„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“
- „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-300 მუხლის პირველი-მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის მე-9–
მე-11
ნაწილებით
გათვალისწინებული
რომელიმე
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ 100
ტონის ან 100 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობისა და 8 მეტრი ან 8 მეტრზე მეტი სიგრძის
წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან ან 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის
სატრანსპორტო საშუალებიდან თევზსარეწი იარაღით თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი
ორგანიზმის უკანონოდ მოპოვება ან აღნიშნული პირის მიერ მკაცრად დაცული და
დაცული სახეობების და დაცული ჰაბიტატების ნუსხაში შეტანილი თევზის ან წყლის სხვა
ცოცხალი ორგანიზმის უკანონო მოპოვება, რომელიც არ მიეკუთვნება თევჭერისათვის
დაშვებულ სახეობებს – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას
ოციდან ორას საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე
2. მკაცრად დაცული და დაცული სახეობების და დაცული ჰაბიტატების ნუსხაში შეტანილი
თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოპოვება, რომელიც არ მიეკუთვნება
თევჭერისათვის დაშვებულ სახეობებს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოციდან ორას ორმოცდაათ
საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
3. 100 ტონის ან 100 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობისა და 8 მეტრი ან 8 მეტრზე მეტი
სიგრძის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან ან 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის
წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან თევზსარეწი იარაღით უკანონო თევზჭერა,
ჩადენილი აკრძალულ დროს ან აკრძალულ ადგილას, ან საგანგებო ეკოლოგიური
მდგომარეობის დროს ან ეკოლოგიური უბედურების ზონაში, ან სახელმწიფო ნაკრძალის,
ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული
რეზერვატის ბირთვის ზონის ან მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის
ტერიტორიაზე, –
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორას ორმოციდან სამას ოც
საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. “.
2. 301-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ნადირობა სახელმწიფო ნაკრძალში ან სხვა დაცულ ტერიტორიაზე, სადაც ნადირობა
მთლიანად აკრძალულია, ანდა მექანიკური სატრანსპორტო ან მასობრივი განადგურების
საშუალებით, ან მკაცრად დაცულ ნადირ-ფრინველზე, რომელიც არ განეკუთვნება
ნადირობისთვის დაშვებულ სახეობას, აგრეთვე საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის
დროს ან ეკოლოგიური უბედურების ზონაში, − ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი
სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“.
3. 302-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 302. მკაცრად დაცული და დაცული გარეული ცხოველის ან ველური მცენარის
ადგილსამყოფლის მოშლა
1. მკაცრად დაცული და დაცული გარეული ცხოველის ან ველური მცენარის
ბუნებრივი საბინადრო ან გამრავლების არეალის მოშლა ან იმ ადგილების სხვა
დანიშნულებით გამოყენება, სადაც მკაცრად დაცული და დაცული სახეობა ბუნებრივად
ბინადრობს ან ხარობს, რამაც გაუფრთხილებლობით ამ ადგილებში ცხოველის ან მცენარის
სახეობის გადაშენების საფრთხე შექმნა, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით
ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია მკაცრად დაცული და
დაცული გარეული ცხოველის ან ველური მცენარის გადაშენება, – ისჯება ჯარიმით ან
თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“.
4. 3021 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3021. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის
სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი
ნიმუშების არალეგალური ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი ან ზღვიდან
ინტროდუქცია
„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით
საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი ნიმუშების
არალეგალური ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი ან ზღვიდან ინტროდუქცია,
ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.“.
4. 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს ტყეში ან დაცულ ტერიტორიაზე მკაცრად დაცული და დაცული ხებუჩქნარის უკანონო გაჩეხვა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 641
მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ –
ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავების მიზანია ,,საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის“ ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ბიომრავალფეროვნების
სფეროში
არსებული
საკანონმდებლო
აქტების
ბიომრავალფეროვნების დაცვის, შენარჩუნებისა და მდგრადი მართვის პრინციპებთან
შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, შემუშავდა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტი. ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტის მომზადების აუცილებლობა
გამოწვეულია ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტის შემუშავებით, რომელიც ადგენს საკანონმდებლო ვალდებულებას საქართველოს
კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნას მოყვანილი აღნიშნულ კანონთან.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტი შემუშავება ემსახურება „საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის“
,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან შესაბამისობაში მოყვანას, რომლის მიზანია შექმნას ბიოლოგიური
მრავალფეროვნების დაცვის მყარი სამართლებრივი საფუძვლები, რამაც უნდა
უზრუნველყოს ქვეყნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა, მისი ეკოლოგიური,
სოციალური და ეკონომიკური
ფუნქციების განსახორციელებლად სახეობებისა და
ჰაბიატების
რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და
გაუმჯობესება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
ითვალისწინებს სამართლებრივი პასუხისმგებლობების დადგენის ვალდებულებას
კანონით
დადგენილი
მოთხოვნების
დარღვევის
შემთხვევაში.
