„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ"
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 56 ✗ 0
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-06-13
ბიუროს ნომერი 188
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი
1.
საქართველოს
საგადასახადო
კოდექსის
საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 66-ე მუხლის:
(საქართველოს
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე პირადობის ნეიტრალური
მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი, გარდა იმ პირისა,
რომლის შემოსავალიც იბეგრება წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან,
ვალდებულია ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართოს
საგადასახადო ორგანოს მისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების მიზნით.“;
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე პირადობის ნეიტრალური
მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი (გარდა მეწარმე
ფიზიკური პირისა) უფლებამოსილია საქართველოში გადასახადის გადახდის ან/და
დეკლარირების
ვალდებულების
დადგომისას,
საგადასახადო
ორგანოში
საგადასახადო აღრიცხვის პროცედურების გავლის გარეშეც, მოქალაქის პირადობის
მოწმობაში, პირადობის ნეიტრალურ მოწმობაში ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტში
აღნიშნული პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო ნომერი) მიუთითოს წარმოშობილი
საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირებისას და საბანკო დაწესებულებებში
გადასახადის გადახდისას. ამ ფიზიკური პირის საგადასახადო აღრიცხვა
ხორციელდება მისი საგადასახადო დეკლარაციის ან/და ბანკში წარდგენილი,
გადასახადის გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალების მონაცემების
საფუძველზე. “;
გ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს (მათ შორის, მეწარმე ფიზიკურ
პირს) საიდენტიფიკაციო ნომრად მიენიჭება ამავე პირის მოქალაქის პირადობის
მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი, ხოლო პირადობის ნეიტრალურ მოწმობის ან
ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირს – ამავე დოკუმენტში აღნიშნული
პირადი ნომერი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის შემუშავების ძირითად მიზეზს წარმოადგენს „საქართველოს
მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის
(ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე”
საქართველოს კანონის პროექტის მომზადება, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო
რეესტრის სააგენტოს მიერ პირადობის დამადასტურებელი ახალი სახის
დოკუმენტების – პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო
დოკუმენტის მიღების შესაძლებლობის დადგენას იმ პირთათვის, რომლებიც
მუდმივად ცხოვრობენ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის
რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში). ეს დოკუმენტები მის
მიმღებ პირებს მისცემს შესაძლებლობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესების
შესაბამისად
ისარგებლონ
საქართველოს
მოქალაქეთათვის
გათვალისწინებული სხვადასხვა სერვისებით. ამასთან ერთად, მომზადდა ,,მეწარმეთა
შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს
კანონის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს პირადობის დამადასტურებელი
ნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირებისათვის საქართველოს მოქალაქეებისათვის
დადგენილი წესების შესაბამისად ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის
შესაძლებლობის მიცემას.
შესაბამისად,
აღნიშნულმა
კანონპროექტმა
გამოიწვია
საქართველოს
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია პირადობის დამადასტურებელი ნეიტრალური
დოკუმენტის მქონე პირებისათვის გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის
შესაძლებლობის მინიჭება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, საიდენთიფიკაციო კოდის მინიჭების
მიზნით საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის უფლებამისილება ეძლევა ასევე
პირადობის დამადასტურებელი ნეიტრალური დოკუმენტის (პირადობის ნეიტრალური
მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის) მქონე პირებსაც, რამაც
შესაბამისად გამოიწვია ცვლილებების შეტანა საგადასახადოკოდექსის 66-ე მუხლის
პირველ ნაწილში.
გარდა ამისა, ასევე პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან
ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი
იქნება უფლებამოსილი
საქართველოში გადასახადის გადახდის ან/და დეკლარირების ვალდებულების
დადგომისას, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვის პროცედურების
გავლის გარეშეც, პირადობის ნეიტრალურ მოწმობაში ან ნეიტრალურ სამგზავრო
დოკუმენტში აღნიშნული პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო ნომერი) მიუთითოს
წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირებისას და საბანკო
დაწესებულებებში გადასახადის გადახდისას, რამაც გამოიწვია საგადასახადო
კოდექსის 66-ე მუხლის მე-4 ნაწილში ცვლილების შეტანა. ამასთან ერთად,
გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისას პირადობის ნეიტრალურ მოწმობის ან
ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირს საიდენტიფიკაციო ნომრად
მიენიჭება ამავე დოკუმენტში აღნიშნული პირადი ნომერი, რაც იწვევს ზემოაღნიშნული
მუხლის მე-5 ნაწილში ცვლილების შეტანას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჟეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჟეტის საშემოსავლო
ნაწილის გაზრდას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
არ
ითვალისწინებს
რაიმე
სახის
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის დადგენას. შესაბამისად, არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს
ფიზიკურ პირთათვის.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
არ
ითვალისწინებს
რაიმე
სახის
გადასახადის,
გადასახდელის დადგენას.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღებით
არ
წარმოიქმნება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ხელშეკრულებებს.
დ)
კანონპროექტის
მომზადების
პროცესში
მიღებული
კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის
შემუშავებაში,
ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის
ავტორია
სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
რეინტეგრაციის
საკითხებში
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
საქართველოს