიშნულ დაწესებულებაში მუსლიმანი პატიმრებისთვის სამლოცველო ოთახის
გამოყოფა.
იუსტიციის სამიანისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან 2008 წლის 7
აგვისტოს გვეცნობა, რომ რეკომენდაციაში მითითებული საკითხების შესწავლა
დაევალა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის სამსახურს.
2008 წლის 28 ოქტომბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წერილით გვეცნობა,
რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #2 საერთო და მკაცრი რეჟიმის
დაწესებულების ტერიტორიაზე ამ ეტაპზე შეუძლებელია მუსლიმანთათვის
სამლოცველო ოთახის მოწყობა.
რერიხის საზოგადოება
2008 წლის 26 სექტემბერს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა საზოგადოება
,,რერიხი - სამყაროს დედა“-ს პრეზიდენტმა თამაზ თავაძემ. განცხადებაში
აღნიშნულია, რომ 2008 წლის 24 სექტემბერს საზოგადოების ოფისში, ვასო აბაშიძის
ქ.#13-ში, შეიჭრა უცნობი პირი, რომელმაც განმცხადებელს ცივი იარაღით მიაყენა
სამი ჭრილობა. განმცხადებლის ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტის დროს
თავდამსხმელი მას უყვიროდა: ,,შენ კიდევ აქ ხარ?“, ,,კიდევ არ წახვედი აქედან?“.
თამაზ თავაძემ განაცხადა, რომ საზოგადოება დიდი ხანია განიცდის ზეწოლას
რელიგიურ ნიადაგზე. ამიტომ იგი თავდასხმის მოტივად რელიგიურ
შეუწყნარებლობას ასახელებს. განმცხადებლის ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ,
შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს პოლიცია. ჩატარდა გარკვეული საგამოძიებო
მოქმედებები.
2008 წლის პირველ ოქტომბერს სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა ძველი
თბილისის რაიონის შს სამმართველოს უფროსს ბატონ ირაკლი ყიფშიძეს და
მოითხოვა ინფორმაცია აღნიშნულ საქმეზე გატარებული ღონისძიებების შესახებ.
შსს–ს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის პასუხის შესაბამისად, 2008 წლის 24
სექტემბერს ძველი თბილისის შს სამმართველოში შესული შეტყობინების
საფუძველზე დაიწყო წინასწარი გამოძიება თამაზ თავაძის ჯანმრთელობის
დაზიანების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსსკ–ის 118–ე მუხლის
პირველი ნაწილით. ჩატარდა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები. იმავე
შინაარსის პასუხი მივიღეთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს
მთავარი პროკურატურიდან 2009 წლის 12 იანვარს.
1009
დანართი # 11 მდგომარეობა რელიგიის თავისუფლების კუთხით
2009 წლის 16 იანვარს განმეორებით მივმართეთ ძველი თბილისის რაიონის შს
სამმართველოს უფროსს ბატონ ირაკლი ყიფშიძეს და მოვითხოვეთ შემდეგი სახის
ინფორმაცია:
1. 2008 წლის 27 ოქტომბრის შემდეგ რა საგამოძიებო მოქმედებები იქნა
ჩატარებული;
2. რა შედეგი აჩვენა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ, რომელიც დაინიშნა
თამაზ თავაძის ავადმყოფობის ისტორიაზე;
3. რა შედეგები აჩვენა ბიოლოგიურმა ექსპერტიზამ, რომელიც დაინიშნა
შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ხელსახოცსა და დანაზე.
შსს–ს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის 6 თებერვლის პასუხის შესაბამისად,
2008 წლის 24 სექტემბერს ძველი თბილისის შს სამმართველოში შესული
შეტყობინების საფუძველზე დაიწყო წინასწარი გამოძიება თამაზ თავაძის
ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსსკ–ის 118–
ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაინიშნა
სასამართლო–სამედიცინო
ექსპერტიზა,
რომლის
დასკვნის
თანახმად,
წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, თამაზ თავაძის 2008 წლის
24 სექტემბერს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით დაუდგინდა დიაგნოზი:
მარჯვენა მხრის ნაკვეთ–ნაჩხვლეტი ჭრილობა. დაზიანება მიყენებულია მჩხვლეტავ–
მჭრელი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე
დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამაზ თავაძეს სისხლი
მიეკუთვნება AB/IV ჯგუფს. გამოსაკვლევად წარმოდგენილ დანაზე აღმოჩნდა
ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება AB/IV ჯგუფს.
ამჟამად, სისხლის სამართლის საქმეზე
დამნაშავე პირის დადგენის მიზნით.
მიმდინარეობს
წინასწარი
გამოძიება
ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მუსლიმი მოსახლეობის წინააღმდეგ
განხორციელებული მუქარა
2008 წლის 11 ნოემბერს, სოფ.ჭელაში, რომელიც ძირითადად დასახლებულია ზემო
აჭარიდან ჩამოსახლებული მუსლიმი ეკომიგრანტებით, გამოჩნდა რამდენიმე
ათეული ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომლის წევრებიც გადაადგილდებოდნენ
მიკროავტობუსებით და მსუბუქი ავტომობილებით. მათ რელიგიურ ნიადაგზე
სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს
და გასახლებით დაემუქრნენ მუსლიმ
მოსახლეობას, იმ შემთხვევაში, თუკი ისინი მართლმადიდებლობას არ აღიარებდნენ.
1010
დანართი # 11 მდგომარეობა რელიგიის თავისუფლების კუთხით
სახალხო დამცველის ხელთ არსებული ინფორმაციით, სოფლის მოსახლეობამ
გამოიძახა პოლიცია, რომელიც ადგილზე დროულად გამოცხადდა და რამდენიმე
პირი დაკითხვის მიზნით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა.
2008 წლის 11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა შეკითხვით მიმართა
საქართველოს შსს–ს ადიგენის შს სამმართველოს უფროსს, ბატონ გელა სარაშვილს
და მოითხოვა შემდეგი სახის ინფორმაცია:
1.
აღნიშნული ფაქტის გამო, 2008 წლის 11 ნოემბერს ადიგენის შს სამმართველოს
რომელი თანამშრომლები იმყოფებოდნენ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფ.ჭელაში
და რა ღონიძიებები გატარდა მათ მიერ;
2.
დაწყებულია თუ არა გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე და რა მსვლელობა მიეცა
საქმეს.
2009 წლის 23 იანვრის პასუხის თანახმად, შს სამინისტროს ადიგენის შს
სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ–გამომძიებელი იმყოფებოდა ადიგენის
მუნიციპალიტეტის სოფ.ჭელაში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოხდა
გასაუბრება სავარაუდო დაზარალებულთან, ზურაბ ჯიმშერაძესთან და მის მიერ
თავდამსხმელად დასახელებულ პირთან, ლევან ტურაშვილთან. სადაც ზურაბ
ჯიმშერაძემ განაცხადა, რომ ტურაშვილის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და
მოითხოვა შეტყობინების რეაგირების გარეშე დატოვება. ზურაბ ჯიმშერაძეს
განემარტა, რომ ფაქტი სასამართლოს განსახილველია და დარღვეული უფლების
დასაცავად შეუძლია, მიმართოს შესაბამის უწყებებს.
2008 წლის 20 თებერვლის პასუხით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
საქართველოს მთავარი პროკურატურიდან გვეცნობა, რომ 2009 წლის 21 იანვარს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამიანისტროს ადიგენის რაიონულ სამმართველოში
დაიწყო წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 155–ე
მუხლის (რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა) პირველი
ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 2009 წლის 28 იანვარს საქმე
ქვემდებარეობით გადაეგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს.
ხსნის არმია
2008 წლის 8 ივლისს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა ორგანიზაცია
,,ხსნის არმიის“ საქართველოს რეგიონის, მეთაურმა კაპიტანმა გიორგი
სალარიშვილმა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის 15 ივნისს ,,ხსნის
არმიის“ თანამშრომელზე, კადეტ სერგო ბიჭიკაევზე, მოხდა თავდასხმა. აღნიშნული
პირი დაახლოებით, 14:30 წუთზე გამოვიდა რუსთავის გზატკეცილის 40/ა-ში
მდებარე ,,ხსნის არმიის“ ოფისიდან. სადარბაზოსთან მას ნასვამ მდგომარეობაში
მყოფი მამაკაცი, ლევან ნაფეტვარიძე დახვდა, რომელმაც სერგო ბიჭიკაევისგან
მოითხოვა თანხა. უარის მიღების შემდეგ, განმცხადებლის განმარტებით,
1011
დანართი # 11 მდგომარეობა რელიგიის თავისუფლების კუთხით
თავდამსხმელმა სიტყვიერი (რელიგიურ ნიადაგზე) და ფიზიკური შეურაცხყოფა
მიაყენა სერგო ბიჭიკაევს.
განმცხადებლის განმარტებით, ,,ხსნის არმიის“ რეგიონალურმა წარმომადგენლობამ
განცხადებით მიმართა ქ.თბილისის ისანი-სამგორის შს სამმართველოს პოლიციის
მე-9 განყოფილებას, სადაც მიმდინარეობს საქმის გამოძიება.
2008 წლის 22 ივლისს სახალხო დამცველის აპარატმა წერილობით მიმართა
თბილისის ისანი-სამგორის შს სამმართველოს უფროსს ბატონ შოთა როსტიაშვილს
და მოითხოვა ინფორმაცია გატარებული ღონისძიებების შესახებ. აღნიშნულ
წერილზე პასუხი არ მოსულა. ამის გამო 2008 წლის 17 ნოემბერს გაიგზავნა
განმეორებითი წერილი.
2008 წლის პირველი დეკემბრის პასუხის თანახმად, აღნიშნულ ფაქტზე
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118–ე მუხლის
საფუძველზე.
2009 წლის 2 მარტს სახალხო დამცველის აპარატმა ქ.თბილისის ისანი–სამგორის შს
სამმართველოდან
წერილობით
გამოითხოვა
ინფორმაცია
გამოძიების
მიმდინარეობის შესახებ.
ლიანა დემურაშვილი და მანანა გულმაგარაშვილი
2008 წლის 30 ოქტომბერს სახალხო დამცველს კოლექტიური განცხადებით (#2913–08)
მიმართეს ლიანა დემურაშვილმა და მანანა გულმაგარაშვილმა. განმცხადებლები
არიან ,,იეჰოვას მოწმეები“. განცხადების თანახმად, 2008 წლის 28 ოქტომბერს ისინი
ერთად იმყოფებოდნენ გლდანის მე7 მ/რ-ის მე-4 კორპუსის მე-7 სადარბაზოს მე-5
სართულზე. ამ დროს მათ გვერდით ჩაუარა ორმა უცნობმა მამაკაცმა, რომელთაგან
ერთ-ერთმა მათ უთხრა, ტრაქტატები ეჩვენებინა. ლიანა დემურაშვილმა ხელი გაწია,
რათა აღნიშნულ პიროვნებას ტრაქტატები არ წაერთმია. მან ,,იეჰოვას მოწმეებს“
მიმართა სიტყვებით: ,,განა არ ვიცი, ვინ ხართ?!“, იგი განმცხადებლებს აგინებდა და
აიძულებდა, დაეტოვებინათ შენობა. ლიანა დემურაშვილს მკლავში ჩასჭიდა ხელი
და კიბის რამდენიმე საფეხურზე ჩაიყვანა. უცნობმა ,,იეჰოვას მოწმეებს“ უთხრა, რომ
წასულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ცემით დაემუქრა.
განმცხადებელთა განმარტებით, როგორც შემდეგ მათთვის გახდა ცნობილი,
თავდამსხმელი იყო მიხეილ ნიკოლოზიშვილი და იგი რელიგიურ ნიადაგზე დევნის
გამო ადრეც იყო პასუხისგებაში მიცემული. განმცხადებლების განმარტებით, მათ
ანალოგიური განცხადებით მიმართეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
2008 წლის 19 ნოემბერს სახალხო დამცველმა წერილობით მიმართა საქართველოს
მთავარ პროკურორს ბატონ მამუკა გვარამიას იმის თაობაზე, რომ, სავარაუდოდ,
ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის XXIII თავით გათვალისწინებულ
1012
დანართი # 11 მდგომარეობა რელიგიის თავისუფლების კუთხით
დანაშაულს და მოითხოვა ინფორმაცია ამ პირების განცხადებასთან დაკავშირებით
პროკურატურის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ.
2009 წლის 14 იანვრის წერილის თანახმად, სახალხო დამცველის აპარატიდან
შესული განცხადებები ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე რეაგირების მოხდენის
შესახებ გადაეგზავნა ქ.თბილისის ვაკე–საბურთალოს პროკურორს ბატონ
თ.მიქაბერიძეს.
2009 წლის 30 იანვრის საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სახალხო დამცველს
წერილობით აცნობა, რომ აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 155–ე მუხლის პირველი ნაწილით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე,
წინასწარი
გამოძიების
პროცესში
ლიანა
დემურაშვილი
ცნობილია
დაზარალებულად.
იოთამ ზედგენიძის საქმე
2008 წლის 9 ივნისს სახალხო დამცველს განცხადებით (#1766–08) მიმართა
„საქართველოს ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ეკლესიის“ მიტროპოლიტმა
იოთამ (შოთა) ზედგენიძემ და მის დაქვემდებარებაში მყოფმა დეკანოზმა დავით
კიკნაძემ.
განმცხადებლის
განმარტებით,
საქართველოს
სამოციქულო
ავტოკეფალური
მართლმადიდებლური
ეკლესიის
წარმომადგენლებისაგან
განიცდიდნენ დევნას და ამასთან დაკავშიებით ითხოვდნენ სათანადო რეაგირებას.
2008 წლის 9 ივნისს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ახსნა–განმარტება
ჩამოართვეს იოთამ (შოთა) ზედგენიძესა და გორის რაიონის სოფელ არაშენდაში
მდებარე მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის დეკანოზს დავით
კიკნაძეს. მათი განმარტებით, 2008 წლის 9 ივნისს მათ თავს დაესხა 5 მორჩილი მათი
მოძღვრის მეთაურობით. ისინი „ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ეკლესიის“
წარმომადგენლებს მიმართავდა უხამსი სიტყვებით, რასაც შემდეგ ფიზიკური
შეურაცხყოფაც მოჰყვა.
განმცხადებელთა თქმით, მსგავსი ხასიათის ინციდენტი განმეორდა 2008 წლის 14
ივნისს, როდესაც იგივე პირები შეიჭრნენ არაშენდას ფერისცვალების ეკლესიაში და
ჩაშალა წირვა. მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დეკანოზ იოთამ (შოთა)
ზედგინიძეს.
2008 წლის 8 ივლისს სახალხო დამცველის აპარატიდან შემდგომი რეაგირებისათვის
გადაიგზავნა წერილი საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი
უზრუნველყოფის დეპარტამენტსა და საქართველოს შსს–ს გორის შსს
სამმართველოში.
2008 წლის 5 აგვისტოს საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი
უზრუნველყოფიდან მიღებული წერილით გვეცნობა, რომ 2008 წლის 17 ივლისს
სახალხო დამცველის აპარატიდან მიღებული წერილის საფუძველზე, საქართველოს
1013
დანართი # 11 მდგომარეობა რელიგიის თავისუფლების კუთხით
შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონულ სამმართველოში დაიწყო წინასწარი
გამოძიება სისხლის სამართლის #3011080690 საქმეზე დავით კიკნაძისა და იოთამ
ზედგინიძის მიმართ განხორციელებული დევნის ფაქტზე, საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 156–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული დანაშულის ნიშნებით.
2009 წლის 11 მარტს სახალხო დამცველის აპარატმა იუსტიციის სამინისტროს
მთავარი პროკურატურიდან და გორის შს სამმართველოდან წერილობით
გამოითხოვა ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
ორმოცდაათიანელთა
ქმედებები
ეკლესის
წინააღმდეგ
განხორციელებული
2008 წლის 27 ოქტომბერს სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს შსს–ს
გენერალურ ინსპექციას შემდგომი რეაგირებისთვის გაუგზავნა ევანგელურ–
ორმოცდაათიანული ეკლესიის იმერეთის რეგიონის პასტორის, სპარტაკ ჭანკვეტაძის
ახსნა–განმარტება, რომლის თანახმადაც ზემოხსენებულმა რელიგიურმა თემმა ქალაქ
ვანში შეიძინა შენობა, სადაც ტარდებოდა რელიგიური ღვთისმსახურება.
რელიგიური უმცირესობის შენობა რამდენჯერმე გახდა ვანდალური ზემოქმედების
ობიექტი. პასტორ სპარტაკ ჭანკვეტაძის განცხადების თანახმად, თერთმეტჯერ იქნა
ჩაამსხვრეული შენობის მინები. ყოველი ინციდენტის თაობაზე ეკლესია საქმის
კურსში აყენებდა საქართველოს შსს–ს ვანის შინაგან საქმეთა სამმართველოს.
მინების ჩამსხვრევის ბოლო შემთხვევა 2008 წლის 9 ოქტომბერს მოხდა. ვინაიდან
აღნიშნულმა კრიმინალურმა ქმედებამ სისტემატური ხასიათი მიიღო, პასტორმა
სპარტაკ ჭანკვეტაძემ გადაწყვიტა უშუალოდ შეხვედროდა პოლიციის ხელმძღვანელ
თანამდებობის პირს, მიეღო ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე და
მოეძებნა შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი.
2008 წლის 10 ოქტომბერს პასტორი სპარტაკ ჭანკვეტაძე ვანის შს სამმართველოს
უფროსის მოადგილემ, მამუკა შალამბერიძემ მიიღო. შეხვედრა შედგა სამმართველოს
უფროსის მოადგილის სამუშაო კაბინეტში. სპარტაკ ჭანკვეტაძის განმარტებით,
შეხვედრას ესწრებოდნენ უბნის ინსპექტორი ვლადიმერ დვალიშვილი და კიდევ
ერთი პოლიციელი, რომლის ვინაობაც სპარტაკ ჭანკვეტაძისათვის უცნობია. მამუკა
შალამბერიძემ მკაფიოდ გამოხატა საქართველოს ევანგელურ–ორმოცდაათიანული
ეკლესიის მიმართ შეუწყნარებელებლობა. სპარტაკ ჭანკვეტაძის განმარტებით,
სამმართველოს უფროსის მოადგილემ აღნიშნა, რომ ვინაიდან ქალაქ ვანის
მაცხოვრებლები ორმოცდაათიანელთა რელიგიური შეკრებების წინააღმდეგნი
იყვნენ, რელიგიური თემის წარმომადგენლებს ღვთისმსახურების შესაძლებლობას
ვერ მისცემდნენ. პასტორი აღნიშნავდა, რომ მამუკა შალამბერიძე მიმართავდა მას
შემდეგი სიტყვებით: ,,ჩვენ ვართ ქართველები, მართლმადიდებლები და ჩვენთვის
მიუღებელია ჩვენს ქალაქში სექტების არსებობა.“
1014
დანართი # 11 მდგომარეობა რელიგიის თავისუფლების კუთხით
მსგავსი განმარტებების მიღების შემდეგ, ევანგელურ–ორმოცდაათიანული ეკლესიის
წარმომადგენელმა დატოვა ვანის შინაგან საქმეთა სამმართველოს პოლიციის შენობა.
საქართველოს ევანგელურ–ორმოცდაათიანული ეკლესიის პასტორის ახსნა–
განმარტებაში მითითებული გარემოებები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს მიერ განხილული საქმის, ,,იეჰოვას მოწმეთა გლდანის
კონგრეგაციის 96 წევრი და ოთხი სხვა საქართველოს წინააღმდეგ“ ფაქტების
იდენტურია . აღნიშნულ საქმეთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში
მოყვანილია შემდეგი გარემოება: 1999 წლის 17 ოქტომბერს დეკანოზმა ბასილ
მკალავიშვილმა და მისმა 120–მა მომხრემ ჩაშალეს იეჰოვას მოწმეთა რელიგიური
შეხვედრა, რომელიც იმართებოდა ახმეტელის თეატრის დარბაზში და მას
ესწრებოდა ,,იეჰოვას მოწმეთა კონგრეგაციის“ 101 წევრი. მამა ბასილმა და მისი
მრევლის წარმომადგენლებმა სცემეს დარბაზში მყოფი სამოცი ადამიანი. მათ შორის
რამდენიმემ მიიღო სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები. სტრასბურგის
სასამართლოს გადაწყვეტილების 28–ე პარაგრაფში აღნიშნულია, რომ ერთ–ერთმა
დაზარალებულმა ლია სიდამონიძემ მიმართა გლდანის შს სამმართველოს და შეხვდა
პოლიციის
უფროსს.
ადამიანის
უფლებათა
ევროპული
სასამართლოს
გადაწყვეტილებაში ლია სიდამონიძეზე დაყრდნობით მოყვანილია პოლიციის
უფროსის სიტყვები: ის თავდამსხმელების ადგილას რომ ყოფილიყო, იეჰოვას
მოწმეებს უარეს დღეში ჩააყენებდა.
აღნიშნულ ფაქტს შეფასება მისცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ:
,,რელიგიურად
მოტივირებული
ძალადობის
დროს
განმცხადებლები
ხელისუფლების მხრიდან აწყდებოდნენ სრულ ინდიფერენტულობასა და
უმოქმედობას. იმის გამო, რომ რელიგიური თემის მიმართ ერთგულება
მართლმადიდებელი ქრისტიანობის საფრთხედ აღიქმება, პოლიცია არანაირად არ
რეაგირებს საჩივრებთან დაკავშირებით. ყველა საშუალების წართმევის შემდეგ,
განმცხადებლები მოკლებულნი არიან, დაიცვან რწმენის თავისუფლება ეროვნული
სასამართლოს წინაშე“ (,,იეჰოვას მოწმეთა გლდანის კონგრეგაციის 96 წევრი და ოთხი
სხვა საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილების 133–ე პარაგრაფი).
ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების უმოქმედობით, რაც გამოიხატებოდა ყველა
ისეთი ღონისძიების გატარებისაგან თავის შეკავებაში, რომელსაც უნდა
უზრუნველეყო რელიგიური თემის დაცვა მართლმადიდებელი ექსტრემისტების
თავდასხმისაგან და საკუთარი რელიგიის თავისუფლი გამოხატვა, დაირღვა
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–9 მუხლი (,,იეჰოვას მოწმეთა
გლდანის კონგრეგაციის 96 წევრი და ოთხი სხვა საქართველოს წინააღმდეგ“
გადაწყვეტილების 134–ე და 135–ე პარაგრაფები).
ამდენად, სახალხო დამცველმა შემდგომი რეაგირებისთვის გადააგზავნა სპარტაკ
ჭანკვეტაძის ახსნა–განმარტება საქართველოს შსს–ს გენერალურ ინსპექციაში.
ამასთან, შეხვედრის შემდეგ სპარტაკ ჭანკვეტაძისთვის ცნობილი გახდა, რომ
წინასწარი გამოძიება დაიწყო არა რელიგიისადმი დამოკიდებულებისა და
აღმსარებლობის გამო ადამიანის თანასწორუფლებიანობის დარღვევის ფაქტზე,
ქმედება გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 142–ე მუხლის
1015
დანართი # 11 მდგომარეობა რელიგიის თავისუფლების კუთხით
პირველი ნაწილით, არამედ – ხულიგნობით, რაც გათვალისწინებული სისხლის
სამართლის კოდექსის 239–ე მუხლის პირველი ნაწილით.
2008 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ასევე
მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის
სამმართველოს იმის დასადგენად, იყო თუ არა დაწყებული საქართველოს
ევანეგლურ–ორმოცდაათიანული
ეკლესიის
მინების
ჩამსხვრევის
ფაქტთან
დაკავშირებით წინასწარი გამოძიება; დადებითი პასუხის შემთხვევაში, რა მუხლით
იყო ქმედება დაკვალიფიცირებული და რა ფაქტობრივი გარემოებები იქნა
დადგენილი წინასწარი გამოძიების მიმდინარეობისას.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მითითებულ ორგანოებს საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატისთვის მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და
გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.
1016
დანართი # 12 დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა
დანართი # 12
დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა
ნანა ბასილაძის საქმე
2008 წლის 17 სექტემბერს სახალხო დამცველს #2490–08 განცხადებით მიმართა
მოქალაქე ნანა ბასილაძემ. იგი განმარტავს, რომ არის აფხაზეთიდან დევნილი
მარტოხელა დედა, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი. ქალბატონი ნანა ბასილაძე
სწავლობს სასულიერო აკადემიაში მე-5 კურსზე და პარალელურად მუშაობს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 42-ე ბატალიონის სამედიცინო პუნქტში,
არის სერჟანტი. განმცხადებელი მონაწილეობას იღებდა აგვისტოს თვეში ცხინვალის
რეგიონში მიმდინარე საომარ მოქმედებეში, სადაც დაიჭრა. აღნიშნული დასტურდება
ნანა ბასილაძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით. განცხადების მიხედვით, მის
ოჯახს საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია. იგი სახელმწიფოს მიერ არასდროს
დაკმაყოფილებულა საცხოვრებელი ფართით.
2008 წლის 19 სექტემბერს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების
სამინისტროს და ქალაქ თბილისის მერიას ნანა ბასილაძის ოჯახის მდგომარებოს
შესახებ მივმართეთ წერილობით. წერილში საუბარი იყო სამინისტროს
ვალდებულებაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად
დააკმაყოფილოს და უზრუნველყოს დევნილი დროებითი საცხოვრებელი ფართით.
2008 წლის 29 სექტემბერს პასუხად გვეცნობა, რომ ნანა ბასილაძის ოჯახი აყვანილია
აღრიცხვაზე და თავისუფალი ფართის მოძიების შემთხვევაში შესაბამისი კომისიის
დასკვნის საფუძველზე განხილული იქნება მისი დროებითი საცხოვრებელი ფართით
დაკმაყოფილების საკითხი.
მადონა ცაავას საქმე
2008 წლის 26 სექტემბერს სახალხო დამცველს #2582-08 განცხადებით მიმართა
მადონა ცაავამ. იგი მიუთითებდა, რომ იყო აფხაზეთიდან დევნილი. მიუხედავად არა
ერთი მიმართვისა, მისი ოჯახი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს
საცხოვრებელი ფართით არ დაუკმაყოფილებია. იგი ითხოვდა შესაბამის დახმარებას.
საქმის შესწავლის შედეგად დადასტურდა მადონა ცაავას მიერ განცხადებაში
მოყვანილი გარემოებები. შესაბამისად, 2008 წლის 22 ოტომბერს საქართველოს
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წერილით მივმართეთ.
2008 წლის 3 დეკემბერს აღნიშნული წერილის პასუხად გვეცნობა, რომ სამინისტროში
თავისუფალი ფართის მოძიების შემთხვევაში, შესაბამისი კომისიის დასკვნის
საფუძველზე განხილული იქნება მადონა ცაავას ოჯახის დროებითი საცხოვრებელი
ფართით დაკმაყოფილების საკითხი.
1017
დანართი # 12 დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა
მაია ცაავა-ბადუაშვილის საქმე
2008 წლის 24 სექტემბერს სახალხო დამცველს #2502-08 განცხადებით მიმართა
მოქალაქე მაია ცაავამ. განცხადებაში მითითებულია, რომ იგი არის აფხაზეთიდან
დევნილი, მარტოხელა დედა და ჰყავს მცირეწლოვანი შვილი. იგი არასდროს
ყოფილა დაკმაყოფილებული სახელმწიფოს მიერ დროებითი საცხოვრებელი
ფართით. მთელი დევნილობის პერიოდი ცხოვრობს კერძო სექტორში - ნაქირავებში
და ნათესავებთან.
მაია ცაავას განმარტებით, მან
დახმარებისთვის მიმართა საქართველოს
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტს და
საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს
თუმცა განცხადებას, არც ერთი ორგანოს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. იგი
დღეის მდგომარეობით ცხოვრობს ნათესავებთან გაუსაძლის პირობებში.
2008 წლის 22 ოქტომბერს წერილით მივმართეთ საქართველოს ლტოლვილთა და
განსახლების სამინისტროს და თბილისის მერს. წერილში საუბარი იყო იმ
ვალდებულებაზე,
რომლის
მიხედვითაც
სამინისტრომ
აღმასრულებელი
ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან
ერთად, უნდა უზრუნველყოს დევნილი დროებითი საცხოვრებლით.
2008 წლის 2 დეკემბერს აღნიშნული წერილის პასუხად გვეცნობა, რომ სამინისტროში
თავისუფალი ფართის მოძიების შემთხვევაში შესაბამისი კომისიის დასკვნის
საფუძველზე განხილული იქნება მაია ცაავას დროებითი საცხოვრებელი ფართით
დაკმაყოფილების საკითხი.
მარინა ჭკადუას საქმე
2008 წლის 8 სექტემბერს #2400–08 სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა
მოქალაქე მარინა ჭკადუამ. იგი განმარტავდა, რომ არის დევნილი გალის რაიონის
სოფელ აჩიგვარადან. გარდაეცვალა მეუღლე და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს
უკიდურეს გაჭირვებაში მეგობრის ნაქირავებ ბინაში, რომელიც ასევე დევნილია.
მარინა ჭკადუას ოჯახს საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია.
2008 წლის 23 სექტემბერს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, რეკომენდაციის ასლი
გადაეგზავნა ადგილობრივ თვითმმართველობას. რეკომენდაციაში საუბარი იყო იმ
ვალდებულებაზე,
რომლის
მიხედვითაც
სამინისტრომ
აღმასრულებელი
ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან
ერთად, უნდა უზრუნველყოს დევნილი დროებითი საცხოვრებლით.
2008 წლის 8 ოქტომბერს აღნიშნული რეკომენდაციის პასუხად თბილისის ვაკესაბურთალოს რაიონის გამგეობიდან გვეცნობა, რომ ამჟამად ადგილობრივ
თვითმმართველობას არ გააჩნია მარინა ჭკადუას ოჯახის საცხოვრებელი ფართით
უზრუნველყოფის შესაძლებლობა. ხოლო საქართველოს ლტოლვილთა და
განსახლების სამინისტროს 2008 წლის 29 ოქტომბრის პასუხით გვეცნობა, რომ
სამინისტრო თავისუფალი ფართის მოძიების შემთხვევაში შესაბამისი კომისიის
1018
დანართი # 12 დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა
დასკვნის საფუძველზე განიხილავს მარინა ჭკადუას დროებითი საცხოვრებელი
ფართით დაკმაყოფილების საკითხს.
ზემო ფონიჭალაში მცხოვრებ დევნილთა საქმე
2008 წლის 3 ნოემბერს სახალხო დამცველს #2658-08 კოლექტიური განცხადებით
მიმართეს თბილისში, ზემო ფონიჭალის მე-4 მ/რ მე-11 დაუმთავრებელ კორპუსში
კომპაქტურად ჩასახლებულმა აფხაზეთიდან დევნილებმა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დევნილებმა აღნიშნული შენობა დაიკავეს 2005
წელს. 2008 წელს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ კორპუსს
მიენიჭა დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტის სტატუსი. ვინადან
აღნიშნული შენობა იყო მშენებარე, მასში არ არის დამონტაჟებული სველი
წერტილები და ელექტრო გაყვანილობა. ამის გამო დევნილებს მძიმე პირობებში
უწევთ ცხოვრება, რთულია ჰიგიენის ნორმების დაცვა და შენობაში მცხოვრებ პირებს
არ გააჩნიათ ელემენტარული საცხოვრებელი პირობები.
სახალხო დამცველის აპარატიდან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების
სამინისტროს შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა დევნილთა განცხადება.
ამავე წლის 19 დეკემბერს პასუხად გვეცნობა, რომ აღნიშნულ ობიეტზე პირველადი
სამუშაოები ჩატარებულია, ობიექტს შეუფერხებლად მიეწოდება ელექტროენერგია,
რაც შეეხება შემდგომ ღონისძიებებს, ისინი ჩატარდება ეტაპობრივად.
ნადეჟდა პერტაიას საქმე
სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა აფხაზეთიდან დევნილმა ნადეჟდა
პერტაიამ. იგი სახელმწიფოს მიერ არასდროს ყოფილა დაკმაყოფილებული
საცხოვრებელი ფართით. დევნილობის განმავლობაში ოჯახი ცხოვრობს კერძო
სექტორში -ქირით. ნადეჟდა პერტაიას განმარტებით, მისი ოჯახი მძიმე მატერიალურ
მდგომარეობაში, ვინაიდან არც ერთი წევრი არ მუშაობს. ამის გამო განმცხადებელი
ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას ვერ იხდის.
2008 წლის 8 დეკემბერს სახალხო დამცველმა საქართველოს ლტოლვილთა და
განსახლების სამინისტროს მიმართა რეკომენდაციით, ნადეჟდა პერტაიას ოჯახის
საცხოვრებლით დაკმაყოფილების თაობაზე. 2008 წლის 22 დეკემბერს თებერვალს
გვეცნობა, რომ სამინისტროსთვის ცნობილია ნადეჟდა პრეტაიას ოჯახის რთული
მდგომარეობა. თავისუფალი ფართის მოძიების შემთხვევაში შესაბამისი კომისიის
დასკვნის საფუძველზე განიხილავს ოჯახის დროებითი საცხოვრებელი ფართით
დაკმაყოფილების საკითხს.
ნუნუ გრიგალაშვილის საქმე
2008 წლის 12 სექტემბერს სახალხო დამცველს განცხადებით (#2444-08) მიმართა
ნუნუ გრიგალაშვილმა. ის არის ოსეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი,
ამჟამად ორ შვილთან ერთად ცხოვრობს თბილისში, სამგორის რაიონში მდებარე
ავტობაზა „ტურისტში“. ნუნუ გრიგალაშვილის განმარტებით, მისმა ვაჟმა,
1019
დანართი # 12 დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა
ალექსანდრე ვლადიმერის ძე გრიგალაშვილმა 2008 წლის ივლისში წარმატებით
ჩააბარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ინფორმატიკისა და მართვის
ფაკულტეტის მაგისტრატურის მისაღები გამოცდები. მან მოიპოვა სწავლის
საფასურის ნახევრის დაფინანსებაც, თუმცა განმცხადებლის გაანმარტებით,
ჩარიცხვის ბრძანება დაიწერებოდა მხოლოდ თანხის სრულად გადახდის შემდეგ,
რისი საშუალებაც ოჯახს მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო არ შეეძლო.
2008 წლის 25 სექტემბერს
სახალხო დამცველის აპარატიდან რეკომენდაცია
გაიგზავნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, რომლის
თანახმადაც, აღნიშნული პირის დაფინანსების თაობაზე. სახალხო დამცველის
რეკომენდაცია დაკმაყოფილდა.
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილები
ლონდარიძე თამილას საქმე
2008 წლის 17 სექტემბერს სახალხო დამცველს #2485-08 განცხადებით მიმართა
თამილა ლონდარიძემ. განმცხადებელი არის დევნილი გორის მუნიციპალიტეტის
სოფ. დისევიდან. მისი ოჯახი შედგება ხუთი წევრისგან, ჰყავს ორი შვილი,
რომლებიც არიან გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რის გამოც
თამილა ლონდარიძის ოჯახი სხვა ქალაქში ვერ გადადის საცხოვრებლად და
ესაჭიროება საცხოვრებელი ფართი გორში.
აღნიშნული განცხადება შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა საქართველოს
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს და გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს.
გორის მუნიციპალიტეტიდან პასუხად გვეცნობა, რომ აღნიშნულ პირს მათთვის
დახმარებისთვის არ მიუმართავს. მიმართვისთანავე იგი დაკმაყოფილდება.
განმცხადებელს ეცნობა აღნიშნული ინფორმაცია.
ჟანა კაცელაშვილის საქმე
2008 წლის 9 სექტემბერს სახალხო დამცველს #2373-08 განცხადებით მიმართა
მოქალაქე ჟანა კაცელაშვილმა. განმცხადებელი არის დევნილი თიღვის თემის სოფ.
ავნევიდან. იგი სოფლის სხვა მაცხოვრებლებთან ერთად აგვისტოს მოვლენების
შემდეგ განასახლეს თბილისის 109-ე სკოლაში. განცხადების თანახმად, აღნიშნულ
შენობაში არასათანადო საცხოვრებელი პირობებია: არ არის მოწესრიგებული სველი
წერტილები, ფანჯრებში არ არის ჩასმული მინები, დევნილებს არ გააჩნიათ საწოლი,
საბნები, ზეწრები და პირველადი მოხმარების საგნები.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მივმართეთ საქართველოს ლტოლვილთა და
განსახლების სამინისტროს და თბილისის მერს. ლტოლვილთა და განსახლების
სამინისტროდან პასუხად გვეცნობა, რომ სამინისტრო გაეროს ლტოლვილთა
უმაღლეს კომისარიატთან ერთად ახორციელებს პროგრამას, რომელიც მიზნად
ისახავს დევნილთა პირობების გაუმჯობესებას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში
მოხდება #109-ე სკოლაში მცხოვერებ დევნილთა პირობების გაუმჯობესებაც.
როგორც
მოგვიანებით
განმცხადებლებისგან
გვეცნობა,
მათი
პირობები
გაუმჯობესდა.
1020
დანართი # 12 დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა
ბაგრატ გუნია და სხვები
2008 წლის 7 ნოემბერს სახალხო დამცველს #2969-08 კოლექტიური განცხადებით
მიმართეს ქ.სენაკში, ,,სამხატვრო გალერაში,“ დადიანის ქ#1–ში და წმინდა ნინოს ქ#5–
ში მცხოვრებმა დევნილებმა. მათი განმარტებით, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების
დროს, დაბომბვისას დაზიანდა მათი საცხოვრებელი სახლები. განმცხადებლები
მიუთითებენ, რომ დაზიანების ხარისხი მაღალია, რაც შეუძლებელს ხდის აღნიშნულ
სახლებში ცხოვრებას.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წერილობით მივმართეთ საქართველოს
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და სენაკის მუნიციპალიტეტის
გამგეობას.
სენაკის გამგეობიდან პასუხად გვეცნობა, რომ საჰაერო იერიშის დროს დაზიანებული
ყველა საცხოვრებელი ფართი გარემონტდა. ხოლო დანიის ლტოლვლთა საბჭომ
დევნილებს დახმარების სახით გადასცა პირველადი მოხმარების ნივთები.
ირმა სალბიშვილი
2008 წლის 23 ოქტომბერს სახალხო დამცველს #2833-08 განცხადებით მიმართა
ახალგორიდან დევნილმა ირმა სალბიშვილმა. განმცხადებელი განმარტავს, რომ ამ
დრომდე ცხოვრობდა ნათესავის ბინაში, რომელმაც მოსთხოვა ფართის დაცლა და
ამჟამად იმყოფება თავშესაფრის გარეშე. განმცხადებელს ყავს ორი შვილი,
რომელთაგან ერთი სტუდენტია და სწავლობს თბილისში, ხოლო მეორე
დაავადებული დიაბეტის მძიმე ფორმით. განმცხადებელი მუშაობს ახალგორის
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში, რომელიც ამჟამად ფუნქციონირებს
ქ.მცხეთაში. ირმა სალბიშვილის განცხადებით, მისი ხელფასი ოჯახის ერთადერთი
შემოსავალია. განმცხადებელმა მიმართა საქართველოს ლტოლვილთა და
განსახლების სამინისტროს. სამინისტრომ მას საგარეჯოს მუნიციპალიტეტში
არსებული ფართი შესთავაზა. ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, ირმა სალბიშვილი
ითხოვს თავშესაფარს მცხეთაში ან თბილისში.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მივმართეთ საქართველოს ლტოლვილთა და
განსახლების სამინისტროს პასუხად გვეცნობა, რომ სამინისტრო გაითვალისწინებს
ირმა სალბიშვილის მდგომარეობას და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან
ერთად მას შესაბამის საცხოვრებელ ფართს შესთავაზებს.
მედეა ბლიაძე
სახალხო დამცველის რწმუნებული იმყოფებოდა გორში სუხიშვილის #24-ში მდებარე
საცხოვრებელ კორპუსში. ეს უკანასკნელი დაზიანდა რუსეთის სამხედრო აგრესიის
შედეგად. შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებდა შპს ,,ნოლა“
რომელთანაც, კორპუსის მაცხოვრებელთა განმარტებით, ხელშეკრულება გააფორმა
თბილისის მერიამ.
სახალხო დამცველის რწმუნებულმა თავდაპირველად დაათვალიერა მედეა ბლიაძის
კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, რომელიც მდებარეობს სუხიშვილის #24-ე კორპუსის
1021
დანართი # 12 დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა
#2-ში. დადგინდა, რომ ბინაში ჩამსხვრეულია დენის ჭაღი. შპს ,,ნოლას” მიერ
ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები შეეხო ბინის მხოლოდ იმ ნაწილს,
რომელიც განლაგებულია ფასადის მხარეს. კერძოდ, მხოლოდ ფასადის მხარეს ჩასვეს
მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები. რაც შეეხება ეზოს მხარეს განთავსებულ
ფანჯრებს, სადაც მინები 2008 წლის 8 აგვისტოს ჩაიმსხვრა, აქ გაკრულია ცელოფნის
პარკი და კარდონის ყუთი. ამავე ბინაში უხარისხოდ არის ჩატარებული სამუშაო
ბინის ერთ-ერთ ფანჯარაზე. ჩასმული მინა მოცილებულია ფანჯრის დამჭერისაგან.
სუხიშვილის #24-ე კორპუსის #21-ე ბინა ეკუთვნის ზურაბ საათაშვილს. აღნიშნულ
ბინაში 2008 წლის 8 აგვისტოს დაბომბვის შედეგად გადაიწია ლოჯიის კედელები,
რომელთა შორის გაჩნდა ბზარები. შპს ,,ნოლამ” არ ჩაატარა კედლების გამაგრებითი
სარემონტო სამუშაოები.
2008 წლის 8 აგვისტოს დაბომბვის შედეგად ნაპრალი გაჩნდა ზემოხსენებული
კორპუსის #23-ში მცხოვრები თამარ ხომიზურის ბინის კარებსა და კედლებს შორის.
ბინის აღნიშნული მონაკვეთი მდებარებს კორპუსის ეზოს მხარეს. ნაპრალებიდან
სახლში შედის სიცივე. ოთახში ნორმალური ტემპერატურის უზრუნველსაყოფად,
ნაპრალები ამოქოლილია წებოვანი ლენტით, ცელოფნის პარკითა და ხის კარნიზით.
2008 წლის 8 აგვისტოს ჩამოგდებული ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა სუხიშვილის ქუჩა
#24-ე კორპუსის #22-ე ბინაში მაცხოვრებელ დავით ხვადაგაძის ბინასაც. აღნიშნულ
ოჯახში დღემდე ინახავენ ჭურვის ნამსხვრევს, რომელიც წარმოადგენს მძიმე რკინის
მასას. ჭურვმა დააზიანა ეზოს მხარეს მდებარე კარ-ფანჯრები და მათი საყრდენი
კედელი. დაზიანებულ ადგილას შპს ,,ნოლამ“ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების
ნაცვლად (ეს უკანასკნელი ჩასვეს აღნიშნულ დასახლებაში მდებარე ყველა ბინაში,
მათ შორის ისეთ ბინებშიც, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებდა თავად შპს
,,ნოლა“) ჩასვა ხის კარ-ფანჯრები. აივანზე გასასვლელი კარები უკუღმა იღება.
ფანჯრების საყრდენი კედელი დატოვებულია შელესვის გარეშე.
სახალხო დამცველმა გორის, ხაშურის, ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტებში
სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს ბატონ ვლადიმერ ვარძელაშვილსა და
გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ დავით ხმიადაშვილს მიმართა
რეკომენდაციით გაერკვნენ საქმის ვითარებაში და კომპეტენციის ფარგლებში მიიღონ
ზომები ქალაქ გორში, სუხიშვილის #24-ში სარეაბილიტაციო სამუშაოების
სრულყოფილი და ხარისხიანი წარმოებისათვის.
სუხიშვილის #18
2008 წლის 2 დეკემბერს რადიო ,,თავისუფლების” ეთერში გავიდა ჟურნალისტ გოგა
აფციაურის რეპორტაჟი. ჟურნალისტი შეეხო ვერხვების დასახლებაში, სუხიშვილის
#18 კორპუსის მესამე და მეოთხე სადარბაზოში მაცხოვრებელი ადამიანების
პრობლემებს. ისინი დისკრიმინაციული მოპყრობის თაობაზე მიუთითებდნენ .
ამავე დღეს სახალხო დამცველის რწმუნებული იმყოფებოდა გორში, სუხიშვილის
ქუჩა #18-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში. აღნიშნული სადარბაზოს ყველა ბინას
ჩასმული აქვს რკინის კარები. აღნიშნული კორპუსის მაცხოვრებელს მედეა
მაზმიშვილის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ
1022
დანართი # 12 დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა
საცხოვრებელ ბინაში დაგებულია პარკეტი, ასევე ჩასმულია კარ-ფანჯრები. გაირკვა,
რომ სველი წერტილები არ არის შეკეთებული. მედეა მაზმიშვილი ასევე არ არის
უზრუნველყოფილი ავეჯით. მედეა მაზმიშვილის განმარტებით, მეზობელ, პირველ
და მეორე სადარბაზოებში სარემონტო სამუშაოები სრულყოფილად ჩატარდა.
აღნიშნულ სადარბაზოებში არსებულ ბინებში წესრიგში მოიყვანეს ასევე სველი
წერტილები. მედეა მაზმიშვილის განმარტებით, მსგავსი ხასიათის სამუშაოები არ
ჩატარებულა მესამე და მეოთხე სადარბაზოებში არსებულ ბინებში.
სველი წერტილები ასევე მოშლილია იმავე სადარბაზოში მაცხოვრებელი თამრიკო
ლელუაშვილის საცხოვრებელ სახლშიც. თამრიკო ლელუაშვილიც მიუთითებს
ავეჯის არარსებობის თაობაზე. მეოთხე სადარბაზოში მაცხოვრებელი ნაზო
ალავერდაშვილის ბინაში არ არის დაგებული პარკეტი. ავეჯით არც ეს უკანასკნელი
არ არის უზრუნველყოფილი.
მეოთხე სადარბაზოში მაცხოვრებელი კარლო
ბურძენიძის ბინაში პარკეტი მხოლოდ ნაწილობრივ არის დაგებული.
სუხიშვილის #18-ის პირველ სადარბაზოში ცხოვრობს ირმა კაჟაშვილი. აღნიშნულ
მოქალაქეს მეუღლე, ანდრო ლიკლიკაძე გარდაეცვალა 2008 წლის 8 აგვისტოს, ქალაქ
გორში ვერხვების დასახლებაში რუსეთის საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული
იერიშის შედეგად. სარემონტო სამუშაოები კაჟაშვილის სახლში ჩატარდა
უხარისხოდ. კერძოდ, ნესტის ზემოქმედების შედეგად დაზიანებულია ახლად
გაკრული შპალერი, ხოლო შპალერის ქვემოთ მომძვრალია, აგრეთვე ახლად
დამონტაჟებული ე.წ. ,,პლინტუსები“.
მესამე და მეოთხე სადარბაზოს პრაქტიკულად არც ერთი მაცხოვრებელი არ არის
უზრუნველყოფილი ავეჯით. სარემონტო სამუშაოებს სუხიშვილის #18-ში
აწარმოებდა შპს ,,ნოლა“.
სახალხო დამცველმა გორის, ხაშურის, ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტებში
სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს ბატონ ვლადიმერ ვარძელაშვილსა და
გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ დავით ხმიადაშვილს მიმართა
რეკომენდაციით უზრუნველყონ სუხიშვილის #18-ში სარემონტო სამუშაოების
სრულყოფილად წარმოება და მესამე და მეოთხე სადარბაზოს მაცხოვრებელთა
ავეჯით მომარაგება.
ლევან ხეთაგური
2008 წლის 29 სექტემბერს #2591-08 განცხადებით სახალხო დამცველს მიმართა სოფ.
აჩაბეთიდან დევნილმა ლევან ხეთაგურმა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მას ყავს
ღრმად მოხუცებული დედა, რომელთან ერთადაც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების
დროს იმყოფებოდა ტყვეობაში. განმცხადებელი ითხოვს საცხოვრებელ ფართს
საქართველოს ხელისუფლების მიერ აშენებულ კოტეჯებში.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მივმართეთ საქართველოს ლტოლვილთა და
განსახლების სამინისტროს. სამინისტროდან პასუხად გვეცნობა, რომ განიხილავს
აღნიშნული პირის საკითხს და შეასახლებს ახალაშენებულ სახლში.
1023
დანართი # 12 დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა
ბონდო და ზურაბ ხუცინაშვილების საქმე
ბონდო და ზურაბ ხუცინაშვილები არიან ქურთიდან დევნილები. მათ სახალხო
დამცველს ახსნა–განმარტება მისცეს. აღნიშნული დოკუმენტიდან ირკვევა შმდეგი.
ბონდო ხუცინაშვილის არასრულწლოვანი შვილი სოსო ხუცინაშვილი 2008 წლის
აგვისტოს მოვლენების შემდეგ დროებით შესახლებული იყო ქალაქ თბილისში,
ათონელის #27–ში მდებარე პარტია ,,ერთიანი საქართველოსათვის“ ოფისში. 2008
წლის 20 ოქტომბერს დაახლოებით 10 საათზე იოსებ ხუცინაშვილი ტელეფონით
დაუკავშირდა მამას და აცნობა, რომ მათ დევნილთა კომპაქტური ჩასახლების
ადგილას, ერედვისა და ქურთის თემის ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლები და სხვა დევნილები შეიჭრნენ.
ბონდო ხუცინაშვილი თავის ძმასთან, ზურაბ ხუცინაშვილთან ერთად ადგილზე
მივიდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, რომელიც
იმყოფებოდა ტროტუარზე და მშვიდად ადევნებდა თვალყურს მიმდინარე
მოვლენებს. ბონდო და ლევან ხუცინაშვილებმა ასევე შენიშნეს მათი მამიდა ელისო
ხუციშვილი და მამიდაშვილი თეკლა ხუციშვილი. ბონდო ხუცინაშვილი მივიდა
ოფისის კართან, რომელიც შიგნიდან იყო ჩაკეტილი. ბონდო ხუცინაშვილმა დაიწყო
კარზე კაკუნი და იმავდროულად ხმამაღლა ითხოვდა თავის შვილთან შეხვედრას.
იმავე მოთხოვნით ბონდო ხუცინაშვილმა მიმართა საპატრულო პოლიციას, თუმცა
პოლიციელებმა არანაირი ზომები არ მიიღეს იოსებ ხუცინაშვილის მოძიების
მიზნით. ათი წუთის გასვლის შემდეგ ოფისის კარი გაიღო. შენობაში შევიდნენ
ბონდო და ზურაბ ხუცინაშვილები, ელისო და თეკლა ხუციშვილები, ,,რუსთავი–2–
ისა“ და ,,იმედის“ გადამღები ჯგუფები, ასევე კიდევ სამი პირი. შენობაში
ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი იყო. ,,რუსთავი–2–ის“ ოპერატორის
შესვლის შემდეგ ოფისს კამერა ანათებდა.
ბონდო ხუცინაშვილმა კვლავ შვილთან შეხვედრა მოითხოვა. ამ დროს თეკლა
ხუციშვილს შემოესმა უცნობის საუბარი, რომელიც აცხადებდა, რომ შენობაში ბონდო
ხუცინაშვილი იყო შესული. ამ ხმაზე შენობაში ახლად შესული პიროვნებების
გასწვრივ სამოცდაათი ადამიანი შეგროვდა. მათ შორის თეკლა ხუციშვილმა ლიახვის
მაჟორიტარი დეპუტატი, ბადრი ბასიშვილი ამოიცნო. თეკლა ხუციშვილმა
დეპუტატს შენობაში მოხვედრის მიზეზი ჰკითხა. ამის შემდეგ, იქ შეკრებილი პირები
მიცვივდნენ პირველად ბონდო ხუცინაშვილს. ამ უკანასკნელის განმარტებით, მას
დაახლოებით თხუთმეტი კაცი აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას: თავდაპირველად
ბონდო ხუცინაშვილმა დარტყმა უკნიდან იგრძნო, შემდეგ მას სახეშიც დაარტყეს.
ბოლოს ბონდო ხუცინაშვილი ძირს დავარდა. ბონდო ხუცინაშვილმა სახეზე ხელი
აიფარა, რომ თავი წიხლებისაგან დაეცვა.
ბონდო ხუცინაშვილისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება 10–15 წუთის
განმავლობაში გრძელდებოდა. ,,რუსთავი–2–ის“ კამერის სინათლეზე ბონდო
ხუცინაშვილმა ამოიცნო ერთ–ერთი თავდამსხმელი. ეს იყო ქურთის თემის
გამგებლის მოადგილე, გია ზანგალაძე. სახალხო დამცველის რწმუნებულის მიერ
გამოკითხული პირებიდან თეკლა ხუციშვილი ერთადერთია, რომელიც ამტკიცებს,
რომ ბონდო ხუცინაშვილს ცემის დროს რკინის ნაჭერს ურტყამდნენ.
1024
დანართი # 12 დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა
ბონდო ხუცინაშვილის ცემის ფაქტს ვიდეოკამერით აფიქსირებდა ,,რუსთავი–2–ის“
ოპერატორი. ამ უკანასკნელს მივარდა ბადრი ბასიშვილი და კამერის წართმევა
დაუპირა. ოპერატორს ზურგიდან მუშტებსაც ურტყამდნენ. თავდამსხმელებმა
ტელეკომპანია ,,რუსთავი–2–ის“ გადამღებ ჯგუფს კამერა, ხოლო ,,ტელეიმედს“
მიკროფონი წაართვეს. მოგვიანებით ტელეკომპანიების აპარატურა სახალხო
დამცველის მოადგილემ, სოფიო ხორგუანმა დააბრუნა. მოგვიანებით დევნილები
ასევე თავს დაესხნენ და კამერა დაუზიანეს საზოგადოებრივი მაუწყებლის
ოპერატორს, გიორგი შეწირულს. ბონდო ხუცინაშვილის მამიდის, ელისო
ხუცინაშვილის განმარტებით, ძირს დააგდეს და ფიზიკურ შეურაცხყოფას
აყენებდნენ ტელეკომპანია ,,რუსთავი–2–ის“ ჟურნალისტსაც.
ბადრი ბასიშვილმა ოპერატორს ზურგი შეაქცია, თეკლა ხუციშვილს მიუბრუნდა და
ხელი ჰკრა. თეკლა ხუციშვილმა წონასწაორობა დაკარგა, ჯერ მაგიდას დაეჯხა,
შემდეგ კი კედელს. კამერის წართმევის შემდეგ ოთახში სრული სიბნელე ჩამოწვა.
თვითმხილველები ვერ მიუთითებენ თუ ვინ ვის ურტყამდა. ოთახში ისმოდა
მხოლოდ ელისო ხუციშვილის კივილის ხმა, რომელიც თავდამსხმელებისაგან
ძალადობის შეწყვეტას ითხოვდა. ფიზიკური შეურაცხყოფა ასევე მიაყენეს ზურაბ
ხუცინაშვილსაც. მისი განმარტებით, ცემა 15–20 წუთს გაგრძელდა.
შენობაში მყოფი ყველა ქალი ბოლოს გასასვლელ კართან აღმოჩნდა. თეკლა
ხუციშვილის განმარტებით, შენობაში მყოფი ადამიანების გამოსახსნელად გარედან
კარის ჩამოღებას ცდილობდნენ. კართან იდგა ერედვის თემის გამგებლის მოადგილე,
გია ქრისტესიაშვილი. გასასვლელის გახსნა, რომ კარის ჩამოღებით არ მომხდარიყო
და შენობაში შესვლის მსურველებისათვის დამატებითი დაბრკოლება შექმნილიყო,
გია ქრისტესიაშვილმა კარს დაცვის მაგიდა მიადგა. შენობაში მყოფი ქალები გია
ქრისტესიაშვილისაგან კარის გაღებას ითხოვდნენ. ქალბატონების თხოვნამ არ გაჭრა.
აღსანიშნავია, ისიც, რომ კარების გახსნის თხოვით ელისო ხუციშვილმა ბადრი
ბასიშვილსაც მიმართა. ეს თხოვნა მაჟორიტარმა დეპუტატმა უკუაგდო. საბოლოოდ
მაინც მოხეხდა გია ქრისტესიაშვილის დარწმუნება – გაეღო კარი. ბონდო
ხუცინაშვილმა შენობა თეკლა ხუციშვილის დახმარებით დატოვა, ხოლო ზურაბ
ხუციშვილი გარეთ ელისო ხუციშვილმა გამოიყვანა.
ამა წლის 24 მარტს სახალხო დამცველმა საქართველოს იუსტიციის მინისტრს
შემდგომი რეაგირირებისათვის გადაუგზავნა ჩვენს ხელთ არსებული მასალები.
1025
დანართი # 13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
დანართი # 13
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა
და ადამიანის ფუნდამეტური უფლებების დარღვევა
რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
2008 წლის აგვისტოს კონფლიქტში დაზარალებული მოსახლეობისაგან
სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ მიღებული ინფორმაცია
სახალხო დამცველის რწმუნებულებმა აღნიშნული ინფორმაცია მოიპოვეს 2008 წლის
აგვისტოს
რუსეთ
–
საქართველოს
კონფლიქტის
შედეგად
იძულებით
გადაადგილებული
პირებისაგან.
ქვემოთ
მოცემული
ფაქტები
ეფუძნება
კონკრეტული მოქალაქეების, ოჯახის წევრებისა და თვითმხილველების ახსნა–
განმარტებას. შეუძლებელი იყო მათ მიერ მოწოდებული ფაქტების გადამოწმება და
მტკიცებულებათა შეკრება ჩვენი მხრიდან.
მკვლელობა
ამირან ხუბაშვილი, გორის მუნიციპალიტეტი, სოფ.ტყვიავი
ამირან ხუბაშვილის განმარტებით, 2008 წლის 9 აგვისტოს რუსეთის ჯარები გორის
მუნიციპალიტეტის
სოფ.ტყვიავში
შევიდნენ.
მათ
თან
ახლდათ
თვითგამოცხადებული
სამხრეთ
ოსეთის
რესპუბლიკის
შეიარაღებული
ფორმირებები. ამირან ხუბაშვილი იმალებოდა მინდორში. საღამოს, დაახლოებით
20:00 სთ-ზე მან გადაწყვიტა დაბრუნებულიყო სახლში. მან გააღო სახლის ჭიშკარი.
ამ დროს შენიშნა სოფ. ფლავში მცხოვრები ჯაბა ჯალაბაძე, მშვიდობიანი მცხოვრები,
რომელიც არც შეიარაღებული იყო და არც სამხედრო ფორმა ეცვა. იგი მოდიოდა
სოფ.ფლავის მხრიდან. როდესაც იგი მიუახლოვდა ამირან ხუბაშვილის სახლს,
გზაზე სამხედრო ფორმაში ჩაცმული დაახლოებით 30 შეიარაღებული მამაკაცი
გამოჩნდა. ისინი საუბრობდნენ რუსულ ენაზე. ჯაბა ჯალაბაძე მათ დანახვისთანავე
გაიქცა. ერთ-ერთმა შეიარაღებულმა რუსმა სამხედრომ მას ავტომატიდან
დაახლოებით ხუთი ტყვია ესროლა, რის შედეგადაც ჯაბა ჯალაბაძე გარდაიცვალა.
სამხედროება გააგრძელეს გზა. მათ ვერ შენიშნეს ამირან ხუბაშვილი. მან მეორე
დღემდე ვერ შესძლო სახლიდან გამოსვლა. მეორე დღეს გვამს ,,ადიელო” გადააფარა.
იგი აღნიშნული მკვლელობის ერთადერთი თვითმხილველი იყო.
მაჭარაშვილი ნაზი, ქ.ცხინვალი, სანაპიროს ქ#1
2008 წლის 9 აგვისტოს მაჭარაშვილი ნაზი პატარა ლიახვის ხების სოფ. არგვიციდან
წავიდა სოფ. ახალდაბაში. 11 აგვისტოს სოფელში შევიდა რუსული ჯარი. რუსმა
ჯარისკაცებმა ალყა შემოარტყეს და ცეცხლი გაუხსნეს სახლს, რომელშიც
1026
დანართი # 13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
იმყოფებოდა ნაზი მაჭარაშვილი დედასთან, 68 წლის მაყვალა მაჭარაშვილთან
ერთად. სროლის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ბოსელს, სადაც დაიწვა საქონელი.
მაჭარაშვილი ნაზი გამოიქცა სარდაფიდან და სოფლის სხვა მაცხოვრებლებთან
ერთად მიიმალა მინდორში. სარდაფში დარჩა მისი დედა, რომელსაც გადაადგილება
უჭირდა. სროლა დაიწყო დაახლოებით 15:00 სთ–ზე და 2 საათი გრძელდებოდა.
რუსეთის სამხედრო ავიაციამ დაიწყო სოფლისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის
დაბომბვა. ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა სოფლის მცხოვრებ ნაცვლიშვილ ანოს,
რომელიც წელის არეში დაიჭრა. ახალდაბის გზაზე რუსმა ჯარისკაცებმა დაცხრილეს
ავტომანქანა 4 მგზავრით. ერთი მათგანი სოფ. ახალდაბის მკვიდრი გ.პ.
გარდაიცვალა, ხოლო 3 მგზავრი მძიმედ დაიჭრა. გარდაცვლილი დედამ საკუთარი
სახლის ეზოში დაკრძალა. 12 აგვისტოს სოფელში შევიდა მძიმე ტექნიკა. ტანკებს
თეთრი დროშები ჰქონდა. ერთ–ერთი ტანკი, რომელზეც 3 ნიღბიანი ჯარისკაცი იჯდა
გაეკიდა, ნაზი მაჭარაშვილის ნათესავის მანქანას და გადაუარა. საბედნიეროდ
მანქანაში მყოფმა მგზავრებმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრეს. აღნიშნულ ფაქტი
ნაზი მაჭარაშვილმა თავად ნახა. 11 აგვისტოს სოფლის მოსახლეობის ნაწილი გაიქცა
ტყეში. რუსმა ჯარისკაცებმა მათი იქიდან გამოყვანის მიზნით, ტყეს ცეცხლი
წაუკიდეს. მათ ასევე გაანადგურეს სოფელში მდებარე სახლების უმეტესობა.
ლევან გოგიაშვილი, გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. კარალეთი
ლევან გოგიშვილის განმარტებით, 2008 წლის 8 აგვისტოს, გორის მუნიციპალიტეტის
სოფ. კარალეთში თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის
შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლებმა და რუსმა მეომრებმა მანქანის
წართმევის მიზნით, მოკლეს სოფელ კარალეთის მცხოვრები ა.ბ. და რ.ს, ხოლო
დაჭრეს გოგიაშვილი გივი. სამხედროები დაეუფლნენ მათ ქონებას. ამავე წლის 8
აგვისტოს, სოფ. კარალეთში თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის
შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლებმა და რუსმა მეომრებმა გადაწვეს
ჯუმბერ ბაბარულის და რეზო ბაბარულის სახლები. აღნიშნულმა პირებმა. ამავე
დღეს, გოგიაშვილი ლევანის კუთვნილი ორი ტრაქტორი და სატვირთო ავტომანქანა
,,ზილი“ გაიტაცეს.
კონფიდენციალური, გორის მუნიციპალიტეტის სოფ ტირძნისი
გ.ბ–ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2008 წლის 14 აგვისტოს გორის
მუნიციპალიტეტის სოფ ტირძნისის მცხოვრები ათ თანასოფლელთან ერთად
იმყოფებოდა ხეხილის ბაღში. აქ ისინი ემალებოდნენ რეგიონში მოთარეშე
შეიარაღებულ ბანდ-ფორმირებებს, რომლებიც აქტიურად მოძრაობდნენ სოფლებში
და სახლებს ძარცვავდნენ. დღის დაახლოებით 12:00 საათზე მათ დაინახეს ბაღის
მიმართულებით როგორ მირბოდა მათი თანასოფლელი, რომელსაც უკან მისდევდა
წითელი ფერის ავტომანქანა ნივა. სოფლის მაცხოვრებლების დანახვისთანავე
მანქანიდან ავტომატური იარაღით შეიარაღებული ორი მამაკაცი გადმოხტa. ისინი
გაქცეულ მოსახლეობას გაეკიდნენ.
