„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.12.2023
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/359/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (9)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (10)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (11)

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ პრეამბულა საქართველოს ბიოლოგიური მრავალფეროვნება (ბიომრავალფეროვნება) წარმოადგენს მსოფლიოს ბიომრავალფეროვნების უმნიშვნელოვანეს ნაწილს. საქართველოს ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას აქვს ფასდაუდებელი ღირებულება, მისი ეკოლოგიური, სოციალური, ეკონომიკური და ესთეტიკური მნიშვნელობის გათვალისწინებით. ბიომრავალფეროვნების დაცვა და შენარჩუნება ქვეყნის საერთო საზრუნავი და მისი განვითარების პროცესის განუყოფელი ნაწილია. სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვა უნდა განხორციელდეს ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით სახელმწიფო უზრუნველყოფს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული საერთაშორისო ქსელებში ჩართული ტერიტორიების სისტემის შექმნასა და მართვას, ასევე, ბუნებრივი რესურსებით მდგრად სარგებლობას. გენეტიკური რესურსების და მასთან დაკავშირებული ტრადიციული ცოდნის ხელმისაწვდომობით მიღებული სარგებელი სამართლიანად უნდა განაწილდეს ადგილობრივ მოსახლეობასა და ტრადიციული ცოდნის მატარებელ პირებზე. ველური ფაუნისა და ფლორის სახეობის საერთაშორისო ვაჭრობამ საფრთხე არ უნდა შეუქმნას ამ სახეობებს და მათ საარსებო გარემოს. თავი I . ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი ადგენს სახეობების, ჰაბიტატების, ეკოსისტემების და ლანდშაფტების დაცვის, საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ საერთაშორისო ქსელებში ჩართული ტერიტორიების შექმნისა და მართვის, ველური მცენარეებით, სოკოებით და გარეული ცხოველებით სარგებლობისა და საერთაშორისო ვაჭრობის, გენეტიკური რესურსების და მასთან დაკავშირებული ტრადიციული ცოდნის ხელმისაწვდომობის და მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი განაწილების სამართლებრივ საფუძვლებს. 2. ეს კანონი არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის ბუნებრივ ან ხელოვნურად შექმნილ გარემოში მუდმივად ან დროებით არსებულ ველური მცენარეების, სოკოების და გარეული ცხოველების დაცვის, აღწარმოებისა და სარგებლობის სფეროში. 3. ეს კანონი ადგენს ბიომრავალფეროვნებაზე საქმიანობით გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედების საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს. 4. ტყის მართვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს აწესრიგებს საქართველოს ტყის კოდექსი, ხოლო დაცული ტერიტორიების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე, აწესრიგებს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი. თევზჭერასთან და სანადირო სავარგულთან, სანადირო სახეობათა აღწარმოებასა და ნადირობასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება შესაბამისი სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობით. 5. ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონი. 6. სამრეწველო ავარიის ან/და ფიზიკური ან იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედების შედეგად ბიომრავალფეროვნებისათვის მიყენებული ზიანისათვის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის საკითხს აწესრიგებს ,,გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი. მუხლი 2. კანონის მიზანი 1. ამ კანონის მიზანია უზრუნველყოს სახეობების, ეკოსისტემებისა და ჰაბიტატების დაცვა, აღდგენა და მათი მრავალფეროვნების შენარჩუნება, საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული საერთაშორისო ქსელებში ჩართული ტერიტორიების შექმნა და მართვა, ველური მცენარეებით, სოკოებით და გარეული ცხოველებით მდგრადი სარგებლობა დღევანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით, კლიმატის ცვლილების გავლენის შერბილება და ეკოსისტემების მდგრადობის ამაღლება, აგრეთვე, გენეტიკური რესურსების და მასთან დაკავშირებული ტრადიციული ცოდნის ხელმისაწვდომობის და მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი განაწილების უზრუნველყოფა. 2. ამ კანონის მიზნებისათვის საქართველოში შესაძლებელია შეიქმნას საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული საერთაშორისო ქსელებში ჩართული ტერიტორიების კატეგორიები – ზურმუხტის ქსელი, ბიოსფერული რეზერვატი, მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბანი, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორია და იუნესკოს გლობალური გეოპარკი. 3. ამ კანონის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და გარემოსდაცვითი განათლების სისტემის გაძლიერებას სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვის სფეროში სახელმწიფოს მიერ აღიარებული საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვის გზით. ამ მიზნით სამინისტრო თანამშრომლობს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან. მუხლი 3. საქართველოს კანონმდებლობა ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში 1. საქართველოს კანონმდებლობა ბიომრავალფეროვნების დაცვისა და ველური მცენარეებით, სოკოებით საქართველოს და გარეული ცხოველებით სარგებლობის სფეროში ეფუძნება კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, ,,გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს, ამ კანონს, სხვა კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს. 2. ურთიერთობას ცხოველების დაცვის, სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშებისა და შინაური აღწარმოებისა და მათი სარგებლობის სფეროში აწესრიგებს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა. 3. ველური მცენარეებით, სოკოებით და გარეული ცხოველებით სარგებლობის დროს ტყის, მიწის, წყლის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის და მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს აწესრიგებს ეს კანონი და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა. 4. ველური მცენარეების, სოკოების და გარეული ცხოველების ბუნებრივი გარემოდან ამოღება, აგრეთვე გენეტიკური რესურსების გამოყენება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დაცვით. 5. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დაადგინოს განსაკუთრებული დაცვის რეჟიმი ადგილობრივი მნიშვნელობის, უნიკალური ბუნებრივი ტერიტორიების, იშვიათი ბუნებრივი და ბუნებრივ-კულტურული წარმონაქმნების, ველური მცენარისდამისი საარსებო გარემოს დასაცავად, რომელიც არ ექცევა ამ კანონის და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი სპეციალური დაცვის რეჟიმის ქვეშ, თუ ეს აუცილებელია ბიომრავალფეროვნების დაცვის ხელშეწყობის ან ნიადაგდაცვითი ფუნქციიდან გამომდინარე და ეს მნიშვნელოვანია სახეობის და მის საარსებო გარემოს იშვიათი, უნიკალური და მაღალი ესთეტიკური მახასიათებლების გათვალისწინებით. ტერიტორიის მიმართ განსაკუთრებული დაცვის რეჟიმის განსაზღვრის წესს ადგენს ,,ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი ტერიტორიების, იშვიათი ბუნებრივი და ბუნებრივ-კულტურული წარმონაქმნების, მცენარეებისა და მათი საარსებო გარემოს დაცვისა და მართვის წესების დადგენის, ტექნიკური რეგლამენტი“, რომელიც მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 4. ტერმინთა განმარტებანი კანონში გამოყენებულ ტერმინებს ამ კანონის მიზნებისთვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ბიომრავალფეროვნება – ცოცხალ ორგანიზმთა მრავალსახეობა, მათი საბინადრო ხმელეთის, ზღვის, წყლის სხვა ეკოსისტემები და ეკოლოგიური კომპლექსები, რომლებიც მოიცავს მრავალფეროვნებას სახეობის ფარგლებში (გენეტიკურ მრავალფეროვნებას), სახეობათა შორის და ეკოსისტემებში; ბ) ბიოტექნოლოგია - ყველა ტექნოლოგიური პროცესი, რომელიც დაკავშირებულია ცოცხალი ორგანიზმების და სხვა ბიოლოგიური სისტემების ან მათი ნაწილებისა და დერივატების გამოყენებასთან, იმისთვის, რომ პროდუქტი ან პროცესი კონკრეტული გამოყენების მიზნებისათვის შექმნას ან შეცვალოს; გ) გარეული ცხოველი – ცხოველთა ყველა სისტემური კატეგორია, რომელიც ადამიანისგან დამოუკიდებლად არსებობს გარემოში, ასევე, მისი ტყვეობაში გამრავლებული და/ან ტყვეობაში მყოფი ინდივიდები, გარდა შინაური ცხოველებისა და მათი გაველურებული ფორმებისა; დ) გენეტიკური რესურსი - გენეტიკური მასალა, რომელსაც ფაქტობრივი ან პოტენციური ღირებულება აქვს. გენეტიკური მასალა არის მცენარეული, ცხოველური, მიკრობული ან სხვა წარმოშობის ნებისმიერი მასალა, რომელიც შეიცავს მემკვიდრეობითობის ფუნქციურ ერთეულებს; ე) გენეტიკური რესურსის გამოყენება - გენეტიკური რესურსების გენეტიკური და/ან მისი ბიოქიმიური შემადგენლობის კვლევა და შემდგომი განვითარება, მათ შორის ბიოტექნოლოგიის გამოყენებით; ვ) საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული საერთაშორისო ქსელებში ჩართული ტერიტორიები – სპეციალური კონსერვაციული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიები (ზურმუხტის ტერიტორიები), ბიოსფერული რეზერვატი, მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნები, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიები და იუნესკოს გლობალური გეოპარკები; ზ) ველური მცენარე - მცენარე, რომელიც არ არის მიღებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად ან არ მიეკუთვნება სახეობათა ხელოვნური შეჯვარებით მიღებულ კულტურულ მცენარეთა ჯიშებს. ველური მცენარე მოიცავს კულტურულ მცენარეთა ველურ მონათესავე სახეობებს, რომლებიც ენათესავება ამა თუ იმ კულტურულ მცენარეს და/ან აქვთ უნარი გაცვალონ გენები მათთან; თ) სოკო - სოკო, რომელიც არ არის მიღებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად ან არ მიეკუთვნება სახეობათა ხელოვნური შეჯვარებით მიღებულ სოკოებს; ი) მინისტრი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; კ) სამინისტრო - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ლ) სააგენტო - სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო; მ) მდგრადი სარგებლობა - ბიომრავალფეროვნების კომპონენტებით ისეთი სახით და მოცულობით სარგებლობა, რა დროსაც გათვალისწინებულია გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ინტერესები, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში არ იწვევს ბიომრავალფეროვნების შემცირებას და ხელს უწყობს მის შენარჩუნებას ახლანდელი და მომავალი თაობების მოთხოვნილებების და საჭიროებების დაკმაყოფილებისათვის; ნ) სახეობა - მსგავსი ნიშან-თვისებების მქონე ცოცხალი ორგანიზმების (ველური მცენარეები, გარეული ცხოველები, სოკოები) ერთობლიობა, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად გამრავლება და ნაყოფიერი შთამომავლობის მოცემა; ო) საქმიანობა - გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობა, აგრეთვე, სხვა ნებისმიერი საქმიანობა, რომელმაც შესაძლოა მოახდინოს უარყოფითი ზემოქმედება სახეობების პოპულაციებსა და დაცულ ჰაბიტატებზე, ეკოსისტემურ სერვისებსა და ფუნქციებზე და თვითმყოფად ბუნებრივ-კულტურულ ლანდშაფტებზე; პ) ეკოსისტემა − მცენარეთა, ცხოველთა და მიკროორგანიზმთა, აგრეთვე მათი გარემომცველი არაცოცხალი გარემოს დინამიკური კომპლექსი, რომელიც მოქმედებს, როგორც ფუნქციური მთლიანობა; ჟ) ეკოსისტემური სერვისები - ადამიანთა კეთილდღეობისათვის ეკოსისტემებიდან მიღებული პირდაპირი და არაპირდაპირი სარგებელი; რ) პოპულაცია - ერთი სახეობის ინდივიდთა ჯგუფი, რომელიც ბინადრობს გარკვეულ ტერიტორიაზე; ს) შინაური ცხოველი - ცხოველთა სახეობები, რომელთაც წინა თაობების ველური თავისუფალი საარსებო გარემოსგან იზოლაციის ან სელექციის შედეგად, შეცვლილი აქვთ გარკვეული თვისებები, რაც შესაძლებელს ხდის მათ ადამიანებთან თანაარსებობას; ტ) ჰაბიტატი - გარკვეული გეოგრაფიული, აბიოტური და ბიოტური მახასიათებლების მქონე ხმელეთის ან წყლის გარემო, რომელშიც არსებობს სახეობა მისი ბიოლოგიური ციკლის რომელიმე სტადიაზე; უ) in-situ კონსერვაცია - სახეობის დაცვა და აღწარმოება ამ სახეობის ჰაბიტატში; ფ) ex-situ კონსერვაცია - სახეობის დაცვა და აღწარმოება ამ სახეობის ჰაბიტატის გარეთ ხელოვნურ პირობებში; ქ) ინტროდუქცია - საქართველოსთვის უცხო სახეობის ინდივიდების ბუნებაში გაშვება/გავრცელება; ღ) რეინტროდუქცია - სახეობების ბუნებაში აღდგენის ღონისძიება ჯანსაღი, გენეტიკურად მრავალფეროვანი, მდგრადი პოპულაციის ჩამოყალიბების და/ან არსებული პოპულაციის კონსერვაციული სტატუსის გაუმჯობესების მიზნით, რაც გულისხმობს მათ შეყვანას ისტორიულად ცნობილ და მათთვის დამახასიათებელ ბუნებრივ არეალში, სადაც ამ სახეობის არცერთი ინდივიდი აღარ არის შენარჩუნებული ან შემორჩენილია ამ სახეობის ძალზე მცირერიცხოვანი პოპულაცია; ყ) ჰიბრიდიზაცია - გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სხვადასხვა სახეობების, ქვესახეობებისა და ფორმების, ასევე გარეულ და შინაურ ცხოველთა და ველურ და კულტურულ მცენარეთა ერთმანეთთან შეჯვარება, რომლის შედეგადაც მიიღება ჰიბრიდი; შ) ტყვეობაში გამრავლებული გარეული ცხოველი - ამ ცხოველის გასამრავლებლად სპეციალურად მართულ გარემოში ან ხელოვნურ პირობებში სანაშენე თაობისაგან მიღებული გარეული ცხოველი; ჩ) გენეტიკური რესურსის ხელმისაწვდომობა - გენეტიკური რესურსის გამოყენების მიზნით მისი გარემოდან ამოღების ან სხვაგვარად მოპოვების უფლება; ც) წითელი ნუსხა - საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული, დროებით ან მუდმივად მობინადრე ყველა სახეობის ჩამონათვალი, რომელშიც მითითებულია მათი მდგომარეობის აღმნიშვნელი კატეგორიები ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელი ნუსხის კატეგორიების შესაბამისად; ძ) მკაცრად დაცული და დაცული სახეობების და დაცული ჰაბიტატების ნუსხა - ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული ნუსხა, რომელიც მოიცავს იმ სახეობებისა და ჰაბიტატების ჩამონათვალს რომლებიც საჭიროებენ დაცვას ამ კანონით გათვალისწინებული დაცვის შესაბამისი რეჟიმის საფუძველზე; წ) დერივატი - ველური მცენარის ან გარეული ცხოველის დამუშავებული ნაწილი; ჭ) ნაწილი - გარეული ცხოველის ან ველური მცენარის ნებისმიერი, ადვილად იდენტიფიცირებადი ნაწილი, დაუმუშავებელი ან მარტივად დამუშავებული; ხ) ინვაზიური სახეობა - სახეობა, რომლის ინტროდუქცია ან გავრცელება საფრთხეს უქმნის ან ახდენს უარყოფით ზემოქმედებას ბიომრავალფეროვნებაზე და ეკოსისტემურ სერვისებზე; ჯ) უცხო სახეობა - ცხოველთა, მცენარეთა, სოკოების ან მიკროორგანიზმების სახეობის ან ქვესახეობის ნებისმიერი ცოცხალი ინდივიდი (მათ შორის ამ სახეობების, მათი ჰიბრიდების, ან მათგან გამოყვანილი ჯიშების ნაწილი, თესლი, გამეტა, კვერცხი, რომელიც შეიძლება გამრავლდეს), რომელიც ინტროდუცირებულია მისი ბუნებრივი არეალის მიღმა; ჰ) კონსერვაცია - ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებიც საჭიროა ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფლორისა და ფაუნის სახეობების პოპულაციების შენარჩუნებისა და აღდგენისათვის. ჰ1) CITES - ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენცია; ჰ2) ლანდშაფტი - ტერიტორია, რომელიც ამგვარად აღქმულია ადამიანის მიერ და რომლის ხასიათიც განპირობებულია ბუნებრივი და/ან ადამიანური ფაქტორების ქმედების და ურთიერთქმედების შედეგად. ჰ3) გადაუდებელი აუცილებლობა - შემთხვევა, რომელიც გამოწვეულია კონკრეტულ ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენით (მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა ან სხვა, მსგავსი მოვლენა), ან ჯანდაცვისა და უსაფრთხოებისათვის ნეგატიური ფაქტორებით, აგრეთვე ისეთი კრიზისული ვითარებით, რომელიც გამომდინარეობს კატასტროფით, მასშტაბური სამრეწველო ავარიით ან/და ხანძრით. მუხლი 5. საკუთრების უფლება 1. საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად/დროებით მობინადრე გარეული ცხოველები მათი განვითარების ნებისმიერ სტადიაზე (კვერცხი, ჭუპრი, ემბრიონი და სხვ.), აგრეთვე, საქართველოში წარმოშობილი გენეტიკური რესურსი სახელმწიფო საკუთრებაა. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება სახეობების დაცვისა და გენეტიკური რესურსების გამოყენების სამართლებრივ რეგულირებას. 2. ველურ მცენარეზე და სოკოზე საკუთრების უფლება განუყოფელია მიწის ნაკვეთზე უფლებისგან. ველურ მცენარეზე და სოკოზე საკუთრების უფლება შეიძლება შეიზღუდოს ამ კანონით დადგენილ ფარგლებში. 3. გარეული ცხოველი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის დაცვით ამოღებულია ბუნებრივი საბინადრო გარემოდან, ან გამრავლებულია ტყვეობაში, ან შეძენილია, შეიძლება იყოს კერძო საკუთრების ობიექტი, თუ ობიექტის მფლობელს აქვს სათანადო პირობები მისი ზრდა-განვითარებისათვის და უსაფრთხოდ შენახვისა და მოვლისათვის. 4. დაშვებულია ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ იმ გარეული ცხოველების ყოლა, რომლებიც საქართველოში ბუნებრივად არ არიან გავრცელებული, თუ კი დასტურდება გარეული ცხოველების შენახვის სათანადო პირობები და ეს საფრთხეს არ უქმნის მესამე პირებს. თუ გარეული ცხოველი მიეკუთვნება CITES-დანართებში შეტანილ სახეობას, ის აგრეთვე უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის მე-8 თავით დადგენილ მოთხოვნებს. 5. უკანონოდ მოპოვებული გარეული ცხოველების, ველური მცენარეების და სოკოების სახეობების უფლებამოსილი შემთხვევაში ის გადადის სახელმწიფო ორგანოების სახელმწიფო მიერ საკუთრებაში. ამოღების/ჩამორთმევის აღნიშნული სახეობების განთავსების/შენახვის და რეალიზაციის წესებს ადგენს საქართველოს მთავრობა. მუხლი 6. ბიომრავალფეროვნების დაცვის ძირითადი პრინციპები ბიომრავალფეროვნების დაცვა ხდება საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის გათვალისწინებით და შემდეგი ძირითადი პრინციპების დაცვით: ა) უზრუნველყოფილი უნდა იქნას სახეობების საბინადრო გარემოს, ბიოლოგიური ფუნქციის, არსებული ბუნებრივი სტრუქტურების და პროცესების შენარჩუნება, განვითარება და აღწარმოება; ბ) დაცული უნდა იქნას სახეობებით მდგრადი სარგებლობის პრინციპი; გ) სახეობები, მათი საარსებო გარემო, როგორც ბუნების განუყოფელი ნაწილი დაცული უნდა იქნას ბუნებრივი და ისტორიული განვითარების შედეგად ჩამოყალიბებული ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების გზით; დ) ყოველგვარი საქმიანობა, რომელმაც შესაძლოა უარყოფითი ზემოქმედება მოახდინოს გარეულ ცხოველთა სახეობების მდგომარეობაზე, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოზე, გამრავლების არეალებზე, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელ გზებზე და დასარწყულებელ ადგილებზე უნდა ხორციელდებოდეს იმ მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებიც უზრუნველყოფს მათ დაცვას; ე) დაგეგმვისა და საქმიანობის პროცესში აუცილებელია ბუნებრივი ლანდშაფტების შენარჩუნების გათვალისწინება. დაგეგმვა ისე უნდა განხორციელდეს, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ბუნებრივი ჰაბიტატების ფრაგმენტაცია, ერთმანეთისგან იზოლირება ან გაქრობა; ვ) სახეობების ინდივიდებით და ნაწილებით სარგებლობა ფასიანია, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა; ზ) საქმიანობის შედეგად სახეობებისა და ჰაბიტატებისათვის მიყენებული უარყოფითი ზემოქმედების გამოსწორების ვალდებულება ეკისრება უარყოფითი ზემოქმედების გამომწვევს. უარყოფითი ზემოქმედების ფულადი კომპენსირების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამოირიცხება მისი აცილებისა და შემცირების შესაძლებლობა. მუხლი 7. ბიომრავალფეროვნების დაცვის დაგეგმვა 1. ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და მდგრადი სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით სამინისტრო შეიმუშავებს ბიომრავალფეროვნების დაცვის ეროვნულ სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას. 2. სამინისტრო ბიომრავალფეროვნების დაცვის ეროვნულ სტრატეგიას და სამოქმედო გეგმის პროექტს შეიმუშავებს დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით და საჯარო განხილვების საფუძველზე და წარუდგენს საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად. 3. ბიომრავალფეროვნების დაცვის ეროვნული სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 4. ბიომრავალფეროვნების დაცვის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავდება და განახლდება „ბიომრავალფეროვნების შესახებ კონვენციის“ გლობალური სტრატეგიული მიზნების გათვალისწინებით და კონვენციის მხარეთა კონფერენციის მიერ განსაზვრულ ვადებში. 5. სავალდებულოა ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საკითხის და/ან საჭირო ღონისძიებების და ბიომრავალფეროვნებით მდგრადი სარგებლობის მიზნების ინტეგრირება შესაბამის სახელმწიფო და მუნიციპალურ გეგმებსა და პროგრამებში. მუხლი 8. მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილებები 1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოსახლეობასა და მათ ქონებაზე გარეული ცხოველების თავდასხმისას ან/და ასეთი საფრთხის აღმოფხვრის მიზნით გარეულ ცხოველთა გარემოდან ამოღებას უზრუნველყოფს შესაბამისი მუნიციპალიტეტი სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილება ხორციელდება „გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით. 3. მუნიციპალიტეტისათვის, დელეგირებული ამ უფლებამოსილების მუხლის პირველ განსახორციელებლად პუნქტში განსაზღვრული აუცილებელი ფინანსური რესურსების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით, მე-16 მუხლის მე-6 პუნქტით, 17-ე მუხლის 6-ე პუნქტით, 18-ე მუხლის პირველი პუნქტით და მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, ახორციელებს სამინისტრო. თავი II სახეობების და ჰაბიტატების დაცვა მუხლი 9. საქართველოს წითელი ნუსხა და მკაცრად დაცული და დაცული სახეობების და დაცული ჰაბიტატების ნუსხა 1. საქართველოს წითელი ნუსხა აღწერს საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული, დროებით ან მუდმივად მობინადრე სახეობების კონსერვაციულ სტატუსს. 2. მკაცრად დაცული და დაცული სახეობების და დაცული ჰაბიტატების ნუსხა აღწერს იმ სახეობებისა და ჰაბიტატების ჩამონათვალს, რომელიც საჭიროებს დაცვის შესაბამის სპეციალური ღონისძიებების განხორციელებას. 3. საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული სახეობებისთვის მკაცრად დაცული და დაცული სახეობის, ხოლო ჰაბიტატებისთვის - დაცული ჰაბიტატის სტატუსის მინიჭება ხდება საქართველოს „მკაცრად დაცული და დაცული სახეობების და დაცული ჰაბიტატების ნუსხაში“ შეტანით. მკაცრად დაცული და დაცული სახეობების ნუსხა შემუშავდება საქართველოს წითელი ნუსხის საფუძველზე. მუხლი 10. საქართველოს წითელი ნუსხის სტრუქტურა და მისი შემუშავების წესი 1. საქართველოს წითელ ნუსხას შეიმუშავებს საქართველოს წითელი ნუსხის კომისია, რომელიც იქმნება მინისტრის ბრძანებით. 2. საქართველოს წითელი ნუსხა შედგება სახეობათა ძირითადი სისტემატიკური კატეგორიების შესაბამისად დაჯგუფებული ნაწილებისაგან. 3. საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი თითოეული სახეობის ან საჭიროების შემთხვევაში სხვა ტაქსონომიური ერთეულის იდენტიფიკაცია უნდა მოიცავდეს სახეობის ან სხვა ტაქსონომიური ერთეულის: ა) მეცნიერულ სახელწოდებას ქართულ და ლათინურ ენებზე (სახელწოდების განმსაზღვრელის ჩათვლით); ბ) მდგომარეობის აღმნიშვნელ კატეგორიებს; გ) საჭიროების შემთხვევაში სხვა დამატებით ინფორმაციას. 4. საქართველოს წითელი ნუსხის სახეობების მდგომარეობის აღმნიშვნელი კატეგორიები და მათი განსაზღვრის კრიტერიუმები უნდა შეესაბამებოდეს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მიერ დამტკიცებული წითელი ნუსხის კატეგორიებსა და მათი განსაზღვრის კრიტერიუმებს. 5. საქართველოს წითელი ნუსხის კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება დებულებით ,,საქართველოს წითელი ნუსხის კომისიის შესახებ“, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. 6. სამინისტრო საქართველოს წითელ ნუსხას განათავსებს შესაბამის ინტერნეტ რესურსებზე. მუხლი 11. მკაცრად დაცული და დაცული სახეობების და დაცული ჰაბიტატების ნუსხის სტრუქტურა და მისი დამტკიცების წესი 1. მკაცრად დაცული და დაცული სახეობების და დაცული ჰაბიტატების ნუსხას შეიმუშავებს სამინისტრო. 2. სამინისტრო, მკაცრად დაცული და დაცული სახეობების და ჰაბიტატების ნუსხის შემუშავებისას ითვალისწინებს საქართველოს წითელ ნუსხას, საერთაშორისო და ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით დადგენილ შესაბამის ნუსხებს და საქართველოს წითელი ნუსხის კომისიის რეკომენდაციებს. 3. მკაცრად დაცული და დაცული სახეობების და ჰაბიტატების ნუსხას სამინისტრო წარუდგენს საქართველოს მთავრობას, რომელიც ამტკიცებს დადგენილებას ,,მკაცრად დაცული და დაცული სახეობების და დაცული ჰაბიტატების ნუსხის შესახებ“. 4. ,,მკაცრად დაცული და დაცული სახეობების და დაცული ჰაბიტატების ნუსხის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება მოიცავს მკაცრად დაცული სახეობების, დაცული სახეობების, დაცული ჰაბიტატების ნუსხებს (ცალკეული დანართების სახით), სადაც შეტანილი უნდა იქნეს სახეობები, რომლებიც საქართველოს წითელი ნუსხის მიხედვით არის კრიტიკულად გადაშენების პირას მყოფი, გადაშენების პირას მყოფი ან მოწყვლადი, აგრეთვე, გათვალისწინებული უნდა იყოს ქვემოთ მითითებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით მკაცრად დაცული და დაცული სახეობები და დაცული ჰაბიტატები, რომლებიც გავრცელებულია საქართველოში, ამ სახეობების საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პოპულაციებისა და ჰაბიტატების მდგომარეობის შესაბამისად: ა) ბერნის 1979 წლის 19 სექტემბრის ,,ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციით“ (შემდგომში - ბერნის კონვენცია) მკაცრად დაცული და დაცული სახეობები და ჰაბიტატები ბერნის კონვენციის რატიფიცირების დროს საქართველოს დათქმების გათვალისწინებით; ბ) ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით მკაცრად დაცული და დაცული სახეობები და დაცული ჰაბიტატები; გ) „ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვის შესახებ“ კონვენციით და ამ კონვეციის ფარგლებში მიღებული ხელშეკრულებებით მკაცრად დაცული და დაცული სახეობები; დ) ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მიერ შედგენილი, საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების წითელი ნუსხა. 5. დაცული ჰაბიტატების ნუსხაში შესაძლებელია ასევე შეტანილი იქნეს ჰაბიტატები, რომელთა დაცვა მნიშვნელოვანია ეროვნულ დონეზე და რომლებიც არ არის შეტანილი ბერნის კონვენციის საფრთხის კონსერვაციისათვის წინაშე სპეციალური მყოფი ბუნებრივი ადგილების ჰაბიტატების ჩამონათვალში ჩამონათვალში (ევროკავშირის ან საბჭოს დირექტივა 92/43/EEC). 6. სახეობებზე, რომლებიც არ არის შეტანილი მკაცრად დაცულ და დაცულ სახეობათა ნუსხაში, არ ვრცელდება დაცვის სპეციალური რეჟიმი. მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, სამინისტროს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია დროებით შეიზღუდოს ასეთი სახეობების ინდივიდებით სარგებლობა და დაწესდეს დამატებითი მოთხოვნები, „გარეულ ცხოველთა, ველურ მცენარეებისა და სოკოების გარემოდან ამოღებისა და სარგებლობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად. 7. სახეობებისა და ჰაბიტატების ,,მკაცრად დაცული და დაცული სახეობების და ჰაბიტატების ნუსხაში“ შეტანის დამატებით კრიტერიუმებს ადგენს ,,საქართველოს მკაცრად დაცული და დაცული სახეობების და დაცული ჰაბიტატების სტატუსის მინიჭების წესის დადგენის შესახებ“ დებულება, რომელსაც შეიმუშავებს სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. მუხლი 12. ველური მცენარეებით, სოკოებით სარგებლობა და გარეული ცხოველებით საერთო 1. საერთო სარგებლობა გულისხმობს ველური მცენარეების, სოკოების და გარეული ცხოველების გამოყენებას გარემოდან ამოღების გარეშე ან გარემოდან ამოღებით მოქალაქეთა პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით. 2. საერთო სარგებლობა არ ვრცელდება: ა) „მკაცრად დაცული და დაცული სახეობებისა და დაცული ჰაბიტატების ნუსხაში“ შეტანილ სახეობებზე; ბ) გარეულ ფრინველთა სახეობებზე; გ) მერქნიან მცენარეებზე (გარდა არამერქნული რესურსები, მერქნიანი მცენარეების პროდუქტები და ფიჩხი); დ) CITES და ბერნის კონვენციით დაცულ სახეობებზე; ე) ნადირობისა და თევზჭერის სახეობების ინდივიდებზე (გარდა შავ ზღვაში სანაპირო, რეკრეაციული, სამოყვარულო და სპორტული მიზნით, სამეცნიერო-კვლევითი მიზნით, პალიასტომის ტბასა და ნათხარებში თევზჭერისა); ვ) ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებულ საქმიანობაზე. 3. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ველური მცენარეებით, სოკოებით და გარეული ცხოველებით საერთო სარგებლობა უფასოა და არ საჭიროებს ნებართვას/ლიცენზიას. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული საერთო სარგებლობის უფლება არ ვრცელდება კერძო საკუთრების მიწის ნაკვეთზე ველური მცენარეების, სოკოების და გარეული ცხოველების გამოყენებაზე. მუხლი 13. გარეულ ფრინველთა სახეობების დაცვა 1. გარეულ ფრინველთა ყველა სახეობასთან მიმართებით, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული გამონაკლისების გათვალისწინებით, აკრძალულია: ა) განზრახ მოკვლა ან დატყვევება; ბ) ბუდეების განზრახ განადგურება ან ადგილის შეცვლა მაშინაც კი, როდესაც ის ცარიელია ან მიტოვებულია; გ) კვერცხის განზრახ განადგურება/დაზიანება; დ) კვერცხის შეგროვება და შენახვა: ე) განზრახ შეწუხება, განსაკუთრებით მათი გამრავლების პერიოდში; ვ) საერთო სარგებლობა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება მკაცრად დაცული სახეობების ფრინველთა გარემოდან ამოღების შემდეგ შემთხვევებზე: ა) ცალკეული სახეობების ან სახეობათა ჯგუფების კონსერვაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ბ) სახეობის გადარჩენის და პოპულაციის აღდგენის მიზნით, მათ შორის ზოოლოგიურ კოლექციებში, გარდა პირადი ზოოლოგიური კოლექციებისა; გ) მისი შემდგომი სარგებლობისათვის ტყვეობაში გამრავლების მიზნით, კონსერვაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ შემთხვევებში; დ) მოსავალზე, შინაურ პირუტყვზე, ტყეზე, თევზჭერაზე/თევზის მეურნეობაზე, წყლის რესურსებზე მნიშვნელოვანი ზიანის თავიდან აცილების მიზნით; ე) ადამიანის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით; ვ) საჰაერო ტრანსპორტის უსაფრთხოების მიზნებისთვის; ზ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის; თ) ცალკეული დაზიანებული ინდივიდის გადარჩენის მიზნით; ი) სანიტარული (დაავადებების გავრცელების თავიდან აცილების) მიზნით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება დაცული სახეობების გარეულ ფრინველთა გარემოდან ამოღების შემდეგ შემთხვევებზე: ა) ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ბ) საგანმანათლებლო მიზნებისთვის; გ) ფრინველის სანადირო და მონადირე დამჭერ (ბაზი) სახეობებზე. 4. გარეულ ფრინველთა სანადირო სახეობები და მონადირე დამჭერი ფრინველები (ბაზი), რომლებზეც ნადირობა ან რომელთა დატყვევება ნებადართულია, განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით. დაუშვებელია გარეული ფრინველის მკაცრად დაცულ სახეობას მიენიჭოს სანადირო სახეობის ან მონადირე დამჭერი ფრინველის (ბაზი) სტატუსი. 5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე გადაწყვეტილება (გარდა მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტისა) მიიღება სააგენტოს მიერ დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში გათვალისწინებული გადაწყვეტილება მკაცრად დაცული და დაცული სახეობების ფრინველების გარემოდან ამოღების თაობაზე უნდა მოიცავდეს: ა) სახეობის ქართულ და სამეცნიერო (ლათინურ) დასახელებას, რომლის მოპოვებაც დაიშვა გამონაკლისის სახით; ბ) ფრინველის დაჭერის და მოკვლის ნებადართულ საშუალებებს და/ან მეთოდებს; გ) ინფორმაციას, იმის შესახებ, თუ სად და რა ვადებში იქნა გამონაკლისი დაშვებული; დ) ინფორმაციას გასატარებელი კონტროლის ღონისძიებების შესახებ. 7. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებია ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“, ,,ე“, ,,ვ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მკაცრად დაცული და დაცული სახეობების ფრინველების გარემოდან ამოღება ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების გარეშე. დაინტერესებული პირი ვალდებულია სააგენტოს გონივრულ ვადაში შეატყობინოს სათანადო ღონისძიების განხორციელების თაობაზე. 8. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“, ,,გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების სამუშაოებზე, გარდა იმ საქმიანობისა, რომელიც ხორციელდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების საფუძველზე. ინფრასტრუქტურული პროექტების საზოგადოებრივი მნიშვნელობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე აქტით დადგენილი წინაპირობების საფუძველზე. შენიშვნა: გარეული ფრინველები მიეკუთვნება გარეულ ცხოველებს, თუმცა ამ კანონის მიზნებისთვის მათი გამოყოფა და ცალკე მოწესრიგება გამოწვეულია გარეულ ფრინველთა დაცვის განსხვავებული მოთხოვნებით. მუხლი 14. გარეულ ცხოველთა სახეობების დაცვა 1. მკაცრად დაცული და დაცული სახეობების გარეული ცხოველების მიმართებით, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით აკრძალულია: განსაზღვრული გამონაკლისების გათვალისწინებით, ა) განზრახ მოკვლა ან დატყვევება; ბ) განზრახ შეწუხება, განსაკუთრებით გამრავლების, ზამთრის ძილის ან მიგრაციის პერიოდში; გ) კვერცხის/ქვირითის განზრახ განადგურება/დაზიანება; დ) კვერცხის/ქვირითის შეგროვება და შენახვა; ე) საბინადრო გარემოს, გამრავლების/დასვენების ადგილების, ბუნაგების, სოროების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზების, დასარწყულებელი ადგილების განადგურება, მათ შორის მიგრირებადი სახეობების შემთხვევაში - მთლიანი სამიგრაციო გზის გასწვრივ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება მკაცრად დაცული სახეობების გარეულ ცხოველთა გარემოდან ამოღების შემდეგ შემთხვევებზე: ა) ცალკეული სახეობების ან სახეობათა ჯგუფების კონსერვაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ბ) სახეობის გადარჩენის და პოპულაციის აღდგენის მიზნით, მათ შორის ზოოლოგიური კოლექციებში ex-situ კონსერვაციის მიზნით, გარდა პირადი ზოოლოგიური კოლექციებისა; გ) ტყვეობაში გამრავლება მისი კონსერვაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ შემთხვევებში; დ) მოსავალზე, შინაურ პირუტყვზე, ტყეზე, თევზჭერა/თევზის მეურნეობაზე, წყლის რესურსებზე, ინფრასტრუქტურაზე და სხვა სახის საკუთრებაზე მნიშვნელოვანი ზიანის თავიდან აცილების მიზნით; ე) ადამიანის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით; ვ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის; ზ) ცალკეული დაზიანებული ინდივიდის გადარჩენის მიზნით; თ) სანიტარული (დაავადებების გავრცელების თავიდან აცილების) მიზნით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება დაცული სახეობების გარეულ ცხოველთა გარემოდან ამოღების შემდეგ შემთხვევებზე: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ბ) საგანმანათლებლო მიზნებისთვის; გ) ნადირობა/თევზჭერა კანონით გათვალისწინებულ სახეობებზე. 4. ცხოველთა სახეობები, რომლებზეც ნადირობა/თევზჭერა ან რომელთა დატყვევება ნებადართულია, განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით. დაუშვებელია გარეული ცხოველის მკაცრად დაცულ სახეობას მიენიჭოს სანადირო სახეობის/თევზჭერის ობიექტის სტატუსი, ასევე დაცული სახეობის თევზის სარეწაო მიზნით მოპოვება. 5. აკრძალულია მცირე ვეშაპისნაირთა გარემოდან ამოღება, გარდა სამინისტროს შესაბამისი თანხმობის საფუძველზე სამეცნიერო მიზნით მოპოვებისა, რომელიც გაიცემა სათანადო დასაბუთების საფუძველზე და ხორციელდება სამინისტროს კონტროლით. 6. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე მარტივი წარმოებით, გარდა მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში და გარეულ ცხოველთა რაოდენობრივი რეგულირების წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება მკაცრად დაცული და დაცული სახეობების ცხოველების გარემოდან ამოღების თაობაზე უნდა მოიცავდეს: ა) სახეობის ქართულ და სამეცნიერო (ლათინურ) დასახელებას და ინდივიდების ოდენობას, რომლის მოპოვებაც დაიშვა გამონაკლისის სახით, ასევე, გამონაკლისის დაშვებისა და ალტერნატივის არარსებობის დასაბუთებას, შესაბამის მეცნიერულ საფუძველს; ბ) ცხოველის დაჭერის და მოკვლის ნებადართულ საშუალებებს და/ან მეთოდებს და ლიმიტებს; გ) გამონაკლისის დაშვების ადგილმდებარეობას (არეალს), ვადებს და ლიმიტებს; დ) ორგანოს, რომელიც ვალდებულია განახორციელოს გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესრულების კონტროლი; ე) პირს, რომლის მიერაც განხორციელდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახეობის ინდივიდის გარემოდან ამოღება. 8. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება საზოგადოებრივი განხორციელების სამუშაოებზე, მნიშვნელობის გარდა ინფრასტრუქტურული გარემოზე ზემოქმედების პროექტების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობისა. ინფრასტრუქტურული პროექტების საზოგადოებრივი მნიშვნელობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე აქტით დადგენილი წინაპირობების საფუძველზე. 9. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებია ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“, ,,ე“, ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მკაცრად დაცული და დაცული სახეობების ცხოველების გარემოდან ამოღება ამ მუხლის მე-6 მუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების გარეშე. დაინტერესებული პირი ვალდებულია სააგენტოს გონივრულ ვადაში შეატყობინოს სათანადო ღონისძიების განხორციელების თაობაზე. 10. გარეული ცხოველებით სარგებლობა, რომელიც ხორციელდება ამ კანონის მე-9 თავის შესაბამისად გაცემული ,,საქართველოში წარმოშობილი გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობის ნებართვის“ საფუძველზე, არ საჭიროებს დამატებით ნებართვას/ლიცენზიას. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტში აღნიშნული ნებართვა არ ათავისუფლებს მის მფლობელს გარეული ცხოველებით სარგებლობის კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვის ვალდებულებისაგან. მუხლი 15. გარეული ცხოველის, რომელიც არ არის მკაცრად დაცული ან დაცული სახეობის გარემოდან ამოღება 1. დასაშვებია გარეული ცხოველების (გარდა ნადირობის და თევზჭერის სახეობებისა) გარემოდან ამოღება შემდგომი სარგებლობისთვის ტყვეობაში გამრავლების მიზნით ან/და კომერციული სარგებლობის (გადამუშავების, რეალიზაციის, ექსპორტის და სხვ.) მიზნით, რომლებიც არ არის შეტანილი „მკაცრად დაცული და დაცული სახეობებისა და დაცული ჰაბიტატების ნუსხაში. 2. ამ მუხლის პირველი სააგენტოს მიერ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. 3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ შემთხვევებში გარეული ცხოველების გარემოდან ამოღება ხდება „გარეულ ცხოველთა, ველურ მცენარეებისა და სოკოების გარემოდან ამოღებისა და სარგებლობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მოთხოვნების დაცვით, სააგენტოს მიერ წინასწარი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე გაცემული თანხმობის და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე. მუხლი 16. ველური მცენარეებისა და სოკოების სახეობების დაცვა 1. აკრძალულია მკაცრად დაცული და დაცული სახეობების ველური მცენარეების და სოკოების და მათი ნაწილების გარემოდან ამოღება და დაზიანება, მათ შორის სარგებლობა მერქნის მოპოვების მიზნით, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. ამ მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებით განსაზღვრული 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება მკაცრად დაცული სახეობების ველური მცენარეების და სოკოების ან/და მათი ნაწილების გარემოდან ამოღების შემდეგ შემთხვევებზე: ა) გარემოდან ამოღება სანერგე ან/და პლანტაციური მეურნეობის ფარგლებში; ბ) ცალკეული სახეობების ან სახეობათა ჯგუფების კონსერვაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ შემთხვევებში; გ) გასამრავლებად/აღსადგენად და ბუნებრივ პირობებში გასაშენებლად (მხოლოდ მცენარეთა თესლების, კალმების და სხვა გასამრავლებელი მასალის); დ) ბოტანიკურ ბაღებში ex-situ კონსერვაციის მიზნით; ე) სამეურნეო მიზნით ხელოვნურ პირობებში გასაშენებლად (მხოლოდ მცენარეთა თესლების, კალმების და სხვა გასამრავლებელი მასალის); ვ) სამეცნიერო ან/და კვლევითი მიზნებისათვის; ზ) შენობა-ნაგებობების, აგრეთვე, ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების და სხვა სახის საკუთრებაზე მნიშვნელოვანი ზიანის თავიდან აცილების მიზნით; თ) ადამიანის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით; ი) სანიტარული მიზნებისთვის; 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება დაცული სახეობების ველური მცენარეების და სოკოების გარემოდან ამოღების შემდეგ შემთხვევებზე: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევები; ბ) საგანმანათლებლო მიზნით სარგებლობა; გ) სატყეო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი აკრძალვა არ ვრცელდება ამ კოდექსის მე17 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას. 5. დასაშვებია მკაცრად დაცული და დაცული სახეობების ბუნებრივად მოთხრილმოტეხილი, ფაუტი, ზეხმელი მერქნიანი მცენარეების გარემოდან ამოღება, მათ შორის დაცულ ტერიტორიებზეც (მხოლოდ ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში, აღკვეთილის გარკვეულ უბნებზე, დაცულ ლანდშაფტში და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე). 