„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
29.12.2023
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/359/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 40) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1. კანონში გამოყენებული ძირითადი ცნებები ამ კანონში გამოყენებული ძირითადი ცნებები განიმარტოს ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლში მოცემული მნიშვნელობით.“. 2. მე-2 მუხლი ამოღებულ იქნეს. 3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 3. საქართველოს კანონმდებლობა ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა ცხოველთა სამყაროს შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, კანონებს ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“, „გარემოს დაცვის შესახებ” და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ, ამ კანონს და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს ცხოველთა სამყაროს, მისი საბინადრო გარემოს დაცვისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში.“. 4. მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს. 5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი: ,,მუხლი 41. „ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის მოწესრიგების სფერო 1. ეს კანონი აწესრიგებს სამართლებრივ ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ (საკუთრებისა და ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმის განურჩევლად) პირებს შორის ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში. 2. ამ კანონის მიზანია ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნებსი შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და დაცვით ცხოველთა სამყაროს ობიექტების სარგებლობის დამატებითი წესების განსაზღვრა.“. 6. მე-5 - მე-9 მუხლები ამოღებულ იქნეს. 7. პირველი კარის მე-2 თავი ამოღებულ იქნეს. 8. მე-2 კარის მე-3 თავი ამოღებულ იქნეს. 9. 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) თევზჭერას, წყლის უხერხემლო ცხოველების მოპოვების ჩათვლით;“. 10. 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“, ,,ე“, ,,ვ“, ,,ზ“ ქვეპუნქტები და მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებული იქნეს. 11. 26-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 12. 27-ე მუხლის პირველი - მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 13. 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 14. 32-ე და 33 მუხლები ამოღებული იქნეს. 15. 34-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 16. 35-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შენახვის და გამრავლების მიზნით ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ მოიპოვონ (შეიძინონ) გარეული ცხოველები, მათი ტყვეობაში ან ნახევრად თავისუფალ პირობებში შენახვისა და გამრავლებისათვის, მათი ცხოველქმედების პროდუქტების მიღების ან სხვა მიზნით. 2. გარეული ცხოველები, რომლებსაც ფიზიკური ან იურიდიული პირები ინახავენ ტყვეობის ან ნახევრად თავისუფალ პირობებში, ბუნებრივი გარემოდან მათი ამოღების და შეძენის კანონიერების დამადასტურებელი საბუთების გარეშე, ითვლებიან უკანონოდ შეძენილებად. 3. აკრძალულია გარეული ცხოველების შეძენა იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, რომელთაც არ გააჩნიათ მათი მოპოვების ან შეძენის კანონიერების დამადასტურებელი საბუთები.“. 17. 35-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 18. 36-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 19. 50-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 20. 59-ე და მე-60 მუხლები ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავების მიზანია ,,ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ბიომრავალფეროვნების სფეროში არსებული საკანონმდებლო აქტების ბიომრავალფეროვნების დაცვის, შენარჩუნებისა და მდგრადი მართვის პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, შემუშავდა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. ,,ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით, რომელიც ადგენს საკანონმდებლო ვალდებულებას საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნას მოყვანილი აღნიშნულ კანონთან. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის შემუშავება ემსახურება ,,ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანას, რომლის მიზანია შექმნას ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის მყარი სამართლებრივი საფუძვლები, რამაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების განსახორციელებლად სახეობებისა და ჰაბიატების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ,,ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები აუქმებს კანონის იმ ნორმების მოქმედებას, რომლებიც ახლებურად წესრიგდება ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით, ხოლო პირველ, მე-3, 35ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში შეტანილი ცვლილებებით ხდება ნორმების შესაბამისობაში მოყვანა ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. კანონპროექტის პირველი მუხლის თანახმად, კანონში გამოყენებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის ტერმინებთან, ხოლო მე-3 მუხლი აზუსტებს საქართველოს კანონმდებლობას ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში. კანონპროექტის 41 მუხლი ადგენს „ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის მოწესრიგების სფეროს, რომლის თანახმად, აღნიშნული კანონის მიზანია ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მოთხოვნათა შესაბამისად და დაცვით ცხოველთა სამყაროს ობიექტების სარგებლობის დამატებითი წესების განსაზღვრა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება 2027 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმების ამოქმედების ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ)კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯების გაწევასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონპროექტის მიღებიდან გამომდინარე შევიდა ცვლილებები აღნიშნულ კანონში „ცხოველთა სამყაროს შესახებ“, რომლებიც ეხება ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობებს, ფორმებს, გამოყენების ნებადართულ წესებს. ახალი კანონის მიღება და შესაბამისად, არსებული რეგულაციის ცვლილება გარეულ ცხოველთა მოპოვების, შენახვისა და ვაჭრობის კუთხით, ფინანსურ შედეგებს გამოიწვევს იმ პირთათვის, ვინც ეწევა შესაბამის კომერციულ საქმიანობას დღეს. ამ მიმართულებით სტატისტიკისა და მონაცემების სიმწირის გამო ფინანსური გავლენის კონკრეტული მიმართულებისა და მასშტაბის შეფასება გამოწვევებთან არის დაკავშირებული. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) განსაზღვრას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/ შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავდა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ფარგლებში გამართული განხილვების პროცესში. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.