1027
დანართი # 13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
სოფ. ტირძნისის ორი მცხოვრები ჩამორჩა. ერთ-ერთი მათგანი იყო ახალი
ნაოპერაციები და უჭირდა გადაადგილება. იგი დაიმალა სარწყავ არხში. მეორე, 60
წლის მამაკაცს გადაადგილება ასაკის გამო უჭირდა. მას გაუსწრეს თავდამსხმელებმა
და მოხუცისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. როდესაც მიხვდნენ, რომ გაქცეულებს
ვერ დაეწეოდნენ, მიუბრუნდნენ მოხუცს – ვ. ლ–ს. რესპოდენტს საუბრის შინაარსი
უამბო არხში დამალულმა თანასოფლელმა, რომელსაც ყველაფერი ესმოდა.
თავდამსხმელებმა მოხუცს დამტვრეული რუსულით ჰკითხეს სად იყო სოფლის
ახალგაზრდობა. როდესაც მან უპასუხა, რომ ახალგაზრდები სოფელში არ იყვნენ,
ერთმა მათგანმა მას ცეცხლი გაუხსნა, ხოლო მეორემ ავტომატის ჯერი გადაატარა.
ამის შემდეგ, თავდამსხმელები წავიდნენ და სოფელი შემოიარეს. მათ, როგორც
შემდეგ გაირკვა, ავტომანქანები წაიყვანეს. ზურა ემილიანოვის სახლიდან წაიყვანეს
,,გაზელის“ მარკის და მსუბუქი ავტომანქანა (მარკა არ იცის).
2008 წლის 13 აგვისტოს აღნიშნულ ფაქტამდე ერთი დღით ადრე სოფელში შევიდა
თეთრი ფერის 07 მარკის ავტომანქანა ცხინვალის ნომრებით 355. შეიარაღებული
მძარცველები მივიდნენ სევერიან დემუროვის სახლში, სადაც არავინ დახვდათ, მათ
გაჩხრიკეს და გაძარცვეს სახლი. იგივე პირები შევიდნენ მჭედლიშვილების სახლში
(გვარი ზუსტად არ ახსოვს. სახლი ეკუთვნის თბილისში მცხოვრებ პირებს) და
გადაწვეს იგი. რამდენიმე წუთის განმავლობაში მძარცველები ავტომატური
იარაღიდან უმისამართოდ ისროდნენ.
კონფიდენციალური, გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ტყვიავი.
ა.მ–ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თნახმად, 2008 წლის 10 აგვისტოს
იმყოფებოდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში. მას შეხვდა
თანასოფლელი გ. ჩ, რომელმაც უთხრა, რომ უნდა შეხვედროდა სოფელში შესულ
შეარაღებულ პირებს და ეთხოვა, რომ მისი სახლი არ გადაეწვათ. რესპოდენტი ამ
დროს იმალებოდა ბაღში. მან დაინახა, როგორ მივიდა გ. ჩ საკუთარი სახლის ეზოში,
სადაც იმყოფებოდა დაახლოებით ოცი შეიარაღებული პირი. ისინი ლაპარაკობდნენ
ქართულ ენაზე ოსური აქცენტით და ეცვათ სამხედრო ფორმები. გ. ჩ – მ მათ სთხოვა,
წაეღოთ სახლიდან ყველაფერი, ოღონდ სახლს ნუ დაუწვავდნენ. პასუხად ერთ–
ერთმა პირმა მას დაახლოებით 20 ტყვია ესროლა. მათ გადაწვეს სახლიც.
ინციდენტიდან დაახლოებით 6 საათის შემდეგ, რესპოდენტი მივიდა მოკლულის
ეზოში, თუმცა მისი გვამი ვერ იპოვა. ამ მომენტისათვის სამხედროები ეზოში უკვე
აღარ იმყოფებოდნენ.
ვარდო კოპაძე , დიდი ლიახვის ხეობის სოფ. ქვ. აჩაბეთი
ვარდო კოპაძის განმარტებით, 2008 წლის 11 აგვისტოს იგი მეუღლესთან, 84 წლის
გიორგი ბაბუციძესთან ერთად კუთვნილი სახლის ეზოში იმყოფებოდა.
დაახლოებით 17:00 სთ–ზე ეზოში შევიდა სპორტულ ფორმაში ჩაცმული,
შავგვრემანი, 35–40 წლის, ავტომატით შეიარაღებული მამაკაცი. იგი სავარაუდოდ
იყო არაფხიზელ მდგომარეობაში. მან გიორგი ბაბუცაძეს იარაღი მოსთხოვა. გიორგი
ბაბუციძემ არაერთხელ განუმარტა მას, რომ იარაღი არ ჰქონდა და შესთავაზა სახლი
1028
დანართი # 13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
გაეჩხრიკა. უცნობმა მამაკაცმა მას ორი ცეცხლსასროლი ჭრილობა მიაყენა, რის
შედეგადაც გიორგი ბაბუციძე გარდაიცვალა.
2008 წლის 15 აგვისტოს ვარდო კოპაძემ და მისმა ორმა მეზობელმა: ალექსანდრე
ჩლაიძემ (80 წლის) და კუკური ოთინაშვილმა მიცვალებული კუთვნილი სახლის
ეზოში დაკრძალეს.
ალექსი ჩლაიძე, გორის მუნიციპალიტეტის სოფ.ერგნეთი
2008 წლის 13 აგვისტოს ალექსი ჩლაიძე იმყოფებოდა სოფ.ერგნეთში. მან ნახა როგორ
მოკლა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული
ფორმირებების წევრმა ცეცხლსასროლი იარაღით მისი თანასოფლელი ნ. ო და კ. ბ.
თავდამსხმელი იმყოფებოდა მარტო. ალექსი ჩლაიძემ გარდაცვლილები საკუთარი
ბაღის ეზოში დაკრძალა. რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული
დაბომბვებისას, ალექსი ჩლაიძეს მოხვდა ჭურვების ნამსხვრევები.
გიული გოგიაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის სოფ.კარალეთი
2008
წლის
7
აგვისტოს
რუსულმა
ბომბდამშენებმა
დაიწყეს
გორის
მუნიციპალიტეტის სოფ.კარალეთის დაბომბვა. დაბომბვის შედეგად დაინგრა
მეზობლების სახლები. მალევე სოფელში შევიდნენ რუსი ჯარისკაცები. მათ თან
ახლდნენ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული
ფორმირებები და კაზაკი შეიარაღებული პირები. მათი გამოჩენისთანავე გიული
გოგიაშვილმა ბავშვებთან ერთად დატოვა სოფელი. სოფელში დარჩა მისი მეუღლე
და დედამთილ–მამამთილი. მათთან გიული გოგიაშვილს ჰქონდა მუდმივი
სატელეფონო კავშირი. როგორც მეუღლემ აცნობა, სოფლის მოსახლეობა იყო
შეშინებული. მათ დატოვეული ჰქონდათ საცხოვრებელი სახლები და იმალებოდნენ
ხეხილის ბაღებში. მას შემდეგ, რაც სოფელში შევიდნენ თვითგამოცხადებული
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ფორმირებები და კაზაკი
შეიარაღებული პირები, მათ დაიწყეს სახლების ძარცვა და გადაწვა. კერძოდ, მათ თან
დაჰყვებოდათ სოფლის მაცხოვრებელი ქალბატონი სახელად ტასო, რომლის გვარიც
რესპოდენტმა არ იცის. იგი მოროდიორებს სახლებს აჩვენებდა და უხსნიდა ვის რა
ქონება ჰქონდა. რუსმა ჯარისკაცებმა სოფ. კარალეთის მცხოვრები ა. ბ. და ვ. გ
მოკლეს.
მაია დათვიაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. კარალეთი
2008 წლის 11-12 აგვისტოს სოფ. კარალეთში რუსული ჯარი შევიდა, მათ კაზაკებისა
და სხვადასხვა შეიარაღებული ბანდფორმირებების წევრები მიყვნენ. მათ დაიწყეს
მოსახლეობის ძარცვა, მანქანების ჩამორთმევა. ერთმა მოსახლემ, სახელად
ალექსანდრემ, თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც იგი ადგილზე
მოკლეს. შემდეგ დაიწყეს ყაჩაღობა, ოთხი ბიჭი დახვრიტეს. ძარცვავდნენ სახლებს და
მერე წვავდნენ, დადიოდნენ ნასვამ მდგომარეობაში და ნარკოტიკების ზემოქმედების
ქვეშ. რესპოდენტი თავის ნათესავთან ერთად ორი დღის განმავლობაში იმალებოდა
ბაღში.
1029
დანართი # 13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
მოგვიანებით მათ შექმნილი მდგომარეობის გამო დატოვეს სოფელი. 40 კილომეტრი
იარეს ფეხით. თავდაპირველად თავი ნათესავის თამილა დათვიაშვილის სახლს
შეაფარეს. სახლში შეცვივდნენ შეიარაღებული არაფორმალური ბანდფორმირებების
წევრები. მათ გაჩხრიკეს და დაცხრილეს სახლი. ამ დროს მაია დათვიაშვილი და მისი
ნათესავი იმალებოდნენ ხეხილის ბაღში. სოფ. კარალეთიდან სოფ. ახალსოფლამდე
იარეს ფეხით, იქიდან სხვადასხვა ტრანსპორტის მეშვეობით ჩამოვიდნენ თბილისში.
რესპოდენტისთვის უცნობი იყო შვილების ადგილსამყოფელი, რადგან ისინი ერთი
დღით ადრე წამოვიდნენ სოფ. კარალეთიდან.
ვასილ ქარელი, გორის მუნიციპალიტეტი სოფ.ტყვიავი
2008 წლის 12 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფ.ტყვიავში შევიდა ცხინვალის
სასწრაფო დახმარების მანქანა. მანქანაში მყოფმა პირებმა საკუთარი სახლის
ჭიშკართან მოკლეს ვასილ ქარელის მეგობარი. იგი ორი დღის გათავისუფლებული
იყო რეზერვიდან. თავდამსხმელებს მანქანაზე თვითგამოცხადებული სამხრეთ
ოსეთის დროშა ჰქონდათ დამაგრებული და სამხედრო ფორმა ეცვათ. საუბრობდნენ
ქართულად ოსური აქცენტით. როდესაც სოფელში შევიდნენ რუსი ჯარისკაცები,
აღნიშნულმა პიროვნებამ ინტერესის მიზნით გაიხედა სახლიდან, რის შემდეგაც იგი
ადგილზე, უმიზეზოდ მოკლეს. როდესაც მას ესროლეს, ვასილ ქარელი მეგობართან,
პაატა ოქრუაშვილთან ერთად იდგა ქუჩის მეორე მხარეს, სახლის კედელთან.
თავდამსხმელებმა ისინი შეამჩნიეს და მათაც გაუხსნეს ცეცხლი. ვასილ ქარელი
მეგობართან ერთად მეზობლის ეზოში, ხოლო შემდეგ ვაშლის ბაღში გაიქცა.
13 აგვისტოს, დილის 10 საათზე აღნიშნულმა პირებმა დატოვეს სოფელი. კერძოდ,
ვასილ ქარელი, მისი დედა ციური ქარელი, პაატა ოქრუაშვილი და ჯემალ ქარელი
დაახლოებით დღის სამ საათზე ტყვიავიდან სოფ. მარანში გადავიდნენ. ტყვიავში ამ
დროს იწვოდა დაახლოებით ხუთი სახლი. სოფელ მარანის მოსახლეობას არ ჰქონდა
ზუსტი ინფორმაცია, რა ხდებოდა სხვა სოფლებში და არსად წასვლას არ აპირებდა.
როდესაც ტყვიავიდან გამოქცეულებმა აცნობეს მათ, რა მდგომარეობა იყო ტყვიავში,
ისინიც შეშინდნენ. ვასილ ქარელი და მისი თანმხლები პირები არ შეჩერებულან, მათ
გზა განაგრძეს. უეცრად მოესმათ ზურგს უკან რუსული საუბარი და გინება, გაისმა
ავტომატის ჯერი. ვასილ ქარელმა თავს გაქცევით უშველა.
სოფო ნიკოლიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ბროწლეთი
2008 წლის 12 აგვისტოს სოფ. ბროწლეთში შევიდა რუსეთის ჯარი. მათ დაინახეს სამი
ქართველის ჯარისკაცი, რომლებიც თავს აფარებდნენ სოფო ნიკოლიშვილის სახლს,
რის გამოც მათ აღნიშნულ სახლზე ტანკით მიიტანეს იერიში. შედეგად
საცხოვრებელი სახლი დაინგრა და განადგურდა. სავარაუდოდ, სოფო
ნიკოლიშვილის შვილი სერგო ნიკოლიშვილი იმ დროისათვის სახლში იმყოფებოდა
და ინციდენტის მსხვერპლი გახდა. იგი არ ყოფილა სამხედრო პირი. რუსმა
სამხედრო პირებმა დაწვეს ბეჟან პურიჭამიას საცხოვრებელი სახლი. ისინი
იქცეოდნენ აგრესიულად და შეურაცხყოფას აყენებდნენ მშვიდობიან მოსახლეობას.
რუსეთის ჯარის შესვლის შემდეგ ჯერ კიდევ იყო სოფელში ქართული სამხედრო
პირები.
1030
დანართი # 13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
კონფიდენციალური პატარა ლიახვის ხეობის სოფ. ერედვი
ა. მ–ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პატარა ლიახვის ხეობის სოფ.
ერედვში, რუსმა სამხედროებმა მოკლეს 80 წლის მოხუცი ნ. ბ, მისი მეუღლე
გადაიყვანეს ქ.გორში. მოკლეს ასევე სოფ. ერედვის მცხოვრები ჯ. მ, 50 წლის. საჰაერო
იერიშების შედეგად, მთლიანად განადგურდა სოფელში საცხოვრებელი სახლები.
დაბომბვა, მსხვერპლი, სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნა
აკაკი ცოტნიაშვილი, პატარა ლიახვის ხეობის სოფ.ერედვი
კონფლიქტის დაწყებამდე დაახლოებით 20 დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია,
რომ ეთნიკურად ოსმა მოსახლობამ დატოვა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია.
რუსეთიდან იგზავნებოდა ავტობუსები, რითიც მოსახლეობა ტოვებდა ტერიტორიას.
დაახლოებით 3–4 აგვისტოს სამხრეთ ოსეთიდან არტილერიამ დაიწყო ქართული
სოფლების დაბომბვა. განსაკუთრებით ინტენსიური ცეცხლი გაიხსნა 6–7 აგვისტოს.
იბომბებოდა დიდი ლიახვის, პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობა. კონფლიქტის
დაწყებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე ადგილი ჰქონდა რამდენიმე ტერაქტს.
კერძოდ, შემოვლით გზაზე ააფეთქეს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის
ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი და მისი დაცვა, რა დროსაც 6 ადამიანი დაიჭრა.
ავლევის გზაზე ააფეთქეს პოლიციის ავტომანქანა, რის შედეგადაც ოთხი
პოლიციელი დაიჭრა. დაახლოებით ათ აგვისტოს რუსულმა ავიაციამ დაიწყო
სოფლების მასიური დაბომბვა. გამოიყენეს აკრძალული იარაღი, ე.წ. ,,ვაკუუმური,
მოცულობითი ბომბები“. ყრიდნენ 500კგ–იან ჭურვებს. ამ დაბომბვების შედეგად სოფ.
ერედვში მთლიანად განადგურდა სამი უბანი.
2008 წლის ათ აგვისტოს აკაკი ცოტნიაშვილი იმყოფებოდა სოფ. ერედვში.
დაახლოებით 15:00 სთ–ზე სოფლის თავზე გამოჩნდა რუსული ავიაცია
ბომბდამშენები და გამანადგურებლები. ხალხს თვითმფრინავები ეგონა ქართული.
ორი მათგანი ცენტრალური გზის თავზე დაახლოებით 50 მეტრის სიმაღლეზე
დაეშვა. აკაკი ცოტნიაშვილის შემხვედრი მიმართულებით გზაზე მიდიოდა
დაახლოებით 35–50 წლის ასაკის 6–7 ქალი, დიდი ლიახვის ხეობის მცხოვრებნი.
რუსეთის თვითმფრინავებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. ერთ–ერთი მათგანი მიღებული
ჭრილობებისაგან ადგილზე გარდაიცვალა. მას ტყვიები სახეში მოხვდა. მეორე ქალი
იყო დაჭრილი და კიოდა.
ამავე სოფლის მცხოვრების, ქეთო ცოტნიაშვილის სახლი დაბომბვის შედეგად
განადგურდა. ჭურვის ნამსხვრევებმა მოკლა სეირან ოზგებაშვილი, 78 წლის, დაჭრა
მერი ქრისტესიაშვილი, 75 წლის, 77 წლის ქეთო ცოტნიაშვილი და სხვები.
11, 12 და 13 აგვისტოს შეუწყვეტლივ იბომბებოდა სოფელი. ქართულმა ჯარმა
დატოვა მიმდებარე ტერიტორია.
სოფლებში შევიდნენ თვითგამოცხადებული
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ფორმირებები, კაზაკური, ჩეჩნური
შეიარაღებული ფორმირებები. ისინი წვავდნენ საცხოვრებელ სახლებს. 2008 წლის 12
1031
დანართი # 13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
სექტემბერს საღამოს 6 სთ–ზე განხორციელებული დაბომბვისას დაიღუპა სოფლის
მშვიდობიანი მოსახლეობა დაახლოებით 12 კაცი.
ამირან ქრისტესიაშვილი, პატარა ლიახვის ხეობის სოფ.ერედვი
2008 წლის 7 აგვისტოს, ღამით, არტილერიის მიერ დაიბომბა პატარა ლიახვის ხეობის
სოფ.ერედვი და მისი მიმდებარე ტერიტორია. 8 აგვისტოს დილით დაბომბვა შეწყდა
და გამოჩნდნენ რუსული ბომბდამშენები, რომლებიც ბომბავდნენ ერედვის
ახლომდებარე სოფლებს. დაახლოებით საღამოს 19:00 სთ–ზე რუსულმა ავიაციამ
დაიწყო სოფ.ერედვის დაბომბვა. ობომბებოდა საცხოვრებელი სახლები. ეკლესიის
მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა 2 ჭურვი. დაბომბვისას დაიჭრა ერედვის
მოსახლეობა, ხოლო დაიღუპა 2 ადამიანი. ამირან ქრისტესიაშვილი წავიდა ერედვის
ცენტრში, რომელიც ასევე დაიბომბა. სოფელში იყო საშინელი ქაოსი და პანიკა.
საღამოს რესპონდენტი ყვითელი ავტობუსით ჩავიდა სოფ.ტირძნისამდე, თუმცა
დაახლოებით 21:30 საათზე დაბრუნდა ერედვში ბებიის და მამიდის გამოსაყვანად.
მათთან ერთად ჩავიდა სოფ.ტყვიავამდე და შემდეგ თბილისში.
ნაირა ცერცვაძე, პატარა ლიახვის ხეობის სოფ. ერედვი
ნაირა ცერცვაძე არის ექიმი–ლაბორანტი. იგი ცხოვრობს სოფ. ერედვში. 2008 წლის 8
აგვისტოს, საღამოს დაახლებით 17:00 სთ–ზე მას საკუთარ სახლში დაეძინა. გააღვიძა
აფეთქების ხმამ. როდესაც გარეთ გავიდა გაიგონა მეზობლის, შურა ხუბაევას კივილი
,,მოკვდა, მოკვდა“. მის გვერდით ეგდო მისი მეუღლე – ს.ო, რომელსაც ჭურვის
ანასხლეტი მოხვდა თავში და ადგილზე გარდაიცვალა. იქვე იყო მეორე დაჭრილი
მეზობელი, მერი ბლუაძე.
ნაირა ბორცვაძე შევიდა სახლში სამედიცინო ჩანთის ასაღებად, რა დროსაც
განმეორდა დაბომბვა. ამ დროს დაიჭრა მისი მეუღლე გურგენ ქრისტესიაშვილი.
ნაირა ცერცვაძე გაიქცა გზაზე მანქანის საძებრად, რათა მეუღლესთვის დახმარება
აღმოეჩინა. გზად მან ნახა დამწვარი ქალი და მანქანა. სოფ. ქურთიდან თბილისისა და
გორის მიმართულებით მიდიოდნენ სასწრაფო დახმარების მანქანები. ერთ–ერთ
სასწრაფო დახმარების მანქანას გაჰყვა ნაირა ცერცვაძე, მისი მეუღლე და რამდენიმე
მეზობელი. დაჭრილები და გარდაცვლილები ჯერ ტყვიავის ჰოსპიტალში, შემდეგ კი
გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 9 აგვისტოს ნაირა ცერცვაძე დაბრუნდა სოფ.
ერედვში. მას გადამწვარი დახვდა მთელი სოფელი, რის შემდეგაც დაბრუნდა გორის
საავადმყოფოში, იქიდან კი წავიდა თბილისში.
ვახტანგ მიქელაძე, დიდი ლიახვის ხეობის დიდი ლიახვის ხეობა, სოფ. თამარაშენი
ვახტანგ მიქელაძის განმარტებით, 2008 წლის 6 აგვისტოს სოფ.თამარაშენში დაიწყო
სროლა, ხოლო 7 აგვისტოს რუსულმა ავიაციამ დაიწყო სოფლის ინტენსიური
დაბომბვა. 2008 წლის 8 აგვისტოს ვახტანგ მიქელაძემ ოჯახთან ერთად დატოვა
სოფელი და წამოვიდა თბილისში. გზად მათ გამოიარეს სოფ.ერედვი, რომელიც
ინტენსიურად იბომბებოდა. დაბომბვებმა იმსხვერპლა მისი მეზობლის ბორცვაძე
მზიას და, რომელიც იქვე დაკრძალეს. ვახტანგ მიქელაძის განმარტებით, მას ნაცნობმა
1032
დანართი # 13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
პაატა გოგაშვილმა აცნობა, რომ მეუღლე და დედა, რომელიც გახიზნა გორში
დაბომბვების დროს გარდაიცვალნენ.
არჩილ ბორცვაძე, პატარა ლიახვის ხეობის სოფ. ერედვი
2008 წლის 8 აგვისტოს 6 სთ–ზე რუსულმა ავიაციამ დაიწყო სოფ. ერედვის დაბომბვა.
დაიბომბა მთელი სოფელი, ეკლესია, საცხოვრებელი სახლები. ამ დროს დაიჭრა
არჩილ ბორცვაძის მეგობარი ლაშა ბერუაშვილი, ხოლო მისი მეუღლე ც. ტ. დაიღუპა.
ასევე დაიღუპნენ სოფ. ერედვის სხვა მაცხოვრებლები – 3 კაცი. გზაზე ეგდო
მიცვალებული ბავშვის გვამი, თუმცა არჩილ ბორცვაძემ მისი ამოცნობა ვერ შეძლო.
სოფლის 70–80% პროცენტი განადგურდა. ჭურვი აფეთქებისას დაახლოებით 400–500
მეტრის რადიუსში ყველაფერს ანადგურებდა. 8 აგვისტოს სოფელი დატოვა არჩილ
ბორცვაძის მეუღლემ და შვილებმა 9–10 აგვისტოს სოფლიდან გაჰყავდათ
დაჭრილები. დაჭრილთა გამოყვანისას, 9 აგვისტოს არჩილ ბორცვაძემ ნახა 15
ჯარისკაცი. 12 მათგანი გარდაცვლილი, ხოლო 3 მათგანი მსუბუქად დაჭრილი. 10
აგვისტოს საღამოს, თავად არჩილ ბორცვაძემ დატოვა სოფელი.
ელენე აფხაზიშვილი, ქ.გორი სუხიშვილის #20
2008 წლის 9 აგვისტოს დილის 10 საათზე ელენე აფხაზიშვილი იმყოფებოდა
საკუთარ სახლში, ქ.გორი, სუხიშვილის #20-ში. საუზმის დროს მას მოესმა
თვითმფრინავის ხმა. რამდენიმე წამში დაიწყო დაბომბვა. რუსულმა ავიაციამ
დაბომბა სამხედრო ბაზის საწყობი, რომელიც აფეთქდა. ელენე აფხაზიშვილი გაიქცა
სახლიდან. როდესაც იგი გასცდა კორპუსს, დაბომბვა განმეორდა. ჭურვი დაეცა მისი
საცხოვრებელი კორპუსის მოპირდაპირე მხარეს მდგარ კერძო სახლს, რომელიც
ზვიად ხორგუაშვილს ეკუთვნოდა. აფეთქების ტალღამ ელენე აფხაზიშვილი წააქცია.
დაზიანდა ირგვლივ მდებარე საცხოვრებელი კორპუსები. ელენე აფხაზიშვილმა
ქალაქი 9 აგვისტოს დატოვა.
ოთარ ცოტნიაშვილი, პატარა ლიახვის ხეობის სოფ. ერედვი
სოფ. ერედვში მცხოვრები ოთარ ცოტნიაშვილის განმარტებით, 2008 წლის 9
აგვისტოს რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო ავიაციამ დაბომბა სოფ.
ერედვი. საჰაერო იერიშის შედეგად დაიწვა და განადგურდა მშვიდობიანი
მოსახლეობის სახლები. კერძოდ, ვიგენტი ცოტნიაშვილის, იმედა ბერუაშვილის, გია
ქრისტესიაშვილის, შალვა ბორცვაძის და სხვების. სოფელზე იერიში მიჰქონდათ
არტილერიითაც. ამ დროს ქართული ჯარის ნაწილები ჯერ კიდევ იმყოფებოდნენ
სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ოთარ ცოტნიაშვილის განმარტებით, 9
აგვისტოს, მაშინ, როდესაც პირველად განხორციელდა სოფ.ერედვის დაბომბვა,
ოთარ ცოტნიშვილი მგზავრობდა ავტომანქანა ნივით. მან დაინახა, როგორ დაიჭრა
მის წინ ფეხით მიმავალი ქალი. ოთარ ცოტნიაშვილი შეეცადა მას დახმარებოდა,
თუმცა დაბომბვა განმეორდა და ქალბატონი გარდაიცვალა.
ნუგზარ ყაულაშვილი, პატარა ლიახვის ხეობა, სოფ. ქემერტი
1033
დანართი # 13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
ნუგზარ ყაულაშვილის განმარტებით, 2008 წლის 6 აგვისტოს დაიწყო დიდი ლიახვის
ხეობის ინტენსიური დაბომბვა. მოსახლეობამ სარდაფებს შეაფარა თავი. 8 აგვისტოს
დაბომბვის დროს თავად ნუგზარ ყაულაშვილის სახლში ჩავარდა ჭურვი, რამაც იგი
გაანადგურა. ამ დროს ნუგზარ ყაულაშვილი ოჯახის წევრებთან ერთად მეზობლის
სარდაფში იმალებოდა. 8 აგვისტოსვე შებინდებისას მათ სოფელში შეიტყვეს, რომ
რუსული ჯარი იწყებდა შესვლას სოფლებში. ნუგზარ ყაულაშვილმა შეაგროვა 16
თანასოფლელი და ვილისით წამოვიდნენ სოფლიდან. მთელი გზა მიმდინარეობდა
ხეობის დაბომბვა, იბომბებოდა ასევე შემოვლითი გზაც. ნუგზარ ყაულაშვილის
განმარტებით, სავარაუდოდ თვითმფრინავები მანქანებით მიმავალ ხალხს ცეცხლს
უხსნიდნენ.
როდესაც მათ სოფ. ერედვში გაიარეს, ნახეს გარდაცვლილი ადამიანების უამრავი
გვამი, რომლებიც სავარაუდოდ საჰაერო იერიშების დროს დაიღუპნენ. ამ დროს სოფ.
ერედვში სამხედროები არ ჩანდნენ, თუმცა ინტენსიური საჰაერო იერიში
მიმდინარეობდა. როდესაც ისინი ჩავიდნენ ქ.გორში, იქ შექმნილი მძიმე სიტუაციის
გამო გადაწყვიტეს გზა გაეგრძელებინათ და თბილისში ჩამოსულიყვნენ.
ნუგზარ ყაულაშვილის განმარტებით, იგი კონტაქტზე იმყოფებოდა მეზობელ ილია
უთიაშვილთან. მას ავადმყოფი დედა ჰყავდა, რის გამოც ვერ დატოვა სოფელი. მან
ილია უთიაშვილისგან გაიგო, რომ სოფელში მათი უბანი გადამწვარია.
შეიარაღებული ფორმირებების წევრები ძარცვავდენ მიტოვებულ სახლებს, მოხუცებს
არ ვნებენ, თუმცა ახალგაზრდები მუდმივად იმალებოდნენ.
ხუციშვილი ნატო, ქ.გორი
2008 წლის 9 აგვისტოს ხუციშვილი ნატო იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო
დახმარების სადგურში მორიგე ექთნად. დაახლოებით 10:30 წთ–ზე რუსულმა
ავიაციამ დაიწყო გორის დაბომბვა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგური
მდებარეობდა სატანკო ნაწილის ახლოს. პირველი ჭურვი დაეცა ერთ–ერთ შენობას,
რომელიც ჩამოინგრა. ამის გამო დაიჭრა და დაიღუპა უამრავი ადამიანი. სასწრაფო
დახმარების მანქანას, რომელშიც ნატო ხუციშვილი იმყოფებოდა, გადაჰყავდა
დაჭრილები.
როდესაც მეორედ მივიდნენ ჩამონგრეულ შენიბასთან დაჭრილების გადასაყვანათ,
ჩამოვარდა მეორე ჭურვი. შენობა მთლიანად დაინგრა და ჩამოიშალა. ნანგრევებში
მოყვნენ და დაშავდნენ სასწრაფო დახმარების თანამშრომლებიც. კერძოდ, თავად
ნატო ხუციშვილი, თამუნა ქარელი, მძღოლი დემურ დათუნაშვილი, ექთანი ნატო
ხუციშვილი, ლალი ნინიკაშვილი. გარდაიცვალა მარინა გოგიაშვილი.
ჯამბულ ჯავახიშვილი, ფრონეს ხეობა, სოფ. ავნევი
ჯამბულ ჯავახიშვილი ცხოვრობდა სოფელ ავნევში. 2008 წლის 8 აგვისტოს რუსულმა
ბომბდამშენებმა დაბომბეს სოფლები ნული და ავნევი. აღნიშნული სოფლების
დაბომბვა დაიწყო ჯერ კიდევ 6 აგვისტოს, ხოლო 8 აგვისტოს უკვე საჰაერო იერიშთან
ერთად დაიწყო რუსეთის ჯარებისა და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის
1034
დანართი # 13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
რესპუბლიკის შეიარაღებული ფორმირებების შეჭრა სოფელ ავნევში. სოფელ ავნევზე
იერიში გრძელდებოდა სამ დღეს. ქართული სოფლების მისამართით სახმელეთო
იერიში ხორციელდებოდა რუსეთის სამხედრო ძალების და სამხრეთ ოსეთის
არაფორმალური სამხედრო ფორმირებების მხრიდან, რა დროსაც გამოყენებული იყო
გრადის ტიპის დანადგარები და საბრძოლო ტექნიკა.
ჯამბულ ჯავახიშვილმა ნახა, რომ ქართულ სოფლებზე აგრეთვე იერიში მიიტანეს
ჩრდილო კავკასიურმა დაჯგუფებებმა. ისინი განლაგებულნი იყვნენ სხვადასხვა
პოზიციებზე. ჯამბულ ჯავახიშვილი ინციდენტის დაწყებისას იმყოფებოდა საკუთარ
სახლში. თავდაპირველად იერიში მიტანეს ქართულ საჯარისო ნაწილებზე, ხოლო
შემდგომ მშვიდობიან მოსახლეობაზე. ქართულმა მხარემ გახსნა საპასუხო ცეცხლი.
საჰაერო იერიშის შედეგად დაინგრა და სრულიად განადგურდა ჯამბულ
ჯავახიშვილის საცხოვრებელი სახლი. 8 აგვისტოს რუსულმა ავიაციამ იერიში
მიიტანა სოფლის სამედიცინო პუნქტზე, სადაც იმყოფებოდნენ დაჭრილები. ჯამბულ
ჯავახიშვილის მიერ სოფლის დატოვების დროს სოფლის ტერიტორიაზე ბევრი
დაჭრილი ადამიანი და დაღუპულის გვამი იყო, რომელთა უმეტესობა ჯარისკაცი
იყო. ჯამბულ ჯავახიშვილმა სოფლის ტერიტორია 8 აგვისტოს დატოვა.
ნიკოლოზ ოქროპირიძე, პატარა ლიახვის ხეობა, სოფ.დისევი
ნიკოლოზ ოქროპირიძე ცხოვრობს სოფელ დისევში. 2008 წლის 8 აგვისტოს დილის
10 საათისათვის სოფელ დისევში მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში იმყოფებოდა 10
ადამიანი, რა დროსაც სოფლის ტერიტორიაზე შეფრინდა რუსული ბომბდამშენი,
რომელიც დაფრინავდა ძალიან დაბლა. იგი გაემართა სოფელ ქსუისისკენ, სადაც
ჩამოყარა ჭურვები. იქ ამ დროს განლაგებული იყო ქართული საჯარისო დანაყოფი.
დაბომბვის შედეგად განადგურდა ტყვიაწამლით დატვირთული ავტომობილები.
ქსუისის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ჟურნალისტებიც, რომლებმაც დაბომბვის
დროს თავი შეაფარეს ხეხილის ბაღებში.
ილია დოდოლიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ბროწლეთი
ილია დოდოლაშვილმა სოფელი 2008 წლის 4 აგვისტოს დატოვა, თუმცა იგი 8 ან 9
აგვისტოს დაბრუნდა სოფელში საკუთარ სახლში ტანსაცმლის წამოსაღებად. შეესწრო
დაბომბვის ფაქტს. საჰაერო იერიშის შედეგად დაზიანდა მისი საცხოვრებელი სახლი
დაინგრა საპირფარეშო და სამზარეულო. იმავდროულად ილია დოდოლაშვილმა
დაინახა როგორ მოხვდა ჭურვი მისი სახლიდან 50 მეტრის მოშორებით მდგარ
ქართულ საჯარისო ნაწილს (სავარაუდოდ ეს იყო ოცეული). იგი მიუახლოვდა
საჯარისო ნაწილს, რა დროსაც შეიტყო, რომ გარდაიცვალა ორი ჯარისკაცი.
მოგვიანებით განხორციელდა კიდევ ერთი საჰაერო იერიში, რა დროსაც ილია
დოდოლიშვილი დაიმალა წყლის ორმოში, სადაც დაახლოებით 3 საათის
განმავლობაში იმყოფებოდა. იერიშის შეწყვეტის შემდეგ იგი გამოვიდა გზაზე და
გამვლელ მანქანას თბილისისკენ გაყვა.
ვასილ ტეტუნაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ტირძნისი
1035
დანართი # 13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
2008 წლის შვიდ აგვისტოს სოფელზე საჰაერო იერიში მიიტანა რუსულმა ავიაციამ,
რის შედეგადაც დაიღუპა ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე. ვასილ ტეტუნაშვილმა ამის
შემდგომ დატოვა სოფელი თავის და ძმის ოჯახებთან და მცირეწლოვან შვილებთან
ერთად და თბილისში ჩავიდა. ორი დღე ცხოვრობდნენ ნათესავთან, ხოლო შემდეგ
ჩაასახლეს მე–60 სკოლაში. 13 აგვისტოს ვასილ ტეტუნაშვილმა ბიძაშვილთან
სატელეფონო საუბრისას შეიტყო, რომ სოფელ ტირძნისში მისი სახლი გაძარცვეს და
შემდეგ გადაწვეს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის
შეიარაღებულმა ფორმირებების წარმომადგენლებმა და კაზაკებმა.
ლიზა ტარიელაშვილი, პატარა ლიახვის ხეობის სოფ. ერედვი
2008 წლის 6–7 აგვისტოს დაიწყო ერედვის დაბომბვა, რის გამოც მან და მისმა ოჯახმა
დატოვეს სოფელი. საკუთარი მანქანით წამოვიდნენ გორის მუნიციპალიტეტის
სოფელ ტირძნისში. ამ სოფლის დაბომბვის შემდეგ, იძულებულნი გახდნენ
თბილისში წამოსულიყვნენ. შემდგომში ლიზა ტარიელაშვილი ტელეფონით
დაუკავშირდა მეუღლის ბიძას, რომელმაც შეატყობინა, რომ სოფელ ერედვში
შევიდნენ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული
ფორმირებები და კაზაკი სამხედროები და მათი კუთვნილი საცხოვრებელი სახლი
ჯერ გაძარცვეს, ხოლო შემდეგ გადაწვეს.
ნინო სილაგაძე, პატარა ლიახვის ხეობის სოფელი ერედვი
2008 წლის 7 აგვისტოს დღის საათებში სოფელ ერედვზე იერიში მიიტანეს რუსულმა
ბომბდამშენებმა.
ნახევარსაათიანი
ინტერვალებით
იბომბებოდა
სოფელი.
დაბომბვების შედეგად განადგურდა ნინო სილაგაძის კუთვნილი საცხოვრებელი
სახლი. იგი საკუთარი თვალით ხედავდა, როგორ იწვოდა მისი მეზობლების სახლები
და მთლიანად ცეცხლში იყო გახვეული სოფელი ერედვი. ერედვის მიმდებარე ტყეში
მიმოფანტულები იყვნენთვით გამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის
შეიარაღებული ფორმირებები. დაბომბვის შედეგად საკუთარ სახლში დაიღუპა ნინო
სილაგაძის მეზობელი გ. ყ. ნინო სილაგაძემ საკუთარი თვალით ნახა როგორ
გადმოჰყავდათ სასწრაფოებით ხალხი და როგორ მალავდნენ მათ სარდაფებში. როცა
იგი ტოვებდა სოფელს ხედავდა როგორ იყო მიმოფანტული ირგვლივ დამწვარი
გვამები. ნინო სილაგაძემ ოჯახთან ერთად სოფელი 11 აგვისტოს დატოვა.
ლენა რაზმაძე, გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. მარანი
ლენა რაზმაძე ცხოვრობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანში. 2008 წლის 8
აგვისტოს, დაახლოებით დღის 11 საათზე გორში შეფრინდა 3 რუსული მოიერიშე
თვითმფრინავი,
რომლებიც
ახორციელებდნენ
დაზვერვას.
მოგვიანებით
თვითმფრინავებმა წმინდაწყლის სამხედრო ბაზაზე ჩამოაგდეს რამოდენიმე ჭურვი.
იმავე დღეს, დაახლოებით 3 საათზე კიდევ ერთი იერიში განხორციელდა კომბინატის
ტერიტორიაზე. ჭურვი მოხვდა ავტობუსს რომელშიც სამხედროები იმყოფებოდნენ.
დაიბომბა საცხოვრებელი კორპუსებიც.
9 აგვისტოს დილის საათებში დაიბომბა სოფ. სკრა, ასევე ჰოსპიტალის ტერიტორია
სადაც სამხედროები იმყოფებოდნენ. რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა გორის
1036
დანართი # 13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
რკინიგზის სადგურზე, განმეორებით დაიბომბა წმინდაწყლის ბაზა. ლენა რაზმაძემ
დაინახა, რომ რუსული მოიერიშეები ახორციელებდნენ დაზვერვას საკონსერვო
ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც თავს აფარებდა მშვიდობიანი მოსახლეობა.
მარინა ფიფია, პატარა ლიახვის ხეობის სოფელი ერედვი
2008 წლის აგვისტოს დასაწყისიდან დაიძაბა მდგომარეობა ცხინვალის რაიონის
ქართულ და ოსურ სოფლებში. ცხინვალიდან და ნიქოზიდან ისმოდა ინტენსიური
სროლები. მოსახლეობას არ ჰქონდა არანაირი ოფიციალური ინფორმაცია მიმდინარე
მოვლენებთან დაკავშირებით. არაოფიციალურად იცოდნენ, რომ მიმდინარეობდა
შეტაკებები ქართულ და ოსურ პოზიციებზე. მოსახლეობა ევაკუაციის შესახებ
გაფრთხილებული არ ყოფილა. 11 აგვისტოს, მას შემდეგ რაც დაიბომბა ქალაქი გორი,
მარინა ფიფიამ ოჯახთან ერთად დატოვა სოფელი და გადავიდა სოფელ ტირძნისში,
სადაც გაჩერდნენ ერთი ღამით. იქვე შეიტყვეს, რომ ერედვში მათი სახლი დაიბომბა
და მთლიანად განადგურდა. აღნიშნული ინფორმაცია მარინა ფიფიას შეატყობინეს
იმ ადამიანებმა, ვინც მოგვიანებით დატოვეს სოფელი. მარინა ფიფია ოჯახთან
ერთად 12 აგვისტოს ჩავიდა თბილისში.
ცისანა გოგოლაძე, ქ.გორი
ცისანა გოგოლაძე ცხოვრობს ქალაქ გორში. იგი 12 აგვისტოს აპირებდა ქალაქის
დატოვებას. ცისანა გოგოლაძე იმყოფებოდა სტალინის ქ#13–ში მდებარე მის
კუთვნილ აფთიაქში, რა დროსაც გაისმა აფეთქების ხმა. ჩამოვარდა ერთი ჭურვი
სტალინის ძეგლის წინ, ხოლო - მეორე ტელეკომპანია ,,თრიალეთის“ წინ. აფეთქების
შედეგად დაიჭრნენ ჟურნალისტები, დაიღუპა რამოდენიმე მოქალაქე. მოსახლეობა,
მათ შორის ცისანა გოგოლაძე ეხმარებოდნენ დაჭრილებს. აფთიაქის შენობა რომელიც
ეკუთვნოდა ცისანა გოგოლაძეს, დაბომბვის შედეგად დაზიანდა. აგრეთვე
დაზიანდნენ აფთიაქის ზემოთ მდებარე საცხოვრებელი სახლები.
მარკოზაშვილი ლალი, სოფ. ავნევი
6 აგვისტოს ოსურმა მხარემ დაიწყო არტილერიიდან სოფ. ავნევის დაბომბვა, რაზეც
ქართულმა ჯარმა გახსნა საპასუხო ცეცხლი. დაბომბვის შესაჩერებლად ქართული
ჯარი 8 აგვისტოს გავიდა სოფლიდან. შეშინებულმა მოსახლეობამ დაიწყო სოფლის
დატოვება.
სოფლიდან
გამოსვლისას
სოფლის
უმეტესი
ნაწილი
უკვე
განადგურებული იყო. სოფლის დაბომბვის შედეგად სოფ. ავნევის მცხოვრებმა შოთა
ქიქოევმა, გივი ჯავახიშვილმა, რამან ყაზახაშვილმა და ზაქრო კაპანაძემ მიიღეს
სხეულის სხვადახვა სახის დაზიანებები. მათ ოჯახის წევრები სახლის პირობებში
მკურნალობდნენ,
ვინაიდან
სახლიდან
გამოსვლა
დიდ
რისკთან
იყო
დაკავშირებული. ლალი მარკოზაშვილმა 2008 წლის 8 აგვისტოს, შექმნილი
მდგომარეობის გამო დატოვა სოფელი.
ლამზირა ოქროპირიძე, პატარა ლიახვის ხეობა, სოფ. დისევი
ლამზირა ოქროპირიძე სოფ. დისევში ცხოვრობს. ერედვიდან ქურთაში
გადასასვლელთან 3 კვირის მანძილზე ყოველდღე ადგილი ჰქონდა აფეთქებებს,
1037
დანართი # 13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
იღუპებოდნენ პოლიციელები. თავიდან ადგილი ჰქონდა ცალმხრივ სროლას,
მოგვიანებით ქართულმა მხარემაც გახსნა საპასუხო ცეცხლი.
ლამზირა ოქროპირიძის განმარტებით, სოფ. დისევის გვერდით მდებარეობს სოფ.
ხეჩუა, რომელიც დასახლებულია ეთნიკურად ოსი მოსახლეობით. კონფლიქტამდე
ორი სოფლის მოსახლეობას ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა და არანაირ
კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. მათაც ისევე ეშინოდათ დაბომბვის, როგორც
ქართულ მოსახლეობას. რამდენიმე დღით ადრე სოფელ ხეჩუაში შევიდა ქართული
ჯარი. მათ იარაღი ამოიღეს ერთ–ერთი ოჯახიდან. მოსახლეობასთან არანაირ
ინციდენტს არ ჰქონია ადგილი და ისინიც ყოველგვარი შიშის გარეშე ხვდებოდნენ
მათ.
სესილი თვალიაშვილი, გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. შინდისი
სესილი თვალიაშვილი ცხოვრობს სოფ. შინდისში მეუღლესთან, ჯემალ
თვალიაშვილთან და 14 და 15 წლის შვილებთან ერთად. 2008 წლის 7 აგვისტოს
დაიწყო სოფლის დაბომბვა. 2008 წლის 9 აგვისტოს რუსულმა ავიაციამ დაიწყო
სოფლის მასიური დაბომბვა. სოფლის საავადმყოფო გაივსო დაჭრილებით. ჭურვმა
გაანადგურა სოფ. შინდისის მცხოვრები, ციური სამნიაშვილის სახლი. სესილი
თვალიაშვილმა შექმნილი რთული ვითარების გამო, 2008 წლის 9 აგვისტოს, 14 წლის
ვაჟიშვილთან ერთად მეზობლის მანქანით დატოვა სოფელი და ჩამოვიდა
თბილისში. მეუღლისა და 15 წლის ქალიშვილის ადგილსამყოფელი ახსნაგანმარტების ჩამორთმევის დროს მან არ იცოდა.
ალექსანდრე ჭავჭავაძე, ფრონეს ხეობა, სოფ. ნული
5 აგვისტოს დაიწყო სროლა ფრონეს ხეობა, სოფ. ნულის მიმართულებით. 2-3 დღე
ოსური მხარის მიერ მძიმე არტილერიიდან ინტენსიური ცეცხლი იყო გახსნილი. 8
აგვისტოს ქართულმა არტილერიამ ჩამოაგდო ერთ-ერთი რუსული თვითმფრინავი.
სროლის შედეგად დაინგრა სოფ.ნულის მცხოვრების, სიმონ ჟამერაშვილის სახლი.
გაქცევის დროს ხელში დაიჭრა სიმონ ჟამერაშვილის შვილი, გიორგი ჟამერაშვილი
და ძმა, ნოდარ ჟამერაშვილი. დაზიანდა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლიც.
2008 წლის 8 აგვისტოს, სოფელში შექმნილი რთული მდგომარეობის გამო,
რესპოდენტმა დატოვა სოფელი და ჩავიდა ქ.გორში. ამ დროს რუსული ავიაცია
ბომბავდა გორსაც. ალექსანდრე ჭავჭავაძემ ნახა, დაბომბვის შედეგად როგორ
დაინგრა #7 საჯარო სკოლის უკან მდებარე ორსართულიანი სახლი. მშვიდობიან
მოსახლეობას შორის იყო მსხვერპლიც. რესპოდენტი ორი ღამე იმალებოდა
სარდაფში. 10 აგვისტოს ნათესავმა მიაკითხა და ჩამოიყვანა თბილისში.
ნანი სომხიევა, პატარა ლიახვის ხეობა, სოფ. ბელოთი
2008 წლის 7 აგვისტოს დაიძაბა მდგომარეობა და გაისმა სროლა. 8 აგვისტოს
რუსულმა ავიაციამ დაიწყო სოფ. ბელოთის და მისი მიმდებარე სოფლების დაბომბვა.
კერძოდ, დაიბომბა ერედვი, ვანათი, საცხენეთი. 8 აგვისტოს დილით სოფ. ბელოთის
მაცხოვრებლებმა შეიფარეს სოფ. დმენისიდან გაქცეული ეთნიკურად ოსი
1038
დანართი # 13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
მოსახლეობა, რომლებმაც გააფრთხილეს, რომ საღამოსთვის მოსალოდნელი იყო
ბელოთის დაბომბვა. დაბომბვა მართლაც 8 აგვისტოს საღამოს დაიწყო. შექმნილი
მდგომარეობის გამო ნანი სომხიევამ მცირეწლოვან შვილებთან ერთად 9 აგვისტოს
დატოვა სოფელი. მათ ახალგორამდე 2 დღე ფეხით ტყე-ტყე იარეს. საიდანაც უკვე
თბილისში ჩამოვიდნენ. მათთან ერთად მიდიოდა პოლიციის თანამშრომელი
ჩიბჩიური ზურა. იგი დაჭრილი იყო ერთ-ერთი შეტაკებისას. მას თბილისში
ჩამოსვლისთანავე სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. სოფ. ბელოთი არ დატოვეს ნანი
სომხიევას მამამთილმა ღვთისო ტერაშვილმა და დედამთილმა ზინა ტერაშვილმა.
კონფიდენციალური პატარა ლიახვის ხეობა, სოფ. არგვიცი
ზ. მ–ის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 11 აგვისტოს იმყოფებოდა პატარა
ლიახვის ხეობა, სოფ. არგვიცში. ამავე დღეს რუსულმა ავიაციამ დაბომბა სოფელი.
დაბომბვისას რესპონდენტი იყო მინდორში. მან დაინახა როგორ დაინგრა მისი
მეზობლების კობა მაღალაძის, თამაზ რომელაშვილისა და ნუგზარ მარიამიძის
სახლები. ქართული ჯარი ამ დროს სოფელში არ იმყოფებოდა. შექმნილი
მდგომარეობის გამო, მან 11 აგვისტოს დატოვა სოფელი.
კონფიდენციალური, დიდი ლიახვის ხეობის სოფელი აჩაბეთი
დ.კ–ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თნახმად, 2008 წლის 8 აგვისტოს დილით,
რუსულმა ავიაციამ დაიწყო სოფლების: აჩაბეთი, ქურთა და თამარაშენის დაბომბვა.
დაახლოებით დილის 11:30 წთ-ზე რესპოდენტი ბებიასთან და პაპასთან ერთად
იმალებოდა სარდაფში. მათ საცხოვრებელ სახლს, სოფელ აჩაბეთში მოხვდა ჭურვი,
რომელმაც სახლის მეორე სართული მთლიანად გაანადგურა. აფეთქებიდან
დაახლოებით ათ წუთში, რესპონდენტი ბებიასთან და პაპასთან ერთად ამოვიდა
სარდაფიდან. სოფელში იყო პანიკა და მაცხოვრებლები მასობრივად ტოვებდნენ
აჩაბეთს.
სოფლის სკოლასთან ახლოს, ტყესთან იდგა სატვირთო მანქანები, რომლებსაც
მოსახლეობა მიჰყავდათ სოფ.ერედვში. რესპოდენტი ერთ-ერთ სატვირთო მანქანას
გაჰყვა სოფ. ერედვში, საიდანაც წავიდა სოფ. ქიწნისში ნათესავთან. აქ იგი ერთი დღე
იმყოფებოდა. რუსულმა ავიაციამ დაბომბა სოფელი და ერთ-ერთმა ჭურვმა მისი
ნათესავის სახლი გაანადგურა. 9 აგვისტოს რესპოდენტი და მისი ნათესავები
თბილისში წამოვიდნენ. ამ დროს სოფლების მახლობლად განლაგებული იყო
ქართული ჯარი, თუმცა მას საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნია.
კონფიდენციალური, გორის მუნიციპალიტეტი, სოფ.კეხვი
ც. ო–ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2008 წლის 6 აგისტოს
დაახლოებით 8-9 სთ–ზე ჯავის მხრიდან დაიწყო სროლა დიდი ლიახვის ხეობა, სოფ.
კეხვის მიმართულებით. დაახლოებით ერთ საათში სოფელი დაბომბა რუსულმა
ავიაციამ. აღნიშნულის შედეგად დაზიანდა სოფლის მცხოვრების, ციცო
ოთინაშვილის საცხოვრებელი სახლი. მთელი დღის და ღამის განმავლობაში სოფელი
ინტენსიურად იბომბებოდა. 7 აგვისტოს დილით, დაახლოებით 2 საათით დაბომბვა
შეწყდა. ამ დროს სოფლის დაახლოებით 70 მაცხოვრებელი ჩავიდა სპეციალურად
1039
დანართი # 13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
აშენებულ სარდაფში, რის შემდეგაც, დაახლოებით 30 წთ–ში დაბომბვა განახლდა და
არ შეწყვეტილა 8 აგვისტოს დილამდე.
8 აგვისტოს დაბომბვა შეწყდა დაახლოებით 2-3 სთ–ით და სროლა და საჰაერო
იერიში ისევ განახლდა. 9 აგვისტოს, როდესაც დროებით შეჩერებული იყო იერიში,
რესპოდენტი ამოვიდა სარდაფიდან და წავიდა სახლში, მაგრამ განახლებული
სროლის გამო ვერ შესძლო სახლამდე მიღწევა და იძულებული გახდა,
დაბრუნებულიყო სარდაფში. გზად მან ნახა თანასოფლელების ვასო კახნიაშვილის,
გრიშა კახნიაშვილის და კატო კახნიაშვილის გვამები. მთელი ამ ხნის მანძილზე
ადგილი ჰქონდა როგორც საჰაერო იერიშებს, ასევე სოფელი იბომბებოდა
არტილერიის მიერ. სარდაფში ამავე დღეს მივიდა სოფ. კეხვის მცხოვრები,
ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც მოსახლეობას აცნობა, რომ სოფლებში რუსული ჯარი
შედიოდა, რომელიც გზად ყველაფერს ანადგურებდა. წვავდა და ძარცვავდა სახლებს.
მან ხალხს გაქცევა ურჩია. სოფლის მოსახლეობა შეშინდა და გაიქცა მდინარე
ლიახვის ხეობისაკენ. დაახლოებით 5 კმ-ის გავლის შემდეგ, ავიდნენ წვერიახოს
საგუშაგოსთან, სადაც მათ დახვდნენ კაზაკები, ჩეჩნები და რუსი შეიარაღებული
პირები. ისინი ხალხს ძარცვავდნენ. ართმევდნენ ავტომობილებს. რესპოდენტს და
მის თანმხლებ პირებს სოფ. ტირძნისში დახვდათ ავტობუსი, რომელმაც ისინი
თბილისში ჩამოიყვანა.
კონფიდენციალური პატარა ლიახვის ხეობა, სოფ. ერედვი
ლ.ტ–ს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად. 8 აგვისტოს პატარა ლიახვის ხეობა,
სოფ. ერედვში, საღამოს, დაახლოებით 18:00 სთ ზე მოსახლეობა შეიკრიბა სოფლის,
ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიასთან. ამ დროს სოფელში შეფრინდა რუსული
თვითმფრინავი და ჩამოაგდო ჭურვი. აფეთქების შედეგად, ფეხის არეში დაიჭრა
რესპოდენტის ვაჟი და 7 ახალგაზრდა ბიჭი. დაიღუპა 2 ქალბატონი ნ. ქ. და მ. ბ.
თვითმფრინავმა სოფელს დაარტყა წრე და კიდევ ერთი ჭურვი ჩააგდო სოფლის სხვა
უბანში. აღნიშნულის შედეგად დაიღუპნენ ც. ტ. და ს. ო. რესპოდენტის შვილი
ჩაიყვანეს გორის მუნიციპალიტეტის დოფ. ტყვიავის საავადმყოფოში, სადაც
აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება. ტყვიავიდან რესპონდენტი და მისი
ვაჟი პირდაპირ გორში წავიდნენ. რესპონდენტი დარჩა ქ.გორში. 10 აგვისტოს
რუსულმა ავიაციამ დაბომბა ქალაქი. ამ დროს იგი ნათესავთან ერთად სარდაფში
იმალებოდა. 10 აგვისტოს შუადღის საათებში რესპოდენტი წამოვიდა თბილისში.
კონფიდენციალური, პატარა ლიახვის ხეობა, სოფ.ძარწემი.
ლ.მ–ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2008 წლის 8 აგვისტოს რუსულმა
ავიაციამ დაიწყო პატარა ლიახვის ხეობა სოფ.ძარწემის დაბომბვა. სოფელი
იბომბებოდა როგორც თვითმფრინავიდან, ისე არტილერიიდან. შეშინებული
მოსახლეობა იმალებოდა სარდაფებში. დაიბომბა სკოლა, ომარ მაისურაძის და სხვათა
სახლები. ამავე დღეს მას დაუკავშირდა ნათესავი, რომელმაც სთხოვა, სასწრაფოდ
დაეტოვებინა სოფელი.
1040
დანართი # 13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
8 აგვისტოს რამდენიმე მცხოვრებმა ტრაქტორით დატოვა სოფელი. მათ წინ მიდიოდა
რესპოდენტის მეზობლის მანქანა. ხეითის ასასვლელში მსუბუქი მანქანის წინ
აფეთქდა ჭურვი, რამაც მანქანის საბურავები დახეთქა. მიუხედავად ამისა, მათ
სიარული არ შეუწყვეტიათ. მეორე ჭურვი ოდნავ აცდა ტრაქტორს. გზაში
რესპოდენტმა და მისმა თანმხლებმა პირებმა ნახეს, როგორ დაეცა ჭურვი ავტომანქანა
ნივას. მანქანაში იჯდა 4-5 ადამიანი. 2 მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. ერთ–ერთი
იყო სოფ. კეხვის მცხოვრებ. რესპოდენტი დილის 1-ელი საათისათვის ჩავიდა
ქ.გორში, სადაც ჩააკითხა ნათესავმა და თბილისში წამოიყვანა.
კონფიდენციალური, დიდი ლიახვის ხეობა, სოფ. კეხვი
შ. ნ–ს მოერ მოწოდებული ინფორმაციით, 2008 წლის 8 აგვისტოს დიდი ლიახვის
ხეობის სოფ. კეხვში შექმნილი მძიმე ვითარების გამო, მოსახლეობის უმეტესობამ
დატოვა სოფელი. რესპოდენტი იჯდა სამარშუტო ტაქსში, ხოლო უკან მიჰყვებოდათ
მსუბუქი მანქანები. ერთ-ერთი ავტომანქანა იყო ნივა, რომელშიც იჯდა 7 კაცი. ერთი
მამაკაცი, მძღოლი და დანარჩენი 6 ქალი. ავტომანქანას უეცრად დაეცა ჭურვი.
მოსახლეობამ 2 დაჭრილი გადმოიყვანა მანქანიდან და სასწრაფოდ წაიყვანა
საავადმყოფოში, ორი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. დანარჩენი სამი მგზავრი
იყო მსუბუქად დაჭრილი და მათ დანარჩენებთან ერთად განაგრძეს გზა. ქართველი
ჯარისკაცები ამ დროს იმყოფებოდნენ მახლობლად.
სპირიდონ ქრისტესიაშვილი, პატარა ლიახვის ხეობის სოფ. ერედვი
სპირიდონ ქრისტესაშვილი არის პენსიონერი. იგი ცხოვრობს პატარა ლიახვის ხეობის
სოფ. ერედვში. მას ზუსტად არ ახსოვს სოფლის დატოვების თარიღი. 8 აგვისტოს
დილით, იგი და მისი სოფლის სხვა მაცხოვრებლები შეკრებილები იყვნენ სოფ.
ერედვის ე.წ. ბირჟაზე. დაახლოებით 1000 სთ-ზე მან დაინახა სოფლის თავზე
მოტრიალე ორი თვითმფრინავი. აღნიშნულმა თვითმფრინავებმა, რომლებიც
ეკუთვნოდა რუსულ სამხედრო ძალებს, იერიში მიიტანა სოფ. ერედვზე და
მშვიდობიან მოსახლეობაზე. ბომბები ჩავარდა ე.წ. ბირჟისგან 500 მეტრის
დაშორებით, რის შედეგადაც დაინგრა საცხოვრებელი სახლები და დაიღუპნენ
სოფლის მაცხოვრებლები - ს. ო, ც. ტ. და სხვები. დაბომბვა გრძელდებოდა რამდენიმე
წუთი, რის შემდეგაც თვითმფრინავებმა დატოვეს ტერიტორია.
მათ ცოტა ხნის შემდეგ კვლავ მიიტანეს იერიში სოფლის მშვიდობიან მოსახლეობაზე.
სოფლის დაბომბვის დროს ერედვში განლაგებული იყო ქართული ჯარი, რომელმაც
რუსულ საჰაერო ძალებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. დაბომბვის დროს, სპირიდონ
ქრისტესაშვილი დაეცა მიწაზე, თუმცა ჯანმრთელობის დაზიანება მას არ მიუღია. მან
და მისმა მეუღლემ იმ დღესვე დატოვეს სოფ. ერედვი. მესამე დღეს კი უკან
დაბრუნდა, რათა ოჯახის წევრების საბუთები წამოეღო, თუმცა ამ დროისათვის
სოფელი უკვე დაცლილი იყო.
ეკა ელიკაშვილი, გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. კარბი
ეკა ელიკაშვილი ცხოვრობდა სოფ. კარბში ოჯახთან ერთად. იგი არის დიასახლისი.
2008 წლის 9 აგვისტოს დილის შვიდი საათისათვის სოფელი დაიბომბა რუსული
1041
დანართი # 13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
ავიაციის მიერ. დაინგრა 3-4 სახლი, დაიღუპა დ. უ., დაიჭრა ვლადიმერ
უნაფქოშვილი. დაიხოცა 8-10 სული საქონელი. ამავე დღის დაახლოებით პირველ
საათზე განმეორდა დაბომბვა რუსული ავიაციის მიერ. ამ დროისათვის მთლიანად
განადგურდა ირაკლი თევდორაშვილის სახლი, დაიღუპა როგორც აღნიშნული
პიროვნება, ასევე დაიღუპნენ ც. ბ., ნ თ., ა. თ., ა. ბ., ვ. შ. ამასთანავე დაიჭრა მედიკო
ანიაშვილი, რუსუდან რჩეულიშვილი, თემო თევდორაშვილი და სხვები. აღნიშნული
შემთხვევის გამო დაინგრა და განადგურდა არაერთი მშვიდობიანი მცხოვრებლების
სახლები. ეკა ელიკაშვილმა 9 აგვისტოს დატოვა საცხოვრებელი სახლი და ფეხით
ჩავიდა გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ტყვიავში, შემხვედრი მანქანით ჩავიდა ქ.
გორში ნათესავებთან, შემდგომ კი თბილისში. დაბომბვის დროს სოფ. კარბში
იმყოფებოდა ქართული ჯარი.
პაატა მჭედლიძე, გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზემო ხვითი
პაატა მჭედლიძე არის პენსიონერი. 2008 წლის 10 ან 11 აგვისტოს სოფელ ზემო
ხვითში შევიდა რუსეთის ჯარი ტანკებით, ვეტრმფრენებით და BMP-ებით. ისინი
შესვლისთანავე აფრთხილებდნენ მოსახლეობას დაეტოვებინათ საცხოვრებელი
ადგილები, რადგან შემდგომ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის
შეიარაღებული ფორმირებები უნდა შესულიყვნენ. როცა საქართველოს ჯარი
ტოვებდა ტერიტორიას, განხორციელდა დაბომბვა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 12
ადამიანი. აქედან მხოლოდ ერთი იყო სამხედრო პირი, ხოლო დანარჩენები იყვნენ
სოფ. ზემო ხვითის მაცხოვრებლები. პაატა მჭედლიძემ გარდაცვლილები დამარხა.
მათ შორის იყო ორი ხანშიშესული ქალი. 14 აგვისტოს პაატა მჭედლიძემ სოფელი
დატოვა. იგი ფეხით მიდიოდა. „მეურნეობის“ გადასახვევთან ნახა ავტომანქანა „07“,
„BOY-047” ან „BOY-045“ სანომრე ნიშნით. ავტომანქანა გადასული იყო გზის სავალი
ნაწილიდან, მასში ჩაცხრილული იყო სამი ადამიანი ავტომატით. გზაზე რუსული
ჯარი ახორციელებდა პატრულირებას.
მაია ანიაშვილი, ქ. გორი
მაია ანიაშვილი ცხოვრობს ქ.გორში, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად. 2008
წლის 9 აგვისტოს იგი იმყოფებოდა ქ.გორში, ხახუტაშვილის ქ.№4-ში, როდესაც მის
საცხოვრებელ კორპუსს დაეცა რუსული სამხედრო თვითმფრინავის მიერ ნასროლი
ჭურვი. შედეგად განადგურდა საცხოვრებელი კორპუსი. ბინაში იმყოფებოდნენ მაია
ანიაშვილის მეზობლები. აღნიშნული პირები კორპუსის აფეთქების შედეგად
დაიღუპნენ. ამ დროისათვის ქალაქში იმყოფებოდნენ რეზერვისტები და ქართული
ჯარი. აფეთქებების შედეგად დაინგრა არა ერთი საცხოვრებელი კორპუსი. მას
შემდგომ, რაც მაია ანიშვილის ქონება განადგურდა, იგი თავის ოჯახთან ერთად
წავიდა თბილისში.
