„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“
- „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. 641 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. იგივე ქმედება, ჩადენილი ზურმუხტის ტერიტორიის, სახელმწიფო ნაკრძალის,
ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული
რეზერვატის ბირთვის ზონის, მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის,
საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის და გეოპარკების დადგენილი
საზღვრების ფარგლებში ან მკაცრად დაცული და დაცული სახეობების მიმართ, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღისა
და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციით.“.
2. 662 - 665 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 662. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის
სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) მეორე დანართში
შეტანილი სახეობების ნიმუშების ბუნებაში მოპოვების ლიცენზიის“ პირობების დარღვევა
1. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით
საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) მეორე დანართში შეტანილი
სახეობების ნიმუშების ბუნებაში მოპოვების ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო
პირობების შესრულების შესახებ ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში წარუდგენლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით
საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) მეორე დანართში შეტანილი
სახეობების ნიმუშების ბუნებაში მოპოვების ლიცენზიის პირობების დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა:
1. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის
სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) მეორე დანართში
შეტანილი სახეობების ნიმუშების ბუნებაში მოპოვების ლიცენზიის პირობების
დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე
მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ლიცენზიის მფლობელის მიერ
სალიცენზიო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს
ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.
2. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების ამ შენიშვნის პირველი
ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემდეგ
პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით
გათვალისწინებული შემთხვევებისა), ლიცენზიის გამცემის მიერ განმეორებით
დადგენილ ვადაში სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს
დაჯარიმებას ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით.
მუხლი 663. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის
სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი
სახეობების ნიმუშებით უკანონო ვაჭრობა, აგრეთვე ამ სახეობის ნიმუშების უკანონო
ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი ან ზღვიდან ინტროდუქცია
1. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის
სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში
შეტანილი სახეობის ნიმუშებით უკანონო ვაჭრობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის
კონფისკაციით.
2. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის
სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში
შეტანილი სახეობის ნიმუშის უკანონო ექსპორტი, იმპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი ან
ზღვიდან ინტროდუქცია −
გამოიწვევს დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის
კონფისკაციით:
ა) კონვენციის დანართებში შეტანილი ცოცხალი სახეობისა (გარდა ამ ნაწილის „დ“
და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახეობისა) − 3 000 ლარიდან 4 000 ლარამდე;
ბ) კონვენციის დანართებში შეტანილი არაცოცხალი სახეობისა (გარდა ამ ნაწილის
„გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახეობისა) – 3 000 ლარის ოდენობით;
გ) დაუმუშავებელი სახით სპილოს მთლიანი ეშვისა ან მარტორქის მთლიანი რქისა
− 5 000 ლარის ოდენობით;
დ) კონვენციის დანართებში შეტანილი პრიმატის თითოეული ინდივიდისა − 3 000
ლარის ოდენობით;
ე) კონვენციის დანართებში შეტანილი მტაცებელი ფრინველის თითოეული
ინდივიდისა − 4 000 ლარის ოდენობით.
მუხლი 664. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის
სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი
სახეობების ნიმუშების
ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან
ინტროდუქციის ნებართვის პირობების დარღვევა
„1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის
სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში
შეტანილი სახეობების ნიმუშების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან
ინტროდუქციის ნებართვის პირობების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის
კონფისკაციით.
2. ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული გამონაკლისის საფუძველზე საქართველოში იმპორტირებული
ნიმუშების რეალიზაცია ან შემოსავლის მიღების მიზნით სხვა სახით გამოყენება
იმპორტიდან 3 წლის განმალობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის
კონფისკაციით.
მუხლი 665. საქართველოს ,,მკაცრად დაცული და დაცული სახეობების და დაცული
ჰაბიტატების ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე
საქართველოს
მთავრობის
გადაწყვეტილებით
დადგენილი
მოთხოვნების
შეუსრულებლობა
საქართველოს ,,მკაცრად დაცული და დაცული სახეობების და დაცული ჰაბიტატების
ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე
უფლებამოსილი
ორგანოს
გადაწყვეტილებით
დადგენილი
მოთხოვნების
შეუსრულებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.