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით, მე-3 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნტებით, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ტყის ტერიტორიის გარეთ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მიიღება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების, ხოლო მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. 7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით, მე-3 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნტებით და ამ მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ტყის და დაცულ ტერიტორიაზე მიიღება ტერიტორიის მართვის ორგანოს მიერ. 8. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებია ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მკაცრად დაცული და დაცული სახეობების მცენარის გარემოდან ამოღება ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების გარეშე. დაინტერესებული პირი ვალდებულია შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს გონივრულ ვადაში შეატყობინოს სათანადო ღონისძიების განხორციელების თაობაზე. 9. ამ მუხლით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება „საქართველოს ტყის კოდექსის“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის და დაცული ტერიტორიების სიტემის შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 26 პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“-„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის შემთხევაში. 10. CITES-ის დანართებში შეტანილი სახეობების ინდივიდების ხელოვნურად მოშენება კერძო მესაკუთრის მიწის ნაკვეთზე და მათი შემდგომ მოპოვება ექსპორტის მიზნით წესრიგდება ამ კანონის მე-8 თავით. 11. ველური მცენარეებით სარგებლობა, რომელიც ხორციელდება ამ კანონის მე-9 თავის შესაბამისად გაცემული ხელმისაწვდომობის ,,საქართველოში ნებართვის“ წარმოშობილი საფუძველზე, არ გენეტიკური რესურსების საჭიროებს დამატებით ნებართვას/ლიცენზიას. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტში აღნიშნული ნებართვა არ ათავისუფლებს მის მფლობელს ველური მცენარეებით სარგებლობის კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვის ვალდებულებისაგან. მუხლი 17. მკაცრად დაცული და დაცული სახეობების ველური მცენარეებისა და სოკოების ან მათი ნაწილების გარემოდან ამოღება საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას 1. ამ კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას, დასაშვებია მკაცრად დაცული და დაცული სახეობების ველური მცენარეების და სოკოების გარემოდან ამოღება ამ მუხლით დადგენილი წესების დაცვით. 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, მკაცრად დაცული და დაცული სახეობების ველური მცენარეების და სოკოების გარემოდან ამოღების საკითხი გათვალისწინებული უნდა იქნეს საქმიანობის განხორციელებაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გზშ-ს ანგარიში უნდა მოიცავდეს მკაცრად დაცული და დაცული სახეობების ინდივიდების გარემოდან ამოღების აუცილებლობის დასაბუთებას და სახეობების ინდივიდების აღრიცხვის ანგარიშს (ჩამონათვალი, ოდენობები, დასკვნა მდგომარეობის შესახებ). 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელს მკაცრად დაცული და დაცული სახეობების ველური მცენარეების და სოკოების გარემოდან ამოღების უფლება ენიჭება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით. 4. „გარემოსდაცვითი დაქვემდებარებული შეფასების საზოგადოებრივი კოდექსით“ მნიშვნელობის სკრინინგის პროცედურას ინფრასტრუქტურული პროექტის შემთხვევაში, მკაცრად დაცული და დაცული სახეობების ველური მცენარეების და სოკოების გარემოდან ამოღების დასაშვებობის საკითხი შესწავლილი უნდა იქნეს სკრინინგის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თუ სკრინინგის პროცედურის შედეგად დადგინდება, რომ დაგეგმილი საქმიანობა გზშ-ს არ ექვემდებარება, მკაცრად დაცული და დაცული სახეობების ველური მცენარეების და სოკოების გარემოდან ამოღების პირობები უნდა დადგინდეს ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით. 5. მშენებლობის ნებართვის საფუძველზე საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, რომელიც არ მნიშვნელობის ექვემდებარება „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ დადგენილი პროცედურების გავლას, ველურ მცენარეთა მკაცრად დაცული და დაცული სახეობების მერქნიანი მცენარეების გარემოდან ამოღების დასაშვებობა დგინდება ამ კანონის 105-ე მუხლით გათვალისწინებული შეფასების საფუძველზე, ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ ერთი ფანჯრის პრინციპით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. 6. სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ისეთი საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, რომელიც არ ექვემდებარება ნებართვის გაცემას, მკაცრად დაცული და დაცულის სახეობების მცენარეების გარემოდან ამოღების გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტი საკუთარი/დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. 7. ამ კანონის მე-10 თავით გათვალისწინებული საკომპენსაციო ღონისძიებები ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დგინდება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებით, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისიწნებული გადაწყვეტილებების პირობებით. 8. მკაცრად დაცული და დაცული სახეობების ველური მცენარეებისა და სოკოების ან მათი ნაწილების გარემოდან ამოღების უფლების მინიჭების, საკომპენსაციო საფასურის განსაზღვრისა და გადახდის, ასევე, გარემოდან ამოღების შემდგომ მკაცრად დაცული და დაცული სახეობების ველური მცენარეებისა და სოკოების ან მათი ნაწილების განკარგვის წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „გარეულ ცხოველთა, ველურ მცენარეებისა და სოკოების გარემოდან ამოღებისა და სარგებლობის წესის შესახებ“. 9. ამ მუხლის მიზნებისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების საზოგადოებრივი მნიშვნელობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე აქტით დადგენილი წინაპირობების საფუძველზე. მუხლი 18. სახეობების ველური მცენარეებისა და სოკოების ან მათი ნაწილების გარემოდან ამოღება, რომელიც არ არის მკაცრად დაცული და დაცული სახეობა 1. სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე იმ მერქნიანი მცენარეების, რომლებიც არ არის შეტანილი „მკაცრად დაცული და დაცული სახეობებისა და დაცული ჰაბიტატების ნუსხაში“, გარემოდან ამოღების გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტი საკუთარი ან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. 2. კერძო საკუთრების მიწის ნაკვეთზე მერქნიანი მცენარეების, რომლებიც არ არის შეტანილი „მკაცრად დაცული და დაცული სახეობებისა და დაცული ჰაბიტატების ნუსხაში“, გარემოდან ამოღების საკითხი წესრიგდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს კანონქვემდებარე აქტით. 3. იმ ველური მცენარეების (გარდა მერქნიანი მცენარეებისა) და სოკოების რომლებიც არ არის შეტანილი „მკაცრად დაცული და დაცული სახეობებისა და დაცული ჰაბიტატების ნუსხაში“ გარემოდან ამოღება ხელოვნურ პირობებში გაშენების ან/და კომერციული სარგებლობის (გადამუშავების, რეალიზაციის, ექსპორტის და სხვ.) მიზნით, რეგულირდება შესაბამისი მუნიციპალიტეტების მიერ საკუთარი უფლებამოსილების (საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე) ფარგლებში ან დელეგირებული უფლებამოსილების (სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე) ფარგლებში. 4. საქართველოს ტყის ტერიტორიაზე მერქნიანი და არამერქნული მცენარეების, რომლებიც არ არის შეტანილი „მკაცრად დაცული და დაცული სახეობებისა და დაცული ჰაბიტატების ნუსხაში“, გარემოდან ამოღების გადაწყვეტილებას იღებს ტყის მართვის ორგანო. 5. საქართველოს ტყის გარეთ მერქნული რესურსების ტრანსპორტირება ხდება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის საფუძველზე, რომლის გაცემის წესი დგინდება „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტით“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. მუხლი 19. მკაცრად დაცული და დაცული სახეობების ინდივიდების ფლობა, ტრანსპორტირება და ყიდვა-გაყიდვა 1. დაუშვებელია მკაცრად დაცული და დაცული სახეობის ინდივიდების (ცოცხალის, არაცოცხალის) ან მათი ნაწილების ფლობა, ტრანსპორტირება ან ყიდვა-გაყიდვა, ან გასაყიდად თუ გასაცვლელად შეთავაზება, ამ კანონის საფუძველზე ან ამ კანონის ამოქმედებამდე მოპოვებული შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. 2. ამ კანონის ამოქმედებამდე მოპოვებული მკაცრად დაცული და დაცული სახეობის ინდივიდები (ცოცხალი ან არაცოცხალი) ან მათი ნაწილები ექვემდებარება რეგისტრაციას. რეგისტრაციის წესი და ვადები დგინდება მინისტრის ბრძანებით. მუხლი 20. გარეულ ცხოველთა დაცვა მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და სხვა პრეპარატების გამოყენებისას 1. სოფლის და სატყეო მეურნეობებში მცენარეთა დაცვის საშუალებების, ზრდის სტიმულატორების, მინერალური სასუქების და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული პრეპარატების გამოყენებისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს გარეული ცხოველებისა და მათი საბინადრო გარემოს დაცვის მოთხოვნები. მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენება, ცხოველებზე მათი მავნე გავლენის შემცირების მიზნით, შეხამებული უნდა იყოს მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ღონისძიებათა განხორციელებასთან, რაც გულისხმობს აგროტექნიკური, ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა მეთოდების კომბინაციას, რომელიც მიმართულია მავნე ორგანიზმების (მავნებლები, დაავადებები, სარეველები) არა ტოტალური მოსპობის, არამედ, მათი რიცხოვნობის მართვის და ბუნებაში არსებული აგროცენოზების შემადგენელი კომპონენტების შენარჩუნებისაკენ, რეგიონის თავისებურებების გათვალისწინებით. 2. გარეულ ცხოველთა დაღუპვისა და მათი საბინადრო გარემოს გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულები არიან დაიცვან მცენარეთა დაცვის საშუალებების ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების კანონმდებლობით დადგენილი წესები. 3. ველურ მცენარეთა დაცვისათვის ახალი პრეპარატების შექმნისას კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა შემუშავდეს გარემოში მათი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციისა და გარემოში ქიმიურ საშუალებათა გამოყენების ნორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ გარეულ ცხოველთა და მათი საბინადრო გარემოს გამრავლების არეალების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და სარწყულებელი ადგილების დაცვას. 4. ველურ მცენარეთა დაცვის საშუალებების, ზრდის სტიმულატორების, მინერალური სასუქებისა და სოფლისა და სატყეო მეურნეობაში გამოსაყენებელი ყველა სახის სხვა პრეპარატების გამოყენების წესები, აგრეთვე აღნიშნული პრეპარატების ნუსხის განსაზღვრასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 21. გარეულ ცხოველთა ინტროდუქცია, რეინტროდუქცია და ჰიბრიდიზაცია 1. ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოში თვითნებური რეინტროდუქცია და საქართველოს ცხოველთა სახეობებისათვის უცხო სახეობების ინტროდუქცია აკრძალულია, გარდა იმ სახეობებისა, რომლებიც გამოიყენება მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. მკაცრად დაცული და დაცული სახეობების ნუსხის სახეობების ინდივიდების რეინტროდუქცია ხორციელდება კონსერვაციის გეგმის შესაბამისად. 3. გარეულ ცხოველთა ჰიბრიდიზაცია დაიშვება საქართველოს დადგენილი წესით სამეცნიერო-კვლევითი და სამეურნეო კანონმდებლობით მიზნებისთვის შესაბამის სამეცნიერო დაწესებულებათა დასკვნების საფუძველზე, სამინისტროსგან სპეციალურად ამისათვის უფლებამოსილი კომპეტენტური სამსახურის მიერ. გარეულ ცხოველთა ჰიბრიდაზაციის წესს ამტკიცებს მინისტრი. 4. ჰიბრიდული ფორმების ბუნებაში გაშვება აკრძალულია, გარდა იმ ინდივიდებისა, რომლებიც გამოიყენება მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის მიზნით. მუხლი 22. ველურ მცენარეთა ინტროდუქცია, რეინტროდუქცია და ჰიბრიდიზაცია 1. ველური მცენარეების და სოკოების სახეობების ბუნებრივ გარემოში აღდგენისთვის (რეინტროდუქცია) პრიორიტეტული ეროვნული საფუძველზე, გეგმის სახეობები რომელსაც განისაზღვრება შეიმუშავებს სახეობების სამინისტრო და აღდგენის ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 2. აკრძალულია საქართველოს მცენარეთა სამყაროსთვის უცხო ინვაზიური სახეობების ინდივიდების ინტროდუქცია და გაშენება ბუნებრივ გარემოში, მათ შორის, ტყეში და დაცულ ტერიტორიებზე. 3. მკაცრად დაცული და დაცული სახეობების ნუსხის სახეობების ინდივიდების რეინტროდუქცია ხორციელდება კონსერვაციის გეგმის შესაბამისად. 4. ველურ მცენარეთა ჰიბრიდიზაცია დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამეცნიერო-კვლევითი და სამეურნეო მიზნებისთვის შესაბამის სამეცნიერო დაწესებულებათა დასკვნების საფუძველზე, სამინისტროსგან სპეციალურად ამისათვის უფლებამოსილი კომპეტენტური სამსახურის მიერ. ველურ მცენარეთა ჰიბრიდაზაციის წესს ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 23. ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი 1. სახეობების, მათი საბინადრო გარემოს დაცვისა და მდგრადი სარგებლობის უზრუნველსაყოფად იქმნება ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ერთიანი სახელმწიფო სისტემა. 2. ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის მიზანია ქვეყნის ბიომრავალფეროვნების (მათ შორის ცალკეული სახეობებისა და ჰაბიტატების) მდგომარების შეფასება, ცვლილებებისა და ტენდენციების, მათი გამომწვევი მიზეზების გამოვლენა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა, შესაბამისი პოლიტიკისა და რეაგირების ღონისძიებების დაგეგმვისთვის. 3. მონიტორინგისათვის პრიორიტეტული სახეობები და ჰაბიტატებია მკაცრად დაცული და დაცული სახეობები და დაცული ჰაბიტატები. 4. სამინისტრო უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით სამთავრობო, არასამთავრობო, კვლევითი, საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან, აგრეთვე, კერძო პირებისაგან გამოითხოვოს ის ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის განსახორციელებლად. 5. ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის სტრუქტურა და ფუნქციონირების წესი განისაზღვრება დებულებით „ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ერთიანი სახელმწიფო სისტემის შესახებ“, რომელსაც სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. მუხლი 24. სახეობების და ჰაბიტატების დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვა 1. სახეობების და ჰაბიტატების დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვა ხორციელდება ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგიის, გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის, ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის, რეგიონალური, უწყებრივი და ადგილობრივი გარემოს დაცვის მოქმედებათა პროგრამებისა და საქმიანობის ობიექტთა გარემოს დაცვის სამენეჯმენტო გეგმების საფუძველზე. 2. სახეობების და ჰაბიტატების დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების დროს უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შემდეგ ძირითად მოთხოვნათა შესრულება: ა) ბუნებრივ პირობებში სახეობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნება; ბ) სახეობათა საბინადრო გარემოს, გარეულ ცხოველთა გამრავლების არეალების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დაცვა. 3. მკაცრად დაცული და დაცული სახეობების დაცვის, შენარჩუნების, აღდგენისა და მათი საბინადრო გარემოს გაუმჯობესების მიზნით მუშავდება ცალკეული სახეობების ან სახეობათა ჯგუფების კონსერვაციის სამოქმედო გეგმები, რომელთა სტრუქტურა და დამტკიცების წესი განისაზღვრება დებულებით ,,მკაცრად დაცული და დაცული სახეობების კონსერვაციის სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ“, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. 4. კონკრეტული სახეობის ან სახეობათა ჯგუფის კონსერვაციის გეგმას შეიმუშავებს სააგენტო და მტკიცდება მინისტრის ბრძანებით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. 5. გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების სახეობების ბუნებრივ გარემოში აღდგენისთვის პრიორიტეტული სახეობები და აღდგენის ღონისძიებები განისაზღვრება სახეობების აღდგენის ეროვნული გეგმის საფუძველზე, რომელსაც სააგენტოს ჩართულობით შეიმუშავებს სამინისტრო და ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 25. საქართველოს წითელი ნუსხის კომისიის შექმნის წესი 1. ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით შექმნილ საქართველოს წითელი ნუსხის კომისიაში შეიძლება შეყვანილ იქნას მხოლოდ შესაბამისი სპეციალიზაციის მქონე ექსპერტი. 2. საქართველოს წითელი ნუსხის კომისია მინისტრს წარუდგენს დასაბუთებულ წინადადებას საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა და სოკოების ამა თუ იმ სახეობის ან ჰაბიტატის მკაცრად დაცული და დაცული სახეობების და დაცული ჰაბიტატების ნუსხაში შეტანის ან ნუსხიდან ამოღების თაობაზე. აღნიშნული წინადადება შეიძლება, ასევე, წარადგინოს ფიზიკურმა პირმა ან იურიდიულმა პირმა მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი მოწყობის ფორმისა. ამგვარი წინადადება უშუალოდ წარედგინება აღნიშნულ კომისიას. 3. საქართელოს წითელი ნუსხის კომისია გადაწყვეტილებას ,,მკაცრად დაცული და დაცული სახეობების და დაცული ჰაბიტატების ნუსხაში“ სახეობის ან ჰაბიტატის დამატების ან ნუსხიდან ამოღების შესახებ იღებს იმავე წესების დაცვით, რაც დადგენილია სახეობის ან ჰაბიტატის აღნიშნულ ნუსხაში შეტანაზე. 4. საქართველოს წითელი ნუსხის კომისიის წევრების საქმიანობა ხორციელდება საზოგადოებრივ საწყისებზე. კომისიების უფლებამოსილება, შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომლებსაც ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 26. ველური მცენარეების პლანტაციური მეურნეობა და გარეული ცხოველების ტყვეობაში გამრავლება 1. ველური მცენარეების მერქნული და არამერქნული რესურსების მოპოვების მიზნით დასაშვებია პლანტაციური მეურნეობის მოწყობა. 2. ველური მცენარეების პლანტაციური მეურნეობების რეგისტრაცია ხდება სამინისტროში დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ინფორმაცია მიწინ ნაკვეთის საკუთრების, ფართობის მდებარეობის, მისი საზღვრების, მოსაშენებელ სახეობათა და მათი რაოდენობის შესახებ. 3. გარეული ცხოველების ხელოვნურად გამრავლების მიზნით დასაშვებია საშენი მეურნეობის მოწყობა. საშენი მეურნეობის რეგისტრაცია ხდება სამინისტროში დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ინფორმაცია ფართობის მდებარეობის, მისი საზღვრებისა, მოსაშენებელ სახეობათა და მათი რაოდენობის შესახებ. 4. გარეული ცხოველი მიიჩნევა ტყვეობაში გამრავლებულად, თუ ის არის ამ კანონის შესაბამისად მიღებული სანაშენე თაობის შთამომავალი. მუხლი 27. ველურ მცენარეთა პლანტაციური მეურნეობის და გარეულ ცხოველთა ტყვეობაში გამრავლების მეურნეობების რეესტრი 1. ველურ მცენარეთა პლანტაციური მეურნეობის და გარეულ ცხოველთა ტყვეობაში გამრავლების მეურნეობების რეესტრი (შემდგომში - რეესტრი) იწარმოება სააგენტოს მიერ. 2. რეესტრში მეურნეობების შეტანის საფუძველია პირის წერილობითი განცხადება. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს: მოსაშენებელი სახეობის ქართული და ლათინური დასახელება, სანაშენე თაობის რაოდენობა, მეურნეობის ადგილმდებარეობა და წარმადობა. განცხადებას უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში – მისი იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტები. 3. რეესტრი იწარმოება ,,ველურ მცენარეთა პლანტაციური მეურნეობის და გარეულ ცხოველთა სახეობების ტყვეობაში გამრავლების/ხელოვნურად მოშენების მეურნეობების რეესტრის წარმოების და გარეული ცხოველების მარკირების წესის შესახებ“ დებულებით დადგენილი წესების დაცვით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 28. სახეობების და ჰაბიტატების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა სახეობების და ჰაბიტატების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, საქართველოს ტყის ტერიტორიაზე, აგრეთვე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ეროვნული სატყეო სააგენტო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აჭარის სატყეო სააგენტო, დაცულ ტერიტორიებზე, აგრეთვე, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანო, ხოლო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში აგრეთვე, შესაბამისი მუნიციპალური მართვის ორგანო. მუხლი 29. თმენის ვალდებულება 1. ამ კანონის საფუძველზე სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვის ღონისძიების განხორციელების მიზნით შესაძლებელია განისაზღვროს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მფლობელის ვალდებულება, ითმინოს ასეთი ღონისძიებით გამოწვეული შეზღუდვები იმ ვადით და მოცულობით, რაც აუცილებელია დაცვის ღონისძიებების მიზნებიდან გამომდინარე. 2. თუ სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვის ღონისძიების განხორციელება ამცირებს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ღირებულებას ან მისაღები სარგებლის უფლებამოსილია მოითხოვოს დანაკარგის მოცულობას, მიწის ნაკვეთის ფინანსური კომპენსირება. კომპენსაციის მოცულობა განისაზღვრება საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით. თავი III ზურმუხტის ქსელი მუხლი 30. ამ თავის მოწესრიგების მიზანი 1. ეს თავი ადგენს ბერნის 1979 წლის 19 სექტემბრის, „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის“ (შემდგომში - ბერნის კონვენციის) დანართებში შეტანილი სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვის და ევროპის გაერთიანების 2009/147/EC დირექტივის (შემდგომში - ფრინველთა დირექტივის) დანერგვის მიზნით საქართველოში სპეციალური კონსერვაციული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიების ეკოლოგიური ქსელის (ზურმუხტის ქსელი) შექმნის სამართლებრივ საფუძვლებს. 2. ზურმუხტის ქსელის მთლიანობის შენარჩუნების მიზანი გათვალისწინებული უნდა იქნას ცენტრალურ, ავტონომიური რესპუბლიკების და მუნიციპალურ დონეზე დაგეგმვის პროცესში. 3. ზურმუხტის ტერიტორიაზე დაგეგმილი საქმიანობა უნდა ითვალისწინებდეს ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ტერიტორიების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და იმ მახასიათებლების შენარჩუნებას, რომლებიც მნიშვნელოვანია იმ სახეობებისათვის, რომელთა კონსერვაციის მიზნით ტერიტორიას მიენიჭა ზურმუხტის ტერიტორიის სტატუსი. მუხლი 31. სტატუსის მინიჭება 1. ზურმუხტის ქსელი შედგება ზურმუხტის ტერიტორიებისაგან, რომლებიც უზრუნველყოფს ბერნის კონვენციით დაცული სახეობებისა და ჰაბიტატების გრძელვადიანი სახარბიელო კონსერვაციული სტატუსის შენარჩუნებას. ზურმუხტის ტერიტორია ასევე მოიცავს ფრინველთათვის სპეციალურად დაცულ უბნებს. 2. ბერნის კონვენციის და ფრინველთა დირექტივის მოთხოვნების გათვალისწინებით, ზურმუხტის ქსელში ჩართულია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ბერნის კონვენციით და ფრინველთა დირექტივით დაცული სახეობების არეალების ის ნაწილი, რაც უზრუნველყოფს ამ ჰაბიტატისა და მისთვის დამახასიათებელი სახეობების კონსერვაციის გრძელვადიანი სახარბიელო სტატუსის შენარჩუნებას. 3. კანონის ამ თავის მიზნებისთვის სახეობის კონსერვაციული სტატუსი გულისხმობს სახეობებზე ზემოქმედებების ერთობლიობას, რომლებმაც შესაძლოა ზემოქმედება იქონიოს გრძელვადიან პერიოდში მისი პოპულაციების გავრცელებასა და რიცხოვნობაზე. სახეობების კონსერვაციული სტატუსი სახარბიელოდ იქნება მიჩნეული თუ: ა) სახეობის პოპულაციის დინამიკა გვიჩვენებს, რომ გრძელვადიან პერიოდში აღნიშნული სახეობა თავისი ბუნებრივი ჰაბიტატის სიცოცხლისუნარიან კომპონენტად რჩება; ბ) სახეობის ბუნებრივი არეალი არ მცირდება და სავარაუდოდ, არც შემცირდება პროგნოზირებად მომავალში; გ) ამჟამად არსებობს და სავარაუდოდ მომავალშიც იარსებებს საკმარისად დიდი ჰაბიტატი, რომელსაც გრძელვადიან პერიოდში მისი პოპულაციების შენარჩუნება შეუძლია. 4. კანონის ამ თავის მიზნებისთვის ჰაბიტატის კონსერვაციული სტატუსი გულისხმობს ჰაბიტატებსა და მისთვის დამახასიათებელ ტიპურ სახეობებზე ზემოქმედებების ერთობლიობას, რომლებმაც შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს გრძელვადიან პერიოდში მის გავრცელებაზე, სტრუქტურასა და ფუნქციებზე, ასევე, ამ ჰაბიტატისათვის დამახასიათებელი სახეობების გრძელვადიან გადარჩენაზე. ჰაბიტატების კონსერვაციული სტატუსი სახარბიელოდ იქნება მიჩნეული თუ: ა) მისი ბუნებრივი არეალი სტაბილურია ან ფართოვდება; ბ) არსებობს და, სავარაუდოდ, პროგნოზირებად მომავალშიც იარსებებს მისი გრძელვადიანი შენარჩუნებისათვის საჭირო სპეციფიკური სტრუქტურა და ფუნქციები; გ) მისთვის დამახასიათებელი ტიპური სახეობების კონსერვაციული სტატუსი სახარბიელოა. 5. ტერიტორია, რომელსაც ენიჭება ზურმუხტის ტერიტორიის სტატუსი, შესაძლებელია, ამასთანავე, წარმოადგენდეს ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაარსებულ (შექმნილ) დაცულ ტერიტორიას და/ან საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრულ საერთაშორისო ქსელებში ჩართულ ტერიტორიას. 6. ზურმუხტის ტერიტორია შეიძლება იყოს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. მუხლი 32. ზურმუხტის ტერიტორიის შერჩევის კრიტერიუმები ზურმუხტის ტერიტორიები შეირჩევა შესაბამისი სამეცნიერო შეფასების საფუძველზე, შემდეგი სულ მცირე ერთი კრიტერიუმის გათვალისწინებით: ა) ტერიტორიას აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა ბერნის კონვენციით და ფრინველთა დირექტივით დაცული სახეობებისა და ჰაბიტატებისთვის; ბ) ტერიტორია ხასიათდება ბერნის კონვენციით და ფრინველთა დირექტივით დაცული სახეობების დიდი მრავალფეროვნებით და ხელს უწყობს მათი მნიშვნელოვანი რაოდენობის შენარჩუნებას ან ერთი ან რამდენიმე სახეობის მნიშვნელოვანი პოპულაციის შენარჩუნებას; გ) ტერიტორია მოიცავს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ბერნის კონვენციით და ფრინველთა დირექტივით დაცულ ჰაბიტატს; დ) ტერიტორია მოიცავს ბერნის კონვენციით და ფრინველთა დირექტივით დაცული კონკრეტული ჰაბიტატის განსაკუთრებულ ნიმუშს ან სხვადახვა ჰაბიტატების ტიპების მოზაიკას; ე) ტერიტორია წარმოადგენს მნიშვნელოვან ადგილს ბერნის კონვენციით და ფრინველთა დირექტივით დაცული ერთი ან რამდენიმე მიგრირებადი სახეობისათვის; ვ) ტერიტორიას, სხვა (გარდა ზემოთჩამოთვლილისა) მახასიათებლების გათვალისწინებით შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი ბერნის კონვენციით და ფრინველთა დირექტივით დაცული სახეობებისა და ჰაბიტატების სახარბიელო კონსერვაციული სტატუსის შენარჩუნებაში. მუხლი 33. ზურმუხტის ტერიტორიების დამტკიცება/სტატუსის შეცვლა 1. პოტენციური ზურმუხტის ტერიტორიების გამოვლენას, შერჩევას და ბერნის კონვენციის სამდივნოსთვის მათი შეფასებისა და სტატუსის მინიჭებისათვის წარდგენას უზრუნველყოფს სამინისტრო. 2. სამინისტროს მიერ ბერნის კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად მომზადებული წინადადება შერჩეული ტერიტორიების ზურმუხტის ქსელში ჩართვის თაობაზე საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით ეგზავნება ბერნის კონვენციის სამდივნოს. 3. საქართველოს მიერ წარდგენილი ტერიტორიების ზურმუხტის ქსელში ჩართვის შესახებ ბერნის კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღების საფუძველზე საქართველოს მთავრობა იღებს დადგენილებას ზურმუხტის ქსელში ჩართული ტერიტორიების ეროვნულ დონეზე შესაბამისი დაცვის, მართვის და მონიტორინგის უზრუნველყოფისათვის. 4. ტერიტორიისთვის ზურმუხტის ტერიტორიის სტატუსის მოხსნა/მოდიფიცირება ხდება იმავე პროცედურების დაცვით, რაც გათვალისწინებულია სტატუსის მოპოვებისათვის. სამინისტროს მიერ მომზადებული კონვენციის მიერ დადგენილ შუამდგომლობა უნდა აკმაყოფილებდეს ბერნის სტანდარტულ მოთხოვნებს, რომელშიც უნდა აისახოს დასაბუთება, თუ რატომ ვეღარ ხორციელდება სახეობის/ჰაბიტატის დაცვა. ტერიტორიისთვის სტატუსის გაუქმება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასაბუთებულია, რომ სხვა ტერიტორიების დაცვით მიიღწევა კონსერვაციული სტატუსი. შესაბამისი სახეობების/ჰაბიტატების სახარბიელო მუხლი 34. ზაიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება 1. თუ ტერიტორიისთვის ზურმუხტის ტერიტორიის სტატუსის მინიჭება შეუძლებელს ხდის მის გამოყენებას ფუნქციური დანიშნულებით, მესაკუთრე უფლებამოსილია, საკუთრების უფლების შეზღუდვის ხასიათის გათვალისწინებით, სახელმწიფოსგან მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ზიანის ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება საჯარო და კერძო პირის ინტერესების შეფასების საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება არ წარმოიშობა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების შემთხვევაში, ამავე ტერიტორიისათვის ზურმუხტის ტერიტორიის სტატუსის მინიჭების შემდგომ. მუხლი 35. ზურმუხტის ტერიტორიის მართვა 1. ზურმუხტის ტერიტორიის მართვის კოორდინაციას და კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 2. ზურმუხტის ტერიტორიის მართვა ხორციელდება მართვის გეგმის საფუძველზე. მართვის გეგმა უნდა დამტკიცდეს საქართველოს მიერ წარდგენილი ტერიტორიების ზურმუხტის ქსელში ჩართვის შესახებ ბერნის კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 6 წლისა. 3. მართვის გეგმით უნდა განისაზღვროს სპეციალური ღონისძიებები იმ სახეობებისა და ჰაბიტატებისათვის, რომელთა კონსერვაციის მიზნით ტერიტორიას მიენიჭა ზურმუხტის ტერიტორიის სტატუსი, აგრეთვე მონიტორინგის პროგრამა და ბიუჯეტი მათი განხორციელებისათვის. ზურმუხტის ტერიტორიის მართვის გეგმის სტრუქტურა, შინაარსი და დამტკიცების წესი განისაზღვრება დებულებით „საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ საერთაშორისო ქსელებში ჩართული ტერიტორიების შექმნისა და მართვის წესის შესახებ“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 4. იმ შემთხვევაში, თუ ზურმუხტის ტერიტორია იმავდროულად წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ დაცულ ტერიტორიას ან საქართველოს ტყის კოდექსის შესაბამისად წარმოადგენს საქართველოს ტყეს, იგი იმართება ამ ტერიტორიის მართვის გეგმით, რომელშიც დამატებით განისაზღვრება ზურმუხტის ტერიტორიის კონსერვაციული მიზნები და მათ მისაღწევად განსაზღვრული ღონისძიებები ან/და შეზღუდვები. 5. იმ შემთხვევაში, როდესაც ტერიტორია არ არის ამ მუხლის მე-4 პუნქტში გათვალისწინებული კატეგორიის ტერიტორია, მისი მართვა ხორციელდება ამ ტერიტორიის მართვაზე პასუხისმგებელი სუბიექტის მიერ ტერიტორიის მართვის გეგმის საფუძველზე, რომელსაც სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მესაკუთრის შემთხვევაში ზურმუხტის ტერიტორიის მართვის მთავრობა. გეგმას კერძო სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 6. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მართვის გეგმით განსაზღვრული სპეციალური ღონისძიებების განხორციელებისათვის გაწეული ფინანსური ხარჯების დაფინანსების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. 7. კერძო მესაკუთრის მიერ მართვის გეგმით განსაზღვრული სპეციალური ღონისძიებების განხორციელებისათვის გაწეული ფინანსური ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 8. ზურმუხტის ტერიტორიის მართვის საკითხები წესრიგდება დებულებით „საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული საერთაშორისო ქსელებში ჩართული ტერიტორიების შექმნისა და მართვის წესის შესახებ,, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. მუხლი 36. ზურმუხტის ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასება 1. ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც უშუალოდ არ უკავშირდება ზურმუხტის ტერიტორიის მართვას, ან მისთვის პირდაპირ საჭიროებას არ წარმოადგენს, მაგრამ შესაძლოა ინდივიდუალურად ან სხვა გეგმებთან ან პროექტებთან ერთობლიობაში მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს მასზე, ექვემდებარება ზურმუხტის ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასებას, ამ მუხლით გათვალისწინებული წესით. 2. ზურმუხტის ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასების ჩატარების მიზანია დადგინდეს, რა ზემოქმედებას მოახდენს საქმიანობის განხორციელება ზურმუხტის ქსელში ჩართული ტერიტორიის ფარგლებში არსებულ ბერნის კონვენციით დაცულ ჰაბიტატებზე და/ან სახეობებზე. 3. იმ შემთხვევაში, თუ საქმიანობა ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ საფუძველზე ჩატარებული სკოპინგის პროცედურის ფარგლებში უნდა დადგინდეს ზურმუხტის ქსელზე ზემოქმედების შეფასების საჭიროება. თუ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული სკოპინგის დასკვნა ითხოვს საქმიანობის ზურმუხტის ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასებას, ეს შეფასება უნდა ახლდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშს. ეს ვალდებულება არ გამორიცხავს დაინტერესებული პირის უფლებას, სკოპინგის ანგარიშის მომზადებამდე ან სკოპინგის ანგარიშთან ერთად წარმოადგინოს ზურმუხტის ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასება. 4. იმ შემთხვევაში, თუ საქმიანობა ექვემდებარება ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებულ სკრინინგის პროცედურას და სკრინინგის პროცედურის შედეგად არ გამოირიცხა საქმიანობის ზურმუხტის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების შესაძლებლობა, საქმიანობის განხორციელების დასაშვებობის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად საქმიანობა აუცილებლად უნდა დაექვემდებაროს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას. 5. ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ზურმუხტის ტერიტორიის ფარგლებში და არ მიეკუთვნება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პირველ და მეორე დანართებში მითითებულ საქმიანობებს და უშუალოდ არ უკავშირდება ზურმუხტის ტერიტორიის მართვას, ან მისთვის პირდაპირ საჭიროებას არ წარმოადგენს, ექვემდებარება ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურებს. 6. ენერგეტიკის სფეროში საქმიანობა, რომელიც არ მიეკუთვნება ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” პირველ და მეორე დანართებში გათვალისწინებულ საქმიანობებს და ხორციელდება ზურმუხტის ტერიტორიის გარეთ, მაგრამ არ გამოირიცხება მისი მნიშვნელოვანი ზემოქმედება ზურმუხტის ტერიტორიაზე, ექვემდებარება ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურებს. 7. სასარგებლო წიაღისეულით (მათ შორის, ნავთობისა და გაზის) სარგებლობის სფეროში საქმიანობა, რომელიც არ ხორციელდება ზურმუხტის ტერიტორიაზე, მაგრამ არ გამოირიცხება მისი მნიშვნელოვანი ზემოქმედება ზურმუხტის ტერიტორიაზე, ექვემდებარება ზურმუხტის ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასებას. აღნიშნული ვალდებულება განისაზღვრება შესაბამისი ლიცენზიით. 8. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიის ან ნებართვის გამცემი ორგანო აჩერებს ადმინისტრაციულ წარმოებას და განმცხადებელს უდგენს ვალდებულებას, წარმოადგინოს ამ მუხლის მე-12 ან მე-13 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, გარდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის შემთხვევებისა. ასეთ შემთხვევაში, თუ სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა ექვემდებარება ზურმუხტის ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასებას ამ კანონის შესაბამისად, ეს ლიცენზია შეიძლება გაიცეს ამ შეფასების გარეშე, იმ პირობით, რომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ზურმუხტის ტერიტორიაზე ზემოქმედებს შეფასების ამ მუხლის მე-9-მე-14 პუნქტებით განსაზღვრული პროცედურების გავლის შემდეგ. სალიცენზიო პირობებისა და ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ამ უკანასკნელის პირობებს. 9. ამ მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სამინისტროს მიერ ორეტაპიანი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე (გარდა ნავთობისა და გაზის სფეროში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით განხორციელებული საქმიანობისა). 10. ადმინისტრაციული წარმოების პირველი ეტაპი სრულდება წინასწარი გადაწყვეტილებით. წინასწარი გადაწყვეტილება არის სამინისტროს მიერ მომზადებული დასკვნა, რომელიც დაინტერესებული მხარის მიერ წარმოდგენილ განცხადებისა და მასზე დართული დოკუმენტაციის საფუძველზე შეიცავს ინფორმაციას საქმიანობის ზურმუხტის ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასების საჭიროების ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასებაზე არარსებობის დაქვემდებარების ან ზურმუხტის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: ა) არის თუ არა პროექტი უშუალოდ დაკავშირებული ან საჭირო ზურმუხტის ტერიტორიის მართვისა და ბუნების კონსერვაციისათვის; ბ) პროექტის ტიპის ან მასშტაბის გათვალისწინებით საქმიანობას აქვს თუ არა ზურმუხტის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება; გ) პროექტის განხორციელების ადგილი მდებარეობს თუ არა ზურმუხტის ტერიტორიის ფარგლებში ან მის გარეთ, თუმცა შესაძლოა ჰქონდეს მნიშვნელოვანი ზემოქმედება ზურმუხტის ტერიტორიაზე. 11. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალიწინებული წინასწარი გადაწყვეტილების მიღების მიზნით დაინტერესებული მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს ინფორმაციას: ა) პროექტის განხორციელების შედეგად გამოწვეული ფიზიკური ცვლილებების (ექსკავაცია, ბურღვა, ფსკერის დაღრმავება, ხე-მცენარეების ჭრა და სხვ.) შესახებ; ბ) რესურსების საჭიროებების (წყალაღება და სხვ.) შესახებ; გ) ემისიების და ნარჩენების წარმოქმნის და შემდგომი პროცესების შესახებ; დ) ტრანსპორტირების საჭიროებების და შესაბამისი ღონისძიებების შესახებ; ე) მშენებლობისა და ოპერირების ხანგრძლივობის შესახებ; ვ) საქმიანობის განხორციელების ადგილის კოორდინატები/შეიპ ფაილები; ზ) კუმულაციური ეფექტების შესახებ. 12. იმ შემთხვევაში, თუ წინასწარი გადაწყვეტილებით დგინდება, რომ პროექტს უშუალოდ, ასევე სხვა გეგმებთან და პროექტებთან ერთობლიობაში არ ექნება ზემოქმედება ზურმუხტის ტერიტორიაზე, სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას, რომ პროექტი აღარ დაექვემდებაროს ზურმუხტის ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასებას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციული წარმოების პირველ ეტაპზე ვერ გამოირიცხა ზურმუხტის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება, პროექტი დაექვემდებარება ზურმუხტის ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასებას, რომელიც ტარდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. სამინისტრო გადაწყვეტილებას იღებს განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში. 13. დაინტერესებული მხარის მიერ წარდგენილი ზურმუხტის ტერიტორიის ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის საფუძველზე სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებებით განხორციელების ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის თაობაზე. 14. სამინისტრო შეითანხმებს საქმიანობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ საქმიანობის განხორციელება არ მოახდენს მნიშვნელოვან უარყოფით ზემოქმედებას ზურმუხტის ქსელში ჩართული ტერიტორიის ფარგლებში არსებულ ბერნის კონვენციით დაცულ ჰაბიტატ(ებ)ზე და/ან სახეობა(ებ)ზე. 15. იმ შემთხვევაში, თუ ზურმუხტის ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასება გამოავლენს, რომ საქმიანობას ექნება მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება ზურმუხტის ტერიტორიაზე, სამინისტრო ბერნის კონვენციის შესაბამის ორგანოებთან კონსულტაციების გათვალისწინებით იღებს დადებით გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში, როდესაც გეგმის ან პროექტის მიმართ არსებობს უპირატესი საჯარო ინტერესი და არ არსებობს ალტერნატიული გადაწყვეტილება ან ის შეუსაბამოდ მაღალ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ასეთ შემთხვევაში სამინისტრო, ბერნის კონვენციის შესაბამის ორგანოების კონსულტაციების გათვალისწინებით, ადგენს გამოსწორების ღონისძიებების განხორციელების ვალდებულებას, რამაც უნდა უზრუნველყოს ზურმუხტის ქსელის მთლიანობის შენარჩუნება. 16. თუ დაინტერესებული პირი ზურმუხტის ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასების ჩატარებიდან 5 წლის ვადაში არ დაიწყებს საქმიანობას ის კარგავს ძალას. 17. ზურმუხტის ტერიტორიაზე ისეთი ზემოქმედება, რომელიც გამოწვეულია ბუნებრივი მოვლენებით ან საქმიანობის განხორციელებით და ზემოქმედებას ახდენს მის ეკოლოგიურ მახასიათებლებზე, უნდა ეცნობოს შესაბამისი კონვენციის სამდივნოს. 18. მოსალოდნელი ბუნებრივი საფრთხეების პრევენციული ღონისძიებები, ასევე სტიქიური უბედურებების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები და მასთან დაკავშირებული საქმიანობები არ ექვემდებარება ზურმუხტის ტერიტორიაზე ზეგავლენის შეფასებას. 