„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.06.2011
ავტორი
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/329/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
II მოსმენა
✓ 72 ✗ 0
III მოსმენა
✓ 93 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-06-13
ბიუროს ნომერი 188

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13, 12.04.2005, მუხ. 84) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება: 1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი: 2 „1 . „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი იბეჭდება და ივსება მხოლოდ არაქართულ ენაზე, რომელსაც სააგენტო რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე.“; 2. მე-10 მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მკაცრი აღრიცხვის ფორმებზე აღნიშნული უნდა იყოს მათი დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრი). „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირადობის ნეიტრალურ მოწმობასა და ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტზე აღნიშნული უნდა იყოს მხოლოდ რეგისტრაციის ნომერი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალების გარეშე და ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრი).“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტის მომზადება, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ პირადობის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტების – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღების შესაძლებლობის დადგენას იმ პირთათვის, რომლებიც ლეგიტიმურად ცხოვრობენ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში). ამასთან, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი, მისი დანიშნულების და მიზნების გათვალისწინებით იბეჭდება და ივსება მხოლოდ ინგლისურ ენაზე, ხოლო პირადობის ნეიტრალური დოკუმენტისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმებზე დასატანი ინფორმაცია განსხვავდება სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმებზე დასატანი ინფორმაციისაგან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საჭირო გახდა „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანა და საგამონაკლისო რეგულაციის შემოღება, რომელიც დაარეგულირებს პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის სააგენტოში რეგისტრაციის საკითხს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანა და არაქართულ ენაზე დაბეჭდილი და შევსებული ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის სააგენტოში რეგისტრაციის შესაძლებლობის დაწესება ამ დოკუმენტის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროსთან შეთანხმების გარეშე. კანონპროექტი ასევე აწესებს გამონაკლისებს და ადგენს, რომ პირადობის ნეიტრალურ მოწმობასა და ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტზე არ დაიტანებს დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება და დაიტანება მხოლოდ რეგისტრაციის ნომერი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალების გარეშე და ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრისა). ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი დამატების თანახმად ინგლისურ ენაზე დაბეჭდილი და შევსებული ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმის ბლანკის სააგენტოში რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ამ ფორმის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე. პროექტით ასევე დგინდება, რომ პირადობის ნეიტრალურ მოწმობასა და ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტზე დატანილი იქნება მხოლოდ რეგისტრაციის ნომერი და ინდივიდუალური ნომერი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროზე, დამკვეთსა და დამაზადებელ საწარმოზე მითითების გარეშე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჟეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჟეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც ვრცელდება პროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის სტანდარტებთან მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის კონსულტაციები მომზადების პროცესში მიღებული დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია სახელმწიფო მინისტრის აპარატი. რეინტეგრაციის საკითხებში დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა. საქართველოს