„აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“
- „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 01.07.2020, სარეგისტრაციო კოდი:
400060000.05.001.019921) 26-ე მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„დ) უზრუნველყოს წყლის ობიექტში არსებული, საქართველოს „მკაცრად დაცული
და დაცული სახეობების და დაცული ჰაბიტატების ნუსხაში“ შეტანილი ცხოველთა
სამყაროს ობიექტების დაცვა, მათი მრავალფეროვნებისა და სიცოცხლისუნარიანი
პოპულაციების შენარჩუნება, მათი აღწარმოების პროგრამების განხორციელება;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავების მიზანია „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს
კანონის ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან
შესაბამისობაში მოყვანა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ბიომრავალფეროვნების
სფეროში
არსებული
საკანონმდებლო
აქტების
ბიომრავალფეროვნების დაცვის, შენარჩუნებისა და მდგრადი მართვის პრინციპებთან
შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, შემუშავდა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“
კანონში
საქართველოს კანონის პროექტი. „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს
ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტის მომზადების აუცილებლობა
გამოწვეულია ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტის შემუშავებით, რომელიც ადგენს საკანონმდებლო ვალდებულებას საქართველოს
კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნას მოყვანილი აღნიშნულ კანონთან.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის შემუშავება ემსახურება „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს
კანონის ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან
შესაბამისობაში მოყვანას.
კანონპროექტის თანახმად, კანონში არსებული ტერმინი „წითელი ნუსხა“ იცვლება
ტერმინით „მკაცრად დაცული და დაცული სახეობების და დაცული ჰაბიტატების ნუსხა“.
შესაბამისად, მიზანშეწონილია განხორციელდეს ცვლილება და კანონი ტერმინოლოგიური
თვალსაზრისით შესაბამისობაში მოვიდეს ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან.
„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულია
„მკაცრად დაცული და დაცული სახეობების და დაცული ჰაბიტატების ნუსხის“ შემუშავების
ვალდებულება, რომელიც მოიცავს იმ სახეობებისა და ჰაბიტატების ჩამონათვალს,
რომლებიც საჭიროებენ დაცვას აღნიშშნული კანონით გათვალისწინებული დაცვის
შესაბამისი რეჟიმის საფუძველზე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „წითელი ნუსხა“ იცვლება ტერმინით
„მკაცრად დაცული და დაცული სახეობების და დაცული ჰაბიტატების ნუსხა“. შესაბამისად,
„აკვაკულტურის შესახებ“ კანონი შესაბამისობაში მოვა ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება 2027 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედება
დაკავშირებულია „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმების ამოქმედების ვადასთან.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯების გაწევასთან.
ხარჯების
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
კანონპროექტი არ გამოიწვევს ფინანსურ გავლენას პირებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) განსაზღვრას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის
მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/ შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი
შემუშავდა
„ბიოლოგიური
მრავალფეროვნების
შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის ფარგლებში გამართული განხილვების პროცესში.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.