თამარ რაზმაძე, ქ.გორი
თამარ რაზმაძე ცხოვრობს ქ.გორში. 2008 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 11–12
საათზე მან დაინახა, რომ ქალაქში ცხინვალის მხრიდან შეფრინდა რუსული
ბომბდამშენი. იგი ჯერ გორის გარშემო დაფრინავდა, დაზვერვას ახორციელებდა,
შემდეგ ჩამოაგდო 3 ჭურვი. პირველი დაბომბვის დროს მსხვერპლი არ ყოფილა.
1042
დანართი # 13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
რამოდენიმე საათის შემდეგ დაიბომბა წმინდაწყლის სამხედრო ბაზა. 9 აგვისტოს 11
საათზე 4 ჭურვი ჩამოვარდა ვერხვების ტერიტორიაზე, სადაც მდებარეობს სატანკო
ნაწილი. დაიბომბა იქვე მდებარე დაახლოებით 7 საცხოვრებელი კორპუსი. ერთ–
ერთი კორპუსის ქვედა სართულზე განთავსებული იყო სასწრაფო სამედიცინო
დახმარების სადგური. 2 საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად დაიწვა, დანარჩენები
დაზიანდა.
ასევე ერთი ჭურვი დაეცა კერძო სახლს სუხიშვილის ქუჩაზე, სადაც ცხოვრობდნენ
ხორგუაშვილები. მათ ეზოში ჰქონდათ მცირე ზომის ბენზინგასამართი სადგური,
თუმცა იგი არ აფეთქებულა, რადგან დაცლილი იყო. კორპუსების განადგურების
შედეგად, დაიღუპნენ მ. ვ., და მათ დარჩათ 13–14 წლის შვილი, რომელიც ასევე
დაიჭრა. ასევე დაიღუპა სასწრაფო დახმარების ბრიგადის ერთი ექიმი და ამავე
კორპუსში მცხოვრები ვ.მ. სატანკო ნაწილში დაიღუპა გ. მ. რომელსაც დარჩა
მცირეწლოვანი ბავშვი, დაიჭრა სოსო ბზიშვილი.
თამარ რაზმაძე ხედავდა, რომ როდესაც ბომბდამშენები შეფრინდნენ გორის
ტერიტორიაზე, ისინი ეშვებოდნენ ძალიან დაბლა და ერთდროულად ისროდნენ
რამოდენიმე ჭურვს. დაბომბვა დაიწყო მოულოდნელად და თამარ რაზმაძემ ისიც ვერ
მოასწრო, რომ მეორე სართულიდან ჩასულიყო დაბლა პირველ სართულზე. სატანკო
ნაწილის დაბომბვის შემდეგ 2–3 საათის განმავლობაში ისმოდა აფეთქებების ხმა.
თამარ რაზმაძე ხედავდა როგორ იწვოდა იარაღის საწყობი.
სოსო მარიამიძე ცხინვალი, ოსტაევის #39 , პატარა ლიახვის ხეობა, სოფ. დისევი
სოსო მარიამიძე ცხოვრობს ცხინვალში სოფელ დისევში. რუსულმა ავიაციამ 9
აგვისტოს 11 საათზე და გრძელდებოდა ნახევარი საათი. დაბომბვა განხორციელდა
2–ჯერ. 12 აგვისტოს სოფელ დისევში შევიდნენ ბეტეერის ტიპის ჯავშანმანქანები
რომლებსაც თან შეჰყვა სამხედრო ფორმებში გამოწყობილი ნიღბიანი და უნიღბო
შეიარაღებული პირები. სოსო მარიამიძე იმყოფებოდა სოფელთან ახლოს მდებარე
ტყესთან 20 თანასოფლელთან ერთად და ხედავდა როგორ გადაადგილდებოდნენ
შეიარაღებული პირები და მათ კვალდაკვალ სახლებს უჩნდებოდა ცეცხლი.
ნინა ელბაქიძე, დიდი ლიახვის ხეობა, სოფ ქურთა
2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთის ავიაციამ სოფ. ქურთის საჰაერო იერიში დაიწყო.
საღამოს 6 საათისათვის სოფელში შევიდა რუსეთის ტანკები, ბეტეერები და ქვეითი
ჯარისკაცები. მათ მთლიანად დაიკავეს სოფელი. თითოეულ უბანში განლაგდა 20–30
ჯარისკაცი. რუსეთის არმიის შესვლის შემდეგ, შეშინებული მოსახლეობა იმალებოდა
სარდაფებში, მათ შორის თავად ნინა ელბაქიძე მეუღლესთან ერთად. მათ არ
ჰქონდათ საჭმელი და სასმელი წყალი. მთელი სამი დღის განმავლობაში მოსახლეობა
ელოდა ,,წითელი ჯვრის“ შესვლას სოფელში.
11 აგვისტოს ნინა ელბაქიძე და მისი მეუღლე იძულებულები გახდნენ
გამოსულიყვნენ სარდაფიდან და წასულიყვნენ მალულად გორის მიმართულებით.
გზად ნახეს გარდაცვლილი მეზობელი ო. ყ. ცენტრალურ გზაზე გამოსვლისთანავე
1043
დანართი # 13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
შეხვდნენ 20–30 ჯარისკაცს. მათ შორის იყვნენ თვითგამოცხადებული სამხრეთ
ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ფორმირებები, კაზაკები და ჩეჩნები, 3 მათგანი
სავარაუდოდ იყო უზბეკი. მათ ნინა ელბაქიძეს უთხრეს გადასულიყო მათ მხარეს,
ვინაიდან აღარ არსებობდა საქართველო, განადგურებული იყო გორი და თბილისი.
ნინა ელბაქიძის განმარტებით, მან თავისი თვალით ნახა, როგორ ათავსებდნენ რუსი
ჯარისკაცები თითოეულ სახლთან ბურთის ფორმის მოწყობილობას, რომელსაც
შორიდან ესროდნენ. აღნიშნული მოწყობილობა ფეთქდებოდა და ანადგურებდა
მთლიანად სახლს.
ნინა ელბაქიძე აცხადებს, რომ ჯარისკაცებმა მას შესთავაზეს გადასულიყო მათ
მხარეს ან უკანმოუხედავად წასულიყო სოფლიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში
დახვრეტდნენ. ნინა ელბაქიძემ, მისმა მეუღლემ და მათმა ინვალიდმა მეზობელმა
მათიკო ელბაქიძემ ცენტრალური გზისკენ განაგრძეს გზა. მათიკო ელბაქიძის
შვილიშვილი ლევან ელბაქიძე და ვეფხია ლაფაჩი თვითგამოცხადებული სამხრეთ
ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლებმა, კაზაკებმა
და ჩეჩნებმა მათ თვალწინ ჩაყარეს მანქანის საბარგულში. წამოსვლამდე ნინა
ელბაქიძეს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული
ფორმირებების წარმომადგენლებმა და კაზაკებმა იარაღის მუქარით წაართვეს
საფულე და უთხრეს, ,,სააკაშვილი მოგცემს ფულს, მას ბევრი ფული აქვს“.
მათ გზა ხეხილის ბაღებზე განაგრძეს გზა. სანამ ცენტრალურ გზაზე გავიდოდნენ
ბაღში იპოვნეს მოკლული მეზობელი, 78-80 წლის ბ.ყ. იგი დაახლოებით სამი დღის
გარდაცვლილი იქნებოდა. პირველად შევიდნენ ,,ზუბაანთ სოფელში” ნინა
ელბაქიძემ ერთ ადგილას დატოვა თანამგზავრები და თვითონ სიტუაციის
შესამოწმებლად წავიდა. ერთ-ერთ სახლში რუს სამხედროებს ეწყოთ ყუთებით
იარაღი, სამხედრო ფორმები, გილზები. სახლი და მისი ეზო სამხედროებით იყო
სავსე. მომდევნო იყო სოფ. ერედვი, სადაც ნახეს როგორ ჭამდნენ ღორები
მიცვალებულებს. ერედვიდან გადავიდნენ სოფ.დიცში. სოფელში სახლები იყო
განადგურებული, დამწვარი, დანგრეული და გაძარცული.
ნინა ელბაქიძემ და მისმა თანამგზავრებმა სოფელი დიცის ერთ-ერთ მცხოვრებთან
გაათიეს ღამე. რომელმაც მათ უთხრა რომ მუდმივად ბაღებში იმალებოდა. დიციდან
მივიდნენ გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ტირძნისში, სადაც ნახეს რამდენიმე
მიცვალებული. ერთ-ერთი მათგანი იქნებოდა 40 წლის. მასზე გადავლილი იყო ტანკი
ან მძიმე ტექნიკა. ტირძნისიდან შევიდნენ გორის მუნიციპალიტეტის სოფ.ტყვიავში.
იქაურმა მცხოვრებმა გააფრთხილა მგზავრები სწრაფად გადაევლოთ ხიდი, ვინაიდან
მისი აფეთქება იყო მოსალოდნელი. ლილი ქარელთან დატოვეს 94 წლის მათიკო,
ვინაიდან მას გადაადგილება ძალიან უჭირდა.
ტყვიავის ბოლოს ნინა ელბაქიძეს და მის მეუღლეს შეხვდათ ვინმე მელითაური,
რომელსაც ორი მიცვალებული ჰყავდა სახლში და ასაკის გამო ვერ მარხავდა. სთხოვა
დახმარება, თუმცა ნინა ელბაქიძემ აუხსნა, რომ მათაც არ შეეძლოთ ასეთი
დახმარების გაწევა. ხიდთან მათ შეხვდათ რუსი ჯარისკაცი, რომელმაც ჰკითხათ სად
1044
დანართი # 13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
მიდიოდნენ. ნინა ელბაქიძემ აუხსნა მას, რომ მიდიოდნენ გორში და სთხოვა საკვები.
ჯარისკაცმა უპასუხა, რომ დღეში მხოლოდ დილით და საღამოს აჭმევდნენ. მისცა
ორცხობილები და დაპირდა, რომ გზაში დააწევდათ საჭმელს. რამდენიმე ხნის
შემდეგ მათ დაეწიათ სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც გაჩერდა. მანქანით
იყვნენ რუსი ჯარისკაცები. მათ აუხსნეს ნინა ელბაქიძეს, რომ დაპირებული საჭმელი
მიუტანეს. მისცეს საკვები. თითოეულ პაკეტს წარწერა ჰქნდა ინგლისურ ენაზე, რის
გამოც ნინა ელბაქიძეს ეჭვი გაუჩნდა, რომ პროდუქტი იყო საქართველოში
მოპარული. მას მისცეს წამალიც და დაემშვიდობნენ.
გზად შეხვდათ ვინმე თინა მანჯგალაძე პატარა შვილიშვილთან ერთად. მან მოუყვა
ნინა ელბაქიძეს, რომ 15 წლის შვილიშვილი მოსტაცეს და მას ეძებდა. მიუხედავად
არაერთი თხოვნისა თინა მანჯგალაძე მათთან ერთად არ წავიდა რადგან იმედი
ჰქონდა, რომ შვილიშვილს დაუბრუნებდნენ. მივიდნენ სოფელ მარანში. სოფელი იყო
მთლიანად განადგურებული დასხდნენ ბაღში და ფიქრობდნენ სად გაეთენებინათ
ღამე. ნინა ელბაქიძე წავიდა გარემოს დასათვალიერებლად. მან დაინახა ჯიხური,
რომელსაც კლიტე ედო. შეიხედა ფანჯარაში და დაინახა იარაღი, ასაფეთქებელი
მოწყობილობები. მიხვდა, რომ იქ დიდხანს გაჩერება არ შეიძლებოდა და დატოვეს
სოფელი. გავიდნენ ცენტრალურ გზაზე, სადაც ყვითელი ავტობუსი დაინახეს.
ავტობუსი აღნოჩნდა ქართული მხარის. მაში იჯდა ერთი მამაო, ჟურნალისტები.
სულ დაახლოებით 9 კაცი. მათ შესვლა უნდოდათ სამაჩაბლოში, თუმცა არ შეუშვეს,
რის გამოც უკან, თბილისში გამობრუნდნენ. ავტობუსში ჰყავდათ ერთი ავადმყოფი,
რომელიც გორის საავადმყოფოში დატოვეს, ხოლო ნინა ელბაქიძე მეუღლესთან
ერთად ჩამოიყვანეს თბილისში.
ნინო ბერუაშვილი, პატარა ლიახვის ხეობის სოფ.ერედვი
2008 წლის 8 აგვისტოს რუსულმა ავიაციამ დაიწყო სოფ. ერედვის დაბომბვა. ამავე
დღეს, დაახლოებით დღის 5-6 საათისათვის ნინო ბერიაშვილმა დატოვა სოფელი
ერედვი. მისი წასვლიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ რუსეთის ავიაციის მიერ
განხორციელებული დაბომბვის შედეგად დაიჭრა მისი შვილი - ლაშა ამირანის ძე
ბერუაშვილი. (დაბადებული 1982 წლის 14 ნოემბერს). დაბომბვის შედეგად
დაზიანდა მისი სახლის სახურავიც.
ოქრუაშვილი ზაზა გორის მუნიციპალიტეტი სოფ. ტყვიავი
ოქრუაშვილი ზაზა ცხოვრობდა გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ტყვიავში
მშობლებთან, მეუღლეთან და 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად. 9 აგვისტოს
რუსულმა ავიაციამ დაბომბა სოფ.ერედვი, რის გამოც იგი იძულებული გახდა
ოჯახთან ერთად დაეტოვებინა სოფელი, ხოლო მშობლები დარჩნენ სოფელში.
ოქრუაშვილ ზაზას მუდმივი სატელეფონო კავშირი ჰქონდა მშობლებთან. მათ მიერ
მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, რუსულმა ავიაციამ 10 აგვისტოს დაიწყო
სოფლის დაბომბვა. სოფელში განადგურდა სახლების უმეტესობა, დაინგრა ყოფილი
გამგებლის მიხეილ ქარელის და ირაკლი ოქრუაშვილის სახლები. დაიჭრა ზაზა
ოქრუაშვილის დედა როზა ოქრუაშვილი. მას ჭურვის ანასხლეტი მოხვდა მუცლის
არეში. იგი ქ.გორის საავადმყოფოში მკურნალობდა.
1045
დანართი # 13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
გიული გაბოძე, პატარა ლიახვის ხეობის სოფ.ერედვი
2008 წლის 10 აგვისტოს დილით პატარა ლიახვის ხეობის სოფელი ერედვის თავზე
გამოჩნდა 4 რუსული თვითმფრინავი. საღამოს 18:30 სთ–ზე ორმა რუსულმა
თვითმფრინავმა დაიწყო სოფ. ერედვის დაბომბა. ჭურვი ჩავარდა გიული გაბოძეს
სახლის მახლობლად, რის გამოც იგი სერიოზულად დაზიანდა, ხოლო მისი
მეზობლების, ვიგენთი ცოტნიაშვილის, გაგა ბორცვაძის, და ჯემალ ცოტნიაშვილის
სახლები. დაახლოებით 10 წუთში დაბომბვა განმეორდა, რა დროსაც დაიღუპა
დაახლოებით 45 წლის მეზობელი ნ. ქ. ამავე დღეს, საღამოს 8 საათისათვის შექმნილი
მდგომარეობის გამო გაბოძე გიულის ოჯახი იძულებული გახდა სახლი
დაეტოვებინა.
რამან ზოზიაშვილი, დიდი ლიახვის ხეობის სოფ.აჩაბეთი
6 აგვისტოს დაიწყო ინტენსიური დაბომბვა. თავიდან მოსახლეობას ეგონა, რომ
ქართული თვითმფრინავები ბომბავდნენ რუსულ ნაწილებს, თუმცა მოგვიანებით
რუსულმა ავიაციამ დაიწყო უშუალოდ ქართული სოფლების დაბომბვა. 8 აგვისტოს
დაბომბვისას რამან ზოზიაშვილის ეზოში ჩავარდა ჭურვი, რამაც გაანადგურა მათი
საცხოვრებელი სახლი. ოჯახი იძულებული გახდა მეზობელთან შეეფარებინა თავი. 9
აგვისტოს, ღამით რამან ზოზიაშვილმა მეუღლე ფეხით გამოუშვა თბილისისკენ.
იმავე ღამეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხეობა იცლებოდა და ხალხი მასიურად
იხიზნებოდა. რესპოდენტის ვაჟი, რომელიც საპატრულო პოლიციაში მუშაობს
იმყოფებოდა ქ.ცხინვალში. იგი დაბრუნდა და ხალხს შეატყობინა, რომ ქართულმა
ჯარმა და პოლიციამ დატოვა ქალაქი ცხინვალი. რამან ზოზიაშვილმა კუთვნილ
ვილისის მარკის ავტომობილში ჩასვა სოფლის მოსახლეობა და წვერიახოს მთის
გავლით თბილისისკენ წამოვიდა. გორში ხალხი იმალებოდა. ერთ–ერთი მანქანა მის
თვალწინ დაიბომბა.
ეთერ ბერუაშვილი, პატარა ლიახვის ხეობის სოფ.ერედვი
2008 წლის 8 აგვისტოს საღამოს საათებში რუსულმა ავიაციამ დაიწყო პატარა
ლიახვის ხეობის სოფელი ერედვის დაბომბვა. მანამდე 3–4 დღის განმავლობაში
ინტენსიური ცეცხლი იყო გახსნილი სოფლის მიმართულებით. ისროდნენ, სკოლის,
საჯარისო ნაწილებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მიმართულებით.
ეთერ ბერუაშვილის განმარტებით, 8 აგვისტოს განხორციელებული დაბომბვისას
ერთ–ერთი ჭურვი დაეცა მისი სახლის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სახლს. სახლის
მესაკუთრე მ. ბ. და მისი დედა მოყვნენ ნანგრევებში და გარდაიცვალნენ.
აფეთქებისას ეთერ ბერუაშვილი იმყოფებოდა სახლის ეზოში. აფეთქების ტალღა იყო
იმდენად მძლავრი, რომ ეთერ ბერუაშვილი კედელს მიანარცხა, როდესაც იგი
გამოერკვა ნანგრევებში იყო მოყოლილი. იგი უჩიოდა სმენის დაქვეითებას.
დაბომბვისას საკუთარ სახლებში ასევე ს. ო. და გ. ჟ. გარდაიცვალნენ. დაიღუპა 40
წლის ნ. რ., ხოლო 70 წლის ქალბატონს, მ. ქ – ს ფეხები დაემტვრა. დაბომბვის შემდეგ
ეთერ ბერუაშვილი იმალებოდა მეზობლის სარდაფში. 2008 წლის 9 აგვისტოს დატოვა
1046
დანართი # 13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
სოფელი. გამოჰყვა სამხედრო მანქანას, რომელსაც მიცვალებული ჯარისკაცები
გადმოჰყავდა. ჩავიდა ტყვიავამდე, საიდანაც ქ.თბილისში ნათსავებმა ჩამოიყვანეს.
მეტრეველი სერგო, გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვემო ნიქოზი
სერგო მეტრეველის განმარტებით, იგი სოფ. ქვემო ნიქოზში ცხოვრობდა დედა
მარიამ მეტრეველთან და ბებია ლენა მეტრეველთან ერთად. 2008 წლის 6 აგვისტოს
ღამის 11:30 წთ–ზე დაიწყო სოფ. ქვემო ნიქოზის დაბომბვა. სოფლის მოსახლეობა
სარდაფებში აფარებდა თავს. 9 აგვისტოს სახლი დატოვა სერგო მეტრეველის დედამ,
ვინაიდან დაბომბვისას ჭურვის ანასხლეტებმა დააზიანა მათი კუთვნილი სახლის
მინები. რუსული ავიაცია ინტენსიურად ბომბავდა სოფელს. 11 აგვისტოს ერთ–ერთი
ასეთი საჰაერო იერიშისას, სერგო მეტრეველის სახლიდან დაახლოებით 200 მეტრში
ჩამოვარდა ჭურვი, რომელიც დაეცა თივის ზვინს. გაჩნდა ცეცხლი. სერგო
მეტრეველი ცდილობდა ცეცხლის ჩაქრობას, როდესაც მეორე ჭურვი დაეცა
მეზობლის სახლს. სახლიდან ასხლეტილმა ხის ნაჭერმა სერგო მეტრეველს დაუზიანა
წელის არე. მას მეზობლებმა გაუწიეს პირველადი დახმარება. 13 აგვისტოს სერგო
მეტრეველმა შექმნილი ვითარების გამო მეზობლის ავტომანქანით დატოვა სოფელი.
მაყვალა ლომსაძე, გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. შერთული
2008 წლის 6 აგვისტოს დაიწყო სოფელ შერთულის საარტილერიო დაბომბვა, ხოლო 8
აგვისტოს დაიწყო სოფლის საჰაერო იერიშიც. შეშინებული მოსახლეობა იმალებოდა
სარდაფებში. 11 აგვისტოს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მაყვალა
ლომსაძემ დატოვა სოფელი. ადგილზე დარჩა მისი მეუღლე ვაჟა ლომსაძე,
რომელთანაც მაყვალა ლომსაძეს მუდმივი სატელეფონო კავშირი ჰქონდა. მან
მეუღლისგან იცოდა, რომ სოფელში შევიდა რუსული ჯარის ნაწილები, რომელმაც 5
სახლი გადაწვეს, მანქანები წაიყვანეს, სახლები გაქურდეს და პირუტყვი დახოცეს და
გაანადგურეს მოსავალი.
სოფელში სულ 5 კაცი და 2 ქალი იყო დარჩენილი, რომლებიც მუდმივად
იმალებოდნენ.
თვითგამოცხადებული
სამხრეთ
ოსეთის
რესპუბლიკის
შეიარაღებული ფორმირებები და რუსული სამხედროები სოფელში 19 აგვისტომდე
დარჩნენ და შემდეგ დატოვეს იგი. დარჩენილმა მოსახლეობამ დამარხა დახოცილი
პირუტყვი ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად.
მარინე დათაშვილი, დიდ ლიახვის ხეობა, სოფ.თამარაშენი
2008 წლის 9 აგვისტოს გამოცხადდა ჰუმანიტარული კორიდორი. ამ დროს
სოფ.თამარაშენში შევიდა უკან დახეული ქართული სპეც–რაზმი, რომელმაც სოფლის
მოსახლეობას აცნობა, რომ 1 საათში უნდა დაეტოვებინათ სოფელი. გაქცეულ
მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავდა რუსული ავიაცია. მარინე დათიშვილის
განმარტებით, მან ნახა, როგორ დაეცა ჭურვი მშვიდობიანი მოქალაქეებით სავსე
ავტომობილს, რის შედეგადაც ყველა გარდაიცვალა. აღნიშნული პირები იყვნენ
სოფ.კეხვის მცხოვრებნი.
1047
დანართი # 13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
მარინე დათიაშვილი განმარტავს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები დროულად არ
გააფრთხილეს და არ გაიყვანეს კონფლიქტის ზონიდან, რამაც ასობით მშვიდობიანი
მოქალაქის სიკვდილი გამოიწვია.
როინ ზანგალაძე, დიდი ლიახვის ხეობა, სოფ. კეხვი
2008 წლის 7 აგვისტოს დაახლოებით დილის 9–10 საათისათვის რუსული საჰაერო
ავიაციის მიერ დაიბომბა სოფელი კეხვი, რა დროსაც დაზიანდა და დაინგრა 10
საცხოვრებელი სახლი, ერთ–ერთი დაბომბვისას დაიჭრა ვიგენტი კახნიაშვილი
მკლავისა და ბარძაყის არეში.
სოსო თედელური, პატარა ლიახვის ხეობა, სოფ. ვანათი
2008 წლის 6 აგვისტოს რუსულმა ავიაციამ დაიწყო სოფ.ვანათის დაბომბვა. ერთი
ჭურვი დაეცა სოსო თედელურის სახლის მახლობლად. დაზიანდა სახლი. 2008 წლის
7 აგვისტოს ღამის 3 საათზე ჭურვი დაეცა მეზობლის ჟ. ბ – ს სახლს, რომელიც
სახლში დაიწვა. დაბომბვების შედეგად განადგურდა საცხოვრებელი სახლები
დაიხოცა ხალხი. გზაზე ეყარა მიცვალებულთა გვამები და დახოცილი პირუტყვი.
ქართული ჯარი ამ დროს სოფელში არ იმყოფებოდა. შექმნილი მდგომარეობის გამო
სოსო თედელურმა დატოვა სოფელი.
მარიკა ჩიხლაძე, ქ.გორი, სტალინის ქ#12
2008 წლის 7 აგვისტოს რუსულმა ავიაციამ დაიწყო ქ.გორის დაბომბვა. მარიკა
ჩიხლაძის განმარტებით, ამავე დღეს გორში ჩავიდნენ დევნილები ერგნეთიდან და
ერედვიდან. იგი გვიან საღამოს წავიდა სახლში. მთელი ქალაქი სავსე იყო სამხედრო
პირებით და რეზერვისტებით. დაიბომბა კომბინატის და ახალი ბაღის ტერიტორია.
მარიკა ჩიხლაძის განმარტებით, იგი ცხოვრობს სტალინის ქ#12–ში. გამთენიას
დაახლოებით 4:20 წუთზე აფეთქდა წყლის სისტემა, რის გამოც 3 რეზერვისტი
დაიღუპა. 2008 წლის 8 აგვისტოს დღის 12:00 სთ–ზე განმეორდა ქალაქის დაბომბვა,
მთელ ქალაქში იწვოდა სახლები, დაბომბვა თითქმის არ წყდებოდა. 9 აგვისტოს
დაიბომბა ქალაქის ცენტრი. ამ დროს გარდაიცვალა ჰოლანდიელი ჟურნალისტი და
მთლიანად დაიწვა 2 საცხოვრებელი კორპუსი. 10 აგვისტოს მარიკა ჩიხლაძე
მეუღლესთან, სულიკო გიგაურთან ერთად გაემგზავრა სოფ. ტყვიავში მშობლების
გამოსაყვანად და ჩამოვიდა თბილისში.
თამარ გიუნაშვილი, გორის მუნიციპალიტეტი, სოფ.სვენეთი
თამარ გიუნაშვილის განმარტებით, იგი არის გორის ჰოსპიტლის საოპერაციოს
ექთანი. 2008 წლის 9 აგვისტოს ჰოსპიტალში შეიყვანეს დაახლოებით 100
მიცვალებული ადამიანი. ამ დღეს რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად აფეთქდა
გორის სატანკო ბატალიონი, რის შედეგადაც დაიღუპა დაახლოებით 80 ადამიანი.
ყველა მათგანი იყო სამხედრო მოსამსახურე. ამავე დღეს ჰოსპიტალში შეიყვანეს
გარდაცვლილი ფეხმძიმე ქალბატონი და მისი მეუღლე. აღნიშნული პირები
ცხოვრობდნენ გორში, ე.წ. ,,ვერხვების დასახლებაში“ და დაიღუპნენ საცხოვრებელი
კორპუსის აფეთქების შედეგად. 2008 წლის 11 აგვისტოს გორის ჰოსპიტალის
1048
დანართი # 13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
მთავარმა ექიმმა, გურამ გვასალიამ სთხოვა პერსონალს დაეტოვებინათ ქ.გორი,
ვინაიდან მოსალოდნელი იყო ქალაქში რუსეთის ჯარების შესვლა.
ბერუაშვილი კახაბერი, პატარა ლიახვის ხეობა, სოფ.ვანათი
კახაბერ ბერუაშვილის განმარტებით, იგი მსახურობს თავდაცვის სამინისტროს ქვეით
საინჟინრო ბატალიონში. 2008 წლის 6 აგვისტოს იგი იმყოფებოდა ოსიაურის
სამხედრო ბაზაზე, რა დროსაც გამოცხადდა განგაში. 2008 წლის 7 აგვისტოს
გამთენიისას ბატალიონი გავიდა რუისის მთაზე, საიდანაც აკონტროლებდნენ
ცხინვალის ტერიტორიას. 8 აგვისტოს ბატალიონი გავიდა ტყვიავის მიმდებარე
ტერიტორიაზე, საიდანაც კარგად ჩანდა როგორ იბომბებოდა ქართული სოფლები და
პატარა ლიახვის ხეობა რუსული ავიაციის მიერ. სწორედ პატარა ლიახვის ხეობაში
არის კახაბერ ბერუაშვილის სოფელი ვანათი. ამ დროისათვის სოფელში იმყოფებოდა
მისი ფეხმძიმე მეუღლე. კახაბერ ბერუაშვილის განმარტებით მას არ უნახავს
მეუღლე, ვინაიდან იგი გაიქცა ყაზბეგში. რამდენიმე დღის შემდეგ კახაბერ
ბერუაშვილს დაუკავშირდა მეუღლე და აცნობა, რომ მას, სტრესის ნიადაგზე
მოეშალა მუცელი.
დავით არაბაშვილი გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. შინდისი
დავით არაბაშვილმა 2008 წლის 9 აგვისტოს საჰაერო იერიშის შემდეგ ოჯახთან
ერთად დატოვა სოფელი. მოხუცი მშობლები დარჩნენ სოფ. შინდისში. დაბომბვის
დროს ერთი ჭურვი ჩამოვარდა მის უბანში რის შედეგადაც დაიღუპა 6 ადამიანი,
დავით არაბაშვილმა მიიღო სხეულის დაზიანება. იგი სასწრაფო დახმარების
მანქანით გადაიყვანეს კასპის ჰოსპიტალში. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია
რომ კასპიც უნდა დაებომბათ, იგი ოჯახთან ერთად წამოვიდა თბილისში.
ნოდარ ხმიადაშვილი, გორის მუნიციპალიტეტი, სოფ.ტირძნისი
ნოდარ ხმიადაშვილის განმარტებით, იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა
სოფ.ტირძნისში. ცხოვრობდნენ ქურთისკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე. 2008 წლის
7 აგვისტოს რუსულმა ავიაციამ დაიწყო სოფლის დაბომბვა. სოფელში ამ
დროისათვის იდგა სამხედრო ნაწილი. ნოდარ ხმიადაშვილმა თავად ნახა როგორ
ჩამოვარდა ჭურვი ლავრენტი ელიკაშვილის სახლის გვერდით, მეორე კი სოფლის
ძველი ადმინისტრაციის შენობის გვერდით. მომიჯნავე სოფელ ბროწლეთში
რუსულმა
ავიაციამ
ჩამოყარა
ფერადი
ლენტებით
შეკრული
ბომბები.
სოფ.ბროწლეთის მცხოვრებმა ი. ს – მ ხელში აიღო ერთ–ერთი ასეთი ბომბი და ხელში
აუფეთქდა. იგი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მის გვერდით მდგომი პირი ალიკა
კეკელაშვილი მძიმედ დაიჭრა.
ნოდარ ხმიადაშვილი განმარტავს, რომ მისი სოფელში ყოფნის დროს, 7–8 აგვისტოს
არ შეწყვეტილა დაბომბვა. 2008 წლის 12 აგვისტოს ქართულმა ჯარმა დატოვა
სოფელი, ხოლო 13 აგვისტოს სოფელში შევიდა რუსული ჯარი. რუსულმა ჯარმა
სოფელი გაიარა, მათი გავლის შემდეგ, სოფელში შევიდნენ თვითგამოცხადებული
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ფორმირებები. 2008 წლის 14
აგვისტოს, დილის 11 საათზე ნოდარ ხმიადაშვილმა დატოვა სოფელი. ნოდარ
1049
დანართი # 13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
ხმიადაშვილის განმარტებით, მისთვის სოფელში დარჩენილი მეზობლებისგან
ცნობილი გახდა, რომ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის
შეიარაღებული ფორმირებები ძარცვავდნენ და წვავდნენ სახლებს. მათ
ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს სოფლის მცხოვრები ვ. ლ.
ემზარ ბერუაშვილი, პატარა ლიახვის ხეობა, სოფ. ერედვი
2008 წლის 8 აგვისტოს 14–15 საათზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული
მორიგი საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა სოფ. ერედვის მშვიდობიანი
მოსახლეობა. 7 ქალი და ერთი მამაკაცი.
ნელი ლონგურაშვილი, გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვემო ნიქოზი.
2008 წლის 7 აგვისტოს დღის 12 საათზე დაიწყო სოფ. ქვემო ნიქოზის დაბომბვა. 8
აგვისტოს მთელის დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური დაბომბვა.
ერთ–ერთი იერიშის დროს ჭურვი ჩამოვარდა მარიამიძე თემოს კუთვნილი სახლის
ეზოში, რამაც სრულიად გაანადგურა სახლი. სოფლის მცხოვრებმა ს. თ – მ ვერ
მოასწრო სარდაფში დამალვა და ჭურვმა მას ორივე ფეხი მოაგლიჯა.
ზოია ნოზაძე, ქ.გორი, სუხიშვილის ქ#16
2008 წლის 8 აგვისტოს ქ.გორში დილის 8–9 სთ–ზე დაიბომბა სატანკო ბაზა.
სუხიშვილის ქუჩაზე მდებარე 6 საცხოვრებელი სახლი, რომლებიც ბაზიდან
დაახლოებით 200 მეტრში მდებარეობდა. დაბომბვისას დაიღუპა დაახლოებით 40– 50
ადამიანი.
ნინო ბაკურაძე, დიდი ლიახვის ხეობა, სოფ. კეხვი
2008 წლის 7 აგვისტოს რუსულმა ავიაციამ სოფ. კეხვის შემოგარენის ინტენსიური
დაბომბვა დაიწყო. 8 აგვისტოს დაიწყო თავად სოფლის დაბომბვა, რის შემდეგაც
ნინო ბაკურაძის ოჯახი სამი ბავშვით (მათ შორის უმცროსი 5 თვის) იძულებული
გახდა დაეტოვებინა სოფელი. მათ ფეხით იარეს ტყე-ტყე სოფელ ერედვამდე
დაახლოებით 18-20 კმ. ერედვში ჩასული მისი მეზობლები მოყვნენ დაბომბვაში რის
შედეგადაც ბევრი გარდაიცვალა, ხოლო ბევრი დაიჭრა. იმის გამო, რომ ნინო
ბაკურაძე იყო ბავშვებით და ცდილობდა მათთვის არ ეჩვენებინა აღნიშნული
ფაქტები, მან არ იცის ვინ გარდაიცვალა და ვინ დაიჭრა.
სოსო მეტრეველი, პატარა ლიახვის ხეობა, სოფ. ქემერტი
2008 წლის 6 აგვისტოს რუსმა სამხედროებმა და თვითგამოცხადებული სამხრეთ
ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლებმა გახსნეს
ცეცხლი სოფ.ქემერტის მიმართულებით. ამავე წლის 7 აგვისტოს დაიწყო ლიახვის
ხეობის, მათ შორის სოფ. ქემერტის ინტენსიური დაბომბვა. საჰაერო იერიში სოფ.
ქემერტზე რუსულმა თვითმფრინავებმა პირველად 7 აგვისტოს შუადღისას მიიტანეს.
ხეობაში განადგურდა ადგილობრივი პოლიციისა და ადმინისტრაციის შენობები.
უამრავი მშვიდობიანი მოსახლის სახლები. რუსული თვითმფრინავები ასევე
1050
დანართი # 13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
ბომბავდნენ შემოვლით გზას, საიდანაც სოფლებიდან გაქცეული მშვიდობიანი
მოსახლეობა მიემართებოდა სოფ. ერედვის მიმართულებით. სოსო მეტრეველის
განმარტებით მან ოჯახის წევრებთან ერთად 2008 წლის 8 აგვისტოს საღამოს დატოვა
სოფელი და ხეობის გავლით გადავიდა სოფ. ერედვში. აქ მან ნახა უამრავი
მშვიდობიანი მოსახლის გვამი, რომლებიც სავარაუდოდ საჰაერო იერიშების დროს
დაიღუპნენ.
ზაქრო ელიკაშვილი, სოფ.ქერე
2008 წლის 11 აგვისტოს დილის 8 საათზე რუსულმა ავიაციამ დაბომბა სოფ. ქერე. ჟ. ე
– ს ჭურვის ნამსხვრევმა ფეხი მუხლს ქვევით მოაგლიჯა, ხოლო რ. ე – ს ჭურვის
ნამსხვრევი თავში მოხვდა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. ამ დროს
ქართული ჯარის შენაერთები სოფლის გარშემო იყვნენ განლაგებულნი. ზაქრო
ელიკაშვილმა სოფელი 12 აგვისტოს დატოვა.
ვენერა თევდორაშვილი, გორის მუნიციპალიტეტი, სოფ.კარბი
ვენერა თევდორაშვილის განმარტებით, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსულმა ავიაციამ
დაიწყო სოფელი კარბის დაბომბვა. ამ დროს ქართული ჯარი განლაგებული იყო
სოფელში. პირველი დაბომბვისას ჭურვი დაეცა მეზობლის დ. მ – ს სახლს. იგი იყო
ლოგინად ჩავარდნილი. მას ჭურვის ნამსხვრევებმა მკერდი გაუგლიჯა, იგი
საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 8–9 აგვისტოს გრძელდებოდა სოფლის
ინტენსიური დაბომბვა. 9 აგვისტოს ერთ–ერთი ჭურვი ჩავარდა ვენერა
თევდორაშვილის სახლის ეზოში. ვენერა თევდორაშვილი გარეთ გამოვიდა და ნახა
უამრავი თანასოფლელი გარდაცვლილი და დაჭრილი. დაჭრილთა შორის იყვნენ
გიორგი ბიძინაშვილი, თემურ თევდორაშვილი, დავით რჩეულიშვილი, რუსუდან
რჩეულიშვილი, ავთანდილ ციმაკურიძე. ვენერა თევდორაშვილის განმარტებით, მათ
მიცვალებულები, რომელთა შორის მისი მაზლებიც იყვნენ ყოველგვარი წესის აგების
გარეშე დაკრძალეს და დატოვეს სოფელი.
შალვა გოცაძე, დიდი ლიახვის ხეობა, სოფ. ქურთა
შალვა გოცაძის განმარტებით 2008 წლის 1 აგვისტოდან დაიწყო სროლა ხეობებში.
ამავე წლის 8 აგვისტოს რუსულმა ავიაციამ დაიწყო სოფ. ქურთას ინტენსიური
დაბომბვა, რის გამოც შალვა გოცაძე იძულებული გახდა ოჯახთან ერთად
დაეტოვებინა სოფელი. 2008 წლის 18 აგვისტოს საერთაშორისო ორგანიზაცია
,,წითელი ჯვარი”ს დახმარებით, მისი მეზობელი პაჟაშვილი ქეთო გამოიყვანეს
კონფლიქტის ზონიდან. მან აცნობა შალვა გოცაძეს, რომ 9 აგვისტოს სოფელში
შევიდნენ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული
ფორმირებები, რუსი, კაზაკი შეიარაღებული პირები, რომლებიც ძარცვავდნენ
სახლებს. აღნიშნულმა პირებმა ქეთო პაჟაშვილის ინფორმაციით გადაწვეს შალვა
გოცაძის კუთვნილი სახლი.
ვასილ ჯირკველიშვილი, გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. ვარიანი
2008 წლის 8-9 აგვისტოს დაიწყო სოფ. ვარიანის მასიური დაბომბვა. პირველი
დაბომბვისას დაიღუპნენ მამა შვილი ო. ბ. და მ. ბ., რომლებიც სოფლის სასაფლაოზე
1051
დანართი # 13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
დაკრძალეს. დაიჭრა უამრავი მშვიდობიანი მოსახლე. მათ შორის ბ. გ (სკოლის
მოსწავლე), მიხეილ ხიზანიშვილი, ვანო ხიზანიშვილი, თემო ხიზანიშვილი.
განადგურდა
სოფლის
მშვიდობიანი
მოსახლეობის
სახლები.
ვასილ
ჯირკველიშვილმა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე 2008 წლის 9 აგვისტოს
ავტომანქანით შემოვლითი გზით სოფლიდან გამოიყვანა ცოლ-შვილი.
ცისანა დოიჯაშვილი, პატარა ლიახვის ხეობა, სოფ. ერედვი
ცისანა დოიჯაშვილი განმარტებით, 2008 წლის 8 აგვისტოს საღამოს დაახლოებით 5–6
საათზე რუსულმა ავიაციამ დაიწყო სოფ. ერედის დაბომბვა. ცისანა დოიჯაშვილის
კუთვნილ საცხოვრებელ სახლს საჰერო იერიშისას დაეცა ჭურვი, რამაც მთლიანად
გაანადგურა სახლი, კუთვნილი ავტომანქანა ,,უაზი“ და ტრაქტორი. აფეთქების
შედეგად დაიჭრა ცისანა დოიჯაშვილის მამამთილი და დედამთილი. მამათილი
სევერიან ოზგებიშვილი ჭრილობებით გარდაიცვალა. ხოლო დედამთილი შურა
ხუბაევა იმყოფება ქალიშვილთან ლელა ოზგებაშვილთან გორის მუნიციპალიტეტის
სოფ. ტყვიავში. ცისანა დოიჯაშვილის განმარტებით, შიარაღებული კონფლიქტის
დროს გარდაიცვალა მისი მულისშვილი მალხაზ გიგუაშვილი 22 წლის, რომელიც
ჯარში მსახურობდა. ცისანა დოიჯაშვილი 2008 წლის 12 აგვისტოს ჩამოვიდა
თბილისში მეუღლესთან ერთად.
ინგა ელბაქიძე, ფრონეს ხეობა, სოფელი ნული
ინგა ელბაქიძე ცხოვრობდა ქარელის რაინში სოფელ ნულში. 2008 წლის 2
აგვისტოდან სოფელ ნულში დაიწყო მასობრივი დაბომბვები ზნაურის რაიონის
მხრიდან. აღნიშნული დაბომბვების შედეგად 2 აგვისტოს დაინგრა ინგა ელბაქიძის
მეზობლის სიმონ ჟამერაშვილის სახლი. დაიჭრა ოჯახის 2 წევრი მათ შორის 2 ბავშვი.
დაბომბვა და საჰაერო იერიში სოფელ ნულზე განსაკუთრებით გაძლიერდა 7
აგვისტოდან. 10 აგვისტოს. მასობრივი დაბომბვების გამო ინგა ელბაქიძის ოჯახი
იძულებული გახდა დაეტოვებინა სოფელი.
მოროდიორობა, ფიზიკური შეურაცხყოფა.
გელა ქარელიშვილი, გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. რეხა
გელა ქარელიშვილს 12 აგვისტოს დაახლოებით 18:00 საათზე სოფელში უაზის ტიპის
ავტომობილით, სამი, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, შეიარაღებული პიროვნება
დახვდა. გააჩერეს, მისი ავტომობილი გაჩხრიკეს და უბრძანეს მისი დატოვება.
წაართვეს მობილური ტელეფონი. ერთ–ერთმა მათგანმა რომელიც რუსულ ენაზე
საუბრობდა გელა ქარელიშვილს იარაღი მიუშვირა და დაემუქრა. გელა
ქარელიშვილი შემთხვევის ადგილს გაეცალა და დაიმალა. მან დაინახა როგორ
წაართვეს თავდამსხმელებმა სხვა მოქალაქეებსბ ,,მერსედესის“ ტიპის ავტომობილი.
შეიარაღებული პირების ავტომანქანაზე აღმართული იყო თვითგამოცხადებული
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დროშა.
თამაზ მეზვრიშვილი, გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. პატარა გარეჯვარი
2008 წლის 13 აგვისტოს სოფელ პატარა გარეჟვარში შევიდნენ რუსული სამხედრო
ნაწილები. თამაზ მეზვრიშვილი ამ დროს ცხენით ბრუნდებოდა სახლში. მან
1052
დანართი # 13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
ბიძაშვილის გერონტი მეზვრიშვილის კუთვნილ მაღაზიასთან შენიშნა 5 სამხედრო
ფორმიანი პირი. ორ მათგანს ნიღაბი ეკეთა. აღნიშნული სამხედრო პირები
შეცვივდნენ გერონტი მეზვრიშვილის კუთვნილ მაღაზიაში და იარაღის მუქარით
გამოიტანეს იქიდან სასურსათო პროდუქტები. სოფელი პატარა გარეჯვარი მან 13
აგვისტოს დატოვა.
იოსებ გიუნაშვილი, პატარა ლიახვის ხეობა, სოფ. დისევი
იოსებ გიუნაშვილის განმარტებით, იგი არის ანტიტერორისტული ცენტრის
თანამშრომელი 2008 წლის 7 აგვისტოს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას
ქარელის რაიონის სოფ. ავნევში. ცხინვალის მხრიდან ამ დროისათვის გახსნილი იყო
ინტენსიური ცეცხლი. რუსულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს სოფ. ნული და ავნევი,
რის შედეგადაც დაიხოცა მშვიდობიანი მოსახლეობა და დაინგრა საცხოვრებელი
სახლები. იოსებ გიუნაშვილი გადავიდა სოფ. დისევში, სადაც მას ანალოგიური
სურათი დახვდა.
ვინაიდან, რუსული ავიაცია განაგრძობდა სოფლის დაბომბვას, იგი იძულებული
გახდა დაეტოვებინა სოფელი. კერძოდ, იგი ნათესავებთან რევაზ გიუნაშვილთან,
დათო გაბარაშვილთან და დალი ელიზაროვასთან ერთად, კუთვნილი 06 მარკის
ავტომანქანით
გაემართა
გორის
მუნიციპალიტეტის
სოფელი
ტყვიავის
მიმართულეbით.
გზად მათ გადაუდგნენ რუსულ სამხედრო ფორმაში ჩაცმული, შეიარაღებული
ხალხი. მათ აიძულეს იოსებ გიუნაშვილი და მისი თანმხლები პირები
გადმოსულიყვნენ ავტომანქანიდან, დააწვინეს მიწაზე, გაჩხრიკეს, საბუთები და
მობილური ტელეფონები წაართვეს. შემდეგ ოთხივეს მიაყენეს ფიზიკური
შეურაცხყოფა, რომელიც გრძელდებოდა დაახლოებით ნახევარი საათი. სამხედრო
პირები საუბრობდნენ რუსულ და ოსურ ენებზე. იოსებ გიუნაშვილმა დაკარგა
გონება, როდესაც იგი გამოფხიზლდა, მან დაინახა, რომ მისი კუთვნილი
ავტომანქანით
სამხედროების
ნაწილი
ცხინვალის
მიმართულებით
მიემგზავრებოდნენ. დარჩენილმა სამხედოებმა ოთხივე მათგანი წამოაყენა ფეხზე და
ფეხებთან გაუხსნეს ცეცხლი. აგინებდნენ რუსულად. შემდეგ უბრძანეს სასწრაფოდ
წასულიყვნენ. იოსებ გიუნაშვილმა თანმხლებ პირებთან ერთად, ფეხით განაგრძო
გზა თბილისისკენ. სვენეთის გადასახვევთან მათ ავტომანქანით ქართველი
ჯარისკაცი შეხვდათ. მან ისინი თბილისში რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანა.
იოსებ გიუნაშვილის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობიდან ირკვევა, რომ 2008
წლის
12 აგვისტოს შ.პ.ს. აკად. ყოფშიძის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკაში
ჩაუტარდა გამოკვლევა და დაუდგინდა სხეული ზოგადი დაჟეჟილობა.
ტარიელ ხაჭაპურიძე, დიდი ლიახვის ხეობა, სოფ. ქურთა
2008 წლის 5–6 აგვისტოს სოფლის მიმართულებით მძიმე ტექნიკამ ცხინვალის
მხრიდან გახსნა ცეცხლი. რუსულმა ავიაციამ დაიწყო საჰაერო იერიში. თავიდან
იბომბებოდა ცხინვალის მხარე, რის გამოც მოსახლეობა ფიქრობდა რომ
თვითმფრინავები იყო ქართული მხარის. მაგრამ მალევე დაიწყო ქართული
1053
დანართი # 13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
სოფლების დაბომბვა. დაინგრა საცხოვრებელი სახლები. შეშინებული მოსახლეობა
იმალებოდა სარდაფებში. ამავე დღეს, დღის მეორე ნახევარში სოფელში შევიდა
რუსული კარი. მათ ახლდნენ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის
შეიარაღებული ფორმირებების წევრები და კაზაკები. მათ შემოიარეს უბნები. ისინი
ისროდნენ სახლების მიმართულებით, აგინებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ
მოსახლეობას და მოსთხოვეს სასწრაფოდ სოფლის დატოვება. ქურთის მოსახლეობა
მინდორ–მინდორ წავიდა სოფლიდან ქ.გორისკენ. ტარიელ ხაჭაპურიძე ნაცნობმა
ხაშურამდე ჩაიყვანა. ხოლო იქიდან, გზის გახსნის შემდეგ ჩამოვიდა თბილისში
მატარებლით.
ტარიელ ხაჭაპურიძის განმარტებით, აგრესია მოსახლეობის მიმართ იმდენად რუსი
ჯარისკაცების მხრიდან არ უგრძვნიათ, რამდენადაც თვითგამოცხადებული სამხრეთ
ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებისაგან. ისინი დადიოდნენ სოფელში და
ატერორებდნენ მოსახლეობას. ქურთიდან წაიყვანეს მანქანები, კითხულობდნენ სად
იყო ქართული ჯარი და პოლიცია. მანქანა წაართვეს ქურთის მცხოვრებ არკადი
მეხატურიშვილს.
ლია ოღაძე, სოფ. ქვემო ჭალა
2008 წლის 8–9 აგვისტოს სოფ. საკორინთლოში შევიდა ქართული ჯარი, რამაც
მოსახლეობაში პანიკა და შიში გამოიწვია. ჯარი მალევე გავიდა სოფლიდან.
დაახლოებით 11 აგვისტოს დაიწყო მიმდებარე სოფლების დაბომბვა, ისმოდა
სროლის ხმაც. სოფელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფ. ქვემო ჭალისკენ დაიძრა
რუსული ჯარი კაზაკების შემადგენლობით. ვინაიდან არსებობდა საფრთხე ოღაძე
ლიას ოჯახმა დატოვა სოფელი. სოფელში დარჩა მხოლოდ მისი მეუღლე. ლია
ოღაძის განმარტებით, სოფ. საკორინთლოში ცხოვრობენ, როგორც ეთნიკურად
ქართული, ასევე ეთნიკურად ოსი ოჯახები. კონფლიქტისას სოფელში ხუთმა
ქართველმა ახალგაზრდა მამაკაცმა გაძარცვა ეთნიკურად ოსი მოსახლეობა. ერთ–
ერთი მათგანი იყო ზოია (გვარი რესპოდენტს არ ახსოვს), რომელსაც ახალგაზრდა
ვაჟი ჰყავს გარდაცვლილი. მას მოპარეს გარდაცვლილის ტანსაცმელი და სხვა
ნივთები. ამან სოფელში დაძაბა ვითარება. მას შემდეგ, რაც სოფელში რუსული ჯარი
შევიდა, მათ ქართულ მოსახლეობას მოსთხოვეს ნაძარცვის დაბრუნება. თუმცა
სიტუაციის შემდგომი განვითარების შესახებ ლია ოღაძეს ინფორმაცია არ აქვს,
ვინაიდან მან დატოვა კონფლიქტის ზონა.
მერაბ გოგიძე, პატარა ლიახვის ხეობა, სოფ. ძარწემი
მერაბ გოგიძის განმარტებით, 2008 წლის აგვისტოს თვიდან დაიწყო სროლები
ცხინვალის მხრიდან. იბომბებოდა სოფ. ნული და სოფ. ავნევი. 7 აგვისტოს სოფელში
გავრცელდა ინფორმაცია რომ შედიოდა რუსული ჯარი, რასაც მოჰყვა ძლიერი
საჰაერო იერიშები. შექმნილი ვითარების გამო, მერაბ გოგიძემ დატოვა სოფელი. მისი
განმარტებით მისი დედა ლენა დიდიძე იმყოფებოდა სოფ. დიდისში. მასთან მერაბ
გოგიძეს ჰქონდა სატელეფონო კავშირი. სწორედ ტელეფონის საშუალებით შეიტყო,
რომ იმის გამო, რომ იარაღით ემუქრებოდნენ მას თვითგამოცხადებული სამხრეთ
ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლები და კაზაკი
1054
დანართი # 13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
მეომრები, ლენა დიდიძე იძულებული გახდა დაეტოვებინა სოფ. ძარწემი და
გადასულიყო სოფ. დიდისში.
სოფ. ძარწემში დარჩა მერაბ გოგიძის უსინათლო მამა სოგრატ გოგიძე. მერაბ გოგიძის
განმარტებით, მან ასევე დედისგან შეიტყო, რომ თვითგამოცხადებული სამხრეთ
ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენელმა და კაზაკმა
შეიარაღებულმა პირებმა წაიყვანეს მათი კუთვნილი სამი ძროხა და ,,უაზ 31512”
მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრებით SKS-956. მათ სოფელ ძარწემში დაწვეს
ნოდარ გოგიძის, სევჟენიკო გუნდიაშვილის, ვახტანგ ჭოველიძისა და გოგიძე
ნოდარის საცხოვრებელი სახლები. სოფლიდან წაიყვანეს მსხვილფეხა საქონელი
ჯავის მიმართულებით.
თენგიზ კახნიაშვილი, დიდი ლიახვის ხეობა, სოფ კეხვი.
თენგიზ კახნიაშვილის განმარტებით, 2008 წლის 7 აგვისტოს სოფ კეხვში დაიძაბა
სიტუაცია. რუსულმა ავიაციამ დაიწყო სოფლის ინტენსიური დაბომბვა და სროლა.
თენგიზ კახნიაშვილმა სოფლის დატოვება მხოლოდ 16 აგვისტოს მოახერხა. ამ
პრიოდის განმავლობაში იგი დღის განმავლობაში იმყოფებოდა სოფელში, ხოლო
ღამეს ათენებდა სოფლის ეკლესიაში. დაბომბვების შედეგად, თენგიზ კახნიაშვილს
გარდაეცვალა ბიძა– კახნიაშვილი ვასო შაქროს ძე (ზუსტი თარიღი არ ახსოვს).
თენგიზ კახნიაშვილმა ბიძა დაასაფლავა საკუთრი სახლის ეზოში. ამავე პერიოდში
სოფ. კეხვში შემოვიდა რუსული ჯარი და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის
რესპუბლიკის შეიარაღებული ფორმირებები. დაახლოებით 100 ტანკი და ე.წ. ,,ბმპ“.
თენგიზ კახნიაშვილი გახდა ორი ძარცვის ფაქტის თვითმხილველი. კერძოდ ოსურ
ენაზე მოლაპარაკე მამაკაცები შევიდნენ (თარიღი არ ახსოვს) მისი თანასოფლელის
თენგიზ ბლიაძის სახლში და გამოიტანეს ნივთები. ასევე ნახა როგორ გაძარცვეს
ქურთაში ვასო ყაულაშვილის სახლი.
ლამარა ბერუაშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტი, სოფ. ფცა
2008 წლის 14 აგვისტოს ლამარა ბერუაშვილი იმყოფებოდა კუთვნილ სახლში.
დაახლოებით დღის პირველ საათზე მან გაიგონა ცეცხლსასროლი იარაღის ხმა.
მეუღლემ შოთა ბერუაშვილმა ურჩია გაქცეულიყო. ლამარა ბერუაშვილი
დაახლოებით 20 თანასოფლელ ქალბატონთან ერთად გაიქცა მდინარე ფრონეს
მიმართულებით და დაიმალა. ამ დროს მეუღლემ ტელეფონის საშუალებით აცნობა,
რომ მათ სოფელში იწვოდა სახლები.
სოფლის მაცხოვრებელმა ამ დროს გზაზე შენიშნეს ხუთი, სამხედრო ფორმაში
გამოწყობილი პირი, რომელთაც მკლავზე თეთრი ლენტები ჰქონდათ. აღნიშნული
პირები იყვნენ თეთრი მსუბუქი ავტომანქანით (მარკა არ იცის). სამხედროებმა
იარაღის მუქარით გააჩერეს ჯიპის ტიპის ავტომანქანა, საიდანაც გადმოიყვანეს სოფ.
ქვემო შაქაშეთში მცხოვრები ბიჭიკო კავთელაშვილი და სოფ. ფცაში მცხოვრები გენო
კობერიძე. გენო კობერიძე სამხედროებმა დააწვინეს ძირს. ჩასხდნენ ჯიპის მარკის
ავტომობილში და წავიდნენ სოფელი ფცას მიმართულებით. ამ დროს საქართველოს
1055
დანართი # 13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
შეიარაღებული
ტერიტორიაზე.
ძალები
არ
იმყოფებოდნენ
სოფელსა
და
მის
მიმდებარე
ჭულუხაძე ციური, დიდი ლიახვის ხეობა, სოფ.ზემო აჩაბეთი
2008 წლის 9 აგვისტოს სოფელ ზემო აჩაბეთში შევიდა რუსული არმიის სამხედრო
ტექნიკა და ცოცხალი ძალა. სამხედრო პირები საუბრობდნენ რუსულად და ოსურად.
9 აგვისტოს სამხედროებმა დილის 6 საათიდან დაიწყეს სოფელში სახლების
შემოწმება. ჩაამტვრიეს იმ სახლების ჭიშკრები და კარებები, რომლებიც ცარიელი და
დაკეტილი იყო. სოფელში შესულმა სამხედრო პირებმა გაძარცვეს სასურსათო
მაღაზიები. ჩაიარეს გზაზე, მოსახლეობას ესროდნენ სასმელის სავსე ბოთლებსა და
სურსათს, თან ლანძღავდნენ და აგინებდნენ. ამ დროს ქართული პოლიცია და ჯარი
უკვე გასული იყო ხეობიდან.
კონფიდენციალური გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. გარეჯვარი.
ბ.ბ–ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2008 წლის 13 აგვისტოს დღის 11
საათზე სოფ. გარეჯვარში შევიდა რუსული ჯარის დანაყოფები. მათთან ერთად
იყვნენ კაზაკი შეიარაღებული პირები. შევიდნენ მძიმე ტექნიკით, ტანკებით და
მსუბუქი მანქანებით. შეიარაღებული პირები თავს ესხმოდნენ სოფლის მოსახლეობას
და ძარცვავდნენ. გაჰქონდათ სახლებიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი და სხვა
ძვირფასი ნივთები. თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის
შეიარაღებულმა ფორმირებებმა და კაზაკმა ბანდ-ფორმირებებმა გაძარცვეს გორის
მუნიციპალიტეტის სოფ. კარალეთში მცხოვრები რესპოდენტის დეიდა და ბიძა,
დაჭრეს მისი მამა, რომელმაც საავადმყოფოში გაიარა მკურნალობის კურსი.
იულონ რაზმაძე, გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. ტყვიავი
2008 წლის 11 აგვისტოს იულონ რაზმაძე იმყოფებოდა საკუთარი სახლის ეზოში
გაკეთებულ ბუნკერში. შეიარაღებულმა პირებმა ჩამოხსნეს მისი და მისი მეზობლის
სახლის კარებები. მოაყენეს მოტოციკლეტები, ე.წ. ტრანგალეტკები და რაც შეძლეს
გამოიტანეს. ამის შემდგომ სახლს ცეცხლი წაუკიდეს. სროლებისა და დაბომბვის
შედეგად საფრთხე შეექმნა იულონ რაზმაძის სიცოცხლეს. 2008 წლის 11 აგვისტოს მას
და მის ბიძაშვილს დახმარება სთხოვა გულო მელითაურმა, რათა დაესაფლავებინათ
მისი მეუღლე და მაზლი. აღნიშნული პირები დახოცეს თვითგამოცხადებული
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებულმა ფორმირებების წევრებმა.
ნოდარ ლომსაძე, გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. შერთული
ნოდარ ლომსაძე არის პენსიონერი. 2008 წლის 12 აგვისტოს მან ოჯახი თბილისში
წაიყვანა, თავად კი სოფელში დარჩა. 13 აგვისტოს, დღის დაახლოებით 10-11 საათზე
იგი იმყოფებოდა სახლში, როდესაც გაიგონა ძლიერი გუგუნის ხმა. მას ტრაქტორების
ხმა ეგონა, თუმცა როცა სახლიდან გამოვიდა ნახა, რომ სოფელში შემოსული იყო
რუსული სამხედრო ტექნიკა, კერძოდ, ტანკები და ბეტეერები. ტანკები
ანადგურებდნენ ნარგავებს და გადადიოდნენ ნაკვეთებზე. სოფლის ცენტრალურ
გზაზე იდგნენ რუსი სამხედროები.
1056
დანართი # 13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
ნოდარ ლომსაძე მათთან მივიდა. ჯარისკაცებმა ჰკითხეს, რა მანძილი იყო
დარჩენილი თბილისამდე, პასუხის მიღების შემდეგ კი რუსულად ერთმანეთს
უთხრეს, იქამდეც ჩავალთო. ნოდარ ლომსაძემ მეზობლის კარი დაინახა ღია.
საიდანაც გამოვიდა მევლუდ ბელორუსოვი, მას მოჰყვებოდა თვითგამოცხადებული
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ფორმირების წევრი ავტომატით
ხელში. ისინი მივიდნენ რუსული არმიის სამხედრო მანქანების გაჩერებულ
კოლონასთან. ერთ – ერთმა მათგანმა მუქარის ტონით განაცხადა, რომ სოფელში
სახლს აღარ დატოვებდნენ, ყველა სახლს გადაწვავდნენ.
ნოდარ ლომსაძეს სახლში დაბრუნებისას შეხვდა „ჟიგულის“ მარკის ავტომანქანა „06“,
რომელშიც იჯდა დაახლოებით 25 წლის ბიჭი. მას ჰქონდა „მაკაროვის“ სისტემის
პისტოლეტი. მანქანა იყო უნომრო და ჩამსხვრეული ჰქონდა მარჯვენა წინა კარების
მინა. ბიჭმა იარაღის მუქარით უბრძანა ნოდარ ლომსაძეს ეთქვა, თუ სად
შეიძლებოდა ენახათ კარგი მანქანები. რესპოდენტმა უპასუხა, რომ ვისაც მანქანები
ჰყავდა, უკვე წაიყვანეს. უცნობმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 13 აგვისტოს,
შუადღისას, მას შემდეგ რაც რუსულმა სამხედრო ტექნიკამ გაიარა, სოფელში
შემოვიდნენ უცხოური წარმოების მსუბუქი ავტომანქანები, რომლებშიც ისხდნენ
სამხედრო ფორმაში ჩაცმული შეიარაღებული პირები. მათ შორის იყო უცნობი ბიჭიც,
რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ნოდარ ლომსაძეს. სულ სოფელში შევიდა
დაახლოებით 7-8 უცხოური წარმოების მსუბუქი მანქანა. არც ერთ მათგანს არ ჰქონდა
ნომრები. ნოდარ ლომსაძემ ნახა, ვახტანგ მღებრიშვილის კუთვნილი სახლიდან სამ
სამხედრო პირს როგორ გამოჰქონდა ნივთები, რომლებიც შეყარეს ურალის მარკის
ავტომანქანაში. სამხედრო ფორმაში ჩაცმულ ყველა პირს მკლავზე ეკეთა თეთრი
ლენტები.
ელდარ გოგიაშვილი, გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. კარალეთი
ელდარ გოგიაშვილი ცხოვრობს სოფელ კარალეთში. 2008 წლის 11 აგვისტოს ის
იმყოფებოდა საკუთარ სახლში როდესაც მოესმა სროლის ხმა და გავიდა გარეთ. ამ
დროს გარეთ იმყოფებოდნენ მისი მეზობლები ალექსანდრე ბიბილაშვილი, ვასიკო
ზალიშვილი და ზაზარაშვილი ნიკო. მათ გვერდით ჩაუარა ავტომობილმა სადაც
იჯდნენ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული
ფორმირებების წევრები. მათ ცეცხლი გაუხსნეს ელდარ გოგიაშვილსა და მის
მეზობლებს რის შედეგადაც გარდაიცვალა ა. ბ.
10 აგვისტოს ელდარ გოგიაშვილი იმალებოდა საკუთარ ეზოში მეზობელთან ერთად.
ამ დროს. თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული
ფორმირებების წევრებმა გატეხეს მისი მეზობლის, გურამ ხარიბეგაშვილის
საცხოვრებელი სახლი და წაიყვანეს მისი კუთვნილი ავტომობილი ბმვ. იმავე დღეს
ელდარ გოგიაშვილმა შეიცვალა ადგილი და გადავიდა მეზობლის ამირან
ბაზანდარაშვილის სახლის სარდაფში, სადაც იმყოფებოდნენ თვითონ ამირანი და
მისი ეროვნებით ოსი მეუღლე. სარდაფში ელდარ გოგიაშვილსა და მის მეზობლებს
თავს
დაესხნენ
თვითგამოცხადებული
სამხრეთ
ოსეთის
რესპუბლიკის
1057
დანართი # 13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
შეიარაღებული ფორმირებების წევრები და დაემუქრნენ. ელდარ გოგიაშვილი და
მისი მეზობლები მხოლოდ ამირან ბაზანდარაშვილის ოსი მეუღლის წყალობით
გადაურჩნენ სიკვდილს. ყოველივე ამის შემდგომ ელდარ გოგიაშვილმა დატოვა
სოფელი და თბილისში ჩავიდა.
