„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ"
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 69 ✗ 0
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
III მოსმენა
✓ 91 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-06-13
ბიუროს ნომერი 188
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული
მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის
დაწესებული
საფასურის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №46, 22.12.2009, მუხ. 347) მე–5 მუხლს:
1. დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის განცხადების შეტანიდან 10 სამუშაო
დღის ვადაში გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 35 ლარია.“;
2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
„61. პირადობის ნეიტრალური მოწმობის განცხადების შეტანიდან 10 სამუშაო
დღის ვადაში გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 10 ლარია.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული
მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს „საქართველოს მოქალაქეთა
და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის)
მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე” საქართველოს
კანონის პროექტის მომზადება, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო რეესტრის
სააგენტოს მიერ პირადობის დამადასტურებელი ახალი სახის დოკუმენტების –
პირადობის ნეიტრალური მოწმობის და
ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის
მიღების შესაძლებლობის დადგენას იმ პირთათვის, რომლებიც ლეგიტიმურად
ცხოვრობენ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი
სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში).
შესაბამისად, აღნიშნულმა კანონპროექტმა გამოიწვია „სამოქალაქო რეესტრის
სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“
საქართველოს კანონში დამატებების შეტანისა და ახალი სახის საფასურის დადგენის
აუცილებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის
რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ
პირთათვის პირადობის ნეიტრალური მოწმობის და
ნეიტრალური სამგზავრო
დოკუმენტის გაცემაზე მომსახურების საფასურის განაკვეთების განსაზღვრა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, დგინდება მომსახურების საფასური
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ
ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთათვის პირადობის
ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემაზე და
განისაზღვრაბა, რომ:
განცხადების შეტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში პირადობის ნეიტრალური
მოწმობის გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი იქნება 10 ლარი, ხოლო
განცხადების შეტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ნეიტრალური სამგზავრო
დოკუმენტის გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი – 35 ლარი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჟეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჟეტის საშემოსავლო
ნაწილის გაზრდას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
პირადობის
ნეიტრალური
მოწმობის
და
ნეიტრალური
სამგზავრო
დოკუმენტების გაცემისათვის კანონპროექტით გათვალისწინებული საფასურის
გადახდა დაეკისრება იმ პირებს, რომელთაც ექნებათ სურვილი მიიღონ პირადობის
ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტით
დგინდება
პირადობის
ნეიტრალური
მოწმობის
და
ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების
მიღებისათვის სამოქალაქო რეესტრის
სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების კონკრეტული საფასურები.
გ) კანონპროექტის
სტანდარტებთან
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ)
კანონპროექტის
კონსულტაციები
მომზადების
პროცესში
მიღებული
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის
ავტორია
სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
რეინტეგრაციის
საკითხებში
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
საქართველოს