„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
29.12.2023
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/359/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-6 მუხლის მე-17 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩით სარგებლობის ლიცენზია - 100 ლარი.“. 2. მე-6 მუხლის მე-17 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) მეორე დანართში შეტანილი სახეობების ნიმუშების ბუნებაში მოპოვების ლიცენზია - 100 ლარი.“. 3. მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა“ - 50 ლარი.“. 4. მე-7 მუხლის მე-13 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) საქართველოში წარმოშობილი გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობის ნებართვა -100 ლარი.“. მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი - მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან. 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2029 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავების მიზანია ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ბიომრავალფეროვნების სფეროში არსებული საკანონმდებლო აქტების ბიომრავალფეროვნების დაცვის, შენარჩუნებისა და მდგრადი მართვის პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, შემუშავდა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტის მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით, რომელიც ადგენს საკანონმდებლო ვალდებულებას საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნას მოყვანილი აღნიშნულ კანონთან. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტი შემუშავება ემსახურება ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანას, რომლის მიზანია შექმნას ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის მყარი სამართლებრივი საფუძვლები, რამაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების განსახორციელებლად სახეობებისა და ჰაბიტატების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით, კანონის მე-6 მუხლის მე-17 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ადგენს ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩით სარგებლობის ლიცენზიის, მე-6 მუხლის 17-ე პუნქტის ,,გ1“ ქვეპუნქტი -გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) მეორე დანართში შეტანილი სახეობების ნიმუშების ბუნებაში მოპოვების ლიცენზიის, ხოლო მე-7 მუხლის მე13 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი - გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის მოსაკრებლის ოდენობას. კანონპროექტის მე-7 მუხლის მე-13 პუნქტს ემატება ,,თ“ ქვეპუნქტი, რომელიც გამოწვეულია ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოში წარმოშობილი გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობის საკითხის მოწესრიგებით და წინამდებარე კანონპროექტი ადგენს აღნიშნული ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი, გარდა მისი პირველი მუხლისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, კანონის მე-2 მუხლი განსაზღვრავს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული დებულებების ამოქმედების კონკრეტულ თარიღებს და აუცილებელია ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი - მე-3 პუნქტები ამოქმედდება 2027 წლის 1 იანვრიდან, ხოლო კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდება 2029 წლის 1 იანვრიდან, რაც დაკავშირებულია „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმების ამოქმედების ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებებს, რომლებსაც გავლენა ექნება შესაბამისი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ნაცვლად CITES-ის დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიისა, სალიცენზიო მოსაკრებლის განაკვეთი - 100 ლარი დგინდება CITES მეორე დანართში შეტანილი ველურად მზარდი მცენარეებითთვის ზოგადად. შესაბამისად, ამან შეიძლება გაზარდოს ლიცენზიის მაძიებელთა რაოდენობა და შესაბამისად, ლიცენზიის გაცემით მიღებული შემოსავალი შესაბამის ბიუჯეტში. გარდა ამისა, სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებში ემატება ნებართვის ახალი სახე - საქართველოში წარმოშობილი გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობის ნებართვა -100 ლარი. შესაბამისად, ამან შეიძლება გაზარდოს ლიცენზიის მაძიებელთა რაოდენობა და შესაბამისად, ლიცენზიის გაცემით მიღებული შემოსავალი შესაბამის ბიუჯეტში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რესპუბლიკის კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ვალდებულებების აღებას. ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებებს, რომლებსაც გავლენა ექნება შესაბამის პირებზე ფინანსური შედეგების სახით. ნაცვლად CITES-ის დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიისა, სალიცენზიო მოსაკრებლის განაკვეთი - 100 ლარი დგინდება CITES მეორე დანართში შეტანილი ველურად მზარდი მცენარეებითთვის ზოგადად. შესაბამისად, ლიცენზიის მოსაკრებლის გადახდა მოუწევთ ლიცენზიის მაძიებელთა უფრო დიდ წრეს. გარდა ამისა, სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებში ემატება ნებართვის ახალი სახე - საქართველოში წარმოშობილი გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობის ნებართვა -100 ლარი. შესაბამისად, სანებართვო მოსაკრებლის გადახდა მოუწევთ ნებართვის მაძიებელთა უფრო დიდ წრეს და ეს იქნება ფინანსური გავლენა ამ პირებზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებებს სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლებში. სალიცენზიო მოსაკრებლის განაკვეთი - 100 ლარი დგინდება CITES მეორე დანართში შეტანილი ველურად მზარდი მცენარეებითთვის ზოგადად. გარდა ამისა, სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებში ემატება ნებართვის ახალი სახე - საქართველოში წარმოშობილი გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობის ნებართვა -100 ლარი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/ შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავდა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ფარგლებში გამართული განხილვების პროცესში. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.