ზაზა რაზმაძე, გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. ტყვიავი
2008 წლის 11 აგვისტოს, 12 საათზე, სოფელში შევიდნენ რუსული ჯარის ნაწილები
თვითგამოცხადებული
სამხრეთ
ოსეთის
რესპუბლიკის
შეიარაღებული
ფორმირებებთან
და
კაზაკების
ჯგუფებთან
ერთად.
ადგილი
ჰქონდა
მოროდიორობას. ისინი ძარცვავდნენ სახლებს და შემდეგ ცეცხლს უკიდებდნენ. ამ
დროისათვის ზაზა რაზმაძე იმყოფებოდა სახლში. თვითგამოცხადებული სამხრეთ
ოსეთის
რესპუბლიკის
შეიარაღებული
ფორმირებების
წარმომადგენლებმა
მოინდომეს მისი მანქანის წაყვანაც, მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა იგი იცნო და უთხრა
მანქანაში ჩამჯდარიყო და წასულიყო. ზაზა რაზმაძე ასეც მოიქცა, თუმცა, როდესაც
სახლს საკმარისი მანძილით გასცდა ამ უკანასკნელმა მანქანა სოფელში გადამალა და
სახლში
დაბრუნდა
მამის
წასაყვანად.
სახლში
ვერ
შევიდა,
რადგან
თვითგამოცხადებული
სამხრეთ
ოსეთის
რესპუბლიკის
შეიარაღებული
ფორმირებების წარმომადგენლები მის სახლს ძარცვავდნენ, შემდეგ ცეცხლი
წაუკიდეს. მას მეზობელმა გულო მელითაურმა დახმარება სთხოვა, რათა
დაესაფლავებინა მისი მეუღლე და მაზლი.
გიორგი რაზმაძე, გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. ტყვიავი
2008 წლის 10 აგვისტოს, 700 საათზე დაიწყო სოფ. ტყვიავის როგორც საჰაერო ასევე
საარტილერიო დაბომბვა და შეწყდა 730 საათზე. 1200 საათზე სოფელში შევიდნენ
ტანკები და მათ მოჰყვნენ რუსულ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი
თვითგამოცხადებული
სამხრეთ
ოსეთის
რესპუბლიკის
შეიარაღებული
ფორმირებების წევრები, კაზაკი და ჩეჩენი შეიარაღებული ბანდ–ფორმირებები. მათ
დაიწყეს მოროდიორობა. ეძებდნენ სოფლის გადამალულ მაცხოვრებლებს. შედეგად
გიორგი რაზმაძე და მისი მეგობარი იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ სოფ.
ტყვიავი და გადავიდნენ იგოეთში. რუსი შეიარაღებული პირები სახლებს ჯერ
ძარცვავდნენ, შემდეგ კი ცეცხლს უკიდებდნენ. დახოცეს მიშა მელითაური, გოგია
ჩოხელი, 7-8 წლის შაქრო მელითაური.
ქონების განადგურება
ვაჟა ტოლიაშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტი, სოფ.ქსუისი
2008 წლის 8 აგვისტოს სოფელ ქსუისში დაიძაბა სიტუაცია. დაიწყო სროლა. ამავე
დღეს სოფელში შევიდა ქართული ჯარი, რომელმაც სოფელი ორ დღეში დატოვა და
გამაგრდა სოფ. მერეთში. უკან დახევის შემდეგ, სოფელში შევიდა სპეცრაზმი,
რომელიც ერთი დღის განმავლობაში სოფელში პატრულირებდა. ერთი დღის შემდეგ
მათაც დატოვეს სოფელი. წასვლამდე სპეც რაზმის წევრებმა გააფრთხილეს სოფლის
მოსახლეობა დაეტოვებინათ საცხოვრებელი სახლები. ვაჟა ტოლიაშვილის მეუღლე
1058
დანართი # 13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
და შვილები სოფლიდან 11 აგვისტოს წავიდნენ, ხოლო თავად 13 აგვისტომდე
სახლში იმყოფებოდა.
იგი თვითმხილველია როგორ გადაწვეს რუსმა სამხედროებმა სოფლის მშვიდობიანი
მოსახლეობის სახლები. დაახლოებით 150 სახლიდან მხოლოდ 3 დატოვეს. ერთი
ექიმი ციური ჯავახიშვილის, ხოლო დანარჩენი ორი ეთნიკურად ოსური ოჯახების.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვაჟა ტოლიაშვილი იძულებული გახდა
დაეტოვებინა სახლი და გაქცეულიყო. ამ დროს სოფელში უკვე შესული იყო რუსული
ჯარი,
მათ
შორის
იყვნენ
რუსულ
სამხედრო
ფორმებში
ჩაცმული
თვითგამოცხადებული
სამხრეთ
ოსეთის
რესპუბლიკის
შეიარაღებული
ფორმირებების წარმომადგენლები. სახლიდან გამოსვლისას იგი დაინახეს სამხედრო
პირებმა და იყვირეს ,,ესროლეთ, გარბის“. ვაჟა ტოლიაშვილმა ატმის ბაღს შეაფარა
თავი და სიმინდის ყანაში გაიქცა. მან თვალი მოჰკრა როგორ დაუმიზნეს იარაღი და
ესროდნენ. მასთან ერათად სოფელი დატოვეს სპირიდონ ჯავახიშვილმა, ჯანო
ჯავახიშვილმა და ვასო ჯავახიშვილმა.
მარინა ლაფაჩი, დიდი ლიახვის ხეობა, სოფ.თამარაშენი
მარინა ლაფაჩის განმარტებით, იგი მეუღლესთან შვილთან, ორ შვილიშვილთან და
მამამთილთან ერთად ცხოვრობდა სოფ.თამარაშენში. 2008 წლის 6 აგვისტოს
რუსულმა ავიაციამ დაიწყო სოფ.თამარაშენის დაბომბვა. ერთი ბომბი ჩამოვარდა ივ.
მაჩაბლის სახლ–მუზეუმთან, ხოლო დანარჩენი მშვიდობიანი მოსახლეობის
სახლებში. დაზიანდა და დაინგრა სახლები. მოსახლეობა იმალებოდა სარდაფებში.
ინტენსიური დაბომბვა დაიწყო 2008 წლის 7 აგვისტოს 23 საათსა და 40 წუთზე.
მთელი ღამე იბომბებოდა თამარაშენი. 2008 წლის 8 აგვისტოს უკან დახეულმა
ქართულმა ჯარმა გააფრთხილა სოფლის მოსახლეობა 1 საათში დაეტოვებინათ
სოფელი. ოჯახი იძულებული გახდა დაეტოვებინა სოფელი. თამარაშენში დარჩა
მხოლოდ მარინა ლაფაჩის მამამთილი ნიკოლოზ ლაფაჩი. ოჯახი ტყე–ტყე ჩავიდა
გორში, ხოლო იქიდან ახლობლების მანქანით წამოვიდნენ თბილისში.
11–12 აგვისტოს მარინა ლაფაჩს მამათილმა 83 წლის ნიკოლოზ ლაფაჩმა აცნობა, რომ
სოფელში შესულები იყვნენ რუსი და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის
რესპუბლიკის შეიარაღებული ფორმირებები. კითხულობდნენ ახალგაზრდებს და
იარაღს. ნიკოლოზ ლაფაჩის თვალწინ ჯერ მის კუთვნილ ერთ ბინას წაუკიდეს
ცეცხლი, ხოლო მერე მეორე სახლს. ისინი ავტომატის მუქარით აიძულებდნენ
ნიკოლოზ ლაფაჩს დაწოლილიყო და შემდეგ ფეხზე ამდგარიყო, ასე გაამეორებინეს
რამდენჯერმე, შემდეგ უბრძანეს წასულიყო სოფლიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში
მოკლავდნენ.
კასრაძე ავთანდილ, პატარა ლიახვის ხეობა, სოფ. ქემერტი
2008 წლის 12 აგვისტოს სოფ.მეღვრეკისში დღის 16:00 წთ–ზე შევიდა რუსეთის
შეიარაღებული ძალები. მათ სოფელში ჩამოაგდეს ცეცხლგამჩენი საშუალებები.
ცეცხლი გაუჩნდა ავთანდილ კასრაძის კუთვნილ საცხოვრებელ სახლს და ბოსელს.
ბოსელში დაიწვა 5 სული საქონელი: 3 ძროხა და 2 დეკეული. სახლის დაწვის ფაქტს
1059
დანართი # 13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
ავთანდილ კასრაძე მეზობლის ბინიდან ხედავდა. ცეცხლგამჩენი საშუალება სახლს
ესროლა ტანკზე მჯდარმა რუსმა სამხედრო პირმა. სულ სოფელში შვიდა 8 ტანკი.
თითოეული მათგანიდან გადავიდა 6 ჯარისკაცი. ისინი ლაპარაკობდნენ ქართულ
ენაზე ოსური აქცენტით და ამბობდნენ ,,დავწვათ, დავწვათ“. ტანკებზე დამაგრებული
იყო რუსეთის ფედერაციის დროშები.
ამავე დღეს საჰაერო იერიშის შედეგად სოფელში დაიწვა სამი საცხოვრებელი სახლი.
აღნიშნული სახლების მესაკუთრენი იყვნენ ვალოდია კახნიაშვილი, მაია ჭოველიძე
და დავით მაისურაძე.
დათო ჭულუხიძე, დიდი ლიახვის ხეობა, სოფ. აჩაბეთი
2008 წლის 10 აგვისტოს რუსულმა ავიაციამ დაბომბა სოფელი აჩაბეთი. ერთ–ერთი
ჭურვი დათო ჭულუხიძის განმარტებით, დაეცა მის კუთვნილ სახლს რომელმაც იგი
თითქმის მთლიანად დაანგრია. აფეთქებისას დავით ჭულუხიძე იმყოფებოდა
სახლის სარდაფში. მიუხედავად ამისა, მას დაზიანება არ მიუღია. ჭურვებმა
სოფ.აჩაბეთის მაცხოვრებელთა 5 სახლი დაანგრია (სახელებს და გვარებს არ
ასახელებს).
მარინე დათაშვილი, დიდი ლიახვის ხეობა, სოფ. თამარაშენი
2008 წლის 9 აგვისტოს გამოცხადდა ჰუმანიტარული კორიდორი. ამ დროს
სოფ.თამარაშენში შევიდა უკან დახეული ქართული სპეც–რაზმი, რომელმაც სოფლის
მოსახლეობას აცნობა, რომ 1 საათში უნდა დაეტოვებინათ სოფელი. გაქცეულ
მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავდა რუსული ავიაცია. მარინე დათიშვილის
განმარტებით, მან ნახა, როგორ დაეცა ჭურვი მშვიდობიანი მოქალაქეებით სავსე
ავტომობილს, რის შედეგადაც ყველა გარდაიცვალა. აღნიშნული პირები იყვნენ
სოფ.კეხვის მცხოვრებნი.
მარინე დათიაშვილი განმარტავს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები დროულად არ
გააფრთხილეს და არ გაიყვანეს კონფლიქტის ზონიდან, რამაც ასობით მშვიდობიანი
მოქალაქის სიკვდილი გამოიწვია.
ია ეკალაძე, დიდი ლიახვის ხეობა, სოფ.თამარაშენი
ია ეკალაძის განმარტებით, მისმა ოჯახმა შექმნილი მდგომარეობის გამო 2008 წლის 7
აგვისტოს დატოვა სოფ.თამარაშენი. 2008 წლის 20 აგვისტოს მას ტელეფონით
დაუკავშირდა დედამთილი სადკოევა კლარა, რომელიც არის ეთნიკურად ოსი. იგი
იმყოფებოდა ვლადიკავკაზში და 20 აგვისტოს ჩავიდა ცხინვალში. სადაკოევა კლარამ
მას აცნობა, რომ იყო სოფ.თამარაშენში და თავად ნახა, რომ ია ეკალაძის და ია
ეკალაძის მამის, ოთარ ეკალაძის კუთვნილი სახლები იყო გადამწვარი.
ტყვეები
ლევან ხეთაგური, დიდი ლიახვის ხეობა, სოფ. აჩაბეთი
2008 წლის 10 აგვისტოს რუსული ჯარი შევიდა სოფ. ზემო აჩაბეთში. ამ დროს ლევან
ხეთაგური მოხუცებულ და ავადმყოფ დედასთან ერთად იმყოფებოდა სახლში.
სოფელში ჯერ ფეხოსანი ჯარი შევიდა, რომელთაც სოფელში სახლები შემოიარეს და
1060
დანართი # 13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
სოფლის მოსახლეობას აცნობეს, რომ იყვნენ მშვიდობიანი მისიით მისულები და
არავის არაფერს დაუშავებდნენ. ყველა ჯარისკაცს ეკეთა თეთრი სამკლაური. მათ
დაათვალიერეს სახლები, თუმცა არ გაუჩხრიკავთ. მოგვიანებით სოფელში შევიდა
მძიმე ტექნიკა, ტანკები. ტექნიკას მოჰყვა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის
რესპუბლიკის შეიარაღებული ფორმირებები.
რუსი ჯარისკაცები მძიმე ტექნიკით განლაგდნენ ცენტრალურ გზაზე, ხოლო
თვითგამოცხადებული
სამხრეთ
ოსეთის
რესპუბლიკის
შეიარაღებული
ფორმირებების წევრები, 20–25 კაცისგან შემდგარი დაჯგუფებები შედიოდნენ
სახლებში. საღამოს 4–5 საათზე ისინი შევიდნენ ლევან ხეთაგურის ეზოში. ლევან
ხეთაგურმა რუსულად სთხოვა მათ არ ესროლათ, ვინაიდან სახლში 79 წლის
ავადმყოფი დედა ტასო ხეთაგური ჰყავდა. თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის
რესპუბლიკის შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლებმა დაუძახეს ,,თუ
სახლში ხარ გამოდი“, რის შემდეგაც რესპოდენტი და მისი დედა გარეთ გავიდნენ.
მათ ლევან ხეთაგურს ფიზიკური შეუარაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ ავტომატის ლულა
მიადეს ზურგზე და უბრძანეს სახლში შესულიყო. თავდამსხმელებმა მთელი სახლი
გაჩხრიკეს, დაარბიეს, დაცხრილეს, დააზიანეს ნივთები. ლევან ხეთაგურმა მათ
გარდაცვლილი მამის სურათის აღების ნებართვა სთხოვა. პასუხად მათ ავტომატური
იარაღით დაცხრილეს სურათი, რის შემდეგაც იგი გარეთ გამოიყვანეს და დედასთან
ერთად ჩასვეს მანქანაში.
ჩაიყვანეს ქ.ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში. ლევან ხეთაგურმა
ნახა იქ მიყვანილი მშვიდობიანი ქართული მოსახლეობა. შენობაში, შესასვლელში
კიბეებზე გაფენილი იყო ქართული დროშა. ყველა ტყვეს ფეხები უნდა გაეწმინდა
მასზე, დაეფურთხებინა და ისე გაევლო. მათ ვინც უარს ამბობდა ამის გაკეთებაზე
უმოწყალოდ სცემდნენ. ერთ–ერთ 70 წლის მამაკაცს, გივი ჭულუხაძეს უთხრეს
,,კარგად არ იწმენდ ფეხებს დროშაზე“ და წიხლი ჩაარტყეს ფეხებში.
ტყვეები შეიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორის საკნებში. იყო აუტანელი
პირობები, საკნები განლაგებული იყო მიწის ქვეშ. სასმელად აძლევდნენ ტალხიან,
ბინძურ წყალს, ხოლო საჭმელი იყო დაახლოებით 100 გრამი პური და მცირე
რაოდენობით წიწიბურა. ყოველ დღე დილის 10 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე
მამაკაცები გაჰყავდათ სამუშაოდ. ისინი რეცხავდნენ იატაკებს, ალაგებდნენ ოთახებს,
გვიდნენ და წმენდდნენ ქ.ცხინვალის ქუჩებს.
ერთ-ერთ დღეს ლევან ხეთაგურსა და მასთან ერთად მყოფ ტყვეებს შეაგროვებინეს 20
ქართველი ჯარისკაცის გვამი. მათ ჯარისკაცები ჩაალაგეს სპეციალურ პარკებში და
შeმდეგ კუბოებში. კუბოები გადაატანინეს ცხინვალის გარეუბანში. მეორე დღეს
შეაგროვებინეს 24 მიცვალებული ქართველი ჯარისკაცი და მათი კუბოებიც იმავე
ადგილას მიატანინეს. გვამები იყო ნახევრად გახრწნილი, ზოგი მათგანი იყო
შიშველი. მესამე დღეს ტრაქტორით გაჭრეს დიდი ორმო და 44 მიცვალებული იქ
დაკრძალეს. მუშაობისას ქართველ ტყვეებს 4 შეიარაღებული პირი ედგა თავზე. სულ
მუშაობდა დაახლოებით 30 ტყვე. თუმცა მიცვალებულებს აგროვებდა დაახლოებით
10–12 კაცი.
1061
დანართი # 13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
თვითგამოცხადებული
სამხრეთ
ოსეთის
რესპუბლიკის
სამართალდამცავი
ორგანოების წარმომადგენლებს ხანდახან უმიზეზოდ გაჰყავდათ ახალგაზრდა
ტყვეები და უმიზეზოდ სცემდნენ. საღaმოს საკნებში აბრუნებდნენ სატვირთო
მანქანით და გზად ხალხს ეძახდნენ ,,აბა ღორები გვყავს გასაყიდი“. 21 აგვისტოს
ლევან ხეთაგური და რამდენიმე ტყვე წაიყვანეს ზღუდერის სასაფლაოზე და
ამოათხრევინეს საფლავი, შემდეგ მიიყვანეს ერთ–ერთ ოსურ ოჯახში და ეზოში
ამოათხრევინეს 3 ეთნიკურად ოსი მიცვალებულის გვამი, რომლებიც ჩაასვენებინეს
კუბოებში, გადაატანინეს სასაფლაოზე და დაკრძალეს.
22 ან 23 აგვისტოს ზუსტად არ ახსოვს, მათთან მივიდნენ ,,წითელი ჯვრის“
წარმომადგენლები. მათ აღრიცხეს ტყვეები, დაურიგეს მათ საცვლები და
,,ადიელები“. მათი მისვლის შემდეგ ტყვეები სამუშაოდ აღარ გაუყვანიათ. 27
აგვისტოს ტყვეები ჩასვეს ავტობუსებში და წაიყვანეს სოფ.კარალეთთან, სადაც ისინი
უკვე ქართველებმა წაიყვანეს ქ.გორში და შემდეგ უკვე თბილისში. თბილისში
ტყვეები დაკითხეს პროკურატურის გამომძიებლებმა, რის შემდეგაც ისინი
განასახლეს ქ.რუსთავის #17 საჯარო სკოლაში. ლევან ხეთაგურის დედა მასზე ადრე
21 აგვისტოს წაიყვანეს.
ნადია გოგიძე, დიდი ლიახვის ხეობა, სოფ.თამარაშენი
2008 წლის 8 აგვისტოს დაახლოებით 12 საათზე ხეობაში შევიდა რუსული ჯარი.
ჯარი შევიდა სოფ.თამარაშენშიც. ამ დროს ნადია გოგიძე იმყოფებოდა ქუჩაში.
დანახვისთანავე სამხედროებmა ნადია გოგიძეს გაუხსნენ ცეცხლი. იგი გაიქცა და
დაიმალა.
ამავე დღეს ნადია გოგიძე სახლიდან წყლის მოსატანად გავიდა. მან დაინახა
მეზობელი ნუნუ გოგიძე, რომელიც ორ სამხედროსთან ერთად მიდიოდა. ნადია
გოგიძემ ჰკითხა მეზობელს რაში იყო საქმე, სამხედროებმა მას ოსურად უპასუხეს
რაღაც. მივიდნენ მასთან და იარაღის მუქარით წაიყვანეს ნუნუ გოგიძესთaნ ერთად.
ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს ქ.ცხინვალში. მათთან ერთaდ ტყვედ წაიყვანეს ასევე
ქრისტო ხეთერელიც.
ტყვეები მოათავსეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც იყო აუტანელი
პირობები. აქ მან ნახა ქალიშვილი მანანა გოგიძე. ნადია გოგიძესთან ერთად, საკანში
იყო 11 კაცი, ტყვეების ნაწილი საკნებს გარეთ იყო მოთავსებული. ერთ–ერთი ტყვე,
სოფ.თამარაშენის მცხოვრები 93 წლის მამაკაცი სახელად ნიკალა იყო ახალი
ნაოპერაციები მას თავი კონდახით ჰქონდა გადაჩეხილი. იგი იწვა პირდაპირ იატაკზე
და გვერდში ჯერ კიდევ დრენაჟი ჰქონდა. მთელი ღამის განმავლობაში მიჰყავდათ
ქართველი ტყვეები. ერთ კვირაში დაახლოებით 160 კაცი მიიყვანეს. ნადია გოგიძის
მისვლიდან 3 დღეში მიიყვანეს მისი მეუღლეც ნიკოლოზ გოგიძე.
დღეში ერთხელ ტყვეებს აძლევდნენ უშაქრო ჩაის, დაახლოებით 100 გრამ პურსა და
წიწიბურას მცირე რაოდენობით. პური ზოგს არც ხვდებოდა. ტყვეებს შორის იყვნენ
1062
დანართი # 13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
ეთნიკურად ოსებიც, შერეული ოჯახებიდან. მათ თვითგამოცხადებული სამხრეთ
ოსეთის
რესპუბლიკის
შეიარაღებული
ფორმირებების
წარმომადგენლები
ეუბნებოდნენ ,,თქვენ თუ ოსები ხართ რატომ ცხინვალში არ იყავითო.“ აღნიშნული
პირები გათავისუფლების შემდეგ, ქართველებთან ერთად წამოვიდნენ გორში.
ნადია გოგიძემ 12 დღე გაატარა ტყვეობაში. მათ ბადრაგები აყენებდნენ სიტყვიერ
შეურაცხყოფას და ეუბნებოდნენ ,,რად მიეცით ხმა სააკაშვილს, რატომ აირჩიეთ
მეორედ, გიშველოთ ეხლა სააკაშვილმა, თქვენ ხართ უპატრონოები და აქ უნდა
დაიხოცოთ“
ახალგაზრდა მამაკაცი ტყვეები გაჰყავდათ სამუშაოდ, ასევე
პერიოდულად ისინი მიჰყავდათ და სცემდნენ. 21 აგვისტოს ტყვეებს აცნობეს, რომ
ქალებს და მოხუცებს წასვლა შეძლოთ. ნადია გიორგაძე წამოვიდა ქალიშვილთან
ერთად, ხოლო მეუღლე 26 აგვისტოს გამოიყვანეს.
გატაცება
მანანა ტოლიაშვილი, გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქიწნისი
6–7 აგვიტოს ქ.ცხინვალში მიმდინარეობდა ინტენსიური ბრძოლა. 7 აგვისტოს სოფ.
ქიწნისში გამოჩნდა რუსული ბომბდამშენები, რომლებიც ბომბავდნენ სოფელს. 11
აგვისტოს მანანა ტოლიაშვილი თონეში აცხობდა პურს. ამ დროს გაიარა მისმა
მეზობელმა ე. გ – მ, რომელსაც მანანა ტოლიაშვილმა დარჩენა შესთავაზე და ახალ
გამომცხვარ პურზე მიიპატიჟა. მეზობელმა მას აუხსნა, რომ სახლში ეჩქარებოდა და
გზა განაგრძო. ამ დროს გზაზე გამოჩნდა ორი რუსი ჯარისკაცი. მათ შენიშნეს ე. გ,
გაეკიდნენ მას, წააქციეს. ისინი წაქცეულს მიათრევდნენ. რუსმა ჯარისკაცებმა
დაიჭირეს ასევე 14–15 წლის პატარა ბიჭი, რომელიც მანანა ტოლიაშვილმა ვერ იცნო.
იგი ისე შეშინდა, რომ ვერ გაარკვია საით წაიყვანეს გატაცებულები. მანანა
ტოლიაშვილი გაიქცა სახლიდან. მან ორი დღე დაახლოებით 60 კილომეტრი ირბინა
ბაღებით, რადგან გზაზე გამოსვლა საშიში იყო. გზა და გზა იგი ხვდებოდა დამწვარ
სახლებს. ქანდაში გამოვიდა ცენტრალურ გზაზე, სადაც შეხვდა სატვირთო მანქანა.
იგი აღნიშნული ავტომანქანით ჩამოვიდა თბილისში.
ტუხიაშვილი კობა, გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. მერეთი
2008 წლის 8 აგვისტოს დაახლოებით 11-12 საათზე სოფ. მერეთში შეფრინდა
რუსული ავიაცია. მათ სოფელს დაარტყეს ორი წრე და მესამე წრეზე დაიწყეს საჰაერო
იერიში. რესპოდენტის ცნობით ამ იერიშის შედეგად დაიწვა ერთი სახლი, ასევე
ავტო–მანქანები ქართული ნომრებით და ქართული შეიარაღებული ძალების 15–მდე
მანქანა. შექმნილი ვითარების გამო კობა ტუხიაშვილმა გახიზნა ოჯახი სოფლიდან.
საღამოს რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანეს სოფ. დიცსა და არბოზე, რის
შედეგადაც დაიჭრა უამრავი ადამიანი. 10 აგვისტოს სოფ. კარბში რუსულმა
ბომბდამშენებმა დაბომბეს მშვიდობიანი მოსახლეობა, დაინგრა 4 სახლი. ამის შემდეგ
რესპოდენტმა დატოვა სოფელი.
11 აგვისტოს მან ნახა რუსულ სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა შეიარაღბულმა
პირებმა როგორ გაიტაცეს სამარშუტო ტაქსი. მასში იმყოფებოდა დაახლოებით 24
მგზავრი. სამარშუტო ტაქსი წაიყვანეს ცხინვალის მიმართულებით. ოდნავ
1063
დანართი # 13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
მოგვიანებით დაისმა აფეთქების ხმა როგორც კობა ტუხიაშვილისათვის მოგვიანებით
გახდა ცნობილი, სამარშურო ტაქსი გამტაცებლებმა ააფეთქეს.
მუქარა დაშინება, სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნა
ყოთაშვილი გულო, გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზემო ხვითი
2008 წლის 11 აგვისტოს დილიდან დაიწყო სოფელ ზემო ხვითის დაბომბვა.
მიმდინარეობდა თითქმის შეუწყვეტლივ. 13 აგვისტოს დილით ყოთაშვილმა გულომ
მეუღლესთან და თანასოფლელებთან ერთად დატოვა ტრაქტორით სოფელი.
ტრაქტორს მართავდა ვანო მელაშვილი, ხოლო ძარაზე იმყოფებოდა 13 ადამიანი.
სოფ. ვარიანთან ყოთაშვილმა გულომ ნახა ავტომატური იარაღით დაცხრილული
ავტომანქანა ნივა, რომელსაც საქარე მინები ჩამსხვრეული ჰქონდა. მანქანაში წინ
იჯდა გარდაცვლილი რ. ბ., ხოლო გზაზე, მანქანის გვერდით ბ. გ. ორივე
გარდაცვლილი სოფ.ზემო ხვითის მცხოვრები იყო.
მგზავრები გზად სამჯერ გააჩერეს რუსმა და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის
რესპუბლიკის შეიარაღებული
ფორმირებების წარმომადგენლებმა. ისინი
საუბრობდნენ რუსულად. მათ იარაღის მუქარით ჩამოჰყავდათ მგზავრები
ტრაქტორიდან, ხელებს აწყობინებდნენ თავზე, ემუქრებოდნენ მოკვლით.
ტოლიაშვილი ოლია, პატარა ლიახვის ხეობა, სოფ. ქსუისი
2008 წლის 8 აგვისტოდან 11 აგვისტომდე სოფ. ქსუისში მიმდინარეობდა
ინტენსიური სროლები. სოფელი იბომბებოდა რუსული ავიაციის მიერ. სოფელში
შევიდა რუსული ჯარი და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის
შეიარაღებული ფორმირებები. ისინი საუბრობდნენ რუსულად და ოსურად.
ადგილობრივი მოსახლეობისაგან ითხოვდნენ სოფლის დატოვებას, ემუქრებოდნენ
ავტომატებით. ამ დროს ტოლიაშვილი ოლია იმალებოდა სახლის ახლოს მდებარე
მინდორში. მან შექმნილი მდგომარეობის გამო 11 აგვისტოს დატოვა სოფელი.
ვლადიმერ ყოლთაშვილი, გორის მუნიციპალიტეტი, სოფ.ზემო ხვითი
2008 წლი 9 აგვისტოს რუსულმა ავიაციამ დაახლოებით დილის 9 საათზე დაიწყო
სოფ. ზემო ხვითის ინტენსიური დაბომბვა. ვლადიმერ ყოლთაშვილმა დაინახა, მისი
სახლიდან დაახლოებით 50 მეტრში ჭურვი როგორ დაეცა მის მეზობელს ლ. ზ – ს,
რომელიც ორად გაგლიჯა. ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა. დაიწვა ასევე მისი
საცხოვრებელი სახლიც. ვლადმიერ ყოლთაშვილმა მეზობლებთან, გულო
ყოლთაშვილთან და თედო მაღრაძესთან ერთად დაკრძალეს იგი კუთვნილი სახლის
ეზოში.
9 აგვისტოს დილის დაახლოებით 11 საათზე განმეორდა დაბომბვა.
ვლადიმერ ყოლთაშვილი იმყოფებოდა სახლში. ერთ–ერთი ჭურვი დაეცა მეზობლის,
მ. გ – ს სახლს. ამ დროს იგი იმალებოდა კიბის ქვეშ, მას მოხვდა ჭურვი და ადგილზე
გარდაიცვალა, სახლი კი დაიწვა. მეზობლებმა გარდაცვლილი სახლის ეზოში
დაკრძალეს.
13 აგვისტოს 18:00 სთ–ზე ვლადიმერ ყოლთაშვილი მეუღლესთან, გულო
ყოლთაშვილთან და მეზობლებთან ერთად ტრაქტორით წამოვიდნენ თბილისში.
1064
დანართი # 13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
სულ 13–14 კაცი. სოფ.შინდისთან ვლადიმერ ყოლთაშვილმა ნახა როგორ იწვოდა
ოთხი ქართული ტანკი და ავტომანქანა ნივა. ნახა ასევე დაღუპული ქართველი
ჯარისკაცების გვამებიც. ტრაქტორს მართავდა მისი თანასოფლელი ივანე
მელაშვილი. სოფ. ვანათთან ტრაქტორი გააჩრეს სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა 20
მდე პირმა. ზოგიერთ მათგანს სახეზე ეკეთა ნიღბები და საუბრობდნენ რუსულად.
ერთ–ერთმა მათ უთხრათ, რომ ვინაიდან ქართველები ხოცავდნენ ოსებს ახლა მათ
დახოცავდნენ. იარაღის მუქარით ხალხი ჩამოიყვანეს ტრაქტორიდან, დააყენეს
მწკრივში, რამდენიმე მათგანს თავზე მიადეს ავტომატი. 5 წუთის შემდეგ წასვლა
უბრძანეს.
სოფ.
ახალდაბასთან
რუსეთის
შეიარაღებული
ძალების
წარმომადგენლებმა კიდევ ორჯერ გააჩერეს მგზავრები და ანალოგიურად მოექცნენ.
ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით.
ომგარეშ ტურაშვილი, პატარა ლიახვის ხეობა, სოფ. არგვიცი
2008 წლის 7 აგვისტოს ომგარეშ ტურაშვილი იმყოფებოდა სოფ. არგვიცის ე.წ.
,,ბირჟაზე“ ჩრდილოეთის მხრიდან გამოჩნდნენ თვითმფრინავები. მათ სოფელს ორი
წრე დაარტყეს და დაიწყეს მისი დაბომბვა. ბომბავდნენ სახლებს, ქუჩებს. აღნიშნულ
სოფელში ქართული ჯარის ნაწილები განლაგებული არ იყო. შეშინებულმა
მოსახლეობამ დატოვა სოფელი. დარჩა მხოლოდ 15 ადამიანი, რომელიც რამდენიმე
დღის განმავლობაში არ წამოსულა.
7 აგვისტოს შემდეგ, სოფელი ყოველ დღე იბომბებოდა რუსული ავიაციის მიერ. სოფ.
არგვიცის მახლობლად, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობდა რუსული ე.წ
სამშვიდობოების პოსტი, საიდანაც სოფელს ყოველდღიურად უხსნიდნენ ცეცხლს.
2008 წლის 11 აგვისტოს სოფელში შევიდა რუსული მძიმე ტექნიკა, ტანკები. ამის
გამო ამავე დღეს ომგარეშ ტურაშვილმა გაიოზ მიდოდაშვილთან, ალბერტ
ღამბაშიძესთან და ბესიკ მიდოდაშვილთან ერთად დატოვა სოფელი. ისინი წავიდნენ
სოფ. დიცის მიმართულებით. მიჰყვებოდნენ ხეობას. ისინი შეამჩნიეს პემზაწინის
კარიერის თავზე მყოფმა რუსმა სამშვიდობოებმა, რომლებმაც მათ ცეცხლი გაუხსნენ.
რესპოდენტი თანმხლებ პირებთან ერთად ხევში, წყალში ჩაწვა. მათ ესროლეს
დაახლოებით 11 ჭურვი. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ადგომას ვერ
ბედავდნენ, ჭურვები მათ ახლო მახლო ფეთქდებოდა, ჭურვის ანასხლეტი მოხვდა
მიდოდაშვილ ბესიკს, რომელიც მსუბუქად დაიჭრა. ომგარეშ ტურაშვილი და მისი
თანასოფლელები ხოხვით გაუყვნენ ხეობას და მიაღწიეს სოფ. დიცამდე. დიციდან
ისინი ტრანსპორტით წამოვიდნენ თბილისში.
კონფიდენციალური, პატარა ლიახვის ხეობის სოფ. არგვიცი
ა.ღ–ს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2008 წლის 9 აგვისტოს რესპოდენტმა
და მისმა მეზობლებმა, სულ ოთხმა კაცმა, გადაწყვიტეს პატარა ლიახვის ხეობის სოფ.
არგვიცის დატოვება. ამ დროისათვის რუსული სამხედრო ნაწილები შესული იყო
სოფელში და დარჩენა დიდ საფრთხეს უკავშირდებოდა. სოფლის მოსახლეობას
ოჯახი გახიზნული ჰყავდა და სოფელში მხოლოდ კაცები იყვნენ დარჩენილი.
რესპოდენტმა და მისმა თანასოფლელებმა თან მხოლოდ ტანსაცმელი წაიღეს
პარკებით. გზად ისინი რუსმა სამშვიდობოებმა შენიშნეს და გაუხსნეს ცეცხლი.
1065
დანართი # 13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
რესპოდენტი გზაზე დაწვა და თავზე ტანსაცმლის პარკი დაიფარა. მოგვიანებით ნახა,
რომ პარკი ტყვიებით იყო დაცხრილული. ერთ-ერთ მის თანამგზავრს კი გაუსკდა
ყურის ბარაბანი. რესპოდენტი ჯერ კასპში, ხოლო შემდეგ რუსთავში ჩავიდა.
ინციდენტისას სოფლებში ქართული ჯარი უკვე აღარ იმყოფებოდა.
მაია ოტიაშვილი, დიდი ლიახვის ხეობა, სოფ. სვერი
ოტიაშვილი მაია ცხოვრობდა სოფ. სვერში. 2008 წლის 7 აგვისტოს იგი იმყოფებოდა
საკუთარ სახლში. სოფელში შევიდა რუსული ჯარი. სამხედროებმა დაიწყეს
უმისამართოდ სროლა. შედეგად საფრთხე შეექმნა მშვიდობიან მოსახლეობას.
ტანკიდან ნასროლი ჭურვი მოხვდა შოთა ხეთაგაშვილის სახლს და დააზიანა
როგორც მისი ასევე მაია ოტიაშვილის სახლი. სროლები გრძელდებოდა
ინტენსიურად. დაბომბვის გამო, მაია ოტიაშვილი შვილებთან ერთად წამოვიდა
ფეხით სოფ. სვერიდან. ქემერტიდან კი ისინი გამვლელმა მანქანმა წამოიყვანა
თბილისში.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისგან მიღებული ინფორმაცია 2008
წლის აგვისტოს კონფლიქტისას ადამიანის უფლებების დარღვევის
შესახებ
საკუთრების უფლება
8 აგვისტო. რუსეთის ,,სამშვიდობო“ ჯარის ჩეჩნური დანაყოფები ჩხრეკდნენ
მშვიდობიან
მოსახლეობას,
ართმევდნენ
ფულს,
ძვირფასეულობასა
და
ავტომანქანებს. ასეთი ჩხრეკის მსხვერპლნი გახდნენ: მჭედლიძე ჯანგირი დიდი
ლიახვის ხეობის სოფელ აჩაბეთიდან, რომელსაც წაართვეს ჯიპის მარკის
ავტომანქანა, გრიშა ბახტურიძე და მისი მეუღლე თამარ ხუცინაშვილი დიდი
ლიახვის ხეობის სოფელი თამარაშენიდან. მათ წაართვეს ავტომანქანა, 6000 ლარი და
1000 აშშ დოლარი. ვალენტინა აიდარაშვილი, რომელსაც წაართვეს 32 000 აშშ
დოლარი და ოქროულობა საერთო ღირებულებით 5000 აშშ დოლარი.
9 აგვისტო. ხეობაში არსებული სასურსათო მაღაზიებიდან რუსეთის ფედერაციის
ჯარისკაცების მიერ მასიურად ხდებოდა სპირტიანი სასმელების დატაცება და
მოხმარება. გაიძარცვა შემდეგი პირების მაღაზიები: სოფელი აჩაბეთი - რევაზ
ჭულუხაძე, მევლუდ ბაბუციძე. სოფელი თამარაშენი – ბეგლარ გოჩაშვილი, ოლენა
დათაშვილი, ბონდო გოგაშვილი. ასევე გაიძარცვა ხეობაში არსებული სხვადასხვა
დანიშნულების შენობები.
თვითგამოცხადებული
სამხრეთ
ოსეთის
რესპუბლიკის
შეიარაღებული
ფორმირებები, რომელთაც მკლავზე ეკეთათ თეთრი ნიშნები, შედიოდნენ სახლებში,
გამოჰქონდათ ქონება, რომელსაც ტვირთავდნენ მანქანებსა და ტრაქტორებზე,
შემდეგ კი წვავდნენ სახლებს.
1066
დანართი # 13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითნებური დაკავების ფაქტები
8 აგვისტო. დიდი ლიახვის ხეობის სოფელ თამარაშენის გზაზე საოკუპაციო ჯარები
მძიმე სამხედრო ტექნიკით გადაადგილდებოდნენ. მათ თამარაშენში მცხოვრები:
ტასიკო ლაშხი, ვალენტინა აიდარაშვილი და დავით ძაძამია დააკავეს.
დაკავებულები რამდენიმე საათის განმავლობაში დაჩოქილები ჰყავდათ.
წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა
სეპარატისტული მთავრობის წარმომადგენლებმა ტყვედ აიყვანეს სამოქალაქო
პირები. მწკრივში დააყენეს, ხელები უკან შეუკრეს, მიიტანეს საქართველოს დროშა,
გაშალეს და უბრძანეს დაეფურთხებინათ და ფეხით გაეთელათ. ერთ-ერთი ტყვე
სოფელი თამარაშენის მკვიდრი დავით ძაძამია ცალკე ოთახში გაიყვანეს, სადაც მისი
დაკითხვა განხორციელდა. მათ ძირითადად აინტერესებდათ იყო თუ არა ის
სამხედრო პირი, ჰქონდა თუ არა მას დიმიტრი სანაკოევის მთავრობასთან რაიმე
სახის კავშირი. დაკითხვის პროცესში სეპარატისტებმა მას სახის არეში
ცეცხლსასროლი იარაღი დაარტყეს, პირში რევოლვერი ჩაუდეს და მოკვლით
დაემუქრნენ, აიძულეს მოეშარდა საქართველოს დროშაზე, მრავლობითი ჭრილობა
მიაყენეს სხეულის არეში.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ბატონი დიმიტრი სანაკოევის
მიერ
მოწოდებული
ინფორმაციის
თანახმად,
აღნიშნულ
ქმედებებს
ხელმძღვანელობდა და უშუალო მონაწილეობას იღებდა თვითაღიარებული რეჟიმის
შს იზოლატორის უფროსი ჰამლეტ გუჩმაზოვი.
მძევლები შვიდ საკანში აუტანელ პირობებში, უჰაერობასა და სიცხეში განათავსეს.
მძევალთა რაოდენობამ ასოთხმოცდაათ კაცს მიაღწია. ძირითადად იყვნენ ქალები,
მოხუცები, ასევე პირები რომლებიც ცხინვალში და ჯავის რაიონში ჩასულები იყვნენ
სამუშაოდ. მძევლებს შორის იყვნენ მძიმე ავადმყოფები, ინვალიდები, ასევე მეორე
მსოფლიო ომის მონაწილე ოთხმოცდაცამეტი წლის მძიმე ავადმყოფი ნიკალა
ელბაქიძე და გურამ ხეთერელი. სივიწროვის გამო, ხალხი დერეფნებში ცივ ბეტონზე
იწვა. მათ ყოველდღიურად სცემდნენ, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას,
ამცირებდნენ მიუხედავად ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობისა.
სამი დღის განმავლობაში არ შეჰქონდათ საკვები, მეოთხე დღეს ბადრაგმა – დავით
თედეევმა მძევლებს შეუტანა პურით სავსე ტომარა. მძევალზე ერთი ნაჭერი.
შეძახილით ,,ჭამეთ ღორებო”. სახანძრო მანქანით მიჰქონდათ ყვითელი ფერის (მდ.
ლიახვის) წყალი, რომელიც გამოიყენებოდა დასალევად.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ბატონ დიმიტრი სანაკოევის
მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებიდან მეორე დღეს მძევლები
გიორგი მონასელიძე და ლევან ელბაქიძე გაყვანილი იქნენ მინძაევის, გუჩმაზოვის,
თედეევის და შსს თანამშრომლის ზედმეტ სახელად ,,კოშკას“ მიერ შინაგან საქმეთა
სამინისტროს დერეფანში, ისინი დააჩოქეს და წიხლებით სცემეს, შემდეგ კი უბრძანეს
1067
დანართი # 13 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და ადამიანის
ფუნდამენტური უფლებების დარღვევა რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებულ
კონფლიქტში
მათივე სისხლიანი მაისურებით დერეფნის იატაკის მოწმენდა. მძევლებს
თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ცინიკურად
მიმართავდნენ: ,,შრომამ მაიმუნი ადამიანად აქცია, მაგრამ ქართველები ისევ
მაიმუნებად რჩებით”. გიორგი მონასელიძე აიძულეს გაეწმინდა მათი ფეხსაცმელები,
რომლის შემდეგაც მას მიაყენეს ტრავმა ფეხით სახის არეში.
ფიზიკური ხელშეუხებლობა
17 აგვისტო. ქ.გორში, ყოფილ წისქვილკომბინატის ტერიტორიაზე სამუშაოდ
გაყვანილი მძევლები აიძულეს გადმოეტვირთათ ცხინვალის მოსახლეობისათვის
განკუთვნილი პროდუქტები. სატვირთო მანქანებზე ეწერა ,,რუსეთი თქვენთან არის“,
ხოლო ყუთებზე გამოსახული იყო რუსეთის დროშა და წარწერა ,,რუსეთის
რეზერვიდან“. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ბატონ დიმიტრი
სანაკოევის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ტვირთის
მიღება-ჩაბარებას ხელმძღვანელობდა სეპარატისტული მთავრობის მრეწველობისა
და ვაჭრობის მინისტრი თეიმურაზ ჩოჩიევი, რომელიც მძევლებს ემუქრებოდა
ფიზიკური განადგურებით. ის აგინებდა ქართველ ერს, მოიხსენიებდა მათ ღორებად.
მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მძევლებს, მათ შორის დავით ძაძამიასა, და
სოფელ ჭარების მკვიდრ მ. რაზმაძეს.
1068
დანართი # 14 საკუთრების უფლება
დანართი # 14
საკუთრების უფლება
კალოუბნის №6-ის საქმე
საქართველოს სახალხო დამცველს საჩივრით მიმართეს ქ.თბილისში, კალოუბნის #6ში მდებარე შენობის მესაკუთრეებმა მათი საკუთრების უფლების დარღვევის
თაობაზე.
საჩივრიდან და წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მოქალაქეებმა:
დავით ჯაბიძემ, ზურაბ დიასამიძემ, ნანა ცხვარიაშვილმა, ჟანა უსტარაშვილმა, ნაირა
ჯავახიშვილმა, ირსა ბურჭულაძემ და რუსუდან მინდიკაურმა 2008 წლის 31 იანვარს
უპირობო აუქციონზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსგან
შეიძინეს ქ. თბილისში, კალოუბნის #6-ში არსებული 489,72კვ.მ ფართი, შენობის
პირველი სართული, რასაც ადასტურებს აუქციონში გამარჯვების შესახებ ოქმი #101.
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაიცა 20 მარტს, ხოლო 2008 წლის 11
აპრილიდან მათი საკუთრების უფლება ზემოაღნიშნულ ფართზე დარეგისტრირდა
საჯარო რეესტრში.
განმცხადებლები მიუთითებენ, რომ დასახელებული ქონების შეძენის შემდეგ მასში
უკანონოდ შეიჭრნენ დევნილები, რის თაობაზეც თანამესაკუთრეებმა აცნობეს
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2008 წლის 7 მარტის
წერილით, რომელიც იმავე დღეს ჩაიბარა ზემოხსენებული უწყების კანცელარიის
თანამშრომელმა ლოცოვანოვმა. განმცხადებლები აცხადებდნენ, რომ კალოუბნის #6ში მდებარე შენობა-ნაგებობის პირველი სართული (489,72კვ.მ) მასზე დამაგრებული
წილობრივი მიწის ნაკვეთით, რომელიც მათ უპირობო აუქციონზე შეიძინეს 2008
წლის 31 იანვარს, წარმოადგენდა მათ საკუთრებას და ითხოვდნენ, არ
განხორციელებულიყო
იქ
დევნილების
დარეგისტრირება.
გარდა
ამისა,
განმცხადებელთა განმარტებით, ისინი პირადად შეხვდნენ ლტოლვილთა და
განსახლების მინისტრის მოადგილეს, ბ-ნ ბესარიონ წერედიანს და აუხსნეს, რომ
მიმდინარეობდა მათი საკუთრების უფლების სარეგისტრაციო წარმოება და შენობა,
სადაც დევნილები შეიჭრნენ, სახელმწიფოს აღარ ეკუთვნოდა.
მიუხედავად ამისა, საჩივარში აღნიშნულია, რომ დევნილების დამისამართება
განხორციელდა დაახლოებით 13-14 მარტს.
დღეისათვის მესაკუთრეები
მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, თავიანთი შეხედულებისამებრ განკარგონ და
ისარგებლონ კუთვნილი ქონებით.
საკითხის შესწავლის მიზნით, ,,სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის მე18 მუხლის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის
აპარატმა წერილით მიმართა საქართველოს ლტოლვილთა და გასახლების მინისტრს,
1069
დანართი # 14 საკუთრების უფლება
წარმოედგინა
საკითხებზე:
ახსნა-განმარტება
და
სრულყოფილი
დოკუმენტაცია
შემდეგ
1. რა სამართლებრივი საფუძვლით განხორციელდა თბილისში, კალოუბნის #6-ში
მდებარე შენობაში დევნილთა დარეგისტრირება;
2. ჩატარდა თუ არა ადმინისტრაციული წარმოება დევნილთა დარეგისტრირების
შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე; დასტურის შემთხვევაში, ჩართულნი იყვნენ
თუ არა ადმინისტრაციულ წარმოებაში ის პირები, რომლებიც პრეტენზიას
აცხადებდნენ თბილისში, კალოუბნის #6-ში მდებარე შენობაზე (საქართველოს
ლტოლვილთა და განასახლების სამინისტროს ასეთი პრეტენზია 2008 წლის 7 მარტს
წერილობით ეცნობა). არსებობის შემთხვევაში, საქართველოს სახალხო დამცველის
აპარატი ითხოვდა იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლის გადმოცემას,
რომლითაც განხორციელდა დევნილთა რეგისტრაცია.
3. როდის განხორციელდა (ზუსტი თარიღის მითითებით) თბილისში, კალოუბნის
#6-ში მდებარე შენობაში დევნილთა რეგისტრაცია და დღეისათვის რამდენი
დევნილია იქ დარეგისტრირებული.
4. კონკრეტულად, რა სახის ღონისძიებების გატარებას აპირებდა საქართველოს
ლტოლვილთა
და
განსახლების
სამინისტრო
აღნიშნული
პრობლემის
გადასაწყვეტად.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2008 წლის 01 ოქტომბრის #01/0117/4803 წერილით დასახელებულმა უწყებამ სახალხო დამცველის აპარატს არ
წარმოუდგინა სრულყოფილი პასუხი თითოეულ კითხვაზე. მხოლოდ გვეცნობა, რომ
კალოუბნის ქ.#6-ში მდებარე შენობაში დევნილთა დამისამართება განხორციელდა
მიმდინარე წლის 13 მარტს და დღეის მდგომარეობით იქ კომპაქტურად
დამისამართებულია 23 დევნილი. აგრეთვე, გადმოიგზავნა სხვადასხვა უწყებაში
გაგზავნილ კორესპონდენციათა ასლები, სადაც მითითებულია დევნილთა
რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძვლები.
წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, 2007 წლის 18 დეკემბერს სამინისტროში
შევიდა იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა კოლექტიური განცხადება,
რითაც ისინი ითხოვდნენ დარეგისტრირებას (დამისამართებას) ქ.თბილისში,
კალოუბნის ქ.#6-ში მდებარე ფართზე.
2008 წლის 5 თებერვალს სამინისტრომ შეამოწმა ზემოაღნიშნულ ობიექტზე
მაცხოვრებელ
დევნილთა რაოდენობა და ვინაობა. ამასთანავე, სამინისტრომ
წერილით მიმართა საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და
მოითხოვა ინფორმაცია ქ.თბილისში, კალოუბნის ქ.#6-ში, პირველ სართულზე
მდებარე ფართის მესაკუთრის ვინაობის შესახებ. საჯარო რეესტრის 2008 წლის 13
მარტის წერილიდან ირკვევა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით,
კალოუბნის ქ.#6-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე, პირველ სართულზე მდებარე
არასაცხოვრებელ ფართზე 489.72 კვ.მ რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრების
1070
დანართი # 14 საკუთრების უფლება
უფლება. წერილში აგრეთვე აღნიშნული იყო, რომ კალოუბნის ქ.#6-ში ზოგიერთი
უძრავი ნივთი რეგისტრირებულია სართულის მითითების გარეშე. კალოუბნის ქ.#6ში, მიწის ნაკვეთზე მდებარე 493.00კვ.მ ფართზე რეგისტრირებულია გიორგი
სამხარაძის საკუთრების უფლება. 44.35 კვ.მ ფართზე რეგისტრირებულია ირსა
ბურჭულაძის საკუთრების უფლება. 246.50 კვ.მ ფართზე რეგისტრირებულია ელისო
დევდარიანის საკუთრების უფლება.
საქმეში წარმოდგენილია, აგრეთვე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების
სამინისტროს 2007 წლის 14 დეკემბრის #15/1119 წერილი, სადაც აღნიშნული უწყება
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ატყობინებს, რომ თუ განსახლების
ადგილი არ არის კომპაქტური, დამისამართება შესაძლებელია, განხორციელდეს იმ
პირობით, თუ დევნილი ხსენებულ ადგილზე ცხოვრობს არანაკლებ 2007 წლის 1
იანვრიდან.
2008 წლის 1 ოქტომბრის წერილში საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების
სამინისტრო აღნიშნავს, რომ სამინისტროს განცხადებით მიმართეს, აგრეთვე,
ფიზიკურ პირთა ჯგუფის წარმოამდგენლებმა, ჟანა უსტრაშვილმა და ნანა
ცხვარიაშვილმა, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ კალოუბნის ქ.#6-ში მდებარე მიწის
ნაკვეთზე, პირველ სართულზე მდებარე ფართი მათ შეიძინეს აუქციონის წესით,
თუმცა მათ ვერ შეძლეს სამინისტროში აღნიშნულის დამადასტურებელი
დოკუმენტაციის წარდგენა.
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წერილი არ არის
სრულყოფილი და არ არის დაკონკრეტებული, როდის მიმართეს მას ჟანა
უსტარაშვილმა და ნანა ცხვარიაშვილმა. საქმის მასალებიდან არ ირკვევა, მოითხოვა
თუ არა სამინისტრომ საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა და მოიკვლია თუ არა
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ამის ნაცვლად, 2008
წლის 13 მარტს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2008 წლის
11 იანვრის #2 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა 23 დევნილის დამისამართება
კალოუბნის ქ.#6-ში მდებარე ფართში.
საჩივრისა და წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლის შედეგად, საქართველოს
სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ დაირღვა მოქალაქეების დავით ჯაბიძის, ზურაბ
დიასამიძის, ნანა ცხვარიაშვილის, ჟანა უსტარაშვილის, ნაირა ჯავახიშვილის, ირსა
ბურჭულაძისა და რუსუდან მინდიკაურის კონსტიტუციით გარანტირებული
საკუთრების უფლება, აგრეთვე, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის
უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია და ეჭვს არ იწვევს, რომ დღეის მდგომარეობით მოქალაქეები დავით
ჯაბიძე, ზურაბ დიასამიძე, ნანა ცხვარიაშვილი, ჟანა უსტარაშვილი, ნაირა
ჯავახიშვილი, ირსა ბურჭულაძე და რუსუდან მინდიკაური არიან ქ.თბილისში,
კალოუბნის #6-ში არსებული 489,72კვ.მ ფართის (შენობის პირველი სართული)
მესაკუთრეები, რაც დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. მათ 2008 წლის
31 იანვარს უპირობო აუქციონზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების
სამინისტროსგან შეიძინეს ზემოაღნიშნული ფართი, რასაც ადასტურებს აუქციონში
1071
დანართი # 14 საკუთრების უფლება
გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი #101. საკუთრების დამადასტურებელი
მოწმობა გაიცა 20 მარტს, ხოლო 2008 წლის 11 აპრილიდან მათი საკუთრების უფლება
ზემოაღნიშნულ ფართზე დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
ვინაიდან
განმცხადებლებისათვის
ცნობილი
გახდა,
რომ
სამინისტროში
მიმდინარეობდა მათ მიერ შეძენილ ფართში დევნილთა რეგისტრაცია, 2008 წლის 7
მარტის წერილით თანამესაკუთრეებმა აცნობეს საქართველოს ლტოლვილთა და
განსახლების სამინისტროს, რომ კალოუბნის #6-ში მდებარე შენობა-ნაგებობის
პირველი სართული (489,72კვ.მ) მასზე დამაგრებული წილობრივი მიწის ნაკვეთით
მათ უპირობო აუქციონზე უკვე შეიძინეს 2008 წლის 31 იანვარს, წარმოადგენდა მათ
საკუთრებას და იქ დევნილების დარეგისტრირება არ უნდა განხორციელებულიყო.
აღნიშნულს უდავოდ მოწმობს სამინისტროს თანამშრომლის, ლოცოვანოვის
ხელმოწერა, რომელმაც 7 მარტს ჩაიბარა წერილი კანცელარიაში.
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2008 წლის 01
ოქტომბრის წერილის #01/01-17/4803 თანახმად, კალოუბნის ქუჩაზე დევნილთა
დამისამართება განხორციელდა 2008 წლის 13 მარტს, თუმცა სამინისტროს არ
წარმოუდგენია დოკუმენტი (აქტი), რითაც განხორციელდა რეგისტრაცია.
შესაბამისად, შეუძლებელია, ვიმსჯელოთ მისი დასაბუთებულობის შესახებ.
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო არის სახელმწიფო
მმართველობის ორგანო, ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის
მე-2
მუხლის
,,ა“
ქვეპუნქტის
საფუძველზე
წარმოადგენს
ადმინისტრაციულ ორგანოს.
ზოგადი
ადმინისტრაციული
კოდექსის
თანახმად,
,,ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური
სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან
პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.“
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2008 წლის 13 მარტს
გამოცემული დოკუმენტი (დევნილთა დარეგისტირირების შესახებ) წარმოადგენს
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ვინაიდან იგი აწესებს
მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის უფლებებს და, ამავდროულად, არღვევს
მესაკუთრეთა საკუთრებით შეუზღუდავი სარგებლობის უფლებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95–ე მუხლის პირველი და
მეორე ნაწილების თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია
ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის
საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია,
უზრუნველყოს
მისი
მონაწილეობა
ადმინისტრაციულ
წარმოებაში.
ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების
შესახებ
აცნობოს
დაინტერესებულ
მხარეს,
თუ
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით
შეიძლება
გაუარესდეს
მისი
1072
დანართი # 14 საკუთრების უფლება
სამართლებრივი
მდგომარეობა,
ადმინისტრაციულ წარმოებაში.“
და
უზრუნველყოს
მისი
მონაწილეობა
საგულისხმო და ყურადსაღებია, რომ 2008 წლის 7 მარტს (კალოუბნის ქ.#6-ში
დევნილთა დამისამართებამდე) საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების
სამინისტროსთვის უკვე ცნობილი იყო, რომ დასახელებულ მისამართზე პრეტენზიას
აცხადებდა ფიზიკურ პირთა ჯგუფი. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო
ვალდებული იყო, ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაება დაინტერესებული პირები.
მიუხედავად ამისა, სამინისტრომ, კანონის მოთხოვნათა დარღვევით, არ
უზრუნველყო მათი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, არ შეატყობინა და
არ მოიწვია ისინი კანონით დადგენილი წესით. ამდენად, სამინისტროს მიერ
მიღებული აქტით გაუარესდა ზემოაღნიშნულ მოქალაქეთა ჯგუფის ქონებრივი
მდგომარეობა, რადგან დღემდე მათ არ აქვთ საკუთრებით შეუზღუდავი
სარგებლობის შესაძლებლობა. ამით, დაირღვა მოქალაქეთა ადმინისტრაციულ
წარმოებაში მონაწილეობის უფლებაც.
აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს აქტის ბათილობის საფუძვლებს, ვინაიდან,
მათი მონაწილეობის შემთხვევაში, შეიძლებოდა, მიღებულიყო სხვაგვარი
გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,სახალხო დამცველის შესახებ“
ორგანული კანონის 21–ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის 2008 წლის 2 დეკემბერს
საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ბათილად ეცნო 2008 წლის 13 მარტს
მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (კალოუბნის
ქ.#6–ში დევნილთა დამისამართების შესახებ) და საკითხის ყოველმხრივი და
ობიექტური შესწავლის საფუძველზე მიეღო სათანადო გადაწყვეტილება.
2009 წლის 26 იანვარს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან
მიღებულ პასუხში მითითებულია, რომ სამინისტრომ გაითვალისწინა საქართველოს
სახალხო დამცველის რეკომენდაციები. 2008 წლის 29 დეკემბრის #138 ბრძანებით
ბათილად
გამოცხადდა
,,საცხოვრებელი
ფართობებისათვის
კომპაქტურად
განსახლების ობიექტის სტატუსის მინიჭების შესახებ“ ლტოლვილთა და
განსახლების მინისტრის 2008 წლის 27 თებერვლის #26 ბრძანების მე–8 პუნქტი,
რომელიც ეხებოდა კალოუბნის ქ.#6–ში მდებარე არასაცხოვრებელ ფართს და ამავე
ბრძანებით გაუუქმდა რეგისტრაცია 22 დევნილს ამ მისამართზე, ისინი
დამისამართდნენ სამგორის რაიონში, კერძო სექტორში.
ნოდარ ნოზაძის საქმე
2008 წლის 2 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა
ქ.თბილისში ბოგდან ხმელნიცკის ქ.48-ში მდებარე შენობის მესაკუთრემ, მოქალაქე
ნოდარ ნოზაძემ (საერთო ფართი 17 021,58 კვ.მ), საკუთრების უფლების დარღვევის
შესახებ. მისი საკუთრების უფლებას ადასტურებს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
აღნიშნული ფართი რეგისტრირებულია, როგორც შპს ,,სასწავლო-სამეცნიერო
ცენტრის“ და ნოდარ ნოზაძის საკუთრება. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ნოდარ
1073
დანართი # 14 საკუთრების უფლება
ნოზაძე იმავდროულად არის შპს ,,სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის“ დირექტორი და
წარმოადგენს საზოგადოებას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლის შედეგად
ირკვევა, რომ წლების განმავლობაში აღნიშნული შენობის ნაწილში შესახლებულნი
არიან დევნილები აფხაზეთიდან, ისინი არიან რეგისტრირებულნი ლტოლვილთა და
განსახლების სამინისტროს მიერ და კანონიერად აქვთ დაკავებული ფართი, რის
გამოც მესაკუთრეს არანაირი პრეტენზია მათ მიმართ არ გააჩნია, ანუ 175 კაცი
ცხოვრობს კანონიერად, რასაც ადასტურებს ლტოლვილთა და განსახლების
სამინისტროს მიერ გაცემული სია.
განმცხადებლის განმარტებით, მიმდინარე წლის აგვისტოში, საომარი მოქმედებების
დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, შექმნილი მდგომარეობით ისარგებლეს
სხვა პირებმა და შეიჭრნენ ნოდარ ნოზაძის საკუთრებაში. ისინი აცხადებენ, რომ
არიან დევნილები აფხაზეთის ტერიტორიიდან (კერძოდ, გალიდან, სოხუმიდან და
ა.შ). არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არ ტოვებენ შენობას, რის გამოც
მესაკუთრეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში ხელი ეშლება. აღსანიშნავია, რომ
დასახელებული შენობა წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებას და უცხო
პირთა თვითნებური ქმედება უხეშად არღვევს მესაკუთრის კონსტიტუციითა და სხვა
კანონებით დადგენილ გარანტიებს იმის შესახებ, რომ საკუთრება აღიარებული და
ხელშეუხებელია. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შენობაში შეჭრილი პირები
მესაკუთრეს და სკოლის მასწავლებლებს აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ
შეურაცხყოფას და ანადგურებენ სკოლის ქონებას.
მესაკუთრემ – ამ კონკრეტულ შემთხვევაში – ნოდარ ნოზაძემ არაერთხელ მიმართა
საქართველოს შს სამინისტროს მთავარი სამმართველოს ისანი–სამგორის
სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებას და საქართველოს შს მინისტრის 2007
წლის #747 ბრძანებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172–ე მუხლის მე–3
პუნქტის საფუძველზე მოითხოვა მის საკუთრებიდან უკანონოდ შეჭრილ პირთა
გამოსახლება, მაგრამ უშედეგოდ.
საკითხის საფუძვლიანად შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის
თანამშრომელი ადგილზე გაეცნო ბ.ხმელინცკის #48-ში არსებულ სიტუაციას, სადაც
შეხვდა შენობაში შეჭრილ მოსახლეობას. ისინი აცხადებენ, რომ არიან დევნილები
სოხუმიდან, გალიდან, გულრიფშიდან. ზემოაღნიშნული პირები წლების
განმავლობაში ცხოვრობდნენ ნაქირავებ ბინებში. მათ განემარტათ, რომ დაკავებული
ფართი წარმოადგენს კერძო საკუთრებას. მიუხედავად ამისა, მათ უარი განაცხადეს
მის დატოვებაზე, ვიდრე სახელმწიფო სხვა საცხოვრებელით არ დააკმაყოფილებდა
მათ. ადგილზე შედგა ოქმი და ფოტოებზე აღიბეჭდა შენობაში არსებული სიტუაცია.
