„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ"
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 66 ✗ 0
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
III მოსმენა
✓ 70 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-06-13
ბიუროს ნომერი 188
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
პარლამენტის უწყებები, 1994, NN21–22, მუხ. 455) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილებები:
1.
მე-54 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
ფიზიკური
პირი
ინდივიდუალურ
მეწარმედ
რეგისტრაციისათვის/ცვლილების რეგისტრაციისათვის მარეგისტრირებელ ორგანოს
წარუდგენს განცხადებას და პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, პირადობის
ნეიტრალურ მოწმობას ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს. განცხადებაში უნდა
მიეთითოს:“;
2.
54-ემუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აქციონერს შეუძლია ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პროცედურის
შესაბამისად წინასწარ მიიღოს კრებაში მონაწილეობის უფლებისა და მის
განკარგულებაში არსებულ ხმათა რაოდენობის დასტური. იგი კრების მუშაობაში
მონაწილეობს პირადობის მოწმობის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან
ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტის და კრებაზე წარმოდგენილი აქციათა
რეესტრის მონაცემების საფუძველზე. დასაშვებია წარმომადგენლობა წერილობითი
მინდობილობის საფუძველზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ “
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის შემუშავების ძირითად მიზეზს წარმოადგენს „საქართველოს
მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის
(ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე”
საქართველოს კანონის პროექტის მომზადება, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო
რეესტრის სააგენტოს მიერ პირადობის დამადასტურებელი ახალი სახის
დოკუმენტების – პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო
დოკუმენტის მიღების შესაძლებლობის დადგენას იმ პირთათვის, რომლებიც
მუდმივად ცხოვრობენ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის
რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში). ეს დოკუმენტები მის
მიმღებ პირებს მისცემს შესაძლებლობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესების
შესაბამისად
ისარგებლონ
საქართველოს
მოქალაქეთათვის
გათვალისწინებული სხვადასხვა სერვისებით.
შესაბამისად, აღნიშნულმა კანონპროექტმა გამოიწვია მეწარმეთა შესახებ
საქართველოს კანონში დამატების შეტანის აუცილებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია პირადობის დამადასტურებელი ნეიტრალური
დოკუმენტის მქონე პირებისათვის საქართველოს მოქალაქეებისათვის დადგენილი
წესების შესაბამისად ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის შესაძლებლობის
მიცემა, ასევე აქციონერისათვის სააქციო საზოგადოების საერთო კრებაში
ზემოხსენებული
ნეიტრალური
დოკუმენტებით
მონაწილეობის
მიღების
შესაძლებლობის მიცემა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, მეწარმეთა შესახებ კანონის მე-54 მუხლის
პირველი პუნქტში შედის ცვლილება და ფიზიკურ პირის ენიჭება უფლება
ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისათვის/ცვლილების რეგისტრაციისათვის
მარეგისტრირებელ
ორგანოს
წარუდგინოს
პირადობის
დამადასტურებელი
ნეიტრალური დოკუმენტი (პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური
სამგზავრო დოკუმენტი). ასევე, 54-ემუხლის მე-3 პუნქტში შედის ცვლილება, რითაც
აქციონერს ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა სააქციო საზოგადოების
საერთო კრების მუშაობაში პირადობის დამადასტურებელი ნეიტრალური დოკუმენტის
საფუძველზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჟეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჟეტის საშემოსავლო
ნაწილის გაზრდას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას. შესაბამისად, არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს
ფიზიკურ პირთათვის.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის
სტანდარტებთან
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ)
კანონპროექტის
კონსულტაციები
მომზადების
პროცესში
მიღებული
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის
ავტორია
სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
რეინტეგრაციის
საკითხებში
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
საქართველოს