„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“
- „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014,
სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 16-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ“ ქვეპუნქი:
„ყ)
მუნციპალიტეტის
საკუთრებაში
არსებულ
და
მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ საზღვრებში კერძო საკუთრების მიწის ნაკვეთზე ველური
მცენარეების გარემოდან ამოღების გადაწყვეტილების მიღება.“.
2. 24-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.თ.“ ქვეპუნქტი:
„გ.თ)
მუნციპალიტეტის
საკუთრებაში
არსებულ
და
მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ საზღვრებში კერძო საკუთრების და მიწის ნაკვეთზე ველური
მცენარეების გარემოდან ამოღების და განკარგვის წესების დადგენა;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავების მიზანია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“
,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში
მოყვანა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ბიომრავალფეროვნების
სფეროში
არსებული
საკანონმდებლო
აქტების
ბიომრავალფეროვნების დაცვის, შენარჩუნებისა და მდგრადი მართვის პრინციპებთან
შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, შემუშავდა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტი. „საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტის მომზადების
აუცილებლობა გამოწვეულია ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტის შემუშავებით, რომელიც ადგენს საკანონმდებლო ვალდებულებას
საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნას მოყვანილი აღნიშნულ კანონთან.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
შემუშავება
ემსახურება
საქართველოს
ორგანული
კანონის
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანას, რომლის თანახმადაც ადგილობრივ
თვითმმართველობას
ენიჭება
გარკვეული
უფლებამოსილებები
ან
ადგილობრივ
თვითმმართველობაზე ხდება გარკვეული უფლებამოსილებების დელეგირება ველური
მცენარეებისა და სოკოების, მათ შორის მკაცრად დაცული და დაცული სახეობების გარემოდან
ამოღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების კუთხით.
კანონპროექტის მიზანია, შექმნას ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის მყარი
სამართლებრივი საფუძვლები, რამაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის ბიოლოგიური
მრავალფეროვნების დაცვა, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების
განსახორციელებლად სახეობებისა და ჰაბიტატების
რაოდენობრივი და ხარისხობრივი
მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით
განსაზღვრულია ველური მცენარეებისა და სოკოების მკაცრად დაცული და დაცული სახეობების
გარემოდან ამოღების საგამონაკლისო საფუძვლები. მაგალითად, მკაცრად დაცული მცენარეების
ამოღება გარემოდან დაშვებულია, მაგალითად, სანერგე ან/და პლანტაციური მეურნეობის
ფარგლებში, ცალკეული სახეობის კონსერვაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ
შემთხვევებში, გასამრავლებლად/აღსადგენად და ბუნებრივ პირობებში გასაშენებლად და
სამეურნეო მიზნით ხელოვნურ პირობებში გასაშენებლად (მხოლოდ მცენარეთა თესლების,
კალმების და სხვა გასამრავლებელი მასალის) ბოტანიკურ ბაღებში კონსერვაციის მიზნით, და
სამეცნიერო
მიზნებისთვის,
შენობა-ნაგებობების,
აგრეთვე,
ინფრასტრუქტურის
ექსპლუატაციისას უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების და სხვა სახის საკუთრებაზე
მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, ადამიანის ჯანმრთელობისა და
საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სანიტარული მიზნებისთვის. დაცული
სახეობების ველური მცენარეებისა და სოკოების გარემოდან ამოღება ასევე დაიშვება
საგანმანათლებლო
მიზნით
და
სატყეო-სამეურნეო
მიზნით
კანონმდებლობით
გათვალისწინებულ შემთხვევებში.
დასაშვებია მკაცრად დაცული და დაცული სახეობების ბუნებრივად მოთხრილმოტეხილი, ფაუტი, ზეხმელი მერქნიანი მცენარეების გარემოდან ამოღება, მათ შორის დაცულ
ტერიტორიებზეც (მხოლოდ ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში, აღკვეთილის
გარკვეულ უბნებზე, დაცულ ლანდშაფტში და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე).
კანონპროექტით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევებში გადაწყვეტილება
მკაცრად დაცული და დაცული სახეობების მცენარეების გარემოდან ამოღებაზე ტყის
ტერიტორიის გარეთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მიიღება
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების,
ხოლო მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, საკუთარი
უფლებამოსილების ფარგლებში, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
კანონპროექტის თანახმად, მცენარეთა მკაცრად დაცული და დაცული სახეობების
გარემოდან ამოღება შეიძლება დაშვებული იქნეს საზოგადოებრივი მნიშვნელობის
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს. სახელმწიფოს, ავტონომიური
რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ისეთი
საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას,
რომელიც არ ექვემდებარება ნებართვის გაცემას, მკაცრად დაცული და დაცულის სახეობების
მცენარეების გარემოდან ამოღების გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტი
საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.