საკუთრების უფლება ერთ–ერთი ყველაზე მყარად დაცული და გარანტირებული
უფლებაა. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიხედვით, ,,საკუთრება და
მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია
საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო
უფლების გაუქმება.“
1074
დანართი # 14 საკუთრების უფლება
საქართველოს სამოქალქო კოდექსის 172–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: „თუ
ხდება უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, მაშინ
მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ
ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს
მოქმედების აღკვეთა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, შესაბამისი
სამართალდამცავი
ორგანოსაგან,
კანონით
დადგენილი
საკუთრების
დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გზით, გარდა სავარაუდო ხელმყოფის
მიერ უძრავ ნივთზე საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობის ან/და
სარგებლობის
დამადასტურებელი
წერილობითი
დოკუმენტის
წარდგენის
შემთხვევისა.“
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,სახალხო დამცველის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, 2008
წლის 9 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, უმოკლეს დროში შეესწავლა ბოგდან
ხმელნიცკის #48-ში განვითარებული მოვლენები, ამასთანავე, დაევალებინა
შესაბამისი უწყებებისათვის შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის #747
ბრძანებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განეხორციელებინა ნოდარ
ნოზაძის საკუთრებიდან უკანონოდ შეჭრილი პირების გამოსახლება, რათა
მესაკუთრეს მისცემოდა შენობით სარგებლობის შესაძლებლობა. აგრეთვე, ,,სახალხო
დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის 21–ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად,
სათანადო რეაგირებისათვის შინაგან საქმეთა მინისტრს გაეგზავნა ჩვენ ხელთ
არსებულ ინფორმაცია სხვის საკუთრებაში უკანონოდ შეჭრისა და ქონების განზრახ
განადგურების თაობაზე.
გარდა ამისა, იმავე დღეს, 9 სექტემბერს სახალხო დამცველმა მიმართა ლტოლვილთა
და განსახლების სამინისტროს, უმოკლეს დროში შეესწავლა ბოგდან ხმელინცკის #48ში განვითარებული მოვლენები და განეხორციელებინა კერძო პირის საკუთრებაში
უკანონოდ შეჭრილი პირების დარეგისტრირება. აგრეთვე, უზრუნველეყო უკანონოდ
შეჭრილ პირთა გადაყვანა სხვა ფართში, თუ ისინი ნამდვილად დევნილები იყვნენ.
აღსანიშნავია,
რომ
გამოსახლების
პროცესს
ესწრებოდა
სამინისტროს
წარმომადგენელი და ადგილზე არკვევდა დევნილთა განსახლების საკითხს. გაირკვა,
რომ ბოგდან ხმელნიცკის #48-ში შეჭრილ პირებს, რომელთაგან ზოგიერთი დევნილი
იყო, სხვა ადილზე ჰქონდათ დამისამართება.
გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაცია დღემდე არ მიგვიღია. ხოლო რაც
შეეხება გამოსახლებას, აღსანიშნავია, რომ ნოდარ ნოზაძის საკუთრებიდან შეჭრილ
პირთა გამოსახლება განხორციელდა ნაწილობრივ, რის შემდეგაც სკოლამ განაახლა
ფუნქციონირება, ხოლო ფართის ნაწილში კვლავ რჩებიან უკანონოდ შეჭრილი
პირები, რის გამოც მიმდინარე წლის 26 იანვარს განმეორებით მივმართეთ პოლიციას.
1075
დანართი # 14 საკუთრების უფლება
ზურაბ ჯანგველაძის საქმე
საქართველოს სახალხო დამცველს საჩივრით მიმართა მოქალაქე ზურაბ
ჯანგველაძის კანონიერმა წარმომადგენელმა, ადვოკატმა როინ მიგრიაულმა,
ზ.ჯანგველაძის საკუთრების უფლების დარღვევის თაობაზე.
საჩივართან ერთად წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 1991 წელს
თბილისში, ურიდიას ქუჩა (ყოფილი ჩოდრიშვილი) #193-ის მიმდებარედ
(ნაძალადევის
რ-ნ)
მოქალაქე
ზურაბ
ჯანგველაძეს
ინდივიდუალური
ბინათმშენებლობისათვის გამოეყო 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. აღნიშნულს ადასტურებს
თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული
მიწის გეგმა.
2006 წლის 29 ნოემბრიდან ზურაბ ჯანგველაძე არის ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის
კანონიერი მესაკუთრე, რასაც ადასტურებს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
საქმესთან ერთად წარმოდგენილია ინფორმაცია თბილისის მერიის ვებ-გვერდიდან,
სადაც საუბარია ახალი მოედნის მშენებლობაზე ნაძალადევის რაიონში. კერძოდ,
პირადად თბილისის მერი, გიგი უგულავა ინტერვიუში აცხადებს: ,,კიდევ ერთი
სტადიონი შეემატება თბილისს. მართალია, მჭიდროდ დასახლებული უბანია, მაგრამ
ადგილი გამოინახა და სტადიონიც დამონტაჟდა. აქვე საბავშვო სკვერიც
მოეწყობა“......
ადვოკატ როინ მიგრიაულის განცხადებით, აღნიშნული სტადიონის ნაწილმა
გადაფარა მოქალაქე ზურაბ ჯანგველაძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის
გარკვეული ფართი (დაახლ.50 კვ.მ). აღნიშნულს უტყუარად ადასტურებს შპს ,,ინიჯგუფის“ მიერ განხორციელებული მიწის ნაკვეთის დაკვალვის აქტი, რომლის
დასკვნით ნაწილში ნათლად არის აღნიშნული, რომ A1 ძირითად ღერძთან მიწის
ნაკვეთის 38.1 კვ.მ გადაფარულია სპორტული მოედნით, ხოლო მიწის ნაკვეთის A1
და A4 ძირითად ღერძებს შორის გაშენებულია მსუბუქი კონსტრუქციული სახის
ნაგებობა. როგორც ადვოკატი განმარტავს, საბავშვო სკვერის ნაცვლად დაკავებულ
ფართობზე მოეწყო ე.წ. ,,სამწვადე“.
აღსანიშნავია, რომ მოქალაქე ზურაბ ჯანგველაძემ არაერთხელ აცნობა ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოს, რომ სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობდა მის
საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, თუმცა ამას სათანადო რეაგირება არ
მოჰყოლია. სტადიონის მშენებლობა განხორციელდა და 2008 წლის 13 ივნისს იგი
საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.
საჩივრისა და წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლის შედეგად საქართველოს
სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ მოქალაქე ზურაბ ჯანგველაძის კონსტიტუციით
გარანტირებული საკუთრების უფლება უხეშად დაირღვა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მესამე კარში გაწერილია ადამიანის
სამოქალაქო უფლებათა განხორციელების დებულებანი, სადაც აღნიშნულია, რომ
დაუშვებელია უფლების ბოროტად გამოყენება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის
1076
დანართი # 14 საკუთრების უფლება
115-ე მუხლის თანახმად, ,,სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს
მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ
ზიანი მიადგეს სხვას.“ ამდენად, საქართველოს სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ
ერთი სიკეთის შექმნით არ უნდა იქნას ხელყოფილი მეორე სამართლებრივი სიკეთე,
რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი.
საკუთრების უფლება ერთ-ერთი ყველაზე მყარად დაცული და გარანტირებული
უფლებაა. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიხედვით:
,,საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების
საყოველთაო უფლების გაუქმება.“
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია პირველ პუნქტში
აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და
დადგენილი წესით.
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა
დასაშვებია კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში სასამართლოს
გადაწყვეტილებით
ან
ორგანული
კანონით
დადგენილი
გადაუდებელი
აუცილებლობისას და მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით.“
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ადგენს, რომ მესაკუთრეს უფლება აქვს
თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს საკუთრებაში არსებულ
ნივთს ისე, რომ არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონების ხელყოფა. სარგებლობის
თავისუფლება ნიშნავს, რომ მესაკუთრე თვითონ წყვეტს, ისარგებლოს თუ არა
საკუთრების ობიექტით და თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს იგი. ყველა
მესამე პირი ვალდებულია, თავი შეიკავოს სხვისი საკუთრების დარღვევისაგან.
დღეისათვის კერძო საკუთრების დაცვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ვინაიდან ის
არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მთავარი წინაპირობა და გარანტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველმა
მიიჩნია, რომ თბილისის მერიის ქმედება - სხვის საკუთრებაზე სტადიონის
მშენებლობა – კანონის უხეში დარღვევაა, რაც, თავის მხრივ, ლახავს მოქალაქის
საკუთრების უფლებას. ამდენად, ,,სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის 21-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, 2008 წლის 23
სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა
ქ.თბილისის მერიას, შეესწავლა აღნიშნული საკითხი, უზრუნველეყო ურიდიას ქუჩა
(ყოფილი ჩოდრიშვილი) #193-ის მიმდებარედ (ნაძალადევის რ-ნ) მოქალაქე ზურაბ
ჯანგველაძის საკუთრებაში არსებული მიწის ფართობის (300 კვ,მ) პირვანდელ
მდგომარეობაში დაბრუნება, რათა არ შელახულიყო მოქალაქის საკუთრების
უფლება. აგრეთვე, ამავე კანონის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ემსჯელა იმ პირთა
დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ, რომელთაც ვერ უზრუნველყვეს
სათამაშო მოედნის კანონის ფარგლებში მშენებლობა, რამაც გამოიწვია
ზ.ჯანგველაძის საკუთრების უფლების შელახვა.
1077
დანართი # 14 საკუთრების უფლება
2008 წლის 16 ოქტომბრის თბილისის მერიის პასუხიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ
საკითხთან დაკავშირებით მერიაში დაწყებულია ადმნისტრაციული წარმოება.
შედეგი დღეისათვის უცნობია.
შადიმან ფანცხავას საქმე
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს განცხადებით მიმართა მოქალაქე
შადიმან ფანცხავამ, რომელიც მიუთითებდა საკუთრების უფლების ხელყოფის
თაობაზე.
განცხადებისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ
მოქალაქე შადიმან ფანცხავას თბილისში, მუხიანის დასახლება VIა მიკრორაიონის
მე–10 კორპუსში, მე–10 სართულზე, ქალაქ თბილისის მთავრობის 2001 წლის 23
აგვისტოს #14.11.313 დადგენილების საფუძველზე გამოეყო 31,5 კვ/მ ფართობის
ოროთახიანი ბინა, აღნიშნული დადგენილების საფუძველზე გაიცა ორდერი #001158,
ხოლო შემდგომ, თბილისის გლდანი–ნაძალადევის გამგეობის 2008 წლის 15 მაისის
#338 განკარგულებით, აღნიშნული ფართი გადაეცა საკუთრებაში, რაც დასტურდება
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან.
მოქალაქის განმარტებით, მის საკუთრებაში არსებულ ბინაში 2003 წლიდან
უკანონოდ არიან შეჭრილი იძულებით გადაადგილებული პირები.
აღნიშნულთან დაკავშირებით, შადიმან ფანცხავამ განცხადებით მიმართა
საქართველოს შს სამინისტროს მთავარი სამმართველოს გლდანი–ნაძალადევის
სამმართველოს პოლიციის მე–3 განყოფილებას და საქართველოს შს მინისტრის 2007
წლის #747 ბრძანებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172–ე მუხლის მე–3
პუნქტის საფუძველზე მოითხოვა მის საკუთრებიდან უკანონოდ შეჭრილ პირთა
გამოსახლება, მაგრამ მისი განცხადება არ დააკმაყოფილეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2008
წლის 9 სექტემბერს წერილით მიმართა საქართველოს შს სამინისტროს მთავარი
სამმართველოს
გლდანი–ნაძალადევის
სამმართველოს
პოლიციის
მე–3
განყოფილებას და მოითხოვა უკანონოდ შეჭრილ პირთა გამოსახლების
გაჭიანურების სამართლებრივი საფუძვლების მითითება.
ზემოაღნიშნული პოლიციის განყოფილებიდან 2008 წლის 27 სექტემბერს მიღებული
პასუხიდან ირკვევა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის #747 ბრძანების
საფუძველზე შესწავლილ იქნა შადიმან ფანცხავას განცხადება და ამავე ბრძანების
საფუძველზე მიმდინარეობდა უძრავ ნივთზე საკუთრების, მართლზომიერი
მფლობელობის და სარგებლობის საკითხის გარკვევა და, შესაბამისად, უკანონოდ
შეჭრილ პირთა გამოსახლების გაჭიანურებას ადგილი არ ჰქონია.
პასუხში ასევე აღნიშნულია, რომ ამავე ბრძანების მე–8 მუხლის პირველი პუნქტის
საფუძველზე მიმართეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და რომ
სამინისტროდან მიღებული წერილის თანახმად, „იძულებით გადაადგილებულ
1078
დანართი # 14 საკუთრების უფლება
პირთა–დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–4 პუნქტის
მიხედვით, საბინაო საკითხებთან დაკავშირებული დავები წყდება სასამართლო
წესით და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს არ მიაჩნია მიზანშეწონილად
შადიმან ფანცხავას საკუთრებაში არსებული ბინიდან იძულებით გადაადგილებული
პირების გამოსახლება.
საქართველოს შსს–ს მთავარი სამმართველოს გლდანი–ნაძალადევის სამმართველოს
პოლიციის მე–3 განყოფილებიდან მიღებული პასუხის საფუძველზე საქართველოს
სახალხო დამცველის აპარატმა 2008 წლის 28 ნოემბერს მიმართა საქართველოს
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და მოითხოვა მოქალაქე შადიმან
ფანცხავას ბინაში 2003 წელს იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახლების
სამართლებრივი საფუძვლების მითითება და შესაბამისი დოკუმენტაციის
გადმოცემა.
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან 2008 წლის 17
დეკემბერს მიღებულ პასუხში აღნიშნულია, რომ სამინისტროს კომპიუტერულ
მონაცემთა ბაზის მიხედვით, თბილისში, მუხიანის დასახლება VIა მიკრორაიონის მე–
10 კორპუსში არ არიან რეგისტრირებულნი იძულებით გადაადგილებული პირები
და, შესაბამისად, სამინისტროს არ გააჩნია საქართველოს სახალხო დამცველის
აპარატის მიერ გამოთხოვილი დოკუმეტაცია.
„იძულებით გადაადგილებულ პირთა–დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის
მე–5 მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტებით განსაზღვრულია ის ორგანოები, რომლებიც
ახორციელებენ იძულებით გადაადგილებულ პირთა–დევნილთა დროებით
საცხოვრებელ ადგილზე შესახლებას. კერძოდ ზემოაღნიშნული მუხლის მე–2
პუნქტის თანახმად: „დროებით საცხოვრებელ ადგილზე დევნილების უფლებების
განხორციელებას
ახდენს
ლტოლვილთა
და
განსახლების
სამინისტრო
აღმასრულებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან
ერთად“. მე–3 პუნქტის თანახმად კი: „სამინისტრო ახორციელებს დევნილთა
განსახლებას სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების
მიერ, დევნილთა დროებითი განსახლებისათვის გამოყოფილი ფართის ფარგლებში“.
ანუ, დევნილთა დროებითი საცხოვრებელი ადგილით დაკმაყოფილების
განმახორციელებელ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს ლტოლვილთა და
განსახლების სამინისტრო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოებთან ერთად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რომ აღნიშნულ მისამართზე
მდებარე ბინა არ არის არც დევნილთა დროებითი საცხოვრებელი ადგილი და არც
დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი, რომლებიც „იძულებით
გადაადგილებულ პირთა–დევნილთა შესახებ“
კანონით არის განმარტებული,
კერძოდ, ამ კანონის პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად: „დევნილის
დროებითი საცხოვრებელი (რეგისტრაციის) ადგილი–დევნილის მიერ დროებით
საცხოვრებლად არჩეული ადგილი ან ადგილი სადაც იგი დროებით იქნა
განსახლებული“. ამავე კანონის, ამავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად კი
დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტს წარმოადგენს დევნილთა
1079
დანართი # 14 საკუთრების უფლება
დროებითი საცხოვრებელი ადგილი, სადაც დევნილები ორგანიზებულად იქნენ
განახლებულნი.
შესაბამისად, მოქალაქე შადიმან ფანცხავას საკუთრებაში არსებულ ბინაში
დევნილები შეჭრილები არიან უკანონოდ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის
გარეშე, რის გამოც უხეშად ილახება მესაკუთრის საქართველოს კონსტიტუციითა და
სამოქალაქო კოდექსით აღიარებული და დაცული უფლება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველმა
2009 წლის 28 იანვარს რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შსს–ს მთავარი
სამმართველოს
გლდანი–ნაძალადევის
სამმართველოს
პოლიციის
მე–3
განყოფილებას და მოითხოვა მოქალაქე შადიმან ფანცხავას საკუთრებაში შეჭრილ
პირთა გამოსახლება საქართველოს შსს–ს 2007 წლის #747 ბრძანებისა და
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172–ე მუხლის მე–3 პუნქტის საფუძველზე.
საქართველოს სახალხო დამცველმა 2009 წლის 28 იანვარს რეკომენდაციით მიმართა
ასევე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და მოითხოვა,
გამოეკვლია, წარმოადგენენ თუ არა შადიმან ფანცხავას საკუთრებაში შეჭრილი
პირები „იძულებით გადაადგილებულ პირთა–დევნილთა შესახებ“ საქართველოს
კანონის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებს და, დასტურის შემთხვევაში,
მოითხოვა, ამავე კანონის მე–5 მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტების საფუძველზე, მათი
დროებითი საცხოვრებელი ადგილით დაკმაყოფილება.
რეკომენდაციებზე პასუხები ჯერ არ მიგვიღია.
კომპოზიტორების სახლის საქმე
საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა საქართველოს
კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის თავჯდომარემ, ბ-ნმა კახა ცაბაძემ.
განცხადებიდან და წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 1967 წლის 21
მარტის საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს №172 დადგენილებით ნება დაერთო
საქართველოს კომპოზიტორთა კავშირს, ქალაქ–კურორტ ბორჯომში აეშენებინა
პანსიონატები შემოქმედებითი მუშაობისათვის.
1967 წლის 27 მარტის საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს № 195 დადგენილებით
დაევალა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო
კომიტეტს, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირისათვის მუდმივ სარგებლობაში
გამოეყო ბორჯომის სატყეო მეურნეობის ჩარხისწყლის სატყეოს № 17 კვარტალში, 26
კომისრის სახელობის პლატოზე, კაკლის ხეივნის ტერიტორიიდან 4 ჰექტარი მიწის
ნაკვეთი, მათ შორის 2,6 ჰექტარი ტყით დაფარული, ხოლო მშენებლობისათვის - 1,3
ჰექტარი ტყით დაუფარავი ნაკვეთი.
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის
№244 ბრძანებაში აღნიშნულია, რომ 1967 წლის საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
№195 დადგენილების შესაბამისად, სატყეო მეურნეობის დირექტორს, გოცირიძეს
დაევალა ბორჯომის სატყეო მეურნეობის ჩარხისწყლის სატყეოს № 17 კვარტალში, 26
1080
დანართი # 14 საკუთრების უფლება
კომისრის სახელობის პლატოზე, კაკლის ხეივნის ტერიტორიიდან 4 ჰექტარი მიწის
ნაკვეთის საქართველოს სსრ კომპოზიტორთა კავშირზე გადაცემის გაფორმება
ტიპიური აქტით ფორმა №3-ით, ასევე ტყის ფონდის აღრიცხვის მასალებში და
ფართობის გამოყოფის აღრიცხვის წიგნში სათანადო ცვლილებების შეტანა და
ტიპიური აქტის სქემატურ ნახაზებთან ერთად წარმოდგენა სატყეო მეურნეობის
სახელმწიფო კომიტეტში.
საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1965 წლის 30 აგვისტოს № 1350-გ განკარგულებით
ასევე დასტურდება, რომ საქართველოს კომპოზიტორთა კავშირს გამოეყო ბორჯომის
სატყეო მეურნეობის ჩარხისწყლის სატყეოს №17 კვარტალში, 26 კომისრის
სახელობის პლატოზე, კაკლის ხეივნის ტერიტორიიდან 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი,
აქედან მშენებლობისთვის - 1,3 ჰექტარი.
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის
თავჯდომარემ ი.ჩოდრიშვილმა თავის 1967 წლის 24 მარტის წერილში ბორჯომის
სატყეო მეურნეობის დირექტორს, გოცირიძეს დაავალა, რომ საქართველოს
მინისტრათა საბჭოს 1965 წლის 30 აგვისტოს № 1350-გ განკარგულების შესაბამისად
დაეშვა საქართველოს სსრ კომპოზიტორთა კავშირი მშენებლობაზე ბორჯომის
სატყეო მეურნეობის ჩარხისწყლის სატყეოს №17 კვარტალში, 26 კომისრის
სახელობის პლატოზე, კაკლის ხეივნის ტერიტორიიდან გამოთხოვილ 4 ჰექტარი
მიწის ფართობზე.
საქართველოს სატყეო მეურნეობის მთავარი სამართველოს უფროსის მოადგილის გ.
კარანაძის წერილში (ბორჯომის სატყეო მეურნეობის დირექტორის გოცირიძისადმი)
აღნიშნულია, რომ საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1965 წლის 30 აგვისტოს № 1350გ განკარგულებით საქართველოს კომპოზიტორთა კავშირს გამოეყო ბორჯომის
სატყეო მეურნეობის ჩარხისწყლის სატყეოს №17 კვარტალში, 26 კომისრის
სახელობის პლატოზე, კაკლის ხეივნის ტერიტორიიდან 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და
ასევე დაავალა საქართველოს სსრ კომპოზიტორთა კავშირის წარმომადგენელთან
ერთად დაეთვალიერებინა აღნიშნული
ფართობი, შეედგინა
ტექნიკური
დათვალიერების აქტი და სქემატური ნახაზები პირობითი ნიშნების აღნიშვნით.
1965 წლის 8 ოქტომბრის ტყის შემოწმების კომისიის აქტში აღნიშნულია, რომ
ბორჯომის სატყეო მეურნეობის ჩარხისწყლის სატყეოს №17 კვარტალში, 26 კომისრის
სახელობის პლატოზე, კაკლის ხეივნის ტერიტორიიდან 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი
საქართველოს კომპოზიტორთა კავშირს გადაეცა მუდმივ სარგებლობაში.
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის 1964 წლის სამოქალაქო
სამართლის კოდექსი მართლაც ითვალისწინებდა მიწის, მისი წიაღის, წყლების და
ტყეების გადაცემას სარგებლობაში.
საქართველოს კომპოზიტორთა კავშირისთვის ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის
გამოყოფა ასევე დასტურდება პროფკავშირების საქართველოს კურორტების მართვის
რესპუბლიკური საბჭოსათვის ბორჯომის სატყეო მეურნეობის ტეროტორიიდან
„პლატოს აგარაკზე“ 4 ჰექტარი გამოსაყოფი მიწის ფართობის გეგმით, სადაც ამავე
დროს აღნიშნულია: „კომპოზიტორთა კავშირისათვის გამოყოფილი ფართობი.“
1081
დანართი # 14 საკუთრების უფლება
საქართველოს სსრ კომპოზიტორთა კავშირის 1970 წლის 28 იანვრის №1 ოქმით
დასტურდება, რომ ბორჯომის კომპოზიტორთა სახლის მშენებლობისთვის თანხების
გამოყოფას საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი ახდენდა.
საქართველოს კომპოზიტორთა კავშირმა გამგეობის სხდომის 1996 წლის 5 ივნისის
№3 ოქმით დააფუძნა შპს „მუსიკალური ფონდი“, რომელიც რეგისტრაციაში გატარდა
ქ.თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1996 წლის 5 აგვისტოს №5ა/4–479
დადგენილების საფუძველზე.
2005 წლის 14 ივნისის ტექნიკურ პასპორტში ქ. ბორჯომში პლატოს ტერიტორიაზე
განთავსებული „კომპოზიტორთა სახლის“ მფლობელის გრაფაში აღნიშნულია შპს
„მუსიკალური ფონდი“.
2006 წლის 15 მაისის მიღება-ჩაბარების აქტში განმარტებულია, რომ შპს
„მუსიკალური ფონდის“ მიერ ექსპლუატაციაში მისაღებად წარმოდგენილი
კომპოზიტორთა დასასვენებელი სახლი მიღებულია ექსპლუატაციაში.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო
მეურნეობის დეპარტამენტი 2006 წლის 17 მაისის წერილში ადასტურებს, რომ
საქართველოს
კომპოზიტორთა
კავშირს
ბორჯომის სატყეო მეურნეობის
ჩარხისწყლის სატყეოდან, ტყის ფონდიდან ამორიცხვით, გადაეცა 4,0 ჰა ფართობი.
ზემოაღნიშნული საბუთები და სხვა მრავალი საქართველოს კომპოზიტორთა
შემოქმედებითმა კავშირმა და შპს „მუსიკალურმა ფონდმა“ წარადგინეს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს
ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურში საკუთრების უფლების მოპოვებისათვის,
2005 წლის სექტემბრის თვეში.
მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, 2006 წლის 15 დეკემბერს საქართველოს
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სარეგისტრაციო ზონა ბორჯომის რაიონი,
კოდი 64, სექტორი ქალაქი ბორჯომი, კოდი 03, კვარტალი №10, ნაკვეთი №124,
ფართობი 95600 კვ.მ დაარეგისტრირა სახელმწიფო საკუთრებად. რეგისტრაციის
შედეგად სახელმწიფოს კუთვნილებაში გადავიდა „კომპოზიტორთა დასასვენებელი
სახლი“, რვა სართული, საერთო ფართი 5517კვ.მ. აივნის ფართი 846 კვ.მ.;
ერთსართულიანი ოთხი კოტეჯი, თითოეულის ფართი 105კვ.მ.; ერთსართულიანი
ორი კოტეჯი 52კვ.მ.-ის ფართით; ერთსართულიანი კოტეჯი 127 კვ.მ.-ის ფართით;
ერთსართულიანი კაფეს შენობა 186 კვ.მ-ის ფართით; ორსართულიანი
ადმინისტრაციული შენობა 175 კვ.მ-ის ფართით. ერთსართულიანი საქვაბე 164,10
კვ.მ-ის ფართით.
უფლების დამადასტურებელ საბუთად წარდგენილი იყო ბორჯომის სახელმწიფო
ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2006 წლის 15 დეკემბრის
№546 მომართვა, 2006 წლის 14 დეკემბერს დამზადებული მიწის ნაკვეთის გენ-გეგმა
და შპს „ლეკოს“ მიერ 2006 წლის 12 დეკემბერს შედგენილი შენობა-ნაგებობის
1082
დანართი # 14 საკუთრების უფლება
ტექნიკური პასპორტი. საყურადღებოა, რომ 2005 წლის 14 ივნისის ტექნიკურ
პასპორტი,
სადაც
ქ.ბორჯომში
პლატოს
ტერიტორიაზე
განთავსებული
„კომპოზიტორთა სახლის“ მფლობელის გრაფაში აღნიშნულია შპს „მუსიკალური
ფონდი,“ დამზადებულია ასევე შპს „ლეკოს“ მიერ. ამასთან დაკავშირებით სახალხო
დამცველის აპარატმა მიმართა შპს „ლეკოს“ დირექტორს, ბატონ ლ. კიკაძეს
ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, თუ რატომ მოხდა ერთ ობიექტზე (ბორჯომის
კომპოზიტორთა დასასვენებელ სახლზე) ორი ინდივიდუალური ტექნიკური
პასპორტის გაცემა. შპს „ლეკოს“ დირექტორის ლ. კიკაძის მიერ მოწერილ წერილში
აღნიშნულია, რომ 2005 წელს კომპოზიტორთა შემოქმედების ადმინისტრაციის
დაკვეთით მართლაც შეადგინა ტექნიკური პასპორტი. რაც შეეხება მომდევნო წლებში
კომპოზიტორთა შემოქმედებით შენობაზე ტექნიკური პასპორტის შედგენას, შპს
„ლეკოს“ დირექტორის განმარტებით, იგი მას სიტყვიერად დააავალა სახელმწიფო
ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ბორჯომის სამმართველომ, მაგრამ
ტექნიკური პასპორტის შედგენა არ მომხდარა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბერის N800 ბრძანების
„უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების
თაობაზე“ მე-11 მუხლში აღნიშნულია, რომ რეგისტრაციის საკითხებზე
მარეგისტრირებელი
ორგანო
გამოსცემს
გადაწყვეტილებას,
რომელიც
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტია,
რადგან
ადმინისტრაციული
ორგანოს
მიერ
ადმინისტრაციული
კანონმდებლობის
საფუძველზეა გამოცემული და აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან
პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.
ზემოაღნიშნული
რეგისტრაციის
განხორციელების
დროს
დარღვეულია
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური მხარე.
ადმინისტრაციული აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია მისი
გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის გამოიცეს უფლებამოსილი ორგანოს
მიერ, მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით. საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული
კოდექსის
53-ე
მუხლის
მე-3
ნაწილის
თანახმად
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს საკანონმდებლო ან
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის
თანახმად კი ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი
გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან
არგუმენტებზე,
რომლებიც
არ
იქნა
გამოკვლეული
და
შესწავლილი
ადმინისტრაციული წარმოების დროს.“
გამომდინარე იქედან, რომ შპს „მუსფონდს“ ბორჯომის კომპოზიტორთა სახლზე და
ბორჯომის სატყეო მეურნეობის ჩარხისწყლის სატყეოს №17 კვარტალში, 26 კომისრის
სახელობის პლატოზე, კაკლის ხეივნის ტერიტორიიდან 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთზე
საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე განცხადება ჰქონდა შეტანილი და
ადმინისტრაციული წარმოებაც დაწყებული იყო აღნიშნულ საკითხზე, იგი
წარმოადგენდა
დაინტერესებულ
მხარეს,
რადგან
საქართველოს
ზოგად
ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის
1083
დანართი # 14 საკუთრების უფლება
თანახმად, „დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული
პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე
პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი
ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება“. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ქონების
სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული
ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის დროს ადმინისტრაციული ორგანო,
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის თანახმად, ვალდებული იყო,
ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ეცნობებინა დაინტერესებულ
მხარისათვის, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი
აუარესებდა მისი სამართლებრივ მდგომარეობას და უზრუნველეყო მისი
მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
მიუხედავად კანონით დადგენილი მოთხოვნებისა, საჯარო რეესტრის ეროვნულმა
სააგენტომ არ ჩართო ადმინისტრაციულ წარმოებაში კომპოზიტორთა კავშირი და
საფუძვლიანად არ გამოიკვლია რეგისტრაციის განხორციელებისათვის საჭირო
გარემოებანი. ბუნებრივია, სახელმწიფოს სახელზე ბორჯომის კომპოზიტორთა
სახლის რეგისტრაციით კომპოზიტორთა კავშირის სამართლებრივი მდგომარეობა
უარესდებოდა, რადგან კავშირი აღნიშნულზე საკუთრების უფლების მოპოვებას
ითხოვდა და ამ მოთხოვნას ჰქონდა კანონიერი საფუძველი.
საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციის და ადმინისტრაციული ორგანოებიდან
მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად საქართველოს სახალხო დამცველმა
მიიჩნია, რომ საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი და შპს ,,მუსიკალური ფონდი“
წარმოადგენს ბორჯომის კომპოზიტორთა დასასვენებელი სახლის (მდებარე
ბორჯომის სატყეო მეურნეობის ჩარხისწყლის სატყეოს № 17 კვარტალში, 26
კომისრის სახელობის პლატოზე, კაკლის ხეივნის ტერიტორიიდან 4 ჰექტარი მიწის
ნაკვეთი, მათ შორის 2,6 ჰექტარი ტყით დაფარული, ხოლო მშენებლობისათვის - 1,3
ჰექტარი ტყით დაუფარავი ნაკვეთი) კეთილსინდისიერ მფლობელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად,
,,სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების
საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული
აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ
ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან, თუ სამოქალაქო
კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.“
ვინაიდან საკითხი ეხება უძრავ ნივთზე წარმოშობილ დავას, მისი შეფასება უნდა
განხორციელდეს 1997 წლის 25 ნოემბრის კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად.
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის 1964 წლის სამოქალაქო
სამართლის კოდექსის 90–ე მუხლი იცნობს სოციალისტური საკუთრების შემდეგ
სახეებს:
ა) სახელმწიფო (საერთო–სახალხო) საკუთრებას.
1084
დანართი # 14 საკუთრების უფლება
ბ) კოლმეურნეობათა, სხვა კოოპერაციულ ორგანიზაციათა და მათ გაერთიანებათა
საკუთრებას.
გ) პროფკავშირულ და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციათა საკუთრებას.
დ) პირად საკუთრებას.
ბორჯომის კომპოზიტორთა დასასვენებელი სახლი წარმოადგენდა საზოგადოებრივ
ორგანიზაციათა საკუთრებას. ზემოაღნიშნული კოდექსის მე–100 მუხლის თანახმად
კი, ,,პროფკავშირები და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები ფლობენ,
სარგებლობენ და განკარგავენ ქონებას, რომელიც მათ აქვთ საკუთრების უფლებით
თავიანთი წესდების (დებულების) შესაბამისად.“ 101–ე მუხლი კი იძლევა
საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკუთრების ობიექტების ნუსხას, სადაც
აღნიშნულია, რომ ,,საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკუთრებას წარმოადგენს
მათი საწარმოები, შენობები, ნაგებობები, სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები,
კულტურის სასახლეები, კლუბები, სტადიონები და პიონერთა ბანაკები თავ–
თავიანთი მოწყობილობით, კულტურულ–საგანმანათლებლო ფონდები და ამ
ორგანიზაციების საქმიანობის მიზნების შესაბამისად სხვა ქონება.“
მიუხედავად ასეთი დათქმებისა, საბჭოთა კოდექსის 93-ე მუხლის მე-3 აბზაცი
კრძალავდა წყლებისა და ტყის ფონდის საკუთრებაში გადაცემას. მათი გადაცემა
შეიძლებოდა მხოლოდ სარგებლობის მიზნით. ამდენად, კომპოზიტორთა კავშირს
საკუთრების უფლება სადავო მიწაზე იმთავითვე ვერ წარმოეშობოდა, ვინაიდან
დასასვენებელი სახლის ნაწილი ფარავს სწორედ ტყის ფონდს.
დასახელებული კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,
,,მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით.“
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველივე წინადადება კი მიუთითებს, რომ
,,კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს...“
მფლობელის კეთილსინდისიერებაში ვლინდება მისი დამოკიდებულება ნივთის
ფლობის სამართლებრივი საფუძვლებისადმი. კანონიერია მფლობელობა, რომელიც
ემყარება კანონის ნორმატიულ ნებას, ხოლო უკანონოა მფლობელობა, რომელიც
კონფლიქტშია ამ ნებასთან. აქედან გამომდინარე, კეთილსინდისიერია მფლობელი,
რომელიც ნივთზე მფლობელობას იძენს მართლზომიერად, რაც გულისხმობს იმას,
რომ მას გაცნობიერებული აქვს ნივთის შეძენის საფუძველთა მართლზომიერება. თუ
ნივთის შეძენა ხდება არამართლზომიერად, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ სახეზეა
არაკეთილსინდისიერი მფლობელობა, ვინაიდან განმსაზღვრელი მოცემულ
შემთხვევაში უნდა იყოს პირის ცნობიერება და დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ.
განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი დოკუმენტები უტყუარად მეტყველებს იმ
ფაქტზე, რომ 1967 წლის 27 მარტის საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს № 195
დადგენილებით
კომპოზიტორთა კავშირისათვის ფართის გამოყოფა დაევალა
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტს.
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის
თავჯდომარემ ი.ჩოდრიშვილმა თავის 1967 წლის 24 მარტის წერილში ბორჯომის
1085
დანართი # 14 საკუთრების უფლება
სატყეო მეურნეობის დირექტორს, გოცირიძეს დაავალა, რომ საქართველოს
მინისტრთა საბჭოს 1965 წლის 30 აგვისტოს № 1350-გ განკარგულების შესაბამისად
დაეშვა საქართველოს სსრ კომპოზიტორთა კავშირი მშენებლობაზე ბორჯომის
სატყეო მეურნეობის ჩარხისწყლის სატყეოს №17 კვარტალში, 26 კომისრის
სახელობის პლატოზე, კაკლის ხეივნის ტერიტორიიდან გამოთხოვილ 4 ჰექტარი
მიწის ფართობზე.
ზემოაღნიშნული ორგანოები იმ დროისათვის წარმოადგენდნენ სახელმწიფო
ორანოებს, შესაბამისად, კომპოზიტორთა კავშირის დამოკიდებულება გამოყოფილი
ფართის
მფლობელობასთან
დაკავშირებით
კეთილსინდისიერია
და
გამართლებულია, ვინაიდან კავშირს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რა მიზნით
იღებდა მიწის ნაკვეთს. მფლობელობის შეძენა მოხდა ორივე მხარის თავისუფალი
ნების გამოვლენის საფუძველზე შესაბამისი აქტების გამოცემის გზით, რაც
მფლობელობის მართლზომიერებაზე მიანიშნებს.
აღნიშნულის გამო კომპოზიტორთა კავშირმა (,,მუსიკალური ფონდი“) განახორციელა
დასასვენებელი სახლის მშენებლობა, რომელსაც წლების განმავლობაში ფლობდა,
აგრეთვე, სარგებლობდა ამ შენობით.
სადავო ფართზე საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მიერ საკუთრების
უფლების მოპოვების წინასამართლებრივი პირობები ნორმატიული და ფაქტობრივი
საფუძვლების არარსებობის გამო არ დგინდება. თუმცა სანივთო უფლებათა ფართო
სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, განსახილველი ურთიერთობა უნდა
განიმარტოს, როგორც უზუფრუქტარისა და მესაკუთრის ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 242-ე მუხლის თანახმად, ,,უძრავი ნივთი
შეიძლება სხვა პირს გადაეცეს სარგებლობაში ისე, რომ იგი უფლებამოსილია,
როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ
მისით სარგებლობა, მაგრამ მესაკუთრისაგან განსხვავებით, მას არა აქვს ამ ნივთის
გასხვისების, იპოთეკით დატვირთვის ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება
(უზუფრუქტი). ამ ნივთის გაქირავების ან იჯარით გადაცემისათვის საჭიროა
მესაკუთრის თანხმობა. უზუფრუქტის გაუქმების შემდეგ მესაკუთრე ხდება
არსებული ქირავნობის ან იჯარის ურთიერთობების მონაწილე.“
244-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი ,,უზუფრუქტი შეიძლება იყოს
სასყიდლიანი და უსასყიდლო.“ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა უსასყიდლო
უზუფრუქტი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,უზუფრუქტი შეიძლება
არსებობდეს დროებით ან მისი მიმღების (უზუფრუქტუარის) სიცოცხლის
ხანგრძლივობის მანძილზე. უზუფრუქტი უქმდება იმ ფიზიკური პირის
გარდაცვალებით ან იურიდიული პირის ლიკვიდაციით, რომლის სასარგებლოდაც
იყო უზუფრუქტი დადგენილი.“
უზუფრუქტის
გაუქმების
სხვა
სამართლებრივ
საფუძველს
კანონი
არ
ითვალისწინებს. ვინაიდან 1967 წელს სახელმწიფოს მიერ არ განისაზღვრა
კომპოზიტორებისათვის ფართის გადაცემის ხანგრძლივობა, იგულისხმება, რომ მათ
1086
დანართი # 14 საკუთრების უფლება
შორის წარმოშობილი ურთიერთობა არ არის შეზღუდული დროში, შესაბამისად ის
უნდა გაგრძელდეს კავშირის არსებობის დროის ხარგრძლივობით. აღსანიშნავია, რომ
სანივთო სამართლებრივი ნორმები იმპერატიული ხასიათისაა და ისინი არ ანიჭებენ
მხარეებს სრულ თავისუფლებას, თვითონ აირჩიონ და განსაზღვრონ მათ შორის
წარმოშობილი ურთიერთობის წესები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპოზიტორთა კავშირი და შპს ,,მუსიკალური
ფონდი“ დღემდე ითვლებიან ბორჯომის დასასვენებელი სახლის უზუფრუქტუარად
და მის კანონიერ მფლობელად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 162-ე
მუხლიდან გამომდინარე კი მართლზომიერი მფლობელობა დაცულია თვით
მესაკუთრისგანაც.
დასახელებული
მუხლის
თანახმად,
,,დაუშვებელია
მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. მართლზომიერი
მფლობელობის განმავლობაში მის კუთვნილებად ითვლება ნივთისა და უფლების
ნაყოფი.“
მიუხედავად, კანონით დადგენილი მოთხოვნებისა, კომპოზიტორთა კავშირს
სახელმწიფოს მიერ ეზღუდება ბორჯომის დასასვენებელი სახლის ფლობა და
სარგებლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,სახალხო დამცველის შესახებ“
ორგანული კანონის 21-ე მუხლის ,,ბ“
ქვეპუნქტის თანახმად, 2008 წლის 15
ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, უზრუნველეყო კანონიერი
მფლობელობის ხელშეშლის აღკვეთა, რათა კომპოზიტორთა კავშირს (შპს
,,მუსიკალური ფონდი“) მისცემოდა ქ.ბორჯომის კომპოზიტორთა დასასვენებელი
სახლით თავისუფალი სარგებლობის შესაძლებლობა.
სახალხო დამცველის ასეთი პოზიცია სამინისტრომ არ გაიზიარა, თუმცა საპასუხო
წერილი დასაბუთებული არ იყო. 2008 წლის 2 დეკემბრის პასუხში მხოლოდ
აღნიშნულია, რომ კომპზიტორთა კავშირისათვის (შპს ,,მუსიკალური ფონდი“)
ზემოაღნიშნული ქონება უზუფრუქტის ფორმით გაცემული არ ყოფილა, შესაბამისად
ფლობისა და სარგებლობის შეზღუდვის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ავთანდილ გელაშვილის საქმე
2008 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა
მოქალაქე ავთანდილ გელაშვილმა. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ თბილისში,
შეშელიძის ქუჩაზე თავის სახსრებით ააშენა საცხოვრებელი სახლი ორი ოთახით.
ვინაიდან სახლი ვერ დაიკანონა, 2007 წელს მერიის ზედამხედველობის სამსახურმა
დაუნგრია და ა.გელაშვილის ოჯახი ორი მცირეწლოვანი შვილით დარჩა ქუჩაში.
აღნიშნულის შემდეგ, ა.გელაშვილის ოჯახმა დაიქირავა ბინა, რომლის საფასურის
გადახდაშიც მათ გლდანი-ნაძალადევის გამგეობა უწევს ფინანსურ დახმარებას.
თუმცა, გამგეობაში განუცხადეს, რომ ნოემბრის თვიდან დახმარებას ვეღარ მისცემენ,
რაც გამოიწვევს ოჯახის დარჩენას ღია ცის ქვეშ.
1087
დანართი # 14 საკუთრების უფლება
განმცხადებლის განმარტებით, მას ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, უმუშევარი
მეუღლე, არ აქვს საცხოვრებელი ბინა და მისი ოჯახი განიცდის უკიდურეს
სოციალურ-ეკონომიკურ გაჭირვებას. ა.გელაშვილს არ შეუძლია არც საცხოვრებელი
ბინის შეძენა და არც ბინის ქირის გადახდა.
ა.გელაშვილის განცხადების საფუძველზე, 2008 წლის 4 დეკემბერს საქართველოს
სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ქ.თბილისის მერიას და გლდანინაძალადევის რაიონის გამგეობას. ამ უკანასკნელიდან გვაცნობეს, რომ
ზედამხედველობის სამსახურის მიერ უნებართვოდ აშენებული ნაგებობის
დანგრევის შემდეგ გლდანი-ნაძალადევის გამგეობა ა.გელაშვილს უნაზღაურებს
ბინის ქირის საკომპენსაციო თანხას. აქვე მითითებულია, რომ რაც შეეხება
თავშესაფრის გამოყოფას, გამგეობას თავისუფალი გასანაწილებელი ფონდი არ
გააჩნია.
ქ.თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო
სამსახურიდან გვაცნობეს, რომ ვარკეთილის მასივში მშენებარე ,,სოციალურ
სახლებში“ შესასახლებელ ოჯახს უნდა ჰქონდეს 57 001 სარეიტინგო ქულაზე
ნაკლები, რასაც ა.გელაშვილის ოჯახი ვერ აკმაყოფილებს.
ელენა ნადირაძის საქმე
2008 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა
მოქალაქე ელენა ნადირაძემ. როგორც განმცხადებელი მიუთითებდა, მას ჰყავს ოთხი
შვილი. ამათგან ორი არასრულწლოვანი და ორი მცირეწლოვანი. მეუღლე, ვიტალი
სიმონიშვილი არ მუშაობს, ვინაიდან დაავადებულია ტუბერკულოზით (დიაგნოზი:
მარჯვენა ფილტვის ინფილტრაციული ტუბერკულოზი რღვევის და მოთესვის
ფაზაში). ერთი მცირეწლოვანი შვილი გარდაეცვალა ლეიშმანიოზით, რომლის
მკურნალობასაც დასჭირდა საკმაოდ დიდი თანხა, რის გამოც ოჯახი დარჩა
საცხოვრებელი ბინის გარეშე.განმცხადებლის განმარტებით, მისი მრავალშვილიანი
ოჯახი ერთი პერიოდი ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში, რომლის ქირასაც უხდიდა
გლდანი-ნაძალადევის გამგეობა, თვეში 200 ლარის ოდენობით. შემდეგში ბინის
მესაკუთრემ გაზარდა ქირა, რისი გადახდაც ვეღარ შეძლეს და იძულებული გახდნენ,
დაეტოვებინათ იგი.
ელენა ნადირაძის მრავალშვილიანი ოჯახი იძულებული გახდა, თვითნებურად
დაეკავებინა სამშენებლო ფირმა ,,ნიკეას“ კუთვნილ ფართი, თუმცა, აღნიშნული
ფართის მფლობელიც პოლიციის ძალით ცდილობს მათ გამოსახლებას, რის შემდეგაც
ე.ნადირაძე დარჩება ღია ცის ქვეშ ოთხი შვილითა და ავადმყოფი მეუღლით.
ელენა ნადირაძის განცხადების საფუძველზე საქართველოს სახალხო დამცველმა
მიმართა თბილისის მერს და გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობას. ამ
უკანასკნელმა მიმდინარე წლის 19 დეკემბრის #765/4-14 პასუხით საქართველოს
სახალხო დამცველს აცნობა, რომ ე.ნადირაძის ოჯახს გლდანი-ნაძალადევის რაიონის
გამგეობა უხდის ბინის ქირის საკომპენსაციო თანხას, რაც გაგრძელდება მომავალ
წელსაც. რაც შეეხება ფართის გამოყოფას, გამგეობას თავისუფალი გასანაწილებელი
საბინაო ფონდი არ გააჩნია.
1088
დანართი # 14 საკუთრების უფლება
ქ.თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო
სამსახურიდან გვაცნობეს, რომ ვარკეთილის მასივში მშენებარე ,,სოციალურ
სახლებში“ შესასახლებლად შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელმაც ბენეფიციართა
გამოსავლენად შეიმუშავა კრიტერიუმები. ელენა ნადირაძის ოჯახი შეყვანილია იმ
260 ოჯახის სიაში, რომელთა საცხოვრებელი პირობები კომისიურად გადამოწმდება
2009 წლის იანვრის ბოლომდე. გადამოწმების შედეგად ,,სოციალურ სახლებში“
შესასახლებლად შეირჩევა 28 ოჯახი.
ცაცა ჟორჟოლიანის საქმე
საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მოქალაქე ციალა
ჟორჟოლიანმა. განცხადებიდან ირკვევა, რომ ც.ჟორჟოლიანი 1961 წელს, ქუთაისის
სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, გაგზავნილ იქნა
სამუშაოდ აჭარის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, ხულოს
რაიონის სოფელ ხიხაძირში. 10 წლის განმავლობაში მას უმძიმეს პირობებში უწევდა
მუშაობა დასახელებულ რაიონში, ხოლო შემდეგ აჭარის სხვა რაიონებში და
ქალაქებში. მთელი ამ დროის განმავლობაში იგი ცხოვრობდა სახელმწიფოს მიერ
დროებით გამოყოფილ საცხოვრებელ ფართებში. ბინა, რომელიც მას ბათუმში
მუშაობის პერიოდში საცხოვრებლად ჰქონდა გადაცემული, დაინგრა 1989 წელს
მომხდარი მიწისძვრის შედეგად. ამის შემდეგ, უკვე 20 წელია ც.ჟორჟოლიანს
ნაქირავებ ბინაში უწევს ცხოვრება.
როგორც ც.ჟორჟოლიანი მიუთითებს, არის მარტოხელა (მეუღლე და შვილი
გარდაცვლილი ჰყავს), სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირი. შესაბამისად, მისი შემოსავლის ერთადერთ წყაროს
პენსია და საარსებო შემწეობა წარმოადგენს. მძიმე სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობიდან გამომდინარე მას არ აქვს ბინის ქირის გადახდის საშუალება, რის
გამოც ძალიან რთულ პირობებში უწევს ცხოვრება.
ამჟამად ც.ჟორჟოლიანი
იძულებულია, თავი შეაფაროს საცხოვრებლად უვარგის ბინას, ისიც გარკვეული
ქირის გადახდის საფასურად.
ც.ჟორჟოლიანის განცხადებაში მოყვანილი ფაქტების გადამოწმების მიზნით,
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს რეგიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა მონიტორინგი განახორციელეს ც.ჟორჟოლიანის
ამჟამინდელ საცხოვრებელ ადგილზე. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ცხოვრების სხვა
უარყოფით პირობებთან ერთად ბინაში გამუდმებით ჩამოდის წყალი, რაც,
შესაბამისად, აისახება ც.ჟორჟოლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
განმცხადებლის განმარტებით, მან არაერთხელ მიმართა დახმარებისათვის
სხვადასხვა უწყებას, როგორც ადგილობრივ, ისე სახელმწიფო დონეზე, თუმცა
უშედეგოდ.
ც.ჟორჟოლიანის განცხადების საფუძველზე, 2008 წლის 3 დეკემბერს საქართველოს
სახალხო დამცველმა მიმართა ქ.ბათუმის მერიას. მიმდინარე წლის 25 დეკემბრის
(წერილი #2-26-3088) პასუხით აცნობეს მას, რომ ქ.ბათუმის მერია მოქმედი
1089
დანართი # 14 საკუთრების უფლება
კანონმდებლობის
შესაბამისად,
საცხოვრებელი
ფართით
ეტაპობრივად
აკმაყოფილებს
მხოლოდ
საგარანტიო
ხელშეკრულების
ან
სასამართლო
გადაწყვეტილებების მქონე ოჯახებს, რომელთა მიმართ ქ.ბათუმის მერიას
დაკისრებული აქვს ვალდებულება მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის
შესახებ.
რაც შეეხება იმ ოჯახებს, რომელთა მიმართ ქ.ბათუმის მერიას არ გააჩნია მსგავსი
ვალდებულება, მიუხედავად მათი მძიმე საბინაო-სოციალური პირობების
არსებობისა, მათი თხოვნა ვერ იქნება დაკმაყოფილებული, რადგან ,,სახელმწიფო
ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა
და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონით მკაცრად
რეგლამენტირებულია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში
არსებული ქონების-საცხოვრებელი ბინების პრივატიზების სამართლებრივი
პირობები და ორგანიზაციული საფუძვლები. შესაბამისად, ქ.ბათუმის მერია
ვალდებულია, მის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას იხელმძღვანელოს
ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტით და მკაცრად დაიცვას მისი მოთხოვნები,
ხოლო ხსენებული კანონი არ ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულის მიერ მის საკუთრებაში არსებული ქონების, მათ შორის, საცხოვრებელი
ბინების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას მოქალაქეებზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ.ბათუმის მერია უარს აცხადებს ც.ჟორჟოლიანის
თხოვნის დაკმაყოფილებაზე, ქ.ბათუმის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი
ბინის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ ქ.ბათუმის მერიისადმი გაგზავნილ რეკომენდაციებში
საქართველოს სახალხო დამცველი უთითებს ,,სოციალური დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-18 მუხლზე, რომელშიც პირდაპირ არის აღნიშნული
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოვალეობის შესახებ - უსახლკარო
პირები დააკმაყოფილონ თავშესაფრით, იგი აღნიშნული უწყებიდან
ზემოთ
მითითებულ ერთსა და იმავე პასუხებს იღებს.
ინა გუდავაძის საქმე
2008 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართეს
მოქალაქე ინა გუდავაძის წარმომადგენლებმა, ლაშა ბირკაიამ და კობა კვანტალიანმა.
განცხადების თანახმად, რომ 2008 წლის 15 მაისს, 1 აგვისტოს და 22 ოქტომბერს
საჯარო ინფორმაციის მისაღებად წერილობით მიმართეს საქართველოს ფინანასთა
სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის
(საგადასახადო ინსპექცია) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის
განყოფილებას, რომლითაც ითხოვდნენ ქვემოთ აღნიშნული სამეწარმეო
სუბიექტების მონაცემებს სამეწარმეო რეესტრიდან, კერძოდ: სს „ი-მედია“, შპს
„ტელეიმედი“, შპს „ტექნომედია“, შპს „არტ-იმედი“, შპს „ინტერ-პრესი“, შპს „იმედი
კონტაქტი“, შპს „მთავარი გაზეთი“, შპს „რადიო იმედი“, სს „ჯეი ემ ჯი კონსალტინგ
გრუპი“, სს „ცირკი“, შპს „თემი და ჯგუფი“, შპს „ფისკი“, შპს „გამა+“, შპს „პაკარდი“,
შპს „ტლ კომპანი“, შპს „უნივერსალი“, შპს „ლინქსი“, შპს „მთაწმინდა ლინქსი“, შპს
„ტრასტ კომპანი“, შპს „სოციოლოგიურ კვლევათა ცენტრი“, სს „საწარმოო
1090
დანართი # 14 საკუთრების უფლება
გაერთიანება მაუდი“, შპს საფეხბურთო კლუბი „მაუდი“, სს ტელენეტი“, შპს „სი-აი
სერვისი“, შპს „ცენტრინვესტი“, შპს „ბეტა“, შპს „საქართველოს კომერციული
ცენტრი“, შპს „ატვ“, შპს „იურიდიული კომპანია ლობი“, „საქართველოს ოლიმპიური
ფონდი“, „ა.პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდი“ (გამარჯვება), ფონდი
„იმედის ქალაქისკენ“, შპს „საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი“, შპს
„პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი თბილისის დინამო“, კავშირი „შპს
საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის გულშემატკივართა კლუბი“, შპს „ტსბ“, შპს
„ზურგოვანი“, შპს „დაცვის საერთაშორისო სამსახური“, შპს „ოკნოსისტემური
ტექნოლოგიები“, ფონდი „კავკასიის განვითარების ცენტრი“, შპს „გეოჰორტი“.
როგორც თავად განმცხადებლები აღნიშნავდნენ, მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია
ზემოდასახელებულმა ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გასცა.
საქართველოს უზენაესი კანონის - კონსტიტუციის 41-ე მუხლის თანახმად,
„საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს
სახელმწიფო დაწესებულებებში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს თუ ისინი არ
შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას“. ხოლო, 45-ე
მუხლით კი განსაზღვრულია, რომ ,,კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი
უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება
აგრეთვე იურიდიულ პირებზე“.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,
„სამეწარმეო რეესტრში შეტანილი მონაცემები საჯაროა. ნებისმიერ პირს შეუძლია
გაეცნოს სამეწარმეო რეესტრის მონაცემებს და საწარმოს მარეგისტრირებელ
საგადასახადო ორგანოში მიიღოს ამონაწერი რეესტრიდან. ამონაწერი სამეწარმეო
რეესტრიდან უნდა გაიცეს დაუყოვნებლივ, პირის მოთხოვნისთანავე.“
იმავდროულად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის
1-ლი ნაწილის თანახმად, „ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია
მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს
საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე
გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე,
საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი
გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი“.
ხოლო, ამავე კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „საჯარო
დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არა
უგვიანეს 10 დღისა.“ იმ შემთხვევაშიც კი, თუ აუცილებელია ათდღიანი ვადის
გამოყენება, ამის თაობაზეც დაუყოვნებლივ წერილობით უნდა ეცნობოს
განმცხადებელს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 41-ე მუხლის
დანაწესის მიხედვით, საჯარო დაწესებულების უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე
განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველმა
მიიჩნია, რომ დარღვეულია საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით
კანონით დადგენილი მოთხოვნები და ვადები, რაც თავის მხრივ არღვევს მოქალაქე
ინა გუდავაძის უფლებებს.
1091
დანართი # 14 საკუთრების უფლება
შესაბამისად, „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე
მუხლის „ბ“
და „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, 2008 წლის 12 ნოემბერს
საქართველოს სახალხო დამცველმა
რეკომენდაციით მიმართა საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური
ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) უფროსს, დაუყოვნებლივ გაეცა ზემოხსენებულ
პირებზე მათ მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია. ხოლო, „საჯარო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე და 79-ე მუხლების შესაბამისად, ემსჯელა იმ
პირთა დისციპლინარული პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებმაც ვერ
უზრუნველყვეს განმცხადებლისთვის საჯარო ინფორმაციის დროულად გადაცემა.
აღნიშნულ რეკომენდაციაზე პასუხი არ მიგვიღია.
1092
დანართი # 15 ბავშვის უფლებები
დანართი # 15
ბავშვის უფლებები
საქმე #1
სახალხო დამცველის აპარატს 2008 წლის 7 ივლისს განცხადებით მომართა ამჟამად
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქალთა და არასრულწლოვანთა #5 საერთო და
საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებაში მყოფმა ს.კ.–მ. განცხადებაში აღნიშნულია,
რომ განმცხადებლის დაპატიმრების შემდეგ, შვილები–ზ.მ. და ნ.მ. ცხოვრობდნენ
ბებიასთან (დედის დედასთან). ქმართან კ.მ.–სთან განქორწინების შემდეგ, სანამ
დაიჭერდნენ, შვილებზე განმცხადებელი ზრუნავდა.
როგორც ს.კ. აღნიშნავს, ქმართან მისი განქორწინების მიზეზი იყო მეუღლის
დამოკიდებულება ალკოჰოლური სასმელების მიმართ, რომელიც მთავრდებოდა
სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფით.
განმცხადებლის დაპატიმრების შემდეგ კ.მ. მივიდა სიდედრის სახლში და მუქარით
წამოიყვანა სახლიდან უფროსი ვაჟიშვილი – 7 წლის ზ.მ.
ციხეში დედასთან შეხვედრის დროს ზ.მ. გამოუტყდა დედას, რომ მამის მხრიდან
დაშინებული იყო და ვერ ბედავდა წინააღმდეგობის გაწევას. მას კი სურს,
ცხოვრობდეს დასთან და ბებიასთან ერთად.
განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მისი ყოფილი მეუღლე დღესაც ეტანება სასმელს, არ
გააჩნია მატერიალური შესაძლებლობა შვილის რჩენის. შესაბამისად, ბავშვი
სახიფათო გარემოში იზრდება. დედის სურვილია, ბავშვი ბებიასთან იზრდებოდეს
მშვიდ გარემოში.
სახალხო დამცველის აპარატმა აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა ისანი–სამგორის
საგანმანათლებლო რესურსცენტრს და სთხოვა, შეესწავლა ზ.მ.–ს მდგომარეობა,
შეეფასებინა მისი საცხოვრებელი პირობები და წარმოედგინა დასკვნა.
რესურსცენტრის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე გაირკვა, რომ
განმცხადებლის ყოფილი მეუღლე ამჟამადაც უმუშევარია და სასტიკი წინააღმდეგია,
ბავშვი იზრდებოდეს ბებიასთან.
სოციალური მუშაკის 2008 წლის 23 ივლისის დასკვნის თანახმად, ბავშვის
ინტერესები დარღვეულია, მას არ გააჩნია მყუდრო გარემო, არ არის დაცული
საყოფაცხოვრებო უსაფრთხოება, ამიტომ სასურველია, ის ცხოვრობდეს ბებიასთან.
გარდა ამისა, ოჯახში არსებულმა დაძაბულმა ფონმა და ბიოლოგიურ მშობელთან
1093
დანართი # 15 ბავშვის უფლებები
შეზღუდულმა კონტაქტმა უდავოდ გამოიწვია ზ.მ.–ს ფსიქო–ემოციური მოშლილობა,
რის გამოც, სასურველია, მან გაიაროს ფსიქო–რეაბილიტაციის კურსი. სპეციალურ
კონსულტაციას საჭიროებს ასევე მამა – კ.მ. სოციალური მუშაკს მიაჩნია, რომ
აღნიშნული შემთხვევა ღრმა შესწავლას და გარკვეული ქმედითი ზომების მიღებას
მოითხოვს, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ბავშვის უფლებები და კანონიერი
ინტერესები.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ განმცხადებელი არ ითხოვს ბავშვის მამისთვის მშობლის
უფლების ჩამორთმევას, მისი სურვილია, შვილები ბებიასთან იზრდებოდნენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198¹–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად,
არასრულწლოვნის
უფლების დარღვევის შესახებ შეტყობინების მიღების
შემთხვევაში რესურსცენტრები ,,ვალდებულნი არიან გაატარონ საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.“ შესაბამისად ისანი–
სამგორის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ვალდებული იყო, დასკვნის შემდეგ
განეხორციელებინა
ბავშვის
ინტერესების
დაცვის
მიზნით
კანონით
გათვალისწინებული ღონისძიებები.
საქმე #2
სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა ცენტრისთვის ცნობილი გახდა
ოზურგეთის რაიონში მცხოვრებ არასრულწლოვან ნ.ს.–ის მიმართ, ოჯახის ერთ–
ერთი წევრის მხრიდან სექსუალური ძალადობის შესაძლო არსებობის შესახებ.
საქმეში არსებობს რესურსცენტრის სოციალური მუშაკის დასკვნა, რომლის
მიხედვითაც, ნ.ს. ცხოვრობს ოზურგეთის მცირე საოჯახო ტიპის სახლში
თანატოლებთან ერთად, ბიოლოგიური ოჯახიდან მოშორებით (დედის თანხმობით),
რადგან ბიოლოგიურ ოჯახში არ არსებობს ბავშვის განვითარების ელემენტარული
პირობები. აღნიშნულ სახლში გადმოყვანისთანავე ბავშვის ამორალური ქცევის
საფუძველზე გაჩნდა ეჭვი, რომ ბავშვი ბიოლოგიურ ოჯახში განიცდიდა სექსუალურ
ძალადობას ბიძის მხრიდან, რაც ბავშვმა ნაწილობრივ დაადასტურა ბავშვთა სახლის
მენეჯერთან საუბრის დროს. ბავშვის მონათხრობის საფუძველზე შეიძლება
ვივარაუდოთ, რომ ბავშვის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას მის ბიოლოგიურ
ოჯახში სერიოზული საფრთხე ემუქრება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური აგენტი მიიჩნევს, რომ ბავშვის
დედას მ.ს.–ს მშობლის უფლება დროებით უნდა შეეზღუდოს, ხოლო ბავშვი დარჩეს
მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბიოლოგიურ ოჯახში გაყვანის დროებითი
აკრძალვით. გარდა ამისა, აუცილებელია, შემოწმდეს ბიძის – თ.ს–ის ჯანმრთელობის
მდგომარეობა და ფსიქონევროლოგიური დისპანსერის მიერ შეფასდეს ოჯახის სხვა
წევრების ფსიქიკური მდგომარეობა.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ არასრულწლოვანის ოჯახი ცნობილია ანტისოციალური
ქცევებით, რის გამოც თანასოფლელები ერიდებიან მათთან კონტაქტს.
1094
დანართი # 15 ბავშვის უფლებები
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ოზურგეთის
საგანმანათლებლო რესურსცენტრმა მიაწოდა შსს ოზურგეთის რაიონულ
სამმართველოს, საიდანაც პასუხად
შეატყობინეს, რომ მათ მიერ მოხდა
არასრულწლოვნის მშობელთან – მ.ს–თან და შვილთან – ნ.ს.–თან ზეპირი
გასაუბრება, რის საფუძველზეც დაადგინეს, რომ არასრულწლოვნის მიმართ
ოჯახური ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა ცენტრმა მოახდინა რეგირება
აღნიშნულ ფაქტზე და მიმართა თხოვნით ოზურგეთის რაიონულ სამმართველოს,
რათა მოეცათ ახსნა–განმარტება საქმის მიმდინარეობის შესახებ. ჩვენი წერილის
პასუხად შეგვატყობინეს, რომ
მიმდინარეობს გამოძიება. მოგვაწოდეს ასევე
ექსპერტიზის დასკვნები, მაგრამ, რაც მთავარია, არ იყო ჩატარებული ანალური
ექსპერტიზა. მოვითხოვეთ ახსნა–განმარტება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების
შესახებ. ასევე მოვთხოვეთ ახსნა–განმარტება, თუ რატომ ჩაუტარდა დაგვიანებით
ექსპერტიზა ბავშვს. აღნიშნულ საკითხზე დასაბუთებული ახსნა–განმარტება არ
მიგვიღია. 2009 წლის 1 იანვარს მიღებული წერილის საფუძველზე მხოლოდ
განმარტეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო
დამცველის აპარატმა ხელმეორედ მიმართა შსს ოზურგეთის რაიონულ
სამმართველოს და მოითხოვა დაწვრილებითი ახსნა–განმარტება ზემოაღნიშნულ
საკითხებზე, მაგრამ არც ამჯერად მიგვიღია სრული და დასაბუთებული ახსნა–
განმარტება.
