„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.06.2011
ავტორი
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/329/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 69 ✗ 0
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-06-13
ბიუროს ნომერი 188

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N20, 04.05.2005, მუხ. 143) 22-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ 7. ამ მუხლით გათვალისწინებული დაფინანსება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებზე. უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ზოგადი განათლების მიღების უფლება ხორციელდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე. იმ უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, რომელთანაც ზოგადი განათლების მიღების უფლების საკითხი არ არის მოწესრიგებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან/და შეთანხმებით, საქართველოს სახელმწიფო დაფინანსება განისაზღვრება ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე. ნაცვალგების პრინციპი მოქმედებს მაშინ, თუ შესაბამის უცხო ქვეყანაში ზოგადი განათლების სფეროს დაფინანსების სისტემა საქართველოში ზოგადი განათლების სფეროს დაფინანსების სისტემის იდენტურია. იმ ქვეყნების ნუსხას, რომელთა მოქალაქეების მიერ ზოგადი განათლების მიღებას საქართველოს სახელმწიფო ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე აფინანსებს, აქვეყნებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის საფუძველზე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავების ძირითად მიზეზს წარმოადგენს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტის მომზადება, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ პირადობის დამადასტურებელი ახალი სახის დოკუმენტების – პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღების შესაძლებლობის დადგენას იმ პირთათვის, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში). ეს დოკუმენტები მის მიმღებ პირებს მისცემს შესაძლებლობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეთათვის გათვალისწინებული სხვადასხვა სერვისებით. შესაბამისად, აღნიშნულმა კანონპროექტმა გამოიწვია ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის აუცილებლობა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია პირადობის დამადასტურებელი ნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირების სახელმწიფოს მიერ ზოგადი განათლების დაფინანსებით უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტის თანახმად, სახელმწიფოს მიერ ზოგადი განათლების დაფინანსების შესაძლებლობა გავრცელდება ასევე პირადობის დამადასტურებელი ნეიტრალური დოკუმენტის (პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის) მქონე პირზეც, რამაც შესაბამისად გამოიწვია ცვლილების შეტანა ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჟეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჟეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. შესაბამისად, არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს ფიზიკურ პირთათვის. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის სტანდარტებთან მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა. საქართველოს