19. ზურმუხტის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების კრიტერიუმები და ფარგლები განისაზღვრება დებულებით „საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული საერთაშორისო ქსელებში ჩართული ტერიტორიების შექმნისა და მართვის წესის შესახებ,, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. მუხლი 37. ზურმუხტის ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის რეკვიზიტები 1. ზურმუხტის ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სახელმძღვანელო სტანდარტებს და მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) საქმიანობის აღწერას; ბ) პოტენციურად ზემოქმედებას დაქვემდებარებული ზურმუხტის ტერიტორიის აღწერას; გ) საქმიანობის განხორციელების შედეგად მოსალოდნელი ზემოქმედების შეფასებას იმ სახეობებსა და ჰაბიტატებზე, რომელთა დასაცავად შეიქმნა ზურმუხტის ტერიტორია; დ) დასკვნას, საქმიანობა ინდივიდუალურად ან სხვა საქმიანობასთან კავშირში მოახდენს თუ არა მნიშვნელოვან უარყოფით ზემოქმედებას ზურმუხტის ტერიტორიაზე; ე) საზოგადოების ინტერესების იდენტიფიცირებას, აღწერას და შეფასებას; ვ) საქმიანობის განხორციელების ალტერნატიული საშუალებების აღწერას; ზ) ზურმუხტის ტერიტორიაზე ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებების აღწერას; თ) საქმიანობის განხორციელებაზე მონიტორინგის განხორციელების საშუალებების აღწერას. 2. ისეთი საქმიანობის, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს ზურმუხტის ტერიტორიაზე ზემოქმედების მიუხედავად, შესაბამისი შეფასების ანგარიში, დამატებით უნდა მოიცავდეს ინფორმაციას სანაცვლო საკომპენსაციო ღონისძიებების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს ზურმუხტის ქსელის მთლიანობას. 3. შესაბამისი შეფასების განხორციელების და ანგარიშის მომზადების ხარჯებს აანაზღაურებს საქმიანობის განმახორციელებელი. მუხლი 38. მონიტორინგი და ანგარიშგება 1. სავალდებულოა იმ სახეობებისა და ჰაბიტატების მონიტორინგი, რომელთა კონსერვაციის მიზნით ტერიტორიას მიენიჭა ზურმუხტის ქსელში ჩართული ტერიტორიის სტატუსი. 2. მონიტორინგს ზურმუხტის ტერიტორიის მართვის გეგმის საფუძველზე ახორციელებს ზურმუხტის ტერიტორიის მართვაზე პასუხისმგებელი სუბიექტ(ებ)ი და შედეგებს წარუდგენს სამინისტროს. მონიტორინგი ხორციელდება „ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ერთიანი სახელმწიფო სისტემის შესახებ“ დებულების შესაბამისად. 3. მონიტორინგის შედეგები, ანგარიშების სახით ქვეყნდება სამინისტროს ვებ-გვერდზე. თავი IV ბიოსფერული რეზერვატის დაარსება და მართვა მუხლი 39. ამ თავის მოწესრიგების მიზანი ეს თავი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო ქსელებში ჩართული ტერიტორიების კატეგორიის – ბიოსფერული რეზერვატის დაარსების და მართვის საკითხებს. მუხლი 40. ბიოსფერული რეზერვატის არსი და შექმნის მიზნები 1. ბიოსფერული რეზერვატი წარმოადგენს სახმელეთო ან/და სანაპირო/საზღვაო ეკოსისტემების ტერიტორიას, რომელიც შექმნილია ამ კანონის საფუძველზე და ჩართულია იუნესკოს პროგრამის „ადამიანი და ბიოსფერო“ ფარგლებში შექმნილი ბიოსფერული რეზერვატების მსოფლიო ქსელში და რომლის დანიშნულებაა ადამიანსა და ბიოსფეროს შორის ეკოლოგიურად, ეკონომიკურად და სოციალურად დაბალანსებული ურთიერთობის ხელშეწყობა და დემონსტრირება. 2. ბიოსფერული რეზერვატის შექმნის მიზანია: ა) ლანდშაფტებისა და ეკოსისტემების, სახეობებისა და გენეტიკური მრავალფეროვნების დაცვა, როგორც ბუნებრივი, ასევე კულტურული ლანდშაფტების ტრადიციული მიწათმოქმედების მეთოდებით შენარჩუნება; ბ) ბიოსფერული ეკონომიკური რეზერვატის თვალსაზრისით სოციალურ-კულტურული, მდგრადი განვითარება, ამ ეკოლოგიური ტერიტორიაზე და მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობით; გ) ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ეკოსისტემების კვლევისათვის ხელსაყრელი ადგილის კვლევის მხარდაჭერა და ეკოგანათლების ხელშეწყობა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივ ინტერესებზე მორგებული ისეთი მიდგომების შემუშავებას, სადაც ბუნების და ადამიანების მოთხოვნები თანაბრად იქნება დაცული; დ) ბიოლოგიური მრავალფეროვნების და ბუნებრივი რესურსების დაცვის, მდგრადი სარგებლობის, ტექნოლოგიების და ინოვაციების კვლევის და გამოცდის საფუძველზე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებაზე ხელმისაწვდომობა; ე) რეგიონულ დონეზე კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და მისი უარყოფითი შედეგების შერბილება. მუხლი 41. ბიოსფერული რეზერვატის შერჩევის კრიტერიუმები ტერიტორიის ბიოსფერული რეზერვატის სტატუსის მისანიჭებლად შერჩევის პროცესში გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი კრიტერიუმები: ა) ტერიტორია უნდა მოიცავდეს განსხვავებულ ეკოლოგიურ სისტემებს, რომლებიც წარმოადგენს ძირითად ბიოგეოგრაფიულ რეგიონებს, ადამიანის მიერ მოდიფიცირებული ეკოსისტემების ჩათვლით; ბ) ტერიტორია უნდა იყოს მნიშვნელოვანი ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის თვალსაზრისით; გ) ტერიტორია უნდა იძლეოდეს რეგიონალურ დონეზე მდგრადი განვითარების მიმართ არსებული მიდგომების შესწავლისა და დემონსტრირების საშუალებას; დ) ტერიტორია უნდა იყოს ისეთი მოცულობის, რაც შესაძლებელს გახდის ბიოსფერული რეზერვატის შექმნის მიზნების მიღწევას. მუხლი 42. ბიოსფერული რეზერვატის დამტკიცების პროცედურა 1. სამინისტრო მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების შუამდგომლობის და ამ კანონის მე-40 მუხლით დადგენილი ბიოსფერული რეზერვატის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმების საფუძველზე ახდენს პოტენციური ტერიტორიების იდენტიფიცირებას, კანდიდატი ტერიტორიის შერჩევას და მის ნომინირებას ბიოსფერული რეზერვატების მსოფლიო ქსელში ჩართვის მიზნით. 2. სამინისტრო შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით ამზადებს ბიოსფერული რეზერვატის ნომინაციის დოკუმენტს, რომელსაც ათანხმებს საქართველოს მთავრობასთან და ,,ადამიანისა და ბიოსფეროს ეროვნული კომიტეტის“ საშუალებით წარუდგენს ,,ადამიანისა და ბიოსფეროს“ პროგრამის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს. 3. შერჩეული ტერიტორიის იუნესკოს „ადამიანი და ბიოსფეროს“ პროგრამის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ აღიარება არის საქართველოს მთავრობის მიერ ამ ტერიტორიისთვის ბიოსფერული რეზერვატის სტატუსის მინიჭების საფუძველი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, საქართველოს მთავრობა იღებს დადგენილებას კონკრეტული ტერიტორიისათვის ბიოსფერული რეზერვატის სტატუსის მინიჭების, მისი მართვის, დაცვის და მონიტორინგის ღონისძიებების უზრუნველყოფის შესახებ. მუხლი 43. ბიოსფერული რეზერვატის მართვა 1. ბიოსფერული რეზერვატი არის სოციალურ-ეკოლოგიური სისტემის ინტეგრირებული მართვის ინსტრუმენტი. მისი მართვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს რეგიონში არსებული აბიოტური ფაქტორები, ბიომრავალფეროვნება, ადგილობრივი თემების თავისებურებები, არსებული საქმიანობები. ბიოსფერული რეზერვატის მართვა მიმართული უნდა იყოს მის სამ ზონაში განსახორციელებელი საქმიანობების ჰარმონიზაციაზე. 2. ბიოსფერული რეზერვატის მართვა ხორციელდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ, რომელსაც აფუძნებენ შესაბამისი მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები. 3. ბიოსფერული რეზერვატის მართვის ორგანოსთან იქმნება საკონსულტაციო ორგანო მრჩეველთა კომიტეტი, რომელიც განიხილავს ბიოსფერული რეზერვატის ფუნქციონირებასა და შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს და ამზადებს რეკომენდაციებს მმართველი ორგანოს მიერ გადაწყვეტილებების მისაღებად. 4. იმ შემთხვევაში, თუ ბიოსფერული რეზერვატი იმავდროულად წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ დაცულ ტერიტორიას ან საქართველოს ტყის კოდექსის შესაბამისად წარმოადგენს საქართველოს ტყეს, იგი იმართება ამ ტერიტორიის მართვის გეგმით, რომელშიც დამატებით განისაზღვრება ბიოსფერული რეზერვატის კონსერვაციული მიზნები და მათ მისაღწევად განსაზღვრული ღონისძიებები ან/და შეზღუდვები. 5. ბიოსფერული რეზერვატი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საერთაშორისო საფინანსო და დონორი ორგანიზაციებიდან მოზიდული სახსრებით, ასევე კანონით გათვალისწინებული სხვა სახსრებიდან. 6. ბიოსფერული რეზერვატის მართვის საკითხები წესრიგდება დებულებით „კონვენციებით განსაზღვრული საერთაშორისო ქსელებში ჩართული ტერიტორიების შექმნისა და მართვის წესის შესახებ“ და მის მართვაზე უფლებამოსილი იურიდიული პირის წესდებით. მუხლი 44. ბიოსფერული რეზერვატის ზონირება 1. ბიოსფერული რეზერვატის ფუნქციების შესრულება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მიწათსარგებლობის შესაბამისი დაგეგმვითა და ზონირებით, რომელიც მოიცავს: ა) ბირთვის ზონას, რომელსაც აქვს სამართლებრივად დადგენილი საზღვრები და ემსახურება ბიოსფერული რეზერვატის გრძელვადიანი კონსერვაციული მიზნების მისაღწევად მნიშვნელოვანი ბუნებრივი პროცესების შეუფერხებელ მსვლელობას და აქვს საკმარისი მოცულობა ამ მიზნების მისაღწევად; ბ) ბუფერულ ზონას, რომელიც მდებარეობს ბირთვის ზონის გარშემო და რომელსაც აქვს სამართლებრივად დადგენილი საზღვრები, სადაც ნებისმიერი საქმიანობა უნდა შეესაბამებოდეს გარემოსდაცვით (კონსერვაციული) მიზნებს და ხელს უნდა უწყობდეს ბირთვის სტატუსის მქონე ზონის ფუნქციების შესრულებას; გ) გარდამავალ ტერიტორიას, რომელიც არის ადამიანების საცხოვრებელი და საქმიანი ზონა, სადაც ცხოვრების და მიწათსარგებლობის ტრადიციული ფორმების შენარჩუნებით და ინოვაციური მეთოდების დანერგვით ხდება ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ხელშეწყობა და განვითარება. 2. ბიოსფერული რეზერვატის ფუნქციების დადგენისა და განხორციელებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნას გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ფართო ჩართულობა. 3. ბიოსფერული რეზერვატის ბირთვულ და ბუფერულ ზონებში დაშვებული და აკრძალული საქმიანობები აისახება ტერიტორიის მართვის დოკუმენტში. 4. ბიოსფერული რეზერვატის ფარგლებში შესაძლებელია ერთი ან რამდენიმე დაცული ტერიტორიის კატეგორიის, ასევე საერთაშორისო ქსელში ჩართული დაცული ტერიტორიების ჩართვა. ასეთი ტერიტორიები იმართება მის მართვაზე უფლებამოსილი პირის (ორგანოს) მიერ. მუხლი 45. ბიოსფერული რეზერვატის ტერიტორიის საკუთრებისა და სარგებლობის უფლება 1. ბიოსფერული რეზერვატის ფარგლებში მიწისა და ბუნებრივი რესურსების ფლობის, განკარგვისა და სარგებლობის დაშვებული ფორმები განისაზღვრება ფუნქციური ზონების მიხედვით. 2. ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის ზონაში მიწა და ბუნებრივი რესურსები მხოლოდ სახელმწიფო ან მუნიციპალური საკუთრებაა. დაუშვებელია ამ ტერიტორიებისა და მათზე არსებული ბუნებრივი რესურსების ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის საკუთრებაში და სარგებლობაში გადაცემა. 3. ბიოსფერული რეზერვატის ბუფერულ და გარდამავალ ზონაში არსებული მიწასა და ბუნებრივ რესურსებზე დაიშვება საკუთრების ყველა ფორმა, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით. მუხლი 46. „ადამიანისა და ბიოსფეროს“ ეროვნული კომიტეტი 1. იუნესკოს „ადამიანისა და ბიოსფეროს“ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის მიზნით იქმნება საქართველოს „ადამიანი და ბიოსფეროს“ (MAB) ეროვნული კომიტეტი (შემდგომში - MAB-ის ეროვნული კომიტეტი), როგორც საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო. MAB-ის ეროვნული კომიტეტის უფლებამოსილება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 2. MAB-ის ეროვნული კომიტეტის ფუნქციონირების მიზანია იუნესკოს ,,ადამიანისა და ბიოსფეროს“ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის მხარდაჭერა. 3. MAB-ის კონცეფციის ეროვნული განვითარებასა კომიტეტი და მისი მონაწილეობს ეროვნულ ბიოსფერული დონეზე დანერგვის რეზერვატების ღონისძიებების განხორციელებაში იუნესკოს საქმეთა ეროვნულ კომისიასთან თანამშრომლობით. თავი V საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების დაარსება და მართვა მუხლი 47. ამ თავის მოწესრიგების მიზანი 1. ამ თავის მოწესრიგების მიზანია „საერთაშორისო მნიშვნელობის, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტერიტორიების შესახებ კონვენციით“ (რამსარის კონვენცია) გათვალისწინებული საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის გამოვლენის, მისი რამსარის კონვენციის საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში შესატანად წარდგენის და მართვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. 2. საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორია წარმოადგენს ტერიტორიას, რომელიც მოიცავს მდინარეებს, ტბებს, ჭაობებს, წყალსაცავებს, არხების და ტბორების წყლებს, მდინარეთა ზღვის შესართავებთან ახლომდებარე ზედაპირულ წყლებს, რომლებიც ნაწილობრივ დამლაშებულია სანაპირო წყლების ზემოქმედების გამო, მაგრამ რომლებიც, ამავე დროს, არსებითად არიან გაჯერებული მტკნარი წყლებით, ნაპირის ხაზიდან ზღვის მიმართულებით ერთი საზღვაო მილის მანძილზე არსებულ წყლებს, რომლებიც ამ თავის მოთხოვნების დაცვით ჩართულია რამსარის კონვენციის ფარგლებში შექმნილი საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში. მუხლი 48. საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის შექმნის მიზანი 1. საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების ქსელის განვითარების მიზანია იმ ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვა, რომელთაც, მათი ეკოლოგიური და ჰიდროლოგიური ფუნქციების გამო, გააჩნიათ მნიშვნელობა გლობალური ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და ადამიანთა კეთილდღეობის შენარჩუნებისთვის. 2. საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის შექმნის მიზანია: ა) ჭარბტენიანი ეკოსისტემის იმ ეკოლოგიური მახასიათებლების (ჭარბტენიანი ეკოსისტემის ბიოლოგიური, ფიზიკური და ქიმიური კომპონენტები და ურთიერთქმედება, რომელიც განაპირობებს ჭარბტენიანი ტერიტორიის, მისი პროდუქტების, ფუნქციების და ატრიბუტების შენარჩუნებას) გრძელვადიანი შენარჩუნება, რომელთა გამოც აღნიშნული ტერიტორია აღიარებულ იქნა, როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის ტერიტორია; ბ) ჭარბტენიანი ტერიტორიის მდგრადი გამოყენება ადამიანთა ეკოსისტემის ბუნებრივი თვისებების შენარჩუნებასთან თავსებადი გზით. მუხლი 49. საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი სასარგებლოდ ტერიტორიის შერჩევის კრიტერიუმები 1. ტერიტორიები, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში შესატანად უნდა შეირჩეს მათი საერთაშორისო ეკოლოგიური, ბოტანიკური, ზოოლოგიური, ლიმნოლოგიური და/ან ჰიდროლოგიური მნიშვნელობის გათვალისწინებით. პირველ რიგში, სიაში შეტანილი უნდა იქნეს ის ჭარბტენიანი ტერიტორიები, რომლებსაც აქვთ საერთაშორისო მნიშვნელობა ნებისმიერ სეზონზე წყლის ფრინველებისათვის. 2. ტერიტორია შეირჩევა საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში შესატანად, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს: ა) არის ბუნებრივი ან მცირედ სახეცვლილი ჭარბტენიანი ტერიტორიის წარმომადგენლობითი, იშვიათი ან უნიკალური ნიმუში ბიოგეოგრაფიულ რეგიონში; ბ) წარმოადგენს მოწყვლადი, საფრთხის წინაშე მყოფი ან კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების ან მოწყვლადი ეკოლოგიური თანასაზოგადოებების საბინადრო გარემოს; გ) ჭარბტენიანი ტერიტორია მნიშნელოვანია მცენარეების პოპულაციებისთვის, რომლებიც მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის; დ) ჭარბტენიანი ტერიტორია მნიშვნელოვანია და/ან ცხოველების ბიოგეოგრაფიულ რეგიონში მცენარეთა ცხოველთა და/ან სახეობებისთვის მათი სასიცოცხლო ციკლის კრიტიკულ ეტაპზე ან წარმოადგენს თავშესაფარს არახელსაყრელი პირობების დროს; ე) ჭარბტენიანი ტერიტორია რეგულარულად მასპინძლობს 20 ათასზე მეტ წყლის ფრინველს; ვ) ჭარბტენიანი ტერიტორია მნიშვნელოვანია რომელიმე სახეობის წყლის ფრინველის პოპულაციის სულ მცირე 1%-სთვის; ზ) ჭარბტენიანი ტერიტორია მნიშვნელოვანია თევზების ადგილობრივი ქვე-სახეობის, სახეობის ან ოჯახის მნიშვნელოვანი ნაწილისათვის, მათი სასიცოცხლო ციკლისთვის, სახეობათა ან/და პოპულაციების ურთიერთქმდებისთვის, რომლებიც წარმოადგენს ჭარბტენიანი ტერიტორიის სარგებელს და/ან ღირებულებას და ამით წვლილი შეაქვთ გლობალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში; თ) ჭარბტენიანი ტერიტორია წარმოადგენს მნიშვნელოვან საარსებო, სამიგრაციო და საქვირითე გარემოს თევზებისათვის; ი) ჭარბტენიანი ტერიტორია რეგულარულად მასპინძლობს ფრინველების გარდა, სხვა ჭარბტენიან ტერიტორიაზე დამოკიდებული სახეობების ან ქვე-სახეობების პოპულაციების სულ მცირე 1%-ს. მუხლი 50. საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დამტკიცების პროცედურა 1. ჭარბტენიანი ტერიტორიები, საერთაშორისო მნიშვენლობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში წარდგენისათვის, შეირჩევა ამ კანონის 49-ე მუხლში განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, სისტემატური მიდგომის გამოყენებით, რაც გულისხმობს, ჭარბტენიანი ტერიტორიების ინვენტარიზაციას და ტერიტორიების შერჩევას ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე. თუ ინვენტარიზაცია არ არის დასრულებული, ეს არ წარმოადგენს შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით იდენტიფიცირებული ტერიტორიის დამტკიცებისათვის ხელისშემშლელ გარემოებას. 2. საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში შესატანად პოტენციური ჭარბტენიანი ტერიტორიების გამოვლენას უზრუნველყოფს სამინისტრო. სამინისტრო ამზადებს საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის ნომინაციის დოკუმენტს, რომელსაც საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით წარუდგენს რამსარის კონვენციის სამდივნოს. 3. საქართველოს მიერ წარდგენილი ტერიტორიის საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში ჩართვის საფუძველზე საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის ეროვნულ დონეზე შესაბამისი დაცვის, მართვისა და მონიტორინგის უზრუნველყოფისათვის. 4. საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის მართვა ხდება მართვის გეგმის საფუძველზე, რომელსაც შეიმუშავებს ტერიტორიის მართვის ორგანო და ამტკიცებს მინისტრი. 5. იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორია იმავდროულად წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ დაცულ ტერიტორიას ან საქართველოს ტყის კოდექსის შესაბამისად წარმოადგენს საქართველოს ტყეს, იგი იმართება ამ ტერიტორიის მართვის გეგმით, რომელშიც დამატებით განისაზღვრება საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის კონსერვაციული მიზნები და მათ მისაღწევად განსაზღვრული ღონისძიებები ან/და შეზღუდვები. 6. საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის მართვა უნდა ხორციელდებოდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იქნეს იმ ეკოლოგიური მახასიათებლების შენარჩუნება, რომელთა გამოც აღნიშნულ ტერიტორიას მიენიჭა საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის სტატუსი. 7. საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების მართვის საკითხები წესრიგდება დებულებით „კონვენციებით განსაზღვრული საერთაშორისო ქსელებში ჩართული ტერიტორიების შექმნისა და მართვის წესის შესახებ“. მუხლი 51. საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასება 1. საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე განზრახული ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც უშუალოდ არ უკავშირდება საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის მართვას, ექვემდებარება საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასებას. 2. დაუშვებელია საქმიანობის განხორციელება თუ ჭარბტენიან ტერიტორიაზე საერთაშორისო მნიშვნელობის ზემოქმედების შეფასებით დგინდება, რომ განზრახული საქმიანობა იწვევს მნიშვნელოვან უარყოფით ზემოქმედებას საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე. ზემოქმედება მნიშვნელოვანია, როდესაც საქმიანობის განხორციელება იწვევს საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის იმ ეკოლოგიური მახასიათებლების დაკარგვას, რომელთა გამოც ტერიტორიას მიენიჭა საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის სტატუსი და რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტერიტორიის საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიიდან ამოღება ან მისი ფართობის შემცირება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში დადგენილ შემთხვევაში დასაშვებია საქმიანობის განხორციელება, როდესაც განზრახული საქმიანობის მიმართ არსებობს უპირატესი საჯარო ინტერესი და საქმიანობა ხორციელდება ამ კანონის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. 4. განზრახული საქმიანობით საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე მოსალოდნელი მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება და საქმიანობის განხორციელების მიმართ უპირატესი საჯარო ინტერესის დასაბუთება უნდა აისახოს საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში. მუხლი 52. საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა 1. იმ შემთხვევაში, თუ საქმიანობა ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ საფუძველზე ჩატარებული სკოპინგის პროცედურის ფარგლებში უნდა დადგინდეს საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასების საჭიროება. თუ სამინისტროს მიერ გაცემული სკოპინგის დასკვნა ითხოვს საქმიანობის საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასებას, ეს შეფასება უნდა ახლდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშს, სადაც უნდა დასაბუთდეს უპირატესი საჯარო ინტერესის არსებობა და ადეკვატური კომპენსირების განხორციელების შესაძლებლობა შესაბამისი ღონისძიებების განსაზღვრით. ეს ვალდებულება არ გამორიცხავს დაინტერესებული პირის უფლებას, სკოპინგის ანგარიშის მომზადებამდე ან სკოპინგის ანგარიშთან ერთად წარმოადგინოს საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასება. 2. იმ შემთხვევაში, თუ საქმიანობა ექვემდებარება ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებულ სკრინინგის პროცედურას და სკრინინგის პროცედურის ფარგლებში არ გამოირიცხა საქმიანობის საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე ზემოქმედების შესაძლებლობა, საქმიანობის განხორციელების დასაშვებობის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად საქმიანობა აუცილებლად უნდა დაექვემდებაროს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას. 3. თუ საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე განზრახული საქმიანობა არ მიეკუთვნება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პირველ და მეორე დანართებში მითითებულ საქმიანობებს და იწვევს მნიშვნელოვან უარყოფით ზემოქმედებას საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე, სამინისტრო დაინტერესებული მხარის მიერ წარმოდგენილი საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საფუძველზე ტერიტორიაზე იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელების დასაშვებად ან დაუშვებლად ცნობის თაობაზე. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ორგანო აჩერებს ადმინისტრაციულ წარმოებას ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე, გარდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის შემთხვევებისა. ასეთ შემთხვევაში, სარგებლობის ლიცენზია შეიძლება გაიცეს საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასებას გარეშე, იმ პირობით, რომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ამ კანონის 51-ე მუხლისა და ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების გავლის შემდეგ. 5. სამინისტრო მხარისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის წარდგენის ვალდებულების დადგენის შემთხვევაში, მთავრობასთან შეთანხმებით, საკითხს აცნობებს რამსარის კონვენციის სამდივნოს შესაბამისი კონსულტაციების თხოვნით. 6. რამსარის კონვენციის სამდივნოს მისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს სამინისტრო გადაუგზავნის დაინტერესებულ მხარეს, რეკომენდაციების საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში გათვალისწინების მიზნით. 7. სამინისტრო საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საფუძველზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში, საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით იღებს გადაწყვეტილებას ან უარს ეუბნება საქმიანობის განმახორციელებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში სამინისტრო ამზადებს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს გადაწყვეტილების პროექტს საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის რამსარის კონვენციის საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიიდან ამოღების ან მისი ფართობის შემცირების შესახებ. საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას და დოკუმენტაციას უგზავნის რამსარის კონვენციის სამდივნოს. 8. საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სახელმძღვანელო სტანდარტებს და მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) საქმიანობის აღწერას; ბ) პოტენციურად ზემოქმედებას დაქვემდებარებული საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის აღწერას; გ) საქმიანობის განხორციელების შედეგად მოსალოდნელი ზემოქმედების შეფასებას იმ ეკოლოგიურ მახასიათებლებზე, რომელთა დასაცავად და შესანარჩუნებლად შეიქმნა საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანია ტერიტორია; დ) დასკვნას, საქმიანობა ინდივიდუალურად ან სხვა საქმიანობასთან კავშირში მოახდენს თუ არა მნიშვნელოვან უარყოფით ზემოქმედებას საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიაზე; ე) საზოგადოების ინტერესების იდენტიფიცირებას, აღწერას და შეფასებას; ვ) საქმიანობის განხორციელების ალტერნატიული საშუალებების აღწერას; ზ) საქმიანობის განხორციელებაზე მონიტორინგის განხორციელების საშუალებების აღწერას. 9. საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტით უნდა მოხდეს საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე უარყოფითი ზემოქმედების კომპენსირების განსაზღვრა შემდეგი საკითხების განხილვის და გათვალისწინების საფუძველზე: ა) საქართველოში საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში შეტანილი ჭარბტენიანი ტერიტორიების სრული ღირებულების შენარჩუნების მნიშვნელობა ეროვნულ და მსოფლიო დონეზე; ბ) საკომპენსაციო ჩანაცვლების შესაძლებლობა (ანუ რამდენად არსებობს ანალოგიური ეკოლოგიური მახასიათებლების ტერიტორია, რომლის დაცვითაც შესაძლებელი იქნება იმ საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დანაკარგის სრული კომპენსირება, რომლის მიმართ იგეგმება ფართობის შემცირება ან რამსარის კონვენციის საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიიდან ამოღება; გ) ხდება თუ არა იმ საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის ეკოლოგიური მახასიათებლების, ჰაბიტატებისა და ღირებულებების სრული კომპენსაცია, რომლის მიმართ იგეგმება ფართობის შემცირება ან რამსარის მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიიდან ამოღება; კონვენციის საერთაშორისო დ) სათანადო კომპენსირებასთან დაკავშირებით არსებული სამეცნიერო და სხვა სახის მოსაზრებები/კითხვები, (საკითხები რომლებიც მეცნიერულად არ არის სრულყოფილად და მკაფიოდ დასაბუთებული); ე) საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელების ვადების შესაბამისობა საქმიანობის განხორციელებასთან; ვ) უარყოფითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს საკომპენსაციო ღონისძიებამ. მუხლი 53. უპირატესი საჯარო ინტერესის განსაზღვრა საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე ზემოქმედების ანგარიშში დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების მიმართ უპირატესი საჯარო ინტერესის არსებობა და მისი პრიორიტეტულობა უნდა გათვალისწინების საფუძველზე: დასაბუთდეს შემდეგი საკითხების განხილვის და ა) ჭარბტენიანი ტერიტორიების სისტემის მთლიანობის შენარჩუნების სარგებელი ეროვნულ დონეზე და მასთან დაკავშირებული სხვა სარგებელი; ბ) უპიტატესი საზოგადოებრივი მნიშვნელობის აღწერა და არსებული მდგომარეობის შენარჩუნებით მასზე მოსალოდნელი საფრთხე; გ) დაგეგმილი საქმიანობის შესაბამისობა ეროვნულ პოლიტიკასთან და სტრატეგიებთან; დ) მნიშვნელოვანი საშიშროების თავიდან ასაცილებლად სასწრაფო ზომების მიღების საჭიროება; ე) ყველა რაციონალური ალტერნატივის განხილვა, მათ შორის უმოქმედობის, პროექტის განხორციელების ადგილის ალტერნატივების, ბუფერული ზონების შექმნის და სხვა ღონისძიებების შესაძლებლობების შემოწმების დადასტურებით; ვ) მოცემული ტერიტორიის ჩამოყალიბებული ფუნქციები და მისი ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ღირებულების შესაბამისობა განზრახული საქმიანობით მიღებულ სოციალურ, ეკონომიკურ თუ ეკოლოგიურ სარგებელთან (რაც უფრო მნიშვნელოვანია ტერიტორიის ღირებულებები და ფუნქციები, უფრო მეტი უნდა იყოს განზრახული საქმიანობისგან მიღებული სარგებელი); ზ) დაგეგმილი საქმიანობის ტრანსასაზღვრო ზემოქმედება. მუხლი 54. საერთაშორისო მნიშნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის საკუთრების უფლება 1. საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიას შესაძლებელია იმავდროულად მიენიჭოს ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაცული ტერიტორიების ერთ-ერთი კატეგორია. 2. საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორია შესაძლებელია იყოს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე. 3. თუ საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის სტატუსის მინიჭებით თანასწორობის პრინციპის საწინააღმდეგოდ, არსებითი ზიანი ადგება მხოლოდ რომელიმე კერძო პირს ან პირთა ჯგუფს, სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. ზიანის ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება საჯარო და კერძო პირის ინტერესების შეფასების საფუძველზე. 4. თუ ტერიტორიისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის სტატუსის მინიჭება შეუძლებელს ხდის მის გამოყენებას ფუნქციური დანიშნულებით, მესაკუთრე უფლებამოსილია, საკუთრების უფლების შეზღუდვის ხასიათის გათვალისწინებით, სახელმწიფოსგან მოითხოვოს მიწის ნაკვეთის ჩანაცვლება/გამოსყიდვა სამართლიანი ანაზღაურების დადგენილი წესით. პირობის დაცვით, საქართველოს კანონმდებლობით თავი VI მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის დაარსება და მართვა მუხლი 55. ამ თავის მოწესრიგების მიზანი ამ თავის მოწესრიგების მიზანია ტერიტორიისათვის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის სტატუსის მინიჭების და მსოფლიო მემკვიდრეობის ტერიტორიების ნუსხაში შეტანის მიზნით გამოვლენის, წარდგენის და მართვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. მუხლი 56. მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის შერჩევის კრიტერიუმები 1. მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბანს წარმოადგენს: ა) განსაკუთრებული ბუნებრივი წარმონაქმნები რომლებიც შედგება ფიზიკური და ბიოლოგიური ფორმაციებისაგან ან ასეთი ფორმაციების ჯგუფებისაგან, რომელთაც აქვთ განსაკუთრებული უნივერსალური ღირებულება ესთეტიკური ან სამეცნიერო თვალსაზრისით; ბ) გეოლოგიური ან ფიზიოგრაფიული წარმონაქმნები და მკაფიოდ განსაზღვრული ტერიტორიები, რომლებიც წარმოადგენს გადაშენების პირას მყოფი ცხოველთა და მცენარეთა სახეობების არეალს, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული უნივერსალური ღირებულება მეცნიერული ან კონსერვაციული თვალსაზრისით; გ) ბუნებრივი უბნები ან მკაფიოდ განსაზღვრული ბუნებრივი ტერიტორიები, რომელთაც აქვთ განსაკუთრებული უნივერსალური ღირებულება, მეცნიერების, კონსერვაციის ან ბუნებრივი სილამაზის თვალსაზრისით. 2. ობიექტს აქვს განსაკუთრებული უნივერსალური ღირებულება/ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა თუ ის შეესაბამება კრიტერიუმები): ა) წარმოადგენს შემდეგი განსაკუთრებულ კრიტერიუმებიდან უნივერსალურ ერთ-ერთს ბუნებრივ (შერჩევის მოვლენას ან განსაკუთრებული ბუნებრივი სილამაზისა და ესთეტიკური მნიშვნელობის არეებს; ბ) წარმოადგენს დედამიწის ისტორიის, მათ შორის სიცოცხლის განვითარების ძირითადი სტადიების განსაკუთრებულ მაგალითს, მნიშვნელოვან მიმდინარე გეოლოგიურ პროცესს რელიეფის ფორმირებაში ან მნიშვნელოვან გეომორფოლოგიურ ან ფიზიოგრაფიულ თავისებურებას; გ) არის განსაკუთრებული/გამორჩეული ნიმუში, რომელიც წარმოადგენს ხმელეთის, მტკნარი წყლის, სანაპირო და საზღვაო ეკოსისტემებისა და მცენარეებისა და ცხოველების თანასაზოგადოებების ევოლუციაში და განვითარებაში მიმდინარე მნიშვნელოვან ეკოლოგიურ ან ბიოლოგიურ პროცესს; დ) მოიცავს ბიომრავალფეროვნების in-situ კონსერვაციისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ბუნებრივ ჰაბიტატს, მათ შორის საფრთხის წინაშე მყოფი იმ სახეობების ჰაბიტატებს, რომელთაც აქვთ განსაკუთრებული უნივერსალური ღირებულება მეცნიერული ან კონსერვაციული თვალსაზრისით. 3. ყველა ობიექტი, ასევე უნდა აკმაყოფილებდეს მთლიანობის პირობას, როგორც ბუნებრივი მემკვიდრეობის სრულყოფილებისა და ხელუხლებლობის დადასტურებას, რაც გულისხმობს ბუნებრივი მემკვიდრეობის ობიექტებისთვის ბიოფიზიკური პროცესების და რელიეფის თავისებურებების უმეტესწილად ხელუხლებელ მდგომარეობაში არსებობას. აღნიშნული მიზნებისთვის ტერიტორიის შეფასება ხდება იმის გათვალისწინებით, რომ ბუნებრივი გარემო არის დინამიურ მდგომარეობაში და გარკვეულწილად ადამიანთან შემხებლობაში. ტერიტორიის განსაკუთრებული უნივერსალური ღირებულების საფუძველი შეიძლება გახდეს ადამიანისა და გარემოს თანაარსებობა ეკოლოგიური მდგარობის შენარჩუნებით. მუხლი 57. მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის დამტკიცების პროცედურა 1. მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შესატანად ტერიტორია შეირჩევა ამ კანონის 54-ე მუხლში განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, სისტემური მიდგომის გამოყენებით, რაც გულისხმობს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის პოტენციური ტერიტორიების ინვენტარიზაციას და მიღებული მონაცემების საფუძველზე წარსადგენი ტერიტორიის შერჩევას. თუ ინვენტარიზაცია არ არის დასრულებული, ეს არ უნდა გახდეს შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით იდენტიფიცირებული ტერიტორიის დამტკიცებისათვის ხელისშემშლელი გარემოება. 2. სამინისტრო, მთავრობასთან შეთანხმებით, ამზადებს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის ნომინაციის დოკუმენტს, რომელსაც წარუდგენს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის სამდივნოს. 3. საქართველოს მიერ წარდგენილი ტერიტორიის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში ჩართვის საფუძველზე საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის ეროვნულ დონეზე შესაბამისი დაცვის, მართვისა და მონიტორინგის უზრუნველყოფის თაობაზე. 4. მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის მართვა ხდება მართვის გეგმის საფუძველზე, რომელსაც შეიმუშავებს ტერიტორიის მართვის ორგანო და ამტკიცებს მინისტრი. ტერიტორიის მართვა უნდა ხორციელდებოდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იქნეს იმ განსაკუთრებული უნივერსალური ღირებულების/ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის შენარჩუნება, რომელთა გამოც აღნიშნულ ტერიტორიას მიენიჭა მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის სტატუსი. 5. იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის ტერიტორია იმავდროულად წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ დაცულ ტერიტორიას ან საქართველოს ტყის კოდექსის შესაბამისად წარმოადგენს საქართველოს ტყეს, იგი იმართება ამ ტერიტორიის მართვის გეგმით, რომელშიც დამატებით განისაზღვრება მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიის კონსერვაციული მიზნები და მათ მისაღწევად განსაზღვრული ღონისძიებები ან/და შეზღუდვები. 6. მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის ფარგლებში შესაძლებელია ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე დაცული ტერიტორის ჩართვა. 7. მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის მართვის საკითხები წესრიგდება დებულებით „საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული საერთაშორისო ქსელებში ჩართული ტერიტორიების შექმნისა და მართვის წესის შესახებ“. მუხლი 58. მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის საზღვრების შეცვლა მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის საზღვრების ცვლილების საჭიროების შემთხვევაში, თუ მას არ ექნება მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლის განსაკუთრებულ უნივერსალურ ღირებულებაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება, უნდა მომზადდეს ცვლილების დოკუმენტი კონვეციის მოთხოვნების შესაბამისად და წარედგინოს კონვენცის სამდივნოს. თუ კონვენციის ორგანოების რეკომენდაციების საფუძველზე საზღვრების ცვლილება ჩაითვლება საზღვრების მნიშვნელოვან ცვლილებად, კონვენციის სამდივნოს უნდა წარედგინოს ნომინაციის ახალი დოკუმენტი. მუხლი 59. მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის საკუთრების ფორმა მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბანში შემავალ ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსების საკუთრება განისაზღვრება იმ დაცული ტერიტორიების კატეგორიების საკუთრების ფორმით, რომელთა საფუძველზეც ის ჩამოყალიბდა. თავი VII. იუნესკოს გლობალური გეოპარკი მუხლი 60. ამ თავის მოწესრიგების მიზანი ეს თავი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო ქსელებში ჩართული ტერიტორიების კატეგორიის – იუნესკოს გლობალური გეოპარკის (შემდგომში - გეოპარკი) დაარსების და მართვის საკითხებს. მუხლი 61. გეოპარკის არსი და შექმნის მიზნები 1. გეოპარკი არის ტერიტორია, რომელშიც საერთაშორისო გეოლოგიური მნიშვნელობის გეოტოპები და ლანდშაფტები იმართება დაცვის, განათლების, კვლევისა და მდგრადი განვითარების ჰოლისტიკური კონცეფციის მიხედვით. 2. გეოპარკი იქმნება გეოლოგიურად მნიშვნელოვანი მემკვიდრეობის საერთაშორისო მასშტაბით შენარჩუნების მიზნით. 3. გეოპარკის შექმნის მიზანია გეოლოგიური მემკვიდრეობის რეგიონის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ყველა სხვა ასპექტთან ერთად გამოყენება, რამაც უნდა აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება დინამიურად ცვალებადი სამყაროს ძირითადი სოციალური გამოწვევების შესახებ, რაც მოიცავს ინფორმაციას გეოლოგიური პროცესებზე და საფრთხეებზე, კლიმატის ცვლილებებზე, დედამიწის ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების აუცილებლობაზე, სიცოცხლის ევოლუციაზე, ადგილობრივი მოსახლეობისა და საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობაზე და ა.შ. 4. გეოპარკმა შესაძლებელი უნდა გახადოს სოციალურ და გარემოს დაცვის ინტერესებთან თავსებადი ეკონომიკური განვითარება. გეოპარკს უნდა ჰქონდეს გავლენა მრეწველობაზე, ვაჭრობაზე, სოფლის მეურნეობაზე და სატყეო მეურნეობაზე, რათა შექმნას მდგრადი განვითარების მოდელი ენერგიის მოხმარების, ნედლეულის გამოყენების, ნიადაგისა და წყლის დაცვისა და ნარჩენების მართვის თვალსაზრისით. 5. გეოპარკი თანამშრომლობს ტურიზმის რეგიონულ და, საჭიროების შემთხვევაში, ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა გეოპარკი და მისი გეოლოგიური, ეკოლოგიური, არქეოლოგიური, ისტორიული და კულტურული მახასიათებლები ხელმისაწვდომი გახდეს ყოვლისმომცველი საგანმანათლებლო და დასასვენებელი პროგრამების მეშვეობით. 6. გეოპარკი ხელს უწყობს განათლების განვითარებას გეოპარკის შექმნის მიზნების გათვალისწინებით. საგანმანათლებლო შეთავაზებები უნდა მოიცავდეს ძირითად სოციალურ გამოწვევებს. საგანმანათლებლო მიზნები და ღონისძიებები უნდა შემუშავდეს და შეფასდეს პროვაიდერების ინტერესების გათვალისწინებით და ისეთი პარტნიორების ჩართულობით, როგორიცაა უნივერსიტეტები, არასაუნივერსიტეტო კვლევითი ინსტიტუტები, მუზეუმები, ასოციაციები და იუნესკოს პროექტის სკოლები. 7. გეოპარკმა, შესაძლებლობების ფარგლებში უნდა შეუწყოს ხელი პრობლემაზე ორიენტირებულ ინტერდისციპლინურ და საერთაშორისო კვლევებს. კვლევის შედეგები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული გეოპარკის მართის პროცესში. მუხლი 62. გეოპარკის შერჩევის კრიტერიუმები 1. გეოპარკის სტატუსი ენიჭება ტერიტორიას, რომელიც მოიცავს საერთაშორისო მნიშვნელობის გეოლოგიურ მემკვიდრეობას, რაც დასტურდება დამოუკიდებლი ექსპერტების შეფასებით. 2. გლობალური სოციალური გამოწვევები, რაც გეოპარკის შექმნის საფუძველი შეიძლება გახდეს, მოიცავს კლიმატის ცვლილებას, ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვას, ნიადაგისა და წყლის დაცვას, სასურსათო უსაფრთხოებას, ხელმისაწვდომობას, ბუნებრივი (გეო)რესურსების ბუნებრივ კატასტროფებს, ენერგიის ამოწურვადობას და დემოგრაფიულ განვითარებას. ტერიტორიის შერჩევისას ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს მისი სპეციფიკური მახასიათებლები და ის კონკრეტული გამოწვევები, რომლის გაადაჭრასაც ემსახურება ტერიტორიისთვის გეოპარკის სტატუსის მინიჭება. 