მიგვაჩნია, რომ გამოძიება არასწორად/არასრულად მიმდინარეობს. მოწოდებული
დოკუმენტაციიდან ჩანს, რომ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტის შესახებ პირველად 2008 წლის 31 ივნისს
მიმართა შსს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოს. ხოლო 2008 წლის 2
სექტემბერს შსს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოს მიერ დაიხურა საქმე, ისე
რომ ექსპერტიზა არ ჩატარებულა. საგამოძიებო ორგანომ, მხოლოდ ბავშვთან და მის
მშობელთან ზეპირი გასაუბრებით დაადგინა, რომ არასრულწლოვნის მიმართ
ოჯახური ძალადობის ფაქტს ადგილი არა ჰქონია. თუმცა, შემდგომ წარმოდგენილი
დოკუმენტაციის საფუძველზე ირკვევა, რომ 2008 წლის 3 სექტემბერს ისევ დაიწყო
წინასწარი გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე. გარდა ამისა არასრულწლოვანს გამოძიების
დაწყებიდან(2008 წლის 31 ივნისიდან) 5თვის შემდეგ ჩაუტარდა სასამართლო–
სამედიცინო ექსპერტიზა (2008 წლის 22 დეკემბერს) ხოლო ფსიქიატრიულ–
ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდა 2008 წლის 29 დეკემბერს. რაც შეეხება
ანალურ ექსპერტიზას საერთოდ არ ჩატარებულა. აღნიშნული დარღვევების გამო,
სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა გენერალურ პროკურატურას,
აღნიშნული საკითხის შემდგომი შესწავლისთვის.
საქმე #3
სახალხო დამცველის აპარატს კოლექტიური განცხადებით მომართეს 213–ე ბაგა–
ბაღის აღსაზრდელთა მშობლებმა. განცხადებაში აღნიშნული იყო, რო 213–ე ბაგა–
ბაღის შენობა ამორტიზირებულია, რის გამოც ფაქტობრივად შეუძლებელია ბაგა–
ბაღის ფუნქციონირება.
1095
დანართი # 15 ბავშვის უფლებები
აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით წერილით მივმართეთ ქ.თბილისის
მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურს და
ვთხოვეთ, მოეწოდებინათ ინფორმაცია, თუ რა ღონისძიებების გატარება იგეგმებოდა
213–ე ბაგა–ბაღის სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით.
ქ.თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო
სამსახურის მიერ შესწავლილ იქნა აღნიშნული საკითხი და გვეცნობა, რომ
სამსახურის 2009 წლის პროგრამულ ბიუჯეტში გათვალისწინებულია თანხა ბაგა–
ბაღების სრული რეაბილიტაციისათვის და შეძლებისდაგვარად 213–ე საბავშვო
ბაღშიც ჩატარდება სარემონტო სამუშაოები.
საქმე # 4
სახალხო დამცველის აპარატს 2008 წლის 24 ნოემბერს განცხადებით მომართა თ.თ.–
მ. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ არის უსახლკარო, უმუშევარი და სახელმწიფოსგან
დახმარებას არ იღებს. ჰყავს არასრულწლოვანი, მამით ობოლი შვილიშვილი – ს.თ.
ბავშვების დედა ო.თ. ამჟმად სასჯელს იხდის #5 საპყრობილეში.
ოჯახში შექმნილი სიდუხჭირის გამო განმცხადებელმა მიმართა სახალხო დამცველის
აპარატს, რის შემდეგაც ბავშვს აღმოუჩინეს დახმარება დროებით თავშესაფარში
მოთავსების სახით შპს. ,,ბავშვთა სოციალური ადაპტაციის ცენტრში“.
მივმართეთ განათლების და მეცნიერების სამინისტროს ბავშვზე ზრუნვის
სამმართველოს თხოვნით, შეესწავლათ აღნიშნული საკითხი და ბავშვები ჩაესვათ
,,ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიტოვების პრევენციისა და
დეინსტიტუციონალიზაციის“ ქვეპროგრამაში.
2008 წლის 24 ნოემბერს სამინისტროდან მიღებული პასუხის თანახმად ირკვევა, რომ
განმცხადებელის საცხოვრებელი მისამართი არ არის მითითებული და მისამართის
დადგენისთანავე სოციალური მუშაკი განახორციელებს განმცხადებლის ოჯახის
პირველად და სრულ შეფასებას, რის საფუძველზეც გადაწყდება საკითხი ბავშვის
,,ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიტოვების პრევენციისა და
დეინსტიტუციონალიზაციის“ ქვეპროგრამაში ჩართვის თაობაზე. თუმცა უნდა
აღინიშნოს, რომ ჩვენს მიერ გაგზავნილ წერილში ნათლად იყო მითითებული
განმცხადებლის და ბავშვის ადგილსამყოფელის შესახებ და მივწერეთ, რაში იყო
პრობლემა, რომ განმცხადებელს მატერიალური საშუალება არ აქვს ბავშვის რჩენის
და ასევე არა აქვს საცხოვრებელი ადგილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო
დამცველის აპარატის მიერ ხელახლა იქნა განმარტებული, თუ სად ცხოვრობენ
განმცხადებელი და მისი შვილიშვილები.
ჩვენს მიერ ხელახლა გაგზავნილი წერილის პასუხად მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ
აღნიშნულ საკითხის შესასწავლად საქმეში ჩაერთო თბილისის სოციალური
მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკი, რომელსაც დაევალა აღნიშნული
ბავშვისა და ოჯახის საჭიროებების სრული შეფასება, რის შემდეგადაც
განისაზღვრება მზრუნველობის ფორმა.
1096
დანართი # 15 ბავშვის უფლებები
საქმე #5
სახალხო დამცველის აპარატს განცხადებით მომართა ქალაქ გორში მცხოვრებმა თ.კ.–
მ. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ჰყავს სამი შვილი. არ აქვს სახლი და სამსახური,
უკიდურესად გაჭირვებულია. ამჟამად ქმართან დაშორებულია, ერთი შვილი
დედამთილთან არის, დანარჩენები – განმცხადებელთან.
განმცხადებელს სურვილი აქვს, ბავშვები დროებით ჩააბაროს ბავშვთა სახლში
იმისათვის, რომ იმუშაოს და შეძლოს შვილების რჩენა.
აღნიშნულ საკითხზე მივმართეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
ბავშვზე ზრუნვის სამმართველოს და ვთხოვეთ, შეესწავლათ საკითხი და გაეწიათ
დახმარება ბავშვებისთვის.
პასუხად მივიღეთ წერილი, რომლის თანახმადაც გვატყობინებენ, რომ აღნიშნულ
საკითხზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. სოციალური მუშაკის ვიზიტის შედეგად
დადგინდა, რომ განმცხადებელს სურს ბავშვების განთავსება სააღმზრდელო
დაწესებულებაში, რათა თვითონ დასაქმდეს. სოციალურმა მუშაკებმა დაიწყეს
ალტერნატიული მზრუნველობის ფორმის ძიება. მოხდა ოჯახის ნათესავებთან
დაკავშირება ნათესაური შვილობილობის განხორციელების მიზნით. ქარელის
რაიონში მოხდა ერთ–ერთი ნათესავის მოძიება, რომელიც თანახმა იყო, ბავშვებზე
ეზრუნა, მაგრამ მიმღები მშობლის პასუხისმგებლობის გაცნობის შემდეგ უარი
განაცხადა.
შეფასების პროცესში, როდესაც თ.კ.–ს უნდა მიემართა გამგეობისთვის ფართით
დაკმაყოფილების თაობაზე, მოულოდნელად შვილებთან ერთად გაემგზავრა
დედასთან ბათუმში.
გორში დაბრუნების შემთხვევაში სოციალური მუშაკები გააგრძელებენ საკითხზე
მუშაობას.
1097
დანართი # 16 საარსებო შემწეობები
დანართი # 16
საარსებო შემწეობა
ჯემალ ხ–ს საქმე
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს განცხადებით მიმართა მოქალაქე ჯემალ
ხ–მ. საკითხის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ჯ.ხ–მ 2005 წლის 07 სექტემბერს
განცხადებით
მიმართა
სოციალური
სუბსიდიების
სააგენტოს
ქუთაისის
განყოფილებას. 2006 წლის 10 იანვარს განხორციელებული დეკლარირების
საფუძველზე მოპოვებულმა ქულამ 75620 შეადგინა, რის გამოც მოქალაქეს ფულადი
დახმარება არ დაენიშნა. მას მხოლოდ უფასო სამედიცინო დახმარების ბარათით და
37 კვსთ ელ.ენერგიით უფასოდ სარგებლობის უფლება მიეცა. 2007 წლის 23 აგვისტოს
ჯ.ხ–მ განმეორებით მიმართა სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ქუთაისის
განყოფილებას. თუმცა, როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, მისი ოჯახის
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით არავინ დაინტერესებულა და მასთან
სოციალური აგენტი არ მისულა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს რეგიონული
სამმართველოს
თანამშრომლებმა
მონიტორინგი
განახორციელეს
ჯ.ხ–ის
საცხოვრებელ სახლში. ადგილზე დათვალიერებით გაირკვა, რომ სახლი შედგება
ერთი ოთახისაგან, ხოლო დამხმარე ნაგებობა ავარიულ მდგომარეობაშია.
განმცხადებელს გარდა ტელეფონისა სახლში არ აქვს არავითარი ტექნიკური
საშუალება. ვერ სარგებლობს ბუნებრივი აირით. ჯ.ხ–თან გასაუბრებისას, მან კიდევ
ერთხელ დაადასტურა, რომ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა.
ოჯახის ერთადერთ შემოსავალს ახლად დანიშნული პენსია წარმოადგენს.
აღნიშნული განცხადების საფუძველზე 2008 წლის 19 სექტემბერს საქართველოს
სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა სოციალური სუბსიდიების სააგენტოს
დირექტორს, ბატონ ანდრია ურუშაძეს და თხოვა მოქალაქე ჯ.ხ–ს განამეორებითი
განაცხადის შესწავლა. 2008 წლის 05 დეკემბრის #01/08-23754 პასუხით გვაცნობეს,
რომ ჯემალ ხ–ს განმეორებით განაცხადში, რომლითაც მიმართა სოციალური
სუბსიდიების სააგენტოს ქუთაისის განყოფილებას, დაშვებული იყო უზუსტობა, რის
გამოც კომპიუტერულმა პროგრამამ ვერ შეძლო ინფორმაციის სწორად წაკითხვა და
შემდგომი რეაგირებისათვის გადაცემა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის
მიმართვის შედეგად, აღნიშნული ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების შემდეგ, ჯ.ხ–ს
ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა მოხდა განმეორებით და
სარეიტინგო ქულამ შეადგინა 47 720. განმცხადებლის ოჯახმა მოიპოვა საარსებო
შემწეობის
დანიშვნის
უფლება,
რომელსაც
მიიღებს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული წესების დაცვით, განმეორებითი განაცხადის შეტანის
თარიღიდან მე-4 თვეს, 2008 წლის დეკემბრის თვიდან.
1098
დანართი # 16 საარსებო შემწეობები
ნათელა თ–ს და ნათელა ზ–ს საქმე
მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ცნობილი გახდა სოციალური სუბსიდიების
სააგენტოს მხრიდან მოქალაქე ნათელა თ–ს და ნათელა ზ–ს სოციალური უფლებების
სავარაუდო შელახვის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ,,სახალხო დამცველის
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში დაიწყო საქმის წარმოება.
პრესაში მითითებული იყო, რომ ნათელა თ. არის ავთვისებიანი სიმსივნის მძიმე
ფორმით დაავადებული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, 2008 წლის
თებერვლამდე სიღარიბის დაძლევის პროგრამის ფარგლებში სარგებლობდა
სამედიცინო ბარათით. ამ დრომდე მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენდა
54 850-ს. 2008 წლის მარტში კი თბილისის ონკოლოგიურ საავადმყოფოში ნ.თ–ს უარი
უთხრეს სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე იმ მიზეზით, რომ მისი ოჯახის
სარეიტინგო ქულა 99 590-მდე იყო გაზრდილი და, შესაბამისად, სამედიცინო
ბარათსაც ძალა ჰქონდა დაკარგული. 2008 წლის 4 ივლისს ნათელა თ–ს ოჯახის
ხელმეორედ შემოწმების შემდგომ სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 33 840-ით.
მიუხედავად ამისა, მოქალაქე ვერ იღებდა კუთვნილ დახმარებას.
პრესის მეშვეობით ასევე გახდა ცნობილი, რომ 6 თვის წინ სოციალური სუბსიდიების
სააგენტოს საარსებო შემწეობის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა მრავალშვილიანმა
დედამ, ნათელა ზ–მ, თუმცა იგი ვერ მოხვდა სოციალურად დაუცველი ოჯახების
მონაცემთა ერთიან ბაზაში.
აღნიშნული საკითხების გასარკვევად მივმართეთ საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური სუბსიდიების
სააგენტოს. 2008 წლის 05 დეკემბრის #01/08-23753 პასუხით გვაცნობეს, რომ ნათელა
თ–ს ოჯახი 2006 წლიდან სარგებლობდა სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის
განკუთვნილი უფასო სამედიცინო მომსახურეობით. 2007 წელს განმეორებითი
განაცხადის საფუძველზე შევსებული ,,ოჯახის დეკლარაცია“, ოჯახის მიერ
მოწოდებული ინფორმაციის არასანდოობის გამო მოხვდა სააგენტოს ცენტრალურ
აპარატში ფორმირებულ საკონტროლო ოჯახთა სიაში. ნათელა თ–ს ოჯახი
გადამოწმდა კახეთის რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის კონტროლის
სოციალური აგენტის მიერ და სარეიტინგო ქულამ შეადგინა-99 590. აქედან
გამომდინარე, ოჯახი ვერ ისარგებლებდა უფასო სამედიცინო მომსახურების
ბარათით.
2008 წლის 01 ივლისს ოჯახი განმეორებით გადამოწმდა საკუთარი განცხადების
საფუძველზე და ამჯერად, სარეიტინგო ქულამ შეადგინა-33-480. შესაბამისად,
ოჯახმა მოიპოვა საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება სარეიტინგო ქულის
მინიჭებიდან მე-4 თვეს. ნათელა თ–ს ოჯახის საბანკო ანგარიშზე, ტექნიკური
მიზეზით, ჩაირიცხა ზედმეტი თანხა, რომლითაც ოჯახმა ისარგებლა. დღეისათვის
ნ.თ–ს ოჯახთან დადებულია ხელშეკრულება, რითაც ოჯახი თანახმაა, სრულად
დაიფაროს დღეისათვის არსებული დავალიანება (70 ლარი), რის შემდეგაც ოჯახი
სრულყოფილად მიიღებს კუთვნილ ფულად სოციალურ დახმარებას-საარსებო
1099
დანართი # 16 საარსებო შემწეობები
შემწეობას თვეში 42 ლარის ოდენობით (ორ სულზე). რაც შეეხება უფასო სამედიცინო
ბარათებს, 2008 წელს აღნიშნული ბარათებით სარგებლობენ ის ოჯახები, რომლებსაც
შესაბამისი სარეიტინგო ქულა მიენიჭათ 2008 წლის 31 მარტის ჩათვლით. ვინაიდან
ნ.თ–ს ოჯახს სარეიტინგო ქულა მიენიჭა 2008 წლის 31 მარტის შემდეგ, 2008 წელს
ოჯახი ვერ ისარგებლებს უფასო სამედიცინო მომსახურების კომპინენტით.
რაც შეეხება ნათელა ზ–ს, მას ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში“
რეგისტრაციის მიზნით, სხვადასხვა დროს შეტანილ რამოდენიმე განაცხადში
სხვადასხვა წევრთა შემადგენლობა ჰქონდა მითითებული, რის გამოც სოციალური
აგენტისაგან მიიღო სათანადო განმარტებები და 2008 წლის 10 ივლისს ოჯახში
რაიონული განყოფილების სოციალური აგენტის მიერ შეივსო ოჯახის დეკლარაცია.
ხარვეზის გამოსწორებით, ოჯახის სარეიტინგო ქულამ შეადგინა - 54 950. ოჯახმა
მიიღო მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამით - ,,ღირსეული დასაწყისი“,
გათვალისწინებული ფულადი დახმარება 1000 ლარი, ასევე მოიპოვა ფულადი
სოციალური დახმარების საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება, რაც
განხორციელდა 2008 წლის 24 ოქტომბერს. მოქმედი კანონმდებლობით ოჯახმა
ფულადი სოციალური დახმარება მიიღო განაცხადის შემოტანიდან მე-4 თვეს,
ყოველთვიურად 78 ლარი 5 წევრზე.
ვიჩისლავა ს–ს საქმე
საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მოქალაქე ვიჩისლავა ს–მ.
განმცხადებელი მიუთითებდა, რომ დაჭრილი, სასწრაფო დახმარების მანქანით
გადაიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში. მას დაუმუშავეს ჭრილობები ორივე ფეხზე,
ამოუღეს ტყვია და გაამზადეს საოპერაციოდ. თუმცა ოპერაცია არ გაუკეთეს,
ვინაიდან თანხა ვერ გადაიხადა. მხოლოდ ჭრილობების შეხვევის შემდეგ გაუშვეს
სახლში. აღნიშნული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის გამო, მას გადასახდელად
დააკისრეს 2373 (ორიათას სამას სამოცდაცამეტი) ლარი და 60 (სამოცი) თეთრი,
თუმცა უკიდურესი გაჭირვების გამო, ვერ შეძლო თანხის გადახდა. ვ.ს–ს
განმარტებით, მას მუდმივად ესაჭიროება სამედიცინო დახმარება. სამედიცინო
პოლისის და საარსებო შემწეობის მისაღებად ვ.ს–ს დეიდამ (ვის ოჯახშიც ცხოვრობს
ვ.ს.), ამალია ს–მ 2008 წლის 07 ივლისს განცხადებით მიმართა სოციალური
სუბსიდიების სააგენტოს. ა.ს–ს განმარტებით, ოჯახის დეკლარაციის შევსების
შემდეგ, 2008 წლის 10 სექტემბერს, მათ მიიღეს მოწმობა, რომელშიც მითითებულია
სარეიტინგო ქულა 122 740. ხოლო 2008 წლის 16 სექტემბერს, ყოველგვარი
დეკლარაციის შევსების გარეშე მიიღეს მოწმობა, რომელშიც სარეიტინგო ქულად
მითითებულია 71 390, თუმცა ვერც ამ ქულით მიიღეს სამედიცინო პოლისი და
საარსებო შემწეობა.
ვ.ს.–ს
განცხადების
საფუძველზე,
საქართველოს
სახალხო
დამცველის
რწმუნებულების მიერ ადგილზე განხორციელდა მონიტორინგი. მოქალაქე ვ.ს.
დაგვხვდა მწოლიარე მდგომარეობაში და მართლაც ესაჭიროებოდა მკურნალობა.
ამასთანავე, დადასტურდა, რომ ოჯახი, რომელშიც ვ.ს. ცხოვრობს, უკიდურესად
გაჭირვებულია და იმსახურებს საარსებო შემწეობის დანიშვნას. მოქალაქე ვიჩისლავა
ს–ს განცხადების საფუძველზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა
1100
დანართი # 17 შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანი
სოციალური სუბსიდიების სააგენტოს. მიმდინარე წლის 29 დეკემბრის #02/08-25272
პასუხით გვაცნობეს, რომ სახალხო დამცველის აპარატის წერილის საფუძველზე,
გასული წლის 17 ოქტომბერს განხორციელდა ვიზიტი ამალია (ვიჩისლავა) ს–ს
ოჯახში და სარეიტინგო ქულამ შეადგინა-51 660. აღნიშნულიდან გამომდინარე,
ოჯახმა მოიპოვა მერიის სოციალური შეღავათებითა და ფულადი შემწეობით
სარგებლობის უფლება, რაც განხორციელდება 2009 წლის 17 თებერვლამდე.
დანართი # 17
შრომითი მოვალეობის შესრულებისას
მიყენებული ზიანი
გალინა მეგრელიძე-კიაშკოს საქმე
2008 წლის 21 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა
მოქალაქე გალინა მეგრელიძე–კიაშკომ შრომითი დასახიჩრებით დანიშნული სარჩოს
და სამედიცინო მომვლელისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების საკითხთან
დაკავშირებით.
განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციიდან გამოირკვა, რომ გალინა
მეგრელიძემ 1970 წელს შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიიღო საწარმოო
ტრამვა, რომლის შედეგად, მან მთლიანად დაკარგა პროფესიული შრომის უნარი და
2001 წლის 20 ივნისის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის დასკვნით
დაუდგინდა
ინვალიდობის
პირველი
ჯგუფი
უვადოდ.
სამედიცინო
დაწესებულებებეის მიერ გაცემული დოკუმენტებში ასევე მითითებულია, რომ
გალინა მეგრელიძე საჭიროებს დამატებით სამედიცინო მომვლელის მომსახურებას
და მედიკამენტების შეძენას.
ქალაქ ბათუმის სასამართლოს 1971 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე, გალინა
მეგრელიძეს დაენიშნა ყოველთვიური სარჩო, რომელიც „შრომითი მოვალეობის
შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის
ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის
48–ე ბრძანებულების ძალაში შესვლის შემდეგ განისაზღვრა 140 ლარის ოდენობით.
სარჩოს გაანგარიშებაში ზენორმატიული ნამუშევრის გათვალისწინებით, საშუალო
ხელფასის განმეორებით გადაანგარიშების გამო, მოგვიანებით ყოველთვიური სარჩოს
ოდენობა გაიზარდა 170 ლარამდე,
„შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების
მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს
პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის 48–ე ბრძანებულების მესამე თავის
მიხედვით, ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურებასთან ერთად, გათვალისწინებული
იყო დამატებითი ხარჯების ანაზღაურების მოვალეობა დამქირავებლის მიერ.
კერძოდ, ბრძანებულების 24–ე პუნქტის თანახმად: „დამქირავებელი ვალდებულია
1101
დანართი # 17 შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანი
ყოველთვიური სარჩოს გარდა დაზარალებულს აუნაზღაუროს დამატებითი
ხარჯები, რომლებიც გამოწვეულია სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის
ვნების მიყენების შედეგად.“
დამატებით ასანაზღაურებელი თანხები 24-ე პუნქტში ჩამოთვლილ ხარჯებთან
ერთად, თავის მხრივ მოიცავდა სამედიცინო მოვლის ხარჯებსაც. ბრძანებულების 26–
ე და 27–ე პუნქტების თანახმად, სამედიცინო მოვლაში მოიაზრებოდა სპეციალური
სამედიცინო მომვლელის და საყოფაცხოვრებო მომვლელის საჭიროება.
ამასთან, 27–ე პუნქტის თანახმად, „სპეციალური სამედიცინო მომვლელის
დამატებითი ხარჯების ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა შეადგენს სახელმწიფო
სამედიცინო დაწესებულების სანიტარის თვიურ თანამდებობრივ სარგოს, ხოლო
საყოფაცხოვრებო მოვლისათვის - ამ სარგოს 50 პროცენტს.“ დაზარალებულს,
რომელიც საჭიროებს როგორც სპეციალურ სამედიცინო, ისე საყოფაცხოვრებო
მოვლას, ხარჯები აუნაზღაურდებოდა ორივე მოვლისათვის ცალ-ცალკე. ხოლო
დაზარალებულის მოვლის ხარჯების ანაზღაურება ხდება იმის მიუხედავად, თუ ვინ
უვლის მას.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ
გაცემული ცნობიდან ირკვევა, რომ 2005 წლის დეკემბრის თვისათვის სამედიცინო
დაწესებულების სანიტრის საშუალო ხელფასი წარმოადგენდა 60 ლარს.
სახალხო დამცველის აპარატში წარმოდგენილი დოკუმენტებით დადასტურდა, რომ
სამედიცინო მოვლისათვის დამატებითი ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნით
გალინა მეგრელიძემ შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“
განცხადებით მიმართა 2005 წლის 19 დეკემბერს, ხოლო 2006 წლის 10 თებერვალს
საწარმოს
მოთხოვნის
შესაბამისად,
წარადგინა
დამატებითი
ხარჯების
ასანაზღაურებლად საჭირო დოკუმენტაცია. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული
დოკუმენტაცია საწარმოს ჩაბარდა და გაფორმდა კანონით დადგენილი წესით, რასაც
ადასტურებს განცხადებების (იხ.დანართი, განმცხადებლის მოთხოვნა ხაზგასმულია)
ქსეროასლებზე მითითებული თარიღები და მისი ნომრები. მაგალითად:
დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ გალინა მეგრელიძეს ეცნობა 2006
წლის 12 იანვრის #03/100 წერილით. ხოლო დამატებითი დოკუმენტების
წარდგენისას 2006 წლის 10 თებერვალს წარდგენილ განცხადებას მიენიჭა სათანადო
ნომერი #14/მ.
ამდენად, განმცხადებელმა შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“
სრულყოფილად წარუდგინა დაზარალებულისათვის სამედიცინო მომვლელის
ხარჯების ანაზღაურებისათვის საჭირო დოკუმენტაცია:
1. სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი (ნოტარიულად დამოწმებული);
2. ცნობა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გურიის ფილიალიდან
გაუცემელი თანხის შესახებ;
3. ქორწინების მოწმობა (ნოტარიულად დამოწმებული);
4. ოზურგეთის გამგეობისაგან გაცემული ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ;
1102
დანართი # 17 შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანი
5. შრომის სახელმწიფო ინსპექცის ცნობა და
6. სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის დასკვნა.
მაგრამ, განმცხადებლის განმარტებით, პროცესი შპს „საქართველოს სახელმწიფო
ელექტროსისტემამ“ უსაფუძვლოდ გააჭიანურა და არ შეასრულა კანონით
დაკისრებული ვალდებულება.
„შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების
მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს
პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის #48–ე ბრძანებულება 2007 წლის მარტის
თვიდან ძალადაკარგულად არის გამოცხადებული, რაც იურიდიულად ნიშნავს მისი
მოქმედების შეწყვეტას, ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან, მაგრამ
ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად
გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას.
საქართველოს მთავრობამ 2007 წლის 24 მარტს მიიღო დადგენილება #53, რომლის
მე–2 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, შრომითი მოვალეობის შესრულებისას ზიანის
მიყენების შემთხვევაში წარმოქმნილი სამართლებრივი ურთიერთობა წესრიგდება
საქართველოს შრომის და სამოქალაქო კოდექსებით.
წარმოდგენილი დოკუმენტაცია მოწმობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის #48–ე
ბრძანებულებით
განსაზღვრული
დამატებითი
ხარჯების
ანაზღაურების
ვალდებულება შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ წარმოეშვა 2005
წლის 19 დეკემბრიდან, ანუ გალინა მეგრელიძის მიერ აღნიშნულის თაობაზე
განცხადების შეტანის მომენტიდან, რომლის გაცემაც უნდა განხორციელებულიყო
დამატებითი დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317–ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების
წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ
შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის),
უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების
მიყენების
შედეგად
ზიანის
მიყენებიდან
(დელიქტიდან)
წარმოშობილი
ურთიერთობები და დამქირავებლის ვალდებულებები ამომწურავად იყო
განსაზღვრული
საქართველოს
პრეზიდენტის
ბრძანებულებით,
რომლის
მოთხოვნებიც
დამატებითი
ხარჯების
(სამედიცინო
მოვლის
ხარჯების)
“საქართველოს
სახელმწიფო
ანაზღაურების
ნაწილში
დაარღვია
შპს
ელექტროსისტემამ“. მოცემულ შემთხვევაში არ იქნა შესრულებული დამსაქმებელზე
კანონით დაკისრებული ვალდებულება, რაც უფლებას ანიჭებს ურთიერთობის მეორე
მხარეს დაზარალებულს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394–ე მუხლის
პირველი ნაწილის და 411–ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ვალდებულების
შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
1103
დანართი # 17 შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად,
„ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ
დროსა და ადგილას.“ ვალდებულების შესრულების არსიდან გამომდინარე,
ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მოთხოვნა შესაძლებელია ვალდებულების
დარღვევის შემდეგაც.
დასაქმებულის უფლებების დაცვა, მისთვის შრომის უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო
გარემოს უფლება გარანტირებულია საქართველოს შრომის კოდექსის მე–8 თავით.
დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და
ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი. შრომის
პირობების დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს შრომის კოდექსის 35–ე მუხლის
მე–6 ნაწილის შესაბამისად, „დამსაქმებელი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს
დასაქმებულს სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული, ჯანმრთელობის
მდგომარეობის გაუარესებით მიყენებული ზიანი და აუცილებელი მკურნალობის
ხარჯები.“
სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება წარმოადგენენ ადამიანის საყოველთაოდ
აღიარებულ უფლებას და სამართლებრივი დაცვის განსაკუთრებულ საგანს.
ამიტომაცაა,
რომ
მათი
დაცვა
და
ზიანის
სათანადო
ანაზღაურება
გათვალისწინებულია როგორც საქართველოს კანონმდებლობით (საქართველოს
შრომის კოდექსი, სამოქალაქო კოდექსის 408–ე მუხლი და დელიქტური სამართლის
სხვა ნორმები), ასევე, იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებით და სამართლებრივი
აქტებით, რომლის მონაწილეც დღეისათვის არის საქართველო. საერთაშორისო
სამართლებრივ აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდა სახელმწიფოებრივ
ნორმატიულ აქტებთან შედარებით.
1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25–ე
მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს
ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, ბინის, სამედიცინო მოვლისა და
საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ
მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, და
უფლება უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის,
ქვრივობის, მოხუცებულობის ან მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო
არსებობის საშუალებათა დაკარგვის სხვა შემთხვევაში.“
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველმა
მიიჩნია, რომ შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ დაარღვია
მოქალაქე გალინა მეგრელიძის (კიაშკოს) სოციალური უფლება, მიეღო სამედიცინო
მომსახურების დამატებითი ხარჯები, რის გამოც, 2008 წლის 20 მარტს “სახალხო
დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის “ბ“ ქვეპუნქტის
თანახმად, შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიმართა
რეკომენდაციით, განეხილათ მოქალაქე გალინა მეგრელიძის 2005 წლის 19
დეკემბრის განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად და განცხადების
წარმოდგენის დღიდან განმცხადებლისათვის (ყოველთვიურ სარჩოსთან ერთად)
1104
დანართი # 17 შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანი
აენაზღაურებინათ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული
დამატებითი ხარჯები.
2008 წლის 24 აპრილს შპს „საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემიდან“ მივიღეთ
მოქალაქე გალინა მეგრელიძისათვის შრომითი საქმიანობის შესრულებისას
ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული დამატებითი ხარჯების ანაზღაურების
თაობაზე გამოგზავნილი რეკომენდაციის პასუხი.
მიღებული პასუხის თანახმად, მოქალაქე გალინა მეგრელიძე (კიაშკოს) 2005 წლის 19
დეკემბრის განცხადება, რომლითაც განმცხადებელი მოითხოვდა საწარმოო ტრამვის
გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტის
1999 წლის 9 თებერვლის 48–ე ბრძანებულების მესამე თავით გათვალისწინებული
დამატებითი ხარჯების ანაზღაურებას, არ დაკმაყოფილდა, რადგან განმცხადებელს
შპს „საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემაში“ უნდა წარედგინა დამატებითი
დოკუმენტები.
კერძოდ, შპს „საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემა“ დაეყრდნო საქართველოს
პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის 48–ე ბრძანებულების 25–ე პუნქტს და
პასუხში აღნიშნა, რომ გალინა მეგრელიძის მიერ წარდგენილი იქნა ცნობები
სანიტრის საშუალო ხელფასის შესახებ, თუმცა წარდგენილი არ ყოფილა მისთვის
სანიტრის დანიშვნის (გამოყოფის) თაობაზე რაიმე დოკუმენტი, ხელშეკრულება ან
სხვა.
„შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების
მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს
პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის 48–ე ბრძანებულების 24–ე პუნქტი ცალსახად
განსაზღვრავს, რომ დამატებითი ხარჯების დაზარალებულისათვის ყოველთვიურად
ანაზღაურება, ისევე როგორც სარჩოს ანაზღაურება, დამსაქმებლის ვალდებულებაა,
ანუ „დამქირავებელი ვალდებულია ყოველთვიური სარჩოს გარდა დაზარალებულს
აუნაზღაუროს დამატებითი ხარჯები, რომლებიც გამოწვეულია სხეულის
დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად.
ანაზღაურებას ექვემდებარება ხარჯები დამატებითი კვებისათვის, წამლების
შეძენისათვის, პროთეზირებისათვის, დაზარალებულის მოვლისათვის, მოვლის
საგნებისათვის, სანატორიულ-საკურორტო მკურნალობისათვის დაზარალებულის
სამკურნალო ადგილამდე მგზავრობის საფასურის ჩათვლით, აუცილებლობის
შემთხვევაში კი მისი გამცილებლის მგზავრობის ხარჯებიც, სპეციალური
სატრანსპორტო საშუალებების შეძენისა და მათი კაპიტალური შეკეთებისათვის,
საწვავის შეძენისათვის და სხვ.
ბრძანებულების
25–ე
პუნქტის
შესაბამისად,
„დამატებითი
ხარჯების
ასანაზღაურებელი თანხის სიდიდე განისაზღვრება შესაბამისი ორგანიზაციების
მიერ წარმოდგენილი ანგარიშებისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე ან იმ
რეგიონში არსებული საბაზრო ფასების მიხედვით, სადაც დაზარალებულმა გასწია ეს
ხარჯები.“
1105
დანართი # 17 შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანი
ბრძანებულების 25–ე პუნქტი ზოგადად განსაზღვრავს 24–ე პუნქტში ჩამოთვლილი
დამატებითი ხარჯების თანხის სიდიდეს, ისინი სხვადასხვა მომსახურების გაწევის
შემთხვევაში განსხვავებული სიდიდის იქნება და შესაბამისად, საჭიროებს
დამსაქმებლისათვის სათანადო დოკუმენტაციის წარდგენას. ხოლო რაც შეეხება
დაზარალებულის სამედიცინო მოვლას, ასეთი მოვლისათვის ასანაზღაურებელი
თანხის სიდიდე დეტალურად არის განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტის
1999 წლის 9 თებერვლის 48–ე ბრძანებულების 27–ე პუნქტში.
„27.
სპეციალური
სამედიცინო
მომვლელის
დამატებითი
ხარჯების
ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა შეადგენს სახელმწიფო სამედიცინო
დაწესებულების
სანიტარის
თვიურ
თანამდებობრივ
სარგოს,
ხოლო
საყოფაცხოვრებო მოვლისათვის - ამ სარგოს 50 პროცენტს.“
დაზარალებულს, რომელიც საჭიროებს როგორც სპეციალურ სამედიცინო, ისე
საყოფაცხოვრებო მოვლას, ხარჯები აუნაზღაურდება ორივე მოვლისათვის ცალცალკე. „დაზარალებულის მოვლის ხარჯების ანაზღაურება ხდება იმის მიუხედავად,
თუ ვინ უვლის მას“ (პუნქტი 29).
განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო–სოციალური ექპერტიზის
დასკვნის
თანახმად,
გალინა
მეგრელიძეს
დაკარგული
აქვს
საერთო
შრომისუნარიანობის 100 %. დასკვნაში ასევე მითითებულია დაზარალებულისათვის
დამატებითი სამედიცინო მოვლის და მედიკამენტების საჭიროების შესახებ.
ამდენად, დაზარალებულის მიერ განისაზღვრა ასანაზღაურებელი თანხის სიდიდე
და დამქირავებელს წარედგინა სათანადო ცნობა, რომ სანიტრის საშუალო ხელფასი
განცხადების წარდგენის დროისთვის წარმოადგენდა 60 (სამოც) ლარს. თუმცა, შპს
სახელმწიფო
ელექტროსისტემამ“
დამატებით
მოითხოვა
„საქართველოს
დოკუმენტაცია: სამედიცინო მომვლელის დანიშვნის და სამედიცინო მოვლისათვის
უკვე გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები, ხელშეკრულება ან სხვა,
რომლის წარდგენაც საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის 48–ე
ბრძანებულებით გათვალისწინებული არ არის.
ამდენად, შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ წარმოდგენილი
პასუხის შესწავლის და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისი
პუნქტების (24, 25, 27 და 29–ე) გაანალიზების შედეგად სახალხო დამცველმა მიიჩნია,
რომ სამედიცინო მოვლის ხარჯების ანაზღაურებისათვის დამსაქმებლისათვის
კონკრეტული დოკუმენტის წარდგენის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულებაში მითითებული არ არის და შპს „საქართველოს სახელმწიფო
ელექტროსისტემის“ მიერ მითითებული დოკუმენტების წარუდგენლობა არ
ათავისუფლებს საწარმოს კანონით დაკისრებული ვალდებულებისაგან – სამედიცინო
მოვლის ხარჯების ანაზღაურებისაგან.
ამდენად, გალინა მეგრელიძის მოთხოვნა იმთავითვე კანონიერი იყო და
დაზარალებულისათვის სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მოვლის ხარჯების
1106
დანართი # 18 სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები
ანაზღაურებაზე 2008 წლის 9 ოქტომბერს განმეორებით გაიგზავნა სახალხო
დამცველის რეკომენდაცია.
სახალხო დამცველის რეკომენდაციაში დასმული საკითხი 2008 წლის 5 ნოემბერს
განიხილა შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭომ,
რომელმაც
მიიღო
გადაწყვეტილება
სახალხო
დამცველის
მოთხოვნის
დაკმაყოფილების და მოქალაქე გალინა მეგრელიძე–კიაშკოსათვის დამატებით
სამედიცინო და საყოფაცხოვრებო ხარჯების ანაზღაურების შესახებ (თვეში 90 ლარი).
მმართველთა საბჭოს გადაწყვეტილებით, საწარმოს ადამიანთა რესურსების
დეპარტამენტსა და საფინანსო სამსახურს გადაწყვეტილების შესრულების მიზნით
დაევალა სათანადო ღონისძიებების გატარება.
დანართი # 18
სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
მოსარჩელე: საქართველოს სახალხო დამცველი
მისამართი: თბილისი, მაჩაბლის 11.
წარმომადგენლები: ნათია იმნაძე;
გიორგი მშვენიერაძე.
მოპასუხე: საქართველოს პარლამენტი
მისამართი: რუსთაველის გამზ. # 8
კონსტიტუციური სარჩელი
სადავო აქტი: საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ 534 მუხლი:
მუხლი 534. აქციათა სავალდებულო მიყიდვა (14.03.2008 N5913)
1. თუ აქციების შეძენის შედეგად აქციონერს საკუთრებაში აქვს სააქციო
საზოგადოების ხმების 95%-ზე მეტი, მაშინ ამ აქციონერს (ამ მუხლის მიზნებისთვის –
„მყიდველს“) უფლება აქვს, სამართლიან ფასად გამოისყიდოს სხვა აქციონერთა
აქციები. (მიღებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2008 წლის 14 მარტს # 5913.)
საქართველოს სახალხო დამცველის 2006 წლის 13 ივნისს კოლექტიური
განცხადებით მომართეს მოქალაქეებმა, რომელთა წარმომადგენელიც იყო სულიკო
მაშია. განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ ისინი არიან სააქციო საზოგადოება
„საქართველოს გაერთიანებული
სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ აქციათა
მესაკუთრეები. აღნიშნული კომპანიის აქციათა 95% არის ერთი პირის საკუთრება,
1107
დანართი # 18 სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები
ხოლო მაშინ მოქმედი ნორმის, "მეწარმეთა შესახებ" კანონის 533 მუხლის მიხედვით
მათ აიძულებენ 95%-ის მესაკუთრეს მიყიდონ თავიანთი აქციები. არნიშნული
მუხლი შემდეგი სახით იყო ფორმულირებული: „თუ აქციების შეძენის შედეგად
აქციონერს საკუტრებაში აქვს სააქციო საზოგადოების ხმის უფლების მქონე აქციათა
95%-ზე მეტი, მაშინ ამ აქციონერს (ამ მუხლის მიზნებისათვის „მყიდველს“) უფლება
აქვს გამოისყიდოს სხვა აქციონერთა აქციები ამ კანონის 532 მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისიწნებულ სამართლიან ფასად, ხოლო დანარჩენ აქციონერებს რჩებათ
აქციათა სანაცვლოდ სამართლიანი ფასის მიღების უფლება.“
ისინი მიიჩნევედნენ, რომ ირღვევოდა მათი საკუთრების უფლება, რომელიც
კონსტიტუციით არის განმტკიცებული. ჩვენს მიერ შესწავლილი იქნა აღნიშნული
საკითხი და მივედით დასკვნამდე, რომ "მეწარმეთა შესახებ" კანონის 533 მუხლი
ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტს და
საზოგადოებრივი აუცილებლობის გარეშე ზღუდავდა მოქალაქეთა კონსტიტუციით
აღიარებულ საკუთრების უფლებას.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიხედვით:
„1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების, ან მემკვიდრეობით მიღების
საყოველთაო უფლების გაუქმება.
2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია პირველ პუნქტში
აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში და
დაგენილი წესით.
3. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა
დასაშვებია კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს
გადაწყვეტილებით
ან
ორგანული
კანონით
დადგენილი
გადაუდებელი
აუცილებლობისას და მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით.”
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2006 წლის 18 აგვისტოს კონსტიტუციური
სარჩელით მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს. სასამართლომ ჩვენი
მოთხოვნის საფუძველზე 2006 წლის 30 ოქტომბერს შეაჩერა სადავო აქტის
მოქმედება, ხოლო 2007 წლის 18 მაისს არაკონსტიტუციურად ცნო და
ძალადაკარგულად გამოაცხადა საქართველოს კანონის "მეწარმეთა შესახებ" 533
მუხლი.
ჩვენი სარჩელი ეფუძნებოდა შემდეგ ძირითად არგუმენტებს:
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებული და უზრუნველყოფილია
საკუთრების უფლება. დაუშვებლად არის მიჩნეული საკუთრების, მისი შეძენის,
გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. 21-ე
მუხლის მე-2 ნაწილით დასაშვებად არის ცნობილი აღნიშნულ უფლებათა
შეზღუდვა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს აუცილებელი
საზოგადოებრივი საჭიროება, რაც პირდაპირ უნდა იყოს განსაზღვრული კანონით,
ასევე უნდა იყოს განსაზღვრული საკუთრების უფლების შეზღუდვის წესი.
1108
დანართი # 18 სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები
შესაბამისად, აღნიშნული შეზღუდვა გულისხმობს, უპირველეს ყოვლისა,
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების არსებობას, რასაც კონკრეტულ
შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
საკუთრების უფლება ასევე განმტკიცებულია რიგი საერთაშორისო დოკუმენტებით,
რომლებიც რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ, მათ შორის,
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულის კონვენციის
პირველი დამატებითი ოქმის მიხედვით, რომლის პირველი მუხლის შესაბამისად,
„ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს უფლება დაუბრკოლებლად ისარგებლოს
თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა
ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობებით, რომლებიც
გათვალისწინებულა
კანონითა
და
საერთაშორისო
სამართლის
ზოგადი
პრინციპებით.“
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის მიხედვით, „მესაკუთრეს
შეუძლია კანონისმიერი, ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის
ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა
პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუ ამით არ ილახება
მეზობლების, ან მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს
უფლებების ბოროტად გამოყენებას.“
სასამართლო სხდომაზე კიდევ ერთხელ დავუჭირეთ მხარი სასარჩელო მოთხოვნას,
კერძოდ: სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ
პუნქტს. 1997 წლის 25 მარტის #2/31-5 გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო
სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის
პირველ პუნქტში არ არის ნახსენები სიტყვა „შეზღუდვა“, მაგრამ „საკუთრება და
მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“ ნიშნავს, რომ
საკუთრების უფლების შეზღუდვა დაუშვებელია. თუმცა, შეზღუდვა შესაძლებელია
კონსტიტუციის 21-ე მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში.
სადავო მუხლით არ ხორციელდება საკუთრების ჩამორთმევა, არამედ ხდება
საკუთრების ერთერთი ელემენტის - განკარგვის შეზღუდვა. კონსტიტუცია ამბობს,
რომ არსებობს გასხვისების უფლება და არა ვალდებულება. ამ დროს ხდება არა
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის
პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული
საკუთრებით სარგებლობის კონტროლი, არამედ განკარგვის შეზღუდვა. საკუთრების
უფლების შეზღუდვის თაობაზე მოწმეებმაც აღნიშნეს თავიანთ ჩვენებებში.
საკუთრების
უფლების
შეზღუდვისას
უნდა
არსებობდეს
აუცილებელი
საზოგადოებრივი საჭიროება და საზოგადოების ინტერესი მკვეთრად უნდა იყოს
გამოხატული. ხოლო თუ რა წარმოადგენს აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას,
სასამართლომ უნდა შეაფასოს კონკრეტული საკითხის განხილვისას.
სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა ლეგიტიმურია იმდენად, რამდენადაც
სახელმწიფოს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული შესაძებლობა, შეზღუდოს
1109
დანართი # 18 სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები
საკუთრების უფლება. თუმცა, შეზუღვა არ არის მიზნის მიღწევის ერთადერთი
საშუალება, რაც მოწმის, სახელმწიფო მინისტრის რეფორმების კოორდინაციის
საკითხებში კახა ბენდუქიძის ჩვენებიდანაც ირკვევა. სააქციო საზოგადოებაში
აქციების 95%-ის მფლობელს სრული უფლება და საშუალება გააჩნია, რომ
მოახდინოს სააქციო საზოგადოების ლიკვიდაცია და შექმნას სხვა სახის სამეწარმეო
სუბიექტი. შეზღუდვა ასევე არ იყო აუცილებელი მიზნის მისაღწევად. სააქციო
საზოგადოების მიზანია, რომ მოხდეს მასში თავისუფალი კაპიტალის დაბანდება.
მინორიტარი აქციონერების განდევნა აუცილებელი არ არის სააქციო საზოგადოების
გაძლიერებისა და სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარებისთვის.
თუ მოპასუხის პოზიციიდან გამოვალთ, სააქციო საზოგადოება, როგორც
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, მიუღებელია, რაც არ არის მართებული.
მიზეზი, რომ მინორიტარი აქციონერები ხელს უშლიან სააქციო საზოგადოების
წარმატებულ საქმიანობას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ხელოვნური
აჟიოტაჟით, ანტისარეკლამო კამპანიით, სასამართლო პროცესებით, საფუძველსაა
მოკლებული. საქმის განხილვისას ვერ დასახელდა მსგავსი მაგალითები
საქართველოს სინამდვილეში, ხოლო დაუსაბუთებელი ვარაუდის საფუძველზე
უფლების შეზღუდვა ყოველგვარ საფუძველსა და გონივრულობას არის მოკლებული.
რაც შეეხება მიზანს, რომ უნდა მოხდეს არაფუნქციონირებადი სააქციო
საზოგადოებების მოქცევა შესაბამის ორგანიზაციულ-სამრთლებრივ ფორმაში, რაც
დააჩქარებს ინვესტიციების მოზიდვას და სამომავლოდ განაპირობებს ეკონომიკურ
განვითარებას, მისი მიღწევა შეიძლებოდა სხვა საშუალებებით.
ამდენად, საკუთრების უფლების შეზღუდვა ხდება საქართველოს კონსტიტუციის 21ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევით და შედეგად, იმავდროულად ირღვევა ამავე
მუხლის პირველ პუნქტში აღიარებული საკუთრების უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით,
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა
სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
გამომდინარე ზემოთქმულიდან, მოვითხოვეთ საკონსტიტუციო სასამართლოს
არაკონსტიტუციურად ეცნო მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 533 -ე მუხლი,
რადგანაც იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1 პუნქტს.
ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული
კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო
გადაწყვეტილების მიღებამდე ვთხოვეთ, შეეჩერებინა სადავო აქტის მოქმედება,
რადგანაც მის მოქმედებას შეიძლება მოჰყოლოდა მხარეებისთვის გამოუსწორებელი
შედეგი.
როგორც ზევით აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლომ 2006 წლის 30 ოქტომბერს
განმწესრიგებელ სხდომაზე საოქმო ჩანაწერით არსებითად განსახილველად მიიღო
კონსტიტუციური სარჩელი. ასევე დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა და საბოლოო
1110
დანართი # 18 სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები
გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა სადავო აქტის მოქმედება, ხოლო საქმის
არსებითი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 20 მარტს.
ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ
დააკმაყოფილა და 2007 წლის 18 მაისს არაკონსტიტუციურად ცნო სადავო აქტი.
2007 წლის 28 მაისს საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით
მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად,
საქართველოს კანონში "მეწარმეთა შესახებ" 2007 წლის 11 ივლისს კვლავ შევიდა
დამატება, რომლითაც კანონს დაემატა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსის მატარებელი
ნორმა, რაც კვლავ შეეხება აქციათა იძულებით მიყიდვას.
აღნიშნული ნორმა ფორმულირებული იყო შემდეგი სახით:
534 მუხლი
"1. თუ აქციების შეძენის შედეგად აქციონერს საკუთრებაში აქვს სააქციო
საზოგადოების ხმის უფლების მქონე აქციათა 95%-ზე მეტი, მაშინ ამ აქციონერს (ამ
მუხლის მიზნებისთვის – „მყიდველს“) უფლება აქვს,
სამართლიან ფასად
გამოისყიდოს სხვა აქციონერთა აქციები."
სხვა პუნქტებში მოცემული იყო ფორმულირება, თუ რა წესისა და პროცედურების
დაცვით უნდა მოხდეს აქციათა გამოსყიდვა.
ჩვენს მიერ აღნიშნული მუხლიც გასაჩივრებული იქნა საკონსტიტუციო
სასამართლოში, რადგანაც მიგვაჩნდა, რომ ისიც სრულიად მსგავს შინაარს ატარებდა,
რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი 533
მუხლი.
საკონსტიტუციო
სასამართლოში
განმწესრიგებელი
სხდომის
ჩანიშვნამდე
4
საქართველოს პარლამენტის მიერ 53
მუხლი ახალი რედაქციით იქნა
ფორმულირებული, რომელიც სადავო საკითხს შინაარსობრივად არ ცვლიდა, თუმცა
ნორმამ განიცადა ცვლილება. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულის გამო არ
მიიღო არსებითად განსახილველად სახალხო დამცველის სარჩელი, რადგან მიიჩნია,
რომ სადავო აქტი უკვე გაუქმებული იყო.
მიგვაჩნია რომ, 2008 წლის 14 მარტის რედაქციით ჩამოყალიბებული სადავო აქტი
არაკონსტიტუციურია
იმავე
არგუმენტებზე
დაყრდნობით,
რომელიც
მოშველიებული გვქონდა წინა სარჩელებში და რომელიც მოცემულია ამ სარჩელშიც.
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლომ
2007
წლის
18
მაისის
გადაწყვეტილებაში თვალნათლივ ჩამოაყალიბა ის გარემოებები, თუ რატომ
ეწინააღმდეგებოდა "მეწარმეთა შესახებ" კანონის 533 მუხლი საქართველოს
კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტს, კერძოდ:
"საკორპორაციო სამართლის ინსტიტუტი, რომლის შესაბამისადაც ამა თუ იმ
წინაპირობის არსებობისას და გარკვეული პროცედურებით ხდება მინორიტარი
1111
დანართი # 18 სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები
აქციონერების საკუთრებაში არსებული აქციების სავალდებულო წესით მიყიდვა
მაჟორიტარი აქციონერებისათვის, უცხო არ არის საზღვარგარეთის განვითარებული
თუ განვითარებადი სახელმწიფოების კანონმდებლობისათვის. სხვადასხვა
სახელმწიფოში განსხვავებულია აქციათა სავალდებულო მიყიდვისა და ამ გზით
განხორციელებული მინორიტარ აქციონერთა სააქციო საზოგადოებიდან გარიცხვის
თუ განდევნის რეგულირება, თუმცა სადავო არასოდეს გამხდარა ის გარემოება, რომ
ამ პროცედურის მომწესრიგებელი ნორმები უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის
სახელწიფოშო მოქმედ კონსტიტუციას, მის ნორმებსა და პრინციპებს. ამ დროს
განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს აქციათა სავალდებულო
მიყიდვის
მარეგულირებელი
ნორმის
შინაარსზე,
იმ
სამართლებრივ
ინტერპრეტაციაზე, რომელიც შემოგვთავაზა კანონმდებელმა და მოცემულია
„მეწარმეთა შესახებ“ კანონის 53³ მუხლში. აღსანიშნავია, რომ ერთია ზოგადად
სამართლის ინსტიტუტი, ხოლო მეორე მისი სამართლებრივი გაფორმება, რომელიც
შეიძლება შეესაბამებოდეს ან არ შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საკონსტიტუციო
სასამართლო
სადავო
ნორმის
კონსტიტუციურობის
განხილვისას
უნდა
შემოიფარგლოს აქციათა სავალდებულო მიყიდვის
მხოლოდ მოქმედი წესის
კონსტიტუციურ-სამართლებრივი შეფასებით.
როგორც აღნიშნა, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 533 მუხლი, გარკვეულწილად,
საზღვარგარეთულ გამოცდილებას ემყარება. კანონშემოქმედებით პროცესში
განვითარებული
სახელმწიფოებისა
და
საერთაშორისო
ორგანიზაციების
გამოცდილების გაზიარება დასაშვებია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს თვითმიზანი.
გამოცდილების გაზიარებისას მხედველობაშია მისაღები რამოდენიმე გარემოება.
იმპლემენტირებული ინსტიტუტის შინაარსის ქართული ვერსია უნდა თავსდებოდეს
საქართველოს კონსტიტუციურ-სამართლებრივ სივრცეში. იმპლემენტაციისას
საფუძვლიანად უნდა იქნეს შესწავლილი ამა თუ იმ ინსტიტუტის არსი, მისი
პირველ რიგში, იმპლემენტირებული ინსტიტუტის შინაარსის ქართული ვერსია
უნდა თავსდებოდეს საქართველოს კონსტიტუციურ სამართლებრივ სივრცეში.
იმპლემენტაციისას საფუძვლიანად უნდა იქნეს შესწავლილი ამა თუ იმ ინსტიტუტის
არსი, მისი ადგილი ეროვნული სამართლის სისტემაში. იმპლემენტაციისას
საფუძვლიანად უნდა იქნეს შესწავლილი ამა თუ იმ ინსტიტუტის არსი, მისი ადგილი
ეროვნული სამართლის სისტემაში. მხოლოდ ფორმალური მსგავსება არ ნიშნავს
შინაარსობრივ მსგავსებას. ასევე უნდა იქნეს გაანალიზებული იმ სფეროში არსებული
მდგომარეობა და პერსპექტივები, სადაც უნდა მოხდეს სამართლის ახალი
ინსტიტუტის
დანერგვა,
გაკეთდეს
შესაძლო
შედეგების
პროგნოზირება.
გასათვალისწინებელია, რომ საკორპორაციო სამართლის, ისევე როგორც სამართლის
სხვა დარგების განვითარება ევოლუციურ პროცესს წარმოადგენს და მიმდინარეობს
ამა თუ იმ სახელმწიფოს ეკონომიკური მდგომარეობისა და განვითარების
პერსპექტივების გათვალისწინების ფონზე. მეტად რთულია ერთ მოცემულობაში
აპრობირებული სამართლებრივი მოდელის სხვა გარემოებებზე ეფექტური მორგება.
აქედან გამომდინარე, მტკიცებას, რომ ესა თუ ის ნორმა, რომელიც წარმატებული იყო
ერთ სახელმწიფოში, ასევე აუცილებლად წარმატებული იქნება სხვა სამართლებრივ,
1112
დანართი # 18 სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები
ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ გარემოში, ცდომილების დიდი ხარისხი
აქვს.
სადავო ნორმის, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 533 მუხლის კონსტიტუციურობის
საკითხი დასმულია კონსტიტუციის 21-ე და მე-14 მუხლებთან მიმართებით. თუმცა,
მოსარჩელეთა მიერ განსაკუთრებული ყურადღება იქნა გამახვილებული სადავო
ნორმის შესაბამისობაზე კონსტიტუციის 21-ე მუხლთან, რომელიც შეეხება
საკუთრების
უფლებას.
იმ
საზოგადოებაში,
რომელმაც
კონსტიტუციის
პრეამბულაშივე თავის უმთავრეს მიზნად გამოაცხადა ეკონომიკური თავისუფლების,
დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს დამკვიდრება,
სახელმწიფოს მიერ გატარებული სამართლებრივი პოლიტიკა და კანონმდებლის
მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უნდა თავსდებოდეს ამ პრინციპების
ფარგლებში. ამ ფარგლების დარღვევა, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და
თავისუფლებების, განსაკუთრებით კი საკუთრების უფლების იგნორირება,
გამორიცხავს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, მთლიანად ამ
საზოგადოებისა და მის ცალკეულ წევრთა ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფას
და პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ სტაბილურობას. დემოკრატიული,
სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს ეკონომიკური სიძლიერე სწორედ
საკუთრების უფლების პატივისცემასა და დაცვას ეყრდნობა.
სადავო ნორმის კონსტიტუციის 21-ე მუხლთან შესაბამისობაზე მსჯელობისას
საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მოახდინოს 21-ე მუხლის განმარტება იმის
გასარკვევად, მოხდა თუ არა ჩარევა ამ მუხლით დაცულ სიკეთეში, ასევე რა
ფორმისაა ჩარევა, განხორციელდა თუ არა იგი კონსტიტუციის მოთხოვნათა დაცვით
და თავსდება თუ არა კონსტიტუციურ-სამართლებრივ ფარგლებში. „მეწარმეთა
შესახებ“ კანონის 533 მუხლის კონსტიტუციურობის შეფასებისას, საკონსტიტუციო
სასამართლოსთვის სამართლებრივ საზომს წარმოადგენს კონსტიტუციის 21-ე
მუხლი, მისი მოთხოვნები და ის კონსტიტუციურ-სამართლებრივი დატვირთვა,
რომელიც საკუთრებას აქვს. რაც შეეხება კანონმდებლის მიერ ჩამოყალიბებულ
საკუთრების შინაარსსა და ფარგლებს, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს
შეფასების ობიექტი და არა კრიტერიუმი, რომლითაც შეფასება უნდა
განხორციელდეს.
საკუთრების უფლება უმნიშვნელოვანესი ძირითადი უფლებაა. ამავდროულად,
საკუთრება არის ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფოს ეკონომიურ საფუძველს
წარმოადგენს.
საკუთრების
უფლების
დაცვა
უცხოა
ტოტალიტარული
სახელმფოსათვის, ხოლო დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური
სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ერთი მხრივ, საკუთრების,
როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ხოლო,
მეორე მხრივ - მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის, უფლების
სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და
უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება
კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების
უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ
მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას,
1113
დანართი # 18 სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები
არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე
მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში. აქედან გამომდინარე, 21-ე
მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტის დამრღვევი ნორმა, რომელიც არ შეესაბამება
საკუთრების უფლების შეზღუდვისადმი ან საკუთრების ჩამორთმევისადმი
წაყენებულ
კონსტიტუციურ-სამართლებრივ
სტანდარტს,
იმავდროულად
წინააღმდეგობაში მოვა ამავე მუხლის პირველ პუნქტთანაც.
სახელმწიფოს ვალდებულება, უზრუნველყოს საკუთრების უფლება, მოითხოვს
შესაბამისი
წესრიგის
შექმნას.
კერძოსამართლებრივი
ურთიერთობის
რეგულირებისას კანონმდებელი ისევეა შებოჭილი კონსტიტუციის ნორმებითა და
პრინციპებით, როგორც საჯაროსამართლებრივი ნორმების დადგენისას. აქედან
გამომდინარე,
მოსაზრება,
რომ
კერძოსამართლებრივი
ურთიერთობის
მომწესრიგებელ ნორმაზე, მათ შორის „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 533 მუხლზე, არ
ვრცელდება კონსტიტუციის 21-ე მუხლის მოქმედება და შესაბამისად, შეუძლებელია
სადავო ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შეფასება, მცდარია. ასეთი
მიდგომა კონსტიტუციური კონტროლის სფეროდან გამოიყვანდა სამართლის
ნორმების დიდ ნაწილს და ამ სფეროში თვითნებობისათვის ნოყიერ ნიადაგს
შექმნიდა.
ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ საკუთრების უფლება არ არის
აბსოლუტური და შეუზღუდავი უფლება. საკუთრებას დიდი სოციალური
დატვირთვა აქვს. მესაკუთრე საზოგადოების ნაწილია და არა მხოლოდ
უფლებამოსილია მიიღოს გარკევული სიკეთეები საზოგადოებისაგან, არამედ
ვალდებულიცაა, რომ თავისი საკუთრება საზოგადოებრივი კეთილდღეობის
მიზნებისათვის გამოიყენოს. მესაკუთრემ უნდა გაითავისოს, რომ არა მხოლოდ მას
აქვს ინტერესები, არამედ ის იმყოფება სხვა ინტერესთა გარემოცვაში, რომელთაგანაც
ის იზოლირებული არ არის და სადაც აუცილებელია ინტერესთა გონივრული
ბალანსის დაცვა. ამ ფონზე კანონმდებელი უფლებამოსილია, კონსტიტუციურსამართლებრივი ნორმებისა და პრინციპების დაცვით დაადგინოს ნორმები,
რომლებიც განსაზღვრავს საკუთრების შინაარსსა და ფარგლებს. საკუთრება არის
კანონმდებლის მიერ დეფინირებადი უფლება. ამას მით უფრო მეტი მნიშვნელობა
აქვს, რაც უფრო დიდია საკუთრების ობიექტის სოციალური დატვირთვა, მისი
ბუნებიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე.
იმისათვის რომ ვიმსჯელოთ, რამდენად კონსტიტუციურია „მეწარმეთა შესახებ“
კანონის 533 მუხლი, აუცილებელია გავარკვიოთ, წარმოადგენს თუ არა აქცია
„საკუთრებას“ კონსტიტუციის 21-ე მუხლის თვალსაზრისით. „მეწარმეთა შესახებ“
კანონით აქცია განმარტებულია, როგორც „ფასიანი“ ქაღალდი, რომელიც
ადასტურებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებს პარტნიორის (აქციონერის)
მიმართ და აქციონერის უფლებებს სააქციო საზოგადოებაში“. აქციას საკმაოდ
სპეციფიკური სამართლებრივი ბუნება აქვს. ერთი მხრივ, აქცია მოიცავს სააქციო
საზოგადოების წევრობისა და მის მართვაში მონაწილეობის კომპონენტს. ამ
მიმართებით, აქციონერს, სააქციო საზოგადოებაში მისი მონაწილეობის შესაბამისად,
აქვს ხმის უფლება, ინფორმაციის მიღების უფლება, კონტროლის უფლება, საერთო
1114
დანართი # 18 სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები
კრების გადაწყვეტილების გასაჩივრებისა
გათვალისწინებული სხვა უფლებები.
და
„მეწარმეთა
შესახებ“
კანონით
მეორე მხრივ, აქცია არის სააქციო საზოგადოების ქონებაში მესაკუთრის წილობრივი
საკუთრების გამომხატველი და წილზე უფლების არსებობის დამადასტურებელი
დოკუმენტი. ის არის „წილობრივი ფასიანი ქაღალდი“ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის
შესახებ“ კანონის განმარტებით. საკუთრება აქციაზე მატერიალიზებადია აქციის
განკარგვის შემთხვევაში, ასევე საზოგადოების ლიკვიდაციისას, რადგანაც ის აძლევს
აქციონერს უფლებას, მიიღოს ლიკვიდირებული სააქციო საზოგადოების ქონება
თავისი წილის შესაბამისად. გარდა ამისა, აქცია აძლევს მის მესაკუთრეს საწარმოს
მოგებიდან წილის მიღების უფლებას. ამდენად, აქცია არ არის სავარაუდოდ
მისაღები, ვირტუალური შემოსავალი, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე
დივიდენდებს შეეხება. ის არის აქციონერის სამართლებრივად განმტკიცებული
ქონებრივი უფლებებისა და პოზიციის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც
კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ სიკეთეს წარმოადგენს.
