„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.06.2011
ავტორი
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/329/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 67 ✗ 0
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-06-13
ბიუროს ნომერი 188

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) 163–ე, 164–ე და 165–ე მუხლებში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „მუხლი 163. ბრალდებულისათვის (მსჯავრდებულისათვის) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების საფუძველი საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს, თუ პირი, რომელზედაც გაცემულია საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ბრალდებულია (მსჯავრდებულია) ამ კოდექსით დადგენილი წესით და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ აღნიშნული პასპორტის/დოკუმენტის გამოყენებით იგი შეძლებს საქართველოდან გასვლას ან საზღვარგარეთ გადაადგილებას. მუხლი 164. (მსჯავრდებულისათვის) გადაწყვეტილება ძებნილი ბრალდებულისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების შესახებ 1. ძებნილი ბრალდებულისათვის (მსჯავრდებულისათვის) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პროკურორი წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს, რომელსაც საკმარისი საფუძვლის არსებობისას გამოაქვს განჩინება ამ ღონისძიების გამოყენების შესახებ. სასამართლო უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. 2. საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების შესახებ სასამართლოს განჩინებაში უნდა აღინიშნოს: განჩინების შედგენის თარიღი და ადგილი; რომელი თანამდებობის პირი ან ორგანოა უფლებამოსილი, აღასრულოს განჩინება; პასპორტის/დოკუმენტის მფლობელის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი; პასპორტის/დოკუმენტის ნომერი, პასპორტის/დოკუმენტის გამცემი ორგანო და პასპორტის/დოკუმენტის გაცემის თარიღი. 3. საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერება გულისხმობს ძებნილი ბრალდებულისათვის (მსჯავრდებულისათვის) საქართველოდან გასვლის ან საზღვარგარეთ გადაადგილების უფლების შეზღუდვას. საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი რომლის მოქმედებაც შეჩერდა, არ შეიძლება გამოყენებულ (მიღებულ) იქნეს, როგორც საქართველოდან გასვლისათვის ან საზღვარგარეთ გადაადგილებისათვის საკმარისი (საჭირო) დოკუმენტი. მუხლი 165. ძებნილი ბრალდებულისათვის (მსჯავრდებულისათვის) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების ვადა 1. ძებნილი ბრალდებულისათვის (მსჯავრდებულისათვის) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედება შეჩერდება განაჩენის აღსრულებამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე. 2. პროკურორი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე, ნებისმიერ დროს გამოიტანოს დადგენილება საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების გაუქმების შესახებ. 3. საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების გაუქმების შესახებ დადგენილება პროკურორმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს. 4. პირს, რომლის საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზვრო დოკუმენტის მოქმედებაც შეჩერდა, უფლება აქვს, აცნობოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს აღნიშნული პასპორტის/დოკუმენტის მოქმედების შეჩერების გაუქმების შესახებ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტის მომზადება, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ პირადობის დამადასტურებელი ახალი სამგზავრო ხასიათის დოკუმენტის – ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღების შესაძლებლობის დადგენას იმ პირთათვის, რომლებიც ლეგიტიმურად ცხოვრობენ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში). შესაბამისად, აღნიშნულმა კანონპროექტმა გამოიწვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების საფუძვლების, მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და მოქმედების შეჩერების ვადის თაობაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ნორმების გავრცელება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთათვის გასაცემი ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიმართ. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი ცვლილების თანახმად საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების საფუძვლების, მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და მოქმედების შეჩერების ვადის თაობაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ნორმები ასევე გავრცელდება ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიმართაც, რამაც შესაბამისად გამოიწვია ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 163– ე, 164–ე და 165–ე მუხლებში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჟეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჟეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. შესაბამისად, არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს ფიზიკურ პირთათვის. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის სტანდარტებთან მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის კონსულტაციები მომზადების პროცესში მიღებული დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია სახელმწიფო მინისტრის აპარატი. რეინტეგრაციის საკითხებში დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა. საქართველოს