3. გეოპარკს უნდა ჰქონდეს მკაფიოდ განსაზღვრული საზღვარი და იყოს საკმარისად დიდი თავისი ფუნქციების შესასრულებლად. 4. თუ გეოპარკის შექმნისათვის ნომინირებული ტერიტორია ამასთანავე არის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ან ბიოსფერული რეზერვატი, ნომინაციის დოკუმენტი უნდა მოიცავდეს მკაფიო დასაბუთებას, რომ გეოპარკის სტატუსის მინიჭება დამატებით ღირებულებას შესძენს ამ ტერიტორიას სხვა სტატუსებთან ურთიერთქმედებით. მუხლი 63. გეოპარკის დამტკიცების პროცედურა 1. ტერიტორიის იუნესკოს გლობალური გეოპარკების ქსელში შესატანად იუნესკოს სამდივნოში განცხადების და თანდართული დოკუმენტის წარდგენა ხდება სამინისტროს მიერ იუნესკოს ეროვნული კომისიის ან იუნესკოსთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი ეროვნული ორგანოს მეშვეობით. 2. ნომინაციის განაცხადს თან უნდა ახლდეს საქართველოს მთავრობის თანხმობა და იუნესკოს ეროვნული კომისიის რეკომენდაცია. 3. იუნესკოს გლობალური გეოპარკების ქსელში ტერიტორიის ნომინაციისათვის წარდგენილ განაცხადს უნდა ერთვოდეს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ტერიტორია სულ მცირე ერთი წელია ფუნქციონირებს როგორც გეოპარკი. 4. სტატუსის მოსაპოვებლად ნომინირებულ გეოპარკს უნდა ჰქონდეს საერთაშორისო თანამშრომლობის გამოცდილება, სულ მცირე, საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობით ან ნომინირებულ ტერიტორიაზე აღიარებული გეოპარკების წარმომადგენლების საექსპერტო მისიების მეშვეობით. 5. ერთდროულად შესაძლებელია მხოლოდ ორი ტერიტორიის ნომინაცია. 6. ტერიტორიას იუნესკოს გლობალური გეოპარკების სტატუსი ენიჭება იუნესკოს სამდივნოს მიერ საქართველოს მხარისთვის შესაბამისი დოკუმენტის გადაცემით. მუხლი 64. გეოპარკის მართვა 1. გეოპარკის მართვა ხორციელდება ტერიტორიის მართვის ორგანოს მიერ, რომელიც იქმნება სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი ფორმით. 2. გეოპარკების მართვაში ჩართული უნდა იყვნენ შესაბამისი ადგილობრივი თემები, როგორც ძირითადი დაინტერესებული მხარეები. 3. გეოპარკის მართვის ორგანო უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი კვალიფიციური კადრებით, განსაკუთრებით, გეომეცნიერებებში, რეგიონულ განვითარებისა და განათლების სფეროში და იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რის დასაძლევადაც იქმება კონკრეტული გეოპარკი. ცალკეული ფუნქციების შესასრულებლად შესაძლებელია შესაბამისი მომსახურებების შესყიდვა კერძო პირებისაგან. 4. გეოპარკი და მისი მიზნები ინტეგრირებული უნდა იყოს რეგიონული განვითარების მიზნებსა და მოდელებში და გათვალისწინებული უნდა იყოს სივრცითი დაგეგმარების პროცესში. გადაწყვეტილების მიმღებები პირები, ადგილობრივი მოსახლეობა და სხვა დაინტერესებული მხარეები სტრუქტურულად და ინსტიტუციურად უნდა ჩაერთოს გეოპარკის, როგორც საცხოვრებელი, ეკონომიკური და რეკრეაციული ზონის პროექტირებაში. 5. დაუშვებელია გეოპარკის მართვის ორგანოს მონაწილეობა გეოლოგიური მასალების გაყიდვაში, როგორიცაა ნამარხები, მინერალები, გაპრიალებული მინერალები და დეკორატიული ქანები. გეოპარკის მართვის ორგანომ არ უნდა დაუშვას გეოლოგიური მასალებით არამდგრადი ვაჭრობა. 6. გეოპარკის ბუნებრივად განახლებად ობიექტებზე შესაძლოა დაშვებული იქნეს გეოლოგიური მასალების შეგროვება სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის. 7. გამონაკლის შემთხვევებში, ადგილობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლოა დაშვებული იქნეს გეოლოგიური მასალების გაყიდვა მკაცრი პირობებით და მონიტორინგით. თითოეული საგამონაკლისო შემთხვევა დამტკიცებული უნდა იქნეს იუნესკოს გლობალური გეოპარკების საბჭოს მიერ. 8. გეოპარკი უნდა გაწევრიანდეს გლობალური გეოპარკების ქსელში, რათა გაუზიაროს გამოცდილება სხვა გეოპარკებს და განახორციელოს ერთობლივი პროექტები. გეოპარკი უნდა თანამშრომლობდეს იუნესკოს საერთაშორისო გეომეცნიერულ პროგრამებთან, იუნესკოს სხვა შესაბამისი პროგრამებთან და სამეცნიერო ქსელებთან. მუხლი 65. გეოპარკის მართვის გეგმა 1. გეოპარკი უნდა იმართოს მართვის გეგმის საფუძველზე, რომელსაც შეიმუშავებს მართვის ორგანო დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით. 2. გეოპარკის თანამშრომლობით და მართვის გეგმა ჩართულობით, უნდა შემუშავდეს რომელშიც ადგილობრივ გათვალისწინებული თემებთან უნდა იქნას ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური საჭიროებები, ლანდშაფტის დაცვის და მათი კულტურული იდენტობის შენარჩუნების ინტერესები. 3. გეოპარკის მართვის გეგმით უნდა განისაზღვროს, თუ როგორ და რა ვადაში განხორციელდება მისი სარგებლობის, დაცვის, მოვლის, განვითარებისა და განათლების მიზნები, აგრეთვე, უნივერსიტეტებთან, არასაუნივერსიტეტო კვლევით დაწესებულებებთან, მუზეუმებთან, იუნესკოს პროექტის სკოლებთან თანამშრომლობის ღონისძიებები. მართვის გეგმა, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს: ა) ხარჯთაღრიცხვას და ბიუჯეტს; ბ) დაცვის და მოვლის ღონისძიებებს; გ) გეოლოგიური მასალებით არამდგრადი ვაჭრობის თავიდან აცილების ღონისძიებებს; დ) ეკონიმიკური განვითარების, ტურიზმის და განათლების სფეროებში მდგრადი განვითარების სტრატეგიებს; ე) ჩართულობის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიებს; ვ) ხარისხის დაცვისა და მონიტორინგის ინსტრუმენტებს. მუხლი 66. გეოპარკის ეროვნული კომისია 1. გეოპარკების ეროვნული კომისია იქმნება მინისტრის ბრძანებით, რაც აღიარებული უნდა იქნეს იუნესკოს ეროვნული კომისიის მიერ. 2. გეოპარკების ეროვნული კომისიის ფუნქციებია: ა) საერთაშორისო გეოპარკების პროგრამის ფარგლებში საქართველოს ეროვნული წვლილის კოორდინაცია; ბ) გეოლოგიური მემკვიდრეობის გამოვლენა და მის მნიშვნელოვნებაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება; გ) იუნესკოს გლობალური გეოპარკების განვითარების ხელშეწყობა; დ) გეოპარკის ტერიტორიის ნომინაციის განცხადების შეფასება და შემდგომი ზედამხედველობა; დ) გეოპარკის ნომინაციის განაცხადის წარდგენა იუნესკოს ეროვნულ კომისიაში იუნესკოში გადაგზავნის მიზნით; ე) ტერიტორიის იუნესკოს გლობალური გეოპარკების სიიდან ამოღების პროცედურების მხარდაჭერა; ვ) იუნესკოს ხელშეწყობა; გლობალურ ზ) დონეზე ეროვნულ გეოპარკებს იუნესკოს შორის საერთაშორისო გლობალური გეოპარკების თანამშრომლობის გლობალური და რეგიონალური ქსელების შესახებ ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა; თ) მდგრადი განვითარების სტრატეგიებისა და ღონისძიებების განხორციელება და მხარდაჭერა იუნესკოს გლობალურ გეოპარკებში. თავი VIII ველური მცენარეებითა და გარეული ცხოველებით საერთაშორისო ვაჭრობა მუხლი 67. რეგულირების მიზანი 1. ამ თავის მიზანია ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის თაობაზე” 1973 წლის 3 მარტის ვაშინგტონის კონვენციით (CITES) (ამ თავში შემდგომში - კონვენცია) განსაზღვრული ვალდებულებების აღსრულების უზრუნველყოფა ეროვნულ დონეზე. 2. საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება ამ თავით, რეგულირდება კონვენციის და მისი რეზოლუციების შესაბამისად. 3. კონვენციის დანართები და ინფორმაცია კონვენციის მხარეთა კონფერენციაზე დანართებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებებისა და რეზოლუციების შესახებ პროაქტიულად ქვეყნდება სამინისტროს ვებ-გვერდზე. 4. თუ კი კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობა იმავდროულად ექცევა მკაცრად დაცული ან დაცული სახეობის ნუსხაში, ასეთი სახეობების ნიმუშებით საერთაშორისო ვაჭრობის, აგრეთვე ხელოვნურად მოშენების და ტყვეობაში გამრავლების საკითხები წესრიგდება ამ თავით. მუხლი 68. ტერმინთა განმარტება ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სახეობის ნიმუში ა.ა) ნებისმიერი ცოცხალი ან არაცოცხალი ცხოველი ან მცენარე, რომელიც შეტანილია კონვენციის დანართებში; ა.ბ) კონვენციის I ან II დანართში შეტანილი ცხოველისთვის - ცხოველის ადვილად გამოსაცნობი ნაწილი, მისგან დამზადებული ნაკეთობა ან პროდუქტი, ხოლო კონვენციის III დანართში შეტანილი ცხოველისთვის - ცხოველის ადვილად გამოსაცნობი ნაწილი, მისგან დამზადებული ნაკეთობა ან პროდუქტი, რომელიც მითითებულია კონვენციის III დანართში ამ სახეობასთან დაკავშირებით; ა.გ) კონვენციის I დანართში შეტანილი მცენარისთვის - მცენარის ადვილად გამოსაცნობი ნაწილი, მისგან დამზადებული ნაკეთობა ან პროდუქტი, ხოლო II და III დანართში შეტანილი მცენარისთვის - მცენარის ადვილად გამოსაცნობი ნაწილი, მისგან დამზადებული ნაკეთობა ან პროდუქტი, რომლებიც მითითებულია II და III დანართებში ამ სახეობებთან დაკავშირებით. ბ) საერთაშორისო ვაჭრობა - კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ზღვიდან ინტროდუქცია; გ) ზღვიდან ინტროდუქცია - იმ სახეობის ნიმუშის ქვეყანაში შეტანა, რომელიც მოპოვებულია ისეთ საზღვაო სივრცეში, რომელიც არ იმყოფება არცერთი სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ; დ) ხელოვნურად გაშენებული მცენარე - კონვენციის დანართებში შეტანილი მცენარე, რომელიც გაშენებულია ამ მცენარის მოსაშენებლად სპეციალურად მართულ ტერიტორიაზე კულტივირებული სანაშენე თაობისაგან მიღებული გასამრავლებელი მასალისაგან, კონვენციის მცენარეებით ვაჭრობის შესახებ N11.11 რეზოლუციის შესაბამისად; ე) ტყვეობაში გამრავლებული ცხოველი - კონვენციის დანართებში შეტანილი ცხოველის მოსაშენებლად სპეციალურად მართულ გარემოში სანაშენე თაობისაგან მიღებული ცხოველი; ვ) CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატი - დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის წარმოშობის ქვეყანა; ზ) იმპორტი - კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებითი ან მუდმივი შემოტანა; თ) ექსპორტი - კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან დროებითი ან მუდმივი გატანა, გარდა რეექსპორტისა; ი) რეექსპორტი - საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან დროებითი ან მუდმივი გატანა; კ) ტრანზიტი - კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმ ქვეყნის გავლით გადატანა, რომელიც არ არის არც წარმოშობის და არც დანიშნულების ქვეყანა; ლ) სახეობა - ნებისმიერი სახეობა, ქვესახეობა ან გეოგრაფიულად განცალკევებული პოპულაცია; მ) რეტროსპექტიულად გაცემული ნებართვა - ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე განხორციელებულ ქმედებაზე სათანადო ნებართვის გაცემა კონვენციის ნებართვებისა და სერტიფიკატების შესახებ N12.3 რეზოლუციის შესაბამისად; ნ) მართულ მეურნეობაში გაშენებული მცენარე - მცენარე, რომელიც არ შეესაბამება კონვენციის მცენარეებით ვაჭრობის შესახებ N11.11 რეზოლუციით დადგენილ, ხელოვნურად გაშენებული მცენარის ცნებას, გაშენებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და არ წარმოადგენს ველური ბუნებიდან მოპოვებულ მცენარეს. ო) კომერციული მიზანი - შემოსავლის მიღების მიზნით ნებისმიერი ტიპის საქმიანობის განხორციელება. მუხლი 69. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო 1. კონვენციით გათვალისწინებული ადმინისტრაციული უფლებამოსილების მქონე ორგანოა სამინისტრო, რომელიც პასუხისმგებელია კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებების ეროვნულ დონეზე დანერგვისათვის, თანამშრომლობს კონვენციის სხვა მხარეებთან და კონვენციის სამდივნოსთან, ასევე საქართველოს სახელით გასცემს კონვენციით გათვალისწინებულ დოკუმენტებს. 2. სამინისტრო უფლებამოსილია კონვენციის მხარეთა კონფერენციას წარუდგინოს წინადადება სახეობის კონვენციის I ან II დანართში შეტანის თაობაზე, ხოლო კონვენციის სამდივნოს - წინადადება სახეობის ან სახეობის პოპულაციის კონვენციის III დანართში შეტანის თაობაზე. 3. ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა“ (ამ თავში შემდგომში - ნებართვა) გაიცემა სამინისტროს მიერ. 4. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) მეორე დანართში შეტანილი სახეობების ნიმუშების ბუნებაში მოპოვების ლიცენზია“ (ამ თავში შემდგომში - ლიცენზია) გაიცემა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ. 5. სამინისტრო კონვენციის სამდივნოს ყოველი წლის 31 ოქტომბრამდე წარუდგენს ანგარიშს წინა წლის განმავლობაში განხორციელებული ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის და ზღვიდან ინტროდუქციის, აგრეთვე არალეგალური გადაადგილების გამოვლენილი შემთხვევებისა და კონფისკაციის თაობაზე. 6. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახური სამინისტროს არაუგვიანეს 1 თვის ვადაში წარუდგენს ანგარიშს წინა თვის განმავლობაში განხორციელებული იმპორტის, ექსპორტის და რეექსპორტის, ხოლო არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ივლისისა ინფორმაციას უკანონო გადაადგილების გამოვლენილი შემთხვევების შესახებ. 7. სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვის/ლიცენზიის გაცემაზე უფლებამოსილება განისაზღვრება კანონის ამ თავითა და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით. მუხლი 70. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშით საერთაშორისო ვაჭრობა 1. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტი ხორციელდება სამინისტროს მიერ ექსპორტის მიზნით გაცემული ნებართვისა და იმპორტის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული CITES-ის იმპორტის ნებართვის საფუძველზე. 2. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმპორტი ხორციელდება სამინისტროს მიერ იმპორტის მიზნით გაცემული ნებართვის და ექსპორტის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვის ან ბოლო რეექსპორტის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული CITES-ის რეექსპორტის ნებართვის/სერტიფიკატის საფუძველზე. 3. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის რეექსპორტი ხორციელდება სამინისტროს მიერ რეექსპორტის მიზნით გაცემული ნებართვის და იმპორტის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული CITES-ის იმპორტის ნებართვის საფუძველზე. 4. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ზღვიდან ინტროდუქცია წარმოებს სამინისტროს მიერ ზღვიდან ინტროდუქციის მიზნით გაცემული ნებართვის საფუძველზე. 5. კონვენციის I დანართში შეტანილი, ტყვეობაში გამრავლებული ცხოველის/ხელოვნურად გაშენებული მცენარის ნიმუშით საერთაშორისო ვაჭრობა ხდება კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშით საერთაშორისო ვაჭრობისთვის დადგენილი წესით. მუხლი 71. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშით საერთაშორისო ვაჭრობა 1. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტი ხორციელდება სამინისტროს მიერ ექსპორტის მიზნით გაცემული ნებართვის საფუძველზე, ხოლო თუ იმპორტის ქვეყანა მოითხოვს იმპორტის ნებართვას - სამინისტროს მიერ ექსპორტის მიზნით გაცემული ნებართვისა და იმპორტის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული CITESის იმპორტის ნებართვის საფუძველზე. 2. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმპორტი ხორციელდება ექსპორტის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული CITES-ის ექსპორტის ნებართვის, ან ბოლო რეექსპორტის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული CITES-ის რეექსპორტის ნებართვის/სერტიფიკატის საფუძველზე. 3. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის რეექსპორტი ხორციელდება სამინისტროს მიერ რეექსპორტის მიზნით გაცემული ნებართვის საფუძველზე. 4. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ზღვიდან ინტროდუქცია ხორციელდება სამინისტროს მიერ ზღვიდან ინტროდუქციის მიზნით გაცემული ნებართვის საფუძველზე. 5. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ბუნებაში მოპოვება კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხელოვნურად გაშენების ან კონვენციის N11.11 რეზოლუციის შესაბამისად მართულ მეურნეობაში გამრავლების მიზნით, დასაშვებია სამეცნიერო საბჭოს თანხმობის საფუძველზე. მუხლი 72. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშების ბუნებაში მოპოვება კომერციული მიზნით ექსპორტისათვის 1. ლიცენზია გაიცემა, თუ კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშების მოპოვება ხდება კომერციული მიზნით ექსპორტისათვის. 2. სარგებლობის ლიცენზიის გამცემი ორგანოა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გარემოს ეროვნული სააგენტო. 3. ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით. აუქციონი ტარდება ელექტრონული ფორმით ან მის გარეშე. აუქციონის ჩატარების ფორმაზე გადაწყვეტილებას იღებს ლიცენზიის გამცემი. 4. აუქციონის გამართვამდე, სამინისტრო, სამეცნიერო საბჭოს დასკვნის საფუძველზე, ადგენს კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშების ბუნებაში მოპოვების რაოდენობრივ, თვისებრივ და დროში განსაზღვრულ ნორმებს და წესებს. 5. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ადგენს ლიცენზიის გამცემი. 6. ლიცენზია გაიცემა არაუმეტეს 5 წლის ვადით. ლიცენზიის გამცემს, საქართველოს მთავრობის თანხმობით, უფლება აქვს, გააგრძელოს სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას, მხარეთა შეთანხმებით (საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გარემოს ეროვნული სააგენტო და შესაბამისი ლიცენზიის მფლობელი), შესაძლებელია ლიცენზიის პირობების შეცვლა (გარდა ნორმატიული აქტით დადგენილი პირობებისა) ან/და დამატებითი სალიცენზიო პირობების დადგენა. 7. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. 8. არასაექსპორტო მიზნით კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშების მოპოვება ლიცენზირებას არ ექვემდებარება. 9. ექსპორტისათვის კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარეთა სახეობის ნიმუშების მოპოვება არ საჭიროებს სარგებლობის ლიცენზიას იმ შემთხვევაში, თუ ექსპორტიორი პირის მიერ წლის განმავლობაში მოპოვებული ნიმუშების საექსპორტო რაოდენობა არ აღემატება 50 ერთეულს, ცხოველთა სახეობის შემთხვევაში კი 5 ერთეულს, ასევე ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველების შემთხვევაში. 10. მკაცრად დაცული და დაცული სახეობების შემთხვევაში მოქმედებს ასეთი სახეობების მოპოვებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესი. მუხლი 73. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშით საერთაშორისო ვაჭრობა 1. კონვენციის III დანართში საქართველოს ინიციატივით შეტანილი სახეობის ან პოპულაციის ნიმუშის ექსპორტი, რომელიც მოპოვებულია საქართველოში, ხორციელდება სამინისტროს მიერ ექსპორტის მიზნით გაცემული ნებართვის საფუძველზე. კონვენციის III დანართში სხვა ქვეყნის ინიციატივით შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტი, რომელიც მოპოვებულია საქართველოში, ხორციელდება სამინისტროს მიერ გაცემული CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზე. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტი, რომელიც საქართველოში ბუნებრივად არ არის გავრცელებული, ხორციელდება სამინისტროს მიერ გაცემული CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზე. 2. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმპორტი, გარდა ამ მუხლის მე3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული იმპორტისა, ხორციელდება წარმოშობის ქვეყნის მიერ გაცემული CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზე, ხოლო თუ იმპორტი იმ ქვეყნიდან ხორციელდება, რომლის ინიციატივითაც ეს სახეობა ან ცალკეული პოპულაცია შეტანილია კონვენციის III დანართში - ამ ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული CITES-ის ექსპორტის ნებართვის საფუძველზე. 3. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის არა წარმოშობის ქვეყნიდან, არამედ რეექსპორტის ქვეყნიდან განხორციელების შემთხვევაში საკმარისია რეექსპორტის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული CITES-ის რეექსპორტის ნებართვის/სერტიფიკატის წარდგენა. 4. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმპორტი იმ ქვეყნიდან, რომელშიც ეს სახეობა ბუნებრივად არ არის გავრცელებული, ხორციელდება წარმოშობის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატის ან ტყვეობაში გამრავლების/ხელოვნურად მოშენების სერტიფიკატის საფუძველზე. 5. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის რეექსპორტი ხორციელდება სამინისტროს მიერ რეექსპორტის მიზნით გაცემული ნებართვის საფუძველზე. 6. კონვენციით განსაზღვრული ნებართვა და სერტიფიკატი არ მოითხოვება იმ პოპულაციის ნიმუშის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის განხორციელებისას, რომელიც არ არის შეტანილი კონვენციის III დანართში. მუხლი 74. ტრანსსაზღვრო გადაადგილებისა და შიდა ვაჭრობის თანმხლები დოკუმენტები 1. კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის იმპორტირებული ნიმუშის საქართველოს ტერიტორიაზე შეძენა, გაყიდვა და ტრანსპორტირება უნდა მოხდეს მხოლოდ კონვენციითა და ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების თანხლებით. ნიმუშის სხვა პირისთვის გადაცემის შემთხვევაში მისი მფლობელი ვალდებულია აღნიშნული დოკუმენტები ან მათი ასლები ახალ მფლობელს გადასცეს. 2. კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის კონვენციისა და ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად გაცემული დოკუმენტების გარეშე განხორციელება აკრძალულია, გარდა ამ თავით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა იწვევს სამართალდამრღვევის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას. 3. საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის ტრანზიტის განხორციელება კონვენციით გათვალისწინებული თანმხლები დოკუმენტების გარეშე. იმ შემთხვევაში თუ ვერ ხერხდება ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დამრღვევის დაჯარიმება და ნიმუშის კონფისკაცია, ინფორმაცია კანონდამრღვევის შესახებ შესაბამისი ზომების გატარების მიზნით მიეწოდება ტვირთის დანიშნულების ქვეყნის CITES-ის ადმინისტრაციულ ორგანოს. 4. თუ კონვენცის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის გადაადგილება ხდება ამ კანონით და კონვენციით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი შემოსავლების სამსახური ვალდებულია დააკავოს ეს ნიმუში და ამის შესახებ აცნობოს სამინისტროს. 5. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. მუხლი 75. საერთაშორისო ვაჭრობის გამონაკლისი შემთხვევები 1. ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები არ მოითხოვება პირად საკუთრებაში არსებული კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის არაცოცხალი ნიმუშისთვის, რომლის ტრანსასაზღვრო გადაადგილება ხდება არაკომერციული მიზნით, თუ პირს აქვს მისი კანონიერად მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა: ა) იმ შემთხვევისა, როდესაც ნიმუშით საერთაშორისო ვაჭრობისათვის ვაჭრობაში მონაწილე მეორე ქვეყანა ითხოვს ნებართვას ან სერტიფიკატს ან ამის თაობაზე ინფორმაცია გავრცელებულია კონვენციის სამდივნოს შეტყობინებით ან განთავსებულია კონვენციის ვებგვერდზე; ბ) იმ შემთხვევისა, როდესაც ნიმუშების რაოდენობა აღემატება კონვენციის მხარეთა კონფერენციაზე მიღებული პირადი და საოჯახო ნიმუშებით ვაჭრობის შესახებ N13.07 რეზოლუციით განსაზღვრულ რაოდენობას; გ) საფოსტო გზავნილის შემთხვევისა; დ) სპილოს ძვლის და მარტორქის რქის ნიმუშის შემთხვევისა; ე) სანადირო ტროფეის შემთხვევისა. 2. ამ კანონით განსაზღვრული ნებართვა არ მოითხოვება პირად საკუთრებაში არსებული კონვენციის II დანართის არაცოცხალი ნიმუშისთვის, რომლიც პირმა იმ ქვეყანაში შეიძინა, რომელშიც ის მუდმივად ცხოვრობდა და ტრანსასაზღვრო გადაადგილება დაკავშირებულია ამ პირის მიერ მუდმივი საცხოვრებლის შეცვლასთან. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისის საფუძველზე საქართველოში იმპორტირებული ნიმუშების რეალიზაცია ან შემოსავლის მიღების მიზნით სხვა სახით გამოყენება აკრძალულია იმპორტიდან 3 წლის განმალობაში. 4. იმ სახეობის ნიმუშის იმპორტი, რომელიც შეძენილია ამ ნიმუშის მიმართ კონვენციის დებულების ამოქმედებამდე, უფლებამოსილი ორგანოს შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული CITES-ის პრეკონვენციური სერტიფიკატის/ნებართვის საფუძველზე. იმ სახეობის ნიმუშის ექსპორტი ან რეექსპორტი, რომელიც შეძენილია ამ ნიმუშის მიმართ კონვენციის დებულებების ამოქმედებამდე, ხორციელდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. მუხლი 76. ნებართვის გაცემის წესი 1. ნებართვა გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესების დაცვით და ამ თავით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით. 2. საჭიროების შემთხვევაში, სამეცნიერო საბჭო ადგენს კონვენციის II და III დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშების წლიურ საექსპორტო კვოტას, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. აღნიშნული კვოტის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნას კონვენციის მხარეთა კონფერენციის ან კომიტეტების მიერ აღიარებული მეთოდიკა (არსებობის შემთხვევაში). 3. ნებართვის მისაღებად განცხადება და თანდართული დოკუმენტები შეიძლება წარდგენილ იქნას ელექტრონული ფორმით. ნებართვის მაძიებლის მიერ განცხადების წარდგენა, მისი წარმოებაში მიღება და განხილვა ხდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილი წესით. 4. განცხადება, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ექსპორტისთვის, იმპორტისთვის, რეექსპორტისთვის ან ზღვიდან ინტროდუქციისათვის განკუთვნილი ნიმუშის სახეობის დასახელებას (ქართულ და სამეცნიერო სახელწოდებას), აღწერას და რაოდენობას; ბ) სახეობის ნიმუშის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ზღვიდან ინტროდუქციის მიზანს (კომერციული მიზნით, ზოოპარკისათვის, ბოტანიკური ბაღისთვის, ცირკისთვის ან მოძრავი გამოფენისათვის, საკუთრებისთვის, სამეცნიერო სამედიცინო მიზნით, მიზნით, რეინტროდუქციისთვის/ინტროდუქციისთვის, სანადირო ტროფეის საგანმანათლებლო ხელოვნურად სახით, მიზნით, კერძო ბუნებაში მოშენებისთვის/ტყვეობაში გამრავლებისთვის, კანონაღსრულებისთვის/სასამართლო მიზნისთვის/ექსპერტიზისთვის); გ) ექსპორტისთვის, იმპორტისათვის, რეექსპორტისთვის ან ზღვიდან ინტროდუქციისთვის განკუთვნილი სახეობის ნიმუშის წარმოშობის წყაროს და დროს; დ) ექსპორტიორის/რეექსპორტიორის და იმპორტიორის რეკვიზიტებს. 5. კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხელოვნურად გაშენებული კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის ნიმუშის ექსპორტის შესახებ განცხადება დამატებით უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის სახეობის დასახელება და ყოველწლიურად მოსაპოვებელი რაოდენობა; ბ) მიწის ნაკვეთზე არსებული კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის ნიმუშების სავარაუდო რაოდენობა; გ) მიწის ნაკვეთის მართვის ღონისძიებები; დ) ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ პირველად ხელოვნურად როდის იქნა გაშენებული კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარე ამ მიწის ნაკვეთზე; ე) ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა იყო პირველად ხელოვნურად გაშენებული კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის წარმოშობის წყარო; ვ) ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ უკანასკნელად როდის დაირგო კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის ნიმუში ამ მიწის ნაკვეთზე და რა იყო მისი წარმოშობის წყარო. 6. კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მართულ მეურნეობაში გაშენებული კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის ნიმუშის ექსპორტის შესახებ განცხადება დამატებით უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის სახეობის დასახელება და ყოველწლიურად მოსაპოვებელი რაოდენობა; ბ) მიწის ნაკვეთზე არსებული კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის ნიმუშების სავარაუდო რაოდენობა; გ) მიწის ნაკვეთის მართვის ღონისძიებები; დ) ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ პირველად როდის იქნა გაშენებული კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარე ამ მიწის ნაკვეთზე; ე) ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა იყო პირველად მართულ მეურნეობაში გაშენებული კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის წარმოშობის წყარო; ვ) ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ უკანასკნელად როდის დაირგო კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის ნიმუში ამ მიწის ნაკვეთზე და რა იყო მისი წარმოშობის წყარო. 7.ნებართვის მისაღებად წარსადგენ განცხადებას, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) სახეობის ნიმუშის ექსპორტის შემთხვევაში: ა.ა) სახეობის ნიმუშის წარმოშობის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი ან ამ ნიმუშის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ბუნებიდან მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი; ა.ბ) კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის შემთხვევაში – იმპორტის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის შესაბამისი ნებართვა; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხელოვნურად გაშენებული და მართულ მეურნეობაში გაშენებული მცენარის ნიმუშის შემთხვევაში: ბ.ა) საჯარო რეესტრიდან ამონაწერი; ბ.ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მიწის ნაკვეთზე გაშენებული მცენარის რესურსის ოდენობის შესახებ; ბ.გ) წარმოშობის წყაროს და ოპერირების პერიოდში შემატებული რესურსის მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები; გ) სახეობის ნიმუშის იმპორტის შემთხვევაში – წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ამ ნიმუშის წარმოშობის წყარო და იმპორტის მიზანი შესაბამისობაშია კონვენციის მოთხოვნებთან, ხოლო სახეობის ცოცხალი ნიმუშის იმპორტის შემთხვევაში – აგრეთვე ამ ნიმუშის შენახვისა და მოვლის სათანადო პირობების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები; დ) სახეობის ნიმუშის რეექსპორტის შემთხვევაში: დ.ა) კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის რეექსპორტის შემთხვევაში ნიმუშის საქართველოში იმპორტის დროს გამოყენებული ექსპორტის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული CITES-ის ექსპორტის ნებართვა ან ბოლო რეექსპორტის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული CITES-ის რეექსპორტის ნებართვა/სერტიფიკატი და იმპორტის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული CITES-ის იმპორტის ნებართვა; დ.ბ) კონვენციის II და III დანართებში შეტანილი სახეობის რეექსპორტის შემთხვევაში ნიმუშის საქართველოში იმპორტის დროს გამოყენებული ექსპორტის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული CITES-ის ექსპორტის ნებართვა ან ბოლო რეექსპორტის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული CITES-ის რეექსპორტის ნებართვა/სერტიფიკატი ან წარმოშობის სერტიფიკატი. ე) სახეობის ნიმუშის ზღვიდან ინტროდუქციის შემთხვევაში - სახეობის ნიმუშის შენახვისა და მოვლის სათანადო პირობების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის ,,ბ.ბ“ და ,,ბ.გ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები არ შეეხება იმ მცენარის ნიმუშს, რომლიც საქართველოში ბუნებრივად არ არის გავრცელებული. ასეთი მცენარეების საშენების მონიტორინგი საჭიროების სამეცნიერო საბჭოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. შემთხვევაში ხორციელდება 9. კერძო ნაკვეთზე ხელოვნურად გაშენებული ან მართულ მეურნეობაში გაშენებული მცენარის რესურსის ოდენობის თაობაზე დასკვნის საჯარო სამართლის იურიდიული პირის გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემის წესი განისაზღვრება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ 1973 წლის 3 მარტის ქ. ვაშინგტონის კონვენციის (CITES) II დანართში შეტანილ მცენარის ხელოვნურად გაშენების ან მართულ მეურნეობაში არსებული რესურსის ოდენობის თაობაზე დასკვნის გაცემის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 77. ნებართვის გაცემის განსაკუთრებული პირობები 1. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის: ა) ექსპორტის მიზნით ნებართვა გაიცემა, თუ: ა.ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ ექსპორტი ამ სახეობას გადაშენების საფრთხეს არ შეუქმნის; ა.ბ) სამინისტრო დარწმუნდება, რომ ეს ნიმუში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით არ იყო მოპოვებული და იგი მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს. ბ) იმპორტის მიზნით ნებართვა გაიცემა, თუ: ბ.ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ იმპორტი ამ სახეობას გადაშენების საფრთხეს არ შეუქმნის; ბ.ბ) ეს ნიმუში არ იქნება გამოყენებული უპირატესად კომერციული მიზნისათვის (იგი გამიზნულია კერძო მოხმარებისთვის, ბიოსამედიცინო მრეწველობისთვის, სახეობათა საკონსერვაციო სტატუსის გაუმჯობესების მიზნით ტყვეობაში გამრავლებისა და ხელოვნურად გაშენებისთვის, აქვს სამეცნიერო ან საგანმანათლებლო დანიშნულება და სხვ.); ბ.გ) სახეობის ცოცხალი ნიმუშის შემთხვევაში - სამინისტრო დარწმუნდება, რომ ამ ნიმუშის მიმღებს აქვს მისი შენახვისა და მოვლისათვის სათანადო პირობები. გ) რეექსპორტის მიზნით ნებართვა გაიცემა, თუ სამინისტრო დარწმუნდება, რომ ამ სახეობის ცოცხალი ნიმუში მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისათვის საფრთხი შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს; დ) ზღვიდან ინტროდუქციის მიზნით ნებართვა გაიცემა თუ: დ.ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ ინტროდუქცია ამ სახეობას საფრთხეს არ შეუქმნის; დ.ბ) სახეობის ცოცხალი ნიმუშის შემთხვევაში - უფლებამოსილი ორგანო დარწმუნდება, რომ ამ ნიმუშის მიმღებს აქვს მისი შენახვისა და მოვლის სათანადო პირობები; დ.გ) სამინისტრო დარწმუნდება, რომ ეს ნიმუში უპირატესად კომერციული მიზნით არ იქნება გამოყენებული (იგი გამიზნულია კერძო მოხმარებისთვის, ბიოსამედიცინო მრეწველობისთვის, სახეობათა საკონსერვაციო სტატუსის გაუმჯობესების მიზნით ტყვეობაში გამრავლებისა და ხელოვნურად გაშენებისთვის, აქვს სამეცნიერო ან საგანმანათლებლო დანიშნულება და სხვ.). 2. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის მიზნით ექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ: ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ ექსპორტი ამ სახეობას გადაშენების საფრთხეს არ შეუქმნის (გარდა კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის კომერციული მიზნით ექსპორტისა, როდესაც საექსპორტო რაოდენობა აღემატება ამ კანონის 72ე მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ ოდენობებს); ბ) სამინისტრო დარწმუნდება, რომ ეს ნიმუში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით არ იყო მოპოვებული და იგი მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს. 3. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის კომერციული მიზნით ექსპორტის მიზნით ნებართვა გაიცემა: ა) შესაბამისი სარგებლობის ლიცენზიის საფუძველზე; ბ) შესაბამისი სარგებლობის ლიცენზიის მფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე; გ) იმ პირის (ან მისი წარმომადგენლის) განცხადების საფუძველზე ან იმ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზეც ხელოვნურად ან მართულ მეურნეობაში გაშენებულია კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარე. დ) ნადირობის ობიექტებს დაქვემდებარებული სახეობების ველური ბუნებიდან მოპოვების შემთხვევაში - ნიმუშის კანონიერად მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. 4. კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხელოვნურად გაშენებული მცენარის ნიმუშის ექსპორტისათვის ნებართვა გაიცემა, თუ: ა) აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მცენარე გაშენებულია განცხადების წარდგენამდე 5 წლით ადრე მაინც; ბ) აღნიშნული სახეობის სასაქონლო ზომის ნიმუშების (ბოლქვების/გორგლების) სრული ოდენობით მოპოვების შემთხვევაში – აღნიშნულ ნაკვეთზე ნიმუშების (ბოლქვების/გორგლების) შემდგომ მოპოვებამდე გასულია 3 წელი მაინც; გ) წარმოშობის წყაროს წარმოადგენს კონვენციის N11.11 რეზოლუციის შესაბამისად ხელოვნურად გაშენებული ან კონვენციის რეგულაციებიდან გამონაკლისი მასალა; დ) წარმოდგენილია: დ.ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა, რომლითაც დასტურდება მიწის ნაკვეთზე ხელოვნურად გაშენებული მცენარის რესურსის ოდენობა; დ.ბ) საჯარო რეესტრიდან ამონაწერი; დ.გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა, რომლითაც დასტურდება მიწის ნაკვეთიდან აღნიშნული სახეობის ფაქტობრივი მოპოვების რაოდენობა, თუ იგი წინა წელს იქნა მოპოვებული. 5. კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მართულ მეურნეობაში გაშენებული მცენარის ნიმუშის ექსპორტისათვის ნებართვა გაიცემა, თუ: ა) აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მცენარე გაშენებულია განცხადების წარდგენამდე 5 წლით ადრე მაინც; ბ) წარმოშობის წყარო მოპოვებულია საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო შეთანხმებების მოთხოვნების შესაბამისად; გ) წარმოდგენილია: გ.ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა, რომლითაც დასტურდება მიწის ნაკვეთზე ხელოვნურად გაშენებული მცენარის რესურსის ოდენობა; გ.ბ) საჯარო რეესტრიდან ამონაწერი; გ.გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა, რომლითაც დასტურდება მიწის ნაკვეთიდან აღნიშნული სახეობის ფაქტობრივი მოპოვების რაოდენობა, თუ იგი წინა წელს იქნა მოპოვებული. დ) სამეცნიერო საბჭოს დასკვნის თანახმად საექსპორტოდ განკუთვნილი რესურსის ოდენობა მიჩნეულია მდგრად მოპოვებად. 6. მართულ მეურნეობაში გაშენებული კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარის სახეობის ექსპორტის შემთხვევაში ნებართვის გაცემა დასაშვებია ნაკვეთზე არსებული რესურსის არაუმეტეს 30%-ის ექსპორტისათვის, გარდა სამეცნიერო საბჭოს მიერ სხვა ოდენობის დადგენის შემთხვევისა. 7. კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობების ტყვეობაში გამრავლებული/ხელოვნურად გაშენებული და მართულ მეურნეობაში გაშენებული ნიმუშის კომერციული მიზნით ექსპორტისათვის ნებართვა გაიცემა, თუ: ა) ნიმუში გამრავლდა სამინისტროს მიერ კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობების ტყვეობაში გამრავლების/ხელოვნურად მოშენების რეესტრში რეგისტირებული სუბიექტის მიერ, ხოლო კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის შემთხვევაში - სამინისტროს და კონვენციის სამდივნოში კონვენციის სამდივნოს მიერ კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ; ბ) ცხოველების შემთხვევაში ნიმუში მარკირებულია. 8. კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობისგან წარმოებული ხიზილალის ექსპორტის მიზნით ნებართვა გაიცემა მხოლოდ კონვენციის სამდივნოს რეესტრში დარეგისტრირებულ ხიზილალას მწარმოებელ საწარმოზე. 9. კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ტყვეობაში გამრავლების/ხელოვნურად მოშენების საწარმოს, მათ შორის, ხიზილალის მწარმოებელი საწარმოს რეგისტრაციისა და ტყვეობაში გამრავლებული ცხოველის მარკირების, ასევე მცენარეთა მართულ მეურნეობაში მოშენების წესები განისაზღვრება გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” 1973 წლის 3 მარტის ქ. ვაშინგტონის კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის ტყვეობაში გამრავლების ან ხელოვნურად მოშენების საწარმოს/მართული მეურნეობის რეგისტრაციის წესის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. 10. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის მიზნით რეექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ სამინისტრო დარწმუნდება, რომ ამ სახეობის ცოცხალი ნიმუში მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს. 11. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ზღვიდან ინტროდუქციის მიზნით ნებართვა გაიცემა, თუ: ა) სამეცნიერო საბჭო გამოიტანს დასკვნას, რომ ინტროდუქცია არ შეუქმნის საფრთხეს მოცემულ სახეობას; ბ) სახეობის ცოცხალი ნიმუშის შემთხვევაში - სამინისტრო დარწმუნდება, რომ ამ ნიმუშისადმი მოპყრობისას მისი დაზიანების, ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნისა და სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმალური იქნება. 12. კონვენციის III დანართში სახეობების ნიმუშების ექსპორტის მიზნით ნებართვა გაიცემა, თუ: ა) ეს ნიმუში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით არ იყო მოპოვებული; ბ) სამინისტრო დარწმუნდება, რომ ამ სახეობის ცოცხალი ნიმუში მომზადდება და გაიგზავნება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს. მუხლი 78. სამეცნიერო საბჭო 1. ამ თავით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მინისტრის ბრძანებით იქმნება მინისტრის სათათბირო ორგანო – სამეცნიერო საბჭო. 2. სამეცნიერო საბჭოს მუშაობის წესი განისაზღვრება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ 1973 წლის 3 მარტის ქ. ვაშინგტონის კონვენციის (CITES) სამეცნიერო საბჭოს დებულებით“, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. 3. სამეცნიერო საბჭო არ მონაწილეობს ლიცენზიის საფუძველზე მოპოვებული ნიმუშის და პრეკონვენციური ნიმუშის ნებართვის გაცემის პროცესში. 