3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 666 მუხლი:
„მუხლი 666. ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩით სარგებლობის ლიცენზიის პირობების
დარღვევა
1. ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის მიერ
სალიცენზიო
პირობების
შესრულების
შესახებ
ანგარიშის
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში წარუდგენლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულის გარდა, ექსპორტის მიზნით
სოჭის გირჩით სარგებლობის ლიცენზიის პირობების სხვა დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა:
1. ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩით სარგებლობის ლიცენზიის პირობების
დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ლიცენზიის მფლობელის მიერ
სალიცენზიო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს
ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.
2. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების ამ შენიშვნის პირველი
ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემდეგ
პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით
გათვალისწინებული შემთხვევებისა), ლიცენზიის გამცემის მიერ განმეორებით
დადგენილ ვადაში სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს
დაჯარიმებას ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით.“.
4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 667 მუხლი:
„მუხლი
667.
საქართველოში
წარმოშობილი
გენეტიკური
რესურსების
ხელმისაწვდომობის ნებართვის პირობების დარღვევა
საქართველოში წარმოშობილი გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობის
ნებართვის პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.“.
5. 85-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. იგივე ქმედება, ჩადენილი დაცულ და მკაცრად დაცულ გარეულ ცხოველთა
სახეობების მიმართ ან სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი
დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის ზონის, მსოფლიო
ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი
ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში,
– გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ათას სამას ლარამდე.“.
6. 852 - 853 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 852. გარეულ ცხოველთა ზოოლოგიური კოლექციების (ზოოპარკების,
ზოობაღების, ოკეანარიუმების,) გარემოდან გარეულ ცხოველთა დაცული და მკაცრად
დაცული სახეობათა ამოღების გზით შექმნისა და შევსების წესების დარღვევა
გარეულ ცხოველთა ზოოლოგიური კოლექციების (ზოოპარკების, ზოობაღების,
ოკეანარიუმების) გარემოდან დაცულ და მკაცრად დაცულ გარეულ ცხოველთა ამოღების
გზით შექმნისა და შევსების წესების დარღვევა,
– გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე.
მუხლი 853. დაცულ და მკაცრად დაცულ გარეულ ცხოველთა მოსპობა ან მათი
ბუდეებისა და კვერცხის, რასაც შეიძლება მოჰყვეს მათი დაღუპვა, რაოდენობის შემცირება
ან საბინადრო გარემოს დარღვევა, ან/და კანონით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ
შემთხვევებში ცხოველთა მოპოვება მათი მოპოვებისათვის დადგენილი შეზღუდვების
ან/და პირობების დარღვევით, მათი სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან
დატყვევება
დაცულ და მკაცრად დაცულ გარეულ ცხოველთა მოსპობა ან მათი ბუდეებისა და
კვერცხის განადგურება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მათი დაღუპვა, რაოდენობის შემცირება
ან საბინადრო გარემოს დარღვევა, ან/და კანონით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ
შემთხვევებში ცხოველთა მოპოვება მათი მოპოვებისათვის დადგენილი შეზღუდვების
ან/და პირობების დარღვევით, მათი სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან
დატყვევება, ან ტყვეობაში გამრავლებული, ხელვნურად მოშენებული მაკცრად დაცული
და დაცული სახეობების მარკირების წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000
ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ და
სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციით.
შენიშვნა:
ამ
მუხლით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმის შემდგენი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ცოცხალი გარეული
ცხოველი დაუყოვნებლივ გაუშვას შესაბამის ბუნებრივ გარემოში.“.
7. 86-ე მუხლის მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. მკაცრად დაცული და დაცული სახეობების და დაცული ჰაბიტატების ნუსხაში
შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოპოვება – გამოიწვევს
დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი
ორგანიზმის, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების
კონფისკაციით.“.
8. 239-ე მუხლის 31-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. ადგილობრივი ტყის ფონდის მიწებზე ამ კოდექსის 49-ე, 51-ე, 512, 52-ე, 63-ე,
64-ე, 65-ე, 66-ე−666, 67-ე 68-ე, 71-ე, 73-ე−76-ე და 86-ე მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.“.
მუხლი 2.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი - მე-3 და მე-5 - მე-7 ნაწილები ამოქმედდეს 2027
წლის 1 იანვრიდან.
