„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“
- „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
გარემოსდაცვითი
შეფასების
კოდექსში
(საქართველოს
მუხლი
1.
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.06.2017, სარეგისტრაციო კოდი:
360160000.05.001.018492) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლის მე-6 ნაწილს დაემატოს „ა.ზ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ა.ზ) მკაცრად დაცული და დაცული სახეობების გარემოდან ამოღების საჭიროება;“.
2. მე-7 მუხლის მე-6 ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ა) ჭარბტენიან ტერიტორიასთან, ზურმუხტის ტერირტორიასთან, ბიოსფერულ
რეზერვატთან, მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბანთან და გეოპარკებთან;“.
3. მე-7 მუხლის მე-6 ნაწილის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.გ) ტყით მჭიდროდ დაფარულ ტერიტორიასთან, სადაც გაბატონებულია მკაცრად
დაცული და დაცული სახეობები;“.
4. მე-8 მუხლის მე-3 ნაწილს დაემატოს „ბ.დ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ბ.დ) ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის ჭარბტენიან ტერიტორიზე,
ზურმუხტის ტერირტორიაზე, ბიოსფერულ რეზერვატზე, მსოფლიო ბუნებრივი
მემკვიდრეობის უბანზე და გეოპარკების ტერიტორიაზე ზემოქმედების შესახებ (ასეთის
არსებობის შემთხვევაში);“.
1. მე-10 მუხლის მე-3 ნაწილს დაემატოს „გ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„გ1) დასაბუთებას მკაცრად დაცული და დაცული სახეობების ინდივიდების
გარემოდან ამოღების აუცილებლობის შესახებ და მკაცრად დაცული და დაცული
სახეობების ინდივიდების აღრიცხვის ანგარიშს (ჩამონათვალი, ოდენობები, დასკვნას
მდგომარეობის შესახებ), თუ კი საქმიანობის განხორციელება ითვალისწინებს
„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართელოს კანონით მკაცრად დაცული და
დაცული ველური მცენარეების ან მათი ნაწილების გარემოდან ამოღებას;“.
2. მე-10 მუხლის მე-4 ნაწილს დაემატოს „ვ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ვ. ზურმუხტის ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასება ან საერთაშორისო
მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე ზემოქმედების, თუ ეს მოთხოვნა დადგენილია
სკოპინგის დასკვნის ფარგლებში.“.
3. მე-13 მუხლის მე-3 ნაწილის დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„დ. ზურმუხტის ტერიტორიაზე ან საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან
ტერიტორიაზე
მნიშვნელოვანი
ზემოქმედების
შემთხვევაში,
გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის 36ე მუხლის ან 51-ე მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისად მიღების შესახებ.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავების მიზანია ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“
„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან
შესაბამისობაში მოყვანა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ბიომრავალფეროვნების
სფეროში
არსებული
საკანონმდებლო
აქტების
ბიომრავალფეროვნების დაცვის, შენარჩუნებისა და მდგრადი მართვის პრინციპებთან
შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, შემუშავდა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტი. „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ კანონის პროექტის მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია
,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
შემუშავებით, რომელიც ადგენს საკანონმდებლო ვალდებულებას საქართველოს
კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნას მოყვანილი აღნიშნულ კანონთან.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის შემუშავება ემსახურება საქართველოს კანონის ,,გარემოსდაცვითი
შეფასების კოდექსის“ ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან შესაბამისობაში მოყვანას, რომლის თანახმადაც, მკაცრად დაცული და
დაცული
სახეობების
დაცვის
მიზნებიდან
გამომდინარე,
საქმიანობის
განმახორციელებელი ვალდებული ხდება დაიცვას საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების
შეფასების კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
კანონპროექტის მიზანია, შექმნას ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის მყარი
სამართლებრივი საფუძვლები, რამაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის ბიოლოგიური
მრავალფეროვნების დაცვა, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური
ფუნქციების განსახორციელებლად სახეობებისა და ჰაბიტატების რაოდენობრივი და
ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით
განსაზღვრულია ველური მცენარეებისა და სოკოების მკაცრად დაცული და დაცული
სახეობების გარემოდან ამოღების საგამონაკლისო საფუძვლები. მაგალითად, სხვადასხვა
საქმიანობების განხორციელების დროს შესაძლებელია მკაცრად დაცული და დაცული
სახეობების ცალკეული ინდივიდების გარემოდან ამოღება, რაც უნდა მოხდეს შესაბამისი
შეფასების და აღდგენის/კომპენსაციის საფუძველზე.
კანონპროექტით, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-7 მუხლის მე-6 ნაწილს
ემატება ,,ა.ზ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, საქმიანობის გზშ-სადმი დაქვემდებარების
კრიტერიუმებს, საქმიანობის მახასიათებლებიდან გამომდინარე,
ემატება მკაცრად
დაცული და დაცული სახეობების გარემოდან ამოღების დასაშვებობის საკითხი. მე-7
მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ.ა“ ქვეპუნქტით, დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების
ადგილისა და თავსებადობის ჩამონათვალს ემატება ზურმუხტის ტერიტორია,
ბიოსფერული რეზერვატი, მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბანი და გეოპარკები.
ტერმინოლოგიურად, საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობები იცვლება მკაცრად
დაცული და დაცული სახეობებით.