4. ხიზილალის მწარმოებლების შემთხვევაში სამეცნიერო საბჭო ყოველწლიურად განიხილავს საწარმოში არსებული რესურსის ოდენობის შესახებ ინფორმაციას და გასცემს რეკომენდაციას საექსპორტო ოდენობებისა და პირობების შესახებ. მუხლი 79. ნებართვის მოქმედების ვადა 1. ამ თავით გათვალისწინებული ნებართვით სარგებლობა ვადიანია. 2. სახეობის ნიმუშის ექსპორტის ან რეექსპორტის მიზნით გაცემული ნებართვა ძალაშია მისი გაცემიდან 6 თვის განმავლობაში. 3. სახეობის ნიმუშის იმპორტის ან ზღვიდან ინტროდუქციის მიზნით გაცემული ნებართვა ძალაშია გაცემიდან თორმეტი თვის განმავლობაში. მუხლი 80. ნებართვის მფლობელის ვალდებულებები 1. კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხელოვნურად და მართულ მეურნეობაში გაშენებული მცენარის ნიმუშის ექსპორტის მიზნით ნებართვის მფლობელი ვალდებულია: ა) მცენარის ნიმუშის მოპოვება განახორციელოს მხოლოდ ნებართვაში მითითებული მიწის ნაკვეთიდან; ბ) ნებართვის მიღებისა და მცენარეთა ნიმუშის მოპოვების შემდეგ ნებართვის გამცემ ორგანოს ნებართვის გაცემიდან 3 თვის ვადაში წარუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა, რომლითაც დასტურდება მიწის ნაკვეთიდან აღნიშნული სახეობების ფაქტობრივი მოპოვების რაოდენობა. 2. კონვენციის სამდივნოს ხიზილალის ექსპორტის განმახორციელებელი საწარმოების რეესტრში რეგისტრირებული ხიზილალის მწარმოებელი საწარმო ვალდებულია: ა) მწარმოებელი მასალის იმპორტის განხორციელებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სამინისტროს წარუდგინოს ექსპორტის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული და ექსპორტის ქვეყნის საბაჟო სამსახურის მიერ დამოწმებული ექსპორტის ნებართვის დედანი; ბ) სამინისტროს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 15 იანვრამდე წარუდგინოს დეტალური ანგარიში კონვენციის დანართებში შეტანილ სახეობებებთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედებების (ხიზილალის წარმოება/იმპორტი/ექსპორტი/შიდა ბაზარზე რეალიზაცია; ხიზილალის წარმოების შემდეგ დარჩენილი ხორცის რეალიზაცია) თაობაზე. ანგარიშის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ნებართვა არ გაიცემა ანგარიშის წარმოდგენამდე; გ) განახორციელოს მხოლოდ კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად მარკირებული ხიზილალის ექსპორტი; დ) საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს; ე) მწარმოებელი მასალის მოპოვება განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობისა და კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 81. რეტროსპექტულად გაცემული ნებართვა ან სერტიფიკატი 1. ამ თავით განსაზღვრული დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებულ ექსპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის შემთხვევებზე, გამონაკლისი სახით, შეიძლება გაიცეს ამ კანონით გათვალისწინებული ნებართვა რეტროსპექტულად კონვენციის შესაბამისად. 2. ნებართვა რეტროსპექტულად გაიცემა იმპორტის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში, თუ სამინისტრო ყოველმხრივი მოკვლევისა და იმპორტის ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოსთან კონსულტაციების შედეგად დარწმუნდება, რომ ადგილი აქვს შემთხვევით შეცდომას და არა შეცდომაში შეყვანის მცდელობას და სახეობის ნიმუშის გადატანა, სხვა მხრივ, შეესაბამება კონვენციის მოთხოვნებს. 3. ნებართვის რეტროსპექტულად გაცემა აკრძალულია კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშისთვის. ნებართვის რეტროსპექტულად გაცემა, გამონაკლისის სახით, დასაშვებია მხოლოდ კონვენციის II და III დანართში შეტანილ სახეობის ნიმუშისთვის. 4. ნებართვის რეტროსპექტულად გაცემის შემთხვევაში ნებართვაში მკაფიოდ უნდა მიეთითოს, რომ ეს ნებართვა გაცემულია რეტროსპექტიულად, და განიმარტოს შესაბამისი მიზეზი. 5. აკრძალულია ნებართვის რეტროსპექტულად გაცემა იმ პირზე, რომელზედაც ერთხელ გაიცა ნებართვა რეტროსპექტულად. 6. სხვა ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეტროსპექტულად გაცემული CITES-ის ნებართვა ან სერტიფიკატი და ასეთი დოკუმენტით კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის საქართველოში იმპორტის განხორციელების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. 7. თუ პირად საკუთრებაში არსებული ნიმუშის იმპორტი განხორციელდა ამ მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად - რეტროსპექტულად გაცემული CITES-ის ნებართვით ან სერტიფიკატით, აკრძალულია ამ ნიმუშის გაყიდვა იმპორტის განხორციელებიდან 6 თვის განმავლობაში. მუხლი 82. საერთაშორისო ვაჭრობა იმ სახელმწიფოსთან, რომელიც არ არის კონვენციის წევრი 1. საქართველოდან იმ სახელმწიფოში ექსპორტი ან რეექსპორტი რომელიც არ არის კონვენციის წევრი, ხორციელდება ამ კანონით განსაზღვრული დოკუმენტების საფუძველზე. საქართველოში იმ სახელმწიფოდან იმპორტი რომელიც არ არის კონვენციის წევრი, ხორციელდება ამ სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე, რომლითაც დასტურდება კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობა. 2. სამინისტრომ, კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის იმ სახელმწიფოდან, რომელიც არ არის კონვენციის წევრი, იმპორტის მიზნით ნებართვა და ამ სახელმწიფოში ექსპორტის მიზნით ნებართვა ან CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატი უნდა გასცეს მხოლოდ კონვენციის სამდივნოს წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ. 3. იმ სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებართვა, სერტიფიკატი ან ნებართვის ანალოგიური დოკუმენტი, რომელიც არ არის კონვენციის წევრი, მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას: ა) ნებართვის, სერტიფიკატის ან ანალოგიური დოკუმენტის გამცემი ორგანოს დასახელებას, ბეჭედს და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერას; ბ) სახეობის ზუსტ დასახელებას; გ) სახეობის ნიმუშის წარმომავლობას - იმ შემთხვევაში, თუ სახეობის ნიმუშის წარმოშობის წყარო სხვა ქვეყანაა, ამ ქვეყნის ექსპორტის ნებართვის ნომერს; დ) იმის დადასტურებას, რომ ექსპორტი კომპეტენტური სამეცნიერო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე ხორციელდება და რომ იგი ამ სახეობას საფრთხეს არ შეუქმნის (შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს რეკომენდაციის ასლი) და რომ ნიმუში ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისადაა მოპოვებული; ე) იმის დადასტურებას, რომ ცოცხალი ცხოველის ექსპორტი ან რეექსპორტი განხორციელდება იმგვარად, რომ მისი დაზიანების, ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს. 4. იმ სახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც არ არის კონვენციის წევრი, მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ სახელმწიფოში ამგვარი დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანო და სამეცნიერო დაწესებულება შეტანილია კონვენციის ვებ-გვერდზე განთავსებულ მონაცემთა ბაზაში, ან კონვენციის სამდივნოსთან კონსულტაციის შემდეგ. მუხლი 83. სანებართვო მოწმობის ფორმა 1. ამ თავით გათვალისწინებული ნებართვის ფორმა მტკიცდება ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნიმუშების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვისა და წარმოშობის სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანებით. 2. ნებართვა გაიცემა 4 ეგზემპლარად (დედანი და დედნის დამოწმებული 3 ასლი). ნებართვის 1 ასლი რჩება ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო დედანი და 2 ასლი გადაეცემა ნებართვის მაძიებელს საბაჟო გამშვებ პუნქტში წარსადგენად, სადაც საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი სახეობის ნიმუშის ექსპორტის/რეექსპორტის განხორციელებისას ნებართვის ეგზემპლარებს ხელმოწერითა და ოფიციალური ბეჭდით დაამოწმებს. დამოწმებული ნებართვის 1 ასლი რჩება საბაჟო გამშვებ პუნქტში, ხოლო ნებართვის დედანი და 1 ასლი წარედგინება იმპორტის ქვეყნის საბაჟოს. 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახური საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ დამოწმებული ნებართვის ან სერტიფიკატის ასლს ექსპორტის, იმპორტის ან რეექსპორტის განხორციელებიდან 1 თვის ვადაში უგზავნის სამინისტროს. 4. სამინისტრო კონვენციის სამდივნოს წინასწარ უგზავნის ნებართვის ხელმომწერი პასუხისმგებელი პირის სახელსა და გვარს და მისი ხელმოწერის ნიმუშს. მუხლი 84. სანებართვო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება 1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში გამოიყენება ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ნორმები. 2. ნებართვის მფლობელისგან ნებართვის დაკარგვის ან დაზიანების შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში სამინისტრო ამის თაობაზე აცნობებს იმპორტის ქვეყანას, ხოლო კომერციული მიზნით საერთაშორისო ვაჭრობის შემთხვევაში - აგრეთვე კონვენციის სამდივნოს. მუხლი 85. ნებართვის გაუქმება და მასში ცვლილების შეტანა 1. ნებართვის გაუქმებისა და მასში ცვლილების შეტანის წესი განისაზღვრება ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით. 2. ნებართვის გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს ნებართვის მფლობელს, კონვენციის სამდივნოსა და იმპორტის ქვეყანას. 3. საჭიროების შემთხვევაში გაცემული ნებართვის ახალი ნებართვით ჩანაცვლება ხდება ნებართვისა და მისი ყველა ასლის სამინისტროში ჩაბარების შემდეგ. 4. ნებართვის დაკარგვის შემთხვევაში, ნებართვის ასლი გაიცემა იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახური დაადასტურებს, რომ ექსპორტი, იმპორტი ან რეექსპორტი არ განხორციელებულა. ექსპორტის შემთხვევაში ექსპორტის განუხორციელებლობა უნდა დაადასტუროს აგრეთვე იმპორტის ქვეყნის საბაჟო სამსახურმა. მუხლი 86. სანებართვო მოსაკრებელი სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა და ბიუჯეტში გადახდის წესი განისაზღვრება ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით. მუხლი 87. CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესი 1. CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატს გასცემს სამინისტრო მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება. 2. განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების გარდა, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) სახეობის ნიმუშის (სახეობა, ნაწილი, დერივატი) დასახელებას (ქართული ან/და სამეცნიერო სახელწოდებას), რაოდენობას და აღწერას; ბ) სახეობის ნიმუშის წარმოშობის წყაროსა და დროს; გ) ექსპორტიორისა და იმპორტიორის რეკვიზიტებს. 3. განცხადებას უნდა დაერთოს სახეობის ნიმუშის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის ფორმას ამტკიცებს მინისტრი. 5. CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატი ძალაშია გაცემიდან 12 თვის განმავლობაში. მუხლი 88. ნიმუშის იდენტიფიკაცია უკანონო ვაჭრობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში ნიმუშის იდენტიფიკაციისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება ხორციელდება სამართალდამღვევის მიერ. მუხლი 89. კონფისკირებული ნიმუშების განთავსება 1. კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ცოცხალი ნიმუშის დაკავების შემთხვევაში ნიმუში დროებით შესანახად გადაეცემა შესაბამისი პროფილის დაწესებულებას, ხოლო კონფისკაციის შემთხვევაში ამ ნიმუშის განთავსების ადგილი კანონმდებლობით დადგენილი წესით. განისაზღვრება 2. კონვენციის დანართებში შეტანილი ცხოველის სახეობის ცოცხალი ნიმუშის წარმოშობის ქვეყნის დადგენის შემთხვევაში, სამინისტრო ნიმუშის კონფისკაციის შესახებ აცნობებს ნიმუშის წარმოშობის ქვეყნის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და მიზანშეწონილობის დადგენის შემთხვევაში გადასცემს მას კონფიკაციის შედეგად ჩამორთმეულ ნიმუშს. 3. არაცოცხალი ნიმუშის კონფისკაციის შემთხვევაში ნიმუშის განთავსების ადგილზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ სამინისტროსთან შეთანხმებით. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნიმუშის ტრანსპორტირებისა და დროებითი შენახვის ხარჯები ეკისრება სამართალდამრღვევ პირს. 5. კონფისკაციის შედეგად ჩამორთმეული ცოცხალი ცხოველების განთავსების და შენახვის ხარჯებს ანაზღაურებს ცხოველის განთავსების ადგილზე პასუხისმგებელი დაწესებულება ან სამინისტრო მხარეთა შეთანხმების საფუძველზე. მუხლი 90. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოები 1. ამ თავით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი და პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის განისაზღვრება ამ კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით. 2. ამ თავით სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი ხორციელდება სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ. თავი IX გენეტიკურ რესურსებზე და მასთან დაკავშირებულ ტრადიციულ ცოდნაზე ხელმისაწვდომობა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი და თანაბარი განაწილება მუხლი 91. მოწესრიგების მიზანი 1. ეს თავი აწესრიგებს გენეტიკური რესურსების და მასთან დაკავშირებული ტრადიციული ცოდნის ხელმისაწვდომობის და მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი განაწილების საკითხებს. 2. ეს თავი არ ვრცელდება მცენარეებზე, რომლებიც რეგულირდება „საკვებისა და სოფლის მეურნეობისათვის მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ საერთაშორისო შეთანხმების“ მულტილატერალური სისტემით. მუხლი 92. ტერმინთა განმარტებები კანონის ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მკვლევარი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს კომერციულ ან არაკომერციულ კვლევას და/ან განვითარებას; ბ) გენეტიკური რესურსების და მასთან დაკავშირებული ტრადიციული ცოდნის კომერციული გამოყენება - კვლევა და/ან განვითარება კომერციული სარგებლის მიღების მიზნით; გ) გენეტიკური რესურსების და მასთან დაკავშირებული ტრადიციული ცოდნის არაკომერციული გამოყენება - კვლევა და/ან განვითარება კვლევის/განვითარების შედეგების გასაჯაროვების და საჯარო გამოყენების მიზნით, როცა კვლევის მიზანია გენეტიკური რესურსის მახასიათებლების შესწავლა კომერციული მიზნით გამოყენების გარეშე; დ) საზღვარგარეთ ხელმისაწვდომი გენეტიკური რესურსების გამოყენებით მიღებული პროდუქტი - პროდუქტი, რომელიც შეიცავს გენს ან გენთა თანმიმდევრობას უცხოური გენეტიკური რესურსიდან და ატარებს მის ძირითად მახასიათებლებს; ე) ტრადიციული ცოდნა - ცოდნა გენეტიკური რესურსების შესახებ, რომელსაც ფლობს ფიზიკური პირი და რომელიც არის წარმოქმნილი და გადაცემული ტრადიციებით ან ინდივიდუალური გამოცდილებით. მუხლი 93. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოა სამინისტრო. მუხლი 94. სარგებლის სამართლიანი განაწილება 1. სარგებელი, რომელიც მიღებულია საქართველოში წარმოშობილი გენეტიკური რესურსების გამოყენებით, ასევე რომელიც გამომდინარეობს მათი შემდგომი გამოყენებიდან და კომერციალიზაციიდან, სამართლიანად უნდა გაუნაწილდეს საქართველოს, სამინისტროსთან შეთანხმებული პირობების საფუძველზე. 2. საქართველოში წარმოშობილ გენეტიკურ რესურსებთან დაკავშირებული ტრადიციული ცოდნის ხელმისაწვდომობის შედეგად მიღებული სარგებელი სამართლიანად უნდა განაწილდეს ასეთი ცოდნის მატარებელ პირებზე, ამ ტრადიციული ცოდნის მქონე პირებთან და სამინისტროსთან შეთანხმებული პირობების საფუძველზე. 3. სარგებელი კანონის ამ თავის მიზნებისთვის შეიძლება იყოს ფინანსური და არაფინანსური. მუხლი 95. გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობის ნებართვა და ხელშეკრულება გამოყენებასა და სარგებლის განაწილებაზე 1. საქართველოში in-situ და ex-situ არსებულ გენეტიკურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა საჭიროებს ,,საქართველოში წარმოშობილი გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობის ნებართვას“ (ამ თავში შემდგომში - ნებართვა) და ხელშეკრულებას სარგებლის განაწილებაზე. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება რესურსის საგანმანათლებლო მიზნებისთვის ხელმისაწვდომობაზე. 2. ამ მუხლით განსაზღვრული ნებართვის მაძიებელი და ხელშეკრულების მხარე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ან უცხო ქვეყნის მოქალაქე პირი, რომელიც ეწევა სამეცნიერო - კვლევით საქმიანობას. 3. უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მკვლევარი, რომელიც სამინისტროს მიმართავს ნებართვის მოსაპოვებლად და ხელშეკრულების დასადებად, ვალდებულია განაცხადს დაურთოს საქართველოს მოქალაქეობის მქონე მკვლევართან პარტნიორობის დამადასტურებელი ხელშეკრულება. 4. განაცხადი შეიტანება სამინისტროში წერილობითი ფორმით. განაცხადი უნდა აკმაყოფილებდეს ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით და ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ასევე თან უნდა ერთვოდეს შემდეგი ინფორმაცია: ა) განმცხადებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები; ბ) ინფორმაცია გენეტიკური რესურსების შესახებ, რომელზეც ხელმისაწვდომობა უნდა იქნეს ნებადართული (ქართული და სამეცნიერო (ლათინური) დასახელება, განაწილების ფორმისა ადგილმდებარეობა, რაოდენობა, ვადა); გ) გენეტიკური რესურსების გამოყენების მიზანი; დ) მოსალოდნელი სარგებლის საქართველოსთვის და მოცულობის შესახებ; ე) იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გენეტიკური რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებული სპეციფიკური ტრადიციული ცოდნა, ასეთი ცოდნის მატარებლის/მატარებლების წინასწარი ინფრომირებული თანხმობა და ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმებული პირობებით გამოყენებისა და სარგებლის განაწილების შესახებ; ვ) გენეტიკური რესურსების/ტრადიციული ცოდნის გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი განაწილების თაობაზე საქართველოს მოქალაქე და უცხო ქვეყნის მოქალაქე მკვლევარს შორის დადებული ხელშეკრულების დამოწმებული ასლი (ნებართვის მაძიებელი უცხო ქვეყნის მოქალაქე მკვლევარის შემთხვევაში). მუხლი 96. ადმინისტრაციული წარმოება 1. ნებართვის გაცემის მიზნით სამინისტროში ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ამ კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. 2. სამინისტრო ამოწმებს განცხადების შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან. სამინისტრო უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რამდენადაც ეს აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად. 3. სამინისტრო გადაწყვეტილებას ნებართვის გაცემის შესახებ იღებს განაცხადის წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში. 4. სამინისტრო გადაწყვეტილებას ნებართვის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის, მისი მოქმედების შეჩერების ან განახლების ან მისი გაუქმების შესახებ აქვეყნებს კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით. 5. ნებართვის ფორმა განისაზღვრება დებულებით ,,გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობის ნებართვის ფორმის დამტკიცების თაობაზე”, რომელსაც მინისტრი. ამტკიცებს 6. ნებართვის გაცემის პროცედურის ხარჯებს ანაზღაურებს ნებართვის მაძიებელი. ხარჯების ანაზღაურება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით. 7. ნებართვის მიმღები უფლებამოსილია მასალის შეაგროვოს და ამოიღოს მხოლოდ ნებართვით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ ადგილებში და რაოდენობით. 8. ნებართვის საფუძველზე მოპოვებულ რესურსებზე მესამე პირების დაშვების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს მესამე პირების მიერ ნებართვით და ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულებების შესრულება. მუხლი 97. გენეტიკურ რესურსებზე დაშვებისა და მიღებული სარგებლის სამართლიანი განაწილების ხელშეკრულება 1. გენეტიკური რესურსების და მასთან დაკავშირებული ტრადიციული ცოდნის გამოყენებასთან და მიღებული სარგებლის სამართლიან განაწილებასთან დაკავშირებული ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით. 2. ხელშეკრულების ერთი მხარე არის სამინისტრო ან საქართველოს სამეცნიეროკვლევითი დაწესებულება, რომელზეც სამინისტრომ მოახდინა უფლებამოსილების დელეგირება, ხოლო მეორე მხარე - გენეტიკურ რესურსებზე დაშვებით დაინტერესებული უცხო ქვეყნის მოქალაქე მკვლევარი, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი უფლებამოსილი პირით. 3. გენეტიკურ რესურსებზე დაშვებისა და მიღებული სარგებლის სამართლიანი განაწილების ხელშეკრულების სტანდარტულ ფორმას ამტკიცებს მინისტრი. 4. ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ სამინისტრომ, რომელიც გასცემს გენეტიკური რესურსებით სარგებლობის უფლებას, მიიღოს სარგებელი, რომელიც გამომდინარეობს გენეტიკური რესურსებით სარგებლობისგან. უნდა გაიმიჯნოს მონეტარული (კომერციული) და არამონეტარული (არაკომერციული) სარგებელი. 5. ხელშეკრულება, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს დათქმას: ა) ხელმისაწვდომობის პირობების შესახებ; ბ) ნებადართული კვლევისა და განვითარების შესახებ; გ) კვლევისა და კვლევის შედეგების შემდგომი განვითარებისგან მიღებული ცოდნის გადაცემის შესახებ; დ) სარგებლის განაწილების წესისა და პირობების შესახებ; ე) ინტელექტუალური საკუთრების უფლების შესახებ; ვ) მესამე პირებზე გენეტიკური რესურსებისა და კვლევის შედეგების გადაცემის პროცედურისა და პირობების შესახებ; ზ) გენეტიკური რესურსების გამოყენების მიზნების შეცვლის შემთხვევაში ნებართვაში ცვლილების შეტანის აუცილებლობის შესახებ; თ) მხარეთა შორის წარმოშობილი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ. მუხლი 98. სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი გენეტიკური რესურსებით სარგებლობა 1. იმ გენეტიკური რესურსების საქართველოს ტერიტორიაზე გამოყენება, რომლის წარმოშობის ქვეყანა არ არის საქართველო და ხორციელდება სხვა ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ნებართვის (მისი ექვივალენტური დოკუმენტის) საფუძველზე, საჭიროებს ამ მუხლით დადგენილ წინასწარ შეტყობინებას. 2. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სამინისტროში შეტანილი შეტყობინება სულ მცირე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას: ა) პროექტის ხელმძღვანელობაზე, შესაბამისად, პასუხისმგებელ პირებზე; ბ) დაგეგმილ საქმიანობაზე; გ) სარგებლის განაწილებაზე. 3. სამინისტრო უარყოფითი დასკვნის ამოწმებს საქმიანობის შესაბამისობას ნებართვის პირობებთან. შემთხვევაში, სამინისტრო ინფორმაციას აწვდის გენეტიკური რესურსის წარმოშობის ქვეყანას. წარმოშობის ქვეყნის მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის აკრძალვის შესახებ. 4. საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია განცხადების წარდგენიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ დაიწყოს დაგეგმილი საქმიანობა, თუ კი სამინისტრო აღნიშნულ ვადაში არ იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. მუხლი 99. საზღვარგარეთ წარმოშობილი (უცხოური) გენეტიკური რესურსების კომერციალიზაცია 1. საზღვარგარეთ წარმოშობილი (უცხოური) გენეტიკური რესურსების საქართველოში გამოყენებით მიღებული პროდუქტის საბოლოო განვითარების ეტაპზე, მკვლევარმა უნდა შეატყობინოს პროდუქტის ზედამხედველობაზე უფლებამოსილ უწყებას. 2. უფლებამოსილი სამინისტროსათვის წარდგენილი შეტყობინება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) პასუხისმგებელი პირი; ბ) პროდუქტის დახასიათება; გ) გენეტიკური რესურსი, რომლისგანაც მიღებული იქნა პროდუქტი; დ) მოსალოდნელი შემოსავალი პროდუქტიდან; ე) საზღვარგარეთის ქვეყანასთან ურთიერთშეთანხმებული პირობები; ვ) სარგებლის გათვალისწინებული განაწილება. 3. უფლებამოსილი უწყების შეტყობინების საფუძველზე, სამინისტრომ უნდა შეამოწმოს შესაბამისობა გენეტიკური რესურსის წარმოშობის ქვეყანასთან ურთიერთშეთანხმებულ პირობებთან და კანონმდებლობასთან. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში სამინისტრომ უნდა შეატყობინოს გენეტიკური რესურსის წარმოშობის ქვეყანას. წარმოშობის ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე სამინისტრო ადგენს მკვლევარის ვალდებულებას მიღებული სარგებლის წარმოშობის ქვეყნისათვის სამართლიან განაწილებაზე. მუხლი 100. გენეტიკური რესურსით სარგებლობის რეგისტრაცია 1. სამინისტრო ქმნის გენეტიკური რესურსით სარგებლობის ელექტრონულ რეესტრს. 2. სამინისტროს ნებართვის გაცემიდან ერთი თვის ან შეტყობინების მიღებიდან სამი თვის ვადაში რეესტრში შეაქვს განზრახული საქმიანობა. 3. ამ მუხლით განსაზღვრული რეესტრის ფორმა და წარმოების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. მუხლი 101. ყოველწლიური ანგარიში გენეტიკური რესურსების გამოყენებით საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია ყოველი წლის 15 დეკემბრამდე სამინისტროში წერილობით წარადგინოს წინა წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ინფორმაცია პროექტის ხელმძღვანელობაზე, შესაბამისად, პროექტზე პასუხისმგებელ პირებზე; ბ) ინფორმაცია კვლევის მიმდინარეობის ეტაპებზე და შედეგებზე; გ) სარგებლის ხელმისაწვდომობაზე; დ) ინფორმაციის კონფიდენციალობაზე. მუხლი 102. კონფიდენციალობა 1. იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება გენეტიკური რესურსების კომერციული კვლევა და განვითარება, ნებართვის მიმღები უფლებამოსილია შეზღუდოს მასალებზე, შედეგებზე და ამ კანონის 94-ე მუხლით გათვალისწინებულ ანგარიშებზე ხელმისაწვდომობა, გარდა იმ პირებისა, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი კვლევაში და რომლებსაც აქვთ ვალდებულება დაიცვან ამ შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნები. 2. ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია დაიცვას მეორე მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა და არ გადასცეს ის მესამე პირებს მომწოდებლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. 3. ინფორმაციის კონფიდენციალობა არ ვრცელდება იმ ინფორმაციაზე, რომელიც კანონის თანახმად ითვლება საჯარო ინფორმაციად. 4. მხარეთა ვალდებულება ინფორმაციის კონფიდენციალურობის შესახებ ვრცელდება ხელშეკრულების მოქმედების დასრულების შემდგომაც. მუხლი 103. ნებართვის მიმღების ვალდებულებები 1. ნებართვის მიმღები იღებს პასუხისმგებლობას მიმწოდებლის, მისი წარმომადგენლის და აგენტების ყველა დანაკარგზე, მიყენებულ ზიანზე (ადამიანებსა თუ ქონებაზე), ხარჯებზე, პრეტენზიებზე, მოთხოვნებზე, რომელიც გამომდინარეობს მიმღების მიერ გენეტიკური მასალების გამოყენებიდან, კვლევის შედეგების, პუბლიკაციებისა და ანგარიშების გამოყენებიდან და გამჟღავნებიდან. 2. ნებართვის მიმღები იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ მისი მოქმედება შეესაბამება მიმღების ქვეყნის და საერთაშორისო კანონმდებლობასა და პოლიტიკას საკარანტინო და ბიოუსაფრთხოების რეგულირების სფეროში, ასევე, იმპორტის, დამუშავების, ტრანსპორტირების, შენახვის, გამოყენების მომწესრიგებელ ნორმებს. 3. ნებართვის მიმღები ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ყველა ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია გენეტიკურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის უფლების მოპოვებასთან არის სწორი და სრულყოფილი. თავი X ბიომრავალფეროვნებაზე უარყოფითი ზემოქმედების საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელების სამართლებრივი მოწესრიგება მუხლი 104. მოწესრიგების მიზანი ამ თავის მიზანია ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობით გამოწვეული მკაცრად დაცული და დაცული სახეობებისა და დაცული ჰაბიტატების უარყოფითი ზემოქმედების საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელების სამართლებრივი რეგულირება, „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად. მუხლი 105. საქმიანობით გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედება 1. საქმიანობა, რომელიც მკაცრად დაცული და დაცული სახეობების ინდივიდებზე და დაცულ ჰაბიტატებზე უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ან იწვევს უარყოფით შეუქცევად ცვლილებებს, ხორციელდება ალტერნატივების შემოწმების საფუძველზე, რომელიც ადასტურებს, რომ საქმიანობის მიზანი არ მიიღწევა სხვა საშუალებით, რომელიც გამორიცხავს ან მინიმუმამდე დაიყვანს ასეთ ზემოქმედებას. 2. დაუშვებელია საქმიანობა, როდესაც დაგეგმილი საქმიანობის შედეგად შეუძლებელი ხდება მკაცრად დაცული და დაცული სახეობების ინდივიდებისა და დაცული ჰაბიტატებისათვის უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილება ან საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელება და ბიომრავალფეროვნების დაცვის ინტერესები აღემატება საქმიანობის განხორციელების ინტერესებს. 3. მკაცრად დაცული და დაცული სახეობების ინდივიდებისა და დაცული ჰაბიტატებისათვის უარყოფითი ზემოქმედება არ არის სახეზე, როდესაც: ა) უარყოფითი ცვლილება უფრო ნაკლებია, ვიდრე ბუნებრივი პროცესებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები, რომელიც შესაბამისი სახეობის ან საარსებო გარემოსთან მიმართებით ნორმალურ პროცესად განიხილება; ბ) უარყოფითი ცვლილებები გამოწვეული ბუნებრივი მოვლენებით ან როდესაც ჩარევა გამოწვეულია გარემოს შენარჩუნების მიზნით განხორციელებული სავალდებულო ღონისძიებებით; გ) უარყოფითი ცვლილებები ყოველგვარი ჩარევის გარეშე მოკლე დროში ექვემდებარება ბუნებრივ რეგენერირებას და პირვანდელ ან უკეთეს მდგომარეობაში აღდგენას. მუხლი 106. უარყოფითი ზემოქმედების საკომპენსაციო ღონისძიებების გეგმა 1. თუ სახეზეა საქმიანობის განხორციელების შედეგად მკაცრად დაცული და დაცული სახეობების ინდივიდების ან დაცული ჰაბიტატებისთვის უარყოფითი ზემოქმედების გარდაუვალი საფრთხე (იმის საკმარისი ალბათობა, რომ ახლო მომავალში უარყოფით ზემოქმედებას ექნება ადგილი), საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია შეიმუშაოს უარყოფითი ზემოქმედების საკომპენსაციო ღონისძიებების გეგმის პროექტი (შემდგომ - გეგმის პროექტი) და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. უარყოფითი ზემოქმედების საკომპენსაციო ღონისძიებების გეგმის პროექტს უნდა ერთოდეს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ დადასტურებული ამ გეგმის პროექტის ხარჯთაღრიცხვა. 2. საქმიანობის განმახორციელებელი გეგმის პროექტს შეიმუშავებს და უარყოფითი ზემოქმედების საკომპენსაციო ღონისძიებებს ახორციელებს საკუთარი ხარჯებითა და პასუხისმგებლობით. 3. უარყოფითი ზემოქმედების საკომპენსაციო ღონისძიებების გეგმის პროექტი უნდა შემუშავდეს შემდეგი რიგითობის დაცვით და შესაბამისი დასაბუთებით (მასში მითითებული უნდა იყოს ღონისძიებების ჩამონათვალი და მათი განხორციელების ვადები): ა) თუ მკაცრად დაცული და დაცული სახეობების ან დაცული ჰაბიტატების პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა შესაძლებელი იქნება გონივრულ ვადაში და აღნიშნული არათანაზომიერ ხარჯებს არ მოითხოვს, საქმიანობის განმახორციელებელი პირი ადგენს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ღონისძიებებს. ბ) თუ მკაცრად დაცული და დაცული სახეობების ან დაცული ჰაბიტატების პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა ან აღნიშნულის განხორციელება გონივრულ ვადაში შეუძლებელი იქნება ან არათანაზომიერ ხარჯებს მოითხოვს, საქმიანობის განმახორციელებელი ადგენს გარემოს პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის ღონისძიებებს. გ) თუ დადგინდა, რომ მკაცრად დაცული და დაცული სახდეობების ან დაცული ჰაბიტატების პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენა ან აღნიშნულის განხორციელება გონივრულ ვადაში შეუძლებელი იქნება ან არათანაზომიერ ხარჯებს მოითხოვს, საქმიანობის განმახორციელებელი პირი ადგენს უარყოფითი ზემოქმედების ქვემ მოქცეული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე უარყოფითი ზემოქმედების საკომპენსაციო სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებებს. დ) საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ პუნქტის ,,ა“-,,გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებით თუ: ღონისძიების ჩანაცვლება ფულადი საკომპენსაციო დ.ა) აღნიშნული ღონისძიებები ვერ შესრულდება სათანადოდ; დ.ბ) დაკავშირებული იქნება დიდ ხარჯებთან (რაც არაპროპორციულია გარემოსათვის მოტანილ სარგებელთან); დ.გ) ვერ აღადგენს პირვანდელ მდგომარეობას ან ექვივალენტურ მდგომარეობას იმავე ან სხვა ტერიტორიაზე. 4. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ უარყოფითი ზემოქმედების საკომპენსაციო ღონისძიებების განსაზღვრის კრიტერიუმებსა და ღონისძიებების გეგმის შედგენის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი. 5. საქმიანობის განხორციელების შედეგად მკაცრად დაცული და დაცული სახეობებისა და დაცული ჰაბიტატებისათვის მიყენებული უარყოფითი ზემოქმედების ფულადი საკომპენსაციო ღონისძიების ოდენობა განისაზღვრება ,,გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნორმატიული აქტით დადგენილი წესების და პროცედურების საფუძველზე. მუხლი 107. უარყოფითი ზემოქმედების საკომპენსაციო ღონისძიებების გეგმის დამტკიცება 1. სამინიტრო საქმიანობით გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედების საკომპენსაციო ღონისძიებების გეგმას იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს გეგმის პროექტის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას: ა) გეგმის დამტკიცების შესახებ; ბ) გეგმის დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ; გ) საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ განსაზღვრული ღონისძიების სხვა ღონისძიებით შეცვლის მიზანშეწონილობის შესახებ; 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია წარმოადგინოს ახალი გეგმა შესაბამისი მითითებების გათვალისწინებით; 3. თუ სამინისტრო აკმაყოფილებს საქმიანობის განმახორციელებლის მოთხოვნას სანაცვლო საკომპენსაციო ღონისძიებების დადგენის თაობაზე, გეგმის პროექტს უგზავნის კომისიას, რომელიც განსაზღვრავს უარყოფითი ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელ ღონისძიებებს. აღნიშნულ შემთხვევაში სამინისტრო გადაწყვეტილებას იღებს სზაკ-ის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დადგენილ ვადებში. 4. მკაცრად დაცული და დაცული სახეობების და დაცული ჰაბიტატების უარყოფითი ზემოქმედების საკომპენსაციო სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების ამავე ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განხორცილების გეგმის პროექტის დამტკიცების მიზნით მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება უარყოფითი ზემოქმედების საკომპენსაციო ღონისძიებების განმსაზღვრელი კომისია (შემდგომ -კომისია). 5. კომისია დადგენილი წესით შეიმუშავებს რეკომენდაციას უარყოფითი ზემოქმედების საკომპენსაციო წარუდგენს ღონისძიებების სამინისტროს, გეგმის რომელიც დამტკიცების იღებს მიზანშეწონილობის საბოლოო გადაწყვეტილებას შესახებ და პროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით. 6. თუ კი საქმიანობა ექვემდებარება გარემოზე შემოქმედების შეფასებას, ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინება ხდება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მუხლი 108. უარყოფითი ზემოქმედების საკომპენსაციო ღონისძიებების გეგმის შესრულებაზე ზედამხედველობა 1. უარყოფითი ზემოქმედების გამოწვევაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია უარყოფითი ზემოქმედების საკომპენსაციო ღონისძიებები განახორციელოს უარყოფითი ზემოქმედების საკომპენსაციო ღონისძიებების გეგმით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად. 2. უარყოფითი ზემოქმედებისს საკომპენსაციო ღონისძიებების გეგმის შესრულებას ზედამხედველობს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. 3. საქმიანობის განმახორციელებელი პირის შეცვლის შემთხვევაში უარყოფითი ზემოქმედების საკომპენსაციო ღონისძიებების განსაზღვრისა და განხორციელების ვალდებულება გადადის საქმიანობის განმახორციელებელ ახალ პირზე. 4. საქმიანობის განმახორციელებელ პირს ღონისძიებების გეგმის უარყოფითი ზემოქმედების საკომპენსაციო შეუსრულებლობისთვის ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი XI. პასუხისმგებლობა ამ კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის მუხლი 109. პასუხისმგებლობის დაკისრება 1. ამ კანონით დადგენილი სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვის წესების დარღვევა იწვევს საქართველოს სისხლის სამართლისა და საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსებით დადგენილ პასუხისმგებლობას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს სამართალდარღვევის ჩამდენს კანონის დარღვევით მიყენებული ზიანის დადგენილი ოდენობითა და წესით ანაზღაურებისაგან და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისგან თავი XII გარდამავალი დებულებანი მუხლი 110. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები/გამოსაცემი ნორმატიული აქტები 1. მინისტრმა 2027 წლის 1 იანვრამდე უნდა გამოსცეს შემდეგი ბრძანებები: ა) „გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების წესის შესახებ“; ბ) „საქართველოს წითელი ნუსხის კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“; გ) „მკაცრად დაცული და დაცული სახეობების და ჰაბიტატების ნუსხაში შეტანილ მცენარეთა პლანტაციური მეურნეობის და ცხოველთა სახეობების ტყვეობაში გამრავლების/ხელოვნურად მოშენების მეურნეობების რეესტრის წარმოების და მკაცრად დაცული და დაცული სახეობების და ჰაბიტატების ნუსხაში შეტანილი ცხოველების მარკირების წესის შესახებ“; დ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ 1973 წლის 3 მარტის ქ. ვაშინგტონის კონვენციის (CITES) II დანართში შეტანილი მცენარის ხელოვნურად მოშენების ან მართულ მეურნეობაში არსებული რესურსის ოდენობის თაობაზე დასკვნის გაცემის წესის შესახებ“; ე) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ 1973 წლის 3 მარტის ქ. ვაშინგტონის კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების ტყვეობაში გამრავლების ან ხელოვნურად მოშენების საწარმოთა/მართული მეურნეობების რეგისტრაციის წესის შესახებ“; ვ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ 1973 წლის 3 მარტის ქ. ვაშინგტონის კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშის ექსპორტის დაიმპორტის ნებართვის და კომერციული მიზნით ექსპორტისათვის კონვენციის მეორე დანართში შეტანილი მცენარეთა სახეობების ნიმუშების ბუნებაში მოპოვების ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ“; ზ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის” და წარმოშობის სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“; თ) ,,გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობის ნებართვის ფორმის დამტკიცების თაობაზე“; ი) „გენეტიკურ რესურსებზე დაშვებისა და მიღებული სარგებლის სამართლიანი განაწილების ხელშეკრულების სტანდარტულ ფორმის დამტკიცების შესახებ“. 2. საქართველოს მთავრობამ 2027 წლის 1 იანვრამდე უნდა მიიღოს შემდეგი დადგენილებები: ა) „გარეულ ცხოველთა, ველურ მცენარეებისა და სოკოების გარემოდან ამოღებისა და სარგებლობის წესის შესახებ“; ბ) „მკაცრად დაცული და დაცული სახეობების და დაცული ჰაბიტატების ნუსხის შესახებ“ გ) „ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის შესახებ“; დ) „საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ საერთაშორისო ქსელებში ჩართული ტერიტორიების შექმნისა და მართვის წესის შესახებ“ დებულება; ე) „ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი ტერიტორიების, იშვიათი ბუნებრივი და ბუნებრივ-კულტურული წარმონაქმნების, მცენარეებისა და მათი საარსებო გარემოს დაცვის და მართვის წესების დადგენის, ტექნიკური რეგლამენტი“. 3. 2027 წლის 1 იანვრამდე დადგინდეს გარეული ცხოველების (გარდა ნადირობის და თევზჭერის სახეობებისა) ხელოვნურ პირობებში მოშენების ან/და კომერციული სარგებლობის (გადამუშავების, რეალიზაციის, ექსპორტის და სხვ.) მიზნით, რომლებიც არ არის შეტანილი „მკაცრად დაცული და დაცული სახეობებისა და დაცული ჰაბიტატების ნუსხაში“, გარემოდან ამოღების მოსაკრებელი. 4. საქართველოს მთავრობამ 2027 წლის 1 იანვრამდე უნდა განახორციელოს მუნიციპალიტეტების სათანადო მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფა ამ კანონით მინიჭებული დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად. მუხლი 111. გარდამავალი მოწესრიგება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის” ფორმების კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებით რეგისტრაციამდე ძალას ინარჩუნებს მოქმედი ფორმები. თავი. XIII დასკვნითი დებულებანი მუხლი 112. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგული საკანონმდებლო აქტები ამ კანონის მე-2 თავის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ საქართველოს კანონი. მუხლი 113. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა 36-ე მუხლის მე-5-ე-მე-8-ე პუნქტების, მე-9 თავის, 110-ე და 113-ე მუხლებისა, ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ კანონის 36-ე მუხლის მე-5-ე-მე-8-ე პუნქტები, გარდა სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის შემთხვევებისა, ასევე ამ კანონის მე-9 თავი ამოქმედდეს 2029 წლის 1 იანვრიდან. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის შემთხვევების მიმართ ამ კანონის 36-ე მუხლის 5-ე-8-ე პუნქტები ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან. 4. ამ კანონის 110-ე და 113-ე მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების (შემდგომში – ასოცირების შეთანხმება) თანახმად, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება თავისი კანონმდებლობა დაუახლოვოს ევროკავშირის კანონმდებლობას. გარემოს დაცვის სფეროსთან მიმართებით საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რათა მოხდეს ქართული და ევროკავშირის სამართლის ერთმანეთთან დაახლოება. კერძოდ, ასოცირების შეთანხმების მიხედვით, საქართველომ უნდა მოახდინოს თავისი კანონმდებლობის დაახლოება 2009 წლის 30 ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/147/EC დირექტივასთან გარეული ფრინველების კონსერვაციის შესახებ და 1992 წლის 21 მაისის საბჭოს 92/43/EC დირექტივასთან ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფაუნისა და ფლორის კონსერვაციის შესახებ, 97/62/EC, 2006/105/EC დირექტივების და (EC) N 1882/2003 რეგულაციის მიერ შეტანილი შესწორებების შესაბამისად. „გარეული ფრინველების კონსერვაციის შესახებ“ 2009/147/EC დირექტივის შესაბამისად ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს: - ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ებ)ის განსაზღვრა; - ფრინველთა იმ სახეობების შეფასება, რომლებიც საჭიროებენ კონსერვაციის განსაკუთრებულ ზომებს, ასევე ფრინველთა რეგულარულად მიგრირებადი სახეობების შეფასება; - ფრინველთა სახეობებისათვის დაცვის სპეციალური არეალების განსაზღვრა და დაწესება (მუხლი 4(1)); - რეგულარულად მიგრირებადი სახეობების დაცვის მიზნით კონსერვაციის სპეციალური ზომების მიღება (მუხლი 4(2)). - დაცვის ზოგადი სისტემის შექმნა გარეულ ფრინველთა ყველა სახეობისთვის, რომელთაგანაც სანადირო ფრინველები სპეციალურ ქვეჯგუფს მიეკუთვნება და დატყვევების/მოკვლის გარკვეული ხერხების აკრძალვა (მუხლები 5, 6, 7 და 8 და მუხლი 9(1) და 9(2)). „ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფაუნისა და ფლორის კონსერვაციის შესახებ“ 92/43/EC დირექტივის შესაბამისად ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს: - ეროვნული კანონმდებლობის მიღება და კომპეტენტური ორგანო(ებ)ის განსაზღვრა; - ზურმუხტის ქსელის ტერიტორიების ინვენტარიზაცია აღნიშნული ტერიტორიების მითითება და მათი მართვისათვის პრიორიტეტების განსაზღვრა (მუხლი 4); - მსგავსი ტერიტორიების კონსერვაციისათვის საჭირო ზომების შემუშავება (მუხლი 6); - საქართველოში გავრცელებული ჰაბიტატებისა და დაცული სახეობების კონსერვაციის სტატუსის მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება (მუხლი 11); - სახეობების დაცვის მკაცრი რეჟიმის დაწესება იმ სახეობებისთვის, რომელთა ჩამონათვალიც ამ დირექტივის IV დანართშია მოცემული, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს მიერ და შეესაბამება ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის ევროპის საბჭოს კონვენციის ფარგლებში საქართველოს მიერ ზოგიერთ სახეობაზე დაწესებულ დათქმებს (მუხლი 12); - განათლების ხელშეწყობისა და საზოგადოების ზოგადი ინფორმირების უზრუნველსაყოფად მექანიზმის ჩამოყალიბება (მუხლი 22(c)). სწორედ აღნიშნული დირექტივების ამ მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს კანონის პროექტი ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“. შემუშავდა გარდა ზემოაღნიშნულისა, „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის შემუშავების მიზანია საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზება საქართველოს მიერ რატიფიცირებულ/შეერთებულ შემდეგ მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: 1. კონვენცია ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ („ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 21 აპრილის N471 დადგენილება) 2. ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაპიტატების დაცვის კონვენცია ( „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციასთან“ შეერთების შესახებ საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 30 დეკემბრის დადგენილება); 3. გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენცია („გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციასთან (1973 წ.) საქართველოს შეერთების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 12 აგვისტოს N524 ბრძანებულება); 4. კონვენცია საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიების შესახებ („საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიების შესახებ“ კონვენციასთან შეერთების თაობაზე საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 16 მაისის N201 დადგენილება); 5. „ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვის შესახებ“ კონვენცია („ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვის შესახებ“ კონვენციასთან შეერთების თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 11 თებერვლის N136 დადგენილება); 6. ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვის” ბონის კონვენციით გათვალისწინებული ,,აფრიკა-ევრაზიის მიგრირებადი წყლის ფრინველების დაცვის შესახებ“ შეთანხმება (,,ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვის” ბონის კონვენციით გათვალისწინებული ,,აფრიკა-ევრაზიის მიგრირებადი წყლის ფრინველების დაცვის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 2 მარტის N768 დადგენილება) 7. ,,ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვის“ ბონის კონვენციით გათვალისწინებული ,,შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვისა და მიმდებარე ატლანტის ოკეანის მცირე ვეშაპისებრთა დაცვის შესახებ“ შეთანხმება (,,ველური ცხოველების მიგრირებადი სახეობების დაცვის“ ბონის კონვენციით გათვალისწინებული ,,შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვისა და მიმდებარე ატლანტის ოკეანის მცირე ვეშაპისებრთა დაცვის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 2 მარტის N769 დადგენილება); 8. „მიგრირებადი სახეობების დაცვის“ ბონის კონვენციით გათვალისწინებული „ევროპაში ღამურების დაცვის შესახებ“ შეთანხმება („მიგრირებადი სახეობების დაცვის“ ბონის კონვენციით გათვალისწინებული „ევროპაში ღამურების დაცვის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 21 დეკემბრის N1202 დადგენილება). „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონის პროექტი ასევე ქმნის სამართლებრივ საფუძველს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ნაგოიას ოქმის „გენეტიკურ რესურსებზე ხელმისაწვდომობასა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიან და თანაბარ განაწილებაზე“ ეროვნულ დონეზე აღსრულებისთვის. საქართველოს ბიოლოგიური მრავალფეროვნება (ბიომრავალფეროვნება) წარმოადგენს მსოფლიოს ბიომრავალფეროვნების უმნიშვნელოვანეს ნაწილს. საქართველოს ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას აქვს ფასდაუდებელი ღირებულება, მისი ეკოლოგიური, სოციალური, ეკონომიკური და ესთეტიკური მნიშვნელობის გათვალისწინებით. ბიომრავალფეროვნების დაცვა და შენარჩუნება ქვეყნის საერთო საზრუნავი და მისი განვითარების პროცესის განუყოფელი ნაწილია. სახეობებისა და ჰაბიტატების მრავალფეროვნების, ენდემიზმის მაღალი დონისა და გლობალური მნიშვნელობის ეკოსისტემების გავრცელების გამო საქართველოს ტერიტორია თუმცა შეტანილია ბუნების დაცვის პრიორიტეტული ადგილების ნუსხაში1. ბიომრავალფეროვნებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეების გამო, ჩვენი ქვეყანა, ამასთანავე, წარმოადგენს მსოფლიო ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილების ნაწილს2. საქართველოს ბიომრავალფეროვნებას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ბუნებრივი ჰაბიტატების შემცირება და დეგრადაცია, ბუნებრივი რესურსების ჭარბი გამოყენება, გარემოს დაბინძურება, უცხო სახეობების ინვაზია და კლიმატის ცვლილება. დღეისათვის საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილია ფაუნის 130 და ფლორის 56 სახეობა, როგორც მოწყვლადი, გადაშენების საფრთხის ან გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი სახეობა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს „წითელი ნუსხა“ არ განახლებულა დამტკიცების შემდგომ (2006 წელი და მასში არ არის შეტანილი საქართველოში მუდმივად ან დროებით გავრცელებული სახეობების ნაწილი, რომლებიც არიან გადაშენების 1 ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ გლობალურად განსაზღვრულია 35 პრიორიტეტული ადგილი ბუნების კონსერვაციისათვის, მათ შორის „შავი ზღვის დიდი აუზი“, რომელსაც მიეკუთვნება საქართველოს ტერიტორია, http://wwf.panda.org 2 Conservation International-მიერ, გლობალურად იდენტიფიცირებულია 36 ცხელი წერტილი - ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილები ბუნების დაცვისათვის, მათ შორის კავკასიას და ირან-ანატოლია, რომელთა ნაწილიც არის საქართველო, https://www.conservation.org/ საფრთხის წინაშე. უკანასკნელი კვლევების თანახმად, საფრთხის წინაშეა საქართველოს ენდემური მცენარეების დიდი ნაწილი, ასევე, სურსათისა და სოფლის მეურნეობისთვის მნიშვნელოვანი გენეტიკური რესურსები - კულტურულ მცენარეთა ველური მონათესავე სახეობების ბუნებრივი პოპულაციები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში გავრცელებული სახეობების დიდი ნაწილის პოპულაციების მდგომარეობა დღემდე არ არის შეფასებული ან მონაცემები არ განახლებულა მრავალი წლის განმავლობაში. საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ ფლორისა და ფაუნის ცალკეულ წარმომადგენლებს, არამედ მთლიანად ეკოსისტემებსა და ჰაბიტატებს, მათ შორის ტყის, შიდა წყლებისა და სემიარიდულ ეკოსისტემებს. ქვეყნის უნიკალური ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა და ხანგრძლივვადიანი შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანების კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარებისთვის. 2014 წლის 8 მაისს, N343 დადგენილებით საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 2014 - 2020 წწ. საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა, რომელიც აყალიბებს თანმიმდევრულ პოლიტიკასა და ეროვნულ პრიორიტეტებს, რათა 2030 წლისათვის მიღწეული იქნეს დოკუმენტით განსაზღვრული ეროვნული ხედვა - „საქართველო იქნება ქვეყანა, სადაც მოქალაქეები ცხოვრობენ ბუნებასთან ჰარმონიაში, საყოველთაოდ აღიარებულია ბიომრავალფეროვნების ფასეულობები; ბიოლოგიური რესურსების კონსერვაცია და გონივრული მოხმარება უზრუნველყოფს ეკოსისტემური პროცესების უწყვეტობას, ჯანსაღ გარემოსა და სასიცოცხლო მნიშვნელობის სარგებელს მთელი საზოგადოებისათვის“. დოკუმენტით განსაზღვრულია 21 ეროვნული მიზანი ქვეყნის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, მდგომარეობის გაუმჯობესებისა და არსებული საფრთხეების შემცირებისათვის. კანონის პროექტი „ბიომრავალფეროვნების შესახებ“ ქმნის მყარ სამართლებრივ საფუძვლებს დოკუმენტით განსაზღვრული მიზნების მიღწევისათვის მთელი რიგი ქმედებების განხორციელებისათვის. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საქართველოში ბიომრავალფეროვნების დეგრადაციის გამომწვევ ერთერთ მიზეზად მიჩნეულია ბიომრავალფეროვნების დაცვისა და ბიოლოგიური რესურსებით სარგებლობის რეგულირების სფეროში არსებული საკანონმდებლო ხარვეზები. დღეისათვის, ბიომრავალფეროვნების სფეროში არსებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები არ არის შესაბამისობაში ბიომრავალფეროვნების დაცვის, შენარჩუნებისა და მდგრადი მართვის პრინციპებთან და სრულად არ მოიცავს ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებების ამ მიმართებით. შესაბამისად ვერ უზრუნველყოფს ეკოსისტემების, ჰაბიტატების, სახეობებებისა და გენეტიკური რესურსების დაცვას, შენარჩუნებას და მდგრად სარგებლობას. არსებულ ნორმატიულ აქტებში არსებული ხარვეზები და კოლიზიები განაპირობებს მათ წინააღმდეგობას როგორც ერთმანეთთან, ისე ქვეყანაში მოქმედ სხვა საკანონმდებლო აქტებთან. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ეკოსისტემებისა და გადაშენების პირას მყოფი სახეობების, ასევე, გენეტიკური რესურსების შენარჩუნება საჭიროებს შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებასა და მათ აღსრულებას. კანონპროექტის შემუშავების მიზანია სამართლებრივი ბიომრავალფეროვნების დაცვის, ხანგრძლივვადიანი შენარჩუნებისა საფუძვლების შექმნა და მდგრადი მართვის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებისათვის, საქართველოს მიერ ბუნების დაცვის სფეროში რატიფიცირებული მრავალმხრივი ხელშეკრულებებით და ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისათვის, ასევე, ქვეყნის პოლიტიკის ევროპის ბუნების დაცვის სტრატეგიებთან ჰარმონიზებისათვის. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიზანია, შექმნას ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის მყარი სამართლებრივი საფუძვლები, რამაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების განსახორციელებლად სახეობებისა და ჰაბიატების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება. კანონპროექტმა უნდა შექმნას მყარი სამართლებრივი საფუძველი (ლეგიტიმაციის საფუძვლები) ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის სფეროში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მისაღებად და მათი გამართული ფუნქციონირებისათვის. საბოლო ჯამში, ეს უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების კომპონენტებით ისეთი სახით და მოცულობით სარგებლობას, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში არ იწვევს მათ შემცირებას და ხელს უწყობს მისი პოტენციალის შენარჩუნებას ახლანდელი და მომავალი თაობების მოთხოვნილებების და საჭიროებების დაკმაყოფილებისათვის. კანონპროექტის მიღების შემდგომ: ა) გაუქმებული იქნება საქართველოს კანონი „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“, რომელთა რეგულირების სფეროებსაც მთლიანად ფარავს კანონპროექტი. ბ) შეტანილი იქნება შესაბამისი ცვლილებები საქართველოს კანონში „ცხოველთა სამყაროს შესახებ“, რომლის საფუძველზეც მოხდება ნადირობისა და თევზჭერის რეგულირება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი შედგება 13 თავისგან და 113 მუხლისგან. კანონპროექტის პირველ თავში მოცემულია კანონის რეგულირების სფერო და მიზანი, ტერმინთა განმარტებები, განსაზღვრულია ველური მცენარეების, სოკოებისა და გარეულ ცხოველთა სტატუსი, ჩამოყალიბებულია სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვის ძირითადი პრინციპები, განსაზღვრულია ბიომრავალფეროვნების დაცვის დაგეგმვის საფუძვლები. კანონპროექტის რეგულირების სფეროს განეკუთვნება შემდეგი საკითხები: - სახეობების, ჰაბიტატების, ეკოსისტემების და ლანდშაფტების დაცვა; - საერთაშორიო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ საერთაშორისო ქსელებში ჩართული ტერიტორიების შექმნა და მართვა; - ველური მცენარეებით, სოკოებით და გარეული ცხოველებით საერთაშორისო ვაჭირობა; - გენეტიკური რესურსების და მასთან დაკავშირებული ტრადიციული ცოდნის ხელმისაწვდომობა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი განაწილება; - ბიომრავალფეროვნებაზე საქმიანობით გამოწვეული უარყოფითი საკომპენსაციო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. სარგებლობა და ზემოქმედების კანონპროექტი არ მოიცავს ნადირობისა და თევზჭერის საკითხებს, რომლებიც დარეგულირდება „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე. კანონპროექტი, ასევე, არ მოიცავს სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების და შინაური ცხოველების დაცვის საკითხებს. ტყის მართვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, ასევე, აწესრიგებს საქართველოს ტყის კოდექსი, ხოლო დაცული ტერიტორიების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე, აწესრიგებს საქართველოს კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“. სამრეწველო ავარიის ან/და ფიზიკური ან იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედების შედეგად ბიომრავალფეროვნებისათვის მიყენებული ზიანისათვის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის საკითხს აწესრიგებს ,,გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი. კანონპროექტის პირველი თავით ასევე დადგენილია მუნიციპალიტეტებისთვის გარეული ცხოველის გარემოდან ამოღების უფლების დელეგირების შესაძლებლობა, მოსახლეობასა და მათ ქონებაზე გარეული ცხოველების თავდასხმისას ან/და ასეთი საფრთხის აღმოფხვირს მიზნით. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად ან დროებით მობინადრე გარეული ცხოველები, მათი განვითარების ნებისმიერ სტადიაზე, ასევე საქართველოში წარმოშობილი გენეტიკური რესურსი არის სახელმწიფო საკუთრება. გარეული ცხოველი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად ამოღებულია ბუნებრივი საბინადრო გარემოდან, ან გამრავლებულია ტყვეობაში, ან შეძენილია, შეიძლება იყოს კერძო საკუთრების ობიექტი, თუ მის მფლობელს აქვს სათანადო პირობების მისი ზრდა-განვითარებისთვის, უსაფრთხოდ შენახვისა და მოვლისთვის. რაც შეეხება ველურ მცენარეებსა და სოკოებს, ისინი წარმოადგენენ მიწის მესაკუთრის საკუთრებას, თუმცა კერძო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ველურ მცენარეზე / სოკოზე საკუთრება შეიძლება შეიზღუდოს ამ კანონით დადგენილ ფარგლებში. აღნიშნული ძირითადად ეხება გადაშენების პირას მყოფ ან საერთაშორისო/ორმხრივი ხელშეკრულებებით დაცულ სახეობებს. კანონპროექტის პირველ თავში მოცემულია ასევე ბიომრავალფეროვნების დაცვის დაგეგმვასთან დაკავშირებული დებულებები. კერძოდ: ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და მდგარდი სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით ქვეყანაში უნდა პერიოდულად გაახლდეს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის“ გლობალური სტრატეგიული მიზნების გათვალისწინებით. სავალდებულოა ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა მდგრადი გამოყენების საკითხების ინტეგრირება სახელმწიფო და მუნიციპალურ გეგმებსა და პროგრამებში. კანონპროექტის მეორე თავში მოცემულია დებულებები სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვის თაობაზე. „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის“ კონვენციის (ბერნის კონვენცია) და ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად, საქართველოში შემუშავდება მკაცრად დაცული და დაცული სახეობებისა და დაცული ჰაბიტატების (გარკვეული გეოგრაფიული, აბიოტური და ბიოტური მახასიათებლების მქონე ხმელეთის ან წყლის გარემო, რომელშიც არსებობს სახეობა მისი ბიოლოგიური ციკლის რომელიმე სტადიაზე) ნუსხები, რომელიც დამტკიცდება საქართველოს მთავრობის მიერ. შესაბამისად, საქართველოში სამართლებრივად დაცული იქნება ის სახეობები და ჰაბიტატები, რომლებიც შეტანილი იქნება აღნიშნულ ნუსხებში. რაც შეეხება ეროვნულ „წითელ ნუსხას“, ის გახდება ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) წითელი ნუსხის ანალოგიური. ანუ „წითელი ნუსხაში“ აღწერილი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული, დროებით ან მუდმივად მობინადრე ყველა სახეობის კონსერვაციული სტატუსი IUCN-ის კრიტერიუმებისა და კატეგორიების მიხედვით. ეროვნული წითელი ნუსხის წარმოების მიზანი იქნება სახეობების კონსერვაციული სტატუსის განსაზღვრა (რა მდგომარეობაშია ამა თუ იმ სახეობის პოპულაცია საქართველოში, გადაშენების პირას, მოწყვლადი, ნაკლებად საყურადღებო, არ არსებობს საკმარისი მონაცემები, და სხვა). საქართველოს წითელ ნუსხას შეიმუშვებს საქართველოს წითელი ნუსხის კომისია, რომელიც იქმნება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. მკაცრად დაცული და დაცული სახეობების ნუსხას შეიმუშვებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კანონმდებლოთ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, წითელი ნუსხის, საერთაშორისო და ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით დადგენილი შესაბამისი ნუსხების და საქართველოს წითელი ნუსხის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით. მკაცრად დაცული და დაცული სახეობების ნუსხაში სახეობების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილების ერთ-ერთი საფუძველი იქნება ამ სახეობის კონსერვაციული სტატუსი, რომელიც განსაზღვრულია ეროვნული წითელი ნუსხის მიხედვით. ყველა სახეობა, რომელთა პოპულაციის მდგომარეობა საქართველოში „წითელი ნუსხის“ მიხედვით დადგინდება რომ არის კრიტიკულად გადაშენების პირას მყოფი, გადაშენების პირას მყოფი ან მოწყვლადი, შეტანილი უნდა იქნეს მკაცრად დაცული ან დაცული სახეობების ნუსხებში. მკაცრად დაცული და დაცული სახეობების და დაცული ჰაბიტატების ნუსხების შედგენისას ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს საერთაშორისო ხელშეკრულებებით მკაცრად დაცული და დაცული სახეობები და დაცული ჰაბიტატები, რომლებიც გავრცელებულია საქართველოში, საქართველოს ტერიტორიაზე ამ სახეობების პოპულაციებისა და ჰაბიტატების მდგომარეობის შესაბამისად. დაცული ჰაბიტატების ნუსხაში შესაძლებელია ასევე შეტანილი იქნეს ჰაბიტატები, რომელთა დაცვა მნიშვნელოვანია ეროვნულ დონეზე და რომლები არ არიან შეტანილი ბერნის კონვენციის საფრთხის წინაშე მყოფი ბუნებრივი ჰაბიტატების ჩამონათვალში ან კონსერვაციისათვის სპეციალური ადგილების ჩამონათვალში (ევროკავშირის საბჭოს დირექტივა 92/43/EEC). კანონპროექტით წესრიგდება როგორც მკაცრად დაცული და დაცული სახეობების, ასევე არადაცული სახეობების გარემოდან ამოღების საკითხები. კანონპროექტის მიხედვით, დაშვებულია ველური მცენარეებით, სოკოებით და გარეული ცხოველებით საერთო სარგებლობა, რაც გულისხმობს ველური მცენარეების, სოკოების და გარეული ცხოველების გამოყენებას გარემოდან ამოღების გარეშე ან გარემოდან ამოღებით მოქალაქეთა პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით. საერთო სარგებლობა არ ვრცელდება: ა) „მკაცრად დაცული და დაცული სახეობებისა და დაცული ჰაბიტატების ნუსხაში“ შეტანილ სახეობებზე; ბ) გარეულ ფრინველთა ყველა სახეობაზე; გ) მერქნიან მცენარეებზე (გარდა არამერქნული რესურსები, მერქნიანი მცენარეების პროდუქტები და ფიჩხი); დ) CITES და ბერნის კონვენციით დაცულ სახეობებზე; ე) ნადირობისა და თევზჭერის სახეობების ინდივიდებზე (გარდა შავ ზღვაში სანაპირო, რეკრეაციული, სამოყვარულო და სპორტული მიზნით, სამეცნიერო-კვლევითი მიზნით, პალიასტომის ტბასა და ნათხარებში თევზჭერისა); ვ) სახელმწიფო ან მუნიციპალური საკუთრების მიწის ნაკვეთზე იმ მერქნიანი სახეობების მცენარეების, რომლებიც არ არის შეტანილი „მკაცრად დაცული და დაცული სახეობებისა და დაცული ჰაბიტატების ნუსხაში“, გარემოდან ამოღების უფლებაზე, რომელზეც გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტი საკუთარი ან დელეგირებული უფლებამოსსილების ფარგლებში . საერთო სარგებლობის უფლება არ ვრცელდება კერძო საკუთღების მიწის ნაკვეთზე ველური მცენარეების, სოკოების და გარეული ცხოველების გამოყენებაზე. ველური მცენარეებით, სოკოებით და გარეულ ცხოველებით უფასოა და არ საჭიროებს ნებართვას/ლიცენზიას. საერთო სარგებლობა კანონპროექტით წესრიგდება იმ გარეული ცხოველების (გარდა ნადირობისა და თევზჭერის სახეობებისა) გარემოდან ამოღება ხელოვნური პირობებში მოშენების ან/და კომერციული სარგებლობის მიზნით, რომლებიც არ არიან შეტანილი „მკაცრად დაცული და დაცული სახეობებისა და დაცული ჰაბიტატების ნუსხაში“. აღნიშნულ შემთხვევაში კანონპროექტით მოითხოვება სსიპ - ველური ბუნების ეროვნული სააგენტოსთვის განცხადების წარდგენა და კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლის გადახდა. გარდა ამისა დაცული უნდა იქნეს „გარეულ ცხოველთა, ველური მცენარეებისა და სოკოების გარემოდან ამოღებისა და სარგებლობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები. კანონპროექტით ასევე წესრიგდება საქართველოს ტყის გარეთ იმ ველური მცენარეების (როგორც მერქნიანი ასევე არამერქნული მცენარეებისა) და სოკოების გარემოდან ამოღება ხელოვნურ პირობებში მოშენების ან/და კომერციული სარგებლობის მიზნით, რომლებიც არ არიან შეტანილი „მკაცრად დაცული და დაცული სახეობებისა და დაცული ჰაბიტატების ნუსხაში“. სახელმწიფო ან მუნიციპალური საკუთრების მიწაზე არსებული არადაცული სახეობის მერქნიანი მცენარეების გარემოდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტი საკუთარი ან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. ხოლო კერძო საკუთრების მიწის ნაკვეთზე არსებული არადაცული მერქნიანი მცენარეების ამოღების საკითხი წესრიგდება მუნიციპალიტეტის საკრებულის კანონქვემდებარე აქტით. არამერქნული მცენარეებისა და სოკოების, რომლებიც არ მიეკუთვნებიან მკაცრად დაცულ ან დაცულ სახეობებს, გარემოდან ამოღება რეგულირდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი ან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. საქართველოს ტყის ტერიტორიაზე იმ მერქნიანი და არამერქნული მცენარეების გარემოდან ამოღების გადაწყვეტილებას, რომლებიც არ არის შეტანილი „მკაცრად დაცული და დაცული სახოებებისა და დაცული ჰაბიტატების ნუსხაში“, იღებს ტყის მართვის ორგანო. ევროკავშირის დირექტივების ანალოგიურად, კანონპროექტით დგინდება სამართლებრივი მოთხოვნები (ა) ფრინველთა სახეობების, (ბ) გარეულ ცხოველთა სხვა სახეობების (მათ შორის ძუძუმწოვრების, ქვეწარმავლების, ამფიბიების, თევზების, უხერხემლოების) და (გ) მცენარეთა და სოკოების სახეობების დაცვის და შენარჩუნებისთვის. ზოგადად, ფრინველები მიეკუთვნება გარეულ ცხოველებს, თუმცა ამ კანონის მიზნებისთვის მათი გამოყოფა და ცალკე მოწესრიგება გამოწვეულია ფრინველთა დაცვის განსხვავებული სტატუსით, რაც შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივასთან „გარეულ ფრინველთა კონსერვაციის შესახებ“ (2009/147/EC), რომლის თანახმადაც დირექტივის მოთხოვნები ვრცელდება ფრინველთა ყველა სახეობაზე (დირექტივა 2009/147/EC მუხლი 1), ხოლო დირექტივის მე-5 მუხლის თანახმად, იკრძალება ყველა სახეობის ფრინველის მოკვლა, დატყვევება, მათი ბუდეების კვერცხების განადგურება, მათი შეწუხება, ფრინველთა იმ სახეობების ყოლა, რომლებზეც ნადირობა ან რომელთა დატყვევებაც ნებადართულია. ევროკავშირის დირექტივის პირველ დანართში მითითებულია ფრინველთა სახეობები, რომელთა ჰაბიტატების მიმართებით უნდა განხორციელდეს სპეციალური კონსერვაციული ღონისძიებები, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მათი გადარჩენა და გამრავლება მათ არეალში. დირექტივის პირველ დანართში მითითებული სახეობები, რომლებიც გვხვდებიან საქართველოში, სავარაუდოდ, შეტანილი იქნებიან მკაცრად დაცული ფრინველების ნუსხაში, ბერნის კონვენციის რატიფიცირებისას საქართველოს დათქმებისა და საქართველოში ამ ფრინველების პოპულაციების მდგომარეობის გათვალისწინებით. ყველა სხვა სახეობის ფრინველს მიენიჭება დაცული სახეობის სტატუსი. „გარეული ფრინველების კონსერვაციის შესახებ“ 2009/147/EC დირექტივის შესაბამისად და ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების თანახმად, უნდა შეიქმნას სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს გარეულ ფრინველთა ყველა სახეობის დაცვას, მათი მოკვლის, დატყვევების, მათი ბუდეებისა და კვერცხების განზრახული დაზიანების/განადგურების აკრძალვის გზით. აღნიშნული არ შეეხება იმ სახეობებს, რომლებზეც ნადირობა კანონმდებლობით არის დაშვებული, ან მონადირე დამჭერ ფრინველებს, რომელთა დატყვევებაც კანონმდებლობით იქნება ნებადართული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფრინველთა ყველა სახეობა შეტანილი უნდა იქნეს მკაცრად დაცული ან დაცული სახეობების ნუსხაში. კანონპროექტით იკრძალება გარეული ფრინველების გაზრახ მოკვლა ან დატყვევება, მათი ბუდეებისა და კვერცხის განზრახ განადგურება/დაზიანება, კვერცხის შეგროვება და შენახვა, ბუნეების განადგურება მაშინაც კი, როდესაც ის ცარიელია ან მიტოვებულია; გარეულ ფრინველთა განზრახ შეწუხება, განსაკუთრებით მათი გამრავლების პერიოდში; საერთო სარგებლობა, კანონმდებლობით განისაზღვრება ფრინველთა სახეობები, რომლებზეც ნადირობა იქნება ნებადართული ან რომელთა დატყვევებაც იქნება ნებდართული, მაგრამ დაუშვებელი იქნება მკაცრად დაცულ სახეობას მიენიჭოს სანადირო სახეობის ან მონადირე დამჭერი ფრინველის (ბაზის) სტატუსი. ფრინველების გარდა სხვა გარეული ცხოველების (ძუძუმწოვრები, რეპტილიები, ამფიბიები, თევზები, უხერხემლოები) დაცვა წესრიგდება კანონპროექტის მე-14 მუხლით, რომლის თანახმადაც, იკრძალება გარეული ცხოველების სახეობების მოკვლა, დატყვევება, მკაცრად დაცული და დაცული განზრახ შეწუხება, განსაკუთრებით ზამთრის ძილის ან მიგრაციის პერიოდში, კვერცხის/ქვირითის განზრახ განადგურება/დაზიანება, შეგროვება და შენახვა, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზების, დასარწყულებელი ადგილების განადგურება, მათ შორის მიგრირებადი სახეობების შემთხვევაში მთლიანი სამიგრაციო გზის გასწვრივ. გარეულ ცხოველთა სანადირო სახეობები, ასევე, თევზჭერის ობიექტები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით. გარეულ ცხოველთა მკაცრად დაცული სახეობა არ შეიძლება იყოს ნადირობის ან თევზჭერის ობიექტი. იკრძალება თევზის დაცული სახეობების სარეწაო მიზნით მოპოვება. კანონპროექტის მე-16 მუხლით განისაზღვრება მკაცრად დაცული და ცული სახეობების ველური მცენარეებისა და სოკოების დაცვის საკითხები და იკრძალება მკაცრად დაცული და დაცული ველური მცენარეებისა და სოკოების გარემოდან ამოღება და მათი ნაწილების მოჭრა და დაზიანება, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. კანონპროექტით განსაზღვრულია მკაცრად დაცული და დაცული სახეობების ფრინველების, გარეული ცხოველების, მცენარეებისა და სოკოების გარემოდან ამოღების საგამონაკლისო საფუძვლები. დაშვებულია მკაცრად დაცული სახეობის ფრინველებისა და სხვა გარეული ცხოველების ინდივიდის ამოღება გარემოდან კონსერვაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სახეობის გადარჩენის და პოპულაციის აღდგენის მიზნით (მათ შორის ზოოლოგიური კოლექციებში ex situ კონსრევაციისათვის, გარდა პირადი ზოოლოგიური კოლექციებისა), შემდგომი სარგებლობისთვის ტყვეობაში გამრავლების მიზნით თუ ეს გათვალისწინებულია კონსერვაციის გეგმით, მოსავალზე, შინაურ პირუტყვზე, ტყეზე, თევზჭერაზე/თევზის მეურნეობაზე, წყლის რესურსებზე, ინფრასტრუქტურაზე და სხვა სახის საკუთრებაზე მნიშვნელოვანი ზიანის თავიდან აცილების მიზნით, ადამიანის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საჰაერო ტრანსპორტის უსაფრთხოების მიზნებისთვის, სამეცნიერო-კვლევითი მიზნით, ცალკეული დაზიანებული ინდივიდს გადარჩენის მიზნით, სანიტარული (დაავადებების გავრცელების თავიდან აცილების) მიზნით. კანონპროექტის თანახმად, გარდა ზემოთ აღნიშნული შემთხვევებისა, ფრინველთა და გარეულ ცხოველთა დაცული სახეობების გარემოდან ამოღება დაიშვება საგანმანათლებლო მიზნებისთვის, დასაშვებია ასევე სანადირო სახეობების მიკუთვნებული ფრინველთა სახეობების გარემოდან ამოღება და ბაზებს მიკუთვნებული ფრინვლეთა სახეობების დატყვევება ბაზიერობის მიზნებისთვის, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული სახეობებზე ნადირობა და თევზჭერა. კანონით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევებში მკაცრად დაცული და დაცული სახეობების ფრინველებისა და გარეული ცხოველების გარემოდან ამოღებაზე გადაწყვეტილებას იღებს სსიპ - ველური ბუნების სააგენტო დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. მკაცრად დაცული მცენარეების ამოღება გარემოდან დაშვებულია, მაგალითად, სანერგე ან/და პლანტაციური მეურნეობის ფარგლებში, ცალკეული სახეობის კონსერვაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გასამრავლებლად/აღსადგენად და ბუნებრივ პირობებში გასაშენებლად და სამეურნეო მიზნით ხელოვნურ პირობებში გასაშენებლად (მხოლოდ მცენარეთა თესლების, კალმების და სხვა გასამრავლებელი მასალის) ბოტანიკურ ბაღებში კონსერვაციის მიზნით, და სამეცნიერო მიზნებისთვის, შენობა-ნაგებობების, აგრეთვე, ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების და სხვა სახის საკუთრებაზე მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, ადამიანის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სანიტარული მიზნებისთვის. დაცული სახეობების ველური მცენარეებისა და სოკოების გარემოდან ამოღება ასევე დაიშვება საგანმანათლებლო მიზნით და სატყეო-სამეურბნეო მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დასაშვებია მკაცრად დაცული და დაცული სახეობების ბუნებრივად მოთხრილმოტეხილი, ფაუტი, ზეხმელი მერქნიანი მცენარეების გარემოდან ამოღება, მათ შორის დაცულ ტერიტორიებზეც (მხოლოდ ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში, აღკვეთილის გარკვეულ უბნებზე, დაცულ ლანდშაფტში და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე). კანონპროექტით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევებში გადაწყვეტილება მკაცრად დაცული და დაცული სახეობების მცენარეების გარემოდან ამოღებაზე ტყის ტერიტორიის გარეთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მიიღება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების, ხოლო მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. ხოლო ტყისა და დაცულ ტერიტორიაზე - გადაწყვეტილება მიიღება ტერიტორიის მართვის ორგანოს მიერ. მცენარეთა მკაცრად დაცული და დაცული სახეობების გარემოდან ამოღება შეიძლება დაშვებული იქნეს საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს. თუ საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, მკაცრად დაცული და დაცული სახეობების ველური მცენარეების და სოკოების გარემოდან ამოღების საკითხი გათვალისწინებული უნდა იქნეს საქმიანობის განხორციელებაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გზშ-ს ანგარიში უნდა მოიცავდეს მკაცრად დაცული და დაცული სახეობების ინდივიდების გარემოდან ამოღების აუცილებლობის დასაბუთებას და სახეობების ინდივიდების აღრიცხვის ანგარიშს (ჩამონათვალი, ოდენობები, დასკვნა მდგომარეობის შესახებ). ამ შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელს მკაცრად დაცული და დაცული სახეობების ველური მცენარეების და სოკოების გარემოდან ამოღების უფლება ენიჭება გარემოსდაცვითი გათვალისწინებული საკომპენსაციო გადაწყვეტილების პირობებით. გადაწყვეტილებით. ღონისძიებები ამ კანონის დგინდება მე-10 თავით გარემოსდაცვითი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ სკრინინგის პროცედურას დაქვემდებარებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების შემთხვევაში, მკაცრად დაცული და დაცული სახეობების ველური მცენარეების და სოკოების გარემოდან ამოღების დასაშვებობის საკითხი შესწავლილი უნდა იქნეს სკრინინგის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თუ სკრინინგის პროცედურის შედეგად დადგინდება, რომ დაგეგმილი საქმიანობა გზშ-ს არ ექვემდებარება, მკაცრად დაცული და დაცული სახეობების ველური მცენარეების და სოკოების გარემოდან ამოღების პირობები და საკომპენსაციო ღონისძიებები უნდა დადგინდეს ამ საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ ერთი ფანჯრის პრინიციპით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ისეთი საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, რომელიც არ ექვემდებარება ნებართვის გაცემას, მკაცრად დაცული და დაცულის სახეობების მცენარეების გარემოდან ამოღების გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტი საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. კანონპროექტით, ასევე წესრიგდება მცენარეთ დაცვის საშუალებებისა და სხვა პრეპარატების გამოყენებისას გარეულ ცხოველთა დაცვის საკითხი, იკრძალება გარეულ ცხოველთა უცხო და ველურ მცენარეთა უცხო ინვაზიური სახეობების ინტროდუქცია, ასევე წესრიგდება ველური მცენარეების პლანტაციური მეურნეობისა და გარეული ცხოველების ტყვეობაში გამრავლების საკითხები. ამავე თავში მოცემულია ბიომრავალფეროვნების მონიტორინგთან დაკავშირებული დებულებები. ასევე, დებულებები გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა ინტროდუქციის, რეინტროდუქციისა და ჰიბრიდიზაციის შესახებ. არსებული კანონმდებლობის მსგავსად, კვლავ აკრძალული იქნება ცხოველთა უცხო სახეობების ინტროდუქცია (გარდა იმ სახოებებისა, რომლებიც გამოიყენება მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) და ცხოველთა თვითნებური რეინტროდუქცია, ასევე იკრძალება ჰიბრიდული ფორმების ბუნებაში საქართველოს მცენარეთა სამყაროსთვუს უცხო, გაშვება. კანონქპროექტით იკრძალება ინვაზიური სახეობების ინდივიდების ინტორდუქცია და გაშენება ბუნებრივ გარემოში, მათ შორის ტყეში და დაცულ ტერიტორიებზე. მკაცრად დაცული და დაცული სახეობების დაცვის, შენარჩუნების, აღდგენისა და მათი საბინადრო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, კანონპროექტის თანახმად მოითხოვება ცალკეული სახეობისა ან სახეობათა ჯგუფების კონსერვაციის სამოქმედო გეგმების შემუშავება, რომლებიც დამტკიცებული უნდა იქნეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ. კანონპროექტით დადგენილია მიწის მესაკუთრეთა ვალდებულება ითმინოს სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვის ღონისძიებებით გამოწვეული შეზღუდვები. კანონპროექტის მესამე თავი ქმნის სამართლებრივ საფუძველს საქართველოში ზურმუხტის ქსელში ჩართული ტერიტორიების დაარსებისა და მართვისათვის, რაც არის ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაპიტატების დაცვის კონვენციით (ბერნის კონვენცია) და ასოცირების შესახებ შეთანხმებით ბუნების დაცვის სფეროში განსაზღვრული ვალდებულება. ზურმუხტის ქსელი შედგება სპეციალური კონსერვაციული მნიშვნელობის ტერიტორიებისაგან, სადაც გავრცელებულია ის სახეობები და ჰაბიტატები, რომელთა ხანრძლივვადიანი გადარჩენა წარმოადგენს საერთო ევროპულ ინტერესს. ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად, მისი ძალაში შესვლიდან ოთხი წლის განმავლობაში საქართველომ უნდა დაასრულოს ზურმუხტის ტერიტორიების ინვენტარიზაცია, დეზიგნაცია და შეადგინოს მართვის გეგმები პრიორიტეტების მიხედვით, 5 წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ამ ტერიტორიების კონსერვაციისათვის ღონისძიებებს გატარება, ხოლო 6 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული უნდა იქნეს შესაბამისი ჰაბიტატებისა და დაცული სახეობების საქართველოში ამ ეტაპზე ბერნის კონვენციის შესაბამისად გამოვლენილია და ზურმუხტის ქსელში ჩართულია 66 ტერიტორია, რომელთა ჯამური ფართობი შეადგენს 1,306,752 ჰა-ს. კანონპროექტით დადგენილია ზურმუხტის ტერიტორიების იდენტიფიცირების, ზურმუხტის ქსელში მათი ჩართვის მიზნით ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაპიტატების დაცვის კონვენციის სამდივნოსთვის წარდგენის პროცედურა, დაცვისა და მონიტორინგის საფუძვლები. კანონპროექტით განსაზღვრული ზურმუხტის ტერიტორიის შერჩევის კრიტერიუმები, საკუთრების უფლება, ტერიტორიის მართვაზე პასუხისმგებელი ორგანოები, ასევე, ზურმუხტის ტერიტორიაზე საქმიანობის ზემოქმედების შეფასების პროცედურა და გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები, თუ საქმიანობა მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ახდენს ზურმუხტის ტერიტორიის ფარგლებში დაცულ სახეობებსა და ჰაბიტატებზე. ზურმუხტის ქსელის მთლიანობის შენარჩუნების მიზანი გათვალისწინებული უნდა იქნას ცენტრალურ, რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე დაგეგმვის პროცესში. ზურმუხტის ქსელში ჩართული ტერიტორია, შესაძლებელია, ამასთანავე წარმოადგენდეს დაცულ ტერიტორიას, რომელიც შექმნილია „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით. დღეისათვის პრაქტიკულად, საქართველოში არსებული თითქმის ყველა დაცული ტერიტორია ჩართულია ზურმუხტის ქსელში. ზურმუხტის ქსელი ასევე მოიცავს სპეციალურ დაცულ ტერიტორიების ფრინველთათვის, რომელთა იდენტიფიცირების და დაცვის ვალდებულება, ასევე, განსაზღვრულია ასოცირების შესახებ შეთანხმებით. ზურმუხტის ტერიტორია შესაძლოა იყოს სახელმწიფო, მუნიციპალურ ან კერძო საკუთრებაში. თუ ზურმუხტის ტერიტორიის სტატუსის მინიჭებით ზიანი ადგება კერძო მესაკუთრეს, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. თუ ტერიტორიის გამოყენება მისი ფუნქციური დანიშნულებით შეუძლებელი ხდება მესაკუთრის მიერ, მესაკუთრეს შეუძლია სახელმწიფოსგან მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ზურმუხტის ტერიტორიების მართვის კოორდინაციას და კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ზურმუხტის ტერიტორიების მართვა ხორციელდება მართვის გეგმების საფუძველზე. თუ ზურმუხტის ტერიტორია იმავდროულად არის დაცული ტერიტორია, რომელიც შექმნილია „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონის საფუძველზე, ის იმართება სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, თუ ზურმუხტის ტერიტორია მდებარეობს ტყის ფარგლებში, ის იმართება სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ. მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას მართავს მუნიციპალიტეტი, ხოლო მართვის გეგმას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. კერძო საკუთრებაში არსებული ზურმუხტის ტერიტორიისთვის მართვის გეგმას შეიმუშავებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. ევროკავშირის დირექტივის მოთხოვნის შესაბამისად, ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც უშუალოდ არ უკავშირდება ზურმუხტის ტერიტორიის მართვას, ან მისთვის პირდაპირ საჭიროებას არ წარმოადგენს, მაგრამ შესაძლოა ინდივიდუალურად ან სხვა გეგმებთან ან პროექტებთან კომბინაციაში მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს მასზე, ექვემდებარება ზურმუხტის ტერიტორიაზე ზემოქმედების შესაბამის შეფასებას, რომლის მიზანია დადგინდეს საქმიანობის განხორციელება ახდენს თუ არა და რა ზეგავლენას ახდენს ზურმუხტის ქსელში ჩართულ ტერიტორიის ფარგლებში არსებულ ჰაბიტატზე და/ან სახეობაზე, რომელთა კონსერვაციის მიზნით ტერიტორია ჩართული იქნა ზურმუხტის ქსელში. ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, კანონპროექტით წესრიგდება იმ საქმიანობების განხორციელება, რომელთაც შესაძლოა ექნეთ მნიშვნელოვანი ზემოქმედება ზურმუხტის ტერიტორიაზე და მის ფარგლებში დაცული ჰაბიტატებისა და სახეობების კონსერვაციულ სტატუსზე. იმ შემთხვევაში თუ ეს საქმიანობა მიეკუთვნება „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ პირველი დანართის საქმიანობას, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ საფუძველზე ჩატარებული სკოპინგის ფარგლებში უნდა დადგინდეს საქმიანობის ზურმუხტის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების შეფასების საჭიროება. თუ კი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული სკოპინგის დასკვნა ითხოვს საქმიანობის ზურმუხტის ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასებას, ამ შეფასების შედეგები აისახება გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშში. თუმცა დაინტერესებულ პირს ზურმუხტის ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასება შეუძლია წარმოადგინოს სკოპინგის ანგარიშის მომზადებამდე ან სკოპინგის ანგარიშთან ერთად. ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ზურმუხტის ტერიტორიის ფარგლებში და არ მიეკუთვნება „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ პირველ და მეორე დანართებში მითითებულ საქმიანობებს და უშუალოდ არ უკავშირდება ზურმუხტის ტერიტორიის მართვას, ან მისთვის პირდაპირ საჭიროებას არ წარმოადგენს, ექვემდებარება საქმიანობის ზურმუხტის ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასებას. საქმიანობები, რომლებიც ხორციელდება ზურმუხტის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ და არ მიეკუთვნება „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ პირველ და მეორე დანართებში მითითებულ საქმიანობებს, მაგრამ საჭიროებს ნებართვას/ლიცენზიას, რომელიც გაიცემა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის მიერ საჭიროებს ზურმუხტის ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას კანონის ამოქმედებისთანავე. ენერგეტიკისა და სასარგებლო წიაღისეულით (მათ შორის, ნავთობისა და გაზის) სარგებლობის სფეროში საქმიანობა, რომელიც არ მიეკუთვნება „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ პირველ და მეორე დანართებში გათვალისწინებულ საქმიანობებს და ხორციელდება ზურმუხტის ტერიტორიის გარეთ, მაგრამ არ გამოირიცხება მისი მნიშვნელოვანი ზემოქმედება ზურმუხტის ტერიტორიაზე, ექვემდებარება საქმიანობის ზურმუხტის ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასებას. ამ შემთხვევაში, ლიცენზიის ან ნებართვის გამცემი ორგანო აჩერებს ადმინისტრაციულ წარმოებას და განმცხადებელს უდგენს ვალდებულებას წარმოადგინოს ზურმუხტის ტერიტორიის შეფასების ანგარიში (აღნიშნულის განხორციელება სავალდებულო გახდება 2029 წლიდან). ზურმუხტის ტერიტორიაზე ზეგავლენის შეფასების საფუძველზე საქმიანობის განხორციელების დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ორეტაპიანი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. ადმინისტრაციული წარმოების პირველ ეტაპზე მიიღება დასკვნა, ზურმუხტის ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასების საჭიროების არარსებობის ან ზემოქმედების შეფასებაზე დაქვემდებარების შესახებ. კანონპროექტით განსაზღვრულია შესაბამისი კრიტერიუმები აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად და წარსადგენი ინფორმაციის ჩამონათვალი, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნეს დაინტერესებული მხარის მიერ. იმ შემთხვევაში თუ საქმიანობა დაექვემდებარა ზურმუხტის ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასებას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქმიანობის განხორციელებას შეითანხმებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზემოქმედების შეფასების საფუძველზე დადგინდება, რომ საქმიანობის განხორციელება არ მოახდენს მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენა ზურმუხტის ქსელში ჩართული ტერიტორიის ფარგლებში არსებულ ბერნის კონვენციით დაცულ ჰაბიტატებსა და სახეობებზე. იმ საქმიანობის დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილება, რომელსაც შესაძლოა ექნეს მნიშვნელოვანი ზემოქმედება ზურმუხტის ტერიტორიაზე, მიიღება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. ისეთი საქმიანობების შემთხვევაში, რომელთაც შესაძლოა ექნეთ მნიშნელოვანი უარყოფითი ზეგავლენა ზურმუხტის ტერიტორიაზე, მაგრამ მათი განხორციელების მიმართ არსებობს უპირატესი საჯარო ინტერესი და არ არსებობს ალტერნატიული გადაწყვეტილება ან ის შეუსაბამოდ მაღალ ხარჯებთან არის დაკავშირებული, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გადაწყვეტილებას იღებს ბერნის კონვენციის შესაბამის ორგანოებთან კონსულტაციების საფუძველზე. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში განისაზღვრება საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება, რამაც უნდა უზრუნველყოს ზურმუხტის ქსელის მთლიანობის შენარჩუნება. კანონპროექტის მეოთხე თავი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელში ჩართული კატეგორიის – ბიოსფერული რეზერვატის დაარსების და მართვის საკითხებს. ბიოსფერული რეზერვატი წარმოადგენს სახმელეთო ან/და სანაპირო/საზღვაო ეკოსისტემების ტერიტორიას, რომელიც ჩართულია იუნესკოს პროგრამის „ადამიანი და ბიოსფერო“ ფარგლებში შექმნილი ბიოსფერული რეზერვატების მსოფლიო ქსელში და რომლის დანიშნულებაა ადამიანსა და ბიოსფეროს შორის ეკოლოგიურად, ეკონომიკურად და სოციალურად დაბალანსებული ურთიერთობის ხელშეწყობა და დემონსტრირება. ბიოსფერული რეზერვატის ფუნქციების შესრულება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მიწათსარგებლობის შესაბამისი დაგეგმვითა და ზონირებით, რომელიც მოიცავს ბირთვის სტატუსის მქონე ზონას, მკაცრად განსაზღვრულ ბუფერულ ზონას და გარდამავალ ტერიტორიას. კანონპროექტის ამ თავში განსაზღვრულია ბიოსფერული რეზერვატის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახდენს პოტენციური ტერიტორიების იდენტიფიცირებას, კანდიდატი ტერიტორიის შერჩევას და მის ნომინირებას ბიოსფერული რეზერვატების მსოფლიო ქსელში ჩართვის მიზნით. შერჩეული ტერიტორიის იუნესკოს „ადამიანი და ბიოსფეროს“ პროგრამის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ აღიარება არის საქართველოს მთავრობის მიერ ამ ტერიტორიისთვის ბიოსფერული რეზერვატის სტატუსის მინიჭების საფუძველი. ბიოსფერული რეზერვატის მართვა ხორციელდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ, რომელსაც აფუძნებენ შესაბამისი მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები. კანონპროექტის ადგენს სამართლებრივ საფუძველს საქართველოს „ადამიანი და ბიოსფეროს“ ეროვნული კომიტეტის შექმნისა და ფუნქციონირებისათვის. კანონპროექტის მეხუთე თავი ადგენს ტერიტორიისათვის საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ საფუძველს, „საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიების შესახებ“ კონვენციით (რამსარის კონვენცია) განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამისად საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორია წარმოადგენს ტერიტორიას, რომელიც მოიცავს მდინარეებს, ტბებს, ჭაობებს, წყალსაცავებს, არხების და ტბორების წყლებს, მდინარეთა ზღვის შესართავებთან ახლომდებარე ზედაპირულ წყლებს, რომლებიც ნაწილობრივ დამლაშებულია სანაპირო წყლების ზემოქმედების გამო, მაგრამ რომლებიც, ამავე დროს, არსებითად არიან გაჯერებული მტკნარი წყლებით, ნაპირის ხაზიდან ზღვის მიმართულებით ერთი საზღვაო მილის მანძილზე არსებულ წყლებს, რომლებიც, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებულია და ჩართულია „საერთაშორისო მნიშვნელობის, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტერიტორიების შესახებ კონვენციის“ (რამსარის კონვენცია) ფარგლებში შექმნილი საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში. საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების ქსელის განვითარების მიზანია იმ ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვა, რომელთაც, მათი ეკოლოგიური და ჰიდროლოგიური ფუნქციების გამო, გააჩნიათ მნიშვნელობა გლობალური ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და ადამიანთა კეთილდღეობის შენარჩუნებისთვის. კანონპროექტის თანახმად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამზადებს საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის ნომინაციის დოკუმენტს, რომელსაც წარუდგენს რამსარის კონვენციის სამდივნოს. შერჩეული ტერიტორიას საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის სტატუსი მიენიჭება მას შემდეგ, რაც მოხდება მისი ჩართვა საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების ნუსხაში. საქართველოს მიერ წარდგენილი ტერიტორიის საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში ჩართვის საფუძველზე საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის ეროვნულ დონეზე შესაბამისი დაცვის, მართვისა და მონიტორინგის უზრუნველყოფისათვის. ჭარბტენიანი ტერიტორიის მართვა ხდება მართვის გეგმის საფუძველზე, რომელსაც შეიმუშავებს ტერიტორიის მართვის ორგანო და ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც უშუალოდ არ უკავშირდება საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის მართვას, ექვემდებარება საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასებას. დაუშვებელია საქმიანობის განხორციელება, თუ შეფასების საფუძველზე დადგინდება, რომ განზრახული საქმიანობა იწვევს მნიშვნელოვან ზეგავლენას საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე. ასეთი საქმიანობის განხორციელება დაიშვება მხოლოდ უპირატესი საჯარო ინტერესის არსებობის შემთხვევაში. კანონპროექტით დადგენილია საკითხები, რომელთა განხილვისა და გათვალისწინების საფუძველზე უნდა განისაზღვროს დაგეგმილის საქმიანობის მიმართ უპირატესი საჯარო ინტერესის არსებობდა და მისი პრიორიტეტულობა, რაც შესაბამისად ეფუძნება რამსარის კონვენციასა და მის რეზოლუციას. თუ საქმიანობა ექვემდებარება გზშ-ს, სკოპინგის პროცედურის ფარგელბში დგინდება საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასების საჭიროება და ასეთი შეფასების ანგარში თან უნდა ახლდეს გზშ-ს ანგარიშს. მასში მოცემული უნდა იქნეს უპირატესი საჯარო ინტერესის დასაბუთება და ადეკვატური კომპენსირების განხორციელების შესაძლებლობა შესაბამისი ღონისძიებების განსაზღვრით. თუ საქმიანობა ექვემდებარება სკრინინგს, სკრინინგის პროცედურის ფარგლებში არ გამოირიცხება საქმიანობის საერთაშორიოს მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე ზემოქმედების შესაძლებლობა და საქმიანობა სკრინინგის პროცედურის შედეგად არ დაექვემდებარება გზშ-ს, ხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასება, რომლის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება საქმიანობის განხორციელების დასაშვებობის თაობაზე. თუ საქმიანობა არ ექვემდებარება სკრინინგს და გზშ-ს, მაგრამ შესაძლოა გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზემოქმედება საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე, ასეთი შეფასება ხორციელდება დაინტერესებული მხარის მიერ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელების დასაშვებობაზე. ამ შემთხვევაში ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ორგანო აჩერებს ადმინისტრაციულ წარმოებას, ვიდრე არ იქნება წარმოდგენილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილება. სამინისტრო გადაწყვეტილებას იღებს რამსარის კონვენციის სამდივნოსთან კონსულტაციებით. საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე ზემოქმედების ანგარიში უნდა მოიცავდეს მიყენებული ზიანის კომპენსირების განსაზღვრას. კანონპროექტით განსაზღვრულია საკითხები, რომელთა გათვალისწინებით უნდა მოხდეს საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე მიყენებული ზიანის კომპენსირების განსაზღვრა. კანონპროექტით განსაზღვრულისა საკიტხების ჩამონათვალი, რომელთა განხილვისა და გათვალისწინების საფუძველზე უნდა განისაზღვროს უპირატესი საჯარო ინეტერსის არსებობა და მისი პრიორიტეტულობა. მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის შექმნის საკითხი წესრიგდება კანონპროექტის მეექვსე თავით, რომელიც იქმნება უნივერსალური მნიშვნელობის ბუნებრივი და ბუნებრივ-კულტურული ტერიტორიებისა და წარმონაქმნების დასაცავად საერთაშორისო მნიშვნელობის მეცნიერული კვლევის, საგანმანათლებლო და მონიტორინგული საქმიანობისათვის. ის მოიცავს ტერიტორიებს, რომელზეც წარმოდგენილია საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ბუნებრივი ან ბუნებრივ-კულტურული ფასეულობები. ტერიტორია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარდგენისათვის, შეირჩევა კანონპროექტით განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე (რომელიც შეესაბამება იუნესკოს კრიტერიუმებს), სისტემატური მიდგომის გამოყენებით, რაც გულისხმობს, პოტენციური ტერიტორიების ინვენტარიზაციას და ტერიტორიების შერჩევას ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე. თუ კი ინვენტარიზაცია არ არის დასრულებული, ეს არ უნდა გახდეს შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით იდენტიფიცირებული ტერიტორიის დამტკიცებისათვის ხელისშემშლელი გარემოება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამზადებს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის ნომინაციის დოკუმენტს, რომელსაც წარუდგენს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის კომიტეტს. შერჩეულ ტერიტორიას მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის სტატუსი მიენიჭება მას შემდეგ, რაც მოხდება მისი ჩართვა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. საქართველოს მიერ წარდგენილი ტერიტორიის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ჩართვის საფუძველზე საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიის ეროვნულ დონეზე შესაბამისი დაცვის, მართვისა და მონიტორინგის უზრუნველყოფისათვის. კანონპროექტის განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე მეშვიდე თავი საერთაშორისო ქსელებში ჩართული ტერიტორიების კატეგორიის – იუნესკოს გლობალური გეოპარკის (შემდგომში - გეოპარკი) დაარსების და მართვის საკითხებს. გეოპარკი არის ტერიტორია, რომელშიც საერთაშორისო გეოლოგიური მნიშვნელობის გეოტოპები და ლანდშაფტები იმართება დაცვის, განათლების, კვლევისა და მდგრადი განვითარების ჰოლისტიკური კონცეფციის მიხედვით. გეოპარკი იქმნება გეოლოგიურად მნიშვნელოვანი მემკვიდრეობის საერთაშორისო მასშტაბით შენარჩუნების მიზნით. კანონპროქტის ამ თავში მოცემულია გეოპარკის შერჩევის კრიტერიუმები, გეოპარკის დამტკიცების პროცედურა და გეოპარკის მართვის საკითხები. კანონპროექტის მერვე თავი განსაზღვრავს „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის და ზღვიდან ინტროდუქციის, ასევე ასეთი ნიმუშებით საქართველოს ტერიტორიაზე ვაჭრობის პირობებს და საერთაშორისო ვაჭრობისათვის გამონაკლის შემთხვევებს. კანონპროექტი ადგენს კონვენციის დანერგვაზე პასუხისმგებელ ადმინისტრაციულ ორგანოს და მის უფლება-მოვალეობებს. დადგენილია სამეცნიერო საბჭოს შექმნის საფუძველი და განისაზღვრება საბჭოს უფლებამოსილებები. კანონპროექტი ადგენს ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვების და წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის წესებსა და პირობებს, ნებართვის მფლობელების ვალდებულებებს და სანებართვო მოწმობის გამოყენების წესს. განისაზღვრება ნებართვის რეტროსპექტულად გაცემის პირობები. კანონპროექტი ასევე არეგულირებს კონვენციის მეორე დანართში შეტანილი სახეობების ნიმუშების ბუნებაში მოპოვების ლიცენზიის გაცემის საკითხებს. განისაზღვრება კონფისკირებული ნიმუშების განთავსების პირობები. ამჟამად, CITES-ის დანერგვასთან დაკავშირებული საკითხების უმეტესობა დარეგულირებულია საქართველოს კანონით „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირების სამართლებრივი ნორმების შეტანა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონის პროექტში განაპირობა იმ გარემოებამ, რომ აღნიშნული კანონის მიღების შემდგომ უქმდება საქართველოს კანონი „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“. გარდა ამისა, წარმოდგენილ კანონპროექტში ასახულია კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-18 შეხვედრის შედეგად კონვენციის რეზოლუციებში განხორციელებული ცვლილებები, კერძოდ კონვენციის II დანართში შეტანილ მცენარეთა კომერციული მიზნით მოპოვებასთან დაკავშირებით და კანონის აღსრულების უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვანი საკითხები. კანონპროექტის მეცხრე თავი აწესრიგებს გენეტიკურ რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიან და თანაბარ განაწილებას. აღნიშნული საკითხი დღეისათვის არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, თუმცა წარმოადგენს „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კონვენციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას. 2010 წელს კონვენციის ფარგლებში მიღებულ იქნა „გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობისა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის თანაბარი და სამართლიანი განაწილების“ ნაგოიას ოქმი. აღნიშნული ოქმი ძალაში შევიდა 2014 წელს. კონვენცია „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ აღიარებს ქვეყნების სუვერენულ უფლებებს მათ ტერიტორიაზე არსებულ გენეტიკურ რესურსებზე. ნაგოიას ოქმი ადგენს გენეტიკურ რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი განაწილების პირობებს. საქართველოს მიერ ნაგოიას ოქმი არ არის რატიფიცირებული, ვინაიდან არ არის მიღებული მისი აღსრულებისათვის საჭირო კანონმდებლობა. თუმცა, ნაგოიას ოქმის რატიფიცირება განსაკუთრებით მნიშნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის, სადაც გავრცელებულია კულტურულ მცენარეთა ველური მონათესავე სახეობები, ენდემური მცენარეები, რომელთაც აქვთ სამკურნალო თვისებები, ასევე ტრადიციული ფერმენტირებული პროდუქტების მიკროფლორის ფორმირებაში მონაწილე სოკოებისა და მიკროორგანიზმების მდიდარი გენეტიკური რესურსები, მათი დაცვისა და მათი გამოყენებით წარმოქნილი სარგებლის განაწილების მიზნით. გენეტიკური რესურსი არის მცენარეული, ცხოველური, მიკრობული ან სხვა წარმოშობის ნებისმიერი მასალა, რომელიც შეიცავს მემკვიდრეობითობის ფუნქციურ ერთეულებს და რომელთაც აქვთ ფაქტობრივი ან პოტენციური ღირებულება, მაგალითად, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია ფარმაცევტული, კოსმეტიკური პროდუქტების შექმნა ან ახალი სასოფლო-სამეურნეო ჯიშების გამოყვანა ან ახალი ტექნოლოგიური პროცესების შემუშავება. გენეტიკური რესურსების გამოყენება ნიშნავს მათ სამეცნიერო კვლევას და/ან შემდგომ განვითარებას კომერციული სარგებლის მიღების მიზნით. ნაგოიას ოქმის რატიფიცირება არის საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ერთერთი ღონისძიება. კანონპროექტის მეცხრე თავი ასევე განსაზღვრავს გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობის პირობებს საქართველოს ტერიტორიაზე. კერძოდ, უცხო ქვეყნის მკვლევარი, რომელსაც სურს მოიპოვოს ან გამოიყენოს გენეტიკური რესურსი შემდგომი კომერციული ან არაკომერციული კვლევისათვის, ვალდებულია მიმართოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ნებართვის მისაღებად, ამასთან, უნდა დაიდოს ხელშეკრულება გენეტიკური რესურსის/ტრადიციული ცოდნის გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი განაწილების თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულებით განისაზღვრება გენეტიკური რესურსის ხელმისაწვდომობის პირობები, ნებადართული კვლევა, მიღებული ცოდნის გადაცემის პირობები, სარგებლის განაწილების პირობები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, მესამე პირზე გენეტიკური რესურსების და კვლევის შედეგების გადაცემის პირობები. გენეტიკური რესურსის გამოყენების მიზნის ცვლილების შემთხვევაში უნდა მოხდეს სათანადო ცვლილებების შეტანა შესაბამის ნებართვაში. გენეტიკურ რესურსებთან დაკავშირებული ტრადიციული ცოდნის ხელმისაწვდომობის შედეგად მიღებული სარგებელი ასევე სამართლიანად უნდა განაწილდეს ასეთი ცოდნის მატარებელი პირების, მათ შორის, ქალების განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით და უნდა განისაზღვროს მათი სარგებელზე ხელმისაწვდომობის მექანიზმები. გენეტიკური რესურსის გამოყენებით მიღებული სარგებლები შესაძლოა იყოს როგორც მონეტარული (მაგალითად, გადასახადები ნებართვისთვის, გადასახადები კომერციალიზაციის შემთხვევაში, სამეცნიერო ინტელექტუალური კვლევების საკუთრების დაფინანსება, შესაბამისი უფლებების ერთობლივი ერთობლივი საწარმოები, ფლობა), ასევე არამონეტარული, როგორიცაა სამეცნიერო კვლევების შედეგებით ერთობლივი სარგებლობა, თანამშრომლობა ბიოტექნოლოგიების განვითარების სფეროში, თანამშრომლობა პროდუქტების შემუშავებაში და სხვა. თავის მხრივ, კანონპროექტით განისაზღვრება იმ გენეტიკური რესურსების საქართველოში გამოყენების პირობები, რომლებიც არ არის წარმოშობილი ქვეყანაში. საქართველოში მათი გამოყენების შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა უნდა აცნობოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და წარუდგინოს გენეტიკურ რესურსზე ხელმისაწვდომობის ნებართვა. სამინისტრო ამოწმებს საქმიანობის შესაბამისობას ნებართვის პირობებთან. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, სამინისტრო ახდენს გენეტიკური რესურსის წარმოშობის ქვეყნის ინფორმირებას. წარმოშობის ქვეყნის მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის აკრძალვის შესახებ. კანონპროექტით ასევე დადგენილია საზღვარგარეთ წარმოშობილი გენეტიკური რესურსების კომერციალიზაციის პირობები. კანონპროექტის მეათე თავი განსაზღვრავს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობით გამოწვეული მკაცრად დაცული და დაცული სახეობებისა და დაცული ჰაბიტატების უარყოფითი ზემოქმედების საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელების სამართლებრივი რეგულირების საკიხებს „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად. კანონპროექტის თანახმად: - უარყოფითი ზემოქმედების საკომპენსაციო ღონისძიებების გეგმის პროექტს შეიმუშავებს საქმიანობის განმახორციელებელი და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. - საქმიანობის განმახორციელებლის მიერ უარყოფითი ზემოქმედების საკომპენსაციო ღონისძიებების განსაზღვრის კრიტერიუმებსა და ღონისძიებების გეგმის შედგენის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქმიანობით გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედების საკომპენსაციო ღონისძიებების გეგმას იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს გეგმის პროექტის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. - თუ კი საქმიანობა ექვემდებარება გარემოზე შემოქმედების შეფასებას, ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინება ხდება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. კანონპროექტის მეთერთმეტე თავის თანახმად, ამ კანონით დადგენილი სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვის წესების დარღვევა იწვევს სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსებით დადგენილ პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს სამართალდარღვევის ჩამდენს კანონის დარღვევით მიყენებული ზარალის დადგენილი ოდენობითა და წესით ანაზღაურებისაგან. კანონის პროექტის მეთორმეტე და მეცამეტე თავები ეთმობა გარდამავალ და დასკვნით დებულებებს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის N382 განკარგულებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმის 152-ე პუნქტი ითვალისწინებს „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონპროექტის შემუშავების აუცილებლობას. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი, გარდა 36-ე მუხლის მე-5 - მე-8 პუნქტების, მე-9 თავის, 110-ე და 113-ე მუხლებისა, ამოქმედდება 2027 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, აღნიშნული დროის შუალედი (კანონის მიღებიდან ამოქმედებამდე) საჭიროა შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების შემუშავებისა და მიღებისთვის, რომელთა გარეშე ვერ მოხდება კანონპროექტის სამართლებრივი რეგულირებების სრულფასოვანი დანერგვა. კანონის 36-ე მუხლის მე-5 – 8 პუნქტები, გარდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის შემთხვევებისა (რაც თავის მხრივ, ამოქმედდება 2027 წლის 1 იანვრიდან), ამოქმედდება 2029 წლის 1 იანვრიდან. მოცემული დროის შუალედი, კანონის მიღებიდან 36-ე მუხლის მითითებული პუნქტების ამოქმედებადე, საჭიროა, როგორც საჯარო დაწესებულებების, ისე კერძო სექტორის სათანადო მომზადებისთვის, რათა შეძლონ ახალი ვალდებულებების შეუფერხებლად შესრულება. კანონის მე-9 თავი - გენეტიკურ რესურსებზე და მასთან დაკავშირებულ ტრადიციულ ცოდნაზე ხელმისაწვდომობა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი და თანაბარი განაწილება - ამოქმედდება, ასევე, 2029 წლის 1 იანვრიდან, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ აღნიშნული საკითხი საქართველოსთვის არის სიახლე, რომელიც არ რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით და საჭიროა პერიოდი, როგორც ამ თავით გათვალისწინებული კანონქვემდებარე აქტების შემუშავებისა და მიღებისთვის, ასევე, შესაბამისი საჯარო დაწესებულებების სათანადოდ მოსამზადებლად. კანონის 110-ე და 113-ე მუხლები ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, აუცილებელია მათი დროული ამოქმედება და საჭიროა შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების შემუშავება და მიღება, რომელთა გარეშე ვერ მოხდება კანონპროექტის სამართლებრივი რეგულირებების სრულფასოვანი დანერგვა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო იქნება: ა) შესაბამისი დონის (სახელმწიფო, ავტონომიური და მუნიციპალური) ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებები; ბ) შესაბამისი უწყებების საკუთარი შემოსავლები; გ) საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან და უცხო ქვეყნებიდან მიღებული ფინანსური დახმარებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას შესაბამისი მოსაკრებლების, ლიცენზიებისა და ნებართვების დადგენის შედეგად, ასევე შესაბამისი ადმინისტრაციული და სისხლის სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებული სანქციებიდან გამომდინარე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინის მონაცემების მიხედვით „მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით (ცხრილი 1)3, სარგებლობისათვის“ არის შემოსავლების ის სახე, რომელიც გარემოს დაცვის სფეროში ნაერთი ბიუჯეტის (სახელმწიფო ბიუჯეტი და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები) 3 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინის მონაცემები „საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები“ (2020-2023). https://treasury.ge/ka/revenues შემოსავლების უდიდეს ნაწილს შეადგენს (საშუალოდ 90-95% წლიურად) და იგი თითქმის სრულიად ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში ირიცხება. მისი ოდენობა განვლილი სამი წლის განმავლობაში საკმაოდ ცვალებადი იყო (დაახლოებით 63.6 მლნ ლარი 2020 წელს, 70.5 მლნ ლარი 2021 წელს და 57 მლნ ლარი 2022 წელს). ცხრილი 1. გარემოს დაცვის სფეროში მიღებული შემოსავლები (ლარი) შესაბამისი დონის ბიუჯეტში, 2020-2022 გარემოს დაცვის სფეროში მიღებული შემოსავლები (ლარი) შესაბამისი დონის ბიუჯეტში შემოსულობის კლასიფიკაციის კოდი „სახელმწიფო ხაზინის“ ანგარიშგების მიხედვით 1.4.1.5.1 მოიცავს შემოსულობების შემდეგ კოდებს: 1.4.2.2.2.13 2020 2021 2022 სახელმწი ფო ბიუჯეტი ტერიტორ იული ერთეულე ბის ბიუჯეტი სახელმწი ფო ბიუჯეტი ტერიტორ იული ერთეულე ბის ბიუჯეტი სახელმწი ფო ბიუჯეტი ტერიტორ იული ერთეულე ბის ბიუჯეტი მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის 1 586 63 551 995 5 004 70 486 105 2 350 56 996 808 სალიცენზიო მოსაკრებლები 380 448 10 483 122 807 9 000 211 010 7 400 სანებართვო მოსაკრებლები 51 881 - 30 777 - 39 799 - მოსაკრებელი სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის - - - - 1 000 - შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებ ის გამო 1 564 641 714 293 2 139 207 557 222 4 777 069 724 742 2 247 - 14 070 - 24 471 - დასახელება 1.4.2.2.2.14 მოიცავს შემოსულობების შემდეგ კოდებს: 1.4.2.2.3.2 1.4.2.2.3.7 1.4.2.2.6.6 მოიცავს შემოსულობების შემდეგ კოდებს: 1.4.3.1.3.2 1.4.3.1.3.3 1.4.3.1.3.4 1.4.3.1.3.5 მოიცავს შემოსულობების შემდეგ კოდებს: შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) სისხლის 1.4.3.5.1 1.4.3.5.2 სამართალდარღვევებ ის გამო 1.4.3.5.3 მოიცავს შემოსულობების შემდეგ კოდებს: 1.4.4.1.2.99.2.2 1.4.4.1.2.99.2.3 სახელმწიფოსადმი მიყენებული ზიანის ანაზღაურებიდან მიღებული შემოსავალი 534 564 - 699 331 - 1 580 257 - სულ გარემოს დაცვის სფეროში მიღებული შემოსავლები 2 535 368 64 276 771 3 011 196 71 052 328 6 635 958 57 728 950 სულ გარემოს დაცვის სფეროში მიღებული შემოსავლები ( „მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის“ კომპონენტის გამორიცხვით) 2 533 781 724 776 3 006 193 566 222 6 633 608 732 142 1.4.4.1.2.99.2.4 როგორც ეს ცხრილი 1-ში ჩანს, გარემოს დაცვის სფეროში მიღებული სხვა შემოსავლების (გარდა „მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის“ სახის შემოსავლისა) დაახლოებით 85% ყოვეწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტში ირიცხება; ამ სხვა შემოსავლების ოდენობა დაახლოებით 3.3-3.6 მლნ ლარის ფარგლებში იყო 2020-2021 წლებში, თუმცა მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც 2022 წელს (7.4 მლნ ლარი), ასევე 2023 წელს (იანვარიოქტომბრის პერიოდში ფიქსირდება 6.7 მლნ ლარი). ამ ზრდის უდიდესი წილი ეკუთვნის გარემოს დაცვის სფეროში მიღებული შემოსავლების ისეთ კომპონენტებს, როგორებიცაა „შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო“ და „სახელმწიფოსადმი მიყენებული ზიანის ანაზღაურებიდან მიღებული შემოსავალი“. ბიომრავალფეროვნების კანონპროექტით გათვალისწინებული დებულებების ამოქმედების შემდეგ მოსალოდნელია შემოსულობების ზრდა, შესაბამისად, დადებითი გავლენა შემოსავლების სხვადასხვა კომპონენტის სახით როგორც სახელმწიფო, ასევე ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში. გავლენის მოცულობა მომდევნო საშუალოვადიან პერიოდში დამოკიდებული იქნება შესაბამისი მიმართვებისა და შემთხვევების რაოდენობაზე, ასევე კანონპროექტით გათვალისწინებული კონკრეტული დებულებების ამოქმედების ვადებზე. თუმცა მოყვანილი სტატისტიკაც აჩვენებს, რომ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით და კანონპროექტის დებულებებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე შემოსავლებზე გავლენის ზუსტი რიცხვის პროგნოზირება არ იქნება ვალიდური, ვინაიდან ბევრ ფაქტორზე არის ეს დამოკიდებული სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სსიპ სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ანგარიშებიდან ირკვევა, რომ 2022 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა სამართალდარღვევების რაოდენობა და ამ უწყებების მიერ დაწესებული ჯარიმების მოცულობაც გარემოსდაცვით სფეროში (ცხრილი 2). გარემო დაცვის სფეროში ადმინისტრაციული და სისხლის ცხრილი 2. სამართალდარღვევების რაოდენობა (ერთეული) და დაწესებული ჯარიმები (ლარი) შესაბამისი უწყებების მიხედვით, 2020-2022 გარემო დაცვის სფეროში ადმინისტრაციული და სისხლის სამართალდარღვევების რაოდენობა (ერთეული) და დაწესებული ჯარიმები (ლარი) შესაბამისი უწყებების მიხედვით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი 2020 2021 2022 ადმინისტრაციული 6 636 7 520 11 823 სისხლის სამართლის 426 416 519 სამართალდარღვევათა რაოდენობა, სულ 7 062 7 936 12 342 2 191 160 2 738 780 9 281 368 ადმინისტრაციული 304 377 260 სისხლის სამართლის 2 - 14 სამართალდარღვევათა რაოდენობა, სულ 306 377 274 დაწესებული ჯარიმა (ლარი) 42 840 26 214 54 068 დაწესებული ჯარიმა (ლარი) სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო ბიომრავალფეროვნების კანონპროექტით მიხედვით, სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვის წესების დარღვევა იწვევს საქართველოს სისხლის სამართლისა და საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსებით დადგენილ პასუხისმგებლობას, რაც შეიძლება აისახოს შესაბამისი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) მიღებულ შემოსავალში. კანონპროექტით გათვალისწინებული დებულებების ამოქმედების შემთხვევაში და არსებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით (ცხრილი 2), მოსალოდნელია, რომ მომავალ საშუალოვადიან პერიოდში გაიზრდება სამართალდარღვევათა რაოდენობაც და დაწესებული ჯარიმებიც; შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ გაიზრდება ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებიც ამ მიმართულებით. გავლენის მოცულობა მომდევნო საშუალოვადიან პერიოდში დამოკიდებული იქნება კონკრეტულ შემთხვევებზე, ასევე კანონპროექტით გათვალისწინებული დებულებების ამოქმედების ვადებზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გრძელვადიან პერიოდში, სავარაუდოდ, ქცევის ცვლილებები მოხდება და შესაძლოა, რომ, პირიქით, შემცირდეს დარღვევების რაოდენობაც და დაწესებული ჯარიმებიც. კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების მნიშვნელოვანი ნაწილი დღესაც რეგულირდება სხვადასხვა საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და შესაბამისად, მათი მოქცევა ბიომრავალფეროვნების კანონის ქვეშ პრაქტიკაში არ გამოიწვევს დამატებით გავლენებს. ასეთი საკითხია, მაგალითად, კანონის მე-8 თავით გათვალისწინებული CITES-ის კონვენციის დებულებები ველური მცენარეებითა და გარეული ცხოველებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ. ეს საკითხი აქამდეც დარეგულირებული იყო შესაბამისი კონვენციის ფარგლებში და საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ კანონით (რომელიც ბიომრავალფეროვნების კანონის შემდეგ უქმდება). თუმცა, CITES-ის კატეგორიაშიც ხდება გარკვეული ნებართვებისა და ლიცენზიის წესების დაზუსტება და ამ კუთხით შეიძლება დადებითი გავლენა იქონიოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. გავლენის მოცულობა მომდევნო საშუალოვადიან პერიოდში დამოკიდებული იქნება მიმართვების რაოდენობაზე. რაც შეეხება კანონპროექტის მე-9 თავს (გენეტიკურ რესურსებზე და მასთან დაკავშირებულ ტრადიციულ ცოდნაზე ხელმისაწვდომობა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი და თანაბარი განაწილება), რომელიც „ნაგოიას“ კონვენციით გათვალისწინებულ დებულებებს ასახავს, ამ შემთხვევაში გავლენები მოსალოდნელია სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ჯერჯერობით ამ მიმართულებით შესაბამისი მოკვლევა არ ჩატარებულა, თუმცა, სავარაუდოა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში (ცენტრალური აპარატი) ნებართვების გაცემაზე მიმართვიანობა გაიზრდება, რაც შესაბამისად დადებითად აისახება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე და გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები ამ მიმართულებით. არსებული მდგომარეობით, წელიწადში დაახლოებით 4-5 პირი/ორგანიზაცია მიმართავს სამინისტროს ამ თხოვნით, განსაკუთრებით მაღალი ინტერესი არის საზღვარგარეთ სამეცნიერო დაწესებულებების მხრიდან. შესაბამისად, ამ საკითხის მოწესრიგება დადებით გავლენას იქონიებს სახელმწიფოს მიერ მისაღებ სარგებელზე. გარდა ზემოაღნიშნულისა, სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტებზე გავლენა მოსალოდნელია საშემოსავლო გადასახადიდან მიღებული შემოსავლის სახით, რომელიც შესაბამის უწყებებში საკადრო ცვლილებებით (დასაქმებულების რაოდენობის ზრდა) არის მოსალოდნელი. როგორც ქვემოთ „ბ.გ“ ქვეპუნქტში არის აღწერილი, დასაქმებულების რაოდენობის ზრდა მოსალოდნელია შემდეგი ორგანიზაციებისთვის: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტი (დამატებით 5 დასაქმებული), სსიპ „ველური ბუნების ეროვნული სააგენტო“ (დამატებით 7 დასაქმებული), სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო (დამატებით 3 დასაქმებული), მუნიციპალიტეტები, სულ 69 თვითმმართველი ერთეული (თითოეულ მუნიციპალიტეტში 3 დამატებით დასაქმებული, ჯამში 207 დასაქმებული), ქვეყანაში არსებული ორი ბიოსფერული რეზერვატის მართვისთვის შექმნილი დამატებით ორი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ააიპ) (თითოეულ ააიპ-ში დამატებით 12 დასაქმებული, ჯამში 24 დასაქმებული). საბოლოოდ, აღნიშნულ ორგანიზაციებში ჯამურად 246 მოსალოდნელი დასაქმებულის ანაზღაურებიდან გამომდინარე, სულ გავლენა სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე დამატებით საშემოსავლო გადასახადის სახით იქნება საშუალოწლიურად დაახლოებით 941 327 ლარი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც უკავშირდება ბიომრავალფეროვნების კანონპროექტის გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ეს უკავშირდება „მსოფლიო ბანკიდან“ მისაღებ სესხს. აღსანიშნავია, რომ „მსოფლიო ბანკი“ და საქართველოს მთავრობა მუშაობენ მწვანე და მედეგ განვითარებაზე ორიენტირებული რეფორმების პროგრამაზე. ამგვარი პროგრამები „მსოფლიო ბანკიდან“ დაფინანსების ერთ-ერთი ფორმაა. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი სესხის სახსრები მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში წინასწარ განსაზღვრული და დროში გაწერილი რეფორმების გატარების პირობით. ზემოაღნიშნული პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი რეფორმები/საკანონმდებლო ცვლილებები ეხება გარემოს დაბინძურების შემცირებას, კლიმატის ცვლილების რეგულირებას, ენერგოეფექტიანობის გაზრდას, ტყისა და ბიომრავალფეროვნების მართვას. ეს უკანასკნელი პროგრამაში ასახულია კონკრეტული დათქმით: ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონპროექტის პარლამენტში რეგისტრირება 2023 წელს არის ერთ-ერთი პირობა იმისა, რომ საქართველომ 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი მიიღოს მოთხოვნისამებრ. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტით გათვალისწინებულ საკითხებს გავლენა ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონი, შესაბამისი საშუალოვადიანი დაგეგმარების ჩარჩო “ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების“ (BDD) დოკუმენტი 2024-2027 წლებისთვის და პროგრამული დანართი4, ძირითადად, არ ითვალისწინებს ბიომრავალფეროვნების კანონპროექტით გათვალისწინებულ საკითხებს მომავალი 2024 წლის და მომდევნო 2025-2027 საშუალოვადიანი პერიოდისთვის. თუმცა, ბიუჯეტის კანონის „გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა“ (31 01) ითვალისწინებს გარკვეულ საკითხებს, რომლებიც იფარება ბიომრავალფეროვნების კანონპროექტითაც. მაგალითად, ბიომრავალფეროვნების კანონპროექტის 23-ე მუხლი ითვალისწინებს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ერთიანი სახელმწიფო სისტემის შექმნას და 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონშიც აღნიშნულია, რომ „გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამით“ იგეგმება „მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) 15.1 და 15.5 ამოცანების შესაბამისად, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ფარგლებში განხორციელებული მცენარეთა და ცხოველთა (მათ შორის, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების) აღრიცხვისა და მათი მდგომარეობის შეფასების საფუძველზე მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა“. დამატებით, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონი ასახავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმ პროგრამებს, რომლებიც უშუალოდ ბიომრავალფეროვნების კანონპროექტის დებულებების სრულყოფილად ამოქმედებასთან პირდაპირ კავშირშია და შესაბამისად, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ბიუჯეტში ცვლილებებთან საშუალოვადიან პერიოდში (ცხრილი 3). ეს პროგრამებია: „გარემოსდაცვითი ზედამხედველობა“ (31 07), „დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბება და მართვა“ (31 08), „სატყეო სისტემის ჩამოყალიბება და მართვა“ (31 09), „ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს სისტემის ჩამოყალიბება და მართვა“ (31 10), „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“ ხელშეწყობის პროგრამა“ (31 11), „გარემოს დაცვის სფეროში პროგნოზირება, შეფასება, პრევენცია და მონიტორინგი“ (31 13). 