3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 და მე-8 ნაწილები ამოქმედდეს 2029 წლის 1
იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ”
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავების მიზანია ,,საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის“ ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ბიომრავალფეროვნების
სფეროში
არსებული
საკანონმდებლო
აქტების
ბიომრავალფეროვნების დაცვის, შენარჩუნებისა და მდგრადი მართვის პრინციპებთან
შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, შემუშავდა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის
მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით, რომელიც ადგენს საკანონმდებლო
ვალდებულებას საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნას მოყვანილი
აღნიშნულ კანონთან.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის შემუშავება ემსახურება ,,საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის“ ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანას, რომლის მიზანია შექმნას
ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის მყარი სამართლებრივი საფუძვლები, რამაც
უნდა უზრუნველყოს ქვეყნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა, მისი
ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური
ფუნქციების განსახორციელებლად
სახეობებისა და ჰაბიტატების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების
შენარჩუნება და გაუმჯობესება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
,,ბიოლოგიური
მრავალფეროვნების
შესახებ“
საქართველოს
კანონი
ითვალისწინებს სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესების ვალდებულებას
აღნიშნული კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში. აღნიშნულის
გათვალისწინებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
შედის რიგი ცვლილებები:
კანონპროექტის
მიხედვით,
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
1
სამართალდარღვევათა კოდექსის“ 64 მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს ადმინისტრაციულ
სახდელს
სამართალდარღვევბისათვის,
რომელიც
ჩადენილია
ზურმუხტის
ტერიტორიიის, სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის
ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის ზონის, მსოფლიო
ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი
ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში ან მკაცრად დაცული და დაცული
სახეობების მიმართ. ასევე, 664 მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომელიც აწესებს
პასუხისმგებლობას ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული გამონაკლისის საფუძველზე, საქართველოში იმპორტირებული
ნიმუშების რეალიზაციის ან შემოსავლის მიღების მიზნით სხვა სახით გამოყენებისათვის
- იმპორტიდან 3 წლის განმალობაში.
ცვლილებიდან გამომდინარე, ზუსტდება შესაბამისი
ლიცენზიებისა და
ნებართვების დასახელებები, კერძოდ:
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 662 მუხლით
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაა დაწესებული „გადაშენების საფრთხის წინაშე
მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ
კონვენციის (CITES) მეორე დანართში შეტანილი სახეობების ნიმუშების ბუნებაში
მოპოვების ლიცენზიის“ პირობების დარღვევისათვის.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი 663
მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაა დაწესებული გადაშენების საფრთხის
წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის
შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობებით ვაჭრობის, აგრეთვე ამ
სახეობის ნიმუშების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტისა ან ზღვიდან
ინტროდუქციის წესების დარღვევისათვის.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 664 მუხლი
შეეხება ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით
საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი
სახეობების ნიმუშების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან
ინტროდუქციის ნებართვის“ პირობების დარღვევას.
კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინი „წითელი ნუსხა“ იცვლება ტერმინით „მკაცრად დაცული და დაცული სახეობების და დაცული ჰაბიტატების ნუსხა“, რითაც
შესაბამისობაში მოდის „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტთან.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 665 მუხლი
ადგენს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას საქართველოს ,,მკაცრად დაცული და
დაცული სახეობების და დაცული ჰაბიტატების ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების
ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით
დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობაზე.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება 666
მუხლი, რომელიც აწესებს პასუხისმგებლობას ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩით
სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 667 მუხლი
აწესებს
ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობას
საქართველოში
წარმოშობილი
გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობის ნებართვის პირობების დარღვევისათვის.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 85-ე მუხლის
მე-2
ნაწილი
ითვალისწინებს
ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობას
იმ
სამართალდარღვევისათვის, რომელიც ჩადენილია დაცულ და მკაცრად დაცულ გარეულ
ცხოველთა სახეობების მიმართ ან სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების
მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების
მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო
მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 852 მუხლი
აწესრიგებს გარეულ ცხოველთა ზოოლოგიური კოლექციების (ზოოპარკების,
ზოობაღების, ოკეანარიუმების,) გარემოდან გარეულ ცხოველთა დაცული და მკაცრად
დაცული სახეობათა ამოღების გზით შექმნისა და შევსების წესების დარღვევის
შემთხვევას, ხოლო 853 მუხლი - ისეთ სამართალდარღვევას, რაც გულისხმობს დაცულ და
მკაცრად დაცულ გარეულ ცხოველთა მოსპობას ან მათი ბუდეებისა და კვერცხის, რასაც
შეიძლება მოჰყვეს მათი დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან საბინადრო გარემოს
დარღვევა, ან/და კანონით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში ცხოველთა
მოპოვებას მათი მოპოვებისათვის დადგენილი შეზღუდვების ან/და პირობების
დარღვევით, მათი სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვას ან დატყვევებას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86 მუხლის მე9 ნაწილის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა დგება მკაცრად დაცული და დაცული
სახეობების და დაცული ჰაბიტატების ნუსხაში შეტანილი თევზის ან წყლის სხვა
ცოცხალი ორგანიზმის მოპოვების შემთხვევაში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონი, გარდა მისი პირველი მუხლისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე,
ვინაიდან, კანონის მე-2 მუხლი განსაზღვრავს ამ კანონის პირველი მუხლით
გათვალისწინებული დებულებების ამოქმედების კონკრეტულ თარიღებს და
აუცილებელია ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კანონის პირველი მუხლის პირველი მე-3 და მე-5 - მე-7 ნაწილები ამოქმედდება 2027 წლის 1 იანვრიდან, ხოლო კანონის
პირველი მუხლის მე-4 და მე-8 ნაწილები ამოქმედდება 2029 წლის 1 იანვრიდან, რაც
დაკავშირებულია „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმების ამოქმედების ვადებთან.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტმა შესაძლოა გამოიწვიოს დამატებითი ხარჯების დაფინანსების
საჭიროება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რაც უკავშირდება ქვემოთ ჩამოთვლილ ახალი
სამართალდარღვევების ადმინისტრირების/აღსრულების ფუნქციას:
-
664 მუხლის მე-2 ნაწილით დგინდება ახალი სამართალდარღვევა;
-
667 მუხლით დგინდება ახალი სამართალდარღვევა.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეულ
შემთხვევებში იზრდება ან დგინდება ახალი ჯარიმები, ამდენად აღნიშნული
სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში გაიზრდება მათი აღსრულებიდან
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები შესაბამისი ოდენობით, ქვემოთ ჩამოთვლილი
სანქციების ცვლილებების მიხედვით:
-
664 მუხლის მე-2 ნაწილით დგინდება ახალი ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით;
-
667 მუხლით დგინდება ახალი ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით;
-
86-ე მუხლის მე-9 ნაწილის დისპოზიციის ცვლილების გათვალისწინებით
მოსალოდნელია აგრეთვე აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის სტატისტიკის
ცვლილება, რაც შესაბამისად ასახული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რესპუბლიკის
კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ პროექტმა შესაძლოა
გამოიწვიოს დამატებითი ხარჯების დაფინანსების საჭიროება სახელმწიფო ბიუჯეტიდან,
რაც
უკავშირდება
ქვემოთ
ჩამოთვლილ
ახალი
სამართალდარღვევების
ადმინისტრირების/აღსრულების ფუნქციას, რომელსაც განახორციელებს სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი:
-
664 მუხლის მე-2 ნაწილით დგინდება ახალი სამართალდარღვევა;
-
667 მუხლით დგინდება ახალი სამართალდარღვევა.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გარკვეულ გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებიც ჩაიდენენ
კანონპროექტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს. 664 მუხლის მე-2 ნაწილით
დგინდება ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით; 667 მუხლით დგინდება ჯარიმა - 2000
ლარის ოდენობით; 86-ე მუხლის მე-9 ნაწილის დისპოზიციის ცვლილების
გათვალისწინებით, მოსალოდნელია აგრეთვე აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის
სტატისტიკის ცვლილება, რაც შესაბამისად ასახული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, რაც გულისხმობს სამართალდამრღვევის მიერ ჯარიმის თანხის
გადახდის ვალდებულების წარმოშობას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეულ შემთხვევებში
დგინდება ახალი
ჯარიმები, აღნიშნული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში გაიზრდება მათი
აღსრულებიდან სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები შესაბამისი ოდენობით, ქვემოთ
ჩამოთვლილი სანქციების ცვლილებების მიხედვით:
-
664 მუხლის მე-2 ნაწილით დგინდება ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით;
-
667 მუხლით დგინდება ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით;
-
86-ე მუხლის მე-9 ნაწილის დისპოზიციის ცვლილების გათვალისწინებით
მოსალოდნელია აგრეთვე აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის სტატისტიკის
ცვლილება, რაც შესაბამისად ასახული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღებით გენდერული
ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
თანასწორობის
მდგომარეობაზე
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/ შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი შემუშავდა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის ფარგლებში გამართული განხილვების პროცესში.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს მთავრობა.