მოცემული ჩამონათვალი განპირობებულია ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების
შესახებ“ საქართველოს კანონის სფეროში ზურმუხტის ტერირტორიის, ბიოსფერულ
რეზერვატის და მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის მართვის საკითხების
შემოტანით.
,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით
დადგენილია ტერიტორიების იდენტიფიცირება ზურმუხტის ქსელში მათი ჩართვის
მიზნით. თუ საქმიანობა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ზურმუხტის ტერიტორიის ან
საერთაშორისო მნიშვნელობის
ჭარბტენიანი ტერიტორიის ფარგლებში დაცულ
სახეობებსა და ჰაბიტატებზე, საქმიანობა ექვემდებარება ზურმუხტის ტერიტორიაზე
ზემოქმედების შეფასებას ან საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე
ზემოქმედების შეფასებას. თუ საქმიანობა მიეკუთვნება „გარემოსდაცვითი შეფასების
კოდექსის“ პირველი დანართის საქმიანობას, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“
საფუძველზე ჩატარებული სკოპინგის ფარგლებში უნდა დადგინდეს საქმიანობის
ზურმუხტის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების ან საერთაშორისო
მნიშვნელობის
ჭარბტენიან ტერიტორიაზე ზემოქმედების შესაძლებლობა. თუ კი
სამინისტროს მიერ გაცემული სკოპინგის დასკვნა ითხოვს საქმიანობის ზურმუხტის
ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასებას ან საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან
ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასებას, ამ შეფასების შედეგები აისახება გარემოზე
ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშში. იმ შემთხვევაში თუ საქმიანობა მიეკუთვნება
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მეორე დანართის საქმიანობას და თუ
საქმიანობის სკრინინგის ფარგლებში არ გამოირიცხა საქმიანობის ზურმუხტის
ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების ან საერთაშორისო მნიშვნელობის
ჭარბტენიან ტერიტორიაზე ზემოქმედების შესაძლებლობა, საქმიანობა აუცილებლად
უნდა დაექვემდებაროს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას. საქმიანობის ზურმუხტის
ტერიტორიაზე
ზემოქმედების ან საერთაშორისო მნიშვნელობის
ჭარბტენიან
ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასების შედეგები აისახება გზშ-ს ანგარიშში. მე-8
მუხლის მე-3 ნაწილს ემატება ,,ბ.დ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, სკოპინგის
ანგარიშში უნდა მოხვდეს ინფორმაცია დაგეგმილი საქმიანობის ზურმუხტის
ტერიტორიაზე ზემოქმედების ან საერთაშორისო მნიშვნელობის
ჭარბტენიან
ტერიტორიაზე ზემოქმედების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). კანონპროექტის
მე-10 მუხლის მე-3 ნაწილს ემატება ,,გ1“ ქვეპუნქტი, რომელიც ადგენს ვალდებულებას,
გზშ-ს ანგარიშში აისახოს დასაბუთება მკაცრად დაცული და დაცული სახეობების
ინდივიდების გარემოდან ამოღების აუცილებლობის შესახებ და ასევე აისახოს მკაცრად
დაცული და დაცული სახეობების ინდივიდების აღრიცხვის ანგარიში (ჩამონათვალი,
ოდენობები, დასკვნას მდგომარეობის შესახებ), თუ კი საქმიანობის განხორციელება
ითვალისწინებს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ საქართველოს კანონით
დაცული მკაცრად დაცული და დაცული ველური მცენარეების ან მათი ნაწილების
გარემოდან ამოღებას. კანონპროექტის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილს ემატება ,,ვ“ ქვეპუნქტი,
რომლის თანახმად, გზშ-ს ანგარიშს უნდა დაერთოს ზურმუხტის ტერიტორიაზე
ზემოქმედების შეფასება ან საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე
ზემოქმედების შეფასება, თუ ეს მოთხოვნა დადგენილია სკოპინგის დასკვნის ფარგლებში.
კანონპროექტის თანამად, მე-13 მუხლის მე-3 ნაწილის ემატება ,,დ“ ქვეპუნქტი, რომლის
თანახმადაც, სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტო ვალდებულია გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების გაცემის შესახებ ინდ. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
დასაბუთებაში ასევე ასახოს ინფორმაცია ზურმუხტის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი
ზემოქმედების ან საერთაშორისო მნიშვნელობის
ჭარბტენიან ტერიტორიაზე
ზემოქმედების
შემთხვევაში
გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების
„ბიომრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის ან 51-ე მუხლის
მოთხოვნებთან შესაბამისად მიღების შესახებ.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება 2027 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედება
დაკავშირებულია „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმების ამოქმედების ვადასთან.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯების გაწევასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რესპუბლიკის
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არსებით გავლენას არ მოახდენს იმ პირთა ფინანსურ
მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ამავდროულად, შესაძლოა კანონპროექტის მიღებით მცირედით გაიზარდოს შესაბამისი
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელ პირთა ხარჯი, რაც უკავშირდება სკოპინგისა
და გზშ-ს ანგარიშების მომზადების ეტაპებზე პროექტით გათვალისწინებულ დამატებითი
ინფორმაციის მითითების ვალდებულებას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) დაწესებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის
მიღებით
გენდერული
თანასწორობის
მდგომარეობაზე
ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/ შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი
შემუშავდა
„ბიოლოგიური
მრავალფეროვნების
შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის ფარგლებში გამართული განხილვების პროცესში.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.