„საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ"
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-06-13
ბიუროს ნომერი 188
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N29, 12.10.2004, მუხ. 137)
შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„გ) უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემულ სამგზავრო და პირადობის
დამადასტურებელ დოკუმენტებზე, გარდა პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და
ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტისა;“;.
2. მე–5 მუხლის მე–3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემულ საქართველოს ვიზაზე.“;
3. მე–6 მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები, რომელთა
სამართლებრივ აქტებზე, ბლანკებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე, გარდა პირადობის
ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიმართ
გამოსაყენებელი ბეჭდებისა, გამოისახება მცირე სახელმწიფო გერბი, არიან:
ა) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ტერიტორიული
ორგანოები;
ბ)
ადმინისტრაციული
ორგანოები,
მათ
შორის,
რომლებზედაც
დელეგირებულია
სახელმწიფო
კონტროლისა
და
ზედამხედველობის
უფლებამოსილება.“;
4. მე–7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-6 მუხლის მე-2
პუნქტით გათვალისწინებული ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ
გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტებზე, გარდა პირადობის ნეიტრალური მოწმობისა
და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტისა, შესაბამისი სახელმწიფო გერბის
გამოყენება სავალდებულოა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ”
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის შემუშავების ძირითად მიზეზს წარმოადგენს „საქართველოს
მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის
(ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე”
საქართველოს კანონის პროექტის მომზადება, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო
რეესტრის სააგენტოს მიერ პირადობის დამადასტურებელი ახალი სახის
დოკუმენტების – პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო
დოკუმენტის მიღების შესაძლებლობის დადგენას იმ პირთათვის, რომლებიც
ლეგიტიმურად ცხოვრობენ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის
რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში). აღნიშნული დოკუმენტები
მათ
მიმღებ
პირებს
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
შეღავათებით სარგებლობის გარდა მეტი ალბათობით მისცემს შესაძლებლობას, ამ
დოკუმენტებით ისარგებლონ საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიებზე და
საზღვარგარეთ.
აღნიშნულის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, პირადობის ნეიტრალურ
მოწმობასა და ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტზე მკაფიოდ არ იყოს გამოსახული
საქართველოს სახელმწიფო სიმბოლო – საქართველოს სახელმწიფო გერბი.
შესაბამისად, მომზადდა „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ” საქართველოს
ორგანული კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე” საქართველოს
კანონის პროექტი.
გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტის შემუშავების მიზეზს ასევე წარმოადგენს
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გასაცემ საქართველოს ორდინალური ვიზის
ბლანკზე სასახელმწიფო გერბის სრული სახით გამოსახვის შესაძლებლობის
უზრუნველყოფა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია პირადობის ნეიტრალურ მოწმობასა და ნეიტრალურ
სამგზავრო
დოკუმენტზე
საქართველოს
სახელმწიფო
გერბის
გამოსახვის
ვალდებულების გაუქმება და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გასაცემ
საქართველოს ორდინალური ვიზის ბლანკზე სახელმწიფო გერბის სრული სახით
გამოსახვის შესაძლებლობის დადგენა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ
გასაცემ პირადობის ნეიტრალურ მოწმობასა და ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტზე
არ იქნება სავალდებულო საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახვა გამომდინარე
იმ გარემოებიდან, რომ აღნიშნული დოკუმენტების გაცემის მიზანია ამ დოკუმენტების
სარგებლობის შესაძლებლობის გაზრდა საქართველოს მიერ არაკონტროლირებად
ტერიტორიებზე.
ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ
გასაცემ საქართველოს ორდინალური ვიზის ბლანკებზე საქართველოს სახელმწიფო
გერბის სრული სახით გამოსახვის შესაძლებლობის დადგენას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჟეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჟეტის საშემოსავლო
ნაწილის გაზრდას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას. შესაბამისად, არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს
ფიზიკურ პირთათვის.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის
სტანდარტებთან
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ)
კანონპროექტის
კონსულტაციები
მომზადების
პროცესში
მიღებული
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის
ავტორია
სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
რეინტეგრაციის
საკითხებში
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
საქართველოს