„მეწარმეთა შესახებ“ კანონის 533 მუხლის კონსტიტუციურობა, სასარჩელო
მოთხოვნებიდან გამომდინარე, შესამოწმებელია როგორც საკუთრების ჩამორთმევის
ასევე საკუთრების უფლების შეზღუდვის თვალსაზრისით. მიზანშეწონილია,
მსჯელობა
წარვმართოთ
საკუთრებაში
ჩარევის
სიმძიმის
მიხედვით.
თავდაპირველად დასადგენია, არის თუ არა სადავო ნორმით გათვალისწინებული
ურთიერთობა „საკუთრების ჩამორთმევა“ კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის
გაგებით. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი იმის გარკვევა, თუ რამდენად
აკმაყოფილებს ის კონსტიტუციით საკუთრების ჩამორთმევისადმი წაყენებულ მეტად
მკაცრ ფორმალურ-სამართლებრივ და მატერიალურ-სამართლებრივ მოთხოვნებს.
როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ასევე სხვადასხვა
სახელმწიფოების
საკონსტიტუციო
სასამართლოებისა
და
საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი, ასევე სასამართლოს სხდომაზე
სპეციალისტის მიერ წარმოდგენილი დასკვნა მეტყველებს, რომ 21-ე მუხლის მე-3
პუნქტით გათვალისწინებული საკუთრების ჩამორთმევის ინსტიტუტს მკვეთრად
გამოხატული ფორმალური ნიშნები ახასიათებს. ამ ცნებაში ვერ თავსდება
ნებისმიერი შემთხვევა, რაც პირის მიერ, მისი ნების საწინააღმდეგოდ საკუთრების
დაკარგვას გულისხმობს. საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია,
რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით „აუცილებელი
საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2003 წლის 1 აპრილიდან #2/155
გადაწყვეტილებაში მიუთითებს:
„მხედველობაშია მისაღები ის, რომ საკუთრების უფლების ჩამორთმევის წესი
ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ამას ადგილი აქვს საამისოდ
უფლებამოსილი სუბიექტის (სახელმწიფო ორგანოების) მხრიდან საჯარო ამოცანების
შესასრულებლად... არ შეიძლება საკუთრების ჩამორთმევად განვიხილოდ ის
შემთხვევა, როდესაც ქონების უკან დაბრუნებას სახელშეკრულებო ურთიერთობა
განაპირობებს.“
1115
დანართი # 18 სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები
21-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება საკუთრების
ქონებრივ
კომპონენტს.
საკუთრების
ჩამორთმევის
ურთიერთობისათვის
მახასიათებელია, რომ სახელმწიფო არა მხოლოდ ადგენს საკუთრების ჩამორთმევის
სამართლებრივ რეჟიმს, არამედ პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობს ჩამორთმევის
კონკრეტულ პროცესში. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შემთხვევაში,
სახელმწიფომ, საკანონმდებლო ხელისუფლებამ დაადგინა სამართლებრივი რეჟიმი,
მაგრამ თვითონ არ გამოდის ამ ურთიერთობის მონაწილედ. შეიძლება აქციათა 95%ის ან მეტის მფლობელი სახელმწიფო იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში იგი არის
აქციონერი, რომელიც ამ ურთიერთობაში არსებითად არ განსხვავდება სხვა
მაჟორიტარი აქციონერებისაგან. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შემთხვევაში
ფაქტობრივად სახეზეა მინორიტარი აქციონერის კონტრაჰირების იძულება. ეს არის
გარიგება, რაც ითვალისწინებს, ერთი მხრივ, მინორიტარი აქციონერის მიერ
მაჟორიტარი აქციონერისათვის აქციების საკუთრებაში გადაცემას, ხოლო, მეორე
მხრივ, მაჟორიტარი აქციონერის მიერ მინორიტარი აქციონერისათვის აქციებში
სამართლიანი ფასის გადახდას.
მიუხედავად იმისა, რომ გარიგების დადებისას იგნორირებულია მინორიტარი
აქციონერის ნება, მას მაინც ვერ გავაიგივებთ დიამეტრალურად განსხვავებული
სამართლებრივი ბუნების მქონე სახელისუფლებო აქტთან, რითაც ხდება საკუთრების
ჩამორთმევისათვის უფლებამოსილების მინიჭება და ჩამორთმევის სამართლებრივი
გაფორმება. საკუთრების ჩამორთმევისას ურთიერთობები აქციონერებს შორის
კერძოსამართლებრივ
სფეროს
განეკუთვნება.
საკუთრების
ჩამორთმევის
განხორციელება
შესაძლებელია
მხოლოდ
აუცილებელი
საზოგადოებრივი
საჭიროებიდან ან გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, საჯარო მიზნების
მისაღწევად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 533
მუხლით მოწესრიგებული ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ხდება
მინორიტარი აქციონერის მიერ საკუთრების უფლების დაკარგვა აქციაზე, ვერ იქნება
განხილული, როგორც საკუთრების ჩამორთმევა და ვერ მოხდება მისი
კონსტიტუციურობის შემოწმება 21-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
რამდენადაც „მეწარეთა შესახებ“ კანონის 533
მუხლით გათვალისწინებულ
ურთიერთობას ვერ განვიხილავთ საკუთრების ჩამორთმევად, უნდა დადგინდეს
სადავო ნორმის მიმართება კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტთან.
უპირველესად, გასარკვევია აქვს თუ არა ადგილი „საკუთრების უფლების
შეზღუდვას“ 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თვალსაზრისით. სასამართლო იზიარებს
სპეციალისტის მოსაზრებას, რომ „შეზღუდვა“ უნდა იქნეს გაგებული პოზიტიური
შინაარსით. თუ „შეზღუდვას“ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით განვმარტავთ,
მაშინ კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი მხოლოდ საკუთრების უფლებაში
ნეგატიური ჩარევისაგან დამცავ და სახელმწიფოს შემზღუდველ ნორმად იქცევა. ამ
შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია სწორად იქნეს გაგებული 21-ე მუხლის მე-2
პუნქტის მიზანმიმართულება. სწორედ ამ პუნქტის საფუძველზეა უფლებამოსილი
სახელმწიფო, საკუთრების სოციალური ბუნებიდან გამომდინარე, დაადგინოს
საკუთრების შინაარსი და ფარგლები.
1116
დანართი # 18 სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები
„შეზღუდვა“ უნდა გავიგოთ, როგორც საკანონმდებლო ჩარჩოების დადგენა
სახელმწიფოს მიერ. სხვა შემთხვევაში, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის რეგულირების
სფეროდან გავიდოდა ურთიერთობების მთელი კომპლექსი, რომელთა მიმართაც ვერ
მოხდება „შეზღუდვის“ მისადაგება მისი პირდაპირი მნიშვნელობით. 21-ე მუხლის
მე-2 პუნქტის შემთხვევაში, საკუთრების ჩამორთმევისაგან განსხვავებით,
სახელმწიფო ადგენს სამართლებრივ რეჟიმს, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ
პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობა მიიღოს კონკრეტულ ურთიერთობაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 533 მუხლი, როგორც
მინორიტარი აქციონერის აქციაზე საკუთრების შინაარსისა და ფარგლების
განმსაზღვრელი და შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი
ნორმა,
ექვემდებარება
შემოწმებას
კონსტიტუციურობის
თვალსაზრისით
კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
სადავო ნორმის კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის
დადგენისას უნდა გაირკვეს, თუ რამდენად არის დაცული კონსტიტუციის
ფორმალური მოთხოვნები. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეზღუდვა
შეიძლება განხორციელდეს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი
წესით. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შემთხვევა, აქციების შეძენის შედეგად
ერთერთი აქციონერის საკუთრებაში სააქციო საზოგადოების ხმის უფლების მქონე
აქციათა 95%-ზე მეტის გადასვლა, რომელიც მას აძლევს უფლებას, გამოისყიდოს სხვა
აქციონერთა აქციები, დადგენილია „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 533 მუხლით. ამავე
მუხლით არის მოწესრიგებული მინორიტარი აქციონერების მიერ მაჟორიტარი
აქციონერებისათვის აქციათა სავალდებულო მიყიდვის წესი. ამდენად, სადავო
ნორმა, ფორმალური კუთხით, შეესაბამება კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტს.
რამდენადაც „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 533 მუხლი კონსტიტუციის 21-ე მუხლის
მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ „შეზღუდვას“ წარმოადგენს, აუცილებელია
დადგინდეს, არის თუ არა განპირობებული აქციათა სავალდებულო მიყიდვა
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით“. თუმცა ამის დადგენა შეუძლებელია
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ არსის გარკვევის გარეშე. ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა ამ საკითხისადმი საკმაოდ
ლიბერალურია. საქმეზე „ჯეიმსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ ადამიანის
უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საკუთრების იძულებით
გადაცემა ერთი პირიდან მეორე კერძო პირისათვის შეიძლება შეესაბამებოდეს
კანონიერ მიზანს საზოგადოების ინტერესებში. „საზოგადოებრივი ინტერესების“
გაგება ვრცელია და მოქმედებს ე.წ. „სახელმწიფოს ფართო მიხედულების“
კონცეფცია. საკანონმდებლო ორგანოსათვის მინიჭებული თავისუფალი მოქმედების
ჩარჩოები მის მიერ სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებისას
საკმაოდ ფართო უნდა იყოს. თუმცა, საკანონმდებლო ორგანოს პოზიცია მცდარია,
როდესაც აშკარაა, რომ ამ პოზიციას არ აქვს გონივრული საფუძველი.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება“ არ არის მყარი და ყველა
საზოგადოებაზე უნივერსალურად მორგებული ცნება. ის ცვალებადია დროსა და
სივრცეში პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური მოცემულობების
გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, ის რაც ერთ საზოგადოებაში შეიძლება
1117
დანართი # 18 სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები
ჩაითვალოს „აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად“, შეიძლება სხვა
საზოგადოებაში ასეთად არ იქნეს მიჩნეული. გარდა ამისა, ის, რაც მოცემული
მომენტისათვის გაგებულია როგორც „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება“,
შესაძლოა მომავალში ასეთად აღარ ჩაითვალოს ან პირიქით - დღეისთვის არსებულმა
მიზანმა, რომელსაც ვერ მივანიჭებთ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“
ხარისხს, მომავალში მიიღოს ასეთი დატვირთვა. „აუცილებელი საზოგადოებრივი
საჭიროების“ განსაზღვრისას დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა არის საკუთრების
უფლების ობიექტი, როგორია მისი ბუნება და სოციალური დატვირთვა. ამ
თვალსაზრისით, ის გარემოებები, რომლებიც წარმოადგენენ „აუცილებელ
საზოგადოებრივ საჭიროებას“ საკუთრების ერთი ობიექტის მიმართ, ასეთ
საჭიროებას შეიძლება არ წარმოადგენდეს სხვა ობიექტის მიმართ.
“აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ შინაარსს კონკრეტულ შემთხვევაში
კანონმდებელი განსაზღვრავს. მოქმედება „აუცილებელი საზოგადოებრივი
საჭიროებისათვის“ არ ნიშნავს, რომ ის არის მიმართული საზოგადოებისათვის
გარკვეული და გარდაუვალი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად.
კანონმდებელი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის“ შეიძლება
მოქმედებდეს, როდესაც მას ამოძრავებს საზოგადოებისათვის ან მისი ნაწილისათვის
დადებითი შედეგების მომტანი მიზნები. ამასთანავე, არ არის აუცილებელი, რომ
კანონმდებელმა კონკრეტულად მიუთითოს ნორმაში, თუ რა „აუცილებელი
საზოგადოებრივი საჭიროებისათვის“ იღებს მას. „აუცილებელი საზოგადოებრივი
საჭიროების“ არსებობა შეიძლება გაირკვეს ნორმის ანალიზის, მისი განმარტების
შედეგად. პირი, რომელიც იყენებს ნორმას, თვითონ კი არ ადგენს „აუცილებელი
საზოგადოებრივი საჭიროების“ არსებობას ან არარსებობას, არამედ მიიჩნევს, რომ ამ
კონკრეტულ
შემთხვევაში
არსებობს
კანონმდებლის
მიერ
მოაზრებული
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება“. ხოლო იმას, არის თუ არა
კანონმდებლის მოსაზრება „აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებასთან“
დაკავშირებით მართებული და კონსტიტუციასთან შესაბამისი, საკონსტიტუციო
სასამართლო ადგენს.
ტერმინი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება“ ასევე გამოყენებულია
კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტშიც, საკუთრების ჩამორთმევის მიზანთან
დაკავშირებით.
საკუთრების
ჩამორთმევის
კონტექსტში
„აუცილებელი
საზოგადოებრივი საჭიროება“ მკაცრ და კონკრეტულ განმარტებას ექვემდებარება. ეს
გამოხატულია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ჩამორთმევის
წესის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ამომწურავ ჩამონათვალშიც.
21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში „აუცილებელი საზოგადოებრივი
საჭიროების“ შინაარსი უფრო ფართოდ უნდა იქნეს გაგებული, საკუთრების
სოციალური ბუნებიდან გამომდინარე. თუ არ მოხდება 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით
დადგენილი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ შედარებით ფართო და
თავისუფალი ინტერპრეტაცია, მაშინ კერძოსამართლებრივი ურთიერთობების
მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები მიიღებენ სიხისტის ისეთ მაღალ
ხარისხს, რაც აქვთ საჯაროსამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელ
ნორმებს. კერძოსამართლებრივი ურთიერთობების რეგულირებისას კანონმდებელი
1118
დანართი # 18 სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები
გაცილებით უფრო თავისუფალია, ვიდრე საჯაროსამართლებრივი ურთიერთობის
რეგულირების სფეროში. თუმცა, ეს არ ნიშნავს კანონმდებლის სრულ თავისუფლებას
და ამოვარდნას კონსტიტუციურ-სამართლებრივი ჩარჩოებიდან. კანონმდებლის
მიერ გამოხატული პოზიცია უნდა იყოს დაბალანსებული, მკაფიო, გარკვეული და არ
უნდა იძლეოდეს თვითნებობისა და ნორმის ბოროტად, არამიზნობრივად
გამოყენების შესაძლებლობას.
მინორიტარ
აქციონერთა
აქციების
სვალდებულო
მიყიდვა
მაჟორიტარი
აქციონერებისათვის ვერ იქნება განხილული საზოგადოებრივი საჭიროების
კონტექსტში და ლეგიტიმურ მიზნად, რადგანაც ის „შეზღუდვას“ წარმოადგენს. ეს
წინააღმდეგობაში მოვიდა კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, რომელიც
შეზღუდვას განიხილავს არა მიზნად, არამედ მის მიღწევის საშუალებად.
საკონსტიტუციო სასამართლოს ამოცანაა დაადგინოს, არსებობს თუ არა
ლეგიტიმური მიზანი, რომელიც კანონმდებელმა დაინახა და შემდეგ შეაფასოს, თუ
რამდენად თანაბარზომიერი საშუალებაა აქციათა სავალდებულო მიყიდვა ამ მიზნის
მისაღწევად.
სააქციო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესი საქართველოში, ისევე როგორც იმ
სახელმწიფოებში, სადაც ეკონომიკის სოციალისტური სისტემა მოქმედებდა,
გარკვეული თავისებურებებით წარიმართა. სააქციო საზოგადოებების ძირითადი
ნაწილი პრივატიზების შედეგად არის შექმნილი. თუმცა, იმის მტკიცება, რომ სააქციო
საზოგადოებები საქართველოში ხელოვნურად და ნების გამოვლენის გარეშე შეიქმნა,
სადავოა.
საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 9 აგვისტოს კანონი „საქართველოს
რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ იმისათვის, რომ
საწარმოს მუშაკები გამხდარიყვნენ საწარმოს მყიდველები და ესარგებლათ კანონით
დაშვებული შეღავათებით, მოითხოვდა ამხანაგობის შექმნას. სახელმწიფო
საწარმოთა პრივატიზება მისი მუშაკების მიერ წარმოადგენდა მიზანმიმართულ
მოქმედებას და ეს პროცედურა თავისთავად გულისხმობდა მუშაკების მხრიდან
თავისუფალი ნების გამოვლენას. ამხანაგობები არ იქმნებოდა ავტომატურად,
მუშაკების ნების გარეშე.
1994 წლის 14 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო
დადგენილება #287 „საქართველოს რესპუბლიკაში საპრივატიზაციო ბარათების
სისტემის შემოღების შესახებ“, რომლითაც საქართველოს რესპუბლიკის ყოველ
მოქალაქეს 1993 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით უფლება მიენიჭა, მიეღო ერთი
საპრივატიზაციო ბარათი, რომელიც საშუალებას მისცემდა, საკუთრებაში უფასოდ
მიეღო განსაზღვრული საერთო სახელმწიფო (საპრივატიზაციო) ქონებიდან თანაბარი
წილი. ამ დადგენილებით დამტკიცებული „საპრივატიზაციო ბარათების შესახებ“
დებულების შესაბამისად, საპრივატიზაციო ბარათებით განხორციელდა სახელმწიფო
საკუთრებაში მყოფი საწარმოების, მათი ქვედანაყოფების, ქონების, სააქციო
საზოგადოებაში და ამხანაგობებში აქციებისა და წილის საქართველოს რესპუბლიკის
მოქალაქეებისადმი
უსასყიდლოდ
გადაცემის
მექანიზმის
რეალიზაცია.
საპრივატიზებო ბარათები მოქმედებდა, როგორც გადახდის საშუალება. მოქალაქეს
1119
დანართი # 18 სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები
ჰქონდა სრული თავისუფლება, თავისი ნების შესაბამისად განეკარგა თავისი
კუთვნილი ვაუჩერი - მოეხდინა მისი რეალიზაცია ან გამოეყენებინა ვაუჩერი
რომელიმე სააქციო საზოგადოების აქციების შესაძენად. სწორედ ასეთ
სამართლებრივ პირობებში, რაც ფაქტობრივად გამორიცხავდა პირის მიერ აქციების
შეძენას მისი ნების მიუხედავად, ჩამოყალიბდა სააქციო საზოგადოებების
უმრავლესობა.
სააქციო საზოგადოებებისადმი ერთიანი მიდგომის შემუშავება, რომ აუცილებელია
მათი გარდაქმნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებად, მართებული არ
არის. ის, თუ რომელი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა იქნება ეფექტური
საწარმოსათვის, გადასაწყვეტია კონკრეტულ შემთხვევაში. გარკვეული სააქციო
საზოგადოებების წარუმატებლობის მიზეზი იყო არა მათი ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმა, არამედ ამ საწარმოთა ეფექტური და გააზრებული მართვის
არარსებობა. იმ შემთხვევებისათვის კი, როდესაც საწარმოსთვის შეზღუდული
პასუხისმგებლობის საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა უფრო
მიზანშეწონილი იქნებოდა, არსებობს „მეწარმეთა შესახებ“ კანონით დადგენილი
პროცედურა. თუ პროცედურა ნაკლოვანია და გარდაქმნის შესაძლებლობები
შეზღუდული,
კანონმდებელს
შეუძლია,
კონსტიტუციურ-სამართლებრივი
ფარგლების დაცვით, მოახდინოს შესაბამისი ცვლილებების შეტანა კანონში.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ სააქციო საზოგადოება ისტორიულად არის
კაპიტალის
მოზიდვაზე
ორიენტირებული
საწარმოს
ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმა და, ერთი მხრივ, იმის მტკიცება, რომ აუცილებელია სააქციო
საზოგადოებების გარდაქმნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებად,
რომელიც კაპიტალის მოზიდვის თვალსაზრისით ნაკლებად მოქნილი, მიმზიდველი
და ხელმისაწვდომია, ხოლო, მეორე მხრივ, იმის მტკიცება, რომ ეს ინვესტიციების
მოზიდვას შეუწყობს ხელს, წინააღმდეგობრივია.
კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ არ აწესებს მოთხოვნებს ზოგადად
სააქციო
საზოგადოებების
ორგანიზაციულ-სამართლებრივი
ფორმით
ჩამოყალიბებული საწარმოს მიმართ. ანგარიშვალდებულ საწარმოდ სააქციო
საზოგადოება ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ გამოშვებული
ფასიანი ქაღალდები, ამ შემთხვევაში აქციები, როგორც წილობრივი ფასიანი
ქაღალდები, განთავსდება საჯარო შეთავაზების გზით ან/და დაშვებულია სავაჭროდ
საფონდო ბირჟაზე. თუმცა, სააქციო საზოგადოება ანგარიშვალდებული საწარმოც
რომ იყოს, ვალდებულება – კომისიას წარუდგინოს, გამოაქვეყნოს ან რეგისტრიებულ
მესაკუთრეებს მიაწოდოს წლიური, ნახევარი წლისა და მიმდინარე ანგარიშები,
ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტორთა ინტერესების დაცვას, ღიაობის
უზრუნველყოფისა და სხვა ლეგიტიმური მიზნების მიღწევას ემსახურება და არ
მეტყველებს სააქციო საზოგადოების, როგორც ორგანიზაციულ-სამართლებრივი
ფორმის
ნაკლოვანებაზე
და
ზედმეტი,
მით
უმეტეს,
გადაჭარბებული
ვალდებულებებით არ ტვირთავს საზოგადოებას.
სააქციო საზოგადოების საქმიანობა დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან, მათ
შორის ისეთთან, რასაც იწვევს მინორიტარი აქციონერების არსებობა სააქციო
1120
დანართი # 18 სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები
საზოგადოებაში. თუმცა, ეს არ არის იმდენად მძიმე და გადაჭარბებული ტვირთი
სააქციო საზოგადოებისათვის, მით უმეტეს ნორმალური მართვის პირობებში, რომ
ყველა შემთხვევაში გამოიწვიოს აქციების სავალდებულო მიყიდვის გზით
მინორიტარი აქციონერების სააქციო საზოგადოებიდან განდევნის აუცილებლობა.
საქმის არსებითი განხილვისას ვერ დასახელდა ვერც ერთი შემთხვევა, როდესაც
სააქციო საზოგადოებას ხარჯი მინორიტარ აქციონერთა დესტრუქციული
მოქმედებების შედეგად წარმოეშვა. პირმა, რომელიც მონაწილეობას აპირებს
ხელშეკრულებაზე დაფუძნებულ მიზნობრივ გაერთიანებაში, სადაც სხვა მრავალი
პირი მონაწილეობს, წინასწარვე უნდა გაიცნობიეროს, რომ მსგავსი გაერთიანება
მხოლოდ ეკონომიკური მოგების მიღებას არ გულისხმობს, ფინანსურად
უდანაკარგოდ ვერ ჩაივლის და მოუწევს თავისი პარტნიორების ინტერესებისათვის
ანგარიშის გაწევა.
უფლების განხორციელებისას არსებობს პრეზუმპცია, რომ უფლებამოსილი პირი
კეთილსინდისიერად მოქმედებს, თუმცა პრაქტიკაში ვერ გამოირიცხება უფლების
ბოროტად გამოყენების შემთხვევებიც. სასაამრთლოსათვის მიმართვას შეიძლება
მოჰყვეს სააქციო საზოგადოებაზე სხვადასხვა სახის შეზღუდვების დაკისრება, რაც
გამოიწვევს შეფერხებებს მის საქმიანობაში. მაგალითისათვის, ხელსაყრელი
გარიგების შეფერხება ან ჩაშლა და ა.შ. აქვე ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ საბაზრო
ეკონომიკის
პირობებში,
როდესაც
საწარმოს
კონკურენტუნარიანობის
შესანარჩუნებლად მოქნილი, სწრაფი მოქმედება და გადაწყვეტილებების
ოპერატიული მიღებაა აუცილებელი, დროის ფაქტორს გადამწყვეტი მნიშვნელობა
ენიჭება და სასამართლო დავა დროის დაკარგვის თვალსაზრისით ზიანს აყენებს
სააქციო საზოგადოებას.
მიუხედავად აღნიშნულისა, მინორიტარი აქციონერების განდევნის გამართლება ვერ
იქნება ის, რომ ისინი ახორციელებენ მათთვის კანონით მინიჭებულ უფლებებს, მათ
შორის
სასამართლოსათვის
მიმართვის
უფლებას.
არაკეთილსინდისიერი
მინორიტარი აქციონერის შემაფერხებელ ფაქტორს მაგალითისათვის, წარმოადგენს
უფლების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული რეგულირებები
სამოქალაქო კანონმდებლობაში, სასამართლო ხარჯების დაკისრების რეალური
პერსპექტივა. კანონმდებელს შეუძლია ასევე მოახდონოს „მეწარმეთა შესახებ“
კანონის შესაბამისი ნორმების გონივრული ოპტიმიზაცია და ეს ყველაფერი
გაცილებით მსუბუქი საშუალება იქნებოდა მიზნის მისაღწევად, ვიდრე მინორიტარი
აქციონერების განდევნა სააქციო საზოგადოებიდან.
აუცილებელია კანონმდებელმა ისე მოახდინოს კორპორაციული ურთიერთობების
მოწესრიგება, რომ სააქციო საზოგადოებებს მიეცეთ როგორც არსებული, ასევე
პერსპექტივაში რეალურად მოსალოდნელ გარემოებებში მოქნილი სამეწარმეო
პოლიტიკის გატარების, სამეწარმეო ინიციატივის გამოვლენისა და განვითარების
შესაძლებლობა. ამ თვალსაზრისით აქტიური სუბიექტი სააქციო საზოგადოებაში
სწორედ მაჟორიტარი აქციონერია, ხოლო მინორიტარ აქციონერს ძირითადად
მოგების მიღების ინტერესი ამოძრავებს და მაჟორიტარ აქციონერთან შედარებით,
გაცილებით
პასიურია.
მიმდინარე
ეტაპზე,
როდესაც
ეკონომიკის
განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უცხოურ ინვესტიციებს,
1121
დანართი # 18 სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები
არსებობს საზოგადოებრივი საჭიროება, ჩამოყალიბდეს მკვეთრი სამართლებრივი
ჩარჩოები შესაძლო კორპორაციული კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად,
შეიქმნას კომპანიების შთანთქმის, ლიკვიდაციისა თუ რეორგანიზაციის ეფექტური
საკანონმდებლო მექანიზმი, რომლის განუყოფელ ნაწილს აქციათა სავალდებულო
მიყიდვის ინსტიტუტი წარმოადგენს. ეს ხელს შეუწყობს ეფექტურად ორგანიზებული
საწარმოების ჩამოყალიბებას, ფასსიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას.
საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს
იმ
საწარმოებს,
რომლებიც
ჩამოყალიბებულია
სააქციო
საზოგადოების
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. ქვეყანაში არსებული წარმოების
უდიდესი ნაწილი სწორედ მათზე მოდის. ამ სააქციო საზოგადოებათა საქმიანობის
ეფექტურობაზე, მათი სწრაფ და მოქნილ რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობაზე
ბევრადაა დამოკიდებული ინვესტიციების მოზიდვა, წარმოების განვითარება,
კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნა, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენა და
შედეგად, საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და სტაბილურობის ზრდა. ხშირად ამ
საწარმოთა განვითარების ინტერესი სცდება მხოლოდ სააქციო საზოგადოების
ფარგლებს და რეგიონულ, ზოგჯერ კი ზოგადსახელმწიფოებრივ მნიშვნელობასაც
იძენს.
რესტრუქტურიზაციისა და მით უმეტეს, ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სააქციო
საზოგადოების, რომლის აქციები დაშვებულია საფონდო ბირჟაზე, აქციების
ლიკვიდურობა მცირდება, მათი ფასიც ეცემა და აქციების სავალდებულო მიყიდვა,
სრულფასოვანი ანაზღაურების პირობებში მინორიტარი აქციონერებისათვის
ხელსაყრელიც კი არის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აქციათა სავალდებულო
მიყიდვა არ წარმოადგენს უნივერსალურ საშუალებას ყველა საწარმოსათვის
პოზიტიური
ეკონომიკური
ცვლილებების
განსახორციელებლად.
აქციათა
სავალდებულო მიყიდვა ძირითადად გვევლინება როგორც საწარმოთა შთანთქმისა
და რესტრუქტურიზაციის თანმდევი და ხელშემწყობი მექანიზმი. ამ თვალსაზრისით
სტატიკურ მდგომარეობაში მყოფ სააქციო საზოგადოებებზე ამ ინსტიტუტის
მოქმედების გავრცელება ზრდის მისი არადანიშნულებისამებრ გამოყენებისა და
შესაძლო ნეგატიური შედეგების რისკს.
კანონმდებელმა ისე უნდა ჩამოაყალიბოს აქციათა სავალდებულო მიყიდვის
მომწესრიგებელი ნორმა, რომ დაიცვას სამართლიანი ბალანსი მხარეებს შორის,
გამორიცხოს ეკონომიკური ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა.
მინორიტარ აქციონერს სრული უფლება აქვს იცოდეს, თუ რატომ ხდება მისი
კუთვნილი აქციების მაჟორიტარი აქციონერის საკუთრებაში გადასვლა. მას უნდა
ჰქონდეს თავისი პოზიციის გამოხატვისა და დაცვის სამართლებრივი საშუალება.
მაჟორიტარი აქციონერის სურვილი, საკუთრებაში ჰქონდეს აქციების სრული პაკეტი,
გასაგები და ბუნებრივია, მაგრამ საკუთრების უფლების შეზღუდვის გამართლებას
არ წარმოადგენს. ერთერთი აქციონერის ხელში აქციების 95%-ის ან მეტის არსებობა
თავისთავად არ ნიშნავს აქციათა სავალდებულო მიყიდვის სოციალური საჭიროების
გაჩენას. აქციათა სავალდებულო მიყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ
იმ შემთხვევაში, როდესაც ის წარმოადგენს აუცილებელ საშუალებას შესაბამისი
საწარმოს ნორმალური ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის.
1122
დანართი # 18 სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები
როდესაც
ვახდენთ
აქციათა
სავალდებულო
მიყიდვის
შეფასებას
თანაბარზომიერების თვალსაზრისით, ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს ამ
პროცედურის არც ერთი არსებითი კომპონენტი. ამ მხრივ გამოსაყოფია და
შესაფასებელია ორი მომენტი - პირველ რიგში, რამდენად შეესაბამება ზემოთ
მოყვანილ
მოთხოვნებს
აქციათა
სავალდებულო
მიყიდვის
თაობაზე
გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების პროცედურა და მეორე, რამდენად
უზრუნველყოფს მინორიტარი აქციონერების სამართლიან ანაზღაურებას აქციათა
სავალდებულო მიყიდვისას აქციის ფასის დადგენის პროცედურა. ამ ორი
უმნიშვნელოვანესი გარემოების გათვალისწინების გარეშე, თვით ლეგიტიმური
საზოგადოებრივი მიზნის არსებობის შემთხვევაშიც კი, ამ მიზნის მიღწევის
საშუალება არაადეკვატური და არაპროპორციული იქნება.
2005 წლის 28 ივლისის #1/4/184,228 გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო
სასამართლო მიუთითებს: „...სახელმწიფო ვალდებულია საზოგადოებრივი
ინტერესებით საკუთრების შეზღუდვის ყველაზე სწორი და ეფექტიანი გზა
გამონახოს, რაც მძიმე ტვირთად არ დააწვება სამეურნეო ბრუნვის მხოლოდ ერთ
მონაწილეს. მიუღებელია ერთი ასეთი მონაწილის საკუთრების გარანტიაზე უარის
თქმა ბრუნვის მეორე მონაწილის საკუთრების სასარგებლოდ...“
ეკონომიკური ეფექტურობის მოტივით შემოღებული წესი არ შეიძლება ცალმხრივ
ტვირთად
დააწვეს
ერთერთ
მხარეს,
წინააღმდეგ
შემთხვევაში,
გარდა
სამართლებრივი პრობლემებისა, წარმოიშვება საბაზრო დეზორგანიზაციის,
მიწოდებისა და მოთხოვნის დაბალანსების საშიშროება. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის
533 მუხლით დადგენილი წესი არ შეესაბამება ამ მოთხოვნებს. ის აშკარად არღვევს
სამართლიან ბალანსს მაჟორიტარი აქციონერის სასარგებლოდ. სადავო ნორმიდან,
მისი საზღვარგარეთული ანალოგებიდან განსახვავებით, არ იკვეთება აქციათა
სავალდებულო მიყიდვის მიზანმიმართულება. ეს კი იმის საშუალებას იძლევა, რომ
მაჟორიტარმა აქციონერმა გამოისყიდოს მინორიტარი აქციონერების აქციები იმ
შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს საწარმოსათვის არავითარ საჭიროებას არ
წარმოადგენს.
533 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, მინორიტარი აქციონერი აქციათა
სავალდებულო მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას იღებს
ბეჭვდით ორგანოში გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით, მას აღნიშნული
განცხადება ასევე ეგზავნება დაზღვეული წერილით. ამგვარ პირობებში მინორიტარ
აქციონერს არათუ არ აქვს სამართლებრივი საშუალება, თავი დაიცვას მაჟორიტარი
აქციონერის მიერ ეკონომიკური ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისაგან, არამედ
მას იმის შესაძლებლობაც არ აქვს, მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია აქციათა
სავალდებულო მიყიდვის მიზეზების თაობაზე და დააფიქსიროს თავისი პოზიცია
ამასთან დაკავშირებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული პროცედურა არ არის
გამჭვირვალე, აქციების სავალდებულო მიყიდვისას მინორიტარი აქციონერი
ფაქტობრივად ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფება და გაცილებით წამგებიან
მდგომარეობაშია, ვიდრე მაჟორიტარი აქციონერი. იმ პირობებში, როდესაც
სამართლებრივი სისტემა ვერ უზრუნველყოფს მინორიტარი აქციონერების დაცვასა
1123
დანართი # 18 სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები
და მათი უფლებების განსაზღვრას, მაჟორიტარი და მინორიტარი აქციონერების
ინტერესების კონფლიქტი იწვევს დამატებით სამართლებრივ არასტაბილურობას
საქმიან გარემოში, ზრდის რისკებს და „აფრთხობს“ როგორც შიდა, ასევე უცხოურ
ინვესტიციებს.
აქციათა სავალდებულო მიყიდვისას სამართლიანი ფასის დადგენის მექანიზმის
შეფასებისას „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 533 მუხლის გარდა, გასათვალისწინებელია
ამავე კანონის 532 მუხლი, რომელიც არეგულირებს სავალდებულო სატენდერო
შეთავაზებას. როგორც აღვნიშნეთ, 533 მუხლი სამართლიან ფასთან დაკავშირებით
სწორედ 532 მუხლზე, კონკრეტულად კი ამ მუხლის მე-2 პუნქტზე მიუთითებს.
ტერმინი „სამართლიანი ფასი“ კანონით არ არის დეფინირებული. მსგავსი
განუსაზღვრელი სამართლებრივი ტერმინები სამართლისათვის უცხო არ არის და
ხშირ შემთხვევებში აუცილებელიცაა. თუმცა, როდესაც კანონმდებელი იყენებს
განუსაზღვრელ სამართლებრივ ტერმინს, უნდა გათვალოს, რომ პრაქტიკაში უნდა
არსებობდეს კონკრეტულ შემთხვევებში ამ ტერმინის განმარტების გარკვეული
ობიექტური საფუძვლები და მისი განმარტება არ უნდა იყოს დამოკიდებული პირთა
გარკვეული კატეგორიის ფანტაზიაზე თუ ნება-სურვილზე.
ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამართლიანი ფასის
დადგენას
ისეთ
სამართლებრივი
პროცედურის
განსაზღვრას,
რომელიც
არაორაზროვანია, მკაფიოა და არ აძლევს რომელიმე მხარეს მანიპულირების
საშუალებას. საფრთხე ორივე მხრიდან არსებობს - მაჟორიტარი აქციონერის
სურვილია, რომ რაც შეიძლება ხელსაყრელ ფასად შეიძინოს აქციები, ხოლო
მინორიტარი აქციონერისა - მიიღოს მაქსიმალური ანაზღაურება თავისი აქციების
სანაცვლოდ.
მართალია,
სავალდებულო
სატენდერო
შეთავაზების
წესი,
განსაკუთრებით მინორიტარი აქციონერებისათვის სამართლიანი ანაზღაურების
მიცემის კუთხით, გარკვეულწილად აბალანსებს ინტერესებს, მაგრამ ეს არ არის ის
პროცედურა, რომელიც ყველა შემთხვევაში წინ უძღვის აქციათა სავალდებულო
მიყიდვას, რადგანაც ის არ ვრცელდება იმ შემთხევევბზე, როდესაც მაჟორიტარ
აქციონერს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 532 მუხლის ამოქმედების მომენტში უკვე
ეკუთვნოდა სააქციო საზოგადოების ხმის უფლების მქონე აქციათა 1/2 -ზე მეტი.
„მეწარმეთა შესახებ“ კანონი სამართლიანი ფასის დადგენის ორგვარ მექანიზმს
ითვალისწინებს - სამართლიანი ფასის განსაზღვრას დამოუკიდებელი ექსპერტის ან
საბროკერო კომპანიის მიერ და სამართლიანი ფასის განსაზღვრას სააქციო
საზოგადოების წესდებით დადგენილი წესით. კანონმდებელი ადგენს სამართლიანი
ფასის ქვედა ზღვარს - სამართლიანი ფასი არ უნდა იყოს ნაკლები იმ ყველაზე მაღალ
ფასზე, რომელიც გამოსყიდვის განმახორციელებელმა აქციონერმა ბოლო 12 თვის
განმავლობაში გადაიხადა შესაბამისი სააქციო საზოგადოების აქციაში, მაგრამ ეს
ნორმა მხოლოდ იმ შემთხვევებზე გავრცელდება, როდესაც ამ პერიოდის
განმავლობაში განხორციელდა ვაჭრობა სააქციო საზოგადოების აქციებით. თუმცა,
გაურკვეველია სამართლიანი ფასის ქვედა ზღვარი იმ შემთხვევებში, როდესაც ბოლო
12 თვის განმავლობაში გამოსყიდვის განმხორციელებელ აქციონერს სააქციო
საზოგადოების აქციები არ შეუძენია ან ამ აქციებით ვაჭრობა საერთოდ არ
ხორციელდებოდა.
1124
დანართი # 18 სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები
დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის მიერ სამართლიანი ფასის
დადგენისას მინორიტარი აქციონერის უფლებების დარღვევის რისკი მცირდება. ამას
უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, გამოსყიდვის ანგარიშის შედგენის ვალდებულება,
სადაც აისახება გამოსყიდვის დოკუმენტურად დადასტურებული გარემოებები,
სამართლიანი ფასის დასადგენად გამოყენებული მეთოდი და აქციათა ფასი, ხოლო,
მეორე მხრივ, ის, რომ დამოუკიდებელი ექსპერტი ან საბროკერო კომპანია
აქციონერისათვის დაუდევრობით ან განზრახ არასწორი შეფასებით ზიანის
მიყენებისათვის მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს. ყოველივე ზემოაღნიშნულს
ემატება ისიც, რომ მინორიტარი აქციონერი უფლებამოსილია გაეცნოს გამოსყიდვის
ანგარიშს და მიმართოს სასამართლოს აქციათა განსხვავებული ფასის დადგენის
მოთხოვნით - ე.ი. მას კანონმდებელი ანიჭებს სამართლებრივი დაცვის საშუალებას.
რაც შეეხება სამართლიანი ფასის დადგენის კონკრეტულ მეთოდს და ამ მეთოდით
მიღებული ფასის სამართლიანობის დადგენას, ეს ყოველ შემთხვევაში შემფასებლისა
და საერთო სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა საკონსტიტუციო სასამართლოს
მსჯელობის საგანი, მით უმეტეს, რომ აქციების ფასის გაანგარიშების კონკრეტული
მეთოდი საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგებული არ არის.
სურათი იცვლება იმ შემთხვევაში, როდესაც სამართლიანი ფასის დადგენის
პროცედურა საზოგადოების წესდებითაა განსაზღვრული. ამ დროს ბალანსი ისევ
მინორიტარი აქციონერის საზიანოდ ირღვევა და მას სამართლებრივი დაცვის
საშუალებებიც არ აქვს. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 533 მუხლის მე-3 პუნქტი
აქციონერს სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას აძლევს იმ შემთხვევაში, თუ
ფასი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის მიერ არის დადგენილი, მაგრამ კანონი არ
აწესრიგებს იმ სიტუაციას, როდესაც მინორიტარი აქციონერი არ ეთანხმება სააქციო
საზოგადოების რეგულირებული წესით დადგენილ ფასს."
სწორედ ამ გარემოებებზე დაყრდნობით სცნო არაკონსტიტუციურად საქართველოს
კანონის "მეწარმეთა შესახებ” 533 მუხლი საკონსტიტუციო სასამართლომ.
საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
შესახებ" 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად :
"საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის
არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგ არ შეიძლება ისეთი სამართლებრივი აქტის
მიღება/გამოცემა, რომელიც შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც
არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი."
როგორც ჩვენს მიერ სარჩელში მოყვანილი არგუმენტებიდან, ასევე საკონსტიტუციო
სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ცალსახად ჩანს, რომ სადავო ნორმის
არაკონსტიტუციურობა იმაში მდგომარეობდა, რომ მისი შინაარსი (აქციების
იძულებითი გამოსყიდვა) ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე
მუხლი პირველ პუნქტს და ჩვენს მიერ აქცენტი არ გაკეთებულა მისი გამოსყიდვისას
დადგენილი ფასის სამართლიანობაზე. ასევე ჩვენს მიერ 2006 წლის 18 აგვისტოს
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელში ვითხოვდით სადავო აქტის
არაკონსტიტუციურად ცნობას 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და არა
1125
დანართი # 18 სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1 პუნქტთან, რადგანაც მიგვაჩნდა და
მიგვაჩნია, რომ მიუხედავად იმისა ექნება თუ არა მინორიტარ (5% და ნაკლები
აქციების მესაკუთრეს) აქციონერს უფლება მიმართოს სასამართლოს, სადავო ნორმა
მაინც არაკონსტიტუციური იქნება 21-ე მუხლთან მიმართებით.
სადავო ნორმა აბსოლუტურად იმავე შინაარსს ადგენს (აქციების იძულებით
გამოსყიდვას), რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად იქნა
ცნობილი და მისი მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანული კანონის
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" 24-ე მუხლის მე-4 პუნქტს,
ისევე როგორც მისი შინაარსი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე
მუხლის პირველ პუნქტს, რაც დადასტურებულია საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს გადაწყვეტილებით.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი
საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ 534-მუხლის პირველი პუნქტი, რადგან
იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტს და
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
შესახებ“
23-ე
მუხლის
პირველი
პუნქტის
მიხედვით
გამოცხადდეს
ძალადაკარგულად.“
ამავდროულად, "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული
კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო
გადაწყვეტილების მიღებამდე გთხოვთ შეაჩეროთ სადავო აქტის მოქმედება,
რადგანაც მის მოქმედებას შეიძლება მოჰყვეს მხარისათვის გამოუსწორებელი
შედეგი.
თუ სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე მივა დასკვნამდე, რომ სადავო ნორმა
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
შესახებ“ 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევით არის მიღებული, ამავე კანონის 25-ე
მუხლის მე-4 პრიმა პუნქტის მიხედვით ცნობილ იქნას ძალადაკარგულად.
სარჩელის შეტანის საფუძველია:
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტი;
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
შესახებ“ 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტი;
საქართველოს ორგანული კანონის „სახალხო დამცველის შესახებ“ 21-ე მუხლის ი)
პუნქტი;
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი
მუხლის მე-2 პუნქტი.
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს
1126
დანართი # 18 სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები
მოსარჩელე: საქართველოს სახალხო დამცველი
მისამართი: თბილისი, მაჩაბლის #11
წარმომადგენლები: გიორგი მშვენიერაძე;
თამარ ჭარბაძე;
ვახტანგ მენაბდე;
მოპასუხე: საქართველოს პარლამენტი
მისამართი: ქ. თბილისი, რუსთაველის ქ. #8
სადავო ნორმატიული აქტის დასახელება:
საქართველოს კანონი ,,მაუწყებლის შესახებ“ მე-2 მუხლის ,,ტ“ ქვეპუნქტის
სიტყვები ,,ლიცენზიის მფლობელი“, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვები:
,,თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების, საკაბელო
ქსელის“, 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვები ,, აგრეთვე ტელე-ან
რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურების ან
საკაბელო ქსელის გამოყენებით“, 38-ე მუხლის მე-5 პუქნტი, 41-ე მუხლის პირველი
პუქნტის პირველი წინადადება, 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვები: ,,ლიცენზიის
მფლობელები“.
მიმღები ორგანო: საქართველოს პარლამენტი;
მიღების თარიღი: 2004 წელი 23 დეკემბერი;
კონსტიტუციური
სარჩელი
მივიჩნევ, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე
მუხლის პირველ და მეოთხე პუნქტებს:
მუხლი 24
1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს
ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან
სხვაგვარი საშუალებით.
4. ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება
შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია
დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული
მთლიანობის
ან
საზოგადოებრივი
უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად,
დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების
დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების
თავიდან
ასაცილებლად
ან
სასამართლოს
დამოუკიდებლობისა
და
მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად
საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცულია ინფორმაციის ნებისმიერი
ფორმით მიღებისა და გავრცელების უფლება (იმავე უფლებას იცავს ადამიანის
უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი და გაეროს სამოქალაქო და
1127
დანართი # 18 სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები
პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლი).
ინფორმაციის თავისუფლება გულისხმობს მის ნეგატიურ და პოზიტიურ მხარეს.
ინფორმაციის პოზიტიური თავისუფლება იყოფა ორ ნაწილად და იგი, ერთი მხრივ,
იცავს პირისაგან ინფორმაციის მიღების, ხოლო, მეორე მხრივ, ინფორმაციის
გავრცელების თავისუფლებას. ნეგატიური თავისუფლება კი გულისხმობს
ინფორმაციის
გავრცელებისგან
ან
მისი
მიღებისაგან
თავის
შეკავებას.
,,კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ინფორმაციის
თავისუფლება, მისი თავისუფალი გავრცელება და მიღება საყოველთაოდ
ხელმისაწვდომი წყაროებიდან, ინფორმაციის მატარებლებიდან, რომლებიც
გამოსადეგია ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელებისათვის. თავისუფალი
ინფორმაციის გარეშე შეუძლებელია თავისუფალი აზრის ჩამოყალიბება.“270 ასევე, ეს
მუხლი იცავს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლებას.271
ინფრომაციის თავისუფლების შეზღუდვა: ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების
თავისუფლების პოზიტიური მხარე შეიძლება შეიზღუდოს მე-4 პუნქტში
ჩამოყალიბებული პირობების არსებობისას. რაც შეეხება ნეგატიურს, მისი შეზღუდვა
მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაშია შესაძლებელი.
მართალია, მუხლში საუბარია ,,ადამიანზე“, მაგრამ ინფორმაციის თავისუფლების
შინაარსის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ იგი მისი ნეგატიური და
პოზიტიური ფორმით ვრცელდება იურიდიულ პირებზეც.
ინფორმაციის
თავისუფლების
ხარისხი
დემოკრატიული
სახელმწიფოს
ინდიკატორია. თანამედროვე საზოგადოებაში ინფორმაციის გაცვლას უაღრესად
დიდი მნიშვნელობა ენიჭება, სწორედ ამიტომ იგი უფრო და უფრო ფაქიზ
სამართლებრივ რეგულირებას მოითხოვს. ,,დემოკრატიის პრინციპს უკავშირდება
ინფორმაციისა და აზრის თავისუფლება, რადგანაც ინფორმაციული ვაკუუმისა და
აზრის შეზღუდვის პირობებში, წარმოუდგენელია დემოკრატიული საზოგადოების
არსებობა და
დემოკრატიული
კონსტიტუციურ-სამართლებრივი
წესრიგის
272
სიცოცხლისუნარიანობა.“
ინფორმაციის
მიღებისა
და
გავრცელების
თავისუფლების
გამტკიცებაში
მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მედიას. რადგან აღნიშნული უფლება
მნიშვნელოვნად და უმთავრესად მისი საშუალებით იძენს აზრს. ,,დემოკრატიულ
საზოგადოებაში თავისუფალ მედიას უდიდესი როლი ენიჭება. ეს როლი არ
შეიძლება წარმატებულად მივიჩნიოთ, თუ პლურალიზმის პრინციპებზე ვერ პოვებს
270
საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს
პრეზიდენტის წინააღმდეგ. 2007 წლის 26 ოქტომბერის გადაწყვეტილება N2/2-389, ნაწილი მე-2,
აბზავი მე-14;
271
საქართველოს ახალგაზრდა იურისტა ასოციაცია და საქართ[ელოს მოქალაქე რუსუდან ტაბატაძე
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. 2006 წლის 14 ივლისის #2/3/364 გადაწყვეტილება.
272
საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს
პრეზიდენტის წინააღმდეგ. 2007 წლის 26 ოქტომბერის გადაწყვეტილება N2/2-389, ნაწილი მე-2,
აბზაცი მე-4;
1128
დანართი # 18 სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები
დასაყრდენს, ამ უკანასკნელის გარანტიას კი უპირველს ყოვლისა, სახლემწიფო უნდა
იძლეოდეს.”273
ინფორმაციის გავრცელება და აზრთა გაცვლა დემოკრატიის უპირველესი
მახასიათებელია. სწორედ ამ გზით ეძლევათ ადამიანებს შესაძლებლობა, გაითავისონ
უკეთესი აზრი და უარყონ მათთვის მიუღებელი ინფორმაცია. ,,შეგვიძლია ვთქვათ,
რომ გამოხატვა თავისუფალია, როცა ის იმყოფება სხვა შეხედულებებთან ერთად
თავისუფალი კონკურენციის პირობებში ე.ი. მაშინ, როცა თითოეულს შეეძლება
თავისი აზრის გამოხატვა და არც იურიდიული, არც მატერიალური მდგომარეობა
გავლენას არ ახდენს პიროვნების შეხედულებებზე.“274 ,,თავისუფალი საზოგადოება
შედგება თავისუფალი ინდივიდებისაგან, რომლებიც ცხოვრობენ თავისუფალ
ინფორმაციულ სივრცეში, თავისუფლად აზროვნებენ, აქვთ დამოუკიდებელი
შეხედულებები და მონაწილეობენ დემოკრატიულ პროცესებში, რაც აზრთა გაცვლაგამოცვლასა და პაექრობას გულისხმობს. ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს
გამოხატოს თავისი აზრი, ან თავი შეიკავოს მისი გამოხატვისაგან. კონსტიტუცია ამ
მიმართებით კატეგორიულია – ის კრძალავს ადამიანის დევნას აზრის გამო, ასევე მის
იძულებას, რომ გამოთქვას აზრი. ეს არის მკაცრი დანაწესი სახელმწიფოს, მისი
ორგანოების მიმართ, რომელიც გამონაკლისს არ უშვებს. დემოკრატიული პროცესის
მამოძრავებელია ის ძალა, სულიერი გავლენა, რომელიც აზრისათვის არის
დამახასიათებელი.“275
თავისთავად, ინფორმაციის გავრცელების საშუალებები დიდ გავლენას ახდენენ
საზოგადოების შინაგან სტრუქტურაზე, ამის გამო ხელისუფლება მუდმივად იბრძვის
იმისათვის, რომ მოახდინოს მისი მონოპოლიზება. ამის გამო იგი ცდილობს შექმნას
იურიდიული დაბრკოლებები იმ ჯგუფებისათვის, რომლებიც ცდილობენ
გაავრცელონ ინფორმაცია მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით. ერთადერთი.
რის გამოც შეიძლება მედიის ლიცენზირება იყოს გამართლებული – ეს ბუნებრივად
ამოწურვადი რესურსების ექსპლოატაციაა. როგორც ცნობილია, ის სიხშირეები,
რომელთა საშუალებითაც მაუწყებლობენ ტელე თუ რადიო მაუწყებლები,
შეზღუდულია სწორედ იმის გამო, რომ შეუძლებელია, ყველა მათგანი ფლობდეს
სიხშირეს, სახელმწიფო აწესებს ლიცენზირებას, როგორც კონკურენციის
შესაძლებლობას ამ ტიპის ორგანიზაციებისათვის.
რაც შეეხება საკაბელო მაუწყებლობის ლიცენზირებას, არ არსებობს ლეგიტიმური
საჯარო მიზანი, რომელიც გაამართლებდა სახელმწიფოს მიერ ამგვარ ქმედებას და
მაუწყებლისთვის ამგვარი იურიდიული ბარიერების დაწესებას, რადგან ამ ტიპის
მაუწყებლობა არ არის დამოკიდებული ბუნებრივად ამოწურვად რესურსებზე.
273
Informationsverein Lentia and Others v. Austria
274
ბერტრან რასელი: ,,თავისუფალი აზროვნება და ოფიციალური პროპაგანდა“
275
საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს
პრეზიდენტის წინააღმდეგ. 2007 წლის 26 ოქტომბერის გადაწყვეტილება N2/2-389, ნაწილი მე-2,
აბზავი მე-13;
1129
დანართი # 18 სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები
მედიის თავისუფლება ნიშნავს, მის სრულ თავისუფლებას გარდა საერთაშორისო
აქტებსა და საქართთველოს კონსტიტუციაში ჩამოთვლილი შეზღუდვის
საფუძვლებისა. ,,როდესაც ვსაუბრობთ რაიმეზე, როგორც თავისუფალზე, ჩვენი
განსაზღვრება იქამდეა გაურკვეველი, სანამ არ შევძლებთ იმის თქმას, თუ რისგანაა
ის თავისუფალი. რაიმე ან ვინმე თავისუფალია, თუკი ის არ განიცდის გარეგან
იძულებას, და უფრო კონკრეტულად, უნდა განვსაზღვროთ, თუ რა სახისა არის ეს
იძულება. ამდენად, აზრი “თავისუფალია”, თუკი ის თავისუფალია ხშირად
არსებული გარეგანი კონტროლისგან.“276
საქართველოს კანონმდებლობა საკაბელო და თანამგზავრულ მაუწყებლობას
უქვემდებარებს ლიცენზირებას. ,,მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 38–ე მუხლის მე–5
პუნქტის თანახმად: ,,ტელე-რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების
მიწისზედა სადგურების ან საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის
ლიცენზიის გაცემა და მოდიფიცირება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული
წარმოების წესით“ (დანარჩენი მუხლები გასაჩივრებულია იმ აზრით, რომ ამ ნორმის
გაუქმების შემთხვევაში თითოეულ მათგანს მოქმედებას მნიშვნელობა ეკარგება).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში აუტრონიკ ეი ჯი
შვეიცარიის წინააღმდეგ (Autronic AG v. Switzerland), განაცხადა: ,,ევროპის საბჭოს
ზოგიერთ წევრ ქვეყანაში სატელეკომუნიკაციო სატელიტიდან არაკოდირებული
პროგრამების ტრანსლირება არ მოითხოვს იმ სახელმწიფოს თანხმობას, სადაც
გადამცემი სატელიტური სადგურია განთავსებული და საიდანაც აღნიშნული
სიგნალი მოდიდა.“277 ნებისმიერი აკრძალვა ამ კუთხით არღვევს ადამიანის
უფლებათა ევროპული კონვენციის მე–10 მუხლს. აღნიშნულ საქმეში სტრასბურგის
სასამართლომ გამორიცხა სახელმწიფოს ნებართვითი რეგულირება სატელიტური
სადგურის მეშვეობით მაუწყებლობის დროს.
უფრო შორს წავიდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეში
,,Informationsverein Lentia ავსტრიის წინააღმდეგ” (Informationsverein Lentia v. Austria)
საქმეში. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ
სახელწიფოებს უფლება ეძლევათ ლიცენზირების სისტემის მეშვეობით დაადგინონ
მათ
ტერიტორიაზე
მაუწყებლობის
წესი.
აღნიშნული
რეგულირების
უფლებამოსილება განსაკუთრებით შეეხება მაუწყებლობის ტექნიკურ ასპექტს. ეს
უკანასკნელი უდავოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემა ან
უარის თქმა შესაძლოა დამოკიდებული გახდეს განსაზღვრული პირობებსა და
მოსაზრებებზე, როგორიცაა მაგალითად, აღნიშნული სამაუწყებლო სადგურის
ხასიათი და მიზნები, ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე პოტენციური
276
ბერტრან რასელი: ,,თავისუფალი აზროვნება და ოფიციალური პროპაგანდა“
277
Autronic AG v. Switzerland Application no. 12726/87 para.62განმცხადებელმა კომპანიამ მიმართა
შვეიცარიის ფოსტისა და ტელერადიო კომუნიკაციის დაწესებულების სათავო ოფისის ტელევიზიისა
და რადიოს სამმართველოს და მოითხოვა ნებართვა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე განთავსებული
გადამცემი ჯი–ჰორიზონტიდან არაკოდირებული სიგნალის მიღებაზე. შვეიცარიის ხელისუფლებამ
საბჭოთა კავშირის თანხმობის გარეშე უარი განაცხადა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
1130
დანართი # 18 სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები
აუდიტორიის შემადგენლობა, სპეციფიკური აუდიტორიის მიზნები და უფლებები,
ასევე ის ვალდებულებები, რომლებიც გამომდინარეობენ საერთაშორისო
ინსტრუმენტებიდან.“278 ამის მიუხედავად, საკაბელო მაუწყებლობაზე დაწესებულ
შეზღუდვასთან დაკავშირებით, სასამართლომ იმავე საქმეში განაცხადა: ,,ტექნიკური
პროგრესის შედეგად, დღეისათვის მაუწყებლისათვის ხელმისაწვდომი გახდა
შეუზღუდავი რაოდენობის არხი და სიხშირე, რაც უკვე არ ამართლებს კაბელური
მაუწყებლობის მიმართ დაწესებულ შეზღუდვებს.“279
სრულიად ნორმალური მოვლენაა სახელმწიფოს მხრიდან სიხშირული სპექტრის
ლიცენზირება. აღნიშნული რესურსები ბუნებაში შეზღუდული სახით არის
წარმოდგენილი. ერთი და იმავე სიხშირის გამოყენებით ორი ან მეტი ტელე–რადიო
სადგურის ურთიერთავსებადობა და შესაბამისად, ხარისხიანი მაუწყებლობა
შეუძლებელია. სიხშირული სპექტრი განსაკუთრებულ საზოგადოებრივ სიკეთეს
წარმოადგენს. შესაბამისად, სიხშირული სპექტრის განაწილებაში სახელმწიფოს,
საზოგადოებრივი ინტერესებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინებით, აქტიური
რეგულირების ფუნქცია ეკისრება. სახელმწიფოს მხრიდან სიხშირეთა განაწილება
უნდა ხდებოდეს იმგვარად, რომ შეძლებისდაგვარად თანაბრად ასახავდეს
საზოგადოებაში არსებულ განსხვავებულ მოთხოვნილებებს. ამასთან, სიხშირის
მფლობელს შესაძლოა დაეკისროს მწვავე სოციალური აუცილებლობიდან
გამომდინარე დამატებითი ვალდებულებები.
მართალია, კონვენცია ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ მაუწყებლების
ლიცენზირებს, მაგრამ ეს ეხება სიხშირეების მფლობელ მაუწყებლებს ,,კონვენციის
მე-10 მეუხლის 1-ლი პუნქტის მესამე წინადადების მიზანია განმარტოს, რომ
278
Informationsverein Lentia and Others v. Austria Application no. 13914/88; 15041/89; 15717/89; 15779/89;
17207/90;
279
Informationsverein Lentia and Others v. Austria Application no. 13914/88; 15041/89; 15717/89; 15779/89;
17207/90 para.29 განმცხადებელმა მიმართა ავსტრიის ფოსტისა და კომუნიკაციიების სათავო ოფისს
მაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად მათ შორის კაბელის მეშვეობით მიღებული უცხოური
პროგრამების რეტრანსლირების მიზნით. ფოსტისა და კომუნიკაციიების სათავო ოფისმა განცხადების
დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა, ვინაიდან აღნიშნულ სფეროში ავსტრიის სამაუწყებლო
კორპორაცია (საზოგადოებრივი მაუწყებელი) ფლობდა მონოპოლიას და აღნიშნული ლიცენზიის
გაცემა დაარღვედა კანონით დადგენილ მონოპოლიას. საზოგადოებრივი მაუწყებლის მონოპოლია
მიზნად ისახავდა ცალკეულ ინტერესთა ჯგუფის ხელში სამაუწყებლო სიხშირეების მოქცევის
თავიდან აცილებას და ამის მეშვეობით მათი ინტერესების გატარებას. მონოპოლიის პირობებში
ავსტრიის სამაუწყებლო კორპორაციას ეკისრებოდა საზოგადოებაში არსებული პლურალიზმის
სათანადოდ წარმოჩენა, მოვლენების ობიექტური და დაბალანსებული გაშუქება და რაც მთავარია
ყველა საზოგადოებრივი ჯგუფის სათანადოდ წარმოჩენა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა
სასამართლომ მიიჩნია, რომ ავსტრიის სამაუწყებლო კორპორაციის მონოპოლია არღვევდა ადამიანის
უფლებათა ევროპული კონვენციის მე–10 მუხლს, ვინაიდან სხვადასხვა სოციალური ჯგუფების
ინტერესების გამომხატველი მედია საშუალებები არათუ ანგრევენ პლურალიზმის პრინციპის, არამედ
ამ უკანასკნელის რეალიზაციის ერთერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს წარმოადგენს. ბუნებრივად
ამოუწურავ
რესურსის,
საკაბელო
მაუწყებლობის,
გამოყენებით
ყველა
სოციალურ
ჯგუფს
განეხორციელებინა თავისი მიზნები.
1131
დანართი # 18 სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები
სახელმწიფოებს აქვთ კონტროლის განხორციელების უფლებამოსილება იმ
საშუალებათა სალიცენზიო სისტემის მეშვეობით, რომლითაც ხორციელდება
მაუწყებლობა მათ ტერიტორიაზე, კერძოდ ტექნიკური ასპექტების თვალსაზრისით.
თუმცაღა, ის არ ითვალისწინებს, რომ სალიცენზიო ღონისძიებები სხვაგვარად არ
უნდა დაექვემდებაროს მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, რამეთუ ის
მიგვიყვანდა მთლიანად მე-ე მუხლის მიზნისა და დანიშნულების უარყოფამდე.“280
რაც შეეხება კაბელურ და თანამგზავრულ მაუწყებლებს. ეს რესურსი ბუნებაში არ
არის შეზღუდული. აღნიშნულ ბაზარზე ნებისმიერი სუბიექტის სახელმწიფოსაგან
თავისუფლად შესვლის შესაძლებლობა არ შეიძლება ზიანს აყენებდეს სხვა
სოციალური ჯგუფებისა თუ ფენების ინტერესებს. რესურსების შეუზღუდაობის გამო
შეუძლებელია საზოგადოების რომელიმე ჯგუფის ინტერესები შეილახოს, ვინაიდან
მათაც გააჩნიათ იმავეს გაკეთების შესაძლებლობა. აღნიშნული სრულიადაც არ
ნიშნავს იმას, რომ ამგვარი მაუწყებლები სრულიად თავისუფლდებიან სახელმწიფო
კონტროლის სფეროდან. სახელმწიფოს კვლავ რჩება აღნიშნული მაუწყებლის
საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის კონტროლის ფუნქცია.
სახელმწიფოს მიერ აღნიშნული უფლებამოსილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,
მაშინ როდესაც მაუწყებელი არღვევს საზოგადოების დაუცველი წევრების, პირველ
რიგში კი – არასრულწლოვანებისა და უმცირესობის უფლებებს. მიუხედავად ამისა,
სახელმწიფოს მაკონტროლებელი ფუნქცია საკაბელო და თანამგზავრული
მაუწყებლის მიმართ განსაზღვრულია მის დინამიკაში. რაც შეეხება საკაბელო და
თანამგზავრული მაუწყებლის მიერ საქმიანობის დაწყებას, მაუწყებლობის სახეობის,
კონცეფციისა და პოტენციური აუდიტორიის განსაზღვრას, აღნიშნული საკითხები
სრულიად უნდა იქნეს ამოღებული სახელიმწიფოს რეგულირების ფარგლებიდან,
ვინაიდან არ არსებობს ხელისუფლების ჩარევის არანაირი აუცილებლობა. ამგვარი
მაუწყებლის მიერ ასევე თავისუფლად უნდა ხდებოდეს მაუწყებლობის სახეობისა და
კონცეფციის შეცვლა და საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, არ უნდა გახდეს
საჭირო სახელმწიფოსათვის მიმართვა ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.
