„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.06.2011
ავტორი
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/329/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 66 ✗ 0
II მოსმენა
✓ 69 ✗ 0
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-06-13
ბიუროს ნომერი 188

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, N19-20, 30.07.96, გვ. 11) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი: „ვ1) პირადობის ნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირი.“. მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავების ძირითად მიზეზს წარმოადგენს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტის მომზადება, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ პირადობის დამადასტურებელი ახალი სახის დოკუმენტების – პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღების შესაძლებლობის დადგენას იმ პირთათვის, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში). ეს დოკუმენტები მის მიმღებ პირებს მისცემს შესაძლებლობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეთათვის გათვალისწინებული სხვადასხვა სერვისებით. შესაბამისად, აღნიშნულმა კანონპროექტმა გამოიწვია გრანტების შესახებ საქართველოს კანონში დამატების შეტანის აუცილებლობა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია პირადობის დამადასტურებელი ნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირებისათვის გრანტის მიღების შესაძლებლობის მინიჭება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტის თანახმად, გრანტის მიმღები შეიძლება იყოს ასევე პირადობის დამადასტურებელი ნეიტრალური დოკუმენტის (პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის) მქონე პირი, რამაც შესაბამისად გამოიწვია დამატების შეტანა გრანტების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჟეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჟეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ფინანსური ვალდებულების აღებას. მიერ ახალი ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. შესაბამისად, არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს ფიზიკურ პირთათვის. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის სტანდარტებთან მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია სახელმწიფო მინისტრის აპარატი. რეინტეგრაციის საკითხებში დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა. საქართველოს