კანონპროექტით ასევე წესრიგდება საქართველოს ტყის გარეთ იმ ველური მცენარეების
(როგორც მერქნიანი ასევე არამერქნული მცენარეებისა) და სოკოების გარემოდან ამოღება
ხელოვნურ პირობებში მოშენების ან/და კომერციული სარგებლობის მიზნით, რომლებიც არ
არიან შეტანილი „მკაცრად დაცული და დაცული სახეობებისა და დაცული ჰაბიტატების
ნუსხაში“. სახელმწიფო ან მუნიციპალური საკუთრების მიწაზე არსებული არადაცული სახეობის
მერქნიანი მცენარეების გარემოდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტი
საკუთარი ან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. ხოლო კერძო საკუთრების მიწის
ნაკვეთზე არსებული არადაცული მერქნიანი მცენარეების ამოღების საკითხი წესრიგდება
მუნიციპალიტეტის საკრებულოს კანონქვემდებარე აქტით. არამერქნული მცენარეებისა და
სოკოების, რომლებიც არ მიეკუთვნებიან მკაცრად დაცულ ან დაცულ სახეობებს, გარემოდან
ამოღება რეგულირდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი ან დელეგირებული
უფლებამოსილების ფარგლებში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
ორგანული კანონი ამოქმედდება 2027 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედება
დაკავშირებულია „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით
გათვალისწინებული შესაბამისი ნორმების ამოქმედების ვადასთან. კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
იქნება სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტებიდან გამოყოფილი ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტი განსაზღვრავს დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში
მუნიციპალიტეტის
ახალ
უფლებამოსილებებს.
დელეგირებული
უფლებამოსილების
განხორციელებისთვის საჭირო იქნება მუნიციპალიტეტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან
საჭირო ასიგნებების გამოყოფა, რაც დამატებითი შემოსავალი იქნება მათთვის.
თუ
დავუშვებთ,
რომ
თითოეულ
მუნიციპალიტეტში
(სულ
69
ადგილობრივი
თვითმმართველობა, მათ შორის, 64 მუნიციპალიტეტი და 5 თვითმმართველი ქალაქი) საჭირო
იქნება დამატებით 3 ადამიანის დასაქმება „ბიომრავალფეროვნების შესახებ“ კანონპროექტით
გათვალისწინებული დებულებების განსახორციელებლად, მაშინ პირველ წელს (2026) და
მომდევნო 2027-2029 წლებში (დასაქმებულების შრომის ანაზღაურება) საშუალოდ წლიური
ხარჯიდან - დაახლოებით 3.8 მლნ ლარიდან დასაქმებული პირების მიერ საშემოსავლო
გადასახადის (20%) გადახდის კუთხით გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალი.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტით გათვალისწინებულ საკითხებს გავლენა ექნება სახელმწიფო და
მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ
საქართველოს კანონი, შესაბამისი საშუალოვადიანი დაგეგმარების ჩარჩო “ძირითადი
მონაცემებისა და მიმართულებების“ (BDD) დოკუმენტი 2024-2027 წლებისთვის და პროგრამული
დანართი1, ძირითადად, არ ითვალისწინებს ბიომრავალფეროვნების კანონპროექტით
გათვალისწინებულ საკითხებს მომავალი 2024 წლის და მომდევნო 2025-2027 საშუალოვადიანი
პერიოდისთვის. დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად აუცილებელი
1
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (2023). საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ
საქართველოს კანონი.
h ps://www.mof.ge/5677
ფინანსური რესურსების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს წლიური სახელმწიფო
ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით. მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული
უფლებამოსილების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა მიზნობრივი
ტრანსფერი. კონკრეტული მუნიციპალიტეტის საჭიროებები ინდივიდუალურად განსხვავებული
იქნება. მოსალოდნელია, რომ თვითმმართველობები კანონპროექტით გათვალისწინებულ
გარკვეულ ფუნქციებს არსებული რესურსების ფარგლებში შეასრულებენ. თუ დავუშვებთ, რომ
თითოეულ მუნიციპალიტეტში (სულ 69 ადგილობრივი თვითმმართველობა, მათ შორის, 64
მუნიციპალიტეტი და 5 თვითმმართველი ქალაქი) საჭირო იქნება დამატებით 3 ადამიანის
დასაქმება ბიომრავალფეროვნების კანონპროექტით გათვალისწინებული დებულებების
განსახორციელებლად, მაშინ პირველ წელს (2026) ამის ხარჯი (დასაქმებულების შრომის
ანაზღაურება და კომპიუტერული უზრუნველყოფა) მთლიანობაში შესაძლოა იყოს დაახლოებით
4.2 მლნ ლარის ფარგლებში, ხოლო მომდევნო 2027-2029 წლებში (დასაქმებულების შრომის
ანაზღაურება) საშუალოდ წლიურად - დაახლოებით 3.8 მლნ ლარი. მცირედი განსხვავება
ხარჯებს შორის არის გათვალისწინებული თვითმმართველი ქალაქებისა და დანარჩენი
მუნიციპალიტეტებისთვის. ამასთანავე, თუ თითოეულ მუნიციპალიტეტში ზემოხსენებული
დამატებით დასაქმებული 3 ადამიანი ჩაერთვება დაგროვებით საპენსიო სქემაში, შესაბამისი
ოდენობით გაიზრდება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი დამსაქმებლის მიერ
გადასახდელი საპენსიო შენატანის ოდენობით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის გავლენით არ ხდება სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების
მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი ითვალისწინებს ფინანსურ შედეგებს პირთათვის. ცვლილება ადგენს, რომ
კერძო საკუთრების და სახელმწიფო საკუთრების (დელეგირებული უფლებამოსილების
ფარგლებში) მიწის ნაკვეთზე ველური მცენარეების გარემოდან ამოღების გადაწყვეტილების
მიღება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება ხდება. ეს გავლენას იქონიებს შესაბამის კერძო
მესაკუთრეებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული
ზეგავლენის შეფასება:
თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი
კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის
მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/ შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი
და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი შემუშავდა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტის ფარგლებში გამართული განხილვების პროცესში.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.