„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ"
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 67 ✗ 0
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-06-13
ბიუროს ნომერი 188
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
„უმაღლესი
განათლების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილებები:
1. მე-80 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების უფლება აქვს საქართველოს
მოქალაქეს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო
დოკუმენტის მქონე პირს, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ჩაირიცხება
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო
პროგრამაზე.“.
2. მე-801 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლება აქვს
საქართველოს მოქალაქეს, პირაოდობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური
სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირს, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით
ჩაირიცხება ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
აკრედიტებულ
საგანმანათლებლო
პროგრამაზე.“;
3. 891-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება
ხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი
წესით. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების შემდეგ
საქართველოს მოქალაქეს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური
სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირს უფლება აქვს, სწავლა განაგრძოს საქართველოს
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების
გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ
დადგენილი წესით“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის შემუშავების ძირითად მიზეზს წარმოადგენს „საქართველოს
მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის
(ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე”
საქართველოს კანონის პროექტის მომზადება, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო
რეესტრის სააგენტოს მიერ პირადობის დამადასტურებელი ახალი სახის
დოკუმენტების – პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო
დოკუმენტის მიღების შესაძლებლობის დადგენას იმ პირთათვის, რომლებიც
მუდმივად ცხოვრობენ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის
რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში). ეს დოკუმენტები მის
მიმღებ პირებს მისცემს შესაძლებლობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესების
შესაბამისად
ისარგებლონ
საქართველოს
მოქალაქეთათვის
გათვალისწინებული სხვადასხვა სერვისებით.
შესაბამისად, აღნიშნულმა კანონპროექტმა გამოიწვია უმაღლესი განათლების
შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია პირადობის დამადასტურებელი ნეიტრალური
დოკუმენტის მქონე პირებისათვის სახელმწიფო სასწავლო (სამაგისტრო) გრანტების
მიღების შესაძლებლობის მინიჭება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, სახელმწიფო სასწავლო (სამაგისტრო)
გრანტის მიმღები შეიძლება იყოს ასევე პირადობის დამადასტურებელი ნეიტრალური
დოკუმენტის (პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო
დოკუმენტის) მქონე პირი, რამაც შესაბამისად გამოიწვია ცვლილებების შეტანა
უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-80 მუხლის პირველ პუნქტსა
და მე-801 მუხლის პირველ პუქნტში. ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული
განათლების აღიარების შემდეგ პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური
სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირს უფლება ეძლევა, სწავლა განაგრძოს საქართველოს
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების
გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ
დადგენილი წესით, რამაც გამოიწვია ცვლილების შეტანა კანონის 891-ე მუხლის
პირველ პუქნტში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჟეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჟეტის საშემოსავლო
ნაწილის გაზრდას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას. შესაბამისად, არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს
ფიზიკურ პირთათვის.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის
ავტორია
რეინტეგრაციის
საკითხებში
სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
საქართველოს