„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
29.12.2023
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/359/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-7 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩით სარგებლობის ლიცენზია.“. 2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: „10. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) მეორე დანართში შეტანილი სახეობების ნიმუშების ბუნებაში მოპოვების ლიცენზია.“. 3. მე-19 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. თუ ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი, მე-4, მე-5, მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის ლიცენზიის გაცემა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას საჭიროებს, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ამ გადაწყვეტილების გაცემის შემდეგ. თუ, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად, მიღებულ იქნა საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგინდა ისეთი პირობები, რომლებიც სარგებლობის ლიცენზიის მფლობელისთვის არსებითად ცვლის სალიცენზიო პირობებს, სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხა უბრუნდება. თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტით.“. 4. 22-ე მუხლის 91 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „91 . ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5, მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულირების საფასურის დადგენილი წესით გადაუხდელობა გამოიწვევს ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმებას. ამასთანავე, ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, რეგულირების საფასურის გადახდის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულირების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით გააუქმოს ლიცენზია.“. 5. 24-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა.“. 6. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 114 პუნქტი: „114 . საქართველოში წარმოშობილი გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობის ნებართვა.“. 7. 266 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 266 . „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესი 1. ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის“ გარეშე განხორციელებული ექსპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის შემთხვევებზე, გამონაკლისის სახით, შესაძლებელია აღნიშნული ნებართვის რეტროსპექტულად გაცემა. 2. ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის“ გაცემის, მათ შორის, მისი რეტროსპექტულად გაცემის, წესი განისაზღვრება ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონით.“. მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი - მე-5 და მე-7 პუნქტები ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან. 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ამოქმედდეს 2029 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავების მიზანია ,,ლიცენზიებისა და ნებართების შესახებ“ საქართველოს კანონის ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ბიომრავალფეროვნების სფეროში არსებული საკანონმდებლო აქტების ბიომრავალფეროვნების დაცვის, შენარჩუნებისა და მდგრადი მართვის პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, შემუშავდა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტის მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით, რომელიც ადგენს საკანონმდებლო ვალდებულებას საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნას მოყვანილი აღნიშნულ კანონთან. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის შემუშავება ემსახურება ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანას, რომლის მიზანია შექმნას ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის მყარი სამართლებრივი საფუძვლები, რამაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების განსახორციელებლად სახეობებისა და ჰაბიტატების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით: კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, სარგებლობის ლიცენზიის სახეებში ისაზღვრება „ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩით სარგებლობის ლიცენზია“; მე-7 მუხლს ემატება მე-10 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, სარგებლობის ლიცენზიის სახეებს ემატება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) მეორე დანართში შეტანილი სახეობების ნიმუშების ბუნებაში მოპოვების ლიცენზია.“ მე-19 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, თუ აღნიშნული კანონის მე-7 მუხლის პირველი, მე-4, მე-5, მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის ლიცენზიის გაცემა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას საჭიროებს, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ამ გადაწყვეტილების გაცემის შემდეგ. თუ, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად, მიღებულ იქნა საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგინდა ისეთი პირობები, რომლებიც სარგებლობის ლიცენზიის მფლობელისთვის არსებითად ცვლის სალიცენზიო პირობებს, სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხა უბრუნდება; 22-ე მუხლის 91 პუნქტი ადგენს, რომ ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი, მე2, მე-4, მე-5, მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულირების საფასურის დადგენილი წესით გადაუხდელობა გამოიწვევს ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმებას. ამასთანავე, ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, რეგულირების საფასურის გადახდის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულირების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით გააუქმოს ლიცენზია; 24-ე მუხლის მე-11 პუნქტი აწესრიგებს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის საკითხს; 24-ე მუხლს ემატება 114 პუნქტი, რითაც განისაზღვება საქართველოში წარმოშობილი გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობის ნებართვის გაცემის საკითხი, რაც განპირობებულია საკითხის ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით მოწესრიგებით. ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის 266 მუხლი ადგენს „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესებს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი, გარდა მისი პირველი მუხლისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, კანონის მე-2 მუხლი განსაზღვრავს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული დებულებების ამოქმედების კონკრეტულ თარიღებს და აუცილებელია ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კანონის პირველი მუხლის პირველი მე-5 და მე-7 პუნქტები ამოქმედდება 2027 წლის 1 იანვრიდან, ხოლო კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ამოქმედდება 2029 წლის 1 იანვრიდან, რაც დაკავშირებულია „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმების ამოქმედების ვადებთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: ცალკე ლიცენზიად დგინდება ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩით სარგებლობის ლიცენზია და ემატება CITES-ის მეორე დანართში შეტანილი სახეობების ნიმუშების ბუნებაში მოპოვების ლიცენზია. შესაბამისად, აღნიშნულმა შეიძლება გაზარდოს ლიცენზიის მაძიებელთა რაოდენობა და შესაბამისად, ლიცენზიის გაცემით მიღებული შემოსავალი შესაბამის ბიუჯეტში. გარდა ამისა, პასუხისმგებლობა (დაჯარიმება) სალიცენზიო პირობების დარღვევისათვის ასევე გავრცელდება ახალი სახის ლიცენზიის მიმღებ პირებზე და ესეც შესაძლო დამატებითი შემოსავალია ბიუჯეტისთვის. ნებართვების სახეებში ხდება ცვლილება და ემატება „საქართველოში წარმოშობილი გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობის ნებართვა“, რითაც გაიზრდება ნებართვების გაცემიდან მიღებული შემოსავალიც სახელმწიფო ბიუჯეტში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რესპუბლიკის კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ვალდებულებების აღებას. ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ცალკე ლიცენზიად დგინდება ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩით სარგებლობის ლიცენზია და ემატება CITES-ის მეორე დანართში შეტანილი სახეობების ნიმუშების ბუნებაში მოპოვების ლიცენზია. შესაბამისად, ამან შეიძლება გაზარდოს ლიცენზიის მაძიებელთა რაოდენობა და ფინანსური გავლენა ამ პირებზე. გარდა ამისა, მე-19 მუხლში ცვლილების მიხედვით, ლიცენზიის გაცემა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას საჭიროებს, რაც გაზრდის გზშ-ის დოკუმენტებზე მოთხოვნას და შესაბამისად, მათ რაოდენობას. ეს კი გავლენა იქნება იმ პირებზე, ვისაც მოუწევს ლიცენზიის მისაღებას დამატებით გზშ დოკუმენტის მომზადება. პასუხისმგებლობა (დაჯარიმება) სალიცენზიო პირობების დარღვევისათვის ასევე გავრცელდება ახალი სახის ლიცენზიის მიმღებ პირებზე და ესეც ფინანსური გავლენა იქნება პირებზე. ნებართვების სახეებში ხდება ცვლილება და ემატება „საქართველოში წარმოშობილი გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობის ნებართვა“, რაც ფინანსურ გავლენას იქონიებს შესაბამის პირებზე, ვისაც დასჭირდება ნებართვა საქმიანობის დასაწყებად ან/და გასაგრძელებლად. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი ქმნის საფუძველს შესაბამისი სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების დადგენისთვის, ვინაიდან წესდება ლიცენზიის ახალი სახე CITES-ის მეორე დანართში შეტანილი სახეობების ნიმუშების ბუნებაში მოპოვებისთვის და ნებართვის ახალი სახეობა საქართველოში წარმოშობილი გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობის ნებართვა. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღებით გენდერული ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. თანასწორობის მდგომარეობაზე გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/ შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავდა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ფარგლებში გამართული განხილვების პროცესში. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.