,,არ არსებობს ლეგიტიმური საჯარო მიზანი, რომელიც საქართველოს
კონსტიტუციის 24-ე მუხლითაა გათვალისწინებული. ინფორმაციის მიღებისა და
გავრცელების უფლების შეზღუდვა დასაშვებია როგორც უკიდურესი ზომა,
რომელიც მხოლოდ მკაცრად შეზღუდულ შემთხვევებში გამოიყენება სხვა
თანაბარზომიერი სიკეთის გადასარჩენად, რომელთა ამომწურავ სიას თვით
კონსტიტუცია განსაზღვრავს და ასეთად მხოლოდ 1) სახელმწიფო უშიშროებას, 2)
ტერიტორიულ მთლიანობას, 3) საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას,
4) დანაშაულის თავიდან აცილებას, 5)სხვათა უფლებებსა და ღირსებას, 6)
კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილებას
ან 7) სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას
მიიჩნევს.“281
280
Gloppera Radio AG and Others V. Switzerland, (1990)
281
საქართველოს ახალგაზრდა იურისტა ასოციაცია და საქართ[ელოს მოქალაქე რუსუდან ტაბატაძე
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. 2006 წლის 14 ივლისის #2/3/364 გადაწყვეტილება.
1132
დანართი # 18 სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები
შესაბამისად, მოვითხოვ, რომ ,,მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2
მუხლის ,,ტ“ ქვეპუნქტის სიტყვები ,,ლიცენზიის მფლობელი“, 38-ე მუხლის მე-3
პუნქტის სიტყვები: ,,თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური
სადგურების, საკაბელო ქსელის“, 38-ე მუხლის მე-4 პუქნტის სიტყვები ,, აგრეთვე
ტელე- ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურების
ან საკაბელო ქსელის გამოყენებით“, 38-ე მუხლის მე-5 პუქნტი, 41-ე მუხლის
პირველი პუნქტის პირველი წინადადება, 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვები:
,,ლიცენზიის
მფლობელები“.
იქნეს
ცნობილი
არაკონსტიტუციურად
და
გამოცხადდეს ძალადაკარგულად.
ვეყრდნობით რა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს და 89ე მუხლის პირველი პუქტის `ვ~ ქვეპუქტს, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს
შესახებ ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის `ე~ ქვეპუნქტს. 25-ე
მუხლის მე-5 პუქტს, 39-ე მუხლის პირველი პუქტის `ა~ ქვეპუნქტს. საქართველოს
კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოების შესახებ 1-ლი
მუხლის მე-2 პუნქტს. სადავო ნორმის გაუქმების მოთხოვნით მოვმართავ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
მოსარჩელე: საქართველოს სახალხო დამცველი
მისამართი: თბილისი, მაჩაბლის 11.
წარმომადგენლები: გიორგი მშვენიერაძე;
თამარ ჭარბაძე.
მოპასუხე: საქართველოს პარლამენტი
მისამართი: რუსთაველის გამზ. # 8
კონსტიტუციური სარჩელი
1133
დანართი # 18 სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები
სადავო აქტი: "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს
ორგანული კანონის 39–ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის სიტყვები
„საქართველოში მცხოვრებ“, რომელიც გრძელდება სიტყვებით „სხვა ფიზიკურ
პირებს“ და
„საქართველოს“, რომელიც გრძელდება სიტყვებით „იურიდიულ
პირებს“. მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ 1996 წლის 31 იანვარს (#95–რს,
გამოქვეყნებულია საქართველოს პარლამენტის უწყებანში, 1996 წელს #001).
საქართველოს პარლამენტის მიერ 1996 წლის 31 იანვარს მიღებული იქნა
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
შესახებ“. აღნიშნული კანონის 39–ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი
განსაზღვრავს იმ პირების ჩამონათვალს, რომელთაც უფლება აქვთ მიმართონ
საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით ნორმატიული აქტის ან
მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე.
აღნიშნული ნორმის მიხედვით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოზე
მიმართვის უფლება აქვს:
•
•
•
საქართველოს მოქალაქეებს;
საქართველოში მცხოვრებ სხვა ფიზიკურ პირებს;
საქართველოს იურიდიულ პირებს.
აღნიშნული დებულებებით საკონსტიტუციო სასამართლოზე მიმართვის უფლება არ
აქვს იმ ფიზიკურ პირებს, რომელბიც არ ცხოვრობენ საქართველოში და არ არიან
საქართველოს
მოქალაქეები,
თუმცა
შეიძლება
მოექცნენ
საქართველოს
იურისდიქციის ქვეშ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ექცევიან საქართველოს
იურისდიქციის ქვეშ, თუმცა არ არიან რეგისტრირებულნი საქართველოში როგორც
საქართველოს იურიდიული პირები.
საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: „1. ყოველ
ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს
სასამართლოს.“ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება განმტკიცებულია ადამინის
უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე–6
მუხლითაც.
სასამართლოსადმი მიმართვის უფლება სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ყველა
იმ პირისადმი, რომელიც მისი იურისდიქციის ქვეშ ექცევა. ასეთ პირებს კი
განეკუთვნებიან როგორც მისი მოქალაქეები, ასევე მოქალაქეობის არმქონე და სხვა
სახელმწიფოს მოქალაქეები, იურიდიული პირები, მიუხედავად იმისა არიან თუ არა
ისინი რეგისტრირებულნი (მცხოვრებნი) საქართველოში. ამ შემთხვევაში
განმსაზღვრელია მათი საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მოქცევის ფაქტი.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენცია
(პირველი მუხლი) სწორედ იურისდიქციის ქვეშ მოქცევას უკავშირებს ამავე
კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დაცვას. (მაღალი ხელშემკვრელი
1134
დანართი # 18 სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები
მხარეები თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში ყველასათვის უზრუნველყოფენ ამ
კონვენციის I თვაში განსაზღვრულ უფლებებსა და თავისუფლებებს.)
ამავდროულად ამავე კონვენციის მე–16 მუხლით დადგენილია ის შეზღუდვები,
რომლებიც შეიძლება უცხო ქვეყნის პირებს დაუწესდეს. ეს შეზღუდვები შეეხება
კონვენციის მე–10, მე–11 და მე–14 მუხლებს და ის არ ვრცელდება მე–6 მუხლზე.
გამომდინარე აქედან საქართველო ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს
იურისდიქციის ქვეშ მოქცეული ყველა პირი იმ უფლებებითა და თავისუფლებებით,
რომელიც აღიარებულია ევროპული კონვენციით.
იურისდიქციის ქვეშ მოქცევა გულისხმობს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2004 წლის 6 აპრილის განჩინებით
უარი უთხრა საქმის არსებითად განსახილველად მიღებაზე საფრანგეთის
მოქალაქეებს და აღნიშნა:
,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 39-ე
მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო
სასამართლოში
ნორმატიული
აქტის
ან
მისი
ცალკეული
ნორმების
კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ
იმ უცხოელ მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში. სასარჩელო
განცხადებაში მითითებული ათი მოსარჩელიდან კი ორი - ალექსი ნებიერიძე და
მარინა მაღალაშვილი საფრანგეთის მოქალაქეებია, რომლებიც ცხოვრობენ
საფრანგეთში.
აქედან გამომდინარე, ა. ნებიერიძე და მ. მაღალაშვილი ვერ ჩაითვლებიან
მოსარჩელეებად და, მაშასადამე არც მათი რწმუნებული ზურაბ ინაშვილი არაა
უფლებამოსილი
წარმოადგინოს
ისინი
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოში. როცა თავად მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი სუბიექტი, მაშინ
მის მიერ დანიშნული წარმომადგენელიც არაუფლებამოსილად უნდა ჩაითვალოს.“
სადავო აქტის აღნიშნულმა დანაწესმა უფლება წაართვა საფრანგეთის მოქალაქეებს,
თავიანთი კონსტიტუციის 21–ე მუხლით აღიარებული უფლება დაეცვათ
საკონსტიტუციო სასამართლოში. მათ ეს უფლება სწორედ საქართველოში გააჩნდათ
(საკუთრება საქართველოში არსებობდა) და შესაბამისად ისინი ექცეოდნენ
საქართველოს იურისდიქიის ქვეშ.
ტერმინი „საქართველოს იურიდიული პირი“ უცხოა დღეს მოქმედი საკანონმდებლო
ბაზისათვის და მის ნაცვლად გამოიყენება საქართველოში რეგისტრირებული
იურიდიული პირები, თუმცა მიმაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ
ორგანულ კანონში მოცემული ფორმულირება „საქართველოს იურიდიული პირები“
იმავე შინაარსის მატარებელია, რაც საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული
პირები.
საქართველოს
მითითებული
კონსტიტუციის 45–ე
ძირითადი უფლებანი
მუხლის თანახმად:
და თავისუფლებანი,
“კონსტიტუციაში
მათი შინაარსის
1135
დანართი # 18 სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები
გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.» ბუნებრივია
სასამართლოსადმი მიმართვის უფლება იმ უფლებათა კატეგორიას განეკუთვნება,
რომელიც როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებსაც გააჩნიათ.
კარგად გვესმის, რომ საქართველოს საკონსიტუციო სასამართლო მხოლოდ
საქართველოს კონსტიტუციის მე–2 თავით აღიარებული ადამიანის უფლებებთან და
თავისუფლებებთან მიმართებით ამოწმებს აქტის კონსტიტუციურობას, თუმცა
მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, მტკიცებულებად მოვიშველიოთ საქართველოს
კონსტიტუციის 89–ე მუხლი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსადმი
მიმართვის უფლებას ყველა პირს ანიჭებს და არ გამოყოფს ცალკე საქართველოს
მოქალაქეებს, საქართველოშ მცხოვრებ სხვა ფიზიკურ პირებს და საქართველოს
იურიდიულ პირს. ბუნებრივია „ყველა პირის“ ცნება გაცილებით ფართოა, ვიდრე
ჩამოთვლილი პირები.
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტის
თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო „პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს
ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე
თავით აღიარებული ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან
მიმართებით;“
მიგვაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის
უფლება ისევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სხვა სახელმწიფოში მცხოვრები სხვა
ფიზიკური და სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული იურიდიული პირებისათვის,
როგორც საქართველოს მოქალაქეთათვის და საქართველოში რეგისტრირებული
იურიდიული პირებისათვის, ხოლო სადავო აქტი არ იძლევა შესაძლებლობას
კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული უფლებით
სარგებლობისათვის.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული
კანონის 39–ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის სიტყვები „საქართველოში
მცხოვრებ“, რომელიც გრძელდება სიტყვებით „სხვა ფიზიკურ პირებს“ და
„საქართველოს“, რომელიც გრძელდება სიტყვებით „იურიდიულ პირებს“ რადგან
ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს
და
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს შესახებ“ 23-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით გამოცხადდეს
ძალადაკარგულად.“
სარჩელის შეტანის საფუძველია:
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტი;
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
შესახებ“ 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტი;
საქართველოს ორგანული კანონის „სახალხო დამცველის შესახებ“ 21-ე მუხლის ი)
ქვეპუნქტი;
1136
დანართი # 18 სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი
მუხლის მე-2 პუნქტი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
მოსარჩელე: საქართველოს სახალხო დამცველი
მისამართი: თბილისი, მაჩაბლის ქ.#11.
წარმომადგენელი: გიორგი მშვენიერაძე
მოპასუხე: საქართველოს პარლამენტი
მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზ. #8
კონსტიტუციური სარჩელი
სადავო ნორმატიული აქტები:
1. საქართველოს პარლამენტის მიერ 2004 წლის 22 დეკემბერს მიღებული კანონის
(#692) "საქართველოს საგადასახადო კოდექსის" 39-ე მუხლის 1 ნაწილის "ნ" პუნქტი
(საქართველოს საპარლამენტო მაცნე. 30.12.04. #41 (200)).
მუხლი 39. გადასახადის გადამხდელთა უფლებები
"1. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს:
ნ) საგადასახადო ორგანოებსა და მათი თანამდებობის პირებს მოსთხოვოს
საგადასახადო საიდუმლოების დაცვა";
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-7 ნაწილი:
7. გადასახადის გადამხდელის აღრიცხვაზე აყვანის მომენტიდან გადასახადის
გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული იმფორმაცია ითვლება საგადასახადო
საიდუმლოებად, თუ ამ კოდექსით სახვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 122-ე მუხლი საგადასახადო
საოდუმლოება.
1. საგადასახადო საიდუმლოებას განეკუთვნება გადასახადის გადმხდელის შესახებ
საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული ნებისმიერი იმფორმაცია, გარდა:
ა) დღგ-ის გადამხდელის დასახელებისა და მისამართისა;
ბ) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის შესახებ ინფორმაციისა;
გ) "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონითა (სამეწარმეო რეესტრით) და
საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (კავშირისა და ფონდის სახელმწიფო
რეგისტრაციის რეესტრით) გათვალისწინებული საჯარო ინფომაციისა. (25.05.2006.
#3138)
2. საგადასახადო ორგანო, მისი თანამდებობის პირი, მოწვეული სპეციალისტი ან/და
ექსპერტი ვალდებულია დაიცვას გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემთა
საიდუმლოება, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისას. მას უფლება აქვს ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ
იდენტიფიცირებული იმფორმაცია გადასცეს მხოლოდ შემდეგ პირებს: ა)
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსტან არსებული დავების განხილვის საბჭოს
1137
დანართი # 18 სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები
წევრებს - ამ უკანასკნელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების
მიზნით;
ბ) სამართალდამცავ ორგანოებს - მოსამართლის ბრძანების საფუძველზე იმ პირთა
შესახებ,
რომლებიც
კანონით
იდევნებიან
საგადასახადო
სამართალდარღვევებისათვის;
გ) სასამართლოს - გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების ან
პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით სასამართლოს წარმოებაში არსებულ
საქმესთან დაკავშირებით; (22.04.2005. # 1414)
დ) სხვა სახელმწიფოების საგადასახადო ორგანოებს
საერთაშორისო
ხელშეკრულებათა შესაბამისად;
ე) სასამართლოს აღმასრულებლებს - საგადასახადო დავასთან დაკავშირებით
მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში. (22.04.2005. #1414)
3. საგადასახადო ორგანოების თანამშრომლები ვალდებული არიან , დაიცვან
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ინფორმაციის
საიდუმლოება და გამოიყენონ მხოლოდ იმ მიზნის მისაღწევად, რის გამოც მათთვის
ნებადართულია ამ იმფორმაციის გაცემა.
4. პირს, რომელმაც მიიღო ამ მუხლით განსაზღვრული იმფორმაცია, უფლება არა
აქვფს გაახმაუროს ამ იმფორმაციის საიდუმლოება და ვალდებულია მისი ამსახველი
დოკუმენტები დაუბრუნოს საგადასახადო ორგანოს, იმ შემთხვევების გარდა,
როდესაც ინფორმაცია მიღებულია ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.
5. საგადასახადო საიდუმლოების გახმაურებად ითვლება საგადასახადო ორგანოს
თანამდებობის პირის, მოწვეული სპეციალისტის ან/და ექსპერტისმიერ თავისი
მოვალეობების შესრულებისას გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული
ინფორმაციის გამოყენება პირადი მიზნებისათვის ან მისი გადაცემა სხვა პირისათვის.
6. ეს მუხლი არ გამოიყენება ამ კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული გამოსაქვეყნებლად განკუთვნილი წლიური ანგარიშის მიმართ.
7. საგადასახადო ორგანოებში არსებული საგადასახადო საიდუმლოების შემცველ
იმფორმაციას აქვს შენახვისა და დამუშავების სპეციალური რეჟიმი. საგადასახადო
საიდუმლოების შემცველ იმფორმაციასთან შეიძლება დაშვებულ იქნენ მხოლოდ
საქართველოს ფინანსთა მინისრის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირები.
8. საგადასახადო საიდუმლოების ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების დაკარგვა
ან ასეთი ინფორმაციის გახმაურება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად.
9. გადასახადის გადამხდელის წერილობითი ნებართვის შემთხვევაში გადასახადის
გადამხდელის შესახებ ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს სხვა პირს.
10. ცნობები გადასახადის გადამხდელის შესახებ მისი აღრიცხვაზე აყვანის
მომენტიდან ითვლება საგადასახადო საიდუმლოებად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ
არის გათვალისწინებული."
2005 წლის 2 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ქუთაისის
რეგიონალურ სამმართველოს, კოლექტიური განცხადებით მიმართეს ქუთაისის
ყოფილი სააქციო საზოგადოების "კოლხური აბრეშუმის" კრედიტორებმა.
აღნიშნული პირები განცხადებაში მიუთითებდნენ, რომ ქუითაისის ს/ს "კოლხურ
აბრეშუმში" მუშაობის პერიოდში მათ მიიღეს საწარმოო ტრამვები, რის გამოც 2002
წლის 3 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ს/ს
1138
დანართი # 18 სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები
"სილკიმპექს-ჯეორჯიას" ("კოლხური აბრეშუმის" ერთ-ერთ სამართალმემკვიდრეს)
დაეკისრა მათთვის გამოყოფილი პენსიის ანაზღაურება. სააღსრულებლო ბიურო
სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ აღასრულებდა იმ მიზეზით, რომ ს/ს
"სილკიმპექს-ჯეორჯიას" გააჩნდა საგადასახადო დავალიანება და დადებული
ჰქონდა ყადაღა. სახალხო დამცველის აპარატის ქუტაისის რეგიონალურმა
სამმართველომ, საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ კანონის მე-18 მუხლის
"ბ" პუნქტის საფუძველზე განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსათა
სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციას,
რომელშიც მოითხოვა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენს შეადგენდა ს/ს
"სილკიმპექს-ჯეორჯიას"-ს საგადასახადო დავალიანება და ქონების რა ნაწილზე იყო
დადებული ყადაღა, რაზეც 2005 წლის 27 ივნისს, საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ
უპასუხა, რომ საგადასახდო კოდექსის 122-ე მუხლის და საქართველოს ფინანსთა
მინისტრის 2005 წლის 4 მაისის 301 ბრძანებით დამტკიცებული "საგადასახადო
საიდუმლოების შემცველი იმფორმაციის შენახვის რეჟიმის და დაშვების წესის
სესახებ" ინსტრუქცია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლს და
ზღუდავს მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებს. სადავო ნორმის თანახმად,
საგადასახადო საიდუმლოება წარმოადგენს იმ საიდუმლოებათა სახეს, რომელიც არ
არის კონსტიტუციასა და ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში მოცემული.
კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს კანონით
დაშვებული არსებული ინფორმაცია და მოიპოვოს ინფორმაცია ყველა სახელმწიფო
დაწესებულებაში. არ დაიშვება სახელმწიფო ზემოქმედება ამ ინფორმაციის შერჩევის
პროცესში. რამდენადაც ინფორმაციის გაცნობის ერთ-ერთი მიზანია, რომ მოქალაქემ
გაარკვიოს მისი სისწორე, ეს უფლება დაცული უნდა იყოს სახელმწიფო ორგანოთა
ყოველგვარი ჩარევისგან.
სწორედ ინფორმაციის მიღების თავისუფლების გარანტიებს იძლევა საქართველოს
კონსტიტუციის 41-ე მუხლის 1 ნაწილი, რომლის თანახმად:
1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით
გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ
არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო,
პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.
2. ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია
ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან,
არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე,
გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია
სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,
ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია სამი ტიპის ინფორმაცია:
1.სახელმწიფო,
2. პროფესიული,
3. კომერციული საიდუმლო.
1139
დანართი # 18 სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები
ასევე საქართვეოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ცალკე
არის გამოყოფილი პირადი საიდუმლო და ასეთი ინფორმაციის დაცვის
ვალდებულებები. სადავო ნორმის თანახმად, საგადასახდო საიდუმლოება
წარმოადგენს იმ საიდუმოოებათა სახეს, რომელიც არ არის კონსტიტუციაში
მოცემული.
როგორც კონსტიტუციის 41-ე მუხლიდან ჩანს, საქართველოს მოქალაქეს უფლება
აქვს, გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს,
მოიპოვოს ინფორმაცია, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან
კომერციულ საიდუმლოებას.
კონსტიტუციის შესაბამისი მუხლებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ სამივე ტიპის
საიდუმლოებისათვის
დამახასიათებელია
შემდეგი
საერთო
ნიშნები:
(1)
ინფორმაციის საიდუმლოდ მიჩნევის საფუძველია იმ მონაცემების შინაარსი და
ხასიათი, რომელსაც შეიაცვს ეს ინფორმაცია; (2) ყოველი მათგანი დაკონკრეტებულია
ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსის შესაბამის მუხლებში; (3) კანონით დადგენილია
ყოველი ამ ინფორმაციის ტიპის პროცედურა.
კონსტიტუციის 41-ე მუხლში მოხსენებული საიდუმლოების ერთ-ერთ სახეს
„კომერციულ საიდუმლოებას“ - აკონკრეტებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
27 მეორე მუხლი, სადაც ამომწურავადაა ჩამოთვლილი თუ რა ჩაითვლება
„კომერციულ საიდუმლოებად“: მუხლი 27 მეორე. კომერციული საიდუმლოება
(2.03.2001 #772). კანონის თანახმად არის ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმის,
პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც
წარმოედგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე
სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის
კონკურენტუნარიანობას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 27 მეორე. მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ინფორმაციის
საიდუმლოდ მიჩნევის ინიციატორი თვით ამ ინფორმაციის წარდგენა, რომელიც
ვალდებულია მიუთითოს, რომ ინფორმაცია მის კომერციულ საიდუმლოებას
წარმოადგენს. საჯარო დაწესებულება კი ვალდებული ხდება 10 დრის ვადაში
კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნიოს აღნიშნული ინფორმაცია.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით ინფორმაციის საიდუმლოდ
მიცნევის საფუძველია იმ მონაცემების შინაარსი და ხასიათი, რომელსაც შეიცავს ეს
ინფორმაცია. გარდა ამისა, იმისთვის რომ ინფორმაცია ჩაითვალოს საიდუმლოდ,
ინფორმაციის გასაიდუმლოება უნდა მოხსენდეს კანონით დადგენილი წესით
კონსტიტუციის 41-ე მუხლი გულისხმობს სწორედ კანონით დადგენილი წესიტ
გასაიდუმლოებულ ინფორმაციას.
საგადასახადო საიდუმლოება არც პროფესიულ საიდუმლოებას წარმოეადგენს,
რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 27 მესამე
მიხედვით, „პროფესიულ საიდუმლოებას მიეკუთვნება უნფორმაცია, რომელიც
წარმოადგენს სხვის პირად ან კომერციულ საიდუმლოებას და პირისთვის ცნობილი
1140
დანართი # 18 სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები
გახდა პროფესიული მოვალეობის სესრულებასთან დაკავშირებით. პროფესიული
საიდუმოება არ შეიძლება იყოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ წარმოეადგენს სხვა
პირის პირად ან კომერციულ საიდუმლოებას.“
განვიხილოთ კონსტიტუციისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი
მუხლები საგადასახადო კოდექსის სადავო მუხლებთან მიმართებაში.
საგადასახადო კოდექსის 122-ე მუხლიში განმარტებულია საგადასახადო
საიდუმლოება. 122-ე მუხლის გნმართებით, საგადასახდო საიდუმლოებას
წარმოადგეს:
1. საგადასახდო საიდუმლოებას განეკუთვნება გადასახადის გადამხდელის შესახებ
საგადასახდო ორგანოს მიერ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა:
ა) დღგ-ის გადამხდელის დასახელებისა და მისამართისა;
ბ) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის სესახებ ინფორმაციისა;
გ) საწარმოს საწესდებო კაპიტალის შესახებ ინფორმაციისა.
2. საგადასახდო ორგანო, მისი თანამდებობის პირი, მოწვეული სპეციალისტი ან/და
ექსპერტი ვალდებულია დაიცვას გადასახადის გადამხდელის სესახებ მონაცემთა
საიდუმლოება, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისას. მას უფლება აქვს ცალკეული გადასახდის გადამხდელის შესახებ
იდენტიფიცირებული ინფორმაცია გადასცეს მხოლოდ შემდეგ პირებს:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს და
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს
წევრებს - ამ უკანასკნელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის მიზნით;
ბ) სამართალდამცავ ორგანოებს - მოსამართლის ბრძანების საფუძველზე იმ პირთა
შესახებ,
რომლებიც
კანონით
იდევნებიან
საგადასახადო
სამართალდარღვევებისათვის;
გ) სასამართლოს - გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების ან
პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით სასამართლო წარმოებაში არსებულ
საქმესთან დაკავშირებით;
დ) სხვა სახელმჭიფოების საგადასახადო ორგანოებს - საერთაშორისო
ხელშეკრულებათა შესაბამისად;
ე) სასამართლოს აღმასრულებლებს - საგადასახადო დავასთან დაკავშირებით
მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში.
ამავე მუხლით, საგადასახადო ორგანოების თანამშრომლები ვალდებული არიან,
დაიცვან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული
ინფორმაციის საიდუმლოება და გამოიყენონ მხოლოდ იმ მიზნის მისაღწევად, რის
გამოც მათთვის ნებადართულია ამ ინფორმაციის გაცემა. პირს, რომელმაც მიიღო ამ
მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია, უფლება არ აქვს გაახმაუროს ამ ინფორმაციის
საიდუმლოება და ვალდებულია მისი ამსახველი დოკუმენტები დაუბრუნოს
საგადასახადო ორგანოს, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ინფორმაცია მიღებულია
ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.
122-ე განმარტავს თუ რა იგულისხმება საგადასახადო საიდუმლოების გახმაურებად.
კერძოდ ,,საგადასახადო საიდუმლოების გახმაურებად ითვლება საგადასახადო
ორგანოს თანამდებობის პირის, მოწვეული სპეციალისტის ან/და ექსპერტის მიერ
1141
დანართი # 18 სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები
თავისი მოვალეობის შესრულებისას გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული
ინფორმაციის გამოყენება პირადი მიზნებისთვის ან მისი გადაცემა სხვა პირისთვის.
122-ე მუხლის თანახმად ეს მუხლი გამოიყენება ამ კოდექსის 54-ე მუხლის მე-2
ნაწილით გათვალისწინებული გამოსაქვეყნებლად განკუთვნილი წლიური
ანგარიშების მიმართ.
122-ე მუხლის შესაბამისად „7. საგადასახადო ორგანოებში არსებული საგადასახადო
საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას აქვს სენახვისა და დამუშავებისსპეციალური
რეჟიმი. საგადასახდო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან შეიძლება
დაშვებულ იქნენ მხოლოდ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული
თანამდებობის პირები.
8. საგადასახადო საიდუმლოების იფორმაციის შემცველი დოკუმენტების დაკარგვა ან
ასეთი ინფორმაციის გახმაურება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად.
9. გადასახადის გადამხდელის წერილობითი ნებართვის შემთხვევაში გადასახადის
გადამხდელის შესახებ ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს სხვა პირს.
10. ცნობები გადასახადის გადამხდელის შესახებ მისი აღრიცხვაზე აყვანის
მომენტიდან ითვლება საგადასახადო საიდუმლოებად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ
არის გათვალისწინებული.“
როგორც 122-ე მუხლიდან ჩანს, საგადასახადო საიდუმლოება შინაარსობროვად
საკმაოდ სცილდება კონსტიტუციის 41-ე მუხლში მოხსენებულ „კომერციულ
საიდუმლოებას“. თუ კომერციული საიდუმლოება გულისხმობს კომერციული და
ტექნიკური ხასიათის ინფორმაციის ბუნება სულ სხვაგვარია. 122-ე მუხლში
მოხსენებული ტერმინი „საგადასახადო საიდუმლოება“ უცნობია კონსტიტუციის 41-ე
მუხლისთვის და აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც
კონსტიტუციურად არ არის საიდუმლოდ აღიარებული ღია უნდა იყოს.
საგადასახადო საიდუმლოების არსი რადიკალურად განსხვავდება კომერციული
საიდუმლოებისაგან, რომლის მიზანია დაიცვას პირის კონკურენტუნარიანობა.
ბუნებრივია, კომერციული საქმიანობის სემადგენელ ნაწილს წარმოადგენს
გადასახადების გადახდა, მაგრამ საგადასახადო კოდექსში მოხსენებული
საგადასახადო საიდუმლოების ცალკე საიდუმლოების ახალ სახედ გამოყოფა და
კონსტიტუციის მუხლის ამგვარი ინტერპრეტაცია უსაფუძვლოდ ზრდის 41-ე
მუხლის 1 ნაწილში მოხსენებული კომერციული საიდუმლოების არსს, ახდენს მის
არასწორ გაგებას. კომერციული საიდუმლოების განსაზღვრება მოიცავს მხოლოდ
იმგვარი იმფორმაციის დაცვას, რომელიც კომერციული ფასეულობის მქონეა და
შეიცავს კომერციული გეგმის, ფორმულების, პროცესისა და საშუალებების თაობაზე
ან სხვა ნებისმიერ ინფორმაციას. სხვა ნებისმიერ ინფორმაციაში იგულისხმება
ანალოგიური ხასიათის ინფორმაცია, რომელსაც ისევ და ისევ კომერციული ხასიათი
გააჩნია
და
გამოიყენება
საქონლის
საწარმოებლად,
მოსამზადებლად,
გადასამუსავებლად ან მომსახურების გასაწევად. კომერციულ ინფორმაციაშივე
მოიზარება ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკურად
მნიშვნელოვან შედეგს. ამავე ტიპის ინფორმაციას მიეკუთვნება სხვა ინფორმაცია,
რომლის
გამჟღავნებამ
შესაძლებელია
ზიანი
მიაყენოს
პირის
1142
დანართი # 18 სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები
კონკურენტუნარიანობას. ამასთან, როგორც ზევით აღვნიშნეთ, კომერციული
ინფორმაციის წარდგენისას პირი თვითონ მიუთითებს, რომ ინფორმაცია მისი
კომერციული საიდუმლოებაა.
როგორც ვხედავთ, კომერციულ ცნებაში არსად არ არის პირის საგადასახადო
საქმიანობაზე მითითება, არ არის საუბარი იმაზეც, რომ მისი გადასახადები და
გადასახადი ოდენობა უნდა იქნას გასაიდუმლოებული. აქედან გამომდინარე, პირი
ვერც მითითებს, რომ მას სურს ამ გადასახადებთან დაკავშირებული ინფორმაციის
გასაიდუმლოება. კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილში მოხსენებული
ჩანაწერები, რომლებიც ეხება ადამიანის ჯანმრთელობას, მის ფინანსებსა და სხვა
კერძო საკითხებს, სულ სხვა შინაარსობრივ დატვირთვას ატარებს, ვიდრე
საგადასახადო საიდუმლოება. ფინანსებთან მიმართებაშიც, ინფორმაცია მხოლოდ
მაშინ შეიძლება იქნას დაცული, თუ ეს პირი თვითონ მოითხოვს მის
გასაიდუმლოებას. კონსტიტუციის 41-ე მუხლი ჩამოთვლის იმ შემთხვევებს,
როდესაც არ შეიძლება ინფორმაციის გასაიდუმლოება „2. ოფიციალურ ჩანაწერებში
არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან,
მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს
ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი
შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან
საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა
უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.“როგორც ნორმიდან ჩანს,
კონსტიტუციით განსაზღვრულია ის გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც
დასაშვებია ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული იმფორმაციის გამჟღავნება.
საგადასახადო საიდუმლოს დაცულობას „საგადასახადო კოდექსის“ სხვადასხვა
ნორმები განამტკიცებს, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე
მუხლის 1 ნაწილის „ნ“ პუნქტით: გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს:
„ნ)საგადასახადო ორგანოებსა და მათი თანამდებობის პირებს მოსთხოვოს
საგადასახადო საიდუმლოების დაცვა; ასევე საგადასახადო კოდექსის 101 მუხლის მე9 ნაწილით: „გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია
გადასახადის გადამხდელის არრიცხვაზე აყვანის მომენტიდან ითვლება
საგადასახადო საიდუმლოებად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული.“
საგადასახადო საიდუმლოება არც პირადი საიდუმლოებაა, რომელიც პერსონალური
მონაცემების შემცველ ინფორმაციას წარმოადგენს. ამგვარი მონაცემების პირად
საიდუმლოებად მიჩნევის საკითხს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის სესაბამისად, წყვეტს ის პირი, ვის შესახებაც არის ეს ინფორმაცია.
კონსტიტუციის 41-ე მუხლი ადგენს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას,
გასცეს მოქალაქის შესახებ არსებული ინფორმაცია. „ინფორმაციაში“ იგულისხმება
მხოლოდ პიროვნებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ინფორმაცია. ამ
ინფორმაციის ინტენსივობასა და მნიშვნელობას განსაზრვრავს თავად ინდივიდი.
1143
დანართი # 18 სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის 1 ნაწილის „ნ“ პუნქტში, 101-ე
მუხლის მე-7 ნაწილისა და კონსტიტუციის 41-ე მუხლში მოცემული კომერციუი
საიდუმლოება და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27 (2) მუხლში
განმარტებული „კომერციული საიდუმლოება“ არ ფარავს საგადასახადო
საიდუმლოებას, რომელიც მოცემულია საგადასახადო კოდექსის 122-ე მუხლსა და
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 მაისის 301 ბრძანებით
დამტკიცებული „საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შენახვის
რეჟიმის და დაშვების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში. ამ უკანასკნელში
განსაზღვრულია საგადასახადო საიდუმლოების არსი და მითითებულია, რომ
საგადასახადო საიდუმლოება არის ნებისმიერი ინფორმაცია გადასახადი
გადამხდელის შესახებ, რომელიც ცნობილი გახდა საგადასახადო ორგანოსათვის
კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისას (მუხლი 2. (ა)).
ტავისი შინაარსიდან გამომდინარე, საგადასახადო საიდუმლო არ არის
კონსტიტუციით აღიარებული და არ შეესაბამება კონსტიტუციაში მოხსენებულ არც
ერთ საიდუმლო ინფორმაციის სახეს ანუ საგადასახადო საიდუმლო არ შეიძლება
მიეკუთვნოს სახელმწიფო, კომერციულ, პირად ან პროფესიულ საიდუმლოს. აქედან
გამომდინარე, საგადასახადო საიდუმლო არ არის კონსტიტუციით აღიარებული და
არ შეესაბამება კონსტიტუციაში მოხსენებულ არც ერთ საიდუმლო ინფორმაციის
სახეს ანუ საგადასახადო საიდუმლო არ შეიძლება მიეკუთვნოს სახელმჭიფო,
კომერციულ, პირად ან პროფესიულ საიდუმლოს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული
ტიპის ინფორმაციის გასაიდუმლოება არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება
საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ ნაწილს.
სადავო ნორმები ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლს,
რომლის პირველი ნაწილის თანახმად „1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება
თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს
თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით.“
კონსტიტუციის შესაბამისი მუხლი შეიძლება იქნას შეზღუდული შემდეგ
შემთხვევებში: „4. ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში ჩამოთვლილ უფლებათა
განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდს ისეთი პირობებით, რომლებიც
აუცილებელია
დემოკრატიულ
საზოგადოებაში
სახელმწიფო
უშიშროების,
ტერიტორიული
მთლიანობის
ან
საზოგადოებრივი
უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვატა უფლებებისა და
ღირსები დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების
თავიდან
ასაცილებლად
ან
სასამართლოს
დამოუკიდებლობისა
და
მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.“
24-ე მუხლის 1 პუნქტით აღიარებულია ინფორმაციის თავისუფლების ძირითადი
უფლება, რომლის ძირითადი შემადგენელი ნაწილია ინფორმაციის თავისუფლად
მიღების გარანტია, ანუ ყველას აქვს უფლება, ყოველგვარი დაბრკოლებისა და
შეფერხების გარეშე მიიღოს ინფორმაცია.
როგორც ვხედავთ, კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-3 ნაწილი იტვალისწინებს
სახელმწიფოს მხრიდან შეზღუდვების შემდეგ კრიტერიუმებს:
1144
დანართი # 18 სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები
1. შეზღუდვა სახელმწიფოს მხრიდან უნდა გათვალისწინებული იქნას კანონით;
2. შესზღუდვა უნდა იყოს აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში;
3. მიზნად ისახავდეს კონსტიტუციით გათვალისწინებული ერთ-ერთი კანონით
დაცული სიკეთის დაცვას - სახელმწიფო უშიშროება, ტერიტორიული მთლიანობა,
საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დანაშაულის ტავიდან აცილება,
სახვათა უფლებები და ღირსება, კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების
თავიდან აცილება ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის
უზრუნველყოფა.
საგადასახადო საიდუმლოების შემოღება ვერ აკმაყოფილებს შეზღუდვის ვერც ერთ
კრიტერიუმს და შებამისად ის არ არის გათვალისწინებული სახელმწიფოს ძირითად
კანონში, კონსტიტუციაში, არ არის სავალდებულო დემოკრატიულ საზოგადოებაში
და მიზნად არ ისახავს კანონით დაცული ზემოთ ჩამოთვლილი სიკეთის დაცვას. ის
არც „გადაუდებელი სოციალური საჭიროებით“ არის ნაკარნახევი (ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „სანდი ტაიმსი
გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“).
ჩვენ შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან შეზღუდვა გამართლებულად ჩაითვლება
მხოლოდ კონსტიტუციის 41-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის
საიდუმლოების დაცვის მიზნით. რაც შეეხება საგადასახადო საიდუმლოების დაცვას,
ის საერთოდ უცხოა კონსტიტუციის 41-ე მუხლისთვის და აქედან გამომდინარე,
მასზე შეზღუდვაც ვერ განხორციელდება იმ მიზეზით, რომ თვით საგადასახადო
საიდუმლოების მუხლი არაკონსტიტუციურია.
გამომდინარე ზემოთთქმულიდან, მიგვაჩნია, რომ დარღვეულია კონსტიტუციის 41-ე
და 24-ე მუხლები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“
ორგანული კანონის მე-19, 21-ე მუხლის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლების,
აგრეთვე
„საქართველოს
საკონსტიტუციო
სამართალწარმოების
სესახებ“
საქართველოს კანონის მე-15, მე-16 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ განიხილოთ
სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნოთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39ე მუხლი 1 ნაწილის „ნ“ პუნქტის, 101-ე მუხლის მე-7 ნაწილი და 122-ე მუხლი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
მოსარჩელე: საქართველოს სახალხო დამცველი
მისამართი: თბილისი, მაჩაბლის 11.
წარმომადგენელი: ვახტანგ მენაბდე,
თამარ ჭარბაძე;
მოპასუხე: საქართველოს პარლამენტი
მისამართი: რუსთაველის გამზ. # 8
დავის საგანი: საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“
კანონის მე–11 მუხლის მე–2 პუნქტის სიტყვა: „მე–6“.
1145
დანართი # 18 სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი: ,,არავინ არ აგებს პასუხს იმ
ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ
ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას,
უკუძალა არა აქვს.“
2008 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა კანონი
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“. აღნიშნული კანონის მე–6 მუხლის
თანახმად შეიზღუდა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება ოკუპირებულ
ტერიტორიებზე, კერძოდ:
„მუხლი 6. ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე
1. ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულია შემდეგი სახის საქმიანობა:
ა) ნებისმიერი ეკონომიკური (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) საქმიანობა, მიუხედავად
იმისა, ხორციელდება თუ არა იგი მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად,
თუ ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით საჭიროებს
შესაბამისი ლიცენზიის ან ნებართვის მოპოვებას, ავტორიზაციის ან რეგისტრაციის
გავლას ან შეთანხმებას ასეთის არარსებობის შემთხვევაში;
ბ) სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შეტანა ან/და გამოტანა;
გ) საერთაშორისო საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლა, აგრეთვე
საერთაშორისო საგზაო სატრანსპორტო გადაზიდვა;
დ) სახელმწიფო რესურსებით სარგებლობა;
ე) ფულადი გადარიცხვების ორგანიზება;
ვ) ამ პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის დაფინანსება
ან რაიმე სხვა ფორმით ხელშეწყობა.
2.
ოკუპირებულ
ტერიტორიებზე
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებული
საქმიანობის
განხორციელება
დაშვებულია
მხოლოდ
განსაკუთრებულ შემთხვევაში სპეციალური თანხმობით, რომელიც გაიცემა
საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, თუ ეს
ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი
მოგვარების, დეოკუპაციის ან ჰუმანიტარულ მიზნებს.
3. ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილ პასუხისმგებლობას.
4. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
საქმიანობის განხორციელებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
სანქციები ვრცელდება დაკავშირებულ პირებზედაც, ანუ იმ პირებზე, რომლებიც
პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ამ მუხლის პირველ პუნქტში
მითითებული საქმიანობის განმახორციელებელი პირების კაპიტალში ან/და რაიმე
ფორმით გავლენას ახდენენ მათ მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისათვის დაკავშირებული პირები არიან:
ა) პირი, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის
განმახორციელებელ პირში აქვს წილი ან აქციათა 5%-ზე მეტი;
ბ) პირი, რომელსაც აქვს წილი ან აქციათა 25%-ზე მეტი ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით
განსაზღვრულ პირში;
გ) პირი, რომელსაც აქვს წილი ან აქციათა 50%-ზე მეტი ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით
განსაზღვრულ პირში.“
ამავე კანონის მე–11 მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად:
1146
დანართი # 18 სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელები
„2. ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-6 და მე-8 მუხლების მოქმედება
გავრცელდეს 1990 წლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.“
შესაბამისად აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მიერ დაწესებული შეზღუდვა
გავრცელდა 1990 წლიდან წარმოშობილ ეკონომიკურ საქმიანობებზე.
მოგვიანებით, 2008 წწლის 19 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი
(19.12.2008 N 795), რომელის თანახმადაც სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 3322
მუხლი. აღნიშნული ნორმის თანახმად:
„მუხლი 3222. ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის
განხორციელება
1. ოკუპირებულ ტერიტორიებზე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“
საქართველოს კანონით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
გ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობის დაკისრების შემდეგ იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით,
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“
აღნიშნული ნორმის შემოღებით დასჯად ქმედებას წარმოადგენს „ოკუპირებული
ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალული ეკონომიკური
საქმიანობის განხორციელება, რომლის გამოც პასუხისმგებლობა ეკისრებათ
დაკავშირებულ პირებსაც, 1990 წლიდან განხორციელებული საქმიანობის გამო.
შესაბამისად, სადავო ნორმა აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას და ავრცელებს
1990 წლიდან განხორციელებულ საქმიანობაზე, ანუ სისხლის სამართლის კანონს
ანიჭებს უკუქმედით ძალას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42–ე
მუხლის
მე–5
პუნქტის
მე–2
წინადადებას.
შესაბამისად,
მოვითხოვთ,
არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი სადავო აქტი, როგორც კონსტიტუციის
საწინააღმდეგო დაგამოცხადდეს ძალადაკარგულად.
სარჩელის შეტანის საფუძველია:
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის 1 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი; საქართველოს
ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 39-ე
მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტი; საქართველოს ორგანული კანონის
„სახალხო დამცველის შესახებ“ 21-ე მუხლის ი) ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო
სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
1147
დანართი # 19 სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებები
დანართი # 19
სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებები
1. საკანონმდებლო წინადადება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441,
1442 და 1443 მუხლებში და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის 33–ე მუხლის მე–4 ნაწილში ცვლილების თაობაზე
22 სექტემბერი 2008 წ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ დავით ბაქრაძეს
Q
ბატონო დავით,
„სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე
მუხლის „ა“ პუნქტის საფუძველზე, მოგმართავთ, საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-4 ნაწილში ცვლილებებისა და
დამატებების შეტანის თაობაზე
შესაბამისი
პროცედურების
დაწყების
წინადადებით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-4
ნაწილი ითვალისწინებს სამოქალაქო სარჩელის წარდგენის შესაძლებლობასა და
ზიანის ანაზღაურების მიღების უფლებას წამების, წამების მუქარისა და
დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთა მიერ. საქართველოს
სსსკ-ის 33-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,თუ თანამდებობის პირს ბრალად
ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441, 1442 ან 1443 მუხლით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და იგი მიიმალა ან მისი ადგილსამყოფელი
დაუდგენელია, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი შეიძლება წარედგინოს
სახელმწიფოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.“
აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წამების, წამების მუქარისა
და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლის მიერ ზიანის
ანაზღაურების შესახებ სარჩელი შეიძლება წარედგინოს სახელმწიფოს სამოქალაქო
სამართალწარმოების წესით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ
თანამდებობის პირს/პირებს ბრალად ედებათ წამება, წამების მუქარა ან/და
დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა და აღნიშნული თანამდებობის
პირი/პირები იმყოფებიან მიმალვაში ან მისი/მათი ადგილსამყოფელი დაუდგენელია.
საქართველოს სსსკ-ის 443-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,განსასჯელის
დაუსწრებლად საქმის განხილვა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა იგი თავს არიდებს
სასამართლოში გამოცხადებას.“ თუმცა სასამართლო ვალდებული არ არის,
1148
დანართი # 19 სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებები
განსასჯელის მიერ სასამართლოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, განსასჯელის
დაუსწრებლად განიხილოს სისხლის სამართლის საქმე.
გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ
ითვალისწინებს ზღვრულ ვადებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ
სისხლის სამართლის საქმის პირველი ინსტანციით განხილვის შესახებ, მით უმეტეს,
თუ განსასჯელი პატიმრობაში არ იმყოფება (საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის 162-ე და 6805-ე მუხლები ადგენენ მხოლოდ სასამართლო
პატიმრობის ზღვრულ ვადებს).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ პირველი ინსტანციის სასამართლოს
მიერ სისხლის სამართლის საქმის განხილვა არ მოხდა განსასჯელის დაუსწრებლად
იმ განსასჯელის მიმართ, რომელსაც ბრალად ედება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 144¹-ე, 1442-ე და 1443-ე მუხლებით გათვალისწინებული
დანაშაულის
ჩადენა,
არსებობს
დიდი
ალბათობა,
რომ
სამოქალაქო
სამართალწარმოების წესით არ იქნეს განხილული და დაკმაყოფილებული წამების,
წამების მუქარისა და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთა
მიერ საქართველოს სსსკ-ის 33-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული
სამოქალაქო სარჩელი სახელმწიფოს წინააღმდეგ იმ მოტივით, რომ აღნიშნული
საკითხი წარმოადგენს იმ სასამართლოს მსჯელობისა და გადაწყვეტის საგანს,
რომელიც იხილავს თანამდებობის პირის/პირების მიმართ სისხლის სამართლის
საქმეს. ხოლო სისხლის სამართლის საქმეზე სამოქალაქო წესით წარდგენილ
სარჩელზე უარის მიღება საქართველოს სსსკ-ის 33-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად
,,მოსარჩელეს უფლებას ართმევს განმეორებით წარადგინოს იგივე სარჩელი სისხლის
სამართლის საქმეზე.“
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის 33-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული წამების, წამების
მუქარისა და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლის მიერ
ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის წარდგენა სამოქალაქო სამართალწარმოების
წესით სახელმწიფოს წინააღმდეგ ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
თანამდებობის პირი/პირები მსჯავრდებული იქნებიან საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 144¹-ე, 1442-ე და 1443-ე მუხლებით გათვალისწინებული
დანაშაულის ჩადენისათვის და მისი/მათი მიმალვის ან/და ადგილსამყოფელის
დაუდგენლობის გამო შეუძლებელი იქნება მისთვის/მათთვის სასამართლოს მიერ
დანიშნული სასჯელის აღსრულება.
გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე
მუხლის მე-4 ნაწილი არ უზრუნველყოფს წამების, წამების მუქარისა და
დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლის უფლებას, მიიღოს
ზიანის ანაზღაურება იმ შემთხვევაში, როდესაც დადგენილი იქნება თანამდებობის
პირის/პირების მიერ წამების, წამების მუქარისა და დამამცირებელი ან
არაადამიანური მოპყრობის ჩადენის ფაქტი, ე.ი. საქართველოს სსკ-ის 144¹-ე, 1442-ე
და 1443-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტი, თუმცა დაუდგენელი
იქნება მისი ჩამდენი კონკრეტული თანამდებობის პირი/პირები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის შენიშვნის
თანახმად, ,,ამ კოდექსის 144¹-1443-ე მუხლებით გათვალისწინებულ ქმედებებზე არ
ვრცელდება ამავე კოდექსის 71-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის
ვადა.“
1149
დანართი # 19 სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებები
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის
თანახმად, ,,წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს გონივრულ ვადებში, მაგრამ არა
უმეტეს შესაბამისი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კანონით დადგენილი
სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადისა.“
აღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს
სსკ-ის 144¹-ე, 1442-ე და 1443-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე
წინასწარი გამოძიება შეიძლება გაგრძელდეს მანამ, ვიდრე არ დადგინდება
აღნიშნული ქმედების ჩამდენი კონკრეტული თანამდებობის პირი/პირები, რისი
დადგენის სავალდებული ვადას ან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ სისხლის
სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის საფუძველს საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. რაც
ფაქტობრივად გამორიცხავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის 33-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ სამოქალაქო სარჩელის
წარდგენის შესაძლებლობასა და ზიანის ანაზღაურების მიღების უფლებას წამების,
წამების მუქარისა და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთა
მიერ.
გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144¹-ე, 1442-ე და
1443-ე მუხლების დისპოზიცია არ უთითებს წამების, წამების მუქარის,
დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ჩამდენ სპეციალურ სუბიექტზე თანამდებობის პირზე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144¹-ე, 1442-ე
და 1443-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული - წამება, წამების მუქარა და
დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა შესაძლებელია ჩადენილ იქნეს
ნებისმიერი პირის მიერ, მათ შირის იმ პირების მიერაც, ვინც არ წარმოადგენენ
საჯარო მოხელეებს. საჯარო მოხელის მიერ წამების ან დამამცირებელი ან
არაადამიანური
მოპყრობის
ჩადენა
მხოლოდ
შესაბამისი
მუხლების
მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს. საქართველოს სსკ-ის 144¹-ე მუხლის
პირველი ნაწილის თანახმად, ,,წამება, ესე იგი პირისათვის, მისი ახლო
ნათესავისათვის ან მასზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული
პირისათვის ისეთი პირობების შექმნა ან ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი
ხასიათით, ინტენსივობით ან ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს ან
ფსიქიკურ ან მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის,
მტკიცებულების ან აღიარების მიღება, პირის დაშინება ან იძულება ანდა პირის
დასჯა მის ან მესამე პირის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი
ქმედებისათვის,“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად,
,,იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ“;
საქართველოს სსკ-ის 1442-ე მუხლის თანახმად, ,,ამ კანონის 144¹-ე მუხლში
აღნიშნული პირობების შექმნის, მოპყრობის ან დასჯის მუქარა, განხორციელებული
იმავე მიზნით“; ხოლო ამავე კოდექსის 1443-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,
,,პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ
მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან
მორალურ ტანჯვას აყენებს“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის
თანახმად, ,,იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის
მიერ“.
1150
დანართი # 19 სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებები
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 1441-1443-ე მუხლებით
გათვალისწინებული დანაშაული შესაძლოა ჩაიდინოს არა მხოლოდ საჯარო
მოხელემ, არამედ ნებისმიერმა ფიზიკურმა პირმა.
1984 წლის 10 დეკემბრის ,,წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან
ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ” კონვენციის პირველი
მუხლის თანახმად, ,,1.ამ კონვენციის მიზნებისათვის ტერმინი ,,წამება” ნიშნავს
ნებისმიერ ქმედებას, რომლითაც რომელიმე პირს განზრახ აყენებენ ძლიერ
ფიზიკურ ან ფსიქიკურ ტკივილს ან ტანჯვას, რათა მისგან ან მესამე პირისგან
მიიღონ ინფორმაცია ან აღიარება, ან დასაჯონ ქმედებისათვის, რომელიც მან ან
მესამე პირმა ჩაიდინა, ან რომლის ჩადენაშიც ეჭვმიტანილია, აგრეთვე დააშინონ ან
აიძულონ იგი, ან მესამე პირი ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის საფუძველზე,
როცა ასეთი ტკივილი ან ტანჯვა მიყენებულია წამებით ან თანხმობით, ან
თანამდებობის პირის უსიტყვო თანხმობით, ან სხვა ისეთი პირის მიერ, რომელიც
მოქმედებდა ოფიციალური პირის სტატუსით. ამ განსაზღვრებაში არ იგულისხმება
ტკივილი და ტანჯვა, რომლებიც წარმოიშობა მხოლოდ კანონიერ სანქციათა
შედეგად, ამ სანქციათა განუყოფელი ნაწილია ან შემთხვევით არის მისგან
გამოწვული.
2.წინამდებარე მუხლი არ ეწინააღმდეგება რომელიმე საერთაშორისო
ხელშეკრულებას ან შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას, რომელიც შეიცავს ან
შეიძლება შეიცავდეს დებულებებს უფრო ფართო გამოყენების შესახებ.”
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიერ განსაზღვრული
,,წამების” დეფინიცია არ შეესაბამება 1984 წლის 10 დეკემბრის ,,წამების და სხვა
სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის
წინააღმდეგ” კონვენციის პირველი მუხლის მიერ მოცემულ განსაზღვრებას,
ვინაიდან არ ითვალისწინებს წამების ჩადენას თანამდებობის პირის თანხმობით და
აღნიშნულ ქმედებას არ აძლევს შესაბამის კვალიფიკაციას. საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსი ასევე არ ითვალისწინებს წამების სპეციალურ სუბიექტს –
თანამდებობის პირს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფოს
მიერ აღებული წამებისა და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობისაგან
დაცვისა, წამების, წამების მუქარისა და დამამცირებელი ან არაადამიანური
მოპყრობის ფაქტების ეფექტური გამოძიებისა და წამების, წამების მუქარისა და
დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთა მიერ ზიანის
ანაზღაურების საერთაშორისო ვალდებულების შესრულებისა და განმტკიცებისთვის
მიმაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა და საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-4 ნაწილში უნდა
შევიდეს ცვლილებები და დამატებები და, საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თუ წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის
მიერ წამების, წამების მუქარის ან/და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის
ჩადენის ფაქტზე და პირის დაზარალებულად ცნობიდან 12 თვის განმავლობაში ვერ
დადგინდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შესაბამისი მუხლები)
მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი ან/და იგი მიიმალა ან მისი
ადგილსამყოფელი დაუდგენელია, დაზარალებულს ან მის უფლებამონაცვლეს
1151
დანართი # 19 სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებები
უფლება აქვს ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი წარადგინოს სახელმწიფოს
წინააღმდეგ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.”
ასევე, შევიდეს ცვლილებები და დამატებები საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსში: 1.1441-ე და 1443-ე მუხლების მე-2 ნაწილიდან ამოღებულ
იქნეს ,,ა” ქვეპუნქტი;
2.ცალკე, 1444-ე მუხლის სახით ჩამოყალიბდეს წამება, ჩადენილი მოხელის ან
მასთან გათანაბრებული პირის მიერ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით,
,,1.წამება, ე.ი პირისათვის, მისი ახლო ნათესავისათვის ან მასზე მატერიალურად ან
სხვაგვარად დამოკიდებული პირისათვის ისეთი პირობების შექმნა ან ისეთი
მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით ან ხანგრძლივობით იწვევს
ძლიერ ფიზიკურ ტკივილს ან ფსიქიკურ ან მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია
ინფორმაციის, მტკიცებულების ან აღიარების მიღება, პირის დაშინება ან იძულება
ან/და პირის დასჯა მის ან მესამე პირის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი
ქმედებისათვის, ჩადენილი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ან მისი
თანხმობით ან უსიტყვო თანხმობით...
2.იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა)სახელმწიფო თანამდებობის პირის მიერ;
ბ)სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ)არაერთგზის;
დ)ორი ან მეტი პირის მიმართ;
ე)ჯგუფურად;
ვ)ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით, მათი რასის, კანის ფერის,
ენის, სქესის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, აღმსარებლობის, პოლიტიკური ან
სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური კუთვნილების,
წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის
გამო;
ზ)დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვანის,
დაკავებულის ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული, უმწეო მდგომარეობაში
მყოფი ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის
მიმართ;
თ)შეკვეთით;
ი)მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით,...
3.იგივე ქმედება ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ,...”
3.ასევე ცალკე, 1445-ე მუხლის სახით ჩამოყალიბდეს ,,წამების მუქარა, ჩადენილი
მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ” და ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით: ,,1.ამ კანონის 1444-ე მუხლში აღნიშნული პირობების შექმნის,
მოპყრობის ან დასჯის მუქარა, განხორციელებული იმავე მიზნით, ჩადენილი
მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ან მისი თანხმობით ან უსიტყვო
თანხმობით...
2.იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა)სახელმწიფო თანამდებობის პირის მიერ;
ბ)სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ)არაერთგზის;
დ)ორი ან მეტი პირის მიმართ;
ე)ჯგუფურად;
1152
დანართი # 19 სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებები
ვ)ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით, მათი რასის, კანის ფერის,
ენის, სქესის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, აღმსარებლობის, პოლიტიკური ან
სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური კუთვნილების,
წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის
გამო;
ზ)დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვანის,
დაკავებულის ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული, უმწეო მდგომარეობაში
მყოფი ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის
მიმართ;
თ)შეკვეთით;
ი)მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით,...”
4.ასევე ცალკე, 1446-ე მუხლის სახით ჩამოყალიბდეს ,,დამამცირებელი ან
არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის
მიერ” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1.პირის დამცირება ან იძულება,
არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას
ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი
მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ან მისი თანხმობით ან უსიტყვო
თანხმობით...
2.იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა)სახელმწიფო თანამდებობის პირის მიერ;
ბ)სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ)არაერთგზის;
დ)ორი ან მეტი პირის მიმართ;
ე)ჯგუფურად;
ვ)ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით, მათი რასის, კანის ფერის,
ენის, სქესის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, აღმსარებლობის, პოლიტიკური ან
სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური კუთვნილების,
წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის
გამო;
ზ)დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალი, არასრულწლოვანის,
დაკავებულის ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული, უმწეო მდგომარეობაში
მყოფი ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ანსხვაგვარად დამოკიდებული პირის
მიმართ;
თ)შეკვეთით;
ი)მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით,...”
მიმაჩნია, რომ მითითებული ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსში, სახელმწიფოსა და პიროვნებას შორის ურთიერთობის სამართლებრივი
რეგულირების სრულყოფისათვის, იმავდროულად, სახელმწიფოს მიერ აღებული
საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და განმტკიცებისაკენ გადადგმული
მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
1153
დანართი # 19 სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებები
პატივისცემით,
სოზარ სუბარი
2. საკანონმდებლო წინადადება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“
საქართველოს კანონის ცვლილებებთან დაკავშირებით
7 ივლისი 2008 წ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ დავით ბაქრაძეს
ბატონო დავით,
მოგახსენებთ, რომ გავეცანი საქართველოს პარლამენტის წევრების: პ.კუბლაშვილის,
მ.ზოდელავას, კ.ანჯაფარიძისა და ჩ.თაქთაქიშვილის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს „მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და
დამატებების შეტანის თაობაზე“ (N07-3/10; 27.06.08), რომლის მიხედვითაც პარტიებს,
რომელთა სიითაც, პროპორციული სისტემით არჩეულმა დეპუტატებმა დატოვეს
პარლამენტი ან პარტია, შეუწყდებათ დაფინანსება ბიუჯეტიდან.
21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის
პროპორციული სიით არჩეულმა დეპუტატებმა გარკვეული მოსაზრებებით უარი
თქვეს მანდატებზე, რაც, ეჭვგარეშეა, განხილული კანონპროექტის ინიცირების
მიზეზი გახდა.
პირველ რიგში, მსურს აღვნიშნო, რომ კანონი, თავისი არსით, წარმოადგენს ზოგადი
რეგულირების ნორმატიულ აქტს და მასში არ უნდა აისახებოდეს კონკრეტულ,
ერთჯერად მოვლენებზე ორიენტირებული ცვლილებები. მსგავსი მოვლენა
უარყოფით ზეგავლენას ახდენს სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემისა და
საკანონმდებლო ბაზის მართებულ განვითარებაზე.
გარდა ამისა, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონის 30-ე
მუხლის მე–2 პუნქტის მიხედვით ნათელია, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსების
მოპოვების კრიტერიუმს წარმოადგენს არა პარლამენტში ყოფნა, არამედ პარტიის
მიერ საპარლამენტო არჩევნებში 4%–იანი ბარიერის გადალახვა.
რაც შეეხება კანონპროექტის ინიცირების მიზეზს, ჩემი აზრით, პოლიტიკური
სპექტრის წარმომადგენლებს, მათ შორის, საპარლამენტო არჩევნების შედეგად
არჩეულ პოლიტიკოსებს სრული უფლება აქვთ, პოლიტიკურ ცხოვრებაში
მონაწილეობა თავიანთი შეხედულებისამებრ და იმ ფორმით მიიღონ, როგორითაც
ისინი მიიჩნევენ საჭიროდ. მათ ასევე შეუძლიათ, აარჩიონ პროტესტის ნებისმიერი
1154
დანართი # 19 სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებები
მშვიდობიანი ფორმა. შესაბამისად, სახელმწიფოს არ აქვს უფლება, განსაზღვროს
მათი საქმიანობის სახე და დააწესოს სანქცია იმ შემთხვევებისათვის, როდესაც
პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობა არ პასუხობს განსაზღვრულ მოთხოვნებს.
აღნიშნული წარმოადგენს გაერთიანების თავისუფლების შელახვას კონსტიტუციით
გაუთვალისწინებელი საფუძვლებით.
მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, რომ აღნიშნული პარტიები წარმოადგენენ
ამომრჩეველთა მინიმუმ 4%–ს და, როგორც წესი, მოქმედებენ ამ უკანასკნელთა ნების
შესაბამისად. ამომრჩეველთა გარკვეულმა ნაწილმა, რომელმაც ხმა მისცა ამა თუ იმ
პოლიტიკურ გაერთიანებას, ამ უკანასკნელს მიანიჭა ნდობის მანდატი და მისი
სახელით მოქმედების უფლება, მათ შორის, პროტესტის ფორმის შერჩევაშიც. აქედან
გამომდინარე, აღნიშნული ცვლილება ეწინააღმდეგება მოქალაქეთა გარკვეული
ნაწილის პოლიტიკურ ნებას.
საბოლოოდ, მსგავსი ცვლილება პირდაპირი დარტყმა იქნება დემოკრატიის
განვითარებასა და პლურალიზმზე, რადგან საქართველოში უკვე პრობლემას
წარმოადგენს პოლიტიკური სპექტრის სისუსტე, რომლის ერთ–ერთი ძირითადი
მიზეზი სწორედ ფინანსური რესურსების სიმწირეა. ამგვარ პირობებში,
კანონმდებელმა პირიქით უნდა იზრუნოს პოლიტიკური პარტიების გაძლიერებაზე
და სუბიექტური მიზეზებით არ უნდა შეუწყვიტოს მათ ის მცირე დაფინანსებაც კი,
რომელსაც ზოგიერთი მათგანი კანონის სრული დაცვით იღებს საქართველოს
ბიუჯეტიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივიჩნევ, რომ წარმოდგენილი ცვლილებები
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ ორგანულ კანონში მიუღებელია
და ეწინააღმდეგება გაერთიანების თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპს,
რომელიც დაცულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის 26–ე მუხლით, ასევე
ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის
მე–11 მუხლით.
პატივისცემით,
სოზარ სუბარი
www.ombudsman.ge
1155