აღნიშნულის
გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შედის
რიგი
ცვლილებები:
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადგენს
იურიდიულ პასუხისმგებლობას დაცული და მკაცრად დაცული თევზის ან წყლის სხვა
ცოცხალი ორგანიზმის მოპოვებისას, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
ცვლილებების პროექტის მე-300 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ეხება დაცული და
მკაცრად დაცული სახეობის თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოპოვებას,
რომელიც არ მიეკუთვნება თევჭერისათვის დაშვებულ სახეობებს, აგრეთვე ასეთივე
დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ და ითვალისწინებს
სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ტერმინოლოგიური ცვლილება შედის ამ
მუხლის მე-3 ნაწილში, სადაც ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის ზონის ტერმინი
გასწორდა ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
შესაბამისად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს
სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას სახელმწიფო ნაკრძალში ან სხვა დაცულ
ტერიტორიაზე ნადირობის შემთხვევაში, სადაც ნადირობა მთლიანად აკრძალულია, ანდა
მექანიკური სატრანსპორტო ან მასობრივი განადგურების საშუალებით, ან დაცულ და
მკაცრად დაცულ ნადირ-ფრინველზე, რომელიც არ განეკუთვნება ნადირობისთვის
დაშვებულ სახეობას, აგრეთვე საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის დროს ან
ეკოლოგიური უბედურების ზონაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 302-ე მუხლი ითვალისწინებს
სასჯელს მკაცრად დაცული გარეული ცხოველის ან ველური მცენარის ადგილსამყოფლის
მოშლის შემთხვევაში. იგივე ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია მკაცრად
დაცული და დაცული გარეული ცხოველის ან ველური მცენარის გადაშენება - იწვევს
გამკაცრებულ სასჯელს.
3021 მუხლის სათაურში და მუხლში ტერმინოლოგიური და რედაქციული ხასიათის
ცვლილებები განხორციელდა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს
საქართველოს ტყის ან დაცულ ტერიტორიებზე მკაცრად დაცული და დაცული ხებუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის შემთხვევაში პასუხისმგებლობას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება 2027 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედება
დაკავშირებულია „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმების ამოქმედების ვადასთან.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი ითვალისწინებს დარღვევის ახალი სახეების შემთხვევაში
დაჯარიმებას. უკანონო თევზჭერის შემთხვევაში დარღვევის პირობებს დაემატა მითითება,
რომ „თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოპოვება, რომელიც არ მიეკუთვნება
თევჭერისათვის დაშვებულ სახეობებს“ შეიძლება დაჯარიმდეს. ასევე უკანონო ნადირობის
შემთხვევაში დაზუსტდა, რომ დაჯარიმებას დაექვემდებარება „ნადირობა მკაცრად დაცულ
ნადირ-ფრინველზე, რომელიც არ განეკუთვნება ნადირობისთვის დაშვებულ სახეობას“.
ორივე შემთხვევაში ჯარიმიდან მიღებული შემოსავალი აისახება შესაბამისი დონის
ბიუჯეტში შემოსავლის სახით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რესპუბლიკის
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ
ვალდებულებების აღებას.
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი ითვალისწინებს დარღვევის ახალი სახეების შემთხვევაში
დაჯარიმებას. უკანონო თევზჭერის შემთხვევაში დარღვევის პირობებს დაემატა მითითება,
რომ „თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოპოვება, რომელიც არ მიეკუთვნება
თევჭერისათვის დაშვებულ სახეობებს“ შეიძლება დაჯარიმდეს. ასევე უკანონო ნადირობის
შემთხვევაში დაზუსტდა, რომ დაჯარიმებას დაექვემდებარება „ნადირობა მკაცრად დაცულ
ნადირ-ფრინველზე, რომელიც არ განეკუთვნება ნადირობისთვის დაშვებულ სახეობას“.
შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ეს ცვლილება ფინანსურ გავლენას იქონიებს ამ ტიპის
უკანონო თევზჭერითა და ნადირობის საქმიანობით დაკავებულ პირებზე, ვინც შეიძლება
პირადი ან/და კომერციული მიზნით ეწეოდნენ საქმიანობას და ამ რეგულაციის შემდეგ
შეეზღუდებათ იგი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი ითვალისწინებს დარღვევის ახალი სახეების შემთხვევაში
დაჯარიმებას. უკანონო თევზჭერის შემთხვევაში დარღვევის პირობებს დაემატა მითითება,
რომ „თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოპოვება, რომელიც არ მიეკუთვნება
თევჭერისათვის დაშვებულ სახეობებს“ შეიძლება დაჯარიმდეს. ასევე უკანონო ნადირობის
შემთხვევაში დაზუსტდა, რომ დაჯარიმებას დაექვემდებარება „ნადირობა მკაცრად დაცულ
ნადირ-ფრინველზე, რომელიც არ განეკუთვნება ნადირობისთვის დაშვებულ სახეობას“.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის
მიღებით
გენდერული
თანასწორობის
მდგომარეობაზე
ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/ შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი
შემუშავდა
„ბიოლოგიური
მრავალფეროვნების
შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის ფარგლებში გამართული განხილვების პროცესში.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.