„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ"
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-06-13
ბიუროს ნომერი 188
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N28, 30.10.2008, მუხ. 172) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილებები და დამატება:
1. მე–4 მუხლის მე–4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
“გ) იმ პირებზე, რომლებზეც გაცემულია პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და
ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი.“;
2. მე–4 მუხლის მე–5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები
ვალდებული არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული მიმართულებიდან
შესვლამდე, ხოლო შეუძლებლობის შემთხვევაში – შესვლის შემდგომ გონივრულ
ვადაში, შეატყობინონ საქართველოს მთავრობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე
შესვლისა და ამ ტერიტორიებიდან გასვლის დრო. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები ასევე ვალდებული არიან წარადგინონ
ინფორმაცია იმ დახმარების შესახებ, რომელიც მათ გაუწიეს მოსახლეობას.“;
3. მე–8 მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების მიერ
გამოცემული ნებისმიერი აქტი არარად ითვლება და სამართლებრივ შედეგებს არ
წარმოშობს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნული აქტების გამოყენება ხდება
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირადობის ნეიტრალური
მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მიზნებისათვის.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
შესახებ” საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის შემუშავება განაპირობა „საქართველოს მოქალაქეთა და
საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის)
მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“
საქართველოს კანონში მომზადებულმა ცვლილებების პროექტმა, რომელიც
ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ცხინვალის რეგიონის
(ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე საქართველოს
იუსრიდიქციის სრულად აღდგენამდე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და
ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად
მცხოვრებ პირებზე, მათი სურვილის შესაბამისად
პირადობის ნეიტრალური
მოწმობისადა
ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის შესაძლებლობის
დადგენას. აღნიშნული დოკუმენტები მათ მფლობელ პირებს მისცემს შესაძლებლობას
ისარგებლონ საქართველოს სახელმწიფოს სამართლებრივი და სოციალური დაცვის
მექანიზმებით, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ამ პირთა ინტეგრირება
საქართველოს მოსახლეობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პროექტის შემუშავების ძირითად საფუძველს
წარმოადგენს საქართველოს მიერ კონტროლირებად და აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური
ოლქის) ტერიტორიებზე მოძრაობასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი
შეზღუდვების მოხსნა პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური
სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირების მიმართ. პროექტის შემუშავების მიზეზს
ასევე წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი უკანონო ორგანოების მიერ
გაცემული აქტების გამოყენების შესაძლებლობის დადგენის აუცილებლობა მხოლოდ
პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის
გაცემის მიზნებისათვის.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია საქართველოს მიერ კონტროლირებად და აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის
ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე მოძრაობასთან დაკავშირებით შეზღუდვების
მოხსნა პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის
მფლობელი პირების მიმართ. შესაბამისად, პროექტი ითვალისწინებს, რომ აღნიშნულ
პირებზე
არ
გავრცელდება
ოკუპირებულ
ტერიტორიებზე
კონკრეტული
მიმართულებიდან შესვლის ვალდებულება.
პროექტის მიზანს ასევე წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი
უკანონო ორგანოების მიერ გაცემული აქტების გამოყენების შესაძლებლობის დადგენა
პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი გაცემის
მიზნებისათვის, რათა უზრუნველყოფილი იქნებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე
ლეგიტიმურად მცხოვრები პირებისათვის პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და
ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის შესაძლებლობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი ცვლილების თანახმად ის პირები, რომლებიც მიიღებენ
ნეიტრალურ პირადობის მოწმობას ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს
უფლებამოსილნი იქნებიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის
რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე შევიდნენ
ნებისმიერი მიმართულებიდან, და მათზე არ გავრცელდება აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან,
ხოლო ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის
ტერიტორიებზე)
–
გორის
მუნიციპალიტეტის
მიმართულებიდან
შესვლის
ვალდებულება.
პროექტის თანახმად, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური
სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მიზნებისათვის შესაძლოა გამოყენებულ იქნეს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი უკანონო ორგანოების მიერ გაცემული აქტები.
აღნიშნული გამონაკლისის დადგენის საჭიროება გამომდინარეობს იმ გარემოებიდან,
რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა უმრავლესობის პირადობის
დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს უკანონო ორგანოების მიერ გაცემული
დოკუმენტები. შესაბამისად, ამ დოკუმენტების გამოყენების გარეშე შეუძლებელი
გახდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა ვინაობის და იდენტურობის
დადგენა და მათზე პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო
დოკუმენტის გაცემა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჟეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჟეტის საშემოსავლო
ნაწილის გაზრდას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას. შესაბამისად, არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს
ფიზიკურ პირთათვის.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის
სტანდარტებთან
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ)
კანონპროექტის
კონსულტაციები
მომზადების
პროცესში
მიღებული
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის
ავტორია
სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
რეინტეგრაციის
საკითხებში
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
საქართველოს