4 საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (2023). საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონი. https://www.mof.ge/5677 ცხრილი 3. სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამების დაფინანსება (ათასი ლარი) შემდეგი მიმართულებით: „გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა“, 2024-2027 სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამების დაფინანსება (ათასი ლარი) „გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის“ მიმართულებით კოდი 31 01 31 07 31 08 31 09 31 10 31 11 31 12 31 13 24 26 დასახელება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა გარემოსდაცვითი ზედამხედველობა დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბება და მართვა სატყეო სისტემის ჩამოყალიბება და მართვა ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს სისტემის ჩამოყალიბება და მართვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და "განათლება მდგრადი განვითარებისთვის" ხელშეწყობის პროგრამა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დაცვა, დარიშხანშემცველი ნარჩენების ობიექტების მართვა გარემოს დაცვის სფეროში პროგნოზირება, შეფასება, პრევენცია და მონიტორინგი სასარგებლო წიაღის მართვა და კოორდინაცია სულ 2024 წლის პროგნოზი მ.შ. საბიუჯეტო სახსრები მ.შ. საკუთარი სახსრები 2025 წლის პროგნოზი 2026 წლის პროგნოზი 2027 წლის პროგნოზი 22 000 22 000 - 23 000 23 000 23 000 29 000 29 000 - 29 000 30 000 31 000 42 400 23 200 19 200 38 300 40 300 40 300 65 145 24 680 40 465 67 000 70 000 75 000 5 330 1 800 3 530 2 200 2 200 2 200 2 100 2 000 100 2 200 2 200 2 300 3 860 3 810 50 1 850 1 850 1 850 35 880 23 780 12 100 7 850 21 850 23 850 12 093 - 12 093 8 415 8 576 8 799 217 808 130 270 87 538 179 815 199 976 208 299 გარდა ამისა, ბიომრავალფეროვნების კანონპროექტის დებულებები, შესაძლოა, არაპირდაპირ უკავშირდებოდეს ცვლილებებს ბიუჯეტში საშუალოვადიან პერიოდში კიდევ სამი სამინისტროს პროგრამების ფარგლებში: (1) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამები, მაგალითად, „სასარგებლო წიაღის მართვა და კოორდინაცია“ (24 26) და „სახელმწიფო ქონების მართვა“ (24 06); (2) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროგრამები, მაგალითად, „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ (25 03 01) და „წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია“ (25 04). კანონპროექტი განსაზღვრავს ბიომრავალფეროვნების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი უწყებების (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო, სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო და სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო) დამატებით პასუხისმგებლობებს და გავლენა ამ უწყებების ხარჯვით ნაწილზე მოსალოდნელია შემდეგი მიმართულებებით:  განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს როლიდან და დამატებითი ფუნქციებიდან გამომდინარე, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, ყველა ძირითადი მიმართულებით გამოკვეთილია სამინისტროს მაღალი როლი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იქნება საკმარისი დაფინანსების, ადამიანური და ტექნიკური უნარების არსებობა ამ მიმართულებით უშუალოდ სამინისტროში, მათ შორის, განსაკუთრებით, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტში. კანონპროექტი ამოქმედდება 2027 წლის 1 იანვრიდან, თუმცა, სამინისტროს მოსამზადებელი სამუშაოებისთვის დამატებითი რესურსების საჭიროება აქვს ამოქმედებამდე, მიღებიდან პირველივე წელს (2025 წლიდა). შესაბამისად, დამატებითი რესურსების საჭიროება გათვალისწინებული უნდა იყოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადებისას. მოსალოდნელია, რომ საჭირო იქნება სავარაუდოდ დამატებით 5 ახალი თანამშრომელი მაინც უშუალოდ ამ დეპარტამენტში საშუალოვადიან პერიოდში. პირველ წელს (იგულისხმება 2025 წელი) ამის ხარჯი (დასაქმებულების შრომის ანაზღაურება და კომპიუტერული უზრუნველყოფა) მთლიანობაში შესაძლოა იყოს დაახლოებით 179 ათასი ლარის ფარგლებში, ხოლო მომდევნო წლებში (დასაქმებულების შრომის ანაზღაურება) - დაახლოებით 168 ათასი ლარი. თუ დასაქმებულები ჩართული იქნებიან დაგროვებით საპენსიო სქემაში, ამ მიმართულებით გაწეული ხარჯები ჯამში (2%+2%+2%, სახელმწიფო-დამსაქმებელიდასაქმებული) იქნება წელიწადში დაახლოებით 10 360 ლარი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მომდევნო ბიუჯეტირებისთვის ბიომრავალფეროვნების მიმართულების პროგრამაც გაჩნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში, შესაბამის BDD დოკუმენტსა და „პროგრამულ დანართში“ შესაბამისი პრიორიტეტის ქვეშ „გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა“. ეს ხელს შეუწყობს ამ პროგრამული მიმართულების მეტ პრიორიტეტიზაციას და უკეთეს დაგეგმვას და შეფასებას შესაბამისი ინდიკატორების საშუალებით.  ასევე აღსანიშნავია სსიპ „ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს“ როლი და შესაძლებლობები კანონპროექტით გათვალისწინებული დებულებებიდან გამომდინარე. ბიომრავალფეროვნების კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების უმეტესობაში (განსაკუთრებით კანონპროექტის მე-2 თავი მთლიანად, რომელიც ეხება სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვის საკითხებს) სწორედ ამ სააგენტოს როლი იკვეთება. სააგენტოს უწევს გადაწყვეტილებების მიღება სახეობების გარემოდან ამოღების შემთხვევებზე. ასევე 24-ე მუხლით განისაზღვრა, რომ კონკრეტული სახეობის ან სახეობათა ჯგუფის კონსერვაციის გეგმას შეიმუშავებს სააგენტო; ასევე გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების სახეობების ბუნებრივ გარემოში აღდგენისთვის პრიორიტეტული სახეობები და აღდგენის ღონისძიებები უნდა განისაზღვროს სახეობების აღდგენის ეროვნული გეგმის საფუძველზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სააგენტოს ერთობლივი ჩართულობით. 27-ე მუხლი აწესებს, რომ ველურ მცენარეთა პლანტაციური მეურნეობის და გარეულ ცხოველთა ტყვეობაში გამრავლების მეურნეობების რეესტრი უნდა აწარმოოს სააგენტომ. დღეს არსებული მდგომარეობით, როგორც ამას აჩვენებს შესაბამისი საბიუჯეტო მონაცემები, აღნიშნულ სააგენტოში მხოლოდ 12 ადამიანი მუშაობს და საჭირო იქნება ამ რესურსების ზრდა, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხები აღსრულებადი იყოს. კერძოდ, საშუალოვადიანი პერიოდისთვის საჭირო არის დამატებით ერთი სამსახურის შექმნა, ერთი სამსახურის უფროსის ადგილით და ექვსი სპეციალისტის ადგილით. პირველ წელს (იგულისხმება 2027 წელი) ამის ხარჯი (დასაქმებულების შრომის ანაზღაურება და კომპიუტერული უზრუნველყოფა) მთლიანობაში შესაძლოა იყოს დაახლოებით 262 ათასი ლარის ფარგლებში, ხოლო მომდევნო წლებში (დასაქმებულების შრომის ანაზღაურება) - დაახლოებით 246 ათასი ლარი. თუ დასაქმებულები ჩართული იქნებიან დაგროვებით საპენსიო სქემაში, ამ მიმართულებით გაწეული ხარჯები ჯამში (2%+2%+2%, სახელმწიფო-დამსაქმებელი-დასაქმებული) იქნება წელიწადში დაახლოებით 15 188 ლარი.  სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ასევე ემატება რიგი პასუხისმგებლობები, სანებართვო და სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი. დეპარტამენტში უკვე მუშაობს 870 ადამიანი და მოსალოდნელია, რომ დამატებითი ფუნქციების გადანაწილება მოხდება არსებული რესურსების ფარგლებში.  რაც შეეხება სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს, მისი როლიც გამოკვეთილია კანონპროექტით გათვალისწინებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის პროცესში, ასევე გზშ დოკუმენტების შემოწმების დროს. მოსალოდნელია, რომ საჭირო იქნება სავარაუდოდ დამატებით 3 ახალი თანამშრომელი მაინც სააგენტოს შესაბამის დეპარტამენტში საშუალოვადიან პერიოდში. პირველ წელს (იგულისხმება 2027 წელი) ამის ხარჯი (დასაქმებულების შრომის ანაზღაურება და კომპიუტერული უზრუნველყოფა) მთლიანობაში შესაძლოა იყოს დაახლოებით 96 ათასი ლარის ფარგლებში, ხოლო მომდევნო წლებში (დასაქმებულების შრომის ანაზღაურება) დაახლოებით 90 ათასი ლარი. თუ დასაქმებულები ჩართული იქნებიან დაგროვებით საპენსიო სქემაში, ამ მიმართულებით გაწეული ხარჯები ჯამში (2%+2%+2%, სახელმწიფოდამსაქმებელი-დასაქმებული) იქნება წელიწადში დაახლოებით 5 550 ლარი.  ზემოაღნიშნულ უწყებებს შორის დანარჩენის შემთხვევაში (მაგალითად, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო და სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო) არ არის მოსალოდნელი ფინანსური საჭიროებების ცვლილება, კანონპროექტიდან გამომდინარე. მოსალოდნელია, რომ ფუნქციების გადანაწილება მოხდება არსებული რესურსების ფარგლებში. კანონპროექტს შემოაქვს სიახლე ბიომრავალფეროვნების დაცვის დაგეგმვის (მუხლი 7) მიმართულებით, რის მიხედვითაც „სავალდებულოა ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საკითხის და/ან საჭირო ღონისძიებების და ბიომრავალფეროვნებით მდგრადი სარგებლობის მიზნების ინტეგრირება შესაბამის სახელმწიფო და მუნიციპალურ გეგმებსა და პროგრამებში“. აღნიშნული გამოიწვევს არა მხოლოდ გარემოს დაცვის მიმართულების, არამედ სხვა სექტორული სამინისტროების, უწყებებისა და დეპარტამენტებისთვის, სავარაუდოდ, დამატებით რესურსს შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანური რესურსის სახით. თუმცა, მოსალოდნელია, რომ მომდევნო საშუალოვადიან პერიოდში უმეტესწილად არსებული სპეციალისტები არსებული რესურსის ფარგლებში მოახდენენ ამ ნორმის აღსრულებას. გრძელვადიან პერიოდში საჭირო იქნება უფრო ძირეული ცვლილებები ამ მიმართულებით. დამატებით, კანონპროექტის 30-ე მუხლის მიხედვით, ზურმუხტის ქსელის მთლიანობის შენარჩუნების მიზანი გათვალისწინებული უნდა იქნას ცენტრალურ, ავტონომიური რესპუბლიკების და მუნიციპალურ დონეზე დაგეგმვის პროცესში. აღნიშნული გამოიწვევს არა მხოლოდ გარემოს დაცვის მიმართულების, არამედ სხვა სექტორული სამინისტროების, უწყებებისა და დეპარტამენტებისთვის, სავარაუდოდ, დამატებით რესურსს შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანური რესურსის სახით. თუმცა, მოსალოდნელია, რომ მომდევნო საშუალოვადიან პერიოდში უმეტესწილად არსებული სპეციალისტები არსებული რესურსის ფარგლებში მოახდენენ ამ ნორმის აღსრულებას. გრძელვადიან პერიოდში საჭირო იქნება უფრო ძირეული ცვლილებები ამ მიმართულებით. კანონპროექტს შემოაქვს მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილებები ბიომრავალფეროვნების სფეროში (მუხლი 8), სადაც მიეთითება, რომ დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად აუცილებელი ფინანსური რესურსების ოდენობა განისაზღვრება სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით. მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა მიზნობრივი ტრანსფერი. კონკრეტული მუნიციპალიტეტის საჭიროებები ინდივიდუალურად განსხვავებული იქნება. მოსალოდნელია, რომ თვითმმართველობები კანონპროექტით გათვალისწინებულ გარკვეულ ფუნქციებს არსებული რესურსების ფარგლებში შეასრულებენ. თუ დავუშვებთ, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში (სულ 69 ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული, მათ შორის, 64 მუნიციპალიტეტი და 5 თვითმმართველი ქალაქი) საჭირო იქნება დამატებით 3 ადამიანის დასაქმება ბიომრავალფეროვნების კანონპროექტით გათვალისწინებული დებულებების განსახორციელებლად, მაშინ პირველ წელს (იგულისხმება 2027 წელი) ამის ხარჯი (დასაქმებულების შრომის ანაზღაურება და კომპიუტერული უზრუნველყოფა) მთლიანობაში შესაძლოა იყოს დაახლოებით 4.2 მლნ ლარის ფარგლებში, ხოლო მომდევნო 2028-2029 წლებში (დასაქმებულების შრომის ანაზღაურება) საშუალოდ წლიურად - დაახლოებით 3.8 მლნ ლარი (ცხრილი 4) (მცირედი განსხვავება ხარჯებს შორის არის გათვალისწინებული თვითმმართველი ქალაქებისა და დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის). თუ დასაქმებულები ჩართული იქნებიან დაგროვებით საპენსიო სქემაში, ამ მიმართულებით გაწეული ხარჯები ჯამში (2%+2%+2%, სახელმწიფო-დამსაქმებელი-დასაქმებული) იქნება წელიწადში დაახლოებით 233 100 ლარი. ბიომრავალფეროვნების კანონპროექტიდან ცხრილი 4. მუნიციპალიტეტებისთვის საჭირო სავარაუდო რესურსების ოდენობა, 2027-2029 გამომდინარე ბიომრავალფეროვნების კანონპროექტიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტებისთვის საჭირო სავარაუდო რესურსების ოდენობა, 2027-2029 დამატებით საჭირო ადამიანური რესურსის რაოდენობა დასაქმებულების შრომის ანაზღაურების ხარჯი (ლარი) დასაქმებულების კომპიუტერული უზრუნველყოფის ხარჯი (ლარი) სულ ხარჯები (ლარი) ერთი მუნიციპალიტეტი 3 54 000 5 400 59 400 64 მუნიციპალიტეტი 192 3 456 000 345 600 3 801 600 ერთ თვითმმართველი ქალაქი 3 64 800 6 000 70 800 5 თვითმმართველი ქალაქი 15 324 000 30 000 354 000 სულ 69 თვითმმართველი ერთეული 207 3 780 000 375 600 4 155 600 2028 სულ 69 თვითმმართველი ერთეული 207 3 780 000 3 780 000 2029 სულ 69 თვითმმართველი ერთეული 207 3 780 000 3 780 000 2030 სულ 69 თვითმმართველი ერთეული 207 3 780 000 3 780 000 2027 დამატებით, მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ კანონში კეთდება კონკრეტული მითითება ბიოსფერული რეზერვატების მართვასთან დაკავშირებით. კერძოდ, 43ე მუხლი მიუთითებს, რომ ბიოსფერული რეზერვატის მართვა ხორციელდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (ააიპ) მიერ, რომელსაც აფუძნებენ შესაბამისი მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები. დამატებით იმავე მუხლში მითითებულია, რომ ბიოსფერული რეზერვატი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საერთაშორისო საფინანსო და დონორი ორგანიზაციებიდან მოზიდული სახსრებით, ასევე კანონით გათვალისწინებული სხვა სახსრებიდან. მოსალოდნელია, რომ ბიოსფერული რეზერვატის მართვა მომდევნო საშუალოვადიან პერიოდში მოხდება დონორული დაფინანსებით. დღესდღეობით საქართველოში არსებობს ორი ბიოსფერული რეზერვატი: (1) დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი, რომელიც, შესაბამისად ეკუთვნის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს და (2) სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი, რომელიც ეკუთვნის ახმეტის მუნიციპალიტეტს. თუ დავუშვებთ, რომ მომდევნო საშუალოვადიან პერიოდში საჭირო იქნება დამატებით ორი ახალი ააიპ-ის შექმნა, მოსალოდნელია, რომ ეს ზემოხსენებული თითეული მუნიციპალიტეტისთვის გამოიწვევს დამატებითი რესურსების საჭიროებას. ამ მიმართულებით საჭირო ხარჯების შესაფასებლად მაგალითისთვის გამოყენებულია მსგავსი ორგანიზაციის ბიუჯეტი, კერძოდ „ა(ა)იპ თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის“ ბიუჯეტი. საშუალოდ 12 სპეციალისტით დაკომპლექტებული ერთი ააიპ-ის დაარსება ერთ მუნიციპალიტეტში მომდევნო საშუალოვადიან პერიოდში (იგულისხმება 2027 წლიდან) გამოიწვევს დაახლოებით 301 ათასი ლარის ხარჯს ყოველწლიურად (ხარჯებში გათვალისწინებულია შრომის ანაზღაურება და დამატებით სხვა სახის ხარჯები, მათ შორის, სპეციალისტთა კომპიუტერული უზრუნველყოფა. არ მოიცავს შენობის ხარჯს, რადგან, სავარაუდოდ, მუნიციპალიტეტების არსებულ შენობებში შესაძლებელი იქნება ააიპ-ების განთავსება). შესაბამისად, ორი ააიპ-ის შემთხვევაში წლიური ხარჯი იქნება დაახლოებით 602 ათასი ლარი. თუ დასაქმებულები ჩართული იქნებიან დაგროვებით საპენსიო სქემაში, ამ მიმართულებით გაწეული ხარჯები ჯამში (2%+2%+2%, სახელმწიფო-დამსაქმებელი-დასაქმებული) იქნება წელიწადში დაახლოებით 31 968 ლარი. ბიოსფერული რეზერვატის გარდა, კანონპროექტი ითვალისწინებს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) პროგრამებით გათვალისწინებულ კიდევ ორი სახის ტერიტორიის დაარსებისა და მართვის საკითხებს: მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბანი (თავი VI) და გლობალური გეოპარკი (თავი VII). საქართველოში დღეს ოთხ ადგილს აქვს მინიჭებული მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის სტატუსი, მათ შორის, სამი არის კულტურული უბანი (გელათის მონასტერი, მცხეთის ისტორიული ძეგლები და ზემო სვანეთი) და ერთი ბუნების უბანი (კოლხური ტროპიკული ტყეები და ჭაობები). რაც შეეხება გლობალურ გეოპარკს, აღნიშნულს ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე ითვალისწინებს კანონპროექტი. თუმცა, ორივე შემთხვევაში მსგავსი უბნების შესახებ მოკვლევა, მათი დაარსება და მართვა იქნება დაკავშირებული საჭირო ფინანსურ რესურსებთან. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს შვეიცარიის მთავრობასთან და დაგეგმილია მათგან 10 მლნ ევროს გამოყოფა ამ მიმართულებით სამი ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) ტერიტორიაზე გეოპარკების დაარსების მიზნით შესაბამისი კვლევების ჩატარებისა და „იუნესკოში“ წარსადგენი დოსიეს მოსამზადებლად. კანონპროექტის 23-ე მუხლი ითვალისწინებს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ერთიანი სახელმწიფო სისტემის შექმნას, რომელიც დაკავშირებული იქნება შესაბამის ფინანსურ რესურსებთან, რომლებიც შესაძლოა დაფინანსდეს როგორც დონორი ორგანიზაციების მხრიდან, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემის სრულყოფილად წარმოებისთვის საჭიროა მონიტორინგის სისტემის ელექტრონული პლატფორმის შექმნა, რისთვისაც 2024 წლისთვის დაფინანსება გამოყოფილია 100 ათასი ევროს მოცულობით შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ. თუმცა, ამის გარდა, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისთვის საჭირო იქნება დამატებითი რესურსების გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც მომდევნო საშუალოვადიან პერიოდში. დღესდღეობით, სახეობების კვლევისთვის (რომელიც წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ნაწილს) გამოყოფილი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის 400 ათასი ლარი (კოდი „31 01 02. ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის ღონისძიებები“) და კანონპროექტის დებულებების პრაქტიკაში აღსრულებისთვის, საჭიროა ამ თანხის გაზრდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით მინიმუმ 200 ათასი ლარის გამოყოფა. კანონპროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა კომისიისა და კომიტეტის შექმნას (მაგალითად, წითელი ნუსხის კომისია, გეოპარკის ეროვნული კომისია, უარყოფითი ზემოქმედების საკომპენსაციო ღონისძიებების განმსაზღვრელი კომისია, ადამიანისა და ბიოსფეროს ეროვნული კომიტეტი), თუმცა, მათი ფუნქციონირება ხდება საზოგადოებრივ საწყისებზე და კომისიების წევრების საქმიანობა არ იქნება ანაზღაურებადი და შესაბამისად, კანონპროექტი არ გამოიწვევს დამატებით გავლენებს ამ მიმართულებით. კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების მნიშვნელოვანი ნაწილი დღესაც რეგულირდება სხვადასხვა საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და შესაბამისად, მათი მოქცევა ბიომრავალფეროვნების კანონის ქვეშ პრაქტიკაში არ გამოიწვევს დამატებით გავლენებს. ასეთი საკითხია, მაგალითად, კანონის მე-8 თავით გათვალისწინებული CITES-ის კონვენციის დებულებები ველური მცენარეებითა და გარეული ცხოველებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ. ეს საკითხი აქამდეც დარეგულირებული იყო შესაბამისი კონვენციის ფარგლებში და საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ კანონით (რომელიც ბიომრავალფეროვნების კანონის შემდეგ უქმდება). თუმცა, CITES-ის კატეგორიაშიც ხდება გარკვეული ნებართვებისა და ლიცენზიის წესების დაზუსტება და ამ კუთხით შეიძლება გარკვეული გავლენა იქონიოს შესაბამისი ნებართვებისა და ლიცენზიების გამცემი და მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყებების (მაგალითად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატი, როგორც ნებართვების გამცემი და სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, როგორც მაკონტროლებელი უწყება) ხარჯვით საჭიროებებზე. გავლენის მოცულობა დამოკიდებული იქნება მიმართვების რაოდენობაზე. რაც შეეხება კანონპროექტის მე-9 თავს (გენეტიკურ რესურსებზე და მასთან დაკავშირებულ ტრადიციულ ცოდნაზე ხელმისაწვდომობა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი და თანაბარი განაწილება), რომელიც „ნაგოიას“ კონვენციით გათვალისწინებულ დებულებებს ასახავს, ამ შემთხვევაშიც გავლენები ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე მოსალოდნელია. ვინაიდან ამ სფეროშიც უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო იქნება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც გასცემს ნებართვებს და დებს გენეტიკური რესურსების და ტრადიციული ცოდნის ხელმისაწვდომობის ხელშეკრულებას, საჭირო იქნება შესაბამისი ფინანსური რესურსების მობილიზაცია სამინისტროსთვის. ჯერჯერობით ამ მიმართულებით შესაბამისი მოკვლევა არ ჩატარებულა, თუმცა, სავარაუდოა, რომ სამინისტროში ნებართვების გაცემაზე მიმართვიანობა გაიზრდება. არსებული მდგომარეობით, წელიწადში დაახლოებით 4-5 პირი/ორგანიზაცია მიმართავს სამინისტროს ამ თხოვნით, განსაკუთრებით მაღალი ინტერესი არის საზღვარგარეთ სამეცნიერო დაწესებულებების მხრიდან. გარდა ამისა, სამინისტრომ უნდა შექმნას გენეტიკური რესურსით სარგებლობის ელექტრონული რეესტრი (მუხლი 100), თუმცა, მოსალოდნელია, რომ ამ რეესტრის შექმნა და წარმოება უზრუნველყოფილი იქნება არსებული ადმინისტრაციული რესურსის ფარგლებში. ბიომრავალფეროვნების კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების ნაწილი, შესაბამისი შემთხვევების დადგომის პირობებში, დაკავშირებული იქნება სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ხარჯების გაწევასთან. მაგალითად, კანონპროექტი ადგენს, რომ კონკრეტული საერთაშორისო მნიშვნელობის ტერიტორიის სტატუსის მინიჭების შედეგად თუ არსებითი ზიანი ადგება მხოლოდ რომელიმე კერძო პირს ან პირთა ჯგუფს, სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. ზიანის ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება საჯარო და კერძო პირის ინტერესების შეფასების საფუძველზე. ასევე, თუ ტერიტორიისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის ტერიტორიის სტატუსის მინიჭება შეუძლებელს ხდის მის გამოყენებას ფუნქციური დანიშნულებით, მესაკუთრე უფლებამოსილია, საკუთრების უფლების შეზღუდვის ხასიათის გათვალისწინებით, სახელმწიფოსგან მოითხოვოს მიწის ნაკვეთის ჩანაცვლება/გამოსყიდვა სამართლიანი ანაზღაურების პირობის დაცვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გარდა ამისა, კანონპროექტის 29-ე მუხლი (თმენის ვალდებულება) ადგენს, რომ თუ სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვის ღონისძიების განხორციელება ამცირებს მიწის ნაკვეთის ღირებულებას ან მისაღები სარგებლის მოცულობას, მიწის ნაკვეთის მესაკუთრე უფლებამოსილია მოითხოვოს დანაკარგის ფინანსური კომპენსირება. კომპენსაციის მოცულობა განისაზღვრება საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით. კანონპროექტის გარდამავალი დებულებებით (მუხლი 110. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები/გამოსაცემი ნორმატიული აქტები) გათვალისწინებულია სხვადასხვა წესის შემუშავება (მინისტრის ბრძანებები, მთავრობის დადგენილებები), რომლებიც უნდა შესრულდეს კანონპროექტით გათვალისწინებულ ვადებში და მოსალოდნელია, რომ მათი შემუშავება, ძირითადად, მოხდება არსებული ადმინისტრაციული რესურსების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც უკავშირდება ბიომრავალფეროვნების კანონპროექტის გავლენას სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებზე. ეს უკავშირდება „მსოფლიო ბანკიდან“ მისაღებ სესხს. აღსანიშნავია, რომ „მსოფლიო ბანკი“ და საქართველოს მთავრობა მუშაობენ მწვანე და მედეგ განვითარებაზე ორიენტირებული რეფორმების პროგრამაზე. ამგვარი პროგრამები „მსოფლიო ბანკიდან“ დაფინანსების ერთ-ერთი ფორმაა. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი სესხის სახსრები მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში წინასწარ განსაზღვრული და დროში გაწერილი რეფორმების გატარების პირობით. ზემოაღნიშნული პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი რეფორმები/საკანონმდებლო ცვლილებები ეხება გარემოს დაბინძურების შემცირებას, კლიმატის ცვლილების რეგულირებას, ენერგოეფექტიანობის გაზრდას, ტყისა და ბიომრავალფეროვნების მართვას. ეს უკანასკნელი პროგრამაში ასახულია კონკრეტული დათქმით: ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონპროექტის პარლამენტში რეგისტრირება 2023 წელს არის ერთ-ერთი პირობა იმისა, რომ საქართველომ 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი მიიღოს მოთხოვნისამებრ. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების მნიშვნელოვანი ნაწილი დღესაც რეგულირდება სხვადასხვა საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და შესაბამისად, მათი მოქცევა ბიომრავალფეროვნების კანონის ქვეშ პრაქტიკაში არ გამოიწვევს დამატებით გავლენებს. ასეთი საკითხია, მაგალითად, კანონის მე-8 თავით გათვალისწინებული CITES-ის კონვენციის დებულებები ველური მცენარეებითა და გარეული ცხოველებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ. ეს საკითხი აქამდეც დარეგულირებული იყო შესაბამისი კონვენციის ფარგლებში და საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ კანონით (რომელიც ბიომრავალფეროვნების კანონის შემდეგ უქმდება). თუმცა, CITES-ის კატეგორიაშიც ხდება გარკვეული ნებართვებისა და ლიცენზიის წესების დაზუსტება და ამ კუთხით შეიძლება გავლენა იქონიოს ნებართვებისა და ლიცენზიის მაძიებელ პირებზე. რაც შეეხება კანონპროექტის მე-9 თავს (გენეტიკურ რესურსებზე და მასთან დაკავშირებულ ტრადიციულ ცოდნაზე ხელმისაწვდომობა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი და თანაბარი განაწილება), რომელიც „ნაგოიას“ კონვენციით გათვალისწინებულ დებულებებს ასახავს, ამ შემთხვევაშიც მოსალოდნელია გავლენები შესაბამისი პირების მიმართ. ჯერჯერობით მოკვლევა არ ჩატარებულა, თუმცა, სავარაუდოა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ნებართვების გაცემაზე მიმართვიანობა გაიზრდება, რაც შესაბამის პირებზე გავლენაზეც აისახება. არსებული მდგომარეობით, წელიწადში დაახლოებით 4-5 პირი/ორგანიზაცია მიმართავს სამინისტროს ამ თხოვნით, განსაკუთრებით მაღალი ინტერესი არის საზღვარგარეთ სამეცნიერო დაწესებულებების მხრიდან. შესაბამისად, ამ საკითხის მოწესრიგება დადებით გავლენას იქონიებს ამ პირებისა და სახელმწიფოს მიერ მისაღებ სარგებელზე. კანონპროექტიდან გამომდინარე, ფინანსური გავლენა დადგება იმ პირების მიმართ, ვინც შესაძლოა დასაქმდნენ შესაბამის უწყებებში საკადრო ცვლილებების საჭიროებიდან გამომდინარე. როგორც ზემოთ „ბ.გ“ ქვეპუნქტში არის აღწერილი, საკადრო ცვლილებები მოსალოდნელია შემდეგი ორგანიზაციებისთვის: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტი (დამატებით 5 დასაქმებული), სსიპ „ველური ბუნების ეროვნული სააგენტო“ (დამატებით 7 დასაქმებული), სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო (დამატებით 3 დასაქმებული), მუნიციპალიტეტები, სულ 69 თვითმმართველი ერთეული (თითოეულ მუნიციპალიტეტში 3 დამატებით დასაქმებული, ჯამში 207 დასაქმებული), ქვეყანაში არსებული ორი ბიოსფერული რეზერვატის მართვისთვის შექმნილი დამატებით ორი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ააიპ) (თითოეულ ააიპ-ში დამატებით 12 დასაქმებული, ჯამში 24 დასაქმებული). საბოლოოდ, აღნიშნულ ორგანიზაციებში მოსალოდნელია ჯამურად 246 ახალი პირის დასაქმება, ერთეული დასაქმებული პირის საშუალო თვიური ანაზღაურებით დაახლოებით 2700 ლარის ფარგლებში ცენტრალური ხელისუფლების უწყებებში და დაახლოებით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის უწყებებში. 1700 ლარის ფარგლებში არის ასევე რიგი საკითხები, რომელთა კონკრეტული ფინანსური გავლენის შეფასება დამოკიდებული იქნება მარეგულირებელი ნორმების დაზუსტებაზე დამატებით სხვა კანონქვემდებარე აქტებში. იგულისხმება სხვადასხვა წესის შემუშავება (მინისტრის ბრძანებები, მთავრობის დადგენილებები), რომლებიც განისაზღვრა კანონპროექტის 110-ე მუხლით (კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები/გამოსაცემი ნორმატიული აქტები) და უნდა შესრულდეს კანონპროექტით გათვალისწინებულ ვადებში. ბიომრავალფეროვნების კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების ნაწილი იწვევს ფინანსურ გავლენას პირებზე, ბიზნესებზე, მიწის კერძო მესაკუთრეებზე. მაგალითად, კანონპროექტი ადგენს, რომ კონკრეტული საერთაშორისო მნიშვნელობის ტერიტორიის სტატუსის მინიჭების შედეგად თუ არსებითი ზიანი ადგება მხოლოდ რომელიმე კერძო პირს ან პირთა ჯგუფს, სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. ზიანის ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება საჯარო და კერძო პირის ინტერესების შეფასების საფუძველზე. ასევე, თუ ტერიტორიისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის ტერიტორიის სტატუსის მინიჭება შეუძლებელს ხდის მის გამოყენებას ფუნქციური დანიშნულებით, მესაკუთრე უფლებამოსილია, საკუთრების უფლების შეზღუდვის ხასიათის გათვალისწინებით, სახელმწიფოსგან მოითხოვოს მიწის ნაკვეთის ჩანაცვლება/გამოსყიდვა სამართლიანი ანაზღაურების პირობის დაცვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გარდა ამისა, კანონპროექტის 29-ე მუხლი (თმენის ვალდებულება) ადგენს, რომ სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვის ღონისძიების განხორციელების მიზნით, შესაძლებელია განისაზღვროს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მფლობელის ვალდებულება, ითმინოს ასეთი ღონისძიებით გამოწვეული შეზღუდვები იმ ვადით და მოცულობით, რაც აუცილებელია დაცვის ღონისძიებების მიზნებიდან გამომდინარე. თუ სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვის ღონისძიების განხორციელება ამცირებს მიწის ნაკვეთის ღირებულებას ან მისაღები სარგებლის მოცულობას, მიწის ნაკვეთის მესაკუთრე უფლებამოსილია მოითხოვოს დანაკარგის ფინანსური კომპენსირება. კომპენსაციის მოცულობა განისაზღვრება საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით. კანონპროექტი გამონაკლისებს უშვებს საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით. მაგალითად, კანონპროექტის მე-17 მუხლში (მუხლი 17. მკაცრად დაცული და დაცული სახეობების ველური მცენარეებისა და სოკოების ან მათი ნაწილების გარემოდან ამოღება საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას) მითითებულია, რომ ამ მუხლის მიზნებისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების საზოგადოებრივი მნიშვნელობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე აქტით დადგენილი წინაპირობების საფუძველზე. შესაბამისად, აღნიშნული კანონი აჩენს იმის შესაძლებლობას, რომ გავლენა დადგეს შესაბამისი პირების, ბიზნესების, მოსახლეობის მიმართ. თუმცა, კონკრეტული გავლენის შეფასება შესაძლებელი იქნება ზემოაღნიშნული წინაპირობების დადგენის შემდეგ. კანონპროექტის 36-ე მუხლი არეგულირებს ზურმუხტის ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასებასთან (ზზშ) დაკავშირებულ საკითხებს და 51-ე მუხლი ეხება საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასების საკითხებს. აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეულ საქმიანობებზე ორივე სახის ზემოქმედების შეფასების ჩატარება. საქართველოში დღეს 66 მხარეს აქვს ზურმუხტის ტერიტორიის სტატუსი, ხოლო ჭარბტენიანი ტერიტორია მხოლოდ ოთხია ამ ეტაპზე. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ზზშ დოკუმენტებზე მოთხოვნა უფრო მეტი იქნება. გარდა ამისა, ჭარბტენიანი ტერიტორიები ემთხვევა დაცულ ტერიტორიებს, სადაც ბიზნეს-საქმიანობის განხორციელება ისედაც ნაკლებად მოსალოდნელია. დარგში მოღვაწე კომპანიების ფასთა მოკვლევამ აჩვენა, რომ ზზშ-ის სავარაუდო ღირებულება დღესდღეობით არის 35-40 ათასი ლარი. შეიძლება დავუშვათ, რომ კანონპროექტიდან გამომდინარე, შესაძლოა, წელიწადში დამატებით 10 ზზშ ჩატარდეს, რაც დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება შესაბამისი პირებისთვის/ორგანიზაციებისთვის. გარდა ამისა, უშუალოდ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) დოკუმენტებთან დაკავშირებითაც მოსალოდნელია პირებზე გავლენა. კანონპროექტის მე-17 მუხლი განსაზღვრავს, რომ „გზშ-ის ანგარიში უნდა მოიცავდეს მკაცრად დაცული და დაცული სახეობების ინდივიდების გარემოდან ამოღების აუცილებლობის დასაბუთებას და სახეობების ინდივიდების აღრიცხვის ანგარიშს (ჩამონათვალი, ოდენობები, დასკვნა მდგომარეობის შესახებ)“. დამატებით ზურმუხტის ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასების და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე ზემოქმედების შეფასების რეგულირების ნაწილებშიც ცვლილებებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს იმ პირებზე, ვისაც დღეს უწევს გზშ ანგარიშის ჩატარება საქმიანობის განხორციელებამდე. კერძოდ, 36-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ „იმ შემთხვევაში, თუ საქმიანობა ექვემდებარება ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებულ სკრინინგის პროცედურას და სკრინინგის პროცედურის შედეგად არ გამოირიცხა საქმიანობის ზურმუხტის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების შესაძლებობა, საქმიანობის განხორციელების დასაშვებობის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად საქმიანობა აუცილებლად უნდა დაექვემდებაროს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას“ და 52-ე მუხლის მიხედვით, „იმ შემთხვევაში, თუ საქმიანობა ექვემდებარება ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებულ სკრინინგის პროცედურას და სკრინინგის პროცედურის ფარგლებში არ გამოირიცხა საქმიანობის საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე ზემოქმედების შესაძლებობა, საქმიანობის განხორციელების დასაშვებობის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად საქმიანობა აუცილებლად უნდა დაექვემდებაროს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას“. შესაბამისად, ამ ორივე შემთხვევაში ჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ უფრო მეტად გაიზარდოს გზშ-ის დოკუმენტების ჩატარების მოთხოვნა, რაც გავლენა იქნება შესაბამის პირებზე. დარგში მოღვაწე კომპანიების გამოკითხვამ აჩვენა, რომ გზშ დოკუმენტების ღირებულება საკმაოდ დიდი განსხვავებით გამოირჩევა და დამოკიდებულია პროექტის მოცულობასა და სპეციფიკაზე. გზშის ფასი შეიძლება მერყეობდეს 30 ათასი ლარიდან 300 ათასი ლარამდე. რაც შეეხება გზშ-ების რაოდენობა, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018-2022 წლებში საშუალოდ ერთ წელში 88 გზშ განცხადება რეგისტრირდებოდა და კანონპროექტიდან გამომდინარე, შესაძლოა ეს რიცხვი დაახლოებით 10-15-ით გაიზარდოს. კანონპროექტის 106-ე მუხლით დგინდება, რომ „საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია შეიმუშაოს უარყოფითი ზემოქმედების საკომპენსაციო ღონისძიებების გეგმის პროექტი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. უარყოფითი ზემოქმედების საკომპენსაციო ღონისძიებების გეგმის პროექტს უნდა ერთოდეს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ დადასტურებული ამ გეგმის პროექტის ხარჯთაღრიცხვა“. დარგში მოღვაწე კომპანიების ფასთა მოკვლევამ აჩვენა, რომ მსგავსი გეგმა-პროექტების საშუალო ღირებულება 10-20 ათასი ლარის ფარგლებშია, თუმცა, ისინი დღესაც ძირითადად გათვალისწინებულია სტანდარტული გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშებში. კანონით დადგენილი სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვის წესების დარღვევა იწვევს საქართველოს სისხლის სამართლისა და საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსებით დადგენილ პასუხისმგებლობას, თუმცა, ეს პასუხისმგებლობები უმეტესად დღესაც დადგენილია. დამატებით, ამ კანონპროექტის გამომდინარე შესაბამის კანონპროექტებში (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები) დეტალურად აღწერილია, რომ რიგ შემთხვევებში ხდება დარღვევის ახალი სახეების შემოღება ან არსებული დარღვევების შემთხვევაში საქმიანობის არეალის გაფართოება და ეს შეიძლება აისახოს შესაბამის დამატებით სანქციებში (ჯარიმები ან/და საურავები). შესაბამისად, ეს ფინანსური გავლენა იქნება პირებზე, რაც დეტალურად წარმოდგენილია ზემოაღნიშნული გამომდინარე კანონპროექტების ფინანსურ დასაბუთებაში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი ითვალისწინებს რიგი სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების საკითხების მოწესრიგებას. უმეტესობა მათგანი დღესაც მოქმედებს, თუმცა, კანონპროექტიდან გამომდინარე, შეიძლება შეიცვალოს. მაგალითად, კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ დაზუსტდეს CITES-ის კონვენციით გათვალისწინებული ნებართვებისა და ლიცენზიის წესები. კანონპროექტის მე-9 თავი (გენეტიკურ რესურსებზე და მასთან დაკავშირებულ ტრადიციულ ცოდნაზე ხელმისაწვდომობა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი და თანაბარი განაწილება) „ნაგოიას“ კონვენციით გათვალისწინებულ დებულებებს ასახავს და ამ შემთხვევაში დაგეგმილია ახალი წესები სანებართვო მიმართულებით. მაგალითად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა უნდა შეიმუშაოს ბრძანება (ა) ,,გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობის ნებართვის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ და (ბ) ,,გენეტიკურ რესურსებზე დაშვებისა და მიღებული სარგებლის სამართლიანი განაწილების ხელშეკრულების სტანდარტულ ფორმის დამტკიცების შესახებ“. გენეტიკური რესურსების რეგულაციასთან დაკავშირებით გავლენები მოსალოდნელია ახალი მოსაკრებლებისა და ბიუჯეტში ფულადი შენატანის კუთხი. თუმცა, მათ შესახებ უფრო ზუსტი ინფორმაცია დადგინდება ზემოაღნიშნული წესების დამტკიცების შემდეგ. დამატებით, კანონის 110-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ უნდა დადგინდეს გარემოდან ამოღების მოსაკრებელი გარეული ცხოველების (გარდა ნადირობის და თევზჭერის სახეობებისა) ხელოვნურ პირობებში მოშენების ან/და კომერციული სარგებლობის (გადამუშავების, რეალიზაციის, ექსპორტის და სხვ.) მიზნით, რომლებიც არ არის შეტანილი „მკაცრად დაცული და დაცული სახეობებისა და დაცული ჰაბიტატების ნუსხაში“. აღნიშნული მოსაკრებელი ეკუთვნის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის სახეს და მისი დადგენა მოხდება კანონის მიღების შემთხვევაში შემდგომ პერიოდში შესაბამისი კვლევის საუძველზე. კანონით დადგენილი სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვის წესების დარღვევა იწვევს საქართველოს სისხლის სამართლისა და საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსებით დადგენილ პასუხისმგებლობას, თუმცა, ეს პასუხისმგებლობები უმეტესად დღესაც დადგენილია. დამატებით, ამ კანონპროექტის გამომდინარე შესაბამის კანონპროექტებში (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები) დეტალურად აღწერილია, რომ რიგ შემთხვევებში ხდება დარღვევის ახალი სახეების შემოღება ან არსებული დარღვევების შემთხვევაში საქმიანობის არეალის გაფართოება და ეს შეიძლება აისახოს შესაბამის დამატებით სანქციებში (ჯარიმები ან/და საურავები). შესაბამისად, ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს გავლენას გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობაზე შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპზე. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული ზეგავლენის შეფასება: თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტი გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმების 306-ე მუხლიდან, რომლის თანახმად საქართველო მოახდენს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას ასოცირების შეთანბხმების XXVI (გარემოს დაცვა) დანართში მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან, ამავე დანართის დებულებების შესაბამისად. XXVI დანართში მითითებულია საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება 2009 წლის 30 ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/147/EC დირექტივასთან გარეული ფრინველების კონსერვაციის შესახებ და 1992 წლის 21 მაისის საბჭოს 92/43/EC დირექტივასთან ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფაუნისა და ფლორის კონსერვაციის შესახებ, 97/62/EC, 2006/105/EC დირექტივების და (EC) N 1882/2003 რეგულაციის მიერ შეტანილი შესწორებების შესაბამისად. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: 1. 2009 წლის 30 ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/147/EC დირექტივა გარეული ფრინველების კონსერვაციის შესახებ; 2. 1992 წლის 21 მაისის საბჭოს 92/43/EC დირექტივა ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფაუნისა და ფლორის კონსერვაციის შესახებ, 97/62/EC, 2006/105/EC დირექტივების და (EC) N 1882/2003 რეგულაციის მიერ შეტანილი შესწორებების შესაბამისად. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი მომზადებულია დონორი ორგანიზაციების გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ტექნიკური მხარდაჭერით. კანონპროექტზე მუშაობის პროცეში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, აღნიშნული სამინისტროების სტრუქტურაში შემავალი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე შესაბამისი დარგის საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა. კანონოპროექტის შემუშავების პროცესში შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით მკაცრად დაცული და დაცული სახეობების დაცვისა და გარემოდან ამოღების საკითხებთან დაკავშირებით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყენბის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხევვაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.